#59378019 · 2 Jul 2022, 20:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალგაზრდები მოხუცს ცემენ, ამცირებენ და ვიდეოს სოც ქსელში ტვირთავენ, ქმრები ცოლებს ყელს ჭრიან, პარლამენტარები დიპლომატიურ მიღებაზე მუშტი-კრივს მართავენ, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი? ნუთუ არ ფიქრობთ რომ მუდმივ რეჟიმში დაპირისპირება და აგრესია ამ ქვეყანას ანადგურებს?
გსმენიათ რუანდის გენოციდის შესახებ? 1994 წელს იქ წლების განმავლობაში ნაგროვებმა სიძულვილმა გამოიწვია ის, რომ ერთი მოდგმის ხალხმა მეორე დახოცა. ჰუტუს ჯგუფმა მილიონამდე ტუტსი მოკლა. სიგიჟეა, მაგრამ მსხვერპლმა მილიონამდე ადამიანს მიაღწია.
ეს მაგალითი იმიტომ მახსენდება, რომ არ შეიძლება მუდმივად სიძულვილის და აგრესიის რეჟიმში ვიყოთ ქვეყანა, თორემ ერთ დღესაც შეიძლება ერთი ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყნის რეალობაში გავიღვიძოთ და მერე ძალიან გვიანი იქნება.
რატომ უნდა გვჭირდებოდეს 3000 წლოვანი ისტორიის მქონე ერს ევროკავშირისგან შეხსენება, რომელიც ნახევარი საუკუნეა რაც არსებობს, რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ? სერიოზულად მეშინია უკვე ამ ქვეყანაში შვილების აღზრდა.
როდის უნდა დამთავრდეს ზიზღი და სიძულვილი?
|