მთლიანი ინტერვიუ
-ტუზი, პირველ რიგში მოგესალმები და დაგისვამ პირველ შეკითხვას.განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს შენი სახელის მეორე ნაწილი-"მაქცია." რას ნიშნავს ეს სიტყვა შენს სახელში?
-მოგესალმები Chief (ვინც არ იცით, გაიცანით, ჩემი ვებ-გვერდის ადმინისტრატორია და ასევე მისი შემქმნელი) გეტყვი, რომ ჩემს სახელში სიტყვა მაქცია არაფერ ცუდს არ ნიშნავს. მაქცია დღისით კაცია და ღამით ეშმაკად იქცევა, ანუ მასში ხდება გარდასახვა. არავინ არ იფიქროს ცუდი,
მე სატანისტი როკერი არა ვარ, მე ქრისტიანი რეპერი ვარ და სიტყვა მაქციაც ჩემ სახელში გარდასახვის სიმბოლოა და მეტი არაფერი.
-კონკრეტულად რის გარდასახვას ნიშნავს შენი სახელის შემთხვევაში "მაქცია" ?
-ხანდახან ადამიანის ცხოვრებაში ხდება დიდი ცვლილება და მისი შინაგანი გარდასახვა სულ სხვა ადამიანად, კარგის ცუდად და პირიქით. და არა მარტო ადამიანები, დედამიწაზე ყველაფერი ცალებადია, ერთი რაღაცა ზოგჯერ რამ უკეთესობისკენ იცვლება და ზოგჯერ უარესობისკენ
-მაგალითად ?
-თუნდაც სიყვარული. დამეთანხმები ორსახოვანია.სწორედ ამიტომ დავირქვი "ტუზი მაქცია" , რადგანაც მინდოდა ჩემი სახელით მეჩვენებინა, რომ ყველაფერშია გარდასახვა, ისევე როგორც ეს მაქციას წესია.
-და რატომ მაინცდამაინც შენს სახელში გამოხატავ ამას, ხომ შეგეძლო შენს ერთ-ერთ სიმღერაში გეთქვა ეს ყველაფერი? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ შენ მაქციასავით ხან ადამიანი ხარ და ხან...
-ეშმაკად ადამიანი ვერ გადაიქცევა და თანაც უკვე გითხარი რომ ქრისტიანი ვარ. მოდი ამ კითხვაზე ასე გიპასუხებ: ვისაც არასოდეს გადაუხვევია ჭეშმარიტი გზისთვის, პირველად იმან მესროლოს ქვა ჩასაქოლად.
-მოდი ახლა პატარა "გარდასახვა" მოვახდინოთ ჩვენს საუბარში და თემა შევცვალოთ.ძირითადად რა თემებს ირჩევ შენი სიმღერებისთვის?
-უფრო მეტად სიყვარულზე მაქვს სიმღერები, ისე კი რავიცი... ყველაფერზე ვწერ
-შენთვითონ წერ ტექსტებს?
-კი მე ვწერ ტექსტსაც და მუსიკასაც. მუსიკის შექმნაში ჩემი საძმო მეხმარება, უფრო სწორედ ჩვენ ერთად ვქმნით მუსიკას.
-და ბოლოს, შენი საყვარელი სიტყვებია "რეპი მხოლოდ სიტყვები არაა." ამას სხვებიც ძალიან ხშირად ამბობენ. საინტერესოა შენი პირადი ახსნა.
-ზოგი ამბობს რომ რეპი ლაპარაკია, მაგრამ მე ვამბობ რომ ამ ლაპარაკს შეუძლია უფრო მეტის თქმა, უფრო მეტი შთაბეჭდილების და ემოციის დატოვება მსმენელზე, ვიდრე ჩვეულებრივ ლაპარაკს, რადგანაც რეპში სიტყვების გარდა კიდევ სხვა ბევრი რამე ისმის. რეპში თითოეული სიტყვა უფრო მეტს ამბობს ვიდრე სინამდვილეში თვითონ სიტყვის მნიშვნელობა.