მოგესალმებით, ჩემო ზოგიერთო ძვირფასო
მე, როგორც ერთ-ერთმა თქვენთაგანმა მაცნობა და შემდგომ თავადაც დავრწმუნდი, მთვარე ლომში მყავს და როგორც ქვემოთ შეიტყობთ, უსამართლობას ვერ ვიტან (მითუმეტეს ჩემს მიმართ
). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვხსნი წინამდებარე თემას.
ამ სფეროს დიდი მცოდნე არ ვარ, მაგრამ არსებული ინფორმაციის მოძიება და კოპირება შემიძლია.
მაშ ასე:
მთვარე ლომშიპოტენციალური გულმოდგინება და მონდომება, პატივმოყვარეობა და სიამაყე, მგრძნობელობა და მგრძნობიარობა, მზრუნველობა, გულღიაობა და კეთილმოსურნეობა, პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა. მისწრაფება ერთიანობების, კომპანიების, ფუფუნების, წვეულებების, ბოჰემისაკენ. გრძნობებზე ვნებები ბატონობენ. მშვენიერი გემოვნება ხელოვნებაში. სხვა პლანეტებთან კარგი კონფიგურაცია აძლიერებს ერთგულებას, თავდადებას ახლობელი ადამიანების, საყვარელი საქმისადმი. ცუდი ასპექტები აძლიერებენ თავხედობას, სხვებზე უპირატესობის შეგრძნებას, ტრაბახს, უაზრო ყბედობას, მონაჩმახს, "პაკაზუხობას". დიდია სურვილი ჰქონდეს ძალაუფლება და ავტორიტეტი სხვებზე, გამოსაჩენი პრესტიჟული პროფესია და საპასუხისმგებლო სამუშაო.
1 დეკანადა- პოტენციალური პატივმოყვარეობა და ძლიერი ლტოლვა-განახორციელოს თავისი ჩანაფიქრები და იდეები.
2 დეკანადა- კარგი ინტელექტი მაღალ სულიერებასთან და ძლიერ სწრაფვასთან ერთად-მიაღწიოს მიზნებს.
3 დეკანადა - აძლევს მნიშვნ. ენერგიას . გულმოდგინებას, მონდომებას, აძლიერებს თანაგრძნობას, თავდაჯერებულობას და მეცნიერებებისადმი მიდრეკილებას. თუ 26 გრადუსზე მთვარე დაზიანებულია მარსის მხრიდან,( განსაკუთრებით ჰოროსკოპის 1 სახლში) ან სატურნის მხრიდან (განსაკ. 4 სახლში) -გაფრთხილდეს, არის დახრჩობის ან მოწამვლის საშიშროება.
წყაროკიდევ მთვარე ლომშიმთვარე ლომში...ეს არ არის უბრალო ამბავი, ეს პოემაა, ოდაა სიცოხლისადმი, რომელიც არასდროს კარგავს სიძლიერეს, ღიმილს და სიხარულს... ეს მთვარე არის ოდა ყველა ბავშვისთვის და მათი თითოეული ღიმილისთვის, ყველა მამაცი და გამბედავი ქალისთვის, რომლებიც დედოფლის სიამაყით ისაუბრებს თავის შვილებზე, იჯახზე, სამსახურზე.
ამიტომაც ამ მთვარისგან ვერასდროს მოისმენ წუწუნს, რადგანაც ის დაიბადა იმისთვის, რომ თაყვანი სცეს სიცოცხლეს ფართოდ გახელილი თვალებით. მძიმე ბრძოლის და დამარცხების შემდგომაც ღიმილიანი იქნება და თამამად გაუსწორებს თვალს შემდგომ დღეს. ეს მთვარე ყველას ყველაფერს მიუტევებს დიდი სიამაყით და მეფური შეწყალებით, რადგანაც სიცოცხლის მოყვარულია, გულში ჩარჩენილი ხინჯი კი სიცოცხლეს ამოკლებს.
ამ მთვარის ადამიანები მუდამ ბავშვურები არიან, ცელქი სულით და ცხოვრებას ერთგვარ სცენად აღიქვამენ. არასდროს ივიწყებენ იმ მიზანს რაც დასახული ჰქონდათ, ან რაც უნდოდათ რომ გამოსულიყვნენ და იმ შემთხვევაში თუ არ გამოუვიდათ და ძვირადღირებული ბუტიკის მფლობელის მაგივრად უბრალო გამყიდველი გამოვიდნენ, მიანც ღიმილიანი სახე აქვთ, ახერხებენ სიხარულის და სითბოს გარემოს შექმნას ნებისმიერ სიტუაციაში, შეუძლიათ გამოღვიძონ ღრმად ჩაძინებული ბავშვური სული ნებისმიერ ადამიანში.
ამაყებს აქვთ შინაგანი მოთხოვნილება იყონ მაგალითი სხვებისთვის, მიიღონ კომპლიმენტები და აღიარება, მაგრამ როდესაც ეს არ ხდება და დამარცებული გამოდიან სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციიდან, პესიმიზმი აქაც უადგილოა მათთვის, მეორე წუთში ახალი გეგმებით, მისწრაფებებით და სურვილებით აგრძელებს ცხოვრებას. ამიტომ თუ თქვენს შვილს მთვარე ლომში ჰყავს არ დაიშუროთ კომპლიმენტი მცირე წარმატებებზეც კი. ეს ძალიან დიდი სტიმულია მათთვის უდიდესი წარმატების მისაღწევად. ამ მთვარის ბავშვები ნებისმიერ სიტუაციაში კარგად გრძნობენ თავს, არ ახასიათებთ მორცხვობა, პირველივე შესაძლებლობისას გამოამზეურებს თავის ცოდნის და შესაძლებლობების მაქსიმუმს.
დამარცხებულიც კი, ადამიანი მთვარის ამ პოზიციით, არასდროს იხევს უკან, მიდის წინ, რადგანაც ძალებს სწორედ იმ ფაქტიდან იღებს, რომ ისინი ცხოვრობენ ამ ქვეყნად და სიცოცხლე ღირს ცხოვრებად.
მათი დიდებაზე ოცნების საკუთარი აღქმა ეხმარებათ გაუგონ ყველა დიდებულ და გამოჩენილი ადამინს, იმ ძალისხმევას, მსხვერპლს და ტკივილს, რაც ნებისმიერი ოცნების რეალობად ქცევას ერთვის თან, თუნდაც მცირე ხნით. მთვარე ლომში ერთადერთი პოზიციაა, როცა ოცნება უკვდავია და მთელი ცხოვრება არსებობს იმედი ოცნების ხორცშესხმის.
ეს პოზიცია ნიშნავს მამის, როგორც ავტორიტეტის აღქმას, ასევე ოჯახისადმი დიდ ერთგულებას, ქმრისადმი უაღრესად დიდ პატივისცემას, მაშინაც კი როდესაც ამ მთვარის ძალაუფლება და სიძლიერე ათჯერ მეტია, ის არ დაიშურებს თავის ენერგიას სხვისთვის. ამ მთვარის ქალები ნებისმიერ კაცს აქცევენ წარმატებულ ადამიანად და გამოთქმა "ყველა წარმატებული კაცის უკან დგას ქალი" შეიძლება ითქვას მათზეა ნათქვამი. სიყვარულში ისინი არიან ამაყები, მაგრამ ამავე დროს თავად სიყვარულზე შეყვარებულები, უყვართ საკუთარი დამოკიდებულების გამხატვა თბილ ჟეტებში.
წყარო дваმოგვიანებით, დრო რომ მექნება და თუ არ დამეზარა დავამატებ ინფორმაციებს.
ამჯერად მოკლედ შემოვიფარგლები:
პიროვნებას, რომელსაც მთვარე ლომში აქვს, გააჩნია ძლიერი მისწრაფება მიაპყროს საზოგადოების ყურადღება მის შინაგან სამყაროს, გამოიწვიოს თანაგრძნობა.
მთვარე ლომი ნებისმიერ სიტუაციას აფასებს იმ კუთხით, თუ რამდენად შესაძლებელია შემოქმედებითი მიდგომა და მისი შინაგანი "მეს" წარმოჩენა.
ვართ საკმაოდ ზარმაცები და ცოტაარიყოს ძალაუფლებისადმი მიდრეკილნი, თუმცა ამავდროულად უაღრესად სამართლიანი და პატიოსანი სხვათა მიმართ.
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე