Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > მხ,ფილმი "ჯარისკაცის მამა" საბჭოური შხამია


Posted by: r-evolution: 24 Sep 2017, 23:02
თურმე არსებობს ასეთი ქართველი პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი რომელიც ფიქრობს რომ რეზო ჩხეიძის ჯარისკაცის მამა პროპაგანდისტული და ცუდი ფილმია
პოეზიაში დიდად ვერ ვერკვევი და ვერ გეტყვით ვინ არის ეს კაცი ცნობილი თუ უცნობი, ნიჭიერი თუ უნიჭო მაგრამ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა და ამ ინტელექტუალურ ფორუმზეც დიდი განსჯის საკითხი უნდა გახდეს
ჩემი აზრით "ჯარისკაცის მამა" კარგი ფილმია და ყურებად ღირს
რაც შეეხება პროპაგანდას კინოში - არ მინახავს ფილმი სადაც რაღაც დოზით პროპაგანდა არ იყოს
ან თუ მინახავს გახსენება ძალიან გამიჭირდება
პოლი არ გავაკეთე რადგან სისულელედ მეჩვენება საბოლოოდ ხმების დათვლით წავიდოდა ფილმის ხარისხის დადგენა
ამიტომ შიშველი ხელებით ვიომოთ mad.gif

ციტატა სტატიიდან და ლინკი ქვემოთ

"კი, რა თქმა უნდა, იღებდნენ ფილმებს, რომლებიც აშკარად პროპაგანდისტული ხასიათისა იყო, მაგრამ აქ, ამ ფილმში, ამ უდაოდ ნიჭიერმა რეჟისორმა, ისე ეშმაკურად და ოსტატურად, ეროვნულ ნიუანსებში იმხელა იმპერიული მუხტი და სულისკვეთება ჩადო, რომ მაყურებელი ვერც კი ხვდება, რამხელა ნაღმს ადგამს ფეხს, როდესაც ფილმს უყურებს. "

"ეს ფილმი მხოლოდ ფორმით არის ეროვნული, თორემ შინაარსით, ქვეცნობიერით, ქვეტექსტით ყველაზე დიდი და ძლიერმოქმედი საბჭოური შხამია, რომელსაც გაუცნობიერებელი მაყურებელი, როგორც სიცოცხლის ელექსირს, ისე ეწაფება."

https://digest.pia.ge/post/151811--filmi-jariskacis-mama-didi-da-zliermoqmedi-sabwouri-sxamia-

Posted by: makvala 24 Sep 2017, 23:11
QUOTE
მიხეილ ღანიშაშვილი


ეხა რამდენ პლანაქეშს კაიფში რა დაესიზმრება, ფორუმზე უნდა გახსნათ თემა?

ეტყობა მოსაწევის ახალი პარტია შამაიტანეს...

Posted by: dola86 24 Sep 2017, 23:17
კვერცხია ეგ, ვიღაცაა...
შე ვირიშვილო რუს ჯარისკაცს , რომ ურტყამს ეგაა შხამი?
თუ, ყურძენს , რო ეფერება ეგ...
თუ, მამა შვილის საძებნელად, რომ მიდის და თავის თავს წირავს ფაქტიურად...
თუ , ის შვილი , რომ სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირა. რა მნიშვნელობა აქვს, მაშინ საბჭოთა კავშირი ასოცირდებოდა სამშობლოსთან, თუ გერმანია...


მაგ კუტუს გადაეცათ, რომ ჩხეიძემ იქეთ გააბითურა მაშინდელი კგბ და ფარულად იქეთ შეაპარა ანტისაბჭოური პროპაგანდა თქო...

Posted by: r-evolution: 24 Sep 2017, 23:28
makvala
QUOTE
ეხა რამდენ პლანაქეშს კაიფში რა დაესიზმრება, ფორუმზე უნდა გახსნათ თემა?


რა იცი იქნებ ჯერ არ დაუწერია თავისი "მე და ღამე" ან დაწერა და სიკვდილის მერე დააფასოთ

Posted by: dola86 24 Sep 2017, 23:31

სილამაზის ვარ ტრფიალი,
გონჯი სუყველა მიავსა!
ქალი კი ცვარს უნდა ჰგავდეს,
სუნთქვად მასდევდეს ნიავსა.

ხმატკბილად მოსაუბრობდეს,
ტანშია გგვრიდეს სიამსა,
ბუნებით უნდა ერთვოდეს
ცაში ანგელოზთ სიასა.

მზესა სჩრდილავდეს, ნათებით
მთვარეს აძლევდეს ზიანსა,
ალერსით გააცოცხლებდეს
სიყვარულს მაღალზნიანსა.

გაკარგვინებდეს თავ-გონსა,
უგზოსა გხდიდეს გზიანსა...
ჩემთვი არ ვამბობ, ისე ვთქვი,
ვმადლობ, რასაც ვარ ზიარსა!.



Posted by: DATOIA 24 Sep 2017, 23:32
აბა რომელ ფილმშია:

"რა გაგიკვირდა შე ქალო, ყველაფერი კოლმეურნეობის ხომ არ იქნება" lol.gif lol.gif love.gif


Posted by: narmonana 24 Sep 2017, 23:32
makvala
QUOTE
ეხა რამდენ პლანაქეშს კაიფში რა დაესიზმრება, ფორუმზე უნდა გახსნათ თემა?

არაა პლანაქეშიი


რავი,ეგრე ყველაფერს შეიძლება პროპაგანდა დაუძახო

მთავარი თემა ძებნა არის ამ ფილმში.ხო?ოდისეა.კაცი ომში მიდის შვილის გამო.

მე ვერ ვხედავ პროპაგანდას...ან უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ......

ის პოეტი არაა პატარა ბიჭი,რატომ არ უნდა ახსნას,რას გულისხმობს

საერთოდ არ ჩანს ის რომ საბჭოთა კავშირი სამშობლოდ აქვს

იქ კახური სოფელი ჩანს და რომ მოდის სულ სხვა სამყარო ხვდება იქ......

Posted by: ლიბერალი 24 Sep 2017, 23:33
QUOTE (dola86 @ 24 Sep 2017, 23:17 )
კვერცხია ეგ, ვიღაცაა...
შე ვირიშვილო რუს ჯარისკაცს , რომ ურტყამს ეგაა შხამი?
თუ, ყურძენს , რო ეფერება ეგ...
თუ, მამა შვილის საძებნელად, რომ მიდის და თავის თავს წირავს ფაქტიურად...
თუ , ის შვილი , რომ სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირა. რა მნიშვნელობა აქვს, მაშინ საბჭოთა კავშირი ასოცირდებოდა სამშობლოსთან, თუ გერმანია...


მაგ კუტუს გადაეცათ, რომ ჩხეიძემ იქეთ გააბითურა მაშინდელი კგბ და ფარულად იქეთ შეაპარა ანტისაბჭოური პროპაგანდა თქო...

პრინციპში შენი ნათქვამი არ გამორიცხავს მაგ მწერალის თუ პოეტის ნათქვამს.

რუსებს შეაპარა ქართული და ქართველებს რუსული (პროპაგანდა)

პ.ს. ფილმი პროპაგანდისტულია რაღათქმა უნდა, რაც ცუდს ნამდვილად არ ნიშნავს.

Posted by: r-evolution: 24 Sep 2017, 23:42
narmonana
QUOTE
მე ვერ ვხედავ პროპაგანდას


ქართველები და რუსები რო ერთად უტევენ რაიხსტაგს ბოლოში
და გოდერძი რო გამოყავს დაჭრილი თუ მკვდარი მანდ უკვე სხვა სახე აქვს
გულუბრყვილო კახელი გლეხი აღარ ჩანს ზაქარიაძის სახეზე
თითქოს დიდი ქურუმია რომელმაც შვილის სიცოცხლე დადო
საბჭოთა ხალხების დიდი და ტრაგიკული გამარჯვების სამსხვერპლოზე mad.gif
ჰა არ არის პროპაგანდა?

Posted by: RedShark 24 Sep 2017, 23:43
რაღაც დოზით არის პროპაგანდა (სხვანაირად ამხელა მატერიალურ რესურსებს და არმის ნაწილებს არავინ გამოგიყოფდა), მაგრამ... იმდენად ნიჭიერად, გემრიელად და ხარისხიანად არის გაკეთებული, რომ ეგ საერთოდ რა სათვალავში ჩასაგდებია... გგონიათ იმ დროინდელი ჰოლივუდი (და საერთოდ დასავლური კინო) ბევრად უკეთეს დონეს დებდა?....

საბჭოთა შხამი facepalm.gif

user posted image

love.gif

Posted by: la reine 24 Sep 2017, 23:48

თქვენ კიდე რა დაგემართათ, რა სერიოზულად განიხილავთ.


დაგვამახსოვრა ადამიანმა თავი.

აღგვაშფოთა, გვაკამათა. .

მორჩა, მიზანი მიღწეულიაsmile.gif

სად ვნახო მიხეილის შემოქმედება?user.gif

Posted by: dega 24 Sep 2017, 23:48
ჯარისკაცის მამაში რომ გიორგი მომკვდარიყო და გოდერძი გადარჩენილიყო უკეთესი იქნებოდა
მაგრამ მაშინდელმა ცენტრალურმა კომიტეტმა მოსკოვიდან არ დაუშვა რომ
საქართველოს მომავალი გადარჩენილიყო

Posted by: vato3 24 Sep 2017, 23:51
QUOTE
ქართველი პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი


პოეტი ხმამაღალი ნათქვამია. რას ეწევიან ასეთს. facepalm.gif

Posted by: LOLZ 24 Sep 2017, 23:57
ღანიშაშვილის პოეტობა არსად გაიშვას smile.gif)
ორი სტრიქონის გარითმვა ვინც ისწავლა ყველამ პოეტობა დაიჩემა biggrin.gif
ფილმი-კლასიკაა. ყველა თაობამ უნდა უყუროს. საბჭოთა პერიოდში გადაღებულ ფილმში პროპაგანდა რომა რ ყოფილიყო ის იქნებოდა საკვირველი. მაგრამ მანდ პროპაგანდაზე გაცილებით მეტია. ომის მთელი საშინელება ჩანს. და ძალიან იშვიათი - მამაშვილობაზეა. ძალიან ბევრი თემაა და ღანიშაშვილი თუ ვერ ხედავს აი დარდი biggrin.gif

Posted by: karlsoni 24 Sep 2017, 23:58
dega
QUOTE
ჯარისკაცის მამაში რომ გიორგი მომკვდარიყო და გოდერძი გადარჩენილიყო უკეთესი იქნებოდა
მაგრამ მაშინდელმა ცენტრალურმა კომიტეტმა მოსკოვიდან არ დაუშვა რომ
საქართველოს მომავალი გადარჩენილიყო

ნამდვილ ამბავზეა დეგა ეგ ფილმი გადაღებული. . . . biggrin.gif
საგარეჯოელი იყო ის კაცი. . . .

Posted by: r-evolution: 24 Sep 2017, 23:59
dega
QUOTE
ჯარისკაცის მამაში რომ გიორგი მომკვდარიყო და გოდერძი გადარჩენილიყო უკეთესი იქნებოდა


არ ჯობდა biggrin.gif
ტრაგედია აღარ გამოვიდოდა მოხუცი ისედაც კვდება დღეს არა და ხვალ
დაჯექი ორიანი დრამატურგიაში

Posted by: LOLZ 25 Sep 2017, 00:00
karlsoni
QUOTE
საგარეჯოელი იყო ის კაცი. . . .

აბა გურჯაანში რატომ დგას ის ძეგლი? biggrin.gif თან მეზობელ უბანში მახარაშვილები ცხოვრობენ biggrin.gif

Posted by: narmonana 25 Sep 2017, 00:05
r-evolution:
QUOTE
ჰა არ არის პროპაგანდა?

გააჩნია საიდან შეხედავ.

მე როგორ ვხედავ რომ ვუყურებ იცი?რაიხსტაგის მერე,უკვე გამარჯვებულები,განგრეულ ბერლინში,მწყობრში რომ მიდიან,გიორგი პირველ რიგში.გულზე მედალი,მაგრამ თავი ჩახრილი,მისთვის შვილის დაკაგვამ ეს გამარჯვება გააუფერულა და ამ დროს წარწერას კითხულობს ძლივს ხიდზე,რომ აქ პირველებმა მახარაშვილის ტანკებმა გაიარეს.კიდევ უფრო მძაფრდება სინანულის შეგრძნება.მისთვის აღარ არსებობს ეს გამარჯვება.მისთივის ომი ბოროტებაა მთლიანად,და სხვებიც,რუსები არიან თუ ვინც,ყველანი ერთი ქართველის გარშემო ერთიანდებიან

ნუ სამამულო ომი სეთინგია უბრალოდ,რა მნიშვნელობა აქვს რომელი ომი იქნება.ახლაც სადმე ავღანეთში რომ წავიდეს,ზუსტად ისეთივე გამოვიდოდა.

კაცი სხვის ომში მიდის რომ თავისი შვილი იპოვოს

და ეხლა რუსები,უკრაინელები და ყველანი ერთად რომ იბრძოდნენ ეგ რეალობა იყო და არა პროპაგანდა...

დაჟე გერმანელიც კი ვერ შეგეზიზღება,არც კი ჩანან ფაქტობრივად......არკადის სცენაშიც დიდი არაფერია...

დაჟე გერმანიაში პოულობს ვენახს კაციი biggrin.gif და აქ საიდან გაჩნდიო,

Posted by: karlsoni 25 Sep 2017, 00:08
LOLZ
QUOTE
აბა გურჯაანში რატომ დგას ის ძეგლი? biggrin.gif თან მეზობელ უბანში მახარაშვილები ცხოვრობენ biggrin.gif

შემეშალა. . . . biggrin.gif
გურჯაანელი ყოფილა. . . .
საგარეჯოელი კაცი მომიყვა და არასწორედ დამამამხსოვრდა.

Posted by: la reine 25 Sep 2017, 00:09
karlsoni

ვაა, პუხლიკ, შენც გეშლება ხოლმე?


დედა რა გევიგონეე.

Posted by: SPLIYVI 25 Sep 2017, 00:11
მხედრიონელი გოდერძას მამა

ტფუი

Posted by: LOLZ 25 Sep 2017, 00:12
karlsoni
კაიჰ, ამჯერად გაპატიებ 2kiss.gif
ეს ფოტოც იყოს ყოველ შემთხვევაში

user posted image

მანდ რომ პაწია მუზეუმია, სტალინის და დედამისის სურათი იყო და გაუქრიათ biggrin.gif

Posted by: karlsoni 25 Sep 2017, 00:12
la reine
QUOTE
ვაა, პუხლიკ, შენც გეშლება ხოლმე?


დედა რა გევიგონეე.

errāre hūmānum est. user.gif

Posted by: vaho 25 Sep 2017, 00:16
რა ფილმია?

ლინკი დადეთ ვინმემ...

Posted by: narmonana 25 Sep 2017, 00:17
QUOTE
ეს ფოტოც იყოს ყოველ შემთხვევაში

სერიოზულად მეშინოდა ამ ძეგლის biggrin.gif

არ ვიცი რა ფანტაზია ჰქონდათ ჩემებს,მაგრამ კახეთში რომ ჩავდიოდით,აგე მოუსმინე ჯარისკაცის მამა ხვრინავსო biggrin.gif და ფობია მქონდა ღამით.მეთქი სად ხვრინავს..

Posted by: LOLZ 25 Sep 2017, 00:18
vaho
2 დაწკაპუნება უნდოდა ამ ლინკის მოძებნას givi.gif


Posted by: la reine 25 Sep 2017, 00:19
karlsoni

მუგოკოწიე?
user.gif









: |








Posted by: LOLZ 25 Sep 2017, 00:20
lol.gif narmonana
QUOTE
სერიოზულად მეშინოდა ამ ძეგლის 

lol.gif
შენ ერთადერთი არ ყოფილხარ :დ
ხვრინვაც ცნობილი ხუმრობაა biggrin.gif
ერთხელ (ურჩ) ბავშვს ვაშინებდი მახარაშვილი მოდის მეთქი (კიბეზე ფეხის ხმა ისმოდა) და უნდა გენახა საით გარბოდა lol.gif

Posted by: AUTOCRAT 25 Sep 2017, 00:21
პროპაგანდაა მა რა ჩემი კახია სცენარს სუკის ცენზორი რომ ადგენს და გადაღებაზე ოფიცრები ესწრებიან? ხარისხიანი პროპაგანდაა yes.gif

Posted by: vaho 25 Sep 2017, 00:22
ისე, დრო კლავს კინოს.

ეიზენშტეინი გენიოსად ითვლებოდა და დღეს რო შეხედავ, რა არის - სირობა

ჩაპლინმა გაუძლო ცოტა და ისიც წკიპზეა უკვე...

Posted by: tintoreto 25 Sep 2017, 00:25
dola86
QUOTE
ჩხეიძემ იქეთ გააბითურა მაშინდელი კგბ და ფარულად იქეთ შეაპარა ანტისაბჭოური პროპაგანდა თქო...

მასე გაგანია კომუნისტურ პერიოდში დანელიამ ფილმი მიმინოთი გააფარჩაკა და გააპაზორა რუსები
რუსების ცენზურა იმ პეროდში ისეთი დებილი აღმოჩნდა, რომ ვერ გაიგეს დანელიას სარკაზმი, ირონია რუსების მიმართ
მაგ ფილმში ბევრი ფარული ანტისაბჭოური ნაღმები ჩადო დანელიამ

Posted by: RedShark 25 Sep 2017, 00:31
QUOTE (LOLZ @ 25 Sep 2017, 00:18 )
vaho
2 დაწკაპუნება უნდოდა ამ ლინკის მოძებნას givi.gif


ამ გაფერადებით სულ გააბანძეს... ფილმის მთელი მაგია დაიკარგა...

ნამდვილი ჯარისკაცის მამა ეს არის love.gif


Posted by: LOLZ 25 Sep 2017, 00:33
RedShark
რას ერჩი biggrin.gif ფერადი კინო რომ ყოფილიყო მაშინ, შავ-თეთრს ხომ არ გადაიღებდნენ smile.gif)

Posted by: RedShark 25 Sep 2017, 00:35
LOLZ
QUOTE
რას ერჩი  ფერადი კინო რომ ყოფილიყო მაშინ, შავ-თეთრს ხომ არ გადაიღებდნენ

როდის არ იყო ფერადი კინო 60 - იან წლებში? biggrin.gif

სპეციალურად გადაიღეს შევთეთრ ფირზე, შესაბამისი ატმოსფეროსთვის...

Posted by: jmm75 25 Sep 2017, 00:36
QUOTE
მასე გაგანია კომუნისტურ პერიოდში დანელიამ ფილმი მიმინოთი გააფარჩაკა და გააპაზორა რუსები
რუსების ცენზურა იმ პეროდში ისეთი დებილი აღმოჩნდა, რომ ვერ გაიგეს დანელიას სარკაზმი, ირონია რუსების მიმართ
მაგ ფილმში ბევრი ფარული ანტისაბჭოური ნაღმები ჩადო დანელიამ

"აფონია"?

Posted by: LOLZ 25 Sep 2017, 00:37
RedShark
იყო? smile.gif) კარგი, ამჯერად მე მაპატიეთ givi.gif

Posted by: From SLUM To HeLL 25 Sep 2017, 00:50
QUOTE (RedShark @ 25 Sep 2017, 00:31 )
ამ გაფერადებით სულ გააბანძეს... ფილმის მთელი მაგია დაიკარგა...

ნამდვილი ჯარისკაცის მამა ეს არის love.gif


ადრე, ღრმა ბავშობაში მაქვს ნანახი და მეთქი ვუყურებ. ჩავრთე და ქართულ დიალოგებს ღრუსული ტიტრები ადევს, ხოლო ღრუსულ დიალოგები ყველამ უნდა გაიგოს!
ხოდა ვინც უპირობოდ იცით ღრუსული, ისევაც იმათ უყურეთ საბჭოთა პროპაგანდად გამოცხადებულ ფილმს biggrin.gif მე ნერვები მომეშალა და გამოვრთე givi.gif

Posted by: მამაო ენუქი 25 Sep 2017, 00:51
karlsoni
QUOTE
ნამდვილ ამბავზეა დეგა ეგ ფილმი გადაღებული. .

მგონი სცენარისტმა საკუთარი ისტორია დაწერა და არა მგონია მკვტარ გოდერძას დაეწერა biggrin.gif

Posted by: sandro82 25 Sep 2017, 00:52
QUOTE
კვერცხია ეგ, ვიღაცაა...
შე ვირიშვილო რუს ჯარისკაცს , რომ ურტყამს ეგაა შხამი?
თუ, ყურძენს , რო ეფერება ეგ...
თუ, მამა შვილის საძებნელად, რომ მიდის და თავის თავს წირავს ფაქტიურად...
თუ , ის შვილი , რომ სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირა. რა მნიშვნელობა აქვს, მაშინ საბჭოთა კავშირი ასოცირდებოდა სამშობლოსთან, თუ გერმანია...


მაგ კუტუს გადაეცათ, რომ ჩხეიძემ იქეთ გააბითურა მაშინდელი კგბ და ფარულად იქეთ შეაპარა ანტისაბჭოური პროპაგანდა თქო...


გეთანხმები ყველაფერში.
მიზან მიმართული დარტყმა მიდის ქართველობაზე და ყველაზე ცუდი ისაა რომ მაგარი გაუნათლებელი სასტავი აკეთებს ამ ყველაფერს!!!!!!!!!

Posted by: karlsoni 25 Sep 2017, 01:03
მამაო ენუქი
QUOTE
მგონი სცენარისტმა საკუთარი ისტორია დაწერა და არა მგონია მკვტარ გოდერძას დაეწერა biggrin.gif

იქნებ საიქიოდან უკარნახა მამაო ენუქი? biggrin.gif

Posted by: RedShark 25 Sep 2017, 01:10


...................................

Posted by: მამაო ენუქი 25 Sep 2017, 01:15
karlsoni
QUOTE
იქნებ საიქიოდან უკარნახა მამაო ენუქი?

მაგთი სულ რაღაც 20 წლისაა biggrin.gif

Posted by: Alfred_Albion 25 Sep 2017, 01:21
ყველაფერი დიდებულია, რაც ნაცისტების დედის ტყ###ს აღწერს!

love.gif

Posted by: როზეტა.სთოუნედ 25 Sep 2017, 01:44
antisoviet and antirussian is not the same, you cocksuckers

Posted by: webtura 25 Sep 2017, 01:48
ამ ღანიშაშვილს ვიცნობ და სულ გამოთაყვანებულა, საცოდავი.
ისე, ბევრ აქაურ ფორუმელს მისი შეხედულებებიდან გამომდინარე, უნდა მოსწონდეს.
ერთიანი კავკასიის იდეის მატარებელია და ჩეჩნების ომს მიიჩნევდა იმ ომად, სადაც ქართველობასაც უნდა ეომა რუსეთის წინაღმდეგ.
მოკლედ, პატრიოტი კაცია, მაგრამ უტოპიური აზრები აწუხებს.
"ჯარისკაცის მამასაც" სწორედ იმის გამო ერჩის, რომ ვითომ ქართველი სხვის ომში ომობდა, არადა, ჰიტლერის გერმანიას საქართველო თავის გეგმაში საკუთარ სახელმწიფოებრივ საზღვრებში ჰქონდა მოქცეული, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას განადგურება-გასახლებას უპირებდა და ის უშუალოდ საქართველოს საზღვრებთან შეაჩერეს.
ამავე დროს, გერმანულ ნაციმზთან გამარჯვებას მსოფლიო აღნიშნავს როგორც დიდ სიკეთეს და მასში მონაწილეობა თუნდაც რუსეთთან ერთად, რომელიც ამ ნაციზმთან მებრძოლი დასავლეთის მოკავშირე იყო, პირიქით აღსანიშნავი ფაქტია, მაგრამ ზოგიერთი თავისი რადიკალური აზროვნების გამო სულ სხვაგვარად აღიქვამს მოვლენებს.

Posted by: Free_World 25 Sep 2017, 01:57
ეგ "პოეტი" ისევ ელოდება მიშა მხსნელს ელიოზივით? wink.gif

Posted by: LOLZ 25 Sep 2017, 02:00
webtura
ღანიშაშვილი როდის იყო დალაგებული? biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 25 Sep 2017, 02:06
QUOTE
ჯარისკაცის მამა" საბჭოური შხამია

ყველაფერი ყველაფერი მარა ესსსს...

Posted by: The13thFloor 25 Sep 2017, 02:08
მაშინდელი ნაციზმი და კომუნიზმი ერთნაირი ბოროტება იყო
უნდა ჩამოეგდო ამერიკას ერთი ბირთვული ბომბი მოსკოვის თავზე და აღარ გახდებოდა საჭირო მაგ ფილმის გადაღება

Posted by: webtura 25 Sep 2017, 02:14
LOLZ
QUOTE
webtura
ღანიშაშვილი როდის იყო დალაგებული? biggrin.gif


ყველა პოეტი, ხომ გაგიგია, ცოტა-ცოტას აფრენს biggrin.gif
* * *
The13thFloor
QUOTE
მაშინდელი ნაციზმი და კომუნიზმი ერთნაირი ბოროტება იყო
უნდა ჩამოეგდო ამერიკას ერთი ბირთვული ბომბი მოსკოვის თავზე და აღარ გახდებოდა საჭირო მაგ ფილმის გადაღება


მაშინდელი კაპიტალიზმი ნაკლები ბოროტება არ იყო, თუნდაც მხოლოდ თავისი კოლონიალიზმით, რაც სხვა ქვეყნების დაპყრობას და მათი რესურსების ძარცვას ნიშნავდა,
ასე რომ ეგ ბომბები მაშინ ვაშინგტონის, ლონდონის, პარიზის, მადრიდისა და რომის თავზეც უნდა ჩამოეგდოთ.
ისე, მაგ ბომბების ჩამოგდების გეგმებიც ჰქონდა ამერიკას და მაგ სიაში თბილისიც შედიოდა, მაგრამ სტალინს, ატომური ბომბის შექმნამდე 7 მილიონიანი ჯარი ჰყავდა გამზადებული, რომელიც ელვისებური დარტმით აპირებდა ატომური ბომბის ჩამოგდების შემთხვევაში მთელი ევროპის დაპყრობას, ხოლო ციმბირიდან ალიასკაზე მილიონიანი დესანტის სწრაფი გადასხმით ამერიკაშიც შეჭრაც იყო დაგეგმილი, რის გამოც ვერ გაბედეს შენი საოცნებო ბომბების ჩამოყრა საბჭოთა კავშირში.

Posted by: The13thFloor 25 Sep 2017, 02:30
webtura
ვაშინგტონში და ლონდონში მაშინ გულაგები და საკონცენტრაციო ბანაკები არ არსებობდა, არც გოლოდომორი მოუწყვიათ, და არც მოწამლული სიმინდის დათესვის ბრალდებით უხვრეტდნენ ხალხს შუბლს

QUOTE
ისე, მაგ ბომბების ჩამოგდების გეგმებიც ჰქონდა ამერიკას და მაგ სიაში თბილისიც შედიოდა, მაგრამ სტალინს, ატომური ბომბის შექმნამდე 7 მილიონიანი ჯარი ჰყავდა გამზადებული, რომელიც ელვისებური დარტმით აპირებდა ატომური ბომბის ჩამოგდების შემთხვევაში მთელი ევროპის დაპყრობას, ხოლო ციმბირიდან ალიასკაზე მილიონიანი დესანტის სწრაფი გადასხმით ამერიკაშიც შეჭრაც იყო დაგეგმილი, რის გამოც ვერ გაბედეს შენი საოცნებო ბომბების ჩამოყრა საბჭოთა კავშირშ

სისულელეა, გველს როგორც კი თავს გაუჩეჩქვავდნენ იქ დამთავრდებოდა ყველაფერი

Posted by: webtura 25 Sep 2017, 02:33
ისე, გამსახურდიას ნათქვამი გამახსენდა ნოდარ დუმბაძეზე, კრიმინალური აზროვნების დამკვიდრებას უწყობდა ხელს თავისი ნაწარმოებებითო biggrin.gif
* * *
The13thFloor
QUOTE
webtura
ვაშინგტონში და ლონდონში მაშინ გულაგები და საკონცენტრაციო ბანაკები არ არსებობდა, არც გოლოდომორი მოუწყვიათ, და არც მოწამლული სიმინდის დათესვის ბრალდებით უხვრეტდნენ ხალხს შუბლს


ბევრად მეტი გოლოდომორი მოუწყვეს საბანკო კარტელებმა მთავრობის გულგრილობით თუ ხელშეწყობით ამერიკელ ხალხს 1929-33 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა 7 მილიონი კაცის დემოგრაფიული დანაკლისი განიცადეს, ანუ შიმშილით სწორედ ამდენი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სსრკ-ში 1929 წლის მოუსავლიანობის გამო რეალურად დაიღუპა მაქსიმუმი 2 მილიონი ადამიანი, რაც გოლოდომორად გამოაცხადეს იდეოლოგიური მიზნებით.
სხვათა შორის, ამერიკაშიც ეს უმუშევარი ადამიანები კონცლაგერის სტილის დასახლებაში შეყარეს მილიონობით და მარტო საჭმლის საფასურად მონურად ამუშავებდნენ.
თუ მოინდომებ, ნახავ ინტერნეტში მაგ მასალას.
250 ათასი იაპონელი კი, როგორც არასაიმედო ერი, შიგ ამერიკაში ომის წლებში დაიჭირეს და რეზერვაციაში შეყარეს, არაფერს ვიტყვი ადგილობრივი ინდიელი ხალხის განადგურებასა და ზანგების დისკრიმინაციაზე მე-20 საუკუნის თითქმის 60-იან წლებამდე.
ასე რომ, ფუჭად ცდილობ გამოიყვანო ამერიკა ანგელოზის ფრთებით.

Posted by: Ninelku 25 Sep 2017, 02:50
QUOTE
ისე, გამსახურდიას ნათქვამი გამახსენდა ნოდარ დუმბაძეზე, კრიმინალური აზროვნების დამკვიდრებას უწყობდა ხელს თავისი ნაწარმოებებითო

ის გამსახურდია იყო. ეს ღანიშაშვილია. gigi.gif

Posted by: webtura 25 Sep 2017, 02:52
The13thFloor
QUOTE
სისულელეა, გველს როგორც კი თავს გაუჩეჩქვავდნენ იქ დამთავრდებოდა ყველაფერი


სისულელე შენთვის არის, ხოლო ნაგასაკსა და ხიროსიმას სწორედ საბჭოთა კავშირის დაშინების მიზნით დააახურეს ატომური ბომბები, თორემ სამხედრო თვალსაზრისით, როცა საბჭოთა კავშირიც აქტიურად ჩაერთო იაპონიის წინააღმდეგ კვანტუნის მილიონიანი არმიის განადგურებით ომში, სრულიად დანაშაულ;ებრივი იყო მაგ ბომბების ჩამოყრა და ასი ათასობით მშვიდობიანი მოსახლის გაწყვეტა.
ასე რომ, სწორედ შიშის გამო ვერ გაბედეს საბჭოეთზე ბირთვული ბომბების ჩამოყრა, მითუმეტეს, მოსკოვამდე მაგ თვითმფრინავებს არავინ მიუშვებდა, როცა გერმანიის ლიუფტვაფე 1941 წელსაც კი იშვიათად ახერხებდა მოსკოვის ცაში შეჭრას.

Posted by: t-90 25 Sep 2017, 02:55
ღანიშაშვილი არ ვიცი და ეგ ფილმი რეალურად არის კლასიკა.
ისევე როგორც იმავე სერგო ზაქარიაძის მონაწილეობით გადაღებული ფილმი "შეხვედრა წარსულთან" რომელიც ვაბშემც ანტისაბჭოთა კინოა იმჰო.

Posted by: webtura 25 Sep 2017, 02:55
Ninelku
QUOTE
ის გამსახურდია იყო. ეს ღანიშაშვილია. gigi.gif


მერე რა, სისულელე სისულელეა, ვინც არ უნდა თქვას. biggrin.gif

Posted by: aca baca banci bunca 25 Sep 2017, 03:05
QUOTE
სილამაზის ვარ ტრფიალი,
გონჯი სუყველა მიავსა!
ქალი კი ცვარს უნდა ჰგავდეს,
სუნთქვად მასდევდეს ნიავსა.

პრიმიტივის აა უუ უ-უსავით წავიკითხე ეს სტროფი და აღარ მომინდა გაგრძელება.

ყველა ფილმი პროპაგანდაა.

ყველა ფილმი ისტორიაა.

ყველა მოგვითხრობს რაღაცას.

თუ რაღაცას სხვა მხრიდან დაგვანახებს, ამას უკვე ნიჭი უნდა.

და მაინც რისი პროპაგანდაა ეს ფილმი? იმის რომ ჩვენებიც შეეწირნენ მაგ ომს და რუსებს არ მოუგიათ მარტო?

თუ ის რომ ქართველ გლეხს ვენახი უყვარს და ბარბაროსი რუსი როგორცაა აღზრდილი ისე რო იქცევა და ტანკით ცდილობს გადაუაროს ვენახს, მაგას გვეუბნება ფილმი?

თუ "ძა როდინუ" მაგას "ზა რასიუ"თ ესმის?

Posted by: Ninelku 25 Sep 2017, 03:49
webtura
QUOTE
მერე რა, სისულელე სისულელეა, ვინც არ უნდა თქვას. 

ასეა, მაგრამ მე ვიგულისხმე ის, რომ რასაც საზოგადოება აპატიებდა
გამსახურდიას, იმას ღანიშაშვილს არ პატიობს. yes.gif

Posted by: dola86 25 Sep 2017, 03:59
ლიბერალი
QUOTE
რუსებს შეაპარა ქართული და ქართველებს რუსული (პროპაგანდა)

ქართველებს შემოპარება რაში გვჭირდებოდა, ქართული უშიშროება კრძალავდა საბჭოურ პროპაგანდას ?
ყველაფერი ღიად კეთდებოდა საბჭოთა კავშირისთვის
QUOTE
პრინციპში შენი ნათქვამი არ გამორიცხავს მაგ მწერალის თუ პოეტის ნათქვამს.

არა კაცო, ეთანხმება იქეთ კი არადა

Posted by: pattern 25 Sep 2017, 04:37
რა,არ არის ეგრე?



მხ,ფილმი "ჯარისკაცის მამა" საბჭოური შხამია,[/quote]



საბჭოურიო.


Posted by: Catalan-36 25 Sep 2017, 06:05
QUOTE

dega

დეგა,ეგ ფილმი მე მგონი ეხმიანებოდა იმ ფაქტს,რომ საქარტველომ იმ ომში,
მოსახლეობის რიცხვის გათვალისწინებით,ახალგაზრდების კატასტროფული სიკვდილიანობა განიცადა.
არ ვიცი ზუსტად რამდენი. 400 000 დან 600.000 მდე მგონი. მთელი გენოფონდი დავკარგეთ,საუკეთესოები.
საუკუნო ხსოვნა იყოს მათი!!!! ჩვენი თაობისთვის ეს ერთ-ერთი საყვარელი სადღეგრძელო იყო,მაგრამ ახალი თაობა ასე აღარ ფიქრობს დეგა.

* * *
ერთი თხოვნა მაქვს ფორუმელებთან.
მგონი 60 იანების ბოლოს გადიოდა ერთი ფილმი " ისინი აღმოსავლეთისაკენ მიდიოდნენ''
იტალიის და მოსფილმის ერთობლივი გადაღებული.
იქნებ ვინმემ მითხრათ რეჟისორის ან რეჟისორების სახელები.
დიდი მადლობა.

Posted by: SELF 25 Sep 2017, 07:20
მანდ რამდენიმე ფრაგმენტი არ მევასება

განსაკუთრებით, საბჭოთა საზღვრის აღმნიშვნელ ძელს რომ იპოვიან თოვლში და აღმართავენ, მერე შაბაშები რომ წავა ქოცური "ძენ პაბედის" პონტში...

საერთოდ ფილმიც პროპაგანდისტულია, თავისთავად

Posted by: guriaaa 25 Sep 2017, 07:28
QUOTE (Catalan-36 @ 25 Sep 2017, 06:05 )

    მგონი 60 იანების ბოლოს გადიოდა ერთი ფილმი  " ისინი აღმოსავლეთისაკენ მიდიოდნენ''
    იტალიის და მოსფილმის ერთობლივი გადაღებული.
    იქნებ ვინმემ მითხრათ რეჟისორის ან რეჟისორების სახელები.
  დიდი მადლობა.


ჯუზეპე დე სანტისი და დიმიტრი ვასილიევი

http://www.tvigle.ru/video/oni-shli-na-vostok/

ოთარ კობერიძეც არის ეპიზოდში თუ სწორად მახსოვს

Posted by: mouravi 25 Sep 2017, 08:09
ყველა საბჭოთა ფილმი, რა თემატიკაზეც არ უნდა ყოფილიყო, იყო პროპაგანდისტული.
ყველა უკლებლივ.
თავად საბავშვო ფილმებიც კი.
ამიტომ ძალიან მკაცრადაც ნუ განსჯით.
სხვანაირად ვერ გადაიღებდნენ.
სხვა საქმეა მოგწონს ფილმი,როგორც მხატვრული ნაწორმოები, თუ არა.ეს უკვე გემოვნების საკითხია.

Posted by: d2d4 25 Sep 2017, 08:14
QUOTE
ყველა საბჭოთა ფილმი, რა თემატიკაზეც არ უნდა ყოფილიყო, იყო პროოაგანდისტული.

შერეკილებიც?

Posted by: mouravi 25 Sep 2017, 08:17
d2d4
QUOTE
შერეკილებიც?

შენ წარმოიდგინე ეგეც.

Posted by: d2d4 25 Sep 2017, 08:28
QUOTE
შენ წარმოიდგინე ეგეც.

თუ შეიძლება გაგვიზიარეთ, სად ჩანს საბჭოთა პროპაგანდისტული მესიჯები.

Posted by: dega 25 Sep 2017, 08:38
QUOTE
ყველა საბჭოთა ფილმი, რა თემატიკაზეც არ უნდა ყოფილიყო, იყო პროოაგანდისტული.

lol.gif

Posted by: iviko18 25 Sep 2017, 08:42
QUOTE (d2d4 @ 25 Sep 2017, 08:28 )
QUOTE
შენ წარმოიდგინე ეგეც.

თუ შეიძლება გაგვიზიარეთ, სად ჩანს საბჭოთა პროპაგანდისტული მესიჯები.

ბურჟუაზიისა და ოხრანკის მიერ შევიწროვებულმა გლეხობამ, თავისუფლება მოიპოვა და ამაღლდა მჩაგვრელებზე. biggrin.gif


user.gif

Posted by: Eric 25 Sep 2017, 08:43
მერედა გადაიღეთ თქვენც ისეთი პროპაგანდისტული ან არაპროპაგანდისტული რამე ცრემლი რომ მოგადგეს კაცს
მიახლოებით მაინც რომ გაუტოლდეს "ჯარისკაცის მამას"
ვერა?
ჩცდ ვერ ქაჩავს?

Posted by: SELF 25 Sep 2017, 08:45
Eric
QUOTE
მერედა გადაიღეთ თქვენც ისეთი პროპაგანდისტული ან არაპროპაგანდისტული რამე ცრემლი რომ მოგადგეს კაცს

სერიალები არ გყოფნის ცრემლსადენად? :დ

Posted by: mouravi 25 Sep 2017, 08:47
d2d4
QUOTE
თუ შეიძლება გაგვიზიარეთ, სად ჩანს საბჭოთა პროპაგანდისტული მესიჯები.

პროპაგანდა მხოლოდ საბჭოური შეიძლება იყოს თქვენ წარმოდგენაში?
ნებისმიერი ფილმი,რომანი,ლექსი თუ მოთხრობა,თავისთავად რაღაცის პროპაგანდას ეწოდა(საუბარია საბჭოთა პერიოდზე).
გააჩნია რეჟისორებს და მწერლების პროფესიონალიზმს და გონებრივ შესაძლებლობებს.
ერთეულები ამ თავის ნიჭს იყებდნენ ისე რო მაშინდელი ცენზურა ამას ვერ ამჩნევდა.
მაგალიდათ შენგელაია.
რეჟისორების უმეტესობა კი სისტემის მორჩილები იყვნენ.

ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი.

ეს ადამიანი ანტი საბჭოთა ფილმს ვერ გადაიღებდა.

Posted by: d2d4 25 Sep 2017, 08:53

QUOTE
პროპაგანდა მხოლოდ საბჭოური შეიძლება იყოს თქვენ წარმოდგენაში?

მე ეგ არ მითქვამს
QUOTE
ეს ადამიანი ანტი საბჭოთა ფილმს ვერ გადაიღებდა.

თუმცა თქვენ იგულისმეთ საბჭოთა პროპაგანდა, და თემაც საბჭოთა პროპაგანდაზეა.

მანდარინები უფრო პროპაგანდისტულია თუ ჯარისკაცის მამა?

Posted by: SELF 25 Sep 2017, 08:54
mouravi
QUOTE
ეს ადამიანი ანტი საბჭოთა ფილმს ვერ გადაიღებდა.

მერეც მაგარი სავოკი და რუსეთუმე იყო
წითელი ინწილიგენციის ფლაგმანი...

Posted by: mouravi 25 Sep 2017, 08:56
d2d4
QUOTE
მანდარინები უფრო პროპაგანდისტულია თუ ჯარისკაცის მამა?

მასე ვერ იტვი რომელი უფრო პროპაგანდისტულია.
ზოგადად კი ორივე ფილმი ეწევა გარკვეული თემის პროპაგანდას.
ორივე ფილმი, პირადად ჩემთვის არის ანტიმილიტარისტული.

Posted by: dega 25 Sep 2017, 08:59
ვინმეს დიშელის ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვთ?

Posted by: niktagva 25 Sep 2017, 08:59
vaho
QUOTE
რა ფილმია?

ლინკი დადეთ ვინმემ...

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: HiStorian 25 Sep 2017, 09:18
ღანიშაშვილი, ამაშუკელი...

როცა ასეთი მაღლინტელექტიალი მგოსნები გყავს, ქვეყანას გადაშენება არ უწერია

Posted by: d2d4 25 Sep 2017, 09:21
დაიბადა 1964 წლის 24 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში (მდინარე ილტოს ხეობა). სწავლობდა ახმეტის II საშუალო სკოლაში. 1990წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ავტორია 8 პოეტური კრებულის. წერს ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, რომანებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია და ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის ნაშრომი. მისი ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებები თარგნილია რუსულ, გერმანულ, პოლონურ, იაპონურ, ჩინურ, ზემოალჟირულ და ჩეჩნურ ენებზე. სტუდენტობსას, 4 წლის მანძილზე, თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის ახლაგაზრდა მწერალთა წრეს, იყო ალმანახ "პირველი სხივის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ამჟამად არის მის მიერვე დაარსებულ მწერალთა დამოუკიდებელ გაერთიანება, კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" თავმჯდომარე. 2015 წელს მიხეილ ღანიშაშვილი აკურთხეს პოეზიის იმპერატორად.


ვიკიპედიის მიხედვით, პოეზიის იმპერატორი ყოფილა.

Posted by: iviko18 25 Sep 2017, 09:25
QUOTE (d2d4 @ 25 Sep 2017, 09:21 )
ზემოალჟირულ

spy.gif

...............
...............

Posted by: ბეჟანბეჟანი 25 Sep 2017, 09:28
QUOTE
მიხეილ ღანიშაშვილი

ვიკიპედიაშიც ყოფილა შეტანილი.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A_%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

ბიოგრაფიულ ლექსიკონშიც.
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000586/

მაგრად უჩალიჩია.

ესეც ლექსი ზოგადი წარმოდგენითვის.
"სიკვდილი მარო მაყაშვილისა

იუნკრების საყვარელო მოსანგრევ და მოხალისევ,
აი, ახლა კვდები, მაგრამ ქვეყნად მაინც მოხვალ ისევ!
ჯერ სინორჩე თუმცა შენი ცოდვაა, რომ ბნელმა ცვალოს,
მაგრამ უფრო განათდები მალე, დედა გენაცვალოს!
…როგორ ცივა, როგორ ყინავს, თეთრობს თოვლის მთებზე რვალი,
ბზარავს კოჯორს ოცდაერთის სუსხიანი თებერვალი…
შენ კი, ურჩო ქალბატონო, რომ დატოვე კერა თბილი,
ღვთისმშობელის დაია ხარ, თუ ბულბული ენატკბილი?
ან მაგდენი ვაჟკაცობა მაგ სუსტ სხეულს სიდან, როგორ?
ასე როგორ გამოგცვალა ფრონტმა სიფრიფანა გოგო?
ფრთხილად, მტერო, გევედრები აურიე ტყვიას გეზი,
შუბოსანი ნუ გგონია, არ მომიკლა ანგელოზი!…
ნეტავ, ღმერთო და განგებავ, შეაჩერა ბრძოლის ალი,
მაგრამ ვაი… რა მკაცრია სინამდვილე საზიზღარი!…
მაშ… იძინე, განგმირულო, გეხურება უფლის კალთა,
საქართველოს სასახელოდ და იმედად მომავალთა.
…მორჩა თოვლი და სიმკაცრე ზამთრის შემაზრზენი ჟამის,
ჰა, ცივ მკერდზე დაიბნიე სტრიქონები გულმკვდარ მამის!
გიგლოვს სრულად საქართველო, საუკუნეთ გაენთები,
ისტორია ლაჩრებს ხოცავს, არ კვდებიან რაინდები!….

მიხეილ ღანიშაშვილი"

Posted by: temart 25 Sep 2017, 09:32
r-evolution:
QUOTE
"ეს ფილმი მხოლოდ ფორმით არის ეროვნული, თორემ შინაარსით, ქვეცნობიერით, ქვეტექსტით ყველაზე დიდი და ძლიერმოქმედი საბჭოური შხამია, რომელსაც გაუცნობიერებელი მაყურებელი, როგორც სიცოცხლის ელექსირს, ისე ეწაფება."



up.gif up.gif up.gif



Posted by: Votren 25 Sep 2017, 09:44
ბეჟანბეჟანი
QUOTE
მაგრად უჩალიჩია.

ესეც ლექსი ზოგადი წარმოდგენითვის.
"სიკვდილი მარო მაყაშვილისა

იუნკრების საყვარელო მოსანგრევ და მოხალისევ,
აი, ახლა კვდები, მაგრამ ქვეყნად მაინც მოხვალ ისევ!
ჯერ სინორჩე თუმცა შენი ცოდვაა, რომ ბნელმა ცვალოს,
მაგრამ უფრო განათდები მალე, დედა გენაცვალოს!
…როგორ ცივა, როგორ ყინავს, თეთრობს თოვლის მთებზე რვალი,
ბზარავს კოჯორს ოცდაერთის სუსხიანი თებერვალი…
შენ კი, ურჩო ქალბატონო, რომ დატოვე კერა თბილი,
ღვთისმშობელის დაია ხარ, თუ ბულბული ენატკბილი?
ან მაგდენი ვაჟკაცობა მაგ სუსტ სხეულს სიდან, როგორ?
ასე როგორ გამოგცვალა ფრონტმა სიფრიფანა გოგო?
ფრთხილად, მტერო, გევედრები აურიე ტყვიას გეზი,
შუბოსანი ნუ გგონია, არ მომიკლა ანგელოზი!…
ნეტავ, ღმერთო და განგებავ, შეაჩერა ბრძოლის ალი,
მაგრამ ვაი… რა მკაცრია სინამდვილე საზიზღარი!…
მაშ… იძინე, განგმირულო, გეხურება უფლის კალთა,
საქართველოს სასახელოდ და იმედად მომავალთა.
…მორჩა თოვლი და სიმკაცრე ზამთრის შემაზრზენი ჟამის,
ჰა, ცივ მკერდზე დაიბნიე სტრიქონები გულმკვდარ მამის!
გიგლოვს სრულად საქართველო, საუკუნეთ გაენთები,
ისტორია ლაჩრებს ხოცავს, არ კვდებიან რაინდები!….

მიხეილ ღანიშაშვილი"


პოეზიის დიდი მცოდნე არა ვარ, მაგრა გალაქტიონის გურიის მთებს გავს რითმით....



Posted by: като тбилисели 25 Sep 2017, 10:03
user posted image
..........................

Posted by: IONx64 25 Sep 2017, 10:11
ისე ასეთი ღლეები საიდან იჩითებიან ტო? ეტყობა ვიღაცა აფინანსებენ მსგავს მაჯლაჯუნებს

Posted by: niktagva 25 Sep 2017, 10:14
QUOTE
ზემოალჟირულ

biggrin.gif
QUOTE
2015 წელს მიხეილ ღანიშაშვილი აკურთხეს პოეზიის იმპერატორად.

QUOTE
ღვთისმშობელის დაია ხარ, თუ ბულბული ენატკბილი?

QUOTE
დაია ხარ

QUOTE
ან მაგდენი ვაჟკაცობა მაგ სუსტ სხეულს სიდან, როგორ?

QUOTE
სიდან,


facepalm.gif

Posted by: SELF 25 Sep 2017, 10:20
თითქოს ტიპმა სავოკებს მოულოდნელი შალაბანი ჩასცხოო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება :დ

Posted by: KasperRiters 25 Sep 2017, 10:30
ეგრე არ არის? რა გიკვირთ smile.gif საბჭოეთის განდიდების ფილმია და შეზავებულია ქართველისთვის საინტერესო სპეციებით - ვაზი, ჩურჩხელები, ნაზუქეები, მამაშვილობა და ა.შ.

ოღონდ ძაან ჩვეულებრივი ამბავია იმ დროისთვის და არც ახალია ამაში რამე და არც საკვირველი...

ეს კი არის პროპაგანდა მაგრამ ეს პროპაგანდა იმ ეპოქის ადამიანებზე გათვლილი. ამ სტატიის ავტორს რამდენიმე ათწლეულით დააგვიანდა კრიტიკა biggrin.gif

დღეს თუ ვინმე ამ ფილმის საბჭოურ პროპაგანდაზე ემოციების მოზღვავებას იგრძნობს, ომის ვეტერანი/ჩვენი პაპების თაობაა

არანაირი შხამის ეფექტი ამ ფილმს, შესაბამისად, არ აქვს და შეფასება არაადეკვატურია დროში აცდენილობის გამო biggrin.gif

ეტყობა ცუდი სიზმარი ნახა ამ კაცმა თორემ ჯარისკაცის მამა დღეს აკრიტიკო, უსაქმური უნდა იყო

Posted by: შაქროII 25 Sep 2017, 11:07
QUOTE
სილამაზის ვარ ტრფიალი,
გონჯი სუყველა მიავსა!
ქალი კი ცვარს უნდა ჰგავდეს,
სუნთქვად მასდევდეს ნიავსა.

ხმატკბილად მოსაუბრობდეს,
ტანშია გგვრიდეს სიამსა,
ბუნებით უნდა ერთვოდეს
ცაში ანგელოზთ სიასა.

მზესა სჩრდილავდეს, ნათებით
მთვარეს აძლევდეს ზიანსა,
ალერსით გააცოცხლებდეს
სიყვარულს მაღალზნიანსა.

გაკარგვინებდეს თავ-გონსა,
უგზოსა გხდიდეს გზიანსა...
ჩემთვი არ ვამბობ, ისე ვთქვი,
ვმადლობ, რასაც ვარ ზიარსა!.


QUOTE
მხ,ფილმი "ჯარისკაცის მამა" საბჭოური შხამია, ქართველი პოეტის აზრები

ავტორისეულ სტილში:
თვალ აგვიხილავს გვიამბობს
საბჭოთა ფილმის სიავსა
ამის დამწერსა პოეტსა
უნდა ადგე და მიაფსა

Posted by: Catalan-36 25 Sep 2017, 11:13
QUOTE

guriaaa

უღრმესი მადლობა,მეგობარო!
მაგ ფილმის ნახვით ალბათ-" მოგონებები გარდასულ დღეთა,
დამესიზმრება თვალებ ახელილს".....
მადლობთ.

Posted by: Jarvis 25 Sep 2017, 11:34
ხოხ , გამოცვივდნენ დამცველები lol.gif
ვეთანხმები პოეტს , სუფთა "ძიდი ვაივალი" ფილმია lol.gif .

პს. ისე საყურებლად საკაიფოა, მე მევასება, ნუ ბოლო მომენტის გარდა. boli.gif

Posted by: Catalan-36 25 Sep 2017, 11:45
მაშინ გიორგი ლეონიძის ლექსი,ჰამლეტ გონაშვილის ზეციური გალობით ნამღერი-" შინმოუსვლელო სადა ხარ''....ეგეც შხამი უნდა იყოს არა?
მაგ ნაგავმა " იმპერატორმა" იქ დაცემული ყველა ქართველის სულში ჩააფურთხა,მათ შორის ჩემი 19 წლის,ქერჩში დაღუპული ბიძისა.
მორიელია ეგ არაკაცი,იმპერატორი კი არა.

Posted by: melodyman/ 25 Sep 2017, 11:49
ასეთ ბრძნულ აზრებს ყველაზე აღმატებული ნაციონალები გამოთქვამენ ხოლმე
აი ისეთები,დათა ახალაიას გამოშვებას რომ ითხოვენ
დოსტოევსკის რომ არ კითხულობენ პროტესტის გამო და ა.შ.

Posted by: David_Gale 25 Sep 2017, 11:51
თეთრ ბაირაღებზე რას გვეტყვის საინტერესოა პატივცემულო მწერალი და ნოდარ დუმბაძეზე??

გამოდის რომ დეისაძე უფრო კაი ტიპია ვიდრე ნოდარა.

Posted by: Catalan-36 25 Sep 2017, 11:56
მხოლოდ საკუთარ სისხლში ჩაწობილი კალმით ნაწერი პოეზიაა ნაღდი და დასაფასებელი.
თორემ ქართულ ენაზე განსაკუთრებით,ლექსის წერას რა უნდა-ყველა თემას გავრითმავ რომ მოვინდომო.

Posted by: bachichi83 25 Sep 2017, 12:07
QUOTE (DATO1 @ 24 Sep 2017, 23:32 )
აბა რომელ ფილმშია:

"რა გაგიკვირდა შე ქალო, ყველაფერი კოლმეურნეობის ხომ არ იქნება" lol.gif lol.gif love.gif

უდიპლომო სასიძოში ვარდენა ეუბნება ბიჭიკოს დედას smile.gif

Posted by: Catalan-36 25 Sep 2017, 12:07
QUOTE

Jarvis

ძიდი ვაივალი რაღაა,ვაინახურია?

Posted by: Jarvis 25 Sep 2017, 12:19
Catalan-36
QUOTE
ძიდი ვაივალი რაღაა,ვაინახურია?

ვაინახური რაღაა?

Posted by: KasperRiters 25 Sep 2017, 12:35
QUOTE
რაღაა


რაღაა რაღაა?

Posted by: Catalan-36 25 Sep 2017, 12:35
ჰოო,ეხლა მივხვდი რუსულია,ოღონდ შენ დალოცვილო ძედი ვაევალი მაინც დაგეწერა.
ვაინახები არის კოლექტიური სახელი ჩეჩნების,ინგუშების და ქისტების.
მაგრამ,მაინც მაინტერესებს რატომ გაქვს ასეთი დამამცირებელი დამოკიდებულება ჩვენი მამა პაპის სისხლით მორწყულ უახლეს ისტორიაზე?

Posted by: DORO 25 Sep 2017, 12:39
ეგ ფილმი არის ბრენდი .

ჯარისკაცის მამის ,ქერჩის გმირების მინი ბრინჯაოს ფიგურებს ჩამოვასხავდი და აეროპორტების დუტი ფრიებში შევიტანდი .
სალდაწიკების კოლექციონერები სიხარულით იყიდიან .

Posted by: Jarvis 25 Sep 2017, 12:42
Catalan-36
QUOTE
ჰოო,ეხლა მივხვდი რუსულია,ოღონდ შენ დალოცვილო ძედი ვაევალი მაინც დაგეწერა.

რუსულადაც ეგრე იწერება , შენ ვერ ხვდები უბრალოდ. გუგლი დაიხმარე , ნახავ. დაჟე ვაივალი უნდოდა მარა ეგ ვიფიქრე შეიძლება საერთოდ ვეღარ გაიგონ თქო smile.gif

QUOTE
მაგრამ,მაინც მაინტერესებს რატომ გაქვს ასეთი დამამცირებელი დამოკიდებულება ჩვენი მამა პაპის სისხლით მორწყულ უახლეს ისტორიაზე?

არასწორ დასკვნებს აკეთებ, ფილმზე მქონდა საუბარი. დავეთანხმე რომ ფილმია პროპაგანდისტული, ამიტომაც შევადარე სარკასტულ ფრაზას.

Posted by: Catalan-36 25 Sep 2017, 12:43
QUOTE
Jarvis
Super Member

რომელი უბნელი ხარ?

Posted by: Jarvis 25 Sep 2017, 12:45
Catalan-36
QUOTE
რომელი უბნელი ხარ?

სახელი და გვარიც ხო არ გაინტერესებს?

Posted by: Catalan-36 25 Sep 2017, 12:51
ყველა ფილმი პროპაგანდის რაგაც დოზას შეიცავს ყოველთვის,ეიზენშტაინიდან ინიარიტუმდე.

Posted by: მაოძედუნი 25 Sep 2017, 12:52
webtura
QUOTE
სისულელე შენთვის არის, ხოლო ნაგასაკსა და ხიროსიმას სწორედ საბჭოთა კავშირის დაშინების მიზნით დააახურეს ატომური ბომბები,


მაგაში მართალი ხარ.
ახუნტრუცებულ რუსებს აჩვენეს რომ ბომბიც აქვთ და მისი ჩამოგდების ტრაკიც აქვთ, 11 მილიონიაი არმია რომ გყავთ ევროპაში და რაღაცეები გელანდებათ ტრაკი დააყენეთო. მიხვდა ულვაშებიანი რომ ვსიო. მომთავრდა მანდ საქმე. წააგო.

webtura
QUOTE
ასე რომ, სწორედ შიშის გამო ვერ გაბედეს საბჭოეთზე ბირთვული ბომბების ჩამოყრა, მითუმეტეს, მოსკოვამდე მაგ თვითმფრინავებს არავინ მიუშვებდა, როცა გერმანიის ლიუფტვაფე 1941 წელსაც კი იშვიათად ახერხებდა მოსკოვის ცაში შეჭრას.


რომ ნდომებოდათ ამერიკელებს ცამოუგდებდნენ. პვო არა კვერცხი. სტრატეგიული ავიაცია არ ყავდათ რუსებს. ხო ბებიატკოც ეხლა ბ-29 ჩამოყრიდნენ. მაგათ სიმაღლეზე თუ აფრინდებოდნენ ეგეც საკითხავია. არ უნდოდათ. ისე მიახრჩვეს ნელ ნელა. სტალინმა კი არ მოიგო, 1945 მიხვდა რომ წააგო.

Posted by: ბეჟანბეჟანი 25 Sep 2017, 12:54
შაქროII
QUOTE
თვალ აგვიხილავს გვიამბობს
საბჭოთა ფილმის სიავსა
ამის დამწერსა პოეტსა
უნდა ადგე და მიაფსა

გან მარტო უნდა მიაფსა,
უნდა ახმარო ოყნაო,
პოპულისტურად იაფსა,
გადაკუზო და მოსტ-ყნაო.

Posted by: Jarvis 25 Sep 2017, 12:57
Catalan-36
QUOTE
ყველა ფილმი პროპაგანდის რაგაც დოზას შეიცავს ყოველთვის,ეიზენშტაინიდან ინიარიტუმდე.

1. ყველა ფილმი არ შეიცავს თანაც ალბათ ყველა არც მაინტერესებს
2. დოზას გააჩნია , საბჭოელებს განსაკუთრებით ეხერხებოდათ ჭარბი დოზირება

Posted by: აშკარა 25 Sep 2017, 12:57
პირიქით

ანტისაბჭოთა ფილმია,

მამა ცდილობს გამოგლიჯოს შვილი საბჭოთა არმიას,

გზაში ცემს და აგინებს ვანიებს,

თან უიასნებს რომ ვაზი უფრო ძვირფასია ვიდრე ომი და საბჭოთა კავშირი.

მეტი რაღა ქნასგიორგა პაპამ რომ დიდი მგოსნის პატივისცემა დაიმსახუროს? biggrin.gif

Posted by: Catalan-36 25 Sep 2017, 12:58
არა,გეხუმრე,მაპატიე,სულაც არ მიფიკრია საწყენად, Do not nail me for that,please.

Posted by: მილანისტა. 25 Sep 2017, 12:59
QUOTE
მხ,ფილმი "ჯარისკაცის მამა" საბჭოური შხამია

და ჩემი ცოლის დაქალებია პროგრესული facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Jarvis 25 Sep 2017, 13:01
QUOTE
მამა ცდილობს გამოგლიჯოს შვილი საბჭოთა არმიას,

ღადაობ? biggrin.gif
"დავაი ვადა, დავაი დრავა ,ეტა რაზვე პოსტ ნაზივაეტსაა?" "ვპირიოდ კალი , ნაზად კონდახ" biggrin.gif
* * *



_________________________________

აი დონთ ანდერსთენდ U. არ მითხრა უნდერსთანდ უნდაო boli.gif

Posted by: jmm75 25 Sep 2017, 13:17
Jarvis
QUOTE
ჰოო,ეხლა მივხვდი რუსულია,ოღონდ შენ დალოცვილო ძედი ვაევალი მაინც დაგეწერა.

რუსულადაც ეგრე იწერება , შენ ვერ ხვდები უბრალოდ. გუგლი დაიხმარე , ნახავ. დაჟე ვაივალი უნდოდა მარა ეგ ვიფიქრე შეიძლება საერთოდ ვეღარ გაიგონ თქო smile.gif

"Деды воевали"

Posted by: Jarvis 25 Sep 2017, 13:20
QUOTE
"Деды воевали"

ეხლა ამას უხსენი vis.gif
ხო კაი დედუშკი ვოევალი user.gif

Posted by: A10 25 Sep 2017, 13:27
melodyman/
დათა კი არა ბაჩო.
ეგაა დაჭერილი.
თუთაშხია საბერძნეთშია მგონი

Posted by: LOLZ 25 Sep 2017, 15:51
webtura
QUOTE
სსრკ-ში 1929 წლის მოუსავლიანობის გამო რეალურად დაიღუპა მაქსიმუმი 2 მილიონი ადამიანი, რაც გოლოდომორად გამოაცხადეს იდეოლოგიური მიზნებით.

ეს ფრაზა ვერ შევამჩნიე გუშინ.
გოლოდომორის მუზეუმში უნდა შეხვიდე და ნახავ რამდენად იდეოლოგიის გამო საუბრობენ ამაზე. საშინელი ისტორიები და დოკუმენტური მასალებია, როგორ წაართვეს ადამიანებს ყველანაირი პროდუქტი, უკრძალავდნენ მინდორში მოსავლისა საღებად გასვლას და კლავდნენ თითოეული ასეთი მცდელობისას. კანიბალიზმზეც ყვებიან ამბებს..

Posted by: webtura 25 Sep 2017, 16:16
მაოძედუნი
QUOTE
მაგაში მართალი ხარ.
ახუნტრუცებულ რუსებს აჩვენეს რომ ბომბიც აქვთ და მისი ჩამოგდების ტრაკიც აქვთ, 11 მილიონიაი არმია რომ გყავთ ევროპაში და რაღაცეები გელანდებათ ტრაკი დააყენეთო. მიხვდა ულვაშებიანი რომ ვსიო. მომთავრდა მანდ საქმე. წააგო.


აუფ, წაუგია ულვაშას თურმე ამერიკის ატომური იარაღის შიშით, როცა საბჭოთა იმპერიის გავლენა ბერლინამდე გადაჭიმა დასავლეთით, ხოლო ჩინეთის გაწითლებით ტერიტორიული და ადამიანური რესურსების უდიდესი ნაწილი სოციალისტური სისტემის მხარეს აღმოჩნდა და სწორედ ამიტომაც კორეის 1950-53 წლების ომში, სადაც ამერიკა მთელი თავისი სამხედრო არსენალით იბრძოდა, ხოლო ჩრდილო კორეის მხარეს ომში გამოცდილი საბჭოთა არმიის ნაცვლად (გარდა ავიაციისა) მხოლოდ ჩინელები, ამერიკელებმა მაინც ვერ შეძლეს მთელი კორეის აღება.

QUOTE
რომ ნდომებოდათ ამერიკელებს ცამოუგდებდნენ. პვო არა კვერცხი. სტრატეგიული ავიაცია არ ყავდათ რუსებს. ხო ბებიატკოც ეხლა ბ-29 ჩამოყრიდნენ. მაგათ სიმაღლეზე თუ აფრინდებოდნენ ეგეც საკითხავია. არ უნდოდათ. ისე მიახრჩვეს ნელ ნელა. სტალინმა კი არ მოიგო, 1945 მიხვდა რომ წააგო.


ეგ შენი აზრი არაფრით არის გამყარებული, რადგან არქივების გახსნით გაირკვა, რომ ამერიკლელებს სწორედ მაგ წლებში ჰქონდათ სამხედრო გეგმები საბჭოთა კავშირის ატომური იარაღით განადგურების, მაგრამ მისი შედეგები შეიძლება წამგებიანი აღმოჩენილიყო სწორედ აშშ-თვის, თორემ იქ სადაც ამერიკას ეიმედება თავისი უპირატესობა, არც არასდროს მორიდებია ომს.
1949 წელს კი უკვე სტალინსაც ჰქონდა ბირთვული იარაღი და ცნობილია ტრუმენის ერთი ატომური იარაღის გამოყენების მუქარა სტალინის მიმართ 1952 წელს რეაქტიული ბომბდამშენის ბ-47-ის სასწრაფოდ დაბრუნების მოთხოვნით, რომელიც ავარიულად დაჯდა კამჩატკაზე, რასაც სტალინმა უპასუხა: " მუქარა ის ტონი არა არის, რომლითაც საბჭოერთსა და მის ლიდერს უნდა ელაპარაკო. თერმობირთვული მუქარა კი ისეთივე უაზრობაა, როგორი უაზრობაც იყო ჰიტლერის აღმოსავლური ლაშქრობა საბჭოეთზე."
ერთი კი სიმართლეა, რომ თურქეთის მიერ ოკუპირებული ქართულ-სომხური ტერიტორიების ამ ხალხებისთვის დაბრუნების საკითხი პირადად სტალინმა დააყენა პოტსდამის კონფერენციაზე 1945 წლის ივლის-აგვისტოში, მაგრამ ამერიკა-ინგლისმა უარი უთხრეს და თურქეთში ატომური ბომბებიც შეზიდეს.
ახალი დიდი ომის გაჩაღების ინიციატორი ნამდვილად არ სურდა ყოფილიყო სტალინს, მითუმეტეს, ატომური იარაღის მფლობელ ამერიკასთან, ხოლო, როცა თავად საბჭოთა კავშირმა შეძლო ამ იარაღის შექმნა, გაეროში სტალინმა კვლავ აქტიურად წამოჭრა მაგ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, მაგრამ მისმა სიკვდილმა ეს საკითხი მოხსნა.

Posted by: მაოძედუნი 25 Sep 2017, 16:24
webtura

მაგ ატომურ ბომბს რით მიიტანდა ამერიკამდე . მფრინავი ხალიჩით?

კი წააგო. იმპერია არა კვერცხი. #####ან ის იმპერია 30 წელიწადში რომ დაიშლება ფაჩიკოს გარმონივით.

მაგ მსოფლიო ომში ამერიკა გამოვიდა ყველანაირად გამარჯვებული. მაგა სრომ მიხვდა ულვაშა იმიტომაც არ აღნიშნავდა 9 მაის. დასვენების დღეც არ იყო.

ასეთ სირთაქვა იმპერიებს საბჭოთა კავშირი რომ იყო ომის გარეშე არ შეუძლიათ. როგორც კი ჩაკეტავ საზღვრებში ფაჩიკოს გარმონივით იშლებიან.

ჩაკეტეს და ამოახრჩვეს. მალადეც იანკი.

იმპერია ხო იმპერია ))))))))

Posted by: webtura 25 Sep 2017, 16:33
LOLZ
QUOTE
ეს ფრაზა ვერ შევამჩნიე გუშინ.
გოლოდომორის მუზეუმში უნდა შეხვიდე და ნახავ რამდენად იდეოლოგიის გამო საუბრობენ ამაზე. საშინელი ისტორიები და დოკუმენტური მასალებია, როგორ წაართვეს ადამიანებს ყველანაირი პროდუქტი, უკრძალავდნენ მინდორში მოსავლისა საღებად გასვლას და კლავდნენ თითოეული ასეთი მცდელობისას. კანიბალიზმზეც ყვებიან ამბებს..



მუზეუმი ერთია და ისტორიული დოკუმენტები მეორეა, როცა 1933 წლის 7 და 8 თებერვალს სსრკ-ის კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიურო შიმშილობის თითოეულ ფაქტზე ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამისი ღონისძიების გატარებას მოითხოვს და მის აღმოსაფხვრელად მხოლოდ უკრაინისთვის 576 400 ტონა ხორბალს გამოყოფს. ამას ემატება მოშიმშილე დონბასისთვის დამატებით 250 ათას ტონამდე ხორბლის გამოყოფა. ასევე გაანახევრეს ხორბლის ექსპორტი საზღვარგარეთ, მაგრამ შიმშილობის ბოლომდე აღმოფხვრა მაინც ვერ შეძლეს, მითუმეტეს, მაგ წლებში საბჭოთა კავშირის სხვა ტერიტორიებზეც იყო შიმშილობა უმოსავლიანობის გამო.
მე იმას ვამბობ, რომ რასაც ამტკიცებენ, რომ უკრაინაში შიმშილი გამიზნული პოლიტიკა იყო, ეს არ არის სწორი. კოლექტივიზაციის დროს დაშვებულმა შეცდომებმა, გლეხობის წინააღმდეეგობამ, როცა მხვილფეხა საქონელი და ცხენები სპეციალურად დაკლეს, რომ კოლექტივის საკუთარება არ გამხდარიყო, ამის გამო ბევრი მიწა დაუმუშავებელი დარჩა და მოსავალიც აუღებელი, რაც, რა თქმა უნდა, მაშინდელი მთავრობის დანაშაული იყო, მაგრამ არა გამიზნული სტრატეგია, რომ უკრაინელები შიმშილით ამოეხოცათ, მითუმეტეს, ამას ამტკიცებს უკრაინის მოსახლეობის ზრდის დინამიკაც გასული საუკუნის 30-იან წლებში. 1930 წლის აღწერით უკრაინის მოსახლეობა იყო 29,6 მილიონი კაცი, ხოლო 1939 წელს 40,4 მილიონ კაცს შეადგენდა, ანუ 10 წელიწადში თითქმის 11 მილიონით მოიმატა.
სამაგიეროდ, მოსახლეობის შემცირების დინამიკა ჩანს 1993 წლიდან, როცა უკრაინის მოსახლეობა 52.2 მილიონ კაცს შეადგენდა და ამჟამად 43 მილიონს არ აჭარბებს, ანუ თითქმის 20 წლის მანძილზე 10 მილიონით შემცირდა. გენოციდზე თუ არის საუბარი, გენოციდი სინამდვილეში ეს არის, რომლის მიზეზი სწორედ უკრაინის ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის კატასტროფული შედეგებია.

* * *
მაოძედუნი
QUOTE
მაგ ატომურ ბომბს რით მიიტანდა ამერიკამდე . მფრინავი ხალიჩით?


პირველი სტრატეგიული საბჭოთა ბომდამშენის გამოშვება დაიწყეს 1947 წელს ტუ -4-ის სახელით, როპმელიც ამერიკული ბომდამშენის ბე-29-ის კოპირება იყო, ხოლო საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებლები იაკ 15-ები წარმატებით ებრძოდნენ ამერიკულ-ინგლისურ ანალოგებს კორეის ომშიო 1950-53 წლებში.
ასე რომ, მიუხედავად შედარებით ტექნიკური ჩამორჩენისა და მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული დიდი ნგრევისა, საბჭოთა კავშირს უკვე ამერიკლებზე არანაკლები ავიაცია ჰყავდა.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დანგრევას, 1980-იანი წლების დასაწყისში სსრკ-ის 500 მილიარდიანი ბიუჯეტი თითქმის ტოლი იყო ამერიკის ბიუჯეტისა.
საბჭოთა კავშირს, თავისთავად სჭირდებოდა რეფორმები, მაგრამ ის ეკონომიკური მიზეზებით არ დანგრეულა, ის დაანგრია საბჭოთა იდეების სიძულვილით სავსე უმაღლესმა ბიუროკრატიამ გორბაჩოვ-ელცინ-შევარდნაძის მეთაურობით და სუკის მხარდაჭერით, (რაც თავადაც აღიარეს შემდგომ), რომელთა შინაური წრე შემდგომში პრივატიზაციის წყალობით მილიარდელები გახდნენ.

ასე რომ, ფაქტები სხვა რამეს ამტკიცებენ, ვიდრე სტერეოტიპული შეხედულებები.

Posted by: SabaGEO 25 Sep 2017, 17:51
QUOTE
ფილმი "ჯარისკაცის მამა" საბჭოური შხამია,

არ ვიცი ვინ არის ეს პოეტი მაგრამ, ამ შემთხვევაში მართალია yes.gif

dola86
QUOTE
თუ , ის შვილი , რომ სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირა

კი დედა რუსეთი ნამდვილი სამშობლოა, უნდა ვამაყობდეთ ამდენი ქართველის გაწყვეტას родина мать зовет-ო თუ როგორ იყო? lol.gif

Posted by: dola86 25 Sep 2017, 18:00
SabaGEO
QUOTE
კი დედა რუსეთი ნამდვილი სამშობლოა, უნდა ვამაყობდეთ ამდენი ქართველის გაწყვეტას родина мать зовет-ო თუ როგორ იყო?

რას გადამეკიდე კაცო შენ, რა გინდა. ხო რუსეთია ჩემთვის დედასამშობლო და მაგიტო ვცხოვრობ ამერიკაში


facepalm.gif

Posted by: SabaGEO 25 Sep 2017, 18:03
dola86
ვიღაცაში გერევი აშკარად პირველად გხედავ
QUOTE
შვილი , რომ სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირა

ეს შენი სიტყვებიდან გამომდინარე

Posted by: Votren 25 Sep 2017, 18:08
webtura
QUOTE
1930 წლის აღწერით უკრაინის მოსახლეობა იყო 29,6 მილიონი კაცი, ხოლო 1939 წელს 40,4 მილიონ კაცს შეადგენდა, ანუ 10 წელიწადში თითქმის 11 მილიონით მოიმატა.


შე კაცო, მთელი რუსეთი თუ ჩასახლდებოდა, კიდე უფრო მეტად გაიზრდებოდა, რა პრობლემაა? ანუ ტყულია ხომ გოლოდომორი? რა დამცველი ყავს მოკლედ ძლევამოსილ იმპერიას????

QUOTE
საბჭოთა კავშირს, თავისთავად სჭირდებოდა რეფორმები, მაგრამ ის ეკონომიკური მიზეზებით არ დანგრეულა, ის დაანგრია საბჭოთა იდეების სიძულვილით სავსე უმაღლესმა ბიუროკრატიამ გორბაჩოვ-ელცინ-შევარდნაძის მეთაურობით და სუკის მხარდაჭერით


ამ ყოველმხრივ გამართულ ქვეყანას როგორ მოუვიდა მერე ეგ? ბიუჯეტი ჰქონიათ, საამური ცხოვრება იყო, რატომ ამერიკა არ დაინგრა ნეტავი, იქ მოღალატეების მეტი რა იქნებოდა?

Posted by: SaamI 25 Sep 2017, 18:09
r-evolution:
QUOTE
ეს ფილმი მხოლოდ ფორმით არის ეროვნული, თორემ შინაარსით, ქვეცნობიერით, ქვეტექსტით ყველაზე დიდი და ძლიერმოქმედი საბჭოური შხამია, რომელსაც გაუცნობიერებელი მაყურებელი, როგორც სიცოცხლის ელექსირს, ისე ეწაფება."

სწორს ამბობს. ოღონდ "შხამი" გადაჭარბებული შეფასებაა.
ხარისხით ერთერთი საუკეთესო ფილმია სსრკ-ს ისტორიაში. შეიძლება საუკეთესოც.
პროპაგანდაც ისეა შეზავებული რომ, ცნობიერი ვერ ამჩნევს. ქვეცნობიერზე კი ძლიერ მოქმედებს.

Posted by: dola86 25 Sep 2017, 18:10
SabaGEO
QUOTE
ვიღაცაში გერევი აშკარად პირველად გხედავ

რა პირველად მხედავ, სადაც ჩემი პოსტი ნახე , ყველგან რუსეთუმეობას მწამებ
QUOTE
შვილი , რომ სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირა

ეს შენი სიტყვებიდან გამომდინარე

მერე რა აზრი გამოიტანე მაქედან, რომ სამშობლო რუსეთია?
ჯერ ერთი, ჰიტლერი მაშინ მთლიანად საბჭოთა კავშირს ეომებოდა, ანუ ჩვენც და მეორე, ამერიკელებს ძალიან ბევრი ფილმი აქვთ გადაღებული იგივე მოტივებზე და რა , ამერიკისთვის გენთება გული ყურების დროს?

Posted by: SabaGEO 25 Sep 2017, 18:26
dola86
ჰო სპარსეთ ოსმალეთის ომის დროს ხშირად უწევდათ ქართველებს ხან ერთის ან მეორეს რიგებში ბრძოლა, იგივე მონღოლების მხარეს თავის დროზე. ეს ლოგიკა მაშინაც მუშაობდა?
QUOTE
მაშინ მთლიანად საბჭოთა კავშირს ეომებოდა, ანუ ჩვენც

QUOTE
ამერიკელებს ძალიან ბევრი ფილმი აქვთ გადაღებული იგივე მოტივებზე და რა , ამერიკისთვის გენთება გული ყურების დროს?

საერთოდ ვერ მივხვდი ეს რა შუაშია
QUOTE
რა პირველად მხედავ, სადაც ჩემი პოსტი ნახე , ყველგან რუსეთუმეობას მწამებ

QUOTE
რა პირველად მხედავ, სადაც ჩემი პოსტი ნახე , ყველგან რუსეთუმეობას მწამებ

დამილინკე სადაც რამე დაგაბრალე, ფორუმზე უმარტივესია მაგის პოვნა smile.gif

* * *
SaamI
QUOTE
პროპაგანდაც ისეა შეზავებული რომ, ცნობიერი ვერ ამჩნევს. ქვეცნობიერზე კი ძლიერ მოქმედებს.

ზუსტად მაგას ქვია შხამი yes.gif

Posted by: dola86 25 Sep 2017, 18:59
SabaGEO
QUOTE

საერთოდ ვერ მივხვდი ეს რა შუაშია

რა შუაშია და უფროსი ლეიტენანტი მახარაშვილი ჩემთვის საქართველოსთვის დაღუპული გმირი ჯარისკაცია პირველ რიგში და ვიღაც ღანიაშვილს როგორ ეჩვენება მაგარი მკიდია.
კაცმა ვენახის გულისთვის რუსი ჯარისკაცი ცემა, აქ უნდა დამთავრდეს მაგ თემაზე მსჯელობა საერთოდ.

Posted by: RedShark 25 Sep 2017, 19:01
ნეობოლშევიკები lol.gif

Posted by: სინიორა 25 Sep 2017, 19:32
ჩემი აზრით საქართველოს მომავალი კი არ კვდება, არამედ
გოდერძი გმირია, რომელიც მოკვდება და სამშობლოს მტერს არ დაუთმობს.

აქ საქართველო გიორგი (ჯარისკაცის მამა) მგონია, თავისი
ასაკით, სიძლიერით, ვაჟკაცობით, სამართლიანობით...


Posted by: karlsoni 25 Sep 2017, 20:18
ხალხ, ვინც ჯარისკაცის მამას შხამს ეძახით, არ გინდათ თქვენი იდეა დადოთ, იმ დროს როგორ ფილმს გადაიღებდით?
და იმ პერიოდის რომელი ხარისხიანი ფილმი არ მიგაჩნიათ "პროპაგანდად" და "შხამად"? smile.gif

Posted by: dola86 25 Sep 2017, 20:19
სინიორა
QUOTE
ჩემი აზრით საქართველოს მომავალი კი არ კვდება, არამედ
გოდერძი გმირია, რომელიც მოკვდება და სამშობლოს მტერს არ დაუთმობს.

აქ საქართველო გიორგი (ჯარისკაცის მამა) მგონია, თავისი
ასაკით, სიძლიერით, ვაჟკაცობით, სამართლიანობით...

+
ცუდი ტენდენცია წამოვიდა ძაან ამ ბოლო დროს, ყველაფერში ცუდის და უარყოფითის ძიება. ასე თუ გაგრძელდა შეიშლება ერი

Posted by: iviko18 25 Sep 2017, 20:26
QUOTE (dola86 @ 25 Sep 2017, 18:59 )
კაცმა ვენახის გულისთვის რუსი ჯარისკაცი ცემა, აქ უნდა დამთავრდეს მაგ თემაზე მსჯელობა საერთოდ.

სხვათაშორის იმ ეპიზოდის გამო კინაღამ სამუდამოდ თაროზე შემორჩა ფილმი. როგორც ვიცი, ძალიან გაღიზიანებულან რუსები და გადამღებმა ჯგუფმა ძლივს გაიტანა ფილმი შესაბამისი კომისიის სხდომაზე, რომ საჩვენებლად ჩაშვების ნებართვა მიეღოთ.

Posted by: kea 25 Sep 2017, 20:34
რა შხამი?
საბჭოეთში რომ ვიყავით და ვინც ვიყავით და რაც გამოვიარეთ გვიმალავდნენ? ნელნელა გვაპარებდნენ ამ ფილმით?

რაც იყო ის გადმოცა, შელამაზებულად, საკმაოდ ქართულად და ამავე დროს მსოფლიოს გასაგებადაც.

შვილის სიყვარული და ომი მარტო რუსს და ქართველს ახასიათებს?

კაი სულ რო გოდერძის და გიორგის ადგილას ვანია და მიკოლა ყოფილიყო, იგივე ეფექტი არ ექნებოდა? უბრალოდ ქართველის გულს ისე არ მოხვდებოდა, მტკივნეულად და თბილად ამავდროულად.
ზოგადსაკაცობრიო ფილმია.

ტვინი აქვს მაგას მოშხამული.

Posted by: ბესიკის26 25 Sep 2017, 20:35
რუსეთი(სსრკ) მულტიპლიკაციას არ გადაიღებს პროპაგანდისტური ნაგავის გარეშე, არათუ ფილმს...
"ჯარისკაცის მამა" კარგი ფილმია yes.gif

Posted by: webtura 25 Sep 2017, 20:47
Votren
QUOTE
შე კაცო, მთელი რუსეთი თუ ჩასახლდებოდა, კიდე უფრო მეტად გაიზრდებოდა, რა პრობლემაა? ანუ ტყულია ხომ გოლოდომორი? რა დამცველი ყავს მოკლედ ძლევამოსილ იმპერიას????


ჯერ ერთი, დამცველი რა შუაშია. ანალოგიურად ვიმსჯელებ რომის იმპერიის იმ მონაკვეთების შესახებ, რის შესახებაც წამიკითხავს და ვიცი.
მეორეც, შიმშილობა იყო მხოლოდ 1931-32 წლებში და სტატისტიკური მონაცემებით უკრაინამ 2 მილიონი ადამიანის დანაკლისი განიცადა. სამაგიეროდ სხვა წლებში ყოველწლიურად მინიმუმი ნახევარი მილიონით მატულობდა მისი მოსახლეობა ბუნებრივი წესით. ანუ, ყოველ 10 წელიწადში დახლოებით 5 მილიონი კაცით. უკრაინამ 1939 წელს შეიუერთეს პოლონელებისთვის წართგმეული დასავლეთ უკრაინა თავისი-სამ მილიონიანი მოსახლეობით, ხოლო დამატებით უკრაინის ახალი ინდუსტრიული ცენტრების მუშახელით დასაკმაყოფილებლად მიიღებდნენ ძირითადად რუსეთიდან კიდევ ორ-სამ მილიონ ადამიანს და იმავე რუსებს, როგორაც გრძნობენ თავს მაგალითად დონბასელები, ოდეს-ხარკოვ-დნეპროპეტროვსკის მოსახლეობის დიდი ნაწილი.
არა, ახლა არიან კარგ დღეში, როცა ბოლო 20 წელიწადში უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონზე მეტი ადამიანით შემცირდა და ეს პროცესი კვლავ ინტენსიურად გრძელდება, რადგან მათი ეკონომიკა მძიმე კრიზისშია.
ასე რომ, სანამ გოლოდომორის მტკიცებას დაიწყებენ, მანამ ამჟამინდელი სიღატაკის გამო უკრაინელი ერის დემოგრაფიულ კატასტროფას მიხედონ.

Posted by: alahambra 25 Sep 2017, 20:52
QUOTE
მხ,ფილმი "ჯარისკაცის მამა" საბჭოური შხამია, ქართველი პოეტის აზრები


ჰოოო..ეტყობა თავი არიული რასის ღირსეულ წარმომადგენლადაც მიაჩნია ამას....

Posted by: xnieri 25 Sep 2017, 22:15
karlsoni
QUOTE
ალხ, ვინც ჯარისკაცის მამას შხამს ეძახით, არ გინდათ თქვენი იდეა დადოთ, იმ დროს როგორ ფილმს გადაიღებდით?

მე რომ ვიყო რეზო ჩხეიძის დონის...
გადავიღებდი ავღანეთში, ერაყში, სადღაც აფრიკაში რომ არიან, კიდო...
ბადრაგებად რომ ამსახურებენ, და სამშვიდობო მისიიის ჯარისკაცებს რომ ეძახიან.
აქოურებისთვის რომ ყველაზე პატრიოტები არიან...
ე იმათზე.

აუ რა ცრემლებს ვაღვარღვარებინებდი ამ ჯარისკაცისმამითმოშხამულ ფორუმელ "პეტრიოტებს" ?!

Posted by: Jarvis 25 Sep 2017, 22:56
webtura
QUOTE
ჯერ ერთი, დამცველი რა შუაშია. ანალოგიურად ვიმსჯელებ რომის იმპერიის იმ მონაკვეთების შესახებ, რის შესახებაც წამიკითხავს და ვიცი.
მეორეც, შიმშილობა იყო მხოლოდ 1931-32 წლებში და სტატისტიკური მონაცემებით უკრაინამ 2 მილიონი ადამიანის დანაკლისი განიცადა. სამაგიეროდ სხვა წლებში ყოველწლიურად მინიმუმი ნახევარი მილიონით მატულობდა მისი მოსახლეობა ბუნებრივი წესით. ანუ, ყოველ 10 წელიწადში დახლოებით 5 მილიონი კაცით. უკრაინამ 1939 წელს შეიუერთეს პოლონელებისთვის წართგმეული დასავლეთ უკრაინა თავისი-სამ მილიონიანი მოსახლეობით, ხოლო დამატებით უკრაინის ახალი ინდუსტრიული ცენტრების მუშახელით დასაკმაყოფილებლად მიიღებდნენ ძირითადად რუსეთიდან კიდევ ორ-სამ მილიონ ადამიანს და იმავე რუსებს, როგორაც გრძნობენ თავს მაგალითად დონბასელები, ოდეს-ხარკოვ-დნეპროპეტროვსკის მოსახლეობის დიდი ნაწილი.
არა, ახლა არიან კარგ დღეში, როცა ბოლო 20 წელიწადში უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონზე მეტი ადამიანით შემცირდა და ეს პროცესი კვლავ ინტენსიურად გრძელდება, რადგან მათი ეკონომიკა მძიმე კრიზისშია.
ასე რომ, სანამ გოლოდომორის მტკიცებას დაიწყებენ, მანამ ამჟამინდელი სიღატაკის გამო უკრაინელი ერის დემოგრაფიულ კატასტროფას მიხედონ.

სამი გოლოდომორი იყო უკრაინაში. პირველი ლენინის დროს ოციანებში.
ბურჟუებად გამოაცხადეს ნახევარი უკრაინის გლეხობა, ჩამოართვეს მთელი ხორბალი.
მერე ამ ხორბალს საზღვარგარეთ ყიდნენ

Posted by: SabaGEO 26 Sep 2017, 00:49
karlsoni
QUOTE
იმ პერიოდის რომელი ხარისხიანი ფილმი არ მიგაჩნიათ "პროპაგანდად" და "შხამად"?

თუ საბჭოთა კავშირს გულისხმობ "მონანიება"

Posted by: dega 26 Sep 2017, 00:52
SabaGEO
იყო შაშვი მგალობელი?

Posted by: SabaGEO 26 Sep 2017, 00:53
dega
QUOTE
იყო შაშვი მგალობელი?

სამწუხაროდ არ მაქვს ნანახი

Posted by: dega 26 Sep 2017, 00:55
SabaGEO
sad.gif
ბედნიერი ხარ რომ შეგიძლია პირველი ნახვის სიამოვნება მიიღო
ნახე აუცილებლად ,,,,,yes.gif

Posted by: SaamI 26 Sep 2017, 01:13
dola86
QUOTE
ცუდი ტენდენცია წამოვიდა ძაან ამ ბოლო დროს, ყველაფერში ცუდის და უარყოფითის ძიება. ასე თუ გაგრძელდა შეიშლება ერი

ნუ იჯავრებ. ერი უკვე დიდი ხანია შეშლილია.

Posted by: t-90 26 Sep 2017, 02:08
გოლოდომორს რაც შეეხება.
ე.წ. გაკულაკება და რასკაზაჩივანიე გაცილებით უფრო მძიმე შედეგების მომტანი იყო თვით რუსეთში, უკრაინაში და ა.შ.

Posted by: SELF 26 Sep 2017, 02:22
საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია, ორივენი ომის სატანური შედეგები იყვნენ - პირველი მსოფლიო ომის

იმიტომაა ეს ფილმი შხამი, რომ ერთერთი ეშმაკის ხიბლში გაგდებთ, მეორის წინააღმდეგ...

Posted by: SabaGEO 26 Sep 2017, 08:14
dega
შევეცდები up.gif

Posted by: აშკარა 26 Sep 2017, 13:14
SabaGEO
QUOTE
უნდა ვამაყობდეთ ამდენი ქართველის გაწყვეტას родина мать зовет-ო თუ როგორ იყო?


ქართველი ბიჭების გაწყვეტა რომ არ უნდოდა,

იმიტომ მიყვა გიორგა პაპა გოდერძის ბერლინამდე. არ ენდობოდა საბჭოთა არმიას, რომელმაც ასიათასობით ქართველს გენოციდი მოუწყო ყირიმში და ზღვაში ჩაახრჩო.

მოხდა ეს განზრახ თუ საბჭოთა სარდლობის იდიოტური შეცდომების გამო, ამაზე პასუხი არავის უგია.

არადა, მაგაზე დიდი გენოციდი საქართველოს არ ახსოვს.






Posted by: SELF 26 Sep 2017, 19:05
ეს იყო ანტისაბჭოთა ფილმის გადამღები?!! facepalm.gif

რეზო ჩხეიძე: გეზი რუსეთისკენ უნდა ავიღოთ, ის ახლაც კი ბევრ კარგს აკეთებს ჩვენს დასახმარებლად

http://www.fmabkhazia.com/news/7453-rezo-chxeidze-gezi-rusethisken-unda-avighoth-is-axlac-ki-bevr-kargs-akethebs-chvens-dasaxmareblad.html

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)