ამ თემაში ჩემს მიერ პატივსაცემ იუზერებს ვერ დავეთანხმები - მიუხედავად იმისა, რომ ბნელაობას ვერავინ დამწამებს, უნდა გითხრათ, რომ მოვინათლე (ანუ, მომნათლეს) 6 თვის ასაკში და სწორედ იმ დღიდან "ჩამერთო" უწყვეტი მეხსიერება!
ეს ფაქტი აღიარებულია ჩემი სანათესაოს მიერ მას შემდეგ, როცა 20 წლის ასაკში დეტალურად ავღწერე მონათვლის შემდგომ შექმნილი გარკვეული სიტუაცია და რომლის შესახებ არანაირად არ მეცოდინებოდა ჩართული მეხსიერების არქონის შემთხვევაში... (დეიდაჩემის სახლში შეიკრიბა სანათესაო ნათლობის აღსანიშნავად, ხოლო მე მიმდეს საძინებელში, სადაც პერიოდულად შემორბოდნენ 4 - 5 წლის ჩემი ნათესავი ბავშვები და თვალებში მანდარინის ცედრას მაწვეთებდნენ იმის გასარკვევად, ამეწვებოდა და შავკივლებდი თუ არა...
რამოდენიმე "ზახოდის" მერე გამძლეობამ მიღალატა და "ავღშფოთდი", რათა უფროსებს ყურადღება მოექციათ და როცა ეს მოხდა, ჩემს უფროს დაიკოებს კარგა ხოშიანად მოხვდათ ტრაკოებზე...
ანუ, იმათაც დაამახსოვრდათ და როცა გავიხსენე ეს სცენა, მათაც და უმფროსებსაც ყბები ჩამოუვარდათ... გარდა ამისა, დეტალუარდ აღწერილი მაქვს რამოდენიმე ისეთი სცენა 6 თვიდან წელიწადნახევარ ასაკამდე, რასაც მე ვერავინ მომიყვებოდა...
ანუ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათლობა ჩემთვის სასარგებლო იყო და ასევე სასარგებლოა ვიზარიბერალიზაციაც, ხოლო ევრონიუსის დედაც არ იმასვქენი?