მოკლედ რამოდენიმე საათია ვეჩალიჩები ექსელს.
პრობლემის სრული აღწერა:
მაქვს პროდუქტების სია, დაწყებული B-დან და დამთავრებული AB-მდე, ამ პროდუქტების სპეციფიკაციები ჩამოწერილია B4-დან დაწყებული B72-ის ჩათვლით, შესაბამისად შემდეგი პროდუქტი იქნება C და მისი სპეციფიკაციები ჩამოწერილი C4-დან C72-მდე და ასე მიყვება AB-მდე, 27 პროდუქტი გამოდის.
მინდა რომ cell კი არ გამიფერადოს, არამედ ამ 27-ვე პროდუქტში, ერთმანეთისგან განსხვავებული ტექსტი, თუნდაც სიმბოლო იყოს, ან წერტილი ან მძიმე მონიშნოს წითლად. ერთნაირებს კი შეეშვას.
გამოვიყენე დამხმარე ველი (ES მოშორებით ავირჩიე) ფორმულით: =IFERROR(INDEX($B4:$AB4, MATCH(0, COUNTIF($ES$3:ES3, $B4:$AB4) + IF($B4:$AB4="",1,0), 0)), "") ჩამოვამრავლე 72-მდე. მერე მოვნიშნე ყველა ველი რომელიც B4-დან იწყება და მთავრდება AB72 და გავუწერე rule ფორმულით =AND($C4<>"", $C4<>$B4).
მივიღე შედეგი, აწითლებს განსხვავბულ ტექსტს მაგრამ ყველგან არა და ვერ მივხვდი რატომ
მაგალითისთვის სურ.1-ზე
განსხვავბული ჩანაწერი რადგან არის პირველ ველში ყველგან გამიწითლა (მირჩევნია ტექსტში რაც ემთხვევა დატოვოს და რაც განსხვავებულია ის გააწითლოს, მაგრამ არაუშავს) დანარჩენი, რომელიც ემთხვევა მე-2 და მე-3 ველები არ გაუწითლებია და კარგია.
მაგრამ სურ. მე-2-ზე,
მე-2 და მე-3 ველები ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება და გაწითლებული არაა... ვერ გავიგე, ან ძალიან დავიღალე.
მაგალითს მოვიყვან როგორი გადაწყვეტა მინდა, დავუშვათ გვაქვს 4 პროდუქტი PRD001 PRD002 PRD003 PRD004, თითოეულ პროდუქტს აქვს 5 მახასიათებელი, დასახელებით იგივე მაგრამ შინაარსით სხვადასხვა. პირობითად ავიღოთ ერთი მახასიათებელი განსხავებული შინაარსებით:
PRD001 - ABCDE
PRD002 - ABCDF
PRD003 - ACDBF
PRD004 - AACCD
გამოდის რომ ოთხივე ერთდროულად რომ შეადაროს გაუწითლებელი უნდა დარჩეს მხოლოდ 1-ლი A, რადგან ყველგან ერთნარია.
მე უკვე აღარ ვიცი და რაიმე არადაკვატურს ხომ არ ვითხოვ? :დდდ თუ ასეა მითხარით და შევეშვები.
ექსელის ფაილის გამოგზავნაზეც არ მაქვს პრობლემა
* * *
კონკრეტულ მაგალითს დავამატებ:
1-ლი ჩანაწერი სამივეგან ერთნაირია 2.8 mm, horizontal FOV ამიტომაც არ უნდა გააწითლოს. შემდეგ წერია 107°, ორგან 106° წერია, მაგრამ მაინც უნდა გააწითლოს რადგან ერთგან მაინც არის განსხვავებული. აი ასეთი ლოგიკით რა
This post has been edited by ელექტროხულიგანი on 30 Oct 2023, 00:55