#58661349 · 2 Dec 2021, 19:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GIT - არის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩავიწეროთ ფაილების ან ფაილთა ჯგუფების ცვლილებები და მიმდინარე ვერსიები, რათა მოგვიანებით, ნებისმიერ ვერსიაზე დაბრუნების საშუალება გვქონდეს. კომპიუტერში არსებული ნებისმიერი ფაილი შეიძლება იმყოფებოდეს ვერსიათა კონტროლის ქვეშ.
ვერსითა კონტროლის ლოკალური სისტემა ძალიან ხშირად, ზოგიერთი მომხმარებელი, ვერსიათა კონტროლის შემდეგ მეთოდს ირჩევს : მიმდინარე პროექტს ინახავს ბევრ სხვადასხვა საქაღალდეში, მეთოდი საკმაოდ მარტივია მაგრამ უძლურია სავარაუდო შეცდომების წინაშე, აგრეთვე სავსებით მოსალოდნელია აგვერიოს ეს საქაღალდეები. ამ პრობლემებთან გასამკლავებლად, კარგა ხნის წინ შეიქმნა ვერსითა კონტროლის ლოკალური სისტემა, მონაცემთა პატარა ბაზით, ამ ბაზაში ინახება ინფორმაცია ფაილთა ცვლილებების შესახებ. ვერსითა კონტროლის ცენტრალიზებული სისტემა შემდეგი პრობლემა, რომელსაც დეველოპერები წააწყდნენ გახლდათ ის, რომ აუცილებელი იყო სხვა სისტემაში მომუშავე დეველოპერებთან თანამშრომლობა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა ვერსითა კონტროლის ცენტრალიზებული სისტემები (CVCS), ასეთ სისტემებს (მაგ: CVS, Subversion, Perforce) აქვთ ერთი სერვერი, სადაც მოთავსებულია ყველა ფაილის ყველა ვერსია, და მომხმარებლები ამ სერვერიდან ამოწმებენ ფაილთა ვერსიებს. ვერსიათა კონტროლის ასეთ სისტემას ბევრი უპირატესობა აქვს ლოკალურ სისტემებთან შედარებით, მაგალითად ის, რომ ყველამ იცის თუ რას აკეთებენ დანარჩენი მომხმარებლები, ადმინისტრაციას აქვს დაწვრილებითი ინფორმაცია თანამშრომელთა მუშაობისა და პროექტის საერთო მდგომარეობის შესახებ, აქედან გამომდინარე კი გაცილებით ადვილია მუშაობის პროცესის დაგეგმვა და ადმინისტრირება. თუმცა ამ სისტემასაც აქვს თავისი ნაკლები, მაგალითად თუ სერვერი გამოირთვება ერთი საათით, ამ ხნის განმავლობაში არავის ექნება ცვლილებათა შენახვის და ზოგადად - მუშაობის შესაძლებლობა. ან თუ დაზიანდება სერვერის მყარი დისკი და არ იქნება შენაული პროექტის ასლები, ჩვენ დავკარგავთ აბსოლიტურად ყველაფერს - პროექტის მთელ ისტორიას გარდა იმ ფრაგმენტებისა, რომლებიც თანამშრომლებს ექნებათ თავიანთ ლოკალურ კომპიუტერებში. ზოგადად ეს ასეა: თუ მთელი ისტორია განთავსებულია მხოლოდ ერთ წერტილში, დიდი რისკია ამ ისტორიის დაკარგვისა.
და რა არის გიტი კონკრეტუალდ?
Git არის ვერსიათა კონტროლის ერთ-ერთი სისტემა.
ვერსიათა კონტროლის სისტემების მუშაობის ზოგადი სქემა ასეთია ანუ სისტემების უმრავლესობა ინფორმაციას ინახავს შეცვლილი ფაილების დონეზე: შეიცვალა ფაილი ? გაჩნდა პროექტის ახალი ვერსია, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია მხოლოდ შეცვლილი ფაილების შესახებ.
Git კი ინფორმაციას ინახავს არა შეცვლილი ფაილის, არამედ ფაილის შეცვლიდან გამომდინარე შეცვლილი მთლიანი სისტემის დონეზე. ყოველი ახალი ცვლილების შეტანისას Git აფიქსირებს სისტემის მიმდინარე მდგომარეობას და ინახავს მას.
|