ფასის
და შენი მოთხოვნილებების მიხედვით:
სათამაშოდ გინდა თუ არა (თუ კი: რის თამაშს აპირებ),
ავტონომიურობა რამდენად მნიშვნელოვანია,
მძლავრი პროცესორი რამდენად გჭირდება,
ეკრანის ზომა და პარამეტრები,
გაბარიტები + წონა თუ არის გადამწყვეტი,
და ა.შ.
მაგრამ პირველი კრიტერიუმი მაინც არის ბიუჯეტი
მაგალითისთვის: მე დამჭირდა რამდენიმე ხნის წინ ახალი ლეპტოპი და რადგან ულიმიტო ფინანსები არ მაქვს, გადავწყვიტე მეორადის ყიდვა.
ჩემი მოთხოვნები იყო: დიდი ეკრანი (ფილმებისთვის), შედარებით მძლავრი პროცესორი+ვიდეო (რომ ლაითი გეიმინგი გაექაჩა) და სასურველი იყო დამატებითი 2.5" სსდ/ჰდდ-ს ჩასმა რომ ყოფილიყო შესაძლებელი;
და ფასი: რაც უფრო იაფი, მით უკეთესი.
ამავდროულად სულ ცალ ფეხზე მეკიდა მისი ბატარეაზე მუშაობის დრო და ზომა-წონა (არსად ტარებას არ ვაპირებდი და მაინც დენში უნდა მქონოდა სულ შეერთებული) და განსაკუთრებით "დიზაინი" (სულ რომ ფრანკენშტეინის აწყობილი იყოს ვიდზე პოხ, მთავარია შიგნით რა დევს
).
საბოლოოდ ადგილობრივ აუქციონზე დავითრთიე ძველი, მაგრამ დიდი და დღემდე საკმაოდ მძლავრი ლეპტოპი მისაღებ ფასად - 150 ევროდ: 17.3" FHD დისპლეი, მე-6 თაობის Core i7, 8გბ რამი (რომელიც მერე გავზარდე), 256გბ სსდ (+ ჩემი ჰდდ ჩავამატე) და ენვიდიას GTX 950M.
და რავი, ჯერჯერობით ყველაფერში მყოფნის, იმ თამაშებისთვისაც კი, რასაც მე ვთამაშობ (ამ მომენტში ძირითადად სკაირიმს).
ასე რომ ლეპტოპის (და საერთოდ ყველაფრის) შერჩევისას მთავარია შენი კონკრეტული მოთხოვნები რა არის.