Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომუნიკაციები > ვაიფაი როუტერი


Posted by: nikushiac 21 Nov 2022, 21:12
სალამი. მაქვს მაგთის ინტერნეტი, ეს ვაიფაი როუტერი რაც თავად დადგეს არის საშინელი, სახლი დიდია და არის ოთახები სადაც ფაქტობრივად საერთოდ არ იჭერს. რას მირჩევთ რომ გავაძლეირო სიხშირე? ახალი როუტერი რომ ვიყიდო შევძლებ ვაიფაის გადმოზიარებას? როუტერიდან ინტერნეტი პერსონალურ კომპიუტერზეც მაქვს დაკავშირებული და ეგ აუცილებლად მჭირდება. რა გზები არსებობს? და აქვე 150 ლარის ფარგლებში თუ ვნახავ რამე ნორმალურ როუტერს საქართველოში ცოტა ნორმალურად რომ დაიჭიროს სქელ კედლებშიც?

Posted by: playstation 21 Nov 2022, 22:09
nikushiac
Huawei AX3 ამ როუტერს თუ ნახავ ძალიან კმაყოფილი დარჩები
Wi-Fi 6 აქვს და რეინჯიც იდეალური დიდი სახლში 3 კედლის იქეთაც იჭერს სიგნალს 250 კვადრატულ ბინას სულ მთლიანად ფარავს.

Posted by: nikushiac 24 Nov 2022, 23:37
https://alta.ge/computers-and-office/networking/routers/asus-rt-ax53u-ax1800-dual-band-wifi-6-router.html
ეს ვიყიდე დიდის ამბით, მეთქი კარგი ფასდაკლება არისთქო, რამდენიმე რივიუსაც გადავხედე და კარგად იჭერდა შორსაც. დავდგი და იგივე მანძილზე იჭერს სადაც ეს ნაგავი მაგთის ჰუავეის როუტერი, რაში შეიძლება იყოს პრობლემა?

Posted by: matemana 25 Nov 2022, 01:07
nikushiac

შენი wifi-ს გარდა ბევრია ირგვლივ?

Posted by: nikushiac 25 Nov 2022, 01:44
QUOTE (matemana @ 25 Nov 2022, 01:07 )
nikushiac

შენი wifi-ს გარდა ბევრია ირგვლივ?

საკუთარ სახლში ვცხოვრობ, მეზობლებს აქვთ ვაიფაი მაგრამ იმათი ვაიფაი ჩემთან დიდად არც იჭერს, მაგთმა რაც დამიდგა მაგის როუტერიდან გადმომყავს ინტერნეტი და შესაბამისად ახლო ახლოს მიდევს შეიძლება მაგის ბრალი იყოს? მარა სხვანაირად რავი მეტი შორს კაბელი არ მიშვებს.

Posted by: Atom 1 Dec 2022, 16:53
როცა დიდი სახლია აჯობებს MESH სისტემა ააწყოთ.
https://xiaomi.com.ge/product/xiaomi-mesh-system-ax3000/

Posted by: sicxe 21 Dec 2022, 22:23
იბეიდან გამოწერე მიკროტიკი ან ლინკსისი 5 გიგაჰერციანი, 2 გიგაჰერცი თბილისში კი არა ვეღარსად ვერ მუშაობს, ქალაქის დასახლებებში..
მაგ ასუსსაც უნდა ქონდეს 5Ghz გამორთე 2 და 5 ზე სცადე

Posted by: leica 21 Dec 2022, 23:17
sicxe
QUOTE
2 გიგაჰერცი თბილისში კი არა ვეღარსად ვერ მუშაობს

რატომ ვერ მუშაობს

მე სადაც მინახია მშვენივრად მუშაობს ყველგან

Posted by: nikushiac 22 Dec 2022, 00:09
QUOTE (sicxe @ 21 Dec 2022, 22:23 )
იბეიდან გამოწერე მიკროტიკი ან ლინკსისი 5 გიგაჰერციანი, 2 გიგაჰერცი თბილისში კი არა ვეღარსად ვერ მუშაობს, ქალაქის დასახლებებში..
მაგ ასუსსაც უნდა ქონდეს 5Ghz გამორთე 2 და 5 ზე სცადე

5გჰზე მაქვს ჩართული, სიჩქარის პრობლემა არც მქონდა, დიდ მანძილზე დაეჭირა მინდოდა ძირითადად, მაგრამ მოვაგვარე ეს საკითხი.

Posted by: Ika39 17 Mar 2023, 14:37
მეგობრებო , არ ვარ დარწმუნებული რო სწორ ტოპიკში ვპოსტავ მაგრამ იქნებ ვინმემ მომცეთ რჩევა.
მოკლედ მაქვს სილკნეტის ინტერნეტი . კარგი პაკეტი მაქვს აღებული , თავიდან სახლში კარგად იჭერდა ყველგან . ეხლა თითქოს ზოგჯერ ზოგ ოთახში არ იჭერს , მაშინ როცა ხანდახან იგივე ოთახში ყველა ხაზზე იჭერს ნებისმიერ ადგილას . დისქონექთდება თავისით ლეპტოპიც და ტელეფონიც. დარესტარტება ძირითადად შველის მარა დღის განმავლობაში ერთი 10-15 ჯერ არი ხოლმე საჭირო . ესეთი პრობლემა გაქვთ სხვებსაც ? ეჭვი მაქვს რომ მეზობელი ზის ჩემ ვაიფაიზე , და ეგ თუ რამე შუაში. მოკლედ კომპეტენტური ხალხის რჩევა მჭირდება როგორ გავაძლიერო სიხშირე მთელ სახლში და გამოვასწორო ეს პრობლემა

Posted by: nikushiac 17 Mar 2023, 20:18
QUOTE (Ika39 @ 17 Mar 2023, 14:37 )
მეგობრებო , არ ვარ დარწმუნებული რო სწორ ტოპიკში ვპოსტავ მაგრამ იქნებ ვინმემ მომცეთ რჩევა.
მოკლედ მაქვს სილკნეტის ინტერნეტი . კარგი პაკეტი მაქვს აღებული , თავიდან სახლში კარგად იჭერდა ყველგან . ეხლა თითქოს ზოგჯერ ზოგ ოთახში არ იჭერს , მაშინ როცა ხანდახან იგივე ოთახში ყველა ხაზზე იჭერს ნებისმიერ ადგილას . დისქონექთდება თავისით ლეპტოპიც და ტელეფონიც. დარესტარტება ძირითადად შველის მარა დღის განმავლობაში ერთი 10-15 ჯერ არი ხოლმე საჭირო . ესეთი პრობლემა გაქვთ სხვებსაც ? ეჭვი მაქვს რომ მეზობელი ზის ჩემ ვაიფაიზე , და ეგ თუ რამე შუაში. მოკლედ კომპეტენტური ხალხის რჩევა მჭირდება როგორ გავაძლიერო სიხშირე მთელ სახლში და გამოვასწორო ეს პრობლემა

მეზობლის ვაიფაზე დაჯდომა შეიძლება იყოს პრობლემა, ზოგადად სტანდარტული სილკნეტის ვაიფაი მოდემი თუ გიდგას არც ისე ძლიერს გიდგამენ თავად და როუტერს რაც მეტი მოწყობილობა უკავშირდება მით მეტად იტვირთება და შეიძლება ეგ იყოს პრობლემა.

Posted by: 24... 22 Mar 2023, 11:14
nikushiac
QUOTE
5გჰზე მაქვს ჩართული, სიჩქარის პრობლემა არც მქონდა, დიდ მანძილზე დაეჭირა მინდოდა ძირითადად, მაგრამ მოვაგვარე ეს საკითხი.


როგორ მოაგვარე ?

რა მოდელის როუტერით მოგვარდა თუ საიდუმლო არაა მეც მაქვს პრობლემა user.gif

Posted by: Top-Gun 22 Mar 2023, 14:40
მეც ეგ პრობლემა მაქვს.
2-ოთახიან ხრუშოვკაში ვცხოვრობ. ადრე მქონდა რაღაც მინიატურული როუტერი, რომელიც იდეალურად იჭერდა მთელს სახლში, მაგრამ ბოლოს ძაან ჭედავდა, დღეში რამდენჯერმე ჭირდებოდა დარესტარდება.

გადავწყვიტე ახალი მეყიდა, შევარჩიე ტპ ლინკის "2-ანტენიანი" როუტერი და ისეთი ცუდი გამოდგა რომ მეორე ოთახის ბოლოში ვეღარ იჭერს, უფრო სწორად მიჩვენებს რომ იჭერს, მარა ინტერნეტი არაა. 2-ოთახიან სახლში facepalm.gif

ეს 5 გიგა ჰერცზე გადაყვანა როგორ ხდება? იქნებ უშველოს?

ხო, კიდე ესეთი რაღაც სჭირს და ვერ გავიგე - ზოგჯერ ცოტა ხაზზე დაჭერილი ვაიფაი უკეთესად მუშაობს (მაგალითად ქუჩიდან დაჭერილი), ვიდრე ყველა ხაზზე დაჭერილი როცაა (აი იმ მეორე ოთახის ბოლოში)

Posted by: TamCho23 22 Mar 2023, 14:46
თემის ირგვლივ.

საკმაოდ უჭირს დაჭერა ძველ კორპუსებში, ვინადიან უმეტესობა კედლები რკინა ბეტონით არის, ჩემთან მაგალითად, სახლის ცენტრში მიდგას, სადღაც 15 მეტრში აღარ იჭერს.


ერთი კითხვა მაქვს.

ტპ-ლინკის როუტერი მაქვს, ბოლო დროს სიხშირეს კარგავს, ხშირად ჭირდება გადარესტარტება (როუტერი ჩემია)

როუტერის გამოცვლა, გადამიჭრის პრობლემას?

Posted by: nikushiac 22 Mar 2023, 23:26
QUOTE (24... @ 22 Mar 2023, 11:14 )
nikushiac
QUOTE
5გჰზე მაქვს ჩართული, სიჩქარის პრობლემა არც მქონდა, დიდ მანძილზე დაეჭირა მინდოდა ძირითადად, მაგრამ მოვაგვარე ეს საკითხი.


როგორ მოაგვარე ?

რა მოდელის როუტერით მოგვარდა თუ საიდუმლო არაა მეც მაქვს პრობლემა user.gif

როუტერის შეცვლით ვერანაირად, საკმაოდ მძლავრი როუტერი არის ესეც და 1000-1500 ლარს ისედაც არ მივცემდი ახლა როუტერისთვის სახლში. უბრალოდ კაბელი შევიძინე ინტერნეტის და სახლში არ მინდოდა გაბმა და გარედან გავიყვანე ჩემით იმ ოთახამდე სადაც მინდოდა რომ დაეჭირა და დავაკავშირე მაგთის როუტერი ახალ როუტერს, კომპიუტერის ოთახი სადაც ძირითადი როუტერია ერთ ბოლოშია და ის მეორეში და ავსებს საბოლოო ჯამში სახლს და მეორე სართულზეც იჭერს.
* * *
QUOTE (Top-Gun @ 22 Mar 2023, 14:40 )
მეც ეგ პრობლემა მაქვს.
2-ოთახიან ხრუშოვკაში ვცხოვრობ. ადრე მქონდა რაღაც მინიატურული როუტერი, რომელიც იდეალურად იჭერდა მთელს სახლში, მაგრამ ბოლოს ძაან ჭედავდა, დღეში რამდენჯერმე ჭირდებოდა დარესტარდება.

გადავწყვიტე ახალი მეყიდა, შევარჩიე ტპ ლინკის "2-ანტენიანი" როუტერი და ისეთი ცუდი გამოდგა რომ მეორე ოთახის ბოლოში ვეღარ იჭერს, უფრო სწორად მიჩვენებს რომ იჭერს, მარა ინტერნეტი არაა. 2-ოთახიან სახლში facepalm.gif

ეს 5 გიგა ჰერცზე გადაყვანა როგორ ხდება? იქნებ უშველოს?

ხო, კიდე ესეთი რაღაც სჭირს და ვერ გავიგე - ზოგჯერ ცოტა ხაზზე დაჭერილი ვაიფაი უკეთესად მუშაობს (მაგალითად ქუჩიდან დაჭერილი), ვიდრე ყველა ხაზზე დაჭერილი როცაა (აი იმ მეორე ოთახის ბოლოში)

5გჰზე რომ გადაიყვანო როუტერს უნდა ქონდეს მხარდაჭერა, მაგრამ დაჭერის სიხშირეს ეგ არ ცვლის არანაირად, ნუ ჩემ გამოცდილებაში არ შეცვალა, რეალურად 5გჰზ ინტერნეტის სიჩქარეზე აგებს პასუხს და საქართველოში უბრალოდ არ არის იმდენად სწრაფი ინტერნეტი მოკვდაებისთვის, რომ 2.4-სა და 5-ს შორის სხვაობა მოგცეს.

Posted by: 24... 23 Mar 2023, 10:11
nikushiac


მადლობა yes.gif

Posted by: GUINPLENI 23 Mar 2023, 18:14
გამარჯობა მეგობრებო, მაგთის ოპტიკის შემოყვანა მინდა და ოპერატორმა მითხრა რომ როუტერის ყიდვა მე მომიწევდა, ძველი როუტერი, დაახლოებით სამი წლის წინ რომ ეყენა მიგდია სახლში და მაგაზე ვკითხე, მაგრამ ეგ ალბათ არ იმუშავებსო, ზუსტად ვერ მითხრა. ხო არ იცით იმუშავებს ეგ როუტერი? რატომ არ შეიძლება უნდა იმუშაოს ვერ ვხვდები სიმართლე გითხრათ

Posted by: 11-F 23 Mar 2023, 18:23
QUOTE
ხო არ იცით იმუშავებს ეგ როუტერი?

მოდელს ვერ ვარჩევ, წაშლილია ციფრები

user posted image

Posted by: GUINPLENI 23 Mar 2023, 22:15
QUOTE (11-F @ 23 Mar 2023, 18:23 )
QUOTE
ხო არ იცით იმუშავებს ეგ როუტერი?

მოდელს ვერ ვარჩევ, წაშლილია ციფრები

user posted image

არ ვარ სახლში და მოდელი ვერ დავწერე, სამი წლის წინ რაც მუშაობდა მაგთიზე ახლა არ იმუშავებს? რამე შეიცვალა ინფრასტრუქტურაში ? თუ გაქ ინფორმაცია იქნებ გამიზიარო მეც

Posted by: 11-F 24 Mar 2023, 00:04
GUINPLENI
იმუშავებს დიდი ალბათობით.

Posted by: GUINPLENI 24 Mar 2023, 00:37
QUOTE (11-F @ 24 Mar 2023, 00:04 )
GUINPLENI
იმუშავებს დიდი ალბათობით.

კარგი, მადლობა smile.gif
,................

Posted by: nutria-113 5 Apr 2023, 15:58
Top-Gun
QUOTE
ეს 5 გიგა ჰერცზე გადაყვანა როგორ ხდება? იქნებ უშველოს?

მხარდაჭერა უნდა ქონდეს თითონ მოწყობილობას. მაგრამ 5-ს სიჩქარის პოტენციალი აქ მეტი და არა ფადარვა, დაფარვის რადიუსი პირიქით ნაკლები აქვს.
შესაბამისად, სადაც 2.4 ვერ წვდება, იქ ვერც 5 მიწვდება.
ან რამდენიმე უნდა გამოიყენო, ან ცოტა ხარისხიანი მოწყობილობა უნდა იყოს. თუ რამდენიმე მოწყობილობაა, მიერთებაც სწორად უნდა, კონფლიქტი რომ არ იყოს.
QUOTE
საქართველოში უბრალოდ არ არის იმდენად სწრაფი ინტერნეტი მოკვდაებისთვის, რომ 2.4-სა და 5-ს შორის სხვაობა მოგცეს.

სამაგიეროდ გადაფარვაა 2.4ზე ძალიან დიდი და 5ზე ბევრად სტაბილურად და ნაკლები დაყოვნებით მუშაობს ქსელი

Posted by: kvasito 14 Sep 2023, 21:24
user posted image

გამარჯობათ, ესეთი პრობლემა მაქვს სახლში ჩადებულია ყველგან კაბელები, რომლის ყველა წვერი ხელოსანმა გამოიტანა გარე კედელზე, აქ დააერთებენ ინტერნეტზე როცა მოვლენ პროვაიდერის ხელოსნებიო, დღეს იყვნენ მაგთიდან და ამაზე ვერ დავაერთებთ კედელი უნდა გავხვრიტოთ და ისე შევიყვანოთო, რა საშველია იქნებ მითხრათ რა, ხელოსანმა ვინც გააკეთე მეუბნება გარეთა კედელზე უნდა დადგეს რაღაც ყუთი სადაც შეიყვანენ ინტერნეტს და მერე ყველა ოთახში განაწილდეობაო.
* * *
user posted image

ან ამაზე ოპტიკური კაბელი როგორ უნდა გადაებას?

იქნებ იცოდეთ ხელოსანი ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს

Posted by: iosebovich 15 Sep 2023, 11:44
kvasito
რამდენი კაბელია გარეთ ? მაგთიმ სწორად გითხრა, გახვრეტენ და შიგნით შევლენ . იმ შენ ხელოსანს გარეთ კი არ უნდა გაეტანა, სადაც მომავალში მაგთის დეკოდერი დადგება აი იქ უნდა შეეკრიბა. ანუ სახლში , სავარაუდოდ შემოსასვლელში. ჩემთან ეგრე იყო და სტანდარტულადაც ეგრეა. ეხლა ან შენ ის კაბელები უკან უნდა დააბრუნო სახლში რაც საკმაოდ რთული იქნება რადგან უკვე გალესილში მოახვედრებდი, ან მაგთი რო დააყენებს მერე სვიჩით შეკრიბო და ერთი კაბელით უკან შემოხვიდე სახლში. რაღაც ეგრე რაა. ინტერნეტის ხელოსნისთვის უნდა გეკითხა, ის შენი ხელოსანი ეტყობა მაგარი უვიცი იყო ეგეთ საკითხებში smile.gif

Posted by: macciavelli 15 Sep 2023, 15:50
kvasito
კედლების ხვრეტა თავიდან რომ აირიდო, გარეთ დადგი ერთი ყუთი სადაც მაგთის რაუტერი/მედია კონვერტერი დადგება.
ამ მედია კონვერტერით გადაერთდება ოპტიკა ეზერნეტზე
იმედია კვებაც არის მიყვანილი მაქამდე.

შემდეგ, მაგ კედელში ჩატანებული ეზერნეტის კაბელებით შეიყვანე მაგთის რაუტერიდან სახლში.

რამდენი ეზერნეტის კაბელია მანდ ჩატანებული?
ალბათ 2 მაინც უნდა იყოს, ერთს გამოიყენებ ტელევიზიაზე და მეორეზე ცალკე ვაიფაი რაუტერს შეაერთებ.

Posted by: kvasito 15 Sep 2023, 23:45
iosebovich
macciavelli

ექვსი ოთახია და ექვსი კაბელი არის გარეთ, დენის სადენი არ აქვს მიყვანილი:; სახლში შპალერი გაკრულია უკვე და რემონტი გაფუჭდება თორემ კიდე გავაკეთებდი რაღაცას.

დღესაც დამირეკა ვინც გააკეთა და სილქნეტის თანამშრომლებს ველაპარაკე და არ არის პრობლემა, მაგის გაკეთებას რა უნდაო... თვითონ მიმტკიცებს სულ ეგრე ვაკეთებ, მერე გარეთ ყუთს დგავენ და ინტერნეტზე პრობლემა არ არისო.

ვინმე ხომ არ გეგულებათ, ვინც გააკეთებს, გარეთ დადგება ყუთი სადაც დადგება სვიჩI ან ბევრი ჯეკი სადაც იქნება და მერე შევა სახლში. მაგრამ რა მაინტერესებს, ინტერნეტ ტელევიზიას შემდეგ ჩვეულებრივად შევაერთებ და ჩაირთვება თუ ოპტიკა მაინც უნდა შეიყვანონ სახლში?


Posted by: macciavelli 16 Sep 2023, 22:18
kvasito
დენი აუცილებლად მისაყვანი იქნება, ისე პროვაიდერის რაუტერი ვერ იმუშავებს.

6 კაბელი ძალიან ბევრია, მაშინ მანდ დამატებითი სვიჩი დაგჭირდება რომ პროვაიდერის რაუტერიდან გამომავალი ინტერნეტის 1 კაბელი გაანაწილოს ყველა ოთახში

და მერე სახლში, რომელიმე ოთახში დადგება ვაიფაი

ტელევიზიის კაბელი პირდაპირ პროვაიდერის რაუტერიდან გამოვა და წავა პირდაპირ ტელევიზორთან, იმ დამატებითი სვიჩის გვერდის ავლით

Posted by: kvasito 11 Oct 2023, 21:19
user posted image


მეგობრებო ერთი კაბელი ორად როგორ უნდა გავყო ხომ არ იცით? ან ვიდეო ხო არ დევს სადმე, მე ვერ მოვძებნე

დაახლოებით ესე სურათზე როგორც არის

Posted by: guccia123 11 Oct 2023, 22:00
kvasito
კარგად არ გიძებნია ეტყობა გუგლში ყრია ინფორმაცია

user posted image

Posted by: kvasito 25 Oct 2023, 16:36
iosebovich
macciavelli
guccia123user posted image
user posted image

გაიხარეთ მადლობა!!

მოკლედ დავაყენე ყუთი, სადაც იქნება 16-იანი სვიჩი და ამ სვიჩზე დავაერთებ ექვსივე კაბელს (თუ ტელევიზიას ცალკე ქსელი არ დასჭირდა) და ტესტერით დავტესტე ერთი ითახის გარდა ყველგან რვავე წვერი მიდის.

რა მაინტერესებს იცით, მისაღებ ოთახში არის ერთი კაბელი შეყვანილი, როემლიც დავაერთე ,,ბუდეზე'' (შტეფცელის მსგავსი როა რა) და მუშაობს რვავე წვერი, მაგ ოთახში მინდა ტელევიზია და პლიუს როუტერის დაყენება, რომ სახლში მქონდეს ინტერნეტი. თუ არის შესაძლებელი რომ სპლიტერი ან მსგავსი ადაპტერი რომ დავაყენო სურათზე რაცაა და ერთზე დაერთდეს ტელევიზია და მეორეზე როუტერი, ან სვიჩი და მერე სვიჩზე დავაერთო როუტერი??

Posted by: macciavelli 25 Oct 2023, 21:10
kvasito
ეგ არ ვიცი რა სპლიტერია, მარა თუ მაგისთვისაა, უნდა იმუშაოს, რატომაც არა. ოღონდ ორივე მხარეს დაგჭირდება.

ამას გარდა სიჩქარე იქნება 100 მეგაბიტი, გიგაბიტის ნაცვლად. თუმცა არამგონია ეს პრობლემა იყოს - პროვაიდერი მაინც 100 მეგაბიტამდე იძლევა

Posted by: Desmond Miles 26 Oct 2023, 00:05
kvasito

ის 16-იანი სვიჩი თუ poe მხარდაჭერით არის, ეს შეგიძლია კედელზე მიამაგრო.(რასაც ბუდეს უწოდებ, იმ კაბელით)
ჩვეულებრივი wi fi AP-ია და ტელევიზორს რომ მიუერთო, ქსელსაც მოგცემს.

ანუ, ვაი ფაიც გექნება და ტელევიზორზე ინტერნეტიც. ყველაზე კარგი ისაა, რომ კიდევ სვიჩის და ელექტრო კაბელები არ მოგეყრება.

user posted image

https://klg.ge/product/dashvebis-tsertili-ruijie-wifi-rg-rap1200-f/
* * *
user posted image

ეს არის უკანა მხარე.

დაჯეკილი კაბელი შეაერთე. წინა მხარეს ლინკს მოგცემს და wi fi-საც. smile.gif

Posted by: kvasito 9 Nov 2023, 15:06
Desmond Miles

ეს სად შიძლება რომ ვიყიდო??

Posted by: Desmond Miles 9 Nov 2023, 16:37
QUOTE (kvasito @ 9 Nov 2023, 15:06 )
Desmond Miles

ეს სად შიძლება რომ ვიყიდო??

https://klg.ge/product/dashvebis-tsertili-ruijie-wifi-rg-rap1200-f/

ამათ დაურეკე აბა. საიტზე უდევთ და შეიძლება ქონდეთ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)