გზების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე შეხვდა ტოდინის წარმომადგენელბს, რომლებიც აკეთებენ გურიის მე-3 ლოტს. ფეისბუქზე დადეს შეხვედრის ფოტოები. ერთ-ერთ ფოტოში კარგად ჩანს, რომ მე-3 ლოტზე სამუშაოების მხოლოდ 0.9%-ია შესრულებული
* * *
ასევე გაფრთხილება მიუციათ ტოდინისთვის
კომპანია ტოდინი, სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთსა და ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე არსებულ, არგვეთას სატრანსპორტო კვანძს აშენებს. სამუშაო ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანიას მკაცრი გაფრთიხლება მიეცა.
კომპანიამ უახლოეს მომავალში უნდა წარმოადგინოს არსებული პრობლემების გადაჭრის გეგმა-გრაფიკი, თუ როგორ აპირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში პროექტის დასრულებას.
ზედამხედველის რეკომენდაციით, სამუშაოების წარმოებისას მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიას დაევალა სამშენებლო ობიექტებზე ტექნიკისა და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება.
„ჩვენი გუნდი აძლიერებს პროექტების მსვლელობის მონიტორინგს, რის შედეგადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მივიღოთ უმაღლესი ხარისხით შესრულებული სამუშაოები“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.