დღეს, რაღაცნაირად ისეთ ხასიათზე ვარ, რაც სახლში მოვედი და მოვილიე ყველაფერი, აი რაღაც საინტერესო პროცესი რომ დაგიმთავრდება ცხოვრებაში და ცოტა რომ მოიწყენ, ხო ასევე უუფ ძააალიან ვიტრაბახე საკუთარი წარმოსახვითი მიღწევებით და მომენტალურად როგორც კი განვმარტოვდი აი ძაან გავუბრაზდი საკუთარ თავს, თუ რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი, ამის გარეშეც ხომ შეიძლებოდა იმ ჩვეულებრივ 2 ან 10 წუთს გაევლო ჩუმად ვყოფილიყავი და ამოვსულიყავი მარა არა!
მაინც ამოხეთქა ჩემმა ბავშვობიდან გამოყოლილმა კომპლექსურმა საკუთარ თავზე თვითშეფასებების არასწრორმა სტერეოტიპების ვულკანმა! ნუ ვულკანი არა შეიძლება ცოტაოდენი ლავა იყო, შეიძლება ითქვას მიწისძვრა, რომელიც ახლოს იყო ლავის გადმოსვლასთან, ან შეიძლება ითქვას ნაკლებად საშიშმა მიწისძვრამ, ნუ მიწისძვრასაც ვერ დაარქმევ უფრო ბიძგები, ან შეიძლება საერთოდაც მოგეჩვენათ ბატონო შექანება, იცის ხოლმე ეგ არაფერი. ნუ ხო მოკელდ ცოტა გავერთე წერაში და თან მეღიმება ამ დროს, იმას ვამბობდი, რომ აი რაღაც ასეთ ხასიათზე ვარ მთელი დღეა, რადგან თითქმის დავასრულე ჩემი შემოქმედებითობა ჟურნალინგის უდიდებულესობა ფორმატი და რავიცი, ეხლა ვიფიქრე ცოტას გადავხედავთქო და აი ღიმილი მომგვარა ჩემმა ნამუშევარმა და სრულყოფილების გზაზე დამდგარმა საზოგადოების მარჯვენამ, და ასევე როცა ვიფიქრე მოდი ბარემ აქ ვარ და ერთ ორ სიტყვას მაინც ჩავაგდებ თქო შაბათი დღის ყოველდღიურ ჩანაწერებში, როგორც კი კლავიატურაზე ათამაშდა ჩემი თითები მაშინვე წამიღო კრეატიულმა სიამოვნებამ და მას შემდეგ უკვე აგერ რახანია ვბეჭდავ ღიმილი არ მომშორებია სახედან, ეხლა უკვე ყურებამდეც კი ვიღიმი შეიძლება ასეც ითქვას, ასე მგონია, რამდენჯერ ვცადე წერა, იმდეჯერ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და ამჯერად განსაკუთრებით, მგონი კალამი ჩემი ჯადოსნური ნივთია, რომლითაც ჩემს ნამდვილ და შინაგან ხმას დაუფიქრებლად, თამამად, თავდაჯერებულად, ამაყად, სიამოვნებით ვისვრი, ნუ შეიძლება ეხლა კლავიატურაზე ვატყაბუნებ თითებს და კალამი საერთოდ წარმოსახვის ნაყოფი იყოს თუმცა მიმიხვდით რაც ვიგულისხმე, ადრეც ხშირად აღმინიშნავს საკუთარ თავთან, რომ წერა მიყვარს. ამ საკითხს ჩავინიშნავ 2021-2025 წლების ვიჟენში, რომ ჩემი ასე ვთქვათ წერის მიმართ მიდრეკილება დაიტესტოს და პატარა მიზანი დავისახოთ, რაიმე სახის წიგნის გამოცემა, მაგალითად, თუნდაც პირადი განითარების მიმართულებით, ოღონდ წარმოიდგინეთ აკადემიური, კონსერვატიული და მკაცრად სტრუქტურიზებული კი არა არამედ, ძალიან თავისუფალი სტილით დაწერილი, საერთოდ ამოვარდნილი ყველანაირი ჩარჩოებიდან, თანმიმდევრულობიდან, სიტყვების და გადმოცემის თავისუფლება, სიამოვნებით დაწერილი ნაშრომი სადაც აბსოლუტურად ყელანაირ გადახვევას შეიძლება წააწყდე ოღონდ ისე, რომ ძირითადი მისია, მიზანი, ტემპი, მესიჯი, არ დაიკარგოს, ძალიან საინტერესოდ ჟღერს, პატარა წიგნი რაიმე პერსონალურ განვითარებაზე დაწერილი, იუმორ ნარევი, თავისუფალი ტერმინოლოგიით, არა აქედანვე ვგრძნობ, რომ რაღაც სასიამოვნო უნდა გამოვიდეს და საზოგადოების რაღაც ნაწილს ძალიან მოეწონება. მოკლედ ვინიშნავ ამას და თან მეც აქვე დაგემშვიდობებით, თან ერთი სული მაქვს, როდის გადავიკიხავ ამ პატარა ჩანაწერს. აქვე მინდა დავამატო, რომ არ დამავიწყდეს, ცოტა შიშს ვგრძნობ, რადგან, რომ წარმოვიდგენ, როგორ შევტოპე წერაში, ჩემს წარმოსახვებში, ბევრი ფილმი მინახავს ბევრი ფაქტი და ისტორია მომისმენია, შიზოფრენიასთან ახლოს ბოდიალის საშიშროებას ვხედავ და მაგიტო რაღაც შიში მიპყრობს და ვცდილობ გავაკონტროლო ჩემი ენთუზიაზმი და მოწოდინება ამ თემით. თუმცა შეიძლება ითქვას, ცოტა პარანოიდიც ვარ. ნუ რავიცი რაც ვარ, გერმანული მაქვს სასწავლი, რეჟიმში უნდა ჩავდგე, მუშაობა დავიწყო ფული დავაგროვო ვალები გავისტუმრო და მთელი ერთი წელი ინვესტიციები უნდა ვაკეთო, ნუ შეიძლება ორიც. აბა დროებით. ერთი ორი სიტყვა კი არა მთელი პოემა გამომივიდა. ნუ საერთო ჯამში კარგია ჟურნალინგი და ჩანაწერები, მაგრამ ეხლაც რაღაც უცხო მელანქოლიური განწყობა დამეუფლა, ძალიან იმპულსური გონება მაქვს, ძალიან რეაქციული, საკუთარ თავზე ალბათ ზედმეტად მეტ დაკვირვებას ვაწარმოებ, ალბათ შეიძლება ითქვას ჩემი დროის 70% საც კი, სხვა რაღაცეების კეთების პარალელურად საკუთარ თავს ვაკვირდები, ხასიათის ცხვლილებებიც მაქედან ხომ არ მოდის, ასე ხშირი და კონტრასტული?! მოკლედ რაც არ უნდა იყოს ჟურნალინგი, კარგი ტექნიკაა მე ეს ტექნიკა უნდა გავაგრძელო, ასე მგონია შეიძლება ხასიათი აღმატებულობით ხარისხში ვერ გადავიყვანე, თუმცა, ჩემი მენტალური ენერგია იხარჯება აქ, რადგან აქ რაზეც ვსაუბრობ ამაზე ხო ვერავის დაველაპრაკები საკუთარ დედასაც კი. ეს ისეთი პირადია, არა განა დასამალი მაქვს რამე არამედ ძალიან უცხო და უაზრო იქნება ეს ნებისმიერი ადამიანისთვის რადგან ეს ჩემი ქვეცნობიერის ნაწილია, რომელშიც მეთვითონ მიჭირს გარკვევა და სხვა როგორ უნდა გაერკვეს. რავიცი, ეგ არის რა ! უნდა დაიხარჯო მენტრალურად და შენი შინაგანი ფიქრები გადმოიტანო ნაცრისფერ ფურცლებზე, ნუ ნაცრისფერზე რატო ეს ალბათ მარტო მე ვიცი, ან ვინმე თუ ოდესმე გამიტეხას ქლაუდს ან ბექ-აფს და აქ შემოძვრება და თუ ამას კითხულობ ესეიგი უკვე შემომძვრალხარ შე გარეწარო გადი ეხლავე აქედან, ეს ხომ ჩემი პირადი სივრცეა, აქ მაინც დამასვენეთ! ვახ!
აი ესეც პატარა მხატრული გადახვევა, აი ზუსატად ამნაირი კრეატული და მხატრული გადახვევების შინაგანი სურვილის არსებობის გამო ვფიქრობ, რომ წერა ჩემი საქმა
არადა შეიძლება საერთოდაც შორს ვარ წერისგან, ამასაც ხომ განათლება უნდა და ცოდნის მიღება, რამდენ გრამატიკულ შეცდომას ვუშვებ ვინ იცის კაცმა არ იცის, ისე შევყევი უკვე წერას, რომ ასე მგონია ვიღაცას ვესაუბრები და არ ვიცი ასეთი პროდუქტიული დახარჯვა ფურცლებთან ჯერ არ მქონია, მენტალური დახარჯვა, გულწრფელობა, არა ნამდვილად სასიამოვნო პროცესია. ეხლა კიდე გადავიკთხავ და შემდეგ შეიძლება აღარც დავამატო რამე ამ ჩანაწერს. აბა დროებით ეხლა უკვე მართლა. ნუ გადავიკითხე ნაწერი და მინდა გითხრათ სიგარეტი ხო იცით როდისაა ყველაზე სასიამოვნო, ვფიქრობ ეხლა გავაბოლებ და მივქარავ მაგ სიამოვნებას, რაღაც ვერ გამოვიდა ისტერიულად გამეცინა უცბად, უფრო იმპულსურად, ნუ მიმიხვდით, კაი ნასიამოვნები მოვწევ სიგარეტს და თქვენ როგორი სიამოვნებაც გინდათ ამას ისეთი დაარქვით ვოტ ტაკ.
* * *
ამ მომენტის მნიშვნელობას იმით, ავხსნი რომ ძალიან იშვიათად ხდება ჩემს ცხოვრებაში, ნუ აქამდე ასე ხდებოდა, რომ წერის მუზა მიმეღოს, პატარა მიზნით, რომ გადაშლი ფურცლებს და ფიქრობ ერთი ორ სიტყვას დაწერ, რაღაც ისეთ მელანქოლიურ ხასიათზე ხარ და ამ დროს მუზა არის თუ სტიმული თუ რაღაცა ენერგია რომ წაგიღებს და კლავიატურაზე თითების ტყაპატყუპი საერთოდ არ გესმის, მხოლოდ შენს წარმოსახვებში ხარ ჩარგული, იღებ სიამოვნებას, წერ და წერ არ ჩერდები, რაღაც ახალია, უცნაური და სასიამოვნო, მოკლედ აგერ შედეგი სახეზეა და მინდა ეს პატარა შაბათი დღის ჩანაწერი წლის მნიშვნელოვან მომენტებში ჩავაგდო და დროთა განმავლობაში გადავიკითხო ხოლმე, ფორუმზეც კი დავდე, და სავარაუდოდ ანონიმურად
აგერ ბატონო ჩვენი პატარა შაბათი დღის ჩანაწერი, რომელმაც ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემში. ალბათ კრიტიკას დავიმსახურებ ფორუმელებისგან ან დაცინვასაც, ვინ იცის. მაგრამ ეგ არ მაღელვებს მთავარია მე მომწონს და თუ სხვასაც მოეწონება მაგას რა სჯობს, თუნდაც ერთ ადამიანს, ეგეც დამატებით სასიხარულოა