დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) - თიმფუ
ოფიციალური ენა - ძონგკხა, ინგლისური ენა
მთავრობა - მონარქია
- მეფე - ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი (მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მონარქი)
- პრემიერ მინისტრი - ჯიგმე ტინლეი
ფართობი
- სულ 38,394 კმ2 (135-ე)
მოსახლეობა
- 2012 შეფასებით 742 737[1] (165)
- 2005 აღწერა 672 425[2]
- სიმჭიდროვე 18/კმ² კაცი/კმ2 (154)
ვალუტა ნგულტრუმი (BTN)
დროის სარტყელი UTC+06:00
ქვეყნის კოდი BTN
Internet TLD .bt
სატელეფონო კოდი 975
ბჰუტანი (ძონგკხა: :འབྲུག་ཡུལ) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აზიაში. სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ბჰუტანელები საკუთარ სახელმწიფოს უწოდებენ დრუკ იული (འབྲུག་ཡུལ་), რაც „ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მიწას“ ნიშნავს. ბჰუტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა. 1999 წლამდე ქვეყანაში აკრძალული იყო ტელევიზია, ინტერნეტი და მობილური ტელეფონები, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანამ დაიწყო აქტიური განვითარება, რასაც ხელი შეუწყო ინტერნეტის აღდგენამ, ასევე საერთაშორისო საჰაერო რეისების განახლებამ და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მეტ-ნაკლებად შედინებამ. ბჰუტანის მოსახლეობა 2012 წლის მიხედვით 742 737 ათასი კაცია. იმის გამო, რომ ქვეყანაში გაეროს და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები არ დაიშვებიან მსგავსი საქმიანობის ჩასატარებლად, აღნიშნული ციფრები საეჭვოა. მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 3-ჯერ მეტი მოსახლე მაინც ცხოვრობს ვიდრე ესაა ცნობილი. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელია 2.11% წელიწადში. ქალაქის მოსახლეობა — 21%, სოფლის — 79%.
ბოლო წლებში ბჰუტანმა ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ის კვლავ მკაცრად იცავს ეროვნულ ტრადიციებს.
ბჰუტანი – მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ოფიციალურ რელიგიად, ”სულიერ მემკვიდრეობად” ბუდიზმის ტანტრული მიმართულებაა აღიარებული. ამიტომაც, ხელისუფლების მთავარ მიზანს ქვეყნის თითოეული მოქალაქის გაბედნიერება წარმოადგენს, ეს კონსტიტუციის მე-9 მუხლშია გაწერილი.
2008 წელს შეიქმნა ”საყოველთაო ბედნიერების სახელმწიფო კომისია” (Gross National Happiness Commission) რომელსაც თავად პრემიერი ხელმძღვანელობს. მოსახლეობის აღწერისას მოქალაქეებს კითხვას უსვამენ: ” ხართ თუ არა ბედნიერი?” 2005 წელს, უკანასკნელი აღწერისას მოსახლეობის 45.2%-მა ამ კითხვას გასცა პასუხი ” ძალიან ბედნიერი ვარ”, 51.6%-მა – ”ბედნიერი ვარ”, და მხოლოდ 3.3%-მა – ”არც თუ ისე ბედნიერი ვარ”.
ბჰუტანში მთლიანი შიდა პროდუქტის ცნება შეცვლილია უფრო შესაფერისი ინდიკატორით – ”მთლიანი ეროვნული ბედნიერებით”. ეს გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს, ამგვარად, ადამიანების გაბედნიერება ეროვნული პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს.
ბჰუტანელები ძალიან სტუმართმოყვარეები და გახსნილები არიან და უფრთხილდებიან თავიანთ უნიკალურ კულტურას.
აქ ცხოველების დახოცვა აკრძალულია, ამიტომ, თითქმის ყველა ვეგეტარიანელია. იკრძალება ქიმიური სასუქის შეტანა, ამიტომ, რასაც კი ამ მიწაზე აწარმოებენ, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. არ იჩეხება ტყეები, პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხე დაირგოს.
ქვეყანა დღემდე ბოლომდე შესწავლილი არ არის, სამხრეთი და ცენტრალური ნაწილები აუთვისებელ ტერიტორიას წარმოადგენს უზარმაზარი ნაკრძალებით, ფლორითა და ფაუნით. ბჰუტანმა ეს ყველაფერი ერთი მარტივი მიზეზის გამო შეინარჩუნა – აკრძალულია ნადირობა და ფაქტობრივად, არ იჩეხება ტყეები.
სამეფო სრულად უზრუნველყოფს საკუთარ თავს საკვები პროდუქტებითა და ტანსაცმლით. ამასთან, მთლიანი მოსახლეობა ეროვნულ სამოსს – კხოს ატარებს.
ბჰუტანის სამეფო ოჯახი კი ერთერთ ყველაზე ლამაზ ოჯახად ითვლება მსოფლიოში
ბჰუტანის სამეფო, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქოს გაყიდვა და მოწევა აკრძალა.
ქვეყანაში შეზღუდულია უცხოელი ტურისტების შესვლის რაოდენობა, უცხოელი ტურისტი, რომელიც ქვეყანაში ჩადის, წინასწარ ვალდებულია გადაიხადოს 250 დოლარი. მას ავტომატურად ახვედრებენ 3-ადგილიან სასტუმროს და ტურისტული ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ადამიანს. თან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტურისტმა 250 დოლარი უნდა იხადოს ყოველი შემდგომი დღისათვის. (http://tourism.gov.bt) აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოსაკრებელი მთლიანად მიემართება ბჰუტანის ბავშვების განათლებაში. საშუალოდ, წელიწადში ბჰუტანში 15 000 ტურისტი ჩადის.
ქვეყანაში თითქმის არაფრის იმპორტი არ ხდება. ბჰუტანი თვითონვე გამოიმუშავებს ყველაფერს, მათ შორის ელექტრონერგიასაც. ის კი არა რესურსების ნაწილს მეზობელ ქვეყნებსაც აწვდის (მათ შორის ინდოეთს).
ბჰუტანი არის დღესდღეობით ალბათ ერთადერთი უიშვიათესი ქვეყანა სადაც 99 % ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი არსებობს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბჰუტანში კორუფცია ფაქტობრივად არ არსებობს და დანაშაულების რიცხვი თითქმის ნულს უტოლდება.
შეიძლება ითქვას რომ ბევრისათვის უცნობი, მაგრამ ამავე დროს საოცნებო ქვეყანაა (ვინც იცის იმისთვის)
სამწუხაროდ, ბჰუტანთან საქართველოს მოქალაქეებს (ისევე როგორც ყველა ქვეყნის მოქალაქეს, ბანგლადეშის, ინდოეთისა და მალდივის კუნძულების მოქალაქეების გარდა) ესაჭიროება ვიზა.
ვინმეს თუ გქონიათ სურვილი ამ სამოთხეში წასვლის?
მე აუცილებლად უნდა წავიდე უახლოეს 5 წელიწადში აქ
This post has been edited by madridman on 23 Jan 2018, 01:35
Oh dismal mourning...
I open my weary eyes once again