რეჟისორი:ელაი როტი
სცენარის ავტორი:ჯო კარნახენი
ფილმში მონაწილეობენ:ვინსენტ დი ონოფრიო,ბრიუს უილისი,ჯეკ კესი,დინ ნორისი......
გამოსვლის თარიღი:22 ნოემბერი
მოკლედ,მინდა რამოდენიმე სიტყვა და ჩემი ვარაუდი გაგიზიაროთ ამ ფილმზე,რომელიც ალბათ ყურადღებას არც კი მიიქცევდა,რომ არა მისი რეჟისორი.ელაი როტმა თავი თავის დროზე უსაშინლესი საშინელებათა ფილმებით დაგვამახსოვრა.მის ფილმების ძირითადი დამახასიათებელი თვისებებია უსაზიზღრესი(ან უფრო გულისამრევი) ძალადობის სცენები და რაღა თქმა უნდა სისხლის ზღვა.უფრო კარგად რომ მიხვდეთ რასაც ვამბობ შეგახსენებთ მის ფილმოგრაფიას,რომლებიდანაც ყველაზე პოპულარულები არიან:ჰოსტელი,მწვანე ჯოჯოხეთი,ტყის ციებცხელება(cabin fever).თავისი ერთ ერთი ბოლო ნამუშევრის შემდეგ(ანუ knock knock),რომელიც სრული უაზრობა აღმოჩნდა და რომელშიც როგორღაც თავის დროზე კიანუ რივზი შიტყუეს,რეჟისორმა როგორც ჩანს ჟანრის შეცვლა გადაწყვიტა.
მისი ახალი ფილმი,სიკვდილის სურვილი 2017 წელს გამოვა.მთავარ როლს კი ბრიუს უილისი შეასრულებს.თრეილერის მიხედვით ფილმი შურისძიების ჩვეულებრივ ისტორიას მოგვითხრობს,რის შემდეგაც მთავარი გმირი შურისმაძიებლად იქცევა.როგორც ჩანს ფილმი საკმაოდ დინამიური იქნება,ბევრი ექშენითა და ცეცხლით.თუ გავითვალისწინებთ R რეითინგს და იმას თუ რამდენადან კრეატიულად უდგება რეჟისორი ძალაობის ასახვას თავის ნამუშევრებში,ამ ყველაფრის გაერთიანებით შესაძლებელია კარგი ბოევიკი მივიღოთ.
http://www.imdb.com/title/tt1137450/https://www.youtube.com/watch?v=DwpcBDPscdk