#52555923 · 18 Apr 2018, 20:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სააპელაციო სასამართლოში გუშინწინდელ სხდომაზე ლიპარტელიანების ადვოკატმა თავის თავს გადააჭარბა. მთელი ორი წელია სალომეს გარდაცვალებას აბრალებს ხან სპორტ სკოლა „სნოუ ჰაუზს“ და მის დირექტორს პაატა კანკავას, ექიმი არ ჰყავდათ ბაზაზეო; ხან მწვრთნელ დათო მიქელაძეს, გეოლოგის დიპლომი რატომ აქვსო; ხან სათხილამურო ტრასას, ხის ფესვები იყო იქ იმ დღეს, ხრეში ეყარა და საერთოდ სათხილამუროდ გაუმართავი იყოო; ხან სალომეს, მარცხენა მაჯის უკანა მხარეს პატარა სილურჯე ჰქონდა, ანუ ტრავმირებული იყო და იმ რთულ ტრასაზე რა უნდოდაო; ხან რიტორიკულ შეკითხვას სვამს - ბავშვები თუ სრიალებდნენ, ტრასა რატომ არ იყო იმ დღეს სხვებისთვის გადაკეტილიო. მოკლედ, აი ამ სისულელეებს ვისმენ უკვე ამდენი ხანია. მაგრამ გუშინწინ ეს ბოდვა კიდევ უფრო დამძიმდა - ჯერ განაცხადა, სალომეს გარდაცვალების მიზეზი მაშველების მიერ არაპროფესიონალურად ჩატარებული პირველადი დახმარება იყო, რის შედეგადაც მას ნეკნები ჩაუმტვრიესო, ბოლოს კი ჩვეული პათოსით, რომელ წინდახედულობაზე საუბრობენ სალომეს მშობლები, მას შემდეგ, რაც ბავშვი არალიცენზირებულ სპორტ სკოლა „სნოუ ჰაუზში“ გაუშვესო.
მოკლედ, ლიპარტელიანი არ დაჯახებია სალომეს და ზემო ჩამონათვალიდან რომელიც გინდათ, ის შეგიძლიათ მიიჩნიოთ ბავშვის გარდაცვალების მიზეზადო.
რა შემიძლია ვთქვა ამ „არგუმენტებზე“? • ალპურ ზონაში რომ ხეები არ იზრდება და „კუდების“ ტრასაზე ხის ფესვებს რომ ვერ გამოედებოდა ლიპარტელიანის თხილამური, ეს მემგონი ყველასთვის გასაგებია. • სალომეს მარცხენა მტევნის უკანა მხარეს მცირე სილურჯე საერთოდ რა მოსატანია, რისი თქმა უნდა, რომ ხელჯოხები ვერ ეჭირა სალომეს კარგად?თუ ეს სისხლჩაქცევა გახდა გარდაცვალების მიზეზი? რომელ ექსპერტიზაზე დაყრდნობით აცხადებს, ბავშვი ტრავმირებული იყოო? მცირე სილურჯეები, რომლებიც ისე ჩნდება და ქრება ადამიანის სხეულზე, რომ ხშირად ვერც ვამჩნევთ ხოლმე, თენგიზ ხარებავას პირადი ექსპერტული დასკვნით ტრავმა ყოფილა. • მაშველები რომ ხელოვნურ სუნთქვას და გულის არაპირდაპირ მასაჟს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებდნენ, რაც გულის გაჩერება დაფიქსირდებოდა, ესეც ხომ ნათელზე-ნათელია? • ჩემთვის და მერაბისთვის პასუხიმგებლობის დაკისრებას რაც შეეხება, ეს უტიფრები გარდაცვლილ ბავშვს ადანაშაულებენ და ჩვენი დადანაშაულება რაღა გასაკვირია. ამ ადვოკატის საუბრის შეფასება სცდება იურიდიულ სფეროს და მორალურ-ეთიკურში გადადის. მოსამართლეს შესჩივლა, ტატიშვილების ოჯახი საინფორმაციო ომს აწარმოებს ჩვენ წინააღმდეგ, საზოგადოება კიდევ შეგვდგა და გვლანძღავსო. ხოდა, აი ამ ეთიკური სტანდარტების მქონე ადვოკატი კიდე მოფერებას და დაფასებას ელის თურმე საზოგადოებისგან.
25 აპრილს ჩაინიშა შემდეგი სხდომა და განაჩენსაც იმ დღეს გამოიტანენ. ლიპარტელიანის დაცვის მხარეს რომ არცერთი, არცერთი არგუმენტი არ აქვს და მთელი მათი სტრატეგია დემაგოგია, ცინიზმი, უვიცობა და სოფიზმია, ეს უკვე მთელმა ქვეყანამ გაიგო. სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს, განაჩენი უნდა შეიცვალოს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
სამართლიანობისთვის #სალომესსახელით
--------------------
ზედმეტი ემოცია საღი აზრის მტერია!
ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა, როდესაც ვიცი სიმართლე!
|