გამარჯობა ფორუმელებო, მოკლედ დახმარება მჭირდება ესეიგი ვაპირებ ასეთი რაღაცის გაკეთებას, უნდა ავაწყო დესკტოპ კომპიუტერები და შემდეგ ისეთი საიტების საშუალებით გავყიდო როგორიცაა სიტყვაზე მაიმარკეტი. ეს იმიტომ დავწერე რო ანუ მომიწევს კომერციული საიტების მეშვეობით ამ კომპიუტერების გაყიდვა რადგან ამ ეტაპზე იმის საშუალება არ მაქვს რომ ადგილი ავიღო იჯარით ან რაიმე ფართი ვიყიდო, ამ ყველაფერს გავაკეთებ სახლში, რეალურად არც მინდა ადგილის ქირაობა ან ყიდვა რადგან მაქვს იმდენი ადგილი სახლში რო წყნარად ჩემი საქმე გავაკეთო. ხოდა პრობლემა იმაშია რო ბანკის თანამშრომელს სახლში ხომ ვერ დავისვავ?
მაშინ როგორ წარმოგიდგენიაო მკითხავთ ალბათ და მაინტერესებს რამდენად არის შესაძლებელი ესეთი ვარიანტი.
ვარიანტი 1.
განვადებას რა თქმა უნდა ისე ვარ გავაკეთებ რომ არ დავრეგისტრირდე გადამხდელად შპს ან ი/მ, შემდეგ ბანკში რო მივიდე და ვუთხრა რო ვარ შპს ან ი/მ ვმუშაობ ამ საქმეზე და მინდა თქვენი ბანკის განვადებით გავყიდო ნივთები, ახლობელს ქონდა მაღაზია და ეგ არ იყო პრობლემა უბრალოდ ადგილი თავისი ქონდა და ბანკის თანამშომელიც ყავდა, ჩემ შემთხვევაში სახლში ვარ და დამჭირდება რაიმე დისტანციური ვარიანტი რა, სიტყვაზე მყიდველმა გადაწყვიტა რო ნივთი იყიდოს განვადებით და ბანკის თანამშრომელს რომ გადავუგზავნო მონაცემები ან რაიმე მაგდაგვარი არ შეიძლება?
ან არის 2 ვარიანტი.
გადამხდელად დავრეგისტრირდე და ჩემ სახლთან დაახლოებით 20 მეტრში არის ერთ ერთი ბანკის ფილიალი იქ რო გადავიდეთ მე და მყიდველი და იქ შეავსოს მყიდველმა განვადების აპლიკაცია არ მოსულა ?
რამე მიშველეთ რა იქნებ რაიმე უკეთესი ვარიანტი იცოდეთ, უბრალოდ საქმე იმაშია რო ვაპირებ ავაწყო ისეთი კომპიუტერები რომლის ფასები იქნება საშუალოდ 1000 დან 2000-მდე და აქამდე მქონდა საცდელად აწყობილი რამოდენიმე და დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო მარა ყველა მეუბნებოდა ერთი და იგივეს ანუ განვადებით უნდოდა ყველას ყიდვა, არცაა გასაკვირი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს 99 % იმის ფუფუნება რო ადგეს და 1000-2000 ლარი კომპიუტერში გადაიხადოს ყველას ურჩევნია განვადებით გადაანაწილოს რამოდენიმე თვეზე
ველი თქვენს დახმარებას მადლობა ყველას ყურადღებისთვის.