forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჟელატინი
torckiko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 805
წევრი No.: 169066
რეგისტრ.: 19-June 13

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 19:51  #52902916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სად შეიძლება რომ შევიძინო ჟელატინის ფირფიტები და როგორ გავიგო მცენარეული წარმოშობისაა თუ ცხოველური?
<<Innamorata>>
❤️


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4894
წევრი No.: 234917
რეგისტრ.: 27-August 17

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 20:11  #52903003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბონა სერაში თამარაშვილზე... ვაგზალზეც არის...


--------------------


https://innamorataa.sarahah.com/


❤️❤️❤️❤️❤️❤️
torckiko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 805
წევრი No.: 169066
რეგისტრ.: 19-June 13

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 20:14  #52903018      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მადლობააა და აწერია ცხოველურია თუ მცნეარეული? სამკურნალოდ მირჩიეს ძვლებისთვის და მაგიტომ ვკიტხულობ, ცხოველური წარმოშობის უნდა იყოსო
<<Innamorata>>
❤️


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4894
წევრი No.: 234917
რეგისტრ.: 27-August 17

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 20:37  #52903100      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
torckiko
მაგდენი არ ვიცი..ბონასერას ფბ გვერდი აქვს სადაც უწერია ყველანაირი ინფორმაცია პრუდუქტებზე.. იკითე აბა..
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60862
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 20:45  #52903127      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მცენარეული ჟელატინი არ არსებობს. ჟელატინი მხოლოდ ცხოველური წარმოშობისაა. იღებენ საქონლის ძვლებიდან, მყესებიდან და სხვ.

მცენარეული წარმოშობისა არის აგარ-აგარი, რომელსაც ასევე აქვს ლაბის წარმოქმნის უნარი. იღებენ წყალმცენარეებიდან, გამოიყენება ხილფაფების, მარმელადის დამზადებაში. ასევე, ლაბის წარმოქმნის უნარი აქვს პექტინებსაც, რომელიც მოიპოვება მწიფე ხილეულშიც, მაგ. კენკრებში. აგარი (ქიმიაში აგაროზა ეწოდება) და პექტინები ნახშირწყლებია და ქიმიური ბუნებით და აღნაგობით განსხვავდება ჟელატინისაგან, რომელიც ცილაა.

This post has been edited by Solveig on 13 Jun 2018, 20:49


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
la reine
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6774
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 00:06  #52904179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უგემრიელესი ზეფირი კეთდება აგარ-აგარით.


ოხ, რატო გამახსენდა.
მომიწევს მომზადება.
torckiko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 805
წევრი No.: 169066
რეგისტრ.: 19-June 13

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 09:17  #52905108      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
<<Innamorata>>
Solveig

დიდი მადლობააა
<<Innamorata>>
❤️


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4894
წევრი No.: 234917
რეგისტრ.: 27-August 17

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 09:23  #52905125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
la reine
მასწავლე მეც,როგორ აკეთებ..
la reine
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6774
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 17:17  #52907939      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
<<Innamorata>>
მთავარია ძლიერი მიქსერი და ხარისხიანი აგარ-აგარი.
თუ ეს ორი რამ საეჭვოა, დიდი შანსია არ გამოვიდეს.

470 გ. შაქარს+12გ აგარ-აგარს+ 100მლ.ცივ წყალს. მოურიე და გადადე განზე.

გჭირდება ჟელეს ფხვილები რომ იყიდება შეკვრებით. მე ჟოლოსას ვაკეთებ. მე ვიღებ ერთ შეკვრას(42გ) და ვასხამ 100მლ. მდუღარე წყალს. ვურევ პერიოდულად რომ კარგად გაიხსნას.
ამასაც გადავდებთ ცოტა ხნით.

ღრმა ჯამში ვასხამთ 2 ცილას, მწიკვ მარილს და 1/2ჩ.კ. ლიმონმჟავას. თუ თუ ხელის მიქსერი გაქვს დაგჭირდება დამხმარე. ანუ სანამ თქვეფას დაიწყებ, შაქრის მასა თავში რაც მიწერია, დაადგი ცეცხლზე და სულ მორევით მიიყვანე დუღილამდე. მერე ჩაუწიე ცეცხლს და დაბალზე ხარშე თან სულ ურევ. დაახლ. ხუთი წუთი ყოფნის რომ სასურველ დონეზე მოიხარშოს. თუ თერმომეტრი გაქვს, 117 ° მდე მოხარშე. შუა ხარშვაში, უნდა დაიწყო ცილის თქვეფა. აქ დაგჭირდება ვიღაც, ვინც ან მოურევს სიროპს, ან ათქვეფს ცილას. როცა მყარ პიკამდე აითქვიფება + ვანილს და ნელი ნაკადით ასხამ ცხელ სიროპს. კარგად თქვიფე რამდენიმე წუთი და ჩაასხი გახსნილი ჟელე. ამის მერე დაახლ. ხუთი წუთი უნდა თქვიფო კიდევ. მიიღებ ელასტიურ მკვრივ მასას.

აუ დამავიწყდა. წინასწარ, სულ თავიდან უნდა გაამზადო საცხობი ფურცელი და საკონდიტრო დიდი ზომის ტომარა, რომელშოც ჩადებ ნებისმიერ თავს. მე ვარსკვლავის ფორმა მომწონს.
მოკლედ, ამაში გაადაიტან მასას და დასვამ მრგვალად ფურცელზე. გამოდის 60 საშ. ზომის. მერე ერთმანეთზე მიაწებებ ძირებით და გამოვა 30 ც.

ხო კიდე რა. რომ მორჩები დასმას, ეგრევე მოაყარე შაქრის პუდრა და სიმინდის სახამებელი თანაბარი დოზით ერთმანეთში არეული. ადვილად იკეთებს მერე კორაჩკას.

დაახლ. სამ.საათში მშრალია. თუ არადა ან აგარმა გიმტყუნა, ან თქვეფა დააკლდა,ან სიროპს ხარშვა...მოკლედ ცოტა ისეთია...დეტალებში შეცდომას რომ არ გპატიობს))

მგონი ყველაფერი დავწერე, მაქსიმალურად დაწვრილებით.
სულ ესაა

This post has been edited by la reine on 14 Jun 2018, 17:20
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60862
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 17:50  #52908128      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
la reine

რა კარგია, მეც ვცდი up.gif მადლობა რეცეპტისათვის 2kiss.gif
la reine
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6774
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 18:01  #52908187      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig

არაფრისsmile.gif
წარმატებები.

ძაან გემრიელი გამოდის და იმედია, მოგეწონება.
<<Innamorata>>
❤️


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4894
წევრი No.: 234917
რეგისტრ.: 27-August 17

გამოგზავნილია: 15 Jun 2018, 09:52  #52911507      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
la reine
მადლობა,ვცდი აუცილებლად...ჩემებს უყვართ ძალიან და გავახარებ...smile.gif
Master_Nick
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3173
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14

გამოგზავნილია: 15 Jun 2018, 17:00  #52914198      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
la reine
აგარ- აგარი რა არის???? ის მიქსერი(კომბინირებული და ყოვლისშემძლე) ხომ არ გიყიდია?


--------------------
Carpe diem
la reine
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6774
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12

გამოგზავნილია: 15 Jun 2018, 18:42  #52914792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Master_Nick

რა არის და მცენარეული შემკვრელია
ჟელატინის ფუნქციას ასრულებს ოღონდ უფრო ნაზადbiggrin.gif


ვერაsmile.gif
ცოტათი ძვირიაbiggrin.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0195 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]