ე.ი.
ღამე თუ შემთხევით 10-ზე ან 11-ზე ან 12-ზე დამეძინა, 1 საათი ან მაქსიმუმი 2 საათი თუ დავიძინებ.
მერე მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ დილის 6-7 საათამდე.ზოგჯერ 8ზეც ვიძინებ ხოლმე.
მაგრამ თავს თუ მოვერიე და არ დავიძინე ზემოთხსელებულ საათებში - ჩამეძინება 4-ზე ან 5-ზე ან 6-ზე და მძინავს გათიშულს 7-8 საათი.
(პ.ს. სამუშაო არ მაქვს. თავისუფალი დრო თავზე მაყრია. სანერვიულო არაფერი მაქვს. ნერვოზი არ მაქვს).
უბრალოდ, ვხვდები, რომ ტვინი ვერ მეთიშება.
დავწვები, ვცდილობ არაფერზე არ ვიფიქრო, მაგრამ თავისთავად მოდის თავში იმ დღეს ნანახი დეტალები როგორც ფილმები, მე ეს ვუთხარი, მერე იმან ეს მითხრა, მერე მე წავედი და ა.შ.
ან ხვვალ იმას უნდა შევხვდე და ამა და ამაზე გვაქვს სალაპარაკო.
მე ამას ვეტყვი და ის მეტყვის ალაბთ ამაას, ან ამას, ან ამას(და ვაწყობ სავარაუდო წინადადებებს რა შეიძლება მიპასუხოს).
აი, ამ დებილობის გამო ტვინი ვერ ისვენებს, ვერ ეთიშება სამყაროს.
როგორი სერიოზული შურით მშურს, იცით, ხალხის, რომლებიც თავს დადებენ ბალიშზე და 5 წუთში ძილის სამყაროში არიან შემდეგი 8-9 საათი?
აი, ძალიან მშურს
პ.ს. შემჩნეული მაქვს, რომ ადგილს რომ შევიცვლი(სადმე წავალ 1-2 კვირით, პირველი ღამე ბანგდალეულივით მძინავს, ბალიშამდე ძლივს მივდივარ - ისე ვითიშები , გონებაც მეთიშება.
თუნდაც მეორე დღეს რაღაც გეგმები მქონდეს და აზრები დასალაგებელი - სად უნდა წავიდე, ვის უნდა შევხვდე, რა უნდა ვილაპარაკოთ - ვერ ვფიქრობ ფიზიკურად. ტვინი გათიშული მაქვს.
იმის შემდეგი ღამე ისევ ისეთი უაროა - როგორიც მანამდე იყო - უაზრო ფიქრები, ტვინის ვერ მოდუნება.
ეს მელატონინი საერთოდ არაფერს მიშვრება.
რამოდენიმე ძილის წამალიც ნაცადი, მაქვს და არაფერი...
ადრე მიშველა რამოდენიმე დღით მიღებულმა ზოპიკლონმა,
ეხლა ვცადე კიდევ, მაგრამ არაფერი მიშველა.
(ყავას და კოფეინის შემცველს არაფერს ვსვამ და არაფერს ვჭამ).