forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კრივი როგორც ჯანმრთელობისთვის მავნებელი, ტვინის უჯრედებს კლავს
cowboywest
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 128
წევრი No.: 252961
რეგისტრ.: 30-September 19

გამოგზავნილია: 5 Oct 2019, 15:24  #55332432      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სპორტსმენები, რომლებიც ასპარეზობენ ისეთ სახეობებში, როგორიცაა კრივი და შერეული ორთაბრძოლები, ექვსი წლის შემდეგ ეწყებათ ტვინის მოქმედების დარღვევა, ხოლო ის, ვინც 12 წელიწადზე მეტხანს მისდევს ამ საქმეს, ყოველი ბრძოლით საფრთხეს უქმნის თავის ჯანმრთელობას.

"Los Angeles Times"-ის მონაცემებით, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ლას ვეგასის კლინიკური ცენტრის მეცნიერები.

"აღმოვაჩინეთ, რომ ტვინის მოქმედება ირღვევა სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი დოქტორი ჩარლზ ბერნიკი. – ასეთი სურათი შეინიშნება ალცჰაიმერითა და პარკინსონით დაადავებულ პაციენტთა შორის.

ბოლო წლებში ლას ვეგასის კლინიკურ ცენტრში ბერნიკმა მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული გამოკვლევა ჩაუტარა დაახლოებით 170 სპორტსმენს. ამ გამოკვლევებისთვის 12 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მეცნიერმა გაარკვია, რომ ტვინის უჯრედები მოკრივეებში კვდომას იწყებენ ექვსწლიანი ასპარეზობების შემდეგ.

ბერნიკს იმედი აქვს, რომ მისი მონაცემთა ბაზის მიხედვით ნევროლოგები შეძლებენ მაქსიმალურად ადრე განსაზღვრონ ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის დაწყება – თავის ტვინის არაანთებითი დაავადება, რომელიც წარმოიქმნება თავის არეში მიღებული დარტყმით გამოწვეული მრავალრიცხოვანი მიკროშერყევებისა და თავის ტვინის სხვა დაზიანებების შედეგად.

დაავადების სიმპტომები აისახება მეხსიერების დაკარგვაში, აგრესიასა და გონებრივი ქმედითუნარიანობის დაქვეითებაში.

მოჩხუბრები, როგორც წესი, აქტიური სპორტული ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გადიან მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას. საგულისხმოა, რომ დღემდე არ არსებობს ერთიანი და მკაფიო აზრი, სამედიცინო მაჩვენებლებით როდის უნდა შეწყვიტოს სპორტსმენმა კარიერა.

"გვმართებს მუდმივად თვალყური ვადევნოთ სპორტსმენთა ჯანმრთელობას, დაწყებული მათი კარიერის ადრეული ეტაპებიდან, - ამბობს ჩარლზ ბერნიკი. – თუ ვინმეს რამე აქვს დაზიანებული, უნდა შეიზღუდოს ორთაბრძოლათა რაოდენობა. ათლეტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა შევიმუშაოთ მოქმედების ერთიანი მეთოდიკა".

ცოტა ხნით ადრე ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გიოტებორგის უნივერსიტეტის სალგრენის სამედიცინო აკადემიის მეცნიერები.

შვედი სწავლულების განმარტებით, სამოყვარულო კრივმა შეიძლება დააზიანოს თავის ტვინი იმ შემთხვევაშიც კი, თუ სპორტსმენი არ ჩაუგდიათ ნოკაუტში და მაშინაც, თუ მოკრივე დამცავი ჩაფხუტით ასპარეზობს.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები 30 შვედ მოკრივეზე დაკვირვების შედეგად. ყველა მათგანს, სულ მცირე, 47 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

ექიმებმა თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობაა გააანალიზეს, თავდაპირველად მატჩიდან ერთი კვირის, მერე კი - ორკვირიანი შესვენების შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ გამოკვლევის არც ერთი ობიექტი კარიერის განმავლობაში ნოკაუტში არ აღმოჩენილა.

სპორტსმენთა შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მატჩიდან ერთი კვირის შემდეგ მოკრივეთა 80 პროცენტს აღენიშნებოდა ტვინის დაზიანება, ხოლო 20 პროცენტს ასეთივე ნიშნები ჰქონდა დასვენების შემდეგაც.

"გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოკრივეებს ორთაბრძოლის შემდეგ ტვინის სითხეში ოთხი სხვადასხვა სახის პროტეინები მომატებული ჰქონდათ, რაც ტვინის ნერვული უჯრედების დაზიანებაზე მიუთითებს. პროტეინების ორი სახეობის შემცველობა მოჭარბებული რჩებოდა დასვენების შემდეგაც", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი სანუ ნესელიუსი, რომელიც ადრე თავადაც მოკრივე იყო.





პ.ს.

-რა მაგარი რამეა კრივი, ეგ რომ არა შიმშილით მოვკვდებოდი
-თქვენ მოკრივე ხართ?
-ღმერთმა დამიფაროს, მე სტომატოლოგი ვარ

(იუმორი)
* * *
წყარო:


http://www.gurianews.com/article/zaprani/k...tvis-mavnebelia



მგონი მაგიტომაც იძახდა ტაისონი, ყველა ჩემი ქამარი ნაგავიაო


nocs_13
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5623
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 6 Oct 2019, 01:43  #55334590      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კრივი როგორც ჯანმრთელობისთვის მავნებელი, ტვინის უჯრედებს კლავს


ყველა სპორტი, განსკუთრებით პროფესიონალური არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი.
სხვათაშორის მუხლჩაუხრელი მუშაობაც(მჯდომიარე თუ მუხლ-წელ მტკივანი) ასევე არის
მავნებელი ჯანმრთელობისთვის.
უსაქმურობაც ასევე არის მავნებელი(უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით) ჯანმრთელობისთვის.
cowboywest
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 128
წევრი No.: 252961
რეგისტრ.: 30-September 19

გამოგზავნილია: 6 Oct 2019, 13:26  #55335391      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ყველა სპორტი, განსკუთრებით პროფესიონალური არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი.

yes.gif

QUOTE
სხვათაშორის მუხლჩაუხრელი მუშაობაც(მჯდომიარე თუ მუხლ-წელ მტკივანი) ასევე არის
მავნებელი ჯანმრთელობისთვის.
უსაქმურობაც ასევე არის მავნებელი(უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით) ჯანმრთელობისთვის.

QUOTE
სხვათაშორის მუხლჩაუხრელი მუშაობაც(მჯდომიარე თუ მუხლ-წელ მტკივანი) ასევე არის
მავნებელი ჯანმრთელობისთვის.
უსაქმურობაც ასევე არის მავნებელი(უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით) ჯანმრთელობისთვის.

რა თქმა უნდა
BLOODRED
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3137
წევრი No.: 235760
რეგისტრ.: 30-September 17

გამოგზავნილია: 11 Oct 2019, 22:29  #55357421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საერთოდ ვფიქრობ რომ განვითარებულ საზოგადოებაში არაა კრივის და ნებისმიერი ხელჩართული ბრძოლების ადგილი. ძაღლების და ნებისმიერი ცხოველის ჩხუბს კრძალავენ და ადამიანის განვითარებული არსების ჩხუბი არაა საძაგლობა?
ოდესმე მივალთ ალბათ ამის შეგნებამდე

This post has been edited by BLOODRED on 11 Oct 2019, 22:31
nocs_13
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5623
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 11 Oct 2019, 23:34  #55357688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ოდესმე მივალთ ალბათ ამის შეგნებამდე


იმედია მთელი კაცობრიობა ერთად მივა.
თორემ ის მარტო მისული მაგარი დაუცველი დარჩება. sad.gif
cowboywest
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 128
წევრი No.: 252961
რეგისტრ.: 30-September 19

გამოგზავნილია: 12 Oct 2019, 00:01  #55357776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ოდესმე მივალთ ალბათ ამის შეგნებამდე

bis.gif ნეტავ მალე

QUOTE
ოდესმე მივალთ ალბათ ამის შეგნებამდე


იმედია მთელი კაცობრიობა ერთად მივა.
თორემ ის მარტო მისული მაგარი დაუცველი დარჩება.

გეთანხმები
* * *
BLOODRED
nocs_13
გეთანხმებით, ნორმალურ და გონებაგანვითარებულ საზოგადოებაში, კონფლიქტები სიტყვიერად უნდა გვარდებოდეს და არა მუშტების და წიხლის ქნევით
BLOODRED
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3137
წევრი No.: 235760
რეგისტრ.: 30-September 17

გამოგზავნილია: 12 Oct 2019, 16:08  #55359391      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (nocs_13 @ 11 Oct 2019, 23:34 )
QUOTE
ოდესმე მივალთ ალბათ ამის შეგნებამდე


იმედია მთელი კაცობრიობა ერთად მივა.
თორემ ის მარტო მისული მაგარი დაუცველი დარჩება. sad.gif

100%









..........................................
მამა
მირმანოზი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1325
წევრი No.: 234354
რეგისტრ.: 4-August 17

გამოგზავნილია: 14 Oct 2019, 12:13  #55365039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მგონი მაგიტომაც იძახდა ტაისონი, ყველა ჩემი ქამარი ნაგავიაო




QUOTE
საერთოდ ვფიქრობ რომ განვითარებულ საზოგადოებაში არაა კრივის და ნებისმიერი ხელჩართული ბრძოლების ადგილი. ძაღლების და ნებისმიერი ცხოველის ჩხუბს კრძალავენ და ადამიანის განვითარებული არსების ჩხუბი არაა საძაგლობა?
ოდესმე მივალთ ალბათ ამის შეგნებამდე


QUOTE
გეთანხმებით, ნორმალურ და გონებაგანვითარებულ საზოგადოებაში, კონფლიქტები სიტყვიერად უნდა გვარდებოდეს და არა მუშტების და წიხლის ქნევით


lol.gif

user posted image


--------------------
უფლისა მიმართ ვილოცოთ
bossi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 528
წევრი No.: 241378
რეგისტრ.: 13-March 18

გამოგზავნილია: 24 Oct 2019, 10:41  #55401626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კრივი და აღმოსავლური ორთაბრძოლები სადაც ფეხის ან ხელის მოხვედრა ხდება თავის არეში გამეტებით საშიშია ეს ისედაც ჩანს რათ უნდა ამას დიდი მეცნიერული კვლევა ძიება.

სხვა ინდივიდუალურ სახეობებს მიეძალეთ.
BlueOcean
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 110
წევრი No.: 253391
რეგისტრ.: 24-October 19

გამოგზავნილია: 6 Nov 2019, 19:36  #55452468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არის ისე ამ ყველაფერში სიმართლის საკმაოდ დიდი მარცვალი.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0319 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]