forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დეპრესია
tatia_aquarius
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 682
წევრი No.: 243692
რეგისტრ.: 21-June 18

გამოგზავნილია: 12 Feb 2020, 15:54  #55833393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალ თემაში გადმოვაკოპირებ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს:

დიდი დეპრესიული ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები

- ქვემოთ მოყვანილი 5 ან მეტი სიმპტომი უნდა იყოს წარმოდგენილი არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში. აუცილებელია ორიდან ერთერთის: დაქვეითებული გუნება-განწყობის ან ინტერესების ნაკლებობის არსებობა.
შენიშვნა: აუცილებელია გამოირიცხოს ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული გუნება-განწყობის დარღვევები.
1. დაქვეითებული გუნება-განწყობა მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, რაც შეიძლება დადგინდეს როგორც თავადვე პაციენტის პირადი ჩივილით (სიცარიელის, სევდის შეგრძნება) ასევე გარშემომყოფთა დაკბირვების შედეგად (ხშირი ტირილი). ბავშვებში და მოზარდებში სევდის მაგიერ შესაძლოა ჭარბობდეს გაღიზიანებადობა.
2. ინტერესების შემცირება და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება ყველაფერში ან თითქმის ყველაფერში. ასევე მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე.
3. ცვლილებები წონასა და მადაში: მომატება ან დაკლება. იმის გათვალისწინებით რომ პაციენტი მიზანდასახუად არ იცავს რაიმე დიეტას. ბავშვებში ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ასაკის მიმართ შეუსაბამო წონის მომატება/დაკლებაში.
4. უძილობა ან ჭარბი ძილიანობა თითქმის ყოველდღე.
5. ფსიქომოტორული (მოძრაობითი) შენელება ან პირიქით აჩქარება/აგზნება. ამის შესახებ დასკვნა არამხოლოდსუბიექტური შეგრძნებებით, არამედ გარშემომყოფთა დაკვირვების საფუძველზე უნდა გაკეთდეს.
6. დაღლილობა და ენერგიეს ნაკლებობა თითქმის ყოველდღე.
7. თითქმის ყოველდღიური საკუთარი უვარგისობის, არარაობის და ბრალეულობის გადაჭარბებული შეგრძნება.
8. აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრიტრების გაძნელება.
9. სუიციდალური აზრები, ფიქრები სიკვდილისწ შესახებ (მაგრამ არა სიკვდილის შიში).
- სიმპტომები იწვევს მნიშვნელოვან სტრესს, ხელს უშლის ადამიანს ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ფუნქცციონირებაში.
- სიმპტომები არაა გამოწვეული რაიმე ნივთიერებების (მედიკამენტების, ნარკოტიკების) უშუალო ზემოქმედებით.
სიმპტომები არ უნდა იყოს გამოწვეული დანაკარგით. მაგალითად, ახლობლის გარდაცვალებით, ან საყვარელ ადამიანთან დაშორებით.

მანიაკალური ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები
- ცალკეული, მინიმუმ 1 კვირიანი პერიოდი, რომლის დროსაც ადგილი აქვს უჩვეულოდ, მუდმივად აწეულ, უკონტროლო ან/და გაგიზიანებულ გუნება-განწყობას.
ბ. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქვემოთჩამოთვლილიდან წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 3 სიმპტომი.
1. ჭარბადდადებითი თვითშეფასება ან საკუთარი თავის გრანდიოზულობის განცდა.
2. ძილის დაქვეითებული მოთხოვნილება (მაგ. 3 საათი დღე-ღამეში).
3. პაციენტი ჩვეულებრივზე უფრო ენაწყლიანია აქვს ლაპარაკის მუდმივი მოთხოვნილება
4. აზროვნების აჩქარება (ფლიგჰტ ოფ იდეას). აზრების სწრაფი ცვლის სუბიექტური შეგრძნება.
5. დაბნეულობა. პაციენტი ადვილად ერთვება ერთი გამღიზიანებლიდან მეორეზე.
6. აქტიური მიზანმიმართული მოქმედება (სოციალური, სამუშაო/სასწავლო ან სექსუალური კუთხით) ან ფსიქომოტორული (მოძრაობითი) აგზნება.
7. ჭარბი აქტიურობა სიამოვნების მომნიჭებელ საქმიანობაში.
- გუნება-განწყობის დარღვევა საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს დამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში.
- გუნება-განწყობის დარღვევა არაა დაკავშირებული რაიმე ნივთიერებების (მედიკამენტების, ნარკოტიკების) მიღებასთან.

ჰიპომანიაკალური ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები
მსგავსია მანიაკალური ეპიზოდისა იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში სიმპტომები შედარებით ნაკლები ინტენსივობითაა გამოხატული და გრძელდება მინიმუმ 4 დღე.

მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს კრიტერიუმები შეეხება ე.წ. ენდოგენურ დეპრესიას, ბიპოლარულ აშლილობას და უნდა გათვალისწინებულ იყოს ყველა წვრილმანი, მიმდინარეობის ხანგრძლივობა, სიმპტომების რაოდენობა და რაობა და რაც მთავარია გამომწვევი მიზეზი. შესაძლოა მსგავსი სიმპტომები ნაკლები ინტენსივობით ან ხანგრძლივობით უბრალოდ ფსიქოემოციური სტრესით გამოწვეულ დეპრესიულ რეაქციასთან იყოს დაკავშირებული. თუ ესეთი რამ აღგენიშნებათ ეს მხოლოდ მიზეზია იმისა რომ კონსულტაცია გაიაროთ ფსიქიატრთან და/ან ფსიქოთერაპევტთან, რომელიც შემდგომში დაგაკვალიანებთ და დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში. ასე რომ ნუ დაუსვამთ საკუთარ თავს დიაგნოზს მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების საფუძველზე.
* * *
აბა გელოდებით ახალ თემაში დეპრესია ვისაც გაქვთ))
onlyfighter
მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4628
წევრი No.: 116333
რეგისტრ.: 29-May 10

გამოგზავნილია: 12 Feb 2020, 21:26  #55834731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დეპრესიას ერთადერთი წყარო აქვს- აზრები, სხვა არაფერი და სწორედ აზრები იწვევს ყველანაირ ფსიქიკურ დარღვევებს თუ რამე გარეგან ფაქტორს არ აქ ზეგავლენა


--------------------
არსებობს ერთადერთი სიკეთე-ცოდნა, არსებობს ერთადერთი ბოროტება-უვიცობა

--------------------
ყველაზე მძიმე დანაკარგი - დროა

--------------------
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
alien949
whatsup


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 614
წევრი No.: 160064
რეგისტრ.: 23-January 13

გამოგზავნილია: 12 Feb 2020, 21:35  #55834782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (onlyfighter @ 12 Feb 2020, 21:26 )
დეპრესიას ერთადერთი წყარო აქვს- აზრები, სხვა არაფერი და სწორედ აზრები იწვევს ყველანაირ ფსიქიკურ დარღვევებს თუ რამე გარეგან ფაქტორს არ აქ ზეგავლენა

არც ეგრეა საქმე, არცერთი აზრი და გარემოება აღარ მოქმედებს მნიშვნელოვნად დეპრესიაში მყოფ ადამიანზე, აქ ემოციები და ემოციური ფონია საქმეში რაც მხოლოდ აზრების შექმნით აღარ იმართება ამიტომ მედიკამენტებია საჭირო, და დეპრესიულ-მანიაკალური აშლილობისას გარკვეული ფიზიკური ცვლილებასაც კი განიცდის ტვინი როგორც მივხვდი. საწყისი დეპრესიის აზრებიც მარა არა მხოლოდ აზრები არამედ აზრების მიმართ დამოკიდებულება, და ასევე გენეტიკური ფაქტორი და გარემოება, ეგრე არარის მართლა ყველანაირ გარემოებას პოზიტიურად შეხედო, თავის მოტყუება კიარ გშველის უფრო დაუცველს გამყოფებს და როგორც ხშირად ხდება დეპრესიაში ისე იქნები რო ვერც მიხვდები ეგეთი რამეც ხდება ხოლმე. მოცემულობას ვერ გაექცევი, რადგან ის შენგან დამოუკიდებლად არსებობს. კიდე 9-ჯერ გადავაკეთებ biggrin.gif. კაი ვხუმრობ ეს ბოლოა.

This post has been edited by alien949 on 12 Feb 2020, 21:49
Universe
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6386
წევრი No.: 156377
რეგისტრ.: 24-November 12

გამოგზავნილია: 12 Feb 2020, 22:02  #55834896      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
onlyfighter
QUOTE
თუ რამე გარეგან ფაქტორს არ აქ ზეგავლენა

გარეგანს თუ შინაგანს, ანუ ფიზიოლოგიურ დონეზე ნივთიერებათა ცვლა და ა.შ? იქნებ ამასაც აზრები აპროვოცირებენ? თავად საიდან იღებენ სათავეს?
alien949
whatsup


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 614
წევრი No.: 160064
რეგისტრ.: 23-January 13

გამოგზავნილია: 12 Feb 2020, 22:06  #55834915      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
------------------------------------------------

This post has been edited by alien949 on 12 Feb 2020, 22:12
ღამის_რაფსოდია
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 811
წევრი No.: 251233
რეგისტრ.: 21-June 19

გამოგზავნილია: 13 Feb 2020, 01:44  #55835730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან კარგი თემაა რადგან ზოგს დეპრესია ერევა მელანქოლიურ განწყობაში
საილერი
Now I see the funny side


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8277
წევრი No.: 180974
რეგისტრ.: 2-February 14

გამოგზავნილია: 13 Feb 2020, 06:52  #55835899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დაქვეითებული გუნება-განწყობა მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე


+

QUOTE
. ინტერესების შემცირება და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება ყველაფერში ან თითქმის ყველაფერში. ასევე მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე.


+

QUOTE
უძილობა ან ჭარბი ძილიანობა თითქმის ყოველდღე.



+

QUOTE
დაღლილობა და ენერგიეს ნაკლებობა თითქმის ყოველდღე.



+


QUOTE
აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრიტრების გაძნელება.



+



QUOTE
სუიციდალური აზრები, ფიქრები



+



































up.gif


--------------------
Heavy is the head that wears the crown, always someone plotting to take you down.
kushadika
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 250595
რეგისტრ.: 16-May 19

გამოგზავნილია: 13 Feb 2020, 15:23  #55837402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გადის ეს საშIნელება ოდესმეეე ???
onlyfighter
მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4628
წევრი No.: 116333
რეგისტრ.: 29-May 10

გამოგზავნილია: 14 Feb 2020, 15:04  #55841439      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Universe

QUOTE
გარეგანს თუ შინაგანს, ანუ ფიზიოლოგიურ დონეზე ნივთიერებათა ცვლა და ა.შ? იქნებ ამასაც აზრები აპროვოცირებენ? თავად საიდან იღებენ სათავეს?


რათქმაუნდა ჰორმონალურ საკითხს უდიდესი მნიშვნელობა აქ, 4 ძირითადი ჰორმონია და რომელიმეს ნაკლებობა დეპრესიულ ფონს ზრდის

alien949
QUOTE
არც ეგრეა საქმე, არცერთი აზრი და გარემოება აღარ მოქმედებს მნიშვნელოვნად დეპრესიაში მყოფ ადამიანზე, აქ ემოციები და ემოციური ფონია საქმეში რაც მხოლოდ აზრების შექმნით აღარ იმართება


მაგრამ საწყისი ყოველთვის აზრია, აზრი, რომელსაც ემოციაც ემატება და ადამიანის სულის სიღრმეში ქვასავით იძირება, ამგვარი ნეგატიური ემოციებით სეფერილი აზრები წივევენ დეპრესიას, მერე ფიზიოლოგიური პროცესებიც ერთვება და რთულდება სიტუაცია, პრეპარატები ხანმოკლე ეფექტს იძლევა, ისევ ადამიანმა უნდა მოახერხოს ამ საშინელი გვირაბიდან გამოსვლა, ეს ყველაზე რთულია, რადგან შენს ტავთან გიწევს დაჯახება, ბევრი ამას ვერ უძლებს და იმიტო ეძალებიან ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და ზოგი სუიციდამდე მიდის, მაგრამ დეპრესიას თუ ბოლომდე ჩაყვება ადამიანი და არ გაექცევა, ყველაზე მაგარ აღმოჩენებს გააკეთებს.. ეს ძალიან დიდი თემაა..

პოზიტიურს რაც შეეხება 90%-ს არასწორად ესმის, ანუ გონიათ რომ როცა რაღაც ცუდი ხდება, უნდა შთააგონო თავს, რომ ეს კარგია, (მე ვფიქრობ ეს სისულელეა)
არადა პოზიტიური აზროვნება ნიშნავს: როგორ მინდა რომ იყოს ჩემი ცხოვრება

პ.ს. დეპრესია ყველაზე ვერაგი დაავადებაა, შარშანდელი მონაცემებით 350 000 000 მილიონამდე ადამიანი იტანჯება დეპრესიით, ამერიკის მოსახლეობის 10% მუდმივად ზის ანტიდეპრესანტებზე.. 1 000 000 მილიონამდე ადამიანი ტავს იკლავს ყოველწელს და ა.შ. საქართველოსი ბოლო 2 წელსი 1 000 მდე ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა.. რთულადაა საქმე

დეპრესის მიზეზი 3-ია: პრობლემა ფულის, პრობლემა ჯანმრთელობის და ურთიერთობის პრობლემა.
არანაირი გენეტიკა და შმენეტიკა და გარემოებები, ყველაფერი იწყება ადამიანის აზრებში და მტავრდება მანდვე..

This post has been edited by onlyfighter on 14 Feb 2020, 15:11
alien949
whatsup


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 614
წევრი No.: 160064
რეგისტრ.: 23-January 13

გამოგზავნილია: 14 Feb 2020, 18:33  #55842357      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (onlyfighter @ 14 Feb 2020, 15:04 )
მაგრამ საწყისი ყოველთვის აზრია, აზრი, რომელსაც ემოციაც ემატება და ადამიანის სულის სიღრმეში ქვასავით იძირება, ამგვარი ნეგატიური ემოციებით სეფერილი აზრები წივევენ დეპრესიას, მერე ფიზიოლოგიური პროცესებიც ერთვება და რთულდება სიტუაცია, პრეპარატები ხანმოკლე ეფექტს იძლევა, ისევ ადამიანმა უნდა მოახერხოს ამ საშინელი გვირაბიდან გამოსვლა, ეს ყველაზე რთულია, რადგან შენს ტავთან გიწევს დაჯახება, ბევრი ამას ვერ უძლებს და იმიტო ეძალებიან ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და ზოგი სუიციდამდე მიდის, მაგრამ დეპრესიას თუ ბოლომდე ჩაყვება ადამიანი და არ გაექცევა, ყველაზე მაგარ აღმოჩენებს გააკეთებს.. ეს ძალიან დიდი თემაა..

პოზიტიურს რაც შეეხება 90%-ს არასწორად ესმის, ანუ გონიათ რომ როცა რაღაც ცუდი ხდება, უნდა შთააგონო თავს, რომ ეს კარგია, (მე ვფიქრობ ეს სისულელეა)
არადა პოზიტიური აზროვნება ნიშნავს: როგორ მინდა რომ იყოს ჩემი ცხოვრება

პ.ს. დეპრესია ყველაზე ვერაგი დაავადებაა, შარშანდელი მონაცემებით 350 000 000 მილიონამდე ადამიანი იტანჯება დეპრესიით, ამერიკის მოსახლეობის 10% მუდმივად ზის ანტიდეპრესანტებზე.. 1 000 000 მილიონამდე ადამიანი ტავს იკლავს ყოველწელს და ა.შ. საქართველოსი ბოლო 2 წელსი 1 000 მდე ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა.. რთულადაა საქმე

დეპრესის მიზეზი 3-ია: პრობლემა ფულის, პრობლემა ჯანმრთელობის და ურთიერთობის პრობლემა.
არანაირი გენეტიკა და შმენეტიკა და გარემოებები, ყველაფერი იწყება ადამიანის აზრებში და მტავრდება მანდვე..

არარი ეგრე როგორც შენც გინდა და მეც მინდა სამწუხაროდ. შეილება რაღაცაზე იქამდე დაისტრესო სანამ აზრი მოგივა. რახან შენ გინდა და ბევრს უნდა მარტივი გამოსავალი რო აზრია ყველაფერი მასე არარი სამწუხაროდ,ნებისმიერი ვაფშე ნებისმიერი აზრი შეიძლება უსიამოვნო გახდეს 2 წამში თავისით ვაფშე.ფსიქიკური დარღვევის მერე კიდე სად გაგიგია შეცვლილი ტვინი თავის მდგომარეობას მარტო აზრებით დაბრუნებოდა, პრაქტიკაში. და ამის გარდა კიდე როცა რაღაც არ იცი ზუსტად, და მხოლოდ ვარაუდის დონეზე გაქ, იმას კი არ უნდა მიაწვე არამედ თუ ინტერესი გაქ გააგრძელო ფიქრი და ინფორმაციების მოძიება და არა მიაწვე იმას რაც გაწყობს. ეს მარტივი სიმართლეა. მარტივი სიმართლის უარყოფა კიდე გაგაგიჟებს, თუ ვინმეს დასახმარებლად გამოიყენებ გაითვალისწინე, და თუ არადა შენთვის გამოიყენე. ეხლა კიდე აღარ ვაპირებ უაზრო კამათს ისე დავწერე გამგებს უნდა გაეგო. იმდენი ცოდნაც არ აქ ზოგს ცუდად მყოფს უარეს დღეში აგდებენ მსგავსი ფრაზებით. იქნებ შენზე მეტი ვიცით ვიღაცეებმა, მარა მაგას როგორ დაუშვებთ კაცო, იქნებ არც ვიცით მარა, ეგება ვიცით. ეგ აზრები და თამაშები ბევრჯერ მიცდია, მე პირადად, და უარესი შედეგი აქ მაგალითად ჩემზე, და კიდე ბევრზეც.
* * *
არი ვიღაცეები გებაზრებიან იმაზე რაც უკვე 9 გზის ნაცადი გაქ და უკან გაბრუნებენ აზზე ხარ იმის მაგივრად რო იმკურნალო, იქნებ არ შველის ეგ რაღაცეები და დრო დააკარგვინო კიდე ადამიანს მე მრცხვენია თქვენს მაგივრად.

This post has been edited by alien949 on 14 Feb 2020, 19:07
onlyfighter
მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4628
წევრი No.: 116333
რეგისტრ.: 29-May 10

გამოგზავნილია: 14 Feb 2020, 21:16  #55842904      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alien949


თქვენ გაღიზიანდით ჩემ პოსტზე, ეს იმის ნიშანია რომ მე სიმართლეს ვამბობ, სხვაგვარად ჩემს ნაცვლად არ შეგრცხვებოდათ... ეს საჯარო სივრცეა და კორექტულ ფარგლებში ყველას შეუძლია აზრის დაფიქსირება, თუ ვცდები ფაქტებით დამისაბუთეთ, შეურაცყოფის მიყენება იმის მანიშნებელია რომ ფაქტები არ გაქვთ და უბრალოდ გსურთ დაიცვათ თქვენი სიმართლე ( და არა ჭეშმარიტება), ნება თქვენია..

მე მესმის, დეპრესია ისეთი რამაა, ადამიანი ყოველთვის სხვას ადანაშაულებს, რადგან ამქვეყნად ერთ ერთი დიდი სირთულე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაა, გაცილებით მარტივია გარემოს დააბრალო რაღაცეები, ვიდრე საკუთარ ქმედებებს

მე არ გეკამათები მეგობარო, მე ჩემი აზრი დავწერე

პ.ს. საინტერესო ვიდეოა დეპრესიაზე

https://youtu.be/q7zTTlobRIc

This post has been edited by onlyfighter on 14 Feb 2020, 21:26
ტყისმეფე
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 119
წევრი No.: 255177
რეგისტრ.: 11-February 20

გამოგზავნილია: 14 Feb 2020, 21:19  #55842912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კეთილები მაქ მოლიპული მაგარ ცუდ მდგომარეობაში ვარ, ყოველ დღე ამ ცხოვრების გინებაში ვარ. არადა რომ ვიღვიძებ ვცდილობ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო, მზის ამოსვლას ვაკვირდები, მიზნებზე და გეგმებზე ვფიქრობ, მაგრამ ორ სამ საათში ამ ცხოვრების დედასთან კამასუტრით ვარ დაკავებული, ნერვი ნერვზე მეტყყვნება, თან სიგარეტის გადაგდება მინდა მაგრამ ერთი ორი საათი რომ არ მოვწევ ვხვდები რომ გადაგდება კიარა ის დროა პირიქით დოზების მომატებაზე ვიფიქრო, იმენა ფეთებაზე ვარ ხოლმე სულ, პატარა რამეზეც ვუჭედავ ხალხს თუ სიგარეტს ვაგდებ, 6 დღე მქონდა გადაგდებული ყველასთან გავიფუჭე ურთიერთობა ამ 6 დღის მანძილზე, ბოლოს მთელი ცხოვრების ყზე დაკიდებაზე რომ სერიოზულად დავფიქრდი მაშინ მივხვდი რომ ჯობდა ისევ მომეწია და ისევ დავიწყე. რამე დამამშვიდებელი მინდა ისე ვერ გადავაგდებ. ამ დამამშვიდებლებშიც ვერ ვერკვევი პივის თერაპიის გარდა არაფერი არ მიცდია და პივა რომ ვსვა ეხლა სანამ სიგარეტს მოვიცილებ ფინანსებში გავიჭედები, თავის სარჩენი ფული მაქვს მარტო დარჩენილი. ისევ მზის ამოსვლით უნდა ვიკაიფო ეგ მაინცაა უფასო მაგის დედაც მოფსდღან
დოჩანა
რიგითი მოქალაქე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2451
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17

გამოგზავნილია: 14 Feb 2020, 21:26  #55842936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნეტაი შენ მზის ამოსვლის დროს ადგომა რომ არ გეზარება. მზე რომ ჩადის მაგ დროს ძლივს ვდგები.
ტყისმეფე
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 119
წევრი No.: 255177
რეგისტრ.: 11-February 20

გამოგზავნილია: 14 Feb 2020, 21:50  #55843018      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოჩანა
სამსახურში ვხვდები მზის ამოსვლას,
დამეზარება და კაი ჩიტს დავიჭერ, ბოლო რულსმანის ჩაჭედება იქნება კუბოზე. საჭმლის ფულიც რომ ვეღარ ვიშოვო მთლად მოხნული მექნება კარგის ტრაკი
* * *
რო არ შივდებოდეს ადამიანს რა ბედნიერება იქნებოდა, სუ ყზე დავიკიდებდი ყველაფერს
დოჩანა
რიგითი მოქალაქე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2451
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17

გამოგზავნილია: 14 Feb 2020, 22:02  #55843061      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტყისმეფე
კარგია ისიც რომ სამასხური გაქვს
ცოტა პოზიტიურად შეხედე.
მეც ეგრე ვარრ თან თამაშის დამოკიდებულების პრობლემა მაქ
მარა მე მაიცნ ოპტიმისტუადვუყურებ მომავალს
მაქვს რაღაც პლუსები და იმას გამოვიყენებ
შენც ეცადე რაშიც უპირატესობა გაქვს სხვებთან შედარებით (Dა ესეთი იქნება აუცილებლეად.)იმას მიაწვე.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0255 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]