forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (41) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იმიგრანტებო, რამდენად კმაყოფილი ხართ რომ წახვედით?
 
რამდენად კმაყოფილი ხართ წასვლით?
კმაყოფილი ვარ [ 198 ]  [78.57%]
არ ვარ კმაყოფილი [ 54 ]  [21.43%]
Total Votes: 252
Guests cannot vote 
execution
Kwisatz Haderach


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4041
წევრი No.: 108098
რეგისტრ.: 1-January 10

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 11:19  #52194903      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ემიგრანტებო, ანუ სხვა ქვეყნის იმიგრანტებო. სათაურს რო ვწერდი შემეშალა.
იმათ ეხება ვინც თავისი ნებით წავიდა უკეთესი ცხოვრების საძიებლად.

მოკლედ ჯერ ბაკალავრიატზე ვარ მარა კაი ხანია ვფიქრობ ნორმალურ ქვეყანაში წავიდე რომ დავამთავრებ.

იდეალურ ვარიანტში მე რაც მაინტერესებს იმ სადოქტორო პროგრამაზე მიმიღებენ

თუ არადა green card ან კიდე კვალიფიციური სპეციალისტების იმიგრაციის პროგრამით მოხვედრა რომელიმე კარგ ქვეყანაში (IT).

ანუ ცხოვრების დონე რომ უკეთესია ეგ გასაგებია.

ხალხი რომ სხვა იქნება ეგეც გასაგებია, ეგ არ გამიჭირდება.

პრობლემა ძირითადად ის იქნება რომ ოჯახისგან და მეგობრებისგან ვიქნები მოშორებული

პოლიტიკასთან მგონი კავშირშია. სტატისტიკა დგება ერთგვარი ქვეყნიდან წასულების biggrin.gif მაინცდამაინც ნიუსი ხომ არ უნდა იყოს.

This post has been edited by execution on 16 Feb 2018, 11:27
David_Gale
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5485
წევრი No.: 232670
რეგისტრ.: 6-June 17

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 11:20  #52194915      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
execution
QUOTE
მოკლედ ჯერ ბაკალავრიატზე ვარ მარა კაი ხანია ვფიქრობ ნორმალურ ქვეყანაში წავიდე რომ დავამთავრებ.


აუცილებლად წადი, ოღონდ ლეგალურად.

თუ მართლა სწავლობ და საკუთარი თავის იმედით გინდა ცხოვრება და არა სხვისი, უეჭველი მოხიე,

ღორის შვილების სარჩენად ნუ დარჩები აქ.


--------------------
კენტ რიცხვებში წითლებს ვბომბავ

ლუწში ლურჯებს

ისტები და გამპრავებლები ამას ვერ გაიგებთ თუ პირადი სარგებელი არ გექნათ რა თქმა უნდა
RadioShack
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4384
წევრი No.: 59967
რეგისტრ.: 2-May 08

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 11:24  #52194936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯერ მოინახულე დედამიწა სანამ ახალგაზრდა ხარ იმოგზაურე სადაც შანსი გაქვს თუნდაც ავტოსტოპებით და კარვებით


მერე გადაწყვეტ სად გირჩევნია ცხოვრება.
მთელი პლანეტა ჩვენია, ნუ მისცემ ქაღალდზე დატანილ საზღვრებს შენი ჩაკეტვის საშუალებას !
ibo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3528
წევრი No.: 9411
რეგისტრ.: 13-March 05

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 11:26  #52194944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კმაყოფილი ვარ

კმაყოფილებაში რა იგულისხმება? გადაწყვეტილება არ მინანია, მარა როგორც შენც გიწერია მარტივი არაა ყველასგან შორს მარტო ცხოვრება... თუ ეხლავე გეფიქრება საქართველოში დარჩენილ ოჯახზე და ნათესავ-მეგობრებზე, სავარაუდოდ რამოდენიმე პერიოდი გექნება, საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიხვალ რომ საქართველოში კარგი სამსახური თუ მექნება იქ მირჩევნია ცხოვრებაო
execution
Kwisatz Haderach


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4041
წევრი No.: 108098
რეგისტრ.: 1-January 10

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 11:31  #52194967      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ibo
არ მინდოდა გამერთულებინა გამოკითხვა, ალბათ ეგ ვიგულისხმე გინანიათ თუ არა.

ნათესავებზე საერთოდ არ ვფიქრობ(ოჯახის გარდა).

მარტოობაც არ მიჭირს.

უბრალოდ ხანგძლივი პერიოდით არ გამომიცდია ეს, თვეობით კი, და არ მიჭირს მგონი.

ეჩვევი ამას ნელ-ნელა თუ პირიქით?

David_Gale
ნუ მთლად ეგეთი დამოკიდებულება არ მაქვს, ღორები და ამბავი,
უბრალოდ უკეთესისკენ რატო არ უნდა ისწრაფო.

RadioShack
მართალია, ჯერ ვერ შევძლებ უბრალოდ მაგას.

This post has been edited by execution on 16 Feb 2018, 11:36
David_Gale
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5485
წევრი No.: 232670
რეგისტრ.: 6-June 17

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 11:39  #52195006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
execution

თუ აქ დარჩები და ბიძამ ამ მამამ არ მოგაწყო სამსახურში და შენით მოგიწია გაკვალვა მერე მიხვდები რასაც ვამბობ და შენც გექნება ეს
QUOTE
ღორები და ამბავი

ibo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3528
წევრი No.: 9411
რეგისტრ.: 13-March 05

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 11:42  #52195030      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
execution
QUOTE
ეჩვევი ამას ნელ-ნელა თუ პირიქით?

პირველი წელია რთული. იმასაც გააჩნია როგორ წახვალ, თუ სწავლასთან ერთად ვირივით მუშაობა მოგიწევს, უფრო ხშირად გექნება მომენტები, როცა ფიქრობ არ უნდა წასულიყავი. ეცადე სტიპენდია მიიღო, თუ ოჯახს არ აქვს საშუალება, ეხლა მაინც სავსეა ინტერნეტ სივრცე სტიპენდიებზე ინფორმაციით.

კიდე რაღაც, აშშ-ს ევროპა გერჩივნოს. აშშ ჭაობია, დაკვირვებული ვარ ვინც იქით მიდის წლობით ვერ/არ ჩადიან საქართველოში.
ტრანსსექსუალკა
ალისა დამიძახეთ <3


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1498
წევრი No.: 225871
რეგისტრ.: 11-November 16

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 11:48  #52195058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აშშ ჭაობია

რა მხრივ?


--------------------
ჩემი ფიცი თუ ფიცია, შენი ფიცი ფიცი არ არის?

ეს ფრაზა მეგრულად ძალიან დამაინტრიგებლად ჟღერს თურმე ;)

მატრიარქი ვარ :*
MargaliuS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1998
წევრი No.: 216824
რეგისტრ.: 6-April 16

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 11:54  #52195083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აუცილებლად წადი, ოღონდ ლეგალურად.

თუ მართლა სწავლობ და საკუთარი თავის იმედით გინდა ცხოვრება და არა სხვისი, უეჭველი მოხიე,

100%

აქვს თავის სირთულეები , მაგრამ ძაან ბევრი დადებითიცაა .... ცხოვრებისეული გამოცდილებაა დღის ბოლოს !

QUOTE
მთელი პლანეტა ჩვენია,
yes.gif


--------------------
Aut Agere Aut Mori
ibo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3528
წევრი No.: 9411
რეგისტრ.: 13-March 05

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 11:55  #52195092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტრანსსექსუალკა
QUOTE
აშშ ჭაობიარა მხრივ?

ჭაობში რომ შედიხარ და ვეღარ გამოდიხარ ეგ ვიგულისხმე. ჩემი დაკვირვებით მასეა, იქ წასული საქართველოში ძალიან იშვიათად ჩადის, საბოლოოდ დაბრუნებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საახლობლოშიც მყავს მაგის მაგალითები, 2006ში წავედი ევროპაში და მაგავე წელს ჩემი ძმაკაცები წავიდნენ აშშ-ში. ისინი იმის მერე არ ყოფილან საქართველოში, მე კიდე მინიმუმ 20ჯერ მაინც ვარ ნამყოფი.
Moen26
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 945
წევრი No.: 229800
რეგისტრ.: 6-March 17

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 12:25  #52195244      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუცილებლად უნდა წახვიდე... ცოტა მოაგროვო და ჩამოხვიდე. რაც აქ 10 წელში შეიძლება პახაობით დაგრჩეს იქ 1 წელში იშოვნი თუ სამუშაო გექნება..
Melano
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22573
წევრი No.: 108226
რეგისტრ.: 3-January 10

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 12:32  #52195280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აშშ ჭაობია,

ამაზე ერთი მწარე გამოთქმა გამახსენდა
აშშ შე სიკვდილივითაა
ვინც წავიდა აღარ დაბრუნდაო.
ბევრი მაქვს საახლობლო სამეგობროში მაგალითი


--------------------
Independence is happiness. Susan B. Anthony
UNEEK
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15459
წევრი No.: 94743
რეგისტრ.: 30-June 09

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 12:50  #52195383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
QUOTE (Melano @ 16 Feb 2018, 12:32 )
QUOTE
აშშ ჭაობია,

ამაზე ერთი მწარე გამოთქმა გამახსენდა
აშშ შე სიკვდილივითაა
ვინც წავიდა აღარ დაბრუნდაო.
ბევრი მაქვს საახლობლო სამეგობროში მაგალითი

აშშ-ში ბევრი პოლონელი, ჩეხი, ებრაელი თუ სომეხი ცხოვრობს, ქართველებიც.

იმათ ქე უხარიათ დაბრუნება და დაფრინავენ 6თვეში ერთხელ სამშობლოში ჩვენგან განსხვავებით.

ნეტავი საქართველო გახდებოდეს მათნაირი სტაბილური და უსაფრთხო.

სიკვდილი და უბედურება პირიქით მაქედან გვესმის, ყოველ დღე. დაპირებები და უკეთ ცხოვრების პირობები - ყოველ წელს დედაშეცემული მთავრობებისგან. შედეგი კი ვარესი და ვარესი ყოველ წელს.

არავინ დაბრუნდება საქართველოში.





--------------------
Don't tell people how to do things, Tell them what to do and let them surprise you with their results.
nick_el_son
Fake Hero


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19409
წევრი No.: 19911
რეგისტრ.: 25-May 06

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 13:16  #52195517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ibo @ 16 Feb 2018, 11:42 )
აშშ-ს ევროპა გერჩივნოს. აშშ ჭაობია, დაკვირვებული ვარ ვინც იქით მიდის წლობით ვერ/არ ჩადიან საქართველოში.

yes.gif


ევროპიდან უადვილესი და უიაფესია ფრენა.

დაჟე შაბათ-კვირასაც კი შეგიძლია აქეთ ჩამორბენა რამე რომ იყოს biggrin.gif

აშშ, ავსტრალია და ეგეთი ქვეყნები იქ დარჩენისთვის არის.


--------------------
Paint it Black!

**
Forgive me father, for I know what I do but I want to hear the last poem of the last poet.
J.M
TikitaLomos
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 856
წევრი No.: 220879
რეგისტრ.: 2-July 16

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 13:29  #52195587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
execution
QUOTE
კაი ხანია ვფიქრობ ნორმალურ ქვეყანაში წავიდე რომ დავამთავრებ.


ხოდა ძალიან ბევრს ნუ იფიქრებ. ჯობია წახვიდე.

პირველ რიგში მატერიალური თვალსაზრისით.

მე 27 წლის ვარ. ამ ეტაპზე ძალიან კარგი სამსახური მაქვს და კარგი შემოსავალიც. მაინც სულ ვფიქრობ წასვლაზე და ალბათ წავალ კიდეც ერთ-ორ წელიწადში.

საქმე იმაშია, რომ შეიძლება შენ პირადად და შენი ოჯახი უზრუნველყოფილი იყოთ, კარგად იყოთ, მაგრამ ძალიან ძნელია ამ გარემოსთან შეგუება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყანაა და ა.შ. გარშემო იმდენი გაჭირვებულია, ნათესავები, ახლობლები, ვისი პრობლემებიც სულ გესმის და ყველას ვერ დაეხმარები.

ვისაც შანსი აქვს, უნდა წავიდეს აუცილებლად.

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (41) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0216 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]