forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (73) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ავსტრალია, მწვანე კონტინენტი
irakli2779
Mr UK


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 63
წევრი No.: 143457
რეგისტრ.: 22-February 12

გამოგზავნილია: 3 Mar 2012, 16:44  #30017276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ავსტრალიას არ აქვს არანაირი ლატარია, როგორც ეს ამერიკაშია, არამედ კანადის მზგავსად აქვს კვალიფიცირებული მუშახელის პროგრამა. კანადის უპირატესობას რაც შეეხება ვისთვის როგორ, ზოგი ალბათ კანადას ამჯობინებს. მე ვიტყოდი ორივე თანაბარი დონის, სუპერ ქვეყანაა. ავსტრალიას უპირატესობა ამინდია, რაზეც ზემოდ ვილაპარაკე. კანადის ყველაზე მაგარი ტერიტორია ბრიტიშ კოლუმბია თავისი მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო ქალაქით ვანკუვერით ძალიან წვიმიანია, ზედმეტად წვიმიანი და ძვირი. ტორონტო, კანადის მთავარი ქალაქი, ზამთარში ძალიან ცივია ზაფხულში კი ძალიან ცხელი. ზოგ ადამიანზე ამინდი ძალიან დიდ გავლენა ახდენს (ჩემი თამადობით), ზოგადად ხასიათზე, ცხოვრების წესზე და ასე შემდეგ. ამიტომაც არის რომ ძალიან მეწუნია ბრიტიშები ავსტრალიას აწყდებიან და არა კანადას, თუმცა ორივე ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა. და ქართველები რით ვართ მაგათზე ნაკლები?smile.gif

სიდნეიში ან სხვაგან მაგისტრატურის დამთავრების შემთვევაში არ გჭირდებათ არანაირი სპონსორი (სპონსორობა ეგ ერთ ერთი ვარიანტია და არა მთავარი). ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ სტუდენტობის საერთო პერიოდი აღემატებოდეს ორ წელს (შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ ენის კურსებით ან ფაუნდეიშენით და მერე გადახვიდეთ მაგისტრატურაზე), აიღოთ დიპლომი, და რომ თქვენი სპეციალობა რამენაირად მოხვდეს საჭირო სპეციალობების კატეგორიაში-http://www.immi.gov.au/skilled/sol/. მთავარი უპირატესობა რასაც ორ წლიანი უმაღლესი განათლება მოგცემთ არის ის, რომ გეძლევათ დამატებითი ქულები და რაც მთავარია აღარ დაგჭირდებათ სამუშაო გამოცდილების ქონა. მოკლედ, იმდენს თუ მოახერხებთ რომ ავსტრალიაში მაგისტრატურას დაამთავრებთ არა მგონია რომ თქვენთვის დიდი პრობლემა გახდეს იქ ლეგალურად დარჩენა და რეზიდენტობის მიღება. თანაც იმდენი სახეობაა სხვადასხვა ვიზების, რომ რომელიმეს აუცილებლად მოერგებით.

ეგ ყველაფერი შეგიძლიათ საქართველოდანაც გააკეთოთ, ავსტრალიის საკონსულოდან თურქეთში, და უკვე როგორც რეზიდენტები წახვიდეთ ავსტრალიაში. ინტერნეტში ინფორმაციის დიდი რაოდენობაა ამასთან დაკავშირებით, როგორც რუსულად, აგრეთვე ინგლისურადაც. ეგაა მთავარი საიტი www.immi.gov.au

This post has been edited by irakli2779 on 3 Mar 2012, 17:10


--------------------
defender
v@liko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 120
წევრი No.: 125410
რეგისტრ.: 30-December 10

გამოგზავნილია: 4 Mar 2012, 13:02  #30030044      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როგორც ვიცი მაგ კონტინენტიდან გამოსვლა არანაკლებ პრობლემატურია ვიდრე შესვლა. რამდენად შეესაბამება სიმართლლეს ხომ არ იცით?
Jorik
٩(●̮̮̃•̃)۶


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6928
წევრი No.: 49708
რეგისტრ.: 20-December 07

გამოგზავნილია: 4 Mar 2012, 13:11  #30030149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
v@liko
QUOTE
როგორც ვიცი მაგ კონტინენტიდან გამოსვლა არანაკლებ პრობლემატურია ვიდრე შესვლა. რამდენად შეესაბამება სიმართლლეს ხომ არ იცით?

ეხლა 1800-ანი წლები კი არაა და პატიმრების კოლონიები, როგორც უნდათ მიდი-მოდიან smile.gif


--------------------
სოკოს ლიმონათი
irakli2779
Mr UK


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 63
წევრი No.: 143457
რეგისტრ.: 22-February 12

გამოგზავნილია: 4 Mar 2012, 14:19  #30031011      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თუ ქვეყანაში ლეგალურად იმყოფები არც გამოსვლაა პრობლემა და არც შესვლა, შენს ნებაზეა.თუ არალეგალურად ხარ მაშინ გამოსვლით გამოხვალ მაგრამ უკან აღარ შეგიშვებენ.
v@liko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 120
წევრი No.: 125410
რეგისტრ.: 30-December 10

გამოგზავნილია: 5 Mar 2012, 14:44  #30048119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანუ თუ არ ვსწავლობ და საცხოვრებლად, სამუშაოდ მინდა წასვლა, რა შანსებია ამ შემთხვევში? ან დაახლ.. რა თანხაზეა საუბარი?
irakli2779
Mr UK


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 63
წევრი No.: 143457
რეგისტრ.: 22-February 12

გამოგზავნილია: 5 Mar 2012, 15:46  #30049103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თუ საცხოვრებლად და სამუშაოდ გინდა წასვლა მაშინ უნდა ნახო შენი პროფესია თუ არის იმ პროფესიათა ჩამონათვალში რომელიც ავსტრალიას ჭირდება (ვებ გვერდი ზემოთ მოგაწოდე და შეგიძლია ნახო). თან ინგლისურს უნდა ფლობდე კარგად, რომ IELTS-ის ტესტი ჩააბარო და ოთხივე კომპონენტში მინიმუმ 6 ქულა აიღო. თუ ამ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილე მაშინ ავსტრალია ნამდვილად ღირს იმისთვის რომ იწვალო, საბუთები შეაგროვო და წახვიდე. ეგ ყველაფერი ალბათ ეგრე $5 ათასი დაგიჯდება
boone
გაპოტერისტებული ლოსტისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5987
წევრი No.: 130701
რეგისტრ.: 28-April 11

გამოგზავნილია: 11 Mar 2012, 02:10  #30142347      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
irakli2779
18 წლის სტუდენტს ( რომელიც ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს) რა ფასად და რა გზით შეუძლია მოხვდეს ავსტრალიაში
იონათან
:*


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19643
წევრი No.: 139236
რეგისტრ.: 20-November 11

გამოგზავნილია: 11 Mar 2012, 03:38  #30143114      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ღმერთმა მაშოროს ავსტრალია biggrin.gif არა,არც არავინ მეხვეწება,მაგრამ მაინც biggrin.gif
დედამიწაზე ყველაზე მეტი შხამიანი გველი ავსტრალიაშია,ხმელეთზეც და წყალქვეშ,აღარაფერს ვამბობ ათეულობით სახეობის შხამიან ობობებზე,ხვლიკებზე,მორიელებზე და თუნდაც ნიანგებზე...
და საუბარი არაა უდაბნოზე,არამედ დიდ ქალაქებზეც...


--------------------
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif


Jorik
٩(●̮̮̃•̃)۶


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6928
წევრი No.: 49708
რეგისტრ.: 20-December 07

გამოგზავნილია: 11 Mar 2012, 11:48  #30144331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იონათან
QUOTE
დედამიწაზე ყველაზე მეტი შხამიანი გველი ავსტრალიაშია,ხმელეთზეც და წყალქვეშ,აღარაფერს ვამბობ ათეულობით სახეობის შხამიან ობობებზე,ხვლიკებზე,მორიელებზე და თუნდაც ნიანგებზე...
და საუბარი არაა უდაბნოზე,არამედ დიდ ქალაქებზეც...

ზატო ცოფი არაა მანდ rolleyes.gif
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6336
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 11 Mar 2012, 19:20  #30150964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იაფი გზა არ იცით? 3000-ს ურტყამს ბილეთის ფასი


--------------------
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."

მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".

ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))
irakli2779
Mr UK


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 63
წევრი No.: 143457
რეგისტრ.: 22-February 12

გამოგზავნილია: 12 Mar 2012, 14:28  #30162382      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
18 წლის სტუდენტს ( რომელიც ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს) რა ფასად და რა გზით შეუძლია მოხვდეს ავსტრალიაში


შენთვის ალბათ ყველაზე იაფი და ასაკისთვის შესაფერისი ვარიანტი ინგლისური ენის კურსების გავლაა, და ზოგადად, სტუდენტურად წასვლა. თუმცა როდესაც საბუთებს გააგზავნი ვიზისთვის, თან Cover letter -იც უნდა მიაყოლო ახსნა განმარტებით თუ რატომ მაინც და მაინც ავსტრალია. ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რადგან მილიონი რაღაცის მოფიქრება შეიძლება. დიდი პრობლემა კი სახსრების არსებობის დადასტურებაა. ზუსტად არ ვიცი რა და როგორ დაგიჯდება, კურსების ხანგძლივობას გააჩნია. თუ სერიოზულად გადაწყვეტ, მაშინ კოლეჯს უნდა დაუკავშირდე იმეილით და ისინი აგიხსნიან თუ რა ფინანსური მოთხოვნები არსებობს საემიგრაციოს მხრიდან. თუ უკვე უნი დამთავრებული გექნება მაშინ უკვე შეგიძლია ფაუნდეიშენი (მაგისტრატურისთვის მოსამზადებელი კურსები) ან სხვა რაიმე კურსი აიღო. დამთავრებისთანავე პირდაპირ მაგისტრატურას არ გირჩევ, ეგ ჩისტა ქართული ვარიანტია. ეგეთ ქვეყნებში მუშაობის გარკვეული გამოცდილების გარეშე მაგისტრატურაზე არავინ მიგიღებს ან თვითონ კონსული გეტყვის ვიზაზე უარს.

ავსტრალიაში არ არის კარგი და ცუდი უნივერსიტეტები ან კოლეჯები, როგორც ეგ შტატებში და ბრიტანეთშია. ყველა აკრედიტებული სასწავლებელი სტანდარტებში ზის და ყველა კარგია. განათლების დონით მეექვსეა მსოფლიოში და საკმაოდ უკან ყავს მოტოვებული შტატებიც და ბრიტანეთიც. თუმცა მსოფლიოს ორი საუკეთესო უნივერსიტეტი კემბრიჯი (ბრიტანეთი, N1) და ჰარვარდი (აშშ, მასაჩუსეთსი, N2) ბრიტანეთში და ამერიკაშიაsmile.gif

მოკლედ, თუ შესაბამისი სახსრები გაქვს, მაშინ შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო რა და როგორ გინდა. მთლიანი სახსრების საკონსულოსთვის მხოლოდ ჩვენებაა საკმარისი. ვიზას რომ აიღებ შეგიძლია გაცილებით ნაკლები თანხა წაიღო თან


* * *
QUOTE
ღმერთმა მაშოროს ავსტრალია  არა,არც არავინ მეხვეწება,მაგრამ მაინც
დედამიწაზე ყველაზე მეტი შხამიანი გველი ავსტრალიაშია,ხმელეთზეც და წყალქვეშ,აღარაფერს ვამბობ ათეულობით სახეობის შხამიან ობობებზე,ხვლიკებზე,მორიელებზე და თუნდაც ნიანგებზე...
და საუბარი არაა უდაბნოზე,არამედ დიდ ქალაქებზეც...


ყველაზე ნაკლებად ავსტრალიაში ეგ პრობლემა შეგაწუხებს თუ სადმე უდაბნოში ან ჯუნგლებში არ ამოყოფ თავს. თუმცა არც იქ მოგახტებიან ეგრე, ფილმებში როა. მართლა გგონია რომ სიდნეიში და მელბურნში გველები და ნიანგები დარბიან ქუჩებში?smile.gif ერდადერთი რეალური პრობლემა ზვიგენია, რომლისგანაც წელიწადში მილიონებიდან ერთი-ორი ადამიანი იღუპება, ძირითადად სერფერები (ზვიგენებს სელაპები გონია). სტატისტიკურად კი, ურო მეტი შანსია მეხი დაგეცეს ან ფუტკრის ნაკბენით მოკვდე ვიდრე ზვიგენმა შეგჭამოს

This post has been edited by irakli2779 on 12 Mar 2012, 14:52
იონათან
:*


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19643
წევრი No.: 139236
რეგისტრ.: 20-November 11

გამოგზავნილია: 12 Mar 2012, 17:16  #30165220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
irakli2779
QUOTE
გგონია რომ სიდნეიში და მელბურნში გველები და ნიანგები დარბიან ქუჩებში?


რა თქმა უნდა!
ბაღებში,ნაგვის ურნებში და ტვალეტებშიც არიან გველები(ო)
მელბურნში მსოლფიოს ყველაზე საშიშ გველებიდან 10 სახეობა ცხოვრობს.
ყოველ წელს 1000-ზე მეტ ადამიანს კბენენ.
ავსტრალიელები სპეციალურ კურსებს გადიან,რათა იცოდნენ რა უნდა გააკეთონ თუ გველი დაინახეს სახლში,ან ეზოში.

ვიდეო გერმანულადაა,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს,ფაქტია რომ გველები არიან ავსტრალიის დიდ ქალაქებში

http://www.zdf.de/ZDFmediathek/beitrag/vid...r-in-Australien
irakli2779
Mr UK


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 63
წევრი No.: 143457
რეგისტრ.: 22-February 12

გამოგზავნილია: 12 Mar 2012, 17:47  #30165796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ ვამბობ რომ ავსტრალიაში გველები არ არიან. არიან და ყველაზე შხამიანები მსოფლიოში, თუნდაც ტაიპანი, რომელსაც ჯერ არავინ მოუკლავს. არ მინდა ზოოლოგიაში ღრმად წავიდე მაგრამ გველების მხრივ ამერიკა გაცილებით საშიშია ვიდრე ავსტრალია თავისი აგრესიული ჩხრიალა გველებით. ავსტრალიური გველები უფრო შხამიანებია, მაგრამ გაცილებით ნაკლებად იკბინებიან და კბენისას ნაკლებ შხამს გამოყოფენ.

შეერთებულ შტატებში წელიწადში ათასობით ადამიანს კბენს გველი და დაახლოებით 12 კვდება http://en.wikipedia.org/wiki/List_of_fatal...e_United_States,

ავსტრალიაში წელიწადში მაქსიმუმ ერთი ან ორია ფატალური შემთხვევა. დიდ ქალაქებში კი გველს ალბათ არავინ მოუკლავს. არის ხომ სხვაობა? (http://www.anaes.med.usyd.edu.au/venom/snakebite.html). მაშინ გამოდის რომ ვერც ამერიკაში წასულა ადამიანიsmile.gif

This post has been edited by irakli2779 on 12 Mar 2012, 17:52
Berlioz
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1918
წევრი No.: 4420
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 12 Mar 2012, 17:49  #30165843      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Mr-Banks @ 11 Mar 2012, 19:20 )
იაფი გზა არ იცით?        3000-ს  ურტყამს ბილეთის ფასი

დუბაი-სიდნეი-დუბაი - ჰონკონგის გავლით -1300$ - ორივე გზა (თბილისი-დუბაის ფასი დაუმატეთ თავად).

http://www.cathaypacific.com/cpa/en_US/homepage


--------------------
დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი!
Jorik
٩(●̮̮̃•̃)۶


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6928
წევრი No.: 49708
რეგისტრ.: 20-December 07

გამოგზავნილია: 12 Mar 2012, 18:33  #30166650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უამრავი აცრა არსებობს გველიებისგან და პარაზიტებისგან დასაცავად, ანუ ის უძლიერესი სხამიც არ მოგკლავს თუ გიკბინეს
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (73) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0287 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]