ათი წლის მთელმა ფორუმმა და მე მგონი მთელმა თბილისმა იცოდა ჩემი სიყვარულის ამბავი.
აქ ამ ფორუმზე გავიცანი გოგო/ქალი, რომელმაც თვითონ მომწერა PM და სკაიპში გავაგრძელეთ საუბარი. მაშინ სოციალური ქსელები ჯერ არ იყო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ამ შენს ლევანიკოს შეუყვარდა უცნობი ქალი, რამდენიმე ფოტოს და მიმოწერის საფუძველზე.
არ მნახულობდა და მისამართს არ მაძლევდა. დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები. მთელს თბილისში ვეძებდი. შემდეგ ჩემმა ნაცნობმა პლეხანოვზე დაინახა და იცნო ფოტოდან. როგორც კი დამირეკა გავვარდით მე და ჩემი შეყვარებული. მაშინ უკვე შეყვარებული მყავდა, მაგრამ მკლავდა ინტერესი ვის ვწერდი და ვინ იყო ია
კარგი იყო ბავშვობა, მიამიტობა და ზღაპრული სიყვარული