Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ბანკთან პრობლემა


Posted by: Mogadishu 28 May 2022, 21:26
მაქვს სამსახური, ხელფასი მერიცხება საქ ბანკში. სამომხამრებლო სესხი მაქვს. სხვა ბანკში სამსახური ვერ მირიცხავს ხელფას. ამ ბანკს ვთავაზობ, რომ ხელფასის 100 პროცენტი არ მომაჭრან, კანონით როფორც ვიცი 30-35პროცენტის მოჭრა შეუძლიათ და არ მომყვებიან ამაზე გინდა თუ არა 100 პროცენტს მაჭრიან ხელფასის. როგორ ვქნა ვერ მეტყვით ვის მიმვართო რო დამეხმარონ კანონის აღსრულებაში. ერთ ბანკში მაქ სესხი.

Posted by: JonSnow88 9 Jun 2022, 15:55
გაშავებული ხარ? როგორც ვიცი როცა თანხის ვალდებულება გაქვს ბანკთან, ფიზიკურ პირთან ან სახელმწიფოსთან 50 პროცენტს გაჭრის სახელმწიფო

Posted by: new_member_ 17 Jun 2022, 12:07
Mogadishu
გამარჯობა,
ე.ი. სადაც ხელფასი ირიცხება, იმ ბანკის მიმართ გაქვთ გაპრობლემებული სასესხო ვალდებულება ?

ზოგადად, სააღსრულებლო ეტაპზე თუ ხართ გადასული, როგორც წესი, შემოსავლის მაქსიმუმ 50% შეუძლიათ, მიმართონ დავალიანების დასაფარად.
ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბანკი მიმართავს სასამართლოს/არბიტრაჟს, ითხოვს დავალიანების დაფარვას და შედეგად მაქსიმუმ იღებს თქვენი ყოველთვიური შემოსავლის 50%-ს.

უფრო რთული საკითხია, თუ მიმდინარე ვადაგადაცილებაა, ბანკს არ მიუმართავს სასამართლოსთვის/არბიტრაჟისთვის და უბრალოდ ვადაგადაცილებას ფარავს ანგარიშზე მოხვედრილი თანხით.

აქ უკვე გააჩნია თქვენს საკრედიტო რეიტინგს, ვადაგადაცილების ვადას, ჯამურ თანხას და თუ გამოდის, სჯობს სხვა ბანკიდან აღებული სესხით დაფაროთ.


Posted by: Tom Brady 17 Jun 2022, 16:00
ბანკია თუ ბანდფორმირება ???

50%-ზე მეტის მოჭრის უფლება არ აქვთ.

დდშვც mad.gif

Posted by: qar-tleti 17 Jun 2022, 16:10

Mogadishu
QUOTE
მაქვს სამსახური, ხელფასი მერიცხება საქ ბანკში. სამომხამრებლო სესხი მაქვს. სხვა ბანკში სამსახური ვერ მირიცხავს ხელფას. ამ ბანკს ვთავაზობ, რომ ხელფასის 100 პროცენტი არ მომაჭრან, კანონით როფორც ვიცი 30-35პროცენტის მოჭრა შეუძლიათ და არ მომყვებიან ამაზე გინდა თუ არა 100 პროცენტს მაჭრიან ხელფასის. როგორ ვქნა ვერ მეტყვით ვის მიმვართო რო დამეხმარონ კანონის აღსრულებაში. ერთ ბანკში მაქ სესხი.


თვითნებურად მაგ ოპერაციას როგორ ახორციელებს? რა უფლება აქვს სხვა ბანკს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოგიხსნას თანხა ანგარიშიდან, ტუნდაც დავალიანება გქონდეთ სხვა ბანკში? სხვა რამეში იქნება საქმე. სასამართლო გადაწყვეტილება ექნებათ, მაგრამ 100პროცენტით დაკავება არ სეუძლიათ. საარსებო მინიმუმი უნდა დაგიტოვონ.



Posted by: Szpilman 20 Jun 2022, 18:31
სარჩელი უნდა შეიტანო, უნდა მოითხოვო ხელშეკრულების შეწყვეტა საქ ბანკთან და ნუ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გაუქმება.

სარჩელის უზრუნველოყოფა უნდა მოითხოვო სანამ დავა არ დასრულდება მანამდე შეწყდეს შენი სახელფასო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა.

სხვა გზა არ არის.

(საქ. ბანკში მერიცხებაო და საქ ბანკი მაჭრისო, საქ ბანკში მაქ ვალიო, სხვა ბანკი არ უხსენებია.. წაიკითხეთ კარგად)

Posted by: donrobita 21 Jun 2022, 10:34
სამწუხაროდ ხელშეკრულებაში გეწერება პირობა ვადაგადაცილების შემთხვევაში ბანკს აძლევ უფლებას შენს ანგარიშზე ჩარიცხული ნებისმიერი თანხა უაქცეპტოდ ჩამოჭრას სრულად და მიმართოს დავალიანების გასასტუმრებლად.
სხვა ბანკში ხელფასის გადატანაა მარტივი გამოსავალი (რომელსაც როგორც ახსენე სამსახური არ აკეთებს).
ეროვნულ ბანკში შეგიძლია დაწერო პრეტენზია/თხოვნა, გიშუამდგომლონ ბანკთან, რომ ხელფასის ნახევარი მაინც დაგიტოვონ. ეროვნული მიმართავს წერილით, თუ გაითვალისწინეს ხო, თუ არადა შეუძლია დაიკიდოს ეგაც ბანკმა. ეგ ვერ იქნება მოთხოვნის სახის.
სასამართლოში შეგიძლია შეიტანო სარჩელი მაქსიმუმ ნახევარი ხელფასის ჩამოჭრაზე, პროცესი გაგეწელება რამდენიმე თვე სამწუხაროდ (ეს როგორ ხდება ზუსტად არ ვიცი)
აქ ახსენეს ნახევარზე მეტის ჩამოჭრის უფლება არ აქვსო, არასწორად გესმით ეგ კანონი, ეგ ეხება აღსრულების ეროვნულ ბიუროს მხოლოდ. აღმასრულებელს არ აქვს უფლება ხელფასის ნახევარზე მეტის დაკავების. ბანკს და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბანკს აძლევს უფლებას მთლიანად ჩამოჭრას თანხა და თავის კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული რამდენი გაგატანონ.
ბანკის დირექტორის სახელზე დაწერე პრეტენზია/თხოვნა რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით. დამიჯერე როცა ზემოთ ხდება განხილვა კონკრეტული საქმის მეტ დათმობაზე მოდიან, ვიდრე ვიღაც კრედიტოფიცერთან, რომელიც უარს გეუბნება.

Posted by: JonSnow88 23 Jun 2022, 16:49
ვის რამდენს გაჭრის ბანკი ხელფასზე ვერ გავიგე.... ვინც გაშავებულია..........

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)