Mount And Blade ანუ (ცხენით და მახვილით)
ანოტაცია:
ამ თამაშს ცალკე რომელიმე ჟანრს ძნელად მივაკუთნებთ მითუმეტეს რომ მას გააჩნია უამრავი განშტოება და უამრავი მოდი და ყველა მათგანი ძალიან საინტერესოა როგორც ონლაინში თამაშისთვის ისე ქსელში ან სულაც კომპანიის თამაშისას როგორც დამწყებებისათვის ასევე პროფესიონალი მოთამაშეებისათვის ...
ამ თემაში შევეცდები შეძლებისდაგვარად ავხსნა თუ რას წარმოადგენს აღნიშნული თამაში რომელიც 15 წელზე მეტია რაც არსებობს და კი არ მოძველდა სულ უფრო და უფრო იხვეჭს სახელს და პოპულარობას ... მაშ ასე რას წარმოადგენს Mount And Blade?
ეს არის შუა საუკუნეებში დაბადებული თავგადასავლების მაძიებელი პიროვნების ისტორია, თამაში გმირის შექმნით იწყება რომლის შექმნაც მოთამაშეს საკმაოდ ორიგინალურად შეუძლია, ირჩევს რა სქესს და სახელს თამაშში მას ეძლევა 5 ეტაპად კითხვები რომელზეც შესაძლო პასუხებიდან ერთერთის არჩევით განისაზღვრება თუ რა მონაცემებით, რა აღჭურვილლობით და რა საწყისი პარამეტრებით დაიწყებს თამაშს გმირი ... ასევე დიდგვაროვანის შთამომავალია თუ ვინმე უცნობი პიროვნება და თუ რომელი სახელმწიფოს რომელ ქალაქში გამოჩნდება ეს პერსონაჯი პირველად. ყველა ეს არჩევანი საკმაოდ ამრავალფეროვნებს თამაშს და საკმაოდ ცვლის თამაშის სტილსაც ასევე მთელი თამასის მანძილზე გიხდება უამრავი გადაწყეტილების მიღება მეგობრების და მტრების გაჩენა, დანათესავება (დაოჯახება), ასევე რომელიმე დიდგვაროვანის ან ხელმწიფის ან ტახტის უკანონო მემკვიდრის დაქირავებული მეთაურის როლში ყოფნა ხოლო წარმატების შემთხვევაში სარდლობა ან მათი ჯარების მთავარსარდლობაც კი მაგრამ საბოლოო მიზანი მაინც გაძლიერება, ავტორიტეტის მოხვეჭა საკუტარი არმიის აგროვება და საკუთარი სამეფოს შექმნა და ამ სამეფოში ყველა დანარჩენი სამეფოს გაერთიანებაა.
აქ არის ერთგგულება,მეგობრობა,ღალატი, მტრობა,მსახურობა,მეთაურობა, სიკეთე ბოროტება და დიპლომატია ... რაზეც ჩალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ... ანუ თამაში მაქსიმალურადააა მიახლოებული შუასაუკუნეებთან და ფეოდალური წყობაა ქვეყანა დაშლილია 6 სახელმწიფოდ და ყველა ამ სახელმწიფოს ხელმწიფე (და არამარტო ისინი) იბრძვის ძალაუფლებისათვის და მთელი ქვეყნის გაერთიანებისკენ. თითოეულ ხელმწიფეს აქვს რამდენიმე ქალაქი და რამდენიმე ათეული ციხესიმაგრე და სოფელი. ასევე ჰყავს რამდენიმე ათეული ფეოდალიც რომლებიც დღეის მდგომარეობით მათ ემორჩილებიან და შესაბამისად მისგან იღებენ კუთვნილ დაფასებასაც ან სასჯელსაც .. მეფეს განაწილებული აქვს მათზე საკუთარი სოფლები, ციხესიმაგრეები და ქალაქებიც კი ... და ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოართვას და სხვას მისცეს ეს დამსახურებისდ ა მიხედვით ან დაუმსახურებლად ... მაგრამ ამ თამაშში ყველა პერსონაჟს აქვს თავისი მორალი,ხასიათი და თვისებები ... და თუ ჩათვლის ვინმე რომ ვინმეს უსამართლოდ წაართვეს ან მისცეს ქონება ... მისი ურთიერთობა მეფესთან და ამ დიდებულებთანაც და თვით მოთამაშესთანაც კი შეიძლება გაუარესდეს ან პირიქით გაუმჯობესდეს ... და ეს დიპლომატია ზალიან მნიშვნელოვანია ... განაწყენებულმა დიდებულმა მეფეს შეიძლება დროულად არ მიაშველოს ჯარი, არ გამოცხადდეს ქალაქის ალყის დროს, ან სულაც უღალატოს მიატოვოს მეფე და სხვა მეფის მხარეს გადავიდეს ან სულაც საკუთარი პრეტენზია განაცხადოს ტახტზე (ეს ეხება მხოლოდ მოთამაშეს ან მეფეების "უკანონო" ტახტის მოცილეებს).
ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ გმირს ... ანუ თამაშს იწყებ პირველი დონის საკმაოდ გამოუცდელი გმირით რომელსაც გააჩნია ცოტაოდენი ფული, ასეთუ ისე დასაწყისისთვის მისაღები აღჭურვილობა და ბრძოლის არც თუ ისე დიდი გამოცდილება და კიდე დიდგვაროვნება (რომლის ერთადერთი პლიუსი ისაა რომ საკუთარი დროშით მოძრაობ თავიდანვე და სხვა დიდგვაროვნები მეტნაკლებად გაღიარებენ ხოლო როცა საკუთარი სახელმწიფოს შექმნას დააპირებ აღარ გიხდება დიდგვაროვნობის მისაღებად ჩალიჩი). ერთი სიტყვით თამაშს იწყებ 6 სახელმწიფოდან ერთ ერთში დიდ ქალაქთან ახლოს ... და როგორც კი უახლოეს ქალაქს მიაშურებ თავს გესხმიან ... აქ იწყება შენი თავგადასავალი და ამ თავდასხმის მერე (მიუხედავად შედეგისა) გაიცნობ ვაჭარს რომელიც მოგცემს პირველ დავალებას და საშუალებას იშოვო ცოტაოდენი ფული და გამოცდილება.
ისე კი ამ თამაშში განვითარების უამრავი შესაძლებლობებია, ტურნირებში მონაწილეობა, დავალებების შესრულება, ვაჭრობა, სხვადასხვა აღჭურვილობის შოვნა და ზედმეტის გაყიდვა ან უკეთესის ყიდვა, შენ ჯარში უბრალო გლეხების აყვანა და მათგან საუკეთესო რაინდების გაზრდა და აღჭურვა, ქალაქებში და სოფლებში წარმოების განვითარება, ნაიომნიკობა, ყაჩაღებზე ნადირობა ან პირიქით ყაჩაღობა, ქალაქების და სოფლების ძარცვა, ციხესიმაგრეების ალყით და შტურმით აღება, საწინააღმდეგო სქესის გაცნობა და თავის მოწონება შემდეგ კი დაოჯახებაც, სხვა დიდგვაროვნებში მეგობრების (შენი მომავალი სარდლების) და მტრების გაჩენა, ნაიომნიკების დაქირავება, უნიკალური გმირების კომპანიონებად აყვანა, ტახტის "უკანონო" მემკვიდრესთვის ტახტის დაბრუნებაზე დახმარება ... და ბოლოს საკუთარი სახელმწიფოს შექმნა ....
და ეს ყველაფერი მხოლოდ ძირითად კომპანიაში ... რომლის გარდა არის შესაძლებელი ქსელში თამაში (ოღონდ მხოლოდ ციხესიმაგრეების შტურმი ან დაცვა ან სასიკვდილო ბრძოლა (ვინ მეტს მოკლავს)) ასევე ინტერნეტშიც უკვე ქსელის დანავაროტებული ვარიანტები ყოველი ბრძოლიდან ფულის დარიცხვა და აღჭურვილობის გაძლიერება მეომრეისთვის როგორც ქაუნთერში + კლანები.
ამის გარდა გამოსულია Mount And Blade-ის 3 დამოუკიდებელი თამაში
1.Warband (დამატებულია ტურნირები და დანავაროტებულია თავად კომპანია ... ანუ ვარბანდის გამოსვლის მერე უბრალო Mount And Blade-ს აღარ განიხილავენ და მოდების უმეტესობაც ამ პლატფორმაზე გამოდის)
2.With Fire & Sword (ესეც სალკე პლატფორმაა ოღონდ რუსეთი+კიევი+პოლონეთი + ყირიმელი თათრები+ლიტვა ერთი სიტყვით შუასაუკუნეების აღმოსავლეთ ევროპაა დამატებული + საწყისი ცეცხლსასროლი იარაღი დამბაჩები, მუშკეტები და ხელის სასროლი ბომბები და კომპანიის ქვესტებიც აბსოლიტურად სხვანაირია) ამაზეცა გამოსული რამდენიმე მოდი და საკამოდ საინტერესო საყურებელია შენ კარავანს რომ აილებ თავს რომ დაგესხმიან და ურმებს წრიულად რომ აყენებ დასუაში დგები და მუშკეტებით თავდასაცავად ემზადები ... ასეთი ლამაზი და საინტერესო ბრძოლა კარავნის დაცვისას არც ერთ თამაშში არ მინახავს!
3. Napoleonic Wars ესეც დამოუკიდებელი თამაშია იგივე სერიიდან და როგორც ვიცი განკუთვნილია მხოლოდ ონლაინისთვის. ამ თამაშშ თავისი მუღამი აქვას ... აქაც უკვე ნაპოლეონის დროა ... და დამატებულია დრაგუნები მუშკეტერები და შესაბამისი ქვემეხები და შესაბამისი იარაღიც და სტანდარტული თამაშებიდან იმით განსხვავდება რომ აქ ბრძოლები 100-300 კაცშ შორის კი არ იმართება არამედ 1000 და 5000 არმიებით ზარბაზნების ზალპებით და დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკვე არა მოთამაშის ინდივიდუალურ ბრძოლის უნარებს არამედ მის სტრატეგიულ ნიჭს რადგან წყობების ეფექტურუ სერჩევა დაგეგმვა და ისე ბრძოლებია საჭირო ... რაგინდ ძლიერიც არ უნდა იყო მარტო 1000 კაცს ვერ დაყრი ...
4. გარდა ამისა არის მულტიპლეერში თამაშის შესაძლებლობა ... როგორც Warband-ის ისე ნებისმიერი სხვისა ... 7 რეჟიმი კოოპერატივისთვის 64-128 მოთამაშის მხარდაჭერით ... როფგორც ქსელში ასევე ონლაინში.
5. ხო და როგორც გითხარით უამრავი მოდებია გამოსული რომლების უმეტესი და საუკეთესო ნაწილები Warband-ის გამოსვლის მერე მხოლოდ ამ პლატფორმაზე გამოდის (და რადგან თამაში მუდმივად ახლდება და უმჯობესდება მითითებული აქვს ხოლმე მოდს თუ რომელ ვერსიაზე უნდა დაყენდეს ხოლმე) ... და არ შემიძლია არ ავღნიშნო
მოდი Prophesy of Pendor. ეს მოდი არაა რეკომენდირებული დამწყებთათვის რადგან ძალიან გართულებულია და ძალიან ბევრი სიახლე აქვს დამატებული და თუ კარგად არ ერკვევი ვარბანდში საკმაოდ გაგიჭირდებათ აქ განვითარება ... გარდა სტანდარტული ცვლილებებისა (ქუესტები,იარაღი,პერსონაჯები ...) დამატებული აქვს უამრავი სიახლე როგორებიცაა: მოხეტიალე რაინდული ორდენები (რომელებიც მერე შენ ქალაქებშიც შეგიძლია დააფუძნო), საიდუმლო იარაღი და მათი კიდევ გაძლიერების საშუალება, ახალი მებრძოლები და მატი განვიტარების სტილი. დამალული რასა (ელდარები) და დამალული ქალაქი ბევრად გაზლიერებული ხელოვნური ინტელექტი, შახტბი, უნიკალური არტეფაქტი ქვები ....
აქ წარმოგიდგენთ რამდენიმე ვიდეოს თამაშიდან:
1.Warband-ის კომპანიის დაწყება ...
საკუთარ ციხეზე შეტევის მოგერიება
2.With Fire & Sword-ის კომპანიის დაწყება ...
ბრძოლები, ცეცხლსასროლი იარაღი
3. Napoleonic Wars
სერიოზული ბრძოლები ონლაინში ...
საზღვაო ბრძოლა
4. ონლაინში 120 მოთამაშე ...
5.
ჩემის აზრით ამ თამაშის საუკეთესო მოდი და საუკეთესო ვერსია Prophesy of Pendor======================================================================
მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
- ოპ. სისტემა: Microsoft® Windows® ХР SP2 / Vista
- პროცესორი: Pentium® 4 - 1,8 გჰც
- ოპერატიული: 512 მბ / 1 გბ - Vista
- თავისუფალი ადგილი: 1,2 გბ
- ვიდეო: 128 მბ
=======================================================================
ოფიციალური საიტი ...
http://www.taleworlds.com ინგლისურენოვანი ფორუმი forums.taleworlds.com
რუსულენოვანი ფანების საიტი (ჩემის აზრით საუკეთესო)
http://rusmnb.ruრუსულენოვანი ფორუმი (უამრავი მოდით და სიახლეებით)
http://rusmnb.ru/index.php?action=forumგაიდი
http://imgur.com/a/FMAqVზემოთ მითითებული საიტებიდან შეგიძლიათ ჩამოწეროთ ოფიციალური ბოლო ან ნებისმიერი წინა ვერსიები ასევე მოდები,რუსუფიკატორები ... ასევე გაარკვიოთ ხოლმე სიახლეები ...
მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე თამაშის სხვადასხვა მოდს სხვადასხვა ვერსია შეიძლება დასჭირდეს ... ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ზუსტ ლინკს მიგითითებთ ქვემოთ ... და კიდე მაგ საიტებზე არ დებენ კრაკებს და მათი მოძებნა თქვენით მოგიწევთ მითუმეტეს რომ თამაშის ვერსიები ხშირად იცვლება და შესაბამისად კრაკიც ახალ ახალია საჭირო განსაკუთრებით ონლაინსი სათამაშოდ ... ან ამ თემაში იკითხეთ ხოლმე და რომელიმე აუცილებლად დადებს იმ მომენტსი მუშა კრაკს .. ონლაინისთვის ან კონკრეტული კომპანიისთვის ... ისე კი ფასდაკლებებზე 5$ ადაც არის ხოლმე შესაძლებელი ამ თამაშების სრული პაკეტის ყიდვა სტიმისთვის და თუ იყიდით არ ინანებთ
კრაკის გარეშე კომპანის თამაში მაინც შესაძლებელია მაგრამ მხოლოდ მანამდე სანამ გმირი 6 ლვლს მიაღწევს
ერთი სიტყვით
http://rusmnb.ru/index.php?action=dldir აი აქედან გადმოწერეთ თქვენთვის სასურველი ვერსია დააყენეთ და კრაკი ითხოვეთ ამ თემაში და ვინმე აგიტვირთავთ ხოლმე ...
========================
ასევე დავდებ ჩემი აზრით საუკეთესო [WB] Prophesy of Pendor v.3.611 მოდის დაყენების ზუსტ ინფოს (რომელიც თავისთავად მოიცავს ვარბანდის ბოლო ვერსიის დაყენებასაც) ...
1. როგორც ვიცით დღესდღეობით Prophesy of Pendor v.3.611-იაა ბოლო და მის დასაყენებლად Warband-ის ბოლო1.158 და შესაბამისი კრაკია საჭირო.
Warband 1.158-ი გადმოწერეთ აქედან
http://rusmnb.ru/index.php?action=dldir;sa=details;lid=7 და დააინსტალირეთ.
2.
http://rusmnb.ru/index.php?action=dldir;sa=details;lid=39 მოდის
Prophesy of Pendor ბოლო v.3.611 ვერია გადმოწერეთ აქედან და დააყენეთ თამაშის პაკაში არსებულ მოდების პაპკაში.
3. თუ ინგლისურ ვერსიას რუსული გირჩევნიათ გადმოწერეთ რუსიფიკატორი აქედან ...
https://disk.yandex.com/public/?hash=E64yG8...mr/4NyEUXvsM%3D4. იკითხეთ Warband-ის ბოლო ვერსიის კრაკი ამ თემაში და გადააწერეთ თამაშის გამშვებ ფაილს
დღესდღეობით ეს ფაილია მუშა
http://linkz.ge/file/411045/Mount-Blade-Wa...Cracks.rar.html 5. ითამაშეთ.
მოდებიდან ასევე რეკომენდიაციას გავუწევ Anno Domini 1257 ამ და ამ Heroes of Calradia მოდებს ...
========================
With Fire & Sword-ის დასაყენებლად გადმოიწერეთ და დაყენეთ
http://rusmnb.ru/index.php?action=dldir;sa=details;lid=8========================
ონლაინში ლევად(ყიდვის გარეშე) სათამაშოდ გამოიყენეთ სემდეგი ინსტრუქცია ...
http://justpaste.it/dq9i========================
აქვე გთავაზობთ რამდენიმე სქრინს ამ თამაშებიდან ...
========================
ხო და კინაღამ დამავიწყდა ესეც წინა თემის ლინკი
Mount And Blade - Vol 3 This post has been edited by lobja on 5 Mar 2014, 00:31
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs