ათენის და მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფილოსოფოს, სოკრატეს, სასამართლომ თურმე განაჩენად სიკვდილი გამოუტანა: ციკუტას შხამი უნდა დაელია. სოკრატეს ცოლი ქსანთიპა, თავში ხელებს იცემდა, ტიროდა და სოკრატეს უთხრა თურმე: - " ვაიმე, სოკრატე! რა უსამართლოდ ისჯები სიკვდილითო". სოკრატემ მშვიდად უპასუხა ცოლს თურმე: - " რას ამბობ ქალო, აბა ის ჯობდა, სამართლიანად, დანაშაულის ჩადენისთვის დავესაჯეო?!".
ფილოსოფია აოლებს სიცოცხლეს