forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თანაგრძნობა, Empathy and compassion
VAMPIRE_W
Goddess of Universe


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5064
წევრი No.: 83105
რეგისტრ.: 23-January 09

  გამოგზავნილია: 22 Sep 2019, 20:45  #55279683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა არის თანაგრძნობა და სიბრალული?

რატომ არის რომ ზოგს გააჩნია ეს გრძნობა და ზოგს არა?

რატომ არის ამხელა განსხვავება ადამიანებში? ზოგი ჭიანჭველას სიცოცხლეს უფრთხილდება, ზოგს კი გართობის მიზნით შეუძლია აწმაოს და მოკლას ცხოველი. ზოგი მზადაა ყველა უპატრონო ცხოველი შეიფაროს , ზოგი კი საკუთარ გაზრდილ ცხოველს უგულოდ ტოვებს გზაზე უპატრონოდ და მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას. ერთი პლანეტა ერთი ჰაერი, ერთი გენეტიკური კოდი და მაინც ამხელა განსხვავება ადამიანებს შორის.

თან ეს ადამიანები არ არინ ფსიქიკურად შერყეული ან მანიაკები, პირიქით ბევრი მათგანი თავგამოდებით ზრუნავს ოჯახზე, ასევე თთქოს გული შესტკივა სხვა ადამიანის გასაჭირზე, მაგრამ სხვა ცოცხალი არსებების მიმართ სასტიკი და დაუნდობელია და სინდისიც არ აწუხებს.
გზაზე მიმავალ ლეკვს ან კნუტს სიჩქარის შეუჩერებლივ გადაუვლის და ერთი წამით არ შეაწუხებს სიბრალულის გრძნობა.

რატომ? უბრალოდ მაინტერესებს რატომ არიან ასეთები ადამიანები? საიდან მოდის ეს სისასტიკე?





--------------------
You are all Stardust...

Stars died so that you could Live...
badasswithdimples
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 20
წევრი No.: 252708
რეგისტრ.: 15-September 19

გამოგზავნილია: 22 Sep 2019, 21:22  #55279867      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რთულია ერთი შეხედვით ამ თემაზე მსჯელობა..რა არის თანაგრძნობა?მოდით გულახდილები ვიყოთ და ვთქვათ,რომ ყოველთვის ადვილი არ არის სხვას თანაუგრძნო ამ სიტყვის სრული გაგებით,მასთან ერთად იგრძნო ის,რასაც ის განიცდის იმ მომენტში..რთულია "თანაუგრძნო",თუ მის ადგილას არასოდეს ყოფილხარ..რაც შეეხება სისასტიკეს და იმ ტერმინებს რომელიც თქვენ ახსენეთ,ამაზე იმის თქმა შემიძლია,რომ ბევრი რამ გენეტიკაზეცაა დამოკიდებული,მაგალითად ფსიქოპათია გენეტიკურია,თუმცა ამის მანიფესტირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება,თუ გარემო-პირობები და აღზრდის სტილი ამაში ხელს შეუწყობს,წინააღმდეგ შემთხვევაში არამგონია გამოვლინდეს..
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19454
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 23:41  #55289161      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
VAMPIRE_W
QUOTE
რა არის თანაგრძნობა და სიბრალული?

ამ თემას სიყვარულამდე მივყავართ, სიყვარულის ერთ ერთი მათავარი კომპონენტია თანაგრძნობა…
ეს თუ არ შეუძლია ადამიანს ის ვერ შესძლებს სიყვარულს, მეორე კომპონენტი კი სინდისია ანუ მორალი…
მესამეზე აღარ გადავალ, თორემ თემიდან გადახვევა გამომივა..
QUOTE
საიდან მოდის ეს სისასტიკე?

მათ სიყვარული დააკლდათ ბავშვობაში და სასტიკები გაიზარდნენ… აი მიზეზი..


--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა
© Artist
Estrella



******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9013
წევრი No.: 200633
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 25 Sep 2019, 01:24  #55289587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სუფთა ფსიქოლოგიურად რომ გაარჩიო, მთელი თავისი კანონზომიერებებით, განპირობებით, კომპლექსებით, არ ვიცი და ვერ.
ადამიანურ ენაზე კიდევ მაგ კითხვების პასუხია - გამარჯობა, ეს ადამიანია bis.gif
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19454
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2019, 20:39  #55292374      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Estrella
QUOTE
გამარჯობა, ეს ადამიანია

ბეჭედივით დაასვი… up.gif bis.gif
Katutu
პერ ასპერა ად ასტრა!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 224459
რეგისტრ.: 29-September 16

გამოგზავნილია: 25 Sep 2019, 22:16  #55292785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Artist
QUOTE
მათ სიყვარული დააკლდათ ბავშვობაში და სასტიკები გაიზარდნენ… აი მიზეზი..

მეც დამაკლდა მაგრამ სასტიკი არ გავზრდილვარ, პირიქითაც კი, ვიტყოდი

VAMPIRE_W
QUOTE
რატომ არის რომ ზოგს გააჩნია ეს გრძნობა და ზოგს არა?

საინტერესო კითხვაა, ამაზე პასუხი დღემდე ვერ ვიპოვე
თუმცა მგონია რომ ადამიანმა თუ არ გამოიარა რთული გზა და თუ ვერ მიხვდა როგორია ამ რთული გზის გადალახვა, ვერც იმას გაიაზრებს სხვისთვის რამდენად რთული შეიძლება იყოს ბევრი რამ
ამიტომ ისევ და ისევ მგონია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ხდები ადამიანი ემპათიური
ან ალბათ ეს მხოლოდ ჩემი პირადი მაგალითია და ბევრს არ ეხება
გადავიკითხავ ამ თემაზე პროფესიონალების წყაროებს up.gif


--------------------
ზოგჯერ მეშინია, ხელს რომ გავიქნევ, რაღაც არ გავხიო ქაღალდივით და სინამდვილე არ დავინახო (ც) ნარმონანა
satis
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 390
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16

გამოგზავნილია: 25 Sep 2019, 23:57  #55293222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მათ სიყვარული დააკლდათ ბავშვობაში და სასტიკები გაიზარდნენ…

მე მგონი უფრო პირიქით იყო ჩემს შემთხვევაში. მიუხედავად ამისა ძალიან ცუდად მაქვს თანაგრძნობის უნარი განვითარებული ადამიანების და მით უფრო ცხოველების მიმართ.
* * *
აღზრდაზე ცხადია ბევრი რამ არის დამოკიდებული მაგრამ როგორც გამზარდეს და რა გარემოშიც იმის საწინააღმდეგო ვარ საერთოდ. ჩემი მშობლები გაცილებით გახსნილები და კონტაქტურები არიან, განსხვავებით მაგათგან მე ერთი უჟმური, ჩაკეტილი, უხასიათო ტიპი ვარ რომელიც თითქმის იზოლირებულია ადამიანებისგან. ასე რომ ზოგჯერ აღზრდა და გარემო არ მუშაობს.

This post has been edited by satis on 26 Sep 2019, 00:11
sაlოmეa



*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 13542
წევრი No.: 234841
რეგისტრ.: 24-August 17

გამოგზავნილია: 26 Sep 2019, 00:16  #55293288      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

ფრომს აქვს კარგად ნათქვამი

ბავშვის ხასიათი არის გადმოყოლილი მშობლების ხასიათი, რომელიც ნვითარდება მათი ხასიათის საპასუხოდ (დაახლოვებით )

თითოეული ჩვენი ქცევა, ნაბიჯი სიტყვა ფიქრი ქმედება სურვილი მოქმედება სათავეს იღებს ჩვენი ბავშვობიდან

თანაგრძნობა თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც გამოცდილებმა უნდა გაზარდოს ან შეამციროს ("გამოცდილება" დამოკიდებულია საწყისს ეტაპზე მშობლებზე, ან იმ ადამიანებზე რომლებიც მონაწილეობას იღებენ ჩვენს აღზრდაში) .


პს
უფრო წვრილად მეზარება


--------------------
ი ი ს ფ ე რ ი






I can only say ,when you really love someone you can fly out of out of universe .
kurozu84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2242
წევრი No.: 231372
რეგისტრ.: 25-April 17

გამოგზავნილია: 26 Sep 2019, 00:41  #55293381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მეც დამაკლდა მაგრამ სასტიკი არ გავზრდილვარ, პირიქითაც კი, ვიტყოდი

ეგ შენ არ ხარ სასტიკი
იმიტომ რომ ქალი ხარ
მამაკაცებში უფრო მეტია სიძულვილი
თორემ რაც არტისტმა დაწერა ზუსტად ისეა(მეტწილად)



--------------------

MOST WANTED

Katutu
პერ ასპერა ად ასტრა!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 224459
რეგისტრ.: 29-September 16

გამოგზავნილია: 26 Sep 2019, 00:56  #55293422      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kurozu84
QUOTE
ეგ შენ არ ხარ სასტიკი
იმიტომ რომ ქალი ხარ


ქალობა და კაცობა რა შუაშია სისასტიკესთან
satis
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 390
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16

გამოგზავნილია: 26 Sep 2019, 01:21  #55293492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგი მოსწავლე, ფრიადოსანი, ნიჭიერი, მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი შეიძლება იყოს სასტიკი ცხოველების მიმართ?
ერთი შეხედვით ნონსენსი და
დაუჯერებელია მაგრამ
ესეთი იყო ჩემი კლასელი ზუსტად. პირველად რო დავინახე კატას რას უშვებოდა გაოცებული შევცქეროდი.
* * *
მეც საზიზღარი ბავშვი ვიყავი. მახსოვს როგორ ვჩაგრიდი და აგრესია მქონდა მოუწესრიგებელ და ბანძად ჩაცმულ კლასელებთან. წიგნებით სავსე ჩანთა ჩავარტყი ეგეთ გოგოს ერთხელ ჩემს ადგილზე რო დავინახე იჯდა... facepalm.gif



This post has been edited by satis on 26 Sep 2019, 02:23
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4805
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 26 Sep 2019, 01:34  #55293518      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მშობლები ყავთ სხვადასხვანაირი, ჰაერ წვეთოვანი გზით ემპათია სამწუხაროდ არ გადაეცემა არავის.


--------------------
Роли стерв даются мне с особой легкостью.
Dear God, please save me from your followers
vinchenz@
Acid member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5485
წევრი No.: 12240
რეგისტრ.: 17-August 05

გამოგზავნილია: 26 Sep 2019, 02:12  #55293576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ თანდაყოლილი თვისებაა, თუმცა მისი განვითარებაც შეიძლება სხვადასხვა გზით, ანუ ბავშვობიდან რაღაც კონკრეტულ ქცევებში ბავშვის ჩართვით ან მაგალითით. ბავშვი ხომ იმას იმეორებს რასაც ხედავს. სითბოს გაცემა არაა საკმარისი, უნდა ხედავდეს გარემოში ემპათიურ დამოკიდებულებას და თანაგრძნობას სხვების მიმართ ( მარტივ მაგალითად ინვალდი ბავშვის კლასში ყოფნა). რა თქმა უნდა არიან ფსიქოპატებიც, რომლებსაც არ აქვთ ეს უნარი.


--------------------
Non faccio mai eccezioni. Un'eccezione dimostra la falsità della regola.
Arthur Conan Doyle
პიანისტი
Unforgiven


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17690
წევრი No.: 136283
რეგისტრ.: 25-September 11

გამოგზავნილია: 27 Sep 2019, 00:17  #55297103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზოგი ეგეთი იბადება , შეიძლება 50 წლის ასაკშიც დაკარგოს თანაგრძნობის უნარი ადამიანმა , ესე ვერ გაიგებ.

თანაგრძნობას ამოფარებული სადისტი რამდენია რო დაუკვირდე, გინდა რელიგიური და გინდ ლიბერალი ათეისტიbiggrin.gif
პ.ს ნუ ძირითადად ლიბერალობა ათეიზმთან ჩვენთან არის კავშირში ;დდ თორე შეიძლება მორწმუნეც ,მაგიტომ დავწერე.



--------------------
Great Karma
Forza juve!
For Gloriciouses
https://www.youtube.com/watch?v=rVXy1OhaERY

https://youtu.be/9aRlxHtB0pg
kurozu84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2242
წევრი No.: 231372
რეგისტრ.: 25-April 17

გამოგზავნილია: 27 Sep 2019, 01:16  #55297300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ქალობა და კაცობა რა შუაშია სისასტიკესთან

biggrin.gif

ანუ იდეაში კაცი უფრო სასტიკი ხომ არის
რა არა popcorn.gif








ხო კაი ჩემით drug.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0202 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]