მოგესალმებით,
გთხოვთ დამეხმაროთ ან მომცეთ წყაროები შემდეგ საკითხზე.
იურიდიულმა პირმა გავყიდე ავტო სათადარიგო ნაწილი (ნაწილები) და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ (ნაწილი ხმარებაშია) მწერენ ,რომ ნივთი დაზიანდა და მთხოვენ გარანტიის პირობების მიხედვით ახალით ჩანაცვლებას. რადგან დაასკვნეს რომ ეს გამოიწვია ქარხნულმა წუნმა.
ხელშეკრულების დადებისას გარანტია იყო 6 თვე, მაგრამ არ იყო აღნიშვნა გაკეთებული თუ რა პირობებში არ ვრცელდებოდა გარანტია . სწორი ექსპლუატაცია, სხვა ფაქტორები რამაც შეიძლება გამოიწვია ნივთის დაზიანება.
ათ მიერ მოწერილ წერილში აღნიშნულია რომ ნივთი (ნივთები) ხმარებაშია 1 თვეზე მეტია და დაზიანება -გატეხვა- წუნი აღმოჩნდა 1 თვეზე მეტი დროის გასვლის და დაახლოებით 2000 კმ-ის გავლის შემდეგ .
გთხოვთ მირჩიოთ რა კუთხით ვედავო რომ მოკლე დროში მოვაგვარო პრობლემა და თან სასამართლოს გარეშე.
ვიცი რომ წუნზე მტკიცების ვალდებულება მათ აქვთ და ასე 2 სიტყვით „დავასკვენით, რომ ქარხნული წუნია“ ვერაფერს დამიმტკიცებენ, მაგრამ მე ზოგადად მინდა პრობლემა სამუდამოდ მოვაგვარო, რომ კიდევ არ განმეორდეს ეს „ქარხნული წუნები“.
წინასწარ გიხდით მადლობას .