forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (152) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სიყვარული
Georgian Rabbit
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2854
წევრი No.: 19017
რეგისტრ.: 6-April 06

გამოგზავნილია: 28 Sep 2008, 09:21  #11012156      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მნათეუსი
QUOTE
მიმართებაში სიყვარული ყოველთვის იდეალისტურია არა?


მოთხოვნილება გიყვარდეს და შეყვარება არის იდეალისტური ტენდენცია, კი
psyxo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5226
წევრი No.: 7763
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 29 Sep 2008, 00:25  #11021796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
მნათეუსი
QUOTE
პროცესი აღვწეროთ...
რამდენად შესაძლებელია ნაერთის დაშლა?


SnowFlakes
QUOTE
ქიმიასთან და ჰორმონების რეაქციაში შესვლასთან.



მოკლედ ორი უკიდურესობა...!
მნათეუსი გვცდის(ეკზამენს გვიტარებს), ფიფქია(სნოუ) იჭრება საკითხში! :მეუთხარი:


--------------------
გაღმა გავალ გუთნითვინა............ ;) !
http://izvestia.ru/news/541857
DrJohnes
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3191
წევრი No.: 18809
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 29 Sep 2008, 17:31  #11027938      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი


--------------------
...and it's only the giving, that makes you what you are (c) Jethro Tull
Venera
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5360
წევრი No.: 16003
რეგისტრ.: 7-January 06

გამოგზავნილია: 3 Oct 2008, 22:21  #11074657      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთმა ფსიქოლოგმა ასეთი განმარტება წამაკითხა სიყვარულზე - სიყვარული ესაა ცნობიერების ფოკუსირება ემოციის გამომწვევ ობიექტზე და თუ ეს ემოცია ძლიერია, ცნობიერების დიდი ნაწილია დაკავებული ამით და მერე ადამიანი არაობიექტურად აღიქვამს როგორც ემოციის გამომწვევ ობიექტს, ისე გარემოსაც smile.gif
თუმცა დრო და გამოცდილება ასწორებს ხოლმე ამ ნაკლს wink.gif

mainc
QUOTE
ის უფრო მნიშვნელოვანია სხვას უყვარდე და ამით იგრძნო სიამოვნება , რომ საყვარელი ადამიანი ხარ (ეგოიზმის გამოვლინება)
თუ _ შენ გიყვარდეს და არ ფიქრობდე მას რამდენად უყვარხარ

ორივე სჭირდება ადამიანს, პირველი -თავისტავად, ეგოისტია ადამიანი მეტ-ნაკლები დოზით, და მეორე - იმიტომ, რომ ყველაში დევს მოთხოვნილება უყვარდეს და იზრუნოს ვიღაცაზე...

This post has been edited by Venera on 3 Oct 2008, 22:22


--------------------
Beliefs are the determinants of what one experiences...

Never argue with idiots, they drag you down to their level and beat you with experience...
margusha
GITANA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7176
წევრი No.: 25962
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 3 Oct 2008, 23:15  #11075266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Venera
QUOTE
ერთმა ფსიქოლოგმა ასეთი განმარტება წამაკითხა სიყვარულზე - სიყვარული ესაა ცნობიერების ფოკუსირება ემოციის გამომწვევ ობიექტზე და თუ ეს ემოცია ძლიერია, ცნობიერების დიდი ნაწილია დაკავებული ამით და მერე ადამიანი არაობიექტურად აღიქვამს როგორც ემოციის გამომწვევ ობიექტს, ისე გარემოსაც


ვენერა გენაცვალე ამდენ ხლაფორთს ეს რომ ადამიანურ ენაზე გადავთარგმნოთ- სიყვარული ეს არის გონებრივი სულიერი და ფიზიკური ლტოლვა ერთი ადამიანისკენ, რომელიც გაბრმავებს და როგორც შენ გინდა ისე აღიქვამ მასაც და დანარჩენ სამყაროსაც და არა რეალურად.

ვაბშე ყველაზე დალაგებული აზრი სიყვარულზე რაც მომისმენია ეს არის:

გონების ლტოლვა იწვევს პატივისცემას,
სულის ლტოლვა იწვევს მეგობრობას,
სხეულის ლტოლვა იწვევს ვნებას.
სამივე ერთად - სიყვარულს.


--------------------
ფუცკ!
Venera
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5360
წევრი No.: 16003
რეგისტრ.: 7-January 06

გამოგზავნილია: 3 Oct 2008, 23:27  #11075410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
margusha
ხლაფორთის რა გითხრა და ციტირება გავაკეთე იმ ნათქვამის.. (ფორმა რომ არ დამეკარგა biggrin.gif)

QUOTE
ვაბშე ყველაზე დალაგებული აზრი სიყვარულზე რაც მომისმენია ეს არის:

გონების ლტოლვა იწვევს პატივისცემას,
სულის ლტოლვა იწვევს მეგობრობას,
სხეულის ლტოლვა იწვევს ვნებას.
სამივე ერთად - სიყვარულს.

მარტალია, ყველაზე დალაგებულია, მაგრამ მომისმენია გულახდილი ნათქვამი კაცებისგან, რომ კონკრეტულ ქალს პატივსაც სცემენ, მეგობრობენ და ვბნებაც აქვთ მის მიმართ, მაგრამ მაინც არ უყვართ... ნუ რამდენად ლოგიკურია ვერ გეტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ მაგ სამის უბრალო ჯამი არაა მარტო სიყვარული... თუმცა სიყვარული მოიცავს სამივეს...

მე კიდევ სიყვარულზე ყველაზე ნაღდი რაც მომისმენია, ესაა: სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღა... :DDD

და ისე როგორც ფართო ცნება სიყვარული გაცილებით საინტერესო თემაა, ვიდრე ეს, რასაც ახლა მე განვიხილავ...

This post has been edited by Venera on 3 Oct 2008, 23:28
მნათეუსი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11268
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 4 Oct 2008, 01:02  #11076425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
გონების ლტოლვა იწვევს პატივისცემას,
სულის ლტოლვა იწვევს მეგობრობას,
სხეულის ლტოლვა იწვევს ვნებას.
სამივე ერთად - სიყვარულს.


ვნების გარეშე სიყვარული არ არსებობს?
მაგალითად დედის მიმართ?
აქაც ფროიდი? biggrin.gif
sevdiani
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3660
წევრი No.: 43519
რეგისტრ.: 8-October 07

გამოგზავნილია: 4 Oct 2008, 01:06  #11076454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მნათეუსი



არსებობს, ბატონო. რატომღაც დედის სიყვარული ინსტინქტი მგონია boli.gif


--------------------
სავი, მალე გნახავ:)
mainc
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4557
წევრი No.: 16187
რეგისტრ.: 13-January 06

გამოგზავნილია: 4 Oct 2008, 01:43  #11076734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Venera
QUOTE
ორივე სჭირდება ადამიანს, პირველი -თავისტავად, ეგოისტია ადამიანი მეტ-ნაკლები დოზით, და მეორე - იმიტომ, რომ ყველაში დევს მოთხოვნილება უყვარდეს და იზრუნოს ვიღაცაზე...


მართალია
2ვე სჭირდება
რომელი უფრო მძაფრადაა , ამას ინდივიდის პიროვნული მახასიათებლები განსაზღვრავს :]


;; ;;; ;


სიყვარული ნიშნავს ისურვო ის
რასაც სიკეთედ თვლი
და ისურვო არა შენთვის
არამედ მისთვის ვინც გიყვარს
და ყველანაირად ეცადო
მას ეს სიკეთე გადასცე





არისტოტელეს ეს განმარტება
ყველაზე მეტად მისაღებია ჩემთვის

:]

This post has been edited by mainc on 4 Oct 2008, 01:53


--------------------


Nnino
ღრმად პროვინციელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4262
წევრი No.: 68633
რეგისტრ.: 30-July 08

გამოგზავნილია: 4 Oct 2008, 11:31  #11078553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სიყვარული ეგოიზმის გამოვლინება მგონია...

მე ღვთის სიყვარულზე არ ვამბობ, ანუ ისეთზე, წმინდანები რომ აღწევენ: - ჩემი ცოდვების გამო ჯოჯოხეთის ღირსი ვარ, მაგრამ შენ მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ, უფალო, და შენთვის ჯოჯოხეთზეც თანახმა ვარო!

მიყვარს, რადგან ჩემიანია, ჩემია და მე მიყვარს... საუკეთესოა და იმიტომ, და ეს საუკეთესო მე მიყვარს. სხვანაირად ვერ შევიყვარებდით.
ის შეიძლება საერთოდ სახიჩარი იყოს, ან კრიმინალი, ან მანიაკი... ჩვენ მაინც საუკეთესოდ მიგვაჩნია...

ძალიან გაუგებრად ვიბოდიალე?
* * *
და საერთოდ, ქართული გრამატიკის მიხედვით, "მიყვარს" ზმნაში სუბიექტად ანუ მოქმედად ის აღიქმება, ვინც უყვართ და არა ის, ვისაც უყვარს (ეს უკანასკნელი ობიექტია, ანუ სამოქმედო).
ისე, რა მაგარი ენა გვაქვს, არა?


--------------------
სულ ვამბობდი, ცხოვრებაში მთავარია ტანკები-მეთქი, - ავიაცია ყოფილა!

რა უყავ ჩემს წილ სინათლეს, ღმერთო,
მეც ხომ მინდა, რომ მივიდე სახლში?!

ღმერთო, მიხსენი მეგობრებისაგან, მტრებს თავადაც გავუსწორდები...
Nnino
ღრმად პროვინციელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4262
წევრი No.: 68633
რეგისტრ.: 30-July 08

გამოგზავნილია: 4 Oct 2008, 22:57  #11084570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კვაჭაძის მიხედვით ასეა - მე კი მიყვარს, მაგრამ ის არის სუბიექტი. და ამას 8 დამამტკიცებელი წესი აქვს, რომელთაც ახლა არ ჩამოვთვლი...
უცნაურია, მესმის, მაგრამ ასეა.
შინაარსობლივადაც რომ დააკვირდე: მიყვარს იმიტომ, რომ ის მოქმედებს ჩემზე აღმაფრთოვანებლად...



This post has been edited by piccolina on 7 Oct 2008, 19:52
Anorexia
Status: On Hold


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1349
წევრი No.: 46697
რეგისტრ.: 13-November 07

გამოგზავნილია: 5 Oct 2008, 22:40  #11093896      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სიყვარული მნიშვნელოვანწილად ქიმიაა...
ვნება რომელიც სიყვარულს პირველ ეტაპზე ასე ალამაზებს 4-5 წლის მერე თითქმის მთლიანად ქრება. ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებაა, ჰორმონი ფენილოფლამინი რომელიც ადამიანების გაიდეალებას და მათით აღტაცებას განაპირობებს 4-5 წლის მერე აღარ გამოიყოფა (ორგანიზმის ამ თავისებურებას თავისი ახსნა აქვს ევოლუციური თეორიიდან ). შემდეგ დგება გამოსაცდელი პერიოდი, სიყვარული იცვლება (სხვა ჰორმონები ერთვებიან საქმეში) თუ საერთოდ არ მთავრდება. ამიტომ თუ თავიდანვე ადამიანებს არ აერთიანებთ საერთო ფასეულობათა სისტემა, საერთო ინტერესები, მათი ერთად ყოფნა ძნელდება...
შვილი, თუ ყავთ, ეს საერთო ინტერესია, მაგრამ ხშირად არასაკმარისი.
ამას და კიდევ ბევრ რამეს სიყვარულისა და სექსის შესახებ გაიგებთ დისკავერის 22 წუთიანი ფილმიდან

http://video.mail.ru/mail/stanlyboy/-BBC/1440.html

მოკლედ ფილმი ძალიან საინტერესოა, ერთხელ ყურება არ ყოფნის...

ის რომ სიყვარულს ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს ეს თუნდაც იქიდან ჩანს რომ ადამიანებს პირველი სიყვარული ადრეულ გარდატეხის წლებში ემართებათ, და ამაში მარტო სიყვარულის ობიექტი არ არის დამნაშავე, მაგ დროს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები იწყებენ მოქმედებას...
სხვანაირად რომ ვთქვათ -
სიყვარულის გრძნობა თვით ადამიანში დევს, მის შიგნიდან მოდის და ეძებს პიროვნებას რათა მოახდინოს თავისი რეალიზაცია.

სიყვარული ამავე დროს არის მოთხოვნილება, ძლიერი შინაგანი მოთხოვნილება, მაგრამ ამ მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის შიში თავად სიყვარულამდე ვერ მიგდენის...

როცა ადამიანი იზრდება მისი სიყვარული უფრო გააზრებული ხდება, ანუ ამ გრძნობის ჩამოყალიბებაში უკვე ბევრი დეტალი იღებს მონაწილეობას.
საერთოდ ადამიანებს აქვთ რაღაც იდეალები რომლებიც ამავე დროს არიან გარკვეული ორიენტირები სიყვარულის ობიექტის არჩევაში. ეს იდეალები, რომელთა უმეტესობაც ღრმა ბავშვობაში ყალიბდება, შეეხება როგორც გარეგნულ შტრიხებს ისე ადამიანის სხვადასხვა თვისებებს რომლებიც გამოიხატება მათ ფსიქოემოციურ თავისებურებებში, მათ როლში სექსისა და ალერსის დროს, ესთეტიკურ ღირებულებებში და ფასეულობათა სისტემაში, მსოფლმხედველობაში...
ერთი ნახვით ადამიანს ვერ შეიცნობ, მაგრამ საკმარის ინფორმაციას მიიღებ მასზე და გარკვეულწილად შეიგრძნობ მას. ეს საკმარისია ვნების აღსაძვრელად და ინტერესის გასაღვივებლად მის მიართ.

თუ ადამიანმა მისი საკმარისად გაცნობისა და შეგრძნობის დროს შენი იდეალური წარმოდგენებიდან ბევრ გაარტყა, ტვინში ხდება გარკვეული მოკლე ჩართვა biggrin.gif შენ ის გიყვარდება, ბევრ რამეს აღარ აქცევ ყურადღებას...

მაგრამ დროთა განმავლობაში ვნება ქრება და რჩება ერთმანეთზე დამოკიდებულება, ერთმანეთის პატივისცემა, მეგობრობა... ეს იმ შემთხვევაში თუ სიყვარული თავიდანვე ნამდვილი იყო...

მარტო ვნებაზე დამყარებული სიყვარული არ არის ღრმა, გარდა იმისა რომ წარმავალია. მას ზურგს უნდა უმაგრებდეს ერთმანეთის სხვა თვისებებით აღტაცებაც.

მეორეს მხრივ სიყვარული ვნების გარეშე ჩემთვის არ არის სიყვარული.
შექსპირმა რომეო და ჯულიეტა დახოცა მანამდე სანამ მათი სიყვარული გაუფერულდებოდა დროთა განმავლობაში, ე. ი. დახოცა ისინი და გადაარჩინა მათი სიყვარული smile.gif
(IMHO)

სიყვარულის ძლიერ რომანტიულ ფაზაში ერთი ადამიანი მეორეს აღიქვავს როგრც მის შემავსებელს სრულყოფილებამდე, განიცდის მასთან კოსმიურ ერთიანობას, დანარჩენი სამყარო ვიწროვდება ერთ ადამიანამდე...

მაგრამ ასეთ ძლიერ გრძნობას ცოტა თუ განიცდის, ის ილუზორულია და არასდროს არ გრძელდება დიდხანს!

კიდევ იმას დავამატებდი რომ სექსის "გასამართლებლად" ტარიელ-დარეჯანისეული სიყვარულის ლოდინი არ არის საჭირო...
ეს ისე, სიყვარულით ზეშთაგონებულებისთვის...


P.S. მეათასე საიუბილეო პოსტი bis.gif biggrin.gif
პოლიტიუზერის მეტამორფოზა boli.gif

This post has been edited by Anorexia on 5 Oct 2008, 22:46


--------------------
forum.ge - ნაც.ღორუმ.ჯი
ყველა ფარული თუ აშკარა ნაცპროპაგანდონის დედა #####ან...
piccolina
BigCrow_ს შვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9215
წევრი No.: 12861
რეგისტრ.: 16-September 05

გამოგზავნილია: 5 Oct 2008, 23:03  #11094182      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
Anorexia

ისა...
პირველ რიგში მადლობა რომ მეათასე პოსტი აქ გააკეთე, მაგრამ
QUOTE
4-5 წლის მერე თითქმის მთლიანად ქრება

არ მინდა 5 წელიწადში რომ გადამიყვარდეს cry.gif

ხო, ძალიან კარგი პოსტია, საღოლ და გმადლობ smile.gif
QUOTE
კიდევ იმას დავამატებდი რომ სექსის "გასამართლებლად" ტარიელ-დარეჯანისეული სიყვარულის ლოდინი არ არის საჭირო... ეს ისე, სიყვარულით ზეშთაგონებულებისთვის...

lol.gif
up.gif
კარგი იყო givi.gif


--------------------
I wanna crush all bones in you
Cause I've got nothing better to you

_____________________________

piccolina.ge
joto
tux


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7284
წევრი No.: 20972
რეგისტრ.: 20-June 06

გამოგზავნილია: 5 Oct 2008, 23:25  #11094463      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
მნათეუსი
რა მოვლენა ბიჯო, სიყვარული თვით ღმერთია... აბა ისე როგორ?... განათლებული ბიჭი ხარ, რასაც გაკვირდები, საკმაოდ ბევრ რამეშიც კარგად ერკვევი, უბრალოდ რჩევას მოგცემ, უყურე ფილმს "Good Will hunting".


--------------------
როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
ნიკო გომელაური
Anorexia
Status: On Hold


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1349
წევრი No.: 46697
რეგისტრ.: 13-November 07

გამოგზავნილია: 6 Oct 2008, 00:50  #11095683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
piccolina
QUOTE
არ მინდა 5 წელიწადში რომ გადამიყვარდეს

ობიექტებს რა გამოლევს...
biggrin.gif

ვხუმრობ smile.gif
QUOTE
მადლობა რომ მეათასე პოსტი აქ გააკეთე

რაის მადლობა, არ არის შემთხვევითი...
ცოტა ხანში მომიწევს დამშვიდობება ფორუმთან 2 თვით...
მაგრამ დავბრუნდები, ფორუმი ხომ სენია smile.gif

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (152) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0348 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]