forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (38) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება,
psyxo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5226
წევრი No.: 7763
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 28 May 2008, 01:05  #9796304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ლუდომანია ეწოდება. ლუდომანიას ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას განაპირობებს.
აზარტული თამაშების შედეგად ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გამოვლინებიდან სამი მაინც გვაქვს სახეზე:
1. აზარტულ თამაშებში ხშირი მონაწილეობა და ამისთვის ფულის შოვნის მუდმივი მცდელობა.
2. აზარტულ თამაშებში გაცილებით დიდი ხნით მონაწილეობა, ვიდრე ამას მოთამაშე გეგმავდა.
3. ფსონის ზრდის მუდმივი მოთხოვნილება და ამის საფუძველზე აღზგნებადობის მიღწევა.
4. გაღიზიანების გამოვლენა თუ თამაში გადაიდო ან ჩაიშალა.
5. ,,მოგებაზე ნადირობა”, ანუ როცა ერთი მარცხის შემდეგ მოთამაშე კვლავ დებს ფსონს მოგების იმედით და ასეთ ქმედებას იმეორებს ერთ დრეში რამოდენიმეჯერ – ყოველი მარცხის შემდეგ.
6. თამაშის შეწყვეტის ან შემცირების მცდელობები, რომლებიც უშედეგოდ მთავრდება.
7. თამაშის მიზნით ძირითად მოვალეობებზე უარის თქმა, სოციალური და პროფესიონალური მოვალეობების იგნორირება და თამაშში მონაწილეობა.
8. თამაშის გაგრძელება ვალების ზრდის მიუხედავად.

ჩვეულებრივ, მოთამაშე პირს ,,კონტროლის ილუზია” ახასიათებს, სწორედ ამ ილუზიიდან გამომდინარე, წაგების შემთხვევაში მოთამაშეს მიაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა: ,,წავაგე იმიტომ, რომ არაყურადღებიანი ვიყავი”, ,,სწორად ვერ გავითვალე”, ,,ამაზე ფსონის დადება არ მინდოდა, მაგრამ შევცდი” და ა.შ.

მოთამაშის ფსდიქოლოგიური პორტრეტის შემადგენელი ნაწილებია:
- ,,აუცილებლად მოვიგებ შემდეგ თამაშში”
- ,,არაფერს არ წარმოვადგენ თუ არ ვითამაშე და არ მოვიგე”
- ,,თამაშის გარეშე არსებობა არ შემიძლია”
- ,,თუ არ მოვიგე – დავიღუპები”

,,კონტროლის ილუზია” გულისხმობს იმ ფაქტსაც, რომ მოთამაშეს ჰგონია იგი აკონტროლებს მისთვის სინამდვილეში მიუწვდომელ და სრულიად შემთხვევით მოვლენებს, როგორებიცაა თამაშის ანგარიშები და მათი წინასწარი პროგნოზი, სათამაშო ავტომატზე შესაბამის ღილაკზე დაჭერის სიჩქარე და ა.შ. რაც საბოლოო ჯამში რიტუალურ ხასიათს იძენს და სიმპტომურ ქცევაში გადაიზრდება. ყალიბდება ე.წ. ,,სათამაშო ქცევა”, რომელიც მოთამაშის ფსიქიკაში. დომინანტურ ადგილს იკავებს
ყოველივეს შედეგად, აზარტული თამაშების მოყვარულს უყალიბდება არა მარტო ფსიქიკური, არამედ თამაშებისადმი ფიზიკური დამოკიდებულება – ის მთელი დღე ფიქრობს იმ დროზე, როცა თამაშს დაიწყებს, ფიქრობს სათამაშო სტრატეგიებზე, აყალიბებს ტაქტიკას და ა.შ. და ასეთ ფსიქოლოგიურ დატვირთვას განიცდის მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება იგი – ოჯახში, სამსახურში, სუფრაზე, გასართობ ადგილას. ამავე პერიოდში, მისი სხეული გარკვეულ დისკომფორტს განიცდის, ყოველივე ეხსნება იმ მომენტისთანავე, როცა იგი თამაშს იწყებს. ამ აღწერის პირველი ეტაპი, ანუ დრო თამაშამდე, სინამდვილეში აბსტინენციური სინდრომის (ლომკის) გამოვლენის პერიოდია, მეორე ეტაპი, ანუ უშუალოდ თამაშის პროცესი – აბსტინენციური სინდრომის (ლომკის) მოხსნის პერიოდია.
აზარტული თამაშებით გამოწვეული ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების გამოვლინებას ლუდომანია ეწოდება და ნარკომანიის (დამოკიდებულების) ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეობას შეადგენს.
ლუდომანიით დაავადებული პირები ძირითადად გამოირჩევიან შემდეგი მონაცემებით:
- ასეთი პაციენტები გამოირჩევიან გაცილებით მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით – პოპულაციურ ნორმასთან შედარებით,
- პათოლოგიური მოთამაშეები ძირითადად შრომისმოყვარენი არიან, გამოირჩევიან პროფესიული მიღწევებით,
- გამოირჩევიან საკუთარი თავის დახასიათების უკიდურესობით, ისინი საკუთარ თავზე ამბობენ, რომ ან ,,ძალიან კარგები” არიან, ან ,,ძალიან ცუდები”, მაგრამ თითქმის ყველა მიუთითებს მძლავრ შინაგან ენერგიაზე,
- ლუდომანიით დაავადებულთათვის დამახაისათებელია მძიმე კონფლიქტებისგან თავდაღწევის უნარი, რასაც ძირითადად ტყუილის, ფაქტების გაბერვის ან დაკნინების გზით აღწევენ. ისინი ძალზე კრიტიკულნი არიან ოჯახის წევრების მიმართ, მათთვის ავატურიზმი და საქმეში რისკიანობის მაღალი მაჩვენებელია დამახასიათებელი,
- ასეთი პირები გამოირჩევიან საზოგადოებაში მოწყენილობით, ჩაკეტილობით, მათ ურჩევნიათ დამატებით იმუშაონ ოღონდ არ გაერივნონ ადამიანთა წრეში, სადაც აზარტულ თამაშებზე საუბარი წესად მიღებული არ არის,
- აზარტულად მოთამაშეები ვალს იღებენ მაქსიმალური რაოდენობით და თავიდანვე დარწმუნებულნი არიან, რომ თამაშით ვალით აღებულ თანხას მალე გაამრავლებენ, ვალსაც გაისტუმრებენ და მოგებულნიც დარჩებიან, ასე ფიქრობენ მაშინაც თუ პრაქტიკაში არაერთხელ ჰქონიათ პირუკუ ეფექტი. ,,ფული უნდა ხარჯო და არა აგროვო” – ეს აზარტულად მოთამაშის დევიზია,
- პირველ ეტაპზე, აზარტული თამაში მათთვის რელაქსაციისა და სიამოვნების მიღების საუკეთესო საშუალებაა, რაც ლუდომანიის ჩამოყალიბების პროცესიდან აღარ იგრძნობა.

*******

განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ტოტალიზატორ-სლოტ-პოკერ კლუბებების და "ზავედენიების" ბუმის პირობებში(რაც გამომდინარეობს პრინციპიდან, არის მოთხოვნა არსებობს მიწოდება) აზარტული დამოკიდებულება საკმაოდ სავალალო შედეგებს იღებს და ალბათ შედეგების მომკა კიდევ მოგვიწევს მომავალში! yes.gif მიუხედავად იმისა, რომ იციან წააგებენ, რომ არ ითამაშონ გულის შეტევა ან იშემია ემართებათ. რომელსაც ვერაფრით შველიან გარდა ისევ აზარტული თამაშით.... wink.gif
კარგი იქნებოდა თუ ვიმსჯელებდით ამ საკითხზე, მის ონტოლოგიაზე და კიდევ როგორ შეიძლება მისგან თავის თავის დაღწევა, განკურნება? user.gif

This post has been edited by Hyperzet on 19 Oct 2015, 01:02


--------------------
გაღმა გავალ გუთნითვინა............ ;) !
http://izvestia.ru/news/541857
zicke
^_^


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1816
წევრი No.: 26022
რეგისტრ.: 24-November 06

გამოგზავნილია: 30 May 2008, 11:29  #9829792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

ფსიქოლოგებთან მაქვს ასეთი შეკითხვა ,რა გზით შეიძლება ადამიანმა თავი დააღწიოს ამ საშინელებას
ჩემს ერთ ახლობელს აქვს სერიოზული პრობლემა ამასთან დაკავშირებით




--------------------
Manchmal habe ich richtig Angst,den Boden unter den Füssen zu verlieren..................



life itself is happening
ZVIOS SULI
გადანაგემოვანებული


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1497
წევრი No.: 35795
რეგისტრ.: 1-June 07

გამოგზავნილია: 30 May 2008, 15:36  #9832912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
იგივეა რაც
ლოთობა
სექსაგოლიკობა
თავგადფადებული გულშემატკივარი ფანობა
და აშ...
ადამიენების დიდ დნაწილს ჭირდება რაღაცაზე იყოს დამოკიდებული
დურაცკი მოდგმაა მაგრამ რამდენიც არ ვუშიშინე უფალიჩას თავდაპირველი პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლა არა და არ უნდა, მეჯიუტება ......


--------------------
http://nemorez.wordpress.com/
გამოუცდელ ანგელოზს - გამოცდილი ეშმაკი ჯობია
http://www.flickr.com/photos/8599394@N03/
შიზოფრენია
ვორნლოგიდან


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 992
წევრი No.: 62056
რეგისტრ.: 23-May 08

გამოგზავნილია: 30 May 2008, 16:00  #9833296      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ადრე არსებობდა მოსე, რომელსაც ხალხი გამოყავდა პოკერკლუბებიდან და ასწავლიდა.
ეხლა არსებობს შმოსე, რომელსაც ხალხი შეყავს პოკერკლუბებში და იქ ასწავლის.
nika_144
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3365
წევრი No.: 13256
რეგისტრ.: 1-October 05

გამოგზავნილია: 31 May 2008, 15:06  #9846732      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაი რჩევა უნდა და ეგ არის...
თუ ძაან დებილი არ არის ადამიანი შეეშვება თამაშს tongue.gif
zicke
ბინლადენი
God Bless Georgia


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4774
წევრი No.: 20930
რეგისტრ.: 19-June 06

გამოგზავნილია: 31 May 2008, 15:22  #9846924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მქონდა მსგავსი პრობლემები ,თავიდან აპარატებზე , მარა კაზინოს გემო რო გავიგე,აპარატებში იმის მერე არ შევსულვარ,პროსტა იქ უფრო მეტს ვაგებდი smile.gif
თბილისში ეხლა სუ ორი დატოვეს და ორივეგან გავაშავებინე თავი,შედარებით დავწყნარდი ,მარა ზოგჯერ მაინც ვმაიმუნობ,უდიდესი სიამოვნებაა,მარა ცოტა საშიში smile.gif
თუ დანებება გინდა,შენით უნდა შეეშვა,ფსიქოლოგმა როგორ უნდა გიშველოს ?!
გეტყვის ცუდია,ეგ ყველამ ვიცით ...მეტი როგორ დაგეხმარება ?

This post has been edited by ბინლადენი on 31 May 2008, 15:25


--------------------
служить бы рад,да прислуживаться тошно

jonjoli
მწნილთუხუცესი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7754
წევრი No.: 36473
რეგისტრ.: 13-June 07

გამოგზავნილია: 31 May 2008, 15:38  #9847153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

არასოდეს არ მიზიდავდა აზარტული თამაშები და მაგარი მეკიდა ყოველთვის და არც ახლა მაინტერესებს

ბევრმა დაიღუპა თავი მაგის გამო, ეს ალბათ სუსტი ნებისყოფის ადამიანებს მოსდით
ბინლადენი
God Bless Georgia


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4774
წევრი No.: 20930
რეგისტრ.: 19-June 06

გამოგზავნილია: 31 May 2008, 15:53  #9847336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არამგონია,რომ მარტო სუსტი ნებისყოფის ადამიანებს მოსდიოდეთ...
ყველას თავისი მუღამი აქვს ,ზოგს რა ევასება,ზოგს რა...
მაგ მე რო თხილამურებზე დავდექი,მეორე დღეს უკან წამოვედი და იმის მერე საერთოდ არ მაქვს მუღამი , იქ ავიდე ...
ჩემი ძმაკაცები გიჯდებიან ისე ევასებათ,მე მათი არ მესმის smile.gif
PerfectSkin
A sorry excuse for a human!!!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1936
წევრი No.: 55564
რეგისტრ.: 12-March 08

გამოგზავნილია: 31 May 2008, 17:39  #9848580      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ტოტალიზატორ-სლოტ-პოკერ კლუბებების და "ზავედენიების" ბუმის პირობებში(რაც გამომდინარეობს პრინციპიდან, არის მოთხოვნა არსებობს მიწოდება) აზარტული დამოკიდებულება საკმაოდ სავალალო შედეგებს იღებს და ალბათ შედეგების მომკა კიდევ მოგვიწევს მომავალში! მიუხედავად იმისა, რომ იციან წააგებენ, რომ არ ითამაშონ გულის შეტევა ან იშემია ემართებათ. რომელსაც ვერაფრით შველიან გარდა ისევ აზარტული თამაშით....
კარგი იქნებოდა თუ ვიმსჯელებდით ამ საკითხზე, მის ონტოლოგიაზე და კიდევ როგორ შეიძლება მისგან თავის თავის დაღწევა, განკურნება?


არანაირი აზარტული თამაში არ მიზიდავს(დიდი დიდი ჯოკერი თუ ვითამაშე უნივერსიტეტში)

user posted image


--------------------
so....
BlasTeR1
Hazn?


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 94
წევრი No.: 55749
რეგისტრ.: 14-March 08

გამოგზავნილია: 1 Jun 2008, 23:30  #9863611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ალბათ ეს დამოკიდებულება ადამიანის აზარტულობაზეა დამოკიდებული.....

დიდი ხანი ვთამაშობდი მეც, ეხლა თითქოს თავი დავანებე მაგრამ 1 რამ მაინც მჭირს... თუ ფული მიდევს ჯიბეში და დავთვერი შანსი არ არის რომ სათამაშოდ არ წავიდე sad.gif


--------------------
Hazn?
TETISA
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08

გამოგზავნილია: 3 Jun 2008, 01:11  #9879781      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
აუ რა ცუდი რაღაცაა ეგ. ძაან მეცოდება ეგ ხალხი. ცუდი გაგებით არ ვამბობ ამას. ცუდი ჩვევაა, ძაან უაზრო. სიცოცხლის ფლანგვაა თამაში.
მე იცით რა მიკვირს და მაინტერესებს?
თამაში (ბატონ უზნაძისა არ იყოს) ბავშვისთვისაა დამახასიათებელი. და დიდებს რატომ აქვთ ეს მოთხოვნილება?
იქნებ ვინმემ მიპასუხოს?


--------------------
ბაყაყის ბარკლების გემოზე იმან მეკამათოს, ვისაც ის გაუსინჯავს
Marco Materazzi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16939
წევრი No.: 61755
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 3 Jun 2008, 01:16  #9879848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰა დიდი დიდი 5-10 ლარი დავდო ტოტალიზატორში ისიც მოგების პოტნში არა უფრო უღამით რომ ვუყურო ფეხბურთს და ვსო smile.gif
psyxo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5226
წევრი No.: 7763
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 3 Jun 2008, 01:24  #9879945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
TETISA
QUOTE
ბავშვისთვისაა დამახასიათებელი. და დიდებს რატომ აქვთ ეს მოთხოვნილება?
იქნებ ვინმემ მიპასუხოს?

სექსუალური(ეროტიული) თამაშების იმიტაცია, როგორ ამდენი დავახარჯე და როგორ არ უნდა მომცეეს?!!...(აზარტი)
ამან როგორ უნდა მაჯობოს!!!... მე ესეთი მაგარი ტიპი ვარ, "კრუტოი" და ამას როგორ ვერ უნდა მოვუგო(ვაჯობო)?!?!...
აუ რა ჩავხადე, ხო ვარწყევინე, დედა მოვუ....ნი და ასე შემდეგ....
ამ ტიპის სექსუალობისა და აგრესიის სუბლიმაცია ხდება ამ სივრცეში!
exploit
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27106
წევრი No.: 8474
რეგისტრ.: 26-January 05

გამოგზავნილია: 3 Jun 2008, 01:55  #9880252      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაგ ხალხმა ელემენტარული მათემატიკა არ იციან
ფსიქოლოგი კი არა განათლება ჭირდება ხალხს

ამ ფორუმზე ტოტალიზატორების თემაში დავწერე ვერასოდეს მოგებულები ვერ გამოხვალთ მეთქი ისეთი რეაქცია ქონდათ თითქოს ძალიან საოცარი მკრეხელობა წამოვროშე biggrin.gif
Remarque
Madonina


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9520
წევრი No.: 32561
რეგისტრ.: 5-April 07

გამოგზავნილია: 5 Jun 2008, 04:41  #9910068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
exploit

QUOTE

ამ ფორუმზე ტოტალიზატორების თემაში დავწერე ვერასოდეს მოგებულები ვერ გამოხვალთ მეთქი ისეთი რეაქცია ქონდათ თითქოს ძალიან საოცარი მკრეხელობა წამოვროშე biggrin.gif


არ ვარ დიდად აზარტული თუმცა არც მთლად უმაგისობაა, ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ მკრეხელობა რომ გითქვამს ფაქტიაbiggrin.gif მაგ მათემატიკურ ნიუანსებს თითქმის ყველა მოთამაშე ხვდება, მაგრამ მოთამაშე თამაშობს თამაშისთვის და არა მოგებისთვის..ყველა ნამდვილი მოთამაშის ფსიგოლოგია რომ ასეთი ეგ კი ზუსტად ვიციsmile.gif

P.S
მაგარი მეძინება ახლა და შეიძლება კარგად ვერ გადმოგეცი რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ მგონი არც გაუგებრადაა ნათქვამიwink.gif

( გავჭედეეეეეეეეეე) biggrin.gif

This post has been edited by Remarque on 5 Jun 2008, 04:44


--------------------
live for today

du brauchst keine angst zu haben...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (38) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0374 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]