Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > დედების კლუბი


Posted by: მზე 20 Jun 2020, 23:17
რადგან ჩვენი კოლორიტი Perseus12 [იმედია :დ] დროებით ისვენებს ფორუმისგან, მე ვხსნი ახალ თემას bis.gif

წინა თემის ბმული: https://forum.ge/?f=97&showtopic=35127359&st=0

Posted by: Tua 21 Jun 2020, 18:15
nionia
gogatakoo
გაღიავდა მაგრამ ისევ იქაა სადაც იყოsmile.gif) ისეატი მუქი აღარ არის რათქმაუნდამ.
Mybaby
45 წუთი ვხარშავ მეტი არა, გულის რევის იმიტაცია რეფლუქსია შეეჩვევა არაა პრობლემა, ეგ გადაცდენას არნიშნავს. ძალიან დსქუჩმაცებულად არდააბლენდერებს რაღაცნაირი წელვადი მასა გამოდის.

Posted by: nino84 21 Jun 2020, 19:57
თუსი
მადლობა, ვიკითხავ აფთიაქში

Posted by: apt-damp 22 Jun 2020, 00:45
ხალხო, ხომ ვერ მეტყოდით სკოლამდელ აუტისტ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრებში რითი არიან ბავშვები დაკავებულნი? spy.gif თუ შეგიძლიათ მითხრათ რა და როგორ ხდება მანდ?? თქვენი ან თქვენი ვინმე ახლობლის გამოცდილებიდან თუ იცით ❤️

Posted by: sesilia28 22 Jun 2020, 10:51
Tua
თუა ხორცს რასთან ერთად აძლევ ხოლმე? მახსოვს რომ კარტოფილი და ხორცი ერთად არაა სასურველი

Posted by: flower girl 22 Jun 2020, 12:26
გოგოებო 7 თვისებს პასტას როგორ აძლევთ? ანუ ჩვეულებრივ ხარშავთ და რძეს უმატებთ თუ როგორ? ანუ გადაცდენის არ უნდა მეშინოდეს?

Posted by: Tua 22 Jun 2020, 12:46
sesilia28
ხორცს ვაჭმევ, ბატატი ბუკგარული ყაბაყი, ან ბატატი ბულგარული ყვავილოვანი ,ან ბროკოლი. მე კარტოფიკს იშვიად ვაჭმევ ისედაც ცოტა კრავს .

flower girl
პლაზკონის პასტას პლაზმონის ყველთან ერთად ვაძლევ, რძე 1 წლამდე არშეიძლება . მე არვუბლენდერებ რადგან პატარებია და ღეჭავს ისედაც, ბევრნაირი ზომის იყიდება

Posted by: თუსი 22 Jun 2020, 13:06
დღეს მყავდა მენჯ-ბარძაყის ექოზე ნინო დუმბაძესთან და დამიწერა განზიდვის შეზღუდვა ორივე სახსარში პლიუს ბარძაყის თავის გაძვალების ბირთვები არ ისახებაო
გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ორთოპედთან სანამ მივალ როარ შევიშალო
* * *
პ.ს რა უბედურებაა მარტო ერთ მშობელს რომ უშვებენ კლინიკაში, ვერც კითხვების დასმა მოვახერხე და ვერაფერი.ბავშვს მივხედო თუ ექიმს რაა

Posted by: unusual 22 Jun 2020, 13:10
გოგოებო ყველა მეუბნება რომ დაბლენდერებული არ არის კარგიო, მეც ავდექი და ჯერ ისევ დავუბლენდერე ოღონდ ძალიან არა, მსხილად და მსხვილი ნაწილი რომ მოხვდა პირში საშინლად აღებინა. ესე მიქნა რამოდენიმეჯერ ხილზე და როგორ მოვიქცე არ ვიცი, თან მინდა რომ დაბლენდერებულს გადავაჩვიო. sad.gif ზოგადად ოდნავ მსხვილი ნაწილი რომ მოხვდება პირში იზიზღებს.

Posted by: Tua 22 Jun 2020, 14:20
unusual
სისულელეა ეგ მითი ,პატარას ეგრეც უნდა ააწამო, მე ნელნელა ვაპარებ ხოლმე მსხვილებს რომ შეეჩვიოს, ეგ გულის რევის იმიტაცია რეფლექსია უბრალოდ
* * *
თუსი
ლაშა ძიძიგურთან წაიყვანე აუცილებლად. და ეგ 1 კაცის შეშვება არის ყველა კლინიკაში საერთოდ , მაგრამ ეს ისე წყაოდა ბოლოს ჩემი ქმარი შემოვიყვანე გავატანე ბავშვი.

Posted by: თუსი 22 Jun 2020, 14:32
Tua
ხო ლშა ძიძიგური მირჩია ყველამ და მივიყვან უეჭველი

Posted by: მზე 22 Jun 2020, 14:35
apt-damp
ჩემი მეგობარი მუშაობს გაგოშიძესთან ნეიროფსიქოლოგად.
ბავშვებს განვითარების შესაბამისი თამაშებით ეთამაშებიან და ცდილობენ შესაბამის ჩარჩოებში მოაქციონ (ქცევის ჩარჩო თუ რაღაც მსგავსს ეძახიან - ბავშვმა რომ უნდა იცოდეს რა შეიძლება და რა - არა) და ა.შ.
კონკრეტულად რა გაინტერესებს? ფბ-ზე ჯგუფიც არის unique community ქვია (https://www.facebook.com/groups/uniqueGAF). მანდაც შეგიძლია ნახო.

Posted by: astrology 22 Jun 2020, 15:52
გამარჯობა გოგონებო, ყველაზე აქტიური თემაა და აქ ვიკითხავ, დარწმუნებული ვარ დამაკვალიანებთ.
ექიმმა დამინიშნა გამორეცხვები, ვიყიდე სითხე, მაგრამ ჩემით მგონი არ ვაკეთებ სწორად. იქნებ დამაკვალიანოთ ამ საკითხში ძალიან მჭირდება დახმარება. მეთოდები და ტექნიკა რომ ამიხსნათ როგორ შევძლო სწორად გაკეთება... სპრეის სახით მაქვს სითხე შესასხამი

Posted by: narkozeli 22 Jun 2020, 16:00
flower girl

8ის ხდება ჩემი 3 დღეში და დღეს მივეცი პასტა ყველით. მოვხარშე პლასმონის პასტა 4-5 წუთი დაჭირდა დაახლოებით, 3 ს/კ მოვხარშე, ცოტა ანადუღარი წყალი დავუმატე და დავაბლენდერე. შევურიე პლასმონის ყველი და ისე მივეცი.


unusual

რამხელაა?


დაუბლენდერებელის ისტერია აქვს ზოგს და მეცინება ხოლმე biggrin.gif
დაბლენდერებულს ვაჭმევდი 8 თვემდე, გუშინ led weaning ვცადე და პირდაპირ მივეცი ბოსტნეული, გადასარევად ჭამა, და რაც მთავარია ღეჭავს. ზოგს ის უხარია ჭამს ჩემი შვილი მყარ საკვებს დაუბლენდერებელსო და ამ დროს ბავშვი არ ღეჭავს და ყლაპავს პირდაპირ, რაც კუჭ-ნაწლავისთვის საშინელებაა. ჩემი აზრით ყველაფერს თავისი დრო აქვს smile.gif არაა აუცილებელი 6-7 თვის ბავშვი დაუბლენდერებელს ჭამდეს მაგრამ წლინახევრის და ორი წლისაც არ უნდა ჭამდეს მხოლოდ დაბლენდერებულს, ოქროს შუალედი პოვნაა მანდ ყველაზე სწორი.

Posted by: unusual 22 Jun 2020, 16:13
narkozeli
შვიდი თვისაა და ყოველთვის კარგად ვუბლენდერებ. თემურ მიქელაძემაც თქვა რომ უნდა ღეჭოსო რომ ყბები და ღეჭვის ფუნქცია განუვითარდესო. მაგრამ ამას თავი რო დავანებოთ თვითონ ბავშვს რაღაც მსხვილი ხილი რომ შეყვება კვდება გულის რევით. გუშინ მორწყა იქაურობა და მე მსხილი ნაწილის მოხვედრას დავაბრალე. თითქოს ზიზღდებაო და ისე აირია გული რო რავიცი. sad.gif
* * *
Tua
QUOTE
ისულელეა ეგ მითი ,პატარას ეგრეც უნდა ააწამო,

ჯერ შვიდი თვისაა ორი თვეც რომ მასე იყოს რა უჭირს, მერე გაიზრდება კიდეც და იქნებ შეეგუოს სიახლეს მარტივად.

Posted by: Tua 22 Jun 2020, 17:28
unusual
8 თვისა ჩემი და ვ მაგალითად პლაზმონის მაკარონს არვუბლენდერებ, არც ხორც ვუბლენდერებ წვრილად ვუჭრი ძალიან და ღეჭავს, კარტოფილს ბატატს და ეგეატებსაც აღარ ვუბლენდერებ ვუჭყლიტავ დიდიხანია. თავიდან ნელნელა ვაპარებდი და შეეჩვია.

Posted by: apt-damp 23 Jun 2020, 16:44
მზე
მადლობა. ვნახავ ჯგუფს.
კონკრეტულად გარემო მაინტერესებდა - სტრესული ხომ არ არის მეთქი ბავშვისთვის, როგორი პერსონალია და ა. შ.
ჩემსას მეტყველების კორექცია სჭირდება პირველ რიგში და მაგ განხრით როგორ და რანაირადაა უფრო ეგ მაინტერესებს.

Posted by: თუსი 23 Jun 2020, 17:01
აუ გოგოებო პედიატრისთვის კითხვა დამავიწყდა და ბანაობა შეიძლება ჩვეულებრივად აცრის მერე?

Posted by: მზე 23 Jun 2020, 19:08
apt-damp
ასე დეტალურად ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სტრესული არც ერთ ვარიანტში არ არის. ბავშვზეა მორგებული და ინდივიდუალური მიდგომები აქვთ.
შეიძლება უსამოვნო იყოს უმეტესობა ბავშვისთვის დასწავლა, მაგრამ მთელი იდეა ისაა რომ ისე იქცევიან რაც ბავშვისთვის უკეთესია საბოლოო ჯამში.
ბავშვს რო რაღაცას არ აძლევ და ატირებ, ხო ისტრესება? არადა ყველაფერი ვერ მისცემს, არა უნდა იცოდეს - ასეთ რამეებს ვგულისხმობ
* * *
თუსი
მაგაზე დღემდე სხვადასხვა აზრია. წინა თემაშიც ვერ შევთანხმდით. მე დავბანე ჩვეულებრივად, კანკიამ პრობლემა არ არისო.
იმუნოლოგმა ნუ შეეცადე წყალი არ მოხვდესო მაგრამ ამის გამო ჩაბანა არ გამოტოვოო.

Posted by: apt-damp 23 Jun 2020, 20:19
მზე
არა, რათქმაუნდა, რაღაცაზე დაისტრესება. ყველაფერი მის ჭკუაზე ვერ იქნება ახლაsmile.gif))) მეც ეგ მაინტერესებს - ორიენტირი ბავშვი და მისი განვითარება რომ იყოს. უბრალოდ ცოტა დაშინებული ვარ ამ საბავშვო ბაღების შემდეგ, ეგაა და ეგ.

Posted by: bbb5 23 Jun 2020, 21:15
წინა თემაში იყო ჩემ კითხვაზე პასუხები მარა ახლა მოვახერხე. ჩემი ქმარიც იდეალური მამაა როცა სახშია მართლა სუ მეხმარება. დილით თვალს რო ვერ ვახელ ისე უვლის ბავშვს არადა მერე სამსახურში უნდა წავიდეს და ა.შ. მაგრამ ერთმანეთთან ძაან გაგვიფუჭდა ურთიერთობა. რაღაც პერიოდი ვლაგდებით და მერე ისევ ირევა. მემგონი დეპრესია მიტევს ხოლმე და ჩემიდან გამომდინარე ხდება ისე ბევრს იმასაც ვერ მოვთხოვ ისიც ძაან იღლება და ბევრს ვითხოვ ალბათ. მოკლედ გაგიზიარეთ smile.gif ალბათ ოდესმე სამსახური თუ მექნება და ბავშვი ღამე თუ დამაძინებს ან მინიმუმ ერთხელ გამაღვიძებს და 6 დან 9 მდე არ მოუნდება თამაში smile.gif) თავს კარგად ვიგრძნობ მაგრამ ახლა ის მსტრესავს ძიძა სად ვნახო კარგი, ბებიებს ვერ დავუტოვებ ექსკლუზიურად და ოდნავ რო ტირის თუ ჩემთან არიან და ბებიას ჰყავს და ტირის ბავშვი მიკვდება გული და ვაფშე როგორ უნდა დავტოვო რომც იქნეს შესაძლებელი ეს სახლური თემები არასდროს იყო ჩემი მაგრამ სიბინძურე ისე მძულდა მაინც სუ ვაკეთებდი და ახლა მითუმეტეს აღარ შემიძლია გარეთაც ვერ გავდივარ და ვჭედავ უკვე smile.gif)

Posted by: Mybaby 24 Jun 2020, 04:31
bbb5
ქალმ დაუნsmile.gif მე ჩემს მაგალითს გეტყვი,სანამ ბავშვი მეყოლებოდა აბსოლუტურად სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა მე და მეუღლეს,მოცლილები და თავისუფლები,ურთიერთობაშიც ლაღები ვიყავით.ბავშვი რომ გაჩნდა,სულ შეიცვლა ყველაფერი,ორივე ბავშვზე ვართ გადართულები,ჩემზე არანაკლებ უვლის ჩემი მეუღლე ბავშვს.ხოდა ალბათ ეს მომენტია ზუსტად,რომ გგონია გაცივდაო ან შეიცვლა ურთიერთობაშიო,არადა უბრალოდ შვილი გყავთ,რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს თქვენგან და ზუსტად ეს მოქმედებს მერე,რომძველებურად ფრთაშესხმული და თავისუფალი ვეღარ ხარ.
ზოგადად,ქალზე ბევრი რამეა დამოკიდებული,ნერვებს არ აჰყვე.როცა გაბრაზებას დააპირებ,10-მდე დაითვალე და დამშვიდდებიsmile.gif მე პირადად,უფრო ბუზღუნა და ბუტია გავხდი ვამჩნევ,არადა ეს ყველაფერი უკვე გადაღლამ იცისsmile.gif
ასე,რომ როგორც შენ გინდა რომ გქონდეს ურთიერთობა მეუღლესთან ისე გექნება,ტაქტი შეცვალე თუ ოდნავ სხვაობას ამჩნევ,კაცები ქათმები არიან(ეხლა არ გამომიხტეთ ამაზე ))) ). წარმატებები ჩემო კარგი და იხალისე,შენი თავი შენ გახადე ბედნიერი:*
* * *
Tua
თუა,ანუ ხორცს აჭმევ ორ სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად? უიმე გოგო,მე ისევ ჰიპის ბოსტენულზე მყავს,დროა უკვე გავასინჯო ჩემით მოხარშულები. ნამეტანი გავუტიე რა. წიწილა მივცე ბატატთან და ყვავილოვანთან/ბროკოლთან ერთად ხო? ამ წიწილას ვერ ავცდით,ამასაც უკან იღებს ოდნავ თუ მოედო ყელში.

Posted by: თუსი 24 Jun 2020, 09:17
მზე
ვიღას ეცალა საბანაოდ გუშინ 3 საათი გაუჩერებლად ტიროდა და ცალკე მედა მამამისს მოგვდიოდა ცრემლები ღაპაღუპით ამის შემხედვარეს facepalm.gif
ვიბურკოლიც გავუკეთე და პანადოლიც მივეცი ტკივილგამაყუჩებლად და როდის როდის იმოქმედა, 3 საათის მერე მიყუჩდა cry.gif

დღეს დილით ვაბანავე და კარგ ხასიათზეა user.gif

Posted by: makarena 24 Jun 2020, 09:26
bbb5
ბუნებრივია რომ ერთმანეთისთვის დრო აღარ გრჩებათ როცა პატარა გყავთ. ჩვენსასაც დღემდე ცუდად სძინავს და მუდმივად გამოუძინებლები დავდივართ მე თუ ჩემი მეუღლე, ეს ძალიან დიდ ფაქტორს თამაშობს იმაში, რომ უმეტესად გაღიზიანებულები ვართ და თითქმის სულ ჯუჯღუნით ველაპარაკებით ერთმანეთს, მაგრამ მივხვდით რომ ჯერ უნდა დავალაგოთ ბავშვთან ჩვენი დრო, ანუ აუცილებლად გინდა დამხმარე, ბებია იქნება თუ ძიძა არ აქვს მნიშვნელობა. ცოტა დრო უნდა გამოითავისუფლოთ თქვენთვის, მაგალითად შაბათს ან კვირას ბავშვი დედაჩემთან გამყავს დღისით და მე და ჩემი მეუღლე სადმე გავდივართ ხოლმე. ცოტა ხანი რომ ბავშვის გარეშე ვიყოთ.

ესე ძაან ნუ ჩააფრინდები შენ შვილს, ბებიაც კარგად მიხედავს დამიჯერე. აუცილებლად გამონახე დრო მეუღლესთვის და ყველაფერი დალაგდება love.gif 2kiss.gif

Posted by: bbb5 24 Jun 2020, 10:17
Mybaby
makarena
მადლობაა გოგოებო. უძილობაა მთავარი პრობლემა ალბათ. ვეცდები როგორმე გავიდეთ ხოლმე კვირას მაინც ცოტახანს :/ ძიძა არა მყავს ჯერ და რავიი რა :/
კაი რჩევებია მადლობა

Posted by: მზე 24 Jun 2020, 11:41
თუსი
უაი გოჭი sad.gif

Posted by: flower girl 24 Jun 2020, 15:32
Tua
narkozeli
კი ვიცი რძე რომ არ შეიძლება (მაგ ლოგიკით არც ყველს ვყიდულობ) მადაპტირებული რძე ვიგულისხმე-ხელოვნური.
ჰო აი ეგ მაინტერესებდა დამებლენდერებინა თუ არა ვერ მივხვდი და პირდაპირ მივეცი და მაინცდამაინც ღეჭვით არ დაუღეჭავს იგროვებდა პირში და პირდაპირ ყლაპავდა.

Posted by: Tua 24 Jun 2020, 15:50
bbb5
სტრესი გაქვს იმიტომ რომ გარეზტ ვერ გადიხარ მე 1 თვე საშინელება მჭირდა, 30 წუთი გარეთ გასვლა დავიწყე ყოველდღე და მომეშვა, დედაჩემია სახლში და მას ვუტივებ ხოლმე არმაქვს პრიბლემა 2 საათითაც გავდივარ ხანდახან, შეეცადე კვირაში რამოდენიმე დღე დაუტოვოთუბდა 2 საათი და გახვ8დე გარეთ აუუცილებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეგ. მწც ეგეატი დასტრესილი დავდიოდი იმის გამო რომ გარეთ ვერ გავდიოდი სულ ვეჩხუბებოდი ყველას smile.gif ეხლა ვცდილობ მე გავიდე ბავშვის პროდუქტებზე რამე საქმე თუ მაქვს ვუტოვენ დედაჩემა და გავდივართ მე და მეუღლე, თუ ბავსვი არშეაცვიე ვინმესთან დატოვებას ძალიან გაგიჭირდება რომ გაიზრდება. უძილობა არაა პრობლემა პრობლემა გარეთ გაუსვლეობაა რაც სტრესს იწვევს.


Mybaby
კიო, ვაჭმევ, დღეს ხბოს კატლეტები გავუკეთე ისე გემრიელად ჭამა გადასანსლა 2 ცალი ბოსტნეულთან ერთად.


Posted by: nionia 24 Jun 2020, 15:57
თუსი
დღეს მყავდა მეც მენჯ-ბარძაყის ექოზე, ერთზე მოუმწიფებელი სახსარი დამიწერა მაგრამ ამ ასაკზე ნორმალურიაო რავიცი, დრო აქვსო ჯერო და გაძვალების ბირთვზე ორივეგან უწერია არ ფიქსირდებაო ეს კარგია თუ ცუდი ვერ მივხვდი, პედიატრს ანახეო და სამ თვემდე შეიძლება კიდევ გადავაკონტროლოთო. არაფერია სანერვიულოო , მეც წესიერად ვერ გამოვკითხე ბავშვმა დაიწყო წუწუნი :/
გეგმავ ორთოპედთან ვიზიტს?
პედიატრს სულ არ გახსენებია ეს ექო, მაგისთვის გინდ მიჩვენებია გინდ არა, ალბათ მეც გავივლი კონსულტაციას ძიძიგურთან
* * *
თუსი
აუუ აცრის ამბები ახლა წავიკითხეsad.gif
როგორ გაწვალებულა , ახლა ხომ კარგადაა?
წინ მელის მეც ეგ აცრა და უკვე დაწყებული მაქვს შფოთვაsad.gif

Posted by: bbb5 24 Jun 2020, 18:22
Tua
არ გამომდის ეგრე. იშვიათად ეგ შევძლო ფიზიკურად ვერ ვთხოვ ვერავის მაგას როცა ქმატი არაა სახში sad.gif

Posted by: narkozeli 24 Jun 2020, 21:17
unusual

გეტყვი ახლა, სცადე არა დაბლენდერებული, არამედ გახეხილი ის პროდუქტი რაც ყველაზე მეტად უყვარს (მაგალითად ვაშლი), ასევე შეგიძლია ნელ-ნელა დაიწყო finger food, led weaning და რომ შეეჩვევა ცოტა, მერე გადადით დაჭყლეტილებზე. აუცილებლად შეეჩვევა, თუ არ დანებდები.
* * *
თუსი

აცრის დღეს ეცადე წყალი არ მოხვდეს ნანემსარზე (ანუ ჩაბანა შეგიძლია უპრობლემოდ, მთავარია არ ჩასვა წყალში). 24-48 საათში უკვე აბაზანებიც შეგიძლია ჩვეულებრივად.

bbb5

თუ გაქვს საშუალება, იქნებ ძიძა აიყვანოთ.

Posted by: Tua 24 Jun 2020, 21:50
bbb5
ძიძა აიყვანე ნახევარი დღით თუ მაინც სახლში ხარ, ან დედამთილი დედაშენი თუ არმუშაობენ ხანდახან მაინც მოვიდნენ რომ შენ გახვიდე, აი ჩასვი ბავშვი კენგურუში და გადით გარეთ, სიარული სეირნიბა შველის მაგ ამბავს

Posted by: narkozeli 24 Jun 2020, 22:30
Tua
QUOTE
სიარული სეირნიბა შველის მაგ ამბავს



+1

bbb5


სეირნობა მართლა წამალივითაა და ვინმე თუ მოგეხმარება ხომ საერთოდ. არცერთი წამით არ მოგერიდოს დახმარების თხოვნა არავისთვის, ძალიან ნორმალური და ჩვეულებრივია რომ ვერ გაქაჩო მარტო და არ იფიქრო რომ ეს სირცხვილია. ზოგჯერ გვერიდება ხოლმე მაგრამ როცა ახალბედა დედა ხარ, ეგ მორიდება გადადე და შენს თავზეც იზრუნე, არ დაგავიწყდეს რომ შენც შვილსაც პირველ რიგში ყველაზე მეტად დასვენებული და ბედნიერი დედა სჭირდება 2kiss.gif

Posted by: Mybaby 25 Jun 2020, 00:20
Tua
საყვარელიsmile.gif გოგო,კარგად იკვებება აშკარად და ღმერთმა მისცეს მადა,ძალიან კარგია რომ ყველანაირ ვიტამინს იღებს.
ჩემი ბოსტნეულს ვეღარ ჭამს მთლიან პორციებს და ცოტა ღელვა შემომეპარება ხოლმეsmile.gif
გოგო რა უნდა გკითხო,ბატატი ან სხვა ბოსტნეული,რასაც ყიდულობ,ბიოა და ქართულია? მგონი ბატატი არაა ქართული ხომ? ეს ბატატი თქვენგან გავიგე ეხლახანს მეც )))
ანუ მაინტერესებს:1.ბიოს და ქართულ (უსასუქო)პროდუქტს თუ ვიყიდი სადმე?
2.ბატატი მგონი დიდი კარტოფილებია და ერთი ცალს მთლიანად ხომ ვერ გავუკეთებ,მისი გაჭრა და შემდეგ გამოყენება თუ შემიძლია და ბატატი რამდენჯერ უნდა მივცე კვირაში? კუჭში ხო არ შეკრავს?
3.გთხოვ ხარშვის წუთებიც მომწერე თუა გთხოვ რა,ყველაფერს ბოსტნეულს ერთ ქვაბში მოვუხარშავ 30-40 წუთი?

Posted by: Tua 25 Jun 2020, 11:23
Mybaby
1. კი ბატატს ქართულს ვყიდულობ დიღომში ფერემერების მარკეტში ნახე ფბზე მათი გვერდი, ბროკოლიც ქართული აქვთ სტაფილოც და ჭარხალიც, ასევე კარტოფილიც და ხახვიც
2. კი ბატატს მოაჭრი და მაცივარში ვინახავ მე მთლიანად პარკს ყველა პრპდუქტს კარტოფილსაც და ბატატსაც, ვაბრუნებ უკან არანაირი პრობლემა, ბატატი არკრავს კუჭში
3. კარტოფილი, სტაფილო, ბატატი, ხახვი ნიორი, რაც მყარი ბიატნეულია ამათ მონაცვლეობას როცა ვაკეთებ ჯერ ამათ ვხარშავ დარბილებამდე სადღაც 15 წუთი, მერე ბოლოში ვყრი ხოლმე ყაბაყი, ბროკოლი, ყვავილოვანი და მწვანილი. ნუ ამ ყველაფერს ერთად არა ხანდახან ყაბაყი აქვს ხანდახან ბროკოლო და ხანდახან ყვავილოვანი. წამოვადუღებ 5-7 წუთი, ნუ ყვავილოვანს 10 წუთი და ვთიშავ.

Posted by: თუსი 25 Jun 2020, 12:36
nionia
გაძვალების ბირთვი 2 თვიდან იქმნებაო და სავარაუდოდ ადრე მოგვიწია მისვლა. თუ არ ჩამოყალიბდა ცუდია მარა ღმერთმა დაგვიფაროს
მეც 3 თვეზე დამიბარეს გადასამოწმებლად
ამდღეებში ძიძიგურთან მივალ მაინც რომ დავმშვიდდე

აცრაზეც აი რაც დავწერე ეგ გადავიტანეთ sad.gif ეგ 3 საათი, მერე დაიძინა და დილას კი იყო ჩიტივით
ყველა ინდივიდუალურია შეიაზლება საერთოდ ურეაქციოდ ჩაიაროთ

Posted by: unusual 25 Jun 2020, 12:58
narkozeli
QUOTE
finger food, led weaning

ამათში რა განსხვავებაა? დღეს ბანანის ნამცეცი ჩავუდე პირში დაა დაახველა, არ მოეწონა მაგრამ გული არ აირია.


Posted by: Mybaby 25 Jun 2020, 15:11
Tua
თუაა, შენ ხარ ჩემი გზამკვლევი და დამაკვალიანებელი:* მანდ ვიყიდი მაშინ მეც,ვნახე ფეისზე და ყველაფერი ქართული აქვთ და ბიო როგორც სჩანს.უღრმესი მადლობა შენ :*

Posted by: Tua 25 Jun 2020, 17:42
Mybaby
არაფრის :* ოღონდ წინასწარ მოწერე სანამ წახვალ ხანდახან არ აქვთ ის რაც გჭირდება და მე ვაკიდან დიღომში ტყუილად რომ არგავსულიყავი ვწერ მეუბნევიან აქვთ თუ არა.

Posted by: nino84 25 Jun 2020, 22:30
bbb5
საკუთარი გამოცდილებითაც გეტყვი, რომ ჩადით ეზოში და ისეირნეთ. სტრესია ორივესთვის ბავშვი, თან უძილობაც რომ ერთვის და დამხმარე არავინაა. და კიდევ ვისწავლე რაღაცეების დაკიდება, მაგალითად ადრე ვერ მოვისვენებდი სახლი იდეალურ წესრიგში რომ არ მქონოდა, ეხლა სხვა გზა არ მრჩება, ღამე როგორც კი იძინებს ჩვენც ვიძინებთ. რამდენიმე ღანე გავათენე, საქმეს წინ წავიგდებთთქო და მომდევნო დღეს არ ვვარგოდი,

Posted by: takoo1 27 Jun 2020, 01:21
თუსი
ვაიმეე საყვარელი;(( მე ორშაბათს მელოდება ეგ ამბები და ვნერვიულობ.
გოგოებო როგორ იყვნენ აცრის მერე თქვენი პატარები გამიზიარეთ, აცრის დროს ძალიან ტირიან ნეტაsad.gif

Posted by: nino84 27 Jun 2020, 09:24
gogatakoo
ჩემი უცებ დამშვიდდა, თან პირველ აცრამდე სისხლიც აუღეს, სოსკა ჩავუდე და მალევე ჩაეძინა. ორივე აცრა კარგად გადაიტანა. არც სიცხე ქონია მაღალი და კარგ ხასიათზეც იყო. გამაგრილებელი პლასტირი დააკარი, აფთიაქებში იყიდება, ჩვენთან პოლიკლინიკაშიც ყიდიან.

Posted by: nionia 27 Jun 2020, 11:26
თუსი
ჰო მეც ეგ ვიფიქრე რომ
ამ ვადაზე ალბათ ნორმა იყო ეგ გაძვალების ბირთვები რომ არ დახვდა თორემ ხომ მეტყოდა თქო, თუმცა რადიოლოგის ნათქვამიდან ბევრი ისედაც ვერაფერი გავიგე, პედიატრთან გადამამისამართა მოკლედ, სამ თვემდე კიდევ გადავუღებ და მერე იმის მიხედვით ვიმოქმედებ რა, ასე გადავწყვიტე, დაწერე მერე აბა ძიძიგურთან კონსულტაციის ამბები , მაინტერესებს რას გეტყვით

Posted by: narkozeli 27 Jun 2020, 12:47
Mybaby

როგორ ხარ? როგორაა პატარა პრინცი? ❤️
დიდურ საჭმელებზე გადახვედით უკვე ხო❤️❤️❤️

unusual

ლედ ვინინგში უნდა დაჭრა სპეციალურ ზომებად და ფინგერ ფუდში თვითონ აკონტროლებს ზომებს და პორციებს❤️
* * *
gogatakoo

ზოგო ტირის, ზოგი ნაკლებად, ჩემი ოდნავ წამოიკვნესდა და ეგ იყო სულ, ეგრევე აიყვანე ხელში, მიიხუტე და გაუვლის❤️

აცრის მერე ტემპერატურა თუ მოუმატა, ნორმალურია, 38დან ზემოთ თუ ავიდა, სიცხის დამწევი (ნუროფენი ამ პანადოლი) შეგიძლია მისცე ასაკის შესაბამისი დოზა.

პირველ აცრაზე მეც ძალიან ვნერვიულობდი და ზოგადად ასე თუ ისე ყველა აცრის დროს ვღელავ თავისებურად.sad.gif

Posted by: nionia 27 Jun 2020, 15:07
narkozeli
აი სამშობიაროშიც ხო აცრეს ვიცი მაგრამ რომ წარმოვიდგენ ჩემს თვალწინ უნდა უჩხვლიტონ ლამის ვიტირო წინასწარ:/
იქამდე მოვემზადები ფსიქოლოგიურად და თავს ხელში ავიყვან რომ არ წავიქციო:დ
არადა სიმშვიდეში არ მიჭირს ზოგადად, სულ ვინარჩუნებ ხოლმე

Posted by: Tua 27 Jun 2020, 15:16
gogatakoo
წამლები იქონოა სახლში და თუ იჭიჭყინებს ვიბურკოლი გაუკეთე წინასწარაც შეგიძლია გაუკეატო და პლასტერი შეუცვალე 8 საათში აუცილებლას.
ჩემმა 3მივეზე წამოიკნავლა და მაგით დავასრულეთ, ბოლო აცრაზე მაღალი სიცხის ნაცვლად 35.4 ჰქონდა სიცხე აცრას ეგეთებიც სცოდნია

Posted by: takoo1 27 Jun 2020, 17:09
nino84
აუ რა ბედნიერებაა,იმედია გამოძვრება ესეც მარტივად.ზოგმა მითხრა ჩაბჟირდაო და ისე მეშინია მაგისი((ჩემ ქმარს შევუშვებ თქო ვფიქრობდი))))
ხოო ვიყიდი მაგას უეჭველი.
narkozeli
სიცხეზე იმდენად არ ვნერვიულობ როგორც პროცესზე,ეს პედიატრთან რო მიმყავს და რო ხდის მაგაზე ტირის და იმაზე რას იზამს რავიციsad.gif
* * *
Tua
გოგო სანთელია ეგ ვიბურკოლი? სიცხის გარეშეც შეიძლება ხო გავუკეთო

Posted by: narkozeli 27 Jun 2020, 17:13
nionia

არაა დედისთვის ადვილი მარა იმაზე უნდა ვიფიქროთ რომ ამით ჩვენი შვილის ჯანმრთელობაში ვაკეთებთ ძალიან კარგ ინვესტიციას((
* * *
gogatakoo

ეცადე შენც არ ინერვიულო, უარესად დაძაბავ ბავშვს და ინერვიულებს ისიც, ისეთი არაფერია, ერთი ჩხვლეტა არაფერს უზამს, ჩაეხუტე, აკოცე და დაწყნარდება ნელნელა❤️

Posted by: Mybaby 27 Jun 2020, 18:16
Tua
გოგო რავი მეუღლემ მისწერა ფეისზე და არ უპასუხიათ ჯერ,ნომერს ვნახავ თუ აქვთ დავურეკავsmile.gif
თუა,კიდევ იცი რა უნდა გკითხო,მე-8 ხოა უკვე,ხოდა ხილი შემიძლია დღეში ორჯერ მივცე? ერთ ჭამაზე ჭამს 60 გრ. და უფრო მეტი რომ მივცე შეიძლება? ხან აქვს მოთხოვნილება და რავი 80 გრანზე მეტს აღარ ვაძლევ. და ასევე ბოსტნეული ხომ უნდა ჭამოს მინიმუმ 150გრ.ეს ხან 60გრ.ჭამს,ხან-80.ხოდა ბოსტნეულიც 2-ნერ რომ მივცე? ხან 2 კოვზს გამოსვამს პირს და ეგაა.

Posted by: Tua 27 Jun 2020, 19:42
gogatakoo
კიი სანთელია და სიცხეც თუ არექნება შეგიძლია გაუკეთო ამშვიდება, ჩემი შვილი პირველ აცრაზე კიგდებული იყო 3 სათი არც უწუწუნია არაფერი

Posted by: alesandra 27 Jun 2020, 22:57
gogatakoo
იტირა ჩემმა ბიჭმა აცრაზე, ორივე ნემსზე. მაგრამ მერე როტა ვირუსზე აცრისთვის რომ შეაჭამეს გელი, ისე ჩაიტკბარუნა, სულ ტუჩები ილოკა.

nionia
სამშობიაროში ოთახში შემოვიდნენ და ისე აცრეს ბეცეჟეზე, ხმა არ ამოუღია smile.gif

Posted by: Mybaby 28 Jun 2020, 13:24
narkozeli
გვაანც,კარგად ვართ,თქვენ როგორ ხართ? :* დაიკარგე ბოლო დროს რაღაცsmile.gif:* შენი ბიჭო როგორაა? რავიცი გვანცა,კი ვაგვიანებთ პროდუქტების რაციონში შემოტანას,ძნელად ეჩვევა რაღაც,წიწილაზე გულს ირევს,ხელის კარგი ბლენდერი მაქვს,მაგრამ ვერ ხდის ხორცს ფაფისებურად,გუშინ შემოიარა მთელი მაღაზიები მეუღლემ და ყველას იგივე დანის პირი აქვსო. კუს ნავიჯებით მივდივართ))) კარგად ჭამს ფაფას და ხილს,ბოსტნეულსაც ისე რა-ბროკოლი და ყვავილოვანი უყვარს-დანარჩენი როგორ ხასიათზეა.

თქვენ როგორ ხართ კვებაზე? რა დაუმატე გვანცა აბა განსხვავებული? გოოფ ჰიპის პროდუქტს ვაჭმევ ისევ და ჩემით ხო არ დავიწყო მომზადებათქო? არადა იმდენი მაქვს მარაგში,რად მინდოდა ნეტა ამდენის ყიდვა

Posted by: Tua 28 Jun 2020, 15:40
Mybaby
მე 100 გრამამდე ვაძლევ ხილს და სეგიძლია გაუნაწილო, ბოსტნეულს და ხორცს ერთად 180 გრამს უნდა ჭამდეს წესით. ბოატნეულის ორჯერ მიცემაზე არვიცი როდის მოასწრებ 2ჯერ მიცემას?ბურღული ანუ ფაფები შეგიძლია მისცე ორჯერ არაა პრობლემა. ხილი და ბოსტნეული 6 საათის მერე არაა რეკომენდირებული რთულად მოსანელებელია sad.gif მე მივწერე გუშინ და დღეს ვიყავი, ბატატიც ჰქონდათ, კარტოფილიც და სტაფილოც. ბროკოლი არიყო sad.gif ხილი ცოცხალი მიეცი უკვე კარგი ხილი შემოვიდა თუ გასინჯული აწვს ქილების გარგარი ატამი ბანანი, ალუბალი მალინა ეხლა უნდა აჭამო უკვე ცოცხალი პროდუქტი. მე ყველა ხილი გავასინჯე საზამთროსი და ნესვის გარდა უკვე. ოსპიც დავიწყეთ და სატაცურიც, ბადრიჯანიც და მწვანე ლობიოც მივევი .

Posted by: თუსი 29 Jun 2020, 11:15
შემთხვევით ვინმეს ხოარ გაქვთ სია პირველადი დახმარებისთვის რეები უნდა მქონდეს აფთიაქში?აგარაკისთვის რომ მოვაბილიზო

Posted by: Redial 29 Jun 2020, 13:01
თუსი
სია არ მაქვს მაგრამ ყოველთვის რაც მიდევს არის დექსამეტაზონი, სანტავიკი, მწერების სპრეი, სიცხის დამწევი, სპირტი.

Posted by: Tokyo.tokyo 29 Jun 2020, 15:40
გოგოებო იცით რა მაინტერესებს გასინჯვის მერე სისხლიანი გამონადენი დამეწო ეს ნორმალურია თუ ექიმს დავურეკო?

Posted by: nino84 29 Jun 2020, 16:05
გოგოებო, ვისაც თვეების ბავშვები გყავთ, სად აპირებთ დასასვენებლად წაყვანას?

Posted by: Tua 29 Jun 2020, 20:59
nino84
ბაკურიანში მივდივარ მე 21 დღით, 4 თვის რომ იყო მაშინავც მყავდა უპრობლემოდ

Posted by: თუსი 29 Jun 2020, 22:31
Redial
Mწერების სპრეი რომელი გაქვს?

Posted by: Mybaby 30 Jun 2020, 00:36
Tua
ბოსტნეულს ვამბობ მაგალითად 4 საათზე თუ 3 კოვზი ჭამა,5-ზე კიდევ შევთავაზოთქო? დღის ნორმა რომ შევავსოთ? თორემ ეა ნებაზე რომ მივუშვა შეიძლება ბოსტნეული სულ ამომიგდოს.
ეჰ,180 გრამს ვინ ჩივის,120 მაინც ჭამოს ერთ ჭამაზე.გუშინ მაგალითად ცუკინი სულ ჭამა,დღეს ყვავილოვანის 60გრ.+ 20 გრ.წიწილა. ასე კუს ნაბიჯებით მივდივართ ბოსტნეულში.
ალუბალის წვენი გავასინჯე 1 კვირის წინ,2 ალუბალი გამოვუწურე და ერთი ჩაის კოვზი გამოვიდა,ხოდა ნეტა არ მიმეცა)))) სულ ამოიღო უკან.ალუჩაც გავასინჯე და იგივე ქნა,ანუ რაც მჟავეა ვერ იტანს აშკარად. ატამს გავასინჯებ აბა ეხლა და ლენდერებულს.
მივალ მაშინ და რაც ექნებათ წამოვიღებ.1 კვირია მარაგს და მაცივარში შევინახავ.

Posted by: Redial 30 Jun 2020, 10:35
თუსი
ზოგადად ანტისოლი მირჩევნია, მაგრამ ვერ ვიშოვე და ახლა რაღაც სხვა მომცეს ავერსში, ფემილი თუ რაღაც ასეთი აწერია.
ანტისოლი ჯობია

Posted by: მზე 30 Jun 2020, 11:47
თუსი

წამლების სია
1. ფენისტილი კოღოს ნაკბენზე წასასმელად.
2. სიცხის დამწევი პანადოლი / იბუპროფენი
3. ელექტროლიტები დიარეის დროს /დუფალაკი ან რაიმე მსგავსი შეკრულობისთვის.
4. ფიზიოლოგიური ხსნარი.
5. დექსამეტაზონი 1მლ/4მგ ამპულა ალერგიის დროს და კლარიტინი 5მლ. ასევე ერიუსის სიროფიც შეიძლება.
6. ბინტი ბამბა ბეტადინი ჭრილობაზე.
7. ოტიპაქსი 2-4 წვეთი ყურში ჩასაწვეთებლად ყურის ტკვილის დროს. (თუ გამონადენი არ არის)
8. შპრიცები ნემსით.
9. კოღოებისგან და სხვა მწერებისგან დასაცავი სპრეი ანტისოლი.

ასევე დავამატებდი ენტეროვირუსისთვის, აქედან რომელიმეს მაინც, ენტეროსგელი, ენტეროჯერმინა, ენტეროლი, ულტრაბიოტიკი, ლაქტოჯი, სმექტა და სახელი დამავიწყდა, პაკეტშია და უნდა გამოწუწნო


^^ ესაა ფორუმზე რაც მოვიძიე ადრე და ამით ვხელმძღვანელობ მე. თერმომეტრი და ინჰალატორი მიმაქვს ხოლმე კიდევ დამატებით. და სანტავიკი. ნია-ნუას მოსწონს რო ვაკრავ :დ

Posted by: Tua 30 Jun 2020, 11:47
Mybaby
წესით არუნდა შესთავაზო ეგრე მაშინ ყოველ 1 საათში უნდა ჭამოს და მაგ ასაკში 4 საათში ერთხელ უნდა ჭაოს უკვე, ანუ ძუძუ უნდა დააყოლებინო წესით და ვსიო.
მე წვენი არასდროა მიმიცია პირდაპირ ალუბალს ვაძლევ გარგართან ერთად მთლიანებს არც ვუბლენდერებ ისე კარგად ჭამს. მემივდივარ ვყიდულობ 1 თვის მარაგს და მიდევა მაცივარში , არც ბატატი და არც კარტოფილი ფუჭდება მაცივარში არც სტაფილო რავი.ბროკოლი და ყავილოვანი შეიძლება კი მაგათ უბანში ვყიდულობ
* * *
თუსი
მე.მივდივარ ეხლა ბაკურიანში და მიმაქვს:
1. ფიზიოლოგიური ხსნარი ერთჯერადები
2. ფენისტილის გელი კოღოს ნაკბენებზე
3. სპირტი
4. დექსამეტაზონი 4 ამპულა( ეს წამალი ყველგან ჩემი თანამგზავრია)
5. სანტავიკი
6. თერმომეტრი
7. ვიბურკოლის სანთელი
8. პანადოლი/ნუროფენის სითხე
9. ეფერალგანის სანთელი
10. გლიცერინის სანთელი
11. ბამბის დისკები
12. წყალბადია ზეჟანგი
13. სმექტა
14. ფოსფალუგელი
15. ელექტროლიტები (ნეოპეკე ან ჰუმანა)

მე რადგან ბაკურიანში მივდუვარ იქ აფთიაქებიცაა ახლოში ამიტომ ესაა ჩემი სია თუ რამე გავაკ და ვუყიდი რაც დამჭირდება.


Posted by: takoo1 30 Jun 2020, 16:38
ავცერი გოგოებო ტყუილად მეშინოდა ცოტა იტირა კაცივით მოიქცა)) ეხლა ეს სიცხე გადამაგორებინა ნეტა;(37,7 აქ სანთელი გავუკეთე, თქვენ პატარებს თუ ქონდათ მაღალი სიცხე და როდის მისცა საღამოს თუ ღამე? ნუროფენს 38ზე ასმევთ თუ 38ის ზემოთ?ჩვენ ეფერალგანის სიროფი დაგვინიშნეს

Posted by: Tua 30 Jun 2020, 19:11
gogatakoo
38მდე სიცხე არაა აცრის დროს ანუ 38მდე არაფერი არუნდა დაახალშობილებში 37.5 ნორმალური ტემოპერტურაა ეგ სიცხე. 37.7ზე მითუ.ეტეს არუნდა სიცხის დამწევი არანაირად. თუ ეწნება 38+ მერე მიეცი ოაანდოლი 2.5 მგ ან ეფერალფანის სანთელი 80იანი. მუროფეჯი 5კმდე ბავსვენში აკრძალულია ანუ 3 თვემდე user.gif

Posted by: takoo1 30 Jun 2020, 19:47
Tua
გოგო ჩემი რო 5,380ია მაინც არ შეილება? მე ეფერალგანის სიროფი დაუნიშნა პედიატრმა პანადოლი და ნუროფენი არცერთი არ დაუნიშნავს.სანთელი გავუკეთე ვიბურკოლი

Posted by: თუსი 30 Jun 2020, 20:29
Redial
მზე
Tua
კარგები ხართ ❤️

Posted by: te_teo7 30 Jun 2020, 21:46
გამარჯობათ გოგოებო, აქ ახალი ვარ და ერთი შეკთხვა მაქვს თქვენთან. ვინმეს თუ გქონით მსგავსი სიტუაცია მიპასუხეთ რა ❤️ ეხლა ვარ 29 კვირის ორსული, მუცელი პერიოდულდ მეჭიმება ხოლმე და მერე ისევ ეშვება, იგივე წინა ორსულობაზეც მქონდა მაგრამ ახლა უკან მაწვება სწორ ნაწლავზე, ანუ წინ მომეჭიმება თუ არა ავტომატურად უკანაც ვგრძნობ მსგავს შეგრძნებას, აი ძალიან შემაწუხებელია, ეხოზე მშვიდობაა და მითხრა ექიმმა რო საშვილოსნი აწვებაო სწორ ნაწლავსო, ვისაც ვეკითხები არავის ჰქონია ესეთი რამე და ესეთი იშვითობაა თუ თქვენ გამოგიცდიათ?

Posted by: Mybaby 1 Jul 2020, 05:11
Tua
ყოჩაღ გოგო შენს ბიჭს ასე პირდაპირ რომ ჭამს. გამყავს ეხლა ქალაქიდან და რა ძნელია პატარა ბავშვით აბარგება/გადაბარგება რა.ვუყიდი და წავუღებ ყ ეკაფერს.აი ხორცს რა ვუყო არ ვიცი.

გოგო შენი წამლების სია წავიკითხე:სმექტა,ფოსფალუგელი და ელექტროლიტები ხომ ერთი და იგივე დანიშნულებისაა? დიარეისა და ღებინებისთვის? ფენისტილი უკვე ნაკბენზე უნდა წავუსვა?


te_teo7
მსგავსი არ მქონია.რავი ტონუსი ხო არაა? ეხლა კი არ აღიარებს ბევრი ექიმი ტონუსს,ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ,მაგრამ ფაქტია ,რომ არსებობს ტონუსი და მოფრთხილება უნდა.მოსვენებით მდგომარეობაში რომ იყო ცოტა ხანი?წამოწექი და დაისვენე.კარგ ეხოსკოპისტთან იყავი?

Posted by: Tua 1 Jul 2020, 09:48
Mybaby
მეც დღეს გავდივარ უკვე ჩაბარგებული ვარ ყველანაირად, კო ერთი და იგივე მაგრამ სმეწტა კრავს, ელექტროლიტები სითხის აღსადგენია და ფოსფალუგელიც კუჭისაა, მე ყველაფერი დამაქვს smile.gif)) ფენისტილო ან ფსილო ბალზამი ორივე უკე ნაკბენისაა კი, ამას არკვებენ , თან ბაკურიანშიც იშვიათია რომ უკბინონ მაგრა ჩავაგდე მაინც

Posted by: te_teo7 1 Jul 2020, 10:27
QUOTE (Mybaby @ 1 Jul 2020, 05:11 )
Tua
ყოჩაღ გოგო შენს ბიჭს ასე პირდაპირ რომ ჭამს. გამყავს ეხლა ქალაქიდან და რა ძნელია პატარა ბავშვით აბარგება/გადაბარგება რა.ვუყიდი და წავუღებ ყ ეკაფერს.აი ხორცს რა ვუყო არ ვიცი.

გოგო შენი წამლების სია წავიკითხე:სმექტა,ფოსფალუგელი და ელექტროლიტები ხომ ერთი და იგივე დანიშნულებისაა? დიარეისა და ღებინებისთვის? ფენისტილი უკვე ნაკბენზე უნდა წავუსვა?


te_teo7
მსგავსი არ მქონია.რავი ტონუსი ხო არაა? ეხლა კი არ აღიარებს ბევრი ექიმი ტონუსს,ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ,მაგრამ ფაქტია ,რომ არსებობს ტონუსი და მოფრთხილება უნდა.მოსვენებით მდგომარეობაში რომ იყო ცოტა ხანი?წამოწექი და დაისვენე.კარგ ეხოსკოპისტთან იყავი?

კი კარგთან დავდივარ, გადახრილი მაქვს საშვილოსნო უკან და მაგიტომ ხდება ასეო, ძაან იშვიათობაში მოვხვდი მგონი, ერთი სული მაქვს გავაჩინო

Posted by: alesandra 1 Jul 2020, 12:09
გოგოებო, ორთოპედიულ ბალიშს თუ ხმარობთ თქვენი პატარასათვის? ექიმები არ გვირჩევენო, თუმცა კონკრეტულად რა საფრთხეს შეიცავს, ვერ მივაგენი.

Posted by: მზე 1 Jul 2020, 15:15
alesandra
მე კანკიამ მირჩიე 3 თვის რო გახდა მარჯვენა მხარეს შებრტყელებული ქონდა და დაუდე ხოლმეო. ღამე არ უნდა დაუტოვო და უყურადღებოდ არ უნდა დატოვო მაგაზე რო ძინავს

Posted by: nino84 1 Jul 2020, 15:30
გოგოებო, ხელოვნურზე ვისაც გყავთ გამარკვიეთ რა. დამატება რამდენი თვიდან უნდა მივცე? 4 თვის გახდა 26 ში და მიქელაძემ უკვე ერFი კვება ფაფა დავიწყოთო ბრინჯის და სიმინდის. ეხლა ვკითხულობდი და თანამედროვე მიდგომებუთ 6 თვემდე არაა არც ხელოვნურზე მყოფი ბავშვისთვისო დამატება რეკომენდირებული, თუ კონკრტული ჩვენება არ აქვსო. ვინ არის ძლიერი ბავშვთა კვებაში, კარგად რომ დამიგეგმოს როდის რა ვაჭამო? ასევე პირველ საკვებად უკვე ბოსტნეულს აძლევენო, ეგეც წავიკითხე

Posted by: narkozeli 1 Jul 2020, 15:49
Mybaby
QUOTE
გვაანც,კარგად ვართ,თქვენ როგორ ხართ? :* დაიკარგე ბოლო დროს რაღაც:* შენი ბიჭო როგორაა? რავიცი გვანცა,კი ვაგვიანებთ პროდუქტების რაციონში შემოტანას,ძნელად ეჩვევა რაღაც,წიწილაზე გულს ირევს,ხელის კარგი ბლენდერი მაქვს,მაგრამ ვერ ხდის ხორცს ფაფისებურად,გუშინ შემოიარა მთელი მაღაზიები მეუღლემ და ყველას იგივე დანის პირი აქვსო. კუს ნავიჯებით მივდივართ))) კარგად ჭამს ფაფას და ხილს,ბოსტნეულსაც ისე რა-ბროკოლი და ყვავილოვანი უყვარს-დანარჩენი როგორ ხასიათზეა.

თქვენ როგორ ხართ კვებაზე? რა დაუმატე გვანცა აბა განსხვავებული? გოოფ ჰიპის პროდუქტს ვაჭმევ ისევ და ჩემით ხო არ დავიწყო მომზადებათქო? არადა იმდენი მაქვს მარაგში,რად მინდოდა ნეტა ამდენის ყიდვა


ხოო, სემესტრის ბოლოა და სტუდენტებთან გამოცდები და ამბები, ვერ ვიცლიდი წესიერიად, თავისუფალი დრო როცა მაქვს, ეგრევე ვაჩეს ვეთამაშები და ვარ ასე, ისეთი მუთაქა და მშვიდი აღარაა, ვერცხლისწყალივით მოუსვენარია სულ თამაში უნდა biggrin.gif
კვებას რაც შეეხება, არ იდარდო არანაირად,ნელ-ნელა შეეჩვევა ყველაფერს, არსად გეჩქარებათ, წლამდე ყველაფრის გასინჯვას მოასწრებს. მე ბრაუნის ხელის ბლენდერი მაქვს და ნთლად ფაფისებურად ესეც ვერ აქცევს თუმცა მე ნელ-ნელა დაჭყლეტილზე გადავიყვანე, ბევრ პროდუქტს (მაგალითად გარგარს, მოცვს, სმაროდინას და ა.შ) პირდაპირაც ვაჭმევ და ღეჭვასაც სწავლობს ნელნელა, იცი რა ქენი? ბოსტნეულები მოუხარშე baby led weaning ჩაწერე გუგლში და ნახე ფორმები როგორ უნდა დაჭრა თითოეული ბოსტნეული, წინ დაულაგე და ნელნელა ისწავლოს "დიდ" პროდუქტთანაც ურთიერთობა.
მე ვაჭმევ ყველანაირ ბოსტნეულს (ჭარხალი არ უყვარს ერთადერთი და ძაან ცოტას ვუშვები, ჭარხალი 7-8 თვემდე არცაა რეკომენდირებული), ხორცეულს ძირითადად ქილისას ვაჭმევ პლასმონის წიწილას ვყიდულობ ხოლმე, ასევე პლასმონის ინდაურს და პლასმონის კურდღელს, ასევე სემპერის ინდაურიც მიმიცია, გერბერის კურდღელი და ჰიპის წიწილაც, ოღონდ ეს სამი რაც ჩამოვთვალე ბოლოს, ეგენი შერეულია ბოსტნეულთან. ხბოს და ძროხასაც პლასმონისას ვაძლევდი მარა ახლობელთან ვიყიდე ახალი ხბოს ხორცი, დავანაწილე პატარებად და იმას ვუხარშავ და ვუბლენდერებ ხოლმე ზოგჯერ. ასევე ვაჭმევ კვერცხის გულსაც და ცილასაც უკვე, 10 დღის წინ გავასინჯე ცილა პირველად, მანამდე გულს ვაძლევდი. ხორცეულს და კვერცხს ჭამს, აი თევზი არ უყვარს დიდად (ჰიპის ორაგულს და პლასმონის ორაგულს ვაჭმევ) მაქსიმუმ 6-7 კოვზს ჭამს.
ხილზე გიჟდება და თუკი რამე ხილი არსებობს ნესვი და საზამთროს გარდა ყველაფერს ვაძლევ აი აბსოლუტურად, რაც ახლა სეზონურია. მარწყვიც ვაჭამე, ალუბალიც, გარგარიც, ალუჩაც,ატამიც და ა.შ.
თავიდან მე სემპერის ხილფაფებს ვაჭმევდი და ახლა სემპერის შავ ქლიავს ვყიდულობ მარტო რომ თუ ოდესმე შეკრულობამ შეაწუხა, ეგაა იდეალური რამე მაგისთვის, თუმცა ჯერ არ ჰქონია კუჭ-ნაწლავის არანაირი პრობლემა და არც შეკრულობას შეუწუხებია.
ფაფას რაც შეეხება ვაჭმევ სემპერის ფაფებს, ჰიპის ფაფებს, ჰუმანაც ვიყიდე 2-3 ყუთი, ღამის ფაფებსაც ვაჭმევ ზოგჯერ საღამოსკენ, კვირაში 2-3ჯერ. ან საღამოს ჰიპის ხაჭოს ვაჭმევ ხოლმე. ასევე ჭამს ჰუმანას უშაქრო იოგურტს.
უკვე ნელ-ნელა ყველაფერი შეგვიძლია მივცეთ :*
* * *
nino84

ირაკლი რცხილაძესთან მიიყვანე ნინ, შეგიძლია ონლაინ კონსულტაციაც გაიარო. მრჩეველშია. 100%-ით მიყვება თანამედროვე გაიდლაინებს.
* * *
gogatakoo

კი, ჩემსასაც ქონდა ხოლმე, 38-ზე ავიდოდა თუ არა ვაძლევდი ან პანადოლს ან ნუროფენს, ეგ არაფერია, ნორმალური რეაქციაა ორგანიზმის :*

Posted by: sesilia28 2 Jul 2020, 16:48
გამარჯობა გოგოებო. სულ ვერ ვიცლი აქ შემოსახედად. გავედი სამსახურში და ვარ ჩამოკიდებული, მშვენივრად შეეჩვია ჩემი ბიჭი ძიძას, აღარ ვნერვიულობ, მივეჩვიე მეც. ოღონდ როცა მხედავს სულ ჩემთან უნდა და ცოტა მიჭირს საოჯახო საქმეების და ყველაფრის მოსწრება.
კვებასთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს პრობლემა, რძეს და ფაფას კარგად ჭამს, რაც მოსწონს მშვენივრად ღეჭავს და ყლაპავს. არ ჭამს ბოსტნეულს და ხორცს, აი გართობა გართობით თუ შეჭამს, თუ რამე მოხვდა ნამცეცი ხომ აქეთ ამოაქვს, არადა ხილს და პურს ისე ღეჭავს რომ ხედავს შეიძლება მეც შემჭამოს თუ არ მივეცი. არ დაგეზაროთ და დამიწერეთ რეცეპტები ცოტა ხნით ბოსტნეულის სუპპიურე რითი ჩავუნაცვლო.

Posted by: nino84 2 Jul 2020, 19:50
narkozeli
მადლობა, გვანც, მეგობარმაც რცხილაძე მირჩია და მივიყვან

Posted by: Tua 2 Jul 2020, 20:54
gogatakoo
ეფერალგანი კაია ძალიან სეროფი. 3 თვემდე არაა რეკომენდირებული ნუროფენი მე სოფომ ამიკრძაა.

Posted by: მზე 2 Jul 2020, 21:55
Tua
რატო აგიკრძალა?
მე კი პანადოლს ვასმევ მარა მაინც მაინტერესებს rolleyes.gif
იბუპროფენი რო ჯობია პარაცეტამოლს კი გამიგია და კანკიამაც ჯერ ეგ სცადეო მარა მაინც

Posted by: Tua 2 Jul 2020, 22:30
მზე
3 თვემდე ამიკრძალა თაკოს ბავშვი 2 თვის არის , მე მაინც ოარაცეტამოლს ვააევ არასდროა მიმიცია იბუპროფენი, პარაცეტამოლი უფრო უსაფრთხოა ბავშვებისთვის და ორსუკებისთვისაც , წფერალგანიც ოარაცეტამოლია და ან მაგას ვხმარობ ან სანთლებს პანადოლი ეფერალგანის.

Posted by: მზე 2 Jul 2020, 22:34
Tua
ააა გავიგე
3 თვემდე არ დამჭირვებია და არ ვიცი


Posted by: takoo1 3 Jul 2020, 01:40
გოგოებო ყიფლიბანდი უნდა პულსირებდეს?აქამდე არ შემიმჩნევია და ამ ბოლო დროს ხშირად ვამჩნევ რომ ფეთქავს,ტირილის დროს იცისო,მაგრამ ისედაც ვამჩნევ მოსვენებულ მდგომარეობაში.ნევროლოგთან კი მყავდა ერთი თვის წინ და რამე შეიცვლებოდა ნეტა,სხვა მხრივ ცვლილებას ვერ ვამჩნევ ბავშვს რავიცი.

Posted by: Tua 3 Jul 2020, 09:58
gogatakoo
კი იცის დღემდე პულსირებს ალექსანდრესი. რო ზის ქვევით იზნიქება რო წევს სხვა ფორმას იღებს.

მზე
მეც ეგრე

Posted by: alesandra 3 Jul 2020, 18:54
გოგოებო, დ ვიტამინს ზაფხულშიც ასმევთ ბაიებს? 3 თვის ხდება და რამნოვიტს სვამდა აქამდე. ეხლა სხვაზე უნდა გადავიყვანო?

Posted by: Tua 3 Jul 2020, 22:03
alesandra
2წვეთს ვასმევ ზოგი 1ს , ვიტაფეროლი ან აქვადეტრიმი ორივე კარგია
* * *
sesilia28
ბოატნეულის პიურეს ჩანაცვლება არვიცი sad.gif მემგონი არაფრით,რძეს თუ აჭმევ

Posted by: takoo1 3 Jul 2020, 23:57
Tua
გოგო ხოო ამისიც იზნიქება,რო ვბან თავს და ვუმშრალებ მაგ დროს ვამჩნევ ხოლმე, ერთი სული მაქ როდის შეეკვრება,შენ პატარას როდის დაეხურა?ამას კაი დიდი აქ

Posted by: Tua 4 Jul 2020, 10:02
gogatakoo
1 წლამდე უნდა დაეხუროს წესით, მაგრამ ამას დ ვიტამინის ნაკლებობა ჰქონდა და დიდი ჰქონდა ძალიან ასაკის შესაბამისად ყიფლიბანდი და სოფომ დიდი დოზები დაგვინიშნა დ ვიტამინის. ისე რაც უფრო გვიან დაეხურება უკეთესია, ჩემი .მე9 თვეშია 2.5 აქვს ჯერ

Posted by: nionia 4 Jul 2020, 11:18
alesandra
უწყვეტად უნდა ორ წლამდე დე ვიტამინი, საპროფილაქტიკო დოზა, მზით ვერ იღებენ საჭირო რაოდენობას მაინც.მე ასე ვიცი.
და შეცვლებიც არ უნდა მგონი, აქვადეტრიმს ვაძლევ მე, ისე ვიტაფეროლს აქებენ მოხერხებული დოზირების გამო

Posted by: nino84 4 Jul 2020, 17:17
უწყვეტად გვაქვს დანიშნული დ ვიტამინი 2 წლამდე, 1 წვეთი ვიტაფეროლი. აქვადეტრიმს მე ვსვავდი და ეგეც ძალიან კარგია.
* * *
დაბანილი ბავშვი გარეთ, ან აივანზე გაგყავთ?
4 თვისაა.

Posted by: alesandra 4 Jul 2020, 22:43
Tua
nionia
nino84
მადლობა გოგოებო.

Posted by: Mybaby 5 Jul 2020, 12:57
Tua
სმექტა არ მაქვს და ნეოპეკეს ელექტროლიტები ვიყიდე.კი გავედით ჩვენც და მეც კარგად ვგრძნობ ბუნებაში თავს რაღა დაგიმალო,მეც მჭირდებოდა გამოცვლა გარემოსი))))
te_teo7
შეიძლება უკან გადახრილი იწვევდეს კი.მაინც მოსვენებულად იყავი ხშირად თუ შესძლებ,მშვიდობით გახვალ ბოლოში არ იდარდო:*
narkozeli
გოგო მომენატრები ხოლმე:* მესმის,როცა დატვირთული რეჟიმი გაქვს ბევრ რამეს ვეღარ ასწრებ.დედააა,ესეც ესეთი ვერცხლის წყალი გახდა და დედაჩემი მარიგებდა-ძაალიან ყურადღებით იყავი ეხლა რომ მიდიხარო)))) 18 კილო მოვიმატე ორსულობისას და 20 დავიკელი უკვე))))
გოგო,მე კიდევ არ ვყიდულობ ამ ქილის ხორცეულს და ნეტა მეყიდა,მასეთი იფრო იქნებ ეჭამა.

კცერცხი გული დავუწყე მეც,ცილა თითქოს წლამდე არ შეიძლებაო.აი წლის აცრა რომ იწევს,იქამდე 2-3 კვირით ადრე უნდა მისცე რომ ცილაზე ალერგია გამოირიცხოსო-ასე ვიცი)))

გვანც,ხაჭოს ყიდულობ? დავუწყო ანუ ხომ? 8 თვიდანაა რეკომენდირებულიო და თბილისში რომ დავბრუნდები დავუწყებ მაგასაც.
ოხ,რა იცი როგორ ხასიათზეა ისე ჭამს და მანერვიულებს ხოლმე რა.

nino84
ნინო,მე ბუნებრივზე მყავს და მიქელაძემ მეც 4 თვიდან დამინიშნა დამატებითი კვება ბრინჯის და სიმინდის მიღებით,მაგრამ სანამ 6 არ გახდა არ მივეცი.და ბრინჯზე ძალიან ყურადღებით იყავი,მაგ ბრინჯმა შეგვკრა და აგვირია თავიდან კუჭის მოქმედება.ზოგადად ბრინჯი უნდა მისცე კვირაში1-2 ჯერ და მე ყოველდღე მიმაცემინდა და მოკლედ გაითვალისწინე.

Posted by: nino84 5 Jul 2020, 14:12
Mybaby
არ დავუწყე დამატება, სხვა პედიატრს მინდა კიდე მივუყვანო. ბრინჯზე წავიკითხე დარიშხანს ითვისებს ნიადაგიდანო, ბავშვთა კვება კი მოწმდება, მაგრამ მაინც შემეშინდა მიცემა. ჩვენ დღეგამოშვებით გვითხრა, სიმინდი და ბრინჯი მონაცვლეობით

Posted by: Tua 5 Jul 2020, 23:26
Mybaby
საით ხართ? გოგო ცილას 7 თვიდან ვაძლევ მწ უკვე და 7 თვიდანვე ჰიპის ხაჭოს, ბრინჯი არმიმიცია დარიშხანზე მთელი ამბავია ამიტომ არჩავთვალე საჭიროდ ბრინჯის ფაფა მიმეცა და ისე ზოვადად ქილები ყველა სეიცავა ბრინჯის სახამებელს sad.gif ასევე ჰიპოს ფაფებიც და ნუ ძირითადად ყველა ფაფა

Posted by: Mybaby 6 Jul 2020, 11:22
nino84
უიმე დარიშხანზე პირველად გავიგე,აქამდე არ იყო ცნობილი? რა ყვეკაფერი ეხლა ამოტივტივდა,რა მოსატანია და ტეფალის ტაფები მაქვს და თურმე ისეთ ნივთიერებას შეიცავს,რაც კიბოს იწვევს და გადავყარე გოგო))) ირაკლი რცხილაძე ნამდვილად კარგი პედიატრია,მოვასწარი და მაგასთანაც დავასტუკეთ)))) კარგ რჩევებს მოგცემს ყველაფერში,თან ზედმიწევნით კარგად სინჯავს ბავშვს.ისეთი რაღაც შეამჩნია,რაც მე არ შემიმჩნევია.



Tua
გოგო და აბა რომელი ფაფა უნდა ვაჭამოთ? ჰიპის ფაფებს ვაჭმევ მე.ხაჭო სახლში გაკეთებულია კარგიო და ანუ რომ ვიყიდი არც არაფერი ხომ?)))
იცი რა ვერ გავიგე,სად ბრინჯი და სად დარიშხანი,როდის ატყდა ეს ამბები? მე ჩამოვრჩი მოვლენებს.მანგლისში ვართsmile.gif

* * *
Tua
თუა,დღეს თხლად გავიდა,კუჭი აეშალა.მაქვს ენტეროჯერმინა და ნეოპეკეს ელექტროლიტები და რომელი დავალევინო? სმექტა არ მაქვსsad.gif გოგო თან ბოლო 2 დღეა ხან ხიფაფაზე,ხან ბოსტნეულზე მირევს გულს.გუშინ ყვავილოცანში გავურიე ცოტა კვერცხია გული და ჩამიტარა ილეთები)))დავურეკო პედიატრს?არ თქვას პატარა რამეზე ნუ მაწუხებო)))

Posted by: Tua 6 Jul 2020, 14:26
Mybaby
მე ვაჭმევ ძირითადად, ჰიპი სემპერი ჰეინცი აქციით მქონდა ნაყიდი და ეგეც დავასრულე, ეხლა ნუტრილაკმა გამოუშვა კარგი ფაფები რძიანი და მაგას ვტესტავთ გოგოები ჯერ , პსპში იყიდება.

ხაჭო მე 2 კვირა ვაჭამე ჰიპოს და მერე სოფლის ნობათის საბავშვო რძით და საბავშვო მაწვნით ვჭრი ან ლიმნით საბავშვო რძეს და ისე ვაჭმევ ნამეტანი ძვირი სიამოვნებაა ქილა რონელშიც 70% ხილია და ცოტა ხაჭო.

აკლიმატიზაციამ იცის კუჭის აშლა არშეგეშინდეს ან კბილებმა კიდევ. ასევე სეზონურმა ხილმაც, ამას ბაკურიანში აეშალა 3დღე კუჭი და არაფერი მიმიცია, სიმშვიდისთვის შეგიძლია მისცე ელექტროლიტები.

Posted by: narkozeli 6 Jul 2020, 15:41
Mybaby

გოგო ცილაც შეგიძლია უკვე, ოღონდ 3 დღე ახალი არაფერი მისცე და დააკვირდი.
ხაჭოს მე ვაძლევ ჰიპისას, სხვას ვერ ვრისკავ რადგან საკმაოდ რთული მოსანელებელია და მთლად
მასეთი აუცილებლობაც არ არის მისი 1 წლამდე რაციონში ჩართვა რომ გარისკვად ღირდეს, ამიტომ
ან ჰიპი მიეცი ან წლამდე შეიკავე თავი და მერე შეიძლება უკვე შინ მომზადებული/მაღაზიის ხაჭოს მიცემა.

Tua

ბრინჯის სახამებელს ბრინჯთან არ აქვს დიდად კავშირი და შესაბამისად გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე ბრინჯი.

Posted by: Tua 6 Jul 2020, 16:15
narkozeli
ჰო აბა რა ვთქვი, სუფთა ბრინჯის ფაფა არმიმიცია თქო თორე დანარჩენს ვაჭმევ ყველაფერს, ერთადერთი ჰიპის ფაფები შეიცავს ბრინჯს თითწმის ყველა.

Posted by: unusual 7 Jul 2020, 11:58
narkozeli
ესეიგი ჰიპს ხაჭოებიც აქვს და ეგ ჯობია? და ვერ გავიგე ბრინჯი არცერთი არ ვარგა რომ მივცე? არადა პედიატრმა დაუნიშნა და არაფერი უთქვია. აუუ ხელით ჭამაზე რომ გადავიყვანო ძაან მეშინია დახრჩობის sad.gif დაბლენდერებულში ოდნავ მსხვილი რომ შეყვება იმაზე გულს ირევს მთლიანად და ხილი რომ მივცე პატარა ნაჭერი და გადასცდეს ძაან მეშინია, მე მერვე თვეში მყავს და დროა უკვე მივაჩვიო ხელით ჭამას? რატო მეშინია არ ვიცი.

Posted by: makarena 7 Jul 2020, 13:01
გოგოებო, კარგი ჰემატოლოგი ხომ არ იცით, ვის მირჩევთ? ჩემს მეგობარს ყავს 1.6 წლის ბავშვი და კარგ ჰემატოლოგს ეძებს.

Posted by: narkozeli 7 Jul 2020, 16:11
Tua

სემპერზე და ნუტრილაკის ფაფებზე დავრჩებით მგონი ბოლოს biggrin.gif


unusual

კი, ხაჭო ჰიპის. ძვირი გამოდის მარა გარისკვას ჯობს საერთოდ არ მისცე ჩემი აზრით, მთლად მასეთი აუცილებელიც არაა წლამდე ხაჭო.

QUOTE
ბრინჯი არცერთი არ ვარგა რომ მივცე?


ხშირად არ მისცე და ათასში ერთხელ არაუშავს

QUOTE
ხელით ჭამაზე რომ გადავიყვანო ძაან მეშინია დახრჩობის  დაბლენდერებულში ოდნავ მსხვილი რომ შეყვება იმაზე გულს ირევს მთლიანად და ხილი რომ მივცე პატარა ნაჭერი და გადასცდეს ძაან მეშინია, მე მერვე თვეში მყავს და დროა უკვე მივაჩვიო ხელით ჭამას? რატო მეშინია არ ვიცი.


ნუ გეშინია, ყველას გვეშინია biggrin.gif მაგრამ სხვა გზა არაა, მერე უფრო გაუჭირდებათ, ზუსტად მაგ ასაკში უნდა დაუწყო ნელნელა შეპარება.
ხელში მიეცი მარა იქვე იყავი და უყურე ყურადღებით, თუ გადაცდა, ნახე იუთუბში ვიდეოები როგორ უნდა დაეხმარო მაგ დროს.

Posted by: მზე 7 Jul 2020, 16:38
makarena
ნინო შარაშენიძე საუკეთესოა.
პედიატრი არ არის ოღონდ, დიდებს იღებს rolleyes.gif

Posted by: makarena 7 Jul 2020, 16:48
მზე
კი, შარაშენიძესთან და მთვარელიძე ზაზასთან ყავდა და ორივე ერთი და იგივეს ეობნება და რცხილაძე სხვა რამეს აწვება, ძველი მედიცინით იყო ეგრე და აღარ არისო. ხოდა გადამოწმება უნდა ძლიერ სპეციალისტთან.

მადლობა :*

Posted by: მზე 7 Jul 2020, 19:31
makarena
უი დამაინტერესა თუ საიდუმლო არაა biggrin.gif
რცხილაძეს ძაან ვენდობი მარა თითქოს ეს შარაშენიძეც თავის საქმეში კარგია რავიცი rolleyes.gif

Posted by: Tua 7 Jul 2020, 21:40
narkozeli
ვგონებ ეგრე მოხვდებაsmile.gif))) სულ ჩვენ ვიყიდით ნუტრილაკის ფაფებს და აღარ დარჩება smile.gif)))

Posted by: takoo1 8 Jul 2020, 01:44
Tua
ხო მეც გამიგია რო უკეთესია როცა გვიან იხურება რატო ხო არ იცი?

რა მაინტერესებს კიდე იცით,თავის კანკალი თუ ქონიათ თქვენს ბავშვებს.დღეს შევამჩნიე პირველად, აი თითქოს გააჟრილა ისე გააკანკალა თავი:/ რაღაც უცებ შეეცვალა ხასიათიც,უცებ იწყებს ტირილს ეშინია თითქოს,ან ხმებზე ტირის.აცრის მერე დაიწყო და ალბათ შეშინებულია თქო ვფიქრობ((

Posted by: Anabeli111 8 Jul 2020, 01:56
gogatakoo
გაჟრიალება და გაკანკალება მოშარდვისასაც იციან ხოლმე. მანამდე არ შეგიმჩნევია? ♡

Posted by: takoo1 8 Jul 2020, 02:13
Anabeli111
არა დღეს შევამჩნიე პირველად,იცი როგორ გააკეთა თავს არას დროს აქეთ იქეთ რო აქნევენ,ოღონდ სწრაფად

Posted by: Rebel=)) 8 Jul 2020, 15:52
გოგოებო როგორ ხართ? როგორ გყავთ პატარები, მეც გავედი ერთი თვეა სამსახურში და უკვე მოვასწარი საშინლად გადაღლა)) აქაც საერთოდ ვერ შემოვდივარ, ახლა გადაგიკითხეთ.

Tua
QUOTE
მე ვაჭმევ ძირითადად, ჰიპი სემპერი ჰეინცი აქციით მქონდა ნაყიდი და ეგეც დავასრულე,

მეც 1-ლი ივნისის აქციით მქონდა ძაან ბევრი რამე ნაყიდი, ახლა გამითავდა და შევავსე ისევ მარაგი და გოგო რა მაინტერესებს იცი სემპერის ფაფას 1 პორციას 100 მილიგრამ წყალზე ამზადებ ხო? როგორც წერია შეფუთვაზე? მე სულ მასე ვამზადებ და ხო არ ვაშიმშილებ ბავშვს? givi.gif :კარგდროსვკითხულობ:

QUOTE
ეხლა ნუტრილაკმა გამოუშვა კარგი ფაფები რძიანი და მაგას ვტესტავთ გოგოები ჯერ , პსპში იყიდება.


ეგ არ გამიგია, მეც უნდა შევიარო პსპში, უშაქრო ფაფებია?
narkozeli
QUOTE
finger food, led weaning


გვანც, ეს რა საინტერესო რამეები ყოფილა, ვცდი აუცილებლად, ძაან დააინტერესებს ჩემს გოგოს :დ

სუპებს რამდენს ჭამენ თქვენი ბაიები? 180–ს ვაჭმევდი მაგრამ ამ ბოლოს 200–მდეც ავედით და ბევრი ხომ არაა?

Posted by: narkozeli 8 Jul 2020, 16:22
Rebel=))

კი, მართლა ძალიან საინტერესო რამეა ^_^


QUOTE
სუპებს რამდენს ჭამენ თქვენი ბაიები? 180–ს ვაჭმევდი მაგრამ ამ ბოლოს 200–მდეც ავედით და ბევრი ხომ არაა?


სუპ-პიურეებზე ამბობ ხო? სუპები და წვნიანები წლამდე არ შეიძლება ხო იცი :* პიურეს სახით უნდა მიიღოს

180-200მდე ჭამს ჩემიც ოღონდ ხორცთან ერთად, სუფთა ბოსტნეულს მაქსიმუმ 180-მდე ჭამს

Posted by: Tua 8 Jul 2020, 17:52
Rebel=))
არა მეტს ვუკეთებ 120-130ზე, ნუტრიკალი უშაქროა და wholegrain არის , ბევრად ჯანსაღი ვიდრე ჰიპი და სხვა. ამიტომ ალბათ მაგაზე გადავალ.

პიურეებს რაც შეეხება 180-200 მეც ხორცთან ერთად და 180 ისე.
* * *
gogatakoo
ფისების დროს ხომ არშვება? ხომ არტკივა ურეცხავ ხოკმე? მარიკები ხომ არაა დაგროვილი?

უკეატესია იმიტორო რონ დაეცემა ან თავს დაარტყავს ნაკლების დაზიანების რისკიო, ეს 5 თვიდან სულ ტრიალებს საწოლში და დღეში 30ჯერ ურტყავს თავს smile.gif))

Posted by: Rebel=)) 9 Jul 2020, 08:54
narkozeli
გოგო ხო რა თქმა უნდა პიურეს ვგულისხმობ :დ
QUOTE
180-200მდე ჭამს ჩემიც ოღონდ ხორცთან ერთად, სუფთა ბოსტნეულს მაქსიმუმ 180-მდე ჭამს

ჰო ჩვენც მასე ❤️
Tua
QUOTE
არა მეტს ვუკეთებ 120-130ზე, ნუტრიკალი უშაქროა და wholegrain არის , ბევრად ჯანსაღი ვიდრე ჰიპი და სხვა. ამიტომ ალბათ მაგაზე გადავალ

ჰო რაღაც ძაან ცოტაა 100, მგონი არაფერი დაშავდება ცოტა რომ დავუმატო.

დღესვე ვიყიდი ნუტრილაკს მაშინ.

Posted by: makarena 9 Jul 2020, 10:05
მზე
მოკლედ დედასაც და შვილსაც აქვთ თალასემია, ანუ დაბალი ჰემოგლობინი გენეტიკურად, რცხილაძემ გააკეთებინა ფერიტინის და რეტიკულოციტები. ფერიტინი ნორმაშია, მეორე - არა.

ამ ჰემატოლოგებმა, ანუ შარაშენიძემ და მთვარელიძემ უთხრეს რომ როცა გენეტიკურია დაბალი ჰემოგლობინი, რკინის ნაკლებობა გამორიცხულიაო, რცხილაძე ამბობს არ არსებობსო, დაბალი აქვს რკინაო. ეგ ძველ მედიცინაში ეგონათ რომ თალასემიას დროს დაბალი რკინა არ არსებობდა, მაგრამ ეგრე არ არისო. ხოდა უნდა ძლიერი ჰემატოლოგი რომ გაიგოს აქვს თუ არა ბავშვს დაბალი რკინა.

ხო კიდე ჰემატოლოგები ეობნებიან, გამორიცხულია ბ12 დაბალი იყოსო, მაგრამ ფაქტია აქვსო, 141-დან 127 აქვს. მთელი ინტერნეტ სივრცე გადავქექეო და როცა ჰემატოკრიტიც დაბალიაო, მაგ დროს რკინა დაბალიაო. ანუ ირაკლი მართალი გამოდისო.

Posted by: takoo1 9 Jul 2020, 10:20
Tua
გოგო არვიცი ჯერ ერთხელ გააკეთა მეტჯერ არ შემიმჩნევია,სოფომ დააკვირდიო შეილება ფისის დროს ქნაო.დავაკვირდები აბა თუ გააგრძელა მივიყვან მერე ნერვოპათოლოგთან ვინც მირჩია
* * *
გოგოებო ორი თვის ბავშვს დღის განმავლობაში როგორ უნდა ეძინოს. გადაბმულად ღვიძავს ხოლმე საათები და ვნერვიულობ. უჭირს დაძინება თითქოს სიცხის ბრალია ნეტა თუ რატოა ესე,გუშინ დილის 10დან 4მდე ვერ დავაძინე.წვალობდა ძალიან და ნერვული თემა ხო არაა სულ ეგ მგონია ყველაფერზე რა

Posted by: მზე 9 Jul 2020, 15:10
QUOTE (makarena @ 9 Jul 2020, 10:05 )
მზე
მოკლედ დედასაც და შვილსაც აქვთ თალასემია, ანუ დაბალი ჰემოგლობინი გენეტიკურად, რცხილაძემ გააკეთებინა ფერიტინის და რეტიკულოციტები. ფერიტინი ნორმაშია, მეორე - არა.

ამ ჰემატოლოგებმა, ანუ შარაშენიძემ და მთვარელიძემ უთხრეს რომ როცა გენეტიკურია დაბალი ჰემოგლობინი, რკინის ნაკლებობა გამორიცხულიაო, რცხილაძე ამბობს არ არსებობსო, დაბალი აქვს რკინაო. ეგ ძველ მედიცინაში ეგონათ რომ თალასემიას დროს დაბალი რკინა არ არსებობდა, მაგრამ ეგრე არ არისო. ხოდა უნდა ძლიერი ჰემატოლოგი რომ გაიგოს აქვს თუ არა ბავშვს დაბალი რკინა.

ხო კიდე ჰემატოლოგები ეობნებიან, გამორიცხულია ბ12 დაბალი იყოსო, მაგრამ ფაქტია აქვსო, 141-დან 127 აქვს. მთელი ინტერნეტ სივრცე გადავქექეო და როცა ჰემატოკრიტიც დაბალიაო, მაგ დროს რკინა დაბალიაო. ანუ ირაკლი მართალი გამოდისო.

ვაა რა სტრანნია
ირაკლი სულ ეცნობა ბოლო გაიდლაინებს და თან ისეთ ტიპია რო არ იყოს დარწმუნებული არ იტყოდა რომ ეგრეაო (მინიმუმ მგონის დაამატებდა)
მარა ამ ნინოზე უკეთესი მე არ ვიცი :შ მეც რო დამჭირდა სადაც კი გავიკითხე მოქმედ ექიმებში ყველამ ეგ მირჩია და რავიცი :|
მემგონი მაგათზე უფრო ძლიერ ჰემატოლოგს ვერ იშოვით
ალბათ ვინმე ისეთი გინდათ, ახალგაზრდა, არაპოპულარული მაგრამ კარგი. შეიძლება უცხოეთში ნასწავლი
მოკლედ, ხო მიხვდი

მე რო ჩუტყვავილა დამემართა ორსულობაში ყველა ცნობილმა ინფექციონისტმა (ნუ ცერცვაძესთან არ მივსულვართ :დ <3) რაის მკურნალობა ორსულობაშიო და ვიღაც ახალგაზრდამ გვითხრა (ოღონდ ესეც გაკითხვით გავიგეთ) ეგ ძველი მიდგომაა ანტივირუსული მკურნალობაა საჭიროო, არაფერს დაუშავბს ბავშვო

ჰოდა იქნებ ვინმე ეგეთი იპოვოთ? :შ

Posted by: Tua 9 Jul 2020, 15:21
gogatakoo
ღამე რამდენი სძინავს? ეს2 თვის რომ იყო ყოველ 2საათში ერთხელ30 წუთი ეძინა მერე ცოტა აურია, ზოგჯერ ეტაპები აქვთ და ურევენ რამოდენიმე დღე, დედაჩემმაც ატეხა ნერვოპათოლოგიო და სოფომ 4თვემდეაზრი არ აქვს ნერვოპათოლოგსო.

Posted by: makarena 9 Jul 2020, 15:51
მზე
ამ გოგომ ლევან მახალდიანს დაურეკა, ტელეფონზე ამ ლევანმაც უთხრა, კი შეიძლება დაბალი რკინა იყოსო, მაგრამ იქნებ ზაზას დაუკავშირდეთო givi.gif ზაზას პასუხი კი იცი, ხოდა დავიკიდებო, ირაკლისი მჯერაო და მივყვები ირაკლისო, მცირე დოზას აძლევს რკინის პრეპარატის.


Posted by: Rebel=)) 9 Jul 2020, 16:12
Tua
თეო პლასმონის პასტა და ყველი მაქვს ნაყიდი და რამდენი უნდა მივცე პირველ ჯერზე შენი აზრით? 2 სუფრის კოვზი ბევრი იქნება?

Posted by: nionia 9 Jul 2020, 16:13
gogatakoo
გოგო მთავარია 24 საათში რამდენი სძინავს, დღე ჩემიც სულ თვალებდაჭყეტილია, 15 წუთი შეიძლება ჩაიძინოს ალაგ - ალაგ
, როცა საღამოსკენ გამყავს გარეთ მაშინ მიეძინება ხოლმე გადაბმულად საათი- საათნახევარი, სამაგიეროდ ღამე სძინავს დიდურად, არ შეუწუხებივართ ჯერ არცერთხელ.
დაიმშვიდე გული, არაფერი სანერვოპათოლოგო არ ჭირს, მაგ ასაკში გაზები და კოლიკა არ ასვენებთ, ტირილით რომ იღვიძებს უკვე ვხვდები გაზების ამბავია, მალე გადაუვლით, ცოტაც გავძლოთ ❤️

Posted by: Tua 9 Jul 2020, 16:34
Rebel=))
მე თავიდან 1 სუფრის კოვზი მოვხარშე და ნახევარი ყველი ვუქენი.

Posted by: alesandra 9 Jul 2020, 17:20
მოკლედ, 3 თვის გახდა ჩემი პატარა და დღეს ავცერი მეორედ. წინა აცრაზე, ორი თვის რომ გახდა, შეაჭამეს რაღაც და გაუკეთეს ნემსი ორივე ფეხში. ეხლა ისევ შეაჭამეს და ერთი ნემსი გაუკეთეს. ხოდა, დავიბენი, მე-2 და მე-3 თვეზე ერთი და იგივე აცრები არ კეთდება? თუ მეორე ნემსი როტავირუსი და პნევმონია იყო?

Posted by: takoo1 9 Jul 2020, 19:47
Tua
nionia
გოგოებო აი გეტყვით,მოკლედ 11-12 ზე რო დავაძინებ ღამე ესე 6სკენ იღვიძებს ჭამს და ისევ იძინებს 9მდე.მერე ისევ ჭამს და იძინებს ცოტახანი.დღეს 2მდე ეძინა მაგალითად და იმის მერე ღვიძავს ერთი საათი ეძინა მარტო,ხან 5ზე იძინებს და 9-10მდე ძინავს აი აურია ამ ბოლო დროს. ვნახოთ ჩაჯდება ალბათ რეჟიმში ღამე ძინავს მთავარია

Posted by: narkozeli 9 Jul 2020, 19:48
alesandra


კი, მასეა, შემდეგი აცრა ისევ ორ ფეხზე კეთდება.

როტას პირში აწვეთებენ

Posted by: takoo1 9 Jul 2020, 19:49
nionia
გოგო ჩვენ მგონი გაგვიარა გაზებმა რაღაც ეს კვირაა დილით აღარ იღვიძებს წკმუტუნით,კუჭშიც თითქოს გადის თავისით იმედია გადავლახეთ და ისევ არ დაეწყება გაზები

Posted by: Tua 9 Jul 2020, 22:01
gogatakoo
11-12 ზოგადად საკმაოდ გვიანია ჩვილისთვის 9-10ისკენ უნდა იძინებდეს ღამის ძილით უკვე. ბევრი სძინებია საკმაოდ და რაღას დაიძინებს და უკვე აღარაა ისეთი პატარა მოუკლებს ეხლა ძილებს, ალექსანდრეს მაგ ასაკში 4 საათი ეძინა დღის განმავლობაში მაქსიმუმ, რაც უფრო იზრდება მით უფრო იცვლება ძილის გრაფიკი, ეხლა 8 თვისაა და მხოლოდ 3საათი სძინავს ჯამში მთელი დღე და 10ზე უკვე სძინავს ღამის ძილი. დილით 09:30ზე იღვიძებს მერე ჭამს მერე 12ზე იძინებს 30 წუთი გარეთ მერე სადილის მერე 3-3:30ზე ერთი საათი და მერე 7ზე იძინებს 30-40წუთი და მერე 10ზე ღამის ძილი . აუცილებლად შეეცადე 10ზე გვიან არ დააძინო

Posted by: takoo1 9 Jul 2020, 23:44
Tua
გოგო ეგრე იძინებდა 9-10ზე და თვითონ შეიცვალა თუ ჩემი ბრალია არვიცი,ისე 2 თვის ბავშვი 9ზე რო დაიძინებს არამგონია დილის 6მდე ეძინოს,მგონი დიდი შუალედი გამოდის,დღეში 7ჯერ როგორ შეჭამს მაგ დროს?ალბათ თავისით დაირეგულირებს რავიცი.9ზე ვერ ვაძინებ გოგო,ხანდახან 5ზე რო იძინებს 9მდე ძინავს და რო გაიღვიძებს 9ზე შეჭამს და მერე ეგრევე არ იძინებს

Posted by: Tua 10 Jul 2020, 04:17
gogatakoo
მე ჩემით შევუცვალე ანუ ღამის ძილის დროა ეგრე ვერ დაირეგულირებს და ნელნელა უნდა შეცვალო, ნუ საჭიროა რო არიძინებდეს 11-12 საათი და 5 საათზე 4 საათით ანუ 9მდე, ეგ საღამოს ძილი ჯობია იძინწბდეს 5-7მდე მაქსიმუმ და მერე 9ზე ისევ ეძინოს, რატო ჩვენ 10-10მდე გვძინავს მაგას წესით ჩვენზე მეტი უნდა ეძინოს ეხლა. რაც უფრო ადრე იზინებს ბავშვი მით უფრო მშვიდია მისი ნერვული სისტემა დაჟე 10ის ნახევარია ყველაზე კარგი ვარიანტია ბანაობა ჭამა და ძილის რიტუალი.

Posted by: takoo1 10 Jul 2020, 13:04
Tua
გოგო კი მარა 9-10ზე რო დაიძინებს და დილის 9-10მდე არ გაიღვიძებს პლიუს დღის განმავლობაშიც რო იძინებს რამდენჯერ შეჭამს მაგას ვამბობ.ყოველ 3 საათში ხო უნდა ჭამოს.თუ ხელოვნურზეა მითუმეტეს ყოველ 1 ან 2 საათში ხო ვერ აჭმევ,დრო ხომ უნდა გავიდეს და დღეში 6-7 ჯერ უნდა ჭამდეს 2 თვის ბავშვი და ხო ვერ შეჭამს მაგდენჯერ,მაქსიმუმ 4 ჭამა გამოვა და ცოტაა მგონი არა? მატებაც არ ექნება ეგრე რავი
4-5 თვიდან მოჟნა როცა დღეში 5ჯერ ჭამს მარა მგონი ჯერ პატარაა მაგხელა ძილისთვის.

Posted by: Tua 10 Jul 2020, 14:38
gogatakoo
გოგო ძუძუს ეგეატი რეჟიმი არ აქვს ,შენ ხომ ძუძუზე გყავს და 1 კვებას უმატებ ხელოვნურს?ანუ 3 სათიანი რეჟიმი ძუძუზესაჭირო არაა მე ასე ვიცი, დილიტ 6ზე ჰო ჭამს, მერე 9ზე ჭამს მერე 12ზე ჭამს მერე3ზე, მერე 6ზე და მერე 9ზე და ძილი, გამოვიდა 6 კვება ზუსტად.

Posted by: takoo1 10 Jul 2020, 15:36
Tua
ხოო მაგას ვიძახი 6ზე ხო უნდა გაიღვიძოს თქო დილით ჭამისთვის,საღამოს 9დან დილის 9მდე გადაბმულად ხო არ დაიძინებს.ეგრე კიი რო იღვიძებს ადრე შეჭამს ისევ იძინებს არ თამაშობს.მე მეგონა გადაბმულად უნდა ეძინოს 12 საათიო ეგ მითხარი))

Posted by: Tua 10 Jul 2020, 19:04
gogatakoo
გოგო არაა გადაბმულად 12 ჩემსასაც არსძინავს მე9 თვეშია smile.gif)) 10-6 მდე სძინავს მერე ჭამს და აგრძელებს ძილს, აბა გაბედოს და ითამაშოს smile.gif))

Posted by: takoo1 10 Jul 2020, 19:29
Tua
ეუფ 9 თვეშიც 6ზე უნდა გაიღვიძოს biggrin.gif დილის ძილი არ მეღირსება ანუ))) მგონი ჯობია 12ზე დავაძინო უფრო გვიან გაიღვიძებს ხოლმე :დ

დღეს რა დაეტაკა არვიცი სულ სძინავს,11ზე ჭამა ითამაშა დაიძინა,მერე 3ზე გაიღვიძა ჭამა ითამაშა და 5ზე ისევ დაიძინა ეხლაც ძინავს,იმედია ღამეს არ გამათენებინებს)))

Posted by: Tua 10 Jul 2020, 20:32
gogatakoo
11მდე ბავშვს უნდა ეძინოს წესით, მელატონინი გამოიყოფა მაგ დროიდან , ამიტომ ჩემი კომფორტი დიდიხანია დავიკიდე smile.gif)) 7 საათი მძინავს დღე ღამეში და მიეჩვია ორგანიზმი უკვე მეტს ვეღარ ვიძინებ. თუ ვცედავ რომ დროს აჭარბებს მე ვაღვიძებ რომ ღამე კარგად დაიძინოს.

Posted by: takoo1 10 Jul 2020, 20:44
Tua
დავაძინებ ცოტა ადრე ნელ ნელა შევუმოკლებ დროს,მარა ეხლა ვფიქრობ როგორ მივაჩვიო 11მდე ძილს

Posted by: Tua 10 Jul 2020, 21:05
gogatakoo
გოგო ესეც ეგრე იძინებდა და გადავიყვანე ჩვეუკებრივად, რიტუალი გავუხადე 9ზე ბანაობა და ჭამა, მერე 12ზე ძილში აჭამე და ეგაა .

Posted by: takoo1 11 Jul 2020, 00:14
Tua
აი მაგის შანსი არაა თუ ღამე ძინავს,ისეთ გათიშულს ძინავს ხოლმე ვერც გააღვიძებ და თუ გააღვიძე ისეთ ხასიათზეა გვაგინებსbiggrin.gif

Posted by: alesandra 11 Jul 2020, 13:38
narkozeli
მადლობა, გვანც!

Posted by: takoo1 12 Jul 2020, 19:39
გოგოებო დ ვიტამინს რომელს ასმევთ თქვენ? დ კოლეროლს ვასმევ ეხლა უმთავრდება სხვა ვიყიდო თუ ისევ ეს ვერ გადავწყვიტე.იცით რომელია კარგი?

Posted by: nopiahopi 12 Jul 2020, 22:24
gogatakoo
აქვა დეტრიმს ვასმევდი. მერე მეც ვსვამდი, დეფიციტი მქონდა და ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე.

Posted by: takoo1 13 Jul 2020, 10:24
nopiahopi
მადლობა,დავურეკავ დღეს მაინც ექიმს

Posted by: Tua 13 Jul 2020, 10:39
gogatakoo
აქვადეტრიმი ან ვიტაფეროლი. ჩვენზე ვიტაფეროლმა არი.ოქმედა და აქვადეტრიმს ვასმევ სოფოს დანიშნულებით გამოუსწორა ყველაფერი

Posted by: takoo1 13 Jul 2020, 13:06
Tua
ხოო რაღაც არ მომწონს რასაც ვასმევ მეც,
გოგო ხელების და ფეხების ოფლიანობა იცის დ-ს ნაკლებობამ? ყიფლიბანდიც დიდი აქვს აშკარად არ შველის ეს დ კოლეროლი.

Posted by: Tua 13 Jul 2020, 14:24
gogatakoo
კიი იცის ჩემსას ეგრე დაეწყო და მერე შუბლი გამოებერა , ჰოდა სოფო მიხვდა მარტო სასწრაფოდ დიდ დოზებზე გადაგვიყვანა 2000ს ვაევდი დღეში 2 თვე sad.gif ეხლა გამოუსწორდა. დიდი ყიფლიბანდიც ჰქონდა ამას ეხლა დაუპატარავდა რამის შუბლამდე ჰქონდა ჩამოსული. მაჰიტო არვენდობი აღრიცხვის პედიატრებს რაა.

Posted by: takoo1 13 Jul 2020, 15:03
Tua
გოგო ღუდუშაურში რო იწვა იქ დაუნიშნეს ეს დ ვიტამინი,კი მკითხა აღრიცხვის პედიატრმა ხო ასმევო და ვუთხარი მარა არ უთქვამს სხვა დაალევინეო ან რამე რავიცი.ცოტა დიდი აქო კი მითხრა

ანუ ოფლიანობდა და მერე გამოებერა?ვაიმეე:/

Posted by: alesandra 13 Jul 2020, 16:01
gogatakoo
QUOTE
ყიფლიბანდიც დიდი აქვს აშკარად


რა იცი, რომ დიდი აქვს? ექიმმა გითხრა, თუ საკუთარი დაკვირვებით?

Posted by: takoo1 13 Jul 2020, 16:06
alesandra
გოგო მე შევამჩნიე და მერე პედიატრმაც იგივე მითხრა ცოტა დიდიაო.

Posted by: Tua 13 Jul 2020, 18:09
gogatakoo
გოგო ჰო მაგრამ ოფლიანობა აუცილებლად დს ნაკლებობის ნიშანიც არაა, სოცხისაც არის. ამიტომ მიიყვანე ოედიატრთან და გეტყვის. მე რაც ღუდუშაურში დამინიშნეს არმიმიცია იმიტორო სუფთა დ ვიტამინი არიყო და მე სუფთა მინდოდა მიმეცა, ანუ სხვა ვიტამინებიც შედიოდა იმაში.
ამას ხელის გულები და ფეხის გულები უოფლიანდებოდა სასწაულად ნასკები უაველდებოდა

Posted by: takoo1 13 Jul 2020, 18:19
Tua
უი არა ეგრე არ უოფლიანდება ამას მარა ხელს რო გაუსმევ ნამიანი აქ ხოლმე რა ოღომდ ხშირად. დავურეკე პედიატრს და ვიტაფეროლი დაუნიშნა ორი წვეთი.შენ რამდენ წვეთს ასმევდი?

Posted by: Tua 13 Jul 2020, 18:40
gogatakoo
მე ვიტაფეროლს ვასმევდი თავიდან 1 წვეთს მერე გადავედით 2 წვეთზე აღრიცხვის ოწდიატრს რომ ვუთხარი უოფლიანდება თქო , მერე 2 კვირაში სოფოსთან წავედი ყოველ 3 თვეში დაჟე ნაკლებში სოფოსთან დამყავს აევენდობი აღრიცხვის ოედიატრებს მხოლოდ აცრაზე დავდივარ და რაის 2 წვეთი ბავშვს რახიტის საწყისი აქვსო და 4 წვეთს ვასკევდი 2 თვე მერე 1 თვე 3ს და ეხლა სულ 2ს ვასმევ აქვდეტრიმს ოღონდ. ყიფლიბანდიც თავისი ზომის აქვს და შუბლიც გაუსწორდა თავისით, ეხლა ზამთარში ისევ მომამატებინებს ალბათ ვნახოთ. დილით მზეზე ხომ გაგყავს? ხელები და ფეხის გულები უნდა ჰქონდესო მზეზე, ოღონდ დილის მზეზე.

Posted by: Mybaby 13 Jul 2020, 19:52
გოგოებო,ბოსტნეულს ვერ მოვერიეთ,არ ჭამს.ხან ჭამს,ხან-არა.და თუ ჭამს კარგ შემთხვევაში 120 გრამს. ხორცსაც ისე რა.აუ ვნერვიულობ რა.როგორ უნდა გადავაჩვიო დღისით ძუძუს,რომ მთლიანად მყარმა კვებამ ჩაანაცვლოს.სამსახურში რომ გავალ რა მეშველება არ ვიცი.უზომოდ განვიცდი.მაინც ძუძუსკენ მიიწევს და რას მირჩევთ რა გავაკეთო?
რაც ქალაქიდან გამოვიყვანე,უფრო აურია კვებაზე.რცხილაძემ არ ინერვიულო ისევ დაიწყებს ჭამასო.მოკლედ რაა...

Posted by: takoo1 13 Jul 2020, 21:27
Tua
სოფო მაგარიაwink.gif გოგო დილით ადრე არ გამყავს ესე 10-11ზე და დიდი ხნით არ ვაჩერებ ხოლმე.ეხლა არ მყოლია ეს კვირა.საღამოს მზე არ ითვლება?

Posted by: nino84 13 Jul 2020, 22:11
gogatakoo
ნამიანი ხელ ფეხი ნორმააო რცხილაძემ, 4.5 თვისაა ჩემი გოგო. ანუ ამას სულ ნამიანი არ აქვს, რაღაცა მომენტებში მხოლოდ. დ ვიტამინის ნაკლებობამ უფრო ჭარბი ოფლიანობა იცის როგორც ვიცი. ვიტაფეროლი დაგვინიშნეს ღუდუშაურში 1 წვეთი და მაგას ვასმევ ეხლაც.
* * *
გოგოებო, დამატება თავიდან რა მიეცით, ბოსტნეული, თუ ურძეო ფაფა? ხელოვნურზე მყავს დაბადებიდან და 5 თვიდან მინდა დავუწყო. და წყალზე უმზადებდით, თუ ფორმულით? ერთი კვება რამდენ ხანში ჩაუნაცვლეთ ფაფით?

Posted by: tako_91 13 Jul 2020, 23:47
QUOTE (Mybaby @ 13 Jul 2020, 19:52 )
გოგოებო,ბოსტნეულს ვერ მოვერიეთ,არ ჭამს.ხან ჭამს,ხან-არა.და თუ ჭამს კარგ შემთხვევაში 120 გრამს. ხორცსაც ისე რა.აუ ვნერვიულობ რა.როგორ უნდა გადავაჩვიო დღისით ძუძუს,რომ მთლიანად მყარმა კვებამ ჩაანაცვლოს.სამსახურში რომ გავალ რა მეშველება არ ვიცი.უზომოდ განვიცდი.მაინც ძუძუსკენ მიიწევს და რას მირჩევთ რა გავაკეთო?
რაც ქალაქიდან გამოვიყვანე,უფრო აურია კვებაზე.რცხილაძემ არ ინერვიულო ისევ დაიწყებს ჭამასო.მოკლედ რაა...

გამარჯობაsmile.gif კვება არის ჩემი ტკივილიც, ჩემ გოგოსაც ვერაფერი ვერ მოვაწონეთ, სულ ძალიყ ვაჭმევთ, ესეც სულ ძუძუსკენ იწევს მე რომ მხედავ მაგრამ ძიძასთან ხვდება რო სხვა გზა არ აქვს და ჭამს სხვა რაღაცეებს, მოკლედ საკმაოდ ჭკვიანები არისნ და სადაც გასდით იქ უზნეობენ მემგონიsmile.gif მეც ვკვდებოდი ნერვიულობით ვაიმე სამსახურში ვერ გავალთქო მაგრამ მაინც როცა იცის რო მე არ ვარ და პონტი არ აქვს ძუძუსი მერე ჭამს, ასე რომ მემგონი შენი პატარაც უფრო მარტივად შედგუება ჭამას როცა შენ არ ეყოლები. დღემდე რასაც ძიძა აჭმევს იგივეს მე ვერ ვაჭმევ შაბათ-კვირას, ჩემთან სულ ძუძუსკენ იწევს facepalm.gif

Posted by: Tua 14 Jul 2020, 09:09
gogatakoo
არაა მხოლოდ დილის მზე ითვლება 9-10 საათი ასე.
Mybaby
რცხილაძე ეგეთი ტიპია ჭაამს აჭამე რამდენსაც ჭამს არ ჭამს და რაგანერვიულებს ნუ ჭამს smile.gif)) მიქელაძე არაა თქვენი პედიატრი რცხილაძესთან გადახვედით? იზავს რამეს დაელოდე რცხილაძემ რადგან გითხრა smile.gif))
* * *
nino84
კი ნამიანს გააჩნია და ყიფლიბანდის ზომასაც გაჩნია ისე. ჩემსასაც სულ.ნამიანი აეჰქობდა ისე დღეში 3-4ჯერ ჰქობდა ფეხებიც და ხელებიც, თავის ზომითაც ხვდებიან ისე რო ზომავს პედიატრი.

Posted by: nino84 14 Jul 2020, 09:58
Tua
კი, თავის გარშემოწერილობაც შეუმოწმა, ყიფლიბანდიც და მოკლედ ნორმააო.

Posted by: alesandra 14 Jul 2020, 12:50
nino84
QUOTE
ნამიანი ხელ ფეხი ნორმააო რცხილაძემ, 4.5 თვისაა ჩემი გოგო.


უი, მართლა? გოგებმა რომ დაწერეს, იმის მერე შევნიშნე, რომ ნამიანი აქვს ხოლმე და დავპანიკდი, ალბათ არ ვაქცევ სათანადო ყურადღებას მეთქი. აცრის წინ გაუსინჯა ოჯახის ექიმმა ყიფლიბანდი და თავის ფორმაც და ნორმაში არისო... გარშემოწერილობა კი არ შეუმოწმებია, მაგრამ პატარა თავი აქვს ისედაც.

Tua
მზე რომ სცემდეს ფეხებზე შეიძლება? ხომ არ დაეწვება კანი?

Posted by: Tua 14 Jul 2020, 14:59
alesandra
გოგო დილის მზე უნდა 10 სათამდე .

Posted by: cvanca 14 Jul 2020, 15:17
მზე
ლაქტაციის მერე სვამდი რამე ვიტამინს? თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ძუძუს თავი დაანება, მაგრამ მე ვარ ძალიან გამოფიტული აი არაფრის ენერგია არ მაქვს. და რამე ვიტამინების კომპლექსი ხომ არ უნდა დამელიათქო ვფიქრობ rolleyes.gif

Posted by: makarena 14 Jul 2020, 15:33
nino84
QUOTE
გოგოებო, დამატება თავიდან რა მიეცით, ბოსტნეული, თუ ურძეო ფაფა? ხელოვნურზე მყავს დაბადებიდან და 5 თვიდან მინდა დავუწყო. და წყალზე უმზადებდით, თუ ფორმულით? ერთი კვება რამდენ ხანში ჩაუნაცვლეთ ფაფით?


მე ბოსტნეულით დავიწყე, ისე სულ ერთია რითი დაიწყებ, ფაფებით, ხილით თუ ბოსნტეულით.

თუ ფაფას მისცემთ, სასურველია ჯერ წყალზე დამზადებულით დაიწყოთ, შემდეგ უკვე რძიანებზე გადახვალთ.

ერთი კვების ჩანაცვლება მალევე მოხდა როგორც მახსოვს, ასე 3-4 ჯერ გასინჯვის მერე უკვე მთელი პორცია მივეცი.

Posted by: narkozeli 14 Jul 2020, 16:03
makarena

მეც ზუსტად მასე, ხილით (ვაშლი გავასინჯე სემპერის) და მერე ბოსტნეულით (სტაფილო სემპერის)

ფაფა მე 6 თვის მერე დავუწყე და პირველად ურძეო წიწიბურა მივეცი სემპერის.

QUOTE
ერთი კვების ჩანაცვლება მალევე მოხდა როგორც მახსოვს, ასე 3-4 ჯერ გასინჯვის მერე უკვე მთელი პორცია მივეცი.


ესეც ზუსტად მასე bis.gif

Posted by: nino84 14 Jul 2020, 18:19
გოგოებო, ქვედა ტუჩი ცენტრში აქვს მუქი ლურჯი-მოშავო, ვფიქრობ წოვდა და ალბათ მაგისგან. მარტო ეს ადგილი აქვს. ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: alesandra 14 Jul 2020, 22:19
nino84

ერთხელ საკუთარ მკლავს ეცა და წოვდა რამდენიმე წამი, სანამ გავაშვებინე და შემდეგ დაულურჯდა ის ადგილი.

Posted by: მზე 14 Jul 2020, 23:37
QUOTE (cvanca @ 14 Jul 2020, 15:17 )
მზე
ლაქტაციის მერე სვამდი რამე ვიტამინს? თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ძუძუს თავი დაანება, მაგრამ მე ვარ ძალიან გამოფიტული აი არაფრის ენერგია არ მაქვს. და რამე ვიტამინების კომპლექსი ხომ არ უნდა დამელიათქო ვფიქრობ rolleyes.gif

ვაა როგორ ხარ? რას შვებით? მოყევი რო დაიკარგე. რამხელაა ეხლა? სხვისი ბავშვები რა სწრაფად იზრდებიან რა gigi.gif
თავიდან ვსვამდი ლაქტაციის დროს პირველი რაღაც პერიოდი პრენატალურ ვიტამინებს ორსულობაში რასაც ვსვამდი. დე ვიტამინიც გავაგრძელე

მერე ენდოკრინოლოგთან მივედი და დე ვიტამინის ნაკლებობა მქონდა
კიდე ფერიტინის და რკინის
იცი რა მჭირდა, უეცრად მიბუჟდებოდა ფეხები და წელი და ამათ ფონზე გამიარა

მოკლედ, მგონია რო ჯობს მიხვიდე და გამოიკვლიო რა. ასე ვიტამინები კი კაია მარა იქნებ შენც რკინა გაკლია (ოღონდ ჰემოგლობინი ნორმაში მქონდა) და ადე კონკრეტული მკურნალობა უფრო მოგცემს შედეგს ვიდრე უბრალოდ კომპლექსის დალევა.

Posted by: nino84 14 Jul 2020, 23:53
alesandra
მკლავსაც წოვდა და დაულურჯდა ამ ბოთეს biggrin.gif ტუჩზე დღეს შევნიშნე და შემეშინდა, მაგრამ ზუსტად ერთ ადგილას აქვს და მგონია წოვისგანაა ესეც

Posted by: cvanca 15 Jul 2020, 10:14
მზე
დე ვიტამინის ნაკლებობა მაქვს მეც და ვსვამ აკვადეტრიმს, თუმცა მაინც ისე ვერ ვარ ენერგიაზე. მალე ვიღლები და მეხსიერებაც აღარ მაქვს ისეთი კარგი როგორიც მქონდა smile.gif ცალკე ფერიტინი და რკინა არ დამინიშნა ენდოკრინოლოგმა, გავიკეთებ მაგასაც.

როგორ მინდა ძველებურად ენერგიული ვიყო, მაგრამ აი ვერ გამოდის რა.
ჩვენ კარგად ვართ. ანდრია 1 წლის და 9 თვის გახდება მალე. საუბარს ცდილობს და ძალიან საყვარელია. უყვარს სიმღერა, სულ მიკროფონი უჭირავს და მღერის თავის ენაზე biggrin.gif biggrin.gif
თქვენ როგორ ხართ? ბაღში ხომ არ მიგყავს ნია?
ძველი იუზერები სად არიან ნეტავ? კარგი რჩევების მოცემა იცოდნენ smile.gif




Posted by: მზე 15 Jul 2020, 10:32
cvanca
მადლობა <3 ნია 2 წლის 3 თვისაა უკვე.
არა ბაღში მივიყვან იქითა სექტემბრიდან. ისედაც სამი წლიდან მინდოდა. თან ეხლა პლიუს კორონავირუსის მეორე ტალღის მეშინია და ავტომატურად გადაიწია.
ღამე ძინავს კარგად? შენ თუ ღამე არ გძინავს მეხსიერებასა და გადაღლილობას მგონი ვერაფერს უშველის. ასევე, იქნებ ბავშვის გარეშე დაისვენო 3-4 დღე. კი მოგენატრება მაგრამ დასვენება ეგაა biggrin.gif

აუ რავი sad.gif პერსეუსს მივწერე და ეგ და პერლი რაღაც პრაივიტ ფბ ჯგუფში ყოფილან და იქ ვაქტიურობთო. ეჰ-მეთქი :დ მეც დამწყდა გული
იქნებ დაგვიბრუნდნენ

სხვებიც ასე, ამ პანდემიის დროს დაიკარგა ყველა. ხანდახან გამოჩნდება ხოლმე დარქ სქაი.

იცის ხოლმე ისე ამ ფორუმმა ეგ. იკარგება სასტავი. და სევდიანია biggrin.gif

Posted by: takoo1 15 Jul 2020, 12:18
Tua
nino84
რავი სულ უზომავს თავს და არ უნდა ეთქვა თუ რამე? 39 ქონდა თავი 2 თვეზე ნორმაა ნეტა,ხო არ გახსოვთ თქვენ

Posted by: alesandra 16 Jul 2020, 18:46
მოკლედ, შერეულ კვებაზეა ჩემი ბაია და რომ შეჭამს, მერე ყოველთვის იღებს რამდენჯერმე. ნორმალურია ეს? საკვების შეცვლა ხომ არ სჭირდება? ჰიპ კომბიოტიკს ჭამს.

Posted by: ReBelDiNaAa 16 Jul 2020, 21:53
megobrebo, 5 wlis xdeba chemi bicho da kbili aqvs ukve gamoxruli, stkiva dzalian..
pirvelad var am situaciashi da ra unda gavaketo??? mirchiot iqnen rame

Posted by: Tua 16 Jul 2020, 21:58
ReBelDiNaAa
ბავშვთა სტომატოლოგთან უნდა წაიყვანოთ და დაუპლომბოთ.

* * *
alesandra
შერეულ კვებაში მყარს და ფორმულას გუკისხმო თუ ძუზუს და მყარს, თუ ძუძუს და ფორმულას? თუ მყარზეა რაღაც აარ ერგება დააკვირდი რომელ პროსუქტზე შვება

Posted by: alesandra 16 Jul 2020, 22:40
Tua
ძუძუს და ფორმულას ვგულისხმობ.

Posted by: takoo1 17 Jul 2020, 11:41
alesandra
4 თვისაა ხო შენი ბაია?ჩემსაზე დიდი მახსოვს:* რომელს იღებს ძუძუს თუ ფორმულას?

Posted by: nino84 17 Jul 2020, 20:18
გოგოებო, თითქმის 5 თვისაა ჩემი გოგო და ხილფაფა უნდა დავუწყო. ჯერ ვერ ზის და ქარსითში ჩავსვა და ისე მივცე? საკვები სკამები 6 თვიდანაა რაც ვნახე.
მეორე საკითხი, მყავდა მაია ხერხეულიძესთან, ყიფლიბანდი ცოტა დიდი აქვს და კალცის ერთFვიანი კურსი დაუნიშნა, დ ვიტამინიც 2 წვეთიო სამი კვირა. მანამდე ერთი კვირის წინ მყავდა რცხილაძესთან და მიქელაძესთან, მსგავსი არაფერი უთქვამთ. საშიში არააო, მაგრამ მაინც ვღელავ.

Posted by: alesandra 17 Jul 2020, 23:19
gogatakoo
კი, გოგო, შენსაზე დიდია, სამთვინახევრისაა. ჭამს ძუძუს და შემდეგ ფორმულას დღეში ოთხჯერ. საღამოს და დილით ადრე მხოლოდ ძუძუს.
შენი ბაია ძუძუზე გყავს?
* * *
nino84
ბოთლიდან როგორც აჭმევ, ისევე რომ დაიჭირო და აჭამო?

Posted by: მზე 17 Jul 2020, 23:45
nino84
კალთაში მეჯდა ხოლმე ოდნავ გადაწვენილი. ან უფრო ხშირად ბებიას ეჯდა და მე ვაჭმევდი
ან ბაუნსერი/შეზლონგი არ გაქვს? მანდაც კომფორტული იყო ხოლმე

Posted by: takoo1 18 Jul 2020, 14:33
alesandra
ხოო ხოდა რომელს იღებსთქო ანუ რომელი ამოაქვს? ძუძუ თუ ფორმულა? ჩემი დიშვილი მაგალითად ძუძუს იღებდა ხოლმე თან საკმაოდ ბევრს ლამის ასხამდა პირიდან.
ყოველ ჭამაზე იღებს?დააკვირდი. ეხლა დაიწყო თუ აქამდე სულ იღებდა?
მე ძუძუზე მყავს თუ ძაან გამიჭირდა ხოლმე საღამოს ვაძლევ ფორმულას ერთხელ.ძალიან მჭამელია და იმდენი არ მაქვს რძე ხანდახან არ ყოფნის და მეცოდება რო ჭუჭყუნებს

Posted by: narkozeli 19 Jul 2020, 08:33
nino84

არის საკვები სკამები 0თვიდანაც. მე მაქვს CAM-ის სკამი, 3 პოზიცია აქვს : 0 თვე, 4 თვე და 6 თვე.

დ ვიიტამინს და კალცს რაც შეეხება, მერ მაგ სამიდან ყველაზე მეტად მაინც რცხილაძეს ვენდობი.

აი ჩვენი სკამის პოზიციები:
user posted image
user posted image

Posted by: Tua 19 Jul 2020, 12:06
nino84
როცა ბავსვის მყარ კვებას იწყებ აუცილებლდ უნდა დასვა სკამში, მე ვიყუდე წითელქუდაში და ზე კმაყოფილი ვარ, 4 თვიდანაა და გადაწვენილ პოზიციაშიც სულ მეჯდა მაგ სკამში სანამ დსვუწყე .ყარი კვება, 300-400 ლარამდე მერყეობს ფასი. სანამ მერაღაცას ვაკეთებ ეს წეს, თან ყველა ნაწილი ეხსნება ირეცხება სუფთავდება ჩუხოლიც მათ შორის, წითელქუდაში burbay და baby mix ეს ფირმებია კარგი და ფასიც ნორმალური.

Posted by: alesandra 19 Jul 2020, 12:24
Tua
ისე, რა ხნიდან შეიძლება ზოგადად ბავშვი დასვა? 6 თვიდან?

narkozeli
სკამი კარგია და ბაია საოცრება love.gif love.gif

Posted by: მზე 19 Jul 2020, 12:24
narkozeli
რა საყავრელია <3

* * *

გოგოებო ხო არ იცით სად შეიძლება ვიყიდე ვერცხლის კოვზი და ჩანგალი ბავშვისთვის ? biggrin.gif

Posted by: Mybaby 19 Jul 2020, 15:22
tako_91
ბოსტნეული აქვს ამოჩემებული,თორემ ფაფას და ხილს მაინც ჭამს რა.ზუსტად ესე ვარ მეც, ისე განვიცდი,იმედია მიეჩვევა და ძიძაც კარგად მიხედავს(ნუ ძიძის საკითხი კიდევ სხვა თემაა იმდენად განვიცდი).
Tua
გოგო მიქელაძესთან ავიყვან ათაში ერთხელ,რომ შეხედოს ხოლმე.თოტემ მაგისმა ლაკონურმა მიდგომამ დამღალა))) რცხილაძეც ძალიან მომეწონა იცი,ძალიან ბევრ დროს გითმობს და არ ჩქარობს.თან მახვილი თვალი აქვს ამასაც.

Posted by: Tua 19 Jul 2020, 17:42
alesandra
მე 3 თვიდან კალთაში ვისვავდი რაოდენიმე წუთით და 5 თვიდან ჩვეუკებრივად ზის ეს. დიდი ხნით არშეიძლება 6 თვემდედასმა.მაგრამ კვების დროსაც იჯდა სკამში ჩვეულებრუვად 4.5 თვიდან

Mybaby
ჰო ჩვენიც ეეთია არ ჩქარობს გინდა 1 საათი იყავი შიგნით და რაც გინდა კითხე რამდენიც გინდა კითხე smile.gif))

Posted by: pearlgirl 20 Jul 2020, 10:49
unusual
Tua
narkozeli
გამარჯობა smile.gif
ისტერიისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ღეჭვა თუნდაც ღრძილებით დაბეგვა საკვების ძალიან მნიშვნელოვანია ტვინისთვის.
დაბლენდერებისას ერთგვაროვან მასას ყლაპავს ბავშვი, გემოების აღქმა და დაგემოვნება ნაკლებად გამოდის ასე. 6 თვის ზემოთ, ჩვეულებრივად პიურეს საჭყლეტით ჩასრესილ საკვებს ჩვეულებრივად მიირთმევს ბავშვების 90 პროცენტი. ხორცეულს ხერხიანი დანით დააქუცმაცებ და ისე შეურევ.
ისტერია არააა ნამდვილად.
* * *
nino84
QUOTE
გოგოებო, თითქმის 5 თვისაა ჩემი გოგო და ხილფაფა უნდა დავუწყო. ჯერ ვერ ზის და ქარსითში ჩავსვა და ისე მივცე? საკვები სკამები 6 თვიდანაა რაც ვნახე.
მეორე საკითხი, მყავდა მაია ხერხეულიძესთან, ყიფლიბანდი ცოტა დიდი აქვს და კალცის ერთFვიანი კურსი დაუნიშნა, დ ვიტამინიც 2 წვეთიო სამი კვირა. მანამდე ერთი კვირის წინ მყავდა რცხილაძესთან და მიქელაძესთან, მსგავსი არაფერი უთქვამთ. საშიში არააო, მაგრამ მაინც ვღელავ.

აი რცხილაძის და მიქელაძის მერე ხერხეულიძესთან რატომ მიხვედით ? smile.gif
ყიფლიბანდის ზომა არაფერი პრობლემა არაა, რცხილაძე ალბათ გეტყოდათ რომ თავის გარშემოწერილობაა მთავარი! კალცის ერთთვიანი კურსი არის სისულელე! და დევიტამის ისედაც ხომ უნდა იღებდეს ამხნის ბავშვი.

* * *
მზე
QUOTE
ხო არ იცით სად შეიძლება ვიყიდე ვერცხლის კოვზი და ჩანგალი ბავშვისთვის ?

ჰეი ჰეეი bis.gif ამ ბექ
რათ გინდა ვერცხლის კოვზი და ჩანგალი ? smile.gif

Posted by: nino84 20 Jul 2020, 12:46
alesandra
მზე
Tua
narkozeli
მადლობა გოგოებო.
გვანც, უსაყვარლესი ბიჭო გყავს ❤️

გუშინ გავასინჯე ვაშლის ხილფაფა სემპერის, დღესაც ხომ შეიძლება იგივე ქილიდან მივცე, 24 სთ. აქვსო გახსნიდან ვადა.
წინასწარ გამოვიღო მაცივრიდან ცოტა რომ შეთბეს?

Posted by: Tua 20 Jul 2020, 13:29
pearlgirl
გამარჯობა, სადა აბა ისტერიკა.

ხორცი არასდროს დამიბლენდერებია ბავშვისთვის არც თევზი არც კვერცხის გული, კარტოფილსაც ვუჭყლიტავ 5 თვიდან სადღაც. ხილსაც არ ვუბლენდერებ უკვე დიდიხანია რაც ჩვენი ცოცხალი შეოვიდა მალინას სმაროდინას მოცვს მთლიანებს ვაჭმევ ასევწ გარგალსაც კანის გარეშე.

Posted by: nino84 20 Jul 2020, 13:45
pearlgirl
მივედი იმიტომ, რომ მიქელაძეს ლაპარაკი ეზარება, დამატება უნდა დაგვეწყო და მომცეს კონსპექტი ყველანაირი ახსნის გარეშე, პირველი შვილია და მაქვს უამრავი შეკითხვა, პედიატრისთვის და გამოცდილი დედისთვის ზოგი ალბათ დებილურიც, მაგრამ მაქვს. რცხილაძე მომეწონა, მაგრამ კვებაზე მანაც ძალიან ზოგადი მითითებები მომცა. ხერხეულიძემ გასაგებად ჩამომიწერა როდის რა და რამდენი უნდა მივცე, სხვა დანარჩენ საკითხებში ვაღიარებ მიქელაძეს და რცხილაძეს ალბათ უფრო ვენდობოდი. დ ვიტამინს ერთ წვეთს დაბადებიდან ვასმევ.

Posted by: Tua 20 Jul 2020, 14:00
nino84
კი ნინშეგიძლია 24 საათი აქვს სემპერს ვადა.

Posted by: pearlgirl 20 Jul 2020, 14:44
nino84
მესმის პირველი შვილი და ათასი კითხვა. უბრალოდ აი მაია ხერხეულიძეს ნუ ენდობი რა. არაა მცოდნე. ეგ თუნდაც იმით დგინდება ამ წამს რომ დიდ ყიფლიბანდზე კალცი დაუნიშნა ბავშვს.
ბავშვის კვებას არ უნდა ჩამოწერა.
მე რცხილაძესთან და მერე ჩემი თავის განვითარებით გავზარდე შვილი და მესმის ძალიან კარგად პირველი შვილის ამბავი smile.gif
რცხილაძის ასისტენტის დახმარება შეგიძლია როცა კითხვები გაქვს.

Posted by: მზე 20 Jul 2020, 16:44
pearlgirl
QUOTE
ჰეი ჰეეი  ამ ბექ
რათ გინდა ვერცხლის კოვზი და ჩანგალი ?

ეხლა ვიტირებ biggrin.gif biggrin.gif
ძააან მენატრებოდით შენ და პერსიკი biggrin.gif love.gif love.gif love.gif love.gif

გოგო რავი კარგიაო არა? biggrin.gif ნია-ნუასთვის მინდა კოვზი და ჩანგალი არა პლასტმასის

Posted by: narkozeli 20 Jul 2020, 17:57
alesandra
მზე

გოგოებო love.gif მადლობა



* * *
pearlgirl
QUOTE
პიურეს საჭყლეტით ჩასრესილ საკვებს ჩვეულებრივად მიირთმევს ბავშვების 90 პროცენტი.


რითია ეს სტატისტიკა გამყარებული? არსებობს რამე მეცნიერული მტკიცებულება?

მე ამ კონკრეტულ თემაზე არ მიძებნია, თუმცა ეჭვი მაქვს 90 პროცენტი ხმამაღალი ნათქვამია, თან ძალიან)) ჩემს ირგვლივ 6 თვის ბავშვების დიდ ნაწილს უჭირს დაუბლენდერებლი მყარი მასის ღეჭვა და ყლაპავენ პირდაპირ მყარ და დაუღეჭავ მასას, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის არც ისე სახარბიელო მოსანელებელია.
ჩემს შვილს აქვს კარგად განვითარებული ღეჭვის რეფლექსი თუმცა რასაც მე ვუყურებ 6 თვის ასაკში ბევრს უჭირს და რავიცი, ასეთ დროს იძულებით მიცემა და თავის დამშვიდება იმით რომ აი დაუბლენდერებელი მივეცი, არასწორად მიმაჩნია.

აგერ მე და თუა ვიცნობთ ერთს, ფორუმელის შვილს-ლუკიანეს, კარგად ჭამდა დაუბლენდერებელს და თავიდანვე მასე ჩაჭყლეტილს აძლევდა დედამისი, თუმცა სადღაც 9-10 თვისამ საერთოდ აკრძალა მასე საკვების მიღება და მხოლოდ დაბლენდერებულს ჭამს. მე ზომიერების მომხრე ვარ))
ხილს და ბოსტნეულის დიდ ნაწილს არც ვუბლენდერებ კარგა ხანია. მაგრამ მაგალითად ხორცს ვერ მივცემ ამ ეტაპზე დაუბლენდერებელს. ვერც სტაფილოს.
* * *
nino84

მადლობა love.gif

სემპერის ვაშლის ხილფაფა არაჩვეულებრივი აზრია მყარი საკვების დასაწყებად up.gif

Posted by: alesandra 20 Jul 2020, 22:41
QUOTE
სემპერის ვაშლის ხილფაფა


იცით რა მაინტერესებს? მეთვითონ რომ დავამზადო ხილფაფა ვაშლისგან და მივცე, დავაშავებ რამეს?

Posted by: Tua 20 Jul 2020, 22:49
alesandra
არდააშავებ, გააცალე კანი ამოაცალე გული დაჭერი კუბებად მოთუშე ცოტახაი თუ წვენი გამოუშვა კაია თუ არადა ოდნაცლვ დაამატე წყალი გააციე დააბლენდერე და უკარგესი გამოდის. მე მერე უკვე ცოცხალს ვაჭმევდი.

Posted by: alesandra 20 Jul 2020, 23:30
Tua
მადლობა, მასე გავაკეთებ. love.gif

Posted by: Mybaby 21 Jul 2020, 00:59
გოგოებო,მე-9 თვეშია და თავზე ძლივს გვეზრდება თმა))) ანუ ქოჩორი რასაც ქვია არ გვაქვს))) აშკარად მოზრდილი აქვს თმა,მაგრამ ამ ასაკის ბავშვებს რომ ვუყურებ კულულები აქვთ უკვე.რამის ბრალი შეიძლება იყოს?

დაბლენდერებულ და დაუბლენდერებულ საკვებზე ვარ ჩაციკლული. ახალი გადასული ვარ ცოცხალი ბოსტნეულის (ჩემითს მოხარშული) კეთებაზე,გულს ირევს.რაღა ვქნა არ ვიცი. როგორც კი პატარა ნაწიბური ხვდება ყელში და გულს ირევს.
არადა აგერ უკვე ნაჭრებად დაჭრილს აძლევთ თქვენს პატარებს.ეს კიდევ პატარა ნაწილაკზე ჭედავს. რა ვაჭამო? სადილი ამომიგდო ფაქტიურად და ძუძუზეა.ფაფას და ხილს ჭამს მარტო .
* * *
narkozeli
ეხლა გადავავლე თვალი წინა პოსტებს.ეს რა საყვარელი გყავს გოგოო,საოცრება ბავშვია:* ვაიმე გვანცა,ჩემსასაც ესე აქვს თმები))) ანუ დავწყბარდე და არ ვინერვიულო. ოლო დროს ამეკვიატა,რატომ არ უქოჩრდება თმათქო))))
და კიდევ რა უნდა გკითხო.ამხელა ნაჭრებს რომ უხარშავ,კარგად ჭამს?ან როგორ დაუწყე თავიდან? რამდენი ხანი ხარშავ? ისე მეშინია არ გადასცდეს,ისე რომ რა გითხრა.არადა 8 კიჭი აქვს და თითქოს ღეჭვა უნდა,მოცვი ვაჭამე იმდღეს და ატოკებდა ყბება რავიცი.
თავიდან როგორ შევაჩვიო ასეთ ჭამას,როცა პატარა ნაწიბურის მოხვედრისას გულს ირევსsad.gif უზომოდ მენერვიულება,ხორციც გვაკლდება და ბოსტნეულიც,ვიტამინებს ვერ იღებს.

Posted by: nino84 21 Jul 2020, 06:10
alesandra
ხერხეულიძემ მჟავეაო ზაფხულის ვაშლი. ისე გოლდენი და ანტონოვკა მიეციო
* * *
კბილებისგან 37.7 სიცხე შეიძლება ქონდეს? გაციების არანაირი.სიმპტომი არ აქვს, ცხელი მომეჩვენა და გავუზომე.

Posted by: makarena 21 Jul 2020, 11:27
მზე
QUOTE
გოგოებო ხო არ იცით სად შეიძლება ვიყიდე ვერცხლის კოვზი და ჩანგალი ბავშვისთვის ?

ახალი ეჭვი მაქვს სადმე ნახოთ, ალბათ მშრალ ხიდზე rolleyes.gif

Posted by: Tua 21 Jul 2020, 11:40
nino84
გოლდენი და ანტონოვკა არის ზამთარში, ეხლა მაცივარში ნადებია და არანაირი სასარგებლო მაშში არ არის, ახალი ოქტომბრიდან შემოდის. ალბათ თებსრვალი მარტოს მერე ვაშლს არც ვაჭმევ .

Mybaby
არც ამას ექოჩრებოდა მელოტი იყო და რაც დ ვიტამინი მწყობრში აქვს ისეთი ქოჩორი აქვსsmile.gif)) გულს ირევს თუ გულის რევის იმიტაციას აკეთებს? ეგ ყველა ბავშვს აქვს თავიდან რეფლექსია ეგეთი.

Posted by: nino84 21 Jul 2020, 11:41
37.7 დან თანდათან 37 ზე ჩამოუვიდა, წამალი არაფერი მიმიცია.კბილებს ვფიქრობ, ან შეიძლება ღამე სიცხისგან მისცა?

Posted by: alesandra 21 Jul 2020, 13:59
nino84
მადლობა. ანტონოვკა ყველაზე კარგია ალბათ.

Posted by: unusual 21 Jul 2020, 15:20
pearlgirl

გარგარი გადავუხეჩე ხელით დავუჭირე და პირში ჩავუდე, ლოღნიდა, ოდნავ მსხვილი რაღაცა გადაყლაპა და გული აირია, ესე მიკეთებს სულ, რა გავაკეთო არ ვიცი. თან ეგ ხო ხილია რბილია და რატო აკეტებს მასე ვერ გავიგე.
* * *
Mybaby
QUOTE
.რაღა ვქნა არ ვიცი. როგორც კი პატარა ნაწიბური ხვდება ყელში და გულს ირევს.
არადა აგერ უკვე ნაჭრებად დაჭრილს აძლევთ თქვენს პატარებს

ჩემიც მასეა weep.gif რო ვაპარებ რაღაცეებს ეგრევე გულს ირივევს თან იმ დონეზე რომ გაწუწულები ვართ ორივე weep.gif ჩემი მერვეშია.
ერთ ერთ პედიატრს რომ ვკითხე, დაბლენდერებული მიეცი წლამდეო რა პრობლემა არისო და ერთი წლის მერე ჩაუჭყლიტეო, აბა სხვანაირად როგორ უნდა ჭამოსო. არადა ვინც მხედავს ყველა მიპროტესტებს და ნერვებზე მოქმედებს, ასე მგონია რაღაცას არასწორად ვაკეთებ.

Posted by: nino84 21 Jul 2020, 15:38
Tua
ხო, ეხლა არაა სეზონი და სემპერისას ვაჭმევ. მერე გავასინჯებ ატამს და შავ ქლიავს.alesandra
კი, კაია ოღონდ სეზონზე.

გოგოებო, ხილფაფის მერე ბისტნეული გაასინჯეთ თუ ფაფა? ურძეო წიწიბურა და სიმინდი ვუყიდე. ბოსტნეული რა მიეცით თავიდან? ქილის თუ სახლში გაკეთებული?

Posted by: unusual 21 Jul 2020, 15:57
nino84
მე ჯერ ფაფით დავაწყებინე და მერე ბოსტნეულით.თავიდან სახლში გაკეთებული რომ გავასინჯე სულ გული ირია, ამიტომ ჯერ მაღაზიისას შევაჩვიე და მერე უმტკივნეულოდ გადავიყვანე სახლში დამზადებულზე. და ფაფებს რაც შეეხება რძიანით დავაწყებინე, ეხლა კი მითხრა პედიატრმა რომ შემიძლია რძიანიც მივცე და ურძეოც.

Posted by: nino84 21 Jul 2020, 17:20
unusual
ჩემ გოგოს ალერგია აქვს რძეზე და ძალიან ვფრთხილობ ყველაფერზე. ურძეო სემპერის წიწიბურა და ნუტრიბენის სიმინდი შევარჩიე.
ფაფა თავიდან რამდენი მიეცი?
* * *
ყელში გამოყელილზე რას უსმევთ? რაც დაცხა უფრო გაუწითლდა ნაკეცები.

Posted by: narkozeli 21 Jul 2020, 17:25
alesandra

არაფერს დააშავებ, მთავარია ძაან მჟავე ვაშლი არ იყოს. ზაფხულის ვაშლი ე.წ. "შამპანსკი" შეგიძლია ახლა


Mybaby

გოგო ნუ ნერვიულობ ქოჩორზე, დ ვიტამინს ხო აძლევ? :* ყველა ქოჩორა ხო ვერ იქნება კაცო biggrin.gif ჩემი ღინღლებით დაიბადა, წარბები საერთოდ არ ქონდა, პრიალა იყო biggrin.gif და ნელა ეზრდება ქოჩორი, არაა სანერვიულო. მთავარია გაცვენილები არ ქონდეს ალაგ-ალაგ, ეგ შეიძლება იყოს დ ვიტამინის ნაკლებობის ბრალი

მადლობა love.gif

QUOTE
და კიდევ რა უნდა გკითხო.ამხელა ნაჭრებს რომ უხარშავ,კარგად ჭამს?ან როგორ დაუწყე თავიდან? რამდენი ხანი ხარშავ? ისე მეშინია არ გადასცდეს,ისე რომ რა გითხრა.არადა 8 კიჭი აქვს და თითქოს ღეჭვა უნდა,მოცვი ვაჭამე იმდღეს და ატოკებდა ყბება რავიცი.
თავიდან როგორ შევაჩვიო ასეთ ჭამას,როცა პატარა ნაწიბურის მოხვედრისას გულს ირევს უზომოდ მენერვიულება,ხორციც გვაკლდება და ბოსტნეულიც,ვიტამინებს ვერ იღებს.



გოგო მაგას ხელით ჭამას რომ შეეჩვიოს მაგიტომ ვაძლევ, მაგით კი ვერ გაძღება 7 და 8 თვის ბავშვი <3
გულის რევის იმიტაცია ბუნებრივია, ნუ გეშინია, არ დანებდე და აუცილებლად შეეჩვევა. ლედ ვინინგისთვის ბოსტნეულს გააჩნია რომელს, სტაფილოს 20 წუთი მაინც უნდა მაგალითად, ყაბაყს ბროკოლს ყვავილოვანს 5-10 წუთიც არ უნდა და ა.შ

პატარა ნაწიბურის მოხვედრისას გულის რევის იმიტაცია სანერვიულო არაა :* უბრალოდ სულ დაბლენდერებულზე არ გყავდეს, აი გარგარი მაგალითად ხელით მიეცი ხოლმე,მოკბიჩოს და ისე ჭამოს, ღეჭვასაც შეეჩვევა. ოღონდ გათალე და ისე.
* * *
კენკრას- ჟოლოს, მოცვს,სმაროდინას და ა.შ. პირდაპირ ვაძლევ, ჩემი ხელით და ვუყურებ რომ არ გადაცდეს, არ ვუბლენდერებ ამათ,

Posted by: Mybaby 21 Jul 2020, 22:14
Tua
გოგო რავიცი,დ ვიტამინი რამოდენიმე თვის წინ გავუზომე და წესრიგში ჰქონდა.ერთ წვეთზე ვართ უკვე დიდი ხანია.
გულის რევის იმიტაციას აკეთებს და მერე თუ გავუგრძელე უკვე გულის რევაზე გადადის.ანუ იმიტაციას რომ აკეთებს,ვხვდები რომ თუ გავუგრძელებ უეჭველი აირევს კიდეც. ეხლა კარტოფილი მოვუხარშე და კარტოფილის პიურეთი დავაწყებინე მოკლედ,ჩანგლით ჩავუჭყლოტე და 10 კოვზი შეჭამა.მე როდის უნდა მივცე ამას უკვე ხელში დასაჭერი მოხარშული ბისტნეული არ ვიცი. გოგო ვნერვიულობ სერიოზულად.
* * *
unusual
დღეს ჩემი ქმარიც მაგას მეუბნებოდა,წლამდე მაინც დავაცადოთო და უფრო ბევრი კბილი რომ ექნება მერე დაღეჭავსო)))) არადა კბილები არ აქვთ და უკვე ღეჭვას აჩვევენ.ხო,რომ ვკითხულობდი შენს კომენტარებს,იგივენაირად აკეთებს ესეც.ალბათ უკვე ფაფისებურად დაბლენდერებულს რომ შეეჩვია ჩემი,უკვე ვეღარ აუტანია ოდნავი მსხვილი ნაწილი. ჩემი მეცხრეშია. მოკლედ ზოგადად ვფიქრობ ალბათ სანერვიულო მაინც არაა,მაგრამ მშობელი რომ ხარ გენერვიულება მაინც)))
* * *
narkozeli
არ აქვს გვანც გაცვენილი,უნრალოდ ნელა ეზრდება.ვახ,მაინც ავუღებ აბა ანალიზს თბილისში რომ წავიყვან.ბარემ გიგისთან უნდა გადავუღო ეხო შარდსადენზე,გადავამოწმო და ზაზა ჭანტურიასთან მინდა მიყვანა.ხოდა,ამ დ ვიტამინზეც ჩავაბარებ ბარემ აბალიზს.კალცზეც ხომ არ ჩავაბარო?

რავიცი გოგო იმიტაციას აკეთებს და მერე მართლა ირევს გულს.რომ იჯღანება უკვე ვხდები,რომ გავუგრძელო უეჭველი ამირევა გულს. აი ეგაა “არ დანებდე” და ამ დროს გული ფეხებში მიმდის.სულ მგონია გაეჩხირება ყელში და რაღა ვქნა რითი ვუშველოთქო. არადა ძიძასთან მიწევს დატოვება 1 თვეში.1 თვე მაქვს შესაჩვევად,თორემ ისე ალბათ ვერ დავუტოვებ იმდენად მშიშარა აღმოვჩნდი.
* * *
narkozeli
მოცვს კანს აცლი ხომ?

Posted by: Tua 21 Jul 2020, 23:50
Mybaby
ნუ ნერვიულობ ყველაფერი იწნება ნელნელაშეაჩვევ,დილატაცია ჰწონდა ბოლო ექოზე ისე? მეც მისაყვანი მყავს ეხლა 9 თვეზე და უკვე არვიცი როგორ გავაჩერებ ექოზე ან მანდ ან ჯოენშიsmile.gif)) და ჭანტურაიასთან რატო მიგყავს?

Posted by: Mybaby 22 Jul 2020, 00:10
Tua
იმედია შეეჩვევა თუა,ბოსტნეულზე ესე რომ შვრება ხორცსაც ვეღარ იღებს.ფაქტიურად ფაფა,ხილი და ჩემი რძე გამოსდის.

კი თუა იყო,მე ბოლოს 3 თვის რომ იყო მაშინ გადავუღე და იყო დილატაცია-ცოტა,მაგრამ მაინც იყო.მერე გიგიმ მითხრა 9 თვის რომ იქნება მაშინ მოიყვანე ეხოზეო,იქამდე აზრი არ აქვსო. ხოდა ივლისი ბოლოსთვის მინდა მიყვანა.ზაზას კონსულტაციის მხრივ მინდა შევახედო,და ისედაც,თუ კიდევ იყო დილატაცია რას მეტყვის მაინტერესებს.ისე სასქესო ორგანოზე მინდა შევახედო,გადაწევა-არ გადაწევის საკითხი მითხრას რა ვქნა.რცხილაძემ მითხრა თვითონ გადაეწევა,შენ არ ჩაერიოო. ზოგს 5-6 წლის ასაკში ეწევა თავისითო.

ისე ეხოზე შენ სად მიგყავს აბა? ჯოენში ვისთან? ანუ ამ თირკმლის მენჯის ეხოს ყველაზე კარგად ვინ იღებს? წინაზე გიგი მირჩიე და წავიყვანე მაგასთან.სხვათაშორის კარგად გადაუღო. ციციშვილში თავიდან ვისთანაც მყავდა,ერთი ღრმა სოფლის შთაბეჭდილება დამრჩა რა,ელემენტარული დასაფენიც არ ჰქონდა და მე დამაფენინა პილიონდა,აპარატიც ძველი ჰქონდა.

Posted by: Tua 22 Jul 2020, 10:14
Mybaby
გგისთან მიმყავს მეც თირკმელზე მაგრამ.გულზეც მყავს ჯოენში წასაყვანი.

მაგ გადაწევაზე ჩემებმა შემჭამეს უნდა ეწეოდესო ჰოდა მეც წავიუვანე ზაზასთან 2 წუთში უკანგამომიშვა ნუ სთხოვთ ბავვს უკვე ქალებში წასვლასი 4 წლის რომ გახდება მერე მომიყვანეო ამიტომ ტყუილად მიხვალ.მაგ საკითხზე შენც უკან გამოვიშვებს smile.gif)))) თურკმელზე ნეფროლოგი უნდა ბავშვთა წესით.

Posted by: alesandra 22 Jul 2020, 12:18
6 კილოს გადააჭარბა და ვეღარ დამყავს ხელით. კენგურუს შეძენა მინდა. ხომ ვერ მეტყვით რას უნდა მივაქციო ყურადღება და რამდენად უსაფრთხოა? პედიატრთან ან ორთოპედთან უნდა გავიარო წინასწარ კონსულტაცია?

ამ ორიდან რომელს მირჩევდით?
https://www.chicco.ge/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

Posted by: Redial 22 Jul 2020, 12:20
alesandra
https://www.facebook.com/BabyWrapBagana/

აბა ეს გვერდი ნახეთ

Posted by: alesandra 22 Jul 2020, 12:24
...................................................................................................................................................................................................................................................................

narkozeli
მადლობა! smile.gif



Posted by: Tua 22 Jul 2020, 14:16
alesandra
ორთოპედთან კონსულტაცია არაა საჭირო თუ 12 კვორაზე ექო იყო წესრიგში მენჯ ბარძაყის. უფ 6 კილო რო იყო ჩემი ისეთი მსუბუქი იყო smile.gif)) ეხლა 12ია . წითელქუდას აქვს რაღაც ერგობეიბი მაგრამ სახლში რათ გიბდა კენგურუ ხელში ითხოვს სულ? სკამში ჩასვი ან მანეჟში ჩააგორე მიეჩვევა კიდევაც და ხელშიც არენდომება წარამარა
ის ბაგანა სლინგია არაა კენგურუ, ვიშლისტზე , წითელქუდაშიც ნახე უფრო შეღავათიანი ფასებია, ამ.სიცხეში კი ამოიხუთებით ორივეში

Posted by: unusual 22 Jul 2020, 15:31
nino84
QUOTE
ფაფა თავიდან რამდენი მიეცი?
* * *
ყელში გამოყელილზე რას უსმევთ? რაც დაცხა უფრო გაუწითლდა ნაკეცები.

მე ჰიპისას ვაძლევ. მომზადების წესი ნახე და იქ ეწერება როგორ მოიქცე. ჩემსას უწერია 120გრ წყალში სამი სუფრის კოვზი უნდა ჩავყარო და მოვურიო, რომელიც გამოდის 150 გრამი ბოლოს. ხოდა თუ გინდა გაყავი ეგ დოზები, ან სრულად გააკეთე და რამდენსაც შეჭამს იმდენი მიეცი.
მე სუდოკრემს ვუსვამ.

Posted by: nino84 22 Jul 2020, 17:03
ბაკურიანში ბავშვთა კლინიკა არის თუ იცით? გუშინ დილას სიცხე ქონდა და ტანზეც წითელი ლაქები გამოუვიდა, რომელიც მალევე გაუქრა. სამ პედიატრს ვკითხე და ერთი დღე შეხედე და თუ არ განმეორდა წაიყვანეო, მაგრამ მაინც მეშინია.
* * *
unusual
მადლობა ❤️
*********

Posted by: Mybaby 22 Jul 2020, 17:27
Tua
ხო არა?))) ესე იგი თითქმის ყველა გამოცდილი და კვალიფიციური ექიმი თანხმდება ერთ აზრს,რომ არ გადავუწიოთ))) რა კარგი გოგო ხარ,რომ მომწერე.არ წავალ მაშინ მაგასთან და და ნეფროლოგთან მივიყვან მაშინ.ციხიშვილში დავითთან(ხელიძეა თუ არ ვცდები) მივიყვანე ადრეც.
და თუა,თუ მარილები აქვს როგორ უნდა მივხვდე? ეგ ხომა რ ჩანს? ნუ არც ტირილს შარდვის დროს მაგრამ ანუ იცი რა მაინტერესებს,არ ღირს მიყვანა?)))

Posted by: Tua 22 Jul 2020, 18:29
Mybaby
მარიკები საშინელი ტკივილია და მოფსმის დროსაც ტირიან, ვაფშე არაფერი უნახა არეწევა თქო სულ ძალით წამაყვანინეს ბავშვი და როგორ მე ვნახულობ გადაწევით ეგრე ნახა და რისთვის მოხვედიო მეჩხუბა და გამომიშვა smile.gif)))))

Posted by: takoo1 22 Jul 2020, 20:03
Tua
გოგო 12 კვირაზე სავალდებულოა ორთოპედთან ვიზიტი? და ფასიანი გვეკუთვნის აღრიცხვაზე სადაც ვართ?

Posted by: Tua 22 Jul 2020, 22:16
nino84
არა არაა ბავშვთა კლინიკა მაგრამ წაქაძის ქუჩაზე არის სასწრაფო დახმარება, მაგრამ ერთი კაი პედიატრია მანდ ბაკურიანში 599570597 ფატი ( ეს სუალავასთან იღებს კონსულტაციებს ხშირად ) და მეორეც 599586099 გუცი
* * *
gogatakoo
ორთოპედის კონსულტაცია არა 12 კვირამდე აუცილებელია მენჯ ბარძაყის ექოსკოპია რომელიც ფასიანია და მედიქლაბსი უნდა გადაუღო ნინო დუმბაძესთან -80 ლარი ღირს, მერე თუ რაიმე პრობლემაა მერე უკვე წახვიდე ორთოპედთან რომელიც არის ლაშა ძიძიგური და ეგეც არაა უფასო ანუ არგეკუთვნის. 12 კვირამდე დისპლაზიის გამორიცხვა ხდება, რადგან მერე ცხიმოვან ქსოვილებშია რთულია გარკვევა და რენტგენი გიწევს დიდ ასაკში რომ რამე იყოს.

Posted by: Mybaby 23 Jul 2020, 00:51
Tua
ხოოო,ესე იგი აზრი არ აქვს მიყვანას ზაზასთან))) კიდევ კარგი დავწერე გოგო და მითხარი,თორემ კაცს უკვე დავურეკე სანამ ბავშვს თბილოსიდან გამოვიყვანდი და მოსვლამდე 1 კვირით ადრე დამირეკეო,ანუ ეხლა ვაპირებდი ჩაწერას მასთან))) ვერი ვერი გუდ გუდ)))
იმედია ყველაფერი კარგად დაგვხდება დილატაციაზე,დამეწყება ეხლა ნერვიულობა სანამ პასუხს გავიგებsmile.gif
თუა,ფეხსაცმელს როგორს ახმარ? გყავდა ლაშასთან მიყვანილი?რა გითხრა?
მე ლევანთან მყავდა მიყვანილი და მითხრა ფეხის ადგმის დროს ჩვეულებრივი მყარი ბოტასი,ფეხსაცმელი უყიდეო,ორთოპედიულს ნიშნავენ როცა პრობლემაა რაღაცო და ამას ჩვეულევრივი მყარ ძირიანი,რომელიც წინ,სახრელში იხრება ისეთი უყიდეო.
რას ფიქრობ შენ?

Posted by: narkozeli 23 Jul 2020, 13:40
Mybaby

QUOTE
არ აქვს გვანც გაცვენილი,უნრალოდ ნელა ეზრდება.ვახ,მაინც ავუღებ აბა ანალიზს თბილისში რომ წავიყვან.ბარემ გიგისთან უნდა გადავუღო ეხო შარდსადენზე,გადავამოწმო და ზაზა ჭანტურიასთან მინდა მიყვანა.ხოდა,ამ დ ვიტამინზეც ჩავაბარებ ბარემ აბალიზს.კალცზეც ხომ არ ჩავაბარო?

რავიცი გოგო იმიტაციას აკეთებს და მერე მართლა ირევს გულს.რომ იჯღანება უკვე ვხდები,რომ გავუგრძელო უეჭველი ამირევა გულს. აი ეგაა “არ დანებდე” და ამ დროს გული ფეხებში მიმდის.სულ მგონია გაეჩხირება ყელში და რაღა ვქნა რითი ვუშველოთქო. არადა ძიძასთან მიწევს დატოვება 1 თვეში.1 თვე მაქვს შესაჩვევად,თორემ ისე ალბათ ვერ დავუტოვებ იმდენად მშიშარა აღმოვჩნდი.


ხოდა ნელა თუ ეზრდება, არცაა არაფერი სანერვიულო :*

ჩვენ 1 წელზე დაგვიბარა რცხილაძემ ტყვიის ანალიზი და კიდევ დამატებით მგონი დ ვიტამინი, კალცი,რკინა და ა.შ. სადღაც ოქტომბრის ბოლოსკენ მივიყვან და გავუკეთებ მეც ყველაფერს, ვენიდან იღებენ ოღონდ.
ზაზასთან მეც მყავდა მიყვანილი და გამოგვიშვა, არ ჭირდება არაფერიო, 3 წლის რომ გახდება მერე მოდითო



გოგო მოცვს არ ვაცლი კანს, პირდაპირ ვაძლევ, დაიცა 1 თვის წინ ვიდეოც გადავუღე გაჩვენებ თუ აიტვირთა :დ

https://youtu.be/RNkxM8jVZao

Posted by: nino84 23 Jul 2020, 15:07
Tua
მადლობა, წიქაძეზე გავჩერდით ზუსტად.

"****
უკან კეფაზე აი თავი სადაც უდევს უფრო თხლად აქვს თმა, ისე კარგად გაუსქელდა და სიგრძეშიც გაეზარდა. არცერთ პედიატრს არაფერი უთქვამს და ეგ ხო არაა სიქაჩლე?

Posted by: pearlgirl 23 Jul 2020, 15:23
narkozeli
იმითაა გამყარებული რომ მყარ კვებაზე გადასვლა სწორ დროს უნდა მოხდეს 4-დან6 თვემდე პერიოდი ინდივიდუალურად ბავშვის მზაობის მიხედვით. (იცით ალბათ ამ მზაობაში რა შედის) 6 თვიდან დღევანდელ მსოფლიოში ევროპაშიც და ამერიკაშიც მიიჩნევა რომ ბავშვი მზადაა მყარი საკვების კოვზით მიღებისათვის, რაც ნიშნავს იმმას რომ ბავშვს უკვე ჩეუძლია დაბეგვა-ღეჭვა ამ დროისათვის. ყოველთვის წერია რომ ძირითადად მზადააა ამ ასაკში, თუმცა ინდივიდუალურია ყველა ბავშვი. ჩაჭყლეტილი დასერილი საკვების მიღება უსაფრთხოა და შესაძლებელია. ბლენდერის მკაცრ უარყოფას არც ვახდენ, იმას გეუბნებით რაც ნამდვილად შესაძლებელია ბლენდერის გარეშე.
წარმატებები.

Posted by: sesilia28 23 Jul 2020, 16:09
გოგოებო ფრისო გოლდი 180მლ-ზე მეტი მიგიციათ? 11 თვისაა და აღარ ჰყოფნის 180

Posted by: Tua 23 Jul 2020, 21:59
Mybaby
გოგო მე მაინც ისეთს ვაცმევ კოჭი რო დაუჭიროს სანამ გაიმაგრებს , მირჩევნია დაცული ვიყო გადაბრუნებისგან. ისე ზოგადადა არუდაო ორთოოედიულები მაგრამ მე ასე მირჩევნია მომავლისთვის.

nino84
წაქაძეზე სად ხართ? რომელ დასახლებაში?

Posted by: Mybaby 23 Jul 2020, 23:05
narkozeli
გოგო რა ყოჩაღი გყავს და რა საყვარელია:* ყველა ვიდეოს ვუყურე რაც ატვირთული გაქვს))) აი ეს შიშის ფაქტორის გადალახვა მიჭირს. და ამის გულის რევებს ვერ ვეგუები.კარტოფილის პიურეზეც ამირია გული.ამას რა მოცვი და სმაროდინა მუვცე რავიცი))) ნუ მოცვი ვაჭამე კანგაცლილი ოღონდა და ჭამა.

რცხილაძემ ჩვენც 1 წლის ასაკში დაგვიბარა კონსულტაციაზე და იგივე ანალიზები ჩამიწერა. გოგო ფტორის შემცველი რაღაც დამინიშნა კიჭებზე,ხოდა არ მიყიდია.შენც გეტყოდა და რა ქენი უყიდე და ახმარ? აღარ მახსოვს ზუსტი სახელი.კბიკებზე არაფერს არ ვახმარ და მგონი 6 თვიდან უნდა მისცენ წესით.
* * *
Tua
ზაფხულისთვის მეც ესეთი მაქვს ნაყიდი,მაღალყელიანი ცოტა,კოჭს უჭერს.დგას უკვე ხელში რომ ვიჭერ და კარგად ამაგრებს ფეხს.ეხლა მინდა მანეჟი ვუყიდო თბილისში რომ ჩავალ,იქნებ იქ თავისით დადგეს ფეხზე. ანუ ორთოპედიულს ფიქრობ მაინც?

Posted by: alesandra 23 Jul 2020, 23:42
Redial
მადლობა! კარგია ეს სლინგები, მაგრამ მე ალბათ ვერ გამოვიყენებ. ჩემსკენ ზურგით რომ იყოს, ისეთი მინდა.

Tua
მადლობა, ვანახავ ვიშლისტზე.
მე ეხლაც ძალიან მიჭირს ხელში ჭერა, თუნდაც ცოტა ხნით. ორივე ხელი მქონდა მოტეხილი და ლაქტაციის ფონზე გამიხსენა. ამიტომ სახლშიც მინდა გამოყენება, 10-15 წუთით რომ ვატარო ხოლმე.

Posted by: Tua 23 Jul 2020, 23:46
Mybaby
მთლად ორატოპედიული არც აროს რაც მაქვს უბრალოდ ბასანოჩკია მაღალყელიანი გამაგრებული კოჭოთ,ესეც დგას და ხელის მოკიდებით დადის თან ითხოვს სულ მატარეთო გაგვწყვიტა წელშიsad.gif მე მაინცსულ ეგეთებს ვუყიდი რავი მშობლის გადასაწყვეტია ალბათ უფრო, ამ შემათხვევაში ჩემთვის კოჭის გამაგრება და ფეხზე სწორად დადგომაა პრიორიტეტი ისე როგორიც შენ გინდა ისეთი შეგიძლია ჩააცვა, მე მირჩევნია თვიდანვე სწორად დადგას ფეხი და კარგად იაროს ვიდრე მერე უი თურმე უნდა ჩაგეცვა ოვისმინო რაც ხშირია ექიმებისგან smile.gif)) მანეჟში დგება თავისით უკვე და საწოლშიც დგება დავუწიე უკვე საწოლო

Posted by: narkozeli 24 Jul 2020, 00:53
Mybaby

ნუ ეძახი მაგ ბავშვს არაყოჩაღს, ჯერ არ შეგითავაზებია ყველაფერი, ნელ-ნელა შეაჩვევ შენ აუცილებლად :*

რცხილაძემ დაგვინიშნა დ ვიტამინიანი ფტორი (კბილების ამოსვლის შემდეგო და კი ამოუვიდა ჩემსას უკვე 2 კბილი თითქმის სრულად და მესამე და მეოთხემ ახლახანს ამოჭრა)
ნუტრიჟენ ბონიდენტი ან ბიმბოვიტი უნდა მივცეთ :*

Posted by: nino84 24 Jul 2020, 13:52
Tua
ბაკურიანი city apartments -ში ვართ

Posted by: Tua 24 Jul 2020, 17:14
Mybaby
შეგიძლია მხოლოდ ფტორიც მისცე თუ დ ვიტამინს მეტ დოზას აევ მე ეგრე ვგეგმავ რიცა ამოუვა კიჭები.

nino84
კაია ჩვენს გვერძე ყოფილხართ მეც ვიყავი და ჩამოვედი ეხლახანს, გადმოვდიოდით ხოლმე სითის ეზოში ხშირად.

Posted by: Mybaby 24 Jul 2020, 22:17
narkozeli
არა,არ ვეძახი))) უბრალოდ,ალბათ მე ვზარმაცობ და გვიან ვაჩვევ რა. იმედია მალე ჩავდგებით მწყობრში)) დღეს ვთქვი ძუძუს აღარ მოგცემ სანამ ბისტნეულს არ შეჭამთქო და არაფრით არ ჩაიდო კოვზი პირში.რაღა მექნა,ისევ რძე დალია.

დ ვიტამინს ისედაც ცალკე ვასმევ და ნეტა შეიძლება მაგათი მიცემა?

Tua
კი,კი მართალი ხარ. კოჭის გადაბრუნებას ჯობია თავიდანვე დავიცვათ უსაფრთხოების წესებიsmile.gif მეც მაღალყელიანი ბასანუჩკი მაქვს და მაგაზე დავაყებინებ,მერე აცივდება კიდეც და ვუყიდი სხვას.
მარტო ფტორი,აბა რომელი თუა? ესე ვიკითხო მარტო ფტორითქო? ეს ვიტამინის სახითაა ,რომელიც კიჭებს იცავს თუ რა ფუნქციას ასრულებს ასეთი პატარებისთვის მისი მიცემა?

Posted by: Tua 24 Jul 2020, 23:56
Mybaby
თუ დ ვიტამინიან ფტორს მისცემ ცალკე აღარ უბდა მისცე დ ვიტამინი, მე რადგან დიდ დოზს ვასმევ ანუ 2წვეთს დ ვიტამინიანი ფტორი არმაწყობს და ცაკკე ფტორი უნდა მივცე და ცალკე დ ვიტამინი, ჩვენ კიჭები არგვაქვს ჯერ. ფტოროვიტია მხოლოდ გტორი მაგრამ თუ 1 წვეთს ასმევ დ ვიტამინს დ ვიტამინიანი ფტორის საკმარისია ისინი რაც გვანცამ დაგიწერა.

Posted by: ReBelDiNaAa 25 Jul 2020, 00:14
მეგორებო გამარჯობა..
5 წლისაა ჩემი ბიჭი, პირველად მივიყვანე სტომატოლოგთან..საშინლად ჰქონდა გამოხრული კბილი და სტკიოდა.. ამოუწმინდა და წამალი ჩაუდო, როგორც მითხრა ეს წამალი 2 დღეში ნერვს მოკლავდა..ნემსს არ ვიყენებტ ბავშვებთანო..მაინტერეესებს ასე კეთდება ყველგან? წამალს რომ ამოუღებს დაპლომბავს და ნერვი იქნება ნამდვილად მკვდარი? სამომავლოდ მოსაცვლელი აქვს ეგ კბილი

Posted by: Tua 25 Jul 2020, 09:50
ReBelDiNaAa
ჩემი ძმის შვილია მაგ ასაკის და ზუსტა ეგრე უკლავენ წამალს უდებენ 2-3 დღით

Posted by: მზე 25 Jul 2020, 17:33
pearlgirl
რას შვებით თქვენ? წახვედით ცემში?
პერსეუსმა მითხრა ერთად მივდივართო და გავსკდი შურით biggrin.gif

Posted by: Mybaby 26 Jul 2020, 22:32
გოგოებო,სანამ ჭკუიდან გადავალ რამე მითხარით.3 კვირა თბილისიდან გაყვანილი მყავდა ბავშვი.იმის ნახცვლად,რომ მადა მომატებოდა,პირიქით.მგონი მარტო ფაფას და ძუძუს დაიტოვებს.მოკლედ ,ავწონე და საერთოდ არ აქვს ნამატი.100 გრამით ხან მეტს მიჩვენებს სასწორი ხან -იგივეს რამდენიც 3 კვირის წინ იყო. ხვალ დავურეკავ პედიდიატრს და ვკითხავ რასთან მაქვს საქმე. იქნებ რამე ანალიზი სჭირდებათქო ვფიქრობ ან ვიტამინიმები? გარგარი გავასინჯე და მოცვიც კარგად ჭამა.აშკარად ახალ გემოებს ეძებს,მაგრამ ახალი ბოსტნეული საიდან მოვიტანო რა ვიცი

Posted by: unusual 27 Jul 2020, 10:40
მაკარონი ვუყიდე პედიატრის რეკომენდაციით 6 თვიდანო აწერია. პაწაწუნები იყო მაგრამ მაინც ჩავუზილე და ისე მივეცი, ვიფიქრე რა ბედნიერი ვარ გული არ აირია თქო, სამაგიეროდ რამოდენი საათის მერე რძე რომ მივეცი მაშინ აირია გული. მეორე დღეს ხილი დავუბლენდერე და მაგაზეც აირია. სტრესში ვარ უკვე. facepalm.gif ვინმეს გქონდათ მსგავსი გამოცდილება თუ რამე სჭირს ამ ბავშვს?
* * *
Mybaby
QUOTE
,მაგრამ ახალი ბოსტნეული საიდან მოვიტანო რა ვიცი

რამე რომ შეურიო ბოსტნეულს და გაუმრავლფეროვანო? კვერცხი ჩაუბლენდერე, მაკარონი, სუხარიკები ჩაულბე ა.შ.

Posted by: Tua 27 Jul 2020, 11:36
Mybaby
რომელ ბოატნეულს აჭმევ აბა ჩამოთვალე, უნდა გაუნრავალგეროვნო მე.ყოველ დრე ახვადაახვა ბოატნეუკს ვაჭმევ, ნუ ჩემი ბოატნეულის კატლეტებსაც ჭამს, ხორცის კატლეტს და პიურეს, ასევე ოსპის წვნიანს. აჯაფსსნდალიც გავუკეთე გემრიელად მიირთვა საბავშვო.უნდაგაუმრავალგეროვნო აუცილებლად კვება, რომელ ბოსტბეულს აძლევ კომბინაციებში? მწვანილი ხახვი ბულგარული

Posted by: Mybaby 27 Jul 2020, 15:37
Tua
ეჰ,მე ხომ ეხლა დავიწყე ჩემით გაკეთებული ბოსტნეულის პიურის მიცემა.ხოდა გავუკეთე ჩემით:კარტოფილის პიურე; ბროკოლის,კარტოფილის,სტაფილოს,კამა-ოხრახუში,ხახვის პიურე- პირს არ აკარებს.აქამდე ვაძლევდი ქილისას:ცუკინი,სტაფილო,სტაფილო და კარტოფილი,ბროკოლი და ყვავილოვანი.
მოვუხარშავ წიწილას,ავურევ ბოსტნეულში და აი ნერვი აღარ მყოფნია ზოგჯერ რა.ეხლაც შეჭამა 7 კოვზი და ვსო. რას ეყოფა 7 კოვზი ამას.
მსხალი გავასინჯე ეხლა და 2 კოვზის შემდეგ მოკუმა პირი.

თუა კომბინაციებს თავი გავანებე,იმიტომ რომ არ იკარებს და დავიწყე ანი-ბანიდან.კარტოფილის ჩააჭყლეტილი პიურით.რა ვქნა არ ვიცი გოგო,არ ჭამს ან გულს ირევს.
კომბინაციები გთხოვ მომწერე რა რასთან გავუკეთო? კატლეტებს უწვავ ჩვეულებრივ და ჭამს ხო?
* * *
Tua
ეჰ,მე ხომ ეხლა დავიწყე ჩემით გაკეთებული ბოსტნეულის პიურის მიცემა.ხოდა გავუკეთე ჩემით:კარტოფილის პიურე; ბროკოლის,კარტოფილის,სტაფილოს,კამა-ოხრახუში,ხახვის პიურე- პირს არ აკარებს.აქამდე ვაძლევდი ქილისას:ცუკინი,სტაფილო,სტაფილო და კარტოფილი,ბროკოლი და ყვავილოვანი.
მოვუხარშავ წიწილას,ავურევ ბოსტნეულში და აი ნერვი აღარ მყოფნია ზოგჯერ რა.ეხლაც შეჭამა 7 კოვზი და ვსო. რას ეყოფა 7 კოვზი ამას.
მსხალი გავასინჯე ეხლა და 2 კოვზის შემდეგ მოკუმა პირი.

თუა კომბინაციებს თავი გავანებე,იმიტომ რომ არ იკარებს და დავიწყე ანი-ბანიდან.კარტოფილის ჩააჭყლეტილი პიურით.რა ვქნა არ ვიცი გოგო,არ ჭამს ან გულს ირევს.
კომბინაციები გთხოვ მომწერე რა რასთან გავუკეთო? კატლეტებს უწვავ ჩვეულებრივ და ჭამს ხო?
* * *
Tua
ეჰ,მე ხომ ეხლა დავიწყე ჩემით გაკეთებული ბოსტნეულის პიურის მიცემა.ხოდა გავუკეთე ჩემით:კარტოფილის პიურე; ბროკოლის,კარტოფილის,სტაფილოს,კამა-ოხრახუში,ხახვის პიურე- პირს არ აკარებს.აქამდე ვაძლევდი ქილისას:ცუკინი,სტაფილო,სტაფილო და კარტოფილი,ბროკოლი და ყვავილოვანი.
მოვუხარშავ წიწილას,ავურევ ბოსტნეულში და აი ნერვი აღარ მყოფნია ზოგჯერ რა.ეხლაც შეჭამა 7 კოვზი და ვსო. რას ეყოფა 7 კოვზი ამას.
მსხალი გავასინჯე ეხლა და 2 კოვზის შემდეგ მოკუმა პირი.

თუა კომბინაციებს თავი გავანებე,იმიტომ რომ არ იკარებს და დავიწყე ანი-ბანიდან.კარტოფილის ჩააჭყლეტილი პიურით.რა ვქნა არ ვიცი გოგო,არ ჭამს ან გულს ირევს.
კომბინაციები გთხოვ მომწერე რა რასთან გავუკეთო? კატლეტებს უწვავ ჩვეულებრივ და ჭამს ხო?

Posted by: Tua 27 Jul 2020, 22:36
Mybaby
გოგო არაა ორთქლზე ვუკეთებ ბოსტნეულს რომ ვხარშავორთქლზე ვაწყობ ამ.კატლეტებს, კომბინავია იმის მიხედვითაა რას ჭამს რავი, ირაგუკთან კარტოფილი და სატაცური გვაქვს, ხან პასრა ორაგულით და ოლაზმონუს ტველუს სოუსით. წიეილთან ბარატი ბულფარული, ჯატლეტთან ხან ვატატის პუურე კამით ხან კარტოფილი სტაგილო, ხან ტაბაყი და ბატატი მსვანილით. ნუ აჯაფსანდალი ყველანაირი ცოცხალი ევანილით ივრით და მკწალული ხახვით, იმ დღეს ხბოს ჩაშუშული ფავაკეთე, სტაფილო პომიდორი ბატატი ბულგარული და ხბოთი. ვცდილოვ ფავამეავალეროვნო, ისპის კრემ სუპი სტაფილოთი და პომიდრით, კვერცხუს დღე ბოსტნეულის ჯატლეტი კარტოფილისტაფილო ყაბაყი, ციცხალი მწვანილით ნივრით და ხახვუთ, უსპანახის კომბინაციაც ბოსტნეულით. რადგან ყჭმელია ცოტა ყველა ბოსტნეული ცალცალკე აჭამე რომელუც მოეწონება იმაში გაურიწ ხოლმე ოდნავ სხვა ბოსტნეული ანუ შეაპარე.

Posted by: ma1ka 29 Jul 2020, 08:22
გოგოებო როგორ ხართ? თქვენს პაწიებს კბილების ამოსვლა რომელი თვიდან დაეწყოთ? ჩემი 4 ის გახდა თუ არა ერთმა კიჭმა ამოყო თავი. ინფორმაცია რაც მოვიძიე 6 თვიდან იწყება და ცოტა ავნერვიულდი. აგარაკზრ ვართ და ჯერ ვერ ჩავიყვან თბილისში სანამ ასეთი სიცხეებია, კალცის დანიშვნა ან რამე ვიტამინები ხომ არ დასჭირდება ნეტა?

Posted by: makarena 29 Jul 2020, 09:14
ma1ka
4 თვიდანაც ნორმალურია. კალცს ანალიზის გარეშე არ გირჩევ. რადგან კბილმა ამოჭრა ე.ი. არ ექნება ნაკლებობა. ფტორიან დე ვიტამინზე გადაიყვანო ალბათ აჯობებს, რადგან კბილი აქვს უკვე. პედიატრს რომ გაესაუბრო დოზებზე ჯობია

Posted by: Tua 29 Jul 2020, 10:15
ma1ka
არანაირი პრობლემა არა, ჩემს ძმისშვილს 3.5 თვისას2 კბილი ჰქონდა უკვე. ჩემი 9 თვისაა და ჯერ არ აქვს არცერთი, ინდივიდუალურია ყველა ბავშვში

Posted by: ma1ka 29 Jul 2020, 10:24
makarena
Tua
მადლობა გოგოებო, დავმშვიდდი, ჯერ ვერ ჩამოვიყვან, მინდა ჰაერი გამოიცვალოს ნორმალურად. აგვისტოს ბოლოს მივიყვან პედიატრთან.

Posted by: nionia 29 Jul 2020, 14:07
ma1ka
გოგო როგორ ხარ?
ანიკა უკვე კიჭიანი გოგოა ❤️
ინდივიდუალურია ეგ ამბავი, ზოგს ადრე ამოსდის ზოგს გვიან, კალცი ანალიზის გარეშე არ უნდა როგორც ვიცი.
ისე ჭირვეულობს, როგორ იქცევა?
* * *
narkozeli
გვანც რა უნდა გკითხო იცი?
ხო მყავდა რცხილაძესთან კონსულტაციაზე , მანამდე ასისტენტმა
დამირეკა, ვისაუბრეთ , რაღაც საკითხები ტელეფონით გავიარეთ და ახლა დავუშვათ რამე კითხვა გამიჩნდეს შეიძლება დავურეკო ?
რაღაცნაირად მერიდება , ანუ აღრიცხვის პედიატრი რომ არაა ირაკლი ვითომ ამიტომ რავიცი... რომ ჩამოვა ბათუმში კიდევ მივალ ალბათ ისე მოგვეწონა მეც და ჩემს ბელსაც :დდდდდ

დარეკვას ასისტენტთან ვგულისხმობ რათქმა
უნდა

Posted by: ma1ka 29 Jul 2020, 14:35
nionia
კარგად გოგო, შენი ბელუკა როგორაა? გაბუთქუნდა?
აუ კაი ბაიაა ანიკა, ვაფშე უპრობლემო ღიმილა როჟაა. ეს კბილი ისე ამოუვიდა ვერც გავიგე. შემთხვევით შევამჩნიე გუშინ. არც სიცხე არც ჭირვეულობა. ჩვენ აქ ტბა გვაქვს და ცოტა გაირუჯა გოგონა biggrin.gif user posted image

Posted by: narkozeli 30 Jul 2020, 00:25
nionia

ირაკლის ასისტენტს სულ რომ 10000ჯერ დაურეკო და დაუმესიჯო ( მე ხან ვურეკავ ხან ვწერ) არცერთხელ არ მიგრძვნია თავი უხერხულად, ანუ თავის მოვალეობად თვლის რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოს❤️ ასე რომ არ მოგერიდოს:*

Posted by: მზე 30 Jul 2020, 11:16
ma1ka
ჩემი მეოგბრის ბავშვს ამოუვიდა სამი თვის ასაკში და თურმე მამამისსაც 3 თვისას ამოსვლია biggrin.gif
და რავი არაუშავსო უთხრეს

ერთი ის იკითხე რადგან უკვე კბილები აქვს, იქნებ ფტორიანი დ ვიტამინი უნდა უკვე

Posted by: nionia 30 Jul 2020, 13:12
ma1ka
ბელი გაბუთქუნდა რომელია, 7 კილომდე იყო ორი თვის:დდდ
ძაან თეთრია თან და თეთრი დათვის ბელს ვეძახიbiggrin.gif
ანიკა სასწაული გოგოა ❤️
* * *
narkozeli
მადლობა გვანც, თურამე
თამამად დავრეკავ მაშინ smile.gif)

გოგოებო ხომ არ იცით გრიპის ვაქცინის გაკეთება თუ არის დასაშვები ლაქტაციის დროს?
და ბავშვი რა ასაკიდან შემიძლია ავცრა?

Posted by: მზე 30 Jul 2020, 15:08
nionia
6 თვიდან.

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ შეიძლება rolleyes.gif

აი აქ ვნახე (ამერიკის center for disease control and prevention) https://www.cdc.gov/breastfeeding/breastfeeding-special-circumstances/maternal-or-infant-illnesses/influenza.html#:~:text=Flu%20vaccination%20is%20safe%20for,infants%20through%20their%20breast%20milk. და კიო

ჩვენთან იყო 2 ვაქცინა. 3 კომპონენტიანი და 4-იანი. შარშანდლამდე 4-იანი არ შეიძლებოდა 3 წლამდე, თუმცა, შარშან უკვე დაუშვეს 6 თვიდან.

ასევე გაითვალისწინე რომ ბავშვს ვაქცინის პირველი დოზის მერე, 4 კვირაში დასჭირდება მეორე დოზა. ანუ 2-ჯერ უნდა უჩვხლიტო რომ სრულად განვითარდეს იმუნიტეტი.

შესაძლებელია თითო-თითო სრული დოზა რომ მისცენ, ან ნახევარ-ნახევარი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში 2 ცალია საყიდელი, რადგან გახსნილს 4 კვირაში ვეღარ გამოიყენებ.

ჰოდა, მოკლედ გაითვალისწინე რომ მალევე აცრა, რადგან მეორეც იქნება საჭირო და იმუნიტეტმა გამომუშავება რომ მოასწროს ანტისხეულების.

ზოგი მხოლოდ ნახევარ-ნახევარს ამბობდა, მაგრამ რაღაც ესე მახსოვს რო 2 სრულიც შეიძ₾ებოდა.

Posted by: Tua 30 Jul 2020, 15:11
nionia
4 კომპონენტიანით ვერაცრი 3 წლის ასაკამდე მემგონი, მხოლოდ3 კომპონენტიანით შეიძლებაო. აი გვანცამ.იცის ზუსტად იმნაძესთან გაუარა კონსუკტცია, თან ბავსვს არუნდა ჰწონდეს კვერცხის ცილაზე ალერგია,შესაბამისაც უნდა მისცე კვერცცის ცილაან გაუკეთო სინჯი. 2 ეტაპად უკეთებენ გრიპის აცრას პატარებს ანუ ნახევარ ნახევარ დოზას.ასევე გაითვალისწინე რომ1ხელ თუ აცრი ვსიო ანუ ვეღარ გამოტოვებ ვერცერთ წელს

Posted by: მზე 30 Jul 2020, 16:37
Tua
ვაქსიგრიპი ტეტრა შარშანდელი წლიდან შეიძლება 6 თვიდან. ჩვენთან შემოდიოდა ეგ 4 კომპონენტიანი და 3 კომპონენტიანი ინფლუვაკი.
ორივე შეიძლება 6 თვიდან.
აქაც იყო ეგ განხილული.
https://forum.ge/?f=97&showtopic=35101667&st=1380#

ისე ეგ მაინც ყოველ წელს გადასამოწმებელი ინფორმაციაა. სულ იცვლება.

Posted by: nionia 30 Jul 2020, 17:25
Tua
მზე
დიდი მადლობა გოგოებო ❤️
ვნახოთ აბა გვანცა რას მეტყვის.
ჩემი 6 ნოემბერს გახდება 6 თვის და მგონი აცრისთვია გვიანიც არის უკვე , არა?

Posted by: მზე 30 Jul 2020, 20:02
nionia
არ არის გვიანი. სულ აუცრელობას ყოველთვის ჯობია რო აცრა.
ისე მე არ ამიცრია 6 თვის რო იყო. 11 ოქტომბერს გახდა 6-ის და გადავყვიტე რო ჯობდა ყველა ავცრილიყავით ირგვლივ, ვიდრე ბავშვი აგვეცრა.
ჰოდა, ეხლა მგონია რო სხვანაირად ვიზამდი.

Posted by: QISA 30 Jul 2020, 20:57
გოგოებო საწოლი , მატრასი სად იყიდება?
როგორი ჯობია რომ ვიყიდოთ, თქვენი გამოცდილება დამეხმარება. რას მივაქციოთ ყურადღება.
მადლობა

Posted by: მზე 30 Jul 2020, 21:21
QISA
მატრასი მე ვიყიდე ბალუში. ზუსტად ისეთივე როგორიც იყიდება ლა ბებე ბუტიკში - ბელორუსული თუ არ ვცდები. ქოქოსის და მეორე მხარეს რაღაც მემო რაღაცით.
მარა შენი ბავშვი ხო დიდია უკვე? დიდი საწოლი გინდა?

Posted by: nino84 30 Jul 2020, 21:53
narkozeli
გვანც, ირაკლის ასისტენტს სულ ერთიდაიგივეს ეკონტაქტები? მეც ხომ მყავდა ბავშვი მიყვანილი და თავიდან გვანცა დამიკავშირდა და შემდეგ მომიწია დარეკვა და უკვე სხვამ მიპასუხა. ირაკლი შვებულებაში იყო ამიტომ კანკიას ასისტენტმა გადმომირეკა. ანუ ასეა ხოლმე, თუ ირაკლი შვებულებაშია სხვა პედიატრთან გამისამართებენ? თვითონ ირაკლი არ პასუხობს?

Posted by: QISA 30 Jul 2020, 23:13
მზე
მე საქ-ში არ ვარ, სხვისთვის ვეძებ, 0 თვიდან.
აქ 2 საწოლი მქონდა, 1 სხვას მივეცი მატრასით. 2 ეტლი გადავაგდე არავის რ უნდოდა, ქარსითიც მაქვს მაგრამ ვერ გამოვგზავნი, ძვირი ჯდება. მანდ კიდევ ყველაფრის ყიდვა უწევს.
ჩემი 2-ის ხდება.
მადლობა.

Posted by: Mybaby 31 Jul 2020, 09:24
Tua
ვეღარ შემოვედი.მადლობა თუა.გუშინ ნუტრილაკის ქილის წიწილი ბრინჯით გავასინჯე და 7 კოვზი შეჭამა)))) დღეს ჩემით გავუკეთებ ისევ ბოსტნეულს.რა აღმოვაჩინე იცი? ერთი კოვზი შეიზიზღა უკვე,იმით რომ ვაწვდი საჭმელს თავს მიქნევს.ფაფის კოვზით მივეცი იგივე და შეჭამა.ფაფა უყვარს.სასწაული რა.ეტყობა ბოლო პერიოდი რაც არ მოსწონდა მხოლოდ იმ”არასასურველი” კოვზით ვაძლევდი და დაიკახსოვრა.
კოვზსაც შევუხვლი,იქნებ გამოვიდეს რამე))))

გოგო თვალი გადავავლე და გრიპის ვაქცინაზე საუბრობდით.ასეთი პატარების აცრა გრიპზე შეიძლება? არცერთ პედიატრს რომ არ უთქვამს ჩემთვის? მითუმეტეს ეხლახანს მყავდა მიქელაძესთანაც და რცხილაძესთანაც.

Posted by: QISA 31 Jul 2020, 09:30
Mybaby
QUOTE
გრიპის ვაქცინაზე

1 წლიდან ცრიან, 1 დოზას 2 ეტაპად 1 თვეში, მე ავცერი მასე. (ამერიკაში).

Posted by: NiniaG 31 Jul 2020, 10:13
გამარჯობათ გოგოებო, ნაცნობებო და უცნობებო <3 როგორ ხართ?
საბავშვო ბაღების სექტემბერში დაწყებასთან დაკავშირებით რაიმე სარწმუნო სიახლე ხომ არ იცით? დაიწყება ხო? sad.gif
თუ არ დაიწყო მაშინ ალბათ ძიძა დამჭირდება ჩემი 2,5წლის უპრობლემო, მშვიდი გოგოსთვის და ხომ არ იცით ვინმე სანდო ადამიანი გლდანის 4-ში ვცხოვრობთ და ახლომდებარე ტერიტორიებიდან?
ძიძის შერჩევას ინტერნეტის საშუალებით თუ დავიწყებდი ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ იმდენად მწირი სანაცნობო წრე მყავს, სხვა გზა არ მაქვს sad.gif

Posted by: Tua 31 Jul 2020, 10:47
Mybaby
ამანაც მოიძულა ერატხელ კოვზი სულ თავიდან და შევუცვალე. ეგეც სცადე აბა.

გოგო 3 კომპონენტიანი ვაქცინაშეიება 6 თვიდან 2 ეტაპად, მაგრამჩვენები უკვე 1 წლისები იქნებიან და ვნახოთ ჯერ 4 კომპონენტიანი როგორი შემოვა , მე უეჭველი ვიკეთებ და ბავშვზე სოფოს უნდა ვკითხო

Posted by: narkozeli 31 Jul 2020, 12:25
nino84

კი მე სულ ერთიდაიგივეს ვეკონტაქტები, ერეკლე ქვია.

ერთხელ ირაკლიმ მიპასუხა ერეკლეს მაგივრად, მაგრამ ძირითადად სულ ასისტენტი გპასუხობს.
* * *
nionia

როგორც მზე-მ დაგიწერა ნამდვილად ასეა:
QUOTE
ვაქსიგრიპი ტეტრა შარშანდელი წლიდან შეიძლება 6 თვიდან. ჩვენთან შემოდიოდა ეგ 4 კომპონენტიანი და 3 კომპონენტიანი ინფლუვაკი.
ორივე შეიძლება 6 თვიდან.
აქაც იყო ეგ განხილული.


თუმცა მე პაატამ მირჩია 1 წლამდე არ აცრა მაინცო და 1 წელზეც ჯერ შევხედოთ წლევანდელი ვაქსიგრიპი რა შემოვაო, თუ არა და ინფლუვაკით აცერიო.

Posted by: nionia 31 Jul 2020, 16:26
narkozeli
მადლობა გვანც❤️
ალბათ წლიდან დავუწყებ
მეც აცრას, მე ავიცრები უეჭველი ეგ კი ვიცი

Posted by: Tua 1 Aug 2020, 17:00
narkozeli
გოგო აბაა პაატამ 2 წლამდე არ მირჩია ვაქსიგრიპიო?

Posted by: Mybaby 2 Aug 2020, 09:35
QISA
იმედია პედიატრიც მეტყვის.მადლობა დიდი.

Tua
ხო ეხლა სხვა კივზით ვაჭმევ და ცოტა დაიწყო ისევ ჭამა.
გოგო ამ აცრებზე პედიატრმა არ უნდა მითხრას წესით?
თუა კურდღელს რამდენი ხანი ხარშავ დაახლოებით და ხბოს ხორცს? ამ ხბოს ხორცზე მითხრეს საქონლის სჯობიაო,რადგან ნაკლებად ცხიმიანიაო და ვეღარ დაგვიგე რომელი მივცე.


გოგოებო,9 თვის მალე გახდება ბავშვი და ბოლო პერიოდში (დაახლოებით 2-3 კვირის წინ შევამჩნიე)თავს აქნევს ძუძუს ჭამის დროს.ანუ რომ ვაჭმევ და პირს უშვებს დაიწყებს ხოლმე თავის აქეთ-იქით ქნევას(თითქოს “არა”-ს ამბობს). რისი სიმპტომი შეიძლება იყოს? უკვე ჩამაფიქრა.1,5 თვის წინ მყავდა გოჩა ჩიქვინიძესთან ისე კონსულტაციაზე(მე დავაქანებ ხოლმე ასე) და სრულიად ჯანმრთელი,კარგად მიჰყვება განვითარებასო.
ნორმაა ესეც თუ მივიყვანო ნევროპათოლოგთან? აი ეხლაც წევს,არ ჭამს და აქნევს თავს.

* * *
იქნებ ყურები სტკივათქო? ყურის ძირებზე რომ ვაჭერ ხელს,რეაქცია არ აქვს.რომ სტკიოდეს ხომ უნდა წამოიყვიროს მაინც ხელის დაჭერის დროს?

Posted by: Tua 2 Aug 2020, 12:49
Mybaby
გოგო მე ხბო მაქვს ნაყიდი და ხბოს ვაჭმევ ჯერ, კურდღელს აღარ ვაჭმევ მაგრამ დაახლოებით 40-50წუთი დანას რო ჩაარჭობ და რბილია მზადაა. ძროხა ჯობია კი მაგრამ ცხიმიანიბაზე არაა, რკინას უფრო მეტს შეიცავს ძროხა ვიდრე ხბო და რო ჩავამთავრებ ეხლა ამ.ხბოს ძროხაზე უნდა გადავიყვანო მჭლეზე მეც. ისე სულ ხბოს ვაჭმევ 6 თვიდან. კურდღლის ხორცი ჩავანაცვლე ქათმის ან წიწილის ღვიძლით ბევრად სასარგებლოა ვიტამინების მხრივ. პედიატრი არგეტყვის აცრაზე შენ უნდა კითხო რადგან გეგმიურებში არშედის ეს აცრა ნებაყოფლობითია.

Posted by: unusual 3 Aug 2020, 10:52
Tua

1. რძე
2.ფაფა+რძე
3. პიურე ხორციანი უხორცო.
4. სამხარი
5. რძე

ასეთი კვების გრაფიკი მაქვს მე, სამხარზე ვაძლევ, რძეს პეჩენიით, ხილს, ხაჭოს. მაინტერესებს კიდევ რა შეიძლება დავუმატო. ძაან მსუბუქი ხომ არ არის სამხარი? ანუ დამატებით სადილივით რომ მოვუმზადო კიდევ პიურე ან სუპი ბევრი ხომ არ იქნება?

Posted by: Tua 3 Aug 2020, 11:02
unusual
გააჩნია სამხარი რომელ საათზე გაქვთ, ჩვენ 6 საათზე გვაქვს მესამე მყარი კვება , და კვორაში 2ჯერ ვაჭმევ ხაჭოს +1 კოვზი მაწონი და 1 ცალი პეჩე. კვორაში 2ჯერ უბრალოდ მაწონი და 1 ცალი პეჩე და დანარჩენი რძეს ვაძლევ 6ზეც და 10ზეც . ბოსტნეულის დახილის მიცემა 6-7 საათის მერე ცოტა არმხიბლავს და მირჩევნია რძე მივცე ხოლმე. ფაფაც შეიძლება აჭამო ოღონდ ნუ დროს გააჩნია სამხარის.

Posted by: unusual 3 Aug 2020, 11:15
Tua
მე 6 მდე მაქვს ხოლმე. შუადღისით მიწევს. ეს ზაან ადრე იწყებს ჭამას.
მაწონი ერთ წლამდე არაო ესე ვიცი. ხაჭო მაწონს რომელი ფირმისას აძლევ?

Posted by: bbb5 3 Aug 2020, 16:08
გოგოებო მყარ კვებას ვიწყებ 1 თვეში და მინდა კარგად გავერკვე რაღაცეებში რომ ფასდაკლებებზე მოვიმარაგო და პლიუს ხილიც თუღაა რამე ისეთი შევინახო გავყინო ან რავიცი რამე არ გამომრჩეს... კი გადავხედე ძველ პოსტებს ისევ მარა მაიმც იქნებ არ დაიზაროთ და მოკლედ მითხრათ ხილით დავიწყო თუ ბოსტნეულით? წონით 10 კილომდეა 5 თვია და ფაფებს ვაფშე არ ვფიქრობ რომ უნდა ყოველშემთხვევაში 6 თვიდან თქვენ რას მირჩევთ? გამიზიარეთ კარგი ბრწმდები შაქარს და უბედურებება რომ არ შეიცავდეს და რა ვადიდან რა ეჭმევათ მასწავლეთ რაა smile.gif ბევრს ვითხოვ ვიცი sad.gif ხო პლიუს ძუძუ მინდა დავანებებინო მყარ კვებაზე რო გადავალ მალევე სადღაც სექტემბრის ბოლოდან და მაინტერესებს მერე ნაყიდი რამდენი გრამი სქირდებათ ხოლმეე

Posted by: unusual 3 Aug 2020, 16:22
bbb5
ფაფები სიმინდის გრეჩიხის? ეგ სამი თვიდან დავაწყებინე აფთიაქებში იყიდება.
5 თვიდან ორივეც შეგიძლია მისცე ხილიც და ბოსტნეულიც, აფთიაქში ნაყიდი თუ გინდა ყველაზე მარტივია, ქილებს ასაკი აწერია და მაგალითად ქლიავის ფაფა ნახე ხუთი თვიდან და შეგიზლია მისცე თავისუფლად, ასევეა ბოსნეულზეც, უცვალე ნაირ ნაირები.smile.gif
რძეს იყიდი ქილით/პაკეტით და ეგაც მარტივია მოყვება კოვზი, არწყავ ბოთლში ადუღებულ წყალს დაასხავ შესაფერის რაოდენობის კოვზით რძეს, შეანჯღრევ, გააგრილებ და მისცემ.

Posted by: Tua 3 Aug 2020, 17:32
unusual
ხაჭო თავიდან 3 კვორა ჰიპის მივცი მაინც კუჭი რო. შეჩვეულიყო და ეხლა ჩემით ვუკეთებ სოფლის ნიბათის საბავშვო რძით და საბავშვო მაწვნით, დახლოებით 1-1 თან ვაკეთებ, რძეს წამივადუღებ ხოკმე და მაწონს ჩავასხავ მოვურევ და იჭრება, მაწონსაც ასევე სოფლია ნობათის საბავშვოს ვაძლევ. 6მდე თუა შეგიძლია მისცე სიტყვაზე მაკარონი ყველით, ან რამე ადვილად გადასამუშავებელი ბოსტნეული.

bbb5
მე დავიწყე ბოსტნეულით, მაგალითდ სტაფილო ქილის სემპერის შეგიძლია გაასინჯო 5-5.5 თვიდან უკვე, 3დღის წესის დაცვით და მერე სტაფილო კარტოფილიც იუიდება ქილისები და ეგ გაასინჯო, მერე2 კვორაში დსვიწყე ქილის ვაშლით, მერე3დღეში მსხალი და როცა უკვე ბოსტნეული 3-4 სახეობა გასინჯა(მე პირდაპირ სახლში მომზადდბულით დავიწყე და დღემდე ეგრე ვაჭმევ ბოსტნეულს) შეგიძლია სრული პორცია მისცე და ერთი კვება ჩაუნაცვლო შუადღეს, ხილის და ბოატნეულის დაწყებიდან 1 თვეში მივეცი ფაფები უკვე, ესეც მაგ წონის იყოს 5 თვის როცა იყო და პედიატრმაც არჩათვალა ფფებით დაწყება სწორი შესაბამისად ბოატნეულით დავიწყეთ. სანამ ფასდაკლებაა შეგიძლია მოიმარაგო სემპერის ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ასევე ჰიპის გარგარი, ბანანი, ატამი, თავუდან თერმულად დამუშავებული ხილის მიცემაა მიზანშეწონილი, ასევე პლაზმონსც აქვს და სემოერსაც, ბროკოლი, ყვავილოვანი, ცუკინი, სტაფილო, სტაფილო+კარტოფილი. ფფებს რაც შეეხება, თავიდან აუცილებლად სემპერის ურძეო წიწიბურა, ნუტრიბენის ურძეო სიმინდი და ასევე ჰიპის ურძეო შვრია, ამეებს რომ ჩაცლი შეგიძლია უკვე რძიანებზე გადახვიდე თუ ბავშვს ლაქტოზის აუტანლობა არ აქვს. ნუტრილაკს აქვს ასევევკარგი ურძეო ფაფებიც . სემპერს და ნუტრილაკს ვანიჭებ მე ამჟამად უპირატესობას ფაფებში. როცა 3 დღის წესით გაასინჯებ ბოსტნეულს სრული პორციის მიცემა უკვე შეგიძლია, 6 თვიდან ასევე ნებადართულია ხბო, კურდღელი, ინდაური, წიწილი. ესეც ქილისები თუ გინდა პლაზმონს აქვს ქილები ფასდაკლება თუა იყიდე მაინც გასინჯვებისთვის.( მე არც ეს მიმიცია ქილის არასდროს) . 120 ბისტნეული +60 ხორცია პორცია ან 180 ბოსტნეული, ხილს აძლევს სიტყვაზე დიდლით ფაფასა და ბოსტნეულს შორის როგორც წახემსებას. ან ბოატნეულსა და სამხარსშორის როგორც წახემსებას. ფორმულას რაც შეეხება ასაკის შესაბამისად ყველა ფორმულის დოზა განსხვავდება ნუტრიბენს ვაჭმევ მე და 180ია დოზა 2 ნომრის, სიმილაი იგივეა მაგრამ ზოგს 210 აწერია და ზოგს 240. ეგ ითვლება სრულ დოზად 4 საათიანი კვების შუალედებით.

Posted by: unusual 3 Aug 2020, 17:38
Tua
მე დანონის ფირმისას ვაძლევ, ისეთი ჰაეროვანი და გემრიელია, რომ მე შემომეჭმევა ხოლმე.

Posted by: Tua 3 Aug 2020, 19:44
unusual
დანონის ფირმის 3წლის ზევითაა და რეკომენდირებული არაა პატარა ასაკში, მხოლოდ სანტინო შეგიძლია , სახლში გაკეთებული საბავშვო რძით და მაწვნით,ან ჰიპის აფთიაქის ქილის ხაჭო.

Posted by: Mybaby 3 Aug 2020, 19:49
Tua
კირდღელი რატომ ამოიღეთ თუა? გარკვეულ ასაკამდე შეიძლება და მეტი აღარ თუ??
ეხლა ხაჭოს ვაწყებინებ,შენ მომწერე თუ გვანცამ აღარ მახსოვს,ჰიპის ქილის ხაჭოს ვაჭმევო ხომ? რა მაინტერესებს იცი,
1.ყოველდღე შეიძლება ხაჭო მივცე?
2.საღამოს საათებში როკ მივცე (5-6 სთ) თუ შეიძლება?
3.სახლში მომზადებული იმდღეს უნდა ვაჭამო თუ მეორე დღესაც შეიძლება ვაჭამო მაცივარში შენახული?

* * *
Tua
თუ,გთხოვ ზუსტად მასწავლე სახლში როგოე გავუკეთო ხაჭო რა.დეტალურად გთხოვ რა.ანუ ჰიპით დავუწყო-1 ჩაის კოვზით და ავდივარ 40-50 გრამამდე ხო? და კვირაში რამდენჯერ მივცე? გოფო სამხარი საღამოს მინდა ჩავურთო და რა მივცე აზრზე არ ვარ.მიგწერ რა ჩვენი დღის რეჟიმს და გთხოვ იქნებ შენც მირჩიო რამე რაც გამომეპარა.
8 საათზე-რძე
შუალედში ხილი
11 -11:30 საათზე-ფაფა
შუალედში ან ხილი ან რძე ცოტა
15:30-16:00 საათზე- ბოსტნეულის პიურე ხორცით/უხორცოთ
მერე რძე მიდის,მაგრამ სადღაც 18:00 სთ-ზე რაღაც მინდა ჩავსვა.


Posted by: bbb5 3 Aug 2020, 20:47
Tua
თუააა მადლობააა. იმდენი ინფოა ბევრჯერ უნდა წავიკითხო კიდე და დავგეგმო ვიყიდო ^_^
ყველაფერი გავიგე ერთი ეგ მითხარი ხილა რო ვიყიდი 3 დღის წეაი ხო ნიშნავს დღეს 1 კოვზი ხვალ 2 ზეგ 3. ხოდა 1 პატარა ბანკა ხო 24 საათი ძლევს და ანუ მესამე დღიათვის უნდა ახალი გავუხსნა ხო ასეა?

ბოსტნეულს და ხორცს უმად წონი თუ უკვე გამზადებულს? წვნიანივით ვადუღებ ერთად და მერე დავაბლენდერო ნადუღ წყალთან ერთად ხო? მაგის მომზადებას რამდენ წუთი უნდა? (იდეაში სასწორის ყიდვა დამჭირდება თუ თვალით ვქნა?)


და შემდეგ პოსტში ხაჭოზე გეწერა საბავშვო მაწონი და რძე რო გიწერია წლამდე შეილება? ვითომ რძე არაო და ვერ მივხვდი


Posted by: narkozeli 3 Aug 2020, 21:07
Tua

2 მითხხრა მგონი კი, ჯგუფში ხო დავწერე მაშინვე პოსტი და აღარ მახსოვს ზუსტად, ნუ დიდად რომ არ მირჩია ამ წელშიც ეგ კი მახსოვს , ინფლუვაკი კიდე ჰოო და ვაქსიგრიპი არაო
* * *
unusual

3 თვიდან რატომ? მიზეზი იყო რამე?

bbb5

ფაფები მეც 6 თვიდან დავუწყე რადგან წონის დეფიციტი არც ჩვენ გვქონდა❤️ 5დან ხილი და ბოსტნეულის გასინჯვები შეგიძლია დაუწყო ნელნელა
ბრენდებში მე სემპერი მიყვარს ძაან,ჰიპი და პლასმონი

Posted by: Tua 3 Aug 2020, 22:55
Mybaby
გოგო არაა სუნიც არმომწონდა მე და ღვიძლში რკინაა მეტი და უკეთესი რაღაცეების გაკეთებაც შეიძლება,
მე ხაჭო დავიწყე ჰიპის ხილით როა ეგ 3 კვორა ეგ ვაჭამე ოღონდ ბოსტნეულის დღეებში ვაჭმევ მხოლოდ როცა ცილას ვაძლევ მაგ დღეებში არა რადგან ბევრი ცილაა ერთად,სადღაც კვირაში 2ჯერ გამომდის მიცემა ხაჭოსი , მაქსიმუმ 3ჯერ. 3 კვირა ვაჭამე ჰიპისი, ეხლა გადავედი სოფლის ნობათის საბავშვო რძე და სოფლის ნობათის საბავშვო მაწონი,აიღე რძე აადუღე და ჩაუშვი.მაწონი და მოურიე კარგად დაბალ ცეცხლზე ეგრევე აიჭრება გადაწურე გააციე. პროპორციებია 1/1ზე, ანუ 100 გრამი რძე100 გრამი.მაწონი. კი იმ.დღესვე დილით ან სადღაც შუადღეს ვაკეთებ და იმ.დღესვე ვაჭმევ არვინახავ ახალს ვაჭმევ. მე ვაკეთებ 300 რაზე/300 მაწონი გაწურული ეგ და 1.5სუფრის კოვზი მაწონი +1 ცალი პეჩენია გამომდის სრული პორცია, ისე მშრალია ხაჭო მაგრამ.შეგიძლია ხილიც შეურიო ეგ უკვე გემოვნების საკითხია. მე ვაჭმევ 6ზე. ოედიატრმა.მითხრა 5-7 სათამდეშუალედშიო რადგან ხაჭო რთული მოსანელებელია. 6ზე ცაჭმევ მე ხაჭ მაწონინპეჩეს სრულკვებას და 10ზე რძეს ძილისწინ. ხემსი მხოლოდ ხილი გვაქვს.. ეხლა მე10ში რაც გადავიდა მაწონი დავუმატე კვირაში 2ჯერ, ხან ოეჩეღი ხან მის გარეშე.
გოგოო ამდენ ხემსს აძლევ? ჩვენი გრაფიკი ასეთია 10ზე რძე, 14:00- ბოსტნეული, 16:00-16:30მდე -ხილი 70 გრამამდე, 18:00- რძე, ან ხაჭო მაწონი, ა მაწონი, ან ფაფა. 22:00ზე რძე. შენთან ეგ კვებაწესით 8ზე უნდა იყოს საღამოს მაგრა 6ზე შეგიძლია მისცე ცოტა ხაჭო ხემსის სახით და 11:30ის მერე რომ ხემსი გაქვს ეგ ამოაგდე საერთოდ ანნ დილის ხემსი ამოაგდე და ფაფის მერე ბისტნეულამდე ჩასვი ხემსი ცილისსახით დანმერე 6ზე ხაჭო, ან 2 კოვზი მაწონი.

bbb5
გოგო აი ნახე, პურველ დღეს რომ მისცემ სიტყვაზე სეპერის ვაშლს გაასინჯე 1 კოვზი, მეორე დღეს ნახევარი ქილაც შეგიძლია აჭამო ანუ 3კოვზ8ც და 4იც და მესამე დღეს მეტიც, მე 2დღეშივე ვხვდებოდჯ რეაქციებს . ანუ 3დღის წესი რაოდენიბაზე არა რეალურად იმაზეა რომ ალერგია გაოირიცხოს და მეტი არაფერი. ვაშლს რომ გაასინჯებ იივე წესით ქლიავი გაასინჯე.2 ქილის გამოყენება მოგიწევს რა რადგან მესამე დღეს აღრა ვარგა ის ქილა.
ბოსტნეულს მე ვამზადებდი ასე( ნუ ეხლა გაიზარდა და სულ სხვანაირად ვაკეთებზოგჯერ) , სიტყვაზე ვასინჯებ კარტოფილს ვიღებდი 1ოატარა კარტოფილს ( უსასუქოს ვყიდულობ სულ სამყურას აქვს ვაჟაზე მოდიან ხოლმე ნახე ფბზე) ვიღებდი კარტოფილს დილიდან ვთლიდი და 2საათი ვაჩერებდი წყალში, მერე ჯამში პაწაწინა ნიორს ამ.კარტოფილს და ხახვს ვაგდებდი , ვასხავდი სადღაც 5სმზე წყალს რომ ადუღდებოდა ამ.პირველ წყალს ვღვრიდი და ვასხავდი ახალს მერე ვხარშავდი, როცა კარტოფილი უკვე რბილია დანას რო ჩაარჭობ, ჯერ პირველად 1 ღერი გარეცხილიკამა ჩავაგდე რომ კამაზე ალერგია გამომერიცხა და 3დღის მერე დავუმატე ოხრახუშიც, ჩააგდებ და ადუღებ კიდე 2წუთი მწვანილით. შემდჰომამოიღებ დაბლენდერებ ან დაუჭყლიტავ როგორც შენ გენდომება გაათხელებ ამ ნახარშით რომ ბავშვი ნორმალურ გემოებს მიეჩვიოს. თუ ვაშლის ყიდვა არგინდა ეხლა შემოაულია შამპანსკი ქართული ვაშლი, გათალე ვაშლი დაჭერი კუბებად ოდნავწყალი უქენო შემოდგი ცეცხლზე მოთუშე დააბლენდერე და ჩადე ქილაში გააგრილე და ეგ მიეცი ოღონდ ყოველ დღე ახალი გაუკეთე მინც ზაფხულია. კი ბოსტნეულს უკვე მოხარშულს ვწონიდი ( ეხლა აღრ ვწონიარაფერს) ხორცსაც ანალოგიურაფ ნუ თვალის ზომით უკვე სადღაც 70 გრამი მოუხარშავი რაც გამოდიოდა იმას ვაძლევდი. წიწილას მაგალითად აგროჰაბისასსულ პაწაწინას 4ად ვჭრიდი და ზუსტად 50-70 გრამამდე გამოდის ძვლებს რომ გააცვლი
1 წლამდე არაა რეკომენდირებული თხევადი სახით ძროხის რძის დალევა ბავშვისთვია, 7 თვის მერე ჩვეულებრივად შეიძლება ხაჭო, 8 თბის მერე მაწონიც და 9ის მერე სულგუნიც. მანამდე თუ მოგინდება ყველის მიცემა პლაზმონის მაკარონია 4 თვიდან და აქვს პლაზმონს ასევე მდნარი ყველია 4 თვიდან მაგას ვაჭმევდი მე, დღემდე 2 კვირაში ერთხელ აქვს ჯანქ ფუდის დღე და ზოგჯერ გამოუვალ სიტუაციებში ვაჭმევ smile.gif) . ეხლა სენ შეგიძლია გაასინჯო კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი, ბროკოლი, ყვავილოვანი, ამეებით დაიწყე ნელნელა. როცა სიტყვაზე კარტოფილი სტაფილო ყაბაყი ნაჭამი ეწნება უკვე შეგიძლია სრული პორცია შეუცვალო კვება ოღონდ ნაცნობ ბოატნეულთანნერტად გაასინჯო 1კოვზი უცნობიც.

თავიდან ძალიან რთული მეჩვენებოდა მეც და ძალიან დსბეული ვიყავი რარასთან მექნა არვიცოდი და 1 თვეში ავუღე ალღო.

Posted by: Mybaby 4 Aug 2020, 06:59
Tua
ეჰ,იმიტომ მაქვს ამდენი ხემსი,რომ არ ჭამს რა. ორ ცალ კინკილა მოცვს რომ შეგიჭამს და მეტს არაფერს,მერე იძულებული ვარ კიდევ მივცე. ბოსტნეულზე თითქოს დაიწყო ისევ ჭამა.ავედით 50-70 გრამამდე ხორციანად. არ ვიცი ესაა ცუდი მჭამელი,თუ ზოგადად ძუძუ ბავშვები ესე არიან. წონით ნორმაა,მაგრამ ბოსტნეული მაგიჟებს რა. სხვათაშორის მსხვილ ნაწილებს უკვე ერევა და ღეჭავს.ამით პროგრესი გვაქვს)))ერთი ფაფას ჭამს კარგად.
ძალიან ძალიან დიდი მადლობა თუა,რომ არ იზარებს და დეტალურად მიხსნი ხოლმე.ხაჭოს მაშინ გიპისას მივცემ მეც და მალევე გადავიყვან სახლში გაკეთებულზე.
უი,თუა მე პირდაპირ ცოცხალ ხილზე რომ გადავიყვანე არაუშავს? ანუ თერმულად არ დაკიმუშავებია და რამე ხო არ დავაშავე ნეტა? ნუ ესეც არ მყავდეს მჭამელი,ორ-სამჯერ გამოწუწნის გარგარს და ეგაა.იძულებული ვარ ისევ ჰიპის ქილის ხილი მაინც მივცე ხოლმე დილაობით.

Posted by: unusual 4 Aug 2020, 10:47
narkozeli
QUOTE
3 თვიდან რატომ? მიზეზი იყო რამე?

რძის მერე პირველი რაც დაგვინიშნეს ფაფა იყო, ეხლა ვიდეოს ჩავხედე დასაზუსტებლად და მეოთხე თვეში იყო რომ ფაფა გავასინჯე პირველად. smile.gif
რაღაც უნდა გთხოვო, ალბათ შეწუხებული ხარ ამ კითხვით მაგრამ სხვა გზა არ მაქვს biggrin.gif შენ გახარებას ვინმე პროფესიონალი სტომატოლოგი შეგიძლია მირჩიო, შეიძლება ნერვის ამოღება დამჭირდეს და ხარისხიანად რომ გამიკეთოს, ვერავის ვენდობი. sad.gif თუ გინდა ძალიან ძვირიანი იყოს მთავარია ხარისხი. თუ გინდა პირადშიც მომწერე.

Posted by: Tua 4 Aug 2020, 11:26
Mybaby
გოგო თუ არბერავს ალერგია არ აქვს არაუშავს, კარგია ცოცცხალი ხილი, თან ტუ ქილის გარგარიგასინჯული აქვს რაპრობლემაა, ცოცხალი მივეცი მე მალინაც და მოცვიც, სმაროდინაც ეგრევე , გარჰი ქილის ჰქონდა ნაჭამი და ამიტომ ცოცხალი მივევი, პირველი გასინჯვაა თერმულად დამუშავებული და მერე უკვე ცოცხალი შეგიძლია, კაი სეზონია ეხლა ცოცხლადაა ყველაფერი.

Posted by: narkozeli 4 Aug 2020, 14:03
unusual

ადრე მაინც მე-4 თვიდან ფაფა, წონის დეფიციტის შემთხვევაში იწყება მხოლოდ 6 თვეზე ადრე ფაფები, თუ არა და იდეალურია 6 თვიდან.
იოგურტზეც დანონი გეწერა და წლამდე მხოლოდ ჰუმანა შეიძლება

სტომატოლოგზე როგორ დაგზარდები :* უნიდენტი, კახიძის ქუჩაზე, თეა ჭუმბურიძე ან მაია ლომსიანიძე, ძვირია ნამდვილად მაგრამ მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრის კბილებს ამათ ვანდობ ხოლმე

Posted by: unusual 4 Aug 2020, 15:33
narkozeli
QUOTE
ადრე მაინც მე-4 თვიდან ფაფა, წონის დეფიციტის შემთხვევაში იწყება მხოლოდ 6 თვეზე ადრე ფაფები, თუ არა და იდეალურია 6 თვიდან.
იოგურტზეც დანონი გეწერა და წლამდე მხოლოდ ჰუმანა შეიძლება

ოკ. შევცვლი მაშინ ჰუმანათი.
QUOTE
სტომატოლოგზე როგორ დაგზარდები :* უნიდენტი, კახიძის ქუჩაზე, თეა ჭუმბურიძე ან მაია ლომსიანიძე, ძვირია ნამდვილად მაგრამ მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრის კბილებს ამათ ვანდობ ხოლმე

გაიხარე მე კიდევ მერიდებოდა კითხვა. :დ

Posted by: nino84 4 Aug 2020, 20:24
ფენისტილ გელი მზის დამწვრობაზე ეფექტურია თუ იცით? ლოყები ოდნავ შეუწითლდა მზეზე და თუ შეიძლება რომ წავუსვა 5 თვისაა. ანოტაციაში 2 წლამდეო.

Posted by: Tua 4 Aug 2020, 21:49
nino84
ფენისტილი ალერგიის და კოღოს ნაკბენისაა, დამწვრობაზე ბიპანტენი წაუსვი კრემი, ან ველედა ან ტოპიკრემი.

Posted by: nino84 4 Aug 2020, 22:03
Tua
მზის მსუბუქი დამწვრობაც უწერია ფენისტილს ანოტაციაში. ბიპანტენსაც ვცდი, მადლობა ❤️

Posted by: Mybaby 5 Aug 2020, 01:01
Tua
თეო, მზის დამწვრობა არა,მაგრამ მანგლისში ჩრდილში ზაგარი მივიღეთ,მზესნსულ ვარიდებდი,მაგრამ 12-1 საათამდე მყავდაბგრეთ ჩრდილში და მაინც მივიღეთ ზაგარი.გოგო დამავიწყდა პედიატრისთვის მეკითხა და საშიშია ნეტა? არაფერს არ ვუსვავდი.თითქოს მთლად არ აქებდნენ უცხოურ სტატიებში მზის დამცავ კრემებსბასეთ პატარებზე,უბრალოდ მზეს მოარიდეთო.მაგრამ მაინც მოეკიდა.

Posted by: nino84 5 Aug 2020, 09:38
Mybaby
ჩვენც ეგრე, მზეში არ გამყავს, მაგრამ ძაან თეთრია და ლოყები შეუწითლდა. ეხლა ვუსვავ მაინც დამცავს მეტი რომ არ მოეკიდოს.
* * *
გოგოებო, დღეში ორჯერ ხილფაფა და ფაფა შეიძლება ვაჭამო?

Posted by: Tua 5 Aug 2020, 11:35
Mybaby
არც არაფერი რავი ბაკურიანში სულ ეგრე დამყავდა და მშვენირად შეუვარდისფერდა ლოყები ჯანსაღ ფერზე იყო ბავშვი . დამცავს არასსროა ვხმარობ ფწხებზეც ზაგარი აქვს მზე რო ხვდება.

nino84
პატარაა წესით ბავვი და არმგონია, ბოსტნეული ჯობია ფაფის ჭამას ორჯერ. მაგ ასაკში 2 მყარი კვება უნდა ჰქონდეს დილით ფაფა მეორე ბოსტნეული და ფაფასა და ბოსტნეულს შორის ხილფაფა.

Posted by: nino84 5 Aug 2020, 12:43
Tua
მეც ვფიქრობ ბოსტნეული მივცე, თან წონის პრობლემა არ აქვს და ორჯერ ფაფა რად უნდა.

Posted by: Mybaby 5 Aug 2020, 13:16
Tua
ძალიან კარგი:*
თეო,ცუკინს როგორ აკეთებ,კანიანად მოვხარშო?თუ გავთალო?))))და ჭარხალი თუ გაქვს გასინჯული და რასთან გავუკეთო?

Posted by: Tua 5 Aug 2020, 14:05
Mybaby
ცუკინი კანიანად ვაკეთებ მე, გლეხებისგან ვყიდულობ ძააალიან პაწაწინებს მაგასც და ბადრიჯანსაც , ბადრიჯანს კანს ვაცვლი ცუკინის არა. ჭარცალი რავი ზოგადად ყველაფერთან, ოღონდ თხლად დაჭერი და ჯერ ჭარხალი ჩაყარე ქვაბში მოსახარშად და მერე სხვა დანარჩენი. ცუკინი თუ თხელია და დიდიი თესლები არაქვს არგამოაცალო გული და ყველაფერი რო მოიხარშება ბოლოს ჩაყარე 5 წუთი უნდა მაგასაც, ბროკოლსაც, ყვავილოვანსაც და ბადრიჯანსაც.
გოგო ეხლა ვნახე და 2 ცალი მოცვი ხემსად რატო ეთვლება ეგ გამაგებინე smile.gif) ან რატო უთვლი 2 ცალს ხემსად. ხემსია 15 ცალი რო ჭამოს და კიდე გარგარი დააყოლოს.

Posted by: მზე 5 Aug 2020, 16:11
pearlgirl
მოკლედ ჩემს სატკივარს დაგიწერ და როცა მოიცლი თუ არ დაგეზარება მიპასუხე biggrin.gif

1) ნია-ნუა მყავდა კანკიასთან და აღმოჩნდა რომ სიმაღლისა და წონის საშუალო მრუდს, რომელსაც მიუყვებოდა, ორივეს ჩამოცდა და ეხლა ქვედა მრუდზეა :/
როგორ ჭამსო? და რავი დიდად კარგი მჭამელი არ არის მაგრამ ჭამს რა.
ფორმულა ამოვიღეთ კაკრაზ ერთი თვეა და ხოა რ დავუბუნო ისევ? ეხლა სოფელშია და აქ კარგ პასტერიზებულ რძეს ვერ ვშოულობთ. თბილისიდან 1 საათის სავალზეა და რამდენი ხაჭო და მაწონი წამოვიღეთ, იმდენჯერ გემო შეეცვალა :| ვერ ძლევს გზაში და რძის წამოღება ამიტო არც გვიცდია.

2) კატლეტს ჭამს ხოლმე იშვიათადად. სემპერის ბოლონეზე და ხბოს გულ ღვიძლს ჭამს ისევ. სახლში რაც გავუკეთეთ მოსუპო ხორციანი არაფერი ჭამა. არც უხორცო. წერტის ბლინები რო ვაჭამო რა უჭირს? და ბოსტნეულიდან მხოლოდ სტაფილოს ჭამს, გასინჯული აქვს. არაფერს ახალს არ სინჯავს. რამდენჯერად არ უნდა შევთავაზო :| (ახალში კარგად დავიწყებულ ძველსაც ვგულისმხობ. ანუ ეხლა სანამ ახალი ბოსტნეული შემოვიდოდა დაავიწყდა ადრე რო ჭამდა და ეხლა აღარ ჭამს და ვერაფრით გავასინჯე რო იქნებ მოეწონოს.) ვუყვები რო ადრე არ სინჯავდა მაგალითად ატამს არადა როგორ უყვარს და ა.შ. მარა არ ჭრის :|

3) ფაფებსაც არ ჭამს. დიდი კონცერტებით ჭამს ნახევარს. მაგრამ მე რო ვჭამდი ნორდიკის ინსტანტ ფაფებს ის მოეწონა. უბრალოდ ერთ პაკეტში 5.1 გრამი შაქარია. ესე რო ჭამ არ ეტყობა მარა ფაქტია აქვს. ძაან დავაშებ ეგ რო ჭამოს? სულ რო არ ჭამოს ფაფები მაგას ალბათ ჯობია რო ეს ჭამოს არა?

4) თავისი ხელით ჭამა არ უყვარს. რამდენჯერმე ძაან ვიჩხუბეთ. ვიჩხუბეთ რა, არ მინდა ჩემი ხელით, არ მიყვარს ხელი იძახის. შენ მაჭამე და ტირის. ძაან თუ შია, ტირილით ჭამს ცოტას და მერე აღარ. ხანდახან გამოგვდის რო ერთი მე, ერთ შენ პრინციპით ჭამოს მაგრამ ყოველთვის არა და სულ თვითონ რო ჭამოს გამორიცხულია და რა ვუყო? დავანებო თავი? :|

5) ჭიქით ვერ სვამს არადა ვიცი რო უნდა სვამდეს უკვე და არაუშავს? sad.gif რამდენი მივეცით იბანავა :| კიდე უნდა მივცე ხო ალბათ სანამ ზაფულია?

6) ხელში უყვარს სულ. ამიყანე და ისე. ასე ამბობს ხოლმე. ვეუბნები რო წელი მტკივა, რო მძიმეა და ა.შ. მარა არ გამოდის. არც სეირნობა უყვარს. ადრე ვაკის პარკში უყვარდა წასვლა და ეხლა აღარ მოდის იმიტომ რომ იცის იქ ფეხით უნდა იაროს ან კალიასკაში ჩაჯდეს :| და სახლში მინდაო გაიძახის. რა ვუყო აღარ ვიცი. ვიცი რო ჩვენი გაფუჭებულია მარა ასეთი გამოსავალი იპოვა და გარეთ აღარ მოგვყვება

7) პამპერსს ვერ ვაჩვევთ. გავხადეთ და 2-ჯერ ისტერიკამდე მივიდა კაკები რო მოუნდა. მერე დავპირდით ნაყინს, რომელიც ძაან უყვარს (2-ჯერ ჭამა სულ) და როცა დაჯდები მერე წაგიყვანთ სანაყინეში თქო და არ მინდა ნაყინიო განაცხადა :| დავანებეთ თავი უკვე მესამედ. და რავი, კი გავიდა ლამის ზაფხული და რა ვუყო არ ვიცი sad.gif

2 წლის და 4 თვის ხდება sad.gif

8) და აუ კიდე ერთი კითხვა მაქვს. კერძო სახლში ვცხოვრობ და ამიტომ სამეზობლო არ გვყავს ვისაც ბავშვები ეყოლება და ერთად ითამაშებენ. ამიტომ ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობა არ აქვს, მხოლოდ ხანდახან ჩვენი მეგობრების მის ტოლ შვილთან. ჰოდა, ეხლა ბავშვები ვნახეთ სოფელში. ერთ-ერთმა დედამ შვილს დაუყვირა და ჯოხი წაართვა ძაან უშნოდ, მეორემ თავის სამი წლის ბავშს ყური აუწია რაღაცაზე. ეს უყურებდა გაოგნებული. ჰოდა, ალბათ გქონია ხო ეგეთი შემთხვევები და მაგ დროს რამე უნდა ვუთხრა? თან სულ ხო არ მოვარიდებ :/

იმედია კარგად ისვენებ <3 და მადლობა წინასწარ <3

Posted by: nino84 5 Aug 2020, 20:29

გოგოებო, ფაფას და ბოსტნეულს სანამ ვასინჯებ, ფორმულა ხომ უნდა დავაყოლებინო და ეგრევე, თუ რაღაცა შუალედის მერე? მაგ. მივეცი რამდენიმე კოვზი ფაფა, ეგრევე ფორმულას ვაყოლებინებ?

Posted by: Tua 5 Aug 2020, 23:06
nino84
კი სიტყვაზე ფორმულა ეკუთვნის 180მლ, გაასინჯე 30 გრამი ფაფა და დააყოლებინე 150გრამი ფორმულა. სხვანაირად გრაფიკი აგეევა და რო დაელოდო 30 წუთი მომდევნო კვების გადატანა მოგიწევს ან 2.5 გექნება შუაკედი და მომდევნო კვებას სრულად არშეჭამს

Posted by: nino84 6 Aug 2020, 06:53
Tua
მადლობა ❤️
************

Posted by: nopiahopi 6 Aug 2020, 09:32
მზე
QUOTE
თბილისიდან 1 საათის სავალზეა და რამდენი ხაჭო და მაწონი წამოვიღეთ, იმდენჯერ გემო შეეცვალა :|

გაყინულ წყლის ბოთლებთან ერთად რომ ჩადო პარკში და ისე სცადო? მე ეგრე მიმაქვს ხოლმე და არ ფუჭდება. 3-4 ბოთლის შუაში ჩადე, ძირშიც ბოთლი დაუდე.

Posted by: nino84 6 Aug 2020, 13:10
Tua
ტუა ერთსაც გკითხავ, ფაფას წყალში უხსნიდი, თუ ფორმულაში?

Posted by: Tua 6 Aug 2020, 15:05
nino84
წყალში ვუხსნი, ურძეოებსაც წყალში ვუხსნიდი დაეხლა რძიანებსაც ეგრე

Posted by: GoshaD 6 Aug 2020, 15:50
მეგობრებო საწველს ვყიდით. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ:
https://www.mymarket.ge/ka/pr/17174951

Posted by: Mybaby 6 Aug 2020, 18:34
Tua
ჭარხალი დავჭრა და ისე მოვხარშო?მე კიდევ მთლიანებს ვაპირებდი.მოიცადე,ესე არ გამოეცლება ვიტამინები და სიწითლე?))))))
ხოდა მეც ეგ დავწერე,რომ რანაირად ეთვლება 2 კინკილა მოცვი ხემსად და მაგიტომ დღეში ორჯერ ვაძლევ ხილსთქო.ეხლა ნელნელა ამოქაჩა თითქოს ჭამაში(აღარც მინდა ხოლმე ვთქვა,როგორც კი ვიტყვი კარგად ჭამსთქო ესევე ურევს მერე))) ).
ვაიმე თქვენს გარეშე რა მეშველებოდაა,იმდენი რამე მასწავლე :*

Posted by: მზე 6 Aug 2020, 22:41
nopiahopi
მადლობა იდეისთვის. ვცდი აბა :შ

Posted by: nopiahopi 6 Aug 2020, 23:37
მზე
მინიმუმ 1 ლიტრიანი უნდა იყოს ბოთლები, პატარებში მალე ლღვება ყინული და აზრი არ აქვს

Posted by: Tua 7 Aug 2020, 15:08
Mybaby
გოგო მე უცებ რო მინდა ვჭრი შეგიძლია დილით დადგა კანიანი მოხარშო ცალკე არაა პრობლემა და მერე გათალო და აჭამო. მე სულ გდარბენაზე რომ ვარ თხლად დაჭრილი მიადვილდება და ეგრე ვხარშავმ
* * *
მზე
დომინოში იყიდება სპევიალური სამგზავრო მაცივრებივით და იქცლვე აქვთ ყინულები, მე ბაკურიანში ეგრე ვმგზავრობ, ის ყინულები და მაცუვარი 2.5 ინარჩუნებს ტემპერატურად, რაჭაშიც წამიღია ყველაფერი 5 საათის გზაზე. 2 წელია მაქვს და ძალიან მადგება, ეხლა ბავშვის პროსუქტებზე განსაკუთრებით. სიცივეს ინარჩუნებს ძალიან კარგად. ჩემოდანივით არის სახელურით.

Posted by: takoo1 8 Aug 2020, 14:51
გოგოებო აცრის მერე ცოტა გაღიზიანებულივით მეჩვენება ნანემსარი ოდნავ წითელია და რო არ გაურთულდეს წინასწარ რა წავუსვა?

Posted by: Tua 8 Aug 2020, 17:08
gogatakoo
იოდის.კლეტკები გაუჯეთე 3 დღე, ნანემსარის გარშემო.

Posted by: nino84 9 Aug 2020, 16:13
გოგოებო, დავიწყეთ ემპერის ურძეო წიწიბურა, სრულ პორციამდე რამდენ ხანში ახვედით, ფორმულა რომ აღარ დავაყოლებინო? ეხლა ჭამს სადღაც 90 გრამს და მერე ფორმულას ვუმატებ. ასევე სიმინდის ურძეო უკვე შემიძლია გავასინჯო, თუ რაღაცა პერიოდი ჯერ წიწიბურა ვაჭამო?
ხილზეც მაინტერესებს, სემპერის ვაშლს ვაჭმევ და ცოცხალი ქლიავი და ატამიც ხო შეიძლება გავასინჯო, თუ აუცილებლად თერმულად უნდა დავამუშავო?
ბოსტნეული მხოლოთ თერმულად დამუშავებული შეიძლება? თავიდან სტაფილო, ყაბაყს და ბატატს ვფიქრობ ცალ-ცალკე გავასინჯო.

Posted by: Tua 9 Aug 2020, 22:58
nino84
3 დღე თუ გაასინჯე წიწიბურა, შეგიძლია მეორე ხღეს სიმინდი მისცე ასევე 3დღის წესის დაცვით და მერე უკვე ხან სიმინდი აჭამო ხან წიწიბურა, მე 5.5 თვეზე დავიწყე ფაფების მიცემა სადღაც 6 თვიდან უკვე სრულ ულუფებს ვაჭმევ. 2 კვორა მაინცარვაძლევდი სრულს და ვაყოლებუნებდი, ისე კი ნებადართულია 3 დღის წესის მერე სრული ულუფის მიცემა. ასევე შეგიძლია გაასინჯო ჰიპის შვრიის ფანტელი, ეგეც ურძეოა.

Posted by: nino84 10 Aug 2020, 09:51
Tua
მეც 5.5 დან დავუწყე. გავასინჯებ ხვალიდან სიმინდსაც და რომ ჩავალთ თბილისში შვრიასაც ვუყიდი. სემპერის წიწიბურას რა პროპორციაც აწერია 140 მლ. წყალზე 20 გრ. ფხვნილი აშკარად ძალიან თხელი ფაფა გამოდის და მეტს ვუშვრები, ხომ არ ვაშავებ რამეს?

Posted by: Tua 10 Aug 2020, 10:27
nino84
არასდროს გამიზომია ფხვნილის რაოდენობა, ანუ ვყტიდი იმდენს რა კონსიატენციაც მინდოდა რომ მიმეღო

Posted by: pearlgirl 11 Aug 2020, 15:19
მზე
ხო ვიყავით, სამაგირროდ ახლა მე ვსკდები შურით შენ რომ თუშეთში ხარ :*
* * *
მზე
ეხლა ვნახე შევეცდები გიპასუხო სრულყოფილად:
QUOTE
2 წლის და 4 თვის ხდება

კანკიამ მხოლოდ იკითხა რას ჭამსო? სხვა არაფერი თქვა? რომ ჩამოხვალ ირაკლისთან ვიზიტი დაგეგმე და ამ თემაზე გაესაუბრე, არაა საგანგაშო ნამდვილად, უბრალოდ მე ვფიქრობ ნეოფობია ხომ არ დაეწყო ახლის გასინჯვის შიში? საკმაოდ ხშირია 2+ ასაკიდან, ელენესაც ეგ აქვს, სკოლამდელ ასაკამდე გადალახავენ ხოლმე. იცი როგორი რაღაცაა ერთიდაიგივეებს რომ ჭამენ და ახალს არ/ამ ძნელად სინჯავენ. ამიტომ იმ ერთიდაიგივე საკვებში უნდა შეუნარჩუნო შედარებით ჯანსაღი და დაბალანსებული კვება. არაა აუცილებელი ყველაფერს ჭამდეს ბურღულეულიდან, შეიძლება მხოლოდ წიწიბურას ჭამდეს და ეგ სამკმარისი იყოს.
არა ფორმულა თუ დაივიწყა აღარ დაუბრუნო. რძე და რძის პროდუქტები თუ უყვარს არა უშავს როცა ჩამოიყვან ხო გააგრძელებს ჭამას. ისე ერთი საათის მანძილზე თბილისიდან იქვე სადმე არააა მაღაზია კაცო?
წერტის ბლინები რო ვაჭამო რა უჭირს? არაფერი ძროხისაა ეგ და თან სანდოა, ასევე ბოკოლაც.

QUOTE
არაფერს ახალს არ სინჯავს.

გამარჯობა biggrin.gif ელენეც ეგრე იყო 2.6 წლიდან. ნეოფობიაა ეგ.
QUOTE
ფაფებსაც არ ჭამს
ბურღულიდან რამეს ჭამს? მაგალითად წიწიბურას? თუ კი მაშინ ცოტა კარაქით მოხარშული წიწიბურა. თუ დაგამშვიდებს აფთიაქის მზა ფაფებს შეეშვა 2.6 წლის და არ უჭამია საერთოდ ფაფა დღემდე smile.gif)))))))))
შაქრიანი არ გინდა არაფერი, მე ის პრინციპი მაქვს რომ სულ ნუ შეჭამს შაქრიანის ჭამას.


QUOTE
თავისი ხელით ჭამა არ უყვარს. რამდენჯერმე ძაან ვიჩხუბეთ. ვიჩხუბეთ რა, არ მინდა ჩემი ხელით, არ მიყვარს ხელი იძახის. შენ მაჭამე და ტირის. ძაან თუ შია, ტირილით ჭამს ცოტას და მერე აღარ. ხანდახან გამოგვდის რო ერთი მე, ერთ შენ პრინციპით ჭამოს მაგრამ ყოველთვის არა და სულ თვითონ რო ჭამოს გამორიცხულია და რა ვუყო? დავანებო თავი? :|

ნელ-ნელა მიეჩვევა თუმცა არ დასტრესო მაგაზე რომ მაინდამიანც თავისი ხელით ჭამოს.

QUOTE
ჭიქით ვერ სვამს არადა ვიცი რო უნდა სვამდეს უკვე და არაუშავს?  რამდენი მივეცით იბანავა :| კიდე უნდა მივცე ხო ალბათ სანამ ზაფულია?

ხო ჰქონდეს და იბანავოს სანამ არ მიეჩვევა
QUOTE
) ხელში უყვარს სულ. ამიყანე და ისე. ასე ამბობს ხოლმე. ვეუბნები რო წელი მტკივა, რო მძიმეა და ა.შ. მარა არ გამოდის. არც სეირნობა უყვარს. ადრე ვაკის პარკში უყვარდა წასვლა და ეხლა აღარ მოდის იმიტომ რომ იცის იქ ფეხით უნდა იაროს ან კალიასკაში ჩაჯდეს :| და სახლში მინდაო გაიძახის. რა ვუყო აღარ ვიცი. ვიცი რო ჩვენი გაფუჭებულია მარა ასეთი გამოსავალი იპოვა და გარეთ აღარ მოგვყვება

თუ სწორად მახსოვს დაახლოებით მაგ ასაკში ხელში აყვანაზე ელენეც ჭედავდა და მერე გადაურა. ამყავდა ხოლმე, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე თვითონვე გადალახა ეგ საკითხი.
ცოტა შთაბეჭდილება მრჩება რომ მანიპულირებს თქვენი დათმობებით?
QUOTE
7) პამპერსს ვერ ვაჩვევთ. გავხადეთ და 2-ჯერ ისტერიკამდე მივიდა კაკები რო მოუნდა. მერე დავპირდით ნაყინს, რომელიც ძაან უყვარს (2-ჯერ ჭამა სულ) და როცა დაჯდები მერე წაგიყვანთ სანაყინეში თქო და არ მინდა ნაყინიო განაცხადა :| დავანებეთ თავი უკვე მესამედ. და რავი, კი გავიდა ლამის ზაფხული და რა ვუყო არ ვიცი

არადა კარგი დროა გადასაჩვევად, წესით მზად უნდა იყოს მაგრამ მგონი თქვენ ხშირად ნებდებით და უთმობთ? ანუ ეს ხო იცი რა ასაკია? თუ გაუვიდა მაქსიმალურად არ დაირღვევს კომფორტს და თავის სურვილზე გატარებთ.
QUOTE
და აუ კიდე ერთი კითხვა მაქვს. კერძო სახლში ვცხოვრობ და ამიტომ სამეზობლო არ გვყავს ვისაც ბავშვები ეყოლება და ერთად ითამაშებენ. ამიტომ ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობა არ აქვს, მხოლოდ ხანდახან ჩვენი მეგობრების მის ტოლ შვილთან. ჰოდა, ეხლა ბავშვები ვნახეთ სოფელში. ერთ-ერთმა დედამ შვილს დაუყვირა და ჯოხი წაართვა ძაან უშნოდ, მეორემ თავის სამი წლის ბავშს ყური აუწია რაღაცაზე. ეს უყურებდა გაოგნებული. ჰოდა, ალბათ გქონია ხო ეგეთი შემთხვევები და მაგ დროს რამე უნდა ვუთხრა? თან სულ ხო არ მოვარიდებ :/

მე გირჩევდი რომ ხშირად აკონტაქტო ბავშვებს, თანატოლებს. და მსგავსი შემთხვევები როცა იქნება ყოველთვის აუხსენი რომ არასწორია რომ დიდებს ეშლებათ და ასე შემდეგ. ვერ მოარიდებ ყოველთვის ყველაფერს, ამიტომ უნდა აუხსნა ყოველთვის ყველაფერი.
ალბათ ძაან ზოგადი პასუხებია, მარა ცოტა კაი ბევრი სალაპრაკოა ისეთი თემები ჩამოწერე smile.gif)) მე მგონია რომ ცოტა მიდგომები არ გაქვს მკაფიო და სწორი და ამიტომაც არის ის ქცევები რაც ჩამოწერე.

Posted by: მზე 12 Aug 2020, 12:58
Tua
QUOTE
დომინოში იყიდება სპევიალური სამგზავრო მაცივრებივით და იქცლვე აქვთ ყინულები, მე ბაკურიანში ეგრე ვმგზავრობ, ის ყინულები და მაცუვარი 2.5 ინარჩუნებს ტემპერატურად, რაჭაშიც წამიღია ყველაფერი 5 საათის გზაზე. 2 წელია მაქვს და ძალიან მადგება, ეხლა ბავშვის პროსუქტებზე განსაკუთრებით. სიცივეს ინარჩუნებს ძალიან კარგად. ჩემოდანივით არის სახელურით.

უი რა საინტერესოა. რა ღირს დაახლოებით ხო არ იცი?
ეხლა nopiahopiს რჩევა გამომადგა და გაძლო რძემ <3

nopiahopi
მადლობა <3

pearlgirl
QUOTE
ხო ვიყავით, სამაგირროდ ახლა მე ვსკდები შურით შენ რომ თუშეთში ხარ :*

ვაიმე რა კარგი იყოო, ფოტოები ვერ გადმოსცემს კი გეცოდინება <3

pearlgirl
QUOTE
ეხლა ვნახე შევეცდები გიპასუხო სრულყოფილად

უღრმესი მადლობა <3 <3

QUOTE
კანკიამ მხოლოდ იკითხა რას ჭამსო? სხვა არაფერი თქვა? რომ ჩამოხვალ ირაკლისთან ვიზიტი დაგეგმე და ამ თემაზე გაესაუბრე, არაა საგანგაშო ნამდვილად, უბრალოდ მე ვფიქრობ ნეოფობია ხომ არ დაეწყო ახლის გასინჯვის შიში? საკმაოდ ხშირია 2+ ასაკიდან,

კიი, ნეოფობია აქვსო მითხრა ზუსტად.
რო ჩამოვიყვან ბავშვსაც მივიყვან აუცილებლად. სხვა რა შეიძლებოდა ეთქვა? სისხლის და შარდის ანალიზები გამაკეთებინა კიდე. უფრო სწორად შარდი ვერ გავუკეთეთ, მე არ მეცალა და დედაჩემს არ გაუჩერდა რო შეეგროვებინა მასალა, სისხლში კი არაფერი ქონდა ცვლილება. კიდე რო ჩამოვიყვან, აუცილებლად შარდსაც გავუკეთებ.

QUOTE
შეიძლება მხოლოდ წიწიბურას ჭამდეს და ეგ სამკმარისი იყოს.

არ ჭამს და საქმეც მაგაშია. ეგ კი მითხრა ერთ სახეობას მაინც თუ ჭამს კაია. ანუ 1000-ში ერთხელ კი შეიძლება შეჭამოს (მასეთივე წარმატებით ფაფასაც ჭამს იშვიათად), მაგრამ ყოველდღე ან კვირაში რამდენჯერმე მაინც არ უნდა ჭამდეს? :შ

QUOTE
ნელ-ნელა მიეჩვევა თუმცა არ დასტრესო მაგაზე რომ მაინდამიანც თავისი ხელით ჭამოს.

აუ ძაან მიჭირს ამ ბალანსის დაცვა biggrin.gif როდის არ უნდა დავსტრესო და ვაცადო როდის მიეჩვევა თავისით და როდის არ უნდა დავუთმო biggrin.gif ვერ ვასხვავებ კარგად :|

QUOTE
ცოტა შთაბეჭდილება მრჩება რომ მანიპულირებს თქვენი დათმობებით?

ცოტა არა, საკმაოდ :|

QUOTE
არადა კარგი დროა გადასაჩვევად, წესით მზად უნდა იყოს მაგრამ მგონი თქვენ ხშირად ნებდებით და უთმობთ? ანუ ეს ხო იცი რა ასაკია? თუ გაუვიდა მაქსიმალურად არ დაირღვევს კომფორტს და თავის სურვილზე გატარებთ.

ფისებზე არ აქვს პრობლემა, ნუ პამპერსი ურჩევნია, მაგრამ ჯდება რა როცა უნდა, არც იკავებს (ნუ იშვიათადად კი), მაგრამ პრინციპში ეს ნაწილი გადალახულია.
აი კუჭში გასვლაზე შეკრულობის პრობლემა ქონდა. ნოემბერში ზედიზედ 2-ჯერ შეიკრა ძალიან ცუდად და ეტკინა. იმის მერე დაახლოებით 3 თვე დაგვჭირდა რომ გადაელახა ეს პრობლემა და შეკავების გარეშე გასულიყო კუჭში როცა მოუნდებოდა. ზაფხულამდე დუფალაკზე იყო. გლიცერინის სანთელსაც ვუკეთებდით. ჰოდა, დღემდე ფეხზე დამდგარი შვება :| იმასაც ვერ მივაღწიეთ რო ჩაიცუცქოს და ისე ქნას თუნდაც პამპერსში. მგონია რო ის შიში მოყვება და მეშინია sad.gif კითხვას აზრი არ აქვს, რო კითხო გეშინიაო გეტყვის კიო :დ და შეიძლება არ ეშინოდეს და ღია კითხვა რო დაუსვა, არ მინდა გაიძახის და ყვირილს იწყებს :| ძაააალიააან ბევრს ველაპარაკებით ამაზე, გვპირდება რო იზამს და როცა უნდება ხოლმე პამპერსი ჩამაცვითო გაიძახის და არ ჯდება ცოცხალი თავით და ძალით როგორ დავსვა. ერთხელ, არ ჩავაცვით და არც დაჯდა არც ტრუსიკზე მოგვაკიდებინა ხელი, გადაირია გალურჯდა ისეთ ისტერიკაში ჩავარდა და რავი მთლად მასეთი ანერვიულება მგონი არცაა სწორი არა? sad.gif ვეღარ გავიგე. ძალიან ძალიან ნერვიულდება ხოლმე. სხვა არაფერზე არ შვება ესე.

QUOTE
მე გირჩევდი რომ ხშირად აკონტაქტო ბავშვებს, თანატოლებს. და მსგავსი შემთხვევები როცა იქნება ყოველთვის აუხსენი რომ არასწორია რომ დიდებს ეშლებათ და ასე შემდეგ. ვერ მოარიდებ ყოველთვის ყველაფერს, ამიტომ უნდა აუხსნა ყოველთვის ყველაფერი.

გავითვალისწინებ <3

QUOTE
ალბათ ძაან ზოგადი პასუხებია, მარა ცოტა კაი ბევრი სალაპრაკოა ისეთი თემები ჩამოწერე ))

არა მაინც დამეხმარა, მიმართულება მომეცი <3 დიდი მადლობა :*

QUOTE
მე მგონია რომ ცოტა მიდგომები არ გაქვს მკაფიო და სწორი და ამიტომაც არის ის ქცევები რაც ჩამოწერე.

აი ზემოთაც დაგიწერე, ვერ ვიჭერ ოქროს შუალედს როდის უნდა მივცე დრო რომ თვითონ როცა იქნება მზად მაშინ გადაწყვიტოს რა გააკეთოს და როდის უნდა გამოვიჩინო შეუვალობა. თან ოქროს წესიც ხო არ არსებობს, ეს ასე და ის ისე. ინდივიდუალურად უნდა მივუდგე, ეგეც ვიცი მაგრამ მიჭირს აშკარად sad.gif

Posted by: pearlgirl 12 Aug 2020, 14:14
მზე
QUOTE
კიი, ნეოფობია აქვსო მითხრა ზუსტად.

არც ეგაა პრობლემა იმ მხრივ, რომ ნამდვილად არ ექმმნება ჯანმრთელობის პრობლემა ბავშვს. ნუ ქვედა ზღვარზე როა ეგეც დიდად არაა პრობლემა, თუმცა მე რცხილაძის აზრს მოვისმენდი.
QUOTE
ფისებზე არ აქვს პრობლემა, ნუ პამპერსი ურჩევნია, მაგრამ ჯდება რა როცა უნდა, არც იკავებს (ნუ იშვიათადად კი), მაგრამ პრინციპში ეს ნაწილი გადალახულია.
აი კუჭში გასვლაზე შეკრულობის პრობლემა ქონდა. ნოემბერში ზედიზედ 2-ჯერ შეიკრა ძალიან ცუდად და ეტკინა. იმის მერე დაახლოებით 3 თვე დაგვჭირდა რომ გადაელახა ეს პრობლემა და შეკავების გარეშე გასულიყო კუჭში როცა მოუნდებოდა. ზაფხულამდე დუფალაკზე იყო. გლიცერინის სანთელსაც ვუკეთებდით. ჰოდა, დღემდე ფეხზე დამდგარი შვება :| იმასაც ვერ მივაღწიეთ რო ჩაიცუცქოს და ისე ქნას თუნდაც პამპერსში. მგონია რო ის შიში მოყვება და მეშინია  კითხვას აზრი არ აქვს, რო კითხო გეშინიაო გეტყვის კიო :დ და შეიძლება არ ეშინოდეს და ღია კითხვა რო დაუსვა, არ მინდა გაიძახის და ყვირილს იწყებს :| ძაააალიააან ბევრს ველაპარაკებით ამაზე, გვპირდება რო იზამს და როცა უნდება ხოლმე პამპერსი ჩამაცვითო გაიძახის და არ ჯდება ცოცხალი თავით და ძალით როგორ დავსვა. ერთხელ, არ ჩავაცვით და არც დაჯდა არც ტრუსიკზე მოგვაკიდებინა ხელი, გადაირია გალურჯდა ისეთ ისტერიკაში ჩავარდა და რავი მთლად მასეთი ანერვიულება მგონი არცაა სწორი არა?  ვეღარ გავიგე. ძალიან ძალიან ნერვიულდება ხოლმე. სხვა არაფერზე არ შვება ესე.


ო ქონია მიზეზი, შეკრულობამ იცის სტრესის დატოვება და მაგიტომ. ელენეს შეკრულობა არ აწუხებდა მაგრამ ქოთანს რო მიეჩვია ორ დღეში ფისიზე, სამაგიეროდ კუჭში გადიოდა ერთი თვე ფეხზე მდგარი. რაც ვქენით ის იყო რომ არ ვიმჩნევდით არანაირად და ერთ თვეში თავისით გადალახა. შეკრულობა სხვა საქმეა, ეშინია, ფსიქოლოგიურად არის დასტრესილი და იმიტომ.




* * *
მზე
QUOTE
არ ჭამს და საქმეც მაგაშია. ეგ კი მითხრა ერთ სახეობას მაინც თუ ჭამს კაია. ანუ 1000-ში ერთხელ კი შეიძლება შეჭამოს (მასეთივე წარმატებით ფაფასაც ჭამს იშვიათად), მაგრამ ყოველდღე ან კვირაში რამდენჯერმე მაინც არ უნდა ჭამდეს? :შ

მასე არცერთ სახეობა რძის პროდუქტს არ ჭამს ჩემი შვილი smile.gif
პურეულს ჭამს?
* * *
მზე
QUOTE
ვაიმე რა კარგი იყოო, ფოტოები ვერ გადმოსცემს კი გეცოდინება <3

კი ვერ გადმოსცემს ფოტოები. მე როცა ვიყავი მოკლედ იმ გზაზე მთვრალი ვიყავი და რო ავედით ისე დავბინავდით რომ არც გამოვფხიზლებულვარ და დილით რომ გავიღვიზე და აივანზე გამოვედი აი ძალიან გამოვშტერდი smile.gif)))))))))))))))))))
user posted image

Posted by: მზე 12 Aug 2020, 16:33
pearlgirl
QUOTE
არც ეგაა პრობლემა იმ მხრივ, რომ ნამდვილად არ ექმმნება ჯანმრთელობის პრობლემა ბავშვს. ნუ ქვედა ზღვარზე როა ეგეც დიდად არაა პრობლემა, თუმცა მე რცხილაძის აზრს მოვისმენდი.

კიკი მივიყვან, უბრალოდ ორჯერ ხო ვცადე მიყვანა და ერთხელ არასდროს რო არ ყოფილა საათ-ნახევარი მომიწია ლოდინი და მერე წამოვედით :დ
და მეორედ რაღაც აღმართზე გავიჭედეთ ცალმხრივ გზაზე პროწივზე მოძრავმა მანქანამ გაგვჭედა და მისვლა დავაგვიანეთ და აღარ შეგვიშვეს ;დდ
იმედია მესამე ცდაზეც რაიმე მსგავსი არ დაგვემართება biggrin.gif

ჰოდა, ქვედა ზღვარზე კი არაა, უბრალოდ საშუალო მრუდს ჩამოსცდა და ქვედა მრუდზეა. ქვევით კიდე 2 მრუდია, ეს აქამდე უბრალოდ ზუსტად შუაში იყო ხოლმე და ეხლა ერთით დაბლაა.

QUOTE

ო ქონია მიზეზი, შეკრულობამ იცის სტრესის დატოვება და მაგიტომ. ელენეს შეკრულობა არ აწუხებდა მაგრამ ქოთანს რო მიეჩვია ორ დღეში ფისიზე, სამაგიეროდ კუჭში გადიოდა ერთი თვე ფეხზე მდგარი. რაც ვქენით ის იყო რომ არ ვიმჩნევდით არანაირად და ერთ თვეში თავისით გადალახა. შეკრულობა სხვა საქმეა, ეშინია, ფსიქოლოგიურად არის დასტრესილი და იმიტომ.

კიი აქვს მიზეზი sad.gif და ვერაფრით ვერ გადავათქმევინეთ sad.gif ჰოდა, დავანაებთ თავი დროებით. ასე ჯობია ხო ალბათ?

QUOTE
პურეულს ჭამს?

კიი, შოთი უყვრას. ნუ ცოტას ვაძლევთ ოღონდ, შეკრულობის გამო. გვეშინია არ გაუმეოროს (უფრო სწორად რამდენჯერმე, პურეულსა და ცომეულზე ქონდა გამეორების ეპიზოდი და თუ ბევრი მოუვიდა აუცილებლად დუფალაკსაც ვახმართ)
თან შეუძლია იმდენი ჭამოს რო მერე საჭმელი აღარ ჭამოს :|
მანამდე ცეხვილ პურს ვაძლევდით მაგრამ რამდენჯერმე დაგვინახა სახლში თეთრი პური და ეს ურჩევნია biggrin.gif
შოთი ხო ცოტა მარილიანია და ალბათ მოვარიდო ჯობს? უბრალოდ, მაშინ სახლშიც არ უნდა იყოს საერთოდ :| ყველას ვერ ავუგრძალავ შოთის ჭამას
თუ ცოტა მარილიანს არაუშავს აწი?

და აუ წიწაკიანი (ნუ ძააან ცხარე არა, ამრა ცოტა) შეიძლება?

QUOTE
კი ვერ გადმოსცემს ფოტოები. მე როცა ვიყავი მოკლედ იმ გზაზე მთვრალი ვიყავი და რო ავედით ისე დავბინავდით რომ არც გამოვფხიზლებულვარ და დილით რომ გავიღვიზე და აივანზე გამოვედი აი ძალიან გამოვშტერდი )))))))))))))))))))

აუ შენ საღოლ :დ მთვრალი როგორ წახვედი, 2 თვე ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი და ვსერჩავდი რა ჯობია გააკეთო ვაი და გადავარდი და ა.შ. biggrin.gif
აუ რა ლამაზია რააა <3 თან მე დართლოს ნახვა ვერ მოვასწარი, ცხენით ვიყავი ტურზე ქედზე, 8 საათიანზე და აქედან 6 ცხენზე ვიჯექი და ძაააალიააან დავიღალე, მეორე დღეს დართლო კვავლოს 4 საათიანი ტურის თავი აღარ მქონდა არც მე და არც ჩემს მეგობრებს biggrin.gif ჰოდა, უნდა დავბრუნდეთ აუცილებლად <3

Posted by: Tua 12 Aug 2020, 18:57
მზე
110 ღირდა ეხლაც იყო რომ.ვიყავი უბრალოდ ფასისთვის არშემიხედავს სხვადასხვა ზომებია მე საშუალო.მაქვს ნაყიდი ,მაინც ბევრის წაღებაც რომ.მომინდეა ხორცეულიც და გაყინული პროდუქტებიც ეგრე დამაქვს.

Posted by: nopiahopi 13 Aug 2020, 00:12
მზე
QUOTE
ეხლა nopiahopiს რჩევა გამომადგა და გაძლო რძემ <3

მიხარია თუ გაამართლა smile.gif მე არ მაქვს ის სამგზავრო თერმოსათავსო და ეგრე ბოთლებით ხშირად დამაქვს smile.gif ისე კი მინდა სამომავლოდ ყიდვა.

Posted by: მზე 13 Aug 2020, 10:23
Tua
ვაა არაა უსაშველო ფასი. ღირს დაფიქრებად ნამდვილად. მადლობა დიდი <3

nopiahopi
QUOTE
მიხარია თუ გაამართლა  მე არ მაქვს ის სამგზავრო თერმოსათავსო და ეგრე ბოთლებით ხშირად დამაქვს  ისე კი მინდა სამომავლოდ ყიდვა.

არც ვიცოდი ეგეთი რამე თუ არსებობდა. კარგია ნამდვილად. ეხლა ჯერ შენი მეთოდით ვიხელმძღვანელებ biggrin.gif და სამომვალოდ ნამდვილად კარგი ვარიანტია
მადლობა კიდევ ერთხელ <3

Posted by: nopiahopi 13 Aug 2020, 10:32
მზე
დედაჩემის ნასწავლ-გამოცდილი ძირძველი მეთოდია biggrin.gif

Posted by: pearlgirl 14 Aug 2020, 13:20
მზე
QUOTE
აუ შენ საღოლ :დ მთვრალი როგორ წახვედი,

უკანა გზაზე შემეშინდა სამაგიეროდ. ეგ რო მცოდნოდა გზა რანაირი იყო sad.gif ნუ კიდე კაი გამოცდილებთან ერთად ვიყავით.

QUOTE
ცეხვილ პურს ვაძლევდით მაგრამ რამდენჯერმე დაგვინახა სახლში თეთრი პური და ეს ურჩევნია

QUOTE
თუ ცოტა მარილიანს არაუშავს აწი?

ხო ნუ ჯობია კარგი ხარისხის პური მაგრამ მოსულა რომ გონივრული რაოდენობით მისცე ხოლმე თეთრი პური.
QUOTE
და აუ წიწაკიანი (ნუ ძააან ცხარე არა, ამრა ცოტა) შეიძლება?

ცოტა წიწაკიანი საჭმელი შეიძლება.
QUOTE
კიი აქვს მიზეზი  და ვერაფრით ვერ გადავათქმევინეთ  ჰოდა, დავანაებთ თავი დროებით. ასე ჯობია ხო ალბათ?

ცოტა ხანი შეეშვით და მერე თავიდან სცადეთ.

Posted by: nino84 15 Aug 2020, 23:10
გოგოებო, ბოსტნეული მინდა გავასინჯო, თავიდან ქილის გადავწყვიტე, ვუყიდე სემპერის სტაფილო, ცუკინი და გერბერის გოგრა.ამ სამიდან აქვს არსებითი მნიშვნელობა პორველს რომელს გავასინჯებ? ასევე სრული პორცია რამდენი გრამია 6 თვის ხდება ორ კვირაში. სანამ სრულ პორციამდე ავალთ, როგორც ფაფის დროს ფორმულა უნდა დავუმატო? ბოსტნეულს დღის მეორე ნახევარში აძლევენ ხო?

Posted by: John Jolie 16 Aug 2020, 12:36
დედიკოებო, 10 თვის პატარას პერიოდულად უღიზიანდება ცალი თვალი. ხან რა ვაწვეთეთ ხან რა... როგორც ჩანს არ ეხსნება საცრემლე არხი.... ვის გვირჩევთ საუკეთესო ბავშვთა ოფთალმოლოგს? ეხლა გადავაწყდი ინფოს, ლაზერითაც კეთდებაო... იქნებ არც დასჭირდეს, მაგრამ თუ დასჭირდა, მინდა მშვიდად ვიყო რომ არ ეტკინება და თან ეშველება.

Posted by: მზე 17 Aug 2020, 14:29
pearlgirl
QUOTE
უკანა გზაზე შემეშინდა სამაგიეროდ. ეგ რო მცოდნოდა გზა რანაირი იყო  ნუ კიდე კაი გამოცდილებთან ერთად ვიყავით.

biggrin.gif biggrin.gif ჰოოო. თან ეხლა გზებს აფართობენ ცოტა-ცოტა და ადრე უფრო ექსტრიმი იყო როგორც ვიცი :დ

QUOTE
ხო ნუ ჯობია კარგი ხარისხის პური მაგრამ მოსულა რომ გონივრული რაოდენობით მისცე ხოლმე თეთრი პური.

გონივრული რაოდენობა რა არის? sad.gif

QUOTE
ცოტა წიწაკიანი საჭმელი შეიძლება.

QUOTE
ცოტა ხანი შეეშვით და მერე თავიდან სცადეთ.
მადლი<3

Posted by: pearlgirl 18 Aug 2020, 11:58
მზე
QUOTE
გონივრული რაოდენობა რა არის?

ნუ იქიდან გამომდინარე რომ ფაფებით ვერ იღებს ბურღულეულს, დღეში ორი-სამი ნაჭერი პური რომ ჭამოს არაა პრობლემა. ოღონდ ისე არა რომ სადილის მაგივრად პურით დანაყრდეს. შუალედებში რა.

* * *
nino84
QUOTE
ვუყიდე სემპერის სტაფილო, ცუკინი და გერბერის გოგრა.ამ სამიდან აქვს არსებითი მნიშვნელობა პორველს რომელს გავასინჯებ?

არა არ აქვს.
QUOTE
ასევე სრული პორცია რამდენი გრამია 6 თვის ხდება ორ კვირაში

სრული პორცია დაახლოებით არის საბავშვო ჯამები არასრულად სავსე. მიხვდები თავად დაამუღამებ ასე ვთქვათ .

QUOTE
სანამ სრულ პორციამდე ავალთ, როგორც ფაფის დროს ფორმულა უნდა დავუმატო?

2-3 დღე დაახლოებით ჭირდება სრულ პორციამდე ასვლას თუ ალერგიას არ მისცემს კონკრეტული ბოსტნეული. და კი ფორმულა უნდა დაუმატო მაგალითად პირველ დღეს 2 კოვზი გაასინჯე ბოსტნეულის პიურე და დანარჩენი ფორმულა რასაც ჭამდა. მეორე დღეს თუ არაფერი ცვლილება არაა (კუჭის მოქმედება კარგი, ალერგიული რაიმე გამოვლინება არ არის) მაშინ რამოდენიმე კოვზი ისხევ ის პიურე და დანარჩენი ფორმულა. მესამე დღეს უკვე სრული ულუფა უნდა მისცე პიურესი. და ესე. პრინციპი ესაა.
QUOTE
ბოსტნეულს დღის მეორე ნახევარში აძლევენ ხო?

სადილის დრო შუადღიდან საღამომდე პერიოდია.

Posted by: nino84 18 Aug 2020, 23:08
pearlgirl
მადლობა ყველა შეკითხვაზე მიპასუხე ❤️
ჯერ მინდა გავასინჯო სხვადასხვა მოსტნეული და თან ნელ-ნელა გავუზრდი პორციას.

******
აქვე მინდა გკითხოთ, სად ყიდულობთ ბავშვებისთვის ხილს და ბოსტნეულს? ფერმერების მარკეტი, სამყურა მსმენია. რამდენად სანდოა? ხორცი ვფიქრობ წერტიში, ან აგროჰაბში ვუყიდო ხოლმე, რომელს უფრო ენდობით?

Posted by: Tua 18 Aug 2020, 23:17
nino84
მე სამყურას კარტოფილს და ფერმერებისმარკეტში ვყიდულობ, ეხლა ბარბალეს ბატატიც შემოვიდა უკვე და იქაც შგიძლია იყიდო. წიწილას და ხბოს მე აგროჰაბში ვყიდულობ ასევე ორაგულსაც. ყველაფერს მაინც ვერიშოვი უსასუქს და სუფთას მაგრამ ნუ რისი შესაძლებლობაც არის, მე უკვე რაც სახლში ხანდახან იმასაც ვაძლევ.

Posted by: nopiahopi 18 Aug 2020, 23:18
nino84
ბიომეურნეობას "ფონა" სადაც შეაქვს პროდუქტი, მგონი ფერმრების მარკეტშიც შეაქვთ და აგროჰაბშიც, ეგ არის 100% ბიო პროდუქტი. ვაჟა ფშაველაზეც აქვთ მაღაზია. აი ფეისბუქზე ამოგიგდებს "ბიომეურნეობა ფონა" და ნახავ დეტალურად. პირველები არიან, ვისაც კონკრეტულ პროდუქტზე კი არა, მთელ მეურნეობაზე აქვთ საერთაშორისო სერთიფიკატი. უბრალოდ მხოლოდ სეზონური ხილ-ბოსტნეული აქვთ. საზამთროც ახლა გამოუშვეს მაღაზიებში. ყოველგვარი დანამატის გარეშე რომ იზრდება, აგვიანდება ცოტა smile.gif


* * *
აი ვნახე ბმულიც

https://www.facebook.com/BiofarmPona/

Posted by: nino84 20 Aug 2020, 20:47
nopiahopi
Tua
მადლობა, გოგოებო :*

Posted by: nino84 23 Aug 2020, 21:54
გოგოებო, როგორ მიაჩვიეთ თქვენი პატარები წყალს? ჩემსას დიდად არ მოსწონს, ძალიან ცოტას სვავს, რამდენჯერმე გადმომოსხა კიდეც. ფილიფსის ბოთლი ვუყიდე, კოვზითაც ვცადე, აშკარად გემოზე არ მოსწონს. სინჯავს და იჯღანება. არადა 6 თვისაა ლამის. და კიდევ რომელ წყალს ასმევთ, ბოთლისას? ოთახის ტემერატურის, თუ ოდნავ შეგრილებულიც შეიძლება? პატარა საბავშვო წყალი ვუყიდე და რამდენი ხანი შეიძლება მივცე, ვთქვათ ერთ დღეს თუ ვერ დალია მთლიანად, მეორე დღესაც ალევინებთ?

Posted by: მზე 23 Aug 2020, 22:51
nino84
ხშირ-ხშირად შესთავაზე და დალევს აუცილებლად, როდესმე biggrin.gif მე ციდა როა იმას ვყიდულობ მაგრამ ზუსტად მინერალების შემცველობას არ ვაკვირდები სიმართლე რო გითხრა.
სანამ ძაან პატარა იყო მხოლოდ 2 დღე ვაძლევდი ერთ ბოთლს. პლასტმასის თუა მზეზე არ უნდა დადო ხო იცი.

Posted by: FoXy 24 Aug 2020, 19:25
გამარჯობა გოგონებო, ბევრი ვიფიქრე სად მეკითხა და განაცსენდა ფორუმი
* * *
რამდენი ვწერე და ... იარონას რომელიმე კონკრეტული დღიდან იწყებთ სმას? ანოტაციაში წერია 7 დღე დასვენებაო და ექიმმა რომ მოგივა იმ დღეს დაიწყე დალევაო და 3დღეს მეწყება

Posted by: მზე 25 Aug 2020, 15:11
FoXy
იარინაზე კითხულობ კონტრაცეპტივზე ხო?
მე კი არ დამილევია მაგრამ ზოგადად კონტრაცეპტივე რომ მოგივა იმ დღეს უნდა დაიწყო
3 დღეს მეწყება რას ნიშნავს?
* * *
pearlgirl
Perseus12


წიგნები მირჩიეთ რა sad.gif ვყიდულობ და არაფრის მომცემი ან პირიქით ცუდია ხოლმე :| რა გახდა ნორმალური წიგნის დაბეჭდვა :|

პერლ, შენ რო მირჩიე ბროწეულის ყვავილი ყველა ვიყიდე რისი მარაგიც არ ამოწურულა და ძაან მომეწონა <3 კიდე ბევრი სხვაც მარა მასწ არ მომწონებია sad.gif ჰოდა, კიდე მირჩიე რა sad.gif

Posted by: pearlgirl 26 Aug 2020, 11:07
მზე
ტოპო ტიპები გაქვთ? ეხლა კი აღარ გამოდის მაგრამ რამოდენიმე იშოვება ჯერ კიდევ.
ასევე მუმინების ხეობა (სულაკაურის მაღაზიაში)
ცეროდენა ნილს კარლსონი
ბაბუს კუნძული
ესენი გამახსენდა ჯერჯერობით.
თანდათან რო გაიზრდება იცი რას შეაჩვიე ჩვეულებრივი დიდი წიგნებიდან თავებად წაუკითხე ხოლმე. მაგალითად დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა ხომ მთლიანი წიგნია. აიღებ და თავებად წაუკითხავ. ძაან ეფექტურია, ლექსიკა ძალიან მდიდრდება მასე. მარა ჯერ ეგ ცოტა პატარაა და უპირატესობა დასურათებულ დიდ წიგნებს ენიჭება.

Posted by: მზე 26 Aug 2020, 12:03
pearlgirl
1 ცალი მაქვს და მეტი ვერ ვიშოვე sad.gif

QUOTE
ბაბუს კუნძული

ეს ხო ბროწეულის ყვავილის ბიძაშვილია. ისე მომეწონა რო ვნახე აღწერა მარა აღარ იშოვება sad.gif

QUOTE
ასევე მუმინების ხეობა (სულაკაურის მაღაზიაში)

ვა ეს არ ვიცოდი
მადლობა <3

QUOTE
ცეროდენა ნილს კარლსონი

ეს მეგონა ცოტა უფრო დიდების იყო.
ამასაც ვიყიდი. დიდი მადლობა <3

QUOTE
თანდათან რო გაიზრდება იცი რას შეაჩვიე ჩვეულებრივი დიდი წიგნებიდან თავებად წაუკითხე ხოლმე. მაგალითად დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა ხომ მთლიანი წიგნია. აიღებ და თავებად წაუკითხავ. ძაან ეფექტურია, ლექსიკა ძალიან მდიდრდება მასე. მარა ჯერ ეგ ცოტა პატარაა და უპირატესობა დასურათებულ დიდ წიგნებს ენიჭება.

კაი <3 ეხლა ცოტა დიდი რაღაცაა მოთხრობა (დიდი ანუ ვთქვათ 2 გვერდი ა4 biggrin.gif ვერ ძლებს ბოლომდე, წყინდება შუაში :შ)

აუ კიდე იცი რა მინდოდა მეთხოვა, ასაკთან შესაბამისი თამაშები რა არის ეგ სად შეიძლება ამოვიკითხო?
წიგნების კითხვა, რაღაცეების აწყობა, დაჭერობანა, როლური თამაშები ათვისებული გვაქვს biggrin.gif (ნუ აწყობა ნაკლებად, არ აინტერესებს ლეგოები და მეგა ბლოკსები, არც მოზაიკა, ერთადერი ფორმების ჩასმა უყვარს)
ჰოდა, კიდე რა შეიძლება იყოს? :შ

Posted by: Tua 26 Aug 2020, 16:41
nino84
ხშირ ხშირად შესთავაზე და მიეჩვევა, მე ონკანის წყალს ვაევ რადგან ბუტილირებულს2-3დღე აქვს ვადა და თან კიდევ ნაკლებ მინერალებს შეიცავს, ბაკურიანში რომ.ვარ ვაევ ბოთლისას , თბილისში ონკანისას.


Posted by: nino84 26 Aug 2020, 19:19
Tua
მემგონი მიეჩვია smile.gif ყოველ შემთხვევაში აღარ მიფურთხებს.
იცი რა მაინტერესებს, მყარი კვება ხო დავუწყე და ჭამის მერე მაინც ჭირდება ხელში ჭერა? ამას ხო რეფლუქსი ჰქონდა და მანამდე საკმაოდ დიდი ხნით მეჭირა ხოლმე, ეხლა მაქს. 5 წუთი. და ფაფა 120-150 გრ. ბევრი ხომ არაა 6 თვეზე?

Posted by: Tua 26 Aug 2020, 19:36
nino84
სკამში არგიზის? მე რო ვაჭმევ სკამში მიზის ისევვ და თააშობს რავი რათ უბდა ხელში ჭერა, წესით ჭამის დროს მყარად უნდა იჯდეს და სწორად არანაირად გადაწოლილი ან მიყუდებული. 120-150 გრამს წყალს გულისხმობ თუ უკვე ზა ფაფას?თუ მზა ფაფას კარგია ნუ 150 სრული კვებაა, მე დღემდე 180ს ვაჭმევ

Posted by: makarena 27 Aug 2020, 12:53
nino84
ხელში ჭერაში ამოქარვებას გულისხმობთ ალბათ, მყარ საკვებზე არ აკეთებს ხოლმე ამოქარვებას და წესით არ დასჭირდება

Posted by: alesandra 27 Aug 2020, 22:38
5 თვის ხდება ჩემი პატარა და ძილში კრთება და იგრიხება. ადრე მუცლის ტკივილს მივაწერდი და არ გავამახვილე ყურადღება. რაიმე საგანგაშო ხომ არ არის, დედიკოებო?

Posted by: nino84 28 Aug 2020, 20:08
Tua
საკვებ სკამში ვაჭმევ, ოღონდ ჯერ არ ზის და ოდნავ გადაწოლილ პოზიციაში მიყენია სიამი 0+ მაქვს ნაყიდი.
makarena
ფორმულას ხო კიდევ ჭამს და მაინც იღებს ხოლმე, ფაფის მერე თითქმის არ ჭირდება ხელში ჭერა და მარტო ფორმულის მერე მაინც ვიჭერ რომ ამოქარვოს.

Posted by: Tua 28 Aug 2020, 21:49
nino84
მყარი სსკვების ჭამის დროს აუცილებლად სწორად უნდა იჯდეს ნინ არავითარ შემთხვევაში გადაწოლილი პოზიციით არც ოდნავ . მყარის დროს ამოქარვება არაა საჭირო, რძეზეც არ ვაქარვებინებ 5 თვიდან .

Posted by: Mybaby 30 Aug 2020, 01:45
nino84
ჩემიც ესე იყო ნინო,ხშირად შესთავაზე და მიეჩვევა. მე პლასტმასის ბოთლების ვერ გავრისკე და ვყიდულობ შუშის ბოთლის “ბაკურიანს”. რავიცი რომ გავხსნი ბოთლს,ასე 2-4 დღეში სვამს.მე შუშის ავენტის ბოთლში ვუსხამ და ისე ვასმევ.ჭიქიდან ჯერ არ ვიცით დალევაsmile.gif

Posted by: nino84 30 Aug 2020, 11:56
Tua
ანუ ჯერ რო არ ზის მაინც საკვებ სკამში სწორად დავსვა?
Mybaby
მადლობა :* ეჩვევა და სვავს უკვე ცოტ-ცოტას.


გოგოებო, გუშინ შავი ქლიავი დავუბლენდერე და რაც დარჩა ქილაში შევინახე მაცივარში. დღეს შეიძლება ვაჭამო?

Posted by: Tua 30 Aug 2020, 12:27
nino84
კი ჭამის დროს აუცილებლად.

Posted by: SRB100 31 Aug 2020, 12:13
გოგოებო, როგორ ხართ?
მომენატრეთ smile.gif კარგა ხანია არ შემოვსულვარ და თქვენი რჩევები მჭირდება.

მოკლედ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, დღემდე დისტანციურად ვმუშაობ სახლიდან და ბავშვი არის 360 გრადუსით შეცვლილი.
ძალიან მომეწება, აღარავის იკარებს ჩემ გარდა, ტუალეტშიც კი არ მიშვებს, ძილზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. თავის საწოლში გაიზარდა და არ გვქონია პრობლემა.
ეხლა თავი თუ არ დამადო ისე არ იძინებს და ძილში ხვდება როდესაც ვდგები და ზუსტად 5 წუთში დაჭყეტილი აქვს თვალები და განწირული ხმით კივის.

არ მიყვება სასეირნოდ არც მამას, არც ბებიას, არც დეიდას. სტუმრადაც არავის მიყვება ჩემ გარეშე.
არადა 6 თვიდან ბებიასთან გაიზარდა, ძალიან კომუნიკაბელური ბავშვი იყო ყოველთვის პრობლემა არ გვქონია.

რა უნდა ვქნა? როგორ უნდა ავუხსნა, რომ ძალიან ცუდად იქცევა. ბაღშიც დავარეგისტრირე და იქ რა მელოდება წარმოდგენაც არ მინდა..

მეორე პრობლემა რაც გვაქვს, არის საშინელი პროტესტები.
ერთი "არა"-ს მაგივრად, სამ "არა"-ს ამბობს. ტირის, ზმუის ყველაფერზე.
ვაიგნორებთ, ვცდილობთ გადავუტანოთ ყურადღება, მაგრამ არ ჭრის არაფერი.
აღარ აინტერესებს არც წიგნები, არც სათამაშოები. თითქოს შვილი გამომიცვალეს ეგეთი შეგრძნება მაქვს :დდ

Posted by: Future_mom 1 Sep 2020, 14:18
გამარჯობა გოგოებო, კერძო ბაღზე მაინტერესებს რჩევა, თუ გეგულებათ ნაძალადევი, სანზონა, დიდუბის ტერიტორიაზე კარგი კერძო ბაღი.

პრიორიტეტები: დიდი ეზო, ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა, სწორად დაბალანსებული კვება, ჰაერზე დიდი დროით ყოფნა, ასაკის შესაბამისი აქტივობები, არ მინდა ინგლისური მათემატიკა და დამატებითი წრეები, თამაში გართობა და თბილი მასწავლებლები მაინტერესებს

Posted by: makarena 1 Sep 2020, 16:54
SRB100
განშორების შფოთვები აქვს როგორც ჩანს. ჩემიც მასეა, ოღონდ როცა მხედავს. თუ არ მხედავს არავისთან პრობლემა არ აქვს. აი თუ მხედავს, ჩემს გარდა არავინ უნდა. ტუალეტშიც კი მომყვება.

მე მგონია ასაკობრივია და გაუვლით.

Posted by: anaanuki 2 Sep 2020, 11:57
გამარჯობათ დედიკოებო ,შებერილობის მოსახსნელად რომელ წვეთებს ხმარობდით ?კოლისპასი გვაქვს დანიშნული მაგრამ დიდად შედეგს ვერ გვაძლევს,ღამით ვწუწუნებთ მაინც, უფრო ეფექტური მინდა რაიმე.


Posted by: nino84 2 Sep 2020, 19:16
[b]anaanuki[/b
წვეთებზე მეტად თბილი აბაზანა შველოდა, კიდევ მუცლის წრიული მასაჟი საათის ისრის მიმართულებით და ფეხების მუცელთან მიტანა. ისე ბობოტიკს ვაძლევდი
* * *
გოგოებო, ზამთრისთვის ხილს თუ უყინავთ პატარებს, ახალი დაწყებული აქვს ხილფაფები და ვიფიქრე ქლიავი მაინც გავუყინო და ატამი.
* * *
SRB100
როგორ ხარ? ინვიტროს ჯგუფიდან მახსოვხარ, რამხელა გაზრდილა ბაღში მიდის უკვე smile.gif

Posted by: anaanuki 2 Sep 2020, 21:28
nino84
ვცდი მეც, მადლობა.

Posted by: Tokyo.tokyo 5 Sep 2020, 15:18
გოგოებო კუპლატონს თუ აძლევდით ბაიებს? მაინტერესებს 2 თვისას რამდენი წვეთი უნდა მივცე და რამდენჯერ ?

Posted by: Tua 5 Sep 2020, 18:49
nino84
ნინ მე გავყინე, ალუბალი, ლურჯი მოცვი, სმაროდინა წითელი და ჟოლო ბავშვისფვის, ქლიავი ატამი არიყინება კარგად ,შავდება და არც ისე სახარბიელო სტრუქტურა აქვს, ქლიავი ჩირი შეგიძლია გააკეთო , წყალში მოალბო და დააბლენდერო შემდგომ. მე ჩირი გავაკეთე და შევინახე მაცივარში, ასევე კარგად იყინება შინდიც .

anaanuki
მე ვასმევდი ბიოგაიას და ბობოტიკს.
* * *
Tokyo.tokyo
user posted image

Posted by: Cafe_Del_Mar19 5 Sep 2020, 19:22
გამარჯობათ.
მინდა ჩემს პრობლემა ზე მოგიყვეთ და იქნებ გვირჩიოთ რამე.
მეუღლემ გაუკეთა ანალიზი gbs ზე და დადებითი იყო. ვიყიდეთ ამპიცილინი 10 ც, რომელიც უშუალოდ მშობიარობის დროს უნდა გაკეთებულიყო.
მეუღლემ თქვა რომ 3 ის გაკეთება მოესწრო მშობიარობამდე, დანარჩენი მერე გაუკეთეს .
ბავშვი დაიბადა ჯანმრთელი , მაგრამ როგორც აღმოჩნდა აქვს სტრეპტოკოკი, ის რაც არ უნდა გადასულიყო. დღეს უნდა გავეწერეთ , მაგრამ ზედა ზღვარზეაო და დაგვტოვეს თან რაღაც ულტრაიისფერ გამოსხივებიან ყუთში ჩააწვინეს.
იქნებ ვინმეს გაქვთ რამე გამოცდილება და რჩევა მოგვცეთ...
2 ში დაიბადა ღამის 3 საათზე.
ვიცი რომ დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს...
ძალიან ვნერვიულობთ, რაც წავიკითხე საკმაოდ საშიში რაღაცა არის და ცუდ რაღაცებს იწვევს...
მოკლედ ნებისმიერი რჩევის მოლოდინში ვარ .
მადლობა

Posted by: nino84 5 Sep 2020, 21:13
Tua
ქლიავი ღუმელში გამოაშრე?
ბარემ კვებაზეც გკითხავ რა, დღეში 5 ჯერ ჭამს, აქედან ერთი კვება უკვე ფაფა, სრულ ულუფას ჭამს და რძეს აღარ ვაყოლებინებ, ბოსტნეულს ჯერ ვასინჯებ და ფორმულას ვაყოლებინებ. თუ გახსოვს, რამხელა იყო მეორე კვება ფორმულაც რო ბოსტნეულით ჩაუნაცვლე და ესეც ფაფასავით 120-150 გრ. უნდა ჭამოს? 6 თვის და ერთი კვირისაა.

Posted by: Dark_Sky 6 Sep 2020, 18:41
გოგოებო როგორ ხართ? ვისაც ჩემი გოგოს ტოლი შვილები გყავთ იქნებ გამიზიაროთ თქვენი შვილების ქცევა. 2 წლის და 3 თვის არის და ძალიან ძალიან ანჩხლი გახდა. უფრო და უფრო უმატებს. რომ ვეუბნები ეს არ შეიძლება და ვუხსნი საშინელ ისტერიკას იწყებს. ან ძილისდროა უნდა დავიძინოთ აი ვერ აგიღწერთ რადღეშია ))) ბოლოხმაზე ხავის. მერე ხელების შენაზე გადმოდის ამდენი ხანია არ გადაეჩვია ვიხსნი რომ არ შეიძლება და მერე მოდის და მეუბნება დაგარტყა დე?

Posted by: Tua 6 Sep 2020, 23:21
nino84
არა ნინ აივანზე მზეზე გავაშრე, გავჭერი შუაზე მერე ფოდნოსზე დავაწყვე და გავაშრე რამოდენიმე დღე თან უნდა აბრუნო, მერე გადაავლე წყალი და1დღე გააშრე , ჩადე კონტეინერში მაცივარში.

ჩემი 6 თვის უკვე ფაფასაც ჭამდა სრულ პორციას და ბოსტნეულსაც , ასევე ხორცსაც ბოსტნეულთან ერთად. 5.5 თვის იყო ბოსტნეული სრულად რომ ჩავანაცვლე . 8 თვის მერე დავუმატე დამატებით საღამოს კვება სრული პორცია, ხაჭო , მაწონი და ფაფა მონაცვლეობით. მაგ ასაკში მემგონი 180 გრამსაც უნდა ჭამდეს უკვე და 6 თვის მერე, ხორცსაც უნდა მიირთმევდეს. ვოატნეულს ყველას რომ ასინჯებ სიტყვაზე სტაფილო აკრტოფილი გასინჯული აქვს მიეცი სრული და დაუმატე2კოვზი ყაბაყი ან ბროკოლი გასასინჯად, მიეცი ბავშვს სრულები თუ ჭამს უპრობლემოდ.

Posted by: მზე 7 Sep 2020, 10:56
Dark_Sky
terrible twos biggrin.gif

სამწუხაროდ პერიოდი აქვთ ეგეთი.

* * *

ზღვაზე მინდა წაყვანა და როგორ კამერას მირჩევთ? ჟილეტს, ხელებზე გასაკეთებელს თუ რგოლი როა რომელსაც ფეხების გასაყრელი აქვს? 2 წლის და 5 თვის იქნება რო წავალთ

Posted by: Dark_Sky 8 Sep 2020, 20:58
მზე
ნია წინადადებებს ამბობს? გამართულქდ საუბრობს? გაბრაზებისას ხელებს თუიშენს?

ეხლა დავაკვირდი თბილისში რომ ჩამყავს არ მოსწონს. სოფელში ჩამომყავს და სულ მკოცნის გახარებული. დიდი ეზო გვაქვს და მოსწონს ძალიან :/

Posted by: alesandra 9 Sep 2020, 00:38
Cafe_Del_Mar19
რჩევას ვერ მოგცემთ, არ ვარ კომპეტენტური.
უბრალოდ მაინტერესებს ბავშვი როგორ არის ახლა. გაწერეს სახლში?

Posted by: მზე 9 Sep 2020, 18:39
Dark_Sky
კი გამართულად საუბრობს უკვე. ამბის მოყოლისას აზრიდან აზრზე დახტის და ჩქარ-ჩქარა მიაყრის ისე. რო ხანდახან ბოლო მარცვლებს ყლაპავს, მარა მგონი არაუშავს.
წინადადებებსაც ამბობს უკვე.
ლიზა არ ამბობს? ცოტა ხო პატარაა ნია-ნუაზე?


წაიყვანე მერე სოფელში თუ გაქვს საშუალება biggrin.gif ნია-ნუასაც მოსწონს სოფელი. მე სოფელი მომწონსო მეუბნება ხოლმე biggrin.gif


სიცხეები რო ქონდა, გაუარა? რამე გაარკვიე რის გამო იყო?

Posted by: Dark_Sky 9 Sep 2020, 21:03
მზე
სოფელში მყავს მთელი ზაფხული რამდენჯერმე ჩამოვიყვანე და ძალიან არ მოეწონა. ბორჯომშიც მყავდა და იქაც ძან მოწონდა.
გამართულად არ საუბრობს მაგრამ მიზნობრივად ამბობს სიტყვებს ზოგს 2 გადაბმულად ითვლის 10 მდე და ზოგ ლექსებსაც ყვება თავისით გადაკეთებულს მაგრამ გამართულად არ საუბრობს. მხოლოდ სიტყვებს იძახის

სიცხეებს აღარ ვუზომავ. ანალიზი გავუკეთე კარგი აქვს და მგონი გადახურებულზე ქონდა ხოლმე 37/37.2

Posted by: თუსი 9 Sep 2020, 22:09
გამარჯობა გოგოებო
სკამ-მაგიდის არჩევას ვიწყებ უკვე და მე რომელიც მომწონს იმას საზურგე არ გადასდის და რამდენად მნიშვნელოვანია?
კიდევ რა გავითვალისწინო ვინც იყენებთ იქნებ დამაკვალიანოთ?
ეს ვარიანტი მომწონს მე:

user posted image

Posted by: unusual 10 Sep 2020, 11:09
თუსი
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზურგე, რადგან მაგალითად რძეს თუ ვალევინებ საზურგეს ვუწევ უკან თორე სწორ პოზიციაში არაა მოსახერხებელი პირადად ჩვენთვის. ასევე ბორბლებს აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამ სკამს ხან სად გავაგორებ ხან სად. მე ვიყიდე ლილოში და ძალიან კმაყოფილი ვარ. ოღონდ ლილოშიც სხვადასხვა ფასიანებია ხარისხის მიხედვით. და კაი უნდა შეურჩიო.

Posted by: narkozeli 10 Sep 2020, 11:23
თუსი

აუ მე დიდად არ მომეწონა სიმართლე გითხრა ეს სკამი ადგილზე რომ ვნახე. ფასი არ შეესაბამება ხარისხს ჩემი აზრით.
მე მაქვს CAM-ის და მომწონს ძაან, აი ყველანაირად იდეალური სკამია, ცოტა ძვირი ღირდა მარა არ ვნანაობ.ნუ საზურგეს ხანდახან ვუწევ ხოლმე ან წყალს როცა სვამს ან რძეს. დიდ ასაკში ხშირად აღარ მჭირდება გადაწევა მარა მაინც კაი რამეა. პლიუს აუცილებლად უნდა ჩადიოდეს და ამოდიოდეს სკამი რომ მოარგო ნებისმიერ მაგიდას (მე საერთო სუფრასთან ვისვამ ხოლმე ამ სკამით რომ გამოუმუშავდეს ოჯახურად, საერთო კვების რუტინა)
* * *
QUOTE
ბორბლებს აქვს დიდი მნიშვნელობა


მინიმუმ უკანა ბორბლები მაინც უნდა ჰქონდეს. ბევრად ადვილია გადაადგილება

Posted by: თუსი 10 Sep 2020, 11:59
narkozeli
უი მართლა? დიზაინი მომეწონა მე ფოტოზე და ადგილზე არც მივსულვარ
კამის კალიასკა და ქარსითი მაქვს და ძაან კმაყოფილი ვარ და აბა სკამმაგიდებსაც გადავხედავ

unusual
უი ბორბლები არ გამითვალისწინებია საერთოდ
მადლობა :*

Posted by: narkozeli 10 Sep 2020, 15:47
თუსი

ხოო, სკამ-მაგიდას მეც დიდხანს ვარჩევდი :*

Posted by: nopiahopi 10 Sep 2020, 17:36
თუსი
სკამის სიმაღლის რეგულირება ძალიან მოსახერხებელია. როცა წამოიზარდა, მერე დაბლა მქონდა ჩამოწეული და თავისით შემოხტებოდა ხოლმე სკამზე. მოძრავი საზურგეც გადასარევია, სანამ პატარა იყო, ცოტა გადავუწევდი (3 პოზიცია ქონდა) და მშვენივრად სვამდა რძეს ან ჩაის. სკამის უკანა "ფეხები" ქონდა ბორბლებზე, შესაბამისად გადაადგილებისას წინა მხარეს ავწევდი და ადვილად მოგორავდა.

მოკლედ, სტატიკურ სკამს არ გირჩევ.

პ.ს. უი, ახლა გამახსენდა, ჩემს სკამს დასადები ქონდა ორმაგი. აი მაგალითად თუ დაეღვრებოდა წვნიანი, უცებ მოვხსინიდი ზედა მხარეს და სუფთა ქვედა მხარეზე ვდებდი თეფშს, დრო რომ არ დამეკარგა დაბინძურებული ზედაპირის წმენდაზე. ეგეც მოსახერხებელი იყო ჩემთვის, რა ვიცი.. smile.gif

Posted by: თუსი 10 Sep 2020, 19:40
nopiahopi
კარგი რაღაცეები მირჩიე მადლობა :*
ჯობია დიზაინი დავიკიდო და კომფორტი გავხადო პრიორიტეტი

Posted by: მზე 10 Sep 2020, 21:05
თუსი
მე დავამატებდი რომ კარგი იყო სკამის ქვევით სათავსო რო ქონდა გაბმული. რაღაც პერიოდის მერე თვითონ ჯდება შიგნით. სათამაშოების სათავსოდაც ვიყენებდით, ამოალაგებდა, ჩაალაგებდა.
მოკლედ, კარგი სივრცეა და ჯობია არ დატოვო ისე და იყოს ის მატერია გაბმული სადაც ჩაყრი რაღაცეებს
* * *
Dark_Sky
ჰო შეიძლება გარეთ სიცხეებმა იცის ეგ. რამდენჯერმა რ შემიშვეს სასამხურშიც :| კონდიციონერის ქვეშ დავდგებოდი და მერე მიშვებდნენ smile.gif))

2-ს რო ამბობს გადაბმულად კაია. ე.ი. პატარა წინანადადებებს ამბობს. ბევრი ელაარაკე, უკითხე, მოარიდე ეკრანს და ალაპარაკდება რა. კი იცი შენც :დდ

ტუალეტზე რას შვებით?

Posted by: alesandra 10 Sep 2020, 23:47
გოგოებო, ღამის ქოთანი მინდა ვიყიდო ჩემი ბიჭისთვის და ფისებისთვის კიდევ სხვა ჭურჭელი დამჭირდება, თუ უნდა გადავაყენო ხოლმე? იქნებ დამაკვალიანოთ. smile.gif

Posted by: Dark_Sky 10 Sep 2020, 23:58
თუსი
აუცილებელია გადასდიოდეს. მარტივია ამოყვანის და ჩასმის დროს. რომ გაიზრდება მერე გაგიჭირდება სულ წინ მაგიდის მოხსნა და დამაგრება. ბევრად კომფორტულია
მზე
ეკრანს ვარიდებ მაქსიმალურად მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში. მთელი ზაფხული გარეთ არის და მაქსიმუმ ნახ საათი დღეში ეკრანს შეხედოს. ამბობს მაგალითად; რომ ჭამს, “ რა კაია, ჩემ ძმას ეკითხება ბიჭო რასაკეთებ?))) ან რა ქენი.
და აშ. ჭამით მაგრად ჭამდა ეს ზაფხული თბილისში ჩავიყვანე თუარა საერთოდ აღარ იკარებს არაფერს.

პამპერსს კიდე არ მოგატყუებ და მეზარება
მგონია რომ ჯერ ლაპარაკი რომ არ იცის არ მეტყვის. უნიტაზზე დასადები რომაა ბავშვების ვაპირებ ეგ ვუყიდო და კიბეე პატარა ხელსაბანისთვის და მააგისთვის. მგონია უფრო მაგაზე დაინტერესდება. ქოთანს თავზე დამხობს ზუსტად ვიცი

Posted by: მზე 11 Sep 2020, 09:49
alesandra
მე როგორც ვიცი თავიდან ბიჭებს ასწავლიან რომ დამჯდარმა ქნან.
მერე პატარა პისუარებიც არსებობს, საბავშვო. შუაში პროპერელი აქვს და დამიზნებას ასწავლის biggrin.gif biggrin.gif
აი რაღაც ესეთზე ვამბობ: https://nido.ge/roxykids-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/?sl=ka

Dark_Sky
ჰო მესმის. ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც უფრო მარტივია მასე

Posted by: takotatuli1989 11 Sep 2020, 19:55
გოგოებო არ დაიზაროთ გთხოვთ, მიპასუხეთ
სპირალის ფირმის ზამთრის (საბაკურიანე smile.gif) ფეხცაცმელი რამდენად ვარგა რომ ვიყიდო?

https://www.limango.de/shop/spirale/winterboots-sabrina-in-rosa-grau-2-6814524

Posted by: nino84 11 Sep 2020, 20:04
Dark_Sky
გამარჯობა. თქვენ გოგოს ჰქონდა როგორც მახსოვს რძის ცილის ალერგია, რა ასაკში გაუარა?

Posted by: alesandra 11 Sep 2020, 23:32
მზე
ჰაჰა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მადლობა

Posted by: Tua 11 Sep 2020, 23:53
alesandra
18 თვემდე არ არის რეკომწნდირებული გარშოჯზე დასმა რადგან ვერიკავებენ მაინც,თან შეიძლება დიდი სტრესი მიიღონო, მე.როგორც მახსოვს შენი ბაია პატარაა არა? უბრალოდ შეგიძლია უყიდო რომ მიეჩვიოს თორე დაჯდომით ჯერ ძალიან ადრრა გარშოკისთვის.

Posted by: alesandra 12 Sep 2020, 00:21
Tua

რატომ უნდა მიიღოს სტრესი, რას გულისხმობენ? 5 თვისაა და დაჯდომას როცა შეძლებს, სწორედ ეგ მინდა, რომ დავსვა და მიეჩვიოს ქოთანს. ვერ იკავებს, მაგრამ რაღაცნაირად გამოხატავს, როცა უნდა და კუკუს პამპერსში თითქმის აღარ შვება.

Posted by: Tua 12 Sep 2020, 11:00
alesandra
კუკუს ჩემიც გადაყენებით შვება მაგრამ ეგ იმას არნიშნავს რომ ბავშვი მზად არის გარშოკზე დაჯდომისთვის. ჯერ ვერ გეტყვის რომ ფისი უნდა ან კუკუ უნდა, შეკავების უნარი არ აქვთ, რავიცი მინიმუმ 1 წლამდე ალბათ მეტი არ არის რეკომენდაცია მაგრამ წლისკენ შეგიძლია უყიდო და დასვა ხოკმე რომ.ნელნელა შეაჩვიო სტრესის გარეშე.

Posted by: takoo1 12 Sep 2020, 18:09
Tua
ჩვენ მაგალითად 10თვიდან გვსვავდა დედაჩემი სამივეს გარშოკზე,მშვენივრად ვიკავებდით biggrin.gif biggrin.gif გადაყენებით 5-6 თვიდან გვაყენებდა,18 თვე რაამბავია წლის ბავშვი უკვე უნდა შვებოდეს გარშოკზე თუ მიჩვევ რათქმაუნდა.ზოგს 3-4 წლამდე უკეთია პამპერსი.მე მინდა მალე მივაჩვიო თან ბიჭია და მეცოდება ჩახურებული აქ ყველაფერი

Posted by: ReBelDiNaAa 12 Sep 2020, 19:02
გოგოებო, ვერ გავიგე სად დავპოსტო რომ პასუხი მივიღონ , ამიტომ აქაც ვცდიი..
Კანდიდა სოკო გქონიათ ვინმეს? Ანალიზით დამიდგინდა და მაინტერესებს რა საშუალებებით მკურნალიბდით?

Posted by: alesandra 12 Sep 2020, 23:30
gogatakoo
მეც მაგ განწყობით ვარ. ჩემიც ბიჭია და მინდა რომ მალე გადაეჩვიოს პამპერსს. თან ვხედავ რომ წუხს, როცა პამპერსში შვება. თუმცა, ვეცდები, რომ ეს სტრესის გარეშე მოხდეს, თამაშ-თამაშ.

Posted by: takoo1 13 Sep 2020, 23:29
alesandra
ხო ჯერ ადრეა ჩემი ჯერ ხუთის არაა, ეხლა დავიწყე დაჯენა ისე,შენ სვაავ თუ ჯერ არა?ზოგი 6თვემდე არ სვავს ვეღარ გავიგე არადა მეცოდება სულ დაწოლილი მთხოვს დაჯდომას,არ უყვარს დაწოლა
* * *
ReBelDiNaAa
მე არასდროს მქონია,მაგრამ როგორც ვიცი სანთლებით მკურნალობენ და მედიკამენტით.მაგრამ ალბათ ექიმმა უნდა დაგინიშნოს მკურნალობა მაინც.

Posted by: nionia 13 Sep 2020, 23:41
gogatakoo
გოგო როგორ ხარ?
გამიხარდა რომ დაგინახე ვფიქრობდი როგორ დავიკარგეთ მეთქი ზუსტად დღეს smile.gif
როგორაა ბიჭო?

თემას რომ მივაბა მეც ვსვამ ხოლმე ძაან ცოტა ხანი მიყრდნობით, ითხოვს თვითონაც და პედიატრმა შეგიძლიაო.

დედიკოებო jump.gif

საბავშვო ჭურჭელზე მინდოდა მეკითხა, რას რომელს მირჩევთ, ჯერ კი 4 თვისაა მაგრამ უკვე ვემზადები მყარი კვებისთვის :დდ
მომზადებული მინდა დავხვდე ინფორმაციულადაც და აღჭურვილობითაც :დდდდ
სკამ-მაგიდაც არ მაქვს ჯერ და გადავხედე თუსის დაუჭერია თადარიგი უკვე, მეც გამოვიყენებ იმ რჩევებს <3

Posted by: alesandra 14 Sep 2020, 00:55
gogatakoo
ცოტა ხნით ვსვამ, ვეხმარები, რომ თვითონ წამოჯდეს. მე ასე ვიცი, რომ დამოუკიდებლად, თავისით რომ დაჯდება, მერე უკვე თამამად შეიძლება დასმა. ეხლა წონასწორობას ვერ იკავებს, როცა ზის, მაგრამ ცდილობს ყველანაირად smile.gif

Posted by: takoo1 14 Sep 2020, 17:35
nionia
რავი კარგად გოგო აზრზე მოვდივარ უკვე რაც მთავარია გამოძინებული ვარ biggrin.gif შენ ხო ხარ კარგად რაშვება შენი ბაო:*

მე კალთაში ვიჯენ ისე არ ვსვამ დამოუკიდებლად.და ფეხზე დგას ხოლმე კიდე ისე აქ გაჭიმული ფეხები ჩვეულებრივად დგას ძაან მეცინება)))) ისე უყვარს არადა არ მინდა დავაყენო არ დაეღუნოს ეს ფეხები biggrin.gif
* * *
alesandra
არა ეგრე არ ვსვავ მე კალთაში ვიჯენ ვცდილობ ძალიან არ მოვღუნო,ხან მიწვენილი მყავს ხოლმე ისე მიზის.ვკითხავ პედიატრს როდიდან შეიძლება რო დავსვა.

Posted by: მზე 14 Sep 2020, 17:49
alesandra
ვეთანხმები ტუას. გადაყენებას თუ გულისხმობ ხშირ-ხშირად ეგ არ არის ქოთნის მიჩვევა.
toilet training გულისხმობს რომ ბავშვს მუდმივად აცვია ტრუსიკი, თვითონ ამბობს როდის უნდა ფისებიც და კუკებიც (და ასვავებს მათ), შეუძლია ცოტა მოთმენა სანამ დაჯდება ქოთანზე და შეუძლია თვითონ ჩაიწიოს (ნუ ეს ბოლო მგონი მთლად აუცილებელი არ არის).
მართალია ბავშვების უმეტესობა უფრო ადრე ხვდება როდის უნდა კუკები და შეკავებაც შეუძლიათ, მაგრამ ფისებზე მასე არაა. ფისების კონტროლი უმეტესობა ბავშვებს შეუძლიათ 18+ თვიდან (სადღაც 18-24 თვის შუალედში) და ძაან ცოტაა ის ბავშვი ვინც უფრო ადრე შეძლებს.
გარდა ამისა, იმისათვის რომ ბავშვი მზად იყოს ქოთანზე გადასასვლელად მინიმუმ 2 საათი მაინც უნდა იყოს მშრალი (ანუ 2 საათი ბუნევრივად არ უნდა უნდებოდეს ფისი).

თან როდესაც ბავშვი ემოციურადაც და ფიზიკურად მზად არის ტუალეტის გამოყენებაზე გადასასვლელად, ორივესთვის ბევრად მარტივი პროცესი ხდება. შეიძლება 2-3 დღე დაგჭირდეს მარტო.

ეს იგულისხმა როდესაც გითხრა ისტრესებიანო. სანამ კარგად ვერ აკონტროლებს ფისებს, რო გაეპაროს შეიძლება ძალიან დაისტრესოს რომ რაღაც დააშავა და ა.შ. დედისთვისაც ძალიან რთულია მიჩვევის პერიოდი როდესაც ძააან იწელება. ყველაზე ოპტიმალური არის როდესაც ბავშვი მზადაა მაშინ დაიწყო. ყველასთვის მარტივია.

იშვიათად ცხადია 18-24 თვის ზევითაც ხდება ესეთები, განსაკუთრებით, თუ შესცივდა, შიშის დროს ან თამაშში იყო გართული, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

მე როგორც მივხვდი შენ უბრალოდ გინდა რო შენ როდესაც იფიქრებ რომ უნდა მაშინ დასვა ხოლმე ან ხშირ-ხშირად გადააყენო. მაგალითად, თუ დაამუღამებ რომ რძის დალევიდან 40 წუთში შვება ხოლმე ან რამე მსგავსი.
მე არ მიქნია მსგავსი რამ. ეცვა პამპერსი და არ ვხდიდი ხშირად იმისთვის რომ გადამეყენებინა ან ქოთანზე ექნა.

რო გაიზარდა (2 წლის 1/12 თვის იყო - გაზაფხული და თბილი ამინდები დაეთხვა ესე) ფისებს შეეჩვია 3 დღეში. კუკები ეხლაც უჭირს, ემოციური პრობლემა აქვს და არ ჯდება. ტრუსიკით დადის და როცა კაკა უნდება გვეუბნება ვაცმევთ პამპერსს და შვება. მერე ისევ ვხდით და ასეთი უცნაური ჰიბრიდია ჩვენთან biggrin.gif იმედია, მალე გადალახავს.

Posted by: nino84 14 Sep 2020, 18:31
nionia
ნუბის ბამბუკის ღრმა თეფში მაქვს და მომწონს,პსპ ში მთლიანი ნაკრებიც იყიდება დიდი თეფში, ჭიქა, და დანა-ჩანგალი შედის თუ არ ვცდები, მე თავიდან ღრმა თეფში მჭირდებოდა ფაფისთვის და ცალკე ვუყიდე.კანპოლოს სილიკონის კოვზითაც კმაყოფილი ვარ.
* * *
გოგოებო, ორკომპონენტიან ბოსტნეულის პიურეებს რა კომბინაციას აძლევთ პატარებს? დღეს ყაბაყი და სტაფილო გავასინჯე და ცოტა შეჭამა, არ ვიცი კომბინაცია არ მოეწონა თუ ჩაჭყლეტილი ყაბაყის კონსისტენცია, აქამდე სულ ვუბლენდერებდი. როდიდან მიეცით უკვე ჩაჭყლეტილები? ყაბაყს მაგალითად ძაფებივით ჰქონდა და მთლად ერთგვაროვანი ვერ გამოვიდა.
თევზი და კვერცხი რა ასაკიდან გაასინჯეთ?

Posted by: nionia 15 Sep 2020, 00:57
gogatakoo
კარგად ვარ მეც, ბაოც მშვენივრადაა❤️
კალთაში ვიჯენ კი, და მიყრდნობით თავისთავად, ისე ჯერ არა.
თვითონ რომ
იქნება მზად დასაჯდომად ბავშვი გაგაგებინებსsmile.gif)) ასე ველოდები მეც ჩემის მზაობას
* * *
nino84
მადლობა ნინო, ბამბუკს მოვინიშნავ, ჯგუფებშიც ბევრი აქებს .
თავიდან მგონი მხოლოდ ჯამი და კოვზი დამჭირდება, არა?

Posted by: Mybaby 15 Sep 2020, 15:58
გოგოებო,10 თვისაა ჩემი ბიჭი.ბოლო 2 კვირაა ვამჩნევ,რომ ჭამის დროს ღიზიანდება და ბრაზდება.ანუ იწყება ნორმალურად ჭამას და შუა ჭამის დროს მუშტებს კრავს და ბრაზობს.ვერ ვხდები რა სჭირს.შეიძლება რამე სტკიოდეს?მუცლის ღრუა ეხო ხომ არ გადავუღო? ჭამის დროს ბრაზდება ესე.უკანა კბილებიც ამოსდის და ვითომ ეგეც ახდენს ჭამის დროს გავლენას?

თუ ვინმეს ბავშვისთვის მსგავსი ქცევა შეგინიშნავთ,მითხარით რა რამე.პედიატრთან ხომ არ წავიყვანო ნეტა?

Posted by: takoo1 15 Sep 2020, 17:08
nionia
ხოო ისე არც მე კაცო,ვერც იჭერს წელს ეგრევე იიიი და თავით ერჭობა biggrin.gif biggrin.gif
გოგო ბუთქუჩა გააჩინე მახსოვს და რამდენია წონა იმატებს კარგად?მარტო ძუძუზე გყავს ხო შენც?
ჩემმა თავიდან უცებ აკრიფა და ეხლა ეს ბოლო თვე ისე ძაან აღარ მოუმატია მგონი.პარასკევს მიმყავს აცრაზე და ავწონი გავიგებ. 3 თვის რო გახდა 6,600მდე იყო

Posted by: Dark_Sky 15 Sep 2020, 18:16
QUOTE (nino84 @ 11 Sep 2020, 20:04 )
Dark_Sky
გამარჯობა. თქვენ გოგოს ჰქონდა როგორც მახსოვს რძის ცილის ალერგია, რა ასაკში გაუარა?

1 წლის და 6 თვიდან დავუწყე ნელნელა მიცემა რძის პროდუქტის. პირდაპირ რძეს დღემდე არ ვაძლევ. 2 წლის და 3 თვის არის

Posted by: nionia 16 Sep 2020, 22:40
gogatakoo
QUOTE
გოგო ბუთქუჩა გააჩინე მახსოვს და რამდენია წონა იმატებს კარგად?მარტო ძუძუზე გყავს ხო შენც?

მარტო ძუძუს ბალღია კი, 4 თვის რომ ავწონეთ 8.200 ბრძანდებოდა.
ბუთქუჩა გავაჩინე კი,3950 ბოხოხა biggrin.gif

QUOTE
ჩემმა თავიდან უცებ აკრიფა და ეხლა ეს ბოლო თვე ისე ძაან აღარ მოუმატია მგონი.

სრულიად ნორმალურია, ყველაზე მეტს თავიდან იმატებენ და მერე ანელებენ,600-500 გრამიც ნორმაა უკვე მაგ ასაკში როგორც მახსოვს.
მთვარი რაც ევალება ისაა რომ დაბადების წონა გააორმაგოს 6 თვეზე , ან უფრო ადრეც როგორც ჩემმა smile.gif

Posted by: takoo1 16 Sep 2020, 23:00
nionia
ვაიმე გენაცვალეე❤️ გოგო ჩემი 3.50დაიბადა და 3თვეზე უკვე გაორმაგებული ქონდა თვეში კილოზე მეტს იმატებდა.ეხლა არვიცი ჩემი ვარაუდით სადღაც 800 გრამამდე ალბათ.5 თვეზე ცოტაა თვეში 800გრ?

Posted by: nionia 16 Sep 2020, 23:24
gogatakoo
ნორმაზე მეტია გოგო <3
თუ უკვე გააორმაგა მითუმეტეს, სულ რომ 200-300 იმატოს არაა სანერვიულო, კარგად ჩაგოჭებულა საყვარელი ეგ love.gif

Posted by: takoo1 17 Sep 2020, 12:38
nionia
უი აღარ ვინერვიულებ მაშინ:** ხო გოგო ძუძუზე მყავს მეც და რო ვაკვირდები ძუძუს ბავშვები უფრო გოჭებივით არიან,არადა პირიქით მეგონა.აუ ისე წყნარად ვარ და მშვიდად ძუძუზე რო მყავს, მგონია რო ძაან მაგარ რაღაცას ვუკეთებთ❤️თან უფრო მარტივია გამზადება არ გჭირდება ეგრევე მზადაა ღამე ხო ვაფშე სუპეერ, ჩემ დას რო ვუყურებ ისე წვალობს ამ ფორმულაზე მე ვიღლები მაგის მაგივრად.

Posted by: Tua 17 Sep 2020, 15:16
nionia
მე munchkin მაქვს ამაზონიდან გამოვწერე და ასევე გვაქვს კანპოლის ღრმა თეფში საკმაოდ კარგი ფასია , ჩვენი პირველი თეფში იყო კანპოლი.

nionia
2 არასდროს მიმიცია ეგრევე 3 კიმპონენტი მაქვს მიცემული როცა ბევრი კომპონენტი გავასინჯე. ყაბაყი ეტყობა მოხუცი იყო თორე არასდროს აქვს ძაფები. თევზი 7 თვიდან გავასინჯ მე8შინრომ გადავიდა და კვერცხის გული 6 თვიდან, ცილა დავუმატე 8 თვეზე.

Posted by: თუსი 17 Sep 2020, 17:59
gogatakoo
nionia
როგორ ხართ?
ჩემი 5 ის ხდება 3 დღეში და ჯერ არ ვსვამ, 6 თვემდე ალბათ ესე გავაგრძელებ.
ვცდილობ სულ მუცელზე იყოს როცა ღვიძავს და ისე ითამაშოს.

იმდღეს შევქანდი და გამოვიწერე მყარი კვებისთვის რაღაცეები, დაგილინკავთ:
https://www.amazon.com/gp/product/B083QVQVC8/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o00_s00?ie=UTF8&psc=1
https://www.amazon.com/gp/product/B075GXMNLL/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o00_s00?ie=UTF8&psc=1
https://www.amazon.com/NumNum-Pre-Spoon-GOOtensils-Dual-Stage-Set/dp/B01GEOZEVU

1 თვეში ვიწყებ და ერთი სული მააააქვს :დ ისე მაინტერესებს ისე მაინტერესებს
ჩვენ რომ ვჭამთ ხოლმე ისეტი ინტერესით გვიყურებს მეცოდება ხოლმე lol.gif

Posted by: takoo1 17 Sep 2020, 19:08
თუსი
შენ როგორ ხარ პატარა რაშვება❤️
გოგო რატო არ აჯენ პედიატრმა გითხრა?

Posted by: თუსი 17 Sep 2020, 22:24
gogatakoo
კარგად მადლობაა, პატარა უკვე გიჟობს biggrin.gif
ცოტა ზარმაცია, მუცლიდან ზურგზე გადაბრუნება ეს ერთი კვირაა ისწავლა და კარგად რომ მოუძლიერდება ზურგი მერე მინდა რომ დაჯდეს. პედიატრი არ მინახავს 3 თვეა და არც მიკითხავს ეგ

აუ თან არ ვიცი რატომ ალბათ სისულელეა მაგრამ, ვიღაცამ მითხრა ადრე და ჩამრჩა გონებაში, ადრე თუ დააწყებინებ დაჯდომას დიდი გვერდები ექნება ბავშვსო lol.gif lol.gif ცოტა ეგეც მაქვს ქვეცნობიერში facepalm.gif

Posted by: alesandra 18 Sep 2020, 00:23
nino84
QUOTE
ნუბის ბამბუკის ღრმა თეფში მაქვს და მომწონს,პსპ ში მთლიანი ნაკრებიც იყიდება დიდი თეფში, ჭიქა, და დანა-ჩანგალი შედის თუ არ ვცდები


ეს ნაკრები შევიძინე დღეს და მოეწონა პატარას. თუმცა უძვირესია gigi.gif
* * *
გოგოებო, ბოსტნეულის პიურეს ცოტა ზეითუნის ზეთს უშვებით?

Posted by: takoo1 18 Sep 2020, 01:10
თუსი
ხოო ჩემმაც ცოტახანია ისწავლა,არ ვაწვენდი ხოლმე გოგო მუცელზე რატომღაც და ალბათ მაგიტო გვიან ისწავლა თქო.მე 5 თვიდან ვიჯენ უკვე ფეხზე,დამოუკიდებლად არა ჯერ.
უი ეგ არვიცი)))) მე ვიცი რო მენჯის პრობლემა შეიძლება ქონდეთო რავიცი ყველას თავისი აზრი აქვს.
alesandra
ჩემი და უკეთებს კიი,დღეს ვლაპარაკობდით და მითხრა.

Posted by: narkozeli 18 Sep 2020, 10:51
alesandra

1 ჩაის კოვზ ზეითუნს ვუშვები 6 თვიდან ბოსტნეულის პიურეში.

Posted by: alesandra 18 Sep 2020, 23:55
gogatakoo
narkozeli
მადლობა, გოგოებო! ❤️

Posted by: nino84 19 Sep 2020, 21:08
ქილის ბოსტნეულსაც უმატებთ გოგოებო ზეითუნის ზეთს? ყველა ბავშვს ჭირდება, თუ ვისაც შეკრულობა აქვს მყარი საკვებისგან?

Posted by: nionia 19 Sep 2020, 22:52
gogatakoo
QUOTE
ისე წყნარად ვარ და მშვიდად ძუძუზე რო მყავს, მგონია რო ძაან მაგარ რაღაცას ვუკეთებთ❤️თან უფრო მარტივია გამზადება არ გჭირდება ეგრევე მზადაა ღამე ხო ვაფშე სუპეერ

დასტურ დასტურ :დდდდდ
ძაან კმაყოფილები ვართ ძუძუების :დდდდ
Tua
მადლობა, კანპოლსაც მოვინიშნავ.

თუსი
გოგო შენ როგორ ხარ აბა?
რას შვება ზღარბო?
შენ გაიხარე რა ამ ლინკებისთვის 2kiss.gif
მეც ისე დიდის ამბით ვემზადები გეგონება 1 კოვზი ბოსტნეული კი არ უნდა გავასინჯო, დისერტაცია უნდა დაიცვას lol.gif
QUOTE
ჩვენ რომ ვჭამთ ხოლმე ისეტი ინტერესით გვიყურებს მეცოდება ხოლმე

ჩემიც კი, ოღონდ ჩემს გარდა ყველას ეცოდება.
მაპარებენ ხოლმე აი უნდა , აი როგორ უყურებს, აი იმას 4 თვიდან ვასინჯებდით და ეგეთებს მაგრამ მე მტკიცედ ვდგავარ და ფეხს არ ვიცვლი :დდდ
alesandra
გოგო აბა რამდენია ეგ უძვირესი, შემამზადე :დდდ

თუსი
გოგო გყავდა ძიძიგურთან? რომ აპირებდი მახსოვს

Posted by: alesandra 20 Sep 2020, 00:12


nionia
დიდი თეფში, ღრმა თეფში, კოვზი, ჩანგალი და ჭიქა - 62 ლარი.

არ მოეწონა ჩემს ბიჭს ბოსტნეული. პირველ კოვზს ეცა - ეტყობა ისევ ვაშლი ეგონა, მეორე კოვზზე დაიმანჭა, მესამე კოვზზე კი აღარ გააღო პირი. ვფიქრობ, ფორმულა ხომ არ ჩავურიო შიგ, რომ ეგემრიოელოს.

ეს რესურსი ვნახე, გოგოებო https://www.mshoblebi.ge/damatebithi-kvebis-ckhrili.html
ბევრი კარგი რჩევაა.


Posted by: takoo1 20 Sep 2020, 00:16
nionia
გოგო მართლა უნდათ ნეტა თუ რატო იყურებიან მასე biggrin.gif biggrin.gif მე პირთან მივუტან ხოლმე ვეღადავები და მიღებს პირს)))) მე 6თვემდე არაფრის გასინჯებას არ ვაპირებ.შენ როდიდან უმატებ ფაფებს და ა.შ

Posted by: gvirila_gvirilova 20 Sep 2020, 01:08
გოგოებო, თქვენი გამოცდილებები იქნებ დამიწეროთ. ჩემი 2.5 წლის გოგო საერთოდ 1 სიტყვასაც არ ამბობს. არც კი ცდილობს. ვიზუალურად განვითარებულია, აქვს მისთვის საყვარელი სიმღერები და თითქოს აყვება ხოლმე მელოდიას. დაძახებულზე იშვიათად იხედება. "თავის ენაზე" კი ელაპარაკება ხოლმე თავის თავს სარკეში. მაგრამ ჩვენთვის რაიმეს თქმას არც ცდილობს. ვხედავ, რომ იგივე ასაკის ბავშვები ითვლიან ხოლმე, ჩვეულებრივად ესაუბრებიან მშობლებს და დიდ განსხვავებას ვამჩნევ.
გქონიათ ასეთი შემთხვევა, რომ მერე ალაპარაკებულიყოს?

Posted by: takoo1 20 Sep 2020, 12:30
gvirila_gvirilova
ჩემი ახლობლის ბავშვი იყო ეგრე,3წლამდე ვაფშე არ ლაპარაკობდა.მარტო სიტყვებს ამბობდა წინადადებებს არა.სახელზეც არ ქონდა ხშირად რეაქცია რო ეძახდი.თავისთვის თამაშობდა ხოლმე.4წლისამ დაიწყო ლაპარაკი ეხლა ამბობს წინადადებებს ჩვეულებრივად.ლაპარაკი არ უყვარს მაინცდამაინც უბრალოდ

Posted by: unusual 20 Sep 2020, 15:49
გოგოებო ღამე ძილში მაწუხებს წელზე თუ კუდუსუნთან ყრუ ტკივილი და დაღლილობა. დღის განმავლობაში იშვიათად. გამიგია საკეისრომ იცისო და ვისაც გაწუხებდათ რამდენ ხანში გადაგიარათ?

Posted by: nino84 20 Sep 2020, 20:34
გოგოებო, კორესატინი ვიყიდე დღეს პედიატრიული, ეხლა გავხსენი და ფლაკონზე აწერია Panthenol hand/skin sanitizing cream და ვისაც გამოგიყენებიათ ნამდვილად პედიატრიულია?
* * *
unusual
კუდუსუნი არა და სადღაც 4-5 თვე მტკიოდა წელი, ხერხენალი და სახსრები ფეხების და ხელების. თითქმის 7 თვე გავიდა და არაფერი მაწუხებს კიდევ კარგი.

Posted by: nionia 20 Sep 2020, 23:08
gogatakoo
QUOTE
გოგო მართლა უნდათ ნეტა თუ რატო იყურებიან მასე

უნდათ ინტერესის დონეზე როგორც ნებისმიერი სხვა რამ,თორემ როგორც საჭმელი არა , ასე მგონია :დდდ რა იციან რა არის

QUOTE
მე 6თვემდე არაფრის გასინჯებას არ ვაპირებ.შენ როდიდან უმატებ ფაფებს და ა.შ

6 თვიდან გავასინჯებ მეც როგორც წესია smile.gif))
ბოსტნეულით და ხილით მინდა დაწყება, ფაფები ყველაზე ნაკლებად განიხილება, წონის პრობლემა რომ არ აქვს რავიცი აბა რად უნდა ფაფა?
ამას გავივლი კიდევ პედიატრთან
* * *
alesandra
QUOTE
დიდი თეფში, ღრმა თეფში, კოვზი, ჩანგალი და ჭიქა - 62 ლარი.

ვაჰ
ოღჩ :დდდ
ფასდაკლება ცხადდება ხოლმე პერიოდულად პსპს -ში და მაგ ნაკრებს შეეხება ნეტა ?
ჯერ ვნახავ და მერე ჩავუდარაჯდები biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 21 Sep 2020, 11:02
gogatakoo
მხოლოდ მეტყველება არ არის საყურადღებო, ბავშვი თუ პასიურად მეტყველებს, ანუ ზუსტად ხვდება სიტყვების მნიშვნელობას, სურათზე დაგიდებთ ხელს შესაბამის ნახატზე რაზეც მიუთითებთ, ასრულებს დავალებებს, გბაძავთ საქციელში მაგას მიაქციეთ ყურადღება და ბავშვთა ფსიქოლოგს გაესაუბრეთ. მე ფსიქოლოგთან არ მყოლია ბავშვი მარა მრჩეველის პედიატრებს ვენდობი

Posted by: takoo1 21 Sep 2020, 11:04
nionia
გოგო სრული 6 თვის რო გახდება ეგ იგულისხმება?თუ 6-ში რო იქნება?
მე მეშინია ეგრევე ბოსტნეული ჯერ ფაფით დავიწყო არ ჯობია?
წონის პრობლემა არააქვსო პედიატრმა 7,500ია.ჯერ არ არის 5 თვის.
მოკლედ ამ დამატებაზე იმდენი კითხვები მაქვს მაგის დრო რო მოვა მეცოდება პედიატრი)) ერთი სული მაქ თან ესე მგონია არ ყოფნის მარტო რძე,სულ პირში რო მიყურებსbiggrin.gif

Posted by: narkozeli 21 Sep 2020, 13:30
gogatakoo

მე-6 თვეში იყო რომ გავასინჯე პირველად ვაშლის ხილფაფა. მერე გავასინჯე სტაფილო, მერე სტაფილო + კარტოფილი და ასე. მე7 თვეში რომ გადავიდა მერე დავუწყე ფაფა. ამერიკული გაიდლაინი ამბობს ჯერ ფაფა მერე ბოსტნეული, ევროპული ამბობს ჯერ ბოსტნეული მერე ფაფა. არააქვს დიდი მნიშვნელობა, შენ რომლითაც გინდა, იმით დაუწყე ♡ ბოსტნეულით იმიტომ იწყებენ უფრო რომ ფაფის მერე არ ჭამენ (იდეაში უფრო გემრიელი ეჩვენებათ ალბათ ფაფა და მაგიტომ)

Posted by: takoo1 21 Sep 2020, 13:37
narkozeli
გოგო შენ ფორმულაზე გყავს ხო?მე ძუძუზე მყავს და უფრო გვიან იწყებენ რატომღაც მაგ დროს დამატებას.რა მნიშვნელობა აქვს ისე არ ვიცი.ეს ისეთი საძაგელი ბავშვია შეიძლება არც ერთი ჭამოს და არც მეორე,ჩაისაც არ სვამს გოგო.ჰუმანასაც რო ვაძლევდი ხანდახან იმაზეც იჯღანებოდა,ძუძუს მეტი არაფერი არ უნდა გამაგიჟა.რა მეშველება არ ვიცი.უშაქროს არ შეჭამს გამორიცხულია

Posted by: narkozeli 21 Sep 2020, 15:08
gogatakoo

ძუძუზე სრულად 6 თვის რომ შესრულდება მერე დაუწყე კი :*

მე ფორმულაზე მყავს. წყალიც არ უნდა 6 თვე პატარას ახალი გაიდლაინებით. არც ჩაია საჭირო არ გინდა. ფბ-ზე ერთი დახურული ჯგუფია "რა ვაჭამოთ ბავშვებს" იქ ნახავ საინტერესო პოსტებს ამ თემაზე.

Posted by: takoo1 21 Sep 2020, 18:22
narkozeli
მოკლედ რაა ყველაფერი ფბზეაsmile.gif))) არ მაქვს FB რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს biggrin.gif
გოგო გაციებულივით იყო და პედიატრმა მითხრა გვირილის დაალევინეო,არც კამა მოეწონა და არც გვირილაsmile.gif

Posted by: nino84 22 Sep 2020, 08:11
narkozeli
გვანცა, როგორ ხარ, როგორ გყავს პატარა? თუ გახსოვს 7 თვეზე ხორცს რამდენჯერ აძლევდი კვირაში და რამდენ გრამს?

Posted by: takoo1 22 Sep 2020, 11:20
გოგოებო 4-5 თვეზე თქვენც გაუკეთეთ ანალიზი რკინაზე?ავტვირთავ ეხლა პასუხს და დაბალია ეს მაჩვენებელი სანამ მივალ და მეტყვის ვნერვიულობ;(

Posted by: SRB100 22 Sep 2020, 12:15
გოგოებო, გვაქვს ესეთი პრობლემა. გაზაფხულზე გადაეჩვია პამპერსს.
თავიდან ღამეც ვუკეთებდი, ეხლაც ვუკეთებ მაგრამ მშრალი დგება, ანუ არ აქვს გაპარების პრობლემა.
დღის განმავლობაში ძალიან ეზარება ფისის თქმა, იკავებს, იკავებს და სანამ არ გაეპარება ერთი-ორი წვეთი იქამდე არ მეუბნება.
რომ ვახსენებ იგიჟებს თავს არ მინდაო და არც მომყვება, ისტერიკას იმართებს. რა შეიძლება რომ გავაკეთო?

როცა რაღაცაზე ბრაზობს, პროტესტის ნიშნად დადგება, გაშლის ფეხებს და იფსამს biggrin.gif

ენტერო ჰქონდა ზაფხულში და ის არ გაპარვია და ამ ფისებზე რატო აკეთებს ესე ვერ გავიგე.
ანუ როგორ უნდა ავუხსნა რომ სანამ ძაან არ მოაწვება იქამდე უნდა მითხრას?

Posted by: nionia 22 Sep 2020, 12:29
gogatakoo
კი გვანცამ გიპასუხა, 6 თვის რომ შესრულდება დაუწყებ გასინჯვებს.
ბოსტნეული და ხილი უფრო სასარგებლოა და მაგიტომ მირჩევნია მაგით დაიწყოს, ფაფას მერეც მოასწრებს smile.gif))
არ აქვს წონის პრობლემა არც შენს ბუთქუს და მოფიქრე მანამდე კარგად <3
დამატებაზე მეც იმ ფბ ჯგუფს ვლოცავ, უკვე მომზადებული ვარ და გათვითცნობიერებული, დეტალურად მაქვს გაწერილი როდის რა მივცე :დდდ
გოგო არანაირი სითხე არ უნდა რძის მეტი ზედმეტად, 6 თვემდე არ შეიძლება.
არც შაქარი და მარილი, თუ არ ვცდები წლამდე აკრძალულია და მერეც რაც გვიან გასინჯავს მით უკეთესი.
რომ არ იციან გემო ისედაც ეგემრიელებათ საჭმელი, მაგაზე არ იდარდო.
gogatakoo
გოგო რკინაზე ანალიზი არ უნდა, მე რცხილაძის რეკომენდაციებს მივყვები და საპროფილაქტიკო დოზა რკინა ანალიზის გარეშე ინიშნებაო ძუძუს ბავშვებში, 4 თვიდან, რადგან რძით საკმარისს ვეღარ იღებს ,7 თვის ჩათვლით უნდა მივცე რკინის პრეპარატი.

Posted by: takoo1 22 Sep 2020, 14:13
nionia
ხოდა დაბალი აქვს და ესეიგი დაუნიშნავს წამალს.4 კიარა 5ის ხდება უკვე,შენ ასმევ უკვე?

Posted by: narkozeli 22 Sep 2020, 15:46
gogatakoo

გოგო ბავშვის ნორმები არ წერია ცალკე? ისე ძუძუს ბავშვებში ბუნებრივად ითვლება რკინის დეფიციტი და ზოგიერთი პედიატრი, მაგალითად ირაკლი რცხილაძე 3 თვიდან 7მდე გეგმიურად უნიშნავს ყველა ძუძუს ბავშვს რკინას, მოკლედ არაა სანერვიულო.


nino84

კი როგორ არ მახსოვს , 50 გრამამდე ხორცს ვაძლევდი და ვაძლევ ეხლაც თითქმის ყოველ დღე ( ერთი დღე ხბო, მეორე დღეს ქათამი, მესამე დღეს კურდღელი, მეოთხე დღეს ინდაური, მეხუთე დღეს თევზი მეექვსე დღეს კვერცხით ვაძლევ და კვირაში ერთხე ოსპით.

Posted by: თუსი 22 Sep 2020, 17:10
nionia
კარგაად, შენ და შენი ბაო როგორ ხართ?
არ მიმიყვანია ძიძიგურთან შემდეგ კვირას მივიყვან
3 თვეა აგარაკზე ვართ, აცრაც აქ გავუკეთე ოღონდ თბილისში არ ჩამეყვანა.
თითქოს ვამჩნევ, რომ უფრო მარტივად გადასდის ფეხები წინასთან შედარებით. კენგურუშიც გვიზის ხოლმე და მსუბუქ ვარჯიშებსაც ვუკეთებ ფეხებზე და აი ვნახოთ რას გვეტყვის.

* * *
gvirila_gvirilova
ჩემი მული არის ნეიროფსიქოლოგი, მიხსნის ხოლმე განვითარების რა ეტაპზე რას უნდა ველოდო ბავშვისგან და როგორც მითხრა 10-12 თვის ასაკში ერთი სიტყვა მაინც უნდა თქვას.
ძალიან მნიშვნელოვანია ეკრანთან გატარებული დროც, ხომ არ აყურებინებთ? მეტყველების შეფერხების გამომწვევი ერტ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია.
თქვენს ადგილზე გავივლიდი კონსულტაციას სპეციალისტთან
* * *
მეტყველების დარღვევა გულისხმობს ყველა გადახრას ენის იმ ნორმებიდან, რომლეზეც მეტყველებს ბავშვი.
თუ ბავშვის მეტყველების განვითარება არ შეესაბამება მის ასაკს, საქმე გვაქვს მეტყველების შეფერხებასთან.
მეტყველების შეფერხება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით სკოლამდელი ასაკის ბავშვების 5%-იდან 10 %-ს აღენიშნება მეტყველების შეფერხება.
მეტყველების დარღვევები ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით:
· არ შეესბამება მოლაპარაკის ასაკს;
· არ წარმოადგენს დიალექტიზმებს;
· არ არის განპირობებული ენის უცოდინარობით;
მეტყველების განვითარება ხდება ეტაპების მიხედვით:
· დაბადების მომენტიდან ბავშვს უჩნდება სახმო რეაქციები - ყვირილი, ტირილი.
· 2-3 თვის ასაკში ყვირილი მდიდრდება ინტონაციურად და არის უფრო გამომხატველობითი. ბავშვის ტირილის მიხედვით შეგვიძლია ამოვიცნოთ მისი რომელიმე სურვილი;
· ამავე პერიოდში ჩნდება სპეციფიკური სახმო რეაქცია - ღუღუნი;
· 4-იდან 5 თვემდე ასაკში იწყება წინასამეტყველო პერიოდის შემდგომი - ტიტინის ეტაპი;
· 6-იდან 9- თვის ასაკში ბავშვი რეაგირებს საკუთარ სახელზე, დაძახებაზე;
· 10-12 თვის ასაკში კი ბავშვმა თავისი პირველი სიტყვები უნდა წარმოთქვას;
მეტყველების განვითარების პერიოდი, 1-დან 6-წლამდე, ითვლება სენსიტიურ პერიოდად.
ეს პერიოდი იყოფა რამდენიმე ეტაპად:
1. პირველი მგრძნობიარე ფაზა არის 1-დან 1,5-2 წლამდე, როდესაც იწყება მეტყველების ფორმირება, ამავე დროს ხდება თავის ტვინის სამეტყველო ზონების, კერძოდ, ბროკას ცენტრის განვითარება, ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ადეკვატური სამეტყველო გარემო, რომელიც აუცილებელი პირობაა ფრაზული მეტყველების განვითარებისთვის.
2. 2,5-3,5 წლამდე, ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი სიტუაციური მეტყველებიდან გადადის კონკრეტულ მეტყველებაზე;
3. სამი წლის ასაკში ბავშვს უვითარდება აქტიური მეტყველებისადმი მისწრაფება, სიტყვათა მარაგი სწარაფად იზრდება, სვამს უამრავ შეკითხვას, აქტიურად ურთიერთობს უფროსებთან;
4. 5-იდან 6-წლამდე ასაკში კი ყალიბდება კონტექსტური მეტყველება, ტექსტის დამოუკიდებლად გადმოცემა. რადგან ამ პერიოდში ბავშვს წინანადადების გრამატიკულად სწორად გაფორმება უჭირს, რთული ფრაზების წარმოთქმის დროს მატულობს პაუზები. შეიძლება მოხდეს სამეტყველო სუნთქვის დარღვევა.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენი პატარის მეტყველების განვითარებას:
1. თქვენს პატარასთან ურთიერთობას ბევრი დრო დაუთმეთ. ესაუბრეთ, უმღერეთ.
2. წაუკითხეთ ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, შეარჩიეთ რბილი, ილუსტრირებული წიგნები, რომელიც ბავშვში ყურების ინტერესს გამოიწვევს.
3. ბავშვი შეეცდება ნაცნობი სურათების დასახელებას, შემდეგ დაიწყებთ პატარა საბავშვო ლექსების შესწავლას.
4. ბავშვის მეტყველების გასავითარებლად გამოიყენეთ ყოველდღიური სიტუაცია მაგ: ჩამოუთვალეთ პროდუქტები მაღაზიაში, აუხსენით რას აკეთებთ, მიუთითეთ სახლში არსებულ ნივთებზე. დაუსვით შეკითხვები.
5. დაეხმარეთ მას ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვის მეტყველება მის აზროვნებასთან ერთად ვითარდება;
6. ქუჩაში სეირნობისას აღწერეთ გარემო მაგ: ძაღლი ან ლამაზი ყვავილი, რომელიც შეგხვდათ;
7. სანამ პატარას 2 წელი შეუსრულდება ის უკვე უნდა ამბობდეს 50 სიტყვამდე, ამ დროის განმავლობაში ის დაიწყებს ორ სიტყვიანი წინადადებების წარმოთქმას. ზოგადად ბავშვის მეტყველების განვითარება ორი წლის ასაკიდან აქტიურად მიმდინარეობს, რაც დაკავშირებულია ბავშვის გონებრივ განვითარებასთან. ეს ეხება როგორც ლექსიკური მარაგის ზრდას, ისე მეტყველების სტრუქტურის მხარეს.
8. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენ შვილს თუ საუბრისას საგნების აღწერას მეტ დროს დაუთმობთ, მაგ: ნაცვლად იმისა რომ კითხოთ „სად არის ბურთი“? კითხეთ: „სად არის შენი დიდი წითელი ბურთი“?;

Posted by: takoo1 22 Sep 2020, 21:41
narkozeli
გოგო ხოო ველაპარაკე დღეს და არაფერი სანერვიულო არაა დავუნიშნავ წამალსო,:*

Posted by: nino84 22 Sep 2020, 22:09
narkozeli
ყოველდღე ცილა შეიძლება? კვირაში ორი დღე მხოლოდ ბოსტნეულის მიცემას ვგეგმავდი.
ინდაურს მთლიანს ყიდულობ და პორციებად ყოფ, თუ აფთიაქისას აძლევ? დღეს მაგალითად წიწილა მივედი ყაბაყთან ერთად, შერევა ხომ შეიძლება?

Posted by: თუსი 23 Sep 2020, 09:48
აუ გოგოებო ვინმეს სულავას კვების გეგმა ხოარ გაქვთ? ადრე მახსოვს ვიღაცამ დაპოსტა აქ

Posted by: narkozeli 23 Sep 2020, 10:25
gogatakoo

ძალიან კარგი :*


nino84

კი, შეიძლებაო პედიატრმა და მერე რეკომენდაციებშიც ამოვიკითხე, უბრალოდ კარგია თუ 1 დღე მცენარეულ ცილას მიიღებს. სხვადასხვა სახეობის ხორცში და თევზში განსხვავებული შემადგენლობის გამო, ჩათვალე რომ განსხვავებულ ცილას აძლევ


QUOTE
ინდაურს მთლიანს ყიდულობ და პორციებად ყოფ, თუ აფთიაქისას აძლევ? დღეს მაგალითად წიწილა მივედი ყაბაყთან ერთად, შერევა ხომ შეიძლება?


წიწილასაც, ხბოსაც, ინდაურსაც და კურდღელსაც მთლიაებს ვყიდულობ ძირითადად ახლობლებისგან და ვანაწევრებ პორციებად და ისე ვყინავ.

კი შერევა რა თქმა უნდა შეიძლება, ბოსტნეულთან ერთად ჯობს ხორცის მიცემა ისედაც :*

Posted by: მზე 23 Sep 2020, 14:17
SRB100
რო შეაქოთ? ძალიან ძალიან გამიხარდება და ესე

Posted by: nionia 24 Sep 2020, 00:03
gogatakoo
კი თაკო, 4 თვის რომ გახდა დავაწყებინე რკინა უკვე,7 თვის ჩათვლით უნდა მივცე.
რკინა ნორმაში რომც ქონდეს ,( ასე ვთქვათ შესანარჩუნებლად) საპროფილაქტიკო დოზა მაინც უნდა მიიღოს პატარამ, თუ მხოლოდ ძუძუთი იკვებება იმ შემთხვევაში

Posted by: takoo1 24 Sep 2020, 11:29
nionia
ესეიგი დავაგვიანე ეს უკვე 5 ის ხდება.იმედია ძაან არ დავაშავე,გოგო წვეთებია ეგეც როგორც დ ვიტამინი?

Posted by: iratta_26 24 Sep 2020, 19:06
გოგოებო ჩემმა ბიჭმა კარში მოიყოლა თითი. სიწითლე და ჩაქცევა არ აქვს, გაუსივდა და შეხების დროს ტკივა. ფიზიოლოგიურის საფენი დავადე და უკეთესი ხომ არ იცით რამე?

Posted by: nionia 24 Sep 2020, 22:58
gogatakoo
QUOTE
გოგო წვეთებია ეგეც როგორც დ ვიტამინი?

სიროფია თაკო ჩემი, ხო წვეთებად ვაძლევ,კილოგრამების მიხედვით აქვს ნორმები და

თუსი
QUOTE
შენ და შენი ბაო როგორ ხართ?

კარგად ვართ ჩვენც 2kiss.gif
ბაო სუქდება, დედა ილევა :დდდდ
დაწერე რა მერე აბა ძიძიგურთან ვიზიტზე, ლამის მეც ჩამოვაქანო :დდდდ

Posted by: takoo1 26 Sep 2020, 15:17
გოგოებო ჩემმა შვილმა ეს კვირაა აურია მაგრად,ღამე იღვიძებს რამოდენიმეჯერ.5თვემდე ისე მოვედით მთელი ღამე ეძინა 6ზე ან უფრო გვიან იღვიძებდა ძუძუსთვის.ეხლა ხან 2ზე ხან 4ზე არეულად იღვიძებს,თან ძილში სუ ვერ ისვენებს თითქოს ბორგავს ლოგინში.ისედაც გვიან იძინებს 11ზე ან უფრო გვიან.რისი ბრალია ესე უცებ რეჟიმის არევა ან რა ვქნა?

Posted by: Tua 26 Sep 2020, 17:21
gogatakoo
კბილები ხო. არ ამოსდის უნახე ? იციან არევა პერიოდულად ვერაფერს იზავ უნდა გაუძლო მანამდე სანამ თვითონ არგამოსწორებს და დაუბრუნდება რეჟიმს ან შეიძლევა არდსუბრუნდეს აცადე რამოდენიმე დღე. ჩემი 5 დღე ღამე 3ზე იღვიზებდა და 6მდე თამაშობდა , ეხლა ისევ დაუბრუნდა. ასევე შეიძლება განშორების შფოთვებიც იყოს მაგანაც იცის ძილის არევა . აქვთ პერიოდები თან საკმაოდ ხშირად, რომ გაიზრდება შეიძლება ისტერიკაც ჰქონდეს და ტიროდეს, შეიძკება თამაშიც დაიწყოს რას გაუგებ :

Posted by: SRB100 26 Sep 2020, 19:12
მზე
არ შველის შექება. აღარ ვიცი უკვე რა ვქნა, იქნებ ვინმეს გქონდეთ გამოცდილება და დამეხმაროთ.

ღამე არ უკეთია საფენი და არ ეპარება, ანუ შეუკავებლობის პრობლემა არ აქვს.

დღის განმავლობაში როცა ძალიან უნდება მორბის და მეუბნება, მაგრამ ვეღარ ვასწრებთ ქოთნამდე მისვლას, უკვე გაპარებული აქვს. შეხსენება არ შველის, მეუბნება რომ არ უნდა და არ ჯდება ქოთანზე ცოცხალი თავით. თუ სადმე მივდივართ უხარია ძალიან და წასვლის წინ რომ ვსვამ საკუთარი ინიციატივით მომყვება, ჯდება და შარდავს. რაც წავიკითხე ყველგან წერია, რომ ასე შეხსენება და ძალით დასმა ქოთანზე არ შეიძლება.

გადაჩვეული იყო დასასვენებლად რომ ვიყავით, ამბობდა, რა დაემართა არ ვიცი. დღეს მაგალითად ორჯერ ჩაიფსა, ორივეჯერ მოვარდა, მაგრამ ვეღარ ასწრებს. თუ მოვასწარით 3-4 წვეთი მაინც გაპარებული აქვს.. ((

Posted by: Tokyo.tokyo 26 Sep 2020, 20:31
gogatakoo
აუუ თაკ 6 თვემდე ასე თუ მოხვედი უბედნიერესი უნდა იყო.ჩემი ბიჭი რაც დაიბადაა ძილი დქმავიწყდაა.ღამე ხან 5ჯერ იღვიძებს ჭამაზე.ძილში კიდე სულ მასე ბორგავს.კოლიკები აწუხებს აი სულ ხელშია სულ.3 თვის ხდებაა და მე უკვე ადამიანს ააღარ ვგავარ.მაგრამ რადგქნ ეს საოცარი ბიჭი მყავს არ ვწუწუნებ.ხო რაც შეეხება ძილში შფოთვას და ბორგვას ჩვენ შემთხვევაში ექიმმა მუცლის ჭვალებიაო და თქვნ ალბათ მართლა კბილების ამბავი იქნება.მომენატრაა აქ შემოსვლაა მაგრამ ამის ძალაც აღარ მრჩება.მომენატრეთ ყველაა თქვენი ამბებით და ბაჭიებით ❤❤

Posted by: nino84 26 Sep 2020, 20:44
გოგოებო, სასეირნო ეტლს რომელს მირჩევთ პირადი გამოცდილებით, ან რას უნდა მივაქციო ყურადღება? ჩემი მთავარი მოთხოვნაა მსუბუქი იყოს სადარბაზოს კიბეებზე მარტომაც რომ ჩავიტანო, ეხლა ტრანსფორმერი მაქვს და ბავშვიც რომ დამძიმდა მარტოს ვერ ჩამყავს.

Posted by: narkozeli 26 Sep 2020, 21:01
nino84

babyzen yoyo (მე მაქვს), ანექს ეარ იქსი ან ბეიბი ჯოგგერ- ესენია მაგ ამბისთვის იდეალური. ოღონდ სხვა სასეირნო ეტლების ფონზე ძვირია საკმაოდ სამივე

Posted by: Tua 26 Sep 2020, 21:02
Tokyo.tokyo
ცოტაც მოითმინე მეც ეგრე ვიყავი კოლიკების გადამკიდე 3 თვე 3 საათი მეძინა ღამე , 4 თვის რომ იყო მერე ნელნელა გამოასწორა კვებების ამოგდება დაიწყო და ეხლა შუადღის კვება რომ დააკლდება მხოლოდ მაშინ იღვიძებს 1ხელ ისიც საჭმელად და იბრუნებს. წამალს არასმევ?
* * *
nino84
ბიუჯეტურებში

https://www.hauck-georgien.com/product/529/Sunny

ამას აქებენ, ერთი ღილაკით იკეცება.
ძვირიანებში ბუგაბუ ბი 1300 ღირს და ანექს ეარ იგივე კატეგორიაა .

Posted by: takoo1 26 Sep 2020, 22:14
Tua
არამგონია კბილები არ ამოსდის.განშორების შფოთვა რას ნიშნავს ანუ ჩემთან რო არ წევს თუ?
* * *
Tokyo.tokyo
როგორ ხააარ ❤️❤️რაშვება კაცუნა❤️მეც მენატრება აქაურობა და თქვენთან ჭორაობა:* გოგო ხოდა რო ეძინა აქამდე ეხლა მიჭირს მარა მაგაზე არ ვფიქრობ ვნერვიულობ რატო ბორგავს რამე ხო არ აწუხებს თქო რავიცი,მუცელი ამას აღარ აწუხებს უკვე დიდია.რავიცი იმედია ჩაჯდება ისევ რეჟიმში.ვეტყვი მაინც ექიმს აბა,იმასაც ვფიქრობ იქნებ ძუძუ აღარ ყოფნის თქო,

Posted by: Tua 26 Sep 2020, 23:45
gogatakoo
რატომ გგონია რო. არ ამოსდის? უნახე? აუცილებელი არ არის 6 თვეზე ამოუვიდეს,ზოგს 3ზეც ამოსდის და 5ზეც , ზოგს უფრო გვიან. იქნებ არყოფნის საკვები და შივდება?

შენი ოატარაა ჯერ განშორების შფოთვისთვის 7 თვიდან ეწყებათ, არა წოლაზე რაა მხოლოდ, წოლა არაფერ შუაშია, ჩემი სულ არწევს ჩემთან არასდროს საწოლსაა მიჯაჭვული და ტფუტფუტფუ ჯერ არჰქონია.

აგერ ინფო
https://dedamicis.ge/ganshorebis-shfotva-bavshvebshi/

Posted by: takoo1 27 Sep 2020, 00:08
Tua
პედიატრთან ხო მყავდა და ჯერ არ ამოსდისო და მეც ვერ ვამჩნევ რავიცი,
გოგო ამას ყველაფერი ადრე ეწყება და მაგიტო ვამბობsmile.gif) ეხლაც ერთი საათია ვუწევარ,ორჯერ წამოიტირა და რო დამინახა გააგრძელა ძილი.მე მეძება მემგონი თუ ვერ გავიგე sad.gif

Posted by: ma1ka 27 Sep 2020, 02:07
gogatakoo
ჩემმა რამდენჯერაც აურია იმდენჯერ კიჭი ამოუვიდა smile.gif 4 თვის გახდა თუ არა 2 ამოუვიდა, ეხლაც 3 დღეა აურია და კიდე 2 ამოუვიდა. მეც ვერ შევატყე ვიზუალურად, ისე უცებ ამოჭრა.

გოგოებო პლაზმონის ფაფებით დავაწყებინე დამატება, კიდევ რომელ ფირმას გაუწევთ რეკომენდაციას?

Posted by: nino84 27 Sep 2020, 06:51
ma1ka
სემპერის ურძეო წიწიბურას ვაჭმევ, ნუტრიბენის სიმინდს და ჰიპის შვრიასაც თუ არ მეშლება არ აქვს შაქარი დამატებული

Posted by: takoo1 27 Sep 2020, 09:30
nino84
მეც მალე დავაწყებინებ ეხლა და ჩინურივითაა ჩემთვის,სულ ვკითხულობ ხოლმე აქ რომ წერთ.აი რა განსხვავებებია შეგიძლია მითხრა ორი სიტყვით?რატო მაინცდამაინც მაგალითად სემპერის წიწიბურა და არა სხვა,ან ნუტრიბენის სიმინდი მაინცდამაინც?რამე სხვაობებია?თუ სხვაც გაასინჯე და ეგ მოგეწონა,
* * *
ma1ka
როგორ ხარ❤️შენი ბელი როგორაა, ვაიმე გოგო ესე მალე ამოუვიდა biggrin.gif თან ორ ორი ამოსდიც ერთად? ვაა ესეიგი ვიზუალურად ვერ მივხვდები? გოგო რამხელაა ეხლა შენი? ჩემი დღეს გახდა 5ის❤️
ჯვართამაღლებას გილოცავთ გოგოებო,გფარავდეთ დღევანდელი დღის მადლი❤️❤️❤️

Posted by: nionia 27 Sep 2020, 11:13
gogatakoo
ეჰ ხშირად აქვთ ეგეთი პერიოდები, ხან ზრდის დღეები, ხან განშორების შფოთვაო, კბილები და ასე ულევია :დდდდ
ვერაფერი დამშვიდება გამომივიდა მაგრამ ასეა და შევეგუოთ ჯობს :დდდ
* * *
gogatakoo
და დაანებე ამ ძუძუარყოფნის ძახილს თავი:დდდდ
განშორების შფოთვა არის როცა ასე ვთქვათ პატარა აცნობიერებს რომ დედის ნაწილი აღარაა და ცალკე არსებობს , მერე უჩნდება შიში და მიჯაჭვულობა, როცა დედას ვერ ხედავს, განიცდის და ასე...
მგონი სწორად ავხსენი,6 თვიდან ეწყებათ დაახლოებით

Posted by: takoo1 27 Sep 2020, 11:37
nionia
ჰაჰაჰა biggrin.gif ტვინი წავიღე ამ ძუძუებით ხოო, კი მივედი 6თვემდე და მაინც მაგას გავკივივარ)))
გოგო მემგონი ეგარი რასაც ამბობ, ღამე გვერდით დავიწვინე და დღეს დილის 7მდე ეძინა.რა გავაკეთო ეხლა ცოტა დავიბენი :| თავის ლოგინში თუ ჩემთან.. თან რაზე ვკაიფობ იცი არც ახელს თვალს ძილში მეძებს და რო მომიფათურებს სახეზე ხელს აგრძელებს ძილს.ეს პატარა ტილი facepalm.gif

Posted by: nionia 27 Sep 2020, 14:08
Tokyo.tokyo
გოგო გაივლის სამი თვიდან ნელნელა და დაალაგებს თანდატან რეჟიმსაც.
ჩემმა დღე ძილი რაც ისწავლა მაგის მერე ვარ ბედნიერი, თორემ ვერაფერს ვაკეთებდი მთელი დღე მის განკარგულებაში ვიყავი, ღამე მაძინებდა კი მაგრამ გასაკეთებელი გასაკეთებლად რჩებოდა .
სეირნობთ ხოლმე ბულვარში? love.gif
ma1ka
კიჭებიანი ანიკა love.gif
წარმოდგენაც არ შემიძლია რა ჩასასანსლი იქნება უკვე jump.gif
* * *
gogatakoo
QUOTE
ეს პატარა ტილი

აჰ lol.gif
მე ხანდახან მატლო მეთქი ვეძახი ძაან რომ მეწებება lol.gif
კი წერია რომ 6-7 თვიდან ეწყებათ მაგრამ ჩემსასაც აქვს უკვე ეგ მომენტები, რომ მეძებს და დედას მეტი არავინ უნდა, აზრზე მოდიან უკვე ბიჭები :დდდდდ

კბილების ამბავიც იქნება უკვე შენთან და წამოგეწია უკვე განშორების შფოთვაც, თუამ რომ ლინკი დადო გადახედე, წერია კარგად და ამომწურავად

Posted by: takoo1 27 Sep 2020, 16:06
nionia
მე აღარ მყოფნის უკვე ლექსიკონი biggrin.gif ტილი,ტკიპა ხვლიკი რავიცი რას არ ვეძახი))) გოგო კიი უკვე აზრზე მოდიან,აქამდე თუ ძილის დროს და ჭამის დროს უნდოდა დედა,ეხლა მომენტებში უკვე მაგარს ჭედავს,გუშინ გაეღვიძა და მამამისთანაც არ გაჩერდა ვერ დააწყნარა ისეთი პანიკა აწია biggrin.gif ავიყვანე თუ არა გაიტრუნა თან ხელებს მიტყაპუნებდა გაბრაზებული რატო დამტოვეო biggrin.gif რაღაც მომენტში გისწორდება მარა რო დავფიქრდები სადმე გასვლა რო მომინდეს ვერ დავტოვებ მერე ცოტა ვიძაბები

Posted by: Tua 27 Sep 2020, 18:25
ma1ka
დასაწყისისთვის უნდა გაასინჯო, სემპერის ურძეო წიწიბურა, ნუტრიბენის ურძეო სიმინდი და ასევე ჰიპს აქვს ურძეო შვრია, მერე გადადი რძიანებზე როცა ამათ ჩაცლი, ჩვენი ბრენდებია უშაქროები და სანდო, ესენია ძირითადად სემპერი, ნუტრილაკი და ნუტრიბენი. პლაზმონები შაქარს შეიცავს მემგონი და მერე უკვე მაგის გემოს რომ გაიგებს შეიძლება არჭამოს ჯანსაღი. ჰეინცის ფაფებია ასევე შაქრიანი, შაქრიანია ვინის ფაფებიც.
* * *
gogatakoo
ხარისხშია სხვაობა , გაიდლაინით ჯერ ურძეოებით უნდა დააწყებინო იმით რომელიც უშაქროა და ნინომ რაც ჩამოთვალა ეგ ბრენდებია უშაქრო . ურძეოების მერე უნდა გადაიყვანო რძიანებზე, ნუტრილაკს დავამატებდი ბრენდებში საკმაოდ კარჰი შემადგენლობა და ხარისხი აქვს. შემადგონლობებიც უნდა განიხილო აუცილებლად ყველასი. ეჰ არც ისე მარტივია მყარი კვება smile.gif)))

Posted by: მზე 27 Sep 2020, 20:34
QUOTE (SRB100 @ 26 Sep 2020, 19:12 )
მზე
არ შველის შექება. აღარ ვიცი უკვე რა ვქნა, იქნებ ვინმეს გქონდეთ გამოცდილება და დამეხმაროთ.

ღამე არ უკეთია საფენი და არ ეპარება, ანუ შეუკავებლობის პრობლემა არ აქვს.

დღის განმავლობაში როცა ძალიან უნდება მორბის და მეუბნება, მაგრამ ვეღარ ვასწრებთ ქოთნამდე მისვლას, უკვე გაპარებული აქვს. შეხსენება არ შველის, მეუბნება რომ არ უნდა და არ ჯდება ქოთანზე ცოცხალი თავით. თუ სადმე მივდივართ უხარია ძალიან და წასვლის წინ რომ ვსვამ საკუთარი ინიციატივით მომყვება, ჯდება და შარდავს. რაც წავიკითხე ყველგან წერია, რომ ასე შეხსენება და ძალით დასმა ქოთანზე არ შეიძლება.

გადაჩვეული იყო დასასვენებლად რომ ვიყავით, ამბობდა, რა დაემართა არ ვიცი. დღეს მაგალითად ორჯერ ჩაიფსა, ორივეჯერ მოვარდა, მაგრამ ვეღარ ასწრებს. თუ მოვასწარით 3-4 წვეთი მაინც გაპარებული აქვს.. ((

აუ სამწუხაროდ ეგეთი გამოცდილება არ მაქვს sad.gif ალბათ უნდა დაელოდო? მარა თან ასე შეკავებაც ხო ცუდია შარდის ბუშტისთვის :| არ ვიცი რა გითხრა sad.gif
იქნებ უფრო გამოცდილებმა დაგიწერონ. ნია-ნუა რო იკავებდა ვუხსნიდით რო მუცელი ეტკინება და ძალიან ცუდია შარდის ბუშტისთვის (პირდაპირ ესე biggrin.gif) არ ვიცი რამდენად სწორია ოღონდ

უი შეხსენება არ შეიძლება? მე ვახსენებ ხოლმე თუ ძალიან დიდი ხანი გავიდა, ძილის წინ, სადმე წასვლის წინ და გაღვიძებისას. ანუ ძალიან დიდი ხანის ვარიანტი ამოვაგდო? გუშინ მაგალითად დილას მერე მხოლოდ 4-ზე ქნა, გადავირიე. თან 1 ტონა. მანამდე შევახსენე, დაჯდა და არ ქნა და ნახევარ საათში თვითონ მითხრა მინდაო და ამდენი არასდროს არ უქნია. წინაზე ჯინაზე არ ქნა ალბათ რავიცი
* * *
QUOTE (nino84 @ 26 Sep 2020, 20:44 )
გოგოებო, სასეირნო ეტლს რომელს მირჩევთ პირადი გამოცდილებით, ან რას უნდა მივაქციო ყურადღება? ჩემი მთავარი მოთხოვნაა მსუბუქი იყოს სადარბაზოს კიბეებზე მარტომაც რომ ჩავიტანო, ეხლა ტრანსფორმერი მაქვს და ბავშვიც რომ დამძიმდა მარტოს ვერ ჩამყავს.

ადვილად რო გაშალო და დაკეცო. ეგეც მნიშვნელოვანია. მაგარი ზურგი რო ქონდეს. კარგი იქნება გადაწვენაც თუ ექნება, ნია-ნუა კარგა ხანი იძინებდა სეირნობისას და ეძინა მშვენივრად მაგაში.
სხვ რავიცი, ცოტა განიერი თუ იქნება კარგია - მეტი სივრცე ექნება ბავშვს მოძრაობისთვის

Posted by: ma1ka 28 Sep 2020, 01:11
gogatakoo
კარგად გოგო, თქვენ როგორ ხართ? 6 ის გავხდით რამდენიმე დღის წინ. დიდად არ ვუსინჯავდი მე, რას ვიფიქრე დი 4 თვისას თუ ამოუვიდოდა smile.gif გოგო დორბლები თუ შედარებით მეტი ჩამოსდის ესეიგი კბილების ამბავია.

nionia
ანიკას კი ძალიან უხდება ეს კიჭები სიცილის დროს ჩასაყლაპია, მაგრამ მაგრად რომ იკბინება ლამის გარეთ გავსვა, თან თუ გავუბრაზდები კარგად გადაიხარხარებსხოლმე :biggrin.gif

nino84
Tua
მადლობა გოგოებო, ჩავინიშნავ.
აუ პირდაპირ რძიანი დაუნიშნეს ამას sad.gif ბოლო თვეში ნამატი ცოტა ჰქონდა, 400 გრამი. და ვიფიქრე მაგის გამოთქო. ანუ ჯობია ურძეო მივცე. მაგრამ 3 დღეა რძიანს ვაძლევ, ეხლა ურძეოზე გადასვლას აზრი აქვს?

Posted by: takoo1 28 Sep 2020, 02:49
Tua
გოგო შენ სოფოსთან არ დაგყავს?თუ შენით შეურჩიე ეგ ბრენდები?ჩემი და ვინის ფაფებს აჭმევს ეგ დაუნიშნა.
აუ მაგდენი ნერვები თუ შემრჩა კიიsmile.gif))ვნახოთ აბა რას მეტყვის პედიატრი.ისე მე მირჩევნია სახლში მე თვითონ გავუკეთო.თავიდან ვიყიდი მაგ ბრენდებს რაც იქნება და მერე მე თვითონ გავუკეთებ ხოლმე.ფაფები მოჟნა კიდე მარა ზოგადად არ მიყვარს ბანკის ხილფაფები, ბოსტნეული და ა.შ ამდენი ხანი რო დევს მგონია რო რაღაცა ნიტოა რავიცი:|
* * *
ma1ka
გოგო ძუძუზე გყავდა შენ?5 თვის ასაკში ქონდა 400?და რატოა ცოტა ნორმალურია მე ესე ვიცი,ცხრილები დევს მაგისი ნეტში და იქ ვნახე მე.თუ წონის დეფიციტი არააქვს რა პრობლემაა 400გრ ნამატი,ჩემი 8 კილომდეა უკვე და თვეში ერთი კილო რო მოიმატოს გახდება 15კილო ღადაობ)))
თუ უკვე რძიანს აძლევ მგონი აღარააქვს აზრი ურძეოს რავიცი.
* * *
ma1ka
აუ დორბლები ეს 2 კვირაა მოემატა კიი.წინსაფარი უკეთია სულ ისველებს. ანუ ველოდო უკვე,ისე გაღიზიანებულია შენი გოგოშკა?
* * *
ma1ka
აუ დორბლები ეს 2 კვირაა მოემატა კიი.წინსაფარი უკეთია სულ ისველებს. ანუ ველოდო უკვე,ისე გაღიზიანებულია შენი გოგოშკა?

Posted by: ma1ka 28 Sep 2020, 09:30
gogatakoo
გოგო ეხლაც ძუძუზე მყავს. 7.800 ია ეხლა. პქტარა ბავშვი არაა, პირიქით საკმაოდ ფუნთუშაა. თავიდან ძაან ბევრს იმატებდა და
აგის ფონზე გადაწყვიტა ეტყობა რომ
ცოტაა 400 გრამი.
ელოდე კი, ამოუჭრის კიჭები და დაისვენებს smile.gif აბა რეზინის სათამაშოები მიეცი. ან მოხრილი თითი ჩაუდე, ეს თითონ ჩაიდებდახოლმე
ჩემს თითს და ძაან მაგრად აწვებოდა ღრძილებით. აი კი არ ჭიჭყინებსხოლმე, ცოტა ღამე აურია, 2 ჯერ იღვიძებს და ჭამას ითხოვს.

Posted by: nionia 28 Sep 2020, 10:51
ma1ka
ძალიანაც ნორმა მოუმატია, პირველ 2 თვეს რომ იმატებენ მერე იმდენს ხომ ვერ მოიმატებს, მთავარია წონა გააორმაგა დაბადების.
აღარ ევალებათ მერე კილოების მატება :დ

გოგო მე წლამდე არ მინდა ფაფები მივცე, ბოსტნეული და ხილი მინდა ვასინჯო ხოლმე
ნეტა შეიძლება ?
გავივლი ამასაც პედიატრთან მაგრამ თქვენთანაც ვიკითხავ

Posted by: narkozeli 28 Sep 2020, 10:57
nionia

თუ ჭარბი წონა აქვს შეგიძლია მარა თუ არ აქვს ბავშვს ჭარბი წონა, რატომ არ უნდა მისცე ბურღულეული? ისე ეს რაღაც ახალი მოდასავითაა ბურღულის არ მიცემა, მაშინ როცა კვების პირამიდის მიხედვით სწორედ ბუღულეული უნდა მიიღოს ბავშვმა ყველაზე მეტი.
6 თვის შესრულების მერე, მე-7 თვიდან დავუწყე ბურღული მე პირადად.
* * *
user posted image
ეს არის მრჩეველში რაც მომცეს.

Posted by: მზე 28 Sep 2020, 11:40
gogatakoo
QUOTE
ჩემი და ვინის ფაფებს აჭმევს ეგ დაუნიშნა.

ვინი შეიცავს შაქარს და შესაბამისად ჯობია ნებისმიერი სხვა აჭამოს. +რუსულია და ხარისხში ვერ ვიქნებით დარწმუნებული.
მრჩეველი გეუბნება ნებისმიერი ევროპული ბრენდის უშაქრო ფაფა.

(მგონი ნესტლეც ტკბილია? ზუსტად არ ვიცი)

მე სემპერს ვაჭმევდი. ჰიპსაც.

Posted by: takoo1 28 Sep 2020, 13:24
მზე
რო არ ჭამს ჩემი დიშვილი უშაქროს;(
გოგოებო სუპს ვერ აჭმევს ვერაფრით აფურთხებს,ხან ტკბილი გაუკეთა ხან რა შეურია ხან რა ამოაგდო,არ ჭამს მაინც.
რა გააკეთოს მაგ შემთხვევაში?
ბატატს აძლევდით 6 თვის ბავშვს?
* * *
ma1ka
ჩემიც ეგრეა თითქმის,ეს 5ის გახდა გუშინ.გეტყვი რამდენს მოიმატებს ერთ თვეში,ამანაც მოუკლო ისე, თავიდან 1,600 იმატებდა თვეში. ეხლა მგონი 800 ქონდა მომატებული.
მგონი არარი ცოტა 400 გრ რავი

Posted by: მზე 28 Sep 2020, 14:19
gogatakoo
ბევრჯერ შესთავაზოს და სხვადასხვანაირი. ტკბილის მიცემა ცუდია.
რო გაასინჯა ეხლა უფრო გაუჭირდება ისე დაუმტკბარზე გადასვლა. სანამ არ იცის რა არის ტკბილი მაშინ უფრო ადვილია.

Posted by: Tokyo.tokyo 28 Sep 2020, 16:25
Tua
აუუ აღარ ვიცი უკვეე აღარ მგონია რომ გადაუვლის ეს ამბები.წამალი არ დამიტოვებია აფთიაქში.პედიატრები კლინიკებში.გავრეკე მგონი.ტამიტაბი და კიდე არ ვიცი რა აღარ
* * *
gogatakoo
შეეშვი ძუძუებს მართლა და მართლა :დდ
არ ვიცი წგ გამშორების შიში მარაა ალბათ ეგ არის.
* * *
nionia
კი კი დავსეირნობთ ბულვარში საღამოობით.დილით აივანზე ან ეზოშიი ვართ ხოლმე.თქვენ რას შვებით ?

Posted by: ma1ka 28 Sep 2020, 20:38
gogatakoo
nionia
ხოო ცხრილე ში რომ ვნახე საშუალოზე მეტი წონა აქვს, თან მართლა უმძესია ჩემთვის. ძლივს დავათრევ.

აუ ოქტომბრიდან სამსახურში გავდივარ და ძალიან ვნერვიულობ როგორ ავეწყობით მე და ამისი ჭამები.

Posted by: Tua 28 Sep 2020, 22:39
ma1ka
400 გრამი რატოა ცუდი ნამატი? smile.gif)) 6 თვის.მერე ბავშვები ბუნებრივად ანელებენ მატებას წონისას და სიმაღლისასაც, ჩემსას აგერ რამდენი თვეა 300 გრამები აქვს ნამატი მაქს 400, მთავარია 1 წლამდე დაბადების წონის გასამმაგება, მე სულ არდამიწყია ფაფებით, ხილით და ბოატნეულით დავიწყე, ოღონდ ბოსტნეული არმიმიცია ქილის საერთოდ სულ სახლში გაკეთებულს ვაძლევდი.
gogatakoo
თაკო არშეიძლება სახლში დამზადებული ფაფები 1 წლამდე, ფიზიკურად ვერ მოინელებს ბავშვი, ეგ ადრინდელ დროში შეიძლებოდა რადგან საბავშვო კვება არიყო ასეთი განვითარებული. რაც შეეხება ქილის ბოატნეულს ქილის ბოსტნეული და ხორცი არც მე მიმიცია მაგრამ ქილის ( სემპერის ვაშლი მსხალი და ეგეთები) რაც ასაკის შესბაამისი იყო და უშაქრო ქილის გავასინჯე და მერე გადავედი უკვე სახლში გაკეთებულზე.
კი დამყავს სოფოსთან მაგრამ არგავყევი კვებაში ბევრ რამეში, ვინის ფაფები შაქრიანია და არვემხრობი შაქრიანი ფაფების მიცემას, ჩემთვის კონკრეტული ბრენდი არუთქვამს სოფოს დაარც მიკითხავს აქეთ მეკითხება რას აჭმევ და მიწონებს არჩევანს. არც ნესტლეს ფაფებს ვემხრობი და არც იმ ბრენდებს რომლებიც შაქარს და სხვა დანამატებს შეიცავენ და არ არის ბავშვისთბის ჯანსაღი.
ზუსტადაც ვინის და ეგეთ ტკბილ და შაქრიანებს რომ აჭმევს მაგიტო არჭამს ბავსვი სხვა რამეს, მე არც მარილი მიქნია ოდესმე და არც შაქარი სადმე

Posted by: alesandra 28 Sep 2020, 23:08
QUOTE
ბატატს აძლევდით 6 თვის ბავშვს?

ეს მეც მაინტერესებს.
მე ჩვეულებრივ კარტოფილს ვაძლევ. ერთად ვხარშავ კარტოფილს, სტაფილოს, ყაბაყს და ბროკოლს და ვაბლენდერებ. შიგ ვახარშავ ასევე ბულგარულს, კამას და ოხრახუშს დაბლენდერების გარეშე.


narkozeli
მადლობა, რომ დადე კვების სქემა up.gif

Posted by: Tua 28 Sep 2020, 23:13
gogatakoo
ბატატს ვაძლევ 4.5 თვიდან და კარტოფილს ოშვიათად ვაჭმევ.

Posted by: nionia 28 Sep 2020, 23:17
narkozeli
რავი მსუქოა და მაგიტომ ჩემით ვიფიქრე ეგ თორემ ცხადია ირაკლის დავუჯერებ smile.gif)) 1 თვე მაქვს კიდევ წინ (ცოტა მეტიც) და ბოლომდე შევისწავლი თემასაც:დდდდ
ისე
მივწერე ამასწინ მის თანაშემწეს დიდი მორიდებით და მოწიწებით, მომენტალურად მიპასუხა bis.gif

Tokyo.tokyo
მეც საღამოს ბულვარში მყავს, დილითაც ვცდილობ ეზოში ჩავაბრძანო, მისი რა გითხრა და მე კი მაგრად ვიღლები :დდდ

გოგო კოლიკების დროს "თეთრი ხმაური" სცადე?
ეფექტურია ხოლმე, სინჯე აბა.
ma1ka
ძიძას უტოვებ>?
გოგო რძის მარაგი არ გაგიკეთებია გამოწურულის?

Posted by: alesandra 28 Sep 2020, 23:18
Tua
რატომ? ბატატი ჯობია?
* * *
nionia
რამდენი კილოა შენი ბელი მსუქოს რომ ეძახი? smile.gif

Posted by: nionia 28 Sep 2020, 23:30
alesandra
QUOTE
რამდენი კილოა შენი ბელი მსუქოს რომ ეძახი?

რვა კილო იყო ოთხი თვის.(არც იყო ჯერ ოთხის, 5 დღე აკლდა რომ ავწონე)
ახლა ავწონით ხუთი თვისას ოქტომბერში მაგრამ ხელებით (და ზურგით) ვგრძნობ კარგ ნამატს :დდდ

Posted by: takoo1 29 Sep 2020, 00:53
Tua
მართლაა ანუ სახლში რო დაფქვა სპეციალური საფქვავით ვერ მოინელებს მაინც?გოგო ყველა ამ ვინის გაიძახის და მე კარგი მეგონა,ხოო აი მეც მაგას ვეუბნები ფაფა მოსწონს ტკბილიადა სუპს მაგიტო არ ჭამს თქო,დაუტკბო სუპი და მაინც არ ჭამს იმალება))) ეს ბატატი უნდა ვუთხრა ერთი რაა თქვენ წერდით აქ და გამახსენდა რო ტკბილია,იქნებ ეგ მაინც ჭამოს იმ საძაგელმა ბავშვმაsmile.gif
ესეიგი შაქრის გარეშე ვიყიდო ბრენდსარააქ დიდად მნკშვნელობა ხო მაგ შემთხვევაში,
ფორმულას დღეში რამდენჯერ აჭმევდი 6თვის რომ იყო?

Posted by: თუსი 29 Sep 2020, 09:58
ამას ჩაუჯექით პიურეების ვარიაციებია
https://www.madeformums.com/baby/32-baby-puree-recipes/

მე მგონი ფაფებს არ დავუწყებ კაიხანი, 5 თვის და 1 კვირის 9,250 კგ არის facepalm.gif
* * *
ღორის მჭლე ხორცს აჭმევთ ბავშვებს? მე მეგონა არ შეიძლებოდა და ეხლა რეცეპტებს ვნახულობდი და ჩვეულებრივად გამოყენებულია spy.gif

Posted by: narkozeli 29 Sep 2020, 10:45
gogatakoo
QUOTE
ჩემი და ვინის ფაფებს აჭმევს ეგ დაუნიშნა.


სოფო სულავამ დაუნიშნა ვინი? :omg:

ეგ ქალი ცოტას უბერავს კვების ამბებში.

QUOTE
ბატატს აძლევდით 6 თვის ბავშვს?


კი, ნამდვილად შეიძლება. დაჟე კარტოფილზე ადვილი მოსანელებელია.

QUOTE
ერთად ვხარშავ კარტოფილს, სტაფილოს, ყაბაყს და ბროკოლს და ვაბლენდერებ. შიგ ვახარშავ ასევე ბულგარულს, კამას და ოხრახუშს დაბლენდერების გარეშე.


მეც მასე, ყველანაირ ვარიაციას ვაჭმევ ბოსტნეულისას, ხან ბატატით, ხან ყვავილოვანით, ხან ყაბაყით, ხან ბროკოლით და ა.შ. ძირითადად სტაფილოს და კარტოფილს არ ვცვლი ხოლმე და მუდმივი კომპონენტებია ასე თუ ისე. ადრე მწვანის ხარშვისას ვუკეთებდი და ვიღებდი მერე და ახლა ვუბლენდერებ და მწვანილსაც ვაჭმევ.

მარილი და შაქარი ჯერ არ გაუსინჯავს ჩემსას. აი ზეითუნს ვუმატებ 1 კოვზს და ამ ბოლო დროს ფაფებში ვუშვები ცოტა კარაქს.




* * *
nionia
QUOTE
რავი მსუქოა და მაგიტომ ჩემით ვიფიქრე ეგ თორემ ცხადია ირაკლის დავუჯერებ )) 1 თვე მაქვს კიდევ წინ (ცოტა მეტიც) და ბოლომდე შევისწავლი თემასაც:დდდდ
ისე
მივწერე ამასწინ მის თანაშემწეს დიდი მორიდებით და მოწიწებით, მომენტალურად მიპასუხა


ვგიჟდები მაგის ასისტენტზე biggrin.gif სასწაულად ყურადღებიანია.

რავიცი ფოტოებში არ მეჩვენება მე ძალიან მსუქო, გადასარევი ბავშვია love.gif და ისე კი ფაფები რომ ასუქებს ბავშვებს ეს მეცნიერულად არაა დამტკიცებული სხვათაშორის :დ ასე რომ, მაგის გამო ბურღულეულზე უარი თან 1 წლამდე ნამდვილად არ ღირს მგონი, მარა როგორც ირაკლი გეტყვის ისე ქენი რა თქმა უნდა :*

ერთი სული მაქვს 8 რიცხვი მოვიდეს და მივუყვანო. დღეს მიმყავს ანალიზებზე. ტყვიაც უნდა ავუღო
* * *
gogatakoo

QUOTE
გოგო ყველა ამ ვინის გაიძახის და მე კარგი მეგონა,ხოო აი მეც მაგას ვეუბნები ფაფა მოსწონს ტკბილიადა სუპს მაგიტო არ ჭამს თქო,დაუტკბო სუპი და მაინც არ ჭამს იმალება))



მოსაკლავია ვინც ვინი დაუნიშნა პირველ კვებად ბავშვს. vis.gif საერთოდ რა საჭიროა წლამდე ზედმეტი შაქარი. ან დამტკბარი ფაფები, ან დამტკბარი მაწვნები და იოგურტები ან ტკბილი პეჩენიები. ბავშვს თუ არ გაასინჯებ ტკბილს, არც ეცოდინება მაგისი გემო. საქართველოში ძაან უჭირთ პედიატრებს კვების საკითხებში, იმენა საბჭოთა კავშირია smile.gif) ერთი მრჩეველია ცოტა გამონათება.
* * *
თუსი
QUOTE
ღორის მჭლე ხორცს აჭმევთ ბავშვებს? მე მეგონა არ შეიძლებოდა და ეხლა რეცეპტებს ვნახულობდი და ჩვეულებრივად გამოყენებული


ევროპაშიც მიღებულია და აშშ-შიც მარა მე რატომღაც არ მიჭმევია ჯერ. სანდო ღორი არ მყავს biggrin.gif

Posted by: nionia 29 Sep 2020, 13:15
narkozeli
QUOTE
რავიცი ფოტოებში არ მეჩვენება მე ძალიან მსუქო, გადასარევი ბავშვია

ალბათ სხვისაში შეგეშალა გვანც, თორემ ჩემის ფოტოები არ გაჭაჭანებულა არსად :დდდდ

* * *
QUOTE
ფაფები რომ ასუქებს ბავშვებს ეს მეცნიერულად არაა დამტკიცებული სხვათაშორის :დ ასე რომ, მაგის გამო ბურღულეულზე უარი თან 1 წლამდე ნამდვილად არ ღირს მგონი, მარა როგორც ირაკლი გეტყვის ისე ქენი რა თქმა უნდა :*

ძალიანაც კარგი, მე ისე მიყვარს ფაფები და იმედია ამასაც შეუყვარდება.
* * *
QUOTE
სანდო ღორი არ მყავს

biggrin.gif lol.gif

Posted by: takoo1 29 Sep 2020, 16:44
თუსი
დროსთან ერთად იცვლება ხო იცი ყველაფერი,ადრინდელი გაიდლაინებით სხვანაირად იყო ეხლა ვაფშე სხვანაირადაა ბევრი რამე,მაწონს აჭმევდნენ 6თვის ბავშვს და ეხლა 1წლამდე არა მაგალითად.
ღორზე რა გითხრა ასმა კაცმა რომ მითხრას მაინც არ ვაჭმევ შანსი არააsmile.gif
მე მაგალითად მიღიზიანებს ნაღვლის ბუშტს და კუჭშიც ვერვარ ხოლმე. რატო უნდა ვაჭამო თვეების ან თუნდაც წლის ბავშვს რა სარგებლობა მოაქვს ასეთი ვერ ვხვდები.კურდღელს წიწილს ხბოს ხო ჭამს, რათ უნდა ღორი

Posted by: narkozeli 29 Sep 2020, 21:34
nionia

ბუთქუო და ეტყობა სხვასთან დავაკავშირე :დ ❤️❤️

ფაფები მეც მიყვარდა ბავშვობაში ისე biggrin.gif ❤️

Posted by: ma1ka 29 Sep 2020, 22:45
Tua
მადლობა თუა, ჩავინიშნე შენი მოწერილი და შევუცვლი ფაფებს, დიდად მაინც არ მოეწონა ეს ტკბილი ფაფები. ბოსტნეულსაც დავუწყებ უკვე.
nionia
გოგო ძიძას არა, დედა ნახევარ განაკვეთზე გადავიდა სამსახურში და მეც ნახევრად ოფისიდან, ნახევრად ონლაინ ვიმუშავებ და რამენაირად დავაბალანსებთ.
აუ რა გოჭი ყოფილა შენი ბიჭუნა. კაი მძიმე წონაში ყოფილა smile.gif არ გიჭირს მორევა?
* * *
nionia
რძის მარაგს რაც შეეხება არც მიფიქრია, თან ეს 6 თვე სულ გვერდით მყავდა და საჭიროება არ მქონია, ამის მერეც მირჩევნია ჭამების დროს აქეთ იქით ვირბინო, ცოტახანს გავიჭირვებ, საწველებს ვერიდები, მინდა ნორმალურ მდგომარეობაში შევინარჩუნო მკერდი. და ვაპირებ მხოლოდ წლამდე მყავდეს ძუძუზე. შეიძლება ზოგისთვის ცუდად დედად გამოვჩნდე, მაგრამ რაღაც დოზით ჩემი წინა ცხოვრება თუ არ დავიბრუნე მენტალურად გავჭედავ. და ძაან ოქეი ვარ რომ ეს ყველაფერი მომდევნო გაზაფხულამდე გადავდო, ოღონდ მეტი არა.

Posted by: alesandra 29 Sep 2020, 23:48
nionia
საყვარელი ბუთქუნა. love.gif
მე კიდე მეგონა, რომ ჩემი ბავშვია მძიმე biggrin.gif

ma1ka
QUOTE
საწველებს ვერიდები, მინდა ნორმალურ მდგომარეობაში შევინარჩუნო მკერდი.

საწველი მკერდს აფუჭებს?

Posted by: luxus35 30 Sep 2020, 07:31
გამარჯობა! კარგი ფოტოსტუდია მირჩიეთ რაა

Posted by: nino84 30 Sep 2020, 10:14
Fb-ზე არის დახურული ჯგუფი, გოგოებო, რა ვაჭამოთ ბავშვებს ქვია. მე ძალიან დამეხმარა მყარ საკვებზე რომ გადავედით ამ ჯგუფთან ერთად smile.gif მხოლოდ პედიატრის რეკომენდაციებით მე ვერ გავერკვიე smile.gifalesandra
ამდენ ბოსტნეულს ერთად რამდენი თვის ბავშვს აძლევ? ჩემი 7 თვისაა და ჯერ მხოლოდ ორკომპონენტიანი ვაჭამე და ნუ პლუს ხორცი.

Posted by: nionia 30 Sep 2020, 11:19
ma1ka
QUOTE
აუ რა გოჭი ყოფილა შენი ბიჭუნა. კაი მძიმე წონაში ყოფილა  არ გიჭირს მორევა?

ბრძანდება კი ჩაგოჭებული :დდდდ
მიჭირს გოგო, ნუ ბოლო დროს ვიგრძენი უფრო ჩემი წელით და ზურგით :დდდდ
ამასწინ სასეირნოდ გასულმა არ მოისურვა ეტლში და მომიწია ხელით თრევა, კიდევ კარგი მარტო არ ვიყავი , მამამისმაც იტვირთა და ასე გასავათებულები მოვლასლასდით შინ biggrin.gif

nino84
მეც მაგ ჯგუფის საშუალებით ვემზადები მყარი კვების დაწყებისთვის smile.gif

alesandra
შენი ბიჭუნა დიდია გოგო, და კი იქნება მძიმე აბა love.gif

Posted by: ma1ka 30 Sep 2020, 14:19
nino84
აუ არ ისერჩება ეგ ჯგუფი sad.gif

Posted by: alesandra 1 Oct 2020, 01:08
nino84
6 თვის ხდება და დაახლოებით ორი კვირაა მასე ჭამს, თუმცა, ცოტ-ცოტას. პედიატრის მითითებით თავიდანვე ერთად მივეცი ყველა ეს ბოსტნეული.
ცოტა ხანში ფაფებს დავაწყებინებ. ხორც მერე მივცემ, ბოსტნეულისა და ფაფების სრულ ულუფებზე რომ გადავა.

Posted by: Alfred Shnobel 1 Oct 2020, 12:57
Ушастый нянь ამ სარეცხის ფხვნილს თუ იყენებთ ბავშვის ტანსაცმლის გასარეცხად? რამდენად უსაფრთხოა. სოციალურ ქსელში წავაწყდი ნეგატიურ კომენტარებს და https://roscontrol.com/product/ushastiy-nyan/?review_page=6 აქ საერთოდ საშინელებები წერია, ალერგიას იწვევს. რამდენად ობიექტურად არის შავ სიაში შეყვანილი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია მომხმარებლების 51 % აქებს და 49% აძაგებს.

Posted by: narkozeli 1 Oct 2020, 14:13
Alfred Shnobel

ფროშის სითხეა ძალიან კარგი შემადგენლობის, ასევე ბიოლაინიც,ჯონსონიც, ამათ ვყიდულობ ხოლმე. რაც შეეხება უშასტის, ნამდვილად ორად იყოფა აზრი და თავიდანვე უშასტის ცდას არ ვურჩევდი არავის, არის ალერგიის რისკები. ჩემი ბიჭი არაა ალერგიული, 1 წლისაა თითქმის და ვაპირებ უკვე "შევაპარო" უშასტი, ტობი კიდსი, თეო ბებე და სხვა შედარებით ნაკლებად ძვირადღირებული ფხვნილები.

Posted by: takoo1 1 Oct 2020, 16:26
Alfred Shnobel
ინდივიდუალურია და თუ არ ხარ დარწმუნებული ნუ გარისკავ,მე პირველივე დღიდან უშასტის ვხმარობ ოღონდ სითხეს,არანაირი ალერგია არ ქონია,ზოგადად არ არის ალერგიული.იმპექსში ვყიდულობ ხოლმე.სხვა აფთიაქში ვერ ვნახე,მგონი სუფთა სახლს აქვს კიდევ,ფხვნილი არ მომწონს თან სულ სხვა სუნი აქვს.

Posted by: Tua 1 Oct 2020, 18:41
Alfred Shnobel
გააჩნია ბავსვის ასაკს და ალერგიებისკენ მიდრეკილებას, მე ფროში ვიხმარე პურველი 3 თვე, მერე სანოს საბავშვო სითხეზე გადავედი( ეს დეფიციტშია მაგრამ ყველაზე კარგია) და ეხლა იშასტიზე ვარ რადგან ბავშვი რამის 1 წლისაა და ალერგია არ აქვს არაფერზე. ფხვნილები ცოტა ცუდად ამოდის რეცხვისას და არც იხსნება კარგად შესაბამისად სითხეები უმჯობესია.

Posted by: nionia 1 Oct 2020, 21:48
alesandra
ანუ 6თვემდე დაიწყეთ მყარი კვება?

Posted by: Tua 1 Oct 2020, 22:09
nino84
7 თვისას რავი შეგიძლია 3 კომპონენტიანიც მისცე როცა ხორცის დღე არგაქვთ არანაირი პრობლემა არაა, ბულგარულს მოხარშულს მე 6 თვიდან ვაძლევ უკვე ჩვეუკებრივად, მაგრამ მე 4.5თვეზე დავიწყე მყარი კვება და 6 თვემდე მხოლოდ ვასინჯებდი და სრულად არვუცვლიდი კვებას. 7 თვის უკვე ყველაფერს ჭამდა რაც მაგ ასაკის იყო და სრულად შევუცვალე კვება ფაფაც და ბოსტნეულიც, მე8 თვიდან უკვე მესამე.კვებაც შევუცვალე.

Posted by: alesandra 1 Oct 2020, 23:41
nionia
ჰო, 6 თვემდე ცოტა ადრე ბოსტნეულს ვაჭმევ. ასე ხუთი თვიდან - ხილს, ვაშლს, ძირითადად.
მე შერეულ კვებაზე მყავს: ძუძუ + ფორმულა

Posted by: nino84 3 Oct 2020, 11:05
Tua
ბოსტნეულს ჭამს უკვე 120 გრამს და ფორმულას აყოლებს კიდე 90 მლ.ს. ჩავუნაცვლებ ამ კვებასაც უკვე მალე, უბრალოდ ბოთლს რომ ხედავს გიჟდება ისე უხარია, მყარ საკვებს მემგონი ჯერ კვებად არ თვლის smile.gif) ბოსტნეულიც სრული ულუფა 150 გრამია 7 თვეზე? ხორცს კვირაში რამდენჯერ აძლევდი?

******
გოგოებო, ვინმე მზა ბოსტნეულის ან ხილის პიურეებს თუ ყინავთ? პსპ-ში ნუბის გასაყინი კონტეინერები შემომეყიდა და იმ დღეს გოგრა გავუკეთე ორთქლზე და დაბლენდერებული გავყინე. რომ გამოლღვა ჩვეულებრივი პიურე იყო. ინტერნეტში რაც დავძებნე ცუდი არაფერი ეწერა ასე გაყინვაზე. უბრალოდ გამოცდილი დედების აზრიც მაინტერესებს smile.gif

Posted by: narkozeli 3 Oct 2020, 11:39
nino84


კი, გაყინვა აბსოლუტურად მისაღებია. შეგიძლია.
მე ჯერ მზა საკვები არ განიყინავს ბავშვისთვის თუმცა ალბათ მომიწევს.

Posted by: Tokyo.tokyo 3 Oct 2020, 13:52
nionia
კის როგორ არაა ვცადე მაგრამ უფრო ინტერესით უსმენდა და მალევე მოიბეზრა.ტამი ტაბი ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ჩვენ შემთხვევაში

Posted by: Tua 3 Oct 2020, 21:20
nino84
შეგიძლია გაყინო ,მთავარია ბავშვის დორბლით არმოხვდეს კოვზი და არც ზეთი არჰქონდეს შიგნით.
7 თვეზე150ს ვაჭმევდი 100 გრამი ბოსტნეული 50 ხორცი, მაგრამ ეხლა 180-200 ვაჭმევ 8 თვიდან მოვუმატე. ჩვენი გრაფიკი ასეთია, ორშ- ქათამი, სამ- კვერცხი( ცილა გული ორივე ერთად), ოთხ-ხბო, ხუთ- ოსპი, პარ- წიწილის ღვიძლი ( მანამდე ვაძლევდი კურდღელს მაგრამ რკინადეფიციტისკენ მიდრეკილი ბავშვენისთვის არაა სასურველი) , შაბ-ბოსტნეული მხოლოდ, კვორა- თევზი. თევზი მე8 თვეში რომ გადავიდა მაშინ დავუწყე ჯერ კალმახით.

Posted by: nino84 3 Oct 2020, 21:47
Tua
narkozeli
მადლობა, გოგოებო :*

Posted by: anibani18 3 Oct 2020, 23:01
გოგონებო, რა შიში ვჭამეთ ახლა. რაღაც ძალამ გამახედა ბავშვის საწოლისკენ და უცებ ვუყურებ თავს უკან სწევს უცნაურად. მივედი და გაწითლებული იყო, ვერ სუნთქავდა. არაფერი არ ამოუღია, ოდნავ ბუშტებივით თუ ქაფივით ჰქონდა ტუჩებთან. ძლივს ამოვასუნთქეთ მე და ჩემმა ქმარმა.
ასე მგონია სიმილაკზე დაემართა. რამდენჯერაც მივეცი, იმდენჯერ ამოიღო. ჩემს რძეზე ასე არ ემართება ხოლმე.
რა იყო ეს, გოგონებო? როგპრ შეიძლება რომ მოვიქცე ასეთ შემთხევევბში ან როგორ ავირიდო თავიდან?

Posted by: alesandra 4 Oct 2020, 01:17
anibani18

კი, ფორმულამ უფრო იცის ამოღება, ვიდრე დედის რძემ.
რა ხნის არის პატარა?
მე ყოველთვის ვერტიკალურად მეჭირა ჭამის შემდეგ 15-20 წუთი, სანამ რამდენჯერმე არ დააბოყინებდა და ამოაქარვებდა.

Posted by: anibani18 4 Oct 2020, 04:52
alesandra
11 დღისაა.
ვერტიკალურად კი მეჭირა ჭამის შემდეგ მაგრამ იქნებ არასაკმარისად დიდხანს?
არც გვიძინია მთელი ღამე ისეთი შიში ვჭამეთ.


Posted by: Tua 4 Oct 2020, 09:29
anibani18
ანი ფორმულა ოდნავ ამაღლებულზე უნდა აჭამო და რო. შეჭამს ცოტახანი დაიჭირე ხელში სახით შენსკენ და ზურგზე მოუსვი ხელი რომ ამოაბოყინოს, საწოლი სადაც თავი უდევს იქ აუმაღლე მატრასის ქვეშ ჩააწყე წიგნები ,სადღაც 30 გრადუსზე მაინც უნდა იყოს ამაღლება, მე 6 თვის იყო რომ მოვხსენი ეგ ამაღლება. მე სულ ვაბოყინებინებდი ყველა ჭამის მერე თან გაზებუც ნაკლები უგროვდებათ მასე ❤

Posted by: takoo1 4 Oct 2020, 12:32
anibani18
ანი ნუ გეშინია ჩემიც ფორმულაზე აკეთებდა მასე.რო აჭმევ ნახევარი საათი გეჭიროს ხელში სანამ კარგად არ ამოაქარვებს,ზოგჯერ ერთხელ არ ყოფნის და რამოდენიმეჯერ აქარვებენ. თუ გადაცდა უცებ ხელზე დაიწვინე მუცლით.თუ ლოგინზე აწვენ ყოველთვის გვერდულად დააწვინე ხოლმე.

Posted by: nino84 4 Oct 2020, 12:39
anibani18
გოგოებმა გირჩიეს უკვე რაც უნდა გააკეთო, ჩემ გოგოს გადაცდა ორი თვის რომ იყო და ისეთი გვანერვიულა ეხლაც რომ ვიხსენებ მაჟრიალებს. არ გაშინებ მაგრამ გირჩევ youtube ზე ნახო როგორ მოიქცე გადაცდენის დროს, მე რომ ეგ მცოდნოდა არ დავიბნევოდი და ამდენსაც არ ვინერვიულებდი.
* * *
გოგოებო, ჩემი 7 თვის პატარას მეორე დღეა შეკრულობა აქვს, ანუ წვალობს კუჭში გასვლაზე, მანამდე მსგავსი პრობლემა არ ჰქონია. სტაფილოს შეიძლება შეეკრა? წეღან ფაფა მივეცი შავი ქლიავით და გაუჭირდა მაინც კუჭში გასვლა. ბოსტნეულიდან გოგრა უნდა ვაჭამო დღეს და ხომ არ შეკრავს? რომელი ბოსტნეული შეიძლება კრავდეს თქვენი გამოცდილებით? ხორცი დღეს ალბათ ჯობია აღარ მივცე ხომ?

Posted by: nionia 4 Oct 2020, 12:49
gogatakoo
QUOTE
თუ ლოგინზე აწვენ ყოველთვის გვერდულად დააწვინე ხოლმე.

ძილი მხოლოდ ზურგზე შეიძლება, არც მუცელზე არც გვერდულად.
მე ასე ვიცი თაკო, საკმაოდ დიდი ხანია ეს რეკომენდაციაა რომ ჩვილებს მყარ ზედაპირზე და ზურგზე უნდა ეძინოთ, ეს არის უსაფრთხო პოზიცია.

Posted by: nino84 4 Oct 2020, 14:04
nionia
გვერდზე აწვენენ რომ ამოქარვებისას არ გადასცდეს. ისე ზოგადად ზურგზე უნდა იწვეს ჩვილი. ტუამაც დაწერა და მეც ამაღლებულზე მეწვინა. თუმცა ერთხელ რომ გადაცდა რამდენიმე ღამე გავათენე ყოველ წამს ვუყურებდი. მერე მოძრაობა რომ დაიწყო ძილში მუცელზე ტრიალებდა, ეგეც საშიშია. ყურადღებაა საჭირო განსაკუთრებით თავიდან.

Posted by: anibani18 4 Oct 2020, 14:12
Tua
კი, თეო ვაბოყინებინებ, მაგრამ ერთხელ თუ გამოუშვებს ჰაერს, საჭმელი არ ამოაქვს თითქმის არასდროს.
მადლობა რჩევებისთვის.
gogatakoo
მადლობა, თაკო. ასე ცხოვრებაში არ შემშინებია მგონი.
ეს ნახევარი საათი ზურგზე უნდა ვუბარტყუნო თუბუბრალოდ ვერტიკალუეად მეჭიროს?
აქვე გეტყვი რძეზე. 2 დავლიე უკვე, გუშინ მგონი საერთოდ არ მქონია რძე, თან მთელი ღამე არ მიძინია, ზედ დავყურებდით ორივე.
ვცდი ყველაფერს, პედიატრმა მითხრა, ეტყობა მძინე საკვები არისო ასეთი პატარასთვის და საერთოდ აღარ მისცეო.
nino84
მახსოვს შენი შემთხვევა.
ძალიან საშინელება იყო. მადლობა ღმერთს იქვე ვიყავით და ვნახეთ.
nionia
ნინ, აქვე გეტყვი რა. ტამი ტაბი ახლა იყიდა ჩემმა ქმარმა, მაგრამ აბაზანაში ჩავსვი აქამდე და მგონი ესიამოვნა.
ექიმმა ასეთი რუტინა მირჩია ყოველი ჭამჯს წინ, ველოსიპედივით ვარჯიში, მუცელზე დაწვენა მყარ ზედაპირზე, მუცლის საათის მიმართულებით დაზელვა და ვედროში ჩასმა. 3-ჯერ დღეში ესპუმიზანის წვეთები და მერე საჭმლის მიცემა. მხოლოდ ბუნებრივის, რადგან როგორც ჩანს ვერ ინელებს ეტყობა სიმილაკსო.
ტანსაცმელი ახლა მხოლოდ პოლზუნკა აცვია, მაიჩნი მაგალითად. ამაზე თხლად ჩავაცვა? რასაც ვაფარებ ზემოდან, ყველაფერს იძრობს და აღარ ვაფარებ მერე. არ ვიცი კარგს თუ ვშვები.
ეს რძე მოვიდეს რა უკვე, თორე ვნერვიულობ ძალიან.

Posted by: takoo1 4 Oct 2020, 14:27
nionia
არა პირიქით ზურგზე როგორ?რო გადაცდეს ჯვარი სწერია მაგ დროს ზურგზე რომ იწვეს ვერ ამოისუნთქავს,ჩემს გარშემო ყველას მაგას ეუბნებოდა პედიატრი რომ გვერდულად დაეწვინათ.პირველად მესმის ზურგზე წოლა არ ვიცი,
* * *
anibani18
არა ანი ზურგზე ცოტახანი უნდა ხელოს მოსმა ან მსუბუქად დაარტყი და მალე ამოუშვებს ჰაერს,რო ამოუშვებს ჰაერს მერე უნრალოდ გეჭიროს ეგრე ვერტიკალურად.მე 40წუთი მეჭირა ხოლმე ძაან მშიშარა ვარ მაგ საკითხში,ჩემ დიშვილს ვაფშე ისე გადასცდა სულ გაშავდა სახეზე ვერ ამოისუნთქა.არ შეგეშინდეს რაც გითხარი ეგრე ქენი.და გვერდულად დააწვინე ყოველთვის მე ზურგზე დღემდე არ ვაწვენ,თავისით ბრუნავს ეხლა და როგორც მას უნდა ისე წვება თორე მე ზურგზე ერთი დღეც არ დამიწვენია.მუცელზეც ღამე არ ვაწვენდი,მარტო დღე.რომ მეყურებინა ცხვირი ცუდად არ დაედო.
დალიე კიდე არ შეწყვიტო წესით 4-5ზე უნდა გქონდეს უკვე შედეგი. იცის თავიდან სტრესზე,ნერვიულობაზე უძილობაზე ეგრე მარა მოგივა რძე ნუ გეშინია.მე ისეთ დღეში ვიყავი მეგონა მომიწევდა ფორმულაზე გადაყვანა მარა ხო ხედავ დღემდე ძუძუზე მყავსsmile.gif ცოტა მოდუნდი შეეცადე მაქსიმალურად.
ჩემსას რამოდენიმე დღე ჩემი რძეც ამოქონდა და რძის პროდუქტები ამოიღეო პედიატრმა მითხრა და დააკვირდიო.არ გავითვალისწინე უბრალოდ ვერტიკალურად მეჭირა ხოლმე ვაქარვებინებდი და მივხვდი რო მაგის ბრალი იყო,არვიცი ეგ რამდენადაა ფორმულას ბრალი.აბა ჯერ ეგრე სცადე რაც გითხარი და დააკვირდი,ბევრ ჰაერს ყლაპავენ და მაგან იცის.

Posted by: Tua 4 Oct 2020, 14:50
anibani18
3 თვემდე ამოქარვება და საჭმლის ამოღება ნორმაა ჩვილებში, მფავარია შადრევანივით არ ამოასხას, ალექსამდრეს 2 ჯერ ისე ამოუვიდა ცხვირში გაჭედა დს ვერ სუნთქავდა, გადამუშავებული საჭმელი ამოუვიდა, ეწამებში ფიზიო გავავსე და ჩავურეცხე ცხვირი ამოისუბთქა ბავშვმა, 3 -4 თვემდე ამოღება ჩვეუკებრივი მოვლენაა, შადრევანივით თუა მაშინ რეფლუქსია მაგრამ არგავს მაგას რეფლუქსი სულ სხვა რამეა, ეგ უბრალოდ ამოაყოლა საჭმელი ბოყინს და ეგ იყო არაფერი საშიში, მე სულს ვუბერავდი სახეში და წარბებს შორის აქაჩე კიდე როცა რამე გადასცდება საკმაოდ ეფექტურია. ეგ პატარა ამოღება არანაირად არაა ფორმულის ბრალი 1 ჩაის კოვზზე ცოტა მეტიც შეიძლება ამოიღოს ბავშვმა

Posted by: თუსი 4 Oct 2020, 15:03
anibani18
ცარიელი ძუძუ ჩაუდე და წოვოს ხოლმე, მოგივა აუცილებლად.
გვერდულად ან მუცელზე არასდროს დააძინო, ბავშვს უნდა ეძინოს ზურგზე, მაგ დროს სასუნთქი გზები არის თავისუფლად და არაფერი მოუვა - რომც ამოაქარვოს თავს გადმოაბრუნებს და თავის თავს უშველის რეფლექსია ეგეთი. გვერდულად და მუცელზე წოლის დროს ვერ იზამს მაგას და საშიშია.

Posted by: alesandra 4 Oct 2020, 16:04
anibani18
QUOTE
11 დღისაა.

სიცოცხლე და პაწაწო love.gif

მასეთ პატარას გვერდულად მაინც ნუ დააწვენ, თავი დაუდე გვერდულად

Posted by: anibani18 4 Oct 2020, 16:19
gogatakoo
ფორმულას აშკარად იღებს. სანამ გადასცდდბოხა იმავე დღეს იმდენი ამოიღო, დასაბანი გახდა. ჩემს რძეს არ იღებს, შეიძლებ სულ ოდნავ. ეს სიმილაკი ძალიან კალორიული არისო, პედიატრმა მითხრა და ეტყობა ვერ ინელებს კარგად.
ნეტა მოვიდეს ეს რძე უკვე. საჭმელს დიდი მნიშვნელობა აქვს? ბევრს და ხშირად ვერ ვჭამ, ა4ც მინდება და არ იქნება ისე რძე?
Tua
კი, მართალი ხარ, არ ჰგავს რეფლუქსს. რაღაც ქაფივით ჰქონდა და გადასცდა ეტყობა. ფერი არ ვიცი რა ედო სახეზე, დაბალი შუქი მქონდა ანთებული. ფაქტია, რომ ვერ ამოისუნთქა, წარბებ შორისაც ვუსვი და ზურგზეც ვუბარტყუნე, მერე ჩემმა ქმარმა დაიწვინა ხელზე და.ზურგზე ურტყა. ამან უშველა.
დღეს ავუმაღლებ საწოლს. ამ.საწოლში დიდად მაინც არ ჩერდება, არ ვიცი რატომ.
თუსი
კი, ვაძლევ ცარიელს. რომელ დღეს მოდის ჩვეულებრივ რძე?
არ ვაწვენ გვერდულად. მადლობა რჩევისთვის.
თავს კი ვუდებ გვერდულად, მაგრამ თვითონ აბრუნებს თავს როგორც უნდა. კეფაზე რომ იწვეს და გადასცდეს, რა ხდება ამ დროს?
alesandra
კი, კი, ვუდებ გვერდულად ♡

Posted by: თუსი 4 Oct 2020, 16:51
anibani18
კეფაზე რომ იწვეს და გადასცდეს, რა ხდება ამ დროს?
[/quote]
თავისით გადააბრუნებს

QUOTE
კი, ვაძლევ ცარიელს. რომელ დღეს მოდის ჩვეულებრივ რძე?

სტანდარტულ ვადაზე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს 2-5 დღეს, მანამდე ხსენია. ნაადრევი მშობიარობის ან საკეისროს დროს უნდა ასტიმულირო მკერდი, ცარიელი აწოვო ან გამოსაწველით იწველო რომ ჰორმონები გააქტიურდეს. ინდივიდუალურია მოკლედ
ისე კანი-კანთან კონტაქტს ურჩევენ ხოლმე, შიშველ მკერდზე უნდა დაიწვინო და ისე მოაწოვო
* * *
QUOTE
ნეტა მოვიდეს ეს რძე უკვე. საჭმელს დიდი მნიშვნელობა აქვს? ბევრს და ხშირად ვერ ვჭამ, ა4ც მინდება და არ იქნება ისე რძე?

საჭმელს რას შეჭამ არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ დღიური კალორიები უნდა მიიღო მინიმუმ 2500 რომ საკმარისი რძე გქონდეს

Posted by: takoo1 4 Oct 2020, 17:26
anibani18
გოგო რა გითხრა აბა ყველა ინდივიდუალურია,ზოგი ერთხელ ჭამს დღეში და მაინც ბევრი აქვს,ზოგი წყალს არ სვამს მერე იმდენი უდგებათ იწველიან და ასხამენ.მე პირიქით ვარ,ჩემზე მოქმედებს თან ეგრევე.საკმარისია ერთი დღე არ ვჭამო კარგად და რძე სადღაც ქრება.ვიღაცა იტყვის არაფერ შუაშიაო და ჰაა ფაქტი სახეზეა ხო არ მეჩვენება ეგრეა რა ვთქვა.
მარტო ჭამა არაფერს იზამს თუ სითხე არ მიიღე.ცოტა ხილი ჭამე,ბოსტნეული ხორცი,რძის ნაწარმი.ყველაფერი უნდა ჭამო ცოტ ცოტა.წვენი დალიე წყალი რავიცი.დააკვირდი და შენ თვითონ მიხვდები. შეიძლება ისედაც გქონდეს რძე და არ დაგჭირდეს ჩემსავით დღეში 5ჯერ ჭამა.მე დღემდე ხელს ვუწყობ ეგეთი ორგანიზმი მაქვს ალბათ რავიცი.
ხო და ჩემზე არც ის მოქმედებს მთელი დღე რო ძუძუზე ყავთ ჩამოკიდებული მეტი რძე ჩადგებაო,იცი რამდენი მეუბნება მაგას?10 დან 11 biggrin.gif იცი რამდენჯერ ვცადე? შედეგი 0 არ მოქმედებს ჩემზეsmile.gif ამდენი დაკვირვებით მივხვდი,რომ ყველაფერი ამ ოხერი ჰორმონების ბრალია.უფრო პროლაქტინის ალბათ და ალბათ მაგიტომაც მოქმედებდა კარგად პიულატე.
შენს შემთხვევაში არ ვიცი შენ მიხვდები მაგას.სცადე ყველაფერი თუ გაქვს ნერვები,მე ძალიან დავიტანჯე თავიდან სიმართლე გითხრა მარა აი ფორმულას მზადებას ყოველ 3 საათში კიდე ეს მირჩევნია რა ვქნა.

Posted by: Tua 4 Oct 2020, 17:37
თუსი
ინდივიდუალურია მე საკეისროდან მეორე საღამოს უკვე მქონდა რძე , საკეისროზე და ფიზიოლოგიურზე არაა ორგანიზმზე და ჰორმონებზეა დამოკიდებული, ზოგს საერთოდ არ მოსდის რძე ფიზიოლოგიურზეც კი ცარიელი აქვს მკერდი.

Posted by: anibani18 4 Oct 2020, 17:43
gogatakoo
თაკო, ფორმულის მზადება კი არ მეზარება, თან ერთად ვაკეთებთ ყველაფერს მე და ჩემი ქმარი, უბრალოდ რომ იღებს ეს მაშინებს და მირჩევნია ჩემი რძე მივცე. გუშინ მაგალითად 12 საათიდან 2 საათამდე ვაჭმევდი და რომ დაასრულა, მაინც არ იყო დანაყრებული, ანუ ცარიელს წოვდა ეს საწყალი... მერე ჰუმანა გავუკეთეთ და უმალ დაეძინა.
ვსვავ და ვსვავ წყალს, ჩაის, რადგანაც მიყვარს და ყველაფერს რაც ხელშI მომხვდება smile.gif ერთი დროულად ვნახო მექნება თუ არა ეს რძე, რომ ცოტა ჩამოვყალიბდე.
ჩემი პედიატრი სულ მაგას გაიძახის, ძუძუ ჭამოს smile.gif არ მაქვს ამ ძუძუში არაფერი უმეტეს შემთხვევაში და რა ვქნა...
თუსი
ბოდიში, ვერ მივხვდი, რას გადააბრუნებს ტავისით?
კანით კანთან კონტაქტი ვიცი რომ უებარია. უნდა ვცადო, მართალია <3
დიდი მადლობა რჩევებისთვის და ყურადღებისთვის <3

Posted by: თუსი 4 Oct 2020, 17:58
anibani18
ანუ კეფაზე ძილში ხო ის იგულისხმე ზურგზე რომ წევს და თავიც სწორად აქვს. ეგეთ შემთხვევაში რომ ამოაქარვოს თვითონ გადაატრიალებს თავს რომელიმე მხარეს რომ გადმოასხას რძე. თუ არასწორად გავიგე მეც? biggrin.gif

Posted by: nino84 4 Oct 2020, 19:03
anibani18
ფეისბუქზე გამიგია ჯგუფია ლაქტაცია და ძუძუთი კვება თუ არ ვცდები ასე ქვია, იქნებ გირჩიონ როგორ მოიყვანო რძე. მე სამწუხაროდ არ მქონია და და ვერ ვაწოვე.

Posted by: anibani18 4 Oct 2020, 19:56
თუსი
კი, კი. სწორად მიხვდი smile.gif
კიდევ იცი რა მითხარი, შეკრთომა ნორმალურია ვიცი ამ ასაკში, მაგრამ თითქოს რამდენჯერმე რომ გაუმეორდება ეს შეკრთომა, კანკალივით, ეს რას ნიშნავს?
nino84
კი, ვიცი, ნინო, ვარ იმ ჯგუფში და ვასრულებ რეკომენდაციებს. დაველოდები რა იქნება, იქნებ მოვიდეს საკმარისი.

Posted by: nionia 4 Oct 2020, 22:41
anibani18
QUOTE
ექიმმა ასეთი რუტინა მირჩია ყოველი ჭამჯს წინ, ველოსიპედივით ვარჯიში, მუცელზე დაწვენა მყარ ზედაპირზე, მუცლის საათის მიმართულებით დაზელვა და ვედროში ჩასმა. 3-ჯერ დღეში ესპუმიზანის წვეთები და მერე საჭმლის მიცემა. მხოლოდ ბუნებრივის, რადგან როგორც ჩანს ვერ ინელებს ეტყობა სიმილაკსო.

ველოსიპედები კარგია კი ანი, ხშირად გააკეთებინე, როცა ღვიძავს მუცელზე გყავდეს, ესეც ძალიან სასარგებლოა, და ტაბში ხშირად ჩასვი ხოლმე 20 წუთი მაინც უნდა გყავდეს, მითუმეტეს თუ მოეწონა პაწიას 2kiss.gif მუცელიც უმასაჟე ხოლმე კი,თეომ გითხრა თბილი პილიონკის მოხვევა კიდე, ეგეც კარგია. მოკლედ წვეთებზე მეტად ეგენი შველის რა, ჩემი გამოცდილებით+როცა წუხს სულ მიიხუტე ხოლმე და ეჩურჩულე როგორ ძალიან გიყვარს ესეც ძალიან აწყნარებდა ჩემს ბიჭს smile.gif კანით კანთან კონტაქტიც ხშირად გქონდეს, მიიწვინე ხოლმე პამპერსიანი შიშველ მკერდზე, ძუძუც მასე მიეცი ხოლმე , უმჯობესია.

QUOTE
ტანსაცმელი ახლა მხოლოდ პოლზუნკა აცვია, მაიჩნი მაგალითად. ამაზე თხლად ჩავაცვა? რასაც ვაფარებ ზემოდან, ყველაფერს იძრობს და აღარ ვაფარებ მერე. არ ვიცი კარგს თუ ვშვები.

მე როგორც ვიცი 1 თვემდე ვაცმევთ ამ პრინციპით "ჩვენ როგორც გვაცვია ერთით მეტი" და მერე უკვე როგორც ჩVენ ვიცვამთ ისე, თუ მეშლება შემისწორებენ გოგოები.
რაც ნაკლებად დათბუნებას მიაჩვევ უკეთესია, ჩვილებს უფრო მეტად სცხელათ ვიდრე ჩვენ, ხო იცი როგორ უნდა შეამოწმო?
გულმკერდი და ზურგი თუ თბილი აქვს ანუ რიგზეა ყველაფერი, თუ ცხელი ანუ სცხელა, თუ ცივი-სცივა.
საძილე ტომარა რომ სცადო? უფრო უსაფრთხო და კომფორტულია, დაფარებით არც იჩერებენ და არც მთლად უსაფრთხოა ღამე მითუმეტეს.

QUOTE
ეს რძე მოვიდეს რა უკვე, თორე ვნერვიულობ ძალიან.

ნერვიულობა არაფრით არ შეიძლება, დამშვიდდი, ჭამე ან დალიე რაც გიყვარს, მიისვი შიშველი მკერდზე და შესთავაზე ძალიან ძალიან ხშირად თუნდაც ცარიელი წოვოს, ასე მივა სიგნალი ტვინამდე და ჩადგება რძეც. ნერვიულობა და უძილობა ძალლიან მავნეა ანი, ეცადე დაისვენო და სითხეც საკმარისი მიიღო.რომ იცოდე როგორ ვიწვალე პირველი ორი დღე, ვერც სწორად ვუდებდი, ბავშვიც არ წოვდა მაგრამ ვიჯიუტე და მესამე დღეს უკვე მქონდა. პედიატრს მოჭიდება შეამოწმებინე აუცილებლად, ეგაა მთავარი ძუძუთი კვებისას

Posted by: თუსი 4 Oct 2020, 22:44
anibani18
ფისის დროს იცის ხოლმე და აბა დააკვირდი მაგ დროს ხოარ აკანკალებწ? ისე 3 თვემდე გაუვლის თავისით როგორც ნევროლოგები ამბობენ

Posted by: nionia 4 Oct 2020, 22:48
QUOTE
გუშინ მაგალითად 12 საათიდან 2 საათამდე ვაჭმევდი და რომ დაასრულა, მაინც არ იყო დანაყრებული, ანუ ცარიელს წოვდა ეს საწყალი... მერე ჰუმანა გავუკეთეთ და უმალ დაეძინა.

ანი ანუ რატომ ფიქრობ რომ არ იყო დანაყრებული?
ტიროდა? ტირილი არ ნიშნავს აუცილებლად შიმშილს ხომ იცი
ყლაპვის ხმას უსმინე ხოლმე.
სწორად უდევს ისე ძუძუ? ამაში დარწმუნდი

Posted by: თუსი 4 Oct 2020, 22:48
nionia
შენი ავატარი კვლავ აქტუალური როა რამეს ხოარ აპირებ? lol.gif

Posted by: nionia 4 Oct 2020, 22:58
თუსი
QUOTE
შენი ავატარი კვლავ აქტუალური როა რამეს ხოარ აპირებ?

უი არა გოგო რას ამბობ :დდდდ
შენა? rolleyes.gif
უბრალოდ მიყვარს და სიმართლე გითხრა შეცვლაზე დროის კარგვა მენანება :დდდ
ორსულობა ხან ძალიან კი მენატრება ხოლმე love.gif
ამ თვიდან უწყებ ხომ მყარ საკვებს?
ველოდები შენს გამოცდილებას, გამიზიარე ყველაფერი jump.gif

Posted by: თუსი 5 Oct 2020, 10:13
nionia
არა მეც ჯერ პას :დ
კი კი 20 ში გავასინჯებ თუ მოვითმენ და მანამდე არა :დ

Posted by: takoo1 5 Oct 2020, 10:45
anibani18
ხო ეგ მაგარი იციან გაქ თუ არა მაინც ძუძუს გაიძახიან არა მარტო პედიატრები biggrin.gif ისე ვღიზიანდები მაგაზე ჩემზე უკეთ იციან გეგონება რაა,ის თუ ვერ გავარკვიე ამდენი ხანი რძე როგორ მაქ და რანაირად დებილი ვყოფილვარ smile.gif მესმის შენი ბოლომდე ეგრე ვიყავი ანი,ცარიელს ვუდებდი და ტიროდა აშკარად არ ყლაპავდა არ იყო რძე და რო ვნერვიულობდი აწოვე კაცო მოვაო biggrin.gif ერთ დღეს სანამ მშიერი არ დამრჩა ბავშბი და პანიკაში არ ჩავარდა.ავდექი და ვუყიდე ჰუმანა.ორივეთი ერთად დავარეგულირე მშვენივრად ისე რო ცოტახანში აღარ დამჭირდა დამატება.არაფერი მაგაში საპანიკო არარი თუ დამატებას მისცემ არ უსმინო არავის რა.არსად არ წავა რძე თუ გაქვს.ან გექნება ან არა ორგანიზმი თვითონ დალაგდება,24 საათი რო გეკიდოს ბავშვი თუ მომსვლელი არაა მაინც არ მოვა დამიჯერე.
სწორად თუ უდევს დააკვირდი მაგას,თავიდან ვერ წოვს ზოგი ბავშვი კარგად ჩემი ღეჭავდა დამტანჯა.
აბა სცადე ერთი დღე გამოწველაც.რო იცოდე რამდენი დგება ერთ ძუძუში
მე ეგრე ვაკეთებდი დილით ბოლომდე გამოვიწველიდი ბოთლში და ხანდახან ეგრე ვაძლევდი ხოლმე,მშვიდად ვიყავი ვიცოდი რამდენი ქონდა ნაჭამი,მაგრამ წოვა აუცილებელია დიდი შუალედები არ გააკეთო.
* * *
თუსი
მეც 20ში ვაპირებ გავასინჯო biggrin.gif 27ში ხდება 6 თვის და სრულად მინდა მივცე 27ში მანამდე გავასინჯო
რითი იწყებთ ფაფით?

Posted by: თუსი 5 Oct 2020, 19:57
gogatakoo
რომელიმე ბოსტნეულის პიურე მინდა და ვერ ჩამოვყალიბდი ბატატი, სტაფილო თუ ჩვეულებრივი კარტოფილი მივცე. მაინც კარტოფილებისკენ ვიხრები - მე სიგიჟემდე მიყვარს და იქნებ ამასაც შევაყვარო=)))))

Posted by: Tua 5 Oct 2020, 21:26
anibani18
ანი შეკრთომა, კანკალი ყბის, ხელის კანკელი ფწცის კანკალო, სწრაფად სუნთქვა უცებ ნორმალურია 3 თვის ჩათვლით 4 თვემდეც მაგაზე არინერვიულო ❤ ნერვული სისტემა არაა ჯერ ჩამოყალიბებული ბოლომდე ტყუილად ნუ ატარებ ექიმებში, პედიატრი გეტყვის მერე 4 თვიდან საჭიროა თუ არა ნერვოპათოლოგი.

Posted by: anibani18 6 Oct 2020, 19:06
gogatakoo
ვიზამ ასე ხვალ, თაკო. გამოვიწველი ბოლომდე. გუშინ ტომ ვიფიქრე, მგონი მეშველათქო, დღეს მშიერი მყავს გოგონა. ჰუმანას ვაძლევ ყოველი ბუნებრივის შემდეგ და მხოლოდ მერე წყნარდება და იძინებს. ცოტა გავიცანი უკვე, მთავარია არ შიოდეს და სძივს მშვენივრად.
მეც ასე მგონია, ზოგს აქვს ეს რძე, ზოგს არა. ცარიელის წოვების აზრს მხოლოდ იმაში ვხედავ, რომ დააწყნარო ბავშვი თუ შფოთავს. მეეჭვება ჩემთან მოვიდეს ცარიელის წოვებით.
გოგო, შეიძლება არ ამოაბოყინოს ბავშვმა? ჩემთან თითქმის სულ აკეთებს ბუყ-ბუყს, მაგრამ დედაჩემთან ან ჩემს ქმართან არა. ნორმალურია ეს?
Tua
მადლობა, თეო, გავითვალისწინებ. დღეს და გუშინ ისე აღარ ჰქონდა და ალბათ მომეჩვენა და გავაზვიადე.

აქ ვინმე თუ არის გოგონას მშობელი, ჩაბანვის წესი მასწავლეთ რა ♡
* * *
nionia
გოგო, ჩემი პატარა საერთოდ არ ტირის, მხოლოდ თუ რამემ შეაწუხა. თუ კარგად ჭამა, მაშინვე იძინებს. აქედან დავასკვენი, რომ მშიერია. დამატებას თუ მივცემ ასეთ დროს, მშვიდდება და იძინებს.
ყლაპვის ხმას ვუსმენ და როცა არის მაშინ იძინებს, როცა არა- წუხს.
ძალიან ყოჩაღია, ნინ, ძალიან კარგად ეჭიდება და ყოჩაღად წოვს. რომ ამბობს ზოგი, მუთაქასავით დევს ჩემი შვილიო, ამას ვერ დატოვებ გამოსაცვლელ მაგიდაზე, შეიძლება გადმოხტეს. საწოლშიც ატრიალებს თავს თავისით, ტრიალდება ლამის. იმედია, ეს ნორმალურია.
თუსი
მადლობა, დავაკვირდები ♡

Posted by: Tua 6 Oct 2020, 19:26
anibani18
წინიდან უკან უნდა ჩაბანო ანუ ტაკოდან წინ კი არა პირიქით ტაკოსკენ ❤ ტაკოდან წინ რომ ჩაბანო დიდი შანსია ინფექციის.
ჰუმანა რატომ გადაწყვიტე? ანუ ვინ დაუნიშნა ჰუმანა? ცოტა არაქებდნენ მაგ საკვებს ისე , ბოთლს როცა აძლევ თბილ რძეს მერე უმშვიდდება მუცელი და თან დიდი ხნით ანაყრებს მაგიტო აღარ ტირის ხოლმე, ჩეკიც ეგრე ტიროდა სუულ ძუძუზე მეკიდა და მაინც ტიროდა ვაძლევდი ბოთლს, მაგრამ შერეული კვება ცოტა კი არა ძალიან ტანჯვაა თან რძეც წავიდა ბოლოს უკვე ღამეც რომ აღარ ვაწოვებდი ფორმულად ვუკეთებდი თერმოსით მედო წყალი და წამებში ვაზავებდი , იქვე ფორმულის დაზატორში მქონდა ჩაყრილი ფორმულა ზუსტად იმდენი კოვზი რამდენიც საჭირო იყო ( კანპოლს და ავენტის აქვს თუ არგაქვს ძალიან კარგია იყიდე) და ვყრიდი წყალში , ერთადერთი ბოთლის გადასავლებად ვდგებოდი ხოლმე ❤3 თვემდეა ცოტა რთული მერე ნახავ სულ სხვაა რომ დალაგდება კუჭნაწლავიც კვებაც და ბავშვიც. თუ ძალიან იტირებს და ვერაფერი დაამშვიდება ვიბურკოლის სანთელი შეგიძლია იხმარო ძალიან გვეხმარებოდა ჩვენ, ნახევარი სანთელი შეიძლება მაგ ასაკში 24 საათში ერთხელ მაგრამ ხშირად არა, არულად უსაფრთხოა და მცენარეული.

Posted by: anibani18 6 Oct 2020, 20:15
Tua
გოგო, მაშინ ტაკო როგორღა ჩავბანო ონკანის ქვეშ? ამაში დავიბენი smile.gif)
სიმილაკი რაღაც ვერ მოვინელეთ, ძალიან მძიმე აღმოჩნდა მგონი ჩვენთვის. ჰუმანას სამშობიაროში აჭმევდნენ.
ცოტა გარკვევა მჭირდება ახლა, უკეთ გავიცნო და მივხვდე ხოლმე რა აწუხებს. გაზები კი გვაწუხებს, ეს ვიცი და საჭმლის პრობლემაც გვაქვს ჯერ.

Posted by: nino84 6 Oct 2020, 21:28
თუსი
კარტოფილი არ მისცე თავიდან კრახმალს შეიცავს. ბატატი ჯობია. გოგრა, ყაბაყი, სტაფილო ჯობია თავიდან. ბოსტნეულს ერთ კოვზ ზეითუნის ზეთსაც ვუმატებ უკვე სრულ პორციას ჭამს.

anibani18
Youtube ზე ნახე ვიდეო რუსულად დევს как подмывать девочек აკრიფე სერჩში

Posted by: Tua 6 Oct 2020, 21:32
anibani18
https://youtu.be/MxgdRvkWetE

მაინც წინიდან უკან უნდა დაბანო კუკებიც, აბა ამ.ვიდეოს უყურე იქნებ გამოგადგეს ბევრია იუთუბზე და ღრმად არუნდა დაბანო კიდევ ზედაპირულად საპინი ფლორას აზიანებს და შეიძლება სოკო გაუჩინოს
პ.ს ეხლა ვხვდები რა ადვილი ყოფილა ბიჭისჩაბანა smile.gif))

სიმილაკი ცოტა მძიმეა კი მაგრამ უკეთესები არსებ9ბს ჰუმანაზე,ღუდუშაურში ჰიპს აჭმევდნენ ჩემსას კომბიოტიკს როდის გადავიდნენ ჰუმანაზე , ჰიპიც ძალიან კარგია კომბიოტიკი და გაზებზე კიდევ ფრისო ვომი და გრისო გოლდის კომბინაცია, ფრისო ვომ არის ჩვენი გადამრჩენელი გაზებზე და კოლიკებზე smile.gif უბრალოდ ოატარა წონიან ბავშვებში არგამოდგება ეგემი დაბალკაროლიურია და პატარა წონიანებზე ნეოშურია სპეც კვება მსუყე ბევრად და ცხიმიანი. მე სიმილაკს ვაჭმევდი გოლდს და ფრისო ვომს 2ჯერ ცალკე აგვილაგა ყველაფერი. ანი ლაქტობაცილებს არასმევ? ბიოგაიას ან რეუკოლს? აუცილებელია ეგეც ფლორის მოსაწერიგებლად, ბობოტიკი ცადე გაზებზე ესპუმიზანზე ეფექტური აღმოჩნდა ჩვენს შემთხვევაში

Posted by: anibani18 7 Oct 2020, 11:57
nino84
Tua
არასწორად ვბანდი თურმე... მადლობა.
საპონი ყოველ ჩაბანის დროს უნდა გამოვიყენო? მე მხოლოდ წყლით ჩავბან ხოლმე.

Tua
რეუკოლს ვასმევ, თეო. კიდევ DHA&D3 და ესპუმიზანს.
ჰუმანა გაზებს იწვევს? ძალიან გასტანჯა ამ გაზებმა რა. სძინავს ღამე, მაგრამ ციბრუტივით ტრიალებს. ასეთი აქტიურობა 2 კვირაზე ნორმალურია?
ვიფიქრე, ცოტო რომ მოძლიერდება, მერე ვაჭმევ ნეოშურს, აშკარად მძიმედ ინელებს. მცირეწონიანებს ყველას აძლევენ დამატებას? ვცდი ბობოტიკს, თუ ესპუმიზანმა არ გვიშველა.
მეჩვენება რომ ცალი თვალი უფრო ეწირპლება ვიდრე მეორე. გამიბრაზდა გუშინ წინ ჩასაბანად რომ გავხადე და თვალში იკრა თითი.

Posted by: Tua 7 Oct 2020, 12:38
anibani18
ანი მე ტოპიკრემს ვხმარობდი კუკუებზე მხოლოდ და ისე იშვიათად თუ იხმარ საპონს კარგი იქნება, ბიჭებში არაუშავს და გოგოებში ფლორა არდაარღვიოს.

ანიზოგადად დ ვიტამინს სუფთას თუ მისცემ ყოველგვარი დანამატების გარეშე უკეთესი იქნება , ეგ ნაზავი ღუდუშაურში დაგინიშნეს? მე რაც იქ დამინიშნეს არმიმიცია ვიტაფეროლი მივეცი და მერე აქვადეტრიმი არგვეყო ვიტაფეროლის დოზა. ჰუმანა არაა ანტიკოლიკი და შესაძლოა მაგიტო თან როგორც ბრენდი მაინც და მაინც ბავშვთა კვებაში არაა მთლად სახარბიელო, დამატებას იმ შემთხვევაში ტუ რძე არყოფნის(მაგრამ რომ.იკითხო რას ქვია ძუძუ არყოფნის ბავშვს smile.gif))) ეგ მიშლის ნერვებს) და თუ ცოტას იმატებს ან კლებაში მიდის. ჩვენმა პედიატრმა ეგრევე ფრისო ვომი გვაჯახა ჩვენ კუჭნაწლავის მოწერიგების ამბავში, რეუკოლიც შემიცვალა აციდოლაკით რადგან საკეისროს ბავშვი იყო და აციდოლაკი შემდგომ ბიოგაიათი შეგვუცავა ეს ბიოგაია მართლა ძალიან კარგია და ეფექტურიც, ტამიტაბი თუ სიამოვნებს გაზებიცაა და კოლიკებიც სავარაუდოდ. რომ ბორგავს ძილში ღამე მუცელი სტკივა და იჭინთება კიდევაც, ესპუმიზანს რამდენჯერ ასმევ და რომელს ასმევ? ბეუბის თუ ლს?

თვალზე კიდევ აიღე ბამბის დისკი დაასველე ფიზიოლოგიურით კარგად და ის თვალი რომელიც ეწირპლება შიდა კუთხიდან გარესკენ გაუწმინდე მგ ბამბით ოღონდ მეორე თვალზე არმოახვედრო.მერე ეგ ბამბა, დღეში 3ჯერაც და მეტჯერაც შეგიძლია გაუწმინდო , ფიზიო იყიდე 500იანი ბრაუნის პლასტმასში ჩაარჭე2 გრამიანი ნემსი ოღონდ ნემსს თავი უნდა ჰქონდეს გამოგადგება დადგი ოთახში ცხვირის გამოსაწმენდადაც დაგჭირდება იმდენი უგროვდებათ პატარებს.

Posted by: pearlgirl 7 Oct 2020, 14:33
Tua
QUOTE
თან როგორც ბრენდი მაინც და მაინც ბავშვთა კვებაში არაა მთლად სახარბიელო,

რატომ?

Posted by: Tua 7 Oct 2020, 20:29
pearlgirl
უფრო შემადგენლობის გამო , ეხლა კი ცდილობს ყველა.მწარმოებელმა ახალი ფორმულა გამოუშვას და არიხმაროს პალმის ან რაფსის ზეთი, ბაზარზე ბევრია უკვე ასეთი ახალი ფორმულით, მე ძირითადადმაგას ვაკვირდები.

Posted by: nino84 8 Oct 2020, 08:50
anibani18
ფისებს უბრალოდ წყლით ვბან. ბიოლანის გელი მქონდა 2 ერთში, თავზეც რომ შეიძლება ხმარება.

Posted by: anibani18 8 Oct 2020, 09:11
Tua
nino84
ანუ კუკებზე ყოველთვის ტოპიკრემი ან სხვა დასაბანი გელი ვიხმარო? მე უბრალოდ წყლით ვბანდი აქამდე.
Tua
კი, იქ დამინიშნეს. ჩემმა პედიატრმა მითხრა, დაალევინე ცოტა ხანს და მერე მე შეგიცვლიო. 2 კვირაში გვიწევს ვიზიტი. კოლიკი მეეჭვება, თეო. ტირილით არ ტირის საერთოდ, გაზები კი ნამდვილად აწუხებს. ან შეიძლება ტირილის გარეშე ჰქონდეს კოლიკი. უბრალოდ ბორგავს ღამე. საწოლის წინა მხარის ჩამოხსნა მინდოდა და ახლა ვხვდები რომ საშიშია. მუთაქა ბავშვი არ არის, მოკლედ რომ ვთქვა. თუმცა არც გაწუხებს, სძინავს და წკმუტავს თავისთვის, ახვანცალებს ფეხებს.
ნამატი არ ვიცი რამდენი გვაქვს, 2 კვირაში გავიგებთ, მაგრამ სახე კი მოუმრგვალდა და ღაბაბი დაეტყო smile.gif ძუძუ რომ არ ყოფნის, ეს ზუსტად ვიცი, ამიტომაც ვაძლევ დანამატს. ცოტა ხანში ვნახოთ რა იქნება. თუ მექნება რძე, სიამოვნებით მივცემ, თუ არა და რას ვიზამ, ვერ გადავყვები ამას.
საკვებიც შეიძლება ანტიკოლიკური იყოს, ან გაზებს არ იწვევდეს? ჰუმანა არ შეიცავს პალმის ზეთს, ახლა ვნახე შემადგენლობა. ვკითხავ ჩემს პედიატრს, იქნებ შემიცვალოს რამით.
ესპუმიზან ბეიბის ვასმევ. ისე მოსწონს, აცმაცუნებს ტუჩებს სიამოვნებისგან smile.gif თუმცა ეფექტური მგონი ნაკლებადაა. სამჯერ დღეში ვასმევ.
ცხვირის გამოწმენდა როგორ უნდა? მაჩვენე რა ვიდეო. ბამბის ჩხირით ვცდილობ, მაგრამ ცხვირი სულ ერთი ბეწო აქვს.

გოგონებო, როგორ ფიქრობთ, სარწევი მექანიზმი ხომ არ დავუყენო საწოლს? ვიცი რომ რეკომენდაციას აღარ უწევენ, მაგრამ რამდენად საშიშია?

Posted by: Tua 8 Oct 2020, 09:51
anibani18
არც წყლით დაბანა არაა დანაშაული თუ ბევრი არ აქვს, მაგ ასაკში ჯერ სუნიანი კუკები არ აქვს შესაბაკისად შეგიძლია იშვიათად მაგრამ.მაინც ჩაბანო ტოპიკრემით, მე დღემდე ტოპიკრემს ვხმარობ ამის ტაკოებზეც .

გოგო კიი არსებობს ანტიკოლიკური ფორმულებიც ასევე ანტილერგიულიც , ულაქტოზოც, ანტირეფლუქსიც რავიცი ბევრნაირი არსებობს ფორმულა , რძე აქამდე უნდა გქონოდა 1 კვირა კია გასული უკვე და გეთანხმები გადაყოლა არღირს ნაღდად, ისე მე შევამჩნიე რომ ვისაც გიჟი ორაულობა გვქონდა ანუ ბევრი გადავიტანეთ ორსულობაში ყველას ეგეთი მოძრავი ბავშვები გვყავდა თავიდანვე მოუსვენარი და არა მუთაქა, ჩემიც ეგეატი იყო 3 თვემდე ვიწვალე ძააალიან, დეორესიაც კი მქონდა და 3 თვის მერე ვსიო დღემდე კარგი ბაიაა.
დღემდე მიყენია სარწევი მექანიზმი, ხშორად არასდროს დსმირწევია , მაგრამ რამდენჯერაც ვარწევდი აგერ 1 წლის ხდება და ჩვეულებრივად იძინებს რწევების გარეშე, ჩემთვის კომფორტული იყო საწოლიდან ფეხს გავყოფდი ხოლმე დავარწევდი და 2წამში შებრუნებული ჰქონდა ძილი

ცხვირს მაგ ასაკში ჯერ ბანაობის დროს ვუწმინდავდი, ეს დიდი ხანი კყავდა წყალში თავზეც ვასხავდი წყალს სუულ როცა ვაბანავებდი აბაზანაში , ეს აუვილებლად ქრბი როცა მუცელზე დაიწყვენ აბაზანაში კეფიდან სახისკენ დაასხი წყალი თავზე მერე შიშები გაუჩნდება სახეზეწყლის დასხმაზე და ვერ გადააჩვევ facepalm.gif , ბანაობისას მოუჭირე ნესტოებზე და დაუმასაჟე, ყურის ჩხირს რაც ღრმადაა რძე გადასული ვერ გამოაქვს, ანუ მოუჯმუჯნე ცხვირუკა არაფერი პრობლემა არაა, და ისე ფიზიოლოგიურითაც იწმინდება , შპრიცით გვერდულად ვადებუნებდი თავს ჯერ მარჯვენა მხარეს და ცოტა ფიიოლოგიურს ვუშვებდი შეგიძლია პიპეტკითაც და მერრ მარცხენა მხარეს , ველოდებოდი დარბილებას და მერე ვიღებდი ჩხირით, ასპირატორები ვერ ქაჩავს სამწუხაროდ.

Posted by: SRB100 8 Oct 2020, 12:31
გოგოებო, ლიმანგოდან ქართული ბარათით იწერთ ჩვეულებრივად? ვცადე და არ ხსნის თანხას ბარათიდან rolleyes.gif

Posted by: მზე 8 Oct 2020, 14:03
SRB100
კი ვიწერ რავი. ბოლოს ალბათ 2 კვირის წინ გამოვწერე.

Posted by: თუსი 8 Oct 2020, 16:32
nionia
QUOTE
დაწერე რა მერე აბა ძიძიგურთან ვიზიტზე, ლამის მეც ჩამოვაქანო :დდდდ


ეხლა მოვედი ძიძიგურთან ვიყავით. მოკლედ 60 ლარი ისევ თოფში ჩავდე და გავისროლე :დ ზუსტად 2 წუთში გამომიშვა ტყუილად მოხვედიო.
გაძვალების ბირთვი 4-7 თვეებში ყალიბდება და უიშვიათესი შემთხვევაა რომ არ ჩამოყალიბდესო
რაც შეეხება მენჯების არ გადასვლას ბოლომდე, გაუსინჯა და საკმარისად გადადისო, შენ შპაკატში ჯდებიო? მეთქი ვერა :დ ხოდა ეგეთი ინდივიდუალური შემთხვდეაა ესეც, ყველას როგორც ეკომფორტულება ეგრე გადასდისო. არ არის აუცილებელი ბოლომდე ტაბაკა ქათამივით გადაეხსნასო :დდდდდ აბა კარგად იყავიო :დ
ზოგადი რჩევები მომცა რომ ფეხშიშველი უნდა მყავდეს და ეზოშI ჩავაცვა მარტო დრეკადძირიანი ფეხსაცმელი.

დუმბაძემ ისე დამზაფრა ექოსკოპიას რომ უკეთებდა მეთქი ვსო ვეღარ გაივლის :|
* * *
nino84
ოკ მაშინ ბატატი გადაწყდა. მადლობა <3

Posted by: nionia 8 Oct 2020, 22:31
თუსი
QUOTE
არ არის აუცილებელი ბოლომდე ტაბაკა ქათამივით გადაეხსნასო :დდდდდ აბა კარგად იყავიო :დ

biggrin.gif
ანუ კიდევ კარგი არ დავიჩემე და არ ჩამოვაქანე :დდდდ
ვერ გადავურჩებოდი ჩემს ქმარს

აი გადასვლით ჩემსას მშვენივრად გადასდის, რადიოლოგმა ძალიან დამაბნია უბრალოდ , მერე რცხილაძეს რომ ვაჩვენე დამამაშვიდა მაგრამ მაინც მიღიტინებდა რაღაცა :დდდ

გოგო აფთიაქის საკვებით უწყებ თუ შენით უნდა მოუმზადო?

Posted by: anibani18 9 Oct 2020, 09:09
Tua
ამ რძეს ვერაფერი გავუგე, ხან არის, ხან არა. დღეში ერთხელ ვუმატებ ფორმულას.
რა ჩელენჯი ყოფილა პატარა ბავშვი, რამდენი რამ არის სასწავლი smile.gif ვისწავლი იმედია ნელ-ნელა. ესპუმიზანი შევცვალეთ კუპლატონით ყოველი ჭამის წინ. მგონი ღამე უკეთ ეძინა, დავაკვირდები დღესაც. მეცოდება მუცელა რომ აწუხებს.
გუშინ ბურთზე დავაწვინე და ფრიად ისიამოვნა.
თეო, ანუ ამის აქტიურობა საშიში არ არის? მაგალითად, საწოლში რომ დავაწვენ, ცოტა ხანში პოზა აქვს შეცვლილი და გარდი-გარდმო წევს უკვე. პილიონკას თუ რასაც დავაფარებ იძრობს გამიზნულად, თუ არ უნდა. არ მეგონა 2 კვირის ბავშვი თუ შეიძლება ასე მოძრაობდეს.

Posted by: თუსი 9 Oct 2020, 09:44
nionia
ხოდა გაეშვი ბავშვს ამხელა გზაზე მაგის გამო არ ჩამოაქანო :დ

QUOTE
გოგო აფთიაქის საკვებით უწყებ თუ შენით უნდა მოუმზადო?

ჩემით უნდა მოვუმზადო, ჩემთან აგარაკზე სამეზო ლოში გავიკითხე და ვისაც თვითონ მოყავს პროდუქტები შევუთანხმდი რაოდენობებზე, სტაფილო კარტოფილი გოგრა მექნება. დანარჩენებს აგროჰაბში ვიყიდი და ესე.
დარგვა ვერ მოვასწარი ბოსტნეულის თორე ჩემსას მივცემდი :დ ხილი კი მაქვს ვაშლი და მსხალი. ქლიავი ატამი და ჟოლო ზაფხულში გავყინე და შენახულია

სრულ მზადყოფნაში ვარ მოკლედ :დ
თუ რაღაცა გამოუვალი სიტუაცია მექნება მაგ შემთხვევაში მივცემ ქილისას

Posted by: SRB100 9 Oct 2020, 09:51
მზე
მისამართად რომელ გადამზიდს უთითებ?

Posted by: მზე 9 Oct 2020, 13:02
SRB100
კამექსს ან ფოსტალონს.
აუ ისე იცი ხანდახან იცის ხოლმე გაჭედვა ლიმანგომ. ეხლა ვიფიქრე რომ შეიძლება ეგ შემთხვევა გაქვს.
სხვა ანგარიში არ გაქვს? ან იქნებ დაარეგისტრირო და იმითი ცადე.
მე მიქნა მასე ერთ ანგარიშზე. payment could not be processed-ო მიწერდა სანამ საერთოდ გადახდის გვერდზე გადავიდოდი.
სხვა ანგარიშზე რო ვცადე პრობლემა არ იყო.

Posted by: nino84 9 Oct 2020, 13:36
გოგოებო, ვისაც ბავშვი მრჩეველში დაგყავთ, როგორ ეწერებით? ერთი თვის წინ მინდოდა ჩამეწერა და ჯერ ადრეა არ ვწერთო, ერთი კვირით ადრე დარეკე ვიზიტამდეო და რომ გადავრეკე კოვიდის გამო შეუმცირებიათ პაციენტების რაოდენობა და ჯერ არ ვწერთო. დღეს რომ დავრეკე 23 ში შეიძლება თუ რაიონში არ წავაო, ან 26 ის მერეო sad.gif

Posted by: მზე 9 Oct 2020, 13:46
nino84
უი. ვისთან ეწერები? მე მინდოდა რცხილაძესთან გუშინ დავრეკე და ორშაბათს დარეკეო.
კანკიასთან როგორც წესი წინა დღესაც სულ თავისუფლად. მაქსიმუმ 1 კვირით ადრე.

Posted by: takoo1 9 Oct 2020, 13:59
anibani18
ანი როგორ ხარ,როგორაა აბა საქმე? ისევ ისე გაქვს რძე ცოტა არ მოგემატა?
დღეში ერთხელ რა გინდა არარი ცუდი შედეგი,მეც დღეში ერთხელ ვაძლევდი ხოლმე.გაზებზე ბობოტიკმა უშველა ჩემსას,ესპუმიზანმა თითქოს ვერა.
გაზები რაც არ უნდა აჭამო მაინც შეაწუხებს ანი,სანამ ჩამოუყალიბდება კუჭნაწლავი,უბრალოდ ხელი უნდა შეუწყო შენ დაალევინე ეგ წვეთები ჩემსას შველოდა.ისე მოვედით 6 თვემდე ღამე არ გამითენებია. კრუსუნებდა ხოლმე დილით 7სკენ ერთი პერიოდი და ეგრევე ბობოტიკი ვუყიდე.თუამ მირჩია მახსოვს:*

მე გავასინჯე ძლივს გოგოებო ვაშლი და ატამი ისე მიხარია biggrin.gif ეხლა სემპერის სტაფილო უნდა ვუყიდო ხვალ და მერე ბროკოლი,ვნახოთ რას იზამს იმედია მოეწონება.ფაფებით არ დამაწყებინა პედიატრმა.ჯერ ბოსტნეულიო.ისე რომელი ფაფა ჯობია თქო და ვინი არაო biggrin.gif უშაქრო და უმარილო რომელიც გინდა არის ბრენდები და მერე დავლაგდეთ მაგაზეო.თვის ბოლომდე არ ვიწყებთ ფაფებს სანამ 6ის გახდება მანამდე ბოსტნეულიო მოკლედ ასე smile.gif
* * *
თუსი
მეც ეგრე ვაპირებ ჩემით უნდა გავუკეთო ეხლა ერთჯერადად მივცემ სემპერის სტაფილოს და ბროკოლს,
გოგო ქლიავი მე არ მივეცი ძაან შემეშინდა.ჩემი მეზობლის ბავშვს დაემართა ნაწლავის რაღაც მაგაზე.და ოპერაცია გაუკეთეს თვეების ბავშვს,ქირურგი ეჩხუბა ქლიავი რატო მიეცითო ხოდა ისე მაქ ჩარჩენილი რო შანსი არაა ვაჭამო წლამდე ან მეტიც:|

Posted by: narkozeli 9 Oct 2020, 14:25
nino84
მზე

გუშინ მყავდა ირაკლი რცხილაძესთან მრჩეველში, 10 დღის წინ ჩავწერე.


Posted by: მზე 9 Oct 2020, 14:30
narkozeli
რაო რა გითხრა? რაიმე კონკრეტული მიზეზით იყავით?

Posted by: nionia 9 Oct 2020, 14:33
თუსი
აი მე სანდო პროდუქტის მოძიების პრობლემა მაქვს და რომ გითხრა არც აგროჰაბს ვენდობი, ვერ.
ამიტომ გადავწყვიტე პირველი თვეები აფთიაქისაზე მყავდეს.
იმედია ამის გამო ცუდი დედა არ ვიქნები sad.gif
თუ მართლა საკუთარი არ მოგყავს და არ იცი მგონი სხვა სანდო პროდუქტი არ არსებობს.
მარტო კონკრეტული მოსავალი ხომ არაა, წლების განმავლობაში უნდა იყოს ის ნიადაგი სათანადოდ მოვლილი უშხამქიმიკატებოდ რომელზეც მოდის პირობითად ხილი\ბოსტნეული.

Posted by: narkozeli 9 Oct 2020, 14:37
მზე

1 წლის გეგმიურ ვიზიტზე მყავდა. ყველა კითხვაზე ამომწურავად მიპასუხა, როგორც ჩვევია. გასინჯა ძალიან ყურადღებით, ანალიზების პასუხიც მქონდა წინა კვირას გავუკეთე სისხლის საერთო და ტყვია, ტყვია 6 ქონდა და ძაან მაგარი შედეგიაო, იშვიათია თბილისში ასეთი კაი შედეგიო, სისხლის საერთოც მოეწონა. არანაირ კვლევას არ გინიშნავთ დამატებითო,არც ვინმე სპეციალისტთან გიშვებთო და შემდეგი გეგმიური ვიზიტი 2 წელზეო ანუ 1 წლის მერე.
კვებაზე ვილაპარაკეთ ბევრი
და კიდევ მთავარი, ირაკლი ძალიან უწევს გრიპის ვაქცინას რეკომენდაციას, აუცილებლად აცერიო. წელს განსაკუთრებით, როცა სტაციონარებში კოვიდის გამო შეიძლება ადგილები არ იყოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ გადაურჩნენ გრიპსო

Posted by: nionia 9 Oct 2020, 14:39
gogatakoo
მე მგონი მე ვარ მარტო არხეინად რომ არ მეჩქარება და არ ვასინჯებ :დდ
ვერავინ ვერ ითმენს დედიკოებიდან ამ გასინჯვებზე გადასვლას
არადა სულ პირში მომჩერებია ყველა ლუკმაზე თუ ყლუპზე biggrin.gif
როგორ უძლებო არ გეცოდებაო და ჰა არ მეცოდება biggrin.gif
* * *
narkozeli
ვაი მე მიყვარს ირაკლი love.gif
თუ მალე არ ჩამოვა მე ჩამოვქანდები, ისეთი მშვიდი და თავდაჯერებული ვარ მასთან კონსულტაციის მერე რომ მეტი არ იქნება.
ანუ ვაჩე აცერიო ხომ?
ჩემი რადგან პატრაა წელს ვერ და შემდეგიდან უეჭველი ავცრი.
წელს ჩვენ ავიცრებით უფროსები თუ გვაღირსეს ვაქცინები

Posted by: SRB100 9 Oct 2020, 14:42
მზე
მაქვს სხვა ბარათიც კი და იმით ვცდი მადლობა. მეც მაგას მიწერდა.


გოგოებო, ბაღებზე რა ინფორმაცია გაქვთ იწყება ნამდვილად ორშაბათიდან? მიგყავთ თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღეთ?
ჯერ კიდევ აგვისტოში დავარეგისტრირე კერძო ბაღში და ეხლა აღარ ვიცი წავიყვანო თუ არა.
იმ კვირაში აცრაზე მინდოდა წამეყვანა და აცრიდან ორი კვირა არ უნდა გაცივდეს ხომ?
ამასთან, პირველად იცრება წელს და ერთი თვის თავზე მეორედ ხომ უნდა აიცრას და გამოდის თვენახევარი არ უნდა გაცივდეს საერთოდ და ბაღში ეგ როგორ გავაკონტროლო? რა გავაკეთო, იქნებ მირჩიოთ..

Posted by: narkozeli 9 Oct 2020, 14:43
nionia
QUOTE
იმედია ამის გამო ცუდი დედა არ ვიქნები


გაჩერდი ქალო biggrin.gif მეორეჯერ არ გაიმეორო ეგ, რაის ცუდი დედა biggrin.gif 2kiss.gif

რეალურად ის ვითომ ბიოებიც არაა ბოლომდე ბიო, ბამბებში ვერ გავზრდით და ნელნელა უნდა შევაჩვიოთ და უნდა ადაპტირდნენ ამ გარემოსთან

Posted by: მზე 9 Oct 2020, 14:43
narkozeli
ძალიან მომწონს რცხილაძე შორიდან.
2-ჯერ მქონდა მცდელობა მისვლის და არ გამომივიდა biggrin.gif
ეხლა მესამეჯერ უნდა ვცადოsmile.gif

აუ თუ არ გეზარება შეგიძლია დაწერო კვებაზე რა გითხრა?

და არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ძალიან მივესალმები რომ გრიპის ვაქცინას ესე უწევს რეკომენდაციას. მიქელაძის "გამოსვლა" რა იყო ვერ გავიგე. ისედაც არ მეხატება ეგ კაცი გულზე და კიდე ამატებს და ამატებს biggrin.gif

Posted by: narkozeli 9 Oct 2020, 14:44
nionia
QUOTE
ვერავინ ვერ ითმენს დედიკოებიდან ამ გასინჯვებზე გადასვლას
არადა სულ პირში მომჩერებია ყველა ლუკმაზე თუ ყლუპზე
როგორ უძლებო არ გეცოდებაო და ჰა არ მეცოდება


აუ ხო, 4 თვიდან უწყებენ ხოლმე, ვერ ითმენენ biggrin.gif მე სანამ ბავშვს მზაობა არ შევატყე არ დამიწყია, მე-6 თვეში იყო როცა ვაშლის ხილფაფა გავასინჯე.

Posted by: unusual 9 Oct 2020, 14:47
QUOTE (narkozeli @ 9 Oct 2020, 14:37 )
მზე

1 წლის გეგმიურ ვიზიტზე მყავდა. ყველა კითხვაზე ამომწურავად მიპასუხა, როგორც ჩვევია. გასინჯა ძალიან ყურადღებით, ანალიზების პასუხიც მქონდა წინა კვირას გავუკეთე სისხლის საერთო და ტყვია, ტყვია 6 ქონდა და ძაან მაგარი შედეგიაო, იშვიათია თბილისში ასეთი კაი შედეგიო, სისხლის საერთოც მოეწონა. არანაირ კვლევას არ გინიშნავთ დამატებითო,არც ვინმე სპეციალისტთან გიშვებთო და შემდეგი გეგმიური ვიზიტი 2 წელზეო ანუ 1 წლის მერე.
კვებაზე ვილაპარაკეთ ბევრი
და კიდევ მთავარი, ირაკლი ძალიან უწევს გრიპის ვაქცინას რეკომენდაციას, აუცილებლად აცერიო. წელს განსაკუთრებით, როცა სტაციონარებში კოვიდის გამო შეიძლება ადგილები არ იყოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ გადაურჩნენ გრიპსო

მაგ ანალიზებს ყველა ვიზიტზე გთხოვენ თუ რაიმე მიზეზს ხედვენ? გეგმიური ვიზიტი ერთი წელზე სრულდება? თუ როგორ არის ეგ?
მრჩეველში მირჩიეს ნინო ჯაშიაშვილი და თუ გსმენია?

Posted by: მზე 9 Oct 2020, 14:50
SRB100
სხვა ბარათი კი არა, სხვა ანგარიში ანუ account. ხელახლა რო დარეგისტრირდე რა.


Posted by: nionia 9 Oct 2020, 14:52
narkozeli
ხო აი იმდენი წავიკითხე მაგ თემაზე რომ თავი ამტკივდა, ძალიან ვეცადე გონივრული და ბავშვისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიმეღო.
QUOTE
გაჩერდი ქალო  მეორეჯერ არ გაიმეორო ეგ, რაის ცუდი დედა 

2kiss.gif გავმხნევდი
QUOTE
რეალურად ის ვითომ ბიოებიც არაა ბოლომდე ბიო, ბამბებში ვერ გავზრდით და ნელნელა უნდა შევაჩვიოთ და უნდა ადაპტირდნენ ამ გარემოსთან

კი ძალიან გეთანხმები
* * *
მზე
QUOTE
და არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ძალიან მივესალმები რომ გრიპის ვაქცინას ესე უწევს რეკომენდაციას. მიქელაძის "გამოსვლა" რა იყო ვერ გავიგე. ისედაც არ მეხატება ეგ კაცი გულზე და კიდე ამატებს და ამატებს

ზუსტად, ძაან გავბრაზდი მეც

Posted by: narkozeli 9 Oct 2020, 15:28
მზე
QUOTE
ძალიან მომწონს რცხილაძე შორიდან.


ახლოდან კიდე უკეთესია biggrin.gif მსგავსი კვალიფიკაციის ექიმი მართლა არ გვყავს თბილისში ადამიანმა ყველა საკითხი იცის სიღრმისეულად და არ არის ზედაპირული, როგორც მაგალითად ბევრი ასევე გაპიარებული პედიატრი, მიქელაძე თუნდაც. გრიპის ვაქცინაზე იმხელა სისულელე დააბრეხვა ისეთი არასწორი არგუმენტებით რომ რავი, მგონი იმის ბრალია რომ დღეში 200-ს პაციენტს იღებს და აღარ აქვს ის ხარისხი, რაც უნდა ჰქონდეს კარგ ექიმს.
ირაკლისი ეგეც მომწონს რომ ხარისხს ინარჩუნებს, დღეში 4 პაციენტი რომ გყავს, სხვანაირად უდგები ყველას, ინდივიდუალურად.

QUOTE
ეხლა მესამეჯერ უნდა ვცადო


სხვათაშორის ზოგი მეუბნება ძაან მარტივად ვეწერებიო, მე კი მომიწია რამდენიმეჯერ დარეკვა, არ იცოდნენ გრაფიკი წინასწარ, მერე ბათუმში იყო, მერე ქუთაისში იღებდა პაციენტებს და მოკლედ ჩემთვისაც არ იყო ადვილი ჩაწერა.

კვებაზე ახლავე დაგიწერ ცოტა ვრცლად, კომპიუტერიდან






უი მიქელაძეზე შენც დაგიწერია ახლა ჩავედი პოსტის ბოლოში lol.gif

* * *
მოკლედ, ვწერ კვებაზე ირაკლის რეკომენდაციას. ირაკლი არის მართლა მგონი ერთ-ერთი იმ უიშვიათესი პედიატრთაგანი ვინც მართლა აუწყო მსოფლიო მედიცინას ფეხი და მიყვება თანამედროვე გაიდლაინებს. კერძოდ: 6 თვემდე რეკომენდაციას უწევს მხოლოდ რძით კვებას. მყარ კვებაზე კიდე არის ძალიან შემწყნარებელი, ვფიქრობ უჭმელი ბავშვების დედებს ერთი ნახვით შეუყვარდებათ ირაკლი biggrin.gif იმიტომ რომ უმშვიდესად და უდინჯესად გიხსნის რატომ არ არის სანერვიულო როცა ბავშვი რაღაცას არ ჭამს, გეუბნება რომ ალტერნატივა ყოველთვის არსებობს და მთავარი: გეუბნება რომ მიჰყვე შენი შვილის ნება-სურვილს და არა რაღაც დადგენილ დოგმებს. თუ ეტყვი რაღაცაზე რომ არ ჭამს, გეტყვის რა უყვარს? ხო ეტყვი რაც უყვარს და გიპასუხებს ხოდა ეგ აჭამე, ნუ ნერვიულობ. ანალიზს რომ შეხედავს და ბავშვს აწონის და გაზომავს, თუ ნორმაშია, გეუბნება, შენმა შვილმა შენზე უკეთ იცის რა უნდა მიიღოს და რა არა, ხომ ხედავ კარგი ნამატი აქვს, კარგი ანალიზები აქვს, ჯანმრთელი ბავშვიაო. მე არ მქონია ეს პრობლემა მაგრამ ვისაც ჰქონდა ყველას ირაკლიმ თავისი სიმშვიდით და სიდინჯით გამოუმუშავა უნარი რომ არასოდეს დაპანიკდეს დედა, რაც პედიატრებს ცოტა აკლიათ და რაღაც დოგმებში ცდილობენ ჩასმას. 6 თვეზე რომ მყავდა მითხრა, ნელნელა გაასინჯე ხილიც, ბოსტნეულიც, ცილაც, მთავარია დავაბალანსოთ რომ ბავშვი მაგალითად დღიურად მხოლოდ ცილებს ანუ ბევრ ცილას არ იღებდესო, ასევე ხილზე ვკითხე ბევრს ჭამსთქო და ხო არ გავუკონტროლოთქო და ამაზე მიპასუხა მთავარია ხილი კვებად არ ჩავთვალოთ რადგან კვებითი ღირებულება (ცილოვანი და ნახშირწყლოვანი) იმდენად დაბალი აქვს რომ, არ შეიძლება ჩავთვალოთ სრულფასოვან კვებადო, ამიტომ თუ ხილის გამო მერე საჭმელს არ შეჭამს, ეს შეიძლება იყოს პრობლემაო მარა ჩემი შვილი ხილსაც ჭამს და საჭმელზეც არ ამბობს უარს, შესაბამისად არანაირი ზედმეტი გაკონტროლებები და გრამებით აწონვები არ გჭირდებაო.
ირაკლი არის საკმაოდ ფრთხილი, მაგალითად გეუბნება რომ მაღაზიის ხაჭოს წლამდე მიცემა არაა მაინცდამაინც კარგი იდეა, რადგან ცოტა რთული მოსანელებელია, შეგიძლია აფთიაქის მისცეო. ოღონდ ბრენდებს არაფრით გეუბნება. შენ რომელიც გაგიხარდებაო smile.gif მე ეხლა წლიდან მომცა შემდეგი რეკომენდაცია, აქამდე უმარილო-უშაქროს ვაძლევდი მისი რეკომენდაციით ყველაფერს და შეძლებისდაგვარად გააგრძელეო მაგრამ უკვე ცოტა მარილიანი სადილიც შეგიძლიაო, ანუ ნელ-ნელა დაუწყე საერთო სუფრასთან მიჩვევაო. მაგალითად გაქვთ ბორში სახლში, აჭმევ ბავშვსაც ბორშს, გაქვს ხაჭაპური, გაქვს კატლეტი და პიურე, რაიმე ჯანსაღი სადილი რაც გექნებათ, ნებისმიერი შეგიძლია გაასინჯოო. კარაქზე ვკითხე და კარაქი უფრო გემრიელი რამეა ვიდრე სასარგებლოო ამიტომ ეცადე ბევრიც არ მოგივიდესო, ზოგადად ცხიმები, როგორც ცხოველური ისე ცილოვანი, ბავშვის დღიური რაციონის მაქს. 10%-მდე უნდა იყოსო.
ზოგადად ასე აკრძალვით ირაკლი თითქმის არაფერს კრძალავს, აი ძალიან ლიბერალურია მართლა, უბრალოდ არაჯანსაღ რამეს არ უწევს რეკომენდაციას. ლოიალური ექიმია და ძალიან პოზიტიური და ღრმა ცოდნა აქვს ყველაფერზე, რაც ყველაზე მთავარია. მე ის მომწონს რომ ისეთი შეგრძნება მაქვს ირაკლისთან თითქოს მარტო ჩემი შვილია იმ დღეს პაციენტი, გისმენს ძალიან ყურადღებით, გიხსნის ყველაფერს ძალიან დეტალურად. არ ეზარება საუბარი, ბავშვს სინჯავს ყურადღებით, ანალიზებსაც ეცნობა ყურადღებით.

Posted by: მზე 9 Oct 2020, 15:49
narkozeli
QUOTE
უი მიქელაძეზე შენც დაგიწერია ახლა ჩავედი პოსტის ბოლოში

კი ძაან გავბრაზდი მეც biggrin.gif

QUOTE
კვებაზე ახლავე დაგიწერ ცოტა ვრცლად, კომპიუტერიდან

როცა მოიცლი, მადლობა <3

QUOTE
სხვათაშორის ზოგი მეუბნება ძაან მარტივად ვეწერებიო, მე კი მომიწია რამდენიმეჯერ დარეკვა, არ იცოდნენ გრაფიკი წინასწარ, მერე ბათუმში იყო, მერე ქუთაისში იღებდა პაციენტებს და მოკლედ ჩემთვისაც არ იყო ადვილი ჩაწერა.
არა მე არ მქონია ჩაწერის პრობლემა. 2-ჯერვე ჩაწერილი ვიყავი. პირველად როცა მივდიოდით მივედით და საათზე მეტ ხანს მომიწია რიგში დგომა. შვებულებიდან გამოსვლის პირველი დღე იყო და მგონი ყველა მიაწყდა. რეგისტრატურაში მითხრეს რომ რამდენიმე რთული პაციენტი იყო დილიდან და აირია რიგიო. სამწუხაროდ, უფრო დიდ ხანს ვერ დაველოდე, შესვენებაზე და წამოვედი. თან მეუბნებოდნენ არ ვიცით როდის შეხვალო და სადღაც საათი და 15 წუთი რო გადაცდა ჩაწერას და კიდე არ უჩანდა ბოლო მინიმუმ ნახევარი საათი, წამოვედი :|

მეორედ კიდე, მთაწმინდაზე მივდიოდით და მოხდა ისე რომ იმ საშინელ ვიწრო ქუჩებში ვიღაცამ შემოუხვია პროწივზე, ჩვენ სწორად მივდიოდით მაგრამ ნუ მოკლედ გაგვჭედა, ერთი 20 წუთით და ამიტომ დავაგვიანეთ. 20 წუთი რო იყო გადაცდენილი დამირეკეს აზრი აღარ აქვს ნუ მოხვალ ვერ შეხვალთო :| და წავედით სახლში :|

ჰოდა ეხლა კიდე მინდა მივიყვანო. ცდა #3 biggrin.gif

QUOTE
ხლოდან კიდე უკეთესია  მსგავსი კვალიფიკაციის ექიმი მართლა არ გვყავს თბილისში ადამიანმა ყველა საკითხი იცის სიღრმისეულად და არ არის ზედაპირული

აუ კი სხვებისგანაც მსმენია და ძალიან მინდა მისვლა love.gif

Posted by: narkozeli 9 Oct 2020, 15:50
unusual
QUOTE

მაგ ანალიზებს ყველა ვიზიტზე გთხოვენ თუ რაიმე მიზეზს ხედვენ? გეგმიური ვიზიტი ერთი წელზე სრულდება? თუ როგორ არის ეგ?
მრჩეველში მირჩიეს ნინო ჯაშიაშვილი და თუ გსმენია?


კი, მრჩეველში 1 წელზე გეგმიურად ყველას აკეთებინებენ სისხლის საერთოს და ტყვიას რომ შეფასდეს რამდენად სწორად ხდება ბავშვის განვითარება, ტყვია სისხლში თუ დიდი რაოდენობითაა, აფერხებს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.
ნინოზეც მსმენია, ასევე ლელა ზანგურიშვილზეც და მრჩეველში ყველა კარგია მართლა. ირაკლი უბრალოდ უფროსია პედიატრიული სამსახურის და ისე ერთნაირი მიდგომა აქვთ თითქმის ყველა საკითხზე.

ხო ასევე მრჩეველში 6 თვიდან/ კბილების ამოჭრიდან ყველას უნიშნავენ ფტორს. მე მაგალითად ფტორიან დ ვიტამინს (ნუტრიჯენ ბონიდენტს) ვაძლევ. 2 წლამდე სავალდებულოა.
* * *
მზე
QUOTE
როცა მოიცლი, მადლობა <3


დავწერე შეძლებისდაგვარად, ბევრი ვისაუბრეთ ძალიან, თუ რამე დეტალი გაინტერესებს და მე უკვე ვკითხე, გაგიზიარებ ^_^

QUOTE
მეორედ კიდე, მთაწმინდაზე მივდიოდით და მოხდა ისე რომ იმ საშინელ ვიწრო ქუჩებში ვიღაცამ შემოუხვია პროწივზე, ჩვენ სწორად მივდიოდით მაგრამ ნუ მოკლედ გაგვჭედა, ერთი 20 წუთით და ამიტომ დავაგვიანეთ. 20 წუთი რო იყო გადაცდენილი დამირეკეს აზრი აღარ აქვს ნუ მოხვალ ვერ შეხვალთო :| და წავედით სახლში :|

ჰოდა ეხლა კიდე მინდა მივიყვანო. ცდა #3


აბა წარმატებული ცდა biggrin.gif მესამე და სამართალი :დ

ჩვენც მთაწმინდაზე ვიყავით გუშინ, 5ზე ვიყავით ჩაწერილები და 10 აკლდა რომ შეგვიშვეს. ჩემამდე ჩემი ნაცნობი იყო ჩაწერილი, ფორუმელია ისიც )) 3 ზე იყვნენ და მერე ჩვენ ვიყავით 5ზე ანუ 2 საათი დაუთმო ფაქტიურად თითო პაციენტს.

QUOTE
ძალიან მინდა მისვლა


აბსოლუტური რეკომენდაცია ჩემგანაც love.gif

Posted by: makarena 9 Oct 2020, 15:54
unusual
QUOTE
მრჩეველში მირჩიეს ნინო ჯაშიაშვილი და თუ გსმენია?

მე მიმიღო, ირაკლი როცა შვებულებაში იყო და ბავშვს სიცხე ქონდა და ნინოსთან გადამამისამართეს. მეორე დღესვე შეძლო ჩვენი მიღება და ანალიზები ნახა და ბავშვი გასინჯა.

მკურნალობა არ დაგივწერა, რადგან სიცხე უკვე აღარ ქონდა და შესაბამისად ყველაფერზე კარგად გვიპასუხა. მომეწონა ნინოც, მაგრამ ჩემთვისაც ირაკლი შეუცვლელია.

Posted by: takoo1 9 Oct 2020, 15:55
nionia
გოგო არც მე ვჩქარობდი 5 თვის ისე გახდა მარტო ჩაი აქ გასინჯული ეგეც ყელის პონტში მითხრა პედიატრმა.ეხლა არ ველოდებოდი სხვათაშორის გამიკვირდა გაასინჯე ხილიო რო მითხრა biggrin.gif ისე ვაპირებდი მე თვითონ ერთ ორ კვირაში მეთქი გავასინჯებ რაღაცეებსთქო.უკვე ნერვები აღარ მაქ ამ ძუძუების არ შია და მაინც ძუძუ უნდა და რო ღეჭავს მე ტვინში სისხლი მექცევა facepalm.gif მაგიტო მეჩქარება რო იქნებ მალე დავანებებინო სანამ აზზე მოვა თორე ისეთი ჯიუტი კუროა წარბებს რო შეკრავს სუ ხელებს მიქნევს biggrin.gif biggrin.gif დიშ დიშ

Posted by: cvanca 9 Oct 2020, 15:56
narkozeli
ჩვენც ირაკლის პაციენტები ვართ და 1 წელზე მეც ავუღე ტყვია, ჰქონდა 12. მაშინ ირაკლიმ მითხრა, რომ მკურნალობა საჭირო არ არის. ეხლა 2 წლის ხდება და კიდევ მინდა გადავუკონტროლო, რა დააკლებდა, თუ არ მოიმატებდა. ანუ პოზიტიური პასუხის იმედი არ მაქვს. ხოდა, ვფიქრობ აი ვთქვათ აღმოაჩნდა მეტი, არსებობს საქართველოში მკურნალობის მეთოდი?

Posted by: narkozeli 9 Oct 2020, 15:58
nionia

ბიო საკვებზეც ირაკლიც გეუბნება რომ მთლად ასე ყველაფერს ვერ გავუკონტროლებთ და არ დაინევროზოთ თავებიო, კი რა თქმა უნდა ვეცადოთ ვაჭამოთ ჯანსაღად მარა ასე სოფლის ბოლოში ყველაფრის საძებნელად ვერ გავიქცევითო და მამენტ მართალიცაა.

Posted by: თუსი 9 Oct 2020, 15:58
gogatakoo
ვაა არადა აჭმევენ ჩვეულებრივად ქლიავის პიურეებს :/ არც ალერგენია

nionia
ვერ მვოითმინე და 1 კოვზი სტაფილოს პიურე ვაჭმაე დღეს :დ ჩემი ქმარი ატყდა უფროსწორად და მეც ავყევი :დ ძაან სასაცილო იყო კაი დრო გელის წინ :დდდდდდ
დიდად არ მოეწონა მაგრამ ჭამა ❤️

Posted by: makarena 9 Oct 2020, 15:58
cvanca
ჩემსას ქონდა 13. ამაზეც მითხრა რო არაა ცუდი შედეგი და მეც გადავუკონტროლებ 2 წელზე.

მკურნალობა არ არსებობს, კერა უნდა დაადგინო, საიდან იღებს დიდი რაოდენობით და იმ კერას მოარიდო.

50-ზე ზემოთ არის საშიში, მანამდე უბრალოდ აკვირდები როგორ იმატებს და ვსო.

Posted by: narkozeli 9 Oct 2020, 16:00
cvanca

ტყვიის მკურნალობა ხდება პრობლემის მოცილებით ანუ უნდა მიაკვლიო საიდან აქვს ბავშვს ეს ტყვია (საღებავები, სათამაშოები და ა.შ) და რაზეც ეჭვს მიიტან, მოაშორო და ნახო თუ დაიკლებს. თუ მშობლებსაც აღმოაჩნდათ ესეიგი სადღაც სახლში იმალება ტყვიის წყარო, თუმცა 50-მდე თუ არაა, არ თვლიან საგანგაშოდ. 12 არაა ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად, 20დან ზევით არაა მთლად სახარბიელო მაგრამ აგერ 22 ქონდა ამ ჩემი ახლობლის ბავშვს და არც ამაზე არ დაუპანიკებია ირაკლის.

Posted by: cvanca 9 Oct 2020, 16:03
makarena
კერა როგორ დგინდება?
ნუ ჩვენ დინამოსთან ვცხოვრობთ და საშინელი ეკოლოგიური მდგომარეობაა, ალბათ ეს არის პირველ რიგში მიზეზი. sad.gif
მზე
დაიწყო ნიამ ჭამა? ჩემმი დატოსტილ პურზეა და 1 ვაშლზე დღეში. უკვე ისე ვნერვიულობ. თმის ცვენა დაეწყო, ფაღავასთან მყავს 19 ში ჩაწერილი, ჰორმონები უნდა გამოვუკვლიო
* * *
narkozeli
ნეტა რამე მეტალოდეტექტორი არ არსებობს ტყვიაზე? biggrin.gif

Posted by: takoo1 9 Oct 2020, 16:13
თუსი
გოგო პიურე არ ვიცი,ცოცხალ ხილზე ვამბობ ანუ პირდაპირ ქლიავი აჭამა და რაღაც დაემართა,არადა ვიცი რო ყველა უნიშნავს და აზზე არ ვარ შეიძლება იმ ბავშვს ქონდა რამე კუჭნაწლავის პრობლემა და ვერ მოინელა მარა ისე შემეშინდა ვერ გავასინჯებ იზმენით მოვკვდები biggrin.gif

Posted by: makarena 9 Oct 2020, 16:54
cvanca
პირველ რიგში ალბათ სათამაშოების გამოკვლევას იწყებ, მერე ნუ კედლები თუა ახალი გარემონტებული, საღებავებშია ყველაზე მეტი როგორც ვიცი. ალბათ კითხვარი ექნება და იმის მიხედვით უნდა დაადგინოთ.

ჯერ რაღაცას გააქრობ, გადაკონტროლებ 6 თვის მერე, თუ იგივე იქნება ან ოდნავ მომატებული, ე.ი. კერას მიაგენი. თუ იმატებს, გააგრძელებ კვლევა-ძიებას givi.gif გეთანხმები კერის აღმოჩენა არაა მარტივი, მაგრამ შეიძლება რა. ეს ოღონდ 50ზე მეტი თუ აქვს ბავშვს და მანამდე არ გაქვს სანერვიულო

Posted by: unusual 9 Oct 2020, 17:09
narkozeli
შენს რეკომენდაციას ყოველთვის ვენდობი. smile.gif კარგი და მუდმივი პედიაერის ძიებაში ვარ, და ვნახოთ აბა. ერთმა ჯაშიაშვილი მირჩია, და აგერ რცხილაძესაც რეკომენდაციას უწევთ ყველა. თორე ჩაჩავაში ვინც გამისინჯა პირველად ბავშვი იმასთან დავდივარ დღემდე და არც სისხლის და არც ტყვიის ანალიზი არ მოუთხოვიათ და არც ფტორი დაუნიშნიათ. აქამდე მხოლოდ დ ვიტამინდ და კალციუმს ვასმევდი. დაზღევა აანაზღაურებს მაგ ანალიზებს?
makarena
დავსერჩე რცხილაძე და მთაწმინდის ქუჩაო, და სადაა ეგ ქუჩა? მანქანით ავილად მივუდგები?

Posted by: makarena 9 Oct 2020, 17:15
unusual
კი ძაან, ჭონქაძეა იდეაში. საბაგირო თუ იცი ჭონქაძეზე, მთაწმინდის პარკში ასასვლელი. საბაგირო რა, ფუნიკულიორი, აი მაგის პირდაპირ არის ზუსტად.

უბრალოდ მრჩეველს ხო რამდენიმე ფილიალი აქვს და ხან მანდაა, ხან ყაზბეგზე, ხან ვაკეში. უმეტესად ჭონქაძეზე.

Posted by: unusual 9 Oct 2020, 17:23
makarena
QUOTE
უბრალოდ მრჩეველს ხო რამდენიმე ფილიალი აქვს და ხან მანდაა, ხან ყაზბეგზე, ხან ვაკეში. უმეტესად ჭონქაძეზე.

გასაგებია. ვაკე მაწყობს ყველაზე მეტად, მანქანაც არ დამჭირდება bis.gif

Posted by: თუსი 9 Oct 2020, 17:39
gogatakoo
ვაა არადა აჭმევენ ჩვეულებრივად ქლიავის პიურეებს :/ არც ალერგენია

nionia
ვერ მვოითმინე და 1 კოვზი სტაფილოს პიურე ვაჭმაე დღეს :დ ჩემი ქმარი ატყდა უფროსწორად და მეც ავყევი :დ ძაან სასაცილო იყო კაი დრო გელის წინ :დდდდდდ
დიდად არ მოეწონა მაგრამ ჭამა ❤️

Posted by: narkozeli 9 Oct 2020, 18:18
cvanca
QUOTE
ნეტა რამე მეტალოდეტექტორი არ არსებობს ტყვიაზე?


საინტერესო იქნებოდა ისე მართლა)) არ გამიგია
* * *
unusual
QUOTE
შენს რეკომენდაციას ყოველთვის ვენდობი.


მადლობა 2kiss.gif მართლა ძალიან ძალიან ბევრს ვიკვლევ და ვეძიები ყველა დეტალში, რავიცი ჯერ-ჯერობით ბავშვის მხრიდან მიფასდება და მერე ვნახოთ,იმედია დიდხანს იქნება ასე..

QUOTE
თორე ჩაჩავაში ვინც გამისინჯა პირველად ბავშვი იმასთან დავდივარ დღემდე და არც სისხლის და არც ტყვიის ანალიზი არ მოუთხოვიათ და არც ფტორი დაუნიშნიათ. აქამდე მხოლოდ დ ვიტამინდ და კალციუმს ვასმევდი. დაზღევა აანაზღაურებს მაგ ანალიზებს?


ჩაჩავაში ია დავითაია და ფატი შალამბერიძე არიან ძირითადად, ცუდი არ არიან მარა უკეთესიც არსებობს, ცოტა ჩამორჩნენ გაიდლაინებს.
ტყვიას არ ანაზღაურებს არცერთი დაზღვევა, ფუფუნებად ითვლება facepalm.gif 100 ლარი ღირს. დანარჩენი ამინაზღაურდა ყველაფერი.

Posted by: unusual 9 Oct 2020, 18:31
narkozeli
QUOTE
ტყვიას არ ანაზღაურებს არცერთი დაზღვევა, ფუფუნებად ითვლება  100 ლარი ღირს

აი რა არის იცი? ფულის ამბავში არ ვამბობ მაგრამ ტყვიის ანალიზს აზრი აქვს? რაღაც მეორეხარისხოვნად მიმაჩნია. რაღაც დოზით ყველას გვაქვს და რამდენი ბალით მეტი ან ნაკლები გვექნება მაგის კირკიტით შეიცვლება რამე? მედიკამენტი რომ არსებობდეს კიდე ხო. გეუბნებიან მიზეზს შენ მიუხვდიო, მაშინ უნდა შეიცვალო საცხოვებელი სახლი და სადმე მთაში გადახვიდე საცხოვრებლად სადაც არც გამონაბოლქვია და არც ქიმიური რექციები. და იქაც რამდენად ხარ დაზღვეული კაცმა არ იცის, იქაც მიზეზი შეიძლება სხვა რამე აღმოჩნდეს. ანუ ვერ გაექცევი და მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, მაგ: მოვერიდოთ უხარისხო სათამაშოები, ხშირი სეირნობა სუფთა ჰაერზე და ა.შ მაგრამ მთლიანად შეამცირო? გამორიცხულია..?

Posted by: nino84 9 Oct 2020, 19:45
მზე
რცხილაძესთან მინდოდა, 7 თვეზე გვიწევდა ვიზიტი და სანამ ჩავეწერები გახდება რვის )))
* * *
narkozeli
მეც რცხილაძესთან მინდოდა ჩაწერა და მესამე კვირაა ჯერ არ ვწერთ ჯერ არ ვწერთო მეუბნებოდნენ და დღეს 23 ზე ალბათ შეძლებსო მიღებას.

******
მრჩეველში რცხილაძის გარდა ვის მირჩევთ ადვილად რომ ჩავეწერო?კანკია გამიგია ფორუმიდან ისიც. ჩემ გოგოს რძის ცილის აუტანლობა აქვს და კვების საკითხიც მინდა სწორად დამიგეგმოს როდის გავასინჯო რძიანი პროდუქტი რამე.
* * *
gogatakoo
სემპერის სტაფილოს რაფსის ზეთი აქვს, მე ჰიპს ვყიდულობდი. გირჩევ შემადგენლობა წაიკითხო და მარტო ბრენდს არ ენდო. გერბერიც კარგია, გოგრას გერბერს ვაჭმევდი თავიდან. ბროკოლი პირველი საკვებისთვის ცოტა მძიმეა, არ გაბეროს. გოგრა, ცუკინი (ყაბაყი), სტაფილო, ბატატი ესენი ჯობია. მოგვიანებით გავასინჯე. ყვავილოვანი. ბროკოლს ეხლა ვაპირებ მივცე 7 თვისაა.

Posted by: takoo1 9 Oct 2020, 22:51
nino84
6 თვეზე ბროკოლი ადრეა? ჩემი და 5 თვიდან აძლევს ანუ 5ის რო გახდა მისცა,სახლში უკეთებს კარტოფილს სტაფილოს და მაგას ერთად, 7 თვე მგონი ცოტა გვიანია არა?
მე სიმართლე გითხრა საერთოდ არ მინდოდა ეგ ქილის ბოსტნეული მიმეცა პედიატრმა მითხრა და მაგიტო ვაპირებ თავიდან ერთი მიცემა ეგრე მივცე მერე მე თვითონ გავუკეთებ სახლში ყველაფერს.

გოგოებო ბროკოლს რომელი თვიდან აძლევთ? და ქილის ბოსტნეულს რომელ ბრენდს დაწერეთ რა. ❤️

Posted by: anibani18 10 Oct 2020, 10:39
gogatakoo
მადლობა მოკითხვისთვის, თაკო <3
დღეში ერთხელ, ხანდახან ორჯერ ვაძლევ დამატებას. ხან 20-ს ჭამს, ხან მთლიან ულუფას. ამ რძეს ვერაფერი გავუგე, ახლა ვითომ ისევ არის. იმ დღეს, რომ გითხარი, თითქმის საერთოდ არ მქონდა. გუშინ გამოიწველე კიდეც და ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი 80 მილიგრამით smile.gif
დავლევ კიდევ იმ პიულატეს, რას იტყვი? იცი რა ვიფიქრე, იმდენი ხანი ვსვამდი პროლაქტინის დამწევს, იქნებ ამან იმოქმედა? როგორ ფიქრობ?
კუპლატონს ვასვმევ ახლა და მგონი უფრო შველის ვიდრე ესპუმიზანი.
nino84
ნინო, ბოდიში რომ ჩაგეძიები ამ ჩაბანაზე, რამდენიმე ვიდეო ვნახე და ყველგან სხვადასხვანაირად ამბობდნენ. ცოტა უნდა გადავუწიო თუ არა ჩაბანისას? დღეს რაღაც თეთრი ნადებივით შევნიშნე

Posted by: nino84 10 Oct 2020, 13:00
გოგოებო, ლოყები აქვს გაწითლებული და ნიკაპი ჩემ გოგოს, აი დიათეზივით. ალერგია არამგონია იყოს საკვებზე ყოველ შემთხვევაში. კორესატინმა არ უშველა. ავენის ქსეროკალმ ად წაუსვიო პედიატრმა, გიხმარიათ? რამდენად ეფექტურია?

Posted by: takoo1 10 Oct 2020, 13:41
anibani18
არარი ცუდი შედეგი ჯერჯერობით მეც ეგრე 80-100 ვიწველებოდი smile.gif ერთი ძუძუდან თუ ორივედან 80?
გოგო ჩისტა პროლაქტინის თემაა ეგ რძე მე თუ მკითხავ, დალიე კიი პიულატე წევს მაღლა სვი ნუ გეშინია არაფერს არ გიზამს ეგ მაგის არ შეგეშინდეს.
ხო სხვადასხვანაირად ჭამენ,გააჩნია შენი რძე რამდენი აქ ნაჭამი.ჩემიც ეგრე იყო ხან 60ს ჭამდა ხან 30ს ხან საერთოდ არ ჭამდა ხოლმე,ნუ ეგ უფრო რო წამოიზარდა მერე დაიწყო გემო არ მოსწონდა.

Posted by: nionia 10 Oct 2020, 13:52
nino84
QUOTE
გირჩევ შემადგენლობა წაიკითხო და მარტო ბრენდს არ ენდო. გერბერიც კარგია, გოგრას გერბერს ვაჭმევდი თავიდან. ბროკოლი პირველი საკვებისთვის ცოტა მძიმეა, არ გაბეროს. გოგრა, ცუკინი (ყაბაყი), სტაფილო, ბატატი ესენი ჯობია. მოგვიანებით გავასინჯე. ყვავილოვანი. ბროკოლს ეხლა ვაპირებ მივცე 7 თვისაა.

სრულიად ვემთხვევით ნინო, მეც მასე ვაპირებ ზუსტად.
გოგრა, სტაფილო, ბატატს გავასინჯებ პირველად.
ანუ გერბერის არის გოგრა კარგი და სტაფილო ჰიპის ხომ?
და ბატატი ქილებში არის მზა სახით?' თუ ვიყიდო უნდა და მოვამზადო?
* * *
unusual
QUOTE
აქამდე მხოლოდ დ ვიტამინდ და კალციუმს ვასმევდი.

ჩაგეკითხები რა smile.gif))
კალციუმს რატომ უნიშნავდა?
და ანალიზი თუ გაგაკეთებინათ დანიშვნამდე

Posted by: nino84 10 Oct 2020, 15:43
nionia
ბატატი არაა ქილებში, ფერმერების მარკეტში ვიყიდე დიდ დიღომში. მგონი აგროჰაბსაც აქვს

Posted by: Tua 10 Oct 2020, 15:46
nionia
ბატატი ქილის ჩვენთან არაა საქართველოში, ლაგოდეხის ქართული აქვს მხოლოდ ფერმერების მარკეტს, ბარბალეს და დაფნას ვაკეში, აგროჰაბში კარფურში უცხოური იყო ბოლოს რომ.ვიყავი , კარფურში ჩინეთიო აწერია საერთოდ. მაგრამ შენ მგონი ბათუმში ხარ ხო?sad.gif

Posted by: takoo1 10 Oct 2020, 19:36
nino84
აუ სადარი ეგ ფერმერების მარკეტი დიღომში? მირიან მეფეზეა თუ იბერზე?

Posted by: nino84 10 Oct 2020, 20:59
gogatakoo
დიდი დიღომი, მირიან მეფის 23
☎️ 591 19 27 89
მიწოდების სერვისიც უწერიათ რომ აქვს ფეისბუქზე
* * *
Tua
ტუა, ოსპს სად ყიდულობ ბავშვისთვის და როგორ უმზადებ?

Posted by: anibani18 11 Oct 2020, 12:20
gogatakoo
ორივედან 80 გამოვიდა. მაგრამ ცოტა დავტოვე კიდევ.
ყოველი ჭამის მერე ვერ ვახერხებ გამოწველას, თან თავებიც მიღიზიანდება და საწველის დანახვაზე ცუდად ვხვდები. დღეს ისევ გამოვიწველი, იქნებ მოიმატოს ცოტა.
გუშინ ბევჯერ მივეცი დმაატება, რადგან საერთოდ არ ეყო ჩემი რძე.

Posted by: takoo1 11 Oct 2020, 13:15
anibani18
და რატო იწველი ყოველი ჭამის მერე? ეგ როცა ბევრი რძე რჩება მაშინ აკეთებენ მასე,მე რო გამოვიწველე ვაფშე აღარ ჩადგა მერე,არ გინდა თუ წოვს ბავშვი არ გამოწველო ხშირად მიეცი პროსტა.3 საათში ერთხელ ნუ მისცემ. ისე ეო წოვს როგორ გრძნობ გაწვება?
სვაამ პიულატეს?

Posted by: nionia 11 Oct 2020, 14:26
nino84
მადლობა ნინო.
Tua
QUOTE
მაგრამ შენ მგონი ბათუმში ხარ ხო?

კი გოგო , ვარ ბათუმში და აგროჰაბის და კარფურის იმედად :/
ბავშვი არ დამრჩეს უბატატოდ, მაგის გამო არ მომიწიოს ახლა თბილისში ჩამოქანებამ
biggrin.gif

Posted by: Tokyo.tokyo 11 Oct 2020, 17:33
anibani18
ან მე ბუნებრივზე მყავს.რძის ნაკლებობას არ ვუჩიოდი,უფრო მეტიც ხანდახან მეორე ბავშვსაც ვნატრობდი რომ იმდენი მქონდა მტკიოდა ხოლმე და ვიწველიდი და ვღვრიდი.2 დღე ძალიან ცოტა მქონდა გადაღლა უძილობა უჭმელობა ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო დაა სასწრაფოდ მივაშველე მეძუძური დედის ჩაი ჰიპის და პლიუს გალეგადეპი ერთხელ დღეში.იქნებ სცადო შენც.
ხო კიდე რასაც დავაკვირდი ჩემ შემთხვევაში ასე იყო.საათობრივად რომ დავუწყე ჭამა რძე ნაკლები მქონდა.ახლა როცა მოითხოვს მაშინ ვაჭმევ.
* * *
მოკლედ 4 თვიდან მინდოდაა დამემატებია რაღაცეებიი მაგრამ მგონი გადამაფიქრებინეთ :დდ არადა როგორ ველოდებოდი 4 თვეს.ჯერ 1 თვე კიდე წინ მაქვს მაგრამ ....

Posted by: matuti 11 Oct 2020, 17:35
გოგოებო, საკეისრო ვისაც გაქვთ გაკეთებული, მაინტერესებს თქვენი გამოცდილება ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით, როგორც ვიცი ცოტა პრობლემაა რძის მოსვლა მაგ დროს და სინამდვილეში როგორ ხდება?
შეიძლება მომიწიოს საკეისრო კვეთით ბავშვის გაჩენა და ვნერვიულობ, მინდა რომ ძუძუ ვაჭამო თავიდანვე.

Posted by: Tua 11 Oct 2020, 18:52
nino84
ნინო ოსპს ვყიდულობ გუდვილში ან კარფურში ოღონდ წითელს, ქართული შეფუთვისას არვყიდულობ, ასევე თურსაში აქვთ თურქულ სუპერმარკეტში კარგი ოსპი. ოსპს ვუმზადებ ასე, ნახევარი პაწაწინა ხახვი, პატარა ნაჭერი ბულგარული ნახევარი სტაფილო, ნახევარი პატარა პომიდორი კანგაცლილი და თესლების გარეშე ( შეგიძლია პომიდვრის გარეშეც გააკეთო) , დაფნის ფოთოლის ნაგლეჯი, 2 სუფრის კოვზი წყალში დამბალი ოსპი . ვჭრი ხახვს და ვთუშავ შესაწვავ ზეითუნში, როცა გახდება გამჭვირვალე, ვყრი წვრილად გახეხილ სტაფილოს 1 წუთში ვყრი წვრილად დაჭრილ ბულგარულს , გახეხილ პომიდორს და ნიორს, 2 წუთი ვთუშავ დაბალ ცეცხლზე და ვასხავ წყალს რომ დაიფაროს, ვაგდებ დაფნას და ვადუღებ 7-10 წუთი სანამ არდარბილდება კარგად, მერე ვყრი ოსპს და კონსისტენციის მიხედვით ვასხავ წყალს თუ სჭირდება, ვხარშავ 15-20 წუთი ფაფისებრი კონსისტენცია გამოდის, ვიღებ დაფნას, ვაჭრი ცოტა ოხრახუშს და კამას წვრილად წამოვადუღებ და ვაბლენდერებ კრემ სუპის კონსისტენციამდე. რომელიმე ინგრედიენტი თუ არგაქვთ გასინჯული ჯერ ცალცალკე გაასინჯე, მე დაფნას დუშისტის, ცოტა პილპის, ორეგანოს 8 თვის ასაკიდან ვუშვები სადილებში და მიჩვეულია ეს.
* * *
matuti
მე მაქვს საკეისრო კვეთა გაკეთებული, ზუუსტად კვეთიდან 3 საათში მქონდა ხსენიც და მეორე დღის ბოლოს რძეც, მესამე.დღეს იმდენი რძე მქონდა მასკდებოდა ( ცუდი სადინარები მაქვს და გამიმაგრდა გამიწითლდა მკერდი) , საკეისრო არაფერ შუაშია საერთოდ რძის მოსვლასთან ეგ ან გენეტიკურია ან კიდევ ორგანიზმზეა დამოკიდებული, მე 5-6 ზომამდე მკერდი მაქვს , ცოტა უკვირდათ რომ საერთოდ რძე მქონდა smile.gif

Posted by: matuti 11 Oct 2020, 18:55
Tua
QUOTE
მე მაქვს საკეისრო კვეთა გაკეთებული, ზუუსტად კვეთიდან 3 საათში მქონდა ხსენიც და მეორე დღის ბოლოს რძეც, მესამე.დღეს იმდენი რძე მქონდა მასკდებოდა ( ცუდი სადინარები მაქვს და გამიმაგრდა გამიწითლდა მკერდი) , საკეისრო არაფერ შუაშია საერთოდ რძის მოსვლასთან ეგ ან გენეტიკურია ან კიდევ ორგანიზმზეა დამოკიდებული, მე 5-6 ზომამდე მკერდი მაქვს , ცოტა უკვირდათ რომ საერთოდ რძე მქონდა

გაიხარე, გამახარე ამ ინფორმაციით smile.gif
და კიდევ რა მაინტერესებს, ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში მოიყვანენ ბავშვს დედასთან?

Posted by: Tua 11 Oct 2020, 18:56
anibani18
ანი ყოველ 3 საათში უნდა იწველო რძე რომ მოგემატოს თუ ბავშვს არაჭმევ ყოველ 3 საათში და უბრალოდ იწველი დიდი შანსია უფრო შეცოტავდეს კიდევაც , ჩემი ახლობელი სულ ჰიპის ჩაის სვავდა დღეში 10 ჭიქას მგონი და 1 წლამდე აჭამა მაგით იმატებდა რძეს., თავებზე კაკლები იხმარე და მალამო

Posted by: matuti 11 Oct 2020, 18:58
Tua
და კიდევ რა მაინტერესებს, ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში მოიყვანენ ბავშვს დედასთან?

Posted by: Tua 11 Oct 2020, 20:46
matuti
ჩემი ინტენსიურიდან ჩამომიყვანეს თუ არა მაშინვე მოიყვანეს ჩემთან და ძუძუ ვაჭამე მაგრამ იმ დღეს ვერ ავდექი და ბავშვს ვერ მოუვლი.
* * *
gogatakoo
როგორც მახსოვს საბურთალოზე ცხოვრობ ხო? კვირას 12-5 სათამდე ვაჟას ძეგლთან მარიჯანის ქუჩაზე არის ბარბალე, ბიო უსასუქო კარტოფილიც აქვთ და ბატატიც იგივე აქვთ რაც დიღომში, ხახვიც აქვთ უსასუქო ნიორიც, ბულგარულიც და ჭარხალიც.

Posted by: nionia 11 Oct 2020, 21:48
Tokyo.tokyo
4 თვიდან ნამეტანი ადრეა გოგო, 6 თვიდანაა რეკომენდებული.
მშვიდად ველი 6 ნოემბერს :დდდდ
6 ხდება და მერე გავასინჯებ.
QUOTE
.საათობრივად რომ დავუწყე ჭამა რძე ნაკლები მქონდა.ახლა როცა მოითხოვს მაშინ ვაჭმევ.
* * *

არ შეიძლება რეჟიმით ჭმევა ბუნებრივის შემთხვევაში არაფრით no.gif

სად გყავს პედიატრი ?
მე ბარათაშვილზე მყავს აღრიცხვაზე და წამოყვანა მინდა :/

Posted by: takoo1 11 Oct 2020, 22:19
Tua
კი ნუცუბიძეზე მარა დიღომში ვარ ხშირად დედაჩემთან და იქვეა ეგ ფერმერების მარკეტი იქ შევივლი ხვალ აბა ვნახავ,მადლობა❤️
nionia
მე ხვალ ვასინჯებ სტაფილოს,გერბერის ვიყიდე ერთი ჩორტია რაsmile.gif მაინც გასასინჯებლად მინდა ერთი ორი კოვზი,ბროკოლსაც გავასინჯებ ამ დღეებში და მერე უკვე სახლში დავუწყებ პიურეებს ისე მიხარია ❤️
* * *
Tokyo.tokyo
აუ მაგ გალეგადეპსაც ვსვავდი biggrin.gif მოკლედ ყველაფერი მაქ მგონი გასინჯული მე,ვაფშე არ მქონდა შედეგი.
ხო აი ეგაა რა დასვენება,ძილი და კარგი კვება მოქმედებს ნამდვილად.ჩემი იშვიათად ითხოვს ჭამას 3-4 საათი არ უნდა და მიკვირს 6 თვემდე რო მოვედით.ბევრი არ მაქ მარა ამას ყოფნის ნამატიც კარგი აქვს.
გოგო რატო გეჩქარება დამატება ხო გაქ რძე თუ შეგიცოტავდა

Posted by: Tua 11 Oct 2020, 22:40
gogatakoo
ბარბალეში პროდუქციის არჩევანი მეტია სტაფილოც აქვთ, ფერმერებში მარტო ბატატს თუ იყიდი.

Posted by: anibani18 12 Oct 2020, 08:53
gogatakoo
ასე დამარიგეს, ვითომ ტვინს მიეწოდება ამ დროს სიგნალი, რომ რძე არ ყოფნის ბავშვს და მეტის გამომუშავებას იწყებს. მაგრამ ყოველი ჭამის შემდეგ მაინც ვერ ვიწველი, სად არის ამდენი დრო smile.gif
პიულატე ვეღარ ვიშოვე ახლომახლო აფთიაქებში, იქნებ ცოტა შორს გავიდე დღეს.
რა უნდა მაწვებოდეს, თაკო? რძის ჩადგომას ვგრძნობ ღამ-ღამობით და ვსიო, მევსება თითქოს. სხვა დროს ჩვეულებრივად ვარ, მაგრამ ვაჭმევ მაინც. თუ არ ეყო, ვუმატებ მაშინ ფორმულას.
Tokyo.tokyo
როგორ არის შენი ბიჭი? ♡
გაღვიძება მენანება, რომ ვაჭამო. სძინავს ხოლმე რამდენიმე საათი, გაიღვიძებს და მოითხოვს თუ არა, მაშინვე ვაძლევ. შენ აღვიძებ ხოლმე?
ძილი არია მგონი პირველი წამალი რძის, მაგრამ იმდენი საქმეა, რომ ვერ ვახერხებ კარგად დაძინებას.
ვცდი აბა შენს რჩევებს, იქნებ ცოტა მომემატოს. ყველაზე მეტად კუჭის მოქმედებისთვის მინდა ეს ბუნებრივი რძე.
Tua
თეო, კაკლები რისთბისაა? მალამოს ვხმარონ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ლანსინოჰი მაქვს. ძირითადად ვაჭმევ და იშვიათად ვიწველი.
იცი რა მინდოდა მეკითხა, ფეხები მტკივა უცნაურად. ღუდუშაურში ვიყიდე თეთრი ჩულქები, კომპრესიის. ამ ჩულქების სიმაღლეზე ალაგ-ალაგ ისე მტკივა, გეგონება ჩალურჯებები მქონდეს. ღამითაც კი ვგრძნობ. კლექსანი მე უკვე შევწყვიტე, კუაგულოგრამა და დ დიმერი გავიკეთე, გავუგზავნე ჰემატოლოგს, მაგრამ პასუხი არ მაღირსა. გქონია ასეთი რამ? რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Tokyo.tokyo 12 Oct 2020, 09:32
nionia
ხოზრევანიძის კლინიკაში ნატალია ქობალავასთან დავდივართ ჩვენ.ისე აცრებს ევექსში ვიკეთებთ,მანდ ვართ აღრიცხვაზე ნანა ჩაუშბასთან ვართ.ნატალიაა ბათუმში ძლიერი პედიატრი.
* * *
gogatakoo
თაკო კი მაქვს რძე მაგრამ კოლიკებმა არ დაგვანება თავი.მეუბნებიან რომ სხვა რამეს რომ დაუმატებ აღარ ექნებაო.ალბათ ზედმეტად ცხიმიანი რძე გაქვსო.ისე ხელოვნური რძე ვიყიდეე სხვადასხვა და არცერთი არ ჭამა მეთქი რამკდენიმეჯერ ან თუნდახ დღეში ერჯერ რომ ჭამოს თქო მაგრამ ძუძუ უნდა ბავშვს :დდ
3 თვის გადხდაა და ამ კოლიკის გადამკიდეე მთელი ღამე არ გვძინავს.ლამის გადავყირავდე ისე ვართ.დღით კიდე ხელში უნდა სულ.ველოდებოდი 4 თვეს მაგრამ გადამაფიქრებინეთ.ეჭვი მაქვს ჩვენი პედიატეიც წინააღმდეგი იქნება დამატებაზე.ხელოვნურის ჩამატებაზეე გამიმართა ლექციები :დდ
* * *
anibani18
ამას ძლივს ვაძინებ :დდ ეს სიმწრის სიცილია :დდ ძილი არ ვიცით რა არის.კარგია რომ ძინავს.მაგ დროს შენც წამოწექი და დაიძინე თუ ვერ მოახერხებ ძილს დაისვენე მაინც.ძაან ნუ დაისტრესავ თავს რძეზე.მე პედიატრმა ძაან სერიოზულად დამსვა და მესაუბრა რომ მაგაზე საერთოდ არ ვიფიქრო არ მივუსმინო არავის.სიმშვიდეე შეინარჩუნე და რძე იქნებაო.მართლაც ძაან ნუ დაისტრესავ თავს.მოეშვი და აი ნახე როგორ მოვაა

Posted by: Tua 12 Oct 2020, 11:58
anibani18
ანი მე ჩულქები არმეცვა დავიღალე მაგათი გახდა ჩაცმით, დაწოლილზე უნდა გაიხადოო ასე მითხრეს და ნაკეისრალზე მაგის ჩაცმა გახდის თავი არმქონდა, ფეხები 3 თვე მტკიოდა ანი ალბათ 4იც sad.gif პროგესტერონებისგან და კლექსანისგან, კალციუმის ანალიზიც გავიკეთე მე მაინც. 4 თვის მეტე გამიარა თავისით კლეწსანმა იცისო და ამ ყველა წამალმა რასაც ორსულობაში ვიღებდით, მე 4 კვორა ვიკეთე კლექსანი მანანამ ეგეთი დანიშნულება მომცა და მერე ავიღე ანალიზები. მალამინო ასე ნახე ფბზე, თავებს აშუშებს და კიდე ამოყავსო ასე ამბობენ ვისაც ცუდი თავები აქვს. კაკლის ნაჭუჭია თაფლის სანთელით და მობანა არსჭირდება უბრალოდ ხანდახან უნდა მოიხსნა რომ არჩახურდეს.

Tokyo.tokyo
კოლიკები რომ მახსენდება მაჟრიალებს, ძალიან ურევს ბავშვის ძილის რეჟიმს და ნერვულ სისტემას უნადგურებს ბავშვს ფაქტიურად, მშობელსაც smile.gif)

Posted by: Tokyo.tokyo 12 Oct 2020, 12:01
Tua
კი ნამდვილად ფსიქიკკა შეგვერყა.მგონია რომ არასდროს დაგვანებებს თავს.თქვენც გქონდათ ? როდის დაგანებათ თავი? ან საერთოდ როგორ ებრძვოდით ?

Posted by: nionia 12 Oct 2020, 12:10
Tokyo.tokyo
QUOTE
მაგრამ კოლიკებმა არ დაგვანება თავი.მეუბნებიან რომ სხვა რამეს რომ დაუმატებ აღარ ექნებაო.ალბათ ზედმეტად ცხიმიანი რძე გაქვსო.

უბრალოდ აბსურდია, ნუ მოისმენ ხოლმე ასეთ კომენტარებს გეხვეწები.
რძე ზუსტად ისეთია როგორიც შენს ბაიას ჭირდება smile.gif)
კოლიკის წამალი არ არსებობს, რაღაც ხერხები არის ზოგ ბავშვს რა ამშვიდებს (შედარებით) ზოგს რა, ისე კი სამი თვის მერე გაივლის, თავისით. ცოტა დაგრჩა 2kiss.gif
* * *
Tokyo.tokyo
https://dedamicis.ge/rogor-davamshvidot-bavshvi/

გადახედე იქნებ დაგეხმაროს
* * *
gogatakoo
მოყევი აბა სტაფილოს და ბიჭოს ამბებიsmile.gif))
როგორ მოიწონა?

Posted by: Tokyo.tokyo 12 Oct 2020, 18:46
nionia
მე ასე ვფიქრობ.უბრალოდ ზოგს აქვს ზოგს არ აქვს.ჩვენ შემთხვევაში კიდე ძალიან ძლიერ ფორმაშია მგონი.სამის ვართ უკვე ახლა 4 თვეს ველოდებით და მინდა გითხრათ რომ ძალიან მამშვოდებენ და მეუბნებიან რომ 6 ან 7 თვემდე შეიძლებაა ქონდესო (საკუთარი გამოცდილებით)
მადლობაა ინფორმაციისთვის მგონი ყველაფერი გადავიკითხე რაც კი გუგლში მოიპოვებოდა :დდ ამ ყველაფრის ფონზე სულ გაღიზიანებული რომ არის კოლიკები რომ გადაუვლის მერე ეს ხასიათი გვექნება როგორღაც შესაცვლელი.მე ნევროზზე სამკურნალო ვიქნები :დდ მგონი უკვრ ვარ სამკურნალო :დდ

Posted by: Tua 12 Oct 2020, 21:43
Tokyo.tokyo
კი გვქონდა , ხანდახან ისე რომ ტრემორებიც ჰქონდა კოლიკებისგან 1 თვის იყო სადღაც , თავი დაგვანება2.5- 3თვის ასაკში სრულად მაგრამ მე ძუძუს დავანებებინე თუ არა და ფრისო ვომზე გადავედით შეუმცირდა ზუუსტად 7 დღეში, 1 თვე ვაჭამე ჩემი რძე მხოლოდ და ჩემს რძეზე ტიროდა სუულ, მერე აღარ ვაწოვებდი ვიწველიდი და შემცირდა და ფერი იცვალა რძემ წყალწყალა გახდა აზრი არ ჰქონდა ჭმევას , 1 თვე 24 საათში 3-4 საათი მეძინა,ასევე ბობოტიკმა და ბიოგაიამ გვიშველა ვომთან ერთად, 3თვე ვასმევდი წამლებს, კრიტიკულ სიტუაციებში ვიბურკოლიც ძალიან დაგვეხმარა. კოლიკების ხასიათი გადმოყვა კარგახანი ჭირვეული იყო ძილის დროს და მერე დავუმუღამე. user.gif

Posted by: Tokyo.tokyo 13 Oct 2020, 05:31
Tua
ანუ რას ამბობ ხელოვნურზე რომ გადაიყვანე არ ქონდა მერე ხო? სრულად ხელოვნურზე თუ ძუძუსაც აევხი ხოლმე? მეც მქონდა მცდელობაა ბევრჯერ რამოდენიმეჯერ მაინც რომ ჩამენაცვლებია ძუძუ ხელოვმურით დღეში,მაგრამ არ ჭამა ხელოვნური თან სხვადასხვა ვცადე სიმილაკის.ნეტა ეგ ხომ არ მეყიდაა?

Posted by: Tua 13 Oct 2020, 11:00
Tokyo.tokyo
არა ძუძუს აღარ ვაძლევდი საერთოდ არც გამოწველილს აღარ ვაძლევდი 1 თვის.მერე და 1 ღამის მერე რომლის დროსაც 6 სათი ტიროდა გადაბმულად ისე რომ აკანკალებდა , აზრი არჰქონდა თან წყალწყლა გახდა, რავი ყველა ბავშვი ინდივიდუალურია ხომ.იცი, ჩვენს სემთხვევაში გაამართლა, ვომი ანტიკოლიკური საკვებია სპეციალური, სიმილაკსაც აქვს იგივე კომფორტი, მე სიმილაკ გოლდს ვაჭმევდი და 2 კვებას ფრისო ვომს ვუმატებდი +წამლები პედიატრის დანიშნულებით

Posted by: makarena 13 Oct 2020, 12:39
Tokyo.tokyo
არ დაიჯერო რომ ხელოვნური შეუმსუბუქებს კოლიკებს, ტუას ბავშვი ძუძუზეც რომ ყოფილიყო, მაინც შეუმსუბუქდებოდა, და უბრალოდ ეგ არის დამთხვევა. აბრალებენ ხოლმე ძუძუთი კვებას ან ხელოვნურს.

კოლიკა ან აქვს ბავშვს ან არა. უნდა გაუძლო. მეტს ვერაფერს გირჩევ rolleyes.gif

Posted by: Tua 13 Oct 2020, 13:20
makarena
კი დავწერე კიდევაც რომ.ინდივიდუალურია, ზოგს რა შველის ზოგს რა, ზოგს არაფერი biggrin.gif მაგრამ ვისაც კოლიკებიანი ბავშვი არყავდა ვერც გაიგებ რა ნერვების უნდა ან ბავშვს ან დედას smile.gif))

Posted by: Tokyo.tokyo 13 Oct 2020, 15:55
Tua
სიმილაკი ნეოშური გარდა ყველა ვიყიდე.4 სხვადასხვა მაგრამ არ მოიწონა არცერთი.რატომღაც სიმილაკზე ჩავიციკლე.კლინიკაში სიმილაკს აჭმევდნენ და მომწონს ისედაც კარგი კვებაა.
makarena
კი ესეც არის ან ააქვს ბავშვს კოლიკა ან არ აქვს.მაგრამ თუამ სწორად აღნიშნა ძალიან დავიღალეთ მართლა თვეობით ღამე რომ ვერ იძინებ დღით კიდე სულ ხელში რომ უნდა გყავდეს.თან ამ განწირულ ტირილს რომ ისმენ და ვერაფრით ეხმარები ეს ყველაზე მეტად მაგიჟებდა.მგონი ყველაფერი ვცადეთ.ერთი დასკვნა გამომაქვს რომ თავისით უნდა გადაუვიდეს თორე არანაირი წამალი არ შველის.ნუ ყოველშემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში ასეა.ოდნავ თუ შეუმსუბუქებს ხოლმე რაღაც დროით.ტამიტაბი ყველაზე ეფექტურია მგონი.ოღონდ არ გეგონოთ რომ ვწუწუნებ ლაით კოლიკაზე არაა მართლა ძალიან გვაწამებს.სხვები რომ მეუბნებიან იცი რაა ჩემ შვილსაც აწუხებდა და კამის წყალი შველოდაო მაგრად მეცინება ხოლმე მაგაზე.ეგ არ არის მართლა საწუწუნო როცა კამის წყალი შველის.აი ეგ კოლიკების ხასიათი გვაქვს პლიუს ახლა მომატებული.ჭირვეულობა და საშინელი ტირილი

Posted by: makarena 13 Oct 2020, 16:43
Tokyo.tokyo
Tua
რა თქმა უნდა, ყველა ბავშმა თავისით უნდა გადალახოს, შენ თუ მხოლოდ მუცლის ჩათბუნებით დაეხმარები და ამ ყელაფერს დროებითი ეფექტი აქვს. მესმის კარგად, აქ უბრალოდ იმაზე იყო საუბარი თითქოს ხელოვნურ ნარევზე ბავშვს უკეთესი შედეგი ექნებოდა და მაგას გამოვექომაგე, ეს ასე არაა.

კოლიკები ბავშვს ან აქვს, ან არა და თავისით უნდა გაუაროს. მეტს ვერაფერს იზავ სამწუხაროდ და ისე მიკვირს ამ 21 საუკუნეში ერთი ტოქსიკოზს ვერ უშველეს ვერაფერი და მეორე ამ კოლიკებს. გასაოცარია პირდაპირ

Posted by: Tokyo.tokyo 13 Oct 2020, 17:08
makarena
მინდა გითხრა რომ ორივეე მე დამატყდა თავს ტოქსიკოზუ საშინელი და კოლიკა კიდე მასე......მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ეს ანგელოზი მყავს და ეს ყველაფერი დროებითიაა.
ხომ იცი წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო მსგავს სიტუაციაში ვარ ოღონდ მალეე დაგვანებოს თავიი ყველაფერს ვცდიი

Posted by: Tua 13 Oct 2020, 22:45
makarena
ჩვენს შემთხვევაში ანტიკოლიკურმა საკვებმა საგრძნობლად შეამცირა კოლიკები, გავლილი არჰქონდანნაღდად , ისევ ჰქონდა 3 თვემდე მაგრამ არა ისე როგორც ეს ძუძუზე იყო, 1თვის ბავშვს რომელსაც კოლიკა აქვს 1 დღეში და 2 დღეშიბისედაც არგასდით, მაგრამ ფრისო დაგვეხმარა ძალიან , ნუ ჩვენი შემთხვავა ხელოვნურმა გაამართლა იყო მართლა.
Tokyo.tokyo
სიმილაკს ვაჭმევდი მეც და კი ძალიან კარგი კვებაა, ყველაზე მიახლოებულია დედის რძესთან იქიდან რაც ბაზარზეა წარმოდგენილი. 3 თვის რომ გახდა არშეუმცირდა ცოტათი მაინც? ისტერიკების დროს შეგიძლია ვიბურკოლი გაუკეთო ხოლმე ძალიან ამშვიდებს და აწყნარებს, თან აყუჩებს, თან ბუნებრივია მცენარეული.

Posted by: Tokyo.tokyo 13 Oct 2020, 23:40
Tua
ვიბურკოლს 2ჯერ ვუკეთებდი დღეში.გოგო იცი რა თითქოს უკლო.ხან მგონია რომ უკლო და ისევ ეწყება.ახლა ამ ყველაფრის ფონზე ჭირვეულობაა დაემატა.უფლის წყალობით მალე გადავლახავთ ამას

Posted by: Neo777 14 Oct 2020, 11:58
ბავშვი ატირდა,

მიხედეთ, დააძინეთ და შემდეგ განაგრძეთ biggrin.gif

user posted image

Posted by: anibani18 14 Oct 2020, 13:02
Tua
საშინლად მტკივა ფეხები და ხელები, თითქოს ნაცემი ვიყო და სულ დალურჯებული მქონდეს ეს ადგილები. ვერ ვხვდები რისი ბრალია ან ვის მივმართო. სიარულიც კი მიჭირს ზოგჯერ. გეგონება კანი მტკივა, ზუსტად როგორც ჩალურჯებების დროს იცის ისე

Posted by: Tua 14 Oct 2020, 14:02
anibani18
ეგრე მტკიოდა ანიი მეც ზუუსტად, დილით რო. ვდგებოდი ჯერ ძლივს ვდგებოდი ფეხზე ისე ვიყავი თითქოს მცემეს sad.gif( ფეხებუ მტკიოდა საოოცრად დღემდე დამრჩა ცოტა როცა ვდგები sad.gif ისე ვიყავი თითქოს მიმბეგვეს დამალურჯეს, ხელებიც ეგრე მტკიოდა, მე კლექსანს ვაბრალებ sad.gif 4 თვე ასეთ კოშმარში ვიყავი მერე გამიარა თავისით ნელნელა , მქი ც გაიკეთე კალციუმის ანალიზიც. იყო კომენტები ღამე თოთებს ვერ ვშლიდი ტკივილისგან.
* * *
Tokyo.tokyo
ვაიმე 2ჯერ 1 წლის ბავშვის დოზაა მთლიანეს თუ უკეთებდი ბევრია ეგ sad.gif ნახევარია ახალდაბადებულის დოზა დღეში , 3 თვიდან 1 ცალი დღეში. იქნებ ხასიათი აქვს ბავსვს ეგეთი და სულაც არაა კოლიკა?

Posted by: Tokyo.tokyo 14 Oct 2020, 16:56
Tua
3 სხვადასხვა ექიმთან დამყავდა.მოკლედ სამივეს აზრი იყო ეგეთი.user posted image

Posted by: Tua 14 Oct 2020, 17:12
Tokyo.tokyo
ვაა ჩვენ ნახსვარი დაგვინიშნა საერთოდ 2 თვის რომ იყო დღეში 2ჯერ და ვწვალობდი გაჭრით, მერე დავიღალე და 1 ცალს ვუკეთებდი smile.gif)) ანუ ექიმების აზრი იყო რომ ბავშვის ხასიათია ასეთი?

Posted by: Tokyo.tokyo 14 Oct 2020, 23:54
Tua
არა ექიმის აზრით კოლიკები იყო რაც აწუხებდა.ღამე მოუსვენრად არის ბორგავს შფოთა და მუცლის ჭვალიაო ვიდეოო ვანახე როგორც ძინავს და მაგისთვის კიდე სხვა წამალი გამოუწერა.

Posted by: anibani18 15 Oct 2020, 10:02
Tokyo.tokyo
ჩემსასაც ასე სძინავს, ბორგავს მთელი ღამე, იზმორება, ხელებს-ფეხებს იქნევს, ხვნეშის და ა.შ. მუცლის ჭვალი არც ვიცოდი ასეთი.

Posted by: Tua 15 Oct 2020, 15:20
Tokyo.tokyo
ჩემი ხომ 1 წლის ხდება ეხლა და დღემდე ეგრეა სუულ დადის საწოლში sad.gif მოუსვენრად სძინავს. გათიშულს მარტო 2 -3საათი ტუ სძინავს და მერე იწყებს ბრუუნავს ყველა მხარეს მთელი ღამე.

Posted by: unusual 15 Oct 2020, 15:23
Tua
პირველად ფეხს რომ იდვავს ბავშვი რა სახის ფეხსაცმელი უნდა შევურჩიო ან რომელ მაღაზიებში?

Posted by: anibani18 15 Oct 2020, 15:33
Tua
ხმებს თუ გამოსცემს, თეო? ჩემი ფრუტუნებს, ხრუტუნებს, ქშინავს, იცინის და ა.შ.
დაორსულება, შენარჩუნებაზე რთული ყოფილა ბავშვის გაზრდა smile.gif თან რომ არ იცი ბევრი რამ და შეცდომებს უშვებ. ძილის ამბავშვი ცოტა ჭირვეულები გავხდით... თავიდან ისე კარგად იძინებდა, გული სიხარულით მევსებოდა. ვიცი, მაინც მომენატრება ეს დრო, ამიტომ არაფერზე ვწუწუნებ.
ენა როგორ გავუწმინდა ხოლმე?

Posted by: Tua 15 Oct 2020, 16:11
unusual
ორთოპედებმა და პედიატრებმა ფეხშიშველი ჯობიაო, ჩვენმა პედიარტმა არსჭირდება ორთოპედიულიო და მე არც მიყიდია მაღალი და ორთოპედიული ფეხსაცმელი, ჩვეულებრივი ბიტასები აცვია, ამას დიდი ზომა აქვს ფეხი უკვე 21 და ბამბინოში ვიყიდე ასევე პატარა ანგელოზებშიცაა ლილოში ( ფბზე შეგიძლია ნაცო გვერდი) კარგები და დღეს ბაზრობაზე ვიყავი და 60-70 ლარებში ძალიან კარგი ფეხსაცმელებია , ამ ასაკში ისე სწრაფად ეზრდებათ ფეხი ძვირიანს აზრი არ აქვს თან თუ ბავშვს არსჭირდება

anibani18
გოგო შენი პატარაა და ეგრეც უნდა იყოს, მაგ ასაკში ესეც ეგრე იყო ხან სწრაფად სუნთქავდა ხან იცინოდა , ხან ფეხებს იქნევდა ხან ხელებს, ჯერ ხომ არიციან საკუთარი ხელებისა და ფეხების არსებობის შესახებ, ძილი ჩვენი პრობლემაა დაბადებიან 2 კვირა იდეალურად ეძინა, 2 კვირის მერე დაიწყო არევები, მერე ღამე 4ჯერ იღვიძებდა ჭამდა , 3 თვის ჩათვლით არეულ დარეულები ვიყავით , ეხლა რა შედარებაა მაგრამ მთელი ღამე ბრუნავს ხან ზურგზე ხან მუცელზე ხან თავი ფეხებთან აქვს , ხან ლაპარაკობს რაღაცეებს ძილში ხმამაღლა smile.gif)) მთავარია უკვე აღარ ჭამს ღამე და ეგ მომეხსნა. 3 თვე მართლა რთულად გადავიტანეთ ყველანაირად, მერე ნელნელა დალაგდა დრო სჭირდება, გაცნობიერებასაც რომ.დაიწყებს საკუთარი ხელების და ხელს არშეუშლის მერე არც გააღვიძებს. რომ დაწერე სამშობიაროდან წყნარია და სულ სძინავსო , ყველა ბავშვი ეგეთია სამშობიაროში , 90% წყნარია და 4 საათში ერატხელ ჭამს მერე იწყებენ არევებს, თან ყველა ინდივიდუალურია და თავისთვის "უბერავს" ასე ვთქვათ, საწუწუნო რა გვაქვს , უბრალოდ ვისაც რთული ორსულობა გვქონდა მეც შენც, ამდენის გადატანა მოგვიწია ამდენი ნერვიულობა, ბუნებრივია რომ ჩვენი შვილები ვერიქნებიან წყნარები და ერთ ადგილზე მწოლიარეები ორსულობიდან გამომდინარე და ლოგიკურიცაა ❤

Posted by: anibani18 16 Oct 2020, 10:20
Tua
იცი რა უცნაურია, ის შემაღლება შენ რომ მითხარი, გავუკეთე და დაიწყო წრიალი ძილში, მერე მოვუხსენი და ახლა აღარ ტრიალებს ციბრუტივით. იქნებ დამთხვევაა, არ ვიცი.
გოგო, რთული ბავშვი არ არის, უფლის წყალობით, დღისით უჭირს ცოტა დაძინება. ან სიფხიზლე უნდა და მე ვაძინებ smile.gif
შენ როგორ აძინებდი შენსას თავიდან? თვითონ იძინებდა? ამას უნდა ცოტა ხელის შეწყობა, თავისით ვერ იძინებს. მგონი ჯერ ძალიან ადრეა ძილის რეჟიმს შევაჩვიო.
ძილზე პედიატრმაც მითხრა, ნორმალური არის ასე რომ სძინავსო.
ისიც მითხარი რა, თვეში რამდენი უნდა ჰქონდეს ნამატი. რამე ცხრილი არ არსებობს? 1 კვირაში პედიატრთან მივდივართ, 1 თვის ხდება და მინდა ინფორმარებული ვიყო. ისე კი მოპუტკუნდა, ღაბაბიც გაუჩნდა და ლოყებიც მოიგდო.

Posted by: Tua 16 Oct 2020, 11:19
anibani18
გოგო შემაღლება უნდა გქონდეს ოდნავ მაინც სულ ბრტყელზე არაა რეკომენდირებული ახალშობილის ძილი ანუ თავი ოდნავ შემაღლებული რომ ამოქარვოს ღამე საშიშია.
ძილს რაც შეხება შენ დაარეგულირე, ეგრე დავაწვენ და ძინავს ათასში ერთი ბავშვია და როგორც იძინებს დააძინე, ეგეთ ოატარაზე ჯერ ადრეა ძილის რეჟიმზე ფიქრი ,6 თვიდან შეიძლება იფიქრო, მაგრამ ღამის ძილს მე დაბადებიდან 10ზე ვაძინებდი და დღემდე 10ზე იძინებს , ბანაობა ძილისწინ აუცილებელი რიტუალია ყოველდღე ჩვენთვის .
ნამატი ინდივიდუალურია ანი ასე დაწერილი კანონები არ არსებობს რომ გინდა თუ არა 600 გრამს იმატებდეს, მაგრამ 6 თვემდე აქტიურად იმატებს ზოგი, ჩემსას 1500 ჰქონდა ნამატი პირველ თვენახევარში, 500იც ნორმა 600იც 700იც,1 კილოც

Posted by: takoo1 16 Oct 2020, 20:41
anibani18
როგორ ხარ ანი?:* როგორაა საქმეები, ენას სოდიანი წყლით ვუწმენდდი თუ ნადები ქონდა ისე მგონი არარი საჭირო რავიცი.
ჩემსასაც არ მოსწონდა ამაღლებული სხვათაშორის,ძაან ხო არ აუმაღლე?
* * *
Tokyo.tokyo
უი არა გოგო არაფერ შუაში არ არის რძე, ცხიმიანი მაქვს. მეც მაგრამ კოლიკები არასდროს ქონია.ნელნელა დაულაგდება 5 თვიდან მიახმარე რამე.

Posted by: anibani18 17 Oct 2020, 07:38
Tua
გასაგებია, თეო. ისე მაინტერესებს რამდენია ახლა. ისე რომელ ბავშვებს აქვთ უჯეთესი ნამატი ძუძუზე, ხელოვნურზე, თუ შერეულზე მყოფებს. მე ხომ შერეულზე მყავს და ნეტა ბევრს ხომ არ ვაჭმევ, მაგას ვფიქრობ.
gogatakoo
თაკო, როგორ ხარ? გუშინ მახსენდებოდი smile.gif
ჩვენ არა გვიშავს, მოიმატა ჩემმა გოგომ, ლოყები გაუჩნდა და ღაბაბი smile.gif შემდეგ კვირას ვიზიტი გვაქვს პედიატრთან.
მე ნეკზე დავიხვიე მარლა და ცოტა გავუწმინდე. არ ვიცი საჭირო იყო თუ არა. რძეზე არ მკითხო, ისე ისე ვარ. დიდად ძილს და დასვენებას ვერ ვახერხებ, თუ ამაზეა დამოკიდებული.
ძალიან არ შემიმაღლებია, მაგრამ არ მოეწონა, ის ღამეები საერთოდ ვერ დაიძინა. შენ მოუხსენი მერე?

Posted by: Tua 17 Oct 2020, 10:19
anibani18
გოგო ვერ გაიგებ ეგრეე, ალეწსამდრე 5 თვის იყო 10 კილო ხელოვნურზე, მაგრამ ჩემი.მეგობრის შვილი ძუძუზე იყო სრულად 1 წლამდე და 5 თვის 12 კილოზე.მეტი იყო, აგერ ერთი ჩვენი ფორუმელის ბავშვი 4 თვისაა და 7 კილოზე მეტია ძუძუზე მყოფი იმატებს მემგონი 1 კილოზე მეტს თვეში , არააირ ხელოვნურს არაძლევს, ძალიან ბევრია დამოკიდებული დედის რძის ცხიმიანობაზე და ხარისხზე, ზოგს უცხიმო რძე აქვს და ბავშვი 100 გრამს იმატებს მეტს არა , ზოგი ხელოვნურის ბავშვი იმატებს ძუძუს ბავშვზე ნაკლებს, ინდივიდუალურია ძალიან , ალბათ გენეტიკაზეცაა დამოკიდებული უფრო.

Posted by: Tokyo.tokyo 17 Oct 2020, 12:06
Tua
კი მეც ასე ვფიქრობ რომ გენეტიკაზეა ბავშვის მატება ძირითადად.მაგრამ ხელოვნურის ბავშვები აშკარად უფრი ფუნთუშები არიან.
anibani18
ანი ეცადე ძალიან ხშირად მიცე ძუძუ.ტყუილადაც რომ წოვის ხომ იცი კარგია.რაც მეტს წოვს მით მეტი გექნება.სიმშვიდე და ძილი აუცილებელკა.თუ იძინებს დღით მიატოვე ყველა საქმე და დაიძინე.წამოწექი მაინც.საქმეზე მნიშვნელოვანი ახლა თქვენთვის შენი რძეა.ხო ისე.სწორად ხომ ეჭიდებაა?

Posted by: Tua 17 Oct 2020, 14:40
Tokyo.tokyo
არადა არაა ეგრე ანუ როგორც ხელოვნურზე არიან გამხდარი ბავშვები ასევე ძუძუზეც და პირიქით, აგერ გვანცას ვაჩე ხელოვნურზეა მაგრამ ჩემს შვილზე დაახლოებით 3 კილოთი ნაკლებია, ჩემი 13ს აცდა, ჩემი მეგობრის აგერ 13 იყო ძუძუზე , ძირითადად გენეტიკაზეა ვიდრე ძუძუზე და ხელოვნურზე, ძუძუს ბავშვი ზოგი 3ჯერ დიდია ხელოვნურის ბავშვზე biggrin.gif ნუ ჩემსას 1.5 წლის ბავშვის სიმაღლე აქვს და ისეთი ქონიანი არაა.

Posted by: takoo1 17 Oct 2020, 16:27
anibani18
კი დავუტოვე ანი,ოდნავ დავუდაბლე.ნუ გეშინია ზედმეტს არ გაიჩერებს ვერ შეჭამს ბევრს თვითონ იცის რამდენი სჭირდება. აი გეტყვის პედიატრი როგორი მატება აქვს.ზოგი 200გრამს იმატებს ზოგი 600 და ზოგი კილოზე მეტს: ხელოვნური არაფერ შუაშია,ჩემი შვილი უფრო პუტკუნაა ვიდრე დიშვილი,რომელიც ხელუვნურზეა და თვენახევრით დიდია ჩემსაზე.

Posted by: Tua 17 Oct 2020, 17:33
anibani18
ეხლა წავიკითხე ენის და ღრძიკების ნადებზე არფრით არგაუწმინდო, ეგ ყველას აქვს და გაუვლის როცა გაიზრდება, არსჭირდება გაწმენდა დოლბანდებით და სოდიანი ნაყენებით, ყველას აქვს ეგრე მაგ ასაკშიც და 4-5 თვემდე.

ამაღლება სულ ოდნავ რეკომენდაციაა გადაცდენის გამო, შეიძლება ამოაქაფოს და სულ სწორზე ახალშობილი მაინც არაო, მე ოდნავ მქონდა მატრასის ქვეშ წიგნები ამოდებული 5 თვის ჩათვლით, რადგან 4 თვე იღებენ მაინც და მაგ დროს გადაცდენის საშიშროებაა მაინც. 30 გრადუსი მაინც უნდა იყოს, კალიასკაშიც კი რომლითაც სახლში ვატარებდი იქაც ამაღლებული მქონდა აივანზე როცა ეძინა.

Posted by: takoo1 17 Oct 2020, 18:40
nionia
სტაფილოც გასინჯა ბროკოლიც,ბატატიც.დღეს სუპი ვაჭამე ბოლომდე შესანსლა biggrin.gif

Posted by: Tokyo.tokyo 17 Oct 2020, 20:47
მასწავლეთ როცა ძინავს როგორ ამოვაქავებინო? ყველანაირად ვცადე მაგრამ ვერაფრით ვერ
* * *
gogatakoo
ყოჩაღ თქვენ ან დედა უმზადებს ასე გემრიელად ან პრინცია ძალიან ჭკვიანიი.....შეერგოს და გაიზარდის ჯანმრთელი ❤
* * *
Tua
ხო ვფიქრობ რომ გენეტიკაა და არაფერ შუააშია მანდ ბუნებრივი ან ხელოვნურიი კვება

Posted by: Tua 17 Oct 2020, 20:55
Tokyo.tokyo
დიდობაშო აღარ სჭირდებათ წესით მე 4 თვის მერე აღარ ვაქარვებინებდი, ძილში თუ ვაჭმევდი მაგის გამო გაღვიძება არმიღირდა.

Posted by: nionia 17 Oct 2020, 21:42
gogatakoo
რა კარგია რომ მოეწონა ყველაფერიsmile.gif)
სადაც სამართალია ზე მჭამელი ბალღი უნდა იყოს ჩემი პანდა და ვნახოთ, მოვა ნოემბერიც :დდდდ

გოგო სუპი წვნიანად მიეცი თუ როგორ?
* * *
Tokyo.tokyo
წამოჯდომით სცადე? ოდნავ წამოვაჯენ ხოლმე ნიკაპს ვუჭერ , ზურგზე მოვუთათუნებ და წამებში აქარვებს

Posted by: Tua 17 Oct 2020, 23:08
nionia
წვნიანი 1 წლამდე ნოუ, რომ წამოდუღდება ბოსტნეული პირველი წყალი გადაღვარე და მეორე წყლის ნახარშით ან ანადუღარი წყლით დაათხელე დააბლენდერე პიურე. , სიტყვაზე კარტოფილი სტაფილო ყაბაყი( ყაბაყი ბოლოში უნდა ჩაყარო 5-7 წუთით ადრე) ყაბაყის ჩაგდებისას წყლის გამოცვლა აღარ უნდა.

Posted by: takoo1 18 Oct 2020, 00:24
nionia
არა გოგო დავათხელე თავისივე ნახარშით,თხელი პიურესავითაა.
ვაიმე ისე მიხარია იმედია ესე გააგრძელებს ვნახოთ.
ეტყობა რო კუროა პირში იყრის ყველაფერს)))
Tokyo.tokyo
ჰაჰა❤️ გოგო რავი აბა გეტყვი როგორ ვაკეთებ.
მაგალითად ბატატი,სტაფილო ბროკოლი და მწვანილები თითო ღერი,ხახვი პატარა ნაჭერი.პირველ წყალს ვღვრი მერე ვასხამ ისევ ვადუღებ და ეგაა.თხლად ვჭრი ყველაფერს და მალე მზადდება.

Posted by: nionia 18 Oct 2020, 12:14
Tua
კი ვიცი რომ წლამდე არ შეიძლება წვნიანი და იმიტომ ვიკითხე სუპი მივეციო რომ დაწერა თაკომsmile.gif))
მოკლედ კაი საჩალიჩოა ეს მყარი კვება მე თუ მკითხავთ, ნეტა შემეძლოს ისევ ძუძუზე დავიტოვო ასე 6 თვე კიდევ :დდდდ
ჭამოს მაინც ყველაფერი, არ მინდა უჭმელი ბალღი

Posted by: takoo1 18 Oct 2020, 12:33
nionia
კიი თუ ჭიდაობა გიწევს ხო ვაფშე,ჩემი დისშვილი არ ჭამს და მაგრად წვალობს ჩემი და,გაუკეთებს გადაასხამს მერე კიდე თავიდან უკეთებს იმ დღეს იქნებ შეჭამოსო და ესე, ნუ მე მიხარია ეხლა ვერთობი ამ გასინჯვაში ინტერესით შევციცინებ თან რო ჭამს მიხარია და ჯერჯერობით არ მეზარება, ძუძუს მერე კი ცოტა საჩალიჩოა მარა ისეთი საყვარელია ჭამის დროს ერთი სული მაქ გავუკეთოbiggrin.gif

Posted by: Tua 18 Oct 2020, 13:04
nionia
გოგო თავიდანაა რთული მერე ალღოს რომ აუღებ მუღამში შეხვალ , ყველაფერს რომ გაასინჯებ, პურველი 1.5 თვე მეც გამიჭირდა კომბინაციების მოფოქრება და ეხლა ვაჭმევ ყველაფერს რასც ჩვენ ვჭამთ ხანდახან იმასაც ოღონდ წინასწარ ვიღებ უმარილო უწიწაკოს.

Posted by: anibani18 18 Oct 2020, 14:54
Tokyo.tokyo
კი, ძალიან ყოჩაღოა და კარგად ეჭიდება.
ვეცდები მაგრამ მეეჭვება დასვენბა და ძილი გამოვიდეს smile.gif
Tua
ჩემმა გოგომ მგონი კარგად მოიმატა, 500 გრამზე მეტი, მობუთქუნებულია კარგად.
შევუმაღლებ დღეს ისევ, იქნებ ამჯერად უფრო მოეწონოს. თხელი, თხელი საბანი ამოვუდე მატრასის ქვეშ, წიგნები ვიფიქრე გასრიალდებათქო.
4 თვის შემდეგ აღარ არის საწირო ამოქარვება?

მომეცით რა რჩევა, ნახევრადმძინარე ბავშვი რომ ჩავაწვინო საწოლში, მერე როგორ მივაძინო? თვითონ ვერ იძინებს, ვერც მობილით ერთობა, მაგრამ აშკარად ძალიან ეძინება ხოლმე. მინდა თავადაც ისწავლოს დაძინება, მაგრამ არ გამომდის ჯერ.
ერთ შესაძლოა სულელურ კითხვას დავსვამ, ცალი ხელი მიაქვს თავთან, ყურს ზემოთ, მაშინ როცა ეძინება, ეს რამე ნერვული დარღვევის ბრალი ხომ არ არის?

Posted by: Tua 18 Oct 2020, 19:26
anibani18
გოგო რავი მე არ ვაქქრვებიმებდი, ძაალიან ძალიან იშვიათად, ძილში თუ ჭამდა ღამე მაგის გამო არვაღვიძებდი ბავშვს, ბავშვების 1% იძინებს ეგრე მარტო და დაწვენით, ამიტომ როგორც იძინებს ისე დააძინე ჯობია, ჩემი რძეს ჭამდა და იძინებდა თავისით, მერე 5-6 თვიდან გაუბერა და ცელში იძინებდა სადღაც 3 კვირა , მეც დავიღალე შემდგომ და კალიასკაში ვაძინებდი, მე სახლშიც კალიასკით დამყავდა მეორე მქონდა ქუჩის ცალკე , ძალიან მოსახერხებელია, მერე გადავაჩვიე კალიასკასაც, ეხლა წვება, გვერძე ვუწვები 5 წუთში გათიშულია ზღაპრების მერე, ბევრი ეტაპია ხასიათს და ზნეს იცვლიან ძალიან ხშირადშესაბამისად ეხლა თუ დაიძინებს ეგრე, მერე შეიძლება აურიოს და ხელში დაძინება მოგთხოვოს , თან ჯერ ძალიან პაწაწინაა რავი. რომ ჩააწვენ წესით ოთაციდან უნდა გახვიდე, მობილი უარესად გამოაფხიზლებს და გაართობს საბავშვო შუქი ხომ გაქვს ჩართული ?
მშვენიერი ნამატი აქვს , უფრო მეტად ხელოვნურზე გყავს ვიდრე ძუძუზე ხო?

Posted by: anibani18 19 Oct 2020, 08:02
Tua
ჩემიც იძინებს რძის მერე, მაგრამ ცოტა ჭერა უნდა ხელში. ქანაობა და სიარული არა, უბრალოდ მხარზე მყავს გადაწვენილი ცოტა ხანი და მერე გულზე ჩამოხოხდება თავისით, ამოაქარვებს და ვაწვენ მერე. მაგრამ ამ დროს უკვე სძინავს.
ხელით მეც არ დამყავს, კალიასკაში ვაწვენ ხოლმე. ბორბლებს ვწმინდავ გარეთ სეირნობის შემდეგ. ისე მეშინია რომ ხელში მომიწევს მისი დაძინება, მაგრამ იმედია მაგასაც გადავლახავთ. ეტლში იძინებდა შენი ხოლმე დღის განმავლობაში? არ დააძინოო ეტლში მეუბნებიან, მაგრამ ჩაეძინება ხოლმე.
სხვა ოთახში ვტოვებ შუქს ხოლმე. არ არის ეს საკმარისი? ძალიან სიმათლეც არ მინდა ოთახში.
ახლა ძუძუ სულ უფრო და უფრო მიცოტავდება. ასე რომ ხელოვნურზე უფროა ვიდრე ბუნებრივზე. ეს ძუძუც ისეთი მოსახერხებელია, უცებ მშვიდდება ხოლმე და თვალები ეხუჭება. მაგრამ დავიღალე ამის დევნაში. მე ძირითადად მარტო ვარ ბავშვთან და დასვენება-გამოძინებას, კარგად ჭამას და ბევრ სითხეს ვერ ვახერხებ.

Posted by: Tokyo.tokyo 19 Oct 2020, 10:42
anibani18
ანი მაგ საკითხში ვერაფერს ვერ გირჩევ მე :დდ 4 თვის უნდა გახდეს მალე და ხელში ძინავს.როგორც კი დავაწვენ მაშინვე კივილს იწყებს და მერე კიდე თავიდან დაძინება მერთულება.მასეთი პატარა რომ იყო მეც გულზე მივიწვენდი და ისე იძინებდა ახლა სიარული ან ქანაობა უნდა.კოლიკების გამო ძალიან გათამამდა მსგავსი რაღაცეებით ახლა ხასიათში გადაეზარდა და როდის ვისწავლით ადამიანურ დაძინებას არ ვიცი.აქეფან გამომდინარე მეც მასე ვერ ვახერხებდი და ვერ ვახერხებ ახლაც ძილს.ღამეც სულ ძუძუზეა ჩამოკიდებული ხან 4ჯერ ჭამს ხან 7ჯერ ხან 9ჯერ.პლიუს მუცლის ტკივილი გვაღვიძებს და ჯამში ალბათ 3 საათიც არ მძინავს.მეც მიკვირს საიდან მაქ კიდე რძე თქო.პლიუს 20 დღეე ვიწველიდი და ისე მიმქონდა სამშობიაროში.ეცადე ხშირად აწოვო აი რომც არ გქონდეს მაინც თვითონ დამშვიდდება და წოვაში კიდე კარგად ჩაგიდგება.არ დანებდე.ამასწინად ვკითხულობდი მაგაზე რომ მსოფლიოში ქალების მხოლოს 1 პროცენტს არ აქვს რძე.ანუ გამოდის რომ საქართველოში შეიძლება 1 ქალიაც არ იყოს რომ არ ქონდეს რძე.ამიტომ არ იფიქრო რომ რძე არ გაქვს.ფსიქოლოგიური განწყოვა ბევრს ნიშნავს.კოლიკის გამო რონ ტიროდა მეუბნებოდნენ რძე არ ყოფნისო და ისე განვიცდიდი ამ ფრაზას მართლა არ მქონდა მერეე და ძალით ვტენიდით ხელოვნურს.მერე პედიატრმა წონაში მატება გადაამოწმა დაა მითხრა შენ იმდენი რძე გაქვს 5 ბავშვს გამოკვებავო და არავის მოუსმინოო.მართლაც ისე მქონდა მერე მკერდი მიმაგრდებოდაა რომ გადამევსებოდა ხოლმე.ასე რომ ტვინს მიაწოდეე რომ შენ უნდა კვებო შენი ჭიამაია ძუძუთი.ყველაფერი კარგად იქნება ❤

Posted by: narkozeli 19 Oct 2020, 11:38
QUOTE
აგერ გვანცას ვაჩე ხელოვნურზეა მაგრამ ჩემს შვილზე დაახლოებით 3 კილოთი ნაკლებია, ჩემი 13ს აცდა, ჩემი მეგობრის აგერ 13 იყო ძუძუზე


ნამდვილად.

ხელოვნური ნამდვილად არაფერ შუაშია, თან დაჟე ალექსანდრემ მგონი ვაჩეზე დიდხანს ჭამა ძუძუ, ეს ფაქტიურად დაბადებიდან ხელოვნურზეა მარა ფაქტია რომ ყოველთვის გამხდარი იყო და აგერ 1 წლისა ჯერ ისევ 10.5-კგ-ია. თან სიმაღლე აქვს და ამის გამო კიდევ უფრო გამხდარი ჩანს.
მოკლედ რავიცი ჩემს ნაცნობებში არცერთი ხელოვნურის ბავშვი არაა ფუნთუშა და ეგ იმის დამსახურება მგონია რომ დაიხვეწა ხელოვნური რძეები.
* * *
Tokyo.tokyo
QUOTE
მასწავლეთ როცა ძინავს როგორ ამოვაქავებინო? ყველანაირად ვცადე მაგრამ ვერაფრით ვერ


მე არ ვაქარვებინებდი ძილში ჭამის მერე.

gogatakoo
QUOTE
ეტყობა რო კუროა პირში იყრის ყველაფერს)))


აუუ biggrin.gif biggrin.gif love.gif

ჩემი მორიელია მარა მგონი შინაგანად ესეც კუროა biggrin.gif

nionia

არადა მაგარი მუღამში შეთრევა იცის მყარმა კვებამაც biggrin.gif და ახლა ვაბშე გადასარევია, სადმე რომ მივდივარ არ მეშინია, ვიცი საამისოს რაღაცა საჭმელს ყველა ვარიანტში ვიპოვი, მოკლედ ბევრი რამე რომ ეჭმევათ მართლა ადვილია მერე, მთავარია მჭამელი ბავშვი იყოს biggrin.gif

* * *
Tua

აუ ემზადები დაბ.დღისთვის? biggrin.gif
ვაიმე ისე მიხარია ამათი პირველი დაბადების დღე jump.gif

Posted by: Tokyo.tokyo 19 Oct 2020, 11:46
narkozeli
აბა მე რატო გავაწვალე ეს ბავშვი არიქა ამოაქარვე თქო :დდ
იცით რა მაინტერესებს როგორ ანაწილებთ ძუძუს და ფაფებს?

Posted by: narkozeli 19 Oct 2020, 11:48
anibani18
QUOTE
ჩემმა გოგომ მგონი კარგად მოიმატა, 500 გრამზე მეტი, მობუთქუნებულია კარგად.


love.gif

ყოჩაღია შენი გოგო ძალიან ♡

QUOTE
4 თვის შემდეგ აღარ არის საწირო ამოქარვება?


ზოგადად ცუდი არ არის რძის ჭამის მერე ბავშვი რომ ვერტიკალურად გეჭიროს მარა მე მძინარეს როცა ვაჭმევდი არც ვაქარვებინებდი ხოლმე რავიცი, მეცოდებოდა გასაღვიძებლად. ისე საშუალოდ მყარი კვების დაწყების მერე აღარ უნდათ ხოლმე ჭამის მერე ამოქარვება

QUOTE
მინდა თავადაც ისწავლოს დაძინება, მაგრამ არ გამომდის ჯერ.
ერთ შესაძლოა სულელურ კითხვას დავსვამ, ცალი ხელი მიაქვს თავთან, ყურს ზემოთ, მაშინ როცა ეძინება, ეს რამე ნერვული დარღვევის ბრალი ხომ არ არის?


ჯერ ძაან ადრეა რაღაცეების სწავლა ჩემი აზრით, ჯობია ბავშვის ნება-სურვილს მიყვე ♡
დღისით ხან კალიასკაში ეძინა, ხან საწოლში, მეც და ძიძაც სულ ახლოს ვიყავით მაინც. არაფერი არ გამიკეთებია, არ მისწავლებია, თავისით შეეჩვია მარტო დაძინებას, რომ ვხედავ მოდუნდა, ვაწვენ თავის საწოლში ვაძლევ მის საყვარელ პლედს, სოსკას და თვითონ ღუღუნში თავის თავს აძინებს. ანუ ბავშვმა თვითონ უნდა გამოიმუშავოს ეს ჩემი აზრით და თუ არ შეუძლია, არ უნდა დავაძალოთ. მობაილებს არც ვიყენებდი მე.
ხელის თავთან წაღება, ნორმალურია ♡
* * *
Tokyo.tokyo

ჩემი დედამთილი ნერვიულობდა ხოლმე მაგ თემაზე ძალიან, ძილში როცა უწევდა ჭამა და არ ვაქარვებინებდი biggrin.gif მერე აქაურ ჩვენს გოგოებს ვკითხე და ბევრი არ აქარვებინებდა და დავმშვიდდი და დედამთილიც დავამშვიდე :დ

ძუძუს ამბები არ ვიცი მე ხო იცი, მაგაში ვერ გამოვდგები მრჩეველად biggrin.gif

Posted by: Tokyo.tokyo 19 Oct 2020, 11:58
narkozeli
კარგი შენ მაშინ მერე მასწავლე მომზადებაა გემრიელობების :დ
როდის აქვს დაბადების დღეე ვაჩეს ?
იცი ჩემ ბიჭსაც ვაჩე ქვია ❤

Posted by: narkozeli 19 Oct 2020, 12:03
Tokyo.tokyo

QUOTE
ჩემ ბიჭსაც ვაჩე ქვია


ვაიმე რატომ არ ვიცოდი აქამდე? love.gif ვგიჟდები ამ სახელზე და ვაჩეს მერე ხო საერთოდ მეკეტება :დ ყველა ვაჩე მიყვარსს ♡♡♡

QUOTE
როდის აქვს დაბადების დღეე ვაჩეს ?


ეხლა კვირას, 25-ში ♡

Posted by: Tokyo.tokyo 19 Oct 2020, 13:08
narkozeli
მამიკოს სურვილი იყო ვაჩე რომ დაგვერქვა.მომწონდა მეც რათქმაუნდა და დავთანხმდი.ახლა რომ ვუყურებ ვერ წარმოვიდგენ სხვა სახელი რომ ერქვას.იმდენად უხდება ეს სახელი.არავის ერქვა ჩვენ ირგვლუ და ახლა უკვეე ბევრი ვაჩე გვყავს :დდ მეც არ ვიცოდი ვაჩე რომ ერქვა შენ ბიჭს.წინაზე ვიღაცამ დაწერა გვანცას ვაჩეო დაა მაგიტო მოგწერეე.მიყვარს შენი ვაჩეც ❤

Posted by: narkozeli 19 Oct 2020, 13:10
Tokyo.tokyo

კი, წლების წინ საერთოდ იშვიათობა იყო ეს სახელი, არადა ძველი ქართული სახელია, თან წმინდანისაც და ჟღერადობა აქვს ულამაზესი. მეც ვერ წარმომიდგენია სხვა სახელი რომ ერქვას. )) ♡

აკოცე ბევრი ♡♡♡

Posted by: Tua 19 Oct 2020, 14:32
anibani18
ანი ძალიან პატარაა შენი გოგოშკა იმისთვის რომ რამე ასწავლო ან შეაჩვიო, ან რეჟიმი შეუცვალო. ჯერ ისე დააძინე როგორც იძინებს, მე სპეციალური საბავშვო შუქი მაქვს ანთებული ოთახში მთელი ღამე ძააალიან ძალიან დაბალია, დაბადებიდან ასე მაქვს ,
მე როცა ბავშვი მაგხელა იყო სულ ეტლით დავაკატავებდი მთელ სახლში, რამეს რომ ვაკეთებდი ამას ეძინა ჩვეუკებრივად ეტლში,მე საქმეს ვაკეთებდი და არვიჯექი ოთახში , მაგრამ მე 3 საათი გარეთ მყავდა ხოლმე პარალელურად,
როგორც შენ გეკომფორტულება ისე უნდა გააკეთო , რძე თუ არაა ვერ მოიყვან ნაღდად.

narkozeli
რათქმაუნდა, ნუ ფურშეტებით და მთელი ამბებით არა მაგრამ მხოლოდ ოჯახური გარემო ბუშტები და ტორტს მე ვუკეთებ რაც მთავარია biggrin.gif


Tokyo.tokyo
ძუძუზე არც მე ვიცი, ფორმულა და მყარი გემრიელობები კიბატონოsmile.gif)))

Posted by: Tokyo.tokyo 19 Oct 2020, 15:09
Tua
შენც ფორმულა? რატომღაც ბუნებრივზე გყავდა მეგონა

Posted by: Tua 19 Oct 2020, 18:03
Tokyo.tokyo
რათქმაუნდა biggrin.gif ძუზუზე მყავდა 3-4 კვირა მეტი ჩემმა ნერვებმა და რძემაც ვერ გაქაჩა

Posted by: anibani18 19 Oct 2020, 20:56
Tokyo.tokyo
ძალიან დამღალა ამ რძის დევნამ. თან გაღვიძება მენანება, 3 საათი სძინავს ხოლმე და ხშირად არ გამომდის ჭმევა.
narkozeli
მართალი ხარ, თავად უნდა ისწავლოს. მეც ამას მივხვდი. მეგონა ისედაც იცოდნენ როგორ დაიძინონ, ტურმე არ სცოდნიათ smile.gif
კი, იცი რა ყოჩაღია smile.gif
იმედია ცემი გოგოც ისე მარტივად ისწავლის დაძინებას როოგრც შენი ბიჭი ♡
ანუ სულ თოთოსაც არ აქარვებინებდი?
Tua
მაჩვენე რა შუქია.
გარეთ მე ტუ გამყავს, ერთი საათით გავდივარ, დედას გაყავს უფრო დიდი დროით ხოლმე. მე ისე მეძინება ხოლმე, ლამის ზეზეულად წავიქცე smile.gif ამდენი ხანი ვერ ვძლებ გარეთ.

ძილს როდიდან უკლებენ თაბიდან?
თუ ცოცხალი თავით არ იძინებს პატარა რა შეიძლება გავაკეთო? და რისი ნიშანია?
უფეხებო ბოდეთი შეიძლება დავაძინო?





Posted by: Tua 19 Oct 2020, 21:57
anibani18
მე ამასთან ერთად ვიძინებდი ხოლმე როცა ეძინა, თავიდან 1-2თვე ძალიან გამიჭირდა მეც , მოსიარულე მკვდარ ვიყავი smile.gif)) მერე ნელნელა მივეჩვიე უძილობასაც და 3თვის მერე ძალიან კარგად დავლაგდი, ეხლა უკვე განსაკუთრებით ბევრ რამეს ვაკეთებ და 6-7საათი მყოფნის ძილი როცა ძალიან ძილისგუდა ვიყავი.
გოგო განახებ მაგრამ იყიდება სხვანაირებიც აი ბავშვის სახელები რომ აწერია ხის, ეს 7 წლის წინანდელია და აზრზე არვარ საიდან მოვიდა biggrin.gif user posted image

Posted by: narkozeli 20 Oct 2020, 10:38
anibani18

ძილში ძაან თოთო რომ იყო ალბათ ასე 1 თვემდე და მერე აღარ. დარწმუნებული ვარ ყოჩაღი იქნება ♡ ჩემი მაზლის გოგოები ეხლა და ეხლა ამუღამებენ თავისით ძილს, 2 თვის და 1 კვირის არიან. ძაან წვალობდნენ ამათ დაძინებაზე, საერთოდ არ უნდოდათ ძილი sad.gif

Posted by: anibani18 20 Oct 2020, 12:23
Tua
შეგუება სჭირდება ყველაფერს, მართალი ხარ. მოვიძიებ აბა ამ სინათლეებს, მადლობა.
narkozeli
ორი რა რთული იქნება, გვანც, წარმომიდგენია... მაგრამ ყველანაირი სირთულე ღირს ამ ბედნიერებად <3
დაველოდები და თავის დროზე დავიწყებთ ძილზე ფიქრს.
იცი რა მაინტერესებს კიდევ, აღუს და კონტაქტს რომ იწყებენ შენთან, როდის არის ეს პერიოდი? როცა პამპერს ვუცვლით ხოლმე, ეს ერთადერთი პერიოდია, როცა ტირის და გვიბრაზდება, მატყუარას ვაძლევთ მაგ დროს და ებუზღუნება ამ მარტყარას. ალბათ ესიც ერთგვარი კონტაქტია, არა? ღუღუნს ვერ დავარქმევ ამას, უფრო ბუზღუნია smile.gif

Posted by: narkozeli 20 Oct 2020, 12:57
anibani18


უფ, იმაზე ბევრად რთულია ვიდრე წარმოიდგენ sad.gif ძალიან წვალობენ, ყველაფერი ერთდროულად უნდა, ფაქტიურად გამორიცხულია 1-მა ადამიანმა დაიტოვოს ორივე.

კიი, ეგეც კონტაქტია რა თქმა უნდა ♡ სადღაც 2 თვიდან უკვე გამოკვეთილად ამობენ ხოლმე აღუებს ♡

Posted by: anibani18 20 Oct 2020, 17:30
narkozeli
რატომ არ უნდათ ნეტა ძილი? ძალიან რთული, როცა ბავშვს ძილი არ უნდა...
რა ხერხებს მიმართავენ, გვანც? ან პედიატრი რას ამბობს ძილის პრობლემაზე?

Posted by: Tua 20 Oct 2020, 17:32
anibani18
user posted image
ანი ასეთიც მაქვს, დედაჩემმა ბაზრობაზე იყიდა ესეც გამოგადგება თან საყვარელია.

აღუები 2-3 თვემდე შუალედში , ყველა ბავშვი ინდივიდუალურია ყველა ქცევაში ❤ მატყუარას ძილში არაძლევ?

Posted by: narkozeli 20 Oct 2020, 17:48
anibani18

ხან კოლიკები, ხან შებერილობა. ესენი ჭამითაც არ ჭამენ sad.gif ძალიან უჭირთ, ძალიან. ძიძა ყავდათ, წავიდა, გუშინ ახალი მოიყვანეს. სამი ქალია ოჯახში და მაინც უჭირთ, ღამეები არ ძინავთ, ეხლა კვების ამბებიც დაემატა, საერთოდ არ ჭამენ. პედიატრმა ჯერ ყურისწვეთები დაუნიშნათ და ტირილი შეამცირეს (ალბათ მართლა ყური ტკიოდათ), მაგრამ ეს უძილობა და ეხლა უკვე შიმშილობა ძალიან დამთრგუნველია და ცუდ დღეში არიან სიმართლე რომ გითხრა. გუშინ იყვნენ კიდევ პედიატრთან და ნანის სამმაგი კომფორტი დაუნიშნა კვებად, პლასმონზე იყვნენ აქამდე მარა ნანს პირი არ დააკარეს და ისევ პლასმონს აჭმევენ გრამობით. მალე პირველი აცრაც უწევთ.

Posted by: anibani18 20 Oct 2020, 19:34
Tua
არაფრით იდებს მატყუარას, მხოლოდ როცა ნერვები აქვს მოშლილი, ანუ ეძინება და ვერ იძინებს ან პამპო გამოვუცვალე და ჩავბანე, ორივე პროცედურა მისთვის საძულველია და მხოლოდ მაშინ იღებს მატყუარას და ებუზღუნება, აია, აია, აის, იძახის smile.gif)
ვიპოვი რამე მსგავსს. მადლობა.

narkozeli
ვაიმეე, რა რთულია. წარმომიდგენია. ჩვენ აქ დაყრილები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მადაც აქვს და ძილითაც ნორმალურად სძინავს, გამონაკლისების გარდა, გაზებიც უკვე იშვიათად გვაწუხებს, მე და ჩემი ქმარი ძლივს ვლასლასებთ. დედა მოდის ხოლმე და გაყავს გარეთ, მაგ დროს ვიძინებ მე, თორე ავყირავდები smile.gif და ახლა ორი წარმომიდგენია რა იქნება. დიდი გამძლეობაა საჭირო.
პირველი აცრა რთული გდასატანია? 2 თვეზე რომ კეთდება იმაზე ამბობ? რა აცრაა?

Posted by: nionia 20 Oct 2020, 20:57
Tokyo.tokyo
გოგო მკითხე ძუძუზე რაც გინდა ჰა, აქ ვარ :დდდდ
ანუ თავიდან ძუძუს შორის უნდა იყოს საკვების გასინჯვა, ანუ ძუძუს უნდა დააყოლონ რაა და არა პირიქით ხო მიხვდი?
* * *
QUOTE
მაინტერესებს როგორ ანაწილებთ ძუძუს და ფაფებს?

გოგო ახლა ჩავიკითხე შენი ხო 4 თვის ხდება ჯერ და ფაფა რად გინდა?
თუ მყარ კვებაზე გადასვლაზე იკითხე?
* * *
narkozeli
QUOTE
არადა მაგარი მუღამში შეთრევა იცის მყარმა კვებამაც

შემითრია და ეგაა, ისე ვემზადები რომ რავიცი :დდდ
უკვე ყველა ქვაბს და ჯამს ადევნებს თვალყურს პირის ცმაცუნით, ძაან სასაცილოა ხოლმე :დდდდ
ლამის ჩახტეს შიგნით , კოვზებიც ძალიან უყვარს, დე ვიტამინს თავიდანვე კოვზით ვაძლევდი და მიჩვეულია,კოვზის დანახვაზე პირს აღებს ეგრევე
lol.gif
კუროა თაკოსი არ იყოს და ვნახოთ როგორი მსუნაგი იქნება chups.gif

Posted by: Tua 20 Oct 2020, 22:09
anibani18
ძილამდე ჩაუდე რომ დამშვიდდეს, საოცრად ამშვიდებს მატყუარა , დღის განმავლობაშიც ხშირად შეთავაზე და შეეჩვევა, ძილშიც თუ გამოიყენა მხოლოდ ეგეც კარგია, მეც უკვე მხოლოდ ძილის დროა ვიყენებ.

Posted by: Tokyo.tokyo 21 Oct 2020, 12:10
nionia
ხო აი ეგ მაინტერესებდა ძუძუმდე და მის შემდეგ თქო დამატება.კი 4ის ხდება.რავი ვფიქრობდი 4დან მიმეცა რამე მაგრამ გადამაგოქრებინეთ რათქმაუნდა თუ გაქაჩა ძუძუებმაა :დდ

* * *
Tua
აბა მე დაძინების დროს თუ ჩავტენი ძალით.ისე ვერ ვაძლევ უვარდება პირიდან მატყუარა :დდ

Posted by: Tua 21 Oct 2020, 13:20
Tokyo.tokyo
მე დაიბადა თუ არა და შემომიყვანეს 2 საათში უკვე გამზადებული.მქონდა მატყუარა smile.gif))

Posted by: Tokyo.tokyo 21 Oct 2020, 14:26
Tua
გოგო მეც მაგრამ თავიდან ამიკრძალეს ძუძუც კი.მწვანე წყლებში რომ დაიბადა

Posted by: Tua 21 Oct 2020, 16:08
Tokyo.tokyo
მეც ამიკრძალეს ნუ აძლევო.მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება იყო smile.gif)) ნუ მწვანე წყლები სხვა ამბავია , მაგრამ ზოგადად სამშობიაროებში არუყვართ სოსკას როცა აძლევ , მაგრამ მქონდა.მაგაზე ადექვატური პასუხი და აღარ იღებდნენ ხმას biggrin.gif

Posted by: nionia 21 Oct 2020, 21:41
Tokyo.tokyo
არ უნდა გოგო დამატება, მოასწრებთ მაგასაც smile.gif)) წონას არ უჩივით ასე მახსოვს მითუმეტეს.
ფბ-ზე ნახე ჯგუფი "რა ვაჭამოთ ბავშვებს" ---ძალიან ძალიან დაგეხმარება და გაგარკვევს ყველაფერში.
დახურულია და თვის 1 (ან 15 ) რიცხვშია ხოლმე ღია და ძებნადი.

Posted by: anibani18 22 Oct 2020, 04:44
Tua
არაფრით იდებს თუ არ უნდა, ან ხელს გვკრავს, ან აფურთხებს ან გულს ირევს smile.gif ძალიან მაიმუნი გოგოა. მართლა დამშვიდება რომ სჭირდება თავად იცის და მხოლოდ მაშინ იღებს.
სამშობიაროში ვაძლევდი მაგრამ მაშინაც თავისი ნებით თანხმდებოდა მხოლოდ.
თეო, საკეისროს შემდეგ მუცლის ოდნავი ტკივილები გქონდა ხოლმე? ერთი თვის თავზე ვგულისხმობ. როდის აღგიდგა მენსტრუაცია? ფეხებზე კრუნჩხვებივით გქონდა? გეგონა გიქვავდებაო ქვემოთ. 40 დღეზე გადავიღებ ეხოს და გინეკოლოგთან ვიზიტიცაა საჭირო?

გოგონებო, დღის განმავლობაში 10-15 წუთი სძინავს მხოლოდ. მერე იღვიძებს, ეძინება და ვერაფრით იძინებს ვერც თვითონ, ვერც დახმარებით. რისი ბრალი შეიზლება იყოს ან რა ვქნა?

Posted by: Tua 22 Oct 2020, 09:23
anibani18
კი.მტკიოდა ცოტა უსიამოვნო შეგრძნებებიც.მქონდა სადღაც 2 თვემდე, 1 თვდე მქაჩავდა ხოლმე ოერიოდულად ცალი.მხარე, კი გინეკოლოგთან ვიზიტიც საჭიროა უბრალო ნაცხის აღებისთვის, ციკლი თვის რომ გახდა ზუსტად მაშინ მომივიდა და დღემდე არეულ დარეულია პოლიკისტოზის გამო
გაქვავება ხელების.მქონდა და ფეხები მტკიოდა თუ ვიწექი და მერე ვდგებოდი ვერ ვდგავდი ნაბიჯა, კლეწსანის ბრალიაო და პროგესტერონისო აასე მითხრეს, მე გეტრები არმეცვა
მუცელი სტკივა და მაგიტო ან კოლიკებიც დაეწყო უკვე ეგრე იციან კოლიკების დროს 2 კვირის.მერე იწყება ხოლმე კოლიკამსაერთოდ , დაიწვინე მუცელზე , ან შუადღეს მიუწექი გვერძე ერთად დაიძინეთ.

Posted by: nino84 22 Oct 2020, 10:21
Tokyo.tokyo
ადრეა 4 თვე მყარი კვებისთვის, თუ წონაც ნორმალური აქვს მითუმეტეს. თავიდან თან ხილი და ბოსტნეული ჯობია ფაფას
* * *
Tua
ჩემი თებერვალში გახდება წლის და უკვე რა როგორ გავუფორმო იმას ვფიქრობ ❤️ რომ გაჩნდა ფოტისესია გადავდეთ კოვიდის გამო და თებერვალში მაინც მინდა წავიყვანო თუ მშვიდობა იქნა

Posted by: Tokyo.tokyo 22 Oct 2020, 10:38
Tua
ხო ჩვენი შემთხვევა სულ სხვა იყო და მაგიტო არ შევეწინაამდეგე.
nionia
ვნახავ აუცილებლად.2.700 დაიბადა და 2 თვის და 10 დღის იყო ბოლოს რომ ავწონე და 5.100 იყო.რავი ნორმალური წონააო ექიმმა
* * *
nino84
ვსო დავნებდიი :დდ აღარ მივცემ არაფერს ძუძუს გარდა :დდ თან ახლა ვფიქრობ ჯერ ხო არ ვსვავ სკამზე და მგონი არ არის ეგ ნორმალური ამბავი მიწოლილი რომ ვაჭამო მსგავსი რაღაცეები

Posted by: Tua 22 Oct 2020, 11:36
nino84
მე ეხლა ფოტოსესიაზე ვერ წავიყვან მეშინია კორონას ამბების , ფოტოებს დაცულად ვიყო მირჩევნია, მე ჩემით ვუკეთებ ყველაფერს ტორტსაც კი , მუღამში იცის შესვლა ისე biggrin.gif ისე სწრაფად გავიდა 1 წელი ჯერ მგონია რომ.ეხლა გაჩნდა წამებში გაიზარდა .

Posted by: anibani18 22 Oct 2020, 12:07
Tua
არ მყავს გინეკოლოგი smile.gif))
რაღაც არასასიამოვნოდ მცხვლეტს და მაინტერესებდა ასეა თუ არა. გამონადენი კიდევ მაქვს და ვერ ვხვდები გამონადენია ეს თუ მენსტრუაცია.
გეტრები გავიხადე და ის ჩალურჯებებისმაგვარი ტკივილი გაქრა.

Posted by: kusia 22 Oct 2020, 12:10
Tua
გამაჯობა
რადგან ზემოთ კლექსანი ახსენე, თუ შეიძლება გკითხავ. მშობიარობის შემდეგ კიდევ რა პერიოდი იკეთებდი კლექსანს?

და ღუდუშაურში რომელი ექიმის აყვანას მირჩევდით თუ აქვს აქ გოგოებს გამოცდილება ?


Posted by: anibani18 22 Oct 2020, 12:18
kusia
მეანს გულისხმობთ? ჩემთვის რეზო სულუხია არის უძვირფასესი <3 ნატა ფირცხალავა ასევე არაჩვეულებრივია.

Posted by: Tua 22 Oct 2020, 12:59
anibani18
გოგო ეგრე უნდა იყოს, ჯერ არაა შეკუმშული ბოლომდე საშვილოსნო, ნაკერიც გიჩხვლეტს და დაგქაჩავს, , გამონადენი 2-3 კვირაში შემიწყდა მე მაგრამ 40 დღეზე რომ ვიყავი სარკე რომ ჩადგა იყო კიდევ ცოტა გამონადენი, ვინმე აირჩიე უბრალოდ არც მე მყოლია , დღემდე არმყავს, მაკა ჩიქოვანს აქებენ ჟორდანიაში

kusia
კლექსანს ვიკეთებდი საკეისეოდან 4 კვირა კიდევ, ღუდუშაურში ნატა ფირცხალავა ან რეზო სხულუხია ორივესთან კარგი გამოცდილება გვაქვს

Posted by: nionia 22 Oct 2020, 13:16
nino84
ნინო ურძეო ფაფები რომელია კარგები?
სემპერის წიწიბურა ვიცი, კიდევ სიმინდი და შვრია უნდა მივცე მგონი ?
და მერე გადავიყვან რძიანებზე ხომ?
თუ ვურევ რამეს:დდდ ?

6 თვისას ბოსტნეულს , ხილს და იოგურტს შევთავაზებ და 7 თვიდან დავუწყებ ფაფებსაც ასე მაქვს მოფიქრებული ჯერჯერობით.
ხორციც 6 თვისას უნდა გავასინჯო ხომ?

Posted by: Tua 22 Oct 2020, 16:05
nionia
ნუტრიბენის სიმინდი და ჰიპის შვრია. იოგურტი მაინც ადრეა 6 თვეზე ჯერ ისევე როგორც პეჩენია, 6 თვიდან ხორცი, ხბო, წიწილი, კურდღელი, ინდაური ასევე ღვიძლიც დაშვებულია 6 თვიდან.

Posted by: nino84 22 Oct 2020, 16:46
Tokyo.tokyo
თუ არ ზის მითუმეტეს არ იჩქარო, თან ძუძუზე გყავს.

Tua
შენ სუპერ ყოჩაღი ხარ ❤️ მე ისე რა მცხობელი ვარ, თან ისეთი ტორტები მომწონს მასეთს თებერვლამდე რო ვივარჯიშო მაინც ვერ გავაკეთებ biggrin.gif
* * *
ბროკოლზე თუ ქონიათ თქვენ ბავშვებს ალერგია? დღეს გავასინჯე და ტაკო გაუწითლდა. არც ერთ სხვა ხილზე და ბოსტნეულზე არ ქონია ასეთი რეაქცია

Posted by: narkozeli 22 Oct 2020, 17:35
nino84

მე მყავდა ფოტოსესიაზე 1 თვისა ♥

ეხლა ფიზიკურად იმდენად არ მაქვს დრო, დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ და მე თვითონ ვერაფერს ვუკეთებ ბევრს, აი ჩემი და ყოველთვის თვითონ უკეთებს ხოლმე ორივე შვილს ყველაფერს ♥♥
მე დიზაინერები მოვიყვანე, ნახეს სახლი და მივეცი შეკვეთა დიზაინზე, ასევე ფურშეტის კომპანიას შევუკვეთე ფურშეტი, ნუ ტორტიც თავისთავად და ასევე ფოტოგრაფსაც შევუთანხმდი და სახლში მომყავს ფოტოსესიაზე. მასე შეგიძლია შენც რომ ქნა ♥ ისე კაი ძვირი ჯდება ეს ყველაფერი 1000 ლარზე ავედი უკვე მარა პირველი დაბ. დღეა და ნამდვილად იმსახურებს ჩემი ბრილიანტი ბიჭი ყველაფერ საუკეთესოს love.gif

Posted by: Tokyo.tokyo 22 Oct 2020, 21:18
nino84
ჯერ ოთხისაც არ არის და თავს ვიკავებ.ისე პირველივე დღიდან შეიძლება თურმე რომ დააჯინი.მე კიდე 90იანებში ვარ ჩარჩენილი და მეშინია ხერხემალი არ დავუზიანო :დდ

Posted by: Tua 22 Oct 2020, 22:05
Tokyo.tokyo
ყველაზე ოპტიმალური არც 4 და არც 6ია სადღაც 5ის მერე 5ს რო გადასცდება კარგია დაწყება რა, მე 4.5იდან დავიწყე ოღონდ ნუ ფაქტიურად 6 თვემდე ისე მივედოთ სრულად არჩამინაცვლებია არცერთი კვება smile.gif) გასინჯვის პროცესი გვქონდა და 6იდან დავცხეთ ეგრევე რადგან გასინჯვაში დრო აღარ დამიკარგავს.

Posted by: მზე 23 Oct 2020, 11:31
narkozeli
QUOTE
მოკლედ, ვწერ კვებაზე ირაკლის რეკომენდაციას. ირაკლი არის მართლა მგონი ერთ-ერთი იმ უიშვიათესი პედიატრთაგანი ვინც მართლა აუწყო მსოფლიო მედიცინას ფეხი და მიყვება თანამედროვე გაიდლაინებს. კერძოდ: 6 თვემდე რეკომენდაციას უწევს მხოლოდ რძით კვებას. მყარ კვებაზე კიდე არის ძალიან შემწყნარებელი, ვფიქრობ უჭმელი ბავშვების დედებს ერთი ნახვით შეუყვარდებათ ირაკლი  იმიტომ რომ უმშვიდესად და უდინჯესად გიხსნის რატომ არ არის სანერვიულო როცა ბავშვი რაღაცას არ ჭამს, გეუბნება რომ ალტერნატივა ყოველთვის არსებობს და მთავარი: გეუბნება რომ მიჰყვე შენი შვილის ნება-სურვილს და არა რაღაც დადგენილ დოგმებს. თუ ეტყვი რაღაცაზე რომ არ ჭამს, გეტყვის რა უყვარს? ხო ეტყვი რაც უყვარს და გიპასუხებს ხოდა ეგ აჭამე, ნუ ნერვიულობ. ანალიზს რომ შეხედავს და ბავშვს აწონის და გაზომავს, თუ ნორმაშია, გეუბნება, შენმა შვილმა შენზე უკეთ იცის რა უნდა მიიღოს და რა არა, ხომ ხედავ კარგი ნამატი აქვს, კარგი ანალიზები აქვს, ჯანმრთელი ბავშვიაო. მე არ მქონია ეს პრობლემა მაგრამ ვისაც ჰქონდა ყველას ირაკლიმ თავისი სიმშვიდით და სიდინჯით გამოუმუშავა უნარი რომ არასოდეს დაპანიკდეს დედა, რაც პედიატრებს ცოტა აკლიათ და რაღაც დოგმებში ცდილობენ ჩასმას. 6 თვეზე რომ მყავდა მითხრა, ნელნელა გაასინჯე ხილიც, ბოსტნეულიც, ცილაც, მთავარია დავაბალანსოთ რომ ბავშვი მაგალითად დღიურად მხოლოდ ცილებს ანუ ბევრ ცილას არ იღებდესო, ასევე ხილზე ვკითხე ბევრს ჭამსთქო და ხო არ გავუკონტროლოთქო და ამაზე მიპასუხა მთავარია ხილი კვებად არ ჩავთვალოთ რადგან კვებითი ღირებულება (ცილოვანი და ნახშირწყლოვანი) იმდენად დაბალი აქვს რომ, არ შეიძლება ჩავთვალოთ სრულფასოვან კვებადო, ამიტომ თუ ხილის გამო მერე საჭმელს არ შეჭამს, ეს შეიძლება იყოს პრობლემაო მარა ჩემი შვილი ხილსაც ჭამს და საჭმელზეც არ ამბობს უარს, შესაბამისად არანაირი ზედმეტი გაკონტროლებები და გრამებით აწონვები არ გჭირდებაო.
ირაკლი არის საკმაოდ ფრთხილი, მაგალითად გეუბნება რომ მაღაზიის ხაჭოს წლამდე მიცემა არაა მაინცდამაინც კარგი იდეა, რადგან ცოტა რთული მოსანელებელია, შეგიძლია აფთიაქის მისცეო. ოღონდ ბრენდებს არაფრით გეუბნება. შენ რომელიც გაგიხარდებაო  მე ეხლა წლიდან მომცა შემდეგი რეკომენდაცია, აქამდე უმარილო-უშაქროს ვაძლევდი მისი რეკომენდაციით ყველაფერს და შეძლებისდაგვარად გააგრძელეო მაგრამ უკვე ცოტა მარილიანი სადილიც შეგიძლიაო, ანუ ნელ-ნელა დაუწყე საერთო სუფრასთან მიჩვევაო. მაგალითად გაქვთ ბორში სახლში, აჭმევ ბავშვსაც ბორშს, გაქვს ხაჭაპური, გაქვს კატლეტი და პიურე, რაიმე ჯანსაღი სადილი რაც გექნებათ, ნებისმიერი შეგიძლია გაასინჯოო. კარაქზე ვკითხე და კარაქი უფრო გემრიელი რამეა ვიდრე სასარგებლოო ამიტომ ეცადე ბევრიც არ მოგივიდესო, ზოგადად ცხიმები, როგორც ცხოველური ისე ცილოვანი, ბავშვის დღიური რაციონის მაქს. 10%-მდე უნდა იყოსო.
ზოგადად ასე აკრძალვით ირაკლი თითქმის არაფერს კრძალავს, აი ძალიან ლიბერალურია მართლა, უბრალოდ არაჯანსაღ რამეს არ უწევს რეკომენდაციას. ლოიალური ექიმია და ძალიან პოზიტიური და ღრმა ცოდნა აქვს ყველაფერზე, რაც ყველაზე მთავარია. მე ის მომწონს რომ ისეთი შეგრძნება მაქვს ირაკლისთან თითქოს მარტო ჩემი შვილია იმ დღეს პაციენტი, გისმენს ძალიან ყურადღებით, გიხსნის ყველაფერს ძალიან დეტალურად. არ ეზარება საუბარი, ბავშვს სინჯავს ყურადღებით, ანალიზებსაც ეცნობა ყურადღებით.

აუ კაი დროს კი გპასუხობ biggrin.gif მადლობა რო არ დაგეზარა და ასე დეტალურად აღმიწერე. მეც მასეთი წარმოდგენა მქონდა მასზე, ერთი სული მაქვს მივიდე. 30-შია ჩაწერილი ნია-ნუა. დავწერ ჩემს გამოცდილებასაც <3

cvanca
QUOTE
დაიწყო ნიამ ჭამა? ჩემმი დატოსტილ პურზეა და 1 ვაშლზე დღეში. უკვე ისე ვნერვიულობ. თმის ცვენა დაეწყო, ფაღავასთან მყავს 19 ში ჩაწერილი, ჰორმონები უნდა გამოვუკვლიო

ბოდიში ვერ გიპასუხე sad.gif
გოგო ეს ხო როგორაა პერიოდები აქვს რა. ხადანხან ყოველდღე ჭამს ფაფას, ხან ერთი თვე პირს არ აკარებს, ყველზეც ეგრეა. რავი რა. ცოტ-ცოტას ხორცსაც ჭამს ხოლმე ხანდახან. მთლად უჭმელი არ ეთქმის რა, უარესიც შეიძლებოდა ნამდვილად. მაგრამ რო დაიწყებ არ მშიაო და არაფერს არ ჭასმ 2-3 დღე მაგ დროს მავიწყდება რო 1 კვირის წინ შეიძლება ორაგული ქონდეს ნაჭამი :დ

რა ქენი შენ? გამოიკვლიეთ? ფაღავა არ ვიცი ვინაა sad.gif

Posted by: nino84 23 Oct 2020, 11:45
მზე
26 ში ვართ ჩვენ ირაკლისთან ჩაწერილები და შემეშინდა მიყვანა ონლაინ ვთხოვე ჩაენიშნათ ვიზიტი, არადა როგორ ველოდებოდი sad.gif

Posted by: narkozeli 23 Oct 2020, 12:15
მზე

აბა წარმატებული ვიზიტი ნია-ნუას ♡



nino84

თავიდან მეც დისტანციურს ვფიქრობდი მაგრამ კიდევ კარგი გადავიფიქრე, იმდენად ყურადღებით სინჯავს ბავშვს რომ რავიცი, ძაან მშვიდად ვარ, ყველაფერი შეუმოწმა, ყველაფერი გაუზომა და მერე მაჩვენა მრუდი საშუალო სტატისტიკური და ამ მრუდზე სადაა ჩემი ბიჭის მონაცემები, მოკლედ კმაყოფილი ვარ. ონლაინ კონსულტაციის პლიუსი ისაა რომ მშვიდად ელაპარაკები, ეჭორავები რამდენ ხანსაც გინდა და ნუ როცა იქ ხარ, ხან ბავშვი ჭუჭყუნებს ხან შენ ჩქარობ და ისე მშვიდად ვერ ელაპარაკები))

გუშინ დამირეკეს პოლიკლინიკიდან სამშაბათს გვიწევს 1 წლის აცრა და მიხარია რომ ასე მალე ვუკეთებ, ვფიქრობ მერე პანდემიის პირობებში უფრო რთული იქნება ამისი ტარება ♡

Posted by: მზე 23 Oct 2020, 13:52
nino84
როდის ჩაეწერე?9 ოქომბრიდან ვრეკავ. ჯერ 12-ში დარეკეო, მერე 16-შიო. 16-ში დილას რო დავრეკე, 2 საათზე დარეკეო და რო დავრეკე 14:02-ზე 30-მდე ადგილი არ არისო.
ისე გავბრაზდი რო რავიცი. რა წესია ვერ გავიგე.

narkozeli
მადლობა <3

Posted by: SRB100 23 Oct 2020, 14:36
გოგოებო, ფტროიანი კბილის პასტა ბავშვებისთვის იყიდება აქ რომელიმე აფთიაქში.
გამოწერა არ მინდა.

Posted by: Redial 23 Oct 2020, 15:44
SRB100
პიავე პსპ-ში მაგალითად,
ფტორის შემცველობით


ჯიპისი/ფარმადეპოში არის კიდევ 5 ლარამდე ღირს, ცისფერ შეფუთვაშია. გუშინ ვიყიდე და დამავიწყდა სახელი ))
ისიც ფტორითაა
გამახსენდა, ფორამენი

Posted by: მზე 23 Oct 2020, 17:02
SRB100
როქსის ზოგიერთი არის ფტორიანი. შეფუთვაზე აწერია
არ უნდა გადაყლაპოს ხო იცი

ჯიპისი, ფარმადეპო, პსპ არის
დანარჩენებშიც იქნება biggrin.gif

Posted by: Tua 23 Oct 2020, 19:52
SRB100
2 წლის ზევით ჯუნიორებია უმეტესობა ფტორითაა, 2წლამდე არაა ფტორით, ლაკალუტსაც აქვს, ეს კონკრეტული ვნახე მე რაც თვალში მომხვდა.
user posted image

Posted by: nionia 23 Oct 2020, 22:45
Tua
მადლობა.
აი როგორ ვთქვა მრცხვენია მაგრამ აქ ამოვთქვამ ვერაფრით წარმომიდგენია კურდღლის ხორცს როგორ უნდა შევეხო, დანახვაც არ შემიძლია შეიძლება მოვკვდე ისეთები მემართება, ვერც წიწილას შევეხები sad.gif
რა თქმა უნდა მე პირადად არცერთი არ მიჭამია , ამაზე არცაა საუბარი მაგრამ ბავშვს რა ვუყო?
* * *
QUOTE
ნუტრიბენის სიმინდი და ჰიპის შვრია.

და სემპერის წიწიბურა ხომ? ვაშა მგონი დავიმახსოვრე ესენი biggrin.gif
სამივე ურძეო

Posted by: Tua 23 Oct 2020, 23:05
nionia
უი რაცუდია, მე ვანაწილებ კოხტად ყასაბივით 1-2 თვის მარაგი მაქვს საყინულეში ყველაფრის, კურდღელს არვაჭმევ რკინადეფიციტსკენ მოდრეკილი ბავშვებისთვის არაო და ისედაც მე თვითონაც არმიყვარს კურდღელი სულ 2 თვე ვაჭამე ალბათ.

ისე ნუტრილაკსაც აქვს ურძეო წიწიბურა საკმაოდ კარგი ბრენდია ნუტრილაკიც ფაფებში , სრული მარცვალია დაფქული. რძიანებზეც რომ გადახვალ შეგიძლოა ნუტრილაკიც იყიდო, ურძეოებიც აქვს და აბა ნახე ხორბალი თუ აქვს ხორბალიც გაასინჯე ურძეო.

Posted by: nionia 24 Oct 2020, 12:41
Tua
ყოჩაღ შენ გოგო.

აი გარშემო ყველას უკვირს მაგრამ ხომ არის რაღაც რაც შენს ძალებს აღემატება ეგრე ვარ, ქათამიც არ შემიძლია მთლიანი დავინახო თავ-ფეხით, იქვე ჩავკვდები ალბათ :დდდდ ამიტომ ფილესთან ვურთიერთობ მარტო, ხორცსაც ჩემი ქმარი ყიდულობს სანდო კაცისგან, იქვე ატარებინებს და ისე მოაქვს.
არც მწყერი მიჭამია, სიფრაზეც რომ მოაქვთ რეებს ვაკეთებ რომ არ დავინახო, ვაი მე ფსიქოლოგს ხომ არ მივაკითხო ნეტა facepalm.gif
* * *
QUOTE
ისე ნუტრილაკსაც აქვს ურძეო წიწიბურა საკმაოდ კარგი ბრენდია ნუტრილაკიც ფაფებში

აჰა მოვინიშნავ ნუტრილაკსაც, სემპერი ხშირად დეფიციტიაო წერდნენ და მექნება სათადარიგო ვარიანტად

Posted by: nino84 24 Oct 2020, 12:46
მზე
გამაწამეს ჩაწერაზე, სექტემბრიდან ვრეკავდი ჯერ ადრეაო, მერე რო დავრეკე კოვიდის გამო შევამცირეთ პაციენტების რაოდენობა და ძლივს ჩაგვწერეს აგერ ოქტომბრის ბოლოს
* * *
nionia
მე ვიპოვე გამოსავალი, ქათამს დედაჩემს ვაკეთებინებ, თევზი, ხბო ჩემზეა.
* * *
narkozeli
ძვირი სიამოვნებაა, გაფორმებას მაინც თვითონ ვიზამ და ტორტს შევუკვეთავ სავარაუდოდ. ლამაზი კაბაც გვჭირდება გამოსაპრანჭად smile.gif

Posted by: takoo1 24 Oct 2020, 19:04
nino84
მეც ეგ მაინტერესებს გავასინჯე ორი დღე ზედიზედ და რაღაც სახეზე წვრილი წერტილები აქვს ორი დღეა ალერგიას გავს, დავაკვირდები აბა რამოდენიმე დღეში კიდევ გავასინჯებ
* * *
გოგოებო ვინი ნუტრილაკის ყოფილა იცოდით?

Posted by: მზე 25 Oct 2020, 11:24
nino84
დაილოცოს კანკია რა biggrin.gif წინა დღესაც თავისუფლად ვეწერები ხოლმე :დდ
მარა ნუ მინდა ერთხელ განსხვავებულმა თვალმაც შეხედოს, არასდროს მყოლია სხვასთან, თორე კანკიას არაფერს ვერჩი <3

Posted by: nino84 25 Oct 2020, 12:22
მზე
მე თავიდან მიქელაძესთან მივიყვანე, მერე ირაკლისთან და ხერხეულიძესაც ვაჩვენე, ეს ყველაფერი 4 თვემდე biggrin.gif არჩევანი რცხილაძეზე შევაჩერე და იმედია გამიმართლებს იმედებს

Posted by: მზე 25 Oct 2020, 15:42
nino84
ხერხეულიძე არ ვიცი ვინაა :?
მიქელაძე კი დაუსწრებლად არ მევასება biggrin.gif
რცხილაძე პირიქით <3

Posted by: Rebel=)) 25 Oct 2020, 17:56
გოგოებო როგორ ხართ? იმედი მაქვს კარგად. საუკუნეა აქ არ შემოვსულვარ, რაღაცნაირად თუ დავიკიდე ვსო აღარ ვიხედები ფორუმისკენ, არადა როგორი საჭირო და საინტერესო სივრცეა.


narkozeli
გვანცა, ვაჩეს დაბადების დღეს გილოცავ, ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი გაგიზარდოს, კიდევ მრავალი მრავალი წელი მუდმივად დალოცვილ გზაზე ევლოს ❤️ ჯერ არ ვიცი დაბაჯბაჯებს თუ არა თუმცა თავისებური სვლაა თუნდაც დახოხავდეს ❤️❤️❤️

ეს თარიღი ჩემთვის ძალიან დასამახსოვრეებლია და ვაჩეს დაბადების დღეც არასდროს არ დამავიწყდება ❤️

Posted by: narkozeli 26 Oct 2020, 12:01
Rebel=))

აუუ love.gif love.gif love.gif ძალიან ძაალიან დიდი მადლობაა❤️❤️❤️❤️❤️❤️

Posted by: nopiahopi 26 Oct 2020, 12:17
narkozeli
გილოცავ მოგვიანებით, ბედნიერი ბიჭი ყოფილიყოს მუდამ ❤️❤️❤️

როგორ ჩაიარა ? smile.gif

Posted by: nopiahopi 26 Oct 2020, 13:19
narkozeli
რა ლამაზი ფოტოებია smile.gif ამ ლინკიდან შენს პროფილზე გადამიყვანა და დავათვალიერე smile.gif
მოგესწრო ბიჭი და ეგაა ❤️
ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და ძაან მომეწონა ყველაფერი .. და ტყუპებიც რომ არიან სტუმრად "ბროშკებივით" !❤️

Posted by: narkozeli 26 Oct 2020, 13:30
nopiahopi

ვაიმეე მართლა ბროშკები არიან❤️❤️❤️❤️

მადლობა❤️❤️

Posted by: Tokyo.tokyo 26 Oct 2020, 18:32
narkozeli
გვანც გილოცავ დაგვიანებით ვერ მოვახერხე შემოსვლა.ვაჩეს ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბევრ წარმატება ❤ ძალიან საყვარელიაა ❤ ტკბილი ბიჭი ❤ ულამაზესია ყველაფერი ყოჩაღ დედიკოს

Posted by: alesandra 26 Oct 2020, 23:05
narkozeli
ვულოცავ ვაჩეს! ბედნიერი ბიჭი ყოფილიყოს და დედიკო გაეხარებინოს! ❤ ❤ ❤

Posted by: narkozeli 27 Oct 2020, 11:23
Tokyo.tokyo
alesandra

უღრმესი მადლობა გოგოებო love.gif love.gif

Posted by: მზე 27 Oct 2020, 12:02
narkozeli
მეც გილოცავ დაგვიანებით, ბედნიერი ბიჭი გაზრდილიყოს <3

Posted by: narkozeli 27 Oct 2020, 13:27
მზე

მადლობა love.gif


დღეს წწყ აცრაზე მიმყავს და ვნერვიულობ sad.gif

Posted by: nopiahopi 27 Oct 2020, 13:41
narkozeli
QUOTE


დღეს წწყ აცრაზე მიმყავს და ვნერვიულობ


არაა სანერვიულო. ექიმიც კი გაგაფრთხილებდა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში შეიძლება ოდნავ გამოაყაროს და არაა საშიში, წითურას რეაქცია იქნება. შეიძლება არც გამოაყაროს smile.gif ჩემმაც უსიმპტომოდ და კარგად გადაიტანა ეგ აცრა smile.gif

Posted by: მზე 27 Oct 2020, 13:44
narkozeli
არაა სანერვიულო <3
მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე წინასწარ რო ცოტა ეტკინება, მაგრამ მალე გაუვლის.
ნია-ნუამ სრულიად უსიმპტომოდ გადაიტანა. რომც გამოაყაროს კი იცი რო არაფერი იქნებაsmile.gif

Posted by: Rebel=)) 27 Oct 2020, 14:24
narkozeli
რა ლამაზები ხართ გვაც, როგორი სერიოზული ბიჭო ყოფილა ვაჩე❤️❤️❤️
ძაან ლამაზია ყველაფერი, ყოჩაღ მშობლებსაც და ვაჩეს თიმსაც :3
წარმატებები აცრაზე ❤️

Posted by: nino84 27 Oct 2020, 21:08
narkozeli
გილოცავთ, გვანც, ჯანმრთელი და ბედნიერი ბიჭი გაზრდილიყოს, რა კარგი ფოტოებია ❤️

Posted by: narkozeli 28 Oct 2020, 10:26
nopiahopi
მზე

გავუკეთე გოგოებო გუშინ, ხელზე და ფეხზე გაუკეთეს, პნევმო და წწყ, ხელზე ვერც გაიგო, ფეხზე ცოტა წამოიტირა მაგრამ გაჩერდა მაშინვე, უბრალოდ რომ გამოვედით არ მელაპარაკებოდა, ზედ არ მიყურებდა biggrin.gif ნაწყენი იყო biggrin.gif

გუშინ და დღეს ჯერჯერობით არააქვს არანაირი რეაქცია, თუ მისცა ან სიცხე ან გამოაყარა მეცოდინება რომ აცრის რეაქციაა და მშვიდად ვიქნები ♡

Rebel=))

დიდი მადლობა love.gif 2 დღეა 1 წლისაა და ცოტა შეცვლილი მეჩვენება, თითქოს უფრო ხვდება რაღაცეებს biggrin.gif სხვათაშორის თავის დაბ.დღე რომ იყო მიხვდა, სულ ეთი ეთის იძახდა მთელი დღე და აჟიტირებული იყო :დ
* * *
nino84


მადლობა ნინნ ♡♡♡

Posted by: nopiahopi 28 Oct 2020, 12:35
narkozeli
ახლა უფრო მშვიდად იქნები, მახსოვს ერთი სული მქონდა ეგ აცრა მოემთავებინა და დაცული მყოლოდა, სხვებთან შედარებით რთული გადასატანია ეგენი smile.gif ჩუტყვავილაზე აპირებ? ერთი პერიოდი დავაპირე და გაქრა ვაქცინა, მერე შემოვიდა და 300 ლარი ღირდა და დავიკიდესავით. ამასობაში ბაღიდან გადაედო და მოიხადა ადვილად.

Posted by: nino84 28 Oct 2020, 14:14
narkozeli
აუ გვანც მგონი ადრე შენ წერდი წლამდე ვაქცინაცია არ მირჩიაო გამყრელიძემ, თუ არ მეშლება.
იმ დღეს კონსულტაცია მქონდა რცხილაძესთან და აცერიო მირჩია.
გოგოებო, წლამდე ვინმე აპირებთ ბავშვების აცრას?

Posted by: მზე 28 Oct 2020, 18:03
nino84
გრიპზე კითხულობ?
მე არ ამიცრია პატარა რომ იყო და ძალიან ვნანობ. იმავე წელს დაემართა გრიპი და 38.7-მდე აუვიდა სიცხე. მას მერე ყოველ წელს ვცრი.
6 თვის თუა აცერი.
ეხლა რო მყავდეს მაგ ასაკის ბავშვი აუცილებლად ავცრიდი.

narkozeli
ყოჩაღი ბიჭია <3

Posted by: nino84 28 Oct 2020, 20:11
მზე
კი, გრიპის ვაქცინაზე მაინტერესებს, 8 თვისაა უკვე. ამ კოვიდის პირობებში ძალიან მეშინია. შარშანორსულად რომ ვიყავი მეც ავიცერი და მაინც შემხვდა 7 თვის ორსულს გრიპი.
*******
გოგოებო, ნუტრიჟენ ბონიდენტს აძლევთ ვინმე? დ ვიტამინი და ფტორია ერთად, კარიესის პროფილაქტიკისთვის დაუნიშნეს, 8 თვისაა და ჯერ უკბილო გოგოა smile.gif მაინც მიეციო ირაკლის ასისტენტმა.
* * *
Tua
როგორ ხართ? როგორ ჩაიარა ბიჭოს დაბ. დღემ?

Posted by: მზე 29 Oct 2020, 12:09
nino84
მე ვაძლევ მაგას 6 თვიდან. კანკიამ დაგვინიშნა ეგ. მაშინ არ ქონდა კბილები და 7-ის ხდებოდა რო ამოჭრა.

უფრო სწორად ეგ კი არ დაგვინიშნა, რამდენიმე ვარიანტი მოგვცა და რატომღაც ეგ ავარჩიე, არ მახსოვს რატო biggrin.gif
თავიდან 4 წვეთს ვაძლევდი, მერე 6-ზე გადავედი, პიპეტკა შეცვალეს და.
ქართულ ანოტაციაში არ უწერია რომ მაცივარში უნდა შეინახო გახსნილი და არ შეგეშალოს. ინგლისურად უწერია.
3 თვე აქვს გახსნილს ვადა, ეგეც არ გამოგრჩეს.

Posted by: narkozeli 29 Oct 2020, 12:33
nopiahopi

ჯერ არ ვიცი ავცრი თუ არა ჩუტყვავილაზე, არ მიფიქრია :/

nino84

წლიდან 3 კომპონენტიანიო წლამდე არაო, და ორი წლიდან უკვე მეტკომპონენტიანი შეგიძლიაო, პაატამ მითხრა იმნაძემ მარა ზუსტად ვერ ვიხსენებ sad.gif მგონი აქ დავწერე მაშინ, უნდა მოვძებნო.
მე მინდოდა ამეცრა გრიპზე გუშინწინ როცა წწყ და პნევმოზე ავცერი, ირაკლიმ მეც მასე მირჩია მარა არ ჰქონდათ პოლიკლინიკაში.



მზე

Posted by: მზე 29 Oct 2020, 15:29
narkozeli
მე ავცერი ჩუტყვავილაზე. ეხლა არ იშოვება როგორც ვიცი. პერიოდულად შემოაქვთ.
200 ლარი გადავიხადე.

მე მე-9 თვეში დამემართა და მშობიარობისასაც მქონდა და პირადი მტრობა მაკავშირებს biggrin.gif

Posted by: Tua 29 Oct 2020, 16:20
nino84
მადლობა ნინ, რავი კარგად ჩაიარა ოჯახურ გარემოში . დაგანახებთ ბიძაშვილთან ერთად

Posted by: lolita da me 29 Oct 2020, 22:00
გამარჯობა 3.5 წლის ბავშვმა 48 საათის წინ გადაყლაპა ( 90% მგონია) პლასტმასის შურუპი,სათამაშო, დაახლოვებით 1 სმ სიგრძის, უსწორმასწორო ნაპირებით. ბავშვი კარგადაა, არ ჭირვეულობს, არაფერს იტკიებს, ჩვეულებრივად ჭამს. ვიფიქრე განავალს გამოაყოლებს მეთქი მაგრამ ამ დრომდე 5 ჯერ გავიდა კუჭში და არაფერი გამოუყოლებია. განავალიც კარგი აქვს. ვის მივმართო, რა შეიძლება გადავუღოთ, რაზ3 გამოჩნდება პლასტმასი.

Posted by: nino84 30 Oct 2020, 19:11
მზე
გავითვალისწინებ, მადლობა ❤️ ანუ ცალკე დ ვიტამინს აღარ აძლევ ხო, მხოლოდ ნუტრიჟენ ბონიდენტს?

Tua
რა საყვარელია და დიდია ხო თავის ასაკისთვის. ჯანრთელი და ბედნიერი გაგეზარდოთ

Posted by: te_teo1995 30 Oct 2020, 20:20

საღამომშვიდობისა გოგოებოო)) ორსულობის დროს გაჩენილი ბუასილი ვის გქონიათ? 2 თვის ხდება პატარა, ბუნებრივ კვებაზე მყავს, სანთლების გარდა ვერაფერს ვიყენებ, მგონი ნაპრალი უნდა იყოს, შეკრულობა არ მაქვს, მხოლოდ ტკივილი დედეკაციისას სიხლდენს მერე წვის შეგრძნება, დეტრალექსი არ შეიძლებაო და დამამშვიდეთ რო დროთა განმავლობაში ამილაგდება, გული მისკდება მეშინია გართულების((((

Posted by: alesandra 30 Oct 2020, 20:23
lolita da me
მგონი, ჯობია პედიატრს კითხოთ, ან იაშვილში იკითხოთ.

Tua
რა კარგი ბიჭია, გილოცავთ, ღმეთმა გაგიზარდოს! love.gif

Posted by: Tua 30 Oct 2020, 22:24
nino84
მადლობა ❤ კიი, წონა ზომა 18 თვის ბავშვის აქვს , სულ უსწრებდა თავის ვადებს მუცელშიც და გარეთაც გააგრძელა.

alesandra
მადლობა ❤
* * *
te_teo1995
პროქტოლოგს კიმართე დეფეკაციისა სისხლი არაა კარგი თან თუეს 2თვე გრძელდება.

Posted by: Ninico 31 Oct 2020, 12:07
გამარჯობა დედიკოებო ❤️
მე ახალბედა დედა ვარ და თქვენი რჩევა მჭირდება. 3 კვირის პატარას ვაჭმევ ნუტრილაკ პრემიუმს. გვაქვს სუავინექსის ანტიკოლიკური ბოთლი (ზერო) ადაპტირებული თავით, რომელიც თავიდან კარგად გამოვიყენეთ, მაგრამ ახლა სცდება საკვები. არც S ზომის საწოვარამ გვიშველა. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რომელ ბოთლს მირჩევთ, რომ ნელა გადმოდიოდეს საკვები? რომ სცდება მერე თავს ანებებს და აღარ ჭამს sad.gif

Posted by: nionia 31 Oct 2020, 13:24
te_teo1995
აუცილებლლად მიმართეთ პროქტოლოგს

Posted by: takoo1 31 Oct 2020, 13:53
narkozeli
Tua
გილოცავთ გოგოებო ჯანმრთელი და ბედნიერი ბიჭები ყოფილიყვნენ მთელი ცხოვრება❤️❤️❤️❤️ძაან საყვარლები არიან


გოგოებო ხაჭოს რომელი თვიდან აჭმევთ? და როგორ უკეთებთ?

Posted by: nino84 31 Oct 2020, 14:16
Ninico
დრ. ბრაუნის ანტიკოლიკს და ავენტის ბოთლს ორივეს კარგად ვხმარობდი. საწოვარა აქვს ასაკის მიხედვით 0+ მოყვება და შემდეგ უკვე 3 თვეში ერთხელ შესაბამისი ასაკისას ვყიდულობ. თავიდან ორივეს ვხმარობდი და ბოლოს დრ. ბრაუნზე შევაჩერე არჩევანი

Posted by: Tua 31 Oct 2020, 16:33
Ninico
ავენტის ნატურალის სერიაა ძალიან კარგი 1 წელია 1 ბოთლით ვართ არც ვფიქრობ შეცვლაზე. თავებიც შესაბამისი ასაკის იყიდება თან 31ის ჩათვლით ასდსკლებაა ჯიპისიში.

gogatakoo
მადლობა ❤

ხაჭო 7 თვის მერე შეიძლება ისიც ჰიპპის ქილის ხაჭო რადგან ხაჭო მძიმე მოსანელებელია საკმაოდ და რომ მიეჩვიოს კუჭ ნაწლავი. სოფომაც იგივეთი დააწყებინა მე, მერე 9 თვის რომ გახდა დავუწყე ჩემით გაკეთება საბავშვო რძით და მაწვნით, ეხლა სანტინოს ვაჭმევ 1 წლიდან.

Posted by: Ninico 31 Oct 2020, 20:38
nino84
Tua
მადლობა გოგოებო ❤️
ავენტის საწველს მოყვა მაგ სერიის ბოთლი ახალშობილის თავით. ახლა ვსინჯე და მემგონი ნორმალურად შეჭამა love.gif

Posted by: anibani18 1 Nov 2020, 13:25
Tua
თეო, უსაყვარლესია შენი ბიჭი ♡
ფრისო ვომი ძალიან ბლანტია არა? ბოლომდე არც იხსნება, რაღაც მასა რჩება ბოთლის ძირში.
ვინ არის შენი პედიატრი?
ბრობიოტიკს ასმევდი შენს ბიჭს?

Posted by: Rebel=)) 1 Nov 2020, 13:35
narkozeli
QUOTE
2 დღეა 1 წლისაა და ცოტა შეცვლილი მეჩვენება, თითქოს უფრო ხვდება რაღაცეებს


ასაკი მაინც თავისას შვება ხო? :დ love.gif

Tua
თეო რატომღაც მახსოვდა შენი ბიჭო ნოემბრის ბაია იყო, გილოცავ დაგვიანებით, რა საყვარელია, ვაჩესავით ესეც ხვდება ეტყობა დაბ. დღე რომ აქვს და რა მხიარულია love.gif love.gif
ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს, ისეთი როგორიც შენს გულს გაახარებს love.gif

* * *
გოგოებო რამდენიმე კითხვა მაქვს, სანამ ექმითან მივალთ აცრაზე თქვენ გკითხავთ, წლის მერე როგორი გრაფიკით და რას აჭმევთ პატარებს? რამე რადიკალური ცვლილებები არის საჭირო კვებაში?
რძეს რა ასაკამდე აპირებთ რომ მისცეთ? და დღეში რამდენჯერ?
კიდევ ამ ბოლოს ძაან აერია ბავშვს რეჟიმი, დილას ხანდახან 12 საათამდე ან 12ის ნახევრამდე სძინავს, ღამე სულ სხვადასხვა დროს იძინებს და როგორ გამოვასწოროთ არ ვიცი, ძალით ხო არ გავაღვიძებ დილით?

Posted by: takoo1 1 Nov 2020, 15:27
user posted image
გოგოებო თქვენ წერდით აქ ჰიპის ურძეო შვრიაზე,უნდა მეყიდა და ეხლა ვკითხულობ გლუტენს შეიცავსო წერიაsad.gif

Posted by: chuvak_lexo 1 Nov 2020, 17:36
გამარჯობა, 1კვირის ბავშვი გვყვავს ხელოვნურ კვებაზე, საშუალოდ 3 საათში ერთხელ ვაჭმევთ, 30 რიცხვის მერე კუჭში არ გასულა, ჭამს და ძინავს, დილით ასე 8ზე. იჭირვეულა და 1 საათში დაიძინა, იმის მერეც ჭამა ძილი, ჭამა ძილი. ხოდა მაქვს სანერვიულო? ყაზბობაზე რაც წავიკითხე სერიოზული დისკომფორტიაო და ამას დისკომფორტის არაფერი ეტყობა და რავი :დდდ

Posted by: Tua 1 Nov 2020, 18:36
anibani18
მადლობა ანი ❤ კიი სქელი მასაა და უფრო დიდი საწოვარა უნდა ერთი ზომით სხვანაირად ვერ გადმოვა ეს გაიგვალისწინე, 75 გრადუსზე იხსნება სხვანაირად არიხსნება. ჩვენი პედიატრი სოფო სულავაა
Rebel=))
მადლობა ❤ ნოემბერის უნდა ყოფილიყო და 27 ოქტომბედს გადაუწყვიტეს დაბადება
1წლის მერე 3 სრული კვებაა +2 ხემსი, ფორმულა და ძროხის რძე არითვლება კვებად უკვე უბრალოდ დესერტია. ჩვენი რეჟიმია დილით 10-11მდე ფაფა ( უკვე ნორდიკზე გადავედით 11 თვის რომ გახდა) , 2-3 საათამდე სადილი ბოსტნეილო, ხორცი თევზი, ბორში, გუფთა რავი ყველაფერს ვაჭმევ, 6-7ზე - მაწონი პეჩენია, მაქონი ხაჭო, ან ხაჭო იოგირტი 1 ცალი, თუ სადმე ვართ ფორმულას ვასმევ, 10-10:30მდე ფორმულა+ ღამის ფაფა ურძეო და ძილი ცოტახანში ვსიო. ხემსად 4ზე ვაძლევ ხმე ხილს .

gogatakoo
მერე რა? აუტანლობა აქვს ბავშვს გლუტენის? ხორბალიც შეიცავს გლუტენს.
chuvak_lexo
2 დღე რომ არგავიდეს კუჭში არაა პრობლემა მაგრამ დააკვირდით ფორმულა რომელსაც ასმევთ არ კრავდეს უბრალოდ კუჭში.

Posted by: chuvak_lexo 1 Nov 2020, 19:37
Tua
QUOTE
2 დღე რომ არგავიდეს კუჭში არაა პრობლემა მაგრამ დააკვირდით ფორმულა რომელსაც ასმევთ არ კრავდეს უბრალოდ კუჭში.

პლასმონს ვაჭმევთ, დღეს 80 გრამს 3 საათში ერთხელ იდეაში მაგრა, ხან 2 საათში ერთხელაც გვიჭმევია და ხან 4 საათში ერთხელ, არ ვაღვიძებ საჭმელად და თუ არ იძინებს მაშინ ვუმატებ დოზას.

Posted by: takoo1 1 Nov 2020, 19:53
Tua
ჩემმი შვილი მგონი ბევრს ჭამმს: ))))
დილის 7ზე ძუძუ,11-12ზე ისევ ძუძუ. 3მდე ფაფა მერე ხილი. 5ზე სუპი თუ ბოსტნეულის პიურე რაც ქვია. მერე ორჯერ ისევ ძუძუ სანამ დაიძინებს. ბევრია?

გოგო არ ვიცი სემპერის წიწიბურას ვაჭმევ ეგ არ შეიცავს გლუტენს და აზზე არ ვაარ ჯერ არ გამისინჯებია

Posted by: Tua 1 Nov 2020, 21:47
chuvak_lexo
ფორმულის მიცემა 3 საათზე ადრე არაა რეკომენდირებული სამწუხაროდ, 2 საათში თუ ტირის საჭმლის გამო არტირის სავარაუდოდ. კი სწორსშვები რომ არ აღვიზებ 4 საათი არაა დანაშაული.მაგრამ მაგ შემთხვევაში რამდენად ყოფნის ეგ 80 გრამი 4 საათის უჭმელზე ეგ უკვე მშობლებმა.უნდა დაარეგულიროთ.
gogatakoo
დილის 7ზე ძუძუ, 11ზე ფაფა, 1ზე ხილი, 3ზე ბოსტნეული და მერე ძუძუ სულ .
წიწიბურა არშეიცავს გლუტენს თვითონ და მაგიტომ არაწერია, ხორბალი, შვრია შეიცავს გლუტენს , გლუტენი მათთვის არშეიძლება ვისაც გლუტენის აუტანლობა აქვს. რამდენ გრამ ფაფას და რამდენ გრამ ბოსტნეულს აჭმევ?

Posted by: nopiahopi 1 Nov 2020, 23:45
Tua
რა საყვარელი დათვის ბელი გყავს. ახლა ვნახე ფოტო ❤️

Posted by: chuvak_lexo 1 Nov 2020, 23:49
Tua
QUOTE
ფორმულის მიცემა 3 საათზე ადრე არაა რეკომენდირებული სამწუხაროდ, 2 საათში თუ ტირის საჭმლის გამო არტირის სავარაუდოდ. კი სწორსშვები რომ არ აღვიზებ 4 საათი არაა დანაშაული.მაგრამ მაგ შემთხვევაში რამდენად ყოფნის ეგ 80 გრამი 4 საათის უჭმელზე ეგ უკვე მშობლებმა.უნდა დაარეგულიროთ.

ხო ფეთდებოდა ჩემი ცოლი, ამდენი ხანი გაუნძრევლად ძილიო, მეშინიაო

ბევრი ვავარჯიშე და ვამასაჟე, ყაზბობას ეგრევე ეშველა, ქოქოსის ზეთი გამოვიყენე მასაჟისთვის მგონი ცუდად არ მოვქცეულვარ.

Posted by: takoo1 2 Nov 2020, 12:58
Tua
გოგო არ ვზომავ ესე გრამობით, თვალის ზომით ვუკეთებ თავიდანვე ალბათ 150გრამი ბოსტნეულია და ფაფა ჯერ 3კოვზი. ეხლა დავიწყეთ ფაფა. რამდენი კოვზია მაქსიმუმი? 6 თვისაა

Posted by: Ninico 2 Nov 2020, 14:55
სამშობიაროში რომ უღებენ ბაშვებს ანალიზებს გენეტიკურ დაავადებებზე. მივიღე წერილი რომ ბავშვს იმუნორეაქტიული ტრიფსინის მაჩვენებელი აქვს მაღალი და დამატებითი კვლევა უნდა ჩავიტაროთ. გადამამისამართეს ლუბლიანას 36-ში. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება cry.gif

Posted by: Rebel=)) 2 Nov 2020, 15:07
Tua

1წლის მერე 3 სრული კვებაა +2 ხემსი, ფორმულა და ძროხის რძე არითვლება კვებად უკვე უბრალოდ დესერტია. ჩვენი რეჟიმია დილით 10-11მდე ფაფა ( უკვე ნორდიკზე გადავედით 11 თვის რომ გახდა) , 2-3 საათამდე სადილი ბოსტნეილო, ხორცი თევზი, ბორში, გუფთა რავი ყველაფერს ვაჭმევ, 6-7ზე - მაწონი პეჩენია, მაქონი ხაჭო, ან ხაჭო იოგირტი 1 ცალი, თუ სადმე ვართ ფორმულას ვასმევ, 10-10:30მდე ფორმულა+ ღამის ფაფა ურძეო და ძილი ცოტახანში ვსიო. ხემსად 4ზე ვაძლევ ხმე ხილს .
[/quote]

ღამის ფაფას რომელს აჭმევ და ურძეოს რატომ? მერე რომ ფორმულა დააყოლოს მაგიტო?
ანუ შეიძლება ფორმულა აღარ ყოფნის ჩემს გოგოს? ამ ბოლოს ღამე ძაან ცუდად სძინავს, თან სიმილაკის 2 ნომერი გვქონდა, ახლა გათავდა და კი ვუყიდე 3.



Posted by: anibani18 2 Nov 2020, 16:55
Tua
რაც ფრისოს ვაძლევ, ისევ რეფლუქსი დაეწყო. სიმილაკზეც ასე ჰქონდა. მძიმეა ფრისო?
დავიტანჯე ამის გაზებით. მთელი დღე გვბომბავს...

Posted by: sofiko1306 2 Nov 2020, 18:24
გამარჯობა გოგოებო. ვარ 27 კვირის ორსული და მთელი ორსულობაა ვიკეთებ კლექსანს. ახლა დეფიციტშია და ვერსად ვშოულობ
იქნებ ვინმეს გქონდეს მულტიდოზა ან მზა შპრიცები დარჩენილი ვიყიდიდი დღესვე sad.gif

Posted by: Tua 2 Nov 2020, 19:04
gogatakoo
გოგო ეს ხელობლვნურზე რომ იყო რამდენსაც ხეოვნურს ვაჭმევდი იმდენ გრამს ვაჭმევდი ბოსტნეულსაც და ფაფასაც, სიტყვაზე150 გრამ რძეს სვავდა 150 გრამ ბოსტნეულს ვაჭმევდი, 6 თბის მერე 180 გრამებს ვაძლევდი ყველაფერ 1 წლამდე არც მომიმატია დოზა თან 4 საათი არშივდებოდა, ძუძუს ბავშვებში დომხალია და კი არვიცი მაგდენი.

Rebel=))
გოგო ამასაც ჰქონდა1 წლის სანამ გახდებოდა ღამე დაიწყო გაღვიძებები მეგონა რომ.შიოდა და თურმე არააsmile.gif))ან განშორების შფოთვები იყო ან არვიცი რა . ეხლა ღამე აღარ ჭამს კარგახანია, ურძეოს ვუკეთებ ფორმულაში, ჯერ ფორმულად ვაკეთებ და ფორმულის კოვზით4კოვზს ვყრი ღამის ფაფას,12-13 საათი არჭამს10ზე რომ იძინებს 10მდესძინავს და მერე ვკოტრიალობთ კიდევ როცა მეზარება ადგომა smile.gif) მე სიმილაკს აღარ ვაჭმევ უკვე 4 თვეა ცოტა მძიმე იყო ამისთვის და ნუტრიბენზე გადავედი ფასიც ადექვატური აქვს. მე 3 ბომერზე ჯერ არგადამიყვანია ძლივს ვიშოვე ეხლა ეს ნუტრიბენი 2 ცალი 3 ნომერი , 2ზე მყავს ჯერ smile.gif)
sofiko1306
შეაცვლევინე ექიმს ან მზა ნემსი იყიდე, სხვა გზა არაა, კლექსიპარინია მემგონი შემცვლელი და ექიმს კითხე რომ შეგიცვალოს.

* * *
anibani18
რეფლუქსში რას გულისხმობ? რეფლუქსია როცა ძააალიან ბევრს ასხავს საჭმელს. ფრისო კსუბუქია ვომი პირიქოთ მალე შივდებათ ვომზე ბავშვებს, გაზებზეწამალი მიეცი რას ასმევ? ესპუმიზანი შეიძლება არშველის, თუ გაზებს ისვრის და არაწუხებს ეგ არაა პრობლემა მთავარია არუგროვდებოდეს და უშვებდეს. ჩვენ ბობოტიკი გვშველოდა ესოუმიზანზე მეტად.
* * *
Ninico
მუკოვისციდოზია ეგ დაავადება, იაშვილში გაგიშვეს სავარაუდოს ჰო? თემაც არის მაგაზე , მე როგორც ვიცი უნდა გადაამოწმო კიდევ ანალიზი 3 კვირაში აუცილებლახ

https://forum.ge/?showtopic=34054771

Posted by: Ninico 3 Nov 2020, 10:13
Tua
არა, პედიატრიული ქირურგიის ცენტრში გადაგვამისამართეს ლალი მარგველაშვილთან. მარტო ეგ აკეთებსო.

Posted by: anibani18 3 Nov 2020, 11:11
Ninico
როგორ ხართ, ნინ? რას ამბობენ ექიმები?

Tua
ძალიან ბევრს ასხამს და ბევრჯერ, ჭამიდან დიდი ხნის მერეც. ასე ჰქონდა სიმილაკზეც, უბრალოდ სიმილაკს გეგონება ცოტა გადამუშავსბულს ასხამდა, ფრისოს კიდევ წყალივით.
გაზებს სულ გამოყოფს, მაგრამ, მაგალითად, რომ სძინავს, დაიწყებს უცებ ჭირვეულობას, ჭინთვას, შმუშვნას, ფეხების და ხელების ქნევას, მერე გაზებს გამოუშვებს და წყნარდება 2 წუთი, მერე ისევ თავიდან სანამ არ გაეღვიძევა. დღის განმავლიბაში თითქმის საერთოდ არ სძინავს ასრადა ეტყობა რომ ძალიან ეძინება.
კოლუსპაზს ვსვამთ. ბიბოტიკი არ გვიცდია.

Posted by: ReBelDiNaAa 3 Nov 2020, 11:16
Გოგოებო გამარჯობა
Აქვადეტრიმი დ ვიტამინი წყალში უნდა გავხსნა და ისე უნდა მივცე 5 წლის ბავშვს? ზოგ საიტზე ეგრე წერია, ზოგზე პირდაპირ მიეცითო და ვერ გავიგე

Posted by: sofiko1306 3 Nov 2020, 11:44
QUOTE
შეაცვლევინე ექიმს ან მზა ნემსი იყიდე, სხვა გზა არაა, კლექსიპარინია მემგონი შემცვლელი და ექიმს კითხე რომ შეგიცვალოს.

სიამოვნებით გადავიდოდი მარა ამდენის საშუალება არ მაქვს sad.gif კლექსანის მულტიდოზას ძლივს ვყიდულობდით და ახლა მზა შპრიცები კიდე 2 თვე ვერ შევძლებ რა ვქნა არ ვიცი

Posted by: takoo1 3 Nov 2020, 13:28
anibani18
როგორ ხართ აბა❤️ანი კითხე პედიატრს და შეგიცვლის თუ ეგრეა, გაზები ექნება რაც არ უნდა ჭამოს სადღაც 4თვემდე ესე რაა,, მერე გაუვლის ნელ ნელა.ბობოტიკი ცადე ჩვენ გვიშველა და ჩემ დიშვილსაც.ძუძუზე რა ხდებაsmile.gif

Tua
შივდება ამას მალე თუ ღამე არ ჭამა ესე 10სკენ და ეგრე გვიან ძუძუ ან ფორმულა უნდა ჭამოს,ძუძუ კიდე არ ყოფნის ვატყობ იღვიძებს მერე ღამე და რა ვქნა ფორმულა მივცე ანუ.ფაფა არ შეიძლება ნეტა 7-8ზე რო ვაჭამო

Posted by: Tua 3 Nov 2020, 13:55
anibani18
ეგ რეფლუქსია ანი და მაშინ ექიმს დაურეკე და ანტირეფლუქსი უნდა აჭამო და კიდე 30 გრადუსზე ამაღლებულზე უნდა გეწვინოს და ჭამიდან 30 წუთი არუნდა დააწვინო, ეგ კოლი რაღაცა კოლიკებისაა და არა გაზების, გაზების წამალი უნდა მისცე, 4 თვემდე ეგრრ იქნება უბრალოდ წამალი მოაგროვებს და ადვილად გამოუშვებს, ვერაფერს უზავ მაგას გაზი რომ გადის ნაწლავში ჯერ პატარაა ნაწლავები და სტკივა უბრალოდ მაგიტო იჭინთება და წვალობს.
Ninico
კარგი ექიმია ლალი.მარგველაშვილი გენეტიკოსია.
gogatakoo
ჯერ ეგეთ პატარაზე 1-2კვების სრულად შეცვლა შეგიძლია, შეგიძლია ფაფის ნაცვლად მისცე ძუძუ და ფაფა აჭამო საღამოს მაგრამ პერიოდები აქვთ ეგეთი ბავშვებს ღამე გაღვიძების შეიძლება სულაც არშიოდეს და ისე იღვიძებდეს ძუძუს პონტში, რომ გაიზრდება უფრო ხშირად დაიწყებს წესით , 6 თვის ეს ღამე 2ჯერ იღვიძებდა სააჭმელად და ასე 10-11 თვისთვის ამოაგდო საერთოდ, ძუძუზე ეგრე არაა მემგონი სულ ჭამენ, არვიცი ძუძუ არმიჭმევია მაგრამ ყველა.მაგას წუწუნებს ხშირად იღვიძებენო.

* * *
sofiko1306
ფრაქსიპარინის მულტიდოზაც იყიდება და კითხე ექიმს აუცილებლად.
* * *
ReBelDiNaAa
არა პირდაპირ მიეცი, კოვზზე დააწვეთე და მიეცი არუნდა წყალში გახსნა.

Posted by: Rebel=)) 3 Nov 2020, 14:05
Tua
QUOTE
გოგო ამასაც ჰქონდა1 წლის სანამ გახდებოდა ღამე დაიწყო გაღვიძებები მეგონა რომ.შიოდა და თურმე არაა))ან განშორების შფოთვები იყო ან არვიცი რა .


ჰო მეც ვერ დავამუღამე რატომ შვება, არადა სახლში ვარ ეს პერიოდი ამ კვირაში გავედი სამსახურში, რომ იღვიძებს და იწკმუტუნებს წყალს ვასმებ, არ მინდა ღამე ვაჭამო ხოლმე. შეიძლება ვცოდავ მარა რა ვქნა. გუშინ შედარებით მშვიდად ეძინა დილისკენ წამოიწკუმტუნა ერთი.


QUOTE
ურძეოს ვუკეთებ ფორმულაში, ჯერ ფორმულად ვაკეთებ და ფორმულის კოვზით4კოვზს ვყრი ღამის ფაფას,


კაი აზრია მასე ვიზამ მეც, რომელი ბრენდის საღამოს ფაფას აჭმევ?


QUOTE
მე სიმილაკს აღარ ვაჭმევ უკვე 4 თვეა ცოტა მძიმე იყო ამისთვის და ნუტრიბენზე გადავედი ფასიც ადექვატური აქვს.


სიმიკალმა კი გამაკოტრა მაგრამ მაინც აღარ შევუცვალე რადგან კარგად მიიღო ამისმა ორგანიზმმა. ცოტა გვიან აღმოვაჩინე დიღომში სიმილაკის შემომტანის საწყობი და რავიცი თუ ვინმეს დააინტერესბს აფთიაქთან შედარებით 10 ლარით იაფია, მირიან მეფის 144 ნომერშია.




* * *
გოგოებო, მამაჩემს უნდა გრიპის ვაქცინის გაკეთება და ხომ არ იცით სად უნდა დავრეკოთ და როგორ ხდება ეგ ამბები? ან თუ არის ხელმისაწვდომი ეს აცრა სურვილის მიხედვით? მგონი განიხილავდით ამ თემას აქ.

Posted by: nopiahopi 3 Nov 2020, 14:10
Rebel=))
პოლიკლინიკებს უნდა მიმართოს. თუ რისკ-ჯგუფშია, უფასოა და ნებაყოფლობით გაკეთრბა ფასიანია პოლიკლინიკებშიც და კერძო კლინიკაშიც. ასე ვიცი..

Posted by: Rebel=)) 3 Nov 2020, 14:14
nopiahopi
QUOTE
პოლიკლინიკებს უნდა მიმართოს. თუ რისკ-ჯგუფშია, უფასოა და ნებაყოფლობით გაკეთრბა ფასიანია პოლიკლინიკებშიც და კერძო კლინიკაშიც. ასე ვიცი..

მადლობა პასუხისთვის, დავრეკავ ევექსში აბა.
* * *
ევექსში არ გვაქვსო ჯერ გრიპის ვაქცინა, ნოემბერში ველოდებით რომ შემოიტანენო, კიდევ სად შეიძლება რომ ვიკითხო ? რომელ კლინიკაში?

Posted by: nopiahopi 3 Nov 2020, 15:09
Rebel=))
სხვა არ ვიცი, მედკაპიტალია ჩვენს უბანში პოლიკლინკა და მის ცხელ ხაზზე იქნებ გადაამოწმოთ. ან იმუნიზაციის ცენტრში.
ან ჯიპისიში გადარეკე,ექსპრეს კლინიკაში თუ გაქვთ ვაქცინათქო.
სადავ არის ამცრელი კაბინეტი, ყველგან აცრიანო გამყრელიძემ..

Posted by: Ninico 3 Nov 2020, 16:01
anibani18
მადლობა ჩემო კარგო ❤️ ამ დღეებში მივდივართ ანალიზის ჩასაბარებლად და იმედია არ დაგვიდასტურდება.
ბეიბი ქალმი დაგვინიშნა ჩვენ გაზებისთვის. ესენიც საშინლად იჭინთებიან.

Posted by: ripsta 3 Nov 2020, 16:20
უფროსმა ჩააბარააა

Posted by: Tua 3 Nov 2020, 17:47
Rebel=))
ეს წყლის გემოს რომ იგრძნობდა უარესად კიოდა ხოლმე smile.gif))) სიმილაკს მეც შემომტანებთან ვყიდულობდი ხოლმე დიღომში აფთიაქში სულ 1ხელ ვიყიდე მაგრამ მძიმეა და ეხლა ნუტრიბენის კმაყოფილი ვარ, ურძეო ღამის ფაფა მხოლოდ ჰეინცს აქვს სხვა ბრენდს არა.

ვაქცინა ფასიანი არსად არ არის ჯერ მეც ველოდები უნდა გავიკეთო, თუ რისკ ჯგუფშია ევექსის კლინილის ოჯახოს ექიმთან უნდა ჩაეწეროს ჯერ , ის თუ ჩათვლის საჭიროდ მისცემს მიმართვას გაკეთებაზე თუ არადა არა. ვაჟას 40ში რომ ევექსია მანდ აქვთ შემოტანილი განსაზღვრული რაოდენობა.

Posted by: Rebel=)) 3 Nov 2020, 20:16
nopiahopi
Tua
მადლობა პასუხისთვის გოგოებო ❤️

Posted by: alesandra 3 Nov 2020, 22:39
გოგოებო, ასეთი ვოლკერი თუ შეგიძენიათ და რა აზრის ხართ მასზე? მირჩევთ მის შეძენას?
user posted image

Posted by: anibani18 3 Nov 2020, 23:15
gogatakoo
საშინლად სძინავს, თაკო. დღისით თუ შევძელი და დავიძინექ, იღვიძებს ყოველ 5-10 წუთში, მე უნდა შევუბრუნო და ასე შემდეგ. გაზების უამრავი წამალი ვცადეთ, დღეს ისევ ახალი დაგვინიშნეს. იქნებ რამემ უშველოს.
რძი საკმაოდ შემიმცირდა. ვერც ვახერხებ ხელი შევუწყო, ხანდახან არის დღეები, ჭამასაც ვერ ვხერხებ. ახლა დედასთან მოვედი და იქნებ ცოტა მივხედო თავს, რძე რომ გამიჩნდეს.
შენ როგორ ხარ?
Tua
მოგვიხსნენ ფრისო. კუჭში გასვლაში მაინც ვერ ეხმარებოდა. საკვებიც არ ამოუღია დღეს. ნესტლეს სამმაგი კომფორტით ჩაანაცვლეო. ტუ ამანაც არ უშველა, მერე თხის რძეხე დამზადწბულ საკვებს ვცდით.
მემსის რომ 4 თვემდე ექნება, მაგრამ მაინც უცნაურია რომ ვერ იძინებს დღისით. რაც სძინავს კიდევ ისეთ ბორგვებშია, გული მოგიკვდება. იქნებ ლაქტოზას აუტანლობაა, ამას ვფიქრობ. ახლა რძის ნაწარმს ამოვიღებ და სევხედავ ეს დღეები.
* * *
Ninico
ნეტა არ დადასტურდეს, ნინ ♡ ანუ ჯერ ზუსტად არ იცით ჰო?
უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება ♡

Posted by: Ninico 3 Nov 2020, 23:44
anibani18
არა, ჯერ არ ვიცით. არ მინდოდა ამ კორონობისას კლინიკებში ტარება, მაგრამ სხვა გზა არ არის sad.gif

Posted by: Rebel=)) 4 Nov 2020, 10:47
alesandra
QUOTE
გოგოებო, ასეთი ვოლკერი თუ შეგიძენიათ და რა აზრის ხართ მასზე? მირჩევთ მის შეძენას?

აუ ეს მეც მაინტერესებს, მგონი ჩვენთვის გვიანია უკვე ამის შეძენა, ცოტა ადრე უნდა მეყიდა თუ ვაპირებდი biggrin.gif წლის ხდება უკვე ბავშვი.
მე ვერ გავარკვიე როგორ უნდა იყოს სწორი ვარიანტი, ვიშლისტში რაც ვნახე თავისუფლად მოძრაობდა ბორბლები და ფეიქრებზე ვნახე კიდევ და იმის ბორბლები არ მოძრაობდა კარგად და რომელი სჯობს ვერ მივხვდი.

Posted by: მზე 4 Nov 2020, 11:48
alesandra
მე მქონდა ზუსტად ესეთი https://www.amazon.com/dp/B0053X62GK/ref=twister_B08LNSS9GN?_encoding=UTF8&psc=1
9 თვის იყო რო ვუყიდე და ძალიან კარგად გამოვიყენეთ
ისე ჯობია რო თავისით აიდგას ფეხი მარა რავი ერთობოდა ხოლმე ამითი
ანუ არ ეხმარება დიდად, პირიქით შეიძლება ცოტათი შეანელოს ფეხის ადგმა (მგონი)
სათამაშოდ წავა რა მოკლედ biggrin.gif

Rebel=))
QUOTE
მე ვერ გავარკვიე როგორ უნდა იყოს სწორი ვარიანტი, ვიშლისტში რაც ვნახე თავისუფლად მოძრაობდა ბორბლები და ფეიქრებზე ვნახე კიდევ და იმის ბორბლები არ მოძრაობდა კარგად და რომელი სჯობს ვერ მივხვდი.

თავიდან როცა პატარაა ბორბლები უმაგრდებოდა ჩემსას და მასე ნელა დადის ბევრად, მერე ცოტა რო დაამუღამებს და ჩქარაც შეუძლია წასვლა ისე რომ არ დაეცეს, გადართავდი და ტრიალებდა ბორბლები ჩვეულებრივად

Posted by: Tua 4 Nov 2020, 16:58
anibani18
ნესტლესი თუ ნანის სამმაგი კომფორტი? ლაქტპზის აუტანლობა სხვა რამეა ანუ განავალზეც უნდა დაეტყოს თუ აუტანლობა ექნება , ძუძუს თუ არაჭმევ მაშინ შენი რძის პროდუქტების ამოღებას რა აზრი აქვს თუ აჭმევ კიდევ? შერეული კვება არის ტანჯა ჩემი აზრით პრივეზე რომ.გყავს, ან ერთზე უნდა იყოს ან მეორეზე რა. მემსის საკვენი კარჰია და აი რებელმა რომ.დაწერა მირიან მეფეზე ეგენი არიან შემომტანები მაგ საკვებისაც და სიმილაკისაც, აფთიაქში სასწაული ფასი აქვს.
* * *
alesandra
მე არმიყიდია ჩემს გარშემო 10იდან 1მაც ვერ იხმარა კარგად, ამან თავისით აიდგა ფეხი კედელ კედელ დადის და სკამიდან სკამზე გადადის, 1 ხელის მოკიდებითაც დადის გარეთ და მერჩივნა თავისით აედგა, გასართობად კარგია წინ რომ რაღაცეები აქვს.

Posted by: anibani18 4 Nov 2020, 17:30
Tua
განავალი როგორი უნდა იყოს?
ლაქტოზის აუტანლობა აქვს მამასაც და დიდი ხანია მაგაზე ვფიქრობდი, სიმილაკზე რეაქციის შემდეგ. ნანი ნესტლესია. ნესტლეს ნანის სამმაგი კომფორტი დავიწყეთ გუშინ. გაზების წამალიც შევცვალეთ. ულყოველ კვებას ვიწყებთ ძუძუთი. არ ვიცი დამთხვევაა თუ რა, მაგრამ დღეს აღარ უტირია დღის განმავლობაში და ეძინა კიდევაც.
4-5 დღეში უნდა დავურეკო პედიატრს და შედეგები ვუთხრა.
ჩემთვის ძუძუ საერთოდ კოშმარია. ძალიან არ მომწონს ეს პროცესი. მაგრამ.მაქვს ჯერ და ჭამოს.
ვნახავ ჯერ რა საკვებზე სევჩერდებით და მერე მივალ მანდ.

Posted by: Tua 4 Nov 2020, 18:20
anibani18
ზოგს მწვანე ფერის აქვს და სისხლს აყოლებს ან ლორწოსაც გააჩნია ბავშვს რა. ჯერ შეხედე რა როგორ იქნება და მერე შენითაც " დაამუღამებ" ყველაფერს თავიდანაა რთული. ჰო ახალ კვებას 1 კვირა მაინც უნდა

Posted by: nino84 4 Nov 2020, 21:15
sofiko1306
ვაგზალზე რომ აფთიაქებია იქ იკითხე? მთელი ორსულობა ვიკეთე კლექსანი, დაზღვევის ლიმიტი რონ ამომეწურა მზა შპრიცებმა გამყიდეს. ლუიზას აფთიაქს ეძახიან, დაურეკე კითხე იქნებ ქონდეს, ფასი აფთიაქთან შედარებით დაბალი იყო, სანდოობას რას შეეხება თავიდან ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ მთელი ორსულობა კრაინონი და კლექსანი გამყიდიდნენ მანდ რომ არ მეყიდა. 599 94 52 05 ლუიზა. ინვიტროს ჯგუფის ბევრი გოგო მანდ ვყიდულობდით წამლებს
* * *
anibani18
ჩემ გოგოს აქვს რძის ცილის აუტანლობა, ხელოვნურზეა დაბადებიდან. სისხლს აყოლებდა განავალს და გაზებიც აწუხებდა. ფორმულა რომ შევუცვალეთ გაუარა. ჩვენ თან ძვირიანი კვება დაგვჭირდა ერთი ქილა 135 ლარი ღირს. თუ გაქ რძე აჭამე, ამაზე კარგს ვერაფერს აჭმევ, თან უფასოს smile.gif

Posted by: Tua 4 Nov 2020, 22:12
nino84
ნინო რაკვებაა ასეთი 135 ლარს რომ იხდი ქილაში? რა სასწაული ფასია.

Posted by: nino84 4 Nov 2020, 22:42
Tua
ისევ შენ თუ დამაკვალიანებ smile.gif ხახვი, მწვანილი, ნიორი რამდენი თვიდან მიეცი? და მწვანილსაც აბლენდერებდი?
* * *
Tua
ნეოკეიტი, სრული ჰიდროლიზია რძის. ეხლა 8 თვიდან ფრისო პეპ აც დავუწყე, ერთი კვირაა უკვე და იმედია არ ექნება ალერგია.

Posted by: anibani18 4 Nov 2020, 23:03
nino84
თხის რძეზეა ეს საკვები, ნინო?
ამ ნანმა თუ არ გვიშველა, მერე თხის რძეზე გადავიდეთო. რომელ პედიატრთან დადიოდით თქვენ? ჩემსას ისე აწუხებს გაზები რომ საერთოდ ვერ სძინავს.
არ მაქვს საკმარისი რძე, თორე მივცემდი.
Tua
მართალი ხარ, თაბიდან არის რთული. იმედია, ნელ-ნელა ავეწყობით.

Posted by: Tua 5 Nov 2020, 00:02
nino84
გოგო რასაც ვახარშავ ბოსტნეულთან ერთად 7 თვიდან მივეცი, ანუ ჯერ პაწაწინა ხახვი ჩავუმატე, მესამე დღეს პაწაწინა ნიორი, მერე კამა და მერე ოხრახუში, მერე ზაფხულსი გავასიმჯე რეჰანიც, ქინძ8ც, ეხლა უკვე ვუჭრი მწვანილს და ისე ვუშვები საკვებს, ნიორს ხახვს კატლეტში ვუსვებოდი ან გუფთებში 10 თვიდან ცოცხლად.

Posted by: nino84 5 Nov 2020, 15:21
anibani18
ნეოკეიტი ძროხის რძეა ოღონდ ჰიდროლოზებული, რძის ცილა ისე დამუშავებული, რომ ალერგიას აღარ იწვევს. ნეოკეიტამდე ვცადეთ ნახევრად ჰიდროლიზებული ფორმულები ფრისო პეპ აც და ნუტრიბენ ჰიდროლოზადა, მაგრამ ამაზეც ჰქონდა ალერგია. თხის რძეზე მე როგორც ვიცი მაინც ექნება ალერგია, თუ ძროხის რძეზე აქვს. ლაქტოზის აუტანლობის დროს თუ სხვანაირადააარ ვიცი, ჩვენ ცილაზე გვაქვს. მიქელაძესთან მივიყვანე ეს სისხლიანი ჩანართები რომ დავინახე განავალში, მაშინ ერთი თვის იქნებოდა დაახლოებით.ეხლა რცხილაძესთან დამყავს.

Posted by: alesandra 5 Nov 2020, 18:38
მზე
Tua
მადლობა გოგოებო რჩევისთვის.

Posted by: Tokyo.tokyo 6 Nov 2020, 09:37
გოგოებო მოკლედ ასეთი ამბავია
ხომ გახსოვთ როგორ ველოდებოდი 4 თვეს რომ გავასინჯო რაღაცეები თქო.მერე თქვენ გადამაფიქრებინეთ.მეც ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და ბოლომდე დავრწმუნდი დაა ჩამოვყალიბდი იმ აზრზე რომ 6 თვემდე არაფერი გავასინჯო.მაგრამ ექიმმა ვაშლი და ბანანი მიეციო.ამიხსნა როგორ უნდა მივცე მაქსიმუმ 4 კოვზამდე ადიო.5 თვისკენ კიდე სახლში მოუმზადე ხაჭო და ნახევარი კოვზი გაურიე ხოლმე ბანანშიო.რა გავაკეთო?
* * *
ხო აქვე გეტყვით რომ წონა ლარგად აქვს მომატებული 1 კილო მოიმატა 1 თვეში

Posted by: Tua 6 Nov 2020, 10:46
Tokyo.tokyo
რაის ხაჭო თან სსხლში დამზადებული ხაჭო მე8 თვეში რომ გადავა მერე გაასინჯე smile.gif პედიატრი შეცვალე, მე 4.5 თვიდან დავაწყებინე და არც ვნანობ რომ.დავაწყებინე ოპტიმალური მე 5-5.5ზე დაწყება მგონაი არც 4ია არც 6ია smile.gif მაგრამ.რადგან წონა აკრგი აქვს ხილოთ და ბოსტნეულით უნდა დსიწყო, ხაჭო მაწონი და ეგეთები არშეიძლება ჯერ, ძროხოს რძე 1 წლამდე ვაფშე ,

Posted by: narkozeli 6 Nov 2020, 11:27
Tokyo.tokyo

5 თვიდან ხაჭო არაფრით არ შეიძლება, ერთ-ერთი მძიმე მოსანელებელი პროდუქტია.

გადასარევი წონის ნამატი აქვს შენს ბიჭს.

5 თვემდე არაფერს არ გავასინჯებდი მე პირადად არც ვაშლს და არც ბანანს. მე-6 თვეში რომ გადავა მერე გაასინჯე ვაშლი მაგალითად, სემპერის.
მეც მე-6 თვიდან დავუწყე ჯერ ვაშლი, მერე სტაფილო, მე-7 თვიდან დავუწყე ფაფები. ყველას მისცეს ოჯახში ღმერთმა ვაჩესნაირი მჭამელი, შენი ვაჩეც მასეთი თუ გამოდგა, ჩათვალე ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ biggrin.gif
აი მსგავსი უპრეტენზიო მჭამელი ბავშვი როგორიც ჩემი შვილია, მეორე არ ვიცი მართლა.
* * *
ჩემი მაზლისცოლია ეხლა მასე, დღეებს ითვლის სანამ მყარ კვებას დაუწყებს, არადა 3 თვისები არიან ჯერ biggrin.gif ოღონდ უჭმელები არიან ძალიან, რძეს 60 გრამზე მეტს ვერ აჭმევს და ამიტომ უნდა რამე სხვაც დაუწყოს. სხვა რძეებს პირი არ დააკარეს არცერთს და ისევ პლასმონზე ყავს ეხლა. ამას ძილში მაინც აჭმევს.
მყარ კვებაზე მე ვექაჩები არ გინდა მასე მალეთქო მარა მესმის მაგისიც. ეჩქარება biggrin.gif
მგონი ყველა დედას ეჩქარება, ხელოვნურზე მყოფისებს განსაკუთრებით, მარა ზედმეტად სიჩქარე არ ვარგა რა. შიეძლება ვავნოთ მაგით ბავშვს. მზად უნდა იყოს:
1. შეეძლოს ჯდომა (მიყრდნობით მაინც)
2. შეეძლოს კოვზით საკვების მიღება
3.იჩენდეს ინტერესს უცხო საკვების მიმართ
4. კარგად ჰქონდეს ჩამოყალიბებული ღეჭვის რეფლექსი
5. გაორმაგებული უნდა ჰქონდეს დაბადების წონა.

ამ ყველაფერს თუ აკმაყოფილებს, მერე შეიძლება მყარი/ნახევრადმყარი საკვების დაწყებაზე ფიქრი. მარა ხაჭო არა რათქმაუნდა biggrin.gif არც მაწონი. არც პეჩენიები და მსგავსი სასუსნაოები. 1 წლისაა და პეჩენიას ფაქტიურად საერთოდ აღარ ვაჭმევ, გასართობად ვაძლევდი ხელში და ეხლა ეგეც კიდია, ბოსტნეულით და უფრო ჯანსაღი რამეებით სუსნაობს. ტკბილი რამეები არ მოსწონს, იმიტომ რომ უშაქროს შევაჩვიე ყველაფერს და არც მარილიანს ითხოვს. მოკლედ ჩემი პირადი რჩევაა, თუ ბავშვის ბუნება და ხასიათი ხელს გიწყობს, დაუწყო ხილით, ბოსტნეულით, მერე ფაფები. უმარილოდ და უშაქროდ 1 წლამდე.

Posted by: Tokyo.tokyo 6 Nov 2020, 11:56
anibani18
ან გაზებს და კოლიკება რაც შეეხებაა მე ვარ მაგის მსხვერპლი და მე მკითხე :დდდ ახლა კი მეცინება.მინდა გითხრა რომ ახლა დრო უკან რომ დაბრუნდეს არ გავჭყლიტავ წამლებით ისევ.მგონი აფთიაქში წამალი არ დამიტოვებია თუმცა უშედეგოდ.ეგ არის პრობლემა რომელიც დროსთან ერთად თავისით მოგვარდება.სრული 4 თვე გავწამდით ახლა უკვე თანდათან გვეშვება.ჩვენ შემთხვევაში ტამიტაბი ყველაზე მეტად გვშველოდა
* * *
Tua
არადა ძალიან ვენდობოდი და ეგ რომ მითხრაა ძაან გამიკვირდა.4 თვიდან ძალიან ადრეაა რაც წავიკითხეე ახალი გაიდლაინები.თან ღმერთს მადლობა რძეც ყოფნის.მოკლედ ძალიან ავირიე.მე არ მინდა მიცემაა მაგრამ ჩემს გარდა ყველას უნდა რომ გაასინჯონ რაღაცეები :დ
narkozeli
მე ვიყავი მასე როგორც შენი მაზლის ცოლია.მაგრამ ახლაა უკვე აღარ მინდაა :დდ ნეტაა ვაჩეეს დაემსგავსოს ჭამაში ვაჩეც :დდ უბედნიერესი დედა ვიქნები.მაგრამ მეეჭვება ისეთი ჯიუტიაა თუ არ ისურვა თვითონ ვერაფერსაც ვერ გაასინჯებ

Posted by: narkozeli 6 Nov 2020, 13:57
anibani18

ანი როგორ ხართ? love.gif რას შვება გოგოშკა? :*


Tokyo.tokyo

აუ მესმის ძაან კარგად, ცოტაც გაუძელი და მერე ნელნელა ვაჩე ბიჭიც შეგიწყობს ხელს love.gif

Posted by: Tua 6 Nov 2020, 14:45
Tokyo.tokyo
კი ადრეა 5 თბეა ოპტიმალური იდეაში გასინჯვაში კარგავ ბევრ დროს ასე ვთქვათ მერე მიდის ლიწინით. ზოგი ოეჩენიასაც ნიშნავს 5 თვიდან რაც სისულელეა და ასევე შაქრიან ფაფებსაც sad.gif ისე ეჩვევიან მერე ამ.დაშაქრულებს სხვა რამეს არჭამენ. 5 თვიდან შეგიძლია რამოდენიმე კოვზით დაიწყო და 6 თვემდე კი მოუნდები ყველა პროდუქტის გასინჯვას თითქმის , მწც ფაქტიურად 6 თვიდან შევუცვალე სრულად კვებები მანამდე ცოტ ცოტას ვაჭმევდი და მაინც ფორმულას ვაჭმევდი.

Posted by: takoo1 6 Nov 2020, 20:10
Tokyo.tokyo
მგონი ჯობია მართლა პედიატრის შეცვლა, პირველად გავიგე ხაჭო ეგრე ადრე და ძაან გამიკვირდა თან მაგით რო გაწყებინებს არადა ყველაზე ბოლოს ასინჯებენ რძის ნაწარმს.თან თუ კარგი მატება აქვს რატო უნდა დააწყებინო მყარი კვება რათ უნდა, მე 6დან და იწყე ეხლა ფფაფები და მანამდე ხილი და ბოსტნეული


გოგოებო მარტო ურძეო სიმინდი ვერსად ვერ ვიშოვე ვერც ნუტრიბენი და ვერც პლასმონი და რა ვქნაა? შვრია გავასინჯო თუ რომელი რას მირჩევთ

Posted by: Tua 6 Nov 2020, 20:27
gogatakoo
გაასინჯე შვრია, იქნებ შემოიტანონ ნუტრიბენი, თვითონ ბრენდია ძააალიან დეფიციტში ბავშვის რძეძლივს ვიშოვე sad.gif

Posted by: anibani18 6 Nov 2020, 21:56
Tokyo.tokyo
მესმის რასაც ამბობ, წამლები მართლაც არასასურველია, მაგრამ როცა ხედავ როგორ იტანჯება ასეთი პატარა, რთულია მხოლოდ მოფერებით და დედის ხელთ არსებული ხერხებით შემოიფარგლო.
რა ბედნიერებაა, რომ ეს პერიოდი გადალახეთ ♡

narkozeli
მადლობა მოკითხვისთვის, გვანც ♡
იზრდება ჩემი გოგო, კარგად მოიმატა და ისეთი ნამცეცა აღარ არის smile.gif
გაზები გვაწუხებს ძალიან. ძილს უფრთხობს და მერე წუხს და ტირის.
ახლა ხერხეულიძესთან მყავდა და ცოტა დაულაგა წამლები, მცენარეულები დაუნიშნა. იმედია გვიშველის რამე.
შენი დიდი ბიჭი როგორ არის? ♡


Posted by: alesandra 6 Nov 2020, 23:53
გოგოებო, ევექსის პოლიკნინიკაში, ვაჟაზე რომ არის, ხომ არ იცით ნორმალური პედიატრი? ცხვირ-პირი რომ არ ჩამოსტიროდეს და ყურადღებიანი იყოს. მანდ მინდა ბავშვი გადავიყვანო აღრიცხვაზე.

Posted by: narkozeli 7 Nov 2020, 08:37
anibani18

როგორ მიხარია, იზრდება შენი გოგო და ბევრი რამე მარტივდება ამ ზრდასთან ერთად, აი ნახავ ❤️
ჩვენი ტყუპებიც უკვე ისეთები არიან, ეღუღუნებიან დედიკოს და ღამე ძილი ისწავლეს რაც მთავარია, თუმცა დღე ძირითადად ფხიზლად არიან და ცოტა ჭამის, უფრო სწორად უჭმელობის პრობლემა აქვთ. ისე მიყვარს ეგ ორი პატარა ბროშკა ❤️❤️ წინა გვერდებზე ფბ ლინკი მედო არ ვიცი ნახე თუ არა ვაჩეს დაბ.დღე ქონდა და გოგოშკებიც ყავდა სტუმრად, ვაჩესაც ძალიან უყვარს ორივე, სულ უნდა რომ მიეფეროს და ეთამაშოს. ოღონდ მე რომ ვიყვან რომელიმეს ხელში, ცოტა ეჭვიანობს ))
მაია ხერხეულიძე ძალიან კარგი არჩევანია❤️ ჭკვიანი ექიმია.

Posted by: Tokyo.tokyo 7 Nov 2020, 09:58
anibani18
ზუსტად ვიცი რასაც გრძნობ.ხშურად ვტიროდი მეც მასთან ერთად და ჩუმად ვეუბნებოდი რომ მე მტკიოდეს დედას გულო ოღონდ შენ არა თქო.არ ვიცი როგორ გამოვიარე ეს თვეები.სულ ტიროდა , სულ ხელში მყავდა,თავის საწოლში ჯერ არ დაუძინია.დღემდე ჩემთან ძინავს ყველა 2 წუთში პიზიციას ვუცვლი მგონი რომ მუცლის ჭვალი თუ რაც აქვს შევუმსუბოქო ცოტა ტკივილი.მე ძალიან ვღიზიანდებოდი ხოლმე რომ მეუბნებოდნენ ხელში ნუ აჩვევ.ან რამე წამალს რომ მთავაზობდნენ ჩემსას ეს შველოდა ის შველოდა :დდ ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური.შენ უფრო მიხვდები რა უფრო ანიჭებს შვებას.გისურვებთ რომ მალე გადალახოთ ეს დღები.არ დაელოდო 4 თვეს ზოგს 2 თვემდე აქვთ ხოლმე
* * *
Tua
narkozeli
gogatakoo
არადაა ყველაზე ძლიერი ეს არის იდეაში.ძაან გამიცრუა იმედები.ვენდობოდი.
* * *
იცით რა მაინტერესებს როცა მსგავს რაღაცაა აჭმევ აუცილებელი ხომ არის რომ დამჯდარ პოზიციაში აჭამო ბავშვს?

Posted by: Tua 7 Nov 2020, 12:46
alesandra
მაია დათუაშვილი , ეხლა დავდექი აღრიცხვაზე, ნუ ჩემს სოფოს გასინჯვით ვერ შედრება ზერელედ სინჯავს მაგრამ წავა რაა გამოუვალ მდგომარეობაშიsmile.gif)

Tokyo.tokyo
კი სასურველია მყარი კვება იყოს დამჯდარ პოზიციაში.

Posted by: anibani18 7 Nov 2020, 12:50
narkozeli
კი, ვნახე, მინდოდა მომელოცა, მაგრამ მერე ჩემმა გოგომ მოითხოვა ყურადღება და დამრჩა უყურადღებოდ შენი ბიჭის დაბადების დღე. ძალიან საყვარელი გყავს <3 ღმერთმა მრავალი ბედნიერი და სიკეთით სავსე წელი აჩუქოს <3
თქვენი ტყუპებიც უსაყვარლესები არიან <3 რა კარგია, რომ ცოტა მოუგვარდათ პრობლემები <3 დღისით უძილობისას რას აკეთებენ ხოლმე? ჩემსასაც არ სძინავს დღისით, ხანდახან ჭირვეულობს, ხანდახან წევს უბრაკდ წითელი თვალებით და ვერ იძინებს. ვერ ვხვდები რა გავაკეთო ასეთ დროს, თამაში ჯერ არ შეუძლია. ასე რომ დავტოვო, მეცოდება და თან მერე საღამოსკენ ისე იღლება უძილობით, რომ ტირის.
კარგია ხერხეულიძე? ზანგურაშვილთანაც მინდოდა მისვლა, მაგრამ იზოლაციაში ყოფილა და ჩამივარდა ვიზიტი. ვიი რომ ეს გაზები ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ უყურადრებოდ მაინც ვერ ვტოვებ.
Tokyo.tokyo
მეც როგორ მაღიზიანებს სხვისი რჩევები, არაფრის მომცემი. კვირების ბავშვი ზოგის აზრით უბრალოდ უნდა დააწვინო, იტირებს და იტიროს, გაჩერდება მერე. მე ასე არ შემიძლია და რა ვქნა. იქნებ არასწორად ვიქცევი, მაგრამ ღამით რომ წუხს და ბორგავს საწოლში, მეც ვერ ვიძინებ და ვეფერები, მუცელს ვუმასაჟებ, ვცდილობ ძილი შევუბრუნო, ცოტა დავამშვიდო. დღისითაც არ სძინავს თითქმის. ჩვილი ზოგს თოჯინა ჰგონია. ჩემსას თავისი ხასითი ჰქონდა პირველივე დღეებიდან, ვერაფრით გაახვევდი თუ შეკრავდი, რაც ჰქვია. მატრასის აწევაც მირჩიეს აქ გოგოებმა და პედიატრმაც. ორჯერ ავუმაღლე და ორჯერვე ისეთი მოუსვენარი ღამე ჰქონდა, ცდილობდა იმ შემაღლებულიდან ჩამოგორებულიყო.


Posted by: Tokyo.tokyo 7 Nov 2020, 13:08
anibani18
კი ჩემი შვილიც შეუკრავთ ბევრჯერ მაგრამ ყოველჯერზე ბჟირდებოდა.ხო იტირებს გაჩერდებაო მეც ვევრჯერ მსმენია.კიდე მაღიზიანებდა ფრაზაა ბავშვმა უნდა იტიროს .აიი რატო უნდა იტიროს ვერ გავიგე? ნამდვილად არ აკლდაა ტირილი ისედაც

Posted by: narkozeli 7 Nov 2020, 13:20
Tokyo.tokyo

რა ქვია პედიატრს? ცნობილია?

anibani18

მადლობა❤️❤️❤️ ვერაფერს ვერ შვებიან და ეზოში ჩაყავთ და ხელით დაჰყავთ sad.gif ხან კენგურუში სვამენ მარა იმასაც აპროტესტებენ ზოგჯერ. მოკლედ ძიძა, თვითონ და დედამთლი- 3 ქალი არიან ამ ორ ბავშვთან და რთულია მაგრამ სხვა გზა არაა, უძლებენ. გაზებზე არ უშველა არაფერმა საერთოდ და ეხლა თავისით დაულაგდათ.
გეთანხმები, ამათ თავიანთი ხასიათი აქვთ, ვაჩეზე მუცელში რომ მეჯდა მაშინვე ვამბობდი ღვედს არ მაჩერებინებსთქო, გაკოჭვაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი, დღემდე მასეთი ხასიათი დარჩა და შენი გოგოც სავარაუდოდ მასეთი თავისუფლების მოყვარეა❤️ ისევ ჩვენ უნდა ვუპოვოთ გამოსავალი. ვფიქრობ 3-4 თვიდან ეგ საფიქრალი ცოტას იკლებს და მერე უფრო კვების თემები წამოიწევს წინა პლანზე. გაზები და მუცელი სადაცაა დაულაგდება შენს გოგოსაც❤️

პედიატრს რაც შეეხება ზანგურაშვილი ხერხეულიძეზე ძლიერია. ზოგადად მრჩეველის პედიატრიული სამსახური ამ წუთას საქართველოში ყველაზე ძლიერი პედიატრიული ინსტიტუციაა. თუმცა ხერხეულიძეც არაა ცუდი. ერთი ის თემაა რომ ცოტა მეტად უყვარს წამლები. მრჩეველის პედიატრები ძალიან იშვიათად ნიშნავენ მედიკამენტებს და ბოლომდე მიყვებიან თანამედროვე გაიდლაინებს. ამიტომ ჩემი ხმა მრჩეველს, მაგრამ ლელა ნამდვილად თვითიზოლაციაშია ახლა და ირაკლისთან კიდევ ცოტა რთულია ჩაწერა. ეგეც ონლაინ იღებს ძირითადად ამ სიტუაციაში.

Posted by: alesandra 7 Nov 2020, 16:38
Tua
QUOTE
მაია დათუაშვილი , ეხლა დავდექი აღრიცხვაზე, ნუ ჩემს სოფოს გასინჯვით ვერ შედრება ზერელედ სინჯავს მაგრამ წავა რაა გამოუვალ მდგომარეობაში


მადლობა. ❤️ ვნახე ეგ მაია და სასიამოვნო ქალი ჩანს.
აცრებზე დამაკვალიანოს, აწონოს, ელემენტარულ კითხვებზე პასუხი გამცეს და ზოგჯერ გაიღიმოს, მეტი არაფერი მინდა.

anibani18
QUOTE
კვირების ბავშვი ზოგის აზრით უბრალოდ უნდა დააწვინო, იტირებს და იტიროს, გაჩერდება მერე.

უბრალოდ თავის შეწუხება არ უნდათ. ტყუილა გონიათ, რომ ეს მერე არ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.

Posted by: anibani18 7 Nov 2020, 18:31
Tokyo.tokyo
ძალიან მაღიზიანებს არამკითხე მრჩეველები. ხელს არ მიაჩვიო რჩევა კიდევ განსაკუთრენით. ჩემი შვილი იძინებს ამოქარვების დროს. რა ვქნა, სხვანაირად ვერ იძინებს ჯერ. არც ვიცი ეს თოთო როგორ მივაჩვიო რამეს. გაკვირვებულები მეკითხებიან, რა თვითონ არ იძინებსო. გეგონება, ყველა ჩვილი თავად წვებოდეს და ხელის შეხების გარეშე იძინებდეს.
narkozeli
ვერ წარმომიდგენია ტყუპის მოვლა... უზომოდ რთული უნდა იყოს. მე და დედა დაცვენილები ვართ, ფეხზე ვერ ვდგავართ. სანდო ძიძაც არ ვიცი სად ვიპოვო.
რომ არ სძინავთ, ტირიან თუ არიან თავისთბის ჩუმად? ჩემი დღეს მაგალითად ჩუმად არის, მაგრამ არ სძინავს. ან 2 წუთით ჩაიძინებს ხოლმე, მერე უცებ იღვიძებს. არც ეს მგონია ნორმალური, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე ექიმებისგან რისი ბრალი შეიძლება იყოს.
ირაკლი ჩვილისთვის კარგ რჩევებს მომცემს? ჩემი მეგობარი მთავაზობს თავის ვიზიტს მასთან, მაგრამ მითხრა, სიტყვაძუნწი არისო. ამიტომ ვარჩიე ლელა. არც მინდა მისვლით ვიზიტი. ათასჯერ აწონეს და გაზომეს ჩემი გოგო და რაღა უნდა მითხრან ახალი.
მაიას ბევრი წამალი არ დაუნიშნავს, ლაქტობაქტერია, გაზების და დ ვიტამინი. ყველაფერი რასაც აქამდე ვსვამდით, უბრალოდ გაზების გამომიცვალა.
ნეტა ძილი მოუგვარდეს...
ისე შეიცვალა ახლა smile.gif ისეთი სხვანაირი იყო და ახლა რაც მოპუტკუნდა სულ შეიცვალა ♡
alesandra
მოქმედებს ჰო? ჩანჟირებამდე ჩემი არ ტირის, უბრალოდ წამოიტირებს ან წუხს ხოლმე, ხვანცალებს. მაგრამ მე მაინც მეცოდება და რა ვქნა.

Posted by: nino84 7 Nov 2020, 18:50
anibani18
რცხილაძე სიტყვაძუნწი ? ვინც ეგ დააბრალა ეტყობა მიქელაძესთან არ ყოლია ბავშვი biggrin.gif ეხლახანს მქონდა ონლაინ ვიზიტი და დაწვრილებით უპასუხა ყველა შეკითხვას. ხერხეულიძესი გეტყვი რა არ მომეწონა, ყიფლიბანდი აქვსო დიდი და კალცი დაუნიშნა, რცხილაძემ ყიფლიბანდის ზომით აღარ აფასებენო. ერთი სიტყვით თავიდან სამ ექიმთან მივიყვანე, სანამ არჩევანი გავაკეთე.

Posted by: მზე 7 Nov 2020, 19:08
მეც ყველა კითხვაზე ზედმიწევნით დეტალურად მიპასუხა რცხილაძემ. რავიცი. ძალიან მომეწონა მეsmile.gif

Posted by: sofiko1306 7 Nov 2020, 23:07
საღამომშვიდობის გოგოებო, კიდევ ერთხელ დავწერ იქნებ ვინმეს გქონდეთ. ვარ 28 კვირის ორსული და მთელი ორსულობაა ვიკეთებ კლექსანს. ახლა ფიზიკურად არსად იშოვება არსად არაა. იქნებ ვინმეს გქონდეთ დარჩენილი გთხოვთ მომწეროთ sad.gif

Posted by: nionia 7 Nov 2020, 23:50
Tokyo.tokyo
პირდაპირ გეტყვი :გამოსაცვლელი პედიატრი გყოლია, რა ხაჭოო კაი რა :/ არ მომწონს ჩვენი აღრიცხვის პედიატრი მაგრამ ეგენი იმასაც კი არ შეშლია :დდდდ
არადა რამდენიმემ მიქო მახსოვს ნატალია.
მოკლედ გადასარევი წონა ზომისაა შენი ბაია, და გაეშვი, ნუ აჩქარდები ჩემი რჩევაა 2kiss.gif

აუუ გოგო მახსოვდა რატომღაც შენი და ბიჭუნა გყავს? love.gif
* * *
narkozeli
QUOTE
მგონი ყველა დედას ეჩქარება, ხელოვნურზე მყოფისებს განსაკუთრებით, მარა ზედმეტად სიჩქარე არ ვარგა რა. შიეძლება ვავნოთ მაგით ბავშვს.

აუ კი გვანც, ყველას ეჩქარება და ჩემს შვილს მე გამოვადექი ძაან ზანტი მაგ მხრივ :დდდდდ
გახდა გუშინ 6 თვის და მხოლოდ ახლა გავასინჯე გოგრა biggrin.gif
გადასარევად მიირთვა, კიდევ ემზადებოდა და პირს მიღებდა , აშკარად ეგემრიელა ახალი გემო და ეცოტავა ულუფა :დდდდ
* * *
nino84
მზე
ირაკლი არის ერთი ნახვით შესაყვარებელი ექიმი მართლა.
და ნომერი პირველი ჩემთვის , წყნარად , დინჯად დეტალურად ხსნის ყველაფერს და თან გასაგებ ენაზე, ბავშვსაც ზედმიწევნით სინჯავს.
მოკლედ ერთი სული მაქვს კიდევ როდის ჩავნიშნავთ კონსულტაციას მასთან biggrin.gif

Posted by: anibani18 8 Nov 2020, 06:07
nino84
მზე
nionia
მადლობა, გოგონებო. მეც ირაკლი მინდოდა ჩვენს პედიატრად, უბრალოდ ჩაწერა გამიჭირდა. მერე ამ გოგონას რჩევით მივედი ხერხეულიძესთან და თან ვიფიქრე სხვა პედიატრებთანაც მივალ და ავარჩევ იმას, რომელიც მომეწონება. უბრალოდ ბავშვის ტარება ამ ვირუსებში და თან სხვადასხვა ექიმის დანიშნულებები მაფრთხობს.
მივალ მაშინ ირაკლისთან ლელას ნაცვლად. იქნებ უშველოს ჩვენს ძილს ან ის მაინც მეცოდინება, რომ ნორმალურია თუ ჩვილს დღისით საერთოდ არ სძინავს ან ეძინება და ვერ იძინებს.

Posted by: Tokyo.tokyo 8 Nov 2020, 12:30
narkozeli
გვანც მე ბათუმში ვცხოვრობ.
nionia
ხო აიი ძაან გამიცრუა იმედები....მართლა ისე აქებენ და ადიდებენ რომ მეთქი მშვიდად ვიქნები მაგასთან თუ მეყოლება თქო მაგრაამ.....
ახლა სახლში ვერ ვარწმუნებ რომ ჯერ ადრეა რადგან ექიმმა გადაწყვიტა ასე ფიქრობენ რომ უფრო სწორია თუ მივცემ.მერე რომ არ ჭამოს გაიყოფაა აზრი ორად მე და სხვები :დდ რომ მიგეცა თავის დროზეე არ გაგიჭირდებოდა ახლაო... კი ბიჭია....ქუჩაში რომ გამყავს ყველა ისე ეთამაშება როგორც გოგოს :დდ ექიმებიც მასე რონ წაიკითხავენ ბიჭის სახელს უი ბიჭიაა ? მეკითხებიან :დდ
anibani18
ან ნუ მოისმენ სხვას.გამოიყენე მეორე ყურის პრინციპი :დდ მე ვღიზიანდებოდი მაგრამ ვიყენებდი მაინც :დდ თავისი დრო რომ მოვაა ისწავლის ყველაფერს.ჯერ ისევ ჩვენთან არის კოლიკა და გაზები მაგრამ შეგვიმსუბუქდა და თანდათან ვსწავლოვთ დაწოლას და ყველაფერს.ასე რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

Posted by: nino84 8 Nov 2020, 13:33
ჩვენ გვყავს "მაგარი " აღრიცხვის ექიმი, ჯერ ვაშლის წვენი მიეციო 6 თვის ბავშვს, მერე ხაჭოო, არადა ნათქვამი მქონდა ცილის აუტანლობა აქვსთქო. ნუ 6 თვეზე ხაჭო ჯერ და თან ალერგიულ ბავშვზე. ყიფლიბამდსაც გადაეკიდა დიდი აქ და კალცი უნდაო, თან უხეშად სინჯავდა ამან იტირა, რა ნერვულიაო და მოკლედ ერთი სული მქონდა იქიდან წამოვსულიყავი. ბოლოს რო მიუყვანე, ახალი ნამყოფები ვართ პედოატრთან დაზღვებით და იქნებ არ გასინჯოთქო და გაგვიშვა პირდაპირ აცრაზე biggrin.gif მარტი წონა შეუმოწმა
* * *
sofiko1306
მემგონი მოგწერეთ ვაგზალზე იკითხეთთქო არ ვიცი ნახეთ თუ არა ჩემი პოსტი. ლუიზას დაურეკეთ 599945205.
* * *
მზე
ირაკლის ასისტენტი ვინ დაგიკავშირდა? ჩვენ თაკო გვყავს, ვიზიტამდე გამესაუბრა და მიმეწონა, ვაიბერშიც მიპასუხა რამდენჯერაც მივწერე.

Posted by: Tokyo.tokyo 8 Nov 2020, 13:40
nino84
აღრიცხვის ექიმები კიდე ვალის მოხდის მიზნით სინჯავნე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე.კიდე კარგი არსებობს ინტერნეტში ზღვა ინფორმაციაა ყველაფერზე თორეე ბავშვებს რა ელოდათ ამის გარეშე ამ.პედიატრებთან არ ვიცი

Posted by: nionia 8 Nov 2020, 13:41
Tokyo.tokyo
QUOTE
ახლა სახლში ვერ ვარწმუნებ რომ ჯერ ადრეა რადგან ექიმმა გადაწყვიტა ასე ფიქრობენ რომ უფრო სწორია თუ მივცემ.მერე რომ არ ჭამოს გაიყოფაა აზრი ორად მე და სხვები :დდ რომ მიგეცა თავის დროზეე არ გაგიჭირდებოდა ახლაო...

თავს უფლებას მივცემ გითხრა რომ ეგ არ მიიტანო გულთან , აი ზუსტად ორი ყურის პრინციპით იმოქმედე.
დედა შენ ხარ და შენ წყვეტ,წერტილი.
ნუ მამა თავისთავად ვიგულისხმე აქ smile.gif))
დანარჩენებს დედას , დედამთილს , დედამთილის დებს და ძმებს , მულებს არაფერი ესაქმებათ მაგ საკითხში.
თავიდან ჯობია ეს გაითავისონ, თუნდაც ეწყინოთ, მერე შენ რომ არ იყო ნერვებდაწყვეტილი.
დედაჩემს ვაწყენინე მაგის გამო ზუსტად, მშობელ დედას, არავინ, არავის აზრი და არაფერია ჩვენს შვილებზე მნიშვნელოვანი.ასე მგონია მე.
QUOTE
რადგან ექიმმა გადაწყვიტა ასე ფიქრობენ რომ უფრო სწორია თუ მივცემ.

ექიმები ბევრს სცოდავენ , ბათუმში განსაკუთრებით და შენი პედიატრი მაგის დასტურია.
ჩემიც სხვათაშორის, არადა სახელმოხვეჭილი და გამოცდილია, იმდენი რამით მოაქვს თავი მაგრამ პირველივე კონსულტაციაზე ისეთი რაღაც მითხრა იმის მერე უბრალოდ აღარ ვუსმენ,აცრებზე მიმყავს მხოლოდ.
დღეს არის იმის საშუალება რომ ბრმად არავის ვენდოთ და გადავამოწმოთ ყველაფერი,რახან ექიმი ამბობს არ ნიშნავს რომ აპრიორი სწორია, ჩვენი ექიმების უმეტესობა კი საბჭოთა განათლებით და რეკომედაციებით არის დღემდე, სამწუხაროდ.
რამდენი ვწერე :დდდ
მაგრად დადექი მოკლედ
2kiss.gif

Posted by: Tokyo.tokyo 8 Nov 2020, 23:13
nionia
მამას აქვს სურვილი გაასინჯოს ხილი :დდ ცოტა მაინც მივცეთო :დდ როგორმე უნდა გავწელო დრო :დ
შენ ვისთან გყვს აღიცხვაზე შემახსენე ?
აღრიცხვაზე ევექსში მყავს მაგრბ მეორე აცრაზე სხვა ექიმთან შემიყვანეს :დ ვერაფერი გავიგე

Posted by: მზე 9 Nov 2020, 11:38
nino84
სალომე და ერთხელ დავურეკე მერე და მიპასუხა. ცოტა დაბნეული იყო, შეიძლება ახალია biggrin.gif

Posted by: narkozeli 9 Nov 2020, 12:10
anibani18
QUOTE
. უზომოდ რთული უნდა იყოს. მე და დედა დაცვენილები ვართ, ფეხზე ვერ ვდგავართ. სანდო ძიძაც არ ვიცი სად ვიპოვო.


ამ ყველაფერს ვამბობ მე დიდიხანია და მართლა ბუნებრივი ამბავია, ჯობს ყველა მზად იყოს ამისთვის. შენ მომზადებული იყავი ამ სირთულეებისთვის და წარმოიდგინე საერთოდ რომ არ ელოდები, ალბათ შოკია. ვინც ამაზე არ ლაპარაკობს, ის სულ მგონია რომ უბრალოდ მალავს და ერიდება რომ თქვას ეს რამდენად რთული რამეა.
კი რთულია თავიდან, თითქმის ყველა დედას უჭირს. ერთი შვილიც კი ))ორი ხო საერთოდ, მაგრამ დრო გადის და მართლა მარტივდება რაღაცეები.
ძიძა მე დაბადებიდან მყავდა და დიდი შვება იყო.

პარასკევს რა სიგიჟე ჩავიდინეთ არ იცი? სამსახურში გამომიარა ქმარმა, ბავშვისთვის ჩაუცმევია, ელემენტარული ნივთები რაც სჭირდება ჩაულაგებია და წავედით ეხლა ქობულეთშიო, ასე მოულოდნელად წარმოიდგინე 1 წლის ბავშვთან ერთად 300 კილომეტრი გავიარე სრულიად მოუმზადებელმა და ამ დილას დავბრუნდით უკან, დილას ადრევე გამოვედით და აქ ვართ უკვე, სამსახურში ვარ.

არასოდეს მანგლისზე შორს (მანგლისამდე 40 წუთის გზაა) არ გამიყვანია ბავშვი, თან იმდენი ნივთი სჭირდებათ რას ვიფიქრებდი ასე უცებ რომ შესაძლებელი იყო. თან გზაზეც ვნერვიულობდი ლამის 4 საათის გზაა და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. აქეთაც და იქითაც ფაქტიურად მთელი გზა ეძინა. როცა გაიღვიძა პაუჩი არსებობს ხილის და ფაფის პირდაპირ რომ შეგიძლია აჭამო უკოვზოდ და ეგ მივეცი.
ისეთ ემოციებში ვარ რაც ჩამოვედით ამას ვუყვები ყველას და ახლა შენც გითხარი, ვერ ვიკავებ ემოციებს ისეთი გახარებული ვარ რომ თურმე დიდივით შემიძლია წავიყვანო, აღუას ნივთების გარეშე. იქ დიდ საწოლზე ვაწვენდი. რომ გაიღვიძებდა ჩამოდიოდა საწოლიდან და მოდიოდა მისაღებ ოთახში თავისით. ტააა ამბობს და შემოაღებს კარს. მოკლედ რატომ გიყვები ეხლა ამდენს, ვიცი ეხლა წარმოუდგენლად გეჩვენება მაგრამ ძალიან ბევრი რამე გამარტივდება სულ რამდენიმე თვეში 2kiss.gif

QUOTE
თუ არიან თავისთბის ჩუმად?


ხან როგორ ხან როგორ თუმცა ძირითადად ტირიან :|

QUOTE
ირაკლი ჩვილისთვის კარგ რჩევებს მომცემს? ჩემი მეგობარი მთავაზობს თავის ვიზიტს მასთან, მაგრამ მითხრა, სიტყვაძუნწი არისო. ამიტომ ვარჩიე ლელა. არც მინდა მისვლით ვიზიტი. ათასჯერ აწონეს და გაზომეს ჩემი გოგო და რაღა უნდა მითხრან ახალი.
მაიას ბევრი წამალი არ დაუნიშნავს, ლაქტობაქტერია, გაზების და დ ვიტამინი. ყველაფერი რასაც აქამდე ვსვამდით, უბრალოდ გაზების გამომიცვალა.
ნეტა ძილი მოუგვარდეს...
ისე შეიცვალა ახლა  ისეთი სხვანაირი იყო და ახლა რაც მოპუტკუნდა სულ შეიცვალა ♡


თუ მოახერხებ ირაკლისთან ჩაწერე, საოცრად დაგამშვიდებს. თუმცა როგორც უკვე გითხარი ლელაც არ ჩამორჩება დიდად, ირაკლი უბრალოდ პედიატრიული სამსახურის უფროსია თორემ კვალიფიკაცია ორივეს მაღალი აქვს და ორივე სანდოა.
მე ვგიჟდები ირაკლიზე, სიტყვაძუნწი კი არა პირველად ვნახე მასეთი ექიმი ლაპარაკი რომ არ ეზარება, ისეთი შეგრძნება გაქვს მასთან როცა ხარ, თითქოს მხოლოდ შენ ხარ მისი პაციენტი და იმ დღეს სხვა არავინ ჰყავს, არსად ეჩქარება, არ გარბის, ნელა მშვიდად, რამდენიც არ უნდა კითხო, არ დაეზარება პასუხი.

nionia
აუ აუ რა კარგია love.gif ვსო გურმანია უკვე ვხვდები biggrin.gif love.gif


Tokyo.tokyo
მაშინ არ მიკვირს sad.gif კარგი პედიატრი თბილისშიც ჭირს და ბათუმში მითუმეტეს ცოტა იქნება. თუ არის საერთოდ ((

Posted by: nopiahopi 9 Nov 2020, 12:42
narkozeli
QUOTE
ეს რამდენად რთული რამეა.

იცი მე რა მჭირდა? აი დედაც მეხმარებოდა, მეუღლეც. მაგრამ ჩემთან მოსული სტუმრის მიმართ მარტო იმას ვფიქრობდი, რა ენაღვლებათ, ახლა ესენი სახლში წავლენ და ღამე დაიძინებენთქო. და მერე მთლად უარესი, უკვე "აზრზე რომ მოვედი ცოტა" და ვინმეზე გაბიგებდი ორსულად არისთქო, მქონდა ბოროტული ფიქრები, იF, რა კარგია, მე უკვე მძინავს ცოტა მაინც და რა იციან მაგ საცოდავებმა, რა ელოდებათთქო. ანუ მიხაროდა, ცუდ დღეში რომ ჩაცვივდებოდნენ ცოტა ხანში facepalm.gif
აი ძალიან ვბრაზობ ახლა ჩემს თავზე, რა უბედურებაა ასეთი ფიქრები, მე რა დამიშავეს. მაგრამ ვფქირობ, ეგეც ერთგვარი პოსტმშობირობის ეფექტი იყო.
შეიძლება სხვებს ადვილად გადააქვთ,მაგრამ რა ვიცი.. ჩემ გარშემო ყველას ქონდა სირთულეები. ფიზიკურ გადაღლაზე მეტად, უძილობამ მომსპო და ძალიან იმოქმედა.

Posted by: narkozeli 9 Nov 2020, 12:49
nopiahopi
QUOTE
ესენი სახლში წავლენ და ღამე დაიძინებენთქო


მე რას ვერ ვიტანდი იცი? ვინმე რომ იყო მოსული და მე რომ ცალკე ოთახში უნდა გავსულიყავი და გამომეწველა. biggrin.gif ზოგადად ძაან სოციალური ტიპი ვარ და კომუნიკაცია რომ ვერ მქონდა იმ დროში, ძალიან მიჭირდა. მესმის შენი biggrin.gif

QUOTE
ა მერე მთლად უარესი, უკვე "აზრზე რომ მოვედი ცოტა" და ვინმეზე გაბიგებდი ორსულად არისთქო, მქონდა ბოროტული ფიქრები, იF, რა კარგია, მე უკვე მძინავს ცოტა მაინც და რა იციან მაგ საცოდავებმა, რა ელოდებათთქო. ანუ მიხაროდა, ცუდ დღეში რომ ჩაცვივდებოდნენ ცოტა ხანში


აუუ lol.gif lol.gif love.gif


ეგ მე ეხლა საკუთარ თავზე მჭირს, როგორც იქნა ყველაფერი ძველებურადაა, ბავშვთან ერთად ცხოვრებაც უკვე გამარტივებულია და ბრახ და მეორე კრუგზე რო უნდა წავიდე ეხლა biggrin.gif უკვე ვგრძნობ ნელნელა როგორ მეზარება და სანამ გადავიფიქრე, უნდა ვქნა biggrin.gif

QUOTE
პოსტმშობირობის ეფექტი იყო.


ამას წინათ ვნახე კვლევა, ძალიან სანდო, თურმე 87%-ს აქვს პოსტსამშობიარო დეპრესია, საკმაოდ მაღალი რიცხვია :/

QUOTE
შეიძლება სხვებს ადვილად გადააქვთ,მაგრამ რა ვიცი.. ჩემ გარშემო ყველას ქონდა სირთულეები. ფიზიკურ გადაღლაზე მეტად, უძილობამ მომსპო და ძალიან იმოქმედა


მაგას ვუწერდი emiblack-ს და დაშინება გამოგდისო და გავჩუმდი მერე smile.gif მე ვფიქრობ ჯობია ყველა იყოს ინფორმირებული.
ვინც არ წუწუნებს და არ ამბობს რომ რთულია, ჩემთვის ყველა ეგეთი აფერისტია და მალავს biggrin.gif იმიტომ რომ ვფიქრობ 99%-ში აბსოლუტურად ბუნებრივია ეს სირთულეები.

Posted by: nopiahopi 9 Nov 2020, 13:10
narkozeli
ნეტს დაშინება დაშინებადვე დარჩენილიყო biggrin.gif მაგ საკითხზე რომ არ ვფიქრობ საერთოდ, იცი? იმიტომ რომ შეიძლება გადავიფიქრო ამ შუაგზაზე biggrin.gif biggrin.gif მართლა ერთეული შემთხვევაა მარტივი ჩვილი. მე ვიყავი ეგრე, ხელოვნურზე ძაან მალევე გადამოყვანეს და საღამოს 9-დან დილის 9მდე მეძინა. ჭამაზეც არ ვიღვიძებდი და მაინც ვიმატებდი რაც საჭირო იყო. და მაინც, დედაჩემი დილა-საღამოს სიცხეს მიზომავდა, არ იცის რატომ biggrin.gif ეგეც პოსტმშობიარობის დეპრესიაა smile.gif

Posted by: narkozeli 9 Nov 2020, 13:14
nopiahopi
QUOTE
მაგ საკითხზე რომ არ ვფიქრობ საერთოდ, იცი? იმიტომ რომ შეიძლება გადავიფიქრო ამ შუაგზაზე


შენ ვსო უკვე, მორჩა, უკან დახევის უფლება არ გაქვს biggrin.gif თან გოგო შენ შენი გოგო ძაან დაგეხმარება ზუსტად ვიცი. რამხელა შვებაა რომ დიდი გოგო გყავს გვერდით.

ისე ჩემი ვაჩე რეალურად მარტივ ჩვილებში გადიოდა, ღამე ეძინა დაბადებიდანვე და ჭამაზეც კი იცი ხელოვნურზე მყავდა და ადვილი იყო, ერთი ღამე არ გამითენებია biggrin.gif მარა რეალურად ფიზიკური დაღლის გარდა არსებობს ფსიქოლოგიური სტრესი, ემოციები, შიში, რომელიც გაცლის ენერგიას. ანუ სტრესი არნაკლები ფაქტორია რაც იწვევს ამ სირთულეებს და ამ სტრესს კი ჰორმონები და პასუხისმგებლობები ერთად იწვევენ. ნუ ასე მგონია მე biggrin.gif

Posted by: nopiahopi 9 Nov 2020, 13:34
narkozeli
QUOTE
შენი გოგო ძაან დაგეხმარება ზუსტად ვიცი


კი,მეც ეგრე მგონია smile.gif და ისეთი მატრაკვეცაა, ზედმეტად არ გადაიტვირთოს თავი, უნდა ვაკონტროლო biggrin.gif
* * *
და სწორად რომ გადავანაწილო ამ სხვადასხვა თაობის შვილებს შორის ჩემი ყურადღება, ეგეც უნდა ვისწავლო და დავაბალანსო. ერთ თაობას, ასე თუ ისე, მაინც მსგავსი მოთხოვნილებები აქვთ. იმედია, შეძლებისდაგვარად, კარგად გავართმევ თავს smile.gif

Posted by: Redial 9 Nov 2020, 13:38
მეც შემოგირთდებით მაგ საუბარში ))

ჩემი ბიჭი იყო სრულიად უპრობლემო. ისე გაიზარდა არაფერი გამიგია.
ახლა რომ ვიხსენებ ჩემ თავს, ბურუსივთ მახსოვს, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა რომ მეძინა, არ მითენებია, ძუძუზე მყავდა და მარტივად იბრუნდებდა, გაზებზე არ წუხდა, აი არაფრით მაწუხებდა, დამხმარე მილიონი მყავდა...


მე ჩემ თავში დამჭირდა დრო, რომ დედად აღმექვა საკუთარი თავი. ჩემზე ძალიან მოქმედებს სახლში ყოფნა და მახსოვს, პირველად იყო 2 თვის როდესაც გავედი სახლიდან ჩემი საქმისთვის და 2 საათით დავტოვე. მეორედ უკვე 4 თვის იყო, სამსახურში მქონდა საბუთები მოსაგვარებელი და 4 საათით დავტოვე.
დანარჩენი დრო სულ სახლში და აივანზე გავატარე და მაგან დამსტრესა. თან სიცივე დამეთხვა და ეზოში ჩაყვანაზეც ფეხს ვითრევდი. პატარა ვიყავი პლუს, 23 წლისამ გავაჩინე და უცებ ამოვყავი თავი სხვაგან.

ახლა სხვანაირად მომზადებული ვარ, იყოს ნეტავ მეორე და მერე მე ვიცი biggrin.gif

Posted by: anibani18 9 Nov 2020, 13:44
narkozeli
ძალიან მაგარია, გვანც ♡ უკვე დიდი ბიჭია ♡ წარმომიდგენია რა სიურპრიზი იყო, ასე რომ გადაიტანა ამხელა გზა და თავგადასავალი ♡ მეუღლეც რა საყვარელი გყავს, როგორ მოამზადა ბავშვი და მოულოდნელად დაგადგა თავზე ასეთი სასიამოვნო სიურპრიზით ♡
მართლაც ძალიან შორეული ამბავი მგონია ეს ჩემთვისsmile.gif 6 კვირისაა და ასე მგონია 6 წელი ვიყოთ ერთად, მაგრამ მიუხედავად ყველა სირთულისა, როცა მისი განვითარების ერთ პატარა ნაბიჯს მაინც ვხედავ, ან როცა დამინახავს და მიღიმის, ყველაფერი მავიწყდება ♡
ვიცოდი რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ცოტა სხვა მოლოდინები მქონდა. ჩემი ქმარი ვერ ჰკიდებს ხელს, ჩემთან ტირილს იწყებს და ვერ ვამშვიდებო. ამიტომ მარტო ვიყავი სულ ბავშვთან. ახლა დედას ვთხოვე დახმარება, ჩემი ძმაც მეხმარება და ადამიანს დავემსგავსე ისევ. მინდა ძიძა ვიპოვო ვინმე სანდო და სასიამოვნო ადამიანი.
არადა არ არის მტირალა ბავშვი. გამოსაცვლელ დაფაზე უყვარს წოლა. არ ჩამქოლოს არავინ, ხერხემალს უზიანებო, და ვაწვენ ხშირად ამ დაფაზე და სიამოვნებით წევს საათობით. ხანდახან მუცელზე გადავაგორებ და ისე იძინებს რომ ჭამაც არ ახსოვს. მეც იქვე ვარ ამ დროს, არ ვტოვებ მარტოს მუცელზე მწოლიარეს. თიაქარი აქვს და ხერცხეულიძემ მითხრა, ხშირად დააწვინე მუცელზე, კუნთები რომ გაუმაგრდესო. ტყუპების თიაქარი რას შვება? აკრავენ რამეს?
მეც მაქვს პატარა სიხარული ♡ გუშინ საღამოს საშინლეად ეძინებოდა, ვერ დავაძინეთ ვერაფრით, ვერც საწოლში, ვერც ეტლში, ვერც ხელში. მერე საწოლსი ჩავაწვინე, მატყუარა მივეცი და თავი დავანებე. და, საოცრებავ, დაახლოებით 20 წუთში თავად ჩაიძინა. პირველად დახმარების გარეშე! ეტყობოდა რომ გაუჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო. ნახევრად მძინარე იყო და უზომოდ ეძინენოდა, მაგრამ მაინც ხომ შესძლო♡ დღესაც იგივე გააკეთა სეირნობის შემდეგ და სძინავს ახლა.

მივალ მაშინ ირაკლისთან თუ დამითმობს ვიზიტს ჩემი მეგობარი. ახლა კი ბევრად უკეთ არის, არ ვიცი ორონდ რისი წყალობით. მაგრამ იცი რას აკეთებს ეს დღეები, ძუძუს რომ ვაძლევ, ეჩხუბება. დღეს ბოთლზე იგივე გააკეთა, გამოწველილზეც და ხელოვნურზეც. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
nopiahopi
narkozeli
მე კიდევ სამშობიაროში რომ ვიყავი, ბევრი ადამიანი მირეკავდა და მეკითხებოდა, როგორი ბავშვი არისო. მეც ვეუბნებოდი, მშვიდი გოგო არისთქო, წამს და სძინავს. ძალიან ბევრის პასუხი იყო, დაისვენე სამშობიაროში, შენ არ იცი წინ რა გელოდებაო. მე კიდევ მეგონა, მივალ ახლა სახლში, ჩემს ქმართან და ერთად არაფერი გაგვიჭირდებათქო. მერე რამდენიმე კვირაში გაზები რომ დაგვეწყო და იგივე ხალხი ირეკავდა და იგებდა რომ სირთულეები მქონდა, ძალიან ბოროტულად და დამცინავად აღნიშნავდნენ, აბა შენ რა გეგონა, მხოლოდ შეჭამდა და დაიძინებდაო. ან კიდევ, აჰ, დაიღალე?! ისეთ ცუდ ხასიათზე ვდგებოდი, ტირილი მინდებოდა ამ ბოროტულ სიცილზე.
მაგრამ ეს ეტაპიც გადავლახე. მივხვდი, რომ ზედმეტად დაწვრილმანება არ ღირს, ორი სიტყვაც საკმარისია, მით უმეტეს თუ იცი რას ელოდო იმ ადამიანისგან.


Posted by: narkozeli 9 Nov 2020, 13:48
nopiahopi
QUOTE
ისეთი მატრაკვეცაა, ზედმეტად არ გადაიტვირთოს თავი, უნდა ვაკონტროლო


ჩემი და biggrin.gif დღემდე ვერ გამოვიდა იმ როლიდან რომ თავი ისევ დედაჩემი ჰგონია biggrin.gif მისი გაზრდილი ვარ ნახევრად love.gif

QUOTE
იმედია, შეძლებისდაგვარად, კარგად გავართმევ თავს


აუცილებლად smile.gif სტატისტიკურად, მეორე შვილზე დედები ბევრად ნაკლებ შეცდომებს უშვებენ თურმე.

Redial
QUOTE
ახლა რომ ვიხსენებ ჩემ თავს, ბურუსივთ მახსოვს,


ზუსტად მესმის რომელ ბურუსსაც გულისხმობ, როცა ხარ ამ პროცესში, ვერც ხვდები მაშინ. გონება დაბინდულივით გაქვს ფაქტიურად.
საშუალოდ 9-10 თვიდან უბრუნდება ნელნელა გონება და ჰორმონები თავის თავს ))

QUOTE
პატარა ვიყავი პლუს, 23 წლისამ გავაჩინე და უცებ ამოვყავი თავი სხვაგან.

ახლა სხვანაირად მომზადებული ვარ, იყოს ნეტავ მეორე და მერე მე ვიცი


მთლად ასაკის თემაც არაა, 28 წლის ვიყავი და აბსოლუტურად გააზრებულად და დაგეგმილად იყო ყველაფერი, დამხმარეებიც წინასწარ ავიყვანე biggrin.gif მაგრამ ის ახალი დედობის სტრესი მგონი ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს.
თუმცა მეორეზე ვნახოთ აბა რამდენად ვიყოჩაღებ biggrin.gif


აუ ვგიჟდები გულახდილ საუბრებზე)) ვხვდები რომ ყველა დედა რაღაცით ერთმანეთს ვგავართ და დაახლოებით ერთნაირი გზები გვაქვს მეტნაკლებად გავლილი.
* * *
ისე ტოქსიკოზზე წავიკითხე კიდე ძაან საინტერესო სტატიები, ამას წინად გამომიგდო და შევყევი. რეალურად რაიმე ფიზიოლოგიური მექანიზმის გაშიფვრა ვერ ხდება და ფაქტიურად მეცნიერება ამბობს რომ უფრო ფსიქოლოგიურია. შენ შეიძლება გინდა მაგრამ შენი ქვეცნობიერი არ არის მზადო. ისე მაინტერესებს მეორე ორსულობაზე თუ მექნება, პირველზე არ მქონია biggrin.gif

Posted by: nopiahopi 9 Nov 2020, 13:59
anibani18
QUOTE
შენ რა გეგონა, მხოლოდ შეჭამდა და დაიძინებდაო. ან კიდევ, აჰ, დაიღალე?!


არავისთვისთვის არასდროს მითქვამს ეგ. ჯერ რა სათქმელია! უბრალოდ ყველას იმ რჩევას ვაძლევდი, რომ თუნდავ ნახევარი საათით ქონოდათ საშუალება, დაეკიდებინათ სტუმარი, მომსვლელი და ა. შ. და წამოწოლიყვნენ და დაეძინათ. მთავარი ჩვილის და ახალნამშობიარების მშვიდად ყოფნა და მაქსიმალურად დასვენებაა smile.gif

narkozeli
QUOTE
სტატისტიკურად, მეორე შვილზე დედები ბევრად ნაკლებ შეცდომებს უშვებენ თურმე.

ჰოო, აი სწორი ბალანსი მინდა დავიჭირო, ორივეს მათთვის საჭირო მოთხოვნილებები რომ დავუკმაყოფილო, როგორც ემოციური, ასევე ფიზიკური smile.gif

Posted by: narkozeli 9 Nov 2020, 14:00
anibani18
QUOTE
ძალიან მაგარია, გვანც ♡ უკვე დიდი ბიჭია ♡ წარმომიდგენია რა სიურპრიზი იყო, ასე რომ გადაიტანა ამხელა გზა და თავგადასავალი ♡ მეუღლეც რა საყვარელი გყავს, როგორ მოამზადა ბავშვი და მოულოდნელად დაგადგა თავზე ასეთი სასიამოვნო სიურპრიზით ♡


კი ნელნელა ცხოვრებას ვიბრუნებთ ჩვეულ რეჟიმში, 21-22-23 ლოპოტაზე მივდივართ, რა თქმა უნდა ვაჩესთან ერთად. მოკლედ ან, იცოდე რომ ბევრი კარგი რამეები და ბედნიერი წუთები გაქვთ კიდევ წინ თქვენს პატარა ოჯახს ♡♡♡

QUOTE
მართლაც ძალიან შორეული ამბავი მგონია ეს ჩემთვის 6 კვირისაა და ასე მგონია 6 წელი ვიყოთ ერთად, მაგრამ მიუხედავად ყველა სირთულისა, როცა მისი განვითარების ერთ პატარა ნაბიჯს მაინც ვხედავ, ან როცა დამინახავს და მიღიმის, ყველაფერი მავიწყდება ♡
ვიცოდი რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ცოტა სხვა მოლოდინები მქონდა. ჩემი ქმარი ვერ ჰკიდებს ხელს, ჩემთან ტირილს იწყებს და ვერ ვამშვიდებო. ამიტომ მარტო ვიყავი სულ ბავშვთან. ახლა დედას ვთხოვე დახმარება, ჩემი ძმაც მეხმარება და ადამიანს დავემსგავსე ისევ. მინდა ძიძა ვიპოვო ვინმე სანდო და სასიამოვნო ადამიანი.
არადა არ არის მტირალა ბავშვი. გამოსაცვლელ დაფაზე უყვარს წოლა. არ ჩამქოლოს არავინ, ხერხემალს უზიანებო, და ვაწვენ ხშირად ამ დაფაზე და სიამოვნებით წევს საათობით. ხანდახან მუცელზე გადავაგორებ და ისე იძინებს რომ ჭამაც არ ახსოვს. მეც იქვე ვარ ამ დროს, არ ვტოვებ მარტოს მუცელზე მწოლიარეს. თიაქარი აქვს და ხერცხეულიძემ მითხრა, ხშირად დააწვინე მუცელზე, კუნთები რომ გაუმაგრდესო. ტყუპების თიაქარი რას შვება? აკრავენ რამეს?
მეც მაქვს პატარა სიხარული ♡ გუშინ საღამოს საშინლეად ეძინებოდა, ვერ დავაძინეთ ვერაფრით, ვერც საწოლში, ვერც ეტლში, ვერც ხელში. მერე საწოლსი ჩავაწვინე, მატყუარა მივეცი და თავი დავანებე. და, საოცრებავ, დაახლოებით 20 წუთში თავად ჩაიძინა. პირველად დახმარების გარეშე! ეტყობოდა რომ გაუჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო. ნახევრად მძინარე იყო და უზომოდ ეძინენოდა, მაგრამ მაინც ხომ შესძლო♡ დღესაც იგივე გააკეთა სეირნობის შემდეგ და სძინავს ახლა.


ყველაფერი ნაცნობია რასაც წერ. ერთი ცუდი ამბავი ის მაქვს რომ ჩემი შვილი დღემდე მასეა ჩემზე მოწებებული. თუ მე ვარ, სხვა არავინ უნდა და არავისთან მიდის, მამასთანაც კი. ეს ცოტა რთულია.
რაც შეეხება გამოსაცვლელ დაფაზე დაწოლას, არანაირად არ გაგკიცხავთ, იმიტომ რომ სისულელე და მითია ეგ. სადაც კომფორტულადაა, ისე გყავდეს ♡ ტყუპების თიაქარი ნელნელა უბრუნდება ნორმას და უკვე ძალიან კარგი შედეგი აქვთ, ესენიც ხშირად აწვენენ მუცელზე.
პირველად დამოუკიდებელ ჩაძინებას გილოცავთთ ♡♡
დახმარების თხოვნაზე ძალიან სწორად იქცევი, არ მოგერიდოს შენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს თხოვო მოგეხმარონ. აი ძიძას რაც შეეხება მე ვუწევ რეკომენდაციას, კიდევ სხვანაირად თავისუფლად სთხოვ ძიძას და დიდი შვებაა, გისურვებ რომ სანდო და კარგი ძიძა იპოვო, ძალიან დაგეხმარება მართლა

QUOTE
ძუძუს რომ ვაძლევ, ეჩხუბება. დღეს ბოთლზე იგივე გააკეთა, გამოწველილზეც და ხელოვნურზეც. რისი ბრალი შეიძლება იყოს?


სავარაუდოდ მუცელი ებერება და არ სიამოვნებს ალბათ ((

QUOTE
მე კიდევ სამშობიაროში რომ ვიყავი, ბევრი ადამიანი მირეკავდა და მეკითხებოდა, როგორი ბავშვი არისო. მეც ვეუბნებოდი, მშვიდი გოგო არისთქო, წამს და სძინავს. ძალიან ბევრის პასუხი იყო, დაისვენე სამშობიაროში, შენ არ იცი წინ რა გელოდებაო. მე კიდევ მეგონა, მივალ ახლა სახლში, ჩემს ქმართან და ერთად არაფერი გაგვიჭირდებათქო. მერე რამდენიმე კვირაში გაზები რომ დაგვეწყო და იგივე ხალხი ირეკავდა და იგებდა რომ სირთულეები მქონდა, ძალიან ბოროტულად და დამცინავად აღნიშნავდნენ, აბა შენ რა გეგონა, მხოლოდ შეჭამდა და დაიძინებდაო. ან კიდევ, აჰ, დაიღალე?! ისეთ ცუდ ხასიათზე ვდგებოდი, ტირილი მინდებოდა ამ ბოროტულ სიცილზე.
მაგრამ ეს ეტაპიც გადავლახე. მივხვდი, რომ ზედმეტად დაწვრილმანება არ ღირს, ორი სიტყვაც საკმარისია, მით უმეტეს თუ იცი რას ელოდო იმ ადამიანისგან.


ზოგი უბრალოდ ბოროტია smile.gif
აი ადამიანს ახალნამშობიარები და ზოგადად ახალბედა დედის მიმართ ემპათია რომ არ გაქვს, იქ 0-ია ჩემს თვალში მასეთი ადამიანი. თან თვითონ გამოუცდია, იცის ეს ყველაფერი და მაინც რომ მასე ბოროტულად გელაპარაკება. ჯერ მარტო ჰორმონებია ისეთ პიკში რომ ულ პატარა რამეც გაღიზიანებს და გწყინს და ხო შეიძლება მოუფრთხილდე ასეთ ადამიანს? ჩემს ქმარს წინასწარ წავაკითხე რა სირთულეებიც გველოდა და ცდილოდა მომფრთხილებოდა მარა ყველას ხო ვერ გააფრთხილებ? ასეთი ბოროტი ადამიანები უბრალოდ უნდა გეცოდებოდეს და ვსო.
დედების არმია დგას შენს გვერდზე, იმ დედების რომლებიც არ მოგატყუებენ, გულწრფელად გაგიზიარებენ თავიანთ დარდებსაც, სიხარულსაც და პრობლემებსაც. ეს ყველაზე მეტად გვჭირდება მაგ დროს ჩემი დაკვირვებით.

მოკლედ აქ ვართ და შენთან ვართ ♡ ვიცი ეხლა გეჩვენება რომ დრო გაიწელა და ნელა გადის მარა სადღაც 6 თვის მერე უკვე ყველაფერი იცვლება.

Posted by: Redial 9 Nov 2020, 14:00
narkozeli
QUOTE
აუ ვგიჟდები გულახდილ საუბრებზე)) ვხვდები რომ ყველა დედა რაღაცით ერთმანეთს ვგავართ და დაახლოებით ერთნაირი გზები გვაქვს მეტნაკლებად გავლილი.


ნამდვილად. ასეთ რამეებზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ყველას გონია რომ ეგრევე უპირობოდ ''დედა'' ხდები და შვილის იქით არაფერი გინდა.

მაგალითად მე ჩემ შვილზე სადღაც ერთი თვის მერე გავიაზრე ჩემი ახალი მდგომარეობა. მანამდე როგორც ჩემ შვილს, ისე ვერ ვეფერებოდი და ცუდი დედა მეგონა თავი.

სხვა მეგობრები რომ გამოფნედნენ ფოტოებს და ''დედას გულიიი'' და ეგეთი უწუპუწუები გვიან მოვიდა ჩემთან biggrin.gif
ავტომატურად ვიღვიძებდი, ვაჭმევდი და ვიძინებდით და ერთხელ ჩემმა ქმარმა მითხრა, საღოლ შენ, როგორ არცერთხელ არაფერი გითქვამსო

და მაშინ გავიაზრე რომ კარგი დედა ვარ. ისე დამეხმარა ეგ სამი სიტყვა, დღემდე მახსოვს. love.gif ინსტიქტები მაგარი რამეა

Posted by: narkozeli 9 Nov 2020, 14:04
Redial
QUOTE
მაშინ გავიაზრე რომ კარგი დედა ვარ. ისე დამეხმარა ეგ სამი სიტყვა, დღემდე მახსოვს.


love.gif

რა ცოტა გვჭირდება მართლა ზოგჯერ..

დანარჩენში ყველაფერში გეთანხმები. ინსტაგრამ და ფბ რეალობა კიდევ საერთოდ სხვაა, იქ ხო ყველა ბედნიერია, ყველა უპრობლემოა და ყველა მაგარია biggrin.gif რეალობა სულ სხვაა.

Posted by: NatiaGull 9 Nov 2020, 16:17
ვაიმე გოგოებო, ვკითხულობ და მიხარია, მარტო არ ვყოფილვარ biggrin.gif
სულ მეცინებოდა გულის სიღრმეში, პოსტსამშობიარო დეპრესიაზე მაგრამ ვგრძნობ რომ მიტევს.
ბავშვი მშვიდია, თუ არ შია ან მუცელი არ აწუხებს, არის ბულკივით. თან დედამთილიც მეხმარება, ღამით ძირითადად მას ჰყავს და სახლის საქმე ხო საერთოდ არ მეხება.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ჯერ ბავშვისთვის "დედა" არ დამიძახია, თითქოს სხვისი შვილია :/ ყველა დეტალი მთრგუნავს, ბავშვი რომ ტირის ცუდად ვხდები, მგონია რომ რაღაც ჭირს. მეუღლესთან რომ იმდენ დროს ვეღარ ვატარებ ეგეც მსტრესავს.
პლიუს ამას რძის გაშრობა მომიწია და ლამის გადავყევი ამ ფაქტს...
მოკლედ როგორც ვხედავ ყველას გაქვთ ეს გზა გავლილი ან გადიხართ და მხოლოდ მოლოდინი დამრჩენია ...

narkozeli
გვანც ლელას აყვანას ვაპირებ მაგრამ მრჩეველში აცრები არ კეთდება და სადმე ნებისმიერ პოლიკლინიკაში დავაყენო აღრიცხვაზე ? აღრიცხვის გარეშე ვერ გავუკეთებ მაგ აცრებს ?
ღუდუშაურში რომ ყავთ პედიატრი ქეთი კუპრეიშვილი, ხომ არ გაგიგია ?
და კიდევ, სულ ხელოვნურზე მყავს და დღეში ერთხელ გადის კუჭში, ნორმალურია ?
anibani18
ან, შენზე ვფიქრობდი სად დაიკარგათქო, მუცელი უტევს შენს გოგოს ?

Posted by: anibani18 9 Nov 2020, 16:20
nopiahopi
არც დამიბრალებია, რომ გითქვამს ასეთი ბოროტობები smile.gif უბრალოდ მოგიყევით რას მეუბნებოდნენ. ძალიან შემზარდა ის ადამიანი, საუბარი აღარ გამომდის მასთან.
არ ვამბობ, რომ იდეალური ადამიანი ვარ, მაგრამ მე ამას არავის ვეტყოდი, პირიქით დავაიმედებდი, ვეტყოდი, რომ ყველაფერს გადალახადა. ან შეიძლება ახლა მგონია რომ არ ვიტყოდი...
Redial
მეც ძალიან მიჭირს სახლში ჩაჯდომა. კარანტინიც ხომ ორსულობას დაემთხვა და ისე გადაება თვეები, რომ გარეთ არ გავდიოდი საერთოდ.
ზოგს არ უჭირს, მე კიდევ ძალიან მჭირდება საქმე და გარეთ გასვლა, რომ თავი ვიგრძნო პიროვნებად. საკუთარ თავსაც უფრო ვაფასებ ასეთ დროს და მგონია, რომ სხვისგანაც უფრო მეტ დაფასებას მივიღებ. რომც არ მივიღო სხვისგან, საკუთარ თვალში უფრო მეტს წარმოვადგენ, როცა საკუთარი საქმე მაქვს და არა მარტო სახლის საქმეები.
narkozeli
რა კარგია ლოპოტაზე ♡ ისე მინდა ლამაზი შემოდგომა სადმე ლამაზ ადგილას ♡
კარგი დროის გატარებას გისურვებთ!
კი, ვიცი, რომ მალე გავა და მერე მომენატრება ასეთი პატარა, ამიტომაც არ ვწუწუნებ (ან ხშირად არ ვწუწუნებsmile.gif) და ვცდილობ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო, შევისისხლხორცო ეს წუთები ♡

მეც ასე მგონია, რაც უფტო კომგორტულია, იმას ვაკეთებ. ხშირად მეუბნებიან, მხოლოდ საწოლში დააძინეო. იქნებ არასწორად ვუვლი, მაგრამ კვირების ბავშვს ვერ დავუწყებ ახლა დისციპლინის სწავლებას. ისედაც ვცდილობ პატარ-პატარა რაღაცეებს შევაჩვიო, რომ მისთვია იყოს მერე უფრო მარტივი. მაგრამ ძალიან რთულია ეს ყველაფერი თოთოსთან, შენც კარგად იცი.
ისე როგორ ფიქრობ, თუ რთულია მისთვის მარტო დაძინება, თავს კესლისკენ ატრიალებს, საწოვარას გამალებით წოვს და თავისთვია ჩხუბობს, მაგრამ არ ტირის, ჩუმად წუწუნებს "აია, აია, აია" ეს არის მისი წუწუნი. ამით ვაზიანებ მის ფსიქიკას, რამე ზიანს ვაყენებ?


* * *
NatiaGull
ნათი, როგორ გამიხარდა შენი გაგონება ♡
რძე რატომ გაიშრე?
მე მყავდა სახლში მოყვანილი კუპრეიშვილი. რაღაც ვერ მოვიდა ჩემს გულთან ეს ქალი. მეც ლელასთან ან ირაკლისთან მინდა მიყვანა. სხვა პედიატრებიც ვცადე და ვნახოთ ვისზე შევჩერდები.
ჩემიც დღეში ერთხელ გადის. მაგრამ ძააალიან ბევრს შვება რა, უკაცრავად დეტალებისთვის. მე ვგრძნობ, რომ ეს მას არ აწუხებს, დღეში ერთხელ საკმარისია მისთვის. რომელ ხელოვნურს აჭმევ? მე შერეულზე მყავს და საკვების არჩევამ დაგვტანჯა. ახლა ვითომ ცოტა მომემატა რძე და იქნებ გაზებმაც უკლოს. ხერხეულიძის აზრით, ლაქტოზის აუტანლობა აქვს. მუცელი ძალიან გვაწუხებდა, ახლა საკვები შევუცვალე, ცოტა მეტი მაქვს რძე, მაგასაც ვაძლევ და ასე მგონია ცოტა შეყმცირდა ეს პრობლემა.
არ ინერვიულო, დეპრესია მალე გაივლის. ამის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. მე ისე ვარ, ლამის განქორწინება მოვითხოვო smile.gif) მაგრამ იმედია, გადავლახავ ამ ეტაპს.

Posted by: NatiaGull 9 Nov 2020, 16:45
anibani18
ჩემიც ბევრს შვება, კლინიკაში ჰუმანა მისცეა და მაგას ვაჭმევ ანტიკოლიკურს მარა შეცვლა მინდა რამე უფრო ხარიახიანით.
ვაიმე ან 9 დღის წინ დამეწყო 40 სიცხეები, ორი მასაჟისტი მყავდა აქედან ერთერთი ცნობილი დალი, მიცლიდნენ მკერდს და სიცხე არ იწევდა. ბავშვის დანახვაც არ მინდოდა, ყველა მეზიზღებოდა, პლიუს ოფლში ვცურავდი. ბოლოს ისე შეეშინდათ ჩემებს, მთხოვდნენ გაიშრეო. მეც ვეღარ გავუძელი სტრესს და დავნებდი, მაგრამ შემდეგ ბავშვზე სხვანაირად მოვემზადები.
ძალიან ჩავფლავდი ძუძუს ამბავში...
აუ რა განქორწინება biggrin.gif შენ ჩემზე უარესი ფიქრები გქონია...)) ვინ გყავს ახლა შენს ქმარზე ახლობელი, გაივლის ეს პერიოდი და დავლაგდებით ცოტა გაუძელი და არ აწყენინო ❤❤
გაიხსენე როგორ გვინდოდა ეს პატარა წიწილები, ახლა კი გვყავს და აქეთ ვართ წიწილებივით შეშინებული

ჰო კიდევ გოგოებო, სააშინელი უმადობა მაქვს ყველაფერი მეზიზღება. წამლები რომ არ მქონდეს ხოლმე დასალევი, ალბათ მთელი დღე მშიერი ვიქნები.
მუდმივად მწყურია და არასდროს მშია. აქამდე ძუძუს ვაბრალებდი მაგრამ ახლა აღარაფერი მაქვს ძუძუში 3 აბი დოსტინექსი მაქვს ჯამში დალეული და რას დავაბრალო ეს უმადობა და წყურვილი...

Posted by: Redial 9 Nov 2020, 16:54

anibani18
QUOTE
მეც ძალიან მიჭირს სახლში ჩაჯდომა. კარანტინიც ხომ ორსულობას დაემთხვა და ისე გადაება თვეები, რომ გარეთ არ გავდიოდი საერთოდ.
ზოგს არ უჭირს, მე კიდევ ძალიან მჭირდება საქმე და გარეთ გასვლა, რომ თავი ვიგრძნო პიროვნებად. საკუთარ თავსაც უფრო ვაფასებ ასეთ დროს და მგონია, რომ სხვისგანაც უფრო მეტ დაფასებას მივიღებ. რომც არ მივიღო სხვისგან, საკუთარ თვალში უფრო მეტს წარმოვადგენ, როცა საკუთარი საქმე მაქვს და არა მარტო სახლის საქმეები.


ჩემზეც.
რა ვქნა, სახლში პრანჭიაობა მე არ შემიძლია და თუ სახლში ვარ, სულ ხალათიანი ტიპი ვარ და ეს ბოლოს მაგიჟებს ))

QUOTE
ე ისე ვარ, ლამის განქორწინება მოვითხოვო ) მაგრამ იმედია, გადავლახავ ამ ეტაპს.


აუცილებლად გადალახავ. ისიც ახალბედაა ამ საქმეში და ხანდახან უფრო მეტი დრო სჭირდებათ )))

Posted by: nopiahopi 9 Nov 2020, 17:02
anibani18
QUOTE
არც დამიბრალებია, რომ გითქვამს ასეთი ბოროტობები

უი. უი, ეგ არც მიფიქრია რომ რამე დამაბრალე )))) უბრალოდ მე რომ ვფიქრობდი ეგეთ რაღაცეებს და სხვა რომ ახმოვანებდა,მაგან აღმაშფოთა biggrin.gif

Posted by: narkozeli 9 Nov 2020, 17:07
NatiaGull

ნათი რძე დაიშრე? არაუშავს, არ იდარდო.. ხელოვნურზეც გავზარდეთ ჯანმრთელი ბაიები :* ისე რასაც ვამბობდით ხო დაგხვდა წინ, ალალად თქვი biggrin.gif ყველა დედის ცხოვრება თავიდან ერთმანეთს გავს მართლა

ლელა ძაან კაი არჩევანია ნათი, აცრები კიდე სადმე პოლიკლინიკაში სახლთან ახლოს დააყენე და იქაურ პედიატრთან უფასოდ მიხვალ,აწონის, გაზომავს და აცრებსაც უფასოდ გაუკეთებ. მრჩეველში არ აკეთებენ. ქეთი კუპრეიშვილი არ ვიცი ნათ

QUOTE
მოკლედ როგორც ვხედავ ყველას გაქვთ ეს გზა გავლილი ან გადიხართ და მხოლოდ მოლოდინი დამრჩენია ...


ცუდები ხომ არ დაგიმალეთ?

კარგსაც არ გიმალავთ, გოგოებო აი რამდენიმე თვე გაუძელით, პირველ ეტაპზე 6 თვემდე და მერე აი 1 წელს რომ მიუახლოვდებით ყველაფერი ეხლა რასაც წერთ, მოგონებებივით გახდება. კი ახალი საფიქრალები ჩნდება მარა სირთულეები ასეთი ნაღდად აღარაა და დიდი შვებაა დამიჯერეთ.
მოკლედ ცოტაც უნდა გაუძლოთ



anibani18

რასაც ქმარზე წერ, ეგ პრობლემებიც წყვილთა უმრავლესობას აქვს, თავიდან აი თითქმის ყველას, არ გეგონოს რომ გამონაკლისი ხარ. რა განქორწინება, შენი ქმარიც იცი რამხელა სტრესშია ეხლა? დასვენება გჭირდებათ, განტვირთვა და სულ სხვანაირად შეხედავ ყველაფერს. ახლა ორივე სტრესში ხართ.
პირველად ჩემი ქმარი სულ სხვანაირი მომეჩვენა მარტო რომ წავედით ბავშვის გარეშე, გაჩენიდან 4 თვის მერე, დავბრუნდით ისევ ძველებურად შეყვარებულებივით და ორივემ ვაღიარეთ რომ ყველაფრის მიუხედავად დიდ სტრესში ვიყავით ორივე ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვე.
უი კიდევ მთავარი, ბავშვი ეხლა რომ ვერ შემოდის ისე კარგად კომუნიკაციაში, კაცებს ესეც უშლით ამ სტრესის მართვაში. ჩვენ დედებს კიდევ სხვანაირი უხილავი კავშირები გვაქვს შვილთან და კაცებს ეგ მერე და მერე უყალიბდებათ.
თავიდან ჩემი ქმარიც ცოტა ისე იყო ბავშვთან, ვერ იხსნებოდა არადა ვიცოდი როგორი თბილიცაა. არ ვიცი ეს გამოუცდელობის ბრალიცაა ალბათ.
აბა ახლა?
ვაჩე როგორ აჯავრებს უნდა ნახო biggrin.gif მამამ არა მითხრაო და თავს აქნევს იქით აქეთ და მამა ალაა იძახის ზუსტად ისე როგორც ნიკა ამბობს, ბაძავს მამამისს და ისეთი სასაცილოა :დ ნიკას აგიჟებს, მეუბნება ხოლმე მგონი ეხლა ვგრძნობ მამობა რა არისო)) ანუ მერე და მერე სწავლობენ მაგას და ცოტა დრო მიეცი მეუღლეს❤️
QUOTE
ისე როგორ ფიქრობ, თუ რთულია მისთვის მარტო დაძინება, თავს კესლისკენ ატრიალებს, საწოვარას გამალებით წოვს და თავისთვია ჩხუბობს, მაგრამ არ ტირის, ჩუმად წუწუნებს "აია, აია, აია" ეს არის მისი წუწუნი. ამით ვაზიანებ მის ფსიქიკას, რამე ზიანს ვაყენებ?


არანაირს, თუ ხედავ რომ არ ტირის, ეს წუწუნი და საწოვარის გამალებით წოვა, არ არის რაიმე საფრთხის მანიშნებელი არანაირად :*
* * *
NatiaGull
QUOTE
ჰო კიდევ გოგოებო, სააშინელი უმადობა მაქვს ყველაფერი მეზიზღება. წამლები რომ არ მქონდეს ხოლმე დასალევი, ალბათ მთელი დღე მშიერი ვიქნები.
მუდმივად მწყურია და არასდროს მშია. აქამდე ძუძუს ვაბრალებდი მაგრამ ახლა აღარაფერი მაქვს ძუძუში 3 აბი დოსტინექსი მაქვს ჯამში დალეული და რას დავაბრალო ეს უმადობა და წყურვილი...


დოსტინექსის ბრალია სავარაუდოდ ნათი.

მეც უმადობა მქონდა და მერე შეკრულობა. მგონი დავწერე ადრე, გასტროენტეროლოგთან დამჭირდა რამდენიმე კონსულტაცია და მერე მეშველა.
სითხეს რომ სვამ ძალიან კარგია, მე ამ უმადობის გამო სითხეებსაც არ ვსვამდი და იმიტომ დამემართა.

Posted by: anibani18 10 Nov 2020, 12:42
NatiaGull
ჩემს გოგოსაც ჰუმანას ვაძლევდი თავიდან. ფორმულებიდან ჰუმანა ყველაზე მეტად უწყობს ხელს ყაზბობას. მაგრამ მე გირჩევდი, შენით არ შეცვალო საკვები, თან საკვების შეცვლა ნელა უნდა მოხდეს, დღეში ერთი კვების შეცვლა ახალი ფორმულით. მიდი ჯერ პედიატრთან და მისი რეკომენდაციით იმოქმედე. ჩვენ ახლა სამმაგ კომფორტზე ვართ. მაგრამ გაზები მაინც აწუხებს და ძილს უფრთხობს სულ.
არ იდარდო ბუნებრივ კვებაზე. მეც ხელოვნურეზ ვარ გაზრდილი და გავიზარდე, ასევე მრავალი სხვა. მეორე ბავშვს სხვანაირად გაზრდი, თუ სურვილი გექნება.
გახსოვს, ვწერდი, ვიდეოებით და სტატიებით ძალიან მარტივი ჩანს ყველაფერი ძუძუს ამბავში, საქმე საქმეზე რომ დიგება, ყველაფერი სხვანაირადაა.

Redial
მართალი ხარ. მადლობა გამხნევებისთვის :*

narkozeli
მიშველა თქვენთან საუბარმა, ცოტა სხვანაირად სევხედე ყველაფერს, გული დამიმშვიდდა.
მართალი ხარ, კაცები სხვანაირად აღიქვამენ, შეუძლებელია მათაც იგივე ემოციები სთხოვო, რასაც ჩვენ განვიცდით. მაგრამ მშობიარობის შემდგომი პერიოდი რთულია ქალისთვის და ბევრ ემოციასთან არის დაკავშირებული, რთულია ადეკვატურად შეაფასო მდგომარეობა.
მეც ვიფიქრე, რომ როცა ბავშვი კონტაქტში შემოვა მამასთან, უფრო გაუმძაფრდება გრძნობები და სხვანაირად შეხედავს ყველაფერს. ახლა ჰგონია, თუ იტირა, ესე იგი მისი სუნი არ მოსწონს ან რაღაც მსგავსი smile.gif) არა და შეიძლება უბრალოდ ეძინებოდა და ვერ იძინებდა.

გოგონებო, როგორ ფიქრობთ, მსუბუქი იოგა ან ვარჯიშები გამართული წელისთვის, ხერხემლისთვის შეიძლება გავაკეთო? საკეისროდან თვენახევარი გავიდა.

Posted by: narkozeli 10 Nov 2020, 12:47
anibani18
QUOTE
გახსოვს, ვწერდი, ვიდეოებით და სტატიებით ძალიან მარტივი ჩანს ყველაფერი ძუძუს ამბავში, საქმე საქმეზე რომ დიგება, ყველაფერი სხვანაირადაა.


აი ზუსტად.

ჩემს ძველ პოსტებს ვკითხულობ ხოლმე ზოგჯერ და მეცინება, როგორ თავდაჯერებულად ვწერ 6 თვემდე ძუძუს გარდა არაფერს არ ვაჭმევთქო. არ მეგონა ასეთ სირთულეებს თუ შევეჩეხებოდი მაგრამ მაშინ აქაური გოგოების რჩევები მერე ყველა თვალწინ დამიდგა და ძალიან დამეხმარა. არაფერი ისეთი არ ხდება ჩვენს თავს, რაც აქამდე არ მომხდარა და არ მოხდება.

QUOTE
მიშველა თქვენთან საუბარმა, ცოტა სხვანაირად სევხედე ყველაფერს, გული დამიმშვიდდა.
მართალი ხარ, კაცები სხვანაირად აღიქვამენ, შეუძლებელია მათაც იგივე ემოციები სთხოვო, რასაც ჩვენ განვიცდით. მაგრამ მშობიარობის შემდგომი პერიოდი რთულია ქალისთვის და ბევრ ემოციასთან არის დაკავშირებული, რთულია ადეკვატურად შეაფასო მდგომარეობა.
მეც ვიფიქრე, რომ როცა ბავშვი კონტაქტში შემოვა მამასთან, უფრო გაუმძაფრდება გრძნობები და სხვანაირად შეხედავს ყველაფერს. ახლა ჰგონია, თუ იტირა, ესე იგი მისი სუნი არ მოსწონს ან რაღაც მსგავსი ) არა და შეიძლება უბრალოდ ეძინებოდა და ვერ იძინებდა.


გამოუცდელ მამების დიდი ნაწილი მასეა, კონტაქტში რომ დაიწყებს შემოსვლას აუცილებლად შენც გაგიმარტივდება და მამიკოც სხვანაირად გათამამდება. მანამდე თქვენ ურთიერთობას გაუფრთხილდით მაქსიმალურად, უნდა დაძლიოთ ეს სირთულეები ისე, როგორც იმ რთულ წლებს გაუძელით როცა ელოდით ამ ბედნიერებას ♡

QUOTE
გოგონებო, როგორ ფიქრობთ, მსუბუქი იოგა ან ვარჯიშები გამართული წელისთვის, ხერხემლისთვის შეიძლება გავაკეთო? საკეისროდან თვენახევარი გავიდა.

იოგა და მითუმეტეს მსუბუქი ალბათ შეიძლება თუმცა ზოგადად საკეისროდან 6 თვე ვარჯიში ვიცი რომ არაა სასურველი, ალბათ ინტენსიურ ვარჯიშს გულისხმობენ.

Posted by: anibani18 10 Nov 2020, 13:06
narkozeli
ჰოო, ზოგჯერ ისეთი თავდაჯერებული ვარ მეც smile.gif ნამდვილი თავდაჯერებული იდიოტი smile.gif)) მერე მეცინება საკუთარ თავზე.
არა უშავს, ეს არ არის ჩემი აზრით პრობლემა. მოსახლეობის ნახევარი ხელოვნურზე იზრდება და რა მოხდა მერე? ბევრად უარესი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში.
ვაიმეე, იცი როგორ გაიზარდა ჩემი ნამცეცა? smile.gif)) 2550 დაიბადა და ახლა, მცხვენია თქმა, და 4 კილოა smile.gif) ნიუბორნები ახლა გავიხადეთ, ძალიან კარგად ვიხმარე აქამდე. ამიტომ მინდა რამე ხერხემლისთვის, რომ ვაჭმევ, მგონია, მომეღუნება ახლა ხერხემალითქო. ახლა შეზლონგში აღარ ეფლობა და ვფიქრობ შეზლონგში ვაჭამო დღეიდან.
გაჩვენებ ცოტა ხნით როგორი იყო და როგორია ახლა ♡

Posted by: narkozeli 10 Nov 2020, 13:14
anibani18

ვაიმეე ეს რა ულამაზესი ვინმე გყავსს❤️❤️❤️❤️ დაწყობილი, დახატული ნაკვთებით და მართლა რა დიდი გოგოა უკვე❤️❤️❤️
* * *
უფრო დიდ გავს, რომ არ ვიცოდე რამხელაა,5-6 თვემდე მეგონებოდა
* * *
ნიუბორნები ჩვენც ძალიან კარგად ვიხმარეთ❤️
* * *
QUOTE
2550 დაიბადა და ახლა, მცხვენია თქმა, და 4 კილოა


ფანტასტიური ნამატია

Posted by: nopiahopi 10 Nov 2020, 13:30
anibani18
QUOTE
მოსახლეობის ნახევარი ხელოვნურზე იზრდება და რა მოხდა მერე?

აი ზუსტად !!!
მაგის მეტი სადარდებელი არ მოგვეცეს დედებს smile.gif
ყველაზე მთავარია დედა-შვილმა ჰარმონია შექმნას ერთმანეთში, გინდ ძუძუ იყოს, გინდ ხელოვნური. ბავშვი რის საშუალებასაც იძლევა, იმას უნდა ავეწყოთ smile.gif

Posted by: anibani18 10 Nov 2020, 13:52
narkozeli
მადლობა, გვანც <3 <3 ეს ჩემი პატარა სიხარულია <3
მართლა ძალიან კარგად გაიზარდა. ნეოშური ვერ ვჭამეთ და ძირითადად ჰუმანაზე ვიყავით აქამდე, მაგრამ კარგად მოიმატა. სიურპრიზი იყო ჩემთვის.
ნაკვთები თავიდანვე ძალიან გამოკვეთილი ჰქონდა, არც შეშუპება და არც სიწითლე არ ჰქონია.
nopiahopi
გეთანხმები. ისე უყურებენ ყველას ვინც საკესიროს იკეთებს ან ხელოვნურს აჭმევს შვილს, გეგონება ცუდი დედა იყოს. მაგრამ მე ამაში ვერ ვხედავ დანაშაულს და სხვისი აზრი არ მადარდებს.

Posted by: nopiahopi 10 Nov 2020, 14:06
anibani18
QUOTE
. ისე უყურებენ ყველას ვინც საკესიროს იკეთებს ან ხელოვნურს აჭმევს შვილს, გეგონება ცუდი დედა იყოს

კი. დედობის ღირსად არ თვლიან )) გაუტკივარებაზეც ეგრეა.

მე მომდგა ერთი არამკითხე, რომ გაიგო გაუტკივარებას ვაპირებდი. ფიზიოლოგიური იმიტო ქვიაო, ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდესო, ადრე სულ ეგრე აჩენდნენ შვილებსო, ვინ იყუჩებდაო. მეთქი ადრე ბოსელშიც მშობიარობდნენ და თუ გაქვთ სურვილი, არავინ გიშლითთქო. ნუ თან ისეთი ამაზრზენი და ბოროტი პიროვნება მარიგებდა ამაზე ჭკუას, მაგაზე ცალკე გავგიჟდი.

Posted by: NatiaGull 10 Nov 2020, 15:25
anibani18
მე ჰუმანას ანტიკოლიკს ვაჭმევ და ხვალ მივიყვან ღუდუშაურის პედიატრთან, ფორმა 100იც წამოსაღები მაქვს.
ძალიან მეშინია რომ 1 თვეზე არ ჰქონდეს კარგი ნამატი, ასე მგონია ეს ჰუმანა არ ვარგა... იმედია შეგვიცვლის ხვალ..
მეც ვერ წარმოვიდგენდი რომ ძუძუზე არ მეყოლებოდა მაგრამ ასე მოხდა, არაუშავს.

Posted by: Tua 10 Nov 2020, 20:35
NatiaGull
ნათი უბნის ევექსი გექნება მანდ სადმე და დააყენე უბრალოდ აღრიცხვაზე რომ შორს არ ატარო და იქვე აცრა, უბნის პედიატრები დიდად ვერაფერს აკეთებენ გარდა აწონვა გაზომვისა, მაინც მოგიწევს ტარება ვინმე კომპეტწნტურთან, ქეთიზე ვერაფერს ვიტყვი არც მსმენია ვინმეს მასთან დაყავდეა საერთოდ , აცრის ვაქცინა ყველგან ერთი და იგივეა , კერძოებში ფასიანი აცრებია რაშიც ფულის გადახდა არ ღირს სახელმწიფოც ფრანგულები ან ბელგიურებია.
* * *
anibani18
საკეისროდან 6 თვე ფიზიკური დატვირთვა არშეიძლება ანი sad.gif ფიზიოლოგიურად მალევე შეიძლება და საკეისროზე არა

Posted by: anibani18 10 Nov 2020, 20:38
მივედით ირაკლისთან გაზებით და წამოვედით დაზაფრულები. შუილები აქვს გულშიო და არ მოეწონა როგორ უჭირავს თავი. მილიონი ანალიზი დანიშნა და ნევროპათოლოგთან ვიზიტი. დიაგნოზში ფლოპი ინფანთ ჩაგვიწერა

Posted by: NatiaGull 10 Nov 2020, 21:10
Tua
ჰო თეო დავალაგებ მაგ საკითხს :*
მეუღლეს გამოატნენ ნეტა ფორმა ასს, დაბადების მოწმობა რომ მიიტანოს ?

anibani18
რცხილაძეზე ამბობ, ან ? რა მოელანდა.თუ ფუნქციური შუილია, წლამდე გადის თავისით.ბავშვის თავს რა დაუწუნა ?

Posted by: Tua 10 Nov 2020, 23:06
anibani18
შუილზე არ ინერვიულე ჩვენც გვქონდა ზუუსტად 1 თვემდე 2 პედიატრთან მყავდა და ვერავინ მოისმინა სულავას გარდა, ვიყავით ექოზე და ოვალური ხვრელი ჰქონდა ღია 3მმდე, ჯო ენ ში მყავდა ექოზე გულზე140 ლარი ღირს კარდიოგრამასაც უკეთებენ და ექოსაც, ლიკა კაპანაძესთან ვიყავით და მერე 7 თვეში დაგვიბარა ეხლა მყავდა ისევ ისმინებოდა შუილი და ისევ ღია ოვალური ხვრელი 1 წელზე ოღონდ ზომაში მცირდება ეგ არაფერი საშიში არაა შეიძლება გარდატეხის ასაკამდეც დაიხუროს , თუ არდაიხურება და პატარაზე დარჩება არც ეგ უქმნის პრობლემას , შეიძლება ჩვენც გვაქვს და არც ვიცით ❤ ფუნქციური შუილი ბავშვების უმრავლესობას აღენიშნება, ანალიზები რა დაგინიშნათ? ანი მუცელზე ხშირად აწვენ როცა ღვიძავს?

NatiaGull
კიი ნათი დათო იყო წასული ჩემ ფორმა 100ზეც და ბავშვისაზეც.

Posted by: Rebel=)) 11 Nov 2020, 01:10
Tua
დ ვიტამინს ასმევ ბავშვს ისევ?
მახსოვს თავიდან ვიტაფეროლს ასმევდი და მერე შეუცვლე და რომელი უყიდე?

Posted by: anibani18 11 Nov 2020, 04:38
Tua
4 პედიატრმა გასინჯა ჩემი გოგოც აქამდე და არავის უთქვამს შუილზე. მეორე მხარესაც გდადისო და ამიტომ გაგვიშვა ეხოკარდიოგრამაზე. შენტანაც ორივე მხარეს ისმოდა?
კი, ვაწვენ. არ მეგონა თუ 6 კვირაზე ხელებს უნდა ეყრდნობოდეს, თავს სწევდეს და აქეთ-იქით ატრიალებდეს. მინიმალურად, რა თქმა უნდა. ხელებს თუ შემოვუდებ ნიკაპქვეშ, მაშინ უჭირავს. იქნებ იმიტომ არის ასე, რომ ადრე დაიბადა? მოდუნებული არისო. ეს თუ მოდუნებულია... ერთი წამი არ ჩერდება. ან რამე სხვა იგულისხმება მოდუნებაში.
შემდეგი ანალიზები: კრეატინკინეზა, ამიაკი, ლაქტატი, გლუკოზა, შარდის საერთო, ახალშობილთა სკრინინგი 18 გენეტიკურ დაავადებაზე, მათ შორის sma სკრინინგი. ნევროლოგთან კონსულტაცია და თუ ჩათვლის საჭიროდ, ტვინის მრტ.
ნევროლოგი ციციშვილში მირჩია, ვინმე გოჩა ჩიქვინიძე. გსმენია?
ლაქტობაქტერიებსა და გზების წამლებზე, მითხრეს რომ მათ რეალურად არანაირი ეფექტი არ აქვთ. გაზები არ აწუხებსო. რაც აქვს, ეს არის კოლიკი, რაც სინამდვილეში ყოფილა დედის მუცლის გარე სამყაროსთან შეგუების პროცესი.

Posted by: narkozeli 11 Nov 2020, 10:41
anibani18

პირველ რიგში გეტყვი რომ ძალიან სწორად მოიქეცი ირაკლისთან რომ მიხვედი. გულზე შუილს ვითომ კომპეტენტური ბევრი პედიატრიც ვერ იგებს, მიქელაძეს გაეპარა მაგალითად აგერ ერთ ჩვენს ფორუმელზე და ირაკლიმ შეამჩნია და დაუდასტურდა ეხოზეც.
რაც შეეხება ფლოპი ინფანტ სინდრომს, მოდუნებასთანაა კავშირში და აქ უფრო კუნთების მოდუნებაზეა საუბარი როგორც მე ვხვდები.
მოკლედ გაუკეთე ყველა კვლევა და ანალიზი, ძალიან კარგია რომ დროულად შეამჩნია. დარწმუნებული ვარ მარტივად გამოძვრება და შეიძლება რაღაც ელემენტარულები დასჭირდეს. რაც მთავარია ჯერ ძალიან პატარაა და აბსოლუტურად ყველაფერი გამოსწორებადია.
გოჩა ჩიქვინიძე მე მსმენია და აქებენ.
გაზებზე და კოლიკაზეც ვეთანხმები.

NatiaGull
აუ მაგარია რცხილაძე რა. კიდევ ერთხელ ვრწუმნდები ჩემი და რომ მეუბნება ყველა პედიატრს შეიძლება გაეპაროს რამე და ირაკლის გამორიცხულიაო. რასაც ანი წერს, რეალურად ბევრ პედიატრს უბრალოდ გამოეპარებოდა. სხვა ფორუმელზეც მაკაზეც გაეპარა მიქელაძეს და ცოტნე ბესელიას და მარტო ირაკლიმ აღმოაჩინა და დადასტურდა კიდეც მერე გულის ეხოზე. მოკლედ, საყურადღებოა თუმცა ისეთი არაფერია რომ ძაან სანერვიულო იყოს, მთავარია დროულად მიიტანა ეჭვი. ის დიაგოზი რაც დაუსვა ბავშვს, ისმევა 6 კვირაზეც და ცოტა უფრო ნაკლებზეც დაჟე.

* * *
ეხლა იმას ვდარდობ გოგოებო რომ ტყუპებზე არ ვიძალავე და არ მივაყვანინე ირაკლისთან. მეთქი თვითონ გადაწყვიტონ. ჰყავდათ იაშვილში და ვერც ვერაფერს შველიან ფაქტია. გუშინ მაგალითად ისე ჩაუბჟირდათ ბავშვი, ბავშვის მამა გახდა ცუდად და მოსასულიერებელი. ვერ ამოისუნთქა ბავშვმა. ტირიან გაუთავებლად.
ანიბანის ამბის მერე ეხლა გამბედაობა მომემატა და აუცილებლად ჩავაწერინებ ირაკლისთან. მგონია რომ სხვა პედიატრებმა ვერ გაუგეს ვერაფერი.

Posted by: makarena 11 Nov 2020, 11:25
narkozeli
გეთანხმები გვანც, ირაკლი ჩემთვის მაგიტომ არის ნამდვილად ნომერ პირველი პედიატრი.

anibani18
არ იდარდო, გაუკეთე ყველა ანალიზი და ეხოსკოპია რაც ირაკლიმ გირჩია. ჩემზე გითხრა გვანცამ, მე მყავდა მიქელაძესთან 3 კვირის რო იყო და მერე 4 თვის, ასევე 4 თვის ასაკში ცოტნესთანაც მყავდა და მერე 6 თვის ასაკზეც და შუილზე არცერთმა არაფერი მითხრა.

7 თვის იყო პირველად ირაკლისთან რომ მივიყვანე და ირაკლიმ ახსენა, ოღონდ ფუნციურიაო და წლამდე უნდა გაქრესო, თუ კიდე მოვისმინე წლისთვის, მერე წაიყვანე გულის ეხოზე. წლისა მივიყვანე და ისევ ქონდა შუილი და ჯოენში გაგვიშვა, გავუკეთე ეხო და მართლა აღმოშნა ოვალური ხვრელი ღია, რაც ნუ წლამდე იხურებაო, მარა რომც არ დაეხუროს არაა სანერვიულო. ერთადერთი მოფრთხილება გვითხრეს, როცა რამე სამედიცინო მანიპულაციას ჩაუტარებთ, თუნდაც სტომატოლოგთან ვიზიტი, 2 საათით ადრე ანტიბიოტიკი უნდა მიიღოს. სულ ესაა.

ნუ ინერვიულებ წინასწარ და აუცილებლად როგორც დაგარიგათ, ისე მოიქეცით.

Posted by: Tua 11 Nov 2020, 11:35
Rebel=))
გოგო აქვადეტრიმს ვაძლევ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ 2 წვეთო გვაქვს დანიშნული.

anibani18
კი გამიგია აქებენ საკმაოდ , დაყავს ერთ ფორუმელს აქედან. არ ინერვიულო და გაუკეთე ყველა ანალიზი აუცილებლად.

narkozeli
ნუ სხვა პედიატრებიც არიან ვინც ხვდება ბევრ რამეს მხოლოდ ირაკლი კი არა smile.gif) ეგრე ჩემთანაც ვერ მიხვდა ცოტნე ბესელია , ვერც ეკა შავაძე , კიდევ ერთი არაცნობილი და სულავამ დაადო თუ არა წამებში შუილი აქვს ბავშვსო და კი გამიშვა ექოზე , ჩემს ნათესავზეც იგივე მოხვდა 2 პედიატრი ვერ მიხვდა და სოფომ დაადო თუ არა შუილი აქვსო , ამიტომ გვყავს სხვებიც ვინ შუილს ისმენს, ნუ მიქელაძეზე რიავიsmile.gif)))

Posted by: narkozeli 11 Nov 2020, 11:47
Tua

ნუ სოფოც პროფესიონალია მაგ მხრივ და მაგიტო smile.gif პროსტა კვებაზე ურევს და ამიტომ არ მომწონს და ირაკლი მაგ მხრივაც ძლიერია. ამიტოა N1 პედიატრი ჩემთვის.

* * *
ბევრი კაი პედიატრი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ბევრი არ გვყავს ნამდვილად, სამწუხაროდ.

Posted by: NatiaGull 11 Nov 2020, 11:50
narkozeli
გოგო რა ასაკის არიან ტყუპები ? კოლიკის ამბავია ??
ვაიმეე ერთი რა რთულია და ახლა ორი რომ ტირის :/

Posted by: makarena 11 Nov 2020, 11:52
Tua
თეო გეთანხმები მაგაში, მაგრამ სულავა სადაც ვინის ნიშნავს კვებად, ეგ უკვე პროფესიონალიზმი არაა, ასე რომ ჩვენ აქ ირაკლიზე ვსაუბრობთ ყველა კონტექსტით და არა მხოლოდ შუილის აღმოჩენით.

მაგიტომ სულავა ვერ იქნება ჩემთვის კაი პედიატრი, კვებებში მაგარი გარღვევები აქვს ხოლმე

Posted by: narkozeli 11 Nov 2020, 11:52
NatiaGull

3 თვის არიან უკვე, ხვალ ხდებიან. ნუ იაშვილის ვითომ ძაან ცნობილმა პედიატრმა ყურიაო და ცოტა ხანი თითქოს მართლა აღარ ტიროდნენ მაგრამ ეს გადაბჟირებამდე ტირილი დღეში 5-6 ჯერ მაინც აქვთ და არ მგონია მთლად ნორმალური. დღეს აუცილებლად უნდა დაველაპარაკო რა.

Posted by: Tua 11 Nov 2020, 12:02
narkozeli
makarena
შუილის მოსმენაზე იყო კონკრეტულად და არა კვებაზე , ირაკლი ყველაფერს მოისმენსო და ნუ ირაკლი ხომ არაა მომსმენი.მარტო საქართველოში. თორე კვებას რომ ურევს სულავა კი ვიცი.მაგრამ გასინჯვაში ნამბერ1ია საოცრად სინჯავს ბავშვებს ჩემთვის მაინც გასინჯვაა პრიორიტეტი.
* * *
narkozeli
ნერვოპათოლოგთან არყავდათ?

Posted by: narkozeli 11 Nov 2020, 12:08
Tua

გასინჯვით ირაკლიც საოცრად სინჯავს თეო და მაგას ვამბობთ მე,მაკა და კიდევ ბევრი აქაური და არააქაური დედა რომ ეს ადამიანი არის ყველანაირად პროფესიონალი smile.gif

QUOTE
ნერვოპათოლოგთან არყავდათ?


კი, უბნის პოლიკლინიკის ნევროპათოლოგთან რომელმაც ატარაქსი და სუპრასტინი დაუნიშნა და დაალევინეს ამათმაც მარა შედეგი 0
* * *
ისე კი მხოლოდ ხანგრძლივობა და დიდხანს სინჯვა არაა პროფესიონალიზმის ნიშანი. მარტივი მაგალითი:

ბადრი შარიქაძე. ლამის რამდენიმე საათი ვიყავი მის კაბინეტში და მითხრა რა:

1. პლაცენტა ნაადრევად მომწიფებულია და არ მომწონსო (რაც გადამოწმების დროს აღმოჩნდა ტყუილი, ტყუილად ვიკეთე კოაგულოგრამაც, დ დიმერიც და პლაცენტა არ მომიმწიფდა კაი ხანი მაგ ამბების მერე.
2. ოვალური ხვრელი ღია აქვსო, არადა მანამდე კახას არ უთქვამს არაფერი, არც სერგოს, 2 კვირაში ვიყავი სერგოსთან და დახურულია. არადა ბადრიმ დამაპანიკა, არ მომწონს ესო და დაბადების მერე საყურადღებოაო. ანუ შეეშალა ეგეც smile.gif
3. ბავშვზე ჰიპოსპადია ვერ ნახა, რაც ნახა კახამ და სერგომ და გაჩენის მერეც დადასტურდა, თუმცა მსუბუქ ფორმებში და საოპერაციო არ არის. კახამ ძაან პატარა ვადაზე შეამჩნია, სერგომ 28 კვირაზე.

ეხლა ამის სანაცვლოდ: მაგდენხანს რაც ბადრისთან ვიყავი კონსულტაციაზე არ ვყოლივარ არავის, უთვალიერა სათითაოდ თითები, ყურები, მარჯვენა ყური ვერ ნახა და პანიკაში ჩავარდა, იქით ვამშვიდებდი აქამდე ყველა ეხოზე ჰქონდათქო smile.gif

და ამის მერე როგორ ფიქრობთ, ობიექტურად, პროფესიონალიზმია ეგ?

Posted by: Tua 11 Nov 2020, 12:17
narkozeli
ბადრიმ მე რაც მითხრა ჩემს შემთხვევაში გამართლა 100% პლაცენტაც და ყველაფერი საერთოდ რაც სისხლის მიწპდებას ეხება ამიტომ მე ბადრის ექოსიც ზეე კმაყოფილი ვარ დასულავას გასინჯვითაც , ირაკლისთან არვყოფილვარ მაგრამ ვიცი რომ ზუსტად ეგრე სინჯავს.

Posted by: narkozeli 11 Nov 2020, 12:21
Tua

ხო ნუ მესმის რომ შენთან გაამართლა მარა ჩემი მაგალითი შენ ჩემზე კარგად იცი და ფაქტია ჩემთან ამდენი შეცდომა მოუვიდა, კი მესმის რომ ყველას მოსდის მარა რაღაცნაირად გული მწყდება რომ მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი ის ბედნიერი biggrin.gif თუმცა მერე ვნახე რომ სხვებთანაც დამართნია იგივე და ნუ რას ვიზამთ)) მაგის გამო მთლად ხაზი არ გადამისვამს ბადრისთვის, ზუსტად იმიტომ რომ ზოგადად კარგი ეხოსკოპისტებიც დეფიციტშია, პედრიატისა არ იყოს, 5ეული გვყავს მგონი მანდაც და პედიატრიაში ეგ 5-ულიც არ გვყავს ნორმალური biggrin.gif

QUOTE
ირაკლისთან არვყოფილვარ მაგრამ ვიცი რომ ზუსტად ეგრე სინჯავს.


ხო მე ხო ვიყავი და აი მართლა დეტალურად გაუსინჯა ბავშვს ყველაფერი, მეცინება მაგ გასინჯვის მერე უბნის პედიატრის ექიმის გასინჯვასაც რომ კონსულტაცია ჰქვია და მაგასაც. თუ კი რაიმე არსებობს ირაკლიმ ყველაფერი შეუმოწმა ბავშვს და უბნის პედიატრი ერთს შეხედავს ელემენტარულს უსინჯავს და ვსო.

Posted by: Tua 11 Nov 2020, 12:43
narkozeli
კი სოფოც ეგრე სინჯავს ნაცევარი საათი ტაკოსაც კი, უბნის პედიატრთანნ მყავდა ეხლა აცრის წინ და 7 წუთში გამოვედითsmile.gif)) 1თვიდან მიჩვეული ვარ დეტალურ გასინჯვას, ისიც კი არუთქვამს შუილი აქვსო და სუნთქვის სიხშორის გასინჯვაზე ჰო საუბარი ზედმეტია ან პულსის smile.gif))

Posted by: narkozeli 11 Nov 2020, 13:02
Tua

ამიტომ უნდა ვატაროთ კარგ პედიატრებთან მარა ეგეც ჭირს. აგერ მიქელაძე და ბესელიას ეშლება და უბნისას რა უნდა მოვთხოვოთ.

Posted by: NatiaGull 11 Nov 2020, 13:53
მართლა ვინის ნიშნავს ეგ პედიატრი ? ბევრი კარგი მსმენია ისე სოფო სულავაზე, რიგები აქვს გოგოებო მოწესრიგებულად ?

Posted by: Tua 11 Nov 2020, 13:56
NatiaGull
ვინი ჩემთვის არდაუნიშნია, ბრენდიც კი არუთქვამს რომელი უნდა მიმეცა და არვიცი, შეიძლება უჭმელ ბავშვებზე ნიშნავს smile.gif)) ვინის ფაფაზეა საუბარი ნათი და არა რძეზე ამ შემთხვევაში. უნდა ჩაეწერო და შენს დროზე მიხვიდე. 1 საათიც ვყოფილვარ და აი ნებისმიერ კითხვაზეპასუხს მცემს, ეხლა რომ მყავდდეს მისაყვანი და პატარა რომ იყოს , ანუ ასე ხშირად სატარებელი ან რცხილაძეს ავირჩევდი ან ისევ სოფოს. კვებაზე იდეაში მაინც არავინ არაა იდეალური და შენით უნდა მოაგროვო ძირითადი ინფო

Posted by: NatiaGull 11 Nov 2020, 19:23
Tua
ტაშკენტზეა ხომ ეგ ?

ეხლა მყავდა პედიატრი 3 სმ-ით არის გაზრდილი 3 კვირაში, მეც მითხრა შუილი დავიჭირეო, სავარაუდოდ ოვალური ხვრელის არისო მარა ციციშვილში ეხო მირჩია.

Posted by: anibani18 11 Nov 2020, 19:55
გოგონებო, დღეს ჩავბარეთ ანალიზები მრჩეველში. ერთი სიკვდილი გამოვიარე ამ ჩემს პაწიას ვენებიდან რომ უღებდნენ სისხლს... გერმანიაში გააგზავნეს მასალა 18 იმუნურ და გენეტიკურ დაავადებაზე, პასუხი 7-10 დღეში იქნება. სხვა ანალიზების პასუხები მომივიდა. ამიაკი და ლაქტატი აქვს მაღალი, რაც იმუნურ დაავადებაზე მიუთითებს. ლაქტატ აცედოზზე სავარაუდოდ. დაგვიმატეს კიდევ ანალიზები და კვლევები. ვნახოთ რა იქნება. ადრეულ ვადაზე ამ 18-ვე დაავადების შველა შეგვიძლია რომ კიდევ რამე არ დააზიანოს ორგანიზმშიო.

Posted by: takoo1 11 Nov 2020, 20:15
NatiaGull
კი ძაან მაგარია სოფო ჩემი დიშვილები მაგის გაზრდილები არიან, მე მეგონა მაგის დანიშნული იყო და სხვა პედიატრს დაუნიშნავს ჩემმა დამ მითხრა, მგონი ესე კონკრეტულად არ გეუბნება ბრენდს.
* * *
QUOTE (anibani18 @ 10 Nov 2020, 13:06 )
narkozeli
ჰოო, ზოგჯერ ისეთი თავდაჯერებული ვარ მეც smile.gif ნამდვილი თავდაჯერებული იდიოტი smile.gif)) მერე მეცინება საკუთარ თავზე.
არა უშავს, ეს არ არის ჩემი აზრით პრობლემა. მოსახლეობის ნახევარი ხელოვნურზე იზრდება და რა მოხდა მერე? ბევრად უარესი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში.


აუ ანი რა საყვარელი ხარ biggrin.gif biggrin.gif ❤️❤️❤️❤️
ეხლა ვკითხულობდი გოგოებო თქვენ ნაწერებს და ღიმილით ჩავიკითხე აი ძალიან საყვარლები ხართ ვგიჟდები ამ ფორუმზე და თქვენზეე❤️❤️

Posted by: NatiaGull 11 Nov 2020, 20:37
anibani18
წარმომიდგდნია როგორ ინერვიულებდი...
იცი რა ვერ გავიგე, ეს ამდენი ანალიზი რაზე დაყრდნობით დანიშნა, მხოლოდ შუილების გამო ?

Posted by: anibani18 11 Nov 2020, 21:05
NatiaGull
არა,ნათი. შუილი არაფერ შუაშია. თავი არ უჭირავს. კუნთოვანი ქსოვილის დაზიანება ეგონა, მაგრამ არ გამართლდა ეს ეჭვი.

Posted by: Tua 11 Nov 2020, 21:17
anibani18
ძალიან კარგად იქნება ყველაფერი ❤❤ მთავარია ყველაფრის ადრეულ ვადაზე აღმოჩენა და მკურნალობაც ❤

NatiaGull
კი ნათი მედიქლაბშია

gogatakoo
მე ძალიან გამიკვირდა სიმართლე გითხრა სოფოს დანიშნული ვინი, შაქროს ტკბილის და ეგეთების კატეგორიული წინააღდეგია ზოგადად ეგ ქალი smile.gif) უბნის პედიატრებისგან არც გამიკვირდებოდა არც ვინი და არც მალიუტკა smile.gif))

Posted by: NatiaGull 11 Nov 2020, 22:52
anibani18
მე მგონია რომ ისეთი არაფერი იქნება, შენი გოგო ციცქნა დაიბადა და ასე ელვის სისწრაფით ვერ განავითარებს ყველაფერს. დრო ჭირდება

Posted by: takoo1 11 Nov 2020, 23:02
anibani18
ანი ეხლა წავიკითხე ვერ გავიგე რა პრობლემა აქვს ბავშვს? შუილი მეც მითხრეს მაგრამ ნორმალური მომენტიაო რავიცი თავისით გაივლისო.
რამე სერიოზულია?

Posted by: nionia 11 Nov 2020, 23:53
narkozeli

QUOTE
უბნის პოლიკლინიკის ნევროპათოლოგთან რომელმაც ატარაქსი და სუპრასტინი დაუნიშნა და დაალევინეს ამათმაც მარა შედეგი 0

გვანც არც ერთი არ ინიშნება ხომ ჩვილებში?
თუ მე ვიცი რამე არასწორად?

შენს ქობულეთურ ამბავზე გამახსენდა ჩვენ როგორ წამოვედით თბილისში აგვისტოში, 3 თვის იყო პანდა და გული მისკდებოდა ამხელა გზაზე, აი სრულიად უპრობლემოდ ვიმგზავრეთ, მერე კახეთშიც ჩავედით ჩამოვედით და თბილისშიც სულ დავწანწალებდით, ძალიან კმაყოფილი იყო თვითონაც , შეირგო და შეგვარგო მოკლედ smile.gif))

anibani18
ანი კარგია რომ მიხვედით ირაკლისთან, არაფრის შეგეშინდეს.

QUOTE
გასინჯვით ირაკლიც საოცრად სინჯავს თეო და მაგას ვამბობთ მე,მაკა და კიდევ ბევრი აქაური და არააქაური დედა რომ ეს ადამიანი არის ყველანაირად პროფესიონალი

+ ბევრი ჩემგანაც ირაკლის love.gif
* * *
NatiaGull
გოგონი 2kiss.gif
QUOTE
თან დედამთილიც მეხმარება, ღამით ძირითადად მას ჰყავს და სახლის საქმე ხო საერთოდ არ მეხება.

ასეთი რამ არსებობს?
არა მჯერა biggrin.gif
ღამე კი არცერთხელ არ გამითენებია, მაგ მხრივ პანდამ პირველივე დღიდან დამინდო, მაგრამ სხვა ყველაფერი ბოლომდე მე მე და მე, ქმარი მეხმარება ცხადია, არ მიყვარს მამაზე რომ იტყვიან მეხმარებაო ისე, თავის შვილის მოვლა-აღზრდაში იღებს მონაწილეობას, მეზობელი ხომ არა ვარ ან ნათესავი რომ დამეხმაროს, მაგ საკითხში შეიძლება ხისტი ვარ მაგრამ "დიახაც ასე უნდა იყოს "-მიჭირავს, ბავშვი ორივესია smile.gif))

იდეალურ (არაკორონულ) სიტუაციაში სიამოვნებით ავიყვანდი დამხმარეს რომელიც საოჯახო საქმეებს მიხედავდა და მე მთლიანად დავტკბებოდი ჩემს ბიჭთან ყოფნით და თამაშით, ხან დიდი ადამიანივით მოთმინებით მიცდის როდის ავიყვან, ისეთი თვალებით მიყურებს ხოლმე ვჩუყდები cry.gif

Posted by: narkozeli 12 Nov 2020, 11:17
anibani18

ანი როდის იქნება ანალიზის პასუხები?

NatiaGull

სოფოსთან თუ მიიყვან, ჩემი რჩევაა კვებაზე რასაც გეტყვის არ დაუჯერო smile.gif მისი პაციენტების უმრავლესობას კვებითი აშლილობები აქვს, ცოტა უაზრო მიდგომა აქვს ამ კვების თემებზე, ჩვენი ფორუმელი სოფო როა ქრუელა, მაგის ახლობლის ბავშვს კიდე დღემდე კვებითი აშლილობა აქვს სერიოზული, გადასხმებზე ყავთ და სულავას აბრალებს, ძალით მატენინა ბავშვისთვის საჭმელიო და ყველა ჭამაზე ბავშვს თურმე დღემდე გული ერევა. თეოს ალექსანდრეზეც მახსოვს გამთენიისას ადექი და აჭამეო თუ რაღაც მსგავსს ეუბნებოდა, დაწერს თეო თვითონ ზუსტად არ მახსოვს, მარა ალექსანდრეს წონის პრობლემა და დეფიციტი არასოდეს ჰქონია და ეს გინდა თუ არა მაინც მიეცია კვება ბავშვს, რომელსაც სძინავს ღამე ტკბილად, რავი აბა. ეგ მიდგომა მე არ მომწონს სულავასი და შენც იცოდე მაინც. მე რა, თანამედროვე გაიდლაინებში ვერ ჯდება ვერანაირად. თავისი გაიდლაინია რაღაც biggrin.gif და ფაქტია ბევრს პრობლემა შეუქმნა მაგ თავისი მიდგომით


* * *
nionia
QUOTE
გვანც არც ერთი არ ინიშნება ხომ ჩვილებში?
თუ მე ვიცი რამე არასწორად?


ცოტა ძველმოდური პედიატრები ნიშნავენ sad.gif ვერც წარმომიდგენია მაგ წამლების ჩვილისთვის მიცემა მარა რა გითხრა აბა, ყველა დედა თვითონ წყვეტს რაღაცეებს ხო იცი. ჩვენ შეგვიძლია რჩევა მივცეთ მარა ვერ ჩავერევით. ((


QUOTE
შენს ქობულეთურ ამბავზე გამახსენდა ჩვენ როგორ წამოვედით თბილისში აგვისტოში, 3 თვის იყო პანდა და გული მისკდებოდა ამხელა გზაზე, აი სრულიად უპრობლემოდ ვიმგზავრეთ, მერე კახეთშიც ჩავედით ჩამოვედით და თბილისშიც სულ დავწანწალებდით, ძალიან კმაყოფილი იყო თვითონაც , შეირგო და შეგვარგო მოკლედ ))


აუ თქვენ რა ყოჩაღები ხართ love.gif მე 3 თვისას მაგხელა გზაზე ვერც ვიფიქრებდი გაბედვას მარა შენი პანდა მართლა უდინჯესი ვინმეა ♡ იმხელა ემოციებით დავბრუნდით ამ ვოიაჟიდან რომ ერთი სული მაქვს კიდევ წავიდეთ. ერთადერთი რაც დამაკლდა და შემეშალა არის უსკამობა. ბავშვის საკვები სკამი უნდა ვატარო, უფრო კომფორტულია სკამში რომ ვაჭმევ ან დიდ სკამზე დასამაგრებელი საბავშვო სკამი უნდა ვიყიდო იკეაში. ეხლა ლოპოტაზე მითხრეს გვაქვს და არ წამოიღოთო

QUOTE
+ ბევრი ჩემგანაც ირაკლის



ფორუმმა მომაფიქრებინა ირაკლი რცხილაძესთან მისვლა და მადლობა ფორუმს ამისთვის love.gif

Posted by: nopiahopi 12 Nov 2020, 11:18
narkozeli
QUOTE
ეხლა ლოპოტაზე მითხრეს გვაქვს და არ წამოიღოთო

სანამ ბოლომდე ჩავიკოთხე, ეგ უნდა მეთქვა, წინასწარ გაარკვიე, ზოგ სასტუმროს აქვსთქო biggrin.gif

nionia
QUOTE
ღამე კი არცერთხელ არ გამითენებია, მაგ მხრივ პანდამ პირველივე დღიდან დამინდო

იცის მშობლის პატივისცემა ❤️

Posted by: narkozeli 12 Nov 2020, 11:34
nopiahopi
გვაქვსო ეგეც და მანეჟიცო და წასვლამდე კიდევ უნდა დავრეკო და დავაზუსტო. დიდი მანქანა გვყავს და კი ჩამეტევა მარა თუ იქ დამხვდება, მირჩევნია არ ვათრიო.

ისე ამ საბავშვო სკამზე რა ასაკამდე ჭამენ შენ გეცოდინება? ^_^

Posted by: nopiahopi 12 Nov 2020, 12:01
narkozeli
ჩემს ისე უყვარდა, 3 წლისაც მანდ ჭამდა biggrin.gif
დავადაბლე მერე და კაი ხანი იჯდა biggrin.gif

Posted by: NatiaGull 12 Nov 2020, 12:11
narkozeli
მრჩეველში ვაპირებ გვანც რომელიმე პედიატრთან მიყვანას.
აღრიცხვაზე რა ასაკამდე შემიძლია დავაყენო ?

nionia
ჭკვიანი პანდა გყავს ❣

Posted by: narkozeli 12 Nov 2020, 13:03
nopiahopi
QUOTE
ჩემს ისე უყვარდა, 3 წლისაც მანდ ჭამდა
დავადაბლე მერე და კაი ხანი იჯდა


მოწესრიგებული ბავშვი biggrin.gif

NatiaGull

ჩემმა ახლობელმა 3 თვისა დააყენა აღრიცხვაზე, საშუალოდ 1 თვეზე კარგი იქნება თუ მიიყვან აღრიცხვაზე, მგონი შეზღუდვა არ არის მაგაში არადა სამშობიაროში მითხრეს 1 თვეს არ გადააცილოო და მეგონა მერე აღარ შეიძლებოდა.
მრჩეველი საუკეთესო არჩევანია ყველა თვალსაზრისით, პედიატრებისაც და ანალიზების მხრივაც :*
* * *
anibani18
QUOTE
ამიაკი და ლაქტატი აქვს მაღალი, რაც იმუნურ დაავადებაზე მიუთითებს. ლაქტატ აცედოზზე სავარაუდოდ. დაგვიმატეს კიდევ ანალიზები და კვლევები. ვნახოთ რა იქნება. ადრეულ ვადაზე ამ 18-ვე დაავადების შველა შეგვიძლია რომ კიდევ რამე არ დააზიანოს ორგანიზმშიო.


უი ანი ეხლა წავიკითხე დაგიწერია უკვე.

ღმერთო კიდევ კაი დროულად მიიტანა ეჭვი. ელაპარაკე ირაკლის, რა გითხრა პასუხები რომ ნახა?

Posted by: Tua 12 Nov 2020, 17:30
narkozeli
ეხლა 9 თვეზე რომ.მყავდა ღამე უკვე აღარ ჭამდა და არაჭამოო, შეიძლება პატარა რო იყო მაგიტო მითხრა, ისე ჯაბამაციგივე რეკოემნდაცია გასცა რავიცი, ეს მაინც ჭამდა ღამე შესაბამისად ისედაც ვაჭმევდი , პირს რომ დააღებდა ვერ ვაჩერებდიsmile.gif))) ჩემი ახლობლოს 3 შვილია გაზრდილი სოფოსთან და არცერთს აქვს აშლილობა ასე 1 პაციენტით ვერ განსაზევარ იდეაში მშობლის ბრალიცაა მანდ , მარტო პედიატრის ინფოზე დაყრდნობით არუნდა განსაზღვრო ბავშვის კვება , შენითაც თუ არგაეცანი ინფოებს ვერც რცხილაძე გიშველის ვერც სულავა და ვერც მიქელაძე.

Posted by: narkozeli 12 Nov 2020, 17:52
Tua

ნუ მშობელმა კი უნდა ამოწმო ყველაფერი ისეთი ეპოქა მოვიდა მარა რეალურად ირაკლის რჩევებს მართლა არ ჭირდება გადამოწმება. დაჟე იმ კვების ჯგუფშიც კი შარს ვერ სდებენ ირაკლის ვერცერთ რჩევას,იმიტომ რომ მაგათზე კარგად და ღრმად იცის ყველა დეტალი.

Posted by: takoo1 12 Nov 2020, 18:09
narkozeli
რავი არამგონი მთლად ეგრე იყოს, ის შეიძლება სოფოს აბრალებს მაგრამ მაგ მიზეზით არ იყოს გამოწვეული რო ატენიდა საჭმელს. პირიქით კუჭნაწლავის პრობლემები ქონდათ ჩემ დიშვილებს და სოფოს მოხოდილები არიან,ეს პატარა კიდე მაგარი უჭმელია და რო ყავდა მიყვანილი მსგავსი არაფერი უთქვამს ძალით ჭამაზე და ა.შ
რავი მე სოფო მევასება ყველა კმაყოფილია ჩემს ირგვლივ ბევრ რაღაცაში ყავთ გამოცდილი და ძლიერია საკმაოდ,წამლებსაც ძაან სწორად ნიშნავს ყოველთვის.აზზეა რა თავისი საქმე იცის.მე ვენდობი პირადად

Posted by: narkozeli 12 Nov 2020, 19:36
gogatakoo

ეჰ მასე ვენდობოდი მე მაია ხერხეულიძეს და თავს დავდებდი მარა ამ ბოლო დროს იმდენი რამე ეშლება, დავკარგე ნდობა.
სოფოს კვების ამბავი კიდე 1 და 2 მაგალითით არ ვიცი, ჯგუფებშიც ბევრი წერს რომ რაღაც არ მიყვება მთლად გაიდლაინებს.
* * *
gogatakoo


ისე რას შვება შენი დისშვილი? მახსოვს არ ჭამდა ტკბილის გარდა არაფერს, დაიწყო ჭამა?

Posted by: Tua 12 Nov 2020, 20:27
narkozeli
იდეაში ბავშვი რობოტი არაა რომ 1-1ში გაიდლაინებს მიყვე, გაიდლაინები ზოგადი რეკომენდაციაა და არა ის რომ.1-1ში მას მიყვე,, ინდივიდუალური მიდგომა უფრო კარგია ვიდრე დაწერილ კანონებს რომ.მიყვე და იძახო გაიდლაინებს მივყვებიო . მაინც არცერთ პედიატრს არუნდა ენდო კვებაში განსაკუთრებით, მიქელაძის მაწონში შაქრის სეროფის ჩამატების არიყოს. მე სოფოს კვებას არც მივყოლილვარ ისე არასდროს, ნეტშიც ბევრი ინფო დევს კვებაზე რომელიც ყველა დედამ შეიძლება ნახოს .

Posted by: nionia 12 Nov 2020, 21:55
narkozeli
სულავას პაციენტმა მითხრა რაის ზურგზე ძილიო, საიდან მოიგონე რომ ზურგზე უნდა იწვესო და იმის მერე ცოტა ძაან ეჭვით ვუყურებ მაგ პედიატრს. ჩავეკითხე თან რომ პედიატრს გაესაუბრე ამ თემაზე და აგისხსნის რატომ უნდა იწვეს ჩვილი ზურგზე ძილის დროს თქო და მისაუბრია და მსგავსი არაფერი უთქვამსო და ჰა yes.gif
QUOTE
აუ თქვენ რა ყოჩაღები ხართ  მე 3 თვისას მაგხელა გზაზე ვერც ვიფიქრებდი გაბედვას მარა შენი პანდა მართლა უდინჯესი ვინმეა ♡

მეც ვერ ვფიქრობდი, სანამ გონს მოვედი მიგვაქროლებდა მამამისი lol.gif
nopiahopi

QUOTE
იცის მშობლის პატივისცემა ❤️

კი ამ საკითხში ნამდვილად მცა პატივი, ისედაც ვერ დავწამებ უპატივცემულობას ნამდვილად :დდდ
* * *
narkozeli
QUOTE
იმ კვების ჯგუფშიც კი შარს ვერ სდებენ ირაკლის ვერცერთ რჩევას,იმიტომ რომ მაგათზე კარგად და ღრმად იცის ყველა დეტალი.

მე რომ ვესაუბრე ამიხსნა ძირითადი პრინციპები მყარ კვებაზე გადასვლის, რასაც ვაკვირდები უმეტესი პედიატრები გაწერილ მენიუებს რომ სთავაზობენ ასე არ აკეთებს, არც მგონია სწორი პედიატრმა მენიუ ჩამოგიწეროს. უნდა მოგაწოდოს ინფო და დანარჩენი მშობელმა მოარგო შენს შვილს, ბრენდების რჩევაზე ხომ არაა ლაპარაკი, რამდენი ვიცი კონკრეტულ ბრენდებს რომ ურჩევენ ამის ეს აჭამეო ბრრრრრ

Posted by: narkozeli 13 Nov 2020, 00:28
Tua

შენ წერ არ მივყვები სოფოს რჩევებსო და ჩვენ მივყვებით ირაკლისას, იმიტომ რომ არასწორს არ გვეუბნება არაფერს.
რეალურად გაიდლაინის ფუნქცია რაც არის ესაა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ერთგვარი სამეცნიერო ჩარჩო,რომელიც მილიონობით პაციენტზე დაკვირვების შემდეგ არის დაწერილი და რომელში ლავირების უფლებაც ნებისმიერ სპეციალისტს აქვს, მაგრამ ის რაც არ არის გაიდლაინებით რეკომენდირებული ან ის რაც აკრძალულია, არც უნდა დანიშნოს ექიმმა.
* * *
მე ირაკლი ნებისმიერს შემიძლია თამამად ვურჩიო და ამ ადამიანის რჩევებს რეალურად ნამდვილად არ სჭირდება გადამოწმება, მათ შორის კვებაზე. smile.gif ანუ შეუძლია ენდოს ის ხალხი, ვინც არ ამოწმებს არაფერს ან უბრალოდ არ იცის არცერთი უცხო ენა და ვერ ამოწმებს ან რაიმე სხვა მიზეზის გამო არააქვს ხელმისაწვდომობა სანდო ინფორმაციასთან.

* * *
nionia

ხო ნუ კიდევ ერთ აქაურ ფორუმელთან შეეშალა მაგრამ იმ ადამიანის მაგივრად ეხლა არ დავწერ, თვითონ დაწერს თუ უნდა. მოკლედ მეც არ ვარ მედიქლაბის პედიატრებით აღფრთოვანებული, ერთი ჩვენი მამსელი იყო ჯაბასთან და კვებაზე ძაან სისულელეები უთხრა. არადა მედიქლაბი მიყვარს როგორც კლინიკა.

აუ თქვენი დაუგეგმავი ვოიაჟი მაგარი იქნებოდა biggrin.gif ❤️❤️❤️


* * *
QUOTE (nionia @ 12 Nov 2020, 21:55 )

* * *
narkozeli
QUOTE
იმ კვების ჯგუფშიც კი შარს ვერ სდებენ ირაკლის ვერცერთ რჩევას,იმიტომ რომ მაგათზე კარგად და ღრმად იცის ყველა დეტალი.

მე რომ ვესაუბრე ამიხსნა ძირითადი პრინციპები მყარ კვებაზე გადასვლის, რასაც ვაკვირდები უმეტესი პედიატრები გაწერილ მენიუებს რომ სთავაზობენ ასე არ აკეთებს, არც მგონია სწორი პედიატრმა მენიუ ჩამოგიწეროს. უნდა მოგაწოდოს ინფო და დანარჩენი მშობელმა მოარგო შენს შვილს, ბრენდების რჩევაზე ხომ არაა ლაპარაკი, რამდენი ვიცი კონკრეტულ ბრენდებს რომ ურჩევენ ამის ეს აჭამეო ბრრრრრ


ხოო, მეც მასე ზუსტად❤️

ზუსტად ეგაა რეალურად გაიდლაინის ფუნქცია და არა ის დამახინჯებული რასაც ზოგიერთი პირდაპირ თარგმნის facepalm.gif

ხოდა მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძაან ვენდობი ამ ექიმს, ზოგადად მრჩეველის მთელ გუნდს და მაგათზე ნაკლები სპეციალისტები მედიცინის არცერთ დარგში რომ არ გვყავდეს, კი ეშველებოდა ჩვენს მედიცინას sad.gif

Posted by: nionia 13 Nov 2020, 12:44
narkozeli
გვანც შენ ბიმბოვიტს ასმევ ხომ? აასე მახსოვსს
გოგო უწყვეტად უნდა მივცეთ? თუ ფლაკონს და ფლაკონს შორის უნდა დისტანციის დაცვა?
ხანგრძლივად რომ უნდა მიიღოს ეგ ვიცი სანამ კბილებს არ გაიხეხავს ფტორიანი კბილის პასტით

Posted by: narkozeli 13 Nov 2020, 12:53
nionia
QUOTE
გვანც შენ ბიმბოვიტს ასმევ ხომ? აასე მახსოვსს


ნუტრიჟენ ბონიდენტს, ეგ ვარჩიე, ისე ორივე ერთიდაიგივეს აკეთებს ^_^

QUOTE
გოგო უწყვეტად უნდა მივცეთ? თუ ფლაკონს და ფლაკონს შორის უნდა დისტანციის დაცვა?


უწყვეტად 2 წლამდეო.

* * *
2 წელზე უნდა მივყვანოთ ვიზიტზე და მერე რას ვშვებით არ ვიცი biggrin.gif მგონი არც დ უნდა და არც ფტორი, ოღონდ ზუსტად არ ვიცი :შ

Posted by: NatiaGull 13 Nov 2020, 14:40
ჩავეწერე რცხილაძესთან, იმედია ცუდს არაფერს მეტყვის. გოგოებო რასთან არის ეს ჭონქაძის ქუჩა ახლოს ხოკ არ იცით

Posted by: nopiahopi 13 Nov 2020, 15:09
NatiaGull
ჭონქაძე ფუნიკულიორის ასასვლელი როა,ის ქუჩა არაა?

Posted by: narkozeli 13 Nov 2020, 15:23
NatiaGull

საბაგიროს ასასვლელი მთაწმინდაზე რომ ადიხარ იცი? ზუსტად საბაგიროს წინაა კორპუსი და იმ კორპუსის პირველ სართულზეა.

Posted by: takoo1 13 Nov 2020, 18:00
narkozeli
ხოო სუპებს ვერ იტანს და სოფომ უთხრა ვაშლთან ერთად მოუხარშე არომატს რომ მისცემს შეჭამსო და გაამართლა შენ წარმოიდგინე, ვაშლის ნაჭერს აგდებს და უცვლის გემოს.
* * *
narkozeli
user posted image
სოფოს გამოტანებულ კვების ფურცელზე წერია ეს და არ ვიცი ვის დაუნიშნა შაქრიანი და რატო:| კი გამიკვირდა ისე

Posted by: Rebel=)) 14 Nov 2020, 01:14
Tua
QUOTE
გოგო აქვადეტრიმს ვაძლევ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ 2 წვეთო გვაქვს დანიშნული.

იგივეაო ეგ და ვიტაფეროლი ფარმაცევტმა მაგრამ ამჯერად აქვადეტრიმი ვიყიდე მეც.
დღეს ვიყიდე ჰეინცის ფაფა ურძეო და სახლში აღმოვაჩინე რომ 25% შაქარი ჰქონია, რა ამბავია ამდენი შაქარი :/
მაინც გამოვიყენებ ამას, სიმილაკით გავამზადებ და ალბათ ნოყიერი იქნება, ემრე ვფიქრობ სემპერის ველინგი მივცე, შენ გიცდია? ამბობენ ნოყიერიაო ეგეც სადაც ვიყავი იმ ჯიპისიში არ ჰქონდათ თორემ ბარემ ვიყიდდი. იმედია ეგ არ იქნება ესეთი შაქრიანი.
* * *
narkozeli
QUOTE
ნუტრიჟენ ბონიდენტს, ეგ ვარჩიე, ისე ორივე ერთიდაიგივეს აკეთებს ^_^

გვანც ეს რისთვისაა?
ანალიზის პასუხებიდან გამომდინარე აძლევ თუ პროფილაქტიკისთვის?

გოგოებო, წლის აცრაზე რომ მივალთ წინასწარ არის რამე ანალიზების გაკეთება საჭირო? პედიატრს არ უთქვამს ტელეფონზე რომ ვესაუბრე და გასინჯვის მერე თუ ჩათვლის საჭიროდ დაველოდო?

Posted by: Tua 14 Nov 2020, 12:24
Rebel=))
კი ველინგიც ვცადე 11 თვიდან რომაა ის, ეხლა 3 ნომერზე.მყავს აღარ ვაძლევ ძილისწინ არანაირ ფაფას ან ეგეთს, ვცდილობ დღე ვაჭამო კარგად ანუ რაც ეკუთვნის პორციები მსუყედ.
აქვადეტრიმი 500სე დ ვიტამინს შეიცავს და ვიტაფეროლი შეიცავს ნაკლებს, მე 2 წვეთს ვაევ და მაი.ც 46 აქვს დ ვიტამინი ეხლა ავუღე ანალიზები, წლის აცრამდე, სისხლის საერთო უეჭველი უნდა აუღო, მე ყოველი აცრის წინ ვუღებ და მერე თუ არეულია დამატებით კვლევებს ნიშნავენ, თუ შენინსურვილია შეგიძლია დ ვიტამინი, კალცი, რკინაც აუღო რადგან ვენიდან იღებენ , მე დ ვიტამინი ავუღე, ტყვია არ ამიღია რადგან დაზღვევამ არდამიფინანსა დავიკიდე მაინც ექნება სისხლში და რა აზრი აქვს

Posted by: nino84 14 Nov 2020, 14:03
anibani18
როდის იქნება პასუხები? მთავარია მიაგენით პრობლემას, ყველაფერი კარგად იქნება ❤️

Posted by: Rebel=)) 14 Nov 2020, 14:03
Tua
აჰა გასაგებია, მადლობა ინფოსთვის ❤️
* * *
აუ ბარემ ნორდიკის ფაფას როგორ ამზადებ ეგეც მითხარი? ფორმულა შევურიო მაგასაც თუ სოფლის ნობათის რძით შეიძლება უკვე გავაკეთო? ან სანტინო რავი.

Posted by: Tua 14 Nov 2020, 16:00
Rebel=))
ნორდიკის რამოდენიმე ფაფა მაქვსდა მონაცვლეობით ვაძლევ, 200-220მლ წყალზე 3-3.5 კოვზი შვრია, ასევე წიწიბურაც, ასევე ბრინჯიც, კი 1 წლიდან რძე გავასინჯე სოფლის კიბათის საბავშვო, რომ მოიხარშება ფაფა, მერე ვამატებ დაახლოებით 20მლ რძეს და არვადუღებ ადუღებამდე მიმყავს, უნდა დაამუღამო პროპორციები 1ხელ რომ გააკეთებ მერე დაუმუღამებ, მე ასევე ვუკეთებ ბრინჯის ფანტელის ფაფას შავი ქლიავის ჩირით, გვაქვს ასევე მალინიანი შვრია, ასევე გოგრით ვუკეთებ კიდევ , წყალში ძალიან თხლად და წვრილად დაჭრილ პატარა ნაჭერ გოგრას ვყრი ჯერ გოგრას ვხარშავ კარგად და მერე ვყრი შვრიას ან რავი რომელი ფაფის დღეც აქვს.ბორდიკს და1928 ფაფას ვანაცვლებ, აუცილებლად1წუთიანები იყიდე და ნახე რო. შვრიის ქატო არ იყოს შემადგენლობაში, ნორდიკს აქვს 4მარცვალი შვრიის ქატოთი და ქატოს გარეშე. რხიან ვაევ მხოლოდკვირაში 2ჯერ ,დებილობაა ეგ დიდი შეფუთვები48 საათი აქვსო ვადა ასე მოუდუღებელს , მერე ხაჭოს ვუკეთებ ხოლმე მაგრამ მეზარება ყოველ მესამედღეს ყიდვა biggrin.gif უნდა მივწერო იქნებ პატარა შეფყთვებიც გამოუშვან

Posted by: narkozeli 14 Nov 2020, 20:56
gogatakoo

მთავარია ჭამს ეხლა❤️ ხო არ ვიცი, მე დიდად არ მიყვარს ექიმების ლანძღვა და ზოგადად რჩევაც, ყველას თავისი კრიტერიუმები აქვს. ჩემთვის მაგალითად წარმოუდგენელია ექიმმა მითხრას 7 თვის ბავშვზე შია თუ არ შია დილას 6-ზე ადექი და მიეცი საჭმელიო. ვინიზე არ ვიცი პირადად არავისგან და რაც არ ვიცი ვერ დავაბრალებ თუმცა რაც ზუსტად ვიცი ისიც საკმარისია რომ დასკვნა გავაკეთო. მთავარია დედა იყოს კმაყოფილი❤️



Rebel=))

პროფილაქტიკისთვისაა, დ ვიტამინი და ფტორი ინიშნება საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის 2 წლამდე, ანალიზების გარეშე.
1 წლის აცრის წინ ირაკლიმ გამაკეთებინა სისხლის საერთო და ტყვია.
თუ რამე არ მომეწონება მერე დაგინიშნავთ დამატებით ანალიზებსო მაგრამ არაფერი დაგვჭირდა გასინჯვის მერე.
ტყვიაც და სისხლის საერთოც მრჩეველში გავუკეთე, ცოტა ძვირია მაგრამ გული მშვიდად მაქვს და მიხარია ძალიან რომ ჩემი შრომა და წვალება ფასდება თურმე, ძალიან დაბალი აღმოაჩნდა ტყვიის მაჩვენებელი და მითხრეს ყოჩაღ თქვენო))) თბილისში ეს მაჩვენებელი იშვიათიაო. ნუ უხარისხოს არაფერს ვაკარებ ბავშვს და ფაქტია რომ აისახა ეგ ამ ანალიზში. თუმცა ზოგჯერ ტყვია სახლის კედლებშია და ასეთ დროს სახლს ხომ ვერ შეცვლი :/
სისხლის საერთოც ნორმაში ჰქონდა ყველა მაჩვენებელი, შეუმოწმა ირაკლიმ ყველაფერი, ჯანმრთელი ბიჭიაო და გამოგვიშვა. გავუკეთე აცრა და მგონი ყველაზე მარტივად ეს აცრა გადაიტანა, ყოველგვარი სიმპტომის გარშე.
არ შეგეშინდეს მოკლედ❤️
* * *
ჰეინცი არ მიმიცია და არ ვიცი :/ სემპერს ვაჭმევ ძირითადად, ან ჰიპის ან ნუტრილაკის ფაფას. ნესტლეს შაგაიკა რომ აწერია ეგეც გავასინჯე და ცუდი არ ჩანს. ზოგადად წლიდან ნელნელა შეიძლება შევაპაროთ რაღაცეები. ყველაფერს მასე ვერ გავუკონტროლებთ და ნევროზი დაგვემართება biggrin.gif ეხლა რაც 1 წლისაა ნორდიკიც დავუწყე, თეომ როგორც დაგიწერა ისე ვაკეთებ მეც, მოსწონს გემოზე.
ველინგი არასდროს მიმიცია და ვერ გეტყვი sad.gif

Posted by: NatiaGull 14 Nov 2020, 22:01
narkozeli
გვანც ფტორი რა ასაკიდან ინიშნება ?
ირაკლი დამაკვალიანებს ხომ ალბათ ყველაფერზე ?

Posted by: Rebel=)) 14 Nov 2020, 23:36
Tua
narkozeli
მადლობა გოგოებო, კითხვა აღარ დამიტოვეთ ❤️❤️❤️
* * *
Tua
QUOTE
დებილობაა ეგ დიდი შეფუთვები48 საათი აქვსო ვადა ასე მოუდუღებელს , მერე ხაჭოს ვუკეთებ ხოლმე მაგრამ მეზარება ყოველ მესამედღეს ყიდვა  უნდა მივწერო იქნებ პატარა შეფყთვებიც გამოუშვან

უი 48 სთ ძაან ცოტაა, სანტინოს ხო აქვს პატარა ბოთლში რძე? ისიც არაა მგონი ცუდი, მარა იმ პატარასაც ვერ აითვისებენ ესე მალე :3 biggrin.gif
აუ რომ მგონია რაღაც შეღავათი გაიჩითება ფორმულას აღარ ვიყიდი და ა.შ მერე სხვა რაღაც გამოხტება biggrin.gif ღმერთმა შეარგოთ კაცო, ისევ მე მოვიკლებ რამეს და შემოსავლის გაზრდაზე ვკონცენტრირდები gigi.gif

პროსტა რამდენი რამე სჭირდება ბავშვს, აი გვანცამ რაც თქვა უხარისხოს არ ვაკარებ ბავშვსო, ადამიანი არ მეგულება ვისაც ბავშვისთვის უხარისხო ემეტებოდეს, მაგრამ რომ არ გაქვს საშუალება რა უნდა ქნა..
უჰ დავითრგუნე, საწყალი ტყვიამომატებული ბავშვები...

QUOTE
ჰეინცი არ მიმიცია და არ ვიცი

ჰეინცი მეც პირველად ვიყიდე და შემრჩა 50 გრ შაქარი, მაგრამ ისე კარგად ჭამა და ისე გემრიელად დაიძინა შეიძლება ხანდახან დავხუჭო თვალი ამ 50 გრამზე gigi.gif :/

Posted by: narkozeli 15 Nov 2020, 11:49
NatiaGull
პირველი კბილის ამოსვლისთანავე, საშუალოდ 6 თვეზეო, ჩემსას 7 თვეზე დავუწყე, ორმა კიჭმა როგორც კი ამოყო თავი, ჩვენს შვილებს კარიესის პრობლემა არ ექნება სავარაუდოდ და პლიუს იმუნიტეტის თემასთან და ძვლებთანაც კავშირშია ფტორის დეფიციტი ამიტომ იმ ქვეყნებში სადაც სასმელ წყალში ბუნებრივი ფტორი ცოტაა, დ ვიტამინივით საპროფილაქტიკოდ უნდა დანიშნოს. არადა ადრე ამტკიცებდნენ საკმარისი ფტორია ონკანის წყალშიო მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი.

Rebel=))

ერთი წლიდან მითუმეტეს შეგვიძლია ცოტა დავხუჭოთ, აბა საერთო სუფრა მთლად უმარილოდ და მთლად უშაქროდ არაა და ყველა გვეუბნება წლიდან საერთო სუფრაოsmile.gif)
მე პლასმონის იოგურტს ვაჭმევ ხოლმე და მაგას უწერია ცოტა შემადგენლობაში შაქარი და ამ დროს ჰუმანა უფრო ტკბილს გავს არადა ჰუმანა უშაქროა, გემოზე უფრო ჯანსაღი გემო აქვს პლასმონს და ამიტომ ვაჭმევ, თორე ამას ორივე ერთნაირად მოწონს. მოკლედ მრავალფეროვნება თუ გვინდა, გვიწევს თვალის დახუჭვა მარა წლამდე მაინც ჯობია ძირითადად უშაქრო უმარილო ყველაფერი❤️
* * *
QUOTE
რამდენი რამე სჭირდება ბავშვს, აი გვანცამ რაც თქვა უხარისხოს არ ვაკარებ ბავშვსო, ადამიანი არ მეგულება ვისაც ბავშვისთვის უხარისხო ემეტებოდეს, მაგრამ რომ არ გაქვს საშუალება რა უნდა ქნა..
უჰ დავითრგუნე, საწყალი ტყვიამომატებული ბავშვები...


ალბათ ჯობს ერთი და ხარისხიანი სათამაშო მაგალითად, ვიდრე ათასი და უხარისხო საღებავიანი. თორე გეთანხმები, ჯანსაღი ცხოვრება ძვირი ჯდება ძალიან sad.gif
* * *
აი სოსკა, ბოთლი, სათამაშოები- ისეთი ნივთები რაც პირში აქვს ბავშს დიდხანს აუცილებლად ხაროსხიანი უნდა იყოს და ჯობია მაგალითად 1და 2 ჰქონდეს და ხარისხიანი.
მე კიდევ ყურადღებას ვაქცევდი სანამ ვიყიდდი საწოლს და ასეთ ნივთებსაც რომ საღებავში ტყვია არ ყოფილიყო.
ჩვენთან ჰაერიც ისეთი ბინძურია, ძალიან ცოდოები არიან ჩვენი შვილები და რისი დამატებით არიდებაც შეგვიძლია, უნდა ავარიდოთ sad.gif

Posted by: nionia 15 Nov 2020, 13:07
narkozeli
ტყვია და სათამაშოები ჩემი ტკივილია, ჯერ აფთიაქის სათამაშოებზეა იმედია ეგენი მაინც არის რაღაც დონეზე უსაფრთხო რომ ლოღნის ხოლმე მაინც გული არ მითმენს :დდდდ
მეც გავუკეთებ წლისას ტყვიაზე ანალიზს აუცილებლად, გეთანხმები რაც შეგვიძლია ის მაინც უნდა ავარიდოთ და როდემდეც.

კიჭი აქვს უკვე ჩემს პანდას და ბიმბოვიტიც დაიწყო,ეგეც ძაან მოსწონს აწკლაპუნებს პირს ბედნიერად :დდდდდდ

Posted by: Tua 15 Nov 2020, 23:15
Rebel=))
ფაფებში მაქვს სასწაული შეღავათი smile.gif)) ფორმულას ვასმევ მე.მაინც ძროხის რძეს კირჩევნია ფორმულა მივცედაერთხელ ჭამს მარტო ძილისწინ, შესაბამისად თქვეში 5ის ნაცვლად მჭირდება 2 კოლოფი biggrin.gif

სათამაშოები მე ცოტა მაქვს და ისიც სულ ფიშერ პრაისები და რაც ხარისხიანია ყველა, ნუ ბოთლი სოსკა ავენტს არგავცდენილვართ დაბადებიდან, ეხლა შევცვალეთ რადგან ფორმულა აღარ გვეტეოდა იმ ბოთლში ისევ ავენტით.

Posted by: Na-Servus 15 Nov 2020, 23:48
გამარჯობა

Posted by: takoo1 16 Nov 2020, 14:15
narkozeli
ეგ ნუტრილაკი კარგია ვითომ? ვინი ხო ნუტრილაკისაა და რაღაცნაირად ვერ ვენდობი მე მაგ პონტში,ზოგადად ხო რუსულს ევროპული ჯობია როგორც ვიცი, მე სემპერს და ჰიპს ვაჭმევ.
იცით რა მაინტერესებს ურძეოები ყველა გავასინჯე იმ 5 მარცვლიანების გარდა ერთად როა,ხოდა ეხლა რძიანები დავუწყო თუ ხილიანი,თუ არააქვს მნიშვნელობა ორივე ერთად შემიძლია?

Posted by: narkozeli 16 Nov 2020, 14:26
gogatakoo

ნუტრილაკი ნაკლი ზუსტად ისაა რომ რუსულია :/ ამიტომ მე თავის დროზე ნუტრილაკის რძე არ მიჭმევია, არადა ძალიან აქებენ და შემადგენლობაც ფანტასტიური აქვს.
ზოგადად პედიატრებიც უფრო ევროპულს ნიშნავენ, ვინიც რუსულია კი, მაგრამ შემადგენლობით ვინი ნუტრილაკთან ვერც მივა.
QUOTE
ეხლა რძიანები დავუწყო თუ ხილიანი,თუ არააქვს მნიშვნელობა ორივე ერთად შემიძლია?


კი ეხლა რძიანები შეგიძლია დაუწყო და ხილიანს და უხილოს არააქვს დიდად მნიშვნელობა ჩემი აზრით. ხილი ცალკე ხო გასინჯე?

Posted by: takoo1 16 Nov 2020, 14:57
narkozeli
ხოო ნუტრილაკის საიტზე შევედი იმ დღეს და ვინი გაიჩითა მე არ ვიცოდი მაგათი თუ იყო,ხოდა ეგ ვიფიქრე ვინის ყველა ლანძღავს და თუ ნუტრილაკისაა ეგეთ ბანძობას როგორ უშვებენ რავიცი.ასე რო გადავიფიქრე ნუტრილაკი ისევ იმ ბრენდებზე შევჩერდები რაც ვიცი კარგია.მე ჰიპი მომწონს სემპერზე მეტად,ურძეოც ისეთი გემრიელია შვრია მაგალითად,რო ვაჭმევ ნერწყვებს ვყლაპავ)))
კი ხილი გავასინჯე ერთი თვის წინ ქლიავი და ბანანი არა ოღონდ.ბანანზე ვფიქრობ გავასინჯო თუ დავიკიდო ვეღარ გავიგე ზოგი ამბობს შეიცავს რაღაცეებსო ცოტა ავიჭერი მაგის გასინჯება არ გასინჯებაში

Posted by: narkozeli 16 Nov 2020, 15:22
gogatakoo

კი ჰიპი მეც მომწონს, განსაკუთრებით ღამის ფაფები, ღამის ფაფას პრინციპში მარტო ჰიპისას ვაჭმევ და ძაან არომატული და გემრიელიცაა და შემადგენლობაც კარგი აქვს.
ნუტრილაკის ფაფის პლიუსი ისაა რომ მთლიანი მარცვალია გამოყენებული და ფაქტიურად ერთადერთი ფაფაა რომელშიც მარცვლის ყველა ელემენტი შედის. თან უშაქროცაა.

ხილს მე კაი ხანი მარტო ქილისებს ვაძლევდი და მერე რომ დავუწყე ჩვეულებრივად სახლში გაკეთებული, ბანანიც მიმიცია და ვაძლევ დღემდე. კი, რთული შენახვის პირობები აქვს მაგრამ ეცადე მწვანე იყიდო და სახლში დაამწიფო შენ თვითონ (დადებ ოთახში და მწიფდება პრინციპში, უმარტივესად). ბანანი ბევრი აუცილებელი მიკროელემენტის წყაროა, მაგალითად თუთიის.

Posted by: Tua 16 Nov 2020, 15:57
gogatakoo
ვინი რომ.ნუტრილაკისაა იმას არნიშნავს რომ ნუტრილაკი ცუდია, უგემრიელესია ნუტრილაკის ფაფები, რძესაც ძაალიან კარგი შემადგენლობა აქვს ნუტრილაკისას , ბოლო ბოლო აგერ ბიძოს შვილიშვილიც კი ნუტრილაკზეა გაზრდილიsmile.gif)))))))
ბანანი კუჭში კრავს მაინც რომ.იცოდე ისე აჭამე მე სულ.მწვანეებს ვყოდულობ და მერე ვამწიფებ, ისედაც ჭამს ეს მკვახეს biggrin.gif

ფაფებში ცილს არანაირი დატვირთვა არ აქვს, გამომშრალი წვენია უბრალოდ და ხილად ვერც ჩათვლი .

Posted by: takoo1 16 Nov 2020, 16:07
Tua
ერთი ბიძოს შვილიშვილის დედაც)))))
გოგო არა იცი რატო ვკითხულობ?ზოგი ფაფა ხილის გარეშე არარი და ისე ვერ ვშოულობ ხოლმე და პირდაპირ ხილიანს ვიყიდი თქო რო არ ვირბინო წინ და უკანsmile.gif
narkozeli
ღამის ფაფა რა პონტია?გვიან შემიძლია მივცე?რომელ საათზე აჭმევ ყველაზე გვიან და რომელი თვიდან,ჯერ 7ის არაა ლუკიანე

Posted by: nino84 16 Nov 2020, 19:27
Tua
თეა, მესამე მყავრი კვება როდის დაუწყე და რას აძლევდი?

Posted by: Tua 16 Nov 2020, 21:41
gogatakoo
აჭამე კაცო დიდი არაფერი ხილი არაა მაგ ფაფებში ექსტრაქტია გამომშრალი smile.gif


nino84
8 თვის რომ გახდა მერე დავიწყე მესამე მყარი კვება ხაჭოს სახით მაგრამ მაინც არვაძლევდი სრულად რძეს ვაყოლებინებდი 9 თვემდე და მერე შევუცვალე სრულად, მაგრამ კვირაში 2 ჯერ მაინც რძეს ვასმევდი ხოლმე, არმინდოდა ხშირად მიმეცა ხაჭო, მაწონი და ფაფა განსაკუთრებით 2ჯერ და კვორაში 2ჯერ ხაჭოს, კვირაში 2ჯერ მაწონს და 1ხელ ფაფას ვაძლევდი, დანარჩენი რძე

Posted by: ნაჭუჭა 17 Nov 2020, 00:41
ვახ, აქამდე რატომ არ ვიყავი ამ თემაში შემოხედილი ხომ არ იცით? gigi.gif ჩემი გოგოები აქ ყოფილა ყველა❤️

Posted by: NatiaGull 17 Nov 2020, 00:42
გოგოებო, საკეისროს შემდეგ რამდენი ხანია საშიში ორსულობა და თავს რით იცავთ ? მხოლოდ კონტრაცეპტივი სანდოა ხომ მგონი ?

Posted by: alesandra 17 Nov 2020, 01:43
გოგოებო, 7 თვის ბავშვმა რა შუალედი უნდა გააკეთოს კვებებს შორის? ამ ბოლო დროს 4 საათიან შუალედებს აკეთებს. ჭამის წინ ძინავს და ამიტომ გამოდის ასე. დღეში სულ 4-ჯერ ჭამს, ძუძუს თუ არ ჩავთვლით.

ნაჭუჭა
ხშირად შემოიხედე და გაგვიზიარე ხოლმე შენი გამოცდილება. ❤️

Posted by: ნაჭუჭა 17 Nov 2020, 02:10
alesandra
კი შემოვალ ხოლმე შეძლებისდაგვარად, როგორ გამიხარდა შენი დანახვა❤️ პატარა ხომ კარგად გყავს?
* * *
alesandra
აქვე გიპასუხებ , თუ სრულ ულუფებს მიირთმევს ნორმალურია 3-4 საათიანი შუალედი, 7 თვისთვის 4 მყარი კვება ბევრია, 3 კვება და პლიუს ხემსი საკმარისია , დანარჩენი ძუძუ ან ფორმულა❤️

Posted by: narkozeli 17 Nov 2020, 11:04
gogatakoo

დაახლოებით ლუკიანეს ასაკის, სადღაც 8 თვის იყო ვაჩეც ღამის ფაფები რომ დავუწყე. იდეაში იგივეა რაც ჩვეულებრივი ფაფა და უფრო მარკეტინგული ხრიკიაო ამბობენ მაგრამ რავი, მე მომწონს, ანუ განსხვავება ისაა რომ უფრო მსუბუქია და უშუალოდ ძილის წინაც შეგიძლია მისცე. ჩვეულებრივ ფაფაზე სადღაც 1-2 საათი მაინც არ უნდა დააძინოო (კი ლეგენდა ყოფილა ეგეც მარა მაინც :დ)
უბრალოდ ჰუმანას ღამის ფაფა არ იყიდო ძაან მალე მთავრდება 3 ჭამაა ზუსტად და 10 ლარი ღირს. ჰიპიც იგივე ღირს და კარგა ხანს გვყოფნის.
გოგოებს აქ ჰქონდათ გამოცდილება რომ არ აძღობდა ღამის ფაფა ბავშვს და ღამე იღვიძებნენ, ჩემსას ძაან კარგად ანაყრებს, არასდროს არ გაუღვიძია ღამე ფაფის მერე მარა ეს არც სხვა საჭმლის (ფორმულას მაგალითად) მერე არ იღვიძებდა. ანუ ჩემსას კარგად ანაყრებს ნამდვილას.

ნაჭუჭა

ვააჰ, არ იცოდი ეს თემა აქამდე? ❤️



ანიბანი რას შვება ნეტა sad.gif
* * *
NatiaGull

ნათი შეგიძლია ხვალვე დაორსულდე, აღარაა ის შეზღუდვა როგორც ადრე 3 წელი რო არ შეიძლებოდა საკეისროს მერე. თუმცა ზოგადად მე როგორც ექიმმა მითხრა სასურველია მშობიარობის მერე (არ აქვს მნიშვნელობა ფიზიოა თუ საკეისრო) 18 თვე მაინც იყოს შუალედი მშობიარობებს შორის.
თავის დაცვას რაც შეეხება დიდი არჩევანიც არ გვაქვს, სპირალი, აბები და პრეზო)) ყველაზე სანდო მაინც აბებია კი.

Posted by: ნაჭუჭა 17 Nov 2020, 11:22
narkozeli
რომ მცოდნოდა არ ჩავყოფდი ცხვირს აქამდე? gigi.gif gigi.gif gigi.gif ადრე მითხარით მემგონი და გადამავიწყდა სულ, შემთხვევით ვნახე გუშინ
* * *
ჩემს პატარას მეორე დღეა ფაღარათი აქვს, გუშინ სამჯერ აერია გულიც, ტემპერატურა არ აქვს მაგრამ წუხს, ენტერო ვირუსია ნეტა? კურდღლის ხორცი ვაჭამე გუშინწინ პირველად და შეიძლება მაგას გამოეწვია? cry.gif

Posted by: narkozeli 17 Nov 2020, 11:31
ნაჭუჭა

გოგო ხილში ხო არ შეყვა რამე? კურდღლის ხორცზე არამგონია, მე 6 თვიდან ვაძლევ ჯერ ქილის კურდღელს და მერე ჩვეულებრივს და არასდორს ქონია პრობლემა, არ ვიცი sad.gif მაგრამ ბევრი სითხეები მიეცი და ენტეროლი გახსენი 20გ წყალში და დაალევინე. მთავარია სიცხე არააქვს.
ასევე ენტეროჯერმინა შეგიძლია მისცე 5 დღის მანძილზე დღეში 2-ჯერ.
ირაკლი რცხილაძის რეკომენდაციაა ეგ, როცა ვკითხე. ამას ბანანმა აწყინა ერთხელ.

Posted by: nopiahopi 17 Nov 2020, 12:30
narkozeli
QUOTE
ნათი შეგიძლია ხვალვე დაორსულდე, აღარაა ის შეზღუდვა როგორც ადრე 3 წელი რო არ შეიძლებოდა საკეისროს მერე.

ნამდვილად. ჩემს მეგობარს გააჩენინეს აქ საკეისროთი, თვალების პრობლემა აქვს ბავშვობიდან და მერე ამერიკაში გააჩინა მეორე, პირველი ორი წლის არ იყო, რამდენიმე დღეში ხდებოდა. თან ფიზიოლოგიურით. მანდ რას დამაპანიკეს და საკეისრო დამინიშნეს, თუ შეიძლებოდა ფიზიოლოგიურიო ამბონდა მერე biggrin.gif თან 4კილოიანი ბავშვი გააჩინა მეორე, უპრობლემოდ.


ნაჭუჭა
ენტეროჯერმინას ნიშნავს ჩვენი პედიატრიც აშლილობისას. კარგად უშველა, როცა დაგვჭირდა.

Posted by: NatiaGull 17 Nov 2020, 12:39
narkozeli
გოგო ხოო ორსულდებიან მარა ჯერ არ მინდა, წამოვზარდო ეს ცოტა. თან ამ თრომბოფილიის ამბებში, ჩემს ორსულობას სხვანაირი ყურადღება უნდა და ცოტა აზრზე მოსვლა მინდა.
კონტრაცეპტივზე ისეთი უკუჩვენებები ვნახე შემეშინდა არადა მარტო პრეზერვატივსაც ვერ ენდობა კაცი...

Posted by: narkozeli 17 Nov 2020, 13:03
nopiahopi

კი კი, აქ უფრო ვერ რისკავენ და ევროპაში და შტატებში პირველი საკეისროს მერე თუ ჩვენება არ არის მეორეს ფიზიოლოგიურად აჩენინებენ. ჩემს დაქალს ჰქონდა იგივე შემთხვევა ესპანეთში

NatiaGull

გოგო მაშინ სპირალი გრჩება მარა ეგეც არაა 100%-იანი. ასევე აბების ალტერნატივაა მკლავშიდა იმპლანტიც.
პრეზერვატივი სანდოა თუ დისკომფორტს არ გიქმნით. ზოგიერთს არ უყვარს უბრალოდ, მე არ მაქვს პრობლემა და არც ჩემს ქმარს, ნუ ერთ-ერთი "ჯანსაღი" დაცვაა და საკმაოდ საიმედოც. ხარისხიანი უნდა იყოს ოღონდ. გახევით კიდე სტატისტიკას რომ ვკითხულობ საკმაოდ იშვიათად იხევა ხარისხიან პრეზოები. თუ არ გაიხა 100% სანდოა. და თუ გაიხა კიდე ემერჯენსი ფილს მიაშველებ. რავი მე არ მქონია ჯერ პრობლემა.
მეორე ბავშვის მერე სპირალს მივადგები სავარაუდოდ .

Posted by: unusual 17 Nov 2020, 13:05
გოგოებო სოფლებთან წვდომა არ მაქვს და ბავშვისთვის კვერცხი სად ან რომელი ვიყიდო? აგროჰაბში ვყიდულობ და რა უჭირს? პ. ს თმა როდის შეჭერით პირველად? ეს ძაან გაბუჩქულია უკვე და რა ვქნა არ ვიცი ამ ვირუსის დროს.

Posted by: NatiaGull 17 Nov 2020, 13:14
narkozeli
რომელი დამცავია ხარისხიანი ხომ არ იცი ?
რომ არ გამომიყენებია, აზრზე არ ვარ
სპირალების მეშინია biggrin.gif ისევ პრეზერვატივი ჯობს მგონი

Posted by: nopiahopi 17 Nov 2020, 13:23
NatiaGull
თრომბოფილიანებს და მათთვის,ვისაც სისხლძარღვების პრობლემა აქვთ, აბებს საკმაოდ ცუდი გვერდითი მოვლენები აქვს.
სპირალი თუ კარგად არის ჩადგმული, სანდოა. აუცილებლად გაკრიალებულ, ნამკურნალებ ყელში იდგმევა. რამდენიმე დღე მძიმე არ უნდა აწიო თავიდან, ეხოზე შემოწმდება როგორ ჩაჯდა და ეგაა. წლიწადში 2 ჯერ უნდა ეხოთი გაკონტროლება. მე ორჯერ მქონდა და არც ერთხელ გაუცრუვებია იმედი. ძალიან კომფორტულია ჩემთვის. მშობიარობიდან მგონი 2 ციკლის მერე იდგმევა

Posted by: NatiaGull 17 Nov 2020, 13:36
nopiahopi
ჰო, მეც ეგენი წავიკითხე . აბები თრომბოზისკენ მიდრეკილებზე ძაან ცუდად მოქმედებსო

Posted by: narkozeli 17 Nov 2020, 13:44
unusual

ჯობია სანდო მისცე და იყოს ქარხნული :*

NatiaGull

დურექსი, უან თაჩი- ესენი კარგებია. მასკულანი არ ვარგა, ძაან ბევრი ლუბრიკანტი აქვს და ცოტა მესქელება. კიდევ ამაზონიდან გამოწერილები გვქონდა გერმანული და ეგეც კაი იყო.
მოკლედ თბილისში რაც იყიდება იმათგან მაინც დურექსი და უან თაჩი, ძაან თხელიცაა და კაი გასართობიც biggrin.gif


Posted by: NatiaGull 17 Nov 2020, 14:15
narkozeli
კაი გვანც, მადლობა :*

ანიბანი, გამოჩნდი.. როგორ ხართ შენ და შენი ცქნაფო :* ❤❤❤

Posted by: ნაჭუჭა 17 Nov 2020, 15:18
narkozeli
გოგო ქილის ხორცი ვაჭამე და ასევე ქილის ქლიავი იმ დღეს, გუშინ უკვე რაც ვაჭამე ყველაფერი დამიბრუნა უკან და რაკი კურდღელი პირველად გასინჯა ჩავთვალე რომ მაგის ბრალი შეიძლება იყოს, თან ლოყები აქვს რაღაცნაირად აწითლებული და დახორკლილი, პირველად აქვს ასე და თითქოს ალერგიას გავს. პრინციპში ეგ შეიძლება ჩემიგანაც იყის, ძალიან ბევრი თხილი და კაკალი ვჭამე ამდ დღეებში .ჩვენმა პედიატრმაც ეგენი მირჩია, ჰუმანას ელექტროლიტს ვასმევ და ენტეროჯერმინას, დღეს მარტო ძუძუზეა და კარტოფილის პიურეს გავუკეთებ მეთქი ვიფიქრე
* * *
nopiahopi
მეც ენტეროჯერმინას ვაძლევ ხოლმე დიდებსაც, სულ მაქვს სახლში, ისევ ისეა დღეს, იმედია მალე აულაგდება
* * *
narkozeli
დურექსს ვხმარობთ ჩვენც წლებია

Posted by: Sandra2209 17 Nov 2020, 16:59
აუ გოგოებო რა საინტერესო თემაა ეს კონტრაცეფცია და რამდენიმე რაღაც მაიმტერესებს ვისაც გაქვთ გამოცდილება.
თეორიულად ძაან მომწონს აბები, როგორც ვხვდები საკვერცხის რესურსი არ იხარჯება იმ პერიოდში, როცა თავს აბებით იცავს და უცხოეთში 13-14 წლიდან ყველა აბებზეა და ჩვენთან რატო არ უწევენ რეკომენდაციას? ანუ რა მინუსები აქვს? პრეპარატების მრავალფეროვნრბა არაა თუ რატო ერიდებიან ექიმები აბებს?

Posted by: nopiahopi 17 Nov 2020, 17:09
Sandra2209
QUOTE
ჩვენთან რატო არ უწევენ რეკომენდაციას

არამგონია ეგრე იყოს.

უბრალოდ ვისაც სისხლძარღვების და სისხლის მიმოქცევის პრობლემა აქვს, ან ვისაც თავის ტკივილები, შაკიკი - მათთვის არ შეიძლება.

მე პირადად არ ვემხრობი იმიტომ, რომ პრაქტიკულად ორგანიზმის ბუნებრივ რიტმს არღვევს იმ პერიოდში, როცა მოიხმარ. მაგიტომ მირჩევნია ორგანიზმმი ჩვეულ რეჟიმში იყოს და მექანიკური საშუალებებით დავიცვა თავი და არა ჰორმონალურით.

Posted by: Alissa 17 Nov 2020, 17:29
QUOTE (unusual @ 17 Nov 2020, 13:05 )
გოგოებო სოფლებთან წვდომა არ მაქვს და ბავშვისთვის კვერცხი სად ან რომელი ვიყიდო? აგროჰაბში ვყიდულობ და რა უჭირს? პ. ს თმა როდის შეჭერით პირველად? ეს ძაან გაბუჩქულია უკვე და რა ვქნა არ ვიცი ამ ვირუსის დროს.

ბავშვისთვის არ ვიცი მარა სოფლის პროდუქტები აქ არის,
მეორე დღესვე მოაქვთ:
https://soplidan.ge/

Posted by: Tua 17 Nov 2020, 19:15
NatiaGull
ნათიი 18 თვე არაა სასურველი ორსულობა ზოგადად მაგრამ 6 თვეშიც დაორსულებულან , კონტრაცეპტივი მხოლოდ პრეზერვატივი და სპირალი შეიძლება ჩვენთვის, აბები თრომბოფილიაზე არ შეიძლება sad.gif , დავიღალე 1 წელია biggrin.gif
* * *
ნაჭუჭა
ნეოპეკეს ელექტროლიტი დაალევინე აუცილებლად .
Sandra2209
რატომ არა ბევრი გინეკოლპგი ნიშნავს აბებს და ბევრიც უწევს რეკომენდაციას, უბრალოდ ჰორმონები ბუნებრივ ციკლს არღვევს , თან საკვერცხეს აზარმაცებს დიდი ხანი მიღება , თრომბოფილიის მქონე ქალებში საერთოდ უკუნაჩვენებია, ან უნდა დალიო და კარდიომაგნილი ან ნემსები დაააყოლო. მაგ პრობლემის წინაშე ვდგავარ მე აგერ უკვე 1 წელია sad.gif

Posted by: ნაჭუჭა 17 Nov 2020, 23:46
Tua
დღეს ჰუმანას ელექტროლიტი ვასვი, ნეოპეკე უკეთესია? არაფერი არ ჭამა ძუძუს მეტი, ისე განვიცდი cry.gif

Posted by: Tua 17 Nov 2020, 23:50
ნაჭუჭა
კი ნეოპეკე უკეთესია, ჰუმანას რომელი ასვი? ბანანის 1 წლამდე არაო ფარმაცევტმა მითხრადა ნეოპეკე ჯობია,შეეცადე რომ 1 მთლიანი დალიოს დღეში. ამას ჰქონდა კუჭი აშლილი1 კვირაზე მეტი და ვერ გავიგე ვერაფერი, პედიატრის დანიშნულებამ არგვიშველა და ჩემი მეგობარია ბავშვთა გასტროენტეროლოგი მან დაგვინიშნა არის ასეთი ძალიან კარგი ელექტროლიტი ბუენა კომბიფლორა 2 საშეტია ერთი ელექტროლიტი მეორე ლაქრობაცილები რომელიც ფლორას აწესრიგებს ნაწლავის, 2ივე ერთად 100მლ ანადუღარ გაგრილებულ წყალში უნდა გახსნა 2 დღეში აულაგა ბავშვს ყველაფერი, ნეოპეკეზე ბევრად ეფექტურია ეს. ნეოპეკე უბრალოდ სითხეს აღადგენს და არაწესრიგებს ნაწლავს

Posted by: ნაჭუჭა 18 Nov 2020, 00:18
Tua
უღრმესი მადლობა, თუ გაგვიგრძელდა ვცდი მაგას, კი ბანანით რომაა ეგ დავალევინე ნახევარი პაკეტი ოღონდ, პედიატრმა შეიძლებაო და აღარც დავკვირვებივარ , შუადღის შემდეგ აღარ ქონია კუჭის მოქმედება და იქნებ გვეშველოს მალე user.gif

Posted by: ReBelDiNaAa 18 Nov 2020, 00:18
გამარჯობა გოგოებო ..
Აცრასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა.5 წლის გახდა ჩემი ბიჭი აგვისტოში, იმის შემდეგ ხან სურდო ჰქონდა და ვერ მოვახერხეთ აცრის გაკეთება, ეხლა მეშინია კლინიკაში მიყვანის იმდენი ვირუსიანია.. რა გავაკეთო? ძაან გადაცდა აშკარად და მეშინია ასე რომ დავტოვე ((

Posted by: ნაჭუჭა 18 Nov 2020, 00:23
ReBelDiNaAa
მიიყვანეთ აუცილებლად, ყველანაირი წესის დაცვით თუ მოხდება ვიზიტი და აცრა არანაირი საფრთხე არაა, მე გეგმიურ ვიზიტებზე დამყავს ბავშვი როცა უწევს , თუმცა პოლიკლინიკებში რა ხდება არვიცი, ალბათ ბევრი ხალხია და შედარებით მეტია საფრთხეც, ჩვენ კურაციოში დავდივართ და ჩაწერის გარეშე რომ არაა მიღება ძალიან ცოტა ხალხია ხოლმე, შესაბამისად საფრთხეც ნაკლებია

Posted by: narkozeli 18 Nov 2020, 10:52
ნაჭუჭა

ეხლა როგორაა? ალაგდა გამონაყარი და კუჭ-ნაწლავი დაულაგდა უკვე?

Sandra2209
თეორიულად მომწონს მეც, პრაქტიკაში ჯერ არ გამიტესტავს, ისე თუ დავიწყე ალბათ ჯესის ან იარინას დავლევ.
* * *
ნაჭუჭა
Tua

ძაან ბევრი რევიუ წავიკითხე ელექტროლიტებზე და ენტეროლია ყველაზე ეფექტური რეალურად. ნეოპეკე და ჰუმანა ერთი დონეა დაახლოებით. ისე ვაჩემ ჰუმანას ელექტროლიტი კამის გემოთი როა, არ გაიკარა. ნეოპეკე კი დალია. თუმცა ირაკლიმაც ენტეროლი მითხრა და მერე რევიუებშიც ვნახე რომ ენტეროლი უფრო ეფექტურად ითვლება.
* * *
ReBelDiNaAa

სანამ ჯერ ისევ შესაძლებელია, მეც გირჩევთ მიიყვანოთ და აცრათ. მერე უარესი იქნება გაზაფხულამდე.

Posted by: ნაჭუჭა 18 Nov 2020, 12:15
narkozeli
კი დღეს სახე დალაგებული აქვს უფრო და კუჭის მოქმედებაც არ ქონია ჯერჯერობით, მემგონი უკეთესადაა, მაგრამ ჭამაზე ისევ უარს აცხადებს.
* * *
narkozeli
ენტეროლი ელექტროლიტია თუ ბიფიდობაქტერიები? ენტეროჯერმინას მსგავსი მგონია მე ეგ

Posted by: narkozeli 18 Nov 2020, 12:24
ნაჭუჭა

კი, ეს უფრო კომბინირებულია ლიოფილიზებულ სამკურნალო საფუარს შეიცავს, ნეოპეკე ფაქტიურად კალიუმიანი ნატრი ქლორია ანუ ფიზიოლოგიური იგივე.

Posted by: Tua 18 Nov 2020, 13:25
narkozeli
ენტეროლი არაა ელექტროლიტი, წამალია ფლორის აღმდგენი და ელექტროლიტი ვაფშე სხვა რაღაცაა იდეაში, სითხეა რომელიც მარილებს და ვიტამინებს შეიცავს სითხის აღსადგენად რომელიც ბავშვმა დაკარგა გულისრევის ან დიარიის დროს , ენტეროლი კიდევ ნაწლავში არეგულირებს ფლორას და კუჭში აღარ გადის თხლად, სითხის აღმდგენი არაა ეგ, ენტეროლი და ელექტროლიტი ერთად უნდა მიიღოს ბავშვმა . ჩვენ არც ენტეროლმა გვიშველა და ამ ბუენა კიმბიფლორამ აგვილაგა წამებში ამიტომ სულ მიგდია სახლში ბუენა კომბიფლორა და სტოპდიარის სისპენზია. ენტეროლი და ენტეროჟერმინა იგივეა ზუსტად, როცა ბავშვი მოწამლულია და სოთხეს კარგავს მარტო ენტეროლს ვერ მისცემ, სითხის აღმდგენიც საჭიროა.

Posted by: Rebel=)) 18 Nov 2020, 15:38
Tua
QUOTE
ფაფებში მაქვს სასწაული შეღავათი )) ფორმულას ვასმევ მე.მაინც ძროხის რძეს კირჩევნია ფორმულა მივცედაერთხელ ჭამს მარტო ძილისწინ 


ახლა მაქვს მარაგი და ვნახოთ მომდევნო თვეში რას ვიგრძნობ gigi.gif

narkozeli
QUOTE
ალბათ ჯობს ერთი და ხარისხიანი სათამაშო მაგალითად, ვიდრე ათასი და უხარისხო საღებავიანი. თორე გეთანხმები, ჯანსაღი ცხოვრება ძვირი ჯდება ძალიან
* * *
აი სოსკა, ბოთლი, სათამაშოები- ისეთი ნივთები რაც პირში აქვს ბავშს დიდხანს აუცილებლად ხაროსხიანი უნდა იყოს და ჯობია მაგალითად 1და 2 ჰქონდეს და ხარისხიანი.
მე კიდევ ყურადღებას ვაქცევდი სანამ ვიყიდდი საწოლს და ასეთ ნივთებსაც რომ საღებავში ტყვია არ ყოფილიყო.
ჩვენთან ჰაერიც ისეთი ბინძურია, ძალიან ცოდოები არიან ჩვენი შვილები და რისი დამატებით არიდებაც შეგვიძლია, უნდა ავარიდოთ

კი გეთანხმები ყველაფერში.

ნაჭუჭა
კურდღლის ხორცი ალერგიის მხრივ როგორც ვიცი პედიატრისგან ყველაზე უსაფრთხო პროდუქტია.

თხილეულის ბრალია სახეზე გაწითლება და რომ გავიდა ის რძე ორგანიზმიდან კიდეც გაუარა პატარას <3
მეც ძუძუს როცა ვაჭმევდი ნიგვზიან ბადრიჯანს მივეპარე და ცოტა დაწინწკლა სახეზე.

Posted by: ნაჭუჭა 18 Nov 2020, 15:45
QUOTE (Tua @ 18 Nov 2020, 13:25 )
narkozeli
ენტეროლი არაა ელექტროლიტი, წამალია ფლორის აღმდგენი და  ელექტროლიტი ვაფშე სხვა რაღაცაა იდეაში, სითხეა რომელიც მარილებს და ვიტამინებს შეიცავს სითხის აღსადგენად რომელიც ბავშვმა დაკარგა გულისრევის ან დიარიის დროს , ენტეროლი კიდევ ნაწლავში არეგულირებს ფლორას  და კუჭში აღარ გადის თხლად, სითხის აღმდგენი არაა ეგ, ენტეროლი და ელექტროლიტი ერთად უნდა მიიღოს ბავშვმა . ჩვენ არც ენტეროლმა გვიშველა და ამ ბუენა კიმბიფლორამ აგვილაგა წამებში ამიტომ სულ მიგდია სახლში ბუენა კომბიფლორა და სტოპდიარის სისპენზია. ენტეროლი და ენტეროჟერმინა იგივეა ზუსტად, როცა ბავშვი მოწამლულია და სოთხეს კარგავს მარტო ენტეროლს ვერ მისცემ, სითხის აღმდგენიც საჭიროა.

ესე ვიცი მეც, ამიტომ რაკი ენტეროჯერმინას ვაძლევ ენტეროლი აღარ ჩავთვალე საჭიროდ. ალბათ დიარეის ფორმას და გამომწვევ მიზეზს გააჩნია, აშკარად უშველა ენტეროჯერმინამ და ელექტროლიტმაც ენერგიაზე მოიყვანა
* * *
Rebel=))
საერთოდ არაა ალერგიული ბავშვი და თხილეულსაც პირველივე დღეებიდან ვჭამდი უბრალოდ ორი დღე ძააალიან ვიღორე და უზომოდ ვჭამე, შეიძლება მაგის ბრალი იყო კი gigi.gif კურდღლის გასინჯვას დაემთხვა ამის დიარეა და მაგიტომ დავაბრალე, რომ გამოკეთდება კიდევ გავასინჯებ ოღონდ ცოტა რომ დავრწმუნდე მაინც

Posted by: narkozeli 18 Nov 2020, 16:11
Tua

თუ ბავშვი კარგად სვამს წყალსო (ჩემი 200გ-ზე მეტს სვამს დღეში) არ უნდა ელექტროლიტიო ირაკლიმ. წყალი მიეციო. ნუ ამას სულ ერთხელ ქონდა ისიც 2 დღე, ბანანმა რომ მოწამლა

Posted by: Rebel=)) 18 Nov 2020, 16:44
გოგოებო, გლდანის ევექსში მყავს ბავშვი აღრიცხვაზე 11 ში უნდა გაგვეკეთებინა აცრა, 16ში გადავვიტანეს ექიმს 112ის მორიგეობა უწევდა, 16ში მივედით და ექიმმა თვითიზოლაციაში ვარო, არც გამაფრთხილეს და გამიუქმეს ვიზიტი ისე, ნუ კაი ამას არაუშავს. მაგრამ მერე გავიგე წწყ ვაქცინა საერთოდ არ ჰქონიათ გლდანის ფილიალში, თუ იცით სხვა ფილიალში შემიძლია აცრა რომ გავუკეთო? ან რომ დაველოდო დეკემბრამდე დააგვიანდება ძალიან? :/

Posted by: Tua 18 Nov 2020, 17:23
Rebel=))
სხვა ფილიალში ვერ გაუკეთებ sad.gif სადაც ოჯახის ექიმი ყავს ბავსვს კიმაგრებული იქ უნდა გაუკეთო, სხვა შემთხვევაში სხვა ევექსში 30 ლარი უნდა გადაიხადო კონსულტაციის და მერე გაუკეთებენ ბავშვს აცრას. მქონდა ეგეთი შემთხვევა და ასე მითხრეს.

narkozeli
კი მაგრამ წყალი სულ სხვაა და ელეტროლიტი სულ სხვა, დიარეის და პირღებინების დროს წყალიც უნდა ელექტროლიტიც, წყალი სხვა მინერალების შემცველია და ელექტროლიტი სხვა . დიდებშიც ასეა ზუსტად რეგიდრონს რომ სვავენ გადასხმასაც იკეთებენ ინტოქსიკაციისას.


ნაჭუჭა
იგივეა ენტეროლი და ენტეროჟერმინა ფუნქციურად ამიტომ ენტეროჟერმინაც ნორმა თან სითხეა და ბევრად ადვილი მოსახმარია პირდაპირ იქიდან რომ ჩაასხავ.

Posted by: narkozeli 18 Nov 2020, 18:16
Tua

გააჩნია პრობლემის ხარისხს, 1 და 2 დიარეაზე (როგორც ვაჩეს შემთხვევაში იყო) არ უნდა ელექტროლიტიო ირაკლიმ. არც ღებინება ჰქონია და არც წყლად გადიოდა, უბრალოდ აშლილი იყო.



Posted by: Tua 18 Nov 2020, 20:48
narkozeli
დღეში 1-2 ჯერ აშლაზე საერთოდ არც ენტეროლი უნდა იდეაში , ჩვეულებრივი სმექტაც საკმარისია მაგ დროს.

Posted by: NatiaGull 19 Nov 2020, 11:51
ვიყავით რცხილაძესთან გოგოებო, არც რიგი იყო არაფერი.
ძირფესვიანად გასინჯა და კარგი გოგოაო.
900 გრამამდე აქვს ნამატი 1 თვეში.
ამოვისუნთქე ❤
ერთი რაც გამიკვირდა, რძეზე ვკითხე 6თვემდე უნდა ჭამოს მარტო რძე ალბათთქო და 4დან შეგიძლია ნელნელა დაუწყო რაღაცეებიო.

Posted by: narkozeli 19 Nov 2020, 12:23
NatiaGull

აუ რა კარგია, გილოცავთ კარგ ვიზიტს love.gif

სავარაუდოდ ექნებოდა მიზეზი რატომაც გითხრათ 4დან. ჩემი დაქალიც გუშინ იყო, 5 თვის ყავს და იმას უთხრა 1 თვეში დაუწყეო. ძუძუზე ყავს.

კიდევ წლამდე რძე რძეო ხომ გაგიგია და აგერ ამას წინად ერთ ჩვენს ფორუმელს უთხრა მთავარია ცილოვანი ბალანსი სწორად იყოს დაცული და თუ გინდა ჩაუნაცვლე ეგ რძე მყარი საკვებითო biggrin.gif 10 თვის ყავს. მარა რეფლუქსი აქვს მის შვილს და შეიძლება მაგიტომ უთხრა, მე მითხრა წლამდე მიეცი ფორმულა და წლიდან გინდ ფორმულა გინდ ძროხის რძეო.

Posted by: NatiaGull 19 Nov 2020, 12:33
narkozeli
ვა რა საინტერესოა, მე 5დან დავუწყებ. 4ზე პატარაა ძაან.
საჭმელზე გვითხრა, მთავარია რუსულს არ გაეკარო და დანარჩენი რაც გინდაო.
120 გრამმამდე შეგიძლია გაზრდაო და რეჟიმიც არ დაუწესო,.როცა მოითხოვს აჭამეო.
მოკლედ სულ ცინცხალი გაიდლაინები დამიდო

Posted by: narkozeli 19 Nov 2020, 12:34
მოკლედ ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველა პაციენტს.

ტყუპებიც ჩავწერეთ ვიზიტზე ირაკლისთან ^_^
* * *
NatiaGull

გოგო არ აგიხსნა მიზეზი? ეხლა გოგოებს ვეკითხებოდი და არავისთვის არ უთქვამს 4 თვიდან. ანუ სავარაუდოდ რაღაც მიზეზის გამო გითხრათ თქვენ, ასისტენტს რომ მიწერო და კითხო?

Posted by: NatiaGull 19 Nov 2020, 12:37
narkozeli
რავი არაფერი მიზეზი არ უთქვამს, ყოველმხრივ ჯანმრთელი ბავშვიაო...
მაინც არ დავუწყებ 4 თვიდან და შემდეგ ვიზიტზე ვკითხავ
გოგო რა კაია რომ ჩაწერეთ , კარგი ექიმი ჩანს მართლა

Posted by: narkozeli 19 Nov 2020, 12:43
NatiaGull

ალერგიული რეაქცია ხომ არ ჰქონია რამე? ერთს ვიცი რომ ალერგიულია და იმას დაუნიშნა რატომღაც ადრიანად.
ხო მეც მგონია 4 თვე ძალიან ადრეა, 5-6 თვეზე ადრე რად უნდა დამატება ^_^
როდის გეგმავ შემდეგ ვიზიტს?
ვიზიტებს შორის რამდენჯერაც გაგიხარდება შეგიძლია ასისტენტს ეკონტაქტო ხოლმე, მე ძალიან მეხმარებოდა, ყველა კითხვაზე ვწერდი ხოლმე.

აი რომ იძახიან დაზეპირებული გაიდლაინებიო, ეს კაცი აშკარად რაღაც ყველას ძალიან ინდივიდუალურად უდგება. ისე მაინტერესებს ახლა ტყუპებს რას ეტყვის, ესენი მალე ხდებიან 4 თვის.



Posted by: NatiaGull 19 Nov 2020, 12:45
narkozeli
არა არავითარი ალერგია ან რამე მსგავსი.
20 იანვრიდან 2 თებერვლამდე უწევს და მაგ პერიოდში მივიყვან

Posted by: narkozeli 19 Nov 2020, 12:48
NatiaGull

მთაწმინდაზე იყავით ხო? ესენი გუშინ ჩაეწერნენ და სავარაუდოდ საბურთალოს ფილიალში მოგიწევთო.

Posted by: NatiaGull 19 Nov 2020, 13:02
narkozeli
კი მთაწმინდაზე. საბურთალოზე არ ქონდა ადგილი

Posted by: Tua 19 Nov 2020, 13:17
NatiaGull
გილოცავთ კარგ ვიზიტს ნათი ❤ 4 თვე მეც ძალიან ადრე მგონია, ჩვენ 5იდან დაგვინიშნა ჩვენმა პედიატრმა რადგან პუტკუნაა ბავშვი არგინდაო მაგრამ მე 2 კვიროთ ავცდი მაინც smile.gif)))) და 6იდან ძუძუს ბავშვებში, 5 ძალიან კარგი ვადაა სანამ გაასინჯებ თითო კოვზებს კი გავა 1 თვე.

Posted by: NatiaGull 19 Nov 2020, 13:27
Tua
მადლობა თეო :* ჰო ასე 1 თვე კი უნდა ნელნელა გასინჯვებს და მოვა 6 თვეც

Posted by: Tokyo.tokyo 19 Nov 2020, 19:08
ნაჭუჭა
2 დღის წინ ვფიქრობდი სად გაქრა თქო :დდ თაკოს ვკითხავ თქო ვიფიქრე და ვერ შემოვაღწიე :დდ ბიჭები როგორ არიან?

Posted by: ნაჭუჭა 19 Nov 2020, 21:04
QUOTE (Tokyo.tokyo @ 19 Nov 2020, 19:08 )
ნაჭუჭა
2 დღის წინ ვფიქრობდი სად გაქრა თქო :დდ თაკოს ვკითხავ თქო ვიფიქრე და ვერ შემოვაღწიე :დდ ბიჭები როგორ არიან?

მადლობა საყვარელო კარგად არიან❤️ სად გავქრი და გადამიყოლა ბავშვების ონლაინ გაკვეთილებმა და მეცადინეობამ help.gif ფსიხოზი მაქვს უკვე მასწავლებლების ხმა რომ მესმის gigi.gif gigi.gif შენი ბიჭუკელა როგორაა? წამოიზრდებოდა უკვე

Posted by: ReBelDiNaAa 19 Nov 2020, 22:52
გოგოებო, ერთსაც ვიკითხავ აცრასთან დაკავშორებით ..
Ხვალ ვაპირებ 5 წლის აცრის გაკეთებას, 3 თვე გადაგვიცდა ისედაც და ბარემ გავუკეთებ.. აცრის შემდეგ რომ გრიპი დაემართოს, ან ეს ვირუსი, რაიმე საფრთხეა?

Posted by: Tokyo.tokyo 20 Nov 2020, 11:28
ნაჭუჭა
წარმომიდგენიაა როგორ ხარ.მადლიბა კარგად არია ღმერთს მადლობა.კი 4 თვუს არის უკვეე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ იზრდებაა მალე :დდ მე კორონამ გამიჩინა ფსიხოზი .გამოკეტილები ვარ რა

Posted by: anibani18 20 Nov 2020, 12:22
გამარჯობა, გოგონებო!
პასუხები ჯერ არ მოსულა, ვცდილობ კარგის იმედი მქონდეს, მაგრამ შინაგანდ მაინც ვნერვიულობ. ძალიან მეცოდება ამ ყველაფრისთვის ჩემი ბურთულა. ნევროლოგმა კი გვითხრა, რომ ყოჩაღი გოგო მგონიაო და მალე თავსაც კარგად დაიჭერსო. თვალს აყოლებს საგნებს და სახეებს, სერიოზული გოგო კი არის, მაგრამ როცა ხასიათზეა, საპასუხოდ გვიღიმის, ვერტიკალურ მდგომარეობაში თავი უჭირავს ნორმალურად, კარგად წოვს და სუნთქვაც არ უჭირს, ტირის მშვენივრად, ეს არის რომ მუცელზე წოლის დროს ცოტა უჭირს თავის წამოწევა და ტრიალი. 1 თვეში კიდევ დაგვიბარა ნევროლოგმა, იმედი მაქვს რომ უფრო ყოჩაღი იქნება იმ დროისთვის.
ამდენი ანალიზის, გამოკვლევის და ნერვიულობის შემდეგ ძილი გაგვიაუარესდა, 1 საათი უნდა გყავდეს ხელში და უმღერო, რომ ცოტა ხნით მაინც დაიძინოს. არაფრით წვება საწოლში ან ეტლში, მხოლოდ ხელში იძინებს და ისიც ცოტა ხნით. ეს დღეები ჭამასაც მოუკლო. თან არავისთან ჩერდება ჩემს გარდა.
ვერ მივხვდი ამ რცხილაძესთან როგორ ვიკონტაქტო, ასიტენტს ვურეკავ ხოლმე. გუშინ დავურეკე და ფსიქოლოგთან გაგვიშვა ძილის პრობლემებით...

Posted by: NatiaGull 20 Nov 2020, 12:27
anibani18
ან, ყოჩაღი გოგო ჩანს და კარგის იმედი იქონიე :*
თვითონ ირაკლის ვერ ურეკავ ?
იცი ახლა შენსას შეიძლება განშორების შფოთვა ეწყება , ამიტომ უნდა სულ შენთან. ღამით ჩვენც ვწვალობთ, დავაწვენ თუ არა ეგრევე დაჭყეტს თვალებს. ხან ფენი მაქვს ჩართული და ჩუმდება , ან ხელში ვარწევ.
შენ როგორ ხარ, დალაგდი ემოციურად ცოტა ? ❤

Posted by: anibani18 20 Nov 2020, 13:12
NatiaGull
მადლობა, ნათი :* შენ გყავდა გულის გამოკვლევაზე? ჩვენ ვიყავით ჯო ენში, რაღაც ცვლილებები აქვს, მაგრამ არა მგონია სანერვიულო იყოს. 3 თვეში ისევ დაგვიბარეს. თუ დაგჭირდა მისვლა, მშვიდად მიდი, ძალიან დადებითი აურაა პატარებისთვის. ერთი ანალიზი იქ ავიღეთ ვენიდან, ისე კარგად აუღეს. მრჩეველში ნადირებივით დაესივნენ და 1 საათი ატირეს, აქ უკეთესად მიუდგნენ, თან ძალიან დაგვაიმედეს, რად უნდა ამ პატარას ეს ანალიზიო, ძალიან ყოჩაღი ჩანსო.
შენი გოგო რას შვება? <3 რომ დააწვენ საწოლში, ჯერ ტაკო დაადებინე, მერე ფეხები და ბოლოს თავი. შეიძლება ამან გიშველოთ. ჩემს მაიმუნს არც ეს შველის smile.gif დღე საერთოდ არსად ჩერდება ხელის გარდა. ღამე კიდევ ჩერდება ხოლმე საწოლში. აბა ვერტიკალურ პოზაში სცადე დამშვიდება. ჩემს გოგოს მოსწონს, ლოყას მადებს ლოყაზე და ასე დავდივართ, მერე ხუჭავს თვალებს და იძინებს ასე. ასე მგონია რეფლუქსი აქვსთქო და იმიტომ მოსწონს ვერტიკალურად ყოფნა. ფენს ვცდი აბა. აპლიკაციები გადმოვწერე სხვადასხვა ხმაურის და ხან რას ვურთავ, ხან რას. ჯერ ვერ ვიპოვო ის ხმაური, ამას რაც მოსწონს smile.gif სიმღერაზე უფორ მშვიდდება.
არ ვიცი ირაკლის ნომერი. არ მოუცია ჩვენთვის. ასისტენტმა გადამრია ფსიქოლოგთან გადამისამართებით.
კი, შემეცვალა ემოციური ფონი smile.gif უფრო სწორად, ხან ისე ვარ, ხან ასე. ერთი სული მაქვს მოვიდეს უკვე ეს პასუხები. ჩემი მეგობარი, არატრადიციული მედიცინის მოყვარული, მირჩევს მერაბაშვილთან მივიდე. მაგრამ მაგ ქალს როგორ ვანდო ბავშვი, ვერ წარმომიდგენია.

Posted by: narkozeli 20 Nov 2020, 13:13
anibani18
როგორ მიხარია რომ გამოჩნდი, გელოდებოდი ❤

ასისტენტს ვეკონტაქტები მე თუმცა ერთხელ დამჭირდა და თვითონ ირაკლიმ მიპასუხა.

Posted by: takoo1 20 Nov 2020, 13:59
anibani18
ანი როდის იქნება პასუხები,ნუ გეშინია ყელაფერი კარგად იქნება უფლის წყალობით❤️დარწმუნებული ვარ ისეთი სერიოზული არაფერია. გაგვაგებინე როგორც კი პასუხები მოვა.
ძილის თემა ძალიან ინდივიდუალურია,ჩემი დისშვილი 8 თვისაა აგერ უკვე და ჯერ ნორმალურად არ ძინებია,მთელი ღამე ბორგავს და დღეც თუ გარეთ არ გაიყვანე სახლში ერთი საათი ძლივს იძინებს.თუმცა არანაირი პრობლემა არააქვს პროსტა ზნე აქვს ეგეთი)))
https://youtu.be/W-vBu2rf8TI
ჩემი შვილი ამ მუსიკაზე გაიზარდა რო ვერ ვაძინებდი ჩავურთავდი და იძინებდა უფრო მარტივად,იქნებ მიაჩვიო აბა სცადე.:*

* * *
NatiaGull
ჯერ ადრეა განშორების შფოთვისთვის როგორც ვიცი 6 თვიდან თუ უფრო გვიან იწყება,ჩემსას შიგადაშიგ აქვს მემგონი,ღრმად თუ არ ძინავს არ ჩერდება თავის საწოლში სულ მეძებს და გაშეშებული ვიღვიძებ გადაბრუნების უფლებასაც არ მაძლევს)))

Posted by: NatiaGull 20 Nov 2020, 14:41
anibani18
გოგო ჯერ არ მყოლია მარა მივიყვან, ირაკლიმ გუშინ მე ვერანაირ შუილს ვერ ვიჭერო. ეს არის ნომერი 599916692
ჩემსასაც მოსწონს ვერტიკალირად ყოფნა, ლოყას მომადებს და იძინებს. ღამით 2 საათიდან 5-6 საათამდე აქვს აქტიურობის საათი, უჭირს დაძინება, სხვა მხრივ არ მაწვალებს.
რას აჭმევ ან ? მე სრულად ხელოვნურზე მყავს, ჰუმანას ჭამს.
ფენი სცადე, მუცელსაც უთბობს და ხმაც მოსწონს ჩემსას.

Posted by: Tua 20 Nov 2020, 16:37
anibani18
ანიი პასუხები როდისბიქნება? ❤ შეეცადე ხშირდ დააწვინო მუცელზე
ძილის გაუარესებას და ტირილს რაც შეხება მეც გამოვიარე ეგ პერიოდი ზუსტად მაგ ასაკში როცა 1 საათი ხელში უდოდა დაძიება და ჩეზე წვებოდა მუცლით და ისე ეძია საკაოდ დიდი ხანი, ეგ ბავშვის ზნეა და არსჭორდება არანაირი ფსიქოლოგი, თან კოლიკაც აქვს ,თან გაზებიც აწუხებს და მემგონი დედების 95%სგვაქვს ეგ გამოვლილი, ეხლაც 1 წლისაა და ხანდახაჩემთან ჩახუტებით უნდა ძილი, ხანდახან კიდევაც ურევს ძილს რას გაიგებ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. თეთრი ხმაური ჩაურთე youube-ზე ნახე white noise ძალიან კარგად ამშვიდებს პატარებს, მე ვურთავდი ხოლმე ხანდხან როცა ვერ ვაძინედი და გვშველოდა. რცხილაძესთან ძირითადად ასისტენტს ეკონტაქტები , ყველა ბავშვს ცალკე ასისტენტი ყავს მიმაგრებული შესაბაისად პირდაპირ ექიმს ვერ ურეკავ.

Posted by: anibani18 20 Nov 2020, 17:05
narkozeli
<3 <3
ნეტა რას ეტყვის ტყუპებს ძილსა და კვებაზე. მომწერე რა მერე <3
gogatakoo
არ ვიცი ზუსტად, თაკო. მეგონა დღეს იქნებოდა, მაგრამ არ არის პასუხები. 7-10 დღეშიო, არ ვიცი სამუშაო დღე თუ იგულისხმება.
მივხვდი რომ ინდივიდუალურია ძილის საკითხი. ახლა სხვა სადარდებელი მაქვს და არ მინდა ძილზე ვიდარდო, მთავარია ჯანმრთელი იყოს.
ისე შენი შვილი თვითონ იძინებს? ან დიშვილი? თუ ხელში იძინებენ? ვერ წარმომიდგენია როგორ ჩავაწვინო ლოგინში და ვატირო დაძინებამდე... ყოველ შემთხვევაში ამ ასაკში.
ვცდი ამ მუსიკას <3 მადლობა <3
NatiaGull
მე შერეულზე მყავს. თავიდან მეც ჰუმანას ვაჭმევდი, ახლა ნანის სამმაგ კომფორტს ვჭამთ. ცოტა კუჭის მოქმედებაც დაგვირეგულირდა მგონი.
ფენი კუპრეიშვილმა ხომ არ გირჩია? მეც მითხრა მუცელი ფენით გაუთბეო. ვცდი დღეს ფენს,
ჩემსას სამ საათამდე ღამით ნორმალურად სძინავს, მერე ეწყება ბორგვა და წრიალი, არც თვითონ მოისვენებს და არც შენ მოგასვენებს.
* * *
Tua
თეო, მგონი მომავალ კვირას იქნება პასუხები. ვერ მივხვდი ზისტად და ვერც მრჩეველში მცემენ ზუსტ პასუხს.
ხშირად ვაწვენ თეო, ვითონ ვხედავ ცოტაოდენ ცვლილებებს. ახლა უფრო ვავარჯიშებ. ნევროლოგმა მასწავლა რა გავაკეთო. ვერტიკალურად ყოჩაღად იჭერს თავს. წოლისას უჭირს ტრიალი. არ მჯერა რომ რამე სჭირს, ისეთი ყოჩაღი მეჩვენება.
ისე 37 კვირა არის ისეთი გესტაციური ვადა რომ ცოტა ჩამორჩენა ჰქონდეს ახლა? ნევროლოგმა მითხრა, შესაძლოა ეს იყოს მიზეზიო. რცხილაძე რას ფიქრობს ვერ მივხვდი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ყველა მეუბნება ხელს ნუ მიაჩვევო, ცოტა იტიროსო. მე კიდევ მეცოდება ტირილისთვის.
ჭამაც შეამცირა ამ ვადაზე? ეს სულ ამოვარდა რეჟიმიდან. მიგდებს ხელოვნურს ბერჯერ.

Posted by: NatiaGull 20 Nov 2020, 18:04
anibani18
კიი ან, კუპრეიშვილმა მირჩია. მართლაც ეფექტურია ხოლმე, თუ ძაან გაღიზიანებული არ არის ეგრევე ყუჩდება. ახლაც მაგით მივაძინე.
აუ მეც მეუბნებიან ხელში არ გყავდესო მაგრამ როცა ტირის გული მიჩერდება, ეგრევე ვიყვან ხელში. ჯერ პატარები არიან და არამგონია მიეჩვიონ ხელში ყოფნას. როგორც გული გეუბნება ისე გააკეთე.
გეხმარება ვინმე თუ მარტო ხარ ?
დღეს დამტოვა მარტო ბავშვთან პირველად დედამთილმა და გული მიფრიალებს როცა ტირის biggrin.gif
ჩემსასაც ეგრე გვიან ღამით ეწყება ბორგვა, მთავარია არ ტკიოდეს და იფხიზლოს არ შევწუხდები

Posted by: marituna 20 Nov 2020, 19:27
( (. . .

Posted by: Tua 20 Nov 2020, 21:24
anibani18
37 კვირა არაა ისეთი გეტაციური ვადა მაგრამ მემგონიარცერთი 2 თი ბავშვი თავის ტრიალით და გადატრიალებებით არგამოირჩევა, 3 თვემდე აქვთ ვადა რომ კისერი კარგად დაიჭირონ, არც ალექსანდრე ატრიალებდა ყველა ხარეს თავს 1.5 თვის ასაკში, კვებების არევა იციან ანი,ზოგ ბავშვს საკვეი აღარ მოსწონს ხოლმე ,ეს მაგალითად 1.5-2თვიდან რაც ეკუთვნოდა იმას ვერჭამდა ნორმალურად sad.gif საერთოდაც სანამ 2 ნომერ კვებაზეარგადავედით მანამდე თავის ნ9რმაზე ნაკლებს ჭამდა, ზოგჯერ მუცელი აწუხებდა და 40გრამებს ჭამდა ვერ გაიგებ ყველაბავშვი ინდივიდუალურია რა. 3 თვემდეარაა პრობლემა რომ შენზე ეძინოს, ან რავი როცა ტირს ბავში უარესად ნერვებს უშლი და უარესად ღიზიანდება რატომ არუნდააიყვანო არმესმის, ფენი და გამწოვებს შეეშვი ჯობიასხვა მეთოდებით დაამშვიდო სიმღერით ან ვაით ნოისით. 4 თვემე ყველანაირი რეჟიი დარღვეუი გვქონდა ჩვენ, მერე თავისით ქა ყველაფერი ეხლაც კი რეჟიმშია მაგრამ რათქმაუნდა მეც ხელი შევუწყვე ტირილების და ისტერიკების გარეშე მოვირგე ბავშვი , რეჟიმი მშობლისთვისაც კარგია მარამ არა ეგეთი ოატარისთვის დაიცადე3-4 თვემდე

Posted by: narkozeli 21 Nov 2020, 00:34
anibani18

მოკლედ კარგად ჩაიარა ასე თუ ისე ვიზიტმქ. ნამატი აქვთ ბოლო თვეში ლამის 2კგ-მდე და რატომ აჭმევთ ძალით ამ ბავშვებსო, ღამეც 3 საათში ერთხელ აჭმევენ. არ უნდაო.
ტირილზე კოლიკაა, არაფერი ჭირთ ამ ბავშვებსო
ფსიქოლოგთან გაუშვა დედა ))
ერთადერთი საყურადღებო რაც უთხრა, ერთ ტყუპს თვალის კუნთის პრობლემა აქვს რაღაც და ოფთალმოლოგთან გადაამისამართა. აქამდე არავის უთქვამს ეგ პრობლემა.იმედია სერიოზული არაფერი იქნება.
წამლები მოუხსნა ყველა, არანაირი ატარაქსები და მელაკიდებიო.გარე სამყაროსთან ადაპტაციის პროცესი ზოგს უფრო ხანგრძლოვად აქვთ და ეს ის შემთხვევააო.

Posted by: NatiaGull 21 Nov 2020, 00:43
narkozeli
გოგო რა კარგია რომ დადებითად შეაფასა თქვენი ტყუპები ❣❣❣❤❤
მაგრამ იცი რა მაინტერესებს, ადრე დაწერე ბჟირდებიან ხოლმეო და ასე ერთნაირად და მძაფრად აქვთ გამოხატული ეს კოლიკა ? რა უცნაურია ისე...
იმედია შენს რძალს ეხმარება ხომ ვინმე ? წარმომიდგენია რა რთული იქნება ორი ბავშვის დაწყნარება biggrin.gif

Posted by: anibani18 21 Nov 2020, 07:17
NatiaGull
გუშინ ისეთი ისტერიკები მომიწყო ჩემმა გოგომ, აღარ ვიცოდი რა მექნა, ჩავრთე ფენი შენი რჩევით და გაჩუმდა. მაგრამ მერ3 მობეზრდა მგონი და გააგრძელა ტირილი.
ეს დღეებია ისეთი გაღიზიანებულია, მე ძილის ნაკლებობას ვაბრალებ. ნათი, გეფიცები, რაც ვთქვი კარგი ჩემს შვილზე, მეორე დღეს აღარ აქვს ის კარგი ჩვევა. ლამის ენა ამოვიძრო smile.gif) საერთოდ არ ტიროდა, ამ ანალიზების შემდეგ ხმა ამოიდგა...
ახლა დედასთან მოვედი. დედა და ჩემი ძმა ძალიან მეხმარებიან. სახლი კი მენატრება, მაგრამ მარტო შეუძლებელი იყო ჩემთვის. იყო დღეები საჭმელს ვერ ვჭამდი. მაგრამ მაინც სახლში მინდა, იქნებ დამხმარე ვიპოვო ვინმე.
ახვევ გოგონას? ისე ვნანობ, რომ არ გავუძალიანდი და დავმორჩილდი9 მის ნებას და არ ვახვევსი, ასე მგონია უფრო გამიადვილდებოდა ახლა.
ეს ბორგვა რა არის? გაუვლის ოდესმე?
როგორი დღე გქონდათ მარტო დარჩენილებს? ♡
Tua
მადლობა, თეო. რაღაც ვიდეოს ვუყურე ჰიპოტონიაზე და არა მგონია ასეთი მივარდნილი იყოს ჩემი გოგო... რა ვიცი, დაველოდები პასუხებს.
შენი ბიჭი ისეთი მხიარული და ლაღი ჩანს ♡ასე მგონია თავადაც შეგიწყობდა ხელს და მოგერგებოდა. ჩემი გოგო ძალიან მბრძანებელია, სისხლს გამიშრობს მგონი smile.gif დღეს იმდენს ბორგავს საწოლში, მგონი მეზობლები შეყარა. ავიყვან ხელში და ყუჩდება.
narkozeli
რა კარგია რომ დამიწერე ♡ სულ თქვენი გოგოები მახსენდება, ეს რომ არ იძინებს.
ანუ არ არის აუცილებელი 3 საათში ერთხელ ვაჭამო? ხერხეულიძემ კატეგორიულად ამიკრძალა 4 საათიანი შუალედებიც კი, მხოლოდ ღამე შეიძლება, ისიც თუ ისურვებსო. მე არ ველოდები ხოლმე როდის გაიღვიძებს და მძინარეს ვაჭმევ ხოლმე. თორე რა დააძინებს მერე ფხიზელს.
მეც კოლიკა მითხრა. აქამდე საერთოდ არ ტიროდა და შეიძლება ნეტა კოლიკა ტირილის გარეშე? მეც ხომ ფსიქოლოგთან გამიშვა smile.gif აპირებს მისვლას თქვენი რძალი?

Posted by: NatiaGull 21 Nov 2020, 10:39
anibani18
იშვიათად ვახვევ, ახლაც არ არის გვიან და შეგიძლია შეახვიო. ასაკი აქვთ ბორგვის ნუ გეშინია.
ამოქარვებაც სცადე ხოლმე, ხშირად ეგ აწუხებთ.
მალე მოვიდა გუშინ ბებო და გადაიბარა biggrin.gif ღამით სულ მას ყავს და მე მძინავს 3 დან დილის 10მდე.
მარტო როგორ ზრდიან ბავშვებს წარმოდგენა არ მაქვს biggrin.gif
მძინარეს რატო აჭმევ, მატება ხომ კარგი აქვს ? მე არ ვაღვიძებ, ნუ არც მიწევს ისე მორთავს ხოლმე ტირილს როცა შია მარა მაინც biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 21 Nov 2020, 11:48
NatiaGull
აი მე კიდევ მესამეს ვზრდი და მაგას ვერ წარმოვიდგენ ბავშვს სხვასთან ეძინოს და მე კიდევ ღამე გადაბმულად დავიძინო gigi.gif ფანტასტიკის სფეროა ეგ ჩემთვის lol.gif

Posted by: NatiaGull 21 Nov 2020, 11:53
ნაჭუჭა
არ შემიძლია უძილობა biggrin.gif ღამის 3დან დილის 10მდე მძინავს ჯერჯერობით, აწი ვნახოთ. ბავშვიც არ ჭირვეულობს ძაან და მარტო საჭმლისთვის დგება ხოლმე ბებიამისი, ისიც იძინებს ძირითადად.

Posted by: anibani18 21 Nov 2020, 12:16
NatiaGull
რა კარგი ბებოა ♡ ისე მინდა დაძინება... მარტო ჭამა რომ.იყოს რას დავიჩივლებდი, ეს ბორგვა არის კოშმარი. დღე ძირითადად ხელშია, დააწვენ და იღვიძებს. გამოდის რომ პრაქტიკულად საერთოდ არ მძინავს. ნეტა ტუ გადაეჩვევა ხელში ძილს...
იმიტომ ვაჭმევ მძინარეს, რომ ბოტლზე ან ძუძუზე აღარ ეძინება და ტუ გაიღვიძა მერე ერთი საათი უნდა აძინო თუ დაიძინა ისიც.

Posted by: Tua 21 Nov 2020, 12:18
anibani18
ბორგვა და წინთვასავით ეგ კოლიკებია ანი, უფფ 4თვემდე ისეთი იყო ეს ნერვი არმქონდა , პირველი 1 თვე განსაკუთრებით biggrin.gif 4 თვიდან ამოვისუნთქე, 4 თვემდე დღე ღამეში 4 საათი მეძინა , მერე უცებ თავისით გაოსწორდა შესაბამისად იმედი არ დაკარგო, ექლა კაქი ბიჭია 10-11საათამდე გვძინავს და დედაჩ გამოძინებულია ხოლმე , მაგრამ ძილში დღედებორგავს ანუ მშვიდად მარტო გადაბულად 4-5 საათი სძიავს, დანარჩენი სუულ ტრიალებს ტრიალებს მთელი ღამე მგრამ მთავარია ძინავს, ხან სოსკას კარგავს დაიმას ეძებს ძილში ხან რა ხან რაbiggrin.gif, აი ნახავ გაიზრდება შენი გოგოც შეიცვლება , ბევრად ადვილი გახდება კოლიკების და გაზების გარეშე.

Posted by: takoo1 21 Nov 2020, 12:38
anibani18
გოგო თავისით არ იძინებს,არც თავიდან იძინებდა და არც ახლა იძინებს,უფრო აურია ღამე გაღვიძებები დაიწყო,აქვს პერიოდები ესეთი შოგადაშიგ.ეხლა 3 დღეა თავის საწოლში არ წვება ჩემთან წევს და როგორც კი გადაწვენას დავუპირებ ისეთ ტირილს იწყებს ვეღარ ვაჩერებ,გუშინ ღამე 10 წუთი ტიროდა მაგის გამო ძუძუც არ ჩაიდო გაბრაზებულზე ძლივს დავაწყნარე და მთელი ღამე ჩემთან იწვა,თან ერთი 10ჯერ მაინც გაიღვიძა უფრო სწორად თვალებს არ ახელს ისე მეძებს და წუწუნებს თითქოს აწუხებს რაღაც,არადა მთელი ღამე ეძინა ხოლმე.მარა პირდაპირ თავის ლოგინში არასდროს დაუძინია ძუძუზე იძინებს ჩახუტებული და მერე ჩუმად ვაწვენ თავის ლოგინში.
ჩემი დიშვილი ბორგავს მთელი ღამე მნიშვნელობა არააქვს სად წევს და იღვიძებს ხშირად ხან წყალს სვამს ხან საჭმელი უნდა ის ვაფშე გიჟიაsmile.gif იმდენჯერ იცვლიან ზნეს მოკლედ.. ჩემი შვილი თავიდან უფრო კარგად იქცეოდა მთელი ღამე ეძინა ხოლმე რაც გაიზარდა დაეწყო წამოფრენები))) შეიძლება კიჭების ბრალია ამოსდის მგონი და..მოკლედ არ გველევა დედებს სანერვიულო მარა რას ვიზამთ მარტივი არარის მაგრამ რა გვაქვს საწუწუნო❤️ ნუ გეშინია გაუძელი ცოტა და დალაგდება თავისით თუ გყავს დამხმარე უარი არ თქვა ეხლა გჭირდება ისეთ სტრესში ხარ ჯერ შენ გამოვლილი გვაქვს ყველას,მე გამიჭირდა ძალიან.
* * *
anibani18
მარტივია სათქმელად ხელს ნუ მიაჩვევ აბა რო სკდება ტირილით როგორ არ აიყვან,ვერ წარმომიდგენია დავაგდო ლოგინზე და არაუშავს იტიროსთქო:| მე ცუდად ვხდები არ შემიძლია და მგონია რო უფრო უზიანდებათ ეგრე ნერვები არვიცი ეს ჩემი აზრია.როცა არ ტირის მაშინ არ აიყვან მაგრამ თუ ტირის რავიცი რა გული უნდა გქონდეს,აქეთ იქეთ ტარება არ უნდა უბრალოდ მიიხუტე ხელში გყავდეს ელაპარაკე,მოეფერე სითბოს რომ იგრძნობს დამშვიდდება,თორე რო არწევენ და აქნევენ ლამის ტვინის შერყევა რო ემართებათ ბავშვებს ეგ არც მე მომწონს biggrin.gif

Posted by: ნაჭუჭა 21 Nov 2020, 12:52
NatiaGull
კარგია წყნარი ბავშვი თუა, ჩემები არცერთი არ ყოფილა მასე, პატარა იყო ცოტა ჭკვიანი და ამანაც აურია ამ ბოლოს
* * *
anibani18
მასე იყო ჩემი უფროსი ბიჭი და ვერ დაგამშვიდებ ჩემი მაგალითით, ორ წლამდე არ დაუძინია ნორმალურად, წლამდე საერთოდ მთვარეულებივით ვიყავით

Posted by: ნინოგგგ 21 Nov 2020, 14:56
დედიკოებო გამარჯობა.
შავი პარასკევია და დაიწყო ფასდაკლებები ამიტომ მინდა ყველა სააჭირო ნივთი შწვიძინოპატარასთვის ჯერ არ დაბადებულა და ამიტომ ის ნივთები რაც უნდა დავახვედრო სახლში და აუცილებელია რომ მქონდესsmile.gif

Posted by: QISA 22 Nov 2020, 03:52
გოგოებო ეტლს და ქარსითს ხომ არ ყიდით ,ან ვინმე თუ იცით ყიდდეს?

Posted by: NatiaGull 22 Nov 2020, 04:10
აი ამ წამს რომ არაფერი ტკივა და თვალები აქვს დაჭყეტილი, ეგეც კოლიკაა გოგოებო ? მათენებინებს... :/ მარტო მყავს დღეს biggrin.gif

Posted by: anibani18 22 Nov 2020, 04:30
Tua
იცი რა მიჯვირს, ირაკლიმ მითხრა გაზები არ აწუხებსო. არადა, ხანდახან, როცა ხელსი მყავს, ვგრძნობ რომ მუცელში რაღაც დაუვლის, მოიკაკვება, გაეღვიძება, წამოიკნავლებს და გაზებს უშვებს. ეს შეწუხება არ არის?
ვაიმე, ისე მეცოდება ასე რომ ტირის, გული მიკვდება. ვერ იზინებს საერთოდ, და ძილსაც ვერ ინარჩუნებს. მგონია, რომ უძილობის გამო ტირის, თვალებს ვერ ახელს ხოლმე ისეა, მაგრამ მაინც ვერ იძინებს. ეს არის კოლიკა?
რა კარგია, ყველაფერი რომ მოგიგვარდათ უკვე ♡ სასიამოვნო და ბედნიერ დედა-შვილობას გისურვებთ ♡

gogatakoo
მადლობა, თაკო, გამხნევებისთვის ♡ ჯანმრთელი იყოს და გავუძლებ დანარჩენს როგორმე ♡
ჩემი გოგო არავისთან მშვიდდება ჩემს გარდა, ახლა არც არავისთან ჩერდება, განსაკუთრებით დღე.
იქნებ უფრო მოზტდილი ასაკის ბავშვმა შეიძლება რომ იტიროს ცოტა, მაგრამ ჩვილმა არა მგონია.

NatiaGull
ნათი, იმედია ვერასოდეს გაიგებ რა არის კოლიკა.
თუ უბრალოდ ფხიზლადაა, ეს არა მგონია კოლიკა იყოს. კოლიკიანი ბავშვი ტირის ძალიააან საათის ან მეტის განმავლობაში, უმეტესად ერთსა და იმავე დროს, წითლდება ძალიან ამ დროს.

Posted by: NatiaGull 22 Nov 2020, 05:28
anibani18
შენც ათენებ ანი ? ამ წამს ფენის ხმაზე ძინავს, გამოვრთავ და იღვიძებს.
მართალი ხარ, მთავარია არ ტიროდეს და სულ არ დავიძინებ...
შენი გოგო ტირის ახლა ?
მასაჟებით რომ დაეხმარო ?
თუ მუცელი უბუყბუყებს გაზები იქნება აბა რა, ეტყობა როცა ირაკლიმ გასინჯა მაშინ არ ჰქონდა

Posted by: anibani18 22 Nov 2020, 08:32
NatiaGull
ნათი, ჩვენც მხიარული ღამე გვქონდა smile.gif
საწოლში ან ეტლში არაფრით წვებოდა, ბორგავდა და წრიალებდა, ხელში ეძინა ან არ ეძინა საერთოდ. მეშინია ხელში რომ სძინავს ღამით, მეშინია არ დამეძინოს და არ დამივარდეს.
ვერაფრით დააწვენ როცა ტირის, ან ვედროში ვერ ჩასვამ, ლამის გადაბჟირდეს ისეა ხოლმე. მაგრამ, მადლობა უფალს, მხოლოდ დღის განმავლობაშია ასე, ან საღამოს. გუშინ ისეთ ისტერიკაში იყო, რაღაც კოშმარი იყო. მთელი ოჯახი შენებული დ დამფრთხალი უყურებდა. მე ამ დროს ირაკლის ასისტენტს ველაპარაკებოდი. მერე დავკიდე ყურმილი და გავიქეცი მასთან, ფენმა მიშველა, ჩავრთე და გაჩუმდა, ზლუქუნებდა მხოლოდ. მიკვირს რომ ეს რიეილი ახლა დაიწყო, ამ ანალიზების შემდეგ, იქამდე ასე არასოდეს უტირია, ასე არ იქცეოდ. ერთხელ მხოლოს ნათლობის დღეს, ეკლესიაში დაწყნარდა. ნუთუ ახლა გამოვლინდა ეს კოლიკა ამ დონეზე?!
ახლა დილისკენ ატეხა ისევ ტირილი, როცა გამოვუცვალე. ძლივს დავამშვიდე და დაიძინა ისევ. ნეტა როგორ ვასწავლო ჩაძინება. ასე მგონია ვერ იძინებს და ტირილს იყენებს დასამშვიდებლად, მაგრამ ეს უფრო ყვირილია ვიდრე ტირილი.
შენმა რა ქნა? როგორ დასრულდა ღამე?
გაზები აწუხებს ხოლმე?

Posted by: NatiaGull 22 Nov 2020, 11:19
anibani18
დილის 8ზე ჩაიძინა ძლივს... :/
ახლა წევს გატრუნულია, თან მეცოდება სახესთან რომ მიაქვს ხელები ე.ი. ეძინება და ვერ იძინებს...

შენი გოგო როგორ წუხს წარმომიდგენია...
დღისით მაინც ახერხებ დაძინებას ?
სრულიად უენერგიოდ ვარ

Posted by: Tua 22 Nov 2020, 11:50
QISA
მე ვყიდი ქარსითს ოლალაში ნაყიდს უხმარს სულ.3ჯერ მეჯდა ბავშვი, 13 კილომდეა , მაგრამ ძვირად თუ გაწყობს განახებ smile.gif 289 ევროს ექვივალენტი ღირს ოლალაში ანუ 1100 ლარი, საკმაოდ ცნობილი და უსფრთხო ბრენდია
user posted image


* * *
anibani18
იდეაში კოლიკას გაზები არივევს მაგრამ შეიძლება ორივე ერთადაწუხებდეს ამ შემთხვევაში, კიი როცა ბავვს ცოტა სძინავს ან ძილიც უცდება მერე დაძინებაც ძალიან რთყულია და სუულ ტირიან sad.gif იდეაში მაგ ასაკში დღე ღამეში 18 საათი უნდა ეძინოს ან უფრო მეტიც კი. შესაბაისად როცა უცდება ძილი უკვე ვეღარ იძინებს. სოსკას არიდებს ბავშვი? ძალიან აწყნარებს სოსკა ნერვულ სისტემას და მიეცი აუცილებლად. მეც მაქვს ეგ გაოვლილი და ძალიან კარგად ვიცი რაც არის და როგორ ურტყავს პირველ რიგში ბავშვის და მერე ჩვეს ნერვულ სისტემას sad.gif

NatiaGull
გოგო ნუ შეაჩვევ ფენს და ეეთ რაღაცეებს თორე სულ ფენით მოგიწევს სირბილი მერე, ჩართე თეთრი ხმაური ტელეფონში და ის 3 საათიანია ხოლმე და იქნებ დაიძინოს

Posted by: NatiaGull 22 Nov 2020, 12:30
Tua
მართლა დამარტყა ნერვებზე წუხელ თეო... და ეხლა ვიბოღმები რომ სხვები გამოძინებულები არიან biggrin.gif
ვეცდები ხშირად არ ჩავურთო ფენი.
შეკვრაც უნდა ვცადო მსუბუქად...

Posted by: anibani18 22 Nov 2020, 12:44
NatiaGull
დღე კიდევ უფრო რთული მაქვს ხოლმე ვიდრე ღამე. დღე საერთოდ ვერ იძინებს, ან ძაააალიან დიდი ძალისხმევის შემდეგ. საერთოდ არ წვება საწოლში ან ეტლში დღისით, დავათრევთ ხელით, ხელში სძინავს, დააწვენ და იღბოძებს უმალ, მერე ტირის რადგან ენება და ამ დროს, გამოუძინებელზე, უზომოდ რთულია დააძინო. ვფიქრობ სლინგი ხომ არ ვიყიდო და შიგ ჩავსვა და ისე ეძინოს...
შენ იძინებ ხოლმე დღისით? ადრე ვახერხებდი, ახლა ეს ყოვლად შეუძლებელი გახდა.
ახლა რას შვება? სძინავს?
იცი რას ვფიქტობ, რომც არ ჭრიდეს მასზე, მაინც მიაჩვიე დაზინებისას რამეს, ან რირინს ან ტაკოზე ნაზ მორტყმებს, ან რამე მსგავსს. ასე მგონია, დროთა განმავლობაში შეძლებს მათ ასოცირებას ძილთან, სულ ხელში ხომ ვერ დავაძინებთ და მერე ამ მეორე ხერხეს გამოვიყენებ ხოლმე. ასე ვფიქრობ მე, ვნახოთ რა გამოვა. ტაკოზე ვუპრაკუნებ ნაზად ახლა, რეაქცია არ აქვს საერთოდ. ადრე სახეზე ვეფერებოდი და ეს მართლა სჭრის მასზე, უმალ ეძინება ხოლმე, მაგრამ იცის რომ ამ მოფერებით ჩაეძინება და გაღიზიანებული იშორებს ჩემს ხელს, ბრაზდება და მერე კიდევ უფრო რთულდება მისი დაძინება. მოკლედ, ძალიან მბრძანებელი მყავს რა smile.gif) ვის დაემსგავსა ასეთი ვერ ვხვდები smile.gif

* * *
Tua
სოსკას ძალით ვერ ჩასჩრი, აფურთხებს მერე smile.gif ადრე რომ ვუცვლიდით, ტიროდა ძალიან და მაგ დროს იღებდა მხოლოდ სოსკას, თან ებუზღუნებოდა "აი, აი", იძახდა ხოლმე. ახლა რომ ეძინება და თავისთბის წევს, ტაც უკვე თითქმის აღარ ცდება, მხოლოდ მაშინ იღებს სოსკას. სულ ვჩრი პირში, იქნებ დროთა განმავლობაში აიღოს.
ნეტა რამე ესველოს ამის ძილს. თუნდაც ხელში ეძინოს, სულ ეღვიძება და ეღვიძება.
სხვათა შორის, კუჭში. გასვლა დაგვირეგულისრდა. გბიშველა ამ სამმაგმა კომგორტმა. ნესტლე ევროპულია თეო? შეიძლება მისი ყიდვა დიღომში, შენ რომ მითხარი იქ?
გოგო, კიდევ მაქვს კითხვა, ხანდახან ერთ ფინჯან ყავას ვსვამ, შეიძლება ეს მოქმედებდეს მის ძილზე? ვეცემი უბრალოდ ხანდახან და ვერ ვძლებ.
კიდევ მაქვს კითხვა, ჩიქვინიძემ მასწავლა ასეტი ვარჯიში, მწოლიარეა მოკიდე ხელებშიო და წამოსწიეო სანამ არ დაჯდება იმ დონემდე. თავის დაჭერას ასე ისწავლისო. შეიძლება ნეტა ესეთი ვარჯიში? ხელები არ ამოვუგდო და ხერცემალზეც ხომ დატბირთვაა.

Posted by: NatiaGull 22 Nov 2020, 13:22
anibani18
მე რაღა მაქვს საწუწუნო, შენს შემდეგ biggrin.gif როგორი მბრძანებელი გყოლია მართლაც biggrin.gif
ზოგჯერ ვფიქრობ ალბათ დედობისთვის არ ვიყავი მზად მეთქი :
ახლა წევს და სოსკა უდევს პირში, ჩაიძინებს თვითონ. დღისით ხმას არ იღებს.

Posted by: nionia 22 Nov 2020, 15:19
NatiaGull
anibani18
გოგოებო სრულიად ნორმალურია რასაც აღწერთ.
ყველა ახალბედა დედას გონია რომ აი მისი ჩვილია მხოლოდ ასე, მტირალა, უძინარი და ჭირვეული მომენტებში მაგრამ იშვიათი (მართლა იშვიათი გამონაკლისის გარდა) ნორმალური ჩვილის ნორმალური ამბავია ეგ რასაც ყვებით, მეც გამოვლილი მაქვს და ყველას მგონი აქ ვისაც უფრო მოზრდილები გვყავს.
4 თვემდე მოთმინება და მოთმინება გმართებთ, სიმშვიდე მოიკრიბოთ მაქსიმალურად უნდა, თუ კი თქვენ გაღიზიანებულები ხართ და შფოთავთ უარესად ღიზიანდება პატარაც , ეს ჩემი დაკვირვება და გამოცდილებაა.
რამის მიჩვევებზე და რეჟიმზეც არაა საუბარი 4 თვემდე, უბრალოდ მოერგეთ თქვენს პაწიებს , სხვანაირად ვერ გამოვა, იპოვნეთ ხერხები რითაც შედარებით დაამშვიდებთ, ჰაერზე გყავდეთ ხშირად, მუცელზე დააწვინეთ სიფხიზლის დროს (და არა ძილის ), ბევრი ესაუბრეთ და უმღერეთ ხოლმე ძალიან მშვიდდებიან ამ დროს, ჩაიხუტეთ ხშირად, გულზე დაიწვინეთ, და ნუ უსმენთ კეთილისმსურველებს რომლებიც გეტყვიან რომ ასე ბავშვს "აფუჭებთ", კიდევ გირჩევთ ხმაურს და ფონად ჩართულ ტელევიზორსაც მაქსიმალურად მოარიდოთ.

დაგამშვიდებთ და გეტყვით რომ გაივლის ეს რთული დღეებიც. ეს კოლიკური ტირილები მშობლებს ურტყამს ნერვებზე , თორემ არც ეგ და არც უძილობა არ ვნებს პატარებს, რაოდენ გასაოცარიც არ უნდ იყოს ასე ყოფილა, ჩემსასაც არ ეძინა ხოლმე და სანამ გავარკვევდი სულ მეგონა რამე უშავდებოდა ამით მაგრამ აღმოჩნდა რომ ერთადერთი მე ვიყავი დაზარალებული :დდ

Posted by: Tua 22 Nov 2020, 17:11
anibani18
კი მეც ეგრე ვავარჯიშებდი ზუუსტადდა კიდევ მუცელზე ვაწვენდი ხშირად. პამპერსს რომ ვუცვლიდი კოვკიდებდუ ხელებში და ნელნეა თითქოს ვსვავდი მერე უკან ვაბრუნებდი, დღეში რამოდენიმეჯერ. ყავას მე გაჩენის პირველივე დღიდან ვსვავდი რავი არანაირი რეაქცია არჰქონია ბავშვს კი ეძინა გათიშულს სამშობიაროშიც , ოღონდ დღის პირველ ნაცევარში ვსვავდი. ისე ძუძუ თუ აღარ გაქვს რაღატო წვალობ თუ მაინც ხელოვმურზეა. არა იქ ვერ იყიდი იქ სიმილაკია მხოლოდ და თხის რძე დამზადებული ფორმულა ნენი. ანი საწოლს მიეყუდე და მუცელზე დაიწვინე მუცლით ბავშვი , სიამოვნებთ ეგრე წოლა დედაზე.
NatiaGull
3 თვე ვიყავი ეგრე ღამე ვინ მყავდა დამხმარე არავინ, არავის გაყავდა მე და დათო ვიყავით მთელი ღამე ის ხან საჭმელს აკეთებდა ხოლმე ძალიან მეხმარებოდა, 4 თვემდე მემგონი ყველამ გამოვცადეთ ეგ სამაგიეროდ ეხლა დამიფასა და სძინავს 10მდე ხან 11მდე ძილისგუდა გახდა smile.gif)) შესაბამისად რომ.ვამბობ პირველი 3 თვე არის საკმაოდ რთული თქო ეგრეა რა, 10 000სში 1 ბავშვია უკოლიკო და უგაზო smile.gif)) ვაფშე არაა თან ბავშვის ზნე დსმოკიდებული ორსულობის მიმდინარეობაზე.

Posted by: matuti 22 Nov 2020, 17:23
გამარჯობა გოგოებო. ვისაც საკეისრო გაქვთ გაკეთებული, ერთი კითხვა მაქვს, მეც საკეისროთი მიწევს გაჩენა და ძალიან მინდა სამშობიაროში პირველად ხსენი შეჭამოს ჩემმა შვილმა და არა ხელოვნური საკვები. ეს შესაძლებელია? და წინასწარ უნდა გავაფრთხილო ალბათ, რომ არ მისცენ ხელოვნური?

Posted by: NatiaGull 22 Nov 2020, 19:13
nionia
Tua
მადლობა გოგოებო, ვიცი რომ ყველას გასავლელია ეს გზა, უბრალოდ ფსიქოლოგიურად ცოტა რთულია.
მარტო ის მინდა რომ არ ტკიოდეს რამე და იფხიზლოს რამდენიც უნდა biggrin.gif
matuti
მე გირჩევ, იქვე სტხოვო ექთანს ან ვისაც ეცოდინება დაგიმასაჟოს მკერდი, ეგ რომ მექნა გაშრობა არ მომიწევდა. და გაფრთხილებითაც შეგიძლია უთხრა რომ არ აჭამონ და ხშირად ჩაუდე ხოლმე ძუძუ.

Posted by: matuti 22 Nov 2020, 19:40
NatiaGull
QUOTE
მე გირჩევ, იქვე სტხოვო ექთანს ან ვისაც ეცოდინება დაგიმასაჟოს მკერდი, ეგ რომ მექნა გაშრობა არ მომიწევდა. და გაფრთხილებითაც შეგიძლია უთხრა რომ არ აჭამონ და ხშირად ჩაუდე ხოლმე ძუძუ.

მადლობა პასუხისთვის smile.gif ოპერაციიდან რამდენ ხანში მიყავთ ბავშვი დედასთან? მე გავაფრთხილებ, რომ არ აჭამონ ხელოვნური და იმედია სანამ მომიყვანენ, მანამდე გაძლებს და ბევრს არ იტირებს

Posted by: NatiaGull 22 Nov 2020, 19:46
matuti
მე ოპერაციიდან დაახლოებით 5 საათში მომიყვანეს, ცოტა დაიგვიანეს ))) ოპერაციიდან 8 საათში ფეხზე ამაყენეს

Posted by: matuti 22 Nov 2020, 19:56
NatiaGull
QUOTE
მე ოპერაციიდან დაახლოებით 5 საათში მომიყვანეს, ცოტა დაიგვიანეს ))) ოპერაციიდან 8 საათში ფეხზე ამაყენეს

ესეიგი, მაქსიმუმ 5 საათში მოყავთ smile.gif მადლობა კიდევ ერთხელ 2kiss.gif

Posted by: Tua 22 Nov 2020, 20:02
matuti
მე ოპერაციიდან 2 საათში ვაჭამე ზუსტად ხსენი, დამატება რამოდენიმეჯერ მისცეს ისიც 1ღამე არშემომიყვანოთ თქო რადგან საკეისროს მერე ძალიან გეძინება და 48 საათი უძინარი ვიყავი შესაბამისად არმქონია პრობლემა1 ხელაც და 2ჯერაც რომ მიეცათ. სამშობიაროშივე არმგონია ვინმე ამასაჟებდეს მე გამიმაგრდა ცოტა და მასაჟზე უარი მითხრეს

Posted by: matuti 22 Nov 2020, 20:27
Tua
QUOTE
მე ოპერაციიდან 2 საათში ვაჭამე ზუსტად ხსენი, დამატება რამოდენიმეჯერ მისცეს ისიც 1ღამე არშემომიყვანოთ თქო რადგან საკეისროს მერე ძალიან გეძინება და 48 საათი უძინარი ვიყავი შესაბამისად არმქონია პრობლემა1 ხელაც და 2ჯერაც რომ მიეცათ. სამშობიაროშივე არმგონია ვინმე ამასაჟებდეს მე გამიმაგრდა ცოტა და მასაჟზე უარი მითხრეს

ეს მასაჟი ჩვენ თვითონ რომ გავიკეთოთ არ გამოვა? smile.gif
* * *
იმედის კლინიკაში ვიკეთებ და ეხლა მითხრა ჩემმა ნაცნობმა მანდ აქვთ ეგეთი მომსახურება, მკერდის მასაჟს გაგიკეთებენო

Posted by: Tua 22 Nov 2020, 22:39
matuti
არა ვინემ უნდა გაგიეთოს, მე ი დავამუღამე და დედაჩემმაც ერთხელ.ყავდა სახლში მასაჟისტი და მაგის მერე ჩეკით ვიღებდი აგრამმისედაც დუსის ქვეშაც თავისუფლად ვცლიდი მკერდს როცა მიგროვდებოდა და თან როცა ვიშრობდი იმ დროსაც.

Posted by: QISA 22 Nov 2020, 22:52
Tua
მადლობა, ძვირად არა, უფრო იაფად ვეძებ.

Posted by: ნაჭუჭა 22 Nov 2020, 23:21
matuti
კი ყავთ იმედში მასაჟისტი თუმცა არაა აუცილებელი ყველას დაჭირდეს, თუ ბავშვი კარგად მოწოვს თავიდანვე არ გაგიმაგრდება და წრიული მასაჟები თავადაც შეგიძლია გაიკეთო
* * *
matuti
ჩემმა რომ ვერ მოწოვა საერთოდ ვიწველიდი მეორე დღიდან და ჩემმა ექიმმა გამოიძახა მასაჟისტი არ გაგიმაგრდესო, მოვიდა, მიყურა როგორ ვიმასაჟებდი და ვიწველიდი და ჩემზე კარგად გცოდნია რაღას მეძახდითო გაბრაზდა gigi.gif

Posted by: matuti 23 Nov 2020, 00:14
ნაჭუჭა
QUOTE
ჩემმა რომ ვერ მოწოვა საერთოდ ვიწველიდი მეორე დღიდან და ჩემმა ექიმმა გამოიძახა მასაჟისტი არ გაგიმაგრდესო, მოვიდა, მიყურა როგორ ვიმასაჟებდი და ვიწველიდი და ჩემზე კარგად გცოდნია რაღას მეძახდითო გაბრაზდა

იქნებ მასწავლო როგორ იმასაჟებდი? ან რამე სასწავლო ვიდეოები თუ არის ამის შესახებ.

Posted by: ნაჭუჭა 23 Nov 2020, 01:17
matuti
ვიდეოები არვიცი ნამდვილად, ალბათ იქნება რომ მოძებნო, მე გამოცდილება მქონდა უკვე და ვიცოდი, ნაზად წრიული მოძრაობებით, ოდნავ დაწოლით ზემოდან ქვემოთ ძუძუს კერტებისაკენ უნდა იმასაჟო, ძუძუს თავის გარშემო არეოლაზე ცოტა მტკივნეულია მაგრამ მანდ სანამ არ დავიმასაჟებდი არ მოდიოდა, ცხელი წყლის შხაპია ძალიან კარგი მაგ დროს, აფართოვებს სადინარებს და ადვილად იცლება მკერდი

Posted by: matuti 23 Nov 2020, 13:40
ნაჭუჭა
QUOTE
ვიდეოები არვიცი ნამდვილად, ალბათ იქნება რომ მოძებნო, მე გამოცდილება მქონდა უკვე და ვიცოდი, ნაზად წრიული მოძრაობებით, ოდნავ დაწოლით ზემოდან ქვემოთ ძუძუს კერტებისაკენ უნდა იმასაჟო, ძუძუს თავის გარშემო არეოლაზე ცოტა მტკივნეულია მაგრამ მანდ სანამ არ დავიმასაჟებდი არ მოდიოდა, ცხელი წყლის შხაპია ძალიან კარგი მაგ დროს, აფართოვებს სადინარებს და ადვილად იცლება მკერდი

დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: takoo1 23 Nov 2020, 16:55
anibani18
ძალიან რთულია რამოდენიმე დღეა ისე ცუდად ძინავს იმდენჯერ იღვიძებს ღამე უკვე ზომბივით ვარ წარმომიდგენია შენ როგორ გიჭირს ეხლა,ანი ისე ნერვოლოგთან გყავდა არ მახსოვს,ძილის პრობლემების დროს ხო გეუბნება პედიატრი რო ნევროლოგს აჩვენო.თუ არანაირი პრობლემა აქვს მაგ მხრივ მგონი არ არის სანერვიულო რავიცი,ალბათ უფრო მუცლის ბრალია გაზების,ერთი პერიოდი ჩემიც ტიროდა ეგრე დილით 6-7სკენ ერთი და იგივე დროს და იჭინთებოდა მერე გაზებს რო გაუშვებდა ვხვდებოდი რო ეგ აწუხებდა. ყველა ბავშვი თავისებურია ისე.მე მაგალითად დღე და ღამე ვტიროდი საერთოდ არ მეძინა,პლიუს ვბჟირდებოდი)))) დედაჩემი მეჩხუბება ხოლმე რა გინდა შენ შვილთან ისეთ დღეში გყავდი ჯვარზე მაცვიო კიდე კაი შენ არ გგავსო biggrin.gif
ცოტაც გაუძელი დაწყნარდება ნელ-ნელა.ეხლა რამხელაა ანი:*
* * *
ნაჭუჭა
გოგონი როგორ ხაარsmile.gif ვეღარ მოგაქციე ყურადღება უცებ შემოვირბენ ხოლმე ამ ბოლო დროს ვეღარ ვიცლი.რაშვება შენი ბიჭი დიდი იქნება უკვე❤️ მალე გავიდა დრო..
* * *
anibani18
ანი რომელი მატყუარა უყიდე? თუ გინდა რო მიაჩვიო ავენტის ნახე ჩემმა მაგის გარდა არცერთი არ გაიკარა,ვაფშე ყველანაირი მაქ სახლში რაც არსებობს კანპოლით დაწყებული კიკოთი დამთავრებული,ეს ეგრევე ჩაიდო.ჩემი დიშვილიც ესეთს წოვს,მოიცა გაჩვენო როგორი თავი აქ.
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: ნაჭუჭა 24 Nov 2020, 00:37
gogatakoo
კარგად ვარ გოგონი მადლობა❤️ხოო ჩემი ბიჭი დიდია უკვე და ერთი თვეა ზომბად მაქცია ამანაც, არვიცი უკუღმა რატო დაეწყო უძილობა, ისეთი კაი ძილი ქონდა და ამ ბოლოს დაბარებულივით ღამის 2 ზე და 5 ზე იღვიძებს თამაშის ხასიათზე და ძლივს ვაბრუნებიებ ძილს, ჭამაზეც მაწვალებს, არ გიჟდება ბოსტნეულზე და ფაფებზე gigi.gif მოკლედ ჩვეულებრივ მტარვალ ბავშვად გადაიქცა help.gif gigi.gif შენი ბიჭო ხომ კარგადაა?

Posted by: თუსი 24 Nov 2020, 10:03
QISA
მე ვყიდი ამას:
https://www.camspa.it/prodotti/passeggini-trio/combi-tris
შავს
ჩანთა, გონდოლა, ქარსითი და ჩვეულებრივი სასეირნო პოზიცია მოყვება

Posted by: makarena 24 Nov 2020, 10:26
anibani18
თუ გინდა მატყუარას მიაჩვიო ესპუმიზანის წვეთები შეგიძლია დააწვეთო სოსკაზე და ისე შესთავაზო, ზუსტად 2 დღე დამჭირდა და მესამე დღეს წვეთების გარეშე წოვდა იდეალურად. დღემდე მაგით ვაძინებ და რაც სოსკას მიეჩვია უფრო მალე იძინებს. ადრე ნახევარ საათზე მეტი მჭირდებოდა რომ თვალები დაეხუჭა და სოსკის მერე ეგ დრო 20 წუთით შემცირდა givi.gif

ეგ მეთოდი ექიმმა მასწავლა 3 თვის რომ იყო, 3 თვე სოსკის გარეშე მყავდა, მეც მეგონა არ იდებსთქო და ასე მივაჩვიე.

Posted by: anibani18 24 Nov 2020, 11:57
NatiaGull
ნუ ამბობ, რომ დედობისთვის არ იყავი მზად. უბრალოდ რთულია. დროთა განმავლობაში შევეცვევით, უფრო ავუღებთ ალღოს.
როგორ არია დღეს? რას შვება?
nionia
მადლობა რჩევებისთვის და გამხნევებისთბის.
ჩემს ირგვლივ ყველა ისე იკბირვებს ჩემს გოგოს, თავისით რომ ვერ იძინებს, რომ ხშირად ვფიქრობ ერთადერთია ასეთი დედამიწაზე. ზოგი ამბობს, ხელზე ვეფერები 5 წუთი და სძინავს, ზოგი თაბისით მიდის საწოლში და იძინებს. მე ხელში ამყავს, ვუმღერი, დავსეირნობთ ხოლმე ან გულზე იძინებს ჭამის შემდეგ. რა ვიცი, ასეთია და რა ვუყო. მთავარია კოლიკების შეტევა არ ჰქონდეს, მაშინ ძალიან საშინელებაა და ძალიან მეცოდება ხოლმე. მაგრამ მართალი ხარ, მთავარია მშვიდად ვიყოთ დედები. მე მშვიდად ვარ ხოლმე მასთან, არ ვყვები ემოციებს. საწყალი ჩემი ქმარი ისე ცუდად ხდება, მერე მთელი ღამე კოშმარები ესიზმრება.
Tua
როგორ ფიქრობ, ეს თხის რძე არ დაგვეხმარება კოლიკების დასამარცხებლად? გუშინ ისევ გაზებმა შემოუტიეს მგონი. მუცელში უბუყბუყებდა რაღაც და ღამის მეორე ნახევარში, ფეცებს სწევდა ზემოთ, შფოთავდა.
ნეტა საძილე ტომარას ახლა ძალიან გამიპროტესტებს? ხელები რომ შიგნით აქვთ ისეთს ვფიქრობ. ამ ხელებს რომ იქნევს ღამით, სულ ეღვიძება.
ძუძუ ცოტა მაქვს და ვაძლევ ამას. რა ვიცი, ჭამოს რა, რას დაუშლის. ყველა კვებაა ძუძუთი ვიწყებთ. არ არია ჭამის დიდი მოყვარული, თუმცა ლოყები კი გაუსივდა smile.gif
matuti
მე ძალიან გვიან ვნახე ჩემი შვილი საკეისროს შემდეგ, ასე რომ პირველად ხელოვნური ჭამა. მერეც ცოტა მქონდა ხსენი და ხელოვნურს აჭმევდნენ.
ალბათ შეგიძლია გააფრთხილო წინასწარ. ვერაფერს გეტყვი ამასთან დაკავშირებით.
* * *
gogatakoo
თაკო, რა ყურადღებიანი და საყვარელი გოგო ხარ ♡
კი, მყავდა ნევროლოგთან. ყურადღება არ მიაქცია ძილის პრობლემას. კიდევ უნდა წავიყვანო 1 თვის შემდეგ და თუ კიდევ ექნება, ვეტყვი. ალბათ მართლაც ყველას აქვს ეს პრონლემა და არა მხოლოდ მე. ეს რამდენიმე დღეა ის მძიმე დღეები დასრულდა და ისევ ჩერდება ეტლსა და საწოლში. ცოტა ამოვისუნთქეთ.
ჩემიც მხოლოდ ავენტის მატყუარას იდება პირში smile.gif წაჭრილები რომ არის, იმათ საერთოდ ისვრის შორს smile.gif
makarena
რა კარგი რაღაც მასწავლე. ვცდი აბა მეც. ესპუმიზანი ისე უყვარს ჩემს გოგოს, სულ ტუჩებს ილოკავს ხოლმე და აცმაცუნებს smile.gif

Posted by: Tua 24 Nov 2020, 12:38
anibani18
გოგო თხის რძეზე დამზადებული საკვები ძირითადად ალერგიული ბავშვებისთვისაა, ჩეკი კეგობარი აჭმევდა , ბავშვი დღემდე ალერგიულია. გაზების თემას დროის გარდა არაფერი შველის, მე ბობოტიკს ვასმევდი და ჩვენს შემთხვევაში ეფექტური იყო არა იმაში რომ გაზები არუგროვდებოდა არამედ გაზის ბუშტულებს აგროვებს და ისე აღარ წუხდება მეტი არფერი, მაინც ვერაფერს უზავ საკვების შეცვლითაც , ძალიან აკრგია ეგ სამმაგი კომფორტი და არც საკვების ცვლაა ხშირად ძალიან კარგი შესაბამისად ნუღარ შეუცვლი კვებას. გაზები კიდევ ტირილისგააც უფროვდებათ ბავშვებს ჰაერს რომ ყლაპარავენ ბევრს.

Posted by: NatiaGull 24 Nov 2020, 13:37
anibani18
დღისით იდეალურად არის, დააძინე აჭამე გამოუცვალე.
უბრალოდ ზოგჯერ ურევს კვების რაოდენობას და შუალედს, შეიძლება 2 საათში მოითხოვოს და 60 გრ შეჭამოს, შეიძლება 3 საათში ჭამოს ამდენივე.
წუხელ ღამის 2დან 7მდე იჭირვეულა, წუხდა. შეფუთა მერე ბებიამისმა, ჩათბა და ჩაიძინა. მერე 8სთვის ვაჭამე და ჩავაძინე, იმის მერე წყნარად არის.
გუშინ წინ ვიჯექი და ცრემლები მომდიოდა, ისედაც მიჭირს სიახლეები და ამ "სიახლემ" სულ ამრია, სულ მეშინია რამე არასწორად არ გავაკეთო, რომ ტირის ჩემს თავს ვადანაშაულებ ქვეცნობიერად და მოკლედ სისულელეები. biggrin.gif ვამელანს ვსვამ ხოლმე და მშველის.
შენი გოგო რას შვება ?

სოსკაზე მეც კოლინს ვუწვეთებ, გემო მოსწონს და იდებს ხოლმე.


Posted by: unusual 24 Nov 2020, 13:55
გოგოებო ბავშვს ჩაძინების პრობლემა თუ აქვს, დატაცეთ ხელი ჩასვით კალიასკაში და ქუჩაში გაიყვანეთ მომენტალურად ჩაიძინებს, ბუნებრივი "თეთრი ხმაურიც" არის ქუჩაში და თან ეტლი სიარულის დროს რომ ქანაობს, ნელ ნელა ჩაეძინება. თუ ღამეა აივანზე გამყავს ხოლმე. მაგრამ ქუჩაში ძალიან კარგად იძინებს.

Posted by: nionia 24 Nov 2020, 14:22
anibani18
QUOTE
ჩემს ირგვლივ ყველა ისე იკბირვებს ჩემს გოგოს, თავისით რომ ვერ იძინებს, რომ ხშირად ვფიქრობ ერთადერთია ასეთი დედამიწაზე. ზოგი ამბობს, ხელზე ვეფერები 5 წუთი და სძინავს, ზოგი თაბისით მიდის საწოლში და იძინებს. მე ხელში ამყავს, ვუმღერი, დავსეირნობთ ხოლმე ან გულზე იძინებს ჭამის შემდეგ. რა ვიცი, ასეთია და რა ვუყო.

ნუ უსმენ, უბრალოდ არ მოუსმინო იმათ ვისაც არ ყოფნის ტაქტი პრობლემით განერვიულებულ დედას ასეთები არ უთხრას.
ყველა ბავშვი განსაკუთრებული, განსხვავებული და ინდივიდუალურია, ჩვილობაში მითუმეტეს დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე იცვლებიან,თანდათათან ჩამოაყალიბებს თავის რეჟიმსაც და ხასიათსაც უკეთ გამოავლენს. უძილობა ჩვენი პრობლემა უფროა ვიდრე მათი გახსოვდეს, პირველი სამი თვის მერე დალაგდებით და მერე უკვე შეგეძლება იმუშაოთ რუტინაზე და რეჟიმზე.
მეც მეუბნებოდნენ უიმე რას ამბობ ასე გაზების გამოა ასე რომ ტირის? რამე ხომ არ ჭირს? არცერთ ჩემს შვილს არ ქონია და რავიცი...(თან რაღაცნაირი სახით) ან კიდევ "უი რავიცი ჩემებს საათობით ეძინათ, ყველაფერსაც ვასწრებდი"--ხომ გესმის როგორ მოქმედებდა ეს ჩემზე, რომელიც გამოყვანის წამიდან მარტო ვარ ბავშვთან, ბავშვთან რომელიც დღე საერთოდ არ იძინებდა გვიან ღამემდე და ხან საათობით უბრალოდ ვერ ვჭამდი , ხოდა ავკრძალე ამ "დატოლებებზე" ფიქრი და საუბარი, ვიყავი მშვიდად და ვენდე ჩემს თავს.გადალახა სამი თვიდან მთავარი პრობლემა და ახლა უბუნჩულესი და უქუნქულესი პანდაა, სულ გვიცინის და გვეღუღუნებაsmile.gif))
მოკლედ გამიგრძელდა სიტყვა მაგრამ გამხნევდი, მოთმინება და გამხნევება გჭირდება ამ ეტაპზე მხოლოდ.
* * *
anibani18
QUOTE
მყავდა ნევროლოგთან. ყურადღება არ მიაქცია ძილის პრობლემას. კიდევ უნდა წავიყვანო 1 თვის შემდეგ და თუ კიდევ ექნება, ვეტყვი.

ძალიან კარგ სპეციალისტთან გყავდა და სანდოსთან, იმიტომაც არ მიაქცია რომ არაა ეგ რეალურად პრობლემა, ანუ ბავშვის მხრივ თორემ დედისთვის არის რათქმა უნდა, მესმის sad.gif ასაკობრივია და გადავლადი

Posted by: alesandra 24 Nov 2020, 19:17
გოგოებო, ბავშვის ფეხსაცმელების ყიდვას სად მირჩევთ?

Posted by: Tua 24 Nov 2020, 21:06

anibani18
NatiaGull
გოგოებო unusual ის რჩევაც ძალიან კარჰია, ჩასვით ბავშვი კომბინიზონში და გადით გარეთ, ყველა ბავშვს უყვარს გარეთ ძილი, 3 თვემდე 3-4 საათი გარეთ მყავდა , ფორმულა მიმქონდა კონტეინერით ბოთლით თბილო წყალი თერმო ჩანთაში და გარეთ ვაჭმევდი თუ მოშივდებოდა. ჰაერზე ყველა ბავშვი იძინებს მშვიდად. თქვენი ნერვები და გონებაც განიავდება დაბავშვიც განიავდება.

Posted by: NatiaGull 24 Nov 2020, 21:08
Tua
თეო, მზა ფორმულა რომ წავიღო თერმო ჩანთით შეიძლება ?
და ქაფქაფა წყალში უნდა გავუკეთო ხოლმე თუ ცხელ ადუღებულში ?

Posted by: Tua 24 Nov 2020, 21:10
alesandra
პატარა ანგელოზებს აქებენ ლილოში, ფბზეც არიან, მე ბამბინოში ვუყიდე ბოტასი მანამდე და ეხლა ზამთრისთვის გამოვუწერე აგებიც და ასეთი ბაჩები რადგან უკვე დადის გარეთაც
user posted image
* * *
NatiaGull
გოგო მე ძალიან კარჰი კონტეინერი მაქვს ფორმულის, მზა ფორმულას ვადა 1საათი აქვს მხოლოდ. ჰუმანა არვიცი რა გრადუსზე იხსნება არაწერია უკან?რამდენ გრადუსზე ხსნი? მწარმოებლის რეკომენდაცია რა არის? მე ატუ ოდნავ ცხელი წყალი.მქონდა თერმო ჩანთიდან ვიღებდი ცოტახნით და მერე ვაზავებდი. აი ასეთი მაქვს 13 მივეცი 1 თვიდან ჩვენი მეგზურია დღეც და ღამეც, 3 განყოფილებაა და უკვე ზუსტი კოვზები შგიძლია ჩაყარო , ღამე არც ვგებოდი საწოლიდან თერმოსი ეს და ბოთლი მედო უკვე გამზადებული დოზებით საწოლთანვე ვაკეთებდი და ვაძლევდი ეგრევე.
user posted image

Posted by: NatiaGull 24 Nov 2020, 21:29
Tua
ანუ ამაში ფხვნილს ყრიდი ?
და ბოთლს ხომ ყოველ.ჯერზე რეცხავდი
მე ვფიქრობდინისეთი კონტეინერინთუბარის რომ გამზადებული ფორმულას ტემპერატურა შეინარჩუნოს თქო, ანუ ჯობს ყოველ ჯერზე ახალი გავაკეთო

Posted by: Tua 24 Nov 2020, 21:48
NatiaGull
არა ფორმულას 1 საათი აქვს ვადა ნათი ვერ გააჩერებ მეტს. მე მაქვს 450მლიანი თერმოსი რომელშიც ვასხავდი წყალს ქაფქაფას ცხელა, ბოთლში ვასხავდი ამ წყალს რომეოიც ამის გაღვიზებამდე ცივდებოდა მერე ვავსებდი ცხელი წყლით და ვყრიდი მაგ კონტეინერიდან ფორმულას, ბოთლი 2 მქონდა , შესაბამისად არ გასარეცხად ვიწუხებდი თავს, 1 ავენტის ნატურალი მეორე ავენტის ანტიკოლიკური. ნუ თუ მესამედაც ითხოვდა უკვე დათო დგებოდა გასარეცხად smile.gif) ძალიან კარგია თერმოსი ბაზრობაზე 10 ლარამდე ღირს და 8-10 საათი ინარჩუნებს ტემოერატურას. დაბადებიდან ზუსტად 3 ღამე გავწვალდი ეგრე ადგომით და მერე ასე ვაკეთებ დღემდე მიდგას ჩვევაში მაქვს smile.gif) სამგზავროთაც ამ კონტეინერით დავდივარ დიდი ხანია უკვე სუმრადაც აბა ყუთს ხომ არ ვათრევ. გარეთაც ეს მიმქონდა 1 კვება და ბოთლით წყალი ისეთი ტემპერატურის რომ იქვე გამეკეატებინა, ჩვენი ფორმულა 35 გრადუსზე კეთდებოდა და შესაბაკისად გაგრილება არსჭირდებოდა, ეხლაც უკვე ისეთ ტემპერატურაზე ვაკეთებ რომ არვაგრილებ. 75 გრადუსზე მარტო ვომს ვაკეთებდი ისიც მხოლოდ სახლში როცა ვაჭმევდი

Posted by: anibani18 25 Nov 2020, 00:07
Tua
გაზების გამოყოგის ტკივილსაც ხსნის ბობოტიკი? ეს გამოუოფს, მაგრამ წუხს მაინც. ახლა სძინავს და შფოთავს, წუხს, ფეხებს წევს და ხელებს იქნევს ძილში. მაგრამ არ გამოყოფს გაზებს. პილიონკა გავათბე და დავუდე მუცელზე, ვითომ ოდნავ დამშვიდდა.
NatiaGull
მეც მიჭირს სიახლეები, მაგრამ ეს სიახლე მაინც გულს მითბობს smile.gif გაივლის ეს დღეები მალე და მერე ვიცი, მომენატრება.
გოგო, რამდენს აცმევ ხოლმე? მე სულ ვნერვიულობ, ბევრს ხომ არ ვაცმევთქო და იქნებ ამ დროს გრიალად მყავს. არ ვიცი რა.
მეც მგონია, რომ მე ვუვლი არასწორად და იმიტომაა ასეთი ჭირვეული. მაგრამ არ ვიცი რა არის ეს "სწორი" მოვლა.
რა ვიცი, არა უშავს. დღეს 2 თვის გახდა smile.gif ისევ ველოდები ანალიზის პასუხებს, უკვე 2 კვირა გავიდა.
unusual
Tua
ძალიან კარგი რჩევაა, ბავშვი თუ ჩერდება გარეთ. ადრე გამყავდა და ხან ჩერდებოდა გარეთ, ხან ცალი ხელით ეტლს მივათრევდი და ცალ ხელში თვითონ მყავდა ატირებული. ახლა საერთოდ ვეღარ გამყავს, გავიყვან და მორთავს ხოლმე ღრიალს. მგონი ზამთრის ტანსაცმელი აღიზიანებს. დღეს უფრო თხელი კომბინიზონი ვუყიდე და იქნებ გაჩერდეს ხვალ გარეთ.
nionia
რას ამბობ, შენიც არ იძინებდა? აი, იცი როგორ დავიღალე დღეს. დილით რომ გაიღვიძა, მას შემდეგ ეძინება, არის გაშტერებული. მეც ვაძინებ და ვაძინებ. ჩაიძინებს, ჩავაწვენ და 5 წუთში ღვიძავს, მერე ისევ ვაძინებ და იგივე. გავწყდი წელში და მაინც ვერ გამოიძინა. პერიოდულად იწყებდა ტირილს, დანარჩენი დრო გაშტერებული იყო ისე ეძინენოდა. ხვალ დავანებებ თავს, ჩავაწვენ და იწვეს ასე, იქნებ დაიღალოს. უბრალოდ დედასთან ვარ და ყველა თავზე ადგას. ასე როგორ დაიძინებს. სახლში მინდა დაბრუნება.
იცი ჩიქვინიძე? კარგი ექიმია?
* * *
Tua
ეს კონტეინერი აქ იყიდე? მე ავენტის შუშის ბოთლში ვასხამ მდუღარეს და ვფუთავ მერე პილიონკებში, ვდებ პარკში და ცალკე ფორმულის ქილა მიმაქვს ხოლმე. ასე სჯობს, მართალი ხარ. თერმოსიც კარგი აზრია.


ვაიმე, დღეს გარეთ გავედი. ვხედავ ხალხი პატარებთან ერთად დადის შოპინგზე, მე კიდევ სადარბაზოს ვერ გავცდი ჩემს ჭირვეულასთან ერთად smile.gif))

Posted by: QISA 25 Nov 2020, 02:43
თუსი
რამდენად ყიდი?
............................

Posted by: NatiaGull 25 Nov 2020, 09:44
anibani18
წუხელ ძაან იჭირვეულა ამან, ახლაც წუწუნებდს, გავფუთნეთ, გავახვიე ადიელაში და აივანზე მყავს. მომენტალურად დაიძინა

Posted by: anibani18 25 Nov 2020, 10:14
NatiaGull
დასცხა ეტყობა, ნათი. ვერ გავუგე ვერაფერი ამ ჩაცმას. თხლად ჩავაცმევ და გაყინულია, ერთ ჟაკეტს მოვაცმევ ზემოდან და ნასიცხები უჩნდება. თან გაზებზე თბილ პილიონკას ვადებ, შველის ძალიან.
აივანი კარგი რამაა ბავშვის შემთხვევაში ♡

Posted by: თუსი 25 Nov 2020, 10:37
QISA
700 გაუფასურებულ ლარად biggrin.gif

Posted by: Tua 25 Nov 2020, 10:57
anibani18
ანი რას აცმევ ბავშვს? ეგრე ხანდახან იცის როცა სცხელათ და რამდენი გრდუსია სახლში? კიი კონტეინერი ავერსში ვიყიდე ისე ავენტისაც აქვს ასეთი ის 30 ლარამდე ღირს მგონი ან მეტი, თუ არგეჩქარება შეგიძლია გამოიწერო, მე თერმო ჩანთა მაქვს პსპში ვიყიდე და ინარჩუნებს წყლის სითბოს, ბოთლს და მაგას ვდებდი ამ თერმო ჩანთაში და დიდი ყუთებით აღარ დავდიოდი. თერმოსი ღამეა იდეალური. მეც შუშის ბოთლი მქონდა და შუშაში ისე სწრაფად არ ცივდება წყალი ისედაც და თერმოსიც მშველოდა კარგად, გაციებაც კიწევდა ჰაერზე.

მესულ ამასთამ.ერთადდავდივარ ყველგან, მანამდეც დავდიოდი, იყო გონაკლისები როცა.მარტო მინდოდა წასვლა მაშინ ვტოვებდი. დღემდე ეგრე ვართ ბაზარში, მაღაზიაშო ყველგან, ქარსითში ჩავსვავდა აგროჰაბში მივდივართ ხოლმე. კიდევ აუცილებლად მიაჩვიეთ ქარსითს ბავშვი, სადაც არდამყავდა ყველგან ქარსითოთ, დღდე უპრობლემოდ ზის და ჩერდება,1ხელაც არმჭერია ხელში.მგზავრობისას, სულ პაგტარაც რომ იყო 5 დღისაც

Posted by: NatiaGull 25 Nov 2020, 11:05
anibani18

ჩემსას აცვია ერთი უფეხო ბოდე, ზემოდან შარვალი და ერთი მოსაცმელი. ფეხზე თხელი ნასკი.
სახლში არის 25 გრადუსი.
ზოგჯერ რომ აფარებს ბებიამისი ადიელას, მგონია რომ ცხელა მაგრამ ჯერ ნასიცხი არ ჰქონია. ხელები გრილი აქვს ხოლმე

Posted by: anibani18 25 Nov 2020, 11:54
Tua
ვაკონტროლებ და 22-23 გრადუსზე მეტი არ არის სახლში. აცვია ერთი ბოდე თხელი და და ზემოდან პალზუნკა, ან შარვალი და მოსაცმელი რამე. არაფერი მაქვს განსაკუთრებით თბილი და ჩაღუნღულებული ტანსაცმელი.
ვნახავ ამ კონტეინერს, კარგი ნივთი ჩანს.

Posted by: Ninico 25 Nov 2020, 12:52
anibani18
ანი როგორ ხარ? მუცლის მასაჟი არ გიცდია? იუთუბზე ვნახე ვიდეო და ველედას ზეთით ვუმასაჟებ ხოლმე ჩემს ბიჭებს.
* * *
NatiaGull
ნათი, რუსულ საკვებზე რატომ გითხრა უარი ნეტა? ჩემები სამშობიაროდან ნუტრილაკს ჭამენ და არ არის ვითომ კარგი?

Posted by: NatiaGull 25 Nov 2020, 13:29
Ninico
რომ ვკითხე რომელ კვებას მირჩევთ თქო, ნებისმიერს გარდა რუსულისაო. უხარისხოაო.
არადა ბევრი ვიცი აქებენ რუსულს, რა გითხრა აბა... დეტალებშინარ აუხსნია, ასე მიპასუხა.
რას შვებიან შენი ტყუპები ? როგორ ართმევ თავს❤❤

Posted by: Sandra2209 25 Nov 2020, 13:42
anibani18
ბაუნსერი რომ სცადო ან სვინგი? ძალიან მოსწონთ პატარებს, თან ხელში რომ არ გყავდეს სულ მაგაშიც დაგეხმარება

Posted by: Tua 25 Nov 2020, 13:46
NatiaGull
ნათი სცხელა ბავშვს გახადე რამე 1 ცალი, წუხდებიან როცა სცხელად და იჭინთებიან წითლდებიან, თან როცა ხელში გიჭირავს, ბავშვს უნდა ეცვას ისე როგორც თქვენ გაცვიათ +1 თხელი მოსაცმელი ზამთარში, და ზაფხულში ისე როგორც თქვენ გაცვიათ. ბავშვთა გადახურება და უეცარი სიკვდილი ნახეთ . ფეხიანი პალზუნკა , თხელი წინდა ფეხზე და თხელი ფულე მოსაცმელი, ან მოკლემკლავიანი ბოდე პალზუნკა და თხელი ნასკი, ამიტ უნდა შემოიფარგლოთ სახლში, ბავშვს როცა სცხელა.მაშინაც წუხს, რო წამს მაშინ 2მაგად სცხელა კიდევ

Ninico
ნუტრილაკი ერთერთი საუკეთესო საკვებია

Posted by: Ninico 25 Nov 2020, 14:12
NatiaGull
მეუღლე მეხმარება ძალიან, ჩემზე უკეთესად აითვისა რაღაცეები smile.gif
მე სრული პანიკა ვარ, სულ ამათ კუკუებს და ფისებს დავყურებ. საჭმელი თუ დატოვეს ხო შეურაცხადი ვხდები biggrin.gif

Posted by: NatiaGull 25 Nov 2020, 14:35
Tua
გოგო ერთი ბოდეთი და შარვლით არ შეცივდება ? მოკლემკლავიანი და უფეხოა ბოდე. რაც ჩამოვთვალე ყველაფერი თხელი ქსოვილია...
აღარ ვიცი რაა, ვერ ვხვდები როდის ცივა ან ცხელა ამ ბავშვებს biggrin.gif
Ninico
ყოჩაღ რა ❤ მე ზედმეტად კეთილი ვარ აბა ? biggrin.gif რადგან მთელი დღე მუშაობს მეუღლე, ღამით ვცდილობ არ შევაწუხო მეცოდება ხოლმე. თან ვერაფერს აკეთებს, ბავშვს რომ აიყვანს ეს უფრო ჯღავის biggrin.gif

Posted by: Tua 25 Nov 2020, 16:26
NatiaGull
ფეხები და ხელები მაგ ასაკში სულ ცივი აქვთ შესაბმისად ვერც კიხვდები სცივა თუ არა, მერე რაა თხელი როა სახლში 25 გრადუსი რომ გაქვს ეგ უკვე იმას ნისნავს რომ ბავშვი მხოლოდ მკლავიან ბოდეში და შარვალსი უნდა გყავდეს, ბავშვებისთვის რეკომენდირებული ტემოერატურა 22-23 გრადუსია, ეგრე რომ ჭიწყინებს დიდი შანსია შეფუთვნის ბრალიც იყოს და წუხდება ბავშვი.

Posted by: Ninico 25 Nov 2020, 16:31
NatiaGull
გოგო არ ვიცი რა მჭირს, სხვა რომ კიდებს ბავშვებს ხელს ვღიზიანდები, მარტო ჩემს ქმარზე არ მაქვს რეაქცია.

Posted by: anibani18 25 Nov 2020, 16:36
Ninico
ნინო, როგორ ხარ? როგორ არის პატარა? გყავდა ექიმთან?
კი, ვუმასაჟებ ხოლმე და ყუჩდება ცოტა ხნით. მაგრამ ტანსაცმლის ზემოდან ვუკეთებ ხოლმე. ვიცი, ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ სხვანაირად ვერ ვახერხებ ჯერ.
Sandra2209
კომგორტულია? ვნახავ აბა.
დღეს შევკარი და სძინავს ტკბილად. დროც გამომიჩნდა ცოტაოდენი. ნეტა აქამდე მეცადა რა.

Posted by: Ninico 25 Nov 2020, 17:19
anibani18
კი, ჩავაბარეთ ანალიზი და საეჭვო ზონაშიაო პასუხი. ახლიდან დაგვიბარეს კიდევ განმეორებითზე და ახლა გვიწევს მისვლა. ისე არ მინდა ამ პანდემიის დროს კიდევ მიყვანა, სულ ფეხს ვითრევ. თან აოფლიანებენ ბავშვს და მოკლედ რა, მგონია რომ ტყუილად დაგვატარებენ sad.gif
* * *
მე ვერაფრით შევკარი ესენი, ხელები თუ არ იქნიეს ისე არ შეუძლიათ. არადა ირტყავენ სახეში.

Posted by: Sandra2209 25 Nov 2020, 17:25
anibani18
კიი, ძალიან დიდ შეღავათს მოგცემს.
მე საქანელის მსგავსი მქონდა და კარგად გამოვიყენე, მერე ჩემს მეგობარს ვათხოვე და ამოუისუნთქა, ბავშვის დაბადების შემდეგ პირველად დავლიე ყავა ადამიანურადო ამბობდა.
წარმატებები <3

Posted by: anibani18 25 Nov 2020, 17:34
NatiaGull
Ninico
ყოჩაღ შენს ქმარს, ნინო ♡
მეც ვერ ვეუბნები ვერაფერს ჩემს ქმარს. 5 სამსახურში მუშაობს და რამეებს ვერ გაათენებს. მეცოდება
* * *
Ninico
მეც მეგონა რომ ვერ შევკრავდი, უზომოდ თავნება და ჭირვეულია. მაგრამ დღეს დავაძინე და მერე შევახვიე. გადაბმულად ეძინა 2,5 საათი.
ნეტა ტყუილი იყოს ყველაფერი ♡
Sandra2209
მე შეზლონგი მაქვს, წვება ხოლმე. შენი თავისით ირწეოდა?
მადლობა ♡

Posted by: NatiaGull 25 Nov 2020, 21:58
Ninico
გოგო რისი ანალიზი ? ტყუილად ხომ არ გიხეთქავენ გულს.. ??

Posted by: Sandra2209 25 Nov 2020, 22:34
anibani18
კი თავისით ირწეოდა, რამდენიმე რეჟიმი აქვს, თან მუსიკა და თავზე სატრიალო სათამაშოები, რომლითან კარგად ერთობოდა.
მგონი ცოტა გაზებზე გასვლაშიც ეხმარებოდა ასე ქანაობა, განსაკუთრებით გაღიზიანებული თუ იყო მაშინ ვსვამდი და აწყნარებდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ საქანელის გამო საერთოდ არ მიჩვეულა რწევით დაძინებას, არადა მაგის შიში მქონდა.
აი დაახლოებით ასეთი უყო ჩემი
user posted image
* * *
კიდევ ეს საწოვარა და სათამაშო დამეხმარა ძალიან.user posted imageuser posted image

Posted by: nionia 25 Nov 2020, 23:14
anibani18
QUOTE
რას ამბობ, შენიც არ იძინებდა

არა ანი, არ იძინებდა, ყოფილა დღეები რომ დღის ძილით საერთოდ არ ეძინა და არც გარეთ გაყვანა შველოდა შენ წარმოიდგინე, ყოველდღე გამყავდა მაგრამ არც გარეთ არ იძინებდა, დღემდე ასეა, გარეთ არ მახსოვს 40 წუთზე მეტი ჩასძინებოდეს, მშურს ხოლმე რომ ყვებიან გავიყვანთ და საათობით სძინავთ გარეთო, ჩემს ბიჭს თვალიერება და მოსმენა ურჩევნია ყველაფერს, ფერადად განათებულ შენობებზე ჭკუას კარგავს, შეუძლია საათობით უყუროს :დდდ და ზღვაზე ხომ საერთოდ, უყურებს უყურებს და უსმენს ტალღების ხმას love.gif
ერთადერთი სადაც გადაბმულად ეძინა საათები იყო მანქანით მგზავრობისას.
თეოს ვეთანხმები მეც პირველივე დღიდან პატარა მანძილზეც სულ ქარსითით დამყავს,წამით არ ქონია პრობლემა,
* * *
QUOTE
იცი ჩიქვინიძე? კარგი ექიმია?

კი კარგია ძალიან.
QUOTE
უბრალოდ დედასთან ვარ და ყველა თავზე ადგას. ასე როგორ დაიძინებს

მართალია, შეიძლება ეგეც აწუხებდეს

Posted by: Ninico 26 Nov 2020, 05:39
NatiaGull
ქუსლიდან რომ უღებენ ნათი ანალიზს სამშობიაროში გენეტიკურ დაავადებებზე. მანდედან ერთ-ერთზე მუკოვისციდოზზე იყო ცოტა მაღალი მაჩვენებლი და განმეორებით ანალიზებს გვაკეთებინებენ. ოფლით კეთდება.

Posted by: QISA 26 Nov 2020, 08:20
ირაკლი რცხილაძის საკონტაქტო ინფორმაცია მომწერეთ ვისაც გაქვთ.
მადლობა.

Posted by: NatiaGull 26 Nov 2020, 10:19
Ninico
95% შემთხვევაში უარყოფითი მოდის ხოლმე, არ იდარდო :*

Posted by: anibani18 26 Nov 2020, 13:43
Sandra2209
მადლობა დიდი, რჩევებისთვის. ვნახავ ასეთს, იქნებ ჩემს გოგოსაც მოეწონოს.
თქვენ შვილსაც დაძინების პრობლემა ჰქონდა? ამ ნივთების გარდა, სხვა რჩევებსაც ხომ ვერ მომცემთ, როგორ დასძლიეთ ეს პრობლემა.

nionia
ადრე ჩემი გოგოც იძინებდა მანქანაში, ახლა მანქანაშიც უჭირს. მოკლედ, ერტი დღე ესეა, მეორე დღე სხვანაირად. ვერაფრით ავეწყვეთ ჯერ.
ეძინებოდა შენს ბიჭს? ჩემსას იცი როგორ ეძინება. თვალები სულ წითწლი და გაშტერებული აქვს. დაიზინებს ცოტა ხანი, გაეღვიძება მერე.

ვაიმეე, გოგონებო, ისივ არ არის პასუხები. გული გადამეწურა. შეეშალათ რაღაც და კიდევ ერთი კვირა უნდა ველოდო.
იქნებ მიქელაძესთან მივიყვანო. გქონიათ ვინმეს მასთან შეხება?

Posted by: Sandra2209 26 Nov 2020, 15:09
anibani18
მგონი ყველა პატარას აქვს ასეთი სირთულეები, აქამდე კონფორტულად ისხდნენ მუცელში და უცებ გარემოს შეცვლა უწევთ...
ტამიტაბი გიცდია? როცა ვეღარ ვიგებდით რა უნდოდა ღამის სამ საათზე, ტამიტაბში ვსვავდით და წყნარდებოდა.
თეთრი ხმაურის სხვადასხვა ვარიანტები სცადე და აუცილებლად მოეწონება რომელიმე, ფენის და სხვა ხმებია ერთმანეთში არეული და რამეს მოიწონებს. ჩემი შვილი რომ იძინებდა მაშინაც ჩართულს ვუტოვებდი რომ მშვიდად დაეძინა.
რამე პრობიოტიკებს აძლევ ნაწლავური ფლორა რომ სწრაფად მოუწესრიგდეს? ექიმს კითხე, რადგან გაზები და კოლიკი აწუხებს შეიძლება გირჩიოს რომელიმე ბრენდი, მე ბიოგაიას ვაძლევდი და კმაყოფილი ვარ.
წარმატებები!

Posted by: NatiaGull 26 Nov 2020, 15:50
anibani18
რა ეტაკათ რატომ გალოდონებენ ამდენს ? მეც მომიშალეს ერთხელ ნერვები და ვიჩხუბე, შეაწუხე ერთი, გააკეთონ თავისი საქმე ნორმალურად.

Posted by: anibani18 26 Nov 2020, 16:38
NatiaGull
არ გაუგზავნით გერმანიაში იმ ოთხშაბათს, როცა ჩვენ ჩავაბარეთ. არა და ასისტენტნაც და ვისთანაც გადავიხადე, მითხრეს, გავაგზავნეთო. კვირასი ერთხელ აგზავნიან გერმანიაში და ორი კვირა უნდა პასუხების მოსვლას.
დილიდან მეტირება. ჩემმა გოგომ კი ვერაფრით ჩაიძინა ცრემლები რომ წამსკდეს.
ძალიან მეშინია. დიდი უკეთესობას ვერ ვატყობ თავის ჭერის მხრივ.
Sandra2209
ტამიტაბში ახლა ვეღარ ვსვამ. თითქმის სულ ტიტის თუ არ სძინავს და ატირებული როგორ გავხაფო ან როგორ ჩავსვა ტამიტაბში.
რცხილაძემ მოგვიხსნა ყველა წამალი დ ვიტამინის გარდა

Posted by: NatiaGull 26 Nov 2020, 20:46
anibani18
შენ ახლა იმან უფრო გაგანერვიულა, პასუხი რომ დააგვიანეს. სიმშვიდე შეინარჩუნე და კარგაზე იფიქრე, ან :*
მოუგვარებელი არაფერია რაც მთავარია, ხომ გითხრა ირაკლიმ რომ თუ რამეა თავიდანვე სწორი მკურნალობით ყველაფერს ვმართავთო :* ❤

Posted by: Tua 26 Nov 2020, 22:10
anibani18
anibani18
მიქელაძის 5 წუთიანი კონსულტაციები აქვს და მაგისი პაციენტები ირაკლისთან გადმოვიდა ბევრი sad.gif ბევრთან გასინჯვაშიც გამოპარვია აღაცეები ბევრი ხალხის გამო ძალიან ჩქარობს გასინჯვებსო . დაელოდე პასუხებს ისე რაცუდია რომ შეეშალათ და არგააგზავნეს... მრჩეველისგან ამას არმოველოდი , მაგრამ ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება , როცა დედა ნერვიულობს და ცუდ ხასიათზეა ხომ იცი ბავშვიც გრძნობს ❤

Posted by: bbb5 26 Nov 2020, 22:56
გოგოებო როგორ ხართ???? უცბად მოვიცალე და მომავალ მსობლებში შევიჭყიტე და მე ვერ ვიპოვე თუ ზაფხულის მერე აღარ გახსნილა ახალი?????
კიარ ველოდები ჯერ მეორეს მაგრამ რო მომინდეს ეგ იმხელა იმედი იყო ^_^

ჩემი ბარდღუნია მაგიჟებს სხვა სამყაროში ვარ და თქვენ როგორ ხართ? ყველა მომენატრეთ ^_^

ჩემსკენ ყველაფერი დალაგდა ასეთუ ისე. მუშაობაც დავიწყე ძიძაც სუპერი ვნახე ეს კორონა გვაფერხებს ცოტას დაა.შ. თორე ისე კარგად. ^_^

Posted by: makarena 27 Nov 2020, 09:56
anibani18
მიქელაძემ შუილი ვერ მოისმინა ჩემი შვილის და რცხილაძემ გვითხრა. ამიტომ, მე მაგასთან აღარ მივსულვარ. შენს ადგილას დაველოდებოდი პასუხებს და ისევ ირაკლისთან დავრჩებოდი.

თუმცა შეხედე, თუ რამე არ მოგეწონება ირაკლისი მერე, შეგიძლია ერთი ვიზიტი გააკეთო თემურისთანაც.

bbb5
https://forum.ge/?f=97&showtopic=35174588 ეს თემაა ბოლო და ოქტომბერშია გახსნილი.

Posted by: unusual 27 Nov 2020, 21:49
მესიჯი მომივიდა თუ თქვენი ბავშვი ერთ სიტყვასაც არ ამბობს ექიმს მიმართეთო? ეს ამბობს აგალითად დადადადა- ს უაზროდ რაიმე სიტყვა როგორც ასეთი არ იცის და საგანგაშოა? და ასევე 1 წლის ბავშვს რამდენი კბილი უნდა ქონდეს? ან სრულად როდის უნდა შეევსოს?

Posted by: nino84 27 Nov 2020, 23:22
anibani18
პირველ რიგში დამშვიდდი, როგორც ტუამ გიYხრა გადადის დედის განწყობა ბავშვზე, ამაში არაერთხელ დავრწმუნდი. მრჩევლისგან მეც მიკვირს ეს როგორ დაემართათ. მიქეკაძეს რაც შეეხება, ზერელედ გასინჯათქო ვერ ვიტყვი, მაგრან თითქოს მალე უნდა გაგიშვას, ეგ შეგრძნება დამრჩა, თუმცა რაც მითხრა არაფერი შეშლია, ნუ კვების რეკომენდაციებს არ ვთვლი.

Posted by: Dark_Sky 28 Nov 2020, 04:42
Ninico
ჟვანიაში კეთდება ეგ ანალიზი, გაუკეთეთ ოფლის ტესტიც და ეგ ამოვიდა საეჭვო ? თუ სამშობიაროს ანალიზზე ამბობთ?
ეგ დაავადება მხოლოდ იმ ანალიზით დასტურდება რაც გერმანიაში კეთდება. უმრავლესობას უარყოფითი მოსდის

Posted by: Janee 28 Nov 2020, 09:09
გოგოებო გამარჯობა
პაპ ტესტში , ascus საშიშია რამე???
ექიმს რომ ვკითხე მაქს თუ არა პაპილომა თქო,ინფექციებისგანააო ამაზე მიპასუხე
კოლპოსკოპია აჩვენებდა რომ რამე??

Posted by: nopiahopi 28 Nov 2020, 11:14
unusual
QUOTE
ასევე 1 წლის ბავშვს რამდენი კბილი უნდა ქონდეს?

ჩემსას პირველმა ორმა კბილმა ერთად რომ ამოჭრა, 1 კვირაში გახდა 1 წლის biggrin.gif გენებში აქვს გვიან ამოსვლა. მერე ორ-ორი ამოსდიოდა სულ.
ზოგს 6 თვიდან ამოსდის უკვე.
* * *
Tua
QUOTE
მრჩეველისგან ამას არმოველოდი

სხვათაშორის თებერვალში ორსულმა მეგობარმა გამოიძახა სახლში და ისეთი პასუხები მოუვიდა, ანდერძს წერდა შეშინებული გოგო. მერე აღმოჩნდა, მთელი დღე უტარებიათ ამის სისხლი და არ ვიცი გაფუჭდა, თუ შენახვის პირობა არ დაიცვეს, თავიდან აუღეს და ყველაფერი ნორმაში იყო. ამას კი შერჩა ნერვიულობა, 2-3 დღე ხმას არ გვცემდა, ისეთი შეშინებული იყო ანალიზის პასუხებით.

Posted by: Ninico 28 Nov 2020, 12:51
Dark_Sky
KidCo. პედიატრიული ქირურგიის ცენტრში გაგვაგზავნეს. სამშობიაროში რაც აუღეს იქ იყო მაღალი იმუნორეაქტიული ტრიფსინის მაჩვენებელი, მერე ჩავაბარეთ ანალიზი ოფლში ქლორიდების რაოდენობაზე და პასუხი არის Grey zoneში, ანუ როგორც მითხრეს კიდევ ერთხელ უნდა ჩავაბაროთ იგივე ანალიზი, რომ ვნახოთ თუ მიდის კლებაში. ჩვენს გარდა კიდევ 3 თუ 4 ბავშვი ყავდათ მოყვანილი იგივე ანალიზზე sad.gif
* * *
შტუტგარტის ლაბორატორია კარგია? რაღაც პერიოდის წინ დამირეკეს აქციაში მოხვდიო და შენ და შენი ოჯახის წევრებს ფასდაკლება გეკუთვნითო ანალიზებზე.

Posted by: Dark_Sky 28 Nov 2020, 20:29
Janee
მე მქონდა მშობიარობის შემდეგ ეგ დიაგნოზი და საშვილოსნოს ყელზე დაზიანება. მომიყინა ჩემმა ექიმმა და გააკრიალა მთლიანად საშვილოსნოს ყელი. დროულად მიხედე
* * *
Ninico
მე ჟვანიაში ავუღე. მარია ერთი გოგო მიქელაძემ გამიშვა. ძალიან მარტივად დაამაგრა ხელზე 2 საათში დავბრუნდით უკან და იყო პასუხი ყოველგარი წვალების გარეშე. შემიძლია ნომერი მოგცე პირდაპირ მაგ გოგოს დაურეკავ და მიგიღებს. ზაფხულში ვიყავით და არანაირი ზედმეტი ოფლის გამოსადენად არ გაუკეთებია. ვითომ მაგიტომ?

Posted by: Janee 28 Nov 2020, 22:06
Dark_Sky
აუ...ორი წელია გასული
ისე მითხრა რომ ინფექციისგანააო დამიმდენი რამე დანიშნა ყველაფერი დავლიე და აღარ მივედი უბრალოდ
თქვენ რისგან გქონდათ?
სარკეებიტაც ნახეს
პაპ ტესტის მერე რაც კეთდება colcoscopy ეგეც ნახეს და ინფექციაო sad.gif

Posted by: NatiaGull 29 Nov 2020, 03:58
არ გვძინავს ჯერ ჩვენ... biggrin.gif ძალიან აწუხებს გაზები

Posted by: anibani18 29 Nov 2020, 09:50
NatiaGull
Tua
makarena
nino84
გოგონებო, მადლობა გამხნევებისთვის ♡ ველოდები პასუხებს, იმედია შემდეგ კვირაში მაინც მოვა.
NatiaGull
ნათი, ბამი ტაბი იყიდე, მაგან გადაგვატანინა პირველი თვე. კიდევ თბილი პილიომკა დაადე მუცელზე, წრიული მოძრაობებით დაუმასაჟე ღიპი. ერთ მალამოს გაჩვენებ კიდევ, აბაზანის შემდეგ მუცელზე ვუსვამ წრიული მოძრაობებით და გაზები ღამით საერთოდ აღარ აწუხებს. უბრალოდ არ ვიცი აქ თუ იყიდება, მულმა გამომიგზავნა გერმანიიდან.
ახლა როგორ არის?
* * *
აი, ეს მალამო. მცენარეულია.user posted image

Posted by: NatiaGull 29 Nov 2020, 11:14
anibani18
აუ ან, მალამო პირველად მესმის. რა პრინციპით მოქმედებს ნეტა ? ანუ გაზებს როგორ შველის...
დილით ასე 8სკენ ჩაიძინა და კარგად არის.
ღამით უტევდა ძაან, საკვების შეცვლა უნდა ვცადო. ნუტრილაკის რძემჟავა მირჩიეს.
აუ რა კაია, ანუ შენს გოგოს ძინავს კარგად ?❤❤

Posted by: anibani18 29 Nov 2020, 14:59
NatiaGull
ნათი, ჩვენ ძალიან მოგვეწონა ნესტლეს ნანი, სამმაგი კომფორტი. კუჭის მოქმედებაც დაურეგულირა, ყოველ დღე გადის, თითქმის ერთსა და იმავე დროს. და ამანაც უშველა გაზებზე. ჰუმანამ საშინლად შეკრა, მუცელიც აწუხებდა ჰუმანაზე რომ იყო.
ალბათ მალამო მუცელს უთბობს, არ ვიცი ზუსტად. შეკვრამაც ძალიან გვიშველა♡ ნეტა აქამდე მეცადა. კი ბრაზდება ხოლმე, რომ ეღვიძება შეკრულს, მაგრამ სამაგიეროდ სძინავს ცოტა მაინც. დღის ძილზე ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე, რაც ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქებდა უძილობას.
შენი გოგო როგორ იძინებს? ჭამის დროს, ხელში ქანაობისას თუ როგორ? იცი ჩემსას როგორ არ უყვარს დაძინება, არაფრით დახუჭავს თვალს, როცა სადმე წევს.
თუ გინდა, შემიძლია ნახევარი შეკვრა გამოგიგზავნო. იქნებ თქვენც გამოგადგეთ.

Posted by: NatiaGull 29 Nov 2020, 15:52
anibani18
გოგო კუჭში ყოველდღე გადის, ეს გაზები აწუხებს... თან რომ ეძინება ხოლმე ხუჭავს თვალებს და უცებ სპაზმი აღვიძებს, მეცოდება.
კი შეკვრა კარგია ძაან... მშვიდდება ხოლმე.
დაძინებას რაც შეეხება, ჭამის დროსაც ჩაიძინებს ხოლმე ზოგჯერ და ხელშიც. ასე თავისით რომ დავაწვინო და დაიძინოს , არა.
გაიხარე ან, შევხედავ ჯერ აბა ვცდი ყველაფერს. სენც დააკვირდი როგორ მოქმედებს ეგ მალამო. ნეტა მოეხსნას ცოტა მაინც დისკომფორტი შენს გოგოს და დაიძინოს ❤❤❤❤

Posted by: ნაჭუჭა 29 Nov 2020, 15:56
anibani18
ანი გამარჯობა, ეს დღეებია შემოვდივარ და ვადევნებ თვალს რომ რაღაც ანალიზებს ელოდებით და ბავშვს თავის დაჭერის პრობლემა აქვს, სამწუხაროდ არ მაცდის ბავშვი წინა პოსტები დომ ვნახო რასთან გაქვთ ეჭვები და საქმე და შეგიძლია მოკლედ მომწერო? რადგან მეორე ბავშვზე გვქონდა მსგავსი შემთხვევა და იქნებ რამეში გამოგადგეს ჩემი გამოცდილება❤️, ჩვენც მრჩეველიდან გავგზავნეთ მაშინ ანალიზები
* * *
anibani18
მიქელაძეს რაც შეეხება მე ძალიან კმაყოფილი ვარ, უფროსები ორივე მაგასთან გავზარდე, მართალია სიტყვაძუნწია მაგრამ თუ რაიმე პრობლემა შენიშნა აუცილებლად გულდასმით და ყურადღებით სინჯავს, რაც მთავარია დიაგნოზი არ შეშლია არასდროს, ეხლა პატარა სხვასთან დამყავს კონსულტაციაზე რადგან მიქელაძესთან რიგია სულ და აღარ მაქვს ნერვი, ეს გოგოც მიქელაძის გამოზრდილია და მის დაქვემდებარებაშია მაგრამ თუ რაიმე პრობლემა ექნება ბავშვს აუცილებლად მასთან მივიყვან, მე ძალიან ვენდობი

Posted by: anibani18 29 Nov 2020, 19:22
NatiaGull
თუ მოგინდება, მითხარი და გამოგიგზავნი.
არ ვიცი რა აწუხებს ჩემს გოგოს, მაგრამ დაძინება არ შეუძლია და არც უნდა ხოლმე. ძალით იღვიძებს თავს, ასე მგონია ხოლმე.
ჩავაწვენ და უმალ ჭყიტავს თვალებს. მოკლედ, დღე დაძინებების ულები მცდელობებით გამოირჩევა.
ნაჭუჭა
მადლობა გამოხმაურებისთვის. რომ მივიყვანე ირაკლისთან, ჩემი გოგო იყო თვე ნახევრის. თავი უკეთ უნდა ეჭიროსო მითხრა. ჩავაბარეთ სისხლის ანალიზები, ლაქტატი და ამიაკი აქვს მაღალი სისხლში. არ მითხრა, რას ნიშნავს ეს და საკმაოდ ვინერვიულე ამაზე. კიდევ ჩავაბარეთ ანალიზი 18 გენეტიკურ და იმუნურ დაავადებაზე და გლუვი კუნთის სკრინინგი. ესენი გერმანიაში გააგზავნეს და მესამე კვირაა ველოდებით პასუხებს. ლაქტატ აცედოზი, ასისტენტმა მითხრა რომ ამ დაავადებაზე აქვთ ეჭვი, მაგრამ მჟავა-ტუტოვანი წონასწორება სისხლში ნორმაში აქვს, ასე რომ არ ვიცი რას ფიქრობენ ახლა. ნევროლოგმა გვითხრა, ყოჩაღი გოგო ჩანსო და ჰიპოტონიის მკვეთრად გამოხატულ ნიშნებს ვერ ვხედავო. დაახლოებით 2 კვირაში ისევ უნდა მივიდეთ. თუ საჭიროდ ჩათვლის ტვინის მრტ გვექნება გასაკეთებელი.
შენს შვილს რა დიაგნოზი დაუსვეს?

Posted by: Tua 29 Nov 2020, 21:53
anibani18
ანი შენს მიცელზე რომ დაიწვინო შუადღეს მაინც არსძინავს? ან შენც რომ მოუწვე გვერძე მაინც იღვიძებს?

Posted by: ნაჭუჭა 29 Nov 2020, 22:20
anibani18
გასაგებია, ვფიქრობ რომ არ იქნება რამე სერიოზული, ზოგჯერ ტყუილად იციან ხოლმე განგაშის ჩართვა, თუმცა რაც უნდა იყოს შენ უნდა გაძლიერდე და შენს შვილიკოს დაეხმარო რეაბილიტაციაში❤️ჩვენ ასეთი რამე დაგვემართა- დაბადებიდან სულ ეძინა, ძალით ვაფხიზლებდით დღისითაც რომ ეჭამა, ჭამასაც არ ითხოვდა, თუმცა როცა ფხიზლად იყო ახალშობილის პირობაზე იჭერდა ასე თუ ისე თავს სუსტად, პირველი აცრის შემდეგ ორი დღე ტემპერატურა ქონდა და მას მერე შევამჩნიე რომ საერთოდ ვეღარ იკავებდა ბავშვი თავს და იყო მივარდნილი, ორთვენახევრის იყო დაახლოებით, მაშინვე გავაქანეთ მიქელაძესთან, უნდა იჭერდესო და არ მოეწონა ბავშვის საერთო მდგომარეობა, კრეატინ კინაზა გავაგზავნეთ გერმანიაში , სხვა არაფერი ჩაგვიბარებია, მაგის პასუხს დაველოდოთ და ისე ვიმოქმედოთო გვითხრა, პასუხი ჩამოვიდა იყო ზღვარზე, აღარ მახსოვს მაღლა თუ დაბლა, მოკლედ არ მოეწონა ეს და გაგვაკეთებინა მერე კუნთების იმპულსებით გამოკვლევა, კუნთოვან დისტროფიაზე ქონდათ ეჭვი, ნერვოპათოლოგთანაც გვყავდა-გოჩა ჩიქვინიძესთან,ამ ასაკში იწყება გამოვლენა ჩვილებშიო, აღარ მახსოვს კვლევას რა ერქვა, წვრილ წვრილი ნემსები ჩაარჭეს ბავშვს მხრის და ტერფების კუნთებში და დენის იმპულსებს უშვებდნენ, კარდიოგტამასავით იყო პასუხი, აქაც არ მოეწონათ, იყო რაღაც ჩავარდნები და გვითხრეს რომ ასეთ პატარაზე ძნელია გადაჭრით თქმა ნამდვილად ეს არის თუ არაო და ლოდინის მეტი არაფერი დაგრჩენიათო, მოკლედ მე მაშინ გამოვიტირე ბავშვი, გვითხრეს რომ 6 თვემდე ან უკან უკან ეავიდოდა ბავშვი ან პირიქით, საბედნიეროდ გვიან მაგრამ თავისით დაიჭირა თავიც და განვითარდა მშვენივრად, თუმცა ეს სულ მქპნდა გულში ჩარჩენილი და გიჟივით ვაკვირდებოდი ბავშვს სულ, ახლაც კი რომ გამახსენდება მგონია რამე დაემართება კიდევ
* * *
anibani18
თქვენც გისურვებთ რომ ყველაფერი კარგად იყოს როგორც დემეტრეს შემთხვევაში იყო, 3 წლის ხდებოდა რომ გავიგეთ თალასემიური ნიშნის მატარებელია და არ არის გამორიცხული ამის გამო ქონდა მაშინ ის სისუსტე, მე ასე ვფიქრობ არვიცი ზუსტად
* * *
anibani18
რაც შეეხება ძილის პრობლემებს და შფოთვებს ნუ მიაწერ აუცილებლად რაიმე პრობლემას, ვატყობ რომ შენ თვითონ ძალიან განიცდი მის ამ მდგომარეობას ა ბავშვზეც გადადის მერე, არ ინერვიულო, უამრავ ბავშვს აქვს ასეთი მოუწესრიგებელი ძილი, კოლიკა და შფოთვები, ჩემი პირველი შვილი იყო ზუსტად მასე რასაც წერ, მემგონი უარესიც, არაფერი არ შველოდა და არასოდეს არ ეძინა, არც დღე და არც ღამე, კოშმარული თვეები გავატარეთ აღარ მახსოვს რამდენი, დიდხანს რომ გაუგრძელდა ეგ კი მახსოვს

Posted by: NatiaGull 29 Nov 2020, 23:04
გოგოებო, თმის ცვენა ჯერ არ დამწყებია,40 დღის მყავს და აწი შეიძლება დამეწყოს?

Posted by: ნაჭუჭა 29 Nov 2020, 23:12
NatiaGull
კი , ჯერ არ დაგეწყებოდა, 4-5 თვიდან იწყება ძირითადად

Posted by: Tua 29 Nov 2020, 23:17
NatiaGull
3თვიდან დაგეწყება -6 თვემდე გაგრძელდება ნათი, არაფერი შველის, არც ვიტამინი არც შამპუნი, მაგრამ თუ ისურვებ შეგიზლია რამე მიახმარო . ზუსტად 5.5-6 თვეზე შეკიჩერდა და უამრავი ახალი ამომივიდა.

Posted by: anibani18 29 Nov 2020, 23:22
Tua
თეო, ხანდახან არ იღვიძებს, უმეტეს შემთხვევაში კი ეღვიძება. იქნებ სინათლე უშლის ხელს, ამასაც ვფიქრობ, მაგრამ ოთახის ჩაბნელებას ვერიდები მაინც. რომ ვაძინებ, იღლიაში მიყოფს სახეს ან ხელს იფარებს თვალებზე.
ნაჭუჭა
ნატ, რას ნიშნავს თალასემიური ნიშანი?
ჩვენც ჩავაბარეთ კრიატინ კინაზა. ირაკლის ეგონა, რომ აქ იქნებოდა ცვლილებები, მაგრამ, უფლის წყალობით, მშვიდობა გვქონდა. ჩვენც ბატონ გოჩასთან ვიყავით ♡ ძალიან მადლიერი ვარ ამ კაცის. ლაქტატი და ამიაკი რომ მოვიდა მაღალი, გამოვიტირე მეც ჩვენი გოგო, რადგან არც ვიცოდი რას ნიშნავს. ინტერნეტში სასიამოვნო არაფერი ეწერა, ექიმის ასისტენტმაც დამირეკა და უბრალოდ სხვა კვლევები დაგვიმატა. ამან კიდევ უფრო გადამრია. ბატონმა გოჩამ.კიდევ ამიხსნა, რომ ლაქტატის სწორი მაჩვემებლის ნახვა რთულია, მით უმეტეს თუ ანალიზის აღებისას ძალიან ტიროდა ბავშვი. ამან კი გადადგა მრჩეველი, იმდენი იტირა. თურმე ტირილისას იმატებს ლაქტატი, ნერვიულობისას. ამიაკი კი საგანგაშოა, თუ ზედა ზღვარს ორჯერ ან მეტჯერ სცდება. ძალიან კარგად დაათვალიერა ბავშვი. არ მოეჩვენა მივარდნილად, როგორც ირაკლის. არც არის მივარდნილი, ძალიან ყოჩაღია, სულ მოძრაობს. მოგვცა იმედი, ყოჩაღი გოგო ჩანსო, ცოტა დრო მივცეთო. ახლა როცა ვავარჯიშებ, ვხედავ რომ თავს კი სწევს მაღლა, მაგალითად, როცა ბურთზე ვაწვენ, ან გულზე ვიწვენ, ან მუხლებზე. მაგრამ ხელებს არ ეყრდნობა. რამდენიმე დღეა, რაც მუშტს იტენის პირში და წოვს და იქნებ ახლა მიხვდეს, რომ ხელების გამოყენება შეუძლია. ვნახოთ.
საბოლოოდ რა დიაგნოზი დაგისვეს? თუ არც დაუსვამთ რამე დიაგნოზი?
მისი უძილობა ძალიან მღლის და მთრგუნავს. თან ღიზიანდება და ტირის მერე ძალიან. მშვიდას ვერაფერს ვაკეთებთ ხოლმე, ვერც ვიბანთ, ვერც ვიცვლით. გარეთ ამის გაყვანა არის სრული სტრესი. მაგრამ რომ ვალვირდებო ახლა, ეს ამდენი ტირილი უძილობასთან არის დაკავშირებული. როცა უფრო გამოძინებულია, არ ტირის საერთოდ.
მადლობა დიდი თანადგომისთვის. იქნებ მოვიდეს მალე პასუხები და გავიგო ბოლო ბოლო რასთან გვაქვს საქმე.


Posted by: ნაჭუჭა 29 Nov 2020, 23:37
anibani18
გოჩა არაჩვეულებრივი ექიმია, მახსოვს როგორ მამხნევებდა, მაგრამ ისეთი მაჩვენებლები ქონდა იმ მომენტში რომ თვითონაც ვერაფერი მითხრა ზუსტად, მარტო ლოდინი და თვეში ერთხელ გასინჯვა იყოერთადერთი გზა, ჩემთან ერთად უხაროდა ყველა ვიზიტზე გაყოჩაღებული რომ იყო ბავშვი❤️თალასემია არის სისხლის გენეტიკური დაავადება, ერითროციტები აქვს დემეტრეს მუტირებული, მადლობა ღმერთს მსუბუქ ფორმებში აქვს, ერთადერთი სისხლის დანაკარგის შემთხვევაშია საშიში რადგან აღდგენა გაუჭირდება, და ასევე ცოლს რომ მოიყვანს იმასაც თუ იგივე პრობლემა ექნება ბავშვი დაიბადება ავადმყოფი, სარძლო ანალიზებით უნდა შევარჩიო gigi.gif ნუ ნერვიულობ, დარწმუნებული ვარ არაფერი პრობლემა არ აქვს შენს გოგოს, ეს მცირედი ცვლილებები ზოგჯერ არსაიდან მოდის და მიდის ისევ როგორც ჩვენს შემთხვევაში❤️

Posted by: Tua 29 Nov 2020, 23:43
anibani18
არა ეგრე ნუ მიაჩვევ მერე დღე და ღამეერევათ ხოლმე.როგორც ვიცი. წესით მაგ ასაკში ეგეთებით არწუხდებიან, უბრალოდ ბავშვს აქვს ზნე ეგეთი ვერაფერს უზავ მთავარია შენ იპოვო გამოსავალი და ნახო როგორ მოსწონს და რა მოსწონს.

ნაჭუჭა
ეგ გენეტიკურია ანუ თქვენ გაქვთ მშობლებს რომელიმეს ? თალასემია გენეტიკურად გადადის როგორც ვიცი.

Posted by: ნაჭუჭა 29 Nov 2020, 23:53
Tua
კი გენეტიკურია და დედის ხაზით გადადის მხოლოდ, მე მქონია ძალიან მსუბუქ ფორმაში მაგრამ არც ვიცოდი რადგან არასოდეს არ შეუქმნია პრობლემა და არც გამომიკვლევია, დემეტრეს რომ დაუდგინდა მერე გამოვიკვლიე, ოღონდ ბავშვს უფრო გამოხატულად აქვს , ადენოიდების ოპერაციისთვის რომ ვამზადებდით გემოგლობინი ვერ ავუწიეთ ვერაფრით და მაშინ დავიწყეთ სისხლის გამოკვლევა , საბოლოოდ მაგას მივაგენით, ორ ჰემატოლოგთან ვიყავით და ორივემ გვითხრა რომ რადგან მარტო ერთი მშობლისგანაა გართულების შანსი ნულია, უბრალოდ როცა ავადობს უვარდება გემოგლობინი, უბრალო ვირუსზეც და სისხლის დანაკარგზე გაგვაფრთხილეს რომ თუ იქნება ასეთი შემთხვევა სისხლის გადასხმა შეიძლება დაჭირდესო, მუზარადისებური ერითროციტები უწერია დიაგნოზში

Posted by: anibani18 30 Nov 2020, 05:44
Tua
მართალი ხარ. ხან რას ვსინჯავ ხოლმე, ხან რას. ვპოულობ ხოლმე რაღაცეებს რაც მოსწონს.
ნაჭუჭა
გეთანხმები, ძალიან კარგი და გულისხმიერი ადამიანია და ექიმი გოჩა. მიხარია, რომ მასთან მივედი და არა სხვასთან.
მადლობა ♡

Posted by: Ninico 30 Nov 2020, 05:47
Dark_Sky
მადლობა. ორ დღეში მივდივართ ისევ და თუ ვერ მითხრეს კიდევ ზუსტი პასუხი შემდეგ გამოგართმევთ ნომერს.
* * *
გოგოებო, 24 საათი რომ იჭინთება ბავშვი რა ვუყო ვერ მეტყვით? sad.gif მეშინია ამდენი ჭინთვით რამე არ დაუზიანდეს weep.gif ჭამის დროსაც არ ჩერდება. საბავშვო ლაქტო ჯის ვასმევ და ჯერჯერობით არაფერი შეღავათი არ აქვს. ძილით მთელი დღე ღვიძავს და მერე მთელი ღამე ძინავს, მეორეს პირიქით.

Posted by: Tua 30 Nov 2020, 12:16
ნაჭუჭა
ჰო მეც მქონდა ჰემოგლობინის პრობემა და ეჭვობდნენ თალასემიას და არაღმომაჩნდა, მაქედან ვიცი რომ გენეტიკურია. მთავარია გამოკვლელულია ბავშვი და იცი. მოკლედ ამ ბავშვებს ათასი თვალი უნდათ რა.


Ninico
გაზები და კოლიკაა ეგ, სხვა წამლები სცადე , ბობოტიკი, ესპუმიზანი, კოლისპასი რავი ბევრნაირია და რომელიც მოუხდება . ლაქტო ჯი ფერმენტია და გაზებზე არშველის. ჩვენ ბობოტიკი გვიმსუბუქებდა ხოლმე გაზებს, ესპუმიზანმა არგვიშველა მიუხედავად იმისა რომ ერთი და იგივე ნივთიერებაა

Posted by: anibani18 30 Nov 2020, 12:42
Ninico
ტანი ტაბი სცადე, ნინ. კიდევ თეომ რაც წამლები გითხრა ან ენტეროკინდი ან ის მალამო ზემოთ რომ დავდე ფოტო. თბილი პილიონკა მუცელზე შველის გაზებს.

Posted by: nionia 30 Nov 2020, 13:34
Ninico
QUOTE
გოგოებო, 24 საათი რომ იჭინთება ბავშვი რა ვუყო ვერ მეტყვით?

გაზებია ეგ, აწუხებთ, ასაკობრივია და გადაუვლის სამი თვიდან (ან უფრო მალეც შეიძლება), თბილ წყალში ჩასვი ხოლმე ტამი-ტაბი მისწრებაა ასეთ დროს, ან თბილი შემოახვიე მუცულაზე, სიფხიზლის დროს მუცელზე ათამაშე ხოლმე, ესეც ძალიან ეხმარებათ, მუცლით მიიხუტე და იარე , ჩემსას ეს მეთოდი მოსწონდა და აწყნარებდა ყველაზე მეტად, ნუ მასაჟები და ველოსიპედის ვარჯიშები აკეთებინე რაც შეიძლება ბევრჯერ და გამძლეობა და სიმშვიდე მოიკრიბე , ეს უმნიშვნელოვანესია, მალე გადააგორებთ 2kiss.gif

Posted by: ნაჭუჭა 30 Nov 2020, 14:45
QUOTE (Tua @ 30 Nov 2020, 12:16 )
ნაჭუჭა
ჰო მეც მქონდა ჰემოგლობინის პრობემა და ეჭვობდნენ თალასემიას და არაღმომაჩნდა, მაქედან ვიცი რომ გენეტიკურია. მთავარია გამოკვლელულია ბავშვი და იცი. მოკლედ ამ ბავშვებს ათასი თვალი უნდათ რა

უჰ ნუ იტყვი, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ დედებს , ჯანმრთელობის ფასი არაფერია

Posted by: Ninico 30 Nov 2020, 17:33
Tua
ბეიბი ქალმს ვასმევ. თავიდან მოუხდა, მაგრამ ეხლა საერთოდ აღარ შველის. ექიმმა ალინან ჰეფი გვირჩია, თან დაამშვიდებსო და გაგიგიათ ეს წამალი?

Posted by: Tua 30 Nov 2020, 21:21
Ninico
ეჩვევა ბავშვი წამლებს შესაბაისად მე 3თვემდე ყოველ თვე ვუცვლიდი, ლაქტობაქტერიებსაც და გაზების წამაალსაც. არვიცი ეგ წამალი არც გამიგია, გოგოები რასაც ახმარდნენ ისინი ყველა ჩამოგიწერე,
ნორმოკიდიც სცადე ბევრი აქებს ჩვენ არგვიშველა.

Posted by: NatiaGull 30 Nov 2020, 21:35
Ninico
ბეიბი ქალმი, ენტეროკინდი, კოლიპრევი, რეუკოლი, ესპუმიზანი, კოლინი. ესენია ჩვენი წამლები biggrin.gif
რასაც აღწერ კოლიკა არის. აი ჩემი გოგო წუხელ 2დან დილის 8მდე აჭყეტდა თვალებს და წუწუნებდა. 8ის მერე ამ დრომდე მხოლოდ ჭამისთვის გაიღვიძა რამდენჯერმე, დანარჩენი ძინავს. ახლა თავისთვის იწვა საწოლში, სოსკა ჩავუდე და დაიძინა 20 წუთში.

Posted by: takoo1 1 Dec 2020, 00:32
ნაჭუჭა
გოგო ამას მგონი კიჭების გამო დაეწყო ეს უძილობა,ერთი ამოგვივიდა უკვე 6,5 თვეზე.მეორეს ჯერ ვერ ვხედავ ნეტა რომელ თვეზე რამდენი უნდა ქონდეს ეგ კი არ ვიცი biggrin.gif ცალკბილაა ჯერ ეს))) ჭამით ყველაფერს ჭამს აბსოლიტურად თფუ თფუ თფუ: ))))
* * *
anibani18
ანიი როგორ ხარ? რაშვება პატარა გამოუსწორდა ცოტა ძილი?რომ წავიკითხე 2საათი ეძინა შეკრულსო ისე გამიხარდაა:* რა კარგიაა,იქნებ მიაჩვიო ეგრე დაძინებას.ანალიზის პასუხები ჯერ არ მოსულა ხო?
* * *
Ninico
საშინელებაა ეს გაზები,ჩემი ხო 7თვისაა ყველაფერს ჭამს უკვე და მაინც აწუხებს ეს ოხერი გაზები,ძილში წკმუტუნებს ეღვიძება.დღემდე ბობოტიკს ვასმევ მე.შველის აშკარად,ამას შველოდა კარგად,ინდივიდუალურია რა ესე ვერ იტყვი.როცა ტიროდა მაშინ კი არ ვაძლევდი წამალივით ყოველდღე დილა საღამოს იმ დოზას რაც ეწერა.აპრუწუნებდა ხოლმე გამწარებული
* * *
გოგოებოო ეს ღამის თუ ძილის წინ ფაფა როა აჭმევთ?ჰიპის ვიყიდე და მივეცი რამოდენიმეჯერ მარა საათი ვერ გავიგე რომელზე მივცე,ეს ხან 11ზე იძინებს ხან რავიცი და ეგრე გვიან ხო არ ვაჭმევ,ყველაზე გვიან რომელზე შემიძლია რო მივცე,
და კიდე რა მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა თუ შემთხვევა..
მოკლედ ეს ბოლო პერიოდია შევამჩნიე რო თვალებს ქაჩავს კიარადა აი ზემოთ რო იყურება ძაბავს თითქოს და ნევროლოგთან ჯობია მივიყვანო მგონი,რატო შვება ვერ ვხვდები ვაკვირდები რა დროს აკეთებს და ესე პროსტა არ შვება.აი თუ ვეთამაშები და ახლოს მიმაქვს სახე თავს მადებს თავზე თითქოს იჭიმება ზემოთ ახედვა უნდა,ან თუ წევს და თამაშობს უკან რო გადაწევს თავს და იყურება თითქოს უჭირს გახედვა ეძაბება თვალი,ვერ ვხსნი სხვანაირად მოკლედ..

Posted by: Ninico 1 Dec 2020, 02:45
gogatakoo
საშინელებაა. დილას ორივე ბოლო ხმაზე ტიროდა და გავაქანე მაშინვე წყალში ჩავსვი, დავუმასჟე მუცლები და დავუთბილე. მერე კი დაიწყეს გაზების გამოშვება.

აუ გოგოებო, რომ ელაპარაკები და გიყურებენ უკვე დაკვირვებით თან გიღიმიან რა სასწაულია ❤️

Posted by: anibani18 1 Dec 2020, 03:22
NatiaGull
რა ბედნიერებაა თავისით რომ ჩაიძინა ♡ ამ ქალბატონის დაძინების მცდელობებში გადის მთელი დღე, ბოლო ყველა ვყრივართ ამდენი იავნანებისგან, ამას კიდევ მაინც ეღვიძება.
gogatakoo
თაკო ♡ ჩვენ არა გვიშავს, შენ და შენი ბიჭუნა რას შვებით? დიდი კაცუნა გყავს უკვე, კიჭიანი ♡
დღის ძილს მაინც არფერი ეშველა, დააძინებ და უმალ იღვიძებს. ვფიქრობ ხოლმე თავი დავანებო და იქნებ თავად დაიძინოსთქო, მაგრამ როგორც კი სადმე დააწვენ, ჭყიტავს თვალებს და იწყებს წრიალს, იმდენა იქნევს ხელ-ფეხს, სანამ ძილი სულ არ გაუქრება. შეკვრამ ღამის ძილზე ძალიან გვიშველა, ჭამიდან ჭამამდე უმეტესწილად მშვიდად, შფოთვის გარეშე სძინავს.
არ ვიცი თუ გვიშველის რამე დღის ძილზე.
ოთხშაბათს 3 კვირა ხდება რაც ჩავაბარეთ ანალიზები და იმედია პასუხიც მოვა.
Ninico
ყოჩაღ შენ ორ ბავშვთან ერთად ♡ მარტო შენ და მეუღლე უვლით, თუ ჰყავს კიდევ დამხმარე? რამდენის არიან ახლა?
კი, ამათი ღიმილი მართლაც გავიწყებს ყველაფერს ♡ ჩემი გოგონა ჟღურტულს იწყებს, ცდილობს თავის ენაზე გველაპარაკოს smile.gif

გოგონებო, მე კიდევ ეს კითხვა მაწუხებს, ბავშვი როცა, მაგალითად, ჭერში იყურება და იღიმება, ნორმალურია?

Posted by: NatiaGull 1 Dec 2020, 11:06
anibani18
ან, დღისითაც შეგიძლია ძაან მსუბუქად შეკრა. ხელები რომ ვერ იქნიოს ისე ❤
ესეც იყურება ხოლმე ჭერში, კედლებს აშტერდება და იღიმება, ნორმალურია.

გოგო რამდენს ჭამს შენი გოგო და რა გრაფიკით ? მთლიანად ხელოვნურზე გადაიყვანე ხო შენც ?

Posted by: Ninico 1 Dec 2020, 11:26

ჩემი დედამთილი ახლოს ცხოვრობს და ამოდის სამჯერ ორ-ორი საათით. ბანაობის დროს და ორი კვების დროს გვჭირდება დახმარება, იმიტომ რომ როცა ღამე მე ან ჩემს მეუღლეს გვძინავს დაგვეხმაროს და რომელიმე ბავშვს ყურადღება მიაქციოს biggrin.gif ასევე საკვებით გვამარაგებს smile.gif მერვე კვირაში არიან ეხლა ❤️anibani18

* * *
კი ნორმალური იქნება, ყველაფერს აკვირდებიან ეხლა. საწოლზე დაკიდებულ სათაშოებს უყურებენ ხოლმე გაფაციცებით.

Posted by: nionia 1 Dec 2020, 14:22
gogatakoo
QUOTE
მოკლედ ეს ბოლო პერიოდია შევამჩნიე რო თვალებს ქაჩავს კიარადა აი ზემოთ რო იყურება ძაბავს თითქოს და ნევროლოგთან ჯობია მივიყვანო მგონი,რატო შვება ვერ ვხვდები ვაკვირდები რა დროს აკეთებს და ესე პროსტა არ შვება.აი თუ ვეთამაშები და ახლოს მიმაქვს სახე თავს მადებს თავზე თითქოს იჭიმება ზემოთ ახედვა უნდა,ან თუ წევს და თამაშობს უკან რო გადაწევს თავს და იყურება თითქოს უჭირს გახედვა ეძაბება თვალი,

ნორმალურია, ჯერ ვერ ახდენს სწორად ფოკუსირებას,რად უნდა ნერვოლოგი თან ამ პანდემიაშიი, გაანებე თავი biggrin.gif

anibani18
QUOTE
ბავშვი როცა, მაგალითად, ჭერში იყურება და იღიმება, ნორმალურია?

კი ანი ნორმალურია, რომ დამშვიდდე მაინც გოჩასაც კითხე, ხომ გიწევთ კიდევ მისვლა?
დღის ძილზე რა გითხრა, 7 თვის ხდება და დღემდე სტაბილურად მხოლოს 45 წუთი ძინავს დღის ძილი, 2 ჯერ 45 წუთი გამოსდის დღეში,სამაგიეროდ ღამე იძინებს კარგად,9 საათიდან დილის 10 მდე იძინებს და ამიტომ შევეგუე რომ დღე ეგეც ყოფნის.
შენი გოგოც კოლიკას რომ გადალახავს მერე დაალაგებს თავის რეჟიმს.
ისე იცოდე ბევრი ადამიანი თუ დატრიალებს და ირევა უფრო შეიძლება გაღიზიანდეს, ფონური ხმაურიც ძალიან მოქმედებს ხოლმე ჩვილებზე, ეცადე მშვიდი გარემო შეუქმნა სულ ძილის დროს, იდეალურია ოთახში მარტო თქვენ იყოთ

Posted by: anibani18 1 Dec 2020, 16:10
NatiaGull
ცოტას კიდევ ვაძლევ ძუძუს. ისედაც ცოტა მქონდა თავიდანვე და ახლაა სულ შემიცოტავდა.
3 საათში ერთხელ ჭამს. დღისით თუ ჭირვეულობს, შეიძლება 10-20 გრამი ჭამოს მხოლოდ, მაქსიმუმ 60. ღამით 90-ს წამს, მაგრამ აღარ ვაღვიძებ, როცა თავად მოუნდება, მაშინ ვაძლევ. შეიძლება ხანდახან 4, 4,5 საათი არ მოითხოვოს ღამით. არ ვიცი სწორად თუ ვაკეთებ.
* * *
nionia
დღისით ხელში თუ დაიძინებს smile.gif)
ახლა სახლში დავბრუნდი, აქ კი მაქვს სრული სიმშვიდე, სულ ორნი ვიქნებით ხოლმე ♡
ნინ, ისე ყველა აქებს თეთრ ხმაურს და შენ რატომ არ ხარ მისი მომხრე? მე ძილის წინ და ცოტა ხანი ძილის დროს იავნანებს ვურთავ ხოლმე

Posted by: Tua 1 Dec 2020, 22:32
anibani18
სწორად იქცევი, არ გააღვიძო ეძინოს და რომ მოგთხოვს მერე მიეცი ეგრე ჯობია ღამე, სიცილი დათვალების ქაჩვა ნორმალურია ჯერ არ არის ნერვული სისტემა ჩამოყალიბებულო, თვალების დაელმებაც ნორმალურია . ანი 90 გრამს რატომ აჭმევ 120 არაა ნორმა მაგ ასაკზე?

Posted by: NatiaGull 1 Dec 2020, 23:42
Tua
თეო მეც 120 მითხრა ირაკლიმ , მაგრამ არა ჭამს 90ზე მეტს. ყოველ 2 საათში ითხოვს ან 2.5 :/

Posted by: ნაჭუჭა 1 Dec 2020, 23:48
QUOTE (gogatakoo @ 1 Dec 2020, 00:32 )
ნაჭუჭა
გოგო ამას მგონი კიჭების გამო დაეწყო ეს უძილობა,ერთი ამოგვივიდა უკვე 6,5 თვეზე.მეორეს ჯერ ვერ ვხედავ ნეტა რომელ თვეზე რამდენი უნდა ქონდეს ეგ კი არ ვიცი biggrin.gif ცალკბილაა ჯერ ეს))) ჭამით ყველაფერს ჭამს აბსოლიტურად თფუ თფუ თფუ: ))))
* * *
გოგოებოო ეს ღამის თუ ძილის წინ ფაფა როა აჭმევთ?ჰიპის ვიყიდე და მივეცი რამოდენიმეჯერ მარა საათი ვერ გავიგე რომელზე მივცე,ეს ხან 11ზე იძინებს ხან რავიცი და ეგრე გვიან ხო არ ვაჭმევ,ყველაზე გვიან რომელზე შემიძლია რო მივცე,
და კიდე რა მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა თუ შემთხვევა..
მოკლედ ეს ბოლო პერიოდია შევამჩნიე რო თვალებს ქაჩავს კიარადა აი ზემოთ რო იყურება ძაბავს თითქოს და ნევროლოგთან ჯობია მივიყვანო მგონი,რატო შვება ვერ ვხვდები ვაკვირდები რა დროს აკეთებს და ესე პროსტა არ შვება.აი თუ ვეთამაშები და ახლოს მიმაქვს სახე თავს მადებს თავზე თითქოს იჭიმება ზემოთ ახედვა უნდა,ან თუ წევს და თამაშობს უკან რო გადაწევს თავს და იყურება თითქოს უჭირს გახედვა ეძაბება თვალი,ვერ ვხსნი სხვანაირად მოკლედ..

კიჭების ამოსვლაც ინდივიდუალურია, 4 თვიდან 15 თვემდეა როგორც ვიცი პირველი კბილისამოსვლის ვადა, რომელ თვეზე რამდენი ჯნდა ქონდეს მაგის ცხრილი არ არსებობს მემგონი, ჩემი ბიჭი უკიჭოა ჯერ ისევ და არც ვნერვიულობ, უფროსებსაც წლის მერე ამოუვიდათ და არც ამისას ველი ჯერ gigi.gif ძილინებისა ფაფას მეც ვაჭმევ, ხან ჰუმანას და ხან ჰიპს, დაძინებამდე 1,5 -2 საათით ადრე მაინც უნდა აჭამო , უფრო გვიან არაა სასურველი რომ მონელება არ გაუჭირდეს. გოგო ბავშვი იზრდება და აწი ხან თვალებს დაგიჭყიტავს და ხან მუშტებს მოგიღერებს შეეშვი gigi.gif

Posted by: Tua 2 Dec 2020, 00:07
NatiaGull
ნათი 3 საათზე ადრე ფორმულა არშეიძლება , მაგიტომაც აწუხებს მუცელი ხშირად sad.gif ალექსამდრეც ეგრე იყო მაგ ასაკში ძუძუს გამო მიჩვეული იყო კუჭი და 9პ გრამებს ჭამდა და თან 2-2.5 საათში ერთხელ ითხოვდა ბავშვმა ერთ თვეში 1.5 კგ მოიმატა, პედიატრთან რო ქავიყვანე რაის 2 საათში ძუძუ კი არ არისო, და მე ნელნელა 30 წუთები გადავუწიე რომ 3 საათში ეჭამადა 5 დღეში ტირილის და ჭიჭყინისგარეშე 120ებს ჭდა 3 საათში ერთხელ, მწარმოებელიც არ უწეს რეკომენდაციას ფორმულის მიცემას 3საატზე ადრე და დიდი ასაკში უკვე 4 საათში ერთხელ. ჰიპის კაის ჩაის ვაძლევდი როცა იწყებდა ცქმუტუნს ჭამაზე და ჯერ 30 წუთით გადავუწიე და მერე კიდევ 30 წუთით, მაგის მერე დავლაგდით იდეალურად.

Posted by: takoo1 2 Dec 2020, 00:21
anibani18
უჰ რავიცი ამ კიჭებმა სულ გააგიჟა,ყვირილი ისწავლა 2 დღეა და ყვირის რასაც ქვია აი დიდი კაცივით გვიყვირის მთელი დღე))) ეხლა თითქოს ძინავს ეს დღეები ღამე და წინა კვირას გამაგიჟა 20ჯერ იღვიძებდა ღამე ტირილით,ამოჭრა კბილმა და ცოტა დამშვიდდა მაგ მხრივ,
გოგო მთავარია ღამე მაინც ძინავს დღე არც ამას უყვარდა ძილი დიდად,სულ ვწვალობდი თუ არ მივუწვები დღემდე არ იძინებს მარტო,ეღვიძება მარტო რო წევს ლოგინზე.როგორ იგებს ვერ ვხვდები ძილში,ალბათ ფხიზლად ძინავს.თავის ლოგინი ვერ შევაყვარე დღემდე ჩემს ლოგინზე ძინავს და მერე გადამყავს ღამე ჩუმად)))თავისებური ხასიათი აქვთ რა ქნან უყვართ სითბო და მოფერება:* ეს ეგოისტია და ბრაზიანი biggrin.gif რა ქნას უყვარს
* * *
nionia
გოგო ოფთალმოლოგთან ხო არ მივიყვანო რავი თუ უჭირს თვალის გასწორება პრობლემა ხო არააქ ნეტა რავიცი.ვეღარ გავიგე რა ვქნა
ნაჭუჭა
გოგო ეს 11მდე არ იძინებს და ანუ 9ზე რო ვაჭამო მოჟნა?აბა რაღა ძილინებისაა 6ზე თუ ვაჭამე ჩვეულებრივს ვიყიდი მაშინbiggrin.gif მგონი დიდი სხვაობა არცაა smile.gif
გოგო რაღაცნაირად ქაჩავს აი ზემოთ უნდა ახედვა და თითქოს უჭირს მერე გასწორებაო უცევ ვერ ასწორებს,ხო აი ფოკუსირება უჭირს თითქოს როგორც ნინიმ თქვა.

Posted by: NatiaGull 2 Dec 2020, 00:47
Tua
გოგო მეც ეგრე ვცდილობდი დამეცვა რეჟიმი მაგრამ რცხილაძემ მითხრა, აღარ სვამენ ხელოვნურის ბავშვებს მაგ რეჟიმშიო. როცა მოითხოვს მაშინ აჭამეო :/ სხვა პედიატრისგანაც ეგრე ვიცი, რავი.
ვცდილობ ხოლმე რომ 3 საათი გამოვიდეს, ჯერ მთლად არ გამომდის

Posted by: ნაჭუჭა 2 Dec 2020, 01:01
gogatakoo
სიმართლე გითხრა მეც არამგონია დიდი გამსხვავება იყოს სხვა ფაფებისგან მაგრამ მაინც ვყიდულობ gigi.gif ესეც ეგრე იძინებს 10 -11ზე და 9 ისკენ ვაჭმევ ხოლმე

Posted by: NatiaGull 2 Dec 2020, 03:46
აბა ვის ყავს ცელქი ბაია და ვის გღვიძავთ ?? biggrin.gif drug.gif help.gif

Posted by: Ninico 2 Dec 2020, 06:31
NatiaGull
მეც ეგრე მითხრა პედიატრმა, რომ მაინცდამაინც 3 საათიანი რეჟიმის დაცვა აღარ არის საჭირო და ბავშვის მოთხოვნის მიხედვით აჭამეო, მაგრამ მე მაინც ვცდილობ 2.5 საათი მაინც გაქაჩონ.

Posted by: anibani18 2 Dec 2020, 10:39
Tua
არ ჭამს, თეო, მეტს. ამასაც ძლივს ვტენი. დღე საერთოდ ძალიან ცუდად ჭამს.
მოთხოვნას როგორ ხვდები? როცა ცქმუტუნს დაიწყებს? მე ცქმუტუნს რომ იწყებს, მაშინ ვაძლევ, მაგრამ დღეს ვიფიქრე, იქნებ უბრალოდ სიზმარზე ცქმუტავსთქო.
gogatakoo
საყვარელი ესა ♡ მე არ ვაწვენ ჩემს საწოლში ჯერ, მგონია ამაზე კიდევ უფრო გავწვალდები მომავალში.ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ვაწვენ.
კიი, უყვართ სითბო და რა ქნან smile.gif) დღეს დიკიდან უკვე 3-ჯერ დავაძინე, ახლა მეოთხედ smile.gif) იღვიძებს 5 წუთში.

Posted by: takoo1 2 Dec 2020, 12:24
anibani18
ხოო ეცადე არ მიაჩვიო მაგას თორე კი გაწვალდები,ჯობია მიეჩვიოს თავის საწოლს თავიდანვე.

https://youtu.be/yjOkfZoB8lI
გოგოებო აი ასე შვება დაახლოებით ნ ოღონდ ხშირად არა,ერთხელ იზავს და ჩერდება ზედიზედ არ აკეთებს.

Posted by: Tua 2 Dec 2020, 22:59
NatiaGull
Ninico
ძუძუსავით რომ.შეიძლებოდეს ფორმულიტ კვება ყუთზე არ ეწერებოდა 8 კვება და ეწერობა რამდენკერაც გაჰიხარდება ოქროო biggrin.gif ბავშვის ურეჟიმობა დედის კომფორტი არაა შესაბამისად ეცადეთ რეჟიმში გყაბდეთ თქვენივე კომფორტისთვის მომავალში ❤

Posted by: NatiaGull 3 Dec 2020, 11:12
Tua
მეც ძაან მინდა მინიმუმ 3 საათიან გრაფიკში იყოს, თუ უნდა 4 biggrin.gif
აუ თეო, ფორმულას რომ უწერია რამდენ გრადუსში გაიხსნას, ზუსტად როგორ უნდა მივხვდე რომელოა 70 გრადუსი

Posted by: Tua 3 Dec 2020, 13:16
NatiaGull
მე თერმომეტრით ვაკეთებდი პირველი 2 კვირა და მერე უკვე ხელით ვხვდებოდი , ოღონდ მე უკონტაქტო თერმომეტრი მქონდა უნდა მიგეშვირა. ომრონსაქვს კიდევ იღლიის არის მაგრამ წყლის ტემპერატურასაც ზომავს და ოთახისასაც ის იაფი ვარიანტია.
ძალიან ტანჯვაა 70 გრადუსიანი ფორმულები cry.gif

Posted by: NatiaGull 3 Dec 2020, 16:29
გოგოებო მშობიარობის შემდეგ პირველი ციკლი თქვენც ჭარბად გქონდათ ?
საერთოდ არ მაქვს ტკივილი, მაგრამ ძალიან ბევრი მომდის

Posted by: anibani18 3 Dec 2020, 17:02
NatiaGull
მე საერთოდ არ მომსვლია ჯერ.
კლიმაქსი ხომ არ დამეწყო, მაგას ვფიქრობ ხოლმე smile.gif)

Posted by: Tua 3 Dec 2020, 19:39
NatiaGull
კი ჭარბად მქონდა მე თან ძალიან, მაგის მერე 5 დღიანი 4 დღიანი გამიხდა და შემიმცირდა საგრძნიბლად.

anibani18
შეიძლება არც მოგივიდეს, თანნძუზუს აჭმევ და ზოგს როდის ოსდის ზოგს როდია, ზოგს 1 წელიც არმოსდის, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია

Posted by: NatiaGull 3 Dec 2020, 21:04
anibani18
ან, შენ რადგან აჭმევ ძუძუს იმიტომ არ მოგდის.
რას შვება შენი ტკბილი გოგოშკა ? ❤

Tua
თეო, რომ შემცირდა ეგ ცუდია ?

Posted by: Tua 3 Dec 2020, 21:19
NatiaGull
არა ნუ ჩემთბის შემცირება ბედნიერებაა მეორე და მესე დღეს პაკეტის ცვლას ვერ ვასწრებდი ხოლმე , , იდეაში ორსულობის.მერე ბევრს ეცვლება ციკლი და მისი მიმდინარეობაც, პირველი ციკლი და ზოგს მეორეც უხვი აქვს ორსულობის.მერე, მერე დგება ნორმაში.
ზოგს ძუძუთი კვენის დროს ჩვეულებრიბად აქვსციკლი 9რგანიზმზეა დამოკიდებული

Posted by: ნაჭუჭა 4 Dec 2020, 00:18
gogatakoo
თაკო მე ისეთი ვარ რომ მირჩევნია გამოვრიცხო ყველაფერი ვიდრე ხინჯად მქონდეს და მღრღნიდეს, გულის დასშვიდებლად მივიყვანდი ნევროლოგთან ალბათ.( ბევრჯერ მიმიყვანია ჩემი პანიკების გამო სხვადასხვა ექიმებთან, თუმცა ჩემი სიმშვიდისთვის მიღირს ფულის გადაყრა) შეიძლება უბრალოდ მაიმუნობს და ერთობა მასე❤️
* * *
anibani18
არც მე მომსვლია ჯერ, მეცხრე თვეშია ბავშვი, მყარ საკვებსაც ჭამს უკვე და დიდ შუალედებს აკეთებს ძუძუზე მაგრამ არ ჩანს ჩემი ციკლი ჯერ. მომენატრასავით gigi.gif

Posted by: anibani18 4 Dec 2020, 13:55
Tua
შეიძლება საერთოდ აღარ მომივიდეს ჰო?
NatiaGull
დამშვიდდა ცოტა, იცი. აღარც ტირის ისე ძალიან როგორც ადრე. შენი პრინცესა როგორ არის? ისევ არ გაძინებს ხოლმე ღამით?
ნაჭუჭა
ციკლის მონატრება smile.gif)

Posted by: takoo1 4 Dec 2020, 13:58
ნაჭუჭა
გოგო ხო ვაკვირდები ეს დღეები და მარტო მაშინ შვება როცა თამაშის დროს ახლოს მიმაქვს სახე ზემოთ უნდა ახედვა და ვერ ასწორებს თითქოს,ესე პროსტა არ შვება,მარა მაინც მირჩევნია მივიყვანო ის 1% გამოვრიცხო თორე ვერ ვისვენებ სულ გიჟივით ვაკვირდები გადავქექე რაც ვიდეო და ინფო იდო ნეტშიsmile.gif
* * *
anibani18
ანიიი რა კარგია❤️ მიხარია რო ვკითხულობ ხოლმე თფუ თფუ ჯვარი სწერია,დამშვიდდება ნელნელა ნუ ნეგიშინია,იცი რამდენჯერ იცვლიან ზნეს,ხან ისეა ხან ასე ბავშვი ისე არ იზრდება.შენ საკმაოდ მშვიდი ჩანხარ მე ცოტა ფსიხი ვარ აქამდე ნევროზს ავიკიდებდი ცოტა ხელი რო არ შეეწყო ბავშვს.მაგარი გოგო ხარ შენ:*
ციკლი რო არ მოგდის ნორმალურია ძუძუს რო აჭმევ მაგიტო,კაია ისიამოვნე სანამ არ გაქ იგულავე)))) მე მომივიდა ამ თვეში 3 თვე ვისვენებდი და ისე გამიტყდა biggrin.gif ალბათ ხშირად რო აღარ ვაჭმევ მაგიტო.ეს უკვე სუპებზე და ფაფებზეა

Posted by: NatiaGull 4 Dec 2020, 14:35
anibani18
რა კაია , მიხარია ❤
გოგო არის ღამეები, როცა მარტო ჭამისთვის იღვიძებს მაგრამ რაღაც პერიოდი ფხიზლობის აქვს და როცა ძინავს 20 წუთების ინტერვალით იღვიძებს და ამიტომ ვერ ვახერხებ დაძინებას. წუხელ 5დან 9მდე არ ეძინებოდა მაგალითად.

Posted by: Tua 4 Dec 2020, 16:38
anibani18
როგორ არა მოგივა ძუძუთი კვებით დროსაც მოსდით უბრალოდ როგორც კონტრაცეფციას ძუძუს არენდო და არც მაშინ როცა მოგივა. ❤

Posted by: anibani18 5 Dec 2020, 12:03
gogatakoo
თაკო, რას მივხვდი, იცი, გაცნობის პროცესი გვაქვს ჩვენ, მე და ჩემს გოგონას. ნელ-ნელა ვხვდები როგორ მივუდგე, რა დროს დაიწყებს ტირილს და რა არ ესიამოვნება და შეააბამისად, ვცდილობ, თაბია ვარიდო ასეთ მომენტებს. დროულად დავაძინო, დროულად ვაბანავო და ასე შემდეგ. ანუ უკვე ცოტას ვხვდები როდის რა უნდა. ეს ისეთი სიხარული ყოფილა smile.gif მგონია ამ ყველაფრის გამო აღარ არის ისეთი გაღიზიანებული. ვნახოთ რა. მართალი ხარ, სულ იცვლებიან ბავშვები. ადრე მეგონა გარეგან ცვლილებებს გულისხმობდნენ, როცა ამას ამბობდნენ და თურმე მთლიანად ბავშვი იცვლება თავისი ზნითა და ხასიათით ♡
მოგწონთ სუპების და ფაფების პერიოდი? ♡

NatiaGull
5 საათისთვის ჩემსასაც ეღვიძება, მორგავს და ქშინავს თავისთვის ხოლმე თვალდახუჭულს. დღეს ყურადღება არ მივაქციე, 6 საათზე ვაჭამე, შევფუთე ისევ და დავაწვინე ლოგინში. 40 წუთი იტლიკინა და იჟღურტულა თავისთვის, მერე ჩაეძინა და 8 საათზე გაეღვიძა. ცოტა უნდა მივაჩვიო დამოუკიდებლოვას, სულ ხელში აყვანილი ძალიან რთულია როცა მარტო ხარ ბავშვთან.
Tua
მადლობა, თეო ♡
გოგო, ღამის რეჟიმზე ცოტა ჩამოვყალიბდი და დღის განმავლობაში არეულები ვართ ძალიან. ხან ეძინება, ხან არა. დღის რეჟიმი როგორ ყალიბდება? მგონია უფრო კარგი იქნება თუ მივაჩვევ რომ, მაგალითად, 12 საათზე ჭამის სემდეგ უნდა დაიძინოს. მაგრამ რაღაც არ გამომდის ეს ჯერ.

ანალიზის პასუხები მოვიდა, გოგონებო, ვისაც გაინტერესებთ. 20 დაავადება უარყიფითი შედეგით მობიდა. ერთი დაავადებისთვის, გალაქტოზემია, არ ეყოთ სიახლი და თავიდან უნდა ჩააბაროთო პლიუს მჟავა-ტუტოვანებზე სისხლი და შარდი. რა ვიცი რა, ძალიან დამღლელია ამდენი ლოდინი. ან იქამდე მოეცათ მაინც რჩევები, იქნებ მასაჟებზე, ვარჯიშებზე ან ცურვაზე მეტარებინა და მოღონიერებულიყო ცოტა...

Posted by: nopiahopi 5 Dec 2020, 12:33
anibani18
ახლა შემოვედი ამბების გასაგებად და დამახვედრე კიდეც პოსტი smile.gif

QUOTE
. 20 დაავადება უარყიფითი შედეგით მობიდა.

რა კარგია!! ეგრეც ვფიქრობდი :*
jump.gif


QUOTE
არ ეყოთ სიახლი და თავიდან უნდა ჩააბაროთო

რანაირად ვერ განსაზღვრეს რამდენი დასჭირდებოდათ, რატომ ართულებენ ასე საქმეს რა.. !!



Posted by: Ninico 5 Dec 2020, 12:58
გოგოებო, მესამე დღეა ბავშვი კუჭში გადის ცოტ-ცოტას და რამოდენიმეჯერ, თან განავალში აქვს ბრინჯის მარცვლებივით შეკრული რაღაცეები. ხელოვნურ კვებაზეა, ძუძუს მარტო დასამშვიდებლად თუ მოწოვს 2 წუთით. დისბაქტერიოზი ხომ იქნება? sad.gif
ლაქტო ჯის სვავს მეთორმეტე დღეა.

Posted by: NatiaGull 5 Dec 2020, 13:18
anibani18
აუ გილოცავ ან რა მაგარია !!
მოდი და ნუ მოგეშლება ახლა ნერვები, რას გაწვალებენ შენც და ბავშვსაც, უფ.

Ninico
თეთრი მარცვლები მგონი ლაქტოზის აუტანლობის გამოა...
ლაქტოჯი ვინ დაგინიშნათ ან რატომ ნინ ?

Posted by: Tua 5 Dec 2020, 14:36
anibani18
რაკარგია გილოცავ კარგ პასუხებს !!❤

დღის რეჟიმს რაც შეეხებააგ ასაკში ყოველ 3 საათში ერთხელ ვაძინებდი ერთი და იგივე დროს გამოსდიოდა ფაქტიურად ,აგ ასაკში რეჟიმი ცოტა რთული თემაა მაგრამ ვცდილობდი ყოველ 3 საათში ერთხელ დაეძინა 30 წუთიც რომ ყოფილიყო ვაძინებდი, უფრო უწყნარდებოდა ნერვული სისტემა. აცრა გაუკეთე უკვე 2 თვის ? მე რადგან 37 კვირაზე დაუბადა 3 კვორა გადავაცილე აცრას მაინც ნაადრევად დაბადებული რადგან იყო, 4 თვის აცრა 5.5 თვეზე გავუკეთე.
შგიძლია ძილში აჭამო საჭმელი სანამ სძინავს ანუ არ გააღვიძო საჭმელად შუადღესაც.აივანზე გაიყვანე ჰაერზე თუ გარეთ ვერ გაგყავს ალექსანდრეზე ძალიან კაეგადნმოქმედებდა ჰაერი

ძალიან გაბრაზდი მრჩეველზე რას ქვია სისხლი არეყოთ sad.gif ეხლა ისევ უნდა დაჩხვლიტონ? ისე რაცუდია რჩევები რომ არმოგცა ვარჯიშებზე მა8ნც და ცურვაზე, ცურვა ძალიან კაეგია, მასაჟები ჯერ ადრეა ეგეთ პატარა ასაკში.
* * *
Ninico
ეგ არის გადაუუშავებელი რძე , თეთრი მაეცვლებივით რაცაა, ლაქტო ჯის ნაცვლად ბიოგაია რომ მისცე ?

Posted by: Ninico 5 Dec 2020, 14:44
NatiaGull
პოლიკლინიკის პედიატრმა დაუნიშნა. მწვანედ გავიდა კუჭში და მოუწესრიგებსო. ახლა ეს დაეწყო. თან ისეთი მჟავე სუნი აქვს განავალს, კილომეტრიდან იგრძნობა კუჭში რომ გადის sad.gif

Posted by: Tua 5 Dec 2020, 14:50
Ninico
წაიყვანე ნორმალურ პედიატრთან პოლიკლინიკის ექიმებს ნუ ენდობი მაინც... სავარაუდოდ ერ ინელებს კარგად და ან ლაქტოზის აუტანობაა ან უბრალოდ ვერინელებს და დახმარე ნივთიერებები დასჭირდება , ბიოგაია, მულტილაკ ბეიბი, რეუტაზა რომელიმე რომელსაც ნორ.პედიატრი დაგინიშნავს, ლაქტოზის აუტანლობის დროს ასევე სისხლის და ლორწოვანის გამოყოლებაც იციან.

Posted by: NatiaGull 5 Dec 2020, 14:50
Ninico
ეს ნახე, შენ ხომ ძუძუზე გყავს ?
ჩემიც გადის მწვანედ
პოლიკლინიკის ექიმებს არ ვენდობი, უმეტესობა ჩარჩენილია და სიახლეებს არ ეცნობა
user posted image

ახლა ვნახე ფბზე ვიღაც წერს გამწარებული, ლანძღავს ვარკეთილის მრჩეველს , გამიწამეს ბავშვი მესამედ უნდა აუღონ სისხლიო. რა ეტაკათ მაგათ

Posted by: Ninico 5 Dec 2020, 14:53
Tua
კი, მივცემ აუცილებლად. შეიძლება ეგრევე გავუგრძელო მაგითი თუ რამე შუალედი უნდა გავუკეთო ნეტა?

Posted by: Tua 5 Dec 2020, 14:54
Ninico
გაიარე კონსულტაცია პედიატრთან ისე არმისცე თვითნებურად, ჯერ დაურეკე და უთხარი სიტუაცია
ქართულ წამლებსაც თუ მოერიდები უკეთესი იქნება .

NatiaGull
კორონა ეტაკათ ალბათ smile.gif))

Posted by: NatiaGull 5 Dec 2020, 15:15
Tua
ჰო, აშკარად რაღაც ჭირთ biggrin.gif

Posted by: Ninico 5 Dec 2020, 15:17
მაგ პედიატრს ალბათ აღარაფერს არ ვკითხავ, ძალიან გულგრილი მეჩვენება. თეთრ მარცვლებზე მითხრა შეკრულობის ბრალიაო. მრჩეველის პედიატრებს აქებს ყველა და მანდ მინდა მიყვანა რცხილაძესთან ან ზანგურაშვილთან. თუ იცით დიდი ხნით ადრე არის ჩაწერა საჭირო?
Tua
NatiaGull
ძუძუზე ყოფნა არ ქვია მაგას smile.gif როცა ჭუჭყუნებენ დასამშვიდებლად ვაძლევ.

Posted by: Tua 5 Dec 2020, 15:25
Ninico
არვიცი.მე სოფო სულავასთან დამყავს, არმიყვარს ურეჟიმო და არაფერს რომ არგეუბნევიან ნორმალურად ეგეთი ექიმები , რცხილაძის ცდა მინდოდა მაგრამ გადავიფიქრე , დაწერენ ალბათ გოგოები რამდენი ხნით ადრე ეწერებიან და ჩაეწერე შენც.

NatiaGull
არც მანამდე ბრწყინავდნენ, გაიპარებამ ავნოთ ცოტა biggrin.gif

Posted by: Ninico 5 Dec 2020, 15:31
კიდევ რა მაინტერესებს, მენჯ-ბარძაყის გადაღება აუცილებელია ხომ? არც მაგაზე არ უთქვავს არაფერი.
* * *
anibani18
გილოცავ კარგ პასუხებს ❤️ ჩვენც უარყოფითი მოგვივიდა და ამოვისუნთქე.

Posted by: NatiaGull 5 Dec 2020, 15:40
Tua
აუ როგორ მინდა მეც ჩავსვა რეჟიმში sad.gif
აი დღე გადაბმულად ძინავს თუ მუცელი არ აწუხებს, მარტო საჭმელად იღვიძებს და ღამით მაქს. 20 წუთის ინტერვალებით ძინავს. ანუ ღრმა ძილით ვერ იძინებს ღამე...

Posted by: Tua 5 Dec 2020, 16:10
Ninico
კი 12 კვორამდე უნდა გადაუღო აუცილებლად, მედიქლაბში ნინო დუმბაძეს გირჩევ ჩვილებს ურიგოდ იღებს როგორც ვიცი.მაგრამ დააზუსტე მაინც.

NatiaGull
4-5 თვემდე ალექსანდრეც დიდად არიყო და რეჟიმიანი და მერე ჩავსვი რეჟიმში ჩემით, ნუ საღამოს რიტუალი დაბადებიდან არგვეცვლება 9-10 მდე შუალედში ბანაობა და დაძინება 1 წელზე მეტია ასე ვართ, უკვე იცის რომ უნდა დაიძინოს ბანაობის მერე. ღამე უტევს კოლიკა და მაგიტო არსძინავს გამოასწორებს ნელნელა 3 თვე ჩაამთავრეთ. დღის განმავლობაშიც რომ დიდი ხანი სძინავს შეიძლებააგიტომ ფხიზლობს ღამეც, შეეცადე ღამის ძილამდე 3 საათიანი შუალედი გააკეთოს ან 2.5 მაინც.

Posted by: anibani18 5 Dec 2020, 16:35
NatiaGull
Tua
Ninico
nopiahopi
მადლობა, გოგონებო. თუმცა ჯერ კიდევ არაფერია ნათელი, ეს დაავდებები არ აქვს, მაგრამ პრობლემას მაინც ვერ მივაკვლიეთ.

უზომოდ გაღიზიანებული ვარ მრჩეველზე და მათ თანამშრომლებზე. ჯერ ხომ გადახდაში დაუშვეს შეცდომა, ამის გამო გვიან გადააგზავნეს, ბავშვი ხომ სულ დაჯიჯგნეს იმდენი ხანი უღებდნენ სისხლს, მერე ხომ მომატყუეს, გავაგზავნეთო და თურმე არ გაუგზავნიათ, მოვიდა პასუხი 1 კვირის დაგვიანებით და სისხლი არ აუღიათ საკმარისი და თავიდან უნდა დაჯიჯგნონ ახლა... არ ვიცი რა დავარქვა ამას.
Tua
საღამოს 6-7 საათზე ვაძინებ უკვე და კარგად ისვენებს ასე მგონია. შეიძლება ერთხელ გაიღვიძოს მაგ დროს და უცებ შევუბრუნებ ხოლმე ძილს. დღისით ვერ ვხვდები უბრალოდ როდის ეძინება და უცებ ტირილს იწყებს, მინდა იქამდე დავაძინო სანამ ტირილს დაიწყებდეს. დიდი თვალები აქვს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, გეგონება არასოდეს ეძინებოდეს. ტირილამდე თუ მივისწარი, დავაწვენდი ლოგინში და უპრობლემოდ დავიძინებდით.
მეც ძალიან ნერვები მეშლება რომ არაფერი რჩევა მომცა. დღეს ლოგიბზე დავაწვინე მუცელზე და საკმაოდ კარგად ასწია თავი. არ ვიცი თუ ითვლება ეს. იქნებ დაიწყოს გამოსწორება უკვე.
არ გამიკეთებია ჯერ აცრები. არ ვიცი თეო, რას გვეტყვიან, იქნებ რამე მძიმე ჰქონდეს და მაშინ აცრებს საერთოდ არ გაუკეთებენ. მოკლედ, ველოდები 12 რიცხვს, ისევ ნევროლოგთან მივალთ და მერე ვნახოთ.
NatiaGull
ეს ცხრილი.მხოლოდ ძუძუთი კვების დროს არის მართებული? ჩემიც მწვანედ გადის. რცხილაძის ასისტენტმა მითხრა, ნორმალური არისო. ლორწოც აქვს და მაგაზეც მითხრა. ნორმა არისო... მე ძალიან არ მომეწონა მრჩეველი, რომ იცოდე რამდენი კაცი უღებდა ამ პატარას სისხლს. თან ორივე ხელიდან ორ-ორჯერ დაუჩხვლიტეს. არც ის მომწონს რომ ასისტენტებს უნდა ვეკონტაქტო. მოკლედ, გაირკვას ახლა რა ხდება ჩვენს თავს და მერე გამოვცვლი ასე მგონია.
შენ არ კრავ პატარას? იცი როგორ უსველა ჩემსას? დღის ძილზეც მაგას მივმართავ ახლა. საძილე ტომარა შევუკვეთე ფხრიწებით და რომ ჩამოვა მაგაზე გადავალ. ამოვისუნთქე ცოტა და მგონი ჩემმა ბურთულამაც ამოისუნთქა.
* * *
Ninico
კი, უნდა გადაუღო 4 თვემდე როგორც ვიცი. მე ერთი თვის წინ ჩავეწერე მედიქლაბში დუმბაძესთან და 10-ში მივდივართ როგორც იქნა. კიდევ ნევროპატოლოგთან უნდა მიიყვანო ბავშვები.

Posted by: Ninico 5 Dec 2020, 16:39
anibani18
ზოგიერთ ფორმულასაც სცოდნია მწვანედ გასვლა. რა კარგია რომ შეკვრა მოსწონს, ჩემმა ისტერიკა დაიმართა სანამ არ გავუხსენი ხელები.
* * *
ნევროლოგთან ვიყავით და თავზეც გადაგვაღებინა აქ პოლიკლინიკაში. ჟანგბადის ნაკლებობა აქვთო გვითხრა და ეგ იყო. კიდევ დ ვუტამინი შეგვიცვალა და ლუთეინ დ3 დაგვინიშნა.

Posted by: Tua 5 Dec 2020, 16:49
anibani18
გოგო შეეცადე 2-2.5ში დააძინო ეგრე ვერ მიხვდები ჯერ როდის ეძინება და როდის არა , მაგ ასაკში როცა გადაუცდებათ ხომმე ძილი მერე იწყებენ ჭიჭყინს და უფრო არიძინებენ. აი ნახავ ნელნელა დალაგდებით ყველანაირად, მეც გამოვიარე ეგ ყველაფერი , ტირილი ჭირვეულობა გაზები კოლიკები და მერე ნელნელა ვისწავლე.მიდგომები რაოსწონდა და რა არმოსწონადა, დღემდე ეგეთი მაკაკა ბავშვია smile.gif) გუშინ დილის 6ზე მოუნდა თამაში 8მდე, სანამ მამამისი არგააღვიძა არდაქყნარდა, გააღვიძა მამამისი გადაბრუნდა და დაიძინა, აი ნახავ როგორ შეიცვლის ზნეს და ხასათს. 6 თვისთვის ბოლომდე ჩამოყალიბდება თითქოს და უფრო შეხმატკბილებულად იქნებით, მრჩეველმა ერთხელ ალეწსანდრეც დამიჯიჯგნა სადღაც 2 თვის რომ იყო ცოტა მეტის, ეხლა ევექსში ავუღეთ და ისე აუღეს რავი ვერც გაიგო ბავშვმა ხმა არ ამოუღია, გამართლებაზეა რა
* * *
Ninico
ნერვოპათოლოგთან 4 თვემდე აზრი არ აქვს მიყვანას, რაის ჟანგბადის ნაკლებობა, დ ვიტამინი ლოდევ აქვდეტრიმი და ვიტაფეროლია ყველაზე კარგი რომ.იცოდე, ანუ ეფექტური . პოლიკლინიკის ნეევოპათოლოგებს ნუ ენდობი მაინც ისეთებს უნიშნავენ ბავშვებს sad.gif

Posted by: NatiaGull 5 Dec 2020, 16:59
Ninico
ვაიმე რა ჟანგბადის ნაკლებობა, ყველას ეგ რატომ აქვს ჩახვეული.
იმედია რამე წამალი არ დაგინიშნათ მაგაზეც.
დ ვიტამინი ვიტაფეროლი ჯობს, 1 წვეთი დღეში

Posted by: Ninico 5 Dec 2020, 17:39
NatiaGull
არა, მაგაზე არაფერი დაუნიშნავს, მაგრამ რომ ვუთხარი ცოტა მტირალა ბავშვიათქო მაშინვე დამამშვიდებელი მითხრა რაღაც და არ მიმიცია რათქმაუნდა.
სამშობიაროში ვიტამინ დ3 დროპსი დაუნიშნეს და მაგას ვასმევდი, ეს ლუთეინ დ3 საშინელებაა, ყვითელი ფერისაა ზეთოვანი და თუ სადმე მოხვდა ლაქად რჩება. სულ დაგვილაქავდა ბოდეები.

Posted by: narkozeli 5 Dec 2020, 18:44
anibani18

რაღაცეები რომ გამოირიცხა, ესეც მოსალოცი ამბავია. პრობლემა თუ პროგრესირებს თუ ნელნელა ალაგებისკენაა ეგეც საინტერესოა.

მრჩეველის ანალიზებს რაც შეეხება, ნუ ვიცი რომ საქართველოში ყველაზე მაღალი დონის ლაბორატორიული მომსახურება აქვთ მაგრამ ლაბორანტები ნამდვილად არ ყავთ გადასარევები. ვაჩე დამიგლიჯეს, ვენა ვერ უპოვეს. ძლივს აუღეს ტყვიისთვის და სისხლის საერთოსთვის არ გვყოფნისო, ვერც სარეზერვოდ ვერ გვეყოფაო და მოკლედ რაა, მერე სისხლის საერთოსთვის თითიდან დაამატეს. სხვაგან არ გამიკეთებია ვაჩესთვის ვენიდან ანალიზი ჯერ მაგრამ დარწმუნებული ვარ უკეთ აუღებენ.

მრჩეველში მეც ვერ ამიღეს კარგად, არადა ჩაჩავაში არასოდეს პრობლემა არ მქონია.


***

მეც დავწერ გოგოებო, ვიცი რამდენიმე ელოდებოდით, მოკლედ იყვნენ ტყუპები ირაკლისთან და როგორც დავწერე ერთს თვალის მამოძრავებელი ნერვის ან კუნთის პრობლემა აქვსო, რაც ჩვენ არ შეგვიმჩნევია, არც მანამდე იმ 3 პედიატრს არ შეუმჩნევია, ვისთანაც გვყავდა (2 პოლიკლინიკის, ერთი იაშვილის) დავაკვირდეთო ირაკლიმ.
რამდენიმე დღის წინ შენიშნა ბავშვების დედამ რომ იმ თვალს ფაქტიურად აღარ ახელდა ბავშვი, მერე რაღაცეები ეჩვენებოდა კიდე და გულგახეთქილმა ეხლა ხუთშაბათს ისევ მიიყვანა ირაკლისთან. ორშაბათს დარეკა და 3 დღეში ჩაეწერა უპრობლემოდ. მოკლედ ირაკლიმ როგორც ჩანს ნამდვილად არის რაღაც პრობლემაო და მთავარია არ პროგრესირებდესო. ცოტა შეშინებულები ვართ. 6 თვეზე ჯერ ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მერე თავის მრტ კვლევა დაუნიშნა.
მეორე ტყუპი უპრობლემოა და კარგად შეაფასა.


10 დღის წინ მეც მყავდა ირაკლისთან, ყურზე იკიდებდა ბავშვი ხელს და ტიროდა, მეგონა ყური ტკიოდა მაგრამ ირაკლიმ მითხრა არაფერი ჭირს ყურებში ამასო, ერთადერთი გარედან ჰქონდა პატარა ფურუნკული და სავარაუდოდ ეს აწუხებსო. პლიუს უკანა კბილები ამოუვიდა და ამაზე გავწვალდით ცოტა, აღუა ბავშვივით სულ პირში აქვს ხელები.
* * *
QUOTE
ლაქტოჯი ვინ დაგინიშნათ ან რატომ ნინ ?


ტყუპებსაც ჰქონდა დანიშნული ლაქტო ჯი და ასვეს კაი ხანი. ამათაც პოლიკლინიკის ექიმმა დაუნიშნა. ლაქტო ჯი ქიდსი, ძლივს იშოვეს ისე, დეფიციტში იყო.
მე არასდროს მიმიცია.
მაგის გარდა კიდევ მილიონი წამლები ასვეს, ატარაქსი, სუპრასტინი, მელაკიდსი (თუ სწორად ვამბობ სახელს).

გაგიჟდა ირაკლი, ყველა წამალი მოუხსნა და არ დაალევინო ესენიო გააფრთხილა.
* * *
Tua

რეჟიმზე არ გეთანხმები არანაირად.
აი მაგ რეჟიმში ჩაყენების მცდელობამ პირდაპირ გეტყვი რომ ჩემი დედამთილიც და მაზლისცოლიც ფსიქიატრამდე მიიყვანა. სერიოზული მკურნალობა სჭირდებათ ისე არიან, მე ვეუბნებოდი და არ დამიჯერეს, პოლიკლინიკის ექიმს უჯერებდნენ რეჟიმი რეჟიმიო და ძალით აჭმევდნენ, ძალით აძინებდნენ და ნევროზი კიარა ფსიქოზი დამართეს ბავშვებს და თვითონ, თავის თავებსაც. დაგლეჯილი აქვთ ყველა ნერვი. დიდი რეაბილიტაცია სჭირდებათ.
ლოცავენ ეხლა ირაკლის, კაცმა უთხრა ნუ აძინებთ ძალით ამ ბავშვებს, არ დაიკლებენ ძილს ნუ გეშინიათო. ნურც ძალით აჭმევთ 4 თვის ბავშვები 6 კილოზე მეტი არიან უკვე, რა ეტყობათ ამათ უჭმელობის და შიმშილის, ნუ ატენით ამ საჭმელს ძალითო. მოშივდებათ და შეჭამენო. სულ ბოთლებით დარბოდნენ მაინც.
ირაკლიმაც გაუშვა ორივე ფსიქოლოგთან, დანიშნულების ფურცელზე გამოუწერაsmile.gif
ჯერ არ მისულან მარა მგონი არც დასჭირდებათ, ნელნელა აზრზე მოვიდნენ. არ ტეხავს ურეჟიმო ბავშვი და არც აუცილებელი არაა თოთო ბავშვი ძალით ჩასვა რეჟიმში. ეგ იწვევს მაგ ნევროზებსაც, უძილობებსაც და ბევრ ცუდ რამეს.

Ninico
QUOTE
მრჩეველის პედიატრებს აქებს ყველა და მანდ მინდა მიყვანა რცხილაძესთან ან ზანგურაშვილთან. თუ იცით დიდი ხნით ადრე არის ჩაწერა საჭირო?


მე ადრე უფრო ვწვალობდი. ეხლა დავრეკე და მეორე დღეს ჩამწერეს.
ჩემმა მაზლისცოლმა ორშაბათს დარეკა და ხუთშაბათს ჩაწერეს. 1 თვის წინაც მასე, უპრობლემოდ ჩაეწერა.

მე კი ვწვალობდი ხოლმე უფრო ჩაწერაზე, ეხლა ეტყობა აღარაა მაგხელა რიგები ამ კარანტინების გამო.



* * *
NatiaGull

რეჟიმში ჩასმის მცდელობით თავს დაინევროზებ და ბავშვსაც. არანაირად არ ვამართლებ ძალით ჩასმას მაგ ასაკში.

ირაკლიც გეტყვის რომ კითხო, სადღაც 5-6 თვის მერე თვითონ ირეგულირებენ უკვე სტაბილურ კვებას, ძილს და ა.შ. ბავშვები და მაგ დროს ჰგონიათ დედებს აი რეჟიმში ჩავსვიო biggrin.gif ასე უთხრა ჩემს მაზლის ცოლს )))

უი კვებაზე რომ გწერდი, ეხლა ბოლო ვიზიტზე ხუთშაბათს რომ იყვნენ ლილეს დაუმატე ნელნელა მყარი საკვებიო ირაკლიმ. გინდა ფაფა, გინდ ბოსტნეულიო. ნიას არაო. არადა წონით ერთნაირად არიან, ლილეს რეფლუქსი აქვს უბრალოდ .4 თვისები არიან.

Posted by: Tua 5 Dec 2020, 19:46
narkozeli
მერე სად დავწერე აუცილებლად რეჟიმში უნდა იყოს თქო, მშობლის გადასაწყვეტია რეჟიმი ექნება ბავშვს თუ არექნება, ჩემთვის ჩემი შვილის რეჟიმი კომფორტია და ნაღდად არდამინერვოზებია თავი რომ აუცილებლად რეჟიმში.მყოლოდა და წამებს არვუყურებდი biggrin.gif უნდათ ნათიას და ანის ბავშვი რეჟიმში ყავდეთ და რატო არუნდა ყავდეთ თუ ასე უნდათ? შენს ახლობლებს სხვა რამისგან ექნებათ ნერვოზი სავარაუდოდ სულ არაა ეგ საკითხი დასანერვოზებელი , შენ ძიძა გყავს და ვისც ძიძა ყავს და ბავშვს უზრდის ძალიან ადვილია თქმა რომ.არაა რეჟიმი საჭირო, ის დედები რომლებსაც არყავთ ძიძა და არც დამხმარე, მარტო ვზრდით ბავშვებს ძალიანაც კარგია რეჟიმიც რომ ელემენტარულად ჭამის დრო გქონდეს ადამიანურად, შესაბამისად ძიძიანი დედების გადმოსახედიდან ძალიან ადვილი სათქმელია ეს ყველაფერი.
3 დღეა მარტო ვარ ბავშვთან 24 საათი და ალბათ რეჟიმი.რომ არჰქონდეს ცოტათი მაინც მშიერიც დავრჩებოდი მთელი დღე smile.gif) შესაბისად იმ.დედების გადმოსახედიდან ვინც მარტოები ვართ ბავშვთან ვერიტყვი რომ რეჟიმი არ გვჭირდება სანამ არგამოცდი საკუთარ თავზე ვერც მიხვდები.

Posted by: narkozeli 5 Dec 2020, 19:58
Tua

ჩვილ ბავშვს რეჟიმში ვერ ჩააყენებ, ეგ არის ნონსენსი და თუ ბუნებრივ რეჟიმშია ( მაგალითად როგორც ვაჩე იყო დაბადებიდან) ეგ არის ბავშვის ბუნება და არა დედის დამსახურება.
ძიძა რა შუაშია საერთოდ)) დამხმარე ზოგს ძიძაზე არანაკლები ყავს.
შენ ძაან გინდოდა დაბადებიდან და 6 თვეზე ჩადგა რეჟიმშიო რომ იძახი მაგას გეუბნები ეგ ბავშვის ბუნებრივი რეჟიმია და არა შენი ან ვინმეს დამსახურება. არ არსებობს მედიცინაში ჩვილი ბავშვის " რეჟიმში ჩასმა" არც კვების კუთხით და არც ძილის. ნებისმიერი კვალიფიციური ექიმი და მეცნიერი ამას გეტყვისsmile.gif ფსიქოლოგებიც სხვათაშორის. შენც რომ გაწვალდი და მახსოვს როგორც იყავი მაგიტომაც გეუბნები, მაინც ვერ ჩააყენებ ბავშვს ძალით, თვითონ მივა მაგ ეტაპამდე. რთულია, განა არ მესმის რომ ძალიან ძალიან რთულია, არც მე ვარ ციდან ჩამოფრენილი, თუმცა მოთმინების გარდა მანდ ბევრს ვერაფერს ვიზამთ.
კარგი როა გრაფიკიანი ბავშვი მაგაზე ვინ დაობს? biggrin.gif უბრალოდ ამისი ჩვილ ასაკში ძალით მიღწევაა შეუძლებელი და არ უნდა დაითრგუნოს დედამ თავი ტყუილად. ნელ-ნელა თვითონ გამოიმუშავებს მაგას ბავშვი, ბუნებრივად.
და ვინც ამტკიცებს რომ თოთო ბავშვი რეჟიმში უნდა ჩააყენოს დედამ, პოლიკლინიკის დონის ექიმის რჩევებით ხელმძღვანელობს სავარაუდოდ და არა კვალიფიციური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის.

Posted by: NatiaGull 5 Dec 2020, 20:36
narkozeli
ანუ სწორად გამიგია, ზოგ ბავშვს ადრიანად ურჩევს ფაფების დაწყებას ირაკლი biggrin.gif მე 5 თვიდან დავუწყებ ძალიან მცირეს რომ 6დან უკვე კარგად ჭამოს.
ასევე მაშინ არ გამახსენდა და წყალზეც მითხრა იცი ? თუ დატენიანებული არ არის სახლში ჰაერიო, შეგიძლია ცოტა მისცეო, არ ვაძლევ.

გოგო რეჟიმში აქეთ ვყავართ, თუ არ უნდა ვერც გააღვიძებ ძალით და ვერც აჭმევ, შეიძლება ჩავაძინო მაგრამ როგორც კი ჩავაწვენ გაიღვიძებს. ამიტომ შევეშვი ამ ეტაპზე. ყველა მეუბნება დაელოდეო და ველოდები biggrin.gif
ჩემმა მეგობარმა გააჩინა ჩემთან ერთად, ღამეში 2 საათი არ ძინავს ამ გოგოს გადაბმულად, აი სულ ტირისო ოღონდ ისტერიულად. და იმის ამბებს რომ ვისმენ, ჩემი შვილის კმაყოფილი ვარ ძაან biggrin.gif

Posted by: narkozeli 5 Dec 2020, 20:45
NatiaGull

კი კი წყალზეც ასე უთხრა ამათ

აუ ყველა ბავშვს აქეთ ვყავართ რეჟიმში იასნა biggrin.gif გინდა არ გინდა იქით ერგები რა და რო გაჯიუტდე აზრო არააქვს ტყუილა ნერვები დაგაწყდება, მიყევი მაგის ნებას მე მაგას გირჩევ biggrin.gif
გოგო ესენი საათობრივად აძინებდნენ, 2 საათი აძინებდნენ და 20 წუთი ეძინათ biggrin.gif დაიკიდეს და აგერ 4 თვიდან ისედაც თვითონ დაირეგულირეს ვაბშე არ უნდა ძალით დაძინება, ითენთებიან ხოლმე და იძინებენ და ესენიც იქით ერგებიან რა :დ
ძუძუზე როგორცაა როცა მოგთხოვს რო უნდა აჭამო, ძილზეც მასეა, როცა უნდა დაიძინებს, თუ არ უნდა ძალით ვერ დააძინებ :დ

სწორს შვები, დაელოდე, აუცილებლად დაირეგულირებს როცა მაგისთვის მზად იქნება ❤️

აუ ღამის თენებისთვის ყველა მეცოდება sad.gif გაძლება შენს მეგობარს, იმედია ჰყავს ვინმე დამხმარე დღე მაინც (( მარა ღამის ძილს დღე დახმარება ალბათ დიდად ვერ შეცვლის ((

Posted by: Tua 5 Dec 2020, 20:46
narkozeli
მერე სად დავწერე 2 თვის ბავშვი რეჟიმში ჩააყენე თქო კაცო biggrin.gif დაბადებიდანვე ვცდილობდი 2.5-3საათში დაეძინა ბავშვს და ბანაობის რიტუალი ძილისწინ რეჟიმი არაა ნაღდად . აქ არავინ იძახის ბავშვზე იძალადე და რეჟიმში ჩააყენე თქო მაგრამ ძალიან ბუნებრიბად შესაძლებელია ბავშვი ღის ძილით დაბადებიდანვე 9ზე დააძინო ჩვეულებრივად 1წელი გადის და ისევ იმ.დროის მონაკვეთში იძინებს .
ბევრს დამხმარეც არყავს ძიძას რომ შევეშვათ და უნდა ადამიანს რომ დღის ძილის რეჟიმი დაუწესოს და ცდილობს, ამიტომ.ვერ აუკრძალავ ნაღდად და ვერეტყვი ტუტ არ გაბედოო და არცადოო თორემ აგერ ნათესავები დამინერვოზდნენ და შენც ეგეთი გახდებიო მემგონი არუნდა უთხრა ადამიანს, თუ უნდა ცადოს და გააკეთოს არგამოვა და შეეშვება biggrin.gif .

NatiaGull
ვისაც რეფლუქსის პრობლემები აქვს სავარაუდოდ იმათ უნიშნავს და შენ არგითხრა რამე რეფლუქსზე? სტატისტიკურად ეგრე გამოდოს რომ.რეფლუქსის მქონე ბავშვებს უნიშნავს ადრე.

Posted by: NatiaGull 5 Dec 2020, 20:49
Tua
არა თეო. რეფლუქსი არ აქვს ჩემსას, მაგრამ მაინც ეგრე მითხრა რავიცი. ახლა 2 თვეზეც უნდა მივიყვანო და კიდევ ვკითხავ.

აუ სახის კანი აქვს ძაან გაუხეშებული და უწითლდება ლოყები :/

Posted by: Tua 5 Dec 2020, 20:56
NatiaGull
დაუტენიანე კარგად , ქოლდ ქრიმი იხმარე კიდევ გარეთ როცა გაგყავს. ტოპიკრემსც აქვს, ავენესაც, ველედასაც

Posted by: takoo1 5 Dec 2020, 21:40
narkozeli
Tua
აუ თუ ვინმე მასწავლის რეჟიმში როგორ ჩავსვა დიდი სიამოვნებითsmile.gif
სულ სხვადასზვა დროს იძინებს ღამეც და დღეც. ყირაზე რო დავდგე ვერ ვაძინებ. 10ზე იძინებდა ხოლმე,მერე გადაწია 11ზე და ეხლა ვაფშე 12მდე არ იძინებს.გუშინ გიჟივით თამაშობდა ღამე.
რეჟიმი შეიძლება კვების მხრივ დაიცვა,1ზე ვაჭმევ ფაფას და 6ზე სუპსsmile.gif))). დალშე მე ვერაფერი ვერ მოვუხერხე ჩემ შვილს პირადად.პირიქით ისეთ პანიკაში მივარდება ძალით რო ვაძინებ რო ვაფშე აღარ იძინებს მერე.
* * *
anibani18

მოგვწონს რომელია ჰაჰაჰაჰა biggrin.gif მთელი ოჯახი ვერთობით
აუუ როგორ გამიხარდა ანიი❤️ ანუ ერთი ანალიზი დარჩა ხო? კარგად იქნება ყველაფერი ღმერთის წყალობით.

Posted by: anibani18 5 Dec 2020, 21:55
რეჟიმზე რომ დავწერე, არ მიგულისხმია ჯარი ან რამე მსგავსი, 6 ადექი, 8-ზე ჭამე, 9-ზე კუკები ქენი... უბრალოდ ცოტა აწყობილები რომ ვიყოთ. დღის განმავლობაში ვერ ვხვდები როდის ეძინება და როცა მოუნდება საშინელ ტირილს იწყებს მერე. ამიტომ ვიფიქრე, რამე რუტინა შევიმუშავო რომ ამდენი არ იტიროს. მაგალითად კვების მერე, 1 საათში, ვცადოთ დაძინება, ან უბრალოდ დავწვეთ და დავისვინოთ ერთად. ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ ამაში. არ მოუნდება დასვენება და რამე სხვას ვიზამთ. მაგრამ ასე მგონია, როცა ბავშვი რაღაც კანონზომიერებას შეამჩნევს, მაშინ ავტომატურად მიჰყვება მას. მაგალითად, თუ ყოველ საღამოს ჩავურთავ ერთსა და იმავე მელოდიას, ჩავაქრობ შუქს, დავბან, ჩავაცმევ პიჟამოს და ასე შემდეგ, ეს დროთა განმავლობაში მას განაწყობს დასაძინებლად. მე პატარა რომ ვიყავი, მახსოვს გადიოდა გადაცემა სპიკოინოი ნოჩი მალიში smile.gif) ხოდა ვუყურებდით ამ გადაცემას მე და ჩემი ძმა და მერე მთქნარებით ვწვებოდით. უბრალოდ ვიხსემებ ჩემს თავს და აქედან ვცდილობ რაღაც დასკვნები გამოვიტანო.
დანევროზებას არ ვგულისხმობ მე. ხისტად მოყოლას რამე სქემის, არც ამას ვგულისხმობ. უბრალოდ ამ ცოტაოდენად მოწესრიგებულ დღის განრიგში უფრო გაიცნობ შენს შვილს და მის მოთხოვნებს. რა ვიცი, ასე მგონია და ვნახოთ რამდენიმე თვეში რა იქნება და როგორ ვიფიქრებ.
საჭმელს ძალით არ ვტენი და ძალითაც არ ვაძინებ. დღის განმავლობაში ცოტას ჭამს, 30-40 გრამს, მაგრამ კარგად იმატებს და არა მგონია სულ მთლად კვებაზე იყოს დამოკიდებული მატება.
* * *
gogatakoo
რა სიცოცხლეა, თაკო♡♡ რამხელაა ახლა?
მადლობა დიდი ♡
ერთი ანალიზი რომ ის რაღაც გამოირიცხის და მერე ალბათ რამე ახლები იქნება, სხვა დაავადებებიც რომ გამორიცხოს. იმედია. ოდესმე მივაკვლევთ პრობლემას

Posted by: Tua 5 Dec 2020, 22:04
gogatakoo
რა საყვარელია ❤❤ უხარია ჭამა smile.gif)) კი ძალით ვერაფერს იზავ ნაღდად თუ ბავვი არმოგყვება იატერიკით ვერ დააძინებ, მე.ნელნელა შევაჩვიე, ეხლაც დაძინების წინ ველაპარაკები სულ დედა ძილის დროა , წამოდი დავიძინოთ ან წამოდი ვიბანავოთ აბაზანა სავსეა , საჭმელზე უკვე იცის რომ ჭამის დროა როცა ვეუბნევი რომ ჭამის დრო გვაქვს და ფია მზად არის მიდის სკამთან თვითონ ჩამსვიო, ჯარში და სტროგ რეჟიმში ბავშვი არავის გვყავს , მაგრამ ელემენტარულად შეიძლება დედამ კომფორტიც შეიქმნას მაგ მხრივ .

anibani18
მაგ სპაკოინი ნოჩის მეც ვუყურებდი პირველ რუსულ არხზე რომ.იყო , ამას უყვარს სპიატ უსტალიე იგრუშკის როცა ვუმღერი ხოლმე biggrin.gif

Posted by: narkozeli 5 Dec 2020, 22:20
Tua

იგივე უნდა დავწერო და აღარ განვმეორდები, დაბადებიდან მითუმეტეს წარმოუდგენელია ბავშვის რეჟიმში ჩასმა, როცა უნდა მოითხოვს ჭამასაც, ძილსაც და ა. შ
სხვა დანარჩენი უბრალოდ თავის დამშვიდებაა biggrin.gif

gogatakoo

აუუ ძაან საყვარელიაა❤️❤️❤️❤️ ეს კარტერსის პოლზუნკაა? ჩვენც გვქონდა ზუსტად ესეთი და ყველაზე მეტად მიყვარს დღემდე)) ყველაზე კარგად ვახმარე❤️ რა სიცოცხლით სავსე თვალები აქვს გავგიჟდი❤️❤️


anibani18

მასეთი რეჟიმი და რუტინა ( მაგალითად ძილის წინ ბანაობა) აბსოლუტურად მისაღებია მაგრამ აი შენ რომ მოირგო გრაფიკზე მაგის მცდელობა გაგაწვალებს. ადრეც დაწერე მგონი ჩაძინება უჭირსო, რეალურად ჩაძინება რომ უჭირს ნიშნავს იმას რომ მაგ დროს არ ეძინება როცა შენ აძინებ)) უნდა დაელოდო მოდუნდება და დაიძინებს, ირაკლიმ უთხრა ტყუპებზე, ძილს არ დაიკლებენ ნუ გეშინიაო. ესენი საღამოს 8 საათიდან 12 მდე აძინებდნებ და გაწყდნენ წელში მართლა.
შეეშვნენ და 11ისთვის იძინებენ თავისით მშვიდად, ტირილების რწევის და ა.შ გარეშე. საღამოს ბანაობა ჩვენც გვქონდა რუტინად და გოგოებსაც აქვთ. უბრალოდ ესენი მოერგნენ ბავშვებს და გაცილებით გამარტივდა ყველაფერიო)) მართლა ურთულესი 4 თვე ჰქონდათ. ყველაფერს კიდე არ ვწერდი აქ რა კოშმარიც გამოიარეს. ორი ბავშვი ყოფილა რავიცი ურთულესიც კი ვერ გამოხატავს სწორად რეალობას, გმირები არიან ტყუპების დედები რა.
უბრალოდ ისიც უნდა აღვნიშნო რომ სამშობიაროდან გამოწერის დღიდანვე ცდილობდა რეჟიმში ჩასმას, ხელში არ გვაყვანინებდა, სტროგად 8საათიდან ცდილობდა დაძინებას და ა.შ
იმდენად უნდოდა რეჟიმში ჩასმა რომ წამლების დალევაზე გადავიდა)) წამლებს ასმევდა ბავშვებს რომ დაეძინათ. ზუსტად მაგ რეჟიმში ჩასმის მცდელობის გამო. მე რომ ვუთხარი აგერ თუასავთ ის მიპასუხა შენ არ გამოგივლია ეგ სირთულეები და ვერ გამიგებ რას ვგრძნობოsmile.gif რავიცი იქნებ მე უარესი მექნა მის ადგილას, მაგრამ ამ გონებაზე არ მივესალმები არანაირად ასეთ ნაბიჯებს.
პირველად ირაკლიმ უთხრა მოეშვი ამ ყველაფერსო და ალბათ როგორც სულუხიას კმაყოფილია ისე იქნება სიცოცხლის ბოლომდე ირაკლის კმაყოფილი, ლოცავსsmile.gif) დამშვიდდნენ მთელი ოჯახი.
ესენი გრაფიკში ყველაფრით აცდენილები არიან ოღონდ ერთმანეთს. სხვადასხვა დროს შიათ, სხვადასხვა დროს ეძინებათ და ა.შ ანუ ერთი ბავშვი ყოველთვის ფხიზლადაა ოჯახში წარმოიდგინე ))) და ამ რეჟიმს რომ ერთად დაეძინათ და ა.შ შეწირეს ამდენი ნერვები.
ნუ ამათ ეს პოლიკლინიკის ექიმიც არიგებდა რეჟიმში ჩასვითო.
მე რა ვქნა მეცნიერების უფრო მჯერა და მეცნიერება ამბობს რომ მაგ ასაკში ბავშვის ძილის რეჟიმის დარეგულირება შეუძლებელია.
თორემ შესაძლებელი რომ იყოს ამდენ ღამეს ხო არ გაათენებდნენ დედები რამე სახელმძღვანელო იარსებებდა.

Posted by: Ninico 5 Dec 2020, 23:04
narkozeli
მეც ზუსტად მასე ვიყავი, ძალით ვაჭმევდი ზუსტად დადგენილ დროს თან ორივეს ერთად და თუ არ შეჭამდნენ ბოლომდე ვნერვიულობდი. პირველი კვირა სულ ვტიროდი ისეთი სტრესი მქონდა, მეგონა რომ ვერ ვაკეთებდი ვერაფერს ისე როგორც საჭირო იყო. 10 დღეზე გავაქანე პედიატრთან არ ჭამენ საჭმელსთქო და შემატყო რომ სერიოზული აშლილობა მქონდა biggrin.gif
ამ კოლიკების გადამკიდე სულ ხელში მიჭირავს ერთი ბავშვი. ვიღაცას ეწერა ზღვის ცხენს დავემსგავსეო და ზუსტად ეგრეა რა, კითხვის ნიშნის ფორმა მაქვს მიღებული vis.gif კიდევ კარგი მეორე ამ კუთხით უპრობლემოა.

Posted by: ნაჭუჭა 5 Dec 2020, 23:44
რეჟიმთან დაკავშირებით ვეთანხმები გვანცას, არსებობენ ბავშვები რომლებიც რეჟიმით იბადებიანდა თავის დროზე ჭამენ კიდეც და იძინებენ, მაგრამ არიან რთული ბავშვები რომლებსაც ვერაფრით ვერ ჩასვავ რეჟიმში, მითუმეტეს 5-6 თვემდე სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის, არვიცი ჩემი შვილები პატარა მონსტრები იყვნენ სამივე მაგ მხრივ gigi.gif gigi.gif არცერთს არ ქონია ნორმალური რეჟიმი წლამდე, პატარას მეგონა მოვწესრიგდით მეთქი და 7 თვიდან სულ თავზე დამამხო ეს თავისი რეჟიმი givi.gif თუმცა ამაზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, კი ძილიც მაკლია და ვიღლები კიდეც თუმცა ვიცი რომ ისე სწრაფად გაიზრდება მომენატრება მერე ესეთი მონსტრიკო facepalm.gif ნუ მე ამასთან რუტინაც არ გამომდის რადგან საღამოს საგიჟეთი გვაქვს, ხან ერთი დამდევს უკან ხან მეორე, ვის რა უნდა და რას ითხოვს ვეღარ ვიგებ და შესაბამისად როცა გაუმართლებს პატარას მაშინ ვბან და ვამზადებ დასაძინებლად gigi.gif gigi.gif
* * *
Ninico
კითხვის ნიშნის ფორმა მომეწონა lol.gif ჩავიხედე სარკეში და მეც ვგავარ აშკარად gigi.gif
* * *
narkozeli
ხანდახან მგონია ჩემს სათქმელს წერ და მაგრად მინდება ხოლმე შენი გაცნობა 2kiss.gif

Posted by: alesandra 6 Dec 2020, 00:47
gogatakoo
სიცოცხლე ბიჭი გყავს! ❤️ მაგარი მომენტია დაჭერილი. ❤️


Posted by: nopiahopi 6 Dec 2020, 01:16
ნაჭუჭა
QUOTE
არსებობენ ბავშვები რომლებიც რეჟიმით იბადებიანდა თავის დროზე ჭამენ კიდეც და იძინებენ,


მაგალითად მე biggrin.gif

QUOTE
მაგრამ არიან რთული ბავშვები რომლებსაც ვერაფრით ვერ ჩასვავ რეჟიმში,


მაგალითად ჩემი ძმა biggrin.gif
* * *
არადა ერთი დედის გაზრდილები ვართ biggrin.gif

Posted by: anibani18 6 Dec 2020, 11:11
გვანცა, ნამდვილად არ მინდა დავა იმაზე, ჩემს შვილს როდის ეძინებოდა და როდის არა. ფხიზელი და პირმცინარე არასოდეს მიცდია დამეძინებიდა. საერთოდ არ ვაძინებდი ადრე, ძუძუს ვაძლევდი და თუ მოუნდებოდა, თავად იძინებდა. არ იძინებდა და მერე უფრო და უფრო ღიზიანდებოდა, ტიროდა და ვერაფრით ჩერდებოდა. ნათლობაში იმდენი იტირა, რომ ყველა ნათლია გაიქცა ბოლოს. თავიდან ერთმა მითხრა, მოდი ხვალ ვაზიაროთო, მაგრამ ისე გადადგა იქაურობა, რომ ბოლოს მითხრა, ხვალ სხვა საქმეები მაქვსო. ასე რომ იმაში, რომ ძილის პრობლემა არ აქვს და არ ჰქონდა ჩემს შვილს ვერ დამარწმუნებს ვერც ირაკლი და ვერც ვერავინ.
მე მინდა რომ მშვიდად ვიყოთ ჩვენ ორივენი დღის განმავლობაში, ამიტომ ვცდილობ გავიცნო იგი, როდის ეძინება, როდის არა, როდის შივდება, როდის არა და ასე ავაწყო დღე. არ მინდა მთელი დღე მტირალა ბავშვს ვაწყნარებდე. გინდ რეჟიმი უწოდეთ ამას, გინდ რუტინა, გინდ არაფერი.

კოლიკები აქვს შენს შვილსო, ასისტენტმა მითხრა. მეც დავიჯერე. მერე უფრო და უფრო გავიცანი და როცა ვხვდები რა უნდა და ვაკეთებთა ამას, ვიზინებთ დროულად, ვჭამთ ან ვბანაობთ, რატომღაც იმ დღეს არანაირი კოლიკი არ აქვს და საერთოდ არ ტირის.

ასისტენტთან კონტაქტი ხომ ცალკე უაზრობაა, ჩემი აზრით. ასე ვიპოვნიდი სამედიცინოდამთავრებულ სტუდენტს ვინმეს და იმას ვკითხავდი რჩევებს. ან თუ ასისტენტი გქვია ცოტა ტაქტიც ისწავლე. ჩემს სუპერ ხვანცალა შვილს მივარდნილს უწოდებს და სულ მეკითხევა, ისევ მივარდნილიაო. მოკლედ, ვისაც მოგწონთ გზა დამილოცია, მე კი უზომოდ მაღიზიანებს ასეთი სისტემა.

Posted by: NatiaGull 6 Dec 2020, 11:27
anibani18
ან, რომელ ასისტენტთან გაქვს შენ კონტაქტი ? რამდენიმე ყავს ირაკლის თუ ერთი ?
ერეკლეს ვწერ ხოლმე მე. ჩემს გოგოს ლოყები ყურები და ნიკაპი აქვს წითელი და გამომშრალი. მგონი დერმატიტია...

Posted by: anibani18 6 Dec 2020, 13:53
NatiaGull
ვიღაც გოგოა, ნათი.
იცი რა ქენი, ანადუღარი წყლით გაუწმინდე ხოლმე. სცადე ყოველ შემთხვევაში. რა მალამოს წაუსვამ, ეს უკვე შენ გადავწყვიტე.
მე კორესატინს ვუსვამდი და ხან უქრებოდა, ხან უჩნდებოდა, მერე ანადუღარი წყლით დავიწყე გაწმენდა და შემდეგ ვუსვამდი კორესატინს და გაუკრიალდა ლოყები ისევ.

Posted by: takoo1 6 Dec 2020, 13:57
anibani18
ღმერთმა ჯანმრთელად გიმყოფოს შენი ანგელოზი ნუ გეშინია არაფერი არ იქნება ისეთი,ისე ვარჯიშები თუ მასაჟები არ შეიძლება რო დაუწყო? პასუხებს რატო ელოდები ესე გითხრეს?
7ისაა უკვე.ამ სურათში 6ისაა ჯერ კიჭი არ ქონდა ეხლა ისეთი სასაცილოა პატარა პირანიაა biggrin.gif
Tua
მე ძილის კუთხით მინდოდა გრაფიკი მარა არ გამომდის ჯერჯერობით, სახლში ვარ და თავისუფალი ვარ დრო მაქ თავზე საყრელად,მარა ღამე რო ვერ ვაძინებ ერთი და იგივე დროს ნერვები მეშლება. ძილის წინ მიყვარს ბანაობა და ვერ ვბანაობ რო დაიწყებს ჭიჭყინს 10დან ვსოო მე უნდა მყავდეს და ერთი ეგ კომფორტი აღარ მაქვს,ისე მთელი დღე კი ჩერდება ხან ბაუნსერშია ხან თავის მაგიდასთან ხან მამამისთან,
narkozeli

გოგო ხოო biggrin.gif ორი გამოვწერე ერთი ნიუბორნი და მეორე ეს 9თვეზე და სანამ ერგება ვტენი ისე მიყვარს. გამოკვეტებულია უკვე შიგნით)))
სუ ესე იცინის გიჟივით ეტყობა რო კუროა მაგარი კიშკია biggrin.gif
* * *
alesandra

ხოო მაგრად მიყვარს ეს ფოტო მამიკომ დაიჭირა❤️
* * *
anibani18
ღმერთო რა იდიოტია ზოგიერთი ვგიჟდები :| მივარდნილის მნიშვნელობა თუ იცის საერთოდ, ნერვები მომეშალა ეხლა რატო ყავთ ესეთი კადრები ვაფშე

Posted by: NatiaGull 6 Dec 2020, 14:34
anibani18
გოგო იმ ასისტენტსაც მივწერე და ბიძინა კულუმბეგოვსაც. მირჩიეს რაღაცეები და ვნახავ აბა. კი წყლით ვუწმენდ ხოლმე
მივარდნილი ტვითონ არის და როცა ასე უვიცად გეტყვის რამეს, დაუბრუნე საკადრისი პასუხი

Posted by: narkozeli 6 Dec 2020, 14:35
NatiaGull

ჩემიც ერეკლეა, ძალიან ყურადღებიანი ბიჭია. ევროპაშიც ეს სისტემაა და რავიცი მე კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით. თუმცა ანიმ რაც დაწერა ეგ რომ ჩემთვის ეთქვა ასისტენტს, დავაფარებდი თავზე smile.gif

anibani18

მესმის შენი sad.gif კოლიკას რაც შეეხება ეგ მედიცინაშიც ცოტა ამოუხსნელი ფენომენია.
ისევ მივარდნილიაო რა თქმააა ცოტა ვერ გავიგე, მეც მეწყინებოდა..
პირდაპირ ირაკლის რომ დაურეკო ხოლმე?
ეხლა ყურზე კითხვა რომ მქონდა პირდაპირ ირაკლის დავურეკე და მიპასუხა ჩვეულებრივად და მოიყვანეო მითხრა.
ისე ვიზიტზე როდის დაგიბარეს? ასე მგონია შემდეგ ვიზიტზე შეეცვლებათ აზრი რაღაცეებზე და თვითონ ირაკლიც ხო ნახავს რომ არაა ბავშვი მივარდნილი. დაგიბარა გეგმიურ ვიზიტზე?
ძილის პრობლემაზე კიდე, თავს ვერ დავდებ რა თქმა უნდა, უბრალოდ ტყუპებსაც ხომ მასე სჭირდათ და მაგიტომ დავინტერესდი და არ დასტურდება მეცნიერულად ეგ ძილის პრობლემები. იქნებ რაღაც სხვა მიზეზი იყო. ვერაფერს დავიჩემებ. ეხლა გამოვიარეთ იგივე ჩვენც ოჯახში და ბოლოს ჩემმა მაზლის ცოლმა წამლების სმა დაუწყო ოღონდ დაეძინათ, შენ ვიცი ამას არ იზამ მაგრამ მე ძალიან ვინერვიულე და განვიცადე, თან ოჯახშიც ვსტრესავდით მგონი. მაგალითად ჩემი დედამთილი ხშირად ეუბნებოდა, ალბათ რაღაც სჭირთ, როგორ შეიძლება ამდენ ხანს რომ ტირიანო. აგერ ვაჩე ისეთ რეჟიმში იყოო, უპრობლემოდ ეძინაო, არ ტიროდაო, ამათ რა ჭირთო. ეს ბავშვების შედარებაც ხომ არასწორია, ყველა ინდივიდუალურია. მოკლედ მე გვიან მივხვდი ჩვენს შეცდომებს.
გულით და სულით გისურვებ სიმშვიდეს და კარგად ყოფნას შენს ლამაზ გოგოსთან ერთად, ეხლაც მახსოვს როგორი დახატული გყავს)) და როგორც შენ გაგიხარდება, ისე მოიქეცი. დამატებით სტრესებს მინდა აგარიდო უბრალოდ. ყველაფერი დალაგდება აუცილებლად. დროსთან ერთად ბევრი რამე ლაგდება.

* * *
Ninico

კითხვის ნიშნის ფორმაზე ამოვწყდი biggrin.gif biggrin.gif
აქაც ერთი უფრო ურჩია, მეორე შედარებით დინჯი❤️

ნაჭუჭა

უნდა მოვაგვაროთ ეგ ამბავი ჩვენ და გავიცნოთ ერთმანეთი ლაივშიც))❤️
* * *
gogatakoo

აუ მეც ძაან მიყვარს და ეხლა კიდევ უნდა გამოვიწერო მასეთი ))) რო შევხედე კიდე მომინდა❤️

Posted by: Ninico 6 Dec 2020, 14:52
ენაზე ნადებს რა ვუშველო? მინდა გავუწმინდო, მაგრამ არ მაყოფინებს პირში თითს. არადა აშკარად აწუხებს, სულ ენას აწკლაპუნებს baby.gif
* * *
anibani18
მივარდნილები თვითონ არიან mad.gif მე მცირეწონიანებიო მითხრა ერთხელ პედიატრმა და ეგ მეწყინა, არადა ძლივს მიჭირავს უკვე, კუზები ამომივიდა.

Posted by: narkozeli 6 Dec 2020, 15:09
Ninico

თეთრი ნადები აქვს?
მარლა დაიხვიე თითზე, სოდიან წყალში ამოავლე და მოუსვი თითი პირში თუ თეთრი ნადები აქვს, მაგას ვნიშნავდით ხოლმე ჩვილებში სტომატოლოგად რომ ვმუშაობდი.

აუ მე ერთხელ ერთმა დებილმა ექთანმა მითხრა ნაადრევი გესტაციის ბავშვია და მაგიტომ არ ტირისო, 2 დღის გაჩენილი მყავდა. დამაპანიკა, რას ქვია არ ტირის ბავშვიო, გაასინჯე ექიმსო. 38 კვირაზე გაჩენილი რანაირად იყო ნაადრევი, იდიოტი მართლა. ეხლაც მეშლება ნერვები.

Posted by: Tua 6 Dec 2020, 15:17
Ninico
შენ ჩემი იკითხე 13 კილოა smile.gif)) ეხლა კი უფრო ადვილია დადის ხოხავს თავისით მაგრამ ტაკოს დაბანის.მერე ძლივს ვწევ ჯერ სად ხარ ჯერ პატარები არიან biggrin.gif . 5 თვის 8 კილო იყო ეს , ნელნელა შეეჩვევა შენი წელი წონაში რომ მოიმატებენ .

თეთრი ნადები თუ არ აწუხებს ბავშვს არაფერი არუნდა 5 თვემდე ჰქონდა ამას თუ 6მდე , ღრძილზეც და ენაზეც თავისით გადაუარა.

Posted by: takoo1 6 Dec 2020, 15:54
Ninico
სოდიანი ბინტით გაუწმინდე როგორც გვანცამ გითხრა, თორე თუ მოედო მერე ნისტატინს ნიშნავენ, ჩემმა პედიატრმა ეგ დაუნიშნა რო არ უშველა სოდიანმა:სულ ენას აგდებდა გარეთ აწუხებდა. უშველის სოდიანი მაგარია

Posted by: Ninico 6 Dec 2020, 15:59
Tua
რაღაცნაირად ატრიალებს ენას პირში, თითქოს აწუხებსო და ნერწყვის ბუშტებს ბერავს. თითს არ მაყოფინებს პირში და ჩემმა ქმარმა რაღაც ენის საწმენდი ჯოხები გამოწერა ეხლა ამაზონიდან.
* * *
gogatakoo
ხო, ჯერ მარტო ენაზე აქვს. ისე ატრიალებს ამ ენას უცხო სხეულივით. სამშობიაროს პედიატრმა მიკოსისტი ჩამაყრევინა პირში, მაგრამ რადგან ვერ ვუწმენდდი ალბათ მაგიტომ არ მისცა შედეგი.

Posted by: takoo1 6 Dec 2020, 18:08
Ninico
იცის პატარებში თავიდან,ძუძუზე გყავს?

Posted by: Tua 6 Dec 2020, 21:24
Ninico
1 ჩაის კოვზი სოდა 100მლ ადუღებული წყალი დაასხი გააგრილე და ბინტით მოუწმინდე მაშინ , ამას ღრძილებიც რომ.აწუხებს ეგრე ვადებ ღრძილზე სოდიანს და უყუჩდება


gogatakoo
გოგო.მეც სახლში ვარ სულ მაგრამ ჩემი თავისთვისაც მინდა დრო შესაბამისად ძალიან დიდი ხანია გრაფიკით ვართ ალბათ ასე3 თვიდან ჯერ 6 თვემდე გრფიკი გვქონდა, მერე 6 თვიდან 8-9 თვემდე, მერე9 თვიდან 1 წლამდე და ეხლაც ასე ვართ ოღონდ უფრო.მეტი სძინავს ვიდრე მანამდე ეძინა , ძილზეც და კვებაზეც, ძალიან ადვილად დამყავს იქ სადაც მინდა და თავისუფლად დავდივარ მეც ვუტოვებ ქმრის მამიდაშვილსაც კი როცა მჭირდება , ღამეც რჩება სხვასთან არითხოვს დედას ( ამას დაბადებიდან ვაჩვევდი რომ.სხვასთან დაძინებას შეჩვეულიყო, 3 საათით და მეტითაც ვტოვებდი და მივდიოდი საქმეებზე 1 თვისაც რომ იყო) , ძუძუს ბავშვებში ნამეტანი რთულია რეჟიმი გრაფიკი და ყველაფერი დანარჩენი , მაგრამ ნელნელა შეჩვევებით შეიძლება გამოგივიდეს კიდევაც.

Posted by: nionia 6 Dec 2020, 22:48
ნაჭუჭა
QUOTE
ხანდახან მგონია ჩემს სათქმელს წერ და მაგრად მინდება ხოლმე შენი გაცნობა

აჰა აქ ვარ მეც, ჩამოდით რა ბათუმში გოგონებო bis.gif
ან მე ჩამოვალ თბილისში მალე chups.gif
* * *
Tua
QUOTE
ძუძუს ბავშვებში ნამეტანი რთულია რეჟიმი გრაფიკი და ყველაფერი დანარჩენი , მაგრამ ნელნელა შეჩვევებით შეიძლება გამოგივიდეს კიდევაც.

აქაც ბავშვს გააჩნია ალბათ, 4 თვიდან დაალაგა თავისით (ცოტა მეც მივეხმარე) ღამე ძილის და კვების რეჟიმიც, არც დატოვების პრობლემა გვქონია, ერთადერთი რაც მაწუწუნებს მისი დღის ძილების ხანგრძლივობაა, რეჟიმულად ვაძინებ მაგრამ ხან 40 წუთი დაიძინებს ხან 2 საათი, ღამის ძილით კი უცვლელად იძინებს 9 დან-10 მდე

Posted by: Tua 6 Dec 2020, 23:33
nionia
ჰოდა საქმეც მაგაშია რომ მიეხმარე ცოტა, ჰოპ და ბავვა თაბისით რამე დაალაგოს მიხმარებების გარეშე შანსი არაა smile.gif)) მშობლის სურვილზეა დსმოკიდებული როგორ დაეხმარებააგ რეჟიმის დალაგებაში.
მაგ დღის ძილსაც მიხვდები როგორ დაალაგო ცოტახანში და მაგაშიც დაეხმარები , მე გადავულაგე ეგრე უნდოდა დაძინება 30 წუთებით და იღვიძებდა ამოვუგდე1 ძილი რომ.მეტი ეძინოს საათობრივად. ყველა ბავვი ინდივიდუალურია და სჭირდება მიდგომა.ინდივიდუალური, თუ არ წაეხმარე და არ გაერკვიე თავისით ქნა არგამოდის მთლად ბოლომდე დახმარების გარეშე

Posted by: ნაჭუჭა 7 Dec 2020, 00:04
QUOTE (nionia @ 6 Dec 2020, 22:48 )
ნაჭუჭა
QUOTE
ხანდახან მგონია ჩემს სათქმელს წერ და მაგრად მინდება ხოლმე შენი გაცნობა

აჰა აქ ვარ მეც, ჩამოდით რა ბათუმში გოგონებო bis.gif
ან მე ჩამოვალ თბილისში მალე chups.gif
* * *

ბათუმი პას ზაფხულამდე და გელოდებით აქეთ შენ 2kiss.gif

Posted by: narkozeli 7 Dec 2020, 00:12

nionia

პირობა არ დამვიწყდებია)) ამ ზაფხულს ვპირდები ავასრულებ, ცოტა უფრო ადრეც სავარაუდოდ გაზაფხულზეც ჩამოვალ თუ ისევ დისტანციურზე ვიქნები❤️

ნაჭუჭა

აჰა შევიკრიბეთ ტრიო)) ეხლა მთავარია კორონა მოვაშთოთ :დ

Posted by: ნაჭუჭა 7 Dec 2020, 01:25
narkozeli
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

Posted by: nionia 7 Dec 2020, 13:10
narkozeli
ნაჭუჭა
ზაფხულში მე გავრბივარ ხოლმე აქედან, ბათუმში უნდა ჩამოხვიდეთ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე love.gif
QUOTE
აჰა შევიკრიბეთ ტრიო)) ეხლა მთავარია კორონა მოვაშთოთ :დ

jump.gif დედას ვუტირებთ

Posted by: Ninico 7 Dec 2020, 17:50
gogatakoo
ძუძუს თემა ვერ დავალაგე და მთლიანად ხელოვნურზე არიან. როცა ჭირვეულობენ მაშინ დასაწყნარებლად მივისვავ ხოლმე.
* * *
მუცელზე როდიდან უნდა დავაწვინო? დღეს ვცადე ერთზე და ვერ ერევა თავს. პარასკევს 2 თვისები ხდებიან.

Posted by: Tua 7 Dec 2020, 19:51
Ninico
შეეცადე ხშირ ხშირად დააწვინო რომ გაუმაგრდეთ კუნთები, შეიძლება თავიდან იტირონ მაგრამ მე 1 თვიდან ვაწვენდი ჯერ 5 წუთით მერე ნელნელა გავუზარდე, თავიდან არმოსწონდა მერე შეეჩვია და უკვე კარგად იჭერდა კისერს

Posted by: nionia 7 Dec 2020, 23:33
gogatakoo[[b]gogatakoo
გოგო ახლა ვნახე შენი მსუნაგა ბიჭო love.gif
კუროებს რამე განსაკუთრებული მადა აქვთ თუ რაშია საქმე?
ჩემიც ყველაფერს ნთქავს, სკამში რომ ჩავსვამ და წინსაფარს გავუკეთებ მოთმინებით მელოდება სანამ მივუჯდები მეც :დდდდდ
ამასწინ ცოტა დავაგვიანე , შევყევი ჩემს საქმეებს და აგვაწიოკა :დდდდ
narkozeli
QUOTE
ირაკლიმ უთხრა ტყუპებზე, ძილს არ დაიკლებენ ნუ გეშინიაო

პირველი მეც ძილის საკითხი განვიხილე, ძაან განვიცდიდი გოგო მაშნ 2 თვის მყავდა და დღე გადიოდა რომ ვერ იძინებდა საერთოდ, ჩემს თავს იმდენად არ ვჩიოდი, მეთქი რამე არ დაუშავდეს ბავშვს უძილობით, თან ხომ იცი როგორც ხდება? სულ ვისმენდი ისტორიებს როგორ ეძინათ ჩვილ ბავშვებს 2-3 საათი გადაბმულად თითო ძილი და ეს უფრო მოქმედებდა, ჰოდა ამიხსნა რომ ნუ გეშინია, შენ კი ზარალდები მისი დღე უძილობით მაგრამ თვითონ არ დაიკლებსო ,აქ "ვაღიარე" რომ ყოველღამე დიდივით სძინავს თქო, მართლა ასე იყო, რომ დაიძინებდა 12 ზე დილამდე ეძინა, 11-ზეც გაუღვიძია, მაგრამ მე მაინც არ ვიყავი კმაყოფილი და დღეც მინდოდა ეძინა:დდდ თვითონაც უნდოდა მაგრამ გაზები არ აძლევდა გასაქანს თვალს მოხუჭავდა თუ არა ტირილით იღვიძებდა რა დამავიწყებსsad.gif
ჰოდა რაღაცნაირად მომეშვა და დავწყნარდი, შედარებით მშვიდი და უფრო მომთმენი გავხდი და ერთ თვეში დღე ძილიც ისწავლა, ღამეც ადრე იძინებს და მოკლედ იქით მიდის ყველაფერი რომ წლის ბოლოს "ადვილად გასაზრდელი" ბავშვის ნომინაციაში გაიმარჯვებს biggrin.gif

Posted by: Ninico 9 Dec 2020, 14:43
anibani18
ანი, მოგწერე პირადში ❤️

Posted by: takoo1 9 Dec 2020, 16:10
nionia
ეგრეა ეგრე biggrin.gif მეც კურო ვარ ვგიჟდები ჭამა სმაზე))))) სასწაული გურმანი ვარ,ჩემი შვილიც მე მგავს ჯერჯერობით რავიცი.ხორციც უყვარს ბოსტნეულიც ხილიც რავიცი ყველაფერი.ერთი წყალო ვერ შევაყვარე და სულ მავიწყდება რო ვიკითხო.
ძუძუ ეყოფა გოგოებო? წყალს არ სვამს ვაფშე მოწრუპავს და თამაშობს და დავიჯერო. ყოფნის ძუძუდან?

Posted by: NatiaGull 9 Dec 2020, 18:34
gogatakoo
ძუძუს რძეში 80 %წყალია, მაგარამ ეცადე შეაყვარო დალევა biggrin.gif

Posted by: Tua 9 Dec 2020, 21:30
gogatakoo
მიეჩვევა ნელნელა 2 ყლუპიც საქმეა, ალექსანდრეც არსვავდა დიდად წყალს მაქს 5 ყლუპი დღეში და 1 წლიდან დაიწყო დალევა, ძალით ნუ ჩაასხავ , ერთ ერთ ჯგუფში შპრიცით ჩაასხიო ვიღაცას სთავაზობდნენ 5 თვის ბავშვზე facepalm.gif

Posted by: NatiaGull 10 Dec 2020, 01:50
გოგოებო, ძლიერი ყავა რომელია ? ძალიან ძლიერი მინდა რომ გამომაფხიზლოს ხოლმე

Posted by: Tua 10 Dec 2020, 12:05
NatiaGull
ძილი ნათი, ყავა დიდად არშველის, მე დღეში 3 ჭიქას ვსვავდი ხან ხსნადს კარტე ნუარს ხან თურქულს და მაინც დაძინება მშველოდა მაგ ასაკის რომ იყო, შუადღეს როკ.იძინებდა მეც ვუწვებოდი 1საათიც საკმარისი იყო ცოლმე.დასააძინებლად.

Posted by: takoo1 10 Dec 2020, 16:45
Tua
ხოო ესეც ეგრე სვავს,შენ თან ძუძუზე არ გყავდა ხო?მე მაგით ვიმშვიდებ თავს რო ძუძუზე მყავს,4ჯერ მაინც ჭამს დღეში და ალბათ ყოფნის თქო რავი

Posted by: Tua 10 Dec 2020, 17:13
gogatakoo
ჰო არმყავდა ძუძუზე მაგრამ ფორმულაც წყალია და სითხე შესაბისად არ ვდარდობდი როცა დალევდა დალევდა , ეხლა სვავს , მაგრამ შეთავაზება უნდა გააგრძელო მაინც.

Posted by: NatiaGull 10 Dec 2020, 18:09
Tua
გოგო აი ღამის კონკრეტულ პერიოდში რომ გამომაფხიზლოს ცოტა, დილის 5-6დან ისე ვითიშები, ძალა მეკარგება ხელებში და მეშინია ხოლმე არ დამივარდეს ბავშვი

Posted by: Tua 11 Dec 2020, 12:55
NatiaGull
ნათი ასე სახლის პირობებში რამე ძლიერი თურქული, მე სისაურში ვყიდულობ ყავას და ვფრქვავ იქვე, აპარატის ყავაც საკაოდ ძლიერია თუ აპარატი გყაქვს, თუ არდა ესპრესსოს მოსადუღებეპი რომა პატარები ის გამოიყენე და ლავაცა იყიდე. მეამას ყავას ბევრი ემდურის არაა ისეთი როგორი უნდა იყოსო თან საკაოდ ძვირია კაფსულებიც და აპარატიც, 2ტონა ყავას დალევ მაგ ფასად. ამითი გამოდის კარგი ყავა ლავაცას დაფქულს თუ იყიდი აპარატისთვის
user posted image

Posted by: nopiahopi 11 Dec 2020, 18:35
Tua
აუ შენ გეცოდინება, ბარძაყზე ფრაქსიპარინი მუცელივით კეთდება? ანუ კან ამოწეულზე და 90გრადუსით უნდა ჩავიდეს ნემსი? და რა ადგილას უნდა დაახლოებით?

Posted by: Tua 11 Dec 2020, 19:05
nopiahopi
გალიფეზე გვერდულად დაიჭირე და ისე გაიკეთე, ანუ ვვერდითა მხარეს როგორც.მკლავზე ისე. დაგილურჯდა მუცელი? ისე მუცელშია ყველაზე ეფექტური მეც ბოლოს ბარძაყში ვიკეთებდი 35 კვორაზე

Posted by: nino84 11 Dec 2020, 19:34
NatiaGull
მე მწარე შოკოლადი მშველოდა, კაკოს მაღალი შემცველობით. ერთ ფილასაც აზრზე მოვყავდი.

Posted by: nopiahopi 11 Dec 2020, 20:10
Tua
ანუ გვერდითა მხრიდან ხო? დაახლოებით აქ?

user posted image

და ნემსი პირდაპირ შევიყვანო თუ დახრილად? თუ დახრილი უნდა, ვერ ვიზამ და მომიწევს ისევ მუცელზე :/

დამილურჯდა მუცელი, კიი.. და ისე მაქვს სიმაგრეები, კანსაც ვერ ვწევ წესიერად და დღეს ძლივს შევიდა ნემსი. ამდენი წელია მიწევს ეგ ნემსები და ახლა მესამე დღეა მეთვითონ ვიკეთებ. მანამდე სხვა მიკეთებდა. მინდა ფეხზე ვცადო თუ გამომივა, 5-6 ნემსი მაინც და მერე გავაგრძელებ მუცელში.
* * *
უი ახლა დავაკვირდი. როგორც მკლავზეო. ანუ ნემსი დახრილი უნდა sad.gif

Posted by: NatiaGull 11 Dec 2020, 23:21
nopiahopi
დახრილად რატო ვერ გაიკეთებ, ბევრად მემარტივებოდა ვიდრე ისე.
ვაიმე ეხლა რომ მახსენდება 10 თვე ვიკეთე ეგ ნემსი, არ მჯერა biggrin.gif

nino84
უი, მაქვს მწარე შოკოლადი. ვცდი აბა :*

Tua
კაი თეო, მადლობა :*

Posted by: nopiahopi 11 Dec 2020, 23:38
NatiaGull
QUOTE
დახრილად რატო ვერ გაიკეთებ, ბევრად მემარტივებოდა ვიდრე ისე.

10 წელი დამჭირდა, რომ 6 დღის წინ ჩემით გამებედა ამ ნემსის გაკეთება და ცვლილების მიღება ძალიან რთულია ჩემთვის ამ საკითხზე. ალბათ გაგეცინებათ, არც გამიკვირდება, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს ნემსზე და ესეც მიღწევაა, რომ გავბედე. აქ მტკინვეულ-უმტკინვეულობაზე არაა ლაპარაკი, ხომ ხვდები? smile.gif ისე ფეხში მაგ მხრივ როგორაა საქმე, მუცელივით უმტკინვეულოა თუ მკლავივით მტკინვეული?

მარა ისე მინდა ვცადო და დავასვენო მუცელი რამდენიმე დღე facepalm.gif

Posted by: NatiaGull 12 Dec 2020, 01:05
nopiahopi
აჰა გასაგებია... მესმის შენი. მეც მაქვს ფობია, ამას წინათ მაგნიტორეზონანსულის გადაღება დამჭირდა და პანიკა მქონდა. 4ჯერ გავაჩერე კვლევა...რა საშინელი გრძნობაა, როცა ვერ ერევი შენს თავს.
მე მკლავშიც მტკიოდა და ფეხზეც. მუცელზე ნაკლებად

Posted by: nopiahopi 12 Dec 2020, 11:11
NatiaGull
ჰოო sad.gif
ფობია რასაც ქვია, მაქვს საჯდომის კუნთზე ნემსის გაკეთების შიში. რასცა ვერაფრით ვძლევ. დანარჩენ ადგილებზე უბრალოდ შეჩვევა და დრო მჭირდება, თორე შიში არ მიჩნდება. ანტიბიოტიკებიც რომ დამჭირვება, ინტრავენურები გამიკეთებია ზოგი, ოღონდ ტაკოზე არ გაეკეთებინათ smile.gif ეს ბავშვობიდან მაქვს და განსაკუთრებით პირველ ორსულობაზე გამიმწვავდა, მძიმედ ვიყავი და დღეში რამდენიმე ნემსი რომ მჭირდებოდა, გადავედი ჭკუიდან. რამენაირად უნდა ვცადო ფეხში. დრო დამჭირდება, მარა იქნებ ვცადო.. sad.gif

Posted by: nionia 12 Dec 2020, 11:50
gogatakoo
QUOTE
ერთი წყალო ვერ შევაყვარე და სულ მავიწყდება რო ვიკითხო.

ჩემსას ძალიან მოსწონს წყალიც, კოვზით ვასმევ ხოლმე და თანდათან სიპი ქაფითაც დაამუღამა, მოსწონს ხელში რომ იჭერს.
ძუძუდან მიიღებს გარკვეულწილად კი, საგანგაშო არაა მაგრამ სულ შესთავაზე ხოლმე, თანდათან მიეჩვევა, აუცილებელია მყარ კვებასთან ერთად წყალიც.

Posted by: Tua 12 Dec 2020, 13:24
nopiahopi
გოგო კი.მანდ ოდნავ უფრო გვერდულადაც შეიძლება, მაგრამ დიდად დახრილობაზე მე არვწვალობდი ვერ ვუდგებოდი ისე, მუცელზეც არვიკეთებდი დახრილად smile.gif)) მეც ეგრე მქონდა სულ ლურჯი მთელი მუცელი მაგრამ ისე მეშინოდა ცოტახანი ვიკეთე ბარძაყში, მკლავში ჩემით ვერ ვიკეთებდი.

Posted by: nopiahopi 12 Dec 2020, 14:32
Tua
მუცელზე პირდაპირ ვირჭობ, ექიმმაც ეგრე მითხრა და ანოტაციაშიც ეგრე უწერია, 90გრადუსით და მკლავზე ვიცი რომ დახრიილი უნდა, უფრო ზედაპირულად და კანქვეშო.


ნუ მკლავზე ვერ გაიკეთებდი, სამი ხელი დაგჭირდება biggrin.gif ნელ ნელა უმჯობესდება ანალიზები და იქნებ მერე მომიხსნან საერთოდ. ორ კვირაში კიდე უნდა მივიდე ეხო + ანალიზები და ვნახოთ smile.gif

Posted by: zurabi199121 13 Dec 2020, 16:05
user posted image. ეს შევამჩნიეთ პატარას დღეს და მგონი ლაგამი უნდა იყოს ხომ? საშიში ხომ არ არის?

Posted by: NatiaGull 13 Dec 2020, 19:35
zurabi199121
ლაგამია კი.
საშიში არ არის, უბრალოდ თუ საუბარში ან ჭამაში უშლის ხოლმე ბავშვს ხელს, ჩაჭრას აკეთებენ მაკრატლით.

Posted by: tako_91 14 Dec 2020, 21:29
გოგოები როგორ ხართ? თქვენი რჩევა მჭირდება, იქნებ რამე მიშველოთsmile.gif მოკლედ დიდი გასაჭირის წინაშე ვარ, ბავშვს უნდა დავანებწბინი ძუძუ, რომელიც უკვე ერთი წლისაა და ჩვეულწბრივი ისტერიკა ჭირს ძუძუზე, ღამე შანსი არაა მაგის გარეშე დაიძინოს, დაძინებიდან კიდევ 15 წუთში იღვიძებს ტირილით და ძუძუს გარეშე არ წყნარდება, მერე მთელი ღამე საათში ერთხელ ჭამს, მოკლედ თუ ეძინება ისტერიკა ში ვარდება ძუძუს გარეშე. ექიმს რომ ვკითხე სამი დღე სხვაგან დატოვეო, მაგრამ არ მყავს ეგრე არავინ რომ სამი ღამე გაუთიოს ამის ისტერიკებს, თან ვფირობ სტრესი იქნება უცბად აღარც ძუძუ და აღაც დედა. ზოდა თუ რამე გამოგიცდიათ ან გაგიგიათ ვინმესგან ყველაფერი მოლიყევით, იქნებ რამემ გაამართლოს.

პ.ს. წყნარად ახსნამ არ გაამართლაsad.gif

Posted by: cvanca 15 Dec 2020, 11:31
tako_91
როცა ჩვენც დაგვიდგა ეგ დრო, მეც მივიკითხ-მოვიკითხე გარშემო და ყველაზე ხშირი იყო 2-3- ღამით ბავშვის მოშორებაა დედისგან. ჩვენც ასე დავანებეთ. სახლიდან არ წავსულვარ, უბრალოდ ოთახში ჩემთან არ ეძინა. მამასთან იყო. პირველ ღამეს სულ ტიროდა. მეორე ღამეს ისე აღარ, მაგრამ მაინც ჰქონდა ტირილის მომენტები. მერე გამახსენდა და მესამე ღამეს ხელოვნური რძე შევთავაზე, მშვენივრად მიირთვა და აღარც გახსენებია ძუძუ. იმ დღიდან დავისვენე. ძუძუთი კვებამ ჩემ ფსიქიკაზე ცუდი კვალი დატოვა biggrin.gif

Posted by: Ninico 15 Dec 2020, 15:40
გუშინ ძალიან შემაშინა ჩემმა ბიჭმა ☹️ ბოლო პერიოდი ისეთ რეჟიმში იყო რომ დღე ძირითადად ეძინა და ღამე ფხიზლობდა, ბოლოს ეს ფხიზლობის პერიოდი გაზარდა და გუშინწინ ღამე დილის 11მდე აღარ დაიძინა, ჯამში 12 საათში მარტო ორჯერ ეძინა 15-20 წუთი ალბათ ორ წუთიან ჩაძინებებს თუ არ ჩავთვლით. მერე კი ვიცოდი რომ დიდხანს გადააბამდა ძილს, მაგრამ 24 საათი გაუგრძელდა. საჭმელს ნახევრად მძინარეს ვაჭმევდი. მერე ცოტა ხნით გაიღვიძა და ისევ დაიძინა. ბანაობის დროს გაეღვიძა, მაგრამ ბოლომდე ვერ ფხიზლდებოდა და ბოლოს უკვე რომ საჭმელზეც უარი მითხრა და ფერი წაუვიდა უკვე სასწრაფოში ვრეკავდი. პედიატრმა ერთი კვებაც დაელოდე, ცოტა დროც გადაუცილე და ვნახოთ თუ მოითხოვს თვითონ ჭამასო. მართლაც 15 წუთი რომ გადასცდა დაიწყო ჭუჭყუნი. დღეს მრჩეველში წავიყვანე, ნინო ჯაშიაშვილმა გასინჯა და დავაკვირდეთო. თუ კიდევ განმეორდება ანალიზები ჩააბარეთო, გლუკოზა, სისხლის საერთო, ელექტროლიტები, ნევროლოგი არ გინდათო. ამისი პედიატრი მეუბნება ნევროლოგს ანახეო და რა ვქნა არ ვიცი, დაველოდო თუ წავიყვანო. გოჩა ჩიქვინიძეს აქებენ მგონი.

Posted by: takotatuli1989 15 Dec 2020, 16:51
tako_91
მოკლედ, დამშვიდდი დაწყნარდი. შენი შვილი არც პირველია და არც ბოლო ვინც ისტერიკას იმართებს ძუძუზე და მშვიდად შეხედე ამ საკითხს. მეგონა მშიერი დარჩებოდა ჩემი თუ არ ვაჭმევდი, იმიტომ რომ წლის და 1 თვის მხოლოდ მინიმალურ დოზებს იღებდა მყარი კვებისას. სხვასთან დატოვება, თუნდაც მამაასთან დამატებითი სტრესია ჩემი აზრით. ჩემ შვილს სოსკაც არ ჩაუდია პირველი 2 კვირის შემდგომ, ტვინის პირველი ნაოჭი რომ გაუჩნდა სოსკა მოიშორა და ერთი წვეთი რძე არ დაულევია (არც ჩემი გამოწველილი) ბოთლიდა, წყალსაც კი კბილები რომ ეჭირებოდა და ისე გადმოდიოდა წყალი მასეთი ბოთლიდან ვასმევდით.

ეხლა მთავარი! ჩაიცვი როლინგი რომ სუნი ნაკლებად იგრძნოს და ვერ გაგხადოს. მე მასე მეძინა 1 თვე როლინგით თუ მეტი კიდევ. პირველ ღამეს დიდხანს იტირებს დაამშვიდე დააწყნარე, გირჩევ აბები მიიღო დასაშრობი რომ არ შეგეცოდოს და არ აჭამო. მეორე ღამეს პერიოდულად ექნება ტირილები, მესამე ღამესაც და მორჩა. 3 დღეში გახდა ჩემი რადგან იმედი ქონდა ისევ შეჭამდა ძუძუს, 3 დღის მერე გაეხსნა მადა და გაიორმაგა მყარი საკვები.

Posted by: nino84 15 Dec 2020, 20:14
გოგოებო, როგორ ხართ? მგონი ნაწილობრივ დაძლია ჩემმა გოგომ რძის ცილაზე ალერგია. იოგურტი ვაჭამე ჰუმანასი და არ მისცა ალერგია. არც პლაზმონის ყველმა, ჰიპის ხაჭო მინდა კიდევ გავასინჯო. თქვენ რა რძის პროდუქტს აჭმევთ? აფთიაქის თუ მაღაზიის? რა სიხშირით? იოგურტს მაგალითად ყოველდღე ვაძლევ. ასაკი 9.5 თვე.

Posted by: NatiaGull 15 Dec 2020, 21:14
Ninico
გოგო ვერ გავიგე, ანუ მთელი დღე თითქმის ეძინა თუ პორიქით, ფხიზლობდა ? თუ ეძინა, მე შენს ადგილზე არ დაველოდებოდი და ნევროლოგსაც ვანახებდი.


Posted by: nionia 15 Dec 2020, 21:51
tako_91
ეტაპობრივად რომ ამოუგდო თითო კვება?
თანდათან დრო შეუმცირო ჭამის
ყველაზე ბოლოს ღამისას ამოაგდებ

ერთიანად და რაღაცეების წასმით დანებება ძალიან სტრესული მგონია sad.gif

Posted by: tako_91 15 Dec 2020, 23:23
QUOTE (takotatuli1989 @ 15 Dec 2020, 16:51 )
tako_91
მოკლედ, დამშვიდდი დაწყნარდი. შენი შვილი არც პირველია და არც ბოლო ვინც ისტერიკას იმართებს ძუძუზე და მშვიდად შეხედე ამ საკითხს. მეგონა მშიერი დარჩებოდა ჩემი თუ არ ვაჭმევდი, იმიტომ რომ წლის და 1 თვის მხოლოდ მინიმალურ დოზებს იღებდა მყარი კვებისას. სხვასთან დატოვება, თუნდაც მამაასთან დამატებითი სტრესია ჩემი აზრით. ჩემ შვილს სოსკაც არ ჩაუდია პირველი 2 კვირის შემდგომ, ტვინის პირველი ნაოჭი რომ გაუჩნდა სოსკა მოიშორა და ერთი წვეთი რძე არ დაულევია (არც ჩემი გამოწველილი) ბოთლიდა, წყალსაც კი კბილები რომ ეჭირებოდა და ისე გადმოდიოდა წყალი მასეთი ბოთლიდან ვასმევდით.

ეხლა მთავარი! ჩაიცვი როლინგი რომ სუნი ნაკლებად იგრძნოს და ვერ გაგხადოს. მე მასე მეძინა 1 თვე როლინგით თუ მეტი კიდევ. პირველ ღამეს დიდხანს იტირებს დაამშვიდე დააწყნარე, გირჩევ აბები მიიღო დასაშრობი რომ არ შეგეცოდოს და არ აჭამო. მეორე ღამეს პერიოდულად ექნება ტირილები, მესამე ღამესაც და მორჩა. 3 დღეში გახდა ჩემი რადგან იმედი ქონდა ისევ შეჭამდა ძუძუს, 3 დღის მერე გაეხსნა მადა და გაიორმაგა მყარი საკვები.

აი ზუსტად მაგიტომ ვანებებინებ პირველ რიგში რო საერთოდ არაფერს არ ჭამს, მთელი ღამე ძუძუზეა ჩამოკიდებული და დღე აღარ უნდა საჭმლის ჭამა. ხო მეც ეგრე ვფიქრობ რომ სტრესი იქნება უცბად ძუძუს და დედის გარეშეც დარჩენა, მითუმეტეს ერტად გვძინევს ყიველღამე. ხოო აი ეგ უნდა ვცადო და იმედია სამ ღამეს ფავუძლებ ამის ისტერიკებს, სხვა გზა არააsmile.gif
* * *
QUOTE (nionia @ 15 Dec 2020, 21:51 )
tako_91
ეტაპობრივად რომ ამოუგდო თითო კვება?
თანდათან დრო შეუმცირო ჭამის
ყველაზე ბოლოს ღამისას ამოაგდებ

ერთიანად და რაღაცეების წასმით დანებება ძალიან სტრესული მგონია sad.gif

უკვე ეს ძირუთადად ღამე ჭამს, დღე ვმუშაობ და ძიძასთან არის და მე თუ არ მხედავსვარც ახსენდება რძე. მაგრამ სამაგიეროდ მთელი ღამე ძუძუზეა მოწეპებული და აი ღამის ჭამას უნდა გადავაჩვიო

Posted by: Tua 16 Dec 2020, 21:35
tako_91
თითქმის ყველასთან მამასთან 1-3 ღამემდე ძილმა გაჭრა მე ვისაც ვიცნობ , თუ დღე არ ჭამს ძუძუს გამოსავალი ძირითადად ღამე სხვასთან ძილია. წყალიც შეგიძლია.მისცე ცოტა, უბრალოდ ჩვევაში აქვს სავარაუდოდ დიდად არჭამს ძუძუს.

Ninico
წაიყვანე ნერვოპათოლოგთან მაინც მშვიდად რომ იყო, ჩიკვინიძე კარგია ძალიან.

nino84
მე იოგურტს დღემდე არვაჭმევ ყოველ დღე, ხაჭოს კვორაში 2ჯერ ვაჭმევ მესამე კვებად ისიც მაშინ როცა ცილოვანს არვაძლევ არაფერს ანუ ხორცს, იოგურტსაც ეგრე კვირაში 2ჯერ მაქსიმუმ და მაწონს ვჭევ სოფლის ნობათის საბავშვოს 10 თვიდან უკვე შეგიძლია მისცე 1-2 კოვზი . 9 თვის რომ.იყო ჰიპპს ვაევდი მერე 10 თვიდან სოფლის ნობათის რძეს და მაწონს ვიღებდი და ვჭრიდი გამოდის სასწაული ხაჭო დღემდე ან მაგას ვაჭმევ ან სანტინოს 6%იანს თუ გაკეთება მეზარება. რძე1წლიდან მივეცი.

Posted by: nino84 17 Dec 2020, 10:29
Tua
მადლობა, თეა. ყველს მაღაზიისას აძლევდი? მე ჯერ პლაზმონი გავასინჯე

Posted by: Tua 17 Dec 2020, 12:22
nino84
ყველი სულგუნი მივეცი 11 თვიდან, მანამდე პლაზმონს ვაძლევდი ოღონდ სადღაც 2 კვირაში ერთხელ პლაზმონის პასტასთან ერთად.

Posted by: unusual 17 Dec 2020, 19:04
გოგოებო12 თვის ბავშვი სახელით დახახებაზე არ რეაგირებს, სხვა მხრივ ყველანაირ ხმაურზე წამიერი რეაწციები აქვს, კონტაქტურია, თვალებში გიყურებს და იღიმის, თ ვალს აყოლებს, ხელს იწვდის მის ასაღებად. დღეს მყავდა პედიატრთან და იმან შეამჩია, მეც კი მქონდა შემჩნეული მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია ვიფიქრე ჯერ პატარაა თქო. ეხლა გადახედე ინფორმაციას და წავიკითხე რომ ეგ აუტიზმის ნიშანია. თქვენ რას მეტყვით? ექიმმა ეგ არ მიხსენა ჯერ ეგო არ არის პრობლემაო... ეხლა ვდგავარ და ვავარჯიშებ ვეძახი სახელს რომ ყური მიაჩვიოს მაგრამ არ აქვს რეაქცია.

Posted by: Ninico 18 Dec 2020, 00:12
NatiaGull
მედიქლაბში მყავდნენ დუმბაძესთან მენჯ-ბარძაყის ეხოზე და მანდვე ვანახე ნევროლოგსაც. კარგი ბიჭიაო

Posted by: NatiaGull 18 Dec 2020, 10:43
Ninico

გილოცავ კარგ პასუხებს ❤❤❤

Posted by: narkozeli 18 Dec 2020, 12:10
unusual

1 წლის ვიზიტზე ირაკლი რცხილაძე რეკომენდაციას უწევს ბავშვთა ფსიქოლოგთან ვიზიტს, ფსიქიკური განვითარების შეფასებისთვის.

მეც გირჩევდი აჩვენო მაინც სპეციალისტს, თუმცა ვფიქრობ არაფერი პრობლემა არ იქნება და თუ მაინც არის რამე, დროულად მიგნებით ძალიან ბევრ რამეს შეცვლი და გამოასწორებთ.

Posted by: unusual 18 Dec 2020, 14:31
narkozeli
ეხლა ვესაუბრე კიდევ ერთხელ პედიატრს და მითხრა ერთი თვე ავარჯიშეთო და თუ კიდევ ვერ მიეჩვია დაძახებასო მერე ფსიქოლოგიან გაგიშვებთო.

Posted by: ma1ka 18 Dec 2020, 19:09
გოგოებო როგორ ხართ?
9 თვის ხდება ჩემი გოგო და ვაპირებ 1 წლის ასაკში დავანებებინო ძუძუზე თავი. 8 კბილო აქვს და 8 ვეთი მკბენს, აღარ შემიძლია. ასე მგონია რაღაცას დამმართებს. მაინტერესებს ეხლავე თუ შემიძლია რაღაც სამუშაოები ჩავატარო რომ ნელნელა თითონ შემეშვას biggrin.gif დღისით დესერტივოთ ვაყოლებინებ მყარ საკვებზე. უყვარს ძაან თუმცა ამის გარეშე ვერ ძლებსთქო ეგრე არაა. ერთი პრობლემა ისაა რომ ღამე იღვიძებს ხშირად და ძუძუთი ვაძინებ. წყლით ჩანაცვლება ვცადე მაგრამ ისედაც არ იღებს ამ წყალს და ღამე მითუმეტეს. რადიკალურად რომ გადავწყვეტ 3 ღამე კი მიხედავს მამამისი თუ ეგ გვიშველის, მაგრამ თუ არის რამე მეთოდი ნელნელა და მარტივად “გადავაგდებინო” გამიხარდება თუ გამიზიარებთ smile.gif
* * *
უო დამავიწყდა, წლისას ძუძუს რომ დავანებებინ თავს ფორმულა უნდა მივცე უეჭველი? თუ მარტო მყარს საჭმელებზე გადაივლის ჩვეულებრივ?

Posted by: Tua 18 Dec 2020, 21:05
unusual
შეხედე ზოგჯერ ბავშვები ხასიათს ავლენენ თავისას, ჩვენ კი ვფიქრობთ რომ ჯერ არაფერი ესმით მაგრამ ხანდახან სწყინთ ხოლმე და იბუტებიან. ჩემი რომ იბუტება ზედაც არ მაფურთხებს ხოლმე სულ რომ 1საათი ვეძახო და როცა უნდა მაშინ იხედება მშვენივრად biggrin.gif
Ninico
გიასთან თუ გყავდა ძალიან კარგი კაცია ❤
* * *
ma1ka
კვების ამოგდებებია გველაზე კარგი, ანუ მხოლოდ ღამე.რომ დატოვო ნელნელა დადღეაღარ მისცე

Posted by: Ninico 19 Dec 2020, 05:31
NatiaGull
მადლობა ჩემო კარგო ❤️

Tua
კი, მელიქიშვილთან მყავდა. ექიმი კარგია, მაგრამ მაგისი და დუმბაძის პაციენტები ერთ პატარა მოსაცდელში ელოდებიან ექიმებს და იყო რიარია. იმას ვლოცულობდი კორონა არ გავიყოლოთთქო აქედან ☹️

Posted by: unusual 19 Dec 2020, 13:02
Tua
შენი რა ხნისაა? ეს სულ კარგ ხასიათზეა. გაბუტვების აზრზე არაა ჯერ. რავი იქნებ ესეც პრობლემაა რო არ იბუტებაsmile.gif ვეღარ გავიგე უკვეsmile.gif მე მაგალითად არც მივაქცევდი ყურადღებას რომ არა ექიმის მითითება, თან ძაან ძნელია როცა არ გაქვს გამოცდილება და ბავშთან აქამდე შეხებაც რომ არ მქონია. narkozeli მოკლედ ერთი თვე ლოდინის ნერვი არ მაქვს და გადავწყვიტე მივიყვანო უკვე ფსიქოლოგთან, მრჩეველში ჰყავთ ვინმე პირდაპირ რომ მივიდე? თუ ჯერ ირაკლი რცხილაძესთან მოვიდე და ის თვითონ გადამამისამართებს? სულ ამ საკითხზე ვფიქრობ აღარ შემიძლია უკვე. შარია დედობა. ერთ დღეში გავხდიsmile.gif

Posted by: Tua 19 Dec 2020, 22:13
unusual
1.2ის, ესეც ეგეთი.მხიარულაა სულ იცინის დაქრის თან თავის ენაზე ბუტბუტებს რაღაცეებს აბავს სიტყვებს smile.gif) მისაყვანი მყავს პედიატრთან მეც და კორონასი მეშინია 2თვეა ფეხს ვითრევ sad.gif
რაც უფრო იზრდებიან მემგონი უფრო შარში ვართsmile.gif)) ეს ხან ხელებს ისე შვება ბევრ რამეს იფიქრებ ხოლმე smile.gif)) წესით ფსიქოლოგთან ერთად ნერვოპათოლპგმაც უნდა შეაფასოს ბავშვი.
* * *
Ninico
ჰო ეს რიგები ვერ მოსპეს კლინიკებში რაა... ;(

Posted by: nopiahopi 21 Dec 2020, 10:22
გოგოები, ბოთლზე ვის რა გამოცდილება გაქვთ? დრ ბრაუნი თუ ავენტი?
ოდესღაც რაღაც ფრანგულ ბოთლებს ვიყენებდი, მაგრამ აღარ შემოაქვს აფთიაქს. ჰოდა ამ ორს შორის მაინტერესებს, დადებითი-უარყოფითი მხარეები. ბრაუნი ანტიკოლიკობით უფრო მხიბლავს თითქოს.

Posted by: NatiaGull 21 Dec 2020, 11:35
nopiahopi
მე ბრაუნის მაქვს ანტიკოლიკი და ძალიან მომწონს, შუშის არის.
უბრალოდ სიფრთხილე უნდა რომ არ გატყდეს.
ერთი გამიტყდა, ძირს დავარდნისას.

Posted by: nopiahopi 21 Dec 2020, 11:56
NatiaGull
ფართო პირი აქვს თუ ვიწრო? გამოიწერე თუ აქ იყიდე? ამაზონზე უფრო კარგ ფასად არის, ვიდრე აქ და თან ვფიქრობ, თუ გამოვიწერ,ისე არ მოხდეს, რომ გამოწერილი და აქ გასაყიდი მოდელები რომ არ დაემთხვეს ერთმანეთს. რამე რომ იყოს და აქ დამჭირდეს სოსკის ან რამე სხვა დეტალის ყიდვა.

Posted by: narkozeli 21 Dec 2020, 12:28
nopiahopi

ორივე მაქვს, ორივეს ვიყენებ დაბადებიდან (ავენტსაც და დრ.ბრაუნსაც.)
მაქვს ბრაუნის დიდი და პატარა ბოთლები და ავენტის 240-იანი. შუშები ყველა, პლასტმასი არასდროს მქონია.

აქ ვიყიდე, ჩვენს აფთიაქებში. ორივე მომწონს და ნაკლი ვერცერთს ვერ მოვუძებნე, ამიტომ ვაჭმევ ორივეთი biggrin.gif ეხლა ეს ბოლო პერიოდი 270 გრამს ვაჭმევ და დრ.ბრაუნსია 270-იანი და ამიტომ ავენტით ბოლო 2 თვეა არ მიმიცია.
მე არ გამტყდომია ჯერ არცერთი ბოთლი.
კოლოკების მხრივ ჩემსას არ ჰქონდა დიდად და ვერ გეტყვი რამდენად კარგად მუშაობს ეს ანტიკოლიკ ბოთლები მარა რავიცი იქნება მაგიტომაც არ ჰქონდა biggrin.gif (მეეჭვება ეგ მარა მაინც :დ)
თავიდან დრ.ბრაუნსის 150იანი ვაჭმევდი სამშობიაროშიც და მერეც ასე 1 თვემდე, მერე გადავედი ავენტზე და 6-7 თვე ავენტით ვაჭმევდი და ეხლა როგორც გითხარი უკვე დიდი 270იანი დრ. ბრაუნსის ბოთლით ვაჭმევ.
* * *
unusual

წარმატებები, დარწმუნებული ვარ არ იქნება პრობლემა ♡

Posted by: nopiahopi 21 Dec 2020, 13:51
narkozeli
ანუ ორივე კარგია, ხო? და ორივეს ფართო პირები აქვს? უფრო ადვილად რომ ჩავყარო საჭმელი.

თავიდან მეც მხოლოდ შუშიშებს განვიხილავ. პლასმასები მერეა გამოსადეგი უფრო, როცა უკვე დამოუკიფებლად სვამენ წვენს, წყალს და ა. შ. მსუბუქი და მოსახერხებლებია smile.gif

ჯერ კი ადრეა, მაგრამ მაინც მინდა დავიჭირო თადარიგი და შევარჩიო რაღაცეები biggrin.gif
* * *
მგონი უკვე დავიჯერე, რომ მშვიდობიანად გავალ ბოლომდე biggrin.gif

Posted by: narkozeli 21 Dec 2020, 14:06
nopiahopi

კი, საკმარისად ფართო პირები აქვს ორივეს, არასდროს გავწვალებულვარ ფხვნილის ჩაყრაზე.

პლასტმასის დრ.ბრაუნსის წყლის ჭიქა მაქვს და სიპი ქაფიც, სულ მგონია რომ არაა ჯანსაღი და სუნიც აქვს სპეციფიური, დაილოცოს შუშა რა.

დაიჯერე კიარა, აუცილებლად გახვალ ბოლოში მშვიდობით, უყოჩაღესი ბიჭია ჩვენი სკვინჩა love.gif

Posted by: nopiahopi 21 Dec 2020, 16:25
narkozeli
QUOTE
დაიჯერე კიარა, აუცილებლად გახვალ ბოლოში მშვიდობით, უყოჩაღესი ბიჭია ჩვენი სკვინჩა


ჰოო jump.gif ახალი წლის მერე ჰიგიენის ატრიბუტებსაც შევაგროვებ თანდათან. არ მეჩქარება და როცა სასურველ პროდუქციაზე იქნება ფასდაკლებები, ვიყიდი კარგ ფასად smile.gif

Posted by: nino84 21 Dec 2020, 16:28
nopiahopi
მეც ორივე მქონდა დრ. ბრაუნი და ავენტი. ორივე ძალიან კარგია, მაგრამ მაინც დრ. ბრაუნისკენ უფრო ვიხრები. 10 თვეა ვაჭმევ და არ გამტყდომია. ჯპს-ს აქვს ფასდაკლება დრ. ბრაუნის პროდუქციაზე როგორც მახსოვს,დღევანდელი კურსით გამოწერა არამგონია უფრო იაფი დაჯდეს.

Posted by: unusual 21 Dec 2020, 16:43
nopiahopi
მაქვს ბრაუნის ბოთლები, პლასტმასისაც და შუშისაც. ფართო ყელი აქვს და ფხვნილს ადვილად ვყრი. შუშის პლიუსი არის რომ ბუნებრივია, მინუსი ის რომ ტყდება. პლასტმასის პლიუსია რომ არ ტყდება, მინუსია ის რომ ძნელად ვაგრილებ რძით სავსე ბოთლს ონკანის წყლის ნაკადის ქვეშ და არ არის ბუნებრივი. ჩემს შვილს გაზების პრობლემა არ ქონია, შეიძლება მცირე წვლილი ბოთლსაც მიუძღვის.
narkozeli
QUOTE
წარმატებები, დარწმუნებული ვარ არ იქნება პრობლემა ♡

მადლობა :*

Posted by: nopiahopi 21 Dec 2020, 16:52
nino84
unusual
მადლობა გოგოებო. მაშინ აფთიაქებშიც დაველოდები ფასდაკლებას მაგ ბოთლებზეც smile.gif ჯერ მაქვს დრო და წინასწარ მოვიმარაგებ smile.gif

ჩვილობისას შუშა მაინც პრიორიტეტულია ჩემთვის, სანამ მე ვაჭმევ. მერე თან რომ იბაჩუნებს და თან დამოუკიდებლად მოითხოვს რაიმე სითხის დალევას, კარგი ხარისხის პლასმასზე გადავიყვან.

Posted by: unusual 21 Dec 2020, 16:53
nopiahopi
QUOTE
ჩვილობისას შუშა მაინც პრიორიტეტულია ჩემთვის

yes.gif

Posted by: Tua 21 Dec 2020, 23:45
nopiahopi
ავენტის და დრ ბრაუნის შუშა არის საუკეთესო, დრ ბრაუნის ერთი მინუსია იმ.მილის წარამარა რეცხვა პაწაწინა ჩოთქით, 1 წელი შუშა გვქონდა ავენტის ნატურალის სერიის, 10ჯერ დამივარდა ალბათ ჯერ კიდევ ცოცხალია ეხლა 330მლ დამჭირდა და რათქმაუნდა შუშა არ არსებობს მაგხელა მოცულობის და ისევ ნატურალის სერიაზე შევჯერდი ოღონდ პლასტმასზე . ეხლაა 25% ავენტზე და 30 ბრაუნზე, იშვიათად არის საკმაოდ ბოთლებზე ფასდაკლება. სოსკებს გორჩევ ამაზონიდან გამოიწერო აქ რომ 40 ლარი ღორს იქ 6-8$ მდე მერყეობს ფასი

Posted by: nopiahopi 22 Dec 2020, 09:46
Tua
ხო,ამაზონზე იაფად იყო და აქ რომ ვიყიდი, შეფუთვის მიხედვით გამოვიწერ დამატებით სოსკებს, რომ სხვა ზომის ან სტანდარტის არ ჩამომოვიდეს. პსპ-შია ეგ ფასდაკლებები თუ იცი? ადრე მაგათ შემოქონდათ მარტო
* * *
ჩემმა გოგომ, რაც გაიგო ჩემი ორსულობა, თოვლის ბაბუისთვის მისაწერი წერილი გადააკეთა და სურვილებში ბოთლები, სოსკები, საჩხაკუნოები, ბოდეები და ჩვილის რაღაცეები ჩაწერა biggrin.gif საწოვარას ჩამოსაკიდიც არ დავიწყებია biggrin.gif

Posted by: narkozeli 22 Dec 2020, 11:22
nopiahopi

კი კი, ნელნელა დაიწყე ♡

Tua

აუ ეგ პლასტმასის ჩხირები ბრაუნსის ბოთლებში სულ 2-3 კვირა ვიხმარე მგონი და ამოვიღე მერე ორივე ბოთლიდან დიდიდანაც და პატარადანაც და სად მაქვს შენახული არც მახსოვს. დებილობა მგონია მეც biggrin.gif
330 რაში გჭირდება ისე?
270იანით ვაჭმევ მე ეხლა და დაისვენა ბავშვმა ავენტის 240იანს რომ ვატენიდი lol.gif lol.gif
მეც დამვარდნია და ჯერ არ გამტეხია არცერთი ბოთლი ^_^

* * *
QUOTE
ჩემმა გოგომ, რაც გაიგო ჩემი ორსულობა, თოვლის ბაბუისთვის მისაწერი წერილი გადააკეთა და სურვილებში ბოთლები, სოსკები, საჩხაკუნოები, ბოდეები და ჩვილის რაღაცეები ჩაწერა  საწოვარას ჩამოსაკიდიც არ დავიწყებია


ვაიმე love.gif

Posted by: nopiahopi 22 Dec 2020, 11:37
narkozeli ბრაუნის ანტიკოლიკა ჩხირებზე ამბობ? ანუ მერე ეხსნება თუ აღარ გჭირდება?

Posted by: narkozeli 22 Dec 2020, 11:39
nopiahopi

კი, მაგ ანტიკოლიკ ჩხირზე ვამბობ, კი ეხსნება და ჭუჭყის ბუდე მგონია მაინც რა, ისეთი ვიწრო ჩხირია.

მე მოვხსენი და უმაგისოდ ვაჭმევდი სადღაც 1 თვიდან

Posted by: NatiaGull 22 Dec 2020, 12:24
გოგოებო იმ მწვანე მილების რეცხვამ მეც მომკლა და მოვაძრო ? ვიფიქრე ანტიკოლიკის არსი ეგ არის მეთქი biggrin.gif
თან ისეთი განცდა მრჩება რომ კარგად მაინც არ ირეცხება, რაც არ უნდა ვუჩხუკუნო ის ჩოთქი

Posted by: nopiahopi 22 Dec 2020, 12:49
narkozeli
თავიდან მაგის ხათრით მინდა მაგ ბოთლის ყიდვა. თუ კოლიკაა, ეგ კი არ უშველის, მაგრამ იქნებ ოდნავ მაინც დაეხმაროს. მერე არც დამჭირდება. ამაზე როგორ იქნება არ ვიცი, უფროსს სადღაც 1 კვირაში რომ დაეწყო, 2 თვემდე აწუხებდა მუცელი. 1-2 თვეც რომ წამადგეს, კარგია smile.gif

Posted by: narkozeli 22 Dec 2020, 14:09
NatiaGull

გოგო ხოო ზუსტად, ცოტა რთული გასარეცხიცაა და თან შენი გოგო დიდია უკვე, ნელნელა კოლიკები ისედაც გადაუვლის, მოკლედ შეგიძლია მოაძრო თამამად :*

nopiahopi

ხოო,თავიდან გამოიყენე და რო შეატყობ, აღარ აქვს, მერე მოხსენი

Posted by: NatiaGull 22 Dec 2020, 14:21
narkozeli
ჰო, მგონი ამას გაუარა. ტფუ ტფუ biggrin.gif
რამდენიმე დღეა ღამით სძინავს.
წიუხელ 3ზე რომ ჭამა , 8მდე ეძინა, მერე 10ზე ჭამა და 2მდე ეძინა.ახლა ისევ დაიძინა

Posted by: Tua 22 Dec 2020, 18:02
nopiahopi
კი პსპსაც აქვს და მემგონი ჯპსსაც, იდეაში ეგ მწვანე ჯოხია რაც ანტიკოლიკურს ხდის დანარჩენი იგივე ბოთლი გამოდის ზუსტად რაც ავენტის ნატურალი, მეც ჭუჭყის ბუდე მგონია ეგ ჯოხი ბაქტერიების უფრო , მაგიტო ვამჯობინე ავენტის ნატურალი იდეალურად ვხმარობდი თან მარტივად ირეცხება.

narkozeli
240მლ წყალი 270მლ გამოდის 260იანი მქონდა მანამდე ავენტის და ჯერ მარტო 8 კოვზი ფხვნილი არეტეოდა შიგნით და ამაში თავისუფლად ვყრი არ ველოდები სანამ ჩაიფლობა ფორმულა და თავისუფლად ეტევა ქაფიანად.


Posted by: narkozeli 22 Dec 2020, 19:23
NatiaGull

უი უი რა კარგია love.gif :ხეზე დაკაკუნების სმაილი:
* * *
Tua

240 ხო ეტევა და ეტევა და ბრაუნის 270იან ბოთლში 270იც თავისუფლად ეტევა იმიტომ რომ 270ის მერე დიდი სივრცე აქვს კიდე, სპეციალურად იმისთვის რომ ქაფიანად დაიტიოს ის 270 გრამი. ავენტის მწარმოებლობს რატო გამოეპარათ ეგ 240იან ბოთლში არ ვიცი, არ რჩებოდა დიდი სივრცე და ვწვალობდი ისე ვაკვეხებდი biggrin.gif ამ ბრაუნის 270იანში 240კი არა დაჟე 270იანსაც თავისფულად ვატევ. მოკლედ კაი ბოთლია რა

Posted by: Tua 22 Dec 2020, 21:34
narkozeli
ავენტის 260იანიც აქვს მე ვერ ვატევ რავიცი smile.gif))) 240ზე ფხვნილი 300მდეადის მხოლოდ როცა ვყრი და მეზარება ლოდინი რპდის ჩაყვინთავს ის ფხვნილი, ორივე კარგია ბრაუნიც და ავენტიც , სხვა ფირმას არვცნობ, ისე ავენტისაც აქვს ანტიკოლიკური და დიდად არაფერს შვება ეგ ანფიკოლიკი ბოთლები რეკლამაა, ბავშვს ან აქვს გაზები ან არ აქვს

Posted by: ma1ka 22 Dec 2020, 22:20
unusual
ჩემი დისშვილია ზუსად ეგრე, თავის სახელის დაძახებაზე არანაირი რეაქცია არ აქვს. 1 წლის გახდა ეხლა. არასდროს მიგვიქცევია მაგისთვის ყურადღება. ეხლა შენი პოსტის მერე შევშფოთდით. ბავშვთა ფსიქოლოგი ხომ არ გაგირკვევია ვისთან უნდა მიიყვანო?

Posted by: Dark_Sky 23 Dec 2020, 03:49
unusual
თუ ხშირად არ მიმართავდით სახელით სრულებით ნორმალურია არ გამოიხედოს. მე სულ მოფერებით სახელს ვეძახდი თავიდან სულ პატარა რომ
იყო. მერე ეგ რომ გავიგე ყოველთვის სახელით მივმართავდი. აუტიზმის დიაგნოზი 2 წლამდე არ ხდება.

Posted by: unusual 23 Dec 2020, 10:40
გოგოებო საერთოდ ავკრძალე ტელევიზორი, მობილურს, კომპიუტერს ხომ ისედაც არ ვაკარებდი და დავუწყე სახელზე ყურადღების გამახვილება, ბერს ველაპარაკები და ვუკითხავ და მგონი ამ რამოდენიმე დღეში შედეგი მაქვს. დღეს დილით თავის სკამში იჯდა გართული თამაშობდა რაღაცას, რამდენჯერაც დავუძახე იმდენჯერ შემომხედა, პროგრესს ვგრძნობ! არადა ბავშვს აშკარად ყველაფერზე წამიერი რეაქცია ჰქონდა საკუთარი სახელის გარდა. მიხაროდა რა კარგია ბავშვს მობილური არ აინტერესებს დიდი ამბავი მულტფილმების ყურება თუ უყვარს თქო. საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ არ ჩაურთოთ ბავშს ტელევიზორი.
ma1ka
QUOTE
ჩემი დისშვილია ზუსად ეგრე, თავის სახელის დაძახებაზე არანაირი რეაქცია არ აქვს. 1 წლის გახდა ეხლა. არასდროს მიგვიქცევია მაგისთვის ყურადღება. ეხლა შენი პოსტის მერე შევშფოთდით. ბავშვთა ფსიქოლოგი ხომ არ გაგირკვევია ვისთან უნდა მიიყვანო?

მოიქეცით ჩემნაირად რაც დავწერე ზემოთ და დააკვირდით. მე ექიმმა დამარიგა თუ ერთ თვეში არ იქონია რეაქცია მერე უკვე ფსიქოლოგი სჭირდებაო. არადა უკვე მაქვს შედეგი!
მიუხედავად პროგრესისა მაინიც უნდა მივიყვანო ბავშვი ექიმთან. ჯერ გადავწყვიტე მრჩეველში მივიყვანო ირაკლი რცხილაძესთან, აქამდე მასთან არ ვყოფილვარ და აქ რეკომენდაციას ძალიან უწევენ. ჯერ მას ვანახებ და ვნახოთ ის ვისთან გადამამისამართებს. ჯერ არ ვიცი.
Dark_Sky
QUOTE
თუ ხშირად არ მიმართავდით სახელით სრულებით ნორმალურია არ გამოიხედოს. მე სულ მოფერებით სახელს ვეძახდი თავიდან სულ პატარა რომ
იყო. მერე ეგ რომ გავიგე ყოველთვის სახელით მივმართავდი

აი მეც მასე მომივიდა, არ ვუმახვილებდი ყურადღებას,პლუს ტელევიზორზე იყო მიშტერებული და შედეგი მივიღე. ხან გოჭს დავძახოდი, ხან დედას სიხარულს და ხან რას facepalm.gif ვაიმე როგორ მეშლება ნერვები. მეც რაც ეგ ამბავვი გავიგე სახელის გარდა აღარაფერს ვეძახი.


Posted by: ma1ka 23 Dec 2020, 11:40
unusual
აუ ეხლა დავაკვირდით რომ ჩემს დიშვილს სახელს არავინ ეძახის ოჯახში. სავარაუდოდ არც იცის რა გქვია sad.gif მამამისი მამას ეძახის, ვებია- ბეს, პაპა- პაპიკოს, დედამისი ხან რას ხან რას და ასე გამოვიდა. ეხლა დაუწყეს ამათაც ინტენსიურად ვარჯიშები, ვნახოთ რა შედეგი ექნებათ. თან რა ინფორმაციაც მოვიძიე აუტიზმზე, მხოლოდ 1 ნიშნით ვერ დაუსვამენ დიაგნოზს. თვალი თვალთან კონტაქტი არ უნდა შეეძლოს, ხელში აყვანა არ სიამოვნებდეს, ღიმილზე ღიმილით არ უნდა პასუხობდეს დედას. მოკლედ რადგან რამდენიმე დღეში პროგრესი გაქვთ ე.ი. მიჩვეული არ იყო ბავშვი თავის სახელს და ეგ იყო სულ.

Posted by: unusual 23 Dec 2020, 12:05
ma1ka
QUOTE
რამდენიმე დღეში პროგრესი გაქვთ ე.ი. მიჩვეული არ იყო ბავშვი თავის სახელს და ეგ იყო სულ.

იმედია ესეა.
QUOTE
თვალი თვალთან კონტაქტი არ უნდა შეეძლოს, ხელში აყვანა არ სიამოვნებდეს, ღიმილზე ღიმილით არ უნდა პასუხობდეს დედას.

ესენი მეც წავიკითხე და არ ემთხვევა საბედნიეროდ.
კი აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. რომ შემოგხედავთ შეაქეთ, რომ დაუძახებთ რაღაცა შესთავაზეთ, ნერვები უნდა რამოდენი დღე და გექნებათ შედეგი.
და რა უნდა გკითხო ცხვირი სადაა, თვალი სადაა, აბა მაჩვენე თითით რამდენი წლის ხარ ესენი იცის? ეხლა ესენი მინდა ვასწავლო, თუ ჯერ ადრეა?

Posted by: takoo1 23 Dec 2020, 12:40
გოგოებო ეხლა უნდა მეკითხა თქვენთვის და აი მაგ თემაზე ლაპარაკობთ ზუსტად, სახელზე აქვს რეაქცია არანაირი პრობლემა არ გვაქვს მარა არ მომწონს ამის გამოხტომები ამ ბოლო დროს. სულ ყვირის ყველაფერზე გვეჩხუბება.თუ რამე არ მიეცი თავს აქიცინებს აქეთ იქეთ. ეხლა ეს დღეები ღამეც ცუდად სძინავს ერთი 5ჯერ იღვიძებს თან ჩემთან წევს და სახეზე თუ არ მიფათურებს ხელებს ტირის.სულ გაღიზიანებულია ესე უცებ როგორ შეიცვალა არვიცი.კბილების ბრალი ხო არაათქო ვფიქრობ 8 თვისაა ჯერ და ესეთი გაბრაზებები და კივილი საიდან ისწავლა ვერ ვხვდები.გუშინ გავუბრაზდი და ისე გაწითლდა სახეზე და მიყვიროდა ცოტახანში ნაჯახით შემომივარდება ოთახში)))) რას მირჩევთ აბა რა აზრის ხართბმითხარით(

Posted by: Tua 23 Dec 2020, 15:12
unusual
უი მულტფილმებს თუ აყურებინებ და სვავ ხშირად ეგრე იციან ბავშვებმა smile.gif მანამდე გეთქვა გეტყოდით რომ ტელებიზორის ბრალია, მე საერთოდ არ ვაყურებუნებ ან მაქსიმუმ კვორაში 2 დღე 15 წუთით როცა მარტოები ვართ სახლში და ამის ბანაობისთვის მაქვს მოსამზადებელი რაღაცეები, სახელით მივმართავ დაბადებიდან არანაირი მოგერიბითი ან შემოკლებული სახელით , კი აქვს გრძელი სახელი მაგრამ ასე მერჩივნა

gogatakoo
კბილები და ზრდის დღეების ცხრილი ნახე ხომ არემთხვევა ამ ზრდის დღეებს, აქვთ ხოლმე ეგეთი გაჭედვები პერიოდულად biggrin.gif ხასიათები ეცვლებათ და ნელნელა უყალიბდებათ. მე ვცდილობ ავუხსნა რატომ არშეიძლება და არა ეგრევე გამოვგლიჯო რამე ხელიდან და ავანერვიყლო, ვუხსნი და ველაპარაკები

Posted by: unusual 23 Dec 2020, 15:24
Tua
QUOTE
უი მულტფილმებს თუ აყურებინებ და სვავ ხშირად ეგრე იციან ბავშვებმა

ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ მულტფილმებს ვაყურებინებდი დიდი დოზით და რეკლამებზე გიჟდებოდა. იმდენად მქონდა აქცენტი რომ არ გაეხედა მობილურისკენ და კომპიუტერისკენ რომ ვთქვი არაუშავს ტელევიზორს რომ უყუროს და გაერთოს თქო. ხოდა სწორად ვერ ავწონ დავწონე ეს ყველაფერი.

Posted by: Tua 23 Dec 2020, 17:52
unusual
არაუშავს აწი იპოვე მიზეზი და მოზომილად შეიძლება ყველაფერი რატომაც არა გარკვეული დროით არაა პრობლემა თუნდაც 15 წუთი თუ მარტო ხარ სახლში, ან ის 15 წუთი შენ მიჯექი გვერძე და რამე ისეთს უყურეთ ერთად რაც ბევრ რამეს ასწავლის თან შენც აუხსნი ❤ მობილური ჩემსას საერთოდ არ აინტერესებს ხელში თუ იღებს უბრალოდ გადასაგდებად სჭირდება

Posted by: takoo1 23 Dec 2020, 22:01
Tua
8 თვისაა ჯერ და რო ავუხსნა არამგონია რამე გაიგოს.მაგისთვის პატარაა ჯერ.მარტო იმას ხვდება როცა ვუბრაზდები და არ მოსწონს.
ზრდის ცხრილი რა არის ანუ?

Posted by: nino84 23 Dec 2020, 22:12
Tua
narkozeli
გოგოებო, როგორ ხართ? ფორმულას ისევ აჭმევთ? წლიდან როგორც ვიცი ძროხის რძეც შეიძლება.

unusual
რაც შენი პოსტი წავიკითხე, მეც გავამახვილე სახელის დაძახებაზე ყურადღება, ჯერ კი 10 თვისაა, მაგრამ დავაფიქსირე, რომ ხშირად მოფერებით ან სულაც გოჭს ვეძახდი, გადავედი მხოლოდ სახელით მიმართვაზე smile.gif)) თვალი სადაა, ცხვირი სადაა და ესეთებს უკვე ვასწავლი, დედაჩემმა არ იცისო ჯერო და მე ჯერ პატარა მგონია, სათამაშოებზეც ვაჩვენებ სად აქვთ ყური, თვალი და ა.შ.

Posted by: Ninico 23 Dec 2020, 23:53
NatiaGull
ნათი, ძილის დროს ჭამისთვის აღვიძებ თუ ელოდები თავად როდის გაიღვიძებს?

Posted by: NatiaGull 24 Dec 2020, 01:40
Ninico
არა ნინ არ ვაღვიძებ. სტრესია ბავშვისთვის გაღვიძება, თან არც ჭამას დაიკლებენ ესენი და არც ძილს. ჩვენზე კარგად ხვდებიან როდის შიათ ❤ : D
შენ როგორ ხარ

Posted by: Ninico 24 Dec 2020, 06:59
მართალია, ცოტა თუ გადაუცდათ ჭამაზე ისეთი ტირილით იღვიძებენ რომ ერთი წუთით ვერ გააჩერებ.
როგორ არია შენი გოგოცუნა? იზრდებიან თვალსა და ხელს შუა ❤️❤️❤️

Posted by: narkozeli 24 Dec 2020, 10:53
nino84

კარგად, შენ? როგორ გყავს პატარა? love.gif

კი ვაძლევ ფორმულას და ზოგჯერ ერთხელ კი არა ორჯერაც მთხოვს, ბოლო 1 თვეა გადარეულია ფორმულაზე :შ ზოგადად ყოველთვის უყვარდა მაგრამ 1 წლიდან კიდევ უფრო შეუყვარდა მგონია biggrin.gif წარმოიდგინე ზოგჯერ ორჯერ ვაძლევ დღეში 240-270-ებს. ირაკლის ასისტენტს მივწერე და არანაირი პრობლემა არ არისო, თუ ითხოვს ბავშვი მიეციო. ძე ძე ძეე-ს ეძახის.
ძროხის რძით ნორდიკის ფაფებს ვუმზადებ ხოლმე და დღეში ერთხელ ვაჭმევ და პლიუს სადღაც 3-4ჯერ გავასინჯე უკვე ბოთლით ძროხის შემთბარი პასტერიზებული რძე და დალია მშვენივრად, მარა ამ ფორმულას რატომღაც ვერ ველევი biggrin.gif თუმცა ნელ-ნელა გადავიყვან უკვე მთლიანად ძროხის რძეზე.

Posted by: unusual 24 Dec 2020, 10:57
nino84
მეც პატარა მგონია ჯერ სამაგისოდ მაგრამ კარგს შვრები რომ ადრე უვითარებ აღქმას. მე ეხლა დავუწყე მაგეების სწავლა.

Posted by: Ninico 24 Dec 2020, 13:08
anibani18
ანი, ანალიზის პასუხს რომ ელოდებოდი ხომ არ არის რამე სიახლე?

Posted by: takoo1 24 Dec 2020, 19:12
გოგოებო რომელ კალცს ასმევთ ბავშვებს? და რომელ თვემდე გაქვთ დანიშნული?
კიდე მაინტერესებს რომელი თვიდან ხოხავენ ჩემი შვილი არ დახოხავს ჯერ რა მოვუხერხოsad.gif

Posted by: Tua 24 Dec 2020, 19:31
nino84
კარგად შენ როგორ ხარ? მე ვაჭმევ ფორმულას ხან 1ხელ ხან 2ჯერ ( უფრო ორჯერ), გიჟდება ჩემი შვილი ფორმულაზე რძის ბოთლს.რომ ხედავს აკანკალებსsmile.gif))) ძროხის რძეს მხოლოდ ფაფებში ვუშვები ისე არმიმიცია . ფორმულა.და ძროხის რძეაღარ ეთვლებათ წლის მერე კვებაში დესერტია უბრალოდ
* * *
gogatakoo
კალცს საერთოდ არვასმევთ მემგონი არცერთი, თუ ანალიზით არაა დადასტურებული კალცის ნაკლებობა არაა რეკომენდირებული დალევა. საერთოდ არმიმიცია კალცი.

ხოხვას რაც შეეხება ყველა ბავშვი არხოხავს, შეიძლება არც იხოხოს და პირდაპირ დაიწყოს სიარული, ალექსანდრემ.9 თვის რომ.იყო მაშინ დაიწყო ხოხვა უცებ დადგა და 4 დღეში ხოხავდა. ჩემი ძმის შვილი საერთოდ არხოხავდა და 1 წლის და 1თვის იყო პირდაპირ გაიარა.

არსებობს ცხრილი სადაც წერია ბავშვის ზრდის დღეები და მოანკვეთები თვეების მოხედვით და თითქმის მაგ მონაკვეთებში ურევენ ხოლმე ძილსაც და ხასიათებსაც smile.gif)

Posted by: nopiahopi 24 Dec 2020, 22:30
gogatakoo
ჩემს არასდროს უხოხია. 8თვიდან ჭოჭინაში ჩახტა, ცოტ ცოტა ხნით სეირნობდა, სანამ საჭმელს ვუმზადებდი ან მსგავსი სიტუაცია იყო და ზუსტად წლის და 15 დღისამ უჩვენოდ გაიარა ისე რომ აღარ მოუკიდოა ხელი. მანამდე ხელი გვეკიდა და ისე დადიოდა, ან რამდენიმე ნაბიჯს დგამდა დამოუკიებლად და მერე გვკიდებდა ხელს.

ზოგი ხოხავს, ზოგი არა smile.gif

Posted by: takoo1 25 Dec 2020, 00:05
Tua
გოგო სად ვნახო ეგ ცხრილი?
nopiahopi
რავიცი არ უწევენ რეკომენდაციას ჭოჭინას და ვერ გავიგე რა ვქნა.დაველოდო იქნებ დაიწყოს ხოხვა თუ არადა ვუყიდი მერე ჭოჭინას აბა რა ვქნა.

Posted by: Tua 25 Dec 2020, 00:31
gogatakoo
ჭოჭინას არანაირი სარგებელი არ აქვს დედის კომფორტია, დღევანდელი.პედიატრები რეკომენდაციას არუწევენ რადგან ტრამვის შანსი მეტია ანუ შეიძლება ამოყირავდეს რამე დაიზიანოს ა.შ, ჭოჭინა სიარულში და ფეხის ადგმაში ვერ დაეხმარება, ყველაზე კარგია ხალიჩაზე ბავშვის წამოგორება , განვითარებისთვის, 6-7 თვის ასაკიდან ხალიჩაზე მყავს მე ეს სათამაშოებს ვუწყობდი და თან ვავარჯიშებდი წინ სათამაშოს ვუდებდი , დღემდე იცის თავისი ადგილი და ხალიჩაზე თამაშობს.
Wonder weeks ქვია ფაზებს და ნახე იქნება გუგლში


Posted by: nino84 25 Dec 2020, 01:19
Tua
narkozeli
მადლობა, გოგოებო, 10 თვის ხდება და ჩემიც გიჟდება ფორმულაზე. მეშინოდა ბევრი წერდა, რომ აღარ სვამდნენ მათი პატარები ფორმულას, თქვენი ბიჭები ყოჩაღები არიან ❤️
gogatakoo
კალცს ანალიზით უნიშნავენ, თუმცა ჩვენ მაია ხერხეულიძემ დაგვინიშნა ვილედას კალცი ვითომ დიდი ყიფლიბანდის გამო ზაფხულში და ვასვი შეშინებულმა 1 თვე. სექტემბერში რცხილაძესთან მქონდა კონსულტაცია და არ ვნიშნავთ ყიფლიბანდის გამო კალცსო.

Posted by: takoo1 25 Dec 2020, 10:19
nino84
ხოო ჩემსასაც დიდი ყიფლიბანდი აქვს ცოტა მაგრამ მაგის გამო არ დაუნიშნავს მგონი,და ყიფლიბანდზე რა გითხრა რცხილაძემ გაამახვილა ყურადღება თუ ნორმალურია?

Posted by: nopiahopi 25 Dec 2020, 11:29
Tua
QUOTE
დედის კომფორტია,


ნამდვილად ეგრეა.

QUOTE
დღემდე იცის თავისი ადგილი და ხალიჩაზე თამაშობს.


ჩემი ეგრე არასდროს გაჩერებულა ერთ ადგილზე, ძალიან მოძრავი იყო. ახლაც რომ ვუყურებ ვიდეოებს, რა ენერგია დავახარჯეთქო მიკვირს. აი მაგალითად 5 თვის ბავშვს რომ ჩაისვამ კალთაში, ხომ შეიძლება 2წუთი მშვიდად იჯდეს. ეს არა, ფართხალებდა და ფეხზე ადგომას ცდილობდა, ცანცარებდა, თავზე მაცოცდებოდა და არ ისვენებდა ერთი წამით )))

ამიტომ ჭოჭინა გადასარევი გამოსავალი იყო, სანამ გაზთან ვტრიალებდი და ვუმზადებდი რამეს.

გადმოტრიალების შანსი ჩემს ჭოჭინას პრაქტიკულად არ ქონდა,ისეთი იყო. ძლივს ვიპოვე ეგეთი განიერი, მყარი და გარშემო რეზინებშემოკრული მიჯახება რომ შეერბილებინა smile.gif

რეკომენდაციას არ უწევენ საათობით ბავშვის ჭოჭინაში ყოფნას. მაგრამ დღეში 15-20წთ არც არაფერს ვნებს. ძალიან ერთობოდა და ხელსაც მიწყობდა კრიტიკულ მომენტში ნამდვილად. ნუ, რა თქვა უნდა, ჩემზე ყოჩაღ დედებს არც ეგ ჭირდებათ. მე მთელი დღე სამსახურში ნამყოფს და ძლივს სახლში მოღწეულს არ შემეძლო ცალი ხელით საჭმლის კეთება და ცალით ბავშვის გაკავება, რომელიც წამით არ ჩერდებოდა ერთ ადგილზე biggrin.gif

ნუ ფეხს ისედაც აიდგამენ და ასედაც smile.gif 9-10 თვიდან ითხოვდა ხელმოკიდებული სიარულს. ნორმალურ ასაკში გაიარა, არც ადრე და არც გვიან.


ხოხვა მგონი გენეტიკურიცაა biggrin.gif არც მე და არც ჩემს ძმას არ გვიხოხია, არც ჩემს შვილ ს და ძმიშვილს biggrin.gif

* * *
Tua
მადლობა ბოთლზე ფასდაკლებაზე რომ მითხარი. გუშინ ვიყავი ჯპს-ში და 30% იანი ფასდაკლება იყო. დღეიდან პსპ-ში იწყება 20%-იანი.
ნაძვის ხის ქვეშ დაახვედრებს ჩემს გოგოს თოვლის ბაბუა ძმისთვის ამ საჩუქარს biggrin.gif წერილში მოთხოვნილ ჩვილის სხვა ნივთებზე დავიყოლიებ, რომ მერე ვუყიდოთ ერთად smile.gif)

Posted by: Tua 25 Dec 2020, 15:58
nopiahopi
არც ეს ჩერდება დიდი ხანი მაგრამ მანდე ძალიანნკარგად ჩერდებოდა სანამ.ხოხვას დაიწყებდა, მანეჟში დღემდე ჩერდება 20 წუთით მაინც ზმუილის და პრეტენზიების გარეშე ზის და თამაშობს, ხალიჩაზეროგორაა იციი რაც სიარული დაიწყო 15 წუთი ირბენსნირბენს ივლის მერე მივა საგამაშოებთან დაჯდება წიგნს გადაშლის იბურტყუნებს წამოხტება ისევ გავარდება ❤ ჭოჭინა მე.მათხოვეს და მაქს 15 წითით ვსვავდი მაგრამ ის რომ.ჭპჭინა სიარულში ან ხოხვაში უწყობს ხელს ეგრე არაა.

არაფრის ❤მე ფასდაკლებების ქალი ვარ ყველა ფაადაკლებას ვადევნებ თვალს smile.gif)))) მარაგების გაკეთება ჩელი სტიქიაა ფასდაკლებებში smile.gif))

gogatakoo
დ ვიტამინის ნაკლებობამაც იცის დიდი ყიფლიბანდი არა მხოლოდ კალცმა, და ყიფლიბანდი 18-24 თვემდეც რომ.დაეხუროთ არაა ეგ პრობლემა აუცილებელი არაა12 თვეზედაიხუროს, ჩემსას კიდევ აქვს ღია 2 თითზე სადღაც და ძალიანაც მაწყობს დაცემის დროს თავის დარტყმაზე ძალიან დაცულია როცა არაა ყიფლიბანდი დახურული. კალცზე ყველა ცნობილი პედიატრის რეკომენდაციაა ანალიზი და მერე კალვის მიცემა, ასევეა ფტორზეც მცოლოდრჩეველში ნიშნავენ ფტორს უანალიზოდ

Posted by: nopiahopi 25 Dec 2020, 17:02
Tua
QUOTE
ჭპჭინა სიარულში ან ხოხვაში უწყობს ხელს ეგრე არაა.

ჰო, არაფერს აჩქარებს. უბრალოდ აი მართლა მოსახერხებელია რამდენიმე წუთი დამოუკიდებლად რომ მიუშვა და შენ საქმე გააკეთო. ხერხემლისთვისაც არაა კარგი მანდ დიდხანს ჯდომა.

Posted by: anibani18 25 Dec 2020, 17:30
Ninico
აღარ გავაკეთეთ დანარჩენი ანალიზები. ამდენმა მკითხაობამ ძალიან დამღალა. ასწია თავი ჩვეულებრივად და მეტი რა ქნას. შენმა რა ქნა? თუ ისევ პრობლემა გაქვს, გირჩევდი ბოპი ბალიში იყიდო,, შავ-თეთრიანი ფიგურების წიგნი სულაკაურის გამოცემის, დააწვინე ამ ბალიშზე, წინ დაუწყვე სეს წიგნები. ჩემი გოგო მონუსხულივით უყურებს ამ ფიგურებს და ნელ-ნელა დროსაც ზრდის. თუ არ სძინავს, სულ ვვარჯიშობთ და ვმეცადინეობთ, როცა სძინავს კიდევ, ლექსებს ვსწავლობ მე smile.gif
Tua
gogatakoo
ვოკლერსაც არ უწევენ რეკომენდაციას?
რაც შეეხება ყიფლიბანდს, ერთმა ექიმმა გვითხრა სიგიტალური ნაკერი აქვს ჯერ კიდევ ღია და უნდა გამოვიკვლიოთო. რას ნიშნავს ეს სიგიტალური ნაკერი იცით თქვენ?

Posted by: narkozeli 25 Dec 2020, 18:28
anibani18
QUOTE
ასწია თავი ჩვეულებრივად


გილოცავთ, რა კარგი ამბავია! ♥




ჭოჭინის და ვოლქერის თემას გამოვეხმაურები, 6 თვის მყავდა ვაჩე როდესაც დავიწყე ყველანაირი ინფორმაციის და სამეცნიერო სტატიების გაცნობა ამ თემაზე : ))
არანაირ ზიანს არ აყენებს ბავშვს, ეს მეცნიერულად დადასტურებულია, უბრალოდ ზრდის ტრავმატიზმის რისკს, რადგან დედა ყურადღებას ადუნებს.
მაგრამ არც რაიმე განსაკუთრებული სარგებელი აქვს, არც სიარულის სწავლაში უწყობს ხელს.



QUOTE
სიგიტალური ნაკერი აქვს ჯერ კიდევ ღია და უნდა გამოვიკვლიოთო.


საგიტალური ნაკერია შუბლიდან თავისკენ შუაში რაც ადის ის ნაწილი (თხემის ძვლები თუ იცი იმათ შორის) ანუ ზუსტად შუაში რაც გადის ვერტიკალურად ზოლი.
ღია საგიტალური ნაკერის შემთხვევაში ზოგჯერ თავის ფორმაც ცოტა წაგრძელებულია ხოლმე.

Posted by: takoo1 25 Dec 2020, 18:39
Tua
გოგო რო არ ხოხავს მაგიტო ვიფიქრე ჭოჭინა,ფეხს მაინც გაამოძრავებს თქო.თორე თავის სკამში რო ჩავსვავ ზის თამსშობს მშვენივრად მარა გაუნძრევლად მეცოდება ფეხებს ხო ვერ ამოძრავებს. ფაზლზე აზრი არააქ არ დახოხავს ტირის როგორც კი მუცელზე ვაწვენ და რა ვქნა. როგორ გავავარჯიშებინო ფეხები მაგას ვფიქრობ თორე კომფორტი არაფერ შუაშია მაგის პრობლემა არ მაქვს

დ ვიტამინს 4 წვეთს ვაძლევ უკვე 2 თვეა მგონი და რავიცი.ამას თუ კიდე ნაკლებობა აქვს რაღა უნდა ვქნა მეტი აზზე არ ვარ. ალბათ ინდივიდუალურია ეს ყიფლიბანდის ზომა.

Posted by: narkozeli 25 Dec 2020, 18:44
gogatakoo

დასაწოლი პიანინო ხალიჩას გირჩებ ფეხების გასავარჯიშებლად. დაიცა გაჩვენებ ეხლა ფოტოს, ჩვენც გვქონდა ეხლა ტყუპებს ვათხოვე და ისე კარგად იყენებენ ეგენიც

Posted by: takoo1 25 Dec 2020, 18:49
anibani18
ანი ველოდებოდი შენ პოსტს.როგორ გამიხარდა რა კარგი ამბები გქონიათ.გილოცავ ღმერთმა ჯანმრთელად გიმყოფოს შენი წერტილი,,♥️♥️♥️♥️ სხვა რა ხდება მოგვიყევი რას შვება პატარა.ძილი არ გამოუსწორდა ცოტა?

გოგო ღია აქვს რას ნიშნავს ხელს რომ მოუსმევ ჩაღრმავებასავითააქ? ჩემსასაც ეგრე ქონდა ეხლა ნელნელა ეკვრება წვრილად ცოტა დარჩენილი აქვს კიდევ. შუბლი რომ მთავრდება აი მაქედან იწყება. აბა მოუსინჯე ხელით.
narkozeli
გვანცა შუბლიდან რაც ადის ანუ შუბლი სადაც მთავრდება თუ შუბლზეა მაგ შემთხვსვაში ჩამოსული ის ჩაღრმავება? ლუკიანეს შუბლამდე ქონდა ლამის ჩამოწეული ეგ ჩაღრმავება თუ მაგას გულისხმობენ.და რა პრობლემაა ეგ? არ უთქვამს არასდროს ჩვენს ექიმს

Posted by: narkozeli 25 Dec 2020, 19:00
* * *
gogatakoo
შენ რასაც წერ ის ყიფლიბანდია სავარაუდოდ, საგიტალურ ნაკერს მასე ადვილად ვერ შეამჩნევ ღია თუა.
ზევით ზოლად ადის უკან კეფამდე ანუ ზოლია რომელიც თხემს ყოფს ორად.


აუ ჩვილებისთვის ეს წიგნებია ძალიან კარგი, 1 თვიდან 6 თვემდე ძაან კარგად გამოვიყენეთ ორივე. ეხლა ესეც ტყუპებს ვაჩუქე )

user posted image



* * *
აი ნახე დროებით დავდებ,



ეს ხალიჩა გვქონდა მუსიკალური და რა კარგად ერთობიდა ნახე.
4 თვისაც არაა ამ ვიდეოში

Posted by: NatiaGull 25 Dec 2020, 19:39
anibani18
დღეს ვფიქრობდი შენზე ზუსტად, დაიკარგა მეთქი ❤❤
როგორ არის შენი გოგო, გამოუსწორდა ძილი ?
ჩემმა ცოტა დაალაგა, მაგრამ მესამე დღეა ისევ აურია biggrin.gif

აცრა გაუკეთე ?

Posted by: anibani18 25 Dec 2020, 20:14
narkozeli
gogatakoo
ასე მითხრა პედიატრმა, ღია აქვსო და გამოკვლევაა საჭიროო, მიზეზის დასადგენად. მოვსინჯავ აბა ხვალ, რომ გაიღვიძებს. საშიშია თუ ღია აქვს?
gogatakoo
მადლობა, თაკო :* კი, გამოსუწორდა, ან მე ცოტა გავიცანი. გაღვიძებიდან დაახლოებით საათნახევარში იწყებს ჭუჭყუნს ხოლმე, დავავლებ ხელს და მიმყავს საწოლში, დავაწვენ, ვუალერსებ და იძინებს ასე ცოტა ხანში. თავიდან უფრო დიდი დრო მჭირდებოდა, ახლა ალბათ შეეჩვია და შემცირდა ცოტა დაძინების დრო. ხელში ვერ ვაძინებ, მძიმეა საკმაოდ და ზურგი მტკივა ძალიან. ფხიზლობის პერიოდში ვერთობით შეძლებისდაგვარად, ან მუცელზე მყავს წამოგორებული, ბოპის ბალიში ძალიან მეხმარება ამ საკითხში, ან ლექსებს ვუკითხავ, ვთამაშობთ, ვმღერით, ვცეკვავთ, ბოლოს ისე ვიღლები, ერთი სული მაქვს ხოლმე ძილი მოუნდეს smile.gif რაღაც ვიდეოები ვნახე მხედველობის, სმენის, სენსორული უნარების, მოტორული უნარების განვითარებაზე და მთელი დღე ვვარჯიშობთ. ღამეც ნორმალურად სძინავს, კი იღვიძებს ჭამაზე და ხანდახან ძალიან ფხიზლდება ხოლმე, მაგრამ მაინც ვუბრუნებ ხოლმე ძილს. რძე აღარ მაქვს. ხანდახან არ არის ხასიათზე და არ ჭამს და ასე სულ შემიმცირდა რძის რაოდენობა.
შენი ბიჭი რას შვება? <3
NatiaGull
კი, გამოუსწორდა ძილი. ზემოთ დავწერე, ნათ <3 ჭამა არ უყვარს, მაგრამ არ ვდარდობ, იმატებს და ესე იგი, ყოფნის რასაც ჭამს.
ავცერი ორშაბათს. მშვიდობით ჩაიარა აცრამ, სიცხე არ ჰქონდა, უფლის წყალობით, არც უჯუჯღუნია. შენ აცერი? შენი გოგონა რას შვება? ეს ისე მოჭკვიანდა, გვახალისებს უკვე, მაიმუნობს ცოტას. უკვე ეტყობა რომ ცელქი იქნება smile.gif ღუღუნებს ბევრს. ხმამაღლა დაიწყო მარიამმა სიცილი? რომ გითხრა კისკისებსთქო, არა, ძილში იცინის უფრო.

Posted by: NatiaGull 25 Dec 2020, 20:33
anibani18
გოგო აღუს ამბობს, იცინის ძილში და მამამისის ხმაზე biggrin.gif უფრო მეტად მაშინ იცინის, როცა თავისთვის არის. მეტი არ მოეთხოვებათ ამ ასაკში biggrin.gif
დღისით იდეალური გოგოა, ან ძინავს ან ჭამს ან დავატარებ ხელით. ღამით ხან ისეა ხან ასე. აი წუხელ არ დაიძინა დილამდე, იგრიხებოდა და იმის წინა დღეებში ეძინა ხოლმე. შენ მარტო ხარ ეხლა ბავშვთან ხო ?
დღეს ავწონეთ ირაკლისთან 5.200კილოა...
აცრაზე იმ კვირაში მიმყავს და წინასწარ ვნერვიულობ, იმედია კარგად გადაიტანს...

Posted by: unusual 25 Dec 2020, 20:46
ვიყავი ირაკლი რცხილაძესთან და არანაირი ფსიქოლოგი არ გჭირდებათ კაი ბიჭიაო. სახელის დაძახებაზეც იხედება უკვე, რამდენი ვინერვიულე smile.gif gogatakoo
მასაჟს გირჩევ იღონდ კარგ სპეციალისტს. თვალები ვჭყიტე როცა ჩემმა მასაჟიდან მეორე დღეს ხოხვა დაიწყო. 10 გაკვეთილი რაღა საჭიროა თქო ვხუმრობდი.

Posted by: Tua 25 Dec 2020, 21:15
gogatakoo
ეს ცალიჩაზე რომ.იწვა ზურგზე ახვანცალებდა ფეხებს ჩვეულებრივად, მუცელზე წოლაზე რატო ტირის? ჰო ბრუნდება თავისით მუცელზე და მერე ზურგზე არა?
* * *
NatiaGull
ნათი, ვიბურკოლის სანთელი და პანადოლი გქონდეს აცრისთვის სახლში ❤ და ზოგადად სულ გეგდოთ ვისაც პატარები გყავთ სახლში და ეხლა გიწევთ ინტენსიურად აცრები .

Posted by: takoo1 26 Dec 2020, 01:28
narkozeli
გოგო ეგრე კი იქნევს ფეხებს გამწარებული ამის მოსვენება არ არის ერთი წუთით.მე ხოხვის დროს კუნთების ვარჯიშზე ვიძახი მაგ დროს ხო სხვანაირად ვარჯიშდება კუნთები.ეგ რო ვუყიდო ერთ დღეში დალეწავს იცი რა მავნეა და რა ძალა აქ თან))))
anibani18
გოგო არ ვიცი მაგდენი მე არ გამიგია სიმართლე გითხრა რავიცი.
ყოჩაღ მაგარი გოგოები ხართ:* უფრო დალაგდებით ნელ ნელა ხო გითხარი ნუ გეშინია. ჩემმა ეხლა აურია ისევ ეს კვირაა და კიჭების ამბავი მგონია წინაზეც რო ერთიბკვირა არ ეძინა ღამე ამოჭრა კბილმა და ეხლაც მეორე ამოუვიდა და ვნახოთ წესით დაწყნარდება მალე. ზომბივით ვარ სამი ღამეა არ მძინებია 3 საათი მძინავს მგონი მარტო biggrin.gif მიხარია შენი ამბები მაგარი გოგო გყავს ,,♥️♥️♥️
* * *
Tua
ბრუნვით კი კაცო მარა არ ჩერდება თქო მუცელზე.და ეგრე როგორ ისწავლის ხოხვას ეგრევე ჭყიპინს იწყებს.დღეს კი ფართხალებდა რაღაცას ჩალიჩობდა რავიცი biggrin.gif

Posted by: Ninico 26 Dec 2020, 02:08
anibani18
რა კარგია, ასწევდა აბა რას იზავდა ❤️

ჩემებსაც კარგად უჭირავთ უკვე თავი. ეგ წიგნი გვაქვს, მაგრამ არ აინტერესებთ. ჭაღზე გიჟდებიან, გაშტერებულები უყურებენ.
* * *
ღია ნაკერზე მეც მითხრა სამშობიაროს პედიატრმა 10 დღისები რომ მყავდა მიყვანილი კონსულტაციაზე და ერთი თვის რომ გახდება ვნახოთო. იმის შემდეგ 2 პედიატრთან მყავდა და აღარ უხსენებიათ. უნდა ვკითხო ერთი აცრაზე რომ მივიყვან. ცოტა დიდი თავი კი აქვს, ზედა ზღვარზე არისო მრჩეველის პედიატრმა.

Posted by: narkozeli 26 Dec 2020, 09:57
unusual

გილოცავთ რა კარგია❤️

ირაკლიმ ხომ შეამჩნია ჩვენს ერთ ტყუპზე თვალზე პრობლემა, ნელნელა დაეწყო ამ თვალის კუნთის უმოძრაობა, ძაან ვინერვიულეთ. მაგრამ ნელნელა უკეთესობა გვაქვს, თვალის ვარჯიშებს უკეთებენ აქტიურად.

anibani18

მგონი რაღაცას არასწორად გეუბნება პედიატრი, ღია უნდა იყოს ისედაც 9-18 თვემდე. საბოლოოს ზრდასრულ ასაკში 18-24 წლისთვის იხურება როცა თავის ქალა ზრდას ასრულებს. ვერ ვხვდები რა იგულისხმა საყურადღებოში. ირაკლიმ რა გითხრა მაგაზე?

gogatakoo

ხოდა გოგო თუ მასე იქნევს ფეხებს რა გინდა, გადასარევი ბავშვია, აცადე ყველაფერს თავისი ინდივიდუალური დრო აქვს, როცა უნდა მაშინ გახოხდება, ზოგი გვიან იწყებს ხოხვას. ისე ამბობენ ვინც ხოხავს ის გვიან გაივლისო და ჩვენს შემთხვევაში არ გამართლდა, 7 თვიდან ხოხავს ეს და თან ისე მაგრა ხოხავდა :დ წლის არ იყო პირველად რომ გაიარა და სადღაც 1 წლიდან დადის გადასარევად.
ჭოჭინაც გამომიყენებია, ვოლქერიც, არაფერში არ შეუშლია ხელი, არც სიარულის დაწყება დაგვიანებია.
მოკლედ ბევრი რამე რომ მითია, ყოველ დღე ვრწმუნდები.

* * *
user posted image
აი გოგოებო ეს წითლად რაცაა ეგაა საგიტალური ნაკერი, ვამოწმებდი ეხლა და აშკარად სწორად მახსოვდა ჩვილობაში ისედაც არ უნდა იყოს დახურული.

Posted by: anibani18 26 Dec 2020, 09:59
NatiaGull
ძალიან ველოდები ამის სიცილს. პირს კი აფჩენს სულ, მაგრამ ხმას ჯერ არ გამოსცემს smile.gif
მე ხელით ვერ დამყავს, 5,800 იყო ბოლოს. შეზლონგი მაქვს და იქ ვსვამ როცა მუცელზე არ არის.
კი, მარტო ვარ შეიძლება ითქვას სულ. რაღაცეები ვიყიდე, რომ გავიადვილო ბავშის მოვლა, ხელში არ მიწევდეს ტარება. ჩემი ქმარი ვერ იყვანს ხელში, ვერც აძინებს, ვერც ამშვიდებს. ასე რომ მე ვარ რა სულ მასთან. ღამე ამასაც ძალიან უყვარს ხვანცალი, ხანდახან ისე გაიღვიძებს ხოლმე, ასადგომად რომ არის მზად ისე smile.gif მაინც არ ვაყენებ, საწოლში მყავს და ვაძინებ ისე. გულზე ვუთათუნებ ხელს, მატყუარას შევაჩვიე და ვაძინებ დიდი ვაი-ვაგლახით მერე. ჯერ კიდევ რთულია, მაგრამ პირველი ორი თვე რომ გამიძნელდა ისე მაინც აღარ ვარ.
კარგად ჩაივლის აცრა, ჩვენ საერთოდ ვერ ვიგრძენით. იმავე დღეს ცოტა იჭირვეულა და პანადოლი მივეცი.
gogatakoo
რა მაგარი, თკო, უბრალოდ სხვა გზა არ არის smile.gif ახლა უფრო აზრიანი გახდა და ურთიერთობაც გაიოლდა.
უხ, კიჭების ამბავი მეც მაშინებს. როდის ამოუვიდა პირველი კიჭი შენს ბიჭოს?
Ninico
რამდენი ხანი ძლებენ მუცელზე ერთ დაწოლაზე, ნინ? მე ჯერ გადავაგორებ ხოლმე, 1 წუთამდე ძლებს ასე, მერე ბალიშს ამოვუდებ იღლიების ქვეშ და კიდევ 5 წუთამდე არის ასე. დავულაგებ რაღაცეებს წინ და ერთობა. საერთო ჯამში ნახევარი საათი გამოგვდის მუცელზე წოლა დღის განმავლობაში. ნეტა საკმარისია?
ჭაღს, ღია ნათურებს დიდხანს ნუ აყურებინებ, ასე წავიკითხე ერთ-ერთ წიგნშ. ჩვენ ხომ ვერ ვუყურებთ დიდხანსნათურას, რადგან დამცავი მექანიზმი გვაქვს და თვალს ვარიდებთ, ბავშებს ეს დამცავი უნარი თუ რაც ჰქვია, არ აქვთ და ამიტომ აშტერდებიან დიდი ხნით.
ნაძვის ხე არ მოსწონთ? smile.gif
* * *
narkozeli
ზუსტად ეს სურათი მაჩვენა და მითხრა ღია არისო და უნდა გამოვიკვლიოთ რატომ არის ასეო. შეიძლება უბრალოდ ასე აქვს ან რამე დაავადების ნიშანი არისო. მოკლედ, ეძებს რაღაც დაავადებებს ჩემს გოგოში და ძლიერ მომაბეზრა ამით თავი.

Posted by: takoo1 26 Dec 2020, 11:06
anibani18
გოგო 7 თვეზე ამოჭრა პირველმა კიჭომ და მეორეც მალევე ამოუვიდა.ეხლა 8 ის ხდება მარა მესამე ჯერ აე უჩანს:დ
გოგო ხო წევს უკვე თავს ხო იმაგრებს მუცელზე რომ აწვენ,მაგდენი ხანი თუ ჩერდება რა გინდა.ვისთან დაგყავს ისე ანი?ანუ ამ ყველაფერს ვინ გეუბნება ნევროლოგი?

Posted by: anibani18 26 Dec 2020, 12:35
gogatakoo
Თაკო, მგონი ყველა პედიატრი მოვატარე ქალაქში. Რცხილაძის აზრია მხოლოდ რომ ბავშვს რაღაც სჭირს და გვინიშნავს ანალიზებს რომელთა ბოლოც არ ჩანს. Ნევროლოგმა გვითხრა, მშვენიერი ბავშვი არისო. Მაგრამ ირაკლი მაინც არ ეთანხმება. Ბოლოსდაგვიბარა და ისევ ჩამოგვიწერა ანალიზები. 2,5თვის იყო და ბავშვი შეედარა 3-4თვის ბავშვის განვითრებას და დაგვიწერა რომ ჩამორჩება. Არ ვიცი რას სთხოვს ამ ბავშვს, სწევს და იმაგრებს თავს, ბალიშის გარეშე, ჩამოვარდნის გარეშე 1 წუთი მაინც უჭირავს, ბალიშით 6-7 წუთამდე ძლებს კიდევ. Რომ იწყებს წუწუნს, გადმოვაბრუნებ მერე.
Ახლა ამ სიგიტალურ ნაკერს მიადგა.

Posted by: ნაჭუჭა 26 Dec 2020, 12:49
anibani18
ანი თემურ მიქელაძესთან გყავდა? გოჩამ რა გითხრა ჩიქვინიძემ

Posted by: narkozeli 26 Dec 2020, 13:40
anibani18

ვაიმე გავგიჟდი, რას გადაეკიდა ბავშვს sad.gif
გოჩასთან გყავდა?

საგიტალურ ნაკერზეც ცოტა გაოცებული ვარ ვერ ვხვდები რატო უნდა იყოს დახურული შენი გოგოს ასაკში, არსად არ წერია მსგავსი რამე, გადავქექე ეხლა ყველაფერი.


Posted by: NatiaGull 26 Dec 2020, 14:47
anibani18
ჩემიც სულ ჭაღებს აშტერდება და იღიმება. ასევე კონკრეტული ადგილები აქვს არჩეული და ყურება მოსწონს. ამ ფიგურების წიგნის ყიდვა მინდა, სად იჰიდება ნეტა
ჩემი ქმარიც ვერ ეკარებოდა თავიდან და ვერ ამშვიდებდა, ახლა ახერხებს.
5 წუთით მაინც აიყვანოს ხოლმე და დაამუღამებს, არ გაუჭედო მაგაზე, ზოგს მართლა არ ეხერხება და ვერაფერს იზამ biggrin.gif
თავიდან მწყინდა მეც მაგრამ ახლა 10 წუთი თუ გაართობს სანამ საჭმელს ვაკეთებ, ისიც მიხარია biggrin.gif
შეზლონგი მინდა ვცადო მეც, ისე დღისით ძაან უპრობლემოა, მაგრამ იქნებ მოეწონოს ეგეც.
რა უნდა ამ ირაკლის კაცო რას დაგტანჯა... :/

მუცელზე წოლაში ჩვენ ვზარმაცობთ, რომ ვაწვენ და ტირის მეცოდება და ამყავს ხელში...

Posted by: Tua 26 Dec 2020, 14:57
gogatakoo
თვითონ იზავს და ისწავლის, მუცელზე რომ დაწვება წინ დაუდე სათამაშო და ხელი დაუდე ფეცებთან რომ ავარჯიშო და ჩასაჭიდებელი ჰქონდა, ცოტა შორს დაუდე სათამაშო რომ სცადოს და მიწვდეს. ხოხვით შეიძლება არც იხოხოს , არუნდა ბაᲕსვს და რატომ სთხოვ smile.gif)) ხალიჩაზე გააგორე ეთამაშე ხან გადაბრყნდება ხან გადმობრუნდება ხან სათამაშოთი ითამაშებს. მე მაგალითად არაფერი მიქნია თვითონ დადგა 4ზე და დაიწყო ხოხვა.


Posted by: Ninico 26 Dec 2020, 15:15
anibani18
ვცდილობ 5 წუთი მაინც გავაჩერო. მერე ტირიან და ამყავს.
მართლა რას გადაეკიდა ამ ბავშვს. იმიტომ აღარ მივიყვანე მაგასთან, გამოუძებნიდა ამათაც რაღაცეებს.

NatiaGull
ბიბლუსში ვიყიდე.

Posted by: Tua 26 Dec 2020, 15:25
NatiaGull
Ninico
სათამაშო დაუდეთ წინ მუცელზე დაწვენა აუცილებელია კისერი რომ კარგად გაიმაგრონ.

Posted by: anibani18 26 Dec 2020, 17:02
ნაჭუჭა
არა, მიქელაძესთან არ მყავდა და კიდევ ცოტნე ბესელიასთან. თავი კარგად ასწია 2,5 თვეზე. გოჩამ გვითხრა, რომ გოგონა შეესაბამება მის ასაკს. ჰიპოტონია კი დაგვიწერა, მარტივ ფორმებში.
narkozeli
იქნებ დახურვა უნდა დაიწყოს ამ ასაკში, არ ვიცი. დავთარს,დღიურს რომ გატანს ხოლმე პრობლემებით, იქ დაგვიწერა, სიგიტალური ნაკერი ღია. უნდა გავარკვიოთ,რატომ არის ღია, უბრალოდ თუ რამე დაავადების გამოო.

NatiaGull
აი აწვიყიდე მედასახლში მომიტანეს.

https://www.sulakauri.ge/product/ai-ras-khedavs-chvili-phigur/
არ ვემდური, ნათი. არ შეუძლია და რა ქნას.
შეზლონგი ძალიან მომწონს მე.
* * *
Ninico
ირაკლი უდაოდ ძალიან ჭკვიანია. მაგეამ მის პაციენტად ყოფნა ძალიან მსტრესავდა მე

Posted by: Tua 26 Dec 2020, 20:22
anibani18
ცოტნე ბესელიასლთან ტყუილად მიიყვან , არც ცნობილი პედიატრების სიაში არაა ეგ კაცი და უბრალოდ პოლიკლინიკის ექიმზე 1 საფეზურით მაღლა დგას მეტი არაფერი, ფაქტიურად მაგათი დონეა. ობგაიძეც მათ შორისაა ფაქტიურად.

Posted by: anibani18 27 Dec 2020, 10:57
Tua
მართლა? ჩემი მეგობარი ძალიან აქებს და იქიდან ვიცოდი. ობგაიძე არ ვიცი ვინ არის.
ჩამოვყალიბდები მალე პედიატრზე, ჯერ ვერ გადავწყვიტე ვისთან ვატარო.

იცი რა მინდოდა მეკითხა, ღამის პამპერსები ხომ არ არსებობს რამე? მე ელიტ სოფტს ვხმარობ, მაგრამ მთელი ღამე ვერ ძლებს და რამე ხომ არ არის ისეთი დიდი ხანი რომ გაძლოს და ბევრი შეიწოვოს?
და კიდევ 3 თვის ბავშვი რამდენ მილიგრამს უნდა ჭამდეს?

Posted by: Tua 27 Dec 2020, 12:34
anibani18
თუ ვერ უძლებს და ჟონავს 1 ზომით დიდი პამპერსი უნდა იყიდო დაუპატარავდა ეგ სავარაუდოდ, წონები რაც აწერია პამოერსებს იმას ვერასდროს ვემთხვეოდით ჩვენ . 3 თვემდე მე ღამე 1ხელ ვუცვლიდი რძეს რადგან ჭამდა ბევრს.
დიდი არაფერი პედიატრი არაა ნუ ცნობილებზე უკეთესი არაფრით არაა, მყავდა ალექსანდრე მაგასთანაც
იმდენ მილიგრამს უნდა ჭამდეს წესით რაც ქილაზე წერია, მე 3 თვეზე რაც ქილაზე ეწერა იმას ვაჭმევდი 120 ეწერა ჩვენთან

Posted by: NatiaGull 27 Dec 2020, 13:18
anibani18
მეც ელიტ სოფტი მაქვს ან, უკვე 3 ზომას ვახმარ. შენც მაგაზე გადაიყვანე. თუმცა ღამით ვვდილობ მინიმუმ ერთხელ მაინც გამოვუცვალო...
3 თვის შეიძლება 120საც ჭამდეს და 150საც
ჩემი ჯერ კიდევ 90ს ჭამს, მაგრამ მატება კარგი აქვს. პირველ თვეში 950 მოიმატა და მეორეში 980, ამიტომ არ ვდარდობ მაგაზე

Posted by: Ninico 27 Dec 2020, 17:00
anibani18
მეც ელიტ სოფტს ვხმარობ და თუ კუჭში არ გავიდნენ ღამეში ერთხელ ვუცვლი.

90-დან 110 გრამამდე ჭამენ 2.5 თვეზე. გააჩნია რამდენხნიან შუალედს გააკეთებენ. 120 სულ რამოდენიმეჯერ ჭამა ერთმა. მატება კარგი აქვთ, 2 თვეზე გააორმაგეს დაბადების წონა.

Posted by: takoo1 27 Dec 2020, 19:53
anibani18
ანი მგონი ყველა პამპერსი გავასინჯე და არცერთი არ მომწონს დიდად. ჰაგისის ელიტ სოFტს ვყიდულობდი პატარა რო იყო ეხლა ჰაგისის ულტრა კომფორტს ვხმარობთ დიდი ხანია,ლიბეროც კარგია.მთავარია არ დასველდეს ბავშვი გარეთ გამოსდის სისველე? რავი ჰაგისი ძლებს ულტრა კომფორტი ლუკიანეს მთელუ ღამე აცვია დილამდე არ ვუცვლი.
ჭამა მგონი ინდივიდუალურია.90ს ჭამდა ლუკიანე როცა 120 უნდა ეჭამა მაგალითად.ძუძუზე რო მყავდა მაგას ვაბრალებდი.150მლ ალბათ 3 თვიდან.თუ არ ჭამს მაგდენს არარი პრობლემა თვითონ რამდენიც მოუნდება ისე აჭამე,თუ დატოვა არაუშავს ყოფნის ესეიგი. ჭამის შუალედები გაუზარდე ნელ ნელა.რამდენ საათში ერთხელ აჭმევ და რამდენს?
* * *

user posted image
ანი არ მიხსნის შენ მოწერილს ესე ჩანს

Posted by: Tua 27 Dec 2020, 23:12
gogatakoo
მეც 3თბიდან ულტრა კომფორტზე გადავიყვანე და დღემდე ულტრა კომფორტს ვხმარობთ , მაქსიმუმ 1-2 ჯერ გამოუჟონა როცა ბევრი ჭამა ღამე, ისე როცა პამოერსი ჟონავს ე.ი ზომაა პატარა და 1 ზომით დიდია საჭირო, მე ეგრე ვხვდებოდი როცა უპატარავდებოდა

Posted by: itona 28 Dec 2020, 00:16
გოგოებო,შემოგეჭერით თემაში..რჩევა მჭირდება,ახლა დავფიქრდი,რომ უნდა მოვიფიქრო საყიდლების სია..ხოდა,რას ვერ ვხვდები, სახის და ტანის დამატენიანებელი კრემი,ლოსიონი და ზეთი სხვადასხვა ფუნქციით გამოიყენება და სამივე დამჭირდება??

Posted by: takoo1 28 Dec 2020, 00:57
itona
მე პირადად ზეთი და კრემი არ მიხმარია,არც ლოსიონი პროსტა ვუსმევდი ხოლმე იშვიათად.არ ქონია კანი გამომშრალი და არ დაგვჭირდა.მგონი ერთი ფუნქცია აქვს სამივეს რავიციsmile.gif

Posted by: anibani18 28 Dec 2020, 08:19
Tua
NatiaGull
Ninico
gogatakoo
მადლობა, გოგონებო. არ ჟონავს, უბრალოდ გამოტენილია და ტაკოც ნამიანი აქვს ხოლმე რომ ვუცვლი. ვიფიქრე, იქნებ ღამის ჰაგისიც არსებობს, რომელიც მეტს შეიწოვს და ტაკო არ ექნება ნამიანი. თან რომ ვუცვლი რამით, ისე აქტიურდება, ლამის გაიქცეს ხოლმეsmile.gif
ძირითადად ჭამს 60-90 მილიგრამს 3 საათში ერთხელ, ხანდახან ამაზე ნაკლებს. შეფუთვაზე აწერია 180 მილიგრამიო. ნანს ჭამს.
gogatakoo
ტეკეფონიდან ავკრიფე და ეტყობა იმიტომ არ გამოჩნდა.
ყველა პედიატრი მოვატარე ქალაქში. რცხილაძე თვლის, რომ რაღაც დაავადება აქვს ბავშვს და ძალიან ბევრ ანალიზს გვინიშნავს ხოლმე. ნევროლოგის აზრით, აქვს ჰიპოტონია და თუ შედარებით გვიან ასწია თავი ეს არის იმის გამო, რომ 37 კვირაზე დაიბადა. მე ბოლოს ზალიან მეწყინა ირაკლისთან რომ ვიყავით, რაღაც პასპორტები აქვთ ბავშვების და როცა ვიყავით, ნატალი იყო 2,5 თვის, ამ პასპორტში არის გრაფები 1-2 თვე, 3-4 თვე და ასე შემდეგ. რას უნდა აკეთებდეს ბავშვი ამ მოცემულ თვეებში და თუ არ აკეთებს, ნიშნავს ხოლმე. ხოდა მონიშნა 3-4 თვის ბავშვის გრაფაში, რომ რაღაცეებს ვერ აკეთებს და დასკვნაში, ჩამორჩენა დაუწერა. მე არ ვარ პედიატრი, მაგრამ მგონი ასეთი პატარასათვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია, თუ დღეს რაღაცას არ აკეთებს, შეიძლება ხვალ დილით დაიწყოს. მე ასე ვაკვირდები ჩემს შვილს. მართლა ძალიან მეწყინა, რადგან სულ ვავარჯიშებ და შედეგს ვხედავდი. არ მინდა რამის მტკიცება, მაგრამ ვიდეობს ვუღებ სულ, რომ პროგრესს ვადევნო თვალყური და იქ აშკარად ჩანს, რომ მაგ პერიოდში ბავშვი ნახევარი წუთი მაინც ეჭირა მშვენივრად თავი. ამან კიდევ დაგვიწერა, 3-4 წამი იმაგრებს თავსო. რა ვიცი აბა, იქნებ რაღაც სხვანაირად უნდა იმაგრებდეს. ახლა კიდევ სეგიტალურ ნაკერზე გვითხრა, უნდა ვნაცოთ რატომ არის ასეო, უბრალოდ ისე, თუ რამესთან არის კავშირშიო.
* * *
itona
ზეთი არა მგონია დაგჭირდეს, დამატენიანებელი კრემი არის სავსებით საკმარისი. მე მაქვს ტოპიკრემის დამატენიანებელი სახის და ტანის, მაგრამ დიდად არ უტენიანებს რადგან მშრალი აქვს და ვიყიდე მერე ტოპიკრემ დეა. ეს უფრო უტენიანებს.

Posted by: Ninico 28 Dec 2020, 09:37
anibani18
ნუტრილაკს 3 თვეზე 150 უწერია 6ჯერ დღეღამის განმავოობაში. სხვადასხვა კვებაზე სხვადასხვაა ალბათ

Posted by: Tua 28 Dec 2020, 11:07
itona
თავიდან გჭირდება მხოლოდ დასაბანი და დამატენიანებელი, კე ვიყიდე 500მლიანი დასაბანი და დამატენიანებელი პქტარა ვიყიდე რადგან არვიცოდი როგორც გამოამდგებოდა აღარ ვიყიდე დიდი, მხოლოდ საპნით როცა ვბანდი მაგ დროს ვუამევდი და 6 თვე მყოფნიდა 1 ცალი, ეხლა 6 თვიდან საერთოდ არცმიყიდია და აღარ ვხმარობ , რაც უფრო იშვიათად ახმარ უკეთესია მაგრამ უნდა გქონდეს, ააევე გააჩნია ბავშვის კანს ზოგს ატოპიური დერმატიტისკენნაქვს მიდრეკილება და სჭირდება მსუყე დამატენიანებწლი მაგას მერე მიხვდები ეონ დაიბადება. მე გირჩევ ტოპიკრემის ცისფერ ცხვრიან ხაზს, ჩემი პირველი შენაძენი იყო დასაბანი და მალამო ორაულობაში smile.gif)
* * *
anibani18
პატარა ასაკში თუ ღამეც ჭამს ბავშვი ვერ გაუძლებს მაინც მთელი ღამე ანი პამპერსი, ეგ იმ ბავშვებს უძლებთ ვინც ღამე არჭამენ , თან ელიტ სოფტი მალე ივსება საკმაოდ.

სოფოც ხომ გატანს ეგეთ ცხრილს და იმ ცხრილში რა ეწერა ასაკი? ეგ ცხრილი რაცაა წონის და სიმაღლის შესაბამისობაა მე.როგორც ვიცი

Posted by: itona 28 Dec 2020, 13:36
Tua
anibani18
gogatakoo
მადლობა,გოგოებო..თავიდან ვიყიდი,როგორც მირჩიეთ და იმედია,მერე ჩემით გამოვიტან დასკვნებს..მადლობა

Posted by: anibani18 28 Dec 2020, 13:43
Tua
არა, თეო, ეს სულ სხვაა, მთელი წიგნაკია სოფოსთან ნორმაში გვუწერია ყველაფერი, დრო მოგვცა და დავეწიეთ რა, უფრო სწორად. ირაკლიმ წუნასწარ შეგვაფასა სამ თვეზე და ჩამორჩებიო, დაგვიწერა.
itona
თეომ კარგად გითხრა, დამატენიანებელი პატარა იყიდე. მერრ უფრო მიხვდები რა და რამდენი გჭირდება. თან იმდენი სხვადასხვა წვრილი ლრობლემა შეიძლება ჰქონდეს პატარას, გამონაყარი, სიწითლე, სიმშრალე და დაგინიშნავთ შესაბამის საშუალებას ექიმი.

Posted by: takoo1 28 Dec 2020, 17:58
anibani18
180 ბევრია მგონი მაგ ასაკზე რავიცი:/ ჩემი მაქსიმუმ 120 ჭამდა უფრო ხშირად 90ს რავი ყოფნიდა და არც წონის პრობლემა გვქონია. გოგო დიდი ხანი რომ უკეთია კი ნამიანი ექნება ლიბეროც ეგრეა და ჰაგისიც,მთავარია ტაკო არ ქონდეს დამწვარი.
რავიცი აბა შეიძლება თავს იზღვევს და ამიტომ აქცევს ყურადღებას ყველაფერს რომ რამე არ გამოეპაროს.შენ თუ ხვდები რომ ბავშვსს პროგრესი აქვს მაგას ხო პედიატრიც უნდა ხედავდეს.ეგ უფრო ნევროლოგის საქმეა ისე ვიდრე პედიატრის
მე არვიცი ეგ რცხილაძე როგორია და სოფო ვინაა სულავა სოფოსთან დაგყავს? მე სოფოს ვენდობი ჩემი დაქალის ნათლიაა და ვიცი რო კაი პედიატრია.ჩემი დიშვილები მაგის გამოზრდილები არიან.

Posted by: anibani18 29 Dec 2020, 16:09
gogatakoo
120-ს ჭამდა რომელ ასაკამდე? 180 მეც ძალიან ბევრი მგონია.
რცხილაძე ძალიან კარგი და ჭკვიანია, ორი აზრი არ არსებობს ამაზე ჩემთვის, მაგრამ ამდენ სტრესს ვერ გავუძლებ. თან კარგი პასუხები მოგვივიდა და როტომ უნდა ვიყო სულ დაძაბული, ვერ ვხვდები.
ძალიან კარგად სწევს თავს, რამე რომ სჭირდეს, ალბათ საერთოდ ვერ აწევდა, არა? თვალს აყოლებს ნივთებს მუცელზე წოლის დროს, ეღუღუნება თავის სათამაშოებს, სარკეში იყურება. არ უჭირს საერთო მუცელზე ყოფნა და ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი დრო სძლებს. ახლა ნივთების აღებაზე უნდა ვავარჯიშო.
მე ჯერ არ ამირჩევია პედიატრი, უბრალოდ მოვიარეთ ბევრი და ახლა ჩამოვყალიბდებით რომელი მოგვწონს. სულავას ვგულისხმობ კი.

Posted by: takoo1 29 Dec 2020, 22:49
anibani18
გოგო 120ს ჭამდა 4 თვემდე,5 თვიდან ცოტა მოუმატა.ოღონდ მე ძუძუზე მყავდა ხო იცი დღეში ერთხელ ვაჭმევდი ხელოვნურს. ჩემი დისშვილიც 150ს ჭამდა 5თვემდე და რავიცი 180 ჭამდა მგონი 6 თუ 7 თვის რომ იყო.ალბათ ინდივიდუალურია,გაუკეთე ცოტა მეტი და თუ შეჭამს ნახე აბა.180 მე ბევრი მგონია ჯერ შენი გოგოსთვის პატალაა:*
ანი ძალიან ბევრი ინფო დევს ნეტში ბავშვის განვითარების ეტაპების და ნახე.რას ვერ აკეთებს მაგალითად.რომელ თვეზე რა უნდა გააკეთოს.მე ლუკიანეს პედიატრმა გამომატანა რაღაც ფურცელი სადაც წერია რომელ თვეს რას უნდა აკეთებდეს,არ გამოგატანა შენ?
მაგ ასაკში მეტს რას უნდა აკეთებდეს რავიცი,რას თხოვენ რა ტვინი წაიღეს.მარტო თავის აწევით საზღვრავენ რო პრობლემააქვს ბავშვს?ლუკიანეს მაგალითად ეზარებოდა დიდი ხნით თავის აწევა დღემდე მასეა,გახოხდება ვითომ რაღაცას წაიმაიმუნებს და დადებს თავს თამაშობს))გინდა აგიტვირთო ის ფურცელი?

Posted by: anibani18 30 Dec 2020, 10:46
gogatakoo
თაკო, რა საყვარელი და კეთილი გოგო ხარ <3
120-ს ძალიან იშვიათად ჭამს, შეფუთვაზე რაც წერია, გამიკვირდა და ამიტომ ვიკითხე.
მე ნევროლოგმა გამომატანა მთელი ცხრილი ბავშვის განვითარებაზე. იმით ვხელმძღვანელობ. ზოგი რამ ჯერ არ მესმის ამ ცხრილში. მაგალითად, ქიშმიში, თვალს ადევნებს ქიშმიშსო. რას ნიშნავს ეს? ძალიან წვრილ საგნებს, ნამცეცებს ადევნებს თვალს?
ხელებს ძალიან კარგად ჯერ ვერ ხმარობს, ისე რომ გაიწიოს სათამაშოსკენ და ძლიერ ჩაეჭიდოს. როდიდან მოეთხოვება ეს? ცდილობს და უხეშად იწევს სათამაშოსკენ, მაგრამ პირში გაქანება არ გამოსდის ყოველთვის, უვარდება სათამაშო.
სიცილზეც მაინტერესებს. ამ ცხრილში წერია, რომ 3.5 თვის ბავშვი უნდა იცინოდეს. ნეტა როგორი სიცილი ითვლება? ძილში სულ იცინის, ფხიზლობაში კისკისსა და ხმაამღალ სცილს რაც ჰქვია, იმას არ აკეთებს ჯერ. ცოტა ხმას გამოსცემს და პირსაც აღებს ძალიან, როგორც სიცილის დროს ვიცით ხოლმე. ეს საკმარისია ნეტა?
ავტირთავ აბა ამ ცხრილს და შენც ამიტვირთე შენი, როცა გექნება დრო :*
* * *
ცუდი ხარისხისაა თავად ფურცელიც და ფოტოც ცუდი გამოვიდა
user posted image

Posted by: nopiahopi 31 Dec 2020, 11:18
NatiaGull
Tua
აი კი გაგიწყალეთ გული მარა უნდა გკითხოთ რა. მოკლედ გუშინ პირველად, რამდენი კვირა ვემზადე კი იცით, ფეხზე გავიკეთე ნემსი. ოღონდ გვერდიდან ვერა, ზევითა მხარეს გავიკეთე, შუა ნაწილში და მუცლის მსგავსად, კანის ნაოჭი ამოვწიე და პირდაპირ ჩავუშვი (ნემსის დახრაც ვერ შევძელი). ჰოდა მაშინვე არა და რამდენიმე საათში გამიმაგრდასავით და ცოტა შემიწითლდა და გქონიათ ეგრე? თუ რაღაც სასწაული ჩავიდინე და წესით არ უნდა მოეცა რეაქცია ფეხზე?

Posted by: NatiaGull 31 Dec 2020, 17:20
nopiahopi
არა, მე სულ ეგრე მიმაგრდებოდა , ჯერ მიწითლდებოდა მერე მილურჯდებოდა და ა.შ.
განსაკუთრებით ფეხზე და ხელზე იცის ეგრე, მუცელზე ბევრად მარტივად იყო და აი ფეხები მაწამებდა. ნახე როგორ მქონდა biggrin.gif
ბოდიში ფოტოსთვის წავშლი მალე biggrin.gif
[]

Posted by: nopiahopi 31 Dec 2020, 18:51
NatiaGull

ჩენთანაც გუშინ გაკეთებულზე დღეს ჩალურჯება და ჩაქცევასავით დაიწყო.
ე.ი. ბუნებრივია ეს რეაქცია.. კიდე 2-3 დღე გავიკეთებ ფეხზე. ამასობაში მუცელიც დაისვენებს და გადავალ მერე ისევ მუცელზე. ისე ჩარჭობის პროცესი ფეხზე უფრო მეტკინა,მუცელზე არ მტკიოდა.

Posted by: NatiaGull 31 Dec 2020, 19:06
nopiahopi
კიი მუცელზე საერთოდ არ მტკიოდა, ფეხზე მტკივნეული იყო

Posted by: takoo1 1 Jan 2021, 03:41
anibani18
მშვენიერი განვითარება აქვს რასაც წერ მაგაზე მეტი რა უნდა გააკეთოს მაგხელა ბავშვმა.
https://medison.ge/ka/blog/tslamde-asakis-bavshvis-ganvitarebis-etapebi
აი ეს წერია კმ ფურცელზეც რაც გამომატანა პედიატრმა, ოღონდ შემოკლებულია. მედისონში მყავს პედიატრი.
გილოცავ ახალ წელს♥️ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი უფალი გფარავდეს შენ და შენს ოჯახს♥️

გილოცავთ გოგოებო.ყველაფერი საუკეთესო თქვენს ოჯახებთან ერთად ბედნიერება ჯანმრთელობა და ბევრი სიყვარულებიიი♥️♥️♥️♥️♥️

Posted by: anibani18 1 Jan 2021, 12:31
gogatakoo
მადლობა, თაკო :* მეც გილოცავ, ბევრ სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ <3
რასაც ვუყურებ და ვკითხულობ, ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩება. მაგალითად, არ ტრიალდება ჯერ, მხოლოდ შემთხვევით თუ გადაგორდება მუცლიდან ზურგზე. არც ხელებს აკვირდება, თუმცა კი ილოკავს. კაი, ვნახოთ, რა იქნება. მადლობა :*

Posted by: Tua 1 Jan 2021, 12:52

გილოცავთ ახალ წელს ❤ ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს.

nopiahopi
მე არასდროს გამიკეთებია მაგ ადგილზე, ჩემმა ჰემატოლოგმა გვერდებზე გაიკეთეო და ფეხზე უფრო მტლიოდა ვიდრე მუცელზეაგალითად და მუცელი სულ ჩალურჯებული მქონდა ხოლმე გამაგრებული გაწითლებული და გალურჯებული. ხელზეც მტკივნწულია უფრო ვიდრე მუცელზე კანი სქელია თან და სასწაულია მანდ გაკეთება.


* * *
anibani18
ანი რა დროს ნატალიკოს გადატრიალებაა კაცო smile.gif)) 6 თვის მერე უნდა გადატრიალდეს და გადმპტრიალდეს მაქს 5 თვის მერე ჯერ ძალიან ადრეა მაგაზე საუბარი. ისიც გაითვალისქინე რომ ბავშვი არის დაბადებული 37 კვირაზე ანუ არაა სრული ვადის ნამდვილად და ეგ სრულ ვადათ არითვლება შესაბისად 39 კვორაზე დაბადებული ბავშვ8სგან განხსვავებით 2-3 კვირით გვიან დსიწყება ყველაფრის კეთებას, ალექსამდრე 6 თვის მერე ტრიალდებოდა მანამდე ფიზიკურად ვერიზავდა , როცა სრული ვადია ბავშვები ზოგი უკვე ტრიალდებოდნწნ, ზოგი კიდევ 6 თვის ვერც ჯდება და 8 თვის ასაკში იწყებს დაჯდომას ეგ ინდივიდუალურია . 7 თვისამ დაიწყო მყარად დაჯდომა , ბავშვის დაბადების კვ9რაც საკმაოდ გასათვალისწინებელია ყველაფერში.

Posted by: nopiahopi 1 Jan 2021, 13:50
Tua
ხელზე ადრე ვიკეთებდი და ჩარჭობა ხან მტკიოდა, ხან არა. უბრალოდ მერე ძალიან მაწუხებდა ნანემსარი, საშინელება იყო..

Posted by: takoo1 2 Jan 2021, 00:01
anibani18
ანი არც ლუკიანე ტრიალდებოდა გვიან დაიწყო 5თვის მერე გადაბრუნება, ინდივიდუალურია ყველაფერი ესე ვერ გაწერ ერთნაირად ყველა ბავშვზე.ჩემი დისშვილი 5 თვის იჯდა დამოუკიდებლად, უმეტესობა 7 თვის ჯდება.მთავარი რაც მოეთხოვება იმას უნდა აკეთებდეს.ზუსტად რამხელაა ეხლა შენი გოგო

Posted by: anibani18 2 Jan 2021, 08:37
nopiahopi
მე იცი როგორ ვიკეთებდი, რაღაც პერიოდი ჭიპის მარცხენა მხარეს მხოლოდ, მერე მარჯვენა გამოკეთდებოდა და მარჯვენაზე ვიკეთებდი მხოლოდ რამდენიმე კვირა და ასე მონაცვლეობით. ჩალურჯებებზე და გამაგრებებზე ჰეპარინის მალამოს ვისვამდი. ძალიან მშველოდა მე. არც ერთხელ არ გამიკეთებია ფეხზე ან ხელზე.
Tua
მადლობა, თეო. მეც ასე ამიხსნა ნევროლოგმა. 3 კვირით პატარაა ახლა თავის ასაკთან შედარებით.
იცი რა მაინტერესებს, ნაკეისრალი რამდენი ხანი გქონდა ვარდისფერი? რამეს ისვამდი?
gogatakoo
3 თვის და 1 კვირისაა, თაკო

Posted by: Tua 2 Jan 2021, 12:36
anibani18
მე ნაკერი.მეტყობა დღემდე 1 წელზე მეტია გასული, ვარდისფერი არაა მაგრამ ადგილებშია მოლურჯო, წესით კონტრატუბექსია ძალიან კარგი მაგრამ მე დამეზარა წასმა დიდად არვდარდობ ნაკერზე. 3 თვის ბავშვი არცერთი არტრიალდება და არბრუნდება დაჟე თავის დროზე დაბადებულები ეგაა სისულელე smile.gif)))

Posted by: nopiahopi 2 Jan 2021, 14:11
anibani18
QUOTE
არ ტრიალდება ჯერ,

3 თვის ბავშვს სთხოვენ გადატრიალებას??

ჩემი იყო ძალიან აქტიური, ცელქი და თავის ასაკთან კარგი განვითარებით (ექიმების შეფასებითაც და ისედაც ეტყობოდა ყოჩაღობა) ერთი წამით არ ჩერდებოდა, მუხლებზე რომ დავისვამდი, სხმარტალებდა, ხტუნაობდა, თავზე მაცოცდებოდა და ამის მიუხედავად იცი როდის გადატრიალდა?? 7თვის იყო. მანამდე ერთი წამით არ წოლილა მუცელზე, არც ჩემი დახმარებით, არც თავისით. ერთადერთი ეგ იყო, რასაც აპროტესტებდა და არაფტით აკეთებდა. ჰოდა თავისით ძილში რომ გადატრიალდა 7 თუ 8 თვის ასაკში, ისე მოეწონა, კაი ხანი სხვანაირად აღარც იძინებდა. აი ვერ ვხვდები რატომ გაშინებენ ..

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. როცა თვლიან საჭიროდ, მაშინ ჯდებიან, მაშინ გადატრიალდებიან და მაშინ გაივლიან.

Posted by: takoo1 3 Jan 2021, 19:50
anibani18
ანიი ჯერ ძალიან პატარაა გოგოო.მე არც გამიგია 3 თვის ბავშვი ბრუნავდეს,ეგ პედიატრმა გითხრა უნდა ტრიალდებოდესო?
* * *
anibani18
user posted image
აი ანი 1-3 თვემდე ესე წერია ამ ფურცელზე რაც გამომატანა პედიატრმა.

Posted by: ნაჭუჭა 3 Jan 2021, 23:11
გოგონებო გილოცავთ ახალ წელს❤️ბედნიერი და წარმატებული წელი გქონოდეთ❤️
* * *
anibani18
ანი ძალიან ბევრს სთხოვთ მაგ ერთი ციდა ბავშვს, ძალიან ნორმალურია რასაც აკეთებს მისი ასაკისთვის❤️ მითუმეტეს 37 კვირაზე ყოფილა დაბადებული

Posted by: anibani18 4 Jan 2021, 10:25
Tua
nopiahopi
gogatakoo
ნაჭუჭა
არა, გოგონებო, არავინ სთხოვს ჯერ გადატრიალებას. განვითარების ცხრილში წერია რომ 2.5 თვიდან 4.5 თვის ასაკში უნდა ტრიალდებოდეს წოლისასო. მეც ვავარჯიშებ გადატრიალებაზე.

Posted by: takoo1 4 Jan 2021, 12:56
ნაჭუჭა
მეც გილოცავ ჯანმრთელობას გისურვებ, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი♥️♥️♥️♥️♥️
* * *

,,♥️♥️♥️♥️
* * *
anibani18
ჩემ ცხრილში 3-6 თვე წერია.არეულადაა ყველგან ასე რო მაგაზე არ ინერვიულო ანი:*

Posted by: Tua 4 Jan 2021, 15:49
anibani18
ეგ განვითარების ცხრილი ყველგან სხვადასხვაა, შესაბამისად ბავშვები რობოტები არ არიან რომ ერთი ერთში ის ქნან რაც დაწერილია, გაიდლაინიც ზოგადი რეკომენდაციაა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და არამხოლოდ ბავშვი, მანქანა არავინაა რომ.დაწერილ კანონებს მივსდიოთ მხოლოდ , 6-7 თვემდე აქვს ბავშვს ვადა, თვითონ უნდა ქნას წესით ყველაფერი.

Posted by: anibani18 4 Jan 2021, 19:09
gogatakoo
ძალიან საყვარელია სიცილის მოყვარული შენი ელფიკო ♡
Tua
მადლობა, თეო :*
ახლა კიდევ ერთი რჩევა მჭირდება, თქვენ რას აკეთებდით ასეთ შემთხვევაში. ჩემი გოგონა ღამის ძილზე ადრე წვება ხოლმე, 6 საათისთვის და სძინავს დაახლოებით 5 საათამდე. უფრო გვიანაც რომ დავაწვინო, მაინც 5 საათზე ეღვიძება. რა ვქნა, როგორ გადავუწიო გაღვიძების დრო, 7 მაინც რომ იღვიძებდეს მინდა, 5 საათზე რომ ვდგები, მერე ზომბივით ვარ. გუშინ 4 საათზე ქნა კუკები და ვაიმე, მეთქი უნდა ავდგეთქო ახლა, რა დააძინებდა ამდენი დაბანა-გამოცვლის შემდეგ. მაინც ჩავაწვინე ლოგინში და ჩავაძინე ასე. მართალია 1 საათი დამჭირდა, მაგრამ იქნებ ასე მიხვდეს დროთა განმავლობაში, რომ ეს ძილის დროა.

Posted by: takoo1 4 Jan 2021, 20:46
anibani18
ანი ეგრე იყო ლუკიანეც, ღამე 10ზე დავაძინებდი თუ 12ზე მაინც 6ზე იღვიძებდა ხოლმე.ვერაფრით ვერ შევუცვალე,ეხლა ვაფშე ისე აერია რო ღამე ხან როდის იღვიძებს და ხან როდის, ნუ თუ ძაან ადრეა მოუწია დაძინება უფრო ადრე იღვიძებს.9მდე თუ მოხდა სასწაული და დაიძინა 5სკენ წუწუნებს,
ალბათ ცოტა გვიან რო დააძინო არ გაიღვიძებს ეგრე ადრე,ესე ადრე იძინებდა ხოლმე შენი გოგო,6 ძალიან ადრეა

Posted by: Ninico 5 Jan 2021, 12:10
გილოცავთ ახალ წელს, დაესწარით მრავალს ❤️

გოგოებო, შეიძლება რომ ბავშვს საჭმელი აღარ მოსწონდეს? ამ ბოლო დროს ჭამას მოუკლო და პედიატრი ამბობს კვება არაფერ შუაშია პერიოდები აქვთ ეგეთიო.

ასევე ორივემ მოუმატა კუჭის მოქმედებას, 2ჯერ ან შეიძლება სამჯერაც გავიდნენ და ხელოვნურის ბავშვებისთვის ნორმალურია? კვება არ შეგვიცვლია.

Posted by: narkozeli 5 Jan 2021, 12:45
გოგოებო, ჩვენს ტყუპებს დღისით ძინავთ მარტო აივანზე, სახლში არ იძინებენ ( არადა არ თბილა მაგათთან დიდად) მაგრამ მაინც მარტო აივანზე იძინებენ. რამე პრობლემა ხომ არ იქნება?
3-4 საათი არიან მინიმუმ გარეთ აივანზე ( პოლზუნკები კი აცვიათ თბილად)
არაა პრობლემა ხო?
მე არ მქონია მსგავსი გამოცდილება და არ ვიცი

Posted by: Tua 5 Jan 2021, 13:28
narkozeli
ალექსანდრეს სულ გარეთ ეძინა მაგ ასაკში შუადღეს, პირიქით ძალიან კარგია რომ ჰაერზე სძინავთ, ამას ან აივანზე ეძინა 3-4 საათი ან ვაკის პარკში გადაბმულად.
* * *
Ninico
ზრდის პერიოდებში ურევენ ხოლმე კვებას , 1 კვირით მაინც, დააკვირდი ცოტახანი. ალექსანდრეც უკლებდა ხშირად 1კვირა 10 დღე არჭამდა ნორმას. კუჭისნკოქმედება ნორმაა 2-3-4იც არანაირი პრობლემა არაა.
* * *
anibani18
გაღვიძების დროს ვერ გადაუწევ მაგრამ შეგიძლია ღამის ძილის დრო გადაუწიო 9 საათისთვის დააძინო ღის ძილით და მაგ დროს შეიძლება თვითონ გადაწიოს გაღვიძებაც, საღამოს 6 საათი ძალიან ადრე არაა ღამის ძილისთვის? 6ზე წესით მესამე ძილს უნდა იძინებდეს სადღაც 40 წუთი და 9-9:30ზე ბანაობა ჭამა და ღამის ძილი უნდა ჰქონდეს. ნელნელა შეუცვალე და აბა ნახე რას იზავს. ეს დაბადებიდან 8ზე იღვიძებდა, მერე გადმომყავდა ჩემთან დილით და 10მდე ეძინა, 1 წლიდან შეიცვალა და იგივე დროს იძინებს და 11საათზე იღვიძებს დილით, დაძინების დრო არშეგვიცვლია უბრალოდ პერიოდი გაიზარდა ფხიზლობის .

Posted by: anibani18 5 Jan 2021, 14:19
gogatakoo
Tua
მე არ ვაძინებ, გოგონებო. წუწუნს იწყებს მაგ დროისთვის და მიმყავს დასაძინებლად და გადააბამს მერე, საჭმელადაც არ იღვიძებს ხანდახან ამ დროს. დღეს ვეცდები გავართო როგორმე 8 საათამდე მაინც. კი, ძალიან ადრეა 6, მაგრამ მისი მოთხოვნაა smile.gif
Tua
გოგო, იცი როგორ სძინავს, ყოველ 1.5 საათში ერთხელ 40 წუთით იძინებს. საკმაოდ ბევრი ძილი გამოსდის დღის განმავლობაში, მერე ექვსისკენ აწკმუტუნდება, თვალებს ისრესს და რომ დავაწვენ იძინებს ღამის ძილზე.
ღამე საერთოდ ვერ ვბან. ბანაობის პროცესი ძალიან მოსწონს, მაგრამ რომ ამომყავს და ჩაცმას ვიწყებთ, შავ დღეს დაგვაყრის ხოლმე. არ ვიცი სცივა თუ რატომ არის ამ დღეში.
გარეთ გასვლას შეეჩვია, სხვათა შორის smile.gif აღარ ტირის.
დღეიდან ვეცდები 8 საათამდე მაინც გავართო როგორმე.

გოგონებო , დღეს ასეთი კითხვა ამეკვიატა, სადღაც წავიკითხე, რომ ძუძუს ბავშვები ძუძუთი "ხარშავენ" ემოციებსო. ბათლის ბავშვები რითიღა "ხარშავენ" თავის ემოციებს?

Posted by: NatiaGull 5 Jan 2021, 14:49
narkozeli
არა რა პრობლემა უნდა იყოს, მთავარია თბილად არიან. ყველა პედიატრი ურჩევს ახლა რომ დღეში 2-3 საათი ჰაერზე იყვნენ ბავშვები.
anibani18
ან, 11 საათი იძიბებს გადაბმულად ? რა კაია biggrin.gif ჩემი გოგო დღისით უმეტესად იძინებს და ღამის ძილიც ვერ დაარეგულირა... ღამის ასე 1-2სკენ იძინებს დილის 8მდე, ოღონდ გაღვიძების შუალედებიც აქვს და ჭამისთვისაც იწყებს ცმაცუნს, 2.5 - 3 საათში ერთხელ.
Ninico
უმეტესად, ზრდის პერიოდებს ემთხვევა კი, ჩემი გოგო 90ს ჭამდა თითო ჭამაზე, მერე 3-4დღე 60ზე მეტს არ ჭამდა.

გოგოებო, ბრაუნის ბოთლი ვისაც გაქვთ რა ნომერ თავსახურს იყენებთ?
ჩემი გოგო 2 თვის და 2 კვირისაა და 2 ნომერი მაქვს, მაგრამ მეჩვენება რომ დიდ ენერგიას ხარჯავს ქაჩვაზე...
* * *
anibani18
კი ან, ეგრეა.. მარტო ჭამისთვის არ მოსწონთ ძუძუ. დედასთან სიახლოვეშიც ეხმარებათ როცა უხასიათოდ არიან, რამე ტკივათ ან წუწუნებენ ან ეშინიათ.
ნუ ჩვენი ბავშვები ბოთლით ვერ დამშვიდდებიან, მაგრამ ჩვენ ჩავეხუტებით და ეგაა biggrin.gif

Posted by: Ninico 5 Jan 2021, 15:16
NatiaGull
ხო ნათი, 80 მილი მძლივს შევაჭამე ნაწილ-ნაწილ. თანამშობს სულ, აქეთ-იქით იქნევს თავს და იცინის ერთ ამბავშია. პედიატრმა 150ს უნდა ჭამდესო გამიხეთქა გული. ეს 100 თუ შეჭამს მიხარია. ძუძუს მიცემაც ვცადე, მაგრამ იქაც თამაშობს, ღრძილებს მიჭერს და წელავს biggrin.gif
* * *
Tua
ამაზე ყველანაირი დღეები მოქმედებს დაბადებიდან. თან ორნი რომ არიან ძალაუნებურად სულ ერთმანეთს ვადარებ და მეორე ისე იზრდება ვერ ვიგებ. ბევრს არც ეს ჭამს, მაგრამ რატომღაც უფრო მშვიდად ვარ.

Posted by: Tua 5 Jan 2021, 15:54
anibani18
ესეც ეგრე ტიროდა დაბანის მერე ჩაცმაზე ალბათ 8 თვემდე დამტანჯა, სიცივის ბრალი არაა smile.gif) ეგეთი ხასიათები აქვთ, ხშირია ძალიან დაბანის მერე ტირილი.. შეეცადე ძილის შუალედები გაუზარდო, თუ რომელიმე ძილს ვერ აძინებ მალევე და დიდი დრო უნდეჰი ე.ი არუნდა ძილი და წესით 3 საათში ერთხელ უნდა იძინებდეს .
* * *
Ninico
ზოგი ტყუპი რადიკალურად განსხვავებულია ამიტომ.არცაა გამორიცხული სხვადასხვანაირი ქცევები ჰქონდეთ smile.gif) ყველა ბავშვზე კოქმედებს თითქმის ზრდია დღეები და აცრის მერე უმადობაც ხშირია ხოლმე

Posted by: anibani18 5 Jan 2021, 16:05
NatiaGull
არა, ნათი, გადაბმულად არ სძინავს, წკმუტვას იწყებს საჭმლისთვის 3 საათში ერთხელ, მაგრამ გამოფხიზლების საშუალებას არ ვაძლევ და მაშინვე ვაჭმევ. მე ამას გადაბმულ ძილს ვუწოდებ smile.gif)
მთავარია პამპერსმა არ გაგვიჟონოს, ან გამოცვლა არ დამჭირდეს, მაშინ უფრო ფხიზლდება.
5-ზე უკვე იღვიძებს, იწყებს ბორგვას საწოლში, ღუღუნს.
რაღაც ტომარა მაქვს და იმაში სძინავს, ხელები აქვს დაფარული, ოღონდ არა შეკრული. მგონი ეს ტომარა შველის ძალიან ძილში.
Tua
აბა ვეცდები ხვალიდან ცოტა შევცვალო მიდგომა. იქნებ 6-7 საათამდე მაინც იძინოს ხოლმე. დანარჩენი არაფერზე ვწუხვარ და ვწუწუნებ, ძალიან კარგად იქცევა.

Posted by: nino84 5 Jan 2021, 20:16
გოგოებო, ყველას გილოცავთ ახალ წელს! ჩემი 10 თვის გოგო ისევ ხელში იძინებს, მარტო გარეთ იძინებს ეტლში თავისით. უკვე საკმაოდ მძიმეა. როგორ გადააჩვიეთ ვისაც მსგავსი მდგომარეობა გქონიათ? თავის ლოგინში რომ ვაწვენ დგება, ძალიან უნდა ითიშებოდეს ისე უნდა ეძინებოდეს, რომ ასე ლოგინში ჩაწოლილმა დაიძინოს. ვაძინებთ ხელში და მერე ვაწვენთ თავის ლოგინში. უკვე დავიტანჯეთ მეც და ჩემი ქმარიც.

Posted by: Tua 5 Jan 2021, 21:00
anibani18
ღამის ძილი გადმოუწიე 8სკენ მაინც და წესით აღარ გაიღვიძებს 5ზე.

nino84
ნინ ალექსანდრე იძინებდა ეგრე 10 თვემდე, კალიასკაში იძინებდა თავისით და ხელში ისე , იცი როგორ გადავაჩვიე? დავაწვინე საწოლზე გვერდულად მივუწექი გვერძე და ხან სიმღერით ვაძინებდი ხან წითელქუდას ვუყვებოდი და ნანა ნანათი იძინებდა სადღაც 4-5 დღე დამჭორდა , ეს საერთოდ მაგ ასაკში 12 კილოზე მეტი იყო და ძალიან მიჭირდა. დღეს აღარ გვჭირდება ეგეთები დღეში 1ხელ იძინებს და ისე იღლება სოსკას იდებს და ითიშება, საწოლს რაც შეეხება 1 წლამდე სულ თავის საწოლში იწვა საერთოდ არასდროს სძინებია ჩვენთან და ეხლა გამშორების შფოთვები დაეწყო და ღამე 3-4ზე დᲒება საწოლში და მთხოვს ჩემთან გადმოსვლას, ბევრჯერ ვეცადე დამეძინებინა და გადამეყვანა მაგრამ ვაწვენ თუ არა საწოლში დგება სავარაუდოდ შენთანაც განშორების შფოთვაა ასე იციან ხოლმე, იმედი მაქვს გადაუვლით . საწოლზე დაძინებული გადააწვინე თავის საწოლში .

Posted by: takoo1 6 Jan 2021, 00:22
anibani18
ანი ნელ ნელა გადაუწიე დრო,ნახევარი საათებით ისე რო 8ზე გამოგივიდეს დაძინება და წესით ჩაჯდება რეჟიმში.ჩემი გიჟი შვილი 12მდე რო არ იძინებდა ხოლმე ეგრე შევაჩვიე.15 წუთიდან დავიწყე ნელნელა და ჩამოვედი 10მდე.10სკენ უკვე წუწუნებს ეძინება ხოლმე.ჭამაზე იღვიძებს ღამე ყველა ბავშვი მთავარია არ გამოფხიზლდეს და გააგრძელოს ძილი.
დაბანის მერე დღემდე წკმუტუნებს ჩემი შვილი)))) და ჩაცმაზე biggrin.gif ვერ იტანს პოლზუნკას ისტერიკა ემართება.

* * *
nino84
ვაიმე ჩემი საერთოდ არ იძინებს თავის ლოგინში,ჩავაწვენ თუ არა ეგრევე ტირის.ჩემთან წევს დაჟე გადაბრუნების უფლებასაც არ მაძლევს,გაშეშებული ვიღვიძებ დილით. თუ სახეზე ვერ მომიფათურა ხელები ტირილს იწყებსsad.gif(
ტანჯვა ესაა biggrin.gif თქვენ კაი პონტში ხართ))
* * *
Tua
აუუ მე კიდე იმედი მქონდა წლამდე გადაუვლის თქო,რაარი ეს განშორების შფოთვა როდის გაუვლით(( რამდენი ხანია ჩემთან წევს ერთი თვეა და ვერაფრით ვერ მივაჩვიე თავის ლოგინს.ათჯერ რო გადავაწვინო იღვიძებს მაინც.თუ ეგრევე არა ერთ საათში,ორ საათში მაინც ეღვიძება.

Posted by: anibani18 6 Jan 2021, 07:23
Tua
gogatakoo
დავაძინე გუშინ რვის ნახევრზე, 5:20 დააჭყიტა თვალები მაინც smile.gif დღესაც ასე დავაწვენ და ვნახოთ რას იზამს.
nino84
ჩემი გოგონა 3 თვისაა, ვიცი განსხვავებული მდგომარეობაა, მაგრამ მაინც მოგიყვები. პირველი ორი თვე სულ ხელში იყო, დღეც და ღამეც. ხეხემალი ისე მტკიოდა, სიარული მიჭირდა. მერე გადავწყვიტე გადამეჩვია. ჩავაწვენდი ჯერ საწოლში, ატირდებოდა, ავიყვანდი, მერე ისევ ჩავაწვენდი. Pick up put down მეთოდი. ესიც ძალიან რთული და ხანგრივი იყო. მერე დავაწვენდი და მოფერებით ვაძინებდი. ახლა ვუყიდე საძილე ტომარა რომელიც გულზე დედის ხელის იმიტაციას ახდენს, ოდნავი სიმძიმე აქვს. ჩვენს ტომარას ხელები აქვს პატარა, არის კიდევ უმკლავო. ახლა ვაწვენ უბრალოდ საწოლში ამ ტომარით და გვერდით ვუზივარ რომ მატყუარა ჩავუდო პირში, არც ხელს ვახებ, არც ვარწევ, მხოლოდ მელოდია მაქვს ჩართული ერთი და მატყუარას ვაძლევ. ხანდახან ბუზღუნებს, ხანდახან არა. რამდენიმე წუთში იძინებს ასე და განოვდივარ ოთახიდან. შენი დიდია უფრო, ასე რომ არ ვიცი თუ გამოგადგება ჩემი გამოცდილება.

Posted by: Tua 6 Jan 2021, 11:07
gogatakoo
1 წლამდე აი საერთოდ არწოლილა ჩემთან არცერთი ღამე , მის საწოლშივე ვაჭმევდი და აგრძელებდა ძილს,1 წლიდან რომ დაეწყო ეს განშორების შფოთვები ტირილით იღვიძებს ისტერიკა აქვს ხოლმე, თან 1 წლისთვის ახალ სახლში გადმოსვლაც დაგვემატა , იმედი მაქვს გადაუვლის ოდესმე, სულ რომ გათიშულს ეძინოს რომ გადავაწვენ დილისკენ ბრუნდება და დგება წამებში smile.gif)მაგრამ მე თუ არვარ ოთახში ძალიან კარგად სძინავს ამიტომ გადავწყვიტე ნელნელა თავის ოთახში გადავაბრძანო ცალკე , სანამ მე დავწვები გათიშულია დავწვები თუ არა იწყებს ბრუნვას . შუადღის ძილით უნდა შეაჩვიო თავის საწოლს ისევ ანუ შუადღეს აღარ მიუწვე და თავის საწოლში დააძინო . განშორების შფოთვები 3 წლამდე გრძელდება ზოგ ბავშვში smile.gif)))

Posted by: nionia 6 Jan 2021, 14:06
როგორ ხართ გოგოებო?
გლოცავთ ყველას ყველაფერს, ბედნიერი იყავით თქვენს პატარებთან ერთად love.gif
მომენატრა თქვენთან ჩამოჯდომა და პოსტვა :დდ <3

Posted by: nino84 6 Jan 2021, 14:39
Tua
ერთხელ ძილზე რა ასაკიდან გადახვედით? ეს ორჯერ იძინებს და გარეთ წამებში ითიშება, ცივა თორე ალბათ სულ გარეთ მეყოლებოდა biggrin.gif
gogatakoo
მემგონი ხელოვნურზე რომ არის დაბადებიდან მაგიტომაა რომ არ გვქონია ცალკე ძილის პრობლემა. სულ რამდენჯერმე მყავს ჩემთან გადმოწვენილი.
anibani18
ვაიმე 3 თვის ანგელოზი იყო, დავაწვენდი და თავისით იძინებდა, სადღაც 5 თვიდან აურია და ხელში ვაძინებთ.

Posted by: Tua 6 Jan 2021, 16:03
nino84
1 წლიდან ნინ თავისით ქნა , მაგ ასაკში 3ჯერ იძინებდა საერთოდ მერე 11 თვიდან 2ჯერ და 1 წლის მერე 1ხელ იძინებს 3 საათით. გარეთ შანსი აარაა დააძინო 11 თვემდე იძინებდა ეტლში და მაგასაც გადავაჩვიე, ისეთ დროს გამყავდა როცა ძილი არუწევდა და გამოძინებული იყო რომ ეტლთან ძილის ასოციაცია არჰქონოდა . ამასაც არსძინებია ჩემთან არცერთი ღამე და 1 თვეა დავიტანჯე მიუჩვეველი რომ ვარ ძვლები მტკივა უკვე biggrin.gif

Posted by: takoo1 6 Jan 2021, 16:44
Tua
დედაა რა მეშველებაsmile.gif გოგო ვცდი აბა შუადღეს ჩავაწვენ თავის საწოლში ეგრე არ დამიძინებია სხვათაშორის.ჩემ ლოგინზე ვაწვენ შუადღისას.ესეც ეგრეა ისეთი გათიშულია ლამის ხვრინავს და მაინც იგებს რო გადამყავს biggrin.gif უკვე აღარც ვაწვენ რა აზრი აქ ეგრე უფრო ვწვალობთ ორივე,ათჯერ რო გადავაწჰინო ათჯერვე ტირილს იწყებს.
nionia
მეც გილოცაავ,,♥️ როგორ ხარ რაშვება ბელიი:* გვეჭორავე ცოტაა♥️
* * *
anibani18
ეგრევე არ მიეჩვევა ანი ცოტა დრო დასჭირდება,ყოველდღე დააძინე ერთი და იგივე დროს თუ უფრო გვიან დააძინებ რაღაც პერიოდის მერე უკეთესი,ნახე აბა თუ შეგიწყობს ხელს:*
ეს ფოტო გამახსენდა მაგ ტომარაზე biggrin.gif biggrin.gif
user posted image
* * *
nino84
უფრო მაინც ბავშვზეა დამოკიდებული ალბათ,ჩემი დიშვილიც ხელოვნურზეა მარა არ წვება არც ის თავის ლოგინში,

Posted by: ნაჭუჭა 6 Jan 2021, 18:30
gogatakoo
აუ რა სიხარულიკი და სიყვარულიკი გყავს თაკო❤️❤️❤️

Posted by: anibani18 6 Jan 2021, 18:37
gogatakoo
smile.gif)) ასეთ რამეს ვფიქრობდი თავიდან, მერე ეს ტომარა ვიპოვე smile.gif
დღეს შვიდის ნახევრამდე ძლივს მივედით. დავაწვუნე და ხვრინავს smile.gif ქათამია პატარა smile.gif იქნებ გამომივიდეს როგორმე ცოტა უფრო გვიან მისი დაზინება. არ მინდა დაზინებული გავაღვიძო.
გოგო, 6 თვემდე ავენტის მატყუარა 6 თვის მერე აღარ გამომადგება? მაინც და მაინც 6 თვის ზემოთ უნდა ვიყიდო?

Posted by: Tua 6 Jan 2021, 23:00
anibani18
ანი ჩვენ ორივე გვაქვს 6 თვემდეც და 6 თვის მერეც , 6 თვდე.მატყუარას დღემდე ძილის დროა ვიყენებთ სხვას არიდებს smile.gif))) და 6-18თვემდე ისე გარეთ თუ კიდის კბილების გამო დორბლები აქვს ბლომად ჰოდა რომ არ ჩაიყოს პირში თითები ვტენი მატყუარას, ისე არც ახსოვს მატყუარა დღე არასდროა ვიყენებ უკვე 9 თვიდან არმიმიცია მხოლოდ ძილში და ისიც 15 წუთში აგდებს . ისე რეკომენდაციაა რომ უნდა შეცვალო მატყუარა 2 თვეში ერთხელ.მაინც .

Posted by: alesandra 6 Jan 2021, 23:12
გოგოებო, გილოცავთ შობას თქვენ და თქვენს პატარებს. love.gif

საინტერესო და სასარგებლო იყო ჩემთვის პოსტები ბავშვის ძილის შესახებ. ბევრი მსგავსება ვნახე smile.gif

gogatakoo
უსაყვარლესი ბიჭი გყავს!

Posted by: takoo1 7 Jan 2021, 17:23
ნაჭუჭა
24 საათი ესე იკრიჭება გოგო ოღონდ ვინმემ გაუცინოს biggrin.gif ერთი ღამე არ გვაძინებს თორე დალშე კაი ბიჭია
anibani18
ჩვენც ავენტის მატყუარა გვაქვს,0-6 თვემდე აწერია მარა დღემდე მაგას წოვს ლუკიანე, 8 თვისაა რავიცი ახალივითაა და მგონი ჯერ არ დაუპატარავდა biggrin.gif 6 თვიდან უკვე სხვა ფორმა აქვს და რო არ ჩაიდოს მეშინია, არ მიყიდია ჯერჯერობით რავიცი.

alesandra
მეც გილოცავ მრავალს დაესწარი უფალი ფარავდეს შენს ოჯახს,,♥️♥️♥️

Posted by: ნინიო 7 Jan 2021, 18:51
დედიკოებო გამარჯობა. ორსულობისას თუ გქონიათ საშვილოსნოს ყელზე ნაკერი? და ნაკერის კოხსნიდან რამდენ ხანში დაგეწყოთ მშობიარობა???

Posted by: Banaana 8 Jan 2021, 00:07
გოგოებო შობას გილოცავთ ❤ თქვენი გამოცდილებით იქნებ მირჩიოთ რომელი ფირმის ეტლი ჯობს და ტრანსფორმერი უკეთესია თუ ის რომელიც მხოლოდ ერთი პოზიციითა?

Posted by: anibani18 8 Jan 2021, 11:30
Tua
gogatakoo
გასაგებია, გოგონებო <3
ლამის ღამე არ გავიდეს რომ პამპერსმა არ გამიჟონოს. გამოვუცვალე პირველის ნახევრზე და ხუთის ნახევარზე სველი იყო უკვე. 3 ზომა ჰაგისს ვხვარობთ, არა მგონია პატარა ჰქონდეს. აღარ ვიცი რა ვქნა. 2-3 საათში ერთხელ გამოვუცვალო?

Banaana
მე მაქვს ჰაუკის ეტლი ერთი პოზიციით, ნორმალური ეტლია. ეტლს მხოლოდ ეზოში ჩასაყვანად ვიყენებ. მგონია რომ ჩვილისათვის უფრო მოსახერხებელია ის ეტლი, სადაც მშობელს შეუძლია უყუროს სეირნობის დროს. ახლა რომ ვყიდულობდე ალბათ ტრანსფორმეს ავიღებდი.

Posted by: Banaana 8 Jan 2021, 12:08
anibani18 დიდი მადლობა რჩევისთვის

Posted by: nino84 8 Jan 2021, 15:47
ნინიო
პესარი მქონდა ჩადგმული, ნაკერი არ დამჭირვებია. მომავლებში პოსტავდა ერთი გოგო ნაკერი ედო და მშვიდობით მივიდა ბოლომდე, ნაკერი რომ მოხსნეს მახსოვს კიდე კაი ხანი ელოდა რომ დაწყებოდა მშობიარობა

Banaana
მე მაქვს გალას ტრანსფორმერი და უდიდესი მინუსი ჩემთვის არის წონა, მარტო ვერ ჩამაქვს ბავშვიც თუ წევს მძიმეა. სხვა მხრივ კმაყოფილი ვარ.

Posted by: NatiaGull 8 Jan 2021, 16:05
anibani18
ან, ელიტ სოფტი გაქვს ? მეც 3 ზომას ვხმარობ და მხოლოდ 3ჯერ თუ 4ჯერ გამოჟონა, რაც დაიბადა. ისიც ძაან ბევრი ქონდა კუკები და იმიტომ ალბათ

Posted by: Tua 8 Jan 2021, 16:33
anibani18
ელიტ სოფტი ეგეთია ანი მალე ივსება ძალიან და ჟონავს შეწოვა აქვს ნაკლები , მე 3 თვის მერე ულტრა კომფორტზე გადავედი 3 ზომაზე დღემდე მაგაზე ვართ უკვე 1 წელოა , გამოჟონვით არგამოუჟონია აგერ წელზე მეტია გასული და მხოლოდ მაქსიმუმ 3ჯერ გამოგვიჟონა პამპერსმა ამდენი ხნის მანძილზე.

Banaana
ეტლის არჩევანი დამოკიდებულია მშობლის მოთხოვნებზე, როგორი პადიეზდი გაქვს, გიწევა თუ არა კიბეებზე ატანა, თუ პადიეზდში კიბეებია და ლიფტიც არგაქვს და სახლში მისასვლელად კიბეებზეც გიწევს ატანა მაშინ უნდა იყიდო მსუბუქი ეტლი რომელიც იკეცება, თუ პადიეზდში პირდაპირ შედის და კიბეები არგაქვს გასავლელი და კიბეზე ასატანი მაშინ უფრო მძიმეც შეიძლება. მე მქონდა 2 ეტლი, ერთი ბუგაბუ რომელიც 2 პოზიციითაა ანუ ლულკა აქვს და მერე ყენდება დიდი ბავშვების, დიდი ბორბლებითაა და საოცარი სატარებელია ქალაქში ამორტიზაციის მხრივ და მაქვს მეორე ჰაუკის ჩვეულებრივი ეტლი 600 ლარიანი რომელსაც სამგზავროდ ვიყენებ 10 კილომდეა წონა, bugabooს ვერ გამოიყენებ სამგზავროდ რადგან არიკეცება კომპაქტურად და ჰაუკს იყენებ ჩვეულებრივად ერთი ხელით იკეცება, ჰაუკს აქვს მოდელი sunny ის საერთოდ უმსუბუქესია მაგრამ ჩვილისთვის მაინც არაა კომფორტული 5 თვემდე ლულკის გარეშე ეტლები, ჩემს შვილს ეძინა გარეთ 5-6 თვემდე 3-4 საათი და ბავშვის ხერხემლისთვის არალულკიანი და მატრასის გარეშე პოზიცია არაა რეკომენდირებული დიდი ხნით. მოკლედ მშობლის პრიორიტეტებზეა ეტლის არჩევა. მე ხშირად დავდივარ ამიტომ 7 თვიდან დასაკეცი ეტლით ვარ თუ სადმე მივდივარ და ბუგაბუთი ისე დავდიოდი უბრალოდ ზაფᲮულში სასეირნოდ თუ მივდიოდი ვაკის პარკში სახლთან ახლოს ეხლა 1 წლიდან აღარ ვიყენებ
* * *
ნინიო
ერთ გოგოს ედო აქ ნაკერი აღარ პოსტავს, რომ მოხსნეს 37 კვორაზე ყელი დაგრძელებული ჰქონდა არც დამოკლდა და კიდე საკმაო ხანი ელოდა მერე საკეისრო გაიკეთა მოთხოვნით ვეღარ ითმენდა.

Posted by: nopiahopi 8 Jan 2021, 17:06
Banaana

ჩემთვის ამ ეტაპზე anex air x არის იდეალური და იმედი მაქვს შევძლებ შეძენას. უფროსზე მქონდა აი მართლა უკონკურენტო კოსატოს ეტლი, მასიური, მაგრამ ნეკა თითით რომ მანიპულირებდი ისეთი (თან ამ დანგრეულ გზებზე). ვიზუალურად იყო სადა და ფანტასტიური, ქუჩაში ხალხი მაჩერებდა და სად იყიდეო მეკითხებოდნენ biggrin.gif მაგრამ სამგზავროდ არ ვარგა, დიდ ადგილს იკავებდა და ზოგადად ცალკე გონდოლა და მერე მოზრდილზე ცალკე დასაჯდომი რომ უკეთდება, ეგენი არ მეპრაქტიკულება (მათხოვეს ეგ ეტლი, თორემ ათასობით ლარს ნამდვილად ვერ გადავიხდიდი biggrin.gif )

anex air x-ს რაც შეეხება, მინდა რიგი მიზეზების გამო:
- საზურგე ბოლომდე გადადის. ამიტომ უწერია 0თვიდან, დაბადებიდან გამოიყენება და შესაბამისად, იმ ასაკამდე გექნება, სადამდეც ბავშვი გაჩერდება ეტლში.
- იკეცება ერთი კნოპკით და ცალ ხელში ბავშვი რომც გეჭიროს, ამას დაკეცავ და ჩაიტან-აიტან სადაც გინდა.
- დაკეცილის გაბარიტებია 55/45 (ყველაზე მეტად ეს მხიბლავს biggrin.gif
- ვიზუალურადაც მშვენიერია.

გუგლში ან იუთუბზე ჩაწერე მოდელი და ამოაგდებს რომლებია smile.gif

ნუ პირადად არ მქონია, ჩემი პრიორიტეტებით მოძიებული ინფორმაციის მიხედვით მომწონს smile.gif

Posted by: takoo1 8 Jan 2021, 17:14
anibani18
ანი ელიტ სოფტს ხმარობთ? ლუკიანეს 2 თვემდე ეცვა ეგ მერე ულტრა კომფორტზე გადავედით და კმაყოფილი ვარ რავიცი. მთელი ღამე უკეთია ამას 11ზე რო გამოვუცვლი ღამე,დილამდე არ ვუცვლი მე 10_11მდე. სავსე აქვს ხოლმე მარა არ ჟონავს.ეხლა ლიბერო ვუყიდე უფრო ძვირია ვითომ და კარგია მარა რო ვაკვირდები ისევ ჰაგისი ჯობია,უფრო კარგად იწოვს. ლიბერომ ერთი ორჯერ გამოჟონა ცოტა.პლიუსი ის აქვს რო არ ყროლდება ლიბერო,დიდი ხანი რო აცვია ვსფშე არ აქვს ფისების სუნი და ჰაგისი ცოტა სუნიანია biggrin.gif
3 ზომა არ ექნება პატარა წესით 9 კილომდეა.

Posted by: anibani18 8 Jan 2021, 19:39
gogatakoo
NatiaGull
Tua
კი, ელიტ სოფტს ვხმარობთ. მართალი ხარ, თაკო, ძალიან სუნიანია ხოლმე.
თავიდან სულნმიჭონავდა პირველი ზომა, ეტყობა ძალიან პატარა რომ იყო, დიდი იყო მისთვის, 2 ზომა მშვიდად ვატარეთ და ამ 3 ზომამ გამაწამა. ისედაც 5 სათზე ეღვიძება და ზუსტად მაგ დროისთვის პამპერსიც გაჟონავს ხოლმე. ერთი შეკვრა კიდევ მაქვს ელიტი და მერე გადავალ ულტრა კომფორტზე. ან ულტრა კომფორტს ღამე ვიხმარ და იმ ელიტს, რაც მაქვს, დღე. მადლობა :*

ოთხ საათიანი შუალედები მინდა გააკეთოს კვებებს შორის და როგორ გადავიყვანო, გოგონებო? დღე კიდევ გამომდის მისი გართობა, ღამე როგორ გავუწელო დრო? ზუსტად ყოველ 3 საათში იწყებს წრიალს ხოლმე. ვიფიქრე, ღამე ძილში 150 ვაჭამო და იქნებ ამან დამეხმაროს დროის გაწელვაში. როგორი გამოცდილება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

Posted by: Tua 8 Jan 2021, 19:44
nopiahopi
მაგ ბოლომდე გადასულ საზურგეზე ვამბობ დიდიხანი არშეიძლება ჩვილის ჩაწვენა თუ ორთოპედიული.მატრასი არდაუფინე, ჩემი ჰაუკიც ეგეთია 0 თვიდან ბოლომდე გადასდის საზურგე და ის მეორე უმაუბუქესი ბიუჯეტური ჰაუკიც ( ნუ ანექსის ნახევარი ფასია) მაგრამ ჩვილს მანდ საათობით ვერ დატოვებ არაა რეკომენდირებული , აუცილებელია მყარი და ორთოპედიული ზედაპირი, მაგიტო ვიყიდე 5 თვის რომ იყო ჰაუკი სამგზავროდ ძალიან კარგია ეგეთი ეტლები ანექსიც ფანტასტიურია სამგზავროდ მაგრამ 6
თვემდე მაინც ლულკაა რეკომენდირებული თუ ბავშვს 3 -4 საათი გარეთ სძინავს რაც ხშირია ბავშვებში, ამიტომ დამყავდა ბუგაბუთი, მაგრამ ვისაც ლულკიანი ეტლი ჰქონდა მეორეც იყიდეს სამგზავრო smile.gif) ნუ ბეიბიზენია კიდე ვარიანტი პროსტა თუ სიმაღლეში მაღალი ხარ ძალიან დაბალია და ყველაზე მოუხერხებელია ბავშვი სადღაც ქვევითაა , თან ძალიან მინია მსუქო და გრძელი ბავშვებისთვის

Posted by: Banaana 8 Jan 2021, 20:10
Tua
nopiahopi
მადლობა გოგოებო დამეხმარება თქვენი რჩევები გადაწყვეტილების მიღებაში

Posted by: nopiahopi 8 Jan 2021, 20:15
Tua
მგონი იყიდება ცალკე მატრასებიც, რომლებსაც ჩვილობაში ჩაუფენ ეტლში.

QUOTE
სიმაღლეში მაღალი ხარ ძალიან დაბალია და ყველაზე მოუხერხებელია ბავშვი სადღაც ქვევითაა


ამ მოდელზე ეგეც თქვეს, რომ
მაღლებისთვის ძალიან მოსახერხებელი და კარგი სიმაღლისააო რა ვიცი biggrin.gif უბრალოდ ორ-ორი ეტლის ცვლა არ მინდა sad.gif 1100 ლარი ღირს, მაგრამ დაბადებიდან 3 წლამდე ან სადამდეც ბავშვი გაჩერდება, გექნება და მაგ მხრივ არაა ძვირი. სამგზავროდაც მოსახერხებილი ზომისაა და აპრილში რომ გავაჩენ, მალევე მომიწევს აქეთ-იქეთ ხშირად სიარული smile.gif
ნუ თუ შევძლბ ყიდვას, მინდა smile.gif თუ არადა კი მომცემს ძმა ძალიან კარგ ეტლს, მაგრამ დიდს :/ პატარა მანქანის საბარგულით რამდენჯერმე წამიღია და მეტი ვეღარაფერი ჩამიტევია სხვა sad.gif

Posted by: Tua 8 Jan 2021, 20:41
nopiahopi
კიი ძალიან კარგია ანექსი ჩემს.მეგობარს აქვს საკმაოდ კარგი ზომისაა სიმაღლეში ნორმალურია სტანდარტული,მეორე ანეწსიც აქვს ლულკიანი მიათხლიშა ამდენი ფული და დიდად ვერ გამოიყენა ლულკის გარდა ვერაფერი, ბეიბიზენი არის Უდაბლესი თორე ანექსი სრულად ნორმაა, კი ეგრეა ზუუსტად ბუგაბუ იმდენ ნაწილად უნდა დაშალო რომ სადმე ჩადო, ეს ჩემი ჰაუკიც წკაპ და უკვე დაკეცილია თან ადგილსაც არიკავებს დიდად , მაგ მხრივ ძალიან მოსახერხებელია ეგეთი ეტლები. მეც ჩემი ძმის შვილის.მქონდა ბუგაბუ აბა 5000 ლარის ეტლში გადახდა მარაზმია facepalm.gif ბუგაბუს აქვს კიდე ეგეთი დასაკეცი 1600 გამოდიოდა სრული სპეციალურად სამოგზაურო ისიც ძალიან კარგია მაგრამ მაგ ეტლენის ერთი დიდი მინუსია ბორბლები თბილისის ტროტუარებზე საოცრება ემართება პატარა ბორბლიან ეტლებს.

Posted by: nopiahopi 8 Jan 2021, 20:56
Tua
ანექსის ბორბლები უძლებს ნეტა ჩვენს ველურ პირობებს? biggrin.gif
* * *
QUOTE
5000 ლარის ეტლში გადახდა მარაზმია

ჰო, ძვირია. ნუ ჩემთვის ყოველშემთხვევაში smile.gif თან არსებობს უფრო იაფად ნორმალური ეტლები. ის კოსატოც რომ მქონდა, 8წლის წინ 2000მდე ღირდა. ახლობელმა იყიდა და ბავშვი არ ჩაწვაო, სულ ახალი მათხოვა. ოღონდ რანაირად არ უნდა ჩაწვეს ეტლში, ეგ ვერ წარმომიდგენია. ალბათ არ მიაჩვია თავიდანვე და მერე უკვე გააპროტესტა ბაიამ biggrin.gif

Posted by: anibani18 8 Jan 2021, 22:00
მგონია, რომ ეტლის არჩევისას ასევე მნიშვნელოვანია ბავშვი რა სიმაღლეზე იქნება მიწისან. ეს ჩემი ჰაუკი დაბალია. ახლა რომ ვასეირნებ ბავშვს და სხვა ეტლებს ვაკვირდები, ჰაუკები დაბალია, ზემოთნახსენები ანექსიც დაბალი მომეჩვენა. ერთ ბაიას ასეირნებენ ჩემთან ეზოში სტოკეთი. არ ვიცი რამდენად კომფორტული ეტლია, მაგრამ ბავშვი ისე კარგადაა შემოსკუპებული ზემოთ. მგონია რომ ეს საკითხი გასათვალისწინებელია. მე სამწუხაროდ ვერ გავითვალისწინე ბევრი ნიუანსი როცა ეტლს ვყიდულობდი.

Posted by: Tua 8 Jan 2021, 22:14
anibani18
ანი 4 საათიან შუალდეზე გადასაყვანად ძალიან პატარაა , 4 საათიანი შუალედები კეთდება 6 თვის მერე მანამდე არშეიძლება ძალით გადაყვანა, ბაᲕშვი თვითონ უნდა გადავიდეს, 6 თვემდე 3 საათში ერთხელ კვება ითვლება ნორმად, მყარი საკვების მიცემას რომ დაიწყებ მერე უნდა გააკეთო 4საათიანები თან ბაᲕშვი უნდა გაძლევდეს ამის საშუალებას, 6 თვემდე რა ნომერ საკვებსაც აძლევ ის რაოდენობა გათვლილია 3 საათში ერთხელ კვებაზე .
მაღალი ეტლი ყველა ტრანსფორმერია ანუ პოზიციები რომ უნდა შეცვალო და არიკეცება შესაბაკისად ძალიან მპუხერხებელია სატარებლად მანქანით. დიდად არ აქვს მნიშვნელობა სიმაღლეს ჩემი ბუგაბუც სტოკესნაირია ზუსტად მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მოუხერხებელია სატარებლად აი ძალიან, იდეაში იმაზეც უნდა იფიქრო რომ ბაკურიანში რომ.წაიყვან ბაᲕსვს ჯერ მარტო იმდენი რამე გჭირდება ეტლს ფიზიკირად ვერ ჩადებ.

nopiahopi
ანუ მაგ მსუბუქი ეტლების ბორბლები ჩვენი პირობებისთვის სუატია რაა თან ძალიან smile.gif)) მაგრამ ნუ გაძლებს ეხლა ძალიან ხრეშშიც თუ არატარე. კიი ის ბავშვები რომლებიც თაბიდანვე არჩასვეს და არატარეს ეტლში და გარეთ არგაყავდათ უმრავლესობას აქვს შიში ეტლის, უფ მე სამშობიაროდან რომ გამოვედი მესამე თუ მეოთხე დღეს უკვე გარეთ ვიყავი ბავშვით , დღემდე გიჟდება ეტლზე ისე კარგად ზის არ მიპროტესტებს არანაირად მიუხედავად იმისა რომ.დადის , შორ მანძილებზე შეუძლებელია ეტლით წასვლა, დელისიდან ხანდახან პეკინზე რომ ლუტეციაა იქ ჩავსულვართ და ამოვსულვართ ფეხით .

Posted by: nopiahopi 8 Jan 2021, 22:27
Tua
მეც თავიდანვე მივაჩვიე. გამოწერიდან მეორე დღეს უკვე გარეთ ვიყავით და არ აპროტესტებდა კაი ხანს. 2 წლის რომ ხდებოდა, უკვე ცოტა ხნითაც აღარ ჩერდებოდა, სულ დარბოდა. ქარსითშიც ეგრევე ჩავაკარი და დღემდე ზის, 7 წლისაა. ვერ წარმომიდგენია მაგის გარეშე როგორ უნდა ვმართო მანქანა,როცა ვიცი რომ ბავშვი უკან თავის ნებაზეა მიშვებული.
მეორესაც ეგრევე შევაჩვევ და იმედია უზნეო არ იქნება biggrin.gif

Posted by: Tua 8 Jan 2021, 23:42
nopiahopi
კიი ანალოგიურად მეც ქარსითის გარეშე არდავსივქრთ არსად, სამშობიაროდანაც ქარსითით გამოვედით და წამი არმჯდარა მანქანაში ქარსითის გარეშე, რომ ჯდება ბედნიერია , ბევრმა მშობელმა არიცის რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის შვილს როცა ის ხელში უჭირავს მანქანაში და საქართველოში ძაოიან ბევრმა ვერ გაიაზრა სამწუხაროდ... იმედია ოდესმე კანონი იქნება ჯარიმებზე თან ძალიან დიდ ჯარიმებზე გავა ეა ყველაფერი, მერე მაინც მიხვდებიან რომ ბავშვი უნდა იჯდეს ქარსითში რომ მას საფრთხე არშეექმნას. თვეების იყო ალბათ ქარსითში რომ ჩავსვი და მე საჭესთან დავჯექი უპრობლემოდ დღემდე ეგრე დავდივართ უკან აღარ ვუზივარ საუკუნეა . ბავშვს როგორც და რასაც მიაჩვევ ეგრე იქნება, არმიყვარს როცა ამბობენ აიი არუნდა და რავუყო, რომელმა ბავშვმა იცის ახალმა დაბადებულმანრაუნდა smile.gif)) ნუ ჭამის და კუკების გარდა.

Posted by: narkozeli 9 Jan 2021, 02:14
nopiahopi

ჩემთვის ბეიბიზენ იოიო არის ცალკე პიროვნება და ადამიანი.

ვგიჟდები, ვაფრენ და ვაბოდებ ისე მიყვარს, ჩათვალე ერთი დამატებითი ძიძა მყავდა და მყავს ვაჩესთვის დღემდე ამ ეტლის სახით.

ანექს ეარიქსი არ ვიყიდე იმიტომ რომ ლულკიანი მინდოდა.
რავიცი რა, ერთი ჩემს ქმარზე გავაკეთე თავის დროზე ასეთი სწორი გადაწყვეტილება, ცოლად რომ გავყევი და მეორე ამ ეტლზე :დ

ჩემი აღმოჩენა და სიყვარულია ეს ეტლი. ჯერ კიდევ 3 თვის ორსული ვიყავი თვალი რომ დავადგი და 7 თვის ორსულმა შევუკვეთე, თვენახევარში ჩამოვიდა. (შიკბებეში).

რაც გადავიხადე თანხა ეხლა რომ მითხრან 5ჯერ გაძვირდაო, მაინც ამას ვიყიდი. სტოკკე, ეარიქსი, მიმა, ქემი და ბეიბიზენ იოიო- მე ამათში ვაკეთებდი არჩევანს და მგონი ყველაზე იდეალური შევარჩიე ჩემთვის. დაჟე ისე ვარ შეჩვეული ამის ჩანთასავით გადაკიდებას, გუშინ ვაკის პარკში იმხელა კიბეებზე ბავშვთან ერთად ამოვიარე, მეორე მხარეს ეს მქონდა გადაკიდებული. უკან გოგო მომყვებოდა და მკითხა ეს რა ეტლიაო, რა მაგარი რამეაო, ჩაიწერა სახელი biggrin.gif
ნუ მე არ ვარ მაღალი მაგრამ ჩემი ქმარია 185 და რავიცი, ნახევარჯერ ეგ დაასეირნებს ხოლმე და ჯერ არ გამოუთქვამს პრეტენზია წელი მეტკინაო. ძიძაც საკმაოდ მაღალი ქალია და არც იმას. ბავშვი ზუსტად მე-7 თვემდე გადასარევად კოხტად მეწვა ლულკაში, სიგრძე და წონა ამას არ აკლია კი იცი biggrin.gif ნუ სასეირნო პოზიციაში 3-4 წლამდეც ჩაეტევა და ვუმიზნებ საზღვრების გახსნისთანავე ამის წაცუნცულებას და ევროპაში გატესტვას :დ ტურისტი სხვა ეტლით მე მანდ ფაქტიურად არ მინახავს და ეხლა ვხვდები რატომ არიან ამ ეტლის ასეთი ერთგულები. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინო, ძაან ცუდ გზებზე იდეალური ამორტიზაცია არააქვს, თუმცა ეხლა ტყუპების ეტლი რომ ვნახე (იმენა ჯიპი ეტლია, უზარმაზარი ბორბლებით) არც მაგათ აქვთ გადასარევი ამორტიზაცია. რავიცი ყოველდღე ვიყენებ მართლა, მთარში ბარში, ზღვაზე, აგარაკზე, მანგლისის დანჯღრეულ გზებზე, პლეხანოვის ქვაფენილზე და რავიცი, მართლა ადამიანია. ვგიჟდები.
* * *
QUOTE
მაღალი ეტლი ყველა ტრანსფორმერია ანუ პოზიციები რომ უნდა შეცვალო და არიკეცება შესაბაკისად ძალიან მპუხერხებელია სატარებლად მანქანით


ეგრეა კი, მაგრამ მაღალი ეტლის პლიუსი ისაა რომ ნაკლებ ტყვიას სუნთქავს ბავშვი, ვინაიდან ტყვია და სხვა მძიმე მეტალები ჰაერში ნიადაგიდან 1 მეტრამდეა უფრო მეტი კონცენტრაციით, ასევე უფრო ახლოს არის დედასთან სეირნობისას. anibani18 ზუსტად მაგიტომ მომწონდა სტოკკე და ბოლო დღემდე განვიხილავდი ვარიანტად, დაჯავშნილიც მქონდა მარა ბოლოს ჩემმა კომფორტმა უფრო გადამიწონა სურვილები.
მე ასე ვიტყოდი, დაბალი და მარტივად კეცვადი ეტლები უფრო მშობლის კომფორტია და დიდი ეტლები ბავშვის.

* * *
საბოლოოდ ყველამ მაინც ცალკე იყიდა სასიერნო მსუბუქი ეტლები. ჩემმა დაქალებმაც. არადა ზოგს ანექსის მთლიანი კომპლექსი ჰქონდა ნაყიდი. მე ვფიქრობ მსუბუქი ეტლი მაინც აუცილებელია.
* * *
რამდენიმე კარგი ვიდეო მინდა გაგიზიაროთ ბავშვებთან ურთიერთობაზე და აღზრდაზე.
ამ ვიდეოებით იმხელა ცოდნა მივიღე, ყველას ვურჩევ.

ჩვენი და ჩვენი შვილების ურთიერთობა, რატომ გვიჭირს და რატომ
არ უნდა ვატაროთ ბავშვი ჩვენს ჭკუაზე:
https://fb.watch/2V147sgkWT/

ზღაპრების თემა
https://fb.watch/2V1bqj4Aew/

როგორ მოვიქცეთ როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება:
https://fb.watch/2V1kLPq_Ex/

Posted by: nopiahopi 9 Jan 2021, 10:37
narkozeli
აუ ეგეც რა კომპაქტურად იკეცება !! ახლა ვნახე ვიდეო. ეარ იქსიც მაგიტო მინდა,რომ დაბადებიდან ბოლომდე მექნება. ეს იოიო ეარიქსთან შედარებით ძვირი ღირს ხომ ალბათ?

Posted by: narkozeli 9 Jan 2021, 12:42
nopiahopi

რეალურად ანექს ეარიქსზე პოპულარულია იოიო მსოფლიოში,თან თვითმფრინავის კაბინაში ეტევა ხელბარგად და სელებრითების საყვარელი ეტლია ჰოლივუდშიც :დ
გოგო ეს ყველაფერი იქით იყოს და აი ქართულ რეალობაში კიდე რა პლიუსი აქვს იცი? ვიწრო ბორდიურებში მანქანები რომ აყენია თბილისში ყველგან აი მართლა ყველგან ეტევა ეს.
ხო და კიდევ, მარტივად კეცვადი ბევრია მარა აი ეს ჩანთასავით გადაკიდება კიდე სხვაა რა, კალიასკა და ბავშვი ერთად მიჭირავს უმარტივესად. ჩანთა და ბავშვი რომ გყავდეს მარტო, ეგრეა ზუსტად.
* * *
ამ ტექსტს რომ ვკრეფ ეხლაც მეორე ხელით კალიასკით მივასეირნებ მუშტაიდში biggrin.gif
ბავშვებიანი ხალხი ხო ცალი ხელით ვაკეთებთ ყველაფერს და ამ კალიასკის დიდი პლიუსი ზუსტად ისაა რომ ცალი ხელით ხსნი და კეცავ
* * *
კალიასკას სანამ ვიყიდდი იმხელა რისერჩი მაქვს ჩატარებული, კაი დისერტაციას დაიცავდა კაცი biggrin.gif

Posted by: nopiahopi 9 Jan 2021, 12:58
narkozeli
QUOTE
თვითმფრინავის კაბინაში ეტევა ხელბარგად

ეგ ეარ იქსსაც უწერია აღწერაში. რამდენად მართალია, არ ვიცი ))

ვიდეოებშიც ცალი ხელით იკეცება.
ჩემ გარშემო არავის აქვს, რომ ვკითხო რეალურად როგორ ამართლებს აღწერას. და მაღაზიაში მისვლაზე მაინც თავს ვიკავებ ჯერ, დრო მაქვს და მერე წავალ.
ბიუჯეტსაც განვსაზღვრავ მანამდე, როგორ შევძლებ smile.gif თებერვლის ბოლოს დავიწყებ უკვე ნივთების მოძიება-მომარაგებას. მაღაზიებიც გახსნილი იქნება და ხალხის ნაკადიც შემცირებული.. წესით biggrin.gif

პ.ს. ბოთლი რომ მოუტანა ჩემს გოგოს თოვლის ბაბუამ ძმისთვის ახალ წელს, ხომ იცი? იმის მერე თვალით არ მინახავს. გადასკოჩა ბოთლის ყუთი საფუძვლიანად და არავის აძლევს მიკარების უფლებას, არ გამიტეხოთო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Tua 9 Jan 2021, 13:50
nopiahopi
თუ 1.70ზე მაღალი ხარ ბეიბიზენი წელს გატკენს ძალიან დაბალია ანექსზე დაბალია თან საკმაოდ. მე ვარ 1.70 ზუსტად და მეგობარს აქვს ბავშვი სადღაც ასფალტზექ თან მითუმეტეს თუ ხშირად აპირებ გარეთ გაყვანას და ბოდიალს.

კი მაღალი ეტლები ძალიან კარგია, მიმა სტოკე ბუგაბუ ესენი ყველა საკმაოდ ძვირიანი და ხარისხიანია თან ქართულ გზებზეა გათვლილი ბორბლებით იდეალურად დადიან. ქემსაც არაუშავს ნორმაა საშუალო ფასიანებში.

Posted by: nopiahopi 9 Jan 2021, 14:09
Tua
ბეიბიზენს ვერც გავწვდები ალბათ.
173 ვარ და მაწყობს ე.ი. ეარ იქსი biggrin.gif

აუ უკვე ერთი სული მაქვს გამოვჩეკო პატარა ახალი ბაია ❤️ ❤️

Posted by: narkozeli 9 Jan 2021, 14:19
Tua

ირინა შეიკზე მაღალი რომელია ისე საინტერესოა biggrin.gif ირინას და ბრედლის სულ ბეიბიზენით დაყავთ ლეა და რავიცი აბა))
* * *
nopiahopi

ვაიმეე რა საყვარელია შენი გოგო❤️❤️❤️

გოგო ეარიქსი ფასით უკეთესია, იოიო მე ლულკიანად სადღაც 2300-2500ის ფარგლებში დამიჯდა.
ჩემს დეიდაშვილს აქვს ეარიქსი და კაია ძაან პროსტა ლულკა არ მოყვება და ნუ მე სუბიექტურად მაინც იოიო მირჩევნია.

ლულკა მე მაგრა ვიხმარე 6 თვე, სახლშიც და გარეთაც და მაგის გარეშე გამიჭირდებოდა ნამდვილად.

ეს იყო ჩემი საყვარელი პოზა, ცალ მხარზე ეს, მეორეზე ბავშვი, ასე გამოვზარდე მართლა :დ
user posted image
და ნუ მანქანაში გინდ ჩაგიდია გინდ არა ისეთ პატარა ადგილს იკავებს
user posted image
აი თვითმფრინავის ხელბარგის ჩასადებში ასეა

Posted by: nopiahopi 9 Jan 2021, 14:23
ისე არ მგონია სახელური არ ურეგულირდებოდეს სიმაღლეზე ეტლებს,მითუმეტეს ძვირიანს
* * *
narkozeli
QUOTE

გოგო ეარიქსი ფასით უკეთესია, იოიო მე ლულკიანად სადღაც 2300-2500ის ფარგლებში დამიჯდა.

მგონი ეარ იქსი თავის ფასში კარგი ვარიანტია. კომპლექტები მე არ მინდა ისედაც.

Posted by: narkozeli 9 Jan 2021, 14:27
nopiahopi

106 სმ უწერია იოიოს და 111სმ ანექს ეარ იქსს. 5სმ ყოფილა სხვაობა.


Posted by: nopiahopi 9 Jan 2021, 14:28
თითქოს არაფერი და რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგ ეტლს. კარგი ხომ მქონდა მე და ახლობელმა კიდევ ერთი მათხოვა, "ზაპასად" ისიც დიდი,. მარა ნუ ხარისხით დაბალი. კიკო იყო მგონი. დედაჩემთან მქონდა ეგ მეორე ეტლი რომ ჩემის თრევა არ დამჭირვებოდა თუ იქ ვტოვებდი ბავშვს და ისეთი განსხვავება იყო, საერთოდ ვერ ვატარებდი ამ კარგის მერე იმას, თუნდაც სკვერამდე მიჭირდა მისვლა. ამ კოსატოთი კიდე ისე ვიყავი მიჩვეული, გეგონებოდა შენც ეტლი დაგასეირნებსო, ისეთი სასიამოვნო იყო

Posted by: narkozeli 9 Jan 2021, 14:31
Tua

ეგ შენი საკმაოდ დაბალი სულ 5სმ ყოფილა ჩემო თეო biggrin.gif

ისე ჭორებს ხარ აყოლილი, მე რეალური ხალხი ვინც ვნახე იოიოს მეპატრონეები, კაციშვილი არ წუწუნებს სიმაღლეზე, პირველად შენგან გავიგე და მერე ჯგუფებში სადაც ვიკითხე არავინ არ დამიდასტურა, აგერ ფაქტია არც ჩემსაზე წუწუნებს მაღალი ხალხი.
ჩემთვის უნაკლო ეტლია, ყველას ვლოცავ ვინც ეგ მირჩია თავის დროზე რეალურადაც და ჯგუფებშიც, გაიხაროს ყველამ)) ველოც ხო გვაჩუქეს და ვერ ვეგუები, ისევ ჩემი კომპაქტური ბეიბიზენი მირჩევნია.
* * *
nopiahopi

აუ გოგო კი, ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს მაშინ როცა იყენებ თორე სახლში დასადგომად თუ გინდა მაშინ სულ ერთია.
ჩემი მარჯვენა ხელია ეტლი, ლამის ტუალეტშიც ამით დავდივარ :დ

მეც მეუბნებოდა ზოგი რომ ვარჩევდი ძაან ბევრს და ბევრ რჩევებს რომ ვიღებდი, დაიკიდე კაცო ეტლია რამე მნიშვნელოვანი ხო არ არისო მარა კიდევ კაი არ დავუჯერე biggrin.gif
* * *
user posted image

მეორე ბავშვზე აი ეს დასადგომო უნდა ვუყიდო ვაჩეს

Posted by: Tua 9 Jan 2021, 14:40
narkozeli
ჭორი რაშუაშია? ჩემს მეგობარს აქვს ერთ ეარ იქსი და მეორეს ბეიბიზენი და ეგ 5 სმიც საკმაოდ დიდი სხვაობაა დახრის მხრივ biggrin.gif, თან თუ სულ გარეთ უნდა დაგყავდეს ბავშვი ეარ იქსის ბ9რბლწბი უკეთესია სატარებლად თბილისის გზებზე, დაჟე ვაკის პარკშიც საკმაოდ დიდი სხვაობაა ხრეშზე სასიარულოდ facepalm.gif ყველა ეტლი გამოდგომაზეა ზოგისთვის რა არის მოსახერხებელი ზოგისთვის რა, მე მაღალ ეტლებს ვანიჭებ უპირატესობას, ხრეშშიც რომ.დადის ეგეთებსაც , თუ სწორად მახსოვს მანგლისში ხრეშზე რომ კეცავდი და ხსნიდი ეტლს და ვისაც ბავშვი სულ გარეთ ყავს და ასეირნებს ფაქტიურად დაკეცილ.მდგომარეობაში უნდა ჰქონდეს ისეთი ტროტუარებია ზ9გან თბილისში smile.gif) სამოგზაუროდ მართლა კარგია ბეიბიზენი როცა ევროპაში მიდიხარ პატარაა და კომპაქტური

nopiahopi
ძალიან საყვარელია შენი გოგო, სხვა რაცეებს რას უზავს წარმომიდგენია smile.gif)))

კი ძვირიან ეტლებსა და ცოტა იაფიანებს შპრის ძალიან დიდი სხვაობაა მეც ხომ.2 მქონდა და უზარმზარი სხვაობაა მართლა ნუ ფასებშიც რათქმაუნდა იგრძნობა.

Posted by: narkozeli 9 Jan 2021, 14:44
ირინაზე მაღალი ქალი რა ვიცი, ეს დაათრევს ამ ბავშვს ყველგან და წელს რო ტკენდეს არ გაუჭირდებოდა შეცვლა biggrin.gif

user posted image

user posted image


აუუ ამ ფოტოზე ამოვწყდიი givi.gif

user posted image
* * *
Tua

კი, გამოდგომაზეა. მე თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით გადასარევად ვიყენებ biggrin.gif მოგზაურობა თუ გვეღირსა ამ ზაფხულს საზღვრებს გარეთაც გავტესტავ ) ფაქტია ლოკალურადაც გადასარევად გამოვიყენე ორივე პოზიცია. თბილისის მონჯღრეულ გზებზეც. ჩემს დაქალებს ყველას ყველგან ეზარებათ ეტლის წამოღება,მასე ვერ გაიგებ ეტლი კარგია თუ არა. აბა მე მარჯვენა ხელივით მყავს, ყველგან ამით დავდივარ და სულ დავდივართ კი იციsmile.gif)
* * *
აუ ერთი პლიუსი კიდე ვინც გარაჟში ან სადარბაზოში არ ტოვებს, ბორბლები თუ არ გავუწმინდე ისე ხო ვერ შემოვიყვან სახლში და მაგისი ხეხვა-გასტერილება მაგრად მეზარება :დ დაკეცილი ამომაქვს და უპატარავეს ადგილს იკავებს სახლში/აივანზე

ამ წამს ავაყუდე biggrin.gif
user posted image
* * *
აუ სეირნობის მერე ზოოპარკშიც მყავდა და ეს რა ცხოველია არ ვიცი, გაგიჟდა ამაზე უყურებდა და იცინოდა :დ



აუ პანდემია კი არის მარა სახლში ხო ვერ გამოვკეტავ, სულ დამყავს, სადღა წავიყვანო აღარ ვიცი რომ ბავშვი გაერთოს და თან სუფთა ჰაერზე იყოს. sad.gif
საბავშვო ატრაქციონებზე სვამთ? სულ მთხოვს და გულის ფანცქალით ვსვამ და მერე ხელებს ვუწმინდავ ანტიბაქტერიულით. არადა ცოდოები არიან ბავშვებიც რა

Posted by: Tua 9 Jan 2021, 15:33
narkozeli
ანალოგიურად დავდივარ მეც, ეტლის და ქარსითის გარეშე არგავსულვარ სახლიდან რაც ბავშვი დაიბადა და ჩემიც ეკიდება მხარზე , ყველა ვისაც დასაკეცი აქვს, ყველა ეგრე იკეცება არამარტო ბეიბიზენი, ანექსიც, ბუგაბუ ანთიც( რომელიც სამზგავროდ ბეიბიზენზე მდგრადია უფრო) , ჰაუკიც ( რომელიც 700 ღირს ერთი ღილაკით იკეცება დ უმსუბუქესია) , ბეიბიჯოგერიც და რავიცი კიდე რამოდენიმე . შესაბამისად ანექსი ფასიდან გამომდინარე უფრო კარგი არჩევანია ჩემი აზრით , ყველას არ აქვს 2500 ლარი ეტლში გადასახდელი როცა დამატებით ამდენი ხარჯია ბავშვზე , იაფიანი ანალოგებიც არსებობს, ანექსი კიდევ ლუქს ბრენდიცაა და თან მისაღებ ფასად, უფრო.მდგრადი ბორბლებით ნუ საქართველოს გზებისთვის და ტროტუარებისთვის ვიდრე ბეიბიზენს ან ბუგაბუ ანთს , ბეიბიზენიც და ბუგაბუ ანთიც სუფთად ევროპაში სამგზავრო და იდეალურ ასფალტზე სასიარულო ეტლებია

ზოოპარკში ჩვენც ვიყავით და მეტი არწავალ სუნიან გაუბედურებულ ცხოველებს რომ უყურებენ გული მიწუხს smile.gif საქანელაზე ვსვავ მე მხოლოდ და ანტიბაქტერიული მწარეა შესაბამისად ვერ ვავუწმინდავ და სპირტი მაქვს 50%იანი გაზავებული და იმას ვაშხურებ ჯერ საქანელაზე და მერე ამას ხელებზე ( კბილები ამოსდის საღეჭები და სულ პირში აქვს ხელები

Posted by: narkozeli 9 Jan 2021, 15:46
Tua
სუნი კია მარა მეც და ამასაც ცხოველები ისე გვიყვარს, კიდევ ბევრჯერ წავიყვან სავარაუდოდ.იქ ზღვაზე რომ უნდა გაიხსნან ის როდის იხსნება საინტერესოა.
ეს ქუჩაში ყველა ძაღლს და კატას მისდევს და უნდა რომ მოეფეროს, კერძო სახლში რომ ვცხოვრობდე მოვიყვანდი აუცილებლად კატასაც და ძაღლსაც მარა ამ ეტაპზე არ გამოვა ეგ ამბავი.
ანტიბაქტერიული სალფეთქით არ უწმინდავ? გელით არ გამიწმინდავს ჯერ, სპირტი მაქვს მარა მე ვიმუშავებ იმითი, განზავება კაი იდეაა.
ამასაც სულ პირში აქვს ხელები, საღეჭები ამოუვიდა ეხლა ეშვები ამოსდის და კოშმარია,კიდევ 6 კბილია ამოსასვლელი. ძაან დამღალა ამ კბილების თემამ მე პირადად.

Posted by: NatiaGull 9 Jan 2021, 16:14
narkozeli
გვანც, მომეწონა ეგ ეტლი. რა ასაკიდან შეიძლება გამოყენება ?

Posted by: Tua 9 Jan 2021, 17:21
narkozeli
ცხოველები ჩვემც გვიყვარს მაგრამ არაგამოკეტილი და საშინელ პირობებში smile.gif) ანტიბაქტერიული მწარეა ყველა სალფეტლიც და გელიც ,შესაბალისად მირჩევნია გავაზავო სპირტი ორთქლდება და არაა პრობლემა, იმ ანტიბაქტერიულ გელებში რა ასხია არავინ იცის ან რატოა მწარე ამიტომ სპირტია ჩემთვის გამოსავალი ამ ეტაპზე, ჰო ამას საღეჭები ამოსდის ჯერ საერთოდ არწუწუნებს არაფერი აწუხებს მაგრამ დორბლების ზღვამ წაგვლეკა უკვე smile.gif))


Posted by: narkozeli 9 Jan 2021, 17:42
NatiaGull

ორი პოზიცია აქვს ნათი, ლულკა (0დან 6 თვემდე) და სასეირნო პოზიცია 6 თვიდან 5 წლამდე.

Tua

კარგია მარტივად გადაგივლიათ, ამას აწუხებდა ძალიან.


Posted by: NatiaGull 9 Jan 2021, 18:38
narkozeli
გვანც დამაკვალიანე, სად შეიძინე და ზუსტად რა მოდელია ? ასწორებს, ეტლის ამოჩრა რომ შეგიძლია იღლიაში და ვიღაც გამვლელისთვის არ გიწევს თხოვნა ბავშვი ჩაგაყვანინოს.. biggrin.gif

Posted by: narkozeli 9 Jan 2021, 20:13
NatiaGull

ნათი babyzen georgia ჩაწერე ფბ-ზე, მე 2019 წლის მოდელი მაქვს, babyzen yoyo2, 1500 ლარამდე ღირს სასიერნო და ე.წ ლულკა 700-800 ლარის ფარგლებშია.
ეხლა მგონი ფასდაკლება აქვთ, ისე შენ მარტო სასეირნო გჭირდება უკვე, დიდია შენი გოგო❤️
მოიცა დაგილინკო
https://www.facebook.com/yoyogeorgia/

chic bebe თუ იცი მაღაზია, ეგენი არიან ოფიციალური შემომტანები მაგრამ ყოველთვის არააქვთ ხოლმე, მე შევუკვეთე და ჩამომიტანეს



Posted by: NatiaGull 11 Jan 2021, 13:01
narkozeli
მადლობა გვანც ვნახე :* ❤

Posted by: Na-Servus 11 Jan 2021, 13:20
narkozeli
ჩემგანაც მადლობა
იმის. მიუხედავად რომ მაქვს უკვე ეტლი, სამოგზაუროდ ზაფხულისთვის, მშვენიერია)

Posted by: narkozeli 11 Jan 2021, 15:39
Na-Servus
NatiaGull


♡♡♡

ბედნიერი დასვენება.

იმედია გვეღირსება ამ ზაფხულს ყველას ჩვენს შვილებთან ერთად მშვიდი უპანდემიო დასვენება ♡

Posted by: NatiaGull 12 Jan 2021, 21:11

narkozeli
ვაიმე, იმედია ზაფხულისთვის წაბნელდება ეგ ვირუსი, შემირყია უკვე ტვინი.
აუ გვანც, ეხლა ვნახულობდი ვიშლისტზე რაღაცეებს და იყიდება ბოთლის გამაცხელებელი და ვერ მივხვდი ბოთლში თუ რძე გაცივდა მაგას ათბობს ? ეგ ხომ არ შეიძლება
აი ეს


https://wishlist.ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%AD%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/cangaroo-%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98-5in1-electric-bottle-warmer-lux/

Posted by: narkozeli 13 Jan 2021, 01:07
NatiaGull

ნათი ეგ ძირითადად ძუძუს რძეზე გამოიყენება, მაცივარში ვინც ინახავს, უცებ რომ შეათბოს :*

Posted by: NatiaGull 13 Jan 2021, 13:49
გოგოებო დუმბაძესთან მყავდა დღეს ეხოზე, მარცხენა მხარეს აქვს დისპლაზიაო. რა ვქნა ? ან როგორ იკურნება ეგ, ან რას იწვევს ? შევშინდი...
ლაშა ძიძიგური კარგი ორთოპედია .?

Posted by: Ninico 13 Jan 2021, 14:32
NatiaGull
კი ნათი, ძალიან აქებენ მაგ ექიმს.

***
გოგოებო, ჩემს ბაიებს კუჭები აქვთ აშლილი, ანალიზში ბაქტერიები ამოუვიდათ sad.gif დათესვით ჯერ არ დაგვითესია, პედიატრს ველოდები რას მეტყვის. ენტეროჯერმინა და ლაქტო ჯი აქვთ დანიშნული, მაგრამ დიდად არ შველით. ამის გამო შეიძლება მადა არ ქონდეთ თუ გამოვცვალო საკვები? ორივე მიპროტესტებს ჭამას, ნევროზი დამემართა უკვე weep.gif როგორც კი გემოს გაიგებენ იჯღანებიან და აღარ უნდათ ჭამა. პოლიკლინიკის პედიატრი მეუბნება აზრი არ აქვს შეცვლასო, რამენაირად აჭამეო და როგორ ვაჭამო, თავს იქნევენ აქეთ იქით და ხელით წევენ ბოთლს weep.gif მრჩეველის მეუბნება რაც გინდა ის აჭამე ბაზა ყველას ერთი აქვსო, მაგალითად ნუტრილონიო, მაგრამ რაღაც არ მომეწონა შემადგენლობა. პლაზმონს ვფიქრობ და ხომ არ აჭმევთ ვინმე?

Posted by: NatiaGull 13 Jan 2021, 14:50
Ninico
ნინ, რა ხნისები არიან ზუსტად ? იციან რაღაც კვირებზე ეგრე, მე შენს ადგილას სხვა კვებას მივცემდი. ფრისოს ვაჭმევ ჩემსას და გემო მომეწონა მეც.
ნუტრილონი არ ვიცი, ნუტრილაკი გვქონდა კიდევ და ჰუმანა. ჰიპიც გემრიელია biggrin.gif
ყველა გასინჯული მაქვს.
რომ არ ჭამენ მერე არ ჭირვეულობენ ? ანუ როგორ ატყობ, არ შიათ ?
თუ მადა არ აქვთ შეიძლება მაგ ბაქტერიების ბრალია, თუ შიათ და უბრალოდ მაგ საკვებს არ ჭამენ, გემო მობეზრდათ

Posted by: narkozeli 13 Jan 2021, 15:24
NatiaGull

არაფერი საგანგაშო ამბავი არაა ნათი. ლაშა ძიძიგური გადასარევი ორთოპედია up.gif

Ninico

მე გავზარდე პლასმონზე დაბადებიდან დღემდე, სხვა რძე არც გაუსინჯავს ჩემს ბიჭს. ძალიან კმაყოფილი ვარ. ტყუპებიც პლასმონზე არიან მე6 თვეში გადავიდნენ გუშინ. მაგრამ ტყუპებიც ცუდად ჭამენ შიგადაშიგ არ ჭამენ sad.gif


Posted by: Ninico 13 Jan 2021, 16:44
NatiaGull
3 თვისები გახდნენ ეხლა. ხო იციანო, მაგრამ რაღაც დიდხანს გაგრძელდა და ყოველ დღე უფრო და უფრო ცოტას ჭამენ. თან ეს დიარეაც დაემატა. ერთს საერთოდ არ შია, რომ არ აჭამო ალბათ არც მოითხოვს და კი აქვს ცოტა მატება, დიარემდე დაეწყო ეს უმადობა. მეორე იწყებს ჭამას და თითქოს მუცელი სტკივაო, ტირილს იწყებს იჭინთება და შეიძლება კუჭშიც გავიდეს. თან თეთრ კოლტებს აყოლებს. მაგრამ პირველისგან განსხვავებით მადა აქვს.

Posted by: NatiaGull 13 Jan 2021, 16:56
Ninico
მრჩეველში რას გეუბნებიან მაგ ყველაფერზე ?
ჭამა ჩემმაც ვერ დაალაგა, 60 გრამს ან 90ს ჭამს 2 ან 2.5 საათში, აი ვერაფრით გავუზარდე ინტერვალი. კივის როცა შია.

Posted by: Ninico 13 Jan 2021, 17:21
NatiaGull
პარასკევს მიმყავს ნათი, ტელეფონით ვეკონტაქტებოდი, მაგრამ აზრი არა აქვს. მარტო ზოგადი პასუხების გაცემა შეუძლიათ.

Posted by: anibani18 13 Jan 2021, 20:03
გოგონებო, თმის ცვენას ვერაფრით შევიჩერებ? ან როდის შეწყდება თუ შეწყდება?
აგრეთვე, მანეჟი რა ასაკიდან დაგვჭირდება?


Posted by: Tua 13 Jan 2021, 21:35
Ninico
დიარეაზე ელექტროლიტები მიეცი აუცილებლად სითხესაც თუ არიღებენ ფორმულის სახით გაუწყლოვანება არდაეწყოთ. ბუონა კომბიფლორია ძალიან კარგი ელექტროლიტი ბიფიდობაქტერიებით თან და დაულაგებს კუჭნაწლავს. ლაქტო ჯი არაფრის მაქნისი წამალი არაა დიდად. კვება შეუცვალე აუცილებლას სცადე სხვა იქნებ სხვა მოეწონოთ, ყველაზე ტკბილი და გემრიელი არიის ჰიპპ და სიმილაკი გოლდი. ოღონდ ეგრევე ვერ შეუცვლი ნელა უნდა გადაიყვანო. დიარეა პატარებში ცოტა ნელა ლაგდება ხოლმე რომ.იცოდე, ჩვენ გვქონდა 7 თვის ასაკში და 10 დღე გაგრძელდა სანამ ბუონა კომბიფლორი არმივეცი და სროპდიარი არაგვილაგდა.

anibani18
თმის ცვენა 3 თვისკენ იწყება და 6 თვემდე გრძელდება ანი, არაფერი არშველის არც ვიტამინი არც შამპუნი არც შეჭრა, რაც დაგცვივდება ის ამოგივა მერე პატარა ბუსუსები . მანეჟი მე 7 თვის ასაკიდან მაქვს დღემდე ძალიან კარგად ვიყენებ როცა მჭირდება, ბაკურიანშიც დამაქვს საწოლის ნაცვლად

Posted by: Ninico 13 Jan 2021, 22:35
Tua
კი, ვაძლევ ჰუმანას ელექტროლიტებს. ჯერ იმას ვჩიოდი შეკრულობა აქვთთქო და რა მინდოდა ნეტა facepalm.gif

Posted by: narkozeli 14 Jan 2021, 02:41
anibani18

4 თვეზე დამეწყო და სადღაც 10თვისთვივის დაიწყო შემცირება ცვენამ. ვსვამდი დ ვიტამინს და კალცს და კიდევ სხვა ვიტამინებს პოლივიტამინის სახით და არანაირი შედეგი. თავისით გაიარა. შამპუნს მხოლოდ ცვენის საწინააღმდეგო წითელ ვიშს ვიყენებ. ეხლა უკვე არის სხვაობა რა შედარებაა, აღარ მცვივა მასე ძალიან.
მანეჟი 6 თვისას ვუყიდე და სადღაც 8 თვიდან დავიწყეთ აქტიური გამოყენება და ვიყენებთ დღემდე.

Posted by: NiniaG 14 Jan 2021, 10:31
მრავალ ახალ წელს დაესწარით გოგონებო თქვენს პატარებთან ერთად ❤❤ უკეთეს წელს გისურვებთ ყველას ❤❤
გოგონებო, მოკლედ 2.10 თვის გოგო მყავს, რომელიც დადის ძალიან ცუდად, ნელა, ფრთხილად, გააჩნია რას ჩავაცმევ ფეხზე იმის მიხედვით ხან ფეხები შიგნით შეაქვს, ხან თითქოს კოჭლობს sad.gif დავიტანჯე ამის სიარულის შემყურე sad.gif
ჩვილობისას პროფილაქტიკურ შემოწმებაზე მყავდა ორთოპედ ბიძინა ყანაშვილთან და არანაირი პრობლემა.
1, 6 თვისამ დაიწყო სიარული და იქამდე ქუთაისში მყავდა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ირაკლი რობაქიძესთან (ქუთაისში საუკეთესოა smile.gif) რომ აგვიანებდა სიარულს მაგის გამო და დააცადეთ ბავშვს გაივლისო.
მასაჟები გავუკეთეთ და დაიწყო სიარულიც, ოღონდ ცუდად, თითქოს მარცხენა მხარეს კოჭლობდა, წავიყვანე ისევ, გადავუღეთ რენდგენი და არანაირი პრობლემა არ აქვს, ვიდრე გაივლიდა ოჭივარაში იყო ხშირად, ოჭივარაში მარცხენა მხარეს ეყრდნობოდა უფრო და ჯერ კიდევ მისი გავლენის ქვეშ იყო მოკლედ.
გადის დრო და არ ასწორებს სიარულს, პედიატრმა კამკამიძემ მითხრა სექტემბრის თვეში ახალი დაწყებული აქვს სიარული და დააცადეო.
ვაცლი, მაგრამ არ მინდა რამე გამომრჩეს და სანანებელი მქონდეს sad.gif
ბიძინა ყანაშვილის ჩამოსვლას ველოდები, ამერიკაშია და თებერვალში დაბრუნდება.
ეს ვირუსული პერიოდი რომ გადაივლის მასაჟებს გავუკეთებ და ცურვაზე მივიყვან.
თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება თქვენ ან თქვენს ირგვლივ მყოფ პატარებთან დაკავშირებით გამიზიარეთ გთხოვთ როგორ გამოასწორეს სიარული sad.gif

Posted by: Tua 14 Jan 2021, 13:40
NiniaG
ექოსკოპია გაუკეთე 12 კვირამდე დისპლაზიის გამოსარიცხად? ეხლა ყველას უკეთებენ ექოს ბავშვებს 3 თვემდე 3 თვის ზევით რენტგენს უკეთებენ რომ.დისპლაზია გამორიცხონ ან ნახონ და თადარიგი დაიჭირონ ადრეულ ასაკშივე. სხვა ორთოპედთან რომ მიიყვანოთ? მაგალითად ძიძიგურთან? და კამკამიძეზე უკეთეს პედიატრთან?
* * *
Ninico
ჰუმამა ცოტა სუსტია ისე თან თუ ბანანისას ასმევ 1 წლამდე არშეიძლება ეგ ბანანის ჰუმანა.

Posted by: NiniaG 14 Jan 2021, 13:50
Tua
დაწერა დამავიწყდა ზემოთ ფეხშიშველი დადის კარგად, ფეხებიც სწორად დააქვს smile.gif))
ბოლო პერიოდის ვიზიტი ავღნიშნე კამკამიძესთან, ისე კი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პედიატრი ამბობს ან დავაცადოს ან ნევროპათოლოგთან გაიარეთ კონსულტაციაო.
ძიძიგურს ბევრი ყავს მაქებარი, ბევრიც არ და ვერ ჩამოვყალიბდი მაგასთან მივიყვანო თუ არა.
3 თვემდე იყო ყანაშვილთან რომ მყავდა და კი გაუკეთდა ყველაფერი

Posted by: Tua 14 Jan 2021, 14:01
NiniaG
ექიმი არ არსებობს მემგონი არყავდეს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტები . ისე ფეხსაცმელი ხომ არუჭერს? 1 ზომით დიდი უნდა ეცვას წესით ანუ წინ და უკან 1სმ ადგილი უნდა იყოს თავისუფალი. ლევან ქაჯაიასაც აქებს ბევრი ორთოპედია.

Posted by: unusual 14 Jan 2021, 14:12
გოგოებო ვიტამინების კომპლექსს რას მირჩევთ არაორსულისთვის?თმის ცვენა, უენერგიობა და დაღლილობისთვის, პოლიჟენის ყიდვა მინდა არ არის აფთიაქში.

Posted by: NatiaGull 14 Jan 2021, 14:21
unusual
პრენატალი, დეა კომბი

Posted by: NiniaG 14 Jan 2021, 15:08
Tua
ისე მომეწონა მაშინ ყანაშვილი, დიდი იმედით ველი მას smile.gif)) მგონია კიდევ უფრო განსწავლული ჩამოვა
ფეხსაცმლის ზომებიც ვცვალე, სტილიც, მაინც არაფერი გამოდის. ცოტა დიდ ზომა ფეხსაცმელის დროს შიგნით შეაქვს ფეხები, თითქოს სიფრთხილით დადის, მის ზომა ფეხსაცმელს ჩაიცმევს და გვერდით გადააქვს. ფეხშიშველი კარგი გოგოა smile.gif)

Posted by: Tua 14 Jan 2021, 16:05
unusual
პირველ რიგში ანალიზებს გირჩევ, თმის ცვენა უენერგიობა რკინა, ბ12 და დ ვიტამინი გამოიკვლიე ასევე სისხლის საერთოც, მე დამეწყო საშინელი თმის ცვენა სექმტემბერ ოქტომბერში და ისეატი დაღლილი ვიყავი სულ მეძუნებოდა, რკინის და დ ვიტამინის დეფიციტი მაქვს საშინელი. ასე ერთიანი ვიტამინების კომოლექსის კიღება მაინც არაა კარგი იქნებ არგაკლია რომელიმე და ზედმეტობა არგამოიწვიო.
* * *
NiniaG
სამწუხაროდ მაგ ექიმის შეახებ არც გამიგია ვინმესგან, ძირითადად ქაჯაია ძიძიგური ლიდერობს ეხლა smile.gif) ცნობილი პედიატრებიც მათთან გიშვებენ

Posted by: anibani18 14 Jan 2021, 17:03
Tua
narkozeli
მადლობა, გოგონებო! საწოლი-მანეჟის ყიდვა სჯობს?
და კიდევ მაინტერესებს, ადრე რომ იყო ვანკა ვსტანკა, ისეთი სათამაშო სად შეიძლება ახლა ვიყიდო? თანამედროვე ოღონდ smile.gif

Posted by: NiniaG 14 Jan 2021, 17:09
Tua
ახალბედაა smile.gif
კი მათი ლიდერობის შესახებაც ვიცი რა თქმა უნდა wink.gif მადლობა გამოხმაურებისათვის და რჩევისათვის <3

Posted by: unusual 14 Jan 2021, 17:55
NatiaGull
დეა კომბს ორსულობის დროს ვსვამდი, მეორე დავგუგლე და ეგაც ორსულებში ინიშნებაო. არასაორსულო
მინდა. smile.gif) Tua
ვშემოდგომაზე ჩავიტარე გამოკვლევები და პოლიჟენი დამინიშნა, დავლიე და ეფექტი ვერ შევნიშნე, ეხლა საერთოდ დეფიციტშია, მაგასაც ვეღარ ვშოულობ, ხელმეორედ მისვლა და ანალიზები ჯერ არ მინდა, არადა აშკარად მჭირდება რაიმე რაც ენერგიაზე მომიყვანს.

Posted by: Ninico 14 Jan 2021, 18:31
Tua
არა, კამისას ვასმევ. ლაქტო ჯის დალევაზე დიდი ომი გვაქვს და ეგ მოსწონთ რატომღაც. ჰიპი რომელი? კომბიოტიკი?

anibani18
ანი, შენ გაინტერესებდა მგონი პამპერსზე. რაც 3 ნომერზე გადავედით ელიტ სოფტი სულ უჟონავდათ და იგივე ნიმერმა ულტრა კომფორტმა უფრო გაძლო. მითუმეტეს ეხლა ელექტროლიტებს რომ ვასმევ ბევრს შარდავენ და არცერთხელ არ გაუჟონია.

Posted by: Tua 14 Jan 2021, 18:38
anibani18
მე ჰაუკის ჩვეულებრივი მანეჟი მაქვს ანი და ცალკე მაქვს მატრასი შესაბამისი ზომის რომელიც მანეჟში ეტევა , თუ სადმე.მიმაქვს მატრასით მივდივარ და ისე მატრასი არმაქვს დაფენილი ეხლა, სანამ.პატარაა და სანამ დადგება შეგიძლია მატრასი დაუფინო რადგან ცოტა ხისტია ძირი, მერე რომ გაიზრდება 9-10 თვისკენ დადგომას დაიწყებს უკვე საშიშია მატრასი რომ.არგადმოყირავდეს.
* * *
unusual
პოლიჟენი ძალიან კარგი წამალია ოღონდ იმუნიტეტისთვისაც და მაგიტომაა დეფიციტში. მეც ეგრე სექტემბერში გავიკეთე ანალიზები და ეხლა გავიკეთე კიდევ ერთხელ არეულ დარეული მაქვს ყველაფერი ჰემოგლობიჯიან დ ვიტამინთან ერთად , ზუსტად 4 თვეში ამერია , ხანდახან მინდა რომ უბრალოდ ვიწვე და ბავშვმა თავისით მიხედოს თავს smile.gif))) დეჰა კომბიც ნორმ ვიტამინია მეც ორსულობაში ვსვამდი

Posted by: anibani18 14 Jan 2021, 18:43
Ninico
აი მეც ზუსტად ასე მქონდა, ნინ. გამაწამა სამმა ნომერმა. ახლა ღამე ულტრა კომფორტს ვუკეთებ და დღე დარჩენილ ელიტს.
როგორ არიან ბავშვები? გაუარათ ცოტა?
* * *
Tua
გასაგებია. მე კამის მომწონს, ღია რომ არის, ბადით ყველა მხრიდან. ასე მგონია უფრო კარგად იგრძნობს შიგ ბავშვი თავსთქო. როგორც საწოლზე არ მიფიქრია მანეჟზე. მაგრამნალბათ მარტლაც კომფორტულია სადმე რიმ წახვალ დასასვენებლად.

Posted by: NatiaGull 14 Jan 2021, 19:15
unusual
პრენატალის სვამს ლაქტაციის მთელი ჯგუფი , რავცი smile.gif დიდი მოწონებით სარგებლობს.

Posted by: Tua 14 Jan 2021, 19:15
anibani18
შეეცადე პატარა მანეჟი არიყიდო, კი ძალიან კომფორტულია აბა სადმე.რომ.წახვალ სად უნდა დააწვინო მე.მანეჟი დამაქვს როგორც საწოლი , აი ეს მაქვს მე, იკეცება კომპაქტურად user posted image

Posted by: anibani18 14 Jan 2021, 20:30
Tua
აი ეს გვერდითა კედლები რომ მუქია, სასიამოვნოა ნეტა ბავშვისთვის? ასე მგონია ჩაკეტილ სივრცეში იქნებათქო. მე გამიჭირდებოდა ასეთ მანეჟში ყოფნა და აქედან გამოვდივარ smile.gif
ხალიჩა ვუყიდეთ გუშინ და დღეს გადატრიალდა smile.gif

Posted by: narkozeli 14 Jan 2021, 20:40
anibani18

6-7 თვიდან ბავშვი ნელნელა დგომას რომ იწყებს საწოლ მანეჟი არ გამოგადგება რადგან ის რაც ზედა ნაწილია, იქ ვეღარ ჩააწვენ ბავშვს არ შეიძლება უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ არ გადმოვარდეს. ამიტომ ყიდვისას გეტყვიან 6-7 თვის მერე ეგ ზედა ნაწილი ამოიღეო და დარჩება მხოლოდ მანეჟი. მე რადგან ისედაც 6 თვეზე ვიყიდე, პირდაპირ მანეჟი ( ანუ მხოლოდ ქვედა პოზიციით) ვიყიდე.

* * *
მეც ეს მაქვს,ჰაუკის
user posted image

სათამაშოების საწყობადაც ვიყენებთ biggrin.gif

Posted by: anibani18 14 Jan 2021, 20:52
narkozeli
მატრასის ქვემოთ ჩადება არ შეიძლება და ისე დაძინება? მაშინ რაღად მინდა საწოლი-მანეჟი.
ნეტა ის კამის მანეჟი რამხელაა. ეს თქვენი 120/60-ზეა?
ახლა როგორ იყენებ, გვანცა? ბავშვი ხომ კარგად დადის უკვე თუ არა ჯერ?

ვანკა ვსტანკაზე ისევ ვიკითხავ, ან რა ჰქვია ქართულად ან სად ვიპოვო
* * *
აი ეს მინდა მე
https://chicbebeshop.ge/product/cam-lusso/
პატარაა, როგორ ფიქრობთ? ასეთი ღია მინდა მე, ყველა კედელი მინდა რომ გამჭვირვალე ჰქონდეს

Posted by: narkozeli 14 Jan 2021, 21:04
anibani18

ამ წამს გადავუღე რა მდგომარეობაში გვაქვს მანეჟი :დ
* * *
არა უნდა ამოიღო ის ჩასადები რაცაა და დაბლა ცალკე მატრასი დაუდო, ჰაუკში ძაან თხელი პორტატული მატრასი აქვთ 120 ლარად, არ ვიყიდე ეგ მატრასი, მე სქელი მქონდა, ჩვეულებრივი სტანდარტული საბავშვო საწოლის მატრასი მიდის.
ეგ ქემის უნდა მეყიდა მეც სკამ-მაგიდას როცა ვყიდულობდი მაშინ მარა მერე ფორმის გამო გადავიფიქრე და სტანდარტული ფორმის ვიყიდე რადგან აგარაკზე დასაძინებლადაც მინდოდა გამომეყენებინა და ეგ ქამის მაინც არასტანდარტული ფორმისაა. ხარისხით გადასარევი იქნება,ვენდობი მაგ ბრენდს მე პირადად ხარისხში და არც გაუმტყუნებია იმედები.

აუ არ შემხვედრია ვანკა სტანკები sad.gif

ვაჩე დადის კარგად კი, დადის და დარბის მთელი დღე biggrin.gif

Posted by: Tua 14 Jan 2021, 21:31
anibani18
ჩადებ მატრას ამ ჰაუკის მანეჟში ჩვეულებრივად, ქამის მანეჟი მემგონი პატარაა და არმგონია დასაძინებლადაც გამოდგეს. 120×60ზე გინდა მატრასიც და ჩადის ჩვეულებრივად , ეს ჩემი მანეჟში დარბის ხოლმე biggrin.gif მერე ქვედა ნაწილს იღებს სათამაშოებს აწყობს და აფარებს თავზე , თავის ჭკუაში მალავს smile.gif))) რავი ამას პრობლემა არჰქონია იმაზე რომ გვერდები დაფარულია , საბავშვო ატრიბუტი არაა რაც არგამომიყენებია და ძალიან კომფორტულად ვიყენებ ეხლაც კი როცა მარტო ვარ სახლში და აივანზე გავდივარ ესეც მომყვება

Posted by: anibani18 14 Jan 2021, 21:33
narkozeli
რა კარგია ასე გამოყენება ♡
ამ ტრანსფორმერი საწოლის გადამკიდე, იმდენი მატრასი მაქვს სახლში smile.gif)
მეც ძალიან მომწონს ეს მანეჟი.
ამის გამოყენება დასაძინებლად შეიძლება?
* * *
Tua
გასაგებია, თეო. იქნებ გაიხსნას მაღაზიები და საკუთარი თვალით, არა ინტერნეტით რომ ვნახავ ორივეს, უფრო გადავწყვეტ. კი, პატარაა ქამი აშკარად.
ანუ ქვემოთ გიდევს ახლაც მატრასი? მატრასის გარეშე ხისტია ცოტა?

Posted by: Tua 14 Jan 2021, 21:42
anibani18
ჩემი და გვანცასი ერთი და იგივეა ფერებია სხვა უბრალოდ.

არა 9 თვემდე მედო მატრასი ქვევით ანი ანუ სანამ მყარად დადგა ფეხზე, ქვწვით მყარია კი და ცპტა ხიატიცაა, ამიტომ პატარა ასაკში სანამ იყო ეგ მატრასი მედო ანუ დასაძინებელ რაცაა, მე მქონდა უკვე მატრასი ამიტომ ჰაუკში არმიყიდია სპეციალური, 9 თვის მერე 10ისკენ ამოვიღე მატრასი რადგან რო. დგებოდა ძალიან მაღალზე იყო და ეკიდებოდა ამიტომ გადმოვარდნის საშიშროება იყო, ეხლა 4 თვეზე მეტია მატრასი აღარ მიდევს თავისი დასაფენი რაც აქვს ის მიდევს მხოლოდ სათამაშოებიც ჩაყრილი გვაქვს რბილები ძირითადად მანამდეც რბილები მეყარა დავარდნისას რომ არ ეტკინა რამე

Posted by: Baia4 14 Jan 2021, 22:40
anibani18
ტრანსფორმერი საწოლი - ეგ ჯერ მრგვალი რიმ არის, მერე ოვალური, ეგაა? რამდენად კმაყოფილი ხართ?
ზოგადად, ვისაც გაქვთ ეგეთი საწოლუ, მირჩევთ მაგის ყიდვას?

Posted by: NatiaGull 14 Jan 2021, 23:24
anibani18
ან, შენ ავარჯიშებდი გადატრიელებაში . ?
ჩემი ჯერ არც ცდილობს. ერთ კვირაში ხდება სამის...
ეს რამდენიმე დღეა, ჩაძინება უჭირს და ჭირვეულობს... ძალიან მინსა რომ ორთოპედმა ფრეიკა არ დაუნიშნოს, მთელი დღე როგორ უნდა იყოს ფეხებგაჩაჩხული sad.gif
გილოცავ, მშვენივრად ვითარდება შენი გოგოშკა ❤❤❤

Posted by: anibani18 15 Jan 2021, 01:02
Tua
კი, კი, მივხვდი რომ ერთი და იგივეა. მადლობა, დაბკვალიანდა ახლა უფრო. ჯერ არ არის მაინც საჩქარო და მერე გადავწყვეტ :*
Baia4
კი, ასეთი ტრანსფორმერი საწოლი მაქვს. თავიდან დიდ ზომაზე ავაწყვეთ, პატარა მატრასი არც გვიყიდია. მერე ძილის პრობლემა ჰქონდა ჩემს გოგოს, საერთოდ არ ეძინა. ვიფიქრე, მოდი დავუპატარავებ ამ საწოლს, იქნებ უფრო მყუდროდ იყოსთქო. ვიყიდეთ პატარა მატრასი და შევამცირეთ ზომაში. ეს პატარა პოზიცია არის ძალიან კოხტა ♡ ახლა უკვე ისევ გავადიდეთ, რადგან აღარ ეტევა პატარაში. მე ძალიან მომწონს ჩვენი საწოლი, ისეთი ფართოა, კომფორტული. თან ბავშვს უყვარს ხელებგაფარჩხულს ძილი და სულ ბზრიალებს საწოლში. ამიტომ ასეთი განიერი საწოლი კიდევ უფრო მოსახერხებელია მისთვის.
შორიდან ვკითხულობდი ხოლმე თქვენს პოსტებს. მიხარია, თუ საწოლის ყიდვაზე ფიქრობთ ♡ ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ თქვენს პატარას ♡ როდის ელოდებით?
NatiaGull
კი, ნათი ვავარჯიშებდი. არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ როცა ღვიძავს სულ ვვარჯიშობთ.იცი რა სახალისო ვარჯიშია გადატრიალებაზე, ჩემსას მოსწონდა ძალიან. საბანზე აწვენ და ისე ასწავლი გადატრიალებას. ჩაგიგდებ ხვალ ვიდეოს. მერე ხალიჩაზე სულ ვატრიალებდი ხოლმე. მუცელზე რომ წევს, ხელით საყრდენს ვუქმნი ტერფებთან, აწვება და წინ მიჩოჩავს ოდნავ. ეტყობა ასე მიხვდა რომ საყრდენი სჭირდებოდა ფეხისთვის და გამოსაცვლელ მაგიდაზე რომ ვუცვლიდი გუშინ, ცალ კედელს ფეხით მიაწვა და ჰოპ, გადატრიალდა. არ ინერვიულო, მგონი არც არის აუცილებელი ჯერ რომ გადატრიალდეს. ჩემი 3 თვის და 3 კვირისაა.
ეს ჩაძინების პრობლემაც გადაუვლის. ხომ იცი როგორი ცვალებადია ყველაფერი პატარებში.
როდია მიდიხარ ორთოპედთან? არ უნერვიულო ჯერ, იქნებ არც არაფერი იყოს საჭირო. გეთანხმები, რთულია ფრეიკა, მაგრამარ არის აუცილებელი რომ დასჭირდეს. კაეგზე იფიქრე ♡
დუმბაძე რა სათნო ქალი ჩანს, არა? ♡
მადლობა, ნათი ♡ ისეთი სტრესი გამოვიარეთ მაშინ, იმდენი ვიტირე და გამოვიგლოვე... არ ვიცი როგორ ვითარდება, რამდენად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მე ძალიან ყოჩაღი მეჩვენება, ცოტა კი გვიან აკეთებს რაღაცეებს, მაგრამ მაინც აკეთებს 1-2 კვირის დაგვიანებით.

Posted by: Baia4 15 Jan 2021, 09:32
anibani18
მადლობა, ჩემო კარგო. ჯერ ძალიან დიდი დრო გვაქვს, მაგრამ ყველაფერზე ერთდროულად მეფიქრებაsmile.gif

Posted by: narkozeli 15 Jan 2021, 10:46
anibani18

მრგვალი საწოლი გაქვს ანი შენ? მრგვალის მატრასი არ მიდის sad.gif აი სტანდარტული ოთხკუთხედები როა საბავშვო საწოლები, ის მიდის. მე ნიკას ( ჩემი ქმრის) ბავშვობის საწოლის მატრასი გამოვჩხრიკე და ეგ გამოვიყენე. კი ვაძინებდი მაგალითად მანგლისში რომ ვიყავით 3 კვირა, მანეჟში მეწვინა ოღონდ როგორც გითხარი ის მატრასი მქონდა ჩაფენილი. უმატრასოდ ვერ დააწვენ, ცოდოა.
სიმყარე თავისი ჩასაფენის სახით მოყვება ცალკე ( შედის ფასში).

გოგოებო ბაკურიანში თოვლში კალიასკით ვერ ვატარებ ალბათ ხო?
და ციგის ქირაობა ხო შეიძლება თუ იცით?

Posted by: nopiahopi 15 Jan 2021, 10:50
narkozeli
იქ ქირავდება ციგებიც და სათოვლე ეტლებიც (ციგასავით ძირი აქვს). შარშან იყო და ალბათ წელსაც იქნება smile.gif ჩვენი სასტუმროს უკან ეგრევე ტყე იყო და მანდ ქირავდებოდა ზუსტად.

Posted by: narkozeli 15 Jan 2021, 11:49
nopiahopi

მადლობაა♡
თან ვფირობ ხო არ ჯობია ვიყიდო ციგათქო და ვერ გადავწყვიტე ჯერ

Posted by: nopiahopi 15 Jan 2021, 12:47
narkozeli
დიდი ციგის ყიდვას ჯობია იქ იქირავო. სათრევად ძნელია და ასეთები როა, ნუ მსგავსი, ძაან მსუბუქი და მოსახერხებელია.


* * *
narkozeli
დიდი ციგის ყიდვას ჯობია იქ იქირავო. პიტველ წელს მაინც. სათრევად ძნელია.

ასეთები როა, ნუ მსგავსი, ძაან მსუბუქი და მოსახერხებელია (ხარისხიანი უნდა ნახო ოღონდ).

user posted image

შარშან დიდები, საჭიანები ვისაც ქონდა ვერ ათრევდნენ უფროსები აღმართში. ჩვენ ეს თეფშივით გვქონდა და ყველა ბავშვს ეს უნდოდა რომ ხედავდნენ smile.gif) თან კიდე რა მოწონთ იცი? ამაზე თოვლსაც ალაგებდნენ და თვითონ დაბაჩუნობენ დაატარებდნენ.


მაგ ასაკზე პირადი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ უფრო მეპრაქტიკულება ესენი.

სხვები უფრო გაგიზიარებენ გამოცდილებას

Posted by: Tua 15 Jan 2021, 13:20
narkozeli
თხილამურებიან კალიასკებს აქირავებენ და ციგებსაც ჩვეულებრივად, ეზოში ჩემთან ალბათ ფეხით ირბენს ტერიტპრია იმხელა გვაქვს არც მომიწევს შორს წაყვანა, სადმე შორს თუ წავედი მაღაზიაში ჩემი კალიასკა დადის თოვლში ჩვეულებრივად , შარშან ვიარე ნორმალურად . ძლივს მოთოვა ისეთი ტალახი იყო დღეს დადო თოვლი user posted image

Posted by: nopiahopi 15 Jan 2021, 13:27
Tua
ვილა მონტეში ხარ? მივამსგავსე კორპუსი

Posted by: Ninico 15 Jan 2021, 13:42
anibani18
გოგო, ერთს ცოტა გაუარა. მეორე ისევ ისეა.
გადავიფიქრე მრჩეველი ბოლო მომენტში და წავიყვანე ნანა ტეფნაძესთან ციტოში. ინფექციონისტიც არისო და მევთქვი უფრო მოგვხედავს. აშლილობა საკვების მოუნელებლობას დაუკავშირა, რადგან ლეიკოციტები განავალში 2-3 და 2-4 აქვთ, სისხლში ნორმაა. ბაქტერიები არ ვიცი რატომ წერია დიდი რაოდენობითო. დაგვინიშნა ნუტრილაკი კეისარ ბიფი და ნეოპეკეს პრობიოტიკები, კიდევ დარმფლორა პლიუსი და კოლიპრევი. 3 დღეში უნდა მიგვცეს შედეგიო. მერე შეგიძლია კეისარ ბიფი და პრემიუმი შეურიო და ისე აჭამოო. ამ ჩემს უმადო ბიჭს კი მოუმატია 900 გრამი და ცოტა ამოვისუნთქე smile.gif

Posted by: Tua 15 Jan 2021, 13:47
nopiahopi
გოგო ბინა მაქვს ვილა მონტეში, დედაჩემია ეხლა ჩემი ძმისშვილით ჩემი ძმის ბინაში, ჩემი დგას ეულად ჯერჯერობით ისეთი ხალხი ჩავიდა წელს ბაკურიანში სულ რომ არასდროს ყოფილან და იაფად გაქირავება მენანება smile.gif))

Posted by: nopiahopi 15 Jan 2021, 14:29
Tua
აუ რა კარგია საკუთარი ბინა მანდ ! ერთხელ ვარ ნამყოფი და ძალიან მომწონს. ეზოს გარეთ პრაქტიკულად არ გჭირდება ბავშვის გაყვანა. ძალიან კარგი კომპლექსია, მყუდრო, კარგი მდებარეობით, ბავშვებისთვის გადასარევად მოწყობილი შიდა ტერიტორიით smile.gif

Posted by: Tua 15 Jan 2021, 15:06
nopiahopi
ქო, დიდი შეღავათია გადახდა რომ არმიწევს საცხოვრებელში, შარშან თებერვალშიც მყავდა 1 კვირა, ზაფხულში 3 კვირა ვიყავით. კიი ტერიტორია დიდი პლიუსია ტრასაზე რომ არხარ , ეზოც დახურულია დიდია და ცენტრში ხომ.საშინელებაა მანქანებითაა სავსე, თან ბაᲕშვები ძალიან კარგად ერთობიან, 7 წლის არის ჩემი ძმის შვილი და მარტოს ვუშვებთ არ გვეშინია რომ სადმე წავა თან ერთობა ბავშვებში უკვე ყველა ერთმანეთს იცნობს. მეც მივდივარ თებერვალში მიმყავს ეს ბურთულა .

Posted by: nopiahopi 15 Jan 2021, 15:21
Tua
QUOTE
7 წლის არის ჩემი ძმის შვილი და მარტოს ვუშვებთ

ჰოო, ისეა ეზო, აივანზე რომ დაჯდე ჰაერზე, გადახედავ ბავშვს როგორ თამაშობს, მაგიტომ მომეწონა პირველ რიგში smile.gif დაცული და მყუდრო ტერიტორიაა

Posted by: NatiaGull 15 Jan 2021, 16:35
anibani18
ანი, თუ არ გეზარება რომ მითხრა, დღის ძილით რა სიხშირით სძინავს შენს გოგოს. ჯამურად ხომ არ დაგითვლია ?

Posted by: anibani18 15 Jan 2021, 16:38
NatiaGull
ნათი, აი, ეს ვიდეოა
https://www.youtube.com/watch?v=-GMzB31yAbM
ჩვენ ძალიან ვიხალისეთ ასეთ გადაგორებებზე
* * *
QUOTE (NatiaGull @ 15 Jan 2021, 16:35 )
anibani18
ანი, თუ არ გეზარება რომ მითხრა, დღის ძილით რა სიხშირით სძინავს შენს გოგოს. ჯამურად ხომ არ დაგითვლია ?

როგორ არ დამითვლია, ნათი smile.gif
5-ჯერ სძინავს დღის განმავლობაშუი, ძილის ხანგრძლივობა 30-45 წუთი. ყოველ 1,15 წუთში, 2 საათში ერთხელ იძინებს
* * *
Ninico
რა კარგია, რომ მოიმატა და კარგი მატებაცაა <3
ჩვენ ვსვავდით ნეოპეკეს პრობიოტიკს და კოლიპრევს. აბა ვნახოთ რა შედეგი ექნება 3 დღეში შენს პატარას <3

Posted by: Tua 16 Jan 2021, 12:33
NatiaGull
ნათი 2-2.5 კვება შეგიძლია კამის ჩაით გადაუნაცვლო ძალიან უმტკივნეულოდ 30 წუთებით და ჩაჯდებით კვების გრაფიკში, მაქსიმუმ 1 კვირა დაგჭირდეს

anibani18
ანი 1.15წუთში ეძინება ხოლმე ? ძალიან მოკლე დრო არ არის ძილებისთვის? ისე 1 ძილი რომ ამოუგდო დიდი შანსია რომ ღამის ძილი დააგრძელოს წესით 10-12 საათი უნდა ეძინოს ღამე . ძილებს შორის დრო რომ გაუზარდო 30-40 წუთზე მეტს დაიძინებს

Posted by: NatiaGull 16 Jan 2021, 14:25
Tua
გოგო მოუმატა ეს 2 დღეა შუალედებს და დავაკვირდები :*
ჩემი გოგო ღამის 9-10ზე იძინებს დილის 9მდე, თითქმის 12 საათი გამოდის. ნუ შუალედებში ზოგჯერ ფხიზლდება მაგრამ ვუბრუნებ და ძაან ბედნიერი ვარ როცა ღამით მძინავს.
დღისით 40-50წუთით იძინებს, 1.5-2 საათში

Posted by: anibani18 16 Jan 2021, 15:29
Tua
თეო, ღამით 11 საათი სძინავს დაახლოებით. დღისით დაკვირვებით ვაძინებ, პირველი ძილი 1,15 წუთის მერე უნდება, მერე ზრდის შუალედებს. ამ ასაკში 2 საათია მაქსიმუმი შუალედი ძილებს შორის, ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში. NatiaGull
ნათი, კარგად იძინებს შენი გოგო, რა გინდა ♡

Posted by: ნაჭუჭა 16 Jan 2021, 17:38
გოგოებო სასტუმროები მუშაობს ბაკურიანში? მინდოდა წაყვანა ბავშვების, თან მეშინია ამ ვირუსის გამო, არადა ჰაერის გამოცვლაც ჭირდებათ, ვერ გავიგე რა გავაკეთო
* * *
თან კვებით მინდა სასტუმრო და ვნახავ ნეტავ ეხლა კვებაც რომ ქონდეს? war.gif

Posted by: Na-Servus 16 Jan 2021, 18:13
შემოვიერთდებით გოგოებო, ჩემი ანამარიათი , საკეისროთი და გაურკვევლობებით. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი
პირველი კითხვა რაც მაქვს- ქამარს ჶუ ხმარობთ და რას მივაქციო ყურადღება ყიდვისას. საკეისრო გავიკეთე სამშაბათს
დღეს გამოგვწერეს, რაც მოვედით ძინავს ჩემ ქალბატონს. მძინარეს ვაჭამაე ორჯერ. ამაღამ აშკარად გავათენებთ)))))

Posted by: NatiaGull 16 Jan 2021, 18:28
anibani18
ან, არ ვუჩივი, კი. ღამით კარგად ძინავს. თავიდან 2-3საათი ვუზივარ საწოლთან, გამოფხიზლების საფრთხეა, მაგრამ ღრმად რომ იძინებს მერე მარტო ჭამისთვის იწყებს შმუშვნას.
დღის ძილი ჯერ ვერ დაალაგა კარგად, ეს ბოლო დღეებია სულ წუწუნებს. 3 თვის ხდება და ალბათ ზრდის დღეებია.
* * *
Na-Servus
Na-Servus
გილოცავ, ბედნიერი დედობა ❤
სულ რომ ძინავს, არ ნიშნავს რომ ღამითაც არ დაიძინებს. მაინც იქონიე იმედი. biggrin.gif
თავიდან კი ჰქონდა არეული დავთარი ჩემს გოგოსაც მაგრამ 2 თვის მერე გაბულკდა biggrin.gif
მარტო უვლი ?

Posted by: Na-Servus 16 Jan 2021, 18:43
NatiaGull
მადლობა love.gif
კი მარტო)
ბოლო ორი ღამე, სამშობიაროში მომიწყო... ))) გუშინ დილის 5ზე დაიძინა მანამდე გაკვირვებული მიყურებდა. აშკარად დანაშაულად მიაჩნდა ღამე ძილი))))

Posted by: NatiaGull 16 Jan 2021, 19:08
Na-Servus
ჩემიც ზუსტად ეგრე... დილის 4-5მდე მიყურებდა გაფართოებული თვალებით biggrin.gif

Posted by: anibani18 16 Jan 2021, 19:12
NatiaGull
თუ გარკვეული ინტერვალების შემდეგ იძინებს, ესე იგი დაალაგეთ უკვე ♡ მე რა ინფორმაციაც მოვიძიე და ჩემი დაკვირვებითაც, ამ ასაკის ბავშვები, 3-4 თვის, იზინებენ ყოველ 75-120 წუთში. სიფხიზლის დრო მატულობს საღამოს მოახლოვებასთან ერთად. ანუ დილით ძილს შორის შუალედს აკეთებს 75 წუთს, ღამის ძილის წინ კი ყველაზე დიდ შუალედს, 2 საათის, ცოტა მეტის მერე იძინებს ღამის ძილზე.
ჩემმა დღეს ისეთი სიბრაზე გამოამჟღავნა smile.gif ახლა სულ გადატრიალება, მუცელზე ყოფნა და ხოხვქ უნდა. არ გამოსდის კარგად, ისე როგორც უნდა და საშინლად ბრაზობს. ხალიჩაზე დააწვენ და გადაბრუნებას ლამობს,მერეგადაბრუმდება და ახლა გახოხება უნდა. მე ხელს ვუდებ ტერფებთან და ჩემს ხელს ებჯინება ფეხებით და წინ მიხოხავს. ქრც ამის ძალა აქვს და საშინლად ბრაზობს. ნორმალურია ნეტა? სათამაშოზეც ასე ჰქონდა, რომ ვერ ბღუჯავდა სათანადოდ, ძალიან ბრაზდებოდა.

Na-Servus
კეთილი იყოს შენი და პატარა ანამარიას ფეხუცა ♡
მე კარგად ვიხმარე ქამარი. არ ვიცი რას უნდა მიაქციო ყურადღება, მე ზომა ამიღესდა სამშობიაროშივე მომიტანეს. გაჩვენებ თუ გიბდა ჩემს ქამარს. ახლა აღარ ვიკეთებ უკვე.
თავიდან ჩემსას სულ ეძინა, ასე რომ შეიძლება შენს გოგოსაც ეძინოს. მერე აურია და 2 თვის მერე დალაგდა ისევ ყველაფერი. ოღონდ მეც ხელი შევუწყვე 2 თვის მერე, თორე მეეჭვება თავისით დალაგებულიყო ძილი და ფხიზლობა.

Posted by: Na-Servus 16 Jan 2021, 20:16
NatiaGull
საყვარელი love.gif
anibani18
აქ სამშობიაროში არ აღიარებენ ამ ქამრებს(((სავარჯიშოები მანახეს მაგრამმე მარტო მუცელი დაბრუნდეს უკან , ეგ პრობლემა არ მაქვს. სასტიკად მიჭირს ლოგინიდან ადგომა გადაბრუნება და ადგომა მერე სიარული ბარაა პრობლემა. მგონია ორგანიები ვერ გროვდება)))) ვიფიქრე ამაზონიდან გამოვწერო და ისე ვიხმარო
თუ ძლიან არ შეგაწუხებ, და დროს იპოვი იქნებ დადო სურათი
წინასწარ დიდი მადლობაlove.gif

Posted by: takoo1 16 Jan 2021, 21:24
ნაჭუჭა
გოგო მე მეგონა არ მუშაობდნენ და არც გამირკვევია,გუშუნ მოვკარი თვალი ტელევიზორში რო თურმე სავსეა ბაკურიანი ხალხით biggrin.gif biggrin.gif ვერ წავედი ვწუწუნებ ორი თვეა და რავიცი იმდენი ხალხი იყო მგონი მუშაობენ ჩვეულებრივად.პროსტა მე ძაან მეშინია და ვერ ვრისკავ წასვლას,ბინა რო მქონდეს ხო მარა სასტუმროში ვიღაც როა ნამყოფი რავიცი მე ვერ წავალsad.gif

Na-Servus
კეთილი იყოს შენი ფეხი,გილოცავ ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს, ბედნიერი დედა- შვილობა გქონოდეთ♥️♥️
თავიდან სულ ეძინა ჩემ ბიჭსაც პატარები ეგრე არიან, 4 საათი ეძინა ხოლმე გადაბმულად დღე,ღამეც მთელი ღამე ეძინა მშვენივრად დიდი კაცივით.დღე ეცადე ყოველ 3 საათში აჭამო,თუ არ გაიღვიძა ძილში აჭამე.ღამე ნუ გააღვიძებ თუ არ გაიღვიძა თვითონ♥️
anibani18
ანიიი რა საყვარელია გოგო,♥️ ლუკიანეც ეგრეა ხო ვერ ხოხავს ნორმალურად და ისე ბრაზობს და ტირისbiggrin.gif კი მეცოდება მარა რა ვქნა მინდა რო ისწავლოს და დავაგდებ ხოლმე ეს კიდე წითლდება ისე ბრაზდება და კივის. ეხლა დაამუღამა დადგება ოთხზე და წინ და უკან ქანაობს ემზადება პრიჟოკისთვის biggrin.gif ჰოპ და ისკუპებს ხოლმე დაერჭობა თავით ეგაა ამის ხოხვა.(ჯერჯერობით) ეხლა ჭოჭინაში ჩავსვით დღეს და დაფორთხავს კივის, ყვავილებს დაერია პუტავს biggrin.gif
გოგო ნორმალურია ჯერ პატარაა და ხშირად იძინებენ მაგ ასაკში. ლუკიანე არეულად იძინებდა ხოლმე.ხან ვაფშე არ ეძინა ხან გადაბმულად 3საათი დაიძინებდა ხან 40 წუთი.კაია რო ასე თუ ისე რეჟიმშია შენი გოგო. მშვენივრად ძინავს ჯვარი სწერია.მაგარი გოგოა♥️ყოჩაღები ხართ ორივე :*
ეხლა წავიკითხე თმის ცვენაზე,მე არ მქონია მარა ჩემ დაქალს გასცვივდა ადრე მახსოვს,საშინლად მელოტივით იყო და აბუსალათინს ისვამდა.კი ამოუვიდა აე ვიცი უშველა თუ თავისით ამოუვიდა.სცადე შენი რა მიდის.

Posted by: Na-Servus 16 Jan 2021, 21:33
gogatakoo
მადლობა
ყოველ ორ საათში ერთხელ ვცდილობ ვაჭამო, ჯერ არ წასულა მატებაში.
ერთი კითხვა მაქვს კიდე
როდიდან დაიწყეთ სეირნობა? თოვლი მოვიდა ჩვენთან და ვფიქრობ ძაან ადრე ხო არ იქნებქ ხვალ 10წუთით რომ გავიყვანო?

Posted by: Tua 16 Jan 2021, 21:35
ნაჭუჭა
არმუშაობენ სასტუმროები, აპარტამენტები ქირავდება მხოლოდ კვებების გარეშე ,მაგრამ სავსეა ხალხით. აპარტამენტებია გაქირავება არიკრძალება კანონით

Na-Servus
პატარებს ყველას ეგრე სძინავთ ❤ მე ვლოცავ ქამარს, ქამრის გარეშე როგორ უნდა ავმდგაეიყავი არვიცი ძალიან და მეხმარა ყველაფერში. ასეთია ჩეკი ოღონდ კრემისფერი ფხრიწებზე user posted image

Posted by: Na-Servus 16 Jan 2021, 21:54
Tua
მადლობა
დღესვე შევუკვეთავ, ასე მგონია ადგომა რომნმოწევს ვერ მოვგროვდები))))

Posted by: QISA 16 Jan 2021, 22:22
გოგოებო ასეთი ანბაბი ხომ არ გაქვთ, ან მსგავსი,
https://mag.ge/ka/childrensworld/toys/wood-toys/wooden-georgian-alphabet-with-boards/
?
ფერადი, არა ფერადი, არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ დაფით, ზედ მოჭრილი ასოების ადგილით?

Posted by: anibani18 17 Jan 2021, 09:38
Na-Servus
ჩემს გარეშეც გაჩვენეს უკვე ქამარი smile.gif მალე გაგივლის ეს ტკივილი, არ უნერვიულო. ქამარი ძალიან დამეხმარა მე პირადად.
როგორ გაატარეთ ღამე?
მგონი შეგიძლია გაიყვანო უკვე, მე სახლსი მოსვლიდან მეორე თუ მესამე დღეს გაბიყვანე. თავიდან რამდენიმე წუთით და მერე გავზარდე. თოვლი რა კარგია ♡
gogatakoo
რა საყვარელია, თაკო, შენი ბიჭი ♡ ეს ისეთი ბრაზიანი ყოფილა smile.gif) ისე უნდა გადაბრუნება, პამპერსსაც ვეღარ ვუცვლი უკვე, სულ ტრიალდება smile.gif) მერე ფორთხვა უნდა, ლამის გაიტანოს კედელი smile.gif)
ჯერ უნდა დაჯდეს არა ხოხვამდე? ნევროლოგმა მითხრა, წამოსვიო ხოლმე და ისე უყვარს ეს წამოჯდონებიც. მოკლედ ძალიან უნდა მოძრაობა.
უფლის წყალობით კარგი გოგოა ჯერ. ვნახოთ მერე რა იქნება. მასთან ერთად მეც ვსწავლობ რაღაცეებს, არ მინდა ჭირვეული და მავნე იყოს. იმედია, გამომივა მისი აღზრდა ცოტა მაინც.
კი, ვცდი აუცილებლად :*

Posted by: takoo1 17 Jan 2021, 12:30
anibani18
რა საყვარელია♥️ ეჭვიც არ მეპარებოდა რო ყოჩაღი გოგო გყავდა,აცადე ცოტახანი და ნახავ რო ვეღარ მოასვენებ ერთ ადგილას)))ხოო ჯერ ჯდომას სწწვლობს და მერე ხოხვას.ლუკიანეს ცოტა გვიან ვაჯენდი მე,ჩემმა დამ 5თვის იყი რო დასვა და მალე ისწავლა ჯდომა,წელის გამაგრება და ხოხვაც.ცოტ ცოტა დასვი ხოლმე 5 თვიდან.დიდი ხნით არა ოღონდ. წამოჯდომა კიი ვარჯიშია ეგ,მაგარია.ვაფშე ვარჯიში ძაან მაგარია მასაჟს ჯობია.ავარჯიშე სულ,ხელები ფეხები ავარჯიშეთ დქ ნახავ როგორ გააქტიურდება.მე ზღვის მარილის აბაზანები დავუწყე ეხლა.ისე მოწონს კვატასავით ნახევარი საათი გდია ხოლმე biggrin.gifვსულ სველი გამოვდივარ ისეთ დღეშია.
* * *
Na-Servus
ძუძუზე გყავს თუ ფორმულაზე? ძუძუზე როცა მოითხოვს მიეცი არ გინდა შუალედები ბევრს არ გაიჩერებს ნუ გეშინია:*
კი თბილად თუ ჩააცმევ ცოტახანი გაიყვანე,რა ჯობია სუფთა ჰაერს.ქარში ნუ გაიყვან მთავარია.

Posted by: Na-Servus 17 Jan 2021, 13:56
anibani18
gogatakoo
ძუძუზეა
ღამე ორჯერ გაიღვიძა, რომ ეჭამა, კარგად იქცეოდა. მეძუძურის ბალიში (იმედია სახელი არ მეშლება) შევკარი და იმაზე დავაწვინე(სავადმყოფოში ჩემზე ეძინა))), მშენივრად იყო, იმედია ამასაც მალე გადავაჩვევ და სახიფათო არაა ხერხემლისთვის.
სამაგიეროდ მე ვიყავი საოცრება, გუშინ გამოწერისას ამცრეს წითელა-წითურაზე
და არ ვიცი მაგის რეაქცია იყო არ ვიცი ბევრი სისხლი რომ დავკარგე, კანკალი დამაწყებინა 2 საათზე, დამჭირდა სათბური და ცხელი ჩაი))
თოვლი და ყინვა გვაქვს, მაგრამ ქარი არაა და გავიყვან 10 წუთით
მადლობა გოგოებო ყველას ყურადღებისთვის love.gif love.gif

Posted by: nopiahopi 17 Jan 2021, 15:14
Na-Servus
ყველაზე სუფთა ჰაერი ახლა გქონიათ და კარგი იქნება გაყვანა smile.gif

Posted by: Tua 17 Jan 2021, 16:43
Na-Servus
გაიყვანე მედვეჟონკით გარეთ 10 წუთით დაიწყე მერე გაზარდე და რეკიმენდაციაა დღეში 2 საათი ზამთარში, ზაფხულში დღეში 2ჯერ 2-2 საათით . წითელაზე რატომ აგცრეს არიყავი აცრილი? არც მე ვარ აცრილი და ისე მეშინია, ისე ნაკეისრალის ეგრევე წითელაზე აცრა რაპონტია smile.gif) კანკალი მეც მქონდა სადღაც მე5 დღეს , დღემდე ვერ ამოვხსენი ეგ ფენომენი.

Posted by: anibani18 17 Jan 2021, 19:09
gogatakoo
მადლობა, თააკო :* ძალიან ხვანცალაა, სულ მოძრაობს. ახლა რომ მიხვდა რაღაც შეუძლია, ძლივს ვაჩერებ ხოლმე. არ გავაჩერებდი ეს სიბრაზე რომ არა. მერე დაძინება უჭირს ასეთ გაბრაზებულს smile.gif
ვაიმე, რა საყვარელია <3 ჩემსასაც ძალიან უყვარს წყალი და შიშველად ყოფნა smile.gif გამოვიყვან და იწყებს ტირილს მერე, მაგრამ მგონი შივდება აბაზანის მერე.
შეიძლება 5 თვიდან დავსვა, თაკო? ახლა მეორე აცრა და პედიართან ვიზიტი გვიწევს, ისე მინდა მასაჟებზე დამრთოს ნება. მარჯვენა მხარეს არჩევს სულ, მარჯვნივ იხედება, მარჯვნივ ბრუნდება. კისრის გამრუდებაც კი აქვს. ახლა მგონი ცოტა გამოუსწორდა, მაგრამ მარჯვენა მხარე მაინც უყვარს ძალიან. თავიც კი გაუბრტყელდა ცოტა მარჯვენა მხარეს. ისეთი მრგვალი, ლამაზი ფორმის თავი ჰქონდა, იქნებ გამოუსწორდეს ცოტა...
* * *
Na-Servus
ჩემი პირადი დაკვირვებით, 2 თვემდე ბავშვს ვერ გააფუჭებ, სულ ხელშიც რომ გყავდეს. ჩემი სულ ხელში იყო დღეც და ღამეც, საერთოდ არ ეძინა. პირველი თვე მე მარტო ვიყავი მასთან, ყველა ღამე თეთრად მქონდა გათენებული. მერე დედასთან წავედი, იქ ვმორიგეობდით, ხან დედას ყავდა, ხან მე, ხან ჩემს ძმას. ღამეები სამ პერიოდად გვქონდა დაყოფილი და ასე იყო ხელში, დღეც სულ ხელში უნდოდა. ჩემთვის ბავშვის ხელში ტარება არის ძალიან მძიმე და აუტანელი, ისე დავიღალე რომ მეტი არ შეიძლებოდა უკვე ასე გაგრძელება. ესიც წამოიზარდა და ნელ-ნელა გადავაჩვიე ხელს სულ. თვითონაც ადვილად მომყვა, სხვათა შორის. ასე რომ როგორც კომფორტული იქნება შენთვის, ისე იყავი ჯერ, მაინც რთული პერიოდია დასაწყისში. მერე იფიქრე აღზრდაზე და ბავშვიც წამოგყვება, აი, ნახავ

Posted by: NatiaGull 17 Jan 2021, 20:51
anibani18
ან, რომ დააწვენ ზურგზე ან მუცელზე, მარცხენა მხრიდან დაუჯექი ან რამე დაუდე რასაც შეხედავს და გაუსწორდება :*
აუ ხელში აყვანაზე, ესეც გამოსწორდა, უბრალოდ ახლა ზრდის დღეები აქვს და სულ ხელში უნდა. მწც მღლის ხელში აყვანა მაგრამ მენატრევბა ხოლმე მერე და რომც არ იტიროს მივდივარ და ამყავს biggrin.gif საწოლშიც მინდა ხოლმე ჩავიწვინო მარა მერე ვეღარ მოვიშორებ და არ ვიწვენ biggrin.gif
ან, შენს გოგოს როგორ გადააქვს ზრდის დღეები ? ეცვლება ხასიათი თუ ვერც იგებ , ისე მარტივად მიდის ? 12კვირის შუიდან 13 კვირის შუამდეა ეგ დღეები და ახლა ეს არის ზუსტად 12ის biggrin.gif

Posted by: anibani18 17 Jan 2021, 21:30
NatiaGull
კი,ნათი, ასე ვაკეთებ,მარცხნიდან ველაპარაკები, ვაჭმევ. ცოტა გამოუსწორდა, ასე მგონია კისერი, მაგრამ თავს ნეტა თუ ეშველება რამე.
მეც ვიხუტებ ხშირად, ან კიდევ თვითმფრინავს ვთამაშობთ, ვცეკვავთ ერთად, რაღაც აქტივობები გვაქვს როცა ხელში აყვანაა საჭირო, მაგრამ როცა ჭირვეულობს უაზროდ, მაშინ არ ამყავს. ცუდი დედა ვარ ალბათ... მაგრამ არ მინდა ჭირვეულობას შეეჩვიოს. თუ ტირის ან აწუხებს რამე მაშინ ვნებდები.
არ ვიცი, ნათი, მგონი ნორმალურად გადააქვს. ახლა 17 კვირისაა, ავდრიანი პერიოდი უნდა ჰქონდეს, რაც მგონი კვების არევით გამოიხატა ჩვენთან, მალ-მალე შივდება ღამე და ტირილს იწყებს. ძილის რეგრესიას ველი გულის კანკალით. 4 თვეზე იწყებაო. ნეტა მშვიდობით გავიაროთ.
მარიამს როგორ გადააქვს ზრდის დღეები?

Posted by: NatiaGull 17 Jan 2021, 22:39
anibani18
აუ მე ვერაფერს ვეთამაშები, იჯღანება biggrin.gif ნუ ეს პატარაა ცოტა შენს გოგოზე... კი გაუსწორდება თავის ფორმა.

გოგო საშუალოდ გადააქვს, ძილებს შოროს წუწუნებს დღისით, ხელში რომ მყავს ჩუმდება. მთავარია ღამით სძინავს. ზოგო ისეთებს წერს, იმის ფონზე ჩემს გოგოს კარგად გადააქვს. მაგ რეგრესიის მეც მეშინია, ძლივს დაალაგა ბავშვმა : D ❣

Posted by: takoo1 17 Jan 2021, 23:17
Na-Servus
სანამ პატარაა აიყვანე ხშირად,მე გულზე მეწვინა ხოლმე საათობით ეძინა ეგრე.
თუ ყინვაა დიდი ხნით ნუ გააჩერებ ჯერ ძალიან პაწუკაა ცოდოა.მე ერთი საათით რო გამყავს სულ გაყინული აქვს ხოლმე ცხვირ პირი))
10 წუთით დაიწყე და მოუმატე ნელ-ნელა.
anibani18
გოგო პედიატრები 6თვიდან რთავენ ნებას მანამდე არა.მაგიტო ისწავლა გვიან ჯდომათქო მაგას ვაბრალებ მე. ჩემი დისშვილი 6 თვის უკვე დამოუკიდებლად იჯდა.5ის რომ გახდება ცოტახნით რო დაიჯინო ხოლმე ფეხზე მგონი არაფერი დაშავდება რავიცი.ძალიან ნუ მოღუნავ ისე შემოისვი ხოლმე.
გოგო მაგას არ ვაკვირდებოდი,ერთი რაც მაქ შემჩნეული ერთ მხარეს ეძინა ხოლმე სულ.თუ შევუცვლიდი ტიროდა თითქოს მიჩვეული იყო არვიცი.
ხოო თავის ფორმა ეცვლებათ სულ.თუ მიეჩვევა მეორე მხარეს წოლას გაუსწორდება დაბალანსდება,ეს სულ გვერდულად იწვა ხოლმე და ისეთი წაგრძელებული თავი ქონდა უცხოპლანეტელივით. biggrin.gif ეხლა ერთი თვეა ზურგზე წევს და ცოტა დაუმრგვალდა თავი თითქოს ჩაუჯდა.
არახარ ცუდი დედა პირიქით:** სწორად იქცევი თავიდანვე უნდა ასწავლო ბავშვს წესრიგი.მე ხანდახან დიდი ადამიანივით ვაძლევ შენიშვნას როცა უაზროდ ტირის,ან ყვირის ან აფუჭებს რამეს.შენ წარმოიდგინე ესმის.რაღაცის გაფუჭებას რო იწყებს მე მიყურებს ხოლმე რეაქცია აინტერესებს))) ძალიან სასაცილოები არიან♥️

Posted by: Tua 18 Jan 2021, 10:21
anibani18
5 თვიდან შეგიძლია კალთაში ჩაისვა მაქსიმუმ.10 წუთით, ძალით დასმა დიდი ხნით არ არის რეკომენდირებული , მე 5 თვისკენ ასე კალთაში ვისვავდი , თან სკამშიც ვსვავდი ჭამისას გასწორებულ.მდგომარეობაში ცოტახნით და.მერე ისევ ვაწვენდი , მაგრამ მყარად მაიმც 7 თვის დაჯდა როცა ბავშვს თვითონ მოესურვა
კისერმრუდობაზე მასაჟებს ნორმალური ექიმები არნიშნავენ რადგან 9 თვემდე აქვთ ბავშვებს დრო გამოსწორების, მერე ნიშნავენ თუ არგამოსწორდა

Posted by: NatiaGull 18 Jan 2021, 13:54
გოგოებო, წუხელ 10ზე დაიძინა ჩემმა გოგომ და დილის 9.30მდე ეძინა, მერე დაიძინა 11.30ზე და უკვე 2 საათი ხდება ისევ ძინავს. ესეც ზრდის დღეებმა იცის ?
ბევრი ხომ არ არის ამდენი ძილი

Posted by: Tua 18 Jan 2021, 15:06
NatiaGull
შეირგე არაა ბევრი smile.gif)) დღის მანძილზე 4-5 საათი უნდა ეძინოს.მაგ ასაკში. გადსბმულად თუ ეძინა გიხაროდეს, ზრდის დღეებმა პირიქით იცის უძილობა და არევა , ყველა ბაᲕსვს ინდივიდუალური ზრდის დღეები აქვს ისე

Posted by: NatiaGull 18 Jan 2021, 15:23
Tua
გოგო 2.30ზე ჭამა და ისევ ეძინებოდა 3ზე

Posted by: anibani18 18 Jan 2021, 15:55
NatiaGull
ნათი, საარკესთან დააყენე აბა. ესიც არ მოსწონს? ჩემი გოგო გიჟდება სარკეზე, შეუძლია ნახევარი საათი ეღუღუნოს საკუთარ თავს.
გოგო, არ ინერვიულო ძილზე. ერთი დღე ჩემსასაც ჰქონდა ასე, მეგონა ძილქუში შეეყარათქო. მეორე დღეს ისევ ჩვეულ რეჟიმში იყო. დააკვირდი აბა დღეს. ხვალ სამი თვის ხომ არ ხდება ან დღეს ხომ არ გახდა?
gogatakoo
მიქელაძე ამბობს, ბავშვს გენეტიკურად რა ფორმის თავიც უნდა ჰქონდეს, ერთი წლის ასაკისთვის ზუსტად ისეთი ექნებაო, მიუხედევად გაბრტყელებისო. მეც ამის იმედი მაქვს smile.gif
ჩემი სიძე გამახსენდა, პატარა რომ იყო მათი შვილი, ყველაფერს ზედმიწევნით უხსნიდა ხოლმე. მაგალითად, ალერგიის საწინააღმდეგო წამალი უნდა დაელია ბავშვს და იჯდა და უხსნიდა რატომ უნდა დაელია და რისთვის იყო კარგი. სულ თვეების იყო მაშინ ბავშვი. იცი როგორი ჩამოყალიბებული და აზრიანი ბავშები ყავთ ახლა. მათი მაგალითით მინდა ვიხელმძღვანელო მეც, თუ გამომივიდა.
რა საყვარელია შენი ბიჭი <3 როგორი ღიმილიანი ვინმეა <3
Tua
კი, თეო, ვიცი. მასაჟებს დღესდღეობით კარგი პედიატრები საერთოდ აღარ უწევენ მგონი რეკომენდაციას.

Posted by: NatiaGull 18 Jan 2021, 16:04
anibani18
ზეგ ხდება 3ის
სარკეში ვაყურებინებ მაგრამ 4-5 წუთი და მორჩა

Posted by: anibani18 18 Jan 2021, 16:11
NatiaGull
ხოდა ეს იქნება, ნათი. არ ინერვიულო. მე დავაკვირდი ჩემს გოგონას, როცა ასაკი ემატება, 1, 2, 3 თვის რომ გახდა, იმ დღეებში უცნაურად იქცეოდა ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში ბევრი სძინავს და ჭამა ავიწყდება. აბა, დააკვირდი და თუ მაინც გული გეთანაღრება, ექიმს დაეკითხე.

Posted by: NatiaGull 18 Jan 2021, 16:14
anibani18
ამას ჭამა არ ავიწყდება, რომ მორთავს ხოლმე ღრიალს biggrin.gif ჯგუფში ვიკითხე ახლა და დამიწერეს გოგოებმა, ესე იციან ზოგმა ბავშვებმაო :*

Posted by: anibani18 18 Jan 2021, 16:16
NatiaGull
ხო, არ ინერვიულო :*
ნათი, როდის იწყებ მყარ კვებას? ინეტერსი მკლავს ამ მყარ კვებაზე smile.gif ერთი სული მაქვს დავიწყოთ

Posted by: NatiaGull 18 Jan 2021, 16:26
anibani18
5.5დან დავუწყებ მცირე რაოდენობით წყალს და კვებას.
"რა ვაჭამოთ ბავშვებს" ამ ჯგუფში ხარ ? დეტალურად უწერიათ.
ფაფებს აპირებ თავიდან თუ ხილ-ბოსტნეულს ? მე ალბათ ფაფებს

Posted by: anibani18 18 Jan 2021, 16:57
NatiaGull
მე ემგონა ექიმი მირჩევდა, ჩემით ვერ ვბედავ გადაწყვეტას.
კი, ვარ ამ ჯგუფში. რამდენიმე დღის წინ მომიწვია მეგობარმა, ჯერ არ წამიკითხავს ყველაფერი.
რატომ გადაეყვიტე 5,5 თვიდან დაწყება? რის მიხედვით ხდება მყარი საკვების დაწყების ასაკის განსაზღვრა?

Posted by: Ninico 18 Jan 2021, 18:34
NatiaGull
ნათი, გახსოვს მე ვწერდი აქ ლამის სასწრაფო რომ გამოვიძახე გადაბმული ძილის გამო და მერე ნევროპათოლოგს გავასინჯე biggrin.gif 9 კვირის იყო მემგონი.

Posted by: nino84 18 Jan 2021, 21:19
გოგოებო, როგორ ხართ? მეგობარს დაჭირდა ბავშვისთვის ნევროლოგი და პირადი გამოცდილებით ვის მირჩევთ? გოჩა ჩიკვინიძეს და კოტეტიშვილზე მსმენია. სხვა?

Posted by: narkozeli 19 Jan 2021, 10:32
გოგოებო გიზიარებთ ჩემს შექმნილ ჯგუფს ბავშვებთან ერთად დასვენებაზე. ყოველთვის მაქვს ხოლმე ეს კითხვები ზამთარ-ზაფხულ, სად წავიდეთ ბავშვთან ერთად, სად დავისვენოთ ( სასტუმროები, კოტეჯები, ჰოსტელები, აპარტამენტები, სკვერები, პარკები, მთები და ზღვები). მსგავსი ჯგუფი არ გვქონია და ვეცდები ამ ჯგუფში თავი მოვუყარო ყველაფერს.

https://www.facebook.com/groups/1128299874272142/?ref=share

Posted by: Tua 19 Jan 2021, 16:12
NatiaGull
anibani18
გოგოებო ბავშვის მყარი კვება ინდივიდუალურია, პედიატრმა უნდა გითხრათ როდის უნდა დაიწყოთ მყარი კვება იმ.ბავშვებს რომლებსაც რეფლუქსი აქვთ უფრო ადრე უწყებენ წესით , ნათი მე მახსოვს რცხილაძემ 4 თვეზე გითხრა მყარი კვება და მიზეზზე ჩაეკითხე აუცილებლად, მაგ ჯგუფში ბევრი კარგი ინფოა მაგრამ.ლაქტაციის ჯგუფივით ცოტა ზედმეტებში გადადიან მანდაც biggrin.gif

Posted by: narkozeli 19 Jan 2021, 19:28
Tua

კი, ნამდვილად ინდივიდუალურად უდგება, აგერ ტყუპებზე ლილეს 4 თვეზე დააწყებინა და ნიას 6 თვეზე. ნუ ლილესთან რეფლუქსიც იყო და ნამატი არ ქონდა კარგი და რძესაც არ სვამს.

Posted by: Tua 19 Jan 2021, 22:19
narkozeli
კი ჩვენი პედიატრიც ეგრეა წონასაც უყურებენ ბავშვისას , იმიტომ.დავწერე რომ ჯგუფებში დაწერილი ინფორმაციით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ იქ ზოგადი რეკომენდაცია წერია , მყარი კვების დაწყება ბავშვის პარამეტრებზეა დამოკიდებული, წონა, ჯდომა, რეფლუქსი, ალერგიები და არა იმაზე რომ ჯგუფში სადღაც 5.5 წერია , პედიატრებიც ინდივიდუალურად მსჯელობენ .

Posted by: nionia 20 Jan 2021, 12:56
nino84
ჩიქვინიძე ძალიან კარგია, გია მელიქიშვილსაც აქებენ, კოტეტიშვილს მე ვერ ვურჩევ ვერავის რავიცი ჩემს მეგობარს დაყავდა მასთან ბავშვები.

Posted by: NatiaGull 20 Jan 2021, 15:14
Tua
თებერვლამდე ვერ ვნახავ ირაკლის, მრჩეველის სხვა პედიატრთან მიმყავს ამ თვეში, ვკითხავ და მერე ირაკლისახ ვკითხავ biggrin.gif
ატოპიური კანი აქვს და მწვანე განავალი, ცოტა თხელი. რავიცი ვითომ ამის გამო ? ნუ დავაზუსტებ აუცილებლად.

anibani18
ანუ თავიდან ხომ ძალიან მცირე რაოდენობა უნდა მივცეთ და 2კვირა არც აწეთ არის და არც იქეთ. 3 დღის წესით მივცემ ხოლმე რომ ალერგიები დავიჭირო :*
6თვიდან იმიტომ იწყებენ რომ მაგ ასაკში იწყებს ბავშვი მყარად ჯდომას, გადაყლაპვას, რომ გადაცდენის რისკი არ იყოს.
4თვიდან იმ შემთხვევაში იწყებენ თუ ცუდი მატება აქვს, რეფლუქსი აწუხებს.
1 წლამდე რძე მაინც რჩება, ანუ მყარ საკვებთან ერთად ფორმულაც უნდა მივცეთ.

Ninico
კი ნინ, მახსოვს... ზრდის ეტაპმა გაიარა ჯერჯერობით. გაბუნჩულდა ისევ. გუშინ მოვნათლეთ და იმდენი იტირა იმდენი, ლამის მოვკვდი. მერე სახლში ისევ მშვიდად იყო, რომ ჩათბა.

Posted by: nino84 20 Jan 2021, 18:08
nionia
მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: itona 21 Jan 2021, 22:59
გოგოებო,ისევ რჩევისთვის შემოგეჭერით...რა არ ვიცი,იცით,ბავშვი რით უნდა დაიბანოს??ტანს ვგულისხმობ,ღრუბელია რამე რბილი,თუ ნაჭერი, თუ-რა??და აბაზანის სადგამები პრაქტიკულია??

Posted by: Tua 21 Jan 2021, 23:50
itona
მე არვიყენებდი ღრუბელს და ნაჭერს, უბრალოდ ხელით ვბანდი ნაზი მოძრაობით კვირაში 2ჯერაა დაშვებული საპნით დაბანა ( ტოპიკრემის დასაბანით) და დანარჩენი დღეები უბრალოდ წყლით ბან, ძალიან პაქტიკულია მე ძალიან კარგად ვიხმარე აბაზანის ფეხები 9-10 თვემდე, არც დახრა გიწევს და არაფერი უკომფორტულესია , მეაქვს პოლონურები უნივერსალურია ყველა აბაზანაზე მიდის დიდზეც და პატარაზეც საბაში ვიყიდე

Posted by: itona 23 Jan 2021, 12:02
Tua
დიდი მადლობა
* * *
ვყოყმანობდი ყიდვაზე და ანუ,შევიძენ

Posted by: Na-Servus 23 Jan 2021, 13:48
გამაჯობა
გოგოებო, რძე რომ საკმარისი გქონდეთ რას სვავთ
(იმედია სულელური კითხვა არაა)
ნამატი არ აქვს ჩემს ქალბატონს. მიმტკიცებენ რომ შიოდეს იტირებდაო მაგრამ....
ვერ ვისვენებ

Posted by: NatiaGull 23 Jan 2021, 14:16
Na-Servus
რამდენი კვირისაა ? და რა წონის დაიბადა ?

Posted by: Tua 23 Jan 2021, 14:21
Na-Servus
წამლებს აზრი არ აქვს მაგ დროს, წოვას მოყავს რძე , ნამატი კიდევ 1 თვეზე აწონე და თუ არექნება საერთოდ არაფერი ნამატი 100 გრამიც კი მაშინ დაგინიშნავთ პედიატრი ხელოვნურ კვებას ალბათ. მანდ არვიცი როგორაა მე 6 თვემდე ყოველ თვე დამყავდა პედიატრთან.

Posted by: Na-Servus 24 Jan 2021, 16:59
მადლობა გოგოებო
3.240 დაიბადა
და დაიკლო _2.790 იყო ორშაბათს
მერე ხუთშაბათს ნამატი აჩვენა 10 გრამი((
დს ხვალ. ვართ დაბარებულები კონტროლზე
12 დღისაა
ისე არ მიდნა დამატება((
იმედია ხვალ მეტს გვაჩვენებს სასწორი)))

Posted by: NatiaGull 24 Jan 2021, 19:01
Na-Servus
რატომ წონით ამდენჯერ ? 2 კვირაში უნდა დაიბრუნოს ბავშვმა დაბადების წონა.

Posted by: Na-Servus 24 Jan 2021, 19:54
ექიმის დაჟინებით((
ორი კვირის სამშაბათს გახდება
ხვალ თუ ცოტა მომატებული წონა გვაჩვენა არ დაჭირდება დამატება
მეუცნაურა ძალიან 24 საათში როგორ უნდა წონდეს 8-10 საჭმლის მიღება
არადა მგონია რომ იღებს საკმარისს რძეს
ხო იტირებდა რომ შიოდეს
ეს კიდე მუთაქაა ოფიციალური))) ჭამს ძინავს და საღამოს 7-9მდე აქვს სიფხიზლის დრო რომ ხელით უნდა ატარო)

Posted by: NatiaGull 24 Jan 2021, 23:03
Na-Servus
საქართველოში ხარ ? თუ კი, არ მიკვირს. ფორმულას გასაღებას ცდილობს ალბათ, როგორც წესი. ასე წარამარა არ წონიან ბავშვს, თან არ ტირის, რომ შიოდეს აგაწიოკებდა. შეეშვას რაა )) ❤❤

Posted by: Na-Servus 24 Jan 2021, 23:14
NatiaGull
არ ვარ საქართველოში
მეც მაგას ვფიქრობ რომ შიოდეს იტირებდა
ღამე ორჯერ ვაჭმევ და ძინავს მშვიდას

Posted by: ირმაკო 25 Jan 2021, 12:12
ეხლა შემაშინეს რომ, ძიძები ახალშობილებს, რომ ძალიან არ შეწუხდნენ, დამამშვიდებლებს აძლევენო. გსმენიათ ეგეთი?
ან რას აძლევენ ნეტა?
ან როგორ უნდა გავიგო ეგ?
საგონებელში ჩავარდი sad.gif

Posted by: NatiaGull 25 Jan 2021, 16:24
ირმაკო
გააჩნია ძიძას, ზოგადად ხდება ცუდი ფაქტები. დიდი სიფრთხილეა საჭირო, მე პირადად თუ ოდესმე ძიძას ავიყვან აუცილებლად კამერებს დავაყენებ ყველა ოთახში. სხვანაირად მშვიდად ვერ ვიქნები.

და ძიძა კი არა, სამწუხაროდ ზოგი დედაც ეგრე აკეთებს. ფიქრობენ რომ დამამშვიდებლით მიღებული ძილი კარგად მოქმედებს ბავშვზე sad.gif

ერთი ქალი ამბობდა ამას წინათ, ჩემი რომ არ იძინებს ნუროფენს ვასმევო გავგიჟდი

Posted by: Na-Servus 25 Jan 2021, 16:46
ირმაკო
კამერა და მგონი ეტყობა კიდეც ადამიანს((
მე. პირადად მიმუშავია ძიძად და ვერასდროს მივხვდები მასეთი რამ როგორ უნდა ჩაიდინო(

Posted by: Ninico 25 Jan 2021, 21:36
NatiaGull
რა კარგია რომ მონათლე ნათი ❤️ გილოცავ ქალბატონის გაქრისტიანებას. მეც ისე მინდა ჩემების მონათვლა და ჩემი ქმარი კორონას დასრულებას ელოდება.

***
გოგოებო ჩემს ბიჭებს ულაქტოზო კვება სჭირდებათ და ეს რა ხდება გავგიჟდი. რაც მითხრა ექიმმა ყველაფერი დეფიციტშია, აღარ ვიცი რომელი საკვები დავუწყო, რომ დეფიციტის გამო შეცვლა არ მომიწიოს მერე.

Posted by: Na-Servus 25 Jan 2021, 21:38
80 გრ. მოიმატა
ასე მგონია ომი. მოვიგე))))

Posted by: Tua 25 Jan 2021, 23:12
Na-Servus
წესით ძუძუს ბაᲕსვი ძირითადად სულ.ძუძუზე უნდა გყაბდეს ჩამოკიდებული, ეგ ითვლება ჯ9რმად, ხელოვნურის ბავშვწბი 8ჯერ ჭამენ 2რ საათში ანუ 3 სქქთში ერატხელ. გილოცავ 80 გრამს მაგრამ სამშობიაროში ძალიან ბევრი დაუკლიქ, საქქრთველოში დაბადების წონის 10% ითვლება ნორმად იმის იქეთ ცუდ მაჩვენებლად.

Posted by: Na-Servus 25 Jan 2021, 23:28
საკეისროდან სამი დღე არ ჭამდა
და ექიმებმა ნორმააო და მერე უკვე გამოწერისას დამაპანიკეს

Posted by: NatiaGull 26 Jan 2021, 09:02
Ninico
რომელიც არის ულაქტოზო, იმ კვების ფბ გვერდს რომ მიწერო ? იქნებ საწყობიდან გაგატანონ
* * *
Na-Servus
შემოწმებული გაქვს ისე ლაგამი ? ჩემსას ჰქონდა და უჭირდა მოჭიდება

Posted by: Ninico 26 Jan 2021, 13:39
NatiaGull
ფრისოს მივწერე ნათი და ფიზიკურ პირებზე არ ვყიდითო. არადა ქონიათ ეს ფრისო პეპი საწყობში, მაგრამ აფთიაქებში რატომღაც დეფიციტია. თუ აფთიაქის მენეჯერი დათანხმდება შევიტანთო და მენეჯერის კეთილ ნებაზე ხომ არ ვიქნები დამოკიდებული. ისეთი საკვები არ მინდა მერე საძებნი რომ გამიხდეს.

Posted by: narkozeli 26 Jan 2021, 15:14
რაამბავია ისე რა გაღორდნენ ამ საჭმელზე, 50 ლარი ღირს პლასმონიც, თავიდან 37 ლარად ვყიდულობდი და 1 წელში 13 ლარით გაძვირდა :შ

Posted by: NatiaGull 26 Jan 2021, 15:42
Ninico
აუ რას გაახურეს, ზოგი კომპანია მშვენივრად ყიდის ფიზიკურებზეც.

ისე ვინ დაგიდგინათ ლაქტოზის აუტანლობა ?

Posted by: Ninico 26 Jan 2021, 17:18
NatiaGull
კი, ნუტრილაკი სულ საწყობიდან გამოვიტანეთ.

პედიატრმა დაუდგინა. 3 კვირაა დიარეა ვერ მოვურჩინე ბავშვებს, რა აღარ ვასვი. განავალიც დავთესეთ და არაფერი არ ამოითესა. თან მუცლები სტკივათ, მთელი ღამე ვერ ისვენებენ და ფეხები აქვთ მაღლა აშვერილი.

narkozeli
პლასმომს აქვს შოურუმი და ყიდიან იქიდან. რისოლაკი მითხრეს 36.80 ლარი. აფთიაქში მემგონი 42 ლარამდეა

Posted by: narkozeli 26 Jan 2021, 17:21
Ninico

აღარაა 42-მდე, ადრე ღირდა მასე, ეხლა 49 გადავიხადე გუშინ. აბა შოურუმს მოვიძიებ პლასმონის ფეიჯზე. მადლობა :*


Posted by: Ninico 26 Jan 2021, 17:39
narkozeli
Ekimoზე ვნახულობ და 41.95 ლარი წერია

Posted by: nino84 26 Jan 2021, 18:26
Ninico
ნუტრიბენ ჰიდროლიზადა ვუყიდე ჩემ გოგოს, მანამდე ფრისო პეპ აცს ვაჭმევდი და ეხლა დეფიციტში როა სხვა გზა არ დამრჩა
* * *
narkozeli
გვანც, მე ვყიდულობდი პლაზმონის წარმომადგენლისგან რისოლაკს, ვეფხი და მოყმის ძეგლთან აქვთ ოფისი ფორტუნას შენობაში. თუ გინდა მოგწერ პირადში საკონტაქტოს

Posted by: anibani18 26 Jan 2021, 19:10
გოგონებო, პედიატრიული კორესატინი შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე გამოვიყენოთ? საშინლად აქვს გამომწვარი და გამომშრალი კანი ლოყებზე. ვხმარობ ტოპიკრემ დ.ა.-ს, საღამოობით ადუღებული წყლით ვუმუშავებ და ვუსვამ, დღის განმავლობაშიც ვუსვამ კრემს, უამინდობის დამცავლსაც ვხმარობთ, მაგრამ ლოყები ვაშლებივით აქვს აწითლებული და აქერცლილი. ბევრი დორბლები აქვს, სულ სველია ხოლმე დღის განმავლობაში. რა შეიძლება კიდევ რომ ვიხმარო?
Na-Servus
ყველა ბავშვი არის იდივიდუალური. ყველა ხომ ვერ მოიმატებს 500 გრამს, 1 კილოს დაბადებიდან 1 კვირაში?! ბავშვი დაბადებული არ არის და უკვე სტანდარტებს უყენებენ და სთხოვენ ჩაჯდეს ამ სტანდარტებში...
არ ინერვიულო რა. ხომ აქვს მატება, 1 თვეზე კიდევ დააკვირდი.
წოვას მოყავს რძე, როგორც ზემოთ გითხრეს. თუ მაინც რამე გინდა მიიღო, ჰუმანას პიულატე არის გადასარევი.

Posted by: NatiaGull 26 Jan 2021, 19:14
anibani18
კორესატინი სტეროიდებს შეიცავს და აღარ ნიშნავენ. მეც ნაყიდი მაქვს ადრე.
გარეთ გასვლისას ველედას ცივი კრემი წაუსვი და ახლა აქერცლილზე ჰიდროკორტიზონი დაგვინიშნა რცხილაძემ. ტოპით ვუტენიანებ ისე

Posted by: anibani18 26 Jan 2021, 19:25
NatiaGull
ნათი, აწითლებული რაც აქვს, მააგასაც უშველის ჰიდროკორტიზონი?

Posted by: nino84 26 Jan 2021, 19:57
anibani18
რცხილაძის ასისტენტს გავუგზავნე ფოტოები წითლად ჰქონდა ძალიან ლოყები და გაუხეშებული კანი. სამი დღე ჰიდროკორტიზონი დაგვინიშნა და ატოპიური კანისთვის დამატენიანებელი. რაც აცივდა ავენის ქოლდ კრემს ვუსმევ გარეთ გასვლის წინ და დღის განმავლობაში ტოპოკრემის ად კრემით ვუტენიანებ. კორესატინში ტყუილა გადავყარე ფული, არაფერი ქნა საერთოდ, თან ჰორმონალურიც ყოფილა.

Posted by: Ninico 26 Jan 2021, 20:17
NatiaGull
nino84
სეკალია ულტრა არ შეიძლება გოგოებო? ჩემსასაც გამომშრალი და აწითლებული აქვს ლოყები.

Posted by: NatiaGull 26 Jan 2021, 20:31
anibani18
ჰიდროკორტიზონი მხოლოდ აწითლებულზე წაუსვი, უბრალოდ გამომშრალზე მარტო დამატენიანებელი

Ninico
კი სეკალიაც ძაან კაია, მეც მინდა ვიყიდო

Posted by: anibani18 26 Jan 2021, 20:34
nino84
NatiaGull
მადლობა. კორესატინი ადრე ხერხეულიძემ გამოგვიწერა გამონაყარზე და გვიშველა. მიდევს მას შემდეგ.
ვცდი აბა ჰიდროკორტიზონს. სიცივის ბრალია ეს სიწითლე თუ დორბლების? იმდენი დორბლები აქვს, ლამის წაგვლეკოს. დილით დამშვიდებული აქვს მეტ-ნაკლებად კანი, საღამოს ისევ უვარვარებს.
რამდენჯერ წავუსვა ჰიდროკორტიზონი? ზემოდან გადავუსვა მერე დამატრნიანებელი თუ 1-2 საათში წავუსვა?

Posted by: Na-Servus 26 Jan 2021, 20:36
NatiaGull
anibani18
მადლობა გოგოებო
ლაგამი წესრიგშია
რძე აშკარად საკმარისია. უკვე საფენი მჭირდება. ჰიპის და ველადას ჩაი ვიყიდე და ვსვავ
ჯერ ვუყურებ ერთ თვემდე როგორ იქნება. მაპანიკებენ მგონი ტყუილად. ორი კვირისაა და როგორ მოიმატებდა ბევრს

Posted by: anibani18 26 Jan 2021, 20:40
Na-Servus
მართალი ხარ, დაიცადეთ ჯერ და 1 თვეზე ნახავ რა ფუნთუშა დაგხვდება ♡
ორივე მაქვს დალეული, ველედაც და ჰიპიც. ჰიპი უკეთესია ამ ორიდან მაგრამ ჰუმანა ყველას სჯობს. ძილის წინ დალიე და ღამე იმდენი მოგივა, რომ არ მოწოვოს, გამოწველა მოგიწევს.

Posted by: Tua 26 Jan 2021, 21:22
anibani18
სიცივის ალერგიას გავს გარეთ თუ გაგყავს, ველედას უამინდობის კრემს როგორ ხმარობ 20 წუთით ან 30 წუთით ადრე უნდა წაუსვა გასვლამდე. კორესატინი მაგას არშველის, ტაკოზეა კარგი ოორესატინი და პატარა გამონაყარზეც იდეალურია , თუ ძალიან ხორკლიანი აქვს ლოყები ტოპიკრემის დამატენიანებლის ნაცვლად პატარა სეკალია ულტრა იყიდე 200იანი და ეგ წაუსვი სახეზე. ჰიდროკორტიზონიც სტერიოდია და ჰორმონებს შეიცავს ისევე როგორც კორესატინი

Posted by: Na-Servus 26 Jan 2021, 21:23
anibani18
მადლობა
ჰუმანა არ შემხვედრია, გავალთ ხვალ და დავზვერავ)))

Posted by: tako_91 26 Jan 2021, 21:33
QUOTE (Na-Servus @ 26 Jan 2021, 20:36 )
NatiaGull
anibani18
მადლობა გოგოებო
ლაგამი წესრიგშია
რძე აშკარად საკმარისია. უკვე საფენი მჭირდება. ჰიპის და ველადას ჩაი ვიყიდე და ვსვავ
ჯერ ვუყურებ ერთ თვემდე როგორ იქნება. მაპანიკებენ მგონი ტყუილად. ორი კვირისაა და როგორ მოიმატებდა ბევრს

გამარჯობა, ჩემი შვილიც ეგრე იყო, პირველ თვეს მოიმატა მინიმუმი, სამშობიაროშიც ბევრი დაიკლო, მაგრამ მაინც არ მიმიცია ძუძუს გარდა არაფერი და მეორე თვიდან დაიწყო ჩვეულებრივად მომატება, არ ინერვიულო, თუ წამოგივიდა რძე შენი პატარაც მოიმატებს ნელნელა, ყველა ბავშვი ინდივიდუალურად იმატებს, ზოგი ბევრს და ზოგი ცოტას, მთავარია მინიმუმი მაინც მოიმატოს ხოლმე. პირველ ორ კვირაში 80 გრამი მშვენიერი ნამატია ჩემი გამოცდილებით. ჩემი გოგო ეხლა უკვე წლის და ორი თვის არის და ვეღარ ვიშორებ ძუძუდან smile.gif

Posted by: NatiaGull 26 Jan 2021, 22:58
anibani18
ჩემსასაც უხვად აქვა დორბლები მაგრამ კანი აქვს ატოპიური და სიცივეზე ემართე ა ხოლმე ეგრე. ჰიდროკორტიზონის მერე არაფერი წაუსვა, დღეში 1-2ჯერ მეტი არა. ძაან ძაან თხლად უნდა წაუსვა.
მე მაინც ვფიქრობ, ჯობია სურათი გადაუღო და ასისტენტს გაუგზავნო, ჩვენ ჩვენი გამოცდილებით ვამბობთ და იქნებ უბრალოდ დორბლმა გაუღიზიანა და რად გინდა ძლიერი მაზი...

Posted by: Ninico 26 Jan 2021, 23:19
Nა-შერვუს
ძუძუზე გყავდეთ, მაგაზე კარგი არაფერია. ახლიდან რომ ვიწყებდე მაქსიმალურად ვეცდებოდი, რომ სულ ხელოვნურზე არ გადამეყვანა, მაგრამ ვერ გავქაჩე 2 ბავშვი. მეშინოდა რომ არ ეყოფოდათ და წონაში ვერ მოიმატებდნენ, გავუზარდე ხელოვნურის დოზა და კი გამიშრა. ლაქტაციის ჯგუფიდან უნდა გამოვიდე, თეთრი შურით მშურს იმ გოგოების sad.gif

Posted by: Na-Servus 27 Jan 2021, 01:01
მადლობა გოგოებო love.gif
რძე აშკარად მაქვს და ყველანაირად ვეცდები რომ გავაგრძელო კვება

Posted by: takoo1 27 Jan 2021, 12:46
anibani18
ანი სიცივეზე უწითლდება და დორბლები რო ჩამოსდის მერე უღიზიანებს უფრო.ლუკიანესაც ეგრე აქ დორბლები ისე უწითლებს ხოლმე ლოყებს,წვრილად აქვს ხოლმე დაწინწკლული მერე.
Na-Servus
მაგ ვადაზე ჩემ შვილს 10 გრამი ქონდა მომატებული,დამაპანიკეს და გავიქეცი ხელოვნური ვუყიდე, მეგონა არ ყოფნიდა რძე და სულ ვნერვიულობდი,თან ვერ წოვდა წესიერად და მიწევდა გამოწველა.საბოლოოდ მაინც ძუძუზე გადავიყვანე,9 თვისაა და კიდე ძუძუზე მყავსsmile.gif მაგაზე ბედნიერება და კომფორტი არაფერია თუ გაქვს რძე არ გინდა ხელოვნური დამიჯერე.მოიცადე ცოტახანი და შეხედე.თუ ნამატი არ ექნება შეიძლება რძის ბრალი იყოს(ცხიმიანობა თუ არ აქვს რძეს მაგ დროს არ აქვთ ხოლმე ნამატი) მაგ შემთხვევაში ხდება დამატების დანიშვნა.
იცი რა ქენი,მკერდი რო კარგად გაგევსება გამოწველე და დაახლოებით გეცოდინება რამდენი მლ გიდგება ერთ ძუძუში.და გაიგებ რამდენს ჭამს ბავშვი.ბოლომდე დააცლევინე ხოლმე რო კარგად ჩადგეს რძე.შეგიძლია ჰუმანა პიულატეც წაახმარო.მე ვსვავდი და ჩემზე კარგი შედეგი ჰქონდა.დანარჩენი ტრუხაა ეს ჩაები და სისულელეები რო იყიდება.
ბევრი სითხეები სვი,ჭამე კარგად.და ეცადე დაისვენო როცა ბავშვს ძინავს შენც დაიძინე.ღამე აჭამე ხოლმე ძუძუ ესე 1დან 5მდე ამ შუალედში უეჭველი.მაგ დროს დგება ყველაზე მეტი რძე.თუ რამე დაგჭირდება აქ ვართ:*
* * *
გოგოებო კიჭებზე რას ხმარობდით? ორი ისე ამოუვიდა დიდად არ აწუხებდა და ეხლა ზედა ორი (თუ სამი) ამოსდის და ძალიან წუხს,ღამეც ძილში სულ კრუსუნებს,დღე ძალიან გაღიზიანებულია.გელები ეფექტურია? დღეს ვუყიდე და ვნახოთ აბა თუ უშველის.

Posted by: Na-Servus 27 Jan 2021, 12:55
gogatakoo
დიდი მადლობა გამხნევებისთვისlove.gif

Posted by: narkozeli 27 Jan 2021, 12:58
gogatakoo

რამდენიმე წუთით უყუჩებს გელები, დენტოკინდის ტაბლეტები (ვფხვნი და ვუსვამ ღრძილებზე) ჯობს მაგრამ უკანა კბილებზე დიდად ვერც მაგან გვიშველა, მერე ნუროფენი მოვუსვი პედიატრის რჩევით და ყველაზე ეფექტური ეგ იყო.

Posted by: Tua 27 Jan 2021, 14:23
gogatakoo
დენტოქინდი მაგრამ ერთჯერადადაფექტი არანაირი აქვზ, 2-3 კვირა უნდა უსვა სულ დღეში 6 აბი , ნუროფენიც შეგიძლია თითზე დაიწვეთო და მოუსვა. ზედა კბილებზე ჩვენც გავწვალდით თან ამას ნელა ამოსდის და 2 კვორა ზმუოდა user.gif

Posted by: takoo1 27 Jan 2021, 20:00
narkozeli
Tua
ნუროფენი როგორ უყუჩებს, იბუპროფენი არარი ეგ,ტემპერატურა თუ არააქვს მაგის მიცემა ყოველდღიურად როგორ შეიძლება.მაგას პარაცეტამოლი ჯობია ზოგადად მე ესე ვიცი და მითუმეტეს თუ ტემპერატურა არ აქვს ესე ხმარება შეიძლება?
დენტოკინდიც ჰომეუპათიურია ხო? მე ვიბურგელი ვუყიდე

Posted by: anibani18 27 Jan 2021, 20:35
Tua
NatiaGull
gogatakoo
მადლობა, გოგონებო. ვუყიდე სეკალია ულტრა და იმას ვიხმარ. 2-3 თვეში ერთხელ გამოუცვალე დამატენიანებელიო, ასე მირჩია ექიმმა. მშრალი კანი აქვს ზოგადად. კრემებიც იმდენი დამიგროვდა უკვე, ვერაფრით დავუტენიანე.

წუხს ძალიან ღამის მეორე ნახევარში. რა შეიძლება იყოს, როგორ ფიქრობთ? არ იღვიძებს, მაგრამ თავს იქნევს აქეთ-იქით, ბორგავს, წამოიტირებს ხოლმე, ფეხებს სწევს. ვერ გავიგე როგორ დავამშვიდო ან რით დავეხმარო

Posted by: NatiaGull 27 Jan 2021, 22:25
anibani18
4ის თუ გახდა უკვე, ძილის რეგრესია ეწყებათ მაგ დროს. რეჟიმი ერღვევათ ზოგჯერ, შეიძლება რამდენიმე დღეში ჩადგეს ისევ ფორმაში ❤

Posted by: narkozeli 27 Jan 2021, 22:33
gogatakoo

ყოველ დღე არც დაგჭირდება წესით, ძალიან როცა წუხს ან ვერ იძინებს კბილების გამო, მხოლოდ მაშინ.
ღრძილზე უნდა მოუსვა ძალიან ცოტა

Posted by: Tua 28 Jan 2021, 00:13
gogatakoo
ყოველდღე არც უნდა იხმარო თან ხომ ქრ ასმევ 2 წვეთს იდებ თოთზე და უსმევ ღრძილზე ეგ სიცხეს არდაუგდებს, მე 2ჯერ მივეცი 2მლ და არ დაუგდო სიცხე ანუ ნახევარი დოზა , პარაცეტამოლი არ გამოირჩევა გამაყუჩებელი ეფექტით, გელებს აზრი არ აქვს დორბლით მოიშორებს წასმიდან 2 წამში და ფაფუ გელის ეფექტი, დენტოქინდი კი ბალახეულია მაგრამ დიდი ხანი უნდა ასვა რომ მინიმალური ეფექტი მიიღო, ფაქტიურად სულ უნდა დაალევინო

anibani18
სეკალია ძალიან კარგად ატენიანებს ატოპიური კანისთბის ატის ეგ და ტოპიკრემის ად ხაზი . უფ ეგეთი ძილის არევები კიდევ ბევრი გექნებათ ანი, 1.3 თვისაა და ხან კბილებიო ხან განშორების შფოთვებიო facepalm.gif ხელში უნდა აიყვანო მაგ დროს და დამშვიდდება

Posted by: Ninico 28 Jan 2021, 01:20
ნინო, ჰიდროლიზადას აფთიაქში ყიდულობ? ხომ არ იცი მაგათი საწყობის კოორდინატები? ფეისბუქ გვერდი 2014 წლიდან არ ფუნქციონირებს.
* * *
nino84
მონიშვნა დამავიწყდა

Posted by: takoo1 28 Jan 2021, 12:52
narkozeli
Tua
ყოველდღე ეგეთ დღეში ვართ საქმეც ეგაა,ხოდა მაგას ვამბობ როგორ ვახმარო ყოველდღე,ძალიან აწუხებს.გუშინ მთელი ღამე ტიროდა,ღამე უფრო წუხს ძილში ვიდრე დღე,ზომბივით ვარ აღარ ვიცი რა ვქნა.

* * *
anibani18
ანი ალბათ გაზების ბრალი იქნება,კიჭები ჯერ ადრეა.თუ ერთი და იგივე დროს ტირის სავარაუდოდ ეგ იქნება.აქვთ ხოლმე რაღაც პერიოდები არევის.ლუკიანე პირიქით ეხლა გაგიჟდა მაგ ასაკში უფრო კარგად იქცეოდა.ეხლა საშინლად ძინავს 6 თვიდან.ხან უაზროდ ტირის არ უნდა თავის ლოგინში.ხან კბილი ამოსდის ხან რა აწუხებს ხან რა.მე პირიქით მეგონა ცოტა წამოიზრდება და დაჭკვიანდება თქო biggrin.gif დღე არაუშავს გაართობ რაღაცნაირად,აი ღამე ძაან რთულიაsad.gifმთელი ღამე რო ბორგავს თან ჩემთან წევს და ყოველ გადაბრუნებაზე და კრუსუნზე თვალები მაქ დაჭყეტილი
user posted image
აუ ძაან მეცინება ამ სურათზე biggrin.gif

Posted by: Ninico 28 Jan 2021, 14:25
gogatakoo
აუ მე ვარ ზუსტად ასე biggrin.gif

Posted by: Baia4 28 Jan 2021, 15:04
გოგოებო, ფემიბიონი 2 სად შეიძლება ვიყიდო ცოტა ნორმალურ ფასად?

Posted by: anibani18 28 Jan 2021, 16:10
NatiaGull
როგორ გამოიხატება ნეტა ეს რეგრესია, არ იცი? არ ღვიძავს და ამიტომ ვიკითხე, ბორგავს უბრალოდ. მგონია რომ მუცელი აწუხებს.
რას შვება მარიამი? <3
Tua
ტოპიკრემ DA მოგვიხდე ჩვენ კიდევ. ანუ უხდება დასაწყისში და მერე ეტყობა ეჩვევა კანი. სეკალია კარგი მართლაც ძალიან, საღამოსთვის აულაგა უკვე ყველაფერი.
gogatakoo
მეც მგონია, რომ მუცლის ამბავია. დღესაც ბევრჯერ გავიდა კუჭში. ნეტა ნორმაა ეს ხელოვნურზე მყოფი ბავშვისთის. დავაკვირდები ხვალ კიდევ და დავურეკავ მერე ექიმს.
ჩემი გოგოც ფეხს არ გაატოკებს მამის ხვრინვაზე, საახალწლო ფეიერვერკზე, მაგრამ მე თუ ბალიშზე დავდე თავი, უცებ იწყებს შმუშვნას smile.gif

Posted by: Tua 28 Jan 2021, 18:06
gogatakoo
მაშინ დენტოქინდი და სოდიანი წყალია საშველი ახვა გზა არააა . უფფ რო იზრდებიან უფრო რთულდება ყველაფერი smile.gif)

Posted by: nino84 28 Jan 2021, 23:17
Ninico
კი აფთიაქში ვიყიდე. ფრისოს მივწერე და გზაშიაო პეპ აც, მანამდე ფრისოც პეპ შეგიძლიათ მოსცეთო და პედიატრს მინდა ვკითხო, ფრისო უფრო მომწონდა თითქოს, ნუ ბავშვი კიდევ კარგი ჭამს ამასაც
* * *
გოგოებო, blw ზე რას მირჩევთ რითი დავიწყო? ვიდეოებს ვუყურე, მაგრამ მაინც პირადი გამოცდილებიდან მაინტერესებს. და რა დროს ჯობია? აქ აზრები იყოფოდა, ზოგმა ფორმულის მერე შემდეგ კვებამდეო, ზოგმაც უშუალოდ სადილის დროსო.

Posted by: takoo1 29 Jan 2021, 13:17
anibani18
ანი რამდენჯერ გავიდა კუჭში? ეგრე გადის თუ ეხლა შეამჩნიე პირველად? ფერი როგორიაქ,ლორწოსავით ხო არააქვს?

Posted by: tako_91 29 Jan 2021, 13:35
გოგოებო ჩემი გოგო წლის და ორი თვის არის და დაემართა ჩუტყვავილა, ხოდ ამივითებ ყველანარრ რჩევას, ძაან ანერვიულებული ვარ, პირველად მყავს ცუდად. ხოარ იცით აცრა ჩუტყვავილაზე კეთდება და რა ასაკზე?

Posted by: anibani18 29 Jan 2021, 13:42
gogatakoo
სამჯერ გავიდა, თაკო. ჩვეულებრივად ერთხელ გადის ხოლმე, შეიძლება ჩააგდოს დღე კიდევაც. ჩვეულებრივი იყო პამპერსი, საერთოდ ცოტა მომწვანოდ გადის ხოლმე. მაგრამ ნორმა აისო, ექიმებმა. დღეს არ გასულა ჯერ, ასე რომ იქნებ არაფერი იყოს საგანგაშო.
გოგო, შენთვის მინდოდა მეკითხა, პამპერს არ უცვლი ხოლმე ღამის განმავლობაში? ადრე მახსოვს, დამიწერე. როცა არ უცვლი, ჭამს იმ დღოს? ვფიქრობ, აღარ გამოვუცვალო ჩემს გოგოს, თორე ისე ფხიზლდება, რომ ლამის ავდგეთ მერე. არ ვიცი რა ვქნა.

დღეს აცრა გავიკეთეთ და პოლიკლინიკის ექიმმა გვითხრა, ფუფხების საწინააღმდეგო შამპუნით დაბანეო. ჩვენმა მეორე პედიატრმა, არაფერი გინდაო, წინაზე მითხრა. თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

Posted by: narkozeli 29 Jan 2021, 14:37
anibani18

მე არ მიხმარია ეგ შამპუნი, პოლიკლინიკს ექიმები ურჩევენ ხოლმე უფრო.

ღამე გამოცვლა თუ გაუძლებს დილამდე, რა საჭიროა, მე არ ვუცვლიდი არასდროს. ცოდოა მითუმეტეს თუ ეღვიძება.



გოგოებო ჩემს მაზლისშვილს, ერთ-ერთ ტყუპს ფეხზე ფრჩხილები ამოსდის ვერტიკალურად, ანუ ზემოთ. ვისთან შეიძლება რომ მიიყვანოს? ცოტათი თითებიც დეფორმირებულია

Posted by: NatiaGull 29 Jan 2021, 14:51
anibani18
ფუფხი და შამპუნი არაფერ შუაშია, 6 თვემდე გაუვა. მოშორება არ სცადო უხეში ჩარევით.
რატო უცვლი ღამე, თუ არ სჭირდება ? მე ულტრა კომფორტი ვუყიდე და უკეთესია, ღამით თუ კუჭში გადის მაშინ ვუცვლი, თუ არადა მაქსიმუმ გამთენიისას შევუცვალო თუ ვხესავ რომ გაბერილია პამპერსი.
ჩემიც არის ხოლმე ეგრე, ყოფილა დღე როცა 4ჯერ გასულა. როფორც წესი ერთხელ გადის მაქსიმუმ ორჯერ. რცხილაძესთან მა1ვს გავლილი და ნორმალურიაო მომწვანოც და მოყვითალოც. თუ განავალი ნორმალურია, საშიში არაფერია.
კარგად არის, ნელნელა გამაიმუნდა, ჯერ არ იცის გადაბრუნება მაგრამ დაჯდომას ცდილობს.
ხითხითები ისწავლა, ჯერ მარტო ჩემთან აკეთებს biggrin.gif
narkozeli
ცერაზე ამასაც ეპრიხება, თუ გაიგებ მეც მითხარი გვანც, შეიძლება დამჭირდეს.


Posted by: takoo1 29 Jan 2021, 14:58
anibani18
ფორმულას გარდა აჭმევ რამეს კიდე? დააკვირდი თუ დღეს აღარ გავიდა ხშირად არაფერია საშიში.ტემპერატურა უკონტროლე მაინც რო იცოდე.არის ხოლმე ხან უფრო მეტჯერ გადიან არაფერია სანერვიულო.
გოგო არ ვუცვლიდი ხოლმე ღამე და წხლა მითუმეტეს არ ვუცვლი.ფხიზლდებოდა ესეც და ცოდოა ჯობია ეძინოს.თუ არ ჟონავს და არ აწუხებს ეცვას დილამდე არაფერია. თუ ძაან ადრე არ იძინებს.ლუკიანე 11მდე არ იძინებდა და 11ზე ვუცვლიდი,დოლის 10მდე ეცვა ხოლმე.

არ გინდა არაფერი თავისით მოძვრება,მოიგონეს ეხლა ფუფხების შამპუნი biggrin.gif

Posted by: narkozeli 29 Jan 2021, 15:12
NatiaGull

კი აუცილებლად გაგაგებინებ :* მეგობრებშიც გავიკითხე ეხლა. ცერაზე ეპრიხება ამასაც

Posted by: anibani18 29 Jan 2021, 15:22
narkozeli
NatiaGull
gogatakoo
მადლობა, გოგონებო <3 მეც არ ვაპირებდი ყიდვას ამ შამპუნის, უბრალოდ მაინტერესებდა.
ანუ 12 საათი გაძლებს პამპერსი? არ გამოვუცვლი მაშინ, თორე ცოდოა თავადაც და მეც. ვუცვლიდი იმიტომ, რომ არ გაჟონოს, მძიმე აქვს ხოლმე პამპერსი ღამით. ვცდი აბა რამდნეიმე დღე და თუ არ გაჟონა, აღარ გამოვუცვლი ხოლმე.
NatiaGull
მეც ულტრა კომფორტზე გადავედი, ნათი. და მართლაც უკეთესია, ეს ელიტი მაქვს კიდევ დარჩენილი და დღის განმავლობაში ვაცმევ.
რა საყვარლობაა ამათი კისკისი არა? <3 გუშინ ჩემმა გოგომ ისე უბრალოდ გაიცინა, ფარდებს ვწევდი და უცებ ზურგს უკან მომესმა ამის კისკისი smile.gif პირველად გაიცინა ასე, თავისით, ჩემი მაიმუნობების გარეშე ანუ smile.gif
გადაბრუნდება მალე, არ ინერვიულო <3 უცებ იზრდებიან და უცებ სწავლობენ ყველაფერს <3 დაჯდომას არ ცდილობს ჩემი გოგო ჯერ.
რომელზე იძინებს შენი გოგო ღამის ძილზე ნათი? ყოველთვის ერთსა და იმავე დროს აწვენ ხოლმე ღამით? ძლვს გადავწიე ღამის ძილზე დაძინება 7 საათზე, ამის იქით უკვე ისეთ დღეში ვარდება, ბჟირდება ლამის.
დავაცდი რა, წამოიზრდება და თავად შეიცვლის რეჟიმს.

* * *
gogatakoo
რისი ტემერატურა ვუკონტროლო, თაკო? სიცხეს სულ ვუზუმოვ ხოლმე, მგონია რომ სცხელა და ლამის მარტო ბოდეთი ვატარო ხოლმე.
არა, სხვა არაფერს ჭამს ფორმულის გარდა. დღეს არ გასულა ჯერ და ეტყობა გუშინ უბრალოდ ასე მიეწყო

Posted by: narkozeli 29 Jan 2021, 15:30
anibani18

მე ვაცმევ სადღაც 9დან 10ის ნახევრამდე საღამოს და დილის 10მდე არ ვუცვლი და უძლებს, ოღონდ მე ღამე არ ვაჭმევ/არ ვასმევ
* * *
ჰაგისის ელიტ სოფტს ან ჰაგისის ულტრა კომფორტს ვხმარობ პამპერსებსაც და ტრუსებსაც.

Posted by: anibani18 29 Jan 2021, 15:40
narkozeli
აუ, რა კარგია ღამით რომ არ ჭამს. როდიდან შეწყვიტა? შენ ხელი შეუწყვე ღამით ჭამის შეწყვეტაში?
ღამით თუ არ ჭამს, არც გაევსება მაშინ...

Posted by: NatiaGull 29 Jan 2021, 15:46
anibani18
გოგო, მე ვიწყებ დაძინებას 9ზე მაგრამ ხან გამდის ხან არა, წუხელ მაგალითად არ დაიძინა 10.30მდე.
მოკლედ 9დან 10.30მდე ამ პერიოდში იძინებს ღამე და დილის 9მდე სძინავს ხან 8მდე, წუხელ 4 საათიანი შუალედი გააკეთა ჭამის პირველად, ისე 2.5 საათში ერთხელ იწყებს ტირილს, ვაჭმევ და იძინებს ეგრევე. ნეტა ასე გააგრძელოს და არ აურიოს ეს ბედნიერი ღამეები biggrin.gif
დღისით რამდენად ხშირად გყავს ხელში ? 30-40წუთი რომ გავა როცა წევს ან რაღაცეებს აკვირდება, რომც არ იწუწუნოს ვიყვან ხელში, მეცოდება ზურგზე დიდხანს რომ წევს და ნეტა ვაშავებ ?
ხან გადაბრუნებას ვასწავლი ხან მუცელზწ ვაწვენ მარა არ ჩერდება 5წუთზე მეტს.
სულაკაურის წიგნები შევუკვეთე ახლა და იმედია მოეწონება

Posted by: narkozeli 29 Jan 2021, 15:47
anibani18

მე ხელი შევუწყე ანი კი, ჩემი სიზარმაცით biggrin.gif სამშობიაროშივე მომცა ექთანმა შენიშვნა, მაღვიძარა დააყენე და აჭამეო მარა რომ არ იღვიძებდა, არ ვდგებოდი და არ ვაჭმევდი სადღაც 1 საათიდან 7საათამდე. სახლში რომ მოვედით ნელნელა გავზარდა დრო, დაახლოებით 2 თვიდან 12-8მდე არ ვაჭმევდი. არც იღვიძებდა და დღემდე არ მესმის ძალით რატომ უნდა მეჭმია ძილში. 2 თვემდე ვაჭმევდი მასე ბოლო ჭამას სადღაც 1ზე ვაჭმევდი (ძილში) და მერე როცა გაიღვიძებდა 7-8ისთვის.
ეხლა ტყუპებს რომ ვუყურებ იღვიძებენ და აჭმევენ ხოლმე 12ის მერე 5ზე. ტირიან და სხვა გზა არააქვთ თუმცა რამდენიმე დღეა ერთ-ერთი ტყუპი- ნია 7მდეც ქაჩავსო და მგონი თავისით ამოაგდებენ მალე მაგ ღამის კვებას.

Posted by: anibani18 29 Jan 2021, 17:35
NatiaGull
როგორ მინდა გაზარდოს შუალედები ჭამა შორის. მაგრამ იცი როგორ აკეთებს, ხან 5 საათი არ ჭამს, ხან 2 საათში უნდება ჭამა. ძალით არ ვაწმევ მე, როცა უნდება, მაშინ ვაძლევ. იმედი მაქვს რომ ასე გავზრდი შუალედს. თუ არ შია, არ ვტენი ხოლმე საჭმელს, მაინც ცოტას შეჭამს. შეიძლება ნეტა ასე?
ნათი, მე ერთი განსავითარებელი და ერთი ცვეულებრივი ხალიჩა ვუყიდე და როცა ახალი ნაჭამი არ მყავს, იქ ვაწვენ, კრუსუნებს ძალიან, როცა რაღაცას ვერ აცერხებს, მაგრამ მაიმც ხალიჩაზე უნდა. როცა ძალიაჯ ბრაზდება, მეცოდება და ვიყვან ხელში. მამას აყვანს საღამოობით და დაატარებს აქეთ-იქით. მე ცუდი დედა ვარ მგონი ამ მხრივ. არ ვიყვან ხშირად.
ღამე ირვიძებს საწმელად მარიამი?
* * *
narkozeli
ვაიმე რა ბედნიერებაა ♡ ჩემი სმუშვნას იწყებს და თუ არ ვაჭამე, ტირილს იწყებს მერე. ამიტომ სანამ გაიღვიძა, სმუსვნის დროს ვაწმევ. ნეტა რომ მივაძინო სულ ან შმუშვნების დროს, ანუ მე ალბათ საერთოდ ვერ დავიძინებ ამ დროს, არ გადაეჩვევა ღამე ჭამას?

Posted by: NatiaGull 29 Jan 2021, 17:46
anibani18
უფ კი, 4-5ჯერ მაინც ჭამს ღამის ძილში. სწორად აკეთებ, როცა მოგთხოვს მაშინ უნდა აჭამო, რამდენჯერად ადრიანად მივეცი იმდენჯერ არ ჭამა.
მატება ხო კარგი აქვს მთავარია...მესამე თვეში 750 მოიმატა ჩემმა.
არა პირიქით შენ უფრო კარგად იქცევი რომ არ აგყავს, ჯობს ხალიჩაზე იყოს. უკეთესია სხეულის განსავითარებლად.
ჩემი უკვე პირში იტენის ყველა სათამაშოს, მე რომ ავიყვან სახით ჩემსკენ ლოღვნას მიწყებს ლოყაზე biggrin.gif დორბლებიც უხვად აქვს

Posted by: anibani18 29 Jan 2021, 18:24
NatiaGull
ვერ ამოვაგდებინებთ ჩვენით ჭამას, არა?
ნათი, ამდენჯერ ჭამს და პამპერსი უძლებს ჰო?
კი, კარგი მატება აქვს ძალიან. 6.400 არის ახლა, დაიბადა 2.550.
ნათი, ყველა სათამაშო აინტერესებს რასაც შესთავაზებ? ჩემი აი, რომ გითხრა გიჟდება სათამაშოებზეთქო, ტყუილი იქნება. კიკოს ბოპის ბალიში მაქვს და იქ არის შრიალა ფურცლები. ის ფურცლები უყვარს ყველაზე მეტად, კარგად იტენის პირში. დანარჩენი სათამაშოები კარგად არ ეტევა და ბრაზდება და ისვრის smile.gif
სულაკაურის წიგნები ჩვენ ძალიან მოგვწონს, მე კიდევ ბეკეკოსა და ფისოზე ვუყიდე წიგნები, საჩხაკუნო აქვს ამ წიგნებს და ისინიც ძალიან მოსწონს. სულაკაურის გამომცემლობაა ის ორი წიგნიც.

Posted by: takoo1 29 Jan 2021, 19:16
narkozeli
რა საყვარელიაა,♥️♥️♥️აუ ლუკიანე როდის იქნება ამხელა ერთი სული მაქ ბაჯბაჯი დაიწყოს რა მაგარიაა..
anibani18
ანი ხო სიცხეზე გეუბნები მაინც გაუზომე ეგეთ დროს ხოლმე.დღეს თუ არ გასულა ესეიგი არაფერია არ ინერვიულო:*
არ გამოუცვალო თუ უძლებს, ცოდოა თუ ფხიზლდება.ისე ღიზიანდება ჩემი შვილი ხელებს მიქნევს, ერთი ორჯერ ადრე დაიძინა და შემეშინდა არ გაჟონოს თქო და გამოვუცვალე.ისეთ დღეში ჩავარდა თავბედი ვიწყევლე.არ გაჟონავს წესით მე ძუძუს ვაჭმევ თან ღამე და უძლებს.დილამდე აცვია ჩვეულებრივად.ჰაგისის ულტრა კომფორტს ვხმარობთ,სხვათაშორის პამპერსის პამპერსი გავასინჯე იმ დღეს და მგონი არარი ცუდი.მშრალი იყო რო გავხსენი.

Posted by: Tua 29 Jan 2021, 19:41
anibani18
ანი Კვებას შენით ვერ ამოაგდებინებ თუ ბავშვმა არმოისურვა, იმ ბავშვებს ვუსაც კოლიკები და გაზები აწუხებდა ეგ ცოტა რთული ამბავია ისინი ღამე ჭამას მიჩვეულები არიან რადგან მუცელს ეგრე იყუჩებდნენ ჭამით, გვანცას უბრალოდ გაუმართლა რომ მის შვილს არც გაზები აწუხებდა და არც კოლიკა შესაბამისად არითხოვდა ბავშვი ჭამას, რომ ჰქონოდა ორივე ისე კარგად მოითხოვდა. პამპერსი 12 საათი ვერ გაგიძლებს ანი თუ ღამე 2-3 ჯერ აჭმევ , მაინც მოგოწევს 1ხელ გამოცვლა სადღაც 6-7 თვემდემ
* * *
tako_91
თაკო ჩუტყვავილა გეგმიურ აცრებში არშედის და ზოგადად ისეთი ადვილი ბატონებიაო რომ არცაა საშიში, აწი აღარც უნდა აცრა ექნება იმუნიტეტი და გადაიტანს. ისე ფასიანია აცრა ჩუტყვავილაზე და 14 წლამდე უნდა გაკეთდესო მე ასე ვიცი მაგრამ ხშირდ დეფიციტშია და საკმაოდ ძვირია.

ცერაზე ფრჩხილის აპრეხა ანუ ეგრე ზრდა ხშირად რკინადეფიციტზე მიუთითებს ალექსანდრეააც ეპრიხებოდა 6 თვემდე და რკინის დეფიციტი შეივსო თუ არა გამოსწორდა.

Posted by: NatiaGull 29 Jan 2021, 21:05
anibani18
არა ჩვენ ვერა, როგორც ძილი მოიწესრიგეს ტვითონ, ასე იზამენ ჭამაზეც.
კი ეგ ბეკეკო, ფისო ,ფიგურები და რგოლები შევუკვეთე.
სულ 3 სათამაშო აქვს აქამდე იმდენად არ აინტერესებდა, ბოლო რამდენიმე დღეა დაიწყო ლოღვნა და ვუყიდი სხვებსაც. ეს ჯერ არ ბრაზდება ხოლმე, არასდროს გაბრაზებულა biggrin.gif

Posted by: tako_91 29 Jan 2021, 21:12
QUOTE (Tua @ 29 Jan 2021, 19:41 )

tako_91
თაკო ჩუტყვავილა გეგმიურ აცრებში არშედის და ზოგადად ისეთი ადვილი ბატონებიაო რომ არცაა საშიში, აწი აღარც უნდა აცრა ექნება იმუნიტეტი და გადაიტანს. ისე ფასიანია აცრა ჩუტყვავილაზე და 14 წლამდე უნდა გაკეთდესო მე ასე ვიცი მაგრამ ხშირდ დეფიციტშია და საკმაოდ ძვირია.

ცერაზე ფრჩხილის აპრეხა ანუ ეგრე ზრდა ხშირად რკინადეფიციტზე მიუთითებს ალექსანდრეააც ეპრიხებოდა 6 თვემდე და რკინის დეფიციტი შეივსო თუ არა გამოსწორდა.

ხო მეც მოვიძიე ინფორმაცია და ეგრეა, რატომღაც მეგონა რომ ერთი წლის აცრა ჩუტყვავილასაც მოიცავდა. ხოარ იცი გამონაყარზე ზილიონკა უნდა წავუსვა? ყველა სხვადასხვა რაღაცას ამბობს და ვეღარ გავიგე, ექიმთან ისე დავიბენი დამავიწყდა მეკითხა

Posted by: anibani18 30 Jan 2021, 14:13
gogatakoo
საწყალი შენი ბიჭი <3 ჰოო, არ უყვართ ღამე როცა აღვიძებენ და აწუხებენ smile.gif
პამპერსის პამპერსიც მინდა ვცადო. გუშინ არ გამოვიცვალე ჩემი ჰაგისი, 11 საათი ეცვა დაახლოებით და არ გაჟონა. ძალიან მძიმე კი იყო, მაგრამ არ გაჟონა.

Tua
შენმა როდის შეწყვიტა ღამე ჭამა? თუ ახლაც აჭმევ?
NatiaGull
რა კარგი გოგონა გყავს, ნათი <3 ჩემი ბრაზიანია როცა რამე არ გამოსდის, მაგრამ არ ნებდება მაინც და ისევ იმის კეთება უნდა რაც არ გამოსდის smile.gif
ეს წიგნები ჩემს ძალიან მოსწონს. იმას ვნანობ, რომ ყველა ერთად ვაჩვენე და მოიბეზრა უცებ. მერე არ ავჩვენებდი რაღაც პერიოდი და ისევ გაუჩნდა ინტერესი.
ნათი, ვერ ვიტყვი, რომ სულ თავისით მოიწესრიგა ძილი, მეც ხელი შევუწყვე. ჭამაზე არ ვიცი როგორ გამოვა. ერთი იმას ვფიქრობ და ვაკვირდები, რომ ღამით შმუშვნა ყოველთვის შიმშილს არ ნიშნავს ხოლმე. ასე მგონია ძილის ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლაა ზოგი შმუშვნა.

Posted by: NatiaGull 30 Jan 2021, 14:29
anibani18
კი, გეთანხმები. მე შმუშვნას რომ იწყებს ვარწევ და თუ ტირილი დაიწყო მერე ვაჭმევ.

Posted by: unusual 30 Jan 2021, 15:27
narkozeli
სკუტერი რა ასაკში მიეცი პირველად? გარეთ ბავშვები სულ მაგის დაქრიან, მეც ერთი სული მაქვს ვიყიდო, სად შეიძინე და რა ღირდა? ხო უსაფრთხოა?

Posted by: Na-Servus 30 Jan 2021, 15:30
გამარჯობა გოგოებო
60 გრამი მოიმატა 4 დღეში
ისეთი გახარებული ვიყავი გუშინ ექიმის კაბინეტში, თითქოს დიდგორი მოვიგე))))

Posted by: NatiaGull 30 Jan 2021, 16:38
Na-Servus

გილოცავ biggrin.gif

შეიძლება გკითხოთ, რატომ წონით ყოველ 3-4 დღეში ? პედიატრის რჩევაა თუ თქვენი სურვილით ?

Posted by: Na-Servus 30 Jan 2021, 18:32
NatiaGull
პედიატრის მოთხოვნით
გვიბარებდნენ ასე
ახლა 15 თებერვალს დაგვიბარესო
ცოტა ამოვისუნთქე))
გოგოებო, აქვე ვიკითხავ, ბატის ხორცი გიჭამიათ, ძუძუთი კვების დროს?? (შეიძლება სულელური კითხვააა, მაგრამ შემაშინეს gigi.gif

Posted by: Tua 30 Jan 2021, 19:56
Na-Servus
ყველაფერი ჭამე ძუძუთი კვების დროს არაა აკრძალვა არაფერზე, Ოღონდ თითო პროსუქტი დაამატე დღეში რომ ბავშვის რეაქცია ნახო, გაზებზე და ალერგიაზე. ყავაც კი შეგიძლია დალიო არანაირი პრობლემაsmile.gif) ალკოჰოლი არშეიძლება ერთადერთი
* * *
anibani18
ანი არის იშვიათი გამონაკლისები როცა ჭამს მაგრამ ღამე არა სადღავ 6-7 საათზე დილით, ისიც შუადღეს თუ მხოლოდ ბოსტნეული ვაჭამე , თან დარბის მეტეორივით და კალორიასაც რომ წვავს არყოფნის ეს უკალორიო ბოსტნეული მაგ დღეებში დილოთ 6-7ზე ჭამს, ხანდახან 8ზეც იღვიძებს დილით მაჭამეო და რძეს ვაჭმევ მერე მეც მძინავს 11 საათამდე ისე მეზარება 8ზე ფაფის გაკეთება რძეს ვტენი და ვიძინებ biggrin.gif 11 თვიდან დაიწყო მოკლება კვების და 1 წლის მერე ვსიო შეამცორა ღამე კვება თავისით , წყალს ვფიქრობდი მაგრამ წყალს რომ ვაძლევდი იარესად კიოდა შიმშილზე, ისედაც ვხვდები მუცლით ისე აქვს ჩავარდნილი ნეკნები უჩანს ხოლმე, მაგრამ არის დღეები 12 საათი არჭამს გადაბმულად ღამე სძინავს.

Posted by: Na-Servus 30 Jan 2021, 20:01
Tua
მადლობაlove.gif
ყავას უკოფეინოს ვსვავ
ვეჩვევი ნელნელა ახალ ცხოვრებას)))

Posted by: Tua 31 Jan 2021, 10:32
Na-Servus
კოფეინიანიც შეგიძლია ოღონდ ძალიან მაგარი ქრა დღის პირველ ნახევარში, ევროპაში ყავები სიძლიერის მიხედვითაა და რომ აარჩიო ჩვეულებრივად დსლევ, ძალიან ცუდია უკოფეინო ყავა მათთვის ვისაც ყავა უყვარს smile.gif) მე 1 კვირა გავძელი უკოფწინოზე

Posted by: narkozeli 31 Jan 2021, 13:29
unusual

ეხლა ვუყიდე 1 კვირაც არაა ანუ წლის და 3 თვის რომ გახდა ზუსტად მეორე დღეს ვუყიდე. ძაან მოსწონდა ქუჩაში რომ ხედავდა მთხოვდა დამსვიო და ვთხოვდი ხოლმე პარკში ბავშვებს და ისე კარგად დგებოდა, მივხვდი უნდა მეყიდა biggrin.gif დასაჯდომიანი ვუყიდე მე ჯერ მაინც და ცოტა ხანში მოვხსნი მაგასაც, ჯერ ამით შეეჩვიოს. ყურადღება უნდა კი, ფეხებით დაყავს ჯერ.
ვიშლისტში ვიყიდე კიკაბუსი, 150 ღირდა და ფასდაკლებაზე 100ად ვიყიდე

აი ასე დაყავს ჯერჯერობით:
https://youtube.com/shorts/x0nZwVdf_0k

Posted by: tako_91 31 Jan 2021, 14:29
გოგოები რამე ხოარ გაგიგიათ მეხუთე დაავადების შესახებ? ჩემ გოგოზე მითხრეს ჩუტყვავილა ჭირსო, ყველა სიმპტომი ემთხვეოდა მაგრამ გამონაყარი აქვს სხვანაერი, ბუშტუკები არ გაუჩბდა, უფრო ალწრგიული გამონაყარივით ქონდა და ეხლა დღეს მეუბნება პედიატრო მეხუთე დაავადება იქნებაო, ჩემ გარშემო არავის არ გაუგია ეგეთი რაღაც (უფროსებს ვკითხე), ინტერნეტში კი არის მასალა მარა ყველგან წერია რო ლოყების აწითლებით იწყებაო და ეგრე არ ქონია ჩემ შვილს და თქვენ ხოარ არ იცით რამე? გამოცდილება ხომ არ გქონიათ?

Posted by: takoo1 31 Jan 2021, 14:32
Na-Servus
გილოცავ:* უფრო მეტს მოიმატებს არ ინერვიულო.ეხლა დაიწყებს აკრეფას.ჩემი ვაფშე არ იმატებდა პირველი 2 კვირა და მერე ისე უცებ დაიწყო დღეში იმატებდა 45 გრამს წარმოიდგინე.თვეში კილონახევარზე მეტი ქონდა ნამატი.ტყუილად დამინიშნეს დამატება.ძუძუ აჭამე ხშირად არ დიაცვა საათობრივი რეჟიმი.არ არის საჭირო ძუძუთი კვებაზე.მიეცი რამდენჯერაც წამოიტირებს.თუ არ უნდა არ შეჭამს.
ბატი და იხვი სხვადასხვაა ხო biggrin.gif აი იხვი ვჭამე მე მახსოვს ერთი ნაჭერი და კუჭი აუშალა.ღორიც ძალიან უშლიდა კუჭს ჩემსას.ჯერ პატარაა ძალიან და ერთი ორი თვე ცოდოა აცადე ნუ შეჭამ ღორს.ზოგი პედიატრი კი არ უკრძალავს ყველაფერი ჭამეთო ეუბნება მარა რავიცი ჩემი აზრით ჯობია რო პირველი 2 თვე მაინც რაღაცეებზე თქვა უარი.მე ძალიან მეცოდება ეგეთი პატარაsad.gif დიდს უღიზიანებს კუჭნაწლავს და ეგეთ პაწუკას რას უზამს.

Posted by: anibani18 31 Jan 2021, 14:59
გოგონებო, აცრის შემდეგ ძალიან ჭუჭყუნებდა ჩემი გოგო ორი დღე, სიცხე არ ჰქონდა. პანადოლი მივეცი, პედიატრის რჩევით. გუშინ ღამით კი ორჯერ აეშალა კუჭი. დღეს მშვიდობა გვაქვს ისევ. საშიშია როგორ ფიქრობთ ან რას შეიძლება გამოეწვია?

Posted by: kekuna 31 Jan 2021, 15:09
user posted image ეს ტესტი დადებითად ითვლება??

Posted by: Na-Servus 31 Jan 2021, 15:18
Tua
მადლობა
ორსულობისას გადავედი უკოფეინოზე და შევეჩვიე, თან სინდისი არ მაწუხებს მერე დიდად))))
gogatakoo
ღორჲ ვჭამე და მშიდად იყო ყველაფერი, აი ბატს ვერ ვრისკავ(ძალიან ცხიმიანია)
მეუღლემ ისე გულით იყიდა ვერ ვუთხარი არ შევჭამთქო დატოვებდა მაღაზიაში, მოუწევს ახლა მარტო ჭამა)))))

Posted by: unusual 31 Jan 2021, 17:08
narkozeli
უი დასაჯდომიც თუ ქონდა არ ვიცოდი, ჯერ მასე შეეჩვევა და თან ეხსენაბა, კაია ძალიან.
* * *
kekuna
ჩემი აზრიათ არ არის დადებითი, რამოდენიმე დღეში გადაამოწმე გამუქდება თუ არა მეორე ხაზი.

Posted by: Tua 31 Jan 2021, 17:47
anibani18
2ჯერ აშლა არაფერი არაა თუ მეტჯერ არგასულა მშვიდად იყავი ❤ აცრის მერე ჭიჭყინი ხშირია, შეიძლება 1 კვორაც გაუგრძელდეს უხასიათობა და არშეგეშინდეს.

tako_91
ეგ მეხუთე დაავადება ბატონების მსგავსია და ძალიან ადვილად იხდის ყველა, უფროსებს არ ეცოდინებათ რადგან ახალი აღმოჩენაა მედიცინის და ჩვენს ასაკში არც იყო მემგონი ან არ იცოდნენ.

Posted by: anibani18 31 Jan 2021, 19:13
Tua
გასაგებია, თეო, მადლობა.
დღეს უკვე კარგად არის მგონი. ნანემსარი გაუმაგრდა მხოლოდ. პანადოლის მიცემით დავაშავე რამე?

Posted by: Tua 31 Jan 2021, 19:26
anibani18
არაა რა დააშავე მე ვიბურკოლის სანთელს ვუკეთებდი თუ სიცხე არჰქონდა ძალიან ეფეწტურია, კოლიკებზეც ვუკეთებდი და მშვიდდებოდა ეგრევე, ბალახეულია და უსაფრთხო. პანადოლი თუ სიცხე არ აქვს ნახევარი დოზა კიეცი გაყუჩების მიზნით დაშვებულია ჩვეუოებრივად არწამოადგენს პრობლემას. ნანემსარზე გარშემო იოდის კლეტკები გაუკეთე ოღონდ შეეცადე სადაც ნემსია ჩარჭობილი წერტილი მანდ არმოხვდეს გარშემო გაუკეთე იოდისნკლეტკა 3 დღე გაუვლის

Posted by: NatiaGull 31 Jan 2021, 19:58
anibani18
ანი, არაფერი უნდა. თუ სიცხე ექნება მერე ჭირდება დამწევი. პლასტირის დაკვრა შეგიძლია აცრის შ3მდეგ და გაუგრილებს.

Tua
თეო, რად უნდა ვიბურკოლი ? არც ისეთი მცენარეული და უსაფრთხოა როგორც ამბობენ. ბელადონას შეიცავს რომელიც საკმაოდ ტოქსიკურია. ასე წარამარა არ შეიძლება ეგ სანთელი.

Posted by: Baia4 1 Feb 2021, 11:07
უკვე გამოცდილო დედიკოებო, მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად კომფორტულია ე. წ. "მოსეს კალათა" და ბუდე?

Posted by: takoo1 1 Feb 2021, 11:30
anibani18
ანი არ შეგეშინდეს სიმაგრე დიდი ხანი გაყვა ლუკინოსაც,გაუარა თავისით არაფერი წამისვია საერთოდ.მთავარია არ გაუღიზიანდეს.ეცადე წყალში დიდი ხანი არ გყავდეს და იმ ადგილას ნუ მოახვედრებ საპონს.სიცხე რო არ ქონდა რა მაგარია ყოჩაღ მაგარი გოგოა♥️ რამოდენიმე დღე იქნება გაღიზიანებული იცის ეგრე აცრის მერე.
kekuna
დადებითს გავს,გადაამოწმე ორ დღეში ისევ.უფრო გამუქდება ნელ ნელა.რამდენ ხნიანი გადაცდენა გაქვს?

Posted by: kekuna 1 Feb 2021, 11:36
gogatakoo
2 დღეა გადაცდენა. კორონა მქონდა იანვარში და მეშინია

Posted by: Tua 1 Feb 2021, 17:09
NatiaGull
გოგო როცა ბავშვი აღზნებულია ძალიანაც კარგად უნდა და შველია , პანადოლი და ნუროფენი ღვიძლს აღიზიანებს საერთოდ უკუჩვენებები რომ წავიკითხოთ არც იყიდი არცერთს , ფორმულასაც კი აქვს უკუჩვენება უამრავი თუ მომზადების წესებიც არდაიცავი , ბელადონას იმდენად მცირე რაოდენობით შეიცავს რომ არვნებს არაფერს წაკითხულ გადაკითხულ დაღეჭილი მაქვს ყველაფერი. ნუ 3 თვის მერე არცაა საჭირო თან ყოველდღე არხმარობ არცერთ კვირაში 1ხელ მოსულა, აცრის მერე ტკივილები აქვთ და ძვლებში ტეხავთ მაგიტო ჭიჭყუნებენ და მაგიტო აქვთ უხასიათობა ამიტომ ალბათ ჯდომას და ყურებას ისევ რამე უსაფრთხოთი წაეხმარო ჯობია smile.gif კბილებზეც ანალოგიურია ნუროფენსნრომ ვიყენებთ ღრძილზე წასასმელად , იმდენად იშვიათად იყენებ რომ არმგონია რამე ავნოს ბავშვს. ბელადონას ძალიან ბევრი წამალი შეიცავს საბავშვო ( გააჩნია დოზირებას, ზედოზირება ტოსიკურია რათქმაუნდა, მაგრამ ნახევარი სანთელი დღეში არაფერი არაა)

Posted by: takoo1 2 Feb 2021, 14:13
kekuna
გაიკეთე დღეს აბა.უფრო უნდა გამუქებულიყო წესით.არ ინერვიულო კოვიდზე არ იმოქმედებს მარტივად გადააქვთ ორსულებს,მგონი არ მოქმედებს ნაყოფზე:*

Posted by: NatiaGull 2 Feb 2021, 16:28
გოგოებო, ძალიან მაწუხებს უენერგიობა, სისუსტე. არადა კარგად მძინავს. ნუ თმის ცვენაზე და სახსრების ტკივილზე არაფერს ვამბობ, ანალიზები გავიკეთე და D ვიტამინი და tsh მაქვს დაბალი ძალიან, შეიძლება ეს იწვევდეს ხო ?
ენდოკრინოლოგთანაც უნდა გავიარო ეს საკითხი.. მაგრამ ვინმეს ხომ არ ჰქონია მსობიარობის შემდეგ ასეთი მდგომარეობა ?

Posted by: nopiahopi 2 Feb 2021, 16:57
NatiaGull
QUOTE
D ვიტამინი და tsh მაქვს დაბალი ძალიან, შეიძლება ეს იწვევდეს ხო ?

კი, უენერგიობა და სისუსტე ახასიათებს. ნუ ახლა რეჟიმიც დატვირთული გაქვს და ეგეც ემატება. ექიმი შეგირჩევს სწორ დოზებს და დაირეგულირებ ორივეს.
დ ვიტამინს ცოტა დრო უნდა, დაახლოებით 3 თვეში უნდა აიწიოს კარგ მაჩვენებელზე. მთავარია, მოგვარებადია. მერე ზაფხულიც წამოგეწევა და უფრო მოყოჩაღდები smile.gif

Posted by: Tua 2 Feb 2021, 17:12
NatiaGull
მე მქონდა თმის ცვენა და ფეხების ტკივილი კლექსანის და პროგესტერონის გამო , საწოლიდან რომ ვდგებოდი ცოტა დრო მჭორდებოდა რომ გამევლო sad.gif დაახლოებით 6 თვისკენ გამიარა ორივემ ერთად , მაგრამ ენდოკრინოლოგთან მიდი მაინც მე ეხლა სექტემბერში დამიბრუნდა თმის ცვენა ავიღე ანალიზები და პრსულობის გამო აუტოიმუნური თიროიდიტი დამეწყო ეხლა მაგას ვმუკრნალობ , ანუ ჩემ შემთხვევაში მაგისი ბრალია , დ ვიტ 26 მაქვს , შენ რამდენი გაქვს? თუ 20ზე დაბალია სავარაუდოდ მაგისი ვრალიც არის მაგრამ დ ვიტამინმა ოფლიანობა იცის საოცარი.

Posted by: მზე 2 Feb 2021, 17:26
გახსენით ახალი თემა biggrin.gif

Posted by: NatiaGull 2 Feb 2021, 17:35
nopiahopi
ბავშვი დიდად არ მღლის არადა, მეც ზაფხულის იმედი მაქვს biggrin.gif როგორ გყავს სკვინჩა ? ❤
Tua
აუ ზუსტადზ რომ ვდგები ტერფების დადგმა მიჭირს იატაკზე, თან ფეხშიშველი სიარული მიყვარს და ორმაგად მტკივა biggrin.gif
D ვიტამინი მაქვს 13 biggrin.gif ოფლიანობა მაშინ მაქვს როცა მცხელა, ზოგჯერ ძაან დამცხება ხოლმე, მიუხედავად იმისა რომ სარაფნით ვარ სახლში. კოაგულოგრამა იდეალური მაქვს, კალციუმია მაღალი კიდე ცოტა.
ჩავეწერე ხასაიასთან და დამინიშნავს ალბათ რამეს. სად გამოგიხტა ეხლა შენც ეგ თიროიდიტი...
აუ გოგო თუ გახსოვს ორსულობაში რომ მქონდა მიომური კვანძები, ყველა მეუბნებოდა გაქრებაო. დამხვდა გუშინ ისევ , თან ღრუსთან ახლოს არისო და ჭარბი ციკლი იცისო. კი მაქვს ჭარბად, მშობიარობის მერე. ციკლის მეათე დღე იყო და დომინანტი ფოლიკი არ ჩანდა, სავარაუდოდ ამერია ისევ ამბები...

Posted by: nopiahopi 2 Feb 2021, 18:03
NatiaGull
QUOTE
როგორ გყავს სკვინჩა ? ❤


აი ერთ კვირაში მოვინახულებ biggrin.gif

QUOTE
D ვიტამინი მაქვს 13 


მე მქონდა ზამთარში 12 თუ 14. ჰოდა ექიმის დანიშნული დოზებით 3-4 თვეში ამივიდა 32-ზე და აღარ გამაგრძელებინა წამალი, ზაფხული ახლოვდება და აღარ გინდაო. მართლაც შემინარჩუნდა და ამეწია მერე თავისით. მაგ ანალიზიდან ერთი წლის თავზე, ამ ორსულობის დაგეგმავდე გადავიმოწმე და 45 მქონდა smile.gif

Posted by: Tua 2 Feb 2021, 18:19
NatiaGull
აუ არვიცი ანტისხეულწბი მაქვს ცაშიი არადა ცხოვრებაში პრობლემა არმქონია. ეგრე მტკიოდა მეც ტერფები ძლივს დავდიოდი მოხუცივით ვიყავი რომ ვდგებოდი , პროგმა და კლექსანმა იცისო მერე გადამიარა, კვანძი მეც მქონდა 1 პატარა და ეხლა 3 მაქვს პაწაწინა ორსულობის მერე , უფ ციკლის არევა ართქვა 70 დღიანები მაქვს smile.gif))) თავიდან კარგად მქონდა 2 თვე და ნელნელა წავიდა ხელიდან. დ ვიტამინის ნაკლებობა რომ.გაქვს მაგიტომ გაქვს კალცი მაღალი. მიომური კნაძები ორსულობის მერე არქრება ტყუილია მაჰი ამბავი , პირიქით ორსულობების მერე.მეტი პრობლემა იწყება როგორც ვხედავ biggrin.gif

Posted by: NatiaGull 2 Feb 2021, 19:22
Tua
ხო აშკარად, მაგრამ დალაგდება ნელნელა... გავაკონტროლებთ რაც საჭიროა და არ იქნება პრობლემა.

Posted by: Ninico 2 Feb 2021, 19:58
NatiaGull
გინეკოლოგთან გავაღწიე მშობიარობის შემდეგ პირველად და რომ დამინახა როგორი მიკნავლებული ვიყავი ჩამომიწერა დასტა ანალიზები რაც უნდა ჩავაბარო. მე გადაღლას და უძილობას ვაბრალებ.

Posted by: NatiaGull 2 Feb 2021, 20:25
Ninico
გოგო არ გძინავს ხოლმე ? არმგონია მარტო უძილობა იყოს შ3იძლება შენც დაბალი გაქ დ ვიტამინი . ჩემსას მთელი ღამე ძინავს, ჭამისთვის ვიღვიძებთ მარტო.

Posted by: Tua 2 Feb 2021, 20:55
Ninico
NatiaGull
გოგოებო არაა მთლად უძილობის ბრალი იფიტება ორგანიზმი ორსულობის მერე სასწაულად მე რომ გავაჩინე 3 თვე მარტო 600მლგ რკინას ვიღებდი დღეში და ეხლა ისევ ძალიან დაბალი მაქვს და განვაახლე, უძილობა არც მე მაწუხებ 10 საათი მაინც მძინავს გადაბმულად მაგრამ მაინც უენერგიოდ ვიყავი თურმე ჰორმონების და ვიტამინების ნაკლებობის გამო sad.gif

Posted by: Ninico 2 Feb 2021, 21:24
NatiaGull
ღამე ამათაც ძინავთ უკვე, მაგრამ ჭამენ ისევ ყოველ 3 საათში. რამოდენი დღის წინ ერთი ჭირვეულობდა და მთელი ღამე საწოლთან ვეჯექი. ისტერიულად იტენის ორივე ხელს პირში. დღეს შევუმოწმე და ზედ ღრძილები თითქოს დაბერილ-გათეთრებული აქვს. ამ ვადაზე შეიძლება უკვე კბილების ამბავი იყოს? თან პირველი ხომ ქვემოთა კბილები ამოდის? ჭამაზეც ჭირვეულობს, არადა არ ქონდა ჭამის პრობლემა.

Tua
ორსულობიდან შემომრჩა დ ვიტინი და როცა მახსენდება ვსვავ. დეჰა კომბიც მაქვს ერთი კოლოფი და მაგის დალევასაც ვფიქრობ. თმა მცვივა სასწაულად sad.gif

Posted by: nopiahopi 2 Feb 2021, 22:04
Ninico
QUOTE
პირველი ხომ ქვემოთა კბილები ამოდის?

მე ზედა ჩამომივიდა , ალბსთ ამას ვგავდი givi.gif

lol.gif lol.gif

Posted by: NatiaGull 2 Feb 2021, 23:43
nopiahopi
გამაცინე biggrin.gif biggrin.gif

Tua
თეო, tsh ft4 D ვიტამინი, მაგნიუმი კალციუმი კოაგულოგრამა, სისხლის საერთო, ჰემოგლობინი ჩავაბარე, კიდე რამეს ხომ არ მირჩევ ?
Ninico
თმისცვენა არ გამახსენო, ყველგან ჩემი თმა ეყარა და საკმაოდ მოკლედ შევიჭერი ახლა, რადგან გასული ვიყავი მელირებაც მივაყოლე, გავხალისდი ცოტა biggrin.gif
ახლა დაეწყოთ განვითარების ორალური ეტაპი ჩვენს ბაიებს, ნინ. 2 წლამდე სულ ხელები ექნებათ პირში და მერე უკვე ნივთებზე გადავლენ. მიეცი სათამაშო და ეგრევე პირისკენ წაიღებს. კბილები ჯერ ადრეა. ჩემსას სულ დორბლები მოსდის და მუჭებით იტენის პირში ხელებს. ეს ძალიან კარგია, ნიშნავს რომ კარგად მიდის განვითარება.

Posted by: Ninico 3 Feb 2021, 10:10
nopiahopi
ჩემი შვილი ზუსტად ეგეთი პირით იცინის და მართლა მაგას ემსგავსება givi.gif

Posted by: nino84 3 Feb 2021, 17:16
გოგოებო, კბილების გახეხვა რა ასაკიდან დააწყებინეთ? ჩემი ჯერ 11 თვისაა და 2 კბილი აქვს, რამე პირის ღრუს მოვლის კუთხით ამ ეტაპზე ჭირდებათ? ზოგჯერ პირიდან სუნივით აქვს თითქოს და ამან დამაფიქრა

Posted by: Tua 3 Feb 2021, 19:59

Ninico
მაგ ასაკში ყველა იტენის პირში ხელებს ემც ეგრე მეგონა კბილები ამპსდის თქო 4 თვიდან და 9 თვის იყო რომ ამოუვიდა პირველი ქვედა კბილები მანამდე დორბლში ვბანა9ბდოთ, ეხლაც ვბანა9ბთ როცა ამოსდის კბილები სულ სველია ხოლმე smile.gif))

NatiaGull
რკინა ნათი და ბ12. 2 წლამდე საგნებზე კი არაა 1 წლამდეც იდებენ საგნებს პირში თვეებიდან ჩვეუკებრივად smile.gif))

nino84
სუნი კბილების გამო არ აქვს , რომ აკოსდოთ ხოლმე ეგრე იცის, კბილებს მე 10 თბიდან ვუხეხავ როცა მქხსენდება ძილის წინ, ხანდახან მავიწყდება smile.gif))

Posted by: takotatuli1989 3 Feb 2021, 22:11
nino84
რამდენად ჭირდებათ არ ვიცი მარა მე 6 თვიდან ღრძილებსაც ვუხეხავდი :biggrin.gif ვუმასაჟებდი რეალურად, რაღაც თითზე წამოსაცმელი იყო სილიკონის ჯაგრისივით, მერე თვითონ მოწონდა და თვითონ იხეხავდა, ეხლა დიდი ჯორუკაა, 3 წლის არის და ისე კარგად ივლებს პირშI, საერთოდ არ ყლაპავს წყალს.

Posted by: NatiaGull 3 Feb 2021, 22:56
Tua
კი თეო, არასწორად გადმოვეცი აზრი. უკვე დაიწყო რაც ხელში მოხვდება ყველა სათამაშოს ლოკავს.

გოგოებო საძილე ტომარა თუ გამოგიყენებიათ , თუ კი - რომელ თვემდე აცმევდით ?

Posted by: Na-Servus 3 Feb 2021, 22:59
გამარჯობა გოგოებო,
რჩევა მჭრდება
ვიცი რომ მუცელზე უნდა დავაწვინო და აუცილებლად ნაჭამი არ უნდა იყოს
ხოდა დაახლოებით დღის განმავლობაში რამდენი წუთი უნდა იწვეს?
ჩემ ქალბატონს უმეტესად ძინავს და აშარად შესაფერის დროს ვერ ვპოულობთ
ან ჭამს ან ძინავს))

Posted by: NatiaGull 3 Feb 2021, 23:06
nino84
პირველივე კბილიდან შეგიძლია დაიწყო. პსპში ვნახე ჯაგრისია ბანანის ფორმა აქვს, თავიდან შეგიძლია ეგ მისცე , ღეჭვას დაუწყებს და თან გაეწმინდება კბილი.
მე ვაპირებ როქსის ან ბრაუნის ჯაგრისის ყიდვას და ასევე როქსის აქვს საბავშვო კბილის პასტები.
* * *
Na-Servus
შეგიძლია 5 წუთით დაიწყო, მუცელზე 2 კვირის ასაკიდან არის რეკომენდირებული დასმა.

Posted by: Tua 4 Feb 2021, 11:42
Na-Servus
5-10 წუთი შეგიძლია, თაბიდან შეიძლება ტირილი დაიწყოს მაგრამ მაინც საჭიროა შესაბამისად შეეცადე ხშირ ხშორად მოახერხო.

NatiaGull
როქსი და ბიორეფექრია კარგი პატარა ასაკზე , მერე აუცილებელია ფტორიანი კბილის პასტები 2 წლის ასაკიდან. 3 წლამდე მაინც ვერ იხეხავენ ისე როგორც საჭიროა შესაბალისად როქსის კბილის პასტას 1 თვე აქვს ვადა გახსნიდან და ფულის ყრაა smile.gif)

Posted by: fleurs 5 Feb 2021, 01:45
NatiaGull
დაბადებიდან საძილე ტომარაში გვეძინა ლამის 3 წლამდე.

Posted by: NatiaGull 5 Feb 2021, 20:05
Tua
fleurs
მადლობა გოგოებო ❤

ამ წამს ეძინა და უცებ ისეთი განწირული ტირილი დაიწყო, შემეშინდა. იციან ასე?

Posted by: Tua 5 Feb 2021, 21:17
NatiaGull
კი იციან არშეგეშინდეს ❤ მთავარია წყნარდებოდეს ხელში აყვანისას და 3-4 საათზე მეტი არტიროდეს გადაბმულად

Posted by: NatiaGull 5 Feb 2021, 21:32
Tua
შიოდა სავარაუდოდ, როგორც კი ჭამა ისევ დაიძინა. 8 საათზე დაიძინა ღამის ძილით, რაც უჩვეულოა.
დღისით ვერ ეძინა საკმარისად და ალბათ ამიტომ....
რას გაუგებ ამ პატარა ბასიბუსებს ❤❤❤

Posted by: takoo1 5 Feb 2021, 23:05
გოგოებო ულტრაკაინი ძუძუთი კვების დროს შეიძლება?ეხლა ვკითხულობდი და შეიძლებაო.სტომატოლოგმა გამოიწველეო.გამოვიწველე მაინც მე,1 საათზე გავიკეთე ნემსი დღეს და ღამე რო ვაჭამო ძუძუ მოჟნა?წეღან გამოვიწველე და მგონი საკმარისია არ იქნება პრობლემა ხო?

Posted by: sweetonly 7 Feb 2021, 04:31
Gamarjoba, budeebs rom ezaxian tu gaqvt vinmes da ramdenad praqtikuli da gamokenebadia?? Vfiqrob kidvas gamosakvanad da mere saxlshic rom gamovikeno, zilis dros chavsva. 6 tvemde gamoikenebao da egec mainteresebs ramdenad gamodgeba mag dromde. user posted image

Posted by: NatiaGull 7 Feb 2021, 06:48
sweetonly
მარტო გამოყვანისას გამოდგება ეგ ბუდე და მაქსიმუმ მანქანამდე მიყვანისთვის' როცა სადმე წახვალთ. ან სტუმრად თუ წაიყვან და იქ ჩააწვენ. თუმცა მალევე დაპატარავდება, 4-5 თვის ბავშვი ამაში ნაკლებად გაგიჩერდება.
სახლში ძილისთვის არაფერია რეკომენდირებული გარდა მყარი ზედაპირის მატრასისა.

Posted by: Ninico 8 Feb 2021, 08:52
გოგოებო, თქვენი პედიატრები ბავშვებს ყურებს და ყელს უმოწმებენ? სამშობიაროს პედიატრმა შეუმოწმა მარტო. დანარჩენგან (პოლიკლინიკა, მრჩეველი, ციტო) არ უნახიათ და ცალკე ყელ-ყურთან უნდა წავიყვანო?

Posted by: cvanca 8 Feb 2021, 11:09
Ninico
2 წელია მრჩეველში დამყავს და ყველა ვიზიტზე უმოწმებენ.

Posted by: narkozeli 8 Feb 2021, 11:30
Ninico

მრჩეველში დამყავს და ყოველთვის უმოწმებს ირაკლი რცხილაძე.

Posted by: NatiaGull 8 Feb 2021, 12:09
Ninico
მრჩეველში ირაკლიმ ყოველ ჯერზე შეუმოწმა' წინაზე ისე მოხდა რომ თაკო ძაგანიასთან მყავდა და იმას არ უნახავს ყელი.

Posted by: SRB100 8 Feb 2021, 13:56
გოგოებო, კბილი თუ დაგიპლომბავთ ორსულობის დროს?
სტომატოლოგმა მითხრა რომ მეორე ტრიმესტრში გამაყუჩებლის გაკეთება დასაშვებია, ასევე, გავეცანი უცხოურ სტატიებს ამ თემაზე და იქაც მსგავსი წერია.

Posted by: nopiahopi 8 Feb 2021, 14:35
SRB100
QUOTE
გამაყუჩებლის გაკეთება დასაშვები

კი, უადრენალინო გამაყუჩებელი უნდა გაიკეთო. მეორეში არა, მარა მესამეში დამჭირდა დაბჟენა და უადრენალინოთი გამიყუჩეს.
* * *
ვიზიოს გადაღების დროსაც უმძიმესი ჟილეტები როა,გამოსხივებისგან დამცავი, მაგით შემმოსეს კისრიდან მუცლის ჩათვლით smile.gif

Posted by: takotatuli1989 8 Feb 2021, 14:46
SRB100
კი გოგო მე დავიპლომბე ორი კბილი smile.gif სტომატოლოგიც და მეც ერთი ვადის ორსულები ვიყავით biggrin.gif ორი ღიპუცა

Posted by: SRB100 8 Feb 2021, 15:06
nopiahopi
takotatuli1989
რა კარგია, დამამშვიდეთ. მე ბევრ კბილზე მაქვს კარიესი დაწყებული, მაგრამ ტკივილით არ მტკივა.
ტკბილს რომ ვჭამ ერთ კბილზე მაქვს უსიამოვნო შეგრძნება და მინდა ბარემ ყველა მოვიწესრიგო, თორემ ეჭვი მაქვს რომ გავაჩენ სულ დამეშლება smile.gif))
ამიტომ მივყვები ეხლა და მეორე ტრიმესტრში ყველას გავიკეთებ.

Posted by: NatiaGull 8 Feb 2021, 15:16
SRB100
თუ არ გაწუხებს' ჯობს მშობიარობის მერე გაიკეთო.
მე ყველა კბილი წესრიგში მქონდა უკლებლივ მაგრამ ახლა ძალიან ბევრზე დამეწყო კარიესი' და ლაქები გამიჩნდა თეთრი რომელსაც ვერაფერი ერევა sad.gif
მომიწევს გვირგვინების გადაკვრა

Posted by: nopiahopi 8 Feb 2021, 16:28
SRB100
SRB100
მე მომემატა მგრძნობელობა და დისკომფორტი კარიესიან კბილზე ორსულობისას,ხანდახან წამიმტკივდებიდა კიდეც და აღარ მოვიცადე და გავიკეთე, მეთქი სულ რომ ჩამოიშალოს კიდე ჯანდაბას, მარა დაჩირქების შემეშინდა. ვაიდა დამიჩირქდეს, ჯობია თავი დავიზღვიოთქო და უპრობლემოდ გამიკეთეს. მეც მშვიდად ვიყავი მერე smile.gif

Posted by: Baia4 8 Feb 2021, 18:08
გოგოებო, იქნებ მირჩიოთ, რომელი ბოთლი ვიყიდო, დაბადებიდანვე ბავშვი ხელოვნურზე იქნება და რომელო და რანაირი ჯობია ბოთლი? დოქტორ ბრაუნის მინის ვფიქრობ, ანტიკოლიკი. ოღონდ ეგრევე ცოტა დიდი რომ ავიღო? პატარა 150იანია. მოკლედ, იქნებ მირჩიოთ გამოცდილებიდან გამომდინარე

Posted by: SRB100 9 Feb 2021, 12:30
Baia4
ავენტის ბოთლები შეუცვლელი მგონია. ერთი დღე არ ჰქონია კოლიკი.

NatiaGull
nopiahopi
მადლობა, გოგოებო.

Posted by: i-L-i-A-D-i-S-i 9 Feb 2021, 12:42
ჭილპარის სისხლის შეგროვებაზე რა გსმენიათ?

ვინმეს თუ გქონიათ გამოცდილება?

Posted by: Baia4 9 Feb 2021, 14:06
i-L-i-A-D-i-S-i
აუ მეც მაინტერესებს ეგ საკითხი ძალიან. ჩვენთან არსებობს ეგ ბანკი და ჩვეულებრივ შეგიძლია გააკეთო (რა თქმა უნდა, საკმაოდ ძვირია შეგროვებაც, დამუშავებაც და შენახვაც - წლიური გადასახადია), მაგრამ რამდენადაც მე მოვიძიე ინფორმაცია, ეს აქტუალურია 6 წლამდე და ცოტა მაგან დამაფიქრა.

SRB100
დიდი მადლობა. ახლა Comotomo-ზე და Pigeon-ზე ვაგროვებ ინფორმაციას, თითქოს მომეწონა, მაგრამ აქ არ იყიდება, გამოწერით უფრო. დრ. ბრაუნზე ვფიქრობდი კიდევ, მაგრამ მერე რაც ვნახე - ეგ ანტიკოლიკის მწვანე რაღაც გამაგიჟებს, თან სულ ხელოვნურზე ვიქნებით და დღეში ასჯერ მომიწევს გარეცხვა.

Posted by: i-L-i-A-D-i-S-i 9 Feb 2021, 14:14
Baia4

მე როგორც გავიგე არც ისე ძვირი გამოდის. "ჯეოქორდია" ჭიპლარის სისხლის ბანკი და განვადებასაც აქვთ. წელიწადში 100 ევრო მითხრეს, რაც თვეში გამოდის 33 ლარი. მე მიღირს 33 ლარის გადახდა ნამდვილად. biggrin.gif

QUOTE
ეს აქტუალურია 6 წლამდე და ცოტა მაგან დამაფიქრა.


ეს რას ნიშნავს, 6 წლის მერე ვერ გამოიყენებ?

Posted by: მზე 9 Feb 2021, 14:27
Ninico
მრჩეველში დამყავს და ყურიც და ცხვირიც ყველა ვიზიტზე შეუმოწმა კანკიამ, თაკო ძაგანიამ და ირაკლი რცხილაძემ
ნუ ერთი ვიზიტის გარდა, როცა ისე განერვიულდა ნია-ნუა და თან 1 თვით ადრე მყავდა მიყვანილი, რომ კანკიამ მითხრა მემგონი არ არის ამჯერად აუცილებელი თუ რაიმე კონკრეტული ჩივილი არ გაქვთო. ვფიქრობ სწორი იყო რადგან ისედაც ისტერიკაში იყო თვეების ბავშვი. დანარჩენ ვიზიტებზე ყოველთვის.

Posted by: Baia4 9 Feb 2021, 14:53
i-L-i-A-D-i-S-i
ე. ი. გაიაფდაsmile.gif მე შარშან მოვიძიე ინფორმაცია და წლიური, როგორც მახსოვს, იყო დაახლ. 250 ევრო, ხოლო შეგროვება - დამუშავება - შენახვა დაახლოებით 600 ევრო.
6 წლამდე, ანუ ძალიან ცოტაა ეს ღეროვანი უჯრედები ჭიპლარის სისხლიდან, რა თქმა უნდა, და ღმერთმა არავის არ გაუხდეს საჭირო მისი გამოყენება, მაგრამ მაქსიმუმ 6 წლამდე ასაკისას ეყოფაო. ეს ინფორმაცია მე შარშან მოვიძიე, როდესაც მაგ საკითხზე ზოგადად ვიფიქრე. შეიძლება რამე არასწორად გავიგე, ჩემს სიტყვებს არ დაეყრდნო მაინც. არ არის ჩვენთან დიდად ეგ თემა პოპულარული.

Posted by: Tua 9 Feb 2021, 22:52
Ninico
კი სულავა უმოწმებს ყელი ყუტი ცხბიტი, ტაკო, ფეხის ხელის ფრჩხილები თმა, თავის კანი , ნეკნები, მუცელი ჯირკვლები, რავიცი აი ყველაფერს, პოლიკლინიკის ექიმი არაფერს უმოწმებს უბრალოდ დანიშნულების გამო დამყავს

* * *
i-L-i-A-D-i-S-i
საქართველოში კი ინახავენ მაგრამ ვერ ვიყენებთ სამწუხაროდ რადგან არვიცით გამოყენება და დამუშავება, თან იმდენად პატარაა რაოდენობა მხოლოდ 5 წლამდე ბაᲕშვს ეყოფა( სადღაც კონკრეტული წონაც წერია) , 5 წლის მერე ვეღარ გამოიყენებ სამწუხაროდ. აქ კიდევ ერთია არიცი რაპირობებში ინახება აქ ადგილზე ღეროვანი უჯრედები. ძირითადად დღენაკლულ ბავშვებში ინახავენ .
* * *
Baia4
100 ევრო იყო წელიწადში, ჩემი ძმის შვილი 7 წლის წინ დაიბადა და მაშინაც 100 ევრო იყო ყოველწლიური გადასახადი. ბოთლს რაც შეეხება ავენტის ნატურალის სერია ჩვენთვის შეუცვლელია ძუძუს დანებების მომენტიდან ანუ 1 თვიდან აგერ უკვე 1 წელი და 2 თვეა ავენტი გვაქვს. ბრაუნიც კარგია მაგრამ იმ მილის დამუშავება საკმაოდ რთულია რომ.ბაქტერიები არდაგროვდეს , თან კოლიკა თუ აქვს ბაᲕსვს აქვს და აქვს ბოთლი მანდ ვერ უშველის, რამოდენიმე ხანში მაინც ამოიღებ მაგ მილს და აღარ გამოიყენებ.

Posted by: Baia4 10 Feb 2021, 10:58
Tua
მადლობა. დრ. ბრაუნის მეც ეგ მილი მაფერხებსsmile.gif ავენტი ისეთ ვარიანტად მაქვს, რომ ყოველ წამს შემიძლია ვიყიდო, და წინასწარ ვეძებ იქნებ რამე კარგი იყოს და Comotomo და Pigeon მომწონს (გამოწერით). აი Pigeon ძალიან ძვირია, მაგრამ Comotomo ცოტა ადამიანური ფასია და ვინმეს ხომ არ გამოგიყენებიათ? ინტერნეტში რაც ვნახე - აღფრთოვანებულია ხალხი მაგითsmile.gif

Posted by: narkozeli 10 Feb 2021, 11:10
Baia4

მე მაქვს დრ. ბრაუნსის ეგ 150იანი ბოთლი, 1 თვე ვაჭმევდი და მერე ეგ მილი ამოვუღე და ისე ვაჭმევდი. მერე ავენტზე გადავედი და მერე ისევ დრ. ბრაუნსს დავუბრუნდი ოღონდ 270იანი ვიყიდე და იმასაც ამოვაცალე ეგ მილი.
ავენტიც და დრ.ბრაუნსიც ორივე ძალიან კარგია. ორივეთი კმაყოფილი ვარ.

Posted by: cvanca 10 Feb 2021, 11:54
i-L-i-A-D-i-S-i
Baia4
ჭიპლარის შენახვას რაც შეეხება - პირველი წელი ჯდება 850 ევრო, 2018 წელს სადღაც ორიათას რაღაც ლარი გამოვიდა. თავიდან იხდი 250 ევროს და ღეროვან უჯრედებს აგზავნიან გერმანიაში, თუუ დააკმაყოფიილა სტანდარტები აგრძელებ გადახდას, თუ არ დააკმაყოფილა, მაშინ აღარ იხდი. ამ 2000 ლარზე გაკეთდა განვვადება 1 წლიანი. მეორე წლიდან იხდი წელიწადში 100 ევროს. გადახდა თუ გადაგიცილდა არავინ გახრჩობს. რაოდენობას რაც შეეხება, ღეროვანი უჯრედების გამრავლება ლაბორატორიაში შესაძლებელია რომ მოხდეს. ისე მედულაშიც ხდება შენახვა და ბევრად იაფი ჯდება. 2018 ში ჯდებობდა 800 ლარი. რატომ არის ამხელა სხვაობა ფასებში არ ვიცი. გამოყენებას რაც შეეხება, ერთადერთი შემთხვევა ვიცი აუტიზმზე 2 გადანერგვით კარგი შედეგები ჰქონდათ და მესამეს ელოდებოდნენ. იუთუბზე არის ვიდეო.

Posted by: Baia4 10 Feb 2021, 11:55
narkozeli
აუ იცი რა მაინტერესებს? ეგ მილი რომ ამოაცალე, მერე არ ჟონავს რძე? რატომღაც მგონია, რომ მილი (და რაღაც სარქველივით რომ აქვს) რომ ამოვაცალო - გაჟონავსsmile.gif
smile.gif) ძალიან სასაცილო ვარ რომ ასე ადრე ბოთლებზე და რაღაცეებზე ვფიქრობ და ვარჩევ, მაგრამ ხომ უნდა გავართო რაიმეთი თავიsmile.gif
* * *
cvanca
მადლობა ინფორმაციისთვის. ხო, მეც ეგეთი ფასები ვიცოდი, როდესაც დავინტერესდი.

Posted by: cvanca 10 Feb 2021, 11:58
Baia4
დოქტორ ბრაუნი მეც თავიდან 150 მლ იანი ვიყიდე და ჯობდა 270 იანი მეყიდა, მერე მაინც გამიხდა საყიდელი. მილის გარეცხვას რაც შეეხება მოჰყვება პატარა ჩოთქი, რომელიც იდეალურად რეცხავს მილსაც და მილის ზემოთ მრგვალი რაც არის მაგას პატარა ნახვრეტი აქვს შიგნით და იმასაც. მილს თუ ამოაცლი არ ჟონავს, უბრალოდ მგონია ცოტა წოვა უჭირს მილის გარეშე.

Posted by: narkozeli 10 Feb 2021, 11:59
Baia4

არა არა, არანაირად არ ჟონავს, იგივეა ზუსტად smile.gif

QUOTE
ძალიან სასაცილო ვარ რომ ასე ადრე ბოთლებზე და რაღაცეებზე ვფიქრობ და ვარჩევ, მაგრამ ხომ უნდა გავართო რაიმეთი თავი


მარტო ბოთლი კიარა ისეთ დეტალებზე ვფიქრობდი იმდენ ხანს და ისე სერიოზულად :დ
ყველაფერი წინ დამხვდა და გამომადგა smile.gif

დისერტაციას დავიცავდი ბოთლებზე, სოსკებზე, საწოლებზე, კალიასკებზე.

დღეს ყველა მე მეკითხება რჩევებს ახლობლები რომ ხედავენ ყველაფერს რა კარგად ვიყენებ :დ

ასე რომ, სწორს შვები.

Posted by: i-L-i-A-D-i-S-i 10 Feb 2021, 12:01
Tua

დაინტერესებული ვარ და ვიყავი ჯეოქორდის ოფისში მისული და სამედიცინო დირექტორსაც ველაპარაკე. მე სამედიცინო ენაზე კარგად ვერ ავხსნი, მაგრამ როგორც გავიგე სისხლის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ამ სისხლში რა რაოდენობით ღეროვანი უჯრედებია. თუ საკუთარი ღეროვანი უჯრედებია შენახული, მაშინ ცოტა რაოდენობის გადანერგვაც შეიძლება და 5-6 წლამდეც ეყოფა და მეტსაც. თუ დედმამიშვილის სისხლის გადანერგვა ხდება, მაშინ უფრო დიდი რაოდენობით უჯრედები უნდა გადანერგონ და "მალე გაიხარჯება" უფრო. უჯრედების გამრავლებაც შეიძლება თურმე და საქართველოშიც გაუმრავლებიათ.

მაგრამ, ღმერთმა არ ქნას ვინმეს გადანერგვა დაჭირდეს ...

რაც შეეხება შენახვას, მე რაც ვნახე საკმაოდ კონტროლირებულია, ყოველდღიური რეპორტი აქვთ და ოფისში ტელევიზორში ქონდათ გაშვებული ლაივ რეჟიმში შესანახი კონტეინერები. სურათის გადაღება მინდოდა მაგრამ მომერიდა. biggrin.gif

QUOTE
ძირითადად დღენაკლულ ბავშვებში ინახავენ .


ეს არ უთქვამთ, უმეტესობა ჩვეულებრივი დაბადებული ბავშვია როგორც ვიცი.

Posted by: anibani18 10 Feb 2021, 12:13
Baia4
მე მაქვს ავენტის შუშის 120-იანი და პლასტმასის. კიდევ ავენტის შუშის და პლასტმასის დიდი ბოთლები. ძალიან მომწონს. შუშის კარგია, რადგან ხედავ როგორ გაიხსნა ფორმულა. პლასტმასის ბოთლში ადვილად გრილდება.
თითქმის ყველაფერი გამოწერილი მაქვს, მაგრამ ბოთლის ყიდვა აქ ვარჩიე. თუ რამეა უცებ გავიქცეოდი აფთიაქში და ახალს ვიყიდიდი და საწოვარებსაც ადვილად გამოვცვლიდი ასაკის მატებასთან ერთად.
პატარა ბოთლები მოსახერხებელია ჩემი აზრით.
კოლიკა ჭამასთან და მუცელთან არაფერ კავშირშია. ასე რომ ეს ბოტლები და ჩხირები ვერ დაგეხმარებათ მაგ მხრივ. ბავშვს დრო სჭირდება მიეჩვიოს ახალ სამყაროს, ნდობა გაუჩნდეს თქვენი ♡
ვის ელოდებით თუ შეიძლება გკითხოთ? ♡

იცით რა მაინტერესებს, ჩემს გოგოს სძინავს ტომარაში 1 ტოგ. შიგნით ვაცმევ ან ბოდეს ან პოლზუნკას. გუშინ ცივი ლოყები ჰქონდა და ხელებიც. ხელები ვიცი რომ ნორმალურია მაგრამ ეს ლოყები რატომღა ჰქონდა ცივი ნეტა? ციოდა ანუ? დავაფარე მერე ზემოდან თხელი პლედი. ოთახში დაახლოებით 21 გრადუსი და ჰაერის დამატენიანებელიც მქონდა ჩართული და ალბათ ცოტა გრილოდა ამის გამო. ნორმაა ეს ცივი ლოყები?
მერიესი არმოვაჩინე ♡ რა რბილი და კარგი პამპერსი ყოფილა.
* * *
Baia4
კიდევ იცი რა გაითვალისწინეთ, უკეთესია თუ მატყუარასა და ბოთლს ერთნაირი სწოვარა ექნება, რადგან შეიძლება ბავშვბა არ ჩაიდოს სხვადასხვა საწოვარა. ზოგმა ბავშვმა შეიძლება არ ჩაიდოს, ზოგმა შეიძლება ჩაიდოს.

Posted by: Tua 10 Feb 2021, 15:34
i-L-i-A-D-i-S-i
არა ჩვეუკებრივად არადღენაკლულებშიც ინახავენ კი მაგრამ ჩემს გარშემო ძირითადად ვადაზე დაბადებულებში არშეუნახავთ , სისხლის რაოდენობაზე არცაა ღეროვანი უჯრედების რაოდენობაზეა დსმოკიდებული, მაგრამ მე.როგორც ვიცი საქართველოში გადანერგვას არ აკეთებენ ან აკეთებენ და კარგად არა, თურქეთში შესაძლებელია ჩემს ახლობელს მისი ძმის გადაუნერგეს
anibani18
ანი დიდი მსუქანა ლოყები თუ აქვს გრილი ექნებოდა, ალექსანდრესაც სუკ ეგრე აქვს ლოყები დღემდე გრილი, მხოლოდ ბოდეში ვაძინებ გრძელმკლავიანში წინდების და შარვლის გარეშე, მერისი არია ძალიან კარგი პამპერსი მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ფასდაკლება თუ არაა 70 ლარამდე ღირს smile.gif) ფასდსკლებაზეც არვყიდულობ მერე შეჩვევა იცის და ნამეტანი დიდი ხარჯია პამპერსისთვის.
* * *
Baia4
კომოტომოს ძალიან აქებენ მაგრამ.მანდ ერთი ნიუანსია, ბოთლის საწოვარა უნდა ცვალო საკმაოდ ხშირად ასაკის მატებასთან ერთად, შესაბალისად ბრაუნის და ავენტის საწოვარები ბევრად ხელმისაწვდომია საქართველოში, მე 260იანი ბოთლი მქონდა თავიდსვე და კიდევ ერთი ავენტის 120იანი ბოთლი მქონდა ანტიკოლიკური ამაზონიდან გამოვწერე სულ 3ჯერ ვიხმარე, მე შუშის ბოთლს გირჩევ პატარა ასაკიდანვე , 1 წლიდან 330იანზე გადავედი რადგან ასაკთანნერთად რძის რაოდენობაც იმატებს , 330იანი პლასტმასი აქვს ავენტს მხოლოდ , მაგრამ დიდ ასაკში უკვე აღარ დავეძებ პლასტმასი იქნება თუ შუშა, თან ავენტი ვარდნას უძლებს მშვენივრად smile.gif)

Posted by: Baia4 10 Feb 2021, 17:34
anibani18
Tua
მადლობა რჩევებისთვის, გოგოებო)

Posted by: nino84 10 Feb 2021, 21:25
Baia4
+1 ხმა დრ. ბრაუნს, წლის გახდება მალე ჩემი გოგო და კმაყოფილი ვარ. მილი მეც მალევე ამოვაცალე და არ ჟონავს ნამდვილად. სამ თვეში ერთხელ ვუცვლი საწოვარას

Posted by: NatiaGull 10 Feb 2021, 23:08
anibani18
ან, რატომ შეცვალე. ჰაგისი არ მოგწონდა ?


ჩემი ხმა ბრაუნის ბოთლს' პლასტმასი 2 თვეზე ამოვაცალე და მუშაობს გიჟივით.
კარგი ბოთლია ძაან. ეხლა მეორეც მინდა რამე, ზაფხულისთვის დამჭირდება სოფელში წასაღებად.

Posted by: Ninico 10 Feb 2021, 23:55
Tua
ყურს უკან გამოუვიდა ჯირკვალი. ერთი შეხედვით არც ყელი სტკივა და არც ყური, არც სიცხე აქვს და არც ვირუსი. რატომ გამოუვიდა ვერ გავიგე. პოლიკლინიკის ექიმმა მოუსინჯა ხელით და არაფერი საშიში არ არისო. მეტი არაფერი შეუმოწმებია. პარასკევს ვაჩვენებ კერძო პედიატრს, ტელეფონით ველაპარაკე მანამდე და თუ გაწითლებული არ არის, ან ოჯახში ვირუსი არ გაქვთ საგანგაშო არაფერიაო, მაგრამ სულ ამის ყურს დავყურებ, ხან მგონია რომ უდიდდება sad.gif

მეც უბრალო მუწუკი რომ გამომივიდეს მაშინვე ჯირკვლები მიდიდდება, მაგრამ ჩემზე არანაირად არ ვაქცევ ყურადღებას და ამ პატარაზე ძალიან ვნერვიულობ.

Posted by: anibani18 11 Feb 2021, 00:50
NatiaGull
ნათი, მომწონს როგორ არა. ულტრა კომფორტი ოღონდ.
პსპ-ში ვიყავი, შემომთავაზეს და ვიყიდე. ურბილესია. ახლა ფასდაკლება აქვთ და ზაფხულისთვის ვიყიდე რამდენიმე შეკვრა, ასე მგონია ზაფხულში ამაში ნაკლებად შეწუხდებათქო.
* * *
Tua
გოგო, ძალიან დიდი ლოყები არ აქვს მგონი. არც დღის განმავლობაში აქვს ცივი. მგონი სციოდა უფრო. ან სეკალიას რომ ვუსვავ მაშინ უცივდება კიდევ და შეიძლება ამიტომ ჰქონდა გაყინული.
ზემოდან არაფერს აფარებ? მე ტომარას ვხმარობ თხელს.

Posted by: NatiaGull 11 Feb 2021, 13:52
Ninico
ზუსტად ყურთან არის ?
მე ვუფათურებ ხოლმე ხელებს ყურების გასწვროვ და რაღაც მრგვალები აქვს მაგრამ მგონი ქალის ძვლებია ეგ. biggrin.gif
მეორე მხარესაც შეუმოწმე .?

Posted by: cvanca 11 Feb 2021, 14:49
Ninico
ჩემსასაც ჰქონდა თავზე 4 ადგილას. მრჩეველში პედიატრმაც გვითხრა არაფერიაო და შემდეგ ეხო მაინც გადავუღე მანდვე და მოკლედ არაფერი იყო საშიში. შეიძლება მთელი ბავშვობა გაჰყვესო. ეხლა 2 ცალი კიდევ აქვს.

Posted by: NatiaGull 11 Feb 2021, 14:53
cvanca
რა ადგილებში ჰქონდა ზუსტად ?

ჩემსას აი აქ დაახლოებით
user posted image

Posted by: anibani18 11 Feb 2021, 15:23
გოგონებო, ამ ჭიქას ხმარობთ ვინმე? ისევ ავენტი ვარჩიე მაგრამ რომელი ვიყიდო არ ვიცი
user posted image
user posted image

ჭურჭელი შევიძინე უკვე. იმედია, გამოგვადგება

Posted by: Ninico 11 Feb 2021, 15:27
NatiaGull
აი აქ არის
user posted image

Posted by: takoo1 11 Feb 2021, 15:46

anibani18
ანი ჩემსასაც სულ გაყინული აქ ღამე ყურები და ლოყები,ცხვირი შეუმოწმე ხოლმე თუ ცხვირი არააქვს ცივი ესეიგი არ სცივა.21 გრადუსი ტემპერატურა არ არის დაბალი წესით არ უნდა სციოდეს.ფეხები ხო არააწვს ცივი?
მერისი კარგი პამპერსია მე არ მიცდია. რა ღირდა ანი და რამდენი დევს?

გოგოებო გუშინ შევამჩნიე ამიაკის სუნი შარდში,წყალს არ სვამს ვაფშე და მაგის ბრალი იქნებაო პედიატრმა მითხრა,დღეს ავუღე ანალიზები.გქონიათ ესეთი შემთხვევა ან გაგიგიათ?
წყალი როგორ დავალევინო ეგეც მითხარით დავიტანჯე,ბოთლით არ სვამს ჭიქა ვუყიდე არც მაგით,კოვზით ვასმევ ძლივს ცოტას.ძუძუსაც მოუკლო და ძაან ცუდ დღეში ვართ მოკლედ რა;((

Posted by: Tua 11 Feb 2021, 16:23
anibani18
გოგო მანამოს პლედი მაქვს და ეგ აფარია, ტომარაში არჩაკისვავს არასდროს სულ ტრიალებს და ვერიტანს ფეხზე რამე რომ უშლის ხელა, ეგ ბოთლი მე მაქვს ანი ავენტის ჩემი რჩევაა ამაზონიდან გამოიწერო, 2ნაირი თავი აქვს ეხლა სურათზე რაცაა ნაჩვენები მაგითი შენი გოგო ვერ დსლევს 6 თვიდან, მე ამაზონიდან გამოვიწერე და სოსკის თავიც მოყვა 3 ზომა და ეგ ბრტყელი თავიც მოყვა, საქართველოში აცლიან პატარა სოსკის თავს და დიდებით ყიდიან, 6 თვის ბავშვი მაგ ბრტყელიდან ჯერ ვერ დალევს უამრავი იახმევა და გადასცდება ეგ ალბათ 8-9 თვისკენ.
https://www.amazon.com/Philips-Natural-Trainer-SCF262-03/dp/B075GXMNLL/ref=mp_s_a_1_4?dchild=1&keywords=philips+avent+sippy+cup&qid=1613046443&sprefix=philips+avent+sippy&sr=8-4

* * *
gogatakoo
თუ ძუძუსაც მოუკლო სითხეს ვეღარ იღებს სავარაუდოდ და მაგიტომ, ფორმულას არ აძლევ? წყალს ვერ დააძალებ, ჩემიც არ სვამს ბევრს როცა უნდა მაშინ იღებს თვითონ დასალევად.

Posted by: anibani18 11 Feb 2021, 18:32
gogatakoo
თაკო, როგორ ხარ? მახსენდებოდი ეს დღეები <3 ლუკიანე რას შვება?
ვიცი რომ ძვირი პამპერსია, უბრალოდ ფასდაკლება აქვთ და მეთქი ვცდითქო. 11 კილომდე ზომა 64 ცალი 44 ლარი გამოდის ახლა. მე ვიყიდე რამდენიმე შეკვრა, ზაფხულში მგონი კარგად იხმარს, არ ჩაიხარშება, თორე სულ მაგაზე ვერ გადავალთ.
გოგო, შენ ხომ აპირებდი პამპერსისთვის გადაგეჩვია? როდიდან იწყებ ან ხომ არ დაგიწყია უკვე?
ისე რომელია ნორმა, ცივი ლოყები თუ შედარებით თბილი? როდის არის ბავშVი უფრო კომოფორტულად?
Tua
ჰო, მეც მაგის ყიდვას ვაპირებდი, თეო. ანუ კარგია?

Posted by: narkozeli 11 Feb 2021, 18:48
თავს დავდებ რომ ბავშვი პლედის/საბნის დაუფარებლობით არ ცივდება. აგერ ნათელი მაგალითი ჩემი შვილი, 1 წამით არ იჩერებს არანაირ პლედს,არც ფარებია ფაქტიურად 6 თვის მერე, როგორც კი გააქტიურდა.
მთელი ღამე ძინავს ერთ ფეხიან ბოდეში, ე.წ. პოლზუნკაში. არც საძილე ტომარას არ იჩერებს, აპროტესტებს. თვეებია ასეა და რავიცი რადგან არ ცივდება, ე.ი. არცაა საშიში რა.

Posted by: NatiaGull 11 Feb 2021, 20:31
narkozeli
ჩემიც ნახევარჯერ იხდის.
მე ვფიქრობ რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ცივდება თუ რაიმე ვირუსი შეხვდა. იმის გამო რომ თხლად აცვია ან ღამე შეცივდა' ვერ გახდება ცუდად.
არასდროს ქუდი არ მხურებია და სულ თხლად მეცვა მტელი ბავშვობა' მაგრამ მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ გავციებულიყავი.
ჩემს ბავშვს ვცდილობ ბევრი არ ჩავაცვა, მაგრამ ღამით როცა იხდის ვაფარებ იმიტომ რომ ვიცი იმ მომენტში შეცივდება და მეცოდება.

Posted by: Tua 11 Feb 2021, 20:45
anibani18
კიი ანი მე კმაყოფილი ვარ ძალიან.

დაუფარებლობით არ გაცივდება ბავშვი ნაღდად მაქსიმუმ მუცელი შეებეროს და ცოტა დისკომფორტი ჰქონდეს , რაც უფრო გრილადაა ბავშვი ღამე მით უკეთ სძინავს , ჩემს შვილს მთელი ზამთარი წინდების გარეშე სძინავს და უფეხო ბოდეში, ეხლა ბაკურიანში ვართ და მაინც ეგრე ვაძინებ , რავიცი რა გაციება რის გაციება, პლედი არასდროს აფარია მხოლოდ პირველი 1 საათი, მაგის დასაფარებლად კიდე გაღვიძება მაგრად მეზარება biggrin.gif

Posted by: narkozeli 12 Feb 2021, 10:48
NatiaGull
QUOTE
არასდროს ქუდი არ მხურებია


ჩემნაირო biggrin.gif არც მაქვს ქუდი :შ

QUOTE
ჩემს ბავშვს ვცდილობ ბევრი არ ჩავაცვა, მაგრამ ღამით როცა იხდის ვაფარებ იმიტომ რომ ვიცი იმ მომენტში შეცივდება და მეცოდება.


რომ არ მეძინოს, მეც დავაფარებდი მარა ჩაძინება და გადაძრობა ერთია :დ და ღამეს ხო ვერ გავუთენებ მაგის გამო sad.gif

QUOTE
ადამიანი მხოლოდ მაშინ ცივდება თუ რაიმე ვირუსი შეხვდა. იმის გამო რომ თხლად აცვია ან ღამე შეცივდა' ვერ გახდება ცუდად.


ნამდვილად ასეა, ყველა "გაციებაც" რეალურად ვირუსია. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ზოგჯერ ორგანიზმის გადაციება იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას და ამ დროს იოლად გვერევა ჩვენს ორგანიზმში "მიძინებული" ვირუსები.


ნუ ჩაუცმელობა და თხლად ყოფნა ზამთარში იმუნიტეტის გამომუშავებაში ეხმარებაო ამბობენ მარა ჩემს დისშვილებს რა ჭირთ მაგ მხრივ არ ვიცი, ჩემი და ორივეს მაუგლივით ზრდის დაბადებიდან biggrin.gif სახლში ზამთარში ზოგჯერ გათბობას თიშავენ (დიდ დიღომში, სადაც სულ ცივა მართლა და კერძო სახლია) და დარბიან ზამთარ ზაფხულ შორტებით და მაიკით, ოფიციალურად ზამთარშიც მასე აცვიათ. არც ნასკებს აცმევს, სულ ფეხშიშველები არიან და ნუ ტანსაცმელი თბილი მგონი არცააქვთ biggrin.gif მარა ეგ მეორე უკიდურესობა მგონია, სულ გაციებულები არიან, ჯერ არ მახსოვს ეგენი ცხვირიდან გამონადენის და ხველის გარეშე. ნუ წელიწადში რამდენიმეჯერ მაინც უწევთ სავადმყოფოში დაწოლა ვირუსის გამო. ასე რომ ზოგჯერ ყველაფერი არ ამართლებს :შ



Posted by: kato606 12 Feb 2021, 11:52
გოგონებო ორსულობისას ვინმეს თმა თუ შეგიღებიათ, როდის და რა საღებავით? რა სიხშირით იღებავდით?

Posted by: cvanca 12 Feb 2021, 15:27
NatiaGull
მარჯვენა მხარეს ყურის უკან, თავზე, გაბნეულად

Posted by: takotatuli1989 12 Feb 2021, 20:57
დედიკოებო, მარჯანიშვილზე ან ორთაჭალის ტერიტორიაზე კარგი ბაღი თუ იცით საჯარო ან კერძო. სექტემბრიდან უნდა მივიყვანო და თქვენ რჩევებს გავითვალისწინებდი. ბავშვი 4 წლის გახდება ნოემბერში.

Posted by: narkozeli 13 Feb 2021, 10:30
takotatuli1989

მარჯანიშვილის ტერიტორიაზე 34-ე ბაღზე ბკითხულობ საოცრებებს. აქაურმა ფორუმელმა მაშუშამაც მომწერა ადრე, ოდესმე ბაღში თუ შეიყვან,მანდ მიდით აუცილებლადო.

Posted by: takotatuli1989 13 Feb 2021, 11:51
narkozeli
უღრმესი მადლობა

Posted by: NatiaGull 13 Feb 2021, 13:27
გოგოებო ბავშვის მატრასი ჩაიზნიქა ცოტა, სადაც თავი უდევს იმ ადგილას. უხარისხო შემომტენეს?

Posted by: takotatuli1989 13 Feb 2021, 17:52
gogatakoo
რა ხნის არის? ჩემი არ სვამდა მასე და ვუყიდე ნუბის ბოთლი, კბილებს/ღრძილებს რომ მოუჭერდა გადმოდიოდა წყალი, ანუ მოწოვა არ ჭირდებოდა, თან იქავებდა და თან სვამდა წყალს.
ესეთი იყო

https://www.takealot.com/nuby-2-handle-grip-n-sip-super-spout-240ml-girl/PLID69278781

Posted by: eleonoraa12345 13 Feb 2021, 21:34
დედებო გამარჯობათ, არც კი მნერა ჩემი პირველი პოსტი ამ ჯგუფში და ეხება მკერდის პეობლემას, ვისაც გქონიათ შეხება ან ახლობლისგან გაგიგიათ მკერდის მასაჟისტის შესახებ, რომელს მირჩევდით? ❤️

Posted by: kekuna 13 Feb 2021, 23:18
გთხოვთ მითხრათ რა შეიძლება უიყოს 4 წლის ბიჭის შარდში მარილების მატების მიზეზი? 60
ია დასაშვები და ამას 235 აქვს ;((( ძალიან ვნერვიულობ, ეხლა მოვიდა პასუხი

Posted by: NatiaGull 14 Feb 2021, 11:21
eleonoraa12345
ელე, გაგიმაგრდა ?
მე მაქვს მაგის მწარე გამოცდილება და შემიძლია გირჩიო

Posted by: eleonoraa12345 14 Feb 2021, 18:53
NatiaGull
კი ნათი გამოუშვი ყველა რჩევა მისაღებია ჩემთვის ❤️

Posted by: NatiaGull 14 Feb 2021, 19:42
eleonoraa12345
მოკლედ , მე ძალიან რთულად მქონდა 40მდე სიცხეები თითქმის ერთი კვირა, შენ იმედი მაქვს მსუბუქად გაქვს.

ორი მასაჟისტი მყავდა, ერთი არის დალი რომელიც ხნიერია და უნდა მიაკითხო წამოიყვანო და წაიყვანო, თუმცა კარგი ხელი აქვს. მაგის მასაჟმა საბოლოოდ ვერ მიშველა რადგან მე ანთებები დამეწყო. 50 ლარი ღირდა მაგის მასაჟი.

მეორე გოგო ღუდუშაურში მუშაობს ექთნად, ეკა. ახალგაზრდაა და თვითონ მოვა, კარგად გამოქონდა და მირბილებდა მკერდს, ოდნავ მტკივნეული ხელი აქვს. 70 ლარს ვუხდიდი.

Posted by: eleonoraa12345 14 Feb 2021, 19:54
NatiaGull
ბევრი მასაჟი დაგჭირდა ნათ?

Posted by: NatiaGull 14 Feb 2021, 20:10
eleonoraa12345
დალი 3ჯერ იყო, ეკა2ჯერ.
მე რთულად მქონდა ელე, თავ ვიშრობდი.
სიცხე ხო არ გაქ ჯერ ?

Posted by: nia4u 14 Feb 2021, 21:17
გამარჯობა... მირჩიეთ სად შევიძინო მანქანის ბავშვის სავარძელი ან რომელი?

Posted by: nopiahopi 14 Feb 2021, 21:26
nia4u
wishlist.ge-ს აქვს ბევრნაირი, სხვადასხვა ფასიანი, ზომის, ევროპული ბრენდები. საიტზეც ნახავ და ადგილზეც, რამდენიმე მაღაზია აქვთ. ახლა მგონი ფასდაკლებაც აქვთ, თუ არ ვცდები.

Posted by: eleonoraa12345 15 Feb 2021, 08:07
NatiaGull
ჯერ საბედნიეროდ არ მაქვს ნათი, შეგიძლია ნომრები მომწერო პირადში თუ გაქვს კიდევ?

Posted by: NatiaGull 15 Feb 2021, 08:37
eleonoraa12345
კი ელე, მოგწერე ❤

Posted by: makarena 15 Feb 2021, 09:08
eleonoraa12345
უპირობოდ დალი, ჩემგან პლიუს ერთი ხმა.

Posted by: alesandra 15 Feb 2021, 09:09
ჩემს პატარას ყელი ასტკივდა, ხმა აქვს შეცვლილი. ათი თვისაა.

იქნებ მირჩიოთ რითი დავეხმარო. ექიმთან მხოლოდ ხვალ გვაქვს კონსულტაცია.

Posted by: eleonoraa12345 15 Feb 2021, 09:16
NatiaGull
makarena
მადლობა დიდი გოგოებო ❤️❤️

Posted by: narkozeli 15 Feb 2021, 11:19
eleonoraa12345

დალიზე წერენ საოცრებებს ელე, ყველა კმაოფილია.

ჩემთან არ მოვიდა მეწუწუნა ცოტა და მერე მე ჩაჩავადან თამუნა მყავდა და მე დიდად პრობლემა არ მქონდა და მომიგვარა მაშინვე.

571064466 ესაა დალის ნომერი.
* * *
eleonoraa12345

თუ რამე თამუნას ნომერსაც მოგწერ, მე მიშველა თამუნას მასაჟმა, 3ჯერ მყავდა სულ. 30ლარს ვუხდიდი თითო მოსვლაზე.

Posted by: nionia 15 Feb 2021, 13:57
eleonoraa12345
აუუუ საუკუნეა არ შემოვსულვარ და რა ამბავი დამხვდა, ელე გილოცავ <3
ბედნიერი დედობა <3
როდის გაჩნდა?

Posted by: მზე 15 Feb 2021, 18:09
ახალი თემა: https://forum.ge/?act=ST&f=97&t=35191007

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)