forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კავკასიური სოჭი
brutal_88
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18160
წევრი No.: 73439
რეგისტრ.: 4-November 08

გამოგზავნილია: 7 May 2017, 20:31  #50517495      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მგონი ეს ხე იმსახურებს ცალკე თემას.
ულამაზესი, ენდემური ხე, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოს მთის ტყეებშია გავრცელებული.
ქმნის ზღაპრულ ტყეებს.

user posted image

user posted image


როგორც ვიცი ეცროპის ტყეების აღდგენაში დიდი წვლილი მიუძღვის.
ჩვენთან კი ამ საგანძურს სათანადო ყურადღება არ ეთმობა.

ესეც ჩემი სოჭი.

Master_Nick
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5643
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14

გამოგზავნილია: 8 May 2017, 18:37  #50523075      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

პირველი ფოტო რაჭაში, სოფელ სხარტალში ხომ არ არის გადაღებული? სხარტალიდა შაორის წყალსაცავისკენ მიმავალ გზას გავს ძალიანsmile.gif

This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 10 May 2017, 00:34


--------------------
Carpe diem
brutal_88
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18160
წევრი No.: 73439
რეგისტრ.: 4-November 08

გამოგზავნილია: 13 May 2017, 11:36  #50553735      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (wishmaster_master @ 8 May 2017, 18:37 )
პირველი ფოტო რაჭაში, სოფელ სხარტალში ხომ არ არის გადაღებული? სხარტალიდა შაორის წყალსაცავისკენ მიმავალ გზას გავს ძალიანsmile.gif

პირველი ფოტო სოფელ თლუღთან ახლოსაა გადაღებული, მეორე შოვში.
Mr Angry
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1149
წევრი No.: 157328
რეგისტრ.: 16-December 12

გამოგზავნილია: 3 Oct 2019, 00:25  #55322029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
brutal_88

როგორ არჩევთ ხეებს? sad.gif

სოჭი ნაძვისგან და კედარისგან როგორ უნდა განვასხვაო

ფიჭვისან განვასხვავებ ეხლა იმას გრძელი წიწვები აქვს და კვიპაროსისგანაც კონუსური ფორმაა აქვს და აი იმ სამს ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან, ამას როგორ აკეთებთ
rolleyes.gif lam.gif user.gif
M-B
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 786
წევრი No.: 172198
რეგისტრ.: 23-August 13

გამოგზავნილია: 3 Oct 2019, 15:12  #55324540      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Mr Angry @ 3 Oct 2019, 00:25 )
როგორ არჩევთ ხეებს? sad.gif

სოჭი ნაძვისგან და კედარისგან როგორ უნდა განვასხვაო 

ფიჭვისან განვასხვავებ ეხლა იმას გრძელი წიწვები აქვს და კვიპაროსისგანაც კონუსური ფორმაა აქვს და აი იმ სამს ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან, ამას როგორ აკეთებთ
rolleyes.gif  lam.gif  user.gif

გამარჯობა

რთული გასარჩევია ერთი შეხედვით. ფიჭვი, როგორც უკვე აღნიშნე, ძალიან ხშირი, გრძელი წიწვებით გამოირჩევა რომლებიც ერთი წერტილიდან ჯგუფ-ჯგუფად ამოდის. ასევე შეგიძლია განსხვავო თვითონ ხის ტანის ფორმით.

ნაძვი - წიწვების თითოეული "ნემსი" ცალ-ცალკე ამოდის ტოტიდან და ისინი კვეთაში მართკუთხა, ან მომრგვალო ფორმისაა. თუ გადაღუნავ, გატყდება. გარდა ამისა, წესისამებრ (თუმცა ყველა შემთხვევაში არა!) ნაძვის გირჩები არის ვიწრო და გრძელი პროპორციის მქონე.
user posted image

სოჭი - წიწვები ისევე, როგორც ნაძვს, ცალ-ცალკე აქვს ტოტში ჩარჭობილი. მაგრამ ისინი უფრო ბრტყელია, ვიდრე ნაძვის და ამასთანავე - უფრო დრეკადიც. გაღუნვისას არ ტყდება. ასევე - ნაძვის წიწვი ჩხვლეტიაა, სოჭისა - ბლაგვი. აღსანიშნავია, რომ სოჭს უფრო ხშირი ტოტები აქვს, ვიდრე ნაძვს. სოჭის გირჩები ვიზუალურად დანარჩენისგან პირველ რიგში იმით განსხვავდება, რომ ფისი გამოსდით (ფიჭვის გირჩები ხმელია როგორც წესი).
user posted image

კედარი ძალიან მარტივი განსასხვავებელია დანარჩენებისგან, ფიჭვივით ამოსდის წიწვები - ერთი წერტილიდან რამდენიმე და ფიჭვისგან განსხვავებით მისი წიწვები მოკლეა. გირჩები კვერცხის ფორმისაა და ღია მწვანე ფერის.
user posted image

---------------------------------------------------------

ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ ორი წელია შეხება მაქვს ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან და იმდენი ჯიშია ნაძვის, კედრის, ფიჭვის და სოჭის თუნდაც მხოლოდ საქართველოში ენდემურად გავრცელებული, რომ ხშირად მე თვითონაც მიჭირს გამოცნობა, რომელი რა ხეა biggrin.gif

This post has been edited by M-B on 3 Oct 2019, 15:13
PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 61283
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 3 Oct 2019, 17:16  #55325273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კედარი ყველაზე ადვილად გამოსაცნობია იმით რომ არასიმეტრიული ტოტები აქვს და ნაკლებად ხშირი წიწვები, ანუ ტოტები ჩანს მთელს სიგრძეზე, და წიწვების ფერი მქრალი მწვანეა ან მოცისფრო smile.gif

კედარი სიმაღლეშიც უფრო მალე და უფრო დიდი იზრდება




კავკასიური სოჭი ვიზუალურად იგივე ნაძვია ოღონდ ყველაზე სიმეტრიულია წიწვოვნებს შორის, ასევე როგორც ზემოთ აღინიშნა წიწვები რბილი აქვს და ხშირი, და ხასხასა მწვანე ფერის, ახალამოსული წიწვებიც კონტრასტულად ღია ფერისაა smile.gif



ესაა კედარი

user posted image







ესაა კავკასიური სოჭი


user posted image





ეს კი ჩვეულებრივი ნაძვი

user posted image
* * *
QUOTE
ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ ორი წელია შეხება მაქვს ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან და იმდენი ჯიშია ნაძვის, კედრის, ფიჭვის და სოჭის თუნდაც მხოლოდ საქართველოში ენდემურად გავრცელებული, რომ ხშირად მე თვითონაც მიჭირს გამოცნობა, რომელი რა ხეა



ამ ბოლო დროს მეც ვცდილობ გავერკვე მარადმწვანე ხეებში, არა მხოლოდ წიწვოვნებში smile.gif




დიდუბეში გამოფენის ტერიტორიაზე არის ბლომად მარადმწვანე ხეები, მათ შორის 2 ჯიშის ურთხელი (უთხოვარი), რომელიც ვიზუალურად ნაძვს ჰგავს მაგრამ ბრტყელი და რბილი ფოთლებივით წიწვები აქვს, ასევე წითელი მოცვივით ნაყოფი (მეორე ჯიშს მოყვითალო წვრილი ნაყოფები აქვს ბევრი ერთად)

user posted image

This post has been edited by PAINKILLER on 3 Oct 2019, 17:39


--------------------
SUBARU LEGACY 3.0 H6 SI-DRIVE - Crazy MONSTER Wagon !

Intel i5-8500 6-Core 4.1GHz
AORUS Z370 Gaming 7
AORUS 16GB 3200MHz RGB
AORUS GTX 1070
Samsung 970 EVO Plus 500GB M.2 NVMe + 860 EVO 2TB SATA
Seasonic PLATINUM 1050W Full
CORSAIR Graphite 730T Full Tower
DELL U2515H 25" 2K IPS
M-B
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 786
წევრი No.: 172198
რეგისტრ.: 23-August 13

გამოგზავნილია: 3 Oct 2019, 20:28  #55326181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (PAINKILLER @ 3 Oct 2019, 17:16 )
დიდუბეში გამოფენის ტერიტორიაზე არის ბლომად მარადმწვანე ხეები, მათ შორის 2 ჯიშის ურთხელი (უთხოვარი), რომელიც ვიზუალურად ნაძვს ჰგავს მაგრამ ბრტყელი და რბილი ფოთლებივით წიწვები აქვს, ასევე წითელი მოცვივით ნაყოფი (მეორე ჯიშს მოყვითალო წვრილი ნაყოფები აქვს ბევრი ერთად)

ჩემი ოცნების ხეა, ვერცხლისფერ ნაძვთან ერთად yes.gif ისე ჩვენში არ მინახავს, თუმცა არსებობს ისეთი უთხოვარიც, რომელსაც ფოთლოვანი ხის მსგავსი ფორმის ვარჯი და ფორმა აქვს. თუ არ ვცდები, ერთი ასეთი ოპერასთან იზრდება. შევათვალიერებ, რომ გავივლი.
PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 61283
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 3 Oct 2019, 21:01  #55326302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (M-B @ 3 Oct 2019, 20:28 )
QUOTE (PAINKILLER @ 3 Oct 2019, 17:16 )
დიდუბეში გამოფენის ტერიტორიაზე არის ბლომად მარადმწვანე ხეები, მათ შორის 2 ჯიშის ურთხელი (უთხოვარი), რომელიც ვიზუალურად ნაძვს ჰგავს მაგრამ ბრტყელი და რბილი ფოთლებივით წიწვები აქვს, ასევე წითელი მოცვივით ნაყოფი (მეორე ჯიშს მოყვითალო წვრილი ნაყოფები აქვს ბევრი ერთად)

ჩემი ოცნების ხეა, ვერცხლისფერ ნაძვთან ერთად yes.gif ისე ჩვენში არ მინახავს, თუმცა არსებობს ისეთი უთხოვარიც, რომელსაც ფოთლოვანი ხის მსგავსი ფორმის ვარჯი და ფორმა აქვს. თუ არ ვცდები, ერთი ასეთი ოპერასთან იზრდება. შევათვალიერებ, რომ გავივლი.


კი, ზუსტად ის მეორე ჯიში რომელიც ვახსენე, მოყვითალო ფერის წვრილი ნაყოფით, ძალიან გატოტილი ხე იზრდება, ნახევრად ბუჩქია ფაქტიურად მაგრამ მსხვილი ტოტებით, დავდებ სურათს მაქვს გადაღებული ეგეც და მეორეც ნაძვივით რომ არის smile.gif




ეს არის ხის ფორმის უთხოვარი:

user posted image

user posted image







ეს ბუჩქივით, ნაძვის მსგავსი

user posted image

user posted image




ეს ორივე გამოფენის პარკშია







ესეც მანდ ვნახე, მგონი მარადმწვანეა ესეც, აზრზე არ ვარ რა მცენარეა smile.gif


user posted image

user posted image

This post has been edited by PAINKILLER on 3 Oct 2019, 21:13
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13658
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 3 Oct 2019, 22:34  #55326658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PAINKILLER
QUOTE
ესეც მანდ ვნახე, მგონი მარადმწვანეა ესეც, აზრზე არ ვარ რა მცენარეა

კალისტემონი
Mr Angry
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1149
წევრი No.: 157328
რეგისტრ.: 16-December 12

გამოგზავნილია: 4 Oct 2019, 12:15  #55328272      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
M-B
PAINKILLER

ძაან დიდი მადლობა. სამწუხაროდ მკვდარია ეს განყოფილება არადა ისეთი ინტერესი მაქვს და იშვიათია ვინმე გამოგეხმაუროს sad.gif


გავიგე კედარზე და სოჭზე კარგად

მაგრამ ერთი კითხა მაქვს. ნაძვზე თქვით რომ მოკლე მაგრამ მჩხვლეტავი წიწვები მაგათაც აქვთ და მე მეგონა ნაძვის წიწვები ერთმანეთზე იყო დაკავშირებული და არა ღეროდან ამოსული და თავებიც მომრგვალებული ქონდა ხოლო გირჩი პატარა ბურთებივით აი კვიპაროსს გავს მაგრამ ისეთი კონუსური ვიწრო გარშემოწერილობის ფორმა არააქ დიდია მოცულობით გაშლილი საკმაოდ

აი ესა

user posted image
* * *
user posted image

აი ესეთია რა შორიდან დაახლოებით, კვიპაროსივით ვიწრო არაა გაშლილია საკმაოდ და ახლოდან ისეთია ზემო ფოტოში...აი ეგ მეგონა ნაძვი და აბა ეგ რაღააა biggrin.gif
PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 61283
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 4 Oct 2019, 12:38  #55328392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mr Angry

კვიპაროსია ეგეც smile.gif


კვიპაროსები სხვადასხვა ფორმის არის, ყველაზე პოპულარულია პირამიდისებრი კვიპაროსი, წვრილი და მაღალი რომ იზრდება (მეც მაქვს ეზოში ერთი)


QUOTE
გირჩი პატარა ბურთებივით აი კვიპაროსს გავს მაგრამ ისეთი კონუსური ვიწრო გარშემოწერილობის ფორმა არააქ დიდია მოცულობით გაშლილი საკმაოდ


გირჩები ყველა კვიპაროსს მსგავსი აქვს, ფორმა აქვთ უბრალოდ განსხვავებული (სელექციურად არის გამოყვანილი თუ ბუნებრივადაა მასე ეგ აღარ ვიცი)

* * *

ესეც კვიპაროსია (პირამიდისებრი)


user posted image


და ესეც კვიპაროსია

user posted image

* * *



ნაძვის გირჩები ასეთია


user posted image


ეს სოჭის გირჩები

user posted image

This post has been edited by PAINKILLER on 4 Oct 2019, 13:01
Mr Angry
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1149
წევრი No.: 157328
რეგისტრ.: 16-December 12

გამოგზავნილია: 4 Oct 2019, 19:03  #55329945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PAINKILLER
გაიხარე ძლივს არ გავიგე თურმე მთელი ცხოვრება სიცრუეში მიცხოვრია და ფართი გაშლილი ფორმის კვიპაროსები ნაძვები მეგონა და ნაძვები კიდე მოკლე წიწვებიანი ფიჭვი lol.gif



ანუ რა გამოდის, კომუნისტები კედარზე და ჭადარზე ყოფილან ფანატიკურად შეყვარებული, ყველგან ქალაქებში და მათ ცენტრალურ ბაღებში ყველგან კედარი და ჭადარია დარგული. რა იყო სხვა ხე არ ქონდათ ნეტა? ჭადარი კარგი გამიგია მალე იზრდება და დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფსო და ამიტომ ალბათ და ეს კედარი რაღას ამოიჩემეს? სოჭი დაერგოთ ულამაზესია რასაც ვხედავ...იისფერი გირჩებიანი განსაკუთრებით მომწონს, ძან ლამაზია love.gif ეგ მაინც დაერგოთ ბაღებში, კედარი საკმაოდ შეუხედავია, განსაკუთრებით ახლოს როცა დგახარ ქვემოდან, ძან უსახურია vik.gif

This post has been edited by Mr Angry on 4 Oct 2019, 19:06
PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 61283
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 4 Oct 2019, 21:03  #55330234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ანუ რა გამოდის, კომუნისტები კედარზე და ჭადარზე ყოფილან ფანატიკურად შეყვარებული, ყველგან ქალაქებში და მათ ცენტრალურ ბაღებში ყველგან კედარი და ჭადარია დარგული. რა იყო სხვა ხე არ ქონდათ ნეტა? ჭადარი კარგი გამიგია მალე იზრდება და დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფსო და ამიტომ ალბათ და ეს კედარი რაღას ამოიჩემეს? სოჭი დაერგოთ ულამაზესია რასაც ვხედავ...იისფერი გირჩებიანი განსაკუთრებით მომწონს, ძან ლამაზია  ეგ მაინც დაერგოთ ბაღებში, კედარი საკმაოდ შეუხედავია, განსაკუთრებით ახლოს როცა დგახარ ქვემოდან, ძან უსახურია

Mr Angry


კედარი ადვილად ხარობს, მალე იზრდება (სხვა წიწვოვნებთან შედარებით), უფრო გამძლეც არის

იგივე ეხება ჭადარსაც




სოჭი ძნელად ხარობს, ნელა იზრდება, ნიადაგთან შეგუებაც უჭირს, საქართველოში ბუნებვრივად კარგად იზრდება რაჭაში და მსგავს კლიმატურ პირობებში

კავკასიური სოჭი არის საუკეთესო დეკორატიული წიწვოვანი ხე, საახალწლო ნაძვის ხის ერთერთი საუკეთესო კანდიდატი, ევროპაში დიდი რაოდენობის კავკასიური სოჭის თესლები მიაქვთ რაჭის ტყეებიდან, იქ გამოჰყავთ ნერგები და ყიდიან როგორც საახალწლო ნაძვის ხეს smile.gif



user posted image

user posted image



PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 61283
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 13 Oct 2019, 21:54  #55363794      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (M-B @ 3 Oct 2019, 20:28 )
QUOTE (PAINKILLER @ 3 Oct 2019, 17:16 )
დიდუბეში გამოფენის ტერიტორიაზე არის ბლომად მარადმწვანე ხეები, მათ შორის 2 ჯიშის ურთხელი (უთხოვარი), რომელიც ვიზუალურად ნაძვს ჰგავს მაგრამ ბრტყელი და რბილი ფოთლებივით წიწვები აქვს, ასევე წითელი მოცვივით ნაყოფი (მეორე ჯიშს მოყვითალო წვრილი ნაყოფები აქვს ბევრი ერთად)

ჩემი ოცნების ხეა, ვერცხლისფერ ნაძვთან ერთად yes.gif ისე ჩვენში არ მინახავს, თუმცა არსებობს ისეთი უთხოვარიც, რომელსაც ფოთლოვანი ხის მსგავსი ფორმის ვარჯი და ფორმა აქვს. თუ არ ვცდები, ერთი ასეთი ოპერასთან იზრდება. შევათვალიერებ, რომ გავივლი.


სხვათაშორის ეგ ოცნების ხე (ანუ უთხოვარი) საკმაოდ ტოქსიკურია, ფოთლებიც და ტოტებიც, ანუ მთლიანად ხე არის ფაქტიურად საწამლავი (გარდა ნაყოფის რბილი ნაწილისა), ერთი პატარა წიწვებიანი ტოტიც საკმარისია რომ ცხენი მოკლას, ადამიანისთვისაც მომაკვდინებელია გარკვეული რაოდენობით, გამომშრალი თესლი ყველაზე საშიშია, მილიგრამებიც კი სასიკვდილო დოზაა



არადა ძალიან მომწონს, მაგრამ ისევ კავკასიური სოჭი მირჩევნია უსაფრთხოა მაინც smile.gif



თან უთხოვარი ძალიან ნელა იზრდება, წელიწადში 3-4 სანტიმეტრზე მეტს არ იმატებს, და ნაყოფს ისხამს 30-40 წლის ასაკში help.gif


ანუ ზრდასრული ხე თუ ნახეთ ასე 5-6 მეტრი სიმაღლის, ჩათვალეთ რომ მინიმუმ 70-80 წლის მაინც იქნება, ყველაზე ასაკოვანი უთხოვარი კი როგორც გამიგია 3000-4000 წლისაც კი შეიძლება იყოს eek.gif (სადღაც წავიკითხე, საქართველოშიც ყოფილა ეგეთი)

This post has been edited by PAINKILLER on 13 Oct 2019, 21:59
muhambe
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 54
წევრი No.: 76490
რეგისტრ.: 29-November 08

გამოგზავნილია: 13 Oct 2019, 22:54  #55363984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PAINKILLER
საქართველოში 1500 წლისაზე მეტი ასაკის არაა. რაც შეეხება ნაყოფის მოსხმას. გაცილებით ადრე ისხავს ნაყოფს უთხოვარი რომელიც ხელოვნურადაა გაზრდილი რადგან როგორც წესი მაგას დაკალმებით ამრავლებენ და დაკალმებული მცენარე ადრე მსხმოიარობს ვიდრე თესლიდან გაზრდილი რადგან ბიოლოგიური ასაკი უფრო მეტი აქვს. თესლით გამრავლებას რაც შეეხება ჯერ მარტო თესლი რომ გაღვივდეს თბილი და ცივი სტრატიფიკაცია უნდა გაიაროს წელიწადნახევარი მაინც ხელოვნურად და ბუნებრივად მიწაში 3-4 წელი მაინც ჭირდება თესლს რომ გაღვივდეს. თან მერე თესლიდან ნელა იზრდება, ამიტომაც არავინ ჩალიჩობს თესლიდან გაზრდას თუ მუღამისტი არაა ან მაზოხისტი.
* * *
ისე თესლიდან გაზრდილი ხე უფრო გამძლე და ძლიერია ვიდრე დაფესვიანებული, მაგრამ როგორც ავღნიშნე არამგონია ვინმე ზრდიდეს თესლიდან
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0360 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]