Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > განათლება > თბილისის კერძო სკოლები


Posted by: 088 20 Jan 2010, 15:10
წელს ჩემი ბავშვი უნდა მივიყვანოთ სკოლაში და ალბათ კიდევ ბერვს აინტერესებს სად მივიყვანოთ შვილები, სად მიიღებენ ყველაზე კარგ განათლებას და სად გაიზრდებიან საუკეთესო ვაჟკაცები და გოგონები. მემგონი კარგი იქნება გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება და გვირჩიოთ სკოლა. ახლობლები მირჩევენ ბაგებში "ახალ სკოლას" ასევე მირცევენ "წმ. გიორგის სახ. სკოლას". თქვენს რას ფიქრობთ? ასევე საინტერესოა სკოლების ფასებიც

Posted by: Paranormal 22 Jan 2010, 01:29
QUOTE
ასევე მირცევენ "წმ. გიორგის სახ. სკოლას".


კიი საკმაოდ კარგი სკოლაა თუ სიტყვაზე ოჯახს საკუთარი მანქანა არ ყავს თვითონ დაყავთ (ავტობუსები ყავთ).
კიდევ არის ნოე ჟორდანიას სახელობის სკოლა. რავიცი მოვიძიებ ინტერნეტში
* * *
http://www.geoelita.ge/full_info.php?id=243 ნოე ჟორდანიას სახ. ქართულ-ფრანგული
,,სკოლა-ლიცეუმი"

და აქ არის მონაცემები წმ.გიორგის სახ.სკოლის http://biz.aris.ge/ge/company/2794/

Posted by: muza4natalia 22 Jan 2010, 14:31
ერთი პრობლემა ისაა რომ ძალიან ძვირი ჯდება ქალაქის ცენტრში ბავშვისთვის განათლების მიღება sad.gif

Posted by: მუჩა 23 Jan 2010, 01:58
http://gahs.edu.ge/ - ქართულ-ამერიკული .

Posted by: Antonio Montana 23 Jan 2010, 11:47
QUOTE
საუკეთესო ვაჟკაცები

კიდოა მაგნაირი სკოლები სადაც ვაჟკაცი კაცები იზრდებიან???

Posted by: 088 23 Jan 2010, 12:33
QUOTE
კიდოა მაგნაირი სკოლები სადაც ვაჟკაცი კაცები იზრდებიან???


ხო გვინდა მაინც. ახალ სკოლაზე რას იტყვით?

Posted by: Paranormal 23 Jan 2010, 13:42
QUOTE
კიდოა მაგნაირი სკოლები სადაც ვაჟკაცი კაცები იზრდებიან???

ქუჩა ვეღარ ზრდის და biggrin.gif

Posted by: 088 23 Jan 2010, 14:19
QUOTE (Mucha-Lucha @ 23 Jan 2010, 01:58 )
http://gahs.edu.ge/ - ქართულ-ამერიკული .

როგორც ჩანს ამ სკოლით არ არიან კმაყოფილები http://forum.ge/?f=79&showtopic=33912194

Posted by: მუჩა 24 Jan 2010, 02:41
088
QUOTE
როგორც ჩანს ამ სკოლით არ არიან კმაყოფილები ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში

რა ვიცი რა გითხრა . ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე კერძო სკოლებში პირველი ადგილი აიღო , საერთო ჯამში კი მეოთხე ადგილი აიღო . მონაწილეობას იღებს ევროპის საერთაშორისო კონფერენციებში . დაწყებითებზე ვერაფერს გეტყვი , დაუკავშირდი . რავი აბა შენი საქმეა

Posted by: marimari 24 Jan 2010, 19:52
ძალიან კარგია ევროპული სკოლა, საბურთალოზეა, ყაზბეგის გამზირზე, ოღონდ ძვირია, თუ არ ვცდები, თვეში 400 ევრო ან დოლარი, მე ესე მითხრეს

Posted by: lukakhim 24 Jan 2010, 21:10
საკმაოდ კარგი სკოლაა "XXI საუკუნე". კეთილგანწყობილი, მღალი კვალიფიკაციის, არაგოიმი მასწავლებლები, 16–18 ბავშვი კლასში, 9–დან 3–ის ნახევრამდე (რაც საშუალებას აძლევს ბავშვს იაროს სპორტზე, მუსიკაზე და ა. შ.). ფასი 3500 ლარი წელიწადში.

Posted by: მუჩა 24 Jan 2010, 21:12
lukakhim
QUOTE
საკმაოდ კარგი სკოლაა "XXI საუკუნე". კეთილგანწყობილი, მღალი კვალიფიკაციის, არაგოიმი მასწავლებლები, 16–18 ბავშვი კლასში, 9–დან 3–ის ნახევრამდე (რაც საშუალებას აძლევს ბავშვს იაროს სპორტზე, მუსიკაზე და ა. შ.). ფასი 3500 ლარი წელიწადში.

ეს იაროს სპორტზე რა პონტია ? ? ცალკე გადასახადია თუ შედის ამ 3500 ლარში .

Posted by: lukakhim 24 Jan 2010, 21:14
საკმაოდ კარგი სკოლაა "XXI საუკუნე". კეთილგანწყობილი, მღალი კვალიფიკაციის, არაგოიმი მასწავლებლები, 16–18 ბავშვი კლასში, 9–დან 3–ის ნახევრამდე (რაც საშუალებას აძლევს ბავშვს იაროს სპორტზე, მუსიკაზე და ა. შ.). ფასი 3500 ლარი წელიწადში. მისამართი უნივერსიტეტის ქუჩა 7 ("ქარიშხალას" პირდაპირ), ავტობუსიც ჰყავთ.

Posted by: GiGlema 24 Jan 2010, 22:02
ჩემი აზრით ფასს არცერთის სწავლება-მომსახურეობა არ შეესაბამება no.gif

Posted by: Herz0G 24 Jan 2010, 22:08
http://www.edu-child.ge/?lan=geo&page=70&sub=0&show=328

იტალიური სკოლა "ცისკარი"

10 წელი აქ ვიყავი : ) კარგი მასწავლებლები არიან, განსაკუთრებით ინგლისურის.

Posted by: GiGlema 24 Jan 2010, 22:15
QUOTE
იტალიური სკოლა "ცისკარი"

QUOTE
10 წელი აქ ვიყავი : ) კარგი მასწავლებლები არიან, განსაკუთრებით ინგლისურის.

biggrin.gif

Posted by: Herz0G 25 Jan 2010, 00:07
GiGlema
იტალიური სკოლა სხვა რაღაცის გამო ქვია .. შემორჩა სახელი biggrin.gif

ინგლისურის სწავლება რომ პირველ ადგილზეა ეგ გიკვირს? : )

Posted by: GiGlema 25 Jan 2010, 08:17
Herz0G
არა არ მიკვირს : )

ყველა კერძო სკოლაში მასეა.

Posted by: 088 25 Jan 2010, 12:36
QUOTE
საკმაოდ კარგი სკოლაა "XXI საუკუნე". კეთილგანწყობილი, მღალი კვალიფიკაციის, არაგოიმი მასწავლებლები, 16–18 ბავშვი კლასში, 9–დან 3–ის ნახევრამდე (რაც საშუალებას აძლევს ბავშვს იაროს სპორტზე, მუსიკაზე და ა. შ.). ფასი 3500 ლარი წელიწადში. მისამართი უნივერსიტეტის ქუჩა 7 ("ქარიშხალას" პირდაპირ), ავტობუსიც ჰყავთ.


ეს მაღლივის გზაზე რომ არის ისაა? ამის დირექტორზე გავიგე ბავშვებს ოჯახების წარმომავლობით, შესაძლებლობით და ფეისკონტროლით არჩევსო. არ ვიცი რამდენად მართალია

Posted by: liz 25 Jan 2010, 13:34
088

იხილეთ


http://www.youtube.com/watch?v=x051GBGK5R4088

Posted by: sava062 26 Jan 2010, 23:52
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი.

ბაქსვუდის სკოლების ქსელის წევრი, ბრიტანული საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ფასიც შედარებით ნორმალურია და სერვისებიც მრავალფეროვანი.

buckswood.co.uk
buckswood.ge

თუმცა ორივე საიტი მალე შეიცვლება, მაგრამ რაღაც ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქედანაც

Posted by: 088 27 Jan 2010, 10:36
QUOTE
ფასიც შედარებით ნორმალურია და სერვისებიც მრავალფეროვანი.


რამდენია ფასიც დაგეწერათ?

Posted by: muza4natalia 27 Jan 2010, 13:23
თუ რეიტინგის მიხედვით ვიმსჯელებთ, "ქართულ ამერიკული " სკოლა პირველ ადგილზეა ეს ბოლო წლებია ეროვნულ გამოცდებში მიღებული შედეგების მიხედვით, II ადგილზე არის სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე" . უბრალოდ "პრომეთე" მუხიანში მდებარეობს და საკუთარი ტრანსპორტი ჯერ-ჯერობით არ ყავს ( მე ეს სკოლა დავამთავრე 13 წლის უკან და უგამოცდოდ ჩავირიცხე ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ყველა საკუთარი ცოდნით აბარებდა და აბარებს, ანუ პრომეთე დამთავრებულს არ ჭირდება დამატებითი მომზადება). იმის გამო რომ გარეუბანშია დაწყებითებში 800 ლარია წლიური გადასახადი და XXII კლასში _ 1500 ლარი ( სასაცილო თანხებია არა?!).
III ადგილი ყოველთვის მერყეობდა. თუ არ ვცდები 4-5 წლის უკან რომელიღაც ქუთაისის საჯარო სკოლამ დაიკავა III ადგილი.

Posted by: 088 27 Jan 2010, 19:03
QUOTE
"პრომეთე" მუხიანში მდებარეობს


სამწუხაროდ მანდ ვერ შევძლებ ტარებას, თორე ცენტრზე არ მავს პრეტენზია, მინდა ისეთი სკოლა სადაც ყველაზე კარგ განათლებას მიიღებს და რაღა თქმა უნდა საფასურის გადახდაც უნდა შევძლოთ

Posted by: Enjey 29 Jan 2010, 13:14
მე რაც ვნახე წელს. ამ კვირაში:
1. დემირელი 2500 $ ტრანსპორტის გარეშე.
მე არ მომეწონა საშინლად. ზარად თურქულ ჰიმნს თუ არ გავითვალისწინებთ. (ხან ქართულია ხოლმე როგორც მითხრეს)
ულამაზო ფორმა, რაღაც კაფეს მსგავსი სადაც მარილიანი ჩხირები და მსგავსი რამე-რუმეები იყიდება. რაც მთავარია, სანამ ვიცდიდი კლასიდან ისმოდა მასწავლებლის კივილი. დაახლოებით2-3 კლასი იქნებოდა.
2. ფილიპე გოგიჩაიშვილის სახლობის ვაკეში, თვეში 350 ლარი. ასევე არ მომეწონა (სუბიექტური აზრია) კვირაში ერთხელ ცურვა, ჩოგბურთი. ტრანსპორტი არის.

რაც მომეწონა:
გაეროს სკოლა წყნეთი,
ქორალი დიღომში (250-280 ლარი) ,
წმინდა გიორგი ბაგებში(4700 ლარი წელიწადი) .
ბრიტანული აკადემია გმირთა მოედანზე - ძალიან ძვირია....2300 გირვანქაო.....
დღეს უნდა ვნახო სადუნი.
ფისოს სკოლა არ მინახავს,მაგრამ I კლასი არ იხსნებაო წელს.
ისე მუხიანის პრომეთეც საინტერესო იქნება.

Posted by: მუჩა 29 Jan 2010, 16:17
QUOTE
გაეროს სკოლა წყნეთი,

ამას გადაარქვეს და buckswood დაარქვეს

Posted by: Enjey 29 Jan 2010, 21:37
წყნეთი შარშან ვნახე, წლის ბოლოს.
ფისოს სკოლაში წლევანდელი და შემდეგი წლის I კლასები გადავსებულია,ადგილები არ არისო.
მე მაინც არ მაწყობდა ისე - 2 საათამდეა.
ვისაც აინტერესებს: 1500 ლარი, 9-დან 2-მდე
არ შედის არც კვება,არც ტრანსპორტი.

სადუნი წერეთელზე: 3000 ლარი წელიწადი. ტრანსპორტი ცალკე +80
მე ამოვშალე სიიდან,მაგრამ ისე რავი-ნორმალური ჩანდა.

Posted by: sava062 29 Jan 2010, 23:09
Enjey

ჰოო, წყნეთი შარშანს მერე კიდე უფრო მაგარი გახდა ეხლა wink.gif

Posted by: 088 30 Jan 2010, 12:46
QUOTE
buckswood


აქ როგორი პირობებია, რომელ საათამდეა სწავლა, მგზავრობა რა ჯდება და ფასი რა არის?

ახალ სკოლაზე (ბაგებში) რას იტყვით?

Posted by: sava062 30 Jan 2010, 16:02
სწავლა 9:30-დან 17:00 საათამდეა, ტრანსპორტი ემსახურება, სხვადასხვა უბნებიდან მიკროავტობუსები ერთროულად იყრიან თავს ბაგებში და ბაგებიდან უსაფრთხოების მანქანა აცილებს წყნეთამდე და პირიქით, სწავლის ღირებულება 3500 ლარია, რაშიც შედის ტრანსპორტირება, თუმცა მომდევნო წლისათვის სავარაუდოდ ცოტათი გაიზრდება და 1400 დიდი ბრიტანული გირვანქა გახდება.

Posted by: _ika 30 Jan 2010, 21:26
QUOTE
QUOTE
საკმაოდ კარგი სკოლაა "XXI საუკუნე". კეთილგანწყობილი, მღალი კვალიფიკაციის, არაგოიმი მასწავლებლები, 16–18 ბავშვი კლასში, 9–დან 3–ის ნახევრამდე (რაც საშუალებას აძლევს ბავშვს იაროს სპორტზე, მუსიკაზე და ა. შ.). ფასი 3500 ლარი წელიწადში. მისამართი უნივერსიტეტის ქუჩა 7 ("ქარიშხალას" პირდაპირ), ავტობუსიც ჰყავთ.


ეს მაღლივის გზაზე რომ არის ისაა? ამის დირექტორზე გავიგე ბავშვებს ოჯახების წარმომავლობით, შესაძლებლობით და ფეისკონტროლით არჩევსო. არ ვიცი რამდენად მართალია

მასეთ დირექტორს სიამოვნებით წავუკითხავდი არაფრისმიმცემ ლექციას განათლების არსზე და დანიშნულებაზე და მერე გემრიელად მივტყეპავდი eek.gif

Posted by: Enjey 31 Jan 2010, 20:39
წყნეთი, წმინდა გიორგი, ქორალი....
ახლა რამე ცუდი დაწერეთ აბა ამ სკოლების დაწყებითებზე?
biggrin.gif gigi.gif
ოღონდ ვინც იცის ისეთმა, მეზობლის ნათესავების დეიდების აზრი არ გამოგვადგება....

Posted by: 088 3 Feb 2010, 18:20
დრეს ვიყავი ბაგებში ახალი სკოლაში, მაინტერსებდა რა სკოლაა და რა შედის მომსახურებაში. პირველი შთაბეჭილება ცუდი ნამდვილად არ დამრჩა. შენობა, სასადილო, აუზი, ბიბლიოტეკა და ა.შ მომეწონა, რაც აგვიხსნეს სწავლაც კარგი პროგრამით მიმდინარეობს. რაც შეეხება ფასს. წელიწადი 4900 ლარი. ამ ფასში შედის მგზავრობა (ცენტრალურ ქუჩებში დადიან ხმოლოდ, ანუ ნუცუბიძის პლატოზე შეიძლება არ ამოვიდეს და ნუცუბიძის ქუჩაზე გაიაროს, რაც არ მომეწონა), ერთხელ კვება, ცურვა, ინგლისური. დამატებითი საფასურია საჭირო ცეკვის და სიმღერისთვის. სკოლაში ბავშვები დადიან ფორმებით (ეს კარგია), მაგრამ ფორმა ძირითად თანხაში არ შედის (ანუ დაახლოებით 100-150 ლარი კომპლექტი), წიგნებიც არ შედის ფასში. ასე რომ ხვალ წმინდა გიროგის სკოლაც უნდა ვნახო ბაგებში და იმაზე დავწერ.

Posted by: sava062 3 Feb 2010, 18:23
088

ცეკვა და სიმღერა დამატებით რა ღირს? რომელიდან რომელ საათამდე არიან?

Posted by: Enjey 3 Feb 2010, 21:28
წიგნები არცერთ სკოლაში არ შედის ფასში რაც მე ვნახე, ზოგგან უცხო ენის შედის მარტო.
ტრანსპორტი წმინდა გიორგიშიც ეგრევეა, დიდი ავტობუსები დადის და მარტო ცენტრალურ ქუჩებზე.

088
წნეთში არ აპირებ ასვლას?

sava062
ცურვა ცალკე გადასახადით დაამატეთ უკვე? ან სექტემბრიდან თუ იქნება?

Posted by: 088 4 Feb 2010, 10:11
QUOTE
ცეკვა და სიმღერა დამატებით რა ღირს? რომელიდან რომელ საათამდე არიან?


+50 ლარამდე. 4 საათამდე და სადრაც 5-ისთვის სახლში იქნებიანო

QUOTE
წნეთში არ აპირებ ასვლას?


კი მინდოდა მაგრამ რაღაც ძალიან შორსაა და ამიტომ ვიკავებ თავს, ისე არავინ იცი რა ხდება?

ცურვა შედის ფასში და დამატებითი დრე თუ გინდა უნდა დაამატო ტანხა

Posted by: sava062 4 Feb 2010, 10:43
Enjey
QUOTE
ცურვა ცალკე გადასახადით დაამატეთ უკვე? ან სექტემბრიდან თუ იქნება?


ცურვა ცალკე გადასახადით დამატებულია სექტემბრიდან... კოპალაში დადდიან წყნეთშივე...

088
QUOTE
+50 ლარამდე. 4 საათამდე და სადრაც 5-ისთვის სახლში იქნებიანო


50 ლარი თითოზე თუ ორივე ერთად?
* * *
088
QUOTE
კი მინდოდა მაგრამ რაღაც ძალიან შორსაა და ამიტომ ვიკავებ თავს, ისე არავინ იცი რა ხდება?


არც ისე შორია smile.gif დამატებით 12 წუთი უნდა ბაგებიდან

Posted by: Enjey 4 Feb 2010, 12:19
შორი კი არის,გააჩნია საიდან... მაგრამ ქალაქის ცენტრში მისასვლელად მეტი დროის გატარება მოუწევთ ტრანსპორტში.
თან მაინც სუფთა ჰაერია, დიდი ეზოა, + ბანაკი. ოღონდ ეგ დაწყებითებში როგორაა sava062 ?

მე პრინციპში წნეთს ვაპირებ,მაგრამ მაინც მინდა შევადარო სხვებს.
და ფასზე რა გეგმებია? სექტემბრადმე შეიძლება შეიცვალოს?



Posted by: 088 4 Feb 2010, 12:20
QUOTE
არც ისე შორია smile.gif დამატებით 12 წუთი უნდა ბაგებიდან


მაგრამ ღირს ასვლა? ანუ როგორი სკოლაა ან რა ფასია (იქნებ ასვლაც არ ღირდეს)


QUOTE
50 ლარი თითოზე თუ ორივე ერთად?


თითოო როგორც მახსოვს

Posted by: geto772 4 Feb 2010, 12:56
088
მე გირჩევ ,,ბინული,, ზოვრეთის ქუჩაზეა, გაგარინზე
ჩემი შვილი დადის უკვე მე 6 ე კლასშია და ყველანაირად კმაყოფილი ვარ მაგ სკოლის, რაც მთავარია პირველ რიგში სწავლის დონეა ძალიან მაღალი.

Posted by: Enjey 4 Feb 2010, 13:07
3500 ლარია როგორც ვიცი. ტრანსპორტიანად.
ასე შორიდან ყურებით არაფრით არაა სხვებზე ნაკლები. მაგრამ ასე მაინც ვერ გავიგებთ.

სადუნში რომ მივედი ერთ-ერთი, ალბათ მასწავლებელი დამხვდა, რომელმაც სკოლის შესახებ ძლივს მიპასუხა კითხვებზე.
და ქორალში იმ სკოლის ფსიქოლოგი დამხვდა რომლემაც მშვენიერი რეკლამა გაუკეთა თავის სკოლას.
ასე რომ...უფრო მშობლების აზრის გაგება იქნებოდა კარგი.

* * *
http://binuli.edu.ge/contact.php
3000 ლარი, 6-მდე არიან... დღეს ან ხვალ მივალ.
მაგრამ საბურთალოზე საცობებში სიარული არ მხიბლავს რაღაც....

Posted by: 088 4 Feb 2010, 14:51
QUOTE
http://binuli.edu.ge/contact.php 3000 ლარი, 6-მდე არიან... დღეს ან ხვალ მივალ. მაგრამ საბურთალოზე საცობებში სიარული არ მხიბლავს რაღაც....


მე კი მაწყობს საბურთალო,თან ბაღშიც მანდვე დამყავს ბავშვი (ანაბანაში).

geto772

იქნებ თუ არ შეწუხდები უფრო დეტალურად გვითხრა რა პლიუსები აქვს მაგ სკოლას? სწავლა გავიგეთ რომ კარგია, რა შედის ფასში, ტრასპორტირება თუ ხდება, რა წრეებია, ბავშვების უსაფრთხოებას როგორ ყურადრებას უთმობენ და ა.შ.

გაეროს სკოლის შესახებ სრული ინფრომაცია მოვიძიე http://www.unagis.ge/ http://www.unagis.ge/

Posted by: sava062 4 Feb 2010, 16:56
Enjey

დაწყებითებში რა როგორაა, ვერ გავიგე? სუფთა ჰაერი დაწყებითებისთვისაც და დიდებისთვისაც ერთნაირი დოზითაა biggrin.gif

სექტემბრიდან ფასი სავარაუდოდ 1400 გირვანქა იქნება.

088

ეს საიტი ცოტა მოძველებულია. ეხლა ჩვენი პატრნიორია ბაქსვუდის სკოლა და ჩვენი საიტიც დამუსჰავების პროცესში. ბაქსვუდზე შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ www.buckswood.co.uk ან buckswood.ge (თუმცა ეს უკანასკნელი მზადების პროცესშია)

Posted by: 088 4 Feb 2010, 17:28
sava062

QUOTE
ეხლა ჩვენი პატრნიორია ბაქსვუდის სკოლა


თქვენ მანდ მოღვაწეობთ? ანუ გაეროს სკოლა აღარ ქვია და ეხლა ბაქსვუდია?
* * *
QUOTE
სექტემბრიდან ფასი სავარაუდოდ 1400 გირვანქა იქნება.


ოო ეს ტეხავს

Posted by: Enjey 4 Feb 2010, 19:02
QUOTE (088 @ 4 Feb 2010, 16:28 )

* * *
QUOTE
სექტემბრიდან ფასი სავარაუდოდ 1400 გირვანქა იქნება.


ოო ეს ტეხავს


ამიტომ მე გაზაფხულზევე ვაპირებ მოსამზადებელზე მიყვანას
თუ მანდ გადავწყვიტე საბოლოოდ. yes.gif

Posted by: sava062 5 Feb 2010, 01:51
088

კი ეგრეა, ეხლა ბაქსვუდის სკოლაა და მეც მანდ ვმოღვაწეობ...

Enjey

ჭკვიანურ smile.gif

Posted by: 088 5 Feb 2010, 10:13
sava062

და რას გვეტყვი მაგ სკოლაზე. ფასი ნამდვილად იზრდება?

Posted by: sava062 5 Feb 2010, 10:35
088

ცჰემგან სკოლის დახასიათება ძალიან სუბიექტური იქნება და თავს შევიკავებ, სხვამ შეაფასოს. ისე კი, როგორც ავღნიშნე, ოქტომბრიდან ბრიტანელები არიან გვეხმარებიან მართვაში და ბევრი საინტერესო სიახლე და ნოუ-ჰაუ გვაქვს დანერგილი, როგორ ც აკადემიურ, ასევე არა აკადემიურ ნაწილში.

ფასი ნამდვილად იზრდება (ყველაფერი ძვირდება გარშემო - საწვავი, საკვები პროდუქტები) და ფასის ზრდა გარდაუვალია. შარშან და წელს მოსულებისათვის ეს ფასი იყო 3500 ლარი, მომავალი სასწავლო წლისათვის კი სავარაუდოდ 3,900 ლარი იქნება (1,400 გირვანქას ეგრე უწევს). ოღონდ ეს ფასი დაგიფიქსირდებათ მინიმუმ 4 წელი და არ შეიცვლება თუ სასწაული ინფლაცია არ მოხდა...

Posted by: international 5 Feb 2010, 11:04
საქართველოში ყველა სკოლა მაგარიაააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: 088 5 Feb 2010, 11:24
sava062

პეგაგოგი ბრძანდებით?

QUOTE
სკოლის დახასიათება ძალიან სუბიექტური იქნება და თავს შევიკავებ


არაა პრობლემა, თქვენ დაგვიხასიათეთ სხვა ხმას არ იღებს. რომელ საათებშია სწავლა?

Posted by: tamo077 5 Feb 2010, 13:09
მეც წელს მიმყავს ბავშვი სკოლაში, უკვე მესამე დღეა დავდივარ საძებნელად და აგარ ვიცი რა ვკნა.რაც ვნახე ყველაზე მეტედ კიდევ ქართულ-ამერიკული სკოლა მომეწონა/ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია იკნებ დაწეროთ

Posted by: geto772 5 Feb 2010, 13:13
Enjey
088
მე პირველივე კლასიდან მანდ დამყავს ბავშვი.10 ის ნახევრიდან 6 მდე არიან ბავშვები, ორჯერ კვება, მაგ ფასში შედის ცურვა, ტრანსპორტი, ცეკვა, პირველივე კლასიდან: უცხოენები ინგლისური და მეორე კლასიდან რუსული, მეშვიდე კლასიდან ესპანური ან გერმანული.გოგონებისთვის არის მხატვრული ტანვარჯიში და ვაჟებისთვის რაგბი.

პირველი კლასიდან გარდა ქართული-მათემატიკა-ინგლისური ბუნება სწავლობენ ასევე რელიგიას, მეტყველებას,ინფორმატიკა,ფსიქოლოგია,და თანდათნ ემატებათ საგნები...
ამ ყველაფერთად ერთად ბავშვებს უნვითარებენ პასუხისმგებლობის გრძნობას სწავლის და საერთოდ ყველაფრის მიმართ, კულტურული ქცევის ჩამოყალიბებას,დამოუკიდებელი მუშაობის ჩამოყალიბებას,უტარდებათ ეთიკის გაკვეთილები.
ასევე ცალკე ქართულს, ცალკე ისტორიას ცალკე რელიგიის პედაგოგებს მიჰყავთ ბავშვები ექსკურსიებზე.
ხდება ხოლმე, რომ ბავშვი ავად არის და გაუცდა გაკვეთილები ხო? როცა მივლენ სკოლაში ინდივიდუალურად დაუჯდება მასწავლებელი და ამეცადინებს რომ დაეწიოს ახალ მასალას და არ ჩამორჩეს.
ზამთარში დაჰყავთ გუდაურში ბავშვები 2 კვირით, ან 10 დღით და იქ სწავლობენ თხილემურებზე დგომას.
როცა მაგალითად ბავშვს რამე ცვლილებას შეატყობს დამრიგებელი ან საგნის მასწავლებელი ფსიქოლოგი შემოდის.
მე ყველ;ანაირად კმაყოფიი ვარ ამ სკოლით, ისეთი გარემოა რაგაც ოჯახური, ბავშვები არიან დაცულები,გარეთ ანუ შენობის გარეთ გამოსვლის შანსი არაა, მაგ კი არა გაკვეთIლების მსვლელობის დროს შენობაში მშობელსაც არ უშვებენ.
ბავშვებს დააქვთ სკოლაში მობილურები და ათასი სხვა საგნები რომლებიც საერთOდ არ უნდა ატაროს ბავშვმა და აკრძალუLია. კონტროლის ქვეშ არიან. მობილურები აქვთ( ნუ ვისაც სჭირდება მშობელის გამო) ოღOნდ გაკვეთIლების მსვლელობის დროს მასწავლებელს აბარებენ.
აუ ძალიან კმაკოფილი ვარ რა და თU რამე დაგაინტერესებთ კიდევ შემეკითხეთ და შემიძლია გიპასუხოთ 2kiss.gif

Posted by: sava062 5 Feb 2010, 13:22
088

სწავლა 9:30-დან 17:00 საათამდე. სხვადსხვა უნბებიდან მოგვყავს მოსწავლეები - ტრანსპორტირების სქემა ისე დაგეგმილი, რომ ამ სხვადასხვა უნნებიდან წამოსული მიკროავტობუსები თავს ერთდროულად იყრიან ბაგებში და ბაგებიდან უსაფრთხოების მანქანა აცილებს და ჩამოაცილებს კოლონას.

კვება ორჯერადია - ერთი სრულფასოვანი (პირველი , მეორეთი), ხოლო მეორე სამხარია...

ამ სემესტრამდე საგაკვეთილო პროცესი 15:00 საათამდე იყო და შემდეგ იწყებოდა წრეები. ამ სემსესტრიდან რაღაცეები შევცვალეთ - კერძოდ წრეების დიდი ნაწილი გადავიდა საგაკვეთილო ნაწილში სავალდებულო ფორმით და დაემატა 16:00-17:00 საათამდე გაკვეთილების მომზადების დრო, თუმცა ეს უფრო აქტუალურია მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის, რადგან დაწყებითები გაკვეთილების დიდ ნაწილს ისედაც სკოლაში ამზადებენ, თუმცა სკოლის პოლიტიკაა, რომ რაღაც ნაწილი აუცილებლად სახლში გააკეთოს დამოუკიდებლად მუშაობის უნარის გამოსამუშავებლად.

დამატებით, თუ სურვილი იქნა, სამშაბათი და ხუთშაბათია საკლუბო დღე - ანუ დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ ჩვენ მშობლებს ვთავაზობთ პრატიკულად ნებისმიერ კლუბს, რაც მათ სურთ თუ, რა თქმა უნდა, შეგროვდება მინიმალური რაოდენობა მსურველებისა. მაგალითად ცურვა, ქართული და თანამედროვე ცეკვები, ფლეიტა, ფოტოხელოვანთა წრე და ა.შ. - რასაც მშობლის ფანტაზია გასწვდება. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მშობლებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ მათმა შვილმა, ვთქვათ, გიტარაზე იაროს, მაქსიმალური კომპფორტი შევუქმნათ და სკოლაში მოვუყვანოთ გიტარის მასწავლებელი და არა მშობელმა ატაროს სკოლის მერე გიტარაზე, რაც დამატებით ხარჯს და დროს მოითხოვს ტანსპორტირებისას.

სკოლაში ფორმებია, რომელიც ანალოგია დიდი ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლისა.

საკმაოდ კარგადაა მოწყობილი, კარგი ინფრასტრუქტურა აქვს.

გვესმს, რომ სკოლა რაც არ უნდა კარგი გარემონტებული და სუფთა ჰაერზე იყოს - ეს არაა მთავარი და მთავარია მასწავლებელი და ამიტომ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლებს, მათ ხარისხს და მუდმივად ვზრუნავთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

თითქმის ყოველ თვე ან თვეში ორჯერ ან ბრიტანელები ჩამოდიან ჩვენთან ან ჩვენ ჩავივართ იმათთან და ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. იანვარში 8 საუკეთესო მოსწავლე გვყავდა 2 კვირით უფასოდ დიდ ბრიტანეთში.

კიდე რაიმე კითხვები თუ გექნათ არ მოგერიდოთ, მზად ვარ საპასუხოდ...wink.gif
* * *
ჰო, მე-2 კლასიდან შედის ინგლისური, მესამედან რუსული... ინგლისურის გარდა აქვთ სალის ოფ ბრიტან - კურსი, რმელიც დიდი ბრიტანეთის კლუტურას და ტრადიციებს აცნობთ და ეხმარებათ ენის უკეთ აღქმაში;

პირველივე კლასიდან არის უნარები, ზედა კლასებში ემატება ლიტერატურული კითხვა... კიდევ უფრო მაღალ კლასებში - თანამედროვე ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის საფუძვლები ინგლისურად უტარდებათ.

საბოლოოდ, სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლე, გარდა ქართული ატესტატისა იღებს ყველა იმ სიკეტეს რასაც მოსწავლე მიიღებდა ბრიტანეთში და უპრობლემოდ შეეძლება სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში.

ნუ, დსისციპლინა კიდე ცალკე საკითხია - აქ ბრიტანელებს ვერავინ შეედრება და ჩვენც ინტენსიურად ვნერგავთ მათ ნოუ-ჰაუს ამ მიმართულებით.

Posted by: 088 5 Feb 2010, 15:15
sava062

ამაზე გვალაპარაკებდი? wink.gif ამდენ ინფორმაციას სხვა ხომ ვერ მოგვცემდა. დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის. თქვენც პეგაგოდი ბრძანდებით? კიდევ მაინტერსებს თუ შეიძლება, თანხის გადახდა როდის ხდება? დასაწყისში თუ პერიოდულად. ან ბავშვი მიღება როგორ ხდება. და ტრანსპორტი ნუცუბიძის პლატოზე თუ მოძრაობს



geto772
QUOTE
მე პირველივე კლასიდან მანდ დამყავს ბავშვი


რომელ სკოლაზე საუბრობთ თქვენ? ვერ მივხვდი

Posted by: sava062 5 Feb 2010, 16:21
088

პედაგოგი არ ვარ, უფრო ადმინისტრაციას განვეკუთვვნები smile.gif გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თუმცა ფორუმელებისათვის შეიძლება ყოველთვიური გრაფიკიც შევადგინოთ smile.gif

ნუცუბიძის პლატოზე მოძრაობს ტრანსპორტი. ბავშვის მიღება ხდება მარტივად, ანკეტის შევსებითა და ხელშეკრულების გაფორმებით, ოღონდ წელს პირველ კლასში 2 პარალელზე მეტის მიღებას არ ვგეგმავთ და შესაბამისად ადგილებში ცოტათი შეზღუდულები ვართ და ამიტომ ვინც ადრე მოვა იმათ მივიღებთ.

Posted by: 088 5 Feb 2010, 16:38
QUOTE (sava062 @ 5 Feb 2010, 16:21 )
088

პედაგოგი არ ვარ, უფრო ადმინისტრაციას განვეკუთვვნები smile.gif გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თუმცა ფორუმელებისათვის შეიძლება ყოველთვიური გრაფიკიც შევადგინოთ smile.gif

ნუცუბიძის პლატოზე მოძრაობს ტრანსპორტი. ბავშვის მიღება ხდება მარტივად, ანკეტის შევსებითა და ხელშეკრულების გაფორმებით, ოღონდ წელს პირველ კლასში 2 პარალელზე მეტის მიღებას არ ვგეგმავთ და შესაბამისად ადგილებში ცოტათი შეზღუდულები ვართ და ამიტომ ვინც ადრე მოვა იმათ მივიღებთ.

არ შეიძლება ჩემთვის ცოტახნით რომ დამიბრონოთ და იქეთ კვირას ჩამოვყალიბდებით, მინდა რომ ამოვიდეთ და ადგილზე ვნახო. ისე PM თქვენს კოორდინატებს თუ გამომიგზავნით მადლობელი დაგრჩებით

Posted by: sava062 5 Feb 2010, 16:49
088

სიამოვნებით................................................................

Posted by: 088 5 Feb 2010, 18:23
sava062

პირადში გკითხავდი, მაგრამ აქ მირჩევნია გკითხო (სხვებისთვისაც საინტერესოა), საფასურში რა შედის? მაგ. ტრანსპორტი, წიგნები, ფორმა, კვება შედის ფასში?

Posted by: sava062 5 Feb 2010, 18:25
ფასში შედის ტრანსპორტირება და ორჯერადი კვება. ფორმა და წიგნები ცალკე. ფორმა დაახლოებით 120 ლარი ჯდება

Posted by: 088 5 Feb 2010, 18:27
QUOTE
ფორმა დაახლოებით 120 ლარი ჯდება

მეტი არაა? არაუშავს და რა წრეები შედის მაგ ფასში, მაგ სპორტიდან ცურვა თუ გაქვთ
* * *
QUOTE
ფორმა და წიგნები ცალკე.


ეხლა ვნახე თქვენ საიტზე პირველკლასელების სახელმძღვანელოები შედის ფასშიო

Posted by: tamo077 6 Feb 2010, 00:04
QUOTE
მე პირველივე კლასიდან მანდ დამყავს ბავშვი.10 ის ნახევრიდან 6 მდე არიან ბავშვები, ორჯერ კვება, მაგ ფასში შედის ცურვა, ტრანსპორტი, ცეკვა, პირველივე კლასიდან: უცხოენები ინგლისური და მეორე კლასიდან რუსული, მეშვიდე კლასიდან ესპანური ან გერმანული.გოგონებისთვის არის მხატვრული ტანვარჯიში და ვაჟებისთვის რაგბი.

ქართულ-ამერიკულ სკოლაზეა ხომ საუბარი?მაინტერესებს რამდენად რთულია სწავლა,ზოგი მეუბნება ბავშვები ისეთი დატვირთულები არიან ძალიან ბევრი ვერ უძლებს და გადადისო.მე პირადად საკმაოდ ბევრი სკოლა ვნახე და ქართულ-ამერიკული მომეწონა.ასევე ნორმალურია სხივი და გაეროს სკოლა,მაგრამ გაეროს სკოლა სიშორის გამო გამოვრიცხე,მეცოდება ბავშვი ყოველ დღე ამსიშორეზე რომ იაროს.ოჯახური გარემო თუა ეგ კიდევ უფრო გააღრმავებს ჩემს დადებით განწყობას.იქნებ მომწეროთ სწავლის სირთულის შესახებ,ერთმა ისიც კი თქვა ბავშვებს თავის ტკივილები ეწყებათ და საავადმყოფოში ხვდებიანო.მოკლედ ისეთი ძნელი ყოფილა სკოლის არჩევა უკვე ერთი კვირაა სხვაზე ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ...

Posted by: sava062 6 Feb 2010, 00:39
088

პირველკლასელების სახელმძღვანელოები შედის ფასში. წრეებს რაც შეეხება - წრეები, როგორც ზემოთ ავღნიშნე, საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირდა - ხატვა, თექა, დრამწრე, ჭადრაკი, ფეხბურთი, ფრენბურთი როგორც გაკვეთილები ისე უტარდებათ. ცურვა არ შედის საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ შესაძლებელია, დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ, კლუბების დროს (სამშაბათს და ხუთშაბათს) მისი ორგანიზება ისევე, როგორც სხვა უამრავი კლუბის, რასაც მშობელი მოისურვებს - მთავარია შეგროვდეს ბავშვების მინიმალური რაოდენობა და ტექნიკურად იყოს შესაძალებელი ამის განხორციელება.
* * *
tamo077
QUOTE
მაგრამ გაეროს სკოლა სიშორის გამო გამოვრიცხე,მეცოდება ბავშვი ყოველ დღე ამსიშორეზე რომ იაროს


სამაგიეროდ კომპენსირდება სუფთა ჰაერით და ჯანსაღი გარემოთი. და საცობებიც არაა...

აბა ეს ჯობია? -
QUOTE
სწავლის სირთულის შესახებ,ერთმა ისიც კი თქვა ბავშვებს თავის ტკივილები ეწყებათ და საავადმყოფოში ხვდებიანო



Posted by: Enjey 6 Feb 2010, 19:04
tamo077
არა ქართულ ამერიკული არაა, სკოლა ბინულია.
სხივი ისედაც არ მომეწონა და მერე უკმაყოფილო მშობლებიც ვნახე და...

ჯერ ჯერობით ჩემი ვარიანტები: ბაქსვუდი, ბინული, ქორალი.

ქართულ-ამერიკულზე კარგიც გამიგია და ცუდიც, მაგრამ მე ამირიკულს ბრიტანული მირჩევნია ყველა ვარიანტში. (მე რა...ევროპას ურჩევნია და... gigi.gif )

Posted by: 088 6 Feb 2010, 23:23
QUOTE
ჯერ ჯერობით ჩემი ვარიანტები: ბაქსვუდი, ბინული, ქორალი.


ჩემი ვარიანტებია: ბაქსვუდი, ახალი სკოლა, წმინდა გიორგის სკოლა.

ქორალი დიღომშია როგორც ვიცი და არ მაწყობს. ბინულზე კიდევ უფრო მეტისგან მინდა კარგი რომ გავიგო, ჯერჯერობით მხოლოდ ერთის აზრი ვიცით

Posted by: tamo077 7 Feb 2010, 00:36
ქორალი არ მინახია და ვინმემ თუ ნახა იქნებ დაწეროთ თქვენი აზრი.ბინული არ მომეწონა.21-ე საუკუნეზე ხო არ გაქვთ რამე ინფორმაცია?

Posted by: venecieli 7 Feb 2010, 01:23
მოგესალმებით!
მე როგორც მივხვდი სკოლა ბაქსვუდზეა ლაპარაკი?? ტერიტორიულად სადაა?

Posted by: Enjey 7 Feb 2010, 11:42
ქორალი მომეწონა, ფასიც 250 თუ 280 ლარია თვეში, ტრანსპორტით.
ცეკვა,სიმღერა,ჭადრაკი,ფრენბურთს ირჩევენ ფიზკულტურის მაგივრად,
ცურვა აღარ მახსოვს ცალკე გადასახითაა თუ შედის.
ინგლისურზე დოენეების მიხედვით ყოფენ 3 ნაწილად ბავშვებს.
ეკო ცენტრი აქვთ სადაც ცხოველებზე, მწერებზე და მცენარეებზე დაკვირვებები და ა.შ. წარმოებს
პრინციპში გასხვავებული ესაა,დანარჩენი რასაც სხვაგან გეუბნებიან
ფორმები არ აქვთ, გვინდაო,მაგრამ მშობლები იყვნენ წინააღმდეგიო.

სასოფლოს მოპირდაპირე მხარესაა, კერძო სახლები რომ დგას იქ, სიღრმეში.
შენობა კარგია, ახალი გადასულები არიან, დიდი ეზო არის უკან ოღონდ მისახედია როგორც ჩანს.

მაგრამ მანდედან არავის მშობელი არ მინახავს და რეალურად რა ხდება რას გაიგებ ასე....
მოსამზადებელი ჯგუფიც არის. იქაც ტარდება ის რაღაცეები რაც I კლასშიო.

* * *
tamo077
ბინული რატომ არ მოგეწონა? მე უფრო ვის რა არ მოსწონს ის მაინტერესებს, თორემ მოსაწონ რაღაცეებს სკოლებშიც გვეუბნებიან.
წმინდა გიორგიში მოსამზადებელზე რაღაც რაღაცეები არ მომეწონა. თან ცოტა ზედმეტი მომეჩვენა ის რომ არ ისვენებენ საერო დღესასწაულებზე.
მაგალთად ზამთრის არდადეგები 7-დან 18-მდე ქონდათ. 3 და 8 მარტიც არ ვისვენებთო. 8 ჯადაბას,მაგრამ 3 მარტი დედის დღეა ქართული და
რას ერჩიან არ ვიცი? თან ლოცვა დილით, საღამოს, ყველა ჭამის წინ და ჭამის შემდეგ...
ფორმებიც არ ეცვათ ბავშვებს.
პ.ს. მასწავლებლების შარვლით და მუხლს ზემოთ კაბით მისვლა აკრძალულია.
ხოოდააა....ამ ყველაფერს კიდევ არაუშავს,მაგრამ მოსალოდნელია იყოს ერთე-რთ სკოლაში გავრცელებული პრაქტიკა ღმერთით დაშინების
თუ არ ისწავლიან,თუ რამეს დააშავებენ და ა.შ.
მოკლედ ზედმეტად დაკომპლექსების მეშინია....თუმცა შეიძლება სულაც არაა ასეთი რამ.
არავინაა ვინც იცის? თვითო დადის ან ბავშვი დაყავს?

Posted by: tamo077 7 Feb 2010, 21:03
ბინული ვეძისში კერძო სახლშია გახსნილი და რა ვიცი მე მიმაჩნია რო სკოლა ცოტა მაინც სკოლას უნდა გავდეს.ფილიპე გოგიჩაიშვილის სკოლაც მასეა ზუსტად,ოღონდ ის გოგებაშვილზე,არადა რო დავრეკე ბასეინი და კორტები გვაქვსო.ხოდა რო მივედი კორტები რაგაც პადვლის მაგვარ ოთახში დამხვდა და ბასეინის მაგივრად ჯაკუზი.მოკლედ დავრჩი გაღიმებული.წმინდა გიორგიდან ჩემმა ახლობელმე გადაიყვანა,არ იყო კმაყოფილი.მოკლედ აღარ ვიცი სად წავიდე და რა ვნახო კიდე.მთიებს არა უშავდა,მაგრამ კლასებშია მარტო გათბობა და დერეფანში ისე ცივა ეს გამთბარი ბავშვები რო გამოლაგდნენ დასვენებაზე კინაღამ მე გავიყინე იმათ მაგივრად.ხვალ 21-ე საუკუნის ნახვას ვაპირებ,ვინმეს თუ გაქვთ რამე ინფორმაცია იქნებ დაწეროთ.

Posted by: sava062 7 Feb 2010, 21:06
venecieli
QUOTE
მე როგორც მივხვდი სკოლა ბაქსვუდზეა ლაპარაკი?? ტერიტორიულად სადაა?


წყნეთში

Posted by: Enjey 7 Feb 2010, 23:47
tamo077
ხო, გოგიჩაიშვილიდან მეც გაღიმებული წამოვედი....მგონი ყველაზე უარესი იყო რაც ვნახე...
ეგ სხვა ბინული ხომ არ იყო? ზოვრეთის ქუჩაზე უნდა იყოს და საიტზე იმხელა შენობის სურათი დევს სახლს არ ჰგავს.

მთიები სად არის? ინტერნეტში ძველი მისამართი წერია და ახალს ვერ მივაგენი.

21 საუკუნე არ მინახავს მაგრამ 3-მდე არიანო და არ მაწყობს,თან როგორც ჩანს დირექტორიც არ მაწყობს, და კიდევ სასაფლაოს ხედი.
არც ვაპირებ მისვლას.

Posted by: 088 8 Feb 2010, 10:46
მე რასაც ვუყურებ ყველაზე მეტად გაეროს სკოლაზე ვფიქრობ (ფასის შესაბამისადაც)

Posted by: tamo077 8 Feb 2010, 14:44
QUOTE
ეგ სხვა ბინული ხომ არ იყო? ზოვრეთის ქუჩაზე უნდა იყოს და საიტზე იმხელა შენობის სურათი დევს სახლს არ ჰგავს.

კი ზოვრეთის ქუჩაზეა,დიდ კერძო სახლში.მთიების ახალი მისამართია პეკინის 32.
QUOTE
თან როგორც ჩანს დირექტორიც არ მაწყობს, და კიდევ სასაფლაოს ხედი

დირექტორი რატო არ გაწყობს?ხო სასაფლაოს ხედი მეც არ მხიბლავს მარა ერთს მაინც შევირბენ და მოვინახულებ.დირექტორზე დაწერე რა.
მზიურში როა მომავლის სკოლა რამე ხო არ იცით?


Posted by: 088 8 Feb 2010, 16:19
QUOTE
მე რასაც ვუყურებ ყველაზე მეტად გაეროს სკოლაზე ვფიქრობ (ფასის შესაბამისადაც)


დღეს ვიყავი და სავარაოდოდ ამ სკოლას გადავწყვეტთ. პირველ რიგში სკოლის დირექტორი არის საკმაოდ განათლებული და სკოლის ყველა დეტალში კარგად ჩახედული ახალგაზრდა. რაც ამიხსნა თითქმის ყველაფერი მაკმაყოფილებს, მართალია ცოტა შორსაა, მაგრამ ყველა უბანში მიდის ტრანსპორტი. სხვა სკოლებში მარტო ცენტრალურ უბნებშია. ყველაფერთან ერთად ფასიც სხვა სკოლებთან ერტად მაინც ნაკლებია (თუმცა არც ესაა იაფი). ასე რომ მე გირჩევთ გაეროს სკოლას (ბაქსვუდს). იმედია არ შევცდები თუ ამ სკოლაში მივიყვან ბავშვს. ისე არავის დაჰყავს ამ სკოლაში რო მაინც მათი გამოცდილება გასათვალისწინებელი იქნება

Posted by: Enjey 8 Feb 2010, 20:55
088
ჰოოო.... ჩემს აზრს დაემთხვა.....მაგრამ მაინც მინდა დავათვალიერო მაქსიმალურად სხვები.

Posted by: 088 9 Feb 2010, 08:07
Enjey
Kargi iqneba da tu rames uketes shearchev imedia chvenc gvetkvi.mec mindoda kidev sxvebis naxva,magram am skolis da axali skolis realuri konkurentebi aris rom? Gaeros skola arafrit chamouvardeba axal skolas (tu meti araa) da tan 1000 l.naklebia.ravici cota dro kidev gvaqvs mosafiqreblad...

Posted by: Enjey 9 Feb 2010, 11:15
088
მე ამ თვის ბოლომდე მინდა გადავწყვიტო და ბარემ მოსამზადებელზეც მივიყვანო.
ტრანსპორტს შეეჩვევა, ბავშვებს გაიცნობს...
მერე სახლის ყიდვასაც მაგის მიხდვით ვაპირებ,თორმ ახლა სადაც ვცხოვრობთ,
მთელი ქალაქის გავლა უწევს.

Posted by: 088 9 Feb 2010, 11:55
Enjey

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჩვენც გვეტყვი იმედია. მე ბევრზე ვეღაც ვფიქრობ. პრინციპში დიდი არჩევანი არცაა. ბაქსვუდი ცოტა შორსაა, მთლად 8 კილომეტრი არაა წყნეთის გასასვლელშია, მაგრამ მაგ. ვარკეთილიდან ვაჯაზე რო გამოხვიდე კი არის 20 კილომეტრამდე და რა პრობლემაა. დიდი ამბავი თუ ქალაქის ცენტრში არაა და არის წყნეთში. მთავარი ხომ ისაა, რომ ბავშვა მიიღოს კარგი განათლება და აღიზარდოს როგორც წესი და რიგია. რავიცი. მემგონი ახალი სკოლა 1000 ლარით მეტი არ ღის ბაქსვუდზე. 1000 ლარიანი განსხვავება მე ვერ დავინახე. უბრალოდ მართლა მაინტერსებს იმათი აზრი ვისაც უკვე დაჰყავს შვილები ბაქსვუდში.

Posted by: sava062 9 Feb 2010, 13:57
Enjey

სად ცხოვრობთ, რომელ უბანში?

Posted by: 088 9 Feb 2010, 14:16
sava062

ისეყოველშემთხვევისთვის მაინტერსებს ყოველდღიურად წნევის ცვალებადობა ბავშვებზე როგორ მოქმედებს?

Posted by: Dara 9 Feb 2010, 14:42
გამარჯობათ! ბავშვი მყავს 5 წლის და მინდა სექტემბრიდან შევიყვანო რომელიმე კერძო სკოლის მოსამზადებელ კლასში. რაიონებიდან მაწყობს დიღომი-საბურთალო. ბავშვი უფრო რუსულენოვანია, ასე რომ მირჩევნია ის სკოლა სადაც რუსული პირველი კლასიდან იწყება.
რას მირჩევდით? ჯერ-ჯერობით აღწერებით ქორალი მომწონს და მწიგნობართუხუცესი (ლისის ტბაზე), ნამყოფი ჯერ არა ვარ. ბინულიც არ არის ცუდი, მაგრამ მოსამზადებელი კლასი არა აქვთ sad.gif
ხო, და ესეთი კითხვა – თუ არსებობს კერძო სკოლების რეიტინგი, გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით?

Posted by: 088 9 Feb 2010, 14:44
Dara
QUOTE
მწიგნობართუხუცესი (ლისის ტბაზე)


ამაზე კარგს რას იტყვი?

Posted by: Dara 9 Feb 2010, 14:45
088 რამდენიმე მშობლემა ძალიან აქო, სუფთა ჰაერია, ბასეინი აქვთ, სპორტი, ბავშვებიც კმაყოფილები არიანო. მე იმ კვირაში ვგეგმავ მისვლას..

Posted by: 088 9 Feb 2010, 14:53
Dara

არა ჩემი ახლობლის ბავშვიც დადის, მაგრამ მე როგორც ვიცი 1 წელიც არაა რაც გაიხსნა და ჯერ როგორ უნდა გავიგო კარგია თუ არა. შენობა კი კარგი იქნება, მაგრამ მარტო შენობა ხომ არაა. თუმცა მისასვლელი კია საშინელი. ასე წყნეთში რომ სუფტა ჰაერია არ მგონია ლისზე იყოს მასეთი ჰაერიhttp://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=9560&Itemid=99999999&ccdate=9-2009

მე ყველაზე მეტად მაწყობს ნუცუბიძე, სახლტან იქნება ახლო, მაგრამ მარტო სიახლოვით ვერ დავკმაყოფილდები. და მაინც რითი არიან კმაყოფილები? იქნებ მეც დავფიქრდე

Posted by: Dara 9 Feb 2010, 14:54
ესე იგი, ასეთი სია გამომივიდა:

ქორალი – 250–280 ლარი თვეში დიღომი
21–ე საუკუნე 3500 ლარი წელი ვაკე–საბურთალო
მწიგნობართუხუცესი 3500 ლარი წელი ლისი
ბინული 3000 ლარი გაგარინი
ქართული სასწავლებელი 1500 ლარი ავლაბარი
სულაკაურის სკოლა ?? წერეთელი
პრომეთე 800 ლარი მუხიანი
ოლიმპი ?? ჯიქია
ჯეჯილი ?? ჯიქია?
სადუნი ?? წერეთელი
ევროპული სკოლა ?? ყაზბეგი
წმ.გიორგის 4700 ლარი ბაგები
სხივი ?? დიღომი
ქართულ–ამერიკული
იტალიური სკოლა წერეთელი
GLC ნუცუბიძე
ახალი სკოლა 4900 ლარი ბაგები
გაეროს (ბაქსვუდი) 3900 ლარი წყნეთი
ბრიტანული დაწყებითი სკოლა 2300 ფუნტი ?

გთხოვთ დამეხმაროთ ამ ინფორმაციის შევსებაში


* * *
088 მე ესე ვიცოდი რომ ადრეც იყო ეგ სკოლა, უბრალოდ სხვა შენობაში? თუ მერევა რაღაცა?

* * *
088 თვითონ ბავშებს მოსწონთ, სიამოვნებით დადიან სკოლაში. მე რომ ვცხოვრობდე პლატოზე, არც დავფიქრდებოდი, მაგრამ დიღომში ვარ, ამიტომ ვეღარ ავარჩიე ჯერ კარგი ვარიანტი. წყნეთი ჩემთვის ძალიან შორია, ბაგებიც და ვაკეც.[/B][B][B]

Posted by: 088 9 Feb 2010, 15:14
QUOTE
გაეროს (ბაქსვუდი) 3500 ლარი წყნეთი


სექტემბრიდან 3900 ლარი (1400 ფუნტი)
QUOTE
მე რომ ვცხოვრობდე პლატოზე, არც დავფიქრდებოდი

სამწუხაროდ დაუფიქრებლად ვერ მივიყვან

Posted by: Dara 9 Feb 2010, 15:20
088 არა ეხლა მთლად დაუფიქრებლად მაშინ უნდა მიიყვანო по месту жительства
და საერთოდ თავი არ აიტკიო... მაგრამ მე ერთ რაღაცას ვფიქრობ – სანამ ბავშვი თვითონ არ ისწავლის ერთი წელი, არ გეცოდინება, უხდება თუ არა ეს სკოლა. იმიტომ რომ სხვისი ნათქვამი მას შეიძლება სულ არ გამოადგეს. ამავე დროს ზალიან არ უნდა აწვალო, და თუ არის სახლთან ახლოს ვარიანტი კარგი სკოლის – ეს დიდი პლიუსია. მე არა მაქვს ასეთი sad.gif მაინც ტრანსპორტი მჭირდება....

Posted by: 088 9 Feb 2010, 15:25
Dara

კი მაგრამ ბავშვს თუ კარგად არ ასწავლეს რას ისწავლის თავისით.

Posted by: Dara 9 Feb 2010, 15:35
088
ნუ რო გვინდა რომ რაღაცა ასწავლონ, მაგიტომ ვირჩევთ კერძო სკოლებს. მაგრამ მარტო სწავლაც არ არის. სოციალიზაცია, მეგობრების მონახვა, დროისტარება, ჯანმრთელი ცხოვრების წესი და რამე. და თუ ბავშვი 1–2 საათი მარშრუტკაში ზის ყოველდღე, ჯანმრთელი არ იქნება და ვერც ისწავლის კარგად. იმჰო.

Posted by: 088 9 Feb 2010, 15:45
QUOTE
და თუ ბავშვი 1–2 საათი მარშრუტკაში ზის ყოველდღე, ჯანმრთელი არ იქნება და ვერც ისწავლის კარგად.


შეიძლება, მაგრამ მაშინ უნდა მივიყვანოთ სახელმწიფო სკოლაში ტერიტორიულობის პრინციპით და გვეყოლება სახლთან ახლოს. საზღვარგარეთ უშვებენ შვილებს სასწავლებლად და ჩვენ გვინდა რომ ცხვირწინ უნდა გვაყავდეს. ჯანმრთელი რატო ვერ იქნება? 1 საათიანი მგზავრობა ცუდად მოქმედებს ბავშვზე? სერიოზულად მაინტერსებს, მე ხომ გაეროს სკოლაზე ვფიქრობ. სწავლა კარგია მაგრამ ჯანრთელობა ყველაზე მტავარია

Posted by: Dara 9 Feb 2010, 16:00
088 საზღვარგარეთ ეჭვი მეპარება 6 წლის ბავშვშს თუ უშვებენ შორს. თან თუ უშვებენ პანსიონში, პირიქით, შორი გზა არ იქნება გასავლელი, პირდაპირ სახლთან ექნება სკოლა. რაც შეეხება ერთსაათიან მგზავრობას. პირველი რომ ბავშვი დაიღლება. რაც არ არის კარგი თავისთავად. მერე წნევის დიდი ცვალებადობაა, რამაც შეიძლება შიდა თავის ქალის წნევა აუწიოს (ჩემსას ისედაც აქვს მომატებული).
მერე ტარების უსაფრთხოება. მე ეჭვი მეპარება, ამ მინიავტობუსებში ყველა ბავშვს ბავშვის ღვედი ან სავარძელი ქონდეს. ავარია რო მოხდეს, ჯვარი წერია? აირბაგები არის?

და ზოგადად მანქანაში დიდ ხანი ცუდია კუჭნაწლავისთვის:

Укачивание
В данном случае речь идет о тошноте и сильной рвоте, которые начинаются во время путешествий на автомобиле, поезде, самолете или корабле. При этом у ребенка с функциональной точки зрения нарушается чувство равновесия.
Медицинским обоснованием укачивания является ослабленная деятельность желудочных мышц, так что процесс пищеварения замедляется или вообще прекращается. Это может быть обусловлено слабостью желудка. Другими причинами могут быть запор или страх.

Posted by: 088 9 Feb 2010, 16:40
Dara

ოოოო. ეს უკვე მაფიქრებს, არადა რომ მომეწონა ბაქსვუდის სკოლა. უკვე დავიბენი და აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. არადა რაც ვნახე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ამ სკოლამ დატოვა help.gif

Posted by: sava062 9 Feb 2010, 18:21
Dara
QUOTE
საზღვარგარეთ ეჭვი მეპარება 6 წლის ბავშვშს თუ უშვებენ შორს


ატარებენ და თან როგორ... მეტიც, ერთი ქალაქიდან მეორეში. მაგალითად ბაქსვუდის სკოლა ჰეისტინგშია და ბავშვები დადიან რაიდან

QUOTE
რაც შეეხება ერთსაათიან მგზავრობას. პირველი რომ ბავშვი დაიღლება. რაც არ არის კარგი თავისთავად. მერე წნევის დიდი ცვალებადობაა, რამაც შეიძლება შიდა თავის ქალის წნევა აუწიოს (ჩემსას ისედაც აქვს მომატებული).


როგორ ფიქრობთ ეს ფაქტორი არ გვაქვს გამოკვლეული? 1000-დან 2-3 შემთხვევაა, როდესაც ბავშვზე ასეთი მგზავრობა უარყოფითად მოქმედებს და ისიც პირველივე დღეებში ვლინდება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ექიმები და პედიატრები პირიქით, პოზიტიურად არიან განწობილნი თბილისის ტყვიით დამძიმებულ ჰაერს რომ ვაცილებთ ამ ბავშვებს... პრობლემები წნევის ცვალებადობისას შესაძლებელია წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირება (აყვანა-ჩამოყვანა) ხდება ერთი საათის განმავლობაში. სკოლის შემტხვევაში კი ბავშვი ადის 7 საათია სკოლაში და მერე ჩამოდის...

QUOTE
მერე ტარების უსაფრთხოება. მე ეჭვი მეპარება, ამ მინიავტობუსებში ყველა ბავშვს ბავშვის ღვედი ან სავარძელი ქონდეს. ავარია რო მოხდეს, ჯვარი წერია? აირბაგები არის?


ავარიები თბილიში არ ხდება? სხვადასხვა უბნებიდან მიკროავტობუსები ერთდროულად იკრიბებიან ბაგებში, საიდანაც მათ კოლონას სკოლის უსაფრთხოების მანქანა აცილებს სკოლამდე და პირიქით
* * *
სკოლაში ბევრი მოსწავლე სწავლობს და მათ შორის ისეთები, რომლებიც თემქაზე ან მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობენ და მშვენივრად მგზავრობენ.

Posted by: 088 9 Feb 2010, 18:25
sava062

QUOTE
როგორ ფიქრობთ ეს ფაქტორი არ გვაქვს გამოკვლეული?


თუ გაქვთ გამოკვლეული ექიმების დასკვნა იქნებ აქ დაგედოთ, ჩვენთვის იქნება უკეთესი. და ცოტა ქვემოთ არ აპირებთ ჩამოსვლას?

Posted by: sava062 9 Feb 2010, 20:16
088

QUOTE
და ცოტა ქვემოთ არ აპირებთ ჩამოსვლას?


ცოტა ქვემოთ ვიყავით და აქ ამოვედით შეგნებულად და ეხლა უკან რაღა დაგვაბრუნებს? smile.gif

ჯანდაცვის დეპარტამენტს მივმართეთ სამი წლის წინ ოფიციალური პასუხისათვის და მოგვწერეს უარყოფითი ზემოქმედება შესწავლილი არ არისო. ცალკეული პედიატრებისგან და თერაპევტებისგან ოფიციალური წერილები არ გვაქვს, მაგრამ კარგი იდეაა, გამოვითხოვთ... ამას წინათ ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში იყო სტატია სკოლაზე და იქაც არაფერი არ ეწერა უარყოფით გავლენაზე

Posted by: 088 9 Feb 2010, 21:33
sava062
თუ მალე გააკეთებთ მაგ დასკვნას ძალიან დამავალებ.თქვენთან მინდა ბავშვის მოყვანა და მინდა ბოლომდე მშვიდად ვიყო,დამიჯერეთ ჩემს გარდა კიდევ ბევრისთვის იქნება ეგ გადამწყვეტი

Posted by: Enjey 9 Feb 2010, 22:02
Dara
ეგ Укачивание მე მჭირდა და ჩემს და-ძმებს. და საერთოდ ხშირია ბავშვებში
განსაკუთრებით მგზავრობა ვისაც არ უწევს იმათში. ჩემი გამოცდილებით
აშკარად ბენზინის სუნი მოქმედებდა, გაჩერებულ მანქანაშიც კი.
მერე კაი შეკრული ჟიგულებიდან და ვოლგებიდან რომ გადავედით შედარებით
იზოლირებულ სალონებზე-გაგვიარა,ან გავიზარდეთ.
საზღვარგარეთ კიდევ თბილისის ხელა უბნებია და არამგონია ყველა სახლის ახლოს მუშაობდეს და სწავლობდეს.

* * *
QUOTE (Dara @ 9 Feb 2010, 13:54 )
ესე იგი, ასეთი სია გამომივიდა:

ქორალი –                                 250–280 ლარი თვეში                  დიღომი
21–ე საუკუნე                         3500 ლარი წელი                           ვაკე–საბურთალო
მწიგნობართუხუცესი         3500 ლარი წელი                           ლისი
ბინული                                     3000 ლარი                                      გაგარინი
ქართული სასწავლებელი  1500 ლარი                                      ავლაბარი
სულაკაურის სკოლა                ??                                                                            წერეთელი
პრომეთე                                   800 ლარი                                         მუხიანი
ოლიმპი                                       ??                                                          ჯიქია
ჯეჯილი                                  ??                                                            ჯიქია?
სადუნი                                      ??                                                     წერეთელი
ევროპული სკოლა                      ??                                                      ყაზბეგი
წმ.გიორგის                               4700 ლარი                                   ბაგები
სხივი                                           ??                                                დიღომი
ქართულ–ამერიკული     
იტალიური სკოლა                                                                       წერეთელი
GLC                                                                                                      ნუცუბიძე
ახალი სკოლა                    4900 ლარი                                          ბაგები
გაეროს (ბაქსვუდი)        3900 ლარი                                        წყნეთი
ბრიტანული დაწყებითი სკოლა 2300 ფუნტი                   ?

გთხოვთ დამეხმაროთ ამ ინფორმაციის შევსებაში


* * *
088 მე ესე ვიცოდი რომ ადრეც იყო ეგ სკოლა, უბრალოდ სხვა შენობაში? თუ მერევა რაღაცა?

* * *
088 თვითონ ბავშებს მოსწონთ, სიამოვნებით დადიან სკოლაში. მე რომ ვცხოვრობდე პლატოზე, არც დავფიქრდებოდი, მაგრამ დიღომში ვარ, ამიტომ ვეღარ ავარჩიე ჯერ კარგი ვარიანტი. წყნეთი ჩემთვის ძალიან შორია, ბაგებიც და ვაკეც.[/B][B][B]

ქართული სასწავლებელი 1500 ლარი ავლაბარი
აქ შანსი არაა 2 წელი ვერ მოხვალთო და არც ტრსანსპორტია არც კვება, არც რამე დამატბითი გარდა გაკვეთილებისა. 2 საათამდეა მგონი

ოლიმპი ?? ჯიქიას 5,მაგთის ოფისთან
ფასი აღარ მახსოვს 3500 მგონი? მოსამზადებელი აქვთ (2000 ლარი?), აუზი საკუთარი. მაგრამ სპორტულია და სწავლა ცოტა ლაითად მიდისო (ვერ მოვიფიქრ ქართულად)

პრომეთე 800
მუხიანშია. კარგი სახელმწიფო სკოლის მსგავსია თითქოს...ერთ შენობაშიც არიან და დირქტრს აქვს გახსნილი,იგივე მასწავლებლებით.(ჭორებია,ფაქტები არ მაქვს)

ევროპული სკოლა ??
ის არაა რაღაც კატასტროფა ფასი რომ აქვს?

სხივი ??
დიღომი გუდვილის შესახვევში.
დემრელის დაწყებით. საშინელი შთაბეჭდილება დამრჩა და რა ვიცი...უფასოდაც არ მინდა, ფასი დამავიწყდა მაგრამ ცოტა არ იყო+ტრანსპორტი ცალკე.

ბრიტანული დაწყებითი სკოლა 2300 ფუნტი
დირექტორშა იყო მგონი და მომეწონა თვითონაც და რაც ილაპარაკა ისიც,მაგრამ ძვირია და ტრანსპორტი არ აქვთ. მაღალი კლასები 3000. მოსამზადებელი 1600 გირვანქა-ვაზისუბნის ქუჩაზეა დაწყებითები.

Posted by: tamo077 10 Feb 2010, 00:55
სულაკაურის სკოლა 3500 ლარი,მაგრამ ისეთი შენობა დამხვდა შიგნით აღარც შევედი.
ევროპული სკოლა 4000 ევრო
სხივი 2500 დოლარი
ქართულ-ამერიკული 1600 დოლარი
ჯეჯილი ვაკეშია აბულაძის #12,ზუსტად აღარ მახსოვს 3000 ან 3500 ლარი
მე პირადად ძალიან მომეწონა ქართულ-ამერიკული და ალბათ გადავწყვიტავ მანდ წაყვანას.
ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ,კიდევ მაინტერესებს 21-ე საუკუნეზე თუ იცით რამე.წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: 088 10 Feb 2010, 10:05
QUOTE
კიდევ მაინტერესებს 21-ე საუკუნეზე თუ იცით რამე


ჩემს ახლობლის ბავშვები დადიან და დიდად კმაყოფილი არაა. მე-6 გერმანულ სკოლას აშკარად ჯობიაო, მაგრამ დიდი ვერაფერიო. 2-3 საათამდეა სწავლა და ამათაც მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებამდე მიჰყავთ ბავშვები.

QUOTE
ქართულ-ამერიკული 1600 დოლარი


ამის პირობები როგორია (ფასის გარდა) ან სადაა ტერიტორიულად? თუმცა აგერ ვნახე ტემა და დიდად არ აქებენ

[URL= http://forum.ge/?f=79&showtopic=33912194]qartul-amerikuli skola[/URL]

Posted by: Dara 10 Feb 2010, 11:04
ქორალი – 250–280 ლარი თვეში დიღომი
21–ე საუკუნე 3500 ლარი წელი ვაკე–საბურთალო
მწიგნობართუხუცესი 3500 ლარი წელი ლისი
ბინული 3000 ლარი გაგარინი
ქართული სასწავლებელი 1500 ლარი ავლაბარი
სულაკაურის სკოლა 3500 ლარი წერეთელი
პრომეთე 800 ლარი მუხიანი
ოლიმპი 3500 ლარი ჯიქია
ჯეჯილი 3000-3500 ლარი აბულაძე 12
სადუნი ?? წერეთელი
ევროპული სკოლა 4000 ევრო ყაზბეგი
წმ.გიორგის 4700 ლარი ბაგები
სხივი 2500 დოლარი დიღომი
ქართულ–ამერიკული 1600 დოლარი
იტალიური სკოლა წერეთელი
GLC ნუცუბიძე
ახალი სკოლა 4900 ლარი ბაგები
გაეროს (ბაქსვუდი) 3900 ლარი წყნეთი
ბრიტანული დაწყებითი სკოლა 2300 ფუნტი ?
* * *
sava062 ისე არ გამიგოთ რომ მე თქვენი სკოლის წინააღმდეგი ვარ ან კონკურენტი სკოლის თანამშრომელი smile.gif უბრალოდ დედა ვარ რომელიც ეძებს თავისი შვილისთვის საუკეთესოს. თქვენი სკოლაც განხილვაში მაქვს და ალბათ მაინც ამოვალ სანახავად. მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს - ავტობუსებში თუ აქვთ ბავშვებს სპეც. საბავშვო უსაფრთხოების ღვედები - ბუსტერები ან სავარძლები? ვინ აცილებს და ხვდება ბავშვს, ამ დროს ვინ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.
როცა მიდიან ექსკურსიებზე (პირველი კლასები) რამდენი ბავშვი მოდის ერთ დიდზე?
თუ აქვს თქვენს სკოლას მოსამზადებელი კლასი და თუ შესაძლებელია იქ ბავშვის მიყვანა 1 სემესტრით? ანუ თუ სწავლა იწყება სექტემბერში, გაზაფხულიდან მოვიდეს?


Posted by: 088 10 Feb 2010, 11:26
Dara
QUOTE
ავტობუსებში თუ აქვთ ბავშვებს სპეც. საბავშვო უსაფრთხოების ღვედები - ბუსტერები ან სავარძლები?


ეს მეც მაინტერსებს, თუმცა რაც ვნახე მერსედესის მარშუტკები იყო. ბაგებამდე დაცვის მანქანა აცილებდა და როგორც დირექტორმა მითხრა მარშუტკაში აუცილებლად იქნება (როგორც დილით, ისე საღამოს) ერთი პედაგოგი მაინც.

Posted by: Dara 10 Feb 2010, 11:37
მოკლედ, შორტლისტი ესეთი გამოვიდა, თქვენი კომენტარების, ფასების და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. იტალიური სკოლის ფასის არ ვიცი ჯერ.

1. ქორალი – 250–280 ლარი თვეში დიღომი
2. მწიგნობართუხუცესი 3500 ლარი წელი ლისი
3. ჯეჯილი 3000-3500 ლარი აბულაძე 12
4. ქართულ–ამერიკული 1600 დოლარი
5. იტალიური სკოლა წერეთელი
6. გაეროს (ბაქსვუდი) 3900 ლარი წყნეთი


Posted by: 088 10 Feb 2010, 11:42
Dara

რიგითობის მიხედვით ჩემის აზრით შემდეგნაირად დავალაგებდი:

1. გაეროს (ბაქსვუდი) 3900 ლარი წყნეთი;
2. ახალი სკოლა - 4900 ლარი ბაგები;
3. წმ.გიორგის 4700 ლარი ბაგები;
და დანარჩენები.

Posted by: Dara 10 Feb 2010, 11:45
088 ხო, ჩემი პრიორიტებით არ იყო smile.gif უბრალოდ სია. და 4900 ნამდვილად მეძვირება... რას ასწავლიან ნეტა ასეთს პირველ კლასში, რომ 4900 ღირს? რაღაც უფრო მეჩვენება მშობლების მატერიალური მდგომარეობის "ცენზია" ვიდრე სწავლის ხარისხი....

Posted by: 088 10 Feb 2010, 11:51
Dara

ამიტომაც 1. გაეროს (ბაქსვუდი) 3900 ლარი წყნეთი;

ფასს შეესაბამება

სხვა რამეში თუ დამარწმუნებთ დიდი სიამოვნებით. მე მაინტერსებს გაეროს სკოლაზე ცუდი თუ გაგიგიათ

sava062

დაგვპირდა რომ გამოიკველევენ წნევის ცვალებადობა უარყოფითად რომ არ მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე

Posted by: Dara 10 Feb 2010, 12:27
ამ ჯეჯილზე ვინმემ რამე იცის? მივიდე თუ არ ღირს? smile.gif

Posted by: Enjey 10 Feb 2010, 14:42
Dara
ჯეჯილში დავრეკე ამას წინათ.
253472
2500$ 9დან 5 საათამდეა
ცეკვა,ჭადრაკი მითხრეს მგონი და მოსამზადებელი არ არისო.

ეს რა სკოლაა ხომ არ იცით? გაგარინის მოედანზე ყოფ. პოლიციის შენობაში.
ხრიდოლი და ქათული ტრადიციული და ა.შ...
დაახლოებით მაგ ადგილას ბრიტანული აკადემია იყო მე რომ ვიყავი,მაღალი კლასები.
სახვაც არის რამე თუ იცით?

Posted by: 088 10 Feb 2010, 14:43
Enjey
QUOTE
ჯეჯილში დავრეკე ამას წინათ.


და რა შთაბეჭდილება დაგრჩა ამ სკოლაზე?

Posted by: GITANA 10 Feb 2010, 14:48
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა რატომ არ არის სიაში?

საშუალება რომ მქონდეს აუცილებლად მივიყვანდი ამ სკოლაში ბავშვს.

Posted by: 088 10 Feb 2010, 14:51
GITANA
QUOTE
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა რატომ არ არის სიაში?


პირველად მესმის

და

QUOTE
საშუალება რომ მქონდეს აუცილებლად მივიყვანდი ამ სკოლაში ბავშვს.


რატომ მიიყვანდი მანდ?

sava062
QUOTE
საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირდა - ხატვა, თექა, დრამწრე, ჭადრაკი, ფეხბურთი, ფრენბურთი როგორც გაკვეთილები ისე უტარდებათ


კი ამიხსენით მაგრამ, ზუსტად აღარ მახსოვს ეს ყველა შედის თუ უნდა ავირჩიოთ რამდენიმე?

Posted by: Dara 10 Feb 2010, 14:59
GITANA ეგ სია მე შევადგინე და ვალდორფის სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ შევიყვან ბავშვს, კარგად ვიცი შტაინერის და ვალდორფის მოღვაწეობა. ოკულტიზმი არ მინდა smile.gif
რახან მოსამზადებელი არა აქვს, ჩემთვის ჯეჯილიც გამოირიცხა.... მადლობა!

Posted by: sava062 10 Feb 2010, 15:03
088
QUOTE
კი ამიხსენით მაგრამ, ზუსტად აღარ მახსოვს ეს ყველა შედის თუ უნდა ავირჩიოთ რამდენიმე?


შედის ყველაფერი

Posted by: Enjey 10 Feb 2010, 15:04
გარდა მაგისა,ვალდორფში მაღალ კლასებში და განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებში ცოტა არ იყოს მოიკოჭლებს ცოდნის დონე.
088
ჯეჯილი ტელეფონზე დიდი არაფერი, მაგრამ ნახვა მაინც შეიძლება რომ დავრწმუნდე ბაქსვუდის უპირატესობაში.
მოსამზადებელზე არ გინდა მიყვანა წელსვე თუ ბაქსვუდს გადაწყვიტავ?

Posted by: mta 10 Feb 2010, 15:06
ჩემები წმ. გიორგის სკოლაში დადიან 4700ლ. კი არის ფასი , მაგრამ სხვა ნებისმიერ კერძოს რომ შეადარო იაფია - ყველაფერი შედის ფორმა , წიგნები (ოXფორდისაც კი),ტრანსპორტი, საზამთრო -საზაფხულო ბანაკები, გახანრძლივებული წრეები, 2ჯ. კვება ... მოკლედ თანხას აღარაფერში გამატებინებენ. სპორტი : რაგბი,სროლა,ცოცვა,სრიალი....

Posted by: Enjey 10 Feb 2010, 15:14
mta
ბანაკი მარტო 3 კლასშია ზამთრის და 4-ში ზაფხულის (თუ პირიქით) ანუ მარტო 2-ჯერ გამოდის.
და 4 კლასის ზემოთ უკვე ფასში აღარ შედის, მაგრამ გადასახადი ამჟამად ნაკლებია მაღალ კლასებში, მერე რა იქნება ვინ იცის.
ფორმა არ ეცვათ ბავშვებს ავტობუსში მათი ავტობუსით ვიმგზავრე და რა ვიცი...დიდები კი იყვნენ უმეტესობა.
წიგნები მარტო უცხო ენებისაა უფასო თუ ჩვეულებრივ ქართულებიც?

Posted by: 088 10 Feb 2010, 15:16
Enjey

არა ბაღში დამყავს და მიჩვეულია და 3 თვის გამო აღარ ავრევ ბავშვს. უმაღლესში ხომ არ აბარებს რომ მოვამზადო, მივა პირველ კლასში და ისწავლის რისი სწავლაც შეიძლება. რავიცი რას მისცემს მოსამზადებელი ვერ ვხდები.

mta

ბაქსვუდშიც კი შედის წრეები, მაგრამ ფორმდა სახელმძღვანელოები არ შედის (გარდა პირველი კლასისა). დაახლოებით მაინტერსებს ბავშვს წელიწადში რამდენი ლარის წინგები სჭირდება, ან წმ. გიორგის სკოლაში ყველა კლასის წიგნები შედის? ფორმა ბაქსვუდში ვიცით რომ სადღაც 140 ლარამდე ჯდება. ანუ 3900+140 და წიგნები.

სახლამდე დაჰყავს ტრანსპორტს თუ მარტო ცენტრალურ ქუჩებამდე?
QUOTE
საზამთრო -საზაფხულო ბანაკები


ეს არ შედის ბაქსვუდში


QUOTE
2ჯ. კვება


ეს შედის.


Posted by: Enjey 10 Feb 2010, 15:23
088
ბაღში მეც დამყავს და სწავლით იქაც კი ასწავლიან რაღაცეებს. მოსამზადებელზე იმიტომ მინდა რომ ბავშვებს და გარემოს შეეგუოს,ტრანსპორტსაც.
რომ მერე ერთბაშად არ დაატყდეს თავს ყველაფერი ახალი.
თორემ მომზადებით არაფერ განსაკუთრებულსაც არ ამზადებენ. (სწავლის მხრივ). თან სუფთა ჰაერზე იქნება.

წმიდა გიორგის სკოლას დიიიდიიი ავტობუსები ჰყავს და მარტო ცეტრალურ ქუჩებზე დადიან.
ბაქსვუდში ბანაკები არ შედის ნამდვილად? მე რატომღაც მახსოვს რომ კი....ნუ რომ არის ეგ მახსოვს და თუ არ შედის დაახლ. რა ღირს 2 კვირაა მგონი?

Posted by: international 10 Feb 2010, 15:27
კარგი სკოლაა "მწიგნობართუხუცესი" ნუცუბიძეზეა მაღლა, ძალიან მაგარი სკოლაა, ისე ჩვეულებრივ საჯარო სკოლებსაც არა უშავთ დაწყებითები ყველგან ერთნაირია

Posted by: 088 10 Feb 2010, 15:28
Enjey
QUOTE
ბაქსვუდში ბანაკები არ შედის ნამდვილად? მე რატომღაც მახსოვს რომ კი....ნუ რომ არის ეგ მახსოვს და თუ არ შედის დაახლ. რა ღირს 2 კვირაა მგონი?


მართალი ხარ ძველ საიტზე უწერიათ I-IV კლასის მოსწავლეტათვის 1 კვირიანი სასწავლო/შემოქმედებითი/დასავენებელი პროგრამა სკოლის ბაზაზე შედის საფასურში (მთავარია კიდევ შედის თუ არა)

QUOTE
ბაღში მეც დამყავს და სწავლით იქაც კი ასწავლიან რაღაცეებს. მოსამზადებელზე იმიტომ მინდა რომ ბავშვებს და გარემოს შეეგუოს,ტრანსპორტსაც. რომ მერე ერთბაშად არ დაატყდეს თავს ყველაფერი ახალი.


ხო მაგრამ ჩემის შვილის ბაღში არიან 7-მდე და უფრო ადრე რომ მომიყვანონ ვერ შევძლებ. სკოლამდე რაღაც უნდა მოვიფიქრო
international
QUOTE
კარგი სკოლაა "მწიგნობართუხუცესი" ნუცუბიძეზეა მაღლა, ძალიან მაგარი სკოლაა


იქნებ დაგვიხასიათო რითია ძალიან მაგარი?

QUOTE
ისე ჩვეულებრივ საჯარო სკოლებსაც არა უშავთ დაწყებითები ყველგან ერთნაირია


ვითომ?

Posted by: Dara 10 Feb 2010, 16:01
mta
საინტერესოა, ისე (თანხას რომ თავი დავანებოთ) კმაყოფილი ბრძანდებით წმ.გიორგის სკოლით? მე ვგულისხმობ რელიგიურ ასპექტს. ანუ, მე მართლმადიდებელი ვარ და მინდა რომ ბავშვმა ისწავლოს და იყოს შესაბამის ატმოსფეროში, მაგრამ ამავე დროს რომ არ იყოს მეტისმეტი დაძალება ამ მიმართულებით. ასევე ხომ არ არის რამე მოთხოვნები ბავშვის ოჯახის მიმართ, ვთქვათ ეკლესიური ქორწინება რო ქონდეთ და ა.შ.?

Posted by: mta 10 Feb 2010, 16:21
[b]Enjey
QUOTE
QUOTE
ბანაკი მარტო 3 კლასშია ზამთრის და 4-ში ზაფხულის (თუ პირიქით) ანუ მარტო 2-ჯერ გამოდის
.
და 4 კლასის ზემოთ უკვე ფასში აღარ შედის

მარტო მესამეში კი არა მე3- დან იწყება. მე 4 დან კი 2კვირა საბაგირო, ტრენერი, თხილამური -ყველაფერი შედის...
QUOTE
QUOTE
წმიდა გიორგის სკოლას დიიიდიიი ავტობუსები ჰყავს და მარტო ცეტრალურ ქუჩებზე
დადიან
მარტო ცენტრალურზე კი მაგრამ 8 ავტობუსი ნიშნავს რომ მთელ თბილისს მოიცავს ჩიხებში შესვლა და დაბრუნება იწვევს მარშრუტის დროის გაწელვას.
Dara
QUOTE
QUOTE
რელიგიურ ასპექტს. ანუ, მე მართლმადიდებელი ვარ და მინდა რომ ბავშვმა ისწავლოს
და იყოს შესაბამის ატმოსფეროში, მაგრამ ამავე
სკოლა საეროა , მაგრამ ეფუძნება მართლმადიდებლურ, ტრადიციულ პრინციპებს. ოქროს შუალედის ,ზომიერების პრინციპით...
ექსკურსიებზე,ლაშქრობებზე და სხვ. ლაპარაკი აღარაა
აქვთ მოსამზადებელი ჯგუფიც...

Posted by: 088 10 Feb 2010, 16:28
mta

ანუ კმაყოფილი ბრძანდებით სწავლითაც? ფორმა და წიგნები ყველა კლასითვის უფასოა? და ცურვა თუ შედის

Posted by: Enjey 10 Feb 2010, 17:14
mta
ანუ 4 კლასში არის ეგ 2 კვირიანი გუდაურში ერთხელ და მესამეში მგონი საზაფხულო რაც ფასში შედის.
4-ს მერე უკვე აღარ შედის ფასში და ღირს ნაკლები, მგონი 3 თუ 3.5
მე ასე მითხრეს რომ ვიყავი.
მოსამზადებელი არცერთი სკოლის არ მომწონს, ქორალს არაუშავს შედარებით - თეორიულად.
3-4 საათი ვიჯექი მოსამზადებელ ჯგუფში ბავშთან ერთად... და რაღაც უფრო გული ამიცრუვდა,თორემ ისე II იყო სიაში.

1. ბაქსვუდი
2. წმინდა გიორგი
3. ქორალი

ისევ ის სამეულია რითიც დავიწყე....
ოღონდ იმის შემდეგ რაც მშობლებს ვიპოვი და დაველაპარაკები.

Posted by: Dara 10 Feb 2010, 17:18
Enjey
და რა არ მოგეწონათ ქორალის მოსამზადებელში? იმიტომ რომ მეც ეს მაქვს ერთ–ერთი პრიორიტეტი?

Posted by: Enjey 10 Feb 2010, 17:20
Dara
პირიქით მარტო ქორალის მოსამზადებელი მომეწონა.
ის წმინდა გიორგის მოსამზადებელზე მეწერა...ცოტა არეულად წერია.

Posted by: Dara 10 Feb 2010, 17:24
Enjeyააა, გასაგებია.

ჩემი ლისტია

1. ქორალი
2. მწიგნობართუხუცესი
3. ქართულ–ამერიკული
4. გაეროს (ბაქსვუდი)
5. წმ.გიორგის სკოლა.

იტალიურსაც არ ქონია მოსამზადებელი, ტეხავს. ქართულ–ამერიკული არ მოგეწონათ?


Posted by: Enjey 10 Feb 2010, 17:28
ქართულ-ამერიკულში არ ვყოფილვარ,მაგრამ სულ ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეები მესმის.
1 საათის წინ ვნახე თანამშრომელი, 2 ბავშვი დაჰყავდა მანდ და გადაიყვანა საჯაროში, არაფერს ასწავლიდნენო.(4 სკოლა გამოიცვალეს ისე)
შარშან ჩემმა ჯგუფელმა - ძალიან მაგრად ასწავლია, I კლასის ბოლოს ინგლისურად წერა-კითხვა იციანო... 2 სკოლა ხომ არაა მაგ სახელით?
ძველი თემა იყო ფორუმზე სკოლებზე და იქაც ხან ცუდს წერდნენ-ხან კარგს.
ისე "ამერიკული" არ მომწონს ზოგადად, "ბრიტანული" მირჩევნია. და ტერიტორიულადაც არ მაწყობს.

Posted by: 088 10 Feb 2010, 17:29
QUOTE
წმინდა გიორგი


ამ სკოლაში მეც რომ მივიდე არ მგონია თქვენზე მეტი გავარკვიო.

Enjey

შენთვის უფრო მარტვია შედარება ბაქსვუდის და წმინდა გიორგის (რადგან ორივეგან იყავი) და მაინც უფრო რომელია უკეთესი რას ფირობ? მე რამდენიმემ მიქო გაეროს სკოლა და წიმინდა გიორგის სკოლაში არავის ვიცნობ რომ დაყავდეს ბავშვი

Posted by: მუჩა 10 Feb 2010, 17:38
Enjey
QUOTE
ისე "ამერიკული" არ მომწონს ზოგადად, "ბრიტანული" მირჩევნია

smile.gif ამერიკული პროსტა რეკლამისთვის ქვია smile.gif უბრალოდ კონფერენციები ტარდება აშშ-ში , ისიც მათემატიკაში smile.gif ინგლისურთან არავითარი კავშირი არ აქვს(ერთია მაღალ კლასებში ამერიკის ისტორიას გადიან , Reading-ის სახით) .

Posted by: Enjey 10 Feb 2010, 17:44
088
წმინდა გიორგის უფრო სახელი აქვს, რამდენიმე წლის წინანდელიდანაც მახსოვს. და ბავშვებიც ბევრნი არიან.
მგონი სააკაშვილის შვილი დადიოდა მანდ? (ოღონდ პოლიტიკაში არ გადავვარდეთ)

ჰოოოდაააა...რა ვიცი,რავიცი. რაღაც მაინც წყნეთისკენ მიწევს გული უფრო.
თუმცა წელს არ ვყოფილვარ,მე შარშან ვიყავი და თან სწავლის ბოლო დღეს ზუსტად.
კიდევ უნდა ავიდე და ვნახო, ყველას რომ დავიწუნებ დანარჩენებს მერე.

Posted by: Bella Moretta9 10 Feb 2010, 17:50
და ბინული რატომ ამოიღეთ სიიდან? არ ვარგა?

Posted by: Enjey 10 Feb 2010, 17:53
ოპს.... ბინული არ ამომიღია - ჯერ არ მივსულვარ და ჰაერშია. ასევე მწიგნობართუხუცესი.

ისე ზოგადად ქალაქგარეთ მირჩევნია, თუ სხვა რამით არ გადაწონა.

Posted by: 088 10 Feb 2010, 17:53
Enjey

შენი არ იყოს მეც ყველაზე მეტად წყნეთზე ვფიქრობ და მემგონი ჩვენი შვილები კლასელები გახდებიან wink.gif

Posted by: Bella Moretta9 10 Feb 2010, 17:56
ხვალ შეიძლება მეც ვნახო ბინული, ისე საჯარო სკოლაში ვაპირებ იდეაში - I ექსპერიმენტულში და რა ვიცი .... rolleyes.gif

Posted by: Enjey 10 Feb 2010, 17:57
და კიდევ, უმეტესობა კერძო სკოლებში მასწავლებლის ხელფასი ნაკლები ყოფილა,ვიდრე საჯაროში.
და....რაღაც დამატებით კითხვებს ბადებს ეს ამბავი.

088
შენი გოგოა თუ ბიჭი?

Bella Moretta9
საირმეზე ხო?
მანდ პირველ რიგში უბნელ ბავშვებს იღებენ და რადგან მოთხოვნა დიდია,საეჭვოა დარჩეს ადგილები.

Posted by: 088 10 Feb 2010, 18:04
Enjey

QUOTE
შენი გოგოა თუ ბიჭი?


ვაჟკაცცც...

QUOTE
და კიდევ, უმეტესობა კერძო სკოლებში მასწავლებლის ხელფასი ნაკლები ყოფილა,ვიდრე საჯაროში. და....რაღაც დამატებით კითხვებს ბადებს ეს ამბავი.

მართლა? საინტერესოა! ბაქსვუდში მაინტერსებს მასწავლებლის საშუალო ხელფასი. საჯაროზე ნაკლებ ხელფასზე მასწავლებელს არ ექნება ენთუზიაზმი რომ უკეთესად ასწავლოს, მესმის რომ კერძო სკოლაც ბიზნესია, მაგრამ ნაკლები მაინც არ უნდა ქონდეთ

Posted by: Enjey 10 Feb 2010, 18:15
088
ჩემიც alk.gif

ბაქსვუდში არა მგონია...რა ვიცი,მანდ მაინც გადასახადიც მაღალია და იმედია უხდიან კიდეც მასწავლებლებს.
ეს $ 1000 სკოლაში და კიდევ მგონი 1500 ლარიანშია ასე. თუმცა იმათ ტრსანსპორტი არ აქვთ და მგონი არც კვება...
ვაკანსიაზე ქონდა შეტანილი საბუთები გოგოს და 100 ლარი უთხრეს იგივეზე რაც 250 ლარია სახლემწიფოში + დაზღვევა და ა.შ.
და საერთოდ კერძოს საჯარო ჯობიაო ანაზღაურებითო.

Posted by: geto772 10 Feb 2010, 19:30
tamo077
ბინულში ბასეიზე ბავშვები ლაგუნაზე დაჰყავთ. და ეზო აქვს სკოლას ისე რომ ბავშვებს ეზოს გარე გამოსვლის საშუალება არ აქვთ. გათბობით კიდევ თბება მთელი შენობა ლამის ეზოსაც ათბობენ. კერძო სახლს რაც შეეხება ჯობია ასეთი დაცული იყოს შენობა ვიდრე სხვა სკოლებივით გაშლილი, და საერთოდ შენობას მნიშვნელობა არაა აქვს, მთავარი სწავლაა და მის მიხედვით უნდა ეძებოთ სკოლები ვიდრე შენობა-ეზოების მიხედვით. smile.gif თან რააა იცი? თავიდან 147 სკოლის შენობაში იკო ეგ სკოლა ბავშვი რომ მივიყვანე და რო მეყურებინა შენობისთვის ძალიანაც წავბაგებდი smile.gif
უკვე მეექვსე კლასშია ჩემი შვილი და ჯერ უკმაყოფილო არ ვყოფილვარ არაფრით... 2kiss.gif

Posted by: gast 11 Feb 2010, 00:42
საბურტალოზე სკოლა 'აისი', 9:30 - 17:00, კვება, არის უცხო ენა ასარჩევად, ასევე სპორტი, კლასში 5-10 მოსწავლე, ფასი $100, ეს ყველაფერი შედის ამ ფასში, მგონი ბევრ სკოლას სჯობს.

Posted by: tamo077 11 Feb 2010, 02:55
QUOTE
კერძო სახლს რაც შეეხება ჯობია ასეთი დაცული იყოს შენობა ვიდრე სხვა სკოლებივით გაშლილი

ძირითადად ყველა კერძო სკოლა დაცულია.
QUOTE
და საერთოდ შენობას მნიშვნელობა არაა აქვს, მთავარი სწავლაა და მის მიხედვით უნდა ეძებოთ სკოლები ვიდრე შენობა-ეზოების მიხედვით.

მე მარტო შენობა-ეზოების მიხედვით არ ვეძებ სკოლას,მთავარი აუცილებლად სწავლაა,მაგრამ ამასთან ერთად მიმაჩნია რომ სკოლა ცოტა სკოლას უნდა გავდეს.ეს უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია.

Posted by: 088 11 Feb 2010, 10:07
სკოლის სურათები ან ვებ გვერდის მისამართებიც რომ დავდოთ ცუდი არ იქნება
http://www.unagis.ge/

http://buckswood.ge/

http://www.ardzani.ge

http://newschoolgeorgia.com

http://www.e-info.ge/Education/info_search.php?F=Education&P=Private%20Schools&lang=GE&pg=b&next=0,10

Posted by: mta 11 Feb 2010, 10:24
QUOTE
საჯაროზე ნაკლებ ხელფასზე მასწავლებელს არ ექნება ენთუზიაზმი რომ უკეთესად ასწავლოს, მესმის რომ კერძო სკოლაც ბიზნესია, მაგრამ ნაკლები მაინც


088
არასწორია . კერძოში მინიმუმ ორმაგია.
QUOTE
ფორმა და წიგნები ყველა კლასითვის უფასოა? და ცურვა თუ შედის

1დან მე5 ჩათვლით ჯერჯერობით და ამ კონტიგენტს ავტომატურად უგრძელდება მე-6 და მომდევნო კლასებში, ანუ ეს პირობა ძალაშია უკვე 5 წელია მანამდე შემოსულებს კი სხვა პირობა და სხვა გადასახადი აქვთ - ნაჯლები ...
ცურვაც შედის ,ავიამოდელირებაც, მეღვინეობაც,კაცობაც და ქალობაც
smile.gif Enjey
QUOTE
ანუ 4 კლასში არის ეგ 2 კვირიანი გუდაურში ერთხელ და მესამეში მგონი საზაფხულო რაც ფასში შედის.
4-ს მერე უკვე აღარ შედის ფასში და

შედის . უბრალოდ ასაკიდან გამომდინარე მესამედან იწყება საზაფხულო ბორჯომის ახალდაბის საკუთარ (გოგირდისწყლიანი აუზიან...) ბანაკში & საზამთროც მე4 კლასის შუაში და გრძელდება ... ახლაც გუდაურშია ამ სკოლის უკვე მე3 შეკრება წელს, სწავლობენ და სრიალებენ...

Posted by: Dara 11 Feb 2010, 10:31
ბინული მინდოდა მეც, ადგილი მაგრა მაწყობს, მაგრამ მოსამზადებელი ჯგუფი არა აქვთ. sad.gif

Posted by: 088 11 Feb 2010, 10:36
mta

კარგია, გავივლი ვნახავ.
QUOTE
კაცობაც
ამის მასწავლებელი ვინაა?
wink.gif

Posted by: mta 11 Feb 2010, 11:07
b]Enjey[/b]
QUOTE
ისე ზოგადად ქალაქგარეთ მირჩევნია

წმ.გიორგის სკოლა მართალია ჭავჭავაძის ბოლოშია ,თან ბაგების დასაწყისში , მაგრამ უზარმაზარი იზოლირებული ეზო ფიჭვნარით და უკანა მხარეს ეთნოგრაფიული მუზეუმი ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოს ქმნის.
088
QUOTE
ამის მასწავლებელი ვინაა?

ტრადიციაზე დაყრდნობილი მეთოდიკა.
სკოლის ვებგვერდი საკმაოდ ძველია 5 წლისწინანდელი მაინც, ინფორმაციის ნახევარიც კი არაა . რატომ არ ანახლებენ?

Posted by: Dara 11 Feb 2010, 11:14
gast სად არის ეს სკოლა აისი და თუ არის მისი კონტაქტები? მაინც ვნახავ ამასაც, ვაი ნოტ? smile.gif

ხალხნო, ერთი ვერ გავიგე ეს გაეროს სკოლა, ბაქსვუდი და ახალი სკოლა - რა ურთიერთკავშირში არიან ერთმანეთთან? თუ არანაირში? და რომელია იქედან თურქული? თუ არცერთი? რაღაც ამერია smile.gif

Posted by: 088 11 Feb 2010, 11:20
QUOTE
ხალხნო, ერთი ვერ გავიგე ეს გაეროს სკოლა, ბაქსვუდი და ახალი სკოლა - რა ურთიერთკავშირში არიან ერთმანეთთან? თუ არანაირში? და რომელია იქედან თურქული? თუ არცერთი? რაღაც ამერია smile.gif


გაეროს სკოლა და ბაქსვუდი ერთიდაიგივეა და ახალ სკოლასტან კავშირი არ აქვს გარდა კონკურენციისა. თურქული დემირელია

Posted by: Enjey 11 Feb 2010, 11:51
mta
რომელ კლასში არიან ბავშვები?
რა ვიცი,ადმინისტრაციაში თვითონ მითხრეს მაღალი კლასებში ბანაკები არ შედისო. შეიძლება ახლა შეიცვალა პირობები?
მდებარეობა მომეწონა, ფაქტიურად ქალაქგარეთ ითვლება, ოღონდ იმ მშენებლობებს როდის დაადგება საშველი....

Dara
დემირელის დაწყებითს ჰქვია "სხივი", გუდვილის შესახვევშია, თურქულობას რომ შევეშვათ - ისედაც არ მომეწონა,

Posted by: 088 11 Feb 2010, 12:03
Enjey

მეც ვნახავ წმ.გიორგის სკოლას

Posted by: mta 11 Feb 2010, 12:06
Enjey
QUOTE
რომელ კლასში არიან ბავშვები?
რა ვიცი,ადმინისტრაციაში თვითონ მითხრეს მაღალი კლასებში ბანაკები არ შედისო. შეიძლება ახლა შეიცვალა პირობები?

ჩემები მე4 & მე6 , მე-3 დან მე7 ჩათვლით არის საზაფხულო და საზამთრო, მე-8 დან მხოლოდ საზაფხულო.

QUOTE
მდებარეობა მომეწონა, ფაქტიურად ქალაქგარეთ ითვლება, ოღონდ იმ მშენებლობებს როდის დაადგება საშველი....

მერიამ იყიდა კალასის დარჩენილი ბინები და გაზაფხულზე ვამთავრებთო -განაცხადეს.

Posted by: Dara 11 Feb 2010, 12:59
ხალხნო, კიდე დიღომში ვნახე ეხლა

წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახ. მართლმადიდებელი გიმნაზია. პეტრიწის ქ.1ა.

კარგია ნეტა? იცით ვინმემ რამე?


Posted by: goli10 11 Feb 2010, 14:07
მოგესალმებით მშობლებო და პატივცემულებო ! სიამოვნებით შემოვდივარ დიალოგში. მეც მყავს შვილები. წელს უწევს ჩემს პირველს. აქებენ წმ.გიორგის სკოლას: ბავშვების დაცულობის გამო, ორგანიზებული ტრანსპორტირებისა და კვების, და ზოგადად ქართულობის გამო. ვფიქრობ, ,,ქართულობას'' დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. ალბათ, კარგია ,,ბაქსვუდი'', ,,დემირელი'', ,,ევროპული'', და ა.შ.(ამ სკოლებში არ ვყოფილვარ და ვერაფერს ვიტყვი), მაგრამ საბოლოო ,,პროდუქტი'' რა იქნება? საკითხავია. წმ. გიორგის სკოლა, სწორედ ქართველებს ზრდის(მე ასე მომეჩვენა), იმ ურთიერთობებით, რაც ბავშვს უნდა ჰქონდეს მშობლების, ქვეყნის, ეკლესიის, მეგობრის მიმართ... რომელ სკოლაში ასწავლიან ბიჭებს ცურვას, რაგბს, მეღვინეობას(საოცარი მარანი მანახეს), იარაღთან ურთიერთობას(ეგეთი ტირი შეიძლება ნინო სალუქვაძეს არ ჰქონდეს), ექსტრიმალურ სიტუაციებში ორიენტირებას, ავიამოდელირებას, კერამიკას(ძალიან კარგი სახელოსნო აქვთ). ბავშვები დაყავთ: თვეში ერთხელ ისტორიული ადგილების მოსანახულებლად, ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე, სამდღიან ლაშქრობაზე.
რა მიზანს აღწევს სკოლა, ძნელი სათქმელია(ამას დრო გვიჩვენებს), მაგრამ სკოლის პრიორიტეტები და სასწავლო გარემო(ადგილ-მდებარეობაზე არაფერს ვამბობ)რომ შესაშური აქვთ, უდაოა. ერთი სიტყვით, ჩემი ბიჭი ამ სკოლაში მიმყავს.


Posted by: Dara 11 Feb 2010, 14:24
goli10 საინტერესოა რასაც ამბობთ.
თუმცა მე ჩემი ბავშვისთვის უდავოდ არ მინდა არც მეღვინეობა და არც მითუმეტეს იარაღთან ურთიერთობა. აი ოღონდ ტირი სკოლაში არ მინდა,რა, რისკია და თან სულ არ მინდა რო ეჭიროს იარაღი ხელში. რაგბიც ძალიან არ მომწონს (თან რა ქართული ეგაა?)
მეორეც, არიან "ბილინგვა" შერეული ოჯახები, (მაგალითად ჩემი), და ძალიან "ეროვნულობაზე" აქცენტი არ მაწყობს, შეიძლება შერეული ეროვნების ბავშვი იყოს ",მეორეხარისხოვანი" იმ სკოლაში, სადაც მეტისმეტი აქცენტია ეროვნებაზე.
რაც შეეხება ცურვას და ლაშქრობებს, პრაქტიკულად ყველა კერძო სკოლაშია, ასე რომ ეგ პრობლემა არ არის.

პრინციპში, თქვენმა პოსტმა საბოლოოდ დამარწმუნა რომ წმ.გიორგის სკოლა არ მაწყობს smile.gif მადლობა!

Posted by: 088 11 Feb 2010, 14:30
goli10

ეროვნულობა კარგია მაგრამ რატომაც არა თუ ევროპულ განათლებასაც მიიღებს და მიეჩვევა იმათ გარემოს? ვის არ უნდა შვილმა შემდგომ თუნდაც ევროპაში გააგრძელოს სწავლა? ბაქსვუდში კი დიდი პერსპექტივა აქვს ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად ( ბოლოს და ბოლოს ხომ თიტქმის იგივე სწავლის პროგრამა აქვთ, ქართულთღან ინტეგრირებული). რავიცი უნდა შევადარო

Posted by: maf 11 Feb 2010, 14:58
იცით ჩემი აზრია რომ სასკოლო განათლება არ უნდა ღირდეს ძვირი. ვერცერთი სკოლა ვერ დაგაკმაყოფილებთ 100 პროცენტით. ჩემთვის მაგალითად მთავარია არ სუფევდეს სნობიზმი. ეს არის ამომავალი წერტილი ჩემთვის. რაც შეეხება კვებას და ტრანსპორტირებას ნაკლებად მაინტერესებს. იმაზეც დაფიქრდით რამდენ ხანს უწევს ბავშვს ავტობუსით ქალაქში წრეების რტყმა სანამ სახლამდე მიიყვანენ. ჩვენ დავდივართ სენტ ეგზიუპერის ფრანგულ კოლეჯში. პრინციპში კმაყოფილი ვარ, არა უშავს, თუმცა ხარვეზებიც აქვს, ისევე როგორც წმინდა გიორგის, ახალ სკოლას და ა.შ. ფასი ჩემთვის მისაღებია 2000 ლარი

Posted by: Dara 11 Feb 2010, 15:01
maf
და შეგიძლიათ უფრო დეტალურად მოყვეთ ამ ეგზიუპერის კოლეჯზე? რა შედის პროგრამაში, სად არის, რა ღირს და ა.შ?

Posted by: mta 11 Feb 2010, 15:03
goli10
Dara
QUOTE
იარაღთან ურთიერთობა. აი ოღონდ ტირი სკოლაში არ მინდა,რა, რისკია და თან სულ არ მინდა რო ეჭიროს იარაღი ხელში. რაგბიც ძალიან არ მომწონს (თან რა ქართული ეგაა?)

მეორეც, არიან "ბილინგვა" შერეული ოჯახები, (მაგალითად ჩემი), და ძალიან "ეროვნულობაზე" აქცენტი არ მაწყობს, შეიძ

ბილინგვა კი არა ამერიკელი, ირლანდიელი, რუსი და სხვა უამრავი სწავლობს და მოგვაწეობს ამ სკოლაში უპრობლემოდ . ქართული ეროვნულობის გაგება სხვის პატივისცემას გულისხმობს ავტომატურად, ისევე როგორც ვაზისას.
088
QUOTE
თუ ევროპულ განათლებასაც მიიღებს და მიეჩვევა იმათ გარემოს

სწორედ ესაა ამ სკოლის ოქროს შუალედი, რომ ქართული ფესვებით იწყება 1კლასი და არ სპეკულირებს მშობელთან ინგლისურს მოსამზადებლიდან ვიწყებო,მე 2 კლასიდან კი კი ბატონო ოქსფორდის და კემბრიჯის სახელმძღვანელოებითაც აქვთ ჩანთები სავსე. არაერთი ევროპელი მოუწვევიათ და არაერთხელ გაუშვიათ ბავშვები კემბრიჯში და ოქსფორდში. ოღონდ აქ იზრდებიან ქართველები პირველ რიგში ,ქართული და მსოფლიო განათლებითაც (არა მხოლოდ ევროპული).
იარაღზე პასუხი ქვემოთ

Posted by: Dara 11 Feb 2010, 15:08
mta მემგონი ჩემ ციტატებში სხვა აზრებიც არის არეული და ეგებ თუ შეგიძლიან გამოასწოროთ?

Posted by: 088 11 Feb 2010, 15:19
mta
QUOTE
სწორედ ესაა ამ სკოლის ოქროს შუალედი, რომ ქართული ფესვებით იწყება 1კლასი და არ სპეკულირებს მშობელთან ინგლისურს მოსამზადებლიდან ვიწყებო,მე 2 კლასიდან კი კი ბატონო ოქსფორდის და კემბრიჯის სახელმძღვანელოებითაც აქვთ ჩანთები სავსე.


პირიქით მე მომხრე ვარ რომ პირველი კლასიდან ინგლისური არ ასწავლონ, ბავშვა რომელმაც ჯერ ქართულიც არ იცის კარგას, რა ინგლისური უნდა ისწავლოს. ამიტომაცაა ბაქსვუდში რომ მეორე კლასიდან იწყებენ ინგლისურს. და როგორც ზემოთ ავღნიშნე ბაქსვუდის სწავლის პროგრამა ქართულთან აქვთ ინტეგრირებულ, ანუ იმათი პროგრამის და ქართულის ნაერთია

Posted by: maf 11 Feb 2010, 15:20
Dara
პირველ რიგში გეტყვი რომ რუსულს იწყებენ 4 კლასიდან. არის ფალიაშვილზე. 57ე სკოლის შენობაში გვერდიდან შესასვლელი.
სპორტიდან აქვთ ფეხბურთი და ჭადრაკი. ჭადრაკი შედის გაკვეთილებში ანუ ფასში, ფეხბურთის გადასახადი ცალკეა.
მომწონს დაცული ეზო და პატარა კლასები, 14-15 ბავშვი და ფასი.
არ მომწონს კლასების სიდიდე, ძალიან პატარებია და დაბალი პირველი სართული.
ფასში ასევე არ შედის ბალეტი და ქართული ცეკვა გოგოებისთვის.
ასევე არის მუსიკალური კლასები, ასევე დამატებითი თანხა ჯდება
კვება ნორმალური
კონტინგენტი კარგი
ტრანსპორტირება არ არის
სკოლა 5 მდეა
მერე 6მდე გახანგრძლივებული თუ არ ვცდები, ის დამატებით ღირს
ფრანგული საკმაოდ რთულად აქვთ, მე რომ არ ვიცოდე ალბათ ჩემი შვილისთვის მასწავლებლის აყვანა მომიწევდი. არ ვიცი ჩემი ვერ ახერხებს, თუ სხვებიც ასეთ დღეში არიან. მე 8 კლასიდან იწყება იტალიური, ცოტა უფრო ადრე ინგლისური.

Posted by: Dara 11 Feb 2010, 15:35
maf დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის, ხო, პატარა ოთახები ეგ ძალიან ცუდია, ნამდვილად არ მაწყობს. რაღაც სანიტარული ნორმები ხომ უნდა იყოს დაცული სკოლაში?....

Posted by: maf 11 Feb 2010, 15:40
Dara
არა ეხლა ანტისანიტარიაში არც მე გაუშვებდი ჩემს ბავშვს, უბრალოდ არ არის ბოლომდე სრულზოფილი ოთახები

Posted by: mta 11 Feb 2010, 15:44
Dara
QUOTE
იარაღის არცოდნა იწვევს უბედური შემთხვევების 80%. მითუმეტეს კაცს უნდა შეეძლოს  ოჯახის, სამშობლოს დაცვა. რაგბი და ძიუდო საქართველოში ყველაზე წარმატებული სახეობებია იმიტომ რომ ქართულ ხასიათში დევს(რაგბი & ლელობურთი ბიძაშვილები არიან).
ჩემი პასუხის ეს ნაწილი შეერია ...

Posted by: GITANA 11 Feb 2010, 15:48
maf
QUOTE
იცით ჩემი აზრია რომ სასკოლო განათლება არ უნდა ღირდეს ძვირი. ვერცერთი სკოლა ვერ დაგაკმაყოფილებთ 100 პროცენტით. ჩემთვის მაგალითად მთავარია არ სუფევდეს სნობიზმი. ეს არის ამომავალი წერტილი ჩემთვის. რაც შეეხება კვებას და ტრანსპორტირებას ნაკლებად მაინტერესებს. იმაზეც დაფიქრდით რამდენ ხანს უწევს ბავშვს ავტობუსით ქალაქში წრეების რტყმა სანამ სახლამდე მიიყვანენ. ჩვენ დავდივართ სენტ ეგზიუპერის ფრანგულ კოლეჯში. პრინციპში კმაყოფილი ვარ, არა უშავს, თუმცა ხარვეზებიც აქვს, ისევე როგორც წმინდა გიორგის, ახალ სკოლას და ა.შ. ფასი ჩემთვის მისაღებია 2000 ლარი


ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებია პოსტშიbiggrin.gif

Posted by: 088 11 Feb 2010, 16:05
გამოკითხვა როგორ დავამატო უკვე გახსნილ თემაში. კარგი იქნებოდა გამოკითხვა ჩაგვეტარებინა და გაგევგო სკოლების რეიტინგი

Posted by: sava062 11 Feb 2010, 16:07
ჩემი საქმე არ არის სხვა სკოლების გაკრიტიკება, მაგრამ წმინდა გიორგიზე შემიძლია ვთქვა, რომ რელიგიური ჭარბობს რაც ბევრი მშობლისთვის მიუღებელია და, პირიქით, ბევრისთვის მისაღები. რაც შეეხება ეროვნულ ფასეულობებს, სხვა სკოლების არ ვიცი, მაგრამ 088 მართალია, როდესაც ამბობს, რომ ბაქსვუდში ჯერ ქართველებად იზრდებიან და მერე ეზიარებიან ევროპულ ფასეულობებს.

რაგბიც გვაქვს, ქართული ცეკვაც და მასწავლებლები ქართულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე ბევრს ესაუბრებიან. მეტიც, უფროსები უმცროსი ასაკის მოსწავლეებს იამხანაგებენ და თავიდანვე სწავლობენ მეგობრობას და ურთიერთდახმარებას.

Posted by: Dara 11 Feb 2010, 16:20
088
კარგი აზრია გამოკითხვის ჩატარება!

Posted by: 088 11 Feb 2010, 16:29
Dara

იქნებ ვინმემ ამიხსნას როგორ უნდა გამოკიტხვის დამატება დღესვე დავამატებ

Posted by: Dara 11 Feb 2010, 16:33
088 ახალი თემა იყოს, არ იყოს ამ თემასთან მიბმული... მაინც დავინახავთ ხომ?

Posted by: mta 11 Feb 2010, 16:38
sava062
QUOTE
რელიგიური ჭარბობს

რას ჭარბობს და როგორ . იქნებ დააკონკრეტო . ჰაერზე თქმა კი ჭორაობაა.
QUOTE
ბაქსვუდში ჯერ ქართველებად იზრდებიან

biggrin.gif
ყოველთვის მეცინება გლდანში რესტორან ,,აკაპულკოზე'', წნორის ,,მილანზე'' და ა. შ.

Posted by: 088 11 Feb 2010, 16:43
QUOTE
088 ახალი თემა იყოს, არ იყოს ამ თემასთან მიბმული... მაინც დავინახავთ ხომ?


კი ახალს გავხსნი, მაგრამ ფორუმი რომ არ გადაგვეტვირთა აქ ჯობდა. თუმცა თუ ვერ გავარკვიე ახალს გავხსნი და იმ სკოლებს მივუთიტებ რომლებიც ამ თემაშია ნახსენები

Posted by: sava062 11 Feb 2010, 17:01
mta

ჰაერზე არ ვამბობ... დაზუსტებით ვიცი და არც იმას ვამბობ ცუდია თუ კარგი... ეგ მშობლის გადასაწყვეტია...

QUOTE
ყოველთვის მეცინება



თქვენი უფლებაა გაიცინოთ, მაგრამ ბაქსვუდ თბილისი არის ბაქსვუდი საგანმანათლებლო ჯგუფის წევრი. დეტალები შეგიძლია ვებ გვერდზე იხილო

Posted by: Dara 11 Feb 2010, 17:02
mta
მართალია რომ საერო დღესასწაულებზე არ ისვენებენ ბავშვები წმ. გიორგის სკოლაში?
* * *
ვაიმე რა კერძო სკოლები აღმოვაჩინე სამინისტროს საიტზე, შეიძლება გაგიჟდეს კაცი smile.gif)

მაგალითად -
გათბობა - შეშის ღუმელით
მისამართი: თმქ X კვ. უნივერსამის მე-2 სართული

და ა.შ. smile.gif)) არ გინდათ ეგეთი სკოლა?

Posted by: 088 11 Feb 2010, 17:07
გამოკითხვისთვის შედით ამ თემაში http://forum.ge/?f=79&showtopic=34076768

Posted by: goli10 11 Feb 2010, 17:18
088
QUOTE
ვის არ უნდა შვილმა შემდგომ თუნდაც ევროპაში გააგრძელოს სწავლა?

ჩემთვის ევროპაში სწავლის გაგრძელება თვითმიზანი არ არის, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ შენს თავში უნდა გაერკვე და მერე სხვასაც უფრო გაუგებ. ამიტომაც ჯერ ქართველობა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, მერე ევროპასაც კარგად გაუგებენ, ყოველ შემთხვევაში სრულწლოვანებამდე.

Posted by: Dara 11 Feb 2010, 17:25
goli10 ჩემი აზრით არც "ქართველობა" არ არის თვითმიზანი, ნუ ყოველშემთხვევაში იმისთვის ვინც არ არის 100 % ქართველი. მთავარია ცოდნა გამოიტანო სკოლიდან და მეგობრები შეიძინო, შენი წრის და ინტერესების ხალხი. და შენში კი უნდა გაერკვიო, და შეიცნო ოღონდ ეგ ეროვნებასთან არ არის გაიგივებული.

Posted by: 088 11 Feb 2010, 17:26
goli10

მოდი არ ვიდავოთ, მთავარია რომ ყველას უნდა, რომ შვილი გაიზარდოს განათლებული (უბრალოდ სწავლებასტან დაკავშირებული მიდგომა იქნება სხვადასხვა) და როდესაც ადამიანს აქვს განათლება, მე ვფიქრობ აუცილებლად ექნება კულტურაც. რაც შეეხება ქართველობას, ქართველობა პირველ რიგში ოჯახში უნდა ისწავლოს და სკოლაში უნდა მიიღოს განათლება, ხოლო კარგ უმაღლეს განათლებას ევროპაში და ამერიკაში რომ უკეთ მიიღებს (მომავალში რა იქნება არ ვიცი) ამაზე ნუ შემეკამათებით.

Posted by: Dara 11 Feb 2010, 17:38
http://glcschool.ge/ - ამაზე იცით ვინმემ რამე? ვარგა?

Posted by: sava062 11 Feb 2010, 17:55
Dara
QUOTE
ვაიმე რა კერძო სკოლები აღმოვაჩინე სამინისტროს საიტზე


ეხლა გადავამოწმე ჩვენი სკოლის მაგალითზე და მანდ ცოტა მოძველებული ინფორმაციები დევს და მაიცდამაინც ნუ ენდობით wink.gif

Posted by: Enjey 11 Feb 2010, 20:45
I ექსპერიმენტული
70 ლარი + კვება 30 (შარშანდელი ფასია,,წელს შეიძლება მოიმატა)
25 ბავშვი კლასში, 8 პარალელური იყო შარშან.
წრეები არ შედის,ტრანსპორტი არ არის.
9-ზ იწყება
საირმეზეა. საცობებია და ბოლომდე მანქანით მისვლა ჭირს.
მე არ მაწყობს.

Posted by: 088 11 Feb 2010, 21:36
Enjey

არც მე არ მაწყობს.
QUOTE
წრეები არ შედის,ტრანსპორტი არ არის.


ამის გარეშეც არ მაწყობს. ცალკე ტარების დრო არ მექნება

Posted by: Enjey 11 Feb 2010, 22:41
088
შენ რა ჩემსავით ხარ ყველაფერში?
ჩემი ბავშვიც 7 საათამდეა ბაღში და თვითონ დაჰყავთ...
სკოლაზეც ერთნაირი მოთხოვნები გვაქვს... კისერში ხალი ხომ არა გაქვს? biggrin.gif
წმინდა გიორგიში მე შენობა არ დამითვალირებია, მოსამზადებელი ვნახე მარტო.
სკოლას ისე შევხედე, კიდევ უნდა ავიდე.
ერთად ხომ არ წავიდეთ იმ კვირაში?

Posted by: 088 11 Feb 2010, 22:56
Enjey
QUOTE
ჩემი ბავშვიც 7 საათამდეა ბაღში


ხო მეუბნება ხოლმე 7 საათიან მეძახიანო (ძალიანაც არ მსიამოვნებს, მაგრამ რა ვქნა), 7-მდე ვერ ვახერხებ გამოყვანას wink.gif

QUOTE
კისერში ხალი ხომ არა გაქვს? biggrin.gif


ვერ ვხედავ კისერს, შეიძლება მაქვს კიდეც biggrin.gif

Posted by: tamo077 12 Feb 2010, 01:14
მთიების შესახებ რას იტყვით?დღეს კიდევ ერთხელ ძალიან მიქეს

Posted by: mta 12 Feb 2010, 09:45
sava062
QUOTE
დაზუსტებით ვიცი

lol.gif maxati.gif
Dara
QUOTE
მართალია რომ საერო დღესასწაულებზე არ ისვენებენ ბავშვები წმ. გიორგის სკოლაში?

ისვენებენ , ოღონდ 8 მარტს არა, რატომ? ისტორია თუ იცით 8 მარტის ,არც უნდა ჰკითხოთ და თუ შემოიღებენ ,,უმცირესობების'' დღეს , არც მაშინ დაისვენებენ, იმედია.
smile.gif
* * *

sava062
QUOTE
ბაქსვუდში ჯერ ქართველებად იზრდებიან

თუ ვერ გაიგეთ დავაზუსტებ : მე თუ მქვია ერევნის, დელის ან NY -ის სკოლა, რამდენიც არ უნდა ვირტყა გულზე ხელი ქართველებს ვზრდიო , უნდა გაგეცინოს მაინც , თუ არ შემეკამათები , თუ ასე არაა და ფორმა & შინაარსი წინააღმდეგობაშია, მაშინ სნობებზე გათვლილი სატყუარა ყოფილა ასეთი სახელწოდებები ოქსფორდის სკოლა თბილისში და მისი მსგავსებიც. smile.gif

Posted by: 088 12 Feb 2010, 11:08
QUOTE
მაშინ სნობებზე გათვლილი სატყუარა ყოფილა ასეთი სახელწოდებები ოქსფორდის სკოლა თბილისში და მისი მსგავსებიც. smile.gif


ისე არ გეწყინოს და მთლად ლოგიკური არაა შენი მსჯელობა, ბაქსვუდის სწავლის პროგრამა რომ ქონდეს ამ სკოლას ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არაქართველებს ზრდიან? რაღაც არ მგონია. სწავლის მეთოდი ერთია და ქართველობა მეორე. ესეიგი ვინც საზღვარგარეთ მიიღო განათლება არაქართველები არიან? არ ვიცი შეიძლება ვცდები.

Posted by: ძმა 12 Feb 2010, 11:24
088
QUOTE
ბაქსვუდის სწავლის პროგრამა რომ ქონდეს ამ სკოლას ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არაქართველებს ზრდიან?

ვეთანხმები მთას სწავლის პროგრამა თუ ენის სწავლების პროგრამა შეიძლება , მაგრამ სახელწოდებაზეა საუბარი სახელზე .რაც ძალზე მნიშვნელოვანია და თავის შინაარსსაც ატარებს.ლოგიკაზე თუ ვისაუბრებთ და არა დემაგოგიაზე , პატარა ლოგიკური გამოცანა :
ვინ არის არტუშა? პასუხი 1. კაცი; 2. სომეხ. gigi.gif
ისე ვიცნობ წმ. გიორგის სკოლის პროგრამებს ნაწილობრივ, ასწავლიან კემბრიჯის კურსითაც , მაგრამ ჯერ შენი ოჯახი და მერე სამეზობლო.

Posted by: Dara 12 Feb 2010, 11:26
ჩემთვის "ოქსფორდის სკოლაც" სასაცილოა და ნამეტანი "ქართველობაზე" და "ეროვნებაზე" სპეკულირებაც არ მომწონს....
რა შუაშია ეს საერთოდ? თუ წმ.გიორგის სკოლა ქვია ესე იგი წმინდანებს ზრდის?
ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია სკოლაში მარანი და ღვინო და ტირი და იარაღი.... ასეთ რაღაცას სკოლაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ჩემი აზრით. რო წარმოვიდგინე 20 ტინეიჯერი იარაღის ხელში - ....და კიდევ მარნის დეგუსტაციის მერე... არა, დიდი მადლობა.... ეგ თუ ეროვნულობაა - არ მინდა ეგეთი ეროვნულობა...
* * *
და ისე ამ ფორუმზე არ არის მიღებული მოდერატორის შეტყობინება როცა ერონულ ნიადაგზე დამცირებას აქვს ადგილი? თუ როგორაა საქმე?

Posted by: mta 12 Feb 2010, 11:51
Dara
QUOTE
ერონულ ნიადაგზე დამცირებას

სად ნახეთ?
QUOTE
მიუღებელია სკოლაში მარანი და ღვინო და ტირი და იარაღი.... ასეთ რაღაცას სკოლაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ჩემი აზრით. რო წარმოვიდგინე 20 ტინეიჯერი იარაღის ხელში - ....და კიდევ მარნის დეგუსტაციის მერე...

ისე შაჰაბაზსაც უნდოდა ვაზი წაეშალა ქართული ცნობიერებიდან, დღეს ბევრს უნდა რომ ქართველმა ბიჭმა როცა იარაღი უნდა აიღოს ხელში ,მის მაგივრად შპრიცი და პსპ ითრიოს ან თოჯინა.

QUOTE
არ მინდა ეგეთი ეროვნულობა

კარგია რომ არ გინდათ, ვისაც გვინდა გაგვატარეთ
tongue.gif
ვეხმაურები ძმას :გამოცანა: ვინ არის თორღვა? პასუხი 1.კაცი.2. ქართველ.3. სავარაუდოდ მთიდან. biggrin.gif ეს ალბათ უკვე კუთხურ
ნიადაგზეა დამცირება lol.gif

Posted by: goli10 12 Feb 2010, 11:59
QUOTE
ჩემი აზრით არც "ქართველობა" არ არის თვითმიზანი, ნუ ყოველშემთხვევაში იმისთვის ვინც არ არის 100 % ქართველი. მთავარია ცოდნა გამოიტანო სკოლიდან და მეგობრები შეიძინო, შენი წრის და ინტერესების ხალხი. და შენში კი უნდა გაერკვიო, და შეიცნო ოღონდ ეგ ეროვნებასთან არ არის გაიგივებული

რისი ცოდნა უნდა გამოიტანოს სკოლიდან??? ბავშვისთვის(პირველ ეტაპზე მაინც) ცოდნა არ არის განყენებული რამ, ის ძალიან კონკრეტულია. გურამიშვილი ამბობს(იმედია, თქვენთვისაც ავტორიტეტია იგი):,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,/ ვინ არის, სიდან მოსულა, და ა.შ ”, ანუ ვინ არის თვითონ, მისი მეგობარი და ის წრე, რომელსაც თქვენ ახსენებთ. აი, ამის გარკვევას რომ დაიწყებს, მიადგება მშობლებს, მერე წინაპრებს, სამშობლოს, წეს-ჩვეულებებს, ისტორიას, რელიგიას და ა.შ. ამას რომ შეიყვარებს და გამყარდება, მერე მივცეთ სხვა დანარჩენი. ვფიქრობ, ეს გზა უნდა გაიაროს იმან, ვინც არ არის 100% ქართველი, და უფრო კარგად გაუგებს იმ ხალხს, ვისთანაც ცხოვრობს. ე.ი. ”ქართველობა” საქართველოში თვითმიზანია(პირველ ეტაპზე მაინც) Я ТАК ДУМАЮ... wink.gif

Posted by: Dara 12 Feb 2010, 12:19
mta ანუ თუ მე ვთვლი რომ ღვინო და კალაშნიკოვი სკოლაში უაზრობაა – მე შაჰაბაზი ვარ? დიდი მადლობა....
და იმასაც ვერ ხედავთ რომ "არტუშბზე" სიცილი არის ეროვნული უმცირესობების დაცინვა? თუ კულტურის და ტაქტის პრობლემა გაწუხებთ? ამას არ ასწავლიან სკოლაში რომ სახელზე და ეროვნებაზე არ უნდა დაცინო ადამიანს??? საღოლ თქვენ!

* * *
goli10
და თუ წინაპრები ჰყავს არა მარტო ქართველები? რატომ უნდა იყოს ლიმიტირებული მარტო ქართული კულტურის შესწავლით? მე მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არსებობს მსოფლიო კულტურა რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ელემენტარულად, საბავშვო ლიტ–რა ქართული თითქმის არ არსებობს, და ბავშვი უნდა გაიზარდოს ანდერსენის, ასტრიდ ლინდგრენის, ტუვე იანსონის, ჩუკოვსკის. ანე ვესტლის, პროისლერის, ენო რაუდის, ვოლკოვის, კიპლინგის, ლიუის ქეროლის და ალან მილნის გარეშე? და ეს სრულყოფილი განათლება იქნება?

Posted by: Enjey 12 Feb 2010, 12:28
ქართველობაზე კამათი ვისაც გინდათ გახსნით თემა მაგისთვის. აქ სკოლებს ვარჩევთ.
და სკოლის სახელი ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანია ამ დროს.
არაა საჭირო ყვლაფრის უტრირება. ამ გამოსვლების მერე ლამის გადავიფიქრო წმინდა გიროგის სკოლა,
რაღაც არსასასიამოვნო მოსასმენია ასეთი სტილით ქართველობაზე ლაპარაკი.
და ისე შეეჯიბრონ ჩემს შვილს ქართველობაში - თუ მაგით განისაზღვრება. ცეკვას და სიმღერას არ აღიარებს
ქართული ხალხურის გარდა და ზეიმზე ჩოხის მეტს არაფერს იცმევს. ამის გამო ვამტკიცო რომ მეზობლის ბავშვი რომელსაც ყვლანაიარი სიმღერა მოსწონს და დათუნიას როლს ასრულებს სპექტაკლში - ჩემსაზე ნაკლებად ქართველია?

სხვათაშორის წმინდა გიორგიში არც 3 მარტს ისვენებენ - ქართველი დედის დღეს.
ავტობუსშიც ერთად ვიმგზავრეთ და სრულიად ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ-შარავანდედების გარეშე.

goli10
ზუსტად მაგის გამო (და სახვა რამეებისაც) არ მივიყვან დემირელში.სადაც თურქული ჰიმნია ზარად და ეჭვი მეპარება
საქართველოს და თურქთის ისტორიას როგორ ასწავლიან. მაგრამ თურქი რომ ვიყო-ზუსტად მაგის გამო მივიყვანდი.

Posted by: 088 12 Feb 2010, 12:35
Enjey

QUOTE
ქართველობაზე კამათი ვისაც გინდათ გახსნით თემა მაგისთვის. აქ სკოლებს ვარჩევთ.


სწორი შენიშვნაა.

Posted by: mta 12 Feb 2010, 13:10
Dara
[quote]ღვინო და კალაშნიკოვი სკოლაში უაზრობაა – მე შაჰაბაზი ვარ? დიდი მადლობა....
და იმასაც ვერ ხედავთ რომ "არტუშბზე" სიცილი არის ეროვნული უმცირესობების დაცინვა? თუ კულტურის და ტაქტის პრობლემა გაწუხებთ? ამას არ ასწავლიან სკოლაში რომ სახელზე [/quote
maxati.gif დემაგოგიას. 1.ღვინოს და ვაზის რომ ვერ არჩევთ, 2.კალაშნიკოვს და სასწავლო იარაღსაც რომ ურევთ 3.
[quote]ისე ვიცნობ წმ. გიორგის სკოლის პროგრამებს ნაწილობრივ, ასწავლიან კემბრიჯის კურსითაც [/quote] ამის გაგებაც რომ არ შეგიძლიათ ,ალბათ არ გესმით კარგად ქართული, მიბრძანდით ამ სკოლის ბიბლიოთეკაში სადაც თქვენს მიერ ჩამოთვლილ ავტორთა წიგნების(ორიგინალში) გარდა , არაერთი ამ სკოლის უცხოელი მოსწავლე თუ მასწავლებელი , მაგრამ საქართველოს პატრიოტი გაგაცნობთ, ვაჟას, ინანიშვილს ... ქართულ იუმორს, იმას , რომ ეროვნულ უმცირესობებზეც ისევე ხუმრობენ , როგორც საკუთარ თავზე და ყველა კარგად გრძნობს თავს თუ ვინმემ შეგნებულად არ არია სიტუაცია. როგორც ზრდასრულს შეიძლება ღვინოც გაგასინჯონ და მოგეშვებათ რა. ძმას ვეხმიანები გამოცანა: ვინ არის მიტო? პასუხი: 1.კაცი.2. ქართველი 3. სავარაუდოდ კახელი.
biggrin.gif

Posted by: Dara 12 Feb 2010, 13:15
mta თქვენი კულტურის და ზრდილობიანობის დონე უკვე გავიგე. იუმორის დონეც. იმედია აქ ვინმე რამე ჭკვიანურსაც დაწერს....

Posted by: mta 12 Feb 2010, 13:18
Enjey
QUOTE
სხვათაშორის წმინდა გიორგიში არც 3 მარტს ისვენებენ - ქართველი დედის დღეს

ედოს დაწესებულ დედის დღესაც არ ისვენებენ, და არც მის მიერვე დაწესებულ ქაჯურ თბილისობას აღნიშნავენ.
QUOTE
ავტობუსშიც ერთად ვიმგზავრეთ და სრულიად ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ-შარავანდედების გარეშე.

კარგი შენიშვნაა ჩვეულებრივობას , ნორმალურობას აწვებიან ამ სკოლაში.ავტობუსში კი დაცვა უცხოს კი არა, მშობელს არ უშვებს.

Posted by: Enjey 12 Feb 2010, 13:40
mta კარგი შენიშვნაა ჩვეულებრივობას , ნორმალურობას აწვებიან ამ სკოლაში.ავტობუსში კი დაცვა უცხოს კი არა, მშობელს არ უშვებს

ვიმგაზვრე ისნამდე ბავშვთან ერთად, თვითონ შემომთავაზეს. არანაირად უარყოფითი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ
ახლა იმდენს ლაპარაკობთ და ისე აგრესიულად რომ საპასუხო რეაქციას იწვევთ.
შევწყვიტოთ ჯობია ეს უაზრო პოლემიკა, წმინდა გიორგის სკოლა ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) საუკეთესოა იმათ შორის რაც მე ვნახე.
გთხოვთ ამ აზრს ნუ შემაცვლევინებთ საპირისპიროთი.

Posted by: mta 12 Feb 2010, 13:40
Dara
ნუუ რა დონნეაა biggrin.gif
როგორც კ. ჩუკოვსკი იტყოდა თავის ენაზე ვზაიმნო.

Posted by: ძმა 12 Feb 2010, 14:07
თვალს ვადევნებ თქვენს კამათს და მიკვირს ,თქვენი შვილები კერძო სკოლებში ან სწავლობენ ან უნდა მიიყვანოთ, შეეშვით კამათს , ნახეთ სკოლა , ინფორმაცია უკვე გაქვთ ასე თუ ისე ,გაიგეთ ვინ არიან დამფუძნებლები, დირექტორები, იმიტომ, რომ სკოლის არსს უმეტესწილად მათი მსოფლმხედველობაც განაპაირობებს. საქმეზე გადადით.

Posted by: mta 12 Feb 2010, 14:22
ძმა

QUOTE
ვინ არიან დამფუძნებლები, დირექტორები, იმიტომ, რომ სკოლის არსს უმეტესწილად მათი მსოფლმხედველობაც განაპაირობებს.

გეთანხმები. მასე ვფიქრობ მეც .ზავი... bis.gif

Posted by: Bella Moretta9 12 Feb 2010, 15:39
QUOTE
თიების შესახებ რას იტყვით?დღეს კიდევ ერთხელ ძალიან მიქეს



ჩემს მეგობარს დაყავს მანდ ბავშვი და სწავლებით აღფრთოვანებული არ არის.... ერთადერთი პირობებია კარგი

Posted by: 088 12 Feb 2010, 16:03
QUOTE
სწავლებით აღფრთოვანებული არ არის.... ერთადერთი პირობებია კარგი


არადა სწავლაა მთავარი და მერე პირობები

Posted by: Enjey 12 Feb 2010, 18:44
ძმა
სამწუხაროდ მარტო მაგის ცოდნა საკმარისი არაა...და თან ალბათ არც ისე ადვილი გასაგებია ვინ დგას ყველა სკოლის უკან.
ისევე როგორც სხვა ბიზნესების.განსაკუთრებით უცხოელების სახელით რაც კეთდება.
მე მაინც მშობლების აზრს ვენდობი უფრო მეტად, ოღონ არა "ცუდია" "კარგიას"
ის რაც ვიღაცისთვის ცუდია, შეიძლება ზუსტად ისაა რაც მე მომწონს.
რაღაც კონკრეტიკა გვინდა,უფრო უარყოფითი მხარეების...

Posted by: gurigordi 13 Feb 2010, 11:21
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სკოლებიდან ჩემი აზრით საუკეთესოა "ახალი სკოლა". {ჩემი ბავშვი მეათე კლასშია მანდ} მაგრამ როგორც ვიცი მანდ მოხვედრა ძაააააააალიან ძნელიააააააააააააააააააააა!

Posted by: Enjey 13 Feb 2010, 12:31
gurigordi
ძნელი რითია? ადგილები არ აქვთ?
თუ რამე ტესტირებას უტარებენ?
არცერთი სკოლა არ მინახავს აქამდე, რომლის ფასიც 2000GEL-ზე მეტია და პირველკლასელის მოხვედრა ძნელია....

Posted by: 088 13 Feb 2010, 16:09
gurigordi

ახალ სკოლაში პირველ კლასელი მიღება ხდება ჩვეულებირივ გასაუბრებით და პრობელმა არააო ასე მიტხრეს

Posted by: 088 15 Feb 2010, 18:00
ბევრი ფიქრის (რეიტინგის მიუხედავად http://forum.ge/?f=79&showtopic=34076768) მერე მე თითქმის ჩამოვყალიბდი და 99% ბაქსვუდში მივიყვან ბავშვს, რაც გავიკითხე ჯერჯერობით ყველა კარგს მეუბნება ამ სკოლაზე.

Posted by: CheshireCat 16 Feb 2010, 16:41
აჰ, მტკივნეული თემა...
მეც მიმყავს უფროსი სკოლაში სექტემბერში და აზრზე არ ვარ სად მივიყვანო, ჯერ...


ESM -ის სკოლას რომ ეძახიან მის შესახებ იცით რამე? მე გვერდი ვნახე, ახლა GLC დაურქმევიათ. მგონი ეგაა http://www.glcschool.ge/
ნუცუბიძეზეა და რაც მე მომეწონა, მათემატიკის გაძლიერებული სწავლა აქვთ თავიდანვე, ჩემს შვილს მოეწონება.
ფასი არ ვიცი.

კიდევ, ოლიმპში ვიცი 2000$ ღირს, მოსამზადებელში დამყავს ბავშვი მანდ და კმაყოფილი ვარ. სკოლა სულაც არ არის სპორტული, ჩვეულებრივია. ოღონდ იქვე არის ფეხბურთის აკადემია და ძირითადად, როგორც მივხვდი, აკადემიის ბავშვებს ურჩევნიათ სკოლაშიც იქვე იარონ. ისე აუზი აქვთ თავისი და ცურვა ფასში შედის, ორჯერადი კვება და ტრანსპორტიც.
მე პირადად მაგას ვფიქრობ, იმ მიზნით, რომ მაღალ კლასებში სხვა სკოლაში გადავიყვან, მაგრამ თუ ვნახე სკოლა სადაც აქცენტი მათემატიკაზეა, ჩემი შვილისთვის მას ვარჩევდი smile.gif


Enjey
ნეტავ ის Enjey ხარ, მე რომ მგონია? love.gif მასაც ჰყავს სკოლაში შესაყვანი ბავშვი.

Posted by: 088 16 Feb 2010, 17:15
QUOTE
ESM -ის სკოლას რომ ეძახიან მის შესახებ იცით რამე?


ადრე მე რაც ვიცი ისეთი ტიპები იყვნენ მანდ მასწავლებლები რომ მანდ არც ვფიქრობ

Posted by: CheshireCat 16 Feb 2010, 17:21
b]088[/b]

როგორი ტიპები? შეგიძლია დაწვრილებით მითხრა? და ადრე - როდის?

Posted by: 088 16 Feb 2010, 17:54
CheshireCat

ერთი 2-3 წლის წინ, ჩემი ცოლისძმასაც შესთავაზეს მასწავლებლობა, ტიპს არანაირი პედაგოგიური გამოცდილება არც განათლება და იმ პერიოდში არ სხვა პრაქტიკული გამოცდილება არ ქონდა. და ვინც სთავაზობდა მე როგორც ვიცი ისიც იქ იყო პედაგოგი და ისიც დაახლოებით მსგავსი მონაცემების . შეიძლება ეხლა შეიცვალა პირობები. არ ვიცი სხვაინარიად არ გამიგოთ და სხვა არც კარგი და არც ცუდი არ გამიგია მაგს სკოლაზე. gigi.gif

Posted by: CheshireCat 16 Feb 2010, 18:43
088
მადლობა ინფორმაციისთვის. გავითვასლისწინებ.




Posted by: Enjey 16 Feb 2010, 20:29
CheshireCat
ESM სკოლაზე ცოტა ცუდობები გამიგია...მასწავლებლისგან,მაგალითად რომ ძალიან ნაგლი და უზრდელი ბავშვები არიან დაბალ კლასებშივეო (ეს სკოლის ბრალია, ოჯახის თუ მასწავლებლის კიდევ საკითხავია) და სწავლა ადრე უკეთესი იყო, მაღალ კლასებში მაინც ემზადებიანო.

ისე აბა რა გითხრა...შეიძლება ის ვარ,შეიძლება არა...შენ თუ მიმახვედრებ ვინც ხარ..... wink.gif

Posted by: 088 17 Feb 2010, 10:00
Enjey

რა მოიფიქრე სკოლაზე, ჩამოყალიბდი?

Posted by: Enjey 18 Feb 2010, 10:44
088
ჯერ ჯერობით
1. ბაქსვუდი
2. წმინდა გიორგი
მაგრამ ახალი ვერაფერი ვნახე წინა კვირაში
ვერ მოვახერხე.
ბინული, მთიები და ჯეჯილი მინდა ვნახო.

შავნაბადა გაგიგიათ ვინმეს? ბარბარეს ეკლესიასთან, ისანში.
საპატრიარქის სკოლასაც ეძახიან.


Posted by: Enjey 19 Feb 2010, 21:25
ეეჰჰჰჰ...ამ კვირაშიც ვერაფერი ვნახე....
არც აქაა რამე ახალი?

Posted by: 088 19 Feb 2010, 23:25
Enjey

მე ვეღარ ვახერხებ ძებნას და ალბათ გაეროს სკოლაზე შევჩერდები თუ ვინმე სხვა უკეთესი არ მირჩია

Posted by: rozoma 19 Feb 2010, 23:33
Enjey
"შავნაბადა" იცი?



30 შავნაბადა

Posted by: Enjey 20 Feb 2010, 00:59
rozoma
რა 30 შავნაბადა?
ვერ გავიგე?

Posted by: rozoma 20 Feb 2010, 21:22
Enjey
QUOTE
რა 30 შავნაბადა? ვერ გავიგე?

biggrin.gif

თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა"

http://edu.aris.ge/ge/school/edit/215/

პ.ს. მე გირჩევ yes.gif

კარგი პირობები, სწავლების საკმაოდ მაღალი დონე და არც ისე კატასტროფული ფასი - თუ არ ვცდები 800 ლარი უნდა იყოს წელიწადში. მაინც დარეკე და იკითხე თუ დაგაინტერესებს.. მონახულებაც არ იქნება ცუდი smile.gif

Posted by: esselte 20 Feb 2010, 21:42
სკოლა "ბრიტანიკაზე" თუ გსმენიათ რაიმე?
აუზი და ჯაკუზი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მოსწავლეებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ, ისე არიან დატვირთული...
2 გამოშვება ყავდათ უკვე და რამდენადაც ვიცი ყველამ მაღალი ქულები მიიღო ეროვნულ გამოცდებზე.
დიდი ყურადღება ეთმობა ინგლისურს (ალბათ არც გიკვირთ), პირველივე კლასიდან ასწავლიან.
კიდევ 2 უცხო ენაა: იაპონური და რუსული.
კლასში 15 ბავშვზე მეტი არ არის. ...
სანზონაშია, 8 საავადმყოფოსთან.

მეტს ვეერაფერს ვიხსენებ... smile.gif

Posted by: rozoma 20 Feb 2010, 21:54
QUOTE
მაგრამ სამაგიეროდ მოსწავლეებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ, ისე არიან დატვირთული...

და ეს კარგია? user.gif

როგორც ბიზნეს-სკოლაში, მშობელი იხდის, უნდა ხედავდეს რომ მისი შვილი სულ სწავლობს
და ტყუილად არ იხდის ამდენ ფულს

:marazm:

Posted by: esselte 21 Feb 2010, 16:42
rozoma

დატვირთვაში ბევრი სამეცადინო ვიგულისხმე.

QUOTE
და ეს კარგია?


და არ არის კარგი შენს შვილს ქაუნთერის სათამაშო დრო რომ არ აქვს?


"მარაზმი" - აქ ნამდვილად უადგილოა.

ამ სიტყვის მნიშვნელობა შეგიძლიათ უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში ნახოთ ასო "მ"-ზე.


Posted by: rozoma 21 Feb 2010, 16:53
esselte
QUOTE
და არ არის კარგი შენს შვილს ქაუნთერის სათამაშო დრო რომ არ აქვს?

მაშინ შემთხვევით თავისუფალი დრო რომ არ დარჩეს
შეიყვანეთ რამე სპორტზე

თუ არ უშველა ცეკვაზეც შეიყვანეთ

შემდეგ ჭადრაკზე

აბა ქაუნთერის სათამაშო დრო ხომ არ დარჩება ბავშვს..


მე უფრო ცოტა ხნის წინ ვიყავი ბავშვი ვიდრე თქვენ დარწმუნებული ვარ
და უბრალოდ არ გირჩევთ.. სკოლაში წასვლა უნდა უხაროდეს
კი არ უნდა იტანჯებოდეს.. ეს უბრალოდ ჩემი აზრია, გმადლობთ smile.gif

და სიტყვები გადატანითი მნიშვნელობითაც იხმარება yes.gif

Posted by: esselte 21 Feb 2010, 19:00
მარაზმი [ბერძ.marasmos მოუძლურება, მოშვება]-1.ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური მოქმედების სრული დაქვეითება მოხუცებულობის ან ხანგრძლივი ქრონიკული ავადმყოფობის შედეგად. 2.(გადატ.). უილაჯობა, უუნარობა (მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში და სხვ.).


QUOTE
სკოლა "ბრიტანიკაზე" თუ გსმენიათ რაიმე?
აუზი და ჯაკუზი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მოსწავლეებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ, ისე არიან დატვირთული...
2 გამოშვება ყავდათ უკვე და რამდენადაც ვიცი ყველამ მაღალი ქულები მიიღო ეროვნულ გამოცდებზე.
დიდი ყურადღება ეთმობა ინგლისურს (ალბათ არც გიკვირთ), პირველივე კლასიდან ასწავლიან.
კიდევ 2 უცხო ენაა: იაპონური და რუსული.
კლასში 15 ბავშვზე მეტი არ არის. ...
სანზონაშია, 8 საავადმყოფოსთან.

მეტს ვეერაფერს ვიხსენებ... 



რა დაინახე ჩემს პოსტში უილაჯო ან სად ჩანს ფსიქიკური დაქვეითება?

თუ ისაა მარაზმი, რომ ბავშვი სკოლაში სასწავლებლად უნდა დადიოდეს და არა დროის გასაყვანად biggrin.gif

მე ვასწავლიდი ამ სკოლაში და იქ "დატანჯული" ბავშვი არ მინახავს... keh.gif

Posted by: rozoma 22 Feb 2010, 01:01
esselte
QUOTE
მე ვასწავლიდი ამ სკოლაში

დარწმუნებული ვარ ქართულს არა smile.gif


QUOTE
თუ ისაა მარაზმი, რომ ბავშვი სკოლაში სასწავლებლად უნდა დადიოდეს და არა დროის გასაყვანად

ერთი უკიდურესაობიდან მეორეში გადავარდნა რომ არ ვარგა გეცოდინება yes.gif


არსებობს სკოლები, სადაც საკმაოდ კარგ განათლებასაც იღებენ
ბევრ სხვა რამესაც სწავლობენ და ამავდროულად სუნთქავენ კიდეც
QUOTE
ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ, ისე არიან დატვირთული




პ.ს. შორს ჩვენგან ცინიზმი smile.gif

Posted by: mrirakli 23 Feb 2010, 22:36
ძალიან კარგი სკოლაა ,,ქორალი”, მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და მოსწავლეებს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით.


ეკოლოგიურად სუფთა და სასიამოვნო, მეგობრული გარემო.
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვული თანამედროვე ხუთსართულიანი შენობა.
ეფექტური, დინამიკური სასწავლო პროგრამები.
სწავლების უმაღლესი ხარისხი.
პროფესიონალი მასწავლებლები.
ყველა დისციპლინის გაღრმავებული სწავლება.
კომპიუტერული პოგრამების შესწავლა.
უცხო ენების გაღრმავებულად სწავლა.
ლაშქრობის მოყვარულთა კლუბი.
ეკოცენტრი.
ქართული ხალხური ცეკვა.
ხალხური საკრავები (სალამური, ფანდური, დოლი)
ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები.
სასწავლო ცენტრი აბიტურიენტებისათვის.
მოსამზადებელი ჯგუფი და საბავშვო ბაღი.
გახანგრძლივებული დღის რეჟიმი.
კვება.
ტრანსპორტით მომსახურება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სკოლის საიტზე :www.skolaqorali.ge

Posted by: ძუნა 24 Feb 2010, 09:32
ჩემი დიშვილები მეორე წლია ქორალში სწავლობენ ... ძალიან მოსწონთ, კარგად ასწავლიან... კვებაც მაგარია თან მგონი მარშუტკა ემსახურებათ და მოკლედ მაგარი მსოახერხებელია...
მანამდე ორი სხვა კერძო სკოლა გამოიცვალეს და ეს ყველაზე მეტად მოსწონთ.. smile.gif
თუ რამე გაინტერებთ მითხარით და ვკითხავ smile.gif)

Posted by: samsara 25 Feb 2010, 22:02
გაეროში ჩემი შვილი სწავლობდა, როცა თბილისში იყვნენ. ძალიან კარგი პედაგოგები ყავთ. ერთადერთი პრობლემა რასაც მე ვხედავ ის არის, რომ ყოველდღიურად წყნეთში ასვლა-ჩამოსვლა ჯანმრთელობაზე აუცილებლად იმოქმედებს ასე მგონია. დირექტორმა კი გვაჩვენა კრებაზე (3წლის წინ როცა გადადიოდნენ) ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ დაწერილი წერილი სადაც ეწერა რომ წყნეთში ყოველდღიურად ასვლა-ჩამოსვლა ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, მაგრამ მე არ მჯერაsmile.gif. ჩემი მეორე შვილი სწავლობს წმინდა გიორგიში. მე ამ სკოლითაც კმაყოფილი ვარ, მეშვიდე კლასშია და ჯერ დამატებითი მომზადება არ სჭირდება, თუმცა სკოლების ძებნის 13წლიანი სტაჟის შემდეგ ერთ რამეს მივხვდი: 1-4 კლასებში სკოლის რეიტინგზე უფრო მნიშვნელოვანი არის მასწავლებელი ვინც უნდა იყოს ჩვენს ბავშვთან პირველი 4 წელი. თუ მანდ გაგვიმართლა, მაშინ ბავშვს ეცოდინება მუშაობა დამოუკიდებლად...

Posted by: sava062 25 Feb 2010, 22:16
samsara

QUOTE
ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ დაწერილი წერილი სადაც ეწერა რომ წყნეთში ყოველდღიურად ასვლა-ჩამოსვლა ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, მაგრამ მე არ მჯერა


ეხლა უკვე პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არაა და მეტიც, სუფთა ჰაერზე ყოფნა აჯანსაღებთ კიდეც და უფრო გაკაჟებულები არიან

Posted by: Enjey 25 Feb 2010, 22:41
samsara
რა ვიცი, ჩვენი პედიატრიდან დაწყებული - ყველა ექიმს ვეკითხები წნევის ცვალებადობაზე და არაა პრობლემაო, თუ შუალედი დიდიაო და რამე პრობლემა არ აწუხებს ბავშვსო. მაგას რა ჯობია თუ სუფთა ჰაერზე იქნებაო.
ნეტავ სხვა რამის გადამოწმებაც შეიძლებოდეს ეგრე ადვილად როგორც მაგის.

Posted by: samsara 26 Feb 2010, 00:16
sava062
მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ ჩემი შვილი მაგ სკოლაში დადიოდა და ძალიან კარგი პედაგოგები არიან. და რა თქმა უნდა სუფთა ჰაერზე ყოფნა მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, მაგრამ მთელი ჩვენი ელიტა, რომლებიც წყნეთის აგარაკებზე ატარებდა მეტ დროს რატომ დაავადდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით? ეს ხომ ცნობილი ფაქტია? ისედაც წლობით ვისაც გიწევთ იქ სისტემატიურად სიარული ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს?

ერთ და ორ წელიწადში პრაქტიკამ რა უნდა აჩვენოს? თუმცას ყველა ჯანმრთელობას ვუსურვებ. მე ალბათ ზედმეტად მშიშარა ვარ, როცა საქმე ბავშვს ეხება...

Posted by: sava062 26 Feb 2010, 00:43
samsara

9 წელია წყნეთში ვცხოვრობ და ყოველდღე და ხშირად დღეში რამოდენიმეჯერ მიწევს ასვლა-ჩასვლა და მშვენივრად ვგრძნობ თავს და პოლიტელიტის გულ-სისხლძრღვთა დაავადებას მაინცდამაინც წყნეთს ნუ დააბრალებთ, უფრო სხვა ფაქტორების ბრალია. უბრალოდ, არ არსებობს დადსტურება იმისა, რომ წყნეთი მავნეა ჯანმრთელობისათვის, მაშინრა უნდა ქნას წყნეთის მოსახლეობამ, რომლის ნახევარიც ყოველდღე დადის თბილისში...

Posted by: 088 26 Feb 2010, 19:55
sava062
რა გახდა ერთი დასკვნის გაკეთება?მე მაინც თქვენთან მოვიყვან ბავშვს,მაგრამ ამდენი საუბარი მაინც მოქმედებს ჩვენზე.იმ მოსახლეობის მოსმენაც საინტერესოა ვინც ყოველდღე დადის თბილისში.ასევე თხოვნა გვექნება აღადგინოთ ორ კვირიანი ე.წ ბანაკები და იქნებ ცურვაზეც მოიფიქროთ რამე.რაღაც სასტუმროს აუზი არ მხიბლავს

Posted by: Enjey 27 Feb 2010, 22:14
sava062
ბანაკები აღარ არის?

Posted by: sava062 28 Feb 2010, 04:01
088
QUOTE
რა გახდა ერთი დასკვნის გაკეთება?


ერთი შემპირდა ჯანმრთელობის განყოფილებიდან და იქეთ კვირას უნდა დავურეკო...

QUOTE
რაღაც სასტუმროს აუზი არ მხიბლავს


საერთოდ არაა სასტუმროს სიტუაცია - მხოლოდ ჩვენი ბავშვები არიან ინსტრუქტორის მეთვალყურეობით. როდესაც სკოლაა, მაშინ სეზონი არაა წყნეთში და სასტუმრო თუ მუშაობს მხოლოდ შაბათ-კვირას.

Enjey
QUOTE
ბანაკები აღარ არის?


თუ ამ ზაფხულსაც ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის პროგრამა იქნა, მაშინ არ იქნება - ფიზიკურად დრო არ გვექნება... sad.gif

Posted by: 088 28 Feb 2010, 15:38
sava062
რა დააშავეს თქვენი სკოლის ბავშვებმა,ნუთუ ინგლისურის კურსები უფრო მნიშვნელოვანია?არ გეწყინოთ და სხვა სკოლები,რომელი არ დავასახელებ,როგორც ბავშვების ორ კვრიან სამთო ბანაკებს,ასევე აუზს,წიგნებს და ფორმას სთავაზობენ ძირითად თანხაში.მართალია თქვენზე ძვირია,მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით აღარ გამოდის ძვირი და თქვენ რაც გქონდათ იმასაც აუქმებთ?მთლად უკონკურენტოებიც არ ხართ.კიდევ ექთხელ ვამბობ რომ მე თქვენთან ვაპირებ შვილის შემოყვანას,მაგრამ მეშინია შემდგომშიც არ შეცვალოთ პირობები.მითუმეტეს აქამდე ბევრად ნაკლები გქონიათ გადასახადი და ეხლა მოუმატეთ და თან დააკელით რაღაცეები.იმედია გაითვალისწინებთ

Posted by: sava062 28 Feb 2010, 23:02
088

ჩვენი სკოლის ბავშვებს არაფერი დაუშავებიათ ნამდვილად და ისიც გვესმის, რომ კონკურენცია საკამოდ მაღალია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩვენს კონკურენტებთან, შედარებით ფასიც დაბალია და მომსახურებაც უფრო მრავალფეროვანი. რაც შეეხება აუზს და ბანაკებს, შეიძლება ყველას არ უნდოდეს და არ უღირდეს ბანაკებში და აუზზე შვილის ტარება და ამიტომ ყველას არ ვუძვირებთ და ყველას გადასახადში არ შეგვაქვს ეს სერვისები. ვისაც უნდა ის გადაიხდის დამატებით და აუუზეც ივლის და ბანაკშიც, ვფიქრობ სამართლიანი მიდგომაა.

გადასახადი ბევრად ნაკლები არ გვქონდა - ბოლო ორი წელიწადია 3500 ლარია წელიწადში. ეხლა კი 1400 გირვანქა, რაც დაახლოებით 3,900 ლარია და ინფლაციის გათვალისწინებით არ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდია ეს მატება. ამასთან ვინც 3,500 ლარს იხდიდა, თანხა იგივე დარჩა, მხოლოდ ახლები ვინც მოვლენ, ისინი გადაიხდიან ახალ თანხას. პირობებს კი ნამდვილად არ ვცვლით, ყოველშემთხვევაში, უარესობისკენ მაინც - ისინი, ვინც მომდევნო წლებში მოვლენ, ბუნებრივია განსხვავებული პირობებით იქნებიან, ხოლო ძველებს ძველი პირობები რჩებათ და ამის მაგალითია უამრავი მშობელი, რომელიც ჯერ კიდევ 2,200 ლარს იხდის წელიწადში, რადგან ჩვენს სკოლაში სწავლობდნენ წყნეთში ამოსვლამდეც და ყველანაირად ვცდილობთ ამ პირობის შენარჩუნებას მიუხედავად იმისა, რომ ეს გადასახადი თვითღირებულებასაც ვერ ფარავს.

Posted by: 088 28 Feb 2010, 23:40
sava062
აუზს და ბანაკს რაც შეეხება არის შენს ნათქვამში ლოგიკა.თუ დაუკვირდები მე სხვა რამ დავწერე,ანუ ადრე გქონდათ და ეხლა რატო აუქმებთ როცა ფასი პირიქით მოემატა თქო.თუმცა სხვაგან წიგნები და ფორმა შედის და ამაზე რას იტყვი პატარა თანხაა?მე ყოველთვის ვამბობ და ეხლაც გავიმეორებ ჩემი შეფასებით დღეის მდგომარეობით ფასი-ხარისხით თქვენ #1 ხართ,თუმცა მაინც ხომ იცით უფრო მეტი გვინდა

Posted by: samsara 2 Mar 2010, 10:45
sava062
ბოდიშით კიდევ შემოჭრისთვისsmile.gif, მაგრამ ბანაკის ლინკი იქნებ მომწეროთ. პირობები მინდა ვნახო...

Posted by: sava062 2 Mar 2010, 13:18
samsara

ბოდიში, მაგრამ რომელი ბანაკის? თუ ინგლისური ენის საზაფხულო სკოლების პროგრამას გულისხმობთ, ეს სამინისტროს პროგრამაა, უბრალოდ შარშან ჩვენ განვახორციელეთ და მასში მონაწილეობას იღებდა მე-7-მე-11 კლასის 1000 მოსწავლე, რომლებიც ოლიმპიადებისა და სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულები იყვნენ. მათგან საუკეთესო 54 კი, დამატებით, 2 კვირით, გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში.

Posted by: samsara 3 Mar 2010, 20:13
ეხლა გასაგებია, ზემოთ წავიკითხე რაღაცას რომ წერდით საზაფხულო სკოლაზე და დავინტერესდი. მეგონა ყველა მსურველისთვის იყო. მადლობა ინფორმაციისთვის.

Posted by: Enjey 5 Mar 2010, 21:21
წმინდა გიორგიდან დამირეკეს, მიღება და გასაუბრებები დაიწყო სექტემბრისთვისო.
ვინმე მიდიხართ მანდ?
........
მე ჯერ კიდევ ლოდინის რეჟიმში ვარ.

Posted by: 088 5 Mar 2010, 23:02
Enjey
Me gaeros skola gadavckvite da tvis bolomde unda avide

Posted by: Enjey 5 Mar 2010, 23:13
088
ხო, მეც მანდ ვაპირებ, მაგრამ მეორე ვარიანტად მქონდა და...
რამე რომ იყოს ვითომ მერე აღარ მიიღებენ თუ?




Posted by: 088 6 Mar 2010, 16:58
Enjey
რავიცი მარტის ბოლოსთვის მოიყვანეო და აღარ გადავდებ მერე არ შეივსოს

Posted by: ძმა 11 Mar 2010, 11:16
სანამ შეიყვან რომელიმე სკოლაში ,კითხე დამატებით რაში შეგროვდება ფული (ექსკურსია,წიგნი,ბანაკი, ტრანსპორტი, წრები....) ან მოგიწევს ყიდვა შენ თითონ. მე დავრწმუნდი , რომ წმ. გიორგის საეროში ყველაზე სრულყოფილი პაკეტია.

Posted by: 088 11 Mar 2010, 12:34
ძმა

კი ყველაფერი კი შედის
QUOTE
წმ. გიორგის საეროში
, მაგრამ არ მგონია გაეროს სკოლაში რომც არ შედიოდეს, მაგაზე ძვირი რომ გამოვიდეს.
გაეროს სკოლაში ფორმა არ შედის, წიგნები შედის მხოლოდ პირველ კლასში (პრინციპში პირველ კლასში სახელმწიფო სკოლებშიც შედის).ტრანსპორტი კი შედის , წრეებიც შედის, ხოლო ექსკურისები არ ვიცი და იმედია sava062 გვეტყვის

Posted by: fermina 11 Mar 2010, 12:51
21-ე საუკუნეზე რა იცით? ერთი ფაქტი უკვე, რაც უარყოფითად განმაწყობს, არის ამ სკოლის დირექტორი smile.gif ნუ სასაფლაოს ხედიც მაინცდამაინც არ მხიბლავს.

სხვა დანარჩენზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ან შვილი ხომ არ დაგყავთ ვინმეს მანდ? ბავშვის გადაყვანას ვაპირებ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მეგობრები სწავლობენ მანდ და ძალიან უნდა და მე პირადად ბევრი რამ მაფიქრებს და იქნებ მირჩიოთ? არ მიყვარს გადატყლარჭული გლამურული სიტუაციები, და დირექტორიდან გამომდინარე ეჭვი მაქვს სხვანაირი სიტუაცია არც დამხვდება.

Posted by: mta 11 Mar 2010, 12:54
არც 2-კვირიანი გუდაური, არც საზაფხულო ბანაკი ,არც

QUOTE
ფორმა არ შედის, წიგნები შედის მხოლოდ პირველ კლასში


088


QUOTE
ექსკურისები არ ვიცი

ეს ყველაფერი დათვალეთ და
QUOTE
მაგაზე ძვირი რომ გამოვიდეს

უფრო იაფი გამოვიდა? როგორ 1000ლარია წლიური გადასახადი?

Posted by: 088 11 Mar 2010, 13:06
mta

მე არ ვიცი და თუ იცით თქვენ დაგვეხმარეთ დათვლაში. მე მეგონა რომ არ გამოვიდოდა მეტი. ამ სკოლებს შორის სხვაობა არის 1000 ლარი. ერთი რაც ვიცი ფორმა ღირს 140 ლარი ერთი წყვილი.

Posted by: mta 11 Mar 2010, 13:58
წიგნები (თავისი ოქსფორდ-კემბრიჯებით,+აუდიო...)-200ლარამდე, გუდაური თავისი საბაგირო,ინვენტარ,მწვრთნელიანად 600ლ.ზე მეტი 088

QUOTE
ფორმა ღირს 140 ლარი ერთი წყვილი.

ეს ყველაფერი ,საზაფხულო ბანაკი ,ექსკურსიები დასხვა უამრავი სერვისიც რომ არ შეიტანო ,უკვე კიარის 1000ლარამდე არა?

Posted by: 088 11 Mar 2010, 14:50
QUOTE (mta @ 11 Mar 2010, 13:58 )
წიგნები (თავისი ოქსფორდ-კემბრიჯებით,+აუდიო...)-200ლარამდე, გუდაური თავისი საბაგირო,ინვენტარ,მწვრთნელიანად 600ლ.ზე მეტი 088

QUOTE
ფორმა ღირს 140 ლარი ერთი წყვილი.

ეს ყველაფერი ,საზაფხულო ბანაკი ,ექსკურსიები დასხვა უამრავი სერვისიც რომ არ შეიტანო ,უკვე კიარის 1000ლარამდე არა?

კი არის, მაგრამ რაღაც შეიძლება რომელიმეს არ უნდოდეს (მაგ. გუდაური) და აირჩევ მაინც. თუმცა გეთანხმები კარგია ყველაფერო როდესაც შედის. საინტერესოა იქნებ ექსკურსიები შედის კიდეც გაეროს სკოლაში

Posted by: sava062 11 Mar 2010, 15:19
088

ქართული ატესტატის გარდა, მოსწავლე აბარებს IGCSE & International A level გამოცდებს რაც ექვივალენტურია დიდი ბრიტანეთის ე.წ. ეროვნული გამოცდებისა და რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს სწავლა დიდ ბრიტანეთში ან ევროპა-ამერიკის უნივერსიტეტებში გააგრძელოს... ყოველწლიურად 8-10 მოსწავლე მიემგზავრება დიდი ბრიტანეთში 2 კვირით და მხოლოდ ბილეთის ფულს იხდის მშობელი....

რაც შეეხება გადასახადს, უკვე ავხსენი, რომ ზამთრის და ზაფხულის ბანაკები ფასში არ შეგვაქვს გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა დამატებით სერვისად ვთავაზობთ, ოღონდ ზამთრის ბანაკი 600 ლარი ნამდვილად არ გვიჯდება, მინიმუმ 100 ლარით ნაკლები. სახელმძღვანელოებიც მთლად 200 ლარი არ ჯდება და თუ ინგლისური ენის საზაფხულოს სკოლების პროგრამა არ გევქნა, აუცილებლად აღვადგენთ საზაფხულო ბანაკებსაც წყნეთში.
* * *
იგივე მოსაზრების გამო არ შეგის ექსკურსიაც, თუმცა წელიწადში 20-50 ლარზე მეტი არ გამოდის

Posted by: 088 11 Mar 2010, 15:54
mta

ანუ როგორც sava062 დაგვიტვალა 200+500+50+140=890 (თუმცა წელიწადში 1 წყვილი ფორმა არ ეყოფა) და სხვა რა აქვს წმ. გიორგის სკოლას ამ სკოლაზე მეტი (ფასი გეთანხმებით თითქმის იგივე გამოდის)? მე ჯერ ამ სკოლით უკმაყოფილო ადამიანი ვერ ვნახე (მემგონი ეს ბევრს ნიშნავს). ერთადერთი რაც ყველას აფრთხობს მანძილია

Posted by: sava062 11 Mar 2010, 15:59
088

არ დაგავიწყდეს, რომ ტრანსპორტი თითქმის კარებამდე აკითხავს, რაც ძალიან ზრდის ხარჯებს.

ფორმა ეყოფა ერთი წყვილი, რადგან ფორმაში შედის პიჯაკი და ჯემპრი და თუ გარეცხვის პრობლემაა, მონაცვლეობით გარეცხავთ (ანუ შეიძლება, რომ მოსწავლემ ან ჯემპრით ან პიჯაკით იაროს)

Posted by: mta 11 Mar 2010, 16:23
sava062
QUOTE
ზამთრის ბანაკი 600 ლარი ნამდვილად არ გვიჯდება, მინიმუმ 100 ლარით ნაკლები.

დღეების რაოდენობა დააკონკრეტეთ.
088
QUOTE
საზაფხულო ბანაკი ,ექსკურსიები დასხვა უამრავი სერვისიც რომ არ შეიტანო
-თქო აღვნიშნე ანუ ამ ყველაფრის თანხა არ ჩამითვლია
QUOTE
თუმცა გეთანხმები კარგია ყველაფერო როდესაც შედის.

ამაშია საქმე, თანხას რომ იხდი და კიდევ გირეკავენ , როგორც საჯარო სკოლებსი იციან: აბა ბანაკის ფული, აბა ექსკურსიის, აბა... არ გსიამოვნებს. კემბრიჯის და ოქსფორდის სკოლებში სისტემატურად დადიან წმ. გიორგის სკოლიდანაც. სერთიფიკატები კი პეტერბურგის გინდა თუ კემრიჯის Fსი უხვად.

Posted by: 088 11 Mar 2010, 16:25
sava062

ჩემს შვილს რომ იცნობდე მაგას არ დაწერდი wink.gif ტანსაცმლის ყიდვას ვერ ავუდივარ

აი ცურვა რო შედიოდეს მაგარი იქნებოდა.
* * *
mta

როგორც ვხდები თქვენ მანდ დაგყავთ ან რაღაც შეხება გაქვთ წმ. გიორგი სკოლასთან და რაც მთავარია სწავლა როგორია, კმაყოფილები ხართ ან მაგ. ნუცუბიძის პლატოზე თუ დადის მაგათი ტრანსპორტი ან კონკრეტულად რას მოიცავს მაგათი ფასი შეგიძლიათ დაწეროთ?

მემგონი არც ისაა ნორმალური ბავშვს ცენტრალურ ქუჩაზე რომ ჩამოსვავენ ან დამატებითი ტრანსპორტი როცა გჭირდება ბავშვის სახლში მისაყვანად

Posted by: mta 11 Mar 2010, 17:33
088

QUOTE
როგორც ვხდები თქვენ მანდ დაგყავთ ან რაღაც შეხება გაქვთ წმ. გიორგი სკოლასთან და რაც მთავარია სწავლა როგორია, კმაყოფილები ხართ ან მაგ. ნუცუბიძის პლატოზე თუ დადის მაგათი ტრანსპორტი ან კონკრეტულად რას მოიცავს მაგათი ფასი შეგიძლიათ დაწეროთ

კი. კმაყოფილი ვარ. პლატოზე არა ქუჩაზე კი. ჩემი შვილი რა ტრანსპორტშიც ზის იმ ტრანსპორტმა ყველა ჩიხში რომ შეიაროს დააღამდება გზაში.ისე კი მაგალითისთვის მარტო საბურთალოზე 4სხვადასხვა მარშრუტით მოძრაობს სხვადასხვა ტრანსპორტი სულ 8ავტობუსი და მიკროავტობუსი.
ცურვაც შედის ,ყველაზე კარგი საცოცი კედელიც აქვთ თბილისში და სხვა... smile.gif

Posted by: 088 11 Mar 2010, 18:18
QUOTE
პლატოზე არა ქუჩაზე კი


ცუდია ეს. მე რომ მანდ შემოვიყვანო გამოდი რომ სულ მე უნდა გამოვიყვანო და ამის დრო არ მაქვს სამწუხაროდ. მე არ ვამბობ რომ ცუდია ეგ სკოლა, უბრალოდ ჩემი გადასახედით მირჩევნია გაეროს სკოლა. თან მანდ საფასური მაისში უკვე სრულად უნდათ რომ გადაიხადო

Posted by: lukakhim 12 Mar 2010, 00:40
ძალიან "ეროვნულობაზე" აქცენტი არ მაწყობს, შეიძლება შერეული ეროვნების ბავშვი იყოს ",მეორეხარისხოვანი" იმ სკოლაში, სადაც მეტისმეტი აქცენტია ეროვნებაზე.

ამის გამო, გირჩევთ 21 საუკუნეს. ძალიან ტოლერანტული დამოკიდებულებებია, არავინ აგრძნობინებს ბავშვს, რომ განსხვავებულია თვისი ეროვნების ან რელიგიური შეხედულებების გამო. რა ტქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მაგალითად წმინდა ნინოზე ან წმინდა გიორგიზე არ ესაუბრებიან მოსწავლეებს - ეს ჩვენი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს. თუმცა, სწავლის დაწყების წინ ლოცვა და ა. შ. არ ხდება.
* * *
QUOTE
21-ე საუკუნეზე რა იცით? ერთი ფაქტი უკვე, რაც უარყოფითად განმაწყობს, არის ამ სკოლის დირექტორი  ნუ სასაფლაოს ხედიც მაინცდამაინც არ მხიბლავს.

სხვა დანარჩენზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ან შვილი ხომ არ დაგყავთ ვინმეს მანდ? ბავშვის გადაყვანას ვაპირებ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მეგობრები სწავლობენ მანდ და ძალიან უნდა და მე პირადად ბევრი რამ მაფიქრებს და იქნებ მირჩიოთ? არ მიყვარს გადატყლარჭული გლამურული სიტუაციები, და დირექტორიდან გამომდინარე ეჭვი მაქვს სხვანაირი სიტუაცია არც დამხვდება.


სასაფლაოს ხედი გაკვეთილების დროს მაინცდამაინც არ ჩანს (თუ, რა თქმა უნდა, უსმენ მასწავლებელს). გადატყლარჭულ-გლამურული სიტუაცია არ არის, პირიქით, ძალიან ჯანსაღი გარემოა.

შარშან, ეროვნული ოლიმპიადის შემდეგ, გამოქვეყნდა სკოლების რეიტინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 21 საუკუნე 22 ადგილას იყო (ეს მხოლოდ 8 და 9 კლასის მოსწავლეების დამსახურებით. უფრო მაღალი კლასი სკოლას არ ჰყავდა. წელს, შესაბამისად, 10 -ეა ყველაზე მაღალი). სხვა კერძო სკოლების რეიტინგი არ ვიცი. შეგიძლიათ მოიძიოთ განათლების სამინისტროს საიტზე (შარშან ნამდვილად იყო).

Posted by: mta 12 Mar 2010, 11:41
088
QUOTE
საფასური მაისში უკვე სრულად უნდათ რომ გადაიხადო

ეს მხოლოდ პირველკლასელებს ეხებათ, ისიც არა ყველას.
წმ.გიორგის სახ.საეროში ირლანდიელი, ამერიკელი, რუსი... უამრავი ეროვნების და რასის წარმომადგენელი სწავლობს უპრობლემოდ...

Posted by: 088 12 Mar 2010, 11:47
mta
QUOTE
ეს მხოლოდ პირველკლასელებს ეხებათ, ისიც არა ყველას.


ეგ როგორ მე ასე მითხრეს და ნაცნობი დირექტორი კიდე მე არ მყავს.

Posted by: mta 12 Mar 2010, 13:22
მე ვიცი, რომ პრობლემებს ითვალისწინებენ. ვისაც არ აქვს პრობლემა -იხდის 1-ში მთლიანს, მე-2 -ში 2-ად იყოფა.

Posted by: fermina 12 Mar 2010, 19:32
lukakhim

მადლობა, ფასი არც ისე იაფია, 350 ლარი თვეში და ამაში არაფერი შედის საგნების/გაკვეთილების გარდა. ან კვება, ან ცურვა ან რამე მაინც რომ შედიოდეს, კარგი იქნებოდა. + წელიწადში ორჯერ წიგნების ყიდვა. ტატულია ძველებურად ვეღარ შლის აფრებსო და ორ კვირაში ერთხელ თუ შემოივლისო, გავიგე და ძალიანაც კარგი.

Posted by: fermina 15 Mar 2010, 14:31
ცუდი ის არის, რომ ყოველთვიურად გადახდა არ ხდება, აუცილებლად ნახევარი წლის ერთად, არადა ასე საკმაოდ დიდი თანხა გროვდება და ყოველთვიურად რომ იყოს, კიდევ მოახერხებდა ადამიანი ხელფასიდან...

Posted by: 088 15 Mar 2010, 16:09
fermina

QUOTE
ცუდი ის არის, რომ ყოველთვიურად გადახდა არ ხდება, აუცილებლად ნახევარი წლის ერთად, არადა ასე საკმაოდ დიდი თანხა გროვდება და ყოველთვიურად რომ იყოს, კიდევ მოახერხებდა ადამიანი ხელფასიდან...


100% გეთანმხები. წმ. გიორგის სკოლაში საერთოდ მაისში ითხოვენ სრულად

Posted by: xatia_85 15 Mar 2010, 17:25
სასწავლო ცენტრი
ინგლისურის ექსპრეს კურსი
გთავაზობთ:


ინგლისური ენის სწრაფად და საფუძვლიანად შესწავლას. ენის სრულყოფილად შესწავლას უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი პედაგოგები.
სწავლება მიმდინარეობს "LONGMAN" - ის მეთოდით, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონობით ადამიანის მიერ. იგი აერთიანებს როგორც სამეტყველო, ისე წერის, კითხვის და მოსმენის მიმართულებებს.
კომპანია უზრუნველყოფს მსმენელების წიგნებით, აუდიო მასალითა და ყველა საჭირო ინვენტარით მომარაგებას.

მისამართი : ტელ: 99 02 90
ჯორჯაძის ქ. #5 890 99 02 90


დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს : www.expressenglish.ge

Posted by: 088 15 Mar 2010, 17:43
xatia_85

ამ თემასთან რა კავშირშია?

Posted by: mta 16 Mar 2010, 09:45
088

QUOTE
წმ. გიორგის სკოლაში საერთოდ მაისში ითხოვენ სრულად


ერთხელ გიპასუხეთ გენცვ.
QUOTE
ეს მხოლოდ პირველკლასელებს ეხებათ, ისიც არა ყველას

2-ჯერ გიპასუხეთ
QUOTE
ვისაც არ აქვს პრობლემა -იხდის 1-ში მთლიანს, მე-2 -ში 2-ად იყოფა

მაინც ვერ თუ არ გაიგეთ?მე-3 და სამართალი?
ასეა მეორედან 2-ად იყოფა - მაისში და დეკემბერში.

Posted by: 088 16 Mar 2010, 10:01
mta
QUOTE
ერთხელ გიპასუხეთ გენცვ.


ეგ თქვენ მიპასუხეთ და როდესაც ვრეკავ ისევ იგივეს იმეორებენ გენცვ.

QUOTE
2-ჯერ გიპასუხეთ


და ვინ იკითხა მესამედ?

Posted by: mta 16 Mar 2010, 11:06
no.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif no.gif no.gif no.gif

Posted by: 088 16 Mar 2010, 11:30
sava062

რა ისმის ექიმების დასკვნაზე? ყველამ წაიღო ტვინი უარყოფიდად იმოქმედებსო
* * *
ძმაკაცმა გადაწყვიტა მწიგნობარი და ძალიან აქებს, ჯერჯერობით ვერ მიყოლიებს და ვინ რას ფიქრობთ გაეროს სკოლა თუ მწიგნობარი?

Posted by: Enjey 17 Mar 2010, 19:35
088
მწიგნობარი რომელია? მწიგნობართუხუცესი თუ სხვაა?


Posted by: sava062 17 Mar 2010, 20:15
Enjey

მწიგნობარი მგონი სხვაა... მწიგნობართუხუცესი ლისის ტბაზე რომაა ისაა...

დღეს 14:00 საათზე საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში პროგრამა "ღია ეთერში" მწიგნობართუხუცესის დირექტორი, ამერიკული აკადემიის დირექტორის მოადგილე და მე ვიყავით... კერძო სკოლებზე იყო საუბარი...

088

პმ-ში გამოგიგზავნი პედიატრის ტელეფონის ნომერს ვისთანაც შეიძლება გასაუბრება და სამედიცინო ენაზე აგიხსნით თუ რატომ არაა საზიანო და პირიქით, თუ რატომაა უკეთესი ბავშვი თბილისის ძალიან დაბინძურებულ, ტყვიით გაჯერებულ ჰაერს მოაშოროთ...
* * *
დღეს 14:00 საათზე საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში "ღია ეთერი" მწიგნობართუხუცესის დირექტორი, ამერიკული აკადემიის დირექტორის მოადგილე და მივაყვით... კერძო სკოლებზე იყო საუბარი...

Posted by: 088 17 Mar 2010, 21:32
Enjey
უკაცრავად მწიგნობართუხუცესი ვიგულისხმე ლისზე რომელიც არის.მე არ ვყოფილვარ და ძმაკს მოეწონა და მანდ მიჰყავს და მეც ვნახავ.ექიმს კი დავურეკავ მაგრამ კონკრეტულად ეს საკითხი აქვს შესწავლილი თუ ზოგადად ამბობს რომ პრობლემა არაა?

Posted by: sava062 17 Mar 2010, 21:59
088

ლისზე სიარული წნევის პრობლემას არ წარმოშობს? ეგეც მაღალზეა... მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა თითიდან გამოწოვილია... ჩვენი სკოლის და ლისის სკოლის ჯამში 1000-მდე მოსწავლის მშობლებს არ აღელვებთ წნევის საკითხი?სავარაუდოდ აღელვებთ და რადგანაც საფრთხეს ვერ ხედავენ, ამიტომაც დაყავთ თავიანთი შვილები... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რომ პრობლემა იყოს ნახევარი წყნეთი გაწყვეტილი უნდა იყოს და, როგორც მინიმუმი, ამ მესიჯს ვერ უნდა ვწერდე, რადგან დღეში რამოდენიმეჯერ მიწევს ასვლა-ჩამოსვლა...

რაც შეეხება ექიმს, კონკრეტულად ამ საკითხზე იყო ფორუმზე თემა გახსნილი და შესაბამისად ამ საკითხზე გაგცემთ პასუხს. კონკრეტულად წყნეთის ან ლისის სკოლის საკითხი არ ექნება შესწავლილი, თუმცა ამ "პრობლემის" გარშემო თავის აზრს მოგახსენებთ...

Posted by: 088 17 Mar 2010, 22:12
sava062
მე პლატოზე ვცხოვრობ და ჩემი მეგობარიც არაა შორს და ყველაფერთან ერთად ახლოსააო.ცუდი სკოლა არ მგონია რომ იყოს.სხვათაშორის თქვენი ნომერი მივეცი და თუ არ ვცდები იყო ამოსული

Posted by: sava062 18 Mar 2010, 00:02
088

ნუ, მაშინ ეგ ჯობია, თან როგორც ვიცი, აუზიც აქვთ და ფასში შედის. ჩემი ძალიან ახლო ნათესავია დამფუძნებელი მაგ სკოლის და ვერც ცუდს და ვერც კარგს ვერ ვიტყვი მაგ სკოლაზე rolleyes.gif

Posted by: 088 18 Mar 2010, 08:01
sava062
Tu shegizli Piradshi momcere cudic da kargic,imitom rom iman gadackvita da rames mainc vurchev,jer kidev ara gvian

Posted by: Bella Moretta9 19 Mar 2010, 12:18
მე ვიყავი მწიგნობართუხუცესში (ვისაც დაყავს ჩემს გარშემო ყველამ მიქო).

მოკლედ რა მომეწონა:

1. ბასეინი (ძალიან მაგარია, დიდი ბასეინი ცალკე, ცალკე - "ლიაგუშატნიკი", ისეთ დროს ვიყავი, როცა ცურვის/კალათბურთის/ფეხბურთის/ტანვარჯიშის გაკვეთილები ტარდებოდა, ანუ ყველა ვნახე სათითაოდ. ცურვას ინსტრუქტორები ასწავლიდნენ, წყალი იყო ძალიან სუფთა და ეს მომეწონა. გასახდელები - ცალ-ცალკე გოგოებისთვის და ბიჭებისთვის, სადაც + მომსახურე პერსონალი ელოდებოდა ბავშვებს, რომ ჩაცმაში მიხმარებოდა), ფეხბურთს ბავშვები თამაშობდნენ გარეთ, მოედანზე, რომელიც სკოლის ტერიტორიაზეა ასევე, კალათბურთის მოედანი აქვთ ასევე საკმაოდ დიდი - სკოლაში)
2. ცეკვის გაკვეთილი - ქორეოგრაფია, დიდი დარბაზი, მასწავლებლები, ეტყობა რომ ქორეოგრაფიასაც სერიოზულად ასწავლიან.
3. დაცვა ყავს შენობას
4. სკოლა დიდია, დიდი სივრცეა
5. დამატებით წრეებს დიდი ყურადღება ექცევა
6. გაძლიერებულად ისწავლება: მათემატიკა, ქართული, რუსული და ინგლისური

არ მომეწონა

1. გზა - კანდელაკიდან რომ ადიხარ ლისისკენ კარგია, მაგრამ აი ნუცუბიძიდან მისასვლელი გზა არის ძალიან ცუდი - რაღაც მონაკვეთი - უკან იმ გზით დავბრუნდი sad.gif და აი ვფიქრობ, თოვლში და ყინვაში რამდენად უსაფრთხოა?
2. ბავშვების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია, მაგრამ ჩვეულებრივი მარშუტკის ტიპის მანქანებია და ნუ ღვედებზე და სერიოზულ უსაფრთხოებაზე საუბარი ზედმეტია ალბათ
3. სასადილო (საჭმელები არ ვიცი, როგორია, მაგრამ კომუნისტური ტიპის სასადილოა .... )



Posted by: 088 19 Mar 2010, 12:31
Bella Moretta9

QUOTE
მაგრამ კომუნისტური ტიპის სასადილოა .... )


რა იგულისხმე?

რაც მოგეწონა კარგია, მაგრამ მთავარი სწავლა როგორია, როგორი მეთოდებია, უცხოურ სასწავლებლებთან თუ აქვთ კავშირი და ა.შ.

QUOTE
(ვისაც დაყავს ჩემს გარშემო ყველამ მიქო).


და რას აქებენ კონკრეტულად?
* * *
QUOTE (088 @ 19 Mar 2010, 12:31 )
Bella Moretta9

QUOTE
მაგრამ კომუნისტური ტიპის სასადილოა .... )


რა იგულისხმე?

რაც მოგეწონა კარგია, მაგრამ მთავარი სწავლა როგორია, როგორი მეთოდებია, უცხოურ სასწავლებლებთან თუ აქვთ კავშირი და ა.შ.

QUOTE
(ვისაც დაყავს ჩემს გარშემო ყველამ მიქო).


და რას აქებენ კონკრეტულად?

ვიყავი ასული და სიმართლე გითხრათ ყველაზე მეტად აუზი მომეწონა და ჩემთან ცოტა ახლოა. ასევე 5 საათამდეა, ტრანსპორტი, კვება, წრეები შედის. 5 საატამდე მხოლოდ მე-6 კლასის ჩათვლით ყოფილა, ასევე 2-ჯერადი კვება პირველ კლასშია და მეორე კლასიდან ერთჯერადია კვება. სწავლა როგორც მივხვდი არსებული მეთოდებით არის და რაიმე განსხვავებული მიდგომა არ აქვთ.

მოკლედ რა გაეროს სკოლა მომეწონა ყველაზე მეტად, მაგრამ და კიდევ ერთხელ მაგრამ მეცოდება ბავშვი ყოველდღე ამხელა გზაზე სატარებლად (ნუცუბიძე-წყნეთი), ბაგებში მაინც რომ იყოს ნამდვილად ჩემი აზრით უკონკურენტოა. ბავშვი ექიმსაც უნდა ვკითხო და არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ.

Posted by: Bella Moretta9 19 Mar 2010, 17:11
088

QUOTE
მაგრამ კომუნისტური ტიპის სასადილოა .... )



რა იგულისხმე?


არ ვიცი კონკრეტულად, რომ შევედი თავი 80-იან წლებში მეგონა, ავეჯი, კედლები .....

QUOTE
(ვისაც დაყავს ჩემს გარშემო ყველამ მიქო).



და რას აქებენ კონკრეტულად?



მასწავლებლები და სწავლების დონე. სწავლების რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არა აქვთ.

QUOTE
ასევე 2-ჯერადი კვება პირველ კლასშია და მეორე კლასიდან ერთჯერადია კვება


ეს არ ვიცოდი sad.gif((( რა, 6 წლის ბავშვს თუ უნდა დღეში ორჯერ კვება, 7 წლის ბავშვმა რა დააშავა? sad.gif

Posted by: 088 19 Mar 2010, 17:31
QUOTE
ეს არ ვიცოდი sad.gif((( რა, 6 წლის ბავშვს თუ უნდა დღეში ორჯერ კვება, 7 წლის ბავშვმა რა დააშავა? sad.gif


ერთხელ არის სრულფასოვანი კვება და მეორე ისე რაო (რა იგულისხმეს არ ვიცი)

Posted by: kato-kato777 21 Mar 2010, 14:53
ძალიან კარგი სკოლაა ბარბარეს ეკლესიასთან, წულაძის ქუჩაზე, შავნაბადას სახელობის საერო გიმნაზია, გაკვეთილების დაწყებამდე იკითხება ლოცვები, ნეტავ, მოგასმენინათ როგორ გალობენ ბავშვები, სწავლა ძალიან მაღალ დონეზეა, პირველი კლასიდან ისწავლება ინგლისური, მეორედან რუსული და მერე მალევე შემოდის გერმანული, სამივე უცხო ენა სავალდებულოა, მუსიკა ნაციონალური ცეკვა , ხატვა, გალობა, ხრიდოლის გაკვეთილები- ეს ხომ შედის სწავლის საფასურში და გარდა ამისა პუნქციონირებს წრეებიც, შარშან 14 აბიტურიენტი ყავდათ და ყველამ ჩააბარა უმაღლესში, აქედან 6-მა 100% დაფინანსება მიიღო, წელსაც დიდაქტიკაში და ოლიმპიადებში სერიოზული წარმატება აქვს სკოლას, სწავლის საფასული 1200 ლარია- წლიური, რატომ ასეთი ცოტა? სკოლის დირექტორი მორჩილია და მას და მის ოჯახს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით, სკოლას ემსახურება ტრანსპორთი, შენობა კეთილმოწყობილია, სექტემბრიდან იხსნება დიდი სპორტული დარბაზი, მოკლედ მე Dალიან მომწონს

Posted by: Enjey 24 Mar 2010, 20:05
kato-kato777
აუფ sad.gif ნეტა ეგ არ წამეკითხა რა. . . .ჩემთან არის ახლოს და. . . . .თან საშინლად ახლოსაა,ბავშვი ბაღშიც მაგაზე შორს დადის. . .

არადა წყნეთი მინდა!
კი ვარიდებ თავს მაგრამ მაინც უნდა მივიდე სანახავად. . .
მაგასაც ვნახავ და ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ smile.gif თორემ სკოლებს რა დალევს.
ჯერ-ჯერობით წყნეთი გადავწყვიტე და დიდ ძებნა-ძიებას აღარ ვაგრძელებ.


Posted by: Maykuna 25 Mar 2010, 10:34
QUOTE
kato-kato777

და
QUOTE
ბარბარეს ეკლესიასთან, წულაძის ქუჩაზე
სად არის? ვერ ვიხსენებ აა ვნახე მეტრო ისანთან ჰო
და ამ ლისის ტბაზე სკოლას საიტი ხომ არ აქვს?

Posted by: 088 26 Mar 2010, 10:33
QUOTE
და ამ ლისის ტბაზე სკოლას საიტი ხომ არ აქვს?


საიტი მეც ვერ ვნახე

Posted by: pantazia-0 26 Mar 2010, 11:00
სკოლაში მთავარია სწავლების ხარისხი და გარემო. მთავარია რა განათლების მიღების საშუალება ექნება თავისი პერსპექტივებით ( მიიღებს თუ არა ეგ უკვე ბავშვზეა დამოკიდებული) და როგორი მეგობრების წრე ეყოლება.

რომელიმე სკოლაში რომ მიხვალთ, დააკვირდით ბავშვების ქცევას, ერთმანეთთან და მასწავლებელთან დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ცოტა მოზრდილებში, თუ გნებავთ პატრ-პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეთ - ბავშვებს კითხეთ რამე, ან თხოვეთ ( პასტის თხოვებიდან დაწყებული, რომელიმე კლასის ჩვენებით ან რამე ზოგადი კითხვებით დამთავრებული), გაკვეთილი რომ დამთავრდება, დააკვირდით, მასწავლებლები როგორები გამოდიან, ან გაკვეთილის დროს ხმაური ისმის თუ არა. უბრალოდ გაესაუბრეთ მოსწავლეებს, საერთოდ როგორ მეტყველებენ, როგორ იქცევიან, უცნობ მშობლებს, ჩვეულებრივ მასწავლებელს, ღია კარის დღეზე ან სასწავლო ნაწილისგან ვერასდროს ვერ გაიგებთ, სკოლაში რა ხდება, არადა ძაააალლიიიაანნნ დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი შვილისთვის გარშემომყოფი ადამიანების ინტელექტსა და კულტურას, როგორც ბავშვების, ისე უფროსების.
სკოლის ოფიციალურ მონაცემები ( ამდენი და ამდენი ათოსანი, მხოლოდ 1-2 ხუთ-ექვსოსანი და ა.შ.) არაფერს არ ნიშნავს, ეცადეთ გაარკვიოთ, სხვადსხვა ოფიციალურ საგნობრივ კონკურსებში რა შედეგები აქვს სკოლას, რა შეჯიბრებებზე ან ოლიმპიადებზე გადიან და როგორი ქულებით.

პირველი-მეორე კლასი უცებ გაირბენს და ეს ყველაფერი ძალიან აქტუალური გახდება. ( პირადი გამოცდილებიდანაც ვამბობ smile.gif )

Posted by: kato-kato777 26 Mar 2010, 21:48

Maykuna
წულაძის 22, ბარბარეს ეკლესიას როგორც კი გაცდები პირველი გაჩერებაა,

Posted by: Maykuna 27 Mar 2010, 23:17
QUOTE
საიტი მეც ვერ ვნახე


და საკონტაკტო არაფერი აქვთ ? ლისის ტბაზე უნდა ავიდეს კაცი დირექტორის სანახავად და რომ არ დაგხვდეს მერე ? ეეე მოკლედ ეს კერძო სკოლები რა

Posted by: Enjey 28 Mar 2010, 09:44
Maykuna
დირექტორის მობილი მაქვს,მოვძებნი და PM-ში მოგწერ. ოღონდ მე არ მომეწონა ლისი.
მაგას წმინდა გიორგიც მირჩევნია და ბაქსვუდიც.

Posted by: 088 29 Mar 2010, 12:38
QUOTE
მაგას წმინდა გიორგიც მირჩევნია და ბაქსვუდიც.


წმინდა გიორგს არაა აქვს რეალური ფასი, ცოტა ძვირია პირველი კლასელი ბავშვისთვის, ბაქსვუდი მართლა კარგია, მაგრამ შორია. მიუხედავად იმისა რომ რაც ვნახე ყველას მირჩევნია, მაინც მეცოდება ბავშვი, ბაგებში მაინც რომ იყოს არც დავფიქრდებოდი. ლისზე არის დანავაროტებული საჯარო სკოლა. რომელსაც აქვს აუზი და რამდენიმე დამატებითი წრე, ტრანსპორტი და კვება. სხვა მხრივ არაფერი განსხვავებული საჯარო სკოლისგან. უბრალოდ ჩემთან არის ახლოს. აი ესაა ყველაზე დიდი პლიუსი, ასევე ძალიან მაგარი აუზი აქვთ და როგორც გავიგე დაწყებითებში პედაგოეგი არიან კარგები (ეს გავიკითხე).

Posted by: mta 29 Mar 2010, 14:05
088
QUOTE
წმინდა გიორგს არაა აქვს რეალური ფასი, ცოტა ძვირია პირველი კლასელი ბავშვისთვის, ბაქსვუდი მართლა კარგია, მაგრამ შორია.

მომსახურების ჩამონათვალოდან გამომდინარე იაფია.

Posted by: 088 29 Mar 2010, 15:43
დღეს ველაპარაკე პედიატრს წყნეთზე და არანაირი პრობლემა არააო. ბაქსვუდზე კიდევ მითხრეს პედაგოგები იცვლებიან ხშირად, ანაზღაურება აქვთ დაბალიო და გარბიან და ხშირად იცვლებიანო. არ ვიცი რამდენად მართალია ეს ინფორმაცია. თუმცა საპირისპიროც მომისმენია (საპირისპირო მოვისმინე ბაქსვუდის ადმინისტრაციის თანამშრომლისგან, ანუ დაინტერსებული მხარისგან).

წნევის ცვალებადობაზე უკვე გავიგე რომ პრობლემა არაა, ეხლა მაინტერესებს ვთქვათ ნუცუბიძიდან წყნეთამდე რა დრო დასჭირდება ტრანსპორტს. ალბათ 1 საათი?

Posted by: sava062 29 Mar 2010, 15:58
088

რომელ პლატოზე ცხოვრობთ?

რაც შეეხება მასწავლებლებს - იმის გამო, რომ სკოლა, როგორც ბიზნესი, საკმაოდ სპეციფიურია და დიდი დრო ჭირდება იმისათვის, რომ ფინანსურად მომგებიანი იყოს, ამიტომ ბუნებრივია პერიოდულობით ფინანსური პრობლემები თავს იჩენს ხოლმე - ყველაზე მძიმე წელი ამ მხრივ იყო შარშანდელი, ომის და ფინანსური კრიზისის ფონზე, მშობლებსაც პრობლემები შეექმნათ გადახდებში, რამაც გამოიწვია მასწავლებლების ხელფასების დაგვიანება, რამოდენიმეთვიანიც კი... ანაზღაურება არაა დაბალი, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საშუალოზა მაღალიც კია... ზემოაღნიშნულმა დავალიანებამ რათქმაუნდა გამოიწვია მასწავლებლების უკმაყოფილება და მიგრაცია - ვინც გაგებით მოეკიდა ამ პრობლემებს დარჩა სკოლაში, ვინც ვერა და წავიდა... ამ ეტაპზე ფინანსური პრობლემები აღარაა...

მეორე მიზეზი მასწავლებლების ცვლის (და ვფქირობ ეს ნორმალური და ბუნებრივი პროცესია - მასწავლებლების 100% არ უნდა იცვლებოდეს, მაგრამ 20-25%-ის ცვლილება ყოველწლიურად ნორმალურია) არის ის, რომ სკოლა ბუნებრივია ეძებს უკეტეს და უკეთეს მასწავლებლებს... ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სკოლა აცხადებს ვაკანსიებს ყველა საგნის მასწავლებლებზე, იმისათვის რომ ა) ძველები არ მოდუნდნენ და მუდამ იმუშაონ საკუთარ თავზე და ბ) მჯობნის მჯობნი არ დაილევა...




Posted by: 088 29 Mar 2010, 16:11
sava062

მე-2 პლატოზე ვართ. რაც შეეხება მასწავლებლების ცვლას ანუ ასწორი ინფორმაცია მქონია.
QUOTE
და ვფქირობ ეს ნორმალური და ბუნებრივი პროცესია - მასწავლებლების 100% არ უნდა იცვლებოდეს
ხშირად სკოლაში კონკრეტული პედაგოგის გამოც კი მიყავთ ბავშვი (უფრო დაწყებითებზე მაქვს საუბარი) და ის პედგოგი რომ შემდგომში გამოიცვალოს არ მგონია კარგი იყოს. ერთია რასაც ვაღიარებ ზოგადად თქვენი სკოლის მეთოდები (ყოვეშემთხვევაში რაც ამიხსენით) ჩემთვის ყველაზე მისაღებია, თუმცა მაინტერსებს დაწყებითებში თუ იცვლებიან იცვლებიან ხშირად და რამდენწლიანი პრაქტიკა აქვთ დაწყებითის პედაგოგებს? ან იქნებ PM მომწეროთ და კონკრეტული გვარი მირჩიოთ ვისთან ჯობია ბავშვის მოყვანა. ასევე მგზავრობის დროსაც თუ მეტყვით ძალიან დამავალებთ.

Posted by: sava062 29 Mar 2010, 16:39
088

ზემოთ რაც დავწერე დაწყებითებს ყველაზე ნაკლებად ეხებათ. ჩვენთან ვინც მუშაობენ დაწყებითები, მხოლოდ ჩვენს სკოლაში მუშაობის 6-7 წლის გამოცდილება აქვთ. ბუნებრივია, როდესაც პარალელურები გვემატება, ახლებსაც ვიმატებთ, შარშან მაგალითად წმინდა გიორგიდან 2 მასწავლებელი გადმოვიყვანეთ.

ცვილებებეზე როდესაცაა საუბარი ხდება ხოლმე გაუთვალისწინებელი რაღაცეებიც - გათხოვება, დაორსულება და ა.შ. რასაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ და არავინ მოიტყუოს, რომ სტაბილური კონტიგენტი ყავთ მასწავლებლების...

რაც შეეხება მასწავლებლის რჩევას, ეხლა 4 წლიან ციკლს ამთავრებს ერთი ძალიან კარგი მასწავლებელი, რომლის სახელსაც არ ვიტყვი აქ smile.gif და ამიტომ გითხარით, რომ გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ იმისათვის, რომ ამ ჯგუფში მოხვდეს (სადაც იქნებიან ასევე მოსამზადებლიდან გადმოსული ბავშვები). მეორე პარალელისათვის ახლის აყვანას ვაპირებთ და ჯერ არ ვიცი ინ იქნება.

ტრანსპორტირებას დაახლოებით 45-50 წუთი ჭირდება

Posted by: 088 29 Mar 2010, 16:43
sava062

მადლობა. რაც შეეხება ექიმის კონსულტაცია, მე ვესაუბრე ტატიშვილის პედიატრს, რომელიც არის საკმაოდ კომპეტენტური და არ მგონია ცდებოდეს. ეს ინფორმაცია სხვებსაც გამოადგებათ.
QUOTE
ეხლა 4 წლიან ციკლს ამთავრებს ერთი ძალიან კარგი მასწავლებელი, რომლის სახელსაც არ ვიტყვი აქ smile.gif
ეს პირადში მომწერე თუ არ შეწუხდები.
QUOTE
ტრანსპორტირებას დაახლოებით 45-50 წუთი ჭირდება


სახლიდან სკოლამდე ხო? ეს რომ არა ამდენს არც ვიფიქრებდი. დაღლილები არ ამოდიან ბავშვები? როდესაც ბავშვებს ამოიყვანს ტრანსპორტი, გაკვეთილები რამდენ ხანში ეწყებათ? ცოტას მაინც ისვენებენ ნამგზავრები?

QUOTE
მეორე პარალელისათვის ახლის აყვანას ვაპირებთ და ჯერ არ ვიცი ინ იქნება.


უკვე კი უნდა იცოდეთ და მასწავლებელს ისე მიიღებთ რომ არ გეცოდინებათ ვინ იქნება?

Posted by: sava062 29 Mar 2010, 18:42
088
QUOTE
სახლიდან სკოლამდე ხო?


სახლიდან სკოლამდე. ეხლა პლატოებს ერტი მიკროავტობუსი ემსახურება და ბევრი სიარული უწევს და ამიტომ უნდა მაგდენი. სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უკვე 2 მიკროავტობუსი იქნება და დროც 10-15 წუთით შემცირდება.

QUOTE
დაღლილები არ ამოდიან ბავშვები? როდესაც ბავშვებს ამოიყვანს ტრანსპორტი, გაკვეთილები რამდენ ხანში ეწყებათ? ცოტას მაინც ისვენებენ ნამგზავრები?


სულაც არ არიან დაღლილები. ჩვენ მოსამზადებელიც გვაქვს, 5 და 4 წლის ბავშვებიც დადიან და არ ეტყობათ, რომ გზა ღლიდეს. სწავლა ამოსვლიდან 15 წუთში ეწყებათ.

QUOTE
უკვე კი უნდა იცოდეთ და მასწავლებელს ისე მიიღებთ რომ არ გეცოდინებათ ვინ იქნება?


უკვე ვიცით, მაგრამ ეხლა სხვაგანაა და ჯერ ვერ ვამბობთ, სასწავლო წლის დასრულებას ველოდებით. გვყავს სხვა კანდიდატურებიც.


QUOTE
რაც შეეხება ექიმის კონსულტაცია


რაო პედიატრმა?

Posted by: 088 29 Mar 2010, 21:21
sava062
პედიტრმა არანაირი პრობლემა არააო,ჰაერი პირიქით უკეთესიაო.თუმცა ალბათ განსხვავებული მოსაზრების ექიმებიც გამოჩნდებიან.მომავალი წლიდან ყველა ვარიანტში დაუმატებთ მეორე ავტობუსს?

Posted by: sava062 29 Mar 2010, 21:38
088

ისეთი პირი უჩანს რომ კი. ეხლანდელიც ძალიან გადატვირთულია და 1-2 ბავშვიც რომ დაემატოს ნუცუბიძეებიდან - დავუმატებთ

Posted by: 088 30 Mar 2010, 10:19
sava062

მოკლედ თქვენი სკოლა მომწონს, მაგრამ ვთქვათ კრიზის განმეორდა (იმედია არ განმეორდება) რა გარანტიაა რომ მასწავლებები ისევ არ გაგექცევიან, ან კრიზი რომ უარყოფითად არ იმოქმედებს ბავშვის კვებაზე, ან სწავლაზე. ასევე მაინტერსებს თორმეტივე კლასისთვის იგივე პირობებია? ანუ სწავლის საათები, კვება, ტრანსპორტირება, წრეები და ა.შ?

Posted by: sava062 30 Mar 2010, 12:32
088

დიახ, თორმეტივე კლასისათვის მსგავსი პირობებია.

რაც შეეხება კრიზისს - კიდევ ერთხელ გავიმეორებს რომ სკოლს სპეციფიური ბიზნესია და დრო ჭირდება, რომ ფინანსურ მდგრადობას მიაღწიოს. შარშან, როდესაც კრიზისი მოხდა, მაშინ 135 მოსწავლე გვყავდა, ეხლა უკვე 200 გვყავს და ყოველ წლიურად გვემატება მათი რაოდენობა, რაც გამორიცხავს კრიზისის შესაძლებლობას.

Posted by: 088 30 Mar 2010, 18:14
sava062

იმედია კრიზისი აღარ შეგეხებათ და ყველაფერი კარგად იქნება და მეც მალე ჩამოვყალიბდები wink.gif

Posted by: Taro 30 Mar 2010, 19:00
sava062

დიდი ბოდიში ამერიკული აკადემიიდან ხართ?

Posted by: sava062 30 Mar 2010, 19:01
Taro

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ - არა smile.gif

Posted by: Taro 30 Mar 2010, 19:08
sava062

აბა?

Posted by: sava062 30 Mar 2010, 19:14
Taro

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი

Posted by: Taro 30 Mar 2010, 19:14
088
QUOTE
წნევის ცვალებადობაზე უკვე გავიგე რომ პრობლემა არაა, ეხლა მაინტერესებს ვთქვათ ნუცუბიძიდან წყნეთამდე რა დრო დასჭირდება ტრანსპორტს. ალბათ 1 საათი?

რავიცი ძმაო სკოლის მარშუტკა მაკითხავს 10 წუთში სკოლაში ვარ ხოლმე... ვერიდან ჭავჭავაძემდე
QUOTE
ხშირად სკოლაში კონკრეტული პედაგოგის გამოც კი მიყავთ ბავშვი (უფრო დაწყებითებზე მაქვს საუბარი) და ის პედგოგი რომ შემდგომში გამოიცვალოს არ მგონია კარგი იყოს

საშინელებაა სულ ერთი მასწავლებელი რო გასწავლის, დამიჯერე smile.gif

ბავშვის შეჩვევა ხდება

Posted by: Taro 30 Mar 2010, 20:09
ჩასწორებული

---------------------

Posted by: Ctrl 31 Mar 2010, 15:08
დიღმსი მასივში რომ არის სკოლა "რიტორი" თუ გაგიგიაქთ ვინემეს რამე და როგორია

Posted by: guruliqali 31 Mar 2010, 15:34
კერძო სკოლების თემა ვნახე და ეგრევე "შემოვქანდი", მე დამყავს ბავშვი კერძო სკოლაში (მე-10 კლასშია) და ვფიქრობ, გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება გადაწყვეტილების მიღებაში ან მე დამეხმარებით რჩევებით, მოკლედ:
ჩემს შვილს ტექნიკური საგნების მიმართ ჰქონდა მიდრეკილება და დაწყებითი სკოლის მერე, რომელიც ჩვეულებრივ სკოლაში გავიარეთ, მათემატიკურ სკოლაში გადავიყვანე, "ბალავარი" პავლოვზე, მაშინ სხვა დირექტორი ჰყავდათ და საავტორო პროგრამა ჰქონდა, ორი წელი არაუშავდა, მერე დირექტორი გადავიდა და პირველად ვნახე, როგორ შეიძლება სისტემა იყოს ერთ ადამიანზე დამოკიდებული - ყველაფერი და განსაკუთრებით სწავლის პროცესი საშინლად შეიცვალა უარესობისკენ. ნუ, 40 ბავშვი კლასში, ბიჭების ვერდამორჩილება და ბიჭის მშობლების მორიგეობა გაკვეთილებზე და მსგავსი მარაზმი...
დავიწყე კერძო მათემატიკური პროფილის სკოლების ძებნა და სოლოლაკში მივაგენი ერთ-ერთს, 1200 ლარი ღირდა, ჩემთვის პრიორიტეტი იყო არა რემონტი (ნუ, ტუალეტი და სხვა ჰიგიენური პირობები რასაკვირველია უნდა ყოფილიყო სათანადო დონეზე), არამედ ის დეტალები და ატრიბუტები, რაც სწავლების ხარისხზე მიანიშნებდნენ, ანუ - როგორი ბიბლიოთეკა ჰქონდა სკოლას, რამდენი კომპიუტერი, ვინ ყავდათ პედაგოგებად, რა სახელმძრვანელოებით ისწავლებოდა და ა. შ. ყველაფრის შესახებ დამაიმედეს (სიტყვიერად, თორემ ბიბლიოთეკა რომ არ იყო და ერთი პენტიუმ-3 ჰქონდათ, მეც ვხედავდი), ერთი კვირის მერე გამოვიყვანე ბავშვი, ზედმეტად შინაურული გარემო იყო - სახლივით, რაღაც გაუგებარი სისტემა, ქართულის მასწავლებელი ისეთი რბილი ლ-ებით ლაპარაკობდა, რომ მივხვდი, არ ღირდა ექსპერიმენტის კეთება და გადავიყვანე სხვა საავტორო მათემატიკურ სკოლაში.
სკოლაში 1500 დოლარია გადასახადი, ჰიგიენური პირობები - საშუალო, დარბაზი არ არის, კვება - არ არის, გათბობა - ისე რა, სახელმძღვანელოები - არაფერი განსაკუთრებული, პედაგოგები ხშირად იცვლება და ვერ გავიგე საერთოდ ვინ არიან, ერთი პედაგოგი ჩემი ძველი მასწავლებელია და თუ იმის დონით ვიმსჯელებ, უკანმოუხედავად უნდა გავრბოდე უკვე.
პრობლემების შესახებ ვესაუბრე დირექტორს, მშობელთა კრებებზეც საკმაოდ მწვავედ ვაყენებ საკითხს და სხვა მშობლებიც იზიარებენ ჩემს აზრს, განათლების სამინისტროშის ერთ-ერთ წარმომადგენელთანაც მქონდა საუბარი პრობლემების შესახებ. შედეგი - საგანი, რომლის შესახებაც პრობლემას ვაფიქსირებ, სასწრაფო წესით რჩება პედაგოგის გარეშე, მოყავთ ახალი და ექსპერიმენტი და შედეგების ანალიზი თავიდან იწყება. შეიძინეს 3 ახალი კომპიუტერი, მოკლედ, ცდილობენ, მაგრამ ამასობაში დრო გადის და ჩვენ მალე აბიტურიენტობის პერიოდი გვიახლოვდება, მცალია ეხლა მე ამ ექსპერიმენტებისთვის?
მოკლედ, რა მინდა ამით ვთქვა, თუ თქვენთვის პრიორიტეტია პირობები, გარემო და ასე შემდეგ (რაც უდავოდ მნიშვნელოვანია, ოღონდ დაბალ კლასებში, როცა ბავშვი თვითონ ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ნაწლავის ჩხირი არ აიკიდოს სკოლაში), მაშინ რასაკვირველია ღირს კერძო სკოლაზე გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მაღალ კლასებში ის ვინც ფიქრობს, რომ კერძო სკოლაში ტარებით ნაწილობრივ მაინც შეამცირებს ხარჯებს ჩასაბარებლად მომზადებაზე, ძალიან შეცდება. მე ვერ ვნახე ასეთი სკოლა, ბევრი ვეძებე, ბევრ სკოლაში ვესაუბრე დირექტორებს, ვათვალიერე და ძალიან ცუდი სტატისტიკა მაქვს ამის შესახებ.
ჩვენ 2 წელი დაგვრჩა სკოლაში, ეს კი 3000 დოლარია, იქნებ ჯობია, ეს ფული გარანტირებულ ცოდნაში ჩავდო (კერძოდ მომზადებას ვგულისხმობ) და ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში გადავიდეთ? მირჩიეთ მაღალკლასელების მშობლებმა, გმადლობთ

Posted by: keen 31 Mar 2010, 15:52
guruliqali
ეს ორი წელია ტარდება სასწავლო ოლიმპიადები ყველა საგანში და რომ გადავხედე შედეგებს, გავოცდი. ტექნიკურ საგნებში ხომ კომაროვი, ვეკუა და ქუთაისის N41(რაზმაძის) სკოლებთან შანსი არ აქვთ დანარჩენ სკოლებს, სხვა საგნებშიც კი მაგ. ინგლისურში, მთლად სახარბიელო შედეგები ვერ ვიხილე spy.gif

აი ფაქტიც: http://naec.ge/more.php?id=347&rig_no=106&lang=geo

Posted by: guruliqali 31 Mar 2010, 17:13
keen
მართალი ხართ, ოლიმპიადების მერე მეორე წელია ლამის საპროტესტო აქციას ვმართავ დირექტორის კაბინეტთან ამ ტექსტით: "კარგი, ვთქვათ ჩემი შვილის ცოდნა არ არის იმ დონის, რომ გაიმარჯვოს ოლიმპიადაზე, რატომ არ უნდა ჰყავდეს მათემატიკურ სკოლას არცერთი გამარჯვებული ოლიმპიადის არც ერთ ტურში-მეთქი". პასუხი არ გაინტერესებთ? - ბავშვების მიღებისას კერძო სკოლაში არ ტარდება ტესტირება და შერჩევა არ ხდება, ამიტომ კონტიგენტიდან გამომდინარე ამ შედეგებს არც ელოდებიან და გპირდებიან, რომ მომავალში აიწევს დონე, შეღავათია თქვენთვის?
მოკლედ, ძვირფასო კერძო სკოლების მშობლებო, თუ ჩვენ არ ამოვიღეთ ხმა და არ მოვითხოვეთ სწორედ ცოდნაზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, არავინ ამაზე არ იზრუნებს. განათლების სამინისტრო მპასუხობს, რომ ეს კერძო დაწესებულებაა და ვერ ჩაერევა, არანაირად არ მესმის ეს ყველაფერი.
თუ საკითხს იურიდიულად მივუდგებით და მოვთხოვთ შესაბამისი პუნქტების კონტრაქტში ჩადებას, გიპასუხებთ, რომ კონტრაქტი სკოლასა და მშობელს შორის არსებობს , რომელშიც გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად გაუგებარი სისტემაა აღწერილი, ფასიც არ არის ნაჩვენები და რაღაც მსგავსი შეგნებულად "გაპარული" ლაფსუსებია, გასაგებია რატომაც (ვთქვათ, ჩემსავით, ხელს არ მოაწერ ამ კონტრაქტს, მაგრამ ეს ხომ არ არის გამოსავალი)...
სკოლის შერჩევისას უნდა მოვითხოვოთ სწორედ ცოდნაზე ორიენტირებული სისტემის პარამეტრები და მოვითხოვოთ მათი დაცვა.
რაც შეეხება აუზს, ცეკვის და სხვა კლასგარეშე წრეებს და ასე შემდეგ, ეს რასაკვირველია, ძალიან კარგია და მისასალმებელი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სწავლების ხარისხი მაღალია და ბავშვებს ამზადებენ კონკურენტულ გარემოში შედეგების მისაღწევად, მეთანხმებით?

Posted by: keen 31 Mar 2010, 19:38
QUOTE
მართალი ხართ, ოლიმპიადების მერე მეორე წელია ლამის საპროტესტო აქციას ვმართავ დირექტორის კაბინეტთან ამ ტექსტით: "კარგი, ვთქვათ ჩემი შვილის ცოდნა არ არის იმ დონის, რომ გაიმარჯვოს ოლიმპიადაზე, რატომ არ უნდა ჰყავდეს მათემატიკურ სკოლას არცერთი გამარჯვებული ოლიმპიადის არც ერთ ტურში-მეთქი".

სხვა სკოლაში, მაგ. რომელიმე მათემატიკური პროფილის, გადაყვანას რატომ არ ცდილობ? შეიძლება რთულია, მაგრამ არა- შეუძლებელი... თან თუ ტექნიკური საგნების მიმართ აქვს მიდრეკილება smile.gif მაინცდამაინც ფასიანი უნდა იყოს?

Posted by: guruliqali 1 Apr 2010, 09:09
keen
იცი რა, მაღალ კლასში ბიჭისთვის ცოტა რთულია სკოლის გამოცვლა, ფასიანზე არჩევანი იმიტომ გავაკეთე თავის დროზე, რომ კლასში ცოტანი იყვნან (10-13 ბავშვი), რაც იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ყოველდღიური გამოკითხვით თავისთავად რეჟიმში ჩაჯდებოდა, სიცელქის გამოც არ ჩაიშლებოდა გაკვეთილები და ა. შ. ამას მართლა აქვს თავისი პლიუსები, მაგრამ როცა გადასახადის ადექვატური ხარისხის განათლებას ვერ იღებ, ბუნებრივია, პროტესტის გრძნობა გიჩნდება და მარტო ის, რომ გაკვეთილები არ ცდება და 11 საათის მერე ბირჟაზე არ დგას მე-10-11-12 კლასელი, საკმარისი არ არის.
ეხლა რომ დავფიქრდები, კიდევ ახალი სკოლა, ახალი უბანი, ამათი (ბიჭების) "თავის დამკვიდრების" გადატანა... მერე, გაამართლებს თუ არა, ეს კერძო სკოლაც ისე ალალბედზე კი არ ამირჩევია, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა მირჩია, მაქედან მომზადებული ბავშვები მოდიანო და რა გამოვიდა, ალბათ რაღაც კერძო მოსაზრება ალაპარაკებდა, სამწუხაროდ ყველაფერს ეს განსაზღვრავს საქართველოში.

Posted by: Dara 1 Apr 2010, 11:23
guruliqali მე ვსწავლობდი ვეკუას სკოლაში და კლასში სულ 15 ბავშვი ვიყავით. მე ვფიქრობ ეს ნამდვილად საუკეთესო სკოლაა თბილისში, მითუმეტეს თუ მათემატიკის გაძლიერებული სწავლა გინდათ.

რაც შეეხება ჩემს ბავშვს, ბევრი ვიფიქრე და ავარჩიე სკოლა ქორალი, დიღომში. ამ დღეებში შევიტან საბუთებს. როცა ვიყავი, მომეწონა ტერიტორია, კლასები, პირობები.
თუ რამე ცუდი ან კარგი იცით ამ სკოლაზე, ეგებ მითხრათ smile.gif)

Posted by: guruliqali 1 Apr 2010, 12:42
Dara
ხომ ვერ მეტყვით, როდის სწავლობდით? იმიტომ რომ ვეკუას სკოლის ყოფილ დირექტორს აქვს გახსნილი კერძო საავტორო მათემატიკური სკოლა, გურამ დევდარიანს და მაინტერესებს, იმ პერიოდში ხომ არ სწავლობდით და რა შეგიძლიათ მითხრათ მასზე?

Posted by: Dara 1 Apr 2010, 12:46
დევდარიანი რომ იყო დირექტორი, მე ზუსტად მაშინ ვსწავლობდი ვეკუაში. დევდარიანი - ძალიან სერიოზული დირექტორია ნამდვილად. მაგრამ საავტორო სკოლაზე ცოტა რამ ვიცი, კარგია? სად მდებარეობს? როგორი პირობებია?

Posted by: guruliqali 1 Apr 2010, 13:04
Dara
მეც ზუსტად მაგ სკოლაზე ვლაპარაკობდი და ბატონი გურამის დამსახურების და კარგი სახელის გამო მივიყვანე მეც მაგ სკოლაში ბავშვი. დირექტორზე ვერაფერს ვიტყვი, მართლა სერიოზული დირექტორია, კარგი სპეციალისტი და ადამიანი, მაგრამ მენეჯმენტს აქვს ბევრი ხარვეზები, კონკრეტულად შეგიძლიათ ჩემს წინა პოსტებში წაიკითხოთ რა ხარვეზებია. სკოლა მდებარეობს ტელევიზიასთან, ადგილი კარგია, დანარჩენი უკვე გითხარით.

Posted by: Dara 1 Apr 2010, 13:13
ააა, ანუ მაგ სკოლაზე წერდით? მივხდი ეხლა.
თუმცა ვფიქრობ მინუსები ყველა სკოლას აქვს, ასე რომ უნდა შევეგუოთ ან/ და ვებრძოლოთ smile.gif

Posted by: guruliqali 1 Apr 2010, 17:09
ვებრძოლოთ, გეთანხმებით, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ყველგან ბრძოლა გვიწევს ხარისხთან დაკავშირებით - სკოლაში, მაღაზიაში, კაფეში, ტრანსპორტში, თეატრში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე...
კიდევ ერთი საკითხი, კერძო სკოლები სამგზავრო ბარათებს ბავშვებს არ ურიგებენ, ალბათ იგულისხმება, რომ ის, ვინც 1500 დოლარს იხდის სწავლაში, მგზავრობის ფულზე არ დაწვრილმანდება (თუმცა მთელი წლის მასშტაბით წვრილმანი თანხა სულაც არაა), გავარკვიე, რომ მერია უნდა გასცემდეს ამ ბარათებს კერძო სკოლის მოსწავლეებზე (მაშინ, როცა ჩვეულებრივი საჯარო სკოლებისთვის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია ეს საკითხი), სკოლაში მეუბნებიან, რომ თვითონ მშობლებმა გაარკვიეთ მერიაშიო, იქაც ვიბრძოლოთ? კი არ ვიაზვობ, უბრალოდ, ინფორმაცია მინდა მივცე სხვებს იმ საკითხებში, რის შესახებაც მეც არ მაწყენდა ცოდნა თავის დროზე.
მოკლედ, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ კერძო სკოლაში მიიყვანოთ ბავშვი, გირჩევთ ეს საკითხები წინასწარ გაარკვიოთ, რაში დარწმუნებაც წინასწარ შეიძლება, ნახეთ თქვენი თვალით, მოითხოვეთ სტატისტიკა რაც დათვლადია იმ საკითხებში, დარწმუნდით, გამართული კონტრაქტი მოითხოვეთ და წარმატებებს გისურვებთ...

Posted by: Dara 1 Apr 2010, 17:48
guruliqali მგზავრობის ბარათი ალბათ დიდ კლასებშია? იმიტომ რომ ქორალში ტრანსპორტირება შედის, ყოველ შემთხვევაში დაბალ კლასებში.

Posted by: guruliqali 1 Apr 2010, 19:12
Dara
სკოლაში ტრანსპორტირება ერთია, მაგრამ ვთქვათ ბავშვი სხვაგან მიდის, ან მასწავლებელთან ან სპორტზე, ან სადმე (მაღალკლასელს ვგულისხმობ), რატომ უნდა გადაიხადოს სრული საფასური, როდესაც მგზავრობის ბარათი (პლასტიკური ბარათებია) ყველა მოსწავლეს დაურიგდა და ავტობუსით მგზავრობა უფასო აქვთ, მარტო სკოლაში ხომ არ დადის? გირჩევთ გაარკვიოთ ინფორმაცია ამის შესახებ სკოლაში. არ ვიცი, რომელ კლასშია თქვენი შვილი, მაგრამ დაგჭირდებათ ბარათი და რატომ არ უნდა ჰქონდეს, ის ხომ მოსწავლეა.

Posted by: Enjey 1 Apr 2010, 21:23
ვეკუაშიც მეც ვსწავლობდი დიდი ხნის წინ,დევდარიანის დირექტორობის დროს. მართალია დირექტორი შეიცვალა,მაგრამ მაშინდელი მასწავლებლები თავდაყირა რომ დაკიდო მაინც იგივეები დარჩებიან,ასე რომ-გირჩევდი ნამდვილად. ოღონდ ალბათ ჯობია ეცადო ძველ მასწავლებლებთან მოხვდეს,ახლებიც ბევრი ეყოლებათ უკვე. ჩემი შვილი რომ იყოს მაგ ასაკის სხვა სკოლაზე არც ვიფიქრებდი. ჩემმა დამ ჰუმანიტარული განხრით დაამთავრა ეგ სკოლა,მე და ძმამ მათემატიკა-ფიზიკა და არცერთ საგანში არ მოვმზადებულვართ (კიდევ კარგი ქიმია არცერთს არ გვინდოდა smile.gif

.Dara
ქორალში ყველაფერი მომეწონა,ფასიც,პირობებიც,ეკო გაკვეთილებიც
მაგრამ შუა გაკვეთილებზე უცერემონიოდ შემიყვანეს და ტრანსპორტის ამბებს არკვევდნენ მასწავლებლებთან.
და თვითონ გაკვეთილზეც რაღაც არეულ-დარეულობასავით იყო. რაღაც ახალჩამოყალიბებულ-ჩამოსაყალიბებელის შთაბეჭდილება დამიტოვა.
და ტრანსპორტის საკითხი ნაღდად დასალაგებელი აქვთ,თუ ახლოს არ ცხოვრობ-ჯობია გაარკვიო გზაში რამდენი დრო დაგჭირდება.
ისნისკენ მომავალი მიკროავტობუსი თითქმის მთელ ქალაქს ურტყავდა წრეს და ორთაჭალამდე 1 საათი მოუნდა მოსვლას,თან ზოგი ბავშვი ფეხზე იდგა.

Posted by: keen 2 Apr 2010, 22:19
კერძო სკოლებიდან, ოლიმპიადის მე-3 ტურში გასულთა შორის, ყველაზე ხშირად დემირელის სახ. კოლეჯი მხვდებოდა...
თუ აქცენტი ტექნიკურ საგნებზე გაქვთ გაკეთებული, ისევ ოლიმპიადის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კომაროვსა და ვეკუას ალტერნატივა არ აქვთ(ჩემდა გასაოცრად) smile.gif

Posted by: agnes 3 Apr 2010, 12:35
QUOTE
ოლიმპიადის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კომაროვსა და ვეკუას ალტერნატივა არ აქვთ(ჩემდა გასაოცრად) 


ეს ნამდვილად კარგი მეთოდია დასკვნის გამოსატანად

Posted by: Dara 3 Apr 2010, 14:38
ვეკუა ნამდვილად ყველაზე კარგი სკოლაა, მაგრამ თუ არ ვცდები მე–7 კლასიდან იწყება, მე კი ბავშვი ეხლა შემყავს სკოლაში.

Enjey ბოლოს რომელ სკოლაში გადაწყვიტეთ ბავშვის შეყვანა?
მე დიღომში ვცხოვრობ და ოფისიც დიდ დიღომში მაქვს, ასე რომ ქორალი მაწყობს, არა მგონია დიდი ხანი დასჭირდეს გზაში. ისანში რომ ვყოფილიყავი, იქ არ მივიყვანდი ბავშვს.
guruliqali მადლობთ, ამას გავარკვევ, თუმცა ჯერ ერთი სამი–ოთხი წელი არამგონია სადმე მარტო იაროს – ეხლა არის 5 წლის smile.gif)

Posted by: Enjey 3 Apr 2010, 15:45
Dara
წყნეთში ვაპირებ, ბაქსვუდში.

Posted by: Enjey 6 Apr 2010, 18:23
ერთი 5 წელი ხომ არ დაგვეცადა და მერე საჯაროში მივიყვანდით ბარემ?
რაღაც ეს პირველკლასელების კომპიუტერები მომეწონა. gigi.gif

Posted by: sava062 7 Apr 2010, 00:33
Enjey

biggrin.gif

მე მგონი კერძოებსაც მიცემენ, სახელმძღვანელოებს აძლევდნენ და....

Posted by: 088 7 Apr 2010, 11:31
Enjey

QUOTE
ერთი 5 წელი ხომ არ დაგვეცადა და მერე საჯაროში მივიყვანდით ბარემ? რაღაც ეს პირველკლასელების კომპიუტერები მომეწონა. gigi.gif


კარგი აზრია biggrin.gif

სერიოზული კონკურენციაა. კერძოებმა უკეთესები უყიდონ სხვა რა გზაა biggrin.gif

Posted by: Maykuna 7 Apr 2010, 12:20
თუ იცით სკოლები რომლებიც მოშორებულია ქალაქს თუ აქვთ ინტერნეტ საიტი სადაც შეიძლება მშობელმა ნახოს თავისი შვილის შედეგები ან სხვა ინფორმაცია დროის ეკონომია და კომფორტი მე მგონი ამ სკოლების ინტერესებში უნდა იყოს

Posted by: sava062 7 Apr 2010, 13:49
Maykuna
QUOTE
თუ იცით სკოლები რომლებიც მოშორებულია ქალაქს თუ აქვთ ინტერნეტ საიტი სადაც შეიძლება მშობელმა ნახოს თავისი შვილის შედეგები ან სხვა ინფორმაცია



ბაქსვუდის სკოლას აქვს ონლაინ დღიური და მშობელს შეუძლია ყოველდღიურად ამოწმოს შვილის პროგრესი

Posted by: Enjey 7 Apr 2010, 20:46
sava062
ჩვენ ვერ მოგვისწრებენ, წელს მარტო საპილოტოა მგონი ზოგ სკოლებში.
ფსიქოლოგი ხომ გყავთ? შეიძლება წინასწარ ამოვიყვანო ბავშვი და სკოლისთვის მზადყოფნა შეგვიმოწმოს, რომ
თუ რამე პრობლემაა დროზე მივხედოთ?
ცოდნას არ ვგულისხმობ, ურთიერთობა და ა.შ. ამბები
რამე ტესტები ექნებათ ალბათ.
თორემ ამას ბაღი დაყავს თავის ჭკუაზე და მერე ერთბაშად არ გაუჭირდეს ცვლილება.
ცელქი კი არაა, უბრალოდ რა ვიცი...უჯერებენ ხათრით ალბათ smile.gif

Posted by: da_ra 7 Apr 2010, 22:18
keen
QUOTE
კერძო სკოლებიდან, ოლიმპიადის მე-3 ტურში გასულთა შორის, ყველაზე ხშირად დემირელის სახ. კოლეჯი მხვდებოდა... თუ აქცენტი ტექნიკურ საგნებზე გაქვთ გაკეთებული, ისევ ოლიმპიადის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კომაროვსა და ვეკუას ალტერნატივა არ აქვთ(ჩემდა გასაოცრად)

და რატომ გიკვირთ რომ ეს სკოლები ლიდერობენ? ამ სკოლებში , ასევე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლასა და დემირელის კოლეჯში ბავშვების ოლიმპიადებისთვის მომზადებას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან. ნიჭიერი ბავშვებიც პროცენტულად ამ სკოლებში მეტია და არცერთი მათგანი უმაღლესი სასწავლებლის კარებს მიღმა არ რჩება. გასათვალისწინებელია ისიც. რომ ამ ბავშვების უმრავლესობას კერძო რეპეტიტორთან მომზადება არ ჭირდება.

Posted by: malxaza 7 Apr 2010, 22:23
www.bes.ge

ბრიტანულ ქართული დაწყებითი სკოლა, ნახეთ მე ძალიან მომწონს

Posted by: keen 7 Apr 2010, 22:32
da_ra
QUOTE
და რატომ გიკვირთ რომ ეს სკოლები ლიდერობენ? ამ სკოლებში , ასევე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლასა და დემირელის კოლეჯში ბავშვების ოლიმპიადებისთვის მომზადებას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან. ნიჭიერი ბავშვებიც პროცენტულად ამ სკოლებში მეტია და არცერთი მათგანი უმაღლესი სასწავლებლის კარებს მიღმა არ რჩება. გასათვალისწინებელია ისიც. რომ ამ ბავშვების უმრავლესობას კერძო რეპეტიტორთან მომზადება არ ჭირდება.   შეატყ

ამ სკოლებში რომ რაოდენობრივადაც მეტი მოსწავლეა და პროცენტულადაც მეტი ნიჭიერი ბავშვია, მაგას ვაანალიზებ... უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ სხვა სკოლებიც გაუწევდნენ კონკურენციას. smile.gif ამდენი კერძო სკოლაა სოლიდური გადასახადებით...

Posted by: Enjey 8 Apr 2010, 21:14
ბრიტანული რაც მომწონა 3200 გირვანქა გირდა...მაღალ კლასებში უფრო მეტი.
ეს სხვა არის მგონი...

Posted by: mrirakli 10 Apr 2010, 11:27
მე ვსწავლობ ქორალში, მე-11 კლასში. ტრანსპორტი ემსახურება ყველას პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით და ტრანპორტში ფეხზე არავინ დგას. რაც მთავარია სწავლა ძალიან მომწონს.
* * *
ტრანსპორტი ემსახურება საბავშვო ბაღსაც

Posted by: sava062 20 Apr 2010, 15:24
პარასკევს, 23 აპრილს, 12:00 - ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი გიწვევთ ღია კარის დღეზე.

შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებს და განკუთვნილია ყველა იმ მშობლისათვის, რომელიც სკოლამდელი თუ სკოლის ასაკის ბავშვისათვის არჩევს სკოლას.

შეხვედრა საინტერესო იქნება საბავშვო ბაღის წარმომადგენლების, ე.წ. საგანმანათლებლო აგენტი... ორგანიზაციებისა და განათლების სფეროში მომუშავე სხვა დაწესებულებებისათვის.

ღია კარის დღეზე მონაწილეები გაეცნობიან ბაქსვუდის სკოლის სპეციფიკასა და განსაკუთრებულობას, მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას სკოლის აკადემიური და არააკადემიური პროგრამების შესახებ, დაათვალიერებენ სკოლის ტერიტორიასა და სასწავლო პროცესს.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი განათლების სფეროში მომუშავე აგენტ ორგანიზაციებსა და საბავშო ბაღების წარმომადგენლებს სთავაზობს ექსკლუზიურ თანამშრომლობას, რომლის პირობების პრეზენტაციაც მოხდება შეხვედრის დროს.

დასწრება ყველა დაინტერესებული პირისათვის თავისუფალია.

Posted by: SRGT 22 Apr 2010, 16:08
კიკეთის სკოლაზე რა იცით?ახალი გახსნილია და საიტის მიხედვით კარგი სკოლა ჩანს?ბრიტანული დაწყებითი სკოლაც კარგი ჩანს ,მაგრამ რა ღირს სწავლა საინტერესოა?

Posted by: Enjey 23 Apr 2010, 20:47
აბა ვინ იყო დღეს წყნეთში ღია კარის დღეზე?

Posted by: ketato617 30 Apr 2010, 14:46
ერთი შეკითხვა მაქვს და არ წაშალოთ რა?

მაინტერესებს, კერძო სკოლებში მოსწავლის ბარათები თუ დარგიდა, რომლითაც ბავშვები უფასოდ მგზავრობენ

* * *
გუშინ ჩემს მეზობელს აჯარიმებდნენ ავტობუსში, რომელიც არის მე-10 კლასელი. სწავლობს კერძო სკოლაში და ბარათები არ დაურიგებიათ. სანამ წიგნები არ ამოულაგა ჩანთიდან არ დაუჯერეს. კინაღამ პატრულს გამოუძახეს.... ბოლოს ისიც მიაძახეს კერძო სკოლაში თუ სწავლობ ავტობუსში რაღა გინდაო........სულ გათავხედდა ეს ხალხი.


Posted by: Taro 30 Apr 2010, 22:19
ketato617

ბარათი არ მოუციათ მარა თავისუფლად დავდივარ

Enjey

ბავშვი უნდა ატარო წყნეთში? არ დაიღლება გზაში?

Posted by: Enjey 30 Apr 2010, 23:18
Taro
არა მგონია, მარტო ხომ არ იქნება. გზაში გაერთობა ბავშვებთან.
სახალისო იქნება იმაზე მეტად ვიდრე მე რომ ვატარო ტრანსპორტით და მაგაზე 2-ჯერ ახლოს.
თან მითუმეტეს დაქირავებულ ძიძას. . .ან ტაქსისტს მოუწევს ტარება.

Posted by: tako44 30 Apr 2010, 23:26
ketato617
არ მიუციათ ნამდვილად, რამდენიმე კერძო სკოლა ვიცი, რომ ნამდვილად არ აუღაით ბავშვებს ეგ ბარათები

Posted by: Taro 30 Apr 2010, 23:55
Enjey

45 წუთი ცოდო არაა?

Posted by: Enjey 1 May 2010, 09:30
Taro

45 წუთი თუ ეყო კიდევ კარგია.
სხვა კერძო სკოლებისგან განხვავდება.
უმეტესობა კარგი საჯარო სკოლის შთბეჭდილებას ტოვებს.
ნუ ბრიტანულს იგივე ფასი რომ ქონდეს-დავფიქრდებოდი.
ისე შენ რა იცი საიდან უნდა იაროს?
* * *
ამ თემასთან რა შუაშია და თაან არც მევასება ესეტი რაღაცეები.
მაგრამ....
ვინმეს შეუძლია ამის ახსნა რა ხდება?
100% დამემთხვა, თუმცა ჯერ 5-6-ჯერ ვცადე....

http://www.ugbereg.ru/magic.html
ნუ,ვიზუალიზაციის და ა.შ. ზოგადად კი მჯერა მაგრამ ასეთი ეფექტი?
მაინც რაღაც ტექნიკური მგონია
პ.ს. ბოლოს ტექსტი რომაა იმ პონში არ დამიპოსტია,მართლა მაინტერესებს
რისიც ნაგღად არ მჯერა და ვერ ვიტან ეგაა ზუსტად.
თუ უკვე მაგისიც უნდა დავიჯერო? baby.gif
* * *
ფუ,ბანდძობაა
რეფრეშდება
დაიკიდეთ!

Posted by: bochita 5 May 2010, 00:50
მარტო დროის ფაქტორიც ხომ არაა, წყნეთში ყოველდღე ასვლა ჩამოსვლა წნევის ცვალებადობას არ გამოიწვევს ?

Posted by: Ctrl 5 May 2010, 13:07
http://igs.ge/geo/news.php

ამ სკოლაზე გსმენიათ რამე?

Posted by: Enjey 5 May 2010, 14:10
bochita
ჯანმრთელი ბავშვისთვის არაა პრობლემა წნევის ცვალებადობა.
Ctrl
ეს მემგონი ბრიტანული სკოლის (გაგარინზე) დაწყებითია, ცალკე შენობაში არიან.ზუსტად არ ვიცი ოღონდ-შეიძლება ეგ სხვა არის.
და ღირს 3200 გირვანქა. ამიტომ სანახავად აღარ მივედი. ძალიან კარგია თუ საზღვარგარეთ გაგრძელებას აპირებთ სწავლის გაგრძელებას.და დირექტორშაც მომეწონა, სერიოზული ქალი ჩანს.
თუმცა ბაქვუდიდანაც უპრობლემოდ შეიძლება. და ფასითაც გაცილებით ნაკლებია.

Posted by: Ctrl 5 May 2010, 15:06
Enjey
6000 ლარიო დავრეკე vis.gif პირობები და პროგრამა კარგი აქვთ მარა ვერ გავწვდები sad.gif + ტრასნპორტი არ ემსახურება და ეგეც პრობლემაა ჩემთვის

Posted by: Enjey 5 May 2010, 22:46
Ctrl
ეგაა ზუსტად, მეც არანაირად არ მაწყობდა ტრანსპოტრის გამო, ნუ ფასი თავისთავად.
ბრიტანულობის მომენტი ბაქსვუდსაც აქვს. არ გიფიქრია?
მე ვერ ვნახე უკეთესი ვარიანტი,თუნდაც უფრო ძვირიანებში.

Posted by: Ctrl 5 May 2010, 23:44
Enjey
ეგ წყნეთის გამო მჭედავს. ეს ვერ იტანს მგზავრობას და სუ გულისრევაში უნდა იყოს. სანამ დიღმიდან იქ გავა კი უნდა ნახევარს საათზე მეტი .

Posted by: Enjey 6 May 2010, 09:18
Ctrl
ჰო,ეგ საშინელებააა...გამოცდილი მაქვს ბავშვობაში...
მაშინ ქორალი გენახა? დიღომი 7, 12 კილომეტრზეა მგონი.
წყნეთს სანამ ვნახავდი ეგ მომეწონა ყველაზე მეტად.

Posted by: OHO 6 May 2010, 10:40
http://gdss.wordpress.com/ ტელევიზიასთან ხილიანის #1-ში ... ტელ: 33-52-68.

1-დან 12 კლასის ჩათვლით, კლასში მაქსიმუმ 10 ბავშვია და წესრიგია ... ფასიც 800$ დან 1500$ ამდეა კლასს გააჩნია ... რავიცი დარეკეთ და ნახეთ ნორმალური სკოლა და არც ფასია სასწაულად დიდი სხვებთან შედარებით!

Posted by: Ctrl 6 May 2010, 13:04
Enjey
ქორალი? არც გამიგია, აქ რიტორი არის ერთი და აქებენ. თან 1200 ლარი გამოდის დააახლოებით ფასი.
მაგას საიტი არ აქვს?

Posted by: mrirakli 6 May 2010, 21:44
ქორალზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სკოლის საიტზე : www.skolaqorali.ge

Posted by: Ctrl 7 May 2010, 11:55
mrirakli
Enjey
დღეს დილით ვიყავი. ძალიან მომეწონა. ვფიქრობ მაგ სკოლაზე.

Enjey
ვინმე თუ იცი ვინდ მანდ სწავლობს? ანუ ესე მე რაც ვნახე ძალიან კარგად ჩანს, და ხახლი თუ არის კმაყოფილი

Posted by: pantazia-0 7 May 2010, 13:56
ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, გაითვალისწინებთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა smile.gif

აუცილებლად მოთხოვეთ სკოლას სხვადასხვა საგნობრივ კონკურსებში მონაწილეობის შედეგები, რა მიღწევები აქვთ, ქულები, პროცენტულად რამდენი ბავშვია გამარჯვებულ/ფინალში გასული.

სკოლაში დაწერილი ნიშნები ბევრს არ ნიშნავს, ღია კარის დღეზე და სასწავლო ნაწილისგან რეალურ სურათს ვერ გაიგებთ. სკოლა აქტიურად უნდა მონაწილეობდეს სხვადასხვა კონკურსებსა და შეჯიბრებებში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, 3-4 წლის მერე, როცა ეს საკითხი აქტუალური გახდება და აღმოჩნდება, რომ რეალურად სწავლების დონე არც ისე მაღალია, ბავშვი ძალიან ცოდოა სხვა სკოლაში გადასაყვანად, გაუჭირდება მეგობრების მიტოვება და ახალ კლასთან შეგუება.

Posted by: Ctrl 7 May 2010, 14:05
pantazia-0
მე მომწონს ეგ რჩევა

სადღაც ხო არსებობს ასეთი საიტი სადაც იდება კონკურსების შედეგბი

Posted by: ძუნა 8 May 2010, 11:21
QUOTE (Ctrl @ 7 May 2010, 11:55 )
mrirakli
Enjey
დღეს დილით ვიყავი. ძალიან მომეწონა. ვფიქრობ მაგ სკოლაზე.

Enjey
ვინმე თუ იცი ვინდ მანდ სწავლობს? ანუ ესე მე რაც ვნახე ძალიან კარგად ჩანს, და ხახლი თუ არის კმაყოფილი

გამაჯობათ.
ჩემი დისშვილები სწავლობენ ქორალში და ძალიან კმაყოფილები ვართ. თან ტრანსპორტიც ემსახურება და მოსახერხებელია...

Posted by: keen 8 May 2010, 12:25
QUOTE
სადღაც ხო არსებობს ასეთი საიტი სადაც იდება კონკურსების შედეგბი


2010 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო შედეგები - http://naec.ge/more.php?id=368&rig_no=100&lang=geo

მანდვეა ყველა ტურის და წინა წლების შედეგები - http://naec.ge/news.php?t=news.php&f=15&su=newsgeo&lang=geo

ნუ სხვა კონკურსებიც არსებობს და ალბათ, იქნება სადმე შედეგები smile.gif


Posted by: GiGlema 8 May 2010, 12:53
Ctrl
საერთო საიტი არა.

არის შეჯიბრებები რომლების შედეგებიც იდება mziuri.ge -ზე.

QUOTE
2010 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო შედეგები

naec.ge ზე.

და ადრე komaroveli.ge ზე იდებოდა.

ანუ ვინც მართავს ის დებს თავის საიტზე.

ცალკე რაიმე საიტი მაგისთვის არ არსებობს smile.gif

Posted by: Ctrl 10 May 2010, 13:25
ძუნა
უფრო დაწვრილებიტ შეგიძლიათ მითხრათ? რამხელები არიან? სწავლის დონე კარგი აქვთ ანუ? მე ვაპირებ შეყვანას

Posted by: Enjey 11 May 2010, 10:49
ოლიმპიადების შედეგების მიხედვით არჩევა ნამდვილად არ მაწყობს დაწყებითებისთვის.
თან მე ვეკუაში ვსწავლობდი და ეგ სკოლა სულ I ადგილზე იყო ხოლმე,არამარტო მათემატიკა-ფიზიკაში.
მაგრამ მანდ სხვა მომენტია- საკმაოდ სერიოზული კონკურსი ტარდებოდა მიღებაზე, 1 ადგილზე 7 კაცი იყო ჩემს დროს.
ასე რომ "ნარჩევი" ბავშვები იყვნენ, თან სულ ხვადასხვა სკოლებიდან.
აი რომ აგიზრდება 6-7-8 კლასისკენ-მერე უკვე ვიფიქრებ მაგ პარამეტრით არჩევაზე და გადავიყვან თუ საჭიროდ ჩავთვლი.
არა მგონია კომუნიკაბელური ბავშვისთვის პრობლემა იყოს 5-6 კლასში სკოლის შეცვლა. 10-12 მართლა არ ღირს,მითუმეტეს ბიჭისთვის

Posted by: Ctrl 11 May 2010, 11:04
Enjey
არცეგარი პრობლემა ბავშვს გააჩნია, მე მეთეში შევიცვალე სკოლა და ისე მიხაროდა ახალი გარემო რო რავიცი..

ისე მაგ ოლიმპიადებს თუ შევხედავთ ზოგი ისეთი უცნაური სკოლის ბავშვია გასული რო იქ ხოარ შევიყვან. ანუ კერძო სკოლები ნაკლებადაა პრინციპში სუ ვეკუა და კომორვი ჩანს smile.gif ნუ მე ტექნიკურები მადარდებს და მაგიტო ვამბობ.

მოკლეთ მე ჯერჯერობით ისევ ქორალზე ვარ გაჩერებული და ერთი მშობელი ვერ ვნახე ბავშVი რო დაყავდეს გავგიჟდი
თქვენ რატომ დაიწუნეთ თუ საიდუმლო არ არის? ნუ ბაქსვუდი კი ჯობია სიტყვაზე მარა რამე ხომ არ იყო ისეთი რაც მე გამომრჩა?

Posted by: Enjey 11 May 2010, 12:46
Ctrl
არ დამიწუნია, უბრალოდ ბაქსვუდი ვამჯობინე.

ისე არ მომეწონა ტრანსპორტის მარშრუტი,მაგას სექტემბრიდან შეცვლიან მაინც.
და კიდევ ის რომ დაწყებულ გაკვეთილებზე შემიყვანეს მასწავლებლებისთვის რაღაცეების საკითხად,
მე კი პატივი მცეს,მაგრამ რაღაც ნაგლად შეაწყვეტინეს გაკვეთილები და არ მესიამოვნა.

QUOTE
ერთი მშობელი ვერ ვნახე ბავშVი რო დაყავდეს


ნუ კიდევ ეს მომეტიცაა,მაგრამ მე არ მიძებნია,უბრალოდ ნაცნობებში არავინაა.
ღია კარის დღე არ ექნებათ?

Posted by: Ctrl 11 May 2010, 12:59
Enjey
კი ექნებათ ალბათ რავიცი გავიგებ. მე მარშრუტი არ მადარდებს ეს ბოლო ბავშვი იქნება მაინც, დიღომში ვართ და, ყველა ვარიანტში მაწყობს.

გაკვეთილებზე არ შევსულვარ...

Posted by: matechala 13 May 2010, 18:57
ლისზე მწიგნობართუხუცესზე რას იტყვით? ყველა აქებს

Posted by: Enjey 13 May 2010, 19:35
matechala
კარგი საჯარო სკოლაა, მე არ მომეწონა, თან მაგ ფასში.
აი აუზი მართლა კარგია-მაგრამ მაგის მიხედვით სკოლას ვერ ავარჩევ.

Posted by: matechala 13 May 2010, 20:59
Enjey

QUOTE
მე არ მომეწონა, თან მაგ ფასში.


კონკრეტულად რა არ მოგეწონა?

Posted by: Enjey 14 May 2010, 20:34
დირექტორი - ზედმეტად არეკლამებდა და ისეთი ტიპი იყო რაა...სხვებზე ცუდს რომ იძახიან მძაბავს საერთოდ.

ცეკვა - დარბაზი მშვენიერი იყო და დამკვრელევბიც ჰყავდა, მაგრამ III კლასის ბოლოა და არცერთი ბავშვი არ ცეკვავდა კარგად. 15-მდე იყვნენ.
მესმის რომ ყველა მოცეკვავე არაა,მაგრამ ნუთუ ერთი არ იყო ცოტა ნიჭიერი, მე თვითონ დავდიოდი ცეკვაზე და ...2-3 თვე მოძრაობები რომ აზეპირებინო ეგ ეფექტი იყო.

კლასები - პატარა კლასებია,სადაც შევიხედეთ, თითქოს სივრცის ნაკლებობაა.

სისტემა - არავითარი სისტემა არაა, არის საჯარო სკოლა, ცოტა ბავშვებით, მეტი მოთხოვნით.
განსხვავებულია - რომ ამეცადინებენ დამატებით ნიჭიერ ბავშვებს ოლიმპიადისთვის.
კვებაზე დიდად პრეტენზიული არ ვარ,მაგრამ ბაქსვუდი მაგითაც ჯობია

აუზი - მეწონა ძალიან,მაგრამ არ მომეწონა რომ ეგრევე იქ შეგვიყვანა და მთელი ლაპარაკიც იქ შედგა, მერე ცეკვის დარბაზი და დანარჩენი უკვე შემორბენით.
ანუ აშკარად რეკლამა იყო რა. . . .სასადილო საერთოდაც არ უჩვენებია და მეც არ მოვიკითხე, უკვე მიხვდი რომ არ მომწონდა.

ფასი -ბაქსვუდზე არანაკლებია,მეტი თუ არა.
გზა - დანგრეულია,მაგრამ ეგეც არაა პრობლემა,შეკეთდება ალბათ მალე.
და კიდევ. . .რომ შევდივარ რაღაც გარემოს ვუყურებ და..არ ვიცი რა არის, აურა თუ რა.
ბავშვებიდან რაც მოდის. ბაქსვუდში მომეწონა, დემირელში -არა, მწიგნობართუხუცესში - ნეიტრალურად, ქორალში - დადებითისკენ.

Posted by: matechala 17 May 2010, 11:15
Enjey

შეიძლება კარგი საჯარო სკოლაა, მაგრამ ჩემს ირგვლივ ბევრს დაჰყავს მანდ ბავშვები და ჯერჯერობით უკმაყოფილო არავინაა, პირიქით ყველა კმაყოფილია. დირექტორთან რა შეხება აქვს ბავშვს. სწავლა კარგიაო და მეტი სკოლას რა მოვთხოვოთ?

Posted by: rozoma 17 May 2010, 23:12
http://www.gimnazia.shavnabada.ge/index.php?option=com_content&view=frontpage&Itemid=1

Posted by: fermina 18 May 2010, 10:57
ჰო მაგ ლისის სკოლაში ჩემ ახლობელს დაჰყავდა ბავშვი. პირველი კლასიდან შეიყვანეს და ორი წელი სულ მესმოდა, რომ უკმაყოფილოები იყვნენ, რაღაცნაირი (არ მინდა ვიხმარო სიტყვა "გოიმი" ) მასწავლებელი ყავდა ამ ბავშვს და საერთოდ არ ასწავლიდა არაფერს. ბავშვია ნორმალური, გონიერი, სასუალოსტატისტიკური. დაწყებითებში ყველგან ასე თუ ისე ასწავლიან და ეს წუწუნი ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენებოდა, მაგრამ მალე საოცარი რამ მოხდა - ეს დამრიგებელი, ახალგაზრდა გოგო მთელი კლასის რამდენიმე თვის გადასახადით, + ერთი მშობლის ვალით დატყდა biggrin.gif . ნუ მესმის ეს ინდივიდუალური შემთხვევაა, და ამის გამო სკოლას სახელი არ უნდა გაუტყდეს, მითუმეტეს, რომ დირექციამ მშობლებს ეს თანხა რა თქმა უნდა აღარ მოთხოვა და გადახდილად ჩაუთვალა, მაგრამ მაინც უცნაურია, ანუ - როგორც იმ ჩემმა ახლობელმა თქვა, დირექციაში მითხრეს, რატომ ანდობდი ამ ქალს ფულსო და ამან უპასუხა, შვილს ვანდობდი და ფულს როგორ არაო smile.gif. ესეც მოუწესრიგებელი ჰქონდათ, გადასახადი ბანკში კი არ შეჰქონდათ, ბავშვებს ატანდნენ მშობლები ან თვიტონ მიქონდატ და ეს ბავშვი მასწავლებელს აძლევდა თურმე და... ან რა თანხა მოაგროვა ისეთი, სამსახურის დაკარგვად რომ უღირდა, არ ვიცი.

Posted by: 088 19 May 2010, 18:05
fermina

გოიმები ყველგა არიან. თუმცა სიმართლე გითხრათ ბევრისგან კარგი გავიგე, კი ბევრად არ განსხვავდებაო, მაგრამ სწავლა კარგიაო

Posted by: Anata 21 May 2010, 15:35
fermina
biggrin.gif
მაგ სკოლაში დამყავს ჩემი შვილი და ძალიან კმაყოფილი ვარ. სხვათაშორის ფულს ბანკში ვრიცხავ, ოფისიდან გაუსვლელად, სკოლის ანგარიშზე, არანაირი პრობლემა არაა ნამდვილად.
* * *
matechala

QUOTE
შეიძლება კარგი საჯარო სკოლაა, მაგრამ ჩემს ირგვლივ ბევრს დაჰყავს მანდ ბავშვები და ჯერჯერობით უკმაყოფილო არავინაა, პირიქით ყველა კმაყოფილია. დირექტორთან რა შეხება აქვს ბავშვს. სწავლა კარგიაო და მეტი სკოლას რა მოვთხოვოთ?

გეთანხმები, წელს ჩემი გოგონა პირველ კლასს ამთავრებს და კლასში არცერთი მშობელი არაა უკმაყოფილო
უფრო მეტის თქმაც შემიძლია - რასაც გვპირდებოდნენ, ყველაფერი შეასრულეს, არაფერში არ დავრჩით მოტყუებულები, როგორც ხშირად ხდება ხოლმე რეკლამის პონტში...
Enjey

QUOTE
მაგრამ III კლასის ბოლოა და არცერთი ბავშვი არ ცეკვავდა კარგად. 15-მდე იყვნენ.

არ ვიცი მესამეკლასელები როგორ ცეკვავენ, მე მხოლოდ ჩემი შვილის კლასის ცეკვა მაქვს ნანახი და აი მართლა რასაც ჰქვია გამოვშტერდი!!! საახალწლოდ ჰქონდათ კონცერტი და ისეთი აღფრთოვანებული დავრჩი, რომ მეტი არც კი შეიძლება! ისე, მეც დავდიოდი ქართულ ცეკვაზე 7 წელი და ანსამბლშიც მიცეკვია..
QUOTE
კლასები - პატარა კლასებია,სადაც შევიხედეთ, თითქოს სივრცის ნაკლებობაა.

უზარმაზარი კლასები ნამდვილად არაა, მაგრამ არც პატარას ვიტყოდი
თუმცა, ერთი-ორი კლასი მქონდა ნანახი და ნამდვილად პატარა მომეჩვენა, ანე ყველა კლასი ერთნაირი არაა. მეორე კლასიდან, მაგალითად, კლასი იყოფა ორ ჯგუფად ინგლისურზე, მათემათიკაზე და რუსულზე, შეიძლება განახევრებულ კლასზეა გათვლილი პატარა ოთახები, ვერ გეტყვი
QUOTE
სისტემა - არავითარი სისტემა არაა, არის საჯარო სკოლა, ცოტა ბავშვებით, მეტი მოთხოვნით.

სისტემაში რას გულისხმობ?
რასაც ძალიან ვაფასებ, ძალიან ორგანიზებულები არიან
QUOTE
კვებაზე

კვებითაც კმაყოფილი ვართ, თუმცა მომავალი წლიდან კიდევ სიახლე ექნებათ - მენიუს თვითონ ბავშვი აირჩევს, რასაც მოინდემებს იმას აიღებს.

Posted by: fermina 24 May 2010, 11:50
QUOTE (Anata @ 21 May 2010, 15:35 )
fermina
biggrin.gif
მაგ სკოლაში დამყავს ჩემი შვილი და ძალიან კმაყოფილი ვარ. სხვათაშორის ფულს ბანკში ვრიცხავ, ოფისიდან გაუსვლელად, სკოლის ანგარიშზე, არანაირი პრობლემა არაა ნამდვილად.
* * *
matechala

QUOTE
შეიძლება კარგი საჯარო სკოლაა, მაგრამ ჩემს ირგვლივ ბევრს დაჰყავს მანდ ბავშვები და ჯერჯერობით უკმაყოფილო არავინაა, პირიქით ყველა კმაყოფილია. დირექტორთან რა შეხება აქვს ბავშვს. სწავლა კარგიაო და მეტი სკოლას რა მოვთხოვოთ?

გეთანხმები, წელს ჩემი გოგონა პირველ კლასს ამთავრებს და კლასში არცერთი მშობელი არაა უკმაყოფილო
უფრო მეტის თქმაც შემიძლია - რასაც გვპირდებოდნენ, ყველაფერი შეასრულეს, არაფერში არ დავრჩით მოტყუებულები, როგორც ხშირად ხდება ხოლმე რეკლამის პონტში...
Enjey

QUOTE
მაგრამ III კლასის ბოლოა და არცერთი ბავშვი არ ცეკვავდა კარგად. 15-მდე იყვნენ.

არ ვიცი მესამეკლასელები როგორ ცეკვავენ, მე მხოლოდ ჩემი შვილის კლასის ცეკვა მაქვს ნანახი და აი მართლა რასაც ჰქვია გამოვშტერდი!!! საახალწლოდ ჰქონდათ კონცერტი და ისეთი აღფრთოვანებული დავრჩი, რომ მეტი არც კი შეიძლება! ისე, მეც დავდიოდი ქართულ ცეკვაზე 7 წელი და ანსამბლშიც მიცეკვია..
QUOTE
კლასები - პატარა კლასებია,სადაც შევიხედეთ, თითქოს სივრცის ნაკლებობაა.

უზარმაზარი კლასები ნამდვილად არაა, მაგრამ არც პატარას ვიტყოდი
თუმცა, ერთი-ორი კლასი მქონდა ნანახი და ნამდვილად პატარა მომეჩვენა, ანე ყველა კლასი ერთნაირი არაა. მეორე კლასიდან, მაგალითად, კლასი იყოფა ორ ჯგუფად ინგლისურზე, მათემათიკაზე და რუსულზე, შეიძლება განახევრებულ კლასზეა გათვლილი პატარა ოთახები, ვერ გეტყვი
QUOTE
სისტემა - არავითარი სისტემა არაა, არის საჯარო სკოლა, ცოტა ბავშვებით, მეტი მოთხოვნით.

სისტემაში რას გულისხმობ?
რასაც ძალიან ვაფასებ, ძალიან ორგანიზებულები არიან
QUOTE
კვებაზე

კვებითაც კმაყოფილი ვართ, თუმცა მომავალი წლიდან კიდევ სიახლე ექნებათ - მენიუს თვითონ ბავშვი აირჩევს, რასაც მოინდემებს იმას აიღებს.

ანუ რისი თქმა გინდა, რომ რაც დავწერე, ტყუილია?

როგორც თავად აღნიშნე, პირველ კლასს ამთავრებს წელს შენი შვილი, ეგ ამბავი კი 2 წლის წინ მოხდა და რა გასაკვირია, რომ ისწავლეს იმ ამბის მერე ჭკუა. ნამდვილად ან თვითონ მიჰქონდა მშობელს თანხა, თუ არადა ბავშვს გაატანა რამდენჯერმე, ბავშვმა მასწავლებელს მისცა, მერე დედამისი ურეკავდა და ეკითხებოდა ეგრევე, ხომ მოგცა ბავშვმა ფულიო და კი, როგორ არა, უკვე შევიტანე ბუღალტერიაშიო თუ სადღაც. და აღმოჩნდა, რომ არსადაც არ შეჰქონდა და რამდენიმე თვე მოახერხა და სანამ უკვე მშობლებს შეახსენა დირექციამ, თანხა გაქვთ გადასახდელიო, ესეც გაუჩინარდა ფულიანად smile.gif

ისიც დავწერე მანდვე, რომ ეს ერთი ცუდი ფაქტი იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი სკოლაა-თქო, უბრალოდ მასწავლებელმა, რომელსაც საკუთარ შვილს ანდობ ფაქტიურად, ამდენი ვერ უნდა გაბედოს.

Posted by: mrirakli 8 Jun 2010, 21:38
სკოლა ქორალის ვებ გვერდი: www.skolaqorali.ge

Posted by: iototi 11 Jun 2010, 15:13
ხალხო ფისოს სკოლაზე რას იტყვით? ავლაბარში? მანდ ვაპირებ და იქნებ მირჩიოთ რამე. ვფიქრობ ბაქსვუდზეც

Posted by: SOPHA 11 Jun 2010, 15:14
ძალიან კარგი სკოლაა ისნის მეტროსთა, ოღოდ რუსულია smile.gif

Posted by: iototi 12 Jun 2010, 12:57
არა ჩემთვის ავლაბარიც შორია ისანი ხო საერთოდ. უბრალოდ თუ ფისოს სკოლა მართლაც ისეთი კარგია როგორც აქებენ გაიჭირვებდა კაცი

Posted by: Konstantine 12 Jun 2010, 13:18
ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლაზე რას იტყვით? ვერაზეა მგონი... ახლობელმა მირჩია და რაიმე ინფო გააქვთ?

Posted by: iototi 12 Jun 2010, 13:34
ვერაზეა კი, კერძო სახლშია, ბევრი აქებს, ტუმცა ბევრი ამბობს რომ ფასის შესაბამისი არ არის. ტერიტორია არ აქვს და მოედანი პადვალში აქვსო და ა.შ. sad.gif

Posted by: Konstantine 12 Jun 2010, 14:41
ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ კროტებზე დაყავთო ბავშვებიო ჩოგბურთზე.. აი მოედნის არაფერი ვიცი smile.gif კვება როგორი აქვთ ნეტა? ან სწავლის დონე როგორია?

Posted by: iototi 12 Jun 2010, 14:51
სცავლის დონე კარგიაო. სტადიონი კი არა მაგიდის ჩოგბურთი აქვტ პადვალშიო ბოდიში, კორტებზე და ბასეინზე დაყავთ თუ გინდაო. მაგრა კიდევ ვიძახი მაგ ფასად სხვაგან მირჩევნია მე პირადად, მომავალ წელს მიწევს მიყვანა და არ განვიხილავ მაგ სკოლას ალტერნატივად მიუხედავდ იმისა რომ სახლთან ახლოსაა sad.gif

Posted by: Enjey 15 Jun 2010, 20:19
iototi
ფისოს სკოლაში რომ აპირებ იციან იქით? smile.gif 3 წელი დაკავებულია სულ, რომ დაიაბდება მაშინვე უნდა ჩაწერო ალბათ?
მე რაც შთაბეჭდილება დამრჩა ბევრს თხეოვენ და ავალებენ.არ მაწყობს ეგეთი სისტემა,ტრანსპორტი და კვება არაა.
ფილიპე გოგიჩაიშვილი რაც ვნახე მგონი ყველაზე უარესი იყო.რაღაც სულ ლანძღვა გამომდის,მაგრამ რეკლამას რომ უშვებენ ცოტა მსგავსი რამე
მაინც ხო უნდა დაგახვედრო. კვირაში ერთხელაა ცურვა და ჩოგბურთი.მოედანი ცოტა მოზრდილი უფანჯრებო ოთახია და
საერთოდ ეგ შენობა აშკარად სახლია, საუნით და პატარა აუზით smile.gif

Posted by: iototi 15 Jun 2010, 21:59
არა გოგიჩაიშვილზე მეც მაგ აზრის ვარ, ფისოსთან კი ჩაწერილი მყავს კი მომავალი წლისტვის. ჩემი ბიჭია და თუ დატვირთავენ არაა პრობლემა რა ვუყო. ეგ ცუდია კვება და ტრანსპორტი რომ არაა, მაგიტომ ვფიქრობ ალტერნატივაზეც, ბაქსვუდში ვფიქრობ ალტერნატივად. ვნახოთ იმ კვირაში იქაც ავალ და გადავწყვიტავ საბოლოოდ.

Posted by: mes-expert 16 Jun 2010, 21:18
ბოლო 5 წელია განათლების სისტემასთან მაქვს უშუალო შეხება და ჩემი აზრით და გამოცდილებით მაინც საჯარო სკოლაში მიყვანა ჯობია. ჯერ ჯერობით არის დარჩენილი კარგი საჯარო სკოლები მაგ. #52 პავლოვზე (ბალავარი), 77 ავლაბარში (კობახიძე)

Posted by: Enjey 16 Jun 2010, 22:24
iototi
მე ბაქსვუდი გადავწყვიტე. ვითომ ძვირია,მაგრამ ყველაფერს რომ გაითვალისწინებ-მაინც იგივე გამოდის. დღის განმავლობაში ვერავისთან დავტოვებ თან.
ჩემიც ბიჭია და უფრო მაგის გამო არ მინდა მეცადინეობის გამო დრო აღარ დარჩეს არაფრისთვის, წრეებზეც ვერ ვასწრებთ სიარულსო მშობლებმა. მე დავდიოდი
ვეკუაში და ეგ სიტუაცია კარგად ვიცი, ამ ასაკისთვის ზედმეტად მიმაჩნია.
ისე მიგეყვანა ბარემ წელს? 5 წლიდან ხო იღებენ უკვე

Posted by: SRGT 17 Jun 2010, 15:28
1 ექსპერიმენტალური თუ იცით როგორია?საირმეზე რომ არის...

Posted by: fermina 23 Jun 2010, 16:01
QUOTE (SRGT @ 17 Jun 2010, 15:28 )
1 ექსპერიმენტალური თუ იცით როგორია?საირმეზე რომ არის...

დაწყებითები ძალიან კარგია, მითუმეტეს კარგი პედაგოგი თუ შეგხვდათ, და მაღალი კლასები არც ისე კარგი, მე ბავშვის გადაყვანას ვაპირებ სხვაგან, მე-7 კლასში გადადის. არაფერს აღარ აკეთებენ. თვით ძლევამოსილი ნორაც ვერ იმორჩილებს ბავშვებს (ვისაც ეგ სკოლა გაქვთ დამთავრებული მიხვდებით რას ვგულისხმობ) smile.gif
* * *
QUOTE (iototi @ 15 Jun 2010, 21:59 )
არა გოგიჩაიშვილზე მეც მაგ აზრის ვარ, ფისოსთან კი ჩაწერილი მყავს კი მომავალი წლისტვის. ჩემი ბიჭია და თუ დატვირთავენ არაა პრობლემა რა ვუყო. ეგ ცუდია კვება და ტრანსპორტი რომ არაა, მაგიტომ ვფიქრობ ალტერნატივაზეც, ბაქსვუდში ვფიქრობ ალტერნატივად. ვნახოთ იმ კვირაში იქაც ავალ და გადავწყვიტავ საბოლოოდ.

ფისოს სკოლა მე მგონი სწავლის მხრივ ყველა კერძო სკოლას სჯობს, თუმცა ჩემთვის ნაკლი ის არის, რომ გერმანულს "აწვებიან" და ახლა ვეღარ გადავიყვან ბავშვს, თავიდან ვინც შეიყვანა კიდევ ჰო. და მგონი იაპონურსაც ასწავლიან მხოლოდ იმიტომ, რომ იაპონელებმა დააფინანსენს და მოითხოვეს სესაბამისად, არადა ტყუილად ბავშვის დროისა და რესურსების ფლანგვა მგონია. ბაქსვუდი თითქოს ურიგო არ არის, მაგრამ ყოველდღე წყნეთში სიარულიც მაფიქრებს.

Posted by: mta 23 Jun 2010, 18:10
წმ. გიორგის სკოლა უმჯობეს არს up.gif

Posted by: fermina 23 Jun 2010, 18:21
ახალი სკოლა გაიხსნა, ლოგოსი, გია მურღულიამ გახსნა, მხოლოდ მე–10 კლასიდან არის მიღება. ურიგო არ ჩანს და რა ვიცი...

Posted by: matechala 24 Jun 2010, 11:06
ლისზე მწიგნობართუხუცესში შევიყვანე და რაც ვნახე და მოვისმენე კარგი სკოლა ჩანს.

Posted by: revolutie 25 Jun 2010, 15:59
sava062
QUOTE
ჩვენი პატრნიორია ბაქსვუდის სკოლა

ვფიქრობ თქვენს სკოლაში ბავშვის შემოყვანას, მაინტერსებს ბაქსვუდტან რა კავშირები გაქვტ, ტუ გყავტ ინგლუსურენოვანი მასწავლებლები ?
ეს სკოლა ინტერნაციონალურია, თუ ქართულად მიდის სწავლება?

მაინტერსებს თბილისში ინგლისურენოვანი სკოლების კოორდინატები თუ ვინმე გარკვეული ხართ. უცხოელი ბავშვები სად სწავლობენ?


Posted by: sava062 25 Jun 2010, 16:19
revolutie

ბაქსვუდთან პირდაპირი კავშირი გვაქვს, ისინი სკოლის მართვაში არიან. სწავლების ენა ქართულია, თუმცა ზედა კლასებში ბილინგუალურია ზოგიერთი საგანი. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლე ქართულ ატესტატთან ერთად ბრიტანულ ექვივალენტს იღებს.

ინგლისელი მასწავლებლები გარკვეული პერიოდულობით ჩამოდიან და კლასებშიც შედიან და მასწავლებლებსაც ამზადებენ.

Posted by: revolutie 25 Jun 2010, 16:23
mrirakli
QUOTE
სკოლა ქორალის ვებ გვერდი: www.skolaqorali.ge

ქორალი რა არის თურუებისაა?
ფასი არ უწერიატ საიტზე, არც ის წერია მარალი კლასელებისტვისაცაა, მხოლოდ პატარებისტვის ჩანს თითქოს?
* * *
sava062
კარგი იქნება სკოლის პრესტიჟისთვის უცხოელი მასწავლებელი მოიწვიოთ(ჯერ მარტო ამისტვის რამდენი შემოიყვანს თქვენთან biggrin.gif),
ნეტზე მოზებნით უცხოელეთა განცხადებებს ზოგს უნდა ასწავლოს, ადრე შემხვდა ასეთი ტიპის განცხადება. ეგებ, კარგი აზრია?

QUOTE
დამთავრების შემდეგ მოსწავლე ქართულ ატესტატთან ერთად ბრიტანულ ექვივალენტს იღებს.

ბოდიში და ეს ზუსტად რას ნიშნავს, რა უპირატესობა აქვს ამ ბრიტანულ ექვივალნეტს? რა ბავშვს ტუ ინგლისში უნდა სწავლის გაგრზელება ქარტულიტ განა არ შეუძლია ? მთავარია ფული იყოს და შეძლება გაგზავნის თუ რამე მეშლება?
* * *
Enjey
QUOTE
ძალიან კარგია თუ საზღვარგარეთ გაგრძელებას აპირებთ სწავლის გაგრძელებას.და დირექტორშაც მომეწონა, სერიოზული ქალი ჩანს.
თუმცა ბაქვუდიდანაც უპრობლემოდ შეიძლება. და ფასითაც გაცილებით ნაკლებია.

ქარტული სკოლის დამტავრებული პრობლემაა?

QUOTE
ქორალი გენახა? დიღომი 7, 12 კილომეტრზეა მგონი.
წყნეთს სანამ ვნახავდი ეგ მომეწონა ყველაზე მეტად.

რა ღირს ქორალი(თურქულს სიტვას გავს, მატია?) ხომ არ იცით, საიტზე მწირი ინფორმაცია დევს საერტოდ.

sava062
წყნეტში მინდა მიყვანა და ძალიან შორი გამოდის მგზავრობა 2 სტზე მეტი , ცოდოა ბავშვი, რამე ალტერნატივა არსებობს ბავშვებისტვის? წყნეტში სახლებს ვერ მიეკარები თორემ იქ გადასვლასაც კი ვფიქრობ ახლოს რომ იყოს სკოლასტან.
ნეტავ იყოს მტელი კვირა იქ იყოს და შაბატ-კვირას წაყვანა როგორც ბორდ სკოლები ინგლისში, რა კარგი იქნება

Posted by: tat 25 Jun 2010, 21:03
რა ფრანგული სკოლა გაიხსნა? ინფოს ვერ მივუსწარი....

Posted by: sava062 25 Jun 2010, 21:19
revolutie
QUOTE
რა ბავშვს ტუ ინგლისში უნდა სწავლის გაგრზელება ქარტულიტ განა არ შეუძლია ? მთავარია ფული იყოს და შეძლება გაგზავნის თუ რამე მეშლება?


მარტო ფული და აქაური ატესტატი არაა საკმარისი იქ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. არაბრიტანულ დიპლომიანებმა უცხოელებმა დამატებით ერთი წელი ჯუნივერსიტი ფაუნდეიშენ კურსი უნდა გაიარონ.

QUOTE
ეგებ, კარგი აზრია?


აზრი კი კარგია, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი განცხადებების პატრონები ძირიტადად ვინმეს ცოლები და დაბალკვალიფიციური მასწავლებლები არიან, ხოლო მაღალკვალიფიციურს ძალიან ბევრი ფული უნდა sad.gif

QUOTE
ნეტავ იყოს მტელი კვირა იქ იყოს და შაბატ-კვირას წაყვანა როგორც ბორდ სკოლები ინგლისში, რა კარგი იქნება


ამას 1 წელიწადში გავაკეთებთ.

QUOTE
მგზავრობა 2 სტზე მეტი


სად ცხოვრობთ? ყველაზე დიდი მარშრუტი მოსკოვის პროსპექტიდან საათნახევარია სკოლამდე...

Posted by: mrirakli 26 Jun 2010, 11:03
ქორალი ქართული სკოლაა და არანაირი კავშირი არ აქვს თურქეთთან. ქორალი იღებს ბავშვებს პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით . დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სკოლის ადმინისტრაციას, რომლის კოორდინატებიც მითითებულია სკოლის საიტზე http://www.skolaqorali.ge/

Posted by: revolutie 27 Jun 2010, 00:16
sava062
QUOTE
სად ცხოვრობთ? ყველაზე დიდი მარშრუტი მოსკოვის პროსპექტიდან საათნახევარია სკოლამდე...

ორი გზა,
მაშ გამოდის 2 საატი კი არა 3 სთ ყოფილა sad.gif

QUOTE
მარტო ფული და აქაური ატესტატი არაა საკმარისი იქ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. არაბრიტანულ დიპლომიანებმა უცხოელებმა დამატებით ერთი წელი ჯუნივერსიტი ფაუნდეიშენ კურსი უნდა გაიარონ.

ეხლა შევედი ინგლისის განათლების სისტემის საიტებზე და იმხელა გადასახადია შენი ჭირიმე, იქ უფასო ყოფილა 16 წლმადე და მერე ფასიანია sad.gif
აბა ეს ამდენი ქართველი როგორ სწავლობს იქ? ეს საკიტხი მაინტერსებს.

QUOTE
აზრი კი კარგია, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი განცხადებების პატრონები ძირიტადად ვინმეს ცოლები და დაბალკვალიფიციური მასწავლებლები არიან, ხოლო მაღალკვალიფიციურს ძალიან ბევრი ფული უნდა

ვინმეს ცოლი თბილიში ჩამოვა ეხლა ბავშვებს ასწავლოს?
დაბალკვალიფიციური მასწავლებელი რას ქვია, მთავარია მისი დედა ენა ინგლისური იყოს და ეხლა მთლად შტერი არ უნდა იყოს იასნია.
იცი რამდენი ვოლანჩიერი/ მოხალისე აქვეყნებს მსგავს განცხადებას და მიდიან, ბევრი, ადრე ბევრჯერ შემხვდა
ცადეტ აბა, ანდა თუ გინდა დაგეხმარებით და მოვძებნი ასეტს, დავოოგლებ ამის მოძებნას რა უნდა

ისე მაღალკვალიფიციური რამდენს იტხოვს თუ იცი საშუალოდ, მე უცხოურ საიტებზე დაგიყრი თუ გინდა განცხადებებს, ჩემი შვილის მოყვანა მინდა და დაინტერესებული ვარ ასეთი მასწავბელებლები გყავდეთ, ანუ გამომიყენეთ , ბატონო, ეგებ კი მართლა გავარტყა, მარა დაახლოებით უნდა ვიცოდე რამდენს თავაზობენ და რომ განცხადებაში ჩავწერო, ვცადოთ ეგებ კი ვინმე კარგი ვიშოვოთ. რეზუმეს ნახავთ და თუ კარგი ვინმეა აიყვანთ, კარგი აზრია მოელაპარაკე აბა სკოლის ხელმძღვანელოაბს და ტუ მატაც მოეწონათ იდეა ამაში დაგეხმარებიტ და მოგიზებნოთ ეგებ ვინმე. რაღაც კონტქაქტებიც მაქვს ამასტანავე. ეგებ ვინმე კი შევაცდინო. biggrin.gif

Posted by: sava062 27 Jun 2010, 00:44
revolutie
QUOTE
აბა ეს ამდენი ქართველი როგორ სწავლობს იქ? ეს საკიტხი მაინტერსებს.


ზოგი ფულს იხდის, ზოგიც სტიპენდიას იღებს...

QUOTE
ვინმეს ცოლი თბილიში ჩამოვა ეხლა ბავშვებს ასწავლოს?


მე ვიგულისხმე, რომ აქ საელჩოებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე უცხოელების ცოლები ან ქმრები ეძებენ ხოლმე სამსახურს. მაღალკვალიფიციური წელიწადში მინიმუმ 50 ათას დოლარს მოიტხოვს ხელზე ასაღებს. სამწუხაროდ მარტო მშობლიური ენის ცოდნა არაა საკმარისი, რომ სხვას ასწავლო. დიდი ხნის გამოცდილება მაქვს და ვიცი ეგ ამბავი... სამწუხაროდ, ხშირად უარყოფითი შედეგი მოაქვს.

Posted by: revolutie 27 Jun 2010, 00:53
sava062
QUOTE
სამწუხაროდ მარტო მშობლიური ენის ცოდნა არაა საკმარისი, რომ სხვას ასწავლო. დიდი ხნის გამოცდილება მაქვს და ვიცი ეგ ამბავი... სამწუხაროდ, ხშირად უარყოფითი შედეგი მოაქვს.

ამაში მართალი ხარ, მე პროფესიით პედაგოგი ვარ მაგრამ თავში რომ მირტყან ბავშვს ვერ დავუჯდები და ვერას ვასწავლი, მასწავლებლობა ეს მოწოდებაა. ყველას როდი შეუძლია. უნდა უყვარდეს თავის საქმე. ასევე უნდა შეძლოს ბავბებთან მუშაობა, მარტო სიყვარულიც არაა.
სამწუხაროდ ნამდვილი მასწავებლები ცოტანი არიან. მხოლოდ 10-15 % მოწოდებით მასწავლებელი.

QUOTE
წელიწადში მინიმუმ 50 ათას დოლარს მოიტხოვს ხელზე ასაღებს.

არა მგონია კაცი საქართველოში ჩამოვიდეს მასწავლებლად და 50 000 მოითხოვოს, ტან სკოლაში.
მიშამ აკიო სექტემბრდიან ყველა სკოლაში უცხოელები შეასწავლიანო უცხო ენასო? თქვენ არ გეხებათ ეს რახან კერძოა? რა იმათ სულ მიშა დააფინანსებს? მგონი 10 000 ტუ რარაც დიდი ციფრი ეწერა, არაფერი იცით ამაზე?

Posted by: revolutie 28 Jun 2010, 23:25
Enjey

QUOTE
უფ  ნეტა ეგ არ წამეკითხა რა. . . .ჩემთან არის ახლოს და. . . . .თან საშინლად ახლოსაა,ბავშვი ბაღშიც მაგაზე შორს დადის. . .

არადა წყნეთი მინდა!

არ გეგონოს ეხლა მანდ ყველას იღებენ

Posted by: sava062 28 Jun 2010, 23:37
revolutie
QUOTE
მიშამ აკიო სექტემბრდიან ყველა სკოლაში უცხოელები შეასწავლიანო უცხო ენასო? თქვენ არ გეხებათ ეს რახან კერძოა? რა იმათ სულ მიშა დააფინანსებს? მგონი 10 000 ტუ რარაც დიდი ციფრი ეწერა, არაფერი იცით ამაზე?


ეს ის შემთხვევაა რაზეც ვსაუბრობ, 1,000 მაღალკვალიფიციურ მასწავლებელს ვერ იპოვი, მით უმეტეს მოხალისეს. მსგავსი პროგრამა პოლონეთშიც იყო და 2 თვის მერე სულ პანჩურებიტ გამოყარეს ეს შენი მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოხალისეები, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი იყო, ბევრიც უსახლ-კარო და უქონელი და ამ "მოხალისეობამ" 1 წელი თავი შეანახინა და ა.შ.

Posted by: Enjey 30 Jun 2010, 23:59
revolutie
ვიცი როგორც იღებენ და სულაც არ მომწონს.
მე თუ ვასწავლე ბავშვს წერა კითხვა და 100ის ფარგლებში ანგარიში სკოლა რისთვის მინდა?
მშვენივრად შემიძლია მთელის სკოლის მასალა დავუჯდე და სახლში ვასწავლო მაშინ XII კლასამდე.
საერთოდ არ მიმაჩნია სწორად სკოლაში შეყვანისას პირველკლასელებისთვის ეგეთი ტიპის გამოცდები.
საინტესესოა ისე "დაბრაკულ" ბავშვს რითი ამშვიდებენ და როგორ უხსნიან უარს?

sava062
იმედია ინდოელ და პაკისტანელ ინგლისურის მასწავლებლებს არ დამახვედრებთ smile.gif

Posted by: sava062 1 Jul 2010, 00:22
Enjey

კონტრაქტს მოაწერე ხელი?

Posted by: Enjey 1 Jul 2010, 00:34
sava062
ორშაბათს ავდიოდი ჩემი ჭკუით,ბავშვსაც ბაღი გავაცდენინე, ჯანმრთელობის ცნობაზე გავვარდი დილით....
შენ გათიშული გქონდა მობ. და მერე გადავრეკ-გადმოვრეკე და....
რაგას ავიდოდი აბა?
მე კიდევ მეგონა თვის ბოლომდე იქნებოდა.
ადგილი იმედია ისევ მაქვს შენახული?

Posted by: revolutie 2 Jul 2010, 15:39
sava062
QUOTE
ეს ის შემთხვევაა რაზეც ვსაუბრობ, 1,000 მაღალკვალიფიციურ მასწავლებელს ვერ იპოვი, მით უმეტეს მოხალისეს. მსგავსი პროგრამა პოლონეთშიც იყო და 2 თვის მერე სულ პანჩურებიტ გამოყარეს ეს შენი მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოხალისეები, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი იყო, ბევრიც უსახლ-კარო და უქონელი და ამ "მოხალისეობამ" 1 წელი თავი შეანახინა და ა.შ.

რა თქმა უნდა , პროფესიონალი 500 ლარზე არ წამოვა , მშობლიურ ენაზე კი ყველას მოგვეხსენება ვინ რისი მოსაუბრეა, აქ ფორუმზე გამართულად 50%ც ვერ ლაპარაკობს, ვ-უთხარის მაგივრად უთხარის ხმარობს ნახევარზე მეტი.

Enjey
QUOTE
მე თუ ვასწავლე ბავშვს წერა კითხვა და 100ის ფარგლებში ანგარიში სკოლა რისთვის მინდა?
მშვენივრად შემიძლია მთელის სკოლის მასალა დავუჯდე და სახლში ვასწავლო მაშინ XII კლასამდე.
საერთოდ არ მიმაჩნია სწორად სკოლაში შეყვანისას პირველკლასელებისთვის ეგეთი ტიპის გამოცდები.
საინტესესოა ისე "დაბრაკულ" ბავშვს რითი ამშვიდებენ და როგორ უხსნიან უარს?

ეგრეა ზუსტად.
პრესტიჟის ამბავი უნდა იყოს, ვითომ, აქაოდა, ჩვენი სკოლიდან რეპეტიტორების გარეშე აბარებენო .
ჩვენიც დაბრაკეს biggrin.gif ქართული არ იცისო სათანადოდ.

QUOTE
ადგილი იმედია ისევ მაქვს შენახული?

ადგილების შენახვა უნდა წყნეტის სკოლაში?

* * *
sava062
QUOTE
დამთავრების შემდეგ მოსწავლე ქართულ ატესტატთან ერთად ბრიტანულ ექვივალენტს იღებს.

ბოდიში და ეს ზუსტად რას ნიშნავს, რა უპირატესობა აქვს ამ ბრიტანულ ექვივალნეტს?

QUOTE
მარტო ფული და აქაური ატესტატი არაა საკმარისი იქ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. არაბრიტანულ დიპლომიანებმა უცხოელებმა დამატებით ერთი წელი ჯუნივერსიტი ფაუნდეიშენ კურსი უნდა გაიარონ.

ანუ თქვენი დიპლომით არარ დაჭირდება ზედმეტი კურსის გავლა?

Posted by: gast 10 Jul 2010, 12:07
sava062

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში
24 საათი 28.10.09
http://24saati.ge/index.php/category/society/education/2009-10-28/891

თბილისში ბაქსვუდის საერთაშორისო ქსელის სკოლა გაიხსნა. ბრიტანული საგანმანათლებლო დაწესებულება გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე გაიხსნა, რომელიც 2000 წლიდან წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოში.

ბაქსვუდის თბილისის სკოლაში იგეგმება შემდეგი სიახლეები: ორენოვანი სწავლების სისტემის დანერგვა, რომლის დროსაც გარკვეულ საგნებს ბავშვები ინგლისურ ენაზე ისწავლიან. დაწყებითი კლასებიდან მოსწავლეები ისწავლიან ახალ საგანს - "საერთაშორისო სწავლებას" (International Studies), რომლის დახმარებითაც ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას გაეცნობიან. მაღალ კლასებში მოხდება "მსოფლიოს უახლესი ისტორიის" სწავლება ინგლისურ ენაზე. 17 წლის მოზარდებისთვის გაკეთდება საუნივერსიტეტო კურსი ბიზნესში, რომლის კურსდამთავრებულებსაც საშუალება ექნებათ, სწავლა ბრიტანეთის ბიზნესსკოლებში გააგრძელონ. გაიმართება გაცვლითი საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ბაქსვუდის ქსელის სხვა ქვეყნის სკოლებთან. ჩამოყალიბდება საფეხბურთო აკადემია, რომელიც დაკავშირებული იქნება წამყვანი ბრიტანული კლუბების (ჩელსი, არსენალი და ა.შ.) საფეხბურთო აკადემიების ქსელთან. ყოველ წელიწადს მინიმუმ 3 წარჩინებული მოსწავლე უფასოდ გაემგზავრება 2-კვირიან საზაფხულო კურსებზე ბაქსვუდის ბრიტანულ სკოლაში. წარმატებული მოსწავლეებისთვის სწავლის საფასურის მთლიანად და ნაწილობრივ დაფინანსება მოხდება.

ბაქსვუდის თბილისის სკოლის დირექტორი ლევან ხარატიშვილი: "ბრიტანულ მხარესთან ინტენსიური თანამშრომლობით, ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რაც თვისობრივად განავითარებს და გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ჩვენს სკოლაში."


ეს შარშანდელი სტატია ვნახე ტქვენს სკოლაზე და მაინტერესებს ეხლა აქედან თუ განახორციელეთ მაგ. ორენოვანი სისტემა ან საერტოდ როგორი მდგომარეობაა

Posted by: sava062 10 Jul 2010, 17:43
gast

წინასაუნივერსიტეტო კურსის გარად ყველაფერი გაკეთდა ან პროცესშია. სამშაბათს, 13 ივლისს, 17:00 საათზე, თუ გაინტერესებთ სკოლის მიმდინარე და სამომავლო გეგმები, შეგიძლიათ ამობრძანდეთ სკოლაში წყნეთში, სადაც ჭიქა ბრიტანულ ჩაისთან ერთად გექნებათ საშუალება გაესაუბროთ და მოისმინოთ ბაქსვუდის საგანმანათლებლო ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯაილს სატონის მოსაზრებები და გეგმები, სკოლასთან დაკავშირებით

Posted by: gast 12 Jul 2010, 16:54
sava062
ბოდიში მარა ვერ ამოვალ.
როგორც ამბობთ თქვენ ორენოვან სწავლებაზე ხართ გადასული ესე იგი?
მაშინ მინდა აუცილებლად. yes.gif
წინასწარ ჩაწერა ხომ არ უნდა?

QUOTE
წინასაუნივერსიტეტო კურსის გარად ყველაფერი გაკეთდა

ამას როდის გააკეტებთ?

Posted by: gast 15 Jul 2010, 23:58
sava062
მე გკითხეთ ტქვენს სკოლაში წინასწარ უნდა ჩაწერა სექტემბრისთვის?

Posted by: sava062 16 Jul 2010, 10:01
gast
QUOTE
როგორც ამბობთ თქვენ ორენოვან სწავლებაზე ხართ გადასული ესე იგი?


მე-10 კლასიდან გარკვეული საგნები - მაგალითად, თანამედროვე ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის საფუძვლები ისწავლება ინგლისრუ ენაზე.

QUOTE
წინასწარ ჩაწერა ხომ არ უნდა?


წინასწარ ჩაწერა სასურველია, რადგან არ ვართ დარწმუნებული, რომ სექტემბერში ადგილები იქნება.

Posted by: Enjey 17 Jul 2010, 21:07
gast
პირველ კლასში აპირებთ?

Posted by: gio70gia 8 Aug 2010, 13:44
იტალიური სკოლა "ცისკარი"

http://italianschool.ge/

ამ სკოლაზე რამე თუ იცით დაწერეთ რა? როგორი სკოლაა, რა პირობებია, სწავლის დონე როგორია?

Posted by: ekano 22 Aug 2010, 19:29
ჩემი ახლობელი სკოლა-ლიცეუმ სხივში სწავლობს და ძალიან კმაყოფილია.
* * *
www.skhivi-k12.ge ძალიან მიქეს ეს სკოლა და ჩემი შვილიც იქ მივიყვანე . მისვლისთანავე დავრწმუნდი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. არაჩვეულებრივი გარემო, სწავლის საუკეთესო პირობები , (უახლესი ტექნოლოგიებით - ჭკვიანი დაფით ატარებენ გაკვეთილებს) საუკეთესო მენიუ და რაც მთავარია პროფესიონალი კადრები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ.
* * *
ჩემი შვილი სკოლა-ლიცეუმ სხივში სწავლობს და ძალიან კმაყოფილი ვარ

* * *
ცისკარი მეც ვიკითხე როცა ვეძებდი სკოლას და არ მიქეს.
* * *
QUOTE (088 @ 20 Jan 2010, 15:10 )
წელს ჩემი ბავშვი უნდა მივიყვანოთ სკოლაში და ალბათ კიდევ ბერვს აინტერესებს სად მივიყვანოთ შვილები, სად მიიღებენ ყველაზე კარგ განათლებას და სად გაიზრდებიან საუკეთესო ვაჟკაცები და გოგონები. მემგონი კარგი იქნება გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება და გვირჩიოთ სკოლა. ახლობლები მირჩევენ ბაგებში "ახალ სკოლას" ასევე მირცევენ "წმ. გიორგის სახ. სკოლას". თქვენს რას ფიქრობთ? ასევე საინტერესოა სკოლების ფასებიც

www.skhivi-k12.ge ძალიან მიქეს ეს სკოლა და ჩემი შვილიც იქ მივიყვანე . მისვლისთანავე დავრწმუნდი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. არაჩვეულებრივი გარემო, სწავლის საუკეთესო პირობები , (უახლესი ტექნოლოგიებით - ჭკვიანი დაფით ატარებენ გაკვეთილებს) საუკეთესო მენიუ და რაც მთავარია პროფესიონალი კადრები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: iototi 25 Aug 2010, 11:13
QUOTE (Enjey @ 16 Jun 2010, 22:24 )
iototi
მე ბაქსვუდი გადავწყვიტე. ვითომ ძვირია,მაგრამ ყველაფერს რომ გაითვალისწინებ-მაინც იგივე გამოდის. დღის განმავლობაში ვერავისთან დავტოვებ თან.
ჩემიც ბიჭია და უფრო მაგის გამო არ მინდა მეცადინეობის გამო დრო აღარ დარჩეს არაფრისთვის, წრეებზეც ვერ ვასწრებთ სიარულსო მშობლებმა. მე დავდიოდი
ვეკუაში და ეგ სიტუაცია კარგად ვიცი, ამ ასაკისთვის ზედმეტად მიმაჩნია.
ისე მიგეყვანა ბარემ წელს? 5 წლიდან ხო იღებენ უკვე

ბაქსვუდში ვიყავი და არ მომეწონა პირობები სიმართლე გითხრა. ურემონტო, დანგრეული მერხები, კერძო სკოლა რომაა და ამდენს იხდი და თან საერთაშორისო პრეტენზიები აქვეს მეტად უნდა მიხედონ. თორემ ვფიქრობდი სანამ ვნახავდი რეალურად მაგ თემაზე sad.gif

Posted by: sava062 25 Aug 2010, 13:50
iototi

სასწავლო წლის ბოლოს რომ მერხი დაზიანებული იქნება და კედლები გაჭუჭყიანებული, მით უმეტესს, რომ მთელი ზაფხული 150 კაციანი ბანაკი იყო, რა გასაკვირია? ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში საჭიროებისამებრ მერხებიც იცვლება და კედლებიც იღებება.

Posted by: iototi 25 Aug 2010, 14:18
ზოგადად იყო ძველი მერხები, საბჯოთა დროის მგონი, ტორემ ნუ გატეხილებს გაიტანენ იმედია. უბრალოდ მაღალი დონის სკოლობაზე რომ არის პრტენზია ალბათ მეტად მიხედული უნდა იყოს კოსმეტიკური მხარე. სტადიონებმა კი მომხიბლა smile.gif

Posted by: sava062 25 Aug 2010, 14:43
smile.gif ძველი დიზაინის მერხები. ყველა იმ მერხებს შორის რომელიც საქართველოში შემოდის/იწარმოება ყველაზე გამძლე ესენია. თვითონ მერხი ახალი დამზადებულია, თან საქართველოში, ეროვნულ წარმოებას ვაძლიერებთ, თურქულ და ჩინურ "ლამაზ" და სუსტ მერხებს არ ვწყალობთ smile.gif

Posted by: Enjey 25 Aug 2010, 18:44
iototi
მე რომელ კლასშიც შევიხედე შარშან ნორმალური სიტუაცია იყო. თან ერთადგილიანი მერხებია როგორც მახსოვს? არა?
კიდევ რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია ეზო აქვთ და გარეთ გადიან. ქალაქის ცენტრში,შენობაში გამომწყვდეულს ვერ დავტოვებ მთელი დღე ნამდვილად.
და სუფთა ჰაერი, სიგრილე . . . . თოვლი. . . .

სხივი ვნახე, დემირელის დაწყებითი ხო? საშინელი შთაბეჭდილებით წამოვედი. . . იქით რომ გადამიხადონ არ ვატარებ.

Posted by: ekano 25 Aug 2010, 20:32
უკაცრავად, მაგრამ დემირელის ,,სხივში,, სტუმრობისას რამ დატოვა თქვენზე ცუდი შთაბეჭდილება? მე თვითონ ვატარებ იქ ბავშვს და უზომოდ კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივი ინტერიერი, თანამედროვე სასკოლო ინვენტარი, ,,ჭკვიანი დაფა" (რომელიც საქართველოს არცერთ სკოლას არ გააჩნია) და კვალიფიცირებული მასწავლებლები. მიკვირს თქვენი კომენტარი
* * *
უკაცრავად, მაგრამ დემირელის ,,სხივში,, სტუმრობისას რამ დატოვა თქვენზე ცუდი შთაბეჭდილება? მე თვითონ ვატარებ იქ ბავშვს და უზომოდ კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივი ინტერიერი, თანამედროვე სასკოლო ინვენტარი, ,,ჭკვიანი დაფა" (რომელიც საქართველოს არცერთ სკოლას არ გააჩნია) და კვალიფიცირებული მასწავლებლები. მიკვირს თქვენი კომენტარი
მე მგონი საერთოდ არ ხართ ,,სხივში,, ნამყოფი თორემ ამ კომენტარს არ დაწერდით.

Posted by: Enjey 25 Aug 2010, 22:35
ekano
თურქული მუსიკა ზარად პირველი სტრესი იყო. საშინელი ფორმები განსაკუთრებით გოგოების.
დასვენებაზე დარბოდნენ და ეცემოდნენ იმ სრიალა იატაკზე პანტაპუნტით.საკმაო ქაოსი იყო.
კაფე მეორე სართულზე საშინელი ასორტიმენტით, არასასიამოვნო ვინ იყო არ ვიცი,მასწავლებელი ალბათ ვინც გვესაუბრა.
გაკვეთილის დროს მივედით და სანამ დერეფანში ვიცდიდით საშინელი წიწინი და კივილი ისმოდა ოთახიდან მასწავლებლის,
რომ გამოვდნენ 2-3 კლასი იქნებოდა.
სხვა არ მახსენდება, მგონი საკმარისია პირველი შთაბეჭდილებისთვის.
რა ვიცი, მე ეგრევე მკვეთრად ამოვშალე სიიდან.
* * *
ekano
საერთოდ რომ არ ვიყო ნამყოფი რას ვერჩი? საკუთარი სკოლა კი არ მაქვს გახსნილი.

Posted by: iototi 26 Aug 2010, 11:32
ერთ ადგილიანი მერხები არ იყო იმ ჯგუფებში სადაც მე შევიხედე სამცუხაროდ. ჰაერი კარგია რა თქმა უნდა მაგრამ პირობებიც ძალიან მნიშვნელოვანია. რა უნდა ლამინატის დაგებას და კოსმეტიკურ რემონტს, ბევრად ცინ ცავიდოდა სკოლა. ვასაძესთან რომ ადიხარ ტავი საქარტველოსი არ გგონია ისეთი პირობებია. ამდენი სკოლაა და კონკურენცია და ცოტა ხომ უნდა ავწიოთ დონე

Posted by: sava062 26 Aug 2010, 11:35
iototi

სადმე სხვაგან ხომ არ იყავით? ლამინატიც დაგებულია და ყველგან ერთადგილიანი მერხია...
* * *
http://radikal.ru/F/s04.radikal.ru/i177/1008/bf/976a195fce66.jpg.html

Posted by: iototi 26 Aug 2010, 11:48
შეიძლება მე რომ ვიყავი მას მერე შეიცვალა რამე ვერ გეტყვით, მე ნამდვილად ძველი პარკეტი ვნახე ისიც ციკლოვკის გარეშე. მე წელს მაინც არ მიმყავს მომავალი წლისთვის ვეძებ და კიდევ ავალ იანვარ-თებერვალში, თუ იქნა ჩემტვის დამაკმაკოფილებელი პირობები მაგას რა ჯობს, მეც ეგ მინდა. სხვა ყველაფერი მომწონს და მაწყობს

Posted by: sava062 26 Aug 2010, 11:51
http://radikal.ru/F/s003.radikal.ru/i204/1008/61/52f59c25851f.jpg.html

* * *
iototi

როდის იყავით? ძველი პარკეტი არ არის უკვე 3 წელია, რაც მანდ გადავედით და გავარემონტეთ...

http://radikal.ru/F/s61.radikal.ru/i171/1008/e2/1fe172bc1a8b.jpg.html

Posted by: iototi 26 Aug 2010, 11:56
ეს ფოტოები მე3 სართულისაა? რაღაც არ მახსოვს მე და მე3ზე არ ავსულვარ...

Posted by: sava062 26 Aug 2010, 12:01
http://radikal.ru/F/s60.radikal.ru/i167/1008/67/367bd0abfb52.jpg.html
* * *
iototi

მეორეს ფოტოებია, ერთნაირადაა ყველა სართული გაკეთებული. მესამე კიდე უფრო ახალი გაკეთებულია. მეოთხე სართულია გასაკეთებელი, მაგრამ იქ მეეჭვება რომ ყოფილიყავით, საერთოდ დაკეტილია და ჯერ არ ვიყენებთ მეოთხე სართულს.

Posted by: iototi 26 Aug 2010, 12:20
ნუ რაღაც მე ვერ შევხედე ეყობა კარგად. კიდევ უნდა ამოვიდე აშკარად smile.gif

Posted by: ekano 27 Aug 2010, 15:13
დემირელის ,,სხივში,, ვატარებ შვილს და უზომოდ კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივი ინტერიერი, თანამედროვე სასკოლო ინვენტარი, ,,ჭკვიანი დაფა" (რომელიც საქართველოს არცერთ სკოლას არ გააჩნია) და კვალიფიცირებული მასწავლებლები.

Posted by: SRGT 27 Aug 2010, 15:18
დიდ დიღომში თუ იცით რამე კერძო და კარგი სკოლა?

Posted by: iototi 29 Aug 2010, 09:36
და რა არის ეს ჭკვიანი დაფა? არ გამიგია smile.gif

Posted by: ekano 29 Aug 2010, 18:48

დიდ დიღომში ძალიან კარგი სკოლაა ,,სხივი" დიმიტრი თავდადებულის ქუჩის კუთხეში ხელმარჯვნის ჩასახვევშია, ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი". გარწმუნებთ ძალიან კმაყოფილი დარჩებით. სტანდარტზევით სწავლებაა, ბავშვები საზღვარგარეთ დაყავთ იქ მონაწილეობას იღებენ ოლიმპიადებში და წარმატებებსაც აღწევენ.
,,ჭკვიანი დაფა" არის საგანმანათლებლო სივრცეში მეცნიერების და ტექნიკის მიღწევა. http://www.youtube.com/watch?v=Bzqg1OAnZZM&feature=related ამ მისამართზე ნახე . დაფა უერთდება პროცესორს , პრინტერს და სხვა ტექ.საშუალებებს. სპეციალური ფანფრით იწერება, რომელიც მაუსის როლსაც ასრულებს. თუბავშვმა გაკვეთილი გააცდინა რაც დაფაზე სრულდება ის შეიძლება მეილითაც გააგზავნო და ამობეჭდო კიდეც. ეს უნდა ნახო ასე დეტალურად მე ვერ აგიხსნი იქაური მასწავლებელი უკეთ აგიხსნის მე მშობელი ვარ და ძალიან მომეწონა. ასე გავიგე რომ 3000 ევრო ღირს თურმე

Posted by: numlock 29 Aug 2010, 22:01
ამერიკული აკადემია,ამაზე მააგრ სკოლას ვერსად ვერ იპოვით საქართველოშI wink.gif

Posted by: Enjey 30 Aug 2010, 15:41
ჰმ.... საინტერესოა ჩემი პოსტები რატომ წაიშალა?

Posted by: SRGT 30 Aug 2010, 16:38
მადლობა ...და რა ღირს "სხივში" სწავლა?

Posted by: iototi 30 Aug 2010, 17:52
ამერიკული აკადემია რომელია? და დაწყებითები თუ აქვს და ფასი? ან იქნებ საიტ მოგვაწოდოთ?

Posted by: ვიღაცაგადარეული 31 Aug 2010, 10:27
რამე კერძო სკოლა მინდა ძაან რო არ გამწეწონ და კლასში 10 ან 15 ბავშვი იყოს ძაან ალიაქოთი არა

მეთორმეტეში გადავედი წელს და სკოლის დამთავრებას ვაპირებ იმ სკოლაში რომელშიც გადავალ

ხოდა მირჩიეთ რამე user.gif

Posted by: between 3 and 32 31 Aug 2010, 10:55
მგონი ყველა სკოლა ითხოვს განცხადების შეტანას ზაფხულის დასაწყისშივე იმიტომ რომ ბევრია მსურველი და ვეღარ ასწრებენ კანდიდატურების განხილვას ან კიდევ ივსება კლასი

არ ვიცი თუ კიდევ ექნებათ თავისუფალი ადგილი sad.gif თან ზოგი გამოცდებსაც ითხოვს

რავი მაინც წარმატებები

Posted by: ვიღაცაგადარეული 31 Aug 2010, 11:18
between 3 and 32
ხოდა რაც შეიძლება მეტი მისამართი მინდა სკოლების რო იქნებ როგორმე კიდე მოვასწრო სადმე sad.gif

Posted by: mrirakli 31 Aug 2010, 11:51
ვიღაცაგადარეული

QUOTE
ხოდა რაც შეიძლება მეტი მისამართი მინდა სკოლების რო იქნებ როგორმე კიდე მოვასწრო სადმე


ქორალში შეგიძლია მოხვიდე მეც მე -12 ში გადავედი და ძალიან კარგი პროგრამა აქვთ სააბიტურიენტოდ, კლასში 10 ბავშვზე მეტი არ არის, შეგიძლია მიხვიდე . დაგვიანებული ნამდვილად არ არის , ჩემი მეგობარი გადმოვიდა გუშინ, მე პირადად 2 წელია მაგ სკოლაში გადავედი და ძალიან კმაყოფილი ვარ, არცერთ საგანში აღარ მჭირდება მომზადება.
გადმოსვლაზე გამოცდებსაც არ ითხოვენ

Posted by: Enjey 31 Aug 2010, 18:27
SRGT
ქორალი მომეწონა მე მანდეთ მხარეს ყველაზე მეტად.

Posted by: giojuve 1 Sep 2010, 11:38
თუ ვინმეს გაქვთ დაწვრილებითი ინფორმაცია იქნებ დაწეროთ "ფისოს სკოლაზე" (34-ე საჯარო სკოლა ავლაბარში, ქართული სასწავლებელი). მაინტერესებს მართლა ასე ტვირთავენ ბავშვებს უცხო ენებით (რუსული, ინგლისური, გერმანული, იაპონური ან ჩეხური) თუ ჭორია?

მაინტერესებს რომელ კლასში იწყებენ ინგლისურის სწავლას და საერთოდ რომელი ითვლება ძირითად უცხო ენად?

ასევე რა მიღწევები აქვს ამ სკოლას ეროვნულ ოლიმპიადებზე და/ან სხვა კონკურსებში. იძახიან "ყველაზე ჭკვიანში" უმეტესად ამ სკოლის მოსწავლეები გამოდიანო და ბოლო გამარჯვებულიც ერთ-ერთი მათგანი იყოო.

Posted by: iototi 1 Sep 2010, 15:21
არა მასეთი დატვირთულები არ არიან, ძალიან ნორმალურად. გერმანული და რუსულია პირველივე კლასიდან, ინგლისური მე6დან. იაპონური არჩევითია თუ უნდა აიღებს თუ არა და არა. ძირითადი უცხო ენაა გერმანული. მიღწევები დიდი აქვთ და საკმაოდ კარგად ასწავლიან, უბრალოდ 2მდეა, გახანგრძლივებული არ აქვს და ავლაბარშია და ტრანსპორტირებაც არ აქვთ ეგაა მინუსები.

Posted by: giojuve 1 Sep 2010, 15:38
iototi
გაიხარე, დიდი მადლობა!..

ჩემთვის ავლაბარი და არც 2 საათამდე პრობლემა არ არის, თან ფასიც მისაღებია (1'500 ლარი), უბრალოდ გერმანული ძირითად ენად არ მომწონს sad.gif

შენც მაგ სკოლაში დაგყავს ბავშვი? რამდენი წელია???

Posted by: iototi 1 Sep 2010, 15:42
მე არ დამყავს მეზობელს დაყავს და ძალიან კმაყოფილია. ჩემსას მომავალ წელს უწევს, ჯერ არჩევის პროცესში ვარ

Posted by: SRGT 3 Sep 2010, 13:09
1 ექსპერიმინტალურში საირმეზე არისო რაგაც გახანგრძლივებულიო..ხო არ გაქვთ ვინმეს შეხება რა ღირს??

Posted by: Enjey 3 Sep 2010, 15:21
70 ლარი ღირდა შარშან განაგრძლივებული, თვითონ სკოლა საჯაროა.

Posted by: ekano 3 Sep 2010, 20:16
QUOTE (SRGT @ 30 Aug 2010, 16:38 )
მადლობა ...და რა ღირს "სხივში" სწავლა?

სხივში სწავლა 2500 დოლარი ღირს მაგრამ არის შეღავათებიც.შენ უნდა მიხვიდე და გაარკვიო. მე ორი შვილი დამყავს და ცალკე დედმამისშვილების ფასდაკლება ეხება და თუ ერთიანად დაფარავ წლის დასაწყისში თანხას მაგაზეც ფასდაკლებაა. სკოლის ფორმა, ინგლისურის წიგნები გადასახადში შედის

Posted by: mia-maria 3 Sep 2010, 21:12
ვიღაცაგადარეული

გლდანი გაწყობს? მე-8 მიკროში არის კერძო სკოლა-ლიცეუმი "ცოდნა", ფასიც იაფია და სწავლაც კარგია, ბავშვებიც ცოტანი არიან კლასში.

Posted by: giojuve 6 Sep 2010, 12:59
პლეხანოზე კერძო სკოლა "მარჯი" თუ იცით ვინმემ და რა ინფორმაცია გაქვთ???

http://edu-child.ge/?lan=geo&page=70&sub=0&show=205 აქ კი არის ზოგადი დახასიათება, მაგრამ მე რეალურად მშობლისგან მაინტერესებს სწავლების დონე, მასწავლებლების პროფესიონალიზმი და ა.შ. რამდენადაც მითხრეს 3'500 ლარი ღირს და შედის სადილი და წრეები. ტრანსპორტი მგონი საერთოდ არ ყავთ.

მირჩიეთ თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია...

Posted by: ekano 6 Sep 2010, 19:30
სხივშიც ასეა გადასახადში შედის მოსწავლის ფორმები, უცხო ენის წიგნები და არაჩვეულებრივი სადილი.
* * *
მე ჩაღლარის დაწესებულებების (დემირელს ეძახიან) სკოლა ,,სხივზე" ვწერ. თურმე თბილისში სხვა სკოლაც არის რომელსაც ,,სხივი" ქვია და არც შეედრება იმ სხივს სადაც ჩემი შვილები დადიან. სკოლის ინიციატივით მშობლებისთვის იმართება პიკნიკები, ვახშამი და ათასი საინტერესო პროგრამა. ასე მგონია ერთი დიდი ოჯახია, ისეთი თბილი ურთიერთობაა მასწავლებელს- მოსწავლესა და მშობლებს შორის.

Posted by: mariastella 8 Sep 2010, 12:29
ესეიგი თუ შეგიძლიათ ჩამონათვალი გამიკეთოთ ან მირჩიოთ.
უკვე მესამე სკოლა იქნება სადაც გადავალ.
გააგრინზე, 123 ე სკოლაში გადავედი 3 წლის წინ, ეკოლოგიური იყო და 600 ლარი ღირდა. დეკემბერში გადავედი მე 6 ე "შისტოიდან" იქ. 300 ლარი მომიწია. აი მართლა საუკეთესო მასწავლებლები იყვნენ სკოლა გაყოფილი იყო ნახევარი საჯარო და ნახევარი ეკო. მოკლედ საუკეთესეო მასწავებლებით, შემოქმედებითი საგნებით, და ა.შ მეორე წელს ლიცენზია შეუწყვიტეს და გახდა საჯარო. ერთი წელი შემორჩნენ ეს მასწავლებლები, ირმა ლორია, ნინი ანდრიაძე და ეგეთი ხალხი რა. მერე ყველა გაიკრიფა, მერე ერთი წელი ვიყავი ცოტა ნორმალური იყო და ახლა ეს სასწავლო წელი საშინელება, ვიღაც ნაყარნუყარა ხალხი მოვიდა ნიშნების წერის აზრზე როარ არიან და ნორმალური ბავშვებიც წავიდნენ, კლასშიც ცოტა ისეთი ხალხია
გადავწყვიტე რომ უნდა გადავიდე, აძალიან ძვირიანიც არ მაწყობს,
მე9 კკლასში გადავდივარ და ნორმალური სკოლა მინდა ნორმალურ ფასად თუ შეიძლება ასეთი რამე.

წინასწარ გმადლობთ დახმარებისთვის.

Posted by: mrirakli 9 Sep 2010, 22:48
giojuve
QUOTE
პლეხანოზე კერძო სკოლა "მარჯი" თუ იცით ვინმემ და რა ინფორმაცია გაქვთ???

http://edu-child.ge/?lan=geo&page=70&sub=0&show=205 აქ კი არის ზოგადი დახასიათება, მაგრამ მე რეალურად მშობლისგან მაინტერესებს სწავლების დონე, მასწავლებლების პროფესიონალიზმი და ა.შ. რამდენადაც მითხრეს 3'500 ლარი ღირს და შედის სადილი და წრეები. ტრანსპორტი მგონი საერთოდ არ ყავთ.

მირჩიეთ თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია...


ეგ ძველი ინფორმაციაა, მარჯი დაიხურა.

Posted by: giojuve 10 Sep 2010, 16:38
QUOTE (mrirakli @ 9 Sep 2010, 22:48 )
giojuve
QUOTE
პლეხანოზე კერძო სკოლა "მარჯი" თუ იცით ვინმემ და რა ინფორმაცია გაქვთ???

http://edu-child.ge/?lan=geo&page=70&sub=0&show=205 აქ კი არის ზოგადი დახასიათება, მაგრამ მე რეალურად მშობლისგან მაინტერესებს სწავლების დონე, მასწავლებლების პროფესიონალიზმი და ა.შ. რამდენადაც მითხრეს 3'500 ლარი ღირს და შედის სადილი და წრეები. ტრანსპორტი მგონი საერთოდ არ ყავთ.

მირჩიეთ თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია...


ეგ ძველი ინფორმაციაა, მარჯი დაიხურა.

არა რა დაიხურა - "დაჟე" გაფართოვებას აპირებენ და სხვა შენობას ეძებენო. ჩემს ნათესავს დაყავს ბავშვები და 4'500 მახდევინებენ ორივეშიო. მაგრამ სწავლების დონე მაინტერესებს გარეშე პირისგან თუ ვინმემ იცით...

Posted by: ვიღაცაგადარეული 20 Sep 2010, 14:38
ქორალზე ვის რა ინფორმაცია გაქვვთ ?

ვინმე დადიხართ ?

ანუ ნორმალური ბავშვები დადიან თუ ცხვირსახოც გადაკიდებული კაი ბიჭები ?

გადასახადი რამდენია ?


Posted by: mariastella 20 Sep 2010, 18:55
ვიღაცაგადარეული
+111111111111111111111111


მეც მაინტერესებს ქორალი და სად არი ტერიტორიულად?

და ალბიონზეც რა თუ იცით ვინმემ პირობები


გამოგვეხმაურეთ რააა sad.gif

Posted by: tsqnafo 20 Sep 2010, 18:59
ქორალი სადღაც დიღმისკენაა, ცემი ნათესავის ბავშვი დადის და ძალიან კმაყოფილია მშობელი. მანდ რამდენიმე ნაცნობი ასწავლიდა და ნორმალურიაო. სკოლაქორალი.გე ხომ აქვთ საიტი?

Posted by: ვიღაცაგადარეული 20 Sep 2010, 19:06
ქორალი up.gif

მომეწონა ძალიან !

ტრანსპორტითაა

კვებითააა

და მშვენიერი გარემოა : ))

გადასახადი 250 ლარი თვეში თუ ტრანსპორტით გინდათ 30 ლარს ამატებთ ანუ 280 ლარი თვეში

ხვალ პირველი გაკვეთილი მაქვს და ხალხსაც გადავავლებ თვალს იმედია მანდ მაინც გავჩერდები user.gif


mariastella
: ))

Posted by: lapd 20 Sep 2010, 19:10
ვიღაცაგადარეული

ვიცი მე რატომაც გინდა მანდ mo.gif

user posted image

Posted by: ვიღაცაგადარეული 20 Sep 2010, 19:14
უი მისამართი დამავიწყდა

დიღომი შვიდი ანუ შავი ზღვის უნივერსიტეტის პირდაპირაა

ლუკოილის ბენზინ გასამართთანაა ჩასახვევი იქ უნდა ჩაუხვიოთ და იკითხოთ

ცოტა ძნელი მისაგნები და შორია ალბათ მაგიტომაც ყავს საკუთარი ტრანსპორტი

ხო კიდევ ერთი რაც მომეწონა მოლაშქრეთა კლუბი

ჩემნაირი ადამიანისთვისააა ზედგამოჭრილი love.gif


lapd
ხო ეგეც და ისეც კაია user.gif

პროსტა ცოტა ფოე ფოე სასტავი ჩანს ალბათ მეც პეროს გავიყრი mo.gif

Posted by: lapd 20 Sep 2010, 19:39
ვიღაცაგადარეული

გაიყარე მაგის დედაც sad.gif

ხო იცი მერე სადაც უნდა ჩააბარო user.gif

Posted by: ვიღაცაგადარეული 20 Sep 2010, 19:47
lapd
free uneeee :X:X:X:X



====================

Posted by: finder001 10 Oct 2010, 23:13
ხალხო ძალიან საინტერესო თემაა!!! ზუსტად მეც მეორე წელს ვაპირებ ჩემი ვაჟკაცის მიყვანას სკოლაში. დიდ საფიქრალში ვარ, საახლობლოში , სანათესაოში და ოჯახში აზრი ორადა გაყოფილი ზოგი ამბობს რომ არანაირი კერძო სკოლა არ ჭირდება ზოგი პირიქით , ავირიე ვერ გავიგე , 4000 და 3500 ლარს ნამდვილად ვერ გადავიხდი წელიწადში. მაიუნტერესებს კონკრეტულად უფრო დაწვრილებით ორი სკოლა, "პრომეთე" მუხიანში და ბრიტანულ-ქართული სკოლა "ბრიტანიკა" ჩარგლის ქუჩაზე სამზონაში. ფასი პრომეთესი ვნახე მაგრამ ბრიტანიკა არ ვიცი დავრეკე და მიუსვლელად ტელეფონით არაფერი მითხრეს , ხოდა მაინტერესებს პრომეთეში თუ ღირს მიყვანა , საათები სწავლის და ხარისხი ვინც ნამდვილად იცის და "ბრიტანიკა" როგორია და ფასი თუ იცით??? წინასწარ გიხდით მადლობას რჩევისთვის... smile.gif

Posted by: Enjey 11 Oct 2010, 11:30
ბრიტანიკაში 3000 ლარს იხდიან 1-2 წლის წინ მისულები, ახლა მეტი თუ არა-ნაკლები ნამდვილად არ იქნება.
პრომეთეში ჩემი აზრით არ ღირდა და ბრიტანიკაში სწავლის ხარისხი კარგია-დანარჩენი არ ვიცი,მე არ მაწყობდა და აღარ ჩავეძიე.
ისე რაც მე ვათვალიერე - უმეტესობა კერძოებში მიყვანას ნორმნალურ მასწავლებელთან სახელმწიფოში მიყვანა ჯობდა.
ზოგგან იქით რომ მოეცათ ფული მაინც არ მივიყვანდი smile.gif
სულ რამდენიმე სკოლა მომეწონა და ყველა 3500-ს ზემოთა... ოღონდ ტრანსპორტი-კვება-გახანგრძლივებული სერვისით ვეძებდი

Posted by: finder001 12 Oct 2010, 23:06
ეეეჰჰჰ, მოკლედ არ ვიცი რა ვქნა რააა sad.gif კერძო ტუ სახელმწიფოოო? :? ვერ გადავწყვიტე ...

Posted by: Enjey 13 Oct 2010, 20:28
finder001
თუ ატარებ შენ თვითონ სკოლაში და გაკვეთილების მერე წრეებზეც.
და მეცადინეობის დრო და ნერვები თუ გექნება - სახელმწიფო კარგი მასწავლებლით.
მაგალითად I ექსპერიმენტული საირმეზე. . . .

მე ზედა პუნქტებს ვერ ვაკმაყოფილებდი და წყნეთში მივიყვანე, ჯერ-ჯერობით ძალიან კმაყოფილები ვართ მეც და ბავშვიც.

Posted by: murjo 18 Oct 2010, 18:44
იტალიურ სკოლაში სწავლობს ვინმე?შეკითხვა მაქვს ..

Posted by: fermina 19 Oct 2010, 14:39
QUOTE (Enjey @ 13 Oct 2010, 20:28 )
finder001
თუ ატარებ შენ თვითონ სკოლაში და გაკვეთილების მერე წრეებზეც.
და მეცადინეობის დრო და ნერვები თუ გექნება - სახელმწიფო კარგი მასწავლებლით.
მაგალითად I ექსპერიმენტული საირმეზე. . . .

მე ზედა პუნქტებს ვერ ვაკმაყოფილებდი და წყნეთში მივიყვანე, ჯერ-ჯერობით ძალიან კმაყოფილები ვართ მეც და ბავშვიც.

სწორია, მე საირმეზე დამყავს და დაწყებითებით კმაყოფილი ვიყავი, ახლა მეშვიდეში გადავიდა და ისე-რა, მაგრამ საქმე ის არის, რომ კერძო სკოლების მოსწავლეებიც მაღალ კლასებში კერძო მასწავლებლებთან ემზადებიან და ამიტომ ამდენი ფულის ხდა სკოლასი + რეპეტიტორებში? რა ვიცი... rolleyes.gif

Posted by: iototi 26 Oct 2010, 10:32
რას იტყოდით ვასაძის სკოლაზე კიკეთში? იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელი

Posted by: liz 26 Oct 2010, 12:11
finder001

მე გირჩევთ " ახალ ქართულ გიმნაზიას" ნაძალადევი , კიკვიძის პარკის მოპირდაპირე მხარეს. შეგიძლიათ ნახოთ, დაესწროთ გაკვეთილებს და შეაფასოთ. smile.gif ფასი - 3000 ლარი. www.ngg.ge

Posted by: iototi 26 Oct 2010, 12:41
http://www.kiketischool.ge/?p=MQ==

Posted by: bochita 26 Oct 2010, 16:38
ვინმეს გსმენიათ წერეთლის სახელობის სკოლა ყიფშიძეზე?

Posted by: SRGT 27 Oct 2010, 16:03
161 სკოლა დაწყებითი კარგია??ვერ გადამიწყვეტია სად მივიყვანო ბავშვი 1ექსპერიმენტალურში თუ 161-ში??

Posted by: sava062 27 Oct 2010, 18:27
SRGT

სადაც უკეთესი დაწყებითის მასწავლებელი იქნება იქ.

Posted by: tevdore 28 Oct 2010, 19:43
QUOTE
იტალიურ სკოლაში სწავლობს ვინმე?შეკითხვა მაქვს ..

ჩემი მეგობრის შვილები სწავლობენ.........

Posted by: kostaia 16 Dec 2010, 12:41
დემირელის და წმ. გიორგის სკოლების ფასებს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: ირაკლი17 16 Dec 2010, 13:02
QUOTE
დემირელის და წმ. გიორგის სკოლების ფასებს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: mta 16 Dec 2010, 13:19
QUOTE
წმ. გიორგის სკოლების ფასებს ხომ ვერ მეტყვით?

kostaia
ტ.912-842; 899-778-733.

Posted by: ekano 13 Jan 2011, 14:37
დემირელის სკოლა 2500 $ ღირს, მაგრამ არის შეღავათები. უნდა მიხვიდეთ და გაგარკვევენ. მე დამყავს შვილი და ძალიან კმაყოფილი ვარ, თან გახანგრძლივებული ჯგუფებიც არის.

Posted by: anna_annuka 13 Jan 2011, 19:52
www.kiketischool.ge - იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

ნამდვილად საუკეთესო და ღირსეული სკოლაა საქართველოში.

Posted by: tat 14 Jan 2011, 14:21
რამხელა თემაა..............ავიბლანდეsmile.gif

მოკლედ უნდა დამაგზაკვალიანოთუკვე მოსწავლეების მშობლებმა:
კერძო სკოლა მინდა სასურველია პეროს გარეშე( ატროფირებული პერო მაინც იყოს)
ტრანსპორტით, რაც შეიძლება ახლოს საბურთAლოსთან
ერტი უცხოენით მე-4 კლასამდე( ნუ ესეც პეროში შედის ალბათ)
აუცილებლად ეზოთი
და აუცილებლად ფიზკულტურის( სპორტის) გაკვეტილით
საერო მინდა რაც მთAვარია და არა სასულიერო---მინიმუმამდე დაყვანილი რელიგიასთAნ კონტაქტით ანუ


დამრჩა ბავშვი სკოლის გარეშე ხომ?sad.gif

Posted by: SRGT 18 Jan 2011, 14:34
თავისუფალი ვარდროფის სკოლა ფასიანია??თუ საჯაროა??

Posted by: sava062 19 Jan 2011, 03:29
tat

თითქმის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს
QUOTE
ახლოს საბურთAლოსთან
, ამის გარდა -
www.buckswood.ge

Posted by: 088 28 Jan 2011, 16:19
QUOTE
ახლოს საბურთAლოსთან , ამის გარდა -


ამის გამო იყო რომ მანდ არ შემოვიყვანე ბავშვი wink.gif ძალიან მაღლა ხართ. მე შევიყვანე მწიგნობართუხუცესში ლისზე და ჯეჯერობით პედაგოგით კმაყოფილი ვართ, ტრასპორტი ცოტა მოუწესრიგებელია (ბევრინი არიან და ხანდახან ვერ ეტევიან ბავშვები), ასევე ინგლისურის და რუსულის მასწავლებლები აშკარად პენსიაზე უნდა იყვნენ და ისხდნენ ბუხართან smile.gif და არა აქ, ბავშვი ბაღში უფრო მეტს სწავლობდა ვიდრე აქ.

Posted by: Peita 28 Jan 2011, 17:30
კერძო სკოლა "მთიები" იცით რაიმე ამ სკოლის შესახებ?
იქნებ დამეხმაროთ რაააა

Posted by: tako44 30 Jan 2011, 17:21
QUOTE (088 @ 28 Jan 2011, 16:19 )
QUOTE
ახლოს საბურთAლოსთან , ამის გარდა -


ამის გამო იყო რომ მანდ არ შემოვიყვანე ბავშვი wink.gif ძალიან მაღლა ხართ. მე შევიყვანე მწიგნობართუხუცესში ლისზე და ჯეჯერობით პედაგოგით კმაყოფილი ვართ, ტრასპორტი ცოტა მოუწესრიგებელია (ბევრინი არიან და ხანდახან ვერ ეტევიან ბავშვები), ასევე ინგლისურის და რუსულის მასწავლებლები აშკარად პენსიაზე უნდა იყვნენ და ისხდნენ ბუხართან smile.gif და არა აქ, ბავშვი ბაღში უფრო მეტს სწავლობდა ვიდრე აქ.

და გადასახადი ბევრია? smile.gif
კვებითაა თუ კვების გარეშე? ანუ მაინტერესებს მას სკოლაზე ყველაფერი და თუ მეტყვი, მადლობელი დაგრჩები smile.gif 2kiss.gif

Posted by: Kldemamosili 2 Feb 2011, 02:25
სადუნი.saduni.ge yes.gif.საკმაოდ კარგი სკოლა, მაღალი რეიტინგით.

Posted by: Bella Moretta9 5 Feb 2011, 18:02
QUOTE
ამის გამო იყო რომ მანდ არ შემოვიყვანე ბავშვი  ძალიან მაღლა ხართ. მე შევიყვანე მწიგნობართუხუცესში ლისზე და ჯეჯერობით პედაგოგით კმაყოფილი ვართ, ტრასპორტი ცოტა მოუწესრიგებელია (ბევრინი არიან და ხანდახან ვერ ეტევიან ბავშვები), ასევე ინგლისურის და რუსულის მასწავლებლები აშკარად პენსიაზე უნდა იყვნენ და ისხდნენ ბუხართან  და არა აქ, ბავშვი ბაღში უფრო მეტს სწავლობდა ვიდრე აქ.



yes.gif

ჩვენც მწიგნობართუხუცესში დაგვყავს, კმაყოფილი ვართ პეგადოგით, რასაც ვერ ვიტყვი ინგლისურზე და რუსულზე, თუმცა შეგვპირდნენ, რომ მომავალ წელს ამ ორ საგანში სხვა მასწავლებლები გვეყოლება.. ტრანსპორტის საკითხი ჩვენს შემთხვევაში მოწესრიგებულია, საერთო ჯამში კმაყოფილი ვართ . . .

tako44

QUOTE
და გადასახადი ბევრია?
კვებითაა თუ კვების გარეშე


3500 ლარი წელიწადში + ტრანსპორტი, მანძილის მიხედვით ინდივიდუალურად, ჩვენ 400 ლარი გამოგვდის ტრასპორტი წელიწადში, ამ თანხაში შედის კვება. კვებაც ნორმალურია, დღეში ორჯერ... 10-დან 5 საათამდეა სწავლა.

Posted by: tat 5 Feb 2011, 18:09
sava062
QUOTE
თითქმის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს QUOTE
ახლოს საბურთAლოსთან

, ამის გარდა -
www.buckswood.ge

მაგ სკოლა შარშან რომ გავიგე ეგრევე "დაზვერვაზე წამოვედი მანქანით"....ძალიან ზემოთაა...მეცოდება ყოველდღე მაგ გზაზე...5 კლასამდე ვერ( არ) ვატარებ(......
.088
გარდა სკოლის შესაფერისი შენობისა( ეგეც ვნახე) სხვა ყევლასგან იგივე შენიშვნა -პრეტენზიები მსმენია( ქართულის მასწაველბელსაც იწუნებდა 2 მშობელი), საკვებს ბუფეტში , გზა მანდაც ცუდიაsad.gif........


ოლიმპ-თან შეხებაში მყოფი ხაართ ვინმე?

Posted by: sava062 7 Feb 2011, 00:08
tat

ისე, შეიძლება სექტემბრიდან თბილისის ცენტრშიც გვქონდეს სკოლის შენობა ანუ ბაქსვუდი თბილისი wink.gif

Posted by: tat 7 Feb 2011, 23:01
sava062
ჭკვიანური იქნებოდა ძალიან, დაწყებითი 3-4 კლასი smile.gif) როდის გაირკვევა?

Posted by: sava062 9 Feb 2011, 04:11
tat
QUOTE
როდის გაირკვევა?


მარტი-აპრილში

Posted by: eka9eka9 14 Feb 2011, 19:25
თუ ვინმემ იცით სკოლა ქორალის შესახებ, ან თუ ვინმე სწავლობთ, ნუ დაიზარებთ და დაწერეთ რა თქვენი აზრი...

Posted by: kucinkela27 16 Feb 2011, 20:01
შევასწავლი ნებიმიერ მსურველს გერმანულ ენასა და ლიტერატურას.უახლოესი ლიტერატურის გამოყენებით.დამთავრებული მაქვს უცხოენების ინსტიტუტი ავსტრიაში. რვა გაკვეთილი 60 ლარი/ ტელ: 857731606. ან Mail_ bakhtadze26@yahoo.de

Posted by: Beqa@ 21 Feb 2011, 13:06
deutscheschule ერთ-ერთი საუკეთესო კერძო სკოლა თბილისში. იძლევა გერმანიის სახელმწიფო ატესტატს, რომელიც აღიარებულია ევროპის ყველა ქვეყანაში და კანადაში. სკოლას ექვემდებარება და მასწავლებლებს აგზავნის გერმანიის საგარეო სამინისტროს, საზღვარგარეთ გერმანული სკოლების მთავარი სამმართველო. რომელსაც ანალოგიური სკოლები მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს გახსნილი.
სწავლება გერმანულ ენაზე პირველი კლასიდანვე, ინგლისური მეორე კლასიდან. მასწავლებლები გერმანიიდან მოწვეული პედაგოგები.


http://deutscheschule.ge/index.php?lang=GEO

ღია კარის დღეები ჩატარდება:

2011 წლის 23 მარტსა და 15 აპრილს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

2011/2012 სასწავლო წლისათვის განაცხადებების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი.


<სკოლაში სწავლისათვის გერმანული ენის ცოდნა სავალდებულოა. ენის შესწავლა შესაძლებელია სკოლასთან არსებულ საბავშვობაღსა და მოსამზადებელ ჯგუფებში. თუ ბავშვი უკვე ექვსი წლისაა და პირველ კლასში სწავლის დაწყება სურს, მაგრამ გერმანულენას არ ფლობს, გირჩევთ დროულად დაგვიკავშირდეთ. სკოლის დირექტორი მშობლებს გაუწევს კონსულტაციას სკოლის დაწყებამდე შესაბამის დონეზე ენაში მომზადების თაობაზე.>

Posted by: mata4 21 Feb 2011, 22:20
მაინტერესებს, საჯარო სკოლის ატესტატს და კერძ

ო სკოლის ატესტატს რაიმე განსხვავება ააქვს?

Posted by: kesira 23 Feb 2011, 10:44
ბაქსვუდის სკოლაში გადავიყვანე ჩემი შვილი- მე-3 კლასშია. მინდა გითხრათ რომ აღფრთოვანებული ვარ...ყველაფრით...საკმაოდ პრესტიჟულ საჯარო სკოლაში სწავლობდა,მაგრამ აქ სულ სხვააა...სწავლების დონე ვერ შეედრება საჯარო სკოლაში სწავლების დონეს. სულ სხვა მოთხოვნები, დატვირთვა, მიდგომა. პედაგოგიც ძალიან მაგარი შეგვხვდა (ალბათ გაგვიმართლა).კმაყოფილი ვარ ძალიან.

მართალია მოშორებითაა ქალაქთან, სამაგიეროდ სუფთა ჰაერზეა...თან სტადიონიც აქვთ, სპორტის გაკვეთილებიც დატვირთვით უტარდებათ. ფასი რაც ღირს სწავლების, ნამდვილად შეესაბამება. ასე, რომ მე კმაყოფილი ვარ...

Posted by: SRGT 23 Feb 2011, 12:33
QUOTE (kesira @ 23 Feb 2011, 10:44 )
ბაქსვუდის სკოლაში გადავიყვანე ჩემი შვილი- მე-3 კლასშია. მინდა გითხრათ რომ აღფრთოვანებული ვარ...ყველაფრით...საკმაოდ პრესტიჟულ საჯარო სკოლაში სწავლობდა,მაგრამ აქ სულ სხვააა...სწავლების დონე ვერ შეედრება  საჯარო სკოლაში სწავლების დონეს. სულ სხვა მოთხოვნები, დატვირთვა, მიდგომა. პედაგოგიც ძალიან მაგარი შეგვხვდა (ალბათ გაგვიმართლა).კმაყოფილი ვარ  ძალიან.

მართალია მოშორებითაა ქალაქთან, სამაგიეროდ სუფთა ჰაერზეა...თან სტადიონიც აქვთ, სპორტის გაკვეთილებიც დატვირთვით უტარდებათ. ფასი რაც ღირს სწავლების, ნამდვილად შეესაბამება. ასე, რომ მე კმაყოფილი ვარ...

რა ღირს ეს სკოლა??

Posted by: sava062 23 Feb 2011, 17:59
SRGT
QUOTE
რა ღირს ეს სკოლა??


1400 გირვანქა სტერლინგი შესაბამისი კურსით ლარებში (დაახლოებით 3900 - 4000 ლარი უწევს წელიწადში) თუ ტრანსპორტირება ხდება სახლიდან - სახლამდე; 1300 გირვანქა თუ ბაგებიდან ბაგებამდე, და 1200 გირვანქა ტრანსპორტირების გარეშე.

Posted by: sava062 26 Feb 2011, 00:26
ძვირფასო მომავალო მშობლებო,

მოგახსენებთ, რომ ა/წლის 1 მარტს იწყება 2011/2012 სასწავლო წლისათვის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში პირველ კლასში შემსვლელთა საბუთების მიღება. სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 6 წელი ან 2011-2012 სასწავლო წლის ბოლომდე (15.06.2012) შეუსრულდებათ 6 წელი.

სკოლაში მიღებისას საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

1. აპლიკაციის ფორმა (ივსება ადგილზე ან ელექტრონულად)
2. დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული 1ც ქსეროასლი საჯარო რეესტრის მიერ მინიჭებული პირადი ნომრით
3. ორი ფოტოსურათი ¾-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი CD დისკის სახით 2X2,5 -JPG ფორმატში, რომელსაც უნდა ეწეროს მოსწავლის გვარი, სახელი და დაბადების თარიღი;
4. ჯანმრთელობის ცნობა;
5. მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები ( 2 ცალი)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია. ერთი პირველი კლასის დაკომპლექტება დასრულებულია და მიმდინარეოებს მეორე პარალელური კლასის დაკომპლექტება.

სკოლაში სწავლის ღირებულება დიფერენცირებულია და დამოკიდებულია მოსწავლის ტრანსპორტირების სქემაზე:

1. 1,400 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ტრანსპორტირება მოხდება სახლიდან სახლამდე,
2. 1,300 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ტრანსპორტირება მოხდება ბაგებიდან წყნეთის მიმართულებით და პირიქით;
3. 1,200 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ გამოიყენებს სკოლის სატრანსპორტო მომსახურებას.
სწავლის ღირებულებაში ასევე შედის:

• ორჯერადი კვება,
• 2 სპორტული წრე (შეგიძლიათ აირჩიოთ 6 შესაძლო წრიდან; ამასთან, ჭადრაკის გაკვეთილი უკვე შესულია საგაკვეთილო ბადეში),
• პირველი კლასის სახელმძღვანელოები

ოჯახიდან ერთზე მეტი ბავშვის მოყვანის შემთხვევაში გათვალისწინებულია შეღავათები: 10% - 2 ბავშვის, შემთხვევაში; 15% - 3 ბავშვის შემთხვევაში; 20% - სამზე მეტი ბავშვის შემთხვევაში;

სწავლის ღირებულების გადახდა ხდება ორ ნაწილად.

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 9:30-დან 17:00 საათამდე. სურვილის შემთხვევაში, მშობლის მოთხოვნით, შესაძლებელია დამატებითი სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობა, რომელიც სკოლიდან დელისის მეტროს მიმართულებით გადაიყვანს მოსწავლეებს 15:00 საათზე დამატებითი ღირებულების გარეშე.

პირველი 5 დარეგისტრირებული მოსწავლე დამატებითი ღირებულების გარეშე მიიღებს სკოლის ფორმას.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ სკოლის ცხელ ხაზზე 877 992 993 ან 10:00-დან 17:00 საათამდე - 22 89 01
ან
მობრძანდეთ სკოლაში. მის: წყნეთი, რუსთაველის ქ. 52, ავტობუსების ბოლო გაჩერებასთან.


Posted by: atatu 28 Feb 2011, 12:51

ძვირფასო მშობლებო, როგორ ფიქრობთ მზად არის თქვენი შვილი სკოლისთვის?


მშობლები ხშირად ნერვიულობენ, მზადაა თუ არა მათი შვილი სკოლისთვის. განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს პრობლემა დღეს, როცა განათლების სამინისტომ ნება დართო სკოლებს პირველ კლასში 5 წლის ბავშვებიც მიიღონ.
სამწუხაროდ მათ უნარებს ნაკლებად ამოწმებენ.
ჩვენ გთავაზობთ დიაგნოსტიკური მეთოდების საშუალებით ბავშვის ფსიქო-სოციალური უნარების შემოწმებას. ეს არის მარტივი და ბავშვისთვის სახალისო პროცედურა. სულ ჭირდება 30 წუთი და მშობელს ზუსტად ეცოდინება რამდენად კარგად აქვს ბავშვს განვითარებული:
· მეხსიერება
· მეტყველება
· ყურადღება
· ინსტრუქციით მოქმედება
· ლოგიკური აზროვნების უნარი
· გარემოში ორიენტაცის და ადაპტაცის უნარი
ასევე გაიგებთ რამდენად შეესაბამება განვითარების დონე ბავშვის ასაკს.
დიგნოსტიკის შემდეგ მშობელს მიეცემა ფსიქოლოგის დასკვნა და რეკომენდაციები.
ფასი: 25 ლარი
პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი "პიკი"
8 95 28 60 40
www.piki.ge

Posted by: Salli Stone 1 Mar 2011, 13:21
კარგით რა ხალხო რეებს წერთ რა კერძო სკოლები, რა საჭიროა საერთოდ?! ეგ სკოლები კი არა ფულის საკეთებელად შექმნილი ბიზნეს ცენტრებია sad.gif sad.gif რატომ უნდა შეიყვანოს ადამიანმა ბავშვი მასეთ სკოლაში? რომ არ იაროს და ატესტატი აიღოს ხო? რაც სჭიროა ჩვეულებრივ სკოლებშიც მშვენივრად ასწავლიან ! სულ არაა საჭირო ზედმეტად ფულის ყრა no.gif საღამოს სკოლის გათანამედროვებული ვარიანტია ეგ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ძმა 1 Mar 2011, 13:21
იხსნება 2 კერძო სკოლა მარნეულში და რუსთავში ტრანსპორტირებით. მსურველები შემეხმიანეთ.
* * *
Salli Stone
QUOTE
კარგით რა ხალხო რეებს წერთ რა კერძო სკოლები, რა საჭიროა საერთოდ

ხუმრობ? თუ უშვილო ხარ?

Posted by: rawerfas 1 Mar 2011, 14:20
იმდენი ვიწვალე, ვრეკე, ვარკვიე და ასე შემდეგ, რომ ჩემი შრომა მენანება და აქ მაინც დავდებ ინფორმაციას, იქნებ ვინმეს გამოადგესsmile.gif:

1.ფილიპე გოგიჩაიშვილის სკოლა ვერაზე - 350 ლარი თვეში
2.ბინული გაგარინის მოედანთან - 3000 ლარი წელიწადში
3.ქორალი აღმაშენებლის ხეივანი - 250+30 (ტრანსპორტით) თვეში
4.ბრიტანული დაწყებითი სკოლა შარტავაზე - 6000 ლარი წელიწადში
5.წმინდა გიორგი ბაგებში - 5700 წელიწადში
6.ახალი სკოლა ბაგებში - 4900 წელიწადში
7.მთიები საბურთალოზე - 4000 წელიწადში
8.მარჯი პლეხანოვზე - 3000 წელიწადში
9.ბრიტანულ-ქართული სკოლა ჭავჭავაძის ჩიხში - 5900 წელიწადში
10.მწიგნობართუხუცესი ლისის ტბაზე - 3500 წელიწადში
11.ბაქსვუდი წყნეთში - 4000 წელიწადში (მგონი, ვერანაირად ვერ დავუკავშირდი)
12.სადუნი წერეთელზე - 3000 წელიწადში
13.სხივი (დემირელის სკოლა) დიდ დიღომში - $2500 წელიწადში
14.ფრანგული ეკზიუპერის სკოლა ფალიაშვილზე - 2700 წელიწადში
15.ქართულ-ამერიკული სკოლა ჭყონდიდელზე - $1600 (მგონი, ტელეფონით არ მითხრეს, მობრძანდით და ადგილზე გეტყვითოbiggrin.gif )
16.ჯი-ელ-სი ნუცუბიძეზე - 3000 წელიწადში
17.ცისკარი (იტალიური სკოლა) თორნიკე ერისთავზე - $1800

მე შევჩერდი ქორალზე, ფასიც ნორმალურია მგონი. ერთი მინუსი აქვს (პირველი შეხედვით, მერე შეიძლება მეტი მინუსიც აღმოვაჩინოsmile.gif) - ცოტა ტაკოშია biggrin.gif მაგრამ მარშრუტკებით დაყავთ ბავშვები და ისეთი ტალახი იყო კრუგომ, რომ თვითონ შენობაში გალოკილმა კიბეებმა და იატაკებმა დამშოკა smile.gif კარგი დიდი შენობაა, ეზო, დირეკტორიც მომეწონა (ძალიან ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა), ამბობენ, რომ სწავლაც კარგ დონეზეაო და მგონი ნამეტანი პეროიანი სასტავიც არ უნდა იყოს (ჩემთვის ეგეც პლიუსია).

მოკლედ, იქნებ ვინმეს გამოადგეს ეს ინფორმაცია smile.gif

Posted by: mta 1 Mar 2011, 14:50

ძმა
QUOTE
იხსნება 2 კერძო სკოლა მარნეულში და რუსთავში ტრანსპორტირებით. მსურველები შემეხმიანეთ.
* * *

აქ თბილისის კერძო სკოლების თემაა...

Posted by: sava062 1 Mar 2011, 18:27
rawerfas
QUOTE
11.ბაქსვუდი წყნეთში - 4000 წელიწადში (მგონი, ვერანაირად ვერ დავუკავშირდი)


3 პოსტით ზემოთ წერია სრული ინფორმაცია

Posted by: nacho 1 Mar 2011, 18:33
სკოლა "ლიდერი" ვინმეს თუ სმენია და რა ხდება ხომ არ იცით? მისამართი საირმის გორა. სკოლაში რა სიტუაციაა ? მე საიტი ვერ ვნახე და თუ ვუნმეს შეხება აქვს,იქნებ არ დაიზაროს აზრის გაზიარება?///

Posted by: tat 1 Mar 2011, 21:44
nacho
QUOTE
მისამართი საირმის გორა.

პირველ ექსპერიმენტულს გადაარქვეს?

Posted by: kucinkela27 1 Mar 2011, 22:34
შევასწავლი ნებიმიერ მსურველს გერმანულ ენასა და ლიტერატურას უახლოესი ლიტერატურის გამოყენებით.დამთავრებული მაქვს უცხოენების ინსტიტუტი ავსტრიაში. რვა გაკვეთილი 60 ლარი. ტელ_ 857731606 ან Mail_ bakhtadze26@yahoo.de

Posted by: ძმა 2 Mar 2011, 10:48
QUOTE
იხსნება 2 კერძო სკოლა მარნეულში და რუსთავში ტრანსპორტირებით. მსურველები შემეხმიანეთ.
* * *

აქ თბილისის კერძო სკოლების თემაა...


თბილისიდანაც იქნება ტრანსპორტირება. ლისზე , წყნეთში და კიკეთში თუა ,რა რუსთავამდე და მარნეულამდე იგივე არაა?

Posted by: eka9eka9 3 Mar 2011, 22:28
ბრიტანული აკადემიის შესახებ, იქნებ დაწეროთ რამე, ჭავჭავაძის პირველ ჩიხშია, თუ ვინმე სწავლობთ, ნუ დაიზარებთ რააა...

Posted by: Salli Stone 5 Mar 2011, 17:42
ძმა

QUOTE
ხუმრობ? თუ უშვილო ხარ?


შვილი არ მყავს და არც ვხუმრობ ძმაოოოო. boli.gif

ჩვეულებრივ სკოლებშიც ჩვეულებრივად ისწავლის ბავშვი თუ სწავლა უნდა. მე ვიცი რამდენიმე ეგეთი "მაგარი" სკოლის მოსწავლე რომლებსაც მათემატიკაში თავისი ტოლი უბრალო სკოლის მოსწავლეები ეხმარებიან wink.gif შენ ფულს "პრესტიჟული" სკოლის სახელში იხდი და არა ცოდნაშ, თანაც გეხალისება , შენი საქმეა

ისე რომელი სკოლის დირექტორი ხარ? შენ სკოლაში სწავლა რა ღირს? lol.gif lol.gif

Posted by: mimishka 5 Mar 2011, 22:34
QUOTE
სკოლა "ლიდერი" ვინმეს თუ სმენია და რა ხდება ხომ არ იცით? მისამართი საირმის გორა. სკოლაში რა სიტუაციაა ? მე საიტი ვერ ვნახე და თუ ვუნმეს შეხება აქვს,იქნებ არ დაიზაროს აზრის გაზიარება?///




ეს სკოლა ახალი გახსნილია, ჩემი ახლობლის ბავშვი დადის და არ არის კმაყოფილი, ამბობს რომ ძალიან არამდგრადი სიტუაციაა ზოგადად სკოლაში , ხან რომელ მასწავლებელს უშვებენ და ხან რომელს ღებულობენ, მოკლედ დიდი არეულობაა.
აი საიტიც :http://nsl.ge/

Posted by: ძმა 8 Mar 2011, 09:53
Salli Stone
QUOTE
ჩვეულებრივ სკოლებშიც ჩვეულებრივად ისწავლის ბავშვი თუ სწავლა უნდა

უსკოლოდაც შეიძლება.
QUOTE
შვილი არ მყავს

მაშინ გასაგებია არაობიექტური ინფო.
QUOTE
რომელი სკოლის დირექტორი ხარ?

მანდატური ხარ?






lol.gif

Posted by: tat 9 Mar 2011, 21:08
QUOTE
მთიები საბურთალოზე - 4000 წელიწადში

ეს ეხლა დავაფიქსირე-----ამის ფასი და
QUOTE
1,400 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში

ბაქსვუდში
სასაცილოა-ვისაც ორივე სკოლა ნანახი აქვს მიხვდება რაზე ვიცინი(
sava062
მოვიდა გაზაფხულიsmile.gif "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" -ს იზამთ წელს ტუ არა?

Posted by: sava062 10 Mar 2011, 00:12
tat

QUOTE
მოვიდა გაზაფხული "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" -ს იზამთ წელს ტუ არა?


სამწუხაროდ წელს ვერ ვახერხებთ sad.gif ფული ვერ ვიშოვეთ sad.gif

QUOTE
სასაცილოა-ვისაც ორივე სკოლა ნანახი აქვს მიხვდება რაზე ვიცინი(


მე მარტო ერთი სკოლა მაქვს ნანახი და ვერ ვხვდები...

Posted by: tat 12 Mar 2011, 20:19
sava062
QUOTE
მე მარტო ერთი სკოლა მაქვს ნანახი და ვერ ვხვდები...

მეორეზე მოკლედ მოგიყვები-ეგრეთწოდებული ეზო , თქვენი დირექტორის მანქანის გასაჩერებელი ადგილის ხელა. ნუ სკოლა ალბათ თქვენი ბუფეტის.....
ფასი იდენტურიsmile.gif
QUOTE
სამწუხაროდ წელს ვერ ვახერხებთ 

ჯალsad.gif
გისურვებთ ფულის მალე შოვნასsmile.gif

Posted by: sava062 13 Mar 2011, 02:10
tat
QUOTE
მეორეზე მოკლედ მოგიყვები-ეგრეთწოდებული ეზო , თქვენი დირექტორის მანქანის გასაჩერებელი ადგილის ხელა. ნუ სკოლა ალბათ თქვენი ბუფეტის.....
ფასი იდენტური


გასაგებია

QUOTE
გისურვებთ ფულის მალე შოვნას


მადლობა smile.gif

Posted by: lasha67 14 Mar 2011, 09:38
სწავლა სინათლეა, უსწავლელობა სიბნელე.
* * *
სწავლა სინათლეა, უსწავლელობა სიბნელე.

Posted by: GeorgeCorpsegrinder 14 Mar 2011, 18:29
ძაან მჭირდება სკოლიდან სადმე იაფიან კერძო სკოლაში გადასვლა და რაც შეიზლება მალე. მითხარიტ რამე რა. მეცხრეში ვარ.

Posted by: liz 15 Mar 2011, 13:26
მე გირჩევთ "ახალ ქართულ გიმნაზია" - ს. www.ngg.ge..ძალიან კარგი სკოლაა. საუკეთესო შეთავაზება აქვთ X-XII კლასელებისთვის. საატესტატო გამოცდებისთვის ამზადებენ ყველა საგანში "ნულიდან". თან სკოლის მოსწავლეა, არაა საჭირო ცალკე კიდევ სკოლაში სიარული. ასევე, შესაძლებელია თუ 9 საგანი არ უნდა , აირჩიოს სასურველი საგნების პაკეტი.

Posted by: anna_annuka 17 Mar 2011, 19:32
http://www.1tv.ge/Video-View.aspx?VID=4133&Loc=94&CatID=1&LangID=1

ნახეთ აქ გადაცემა საჯარო და კერძო სკოლების შესახებ. ეკა ხოფერიას ”აუდიტორია”. ორშაბათს, 14 მარტს გავიდა ეთერში.

wink.gif

Posted by: Belle 18 Mar 2011, 16:59
ევროპული სკოლა – როგორ შეიძლება კარგი იყოს როცა ასეთი დირექტორი ჰყავს?

http://www.youtube.com/watch?v=x051GBGK5R4

Posted by: tat 18 Mar 2011, 19:00
Belle
QUOTE
ევროპული სკოლა

წიხი უჟასsmile.gif)

ავარჩიე როგორც იქნა----ოლიმპი. გოგოებზე სეილია მარტშიsmile.gif

Posted by: SRGT 19 Mar 2011, 13:46
რა ღირს ოლომპში სწავლა??გოგონებისთვის??

Posted by: tat 19 Mar 2011, 13:51
SRGT
მარტში 1700$......................


Posted by: Salli Stone 20 Mar 2011, 17:08
ძმა


QUOTE
მაშინ გასაგებია არაობიექტური ინფო.



რატომ გგონია რომ არაობიექტური ინფო მაქვს? საიდან მოიტანე?

QUOTE
მანდატური ხარ?


ყავაზე მკითხაობით ერთობი?

4000 წელიწადში სკოლისთვის ნორმალურ ფასად გეჩვენებაა? რა უნდა ისწავლოს სკოლაშI ბავშვმა 4000 ის?? ერთი ეგ გამაგებინე რა.

Posted by: SRGT 21 Mar 2011, 15:23
რა შედის მაგ ფასსში?მინდა მივიდე ხვალ...ტრანსპორტირება შედის??და კონტრაკტს 1 წლიანს აფორმებენ??ოლიმპში>??

Posted by: frida_kahlo 21 Mar 2011, 16:50
rawerfas
ქორალი აღმაშენებლის ხეივანი - 250+30 (ტრანსპორტით) თვეში
მე შევჩერდი ქორალზე, ფასიც ნორმალურია მგონი. ერთი მინუსი აქვს (პირველი შეხედვით, მერე შეიძლება მეტი მინუსიც აღმოვაჩინო) - ცოტა ტაკოშია მაგრამ მარშრუტკებით დაყავთ ბავშვები და ისეთი ტალახი იყო კრუგომ, რომ თვითონ შენობაში გალოკილმა კიბეებმა და იატაკებმა დამშოკა კარგი დიდი შენობაა, ეზო, დირეკტორიც მომეწონა (ძალიან ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა), ამბობენ, რომ სწავლაც კარგ დონეზეაო და მგონი ნამეტანი პეროიანი სასტავიც არ უნდა იყოს (ჩემთვის ეგეც პლიუსია).

ინფორმაცია ძალიან გამომადგა smile.gif იქნებ მისამართი მიმითითო როგორ მივიდე წინასწარ მადლობა
* * *
Dara

ქართული სასწავლებელი 1500 ლარი ავლაბარი
თუ იცი როგორი სკოლაა და სად მდებარეობს?

Posted by: ძმა 22 Mar 2011, 10:31
Salli Stone
თუ ასე მოკლე მეხსიერება გაქვს , შეგახსენებ, რომ ,,მკითხაობას'' შენგან ვსწავლობ
QUOTE
ისე რომელი სკოლის დირექტორი ხარ? შენ სკოლაში სწავლა რა ღირს?

biggrin.gif
* * *
QUOTE
რატომ გგონია რომ არაობიექტური ინფო მაქვს? საიდან მოიტანე?

საკუთარი შვილი რომ გეყოლება სკოლაში ,მერე უფრო ობიექტური იქნები

Posted by: rawerfas 22 Mar 2011, 11:30
frida_kahlo
მიხარია, თუ გამოგადგა ინფორმაცია smile.gif
მისამართი: მოკლედ დიღმის ტრასაზე კაი ხანი უნდა იარო (გაცდე ტეგეტა მოტორს და ვალენტინის) და ლუკოილის ბენზოკალონკასთან დიდი "ბარამბოს" ბილბორდია გამოკრული და იქ უნდა ჩაუხვიო მარჯვნივ. ხოდა გზას გაყვები, მერე რომ იკითქო, ყველა მიგასწავლის. ჩემი მივიყვანე მოსამზადებელ ჯგუფში და ისეთი სიხარულით მირბის ყოველ დღე ბაღში, რომ ესეც ჩემთვის მანიშნებელია იმისა, რომ ბავშვი კარგად გრძნობს თავს, თან ხან ცეკვის ილეთს მოიტანს ახალს, ხან 2 მიუმატოთ 3 ერამდენი იქნებაო, მეკითხება და ა.შ smile.gif რავი, ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ და მერე ვნახოთ smile.gif

Posted by: frida_kahlo 22 Mar 2011, 20:48
rawerfas

გაიხარე, აუცილებლად ვნახავ 2kiss.gif

Posted by: mata4 23 Mar 2011, 09:46
გლდანში ინგლისურის პედაგოგი აბიტურიენტებისთვის კარგი ხომ არ იცით?

Posted by: keti6878 23 Mar 2011, 23:51
ჩემი შვილი დადის გრიგოლ ხანძთელის სკოლაში(ყოფილი მწიგნობარი)რუსთავი-2 შენობის უკან, მეორე კლასშია, ძალიან კმაყოფილი ვარ, 2200 ლარია წელიწადში. ძალიან ეროვნული სკოლაა, საკმაოდ კვალიფიცირებული მასწავლებლებით. ერთადერთი ნაკლი რაც ამ სკოლას აქვს ის არის, რომ პატარაა (მაგრამ ძალიან მყუდრო და ოჯახური), თუმცა შენობა უკვე შესყიდული აქვთ და გაფართოებას აპირებენ უახლოეს მომავალში, შეიძლება სექტემბრიდანაც. ძალიან კმაყოფილი ვარ სწავლის დონით, ასევე კვებით (ეკოლოგიურად სუფთა სოფლის პროდუქტები) და ვაპირებ,რომ დანარჩენი ორიც მანდ მივიყვანო. თავის დროზე, როცა მეც ამ საკითხით ვიყავი დაინტერესებული, ძალიან ბევრი სკოლა მოვიარე, ვკითხე აზრი მშობლებს და მე და ჩემმა მეუღლემ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება. ასე, რომ ნახეთ, რას კარგავთ.

სკოლის შესახებ:
თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა და პროგრამას ჩამორჩენილ მოსწავლეთათვის სპეციალური სწავლების სისტემა.

სკოლის პრიორიტეტები:
* კლასში მხოლოდ 14 მოსწავლე
* თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა
* პროგრამას ჩამორჩენილ მოსწავლეთათვის სპეციალური სწავლების სისტემა
* I-VI კლასებში გახანგრძლივებული სწავლება (9სთ-დან 17სთ-მდე)
* ორჯერადი კვება
* ინტეგრირებული გაკვეთილები (მშობლიური ენა-ლიტერატურა, ისტორია- გეოგრაფია, რელიგია....)
* ფსიქოლოგიური ლაბორატორია
* გამოყენებითი ხელოვნება (გობელენი, თექა, ფერწერა, აქსესუარები, თიხა)
* ენები: ინგლისური, რუსული, ფრანგული
* ჭადრაკი
* კომპიუტერული სწავლება
* სკოლის თოჯინების თეატრი
* ხალხური ცეკვა
* სიმღერა (ხალხურები, საგალობლები, კლასიკური მუსიკის მოსმენა-გაკვეთილები)
* ქცევის წესები და მეტყველების კულტურის გაკვეთილები
* სკოლის გაზეთი ,,კვალი ნათელი"
* ლაშქრობა-ექსკურსიების 12 წლიანი პროგრამა. კლუბი "ჩემი თვალით დანახული მამული"
* კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა (თეატრები, გამოფენები)
* ბიბლიოთეკა, ქართული ფილმების სრული ვიდეოთეკა, საგნობრივი დისკოთეკა, ქართველ მწერალთა უნიკალური აუდიო მასალა, ქართული გაზეთების ძველი გამოცემები, ნუმიზმატიკური კოლექცია და სხვ.)
* სასწავლო წლის დასაწყისში სამკურნალო შემოწმება (პირის ღრუ, თვალი, ხერხემალი).
* სამკურნალო ფიზკულტურა (მაკორეგირებელი ვარჯიშები)
* მშობელთა მოთხოვნით მოსწავლეს ემსახურება ტრანსპორტი
* საგამომცემლო საქმე, სკოლის მატიანე
* შიდა სასკოლო, საქალაქო და რესპუბლიკურ კონკურსებში მონაწილეობა
* ზაფხულის ბანაკი ატენის ხეობაში

რეკრეაცია
სკოლაში ფუნქციონირებს რეკრეაციული განვითარების ცენტრი (საყრდენ-
მამოძრავებელი აპარატის კორექცია და პროფილაქტიკა). გამოკვლევამ ცხადყო: მოზარდთა დიდი უმრავლესობა საჭიროებს დახმარებას.

ხერხემლის დეფორმაცია ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც სწორედ სასკოლო ასაკში ვლინდება და ვითარდება. ცენტრს ხელმძღვანელობს მაღალი გამოცდილების კვალიფიციური სპეციალისტი ლია კაკიაშვილი.
გრიგოლ ხანძთელის ეროვნულ სკოლაში მაკორეგირებელი ვარჯიშები ჩაისვა გაკვეთილების ცხრილში, რამაც უკვე მოგვცა კარგი შედეგი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: ვაჟა ფშაველას #45.
ტელ: 39 92 78; 39 94 51
ვებ-გვერდი: grigolkhanztelischool@yahoo.com; grigolkhanztelischool@posta.ge
ელ-ფოსტა: www.grigol-khanzteli.ge

Posted by: ძმა 24 Mar 2011, 13:10
აუცილებელია კერძო სკოლების დირექტორების თანამშრომლობა მთავრობასთანაც და ერთმანეთთანაც, მაგრამ თავმოყვარეობის ფარგლებში. ერთის აქტიურობა კი მახსენებს საბჭოთა მლიქვნელებს . ტელევიზიით თუ შეხვედრებზე, აღარ იცის რა ქნას , როგორ შეიძლება მისი სკოლიდან ჯანსაღი ბავშვი გამოვიდეს?! მე ვაწესებ კონკურსს ,,ბატონი ვაზელინი'' – თქვენ დაასახელეთ კანდიდატები.

Posted by: gio-floyd88 24 Mar 2011, 19:48


http://rveuli.ge/dir/index.php?page=biography&cat=9

Posted by: Salli Stone 25 Mar 2011, 22:49
ძმა


QUOTE
საკუთარი შვილი რომ გეყოლება სკოლაში ,მერე უფრო ობიექტური იქნები


და ძმა და ძმიშვილები რომ მყავდეს ისე არ შეიძლება ობიექტური ვიყო? საერთოდ რა შუაშია ეგ?

რა დიდი ობიექტურობა და ჭკუა უნდა იმის მიხვედრას რომ ამდენი ათასები არ შეიძლება სასკოლო განათლება ღირდეს???

Posted by: olive oly 28 Mar 2011, 10:29
სკოლა ბაქსუდის შესახებ ხომ არ გაქვთ რამე ინფორმაცია?

Posted by: tsqnafo 28 Mar 2011, 14:43
keti6878
უი, რომელ კლასშია თქვენი შვილი? იქნებ ვიცნობ smile.gif

მართალია, ერთადერთი ნაკლია არის მცირე ფართობი, თორემ რაც მე მაგ სკოლას ვუყურებ (8 წელია უკვე), მართლა ერთი შეკრული ოჯახივითაა, დისციპლინა, მასწავლებლებისაგან სწავლის მოთხოვნა, პირადი ჰიგიენით დაწყებული, ყველაფერს აქცევენ ყურადღებას. ალბათ, დიდი შენობა და ტერიტორია რომ ჰქონდეთ, უფრო გამოჩნდებოდა. სამომავლოდ ახლა შენობაში გადავალთო, ამბობენ.

Posted by: sava062 28 Mar 2011, 23:33
olive oly
QUOTE
სკოლა ბაქსუდის შესახებ ხომ არ გაქვთ რამე ინფორმაცია?


რა ტიპის ინფორმაცია გაინტერესებთ?

Posted by: olive oly 29 Mar 2011, 10:50
sava062
სად არის, საიტი თუ აქვთ, ასე შემდეგ

Posted by: sava062 29 Mar 2011, 14:46
olive oly
QUOTE
sava062
სად არის, საიტი თუ აქვთ, ასე შემდეგ



სკოლა წყნეთშია, საიტია www.buckswood.ge;

ესეც ამონარიდი ვებ გვერდიდან:

ძვირფასო მშობლებო,

მოგახსენებთ, რომ ა/წლის 1 მარტს იწყება 2011/2012 სასწავლო წლისათვის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში პირველ კლასში შემსვლელთა საბუთების მიღება. სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც 2011 წლის 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ 5 წელი.

სკოლაში მიღებისას საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

1. აპლიკაციის ფორმა (ივსება ადგილზე ან ელექტრონულად)
2. დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული 1ც ქსეროასლი სამოქალაქო რეესტრის მიერ მინიჭებული პირადი ნომრით
3. ორი ფოტოსურათი ¾-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი CD დისკის სახით 2X2,5 -JPG ფორმატში, რომელსაც უნდა ეწეროს მოსწავლის გვარი, სახელი და დაბადების თარიღი;
4. ჯანმრთელობის ცნობა;
5. მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები ( 2 ცალი)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია. ერთი პირველი კლასის დაკომპლექტება დასრულებულია და მიმდინარეოებს მეორე პარალელური კლასის დაკომპლექტება.

სკოლაში სწავლის ღირებულება დიფერენცირებულია და დამოკიდებულია მოსწავლის ტრანსპორტირების სქემაზე:

1,400 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ტრანსპორტირება მოხდება სახლიდან სახლამდე,
1,300 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ტრანსპორტირება მოხდება ბაგებიდან წყნეთის მიმართულებით და პირიქით;
1,200 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ გამოიყენებს სკოლის სატრანსპორტო მომსახურებას.
სწავლის ღირებულებაში ასევე შედის:

ორჯერადი კვება,
2 სპორტული წრე (შეგიძლიათ აირჩიოთ 6 შესაძლო წრიდან; ამასთან, ჭადრაკის გაკვეთილი უკვე შესულია საგაკვეთილო ბადეში),
პირველი კლასის სახელმძღვანელოები


ოჯახიდან ერთზე მეტი ბავშვის მოყვანის შემთხვევაში გათვალისწინებულია შეღავათები: 10% - 2 ბავშვის, შემთხვევაში; 15% - 3 ბავშვის შემთხვევაში; 20% - სამზე მეტი ბავშვის შემთხვევაში;

სწავლის ღირებულების გადახდა ხდება ორ ნაწილად.

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 9:30-დან 17:00 საათამდე. სურვილის შემთხვევაში, მშობლის მოთხოვნით, შესაძლებელია დამატებითი სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობა, რომელიც სკოლიდან დელისის მეტროს მიმართულებით გადაიყვანს მოსწავლეებს 15:00 საათზე დამატებითი ღირებულების გარეშე.

პირველი 5 დარეგისტრირებული მოსწავლე დამატებითი ღირებულების გარეშე მიიღებს სკოლის ფორმას.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ სკოლის ცხელ ხაზზე 877 992 993 ან 10:00-დან 17:00 საათამდე - 22 89 01
ან
მობრძანდეთ სკოლაში. მის: წყნეთი, რუსთაველის ქ. 52, ავტობუსების ბოლო გაჩერებასთან

Posted by: olive oly 29 Mar 2011, 17:18
sava062
ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: sava062 29 Mar 2011, 23:26
olive oly
QUOTE
ძალიან დიდი მადლობა


არაფრის smile.gif

Posted by: keti6878 31 Mar 2011, 20:09
tsqnafo
ჩემი შვილი მეორე კლასშია ხათუნა მეფარიშვილთან, უაღრესად კარგი მასწავლებელია. თუმცა ყველა ძალიან თბილი და ყურადღებიანია.

Posted by: tsqnafo 1 Apr 2011, 16:52
keti6878

ძალიან კარგი smile.gif არ ვიცნობ თქვენს შვილს, თუმცა ხათუნაზე გეთანხმებით smile.gif

Posted by: ძმა 4 Apr 2011, 12:39
10 კერძო სკოლის თხოვნით:


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“ ხოლო, მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ”ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში” მანდატურები წარადგინეს.
კერძო სკოლებში მანდატურების შესვლა თავად სკოლის დირექტორებმა მოითხოვეს. „მწიგნობართუხუცესისა“ და ”ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის” პარალელურად, მანდატურები კიდევ შვიდ კერძო სკოლაში შევიდნენ: „მთიები“, „ნინო“, „ალბიონი“, „სადუნი“, „საერთაშორისო სახლი“-,,ახალი სკოლა’’, „ვაზიანი“, „ოაზისი“.
მანდატურები პოლიციის აკადემიაში უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ. როგორც საჯარო სკოლებში ასევე, კერძო სკოლებში შესული მანდატურები სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ.
მანდატურთა ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.



* * *
http://www.radikal.ru

Posted by: SRGT 6 Apr 2011, 13:05
სკოლა მერმისი ვაკეში როა ხო არ გსმენიათ რამე??

Posted by: eslkids 6 Apr 2011, 13:39
რა რთული თემაა,

მწიგნობართუხუცესში დამყავს, სწავლის დონის უკმაყოფილო ვარ, პირობები კარგია, სისუფთავე, კვებასაც არა უშავს, ბასეინი აქვთ. ტრანსპორტირებაც არის რა. ლისის ტბაზეა.
რა არ მომეწონა: ინგლისური დაბალ დონეზეა სასტიკად, ვერეშჩაგინოვა-პრიტკინათი დაიწყეს, სანამ ჩემი გულყრის შემდეგ ოქსფორდის წიგნი არ შევატანინე, არც ისაა სრულყოფილი რომ ვთქათ.
ქართული ევდოშვილია, რომელიც სასტიკად არ მომწონს. შემდეგი ტექსტებია წიგნში: "ისეთი ამბავი ატყდა პაპა შიოს მარანში, ქათამი წიწილას არ აიყვანდა ხელშიო".
მათემატიკას არა უშავს. უფრო სწორედ კარგია. მეეჭვება, რომ მაღალ კლასებში ამ სკოლაში ბავშვმა კარგი განათლება მიიღოს.
კლასი კარგი კონტიგენტი ჰყავს, შეკრული და ძალიან თბილი ურთიერთობები- რაც პედაგოგის დამსახურებაა და აღსანისნავია, რომ კარგია. მხოლოდ ამ მოტივით, ვტოვებ ბავშვს ამ სკოლაში.
ეს ჩემი გამოცდილება. უმცროსი შემყავს ჯიელსი-ში, ყოფილ იესემში- გამოცდილებას აქაც გაგიზიარებთ. smile.gif

Posted by: SRGT 6 Apr 2011, 14:56
QUOTE (eslkids @ 6 Apr 2011, 13:39 )
რა რთული თემაა,

მწიგნობართუხუცესში დამყავს, სწავლის დონის უკმაყოფილო ვარ, პირობები კარგია, სისუფთავე, კვებასაც არა უშავს, ბასეინი აქვთ. ტრანსპორტირებაც არის რა. ლისის ტბაზეა.
რა არ მომეწონა: ინგლისური დაბალ დონეზეა სასტიკად, ვერეშჩაგინოვა-პრიტკინათი დაიწყეს, სანამ ჩემი გულყრის შემდეგ ოქსფორდის წიგნი არ შევატანინე, არც ისაა სრულყოფილი რომ ვთქათ.
ქართული ევდოშვილია, რომელიც სასტიკად არ მომწონს. შემდეგი ტექსტებია წიგნში: "ისეთი ამბავი ატყდა პაპა შიოს მარანში, ქათამი წიწილას არ აიყვანდა ხელშიო".
მათემატიკას არა უშავს. უფრო სწორედ კარგია. მეეჭვება, რომ მაღალ კლასებში ამ სკოლაში ბავშვმა კარგი განათლება მიიღოს.
კლასი კარგი კონტიგენტი ჰყავს, შეკრული და ძალიან თბილი ურთიერთობები- რაც პედაგოგის დამსახურებაა და აღსანისნავია, რომ კარგია. მხოლოდ ამ მოტივით, ვტოვებ ბავშვს ამ სკოლაში.
ეს ჩემი გამოცდილება. უმცროსი შემყავს ჯიელსი-ში, ყოფილ იესემში- გამოცდილებას აქაც გაგიზიარებთ. smile.gif

რა პირობები გაქვთ 6 წლის გოგონა რომ მოვიყვანო სექტემბრიდან?რა ღირს ?კვირაში რამდენჯერაა გაკვეთილი?

Posted by: nino1424 6 Apr 2011, 15:08
QUOTE (eslkids @ 6 Apr 2011, 13:39 )
ქართული ევდოშვილია, რომელიც სასტიკად არ მომწონს. შემდეგი ტექსტებია წიგნში: "ისეთი ამბავი ატყდა პაპა შიოს მარანში, ქათამი წიწილას არ აიყვანდა ხელშიო".
ეს ჩემი გამოცდილება. უმცროსი შემყავს ჯიელსი-ში, ყოფილ იესემში- გამოცდილებას აქაც გაგიზიარებთ. smile.gif

ქართულის ეგ სახელმძღვანელო გრიფირებულია?
აი აქაა ნუსხა
http://ganatleba.org/index.php?m=149&p_books=1

Posted by: eslkids 6 Apr 2011, 20:24
SRGT

მოგესალმებით, რაც შეეხება ჩვენს პირობებს:
6 წლის ასაკის ბავშვებისთვის, მეცადინეობა კვირაში ორჯერ იმართება.
მეთოდიკა დაფუძნებულია ESL ( English second language) მეთოდზე, რომელიც გულისხმობს ენის ათვისებას მოსწავლის ჩართულობის ხარჯზე ანუ გაკვეთილზე წიგნთან ერთად გამოყენებულია დისკები, ვიზუალური მასალა, კომპიუტერული თამაშები, სხვადასხვა აქტივობები, რაც ბავშვის სმენითი და მეტყველების უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
სწავლება ჯგუფურია და ბავშვთა რაოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 4-ს. 6 წლის ასაკის ბავშვებში ვასწავლით ანბანს (ბავშვები ცნობენ ყველა ასოს, სწავლობენ სიტყვებს ანბანის ასოების მიხედვით), თვლას, რიცხვებს, მიმართვებს, ელემენტარულ სალაპარაკო სიტყვებს, ფრაზებს. ძირითადი მოტივია, ბავშვმა ფრაზეოლოგია ისე განავითაროს, რომ საუბრისას ქართულიდან თარგმნა არ დაიწყოს. ამის მიღწევა შესაძლებელია ლკექსების, სიმრერების, დიალოგების შესწავლით. საუბარი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ძირითადად ინგლისურად მიმდინარეობს,
დეტალური პროგრამა ამ ასაკის ბავშვებისთვის შეგიძლიათ ნახოთ ფეისბუქზე, (საიტი დამუსავების პროცესშია) :
http://www.facebook.com/eslkidsgeorgia

სწავლების ღირებულება შეადგენს 50 ლარს. რაც შეეხება უშუალოდ წიგნებს, მხოლოდ ბრიტანეთიდან გამოწერილი მასალა გვაქვს, აგებული ESL მეთოდზე, ძირითადად მაკმილანის გამომცემლობის. შეგიძლიათ ადგილზედაც გვესტუმროთ და ნახოთ წიგნები, პირობები და ა.შ.
პატივისცემით,


* * *
nino1424

თქვენს მიერ მოწოდებულ ლინკზე ვერ ვნახე ნინო. არ ვიცი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უნდა იყოს.
* * *
nino1424

თქვენს მიერ მოწოდებულ ლინკზე ვერ ვნახე ნინო. არ ვიცი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უნდა იყოს.

Posted by: gagripsh 6 Apr 2011, 21:33
http://www.glcschool.ge/index.php?lang=1
კარგი სკოლაა ძალიან. მე ეგ დავამთავრე. ძალიან ძლიერი პედაგოგები ჰყავთ და არც ძაან ძვირია... დაწყებით კლასებში ტრანსპორტიც ემსახურებათ.

Posted by: eslkids 7 Apr 2011, 08:18
gagripsh
შენ გაიხარე მაგ სიტყვებისთვის, უმცროსი ბავშვი მანდ შემყავს და დიდ იმედებს ვამყარებ!

Posted by: SRGT 7 Apr 2011, 11:43
QUOTE (eslkids @ 7 Apr 2011, 08:18 )
gagripsh
შენ გაიხარე მაგ სიტყვებისთვის, უმცროსი ბავშვი მანდ შემყავს და დიდ იმედებს ვამყარებ!

რა ღირს მანდ სწავლა??საიტზე შევედი და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა...

Posted by: eslkids 7 Apr 2011, 13:14
სწავლის ღირებულება 300 ლარია თვეში, შედის ტრანსპორტირება, სახელმძღვანელოები და ფორმა. აქვთ დამატებითი წრეები. სწავლის პროცესში ასწავლიან ჭადრაკს, ცეკვას, დანარჩენი არა პროგრამული საგნები - ვოკალი, კლასიკური მუსიკა ფორტეპიანოს განხრით და ა.შ, მეტყველება დამატებითი წრეა. ინგლისურს პირველივე კლასიდან იწყებენ, რუსულს მესამე.
საბუთების მიღება გრძელდება, როგორც ვიცი. მე უკვე შევიტანე. სტანდარტული სიაა: პირადობის ასლები (მშობლის), ბავშვის დაბ.მოწმობა, პირადი ნომერი, რომელიც ბავშვზე გაიცემა საპასპორტოდან, ორი ფოტოსურათი და მშობლების სამსახურებიდან ცნობები. საბუთების შეტანიდან დაახლოებით ერთ კვირაში იხდი სწავლის ნახევარს -1500 ლარს. შეიძლება მგონი მოლაპარაკება და გადაანგარიშება, თავს ამაზე ვერ დავდებ.
საბუთების შეტანისას უნდა გყავდეთ ბავშვი, რადგან გასაუბრებით მიიღებიან, ფსიქოლოგი ტესტს უტარებს, მარტივს.
ხო და რა ც მომწონს, აქვვთ საზაფხულო ბანაკი ქობულეთში ერთი კვირა შედის სწავლის საფასურში.

Posted by: gagripsh 7 Apr 2011, 22:07
QUOTE (SRGT @ 7 Apr 2011, 11:43 )
რა ღირს მანდ სწავლა??საიტზე შევედი და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა...

თუ არ ვცდები 3000 ლარი. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ღირს.
* * *
QUOTE (eslkids @ 7 Apr 2011, 08:18 )
gagripsh
შენ გაიხარე მაგ სიტყვებისთვის, უმცროსი ბავშვი მანდ შემყავს და დიდ იმედებს ვამყარებ!

დარწმუნებული ვარ იმედები არ გაგიცრუვდება. თუნდაც წლევანდელი ეროვნულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ 24 ბავშვიდან 21 დაფინანსება აიღო და 5 თავისუფალ უნივერსიტეტში მოვხვდით. (ყოფილი ი-ეს-ემი ახლა ბენდუქიძის როა, ყველაზე დიდი კონკურსი მანდ იყო)

Posted by: eslkids 8 Apr 2011, 10:01
gagripsh
მე რამდენადაც ვიცი, თავისუფალი უნივერსიტეტიდან სკოლამ მადლობის წერილიც მიიღო, ასეთი კარგი ნაკადისთვის. კარგი არჩევანია, საკმაოდ ძლიერი უნივერსიტეტია ძლიერი კავშირებით. წარმატებებს გისურვებ.
* * *
სწავლის ღირებულება 3000 ანუ თვეში 300 ლარია,

Posted by: gagripsh 8 Apr 2011, 10:08
eslkids
ხო მიიღეს, თან ბენდუქიძისგან. smile.gif ჩვენით ამაყობენ მანდtongue.gif მერე ჩვენ მივიღეთ დირექტორისგან დიდი მადლობა.

უნივერსიტეტი ყველაზა მაგარია, ყოველ დღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. წარმატებებისთვის დიდი მადლობა, ამ კვირაში განსაკუთრებით მჭირდება.tongue.gif

Posted by: eslkids 8 Apr 2011, 10:44
gagripsh

არჩევანი მართლა სწორი გააკეთე. გარკვეულწილად ჩახედული ვარ საგანმანათლებლო სისტემაში, დღევანდელი სახით ჩამოყალიბების პროცესის უნებლიე "მაყურებელიც" გავხდი. იქ ისეთი ძლიერი ინსტიტუტები გაერთიანდა, რომ შეუძლებელია ძლიერი არ იყოს. თავისუფალი ეკონომიკის სკოლა, აფრიკულ–აზიური ინსტიტუტი თუ როგორც ქვია, იესემსაც არა უშავდა. მოკლედ არჩევანი სწორია, შემდგომი განათლების პროცესის გაგრძელება ვფიქრობ რომ მანდ, ან სულ მცირე კავკასიის უნივერსიტეტში წარიმართება, თავისთავად ბავშვის მოწოდებისა და სურვილის გათვალისწინებით. ჯერ მანამდე კიდევ 10 წელი გვაქვს. smile.gif


Posted by: KotBegemot 10 Apr 2011, 23:23
eslkids
QUOTE
მოგესალმებით, რაც შეეხება ჩვენს პირობებს:
6 წლის ასაკის ბავშვებისთვის, მეცადინეობა კვირაში ორჯერ იმართება.
მეთოდიკა დაფუძნებულია ESL ( English second language) მეთოდზე, რომელიც გულისხმობს ენის ათვისებას მოსწავლის ჩართულობის ხარჯზე ანუ გაკვეთილზე წიგნთან ერთად გამოყენებულია დისკები, ვიზუალური მასალა, კომპიუტერული თამაშები, სხვადასხვა აქტივობები, რაც ბავშვის სმენითი და მეტყველების უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
სწავლება ჯგუფურია და ბავშვთა რაოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 4-ს. 6 წლის ასაკის ბავშვებში ვასწავლით ანბანს (ბავშვები ცნობენ ყველა ასოს, სწავლობენ სიტყვებს ანბანის ასოების მიხედვით), თვლას, რიცხვებს, მიმართვებს, ელემენტარულ სალაპარაკო სიტყვებს, ფრაზებს. ძირითადი მოტივია, ბავშვმა ფრაზეოლოგია ისე განავითაროს, რომ საუბრისას ქართულიდან თარგმნა არ დაიწყოს. ამის მიღწევა შესაძლებელია ლკექსების, სიმრერების, დიალოგების შესწავლით. საუბარი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ძირითადად ინგლისურად მიმდინარეობს,
დეტალური პროგრამა ამ ასაკის ბავშვებისთვის შეგიძლიათ ნახოთ ფეისბუქზე, (საიტი დამუსავების პროცესშია) :
http://www.facebook.com/eslkidsgeorgia

სწავლების ღირებულება შეადგენს 50 ლარს. რაც შეეხება უშუალოდ წიგნებს, მხოლოდ ბრიტანეთიდან გამოწერილი მასალა გვაქვს, აგებული ESL მეთოდზე, ძირითადად მაკმილანის გამომცემლობის. შეგიძლიათ ადგილზედაც გვესტუმროთ და ნახოთ წიგნები, პირობები და ა.შ.
პატივისცემით,



მეცადინეობები დაწყებულია? ახლა რომ მოვიყვანო ბავშვი, დაგვიანებულია?
და ტერიტორიულად სად ხართ?

Posted by: eslkids 11 Apr 2011, 12:10

დიდი მადლობა ჩვენით დაინტერესებისათვის.

ბავშვის მოყვანა შეგიძლიათ, ჩვენ ივნისის ბოლომდე გვაქვს მეცადინეობები. სწორედ ახლა დგება ორი ჯგუფი, შესაბამისად დამატება შეგვიძლია. თუმცა ჯერ ბავშვთან შეხვედრა მოგვიწევს, გაცნობა, რომ გავიგოთ მისი საბაზისო ცოდნის დონე ინგლისურში და ჯგუფი სწორად შევურჩიოთ.

ასე რომ გელით...

რაც შეეხება ტერიტორიას, საბურთალოზე ვართ, კანდელაკის ქუჩასთან.
შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ტელეფონზე შევთანხმდეთ შეხვედრაზე.

პატივისცემით,
* * *
____________________________________
ESL Kids
ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი
მის: მირზა გელოვანის ქ 21
ტელ: 995 97 17 53 07; 995 77 10 02 22
www.eslkids.ge
http://www.facebook.com/eslkidsgeorgia
eslkidsgeorgia@gmail.com

Posted by: ძმა 14 Apr 2011, 13:52
იქნებ PM-ში შემეხმიანოთ კერძო სკოლები , სადაც მანდატურები არ შედიან , ჩემს დას უნდა ბავშვის შეყვანა ასეთში ...

Posted by: Fuckalicious 14 Apr 2011, 14:02
თბილისის სკოლებზე რა ვთქვა მარა ბათუმში კერძო სკოლებიდან ორია მარტო წესიერი, დანარჩენი ტრუხაა და ბანძობა

Posted by: sava062 14 Apr 2011, 14:05
ძმა

ეგეთები სექტემბრიდან აღარ იქნება wink.gif

Posted by: ძმა 15 Apr 2011, 11:50
sava062
QUOTE
ეგეთები სექტემბრიდან აღარ იქნება

და რატომ, რა წყაროს საფუძველზე ამბობთ?

Posted by: sava062 15 Apr 2011, 13:46
ძმა

რის საფუძველზე და სკოლაში მანდატურის ყოფნა პირდაპირპროპორციულად უკავშირდება უსაფრთხო სკოლის კონცეფციას, რის გარეშეც ავტორიზაციას ვერც-ერთი სკოლა ვერ გაივლის. ავტორიზაცია გაუვლელ სკოლას კი ჩამოერთმევა ლიცენზია. გიჟი კი არ იყო ის 10 სკოლა ვინც ეხლავე შეუშვა მანდატურები.

Posted by: ძმა 15 Apr 2011, 14:25
sava062
ხო მაგრამ კერძო სკოლებს თავიანთი დაცვის სამსახური ხომ ყავთ , აუცილებელია პოლიციის ფორმა ეცვას და მანდატური ერქვას? თავისი დაცვით ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას?

Posted by: sava062 15 Apr 2011, 14:28
მაგალითისთვის გეტყვი - ევროპულ სკოლას ყავს 27 (!) დაცვის სამსახურის თანამშრომელი, მაგრამ მაინც შეიყვანა მანდატური. ამასთან, დაცვის სამსახურის ფუნქცია და მანდატურის ფუნქცია განსხვავდება.

მოკლედ, ყველა კერძო სკოლაში იქნება მანდატური. თუ საჭირო იქნება კანონსაც მიიღებენ

Posted by: ძმა 15 Apr 2011, 16:14
sava062
რომ განსხვავდება, სამწუხაროდ, და რა ფუნქციებიც აქვთ ეგეც ვიცი, ებროპულშიც , ბაქსვუდშიც, მწიგნობართუხუცესშიც ,ახალ სკოლაშიც შეიყვანეს, მაგრამ ახლა მომწერეს წმ. გიორგის საეროში არა.
კანონში პუნქტი ყოფილაო - ნებაყოფლობითიაო.
ასე რომ ეს სკოლები ალბათ ან ხარკს იხდიან ,ან მლიქვნელობენ .
ისე კერძოში თუ მანდატურია , საიდან იმართება და როგორი ჯერძოა ხომ ნათელია ,ანუ საჯაროა.........

Posted by: sava062 15 Apr 2011, 16:22
ძმა

ხარკს იხდიან და ყველა გადაიხდის. თუ საჭირო იქნება კანონსაც მიიღებენ და ის ნებაყოფლობითი გახდება სავალდებულო. წინააღმდეგ შემხვევაში ავტორიზაციას ვერ გაივლიან და იყვნენ მერე უმანდატურო და ულიცენზიო სკოლები. სხვათაშორის, ბოლომდე ისეთი ფუნქციები არ აქვთ, როგორც საჯაროში...


Posted by: ძმა 15 Apr 2011, 18:10
sava062
ულიცენზიობა სჯობს უზნეობას და ვაზელინიანობას, ხომ მეთანხმები.
გამახსენდა გაკვირვებული ცურტაველი: ვარსქენისთვის ქრისტიანობის უარყოფა არავის დაუძალებია და რატომ მოიქცაო ასე?


Posted by: sava062 15 Apr 2011, 22:00
ძმა

გეთანხმები, როგორ არა, მაგრამ ულიცენზიობა საქმიანობის შეწყვეტას ნიშნავს და ამაზე კი არ მგონია, თუნდაც წმინდა გიორგის სკოლა წავიდეს.

Posted by: ძმა 16 Apr 2011, 12:08
sava062
მე დავაზუსტე და ნამდვილად ვიცი რომ ძალით არავინ შეიყვანს მანდატურს , თუ უსაფრთხოებას სკოლა უზრუნველყოფს. ასე რომ ... სადაც შეუშვეს მათ არც გაუპროტესტებიათ. ამ ტემპით საძინებელშიც მალე შეუშვებენ თუ არ გავაოროტესტებთ.

Posted by: sava062 16 Apr 2011, 14:45
ძმა

მე ხომ არ მითქვამს რომ სადმე ძალით შეიყვანენ? სულ "ნებით" დაპატიჟებენ სკოლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიზაციას ვერ გაივლიან - ესაა და ეს. კიდევ ერთხელ გავმეორდები ევროპული სკოლის მაგალითზე - 27 დაცვის თანამშრომელი ყავთ და მანდატურები მაინც შეიყვანეს.

Posted by: Neymar 16 Apr 2011, 14:48
საუკეთესოა ვეკუა დაკომაროვი, ასევე ქუთაისის ფიზიკა მათემატიკური.

Posted by: ძმა 18 Apr 2011, 11:19
sava062
QUOTE
მე ხომ არ მითქვამს რომ სადმე ძალით შეიყვანენ? სულ "ნებით" დაპატიჟებენ სკოლები

არ დაპატიჟებენ ,როგორც გავიგე და არც ძალით შეიყვანენ ,სამინისტრო მოძალადე არ იქნება.

QUOTE
მანდატურები მაინც შეიყვანეს

მაინც კი არშეიყვანეს, ლუსტრაცია მოხდა მლიქვნელი სკოლების.

Posted by: Slimchik 22 Apr 2011, 16:38
კერძო სკოლა "ივერიონი"

თქვენ აქ დაგხვდებათ:
• სასიამოვნო ოჯახური გარემო;
• პროფესიონალი, სერთიფიცირებული მასწავლებლები;
• თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საკლასო ოთახები;
• მრავალფეროვანი, მდიდარი ბიბლიოთეკა;
• ეფექტური, უახლესი სასწავლო პროგრამები;
• სასწავლო ცენტრი აბიტურიენტთათვის;
• სწავლების უმაღლესი ხარისხი;
• უცხო ენების საფუძვლიანი, გაღრმავებული სწავლება;
• კომპიუტერის შესწავლა;
• გახანგრძლივებული დღის რეჟიმი;
• ქართ. ხალხური ცეკვა, სიმღერა, საკრავები;
• საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზი;
• შემოქმედებითი და შემეცნებითი კლუბები;
• ჭადრაკის სექცია;
• სკოლის ბაზაზე არსებული ქართ. ხალხ. ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები;
• გამოყენებითი ხელოვნების სექციები: თექა, გობელენი, ქარგვა;
• კვება;
• ტრანსპორტით მომსახურება.


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ გვერდი: http://skola-iverioni.ge/index.php

Posted by: sava062 26 Apr 2011, 20:38
ძმა
QUOTE
მე ხომ არ მითქვამს რომ სადმე ძალით შეიყვანენ? სულ "ნებით" დაპატიჟებენ სკოლები


არ დაპატიჟებენ ,როგორც გავიგე და არც ძალით შეიყვანენ ,სამინისტრო მოძალადე არ იქნება.


ძალიან არ მინდოდა მართალი ვყოფილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ მართალი ვარ sad.gif

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=26-04-2011%2020:08

Posted by: ძმა 27 Apr 2011, 09:56
sava062
აქ საუბარი უსაფრთხოებაზეა და არა აუცილებლად მანდატურებზე. რაც უნდა ნამდვილად იყოს დაცული. ისე ჩემს მიერ გამოცხადებულ კონკურს ბნ. ვაზელინს ამ სიუჟეტის მერე ვის მიანიჭებდით?
მართალია მწიგნობართუხუცესმა სახელი შეიცვალა და მანდატურთუხუცესი გახდაო?

Posted by: sava062 27 Apr 2011, 10:02
ძმა
QUOTE
მართალია მწიგნობართუხუცესმა სახელი შეიცვალა და მანდატურთუხუცესი გახდაო?


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მაგარია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: SRGT 2009 29 Apr 2011, 15:33
ბავშვი შემყავს 161 -ე სკოლაში. დავრეგისტრირდი 16 მარტს და მითხრეს აპრილის ბოლოს დაგვირეკე და გეტყვით რა საბუთები უნდა მოიტანოო..დღეს (აპრილის ბოლო დღეს) ავიღე ტელეფონი და "მოწიწებით" დავრეკე-პასუხი მივიღე- მე იმდენი საქმე მაქვს გენაცვალე თქვენთვის არ მცალიაოოsmile.gif ტონი და პასუხის ფორმა ხომ ...მობრძანდით და აქააა გამოკრული საბუთების ჩამონათვალიოო...ტონი და პასუხის ფორმა ხომ წარმოგიდგენიათ...დავრჩი პირ დაღებული ნახვამდის თქმაც ვერ მოვასწარი ისე დამიხეთქა ყურმილი....smile.gifრა გვეშველებაა??

Posted by: sava062 29 Apr 2011, 22:03
SRGT 2009

აი, ზუსტად ამით განსხვავდება კერძო სკოლა საჯაროსგან და არა მარტო ამით smile.gif

ისე,სხვა თემაში მოხვდით smile.gif აქ კერძო სკოლებს განიხილავენ

Posted by: Etrange 3 May 2011, 16:26
კავკასიის ფნრაგული სკოლა
efc.ge

Posted by: mta 3 May 2011, 17:43
http://www.radikal.ru

Posted by: chichi_A 14 May 2011, 10:49
ძალიან კარგი სკოლააა სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი", წლის საუკეთესო სკოლა გახდა კერძოებს შორის.

Posted by: HACKGM 14 May 2011, 13:52
მესამე საფეხურის სკოლა "ლოგოსი"

- სკოლა ლოგოსის მისიაა სახელმწიფოს, საზოგადოებისა და პიროვნების დაკვეთისა და მოთხოვნის საფუძველზე წარმართოს კომპეტენტური საგანმანათლებლო საქმიანობა და აღზარდოს მაღალი აკადემიური განათლებისა და მკვეთრი პიროვნული ინდივიდუალობის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებსა და ფასეულობებზე.

- სკოლის მიზანია მოზარდთათვის მრავალმხრივი ზოგადი განათლების გადაცემა და მათი საფუძვლიანი მომზადება უმაღლესი განათლების მისაღებად, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

- სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა მოტივირებული გუნდის ფუნქციაა მოზარდთათვის მრავალმხრივი ზოგადი განათლების გადაცემა და მათი საფუძვლიანი მომზადება უმაღლესი განათლების მისაღებად, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

- სკოლა ლოგოსი მოწოდებულია არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლება მისცეს მოსწავლეებს, არამედ მათში ჩამოაყალიბოს და განავითაროს ისეთი უნარები და პიროვნული თვისებები,

საიტი: http://logos.edu.ge/
FB: http://www.facebook.com/Logos.Edu.Ge

Posted by: @NoNa@ 19 May 2011, 20:05
მოგესალმებით ყველას....
სკოლა ”ოლიმპი” რა ღირს თუ იცით ვინმემ მომწერეთ?
წინასწარ დიდი მადლობა yes.gif

Posted by: sava062 15 Jun 2011, 23:11
წლის საუკეთესო კერძო სკოლა

http://mes.gov.ge/content.php?id=2401&lang=geo

Posted by: eto30 2 Jul 2011, 12:45
ახალთახალი პირადი გამოცდილება ვის გაქვთ ? biggrin.gif ვინმემ მირჩიეთ კარგი სკოლა თავისი ტრანსპორტირებით.ძალიან შორსაც არ მინდა სახლიდან.(საბურთალოზე ვცხოვრობ).ფასი მაქსიმუმ 3000 რომ იყოს.ვინ როგორი კმაყოფილია იმ სკოლებით სადაც უკვე შეიყვანეთ ბავშვი.გაგიმართლათ სკოლამ იმედები?

Posted by: GTabidze 2 Jul 2011, 12:50
eto30
Logos.edu,ge - გაგარინის მოედანზეა. დამატებითი ინფორმაცია წაიკითხეთ საიტზე : )) მე წელს დავამთავრე ეს სკოლა

Posted by: eto30 2 Jul 2011, 12:52
QUOTE

Logos.edu,ge - გაგარინის მოედანზეა. დამატებითი ინფორმაცია წაიკითხეთ საიტზე : )) მე წელს დავამთავრე ეს სკოლა

ეს როგორც ვიცი მაღალი კლასის მოსწავლეებისთვისაა.მე დაწყებითი კლასები მაინტერესებს.

Posted by: GTabidze 2 Jul 2011, 12:55
eto30
რამდენი წლის არის მოსწავლე ? დამატებითი ინფორმაცია საიტზე ....

Posted by: ayeti 4 Jul 2011, 16:47
მაინტერესებს თუ არის თბილისში ისეთი კერძო სკოლა რომელიც იძლევა არაქართულ ატესტატს?
იმდენად მომრავლდნენ ეს გერმანული ინგლისური და ფრანგული სკოლები რომ ვერ გავერკვიე რატომ ქვია ვთქვათ გერმანული სკოლა თუ რეალურად გაძლევს მაინც ქართულ ატესტატს?

Posted by: gurigordi 5 Jul 2011, 09:58
QUOTE
მაინტერესებს თუ არის თბილისში ისეთი კერძო სკოლა რომელიც იძლევა არაქართულ ატესტატს?
იმდენად მომრავლდნენ ეს გერმანული ინგლისური და ფრანგული სკოლები რომ ვერ გავერკვიე რატომ ქვია ვთქვათ გერმანული სკოლა თუ რეალურად გაძლევს მაინც ქართულ ატესტატს?

http://www.newschoolgeorgia.com/

Posted by: toronjadzis wripa 9 Jul 2011, 21:28
გლდანში, ახმეტელის მეტროსთან მდებარე კერძო სკოლა "ახალი ლიდერი" აცხადებს მიღებას.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 599 27 45 61

Posted by: 55xatia55 16 Jul 2011, 16:49
თუ გაინტერესებთ კარგი სკოლა შებრძანდით საიტზე www.skola-iverioni.ge და თქვენი თვალით ნახეთ რა სკოლაა, კარგი სასიამოვნო გარემოა, უმაღლეს დონეზეა აქვთ აღჭურვილი ტექნიკური ბაზით სკოლა, ასევე შენობაც თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული, პროფესიონალი პედაგოგები, ტველა საგანი უმაღლეს დონეზე ისწავლება, რაც მთავარია ყველა პედაგოგს უყვარს ბავშვები, მერწმუნეთ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს სკოლის დაფუძნებელი და დირექტორი, დიდი გამოცდილება აქვს და კარგი სახელის მაგ სისტემაში, არის გადასარევი კვება ტრანსპორტი, სპორტი ცეკვა ხალხური სიმღერა, სურვილისამებრ საკრავებზე შესწავლა, ჰყავთ ზალიან კარგი მომსახურე პერსონალი, ყველაფერი გათვლილი აქვთ იმაზე, ბავშვებისათვის კარგი და სასიამოვნო გარემო შექმნან. ყველა მოსწავლეებთან აქვთ ინდივიდუალური მიდგომა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელო აქვს. და რაც მთავარია თუთოეულ თანამშრომელს სკოლაში დაწყებული დირექტორიდან დამთავრებული დარაჯამდე უყვართ თავიანთი საქმე და დიდი სიტყვარუ;ით აკეთებენ საქმეს, ამასაც ხომ ააქს არა მნიშვნელობა? რა ვიცი მე გრჩევდით სკოლა ,,ივერიონს". არ ინანებთ.

* * *
სხვათა შორის სკოლა ივერიონი ეხლაც იღებს მოსწავლეებს საკონტაქტო ტელეფონებია 2665210; 593952063; 599450497.

Posted by: sopo kvitatiani 16 Jul 2011, 16:56
ივერიონია ერთ-ერთი ყველაზე კარგი სკოლა. მე თვითონ ვიყავი. არაჩვეულებრივი გარემო და სასწავლო პროგრამები აქვთ. ჩემმა ახლობელმა მირჩია და იმაზე მეტი დამხვდა რასაც ველოდი. ვებგვერდზე შედი Skola-iverioni.ge და თვითონ დარწმუნდები.
* * *
სკოლა ივერიონი არის ძალიან კარგი სკოლა. ჯერ მარტო დირექციასთან საუბარი რად ღირს. Skola-iverioni.ge მაგარი ,,სასტავია" მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც.
* * *
სკოლა ივერიონი არის ძალიან კარგი სკოლა. ჯერ მარტო დირექციასთან საუბარი რად ღირს. Skola-iverioni.ge მაგარი ,,სასტავია" მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც.

Posted by: GTabidze 17 Jul 2011, 10:01
sopo kvitatiani
ნუ ფლუდავ....


user posted image
მესამე საფეხურის კერძო სკოლა "ლოგოსი"
საიტი : http://logos.edu.ge/

Posted by: 55xatia55 21 Jul 2011, 16:30
გეთანხმები სოფო მართლაც კარგი სკოლაა და კარგი თანამშრომლებიც არიან ზალიან უყვართ თავიანთი საქმე და ბავშვები. ხალხნო ეს არის მთავარიიიიი

Posted by: GTabidze 21 Jul 2011, 16:37
sopo kvitatiani
55xatia55
ეს ორი ერთი ადამიანია და ერთ რამეს აპიარებენ ...... [ მაინც რო იცოდეთ ]

Posted by: 55xatia55 26 Jul 2011, 14:22
ყველაზე კარგი გარემო და მართლაც კარგი სწავლა არილს კერძო სკოლა ,,ივერიონში", www.skola-iverioni.ge შებრძანდით საიტზე და ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ. არაჩვეულებრივი მასწავლებლები და საერთოდ ადამიანები, რომელთახც ,ართლაც ძალიან უყვართ ბავშვები და თავიანთი საქმე

Posted by: LOLZ 26 Jul 2011, 18:28
55xatia55
GTabidze
sopo kvitatiani

რეკლამების დადებას თუ გააგრძელებთ დაივორნებით. სხვებსაც ეხებათ.

Posted by: 55xatia55 6 Aug 2011, 12:45
კერძო სკოლა ივერიონი. ნახეთ და დარწმუნდებით რომ ყველაზე სანდო და მოწესრიგებული სკოლაა, და რაც მთავარია არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებსაც თავიანთი საქმე და ბავშვები ძალიან უყვართ. www.skola-iverioni.ge

Posted by: LOLZ 6 Aug 2011, 13:05
55xatia55
+20%. რეკლამის დადებას თუ გააგრძელებ ნიკი დაიბანება

Posted by: Gasartobi 14 Aug 2011, 23:07
და ეხლა შესაძლოა მაგ სკოლა ში სწავლა ?????? 11 კლასიდან

Posted by: kokro_china 21 Aug 2011, 20:52
კერძო სკოლებშიც ის მასწავლებლები ასწავლიან, რომლებიც ჩვეულებრივ საჯაროებში, სკოლის შერჩევა საქართველოშI ძალიან რთულია, ზოგადი განათლების პრობლემები ჩემი გამოცდილებით კერძო სკოლებსაც ეხებათ

Posted by: NewName 2 Sep 2011, 22:34
"მწიგნობართუხუცესში" ვის დაგყავთ ბავშვი ? სწავლა როდის იწყება გეცოდინებათ. თუ ყველგან 12 სექტემბერს იწყება?

Posted by: Bella Moretta9 6 Sep 2011, 13:16
sava062

QUOTE
წლის საუკეთესო კერძო სკოლა

http://mes.gov.ge/content.php?id=2401&lang=geo



მწიგნობართუხუცესი ჯერ კიდევ 2010-ში აღიარეს smile.gif

http://www.muschool.edu.ge/show_news.php?id_news=1
* * *
NewName

QUOTE
"მწიგნობართუხუცესში" ვის დაგყავთ ბავშვი ? სწავლა როდის იწყება გეცოდინებათ. თუ ყველგან 12 სექტემბერს იწყება?


მწიგნობართუხუცესში 12 სექტემბერს იწყება, საჯარო სკოლებში - 15 სექტემბერს, კერძო სკოლებში - ინდივიადუალურად.

Posted by: Slimchik 7 Sep 2011, 02:59
ყველას გირჩევთ კერძო სკულა "ივერიონს"

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://skola-iverioni.ge/index.php


Posted by: MrPlato 7 Sep 2011, 14:11
07.09.2011
2011 წლის 6 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის პირველკლასელების) ჩარიცხვას გაცნობებთ, რომ ,,სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 06 სექტემბრის #590 ბრძანების პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად:
სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადათ დამატებით განისაზღვრა არაუგვიანეს 2011 წლის 12 სექტემბერი.
იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, ვერ მოახერხეს ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა უფლება მიეცათ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ 2011 წლის 12 სექტემბრამდე.

ასევე გაცნობებთ, რომ მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი სკოლაში არსებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში.

Posted by: summeritems 7 Sep 2011, 14:47
http://www.facebook.com/pages/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90/218634848168229

სკოლა ბავშვებისთვის! მყუდრო სახლი, სადაც ბავშვებზე ინდივიდუალურად ზრუნავენ პროფესიონალი პედაგოგები!

Posted by: 088 8 Sep 2011, 16:13
NewName
QUOTE
"მწიგნობართუხუცესში" ვის დაგყავთ ბავშვი ? სწავლა როდის იწყება გეცოდინებათ. თუ ყველგან 12 სექტემბერს იწყება?


მე დამყავს და 12 იწყება, ასე გვითხრეს ყოველშემთხვევაში

ეს თემა რეჩევების მიზნით გაიხსნა და არა რეკლამის გაკეთების მიზნით.

LOLZ
QUOTE
55xatia55 +20%. რეკლამის დადებას თუ გააგრძელებ ნიკი დაიბანება


+1

ერთ ვიკითხავ აქვე. ვინმეს ხომ არ გაგიგიათ მწიგნობართუხუცესმა იყიდა მე-2 პლატოში 170 სკოლის შენობა, ეხლა არემონტებენ და მომავალში სკოლის ნაწილი იქ გადავაო. ვიდრე სკოლაში მივალ და იქ გავიგებ იქნებ ვინმემ იცოდეთ. ეს თუ მართალია მაგრად გამისწორდება, ლისზე საშინელი გზაა

Posted by: rawerfas 16 Sep 2011, 21:28
ჩემი შთაბეჭდილებები. დამყავდა ბაბვშვი მოსამზადებელ ჯგუფში "ქორალში". თავიდან ვიყავი ძალიან კმაყოფილი, საკაიფო შენობა, ტრანსპორტი, არაუშავს კვება, თან შედარებით ადექვატური სწავლის გადასახადი (ნუ ტერიტორიულად ცოტა ტაკოშია, მაგრამ მაინც ღირს).. ანუ თუ გაგიმართლათ და კარგ მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ თ ა ნ მოხვდით, ალბათ ყველაფერი დანარჩენითაც ყმაყოფილები უნდა იყოთ. მე მასწავლებლის გამო წამოვიყვანე ბავშვი და რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა, დირექტორი არც კი დაინტერესებულა რა მიზეზით გადამყავს ბავშვი სხვა სკოლაში. ალბათ ამას ყველაფერს არ დავწერდი, მაგრამ დღეს დავრჩი ცოტა დაშოლიკი. ბავშვი შევიყვანე სკოლა "მარჯში". "ქორალთან" შედარებით ძალიან კომპაქტური და პატარა სკოლაა, 2 დღეა რაც მივიყვანე და ჯერ ბევრ ვერაფერს დავწერ, რაც მომეწონა - კონტინგენტი (ქაჯები პრაქტიკულად არ შემხვედრია) და რამაც დამშოკა, მასწავლებელმა ყველა მშობელს ჩამოგვირეკა და ბავშვების შთაბეჭდილებები აინტერესებდა, ვინმეს რამე პრობლემა ხომ არ შეექმნა, რა განწყობით დაბრუნდნენ სახლში.. ("ქორალის" პედაგოგებისა და ადმინისტრაციის აბსოლუტური იგნორის მერე ცოტა არ იყოს გამიკვირდა მასწავლებლის ეგეთი დამოკიდებულება). კიდევ ერთი, მაგრამ ეგ ობიექტური მიზეზია, რითაც მომხიბლა ამ სკოლამ - მეორე კლასიდან აქვთ უ ფ ა ს ო სურვის წრე! გავიდეს ცოტა დრო და მერე კიდევ დავწერ პლიუსებსაც და (ალბათ) მინუსებსაც smile.gif) ჯერ-ჯერობით მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილებები მაქვს, ნუ თუ არ ჩავთვლის გადათხრილ და გაუბედურებულ პლეხანოვს biggrin.gif

Posted by: zuuk-100 18 Sep 2011, 00:12
იტალიურ სკოლაშI ბავშვი არ შეიყვანოთ ცხოვრებას გაუფუჭებთ smile.gif))

Posted by: kucinkela27 19 Sep 2011, 21:47
შევასწავლი ნებისმიერ მსურველს გერმანულ ენასა და ლიტერატურას უახლოესი ლიტერატურის გამოყენებით.დამთავრებული მაქვს უცხოენების ინსტიტუტი ავსტრიაში.(სკოლის მსოწავლეებს,აბიტურიენტებს,გერმანიაში წასვლის მსურველებს, გოეთეს სერთიფიკატისთვის . მაქვს შესაბამისი 5 წლიანი გამოცდილება) რვა გაკვეთილი 60 ლარი. ტელ_ 558550695 ან Mail_ bakhtadze26@yahoo.de

Posted by: Unlucky Jonathan 21 Sep 2011, 12:04
სკოლა მარჯზე კიდევ მომიყევით ცოთა თუ შეიოძლება. რა მეთოდენს იყენებენ და ა.შ.

Posted by: rawerfas 22 Sep 2011, 09:08
Unlucky Jonathan
QUOTE
სკოლა მარჯზე კიდევ მომიყევით ცოთა თუ შეიოძლება. რა მეთოდენს იყენებენ და ა.შ

ბავშვები სწავლობენ 9-დან 5-მდე, წიგნები და რვეულები სახლში მოაქვთ მხოლოდ პარასკეობით, ანუ ყველა დავალებას მავშვს აკეთებინებენ სკოლაში. მარშრუტკებით მიყავთ და მოყავთ სახლამდე. წრეები აქვთ ჭადრაკის და ქართული ცეკვის, მეორე კლასიდან ცურვის წრეც ემატება. პირველი კლასიდანაც შეიძლება ტარება ცურვაზე, მაგრამ მაშინ თვეში 45 ლარია გადასახდელი. 1 კლასელების პროგრამაში შედის დედა ენა, მათემატია, ბუნება, ხელოვნება, მუსიკა. ასევე ასწავლიან ხატვას და სიმღერას. ჰო, ფიზაღზრდაც და ინგლისურიsmile.gif რა ვიცი, ჯერ-ჯერობით ბავშვი დიდი სურვილით და ხალისით დადის და ესეც ჩემთვის მაჩვენებელია იმისა, რომ ბავშვი კარგად გრძნობს თავს. რას შეეხება ჩემ შთაბეჭდილებებს, ჯერ ალბათ მაინც ნაადრევია და ობიექტურად ვერაფერს ვიტყვი, 1 კვირაა მხოლოდ რაც სწავლა დაეწყოთ. თუმცა ამ ეტაპზე არანაირი პრეტენზია და პრობლემა არ გამჩენია smile.gif რაც მთავარია და ალბათ ეხება ყველა სკოლას - მთავარია შეგხვდეთ კ ა რ გ ი მასწავლებელი, რომელიც არეგულირებს ბავშვების ურთიერთობას, კლასში ძანმრთელ გარემოს აყალიბებს და ა.შ. და დანარჩენი (პირადად ჩემთვის) უკვე იმდენად მნიშვნელოვანი არაა.
პს. მაგალითად "ქორალიდან" ბავშმა ახალი სიტყვა მოიტანა - "დამცინებენ" და სხვა 4 და 5 წლის ბავშბევის "დამსახურება" იყო ეს თუ პედაგოგის? "მარჯში" კი გათენებული არაა, რომ გარბის და ერთი სული აქვს, როდის გათენდება, რომ კიდევ წავიდეს სკოლაში smile.gif ამ დროს ყველა დანარჩენი პირობა "ქორალს" აქვს შესანიშნავი, მაგრამ რად გინდა? ბავშვი ლამის დამიკომპლექსეს, კიდევ კარგი დროზე წამოვიყვანე. ისე რომ მიაქციეთ პირველ რიგში ყურადღება მასწავლებელს!

Posted by: Unlucky Jonathan 22 Sep 2011, 13:21
დიდი მადლობა. მეც ეხლა მივიყვანე სკოლასჰი და ვნახოტ ტუ პრობლემები ჰსეიქმნა მინდა სხვა ალტერნატივა მქონეს.

Posted by: Tornike Liparteliani 26 Sep 2011, 15:13
ბავშვის გადაყვანა მინდა "ქორალში." თვალი გადავავლე ფორუმზე და ძირითადად კარგს წერენ, ოღონდ ეს "კარგი" ძალიან აბსტრაქტულია და არგუმენტების გარეშეა. ერთადერთი შენიშვნა rawerfas ჰქონდა. მასწავლებელი უმთავრესი რგოლია, ამაში გეთანხმებით. მე ნინო შიუკიშვილს მირჩევენ. აქამდე როგორც გავარკვიე, ფორუმზე ქორალის "მშობელი" არავინ იყო და იქნებ ეხლა გამოჩნდეს? ძირითადად უარყოფითი მხარეები მაინტერესებსsmile.gif)) სკოლის პედაგოგები და დირექტორის შვილები არ გამომეხმაურონbiggrin.gif
სკოლა ნანახი მაქვს, გარემო პირობები არ მაინტერესებს! ძირითადად იქნებ სწავლის შესახებ მითხრას ვინმემ რამე.

Posted by: rawerfas 26 Sep 2011, 15:40
Tornike Liparteliani
ნინო შიუკაშვილი მეც მიქეს, თან იყვანდა პირველკლასელებს წელს, მაგრამ იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ აღარ გავრისკე, თუმცა შემეძლო შუიკაშვილის კლასში გადამეყვანა ბავშვი. მე ვიცნობ კიდევ 2 მშობელს, რომლებლამ გადაიყვენას ამ სკოლიდან თავისი ბავშვები იგივე მიზეზის გამო (ანუ უკვე სამი განსხვავებული პედაგოგის გამო მოხდა ეს). ასევე ჩემი მეზობელი (ერთად ვისვენებთ აგარაკზე ზაფხულობით) თავის 2 ბავშვს ატარებს ქორალში და უზომოდ კმაყოფილია, ისე რომ ალბათ სანამ არ დაიწყებ იქ სწავლას და პირადად არ შეეხები პედაგოგებს, წინასწარ ვერაფერს იტყვი, ან ვიღაცამ უნდა გირჩიოს კონკრეტული პედაგოგი (ან პირიქით გაგაფრთხილოს smile.gif). დანარჩენი ყველაფერი ნორმალური იკო - სისუფთავე, ტრანსპორტი, წესრიგი... პედაგიგო რომ არა, ნამდვილად დავტოვებდი ბავშვს ქორალში.

Posted by: Tornike Liparteliani 26 Sep 2011, 15:47
ეგ მართალია-ვერავინ გირჩევს, სანამ ტავად არ დარწმუნდები, მაგრამ ბაღშიც მაგრა ვიწვალეთ- 3 ბაღი გამოვუცვალე სანამ ნორმალურს ვიპოვიდი და ეხლა სკოლებზეც არ მინდა ეგრე დაგვემართოს. ნუ, ყოველ შემთხვევაში დიდი მადლობა

Posted by: rawerfas 26 Sep 2011, 15:51
Tornike Liparteliani
და როდის უწევს სკოლა?

Posted by: Tornike Liparteliani 26 Sep 2011, 15:57
rawerfas

მომავალ წელს! და მაინც რა მიზეზი იყო? რა მასწავლებელი იყო ასეთი, რომ ბავშვის გამოყვანა მოგიწიათ? ხომ შეიძლება ნინო იყოს დამრიგებელი, მაგრამ იგივე მასწავლებელი ჩემი შვილის კლასშიც შევიდეს?

Posted by: rawerfas 26 Sep 2011, 16:07
Tornike Liparteliani
მიზეზი იყო ის, რომ ბავშვი გადავიყვანე მარტში მოსამზადებელ ჯგუფში, თავიდან ძალიან უხაროდა და სიამოვნებით გარბოდა დილაობით "დიდების ბაღში". ცოტა ხანში კი დაეწყო - ყველაპერზე - "დამცინებენ, დამცინებენ". მასწავლებელს რომ დავურეკე, მიპასუხა, რომ ბავშვები უკვე კარგად იცნობენ ერთმანეთსო და არ ეთამაშებიან და ამას სწყინსო. და 5 წლის ბავშვის ურთიერთობის დამყარება უკვე ჩამოყალიბებულ კოლექტივთან, ჩემი აზრით, არის ზუსტად პედაგოგის პრეროგატივა. ჩვენ ხომ არ ვეთამაშებითო? - ასე მიპასუხა პედაგოგმა. ხოდა ბოლოსკეს საერთოდ აღარ უნდოდა სიარული. ანუ ჩვენ გვქონდა ურთიერთობის პრობლემა. ამ დროს ჩემი ბავშვი არის ძალიან კონტაქტური და ადვილად შედის კონტაქტში. შეიძლება იმის ბრალი იყო, რომ გვიან მივიდა, მაგრამ აბა რისთვის ხარ პედაგოგი, თუ ეგეთ პრობლემებს 5 წლის ბავშვებთან ვერ (არ) არეგულირებ? სხვა მშობლების მიზეზი არ ვიცი, რას ნიშნავდა "პედაგოგის გამო წამოვიყვანეო", ჩვენი მიზეზი იყო ეს. და მერე იმანაც გამაკვირვა, რომ არც კი უკითხავს დირექტორს, რა მიზეზით გადამყავდა ბავშვი სხვა სკოლაში.

Posted by: Tornike Liparteliani 26 Sep 2011, 16:18
ხო, საინტერესო შემთხვევაა და პასუხიც ამაზზრზენი,. ზუსტად ეგეთი შემთხვევა გქვონდა ბაღში. 35 ბავშვი იყო ჯგუფში და ჩემი შვილი მხოლოდ ერთთან თამაშობდა და ის ერთი ბავშვი თუ არ იყო, ხმას არ იგებდა საერთოდ. რომ ვეკითხებოდი მასწავლებელს ხომ არ იჩაგრება, რატომ ვერ თამაშობს სხვა ბავშვებთან თქო, ისეთ სახეს იღებდა, თითქოს საერთოდ არ ესმოდა რას ვეკითხებოდი. ზოგადად, პედაგოგიკის ბრალია როგორც ჩანს, მხოლოდ დროის გატარება და ყვირილი გონია ზოგს ბავშვის აღზრდა! როგორც ჩანს, კიდევ მოგვიწევს ბოდიალი

Posted by: rawerfas 26 Sep 2011, 16:25
Tornike Liparteliani
QUOTE
როგორც ჩანს, კიდევ მოგვიწევს ბოდიალი

იქნებ ვინმე გამოჩნდეს ქორალიდან და რამე გირჩიონ. ალბათ არ ვრცელდება ჩემი შემთხვევა მთელ სკოლაზემე და მთელ სასწავლო კოლექტივზე.
დავწერ მერე მარჯის შესახებ კიდევ, ჯერ-ჯერობით მომწინს, მაგრამ ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა smile.gif მასწავლებელი ჯერ იმას მეუბნება, რომ ზოგ ბავშვს თუ მაინც დრო სჭირდება, რომ გაიხსნან, ეს (ჩემი) ძალიან აქტიურიაო biggrin.gif თან სულ გვეკონტაქტება მშობლებს, უკვე 2ჯერ "კრებაც" (როგორც თვითონ ამბობს "შეხვედრა") გვქონდა მშობლებს და ყველაფრის საქმის კურსში ვართ smile.gif

Posted by: Tornike Liparteliani 26 Sep 2011, 16:39
rawerfas
მადლობა დიდი-ქორალი ტერიტორიულად მაწყობს მაგრა და ისიც მაწყობს, რომ ტრასპორტი ემსახურება. ვნახოთ, იქნებ ვინმემ დაწეროს კიდე რამე

Posted by: sango 27 Sep 2011, 14:35
თუ ვინმემ იცის სკოლა ფენიქსი, თუ შეიძლება გამიზიარეთ, როგორი ხარისხის სწავლებაა და საერთოდ .... იქნებ ვებგვერდი დამიწეროს ვინმემ.

წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: marinajanjgava 28 Sep 2011, 08:08
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ბგერის თეატრ სტუდია იწყებს 3 დან 18 წლამდე მოზარდებიდ მიღებას. მოსწავლეები შეძლებენ ჰუმანიტარული აზროვნების, მეტყველების, პლასტიკის, მუსიკალური ჩვევების (სმენა რიტმი) განვითარებას და ესტეტიური აღზრდა- განათლების მიღებას.
საბუთების მიღება და გასაუბრება 1 ოქტომბრიდან
ვაკე. ირ. აბაშიძის 39 ტელეფონი 218 33 47. 222 24 26 595 35 58 46

Posted by: eka9eka9 8 Oct 2011, 10:33
მე დამყავს ქორალში, მესამე კლასშია და ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი მასწავლებელი შეგვხვდა, მასწავლებელზე მართლა ბევრია დამოკიდებული, მე პირველ კლასში ,,მწიგნობართუხუცესში" და მყავდა და ცუდი მასწავლებელი რას ნიშნავს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი... ასე, რომ ნამდვილად გირჩევთ ქორალსsmile.gif))

Posted by: extra-VIOLET 8 Oct 2011, 12:08
მე ფისოს სკოლას ვურჩევდი მშობლებს, ეხლა "ქართული სასწავლებელი" ქვია. ფასი 2000 ლარია და შედის წიგნები (1 კლასში 12 წიგნი დაგვირიგეს). ოღონდ ბავშვი მათემატიკაში უნდა იყოს ძლიერი, პროგრამა საკმაოდ რთულია- პირველივე კლასში წილადებს იწყებენ. პედაგოგები ჰყავს საუკეთესო. კვება არ შედის და არის 2 საათამდე. ისწავლება პირველივე კლასიდან რუსული, ჭადრაკი, ცეკვა,ხელოვნება, მშობლიური, მათემატიკა, ზღაპრის საათია. მეორედან უცხო ენა, და მეექვსედან Kიდევ ერთი უცხო ენა.

ვინც არ იცის- ავლაბარშია, ქეთევან წამებულზე...მეტროსთან ახლოს.

Posted by: sava062 8 Oct 2011, 13:36
extra-VIOLET
QUOTE
ისწავლება პირველივე კლასიდან რუსული, ჭადრაკი, ცეკვა,ხელოვნება, მშობლიური, მათემატიკა, ზღაპრის საათია. მეორედან უცხო ენა, და მეექვსედან Kიდევ ერთი უცხო ენა.


აბა, მაგ სკოლას მალე დახურავენ. ეროცნულ სასწავლო გეგმას არ მიყვება - ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან სავალდებულოა

Posted by: extra-VIOLET 11 Oct 2011, 20:42
sava062

ვშიშობ მართალი ხარ. მიადგებიან ეხლა სერიოზული ბიძიები და დახურავენ...

Posted by: GT.ge 11 Nov 2011, 17:26
გამარჯობათ,

მაინტერესებს ყველაფერი რაც სკოლა მშიგნობართუხუცესს ეხება
ყველაფერი მის შესახებ: კარგი, ცუდი, უბრალოდ გაგონილი რამ... (რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჯღერდეს)
ასევე ვის დაყავს ბავშვი ამ სკოლაში?

პირველ კლასში 2012 წელს (ახალ სასწავლო წელს) ხომ არ იცით ვინ აიქნებიან მასწავლებლები? ვის მიცემენ კლასებს?




* * *

088

რამდენად მართალი გამოდგა რაც გეწერათ? მჭიგნობართუხუცესი 170 სკოლაში გადადის?

Posted by: sava062 11 Nov 2011, 18:17
GT.ge
QUOTE
რამდენად მართალი გამოდგა რაც გეწერათ? მჭიგნობართუხუცესი 170 სკოლაში გადადის?


იქაც იქნება სადაც არის ეხლა და ფილიალსაც გახსნიან 170-ეში

Posted by: griffin 13 Nov 2011, 21:44
იქნებ კარგად იფიქრო... ტურიზმი გინდა მაინცა და მაინც?

Posted by: 088 14 Nov 2011, 01:01
QUOTE
იქაც იქნება სადაც არის ეხლა და ფილიალსაც გახსნიან 170-ეში

+1

QUOTE
მაინტერესებს ყველაფერი რაც სკოლა მშიგნობართუხუცესს ეხება


ნორმალური სკოლაა (კარგი საჯარო სკოლაა თავისი დამატებითი სერვისებით). პედაგოგსაც გააჩნია ალბათ, ჩვენი კარგი პედაგოგია. სერვისი კარგია, კვება, ცურვა, ჭადრაკი, ცეკვა და ა. შ შედის ფასში

Posted by: TB_S 18 Nov 2011, 16:48
ვისაც სკოლა "მარჯი"-ში დაგყავთ ბავშვები იქნებ დაწეროთ სწავლის მხრივ კმაყოფილები ხართ თუ არა. ძალიან კარგია 9-5სთ მდე რომ არის და თანაც იქ რომ ამეცადინებენ, მაგრამ რამდენად ხარისხიანად ხდება ეს ყველაფერი.

კლასში რამდენი ბავშვია?
გამოკითხვები ყოველდღიურად აქვთ ბავშვებს?

ძაან დაბნეული ვარ მომავალ წელს უწევს ბავშვს სკოლა და არ ვიცი რა ვქნა. ფისოს სკოლას რაღატომღაც ყველაზე მეტად ვენდობი, ახლობლებს დაკავთ და კმაკოფილები არიან სწავლით, პედაგოგებით, მაგრამ სახლიდან შორსაა და ამიტომ ვიკავებ თავს, მარჯი კი ძალიან ახლოსაა და მაინტერესებს თქვენი აზრი ამ სკოლაზე.

გმადლობთ წინასწარ smile.gif

Posted by: tako44 19 Nov 2011, 01:19
ზოგადად მე-5 კლასის შემდეგ ნაკლები შედეგი აქვს ისეთ კერძო სკოლებს, სადაც ბავშვი საღამომდე რჩება, ვითომდა იმ მიზნით, რომ ადგილზევე ამზადებენ გაკვეთილებს და მსგავსი სისულელეები. რადგანაც:
1. რაც არ უნდა ცოტა ბავშვი იყოს კლასში, გჯუფური მეცადინეობა საკმაოდ რთულია, ზოგს ხმამაღლა ურჩევნია წაიკითხოს და ისწავლოს , ზოგს სიჩუმეში (მე მაგალითად მასე ვმეცადინეობ მთელი ცხოვრებაა)
2. ძიძები რეალურად ვერ ახერხებენ გააკონტროლონ ყველა ბავშვის მეცადინეობის პროცესი, ძირითადში ჭორაობენ ხოლმე smile.gif
3. ცურვა და ჩოგბურთი ძირითადში "ტრუხაა", პიარისთვის აგორებული smile.gif
4. ინგლისურის დონე ძირითადად ყველა სკოლაში დაბალია და ბავშვი მაინც უნდა მოამზადო ან ატარო მოსამზადებელ ცენტრში, თუკი პრეტენზია გვაქვს, რომ ბავშვმა ნორმალურ დონეზე იცოდეს ენა (რეალურ ცოდნას ვგულისხმობ)
5. მაღალ კლასებში 7-8-9 საგნები გაცილებით რთულდება და იმ 3 საათში, რასაც ბავშვი გაკვეთილების დასრულების შემდეგ ატარებს სკოლაში, გამორიცხულია, მოასწროს თუნდაც ორი საგნის სრულყოფილად მომზადება smile.gif
კიდევ არის ბევრი მინუსი, მაგრამ ეს ძირითადია მგონი. boli.gif

Posted by: GTabidze 19 Nov 2011, 01:47
tako44
თაკო გეთანხები (1) ნაწილში. თუმცა ეს მსწავლებელზეა დამოკიდებული. უნდა გაითვალისწინოს ბავშვების მოთხოვნა. (2) ეგ არაპროფესიონალი ძიძაა ; (3) ნუ არვიცი უმეტესობაში თუ მასეა, მაგრამ "ლოგოსში" არ არის მასე. (სხვა კერძო სკოლებსაც აქვთ კარგად ეს საკითხი); (4) გააჩნია რომელ კერძო სკოლაში ხარ, არმინდა დავასახელო რეკლამაში ჩამეთვლება, ასწავლიან კარგად. (5) კერძო იმიტომ ქვია, რომ გასწავლოს იქვე და შემდეგ დამოუკიდებლად სახლშიც იმეცადინო. ვისაც სწავლა არ უნდა, ის არც იქ სწავლობს და არც სახლში და არც კერძო სკოლაში და არც რეპეტიტორთან.
---------------

Posted by: rawerfas 19 Nov 2011, 09:12
TB_S
მე დამყავს, მაგრამ ჯერ პირველ კლასშია და ალბათ ბევრს ვერაფერს დავწერ. ამ ეტაპზე ძალიან კმაყოფილი ვარ, კლასში 15 ბავშვია, ძალიან კარგი სიტუაციაა, სკოლაშიც და კლასშიც - პატარა სკოლაა და ეგეც უწყოფს ხელს მყუდრო გარემოს. ყურადღებიანი პედაგოგები, ფსიქოლოგი, ექიმი, თბილი (ყველა გაგებით - საკაიფოდ ათბობენ ზამთარში biggrin.gif) გარემო, ყველა ერთმანეთს იცნობს და ერთი დიდი ოჯახივით არის მთელი სკოლა smile.gif სწავლას რაც შეეხება, ყველა ბავშვია ჩართული გაკვეთილზე სწავლის პროცესში, ნიშნების მაგივრად ჯილდოვდებიან ლამაზი და ნაირნაირი სტიკერებით smile.gif მშობლებს შეუძლიათ დასწრება გაკვეთიულზე (ნუ ყოველ დღე არა, პერიოდულად smile.gif) და შეფასება ბავშვის ჩართულობის სწავლის პროცესში. მერე 5 საათამდე იქვე აკეთებინებენ გაკვეთილებს. მხოლოდ პარასკეობით მოაქვთ ბავშვებს ჩანთები და წიგნები სახლში და უიქ-ენდული დავალება biggrin.gif რაც შეეხება მაღალ კლასებს, ყოფნით თუ არა 5 საათამდე სკოლაში გაკვეთილების გაკეთება, ეგ აღარ ვიცი. შეგიძლიათ მობრძანდეთ და თქვენ თვითონ ნახოთ, გაესაუბროთ მასწავლებლებს, დირექციის წარმომადგენლებს. ჩემთვის პირველი მაჩვენებელი არის ის, რომ ბავშვი დიდი სიხარულით მირბის სკოლაში (და ყველა მშობელი მაგას ამბობს), ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს ერთმანეთთან და მასწავლებლების მიმართ და ნამეცადინებიც ბრუნდება ბავშვი სახლში და ამ ეტაპზე მეტი პრეტენზია ნამდვილად ვერ მექნება smile.gif მინუსებიდან (ტექნიკური მხარე) - ჩვენი (საბურთალოს) მიმართულებით მარშრუტკა გააუქმეს და გვიწევს ჩვენით მისვლა ამ გადათხრილ პლეხანოვზე (ამდროს იყო დაპირება, რომ ტრანსპორტი აუცილებლად მოგვემსახურებოდა, თუმცა 2 კვირა ნამდვილად გვემსახურებოდა) და არის აბსოლურუტი კატასტროფა, ხან სად გვხვდება ახალი გადათხრილი და ხან სად და სულ ახალი გზების პოვნა გვიწევს სკოლამდე მისაღწევად sad.gif რეზიუმე: გარეგნული (ტექნიკური) მხარე - შენობის მაშტაბი (რაც სხვა ბევს კერძო სკოლას აქვს), ეზო, კორტები და ა.შ + საათივით აწყობილი ტრანსპორტის ამბავში - ნამდვილად ვერ შეედრება ბევრ სხვა კერძო სკოლას, მაგრამ სწავლა (პირველ კლასზე შემიძლია ვთქვა და ისიც ჯერ 2 თვეა რაც დავდივართsmile.gif) და რაც მთავარია დამოკიდებულება და ჯანმრთელი და თბილი ურთიერთობები ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის - ძალიან, ძალიან მომწონს! არც დაკომპლექსებული ბრუნდება ბავშვი სკოლიდან, არც დაგრუზული და შაბათ-კვირაობით ტრაგედია გვაქვს ოჯახში, სკოლაში მინდაო! biggrin.gif და აბა მეტი რაა smile.gif

Posted by: tako44 19 Nov 2011, 13:34
QUOTE (GTabidze @ 19 Nov 2011, 01:47 )
tako44
თაკო გეთანხები (1) ნაწილში. თუმცა ეს მსწავლებელზეა დამოკიდებული. უნდა გაითვალისწინოს ბავშვების მოთხოვნა. (2) ეგ არაპროფესიონალი ძიძაა ; (3) ნუ არვიცი უმეტესობაში თუ მასეა, მაგრამ "ლოგოსში" არ არის მასე. (სხვა კერძო სკოლებსაც აქვთ კარგად ეს საკითხი); (4) გააჩნია რომელ კერძო სკოლაში ხარ, არმინდა დავასახელო რეკლამაში ჩამეთვლება, ასწავლიან კარგად. (5) კერძო იმიტომ ქვია, რომ გასწავლოს იქვე და შემდეგ დამოუკიდებლად სახლშიც იმეცადინო. ვისაც სწავლა არ უნდა, ის არც იქ სწავლობს და არც სახლში და არც კერძო სკოლაში და არც რეპეტიტორთან.
---------------

პ.ს. მე არც ერთ სკოლაში არ ვარ, არც ბავშვი დამყავს, მაგრამ გარკვეული გამოცდილება მაქვს wink.gif
. გამოცდილი ძიძა, რომელმაც ტვინი უნდა იღრძოს მინიმუმ10 ბავშვთან ყოველ დღე, 300 ლარზე არ იმუშავებს smile.gif (კიდევ ვიმეორებ, მე საუბარი მაქვს მაღალ კლასებზე, ნუ V კლასის შემდგომზე მაინც)
ცურვას და ჩოგბურთს რაც შეეხება და როცა ბავშვები გაჰყავთ სკოლიდან ამ აქტივობებზე, ტრანსპორტირებისას იკარგება ჯერ საკმაო დრო, მერე ცურვაზე რომ შედიან, იქ არიან სადღაც ერთი საათი, მერე გამოდიან, სხდებიან ისევ ტრანსპორტში და მოდიან სკოლაში, ამასობაში ხდება 5 საათი, ანუ სკოლის მუშაობის დამთავრებამდე რჩება 1 საათი მაქსიმუმ, მეორე დღის გაკვეთილების მომზადება ამ ერთ საათში უნდა შEძლონ? არც ეგეთი ვუნდერკინდი თაობა არ მოდის smile.gif
ანუ მეც ზუსტად მაგას ვგულისხმობდი, რომ ის, რომ ყველა საგანი სკოლაში მზადდება, არის ძალიან ტრუხა, მე-7 კლასელი ბავშვის საგნების ჩამონათვალი ძალიან კარგად ვიცი და ჯერ მარტო ქართულის დავალებები არ არის ადვილი შესასრულებელი, მერე მოდის ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, რომელი საგნებიც საკმაოდაა დატვირთული სამეცნიერო ტერმინოლოგიით, რომელსაც კარგად უნდა დასწავლა, აღარაფერს ვამბობ მათემატიკაზე smile.gif
ხო, ინგლისურს რაც შეეხება, მგონია, რთულია იპოვო ისეთი მოსწავლე, რომელსაც სკოლაში ისე ასწავლიან ინგლისურს, რომ მისაღებ გამოცდებს სკოლიდან მიღებული ცოდნით აბარებდეს smile.gif smile.gif(თუმცა ინგლისურის მისაღები გამოცდის დონე ნაწილობრივ განსაზღვრავს რეალურად ინგლისურის ცოდნას)
აუ, რამდენი მიწერია biggrin.gif
givi.gif

Posted by: eto30 15 Dec 2011, 14:33
სკოლა მერმისზე რამე ინფორმაცია ხო არ გაქვთ?

Posted by: mta 21 Dec 2011, 17:04
http://www.radikal.ru

Posted by: Xas 22 Dec 2011, 18:57
tako44

გეთანხმები. სწორედ მაგიტომ მე თვითონ ვუზივარ ჩემს შვილს და ვამეცადინებ, ან ვმეთვალყურეობ მის მეცადინეობას. ძალიან მეზარება, მგონი უფრო მეტად, ვიდრე თვითონ მას, მაგრამ ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს, როგორიც მისი ცოდნა და პასუხისმგებლობის გრძნობაა, სხვას ვერავის ვანდობ smile.gif.
კერძო სკოლაშიც არ წავიყვანე მაგიტომ, საჯაროში დამყავს და შემდეგ ცალკე სპორტზე და ინგლისურზე, მაგრამ მე სამსახურშიც მოქნილი გრაფიკი მაქვს და დამხმარეები მყავს, ვისაც შეუძლია ბავშვი დაიტოვოს ან წაიყვანოს-მოიყვანოს. ვისაც ეს არ აქვს და დილიდან-საღამომდე მუშაობს ალბათ კერძო სკოლის მეტი არჩევანი არაა აქვს. ის, რომ სკოლაში ამეცადინებენ ბავშვს, სავარაუდოდ არ ნიშნავს რომ მშობელი სახლში მის ცოდნას არ ამოწმებს ან არ ამეცადინებს დამატებით.

Posted by: tako44 23 Dec 2011, 23:38
Xas
მე ვერ ვხვდები, მე-6 და მე-7 კლასელი როცაა ბავშვი, რატომ ვერ უნდა იაროს მარტომ, ანუ სკოლიდან რომ გამოვა, სახლში თავად ვერ უნდა მივიდეს? მით უმეტეს დღეს გაცილებით მშვიდი სიტუაციაა, ვიდრე ჩემს ბავშვობაში იყო თუნდაც smile.gif
როცა ბავშვი დაწყებით კლასშია, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ IV კლასის მერე ვთვლი, რომ ფულის ყრაა და სხვა არაფერი smile.gif ჩემი სუბიექტური აზრია smile.gif
ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ სიტყვაზე ჩემი შვილი რომ გადავა მე-6 კლასში და თუ დამყავს კერძო სკოლაში და ვუხდი იმხელა ფულს, კიდევ სახლში რომ მოვა და თუ კიდევ მე დავუჯექი და მე ავუხსენი და ვამეცადინე სხვადასხვა საგანში, მაშინ რაღაში ვიხდი ფულს? war.gif

Posted by: eto30 24 Dec 2011, 22:24
QUOTE
სკოლა მერმისზე რამე ინფორმაცია ხო არ გაქვთ?


Posted by: Belle 26 Dec 2011, 14:11
QUOTE (Enjey @ 10 Feb 2010, 17:44 )
088
წმინდა გიორგის უფრო სახელი აქვს, რამდენიმე წლის წინანდელიდანაც მახსოვს. და ბავშვებიც ბევრნი არიან.
მგონი სააკაშვილის შვილი დადიოდა მანდ?  (ოღონდ პოლიტიკაში არ გადავვარდეთ)

ჰოოოდაააა...რა ვიცი,რავიცი. რაღაც მაინც წყნეთისკენ მიწევს გული უფრო.
თუმცა წელს არ ვყოფილვარ,მე შარშან ვიყავი და თან სწავლის ბოლო დღეს ზუსტად.
კიდევ უნდა ავიდე და ვნახო, ყველას რომ დავიწუნებ დანარჩენებს მერე.

ალბათ წაიყვანეთ შვილი ამ სკოლაში? ხომ არ გვეტყოდით შთაბეჭდილებებს? მეც მაინტერესებს yes.gif
* * *
QUOTE (Belle @ 26 Dec 2011, 14:11 )
QUOTE (Enjey @ 10 Feb 2010, 17:44 )
088
წმინდა გიორგის უფრო სახელი აქვს, რამდენიმე წლის წინანდელიდანაც მახსოვს. და ბავშვებიც ბევრნი არიან.
მგონი სააკაშვილის შვილი დადიოდა მანდ?  (ოღონდ პოლიტიკაში არ გადავვარდეთ)

ჰოოოდაააა...რა ვიცი,რავიცი. რაღაც მაინც წყნეთისკენ მიწევს გული უფრო.
თუმცა წელს არ ვყოფილვარ,მე შარშან ვიყავი და თან სწავლის ბოლო დღეს ზუსტად.
კიდევ უნდა ავიდე და ვნახო, ყველას რომ დავიწუნებ დანარჩენებს მერე.

ალბათ წაიყვანეთ შვილი ამ სკოლაში? ხომ არ გვეტყოდით შთაბეჭდილებებს? მეც მაინტერესებს yes.gif

ბაქსვუდის სკოლას ვგულისხმობ.

საიტი ვნახე და დიდი ნაკლია ის, რომ ფოტოები არ დევს საერთოდ http://www.buckswood.ge

აი ფრანგულ სკოლას ძალიან კარგი საიტი აქვს http://efc.edu.ge

sava062
თქვენ ბაქსვუდის სკოლას წარმოადგენთ, როგორც მივხვდი....
დარიგებად არ მიიღოთ, მაგრამ საიტი გაახალისეთ, ძალიან წესდებური ენით არის დაწერილი ყველაფერი საიტზე smile.gif
ცოცხალი და მიმდინარე ინფო დადეთ, მასწავლებლები და ადმინისტრაცია ვინ არიან, და ა.შ. და რაც მთავარია ფოტოგალერეა!

Posted by: anna_annuka 13 Jan 2012, 23:56
www.kiketischool.ge - იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი დაბა კიკეთში, ნამდვილად გამორჩეული სკოლაა საქართველოში!

Posted by: -13- 23 Jan 2012, 14:24
გლდანი-ნაძალადევის რაიონსჰი ვეძებ კერძო სკოლას..... ხომ ვერ მირჩევდით.....*

Posted by: sava062 23 Jan 2012, 14:27
Belle
QUOTE
sava062თქვენ ბაქსვუდის სკოლას წარმოადგენთ, როგორც მივხვდი.... დარიგებად არ მიიღოთ, მაგრამ საიტი გაახალისეთ, ძალიან წესდებური ენით არის დაწერილი ყველაფერი საიტზე ცოცხალი და მიმდინარე ინფო დადეთ, მასწავლებლები და ადმინისტრაცია ვინ არიან, და ა.შ.  და რაც მთავარია ფოტოგალერეა!


მადლობა, ვმუშაობთ ამ თემაზე smile.gif

Posted by: Fanatka 25 Jan 2012, 17:41
-13-
"პოლიგლოტი" გირჩევ, wink.gif

Posted by: AlChe 8 Feb 2012, 23:07
ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა (gahs)

ამ სკოლაში ვისაც დაჰყავს ბავშვები, გთხოვთ თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ...
(დაწყებითები მაინტერესებს ამ ეტაპზე უფრო მეტად)

Posted by: masha 15 Feb 2012, 15:24
Belle
QUOTE
აი ფრანგულ სკოლას ძალიან კარგი საიტი აქვს http://efc.edu.ge

კი, მართლა კარგი საიტია, მაგრამ სწავლა საკმაოდ ძვირია.

Posted by: tenia 21 Feb 2012, 14:13
13-
გლდანის რაიონში თუ ეძებ ძალიან კარგი სკოლაა პრომეთე მუხიანშია 4 ბ მიკროში, მე არ დმყავს ბავშვი ჯერ პატარაა, გავიკითხ გამოვიკითხე და ეს სკოლა მშობლებმა ძალიან მიქეს, ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მესამე ადგილზე იყო შარშან თუ არ ვცდები, დისცპლინაა და საკმაოდ მკაცრად სთხოვენ მომზადებას, დაწყებითები 5 საათამდე არიან

Posted by: kato-ki 25 Feb 2012, 10:20
sava062
შეკითხვა მაქვს თქვენთან: ერთერთ პოსტში ახსენეთ, რომ თბილისში აპირებთ სკოლის გახსნას და რამე ხომ არ გადაწყვეტილა ამ კუთხით?
ჩემი შვილი კიკეთში სწავლობს და ძალიან ბევრდი დრო ეხარჯება გზაში, რაც ძალიან მენანება
თქვენი სკოლა მომწონს, წყნეთში რომ არ იყოს ალბათ ძალიან მომინდებოდა გადმოყვანა

Posted by: eto30 29 Feb 2012, 22:57

QUOTE
sava062
შეკითხვა მაქვს თქვენთან: ერთერთ პოსტში ახსენეთ, რომ თბილისში აპირებთ სკოლის გახსნას და რამე ხომ არ გადაწყვეტილა ამ კუთხით?
ჩემი შვილი კიკეთში სწავლობს და ძალიან ბევრდი დრო ეხარჯება გზაში, რაც ძალიან მენანება
თქვენი სკოლა მომწონს, წყნეთში რომ არ იყოს ალბათ ძალიან მომინდებოდა გადმოყვანა

+1

Posted by: sava062 1 Mar 2012, 00:15
kato-ki
eto30

სამწუხაროდ არა sad.gif (თუმცა წყნეთი კიკეთის ნახევარ გაზაზე მდებარეობს და დრო გაცილებით ნაკლები ჭირდება) smile.gif

Posted by: kato-ki 2 Mar 2012, 18:28
sava062
კიდევ ბევრი შეკითხვა მაქვს smile.gif
რომელ საათზე არიან ხოლმე ბავშვები თბილისში? (ვაკის პარკთან)
ხომ არ აგვიანებენ ხოლმე?
საშუალოდ რამდენი ხანი ჭირდებათ სახლში მეცადინეობა?
ეს ყველაფერი იმიტომ მაინტერესებს, რომ გავარკვიო, შეძლებს თუ არა თქვენს სკოლაში სწავლის შემთხვევაში ჩემი შვილი მუსიკაზე სიარულს
კიკეთის შემეთხვევაში ეს სამწუხაროდ გამორიცხულია sad.gif

აუზზე სად დადიან?
მე-4 კლასში გადმომსვლელებისთვის რა იქნება საფასური?


Posted by: sava062 2 Mar 2012, 21:07
kato-ki


QUOTE
რომელ საათზე არიან ხოლმე ბავშვები თბილისში? (ვაკის პარკთან)


მაქსიმუმ 17:30-ზე. ხანდახან, ზამთარში, დიდთოვლობისას, შეიძლება 10-15 წუთი დაიგვიანონ; ამასთან ყოველდღე, 15:10-ზე გამოდის დამატებით მიკროავტობუსი, რომელიც, თუ მშობლის წერილობითი მოთხოვნა იქნა, დელისის მეტრომდე მიიყვანს ბავშვებს (შესაბამისად ვაკის პარკსაც გაივლის)

QUOTE
საშუალოდ რამდენი ხანი ჭირდებათ სახლში მეცადინეობა?


ადრე ცოტა დიდი ხანი ჭირდებოდათ, ამ სემესტრიდან შევცვალეთ რაღაცეები, გაკვეთილების დიდ ნაწილს სკოლაშივე აკეთებენ და ეხლა ნახევარი საათიდან 1 საათამდე. თუ პრეზენტაცია აქვს მოსამზადებელი, მაშინ მეტი დრო დაჭირდება, მაგრამ ეს ძალიან ხშირად არაა, მეხუთე კლასიდანაც 16:00-დან 17:00 საათამდე გავეთილების მომზადების დრო აქვთ სპეციალურად გამოყოფილი.

QUOTE
აუზზე სად დადიან?


საერთოდ, წყნეთში, კოპალაში, თუმცა ეს სეზონი დახურულია აუზი რემონტზე და თბილისში, ბაგებში დაგვყავდა.

QUOTE
მე-4 კლასში გადმომსვლელებისთვის რა იქნება საფასური?


მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კლასში შემოდის - 1800 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი თუ ტრანსპორტირება სახლიდან-სახლამდეა, 1700 - ბაგებიდან - ბაგებამდე, ხოლო 1600 - ტრანსპორტირების გარეშე. საფასურში შედის სახელმძღვანელოები, კვება, სასკოლო და სპორტული ფორმები. არ შედის დამატებითი წრეები (არასავალდებულოა), მ.შ. ცურვა, რომელიც თვენახევარი დაახლოებით 130 ლარი ჯდება

Posted by: tsqnafo 4 Mar 2012, 20:23
სკოლა ''ათინათზე'' თუ იცით რამე? სპოტის სასახლის უკან

Posted by: Logarithm 5 Mar 2012, 13:01
სკოლა ათინათი უფრო თერთმეტსართულიანთანაა ახლოს ვიდრე სპორტის სასახლესთან.

ნორმალური სკოლაა.

Posted by: kato-ki 5 Mar 2012, 15:49
sava062
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის smile.gif

Posted by: sava062 6 Mar 2012, 01:04
kato-ki
QUOTE
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის


არაფრის smile.gif

Posted by: Beqa@ 6 Mar 2012, 23:21
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა

ერთადერთი სკოლა, სადაც გერმანიიდან წარგზავნილი მასწავლებლები გერმანული პროგრამით ასწავლიან გერმანული ატესტატის მისაღებად. სწავლების ენა გერმანულია, მაგრამ უკვე პირველი კლასიდან ისწავლება ქართული და ინგლისური ენებიც.

სკოლის დასრულებისას გაიცემა გერმანული საერთაშორისო ატესტატი (ე.წ. Abitur), რაც უზრუნველყოფს გერმანიის, ევროპისა და მსოფლიოს უნივერსიტეტებში დამატებითი პირობების გარეშე სწავლის გაგრძელებას. ამავდროულად სკოლა ინტეგრირებულია საქართველოს განათლების სისტემაში და 2011 წლის მარტში წარმატებით გაიარა ავტორიზაცია.

სკოლა 2010 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა და საზღვარგარეთ გერმანული სკოლების ასორმოცწევრიანი ქსელის ნაწილია. სკოლის როგორც ფინანსურ, ასევე დარგობრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზღვარგარეთ გერმანული სკოლების მართვის ცენტრალური სააგენტო (ZfA).

ჩვენი სკოლა კულტურათა შორის დიალოგის ადგილია, სადაც ბავშვები ერთად არა მარტო გაკვეთილებს, არამედ თანაარსებობასა და ტოლერანტობასაც სწავლობენ

http://www.deutscheschule.ge/
http://www.facebook.com/pages/Deutsche-Internationale-Schule-Tbilisi/163406240364924

Posted by: TB_S 7 Mar 2012, 12:04
სოლოლაკში, ნინო რამიშვილის სკოლაზე რა ინფორმაცია გაქვთ?

Posted by: misha2005 7 Mar 2012, 12:15
5 წლის ასაკის თუ შეგყავთ ვინმეს?

Posted by: sava062 7 Mar 2012, 12:49
misha2005

ბევრს შეყავს ხოლმე

Posted by: enia 7 Mar 2012, 17:01
sava062


თქვენი სკოლის პრაქტიკიდან, უჭირთ 5 წლიანებს პროგრამის ათვისება ? rolleyes.gif

Posted by: sava062 7 Mar 2012, 20:46
პროგრამის იმდენად არა, რამდენადაც პირადი ჰიგიენის საკითხები...

Posted by: tsqnafo 7 Mar 2012, 22:03
QUOTE (Logarithm @ 5 Mar 2012, 12:01 )
სკოლა ათინათი უფრო თერთმეტსართულიანთანაა ახლოს ვიდრე სპორტის სასახლესთან.

ნორმალური სკოლაა.

ნუ რა ვიცი, დაახლოებით ავხსენი რა.

ნორმალურში რა იგულისხმება? ღირს ბავშვის გადაყვანა?

Posted by: timusii 10 Mar 2012, 20:29
"axal skolaze" mainteresebs tkveni azri...p.s.tcinastcar gixdit madlobas kuradgebistvis

Posted by: keti6878 10 Mar 2012, 23:25
დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა"
ვინმეს რაიმე ხომ არ გსმენიათ ამ სკოლის შესახებ?
დავინტერესდი და სხვისი აზრიც მაინტერესებს.

Posted by: limpompo 10 Mar 2012, 23:36
GTabidze
შენ ლოგოსში დადიოდი?

Posted by: tapatupa 12 Mar 2012, 14:39
მე შემყავს 5 წლისა ხდება მალე მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტე სად ....... წყნეთი მომეწონა ვნახოთ...

Posted by: eto30 20 Mar 2012, 23:22
მომავლის სკოლაზე რამე ხო არ იცით? მზიურში როა

Posted by: eto30 23 Mar 2012, 10:41
sava062
წრეებიდან რა შედის თანხაში?

Posted by: moli-si 23 Mar 2012, 12:00
მე დამყავს ბინულში გაგარინის მოედანთან არის, უკვე მესამე კლასშია და სწავლის დონე სხვა სკოლებთან შედარებით ნორმალურია. ფასი არის 3000 ლარი წელიწადში, მე ესე ვიხდი და არ ვიცი შეიძლება კიდევ შეიცვალა რამე.


tapatupa
QUOTE
წყნეთი მომეწონა ვნახოთ

შენ ტიტონ თუ წყნეთში ცხოვრობ მაშინ ძალიან კარგი სკოლაა, მეც მომეწონა თავის დროზე მაგრამ თავი შევიკავე იმის გამო რომ შემეცოდა ყოველდღე ამხელა წნევის ცვლილების გამო

Posted by: sava062 23 Mar 2012, 12:42
eto30
QUOTE
წრეებიდან რა შედის თანხაში?


სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა რამე. მაგალითად ჭადრაკი, ცეკვა, სპორტის 2 სახეობა, თექა გაკვეთილადაც აქვთ და თუ მშობელს დამატებით უნდა, შეუძლია წრედაც აირჩიოს. საერთოდ წრის/კლუბის სისტემა ასეთია - ჩვენ ვცდილობთ მშობლებს დამატებითი კომფორტი შევუქმნათ და თუ მშობელთა ჯგუფს, ვთქვათ უნდა, რომ ფარიკაობის წრე გაიხსნას, ჩვენ გავაკეთებთ ამის ორგანიზებას და მშობელი იხდის მხოლოდ ფარიკაობის მასწავლებლის მომსახურების ღირებულებას - ანუ ამაზე სკოლა დამატებით ფულს არ "აკეთებს".

moli-si
QUOTE
შენ ტიტონ თუ წყნეთში ცხოვრობ მაშინ ძალიან კარგი სკოლაა, მეც მომეწონა თავის დროზე მაგრამ თავი შევიკავე იმის გამო რომ შემეცოდა ყოველდღე ამხელა წნევის ცვლილების გამო


ძალიან ბევრ პედიატრთან და თერაპევტთან გავიარეთ კონსულტაცია არა მარტო ჩვენ არამედ ყველა 340-მა მოსწავლემ, რომელიც ჩვენს სკოლაში სწავლობს და თუ ეს წნევის ცვალებადობა არ ხდება სწრაფად და ამასთან ბავშვი 2 საათზე მეტს ატარებს შეცვლილი წნევის სარტყელში, არანაირ ზიანს არ იწვევს. იმისთვს, რომ წნევის ცვლილება სწრაფად არ მოხდეს, ამისთვის ტრანსპორტის კოლონას წინ მიუძღვება ჩვენი უსაფრთხოების მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას და ასევე არეგულირებს სიჩქარეს, ხოლო ბავშვები 7:30 საათს ატარებენ სკოლაში. ისე, ჩვენთან ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონიდან და თბილისის ზღვიდანაც დადიან მოსწავლეები და თავს მშვენივრად გრძნობენ.

Posted by: eto30 23 Mar 2012, 12:51
QUOTE
სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა რამე. მაგალითად ჭადრაკი, ცეკვა, სპორტის 2 სახეობა, თექა გაკვეთილადაც აქვთ და თუ მშობელს დამატებით უნდა, შეუძლია წრედაც აირჩიოს. საერთოდ წრის/კლუბის სისტემა ასეთია - ჩვენ ვცდილობთ მშობლებს დამატებითი კომფორტი შევუქმნათ და თუ მშობელთა ჯგუფს, ვთქვათ უნდა, რომ ფარიკაობის წრე გაიხსნას, ჩვენ გავაკეთებთ ამის ორგანიზებას და მშობელი იხდის მხოლოდ ფარიკაობის მასწავლებლის მომსახურების ღირებულებას - ანუ ამაზე სკოლა დამატებით ფულს არ "აკეთებს".

პირველი კლასის ბავშვზე მაინტერესებს. ცურვა შედის თუ დამატებით სჩირდება გადასახადი? როგორც ვიცი სექტემბრისთვის გექნებათ უკვე საკუთარი აუზი

* * *
QUOTE
სკოლა წყნეთშია, საიტია www.buckswood.ge;

ესეც ამონარიდი ვებ გვერდიდან:

ძვირფასო მშობლებო,

მოგახსენებთ, რომ ა/წლის 1 მარტს იწყება 2011/2012 სასწავლო წლისათვის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში პირველ კლასში შემსვლელთა საბუთების მიღება. სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც 2011 წლის 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ 5 წელი.

სკოლაში მიღებისას საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

1. აპლიკაციის ფორმა (ივსება ადგილზე ან ელექტრონულად)
2. დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული 1ც ქსეროასლი სამოქალაქო რეესტრის მიერ მინიჭებული პირადი ნომრით
3. ორი ფოტოსურათი ¾-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი CD დისკის სახით 2X2,5 -JPG ფორმატში, რომელსაც უნდა ეწეროს მოსწავლის გვარი, სახელი და დაბადების თარიღი;
4. ჯანმრთელობის ცნობა;
5. მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები ( 2 ცალი)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია. ერთი პირველი კლასის დაკომპლექტება დასრულებულია და მიმდინარეოებს მეორე პარალელური კლასის დაკომპლექტება.

სკოლაში სწავლის ღირებულება დიფერენცირებულია და დამოკიდებულია მოსწავლის ტრანსპორტირების სქემაზე:

1,400 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ტრანსპორტირება მოხდება სახლიდან სახლამდე,
1,300 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ტრანსპორტირება მოხდება ბაგებიდან წყნეთის მიმართულებით და პირიქით;
1,200 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ გამოიყენებს სკოლის სატრანსპორტო მომსახურებას.
სწავლის ღირებულებაში ასევე შედის:

ორჯერადი კვება,
2 სპორტული წრე (შეგიძლიათ აირჩიოთ 6 შესაძლო წრიდან; ამასთან, ჭადრაკის გაკვეთილი უკვე შესულია საგაკვეთილო ბადეში),
პირველი კლასის სახელმძღვანელოები


ოჯახიდან ერთზე მეტი ბავშვის მოყვანის შემთხვევაში გათვალისწინებულია შეღავათები: 10% - 2 ბავშვის, შემთხვევაში; 15% - 3 ბავშვის შემთხვევაში; 20% - სამზე მეტი ბავშვის შემთხვევაში;

სწავლის ღირებულების გადახდა ხდება ორ ნაწილად.

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 9:30-დან 17:00 საათამდე. სურვილის შემთხვევაში, მშობლის მოთხოვნით, შესაძლებელია დამატებითი სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობა, რომელიც სკოლიდან დელისის მეტროს მიმართულებით გადაიყვანს მოსწავლეებს 15:00 საათზე დამატებითი ღირებულების გარეშე.

პირველი 5 დარეგისტრირებული მოსწავლე დამატებითი ღირებულების გარეშე მიიღებს სკოლის ფორმას.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ სკოლის ცხელ ხაზზე 877 992 993 ან 10:00-დან 17:00 საათამდე - 22 89 01
ან
მობრძანდეთ სკოლაში. მის: წყნეთი, რუსთაველის ქ. 52, ავტობუსების ბოლო გაჩერებასთან

ამის მერე რამე ცვლილება მოხდა? შეიცვალა ბევრი რამ?

Posted by: sava062 23 Mar 2012, 13:23
eto30

ცურვა არ შედის რადგან ჯერ-ჯერობით აუზი არ გვაქვს და სავარაუდოდ სექტემბრიდანაც ვერ მოესწრება, უფრო რეალურია რომ 2013/2014 სასწავლო წლიდან რომ იყოს აუზი.

რაც შეეხება ცვლილებას - ღირებულება შეიცვალა, ოღონდ სერვისები დაემატა - ანუ ადრე არ შედიოდა ღირებულებაში სასკოლო და სპორტული ფორმები, სახელმძღვანელოები, ექსკურსიები და სხვადასხვა ღონისძიებები, რაზეც მშობლები ცალ-ცალკე იხდიდნენ თანხას. ეხლა უბრალოდ ყველა გადასახადი გავაერთიანეთ და ტრანსპორტირების სქემიდან გამომდინარე ღირებულება ან 1800, ან 1700 ან 1600 გირვანქაა.

Posted by: bochita 23 Mar 2012, 17:52
moli-si
მე ვაპირებ წელს ბინულში შეყვანას, ცოტა უფრო დეტალურად დამიწერე რა, ცურვა შედისო და სად დაყავთ? ქორეოგრაფია, ტანვარჯიშიო, მუსიკაო შედისო და აქედნ ერთს ირჩევ თუ ყველაფერს სწავლობს ამას ბავშვი? ავტორიზციები და ეგეთი რაღაცეები ხო აქვთ გავლილი? ყველაფერი მაინტერესებს რა მშობლის თვალით დანახული ამ სკოლაზე.

Posted by: moli-si 23 Mar 2012, 18:39
bochita
ცურვა შედის მაგრამ მე არ ვატარებ, სულ მიცივდება და არ მიღირს, ცურვის მაგივრად ჭადრაკზე დადის. გოგოები ტანვარჯიშზე და დიან და ბიჭები რაგბზე, მუსიკაც აქვთ და ქართული ცეკვაც. ესენი უფასო წრეებია, ამის გარდა დამყავს დამატებით მათემატიკაზე რომელშიც ოლიმპიადებისთვის ემზადებიან და დამატებით ხატვაზე. ინგლისურს ასწავლიან გაძლიერებულად. წელს დაიწყეს რუსული და უკვე ლაპარაკობს რაღაცეებს მიუხედავად იმისა რომ მანამდე არ იცოდა.
დაყავთ ექსკურსიებზე და სპექტაკლებზე. ძალიან კარგი მასწავლებელი ყავთ რელიგიაში, ძალიან დააინტერესა ბავშვები და რამოდენიმეჯერ ზიარებაზეც ყავდა.
მე კმაყოფილი ვარ, სხვა სკოლებს რომ გადავხედე არაფრით არ ჯობია ამას, ნუ შეიძლება იყოს უკეთესებიც.

Posted by: bochita 23 Mar 2012, 18:52
moli-si
ანუ ჭადრაკი ან ცურვა, ცეკვა, მუსიკა, ტანვარჯიში უფასოდ შედის და დამატებით გადასახადია მათემატიკის წრე და ხატვა ხო?კლასში რამდენი ხართ?
* * *
ხო კიდე რა მაინტერესებს იცი? ცურვაზე თვითონ მიყავთ ტრანსპორტით თუ მშობელს დაყავს?

Posted by: moli-si 23 Mar 2012, 20:02
bochita
ხო ჭადრაკზე დამყავს ცურვის მაგივრად.
ცეკვა ცურვა მუსიკა და ტანვარჯიში უფასოა და დამატებითი ხატვა და მათემატიკა 25-25 ლარი თვეში.
ცურვაზე თვითონ დაყავთ. მასწავლებლები მიყვებიან და უშრობენ თმას და აცმევენ.
მე კიდევ მანქანა მყავს დაქირავებული და დილით მიყავს და საღამოს მოყავს უკან. 9 ზე ეწყებათ სწავლა და 6 მდე იქ არიან, იქვე მეცადინეობენ და ძალიან იშვიათად მოაქვს სახლში სამეცადინო, თუ რამეს იქ ვერ მოასწრებს.
კლასში 16 ბავშვია. გაარკვიე ლალი კობახიძეს თუ აყავს წელს პირველი კლასი, ძალიან კარგი მასწავლებელია

Posted by: bochita 23 Mar 2012, 20:58
moli-si
გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეე

Posted by: moli-si 23 Mar 2012, 21:05
bochita
2kiss.gif წარმატებას გისურვებთ smile.gif) იმედია მოგეწონება მართლა სკოლა

Posted by: bochita 24 Mar 2012, 17:45
moli-si
ეზო აქვთ უკანა მხრიდან? ორშაბათ სამშაბათს წავალ სანახავად.

Posted by: moli-si 24 Mar 2012, 23:23
bochita
არა პატარა ადგილია და სტადიონი აქვთ გაკეთებული )

Posted by: eto30 25 Mar 2012, 00:58
sava062
საბოლოოდ გადაიფიქრეთ თბილისში ჩამოსვლა? თუ კიდე არის შანსი?

Posted by: sava062 25 Mar 2012, 01:08
eto30
QUOTE
საბოლოოდ გადაიფიქრეთ თბილისში ჩამოსვლა? თუ კიდე არის შანსი?


წელს არ ესწრება. ძალიან კი გვინდა, მაგრამ ამდენი ფული არ გვაქვს. ეხლა ერთ პროექტზე ვმუშაობთ და თუ გამოვიდა, მომდევნო, 2013/14 სასწავლო წელს თბილისშიც გავხსნით.

Posted by: bochita 25 Mar 2012, 14:42
moli-si
გასაგებიაsmile.gif

Posted by: summeritems 26 Mar 2012, 13:55
მოგესალმებით, მაინტერესებს კერძო სკოლების საკითხი თბილისში. ვის სად მიყავს ახალ სასწავლო წელს ბავშვი, ვის არ გადაუწყვეტია და ა.შ. პირველკლასელების რეგისტრაცია 1 აპრილიდან იწყებაოო...

Posted by: მანიაჩკა 26 Mar 2012, 16:46
კერძოში არ მიმყავს, 51-ეში მინდა ძალიან გულით, თუ მოვხვდით.
QUOTE
რეგისტრაცია 1 აპრილიდან იწყებაოო...

no.gif 15 აპრილიდან

Posted by: mta 29 Mar 2012, 10:20
http://www.radikal.ru

Posted by: masha 29 Mar 2012, 11:48
eto30

QUOTE
მომავლის სკოლაზე რამე ხო არ იცით? მზიურში როა

დიდი ხნის წინ დამყავდა (მზიურში შენდებოდა ჯერ სკოლა) პეტრიაშვილის ჩიხში იყვნენ.
თავიდან ძალიან მომწონდა- 1 კლასში სულ ექვსნი იყვნენ, ყავდათ შესანიშნავი დამრიგებელი.
მერა ასე მეშვიდეში გადავიყვანე ვეკუაში.
ინგლისურს მართლა კარგად ასწავლიდნენ. სხვა საგნებს ისე რა.

Posted by: re_vera 3 Apr 2012, 19:58
summeritems
QUOTE
მოგესალმებით, მაინტერესებს კერძო სკოლების საკითხი თბილისში.


მეც მაინტერესებს... ლისის ტბაზე სკოლა მაინტერესებს, ვინ იცით?

Posted by: eto30 7 Apr 2012, 13:00
sava062
QUOTE
წელს არ ესწრება. ძალიან კი გვინდა, მაგრამ ამდენი ფული არ გვაქვს. ეხლა ერთ პროექტზე ვმუშაობთ და თუ გამოვიდა, მომდევნო, 2013/14 სასწავლო წელს თბილისშიც გავხსნით.

ძალიან მინდოდა თქვენი სკოლა მაგრამ გზის გამო უარი ვქვით(პრინციპში მე თანახმა ვიყავი ვერ დავითანხმე ოჯახის წევრები) როგორც კი ქვევით ჩამოსვლას გადაწყვეტთ პირველი მე შემატყობინეთ და გადმოვიყვან ბავშვს
wink.gif

Posted by: sava062 7 Apr 2012, 13:48
eto30

სად მიიყვანეთ, თუ საიდუმლო არაა?

Posted by: bochita 7 Apr 2012, 21:09
ჯიელსის სკოლასთან , (ყოფილი იესემის სკოლა )გქონიათ ვინმეს შეხება?

Posted by: eto30 8 Apr 2012, 16:23
QUOTE
სად მიიყვანეთ, თუ საიდუმლო არაა?

მართალი გითხრათ ჯერ არ გადამიწყვეტია.სავარაუდოდ მთიებში რომელიც ჩემთან ტერიტორიულად ახლოსაა, ფასი იგივე გამომდის რაც თქვენ გაქვთ და არაფერი არ შედის ტრანსპორტირების გარდა(და კვება). მეტი ნორმალური ვერ ვნახე საბურთალოზე. ჯერ კიდე ვეძებ sad.gif
ყველაფერი მოგვეწონა მე და ჩემს მეუღლეს თქვენთან მაგრამ გზის გამო ვერაფრით დავითანხმეsad.gifsad.gifsad.gif

Posted by: tushki 20 Apr 2012, 11:14
დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა". ხომ არავის დაგყავთ აქ ბავშვი? როგორი პირობებია ძალიან მაინტერესებს ...

Posted by: Sophiesophie 23 Apr 2012, 11:43
ბინულში ვიყავი, სხვა სკოლებთან შედარებით მომეწონა.
მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მიჭირს. ,,მოძღვარი" ან ,,ბინული" smile.gif) მიმაღებინეთ რა გადაწყვეტილება.

არადა მოძღვარი ტერიტორიულად მაწყობს sad.gif( მაგრამ თუ ტრანსპორტი მოგვემსახურება...

Posted by: keti2006 23 Apr 2012, 23:21
QUOTE (Sophiesophie @ 23 Apr 2012, 11:43 )
ბინულში ვიყავი, სხვა სკოლებთან შედარებით მომეწონა.
მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მიჭირს. ,,მოძღვარი" ან ,,ბინული" smile.gif) მიმაღებინეთ რა გადაწყვეტილება.

არადა მოძღვარი ტერიტორიულად მაწყობს sad.gif( მაგრამ თუ ტრანსპორტი მოგვემსახურება...

კერძო სკოლებით ვინმე ხომ არ არის დაინტერესებული ჩემსავით?
* * *
მოძღვარის შესახებ რამე ხომ არ იცით?

Posted by: მანიაჩკა 26 Apr 2012, 12:06
აუ, მაგრად ავიჭერი. ყველას თავისი სკოლა მოწონს smile.gif რა ვქნა, ბავშვი სად მივიყვანო?

Posted by: Ailetumaroh 26 Apr 2012, 19:02
საინტერესოა ://
//////////////////

Posted by: mzevinar 26 Apr 2012, 21:23
QUOTE
მოძღვარის შესახებ რამე ხომ არ იცით?



მოძღვარი ვიცი 57-ე სკოლაში, როა ხო? არაყიშვილზე> მაგ სკოლაზე ერთი დიდი ქაოსია ატეხილი, ბავშვებს აიძლებენ მარხვას, მოძღვართან აღსარებების ჩაბარებას, დილა-საღამოს ლოცვას, მასწავლებლები ფანატი მრევლია, მე არ მიმაჩნია სწორად ბავშვი ესეთი შეგნებით გაიზარდოს, თვითონ რომ გაიზარდება კიბატონი თუ დაანტიერესებს რწმენა დარელიგია ვინ უშლის, მაგრამ ესე ფანატიზმი ძალიან მიუღებელია რა
თან გაკვეთილებზე ხშირია მთავრობის ლანძღვა, სააკიშვილის დაცინვა და რაღცეები, შეიძლება ეს მთავრობა ბევრს არ მოწონდეს, მაგრამ სკოლის მასწავლებლები ს გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ბავშვების ტვინის გამოლაყება.

უბრალოდ ზოგიერთ მშობელს შეიძლება უნდოდეს მასეთ სკოლაში ბავშვის მიყვანა, მე თავს შევიკავებდი

Posted by: new 26 Apr 2012, 21:29
mzevinar
QUOTE
მაგ სკოლაზე ერთი დიდი ქაოსია ატეხილი, ბავშვებს აიძლებენ მარხვას, მოძღვართან აღსარებების ჩაბარებას, დილა-საღამოს ლოცვას, მასწავლებლები ფანატი მრევლია, მე არ მიმაჩნია სწორად ბავშვი ესეთი შეგნებით გაიზარდოს, თვითონ რომ გაიზარდება კიბატონი თუ დაანტიერესებს რწმენა დარელიგია ვინ უშლის, მაგრამ ესე ფანატიზმი ძალიან მიუღებელია რა
თან გაკვეთილებზე ხშირია მთავრობის ლანძღვა, სააკიშვილის დაცინვა და რაღცეები, შეიძლება ეს მთავრობა ბევრს არ მოწონდეს, მაგრამ სკოლის მასწავლებლები ს გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ბავშვების ტვინის გამოლაყება.

???
ეს მართლა ხდება, თუ გაზვიადებულია?

Posted by: sava062 26 Apr 2012, 21:39
mzevinar
QUOTE
მოძღვარი ვიცი 57-ე სკოლაში, როა ხო? არაყიშვილზე> მაგ სკოლაზე ერთი დიდი ქაოსია ატეხილი, ბავშვებს აიძლებენ მარხვას, მოძღვართან აღსარებების ჩაბარებას, დილა-საღამოს ლოცვას, მასწავლებლები ფანატი მრევლია, მე არ მიმაჩნია სწორად ბავშვი ესეთი შეგნებით გაიზარდოს, თვითონ რომ გაიზარდება კიბატონი თუ დაანტიერესებს რწმენა დარელიგია ვინ უშლის, მაგრამ ესე ფანატიზმი ძალიან მიუღებელია რა
თან გაკვეთილებზე ხშირია მთავრობის ლანძღვა, სააკიშვილის დაცინვა და რაღცეები, შეიძლება ეს მთავრობა ბევრს არ მოწონდეს, მაგრამ სკოლის მასწავლებლები ს გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ბავშვების ტვინის გამოლაყება.



სკოლაა თუ პარტია? tom.gif

Posted by: mzevinar 26 Apr 2012, 21:58
QUOTE
???
ეს მართლა ხდება, თუ გაზვიადებულია?

QUOTE
სკოლაა თუ პარტია? 



სკოლა მოძღვარი - არაა გაზვიადებული. ახლობელს დაყავდა ბავშვი და გამოაქცუნა სასწრაფოდ. ძალიან დაბალი დონეა სწავლის, ეჩხუბებიან მოსწავლეებსsad.gif( ანუ ამ სკოლაზე რომ გაიკითხოთ, ხშირად მოისმენთ ესეთ რამეს, ჩემი მოგონილი არაა


Posted by: sava062 26 Apr 2012, 22:14
mzevinar
QUOTE
სკოლა მოძღვარი - არაა გაზვიადებული. ახლობელს დაყავდა ბავშვი და გამოაქცუნა სასწრაფოდ. ძალიან დაბალი დონეა სწავლის, ეჩხუბებიან მოსწავლეებს( ანუ ამ სკოლაზე რომ გაიკითხოთ, ხშირად მოისმენთ ესეთ რამეს, ჩემი მოგონილი არაა


ნდაა - ასეთი რამე თუ კიდე არსებობდა არ მეგონა... და ამაში მშობლები ფულს იხდიან?

Posted by: mzevinar 26 Apr 2012, 22:32
QUOTE
დაა - ასეთი რამე თუ კიდე არსებობდა არ მეგონა... და ამაში მშობლები ფულს იხდიან?


მართლა ძალიან დაბალი დონეა რა, ზუსტად ვიცი. მშობლებს რომ აბოლებენ ეგაც ზუსტად ვიცი. აი ამ ჩემ ახლობელს ერთხელ ეკამათნენ, - ვისაც ბავშVი დაყავდა მანდ, რომ კომპიუტერი და ინგლისური დაღუპავს ამ თაობასო და რავიცი, ისეთი ჩამორჩენილი აზროვნება აქვს მაგ სკოლის დირექციას, რომ რაიონის სკოლებშI აღარ ფიქრობს ხალხი მასე, ჟარგონებით ლაპარაკობენ იგინიბენია, ვითომ ?მეგობრული? ურთიერთობა აქვთ მოსწავლეებთან, თან ნუ გართულება აქვთ ეკლესიაშI სიარულზე, და მარხვებზე. თან საკმაოდ ძვირი ღისრს სწავლა, მაგრამ ძაან ბანძი სკოლაა რა, ვინმე თუ სხვა რელიგიისა ან უნარშეზღუდულია, ან რავიცი განსხვავაებულია - ეგეთს არ ღებულებენsad.gif(

Posted by: Dancing Monk 27 Apr 2012, 00:22
მოკლედ ძალიან ბევრი ძიების შემდეგ გადავწყვიტე ჩემი შვილი მარჯიში მივიყვანო, არჩევანი მთიებსა და მარჯის შორის გავაკეთე და რაღაც ძალიან კმაყოფილი ვარ შინაგანად რომ ეს სკოლა ავირჩიეsmile.gif

Posted by: mzevinar 27 Apr 2012, 01:42
QUOTE
მთიებსა და მარჯის შორის


ორივე კარგია როგორც ვიცი, მეგობრებს დაყავთ და კმაყოფილები არიან

Posted by: Sophiesophie 27 Apr 2012, 15:39
mzevinar
მოგონილ რაღაცეებს წერ, ჩემი აზრით. ბევრგან გავიკითხე და ეგეთი დახასიათება არავის მიუცია სკოლა ,,მოძღვარი"-სთვის

შესაბამისად, არჩევანიც გავაკეთე.


Posted by: sava062 27 Apr 2012, 15:46
QUOTE
მთიებსა და მარჯის შორის


ფასები რა არის ამ სკოლებში?

Posted by: chiora777 28 Apr 2012, 02:46
ევროპული სკოლა, ძვირია, მაგრამ ფასი შეესაბამება ხარისხს

Posted by: mzevinar 29 Apr 2012, 12:24
Sophiesophie
QUOTE
მოგონილ რაღაცეებს წერ,



თუ მე და თქვენ ერთიდა იგივე სკოლაზე ვლაპარაკობთ, მაშინ მე არაფერს არ ვიგონებ.სკოლა მოძღვარი - ში, ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ. საკმაოდ დაბალი დონის სწავლებაა ფასთან შედარებით. შემიძლია იმ ჩემ ნაცნობს, ვისაც ბავშვი დაყავდა უფრო ზუსტად დავეკითხო და იმ მასწავლებლების სახელი და გვარებიც დავწერო, რომლებიც ბავშვებს ლოცვის მეტს არაფერს აკეთებინებენ, დილით ლოცვა, საღამოს ლოცვა, სწავლის დაწყების წინ ლოცვა, გაკვეთილის დამთავრებისას ლოცვა, საჭმლის წინ ლოცვა.......... გაკვეთილებზე დრო გაყავთ პოლიტიკაზე საუბრით, და მთავრობის ლანძღვაზე. უბრალოდ მე ვთქვი, რომ არ ვარ მომხრე მასეთ სკოლაშI ჩემი შVილი მივიყვანო, მაგრამ ის არ მითქვამს, თქვენ ნუ მიიყვანთ თქოsmile.gif

Posted by: zhuzho 29 Apr 2012, 21:05
მე ამ სკოლაში ვსწავლობდი 5 წელი და კმაყოფილი ვიყავი : http://www.skolamodzgvari.ge/

ამ სკოლაზე მართლა არ ვიცი რა ხდება: http://www.modzgvari.edu.ge/


Posted by: mta 30 Apr 2012, 11:06
წმ. გიორგის სახ. საერო სკოლაში სწავლების საფასური შემცირდა....

Posted by: luka babu 1 May 2012, 14:10
დღეს ვიყავი http://www.freeschool.ge/ პატარა შენობა აქვთ მაგრამ გაისად გავფართოვდებითო პირველი მიღება აქვთ წელს და 3000 ლარიო

ეს კი კერძო სკოლების სია
http://edu-child.ge/?lan=geo&page=70&p=1

Posted by: Lady_Bird 2 May 2012, 14:43
bochita
მე მქონია, კონკრეტულად რა გაინტერესებს მკითხე და გეტყვი. მე დამყავს ბავშვი და კმაყოფილი ვარ. კარგი პედაგოგები ყავთ

Posted by: Perseus12 3 May 2012, 11:19
sava062
mzevinar
მე მანდ დამყავდა ბაღის მოსამზადებელ ჯგუფში, და ოთხშაბათობით და პარასკევობით მარტო ლობიოს აჭმევდნენ, უკმაყოფილო აღარ ქვია ისეთი ანტი ვარ მაგ სკოლის.

Posted by: SaturV 3 May 2012, 14:49
რა აზრის ხართ ამ სკოლაზე
საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის საკოლა
200 ლარია რამდენადაც ვიცი სწავლის საფასური თვეში.
და მაინტერესებს რანდენათ არის სავალდებულო სწავლის პროცესში რელიგიურ რიტულებში მონაწილეობა ბავშვისთვის, თუ სწავლის პროცესთან არა აქვს არანაირი კავშირი.
ვფიქრობ ბავშვს თავიუფალ განვითარებაში ხომ არ შუშლის ხელს.

Posted by: burba 3 May 2012, 20:09
კერძო სკოლა ქორალი : ეკოლოგიურად სუფთა და სასიამოვნო, მეგობრული გარემო.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვული თანამედროვე ხუთსართულიანი შენობა.

ეფექტური, დინამიკური სასწავლო პროგრამები.

სწავლების უმაღლესი ხარისხი.

პროფესიონალი მასწავლებლები.

ყველა დისციპლინის გაღრმავებული სწავლება.

კომპიუტერული პოგრამების შესწავლა.

უცხო ენების გაღრმავებულად სწავლა.

ლაშქრობის მოყვარულთა კლუბი.

ეკოცენტრი.

ქართული ხალხური ცეკვა.

ხალხური საკრავები (სალამური, ფანდური, დოლი)

ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები.

სასწავლო ცენტრი აბიტურიენტებისათვის.

მოსამზადებელი ჯგუფი და საბავშვო ბაღი.

გახანგრძლივებული დღის რეჟიმი.

კვება.

ტრანსპორტით მომსახურება.

Posted by: sava062 3 May 2012, 20:53
ძალიან ბევრ ადამიანს რატომღაც გონია, რომ ბაქსვუდის სკოლაში სწავლა ძალიან, ძალიან ძვირი ღირს, ჰოდა აქ დავწერ, რომ სწავლის ღირებულება 1800 გირვანქაა, რაც დაახლოებით 4650 ლარია და ამ ღირებულებაში შედის, ტრანსპორტირება სახლიდან სახლამდე, სრულფასოვანი კვება, სახელმძღვანელოები, სკოლის და სპორტული ფორმები, ექსკურსიები.

Posted by: mzevinar 4 May 2012, 07:49
Perseus12
QUOTE
მე მანდ დამყავდა ბაღის მოსამზადებელ ჯგუფში, და ოთხშაბათობით და პარასკევობით მარტო ლობიოს აჭმევდნენ, უკმაყოფილო აღარ ქვია ისეთი ანტი ვარ მაგ სკოლის.


კი, ნამდვილად. ანუ ცოტა სიძუნწეში გადასდით ყველაფერი. თითქმის არ აჭმევენ ბავშვებს. არვიცი მაგ სკოლაშI საერთოდ როგორ იხდის ხალხი თანხას. დასახური კი არა, პასუხისგებაშI არიან მისაცემი ეგ ხალხი საერთოდsad.gif((

Posted by: mta 4 May 2012, 10:14
წმ. გიორგის საერო სკოლაში სრული მომსახურება: სწავლება, ტრანსპორტირება, კვება, სპორტი, ცეკვა, წიგნები , ფორმა, გახანგრძლივებული, ექსკურსიები. საზამთრო და საზაფხულო ბანაკები, წრეები... -4700ლარი, VIII-დან 3700ლ.

Posted by: eto30 4 May 2012, 21:33
QUOTE
კი, ნამდვილად. ანუ ცოტა სიძუნწეში გადასდით ყველაფერი. თითქმის არ აჭმევენ ბავშვებს. არვიცი მაგ სკოლაშI საერთოდ როგორ იხდის ხალხი თანხას. დასახური კი არა, პასუხისგებაშI არიან მისაცემი ეგ ხალხი საერთოდ((

ეს ვერ გავიგე რომელ სკოლას ეხება.მოძღვარს?
პ.ს. იმედი მაქ მთიებზე არ ამბობთ მაგას.მანდ მივიყვანე ბავშვი,თორემ გული გამიკდება user.gif

Posted by: mzevinar 5 May 2012, 07:43
QUOTE
რომელ სკოლას ეხება.მოძღვარს?

eto30

კი მოძღვარს. თუმცა როგორც გავარკვიე 2 სკოლაა ამ სახელწოდების და ჩვენ რომელსაც ვგულისხმობთ ესაა ვაკეში, 57 სკოლის შენობაში

Posted by: enia 5 May 2012, 19:05
sava062


თბილისში გადმოსვლას არ გეგმავთ ? დარწმუნებული ვარ მოსწავლეთა რიცხვი ბევრად მოგემატებათ,...

Posted by: sava062 10 May 2012, 00:44
enia
QUOTE
თბილისში გადმოსვლას არ გეგმავთ ? დარწმუნებული ვარ მოსწავლეთა რიცხვი ბევრად მოგემატებათ,...


ვცდილობთ, რომ თბილისშიც გავხსნათ ერთი სკოლა. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფული ჭირდება ამ საქმეს. ვნახოთ რა გამოვა.

Posted by: gujeroti 30 May 2012, 19:58

მე შვიდი წელი ვსწავლობდი და დავამთავრე სკოლა-ლიცეუმი მოძღვარი , ამ სკოლაში ძალიან კარგად ასწავლიან. ჰყავთ ძალიან კარგი მასწავლებლები . შემთხვევით წავიკითხე სკოლის შესახებ ცრუ ინფორმაცია და ძალიან გული მეტკინა, დღესაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდივართ ჩვენი მასწავლებლების მოსანახულებლად, გთხოვთ ნუ ავრცელებთ ისეთ ინფორმაციას რომელიც სიცრუეს შეესაბამება

Posted by: levanagniashvili 30 May 2012, 20:29
ქალბატონო mzevinar არამგონია ჩემზე კომპეტენტური იყოთ როცა ამ სკოლაზე საუბრობთ , რადგან მე დავამთავრე სკოლა-ლიცეუმი მოძღვარი , ამ სკოლაში მიღებული ცოდნით ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე და დასახული გეგმებიც წარმატებით განვახორციელე, რაც შეეხება ლოცვას , მერწმუნეთ მოძღვარში ლოცვას არავინ ავალდებულებს, არც აღსარების ჩაბარებს არავინ არ აძალებს და არც პოლიტიკურ შეხედულებებს ახვევენ ბავშვებს თავს.

Posted by: amadeus 31 May 2012, 11:09
სკოლის რეიტინგების, მოსწავლეთა საგამოცდო შედეგებზე დაყრდნობით, ნახვა სად შეიძლება?

Posted by: anoban 2 Jun 2012, 20:15
QUOTE
მე შვიდი წელი ვსწავლობდი და დავამთავრე სკოლა-ლიცეუმი მოძღვარი , ამ სკოლაში ძალიან კარგად ასწავლიან. ჰყავთ ძალიან კარგი მასწავლებლები . შემთხვევით წავიკითხე სკოლის შესახებ ცრუ ინფორმაცია და ძალიან გული მეტკინა, დღესაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდივართ ჩვენი მასწავლებლების მოსანახულებლად, გთხოვთ ნუ ავრცელებთ ისეთ ინფორმაციას რომელიც სიცრუეს შეესაბამება

QUOTE
ქალბატონო mzevinar არამგონია ჩემზე კომპეტენტური იყოთ როცა ამ სკოლაზე საუბრობთ , რადგან მე დავამთავრე სკოლა-ლიცეუმი მოძღვარი , ამ სკოლაში მიღებული ცოდნით ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე და დასახული გეგმებიც წარმატებით განვახორციელე, რაც შეეხება ლოცვას , მერწმუნეთ მოძღვარში ლოცვას არავინ ავალდებულებს, არც აღსარების ჩაბარებს არავინ არ აძალებს და არც პოლიტიკურ შეხედულებებს ახვევენ ბავშვებს თავს.

ერთმანეთის მიყოლებით დარეგისტრირებულნი და პირველი და უკანასკნელი პოსტები

Posted by: levanagniashvili 4 Jun 2012, 17:15
არ ვიყავი დარეგისტრირებული, შემთხვევით ვნახე კომენტარები, დავრეგისტრირდი და დავაფიქსირე ჩემი აზრი . ფრაბლემ? :დ

Posted by: mzevinar 5 Jun 2012, 09:45
QUOTE
მე შვიდი წელი ვსწავლობდი და დავამთავრე სკოლა-ლიცეუმი მოძღვარი , ამ სკოლაში ძალიან კარგად ასწავლიან. ჰყავთ ძალიან კარგი მასწავლებლები . შემთხვევით წავიკითხე სკოლის შესახებ ცრუ ინფორმაცია და ძალიან გული მეტკინა, დღესაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდივართ ჩვენი მასწავლებლების მოსანახულებლად, გთხოვთ ნუ ავრცელებთ ისეთ ინფორმაციას რომელიც სიცრუეს შეესაბამება

QUOTE
ქალბატონო mzevinar არამგონია ჩემზე კომპეტენტური იყოთ როცა ამ სკოლაზე საუბრობთ , რადგან მე დავამთავრე სკოლა-ლიცეუმი მოძღვარი , ამ სკოლაში მიღებული ცოდნით ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე და დასახული გეგმებიც წარმატებით განვახორციელე, რაც შეეხება ლოცვას , მერწმუნეთ მოძღვარში ლოცვას არავინ ავალდებულებს, არც აღსარების ჩაბარებს არავინ არ აძალებს და არც პოლიტიკურ შეხედულებებს ახვევენ ბავშვებს თავს.

QUOTE
ერთმანეთის მიყოლებით დარეგისტრირებულნი და პირველი და უკანასკნელი პოსტები



არანაირად არ სწავლობი მანდ და იყტუები რაღაცას. ალბათ ერთერთი ხარ ადმინისტრაციიდან. შეკამათებას ჯობია სკოლაში სიტუაცია გამოასწორო და ბავშვებს საჭმელი წესიერად აჭამო. სადილზე, რომ უჟმოტავთ ბავშვებს საჭმელებს და აქაო და მარხვააო და მოხარშულ კარტოფილზე გყავთ მთელი წელი , რომ იაფად გამოხვიდეთ.
ერთმანეთის მიყოლებით დარეგისტრირდი და სხვადახვა სახელით ერთიდაიმავე აზრს ავრცელებ, ასე რომ არაა სანდო შენი საუბარი.
* * *
QUOTE
sava062
mzevinar
მე მანდ დამყავდა ბაღის მოსამზადებელ ჯგუფში, და ოთხშაბათობით და პარასკევობით მარტო ლობიოს აჭმევდნენ, უკმაყოფილო აღარ ქვია ისეთი ანტი ვარ მაგ სკოლის.



ესეც ტყუობსლს ამბობს შენი აზრით? უბრალოდ ყველა ფორუმზე ხომ ვერ დაწერს და მთელი არმიაა უკმაყოფილო მშობლების რა მაგ სკოლა "მოძღვარი" -ზე

Posted by: DORABELLA 5 Jun 2012, 13:04
ხალხნო, იქნებ დამაკვალიანოდ რა, თუ შეიძლება.
როგორ ხდება ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში ბავშვის გადაყვანა?
რა არის ამისათვის საჭირო?
რამე პრობლემა შეიძლება არსებობდეს მე-11 კლასელი მოსწავლის შემთხვევაში?
ძალიან გთხოვთ.

Posted by: mashikooo 8 Jun 2012, 11:32
QUOTE (amadeus @ 31 May 2012, 11:09 )
სკოლის რეიტინგების, მოსწავლეთა საგამოცდო შედეგებზე დაყრდნობით, ნახვა სად შეიძლება?
არის რაიმე ოფიციალური!!! საიტი, სადაც სკოლების რეიტინგი შეიძლება ინახოს? თან სასურველია საჯარო სკოლებისაც, შესადარებლად, მართლა საინტერესოა.
არ იცის ვინმემ?

Posted by: zhuzho 6 Jul 2012, 00:37
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა:
• საუკეთესო მოსწავლე-გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძის სოსო ღვინიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი თამაზ ბაღდავაძე;
• საუკეთესო მასწავლებელი - თბილისის №76 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლია კობესაშვილი;
• საუკეთესო მასწავლებელი - პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკას საჯარო სკოლის ქართული ენის მოხალისე მასწავლებელი თეონა ჯუღელი;
• საუკეთესო ინგლისურენოვანი მასწავლებელი - პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის ნიკო ბაგრატიონის(ბური) სახელობის №1 საჯარო სკოლის ამერიკელი მოხალისე პედაგოგი ჯეისონ დეივიდ ბრენდონი;
• საუკეთესო სკოლის დირექტორი - თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა;
• საუკეთესო მანდატურები - თბილისის №76 საჯარო სკოლა - გელა ბეგდარაშვილი, ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა - ბაბილინა ბარქაია, ქუთაისის №23 საჯარო სკოლა - პაატა ნანავა;
• საუკეთესო საჯარო სკოლა - რუსთავის №4 საჯარო სკოლა;
• საუკეთესო კერძო სკოლა - საერო სკოლა ”ალბიონი”;
• საუკეთსო რესურსცენტრის ხელძღვანელი - სამტრედიის რესურსცენტრის უფროსი - ნინო შენგელია.
დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც, რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.

არ ვიცი ეს რამდენად გამოგადგება, განათლების სამინისტროს ფბის გევრდზე ვნახე, ისე გამიხარდა ჩემი სკოლა ალბიონი smile.gif

Posted by: antarellen 6 Jul 2012, 10:34
ისე, რეიტინგს მანდამაინც ნუ დაეყრდნობით smile.gif) როცა სკოლაში მოსწავლეთა მცირე კონტიგენტია, სკოლას აკადემიური მოსწრების პროცენტული მაჩვენებლები მაღალი აქვს. მაინც სჯობს, უშუალოდ სკოლაში მიხვიდეთ. დაკვირვებული მშობელი ადვილად მიხვდება, ღირს თუ არა სკოლაში ბავშვის მიყვანა. ყველა კერძო სკოლა მეტ-ნაკლებად კარგია, თუნდაც ის, რომ 30-35 მოსწავლესთან არ მუშაობს მასწავლებელი! გარკვეული პერიოდი საჯარო სკოლაში ვატარებდი ბავშვებს, მშვენიერი მასწავლებლები ჰყავდათ, მაგრამ რა გინდა, ისეთი ზურზური და ხმაური იყო, მხოლოდ წინა მერხებზე მხსდომ ბავშვებს ესმოდათ ახსნილი. უმცროსი ახლა ევროპულ სასწავლებელში დამყავს, (57-ე ყოფილი), "ანი-ცეტში". ძალიან კმაყოფილი ვარ, მოწესრიგებული და საათივით აწყობილი სკოლაა, მაგარი მასწავლებლები ჰყავთ, კარგად ასწავლიან და ძალიან კარგი გარემოა. გადასახადიც არაა ძვირი (სხვა კერძო სკოლებთან შედარებით) - 3000 ლ.

Posted by: mashikooo 6 Jul 2012, 12:48
QUOTE (antarellen @ 6 Jul 2012, 10:34 )
საჯარო სკოლაში ვატარებდი ბავშვებს, მშვენიერი მასწავლებლები ჰყავდათ, მაგრამ რა გინდა, ისეთი ზურზური და ხმაური იყო, მხოლოდ წინა მერხებზე მხსდომ ბავშვებს ესმოდათ ახსნილი.
სხვათა შორის,54-ე სკოლის მშობელმა აღნიშნა, რომ უფროს კლასებში გასაკვირად ცოტა ოდენობის ბავშვები ჰყავთ კლასში, დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვების გაცხრილვის გამო!!!
QUOTE
სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა
რუსთავში და აეროპორტში....?!
QUOTE
ისე, რეიტინგს მანდამაინც ნუ დაეყრდნობით )
+1 gigi.gif კი, ამათს და ასეთს, ნამდვილად!

Posted by: antarellen 6 Jul 2012, 16:51
სად მიდიან ეს გაცხრილული ბავშვები? არცერთ საჯარო სკოლა არ ღებულობს დაბალი მოსწრების მოსწავლეს, თანაც უბნის მიხედვით თუ არ ეკუთვნის ბავშვი, საერთოდ ცხვირსაც არ შეგაყოფინებენ. ისე, თითოეულ მოსწავლეს სახელმწიფო ვაუჩერი ეკუთვნის, მგონი 300 ლარი. ამ ვაუჩერის ნაწილი მასწავლებლების ხელფასებს ფარავს, ასე, რომ მაინც ხელს აფარებენ სუსტ მოსწავლეებს (აბა, თვითონ უხელფასოდ ხომ არ დარჩებიან). მოჯადოებული წრეა sad.gif(

Posted by: mashikooo 6 Jul 2012, 19:10
QUOTE (antarellen @ 6 Jul 2012, 16:51 )
სად მიდიან ეს გაცხრილული ბავშვები? არცერთ საჯარო  სკოლა არ ღებულობს დაბალი მოსწრების მოსწავლეს
ვერ ვხვდები მეც...მაგრამ ხომ იქნება რაღაც გარკვეული %, რომელსაც ვერ, ან არ დააფარებენ ხელს, და წესი როგორია, ასეთი მოზარდი ატესტატის გარეშე დარჩება?

ჩემი ამხანაგი, რომლის 2 შვილი ამ სკოლაშია, ამტკიცებს, ~ 25 ბავშვიაო მაღალ კლასში, და საერთოდ, ერთ-ერთი საუკეთესო სკოლააო ქალაქში მოსწრების მიხედვითო(?!) უფრო იმიტომ დავინტერესდი, რომ ჩვენც ეს სკოლა დავამთავრეთ , ჩვენი დროის პედაგოგი ( ანუ ჩარეცხილი თაობის) დაასახელა 1-2, რომელთა მეთოდიკას და შესაბამისად, სასწავლო შედეგებსაც ძალიან დადებითად ახასიათებს.

Posted by: demniko 6 Jul 2012, 22:34
ისე სისულელეა კერძო სკოლაში ატარო ბავშვი -მე თავად დამყავს და ორმაგად ვიწეწები თამ სკოლაშიც ვიხდი და თან მაინც ჭირდებათ მომზადება . კერძო სკოლები არის იგივე საჯარო სკოლები , ოღონდ ცოტა მოწესრიგებული .პროგრამა იგივეა ,საათობრივე ბადე იგივე. პედაგოგებიც იგივე და რაღა აზრი აქვს .ინგლისურშI თუ კიდევ არ ატარე დამატებით სკოლის პროგრამით ვერ ისწავლი . მხოლოდ ის პლიუსი აქვს რომ 30 -35 ბავშვი არ ზის გაკვეთილზე .მეტი სიმშვიდეა აგრესიული ფონი ნაკლებია. იმ აზრს შევეგუე რომ ფულს ვიხდი კომფორტში და არა სწავლაში . ცნობისთვის ჩემი კარგად სწავლობს მაგრამ ამ ცოდნას სკოლაში არ იღებს აღარც ვთხოვ სკოლას .განათლების სამინისტრო საშინელ სახელმძღვანელოებს აძლევს გრიფირებას . იმით რა უნდა ისწაცლოს ბავშვმა . მერე უკვირთ განათლების დონე დაეცაო

Posted by: antarellen 6 Jul 2012, 23:00
კი, ზოგიერთ მეთორმეტეკლასელს რეკომენდაციას არ აძლევენ, შესაბამისად ის ვერ გადის საატესტაციო და ეროვნულ გამოცდებზე. შემდეგ წელს უნდა ჩააბაროს 8 საგანი და აიღოს ატესტატი. demniko, სინამდვილეში მარტო კომფორტში არ იხდით ფულს, სწავლაზეც მოდის გარკვეული წილი smile.gif)) სულ რომ არაფერი აკეთოს ბავშვმა, წესიერ და მშვიდ გარემოში ახსნილი გაკვეთილიდან საკმაოდ ბევრი რჩება გონებაში. ბავშვზე და მშობელზეც ბევრია დამოკიდებული, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა მაქვს დამთავრებული (25 წლის წინ smile.gif), 20 ვისხედით კლასში, საუკეთესო სახელმძღვანელოები გვქონდა და მშვენიერი პედაგოგები გვასწავლიდნენ. მაგრამ რა! კლასიდან მხოლოდ ორმა აიღო ფრიადოსნის ატესტატი.

Posted by: mashikooo 7 Jul 2012, 03:29
demniko
QUOTE
მერე უკვირთ განათლების დონე დაეცაო
ვიღას უკვირს??? ვინც ამას აკეთებს, ძალიან კარგად იცის, რა მიზნითაც აკეთებს და ჩვენც. დანარჩენები, ვხვდებით, რომ რომ მიმართულებას ვინც გვისაზღვრავს, მოაზროვნე მოქალაქეები კი არ სჭირდება, არამედ მომსახურე მასა!
antarellen
QUOTE
კლასიდან მხოლოდ ორმა
" მარტო წვრთნა რას უზამს. თუ ბუნებამც არ უშველა?!" ასეთები ყოველთვის იქნებიან, როგორი კარგი სკოლაც არ უნდა იყოს..

Posted by: John Smith 8 Jul 2012, 18:03
ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ი ს ტ ო რ ი ა შ ი უმაღლესი კვალიფიკაციით, ცოდნის და მაღალი შეფასების მიღების გარანტიით!

ვიყენებთ სწავლების უახლეს ტექნოლოგიებს!

მოსწავლეების ჩაწერა დაიწყება 15 აგვისტოდან!

მეცადინეობა დაიწყება 15 სექტემბრიდან.

შესაძლებელია ი ნ ტ ე ნ ს ი უ რ ი საზაფხულო კურსის შემოთავაზება.

1 გაკვეთილი - 10 ლარი

ტელ.: 599 201096, 225 1880; მის.: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზ.# 75 (აუზთან)

Posted by: M-a-k-u-n-a 12 Jul 2012, 14:20
ვაიმე მინდოდა გამეგო გოგებაშვილის სკოლის ფასი კიკეთში.
ვინმემ იცით რა ღირს ???

Posted by: anna_annuka 15 Aug 2012, 23:15
QUOTE
ვაიმე მინდოდა გამეგო გოგებაშვილის სკოლის ფასი კიკეთში.
ვინმემ იცით რა ღირს ???


www.kiketischool.ge

Posted by: Study English 21 Aug 2012, 21:40
ვინმეს ხომ არ დაგყავთ ბავშვი "ჯიელსი"-ში? (ყოფილი იესემი) დავიტანჯე ამ სკოლების გამოცვლით sad.gif ეხლა მანდ მირჩიეს და მაინტერესებს მშობლების აზრი, კმაყოფილები თუ ხართ?
* * *
არავის არ დაგყავთ ბავშვი ამ სკოლაში????

Posted by: Study English 25 Aug 2012, 16:47
არავი გაქვთ ინფორმაცია იესემის სკოლაზე???

Posted by: lizuil 19 Sep 2012, 14:48
და რომელი სკოლები გაქვთ გამოცვლილი? მე ეხლა მთიებში დამყავს და რაღაცეებით უკმაყოფილო ვარ.. sad.gif

Posted by: mrs LANDI 21 Sep 2012, 01:13
არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი NK-ზე რა იცით? ღირს ბავშვის მიყვანა?
http://schoolnk.ge/

Posted by: anushki89 25 Sep 2012, 03:09
http://www.cis.ge/ge/default.asp ამ სკოლაზე რა გსმენიათ?

Posted by: WesterYou 13 Oct 2012, 13:38
მოკლედ არსებობს საქართველოში კერძო სკოლა იქ რომ იცხოვრო .. აი საზღვარგარეთ რომ არის საკუთარი ოთახები რომ აქვთ და თან რომ სწავლობენ და ცხოვრებენ რა იქვე ... ეგეთი სკოლა თუ არის იქნებ საიტი დაწეროთ ან რამე საკონტაკტო ნომერი და რა ღირს დაახლოებით .....


ბოდიშით თუ რამე არასწორად დავწერე პირველად ვპოსტავ ამ განყოფილებაში ....

Posted by: LOLZ 14 Oct 2012, 00:28
WesterYou
ფორუმზე ხომ არ პოსტავ პირველად. ახლა ვაერთებ. მომავალში გაითვალისწინე რმო ჯერ ძებნის ფუნქცია უნდა გამოიყენო, თუ ვერ იპოვი მერე გახსნა ახალი თემა

Posted by: Aperson 15 Oct 2012, 03:40
sava062
სკოლა buckswood ის საიტი არ იხსნება რატომღაც, შეგიძლიათ საკონტაქტო ნომერი რომ მომცეთ

მადლობა

Posted by: (c)TG 26 Dec 2012, 12:16
sava062
წყნეთში მეშორება და ცოტა მეშინია მარტო გაშვება (სექტემბერში უწევს სკოლაში წასვლა) და გაიხსნა თბილისში თუ ჯერ არა?

Posted by: sava062 26 Dec 2012, 15:01
WesterYou
QUOTE
მოკლედ არსებობს საქართველოში კერძო სკოლა იქ რომ იცხოვრო .. აი საზღვარგარეთ რომ არის საკუთარი ოთახები რომ აქვთ და თან რომ სწავლობენ და ცხოვრებენ რა იქვე ... ეგეთი სკოლა თუ არის იქნებ საიტი დაწეროთ ან რამე საკონტაკტო ნომერი და რა ღირს დაახლოებით .....


კი, იარსებებს, მომავალი სასწავლო წლიდან - ბაქსვუდის სკოლა - 577 992993
* * *
Aperson
QUOTE
სკოლა buckswood ის საიტი არ იხსნება რატომღაც, შეგიძლიათ საკონტაქტო ნომერი რომ მომცეთ


577992993

©TG
QUOTE
წყნეთში მეშორება და ცოტა მეშინია მარტო გაშვება (სექტემბერში უწევს სკოლაში წასვლა) და გაიხსნა თბილისში თუ ჯერ არა?


სამწუხაროდ თბილისში არ sad.gif ისე, ცნობისთვის, ჩვენთან დადიან მოსამზადებელზეც 3-4 წლის მოსწავლეები და მგზავრობის პრობლემა არავის აქვს. ამასთან, ყველა მიკროავტობუსში მინიმუმ ერთი უფროსი ზის

Posted by: irimishka 9 Jan 2013, 12:21
ვისაც წელს მიგყავთ ბავშვი სკოლაში, რომელ კერძო სკოლას ფიქრობთ, იქნებ მირჩიოთ..
* * *
ან ვისაც დაგყავთ და კმაყოფილი ხართ, იქნებ რომელიმე საჯარო სკოლაა გამორჩეული...

Posted by: Liberal 9 Jan 2013, 14:04
QUOTE
ვისაც წელს მიგყავთ ბავშვი სკოლაში, რომელ კერძო სკოლას ფიქრობთ, იქნებ მირჩიოთ..

მეც ეს საკითხი მაქვს გადასაწყვეტი.

ხომ არ იცით ისეთი სკოლა სადაც გახანგრძლივებულიც ექნებათ მინიმუმ 6 საათამდე.

Posted by: irimishka 9 Jan 2013, 15:35
კერძო სკოლებიდან ძირითადად ყველა 5-6 საათამდეა, 5-თვის გამოდიან და გააჩნია ტერიტორიულად სად არის მისაყვანი... მარჯზე არ დაწერილა ცუდი კომენტარები. მე ერთი არ მომწონს ამ კერძო სკოლების, წიგნებს მთელი კვირა სკოლაში ტოვებენ და ფაქტიურად მშობელი ვერ აკონტროლებს ბავშვის სწავლის პროცესს. ვინმემ ხომ არ იცის კერძო სკოლა, სადაც ეს არ ხდება

Posted by: Ak_a 10 Jan 2013, 17:02
irimishka
Liberal

http://www.newschoolgeorgia.com


ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა, ნუ თუ პირველი არა მეორე მაინც

Posted by: amontobin 10 Jan 2013, 17:05
ყველაზე საუკეთესო სკოლა არის კიკეთში იაკობ გოგებაშვილის სახელობის კერძო სკოლაsmile.gif

Posted by: BabyShitter 11 Jan 2013, 16:47
მე ვაპირებდი ბაქსვუდში მიყვანას მოსამზადებელზე და მერე გადავწყვიტე დამეცადა მომავალ წლამდე, მანძილის გამო.
მაგრამ მგონი სხვა სკოლა მექნება შესარჩევი, ისეთი მასწავლებლები მიიღეს წელს....

კიკეთში ვინმეს დაგყავთ ბავშვი? რამდენ ხანს ანდომებენ ასვლას ან საიდან დადის ტრანსპორტი? კოჯრიდან თუ წყნეთიდან?

Posted by: sava062 11 Jan 2013, 17:50
BabyShitter

QUOTE
ისეთი მასწავლებლები მიიღეს წელს....


რის მოასწავლებლებს გულისხმობთ, მოსამზადებლის თუ სკოლის? სკოლაში უმეტესობა ისევ ძველი ბირთვია, მოსამზადებელზე კი ერთი აღმზრდელი დაემატა


Posted by: BabyShitter 11 Jan 2013, 18:14
sava062
დაწყებითი კლასების, თქვენ მანდ მუშაობთ როგორც მივხვდი.
მომავალი სექტემბრიდან პირველ კლასებს ვინც აიყვანს, გარკვეულია უკვე?

Posted by: sava062 11 Jan 2013, 21:37
BabyShitter
QUOTE
მომავალი სექტემბრიდან პირველ კლასებს ვინც აიყვანს, გარკვეულია უკვე?


ის ვინც წლის ბოლოს დაასრულებს 4 წლიან ციკლს.

Posted by: bochita 13 Jan 2013, 17:56
irimishka
მე დამყავს ჯიელსი-ში , პირველ კლასშია და ძაან კმაყოფილი ვარ.

Posted by: irimishka 14 Jan 2013, 17:36
bochita

ძალიან შორს არის ჩემგან, მეც მაგ სკოლაზე შევაჩერე ბოლოს არჩევანი, მაგრამ ეს ტერიტორიული პრობლემა ვერ მაწყვეტინებს მანდ მიყვანას

Posted by: BabyShitter 15 Jan 2013, 20:19
bochita
ჯიელსი? ნუცუბიძეზე? მასწავლებელში გაგიმართლა შენ, ან შეიძლება შარშან გაასუფთავეს კადრები biggrin.gif
ზუსტად მაგათი მასწავლებლების ბაქსვუდში მიღებამ დამაფრთხო და დამაეჭვა.

Posted by: sava062 15 Jan 2013, 21:52
BabyShitter

მომავალ წელს დაწყებითები იქნებიან ნინო მესხორაძე და ელენე ჩერქეზიშვილი - ყოფილი ჯიელსიელი არცერთია...

Posted by: kato-kato777 16 Jan 2013, 14:22
http://www.facebook.com/profile.php?id=100001086627634&ref=ts&fref=ts

ძალიან კარგი სკოლაა,

Posted by: irimishka 17 Jan 2013, 16:13
მოკლედ ვერ გაიგებ რა, ზოგი კმაყოფილია, ზოგი არა.. მეც დავიბენი. GLС-ზე ბევრი კარგი მსმენია და გამიტყდა ცუდსაც რომ წერენ.

Posted by: BabyShitter 19 Jan 2013, 10:49
sava062
მადლობა, მაინც დამაფიქრა მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმებზე....

კიკეთის გამოცდილება არავის აქვს?

Posted by: ლილ 27 Jan 2013, 20:18
სულაკაურის სკოლაზე ინფორმაცია თუ გაქვთ, დამეხმარეთ.

Posted by: rozoma 27 Jan 2013, 21:30
QUOTE (kato-kato777 @ 16 Jan 2013, 14:22 )
http://www.facebook.com/profile.php?id=100001086627634&ref=ts&fref=ts

ძალიან კარგი სკოლაა,

+1 შავნაბადა

Posted by: irimishka 28 Jan 2013, 11:32
"აიბიმთიებ"–ზე რამე ხო არ გსმენიათ, ან ისეთი კერძო სკოლა ხომ არ იცით სადაც ჩანთებს არ ტოვებენ ბავშვები

Posted by: BabyShitter 29 Jan 2013, 19:14
irimishka
სახლში მეცადინეობას თუ აპირებთ რად გინდათ კერძო სკოლა საერთოდ?
ან იმ ჩანთებს ძალით ატოვებინებენ ვითომ? წამოიღოს და დამატებით იმეცადინეთ, ვინ გიშლით?

ნეტავ სხვა კრიტერიუმებით მისაღები სკოლა მაპოვნინა და რას დავეძებ ჩანთებს.....

Posted by: lukakhim 29 Jan 2013, 23:41
ძალიან კარგი სკოლაა "XXI საუკუნე". www.21saukune.ge

Posted by: irimishka 1 Feb 2013, 15:26
BabyShitter

სახლში მეცადინეობის გარეშე არავინ დაიჯეროს რომ სკოლაში გადაკითხულით ვინმე წარმატებას მიაღწევს, თუმცა რათქმაუნდა ბავშვს გააჩნია. კერძო სკოლის ორი პლიუსი არსებობს: 1. არ ზის 35 ბავშვში და 2. იხდი ფულს კომფორტში. დანარჩენი ყველაფერი იგივეა. როცა ბავშვი ჩანთას სკოლაში ტოვებს მთელი კვირის გან-ში, მშობელი არანაირ მონაწილეობას არ იღებს მის სწავლა-განათლების პროცესში და 100% ენდობა სკოლას. საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეს რომ ბავშვმა არაფერი იცის, თუმცა რათქმაუნდა არ არის აუცილებელი ასე მოხდეს

Posted by: BabyShitter 1 Feb 2013, 21:09
irimishka
ჰოდა მაგას ვამბობ მეც, წამოიღოს შენმა შვილმა და ამეცადინე, სკოლა ხომ არ დაგიშლის?

Posted by: irimishka 4 Feb 2013, 15:32
კარგი მადლობთ რჩევისთვის, ვეტყვი სკოლასsmile.gif

Posted by: bubu_dato 4 Feb 2013, 19:34
ლილ
სულაკაური სკოლა შეუერთდა ,,რიტორს" და ახლა ქვია ,,მწვანე სკოლა" და არის დიღომში. ჩემს მეზობელს დაყავს მაგ სკოლაში და ძალიან კმაყოფილია, როგორც ამბობს ყველა კურსდამთავრებულმა ჩააბარა გრანტებით უმაღლეს სასწავლებლებში. ფეისბუქის გვერდიც უნდა ჰქონდეთ
* * *
უი აი მათი ფეისბუქ გვერდი, ვისაც გაინტერესებდათ

http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Green-School/

Posted by: giobakhta 5 Feb 2013, 09:38
აიბი მთიების ძალიან ბევრია კმაყოფილი... და როგორც ვიცი უნივერსიტეტებში 100% ჩარიცხვა აქვთ.

www.ibmthiebi.edu.ge

https://www.facebook.com/pages/Ib-Mthiebi-Ib-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/187859277922756

Posted by: irimishka 6 Feb 2013, 15:49
დღეს ვიყავი მაგ სკოლაში, ჩანთების დატოვება მოთხოვნაში გვიზისოsmile.gif მხოლოდ პარასკევს ატანენ ბავშვს. რავიცი სხვა დანარჩენი ლაპარაკის დონეზე იცოცხლე, კარგად ეხერხებათ. შენობაც კარგია, მაგრამ რავიციიიიი, ძვირიააა

Posted by: sopi 8 Feb 2013, 17:40
ოლიმპში შემყავს ბავში და რა აზრის ხართ ვინ დადიხართ მანდ ???

Posted by: ლილ 8 Feb 2013, 18:04
სკოლა "აია-gess" -სერვანტესის სახელობის სკოლა მირჩიეს. ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია ამ სკოლაზე? ერთი ეგაა, რომ არის ავჭალაში, რაც მაბრკოლებს..

Posted by: Lile_da_luka 8 Feb 2013, 22:44
მოგესალებით, მომავალი წლიდან მინდა ბავშვის მიყვანა კერძო სკოლაში. თანხა 3000 ლარის ფარგლებში რომ იყო, თუ ძალიან მომეწონა მაქსიმუმ 4000 მეტის საშუალება ნამდვილად არ მაქვს. ჩემს თანამშრომელასან უნდა მეშვიდე კლასელის გადაყვანა . რამდენად რეალურია რომ ამ ფასში კარგ სკოლას ვიპოვი? ისე, რო ტყუილად არ ვიხადო ფული და ბავშვს რეპეტიტორები არ დაჭირდეს.
QUOTE
სულაკაური სკოლა შეუერთდა ,,რიტორს" და ახლა ქვია ,,მწვანე სკოლა" და არის დიღომში. ჩემს მეზობელს დაყავს მაგ სკოლაში და ძალიან კმაყოფილია, როგორც ამბობს ყველა კურსდამთავრებულმა ჩააბარა გრანტებით უმაღლეს სასწავლებლებში. ფეისბუქის გვერდიც უნდა ჰქონდეთ
უი აი მათი ფეისბუქ გვერდი, ვისაც გაინტერესებდათ

რამოდენიმე კვირის წინ დავათვალიერეთ მწვანე სკოლა მე და დედაჩემმა. ფეისბუქზე მივწერე შეკითხვა და იმედია მიპასუხებენ
კვების რეჟიმია გაურკვეველი. ეზოში დავინახე ბავშვები კოკა-კოლებით ხელში და ძალიან არაჯანსაღი კვების შთაბეჭდილება დამრჩა, მაშინვე ვერ ვიკითხე და ფბ-ზე ვწერ ახლა. ბუფეტში იყიდება საჭმელი, მაგრამ თუ კოკა-კოლები იყიდება, მაშინ არ მაწყობს ჩემმა შვილმა ყოველ დღე ესეთი სასმელები დალიოს. რაც ვნახე ყველას კოკა-კოლა ეჭირა. თუ აქ დაგყავთ ვინმეს ბავშვი, იქნებ გამომეხმაუროთ. თან საჯაროს შეუერთდა და მითხრეს ეხლა კერძოაო და მგონი უბრალოდ საჯაროს დაადეს ფასი
იქნებ მირჩიოთ ნორმალური სკოლა, სადაც კვება იქნება ჯანსაღი და უსაფრთხოებაც ნორმალური (მწვანე სკოლაში უსაფრთხოების სისტემა მომეწონა, მაგრამ არაჯანმრთელი კვება და შიგნით საჯარო სკოლისნაირი პირობები არ მინდა)
მადლობა წინასწარ

Posted by: Odete 11 Feb 2013, 16:44
გამარჯობათ,

თუ შეიძლება მითხრათ რომელ კერძო სკოლაში არის სწავლება 9-დან 6-მდე ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ზემოთ ხსენებული უმრავლესობა არის 5-მდე რაც ძალიან არ მაწყობს სამსახურის გამო sad.gif
დიდი მადლობა პასუხისთვის.

Posted by: irimishka 11 Feb 2013, 17:21

ქართულ ამერიკულშია 6–მდე, ვაკეში გაიხსნა ფილიალი, კიდევ ნახალოვკაშია

Posted by: abes777 14 Feb 2013, 15:26
http://www.albion.ge/
http://www.albion.ge/news-13.html
თვითონ ვარ ალბიონის მოსწავლე, პირველი კლასიდან. საუკეთესოა! პედაგოგებზე არც კი მაქვს საუბარი. გამოცხადებულია 2012 წლის საუკეთესო სკოლად.

Posted by: irimishka 15 Feb 2013, 11:59
სად მდებარეობს ალბიონი? ვერ ჩამოვყალიბდი რა ვქნაა

Posted by: Lile_da_luka 15 Feb 2013, 16:13
abes777


გადასახადი რამდენია ალბიონში, ხომვერ მეტყვით?

მადლობა წინასწარ

Posted by: giobakhta 16 Feb 2013, 11:00
მე ისევ და ისევ მთიებს გირჩევთ smile.gif ძაან მომხიბვლელია smile.gif

Posted by: ლილ 16 Feb 2013, 21:21
რა ღირს ერთი წელი "მთიებში" და რა წრეები აქვთ? ტრანსპორტი, კვება. თუ შეგიძლიათ, რომ მომაწოდოთ ინფორმაცია.. გმადლობთ.

Posted by: etrati 18 Feb 2013, 10:04
giobakhta
რით არის მომხიბვლელი?
QUOTE
რა ღირს ერთი წელი "მთიებში" და რა წრეები აქვთ? ტრანსპორტი, კვება. თუ შეგიძლიათ, რომ მომაწოდოთ ინფორმაცია..

+1

Posted by: giobakhta 18 Feb 2013, 14:35
4000 ლარია თუ არ ვცდები, ტრანსპორტირება, კვება შედის... 6 საათამდე ბავშვები სკოლაში არიან, წრეებს რაც შეეხება სპორტული წრეებიდან არის კალათბურთი, ცურვა, ჭადრაკი და დანარჩენი ხატვა, სიმღერა, ცეკვა და ბალეტი...

Posted by: ლილ 18 Feb 2013, 16:25
giobakhta

გმადლობთ. დავრეკე კიდეც. პირობები, ნამდვილად იდეალურია,ერთი შეხედვით:
1. 9-18 საათამდე მიმდინარეობს სწავლა.
2. დღის პირველ ნახევარში გაკვეთიები, შემდეგ-გაკვეთილების მომზადება და ბოლოს, წრეები.
3. ფასში შედის ტრანსპორტირება და 3ჯერადი კვება.
4. ყველა საგანს ჰყავს ინდივიდუალური მასწავლებელი და პლუს, კლასს-აღმზრდელი, რომელიც ესწრება ყველა გაკვეთილს, იცის დავალებების შესახებ და შემდეგ ამზადებინებს ბავშვებს. ჩანთებს ტოვებენ იქ და პარასკევობით მოაქვთ სახლში.
5. ფასი 4300 ლარია დაწყებით კლასში. სხვა კლასები არ მიკითხავს და არ ვიცი, პროგრესირებს თუ არა ფასი.

Posted by: irimishka 20 Feb 2013, 11:33
ქართულ ამერიკულ სკოლაზე ხომ არ გაგიგიათ რამე? როგორი სკოლაა, სწავლაზე ამბობენ კარგ დონეზეა, მაგრამ ადმინისტრაციულ საკითხებში მოიკოჭლებენო

Posted by: LORD DAVID 21 Feb 2013, 16:27
სალამი ყველას. რა დასკვნა გამოიტანეთ რომელი სკოლაა კარგი ? ფასი ხარისხის მიხედვით?

Posted by: mta 22 Feb 2013, 14:47


* * *
Lile_da_luka
QUOTE
თანხა 3000 ლარის ფარგლებში

Odete
QUOTE
9-დან 6-მდე ვაკე-

წმ. გიორგის სკოლა პასუხობს ამ და სხვა მოთხოვნებს; შეცვალა რა თავისი ფინანსური და სხვა სტრატეგიები. ინფორმაციას დაწვრილებით, დავდებთ მომავალ კვირაში. მანამდე
599-778733-თეა

Posted by: Lile_da_luka 23 Feb 2013, 01:16
mta


დიდი მადლობა

გადავხედავ ყველაფერს.

საზოგადოდ კი, წაიკითხავ მოგეწონება, დარეკავ მოგეწონება, მერე მიხვალ და რამე სურპრიზი დაგხვდება
როგორც ეს იყო მწვანე სკოლაში. გინდა საჯაროში მისულხარ გინდა მანდ, სრული კომუნიზმი სუფევს. და იწყება ხელახალი ძიება :|

Posted by: BabyShitter 25 Feb 2013, 22:39
mta
წმინდა გიორგი გაიაფდა? ყველა სკოლა ძვირდება და რაშია საქმე?



Posted by: ლილ 26 Feb 2013, 16:44
http://ties.ge/index.php?option=com_content&view=article&id=4&Itemid=23&lang=ka


ამ სკოლაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?

Posted by: mta 27 Feb 2013, 10:46
BabyShitter
QUOTE
წმინდა გიორგი გაიაფდა?

QUOTE
შეცვალა რა თავისი ფინანსური და სხვა სტრატეგიები

გადასახადის დიფერენცირება მოხდა- სწავლა, ბანაკები, გახანგრძლივებული, ტრანსპორტირება დასხვა გაიმიჯნა გადასახადში.

Posted by: irimishka 1 Mar 2013, 12:29
ქართულ ამერიკულ სკოლაზე გსმენიათ რამე? ჭყონდიდელზეა , ნახალოვკაში და წელს ვაკეშიც გახსნეს. ვერაზე ვარ და უნდა ღირდეს სკოლა რომ ასე შორს ვატარო. ვინმეს თუ რამე გსმენიათ დაწერეთ რააა

Posted by: erotikosi 2 Mar 2013, 21:11
სამგორი ვარკეთილის ტერიტორიებზე რა იცით კარგი კერძო სკოლა? წელს შემკავს ბავშვი სკოლაში

Posted by: sava062 9 Mar 2013, 02:31
http://www.youtube.com/watch?v=uM2HawCB3rE


Posted by: Natalia23 11 Mar 2013, 14:01
bochita
BabyShitter

ვაიმე, რაც მე ამ სკოლამ გამაწამა.. ვაიმე!! ერთი სული მაქვს მობილობა დაიწყოს და გადავიყვანო ბავშვი..

Posted by: eto30 13 Mar 2013, 18:39
QUOTE
4000 ლარია თუ არ ვცდები, ტრანსპორტირება, კვება შედის...  6 საათამდე ბავშვები სკოლაში არიან, წრეებს რაც შეეხება სპორტული წრეებიდან არის კალათბურთი, ცურვა, ჭადრაკი და დანარჩენი ხატვა, სიმღერა, ცეკვა და ბალეტი...

არცერთი არ შედის ნორმალურად. სპორტი აქა იქ უტარდებათ .რაც ჩამოთვლილი გაქვს თანხაში არ შედის.კვებითაც არ ვარ კმაყოფილი.ტრანსპორტში უფროსი ვერ ჩასვეს სექტემბრიდან მოყოლებულიsad.gif

Posted by: BabyShitter 14 Mar 2013, 12:55
Natalia23

რომელმა სკოლამ, წმინდა გიორგი???? დავიბენი ))))

და სად აპირებთ გადაყვანას თუ გაგვიმხელთ?

Posted by: keti_i 15 Mar 2013, 15:50
კერძო სკოლებზე ქორალი და ბინული დაწერეთ რა თქვენი აზრი თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება. განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა უარყოფითი feedback. დადებითი-უკვე საკმარისზე მეტი მოვისმინე მათი ადმინისტრაციებისგან. პირველკლასელისთვის სკოლის არჩევა ძალიან რთული საქმე ყოფილა.

Posted by: rusa85 15 Mar 2013, 16:09
ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი
ამ სკოლაზე თუ გსმენიათ რაიმე?
ეხლახანს ვნახე ინტერეტში, ფასი 2500 ყოფილა წლიური, სწავლის დონეზე ხომ არ გსმენიათ რაიმე?

* * *
http://www.bagrationi-liceumi.ge/menu_id/1/lang/1/page/2/

Posted by: BabyShitter 15 Mar 2013, 17:57
keti_i
ქორალზე მეც მაინტერესებს, ერთი უარყოფითი ვნახე რომ ადმინისტრაციას კიდია მშობლების აზრიო....
მაგრამ აზრსაც გააჩნია-იქნებ არის კიდეც დასაკიდებელი

Posted by: rusa85 15 Mar 2013, 18:02
ქორალში ახლობელს დაყავს და ძალიან კმაყოფილია, არც ფასია ძალიან ძვირი, გარემო კარგი. ვისაც უჭირს სწავლა ინდივიდუალურად ასწავლიან, აბიტურიენტებისთვის კი საკმაოდ გაძლიერებულად ისწავლებაო.

Posted by: juveman1 27 Mar 2013, 21:05
შავნაბადას შესახებ ვინ რა იცით დამიხასიათეთ რა. თითქოს მაგაზე ვარ შეჯერებული და ინფო მჭირდება. ძედმეტად ეკლესიისკენ ხომ არ არიან გადახრილები? სწავლება მითხრეს ძალიან კარგიაო.

Posted by: Sonya 16 Apr 2013, 15:25
ამ სკოლაზე რა აზრის ხართ (თუ დაყავს ვინმეს ბავშვი) - დავსერჩე და ვერაფერი ვნახე sad.gif


NK

არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი (ეროვნული ცოდნა)

(National Knowledge)

პ.ს. ყენიას სკოლას ეძახიან კიდევ, ვერის ბაღშია.

http://www.schoolnk.ge/index.php

Posted by: kate71 16 Apr 2013, 19:22
ამბობენ კარგი სკოლა არისო, NK -სკოლა-ლიცეუმზე მოგახსენებთ, მე ვიყავი, დავათვალიერე, მომეწონა, პატარა შეკრული სკოლაა, პედაგოგებს და სწავლის ხარისხს აქებენ. რაზეც გული მეთანაღრება სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზაა, თავად სკოლის ტერიტორია(III და IVსართული) გარემონტებულია, რასაც საერთოდ შენობაზე ვერ ვიტყვით, ცოტა არ იყოს მრუმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ბავშვები შენობიდან გამოვლენ თუ არა მანქანების პარკინგია, ესეც გარკვეულ წილად მინუსია და ასვე დიიიდი მინუსია იმავე შენობაში არსებული ბარი(მიუხედავად უკანა მხრიდან არსებული შესასვლელისა. ამ დეტალს ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა), თუმცა, მიუხედავად ამ უარყოფითი მხარეებისა მე ჩემი შვილისთვის მაინც ეს სკოლა ავირჩიე ტერიტორიული სიახლოვის, სწავლის ხარისხის და ფასის გამო....

Posted by: manliz 17 Apr 2013, 21:15
QUOTE (kate71 @ 16 Apr 2013, 19:22 )
ამბობენ კარგი სკოლა არისო, NK -სკოლა-ლიცეუმზე მოგახსენებთ, მე ვიყავი, დავათვალიერე, მომეწონა, პატარა შეკრული სკოლაა,  პედაგოგებს და სწავლის ხარისხს აქებენ. რაზეც გული მეთანაღრება სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზაა, თავად სკოლის ტერიტორია(III და IVსართული)  გარემონტებულია, რასაც საერთოდ შენობაზე ვერ ვიტყვით, ცოტა არ იყოს მრუმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ბავშვები შენობიდან გამოვლენ თუ არა მანქანების  პარკინგია, ესეც გარკვეულ წილად მინუსია და ასვე დიიიდი მინუსია იმავე შენობაში არსებული ბარი(მიუხედავად უკანა მხრიდან არსებული შესასვლელისა. ამ დეტალს ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა), თუმცა, მიუხედავად ამ უარყოფითი მხარეებისა მე ჩემი შვილისთვის მაინც ეს სკოლა ავირჩიე ტერიტორიული სიახლოვის, სწავლის ხარისხის და ფასის გამო....

საერო სკოლა "ალბიონი" - სილეთისა და ცოდნის ტაძარი!
აი ესაა თქვენი არჩევანი. 250ლ წლიური. და თქვენი ბავშვი ყველაფერში მომზადებული იქნება...
დაზოგეთ თქვენი ფინანსები - არ წააგებთ!
http://albion.ge

Posted by: tamti1 27 Apr 2013, 16:31
manliz
QUOTE
250ლ წლიური. დ

თვიურად გადასახადი ალბათ? 250 ლარი წლიური კერძო სკოლა?


და საერტოდ ფასებს რატო არ წერენ საიტებზე რა წესია? თუ მე ვერ ვნახულობ? user.gif

Posted by: sava062 28 Apr 2013, 01:17
tamti1
თვიურად გადასახადი ალბათ? 250 ლარი წლიური კერძო სკოლა?

250 წლიური გამორიცხულია. ამას კი ემატება 300 ლარი ვაუჩერი, მაგრამ მაინც გამორიცხულია...

Posted by: LEGOshark 28 Apr 2013, 16:30
ბრიტანულ-ქართული აკადემია. მე დავამთავრე და საკმაოდ კარგი სკოლაა , დაწყებითი ძლიერი აქვს ნუ მასწავლებლები უმალესი დონის. გადასახადი სადღაც 6900 ლარი

Posted by: osuji 9 May 2013, 16:58
მირჩიეთ პირველ კლასელისთვის რამე სკოლა სადაც სუფთა და მოწყობილი გარემო იქნება და კლასში 25-ზე მეტი ბავშვი არ იჯდება. მაქსიმალურად დაბალ ფასებში მინდა. თუ საჯარო სკოლაც იცით ამ პირობებით მითხარით ))

Posted by: Natalia23 14 May 2013, 10:05
eto30
ეთო, ჯი-ელ-სი ზე ვსაუბრობდი.
სამწუხაროდ ჯერ არ ვიცი სად გადავიყვან sad.gif

Posted by: summeritems 14 May 2013, 15:40
osuji
თბილისის საერთაშორისო განათლების სკოლა, ხახანაშვილის 37. კლასში 12 ბავშვი მაქსიმუმ, კვება, 9 წრე უცხო ენის, სპორტის და ხელოვნების, ყველაფერი 3500 ლარი წელიწადში.
www.ties.ge

Posted by: anoni 18 May 2013, 13:44
მე შვილი დამყავს სერვანტესის გიმნაზიაში-აიაჯესს. უკვე რამდენი წელია. და ძალიან კმაყოფილი ვარ. სასწავლო პროცესიც მომწონს და მოსწავლეებიც ხშირად დადიან საზღვარგარეთ. უფროსკლასელებს მგონი მთელი მსოფლიო აქვთ მოვლილი.

Posted by: barsa03 18 May 2013, 13:54
მე შვილი დამყავს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსში , უკვე 4 წელია და ვარ უზომოდ კმაყოფილი ამ სკოლით. ჩემი შვილი ფიზიკა-მათემატიკურ ჯგუფშია და შაბათსაც კი სწავლობს.მისი კლასელები ეხლახან დაბრუნდნენ პოლონეთიდან და ეხლა ამერიკაში არიან მიწვეულები. და რაც მტავარია ბავშვს ყოველ დილით უხარია სკოლაში წასვლა. მოკლედ, ძალიან წარმატებული სკოლაა და გირჩევთ. up.gif up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: ai: 19 May 2013, 15:14
ძალიან ცუდი მდგომარეობააააა sad.gif ყველა სკოლა ერთმანეთზე უარესია!!!!!! sad.gif(((
მოვიარე თბილისი, ერთი ვარიანტი დამრჩა ბრიტანულ ქართულ აკადემიაში მისვლა , ეგეც თუ არ მომეწონა უარს გამოვაცხადებ განათლებაზეbiggrin.gif

უკვე ვიყავი ბაქსვუდში, სულაკაურ მწვანე სკოლაში, წმ. ნიკოლოზის სკოლაში დიღომში, ქართულ ამერიკულ სკოლაში, ბრითიშ ჯორჯიან ქონექშენში. მეტი აღარ მახსოვსsmile.gif
ვინმემ თუ იცით რამე კარგი მირჩიეთ

Posted by: anoni 19 May 2013, 15:26
QUOTE (ai: @ 19 May 2013, 15:14 )
ძალიან ცუდი მდგომარეობააააა sad.gif ყველა სკოლა ერთმანეთზე უარესია!!!!!! sad.gif(((
მოვიარე თბილისი, ერთი ვარიანტი დამრჩა ბრიტანულ ქართულ აკადემიაში მისვლა , ეგეც თუ არ მომეწონა უარს გამოვაცხადებ განათლებაზეbiggrin.gif

უკვე ვიყავი ბაქსვუდში, სულაკაურ მწვანე სკოლაში, წმ. ნიკოლოზის სკოლაში დიღომში, ქართულ ამერიკულ სკოლაში, ბრითიშ ჯორჯიან ქონექშენში. მეტი აღარ მახსოვსsmile.gif
ვინმემ თუ იცით რამე კარგი მირჩიეთ

სერვანტესის გიმნაზიაში არ ყოფილხარ? სწავლების დონე გამორიცხულია არ მოგეწონოს

* * *
მე დამყავს შვილი და ჩემს მეზობელსაც , აია-ჯესს-ში ვიხდით 170 ლარს თვეში, არ ვამზადებთ არც ერთ საგანში და მათ თანატოლებს რომ ვადარებ მათთან შედარებით ზოგადი განათლებითაც გამოირჩევიან ესეც ამ სკოლის დამსახურებაა, რა ვი მე გირჩევ, ეგ არის რომ გლდანშია.......

Posted by: ai: 19 May 2013, 16:16
anoni
QUOTE
სერვანტესის გიმნაზიაში არ ყოფილხარ? სწავლების

ეგ რომელია?

Posted by: sava062 19 May 2013, 19:43
ai:

ბაქსვუდში რა არ მოგეწონათ?

Posted by: ai: 19 May 2013, 22:06
sava062
წნევის ცვალებადობა ყოველდღე 12 წლის განმავლობაშჲsmile.gif

Posted by: sava062 19 May 2013, 22:29
ai:
QUOTE
წნევის ცვალებადობა ყოველდღე 12 წლის განმავლობაშჲ


ყოველდღე არა, წელიწადში 170 დღე smile.gif თან ეგ თემა გავლილია თერაპევტებთან და რა ვიცი, ბაქსვუდის 400 მოსწავლეს ეგ ამბავი არ აწუხებს და smile.gif და თან მთელი წყნეთიც დახოცილი უნდა იყოს, რასაც ეგენი თბილისში ადი-ჩამოდიან smile.gif

Posted by: ai: 19 May 2013, 23:22
sava062
შენ ბაქსვუდის თანამშრომლი ხარ უეჭველიsmile.gif

Posted by: sava062 19 May 2013, 23:22
ai:
კი და მაინტერესებს ჩემი სკოლის უარყოფითი მხარეები smile.gif

Posted by: anoni 22 May 2013, 15:43
QUOTE (ai: @ 19 May 2013, 16:16 )
anoni
QUOTE
სერვანტესის გიმნაზიაში არ ყოფილხარ? სწავლების

ეგ რომელია?

ესპანურ სკოლას ეძახიან, მაგრამ ინგლისურიც საკმაოდ სერიოზულად ისწავლება. ყოველთვის ყავთ უცხოელი, მოწვეული მასწავლებლები

Posted by: rusa2013 26 May 2013, 16:03
თქვენი რჩევა გავითვალისწინე,დავრეკე და მითხრეს- სამი პირველი კლასი უკვე მივიღეთ და ადგილი აღარ გვაქვსო......ეტყობა ადრიანად უნდა მისვლა კარგ სკოლაში?

* * *
მართლაც გაკვირვებული დავრჩი იმდენი საინტერესო პროექტები აქვთ,
* * *
Aia-Gess-ასე ვიპოვე ეს სკოლა სხვადასხვა საიტებზე და მოვიხიბლე...უფრო მეტიც ამ ძებნაში ასეთ შეფასებას წავაწყდი და კიდევ უფრო დამწყდა გული რომ ადგილი აღარ აქვთ
წელს, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ერთი მარგალიტი აღმოვაჩინე, რომელმაც ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა და სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა. საუბარია - "აია-ჯეს"-ზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს იმ ყველა კრიტერიუმს, რომლებიც ამ რეფორმების სტრატეგიაშია გაწერილი. მიუხედავად ამისა, ეს სკოლა მაინც ვერ აცდება მანდატურებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მონიტორინგის კომისიებს.
სკოლის შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ მათ ინტერნეტ მისამართზე მოიძიოთ - http://www.aia-gess.ge/index.php და დარწმუნდეთ, რომ არ ვაჭარბებ.
სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს ესეთ სკოლებს დაუდგინოს წესები და განუსაზღვროს სამომავლო გეგმები, მაშინ როდესაც, ამ სკოლის მენეჯმენტი სამინისტროს რეკომენდაციების გარეშეც ეფექტურად მართავდა სასწავლო პროცესს, მშვენივრად განსაზღვრავდა საკუთარ პრიორიტეტებს და მათზე დაფუძნებულ სამომავლო გეგმებს.

© საბა ჯაჯანიძე 2011 წ.
Posted by Club Of Liberty at 6:26 AM 9 comments

Posted by: irakli-16 31 May 2013, 01:24
ინგლისურის მაღალი ხარისხი თუ ვინმეს სურს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე და მე დაგაკვალიანებთ.... 598 23 77 85 ირაკლი. შეგავათიან პასებში : 2 კვირიანი კურსი დიდ ბრიტანეთში; ინტენსიური საზაფხულო სკოლა და ა.შ.

Posted by: Lile_da_luka 1 Jun 2013, 19:16
ai:
QUOTE
უკვე ვიყავი ბაქსვუდში, სულაკაურ მწვანე სკოლაში, წმ. ნიკოლოზის სკოლაში დიღომში, ქართულ ამერიკულ სკოლაში, ბრითიშ ჯორჯიან ქონექშენში. მეტი აღარ მახსოვსsmile.gif



ნაცნობი მდგომარეობაა
წარმატებებს გისურვებთ სკოლის ძიებაში.
მეც ვიყავი ადრე ყველა მათგნში, სულ ტყუილად. ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება "მწვანე" სკოლამ დატოვა.
მოკლედ, რთულია სკოლის მოძებნა

შეიხედეთ გაკვეთილებზე და კვების რაციონი თქვენი თვალით ნახეთ facepalm.gif

Posted by: Enjey 3 Jun 2013, 19:34
Lile_da_luka
QUOTE
ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება "მწვანე" სკოლამ დატოვა

ხომ ვერ დააკონკრეტებთ მიზეზს?

სხვა სკოლებზეც მაინტერესებს, მხოლოდ ცუდი ინფორმაცია smile.gif)) კარგს თვითონაც საკმარისად ამბობენ.

Posted by: Razm 7 Jun 2013, 03:27
კაი სკოლა თუ გინდათ წერეთელზე კოკაკოლასთან "სადუნი" არ ვიცი ეხლა რა ღირს მე რო ვსწავლობდი 180 ლარი ღირდა.

Posted by: anna_annuka 7 Jun 2013, 19:58
მეგობრებო, ვის გყავთ ამ ასაკის ბავშვი? ეს შეთავაზება ხომ არ გინახავთ?

"კონკურსი IX კლასის მოსწავლეებისთვის!

თუ თქვენ სწავლობთ თბილისის საჯარო ან კერძო სკოლაში, და 2013-2014 სასწავლო წელს გადადიხართ X კლასში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი გაძლევთ შანსს გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ზოგადსაგანმანათლებლო-ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, კიკეთში. კონკურსის პირელი ეტაპი გაიმართება 2013 წლის 24 ივნისს, 12:00 საათზე. მეორე ეტაპზე გადავლენ ის მონაწილეები, რომლებიც პირველ ტურში დააგროვებენ 81 ან მეტ ქულას.
ტრანსპორტირებას თბილისიდან და უკან უზრუნველყოფს სკოლა.
კონკურსში მონაწილეობა არის უფასო!

პირველ 3 საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემათ საჩუქრები:
• I ადგილისთვის - პერსონალური კომპიუტერი
• II ადგილისთვის - ელექტრონული წიგნის საკითხავი "ქინდლი"
• III ადგილისთვის - 200 ლარიანი ვაუჩერი წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისაგან".

გთხოვთ, მონაწილეობის მისაღებად 2013 წლის 17 ივნისამდე დარეგისტრირდეთ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/1xjBV9G0g0KfCSBXuXkgGIlAeOLFa1hU6jbI9aHChsAI/viewform

გისურვებთ წარმატებას!

source: http://www.kiketischool.ge/?p=OC4zNDk=
bis.gif love.gif

Posted by: Lile_da_luka 12 Jun 2013, 11:10
Enjey
QUOTE
ხომ ვერ დააკონკრეტებთ მიზეზს?



იგივე საჯარო სკოლაა შიგნით, უბრალოდ ფასი ადევს smile.gif
და რაც საშინელებაა ეს არის კვება - უამრავ კოკა-კოლას სვამენ ბავშვები და როგორ გინდა შენს შვილს დაუშალო, როცა სხვებს ხედავს.
ბავშვების ქიმიით გაჭყეპვაზე აწყობილი ბიზნესია, დარწმუნებული ვარ ამ კოკა-კოლა, ჩიფსებით ბევრი ფული შესდით.
დააკვირდი შენით თვალით რომ მიხვალ. ვკითხე ეკოლოგიურად სუფთა საკვები, რატომ არ გაქვთო და მხრები აიჩეჩეს.
ფასთ ფუდია და სკოლას ქვია მწვანე...
6 საათამდე არიან ბავშვები და გაკვეთილებს ვერ ასწავლიან, მოკლედ ისეთი მშობლებისთვის არის ბავშვის ჩაბარება რომ გინდა სადმე.
წარმოიდგინე ბავშვი 6 საათამდე ჩაცმული და არც ამეცადინონ წესიერად, კიდე სახლში ჰქონდეს სასწავლი.
თან პრეტენზიულად გამოაცხადეს მეცადინეობა სახლშია საჭიროვო, მაშინ 6-დე რაღას აკეთებს სკოლა.

მოკლედ მე გირჩევ ძალიან დიდი ყურადღებით ნახო შენი თვალით და არ დაუჯერო რასაც ტელეფონზე ან პირადად გეტყვიან. მიდი და ნახე, საჭმელიც, გაკვეთილიც, ტუალეტებშიც შეიხედე (მე რომ შევიხედე ყარდა, ძალიან დიდი ბოდიში. წყალი არ მოდიოდა, სუფთა საჯარო სკოლის ტუალეტია). ხოდა შენი თვალით ნახე, ასე მიიღებ ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას, თორემ ფბ-ზე ხატავენ ევროპული სტანდარტების სურათს.

Posted by: Annwyn 15 Jun 2013, 04:40
QUOTE

საზოგადოდ კი, წაიკითხავ მოგეწონება, დარეკავ მოგეწონება, მერე მიხვალ და რამე სურპრიზი დაგხვდება

წმინდა გიორგის სკოლა დავამთავრე მე <3 არანაირი სიურპრიზი არ დაგხვდებათ . ძალიან კარგი სკოლაა,.. ეხლაც ძალიან მენატრება სკოლის პერიოდი user.gif ერთი ვიცი რო ოდესმე შვილი რომ მეყოლება აუცილებლად მანდ შევიყვან .

თუ რათქმაუნდა ბაგებში რომ არის იმ სკოლაზე ამბობთ -.- და სხვაც არარის წმ.გიორგის ..

Posted by: abes777 15 Jun 2013, 15:19
ბენდუქიძე ხსნის ეხლა სკოლას. სავარაუდოდ საუკეთესო უნდა იყოს. მე ალბიონი დავამთავრე. შარშან ოქროს მედალი მოიპოვასაატესტატო გამოცდებში საშუალო ქულა ყველაზე მაღალი აქ დაფიქსირდა.

Posted by: ბასკუ 25 Jun 2013, 14:56
ავლაბარში ან ახლოს ავლაბართან მირჩიეთ ნორმალური კერძო სკოლა რაა! მადლობა წინასწარ!

Posted by: Enjey 30 Jun 2013, 18:19
ბასკუ

შავნაბადა ისანში - მე არ მომწონს,
ე.წ. ფისოს სკოლა - არც ეს მომწონს, მაგრამ ავლაბარშია
VI გიმნაზია, სოლოლაკი, ასათიანის ქ. - ტრანსპორტით მომსახურება არ არის.
საჯარო სკოლებიდან - კობახიძეს აქებენ


Posted by: abes777 30 Jun 2013, 20:29
ბასკუ
ალბიონი. www.albion.ge 2012 წელს აიღო ოქროს მედალი იმის გამო რო საქართველოს საუკეთესო კერძო სკოლაა.

Posted by: Enjey 2 Jul 2013, 20:57
ალბიონი ვაზისუბნის გადასახვევთან - VIII პოლკისკენ არის....





Posted by: mziko 7 Jul 2013, 17:36
QUOTE
ალბიონი. www.albion.ge 2012 წელს აიღო ოქროს მედალი იმის გამო რო საქართველოს საუკეთესო კერძო სკოლაა.

ამ სკოლაზე ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია? ამ სკოლის მოსწავლეების მშობლების აზრი მაინტერესებს.

Posted by: abes777 9 Jul 2013, 11:51
mziko
წელს დავამთავრე როგორც ზემოთ აღვნიშნე. დაწყებითებში არ ვიცი მაგრამ მაღალ კლასებში კარგი სიტუაციაა. დაწყებითებშიც კარგი იყო ჩემ დროს.

მშობელზე უკეთ თავად მოსწავლე გეტყვის, ოღონდ კარგი მოსწავლე. საბოლოო ჯამში ისე გამოდის რო ყველაზე ზარმაც მოსწავლესაც კარგი შედეგი აქვს თუნდაც სახლში არაფერი აკეთოს.

Posted by: Enjey 9 Jul 2013, 22:46
mziko
ნორმალური ინტერიერი, ფსიქოლოგის გაკვეთილები, დაბალი ფასი,
წესრიგი, სწავლის დონე მაღალი უნდა იყოს როგორც ამბობენ
მიდგომა - სტანდარტულ-კომუნისტური :/ (ზოგიერთი თანამშრომელიც)

თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს შთაბეჭდილება დამრჩა.....

Posted by: fermina 10 Jul 2013, 22:01
abes777
QUOTE
ბენდუქიძე ხსნის ეხლა სკოლას. სავარაუდოდ საუკეთესო უნდა იყოს.


ნიუტონის თავისუფალი სკოლა... ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? საიტზე და ფბ-ზე კი ნახე მაგრამ პირადი გამოცდილება მაინტერესებს. თუმცა, მგონი სექტემბრიდან იხსნებაო...

Posted by: sava062 10 Jul 2013, 22:07
fermina

ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, სექტემბრიდან იხსნება...

Posted by: abes777 10 Jul 2013, 22:37
QUOTE (Enjey @ 9 Jul 2013, 22:46 )
mziko
ნორმალური ინტერიერი, ფსიქოლოგის გაკვეთილები, დაბალი ფასი,
წესრიგი, სწავლის დონე მაღალი უნდა იყოს როგორც ამბობენ
მიდგომა - სტანდარტულ-კომუნისტური :/ (ზოგიერთი თანამშრომელიც)

თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს შთაბეჭდილება დამრჩა.....

კომინსტ მასწავლებლებში ალბათ პროფესორ-დოცენტებს მოისაზრებ. ბატონი არკადი ქურჩიშვილი ყველამ იცის რა პედაგოგიცაა და თუ ვინმეს კომუნისტურ მეთოდად ეჩვენება მისი სწავლება, პრობლემები ჰქონია. მისი შვილი ლამარა ქურჩიშვილიც ალბიონში ასწავლის. რუსულის სპეციალისტი ქალბატონი თამთა ჩახუნაშვილია, მოიძიეთ მის პროფესიონალიზმზე ინფორმაცია. ქიმის პედაგოგი ლალი ჯმუხაძეა, რომლის მოსწავლეებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე გადიან. ასე რომ ზემოთ ხსენებული სიტყვა კომუნისტი შედეგთან მიმართებით უმართებულოა.

Posted by: fermina 11 Jul 2013, 17:43
sava062

ჰო, ვიცი, მაგრამ იქნებ ვინმეს სმენოდეს ობიექტური ინფორმაცია მასწავლებლებზე და პროგრამაზე. ფასი არ არის ძალიან მიუღებელი სხვა კერძო სკოლებთან შედარებით. მგონი თქვენს სკოლაზე იაფიც არის smile.gif ნუ მარტო ფასი არ არის გაადმწყვეტი, ხარისხიც მნიშვნელოვანია ვაცნობიერებ, მაგრამ რა ხარისხზეც აქვთ პრეტენზია, იმასთან შედარებით დაბალი ფასი აქვთ-მეთქი, ამის თქმა მინდა. smile.gif

Posted by: sava062 11 Jul 2013, 19:42
fermina

მასწავლებლებს არჩევენ ამ ეტაპზე, ცდილობენ, რომ გამოცდილი მასწავლებლები მოპარონ სხვა სკოლებს, ზოგი გადაიბარეს, ზოგი ვერა... ფასი ეხლა 3,000 ლარია, თუმცა ტრანსპორტირება არ შედის და არც სახელმძღვანელოები და არც სხვა რამე ხარჯი, ფორმები არ აქვთ, ზედა კლასებში კვებაც არ შედის... თუმცა, ხელშეკრულებაში ჩადებულია ყოველწლური 5%-იანი ზრდა... სექტემბრიდან ღირებულება 5,000 იქნებაო, ასე თქვეს...

ხარისხს რაც შეეხება, პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ხარისხიანი სკოლის გაკეთება ასე ადვილი არაა, უფრო მეტიც, 1 წელიწადში წარმოუდგენელია... ზოგადად უნივერსიტეტის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე სკოლის და ამაზე ღრმა დისკუსიებში შეგვიძლია შესვლა, თუმცა აქ ამის ადგილი არაა smile.gif

Posted by: Enjey 11 Jul 2013, 23:27
abes777
არცერთი მასწავლებლის გვარი არ ვიცი, ორს ვესაუბრე და ორივემ ჩემი სკოლის მასწავლებელი გამახსენა.
ისევ ხაზს ვუსვამ რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია... სხვათაშორის ზოგი ამ კრიტერიუმით ეძებს სკოლას.
პ.ს. ისე თქვენი პოსტები სულ არ ჰგავს მოსწავლის პოსტებს

fermina
ადგილები შეზღუდულია ნიუტონში, მაღალ კლასებში უკვე შეწყვიტეს მიღება.
თეორია შესანიშნავია, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე მივიღე პასუხი "ჯერ არ გვიფიქრია მაგაზე"
იმედი მაქვს კარგ სკოლად ჩამოყალიბდება, მაგრამ ალბათ კადრების ცვლა მოუწევთ დიდი სიხშირით დასაწყისში.
ფასი: 3000 + 600/700 ტრანსპორტირება+წიგნები+ტაბლეტი- ფორმა არ იქნება. მომავალ წელს არ გაორმაგდება და არ იქნება 50% ზრდა თუმცა უფრო მეტი ეღირებაო.
მასწავლებლების ბიოგრაფიებს დაგვპირდნენ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ჩანს

sava062
buckswood forever 2kiss.gif
მართლა კარგია ბაქსვუდი, ახლა რომ ვარჩევდე ისევ ბაქსვუდს ავარჩევდი, განსაკუთრებით წლევანდელ I კლასს.....

Posted by: fermina 12 Jul 2013, 08:52
Enjey

ჰო, გვიან მოვიფიქრე, ტრანსპორტირება არ დაგვჭირდება ალბათ, ტერიტორიულადაც ახლოს არის.

დღეს ატარებენ მაღალ კლასებში მისაღებ ტესტირებას და რა ვიცი... ალბათ რეზერვის სიაში ჩასვამენ ამ ბავშვებს.

ჯერ კიდევ ვფიქრობ, თუ მაინც დასჭირდება ბავშვს მომზადება (და ფაქტიურად ყველა კერძო სკოლის მოსწავლეებს, მე რაც გამიგია, მაინც სჭირდებათ გარკვეულ საგნებში მომზადება) - მაშინ ვეჭვობ რომ გავქაჩო ფინანსურად.

Posted by: georgian2590 12 Jul 2013, 13:29
გამარჯობათ, კომაროვის სკოლასთან დაკავშირებით მაინტერესებს. მანდ რა წესით ხდება მიღება თუ იცის ვინმემ?????

Posted by: Enjey 12 Jul 2013, 13:33
georgian2590

გამარჯობა

https://www.facebook.com/komarovi199

გამოცდებით

Posted by: mta 16 Jul 2013, 11:24
http://s017.radikal.ru/i431/1307/cf/0c9e3749d30e.jpg
http://s018.radikal.ru/i512/1307/8c/dc8de3b2efe0.jpg

Posted by: fermina 18 Jul 2013, 14:05
sava062
QUOTE
ფასი ეხლა 3,000 ლარია, თუმცა ტრანსპორტირება არ შედის და არც სახელმძღვანელოები და არც სხვა რამე ხარჯი, ფორმები არ აქვთ, ზედა კლასებში კვებაც არ შედის...


ამ ფასში ტრანსპორტირებაც შედის და წრეებიცო smile.gif

ჩავაბარეთ მისაღები გამოცდა წარმატებით და ვნახოთ, რა იქნება.

არა რა, ამიტომ მევასება ბენდუქიძე - ხალხს ფულს კი არ ურიგებს, შესაძლებლობას, შანსს აძლევს smile.gif გინდაც მისი ბინათმშენებლობა აიღე დიღომში (საუნივერსიტეტო დასახლება) - რამდენ ადამიანს გაუჩნდა ჭერი თავზე მართლა ძალიან მიზერულ ფასად, გინდაც თავისუფალი უნივერსიტეტი - წელს ის კი არა და სწავლის გადასახადი შეამცირესო smile.gif. ამ სკოლის გადასახადიც საკმაოდ მისაღებია, ჩემნაირ ადამიანსაც რომ შეუძლია როგორმე შეწვდეს. აბა ამერიკულ სკოლაში ცხოვრებაში ვერ ვატარებდი ბავშვს იმხელა ფასი ღირს, არადა შეუძლია რომ კარგად ისწავლოს და უნდა კიდეც...

ფულს ქართული ე.წ. ინტელიგენციის საზღვარგარეთ სეირნობაში და სამების გუმბათის მოოქროვებაში რომ არ ფლანგავს ზოგიერთებივით, ალბათ იმიტომ ვერ იტანს ბევრი.

Posted by: Enjey 18 Jul 2013, 14:36
fermina
ტრანსპორტირება არ შედის, წრეები -კი.
სახლემძღვანელოები არა, არც პლანშეტები.
ფორმა არ იქნება.
კვება შედის 6 კლასამდე.

გადასახადი მაინც ნაკლები გამოდის,თუმცა არც ისეთი დიდი სხვაობაა 4-მდე ავა მაინც...



Posted by: ბალტო 18 Jul 2013, 14:46
საბურთალოზე ან ვაკეში კერძო სკოლა მირჩიეთ რა, ტრანსპორტირებაც რომ ჰქონდეთ ისეთი. გმადლობთ.

Posted by: fermina 18 Jul 2013, 14:53
Enjey
ჰო, ტრანსპორტირება დიდად მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის, ალბათ ამიტომ არ მივაქციე ყურადღება.

მაინც იაფი მგონია. თუმცა მომზადება რომ არ დასჭირდეს ბავშვს მაინც არ მგონია. აი ამ ხარისხს თუ მიაღწევენ, მართლა მაგრები იქნებიან.

Posted by: sava062 18 Jul 2013, 21:50
ისე, ავტორიზაცია თუ აქვს ნეტა ნიუტონს?

Posted by: Enjey 18 Jul 2013, 22:48
sava062
გვაქვსო.... სიტყვაზე ვენდეთ
მაგრამ ჩამორთმევასაც რა უდგას წინ, მთავარია მონდომება იყოს smile.gif

Posted by: mta 19 Jul 2013, 12:16
ბალტო
QUOTE
ვაკეში კერძო სკოლა მირჩიეთ რა,

http://s017.radikal.ru/i431/1307/cf/0c9e3749d30e.jpg
http://s018.radikal.ru/i512/1307/8c/dc8de3b2efe0.jpg

Posted by: Renne 20 Jul 2013, 19:18
გამარჯობათ, მე-10 კლასში ღირს რამე კერძო სკოლაში გადასვლა ვეკუადან? ისეთში რომელიც განსაკუთრებულად ჰუმანიტარული საგნებით იქნება ძლიერი?

Posted by: anna_annuka 20 Jul 2013, 20:12
QUOTE (Renne @ 20 Jul 2013, 19:18 )
გამარჯობათ, მე-10 კლასში ღირს რამე კერძო სკოლაში გადასვლა ვეკუადან? ისეთში რომელიც განსაკუთრებულად ჰუმანიტარული საგნებით იქნება ძლიერი?

კიკეთშია უმაგრესი კერძო სკოლა. წელს მე-10 კლასის ჩათვლით ჰყავთ მოსწავლეები.


Posted by: Enjey 20 Jul 2013, 20:50
Renne
QUOTE
გამარჯობათ, მე-10 კლასში ღირს რამე კერძო სკოლაში გადასვლა ვეკუადან? ისეთში რომელიც განსაკუთრებულად ჰუმანიტარული საგნებით იქნება ძლიერი?


ვეკუას ახლანდელი სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ-ნამდვილად ღირს.
კომაროვშიც კი....
რა სკოლა გაფუჭდა..... :/


კიკეთის სკოლის ფასად ბარემ საზღვარგარეთ წავა სასწავლებლად smile.gif


Posted by: anna_annuka 20 Jul 2013, 21:27
QUOTE (Enjey @ 20 Jul 2013, 20:50 )
Renne
QUOTE
გამარჯობათ, მე-10 კლასში ღირს რამე კერძო სკოლაში გადასვლა ვეკუადან? ისეთში რომელიც განსაკუთრებულად ჰუმანიტარული საგნებით იქნება ძლიერი?


ვეკუას ახლანდელი სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ-ნამდვილად ღირს.
კომაროვშიც კი....
რა სკოლა გაფუჭდა..... :/


კიკეთის სკოლის ფასად ბარემ საზღვარგარეთ წავა სასწავლებლად smile.gif

ღმერთმა ხელი მოუმართოს. smile.gif)) თუმცა ეჭვი მეპარება უცხოეთში ისეთ ქართველად აღიზარდოს, როგორც მაგ სკოლაში ზრდიან. შეიძლება ფასი დაბალი არაა, თუმცა არამგონია თბილისის რამდენიმე პრესტიჟულ სკოლაზე ნაკლები იყოს და ყველაფერი შედის გადასახადში. ახლა საკმაოდ გაამკაცრეს მიღება.

Posted by: Enjey 20 Jul 2013, 21:43
anna_annuka
QUOTE
ღმერთმა ხელი მოუმართოს. )) თუმცა ეჭვი მეპარება უცხოეთში ისეთ ქართველად აღიზარდოს, როგორც მაგ სკოლაში ზრდიან. შეიძლება ფასი დაბალი არაა, თუმცა არამგონია თბილისის რამდენიმე პრესტიჟულ სკოლაზე ნაკლები იყოს და ყველაფერი შედის გადასახადში. ახლა საკმაოდ გაამკაცრეს მიღება.


ჰო ალბათ, თუ "ისეთ ქართველად აღზრდაა" პრიორიტეტი - ნამდვილად ვერ მოახერხებს საზღვარგარეთ.

ისე სრულ პანსიონს რომ აპირებდნენ არის უკვე? და რა ჯდება მაგ შემთხვევაში ხომ არ იცით?
მიღების გამკაცრებაში რა იგულისხმება-საგნების ცოდნა თუ დამატებით სხვა კრიტერიუმებია?

Posted by: anna_annuka 20 Jul 2013, 22:01
QUOTE (Enjey @ 20 Jul 2013, 21:43 )
anna_annuka
QUOTE
ღმერთმა ხელი მოუმართოს. )) თუმცა ეჭვი მეპარება უცხოეთში ისეთ ქართველად აღიზარდოს, როგორც მაგ სკოლაში ზრდიან. შეიძლება ფასი დაბალი არაა, თუმცა არამგონია თბილისის რამდენიმე პრესტიჟულ სკოლაზე ნაკლები იყოს და ყველაფერი შედის გადასახადში. ახლა საკმაოდ გაამკაცრეს მიღება.


ჰო ალბათ, თუ "ისეთ ქართველად აღზრდაა" პრიორიტეტი - ნამდვილად ვერ მოახერხებს საზღვარგარეთ.

ისე სრულ პანსიონს რომ აპირებდნენ არის უკვე? და რა ჯდება მაგ შემთხვევაში ხომ არ იცით?
მიღების გამკაცრებაში რა იგულისხმება-საგნების ცოდნა თუ დამატებით სხვა კრიტერიუმებია?

პანსიონი არ არის, ჯერ-ჯერობით ყოველი შემტხვევისთვის. თავისუფალ ადგილებზე მისაღები გამოცდა ბარდება, ადრე მხოლოდ გასაუბრებით იყო. ნუ სწავლა თავისთავად კარგია მანდ.

Posted by: Renne 21 Jul 2013, 08:38
anna_annuka
Enjey
მადლობთ რჩევებისთვის, მეც ასე ვფიქრობ, ადრე რა იყო არ ვიცი, მაგრამ ახლა დიდი ვერაფერია ვეკუა...

Posted by: anna_annuka 21 Jul 2013, 14:30
Renne
კომაროვში რა მდგომარეობაა ნეტავ?

Posted by: Renne 21 Jul 2013, 15:58
anna_annuka
სამწუხაროდ მაგაზე არაფერი ვიცი, მაგრამ ოლიმპიდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იქ უკეთესი მდგომარეობაა, არა მარტო ფიზიკა-მათემატიკაში, უცხო ენებში და ზოგიერთ ჰუმანიტარულ საგნშიც კი.

Posted by: Natalia23 22 Jul 2013, 10:04
ნიუტონის სკოლა არ ყოფილა ბენდუქიძის გაკეთებული სკოლა სამწუხაროდ..
ეს და კიდევ ბევრი რამ მაფიქრებს, რომ როგორც მინიმუმ 2-3 წელი სკოლა რაღაც გაურკვეველ მდგომარეობაშ იქნება.

იქნებ ვინმემ მირჩიოთ საბურთალოზე კერძო სკოლა. დავიტანჯე უკვე!

Posted by: fermina 22 Jul 2013, 11:51
Natalia23
პირადად ბენდუქიძის "გაკეთებული" არ არის (გააჩნია რას ვგულისხმობთ ამ სიტყვის მიღმა), თუმცა იგივე მენეჯმენტია, რაც თავისუფალ უნივერსიტეტში.

თვითონაც არ ელოდნენ ამხელა ინტერესს და ბევრი დატოვეს უკმაყოფილო. ფბ-ზე მთელი ამბავია ატეხილი.

Posted by: anna_annuka 22 Jul 2013, 14:18
ნიუტონის სკოლაში ყველა კლასია გახსნილი? საინტერესოა დამამთავრებელ კლასებში რა პროგრამას სთავაზობენ?

Posted by: Natalia23 24 Jul 2013, 09:41
fermina

არც ბენდუქიძის გაკეთებულია და არც მისი ხელი არ ურევია მაგ სკოლაში. გეთანხმებით, რომ აჟიოტაჟია ატეხილი, მაგრამ მგონი ჯერ არაფერი შემოუთავაზებიათ მშობლებისთვის "აჟიოტაჟის ასატეხი" - მასწავლებლებიც არ ყავთ აყვანილი. როგორც ყოველთვის, თბილისურმა საზოგადოებამ ბენდუქიძის სახელი დაიხვია ხელზე და აჟიტირებულია..

რაც შეეხება იმას, რომ არ ელოდნენ ამხელა ნაკადს, დიახ, ეს ასეა, რადგან სკოლის გახსნამდე სხვა კერძო სკოლებს სთავაზობდნენ "თანამშრომლობას" და "გაერთიანებას".

მართალი გითხრათ, ამ სკოლაში ვაპირებდი ბავშვის გადაყვანას, ჩემმა გასაუბრებაც გაიარა, მაგრამ არა მგონია საბოლოოდ მანდ მივიყვანო - დაველოდები რას შემომთავაზებენ, როგორ მასწავლებლებს და ა.შ. და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას.

Posted by: mta 26 Jul 2013, 12:48
QUOTE
თბილისურმა საზოგადოებამ ბენდუქიძის სახელი დაიხვია ხელზე
და მიშასიsmile.gif
Natalia23

Posted by: Enjey 26 Jul 2013, 17:21
Natalia23
QUOTE
არც ბენდუქიძის გაკეთებულია და არც მისი ხელი არ ურევია მაგ სკოლაში.

ანუ ცოდნის ფონდის მიერ არაა დაფუძნებული?

მასწავლებლების ნაწილი მიღებულია და საიტზე დევს ინფორმაცია მათ შესახებ.

mta
QUOTE

QUOTE
თბილისურმა საზოგადოებამ ბენდუქიძის სახელი დაიხვია ხელზე
და მიშასი
Natalia23


ბენდუქიძე და მიშა კი არა-თავისუფალი უნივერსიტეტის წარმატების გამო ატყდა ეს აჟიოტაჟი და შედარებით დაბალი ფასის გამო.
სხვათაშორის დამსახურებულადაც.

Posted by: ნინა 7 Aug 2013, 19:55
თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა მიიღოს კარგი მუსიკალური განათლება, არ გამოტოვოთ სასწავლო მუსიკალური სტუდია "ბგერებთან ერთად"
http://stumari.ge/sascavlebeli/
საბუთების მიღება დაწყებულია
კონტაქტი:
218 33 47
595 355846


Posted by: levani---1 10 Sep 2013, 22:00
სათითაოდ რომ არ ვეძებო სად ვნახო რომელ კერძო სკოლაშია დაწყებული სწავლა? ზოგან როდის იწყება ზოგან როდის?

Posted by: Natalia23 26 Sep 2013, 11:33
Enjey

კმაყოფილი ხართ სკოლით? smile.gif

Posted by: Enjey 29 Sep 2013, 17:20
Natalia23

ჯერ ერთი კვირაა რაც დაიწყეს სიარული.
ტრანსპორტირების პრობლემები ჩემთვის მოსალოდნელი იყო და აზრს არ მიცვლის,
სხვა მხრივ ჯერ ვერ შევაფასებ.

Posted by: sava062 29 Sep 2013, 19:04
სწავლა რატომ შეწყდა ნიუტონის სკოლაში იცით ვინმემ?

Posted by: fermina 29 Sep 2013, 20:00
sava062

ასე აგვიხსნეს რომ მხოლოდ ერთი კვირით, რომ ლოჯისტიკური პრობლემების გამო. ვცდილობ გაგებით მოვეკიდო. სავარაუდოდ მიზეზი ის არის, რომ გათვალისწინებულზე ბევრად მეტი ბავშვი მიიღეს მსურველების ძალიან დიდი რაოდენობის და მათი თხოვნების საფუძველზე. უნდა გაეთვალათ, რაზე ეყოფოდათ რესურსი. ტრანსპორტირებასა და კვების მხრივ ჰქონდათ პრობლემები.

სხვა მხრივ რა ვთქვა, გაკვეთილების/სწავლის ხარისხით ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი შვილი, ჯერ სულ 4 დღე იარა თუმცა... მეც დღის ბოლოს გაზიარებული და მოყოლილის მიხედვით ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დამრჩენია.

Posted by: sava062 30 Sep 2013, 23:39
fermina

ოკ, გასაგებია. მადლობა. რომელ კლასშია თქვენი შვილი?

Posted by: fermina 5 Oct 2013, 09:26
sava062

მე-10 კლასშია.

Posted by: sava062 9 Oct 2013, 22:00
fermina

აბა, როგორაა საქმეები, დალაგდით?

Posted by: fermina 15 Oct 2013, 18:06
sava062

კი, დაიწყო სწავლა, ნორმალურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ნუ მცირე ხარვეზები არის, ძირითადად კვებასთან დაკავშირებული. ტრანსპორტირების პრობლემა მოგვარდა.

Posted by: Bohoo 6 Nov 2013, 13:55
გამარჯობათ,

შემდეგ წელს მიმყავს ბავშვი სკოლაში.. გთხოვთ მირჩიეთ სკოლა 3500 ლარის ფარგლებში..სწავლა რომ იყოს ძალიან კარგი.

მე თვითონ ვიყავი დიდი-დიღომის საპატრიარქო სკოლაში, მწვანე სკოლაში, "აია-გესს"-ში და ეგზიუპერის სკოლაში.

"აია-გესსი" ძალიან მიქეს, მაგრამ ცოტა შორია... მწვანე სკოლა დათვალიერებით და გასაუბრებით მომეწონა, თუმცა რამდენად გაძლიერებული სწავლა ამაში დარწმუნებული არ ვარ.

გთხოვთ მირჩიეთ

Posted by: abes777 6 Nov 2013, 15:25
Bohoo
ალბიონი .

Posted by: Bohoo 6 Nov 2013, 15:56
ალბიონი ძალიან შორია დიდი დიღმიდან უნდა ვიაროთ sad.gif

Posted by: mta 7 Nov 2013, 14:23
Enjey
ბენდუქიძე და მიშა კი არა-თავისუფალი უნივერსიტეტის წარმატების გამო ატყდა ეს აჟიოტაჟი და შედარებით დაბალი ფასის გამო
თავისუფალი უნივერსიტეტის წარმატება მანამდეც 1 ადგილზე იყო სანამ ბენდო იყიდდა, აღარ გვახსოვს იესემი? დაბალი ფასი? სასაცილოა, როცა დამატებითი გადასახადებია ყველაფერში smile.gif

Posted by: anna_annuka 9 Nov 2013, 19:23
და რას სთავაზობს მშობელს ნიუტონის სკოლა? ვერაფრით ვერ მივხვდი რა აქვთ განსხვავებული და საინტერესო?

Posted by: sofunia 9 Nov 2013, 19:26
ვისაც დაგყავთ ნიუტონში ბავშვი მაინტერესებს როგორი კმაყოფილები ხართ?



Posted by: Enjey 10 Nov 2013, 01:15
Bohoo
ბაქსვუდი

anna_annuka
თეორიულად ბევრ რამეს სთავაზობდა smile.gif

პრაკტიკაში - შევამოწმებთ... სტარტი ვერ არის მთლად კარგი....
[/b]
[b]sofunia
QUOTE
ვისაც დაგყავთ ნიუტონში ბავშვი მაინტერესებს როგორი კმაყოფილები ხართ?
თებერვლამდე მაგ კითხვაზე პასუხს თავს ვარიდებ smile.gif

Posted by: iak-092 10 Nov 2013, 12:50
Buckswood School ამაზე მაგარი სკოლა საქ-ში მგონი არ არსებობს smile.gif

Posted by: anna_annuka 10 Nov 2013, 15:06
iak-092 გემოვნება სადაო თემაა ხომ იცით... ზოგი ბენდუქიძის სკოლას ადიდებს, ზოგი ამერიკულ აკადემიას ან ბრიტანულს, ბევრი ამბობს, რომ კიკეთის სკოლისნაირი მაგარი ჯერ არაფერი უნახავთ. smile.gif smile.gif

Posted by: mta 12 Nov 2013, 13:24
Bohoo
შემდეგ წელს მიმყავს ბავშვი სკოლაში.. გთხოვთ მირჩიეთ სკოლა 3500 ლარის ფარგლებში..სწავლა რომ იყოს ძალიან კარგი.

წმ. გიორგის სკოლა

Posted by: fermina 12 Nov 2013, 18:21
QUOTE
ვისაც დაგყავთ ნიუტონში ბავშვი მაინტერესებს როგორი კმაყოფილები ხართ?


მე და კმაყოფილი ვარ. უფრო სწორად, თავად ბავშვია კმაყოფილი, ბავშვი რა, უკვე მე-10 კლასელია და თავად აქვს შეფასების უნარი უკვე.

ნუ რაც შეეხება საჯარო სკოლას, შედარებაც არ შეიძლებაო.

თავიდან იყო ლოჯისტიკური პრობლემები, რომლებიც უკვე მოგვარდა.

ფასი არის ძალიან მისაღები. ჩემს მეგობარს დაყავს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში და პირველკლასელი ბავშვის სწავლაში თვეში 700 ლარს იხდის. ამაზე ძვირიანი სკოლებიც არსებობს.

დაწყებითი კლასები არ ვიცი როგორია.

რაც მოსწონს ბავშვს, ეს არის მასწავლებლები, საინტერესო საგნები, როგორიცაა ეკონომიკა, სამართალი, სამოქალაქო განათლება, რომლებიც სხვაგან არ ისწავლება და თუ ისწავლება, ძალიან ზედაპირულად. აქ საკმაოდ საფუძვლიანად და საინტერესოდ ასწავლიან. თან პრე-ტესტების საფუძველზე, ხარვეზების ამოსაქაჩად გაძლიერებული და გახანგრძლივებული სწავლება აქვთ, ძალიან რთული კი არის 6 საათამდე სკოლაში ყოფნა გაკვეთილებზე, მაგრამ სკოლის სასარგებლოდ მეტყველებს ეს ინიციატივა.

Posted by: Lile_da_luka 5 Dec 2013, 15:57
Bohoo
QUOTE
მე თვითონ ვიყავი დიდი-დიღომის საპატრიარქო სკოლაში, მწვანე სკოლაში, "აია-გესს"-ში და ეგზიუპერის სკოლაში.



დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ მწვანე სკოლაში ცხვირი არ შეყო biggrin.gif დაგაბოლებენ და თუ შენი თვალით არ გადაამოწმე შეფუთულ-შელამაზებული აქვთ.
ტუალეტებში შეიხედე განსაკუთრებით. კოკა-კოლა ჩიფსებით ხეთქავენ ბავშვებს მწვანეები

Posted by: nini0312 17 Jan 2014, 15:16
გამარჯობათ მეგობრებო.. ნიუტონის სკოლაძე რას მეტყვით? მე მწიგნობართუხუცესში დამყავსდა სხვაგან მინდა გადაყვანა, მაგრამ აი სად?... ეს უკვე რთული თემაა, მეშინია უარესგან არ შევიყვანო.. სწავლის დონე, ეს უპირველესი უნდა იყოს და მერე დანარჩენი.. ნიუტონის სკოლამ დამაინტერესა, თუ ვინმეს დაგყავთ ძალიან გთხოვთ მომაწოდოთ რაიმე ინფორმაცია.. გმადლობთ..

Posted by: Lady_Bird 20 Jan 2014, 12:36
ნიუტონში ვისაც დაგყავთ ბავშვი, იქნებ შთაბეჭდილებები გაგვიზიაროთ მაღალ კლასებთან დაკავშირებით.

Posted by: DOLPHIN 20 Jan 2014, 13:59
ვინმეს თუ დაგყავთ ანიZ-ში ?

Posted by: una_tunaa 28 Jan 2014, 14:28
მეც მაინტერესებს ანიZ–ის ამბები. და ამ ბოლო წლებში რომელ კერძო სკოლას მირჩევდით?

Posted by: mattildaa 10 Feb 2014, 12:22
წიგნობარზე თქვით რა ვისაც შეხება გაქვთ

Posted by: DOLPHIN 12 Feb 2014, 15:57
una_tunaa
QUOTE
მეც მაინტერესებს  ანიZ–ის ამბები.

ვიყავი მისული და მგონი გადავწყვიტე (ტერიტორიული უპირატესობიდან, ფასიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, თორემ შენობა ჩვეულებრივი საჯაროო სკოლისაა).

Posted by: AGN 4 Mar 2014, 13:15

QUOTE
QUOTE
ვისაც დაგყავთ ნიუტონში ბავშვი მაინტერესებს როგორი კმაყოფილები ხართ?
თებერვლამდე მაგ კითხვაზე პასუხს თავს ვარიდებ

Enjey
გამარჯობა, შეგიძლია გვითხრა თუ კმაყოფილი ხარ?

Posted by: Enjey 5 Mar 2014, 21:14
AGN

QUOTE
Enjey
გამარჯობა, შეგიძლია გვითხრა თუ კმაყოფილი ხარ?


კი, კმაყოფილი ვარ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ცვლილებას ველოდები და იმედი მაქვს გაცილებით უკეთესი იქნება. (სწავლის დონეც)
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემთვის-მასწავლებლების შეცვლას არ ერიდებიან, როდესაც ატყობენ რომ შესაცვლელია.
თან ჩემი გემოვნება ამ საკითხში, როგორც ჩანს, სკოლის ადმინისტრაციისას ემთხვევა smile.gif

თუმცა ვისთვისაც დალაგებული სიტუაცია, ჩამოყალიბებული, დეტალურად გათვლილი წვრილმანებიც კი (ტრანსპორტი, კვება.... ), სუფთა ჰაერი და სიმშვიდე ურჩევნია
მათთვის ბაქსვუდი აჯობებს.
კიდევ საინტერესო ღონისძიებები და გართობა გამომრჩა smile.gif

Posted by: AGN 6 Mar 2014, 11:20
Enjey
ბაქსვუდის სკოლა მეც მომწონს, მაგრამ გადასახადი ბევრად მეტია, ვიდრე ნიუტონის სკოლაში.. აქ 3000 ლარია ტრანსპორტირების ჩათვლით, ხომ? თუ მეშლება?
და ტრანსპორტირება და კვებაზე რა ხდება?

Posted by: Enjey 6 Mar 2014, 14:25
AGN
ტრანსპორტირების გარეშეა 3000, +700-800 ტრანსპორტირება.
VI კლასის მერე კვებაც არ შედის, და ბოლო 2 თუ 3 კლასი 3500 ლარია.
სანამ ჩემი მიაღწევს მაგ დრომდე, იმედია რამე შიცვლება, თორემ სასადილოს ფასები საბურთალოს კაფეებისას არ ჩამოუვარდება smile.gif
სახელმძღვანელოები არ შედის, ფორმა არ აქვს სკოლას.
ექსკურსიები და ა.შ. არ შედის და არც სთავაზობს სკოლა ამ მომსახურებას სამწუხაროდ :/

ბაქსვუდი მეტი ღირს, მაგრამ ფორმა, წიგნები და ექსკურსიები-რომლებიც საკმაოდ მრავლადაა შედის თანხაში.
კვებაც გაცილებით უკეთესია და ყველა კლასისთვისაა განკუთვნილი. შენობა, კლასები და დარბაზებიც უკეთესია.
სტადიონები <3 და ეზო.
VI კლასის ზემოთ, ნიუტონს კვებასაც თუ დაუმატებთ, გადააჭარბებს კიდეც ბაქსვუდს.

მოკლედ, ნიუტონში მომავლის იმედით უნდა მოხვიდეთ, თორემ ამ სიტუაციით ჯერ-ჯერობით ბაქსვუდი გაცილებით უკეთესია.
მერე ვნახოთ wink.gif


Posted by: AGN 6 Mar 2014, 15:26
Enjey
დიიიდი მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: B & B 17 Mar 2014, 01:33
nini0312
QUOTE
მე მწიგნობართუხუცესში დამყავსდა სხვაგან მინდა გადაყვანა,


რატომ?
მე პირიქით მწიგნობართუხუცესში ვაპირებდი გადმოყვანას და რამე ისეთი პრობლემაა?! ანუ სკოლას აქვს რამე პრობლემა (სწავლება, რეჟიმი, კვება და ა.შ.) თუ თქვენი პირადი საჭიროებიდან გამომდინარე?

* * *
sava062

გამარჯობათ, მაინტერესებს თქვენი პირობები ხომ არ იცვლება მომავალი სასწავლო წლიდან? ანუ:
1 - ხომ არ აპირებთ თბილისში ჩამოსვლას;
2 - ფასი;
3 - დროები.
4 - სხვა დამატებითი კითხვებისათვის და ადგილზე ვითარების უკეთ გაცნობისათვის როდისაა მოსახერხებელი სკოლაში ვიზიტი?


Enjey
მე როგორც მივხვდი (ყველა პოსტის წაკითხვა დამეზარა) თქვენ ბაქსვუდში შეიყვანეთ ბავშვი. კამყოფილი ხართ?

Posted by: Enjey 18 Mar 2014, 15:17
B & B
QUOTE

Enjey
მე როგორც მივხვდი (ყველა პოსტის წაკითხვა დამეზარა) თქვენ ბაქსვუდში შეიყვანეთ ბავშვი. კამყოფილი ხართ?


ბაქსვუდში შევიყვანე, 3 წელი იარა და მერე შევიცვალეთ სკოლა.
კმაყოფილი ვიყავი, ახლაც მშურს ფეისბუქზე საინტერესო რაღაცეებს რომ აშეარებენ biggrin.gif
ვფიქრობ რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე იმ დროისათვის.

Posted by: sava062 18 Mar 2014, 22:45
B & B
QUOTE
გამარჯობათ, მაინტერესებს თქვენი პირობები ხომ არ იცვლება მომავალი სასწავლო წლიდან? ანუ:
1 - ხომ არ აპირებთ თბილისში ჩამოსვლას;
2 - ფასი;
3 - დროები.
4 - სხვა დამატებითი კითხვებისათვის და ადგილზე ვითარების უკეთ გაცნობისათვის როდისაა მოსახერხებელი სკოლაში ვიზიტი?


1. თბილისში არ ჩავდივართ;
2. 1980 ფუნტი - შედის ტრანსპორტირება, კვება, სკოლის ფორმა, სპორტული ფორმა, სახელმძღვანელოები, თემატური ექსკურსიები;
3. 9:30-17:00
4. შაბათს, 22 მარტს გვაქვს ღია კარის დღე, მაგრამ მხოლოდ 3 ადგილი გვაქვს დარჩენილი პირველ კლასში.


Enjey

:*

Posted by: B & B 19 Mar 2014, 00:10
პირველ რიგში დიდი მადლობა ორივეს პასუხისათვის.
შემდეგ დავაზუსტოთ:

Enjey:
QUOTE
3 წელი იარა და მერე შევიცვალეთ სკოლა.


რატომ? სკოლის მიზეზით თუ თქვენი მიზეზით?


sava062
QUOTE
შაბათს, 22 მარტს გვაქვს ღია კარის დღე, მაგრამ მხოლოდ 3 ადგილი გვაქვს დარჩენილი პირველ კლასში.


ამჟამად მეორეში დადის. შესაბამისად სექტემბრიდან (მესამე კლასიდან) ვფიქრობ სკოლის შეცვლას. იქნება ადგილი? შაბათის ღონისძიება მეხება თუ მხოლოდ პირველკლასელთათვის არის?

Posted by: sava062 20 Mar 2014, 00:29
B & B

ამ შემთხვევაში შაბათის ღონისძიება თქვენ არ გეხებათ. 577 992 993 ცხელი ხაზის ნომერია, დაურეკეთ და შეუთანხმდით სკოლაში ვიზიტზე ან ტელეფონით გაესაუბრეთ...

Posted by: SandroMoreira 21 Mar 2014, 19:09
ზალდასტანიშვილის ქართულ–ამერიკული

თანაც მიღებაა მემგონი ეხლა.


საუკეთესოა საქართველოში imho

Posted by: ninobino 22 Mar 2014, 15:03

QUOTE
ზალდასტანიშვილის ქართულ–ამერიკული

თანაც მიღებაა მემგონი ეხლა.


საუკეთესოა საქართველოში imho



მეც ასე ვფიქრობ...

Posted by: Enjey 22 Mar 2014, 18:33
SandroMoreira
ლისზე? მანდ მარტო მაღალი კლასებია...
თან 19000 ლარად უნდა იყოს კიდეც საუკეთესო smile.gif

B & B
QUOTE
რატომ? სკოლის მიზეზით თუ თქვენი მიზეზით?

ორივეს მიზეზით smile.gif

Posted by: SandroMoreira 22 Mar 2014, 20:13
Enjey
კი.
ჰო,მეცხრე კლასიდანაა მიღება.

Posted by: mta 24 Mar 2014, 12:01
წმ. გიორგის სკოლა ფასითაც და ხარისხითაც.... up.gif

Posted by: Mika Argentine 25 Mar 2014, 14:34
"ნიუ სქულზე" (ბაგები) თუ გსმენიათ რაიმე? იქნებ დაწეროთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ სკოლას?

მადლობა წინასწარ.

Posted by: M-a-k-u-n-a 29 Mar 2014, 17:06
გამარჯობა

გადავიკითხე რა 63 გვერდი აბსოლიტური დასკვნა ვერ გამოვიტანე რომელი სკოლაა კარგი, რომელი ცუდი smile.gif და კიდევ იმდენ სკოლაზე წერია, რომ სულ დავიბენი.
ბავშვი მარტში გახდა 5 ის და ვიფიქრე სექტემბრიდან მოსამზადებელზე მივიყვან თქო.
მწიგნობართუხუცესის ახალი ფილიალი რომ გაიხსნა ნუცუბიძის პლატოზე იქ აპირებენ მოსამზადებლის დამატებას და ფასიც 3000 ლარია, და ცურვაც შედის (ცურვა მნიშვნელოვანია, რადგან დამყავს ბავშვი ცურვაზე და მინდა რომ სკოლის ფასში ჩავჯდე)

რას მეტყვით
მწიგნობართუხუცესზე??

ან ზოგადად, რომელ სკოლოს მირჩევთ და კონკრეტულად მითხარით მიზეზი რატომ
თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს smile.gif
მადლობ

Posted by: ditosdeda 2 Apr 2014, 14:35
[QUOTE=M-a-k-u-n-a,29 Mar 2014, 17:06 ]გამარჯობა

გადავიკითხე რა 63 გვერდი აბსოლიტური დასკვნა ვერ გამოვიტანე რომელი სკოლაა კარგი, რომელი ცუდი smile.gif და კიდევ იმდენ სკოლაზე წერია, რომ სულ დავიბენი.
ბავშვი მარტში გახდა 5 ის და ვიფიქრე სექტემბრიდან მოსამზადებელზე მივიყვან თქო.
მწიგნობართუხუცესის ახალი ფილიალი რომ გაიხსნა ნუცუბიძის პლატოზე იქ აპირებენ მოსამზადებლის დამატებას და ფასიც 3000 ლარია, და ცურვაც შედის (ცურვა მნიშვნელოვანია, რადგან დამყავს ბავშვი ცურვაზე და მინდა რომ სკოლის ფასში ჩავჯდე)

რას მეტყვით
მწიგნობართუხუცესზე??

ან ზოგადად, რომელ სკოლოს მირჩევთ და კონკრეტულად მითხარით მიზეზი რატომ
თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს smile.gif
მადლობ mec igive mainteresebssssssss da saduni miqes da daceret ra vinmes tu dagyavt ra situaciaa

Posted by: aktrisa25 5 Apr 2014, 22:06
დედოფალ ვიქტორიას ბრიტანული საერთაშორისო სკოლა. Queen Victoria British International School.
სწავლა მიმდინარეობს ბრიტანული პროგრამით ინგლისურ ენაზე, ჰყავთ ქართველი, ბრიტანელი და ამერიკელი პედაგოგები.
პირველ კლასს ასრულებს ჩემი შვილი და ბავშვს დიდი პროგრესი აქვს ყველა მიმართულებით.
https://www.facebook.com/QueenVictoriaBritishInternationalSchool
http://www.qvschool.ge
(995 32) 2 381 441

Posted by: masha 11 Apr 2014, 11:50
aktrisa25
საიტი, როგორც ჩანს, დამუშავების პროცესშია
სად არის ეგ სკოლა
და გადასახადი რამდენია?
გადაყვანა შეიძლება სხვა სკოლიდან?

Posted by: masha 11 Apr 2014, 11:51
--------------------------------------

Posted by: aktrisa25 11 Apr 2014, 22:53
QUOTE (masha @ 11 Apr 2014, 11:50 )
aktrisa25
საიტი, როგორც ჩანს, დამუშავების პროცესშია
სად არის ეგ სკოლა
და გადასახადი რამდენია?
გადაყვანა შეიძლება სხვა სკოლიდან?

masha
ახლა გადადიან ახალ შენობაში ჯიქიას 5-ში, მაგთის ოფისის გვერდზე, გადაყვანა შეიძლება სხვა სკოლიდან გარდა მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლისა. გადასახადი 5500 ლარია წელიწადში

Posted by: mta 12 Apr 2014, 19:16
იხსნება 3 ახალი სკოლა 1 თბილისში ბრიტანულ,ამერიკულ ტრადიციებზე დაფუძნებული მეფე არტურის სახელობის, პედაგოგები ლორდთა პალატიდან,სწავლა ავტომატურად გრძელდება ჰარვარდში, ოქსფორდში... ვიძლევით ყველანაირ სერთიფიკატს. მეორე სკოლა - იორმუღანლოში - ცხვრის პარსვა,გომურის გამოხვეტვა ,მაღალი საზოგადოების შვილთა კლასებით , აგრეთვე პასკალ-ლომონოსოვის სახელობის ზესკოლა, დაამთავრებ- მინიმუმ მუსხელიშვილი ხარ. სამივე სკოლას აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი ,,სნობი".

Posted by: masha 12 Apr 2014, 21:26
aktrisa25
მადლობა დიდი.mta
mta
QUOTE
აგრეთვე პასკალ-ლომონოსოვის სახელობის ზესკოლა, დაამთავრებ- მინიმუმ მუსხელიშვილი ხარ. სამივე სკოლას აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი ,,სნობი".

მგონი მართლა არის დღეს საქართველოში რამოდენიმე მართლა კარგი სკოლა,
ესაა, ვის როგორ მიუწვდება ხელი.

Posted by: tako44 13 Apr 2014, 00:31
QUOTE (masha @ 12 Apr 2014, 21:26 )
aktrisa25
მადლობა დიდი.mta
mta
QUOTE
აგრეთვე პასკალ-ლომონოსოვის სახელობის ზესკოლა, დაამთავრებ- მინიმუმ მუსხელიშვილი ხარ. სამივე სკოლას აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი ,,სნობი".

მგონი მართლა არის დღეს საქართველოში რამოდენიმე მართლა კარგი სკოლა,
ესაა, ვის როგორ მიუწვდება ხელი.

ზალდასტანიშვილი პირველ რიგში.დღეს კიდევ ერტხელ მომიწია მანდ მისვლა და თუ ოდესმე მექნება შესაძლებლობა, მანდ ივლის ჩემი შვილი:-)

Posted by: Ak_a 13 Apr 2014, 12:47
http://newschoolgeorgia.com/

ამით ყველაფერი ნათქვამია

Posted by: nini-474 25 Apr 2014, 16:26
გამარჯობათ, ერთი მეხუთე კლასში გადადის, მეორე პირველ კლასში შედის. გადავატრიალე ინტერნეტი და ვერ შევარჩიე კერძო სკოლა, რომელშიც ორივე ივლის. სადაც დავრეკე ხან პირველ კლასსში არაა ადგილი და ხან მეხუთეში. ახალი სკოლა რომ გაიხსნა მაინტერესებს რა ხდება მაგ სკოლაში და წმ. გიორგის სახელობის სკოლა რომ არის ეგეც. იქნებ მირჩიოთ კიდევ სხვა რომელიმე სკოლა გარდა ბაქსვუდი და ევროპული სკოლის. მათი პირობები ვიცი

Posted by: aktrisa25 25 Apr 2014, 23:31
nini-474
დედოფალ ვიქტორიას ბრიტანული საერთაშორისო სკოლა გეპატიჟებათ ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება 3 მაისს, შაბათს 14:00 საათზე.
მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩა №5. (მაგთის ოფისის გვერდით)

Posted by: tatako07 25 Apr 2014, 23:44
aktrisa25
ჩემი შვილი მაგ სკოლაში დადის და ძალიან კმაყოფილი ვარ

* * *
აქ შეგიძლიათ ნახოთ ფბ-ზე
https://www.facebook.com/QueenVictoriaBritishInternationalSchool

Posted by: mta 28 Apr 2014, 22:37
წმ.გიორგის სკოლა https://www.facebook.com/cmindagiorgisskola?ref=hl

Posted by: marija 7 May 2014, 12:25
გამარჯობა, ძალიან გთხოვთ, იქნებ მომწეროთ კერძო სკოლა (3 ათასი ლარის ფარგლებში), სადაც უპირატესობა ენიჭება გერმანულ ენას. ან ზოგადად თქვერნ რომელ კერძო სკოლაში აპირებთ მიყვანას, ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ თქვენი რჩევებით. გმადლობთ
* * *
ანი-ცეტში რა ღირს სწავლება ხომ არიცით წელს?

Posted by: World maps 7 May 2014, 15:54
მოგესალმებით, ბავშვისთვის შევარჩიე სკოლა პანსიონატი მთეები https://www.facebook.com/pages/Ib-Mthiebi-Ib-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/187859277922756 ... ტრანსპორტი ემსახურება და 6 საათამდე არიან კვება მეცადინება ყველაფერიშედის გადასახადი 4000 ლარია წეიწადში,წმინდა გიორგის სკოლას აქებენ ხომ არ იცით რამდენია გადასახადი? ან რამე სხვა ს ხომ არ მირჩევთ სკოლა პანსიონატს 3000-4000 ლარის ფარგლებში?

Posted by: marija 14 May 2014, 13:45
გამარჯობა, ქორალში ან საქართველოს უნივერსიტეტის საშულო სკოლაშI, სააკაძის მოედანთან ვინმეს თუ დაგყავთ ბავშვი, შეგიძლიათ აზრი გამიზიაროთ?

Posted by: mta 17 May 2014, 11:27
World maps

QUOTE
წმინდა გიორგის სკოლას აქებენ ხომ არ იცით რამდენია გადასახადი?

3500 ლარიდან, პაკეტს გააჩნია. https://www.facebook.com/cmindagiorgisskola?ref=hl
599778733. 2912840.

Posted by: savarcxeli 20 May 2014, 10:05
ნუთუ დღეს საჯარო სკოლებში ისეთი სიტუაციაა, რომ ბავშვის შეყვანა კერძო სკოლაში უნდა ვიფიქრო? არ ვარ საქართველოში და არ ვიცი. დიდ დიღომში თუ იცის ვინმემ ნორმალური კერძო სკოლა?

Posted by: lao 20 May 2014, 18:59
ანტუან დე სენტ ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლაზე ხომ არ იცის ვიმემ რამე?

Posted by: anastasia2305 21 May 2014, 10:49
ვისაც დაყავს ბავშვი სკოლა გერ-გეტში, წერეთელზე, კმაყოფილები ხართ? რა აზრის ხართ ამ სკოლაზე?

Posted by: baso 3 Sep 2014, 17:22
http://www.qvschool.ge საიტით თუ ვიმსჯელებთ მე მანდ ბავშვს არ წავიყვანდი sad.gif

Posted by: Mak0 8 Sep 2014, 18:09
ხომ არ იცით რომელ კერძო სკოლებში ისწავლება იტალიური ენა?

Posted by: sava062 8 Sep 2014, 18:12
Mak0

იტალური სკოლაში, http://www.italianschool.ge.

Posted by: Mak0 9 Sep 2014, 00:52
sava062

ეგ რა თქმა უნდა.. biggrin.gif სხვა რეკძო სკოლები მაინტერესებს, იტალიური რომ არ ერქვას ისეთი.. biggrin.gif

Posted by: გობალა 9 Sep 2014, 13:23
დიდ დიღომშI რომ საპატრიარქოს სკოლაა, წმინდა ექვთიმე და გიორგის სახელობის, მანდ რა სიტუაციაა?

Posted by: tuta_tuta 24 Sep 2014, 12:49
გამარჯობათ

მაინტერესებს ამ სკოლებთან მიმართებაში თუ აქვს ვინმეს რაიმე გამოცდილება, როგორი დონის სწავლაა და სიტუაცია. რომელი ჯობია.

1. ბაქსვუდი
2. მწიგნობარი
3. ქართულ - ამერიკული
4. ნიუტონი

Posted by: barkiaroki 26 Sep 2014, 12:38
QUOTE (baso @ 3 Sep 2014, 17:22 )
http://www.qvschool.ge საიტით თუ ვიმსჯელებთ მე მანდ ბავშვს არ წავიყვანდი sad.gif

გეთანხმებით 100 % ... საიტი კი თავისთავად განმსაზღვრელია პირველი შთაბეჭდილებისთვის ..

Posted by: barkiaroki 9 Dec 2014, 17:14
GLC -სკოლაზე რამე გამოცდილების გაზიარება ხომ არ შეგიძიათ ვინმეს? (ნუცუბიძის ქუჩის ბოლოშია .. ყოფილი ESM)

madloba

Posted by: barkiaroki 10 Dec 2014, 23:32
არავის გსმენიათ ამ GLC სკოლაზე?

Posted by: medea13 16 Jan 2015, 15:08
ნიუტონის სკოლაში ინგლისური ენის სწავლებთ რამდენად კამყოფილი ხართ? კლასში რამდენი მოსწავლეა, ინგლისურზე იყოფიან? ხო არ იცით ისეთი კერძო სკოლა ინგლისურზე კლასი რომ იყოფოდეს?

Posted by: lika_law 26 Jan 2015, 14:38
კერძო სკოლები 5 წლისას, რომელიც ოქტომბერში გახდება 6-ის მიიღებენ მომავალი სასწავლო წლისთვის თუ იცით? ზოგმა - კიო, მაგრამ დასაზუსტებელია, ზოგმა - არაო, ზოგს ისეთი ფასი აქვს ვერც რაიმეს საკითხავად მიეკარები და თუ გაქვთ ვინმეს ინფო კონკრეტულად რომელიმე სკოლაზე რომ იღებდნენ ასეთ ბავშვებს?..

Posted by: sava062 26 Jan 2015, 14:58
lika_law

ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად სწავლის დაწყების მომენტისთვის უნდა იყოს 6 წლის.

Posted by: lika_law 27 Jan 2015, 13:02
მოსამზადებელი კლასები ე.წ. პრესქულები არის სადმე თუ იცით?

Posted by: ai-t-ai 28 Jan 2015, 13:59
lika_law

თითქმის ყველა კერძო სკოლას აქვს.

Posted by: zedka 30 Jan 2015, 17:03
medea13

ბაქსვუდში იყოფიან 3 ჯგუფად . დონეების მიხედვით .ადრე ესე იყო

Posted by: ტრეზორა 18 Feb 2015, 04:06
მივმართავ ნიუტონის სკოლას ეხლა რომ ხართ შენობაში ეგ ჩემი სკოლა იყო 125-ე საშუალო სკოლა და უკანონოდ გაქვთ მითვისებული სკოლის შენობა წადით და სხვა შენობაში გადადით ჩემს უბანს ნუცუბიძის პირველ პლატოს დაუბრუნეთ კუთვნილი სკოლის შენობა და კატეგორიულად მოვითხოვ აღდგეს 125-ე საჯარო სკოლა

არ მაენტერესებს ადრე თუ გვიან მაქედან წასვლა მოგიწევთ !!! პლატოელებს მაგრად არ გვევასებით ნიუტონის მოსწავლეები

კახა ლომაიას თავპირი აქვს დასალეწი ჩემს უბანს კუთვნილი სკოლა რომ წაართვა და რაღაც გროშებად რომ მიჰყიდა გასივებულ კახა ბენდუქიძეს და ჩემი უბნის ბავშვებს კილომეტრებით დაშორებულ სხვა სკოლებში დადიან და ათასი ტრანსპორტის გამოცვლა უჭირთ როცა ერთ დროს უბანს ჰქონდა საკუთარი სკოლა რომელიც მანძილი მაქსიმუმ 150 მეტრიიყო ეხლა კილომეტრების გავლა უწევთ .

სხვა შენობები დაილია ხოდა წაეთრიოს ნიუტონის სკოლა სხვაგან !!! მაგრად არ მევასებით და მძულხართ და მეზიზღებით


P.S. განაწყენებული პირველ პლატოელი

ისე ცნობისთვის 125-ე სკოლა დამთავრებული აქვს ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს და მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს

Posted by: guriaaa 9 Apr 2015, 19:27
ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში რომელი კლასიდან შეიძლება ბავშვის მიყვანა? და რა ფასებია, თუ იცით გამანდეთ რაsmile.gif


მადლობა მივაგენი 19 000 ლარიყოფილა გურჯებისთვის...

Posted by: margarita7 11 Apr 2015, 01:14
17000 ლარი ღირს.მაგას ჯობს კიკეთის სკოლაში მიიყვანოთ, ეროვნულობის განცდა გექნებათ...............

Posted by: Scoorp 28 Apr 2015, 16:53
QUOTE (ტრეზორა @ 18 Feb 2015, 04:06 )
მივმართავ ნიუტონის სკოლას ეხლა რომ ხართ შენობაში ეგ ჩემი სკოლა იყო 125-ე საშუალო სკოლა და უკანონოდ გაქვთ მითვისებული სკოლის შენობა წადით და სხვა შენობაში გადადით ჩემს უბანს ნუცუბიძის პირველ პლატოს დაუბრუნეთ კუთვნილი სკოლის შენობა და კატეგორიულად მოვითხოვ აღდგეს 125-ე საჯარო სკოლა

არ მაენტერესებს ადრე თუ გვიან მაქედან წასვლა მოგიწევთ !!! პლატოელებს მაგრად არ გვევასებით ნიუტონის მოსწავლეები

კახა ლომაიას თავპირი აქვს დასალეწი ჩემს უბანს კუთვნილი სკოლა რომ წაართვა და რაღაც გროშებად რომ მიჰყიდა გასივებულ კახა ბენდუქიძეს და ჩემი უბნის ბავშვებს კილომეტრებით დაშორებულ სხვა სკოლებში დადიან და ათასი ტრანსპორტის გამოცვლა უჭირთ როცა ერთ დროს უბანს ჰქონდა საკუთარი სკოლა რომელიც მანძილი მაქსიმუმ 150 მეტრიიყო ეხლა კილომეტრების გავლა უწევთ .

სხვა შენობები დაილია ხოდა წაეთრიოს ნიუტონის სკოლა სხვაგან !!! მაგრად არ მევასებით და მძულხართ და მეზიზღებით


P.S. განაწყენებული პირველ პლატოელი

ისე ცნობისთვის 125-ე სკოლა დამთავრებული აქვს ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს და მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს

ნიუტონელემა რა დააშავეს მერე?
თუ ბავშვებს და მოსწავლეებს თხოვ სწავლას თავი დაანებონ და სად წავიდნენ? smile.gif))

გასაგებია შენი გაღიზიანების მიზეზი მაგრამ ადეკვატური პოსტი მოგეთხოვება უფრო მეტად )

სკოლამდე ხო უნივერსიტეტი იყო მანდ და მაგით დაგეწყო )))))


Posted by: guriaaa 7 May 2015, 18:44

ლისის ტბის სკოლა მაინტერესებს? ვინმეს აქვს ინფორმაცია?

Posted by: Lady_Bird 8 Jun 2015, 16:40
მოგესალმებით ყველას. ნიუტონის სკოლაზე რას იტყვით თუ ვინმეს დაგყავთ ბავშვი. რა ნაკლი და უპირატესობები აქვს რა მოგწონთ და რა არა. უფრო მაღალ კლასებში მაინტერესებს რა ხდება. როგორი სწავლაა?

Posted by: Forester 11 Jun 2015, 12:03
მოგესალმებით

ერთი არასასიამოვნო ფაქტის წინაშე დავდექი და თქვენი რჩევა მჭირდება:

ჩემი ორი შვილი სწავლობს ერთერთ კერძო სკოლაში, სადაცყოველთვიური გადასახადი იყო ორივეზე 300$, ანუ წელიწადში თითოზე 1500$-ის ექვივალენტი ლარში.

შესაბამისად კურსის არევამდე ვიხდიდი 500 ლარს თვეში ორივეზე, მერე კი კურსმა რომ აიწყვიტა ვიხდიდი 600 ლარს და ასე მაქვს გადახდილი იანვარი-თებერვლის ჩათვლით, ახლა მაქვს გადასხდელი დარჩენილი 4 თვის, დირექტორი აუცილებლად მოითხოვს ჩემგან იმდენი თანხი გადახდას, რაც საბოლოოდ 1500$-ის ექვივალენტური გამოვა ლარში.

მე ვეღარ ვქაჩავ ვერც მაგ სხვაობის და საერთოდ ბავშვებს სწავლა იმავე სკოლაში გავაგრძელებინო

ვაპირებ სკოლასთან მივაღწიო შეთანხმებას, გადავიხადო 600-600 ლარი (ნაცვლად 300$-ის ექვივალენტისა) მშვიდობიანად და გადავიყვანო ბავშვები სხვა სკოლაში.

ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს:

რა ბერკეტები აქვს სკოლას, რომ ხელი შემიშაალოს ბავშვების სკოლიდან გადაყვანაში (საბუთების გადაგზავნა და ა შ)?

აქვს თუ არა სკოლას უფლება თანხის გადაუხდელობის გამო არ გადაუგზავნოს შესაბამისი საბუთები სკოლას რომელშიც გადადიან ბავშვები?

სასამართლოს რომ შეუძლია მიმართოს ეგ ვიცი და მზად ვარ მაგისთვის

მადლობა წინასწარ, ვფიქრობ თქვენი რჩევები გამომადგება

Posted by: sava062 11 Jun 2015, 12:21
Forester

სკოლას იურიდიულად არ აქვს უფლება, რომ მოსწავლეს სწავლის უფლება შეუზღუდოს, შესაბამისად, ვალდებულია, რომ საბუთები გაგატანაოთ, მაგრამ, სავარაუდოდ, მოგთხოვთ ვალის აღიარებას ნოტარიულად.

Posted by: Forester 11 Jun 2015, 12:30
sava062
მადლობა

----------------------------

Posted by: gamura8677 16 Jul 2015, 13:19
გამარჯობათ თანაფორუმელებო,
მომავალ წელს ბავშვი მინდა შევიყვანო კერძო სკოლაში, თვეში 500-600 ლარი რომ გადავიხადო, ისეთი სკოლა მინდა რომ დილით მანქანით გამოუარონ, დაიწყოს 9-ზე და 6-მდე იყოს, იქ ამეცადინონ, წრეები იყოს, ცეკვა, სიმღერა, ხატვა, ნუ ეს დეტალებია...
ვის სად დაგყავთ, რა პირობებია, იქნებ გამარკვიოთ.
რეგისტრაცია რამდენი ხნით ადრე უნდა გავაკეთო? რა საბუთებია ამისთვის საჭირო და ა.შ.
ტერიტორილად საბურთალოზე ვცხოვრობ და ამ უბანშივე მაწყობს, თუმცა განიხილება ყველა ვარიანტი...

Posted by: კოვალსკი 16 Jul 2015, 15:04
შემეშალა.

................

Posted by: LOLZ 17 Jul 2015, 11:40
gamura8677
ეს თემა ჩაათვალიერე.

Posted by: mariooo 29 Jul 2015, 21:38
gamura8677

მეც იგივე ამბებში ვარ, ანუ მომავალ წელს შემყავს სკოლაში ჩემიც და ვეძებ ოღონდ უფრო ნაკლებ ფასიანს smile.gif) თვეში 530 ლარი ღირს წმინდა ნიკოლოზის სკოლა დიღომში ლუბლიანაზე (ეჰ არადა ჩემს სახლთან არის) და აუზიც აქვთ და როგორც ვიცი წრეებიც. ლინკს დაგიდებ და ნახე აბა. ისე ძაან კარგი ინფრასტრუქტურა აქვთ და შიგნით არ ვიცი რეალურად რა დონის სწავლაა. http://www.saintnicholasschool.ge/


Posted by: Scoorp 31 Jul 2015, 10:52
gamura8677

ნიუტონის სკოლა მემგონი ძალიან კარგი ვარიანტი იქნება თქვენთვის smile.gif)
9-დან 6-მდე

გაკვეთილების მერე იქვე ამეცადინებენ, ან წრეებზე ივლიან
ტრანსპორტითაც წაიყვანენ და მოიყვანენ
ნუ 1 წლის წინ ასე იყო და არამგონია რამე შეცვლილიყო :დ

Posted by: gamura8677 6 Aug 2015, 09:37
დავრეკე ნიუტონშI, 10-დან 6-მდე არისო, მე 10-დან არ მაწყობს, 9-დან მინდა.
წმინდა ნინოს სკოლა ვეძისში, ხომ არ იცით მაგ სკოლაზე რამე?

http://www.yell.ge/company.php?lan=geo&id=79279

ფასები გავარკვია, საკმაოდ დაბალია 2500 ლარი წლიური,
ტრანპორტიც აქვთ, კარგი წრეები.
უსაფრთხოება,
სწავლის დონე და ბავშვებისადმი ყურადღება მაინტერესებს...
თჲ ვინმეს რამე გსმენიათ იქნებ პირადში მომწეროთ და აქაც დაწეროთ....

Posted by: Gooramos 7 Aug 2015, 11:10
ამ თემაში ჩემს აზრს დავაფიქსირებ.

შეიძლება სუბიექტურად ჟღერდეს, ან შეიძლება სუბიექტური ვარ.

მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება ნიუტონის თავისუფალი სკოლა სწავლების განსხვავებული სტილის გამო.

ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალო თუ რატომ ნიუტონი.

-მასწავლებელი მოსწავლესთან ამყარებს მეგობრულ ურთიერთობას. მოსწავლე მასწავლებლის მიმართ არის პატივისცემით განწყობილი და არა შიშით(როგორც ეს ქართული სკოლების 90%-ს ახალიათებს).

-ისწავლი იმას რაც გინდა. არსებობს სკოლაში არჩევითი კლუბები - ფსიქოლოგია, პროგრამირება, დამატებითი უცხო ენები(იაპონურიდან დაწყებული, ჩინურით დამთავრებული) და სხვა სპორტული აქტივობები.

-მოსწავლის აზრს ყოველთვის ითვალისწინებს სკოლის ადმინისტრაცია. ანუ მოსწავლესაც მოეკითხება ჭკუა.

-გადასახადი პირობებთან შედარებით არ არის ძვირი - 4 200 ლარი წელიწადში. მგონი გადახდის გრაფიკის შედგენაც შესაძლებელია.


მოკლედ, ძალიან მაგარი სკოლაა და გირჩევთ, რომ ნახოთ.


Posted by: gamura8677 11 Aug 2015, 09:19
Gooramos
თავად დაგყავს ბავშვი თU იცნობ იმათ ვინც ატარებს.
მე დრო არ მაწყობს, 10-დან არისო რომ დავრეკე.

Posted by: Gooramos 28 Aug 2015, 17:07
gamura8677
ბოდიში გვიან რომ გპასუხობ. მე შვილი არ მყავს, ჩემი ბიძაშვილი დადის და ძალიან კმაყოფილია. ზოგი კლასისთვის დრო 10ზეა და ზოგისთვის უფრო ადრე. ეგ არ ვიცი

Posted by: fermina 5 Sep 2015, 15:38
სკოლას წმინდანის ან შუასაუკუნეების სოციალური ჯგუფების (რაინდთა, მხევალთა, ჩოხოსანთა და ა.შ.) სახელი რომ ქვია, უკვე დიდად სკეპტიკურად განმაწყობს და ალბათ არავითარ შემთხვევაში არ მივიყვანდი შვილს.

Posted by: mta 5 Sep 2015, 17:43
fermina
როგორი სახელწოდება გიზიდავთ?

Posted by: fermina 5 Sep 2015, 20:39
mta
როგორი არ მიზიდავს დავწერე და გამორიცხვის პრინციპით რთული არ უნდა იყოს მიხვედრა.

თუ მაინცდამაინც, სახელწოდება სასურველია სწავლა-განათლებასთან იყოს დაკავშირებული - მეცნიერთან, სწავლულთან, სასწავლო დაწესებულებასთან და ა.შ.

Posted by: mta 6 Sep 2015, 09:47
სოცჯგუფებისა რა გითხრათ და ევროპაში თუ კი ნორმალური სასწავლებელია, წმინდანის სახელს ატარებს და არა, ვთქვათ ლომონოსოვისას,როგორც სსრკ ში არქმევდნენ...st....school.... fermina

Posted by: fermina 6 Sep 2015, 10:16
mta
QUOTE
სოცჯგუფებისა რა გითხრათ და ევროპაში თუ კი ნორმალური სასწავლებელია, წმინდანის სახელს ატარებს და არა, ვთქვათ ლომონოსოვისას,როგორც სსრკ ში არქმევდნენ...st....school.... fermina


კაი... მე მაინც არ მომწონს smile.gif

საქართველოში ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკია მრევლის მისაზიდად.

Posted by: mta 6 Sep 2015, 22:21
fermina
მარკეტ და სნობხრიკებში უფრო Ny ,ლონდონის და ა.შ. სახელწოდებები ლიდერობენ

Posted by: nina.chkhikvishvili 8 Sep 2015, 02:22
ჩემი და არის მე-8 კლასში და მინდა კერძო სკოლაში გადავიყვანოთ საბურთალოს ტერიტორიაზე რომელს მირჩევთ. ოღონდ 3000 ლარს რომ არ აღემატებოდეს ფასი. :?

Posted by: glamour23 8 Sep 2015, 16:18
Bavshvis gadakvana minda sxva skolashi da iqneb mirchiot cesieri sajaro skola. Me4 klasshia da minda kargi skola. Transportic rom kavdet

Posted by: mkgnmc 14 Sep 2015, 17:18
მწიგნობართუხუცესზე (ლისზე რომ არის) დაწერეთ ვინმემ, ვისაც დაგყავთ ბავშვი.
გრაფიკი
ფასი და რა შედის ამ ფასში
ტრანსპორტირება
კვება
დამატებითი წრეები
აუზი აქვთ, როგორც გავიგე
თვითონ სწავლის პროცესი რამდენად დამაკმაყოფილებელია, მშობლებს როგორ მოგწონთ შვილების მოსწრება.
აქაური გამოხმაურებები კი წავიკითხე, მაგრამ 2010 წლის არის და ახლა რა ხდება მაინტერესებს.
დიდი მადლობა ყველას წინასწარ!

Posted by: mariooo 18 Sep 2015, 20:56

თბილისის მწვანე სკოლაზე თუ გსმენიათ რამე? დიღმის მასივშია. გარედან ინფრასტრუქტურა მართლაც რომ გადასარევი და მწვანეა. ფეისბუქ გვერდზეც ყველაფერი გადასარევად ჩანს, მაგრამ პირადი გამოცდილება თუ გაქვთ ვინმეს იქნებ გამიზიაროთ. წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: WesterYou 18 Sep 2015, 21:06
ბაქსვუდის სკოლაა საუკეთესო შემიძლია დარწმუნებით გითხრათ yes.gif

Posted by: fermina 1 Oct 2015, 13:53
https://www.facebook.com/bagrationi.liceumi.ge

აი ასეთ გაურკვეველ წარმონაქმნებს რატომ აძლევენ აკრდიტაციას, ან მშობლები რას ერჩიან შვილებს???

რა "სამეფო გვირგვინი", რა თავად-აზნაურთა სკოლა...

ახლობლის ბავშვი მივიდა წელს პირველ კლასში და მისი ვიდეო ვნახე ფბ-ზე, ეს პირველკლასელი 6 წლის ბავშვები დიდ დარბაზში შეუშვეს, რომლის ბოლოშიც ვიღაც მამაო დგას, სათითაოდ გამოიძახებენ ამ ბავშვებს და მამაო ურიგებს წიგნებს და აკურთხებს lol.giffacepalm.gif

ბავშვები ატერებენ მეუფე თადეოზისადმი მიძღვნილ საღამოს facepalm.gif

და ეს "პროდუქტი" ამ ქვეყანაში იყიდება!!!! ხალხი ფულს იხდის ამაში და პატარა მშვენიერ ბავშვებს იმეტებენ...

ე ბიჭო, ასეთი მორწმუნეები თუ ვართ, როგორ არაფერში გვეტყობა ქვეყანას და კიდევ, სკოლაში, პოლიტიკაში, საავადმყოფოში, სპორტში და ყველგან ეკლესია და რელიგია არ გამიგია სეკულარულ სახელმწიფოში.

ვაი ჩვენს პატრონს მართლა.

Posted by: Harry Green99 1 Oct 2015, 15:11
QUOTE
ვიდეო ვნახე ფბ-ზე, ეს პირველკლასელი 6 წლის ბავშვები დიდ დარბაზში შეუშვეს, რომლის ბოლოშიც ვიღაც მამაო დგას, სათითაოდ გამოიძახებენ ამ ბავშვებს და მამაო ურიგებს წიგნებს და აკურთხებს

facepalm.gif


QUOTE
სკოლაში, პოლიტიკაში, საავადმყოფოში, სპორტში და ყველგან ეკლესია და რელიგია არ გამიგია სეკულარულ სახელმწიფოში.

+1

Posted by: Scoorp 1 Oct 2015, 15:13
fermina


drug.gif

აზროვნებას უმახინჯებენ და ფსიქიკას ურყევენ
ართმევენ თავისუფლად ფიქრის საშუალებას

მსგავსი სკოლების ატანა არ მაქვს
თუნდაც წმინდანების სახელობის სკოლები როა ეგეც კი მეზედმეტება
სადაც რელიგია მაინც გაძლიერებული კუთხით ისწავლება


Posted by: tako44 2 Oct 2015, 00:51
QUOTE (fermina @ 1 Oct 2015, 13:53 )
https://www.facebook.com/bagrationi.liceumi.ge

აი ასეთ გაურკვეველ წარმონაქმნებს რატომ აძლევენ აკრდიტაციას, ან მშობლები რას ერჩიან შვილებს???

რა "სამეფო გვირგვინი", რა თავად-აზნაურთა სკოლა...

ახლობლის ბავშვი მივიდა წელს პირველ კლასში და მისი ვიდეო ვნახე ფბ-ზე, ეს პირველკლასელი 6 წლის ბავშვები დიდ დარბაზში შეუშვეს, რომლის ბოლოშიც ვიღაც მამაო დგას, სათითაოდ გამოიძახებენ ამ ბავშვებს და მამაო ურიგებს წიგნებს და აკურთხებს lol.giffacepalm.gif

ბავშვები ატერებენ მეუფე თადეოზისადმი მიძღვნილ საღამოს facepalm.gif

და ეს "პროდუქტი" ამ ქვეყანაში იყიდება!!!! ხალხი ფულს იხდის ამაში და პატარა მშვენიერ ბავშვებს იმეტებენ...

ე ბიჭო, ასეთი მორწმუნეები თუ ვართ, როგორ არაფერში გვეტყობა ქვეყანას და კიდევ, სკოლაში, პოლიტიკაში, საავადმყოფოში, სპორტში და ყველგან ეკლესია და რელიგია არ გამიგია სეკულარულ სახელმწიფოში.

ვაი ჩვენს პატრონს მართლა.

ტენდენციად იქცა მამაოს თემით აპელირება სკოლებში, სამწუხაროდ facepalm.gif

Posted by: aerztin 14 Oct 2015, 06:01
ძალიან ბევრს ვფიქრობ, სად შევიყვანო ბავშვი, მომავალ წელს უწევს სკოლაში წასვლა. ხან იმას ვფიქრობ, საჯარო სკოლაში ხომ არ შევიყვანო დასაწყისში და მერე მაღალ კლასებში რომ გადავა, კარგ კერძო სკოლაში გადავიყვანო. აქვეა ჩემთან 53-ე და მაგაზე ვფიქრობ. ხომ არ დაგყავთ ვინმეს მანდ ბავშვი?

კერძო სკოლებს რასაც გადავხედე, ბაქსვუდი მომწონს თითქოს ყველაზე მეტად.
ნიუტონში ბევრისგან მესმის, რომ მოწესრიგებული სიტუაცია არ არის და მასწავლებელი ძალიან ხშირად ეცვლებათ ბავშვებს.
ზოგიერთ კერძო სკოლას რომ აქვს რაგბი, ეგ არ მომწონს. მეშინია, ბავშვმა რამე არ იტკინოს.
არც 2-კვირიანი გასვლები არ მომწონს. არ შემიძლია, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ გავუშვა ბავშვი ამდენი ხნით და მაგდენ შვებულებას კიდევ მე არავინ მომცემს, მეც რომ გავყვე. ასე რომ მაგ გასვლების ფასში შესვლას ჩემთვის აზრი არ აქვს... მოკლედ, ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება...

Posted by: ტრეზორა 14 Oct 2015, 22:23
QUOTE (Scoorp @ 28 Apr 2015, 16:53 )
QUOTE (ტრეზორა @ 18 Feb 2015, 04:06 )
მივმართავ ნიუტონის სკოლას ეხლა რომ ხართ შენობაში  ეგ  ჩემი სკოლა იყო  125-ე საშუალო სკოლა და  უკანონოდ გაქვთ მითვისებული სკოლის შენობა  წადით  და სხვა შენობაში გადადით  ჩემს უბანს ნუცუბიძის პირველ პლატოს დაუბრუნეთ  კუთვნილი სკოლის შენობა  და კატეგორიულად მოვითხოვ აღდგეს 125-ე საჯარო სკოლა

არ მაენტერესებს ადრე თუ გვიან  მაქედან წასვლა მოგიწევთ !!!  პლატოელებს  მაგრად  არ გვევასებით ნიუტონის მოსწავლეები

კახა ლომაიას თავპირი აქვს დასალეწი ჩემს უბანს კუთვნილი სკოლა რომ წაართვა და რაღაც გროშებად რომ მიჰყიდა  გასივებულ კახა ბენდუქიძეს  და ჩემი უბნის ბავშვებს კილომეტრებით დაშორებულ  სხვა სკოლებში დადიან და ათასი ტრანსპორტის გამოცვლა უჭირთ  როცა ერთ დროს უბანს ჰქონდა საკუთარი სკოლა  რომელიც მანძილი მაქსიმუმ 150 მეტრიიყო  ეხლა კილომეტრების გავლა უწევთ .

სხვა შენობები დაილია ხოდა წაეთრიოს ნიუტონის სკოლა სხვაგან !!!  მაგრად არ მევასებით და მძულხართ და მეზიზღებით


P.S.  განაწყენებული პირველ პლატოელი

ისე ცნობისთვის 125-ე სკოლა დამთავრებული აქვს ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს და მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს

ნიუტონელემა რა დააშავეს მერე?
თუ ბავშვებს და მოსწავლეებს თხოვ სწავლას თავი დაანებონ და სად წავიდნენ? smile.gif))

გასაგებია შენი გაღიზიანების მიზეზი მაგრამ ადეკვატური პოსტი მოგეთხოვება უფრო მეტად )

სკოლამდე ხო უნივერსიტეტი იყო მანდ და მაგით დაგეწყო )))))

Scoorp

ძალიანაც კარგად ვიცი ნიუტონამდე თავისუფალი უნივერსიტეტი რომ იყო ჩემთვის სულ ერთია ნიუტონი თუ ფრიი უნივერსიტეტი

ბავშვებს და მშობლებს არ ვერჩი

დირექტორმა გიორგი მელაძეს ვურჩევ დაიწყოს ძებნა სხვაგან ახალი შენობის შესასყიდათ მაგის ბაირამობა მალე დამთავრდება პირველ პლატოზე

კახა ლომაია ყვერებითაა დასაკიდი # 125 სკოლა რომ დაგვიხურა იმ სულერული მოტივით თითქოს ბავშვები არ ყავს სკოლასო არადა 300 - 350 მდე ბავშვი სწავლობდა მაგ სკოლის უკან ჩიხია ხრამები და გორებია დასახლება აღარაა პირველი პლატო პატარა უბანია და შესაბამისად 300 ბავშვი სწავლობდა სკოლას ყავდა პედაგოგების საკმარისი რაოდენობით დახურეს სკოლა და გაყარეს მასწავლებლები უსამსახუროდ დატოვეს პირველ პლატოლებს კიდე ბავშვები ქვემოთ 128 ან 126 ში დაყავს ყველას არ აქვს იმის საშუალება რომ ბავშვები კერძო სკოლაში ატაროს.

მოვითხოვ ნიუტონის სკოლის შენობა რომელიც მდებარეობს ბედიას ქუჩაზე გადაეცეს სახელმწიფოს და აღდგეს # 125 საჯარო სკოლა !!!

Posted by: Gooramos 9 Nov 2015, 01:30
ტრეზორა

არ ვიცი ვის წაართვეს და რატომ წაართვეს ეგ შენობა. ვერ შეგედავები რაზეც ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი:

ნიუტონის სკოლა ძალიან მაღალი ხარისხის განათლებას იძლევა. ამ სკოლაში მოსწავლეს დიდი პერსპექტივა აქვს გამოავლინოს თავისი ნიჭი.

გიორგი მელაძეს რას ერჩი ვერ მივხვდი biggrin.gif ეგ შენობა აქვს ორ ადამიანს ნაყიდი(მელაძე და კიდევ ერთი) ეხლაც იხდიან მაგ ფულს მაგასაც გეტყვი და საკმაოდ ძვირად თან.

ამ სკოლაში 1000+ ბავშვი სწავლობს და ქუჩაში არავინ გაყრის.

#125 სკოლაზე რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ნიუტონის სკოლა შექების მეტს არაფერს იმსახურებს. smile.gif უბრალოდ ცუდია, რომ ნიუტონელებს ესე ცუდად უყურებენ და ათას ჭორს უგორებენ. სკოლა 3 წელია რაც არსებობს და ამ სკოლის მოსწავლეებმა უკვე ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

Posted by: aerztin 12 Nov 2015, 07:29
ვინმეს ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის შესახებ?

Posted by: ATENA PALAD 21 Jan 2016, 01:31
გამარჯობათ რა ინფორმაცია გაქვთ სკოლა ქორალის, ბინულის ან სადუნის შესახებ? ანუ ვინმეს ხომ არ დაგყავთ ბავშვი? ვეძებ სკოლას 3500 ლარის ფარგლებში

Posted by: lobja 25 Jan 2016, 16:07
მოკლედ სკოლა ვერ შემირჩევია ...



აბა აქაც ვიკითხავ რას ფიქრობთ ამ სკოლებზე?

1. ნიუტონი
2. სადუნი
3. მთიები

ან სხვა ნორმალური სკოლები თუ იცით 3000 - 4500 ლარის ფარგლებში რო იყოს გადასახადი ?

Posted by: Gooramos 26 Jan 2016, 20:15
lobja
მთიების და სადუნის შესახებ არაფერი გამიგია და ვერც კარგს გეტყვი და ვერც ცუდს.

ნიუტონზე ცუდს ვერაფერს გეტყვი. ძალიან მაგარი სკოლაა ძალიან მაგარი მასწავლებლებით და დირექტორებით. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ძალიან მალე. ბევრი კლუბიც აქვს სკოლას.. ბევრი ღონისძიებაა და რა ვიცი მოკლედ, მაგარია.

Posted by: lobja 27 Jan 2016, 14:27
Gooramos
QUOTE
ნიუტონზე ცუდს ვერაფერს გეტყვი. ძალიან მაგარი სკოლაა ძალიან მაგარი მასწავლებლებით და დირექტორებით. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ძალიან მალე. ბევრი კლუბიც აქვს სკოლას.. ბევრი ღონისძიებაა და რა ვიცი მოკლედ, მაგარია.

დიდი მადლობა

შენ სწავლობ ?


Posted by: Gooramos 30 Jan 2016, 21:56
lobja

დავამთავრე. როცა ნიუტონი გაიხსნა, პირველივე წლიდან ვსაწვლობ. ანუ მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში იქ ვიყავი.

Posted by: mirabella 5 Feb 2016, 16:02
WesterYou
QUOTE
ბაქსვუდის სკოლაა საუკეთესო შემიძლია დარწმუნებით გითხრათ 


მეც ძალიან მომწონს ასე შორიდან, მაგრამ შეგიძლია დაწერო უფრო დაწვრილებით? მაგ სკოლაში ატარებთ ბავშვს?

Posted by: gucci07 7 Feb 2016, 16:07
სექტემბრიდან მინდა 2 კლასელის საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში გადაყვანა და რომელს მირჩევთ? მე ვფიქრობ ნიუტონს ან ბაქსვუდს. ვისავ ამ სკოლებთან გაქვთ შეხება გთხოვთ მირჩიოთ.


Posted by: Gooramos 8 Feb 2016, 21:12
gucci07
ნიუტონზე ჩემი აზრი ამ თემაში ბევრჯერ დავწერე. მოკლედ, ძალიან მაგარია ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის.
ბაქსვუდზე ბევრი ინფრომაცია არ მაქვს. ჩემი მეგობარი სწავლობდა და ძალიან კმაყოფილი იყო.

Posted by: MAIAMI 10 Feb 2016, 18:09
პრომეთესთან ვისაც გაქვთ შეხება იქნებ მირჩიოთ დაწყებითების მასწავლებელი? წელს როგორც გავიგე, 4 სადამრიგრბლო ეყოლებათ - ებანოიძე, სვიანაძე, ზვიადაური და ლეკვეიშვილი. შეგიძლიათ რომელიმეზე თქვენი გამოცდილება გამიზიაროთ?

Posted by: likuna55 22 Feb 2016, 14:01
გამარჯობათ. ხომ არ იცით ეროვნული სკოლა '' ლიდერი'' -ს შესახებ რამე? საირმის გორაზეა

Posted by: irakli3443 23 Feb 2016, 12:41
QUOTE (aerztin @ 12 Nov 2015, 07:29 )
ვინმეს ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის შესახებ?

ძაან მაგარია.
ცოტა ძვირია. ღია კარის დღეზე ვიყავი და ძაან მომეწონა

Posted by: la nina 23 Feb 2016, 12:59
მშობლებო, ქორალზე და მწვანე სკოლაზე რა აზრის ხართ, თუ ვინმეს დაგყავთ მანდ შვილები?
ასევე, ფასებს ვერ მივაგენი და იქნებ დაწეროთ და თუ არ დაგეზარებათ, რა შედის ამ ფასში.
მადლობა

Posted by: gucci07 27 Feb 2016, 18:06
გამარჯობათ, 1 კლასის (საჯარო სკოლის) მოსწავლის გადაყვანა გვინდა იტალიურ სკოლაში http://www.italianschool.ge/index.php?cid=32&pg=-1 და თუ ვინმეს გაქვთ შეხება ამ სკოლასთან,გთხოვთ დაწეროთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: zviadcardio 12 Mar 2016, 15:42
მეგობრებო. თუ არსებობს ოფიციალური რეიტინგი საჯარო ან კერძო სკოლების უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთა რაოდენობით ან გრანტის მიხედვით?
ან რამე სხვა პარამეტრით?
მაინტერესებს თუ გვაქვს რამე ობიექტური კრიტერიუმი სკოლების შესაფასებლად

Posted by: tasu 16 Mar 2016, 13:38
ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება , მაინტერესებს "ქართული სასწავლებელი" იგივე ფისოს სკოლაზე თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ?

Posted by: nutsa9nutsa9 16 Apr 2016, 00:54
გამარჯობა, მწვანე სკოლიდან მინდა ბავშვების გადაყვანა (მე-7 და მე-2 კლასი) ორ სკოლას შორის მაქვს არჩევანი გასაკეთებელი: ახალი სკოლა და სერვანტესის (იგივე აია-ჯესს) სკოლა, იქნებ მირჩიოთ ძვირფასო მშობლებო, თუ გაქვთ ამ სკოლებთან გამოცდილება... მადლობა წინასწარ

Posted by: GEORGIA007 3 May 2016, 00:25
QUOTE
თბილისის კერძო სკოლები, რომელია საუკეთესო. ფასი-ხარისხი

შავნაბადაა საუკეთესო სკოლა ლიცეუმი აგრეთვე ალბიონი და გოგებაშვილი

Posted by: ტრეზორა 5 Jun 2016, 23:30
QUOTE (Gooramos @ 9 Nov 2015, 01:30 )
ტრეზორა

არ ვიცი ვის წაართვეს და რატომ წაართვეს ეგ შენობა. ვერ შეგედავები რაზეც ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი:

ნიუტონის სკოლა ძალიან მაღალი ხარისხის განათლებას იძლევა. ამ სკოლაში მოსწავლეს დიდი პერსპექტივა აქვს გამოავლინოს თავისი ნიჭი.

გიორგი მელაძეს რას ერჩი ვერ მივხვდი biggrin.gif ეგ შენობა აქვს ორ ადამიანს ნაყიდი(მელაძე და კიდევ ერთი) ეხლაც იხდიან მაგ ფულს მაგასაც გეტყვი და საკმაოდ ძვირად თან.

ამ სკოლაში 1000+ ბავშვი სწავლობს და ქუჩაში არავინ გაყრის.

#125 სკოლაზე რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ნიუტონის სკოლა შექების მეტს არაფერს იმსახურებს. smile.gif უბრალოდ ცუდია, რომ ნიუტონელებს ესე ცუდად უყურებენ და ათას ჭორს უგორებენ. სკოლა 3 წელია რაც არსებობს და ამ სკოლის მოსწავლეებმა უკვე ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

უბანში ნუცუბიძის I პლატოზე ადრე კომუნისტების დროიდან 1978 წლიდან 125-ე სკოლა ფუნქციონირებდა სკოლის მოსწავლე იყო სადღაც 100 დან 150 ბავშვამდე მასწავლებელი იყო 15 - 20 ადამიანი ამ სკოლაში სწავლობდა ძირითადათ I პლატოელი ბავშვები და ძალიან ცოტა ვაჟა ფშაველას 4-5 კვარტლიდან

მიშა სააკაშვილი და ნაცმოძრაობა რომ მოეთრა ქვეყნის სათავეში სადღაც 5 წელიწადში 2007-2008 წელს ლომაიას განათლების მინისტრობისას დახურეს ეს სკოლა მასწავლებლები და ბავშვები გამოყარეს ქუჩაში გაყიდეს სკოლის შენობა და კახა ბენდუქიძემ იყიდა შენობა გაარემონტა გადააკეთა შენობა გახსნა თავისუფალი უნივერსიტეტი სადღაც 2-3 წელი მანდ იყო მერე მაგ ბენდუქიძის ნაპარნიკმა მელაძემ მაგ შენობაში გახსნა კერძო სკოლა ნიუტონის თავისუფალი სკოლა და მაგ დროიდან მოყოლებული ჩემს უბანში გზაზე საცობებია ამდენი სკოლის მარშუტკების და მშობლების მანქანების გამო გადაჭედილია გზა დილით 8 დან 9 საათამდე ასევე შუადღე საღამოსაც მოკლედ ტვინის ტყვნაა გზაზე თანაც ვიწრო ქუჩაა და მანქანის გამტარნიანობა დაბალია 47 ბოგდანის ავტობუსი ძლივს უქცევს გვერდს მსუბუქ მანქანებს ადრე როცა 125 სკოლა იყო საცობები არ იყო ეს ხდება ამ ნიუტონის სკოლის გამოო იმიტომ რომ თბილისის სხვადასხვა უბნიდან დადიან შეძლებული ოჯახების ბავშვები.

როცა 125 სკოლა ფუნქციონირებდა სკოლის ეზოში იყო უბნის დასასვენებელი ადგილი ზაფხულობით და სხვა სეზონის დროსაც მაგრამ უფრო ზაფხულში ასწორებდა ამოხვიდოდი დილით 7-8 საათზე ივარჯიშებდი სიწყნარე სიმშვიდე ასევე დღისით და საღამოს ძაღლს გაასეირნებდი ასევე ბავშვს გასეირნებდი კალიასკით და კაციშვილი არ გეტყოდა აქ რატომ ამოდიხარო წადი აქედანო დღეში 1 თუ 2 მანქანა თუ ამოვიდოდა სკოლაში და ეზოში იყო სიმშვიდე და სიწყნარე ამოხვიდოდი დაისვენებდი შენს გემოზე ეხლა ნიუტონის სკოლის ეზოში დომხალია მინიმუმ სკოლის 10 მანქანა '' მარშუტკა'' მშობლების მანქანა დღეში რავი ერთი 50 მანქანა ყენდება ეზოში სკოლის გზა გადაჭედილია ხალხი სავსეა ეზოთი ყაყანი ერთი ამბავი სკოლის დაცვა ბანკს არ ყავს მაგდენი დაცვა რაც მაგ სკოლას , ამ სკოლის ეზო ციხესსავით არის რკინის კონსტრუქციების 5 მეტრიანი ღობეები აღმართეს შენობის გარშემო არადა ადრე მეტრანახევრიანი პატარა სეტკიანი ღობე იყო ეხლა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს გეგონება გლდანის ციხის ეზოში ხარ, სკოლის ეზოში შესვლა აკრძალულია თუ მშობელი არ ხარ დაცვა გაგაძევებს ეზოდან იმ მოტივით რომ ეს კერძო ტერიტორიაა სკოლის ეზოდან გადასასვლელი გზა იყო მეორე პლატოზე ეგეც ამოქოლეს ასევე გორებზე ვერ ახვალ დაკეტილია გზა მოკლედ ყველაფერი აურიეს დაურიეს ამ კერძო მეპატრონეებმა ძაან გაუვიდათ თავს რა უნდოდა ამ ნაბიჭვარ ლომაიას სკოლა მშვენივრად მუშაობდა 100 ბავშვი საკმარისი იყო პატარა უბანია ის ხო არაა რუსთაველი და 51 სკოლა ერთი პატარა სკოლა იყო უბნის ბავშვები სწავლობდნენ სკოლის შენობას უნდოდა ოდნავ ხელის შევლება და იდიალურ მდგომარეობაში იყო არაფრით ჩამორჩებოდა ნუცუბიძის ფერდობებზე მდებარე სხვა სკოლებს და არც 126 სკოლასაც არაფრით ჩამორჩებოდა შენობა გათვლილი იყო 200 ბავშსზე 4 სართულიანი შენობაა 2 და 3 სართული საკლასო ოთახები იყო მეოთხეზე ქიმია ფიზიკის ლაბორატორიები იყო თბილისის სხვა საჯარო მუნიციპალურ სკოლებს არაფრით ჩამორჩებოდა მოვიდნენ ეს ნაბოზვარი ნაცები და დაყიდეს და დაანიავეს ყველაფერი მაგათ დედებს ######.

კაროჩე მაგარი დისკომფოტი გვაქვს უბანში ამ სკოლის გამო ხოდა მელაძეს გადაეცით სკოლის შენობა დაგვიბრუნოს სახელმწიფოს გადასცეს არ ვიცი ფასზე თვითონ მორიგდნენ და აღდგეს 125 საჯარო სკოლა მელაძემ მაგ სკოლის შენობის ღირებულების საფასური აიღოს სკოლის ინვეტარიც შეუძლია თან გაიყოლოს და დატოვოს მხოლოდ შენობა და კედლები და წავიდეს და სხვა შენობაში გადავიდეს დიღომში ან სადღაც მაქეთ წავიდეს მოგვშორდეს რაა vik.gif


მარტო მე არ ვითხოვ მაგ კერძო ნიუტონის სკოლის გადატანას სხვაგან ჩემი უბნელებიც ითხოვენ აღდგეს სამართლიანობა სკოლის შენობა დაუბრუნდეს სახელმწიფოს და აღდგეს #125 საჯარო სკოლა ჩვენი მოთხოვნა სრულიად სამართლიანია და არაფერს ვერჩით ნიუტონის სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს.


სასწავლო პროცესი დილის 7 საათზეუნდა დაიწყოს


Gooramos ხოდა მაგ 1000 + ბავშვის მშობლების გამოა ჩემს უბანში საცობები რომ არის ასევე უბანს ტერიტორიები რომ ჩამოაჭრეს და შაბათ კვირას სასეირნოდ ვერ ამყავს ბავშვი და ძაღლი ეგ მაღეზიანებს და კიდევ ის რომ მაგ ნიუტონის სკოლის გამო სამსახურში ვერ მივდივარ დროზე რადგან მაგ სკოლის მშობლების გამო გზაში პრობკებში ვიჭედები და 200 მეტრის გავლას ვანდომებ 1 საათს ხოდა დაახვიოს გიორგი მელაძემ ნუცუბიძის პირველ პლატოდან

Posted by: guriaaa 8 Jun 2016, 23:30
ტრეზორა


ეგრე დაითრიეს ზუსტად ნუგზარ წიკლაურმა და ბაკურა სულაკაურმა დიღომში რუსული სკოლა 1 ლარად მგონი, და აქციეს მწვანე სკოლად...
გახდა კერძო..გადასახადი შარშან იყო 3900 ლარი, ახლა ლარი გაუფასურდაო და გახადეს 2000 დოლარი, თან ტრანსპორტი არ შედის

წესით ვითომ აუზიც უნდა გაეკეთებინათ, უკეთესი ეზო, მოედნები, შენობები..წელს უნდოდათ უკან დიდი ტერიტორიის გაყიდვა კორპუსების წამოსაჭიმლად (სკოლის უკან!) გამოუვარდნენ დიღმელები აგინეს დედები და შეყუჩდნენ..

მერე ისევ მშობლებს მიადგნენ და გაუძვირეს გადასახადი, ჯერ ლარის გამოო, მერე აუზი უნდა ავაშენოთო, კრებაზე ეხლა მაისში ერთი მშობელი ეკითხება დირექტორს კი მარა დაიწია ამ ლარმა და იგივე გაზრდილ გადასახადს რატო ტოვებდთო და სრული სიჩუმე


მატრაკვეცობა და ძარცვაა კერძო სკოლებში ამხელა ფულის ყრა...მარა ამ საჯარო სოლებშიც რო სრული კოშმარია
იმიტომაც არის განათლების კატასტროფა დონე ღრუზისტანში

Posted by: irakliusi 11 Jun 2016, 16:17
http://www.aisi.edu.ge ამ სკოლაში ვინმეს ხომ არ დაყავს ბავშვი? ადგილის მხრივ მაწყობს ძაან და თან ფააიც ნორმალურია და ვინმემ თუ იცით ამათზე რამე? მადლობა წინასწარ

Posted by: LZau 11 Jun 2016, 16:29
QUOTE (nutsa9nutsa9 @ 16 Apr 2016, 00:54 )
გამარჯობა, მწვანე სკოლიდან მინდა ბავშვების გადაყვანა (მე-7 და მე-2 კლასი) ორ სკოლას შორის მაქვს არჩევანი გასაკეთებელი: ახალი სკოლა და სერვანტესის (იგივე აია-ჯესს) სკოლა, იქნებ მირჩიოთ ძვირფასო მშობლებო, თუ გაქვთ ამ სკოლებთან გამოცდილება... მადლობა წინასწარ

ახალი სკოლა კარგია თუ ტერიტორიის მხრივ არ გაქვთ პრობლემა up.gif
თან მგონი უფრო მეტი გამოცდილებაც აქვთ

Posted by: Gooramos 29 Jun 2016, 14:50
irakliusi
მანდ მე ვსწავლობდი ადრე. კარგი სკოლაა და იმის გამო, რომ პატარაა(150 ბავშვია მგონი) ძალიან მეგობრული სიტუაციაა.

შეიძლება "ტოპ" სკოლა არ არის, მაგრამ სასწავლო გარემო კარგია. მეათე კლასამდე მანდ ვიყავი და საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.
* * *
ტრეზორა
პმ მოგწერე მაგაზე ვრცელი პასუხი.
აქ მოკლედ დავწერ, რომ სკოლას მოსახლეობასთან არანაირი აგრესია არ აქვს. განათლების ძალიან მაღალი დონეა. პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს მელაძეს. (მე თვითონ ვერ ვიტან ნაცებს და ნაცი რომ ყოფილიყო არაფერს ვიტყოდი).
სკოლის ტევადობა 1500 ბავშვია. თითო საკლასო ოთახში 15 -ზე მეტი არ ზის. ეტევიან ჩვეულებრივად.
გზები რომ გადატვირთულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლა უნდა დაიხუროს.

Posted by: Anannuu 8 Jul 2016, 00:38
ახალ ქართულ სკოლაზე თუიცით რამე?(ყაზბეგზე რომ არისsmile.gif

Posted by: Pikosa 17 Jul 2016, 23:30
გამარჯობათ.მაინტეტესებს კერძო სკოლების "პრომეთე" და ინგლისური სკოლა კოლეჯი "ნინო" შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას.ორივე გარე უ ანშია და ფასებიც შედარებით დაბალიაო,მაგრამ სწავლის დონე ფასთან შედარებით ძალიან მაღალი.გთხოვთ იქნებ იცოდეთ ზუსტი სწავლი თანხა რამდენია და სწავლის დონე როგორია

Posted by: Pikosa 31 Jul 2016, 13:20
MAIAMI

თუ შეიყვანეთ იქნებ მითხრათ გადასახადი რამდენია?

Posted by: Ezekia 14 Aug 2016, 16:10
დოჩანაშვილის სკოლაზე რას მეტყვით??

Posted by: ნინა 20 Aug 2016, 14:48
სასწავლო სტუდია „ბგერებთან ერთად“ იწყებს სასწავლო წელს.
სტუდიაში მოსწავლეები:

. განივითარებენ მუსიკალურ უნარ-ჩვევებს
. შეიძენენ საბაზისო მუსიკალურ ცოდნას
. გაივარჯიშებენ მეტყველებას
. გაიფართოვებენ ცოდნას მუსიკის ისტორიაში
. გაეცნობიან აკადემიურ მუსიკას
. განივითარებენ ჰუმანიტარულ აზროვნებას

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
პატივისცემით 218 33 47; 595 35 58 46

Posted by: GEORGIA007 2 Sep 2016, 17:40
Pikosa
QUOTE
გამარჯობათ.მაინტეტესებს კერძო სკოლების "პრომეთე" და ინგლისური სკოლა კოლეჯი "ნინო" შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას.ორივე გარე უ ანშია და ფასებიც შედარებით დაბალიაო,მაგრამ სწავლის დონე ფასთან შედარებით ძალიან მაღალი.გთხოვთ იქნებ იცოდეთ ზუსტი სწავლი თანხა რამდენია და სწავლის დონე როგორია

პრომეთეს დირექტორზე ვერ არიან მთლად კაი აზრის და "ნინო" მგონი ნორმალურია

Posted by: Mama_Basili 1 Nov 2016, 20:58
ამ საიტზე არის სკოლების მწირე მიმოხილვები და ფასები
http://edu.aris.ge/schools/search?region=11&district=59&status=2

Posted by: Pikosa 5 Nov 2016, 13:23
GEORGIA007

მადლობა ... ♡♡♡♡♡

Posted by: GEORGIA007 21 Nov 2016, 15:18
Mama_Basili
QUOTE
ამ საიტზე არის სკოლების მწირე მიმოხილვები და ფასები
http://edu.aris.ge/schools/search?region=1...ict=59&status=2

კაი საიტია wink.gif აარჩიე რამე ?

Posted by: natuka_ra 15 Dec 2016, 10:39
მგონი დროა ეს თემა ისევ წამოიწიოს, რადგან რეგისტრაციები უკვე დაწყებულია ზოგ სკოლაში.
მე არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია, თუმცა ვინმე თუ დაწერეს რაიმე გამოცდილებას ბაქსვუდზე (წინა პოსტები გადავიკითხე და შედარებით ახალს ვგულისხმობ), GLC- ზე (რუსთავი 2 -ის ახალი ოფისის მოპირდაპირედ მინდელზე) ან ჰამილტონზე ძალიან მადლობელი დაგრჩებით. გარშემო არავინ მყავს, რომელიც უშუალოდ ამ სკოლებში სწავლობდეს დახასიათება, რომ ვკითხო. ძირითადად ყველამ ნიუტონში მოიყარა თავი.

Posted by: Ph@ntom 15 Dec 2016, 11:33
‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎

Posted by: Splash 21 Dec 2016, 20:05
მოგესალმებით ყველას! ჩემი შვილიც მიდის წელს სკოლაში და ვერ გადამიწყვეტია საჯაროში მივიყვანო თუ სახელმწიფოში. ასე მგონია, ბევრ კერძოს სახელი უფრო აქვს, ვიდრე რეალურად წარმოადგენს რამეს. როგორც წესი, ერძო სოლის მოსწავლეებსაც ისევე ამზადებენ, როგორც საჯაროსას, მაგრამ ზოგადად საჯარო სკოლებს ისეთი რეპუტაცია აქვთ, უფრო კერძოს ვფიქრობ. ,,პრომეთე" ძალიან ბევრმა მიქო. იქ ვინც სწავლობს, არ სჭირდება მომზადებაო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? როგორია სწავლის ხარისხი? აუზი აქვს ამ სოლას, თუ იცით?

Posted by: medea13 22 Dec 2016, 17:13
საჯარო სჯობს და იმ ფულით კერძოდ მოამზადო, უფრო მეტი შედეგი გექნებათ. მე 3 კერძო სკოლა გამოვიცვალე და რომ ვუკვირდები ახლა იმ თანხით კერძოდ მომზადება და საჯაროში სიარული უკეთესი იქნებოდა. ბავშვს მაინც სჭირდება მომზადება, რომელ სკოლაშიც არ უნდა იყოს...

Posted by: Lady_Bird 23 Dec 2016, 12:49
Splash
კერძო სკოლას შეიძლება არ ქონდეს დიდი უპირატესობა პედაგოგების თვალსაზრისით, რადგან საჯარო სკოლებშიც არიან არანაკლები კვალიფიკაციის პედაგოგები, უბრალოდ კერძო სკოლაში გარემოა საჯაროსგან განსხვავებული. მოსწავლეების რაოდენობა უფრო ცოტაა. თუ მშობელი მუშაობ და დრო არ გაქვს რომ ბავშვი სკოლის გარდა დამატებით ატარო სხვადასხვა წრეებზე ამ შემთხვევაში კერძო სკოლა მოსახერხებელია რადგან სკოლების უმეტესობას აქვს კლუბები და სხვადასხვა წრეები. თუ მუშაობ და არავინ გყავს ბავშვის კოლიდან გამომყვანი და დამტოვებელი იძულებული ხდები აიყვანო დამხმარე რომელსაც ანდობ შენი შვილის სკოლისთვის მომზადებას, წრეებზე ტარებას, მიყვანას მოყვანას. ხოდა ეს კარგი დამხმარე რომ ნახო ადვილი არ არის. და რომ დაფიქრდე უფრო იაფიც არ დაგიჯდება. ამიტომ კონკრეტულად შენი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღე გადაწყვეტილება. კარგ საჯარო სკოლებშიც ხშირად დაწყებითი კლასები მეორე ცვლაში ხვდებიან ესეც იკითხე წინასწარ რომ მერე მოულოდნელი არ აღმოჩნდეს. ჩემმა ახლობელმა შეიყვანა 52 სკოლაში და მეორე კლასიდან მეორე ცვლაში გადაიყვანეს კლასები და ძალიან გაწვალდა. ასე რომ ცოტა დეტალურად განსახილველი თემაა და მარტო იმაზე არ არის რომ იგივე თანხით მომზადებას შეძლებ ან რამე მაგდაგვარი.
* * *
QUOTE
,პრომეთე" ძალიან ბევრმა მიქო. იქ ვინც სწავლობს, არ სჭირდება მომზადებაო


ეს არის ძალიან ინდივიდუალური და ბავშვზეა დამოკიდებული. მასწავლებელი შეიძლება მაქსიმალურად გადასცემდეს ცოდნას მაგრამ კონკრეტულ ბავშვს მაინც დაჭირდეს ინდივიდუალური მიდგომა. მაგალითად ჩემი უფროსი დაწყებითებში სკოლაშივე სწავლობდა ყველაფერს და იქვე წერდა დავალებებს. უმცროსი რომ შევიყვანე ის სკოლაში არ სწავლობდა, მარტო დავალებებს წერდა და თამაშს ამჯობინებდა. უფროსზე რომ გამოცდილება არ მქონოდა ვიფიქრებდი რომ სკოლა თავის პირობას არ ასრულებდა და ბავშვებს არ ამეცადინებდა მაგრამ ეს მისი ხასიათიდან გამომდინარეობდა. უფრო ნელი იყო და დამოუკიდებლად არ მოსწონდა მეცადინეობა. მის გვერდით უნდა დამჯდარიყვაი რომ არ ეთამაშა ფანქრებით და პასტებით, ასე ვთქვათ გაფანტული იყო უფრო.
ასევე განსხვავებული შედეგები ქონდათ ჰუმანიტარულ და ტექნიკურ საგნებში, ერთი ჰუმანიტარულს უფრო კარგად სწავლობდა, მეორე ტექნიკურს, პედაგოგები ერთი და იგივე ყავდათ, ერთანირად ასწვალიდნენ და უხსნიდნენ მაგრამ განსხვავებული შედეგები ქონდათ

Posted by: Splash 2 Jan 2017, 18:26
Lady_Bird
medea13
დიდი მადლობა პასუხისთვის! მრავალს დაესწარით! ბავშვი თან ჩოგბურთზე დადის და ცურვაზე. მამამისს უნდა ჩოგბურთს გააყოლოს და მეტი დატვირთვა ექნება მომდევნო წლიდან და ამ შემთხვევაში კერძო სკოლა არ გამოვა, რადგან იქ გვიანობამდე რჩებია. ამასთანავე, კარგ მასწავლებელსაც არავის ვიცნობ, რომ ვანდო მოსამზადებლად. ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა აქვს და კერძოში იმიტომ ვფიქრობ შეყვანას, რომ იქ უფრო მეტი შანსია, რომ ყოველ დღე გამოკითხონ და უფრო რეჟიმში იყოს მოსწავლეთა მცირე როდენობის გამო.

Posted by: Andy Warhol 5 Jan 2017, 02:39
https://www.facebook.com/iveriaschool?fref=ts ასეთების და მისთანებისგან თავი შეიკავეთ მშობლებო, არ დაღუპოთ ბავშვი user.gif

Posted by: makuza 5 Jan 2017, 13:28
გამარჯობა, პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს. იქნებ ვინმემ იცოდეთ და მეც დამეხმაროთ სკოლების არჩევაში. მაინტერესებს როგორი სკოლებია ბაქსვუდი, XXI საუკუნე, სკოლა ჰამილტონი-ლოგოსი და სკოლა GLC; თუ რამე იცით ამ სკოლების შესახებ იქნებ მითხრათ კიდევ ვალდორფის სკოლა მაინტერესებს როგორია. დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: HurricaneKat. 5 Jan 2017, 13:30
makuza
7K+ გადაიხდი? smile.gif

Posted by: makuza 5 Jan 2017, 14:28
HurricaneKat.
ვერ მივხვდი smile.gif

Posted by: HurricaneKat. 5 Jan 2017, 14:31
makuza
მაგ სკოლებში საკმაოდ მაღალი ფასებია smile.gif
5-7 ათასიდან + უსასრულობამდე

Posted by: makuza 5 Jan 2017, 14:34
ჯიელსი 3000 ლარია და დანარჩენების ფასი არ ვიცი, თვითონ სკოლები არის ის რასაც თანხას იხდი? საინტერესო ეს არის. და ჯიელსიც მაინტერესებდა როგორია. ან რეიტინგები თუ არის სადმე რომ ვნახო მათი მომზადებული ბავშვები ეს ხომ არ იცით?
* * *
მოკლედ, მე თუ გავარკვევ რამეს მეც დავწერ და თქვენც თუ რამე იცით იქნებ მომწეროთ Vემი ჩამოთვლილი სკოლებიდან.
ბაქსვუდზე გავიგე რომ 1980 ფუნტი ღირს და წრეები ამაში არ შედის,რამოდენიმე ადამიანს ვკითხე ვისი შვილიც დადის ამ სკოლაში და კმაყოფილია, მე-6 კლასიდან მე-3 ენის არჩევაც შეუძლიაო. მასწვალებლები კარგი ყავთო და ა.შ. მაგრამ ფასიიია sad.gif sad.gif

Posted by: Lady_Bird 8 Jan 2017, 17:11
makuza
ჰამილტონი არის ახალი გახსნილი, ლოგოსის ბაზაზე. ყავთ ძალიან კარგი გუნდი მენეჯმენტის და მასწავლებელბის. ჯერჯერობით პატარა ნაკადია მაგრამ გაიზრდება თანდათანა მოთხოვნა . ჩემი ახლიბკები გადავიდნენ და ძალიან კმაყოფილები არიან. სკოლა გაძლევს ყვაფერს იმისთვის რომ კარგად ისწავლო და სწავლის პროცესი შეიყვარო.ძალიან კარგი ატმოსფეროა. მაგრამ ძვირია 5000+ ღირს ზუსტად არ ვიცი.


რაც შეეხება ჯიელსის. ერთ დროს იესემის სკოლა რომ ერქვა ქალაქში ერთერთი საუკეთესო სკოლა იყო მაგრამ თანდათან შემოეფანტა ბავშვები. კონკურენციას ვერ გაუძლო. ცალკე მასწავლებლები ყავთ კარგები მაგრამ თუ არ გაგიმართლა და ყოფაქცევით ცუდი კლასი შეგხვდა დირექტორი არაფერს აკეთებს იმისთვის რომ კლასებში წესრიგი იყოს. ცუდი სკოლა არ არის მაგრამ არც ძალიან კარგია. ფასის შესაბამისი. თუ ეგ საფასო სეგმენტი გაწყობს ნიუტონში შეიყვანე. ცოტა ძვირია მაგრამ უკეთესია. ჯიელსის გერმანული აქვს გაძლიერებული მეორე კლასიდან. სავალდებულო საგანია. მათემატიკა ადრე გაძლიერებული ქონდათ ეხლა აღარ. ანუ ჩვეულებრივი სკოლაა. მაქსიმუმ კლასში 20 ბავშვით. მაგდენიც არ ყავთ ხოლმე.

Posted by: makuza 9 Jan 2017, 14:52
Lady_Bird ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ჯიელსი გერმანულის გამო მაწყობს, ნუ თანხაც მომწონს და ამიტომ ვფიქრობ ჯიელსიში დავიწყოთ 4 წელი და მერე იქნებ ჰამილტონი ან ლოგოსი შევძლო
* * *
ეხლა ჯიელსიში გავიგე რომ კარგი მასწავლებელი ეყოლება და თან მაგიტომ ვფიქრობ ასე

Posted by: Lady_Bird 9 Jan 2017, 17:37
Lady_Bird


ძალიან კარგი თუ კარგი მასწავლებელია. შეხედე სეიძლება ძალიან კარგი ბავშვები შეიკრიბნონ და კარგი კლასი ჩამოყალიბდეს. თუ არადა გადაყვანა ყოველთვის შეიძლება

Posted by: makuza 10 Jan 2017, 11:16
Lady_Bird კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მეც ეგრე ვფიქრობ იქნებ გაგვიმართლოს თუ არადა მერე გადავიყვან, ჰამილტონი მომწონს ისე ძალიან მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება, 5900 ლარი ღირს და არც წიგნები შედის, არც ტრანსპორტი, არც ფორმები და ა.შ

Posted by: Lady_Bird 10 Jan 2017, 14:16
makuza
ჰამილტონში ჩემი ახლობლები გადავიდნენ და ბავშვები ბედნიერები არიან
* * *
მაგრამ ძვირია , 2 ბავშვზე 10 პროცენს უკლებენ მხოლოდ

Posted by: makuza 10 Jan 2017, 15:55
ჰამილტონს აქვს ინგლისური და მეორე ენა არჩევით ან რუსული, ან გერმანული და ან სხვა რამე. მე სამივე მინდოდა ისე. პირველ კლასში თურმე ამ ჰამილტონში ფსიქოლოგიის 1 საათიც უტარდებათ და ეს მომეწონა

Posted by: Lady_Bird 11 Jan 2017, 15:25
საჯარო სკოლებზე მგონი არ არის თემა და საბურთალოზე რომლებია კარგი სკოლები, არ არის აუცილებელი ცნობადი და პრესტიჟული იყოს, მთავარია წესრიგი და კარგი პედაგოგები, გამართული სასწავლო პროცესი იყოს .ახლობელს უნდა შეყვანა და შერცევის პროცესი აქვს. მე დიდად არ მქონია შეხება საჯარო სკოლებთან ამიტომ ვერაფერს ვურჩევ

Posted by: tataka 11 Jan 2017, 17:41
გამარჯობათ,

მაინტერესებს სკოლა მილენიუმზე თუ გსმენიათ რამე, თუ ვინმეს დაგყავთ ბავშვი გთხოვთ გამიზიაროთ რას ფიქრობთ?


Posted by: rusi2013 21 Jan 2017, 13:09
სერვანტესის გიმნაზია აია-ჯესს-ზე თუ გსმენიათ? ყველა კონკურსებში ამ სკოლის მოსწავლეები იმარჯვებენ,საერთაშორისო პროექტებშიც მონაწილეობენ,მშობლები ყავთ მაგრები თუ სკოლის მიდგომაა ასეთი კარგი?

Posted by: makuza 27 Feb 2017, 10:51
მოკლედ ამ სკოლებმა გამაგიჟააა, ვერ გაიგებ რომელია წესიერი და ხელმისაწვდომიც, ისეთ ფასებს გეუბნებიან რომ კაპლი გჭირდება ეგრევე

Posted by: Mr-Oto 1 Mar 2017, 21:49
იქნებ საჯარო სკოლა მირჩიოთ დიდ დიღომში smile.gif

Posted by: ilikeit 2 Mar 2017, 16:09
makuza
ევროპული სკოლა ჯობია მანდ ჩამოთვლილებს

Posted by: makuza 4 Mar 2017, 09:23
არქიმედეს სკოლა ხომ არ იცით ვინმემ, კომაროველებს გაუხსნიათ და ძალიან აქებენ.

Posted by: თამროთამარა 6 Mar 2017, 23:00
რამე, ოფიციალური სტატისტიკა არსებობს კერძო და საჯარო სკოლადამთავრებულებთან მიმართებაში?

Posted by: qimikal 20 Mar 2017, 15:21
გამარჯობათ! მაინტერესებს ვინმეს თუ გსმენიათ დიდ დიღომში საპატრიარქოს სკოლის შესახებ (იგივე მთაწმინდელების სკოლა)? როგორია სწავლების, პედაგოგების და მოთხოვნის დონე? help.gif

Posted by: misha2005 20 Mar 2017, 15:57
ქართულ-ამერიკული სკოლა როგორია ხომ არ იცით?
რამიშვილზე რომელიცაა.

Posted by: nzaro 20 Mar 2017, 19:22
არ ვიცი ეგ სკოლაა თუ არა მაგრამ თუ ისაა რომელიც მე მგონია მაშინ არა.

Posted by: qimikal 21 Mar 2017, 11:26
nzaro
რომელ სკოლას გულისხმობთ?

Posted by: makuza 22 Mar 2017, 16:38
nzaro
არ ვიცი ეგ სკოლაა თუ არა მაგრამ თუ ისაა რომელიც მე მგონია მაშინ არა.


აქ იმდენი სკოლა დაიწერა, რომელ სკოლაზე საუბრობ დაგვიკონკრეტო იქნებ, smile.gif

Posted by: Lady_Bird 22 Mar 2017, 16:45
misha2005
მე რამდენადაც ვიცი კარგი სკოლაა, მაღალ კლასებში მყავდა ნაცნობი და საკმაოდ კარგად მუშაობდნენ

Posted by: makuza 22 Mar 2017, 17:17
misha2005

ქართულ-ამერიკულ სკოლას ვაკეში რომ არის იმას თუ კითხულობთ, ძალიან აქებენ მაგრამ 2300 $ ან 2100$ ღირს მგონი, ისე მსმენია რომ კარგი სკოლაა

Posted by: misha2005 23 Mar 2017, 10:57
Lady_Bird
მადლობა

makuza
კი, ვაკეში რომაა. სამწუხროდ უფრო ძვირი $2700 ღირს.

Posted by: qimikal 23 Mar 2017, 11:25
მთაწმინდელებზე რას იტყვით ვინ იცით მაგ სკოლის შესახებ რამე? დიდ დიღომში რომაა
და ვეკუას შესახებაც მაინტერესებს თუ რამე შეხება გქონიათ

Posted by: masha 23 Mar 2017, 11:37
qimikal
ვეკუა კარგი იყო ადრე-ჩემმა შვილმა დაამთავრა.
ბოლო რამოდენიმე წელი არ ვიცი რა მდგომარეობაა.

ზოგადად კი- კერძო სკოლებში უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ბავშვს-
ანუ უჯდებიან, ამეცადინებენ და ა.შ.~+ დასავლური პროგრამები აქვთ და ამით უსწრებენ
სახელმწიფო კურუკულუმს.
მაგრამ არც ისაა ალბათ პრობლემა საჯარო იაროს და კერძოდ მოემზადოს

Posted by: qimikal 23 Mar 2017, 11:44
masha
საჯაროშიც შეიძლება კი, მაგრამ მაინც...
გოგონაა თქვენი შვილი თუ ბიჭი? ამბობენ ბიჭებს უფრო უადვილდებათ ვეკუაში სწავლა თუ ძალიან არ ზარმაცობსო
და კიდევ მომზადება მაინც გიწევდათ?

Posted by: masha 23 Mar 2017, 11:56
qimikal
გოგოა, და დიდად არ ბრწყინავდა ტექნ.საგნებში.
ჯერ დამყავდა "სქულ ოფ თუმოროუ"- ამერიკული სკოლაა ეგეთი (ახლა მზიურში არიან)
და ვეღარ ვიხდიდი- გადავიყვანე ვეკუაში.
კი უჭირდა იქ სწავლა, მაგრამ მერე მაინც მოახერხა- კლასს გადაახტა - პირდაპირ 12-ში გადავიდა ანუ.
ჩაბარებისას მათემატიკაში მოემზადა, 1 თვე ქართულში -იურიდიულზე მოხვდა ჯავახიშვილში
თუმცა უნდოდა აითი თავისუფალში.
საბოლოოდ ახლა ფოტოგრაფობა უნდა მაინც.
არ ვიცი ყველა საჯარო სკოლა, მაგრამ მაქვს აზრი, რომ იქ არაფერს არ ასწავლიან
თუ ვინმე სწავლობს, ისევ თვითონ ბავშვი/მშობელია მონდომებული

Posted by: qimikal 23 Mar 2017, 12:08
masha
smile.gif ეხლა ბავშვების დიდი ნაწილის გატაცებაა ფოტოგრაფობა smile.gif მთავარია კარგი განათლება აქვს და ეგ გატაცება რომ გაუვლის ჭკვიანი იურისტი იქნება

Posted by: Scoorp 23 Mar 2017, 12:15
qimikal


და თუკი გატაცება არაა? და სერიოზულად უნდა ფოტოგრაფობა?
რა დამოკიდებულებაა ეს, რაღაც პროფესიას რომ აგდებულად და არასერიოზულად უყურებს ხალხი ვერ ვხვდები
კარგი ფოტოგრაფი ბევრ იურისტზე შემოსავლიანია,უფრო საინტერესო სფეროცაა და ნაკლები სანერვიულო ექნება
მთავარია რა უნდა ადამიანს და არა მხოლოდ სტატუსი - იურისტი,ბანკირი, ეკონომისტი

Posted by: masha 23 Mar 2017, 12:19
qimikal
Scoorp

ხომ დაანება იურისტობას თავი და ფოტოსკოლაში სწავლობს ჩეხეთში.


ისე ძველი თაობის ვეკუელები მაგარი მოზგები არიან.
და ისევ ფოტოგრაფობას დავუბურნდები
ჩემი ნათესავია შორეული
ფიკიზა-მათემატიკა, ვეკუა, მოსკოვში ჩაბარებები, მერე თსუში სოროსის სტიპენდიები
მერე აშშ-ში ლექციების წაკითხვა
და ა.შ.
ბოლოს დაიჭირა ფოტოაპარატი- კურსი გაირა ჯიპაში
და ბედნიერად არის ახლა ფოტორეპორტიორი.

Posted by: qimikal 23 Mar 2017, 12:39
Scoorp
აგდებული დამოკიდებულება საერთოდაც არ მაქვს მე პირადად და მჭიდრო შეხება მაქვს ამ სფეროსთან. ძალიან საინტერესოდაც მივიჩნევ, მაგრამ ვფიქრობ რომ მაგ საქმესაც არანაკლები პროფესიონალიზმი და იურისტობისაგან განსხვავებით კიდევ თანდაყოლილი ნიჭი და ხედვა ჭირდება. მაგრამ როდესაც უკვე სხვა პროფესიას ეუფლები ამ შემთხვევაში გატაცებად ითვლება

* * *
masha
დაღალა ალბათ ციფრებმა და მათემატიკამ smile.gif

Posted by: ტაბუ 28 Mar 2017, 17:30
ჩემი საორიენტაციო სკოლები:
1. მწვანე სკოლა
2. აიბი მთიები
3. არქიმედე
4. მილენიუმი
5. ჰამილტონი

გამოცდილმა მშობლებმა მირჩიეთ, რა!

Posted by: marguerite 29 Mar 2017, 19:30
ტაბუ
შენ მიერ ჩამოთვლილი სკოლებიდან "არქიმედეს" ვამჯობინებ .
"მილენიუმსა" და "ჰამილტონზე" არაფერი ვიცი.
"მწვანე სკოლაში" ერთი კვირის წინ ვიყავი სხვა მიზნით,მაგრამ პირველკლასელთა ცხრილი ვნახე და ცოტა მწირი მეჩვენა. ძირითადი საგნების გარდა, ჩოგბურთი იყო მხოლოდ არასტანდარტული.
"აიბი მთიებს" რაც შეეხება, სასწავლო პროცესი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ოთხშაბათსა და პარასკევს სამარხვო მენიუ აქვთ და ეს მიდგომა არ მომწონს.

"არქიმედეს" რაც შეეხება, მომეწონა ფბ გვერდზე მათი აქტივობები და ძალიან მომწონს ასევე ის,რომ სასწავლო პროგრამაში შედის ცურვა, ჭადრაკი და ლეგო.


პირადად მე,ნიუტონის სკოლა ვარჩიე ყველას და თუ აქ არ გამოვიდა,არქიმედეს ვფიქრობ.

Posted by: ტაბუ 30 Mar 2017, 12:44
marguerite
დიდი მადლობა პოზიციის გაზიარებისთვის smile.gif

QUOTE
"აიბი მთიებს" რაც შეეხება, სასწავლო პროცესი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ოთხშაბათსა და პარასკევს სამარხვო მენიუ აქვთ და ეს მიდგომა არ მომწონს.

ახლა გადავამოწმე და ნამდვილად ჰქონიათ. პლუს ბავშვები დაჰყავთო წირვასა და ზიარებებზე.
მოკლედ, მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: marguerite 30 Mar 2017, 23:58
ტაბუ
წარმატებები.

დაწერე მერე, თუ არ დაგეზარება, რომელს აარჩევ და რა კრიტერიუმით.

Posted by: ტაბუ 31 Mar 2017, 11:14
marguerite
QUOTE
დაწერე მერე, თუ არ დაგეზარება, რომელს აარჩევ და რა კრიტერიუმით.

აუცილებლად smile.gif

QUOTE
წარმატებები

მადლობა

Posted by: Scoorp 31 Mar 2017, 12:19
ტაბუ



მე ჰამილტონს გირჩევდი smile.gif

Posted by: ტაბუ 31 Mar 2017, 14:50
Scoorp
QUOTE
ჰამილტონს

შეგიძლია, მიზეზები დაწერო?

Posted by: one_day- 3 Apr 2017, 13:37
გამარჯობა
იქნებ დამეხმაროთ, პირველი ექსპერიმენტული სკოლა ჯობია თუ 161 საჯარო სკოლა? და იქნებ საბურთალოზე კარგი საჯარო სკოლა მირჩიოთ, თუ ამ სკოლებში ვერ მოვხვდით.. ვკითხულობ აქ და მხოლოდ კერძო სკოლებზე საუბრობთ smile.gif

Posted by: makakoo 5 Apr 2017, 03:54
გამარჯობათ. ბაქსვუდის სკოლა ჯობია თუ ევროპული სკოლა? ევროპულში რაღირს ხომარიცით?
* * *
ევროპულში საკმაოდ ძვირია და თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ბაწსვუდი თუ ნიუტონის სკოლა?

Posted by: iliax 8 Apr 2017, 16:00
ამ თემასაც მიუძღვის წვლილი ნიუტონზე არჩევანის გაკეთებაში ამიტომ აქაც დავდებ ჩემს პოსტს პოლიტგანყიდან.

ამათ იმენა საბჭოთა საქართველო ქონიათ მოწყობილი როინ მეტრეველი აკლიათ პროსტა biggrin.gif არადა ისე ლაპარაკობენ გეგონება მაგათი მოგონილია საერთოდ სწავლება და ბევრს სწორსაც ამბობენ, იმდენად სწორს რომ მეც დავბოლდი და ბავშვის მანდ მიყვანა გადავწყვიტე. გავიარეთ რეგისტრაცია ვიყავი ღია კარის დღეზე სადაც დირექტორმა დეტალურად აგვიხსნა როგორ მოხდებოდა ბავშვების ჩარიცხვა იყო 60 ადგილი და დაახლოებით 180 მსურველი. აგვისხნა რომ ბავშვებს ჩაუტარდებოდათ სკოლისთვის მზაობის ტესტი და ამის მიხედვით მოხდებოდა ჩარიცხვაც. მოკლედ გავიარეთ გასაუბრება და იქ გვითხრეს 10 დღიდან ორ კვირამდე ვადაში იქნება პასუხებიო. ჩვენ სხვა სკოლებშიც გვქონდა განაცხადი და უკვე პასუხს ითხოვდნენ და ამან ცალკე დისკომფორტი შეგვიქმნა, ამ პერიოდში 2 კვირა ძალიან დიდი დროა 150 აპლიკანტის შესაფასებლად, მე ველოდებოდი მაქსიმუმ 3-5 დღეს. მოკლედ მოგვივიდა პასუხი რომ ჩვენი შვილი 60 კაცში ვერ მოხვდა 150 დან. გამოგიტყდებით და მე მეგონა რომ ნუ ვერ მოხვდა და ვერ მოხვდა რა ვუყოთ. მაინც დავრეკეთ სკოლაში რომ გაგვეგო რაში იყო საქმე და შევხდით დირექტორს smile.gif აქ იწყება ყველაზე საინტერესო:

ტიპი მოდის და იძახის ნაგლად თქვენმა შვილმა კი აჩვენა მაღალი შედეგი (92%) მაგრამ გამსვლელი 94% იყოო lol.gif (მერე გავარკვიეთ რომ 94% ვერავინ ვერ მიიღებდა, 1 - შეცდომა 96% იყო, 2 - 92%, ხუთბალიანი სისტემით შეაფასეს და იმიტომ) აქ კი თვალები შუბლზე ამივიდა, როგორ შეიძლება 150 კაცმა ტესტი დაწეროს და 92% ის მიმღები ვერ მოხვდეს პირველ 60 ში თქო? კიო, შეიძლებაო. ჯერ ერთი 60 არ იყოო, 25 ბავშვამდე დედმამიშვილები იყვნენ და ისინი უკონკურსოდ იყვნენო. ჯერ ერთი თუ ეგრეა მაშინ ადგილები ცალკე უნდა გამოუყონ დედმამიშვილებს და კონკურსში არ იღებდნენ მონაწილეობას. კაი მაგას თავი დავანებოთ გინდაც 35 კაცში ყველა ვარიანტში მოხვდება 92% მფლობელი თქო. მოკლედ აბსოლუტური დემაგოგია დაიწყო ამ ძალიან მარტივ ფაქტზე, ჩვენთან უკვე ნარჩევი ხალხი მოდისო biggrin.gif და ამიტომ არის ეგეთი შედეგებიო. ტესტის ჩვენებაზე რა თქმა უნდა უარი განაცხადა, საშუალო შედეგი არ ახსოვდა smile.gif. ჩვენს სკოლაში მოქმედ პოკერისტებს ვუტარებთ ტესტებს პოკერზე და მე არ მახსოვს შემთხვევა 22-24 კაცში 5 კაცზე მეტს ეჩვენებინოს 90%+ შედეგი. ჯერ რა ნარჩევი ხალხი მაგათთან მიდის ეგრე რომ გონია და ეგრეც რომ იყოს მაინც ვერ იქნება ეგეთი შედეგი.

მელაძის არაადეკვატური პასუხების შემდეგ დავეჭვდი და ვეცადე გამეგო რეალური შედეგები. აღმოჩნდა რომ ეს გასაუბრება და ტესტი იყო თავიდან ბოლომდე ფარსი და მიღებულთა სიასთან ტესტის რეიტინგს არავითარი დამოკიდებულება არ ქონდა, არამარტო ჩემი შვილი არამედ იმ სამი ბავშვიდან ერთ-ერთი რომელმაც 100%-იანი შედეგი აჩვენა არ მიიღეს, რადგან ეს ვითომ გასაუბრება თავიდან ბოლომდე იყო სპექტაკლი და უშუალოდ დაკომპლექტება მოხდა სულ სხვა კრიტერიუმების შედეგად.

საქართველოში ვცხოვრობთ და არ გვიკვირს ასეთები, რომ მცოდნოდა წინასწარ შეიძლება მეც ჩამეწყოbiggrin.gif მაგრამ ეგ სკოლა სწორედ იმიტომ ავარჩიეთ რომ არ მეგონა თუ მანდაც ასე იქნებოდა. მათ დეკლარირებული აქვთ რომ პირველები იბრძვიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ, სამწუხარო მხოლოდ ეგ არის, მაგრამ სადაც მღვდელი ბიზნესმენია, ოფიციანტი ძველი ბიჭი, მასწავლებელი რომ ფარისეველი იყოს არ უნდა გაგვიკვირდეს. უბრალოდ თუ ასე გაგრძელდა ყოველთვის "საქართველოში" ვიცხოვრებთ.

P.S. სულ რომ გვეხვეწნონ ბავშვს მანდ აღარ მივიყვანთ და ეგ პირდაპირ ვუთხარი მელაძეს, უბრალოდ მინდა რომ სხვები ვინც შეიძლება ჩემსავით ფიქრობდნენ არ დარჩნენ მოტყუებულები და ეს როინ მეტრეველები კაი ტიპები არ ეგონოს. დეგა ზოგჯერ მართალია ეს ჰევროქართველები სულითხორცამდე კომუნისტები არიან smile.gif

Posted by: GEORGIA007 8 Apr 2017, 22:08
iliax
QUOTE
სულ რომ გვეხვეწნონ ბავშვს მანდ აღარ მივიყვანთ და ეგ პირდაპირ ვუთხარი მელაძეს, უბრალოდ მინდა რომ სხვები ვინც შეიძლება ჩემსავით ფიქრობდნენ არ დარჩნენ მოტყუებულები

მელაძე ვინაა? ნოდარა?

Posted by: Lady_Bird 9 Apr 2017, 11:22
iliax
რომელ კლასში მიღებაზეა საუბარი? მე როცა მინდოდა ბავშვის გადაყვანა და სექტემბრამდე მომლოდინეთა სიაში გვამყოფეს. ძველ სკოლაში ხელშეკრულების პირობა მერღვეოდა თანხის გადახდაზე. რამოდენიმეჯერ რომ მივწერე მიპასუხეს რომ ვაკანტური ადგილი არ იყო და პირველები ვიყავით სიაში. თუ ვაკანტური ადგილები არ ქონდათ ვერ მივხვდი რატომ გამოაცხადეს მიღება. 18 ში იწყებოდა სწავლა და პასუხი 15 ში გამაგებინეს რომ მიგვიღეს. მე უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული და ძველ სკოლაში კიდევ ერთი წელი დავრჩით რადგან თანხა რომ არ გადამეხადა უკვე ყველანაირ პირობას ვარღვევდი. მერე ჩემდათავად ვიფიქრე რომ იქნებ ვინმეს ჩარევა და დარეკვა იყო საჭირო თქო. ცოტა გავოგნდი ამ ფიქრის გამო, ანუ ტყუილად არ დამრჩენია ეს შთაბეჭდილება. როგორც ჩანს ასე აქვთ ადგილები გარკვეული წრისთვის შემონახული და შემდეგ თუ დარჩა ადგილი სხვებსაც დაუკავშირდებიან. ძალიან ცუდია
* * *
one_day-
მგონი ამ ეტაპზე 161 ჯობია . 52 სკოლაც კარგია უბრალოდ ძალიან ცუდი გრაფიკი აქვთ დაწყებით კლასებს. მეორე კლასიდან მეორე ცვლაში არიან. ამიტომ გაარკვიე ზუსტად სანამ საბუთებს შეიტან.

Posted by: Kivi-kivi 9 Apr 2017, 12:27
QUOTE (Lady_Bird @ 9 Apr 2017, 11:22 )
52 სკოლაც კარგია უბრალოდ ძალიან ცუდი გრაფიკი აქვთ დაწყებით კლასებს. მეორე კლასიდან მეორე ცვლაში არიან. ამიტომ გაარკვიე ზუსტად სანამ საბუთებს შეიტან.

52-ე სკოლაზე თუ გაქვთ ინფორმაცია, გრაფიკის გარდა, კიდევ ხომ არ იცით სხვა მინუსი? ძირითადად აქებენ, მინუსები ნაკლებად მესმის და შესადარებლად მჭირდება. მადლობა.

Posted by: iliax 9 Apr 2017, 13:46
Lady_Bird
QUOTE
რომელ კლასში მიღებაზეა საუბარი? მე როცა მინდოდა ბავშვის გადაყვანა და სექტემბრამდე მომლოდინეთა სიაში გვამყოფეს. ძველ სკოლაში ხელშეკრულების პირობა მერღვეოდა თანხის გადახდაზე. რამოდენიმეჯერ რომ მივწერე მიპასუხეს რომ ვაკანტური ადგილი არ იყო და პირველები ვიყავით სიაში. თუ ვაკანტური ადგილები არ ქონდათ ვერ მივხვდი რატომ გამოაცხადეს მიღება. 18 ში იწყებოდა სწავლა და პასუხი 15 ში გამაგებინეს რომ მიგვიღეს. მე უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული და ძველ სკოლაში კიდევ ერთი წელი დავრჩით რადგან თანხა რომ არ გადამეხადა უკვე ყველანაირ პირობას ვარღვევდი. მერე ჩემდათავად ვიფიქრე რომ იქნებ ვინმეს ჩარევა და დარეკვა იყო საჭირო თქო. ცოტა გავოგნდი ამ ფიქრის გამო, ანუ ტყუილად არ დამრჩენია ეს შთაბეჭდილება. როგორც ჩანს ასე აქვთ ადგილები გარკვეული წრისთვის შემონახული და შემდეგ თუ დარჩა ადგილი სხვებსაც დაუკავშირდებიან. ძალიან ცუდია

პირველში, 5 წლის ბავშვებს ინტერვიუ ჩაუტარეს biggrin.gif მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ მიღებული შედეგები არ გაითვალისწინეს. მოკლედ სანამ ბენდუ ყავდათ პროცესი სწორად მიდიოდა, ახლა კი როგორც ჩანს აუშვეს და მიდის ახალგამომცხვარი ლამზირა დეიდების ბაირამობა.


Posted by: Lady_Bird 9 Apr 2017, 14:20
Kivi-kivi
ვიცი რომ ინგლისურთან ერთად გერმანულსაც სწავლობენ და საკმაოდ კარგად. ცუდი არაფერი მსმენია. ვინც მყოლია ნაცნობი ყველა კმაყოფილი იყო. საკმაოდ დიდი ნაკადი ყავთ ბავშვების ამტიმომ კლასებიც მცირერიცხოვანი არ არის მინიმუმ 30 ბავშვი ზის კლასში. თუმცა ეს ყველა პოპულარული საჯარო სკოლის პრობლემაა . გრაფიკს თუ აეწყობი ცუდი არ არის.

Posted by: Kivi-kivi 9 Apr 2017, 14:37
QUOTE (Lady_Bird @ 9 Apr 2017, 14:20 )
Kivi-kivi
ვიცი რომ ინგლისურთან ერთად გერმანულსაც სწავლობენ და საკმაოდ კარგად. ცუდი არაფერი მსმენია. ვინც მყოლია ნაცნობი ყველა კმაყოფილი იყო. საკმაოდ დიდი ნაკადი ყავთ ბავშვების ამტიმომ კლასებიც მცირერიცხოვანი არ არის მინიმუმ 30 ბავშვი ზის კლასში. თუმცა ეს ყველა პოპულარული საჯარო სკოლის პრობლემაა . გრაფიკს თუ აეწყობი ცუდი არ არის.

მადლობა.
ხო, მეორე ცვლა ცოტა რთული თემაა. კლასიკურ გიმნაზიაშიც პირველივე კლასიდან მეორე ცვლაში არიან.
სწავლის ხარისხი მაინტერესებს და საჯარო სკოლებიდან 52-ე რამდენიმემ მირჩია.


Posted by: ტაბუ 11 Apr 2017, 07:12
marguerite
QUOTE
დაწერე მერე, თუ არ დაგეზარება, რომელს აარჩევ და რა კრიტერიუმით

მწვანე სკოლა გადავწყვიტე.
ტერიტორიულად ყველაზე მეტად მაწყობს: დიდი დიღმიდან უნდა იაროს ბავშვმა; ეზომ და სიმწვანემ ცალკე ძალიან მომხიბლა; მიდგომები მომეწონა; ძალიან კარგი მოსწრება აქვთ ამ სკოლადამთავრებულებს უნივერსიტეტებში და ჩაბარების rate-ც მაღალი აქვთ; ვისაც დაჰყავს ბავშვი (ასეთი რამდენიმე მშობელი ვიცი), ყველა კმაყოფილია; არ არის ძალიან ახალი სკოლა, ე.ი. ხარისხი სტაბილური აქვთ; უსაფრთხოების სისტემაც მომეწონა - შესვლა-გამოსვლა ბარათებით და სმს მისდის მშობელს; და ბოლოს განათლების სისტემაში მომუშავე მეგობრისგან მივიღე რეკომენდაცია, თავადაც აქ აპირებს ბავშვის შეყვანას.

Posted by: marguerite 11 Apr 2017, 19:06
ტაბუ
ძალიან კარგი, წარმატებები დიმიტრის და მოლოდინების გამართლება.
ჩემი ნიუტონში მიიღეს და მეც მსგავს მდგომარეობაში ვარ smile.gif

Posted by: ტაბუ 12 Apr 2017, 09:16
marguerite
გილოცავთ smile.gif
ასევე წარმატებებს და მოლოდინების გამართლებას გისურვებთ!

Posted by: makakoo 12 Apr 2017, 19:43
ბაქსვუდის სკოლაზე რას მირჩევთ? მეუბნებიან მხოლოდ სახელის გამო თუ შეიყვანო რაც ნაკლებად მაინტერესებს.ფასი და პირობები ყველაზე მისაღებია ჩემთვის მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი. ამ სკოლის მინუსები მაინტერესებს.თუ გქონიათ ამ სკოლასთან ვინმეს შეხება დამაინფორმირეთ

Posted by: CyberJedi 12 Apr 2017, 22:42
‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎

Posted by: masha 19 Apr 2017, 11:34
iliax
QUOTE
ამ თემასაც მიუძღვის წვლილი ნიუტონზე არჩევანის გაკეთებაში ამიტომ აქაც დავდებ ჩემს პოსტს პოლიტგანყიდან.

აბა დალინკე პოლიტგანყში რა გამოხმაურება მოყვა?
ისე მაგრად იციან საქართველოში ზედახორა, რამეს გაუვარდება სახელი და ყველა იქ გარბის
ამდენი სკოლაა, რაღა ნიუტონზე იმტვრიო ადამიანმა თავ-პირი?

Posted by: nuki-77 24 Apr 2017, 19:09
გამარჯობათ. დახმარება მინდა თქვენი მეგობრებო. ბავშვი მიდის პირველ კლასში და ვეძებ კერძო სკოლას ნაძალადევის რაიონში. თუ ვინმეს შვილი სწავლობს ან სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში www.gahs.edu.ge (ნაძალადევის რაიონშია ჭყონდიდელი ქ.18) როგორ დამიხასიათებდით? არის თუ არა სწავლება ამ სკოლაში მაღალ დონეზე? როგორი დამოკიდებულებაა პედაგოგების ბავშვების მიმართ ზოგადად? ხომ ვერ მეტყოდით დაწყებით კლასებში რომელი პედაგოგია საუკეთესო? თუ კერძო სკოლას მირჩევთ სხვას ამავე რაიონში მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: makuza 3 May 2017, 17:27
"არქიმედეს" სკოლაზე ხომ არიცით როგორი სკოლაა და როგორი სწავლაა?
* * *
nuki-77
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ნაძალადევში ჩემი ახლობლები სწავლობენ და ძალიან კმაყოფილები არიან, ოღონდ სახლში ბავშვებს ბევრი სამეცადინო აქვთ ძალიანო და გვიან ამთავრებენ სახლში მეცადინეობასო - (ეს ინდვიდუალურიც არის).

Posted by: makakoo 5 May 2017, 06:10
გამარაჯობათ. ქართულ-ამერიკული სკოლა ნახალოვკაში რას მირჩევთ? ვინმეს თუ დაგყავთ და როგორ დაახასიათებთ სკოლის დონეს,სწავლის მეთოდებს და მასწავლებლების დამოკიდებულებას ბავშვებთან.

Posted by: ტაბუ 5 May 2017, 13:24
makuza
QUOTE
"არქიმედეს" სკოლაზე ხომ არიცით როგორი სკოლაა და როგორი სწავლაა?
მეც მაინტერესებდა, მაგრამ ვერავინ ვიპოვნე, ვისაც რეალურად დაჰყავს შვილი ამ სკოლაში. ფეისბუქის აქტივობებით ძალიან მომწონს - რობოტიკის გაკვეთილები, განსაკუთრებით smile.gif

Posted by: GEORGIA007 6 May 2017, 01:08
makakoo
QUOTE
გამარაჯობათ. ქართულ-ამერიკული სკოლა ნახალოვკაში რას მირჩევთ? ვინმეს თუ დაგყავთ და როგორ დაახასიათებთ სკოლის დონეს,სწავლის მეთოდებს და მასწავლებლების დამოკიდებულებას ბავშვებთან.

მე დამყავს და მომწონს, ბავშვიც კმაყოფილია smile.gif

Posted by: mazurskii 7 May 2017, 18:41
გამარჯობათ

მოკლედ რა მაინტერესებს ხვალ არის უფასო საჯარო სკოლებში ჩარიცხვა ხოდა ზოგი ამბობს რო რამოდენიმე აიპიდან ( კომპიუტერიდან ) უნდა დაარეგისტრირო რო იქნებ 1 დან მაინც მოხვდეს და ზოგი ამბობს რო თუ რამოდენიმე აიპიდან დაიწყებს ჩარიცხვას ბავშვი დაიბლოკებაო


Posted by: makakoo 8 May 2017, 02:21
გამარჯობათ.მოკლეთ ვერ გავაკეთე არჩევანი კერძო სკოლებსშორის.7000 ლარის ფარგლებში. ქართულ ამერიკულს როგორც ვიცი 4ის ნახევარზე უმთავრდება და სამეცადინოს სახლში ატანენ რაც არანაირად არ მაწყობს. ბაქსვუდში ვფიქრობ, მაგრამ მანამ ამერიკელები იყვნენ ძალიან კარგი იყო მაშინო. ნიოტონზეც ბერვინეგატიური წავიკითხე. ვაკის ქართულ ამერკული და ნახალოვკის რამე სხვაობა არის მაგათშორის? რომელს მირჩევთ საკუთარი გამოცდილებიდან იქნება დამაკვალიანოთ.მადლობა

Posted by: ტაბუ 8 May 2017, 12:49
makakoo
მაგ ფასში ჰამილტონი და მილენიუმიც ნახეთ - ორივეს ძალიან აქებენ.

მილენიუმი:
http://millenniumschool.ge/
https://www.facebook.com/Millennium-School-%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90-218634848168229/

ჰამილტონი:
http://www.hamilton.edu.ge/
https://www.facebook.com/schoolhamilton/

Posted by: თამროთამარა 8 May 2017, 13:35
http://www.bga.ge

ამ სკოლაზე გააქვთ მეტი ინფო, ვიდრე საიტზეა?

Posted by: gucci07 8 May 2017, 14:10
ამ სკოლის შესახებ თუ გაქვთ რამე ინფო? ერთი ფილიალი დიდ დიღOმში აქვთ და მეორე ნახალოვკაში


https://www.facebook.com/ქართულ-ევროპული-კერძო-სკოლა-1169723599763962/

Posted by: makakoo 11 May 2017, 07:10
ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლა რომარის ნახალოვკაში, მაგის ფილიალია როგორც ვიცი ვაკეში, რა სიტუაციააა ხომარიცით? ვინმეს დაგყავთ ბავშვი? ტერიტორიულად ეს მაწყობს, ნახალოვკა შორსარის უფრო. რამოდენიმე კაცისგან ვიცი,რომ ამ სკოლაში ვინც დადიან მაინც ცალკე ემზადებიან მასწავლებელთან საგნებში. თან როგორც მითხრეს 4 ის ნახევრამდეა და თან ყველა დავალებას სახლში ატანენ. ვინმე სგააქვთ ამ სკოლასთან გამოცდილება? ან ვაკის ფილიალი. გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება

Posted by: White88 11 May 2017, 22:04
გამარჯობა
მაინტერესებს რომელია თბილისში ყველაზე ძვირიანი სკოლა მინდა ჩემმა შვილმა ყველაზე ძვირიან სკოლაში ისწავლოს, თავის თანატოლებისგან გამოირჩეოდეს და შესაფერის გარემოში მოუწიოს სწავლა(ვგულისხმობ სოციალურ ფენას)
სწავლის ხარისხს ძაან დიდი მნიშვნელობა არ აქვს მთავარია იმით გამოირჩეოდეს რომ ყველაზე ძვირიანია და ჩემი შვილიც სწორედ რომ ამ ყველაზე ძვირიან სკოლაშI სწავლობს.
იმედი მაქვს ღარიბები აქაც არ არიან დასათვალიერებლად(აბა სად აქვთ მაგდენი ფული მაგათ კერძO სკოლაშI ასწავლონ შვილებს) სწორედ მაგის იმედით ვპოსტავ აქ.

Posted by: makakoo 13 May 2017, 19:49
ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლა ვაკის ფილიალი და ჭყონდიდელის ერთიდაიგივე პირობებია თუ იცით? ტერიტორიულად ვაკე მაწყობს.ჭყონდიდელის ფილიალს 4ის 20 წუთზე უმთავრდება გაკვეთილები,ასე რომ სხვა დამატებით წრეებზეც მოასწრებს ბავშვი სიარულს. თუ გაქვთ გამოცდილება ამ სკოლასთან გამიზიარეთ. რამდენად დატვირთულები არიან სახლში დავალებებით და მინუსები სკოლის რაც არ მოგწონთ.

Posted by: GEORGIA007 14 May 2017, 13:59
makakoo
QUOTE
ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლა რომარის ნახალოვკაში, მაგის ფილიალია როგორც ვიცი ვაკეში, რა სიტუაციააა ხომარიცით? ვინმეს დაგყავთ ბავშვი? ტერიტორიულად ეს მაწყობს, ნახალოვკა შორსარის უფრო. რამოდენიმე კაცისგან ვიცი,რომ ამ სკოლაში ვინც დადიან მაინც ცალკე ემზადებიან მასწავლებელთან საგნებში. თან როგორც მითხრეს 4 ის ნახევრამდეა და თან ყველა დავალებას სახლში ატანენ. ვინმე სგააქვთ ამ სკოლასთან გამოცდილება? ან ვაკის ფილიალი. გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება

მომზადება ყველა ვარიანტში მაინც უნდათ
White88
QUOTE
გამარჯობა
მაინტერესებს რომელია თბილისში ყველაზე ძვირიანი სკოლა მინდა ჩემმა შვილმა ყველაზე ძვირიან სკოლაში ისწავლოს, თავის თანატოლებისგან გამოირჩეოდეს და შესაფერის გარემოში მოუწიოს სწავლა(ვგულისხმობ სოციალურ ფენას)
სწავლის ხარისხს ძაან დიდი მნიშვნელობა არ აქვს მთავარია იმით გამოირჩეოდეს რომ ყველაზე ძვირიანია და ჩემი შვილიც სწორედ რომ ამ ყველაზე ძვირიან სკოლაშI სწავლობს.

მე მგონი ევროპული სკოლა საბურთალოზე ყველაზე ძვირი და სწავლასაც არ ექცევა დიდი ყურადღება, მანდ უფრო მაღალი სტატუსი და უმაღლესი ფასია მნიშვნელოვანი

Posted by: mta 14 May 2017, 14:31
წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ,ალბათ უკვე დაგვიანებულია განახლდნენ,7 პარალელური გახსნეს,მაინც სცადეთ...

Posted by: makuza 15 May 2017, 17:12
არქიმედეს სკოლაზე ვისაც გაინტერესებდათ ვიცი ის რომ არის კომაროვის ყოფილი დირექტორის - გელა მანელიძის დაარსებული და როგორც ამობებენ თვითონ კარგი სწავლა აქვთ და მე-7 კლასიდან გაძლიერებული აქვთ ტექნიკური საგნები.
თუ ვინმე იცით რომ სწავლობდეს ან რამე გაგიგიათ ამ სკოლაზე იქნებ ჩვენც გაგვიზიაროთ.

Posted by: celestiales 15 May 2017, 20:30
QUOTE (White88 @ 11 May 2017, 22:04 )
გამარჯობა
მაინტერესებს რომელია თბილისში ყველაზე ძვირიანი სკოლა მინდა ჩემმა შვილმა ყველაზე ძვირიან სკოლაში ისწავლოს, თავის თანატოლებისგან გამოირჩეოდეს და შესაფერის გარემოში მოუწიოს სწავლა(ვგულისხმობ სოციალურ ფენას)
სწავლის ხარისხს ძაან დიდი მნიშვნელობა არ აქვს მთავარია იმით გამოირჩეოდეს რომ ყველაზე ძვირიანია და ჩემი შვილიც სწორედ რომ ამ ყველაზე ძვირიან სკოლაშI სწავლობს.
იმედი მაქვს ღარიბები აქაც არ არიან დასათვალიერებლად(აბა სად აქვთ მაგდენი ფული მაგათ კერძO სკოლაშI ასწავლონ შვილებს) სწორედ მაგის იმედით ვპოსტავ აქ.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სერიოზული პოსტია lol.gif

Posted by: ilikeit 17 May 2017, 23:57
ნუ იმ მშობლის პოსტი ისეთია, კიბოს გაგიჩენს, მაგრამ biggrin.gif

GEORGIA007
ძალიან ცდებით ევროპულ სკოლაზე, უძლიერესი ინგლისური სექტორი აქვს. მისი დასრულების შემდეგ არცერთ ამერიკულ უმაღლესში არ ექნება პრობლემა ბავშვს, ისეთ დონეზეა ყველაფერი

Posted by: GEORGIA007 18 May 2017, 00:09
ilikeit
QUOTE
ძალიან ცდებით ევროპულ სკოლაზე, უძლიერესი ინგლისური სექტორი აქვს. მისი დასრულების შემდეგ არცერთ ამერიკულ უმაღლესში არ ექნება პრობლემა ბავშვს, ისეთ დონეზეა ყველაფერი

რატომ ვცდები? მაგათი ფასები იცით? ან ინგლისურს არ ასწავლიანთქო სადმე ვთქვი?

Posted by: makakoo 18 May 2017, 00:40
გამარჯობათ, არჩევნას ვერ ვაკეთებ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა თუ წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა. წმ. გიორგის სკოლაზე ვინმემ იცით რამე? უბრალოდ მირჩიეს მაგრამ დეტალურად არაფერი ვიცი შიგნით რახდება. ვინმეს ხომარ გაქვთ შეხება ან ხომარ გქონიათ როგორ დაახასიათებთ? დაბალი კლასები მაინტერესებს

Posted by: gucci07 21 May 2017, 23:17
სკოლა "ლამპარი" თუ გქონიათ შეხება ამ სკოლასთან?ნახალოვკაშია კიკვიძის ბაღთAნ

Posted by: White88 23 May 2017, 00:41
ზოგმა დაიჯერა, რომ ჩემი პოსტი სერიოზულად იყო დაწერილი. facepalm.gif


Posted by: GEORGIA007 23 May 2017, 01:22
White88
QUOTE
ზოგმა დაიჯერა, რომ ჩემი პოსტი სერიოზულად იყო დაწერილი. 

არადა მგონი შენ უფრო დაიჯერე რომ სერიოზულად გიპასუხა ვინმემ lol.gif givi.gif

Posted by: ilikeit 23 May 2017, 02:13
GEORGIA007
რატომ ცდებით და იმიტომ, რომ თქვით არ ექცევა ყურადღება სწავლასო
ფასები ვიცი
ინგლისურის სწავლება კიდე არ მიხსენებია, ინგლისურ სექტორზე მაქვს ლაპარაკი, სადაც აბსოლიტურად ყველა საგანს დიდი და სათანადო ყურადღება ეთმობა, განსაკუთრებით ზუსტ მეცნიერებებს.

Posted by: GEORGIA007 23 May 2017, 13:52
ilikeit
QUOTE
რატომ ცდებით და იმიტომ, რომ თქვით არ ექცევა ყურადღება სწავლასო
ფასები ვიცი
ინგლისურის სწავლება კიდე არ მიხსენებია, ინგლისურ სექტორზე მაქვს ლაპარაკი, სადაც აბსოლიტურად ყველა საგანს დიდი და სათანადო ყურადღება ეთმობა, განსაკუთრებით ზუსტ მეცნიერებებს.


შენც დაიჯერე? lol.gif biggrin.gif It”s Joke 2kiss.gif bis.gif

Posted by: makuza 23 May 2017, 18:17
არქიმედეს სკოლაზე ისევ არავინ გამომეხმაურაააა რა sad.gif sad.gif

Posted by: makakoo 25 May 2017, 18:48
ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლა ჭყონდიდელზე და მისი ფილიალი ვაკეში ქართულ-ამერიკული სკოლა რა იფორმაცია გაქვთ? სახელებში არის სხვაობა და სკოლამ დამიდასტურა რომ მართლაც ფილიალია,სხვაობა სერვისებში და გადასახადშია. რა ინფორმაცია გაქვთ ვაკის ფილიალზე? თუ გქონიათ ამსკოლებთან შეხება რომელი უკეთესია.ვაკის ფილიალი უფრო მაინტერესებს,ჭყონდიდელზე ვფლობ ინფოს.

Posted by: ofazi 17 Aug 2017, 15:46
გთხივთ, კერძო სკოლა მირჩიეთ დიდ დიღომში

Posted by: Tinker Bell 22 Sep 2017, 10:52
გოგოებო ისეთი კერძო სკოლა ხომ არ იცით ცეკვა და ცურვა რომ შედიოდეს, ფასშიც და დროშიც? (ანუ იმ დროის მანძილზე იყოს, რა დროსაც ბავშვი სკოლაში ატარებს)

Posted by: makuza 27 Oct 2017, 12:02

Tinker Bell

გოგოებო ისეთი კერძო სკოლა ხომ არ იცით ცეკვა და ცურვა რომ შედიოდეს, ფასშიც და დროშიც? (ანუ იმ დროის მანძილზე იყოს, რა დროსაც ბავშვი სკოლაში ატარებს)


არქიმედეს სკოლაშია ეგრე ზუსტად

Posted by: Lady_Bird 18 Jan 2018, 12:15
ტაბუ
makuza
ჩემს მეგობარს დაყავს და სწავლის პროცესი მოწონს ძალიან. მაგრამ ჯობია მიხვიდეთ და ნახოთ ადგილზე. ჩემს მეორე მეგობარს არ მოეწონა უბრალოდ გარემო. ვერ წარმოიდგინა თავისი შვილი იმ სკოლაში. სწავლა კარგია მაგრამ სიტუაციაც ნახეთ. ყველაფერს მნისვნელობა აქვს
* * *
მწიგნობართუხუცესზე ვის რა გამოცდილება გაქვთ? კარგიც და ცუდიც საინტერესო იქნება
* * *
უი როდინდელ პოსტებე გავეცი პასუხი

Posted by: ტაბუ 24 Jan 2018, 07:36
Lady_Bird
კი, ძველი პოსტებია smile.gif
მაინც მადლობა.

თქვენი რამხელაა, როდის შეგყავთ?
მე დამყავს უკვე მწვანე სკოლაში და, პირველი კლასის პირველი სემესტრით რაზეც შემიძლია ვიმსჯელო, კმაყოფილი ვარ.

Posted by: Lady_Bird 24 Jan 2018, 12:47
ტაბუ



მწვანე სკოლა გამიგია და აქებენ დაწყებითებს. უბრალოდ უფროსკლასელებს არ ვიცნობ. საინტერესოა მაღალ კლასებშიც თუ კმაყოფილები არიან. კარგი ვარიანტია

Posted by: Anjelni 25 Jan 2018, 14:19
სერვანტესის სახელობის სკოლა ლიცეუმი aia gessზე რას იტყვით?

Posted by: BoOoOo 22 Feb 2018, 16:58
გამარჯობა!
მოკლედ, თქვენ უნდა მიშველოთ cry.gif

სანამ პირველ კლასში მივიყვანდი, ძალიან დიდი გამოკვლევები ვატარე, ათასი სკოლა ვნახე,
საბოლოოდ 1 ექსპერიმენტულში დავარეგისტრირე, მერე ვინანე და ისევ კერძო სკოლების ძებნა გავაგრძელე.

საბოლოოდ გადავიყვანე "ერუდიტში" და ახლა ძალიან ვნანობ.

4000 ლარი არის წლიური და თითქოს ეს იყო ჩემი მაქსიმუმი, რისი გადახდაც შემეძლო, მაგრამ ვეცდები მეტიც გადავიხადო, თუ ვიპოვი ისეთ სკოლას, როგორიც მინდა.


ჩემთვის მთავარია ჰყავდეს კარგი პედაგოგები და ს წ ა ვ ლ ი ს დონე!
ჩემი შვილი ოდნავ წინ არის პროგრამაზე, კითხვა და მათემატიკა პირველი კლასის ისედაც კარგად იცოდა და ახლა ძალიან დატორმუზდა,
აღარაფერს აკეთებს სკოლაში, რადგან კუს ნაბიჯებით მიდიან.

ისეთ სკოლას ვეძებ, სადაც უკეთესი სწავლის დონე იქნება და უფრო მეტად იქნებიან ბავშვის გონებრივ განვიტარებაზე ორიენტირებული,

მხოლოდ მიიყვანე, დატოვე წამოიყვანე მიდგომა ისე მაღიზიანებს, ვგიჟდები უკვე.

სამეცდნიერო ლაბორატორიები არსებობს რომელი კერძო სკოლაში?
სხვადასხვა გასვლები, რამე შემეცნებითი ღონისძიებები, სპორტი? ...

ვათვალიერებდი ინტერნეტშიც და მთლად 8 ათას ლარსაც ვერ გადავიხდი წელიწადში, მაგრამ საშუალო ფასით ნორმალური არაფერია?


იქნებ დამეხმაროთ თუ გაქვთ გამოცდილება


მადლობა
user.gif 2kiss.gif

Posted by: iCyborg 14 Mar 2018, 12:37
მოგესალმებით! დამეხმარეთ რჩევით, ძალიან გთხოვთ smile.gif
მირჩიეთ, რომელი სკოლა სჯობს X კლასში ბავშვის გადასაყვანად:
1. ქართულ-ამერიკული სკოლა (ვაკეში)
2. რობერტ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი (ფალიაშვილზე)
3. ბრიტანულ-ქართული აკადემია
4. "ლოგოსი"
5. "მომავლის სკოლა"
6. ???
7.???

Posted by: Lady_Bird 16 Mar 2018, 12:32
BoOoOo
პირველ კლასში ბევრსაც ნუ მოითხოვ, მაღალ კალსებში რა ხდება კარგად გაიკითხე და იმის მიხედვით განსაზღვრე
ისე კი მგონი ამ სკოლებს აქებენ ბოლო დროს და მეტნაკლებად კმაყოფილი მშობლები ყავთ და აქაც დაიწერა : მწვანე სკოლა, არქიმედეს სკოლა, ნიუტონის სკოლა, ჰამილტონი,

Posted by: Master_Nick 16 Mar 2018, 13:03
QUOTE (iCyborg @ 14 Mar 2018, 12:37 )
მოგესალმებით! დამეხმარეთ რჩევით, ძალიან გთხოვთ smile.gif
ბრიტანულ-ქართული აკადემია

ბევრი პლიუსი ამ სკოლას, ნამდვილად გირჩევთ - ერთია უნდა დააკმაკოფილოთ შერჩევის კრიტერიუმები, ბავშვა არა - უფრო მშობელმაsmile.gif ანუ გასაუბრებაზეა საუბარი

Posted by: iCyborg 18 Mar 2018, 11:43
Master_Nick
QUOTE
ბევრი პლიუსი ამ სკოლას, ნამდვილად გირჩევთ - ერთია უნდა დააკმაკოფილოთ შერჩევის კრიტერიუმები, ბავშვა არა - უფრო მშობელმა ანუ გასაუბრებაზეა საუბარი

ვესაუბრე და არა აქვთ მე-10 კლასში ადგილი sad.gif

Posted by: Master_Nick 18 Mar 2018, 20:14
QUOTE (iCyborg @ 18 Mar 2018, 11:43 )
Master_Nick
QUOTE
ბევრი პლიუსი ამ სკოლას, ნამდვილად გირჩევთ - ერთია უნდა დააკმაკოფილოთ შერჩევის კრიტერიუმები, ბავშვა არა - უფრო მშობელმა ანუ გასაუბრებაზეა საუბარი

ვესაუბრე და არა აქვთ მე-10 კლასში ადგილი sad.gif

სამწუხაროა, თუმცა ძალიან მაღალია ამ სკოლაზე მოთხოვნა და ეტყობა შეავსეს უკვე კლასები

Posted by: Nina_N 20 Mar 2018, 06:12
QUOTE
მწიგნობართუხუცესზე ვის რა გამოცდილება გაქვთ? კარგიც და ცუდიც საინტერესო იქნება


ამ სკოლაზე კარგი არაფერი მსმენია, მაღალ კლასებში იშლბიან, რადგან ბევრს გადაყავს. ჩემს 3 მეგობარს დაყავდა სწავლის დონე არცერთს მოეწონა და მაღალნ კლსებში აქედან გადასულ ბავშვებს გაუჭირდათ სხვაგან სწავლა.

არქიმედეს სკოლაზე თუ რამე იცით გთხოვთ დაწეროთ. ყველა დეტალი მაინტერესებს.


ასევე მაინტერესებს მსგავსი ტიპის სკოლები, სკოლები 7 კლასიდან.
კომაროვში უნდა სცადოს და თუ ვერ მოვხვდა ამ შემთხვევაში მინდა კერძო სკოლაზე გავაკეთო არჩევანი, სადაც ტექნიკურ საგნებზე უფრო იქნებიან ორიენტირებულები.

Posted by: Lady_Bird 20 Mar 2018, 14:53
Nina_N
არქიმედეს ვიცი რომ მეშვიდე კლასიდან აქვს კომაროვის მსგავსი პროგრამა, ფიზიკა - მათემატიკაზეა ორიენტირებული

თავისუფალი უნივერსიტეტი ხსნის საშუალო სკოლას, 2018 წლის 1 სექტემბრიდან მიიღებენ მოსწავლეებს 1-6 კლასებში.
http://freeuni.edu.ge/ge/node/2031


* * *
iCyborg
ჩემი ახლობელი დადის ლოგოსში. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე თუ ხართ ორიენტირებული ამ შემთხვევაში გირჩევთ რადგან მოსაწავლეებს საერთაშორისო გამოცდებისთვისაც ამზადებენ და ფასში შედის ამ გაკვეთილების ღირებულებაც, თუმცა საატესტატო და ეროვნულ გამოცდებსაც კარგად აბარებენ.
* * *
თუ მხოლოდ აქ აპირებთ სწავლის გაგრძელებას მაშინ ალბათ ძვირი გამოდის

Posted by: iCyborg 20 Mar 2018, 22:22
Lady_Bird
QUOTE
ჩემი ახლობელი დადის ლოგოსში. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე თუ ხართ ორიენტირებული ამ შემთხვევაში გირჩევთ რადგან მოსაწავლეებს საერთაშორისო გამოცდებისთვისაც ამზადებენ და ფასში შედის ამ გაკვეთილების ღირებულებაც, თუმცა საატესტატო და ეროვნულ გამოცდებსაც კარგად აბარებენ.

ძალიან დიდი მადლობა! ერთმა ნაცნობმა მითხრა, სუსტი სწავლააო და გული დამწყდა, არადა ძალიან მომეწონა ღია კარის დღეზე.

Posted by: Nina_N 21 Mar 2018, 10:23
Lady_Bird
მალდობა.

iCyborg
Lady_Bird

ლოგოსზე მეც ყველაფერი კარგი მსმენია, ლოგოსის მოსწავლეთა უმრავლესობა მიდის საზღვარგარეთ, მაგრამ როგორც მოვიკვლიე, მიდის მშობლის დაფინანსებით (ნუ გონებაც უწყობს ხელს რათქმა უნდა) და არა გრანტებით. ასეთი ბავშვები ძალიან ცოტაა. ასე შეიძლება ნებისმიერ სკოლაშიც მოხდეს. ერთეულებმა მოიპიოვონ გრანტი.

მე -7 კლასიდან ვარ დაინტერესებული და ერთ-ერთი "ვიშ ლისტში" ლოგოსია, უბრალოდ თავს ვიკავებ ფასის გამო.

Posted by: Lady_Bird 21 Mar 2018, 10:39
iCyborg
სუსტი სწავლა არ არის, აქ უბრალოდ სხვა მომენტია თუ არ ისწავლის ბავშვი კარგად ლანძღვას და ყვირილს არავინ დაუწყებს , კრებაზე ინდივიდუალურად გაგესაუბრებიან და აუცილებლად ჩაგაყენებენ საქმის კურსში, და შემდეგ უნდა გადაწყვიტო გიღირს თუ არა თანხის გადახდა თუ ბავშვი მაქსიმუმს არ აკეთებს, მაგრამ ზოგადად ძალიან ჯანსაღი სიტუაციაა სკოლაში. თუმცა გაძლიერებული არ არის არც ფიზიკა არც მათემატიკა, კომაროვი არ დაგხვდებათ, მაგრამ სხვა მხრივ კარგია ძალიან. ყველა პედაგოგი მაქსიმუმს ითხოვს ყველა საგანში. და შენზეა რამდენად კარგად შეასრულებ და ისწავლი ყველაფერს.



* * *
Nina_N

რა თქმა უნდა ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეუძლია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, თუკი შესაბამისი გამოცდებისთვის მოემზადება და ჩააბარებს, დღევანდელ დღეს ეს უვკე აღარ არის პრობლემა და ბავშვის მონდომებაზეა, მაგრამ მარტო ქულები არაფერს წყვეტს ზოგადად აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მნიშველობა აქვს ბავშვი სასკოლო აქტივობების გარდა რას აკეთებს. გრანტის მთლიანად მიღება ან ნაწილობრივი დაფინანსებაც ამ ყველაფერზეა დამოკიდებული.
დღეს უკვე ძალიან აქტიურად მიდიან ბავშვები როგორც კერძო სკოლებიდან ასევე საჯარო სკოლების მოსწავლეებიც. ასე რომ თუ კარგი აკადემიური მოსწრება ექნება და ინგლისურში ძლიერი იქნება ნებისმიერი კარგი და მონდომებული მოსწავლე შეძლებს გამოცდების ჩაბარებას, საბუთების გაგზავნას. ჩემმა დისშვილმა გააგზავნა რამოდენიმე უნივერსიტეტში სულ სხვა კერძო სკოლაში სწავლობს



* * *
BoOoOo

გუშინ ერუდიტი მიქო თანამშრომელმა მაღალ კლასში ყავს შვილი და ძალიან კარგიაო

Posted by: PePe012 27 Mar 2018, 17:11
გამარჯობა თუ იცით კერძო სკოლებში ტრანაპორტირება რა პრინციპით ხდება ანუ გაჩერებაზე აგროვებენ ბავშვებს თუ როგორ აკეთებენ. სახლში არვინ მოაკითხავს ნამდვილად ვიცი
წამეშალა პოსტი. ვერ ვწერ ტელიდან

გარედან ვმახე ჰამილტონი 2 3 დღის წინ. ეზოშივ გადავიხედე და რა ვიცი. ესე გარედან რაც ჩანს მთლად კარგი და გაკრიალებული გარემო არ არის... ეზო საკმაოდ პატარაა და ჩახურული ანუ სულ სახლებია გარშემო ბევრი. შიგნით რა ხდენა არ ვიცი. ჰამილტონი ერთადაა ერთ სართულზე ყველა კლასები.

მაგრამ როგორც ვხვდები მასწავლებლები არიან კარგები და სწავლა პატარებისთვის. თორემ ტრანსპორტირება საერთოდ არ აქვთ და მისაყვანად ძნელია ძალიან.მანქანებს სად აჩერებენ არ ვიცი... ვინც იქვე ცხოვრობს ადვილია სატარებლად. ნიუტონი ბევრად შორია.

ხომ არ იცით კერძოებში სწავლა როდის იწყება და მთავრდება ? აქ 6000ია გადასახდელინწლიური და მესამედი უნდა შეიტანო რეგისტრაციიდან მალევე. გასაუბრებაც აქვთ ელემენტარულ რამეებზე ბავშვებს.

როფორც ვხვდები ჰამილტონი ნიუტონი და არქიმედეს სკოლა დაახლ ერთი დონისაა და შემდეგ მოდის უფრო ძვირიანები. ნიუტონში პრესქულში აღარ აქვთ ადგილებიო როგორც გავიგე.ჰამილტონში ეხლა 31 ში ღია კარის დღე არის გამოცხადებული თუ გაინტერესებთ

Posted by: Lady_Bird 28 Mar 2018, 10:59
PePe012
QUOTE
გამარჯობა თუ იცით კერძო სკოლებში ტრანაპორტირება რა პრინციპით ხდება ანუ გაჩერებაზე აგროვებენ ბავშვებს თუ როგორ აკეთებენ. სახლში არვინ მოაკითხავს ნამდვილად ვიცი
წამეშალა პოსტი. ვერ ვწერ ტელიდან

სკოლების ტრანსპორტი ძირითადად მოძრაობს ცენტრალურ ქუჩებზე, თუ კვარტალში ცხოვრობ უნდა გამოიყვანო ბავშვი ცენტრალურ ქუჩაზე გაჩერებასთან ან სადაც შეიძლება ტრანსპორტის გაჩერება. ეს ყველაფერი თითოეულ მარშრუტზეა დამოკიდებულია ამიტომ ეს აუცილებლად უნდა დააზუსტოთ წინასწარ გადაწყვეტილების მიღებამდე და წერილობითი ფორმითაც მოითხოვოთ რომ წინასწარ გაეცნო როგორ მოძრაობს ტრანსპორტი. ჩემმა მეგობარმა , რომელსაც დიღმის მასივიდან საბურთალოზე უნდა ეტარებინა ბავშვი მხოლოდ სწავლის დაწყების შემდეგ აღმოაჩინა რომ თურმე სკოლის ტრანსპორტი დიღმის მასივში არ დადიოდა, არადა ღია კარის დღეზე სიტვიერად განუცხადეს რომ ქალაქის მასშტაბით ახდენდენენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას.

ამ ბოლო დროს მწვანე სკოლაც მომწონს

Posted by: PePe012 28 Mar 2018, 18:39
Lady_Bird
ტრანსპორტი როგორ ვატყობ მართლა სერიოზული პრობლემაა

Posted by: extremall 1 Jun 2018, 23:00
გამარჯობათ მოკლეთ ვარჩიე ვარჩიე და ვერ ავარჩიე ტერიტორიულად ვცხოვრობ ვარკეთილში კერძო სკოლები კი რაც რამე სერიოზულია ყველა სკოლა მოშორებით არის ბრიტანულ ქართულ აკადემიაზე ვფიქრობ მაგრამ ტრანსპორტის პრობლემა ან აქეთ ხომ არ იცით რომელიმე კარგი კერძო სკოლა რამდენიმე ვარიანტები მაქვს და არჩევანი ვერ გამიკეთებია 1. "ბრიტანულ-ქართული აკადემია", 2. "ევროპული სკოლა", 3. "წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლა" . ან უკეთსი ვარიანტები თუ არსებობს?

Posted by: Nina_N 2 Jun 2018, 22:47
extremall

თქვენსკენ შავნაბადა ზე კარგის მეტი არაფერი მსმენია.

ჩემი დაკვირვებებითაც ოლიმპიადებზეც პირველ ათეულსი ყოველთვის შავნაბადას ბავშვები ჭარბობს ხოლმე

Posted by: tako44 8 Jun 2018, 00:28
extremall
წმინდა გიორგის აქებენ, ევროპულის ბავშვებსაც ვიცნობ რამდენიმეს და კარგი მოაზროვნე ბავშვები იყვნენ.
გააჩნია, თქვენ რა კრიტერიუმებით არჩევთ. თუ ბავშვის გამოყვანის პრობლემა არ გაქვთ, ეგ უფრო გაგიადვილებთ არჩევანის გაკეთების საშუალებას. ვგულისხმობ იმას, რომ სამსახური რომ 6 საათზე მთავრდება, ბავშვი მანამდე სადმე ხომ უნდა იყოს. მე ამ ფაქტორმა ძალიან გამჭედა, ასე რომ ვთქვათ smile.gif

Posted by: ilikeit 8 Jun 2018, 13:56
თუ ამერიკულ განათლებაზე, იქ გაგრძელებაზე და ზოგადად ძლიერ სწავლებაზე ხართ ორიენტირებულები (და არც ფინანსებში მოიკოჭლებთ) QSİ საუკეთესო სკოლაა საქართველოში კი არა, მთელ რეგიონში

ასევე ძალიან მაგარი ინგლისური სექტორი აქვს ევროპულ სკოლას

Posted by: Nina_N 8 Jun 2018, 20:15
ilikeit


QUOTE
QSİ საუკეთესო სკოლაა


უბრალოდ 41 ათასი რაღაც აბსურდული მგონია, ნეტა რას ასწავლიან ან ასეთი რა პირობები აქვთ?

Posted by: ilikeit 9 Jun 2018, 02:57
Nina_N
ყველა არ იხდის მაგდენს
კარგი, ჭკვიანი ბავშვების დიდი ნაწილი მაღალი გრანტით სწავლობს (90%იანი და მეტი)

QUOTE
ნეტა რას ასწავლიან ან ასეთი რა პირობები აქვთ?

ჩვეულებრივი ამერიკული უნივერსიტეტივითაა, რომელიც ფაქტობრივად გარანტიას გაძლევს, რომ ნებისმიერი უნივერსიტეტი მიგიღებს თავისი სქოლარშიფით

Posted by: 2110 15 Jun 2018, 11:14
ვინმეს ხომ არ დაგყავთ ბავშვი ბრიტანულ ქართულ აკადემიაში? ხვალ ვაპირებდი ასვლას და ინტერნეტში არც თუ სასიამოვნო სტატიებს გადავაწყდი. დისკრიმინაიცა, შანტაჟი და ქაჯი დირექცია არ მინდა შემომეყიდოს.... ძალიან გთხოვთ იქნებ რამე ინფო მომაწოდოთ.. გადაწყვეტილი მქონდა ფაქტიურად ეგ საკითხი და ეხლა რა ვქნა აღარ ვიცი. ჯერ პრესქულზე ვაპირებდით რომ სკოლის სიტუაციას შეეჩვიოს და შეგუება არ გაუჭირდესთქო და ამიტომ ბაღში სადაც დამყავს ხელშეკრულებაც არ გამიგრძელებია

Posted by: Nina_N 15 Jun 2018, 19:08
ilikeit

უი, რა კარგია, გრანტის მოპოვების საშუალებას თუ იძლევა სკოლა, ხომ არ იცი რომელი კლასიდან არის შესაძლებები გრანტის მოპოვება?
ასევე მაინტერესებს რეალური შანსები თუ აქვს ბავშვებს ამ გრანტის მოსაპოვებლად?

Posted by: Sabra 21 Jun 2018, 10:30
ვეძებ კერძო სკოლას, რამე რჩევები ხომ არ შეგიძლიათ? ცოტა ადამიანურ ფასად, 8000 ლარს ვერ გადავიხდი smile.gif

Posted by: ilikeit 21 Jun 2018, 14:18
Nina_N
ჩემმა მოსწავლეებმა აიღეს და აქედან ვიცი სკოლაზეც
რეალურად 9+ კლასებიდან აწყობთ ამხელა დაფინანსების გაცემა, უფრო პატარებზე მეეჭვება

Posted by: medea13 21 Jun 2018, 21:15
QUOTE (gucci07 @ 21 May 2017, 23:17 )
სკოლა "ლამპარი" თუ გქონიათ შეხება ამ სკოლასთან?ნახალოვკაშია კიკვიძის ბაღთAნ

კონკრეტულად რა გაინტერესებს მომწერე და იქნებ დაგეხმარო.

Posted by: Nina_N 22 Jun 2018, 12:57
ilikeit

მადლობა, მეც ეგრე მაწყობს ალბათ. ამ ინფორმაციას დაზუსტებულს სად გავიგებ ხომ არ იცი.

გრანტის შესახებ საიტზე არაფერი უწერიათ.

Posted by: ilikeit 22 Jun 2018, 16:19
Nina_N
კი, კი, საიტზე უდევთ ყოველი წლის
ეს შემდეგი
https://www.qsi.org/georgia/grg/admissions/scholarship/

Posted by: Sabra 22 Jul 2018, 18:46
სკოლა მილენიუმზე ხო არაფერი იცით?

Posted by: tako44 13 Aug 2018, 00:28
Sabra
მე შევიყვანე ჩემი შვილი მილენიუმში. სამჯერ ვიყავი მისული, ნორმალური სტაფია, ნორმალური გარემო. სწავლის დონის და სხვა "პრელესწების" წინასწარ რა გითხრა, აბა smile.gif

Posted by: GEORGIA007 13 Aug 2018, 11:25
QUOTE
უბრალოდ 41 ათასი რაღაც აბსურდული მგონია, ნეტა რას ასწავლიან ან ასეთი რა პირობები აქვთ?

41 K ღირს?? biggrin.gif

Posted by: yobo 13 Aug 2018, 11:32
ასეთს რას ასწავლიან. ეტყობა მდიდრების შვილები დადიან და უფრო დაცულად ეყოლებათ

Posted by: GeorgeSword 13 Aug 2018, 15:16
ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაზე რა აზრის ხართ?
ჩემმა მეგობარმა ძალიან აქო და თქვენი აზრი მაინტერესებს ვისაც უშუალო შეხება გაქვთ


http://www.gzaat.org/untitled-ci24

Posted by: Lady_Bird 15 Aug 2018, 16:40
GeorgeSword

ვისაც საშუალება აქვს მგონო საუკეთესოა. ჩემი მეგობრის შვილები დადიოდნენ და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. მე რომ მქონდეს საშუალება აუცილბლად ვატარებდი ჩემ შვილს

Posted by: GeorgeSword 15 Aug 2018, 19:39
Lady_Bird

დაახლოვებით მსგავსი პათოსით დაახასიათა ჩემმა მეგობარმა
მაინც რითი არის გამორჩეული ხომ არ უთქვამთ? რაიმე კონკრეტული მაგალითი?

Posted by: datunia93 15 Aug 2018, 19:52
ერთ ერთი შეძლებული ოჯახის ბავშვთან მომიწია ურთიერთობა კარკვეული ხანი, რომელსაც როგორც უმეტესად ხდება სულ ფეხებზე ეკიდა სწავლაც და სკოლაც. უამრავი კერძო სკოლა გავიცანი მისმა გადამკიდემ და 90 პროცენტი არის საღლევეთი. ოღო დ ბავშვს არ ეწყინოს რამე, არ იგრძნოს თავი ცუდად და ა.შ სუ ღლეზე კიდია ყველას სწავლა.

ბავშვებს შორის ურთიერთობებიც საღლევეთია რასაც ქვია.

Posted by: Splash 16 Sep 2018, 00:21
მოგესალმებით! ერთ კერძო სკოლას ვეძებ. სახელი დამავიწყდა. დაახლოებით 2018 წლის მაისში/ივნისში გადავიდა წერეთლის გამზირიდან დიდ დიღომში ახალ დიდ შენობაში. თუ არ ვცდები, ამერიკულ სოფელთან ახლოს. როგორც მახსოვს, ბოლომდე არ იყო დასრულებული შენობა (რაღაც სარემონტო სამუშაოები იყო დარჩენილი) . თუ ვინმეს გეცნობათ, შეგიძლიათ სახელი რომ მითხრათ? დიდი მადლობა წინასწარ!

Posted by: IBERIELI777 21 Oct 2018, 14:32
გამარჯობათ.
მაინტერესებს ასეთი რამ,რომელ სკოლაში ღებულობენ პრობლემურ ბავშვებს?
პრობლემა მდგომარეობს შემდეგში,კონტაქტი მოიკოჭლებს ცოტას და წინადადებებით ვერ საუბრობს,ანუ ორი სამი სიტყვით შეუძლია თქვას რაიმე.ამასთან ერტად იცის ინგლისური ალფავიტი,რიცხვები და ბევრი რამ.ინტელექტით ასწრებს თანატოლებს,მაგრამ ელემენტალურში მოიკოჭლებს.
გთხოვთ რაიმე რჩევა მომეცით,სად ასწავლიან ასეთ ბავშვებს?
წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: marrriam 24 Oct 2018, 23:12
IBERIELI777
ყველა სკოლაში მიიღებენ
არ აქვთ უფლება უარი გითხრან მაგ მიზეზის გამო
სჯობს ისეთ სკოლაში მიიყვანოთ სადაც ფსიქოლოგი და/ან სსსმ მასწავლებელი ჰყავთ

Posted by: IBERIELI777 27 Oct 2018, 19:28
QUOTE (marrriam @ 24 Oct 2018, 23:12 )
IBERIELI777
ყველა სკოლაში მიიღებენ
არ აქვთ უფლება უარი გითხრან მაგ მიზეზის გამო
სჯობს ისეთ სკოლაში მიიყვანოთ სადაც ფსიქოლოგი და/ან სსსმ მასწავლებელი ჰყავთ

დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის

Posted by: Lova111 4 Dec 2018, 22:28
გამარჯობათ მირჩიეთ ბავშვი რომელ სკოლაში შევიყვანო, მთავაი არის კარგად ასწალიდნენ( იდიალურ სკოლას არ ვეძებ შედარებითკარგი დონის სწავლა და ნორმალური ფასი) და გარემო იყოს ბავშვებს შორის ბულინგი არი იყოს და ერთმანეთის ჩაგვრა. დიდი მადლობა

Posted by: grafinia85 18 Dec 2018, 01:26
გამარჯობა, 6000 ლარის ფარგლებში რომელ კერძო სკოლას მირჩევთ თბილისში? სასურველია დიდუბეში ან საბურთალოზე. სწავლის ხარისხს ვანიჭებ უპირატესობას, რა თქმა უნდა.

Posted by: Patriot555 21 Dec 2018, 23:52
6000-ის ფარლებში საბურთალოზე მეც ვეძებ ინფორმაციას.

Posted by: tako44 22 Dec 2018, 03:11
grafinia85
Patriot555
მილენიუმში დამყავს მე, 6500 ჯდება, ძალიან კმაყოფილი ვარ მეც და ბავშვიც smile.gif პირველ კლასშია ჯერ smile.gif

Posted by: manchestermu 22 Dec 2018, 03:54
10 წლის წინ თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა ღირდა 600$ და ეხლა სკოლა ღირს 6000? biggrin.gif
ნუ ეხლა,ლარის კურსი კი გაუფასურდა მაგრამ მაგხელაზე?)

Posted by: grafinia85 25 Dec 2018, 01:10
QUOTE (tako44 @ 22 Dec 2018, 02:11 )
მილენიუმში დამყავს მე, 6500 ჯდება, ძალიან კმაყოფილი ვარ მეც და ბავშვიც smile.gif პირველ კლასშია ჯერ smile.gif

მადლობა, ამ სკოლასაც გავითვალისწინებ შერჩევის დროს

Posted by: makats75 11 Jan 2019, 23:19
გამარჯობა, ჯიელსიზე დაწერეთ რა, თუ ღირს ბავშვის შეყვანა? რა პლიუსები და მინყსები აქვს?

Posted by: ATENA PALAD 19 Jan 2019, 21:07
გამარჯობათ არქიმედეს სკოლაში თუ დაგყავთ ვინმეს ბავშვი და როგორი კმაყოფილი ხართ?

Posted by: Nutsa2015 30 Jan 2019, 14:33
წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა როგორია ხო არ დაგყვთ ვინმეს? და ეგ ხო არ არის ვასაძის სკოლა თუ სხვა არის?

Posted by: Lapustak 18 Feb 2019, 17:49
რომელია საუკეთესო კერძო სკოლები თბილისში, სადაც სწავლა 1 - 12 კლასის ჩათვლით ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, და რამდენია სწავლის წლიური საფასური?

GeorgeSword

ზალდასტანიშვილის აკადემიაში სწავლა რა ენაზეა? უცხოენოვანი ბავშვებისთვის აქვთ ინგლისური კლასები?

Posted by: makuna1980 19 Feb 2019, 15:51
UG სკოლაზე რა აზრის ხართ? მანდ მინდა ბავშვის შეყვანა და მაინტერესებს ნებისმიერი აზრი.

Posted by: GeorgeSword 19 Feb 2019, 18:16
Lapustak


არ ვიცი, მგონი ინგლისურადაა კლასები

Posted by: Heart_of_Darkness 19 Feb 2019, 19:36
მომიტევეთ, მაგრამ კერძო სკოლების დიდად არ მწამს,
ისეთივე ფენომენი მგონია, როგორც ბოლო თაობის აიფონის ქონა. user.gif
ჩემი ღრმა რწმენით, შესაბამის ასაკში, ბავშვს თუ ინტერესს გაუღვივებ სწავლისადმი, საჯარო სკოლაშიც მშვენივრად ისწავლის.

Posted by: medea13 3 Mar 2019, 01:16
სწავლით ყველგან ისწავლის, მაგრამ კერძო სკოლა უსაფრთხოა ბევრად.

Posted by: makuza 6 Mar 2019, 11:44
ATENA PALAD
მე დამყავს არქიმედეს სკოლაში მე-2 კლასშია. სწავლა ცუდი ნამდვილად არ არის, მე კმაყოფილი ვარ, მაღალ კლასებსაც ძალიან აქებენ, ვიცი რომ კომაროვის მასწავლებლები ასწავლიან. სკოლა პატარაა, ინფრასტრუქტურას თუ აქცევთ ყურადღებას დიდი ვერაფერი, ჯი ელ სის სკოლას ჯობია ნამდვილად და მე მგონი სხვა ძვირად ღირებულ სკოლებსაც.
* * *
არქიმედე ფიზიკა-მათემატიკური სკოლაა, ახალი სკოლაა და ნელ-ნელა საორგანიზაციო საკითხებს ხვეწავენ, სწავლას ნამდვილად ვერ დაიწუნებთ

Posted by: IBERIELI777 2 Apr 2019, 09:54
ფინური სკოლა გაიხსნება წელს საგურამოში,კიდე ხომ არ იცით კარგი კერძო სკოლების ახალი ვარიანტები?

Posted by: laliko 23 May 2019, 02:46
2 დღეა ვიქექები სკოლებს ვათვალიერებ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე რომელი ჯობია

Posted by: TETA111 22 Jul 2019, 11:42
გამარჯობა. მაინტერესებს თქვენი აზრი წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის შესახებ (BGS, ალექსიძის II შესახვევი)... თუ ვინმეს დაგყავთ ამ სკოლაში და კმაყოფილი ხართ თუ არა ... მადლობა წინასწარ.

Posted by: Chezaro 22 Jul 2019, 23:49
ისეთი სკოლა თუ იცით რო ცოტა მოდებილო ბავში მივიყვანო და მაგრა ასწავლონ?

Posted by: cvanga_1111 3 Feb 2020, 19:00
მოგესალმებით,

გსმენიათ თუ არა რამე დიდ დიღომში მდებარე ქართულ-ავსტრიულ სკოლა ფესვებზე? გაუწვედით თუ არა რეკომენდაციას?

დიდი მადლობა

Posted by: FreedomSoul 2 Mar 2020, 20:52
ისე ამ განყოფილების მოდერატორი უფრო ყურადღებიანი და ინფორმირებული იყოს კარგი იქნებოდა

Posted by: GEORGEXIII 27 Apr 2020, 03:37
პეგასი მაქვს ბოლო წელს დამთავრებული და საკმაოდ კარგი სკოლა იყო..
მოტივირებული მოსწავლეებზე..

კიკვიძის ბაღთან არის ...

Posted by: pitagora1 6 May 2020, 20:41
თუ ვინმეს შეუძლია დამიწეროს ნიუტონის სკოლის პლიუსები და მინუსები?მაინდამაინც სასწაული ინფრასტუქტურა და გასართობი ღონისძიებები არ მაინტერესებს,სწავლის ხარისხი და უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი.მე რეპეტიტორი ვარ და ძვირადღირებული სკოლის მოსწავლესთან მიმართებაში ჩემი აუცილებლობა აღარ უნდა იყოს,არადა არის...მყავს მოსწავლეები ,რომლებიც სკოლაში იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას და პარალელურად ჩემი გაკვეთილებიც ჭირდებათ...ნეტა რა ხდება ნიუტონში?

Posted by: river-song 17 May 2020, 12:46
pitagora1
ისე ბავშვი თუ ნიჭიერია და სკოლაში ბარდაგი არარის არამგონია რამე პრობლემა გქონდეს რომელ კერძო სკოლაშიც არუნდა მიიყვანო,მაგრამ თუ საშუალოდ სხვა ბავშვებს ჩამორჩება და ნელა ითვისებს, მაშინ ისეთ სკოლაში უნდა მიიყვანო სადაც ძალიან ცოტა ბავშვია რო ინდივიდუალური ყურადღება მიაქციონ. ნიუტონში ისე წესით კარგი სიტუაცია უნდ აიყოს.

Posted by: Zuraba 27 Jun 2020, 15:09
მაინტერესებს როგორ მოგწონთ ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლა ლისის ტბაზე, ხარისხი, გადასახადი, სხვა
ამ განყოფილების მოდერატორს მეტი აქტიურობა მართებს, გადავხედე და მხოლოდ შეკითხვებია პასუხების გარეშე..

Posted by: LORD VOLDEMOR 27 Jun 2020, 15:24
Zuraba
და მოდერატორი რა შუაშია მაგასთან? კითხვები გინდა წაშალოს? თუ ხალხს აიძულოს უპასუხეთო?

Posted by: Zuraba 27 Jun 2020, 15:26
QUOTE (LORD VOLDEMOR @ 27 Jun 2020, 14:24 )
Zuraba
და მოდერატორი რა შუაშია მაგასთან? კითხვები გინდა წაშალოს? თუ ხალხს აიძულოს უპასუხეთო?

მე ასე ვიცი რომ თემის მოდერატორი არის ის ვინც ამ თემის შესახებ ინფორმირებულია და იცის, მოკლედ ექსპერტია, საკუტარი გამოცდილების, კონტაკტების შედეგად...აბა მაშინ ყველა იქნება მოდერატორი smile.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 29 Jun 2020, 14:21
Zuraba
თემის მოდერატორები არ არსებობს ცალკე, არიან განყოფილების მოდერატორები, რომლებიც ყველა თემაში ექსპერტები არ არიან, ან საერთოდ არცერთში. მათი მოვალეობა სულ სხვა რამეა.

Posted by: IBERIELI777 25 Aug 2020, 14:04
მირჩიეთ სკოლა,სადაც აქვთ კარგი ფრესკული, საბურთალოზე ან და შეიძლება სხვა ლოკაციები.
მადლობა წინასწარ.

Posted by: tbilisiforum 30 Nov 2020, 04:07
მეგობრებო ინგლისურ ენოვანი ბაღი მინდა და სკოლაც სადაც უცხოელი მასწავლებლები ასწავლიან.. 8531897 რომ არ ღირდეს

Posted by: tbilisiforum 18 Dec 2020, 13:44
კიდევ ერთხელ ❌❌

სკოლა “პროგრესში” თბილისში ან

Queen victoria british international academy

თუ ვინმეს დაგყავთ ამ სკოლებში იქნებ დაწეროთ როგორი სკოლებია საფასური და კმაყოფილები ხართ თუარა ან რითი

Posted by: I am the one 22 Feb 2021, 19:44
გამარჯობათ, ეს თემა ეხლა მგონი აქტიური უნდა იყოს და არ ვიცი რატოა მიძინებული. მოკლედ უცხოეთიდან ჩამოყვანილი ბიჭისთვის ვეძებთ ნორმალურ კერძო სკოლას დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე - 15 20 წუთით მანქანით სავალზე, მთავარია სკოლა იყოს ნორმალური და ფასის შესაბამისი 3000 - 6000 ლარის ფარგლებში, აუცილებელია გაძლიერებული ინგლისური და მათემატიკაც თუ მაღალ დონეზე იქნება უკეთესი, ამ ეტაპზე რეებიც ვიცი და ვფიქრობ არის.
1. ქართულ ამერიკული - ან პეგასი ნახალოვკაში - ორივე კარგია ფასის შესაბამისადო 6000 და 3000 მაგრამ ცოტა მდებარეობა არ მაწყობს
2. ქორალი დიღომი 7 ში - მდებარეობა უფრო მაწყობს ფასი მგონი 4 - 5 ათასი მაგრამ რეიტნგი არ ვიცი ზოგი აქებს ზოგი არა
3. მწვანე სკოლაზე მითხრეს ცუდი არ არის მაგრამ 6000 ია ფასის შესაბამისი არ არისო
კიდევ რეებია ან ამათზე რას ფიქრობთ?


თუ ჯობია საჯარო + კერძო მასწავლებელი?

Posted by: ronald_wesley 26 Feb 2021, 19:46
რა მინდა გკითხოთ პირველ სკოლაში ვინმეს ბავშვი დადის ჩაწყობაა თუ როგორაა მანდ ?



Posted by: sona-ele 3 Mar 2021, 16:19
ძალიან გთხოვთ,ვალდორფის სკოლაზე მომაწოდეთ ინფორმაცია...ღირს იქ ბავშვის მიყვანა პირველ კლასში?

Posted by: niniko_j 29 Apr 2021, 11:06
QUOTE (makats75 @ 11 Jan 2019, 23:19 )
გამარჯობა, ჯიელსიზე დაწერეთ რა, თუ ღირს ბავშვის შეყვანა? რა პლიუსები და მინყსები აქვს?

ძველი კითხვა ყოფილა, მაგრამ მაინც, GLC-ს არ გირჩევთ.
* * *
QUOTE (cvanga_1111 @ 3 Feb 2020, 19:00 )
მოგესალმებით,

გსმენიათ თუ არა რამე დიდ დიღომში მდებარე ქართულ-ავსტრიულ სკოლა ფესვებზე? გაუწვედით თუ არა რეკომენდაციას?

დიდი მადლობა

მსმენია და ამიტომ არ გავუწევდი რეკომენდაციას.

Posted by: bachana151 18 Mar 2022, 02:15
ვეკუა რომელიც მე მაქვს დამთავრებული, 2000 იანებში არაფერი ჯობდა ფიზიკა მათემატკით

Posted by: ABGREITORA 29 May 2022, 13:51
გამარჯობა მეგობრებო.

ვფიქრობ ბავშვები გადავიყვანო რომელიმე კერძო სკოლაში, ვინაიდან საჯარო სკოლის სწავლის დონე არასაკმარისია ჩემი აზრით. პრიორიტეტებია ცურვა და სხვა წრეები და გახანგრძლივებული სწავლება რომ ნასწავლი მოვიდეს სახლში. ასევე სკოლის ავტობუსი

მივიღებ რჩევებს და გმადლობთ წინასწარ

Posted by: SunsetLover 29 May 2022, 14:43
23 წლის ვარ ბევრი მეგობარი მყავს კერძო სკოლა და საჯარო სკოლა დამთავრებულიც , გირჩევ ატარო საჯარო სკოლაში და დამატებით შენ ამეცადინო გარკვეულ საგნებში მისი ინტერესებიდან გამომდინარე , აი მათემატიკა+გერმანული+ რომელიმე საგანი კიდევ სკოლაში რომ დავდიოდე ახლა და ჩემს მშობლებს იგივე გაეკეთებინათ რასაც ახლა ვწერ ალბთ ორჯერ უფრო წარმატებული ვიქნებოდი ამ ასაკში და მეტი პერსპექტივაც მექნებოდა

Posted by: ABGREITORA 29 May 2022, 17:34
SunsetLover
მადლობა მეგობარო რჩევისთვის

Posted by: Bettoro 29 May 2022, 17:39
ABGREITORA
ნიუტონი http://newton.edu.ge/

კომაროვი ცოტა მოგვიანებით https://komarovi.edu.ge/ge

Posted by: serpico 29 May 2022, 17:51
საჯარო სკოლა ვფიქრობ უკანასკნელი არჩევანია. რადგან ბავშვის განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანია გარემო და ღირებულებები სადაც ბავშვი იზრდება. საჯარო სკოლებში ძირითადად ზონის კულტურაა. თუ გაქვს საშუალება შვილი საჯარო სკოლაში არ უნდა ატარო. თუმცა კერძო სკოლებში, მიუხედავად დიდი არჩევანისა რეალურად დიდი არჩევანი არ არის. საჭიროა ჩამოაყალიბო კრიტეტიუმები წინასწარ, მაგალითად: გამოცდილება, რეპუტაცია, რეკომენდაციები, ტექნიკური ინფრასტრუქტურა, სწავლების მეთოდიკა, ფასი და აშ. ამის შემდეგ ჩატარო კვლევა და თითეულ კრიტერიუმში დაწერო ქულები. საუკეთესო ქულების მიმღებები დააიდენტიფიცირო და გაესაუბრო მენეჯმენტსბდა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

Posted by: SPLIYVI 29 May 2022, 17:54
ABGREITORA
ქართულ-ამერიკულში დამყავს ნახალოვკაში
კმაყოფილი ვარ

გადახედე მაგათ საგამოცდო შედეგებს
ჩარიცხვები პროცენტულად ერთერთი ყველაზე მაღალი აქვთ გრანტებიანიც და ისეც



















იმ ინციდენტის მერე უფასოში მოვხვდი biggrin.gif

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 29 May 2022, 18:22
QUOTE
ქართულ-ამერიკულში დამყავს ნახალოვკაში


ეს გიგინეიშვილის არაა?

....

ბაქსვუდზე ამბობენ ძალიან მაღალ შედეგებს დებსო.
უბრალოდ ფასი ექნება, კაი ევროპული კერძო სკოლის ;დ

Posted by: ABGREITORA 29 May 2022, 18:32
Bettoro
SPLIYVI
c.h.I.g.u.r.h.

გმადლობთ მეგობრებო. ხვალ დავრეკავ სამივეში, ბაქსვუდს და ნიუტონს განვიხილავდი ისედაც. ორი ბავშვი მყავს სხვადასხვა კლასების, რომელშიც არ იქნება მიღება შევსებული ალბათ მაგაზე ჩამოვყალიბდები

Posted by: boone11 29 May 2022, 18:34
QUOTE

 კერძო სკოლები თბილისში - რჩევა მჭირდება

ABGREITORA
ყველა მათგანი არის ფულის საჭრელი მანქანა.....

Posted by: karlsoni 29 May 2022, 18:34
ABGREITORA
გააჩნია რა მიმართულებით გინდა. . . .
თუ მათემატიკა-ფიზიკა ტექნიკურ მეცნიერებებში ძლიერი გინდა გყავდეს, ალბათ კომაროვი და ეგეთი ტიპები. . . .
თუ თავისუფალი, ლიბერალი, თანამედროვე ახალგაზრდა გინდა, მწვანე სკოლა. . . .
თუ ინგლისური გინდა მაგრად იცოდეს, (მათემატიკაშიც ძალიან ძლიერი მასწავლებელი ჰყავთ) მე ვასწავლიდი სკოლა "ბრიტანიკაში" და იქ მიიყვანე. . .
თუ გინდა მუმლი-მუხასა დააგუგუნოს, თან ელიტარი იყოს, თან რუსეთუმე, თან დასავლეთუმე და მოკლედ ცხოვრებაში ყველაფერს მოერგოს, ალბათ რაინდის სკოლა სჯობია. . . .
მეტი არ ვიცი. . . . sad.gif

პ.ს.
თუ გინდა ცოტა არანორმალური იყოს, ჩემთან მოიყვანე და იაპონურს ვასწავლი. user.gif

Posted by: boone11 29 May 2022, 18:36
Bettoro
QUOTE
ნიუტონი http://newton.edu.ge/

მდიდარი ბიᲫინისტის Შვილები დაᲫრწიან მაგ ნიუტონი და ბაქსვუდის და ფმ ვაკის ფრანგულ სკოლებᲨი სისხლს ᲒაუᲨრობენ იქ საᲨუალო ოჯახოს Შვილს ( სოცდაუცველი ფიზიკურად ვერ ატარებს 20 000 ბიᲫლარი ღირდა 2016Ში სწავლა წლიური)....

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 29 May 2022, 18:41
კაცს უნდა, რომ შვილმა ნორმალური განათლება მიიღოს, ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ.
ჰოუმსქულინგი ყველას არ შეუძლია.
ქართული განათლების სისტემა კლავს ყველაფერ კარგს ბავშვში.
დასავლეთში კერძო სკოლებში ფულს იხდიან კონტაქტებში რეალურად და სანაცნობოში, თორემ იქ საჯარო განათლების სიტემა მაღალ დონეზეა (ევროპაში).
საქართველოში კი იხდი იმიტომ, რომ უბრალოდ ისწავლოს ბავშვმა

Posted by: boone11 29 May 2022, 18:42
ABGREITORA
QUOTE
ვფიქრობ ბავშვები გადავიყვანო რომელიმე კერძო სკოლაში, ვინაიდან საჯარო სკოლის სწავლის დონე არასაკმარისია ჩემი აზრით

მაგას სჯობს ისევ საჯაროᲨი გადაიყვანო ოღონდ ᲫლიერᲨი....
* * *
ფუ მეჯავრება ეს განყი ყველა ფარისეველი და უწიგნური აქ პოსტავს უსათაუროᲨი უფრო სერიოზული ხალხი პოსტავს....


Posted by: ABGREITORA 29 May 2022, 18:44
boone11
QUOTE
მდიდარი ბიᲫინისტის Შვილები დაᲫრწიან მაგ ნიუტონი და ბაქსვუდის და ფმ ვაკის ფრანგულ სკოლებᲨი სისხლს ᲒაუᲨრობენ იქ საᲨუალო ოჯახოს Შვილს ( სოცდაუცველი ფიზიკურად ვერ ატარებს 20 000 ბიᲫლარი ღირდა 2016Ში სწავლა წლიური)....


7200 ლარი ღირს ამჟამად წლიური. ბიძინისტის შვილებზე ზუსტად იცი თუ ვარაუდია?

Posted by: boone11 29 May 2022, 18:46
QUOTE


7200 ლარი ღირს ამჟამად წლიური. ბიძინისტის შვილებზე ზუსტად იცი თუ ვარაუდია

რა 7200 ლარი 5500 ევრო დამიფასა 2016Ში ფრანგულ სკოლაᲨი...

ბიᲫინისტებზე რა ვარაუდი მინდა ...
ვინც მდიდარია ყველა ბიᲫინისტია ამ გრუზიაᲨი...

Posted by: Captain Cassius Calhoun 29 May 2022, 18:49
QUOTE
დასავლეთში კერძო სკოლებში ფულს იხდიან კონტაქტებში რეალურად და სანაცნობოში, თორემ იქ საჯარო განათლების სიტემა მაღალ დონეზეა (ევროპაში).

+1

ერთ სკოლაზე მსმენია:

ბრიტანულ-ქართული აკადემია - მოდერნული სასწავლო პრაქტიკა და მრავალმხრივი წრე;

Posted by: karlsoni 29 May 2022, 18:51
boone11
QUOTE

მაგას სჯობს ისევ საჯაროᲨი გადაიყვანო ოღონდ ᲫლიერᲨი....
* * *
ფუ მეჯავრება ეს განყი ყველა ფარისეველი და უწიგნური აქ პოსტავს უსათაუროᲨი უფრო სერიოზული ხალხი პოსტავს....

როცა დემოსი, მართავს აგორას. . . .
სამოსში ტრაქტატს თხზავს პითაგორა. . . . user.gif

Posted by: ABGREITORA 29 May 2022, 18:51
boone11
http://newton.edu.ge/newton-school/fees/

7200 ლარი უწერიათ

რა ვიცი, თვეში 600 ლარის გადახდა ვისაც შეუძლია არ მგონია ყველა ბიძარასტი იყოს, მიშარასტებსაც ბლომად მორჩათ ქონება და საერთოდ, ჩემი ბავშვის განათლებაზე ვპოსტავ და ვკითხულობ რჩევას და საერთოდ მახატია ვინმეს პოლიტსიმპატიები

Posted by: neo> 29 May 2022, 18:51
გაუზრდიათ მოშნად,
QUOTE
ბაქსვუდი

1 - 12 კლასები - 8432.42 GEL წელიწადში
სკოლაში ფუნქციონირებს დამატებითი ფასიანი კლუბები: თექა, ფარიკაობა, ტანვარჯიში, ცურვა, ცხენოსნობის წრე და ა.შ.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 29 May 2022, 18:53
QUOTE

1 - 12 კლასები - 8432.42 GEL წელიწადში



უი 8 კ დოლარი წავიკიუთხე ;დ
ხოშიანი ფასია თუ გადახდა შეგიძლია.
ისეთ ცოდნას აკრეფს მსოფლიო შრომით ბაზარზე გაქაჩავს.

Posted by: neo> 29 May 2022, 18:55
12 კლასი = 101,184 ლარი (ყველაზე კაი შემთხვავში საფასური თუ არ გაზარდეს რაც გამორიცხულია)
მერე + უნივერსიტი

შეძლება მოგცეს biggrin.gif

Posted by: boone11 29 May 2022, 19:19
ABGREITORA
QUOTE

boone11
http://newton.edu.ge/newton-school/fees/

7200 ლარი უწერიათ

მე ვაკის პარკთან არსებულ ფრანგულ სკოლაზე დავწერთქო....

თუ ნიᲭიერია Ძლიერ სკოლაᲨი გადაიყვანე აგერ მაგალიტად რუსთავის მე4 სკოლა.....
პანტაპუნტით ყრიან ოროსნებს ....
Შესაბამისად პირველ ადგილზე გავიდა (2013 წელს საატესტატოს საᲨუალო არითმეტიკული 9.3 ამდენი საატესტატოᲨი არავის აუᲦია)



Posted by: ABGREITORA 29 May 2022, 19:22
boone11
QUOTE
თუ ნიᲭიერია Ძლიერ სკოლაᲨი გადაიყვანე აგერ მაგალიტად რუსთავის მე4 სკოლა.....


ეგ სკოლა მაქვს დამთავრებული

QUOTE
პანტაპუნტით ყრიან ოროსნებს ....


ამიტომაც

QUOTE
Შესაბამისად პირველ ადგილზე გავიდა (2013 წელს საატესტატოს საᲨუალო არითმეტიკული 9.3 ამდენი საატესტატოᲨი არავის აუᲦია)



Posted by: trendy 29 May 2022, 20:06
ზალდასტანიშვილში გადასულ ბავშვებში უკვე მერამდენე წელია ყველაზე მაღალი ქულები აქვს პატარა კერძო სკოლა "ჯეჯილის" ბავშვებს. ალბათ იმიტომ, რომ მათემატიკაში იქ ასწავლის ერთ-ერთი ყველაძე ძლიერი მასწავლებელი , მასთან დადის თითქმის ყველა ვისაც sat ჩაბარება უწევს.ინგლისური და მათემატიკა მართლა კარგად ისწავლება. ღირს 2700$. აქებენ ნიუტონს, ვინც ვიცი ყველა კმაყოფილია. ასევე ლოგოსი, ერთ-ერთი უძლიერესი სკოლაა, ვერანაირი ახალი სკოლა, ევროპული და ბაქსვუდი ვერ მივა ლოგოსთან. მაღალ კლასებში აქვთ ძალიან კარგი და დატვირთული პროგრამა. საერთოდ, მგონი ყველა სკოლის ამბავი ვიცი)) ერთია, კომაროვი უკონკურენტოა და მისი ბავშვები გრანტებით ხვდებიან მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

Posted by: Hermosa 29 May 2022, 20:11
რად გინდა სკოლა გაუკეთე ფორუმის ნიკი უყიდე ერთი კარგი გამართული კლავიატურა და აკაკი ის ფორუმზე

ერთ წელიწადში ყველაფერში კი გეყოლება დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული მაპუტუს ტომის ბელადის გენეალოგიური ხით:-)))


წმინდა გიორგის სკოლა ნახე აბა. სპლიყვის რეკომენდაცია გაითვალისწინე ნორმალური სკოლაა ეგეც

Posted by: ანდაზა 29 May 2022, 20:25
QUOTE
მდიდარი ბიᲫინისტის Შვილები დაᲫრწიან მაგ ნიუტონი და ბაქსვუდის და ფმ ვაკის ფრანგულ სკოლებᲨი სისხლს ᲒაუᲨრობენ იქ საᲨუალო ოჯახოს Შვილს ( სოცდაუცველი ფიზიკურად ვერ ატარებს 20 000 ბიᲫლარი ღირდა 2016Ში სწავლა წლიური)....

ორი თუ ყავს კაცს ერთს ჩანერგავდა რა იცი რა ხდება 2030-2040 წწ

Posted by: dafdafura111 29 May 2022, 20:27
QUOTE (karlsoni @ 29 May 2022, 18:34 )
ABGREITORA
გააჩნია რა მიმართულებით გინდა. . . .
თუ მათემატიკა-ფიზიკა ტექნიკურ მეცნიერებებში ძლიერი გინდა გყავდეს, ალბათ კომაროვი და ეგეთი ტიპები. . . .
თუ თავისუფალი, ლიბერალი, თანამედროვე ახალგაზრდა გინდა, მწვანე სკოლა. . . .
თუ ინგლისური გინდა მაგრად იცოდეს, (მათემატიკაშიც ძალიან ძლიერი მასწავლებელი ჰყავთ) მე ვასწავლიდი სკოლა "ბრიტანიკაში" და იქ მიიყვანე. . .
თუ გინდა მუმლი-მუხასა დააგუგუნოს, თან ელიტარი იყოს, თან რუსეთუმე, თან დასავლეთუმე და მოკლედ ცხოვრებაში ყველაფერს მოერგოს, ალბათ რაინდის სკოლა სჯობია. . . .
მეტი არ ვიცი. . . . sad.gif

პ.ს.
თუ გინდა ცოტა არანორმალური იყოს, ჩემთან მოიყვანე და იაპონურს ვასწავლი. user.gif

რაც დაწერე ეგრეა. უბრალოდ ბექუნა ქათმოსანიძემ იგივე ვარდოსანიძემ არ გაიგოს smile.gif რაინდის ფანი ვარო წერდა. ხან ინაშვილის ფანი იყო და ხან ბრეგაძეს. მორგოშიას ლეკვიც იყო და არის მარტინენკოზე მზე ამოსდის და მახარაძეზე მთვარე და რაინდთან შეძრომა უნდა! თან მერსედესი იყიდა ცინცხალი თაზა smile.gif დიდ გულზეა ლომი smile.gif

Posted by: chukius 29 May 2022, 20:47
ABGREITORA
QUOTE
7200 ლარი ღირს ამჟამად წლიური. ბიძინისტის შვილებზე ზუსტად იცი თუ ვარაუდია?

რა ვარაუდი მაგას უნდა თუ ძმა ხარ smile.gif ქართველი არა ხარ?


კერძო სკოლები იძლევიან კარგ განათლებას და თავზე გადაჯმული მამიკოს ბიჭების ღირებულებებს.

საჯარო სკოლები იძლევიან ცუდ განათლებას და ქურდულ ღირებულებებს biggrin.gif


იტოგში, შენ უნდა გაზარდო ბავშვი რა. ჯამში ალბათ მაინც კერძო სკოლაში ტარება ჯობია, ოღონდ აქტიურად უნდა ამონიტორინგო, რომ ზემოთ ნახსენები მიმართულებით არ დაიწყოს აზროვნება. ეგ მგონია ოპტიმალური ვარიანტი საქართველოში.


Posted by: qariana 29 May 2022, 20:55

სკოლა რაც არ უნდა მაგარი იყოს ვერასდროს ვერ მიცემს იმდენს, რასაც შენი პირადი მაგალითი და ოჯახი.
ამიტომ 1000 ებს ნუ გადაყრი და ეგ ფული სკოლას რომ მორჩება მერე დაახარჯე. უცხოეთში კარგ უნივერსიტეტში გაუშვი სასწავლებლად yes.gif

Posted by: kanian_U 29 May 2022, 21:13
ოკ ძაან ცუდ რაღაცას ვიტყვი ეხლა, ჩემი დაკვირვებით, მიუხედავად იმისა რომ მეც კერძო დავამთავრე, ძალიან არ მომწონს ის სოციალური გარემო რაც მაგ სკოლებშია, უფრო სწორად მათი მშობლები.
ბაბლი და ნულოვანი ემოციური ბმა ამ ქვეყანასთან.
აქ სწორად თქვეს, კონტაქტების მოსაპოვებლად შედიან მანდ და ბავშვებსაც იმისთვის ზრდიან რომ მათი მშობლები წარმატებით ჩაანაცვლონ ამ ქვეყნის წველაში, ოღOნდ ამჯერად უფრო მეტი განათლებით და შესაბამისად მეტი გაქანებით.


Posted by: მალატესტა 29 May 2022, 21:47
კერძო სკოლის მასწავლებელი ვარ.

დაწყებით კლასებში ვფიქრობ დიდი აზრი არ აქვს, წერა-კითხვას და არითმეტიკას საჯაროშიც და კერძოშიც ერთნაირად ასწავლიან, მთავარია კარგი სკოლა ამოარჩიოთ. თუ რამე და უცხო ენაში რეპეტიტორს დაუქირავებ ადამიანი და ეგაა.

შესაბამის ასაკში კომაროვს ან ვეკუას მოვსინჯავდი.

თუ მაინდამაინც კერძო სკოლაზეა საუბარი, ათასწლეულის სკოლა მომწონს მე პირადად. ( თვითონ არ ვასწავლი მანდ) მაგრამ კარგი სკოლაა ჩემი აზრით.

Posted by: trendy 29 May 2022, 22:00
მალატესტა
QUOTE
შესაბამის ასაკში კომაროვს ან ვეკუას მოვსინჯავდი.

რანაირად? მათემატიკაში ბავშვების 80% მოიკოჭლებს. არ ვიცი რაშია საქმე, ან სახელმძღვანელოსი, ან ახსნის მეთოდში, ფაქტია, ყველგან უჭირთ მათემატიკა.

Posted by: მალატესტა 29 May 2022, 22:20
trendy
QUOTE
რანაირად? მათემატიკაში ბავშვების 80% მოიკოჭლებს. არ ვიცი რაშია საქმე, ან სახელმძღვანელოსი, ან ახსნის მეთოდში, ფაქტია, ყველგან უჭირთ მათემატიკა.


ამიტომ არის კარგი საჯარო სკოლა ასარჩევი. არიან დაწყებითებშიც ძალიან კარგი მასწავლებლები.



Posted by: Christian Cullen 29 May 2022, 22:37
ABGREITORA

ოცდამეერთე სუაკუნიდან გამომდიანრე, კარგი განათლება ნიშნავს ტექნიკური საგნებისა და მინიმუმ 2 უცხო ენის სრულფასოვნად ცოდნას. ამიტომ, მერვე კლასამდე ნუ დაღლი ბავშვს ფოე-ფოეებით. ატარე საჯაროში, მოამზადე ინგლისურ-(რაც ბავშვს უნდა ის ენა) და ფიზიკა-მათემატიკაში კარგად და მერვე კლასიდან გაიყვანე კომაროვის მისაღემ გამოცდებზე.

Posted by: Hiksos 29 May 2022, 22:45
კერძო სკოლები ხშირად ბობოლა ოჯახების შვილების გასართობი ცენტრები უფროა, ვიდრე სასწავლო დაწესებულებები.
ჩვეულებრივ პლებეეებთან ხომ არ ისწავლის "ელიტა" და მით უმეტეს ელიტის შვილები. დადიან მათნაირ "ელიტარულ" ტიპებთან.

ასტრონომიულ თანხას იხდიან და პროგრამა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებ ან სულ მცირე, გადახდილი ოდენობის პროპორციული ნამდვილად არ არის.

ზალდასტანიშვილის სკოლაში, ხადურის შვილები რომ დადიან, 24 ათასი ლარია წელიწადში (!!!) გადასახადი. ამ დროს პროგრამაში იგივე უცხო ენები მარტო რუსულ-ინგლისურია.

დღესდღეობით მარტო რუსულ-ინგლისურის ცოდნით უკვე შეიძლება სტაჟიორადაც აღარ აგიყვანონ, ისეთი გიჟური კონკურენციაა.
ჩემს წყალწაღებულ სკოლაშიც კი სილამაზისათვის ასწავლიდნენ გერმანულსა და ფრანგულს. facepalm.gif

უცხო ენების გარდა, მათემატიკა და საბუნებისმტყველო მეცნიერებებია კიდევ მნიშვნელოვანი და მაგ მხრივ ალბათ მართლა კომაროვის სკოლა სჯობს.
სხვა რა ვიცი რა ვთქვა, კერძო რეპეტიტორების აყვანაც მაინც მოგიწევს ალბათ.

Posted by: ანდაზა 29 May 2022, 22:56
მასწავლებლებლები სად გადავამზადოთ კარგად?
არიქა დაგვეტყო 90 იანების უშუქობა

Posted by: ukimerioni-61 29 May 2022, 23:03
თბილისის თავისუფალ სკოლაზე შევაჩერე არჩევანი .......

Posted by: ashley judd 29 May 2022, 23:04
QUOTE (Christian Cullen @ 29 May 2022, 22:37 )
ABGREITORA

ოცდამეერთე სუაკუნიდან გამომდიანრე, კარგი განათლება ნიშნავს ტექნიკური საგნებისა და მინიმუმ 2 უცხო ენის სრულფასოვნად ცოდნას. ამიტომ, მერვე კლასამდე ნუ დაღლი ბავშვს ფოე-ფოეებით. ატარე საჯაროში, მოამზადე ინგლისურ-(რაც ბავშვს უნდა ის ენა) და ფიზიკა-მათემატიკაში კარგად და მერვე კლასიდან გაიყვანე კომაროვის მისაღემ გამოცდებზე.

Ამაზე კარგი რჩევა არავის დაუწერია.
Რაც პოსტები მხვდება, რომ ვიღაცამ ამერიკა/ევროპის წამყვან უნივერსიტეტში ჩააბარა, 90% კომაროვის ბავშვები არიან.

Posted by: kanian_U 29 May 2022, 23:15
Hiksos
QUOTE
პროგრამაში იგივე უცხო ენები მარტო რუსულ-ინგლისურია.

შარშან იყო ინიციატივა თუ რაღაც რომ რამოდენიმე სკოლაში ჩინურის დაემატებინათ და კომენტარებში რასაც ქვია დედის ტრაკის გინება იყო, ასე რომ ელიწას რაც უნდა სკოლაც იმას აწვდის, ნიკა მელიას შვილი საერთოდაც ვერ ლაპარაკობს ქართულად, რუსულად აზროვნებს ბავშვი.

Posted by: Holybrett 29 May 2022, 23:34
QUOTE
კერძო სკოლები ხშირად ბობოლა ოჯახების შვილების გასართობი ცენტრები უფროა, ვიდრე სასწავლო დაწესებულებები.
ჩვეულებრივ პლებეეებთან ხომ არ ისწავლის "ელიტა" და მით უმეტეს ელიტის შვილები. დადიან მათნაირ "ელიტარულ" ტიპებთან.


ბობოლა არაფერ შუაშია. საერთოდ არ მინდა ჩემმა შვილმა საჯარო სკოლის ძველბიჭურ მენტალიტეტს ეზიაროს და ამიტომ დამყავს კერძო სკოლაში. სხვანაირი ბავშვები არიან, მოწესრიგებულები და უფრო ყურადღებამიქცეული.

ისე ყველა კერძო სკოლა ერთი ჯანდაბაა. მთავარია ახლოს იყოს სადაც ბავშვი ცხოვრობს. ოთხი კერძო სკოლა გამოვატარე ჩემს ბავშვებს. ყველაზე მეტად მაინც მომეწონა ქართულ-ამერიკული ნახალოვკაში. პატარა ეხლა მწვანე სკოლაში დამყავს და ამასაც არა უშავს. ნიუტონში მყავდა ერთი და არ მომეწონა გადავიყვანე, მგონი უბრალოდ კლასი შეხვდა ძალიან ცუდი. ბულერები და რამე..

Posted by: Miss_Marple 29 May 2022, 23:42
QUOTE
ოცდამეერთე სუაკუნიდან გამომდიანრე, კარგი განათლება ნიშნავს ტექნიკური საგნებისა და მინიმუმ 2 უცხო ენის სრულფასოვნად ცოდნას. ამიტომ, მერვე კლასამდე ნუ დაღლი ბავშვს ფოე-ფოეებით. ატარე საჯაროში, მოამზადე ინგლისურ-(რაც ბავშვს უნდა ის ენა) და ფიზიკა-მათემატიკაში კარგად და მერვე კლასიდან გაიყვანე კომაროვის მისაღემ გამოცდებზე.

კი ბატონო, მაგრამ შვილის ნიჭიც ხომ გასათვალისწინებელია, ყველას ხომ ვერ ექნება კომაროვში სწავლის უნარი და ნიჭი
ამასთან კომაროვადამთავრებულები შეიძლება პროგრამისტები და კარგი მენეჯერები გამოვიდნენ, მაგრამ განათლება მხოლოდ ეგ ხომ არ არის?

...............................................
ჩემი ნება რომ იყოს კერძო სკოლებს გავაუქმებდი, ძალიან არ მომწონს ბავშვების ასეთი დაყოფა მშობლების შემოსავლების მიხედვით, კომუნისტებს ეგ ერთადერთი სიკეთე ჰქონდათ, რომ ყველა იძულებული იყო მის შვილს სხვის შვილებთან ერთად ესწავლა, მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ შემოსავლებისა

Posted by: მალატესტა 29 May 2022, 23:45
QUOTE
დღესდღეობით მარტო რუსულ-ინგლისურის ცოდნით უკვე შეიძლება სტაჟიორადაც აღარ აგიყვანონ, ისეთი გიჟური კონკურენციაა.


ძალიან გადაჭარბებულია ეს.

სფეროს გააჩნია, რუსული და ინგლისური თუ მართლა მაღალ დონეზე იცის ადამიანმა ნორმალურ სამსახურს იშოვის .

პრობლემა ისაა რომ უმეტესობამ არცერთი იცის და არც მეორე.

პოლიგლოტობას და შვიდი ენის ცოდნას რომელი სამსახური ითხოვს მე არ ვიცი, ნუ, რაც მეტი იცი, უკეთესია.





Posted by: trendy 30 May 2022, 01:08
რა ვიცი, ყველა ახლა პროგრამისტობას და ბიზნესს რომ უმიზნებს, ერთი კარგი ინჟინერი და აგრონომი არ გვყავს.ვიწრო პროფილის ინჟინერი ყველა ქვეყანაში მოთხოვნადია, ჩვენს გარდა.

Posted by: diversified 30 May 2022, 01:40
მე პირადად 7 სკოლა შევიცვალე ყველგან ყველაფეერს ვაფუჭებდი მაგრამ ერთადერთი სკოლა სადაც ვერ გაგივა ვერაფერი და ბავშვი გეცოდინება რომ გზას არ აცდება არის შავნაბადა. მეექვსე საავტოროც სოლოლაკში ერთერთი საუკეთესოა მე ამ ორიდან გირჩევდი რომელიმეს

Posted by: NLNL 30 May 2022, 08:56
QUOTE (Miss_Marple @ 29 May 2022, 23:42 )
[
ამასთან კომაროვადამთავრებულები შეიძლება პროგრამისტები და კარგი მენეჯერები გამოვიდნენ, მაგრამ განათლება მხოლოდ ეგ ხომ არ არის?

...............................................


არასწორი წარმოდგენა გაქვთ კომაროვზე. კომაროვის მთელი "საიდუმლო" იმაშია, რომ კომაროვდამთავრებული ნებისმიერ სფეროში უკონკურენტოა. მხოლოდ ფიზიკა-მათემატიკა არ ისწავლება. მთავარი, რითაც იწვრთნებიან ბავშვები, არის სწავლების სისტემა, გამოცდები. თუ ბავშვი ბოლომდე გავიდა კომაროვში, უნდა ჩათვალოთ, რომ ნებისმიერ სფეროში შეძლებს მოღვაწეობას. თუმცა რა თქმა უნდა კონკურენცია დიდია, და ყველა კომაროველი ვერ იქნება.

რაც შეეხება შეკითხვას, ბევრ ბავშვთან მაქვს შეხება და კერძო სკოლის ბავშვებს მაინც უწევთ რეპეტიტორებთან სიარული. გარემოც დიდად არ განსხვავდება საჯარო სკოლის გარემოსგან. ერთეულია ისეთი კერძო სკოლები, სადაც გარემო შედარებით უკეთესია; თუმცა ამ ერთეულ სკოლებში გადასახადი იმხელაა, რომ ამ თანხით კერძო რეპეტიტორებთან უკეთეს განათლებას მიიღებს ბავშვი .
მთავარი მაინც მშობლების ჩართულობაა. მშობელმა უნდა მისცეს დასაწყისშივე სწორი მიმართულება.

Posted by: boone11 30 May 2022, 09:30
Hiksos
QUOTE

დღესდღეობით მარტო რუსულ-ინგლისურის ცოდნით უკვე შეიძლება სტაჟიორადაც აღარ აგიყვანონ, ისეთი გიჟური კონკურენციაა.
ჩემს წყალწაღებულ სკოლაშიც კი სილამაზისათვის ასწავლიდნენ გერმანულსა და ფრანგულს

სკოლაᲨი ვინ ისწავლა უცხო ენა არ გადამრიო...

200 სოტყვა არ მისწავლია ინგლისური სკოლაᲨი.....
* * *
diversified
QUOTE

QUOTE (Miss_Marple @ 29 May 2022, 23:42 )
[
ამასთან კომაროვადამთავრებულები შეიძლება პროგრამისტები და კარგი მენეჯერები გამოვიდნენ, მაგრამ განათლება მხოლოდ ეგ ხომ არ არის?

კომაროვᲨი კი არა ვეკუაᲨიც არიან მე11 კლასელები ( იყვნენ მაინც) .....
მე7 კლასის ფიზიკის წიგნი რომ არ აქვ თ გადაᲨლილი
....


Posted by: trendy 30 May 2022, 10:34
boone11
ახლანდელი თაობა გადასარევად სწავლობს სკოლაში ინგლისურს.

Posted by: NLNL 30 May 2022, 14:07
QUOTE (boone11 @ 30 May 2022, 09:30 )

კომაროვᲨი კი არა ვეკუაᲨიც არიან მე11 კლასელები ( იყვნენ მაინც) .....
მე7 კლასის ფიზიკის წიგნი რომ არ აქვ თ გადაᲨლილი
....

ვეკუაში ეხლა რა ხდება არ ვიცი, მაგრამ კომაროვში ზუსტად ვიცი, რომ ეგეთი ბავშვი პირველივე წელს გაირიცხება .
ზოგადად იყო პერიოდი, როცა ვეკუა ჯობდა კომაროვს, მაგრამ ეხლა ახლოსაც ვერ მივა .
რომ გადახედოთ ეროვნული ოლიმპიადების შედეგებს, ნაკრების წევრებს, ეგრევე ჩანს რომელი სკოლაა საქართველოში წამყვანი .

Posted by: boone11 31 May 2022, 11:54
NLNL
ნე პირადად ვიცნობდი მე11 მე12 კლასელებს წერა კითხვა არ იცოდნენ გამართულად კილოგრამᲨი რამდენი გრამი არ იცოდნენ ხ და Ძს პრობლემაც Ძალიან ხᲨირი იყო ....

ცხადია პრსტიᲟულ სკოლაᲨი არ ვსწავლობდი....

Posted by: boone11 30 Jul 2022, 10:01
სამარცხვინოა ქართული განათლების სისტემა ევროპის 50 ქვეყანაში ბოლოზე ვართ...

Posted by: marto 6 Dec 2022, 18:26
მწვანე სკოლასთან დაკავშირებით ვის რა გამოცდილება გაქვთ, იქნებ გამიზიაროთ

Posted by: Temptation 10 Jan 2023, 21:21
გამარჯობათ.
ჩვენი შვილი სწავლობს საჯარო სკოლაში,მე10 კლასშია,გოგოა...
დიდი ხანია გვინდოდა გადაგვეყვანა კერძოში,მაგრამ როგორც კი ვიწყებდით ამაზე საუბარს კატეგორიულ უარს გამოსთქვავდა,რადგან არ უნდოდა თავის კლასელებთან განშორება...
წელს გადაიფიქრასავით და დათანხმდა კერძოში გადასვლას smile.gif
უფრო დაჭკვიანდა,უფრო საღად შეხედა მოვლენებს თუ რა არ ვიცით,მაგრამ რისი გაგონებაც აქამდე არ უნდოდა მაგაზე უკვე თანახმაა...
გრაფიკული დიზაინერობა უნდა...
რომელ სკოლას გვირჩევდით?
გთხოვთ არ დაიზაროთ და მოგვცეთ რჩევა

smile.gif

Posted by: Hiksos 11 Jan 2023, 09:07
boone11
QUOTE
სკოლაᲨი ვინ ისწავლა უცხო ენა არ გადამრიო...

200 სოტყვა არ მისწავლია ინგლისური სკოლაᲨი.....


ხარისხი ცალკე საკითხია, მხოლოდ ის დავწერე რომ მარტო რუსულ-ინგლისურით უკვე ფონს ვერ გადიხარ და ქართულ სკოლებშიც კი იაზრებენ უკვე ამას.

trendy
QUOTE
boone11
ახლანდელი თაობა გადასარევად სწავლობს სკოლაში ინგლისურს.


ანგლისტიკადამთავრებულ ბაკალავრებს ვიცნობ, გამართულ რთულ ქვეწყობილ წინადადებასაც რომ ვერ წერენ ინგლისურ ენაზე.
სკოლაში ნასწავლს ვინღა ჩივის.

ჩათვალე ინგლისურსა და კიდევ ერთ უცხო ენაში (გერმანული/ფრანგული/თურქული/ესპანური) რეპეტიტორი უნდა აიყვანო შვილს რომ ამ საგიჟეთში კარიერის შანსი ჰქონდეს.

Posted by: Temptation 12 Jan 2023, 16:43
სკოლა მთიები-ზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?
კარგია, ცუდია?

Posted by: marto 30 Jan 2023, 19:04
სკოლა არქიმედეზე რა შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: Me&U 23 Feb 2023, 16:41
სალამი smile.gif მწიგნობართუხუცესის სახელობის კერძო სკოლაზე (ლისის პირველ კორპუსს ვგულისხმობ, კვაჭაძის ქუჩაზე) ხომ არ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია? სასურველია, დადებითი help.gif

გთხოვთ, გამომეხმაურეთ, თუ ვინმემ იცით რამე.
მადლობა!

Posted by: marto 18 Mar 2023, 14:24
გამარჯობა, ქართულ სასწავლებელზე იგივე ფისოს სკოლაზე თუ გაქვთ რამე ინფო, გამოცდილება რას იტყოდით ამ სკოლაზე?

Posted by: სამშობლო 28 Mar 2023, 18:04
თემა ისევ აქტუალურია...

რჩევები ისევ რიგდება? smile.gif
* * *
QUOTE (Temptation @ 10 Jan 2023, 20:21 )
გამარჯობათ.
ჩვენი შვილი სწავლობს საჯარო სკოლაში,მე10 კლასშია,გოგოა...
დიდი ხანია გვინდოდა გადაგვეყვანა კერძოში,მაგრამ როგორც კი ვიწყებდით ამაზე საუბარს კატეგორიულ უარს გამოსთქვავდა,რადგან არ უნდოდა თავის კლასელებთან განშორება...
წელს გადაიფიქრასავით და დათანხმდა კერძოში გადასვლას smile.gif
უფრო დაჭკვიანდა,უფრო საღად შეხედა მოვლენებს თუ რა არ ვიცით,მაგრამ რისი გაგონებაც აქამდე არ უნდოდა მაგაზე უკვე თანახმაა...
გრაფიკული დიზაინერობა უნდა...
რომელ სკოლას გვირჩევდით?
გთხოვთ არ დაიზაროთ და მოგვცეთ რჩევა

smile.gif


ამის პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ შედარებით თავისუფალ გარემოში მოხვდა... კარგად შემიძლია შევადარო ჩემი ფეხით გავლილი საჯარო და კერძო სკოლის გარემო ერთმანეთს smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)