Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ინ ვიტრო განაყოფიერება XXX


Posted by: nefertiti987 20 Apr 2021, 07:45
წინა თემის ლინკი:
https://forum.ge/?f=97&showtopic=35174021&st=0


ბევრი დადებითი პასუხი მინდა ამ თემაში,არავის ეწყინება და პირველ რიგში,კომპტეს ვუსურვებ ამ თემის მალე დატოვებას და ასევე ყველა მინდა გახარებული გნახოთ.კარგი ხელით გამეხსნას

Posted by: marimmariami 20 Apr 2021, 08:54
ვფიქსირდები , ყველას წარმატებები გოგოებო ❤️

Posted by: ნინო333 20 Apr 2021, 09:15
წარმატებები გოგოებო,იმედია მალე გავიხარებთ ყველა smile.gif

Posted by: Liza12 20 Apr 2021, 10:41
nefertiti987
ძალიან გამიხარდა შენი ამბავი . მშვიდობიანი 9 თვე .

Posted by: compte.paris75 20 Apr 2021, 11:21
nefertiti987
❤️ 2kiss.gif

Posted by: xalati 20 Apr 2021, 11:27
nefertiti987
გილოცავ !!!

Posted by: Anna-Mari 20 Apr 2021, 14:06
წარმატებები გოგოებო ყველას, ღმერთს ვთხოვ ისე აგვიხდეს ოცნებები როგორც ჩვენ გვინდა <3

Posted by: nefertiti987 20 Apr 2021, 14:40
ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა და გთხოვთ,არ დანებდეთ. მადლობა ყველას

Posted by: Anna-Mari 20 Apr 2021, 15:09
გოგოებო თეონა ანთიაზე და ია ხაზნიშვილზე ვის რა შეგიძლიათ მითხრათ??? თქვენი გამოცდილება და რეკომენდაციები ძალიან მშNივნეოვანია ჩემთვის <3

Posted by: adeline 20 Apr 2021, 16:24
nefertiti987
გილოცავ! მშვიდობიანი ორსულობა გქონოდეს. ვისთან გაიკეთე ინვიტრო?

Posted by: nefertiti987 20 Apr 2021, 16:50
adeline
მადლობა,საბახტარაშვილში მაკა გეგეჭკორთან

Posted by: tatamais209 20 Apr 2021, 17:37
გოგოებო გამარჯობათ როგორ ხართ? თვეზე მეტია აღარ დამიპოსტავს გუშინ შემოვედი და გადავავლე თვალი თქვენს პოსტებს.
nefertiti987
პირველ რიგში გილოცავ ამ უდიდეს ბედნიერებას ძალიან გამიხარდა ❤️
მე თებერვალში რომ გავიკეთე ინვიტრო თურქეთში და ხომ მოხდა მიმაგრება მაგრამ ჩამომეშალა სისხლდენის შედეგად ალბათ გახსოვთ ძაან პანიკებში რომ ვიყავი smile.gif ჩემმა ექიმმა მიყოლებით გადატანაზე უარი მითხრა და ეგრევე ვეღარ წავედი ორო გაყინული ემბრიონი მქონდა თურქეთში.ორი ციკლი გამოვტოვე და ეხლა გამომიშვა.თურქეთში ვარ და გუშინ გადავიტანე ორი ემბრიონი ციკლის 21 დღე მქონდა გუშინ.18 ში ჩამოვფრინდი და 19 ში დილით გადამიტანეს,გუშინ მთელი დღე ვიწექი და დღეს აღარ დავწექი გავედი გარეთ ქალაქში ცოტა გავისეირნე იმედია არაფერი დამიშავებია.პირველ ცდაზე სულ რო ვიწექი და პანიკაში ვიყავი უფრო არ გამომივიდა ჩამოიშალა და ეხლა გადავწყვიტე ჩვეულებრივ რეჟიმში ვიცხოვრო.ახლაც ვნერვიულობ მაგრამ შევეცდები თავი ხელში ავიყვანო.როგორც გუშინ ემბრიოლოგმა მითხრა ძალიან კარგი ემბრიონებიაო და ჩემი ენდომეტრიუმიც მოეწონათ. სანამ თურქეთში გამომიშვებდა ჩემი ექიმი გამიკეთა ანალიზები და თუ რამე არ მომეწონება არ გაგიშვებო და შაბათს გადაწყდა რომ კვირას უნდა წამოვსულიყავი. ისეთ ემოციებში ვარ თან მიხარია თან ვნერვიულობ.აქ რომ დავწერ ხოლმე მერე უფრო კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს და ამიტომ გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვისაც ჩემი ამბავი.

Posted by: marimmariami 20 Apr 2021, 17:54
tatamais209
წარმატებები ❤️მეც გუშინ გადავიტანე. დიდი იმედი მაქვს მალე დადებითი პასუხებით გავახალისებთ ფორუმს ❤️

Posted by: tatamais209 20 Apr 2021, 18:01
marimmariami
აუ რა მაგარიაა❤️ ესეიგი ორივეს ერთ დღეს გადაგვიტანია.ისე მიხარია წინასთან შედარებით ეხლა უფრო ხალისიანად და შემართებით ვარ. შენ როდის უნდა გაიკეთო ხეგე? მე 3 ში მითხრეს. ხვალე მოვფრინავ თურქეთიდან. რა წამლებს იღებ ეხლა შენ? მე მუცელში ვიკეთებ ნემსს ოქსაპარს და პროგესტანს ვიკეთებ კუნთში და კიდე ესტროფერმს დღეში ორჯერ ვსვამ

Posted by: marimmariami 20 Apr 2021, 18:34
tatamais209
მეც ეგრე ვარ, თან გაზაფხული და კარგი ამინდებიც განწყობაზე კარგად მოქმედებს biggrin.gif 4 ში უნდა მივიდე, მანამდე დასვენების დღეები დაემთხვა. მე ცოტა ბევრი წამალი მაქვს . ესტოფემი და დივიგელი დღეში ორჯერ, პროგესტერონი დილით კუნთში, დილა საღამოს კრაინონი, ასპირინ კარდიო 1 აბი. მეტიპრედი 7 დღე მქონდა დანიშნული და ხვალ ვამთავრებ. პლიუს დ ვიტამინი და ფოლიუმი რასაც ისედაც ვსვამდი biggrin.gif

Posted by: tatamais209 20 Apr 2021, 18:54
marimmariami
მაგ ვიტამინებს მეც თვეებია რაც ვსვავდი ისედაც.და დავიგელსაც ვისმევდი 5 დღე. არ ვიცი რაა ეხლა უნდა გამოგვივიდეს თან ისეთი დღეები ემთხვევა აღდგომის რომ ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება ❤️❤️

Posted by: compte.paris75 20 Apr 2021, 19:00
QUOTE (Anna-Mari @ 20 Apr 2021, 15:09 )
გოგოებო თეონა ანთიაზე და ია ხაზნიშვილზე ვის რა შეგიძლიათ მითხრათ??? თქვენი გამოცდილება და რეკომენდაციები ძალიან მშNივნეოვანია ჩემთვის <3

თეონა არ გამიგია. აი ხიზანიშვილმა მე მარტო გადატანა გამიკეთა ქეთის როცა არ ეცალა და ნორმალურად ჩაიარა. დანარჩენი ბევრი არაფერი ვიცი მაგრამ ამ ფორუმზე უკმაყოფილობა არავის გამოუთქვამს. ცალკეა თავისთვის, დამოუკიდებელი ექიმი.
* * *
tatamais209
marimmariami

წარმატებები გოგოებო!!!

Posted by: tatamais209 20 Apr 2021, 19:31
compte.paris75
მადლობა შენც ასევე ❤️❤️

Posted by: marimmariami 20 Apr 2021, 19:48
tatamais209
აუცილებლად ❤️
compte.paris75
მადლობა ❤️ ასევე ❤️

Posted by: kiskisa555 21 Apr 2021, 23:57
QUOTE (tatamais209 @ 20 Apr 2021, 17:37 )
გოგოებო გამარჯობათ როგორ ხართ? თვეზე მეტია აღარ დამიპოსტავს გუშინ შემოვედი და გადავავლე თვალი თქვენს პოსტებს.
nefertiti987
პირველ რიგში გილოცავ ამ უდიდეს ბედნიერებას ძალიან გამიხარდა ❤️
მე თებერვალში რომ გავიკეთე ინვიტრო თურქეთში და ხომ მოხდა მიმაგრება მაგრამ ჩამომეშალა სისხლდენის შედეგად ალბათ გახსოვთ ძაან პანიკებში რომ ვიყავი smile.gif ჩემმა ექიმმა მიყოლებით გადატანაზე უარი მითხრა და ეგრევე ვეღარ წავედი ორო გაყინული ემბრიონი მქონდა თურქეთში.ორი ციკლი გამოვტოვე და ეხლა გამომიშვა.თურქეთში ვარ და გუშინ გადავიტანე ორი ემბრიონი ციკლის 21 დღე მქონდა გუშინ.18 ში ჩამოვფრინდი და 19 ში დილით გადამიტანეს,გუშინ მთელი დღე ვიწექი და დღეს აღარ დავწექი გავედი გარეთ ქალაქში ცოტა გავისეირნე იმედია არაფერი დამიშავებია.პირველ ცდაზე სულ რო ვიწექი და პანიკაში ვიყავი უფრო არ გამომივიდა ჩამოიშალა და ეხლა გადავწყვიტე ჩვეულებრივ რეჟიმში ვიცხოვრო.ახლაც ვნერვიულობ მაგრამ შევეცდები თავი ხელში ავიყვანო.როგორც გუშინ ემბრიოლოგმა მითხრა ძალიან კარგი ემბრიონებიაო და ჩემი ენდომეტრიუმიც მოეწონათ. სანამ თურქეთში გამომიშვებდა ჩემი ექიმი გამიკეთა ანალიზები და თუ რამე არ მომეწონება არ გაგიშვებო და შაბათს გადაწყდა რომ კვირას უნდა წამოვსულიყავი. ისეთ ემოციებში ვარ თან მიხარია თან ვნერვიულობ.აქ რომ დავწერ ხოლმე მერე უფრო კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს და ამიტომ გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვისაც ჩემი ამბავი.

მაინტერესებს თურქეთში რომელ კლინიკაში გაიკეთეთ


Posted by: tatamais209 22 Apr 2021, 11:51
kiskisa555
კოლანში გავიკეთე მე ♥️

Posted by: marimmariami 22 Apr 2021, 12:22
tatamais209
თავს როგორ გრძნობ ?

Posted by: nefertiti987 22 Apr 2021, 17:13
137-დან 69-ზე ჩამოვიდა ჩემი ხეგე,დამამშვიდეთ ვინმემ sad.gif

Posted by: Anaani1234 22 Apr 2021, 17:56
nefertiti987
ერთი და იგივე ლაბორატორიაში გაიკეთე? რამდენი დღის შუალედია? ნუ გეშინია იქნებ მოიმატოს ისევ ან შეეშალა ლაბორატორიას sad.gif რაო ექიმმა??

Posted by: nefertiti987 22 Apr 2021, 18:03
Anaani1234
იგივე ლაბორატორიაში,3 დღის შუალედით. შაბათს ეხოზე ვნახოთო მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა და არ ვიცი რა უნდა გამოჩნდეს. გარე ორსულობას თუ ახასიათებს ნეტა ხეგეს დაწევა ან ჯერ თუ გამოჩნდება? განადგურებული ვარ

Posted by: Anaani1234 22 Apr 2021, 18:09
nefertiti987
გარეს როგორც ვიცი ხეგეს ნელი მატება ახასიათებს. ზუსტად არ ვიცი ისე. კაი ახლა ნუ ინერვიულებ ესე ძაან უფრო დააზიანებ. იქნებ მოიმატოს. ხვალაც გადაამოწმე და ეხოზეც ნახავ კიდე შაბათა, იქნებ გამოჩნდეს. მერამდენე დღე იქნება შაბათა გადატანიდან?

Posted by: nefertiti987 22 Apr 2021, 18:45
Anaani1234
მე-17 დღე იქნება შაბათს გადატანიდან.ნეტა ორი ემბრიონის დროსაც უიმედოა ხეგეს დაცემა? იქნებ ერთმა გააგრძელოს განვითარება?

Posted by: Anaani1234 22 Apr 2021, 18:50
nefertiti987
ხო ისე ეგეც შეილება, თავიდან 2 მიემაგრა და მერე ერთმა გააგრძელა, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდება აი ნახავ ❤ ისე 17 დღეს შეილება კი გამოჩნდეს რამე, 19 დღეს იბარებენ ხოლმე ესე მსმენია გოგოებისგან

Posted by: marimmariami 22 Apr 2021, 19:07
nefertiti987
არ ინერვიულო ახლა მთავარია, რთულია მაგრამ ეცადე ❤️ მეც ეგ უნდა დამეწერა 2 ემბრიონზე, თან მაღალი ხეგე გქონდა.

Posted by: tatamais209 23 Apr 2021, 08:30
marimmariami
კარგად ვარ ჯერჯერობით შენ როგორ ხარ? სულ წევხარ თუ ჩვეულებრივ დადიხარ? მე წინაზე სულ ვიწექი და უფრო ცუდად ვიყავი სულ მეფიქრებოდა და ვნერვიულობდი ეხლა ვცდილობ სულ სახლში არ ვიყო

Posted by: marimmariami 23 Apr 2021, 09:01
tatamais209
მეც კარგად, ძირითადად ვწევარ ან ვზივარ, მაგრამ ვმოძრაობ სისხლის მიმოქცევისთვის. დიდად არ ვიტვირთავ თავს. წინაზე ვმუშაობდი მთელი პერიოდი და საშინელი წელის ტკივილები მქონდა. ახლა შვებულება მაქვს 1 კვირა და ვცდილობ დავისვენო. ძაან უცებ გავიდა ეს დღეები თითქოს biggrin.gif

Posted by: klubnika 23 Apr 2021, 09:36
ახალი თემაც გახსნილა
ყველას გისურვებთ ორ ხაზს

ეს დღეები არ შემომიხედავს

როგორ მიდის აბა საქმეები, ვინმეს რამე სიახლე არ გაქვთ ?.

Posted by: Teona133 23 Apr 2021, 14:12
nefertiti987
ლოგიკურია რასაც წერ. შეიძლება ერთმა ვერ გააგრძელა განვითარება. გარეორსულობა არ იქნება ანთებითი მილის პრობლემა თუ არ იყო ტყუილა არ ინერვიულო მაგაზე გთხოვ. თქვენი ექიმი ვინ არის?

Posted by: nefertiti987 23 Apr 2021, 14:44
Teona133
მაგ შემთხვევაშიც მგონი მცირე ზრდა უნდა ყოფილიყო ხეგესი და ტყუილად ვიიმედებ თავს. ცალ მილში იყო სითხე მაგრამ სამი წლის წინ მაქვს ლაპარო გაკეთებული და მეორედ ვეღარ გავიკეთე,კი გამაფრთხილა ექიმმა რისკებზე. მირჩევნია მილის გამო მომხდარიყო,ვიდრე ემბრიონის დარღვევებზე ან სხვა მიზეზებზე ვიფიქრო. მაკა გეგეჭკორია ჩემი ექიმი
* * *
ხან თავს ვიდანაშაულებ,სამსახურიდან ფეხით მიწევდა 20 წუთი სიარული და წელი მტკივდებოდა ხოლმე და მაგით ხომ არაფერი დავუშავე-მეთქი.თუ გარე ორსულობა არაა, ისე ლაპაროც არ ფინანსდება და ყველანაირი რესურსი ამოწურული მაქვს

Posted by: Anaani1234 23 Apr 2021, 14:55
nefertiti987
განმეორებით აღარ გაიკეთე დღეს ხეგე?

Posted by: nefertiti987 23 Apr 2021, 15:00
Anaani1234
ერთი დღის მერე აზრი არ აქვსო, ხვალ ვიკეთებ ხეგესაც და ეხოსაც. ამ დილით ოდნავ გაღიავებული იყო ტესტზე მეორე ხაზი

Posted by: Teona133 23 Apr 2021, 16:26
nefertiti987
კარგი პასუხით დაბრუნდი ხვალ და წინასწარ არ ინერვიულო. იცი რომ შეგიძლია დაორსულდე რამხელა ნაბიჯია. ლიერი ექიმების გარემოცვაში ხარ და კარგ ამბებს ველოდოთ
ფეხით სიარული კარგია თან ასეთ ამინდებში. განწყობასაც ამაღლებს ამიტომ თავს ნუ იდანაშაულებ. ყველა გოგო გმირია ვინც ინ ვიტროს პაციენტია

Posted by: nefertiti987 23 Apr 2021, 16:28
Teona133
მადლობა,ძალიან მამხნევებ <3 ხვალ დავწერ ამბებს

Posted by: Teona133 23 Apr 2021, 18:16
nefertiti987
გელოდებით და გგულშემატკივრობ <3

Posted by: tatamais209 23 Apr 2021, 18:55
marimmariami
კი უკვე 5 დღეა დღეს ☺️ მე იმაზე ვნერვიულობ რატო არაფერს არ ვგრძნობ თითქოს არც არაფერი გამიკეთებია ისე ვარ.მოსვენება დაკარგული მაქვს ყველაზე საშინელებაა შედეგის მოლოდინი,თითქოს არ მთავრდება ეს მოლოდინის რეჟიმი

Posted by: marimmariami 23 Apr 2021, 20:02
tatamais209
წინაზე ძაან დავდევდი სიმპტომებს , ახლა თითქოს უფრო მშვიდად ვარ. მართალი ხარ ლოდინი ყოფილა ყველაზე რთული მთელ ამ პროცესში.
* * *
შემახსენე შენ ბლასტო გადაისკუპე თუ 3 დღიანი ემბრიონი?

Posted by: Anaani1234 24 Apr 2021, 11:24
nefertiti987
კარგი ამბავი გაგვაგებინე ❤ გელოდებით ❤

Posted by: tatamais209 24 Apr 2021, 13:53
marimmariami
ვაიმე არ ვიცი მგონი ემბრიონია.ვერ ვერკვევი მაგაში.11 ში ამომიღეს და 16 ში გადამიტანეს პირველად რომ გავიკეთე მაშინ და მგონი ემბრიონია ხო?

Posted by: Anaani1234 24 Apr 2021, 14:01
tatamais209
ემბრიონუ ყველა შემთხვევაშია, 5 დღიანს ეძახიან ბლასტოცისტას და დანარჩენს დღეების მიხედვით, 11ში თუ ამოიღეს და 16ში გადაგიტანეს ესეიგი 3 დღიანი ემბრიონებია

Posted by: marimmariami 24 Apr 2021, 14:16
მე6 რიცხვში მქონდა ასპირაცია და 9ში გაყინეს და 3 დღიანია და მგონი შენი 5 დღიანი გამოდის და ბლასტო იქნება.

Posted by: Anaani1234 24 Apr 2021, 14:23
marimmariami
ხო მე რა კარგად გადავთვალე biggrin.gif 5 დღიანი გამოდის
* * *
წამში ერთხელ ვარეფრეშებ, გვითხარი კარგი ამბავი ეხლა :*

Posted by: marimmariami 24 Apr 2021, 14:49
მე16 დღეს მიწევს მისვლა ხეგეზე. მანამდე ტესტს არ გავიკეთებ, ეს კვირა უცებ გავიდა და ორშაბათიდან სამსახურში გავალ და იმედია ლოდინი არ გამაგიჟებს biggrin.gif

Posted by: Anaani1234 24 Apr 2021, 15:08
marimmariami
მე16 დღე რაამბავია biggrin.gif რატო ასე გვიან

Posted by: marimmariami 24 Apr 2021, 15:13
Anaani1234
დასვენების დღეები დაემთხვა და 4 მაისს დამიბარა :
* * *
გოგოებო კრაინონს ხომ არ ყიდით ? ან ხომ არ იცით შედარებით იაფად სად ვიყიდი? ჯიპისიში 190 ლარი ღირს და ძალიან ძვირია 1 კვირის დოზაა თან sad.gif ადრეც ვიკითხე და 28 ცალი ვიყიდე ერთი გოგონასგან. იქნებ ახლაც ვინმეს გქონდეთ ❤️

Posted by: Anaani1234 24 Apr 2021, 15:28
marimmariami
აუ ხო როგორ დაგემთხვა, კრაინინზე ფბზე ჯგუფი რომ არის წამლების ყიდვა გაყიდვა გაჩუქება, მანდ იკითხე შეილება ქონდეს ვინმეს. რაამბავია ისე 190 ლარი. ვაგზალზე არაა?

Posted by: nefertiti987 24 Apr 2021, 15:41
შეწყვეტილია,გოგოებო.18-ზე ჩამოვიდა ხეგე

Posted by: Anaani1234 24 Apr 2021, 15:52
nefertiti987
არ ვიცი რა გითხრა sad.gif sad.gif sad.gif ძალიან ვწუხვარ. ექიმმა რაო?

Posted by: nefertiti987 24 Apr 2021, 16:14
Anaani1234
ჯერ არ მიმიღია პასუხი. ვფიქრობ,ლაპაროსკოპიაზე გამიშვებს,ხო შეიძლება ეგ მაინც ფინანსდებოდეს? sad.gif

Posted by: marimmariami 24 Apr 2021, 16:48
nefertiti987
ძალიან ცუდია sad.gif სიტყვებსაც ვერ ვპოულობ სანუგეშებლად sad.gif

Posted by: Anaani1234 24 Apr 2021, 16:56
nefertiti987
რამე ისეთი ჩაგიწეროს რო დაგიფინანსონ. რომელი დაზღვევა გაქვს? ჰიდროსალსპინგსი როცა არის ხო აფინანსებენ

Posted by: nefertiti987 24 Apr 2021, 18:23
Anaani1234
იმედი ლ,რავი ნახევარსაც არ აფინანსებენო.ჯერ ფსიქოლოგიურად მიჭირს მაგ გადაწყვეტილების მიღება თან მერე რამდენ ხანში შეიძლება ნეტა გადატანა?

Posted by: marimmariami 24 Apr 2021, 18:25
nefertiti987
ლაპარასკოპიაზე რატომ ფიქრობ? იქნებ არც დაგჭირდეს

Posted by: nefertiti987 24 Apr 2021, 19:29
marimmariami
ჰიდროსალპინქსი მაქვს მილში და სავარაუდოდ მაგას დააბრალებენ შეწყვეტას,თავიდანვე ამოღებას მირჩევდნენ

Posted by: marimmariami 24 Apr 2021, 19:46
nefertiti987
დაგიფინანსებენ აუცილებლად, თხოვე ვოტა გაამძაფრონ დიაგნოზი სისხლდენა ჩაგიწერონ მაგალითად. მე რომ გავიკეთე ჰოსტერო მაშინ კლინიკაში მითხრეს ერთ-ერთ პაციენტს საყოველთაომ დაუფინანასა 200 ლარი გადაიხადაო. მე იმედი ლ-მა უარი მითხრა რეპროდუქცია რადგან მეწერა. სადმე არ ეწეროს ეს სიტყვა მთავარია.

Posted by: nefertiti987 24 Apr 2021, 19:59
marimmariami
ხო ვცდი,მადლობა <3 რეპროდუქტოლოგმა კი უნდა შეავსოს ფორმა 100 მაგრამ მაგას არაუშავს მგონი
* * *
კიდე ის უფრო მაინტერესებს მერე რამდენ ხანში შეიძლება გადატანა
* * *
მეგობრებო,რამდენიმემ მომწერეთ პირადში,მე მგონია რომ გიბრუნებთ პასუხს და არ ვარ დარწმუნებული რომ სწორად ვაკეთებ. ასე რომ,თუ არ მოგსვლიათ პასუხი მადლობა ჩემგან ძალიან დიდი,ძალიან მამხნევებს თითოეული სიტყვა.ყველასთვის გათენდება უკეთესი დღე

Posted by: takotatuli1989 24 Apr 2021, 23:11
nefertiti987
მე მომივიდა შენგან პასუხი. ძალიან დიდი დარტყმა მიიღე ჩემი კარგო და მგონი კარგი იქნება თუ ამოიღებ მაგ მილს. იმხელა ხეგე გქონდა არ მგონია ემბრიონი ყოჩაღი არ ყოფილიყო ან მიმაგრების რაიმე სხვა პრობლემა გქონდეს. მალე მოგველოცოს დედობა <3

Posted by: tatamais209 25 Apr 2021, 12:04
Anaani1234
მადლობა არ ვიცოდი ♥️

Posted by: klubnika 26 Apr 2021, 10:35
nefertiti987
მეც მომივიდა პასუხი
ძალიან განვიცადე შენი ამბავი
მაგრამ უნდა გამხნევდე, თავი ხელში აიყვანო და ახალი შემართებით დაიწყო
ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: nefertiti987 26 Apr 2021, 15:04
ახლა ფსიქოლოგიურად ვემზადები ლაპარო+ჰოსტეროსთვის. იმედია დამიფინანსებენ,თორე ვეღარ ვწვდები,ზოგმა მითხრა ნახევარი დამიფინანსესოsad.gif ადრე ვადიმთან მაქვს გაკეთებული და ისევ მანდ მივიდე თუ არსენს მირჩევთ? ბარემ საბახტარაშვილში რადგან ვიკეთებ ინ ვიტროსაც

Posted by: marimmariami 26 Apr 2021, 15:36
nefertiti987
მე გავიკეთე ჰისტერო ვადიმთან იანვარში და მარტო კონსულტაციაზე ვნახე ეგ კაცი. ვინც ყავს ასისტენტები ისინიც არ დამეხმარნენ რომ რამე მიზეზი ჩაეწერათ დაფინანსებისთვის. ამიტომ ჯობია არ უხსენოთ ინვიტრო თუ მანდ გადაწყვეტთ. ფორმა 100 ში პირდაპირ ჩამიწერეს ასპირაცია რომ მაქვს გქკეთებული და ჰისტეროს მიზეზი დაუდგენელი მიზეზის უნაყოფობა. ასე რომ მანდ თუ მიხვალ ეცადე რეპროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები არ წამოგიწიონ წინა პლანზე.

Posted by: nefertiti987 26 Apr 2021, 15:55
marimmariami
ნუ მილების ამოსაღებად რომ მიდიხარ,თავისთავად რეპროდუქციისთვის არის. მოკლედ გავივლი არსენთანაც კონსულტაციას და დაფინანსების საკითხს ოპერაციის დღეს გავიგებ თუ მანამდე?

Posted by: marimmariami 26 Apr 2021, 16:01
nefertiti987
პროვაიდერი არ არის ეგ კლინიკა იმედი ლ-ის, რომ გადაიხდით მერე უნდა ატვირთოთ საბუთები და განიხილავენ. მაინც ჯობია სააზღვევოში დარეკოთ და იკითხოთ. ზოგ კლინიკაში უფრო მეტ პროცენტს აფინანსებენ ზოგში ნაკლებს.

Posted by: nefertiti987 26 Apr 2021, 16:49
marimmariami
და საყოველთაო დაზღვევა კერძოს ქონის შემთხვევაში აღარ მოქმედებს ნეტა? იმედი ლ-ის იმედზე ჩემი მტერი იყოს

Posted by: marimmariami 26 Apr 2021, 16:58
nefertiti987
სავარაუდოდ არა sad.gif იმედი ლ-მა მეც ნერვები დამაგლიჯა , იმდენ საბუთს მთხოვენ აღარ მიღირს ბოლოს. იქნებ საბახტაშვილი მაგათი პროვაიდერია და წინასწარ არ მოგიწევს გადახდა. ვადიმთან მარტო ჰისტეროში 1300 გადავიხადე პლოუს წამლები და სადღაც 1500 დამიჯდა. ლაპარასკოპია უფრო ძვირი იქნება, მესმის რომ ძლიერი ქირურგია, მაგრამ ამდენ ხარჯთან ერთად რთულია ფინანსურად sad.gif ნეტა ოჯახის ექიმთან რომ მიხვიდე ჩივილებით და მიმართვით გაგიშვას ვადიმთან ეგრე თუ შეიძლება უფრო დიდი შანსია დაგიფინანსდეს

Posted by: nefertiti987 26 Apr 2021, 17:08
marimmariami
მადლობა რომ ცდილობ დამეხმარო. რეპროდუქციული კლინიკა არა მგონია მაგათი პროვაიდერი იყოს. დამაწყდა ნერვები ჯერ ოპერაციის სპეციფიკის გამო და თან წინასწარ რომ არ იცი რა გიფინანსდება

Posted by: marimmariami 26 Apr 2021, 17:28
nefertiti987
❤️ მაგისთვის ვართ აქ. ჩემი აზრით ყველაზე კარგი იქნება კარგი ოჯახის ექიმი იპოვო, იქნებ აქ იცოდეს ვინმემ და გაუწიოს ვინმეს რეკომენდაცია. მე კუაგულოგრამაც კი არ დამიწერა ისნის ევექსში იმედი ლ-ის ერთ-ერთმა ოჯახის ექიმმა. არადა ადრე ირაოს დაზღვევა მქონდა, იცოდა ოჯახის ექიმმა ჩემ პრობლემაზე და ყველანაირად ცდილობდა დამხმარებოდა. არ მესმის მაგათი რა მიდის ცოტა რომ დაგვეხმარონ sad.gif

Posted by: compte.paris75 27 Apr 2021, 10:55
nefertiti987
ყოჩაღ მაგის თავი რომ გაქვს რომ უკვე გეგმავ სამომავლოდ რა როგორ გააკეთო. აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს 2kiss.gif

Posted by: nefertiti987 27 Apr 2021, 12:23
compte.paris75
იცი,მიუხედავად იმისა,ლაპარო თუ არ დამიფინანსეს,არ ვიცით ფული საიდან მოვიტანოთ,ჩემმა ქმარმა ფსიქოლოგთან ვიზიტები დამიფინანსა,თვლის რომ ახლა ეს უფრო მჭირდება. მე კი გაკვეთილებს ვატარებ,მაგრამ გული მკვდარი მაქვს და იმიტო ვჩქარობ ლაპაროსკოპიას,რომ ამ უქმეებზე მინდა მოვასწრო, სამსახურში არაფერს ვამბობ ჩემს ამბებზე და მერე ვეღარ გავეთავისუფლები.6 წელი ბუნებრივი ორსულობა არ დამდგარა,მაგრამ ამ უვარგისი მილების ამოღება მაინც საშინლად ძნელია sad.gif თან ვფიქრობ იქნებ არაფერ შუაში იყო მილები ამ შეწყვეტასთან და საშინლად მეშინია შემდეგი გადატანის

Posted by: tatamais209 27 Apr 2021, 17:58
marimmariami
როგორ ხარ?მე ორი დღეა თითქოს ისეთი ტკივილი მაქვს ოდნავ ციკლის მოსვლამდე რომ იცის ხოლმე და ძალიან მეშინია.გუშინ და დღეს ოდნავ მოყავისფერო თუ მუქი ვარდისფერი გამონადენივით მაქვს ოღონდ ბევრი არა.ძალიან ვნერვიულობ ნეტა ეს ბუნებრივია თუ ცუდის ნიშანია დღეს გადატანიდან 9 დღეა

Posted by: marimmariami 27 Apr 2021, 18:50
tatamais209
კარგად. ალბათ იმპლანტაციის სფოთინგია ❤️ კარგის ნიშანია. მე მკერდი მტკივა და შეშუპებული მაქვს , 2 დღეა მუცელიც შემებერა. მეტი არაფერი biggrin.gif

Posted by: nefertiti987 27 Apr 2021, 20:29
tatamais209
ორივე კარგი ნიშანი მგონია <3 ეცადე დამშვიდდე

* * *
ჩემი ექიმი ახლა თავს იკავებს ლაპაროსკოპიისგან,ალბათ სხვა ვარაუდები აქვს ამ შეწყვეტაზე. მე ისევ გარისკვის მეშინია ჰიდროსალპინქსის გამო და ვარ გაორებული,იმედია არ გავგიჟდები ამ გრძელ და რთულ გზაზე biggrin.gif

Posted by: tatamais209 27 Apr 2021, 20:50
marimmariami
ისე ვნერვიულობ წელიც მტკივა საშინლად ნეტა ეს სიმპტომები უნდა იყოს ესე?მუცელი მეც მაქვს შებერილი.ჩვეულებრივი ციკლის მოსვლის წინ რა სიმპტომებიც მაქვს ხოლმე ისე ვარ.მკერდიც მტკივა.ნემსებს იკეთებ?
* * *
nefertiti987
მადლობა ❤️ პირველად რომ ჩამომეშალა ისეთი შეშინებული ვარ. საშინელება გადავიტანე და ვიცი შენ როგორც გრძნობ თავს მაგრამ აი მე უკვე მეორედ ვცადე და შენც ასე ცდი და ყველაფერი კარგად იქნება❤️

Posted by: marimmariami 27 Apr 2021, 22:26
tatamais209
მეც ზუსტად პრემენსტრუალური სიმპტომები მაქვს, წესით 2 დღეში უნდა დამწყებოდა. ნემსებს ვიკეთებ ყოველ დილით. ვცდილობ არ ვიფიქრო ამ სიმპტომებზე, მაგრამ ძირითადად არ გამომდის.

Posted by: compte.paris75 28 Apr 2021, 01:51
nefertiti987
ექიმი უფრო მილებს აბრალებს? ეს პირველი ხარისხის ენდომეტრიოზა როგორია? ყველაზე ცუდი თუ პირიქით ყველაზე იოლი?
მე გამიგია ღრმა ან ზედაპირული და მაგიტომ ვერ ვხვდები.
ლაპარასკოპიით რას გააკეთებენ?
აი ცუდ მილებზე გამიგია გარე ორსულობის რისკს იწვევს. მოშლას თუ იწვევდა პირველად გავიგე. 125 იყო ხო შენი პირველი ხეგე? ეგ მერამდე დღე იყო გადატანიდან და 5 დღიანები ხო?
მოკლედ რამდენი საფიქრალია, ჯანმრთელობა იფიქრო ცალკე, შვილი ცალკე, და ფული კიდევ ხო საერთოდ..

Posted by: nefertiti987 28 Apr 2021, 07:37
compte.paris75
ორი 5 დღიანი გადავიტანე და მე-12 დღეს ხეგე 137. ოსიძემაც ამოღება მირჩია ადრე მილების,ან გარეს რისკია და ან “ჩამორეცხავსო”. ახლა რატო რისკავს კიდე ჩემი ექიმი გაუგებარია,მილებს არ აბრალებს,ორი ცდა დამრჩა. პირველი ხარისხის ენდო მსუბუქია,ანუ ლაპაროსკოპიაზე ბევრი კერა არ იყო მაშინ,მაგრამ რეალურად მე უფრო სიმპტომები მაქვს,ვიდრე ღრმა ენდომეტრიოზის მქონე ზოგ პაციენტს.

Posted by: marimmariami 28 Apr 2021, 09:09
გოგოებო როცა გადატანა გაგიკეთებიათ ხეგე როცა წესით ციკლი უნდა დაგწყებოდათ მაგ დღემდე გიწევდათ თუ შემდეგ?

Posted by: Anaani1234 28 Apr 2021, 09:37
nefertiti987
რა სიმპტომები გაქვს ენდომეტრიოზის? მეც მეუბნებიან ოღონდ მხოლოდ საკვერცხეში ჩანს პატარა ენდომეტრიული ცისტაო. ღრუში არაფერი არ ჩანს.
* * *
marimmariami
ციკლი არ ვიცი, ან რაღას გავიგებ წამლებით როცა უნდათ მაშინ მოყავთ და მიყავთ biggrin.gif თვეში ორჯერ მაქვს უკვე ციკლი. შენ უკვე მე10 დღე გაქ ხო გადატანიდან? ხვალ რო გაიკეთო ხეგე? 4მდე რა მოგათმენინებს sad.gif მე ვერ ვითმენ შენს მაგივრდა biggrin.gif

Posted by: marimmariami 28 Apr 2021, 10:06
Anaani1234
წინაზე რომ გავიკეთე ძალიან ვინერვიულე და აღარ მინდა იგივე გავიმეორო. ციკლის მოსვლამდე საშინელი შებერილობა მაქვს და თითქოს ბუშტუკები მოძრაობენ საშვილოსნოში. ახლაც ეგეთი შეგრძნება მაქვს 2 დღეა sad.gif სხვათაშორის ჩემზე მხოლოდ რეგულონმა იმოქმედა 18 დღიანი ციკლი გამომივიდა როცა ვსვამდი. ისე სხვა წამალს არ აურევია

Posted by: Anaani1234 28 Apr 2021, 10:18
marimmariami
როგორც ვიცი ციკლის სიმპტომები იცის, წამლებს იკეთებ და ეს ყველაფერი იწვევს სიმპტომებს, ამიტომ არ მიაქციო მაგას ყურადღება. წინაზე რომელ დღეს გაიკეთე ხეგე? მე12 დღეს იკეთებენ როგორც ვიცი, ვითომ პარასკევ შაბათს არცერთი ლაბორატორია არ იმუშავებს?

Posted by: marimmariami 28 Apr 2021, 10:21
Anaani1234
წინაზე მე13 დღეს გავიკეთე. ჯერ ჩვეულებრივ ტესტს მაკეთებინებს და მერე ხეგეს იქვე ლაბორატორიაში. მეც მინდოდა ეგ იდეა შემეთავქზებინა, მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე

Posted by: Anaani1234 28 Apr 2021, 10:22
marimmariami
მოკლედ რა როგორი ძნელია ეს ლოდინი ❤ მაგრამ ყველაფერი გამოვა აი ნახავ ❤

Posted by: marimmariami 28 Apr 2021, 10:23
ხანდახან ვფიქრობ რამეს ხომ უნდა ვგრძნობდე. წინაზე აქაც ვწერდი წელი რომ ძალიან მტკიოდა, ახლა დივიგელიც მაქვს დამატებული და აღარ მაწუხებს. მხოლოდ პრემენსტრუალური შეგრძნებები მაქვს

Posted by: nefertiti987 28 Apr 2021, 11:35
მე დადებით ხეგემდე პმს მქონდა,წელის ტკივილიც და მუცელი საგრძნობლად გაბერილი (ნატურალური ფეტი იყო მაგრამ ოვიტრელი გამაკეთებინა და საკვერცხეები ძალიან მტკიოდა გადატანის დილას,ალბათ ისევ ჰიპერსტიმულაციის ნიშნები მქონდა).პუნქციის ყვითელი სხეული კიდე არაა გაწოვილი და ვნანობ პროგესტერონის ანალიზი რომ არ გავიკეთე დადასტურების მერე. შაბათს ხეგე ავერსში შეგიძლიათ ჩააბაროთ და იმ დღესვე მომივიდა პასუხი.
ენდომეტრიოზის სიმპტომები მქონდა სულ-ყავისფერი გამონადენი ციკლამდე და მერეც მეცხრე დღემდე ხშირად, ძლიერი ტკივილი საკმაოდ ციკლის დროს და სხვა დროსაც ზოგჯერ საკვერცხეებთან ყრუ ტკივილი, ზოგჯერ სექსის დროს ტკივილი და ლაპაროზეც მითხრეს პირველი ხარისხიო. მაგრამ რა ვიცი, მილებიც მაგის გამო შეიძლება მქონოდა შეხორცებული

Posted by: marimmariami 28 Apr 2021, 11:44
nefertiti987
ანუ დაბალი იყო პროგესტერონი თუ პირიქით? ჰიპერსტიმულაცია მეც მქონდა ასპირაციის მერე, მაშინ სიარულის დროსაც ძალიან მტკიოდა შებერილობა ახლა 2 დღეა რაც დამეწყო. მილებმა რატომ შეიძლება უკვე დამდგარი ორსულობის შეჩერება გამოიწვიოს? საშვილოსნოში ხომ იზოლირებულია ნაყოფი და მაინც საშიშია? ფაქტია ორსულობა დადგა და მეც არამგონია მილები რამე პრობლემას ქმნიდეს

Posted by: tatamais209 28 Apr 2021, 12:04
marimmariami
მენსტრუაცია არ დაგეწყება რადგან წამლებს ვიღებთ ისეთს რომ არ მოგვივა.დღეს ორივესთვის 10 დღეა გადატანიდან მე 3 მაისს მითხრა ექიმმა ხეგე გაიკეთეო არ ვიცი ეს დღეები კი ადვილად გავიყვანე მაგრამ ამ დღეებს რა გამაყვანინებს 3 რიცხვამდე არ ვიცი.თან გადატანის პირველ სამ დღეს იმდენი ვინერვიულე ეხლა მეშინია.ნეტა მიმაგრება გადატანის პირველივე დღეს ხდება? ისე ვარ რომ სულ მინდა ექიმს ველაარაკებოდე იმდენი კითხვები მაქვს მაგრამ მერიდება იფიქრებს სულ გაგიჟდაო

Posted by: marimmariami 28 Apr 2021, 12:10
tatamais209
ვიცი რომ არ დამეწყება, მაგრამ ეგეთი შეგრძნება რადგან მაქვს ცუდი მგონია sad.gif შენ ხომ ბლასტოები გადაისკუპე, გამონადენიც იმპლანტაციის არის დარწმუნებული ვარ ❤️ ასე რომ არ იდარდო აუცილებლად დადებითი პასუხი იქნება ❤️

Posted by: nefertiti987 28 Apr 2021, 12:13
marimmariami
არ ჩამიბარებია პროგესტერონი ამ გადატანის დროს საერთოდ, ნატურალურ ციკლში გადავიტანეთ და პროგესტერონის ნემსი დადებითი ხეგეს დღიდან დამაწყებინა.
ანუ ყველა ამბობს,რომ შესაძლოა მილში არსებულმა სითხემ “ჩამორეცხოს” ემბრიონები. ემბრიონების პრობლემის გამო თუ მოხდა ორივე უშედეგო გადატანა,მაგაზე მთლად გული მისკდება,რა იქნება შემდეგ

Posted by: marimmariami 28 Apr 2021, 12:16
nefertiti987
ეგეთი რამე არ გამიგია ნამდვილად, მაგრამ ექიმმა უკეთ იცის ❤️

Posted by: Liza12 28 Apr 2021, 12:48
nefertiti987
მე როგორც ვიცი მიმაგრებას უშლის ხელს ანუ მიმაგრებამდე შეიძლება ჩამორეცხოს ემბრიონები და გარეს რისკია მაგ დროს. არასწორ ადგილას მიმაგრდეს.მაგრამ უკვე დამდგარ ორსულობას წესით ხელს ვერ შეუშლიდა. წესით ექიმი აღარ გარისკავდა მილების პრობლემას რომ ვარაუდობდეს.
marimmariami

წარმატებები აბა კარგ ამბებს ველოდებიი

Posted by: marimmariami 28 Apr 2021, 13:11
Liza12
დიდი მადლობა ❤️ მოუთმენლად ველოდები 4ს :დ

Posted by: tatamais209 28 Apr 2021, 15:07
marimmariami
გამონადენი დღეს აღარ მაქვს.ეგ ტკივილები მეც მაქვს და შენც ნუ ინერვიულებ ❤️ ყველაფერი კარგად იქნება.❤️

Posted by: Liza12 28 Apr 2021, 15:29
tatamais209
გამონადენი რაფერის ? დაამატეთ პროგი? კარგის ნიშანიაა გამონადენი მარა პროგის დამატება აჯობებს სანამ ხეგეს და პროგის ანალიზს ჩააბარებ

Posted by: tatamais209 28 Apr 2021, 16:56
Liza12
ღია ყავისფერი იყო თუ მუქი ვარდისფერი ვერ გავიგე ორი დღე მქონდა ბევრი არა ძალიან ცოტა.დღეს საერთოდ აღარ მაქვს.ნემსებს ვიკეთებ მუცელში ოქსაპარი ქვია და კუნთში ვიკეთებ პროგესტანს და ესტროფერმს ვსვამ დღეში სამჯერ ორ-ორ აბს და დივიგელის მალამოს ვისმევ.უკვე ვეღარ ვიგებ რისი რა წამალია

Posted by: Liza12 28 Apr 2021, 17:28
tatamais209
ოქსაპარი გამათხიერ
* * *
tatamais209
ოქსაპარი გამათხიერებელია.პროგესტანი იგივე პროგრესტერონი.ვაგინალურად სანთლებს არიკეთებ? ესტროფემი და დივიგელი ორივე ესტრადიოლია ენდომეტრიუმისთვის. უთხარი ექიმს ყავისფერზე ? დიდი ალბათობით მიმაგრების იყო.მარა თუკიდევ შენიშნე ან ნემსი გააორმაგე ან სანთელი დაგინიშნოს შეეხმიანე ექიმს

Posted by: tatamais209 28 Apr 2021, 17:35
Liza12
კი ვაგინალირადაც ვიკეთებ დილით ლუტინუსი ჰქვია დღეში ერთხელ დილაობით.ისე ვნერვიულობ წინაზე პირველად როცა გავიკეთე გადატანიდან 9 დგეს საშინელი სისხლდენა მქონა მეორე დღეს რომ გავიკეთე ხეგე მიმაგრება აჩვენა ისევ და ორ დღეში კიდე გავიკეთე და უკვე ძაან დაბალი იყო ხეგე ჩამომეშალა თორა მიმაგრება იყო.მე სისხლდენას დავაბრალე.ეხლა მსგავსი არაფერი არ მაქვს 10 დღე მაქვს გადატანიდან დღეს. ჩვეულებრივ დავდივარ ყველგან სულ არ ვწევარ,ჩვეულებრივ ვცხოვრობ წინაზე სულ ვიწექი და დღეებს ვითვლიდი კინაღამ გავგიჟდი
* * *
გოგოებო ეხლა მივწერე ჩემს ექიმს და მითხრა ხვალე გაიკეთე ციტოში ხეგეს ანალიზიო და ავნერვიულდი ძალიან.19 ში გადავიტანე და ხვალე გამოდის 11 დღე და ძალიან ადრე ხომ არაა? თურქეთში 3 მაისი მითხრეს და ვეღარ ვიგებ რა ვქნა.ან ხომ არ იცით რამდენი უნდა იყოს ხეგე?

Posted by: nefertiti987 28 Apr 2021, 19:15
tatamais209
არა არის ადრე,გამოჩნდება ხვალ. აუ ძალიან გგულშემატკივრობ,მეც იმედი მომეცემა. დიდი ხუთშაბათია და დიდი სიხარული გწვეოდეს <3

Posted by: marimmariami 28 Apr 2021, 19:46
tatamais209
წარმატებები ❤️ ზუსტად ვიცი რომ დადებითი ხეგეთი გაგვახარებ ❤️

Posted by: tatamais209 28 Apr 2021, 20:44
nefertiti987
გაიხარე ძალიან დიდი მადლობა იმედია ხვალე მეც გავიხარებ და თქვენთვისაც ვიქნები სტიმული ❤️❤️
* * *
nefertiti987
გაიხარე ძალიან დიდი მადლობა იმედია ხვალე მეც გავიხარებ და თქვენთვისაც ვიქნები სტიმული ❤️❤️
* * *
marimmariami
ძალიან დიდი მადლობა და მეც გგულშემატკივრობ 4-ში უნდა გაგვახარო.ხომ არ იცი კარგი ხეგე რამდენი უნდა იყოს? ვერ ვერკვევი მაგაში როდის რამდენი უნდა იყოს არ ვიცი

Posted by: marimmariami 28 Apr 2021, 20:55
tatamais209
25ზე მაღალი როგორც ვიცი. მაგრამ ყველა ლაბორატორიას აქვს თავისი ნომრები და შედეგის გასწვრივ ეწერება ❤️

Posted by: nefertiti987 28 Apr 2021, 21:11
marimmariami
შენიც კარს მომდგარა,აბა თქვენ იცით <3

Posted by: marimmariami 29 Apr 2021, 09:12
nefertiti987
❤️ მუცლის შებერილობამ ძალიან შემაწუხა ბოლო დღეებია, ვიზუალურადაც ღიპი მადევს biggrin.gif პროგესტერონის ბრალია ეს? მკერდიც მტკივა, გადიდდა და დილით მექავებოდა კიდეც. სანამ სამაშაბათი მოვა გავგიჟდები ალბათ ამ სიმპტომებზე დაკვირვებით :დ

Posted by: nefertiti987 29 Apr 2021, 09:23
marimmariami
ყველაფერი მქონდა,რაც ჩამოთვალე. მე ოვიტრელის გაკეთებიდან დამეწყო შებერილობა და პროგესტერონიც ბევრ სიმპტომს იწვევს. ეცადე,არ დაიძაბო სიმპტომების გამო, საერთოდ ვერ განსაზღვრავ მაგით,დავრწმუნდი,ორივე გადატანაზე ერთნაირი სიმპტომები მქონდა,ერთი ფრეში იყო,მეორე ფეტი.ერთზე არ დადგა ორსულობა და მეორეზე დადგაsmile.gif მშვიდად ისუნთქე და დაელოდე ხეგეს

Posted by: marimmariami 29 Apr 2021, 09:35
nefertiti987
მე წინა წარუმატებელი გადატანის გამო მაქვს ეს შიშები და ფორიაქი sad.gif წინაზე ერთადერთი წელის ტკივილი და საკვერცხის და საშვილოსნოს არეში ოდნავი ჩხვლეტები მქონდა. ეს ჩხვლეტები კიდე ყოველ ციკლში მაქვს.

Posted by: nefertiti987 29 Apr 2021, 09:42
marimmariami
ზუსტად მესმის ახლა ეგ განცდები. ამ შეწყვეტის შემდეგ მეც ძალიან შიშებში ვარ, რა ფსიქიკამ უნდა გაუძლოს შემდეგი ხეგეს პასუხს, არ ვიცი

Posted by: tatamais209 29 Apr 2021, 13:15
გოგოებო ვიყავი დილას ციტოში 9 ზე და გავიკეთე ხეგეს ანალიზი.რაც წამოვედი იმის მერე მგონი გავგიჟდი.ისე მეშინია მეილის მოსვლისა მინდა რომ დავიძინო და აღარ გამეღვიძოს

Posted by: marimmariami 29 Apr 2021, 13:27
tatamais209
აი შენზე ზუსტად ვიცი რომ დადებითი პასუხი მოვა ❤️

Posted by: nefertiti987 29 Apr 2021, 13:38
tatamais209
ემოციებს ნუ მიცემ საშუალებას,რომ გმართონ. აქ ყველამ ვიცით ეგ რა რთულია,მაგრამ თუ ამას მოახერხებ,სასწაულები ხდება.
მთელი გულით შენთან ვარ
* * *
ეგღა მაკლია ცუდი ხელით გამეხსნა თემა biggrin.gif ვიღებ პასუხისმგებლობას, შენ და მარიამი ამ კვირაში უნდა გაგიშვათ წეროებში smile.gif <3 <3
ღმერთი თქვენკენ,მე ხარებას მომიწია გადატანა და იმ სამი დღის ბედნიერებისთვისაც მადლიერი ვარ.
ყველაფერს შევძლებთ!

Posted by: tatamais209 29 Apr 2021, 13:56
marimmariami
მადლობა ძალიან მამხნევებს თქვენი მოწერილები.nefertiti987
ღმერთმა გისმინოს და ყველას აგვისურულდეს ეს ოცნება ❤️❤️

Posted by: marimmariami 29 Apr 2021, 15:42
რამდენ ხანში იქნება პასუხი? სულ ვარეფრეშებ ხომ არ დაწერა უკვეთქო biggrin.gif

Posted by: tatamais209 29 Apr 2021, 16:01
გოგოებო 217 მომივიდა ხგ.დამირეკა ექიმმა სიხარულით გაგიჟებული იყო.არ ვიცი ისეთი ბედნიერი ვარ.ყველა მინდა რომ როგორც მე ვარ ბედნიერი ახლა ისე იყოთ მალე თქვენც.❤️ სუნთქვა მიჭირს შოკში ვარ.არაფრის აზრზე არ ვარ იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს 217.ექიმმა მითხრა ძაან კაი მაჩვენებელიაო

Posted by: nefertiti987 29 Apr 2021, 16:03
tatamais209
ჰაჰა როგორ ამოვისუნთქე, გილოცავ,გადასარევი პასუხია! <3 შეირგე და დატკბი

Posted by: marimmariami 29 Apr 2021, 16:13
tatamais209
რა მაგარია ❤️ გილოცავ ❤️ ძალიან გამიხარდა.

Posted by: tatamais209 29 Apr 2021, 16:15
nefertiti987
მადლობა ❤️❤️ ეს დღეები თქვენ გადამატანინეთ.
marimmariami
შენს პასუხს ველოდებით ეხლა ❤️❤️

Posted by: marimmariami 29 Apr 2021, 16:27
tatamais209
ისე გამიხარდა შენი ამბავი , ძაან დიდი სტიმულია ჩემთვის. მეც გაგახარებთ იმედია სამშაბათს ❤️

Posted by: tatamais209 29 Apr 2021, 16:53
marimmariami
კი აუცილებლად გაგვახარებ და ამის მერე უფრო დიდი ყურადღებით გავაგრძელებთ რომ პირველი სამი თვე გადავაგოროთ მშვიდად და წარმატებით.❤️❤️

Posted by: marimmariami 29 Apr 2021, 17:32
გოგოებო თუ იცით კრაინონის სხვა მსგავსი გელით ჩანაცვლება შემიძლია? რა თქმა უნდა ექიმს ვკითხავ, მაგრამ თუ ხდება ასე შეცვლა წამლის ხეგემდე მაინტერესებს

Posted by: Anaani1234 29 Apr 2021, 17:33
tatamais209
გილოცავ ძალიან გამიხარდა ❤❤❤ პირველ გადატანაზე რამდენი გადაიტანე? ეხლა 2 ხო როგორც მახსოვს? შეგვახსენე აბა შენი პრობლემა რა იყო ❤

Posted by: Liza12 29 Apr 2021, 17:56
tatamais209
ეჭვიც არმეპარებოდა დაფებით პასუხში.გილოცავ .მშვიდობიანი 9 თვე.

Posted by: tatamais209 29 Apr 2021, 18:15
Anaani1234
მადლობა ❤️ კი ორი გადავიტანე.პირველადაც ორი გადავიტანე მაგრამ გადატანიდან 9 დღეს საშინელი დენა დამემართა და ჩამომეშალა.ორი თვის შემდეგ გამიშვა ექიმმა მეორეზე და ეხლა 19 ში გადავიტანე ისევ ორი და დღეს დადებითი პასუხი მომივიდა.ისე მიხარია თან არც მჯერა

Posted by: gzaabneuli 29 Apr 2021, 18:15
გოგოებო ტესტი როდესაც მკრთალია ძალიან ორსულობა უნდა ვივარაუდო?

Posted by: tatamais209 29 Apr 2021, 18:17
Liza12
ძალიან დიდი მადლობა გეფიცები უდიდესი სტიმული ხართ აქ რომ შემოვდივარ თავს მარტო აღარ ვგრძნობ ❤️ არავისთვის არ მითქვამს მეორედ რომ კიდე ვცადე ისე წავედი თურქეთში და წამოვედი. აღარ მინდოდა ლაპარაკი არც მეგობრებთან თითქოს არავის არ ესმოდა და თქვენ კი ლაპარაკი არ გჭირდებათ ისე ხვდებით ამ მდგომარეობას რასაც ყველა ერთად გავდივართ

Posted by: compte.paris75 29 Apr 2021, 18:19
QUOTE (nefertiti987 @ 28 Apr 2021, 12:13 )
...
ანუ ყველა ამბობს,რომ შესაძლოა მილში არსებულმა სითხემ “ჩამორეცხოს” ემბრიონები. ...

ბუნებრივის დროს, ოვულაციის მერე, როცა ხდება ბუნებრივად განაყოფიერება და ემბრიონი 5 დღის განმავლობაში ჩამოდის მილში და თუ სითხეა მაგ დროს მილში გასაგებია რომ არ ვარგა, მაგრამ როცა პირდაპირ საშვილოსნოში გადააქვთ მაშინ? მილის სითხე საშვილოსნოში ჩადის? არ ვიცი იქნება იკითხო თუ გაგახსენდება.

ის კი ბევრჯერ დაუწერიათ გოგოებს რომ ვისაც ცუდი მილები აქვს, საშვილოსნოში გადატანილი ემბრიონი შეიძლება გარეთ გამოძვრეს და მილში ავიდეს, მაგრამ შენ უკვე მიმაგრებული გქონდა ემბრიონი. ცოტა დაბალი ხეგე კი გქონდა მაგრამ გაყინულმა ემბრიონებმა გვიან იციან სიჩქარის აკრეფვა.
* * *
tatamais209
გილოცავ, ძალიან კარგი ხეგეა. სულ ასე გაგრძელებულიყოს!!!

Posted by: tatamais209 29 Apr 2021, 18:22
marimmariami
კრაინონი რა არის? მე სულ სხვა წამლებს ვიღებ მგონი ხო? ნეტა შენც წახვიდე ხვალ და გაიკეთო 4 რიცხვამდე რომ არ ილოდო ❤️

Posted by: nefertiti987 29 Apr 2021, 18:30
compte.paris75
ამჯერად ექიმიც ასე ამბობს,მილებს არ ვაბრალებო,მაგრამ ზუსტად მახსოვს,ამოღებას მაგ მიზეზით მირჩევდა ყველა რეპროდუქტოლოგი. 137 პირველი ხეგე დაბალია? მე არ მეგონა ეგრე. თუ ემბრიონების პრობლემა იყო,შანსი რამდენად დიდია,რომ იგივე სტიმულაციით მიღებულმა სხვა ემბრიონებმა გაამართლონ?
* * *
ჭკვიანი გოგო ხარ და პროგესტერონი რომ არ ჩამიბარებია,სწორი იყო ნეტა? ნატურალური ციკლიაო და არ არის საჭიროო, პუნქციის ყვითელი სხეული ისევ არ იყო გაწოვილი, პროგის ნემსი პირველი ხეგეს დღიდან დამაწყებინა და მაღალი პროგესტერონიც ხომ არ იწვევს ნეტა მოშლას?

Posted by: takotatuli1989 29 Apr 2021, 18:52
gzaabneuli
თუ რაიმე ნემსი არ გაქვს გაკეთებული რაც აწითლებს მეორე ხაზს მოსალოცად გქონია საქმე smile.gif

Posted by: gzaabneuli 29 Apr 2021, 19:09
takotatuli1989
15 წლის და 4 ინ ვიტროს მერე არარეალური მგონია ბუნებრივი ორსულობა, არაფერი არ გამიკეთებია, 40 თეთრიანი ტეატი გავიკეთე, 3 დღე გადამიცდა

Posted by: nefertiti987 29 Apr 2021, 19:11
gzaabneuli
ხვალ დილითაც გადაამოწმეთ,მგონი უნდა მოგილოცოთ <3 აუ რა ხელზე გავხსენი თემა biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 29 Apr 2021, 19:13
gzaabneuli
მამა ჩეკის ტესტი იყიდე (პსპ-ში აქვთ) რამდენიმე და გადაიმოწმე, ხვალ თუ უფრო გამუქდა ან ისევ დაინახე გაიქეცი ხეგეზე და აქ არ დაგავიწყდეს დაწერააააააააააა! ბევრი წყალი არ დალიო ეხლა საღამოს. ისედაც რომ მოგინდება მოშარდვა საღამოსაც შეამოწმე დილამდე რა მოითმენს smile.gif))

Posted by: marimmariami 29 Apr 2021, 19:18
tatamais209
პროგეატერონია იგივე გელია ვაგინალური. ვაგზალზე შედარებით იაფად იყო და ჯიპისიში 190 ღირს 1 კვირის sad.gif ძაან გავიყიდები. ხვალ და ზეგ ვმუშაობ და მეეჭვება გამოვიდეს ეგ ამბავი.

Posted by: gzaabneuli 29 Apr 2021, 19:29
6 წლის გოგო მყავს და გაგიჟდება სიხარულისგან მართლა რომ ორსულად ვიყო

Posted by: marimmariami 29 Apr 2021, 19:32
gzaabneuli
თუ რაიმე წამალი არ მიგიღიათ, ტყუილად არ აინთებოდა ❤️ ასე რომ მოსალოცად გაქვთ საქმე ❤️

Posted by: Anna-Mari 29 Apr 2021, 19:38


გოგოებო როგორ ხართ, აუუ აქაც ვიკითხავ რააა, იქნებ დამეხმაროთ? პროგი სულ მქონდა დაბალი, წინა თვესაც რომ გავიკეთე 9 მქონდა და ზედა ზღვარი იყო 25, ეხლა გავიკეთე და 46 მომივიდა რეაფემი 200 დამინიშნა ექიმმა ამ თვეში დილა-საღამოს, ყვითელი სხეული დამხვდა 15მმ მე-20 დღეს და რა შეიძლება იყოს და ძალიან მაღალი რომ არის რისი ბრალი შეიძლება იყოს? ძალიან შევშინდი. თან ესე უცებ შევწვიტო შეიძლება? და რომ გავაგრძელო მიღება უფრო არ აიწიოს, ექიმს ვერ ვუკავშირდები და იქნებ დამეხმაროთ


* * *
ამ თვეში დიდი იმედი კი არ მაქვს, უბრალოდ რახან იყო ყვითელი სხეული მაონც ვცადოთო ექიმმა და ეხლა ეს რომ დამხვდა შევშინდი

Posted by: Teona133 29 Apr 2021, 21:09
tatamais209
გილოცავვვ რა მაგარი ამბავია ძალიან გამიხარდა. გამახსენეთ ვისთან გაიკეთეთ?

Posted by: tatamais209 29 Apr 2021, 22:20
marimmariami
მე ლუტინუსის აბს ვიკეთებ ვაგინალურად და კუნთში პროგესტანს ვიკეთებ იქნებ შეგიცვალოს თორე დიდი ხანი მოგიწევს და მართლა გაიყიდები
* * *
compte.paris75
მადლობა ❤️❤️
* * *
Teona133
მადლობა ❤️ თურქეთში გავიკეთე მე მაგრამ თათიას პაციენტი ვარ.თათიამ გამიშვა

Posted by: nk2009 29 Apr 2021, 23:50
გამარჯობა გოგონებო,

ჩამომივიდა ფემიბიონ 1 , 2 კოლოფი მიწევს გავყიდო რადგან აღარ მესაჭიროება და იქნებ ვინმეს უნდოდეს, ამაზონზე 40$ ერთის ფასი და 100-100 ლარად მივცემდი, დამატებით საჩუქრად ტერჟინანის 5 სანთელს მოვაყოლებ smile.gif



https://www.amazon.com/FEMIBION-Pregnancy-Germany-Distribution-Language/dp/B08X1GRM4B/ref=sr_1_2?crid=35WA1E17ZVNWT&dchild=1&keywords=femibion+1&qid=1619725609&sprefix=femibion%2Caps%2C290&sr=8-2

Posted by: compte.paris75 30 Apr 2021, 00:20
QUOTE (nefertiti987 @ 29 Apr 2021, 18:30 )
compte.paris75
ამჯერად ექიმიც ასე ამბობს,მილებს არ ვაბრალებო,მაგრამ ზუსტად მახსოვს,ამოღებას მაგ მიზეზით მირჩევდა ყველა რეპროდუქტოლოგი. 137 პირველი ხეგე დაბალია? მე არ მეგონა ეგრე. თუ ემბრიონების პრობლემა იყო,შანსი რამდენად დიდია,რომ იგივე სტიმულაციით მიღებულმა სხვა ემბრიონებმა გაამართლონ? 
* * *
ჭკვიანი გოგო ხარ და პროგესტერონი რომ არ ჩამიბარებია,სწორი იყო ნეტა? ნატურალური ციკლიაო და არ არის საჭიროო, პუნქციის ყვითელი სხეული ისევ არ იყო გაწოვილი, პროგის ნემსი პირველი ხეგეს დღიდან დამაწყებინა და მაღალი პროგესტერონიც ხომ არ იწვევს ნეტა მოშლას?

როგორც მახსოვს 5 დღიანები გადაიტანე და გადატანიდან 12-ე დღეს ხეგე იყო 137 ხო?
აი ეს ხეგეების ცხრილი.
ემბრიონის ასაკი გამოდის 5+12 ანუ 17 დღის ორსულზე საშუალო მაჩვენებელია 350.
მე კი ასე ვითვლი მაგრამ შეიძლება ვცდები, სხვა გოგოებიც დაწერენ. გაყინული ემბრიონები მასეა ხოლმე თავიდან ცოტა ზარმაცობენ.

user posted image
* * *
კი კი აბსოლუტურად შესაძლებელია. ერთი ციკლიდან მიღებული ემბრიონები ზოგი გამოდის ზოგი - არა.
* * *
აი მაღალ პროგზე არ ვიცი. არავის გაუმახვილებია ყურადღება. ყველას უნიშნავენ გადატანის მერე.
* * *
QUOTE (marimmariami @ 29 Apr 2021, 17:32 )
გოგოებო თუ იცით კრაინონის სხვა მსგავსი გელით ჩანაცვლება შემიძლია? რა თქმა უნდა ექიმს ვკითხავ, მაგრამ თუ ხდება ასე შეცვლა წამლის  ხეგემდე მაინტერესებს

გელი არადა და ესენი არის მსგავსი:

ვაგინალურად - ლუთეინა, პროგის სანთლები.

დასალევად - დუფასტონი, პროგესტერონის სანთლები (ზოგი სვამს)

ნემსები - ზეთოვანი პროგესტერონი

Posted by: nefertiti987 30 Apr 2021, 09:06
compte.paris75
მადლობა,რა დაუზარელი ხარ. 70-1330 რომ წერია გასწვრივ ეგ რაღაა?

Posted by: Anaani1234 30 Apr 2021, 10:34
nefertiti987
ქეთიმ მე გამაკეთებინა პროგი 13 დღეს, წინათვეშპი რომ უნდა გადამატანა და 0.279 იყო და კარგიაო. დაბალი უნდა იყოსო მაგ დროისთვისო და მერე დამინიშნავდა ალბათ პროგის წამლებს რო გაგვეგრძელებინა გადატანისთვის მზადება, მოკლედ გადატანამდე არ უნდა იყოს მაღალი და მერე წამლებს რო დაგინიშნავენ თავისთავად მაღალი იქნება. ანუ შენ საერთოდ არაფეეს არ იკეთებდო ანც სანთელს და არც ნემსს პროგესტერონს? მხოლოდ ხეგეს მერე დაგიმატა?

Posted by: compte.paris75 30 Apr 2021, 10:42
QUOTE (nefertiti987 @ 30 Apr 2021, 09:06 )
compte.paris75
მადლობა,რა დაუზარელი ხარ. 70-1330 რომ წერია გასწვრივ ეგ რაღაა?

ვითომ მინიმალური და მაქსიმალური მაგრამ მე მინიმალურის გაგონება არ მომწონს ხოლმე. ეხლა 17 დღიანი ემბრიონი რომ 70 ხეგეს აჩვენებს, ასე ჩამორჩენილი, ის ემბრიონი რანაირი განვითარდება. მასე მივდიოდი მე მინიმალურებით და ჩამორჩენებით, 7 კვირამდე მაწვალა და ჩამოიშალა მერე.

Posted by: tatamais209 30 Apr 2021, 12:02
გოგოებო იცით რა მაინტრესებს? გადატანის დღე არ ითვლება? ვერ გავიგე 19 ში გადამიტანეს და დღეს მერამდენე დღე მაქვს 12 თუ 11? მინდა გავიგო ხგ ამ დეეებზე გუშინ რომ მქონდა 217 რას ნიშნავს ნორმალურია თუ კარგია?

Posted by: Liza12 30 Apr 2021, 12:18
tatamais209
იდეალურია შენი ხეგე .მოეშვი და დატკბიი .

Posted by: compte.paris75 30 Apr 2021, 12:23
tatamais209
ფრეში თუა გადატანის დღე არ ითვლება. რამდენდღიანი გადაგიტანეს? გაყინული თუ ფრეში?

Posted by: tatamais209 30 Apr 2021, 13:34
Liza12
ეხლა იმაზე ვნერვიულობ რომ არ დაიკლოს.ღმერთო ეს პირველი კრიზისული პერიოდი გადამატანინე და მგონი აღარ მოვკვდები ☺️
* * *
compte.paris75
გაყინული გადამიტანეს 5 დღიანი

Posted by: marimmariami 30 Apr 2021, 14:02
tatamais209
მოეშვი ნერვიულობას და დატკბი ამ საოცარი სიახლით ❤️

Posted by: nefertiti987 30 Apr 2021, 14:18
Anaani1234
კი სანთელს ლუთეინას ვიკეთებდი გადატანის დღიდან და პროგის ნემსი პირველი ხეგეს დღიდან დამაწყებინა, მე პირიქით ვფიქრობ მაღალი მექნებოდათქო,წინა თვეში მაღალი მქონდა და ყვითელი სხეულიც კიდე რომ არაა გაწოვილი

Posted by: compte.paris75 30 Apr 2021, 14:39
QUOTE (tatamais209 @ 30 Apr 2021, 12:02 )
გოგოებო იცით რა მაინტრესებს? გადატანის დღე არ ითვლება? ვერ გავიგე 19 ში გადამიტანეს და დღეს მერამდენე დღე მაქვს 12 თუ 11? მინდა გავიგო ხგ ამ დეეებზე გუშინ რომ მქონდა 217 რას ნიშნავს ნორმალურია თუ კარგია?

დღეს 12 დღეა. გუშინ იყო 11. ზუსტად ჯდები ნორმაში. ხვალ ზუსტად იმ საათზე უნდა გაიმეორო ხეგე რაც გუშინ. და მინიმუმ ორჯერ უნდა იყოს გაორმაგებული.
დღეს შენ ხარ 4 კვირის და 3 დღის ორსული.

Posted by: marimmariami 30 Apr 2021, 15:02
გოგოებო კრაინონი ვისაც გამოგიყენებიათ, ალბათ იცით რომ ცოტა გვიან გამოდის და ოდნავ მუქი შეფერილობა აქვს. დღეს ძალიან ყავისფერი იყო, ვერ ვიგებ სისხლის გამო თუ თვითონ იღებს ასეთ ფერს წამალი. ცოტა გაურკვევლობაში ვარ

Posted by: Anaani1234 30 Apr 2021, 15:02
nefertiti987
ყვითელი სხეულის ცისტები არამგონია მოქმედებდეს პროგზწ, იმიტო რო ზუსტად იმ დღეს როცა ანალიზი ავიღე ეხოზე მრავლობითი ყვითელი სხეულის ცსიტები დამიწერა ხეცურიანმა, არც ჩემთან იყო გაწოვილი, პროგი მაინც 0.279 მქონდა. ესეიგი ყვითელი სხეულია ცისტებით ვერ იმსჯელებ. და პროგი მაღალი უნდა იყოს წესით ორსულობა როცა დადგება, მე პირიქით გამიგია რო არ მოიშალოს თუ გამონადენი ან რამე არის პროგს უმატებენ დოზას. ამიტო რავიცი პირიქით დაბალი ხო არ გქონდა, ჩემი არაპროფესიონალის სუბიექტური აზრია რა თქმა უნდა biggrin.gif

Posted by: Liza12 30 Apr 2021, 15:05
marimmariami
არა თვითონ ვერ მიიღებს მასეთ ფერს ან იმპალანტაციის ძველი სისხლია ან პროგის ნაკლებობა.შენთანაც კაი ამბავიაა 100% .აბა გაიკეთე ხეგეე

Posted by: marimmariami 30 Apr 2021, 15:10
Liza12
ძაან ცოტა იყო, პროგის ნაკლებობა მეეჭვება გადატანის წინა დღეს 26 მქონსა და იმის მერე წამლები არ შემიწყვეტია, პირიქით. აი წინაზე წელის ტკივილებია გამო ვეჭვობდი პროგის ნაკლებობაზე და ახლა იმიტო შევიმოწმე.

Posted by: Liza12 30 Apr 2021, 15:19
marimmariami
დაუკვირდი თუ მოგემატა დაურეკე ექიმს. მარა ალბათ იმპლანტაციისარის. ყავისფერი სისხლია ოღონდ ძველი.

Posted by: marimmariami 30 Apr 2021, 15:28
Liza12
ვაიმე გავგიჟდები მართლა თუ ეგრეა.

Posted by: Liza12 30 Apr 2021, 16:18
marimmariami
ტესტს არიკეთებ ? დილით გაიკეთე

Posted by: marimmariami 30 Apr 2021, 16:37
Liza12
ძაან იმედს მიცრუებს ტესტები ყოველთვის და ხეგე გავიკეთო ამჯერად მირჩევნია.

Posted by: tatamais209 30 Apr 2021, 18:05
marimmariami
დღეს რომ გავიღვიძე მეგონა რომ მომეჩვენა,თავი სიზმარში მგონია კი ვერ ვიაზრევ რომ ჩემს თავს ხდება ეს ყველაფერი ☺️❤️
* * *
compte.paris75
ჩემს ექიმს რომ არ უთქვამს რომ ხვალე უნდა გავიმეორო პირდაპირ 6ში დამიბარა
* * *
marimmariami
ეგ გამონადენი მქონდა მეც ზუსტად ორი დღე და კარგის ნიშანიაო მე ესე მითხრეს და ნუ ნერვიულობ ❤️❤️

Posted by: marimmariami 30 Apr 2021, 18:54
tatamais209
სისხლდენა არ მაქვს, ძველი სისხლის მსგავსი გამონადენივით შევამჩნიე დღეს ერთჯერადად , ისიც მცირე რაოდენობა ძალიან.

Posted by: tatamais209 30 Apr 2021, 18:59
marimmariami
ნუ ნერვიულობ რაა ეგ იქნება მიმაგრების გამო.მე ზუსტად არ ვიცი ტერმინოლოგიურად როგორ გითხრა მაგრამ სანერვიულო არაფერი არ გაქვს ❤️ ამდენ ნერვიულობას გაიკეთე რაა ხეგე ან ტესტი რომ დამშვიდდე

Posted by: marimmariami 1 May 2021, 23:18
გოგოებო 722 არის ჩემი ხეგე. არ მჯერა და შოკში ვარ

Posted by: Liza12 1 May 2021, 23:48
marimmariami
რამაგარიააააა. გილოცავ გილოცაააავ

Posted by: takotatuli1989 2 May 2021, 00:48
marimmariami
გილოცააავ! უმაგრესი ამბავია მართლა <3 ისეთი ხეგე გაქ რამდენიმე დღეში გამოჩნდება წერტილი <3

Posted by: Anaani1234 2 May 2021, 02:20
marimmariami
აუუ ❤❤❤ რა მაგარია ❤ გილოცაავ ❤ ორი ხო გადაიტანე იქნებ ტყუპია, ისეთი ხეგეა ❤

Posted by: marimmariami 2 May 2021, 08:11
ქრისტე აღსდგა.მრავალს დაესწარით ❤️დიდი მადლობა გოგოებო❤️ ჯერ ვერ ვიჯერებ დილით გამეღვიძა და სიზმარი მეგონა მეილი შევამოწმე, რომ პასუხი მენახა თავიდან :დ

Posted by: nefertiti987 2 May 2021, 09:56
marimmariami
გილოცაააავ,რა მაგარი გოგოები ხართ!

Posted by: tatamais209 2 May 2021, 10:07
marimmariami
გილოცავ რა მაგარიააა
* * *
გოგოებო ქრისტე აღდგა გილოცავთ ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს.ამ წელში ყველა ვაღწევთ ჩვენს საოცნებო მიზანს ❤️❤️
* * *
გოგოებო ძალიან ვნერვიულობ კახეთში წამოვედი და ეს ორი დღეა ცოტა მეტი ვიარე და ეხლა შიშებმა ამიტანა ხომ არ მომეშლებოდა მეთქი.ისე ვდარდობ მოსვენება დამეკარგა მთელი ღამე არ მძინებია არ ვიცი რა გამაძლებინებს 6 მდე. ან აქ სად გავიკეთო ანალიზი ეგეც არ ვიცი.ავერსის კლინიკა სანდოა? ეხლა ისე ემოციებში გული ვეღარ მითმენს. ძირითადად სადაც მივედი კი ვზივარ მაგრამ მაინც ავნერვიულდი აუცილებელია რომ სულ ვიწვე? უკვე ყველა ნაბიჯის გადადგმაზე სინდისი მქენჯნის

Posted by: nefertiti987 2 May 2021, 10:49
tatamais209
არაფერს არ დაუშავებდი მაგით,ნუ ღელავ. ეცადე წელი არ დაგეღალოს და ავერსში კარგად კეთდება ანალიზი,როგორც ვიცი.მე ერთ დღეს მომიწია საბახტარაშვილშიც და ავერსშიც აღება და ერთნაირი პასუხი მოვიდა

Posted by: tatamais209 2 May 2021, 11:11
nefertiti987
დავრეკე და დაკეტილია 4 მდე.ნეტა ეხლა ჩემი ხეგე რამდენი უნდა იყოს.თუ სიტყვაზე რაიმე ცუდია ხომ უნდა მქონდეს სიმპტომი ან სისხლდენა ან რამე? ძალიან ბევრ კითხვებს ვსვავ მაგრამ საერთოდ ვერ ვერკვევი ვერაფერში და ექიმს კიდე ვერ ვურეკავ ყველა კითხვაზე.თან ისეთი ემოციური ვარ.ზოგადად წელი მე ისედაც სუსტი მაქვს ფეხზე დიდი ხანი ვერც ვდგავარ ხოლმე და ფაიმე განსაკუთრებული არ გამიკეთებია თუ არ ჩავთვლით იმას რომ ცოდა მეტი ვიმოძრავე

Posted by: nefertiti987 2 May 2021, 11:13
tatamais209
წოლითი რეჟიმი საჭირო რომ ყოფილიყო,გეტყოდა ექიმი. ყველა ჩვეულებრივ ცხოვრობს მაგ დროს და მოეშვი,მართლა არ გაქვს სანერვიულო. ჩვეულებრივი ტესტი გაიკეთე და დაიმშვიდებ გულს,რომ აბრდღვიალდება მუქად

Posted by: marimmariami 2 May 2021, 11:19
nefertiti987
მადლობა ❤️

Posted by: tatamais209 2 May 2021, 11:20
nefertiti987
რა ვიცი მითხრა რო არსად არ იაროვო მაგრამ ეგ პირველადაც მასე მეუბნებოდა და ესე 24 საათი როგორც ვიწვე ხო გავგიჟდები თან სახლში მარტო მიწევდა დარჩენა და წამოვედი მაგიტომ.მარტოობას მერჩია წამოვსულიყავი

Posted by: marimmariami 2 May 2021, 11:21
tatamais209
❤️ ახლა მესმის შენი , რომ ღელავდი ყველაფერზე. წუხელ მარჯვენა მხარეს მჩხვლეტდა და დავიწყე ნერვიულობა გარე ორსულობაზე, მერე ავიყვანე ძლივს თავი ხელში :დ

Posted by: tatamais209 2 May 2021, 11:39
marimmariami
ტესტი გავიკეთო? ძაან მეშინია რომ აფ გაასითლოს ალბათ არ ვიცი რა მომივა
* * *
user posted image
აბა გოგოებო ხომ ორი ხაზია თუ მეჩვენება?

Posted by: nefertiti987 2 May 2021, 12:15
tatamais209
ორივეა და მკვეთრია,სანერვიულო არაფერი გაქვს

Posted by: tatamais209 2 May 2021, 12:38
nefertiti987
❤️❤️ მადლობა გამხნევებუსთვის

Posted by: xalati 2 May 2021, 13:02
marimmariami
გილოცავ !!!

tatamais209
ნუ ნერვიულობ ! წოლა არაფრით არ არის საჭირო, პირიქით, უნდა იცხოვრო ჩვეულებრივად, წოლა უარესია (სისხლის მიმოქცევა ცუდია საშვილოსნოში წოლისას). ორსულად ხარ და არა ავად <3
მოეშვი და იცხოვრე smile.gif

Posted by: marimmariami 2 May 2021, 13:07
tatamais209
ნუ ღელავ , ექიმს რომ დავურეკე წამლებიგააგრძელეო, სხვა არანაირი შეზღუდვა არ უთქვამს. ასე რომ ტყუილად ღელავ. სულ წოლა და უმოქმედობა უფრო ცუდია.

Posted by: tatamais209 2 May 2021, 13:14
xalati
ძალიან დიდი მადლობა თქვენი სათითაო სიტყვა ძალიან მამხნევებს ❤️❤️
* * *
marimmariami
ვაიმე რა მაგარია მე კიდე რამდენჯერაც გარეთ გავედი ინფენჯერ გული მისკდებოდა ❤️❤️

Posted by: ნინო333 3 May 2021, 01:32
აქ რომ შემოვდივარ იმედი მეძლევა და დანებება აღარ მინდა,როცა მგონია ვეღარ ვცდი და ყველაფრის იმედი გადამეწურება,მაშინ აქ შემოსულს მხვდება ისეთი რაღაც, რაც მაიძულებს კიდევ ვცადო იმდენჯერ,სანამ არ გამოვა. მიხარია დადებითი ხეგეები, გილოცათ გოგოებო და ბედნიერ 9 თვეს გისურვებთ ❤

Posted by: ქეთო0104 3 May 2021, 11:37
tatamais209
marimmariami
რა მაგარია გოგოებო გილოცაავთ რა კარგი ამბებია

Posted by: tatamais209 3 May 2021, 15:08
ქეთო0104
მადლობა,მართლად კარგ ხელზე გაიხსნა ახალი თემა და სულ ასეთი ამბები გაგვეგოს ყველასგან ❤️❤️

Posted by: marimmariami 3 May 2021, 17:00
ქეთო0104
მადლობა. მალე ყველასთან მოსულიყოს ეს სიხარული ❤️
* * *
გოგოებო ედსი იმატებს ორსულებში?

Posted by: Liza12 3 May 2021, 22:15
marimmariami
კი იმატებს.არშეგეშინდეს

Posted by: marimmariami 3 May 2021, 22:27
Liza12
მადლობა პასუხისთვის. 39 მომივიდა პასუხი და შევშინდი.

Posted by: Liza12 3 May 2021, 23:13
marimmariami
მეც მომატებული მქონდა 30 მდე. სხვა ყველაფერი ხომ ნორმაა? რომელ ლაბორატორიაში გაიკეთე ? სხვათაშორის ბეთანელთან ჰემაში 30 მდე მქონდაა ედსი და ჰერაში 10 . არვიცი რატომ წესით ორივე სანდოა

Posted by: marimmariami 4 May 2021, 06:54
Liza12
მეგალაბში. სისხლის ანალიზში ყველაფერი ნორმაა, ედსის გარდა. კოაგულოგრამაც , ც რეაქტიულიც, პროგესტერონიც. ხეგეც გავიკეთე 1880ია. დღეს მივდივარ ექიმთან და თუ მეტყვის თავიდან გავიკეთებ. წესით ერითტოციტებიც მომატებული ხომ უნდა ყოფილიყო თუ სხვა მიზეზით მოიმატა ედსის მქჩვენებლმა?

Posted by: Liza12 4 May 2021, 09:52
marimmariami
ხო მეგალაბმააც იცის ცოტა ზედმეტად მომატებული ან დაკლებული პასუხები. სხვაობას მაძლევს ინვიტროს და მეგალაბის პასუხები მარა დიდს არა. ორსულობის გამო იქნება თუ სხვა ყველაფერი წესრიგშია

Posted by: klubnika 4 May 2021, 10:07
marimmariami
tatamais209
ეეე რა ხდება აქ
რა გამომრჩა ?

Posted by: marimmariami 4 May 2021, 10:51
klubnika
კარგი ამბებია ❤️

Posted by: adeline 4 May 2021, 10:57
marimmariami
ედს-ის მომატება ორსულობაში სრულიად ბუნებრივია.

Posted by: nefertiti987 4 May 2021, 14:14
გოგოებო,ყველა სტრესთან ერთად კოვიდიც დამემართა. 38,7 მდე სიცხით,ხველით და თავის და კუნთების ტკივილით. ახლა მოვრჩი ციკლს და ანუ შემდეგ ციკლზეც ვეღარ მექნება გადატანა? ძალიან დავიღალე და თქვენც დაგღალეთ წუწუნით sad.gif

Posted by: marimmariami 4 May 2021, 14:53
nefertiti987
ერთი მხრივ კარგიც კია , მოშორებული გექნება. ამ მხრიდან შეხედე.

Posted by: nefertiti987 4 May 2021, 15:10
marimmariami
ჩემს ქმარს არ აქვს და 3 თვის მერე მაინც უნდა მეშინოდეს მგონი.
შემდეგ ციკლში გადატანა რისკია ნეტა?

Posted by: marimmariami 4 May 2021, 15:24
Liza12
ექიმმაც მითხრა მაღალია ხეგე და შევადაროთო, გავიკეთე მაგათ ლაბორატორიაში, მაგრამ ვენები ისე დამიჩიჩქნა იმ ქალმა გული წამივიდა და ორსულობას დააბრალა მერე.
* * *
nefertiti987
ალბათ ანალიზების მიხედვით ექიმი გადაწყვეტს. არამგონია ჯერ რამე კვლევა არსებობდეს ან გაიდლაინი კოვიდშემდგომი ინვიტრო პაციენტებისთვის.

Posted by: nefertiti987 4 May 2021, 15:31
თქვენ გადატანილი გაქვთ? ორსულ მარიამს და თამთას? <3

Posted by: marimmariami 4 May 2021, 15:34
nefertiti987
მე არა და ძალიან ვფრთხილობ.

Posted by: nefertiti987 4 May 2021, 15:51
marimmariami
ძალიან ბევრს დაუდასტურდა იმხელა რიგში ვიდექი და მართლა ძალიან ფრთხილად იყავით <3

Posted by: Anna-Mari 4 May 2021, 15:58
გოგოებო როგორ ხართ, მოკლედ ამ ციკლიდან შემოგიერთდებით, მეც საფუძვლიანად გადავწყვიტე ინვიტრო, უკვე დრო აღარ მინდა დავკარგო, 2 წელი საკმარისი დრო იყო ლოდინისთვის, თან ანტიმიულერიც დაბალი მაქვს და მაგიტომ.
იცით რა მაინტერესებდ ა რა მაშნებს, როგორც წესი ფოლიკები სულ მოდის (სტიმულაციის აგრეშე) და თავისით სკდება ნორმალურად,მაგრამ მაინც ვერ დგება ბუნებრივად ორსულობა (ქმარს იდეალური ანალიზები აქვს), მე მეშინია თუ არ დგება ასეთ დროს ფოლიკის დაბალ ხარისხზე უნდა მეფიქრებოდეს და ეშინოდეს? და თუ ეს ასეა მაშნ გამოდის ინვიტროს დროსაც დაბალი შანსი მაქვს ძალიან? sad.gif ისე ანტრალურები ჩანდა კარგად რომ ვნახე ეხლა 6 ერთ მხარეს და 3 მეორე მხარეს და კარგიაო ექიმმა. მაგრამ ეს ხარისხი ძალიან მაშინებს და მანერვიულებს, და კიდევ როგორც გამოუცდელს მაინტერესებს, ღმერთმა ქნას და გამოვიდეს კარგი ფოლიკები და გადავიტანეთ თუ სხვა პრობლემა არ აქვს ორგანიზმს ამ დროს შანსი როგრო მაქვს ნეტავი, არც ენტომეტრიუმის პრობლემა მაქვს და არც სხვა, ანუ ყველაფერი წესრიგში მაქვს, გამოკვლეული მაქვს ყველაფერი.

Posted by: ninunin 4 May 2021, 16:04
Anna-Mari
კვერცხუჯრედის ხარისხის გასაუმჯობესებელს არაფერს არ სვამ? არ დაგინიშნათ ექიმაა?

Posted by: tatamais209 4 May 2021, 16:07
nefertiti987
არა მე არ მაქვს გადატანილი
* * *
klubnika
კარგი ამბებია ორით მეტი ორსული ვართ უკვე ☺️❤️

Posted by: marimmariami 4 May 2021, 16:13
tatamais209
ხომ არ ყოფილხარ ექიმთან ?

Posted by: tatamais209 4 May 2021, 16:23
marimmariami
6 მაისს დამიბარა და ისე ვნერვიულობ ვკვდები.იმ პირველი ხეგეს მერე არაფერი არ გამიკეთებია არ უთქვამს და მგონია რომ ხომ არ მომეშალა მეთქი.გუშინ ორჯერ გავიკეთე ტესტი და მეორე ხაზი კი იყო გული დავიმშვიდე.ხეგეს გაკეთების მეშინია სულ იმას ვფიქრობ რომ ხომ არ დაიკლო მეთქი.არ ვიცი ძაან პანიკაში ვარ

Posted by: Anna-Mari 4 May 2021, 17:14
ninunin
მეორე თვეა პროფერტილს ვიღებ, სხვას არაფერს.

Posted by: ninunin 4 May 2021, 17:18
Anna-Mari
ხო ესე იგი იღებ, სხვა არც არაფერი, ხარსხზე რომ წერდი ამიტომ გკითხე კარგად აუმჯობესებს ეგენი

Posted by: marimmariami 4 May 2021, 17:50
tatamais209
ნუ ნერვიულობ, მეც ეგრე ვიყავი მეორედ რომ გავიკეთე. ახლა ყველაზე მეტად სიმავიდე გვჭირდება ❤️ მე 17ში დამიბარა ექსოსკოპიაზე პირდაპირ. დღეს უბრალოდ ანალიზები ნახა.

Posted by: Anaani1234 4 May 2021, 19:40
გოგოებო ეხლა გადატანისთვის ვსვამ.მხოლოდ ესტროფემს 2 ცალს, მე9 დღეს ვიყავი დღეს მისული და ენდომეტრიუმი ყველაფერი მოეწონა კარგიაო.16მმ იყო დომინანტი ფოლიკული და ზეგ დამიბარეს კიდე თუ იქნა მზად გავხეთქოთო ოვიტრელით და ეს ვეღარ მივხვდი ბუნებრივ ციკლში გადატანა გამოდის? ესე გაგიკეთებიათ ვინმეს? წინა თვეში რო ვემზადებოდი გადასატანად მაშინ არ უთქვამთ დომინანტ ფოლიკულზე არაფერი, და მაშინაც ესტროფემს ვსვამდი და პლუს დივიგელს და ვეღარ გავიგე რომელიმემ დათრგუნა მაშინ დომინანტი??

Posted by: marimmariami 4 May 2021, 21:16
Anaani1234
ესტროფემს როცა ვსვამდი მე არ მქონია ოვულაცია.

Posted by: Taia12 4 May 2021, 23:37
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ყველას გისურვებთ დადებით პასუხებს!

Posted by: marimmariami 5 May 2021, 10:43
გოგოებო ხეგე ვისაც სხვადასხვა ლაბორატორიებში ჩაგიბარებიათ დიდი სხვაობა გქონიათ?

Posted by: Anaani1234 5 May 2021, 11:04
marimmariami
რამდენი მოგივიდა პასუხი რამდენია სხვაობა? ისეთი ხეგე დაწერე ბოლოს სანერვიულო აღარ უნდა გქონდეს ❤
* * *
გოგოებო ესტროფემს ხო არ ყიდით ვინმე ??

Posted by: nefertiti987 5 May 2021, 11:07
marimmariami
ავერსიდან 18,საბახტარაშვილიდან 16 მოვიდა მესამე ხეგე ,ერთ დღეს აღებული იყო ორივეგან.ანუ დიდი სხვაობა არ ყოფილა

Posted by: marimmariami 5 May 2021, 11:33
ბოლოს მეგალაბში 1880 მქონდა , ახლა მითხრა ათას რაღაც იყოო ზუსტად არ მახოსვ და ვნახავო , მაგრამ ცრუ განგაში ყოფილა :დ სამიათას რაღაც არისო რომ დამირეკა ვერ დავიმახსოვრე ისეთ შოკში ჩავვარდი.ამხელა ხეგეზე წესით ხომ მალე უნდა გამოჩნდეს ექოსკოპიაზე? 17 დამიბარა ექიმმა და ვერ ვითმენ :დ

Posted by: takotatuli1989 5 May 2021, 11:37
marimmariami
ეხოზე კი არა იმხელა ხეგე გაქვს უკვე პილიონკებს უნდა იმარაგებდე biggrin.gif ძაან დიდი ეჭვი მაქვს ორი ბარტყია biggrin.gif

Posted by: Baia4 5 May 2021, 11:42
Anaani1234
მე მაქვს ესტროფემი ერთი მთლიანი და მეორე ნახევარი დარჩენილი.

Posted by: marimmariami 5 May 2021, 11:51
takotatuli1989
biggrin.gif რომ დამირეკა ექიმის ასისტენტმა ეგ მითხრა ტყუპებს ელოდეო

Posted by: Anaani1234 5 May 2021, 11:56
marimmariami
17 ძაან გვიანია მართა, ამხელა ხეგეზე უკვე გამოჩნდება 2 წერტილი დარწმუნებული ვარ ❤ 17მდე რას ამბოვ 2 კვირაა biggrin.gif
Baia4
პირადში მოგწერ ❤

Posted by: marimmariami 5 May 2021, 12:02
Anaani1234
დავურეკავ აუცილებლად. რამე პრობლემა რომ იყოს ან გარე ორსულობა ასე არ გაიზრდებოდა ხომ ხეგე ? ყველაფერზე ვფიქრობ მაინც :დ თავი გამისკდება ფიქრისგან

Posted by: Anaani1234 5 May 2021, 12:04
marimmariami
რა გარე ორსულობა biggrin.gif ეგეთებზე ფიქრის მიზეზი შენ არ გაქ biggrin.gif ეხლა იმაზე იფიქრე 2 იქნება თუ 1 biggrin.gif და მალე გაიკეთე ეხო ჩვენც ველოდებით სულმოუთქმელად ❤❤❤

Posted by: compte.paris75 5 May 2021, 12:39
marimmariami
2500 ზე ჩანს ეხოზე. გილოცავ ყოჩაღ შენც და შენს წერტილებსაც.

Posted by: marimmariami 5 May 2021, 13:27
compte.paris75
მადლობა ❤️
Anaani1234
უნდა დავურეკო იქნებ 1 კვირით ადრე მაინც დამიბაროს :დ

Posted by: tatamais209 5 May 2021, 13:33
marimmariami
მე ხვალ ვარ პირდაპირ ეხოზე დაბარებული.რაიმე შეგრძნებებუ გაქვს?მე საკვერცხეები მტკივა ყრუდ თითქოს მენსტრუაცია უნდა მოუვიდესო და მუცელიც ისეთი შებერილი მაქვს.უსიამოვნოდ ვარ მგონია რომ მუცელი უნდა გამისკდეს.

Posted by: marimmariami 5 May 2021, 13:38
tatamais209
ძაან იშვიათად მაქვს წიწკნის შეგრძნება. შებერილობა მეც ძალიან მაწუხებს , ასე მგონია ბუშტუკები მაქვს მუცელში. ესპუმიზანი დალიეო ექიმმა მითხრა. რა კარგია ხვალ ნახავ შენ წერტილს ❤️

Posted by: Anna-Mari 5 May 2021, 13:53
marimmariami
რა მაგარია, ისე მიხარია და ისეტი სტიმული ხარ <3 ნუ ნერვიულობ გარეზე მატება ხდება ძალიან ზალიან ნელა, შენი კიდევ გაორმაგებულია და თან საკმაოდ იდი მაჩვენებლით,ა სე რომ ტყუპების მოლოდინი გვქონდეს და შენი ტყუპების წყალი ჩვენც გადმოგვსხმოდეს მალე <3 <3

Posted by: marimmariami 5 May 2021, 13:56
Anna-Mari
მეც როცა ვკითხულობ სხვების წარმატებებს ძალიან მიხარია და დიდ პოზიტივს ვიღებ. აუცილებლად ყველას გეწვევათ ეს სიხარული ❤️

Posted by: Anaani1234 5 May 2021, 14:08
გოგოებო გავიმეორებ კითხვას იქნებ ვინმემ იცით ....
გოგოებო ეხლა გადატანისთვის ვსვამ.მხოლოდ ესტროფემს 2 ცალს, მე9 დღეს ვიყავი დღეს მისული და ენდომეტრიუმი ყველაფერი მოეწონა კარგიაო.16მმ იყო დომინანტი ფოლიკული და ზეგ დამიბარეს კიდე თუ იქნა მზად გავხეთქოთო ოვიტრელით და ეს ვეღარ მივხვდი ბუნებრივ ციკლში გადატანა გამოდის? ესე გაგიკეთებიათ ვინმეს? წინა თვეში რო ვემზადებოდი გადასატანად მაშინ არ უთქვამთ დომინანტ ფოლიკულზე არაფერი, და მაშინაც ესტროფემს ვსვამდი და პლუს დივიგელს და ვეღარ გავიგე რომელიმემ დათრგუნა მაშინ დომინანტი??

Posted by: marimmariami 5 May 2021, 14:21
Anaani1234
ალბათ სანამ თვითონ გასკდება მანამდე გახეთქავს და შემდეგ გექნება გადატანა.

Posted by: Anaani1234 5 May 2021, 14:27
marimmariami
ხო რაღაც ეგრე ალბათ, ვეღარ გავიგე ეა დომინანტი რაღატო გაიზარდა biggrin.gif თან 9დღეს უკვე 16მმ იყო. ექიმს ვკითხე არ უნდა იყოსთქო და კი როგორ არაო და აბა წინა თვეშ8 რატო არ იყო ეგ მაინტერესებს biggrin.gif

Posted by: marimmariami 5 May 2021, 14:30
Anaani1234
ალბათ არ დაემორჩილა ესტროფემს :დდ

Posted by: compte.paris75 5 May 2021, 15:06
Anaani1234
ოვიტრელს იმიტომ აკეთებენ რომ ზუსტად იცოდნენ ოვულაციის დრო. ასე უფრო ზუსტად დაითვლიან გადატანის დროს.

Posted by: Anaani1234 5 May 2021, 15:27
compte.paris75
აა ეხლა გასაგებია, და ოვულაციიდან დაახლოებით რამდენ ხანში ხდება გადატანა?

Posted by: Anna-Mari 5 May 2021, 16:22
Anaani1234
ესტროფემი მე რამდენადაც ვიცი ენდომეტრიუმისთვისაა, მაგას ფოლიკᲘს გაზრდასთან კავშირი არ აქვს. გამოცდილი გოგოები უფრო ზუსტად იტყვიან. მე მგონი ენდომეტროუმს აფუმფულებენ რომ კარგად დახვდეს და მერე რომ გახეთქენ ფოლიკს გადატანაც მაე უნდა იყოს წესით, ეს ჩემი მოკრძალებული აზრით smile.gif ისე ენდომეტრიუმი მე-9 დღეს რამდენი იყო?

Posted by: tatamais209 5 May 2021, 16:32
marimmariami
მე პირველი ხეგეს მერე არც ერთი ხეგე აღარ გამიკეთებია და ისე ვნერვიულობ საერთოდ ცომ არ დაიწია მეთქი.ძალიან პანიკრბში ვარ

Posted by: Anaani1234 5 May 2021, 16:51
Anna-Mari
8.5 იყო სამშრიანი, ენდომეტრიუმის სისქის პრობლემა არ მაქვს, მოიმატებს კიდე, დივიგელიც აღარ დამიმატა თავისით სქელდება. წინა თვეში დივიგელით და ეატროფემით ზედმეტიც კი მოუვიდა :დ
* * *
tatamais209
ისე რატო აღარ გაიკეთე ხეგე განმეორებით? მაინც მშვიდად იქნებოდი ამდენ ნერვიულობას ❤ ტესტს რო იკეთწბ ხო უფრო და უფრო მუქი ხაზია,?

Posted by: marimmariami 5 May 2021, 17:01
tatamais209
ხვალ რომ მიხვალ ექიმთან დამშვიდდები, აი ნახავ. ალბათ არ ჩათვალა ექიმმა საჭიროდ და იმიტომ არ გაგაკეთებინა. მე რასაც ვიკეთებ ანალიზებს უმეტესობას ჩემი სურვილით ვთავქზობ გავიკეთებთქო :დ ახლაც რეზუსი რომ უარყოფითი მაქვს ანტისხეულებზე გავიკეთე. კი მითხრა არაა საჭირო ჯერო მაგრამ ძალიან პანიკიორი ვარ.ასე რომ ტყუილად ღელავ.

Posted by: Anna-Mari 5 May 2021, 17:30
marimmariami
ვინ არის შენი ექიმი, ვისთან გაიკეთე?
* * *
tatamais209
არ ინერვიულო რაა smile.gif როდის გაიკეთე პირევლი და რამდენი გქონდა?

Posted by: marimmariami 5 May 2021, 17:40
Anna-Mari
ნანა კვერნაძე

Posted by: tatamais209 5 May 2021, 17:46
Anna-Mari
პირველი გავიკეთე 29 აპრილს წესით 3 მაისს უნდა გამეკეთებინა 3ში გამომდიოდა ორი კვირა და 29 ში 217 მქონდა ხეგე და ექიმმა რონ დამირეკა პირდაპირ მითხრა 6 ში მოდი ჩემთანო სხვა არაფერი უთქვამს
* * *
Anaani1234
ტესტი გუშინწინ გავიკეთე და ერთი მუქი იყო და მეორე ღია და ამ წუთასაც გავიკეთე და ისევ ისე ორი ხაზი არის მაგრამ ერთი ღიაა მეორე მუქი.ძლივს მოვიყვანე დღევანდელი დღე ერთი სული მაქვს გათენდეს და გავიქცე ექიმთან ალბათ ამაღამ გავათენებ
* * *
user posted image აი ასეა და საგანგაშოა თუ მშვიდად უნდა ვიყო?

Posted by: compte.paris75 5 May 2021, 17:54
QUOTE (Anaani1234 @ 5 May 2021, 15:27 )
compte.paris75
აა ეხლა გასაგებია, და ოვულაციიდან დაახლოებით რამდენ ხანში ხდება გადატანა?

თუ 5 დღიანი ბლასტოა, ოვიტრელიდან 7-8ე დღეს (ოვულაციიდან 5-6 დღეს)

Posted by: Anaani1234 5 May 2021, 18:08
tatamais209
მთავარია 2 ხაზია, ისე სხვადასხვა ტესტი სხვადასხვა სიმუქით აჩვენებს ხოლმე ხაზევს. მშვიდად იყავი ეხლა რაღა დარჩა ხვალამდე. ხვალ მიხვალ და დამშვიდდები ❤

Posted by: compte.paris75 5 May 2021, 18:08
tatamais209
ტესტებით ვერაფერს ვერ გაიგებ, ყველას სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს და თან დილის შარდი უნდა იყოს (4 საათი არაფერი არ უნდა გქონდეს დალეული და ნაჭამი).
სტარტი კარგი გქონდა და იმედიანად იყავი. ხვალ უფრო ზუსტად გეცოდინება.
ხვალ იქნები 5 კვირის და 2 დღის ვადის. ამ ვადაზე ვაგინალური ეხო კეთდება და უნდა გამოჩნდეს მხოლოდ სანაყოფე პარკი. ნაყოფი არ უნდა გამოჩნდეს და არ შეგეშინდეს - ასეც უნდა იყოს. ყვითრი და მასზე მიმაგრებული ნაყოფი გამოჩნდება 6 კვირის რომ იქნები მაშინ.

Posted by: Anaani1234 5 May 2021, 18:10
compte.paris75
კი ბლასტოა, ნუ ალბათ 18 19 დღეს მომიწევს 20ც შეილება. მადლობა დიდი ❤ ისე შენ გაგიკეთებია ესე გადატანა? ნეტა ესე ჯობია თუ ოვულაციია გარეშე, რა სხვაობაა ვეღარ გავიგე sad.gif

Posted by: compte.paris75 5 May 2021, 18:32
QUOTE (Anaani1234 @ 5 May 2021, 18:10 )
compte.paris75
კი ბლასტოა, ნუ ალბათ 18 19 დღეს მომიწევს 20ც შეილება. მადლობა დიდი ❤ ისე შენ გაგიკეთებია ესე გადატანა? ნეტა ესე ჯობია თუ ოვულაციია გარეშე, რა სხვაობაა ვეღარ გავიგე sad.gif

კი სულ მასე ვიკეთებდი. დაგეგმილი ბევრად ჯობია. იმპლანტაციის ფანჯარა არ უნდა გამოეპაროთ თორემ თუ დაიხურა ეს ფანჯარა მერე აღარ მიემაგრება.

Posted by: tatamais209 5 May 2021, 18:35
compte.paris75
დილით ჯერ ხომ არ წავიდე და ხეგეს ანალიზი გავიკეთო და იქიდან მივიდე ექიმთან?თვითონ არ უთქვამს მაგრამ მე მაინც ჩემით რომ წავიდე და გავიკეთო იმას მაინც გავიგებ პროგრესირებადია თუ არა.ეს დღეები ცოტა მეტი ფეხით მოძრაობა მომიწია და ჯდომაც,ძირითადად ვიჯექი ხოლმე და მაგიტომ ვნერვიულობ რამე ხომ არ დამემართებოდა მეთქი. წოლით არ ვიწექი.საკვერცხეები მტკივა ყრუდ და წელი მაწუხებს ოღონდ მთელი დღე არა.მაგას როგორ იგებ რამდენი დღის ორსული ვარ?
* * *
Anaani1234
ხო ეხლა სხვა ტესტი გავიკეთე,მაგრამ მაინც ისე ვნერვიულობ ეს რა საშინელება ყოფილა სულ მინდა რო ვინმეს რამე ვკითხო რომ გული დავიმშვიდო <3

Posted by: compte.paris75 5 May 2021, 18:40
QUOTE (tatamais209 @ 5 May 2021, 18:35 )
compte.paris75
დილით ჯერ ხომ არ წავიდე და ხეგეს ანალიზი გავიკეთო და იქიდან მივიდე ექიმთან?თვითონ არ უთქვამს მაგრამ მე მაინც ჩემით რომ წავიდე და გავიკეთო იმას მაინც გავიგებ პროგრესირებადია თუ არა.ეს დღეები ცოტა მეტი ფეხით მოძრაობა მომიწია და ჯდომაც,ძირითადად ვიჯექი ხოლმე და მაგიტომ ვნერვიულობ რამე ხომ არ დამემართებოდა მეთქი. წოლით არ ვიწექი.საკვერცხეები მტკივა ყრუდ და წელი მაწუხებს ოღონდ მთელი დღე არა.მაგას როგორ იგებ რამდენი დღის ორსული ვარ?

მე რომ ვყოფილიყავი აუცილებლად გავიკეთებდი ჩემი ნერვების სიმშვიდისთვის. მართალია ამ ვადაზე მხოლოდ დაახლოებითი პასუხი მეცოდინებოდა მაგრამ შენი არ იყოს იმას მაინც გავიგებდი როგორ პროგრესირებს.
ფეხით მოძრაობა კი არა სპორტსმენი ქალები ვარჯიშობენ და მარათონებს გარბიან და ისე მიდიან გაჩენამდე, ახლა იმას კი არ გეუბნები ირბინე მეთქი smile.gif მაგრამ ჩვეულებრივად უნდა იცხოვრო. ემბრიონი თუ არის სტრუქტურულად ნორმალური და კარგი ხარისხის იმას შენი სიარულით ვერაფერს დაუშავებ.
ემბრიონის ასაკს უნდა დაუმატო 14 დღე და გამოდის ორსულობის ვადა.

Posted by: tatamais209 5 May 2021, 18:53
compte.paris75
კი მართალი ხარ წავალ და გავიკეთებ რაც იქნება იქნება <3 პასუხი მაინც 2 საათამდე არ იქნება და იქამდე ექიმთანაც მივალ და დამამშვიდებს ალბათ.

Posted by: marimmariami 5 May 2021, 19:25
compte.paris75
6 კვირა გადატანიდან ითვლება თუ ბოლო ციკლის პირველი დღიდან?
* * *
tatamais209
მემგონი ჩემი შეტყობინებები არ მოგდის sad.gif

Posted by: compte.paris75 5 May 2021, 21:28
QUOTE (marimmariami @ 5 May 2021, 19:25 )
compte.paris75
6 კვირა გადატანიდან ითვლება თუ ბოლო ციკლის პირველი დღიდან?

ორსულობის ასაკზე მეკითხები ხო?
როცა ინვიტროა მაშინ ციკლს არ აქვს მნიშვნელობა. არც გადატანის დღეს იმიტომ რომ შეიძლება ორდღიანი გადაიტანო, შეიძლება სამდღიანი, 5 დღიანები ან 6.
ინვიტროს დროს ზუსტად ვიცით ემბიონის დღეები. უნდა აიღო ემბრიონის დღეები იმ მომენტში და უკან მიუმატო 14 დღე.
მაგალითად გადაიტანე 5 დღიანი და დღეს არის გადატანიდან 10-ე დღე გასული. ემბიონი გამოდის 15 დღის და დაუმატებ კიდევ 14 დღეს.

Posted by: marimmariami 5 May 2021, 22:21
compte.paris75
გასაგებია. მადლობა ❤️

Posted by: Marinne 6 May 2021, 03:03
გოგოებო, პროფერტილი ქალი, კოენზიმი, მიკრონი, შედარებით შეღავათიან ფასებში სად არის?

კიდობანში რომ აფთიაქებია მანდ ვიკითხე და ისეთი ცივი უარით გამომისტუმრეს, არ გვაქვს, არც გვქონია არასოდესო... არადა რამოდენიმე ხნის წინ მეგობარმა იყიდა იქ....



ნუ პლუს ამას, მაინტერესებს სხვა რითი შემიძლია შევუწყო ხელი ორგანიზმს. წინა პროტოკოლების დაწყების წინ არ მქონია პრობლემა.
ახლა უნდა დამეწყო და გადავდეთ.
არც ფოლეკულების რაოდენობა იყო ნორმალური, პლუს fsh და პროგესტერონიც მაღალი დამხვდა sad.gif

Posted by: marimmariami 6 May 2021, 10:00
Marinne
ამაზონიდან იწერენ შედარებით შეღავათიან ფასად როგორც ვიცი. სწორი კვება, მსუბუქი ფიზიკური აქტივობა - იოგა მაგალითად , იუთუბზე დევს ძალიან ბევრი ვარჯიში. და გააკეთეთ ყველაფერი რაც განწყობას აგიმაღლებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია დადებითად იყოთ განწყობილი.

Posted by: compte.paris75 6 May 2021, 10:50
Marinne
ვიტამინები ისედაც კარგია. ფსჰ ზე არ ინერვიულო. სულ რომ არაფერი დალიო ისედაც ყოველთვე იცვლება თავისით. შეიძლება შემდეგ ციკლში კარგი დაგხვდეს. ასევე ფოლიკულების რაოდენობა - ხან ცოტაა ხან მეტი. შემდეგ ციკლზე ნახე და როცა კარგი იქნება მაშინ დაიწყე სტიმულაცია. ნუ ნერვების მომშლელია ერთი თვე რომ გადაიდება მაგრამ რას იზამ.

Posted by: tatamais209 6 May 2021, 11:51
ვიყავი ექიმთან და რაღაცას ვხედავო მაგრამ ცოტა ადრე მომივიდა დაბარებაო ჯერ 2 კვირის და 3 დღის გადატანილი მაქვს და შეიძლება ადრე იყო და კარგად ვერ დაინახა? ძალიან ვნერვიულობ ეხლა ველოდები ხეგეს ანალიზის პასუხს.იქნებ მითხრათ ვისაც მსგავსი გამოცდილება გაქვთ.პირველი ხეგე 217 რომ მქონდა და დამიდასტურდა ორსულობა შეიძლება მომშლოდა მუცელი უსიმპტომოდ? ანუ არც გამონადენი მქონია და არც არაფერი მხოლოდ მუცელი მტკივა ისიც ძალიან არა და ამაზე მითხრეს ეგ ბუნებრივიაო. დამშვიდება არ მინდა უბრალოდ მინდა რომ მზად ვიყო ყველაფრისთვის ისედაც ეს ორი კვირა როგორ გავიდა არ ვიცი.ეხლა იმაზე ვნერვიულობ ესე რომ გამომიშვა ექიმმა რამე დამიმალა თუ რა ხდება ვერ ვიგებ

Posted by: marimmariami 6 May 2021, 11:54
tatamais209
არ ინერვიულო, ერთ დღეს გვქონდა გადატანა და მე 17 ში ვარ დაბარებული, ასე რომ სიმართლე გითხრა ექიმმა , ჯერ ადრეა❤️

Posted by: tatamais209 6 May 2021, 11:58
marimmariami
გუშინ იმ ტესტმაც რაღაცნაირად რომ აჩვენა ეხლა ყველაფერს ერთმანეთს ვუკავშირებ და ისე ვნერვიულობ.ხეგეს პასუხი რომ მომივა ალბათ სანამ გავხსნი მოვკვდები

Posted by: marimmariami 6 May 2021, 12:06
tatamais209
ხეგეს რომ ნახავ დამშვიდდები და აღარ იფიქრებ ცუდზე აი ნახავ❤️

Posted by: tatamais209 6 May 2021, 12:07
marimmariami
იმედია მასე იქნება❤️ წესით დღეს რამდენი უნდა მქონდეს ნეტა

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 12:08
tatamais209
რას ქვია ცუდია და დაგიმალა, ვერაფერს ვერ დაგიმალავს ექიმი, რამე ცუდი რო იყოს აუცილებლად გეტყოდა, შეილება მართლაც ადრეა ჯერ ექო, და ეხლა ხეგეს პასუხი მოვა და დარწმუნებული ვარ ძალიან მაღალიც იქნება ❤ არ ინერვიულო ❤

Posted by: tatamais209 6 May 2021, 12:10
Anaani1234
მადლობა გამხნევებისთვის იმედია მასე იქნება ყველაფერი როგორც მეუბნებით ❤️❤️❤️ თორე გიჟს ვგავარ მართლა ვეღარ გავუძლებ

Posted by: marimmariami 6 May 2021, 12:15
tatamais209
მე გუშინ დავურეკე სპეციალურად ჩემს ექიმს რადგან მაღალი ხეგეა იქნებ ადრეც გამოჩნდესთქო და 1 დღით ადრე მოდი მაშინო. შენ ძალიან ადრე იყავი და რა გასაკვირია რომ არ ჩანს. ხეგე დაგამშვიდებს ❤️

Posted by: nefertiti987 6 May 2021, 12:20
tatamais209
ჩემზე ემოციური თუ ვინმე არსებობდა,არ მეგონა smile.gif
ჯერ ძალიან ადრეა ეხოსთვის,ამ ვადაზე ძირითადად გარეს გამოსარიცხად იბარებენ,თორე უმეტეს შემთხვევაში არ ჩანს ხოლმე საშვილოსნოშიც..დასამშვიდებლად არ გეუბნები,მართლა ასეა და დაელოდე ხეგეს პასუხს

Posted by: tatamais209 6 May 2021, 13:23
marimmariami
ხო რა ვიცი თვითონ დამიბარა მე არ მითხოვია 6 ში მოვალ მეთქი და ისეთი იმედიანად ვიყავი.მაგრამ შეიძლება არც არაფერი არაა და ის ტესტიც არ ვარგოდა რადგან პირველზე აშკარად ჩანდა ორი ხაზი და მეორეზე რომ აღარ იყო მაგაზე შევშინდი ნეტა სულ არ გამეკეთებინა
* * *
nefertiti987
ემოციური კი არა ალბათ მე ვარ ზე ემოციური თან ვარ ძალიან სულსწრაფი და მოუთმენელი.ლოდინი ჩემთვის არის ტანჯვა.გეფიცებით ოღონდ ეხლა გადაცრჩე და ხმას აღარ ამოვიღებ და აღარ ვინერვიულებ.ეხო რომ გამიკეთა მითხრა თან სუფთააო არანაირი გამონადენი არ არისო და რა ვიცი იმედია ხეგეც შესაბამისი იქნება ❤️

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 13:25
tatamais209
არ მოვიდა ხეგეს პასუხი?? როდის იქნებაო ? ❤

Posted by: tatamais209 6 May 2021, 13:42
Anaani1234
არა ჯერ მე ციტოში ვიკეთებ და სადღაც 3 საათისკენ მოდის ხოლმე

Posted by: Anna-Mari 6 May 2021, 16:32
გოგოებო ციკლის 22 დღეს პროგი მქონდა 46(ზედა იყო 23) რეაფემს ვიღებსი 200 და ტესტმა მე12 დღეს ვერაფერი მიჩვენა მხოლოდ ბბმ ისიც ისე რომ მე რომ ვაკვირდები თორემ სხვა ვერ ხედავს, ამ მაღალმა პროგმა შემდეგ ციკლში პრობლემა ხომ არ შეიძლება შემიქმნას? ციკლს ველოდები რომ მივიდე, ისე პროგი სულ დაბალი მქონდა ხოლმე და ამ თვეში ასე რომ ავარდა შევშინდი.

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 16:34
Anna-Mari
რეაფემა თუ იღებდი ავიდოდი, რო შეწყვიტან ჩამოვა ისევ. რამდენჯერ იღებდი რეაფემს?

Posted by: Anna-Mari 6 May 2021, 16:34
ძაან დავიძაბე ეხლა, ჯერ მაშინვე ამხელა რომ იყო პროგია და ახლა კიდევ მეშინია შემდეგ ციკლში sad.gif

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 16:35
tatamais209
რა ქენი აბა არ მოვიდა??

Posted by: Anna-Mari 6 May 2021, 16:35
Anaani1234
200იანს ოჯერ დღეში, ადრეც მიმიღია პროგი მარა ასე არ ავარდნილა არასდროს, ამ თვეში ნამეტანი იყო
* * *
ჯერ ვიღებ 12 დღეა და სჯობია გა აჩერო ხო, უბრალოდ ექიმმა ციკლამდე მიიღეო ასე მითხრა და ციკლს შაბათს ველოდები
* * *
ისე ბაზალური 37.3-37.4 მაქვს და ორი დღეა სიცხე ც მაქვს 37-37.1 და შეიძლ3ბა პროგის ბრალი იყოს?

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 16:38
Anna-Mari
რავიცი ექიმს რო კითხო ჯობია, ისე თუ ტესტი არ გიჩვენებს და თან ასე მაღალია მაშინ რაღატო უნდა მიიღო კიდე ამდენი დღე. კითხე ექიმს ალბათ შეგიწყვიტავს

Posted by: tatamais209 6 May 2021, 16:42
Anaani1234
არა ველოდები დამაწყდა ნერვები
* * *
გოგოებო აქ რომელიღაცას გეწერათ 7 კვირაზე ჩამომეშალაო და სისხლიანი გამონადენი გქონდათ თუ მარტო ხეგემ დაიწია?? მაინტერესებს ძალიან იმიტომ რომ მე პირველად რომ ჩამომეშალა დენა დამეწყო და მერე დაიწია ხეგემაც

Posted by: nefertiti987 6 May 2021, 17:03
tatamais209
მე მაგ ვადამდე ვერ მივედი,მაგრამ გამონადენი არ მქონია, ხეგემ ისე დაიწია. ვერ დაგამშვიდებს ეს პასუხი,მაგრამ შენ ასე არ დაგემართება ორი მიზეზით:1.თავიდანვე მაღალი ხეგე გქონდა 2.ეხოზეც რაღაც დაინახა უკვე ექიმმა...

Posted by: compte.paris75 6 May 2021, 17:19
tatamais209
ვაგინალური გაგიკეთა? მაგ ვადაზე უნდა გამოჩნდეს მხოლოდ სანაყოფე პარკი. მეტი არაფერი არ ჩანს. დაგუგლე თუ გინდა. ასე უნდა იყოს. კარგ ადგილას არის მიმაგრებული? რამდენია ზომაში?
ყვითრი და ნაყოფი გამოჩნდება 5,5 კვირიდან კარგ თანამედროვე აპარატზე. 6 კვირის კი კარგად ჩანს.
კიდევ როდის დაგიბარა ?

Posted by: tatamais209 6 May 2021, 18:08
nefertiti987
ზუსტად ასე მითხრა რაღაცას ვხედავო და არ ვიცი მართლა დაინახა თუ ისე თქვა უკვე აღარავისი აღარ მჯერა ეს ციტოც მაწამებს კიდე არ მომსვლია პასუხი
* * *
compte.paris75
კარგდ ადგილას არის მიმაგრებული ეგ რას ნიშნავს?არ უთქვამს სად არის მიმაგრებული ალბათ ვერ დაინახა ან აღარ არის მიმაგრებული? ხეგეს ანალიზზე გამიშვა პირდაპირ და ალბათ ანალიზის პასუხის მიხედვით დამიბარებს. ჯერ არაფრის ზომები არ უთქვამს

Posted by: nefertiti987 6 May 2021, 18:11
tatamais209
ნე გეშინია,ისე არაფერს არ გეტყოდა.მე პირდაპირ მითხრეს ღრუში არაფერი არ ჩანსო და ხეგე მაინც ჩააბარე ტყუილად რომ არ გააგრძელო წამლებიო.რადგან რაღაც ჩანს,ესეიგი ჯერ პატარაა და ერთ კვირაში კარგად გამოჩნდება.გელოდებით <3

Posted by: Liza12 6 May 2021, 18:12
tatamais209
ვაგინალურით ნახა ? თუ თქვა ვხედავო ანუ ნახა სანაყოფე.დარეკე ციტოში აქამდე რაუნდა 2 საათში მზადდება ხეგეს პასუხი ..მე ტესტ კასეტას არც ვიკეთებდი . 50 თეთრიან ტესტს ვიკეთებდი და ხეგე 1194 იყო პირველი და ვარდიანი ტესტის ორივე ხაზი ერთნაირი სიმუქის. დინამიკაში თუგინდა ნახო ერთნაირი ტესტი უნდა იკეთო დილის შარდზე

Posted by: tatamais209 6 May 2021, 18:13
nefertiti987
შენ და ვადაზე დაგეწია ხეგე? გადატანიდან მერამდენე დღე იყო?
* * *
Liza12
კი ვაგინალური ნახა. ციტოში უკვე ორჯერ დავრეკე და წესით ნახევარ საათში უნდა მომსვლოდა პასუხი რომ დავრეკე და კიდე არ მოსულა.თქვენ სად იკეთებთ ამ ანალიზებს? ამ ციტოს ატანა აღარ მაქვს.გუშინ საღამოდან ადამიანს აღარ ვგავარ აღარ შემიძლია

Posted by: nefertiti987 6 May 2021, 18:19
tatamais209
გადატანიდან მე-15 დღეს უკვე განახევრებული იყო ჩემი

Posted by: compte.paris75 6 May 2021, 18:20
tatamais209
კარგ ადგილას ის არის რომ ღრუშია ნამდვილად და გარე არ არის. დასკვნა არ გაქვს? ეგ რანაირი ეხო გაგიკეთა ისე გამოგიშვა რომ ვერაფერი გაიგე. დასკვნა სად არის? რაღაც რომ დაინახა თავისთვის შეინახა? სანაყოფე პარკი დაინახა სავარაუდოდ და ზომები უნდა დაეწერა

Posted by: Anna-Mari 6 May 2021, 18:21
tatamais209
ლიმბახში და ძალია მალეა ხოლმე, მეორე დამიგვიანდა და მერე დარეკეს დაწეულია ხეგე და ექიმს შეეხმიანეთ აუცილებლადო, ძალიან ყურადღებით მოიქცნენ. ზოგადად ყველა ანალიზს მქნდ ვაბარებ და საკმაოდ ოპერატიულები არიან.

Posted by: tatamais209 6 May 2021, 18:24
compte.paris75
ხო მეც ვერ გავიგე ვერაფერი მითხრა რომ ნაადრევად მომიწია დაბარებაო.გარე რომ ყოფილიყო ხომ დღესვე დაინახავდა და მითხრა ეხლა წადი და ხეგე გაიკეთეო.არც გარე ორსულობა უთქვამს მარტო ის მითხრა რომ რაღაც ადგილი მაჩვენა აქ ჩასვეს და აქ უნდა იყოს მიმაგრებულიო.იმდენი ხანი ვილოდე და ზუსტად 2 წუთში გამომიშვა ვეღარც ზედმეტი კითხვა დავუსვი თითქოდ სულ ეჩქარება და ხმას ვეღარ ვიღებ ხოლმე სულ მერიდება ყველაფრის კითხვა

Posted by: marimmariami 6 May 2021, 18:24
compte.paris75
მეც გკითხავ , მე საერთოდ არ გამიკეთა ექოსკოპია ექიმმა. რადგან ხეგე 3ჯერ გავიკეთე და პროგრესირებს ამის მიხედვით შეეძლო გარე ორსულობის გამორიცხვა ?

Posted by: tatamais209 6 May 2021, 18:25
nefertiti987
მე ეგეც არ ვიცი 15 დღეს რამდენი იყო საერთოდ არ უთქვამს გადაამოწმეო არ ვიცი რაა ესე მგონია სპეციალურად მაგიჟებენ
* * *
Anna-Mari
არ ვიცი რაღა მაინცდამაინც ციტოში მაგზავნის არადა ლიმბახი იქვეა კლინიკასთან სადაც მე დავდივარ.ძალიან ვნანობ რომ აქამდე არ გავიკეთე ხეგე და ამდენი ხანი ვიცადე

Posted by: marimmariami 6 May 2021, 18:28
tatamais209
მე მითხრეს რომ განზავებას ყველა ლაბორატორია სხვადასხვანაირად აკეთებს და უმჯობესია იგივეში გაიკეთოო. ალბათ რადგან პირველად ციტოშო გაიკეთე იმიტომ გაგიშვა.

Posted by: compte.paris75 6 May 2021, 18:33
QUOTE (marimmariami @ 6 May 2021, 18:24 )
compte.paris75
მეც გკითხავ , მე საერთოდ არ გამიკეთა ექოსკოპია ექიმმა. რადგან ხეგე 3ჯერ გავიკეთე და პროგრესირებს ამის მიხედვით შეეძლო გარე ორსულობის გამორიცხვა ?

არა, რას ამბობ. პირველი ეხო 5 კვირის აუცილებელია ლოკალიზაციისთვის, რომ ნახონ უბრალოდ სად არის სანაყოფე მიმაგრებული. და მეორე ეხო 6 კვირის რომ დადასტურდეს რომ შიგ არის ნამდვილად ჩანასახი და გულისცემა.
* * *
შეიძლება პირდაპირ 6 კვირაზე გაკეთდეს ორივე.

Posted by: marimmariami 6 May 2021, 18:37
compte.paris75
17ში ვარ დაბარებული, გადატანიდან ზუსტად 4 კვირა იქნება გასული. ცოტა შევშინდი ნეტა მანამდე რატომ არ დამიბარა

Posted by: tatamais209 6 May 2021, 18:43
marimmariami
ეხლა დავრეკე და უკვე აღარ მუშაობენ არ ვიცი შოკში ვარ ასეთი უპასუხისგებლობა არ გამიგია დილის 9 საათზე ჩავაბარე ანალიზი და ჯერ პასუხი არ ვიცი.აღარ ვიცი როგორ დავუკავშირდე

Posted by: compte.paris75 6 May 2021, 18:43
marimmariami
რამდენი კვირის ორსული ხარ? რამდენ დღიანი გადაიტანე და რომელ რიცხვში?

Posted by: marimmariami 6 May 2021, 18:44
compte.paris75
19 აპრილს, 3 დღიანი.
* * *
tatamais209
პირველი ხეგე რომ ჩავაბარე შუადღით 1 ის ნახევარე ღამე 12ის ნახევარე მომივიდა პასუხი. ზუსტად მესმის ახლა როგორ ელოდები. არამგონია ეგრე უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, წესით გამოგიგზავნიან დღის ბოლომდე

Posted by: compte.paris75 6 May 2021, 18:47
შიშებზე ნუღა იტყვით გოგოებო. კი გეტყვით არ ინერვიულოთ მეთქი მაგრამ არ გამოდის, ეს ყველა ეტაპზე სანერვიულოა, ყველა ანალიზი და ყველა ეხო. ეხლა დავისვენებ და მერე აღარ ვინერვიულებ არ გამოდის smile.gif სულ ასე იქნება სამ თვემდე. ნუ ცოტა ინერვიულეთ მაგრამ ბევრი არ შეიძლება. ხო იცით რომ სიმშვიდე ყველაზე კარგი წამალია თქვენი წერტილებისთვის.

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 18:47
tatamais209
რა უნამუსობაა გავგიჟდი რა, ციტოს ზოგადად ვერ ვიტან ძალიან ცუდი ლაბორატორიაა.
* * *
გოგოებო რეაფემს 200იანს ხომ არ ყიდით ვინმე?

Posted by: Liza12 6 May 2021, 18:48
tatamais209
მეილი არასწორად ხომარ მიუთითე ? დამშვიდდი ნუნერვიულობ . .კარგი პასუხი იქნება. დღეს მერამდენე დღე იყო გადატანიდან? 3 დღიანი იყო?

Posted by: compte.paris75 6 May 2021, 18:50
QUOTE (marimmariami @ 6 May 2021, 18:44 )
compte.paris75
19 აპრილს, 3 დღიანი....

ხვალ ხდები ზუსტად 5 კვირის. როდის დაგიბარა?

Posted by: ნინო333 6 May 2021, 18:51
tatamais209
მასე რომ ნერვიულობ ძალიან აზიანებ ნაყოფს და შენ თავსაც,არაფრით არ შეიძლება მასეთი ემოციები,საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები, დიდ საფრთხეს უქმნი ნაყოფს და ცოტა აიყვანე თავი ხელში, 3 შეწყვეტილი ორსულობა მაქვს და ზუსტად ვიცი ახლა რას გრძნობ,მაგრამ რაღაცნაირად დაიმშვიდე თავი.

Posted by: tatamais209 6 May 2021, 18:54
Anaani1234
საზიზღრები არიან არადა ორჯერ დავრეკე მეილიც დავაზუსტებინე

Posted by: marimmariami 6 May 2021, 18:55
compte.paris75
შემდეგ ორშაბათს დამიბარა. მერე ვთხოვე და 1 დღით ადრეო, მაგრამ კვირაა ეგ აღარ მახსოვდა და მაინც ორშაბათს მიწევს მისვლა. სხვაგან მივალთქო ვიფიქრე მანამდე მაგრამ თავს ვიკავებს მაინც.

Posted by: tatamais209 6 May 2021, 18:55
Anaani1234
საზიზღრები არიან არადა ორჯერ დავრეკე მეილიც დავაზუსტებინე
* * *
Anaani1234
საზიზღრები არიან არადა ორჯერ დავრეკე მეილიც დავაზუსტებინე

Posted by: marimmariami 6 May 2021, 18:57
compte.paris75
Fლოს აპლიკაციამაც ზუსტად ეგრე დამითვალა, ბუნებრივად დაორსულების ვადებს ემთხვევა როგორც ჩანს.

Posted by: Liza12 6 May 2021, 18:58
marimmariami
3 დღიანზე გადატანიდან 21 დღეს ვიყავი და სანაყოფე და ყვითრი გამოჩნდა პირველ ორსულობაზე. მეორეზე 2 დღიანზე ვიყავი 19 დღეზე და სანაყოფე და ემბრიონებიც გამოჩნდა გააჩნია ზოგჯერ მალე ემაგრება ზოგჯერ გვიან 20-21 უკვე უნდა ჩანდეს

Posted by: tatamais209 6 May 2021, 18:59
მომივიდა მეილი 11,75 ია ჩამომეშალა

Posted by: compte.paris75 6 May 2021, 18:59
QUOTE (marimmariami @ 6 May 2021, 18:55 )
compte.paris75
შემდეგ ორშაბათს დამიბარა. მერე ვთხოვე და 1 დღით ადრეო, მაგრამ კვირაა ეგ აღარ მახსოვდა და მაინც ორშაბათს მიწევს მისვლა. სხვაგან მივალთქო ვიფიქრე მანამდე მაგრამ თავს ვიკავებს მაინც.

17- მაისს ??? ანუ 6,3 კვირის ??!! რა ამბავია. რატომაც არა მაგრამ ცოდო არ ხარ? მოთმენა ხო უნდა?

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 19:02
tatamais209
ღმერთოო sad.gif(( რა ვთქვა არ ვიცი.. ვწუხვარ ძალიან

Posted by: ნინო333 6 May 2021, 19:03
tatamais209
ძალიან ცუდი sad.gif

Posted by: compte.paris75 6 May 2021, 19:04
QUOTE (tatamais209 @ 6 May 2021, 18:59 )
მომივიდა მეილი 11,75 ია ჩამომეშალა

უი რას ამბობ. !!!!!! ძალიან შევწუხდი!
იმიტომაც ვერ დაინახა ეხოზე sad.gif ეეეეჰ
დღეს რამენაირად გადაიტანე ეს ამბავი და გააგრძელე არ დანებდე იცოდე

Posted by: tatamais209 6 May 2021, 19:04
Anaani1234
ძალიან ცუდად ვარ ეხლა უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.დავიღალე ძალიან
* * *
Anaani1234
ძალიან ცუდად ვარ ეხლა უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.დავიღალე ძალიან

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 19:06
tatamais209
არ უნდა დანებდე ეს ვიცი ზუსტად sad.gif კიდე ხომ გყავს ემბრიონები? გამოვა დარწმუნებული ვარ, ორივე გადატანაზე გქონდა მიმაგრება ეს რამდენს ნიშნავს sad.gif

Posted by: tatamais209 6 May 2021, 19:07
[b]compte.paris75
სად წავიდე ვისთან მივიდე ვეღარ გამიგია ისე ვარ ეხლა რომ საერთოდ დაკარგული მაქვს ყველაფრის აზრი

Posted by: ნინო333 6 May 2021, 19:08
tatamais209
ნუ ამბობ დავიღალეო,ნეტა მაგ ვადებზე მომშლოდა, უკვე გულის ცემაც რომ ჩანს და ბავშვის ფორმა აქვს ნაყოფს და ისე გეშლება თან მესამედ, არ იცი რა საშინელებაა, მაინც არ ვნებდები,გამოვა ყველაფერი,არ დანებდე და აღარ თქვა რომ დაიღალე, ყველაფერი კარგად იქნება sad.gif

Posted by: tatamais209 6 May 2021, 19:09
[b]compte.paris75
სად წავიდე ვისთან მივიდე ვეღარ გამიგია ისე ვარ ეხლა რომ საერთოდ დაკარგული მაქვს ყველაფრის აზრი
* * *
ნინო333
გიჟად გადამაქციეს რაა გუშინვე ვგრძნობდი რომ რაღაც ისე ვერ იყო ტყუილად არ მეშინოდა

Posted by: compte.paris75 6 May 2021, 19:12
QUOTE (tatamais209 @ 6 May 2021, 19:09 )
[b]compte.paris75
სად წავიდე ვისთან მივიდე ვეღარ გამიგია ისე ვარ ეხლა რომ საერთოდ დაკარგული მაქვს ყველაფრის აზრი

გეფიცები იმედი სასწაული რაღაცაა! 14 უშედეგო ინვიტრო მაქვს გაკეთებული, არ ვიცი სრულ ჭკუაზე როგორ ვარ მაგრამ იმედი არ იკარგება მერწმუნე

Posted by: tatamais209 6 May 2021, 19:12
Anaani1234
ემბრიონები აღარ მაქვს პირველადაც 2 გადამიტანეს და ეხლაც და ვსო აღარ არის

Posted by: nefertiti987 6 May 2021, 19:12
tatamais209
ვაიმე არაფრით არ მეგონა და როგორ მეტკინა გულიsad.gif მეც სასოწარკვეთილი და განადგურებული ვიყავი იმ დღეს,მაგრამ არ ვიცი საიდან მომივიდა ბრძოლის ძალა ისევ,შენც გადაიტან,დამშვიდდები და აუცილებლად გამოგივა!

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 19:14
tatamais209
არ ვიცი შეიცვლებოდა თუ არა ამით რამე მაგრამ ექიმს უნდა ეთქვა რო განმეორებითი ხეგე გაგეკეთებინა 2 დღეში, როგორ პროგრესირებდა. ვინაა ექიმი აქ ვისთანაც დადიხარ რაღაც მგონია უყურადღებოდ მოიქცა, კიდე ერთხელ ხაზს ვუსვამ რო შეილება ამით არაფერი შეცვლილიყო მაგრამ მაინც..

Posted by: Liza12 6 May 2021, 19:15
tatamais209
ძალიან მეწყინა.იმდებად კარგი ხეგე გქონდა გუშინდელი ტესტი ცოტა მეუცნაურა მარა არც დამიშვია ასეთი ცუდი პასუხი თუ გექნებოდა. დამშვიდდი ახლა და გააგრძელე ბრძოლა.. მთავარია მიმაგრება ხდება და აუცილებლად მიხვალ ბოლომდე. პრობლემა ვისია მეუღლის თუ შენი ? თურქეთში გაიკეთე ხომ?

Posted by: marimmariami 6 May 2021, 19:18
tatamais209
რა დაგიწერო არ ვიცი, ძალიან ცუდად გავხდი რომ წავიკითხე. მარტო იმას გეტყვი რომ დანებების უფლება აქ არავის გვაქვს, ეს ისეთი რაღაცაა ყველა დაბრკოლების მიუხედავად უნდა გავუძლოთ.

Posted by: tatamais209 6 May 2021, 19:18
compte.paris75
ეხლა ისე ვარ არაფრის იმედი არ მაქვს საერთოდ

Posted by: ნინო333 6 May 2021, 19:19
Anaani1234
მე პირადად ხეგე არასდროს გადამიმოწმებია,არ უთქვამს ექიმს, ყოველთვის ეხოზე დავდიოდი და თუ წყდებოდა ორსულობა ეხოთი ვიგებდით

Posted by: tatamais209 6 May 2021, 19:20
nefertiti987
სხვა ექიმთან უნდა მივიდე დავიღალე.თქვენ ვის მირჩევთ?

Posted by: Anna-Mari 6 May 2021, 19:24
tatamais209
ძალიან ვწუხვარ, სიტყვებიც არ მაქვს რა ძეიძლება ასეთ დროს უთხრა და ანუგეშო, ძალიან რთულია გამოცდილი მაქვს, მკვდარივით ვიყავი sad.gif შარშან მქონდა მე და დღემდე ის ცუდი განცდა დამიტოვა,.მაგრამ გამაგრდი, ისევ უნდა გააგრძელო ბრძოლა, სხვანაირად არ შეიძლება, ვისთან დადიოდი ეხლა? ვინ იყო ექიმი?

Posted by: tatamais209 6 May 2021, 19:27
Liza12
არა მეუღლის ბრალი არაა ჩემი ბრალია კი თურქეთში ვიყავით
* * *
Anaani1234
ტუღუშთან დავდივარ და არაფრის თქმა აღარ მინდა თვითონ არის ექიმი და მე რას ვეტყოდი როდის რა გამეკეთებინა.ფაქტია რომ მე ორივეჯერ თავი არ დამიზოგავს ისე დავიღალე რომ სიტყვები არ მაქვს რომ რაიმე ვთქვა

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 19:30
ნინო333
სანამ ეხოზე გამოჩნდება მანამდე ვამბობ თორე 6 7 და 8 კვირაზე აღარ გაგაკეთებინებდა ხეგეს.

Posted by: tatamais209 6 May 2021, 19:30
marimmariami
იმედია გადამივლის ცოტა ხანში და კიდევ იმედიანად შევუდგები ახლიდან მაგრამ ჯერ არაფრის ნერვები არ მაქვს

Posted by: nefertiti987 6 May 2021, 19:32
tatamais209
“ბრალს” ნუ ამბობ რა,არავის ბრალი არ არის რაიმე პრობლემა თუ გვაქვს,თავს ნუ დაიდანაშაულებ. ექიმის რჩევას რაც შეეხება,ძალიან რთული საკითხია და მე ყოველთვის ვერიდები ან რეკომენდაციას და ან ვინმეს ლანძღვას. რასაც ვაკვირდები,ყველა ექიმზე ორად იყოფა აზრი და გული საითაც გაგიწევს იქ უნდა მიხვიდე. ჩვენ რა დოზითაც გვინდა ამ დროს ყურადღება და ინფორმაციის მოწოდება,ამდენი დრო არცერთ რეპროდუქტოლოგს არ აქვს,სამწუხაროდ

Posted by: ინდიგო6 6 May 2021, 19:33
გამარჯობათ, გოგონებო, მაქვს მორჩენილი ვყიდი იაფად,
ესტროფემი 2 მგ 28 აბი ვადა 2022 წლის ივლისამდე - 1 ცალი= 25 ლარი , ( სულ 3 კოლოფი) ( ნაყიდი მაქვს თურქეთში)
საჭიროების შემთხვევაში მოვაყოლებ საჩუქრდ დივიგელს 1 მგ 11 ცალი ვადა 08/2021

მსურველებმა მომწერეთ პირადში, კომენტარებს ვერ ვადევნებ თვალს

Posted by: compte.paris75 6 May 2021, 19:33
QUOTE (tatamais209 @ 6 May 2021, 19:20 )
nefertiti987
სხვა ექიმთან უნდა მივიდე დავიღალე.თქვენ ვის მირჩევთ?

ამ დარგში იცი როგორ არის? არცერთი ექიმი 100% იანი არ არის შენსკენ. ანუ სამწუხაროდ შენ უნდა ერკვეოდე; ვინც არ უნდა აირჩიო ექიმი უნდა შეახსენო-ხოლმე შენი მონაცემები და შენ უნდა იარო რამოდენიმე ექიმთან შენი ინიციატივით, ეხოსკოპისტები კარგები ვინც არიან იციან აქ გოგოებმა, თუ სხვა ვინმე დარგის ექიმი დაგჭირდა იკითხე და ვისაც შეუძლია დაგეხმარებიან აქ.

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 19:34
tatamais209
ტუღუშზე სამწუხაროდ კარგი არაფერი მსმენია, ვერაფერს ვიტყვი მეც sad.gif ემბრიონების ხარისხზე რას ამბობდნენ თურქები? როგორც მახსოვს პატარა ასაკის ხარ წესით კვერცხუჯრედები კარგი ხარისხის უნდა იყოს. მე ქეთის გირჩევდი ოსიძეს მაგრამ რიგები და ნერვების წყვეტა რომ არის კი გეცოდინება, მე მაინც კმაყოფილი ვარ მთავარი პროფესიონალიზმია.

Posted by: ნინო333 6 May 2021, 19:34
Anaani1234
ერთხელ მაკეთებინებდნენ, გადატანიდან მე-12 დღეს და მერე გადატანიდან 21- დღეს ეხო პირდაპირ. არადა აქ რომ ვკითხულობ ხშირად ამოწმებენ გოგოები,ნეტა რატომ არ მინიშნავდა მე

Posted by: tatamais209 6 May 2021, 19:38
Anaani1234
ემბრიონების გენეტიკური ანალიზი არ გამიკეთებია მაგრამ იძახდნენ რომ კარგი ემბრიონები იყო.

Posted by: Liza12 6 May 2021, 19:39
tatamais209
მართლა რთულია ექიმის რჩევა მარა ტუღუშზე კარგი არაფეერი მსმენია თუმცა აქ ექიმის დანაშაული არააფერია და ვერაფერს ვიტყვით . ხეგეს განმეორებითი ანალიზი კეთდება როცა ძალიან დაბალია მე პირველად 119 მქონდა და აღარ გინდა გამეორებაო.3 დღეში რომ ვნახე ტესტი ცოტა ღია მომეჩვენა და მივწერე ექიმს გამიშვა ხეგეზე მარა იდეალურად იყო ხეგე.მეორედ 1194 იყო ხეგე და არც გვიფიქრია გამეორება 5 დღეში ეხოზეც მივედი .ერთი ეგაა რომ გენახაა 2-3 დღეში მიხვდებოდი რომ არვითარდებოდა და წამლებს შეწყვეტდი. ექიმს მაგაში თუ დაადანაშაულებ. ალბათ ვერ იყო ძლიერი ემბრიონი.2 ცდიდან ორივეჯერ ორსულობა ეგეც ბევრს ნიშნავს .რას ვიზამთ ზოგს პირველზე უმართლებს ზოგს მეათეზე.მთავარია ყურები არჩამოვყაროთ და იმედიანად განვეწყოთ.პირველად რომ ამოტუმბვა გავიკეთე იმკვირაშივე ახალი ექიმი ვნახე და დავიწყე ხელახლა დაწყებაზე ფიქრი იმდენად მომემატა ბრძოლის უნარი.აი მეორე ჯერზე 17 კვირაზე იმხელა დარტყმა მივიღე ერთი წელია უკვე გასული და ჯერაც არ მაქვს ის შემართება რაც მაშინ იმ ერთ კვირაში. ნეტა მეც გულისცემის გაგებამდე მომშლოდა და ასეთი განადგურებული ფსიქიკა არდაეტოვებინა. ცოტა არეულად გწერ მარა ამით იმის თქმა მინდა რომ უარესები ხდება და მაინც გვაქვს იმედი. აბა წარმატებები და ხვალიდან ახალი გეგმები და იმედები მინდა გქონოდეს.

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 19:40
compte.paris75
შეხსენებაზე გეთანხმები, მე ყოველთვის რაღაცას ვახსენებ ქეთის, ან მის ასისტენტს ვეუბნები და ის ეუბნება, და არც მიკვირს ერთი თვის წინ რა მითხრა რო არ ახსოვს, ამდენი პაციენტი ყავს. კიდევ კარგი გავერკვიე ყველაფერში თორე ვინც არაფერი არ იცის ძალიან ძნელია, ისეთი დაბნეული სახეებით დადიან გოგოები, იქვე ხო აკეთებინებენ კიდე უმეტესობას ამ წამლებს ორმაგ და სამმაგ ფასებში.

Posted by: tatamais209 6 May 2021, 19:42
compte.paris75
რეპროდუქტოლოგი მინდა მე ვისთანაც გავიკეთებ ინვიტრო განაყოფიერებას.საქართველოში მინდა გავიკეთო ვეღარ ვივლი ვერსად. ჯერ ეს ამხელა გზა წადი და წამოდი მაგასაც რამდენი ნერვები უნდა.რომ მახსენდება რამდენი რამე გადავიტანე თავი სიზმარში მგონია და კიდე ისევ ახლიდან რომ მაქვს გასაკეთებელი მაგაზე სულ ვგიჟდები.თან თათიამ ისეთი სტიმულაცია ჩამიტარა სამ ნემსში 435 ევროს ვიხდიდი და 9 ჯერ გამაკეთებინა და სამჯერ გადავიხადე 435 ევრო,პლიუს მაგას სხვა წამლები და მარტო სტიმულაცია გამომივიდა განაყოფიერების ფასი.მე საერთოდ არ ვიცი აქ სხვა ექიმთან რა ჯდება
* * *
Liza12
კი აქ ყველა ისეთები ვართ ვინც ბევრს ვიტანჯებით და ისევ ახლიდან ვიწყებთ მეც იმედია ისევ ახლიდან შევუდგები.ექიმს არ ვაბრალებ არაფერს ფაქტია რომ ყველაფერი გააკეთა მაგრამ მე დავიღალე.იქნებ სხვა ექიმი ვცადო ვინც საქართველოში გამიკეთებს და არსად წასვლა არ მომიწევს

Posted by: Liza12 6 May 2021, 19:47
tatamais209
კაი რასამბობ იმდენი დაგიჯდა აქ ორი ინვიტრო გამოგივიდოდა.ინვიტრო კლინიკაში ანუ ლიდერმედში სადღაც 4200 დაგიჯდება .წამლები თუიაფად იყიდი 1000 ლარიცც შეიძლება გეყოს.
* * *
მესმის კი .თათია აშკარად ფულს გახარჯინებს ზედმეტად. ინოვას ან ლიდერმედს გირჩევ საბახტარაშვილს და თამთა ცაავასაცვაქებენ.ამ ოთხიდან აარჩიე.

Posted by: tatamais209 6 May 2021, 19:51
nefertiti987
არა ექიმს არც ვაბრალებ უბრალოდ ისე დავიღალე ნერვები აღარ მაქვს ისევ იქ მივიდე და ისევ ახლიდან გიჟურად სირბილ სირბილში ვაკეთო ყველაფერი.ჩემს ოჯახის წევრებს ვეღარ ვეკონტაქტები უკვე ისეთი აუტანელი გავხდი. არაფრის და არავის ნერვები აღარ მაქვს. ამდენი ნემსებისგან და წამლებისგან გავსებული მაქვს ორგანიზმი
* * *
Liza12
ჯერ სტიმულაცია მაგდენი და მერე თურქეთში პირველად 2800 ევრო გადავიხადე. მერე ემბრიონის გაყინვა 850 ევრო.ამას პლიუს სასტუმრო 500 დოლარი და გზა 400 დოლარი თებერვალში ესე ღირდა.მეორედ კიდე ბილეთები 180 დოლარი და იქ 1300 ევრო და პლიუს სასტუმრო 300 დოლარი აღარც ვითვლი უკვე იმდენი მაქვს გადახდილი.მაგრამ თანხაზე სულ არ ვნერვიულობ ნეტა კარგად გაგრძელებულიყო ყველაფერი.ქეთი ოსიზე რომელ კლინიკაშია?

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 19:59
tatamais209
რა ამბავია ამდენი თანხები გავგიჟდი, 1800 ლარი დამიჯდა წამლები და შენ 1500 ევრო მგონი. ქეთი ოსიძე ინოვაშია, მე თავის გამოკვლევებიან წამლებიანად ჩემი ქმრის სამკურნალო წამლებით და მისი ანალიზებით 12000მდე დამიჯდა ქეთისთან და რავიცი ყველაზე ძვირია ინოვაო კი ამბობენ

Posted by: Liza12 6 May 2021, 20:00
tatamais209
მართალი ხარ კი მთავარია შედეგი .მარა არაუშავს დაივიწყე .ახლა ახალი ძალებით დაიწყე საქართველოში.ოსიძე ინოვაშია

Posted by: tatamais209 6 May 2021, 20:01
Anaani1234
შენ ქეთისთან დადიხარ?

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 20:04
tatamais209
კი ქეთისთან ვარ

Posted by: tatamais209 6 May 2021, 20:12
Anaani1234
გთხოვ მითხარი რანაირად მოვხვდე ქეთისთან? ვის დავურეკო ან სად ჩავეწერო სასწრაფოდ მივალ იქნებ გავესაუბრო.ვუთხრა რომ სხვა ექიმთან დავდიოდი ხომ?

Posted by: Anna-Mari 6 May 2021, 20:14
tatamais209
ინოვა საკმაოდ ძვირია, სხვა ინვიტრო კლინიკებთან შედარებით შეიძლება ორმაგიც იყოს, რამოდემიმე თვე მეც ვიყავი ქეთისთან, მაგრამ ეხლა სხვასთან ვარჩიე მისვლა, უყურადღებობამ რიგებმა, გგაურკვევლობამ და ცკე ორჯერ მეტმა თანხიანმა ანალიზებმა ცოტა გული ამიცრუა, თან კითხვაზეც არ მქონდა პასუხები არასდროს, ძალიან ორაზროვნად და გაურკვევლად პასუხი მთრგუნასვ და ნდობა მეკარგება, ამასთან არასდროს არხ ტელეფონზე და არც მიწერილზე რომ არ გპასუხობენ როცა რაღაც კითხვა გაქვს, მოკლედ სხვაგან ვაპირებ მისვლას, ეხლა ველოდები ციკლს და მივალ მეც smile.gif

Posted by: tatamais209 6 May 2021, 20:21
Anna-Mari
მე არ ვიცი საქართველო არც ინვიტრი კლინიკები არც ექიმები იქნებ მირჩიოთ თქვენ და რამიდენიმედან შევარჩევ.საბახტარიშვილში არ მინდა ადრე ვიარე ცოტა ხანი და ის შედეგი არ მქონდა დაც უნდა ყოფილიყო და რაც მითხრეს ის საერთოდ არ აღმომაჩნდა.ქეთი ოსიძე გამიგია ბევრისგან და სხვას ვის მირჩევთ?

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 20:25
tatamais209
user posted image
ამ ნომერზე დარეკავ ინოვა ინვიტროში გადაგრთავენ და ჩაეწერები, ორმაგი ფასები ნამდვილად არ არის ინოვაში, ერთადერთი ჰორმონების ანალიზებშ8 იყო ცოტა სხვაობა და სხვაგანაც რო გაიკეთო ქეთი მაგაზეც არ იტყვის უარს, რავიცი მე ზედმეტი არაფერი გამიკეთებია არც ანალიზი და არც წამალი. სქრეჩინგიც არ გამიკეთა მეორედ წინა თვეში რადგან მქონსა გაკეთებული, ფეისბუქზეც სწრაფად მპასუხობს და მისი ასისტენტების ნომრებიც მაქვს ყველა კარგად მაკვალიანებს რავიცი. რიგები კი არის და ბევრი დრო არ აქვს გაითვალისწინე მაგრამ მე მასთან საჭორაოდ არ დავდივარ ნამდვილად და იმ დროითაც კმაყოფილი ვარ რაც აქვს ხოლმე

Posted by: Anna-Mari 6 May 2021, 20:29
მე პირადად ია ხიზანიშვილათნ ვაპირებ მისვლას, ბეტაპლიუს ფერტილიტში, სხვას ვერ გეტყვი პირველად მივდივარ ინვიტროზე და ამიტომ სხვა ექიმები არვიცი. კარგია ეხლა თუ პასუხობენ, ადრე არ უპასუხიათ, ჭორაობა არც ჩემი სტილია უბრალოდ რაღაც ძალიან თუ არ დამჭირდებოდა ისე არ ვრეკავ მარა... ეხლა თუ გამოსწორდა ეს სიტჯაცია მივესალმები, როგორც პროფესიონალიზმე არაფერს ვამბობ, ძალიან ძლიერია.

Posted by: adeline 6 May 2021, 20:29
tatamais209
ძალიან ცუდია ასე რომ მოხდა, მაგრამ იმედი არ დაკარგო და ახალი ძალებით შეუდექი. მეც ქეთი ოსიძეს გირჩევ; საქართველოში მასზე უკეთესი არავინ მეგულება. ვაჟას ბოლოში არის კლინიკა ინოვა ინვიტრო, მანდ უნდა დარეკო და ჩაეწერო. 032 2 232 232 არის კლინიკის ნომერი. ფასებს რაც შეეხება, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სადმე ინოვაზე იაფი ჯდება მკურნალობა. ქოჩიაშვილთან გაცილებით ძვირი უთხრეს ჩემს ახლობელს. ქეთის დიდი რიგები აქვს, თუმცა ყველა კარგ ექიმთან არის რიგი. ნურც იმის შეგეშინდება, თუ რომელიმე ვიზიტზე მისმა ასისტენტმა მიგიღო, ყველა პროფესიონალი ყავს და მნიშვნელოვანი საკითხები ქეთისთან თანხმდება მაინც. არასაჭირო კვლევას არ ნიშნავს არცერთს, მხოლოდ აუცილებელს დაგინიშნავს. არ უყვარს ზედმეტი ხარჯები.
მესინჯერში პასუხობს ქეთი; თუ სასწრაფო იქნება რაიმე, მისი ასისტენტები სულ პასუხობენ ტელეფონს.
თურქეთში რა თანხებიც დაგიხარჯავს, მგონი მაგდენი ამერიკაში არ დაჯდებოდა (მგზავრობის თანხის გარდა).

Posted by: tatamais209 6 May 2021, 20:31
Anaani1234
მე რა ანალიზებიც მაქვს გაკეთებული მაგალითად მილების გამტარიანობა,ჰისტეროსკოპია და კიდევ რაღაცეები მაგას ხომ მიიღებს და ახლიდან არ გავიკეთებ ახალი გაკეთებული მაქვს ისედაც

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 20:36
tatamais209
არა რა თქმა უნდა მიიღებს, მე 5 6 წლია წინ მქონდა განაკეთები და თავიდან მილებზე მითხრა არ გინდაო მარა მერე მაინც გავიკეთე, მე შევახსენე ხო არ გავიკეთო მაინცთქო. და ისე მილებს ჰისტეროსკოპიაა აღარ მოგთხოვს ნამდვილად, ეხლა პროგესტერონი ან რავიცი რამე ისეთი აუცილებელი რაც იმ წუთას ჭირდება შეილება ეგ გაგაკეთებინოს.

Posted by: tatamais209 6 May 2021, 20:38
adeline
მადლობა.კი კიდე იმდენ თანხას არ ვამბობ არც მახსოვს ყოველ მეორე დღეს ეხო და სხვა ანალიზები ციტოში ალბათ დღეში 150 ლარი მჭირდებოდა საშუალოდ მაგრამ ვამბობდი არაუშავს რომ დავიწყე გავალ ბოლოში მეთქი და თანხას აღარ ვუყურებდი.ჩემი ქმარიც ხმას არ იღებდა არც თანხაზე და მერე უკვე ბრაზდებოდა იმაზე რომ ამდენ თანხებს ვიხდით და ტელეფონზე ვეღარ დაგირეკიაო სულ მერიდებიდა დარეკვა ისეთ მოკლე მოკლე პასუხებს ვიღებდი.თან მე არაფრის აზრზე არ ვიყავი და ყველაფერსე კითხვა მქონდა და მგონი რაც აქ დავრეგისტრირდი მას მერე გავიგე რა რა იყო და რას ნიშნავდა.ეხლა შედარებით მეტი ვიცი თან თქვენც აქ მეგულებით და რამეს თუ ვერ ვიგებ ეგრევე აქ ვწერ და მერე დეტალურად ვერკვევი ❤️ ეხლა ისე ვარ თავი კი არ მტკივა მეწვება ჩემი თავი მეცოდება ისეთები გადავიტანე თებერვლიდან დღეის ჩათვლით.იქნებ მივიდე და ქეთისთან გამომივიდეს და მომაქციონ ყურადღება
* * *
Anaani1234
ეგ ანალიზები პრობლემა არაა გავიკეთებ მთავარია რაც დიდი თანხები მაქვს გადახდილი ეგენი არ გამამეორებინოს ეხლა აღარც თანხა მაქვს ისე როგორც თავიდან 10 000 დოლარს ავცდით ამ ორ ცდაზე. დაზღვევაზე რამეს მირჩევ? სადმე დავეზღვიო რამე ამინაზღაურდება?
* * *
Anaani1234
ქეთი ანალიზებზე სად გაგზავნის ხოლმე რომელ ლაბორატორიაში?პირველად რომ მივალ ალბათ თვითონ მიმიღებს ხომ?

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 20:44
tatamais209
მე ერთს გირჩევ ქეთისთან დილის საათებში არ ჩაეწერო, 4 5 საათზე რომ მივდივარ აღარც ბევრი რიგებია და დროც მეტი აქვს. სულ ვცდილობ ხოლმე ისეთ დროს მივიდე. როცა დილით მივედი საღამომდე მიწევს ხოლმე ლოდინი და ეხლა ესე მივდივარ. ძალიან კარგი ასისტენტი ყავს ნათია კალანდარიშვილი, ნატო ბერია არის კიდევ უმაგრესი ექიმი. ყველა ერთად მუშაობენ და ქეთი თუ რამე პროცედურაზეა შედიან და პასუხებს და ყველაფერს მას აჩვენებენ. ეს უკვე როცა მონიტორინგზე დადიხარ. თორე კონსულტაციაზე რა თქმა უნდა ქეთი მიგიღებს
* * *
tatamais209
თვითონ მიგიღებს კი რა თქმა უნდა. ანალიზებზე რავიცი არსად არ მაგზავნის კონკრეტულად, მე ძირითადი ყველა ინოვაში მაქვს გაკეთებული ჰორმონები და ესეთები, ჰერპესი და ვირუსები მქონდა ენმედიცის და რავიცი არ უთქვამს უარი არ გაიკეთო მანდო. ჩემთან ყველაფერი ისე უცებ დაიწყო და დაიგეგმა აღარც წავსულვარ სხვაგან რო გამეკეთებინა ანალიზები. დაზღვევა კიდე რავიცი მე არაფერში მადგება არდი მაქვს. სადაც რეპროდუქცია წერია იქ არაფერს არ აფინანსებენ

Posted by: tatamais209 6 May 2021, 20:48
Anaani1234
ქეთი ემბრიონებს ყინავს? ხვალ დილითვე დავრეკავ და ჩავეწერები. დროის დაკარგვა არ მინდა მირჩევნია თავის დროზე რაღაც გავაკეთო თორე ესე გავგიჟდები მართლა.რაც პასუხი მივიღე მივწერე და ჯერ ვერ მოიცალა დამირეკოს ექიმმა და დამეკაპარაკოს.

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 20:51
tatamais209
ჩემი ემბრიონები გაყინა, 6 მყავს, ყველა 5 დღემდე მიიყვანა ბლასტომდე. ფრეშად არ გადამიტანა, დავასვემოთ ორგანიზმიო, მეორე თვეში ჰიპერპლაზია იყო მცირე მაგრამ მაინც არ გადამიტანა, დაველოდოთ კიდე ერთი თვეო, ამ ყველაფრიდან გამომდინარე როგორ შემიძლია ვთქვა რო ფულის გამო მიკეთებს რამეს.

Posted by: adeline 6 May 2021, 20:52
tatamais209
ბაიას გულისცემას რომ გაიგებ, ეგ ყველაფერი დაგავიწყდება smile.gif ასე რომ ეს მწარე გამოცდილება მომავლის უკეთ დაგეგმვაში გამოიყენე. ქეთისთან თუ გადაწყვეტ, მთავარია დაუჯერო და ენდო. ნატო ბერია ყავს - უსაყვარლესი ექიმი; საოცრად კარგი, გულისხმიერი და პროფესიონალი. დეტალურად გაგცემს პასუხს, როცა რამე დაგაინტერესებს, თუ ქეთიმ ვერ გიპასუხა. ანალიზებს რაც შეეხება, მე მიყვარს ყველაფრის კონტროლი და ხშირად ვიღებ; მეჩხუბება არ გინდაო, მაგრამ ასე უფრო მშვიდად ვარ smile.gif ინოვაში ვიღებ ან მრჩეველში-ორივეგან ძალიან სწრაფად კეთდება და ორივეს პასუხები ერთი ერთში ჯდება.
ჩემს შეცდომას გეტყვი: აქ რომ ვინმე რამე ცუდს დაწერდა ქეთიზე, გული ამიცრუვდებოდა და სხვასთან მივდიოდი. არ ჩამოვთვლი ექიმებს; ყველას თანამშრომლები შემოდიან აქ და ენები მიაქვთ. ფბ-ზე უარესი ამბავია ამ მხრივ. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა დრო დამაკარგვინა და დამაზარალა. ბოლოს მაინც ქეთისთან ვბრუნდებოდი ყოველთვის. ჩემი რჩევაა, შენ თავად მიხვიდე და გაესაუბრო და თავად შეაფასო ყველაფერი. ხვალ დილით დარეკე და ჩაეწერე. მანამდე დამშვიდდი; ნერვიულობა მთელ ორგანიზმს ანგრევს. ნუ გეშინია; ყველაფერი მოგვარდება:*

Posted by: tatamais209 6 May 2021, 21:31
Anaani1234
adeline
მადლობა გოგოებო რჩევისთვის.ზოგადად მე არავის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება თათიაც უძლიერესი ექიმია,მაგრამ მე ვეღარ წავალ ვერც ერთ ქვეყანაში მორალურად ძალიან გავნადგურდი არსად სიარული აღარ შემიძლია და მაგიტომ მირჩევნია რომ საქართველოში ვიარო გზაზე მაინც აღარ ვიქნები გამოკიდული.თან მინდა რომ ვეკონტაქტო ექიმს თუნდაც მის ასისტენს,მე ძალინ ემოციური ვარ და ჩემთვის ერთ სიტყვასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.რაღაც რომ მაწუხებს და ექიმს ვურეკავ ხომ უნდა დამამშვიდოს ან დამიბაროს და ნახოს და დარწმუნდეს რომ საშიში არაფერია.ამდენ თანხას რომ ვიხდით პლიუს ამას ფაიქოლოგიურად რა დღეში ვართ ნორმალურ ლაპარაკსაც აღარ ვიმსახურებთ? რატო უნდა ვკითხულობდე ინტერეტში ისეთ რაღაცეებს რასაც საკუთარი ექიმისგან უნდა ვიგებდე. მე მგონი ეხლა მე გინეკოლოგი კი არა უკვე ფსიქოლოგი მჭირდება. იმედია რომ რამე გამომივა ფიქრიც აღარ მინდა თან რომ სულ მეჩქარება და სულ რომ დღეებს ვითვლი ყველაფერზე ჩემთვის დღევანდელი დღე იყო კოშმარი დილის 9 დან საღამოს 7 საათმდე ვილოდე და ძლივს მაღირსეს პასუხი

Posted by: ნინო333 6 May 2021, 21:36
tatamais209
მეც ოსიძეს გირჩევ,მისი პაციენტი ვარ, დრო აქვს თუ არ აქვს, როცა შეყავს პაციენტი პასუხს ცემს ამომწურავად,თუ რამე გაინტერესებს დაელოდები და კითხავ,რიგები არის,მაგრამ რას ვიზამთ,უამრავი პაციენტი ყავს, და თუ თვითონ არ ცალია მაშინ ასისტენტები გპასუხობენ, მე ძირითადად მის ასისტენტთან მაქვს კონტაქტი,უფრო მეკომფორტულება და როგორც adeline-მ მოგწერა ნატო ბერია მართლა ძალიან კარგი გოგოა. ფასებს რაც შეეხება ცოტა სხვაობა არის, მაგრამ ორმაგი ფასები მართლა არ არის, კარაპს მედლაინში გავიკეთე მანამდე და ოდნავ არის სხვაობა, უბრალოდ ქოჩიაშვილი უამრავ შეღავათს მიკეთებდა. რაც შეეხება შედეგს,ჩემთან ქეთისთანაც შეწყდა 9 კვირაზე, მაგრამ ქეთისთან გაყინული ემბრიონები დამრჩა,უკეთესი შედეგია მაგ მხრივ, წინა კლინიკაში სულ ერთი გადატანა გამოდიოდა.სტიმულაციით კმაყოფილი ვარ ქეთისთან.
* * *
adeline
დაიწყე უკვე ინ ვიტრო? როგორ მინდა გამოვიდეს ყველასთან ყველაფერი. წარმატებები ❤

Posted by: tatamais209 6 May 2021, 22:10
ნინო333
მე ისეთი თანხები მაქვს გადახდილი არ მგონია იმაზე ძვირი იყოს,მაგრამ იმდენი ანალიზები მაქვს ნაკეთები ვფიქრობ რომ ბევრს არაფერს გამაკეთებინებს.მე ყველაზე მეტად სტიმულაციაზე ვნერვიულობ.აუცილებლად დავრეკავ და მივალ და პირადად გავესაუბრები დარწმუნებული ვარ რაიმე დასაიმედებელს მეტყვის.არადა ინვიტროს რომ ვიწყებდი ასე მეგონა და პირველივე ცდაზე 100% ის შედეგი იყო.აქამდე არასოდეს არ მივლია ექიმებთამ და საერთოდ ვერ ვერკვეოდი ეხლა ვერკვევი ბევრ რაღაცაში და რაშიც ვერ გავერკვევი თქვენ გკითხავთ და იმედია შეცდომებს აღარ დავუშვებ. ჩემთვის მთავარია მოტყუებული არ ვიყო და არაადამიანად არ მაგრძნობინონ თავი.ისედაც თვალებში შევციცინებთ ექიმს და მისგანას ყურადღება რომ მოდის მეტი სტიმულია

Posted by: Anaani1234 6 May 2021, 23:35
tatamais209
ქეთი ძალიან პირდაპირია და არ შეგეშინდეს, დასაიმედებელსაც გეტყვის. ჩემ შემთხვევაში მაგალითად წამოცდება ხოლმე 100 პროცენტით დასაიმედებელი მერე მეტყვის 50.50ზე არის შანსი, რო ფუჭი იმედი არ მოგცეს. მირჩევნია რეალობა დამანახოს ვიდრე ილუზიები შემიქმნას რომ 100 პროცენტი მექნება შედეგი.

Posted by: ნინო333 7 May 2021, 00:16
tatamais209
სტიმულაციით ქეთისთან კმაყოფილი ვარ,ყველაზე მეტი ემბრიონი მასთან მივიღე,მანამდე მეც ისე ვიყავი,სულ ექიმზე დამოკიდებული, ორი ინ ვიტრო ისე გავიკეთე ყველაზე მნიშვნელოვანი ანალიზები არ გახსენებია ექიმს,მერე მეც აქ მოვიძიე გოგოებისგან და გავიგე იმდენი რამე მქონდა გასაკეთებელი თურმე, ანტიმიულერიც კი არ მქონდა განაკეთები. ბოლოს გადავედი ოსიძესთან. ზოგი ანალიზი ჩემი ინიციატივით გავიკეთე, ზოგი თვითონ დამინიშნა,სულ ვეძებ პარალელურად დამატებით ინფორმაციებს,მარტო ექიმზე არ უნდა იყო დამოკიდებული,ავიწყდებათ სამწუხაროდ. წამლებზეც და დოზებზეც ერთად ვწყვეტდით,ზოგს მე ვაწოდებდი იდეას და ასე. უშედეგო იყო, მაგრამ მაინც ქეთისთან მირჩევნია გაგრძელება. ყველაფერი გამოვა,მთავარია არ დანებდე ❤

Posted by: Anaani1234 7 May 2021, 00:21
გოგოებო ტევაგრასტიმი ვისაც გაგიკეთებიათ, ექთანმა კი მითხრა ცოტა ვარდისფერი გამონადენი გექნებაო მაგრამ მე უფრო მოწითალო მგონია, და ვერ მივხვდი რატო მაქვს ეს გამონადენი მარტო წამალი არ შეყავთ თუ თან სერავენ ენდომეტრიუმს?? უცებ აღარ გამახსენდა ეს რო მეკითხა ექიმისთვის

Posted by: takotatuli1989 7 May 2021, 01:08
tatamais209
ძალიან მეწყინა შენი ამბავი მარა დარწმუნებული ვარ მალე ყველაფერი ისე იქნება როგორც გიოცნებიათ. თათიაზე სამწუხაროდ მეც კარგი არაფერი მსმენია sad.gif თუმცა იმხელა ხეგე გქონდა არ ვამტყუნებ რომ 2 დღეში არ გადაგამოწმებინა.
ქეთისთან მიდი, საუკეთესო ემბრიოლოგი ყავს ჩემი აზრით. პლიუს ჩემში იმხელა ნდობას იწვევს მაგის 2 წუთიანი ვიზიტი, სხვის 2 საათიანს მირჩევნია. არ მახსოვს სადმე გადაღებული ეხო ან ანალიზი დაეწუნებინოს ან შეკითხვაზე პასუხი არ მიმეღოს. ყოველთვის უახლესი გაიდლაინებით ხელმძღვანელობს. მოკლედ სხვებიც გაიკითხე და სადაც გული მოგიწევს იქ მიდი. ქეთის თუ გადაწყვეტთ წინასწარ ჩაეწერეთ აუცილებლად. პლიუს შაბათს არ ჩაეწერო ეცადე სულ გადატანები აქვს. ყველა ანალიზი წაიღე და ყველა კვლევა რაც ჩაგიტარებია, ტყუილად არ გადაგამოწმებინებს.

Posted by: tatamais209 7 May 2021, 09:06
Anaani1234
მეც მირჩევნია პირდაპირ მითხრას რისი იმედი უნდა მქონდეს და რისი არა.ტყუილად სიარულის არც დრო მაქვს და არც ნერვები ისედაც ფსიქოლოგიურად ისე ვარ ეხლა ალბათ ვერაფერი ვეღარ მომიყვანს აზრზე
* * *
გოგოებო ვრეკავ ინოვაში და დამდენიმე ზარი გადის და ითიშება და სხვა რამე ნომრის მოცემა ხომ არ შეგიძლიათ სადაც დავრეკავ და ჩავეწერები ან ასისტენტთან რო. დავრეკო ვერ ჩამწერს?

Posted by: Anaani1234 7 May 2021, 10:23
tatamais209
11სთვის დარეკე, ესაა კიდე მობილურის ნომერი რეგისტრატურის 596 232 232. ასისტენტი ვერ ჩაგწერს თორე კი მოგცემდი ნომერს

Posted by: tatamais209 7 May 2021, 11:45
Anaani1234
დავუკავშირდი როგორც იქნა და ჩამწერეს სამშაბათს და მივალ აბა რას მეტყვის.ისე ვნერვიულობ ყველაფრის ისევ 0 დან დაწყება მაგრამ იმედია რამეს საიმედოს მეტყვის

Posted by: xalati 7 May 2021, 12:35
tatamais209
ძაან მეწყინა sad.gif გამაგრდი, ყველაფერი გამოგივა <3


მეც თავიდან ვიწყებ მეორე ინ ვიტროს, სამწუხაროდ ძააან ცოტა შანსია პირველზე გამოსვლის. საერთოდ, სტატისტიკურად, (საფრანგეთში) 20% შანსია ყოველ ტრანსფერზე, მეტი არა. და არცერთი ექიმი არ გეტყვის 50% და მითუმეტეს მეტს.
ეს ინფორმაცია საჭიროა იმისთვის, რომ გადახარშო ცუდი შედეგები. სევდას და ბრაზს არ შველის, მაგრამ ჯობია იცოდე რეალობა ადამიანმა, ვიდრე ძაან მაღლიდან დაენარცხო.



Posted by: tatamais209 7 May 2021, 13:10
xalati
მადლობა ❤️ ვიცი კი არც ერთი ექიმი არ გაძლევს 100% გარანტიას მაგრამ რაღაც ადამიანური შუალედი ხომ უნდა არსებობდეს ექიმსა და პაციენტს შორის.დავიღალე ძალიან მეტი ყურადღებით უნდა შევუდგე ახლიდან არ ვიცი რა გამომივა.სტიმულაციისაც მეშინია და ყველაფრისა უკვე

Posted by: MagdaLena1 7 May 2021, 21:35
გოგონებო გამარჯობა. დავბრუნდი ცოტა აზრზე მოსული და ვფიქრობ ცოტა დამშვიდებული. მოკლეთ სამი უშედეგო მცდელობის შემდეგ ისევ თავიდან ვიწყებ. სავარაუდოდ დაბალი ხარისხის კვერცხუჯრედებია, დაბალი ანტიმიულერის და ალბათ ენდომეტრიოიდული კისტაზე ოპერაციის გამო.
სამი თვეა მე და ჩემი მეუღლე ვსვამთ პროფერტილს. ვფიქრობ ინოფოლიკის დაწყებას და სანამ ექიმს ვკითხავ ვინმეს ხომ არ მოგისინჯავთ და შედეგი თუ აქვს?

Posted by: kato17 7 May 2021, 23:30
გამარჯობათ გოგოებო ვაქცინასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ ან რა ინფორმაციას ფლობთ თქვენი ექიმებისგან . მეუღლეს სამსახურიდან უწევს სინოფარმით აცრა . ერთი საშვალო ხარისხის ემბრიონი გვყავს რამდენად მაქვს შანსები არვიცი და რო დამჭირდეს თავიდან ინვიტრო აი ამაზე ვნერვიულობა ისედაც არ აქვს იდიალური სპერმა და ამ ვაქცინამ უარესი არ უყოს. სპერმის გაყინვასთან დაკავშირებით რა იცით ან რა ღირს

Posted by: ნინო333 7 May 2021, 23:35
გოგოებო ინტრალიპიდი ხომ არავის გინდათ? 4 ცალი დამრჩა. ივლისამდე აქვს ვადა,მაგრამ ექიმმა მითხრა ივლისშიც შეიძლება გამოყენებაო.
* * *
MagdaLena1
გამარჯობა,მე ვსვამდი ინოფოლიკს, კოენზიმ Q10-ს და იზიფოლს. არ ვიცი შედეგი რომელს ქონდა, ფაქტია მეტი ემბრიონი მივიღე წინა ცდებთან შედარებით, მაგრამ ორსულობა მაინც შეწყდა.

Posted by: MagdaLena1 8 May 2021, 10:50
უი ხოო? რატო შეწყდა? თრომბოფილია გამორიცხულია?

ჩემ შემთხვევაში ორსულობა არ შედგა. 3დღიანები გადავიტანე და როგორც ჩანს , არ განვითარდა არცერთი ბოლომდე.

ინოფოლიკს რომელს სვამდი? კომბს თუ HP?

Posted by: ნინო333 8 May 2021, 11:49
MagdaLena1
რაღაც მუტაციები ამომოვიდა თრომბოფილიების ანალიზებზე,მაგრამ ჰემატოლოგებმაც და ჩემ ექიმმაც ამის ბრალი ვერ იქნება,რთული ფორმები არ მაქვს, თუმცა მედიკამენტებით ზომებს მაინც ვიღებდით,მაგრამ... სამჯერ გავიკეთე,მიმაგრება უპრობლომოდ ხდება, უბრალოდ რაღაც ვადაზე ადის და ჩერდება გულოს ცემა მერე.
მიზეზი ვერ გაიგეს სამწუხაროდ.
* * *
MagdaLena1
5 დღიანების გადატანა ჯობია, ინოფოლიკს ფხვნილი რომ არის წყალში ხსნადი იმას ვსვამდი,მიმაგრებაზე გაქვს ანუ პრობლემა, რაღაც მედიკამენტებს აკეთებენ გადატანის წინ როგორც ვიცი,მე სქრეჩინგიც გამიკეთეს და კიდე რაღაც გელი შემიყვანეს კარგად რომ მიმაგრებულიყო,სახელი არ მახსოვს. წარმატებები

Posted by: xalati 8 May 2021, 13:48
kato17
საფრანგეთში ახალი რეკომენდაციებით არანაირი ვადა აღარ არის საჭირო აცრიდან ინ ვიტრომდე, ჩემი შეყვარებულიც აიცრა და არ არის პრობლემა, თვენახევარში გვაქვს შემდეგი მცდელობა. მეც როგორც კი შევძლებ, ავიცრები. კოვიდი ბევრად უფრო ცუდია სპერმის და კვერცხუჯრედის ხარისხისთვის, ვიდრე ნებისმიერი ვაქცინა.

Posted by: kato17 8 May 2021, 17:30
xalati
მადლობაა როგორ დამამშვოლიდეთ

Posted by: Baia4 8 May 2021, 21:05
გავაჩუქებ: ესტროფემი 16 აბი, დიუფასტონი 6 აბი და მეთიპრედი რამოდენიმე აბი.

Posted by: tatamais209 9 May 2021, 11:39
ნინო333
შეიძლება გკითხო? შენ გაიკეთე ინვიტრო და გამოგივიდა? ან რომელ ცდაზე გამოგივიდა?მე ორჯერ გავიკეთე და ორივეჯერ მიიმაგრა მეორეზე განსაკუთრებით მაღალი ხეგე მქონდა მაგრამ გადატანიდან 17 დღეს რომ გავიკეთე ხეგეს ანალიზი ძალიან იყო დაცემული.ვერ ვიგებ რა ხდება მინაგრების პრობლემა ფაქტია რომ არ მაქვს და სხვა მიზეზი რა შეიძლება იყოს? ძალიან დაბნეული ვარ თან მე 5 დღიანები გადამიტანეს
* * *
marimmariami
როგორ ხარ? ❤️

Posted by: MagdaLena1 9 May 2021, 12:02
QUOTE (ნინო333 @ 8 May 2021, 11:49 )
MagdaLena1
რაღაც მუტაციები ამომოვიდა თრომბოფილიების ანალიზებზე,მაგრამ ჰემატოლოგებმაც და ჩემ ექიმმაც ამის ბრალი ვერ იქნება,რთული ფორმები არ მაქვს, თუმცა მედიკამენტებით ზომებს მაინც ვიღებდით,მაგრამ... სამჯერ გავიკეთე,მიმაგრება უპრობლომოდ ხდება, უბრალოდ რაღაც ვადაზე ადის და ჩერდება გულოს ცემა მერე.
მიზეზი ვერ გაიგეს სამწუხაროდ.
* * *
MagdaLena1
5 დღიანების გადატანა ჯობია, ინოფოლიკს ფხვნილი რომ არის წყალში ხსნადი იმას ვსვამდი,მიმაგრებაზე გაქვს ანუ პრობლემა, რაღაც მედიკამენტებს აკეთებენ გადატანის წინ როგორც ვიცი,მე სქრეჩინგიც გამიკეთეს და კიდე რაღაც გელი შემიყვანეს კარგად რომ მიმაგრებულიყო,სახელი არ მახსოვს. წარმატებები

ყველაფერი გამოვა, უბრალოდ დროის საკითხია და ამდენი წვალება გვიწევს. მთავარია იმედი არ დავკარგოთ.

ჩემ შემთხვევაში სავარაუდოდ არ ვითარდება ემბრიონები, არადა ვიზუალურად და სამი დღის კვალობაზე საუკეთესო ხარისხია, როგორც ემბრიოლოგი ამბობს.

პირველ ამოღებაზე 4გვქონდა და ვერცერთი მივიდა პლასტომდე (5დღემდე ანუ) ანუ ვერ გადავიტანეთ.
მეორე ამოღებაზე სამი კვერცხუჯრედი გვქონდა და ორი ემბრიონი მივიღეთ საუკეთესო ხარისხის და გავყინეთ (პოლიპის გამო ვერ გადავიტანეთ)
მესამე ამოღებაზე ერთი ემბრიონი მივიღეთ საუკეთესო ხარისხის და ესეც გავყინეთ.
მერე ჰისტერო გავიკეთე და ორ თვეში გადავისკუპე ორი და მერე ერთი, გელიც გამოვიყენეთ, მაგრამ მიმაგრებაც კი არ დაწყებულა. ძალიან დაბნეული მიზეზი გაურკვეველია.
ძალიან ძალიან ცოტა ფოლეკული მოდის, ანტიმიულერი 0,61 ენდომეტრიოიდული კისტის ოპერაციის გამო განულდა როგორც მითხრეს. პლიუს ამას მაღალი ანტი-ტპო.

Posted by: marimmariami 9 May 2021, 12:13
tatamais209
კარგად ❤️ ველოდები 17ს. ცოტა შებერილობა მაწუხებს და ოდნავ გულის რევის შეგრძნება პერიოდულად მგონი ეგეც შებერილბის გამო ისე ადრე მგონია მაგისთვის.

Posted by: tatamais209 9 May 2021, 12:13
MagdaLena1
არ ინერვიულო ძალიან რთულია მაგრამ ნერვიულოვით ვერაფერს ვერ მივაღწევთ.მეც მაქვს ეგ ყველაფერი გაკეთებული ორივეჯერ მიმაგრებაც იყო მაგრამ მაინც არ გამომივიდა.ეს დღეები ისეთი იმედგაცრუებული ვარ და გაურკვევლობაში ჩავარდნილი ვეღარაფერს ვეღარ ვიგებ.ათასი კითხვა მაქვს და ვერაფერზე პასუხს ვერ ვიღებ.პასუხი მარტო ერთია ვერავინ ვერ გეტყვის ეს რატო ხდებაო და ახლიდან დავიწყოთო და არავინ არაფერს გეუბნება.და ეს ახლიდან დაწყება ჩემს შემთხვევაში 10 000 დოლარს ნიშნავს. ყველაზე ძვრიანი წამლები ალბათ რაც კი არსებობს ყველაფერი გავიკეთე სტიმულაციის დროს როცა შეიძლებოდა შედარებით ნაკლებ ფასიანი წამლებითაც მქონოდა ეს შედეგი მაგრამ ეხლა უკვე ბევრ რამეში გავერკვიე და უფრო თამამად შემიძლია ექიმს რაიმე ვუთხრა თავიდან საერთოდ ვერ ვიგებდი რას ვაკეთებდი.მე ვფიქრობ რომ ვისაც არ გამოგვდის კიდევ უნდა ვცადოთ და რაღაც აუცილებლად იქნება ❤️❤️❤️
* * *
marimmariami
ცოტა შებერილობა მგონი ბუნევრივია მაგრამ როგორც რაიმე ისეთს იგეძნობ რაც არ მოგეწონება მაშინვე გაქანდი ექიმთან არ მოითმინო.მე ძალიან ვნანობ ძალიან ბევრი დავთმე და ბოლოს შედეგიც ისეთივე მივიღე ყველაფერსე თავს რომ ვუქნევდი მეგონა ესეა ალბათ საჭირო მეთქი.ისე ვნანობ ეხლა მაგრამ კაი დროს

Posted by: marimmariami 9 May 2021, 12:42
tatamais209
ყველაფერზე ვწერ და ვურეკავ. მკერდი აღარ მტკივა ისე ძაან მაგრამ შეშუპებული მაქვს , ეგ ვნახე რომ მიივქდ არც უნდა მტკიოდეს. სხვა არაფერი, ვცდილობ მშვიდად ვიყო. ხან გამომდის ხან არა

Posted by: tatamais209 9 May 2021, 13:03
marimmariami
ხო ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება,მაგრამ კარგზე რომ იფიქრებ მერე დამშვიდდები ❤️❤️

Posted by: marimmariami 9 May 2021, 14:32
tatamais209
ვცდილობ ❤️ ყველა ჩხვლეტაზე ვღელავ მაინც

Posted by: ნინო333 9 May 2021, 22:32
tatamais209
მე არ გამომივიდა სამწუხაროდ, სამი ინ ვიტრო მაქვს გაკეთებული,მიმაგრებით ემაგრება, მივდივარ 7 კვირამდე და მერე ნაყოფის გულის ცემა ჩერდება, ბოლო ცდაზე 9 კვირაზეც ავედი და გაუჩერდა გულის ცემა ნაყოფს,არც მეშლება,არანაირი სიმპტომი არ მაქვს,უბრალოდ ეხო კონტროლზე რომ მივდივარ შეწყვეტილი მხვდება ორსულობა. სხვადასხვა მიზეზებით ხდება მსგავსი რამ,ან ემბრიონი არ ვარგა,ან თრომბოფილიები გაქვს,ან იმუნური სისტემა არ გაქვს მწყობრში. რაც საქართველოში შესაძლებელია კვლევა რომ გაიკეთო,გამოროცხე ყველაფერი,კიდევ აკეთებენ გადასხმით, ინტრალიპიდი ქვია,ჩემთან არც მაგან გაამართლა,მაგრამ ბევრთან გაამართლა. აქედან გავიგე მე ძირითადად გოგოებისგან რა კვლევები გამეკეთებინა,ბოლოს ქეთი ოსიძესთან მივედი და იგივე კვლევები მითხრა რაც აქ მირჩიეს. მიდი აბა რა კვლევებს გეტყვის და დანარჩენს აქაც გირჩევთ. ჩემთან მიზეზს ვერ მივაგენით,რადგან ყველაფერი მწყობრში მაქვს.
* * *
MagdaLena1
უი რა ცუდია მასე, მაგრამ უფრო დაბალი ანტიმიულერით მიუღიათ შედეგი როგორც ვიცი, გამოვა აუცილებლად, არ დანებდეთ მთავარია. მეც 1.0 მაქვს ანტიმიულერი და ფარისებრის პრობლემებიც მაქვს,მაგრამ ვაკონტროლებთ მედიკამენტებით,თან ბოლოს იმდენ წამლებს ვიღებდი არანაირად არ უნდა შეწყვეტილიყო ორსულობა. მოკლედ რა, ისე ვწვალობთ ნეტა ყველასთან დადგეს შედეგი.

Posted by: MagdaLena1 9 May 2021, 23:37
tatamais209
ნინო333

აუცილებლად დადგება შედეგი. უბრალოდ ჩვენ გვეჩქარება და ეს სიჩქარე ხშირ შემთხვევაში ხელს გვიშლის.
ზოგს იაფად გამოსდის ბავშვიკის გაჩენა, ზოგს ცოტა ძვირად, ზოგს კი საერთოდაც უფასოდ. ყველაზე რთული მაინც ისაა, რომ ამხელა იმედგაცრუების შემდეგ გვაქვს 1000 კითხვა და ძალიან ცოტა პასუხი.

Posted by: marimmariami 10 May 2021, 09:55
გოგოებო ოდნავ მტკივა წელი, უფრო სწორა გუშინ საღამო კუდუსუნის გასწვრივ მარჯვენა მხარეს მტკიოდასავით, დღეს მარცხნივ მაგრამ უფრო მოძრაობისას. შეიძლება ცუდად ვიწექი დივანზე ჩამეძინა შუადღით, მაგრამ პროგესტერონის ბრალი ხომ არ არის ნეტა? უკვე იმდენი ნანემსარი მაქვს შეიძლება მაგის ბრალი იყოს? ოდნავ დალურჯებებიც მაქვს და ტკივილს ხომ არ გადასცემს. ყველაფერზე ვღელავ მაინც ❤️

Posted by: margarita7 10 May 2021, 10:46
გოგონებო, თვალი მოვკარი, რამდენიმე ანტი-მიულერზე წერთ და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ დაბალი ანტიმიულერი არ ნიშნავს არაფერს, მეც დაბალი მაქვს და ამიტომ დავინტერესდი. მითხრა, რომ დაბალი ანტიმიულერი შეიძლება სულაც არაფრის ხელისშემშლელი იყოს, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ.

Posted by: Liza12 10 May 2021, 10:51
marimmariami
კი ზუსტად მასე მტკიოდა კუდუსუნის მაღლა ამდიოდა ტკივილი.მეც სხვა რამ მეგონა მარა ნანემსრების ტკივილიიყო.თბილი არყიანი ცელოფანი დავიდე კარგად დავიზილე და მომეშვა მეორე დღიდან.

Posted by: MagdaLena1 10 May 2021, 15:07
QUOTE (margarita7 @ 10 May 2021, 10:46 )
გოგონებო, თვალი მოვკარი, რამდენიმე ანტი-მიულერზე წერთ და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ დაბალი ანტიმიულერი არ ნიშნავს არაფერს, მეც დაბალი მაქვს და ამიტომ დავინტერესდი. მითხრა, რომ დაბალი ანტიმიულერი შეიძლება სულაც არაფრის ხელისშემშლელი იყოს, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ.

იცით რა მაინტერესებს თუ გაქვთ ინფორმაცია თქვენი ექიმისგან, დაბალი ანტიმიულერი არის მიზეზი თითქმის ყველა ციკლში ცოტა ფოლეკული რომ მოდის მითუმეტეს 33 წლის ასაკში

Posted by: ნინო333 10 May 2021, 15:59
MagdaLena1
დაბალი ანტიმიულერი იწვევს ზუსტად მაგას,ყველა ციკლში რომ ნაკლები ფოლეკულა მოდის. ყველა ციკლში გაკლდებათ კვერცხუჯრედების მარაგი და შესაბამისად რაოდენობის კლება მაგას იწვევს,ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ზოგი 23 წლისაა,მაგრამ დაბალი აქვს.

Posted by: MagdaLena1 10 May 2021, 16:31
ხოდა ანუ რა გამოდის 10ჯერ უნდა ამოვიღო მაინც და დავაგროვო, რომ იქნებ რომელიმე მივიდეს პლასტომდე? ღმერთო ძალა მომეცი და საშუალება. თან ამდენ ჯერ სტიმულაცია, იმედია ძალიან ბევრ პრობლემას არ გამიჩენს.

Posted by: ნინო333 10 May 2021, 17:26
MagdaLena1
სამწუხაროდ ეს გზა წვალებას მოითხოვს,მთავარია შედეგამდე გავიდეთ.ყველაფერი კარგად იქნება ❤

Posted by: margarita7 10 May 2021, 17:33
MagdaLena1
ნინო333

გოგოებო, არ მინდა, შეცდომით გითხრათ რამე, მაგრამ ის ვიცი ნამდვილად, რომ კი ჩემი დეიდაშვილი, რომელიც 33 წლისაა, 0.2 ანტიმიულერით, პირველი სტიმულაციის შემდეგ დაფეხმძიმდა. ამიტომ ვამბობ, რომ დაბალი ანტიმიულერი აუცილებლად ცოტა შანსს არ ნიშნავს.

Posted by: ნინო333 10 May 2021, 17:38
MagdaLena1
მიდი ექიმთან, მგონი ხვალ გიწევს ხო? დაგაკვალიანებს კარგად, ქეთისი ის მომწონს, რომ ინდივიდუალური მიდგომა იცის პაციენტებთან, მე მაგალითად მასე მომოდგა,რომ არ გაამართლა ქეთის ვერ დავაბრალებ,იმიტომ რომ მართლა ყველაფერი გავაკეთეთ ამ ეტაპზე მეც და ექიმმაც, შეხსენება კი უნდა ხოლმე რაღაცეებზე, მაგრამ არაუშავს. ერთად გადაწყვეტთ რა ჯობია და როგორც ჩათვლით საჭიროდ ისე მოიქცევით.
* * *
margarita7
კი მართალია, ხდება მასეც, უბრალოდ ზოგთან არ ამართლებს დაბალი ანტიმიულერით,რადგან ასაკიც აქვთ და ხარისხიანებიც აღარ არის ხოლმე,ზოგადად ანტიმიულერი დაბალი როცაა იმაზე ნაკლები შანსია ვიდრე მაღალზე,თორემ უშანსობას ნამდვილად არ ნიშნავს. ამიტომ ვამბობ რომ უკანასკნელ კვერცხუჯრედამდე ვიბრძოლებ ❤

Posted by: margarita7 10 May 2021, 18:10
ნინო333

რა თქმა უნდა. გისურვებთ თქვენი ჩანაფიქრების მალე ასრულებას გოგოებო!

Posted by: MagdaLena1 10 May 2021, 18:52
ხო ქეთის უნდა შეხსენება ღაღაცეების, თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამდენი პაციენტის გადამკიდე რაღაცეები ავიწყდება და შეცდომები მოსდის. იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
ჩემი პრობლემა უფრო ისაა, რომ 5დღემდე ვერ მიდის ემბრიონები, ან მიდის და ძალიან ნელი დაყოფით, ამიტომ გადავიტანეთ 3დღიანები მეორე და მესამე ჯერზე.
იმუნილოგიური გამოკვლევები არ გამაკეთებინა, არც ჩემი 1300 ანტი-ტპო ჩათვალა საყურადღებოდ. არც ჩემი ჰიპერკუაგულაცია მიიჩნია რამედ, ანუ შესქელებული სისხლი. რაღაცეები რომ ვიკითხე, ამას გადამოწმება და ეჭვები არ სჭირდებაო ასე მიპასუხა. პირდაპირ დონორი შემომთავაზა, მაშინ როცა ორივე საკვერცხე ნორმალურად მუშაობს ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, მოდის ფოლეკულები ნუ ცოტა, მაგრამ მაინც 4-5 მაინც. ასე რომ ვოცნებობ ისეთ ექიმზე ვინც ჩემს უშვილობის გულთან ახლოს მიიტანს და შედეგზე ორიენტირებული იქნება.

Posted by: ნინო333 10 May 2021, 22:25
MagdaLena1
გულთან ახლოს რომ მიიტანოს მეეჭვება მასეთი ექიმი ნახო,თუმცა გამოკვლევები რომ გაგიკეთოს და ადამიანურად გაგაგებინოს რა გჭირს,აი მასეთი შეიძლება ნახო, ისე არიან ექიმები დღეს,იმდენი პაციენტი ყავთ, სამწუხაროდ მაგთთვის ჩვენი მდგომარეობის გულთან მიტანა ცოტა რთულია, ისე მარტივად გეუბნებიან არაუშავს კიდევ ცადეო, ან დონორი გინდა და გამოვაო, ან სუროგატიო...საერთოდ არ ფიქრობენ ჩვენ ფინანსებზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. როგორც ვატყობ გამოკვლევები არც გაქვთ სრულყოფილად გაკეთებული,მიდით რამოდენიმე ექიმთან ვისაც აქებენ და შეარჩევთ რომელიც მოგეწონებათ. ქეთიმ მე ძლიერი სტიმულაცია გამიკეთა და 4 კარგი ემბრიონი მივიღე. მედიკამენტებში 3000 ლარამდე დამჭირდა, როცა გოგოები 1500 დან 2000 მდე თანხებში ჯდებიან, ანუ ბევრი დამჭირდა სტიმულაციის ნემსები და გაყინულებიც დამრჩა 5 დღიანები. წინა კლინიკაში არ მრჩებოდა გაყინული. აი მიდით,აუხსენით მდგომარეობა და აბა რას გეტყვით. ისე ავიწყდება ხოლმე ზოგჯერ რაღაცეები და ყოველ მისვლაზე გაახსენებთ თუ შეატყობთ რამე არ ახსოვს
* * *
margarita7
დიდი მადლობა, იმედია გამოვა ❤
* * *
MagdaLena1
ქეთის პაციენტი ხართ უკვე თუ ახლა იწყებთ?

Posted by: klubnika 10 May 2021, 22:33
QUOTE (MagdaLena1 @ 10 May 2021, 18:52 )
ხო ქეთის უნდა შეხსენება ღაღაცეების, თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამდენი პაციენტის გადამკიდე რაღაცეები ავიწყდება და შეცდომები მოსდის. იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
ჩემი პრობლემა უფრო ისაა, რომ 5დღემდე ვერ მიდის ემბრიონები, ან მიდის და ძალიან ნელი დაყოფით, ამიტომ გადავიტანეთ 3დღიანები მეორე და მესამე ჯერზე.
იმუნილოგიური გამოკვლევები არ გამაკეთებინა, არც ჩემი 1300 ანტი-ტპო ჩათვალა საყურადღებოდ. არც ჩემი ჰიპერკუაგულაცია მიიჩნია რამედ, ანუ შესქელებული სისხლი. რაღაცეები რომ ვიკითხე, ამას გადამოწმება და ეჭვები არ სჭირდებაო ასე მიპასუხა. პირდაპირ დონორი შემომთავაზა, მაშინ როცა ორივე საკვერცხე ნორმალურად მუშაობს ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, მოდის ფოლეკულები ნუ ცოტა, მაგრამ მაინც 4-5 მაინც. ასე რომ ვოცნებობ ისეთ ექიმზე ვინც ჩემს უშვილობის გულთან ახლოს მიიტანს და შედეგზე ორიენტირებული იქნება.

აუ ნერვები მეშლება რა
ქეთის ბევრი აქებს მაგრამ ნუ მე უკმაყოფილო ვარ
ყველა ეტაპზე რაღაც ავიწყდებოდა
გამძლეობა და წარმატებები

Posted by: ნინო333 11 May 2021, 09:55
გოგოებო ინოვაში დავტოვე ორი ცალი ინტრალიპიდი,თუ ვინმეს უცებ დაგჭირდეთ და არ გაქვთ გაითვალისწინეთ და მოიკითხეთ კლინიკაში. გაჩუქება მინდოდა, აქ დავწერე რომ მომრჩა და არავინ გამომეხმაურა, ასე რომ დავტოვე ინოვაში ❤

Posted by: MagdaLena1 11 May 2021, 11:42
QUOTE (ნინო333 @ 10 May 2021, 22:25 )
ქეთიმ მე ძლიერი სტიმულაცია გამიკეთა და 4 კარგი ემბრიონი მივიღე.
MagdaLena1
ქეთის პაციენტი ხართ უკვე თუ ახლა იწყებთ?

ქეთის პაციენტი ვარ კი, მაგრამ ვფიქრობ ნანასთან მივიდე კვერნაძესთან, ნაკლები პაციენტი ჰყავს და უფრო ყურადღებიანი ქალიაო ამბობენ.
ემბრიოლოგიც ძალიან კარგი ჰყავსო და რავიცი. თუ პრობლემა არაა რომ დაწერო სტიმულაციის პროტოკოლი რა დროსაც 4 კარგი ემბრიონი მიიღეთ. და მანამდე რას სვამდი წამლებს.
მე ქეთიმ მხოლოდ თიროქსილი , ფოლიუმი და ,, D” ვიტამინი დამინიშნა. მანამდე თვითნებურად ვსვამდი ქოენზიმს და ძალიან კარგიო მითხრა.

Posted by: marimmariami 11 May 2021, 12:52
MagdaLena1
ნანა კვერნაძეზე საკუთარი გამოცდილებით გეტყვი რომ ყოველთვის პასუხობს ჩემს ზარებს, თუ არ სცალია აუცილებლად რეკავს როცა გამოტოვებული ზარი ხვდება. ემბრიოლოგი თამარ დვალიც ძალიან კარგი გოგოა , არასდროს ეზარება ყველა დეტალზე საუბარი და ყველა ვარიანტს გთავაზობს რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთო. პროტოკოლო მგონი ყველას იგივე აქვს დაახლოებით. თქვენ რა პრობლემის გამო იკეთებთ?

Posted by: MagdaLena1 11 May 2021, 14:24
ჩემი პრობლემა ღრმა ენდომეტრიოზია, ოპერაცია გავიკეთე ორივე საკვერცხეზე მოხდა ჩარევა. ამ ეტაპზე ორივე საკვერცხე ფუნქციონირებს მაგრამ რეზერვი გამინულდა, როგორც ქეთიმ მითხრა ქირურგიული ჩარევით განპირობებული განლევაა დაწყებული. სავარაუდოდ უხარისხო კვერცხუჯრედები მოდის და თან ცოტა მაქსიმუმ 5 აქედან 3 შია ხოლმე კვერცხუჯრედი. ძირითადად ესაა პრობლემა.

Posted by: marimmariami 11 May 2021, 14:48
MagdaLena1
გასაგებია, წარმატებები ❤️

Posted by: MagdaLena1 11 May 2021, 14:51
მადლობა, ასევე.

Posted by: ნინო333 11 May 2021, 15:29
MagdaLena1
პრობლემა არ არის,უბრალოდ არ მახსოვს ზუსტად, ზოგს იქ ვიკეთებდი ნემსებს,ზოგს მიწერდა, რაც მახსოვს გონალს ვიკეთებდი 150 იანს ყოველ დღე, დღე გამოშვებით 2 ცეტროს ერთად მგონი, ბოლოს ოვიტრელი. ცუდი პერიოდები მქონდა და ზუსტად არ მახსოვს,თუ ვიპოვნე ფურცლები სადაც ეწერა დანიშნულება მოგწერ ზუსტ დოზებს, მგონი 10-12 დღე დამჭირდა. მიკვირს ქეთისი,სისხლზე თუ პრობლემა გაქვთ ჰემატოლოგი რატომ არ ჩართო?
* * *
MagdaLena1
მანამდე ვსვამდი ინოფოლიკს, კოენზიმს, D ვიტამინს, ბ12-ს, დოსტინექსს, სელენს და იზიფოლს. ესენი ანალიზების შედეგად დამინიშნა,მე ფარისებრის პრობლემაც მაქვს,პროლაქტინიც მქონდა მომატებული, დ და ბ ვიტამინის დეფიციტი მქონდა და მაგიტომ არის ზოგი ზედმეტი მედიკამენტი

Posted by: MagdaLena1 12 May 2021, 12:06
მგონო შეგაწუხე მაგრამsmile.gif რა ანალიზები გაგაკეთებინა სანამ სტიმულაციას დაიწყებდი?
დე ვიტამინის დეფიციტი და მაღალი ანტიტეპეო მეც მაქვს. დიდი ხანი ვსვამდი ქოენზიმს, მანამდე პროფერტილს და, ალბათ მაგიტო მარტო ტიროქსილი და დე ვიტამინი დამინიშნა სტიმულაციის დაწყებამდე 2თვე.

Posted by: ნინო333 12 May 2021, 15:51
MagdaLena1
არა რას მაწუხებ,თუ რამით დახმარება შემიძლია აბა რისთვის ვართ აქ. ე.ი კონკრეტულად სტიმულაციის წინ პროგესტერონი,ესტრადიოლი, სისხლის საერთოდ და დიმერი გამიკეთა, მე ძირითადად სტიმულაციისთვის რომ მივედი და ზოგადი მზადება დავიწყეთ ნელ-ნელა ვიკეთებდი სხვადასხვა ანალიზებს. D ვიტამინი, B12, B ჯგუფის ვიტამინები, ჰომოცისტეინი, 17 oh, ღვიძლის ფუნქციები(alt,ast), პროლაქტინი, fsh, კრეატინინი, TSH, ANTI-TPO, ANTI TG, DHEA სულფატი, კოაგულოგრამა, გლუკოზა, ინსულინი და პაპ ტესტი. ესენი ზოგი ერთჯერადად გაკეთდა და ისინი, რომელიც არ ჯდებოდა ნორმებში იმაზე მკურნალობა დამინიშნა და შემდგომ გადაამოწმა ხოლმე. მაგ: 17 oh, მაღალი მქონდა და ორსულობაზეც ხშირად ამოწმებდა,ასევე პროგესტერონს დოზების შერჩევიათვის, რადგან თრომბოფილიები მაქვს დედიმერს და კოაგულოგრამასაც ხშირად მაკეთებინებდა, მოკლედ რა ანალიზებიც პრობლემური იყო იმას გამეორებით მაკეთებინებდა ხოლმე. ასევე მეუღლეს სპერმოგრამა მხოლოდ. იმედია არაფერი გამომრჩა.
* * *
და ამდენი ყურადღების მიუხედავად მაინც შეწყდა ორსულობა, თან უამრავი მედიკამენტი მქონდა დანიშნული და მართლა არ ვთვლი რომ ექიმს შეეშალა რამე, ყველაფრის პრევენციისთვის ვიღებდი მედიკამენტებს და კვირაშო ერთხელ ვამოწმებდით ანალიზებს.

Posted by: MagdaLena1 12 May 2021, 18:33
ყველაფერი ინდივიდუალურია. ჩემთან მაგალითად ასე იყო, რომ მივედი და ვუთხარი ვსიო გადავწყვიტე სტიმულაციის დაწყებათქო ( მანამდე ინსემინაცია მქონდა გაკეთებული ქეთისთან) იმ თვეში ვირუსებზე გამაკეთებინა ანალიზები, fsh, ღვიძლის ფუნქცია, კრეატინინი, და პაპ ტესტი.
ამ დროს დედიმერი ისეთი მაღალი მქონდა 20 კლექსანი დამჭირდა 0,4 -იანი. ანტი ტპო 1500. დაბალი დ ვიტამინი.
4 ემბრიონიდან ვერცერთი მივიდა ბლასტომდე და ეს ორ კვირაში გავიგე ამოღებოდან, მანამდე კაციშვილი არ მეუბნებოდა როგორ ვითარდებოდნენ. ნატო კი მყავდა შეწუხებული ბოლოს მაგრამ პასუხი მასაც ორაზროვანი ქონდა. მივედით მერე მე და ჩემი მეუღლე და ეგრევე დონორი შემომთავაზა კინაღამ ინსულტი მომივიდა.
მე ძალიან გაბრაზებული ვარ, ძალიან ძალიან.
შენ წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო.❤️

Posted by: marimmariami 12 May 2021, 19:22
MagdaLena1
ბლასტომდე გაზრდაზე არ იდარდოთ , თავიდან მეც ძალიან ვღელავდი აქ უმეტესობას ბლასტოები აქვს გადატანილი და გაყინული. მე 3 დღიანი ემბრიონები გავყინე და გადავიტანე. შეიძლება ბლასტომდე ლაბორატორიაში ვერ მიაღწიოს მაგრამ დედის ორგანიზმში განვითარდეს ❤️

Posted by: ნინო333 12 May 2021, 20:10
MagdaLena1
მადლობა, ვირუსებზეც გამაკეთებინა ახლა გამახსენდა და ამოღებიდან ორი კვირა ისე ყავდა ემბრიონები თუ პასუხს არ გეუბნებოდა? მე დამირეკა გაყინვის დღეს და ამიხსნა რანაირად უნდა გაეყინათ და რამდენს გადამიტანდა,რამდენი გამოვიდა და ა.შ მაგ დღეს გადატანაზეც ვიყავი დაბარებული და სანამ მოხვალ გვიანდება და უნდა გავყინოთ დანარჩენიო. თუ უკმაყოფილო ხართ მაშინ კი უნდა ნახოთ სხვა. მე რომ ამიცრუვდა გული ქოჩიაშვილზე მაგიტომ წამოვედი მისგან, ქეთისთანაც თუ აღარ მომეწონება მაგისგანაც წამოვალ. წარმატებები ❤
* * *
marimmariami
კი,ეგ ინდივიდუალურია, ზოგს 3 დღიანზე უმართლებს, ზოგს 5 დღიანზე და ა.შ. თუ ხარისხიანია ემბრიონი სამ დღიანზეც განვითარდება.

Posted by: torckiko 13 May 2021, 18:07
QUOTE (MagdaLena1 @ 11 May 2021, 14:24 )
ჩემი პრობლემა ღრმა ენდომეტრიოზია, ოპერაცია გავიკეთე ორივე საკვერცხეზე მოხდა ჩარევა. ამ ეტაპზე ორივე საკვერცხე ფუნქციონირებს მაგრამ რეზერვი გამინულდა, როგორც ქეთიმ მითხრა ქირურგიული ჩარევით განპირობებული განლევაა დაწყებული. სავარაუდოდ უხარისხო კვერცხუჯრედები მოდის და თან ცოტა მაქსიმუმ 5 აქედან 3 შია ხოლმე კვერცხუჯრედი. ძირითადად ესაა პრობლემა.

რა სიმპტომები გაქვს ენდომეტრიოზზე? ციკლი როგორი გაქვს? დავიტანჯე უკვე 2 ჯერ გავიკეთე ოპერაცია და კიდევ საოპერაციო ვარ, ერთადერთი გამოსავალი საშვილოსნოს ამოღებაო, თორემ ნაწლავებზეც გადავაო

Posted by: nefertiti987 13 May 2021, 20:54
torckiko
რამდენი წლის ხართ? და რა ჩივილებით?

Posted by: torckiko 13 May 2021, 22:10
QUOTE (nefertiti987 @ 13 May 2021, 20:54 )

რამდენი წლის ხართ? და რა ჩივილებით?

35 ვარ, მაგრამ მე ძაან ბევრი პრობლემა მაქვს გინეკოლოგიურის გარდა, ამ მხრივ ჩემი ჩივილებია არეული ციკლი, 2 კვირით ადრე მეწყება გამოანდენი და საშინელი ტკივილები და მიგრზელდება მომდევნო ციკლამდე. ოპერაციის მერე დამინიშნეს ვიზანა თუმცა უშედეგოდ, მაინც წამოვიდა ენდომეტრიოზის კერები, პლიუს მიემატა შეხორცებები და კიდევ საოპერაციო ვარ.

Posted by: MagdaLena1 14 May 2021, 22:16
QUOTE (torckiko @ 13 May 2021, 18:07 )

რა სიმპტომები გაქვს ენდომეტრიოზზე? ციკლი როგორი გაქვს? დავიტანჯე უკვე 2 ჯერ გავიკეთე ოპერაცია და კიდევ საოპერაციო ვარ, ერთადერთი გამოსავალი საშვილოსნოს ამოღებაო, თორემ ნაწლავებზეც გადავაო

მე 4წლის წინ გავიკეთე საკვერცხეზე მქონდა ენდომეტრიოიდული კოსტა 6სმ. მას მერე ყველაფერი რიგზეა ღვთის წყალობით. თუმცა ოპერაციის მერე ანტიმიულერი 0,68-ზე ჩამოვიდა და ყოველ ციკლში 5-6 ფოლეკულზე მეტი არ მოდის როცა 33წლის ასაკში 10-12 მაინც უნდა მოდიოდეს.
ციკლი მაშინაც და ეხლა იდეალურად მაქვს. ახვა დანარჩენი ჰორმონებიც ნორმაში. უბრალოდ ოპერაციის მერე პროლაქტინი მქონდა მაღალი.
ვაძიმთან გავიკეთე ოპერაცია, ძალიან მაგარი ქირურგია.

Posted by: torckiko 14 May 2021, 22:56
MagdaLena1

მე ორივეზე მქონდა ენდომეტრიული კისტა, პლიუს მიომა. ოერაციიდან რამდენიმე თვე ვიყავი კარგად და მერე ისევ დამეწყო ტკივილებიც და არავეც ციკლის. უკვე 6 თვესი დამიფიქსირდა რომ საშვილოსნოზე მოედო ისევ კერები. მე ჩარექიშვილტან გავაკეთე და თავიდანმვე გამაფრთხილა განმეორდებაო. ციკლი რამდენი დღე გაქვს? მე ძაან შემიცირდა დღეებიც და მოცულობაც.

Posted by: MagdaLena1 15 May 2021, 00:03
მე ოთხი დღე მაქვს ციკლი, მიდი ვაძიმთან, ძალიან ჭკვიანი ქირურგია.
პერიოდულად ვიკეთებ ონკო მარკერს ca 125-ს. შვილის გაჩენაა იდეალური ვარიანტი. მიომა დიდად არ უშლის ხელს და თუ ოვულაცია ხდება და ფოლეკულები მოდის წესით ორსულობაც შეიძლება შედეგს. ანტიმიულერი რამდენი გაქვთ? ხელოვნური არ გიცდიათ?

Posted by: torckiko 15 May 2021, 09:25
QUOTE (MagdaLena1 @ 15 May 2021, 00:03 )
მე ოთხი დღე მაქვს ციკლი, მიდი ვაძიმთან, ძალიან ჭკვიანი ქირურგია.
პერიოდულად ვიკეთებ ონკო მარკერს ca 125-ს. შვილის გაჩენაა იდეალური ვარიანტი. მიომა დიდად არ უშლის ხელს და თუ ოვულაცია ხდება და ფოლეკულები მოდის წესით ორსულობაც შეიძლება შედეგს. ანტიმიულერი რამდენი გაქვთ? ხელოვნური არ გიცდიათ?

შვილი კია იდელური ვარიანტი მაგრამ ძველბის სერიზოული პრობლემები მაქვს ოსტეოპოროზი მოტხილობობეით და ბეხტერევი და არ შეიძლება ჩემთვის. მე ციკლი 2 დღემდე ჩამომივიდა და ისიც მცირე რაოდენობით, მაგრამ საშინელი ტკივილებით. ოპერაციის მერე ვიზანას იღებდით?

Posted by: compte.paris75 15 May 2021, 14:27
QUOTE (MagdaLena1 @ 14 May 2021, 22:16 )
...
მე 4წლის წინ გავიკეთე საკვერცხეზე მქონდა ენდომეტრიოიდული კოსტა 6სმ. მას მერე ყველაფერი რიგზეა ღვთის წყალობით. თუმცა ოპერაციის მერე ანტიმიულერი 0,68-ზე ჩამოვიდა ...

ოპერაციამდე რამდენი იყო ანტიმიულერი?

Posted by: nefertiti987 16 May 2021, 10:55
მარიამ,ხვალ მიდიხარ მგონი ეხოზე,წარმატებებს გისურვებ,გელოდებით კარგი ამბებით <3

Posted by: MagdaLena1 17 May 2021, 01:01
QUOTE (compte.paris75 @ 15 May 2021, 14:27 )
QUOTE (MagdaLena1 @ 14 May 2021, 22:16 )
...
მე 4წლის წინ გავიკეთე საკვერცხეზე მქონდა ენდომეტრიოიდული კოსტა 6სმ. მას მერე ყველაფერი რიგზეა ღვთის წყალობით. თუმცა ოპერაციის მერე ანტიმიულერი 0,68-ზე ჩამოვიდა ...

ოპერაციამდე რამდენი იყო ანტიმიულერი?

ოპერაციამდე არ გამიკეთებია, მაგრამ ვაძიმმა მითხრა და ქეთიმაც, ენდომეტრიოიდული კისტა საკვერცხეზე ანახევრებს რეზერვსო.

Posted by: marimmariami 17 May 2021, 09:16
nefertiti987
მადლობა ❤️ დღეს შუადღით უნდა წავიდე

Posted by: tatamais209 17 May 2021, 11:20
marimmariami
როგორ ხარ? დღეს გელოდები მოუთმენლად ❤️❤️❤️

Posted by: ninucanodo 17 May 2021, 12:31
tatamais209
იყავით ქეთისთან?

Posted by: marimmariami 17 May 2021, 14:25
გოგოებო ვიყავი. 2 პატარა წერტილუკა მყავს ❤️გულიც უცემდათ, ნანა ექიმმა გადამიღო ვაგინალური და მე ვერ ვხვდები იდენტურები არიან თუ არაო, 3დ აპარატს რაღაც სისტემური პრობლემა ჰქონდა და მაგით ვერ გადამიღეს. სამეანო ექოსკოპიაზე ჩავეწერე პარასკევს.

Posted by: nefertiti987 17 May 2021, 14:32
marimmariami
როგორ მიხარია,ბედნიერი ცხრა თვე თქვენ <3

Posted by: marimmariami 17 May 2021, 14:38
nefertiti987
დიდი მადლობა ❤️მთელი გულით გისურვებთ ყველას ძალიან მალე გწვედოთ ეს სიხარული ❤️

Posted by: Anaani1234 17 May 2021, 14:39
marimmariami
აუ რა მაგარია ორი ცალი გილოცააავ ❤❤❤

Posted by: tatamais209 17 May 2021, 15:13
marimmariami
გილოცავ გამიხარდა ძალიან ❤️❤️
* * *
marimmariami
გილოცავ გამიხარდა ძალიან ❤️❤️
* * *
marimmariami
გილოცავ გამიხარდა ძალიან ❤️❤️

Posted by: Liza12 17 May 2021, 15:18
marimmariami
რამაგარია.გილოცავ.ჯანმრთელი პატარები მოავლინოს ღმერთმა და მშვიდობიანი 9 თვე გქონოდეს .

Posted by: marimmariami 17 May 2021, 15:20
დიდი მადლობა გოგოებო ❤️ჯერ ემოციებში ვარ

Posted by: compte.paris75 17 May 2021, 20:10
marimmariami
გილოცავ ამ უდიდეს სიხარულს.!!!

Posted by: marimmariami 18 May 2021, 15:16
compte.paris75
მადლობა ❤️

Posted by: tatamais209 19 May 2021, 18:09
გოგოებო პროფერტილს ქალისას სად ვიყიდი?

Posted by: ნინო333 19 May 2021, 22:56
marimmariami
გილოცავთ, ბედნიერი ცხრა თვე და ბედნიერი დედობა ❤

Posted by: klubnika 19 May 2021, 23:28
QUOTE (marimmariami @ 17 May 2021, 14:25 )
გოგოებო ვიყავი. 2 პატარა წერტილუკა მყავს ❤️გულიც უცემდათ, ნანა ექიმმა გადამიღო ვაგინალური და მე ვერ ვხვდები იდენტურები არიან თუ არაო, 3დ აპარატს რაღაც სისტემური პრობლემა ჰქონდა და მაგით ვერ გადამიღეს. სამეანო ექოსკოპიაზე ჩავეწერე პარასკევს.

love.gif love.gif love.gif love.gif
რა მაგარი ამბავი გქონიააა
გილოცავ

Posted by: marimmariami 21 May 2021, 10:09
ნინო333
klubnika
მადლობა გოგოებო ❤️

Posted by: MagdaLena1 21 May 2021, 17:06
nefertiti987

ბედნიერი 9თვე მინდა გისურვოთ.
* * *
გოგოებო, სტიმულაციის წამლებს სად ყიდულობთ იაფად?
განსაკუთრებით ცეტროტიდი მაინტერესებს
* * *
QUOTE (klubnika @ 19 May 2021, 23:28 )
QUOTE (marimmariami @ 17 May 2021, 14:25 )
გოგოებო ვიყავი. 2 პატარა წერტილუკა მყავს ❤️გულიც უცემდათ, ნანა ექიმმა გადამიღო ვაგინალური და მე ვერ ვხვდები იდენტურები არიან თუ არაო, 3დ აპარატს რაღაც სისტემური პრობლემა ჰქონდა და მაგით ვერ გადამიღეს. სამეანო ექოსკოპიაზე ჩავეწერე პარასკევს.

love.gif love.gif love.gif love.gif
რა მაგარი ამბავი გქონიააა
გილოცავ

გილოცავ❤️❤️ბედნიერი 9თვე შენს ტყუპუცებს.❤️❤️

Posted by: nefertiti987 21 May 2021, 20:43
MagdaLena1
მადლობა,თუმცა ჩემი ორსულობა მალევე შეწყდა.მერე პირველ მაისს კოვიდი დამემართა და ივნისში მირჩევთ გადატანას,გოგოებო? თუ კიდე ერთი თვე მოვიცადო?

Posted by: MagdaLena1 21 May 2021, 20:54
უი, სამწუხაროა. მაგრამ არაუშავს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. წარმატებები.

Posted by: Liza12 21 May 2021, 21:05
nefertiti987
ანალიზები თუ ნორმაშია სისხლის საერთო ცრპ და კოაგულოგრამა დდიმერი. არაფერი პრობლემა არიქნება გადატანა.თან გყავს ემბრიონები.ახლიდან რომ იწყებდე 2 ციკლის გამოტოვებას მაინც გირჩევდა ექიმი მარა გადატანისთვის არიქნება პრობლემა ანალიზები თუკარგი გექნება.

Posted by: nefertiti987 21 May 2021, 21:11
Liza12
კი,ყველა ეგ ანალიზი ნორმაში მქონდა. მადლობა,ლიზა <3

Posted by: MagdaLena1 21 May 2021, 22:18
გოგოებო, წამლებს სად ყიდულობთ სტიმულაციის ნომრები ჩამიყარეთ რაა. განსაკუთრებით ცეტროტიდი მჭირდება რამდენიმეგან ვნახე და ძალიან ძვირია sad.gif

Posted by: klubnika 23 May 2021, 13:15
MagdaLena1
თუ ოვიტრელი დაგჭირდება მომწერე
იაფად გაყიდინებ

Posted by: compte.paris75 23 May 2021, 18:52
MagdaLena1
ბაზრობაზე რომ არიან ლაურა და მისთანები, იმათი ნომრები გაქვს? თუ არ გაქვს შემიძლია მოვძებნო თუ გინდა

Posted by: marimmariami 24 May 2021, 10:38
MagdaLena1
მადლობა ❤️ მე პირადად პსპ-ში შევუკვეთე სტიმულაციის დაწყებამდე გონალი , ცეტროტაიდი, ოვიტრელი და კრაინონი. ეკა ქვია გოგოს ვისაც ვეკონტაქტებოდი 551 934 455 ესაა ნომერი. ფორმა 100 დამატოვებინეს თამარ მეფის ფილიალში და 1 თვეში ჩამივიდა. ზოგჯერ ადგილზეც აქვთ თუ ვინმემ აღარ წაიღო. ეს არის თეა 593574900 მგონი ვაგზალზეა, კრაინონს ვერ ვშოულობდი და ექიმმა მომცა ეს ნომერი. იქნებ გამიგადგეს რომელიმე❤️
* * *
nefertiti987
თუ ანალიზები ნორმაშია მგონჯ არ იქნება პრობლემა. დ დიმერს და კოაგულოგრამას მე ხშირად მაკეთებინებს ექიმი და მაგის მიხედვით გეგმავს რაღაცებს. გუშინ იმედი ლ ის ოჯახის ექიმთან ვიყავი და ძველი ანალიზები რომ ნახა დაასკვნა რომ კოვიდი მაქვს გადატანილი :დ საიდან მოიტანა არ ვიცი.

Posted by: Batuka 25 May 2021, 12:13
გოგოებო ხელოვნური განაყოფიერების გასაკეთებლად რომელი კლინიკას მირჩევთ?

Posted by: compte.paris75 26 May 2021, 00:47
QUOTE (Batuka @ 25 May 2021, 12:13 )
გოგოებო ხელოვნური განაყოფიერების გასაკეთებლად რომელი კლინიკას მირჩევთ?

ეგ ძალიან რთული კითხვა დასვი smile.gif
აქ სხვადასხვა კლინიკებში არიან გოგოები და ყველას თავისი მოსწონს.

Posted by: MagdaLena1 26 May 2021, 09:03
მადლობა გოგოებო, ვიყიდე.
წარმატებები ყველას ვინც ამ რთულ გზას ვადგავართsmile.gif
* * *
მადლობა გოგოებო, ვიყიდე.
წარმატებები ყველას ვინც ამ რთულ გზას ვადგავართsmile.gif
* * *
მადლობა გოგოებო, ვიყიდე.
წარმატებები ყველას ვინც ამ რთულ გზას ვადგავართsmile.gif

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 14:41
გოგოებო,შეიძლება ბიოქიმიური ორსულობის მერე ციკლიც გქონდეს და მეორე თვეში ტესტი მაინც დადებითს აჩვენებდეს? ბოლო ხეგეზე წინა თვეში 16-ზე იყო ჩამოსული და მეორე ხაზი ახლა უფრო მუქია მგონი. არად ძალიან ვნერვიულობ,კოვიდი მქონდა ამ თვეში
* * *
შემოდით რა ვინმე,რა გავაკეთო არ ვიცი

Posted by: compte.paris75 27 May 2021, 16:28
nefertiti987
რაო რაო??????
აბა უფრო დეტალურად თქვი რა რიცხვებში რა იყო, ციკლი ბოლოს როდის გქონდა?
* * *
რამე წამლებს იკეთებ? რა ტესტი გაიკეთე?
* * *
ოვულაცია და ურთიერთობა როდის გქონდა?

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 16:35
compte.paris75
აპრილის ბოლოს დაეცა ჩემი ხეგე, ბოლო იყო 16-ზე და წამლები რომ შემაწყვეტინა, მეოთხე დღეს მომივიდა ციკლი 27 აპრილს. პირველ მაისს დამიდასტურდა კოვიდი და დღეს ტესტზე საკმაოდ მუქი ხაზია,გადაცდენა ჯერ ორი დღეა მხოლოდ მაგრამ სახეზე გამომაყარა და მაგიტო დავეჭვდი. ხეგეც ჩავაბარე ახლა,მაგრამ დღეს თუ მოესწრება არ ვიცი((
* * *
არაფერს წამალს არ ვიღებ. ახლა რომ მომივიდოდა ციკლი,მოდიო და დავგეგმოთო. ოვულაცია ალბათ 10 მაისისთვის,ურთიერთობის თარიღები არ მახსოვს. ტესტი ჩვეულებრივი ვარდიანი გავიკეთე თან შუადღეს

Posted by: Liza12 27 May 2021, 16:44
nefertiti987
ვაიმე რამაგარია ამბავიაა. რაღადროს ის ბიოქიმიურია კაცო . ორსულად ხაარ და გილოცააავ .

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 16:44
აუ უცხოურ ჯგუფებში მიწერენ წინა თვის გამო შეიძლება აჩვენებდესო, ახლაც თუ იმედი გამიცრუვდა sad.gif(

Posted by: Liza12 27 May 2021, 16:46
nefertiti987
რა სისულელეააა. 16 იყო ბოლოს ხეგე და ციკლიც გქონდა. ჯერ 15 დან აღიქვამს მამატესტი ისიც ლანდავს და ყველავარიანტში დაეცემოდა ხო კიდევ უფრო აი რანაირად უნდა აჩვენოს წინა თვის. არადა ინვიტროს გეგმავ ხომ?

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 16:54
Liza12
კი ამ თვეში ვგეგმავ მესამე გადატანას. წარმოუდგენელია 6 წელი არ დამდგარა ბუნებრივი ორსულობა მილების გამო და არამარტო

Posted by: compte.paris75 27 May 2021, 16:55
QUOTE (nefertiti987 @ 27 May 2021, 16:44 )
აუ უცხოურ ჯგუფებში მიწერენ წინა თვის გამო შეიძლება აჩვენებდესო, ახლაც თუ იმედი გამიცრუვდა sad.gif(

არ არსებობს, შანსი არ არის!!!

დაველოდოთ ხეგეს მაგრამ მოსალოცად მეჩქარება უკვე დაწერა კარგი ამბავი გელოდება ნამდვილად.
დღეს ვითომ რატომ არ იქნება ხეგეს პასუხი?

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 16:56
compte.paris75
4-ზე ჩავაბარე ანალიზი და შეიძლება გვიან იყოს პასუხი

Posted by: Liza12 27 May 2021, 18:37
nefertiti987
წარმატებები აბა გაგვაგებინე კარგი ამბავი.

Posted by: Anabeli111 27 May 2021, 19:44
nefertiti987
რა მაგარია!! გილოცავ ♡♡ ბედნიერ დედიკოობას გისურვებ ^_^ ♡♡
* * *
გოგოებო, თუ გაგიგიათ ან გქონიათ შემთხვევა, იმპლანტაციის სისხლდენიდან ტესტი რამდენ ხანში აჩვენებს ორსულობას? ♡

Posted by: compte.paris75 27 May 2021, 21:09
nefertiti987
კიდევ არ არის პასუხი?

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 21:14
compte.paris75
არა,ალბათ დღეს არ აპირებენ (

Posted by: Anaani1234 27 May 2021, 21:17
nefertiti987
როგორ შეილება 16 იყო ხეგე და ერთი თვის მერე ტესტი აჩვენებდეს biggrin.gif მოსალოცი ამბავია დარწმუნებული ვარ ❤ მხოლოდ მილებია პრობლემა გაქვს ხომ ?

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 21:26
Anaani1234
მილები და ენდომეტრიოზიც. სანამ ეხოზე არ ვნახავ რა დამაჯერებს არ ვიცი biggrin.gif
* * *
ჩხირი რომ გაშრა,მეორე ხაზი ცოტა გაღიავდა და ნორმალურია? ისე მაინც ჩანს,ჩაკვირვებაც არ სჭირდება
* * *
user posted image
აბა ნახეთ,მგონი სწორად ავტვირთე სურათი. შუადღეს გავიკეთე ეს ტესტი და ამ საღამოს ოდნავ გაღიავებულია გაშრობის მერე,ასე უნდა იყოს?

Posted by: Liza12 27 May 2021, 21:40
nefertiti987
ვაიმეეე ამტესტზეე ეჭვის შეტანა? საკმაოდ მაღალი იქნება ხეგეე .

Posted by: Anabeli111 27 May 2021, 21:45
nefertiti987
გადაცდენა გაქვს? ძალიან კარგი ხაზია! ♡ გილოცავ ^_^

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 21:48
Anabeli111
გადაცდენა 2 დღე მხოლოდ. მადლობა <3 როდის გათენდება ღმერთო biggrin.gif

Posted by: Anabeli111 27 May 2021, 21:55
nefertiti987
რა ძნელია ლოდინი წარმომიდგენია, მაგრამ ეს რომ ახლანდელი ორუსლობის ხაზია, მაგაზე თავს დავდებთ ყველა აქ მყოფი გოგო biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 27 May 2021, 21:57
nefertiti987
ისეთი ხაზია ყველა გაკეთებაზე გაჩვენებს აწი თუ ბევრ წყალს არ დალევ სპეციალურად. დილამდე ერთ 3-ს კიდე მოასწრებ. მიდი გაერთე და ხვალ მოგილოცავთ biggrin.gif

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 22:06
takotatuli1989
biggrin.gif ვაიმე მაგდენი ტესტი არ მიყიდია. ერთი გამოვაყოლე ხელს,რა ჯანდაბა დამაორსულებდა ამ კორონას დროს-მეთქი და ძაან უემოციოდ ჩავუშვი ჩხირი smile.gif

Posted by: gugulisbude 27 May 2021, 22:15
მეგობრებო მაქვს 1 თვის სამყოფი მიკრონ 5. იქნებ ვინმეს გჭირდებათ, გაჩუქებთ.. ვიყიდე რამდენიმე თვის წინ და საბედნიეროდ არ დამჭირდა smile.gif ვადა გადის ამა წლის აგვისტოში.

user posted image

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 22:20
330-ია გოგოებო <3
ხო გაორმაგდება მითხარით რა

Posted by: Mia20 27 May 2021, 22:30
QUOTE (nefertiti987 @ 27 May 2021, 22:20 )
330-ია გოგოებო <3
ხო გაორმაგდება მითხარით რა

ვაუუ ძალიან კარგი შედეგია... გილოცაავ :*** გაორმაგდება აბა რას იზავს <3

Posted by: compte.paris75 27 May 2021, 22:34
QUOTE (nefertiti987 @ 27 May 2021, 22:20 )
330-ია გოგოებო <3
ხო გაორმაგდება მითხარით რა

ვაშააააააა ... გილოცავ სულით და გულით. ზეგ იგივე საათზე გადაამოწმე აუცილებლად რომ მშვიდად იყო.

Posted by: Liza12 27 May 2021, 22:35
nefertiti987
გილოცააავ . რა მაგარიააა. გაორმაგდება კიარა გადამოწმებაც არუნდა მიდი პირდაპირ ეხოზე 1 კვირაში . აბა მშვიდბიანი ორსულობა და ჯანმრთელი ბაია.

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 22:38
Mia20
compte.paris75
აუ მადლობა დიდი <3 წინა გამოცდილების გამო მეშინია,ქმრის გარდა არავის ვეუბნები, ჯერ გადავამოწმო ხეგე.
ზეგ შაბათია და ზუსტად 4 საათზე აღარ ვიცი თუ იმუშავებენ, დილით რომ ავიღო?

Posted by: MagdaLena1 27 May 2021, 22:40
QUOTE (nefertiti987 @ 27 May 2021, 22:20 )
330-ია გოგოებო <3
ხო გაორმაგდება მითხარით რა

რა მაგარია, გილოცავთ. სასიამოვნო სიახლეებით ახმაურებას გისურვებთ გოგოებოsmile.gif

Posted by: takotatuli1989 27 May 2021, 22:44
nefertiti987
ეჭვიც არ მეპარებოდაააა...უმაგრესი ამბავია.. ზეგ კიდე მოგილოცავთ ყველა <3

Posted by: nefertiti987 27 May 2021, 22:45
Liza12
MagdaLena1
takotatuli1989
<3 <3 <3
ყველასთვის მემეტება ასეთი მოულოდნელი სიხარულები
* * *
Liza12
ზუსტად ერთ კვირაშია ჩემი დაბადების დღე და წავალ ალბათ ეხოზეც. ამაზე ნაკლებ საჩუქარს არ გისურვებთ გოგოებო

Posted by: MagdaLena1 27 May 2021, 22:50
გოგოებო, ვინმეს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა.
გონალი 250 + მენოპური 75. მერვე დღეა სტიმულაციის და ოთხი ფოლეკულიდან მხოლოდ ერთი წამოვიდა დანარჩენი 3 პატარაა.

Posted by: compte.paris75 27 May 2021, 22:58
nefertiti987
რამოდენიმე საათით ადრე არაუშავს.
* * *
MagdaLena1
რა ზომებია დაწერე აბა

Posted by: MagdaLena1 27 May 2021, 23:01
რა გავაკეთო რომ დანარჩენი სამიც გაიზარდოსsad.gif

Posted by: Liza12 27 May 2021, 23:01
nefertiti987
ყველაზე მაგარი დაბადებისდღე გექნება ალბათ ცხოვრებაში . ძალიან მიხარია წარმომიდგენია შენი ემოციები . აი რა ქნა კოვიდმა ხედავ ?

Posted by: MagdaLena1 27 May 2021, 23:05
12მმ, ორი ცალი 9 მმ და კიდევ 8მმ-იანი.

Posted by: Liza12 27 May 2021, 23:08
MagdaLena1
შანსი აქვთ იმ ორსაც გაზრდის. არაა გამორიცხული დაეწიონ ზომებში. მარა 8ე დღეს სტიმულაციის 12 იც პატარაა.ცოტა გაგიგრძელდება სტიმულაციის დღეები ალბათ
.

Posted by: compte.paris75 27 May 2021, 23:57
QUOTE (MagdaLena1 @ 27 May 2021, 23:05 )
12მმ, ორი ცალი 9 მმ და  კიდევ 8მმ-იანი.

არ არის დიდი დაცილება, ჯერ ადრეა. მე მეათე და მეთორმეტე დღეს მქონდა ხოლმე ეგ ზომები. ხან მიგრძელდებოდა ხოლმე სტიმულაციები ლამის 20 დღე. ზოგს 8 დღეში უმწიფდება, ინდივიდუალურია.
შენთან რაც მთავარია ერთმანეთის მიყოლებითაა ზომები და ეგ კარგია. კიდევ უნდა გადამოწმება რამოდენიმე დღეში. ძალიან არ უნდა გაიქცეს ის დომინანტი ცალკე მომავალში. რა გითხრა ექიმმა როდის იქნება შემდეგი ეხო?

Posted by: MagdaLena1 29 May 2021, 12:14
დღეს ვიყავი გოგოებო და დომინანტი 16მმ დანარჩენები ისევ 9მმ. როგორც ჩანს აღარ გაიზრდება ეს ორი პატარაsad.gif

Posted by: Anaani1234 29 May 2021, 12:16
MagdaLena1
ანტიმიულერი რამდენი გაქვს? ექიმი ვინ არის?

Posted by: MagdaLena1 29 May 2021, 12:32
ანტიმიულერი 0,61. როგორც ექიმი მეუბნება ენდომეტრიოიდულ კისტაზე ოპერაციის გამოა ასე შემცირებული. მესამე ხარისხის ენდომეტრიოდის გამო ოპერაცია გავიკეთე 4წლის წინ.
ექიმი - ნანა კვერნაძე.

Posted by: Anaani1234 29 May 2021, 13:24
MagdaLena1
დაბალია მაგრამ უფრო დაბალი ანტიმიულერითაც იკეთებენ და იღებენ ემბრიონებს, 4 ფოლიკული რადგან იყო თავიდან მე მაინც წამლის არასწორი დოზების გამო მგონია რო არ წამოვიდა ოთხივე, რავიცი ექიმი რას ამბობს? არადა ამხელა თანხის გადახდა მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედის ამოღებისთვის ძაან ძნელია sad.gif მერამდენე დღეა იქნებ წამოეწიონ ისინიც

Posted by: MagdaLena1 29 May 2021, 16:50
მესამეჯერ ვიკეთებ და სულ ასეა, ნუ წინა შემთხვევებში სამი მაინც მოდიოდა მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო ექიმიsad.gif ასეთ დაბალ ანტიმიულერზე მცირე სტიმულაციით ვინმეს მიგიღიათ შედეგი? ან ბუნებრივ ციკლში ხომ არ ამოგიღიათ ვინმეს?

Posted by: nefertiti987 29 May 2021, 18:53
გოგოებო,578 მოვიდა მეორე ხეგე,პირველი ხუთშაბათს იყო 330. ხუთშაბათს შუადღის 4-ზე ავიღე ანალიზი, დღეს დილით 11-ზე და მაინც ნორმალური ზრდა არის? საშინლად ვნერვიულობ გარეორსულობის რისკის გამო

Posted by: Liza12 29 May 2021, 19:28
nefertiti987
ნორმალური ზრდაა . ზეგაც გადაამოწმე აბა იგივე დროს .ნუ ნერვიულობ წინასწარ . გარეს დროს უფრო მცირე მატება უნდა იყოს ან კატასტროფულად ბევრი

Posted by: nefertiti987 29 May 2021, 19:31
Liza12
ზეგ უკვე ეხოზე დამიბარა,უნდა გამოჩნდეს ალბათ ზუსტად 5 კვირაზე? ხეგესაც კიდე გავიმეორებ, აი ძალიან ძალიან ოდნავ ვგრძნობ მარცხენა საკვერცხესთან ტკივილს ხოლმე და ღრუს ორსულობასაც ახასიათებს ასე?

Posted by: Liza12 29 May 2021, 19:39
nefertiti987
ზეგ ეხოზე რანაირად გამოჩნდება. 1500 როცაა ხეგე მაშინ ჩანს სანაყოფე .ზეგ ხეგე იქნება დაახლოებით 1200 . კი ყვითელი სხეული რომელ მხარესაც გასკდა იქ იცის წიწკვნები და დისკომფორტი. ნუგეშინია ღრუს ორსულობაა დარწმუნენულიიყავი

Posted by: nefertiti987 29 May 2021, 19:43
Liza12
ეგ მეც გამიკვირდა ზეგ რომ ეხოზე დამიბარა, დავუჯერებ და იქნებ გამოჩნდეს რამე,ლოდინი არის ყველაზე რთული მთელ ამ პროცესში.მადლობა რომ მამხნევებ

Posted by: Liza12 29 May 2021, 19:44
nefertiti987
სამშაბათს რომმიხვიდე უფრო არის შანსი გამოჩენის. წარმატებები .არინერვიულო მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნე..არც დაუშვა ცუდი ფიქრები.

Posted by: compte.paris75 29 May 2021, 20:51
nefertiti987
იგივე ლაბორატორიაში გაიკეთე?
ზეგ თუ ჯერ არ გამოჩნდა ეხოზე არ ინერვიულო. როგორც ლიზამ გითხრა ხეგე 1500 დან ჩანს ეხოზე სანაყოფე პარკი მხოლოდ.

Posted by: nefertiti987 29 May 2021, 21:03
compte.paris75
კი,ისევ ევექსში გავიკეთე.
გარე ორსულობასაც ვერ გამორიცხავს ხო მაგ ეხოზე?

Posted by: compte.paris75 29 May 2021, 21:43
კი, შესაძლებელია გამოირიცხოს გარეორსულობა.
შენ მილების გამო გეშინია ასე? გაიკეთე ზეგაც და მერე კიდევ დაგიბარებს თუ არ ჩანს და ეგ არის.
მე ისე ვიცი რომ ძალიან დაბალი ხეგე უნდა იყოს გარეორსულობის დროს. და საშინელი ტკივილებით. შენ ამბობ რომ მარტო გწიწკნის. ასე რომ იმედიანად მიდი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მეც გავიქცეოდი ეხოზე შენს ადგილზე.

Posted by: nefertiti987 29 May 2021, 22:09
compte.paris75
ხო ჰიდროსალპინქსი მქონდა ცალში და მეორე მილსაც უჭირდა გატარება რენდგენზე. გარე ორსულობაზე მეტად ისევ ბიოქიმიური ორსულობის მეშინია,იმედია არცერთი არ იქნება,ისეთი სასწაული მოხდა 6 წლის შემდეგ. მადლობა და ორშაბათს დავწერ რას მეტყვიან ეხოზე
* * *
ხო კიდე ის მაინტერესებდა,ექიმმა ბუნებრივი ორსულობის დროს არ არის საჭირო პროგესტერონის კონტროლიო,მხოლოდ ფოლატს ვსვამ და ეუთიროქსს 25-იანს. არც პროლაქტინის ანალიზი არ გინდაო რომ ვკითხე,არადა მეშინია არაფერი გამომეპაროს,არ ვაგვიანებდე დუფასტონის ან რამეს დაწყებას

Posted by: Anaani1234 30 May 2021, 02:09
გაგიჟდები რა ადამიანი, რას ნიშნავს ბუნებრივი ორსულობაა და კონტროლი არ უნდა, ორსულობა ორსულობაა ყოველთვის უნდა ანალიზებს კონტროლი, თუ საჭიროა პროგესტერონის მიხმარებაც აუცილებელია, მითუმეტეს ასეთ შემთხვევაში როცა 6 წლის ნანატრი ორსულობაა.. არ ვიცი რა შენს ადგილას გადავამოწმებდი ყველა ანალიზს და ალბათ სხვა გინეკოლოგა მივმართავდი

Posted by: compte.paris75 30 May 2021, 08:49
MagdaLena1
გაიქცა ესეიგი ის ერთი... ვააახ!
მე 0.9 მქონდა ბოლოს, მაგრამ ასაკის შესაბამისად ნორმალური იყო. 42 წლის კვალობაზე.
2 - 3 კვერცხუჯრედი მომდიოდა წვალებით. დიდი დოზის წამლები მჭირდებოდა ოღონდ მე ყოველთვის.
* * *
nefertiti987
არ ვიცოდი ეუთიროქსს თუ სვავდი!!!!!!! სასწრაფოდ გაიკეთე TSH. როგორც კი ორსულდება ქალი ეგრევე იცის ავარდნა. 1-ზე მეტად არ გაუშვა იცოდე. ეუთიროქსის მომატება დაგჭირდება.
გაიკეთე პროგის ანალიზიც მაგასთან ერთად ბარემ.

Posted by: nefertiti987 30 May 2021, 09:11
compte.paris75
აუ ხვალვე გავიკეთებ პროგესტერონს,პროლაქტინს და ტსჰ-ს,კიდე ხო არაფერია საჭირო? მით უმეტეს კოვიდი მქონდა ამ თვეში, სისხლის ანალიზი,კოაგულოგრამა და დ-დიმერი კი იყო ნორმაში. დილით ვეღარ გავეთავისუფლები სამსახურში და 8 საათზე მგონი მხოლოდ ავერსის ლაბორატორია იწყებს

Posted by: compte.paris75 30 May 2021, 09:54
nefertiti987
ეგ ტსჰ ვიცოდი საკუთარ თავზე მქონდა გამოცდილი. ჰემატოლოგიური რაღაცეები დიდად არ მესმის. დაიხმარე სპეციალისტები აუცილებლად. მარტო გინეკოლოგის იმედად ნუ დარჩები.

Posted by: nefertiti987 30 May 2021, 09:56
compte.paris75
ენდოკრინოლოგ-რეპროდუქტოლოგია მაკა და აღარ ვიცი რა ვქნა. გავაკონტროლებ აბა და რას იტყვის,მადლობა

Posted by: Liza12 30 May 2021, 11:28
nefertiti987
გამონადენი და დისკომფორტი როცა არის და ბუნებრივია ორსულობა იშვიათი აკეთებინებს ანალიზს. უმეტესად ისე უნიშნავენ ვაგინალურად პროგს . რაც ჩემი აზრით კარგია 12 კვირამდე 200 იანი პროგი არაფერს დააშავებს პირიქით საშვილოსნოსთვის ერთგვარი კომფორტის შემქნელია ამშემთხვევაში. გადაიკინტროლე აუცილებლად. კოაგულოგრამა დ დიმერი პროგი ტსჰ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. მითუმეტეს კორონა გადაიტანე და ორსულობა ისედაც უხებ ცვლის ყველაფერს ორგანიზმში. იქნებ არის საჭიროება . ამხელა სიხარული გეწვია და მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდე.

Posted by: nefertiti987 30 May 2021, 11:54
Liza12
მართალი ხარ, ასე მითხრა,ეხოზე ვნახოთ და დუფასტონს დაგინიშნავ მერეო. ხვალ ვერ ვახერხებ უზმოზე აღებას და ზეგ აუცილებლად ჩავაბარებ ტსჰ-ს და პროგესტერონს,ეს ორი დღე აღარაფერს წყვეტს იმედია

Posted by: Liza12 30 May 2021, 12:16
nefertiti987
პროგრესტერონს უზმო არსჭირდება ისე . კი ახლა 1 დღე არაფერს იზამს.. დუფასტონი ცოტა სუსტიაა ზოგზე მოქმედება 0 აქვს.მარა თუ პროგი ნორმაში იქნება დუფასტონიც შეიძლება მხოლოდ.

Posted by: nefertiti987 30 May 2021, 13:40
უზმო თუ არ იყო აუცილებელი არ ვიცოდი,მაშინ ხეგეს და პროგესტერონს ხვალვე ავიღებ და თსჰ-ს ზეგ <3

Posted by: adeline 30 May 2021, 14:11
nefertiti987
გადაიკონტროლე ტსჰ, ფტ4, 17 ოჰ, კოაგულოგრამა, დე დიმერი, პროგესტერონი. დუფასტონი ძალიან სუსტია; ჯობს ვაგინალურად მიიღო, 200 მგ ინიშნება დღეში 3-ჯერ. ზოგჯერ ნემსსაც ამატებენ. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ორსულობა ბუნებრივად დადგა თუ ინვიტროთი. კონტროლი ორივე შემთხვევაში აუცილებელია. ინოვაში ნატო ბერიასთან ჯობს მიხვიდე. ჰემატოლოგის კონტროლიც გჭირდება. წარმატებები.

Posted by: nefertiti987 30 May 2021, 14:19
adeline
მადლობა,ჯერ ხვალინდელი ეხო გადავაგორო,ისე მეშინია და ანალიზებსაც გავიკონტროლებ აუცილებლად

Posted by: compte.paris75 30 May 2021, 16:06
QUOTE (nefertiti987 @ 30 May 2021, 13:40 )
უზმო თუ არ იყო აუცილებელი არ ვიცოდი,მაშინ ხეგეს და პროგესტერონს ხვალვე ავიღებ და თსჰ-ს ზეგ <3

მე როცა ხეგე 282 მქონდა, ტსჰ 4,66 ზე იყო უკვე ასული. ამიტომ გირჩევ სასწრაფოდ გადაამოწმო.

Posted by: nefertiti987 30 May 2021, 16:42
compte.paris75
რატო აქვთ ექიმებს ასე განსხავებული დამოკიდებულება ყველაფერზე ვერ გავიგე,ჩავეკითხე სპეციალურად და ჯერ არ არის გადამოწმება საჭიროო,ენდოკრინული განყოფილების ხელმძღვანელს თუ ვერ უნდა ენდო აღარ ვიცი. იქნებ მოვახერხო ხვალ აღება,თუ არადა ზეგ აუცილებლად,ისედაც ძალიან შეშინებული ვარ

Posted by: compte.paris75 30 May 2021, 19:40
nefertiti987
ექიმებზე ზოგადად ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. არავინ არ არის ჩვენკენ 100% ით. აქეთ უნდა ეძალაო რომ ყურადღება მოგაქციონ.

Posted by: takotatuli1989 30 May 2021, 19:44
nefertiti987
მე მაქვს დაქვეითებისკენ მიდრეკილი ტსჰ, ხოდა 6 კვირაზე რომ არ გადამემოწმებინა და არ მცოდნოდა რომ ნორმაში იყო 13 კვირაზე 0.06 რომ მიჩვენა სულსაც გავაცხობდი ნერვიულობით. ენდოკრინოლოგსაც დაეხმარა მერე ეგ მონაცემი და დადგინდა რომ ამ ვადაზე უბრალოდ ბუნებრივი იყო დაქვეითება. მოკლედ გაიკეთე ტსჰ უეჭველი.

Posted by: nefertiti987 30 May 2021, 20:16
takotatuli1989
შარშან ივნისში გავიგე პირველად,რომ ფარისებრის პრობლემა მქონდა,8 იყო ტსჰ, წამლის ფონზე მალევე დაიწია და სექტემბერში 0,01 მქონდა. მის მერე ეუთიროქსს ვსვამ 25-იანს,ექიმმა მითხრა,რომ ახასიათებდა ჰიპოთირეოდიზმს ასე, ახლა გადავამოწმებ აუცილებლად

Posted by: საბისაბი85 30 May 2021, 22:26
გოგოებო როგორ ხართ? ვაპირებ ინ ვიტროს და ხვალ მაქვს ციკლის მესამე დღე რა ანალიზები უნდა ჩავაბარო ხომ ვერ მეტყვით?
ვისთანაც ვაპირებ გაკეთებას ხვალ იმ ექიმს არ ცალია და ვერც დავუკავშირდი, ვაპირებ ანალიზების გაკეთებას რომ ეს თვეც არ დავკარგო.
ესტრადიოლი
პროგი
პროლაქტინი
LH
FSH
TSH ეს ანალიზი მაქვს

Posted by: Liza12 30 May 2021, 22:43
საბისაბი85
მხოლოდ ანალიზები არარის საკმარისი ეხოზეც უნდა ინახოს რომ ფოლიკულების ზომები იყოს თანაბარი. მე მხოლოდ ტსჰ ფტ4 ესტრადიოლი და პროგი ჩავაბარე.

Posted by: საბისაბი85 30 May 2021, 22:49
Liza12
ეგ კი მაგრამ ეს ჰორმონები თუ არეულ დარეულია მანამდე იქნებ მკურნალობაც დამჭირდეს თქო, ხვალ არ ცალია ექიმს და ოთხშაბათს უკვე ამ ამალიზებისთვის გვიანი არ იყოს თქო

Posted by: Liza12 30 May 2021, 23:14
საბისაბი85
მე მეგონა სტიმულაციის დაწყება გინდოდა უკვე .მაგ მხრივ კი შეგიძლია ეგენი გაიკეთო რაც ჩამოთვალე. მეტი არაფერი წესით . ეხოც შეგილია სხვასთან გაიკეთო. ფოლიკულის მონიტორინგი და გადაუგზავნო თუ ყველაფერი რიგზე გექნენა დაიწყებ ხვალიდან სტიმულაციას

Posted by: ნინო333 30 May 2021, 23:40
nefertiti987
გილოცავ,ძალიან გამიხარდა შენი ამბავი, ბედნიერი 9 თვე და ბედნიერი დედობა <3

Posted by: საბისაბი85 31 May 2021, 00:37
Liza12
მადლობა, გადავიღებ ექოსაც მაშინ

Posted by: Liza12 31 May 2021, 00:39
საბისაბი85
არაფრის.წარმატებები დაგვიწერე შენი ამბები.
* * *
nefertiti987
რაქენი ? გელოდები გულისფანცქალით .

Posted by: nefertiti987 31 May 2021, 14:24
Liza12
რიგში ვარ,კარგა ხანს არ მომიწევს და როგორ ვნერვიულობ

Posted by: Liza12 31 May 2021, 14:28
nefertiti987
ვისთან იკეთებ ? დამშვიდდი რამეზე გადაერთე რომ უცებ გავიდეს დრო.

Posted by: nefertiti987 31 May 2021, 14:32

არქანიასთან საბახტარაშვილში. Liza12

Posted by: Liza12 31 May 2021, 14:33
nefertiti987
ძალიან კარგი არჩევანია. მაგას სულ ხალხი ჰყავს ცოცხალი რიგით თუხარ მოგიწევს კაი ხანს

Posted by: საბისაბი85 31 May 2021, 14:35
nefertiti987
წარმატებები და კაი პასუხები ❤

Posted by: Marinne 31 May 2021, 14:38
გოგოებო, გამარჯობა.

ვინმეს თუ გქონიათ პრაქტიკაში მთელი პროტოკოლი გონალით გაგევლოთ, ანუ მენოპურის/ეკოტროპინის გარეშე?

ნუ ცეტრო და ოვიტრელი მაქვს ჩვეულებრივ...
ალერგიული რეაქციის გამო, ეკოტროპინი ამოვიღეთ და გონალით ჩავანაცვლეთ.

Posted by: nefertiti987 31 May 2021, 16:34
გოგოებო,გამოჩნდა სანაყოფე პარკი უკვე smile.gif რაც მთავარია ღრუშია,მადლობა ღმერთს. ხეგეც ჩავაბარე და იმედია პროგრესირებს

Posted by: Liza12 31 May 2021, 16:48
nefertiti987
ეჭვიც არმეპარებოდა. ახლა უფრო მაგრად გილოცავ . ძალიან ძალიან გამიხარდა .
* * *
რაღათქმაუნდა პრპგრესირებს და თან ძალიან კარგად .ამვადაზე უკვე რომ გამოჩნდა სანაყოფე.

Posted by: nefertiti987 31 May 2021, 17:02
Liza12
შენ გაიხარე როგორ მამშვიდებ,4 კვირა და 6 დღის ვარ,ექიმმა არც ველოდი ჯერ რომ გამოჩნდებოდა,ენდომეტრიუმის სისქით მაინც ვივარაუდებდიო და გარეს გამოვრიცხავდიო. დუფასტონი და დექსამეტაზონი დამიმატა,ტსჰ ჩააბარეო და უკვე ჩაბარებული მქონდა ეგეც და პროგესტერონიც დილით ხეგესთან ერთად smile.gif

Posted by: Liza12 31 May 2021, 17:06
nefertiti987
არც მე მეგონა თუ გამოჩნდებოდა მარა ფაქტია კარგად წავიდა ხეგეს მატება და მაგიტომც გამოჩნდა.ძალიან იყოჩაღა შენმა ბაიამ. კარგია ახლა ანალიზები როგორი იქნება და თურამე დაგიმატებს.

Posted by: compte.paris75 31 May 2021, 17:54
nefertiti987
აჰა! ღრუშია smile.gif ხომ დამშვიდდი. წარმატებები და კარგი ანალიზის პასუხები!!! smile.gif

Posted by: nefertiti987 31 May 2021, 17:59
compte.paris75
მადლობა<3 ტსჰ მოვიდა 4.ნორმა კი უწერია ლაბორატორიას 5,5-მდე და ძალიან საშიშია ეს პასუხი? უკვე რამეს გამოიწვევდა?

Posted by: Liza12 31 May 2021, 18:00
nefertiti987
არაფერს გამოიწვევდა.მიახმარებ ახლა ელთიროქსინს. ნუგეშინია.დილიდანვე დაიწყებ და უცებ ჩამოვა დაბლა

Posted by: nefertiti987 31 May 2021, 18:05
სტრესის ფონზეც რომ ავიღე იქნებ მაგიტომაც აჩვენა მაღალი აუუუ ((

Posted by: compte.paris75 31 May 2021, 18:07
QUOTE (nefertiti987 @ 31 May 2021, 17:59 )
compte.paris75
მადლობა<3 ტსჰ მოვიდა 4.ნორმა კი უწერია ლაბორატორიას 5,5-მდე და ძალიან საშიშია ეს პასუხი? უკვე რამეს გამოიწვევდა?

ფეხმძიმესთვის 1-ზე მეტი არ უნდა იყოს. მისწერე ექიმს და შეგირჩიოს დოზა. უცბად ჩამოვა ნუ ნერვიულობ.

Posted by: ნინო333 31 May 2021, 18:11
nefertiti987
რა მაგარია,კიდევ ერთხელ გილოცავ ❤

Posted by: nefertiti987 31 May 2021, 18:14
ნინო333
დიდი მადლობა <3
compte.paris75
კი,მითხრა გამომიგზავნე პასუხებიო და ხვალიდან გავზრდით დოზას. იმედია აქამდეც რომ მაღალი იყო,არაფერი ვავნე ორსულობას
* * *
ხეგე 1724 smile.gif))) ხო კარგი შედეგია ორ დღეში 578-დან?

Posted by: საბისაბი85 31 May 2021, 19:01
nefertiti987
გილოცავ, მშვიდი ორსულობა ჯანმრთელი ბაია და ბედნიერი დედობა ❤

Posted by: Liza12 31 May 2021, 19:02
nefertiti987
ძაალიან მაგარია. 1 კვირაში გულისცემასაც მოისმენ .

Posted by: nefertiti987 31 May 2021, 19:03
საბისაბი85
Liza12
აუ როგორ მიხარიააა <3

Posted by: compte.paris75 31 May 2021, 20:01
nefertiti987
გილოცავ, ძალიან კარგი მატება აქვს

Posted by: nefertiti987 31 May 2021, 20:28
compte.paris75
<3 <3 <3

Posted by: საბისაბი85 31 May 2021, 21:27
nefertiti987
ბევრი ბევრი სიხარული და ბედნიერი ორსულობა კიდევ ერთხელ. რა მაგარია ❤

Posted by: takotatuli1989 1 Jun 2021, 02:54
nefertiti987
კიდევ ერთხელ გილოცავ! ბედნიერი დედა გამყოფოს ღმერთმა <3

Posted by: nefertiti987 1 Jun 2021, 06:37
ყველას მადლობა,როგორ მახარებს ეს სიტყვები.თქვენი დროც მოვა!

Posted by: საბისაბი85 1 Jun 2021, 18:46
გოგოებო ვიყავი დღეს კლინიკაში წამლები 2000 ლ და ინ ვიტრო 1700 $ მოკლედ აქვთ შიდა განვადებაც და დავიწყე მზადება, გამომიწერეს რეგივიდონი და შემდეგ ციკლში ვიწყებ, ამ ანალიზებზე რას იტყვით?user posted image

Posted by: Liza12 1 Jun 2021, 19:19
საბისაბი85
მშვენიერი ანალიზებია . ერთადერთი პროლაქტინი შეიძლება დაწიოთ ცოტა. რეგივიდონი ალბათ ცისტა დაგხვდათ ხომ ? ძალიან კარგი წარმატებები . ისე საკმაოდ ძვირია .წამლები შენც შეგიძლია იყიდო გაცილებით იაფად მე 900 ლარის დამჭირდა წამლები ჩემით ვიყიდე

Posted by: საბისაბი85 1 Jun 2021, 19:21
Liza12
ცისტა არ მაქვს და მაგის გამო არ დაუნიშნიათ, ასე იაფია წამლები?, რა წამლებს ნიშნავენ ძირითადად ლიზ მაგ დროს მოვიკითხავდი თურქეთშიც ?

Posted by: Liza12 1 Jun 2021, 19:26
საბისაბი85
გონალი 900 იანი გეყოფა წესით მენოპური 10-15 ცალი .ცეტროტიდი 4-5 და ოვიტრელი 1 ცალი. ძირითადად ეს რაოდენობა საკმარისია .ჩემს შემთხვევაში ამდენიც არდამჭირვებია

Posted by: საბისაბი85 1 Jun 2021, 20:02
უი ოვიტრელსაც ნიშნავენ? ეგ რისთვის?

Posted by: kato17 1 Jun 2021, 20:38
გოგოებო ინტრალიპიდის გადასხმა ვისაც გაგიკრთებიათ ინოვაში წამალი როცა მე მიმაქვს თანხას ვიხდი გადასხმის თუ ინვიტროს პროგრამაში შედის ესეც

Posted by: Liza12 1 Jun 2021, 22:10
kato17
იხდით რაღაც თანხას როგორც ვიცი არ შედის ინვიტროს თანხაში.
საბისაბი85
თუ გადატანა იგეგმება იმავე ციკლში ოვიტრელი კეთდება თუარადა დეკაპეპტილის ინექცია. კვერცხუჯრედის გარსის მოსამწიფებლად პუნქციამდე 36 საათით ადრე კეთდება რომელიმე.

Posted by: compte.paris75 1 Jun 2021, 23:24
QUOTE (kato17 @ 1 Jun 2021, 20:38 )
გოგოებო ინტრალიპიდის გადასხმა ვისაც გაგიკრთებიათ ინოვაში წამალი როცა მე მიმაქვს თანხას ვიხდი გადასხმის თუ ინვიტროს პროგრამაში შედის ესეც

25 ლარს იხდიდნენ გოგოები ცალკე.

Posted by: ბაკო 1 Jun 2021, 23:51
გადატანისას რა მედიკამენტებს იღებდით და როგორი შეგრძნებები გქონდათ?

ასევე, გადატანამდე აკუპუნქტურა თუ გიცდიათ? ან რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ, რამდენად შედეგიანია

Posted by: Liza12 2 Jun 2021, 09:54
ბაკო
დივიგელი ესტროფემი.პროგრესტერონის ნემსი და სანთლები.კარდიომაგნილი და ფრაქსიპარინი.ფოლატი.მეტიპრედი. და დამატებით ანამნეზის მიხედვით რაც საჭიროა.
შეგრძნებები გადატანის მერე ძალიან იდივიდუალურია სიცხე მკერდის მგრძნობელობა და ნაწილი სიმპტომების პროგრესტერონისგან არის გამოწვეული. წარმატებები რაც უფრო მოდუნდები და სიმოტომებს არდაუკვირდები უკეთესიიქნება

Posted by: kato17 2 Jun 2021, 16:00
Liza12
compte.paris75
მადლობა გოგოებო პირველად კი მივალ გადასხმაზე კლინიკაში მარა მერე კიდე როდამჭირდეს სახში რო მოვიყვანო ვინმე ექთანი ნეტა ის ვერ გადამისხავს

Posted by: ბაკო 2 Jun 2021, 17:44
Liza12
მადლობა.
ეს მედიკამენტები, ორსულობის დადგომის შემთხვევაში მერამდენე კვირამდე ინიშნება?

Posted by: Liza12 2 Jun 2021, 19:56
ბაკო
12 კვირიდან იხსნება ესტრადიოლი(ესტროფემი,დივიგელი). პროგრესტერონის ნემსიც.ვაგინალური პროგრესტერონი მცირდება თუმცა გრძელდება მინიმუმ 18 კვირამდე.დანარჩენი მდგომარეობის მიხედვით

Posted by: me1985 3 Jun 2021, 00:29
მოგესალმებით გოგოებო,
ეს არის ჩემი მესამე ინვიტრო, ორი გაკეთებული მაქვს ინვიტრო კლინიკაში ანი მორჩილაზესთან და მისი ხსენებაც არ მინდა, ტყვილა გადამაყრევინა ფული. ანისთან ვიღებდი უხარისხო ემბრიონებს 18 ფოლიკიდან 3 მივიღეთ დ ისიც უხარისხო, გადამიტანა არც კი დაფიქრდადა მერე მეუბნება არც მქონდა იმედიო, ნუ კარგი და დავგეგმეთ მეორე ინვიტრო , ამხელა სტიმულაციის წამლები მაქვს გაკეთებული და ფუნქციის წინა ფღით ვარ მისული და არ მხვდება სამსახურში არც მპასუხობს ტელეფონს ,ხომ წარმოგიდგენიათ რა დამემართა. რა თქმა უნდა მეორე დღეს მივედი ფუნქციაზე და ვითომც არაფერი ლამის აქეთ დაგვადანაშაულა გოგოებო რომ მეც მაქვს პირადი ცხოვრებაო. მივიღე ისევ უხარისხო ემბრიონები და იგივე გაიმეორა გადამიტანა და უარყოფითი პასუხის მერე მეუბნება დონორის გარეშე არაფერი გამოვაო. ეს იყო ჩემთვის შოკი, გამანადგურა ამ სიტყვება, წამოვედი და აღარც მიმიხედია მაგ ექიმისკენ.
ეხლა მივედი საბახტარაშვილში გამაკეთებინა ექიმმა ყველა საჭირო ანალიზი,ანტიმიულერი 36 წლის ვარ და 3.85 მაქვს, ფოლიკები თავისით მოდის იზრდება და სკდება დახმარების გარეშე, არცერთ ვარიანტში არ უნდა მიეღო უხარისხო ემბრიონებიო ისეთი მდგომარეობა გაქვს წესით ბუნებრივად უნდა დარჩე ორსულადო, შემდეგ გავაკეთეთ დნმ ფრაგმენტაცია და მანდ გვაქვს. ცოტა ცვლილება სავარაუდოდ შეიძლება მიზეზი იყოს ეს უხარისხო ემბრიონების. 3 თვეა უკვე ვიღებთ მე და მეუღლე ვიტამინებს,
4 ივნის ვიწყებ სტიმულაციას, იმედი მაქვს რომ ყველაფერი გამოვა. ♥️
წარმატებები. თითოეულ ჩვენთაგანს♥️

Posted by: nefertiti987 3 Jun 2021, 08:19
me1985
წარმატებას გისურვებ მთელი გულით

Posted by: ნინო333 3 Jun 2021, 10:41
kato17
გამარჯობა, მეც ვისხამდი ინტრალიპიდს,ორჯერ გადავისხი კლინიკაში და მერე სახლში გავაგრძელე, ჩემი და ექთანია და შეეძლო გადასხმა,მთავარია იკითხოთ ზუსტად რამდენი უნდა გადაისხათ და ნელი-ნელა უნდა ჩამოიცალოს,მგონი სტანდარტულად ყველას ნახევარს უსხამენ, ანუ 250 მლ. ინტერვალებს ექიმი გეტყვით და სახლშიც შეგიძლიათ.
* * *
me1985
წარმატებებს გისურვებთ. შეგიძლიათ მითხრათ დნმ ფრაგმენტაცია სად გაიკეთეთ და ფასი რა ჯდება,ან რა ანალიზია იქნებ გამარკვიოთ.

Posted by: me1985 3 Jun 2021, 11:41
სპერმის ანალიზია,
ესიგი სპერმიზ ანალიზი არის საუკეთესო და შემდეგ ექიმი მაინც გაკეთებინებს დნმ ფრაგმენტაციას, სადაც კარგად ჩანს დაზიანებული სპერმატოზოიდები, 50% მდე დაზიანება მკურნალობის საშალებით აღდგება , თუ მეტია უკვე დონორია საჭირო , ეს ჩვეულებრივ სპერმოგრამაში არ ჩანს, არც მე ვიცოდი და საბახტარაშვილიში რომ კივედი იქ გაგვაკეთებინა ექიმმა, 300 ლარამდე გადავიხადეთ.

Posted by: ტრანსსექსუალკა 3 Jun 2021, 12:42
გამარჯობათ smile.gif
არსებითად ორი რამე მაინტერესებს:
1) თბილისში რომელ კლინიკებშია შესაძლებელი ხელოვნური განაყოფიერება?
2) მთელ ამ საქმეს (ხელოვნურ განაყოფიერებას ანუ) სად ასწავლიან? ადამიანმა აუცილებლად სამედიცინოზე უნდა ისწავლოს ეს? იქნებ რამე კვლევითი მიზნისათვის მინდა ამის ცოდნა და სამაგისოდ სამედიცინოზე ნამდვილად ვერ ჩავაბარებ war.gif

Posted by: compte.paris75 3 Jun 2021, 15:07
me1985
მეც ანის ყოფილი პაციენტი ვარ.
კარგი იქნება რომ სტიმულაციის პროტოკოლი შეცვალო. მესმის რასაც წუხხარ. იგივე პროტოკოლი აღარ გინდა, აშკარად არ გარგებს. შეაცვლევინე სტიმულაციის წამლები. წარმატებებს გისურვებ.
* * *
me1985
სამწუხაროდ სპერმის დნმ დაზიანებას მკურნალობა ვერ აღადგენს თუ ეს დაზიანებები ბუნებრივად თანდაყილილია.
სამაგიეროდ, თუ რამე დაავადება აღმოაჩნდა და იმ დაავადების გამოა(ვარიკოცელე, სნ სხვა ...), კი, იმკურნალებს იმ დაავადებაზე და გაუმჯობესდება ხარისხიც.

Posted by: ნინო333 3 Jun 2021, 19:56
me1985
ანუ თუ სპერმოგრამა კარგი აქვს მაინც შეიძლება იყოს რამე დარღვევა? მე მაქვს სამი შეწყვეტილი ორსულობა და არ უთქვამს ექიმს ეგ ანალიზი,მარტო სპერმოგრამა გაგვაკეთებინა და ნორმოსპერმია უწერია.

Posted by: me1985 3 Jun 2021, 21:22
QUOTE (ნინო333 @ 3 Jun 2021, 19:56 )
me1985
ანუ თუ სპერმოგრამა კარგი აქვს მაინც შეიძლება იყოს რამე დარღვევა? მე მაქვს სამი შეწყვეტილი ორსულობა და არ უთქვამს ექიმს ეგ ანალიზი,მარტო სპერმოგრამა გაგვაკეთებინა და ნ სმორმოსპერმია უწერია.

კი ,კი. ნამდვილად ეგრეა , ჩვენ შემთხვევაში სპერმოგრამა არის ძალიან მაღალი ხარისხი, უხარისხო ემბრიონის მიღებისას ეჭვი გაუჩნდა ექიმს რომ , ანტიმიულერი კარგი, რადიოლოგის დათვალიერებით საუკეთესო მდგომარეობა საშვილოსნოEი და ამ მომენტში გვითხრა რომ მოდი გავაკეთოთ დნმ ფრაგმენტაცია აბა იქ რა ხდება და აღმოჩნა ბევრით არა მაგრამ ცვლილებაა მაინც.
როგორც გავიგე თუ მოხდება ორსულობა , ასეთი სპერმით ბოლომდე ვერ სრულდება .
აბა კითხე შენ ექიმს იქნებ ეს მიზეზია და ყველაფერი კარგადდამთავრდეს ♥️

Posted by: neniko 3 Jun 2021, 22:50
გამარჯობათ, ძალიან მიჭირს მაგრამ უნდა ვთქვა 45 წლის ვარ , ჩემთვის ტრაგიკული ასაკია ...... ფოლიკულები მაქვს თითო ოროლა... ვცადო ჩემი კვერცხუჯრედით ?

* * *
ან თუ გსმენიათ მაინც რომ დამდგარა ორსულობა ამ ასაკში

Posted by: compte.paris75 4 Jun 2021, 10:13
neniko
სასწაულებიც ხდება. იქნება ძალიან ფერტილური ხართ? გამიგია ერთი ქალი 60 წლამდე აჩენდა ბავშვებს.
ზოგადად 1% ია შანსი მაგრამ ვიღაცისთვის ვისაც გაუმართლა ეს 1% იგივეა რაც 100%

Posted by: neniko 4 Jun 2021, 22:31
კითხვა მაქვს ინვიტროს პროცედურაში ვინც ერკვევით კარგად ... როდესაც გაყინული ემბრიონი მინდა გადავიტანო , უფრო კარგი ვარიანტი ახალ ციკლში ამიღებულ გაუყინავ ებრიონთან ერთად არის ? ორივე რომ გადავიტანო ერთად ახალი და გამოლღობილი

თუ მხოლოდ გამოლღობილი გადავიტანო ცალკე

მაინტერესებს ოპტიმალური შედეგი რა დროს მიიღება

Posted by: compte.paris75 4 Jun 2021, 22:53
neniko
არ აქვს მნიშვნელობა. არც ერთმანეთს უშლიან ხელს და არც ეხმარებიან ერთმანეთს. გინდ გამოლღობილი იყოს გინდ ფრეში.

Posted by: nefertiti987 5 Jun 2021, 07:40
თქვენ გარდა არავინ მყავს რომ ვკითხო. მთელი კვირა ზოგჯერ მსუბუქად წამომტკივდებოდა ხოლმე მუცელი,ხან საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი.დღეს დილიდან უწყვეტად მტკივა,პმს-ს მსგავსი,მაგრამ შედარებით მსუბუქად,ოდნავ წელიც ამტკივდა.ძალიან ვნერვიულობ შემდეგ ეხომდე

Posted by: ნინო333 5 Jun 2021, 08:21
me1985
დიდი მადლობა,აუცილებლად გავარკვევ ❤
* * *
nefertiti987
მსგავს ტკივილებზე მაგნეფარ ბ6 დამინიშნა ექიმმა და მომეხსნა ტკივილები
* * *
compte.paris75
ანუ თუ დაზიანება აღმოჩნდა დნმ ფრაგმემტაციის მკურნალობა არ არსებობს? რამე გზა ხომ უნდა იყოს?

Posted by: Liza12 5 Jun 2021, 10:16
nefertiti987
დაურეკე ექიმს. ვაგინალური პროგია მაგ დროს ეფექტური და დავის სანთლები ან აბები .მაგნე ბ6 იც შეიძლება

Posted by: nefertiti987 5 Jun 2021, 10:25
ნინო333
Liza12
მადლობა,გოგოებო. ძალიან შემაწუხებელი არ არის,მაგრამ მსტრესავს და მეშინია. წინა თვეშიც ასე მქონდა და ცუდად რომ დამთავრდა sad.gif ნორმალურია ანუ მე-6 კვირაში?

Posted by: Liza12 5 Jun 2021, 10:46
nefertiti987
12 კვირამდე ნორმაალურია მე პირადად არმქონია მაგრამ ბევრს აქვს .უყურადღებოდ არდატოვო მაინც.

Posted by: ნინო333 5 Jun 2021, 11:53
nefertiti987
ნორმალურია, მაგრამ ექიმს უნდა უთხრათ აუცილებლად და რამეს დანიშნავს. მე მეკითხებოდა ყველაფერს ექიმი და ზუსტად მასეთ ტკივილებზე მაგნეფარ ბ6 დამინიშნა,დავის ტაბლეტებსაც ვსვამდი,სანთლებმა ალერგია მომცა,პროგოს ანალიზი ჩამაბარებინა და არ იყო საჭირო დამატება,ასე რომ გაარკვიეთ ❤

Posted by: compte.paris75 5 Jun 2021, 15:12
ნინო333
სრა სამწუხაროდ ყველა ექიმი მაგას იმეორებს რომ არ იკურნება.
ოღონდ ყველა სპერმატოზოიდი არ იქნება დაზიანებული. უნდა ამოირჩეს საუკეთესო მორფოლოგიის.

Posted by: ნინო333 5 Jun 2021, 17:57
compte.paris75
მადლობა,იმედია არ იქნება ეგ პრობლემა ❤

Posted by: me1985 5 Jun 2021, 20:46
დავიწყე გოგოებო გუშინ სტიმულაცია, 4 მენოპური დღეში, 9 ვარ მონიტორინგზე, ვნახოთ რას იზამს ჩემი ფოლიკები,

Posted by: kato17 5 Jun 2021, 23:40
გოგოებო ვინმე ყოფილხართ გადატანისვის პროგის ნემსი რო არ მიგეღოთ და სანთლების დოზის მომატებით და აბებით შეგეცვალათ. წინა გადატანაზე როგორც ორსულობა დადგა ხგეს ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში საშინელი ალერგია დამემართა სავარაუდოდ პოგის ნემსზე ეხლა ამ გადატანაზე ნემსის მაგივრად 4 რეაფემი და 4 აბი დუფასტონი დამინიშნა ნემს რო არ ვიკეთებ საკმარისი იქნება ნეტა ეს პროგი ისედაც ქვედა ზღვართან ახლოს მქონდა წინაზე ნემსის დროს თან .

Posted by: compte.paris75 6 Jun 2021, 08:42
kato17
საფრანგეთში საერთოდ არავის დაუნიშნავს ჩემთვის ნემსები და არც გამიგია ვინმესთვის დაენიშნოთ ფორუმზე. მარტო ვაგინალურ პროგს გვინიშნავენ. და იგივე ვაგინალურს გვასმევენ კიდეც.
მაგრამ რადგან ქვედა ზღვარზე გქონდა კარგი იქნება გააკეთო ანალიზები შიგადაშიგ და თუ არ გყოფნის დაგიმატებს.

Posted by: marimmariami 6 Jun 2021, 18:33
nefertiti987
რა კარგი ამბავია ❤️ ჯანმრთელობას და ბედნიერ 9 თვეს გისურვებ ❤️

Posted by: nefertiti987 6 Jun 2021, 19:15
marimmariami
მადლობა<3 იმედია ყველაფერი კარგად მიდის

Posted by: kato17 6 Jun 2021, 20:59
გოგოებო პროგის სანთრლს გადატანის დილასაც ვიკრთებთ ხომ სანამ კლინიკაში მივალთ არ აქვ მითითებული ექიმს და მგონი მახაოვს რო გადატანის დღეს დილით გავიკრთე და წავედი

Posted by: Anaani1234 6 Jun 2021, 21:18
kato17
კი იკეთებ, ყველა წამალს რასაც იღებ მიიღე ჩვეულებრივ. ვისთან იკეთებ? მერამდენე ცდაა? ❤

Posted by: kato17 6 Jun 2021, 23:52
Anaani1234
ქეთისთი ოსიძესთან.მე 3 ცდაა პირველი მორჩილაძესთან გავიკეთე არც დაწყებულა მიმაგრება, მეორე ოსიძესთან დადგა და 10 კვირაზე რო მივედი შეჩერებული დამხვდა გულის ცემა . ეხლა სასწაული შიში მაქვს და ყველაზე მეტად ამ გადატნაზე ვღელავ თან სამივეჯერ თავიდან დავუწყე

Posted by: Anaani1234 7 Jun 2021, 00:36
kato17
მეც ოსიძესთან ვარ. ეხლა დაგრჩათ შესანახი ემბრიონები?
* * *
ამ ჯერზე ყველაფერი გამოვა, არ ინერვიულოთ ეგ ყველაზე ცუდია ❤

Posted by: marimmariami 7 Jun 2021, 09:49
nefertiti987
კი, ყველაფერი კარგადაა. ჩემი რჩევა იქნება ოდნავ რამე თუ დაგაეჭვებს ან შეგაწუხებს ეგრევე ექიმს დაურეკე არ მოგერიდოს , რამე სერიოზული არ იქნება რა თქმა უნდა , მაგრამ მშვიდად იქნები და ამ ეტაპზე ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

Posted by: საბისაბი85 7 Jun 2021, 10:04
როგორ ხართ გოგოებო ❤
ამ საიტიდან ვინმე იწერთ წამლებს?user posted imageuser posted image

Posted by: ნინო333 7 Jun 2021, 11:03
kato17
მეც ოსიძესთან დავდივარ და სამჯერ მომიწია თავიდან დაწყება, პირველი ორი ცდა სხვაგან ვიყავი და მესამე ოსიძესთან ვცადე,ზუსტად მასე დამემართა სამივეჯერ,გულის ცემა შეჩერებული მხვდება, გაყინული კი მყავს ემბრიონები,მაგრამ მეშინია და ვეღარ გადამაქვს,მიზეზს რამეს ხომ არ გეუბნებათ? ჩემთან არაა გამოკვეთილი მიზეზი სამწუხაროდ.

Posted by: me1985 7 Jun 2021, 12:10
ანი მორჩილაძეს რომ ახსენებთ ლამის გული გამისკდეს, ყველაზე დიდი შეცდომა იყო ანისთან მისვლა ჩემთვის

Posted by: kato17 7 Jun 2021, 14:32
Anaani1234[/ეს ერთი ემბრიონი მყავს არც წინაზე დამრჩა და ეხლაც ერთი მივიღეთ მხოლოდ[b]ნინო333
სამწუხაროდ არ ვიცი ყველაფერი კარგად იყო ეთი რაც მქონდა ალერგია დამემართა სავარაუდოდ პროგოს ნემსზე საშინელი ქავილი ხელების და ფეხევის ეხლა პროგის ნემს აღარ ვიკეთებ სანთლების დიზა გამიზარდა და დუფასტინი დამიმატა 4 აბი დღეში . იმედია ყველაფერი კარგათ იქნება ამ ჯერზე მაინც . თრომბოფილიოს შესახებ აქ გავიგე და უთხარი ქეთის მარა არ გინდაო ჩვენ მაინც ვაკეთებს საპროფილაქტიკოთ გამათხელებლებსო

Posted by: nefertiti987 7 Jun 2021, 16:25
გოგოებო,ასეთი სიტუაცია მაქვს:გესტაციურად 5კვ და 6 დღის უნდა ვიყო,მაგრამ 4კვ და 3 დღე ჩამიწერეს. ნაყოფი ჯერ ისევ არ გამოჩნდა,მაგრამ სანაყოფე კარგად არის გაზრდილიო და ყვითრის პარკიც ჩანსო,დამამშვიდეს. მე მაინც მენერვიულება ემბრიონი რომ არ გამოჩნდა

Posted by: marimmariami 7 Jun 2021, 17:08
nefertiti987
გესტიის ვადას მგონი ბოლო ციკლის პირველი დღიდან თვლიან, შეიძლება გვიანი ოვულაცია ან მიმაგრებაა და რეალურად უფრო მცირე ვადის ორსულობაა.

Posted by: nefertiti987 7 Jun 2021, 17:21
marimmariami
ხო იმედია გამოჩნდება ემბრიონი ათ დღეში.
კიდევ წინაზე ენდომეტრიუმი 15 მმ მეწერა,ახლა 13 ჩამიწერეს,ექიმმა არაა საშიშიო და გსმენიათ რამე?

Posted by: marimmariami 7 Jun 2021, 17:46
nefertiti987
უიჰ ჩემთან ენდომეტრიუმის სისქე არსად არ წერია , პირველ ექოსკოპიაზე მარტო ფიქსირდება ორი ცხოცხალი ემბრიონიო და გულიცემები ჩამიწერა გურგენიძემ სხვა არაფერი საერთოდ. რამე წამალი გაქვს დანიშნული ენდომეტრიუმისთვის?

Posted by: nefertiti987 7 Jun 2021, 18:01
marimmariami
ასე ენდომეტრიუმისთვის არაფერი.დუფასტონს ვსვამ და ლუთეინას ვიკეთებ.რატო არ არის გათხელება საყურადღებო ვერ გავიგე,თუ ეხოზე ვერ ზომავენ ზუსტად

Posted by: ნინო333 7 Jun 2021, 18:16
kato17
მადლობა,წარმატებები ❤

Posted by: Liza12 7 Jun 2021, 19:51
nefertiti987
რამდენია სანაყოფე და ყვითრი ? არქანიასთან გაიკეთე ვაგინალურად?

Posted by: nefertiti987 7 Jun 2021, 19:55
Liza12
კი, წინა ორშაბათს სანაყოფე 3,5 იყო,ახლა 7,5-ია და ყვითრის პარკი 3მმ. იქ კი დამამშვიდეს,მაგრამ ამ ენდომეტრიუმზე მედარდება,რაც სახლში მოვედი

Posted by: Liza12 7 Jun 2021, 20:12
nefertiti987
მე არცერთ ეხოზე არ მეწერა ენდომეტრიუმის ზომა. სხვათაშორის არქანია სულ ზომავს და თუარაქვს მნიშვნელობა რატო ზომავს ? მთავრია ექიმმა გითხრა არარის საშიშიო .არინერვიულო მაგაზე
ახლა როდის დაგიბარა ? ანებრიონია არიქნება ყვითრი ჩანს ნუგეშინია . სანაყოფე 10 რომ იქნება წესით უკვე უნდა ჩანდეს ემბრიონი. მარა სანაყოფეს ზრდა 1 კვირაში 4 მმით ცოტა არარისო ექიმმა?

Posted by: nefertiti987 7 Jun 2021, 20:16
Liza12
არა,არაფერი უთქვამს.ჯერჯერობით კარგად მივდივართო და 10 დღის მერე დამიბარა

Posted by: Liza12 7 Jun 2021, 20:20
nefertiti987
10 დღე ვერ მოითმენ დარწმუნებული ვარ. 1 კვირაში გადაამოწმე . უკვე უნდა იყოს გულისცემა . მშვიდად იყავი .ბევრი სითხე მიიღე .კარდიომაგნილი ან ფრაქიპარინი არგაქვს დანიშნული? კოაგულოგრამა როგორია?

Posted by: nefertiti987 7 Jun 2021, 20:28
Liza12
არ მაქვს დანიშნული.კოაგულოგრამა კოვიდის გამო გავიკეთე მაისის დასაწყისში და ნორმაში იყო,ჯერ არ გინდა გადამოწმებაო. სიმშვიდის რა გითხრა smile.gif

Posted by: Liza12 7 Jun 2021, 20:33
nefertiti987
კოვიდი გაქვს გადატანალი თან ორსულო თან პროგრესტერონებს იღებ რაც ასქელებს სისხლს..კოაგულოგრამა ორსულობის დადგომისთანავე იცვლება ხშირად . იქნებ საჭიროა მინიმუმ კარდიომაგნილი მაინც ? მე შენს ადგილას გავიკეთებდი დ დიმერს და კოაგულოგრამას სიმშვიდისთვის.
* * *
რომელი ექიმი მართავს შენს ორსულობას ?

Posted by: nefertiti987 7 Jun 2021, 20:42
Liza12
შაბათს გავიკეთებ კი და თიესეიჩსაც გადავაკონტროლებ. იქნებ სხვამაც მიპასუხოს რამდენად მაქვს სანერვიულო,აბა ჩემი ქმარი მეჩხუბება ცუდი ფიქრები ნუ გაქვსო

Posted by: Liza12 7 Jun 2021, 20:44
nefertiti987
არინერვიულო არაფერზე მითუმეტეს ენდომეტრიუმზე. თუ ასე მნიშვნელოვანია ყველა ეხოზე გაზოვადნენ ყველასთან თავიდან. დამშვიდდი .მომდევნო ეხოს დაელოდე .ყველაფერი კარგად იქნება . მთავარია სანაყოფე და ემბრიონის ზრდა იყოს კარგი მომდევნო ეხოზე

Posted by: nefertiti987 7 Jun 2021, 20:45
Liza12
ენდოკრინოლოგ-რეპროდუქტოლოგი მაკა გეგეჭკორი,ვისთანაც გავიკეთე ორი ინ ვიტრო.
* * *
Liza12
იცი რატო მეშინია? ენდომეტრიუმი ხო მაშინ მცირდება,როცა შრევდება და ციკლი იწყება? გუშინ რომ მტკიოდა მუცელი მაგიტო მეშინია

Posted by: Liza12 7 Jun 2021, 20:50
nefertiti987
მე ესე ვიიცი რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი როცა მაგრდება არღვევს ენდომეტრიუმს "ადნობს" ლორწოვანს და იმაში ემაგრება.მაგიტოც ვიცი რომ არაქვს უკვე აზრი ენდომეტრიუმის გაზომვას როცა უკვე კარგადაა მიმაგრებული და ზრდა მიდის. ესტრადიოლს არიღებ არაფერს ხომ ? ექიმს უთხარი რომ გტკიოდა?

Posted by: nefertiti987 7 Jun 2021, 20:53
Liza12
ესტროგენს არა,ბუნებრივი ორსულობააო ასე მითხრა.ტკივილზე ვუთხარი გუშინვე,ლუთეინა დაამატეო და დღეს კი აღარ მტკივა.

Posted by: Liza12 7 Jun 2021, 20:57
nefertiti987
კარგია მთავარია გაგიარა . ტონუსიც შეიძლება იყო .და კუჭის მოქმედებაც თუარააა კარგი ნაწლავების გადავსებამაც იცის აწვება საკვერცხეებს და ყრუ ტკივილი აქვს

Posted by: nefertiti987 7 Jun 2021, 21:00
Liza12
ტონუსი მითხრა კი.საკვერცხეების ტკივილი არ იყო,მუცლის ქვედა ნაწილში მტკიოდა,ციკლის დროს გამაყუჩებელი მჭირდება სულ,გუშინდელი ეგეთი ძლიერი არ იყო

Posted by: Liza12 7 Jun 2021, 21:03
nefertiti987
ალბათ ტონუსმა გამოიწვია. არიყო დაძაბული მოდუნდი. დაძაბულობაც იწვევს ტონუსს. წარმატებბები გელოდები კარგი ამბით სულ

Posted by: nefertiti987 7 Jun 2021, 21:05
Liza12
მადლობა <3 ყოველთვის მიხარია შენი პასუხების დანახვა ჩემს შეკითხვებზე

Posted by: takotatuli1989 8 Jun 2021, 00:28
nefertiti987
დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. მაკას ჩემ გარშემო ყველა აქებს, როგორც ჩანს ოსიძისგან განსხვავებული მიდგომა აქვს. მე ეხლა ტყუპზე ვარ ორსულად ბუნებრივად ( პირველი ორსულობა ინვიტრო იყო) და დუფასტონი, ლუთეინა, ესტრადიოლები, დავი, მეთიპრედი, ყველაფერი მომაყარა მაინც ქეთიმ. არადა იდეალური ანალიზები გაქო და ერთადერთი ფრაქსიპარინი აღარ გინდაო. ისე მაგაზეც ბევრი იფიქრა 10 დღე მაინც ხო არ გაგაკეთებინოო და ბოლოს გადაიფიქრა. 8 კვირიდან დამეწყო ტოქსიკოზი და 10 კვირის მერე ფოლიუმის გარდა არაფერი მიმიღია. ეხლა ვარ 16 კვირაზე და გული მისკდება ყველა ეხოს წინ მშვიდობა მექნება Gუ არა მარა ყველაფერი ნორმაში მაქვს. ასე რომ უწამლოდაც შეიძლება კარგად ყოფნა, უბრალოდ ზოგ ექიმს თავის დაზღვევა ურჩევნია ალბათ ან ინდივიდუალურია ოაციენტის ისტორიის მიხედვით.

Posted by: nefertiti987 8 Jun 2021, 06:43
takotatuli1989
წამლებზე არ ვღელავ,არ მგონია რომ რამე აუცილებელს არ ვიღებ.თავიდანვე თუ კარგი სტარტი ჰქონდა სანაყოფეს ახლა რატოა ჩამორჩენა ეს მაეჭვებს,მუცლის ტკივილი რომ მქონდა და ენდომეტრიუმის ზომა დაკლებული რატო დამხვდა

Posted by: takotatuli1989 8 Jun 2021, 11:14
nefertiti987
გეთანხმები, ეგ საყურადღებოა ჩემი აზრითაც. ექიმისგან ტყუილი იმედები არ უნდა მიიღო. უბრალოდ მაკა გამოცდილი ექიმია და არ მგონია არ იცოდეს ნორმას შეესაბამება ეგ სიტუაცია თუ არა.

Posted by: ბაკო 8 Jun 2021, 11:32
ემბრიო ტრანსფერის დროს რაიმე დისკომფორტი იგრძენით? მტკივნეულია? rolleyes.gif


Posted by: Liza12 8 Jun 2021, 11:54
ბაკო
საერთოდ არანაირი დისკომფორტი არ მქონია..სარკეს დგამენ და უწვრილესი კათეტერით ათავსებენ ემბრიონებს საშვილოსნოს ღრუში .

Posted by: marimmariami 8 Jun 2021, 12:01
takotatuli1989
ტოქსიკოზი რომ 12-13 კვირის მერე მსუბუქდება ლეგენდაა? მე 7 კვირისაც არ ვიყავი რომ დამეწყო, ჯერ მხოლოდ გულის რევის შეგრძნება, გახშირებული ნერწყვდენდა და მუდმივად მჟავე გემოს შეგრძნება მქონდა. მერე დილით მერეოდა გული მხოლოდ და დანარჩენი დრო შეგრძნება მქონდა. ახლა უკვე ვერ ვიგებ ხან დღეში რამდენჯერმე მაქვს გულისრევა , ხან დილით , იშვიათად საერთოდ არ მქოდნეს. თავიდან მეგონა ტყუპების გამო გაორმაგები მაქვს შეგრძნებებითქო , მაგრამ აქ რომ წერთ გოგონები მგონი ინდივიდუალური უფროა და ტყუილად მელოდები 12-13 კვირას (

Posted by: takotatuli1989 8 Jun 2021, 12:57
marimmariami
დღეს გავხდი 16 კვირის. წინა კვირას გადასხმები დამჭირდა ისე ცუდად ვიყავი. გუშინ ბავშვს საჭმელი ისე მოვუმზადე ბოსტნეულისგან სუნზე ცუდად არ გავმხდარვარ. ეს ორი დღეა კარგად ვარ და იმედი მაქვს აწი აღარ შემაწუხებს გულისრევა და შაკიკი. წინა ორსულობაზე უარესად ვიყავი მიუხედავად იმისა რომ ერთ ბავშვზე ვიყავი ორსულად, მაგრამ როგორც მახსოვს მე-17 კვირიდან ამოვისუნთქე. ეხლაც იმედი მაქვს მივაღწიე ამოსუნთქვის ვადას. იმედია შენ უფრო მალე მოიშორებს ტოქსიკოზს.

Posted by: marimmariami 8 Jun 2021, 13:03
takotatuli1989
რა კარგია, ჯანმრთელობას გისურვებ❤️ესეიგი ინდივიდუალურია მაინც. მე სუნები არ მაღიზიანებს საერთოდ. გაღვიძებისთაბავე მიჩნდება გულის რევის შეგრძნება პირდაპირ.

Posted by: Liza12 8 Jun 2021, 13:10
marimmariami
სანამ ადგები საწოლშივე შეჭამე სუხარი ან ვაშლი მწვანე ან რაც გსიამოვნებს და ცოტა იქნებ შეგიმსუბუქდეს . მე ჭამა მიმსუბუქებდა ღებინების შეგრძნებას მარა ჭამითაც ვერ ვჭამდი ყველაფერს ალუჩა მწვანე ვაშლი სუხარი დილიდან ღამემდე

Posted by: marimmariami 8 Jun 2021, 14:24
Liza12
ვცადე და წყალიც რომ მოვსვა მაგაზეც კი გული მერევა დილით sad.gif მადა მაქვს და ყველაფერს ვჭამ, მაგრამ ცოტას და გვიანაც არა რომ მსუბუქად ვიყო. კონკრეტულ საჭმელზეც არ შემიმჩნევია რომ უფრო მიმძაფრდებოდეს , უბრალოდ მაქვს შეგრძნება სულ და თუ ძალიან მაწუხებს ეგრევე გული მერევა sad.gif

Posted by: compte.paris75 9 Jun 2021, 08:54
გოგოებო, ჩუქდება 6 ცალი კრაინონი. ვადა უწერია 2021 წლის იანვარი მაგრამ რამოდენიმე თვე გადაცილება არ არის პრობლემა. თუ ვინმეს გჭირდებათ. ტერიტორიულად ინოვასთან მეტრო რომაა იქ შეგიძლიათ აიღოთ.

Posted by: kato17 10 Jun 2021, 12:07
გოგოებო გატანის მერე შეიძლება ოვულაცია მოხდეს?

Posted by: compte.paris75 10 Jun 2021, 12:22
kato17
ოვულაცია არის როცა ფოლიკულიდან კვერცხუჯრედი გამოდის. გადატანა უნდა მოხდეს ოვულაციის მერე დაახლოებით ერთი კვირის მერე. წესით და კანონით აღარ უნდა იყოს სხვა ოვულაცია. მაგრამ თუ არეულია რაღაც, იქნება დარჩენილი იყოს სხვა მწიფე ფოლიკი რომელიც გვიან გასკდა?

Posted by: kato17 10 Jun 2021, 12:53
compte.paris75
ციკლის 12 დღეს გავიკეთე ბოლო ეხო ანტრალური ფოლიკულები მქონდა 4-14მმ დომინანტი არა .მის მერე ეხო აღარ გადამიღუა მე18 დღეს მქონდა კრიო გადატანა დღეს მე4 დღე მაქვს და გუშინ და დღეს მაქვს ოვულაციის სიმპტომები მკედის თქვზე წიწკვნა და გამონადენი თეთრი ფერის რეაფემის არა უფრო უფრო თხელი სტრუქტურის არადა ესტროფემის ფონზე ოვულაცია მგონი არც ხდება

Posted by: Liza12 10 Jun 2021, 13:56
kato17
მხოლოდ ესტროფემის ფონზზე ხდება და დივიგელ ესტროფემის ფონზეც არის შანსი რომმოხდეს. მარა გამონადენით ხომ ვერ იმსჯელებ მითუმეტეს პროგრესტერონებს იღებ და რანაირად ოვულაცია ?

Posted by: ნინო333 10 Jun 2021, 13:58
nefertiti987
ტკივილზე მე მაგნეფარ ბ 6 დამიმატეს და კითხეთ მაინც ექიმს,ისედაც კარგია როგორც ვიცი ეს წამალი ორსულობის დროს.ბუნებრივის დროსაც უნიშნავენ
* * *
nefertiti987
ისედაც ძალიან აძლიერებს ნაყოფს როგორც ვიცი.

Posted by: nefertiti987 10 Jun 2021, 14:54
ნინო333
მადლობა <3 რაც ლუთეინა დავიწყე,ტკივილი აღარ მაქვს და ამან უფრო შემაშინა ერთი დღე რატო მტკიოდა. ვერც ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია ენდომეტრიუმი რას უნდა გაეთხელებინა ორსულობაში და ველოდები შემდეგ ეხოს გულისფანცქალით

Posted by: ninunin 10 Jun 2021, 15:00
nefertiti987
ლუთეინა ენდომეტრიუმს აფუმფულებს , ზოგადად მიმაგრებას და ემბრიონის შენარჩუნებას უწყობს ხელს , მაგაზე ნუ დარდობ, წელის ტკივილმა, რომ გაგიარა ეგ უფრო კარგის ნიშანია
* * *
მე ის არ მესმის უკვე დამდგარ ორსულობაზე ენდომეტრიუმის სისქეს რატო აფიქსირებენ , ეგეთი რამე პირველად მესმის

Posted by: nefertiti987 10 Jun 2021, 15:42
ninunin
წელი არა,მუცლის ქვედა ნაწილში მტკიოდა როგორც ციკლის დაწყებამდე.
ენდომეტრიუმის სისქე ხომ უნდა იზრდებოდეს ორსულობაში და რატომაც არ უნდა შეამოწმონ?
აი თავიდან თუ არ იყო ჩამორჩენა და მალევე გამოჩნდა სანაყოფე პარკი, მერე რატო აბრალებენ ამ ათ დღიან შეუსაბამობას გვიან ოვულაციას ვერ ვხვდები. ჩვენსავით არცერთი ექიმი ამდენ დეტალს არ აკვირდება,მათთვის მარტივია “დინამიკაში დაკვირვება”

Posted by: ninunin 10 Jun 2021, 15:45
nefertiti987
რავი აბაგამიკვირდა, მანამდე აკვირდებიან ოვულაციის შემდეგ, ორსულობის პროცესში არ გამიგია smile.gif ხოდა კარგია რო გაგიარა მაგ ტკივილის შეგრძნებამ

Posted by: kato17 10 Jun 2021, 15:54
Liza12
ვაიმე რავიცი დამეწყო უკვე სიმპტომების დადარაჯება ზომაზე მეტ გამონადრნმაც ცოტა ამაღელვა

Posted by: compte.paris75 10 Jun 2021, 16:43
QUOTE (kato17 @ 10 Jun 2021, 12:53 )
compte.paris75
ციკლის 12 დღეს გავიკეთე ბოლო ეხო ანტრალური ფოლიკულები მქონდა 4-14მმ დომინანტი არა .მის მერე ეხო აღარ გადამიღუა მე18 დღეს მქონდა კრიო გადატანა დღეს მე4 დღე მაქვს და გუშინ და დღეს მაქვს ოვულაციის სიმპტომები მკედის თქვზე წიწკვნა და გამონადენი თეთრი ფერის რეაფემის არა უფრო უფრო თხელი სტრუქტურის არადა ესტროფემის ფონზე ოვულაცია მგონი არც ხდება

კრიო გადატანის დროს აუცილებლად უნდა დადგინდეს ოვულაციის დღე და ოვულაციის მერე უნდა მოხდეს გადატანა. რასაც შენ ამბობ ციკლიდან ზეპირად ასე 18-ე დღეს გადატანა.... არ ემთხვევა რაღაც რაა.

Posted by: kato17 10 Jun 2021, 18:01
[b]compte.paris75 მე12 დღეს ეხო გავიკეთე და დამიბარა ორ დღეში მეთქი კიდე ეხოზე მნახავდა მარა დანიშნულება ხომ გაქვსო უკვეო კი თქო და პირდაპირ ინტრალიპიდზე გამიშვა 7 უკვე გადატანაზე პროგესტერონიც მე 12 დღეს ავიღე 0.121 იყო მგონი . წინა გადატანა 21 დღეს მქონდა და დაგა ორსულობა ეხლა ეგეც ვკითხე მე18 ადრე ხომ არ არისთქო და არაო რავი რა რასგაიგებ .ციკლის მე9 დღეს ვიყავი დაბარებული ჰისტეროს მერე არ ვყავდი ნანახი და არც მეგონა თუ ამ თვეში გადავიტანდით და კარგი მდგომარეობაო და გადავითანოთო ასე უცბათ მოხდა ყვრლაფერი

Posted by: compte.paris75 10 Jun 2021, 20:11
kato17
ჩემი აზრით ცოტა ადრე იყო. მაგრამ დაგვიანებულ გადატანას კი ჯობია. დაგვიანებულზე თუ იმპლანტაციის ფანჯარა დაიკეტა უკვე აღარ მიემაგრება. იმედიანად იყავი. ღმერთი შენსკენ

Posted by: Anaani1234 10 Jun 2021, 22:48
compte.paris75
ოვულაციია გარეშეც ხომ ხდევა გადატანა? როცა ოვულაცია ითრგუნება წამლებით. მთავარი ენდომეტრიუმის მომზადებაა რა დროში აღწევს სასურველ ზომას, მე მაგალითად მალევე მეზრდება ენდომეტრიუმი. წინა გადატანაზე ოვულაცია მქონდა 11 დღეს (ოვიტრელი გავიკეთე) და 17 დღეს გადავიტანეთ. ამ თვეში არ წამოვიდა დომინანატი 13 მმ იყო 11 დღეს ამიტომ აღარ დამინიშნა ოვიტრელი, და პროგი დავიწყე 12 დღეს შესაბამისად არამგონია ოვულაცია მომხდარიყო. გადატანა მე18ე დღეს დამინიშნა ამ ჯერზე

Posted by: compte.paris75 10 Jun 2021, 23:18
Anaani1234
მე ყოველთვის მასე მიკეთებდა. ოვულაციას ან ბუნებრივად ელოდებოდა ჩემი ექიმი ან წამლებით ეხმარებოდა.
როცა ოვულაცია ხდება, საკვერცხეები საშვილოსნოს გადასცემს ინფორმაციას და საშვილოსნოც შესაბამისად იქცევა - ემზადება ემბრიონის მისაღებად. ბუნებრივი პროგესტერონიც იმატებს, საშვილოსნოს გარკვეული ტიპის რეცეპტორები აქტიურდება. საკვერცხეები და საშვილოსნო ერთად მუშაობენ. ასე ვიცი მე და ნუ ექიმმა უკეთესად იცის. ალბათ სხვადასხვა პროტოკოლებია.

Posted by: Anaani1234 10 Jun 2021, 23:28
compte.paris75
ხო მეც ქეთისთან ვარ და ორჯერ სხვადასხვანაირად გამიკეთა, ერთხელ ოვულაციით და ეხლა ისე ოვულაციის გარეშე. ოვულაცია როცა მოხდა მაშინ ნაკლები პროგესტერონი დამინიშნა იმიტო რო ორგანიზმი თვითონაც გამოიმუშავებსო და ეხლა დოზა გამიზარდა

Posted by: eleneeeee 11 Jun 2021, 02:59
გოგოებო გამარჯობა
გასაყიდად მაქვს ოვიტრელის ერთი მზა შპრიცი (შენახვის წესი დაცულია)
ფრაქსიპარინი 0.4 იანი
სლიდერონი
დუფასტონი
მაგნეფარი ბ6
რეაფემი

Posted by: marimmariami 11 Jun 2021, 10:22
kato17
მეც მე18 დღეს მქონდა გადატანა, მანამდე ვამჩნევდი ოვულაციის ნიშნებს და ვუთხარი ბოლო ექოსკოპიაზე ექიმს , მაგრამ დომინანტი არ არისო და ესტროფემის ფონზე არ უნდა მოხდეს ოვულაციაო. ალბათ , იგივე სიტუაცია გაქვთ და უბრალოდ სიმპტომებია. რეალურად ოვულაცია არ იქნება.
* * *
გოგოებო ესტროფემი და დივიგელი რომელი კვირიდან მოგიხსნათ ექიმმა?

Posted by: Liza12 11 Jun 2021, 11:00
marimmariami
10-12 კვირიდან ესტროფემი მცირდება და 14 ზე სრულად იხსნება . დივიგელი არ მქონია მარა ეგეც მასე ალბათ უფრო ადრეც შეიძლება.პირველ ორსულობაზე ნემსაძემ 8 კვირაზე მომახსნევინა ესტროფემსაც იღებო და

Posted by: marimmariami 11 Jun 2021, 11:17
Liza12
მე9 კვირიდან შევამცირე ესტროფემი და მე11 კვირა რომ დაიწყება ვწყვეტ, დივიგელიც ასე. აღრიცხვაზე სადაც ვარ იქ მითხრა ექიმმა ასე ჯობია, ახალგაზრდა საკვერცხეებია და შეასრულებს თავის ფუნქციას მაინცო. ადრე ხომ არ არისთქო ვფიქრობ, ნეტა ინვიტროს ექიმსაც ხო არ დავურეკო და ვკითხო. დუფასტონს ვიღებ დამატებით რაც ჰემატომა გამისკდა და ნეტა დუფატონი ხომ არ ჩაანაცვლებს ესტროფემს ?

Posted by: Liza12 11 Jun 2021, 14:08
marimmariami
არა დუფასტონი პროგრესტერონია და ესტროფემი და დივიგელი ესტრადიოლი. არმგონია ადრე იყოს ზოგი ინვიტროს ექიმიც 8 კვირიდან იწყებს შემცირებას. არ გარისკავდა შენი ექიმი მოხსნას რომ არიყოს დარწმუნებული.12 კვირაზე შეწყვიტე თუგინდა 1 აბი ესტროფემი სვი 12 კვირის ჩათვლით

Posted by: tatamais209 11 Jun 2021, 15:01
გოგონებო გამარჯობათ ♥️♥️ დავიწყე ქეთისთან ინვიტროზე მზადება გუშინწინ დამაწყებინა ნემსები გაკეთება გონალ F200 იანი და მენოპური 3 ამპულა ერთად.იმედია ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება.ეს სამი დღის ნემსი კლინიკაში ამაღებინეს და ხომ არ იცით გარეთ სად ვიყიდი ამ ნემსებს?

Posted by: marimmariami 11 Jun 2021, 16:07
Liza12
იმდენ წამლებს ვსვამ ერთი სული მაქვს რომელიმე მაინც შევწყვიტო sad.gif ახლა 1 აბს ვსვამ საღამოს და თუ რამე გავაგრძელებ 12 კვირამდე. მადლობა რჩევისთვის ❤️
* * *
tatamais209
წარმატებები❤️ ვაგზალზე იქნება წესით.

Posted by: Anaani1234 11 Jun 2021, 19:14
tatamais209
ვაგზალზე ვყიდულობდი გონალს და მენოპურს ინოვასთან გარეთ რომ პატარა აფთიაქია იქ, ვაგზალზე იაფი იყო მენოპური მაშინ ეხლა იკითხე ფასებ8 აბა. მე რო ვყიდულობდი 32 ღირდა მანდ და ვაგზალზე 35. ქეთისთან რა ქენი როგორ მოგეწონა რა გითხრა, მოგვიყევი აბა ❤

Posted by: Marinne 12 Jun 2021, 00:52
გოგოებო, ასეთი რამ მაინტერესებს, თუ არსებობს საერთოდ მსგავსი კვლევა.

კვერცხუჯრედების ხარისხი ან უხეშად რომ დავარქვა, გენეტიკურ დონეზე გამრავლების საშუალება თუ აქვს კვერცხუჯრედს ან ზოგადად მის პატრონს.


უკეთ რომ გამიგოთ.


მეუღლე 0 მორფოლოგია.
კვერცხუჯრედები მოდის ყოველ ჯერზე.

პირველი პუნქცია - 9 კვერცხუჯრედი, მაგრამ 2 უხარისხო ბლასტო მხოლოდ, დანარჩენმა მაქამდეც ვერ მიაღწია.
მეორე პუნქცია - ისევ 9 კვერცხუჯრედი, ამჯერად 7-მა დაიწყო განვითარება, საბოლოოდ 5 გავყინეთ. გამოლღობისას 5-დან მხოლოდ 2 შეგვრჩა, ოღონდ ორივე საუკეთესო. გადავიტანეთ. მიემაგრა ორივე, მაგრამ... მოკლედ გულისცემა არ იყო რა.

მეუღლემ იფიქრა ჩემი პრობლემაა და მოდი დონორის სპერმატოზოიდი გამოვიყენოთო.
ავარჩიეთ დონორი.
დავიწყეთ ისევ ახალი პროტოკოლი.
წამოვიდა კარგად ფოლეკულები, 8 კვერცხუჯრედი მივიღეთ, აქედან 3 ვიზუალურად იდეალური...

მე-5 დღეს რომ დავრეკე არ იყვნენ ჯერ კიდევ ბლასტოები. ვაცადეთ 1 დღეც და... მოკლედ არაფერია...


სასოწარკვეთა არ ჰქვია იმ სიტყვას რასაც განვიცდი... მორალურად განადგურებული ვარ. თუმცა ვერ ვწყვეტ ფიქრს მომავალზე.


ახლა გადავწყვიტე დონორი კვერცხუჯრედი ვცადო. ადრეც მქონდა ეჭვი რომ რაღაც ჩემში არ იყო რიგზე, უბრალოდ რადგან ასეთი რამ მოხდა, თითქმის დავრწმუნდი. რამოდენიმე წელი ავთვისებიან სიმსივნეს ვებრძოდი და იმ ყველაფერმა ალბათ იქონია თავისებური გავლენა კვერცხუჯრედის ხარისხზე...

მოოოკლეეედ...
მიმიხვდით ალბათ რაც მინდა.
იგივეს ვერ ავიტან ზუსტად ვიცი.
თუ არსებობს რაიმე კვლევა რომ მითხრან, შეძლებს თუ არა ჩემი კვერცხუჯრედი განაყოფიერებას - მითხარით. ეგ ის პასუხი იქნება რაც გამაგრძელებინებს ბრძოლას.




Posted by: Anaani1234 12 Jun 2021, 03:26
Marinne
კვლევაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს გეტყვი, მაგრამ გაოცებული ვარ თქვენი სიძლიერით, გისურვებთ მალე აგეხდინოთ სანატრელი ❤ ასაკით რამდენის ხარ?

* * *
არ უნდა დანებდე, ყველაფერი გამოვა ადრე თუ გვიან ❤

Posted by: compte.paris75 12 Jun 2021, 09:09
Marinne
კვერცხუჯრედის კვლევაზე არაფერი გამიგია. მარტო ემბრიონებს იკვლევენ გადატანამდე და pgs კვლევა ქვია.

ბევრი ექიმი გამოვიცვალე და ყველა მეუბნება რომ კვერცხუჯრედია მთავარი. ჩვენთან არცერთს არ გვაქვს ასე გამოხატული პრობლემა, მაგრამ არ გამოგვდის. ავედით 14 ინვიტროზე. ბოლო ექიმს კარგად ჩავეკითხე, რატომ მეუბნებით კვერცხის დონორს, რატომ სპერმატოზოიდის ხარისხს არ აყენებთ ეჭვქვეშ? ასე მიპასუხა, რაც არ უნდა მაგარი სპერმატოზოიდი იყოს, ძლიერი ხარისხის, თუ კვერცხუჯრედი არ ვარგა, ვერ შექმნის ემბრიონსო. სამაგიეროდ თუ კარგი კვერცხუჯრედია და საშუალო ხარისხის სპერმატოზოიდი, ეს კვერცხუჯრედი გამოასწორებს სპერმის პრობლემასო.
ნუ მოვისმინე მაგრამ რანაირად დავრწმუნდე, ესეც თეორიების დონეზეა.
თუ არ ცადე ვერ გაიგებ სამწუხაროდ.
წარმატებები ამ ბრძოლაში.

Posted by: ninunin 12 Jun 2021, 09:58
compte.paris75
გამოდის ქალიამაინც მთავარი მაგ თეორიით, ძალიან საონტერესო პოსტები გაქვს საერთოდ, ინფორმატიული, შემოვდივარ ხოლმე რო უბრალოდ წავიკითხო,მითრევს, მთელი გულით წარმატებები და სანუკვარი მიზნის ახდენა<3

Posted by: tatamais209 12 Jun 2021, 10:03
Anaani1234
დავიწყე ქეთისთან როგორც ექიმი ძალიან მომეწონა ისეთი საუბარი აქვს მშვიდი რომ გელაპარაკება თან წყნარდები.როგორც თვითონ მითხრა წესით ყველაფერი უნდა გამოვიდეს არ ვიცი მე თვითონ ძალიან გაურკვევლობაში ვარ ვერ ვიგებ ორი დაწყებული ორსულობა რატო დამთავრდა.ეხლა რომ დავიწყე ისეთი დაღლილი ვიყავი თან იმედგაცრუებული არ ვიცი რა იქნება.რომ ვფიქრობ რეები უნდა გადავიტანო კიდევ ძალიან მეშინია

Posted by: ninunin 12 Jun 2021, 10:04
Marinne
წარმატებები და მჯერა რომ აისრულებთ თქვენ დასახულ მიზანს <3

Posted by: Teona133 12 Jun 2021, 13:18
გამარჯობა ვინმემ ხომ არ იცით გოგონებო ინოვას ემბრიოლოგი საქართველოშია?

Posted by: Anaani1234 12 Jun 2021, 14:12
Teona133
კი გუშინ ვნახე კლინიკაში იყო, ჰექტორზე თუ ამბობთ.

Posted by: Teona133 12 Jun 2021, 15:14
Anaani1234
მადლობა ანი კი ეგ სახელი არ ვიცოდი

Posted by: Anaani1234 12 Jun 2021, 16:22
გოგოებო ერთი კითხვა მაქვს, პროგესტერონის ნანემსარები თუ განაგრდა მერე წამალი აღარ მოქმედებს ? თუ როგორაა? ჩემით ვიკეთებ და ზოგიერთი ნანემსარი მიმაგრდება ცოტათი.

Posted by: compte.paris75 12 Jun 2021, 18:12
ninunin
მადლობა, თქვენც გისურვებთ მშვიდობით მშობიარობას და ბედნიერ დედობას.

Posted by: Teona133 12 Jun 2021, 18:17
Anaani1234
მოქმედებით როგორ არ მოქმედებს. გამაგრებაზე ადრე დაწერეს აქ თბილი არყიანი საფენები თუ არ მეშლება აბა სცადეთ

Posted by: marimmariami 12 Jun 2021, 21:09
Marinne
მიყვარს და დიდ სტიმულს მაძლევს თქვენნაირი მებრძოლი ადამიანები ❤️მჯერა ყველაფერი გამოგივათ.სპერმატოზოიდის მორფოლოგიის გაუმჯობესება შეიძლება როგორც ვიცი და ასევე ხარისხის. ადრე ვიღაც მკვლევარის ინტერვიუს ვუსმენდი და თქვა რომ კვერცხუჯრედების რეზერვით უკვე იბადება ქალი და მისი გენეტიკა უკვე ჩანასახშივე ყალივდება , ამიტომ ხარისხის გაუმჯობესება აბსურდიაო, თუმცა რადგან ყველა ფოლიკი სხვადასხვა კვერცხუჯრედს შეიცავს დიდი შანსია რომ ზოგი უფრო სიცოცხლისუნარიანია “ხარისხიანი” აღმოჩნდეს. ამიტომ გამართლებაზეა მგონია. ემბრიონის გამოკვლევა დიდ ფინანსებს უკავშირდება, მაგრამ ალბათ ყველაზე კარგი იქნება. ისე , არვიცი რამდენად გამოგადგებათ მაგრამ ალექსანდრე ხელაიამ მეუღლეს აზოსპერმიის დიაგნოზით რაღაც კვლევა გააკეთებინა გენეტიკური, რომ გავიგო აზრი აქვს თუ არა ბიოფსიასო. 0 მორფოლოგიის დროსაც რაიმე კვლევა იქნება აუცილებლად რომელიც წინასწარ რაღაც პროგნოზს დადებს.

Posted by: mashusha 12 Jun 2021, 21:09
გოგოებო, ჩემმ ნათესავს ახლა ინ ვიტრო გაუკეთებია, 4 ტყუპზეა ორსულად. 4 ემბრიონი გადაყავთ? სიმართლე გითხრათ თან უზომოდ გამიხარდა და თან ისე ვნერვიულობ... 4 ტყუპის გამოზრდა, გაჩენა... თან, როგორც ვიცი, მაქსიმუმ 2 გადაყავთ და ამასთან 4 როგორ მოხვდა...

Posted by: takotatuli1989 12 Jun 2021, 21:44
mashusha
გენეტიკაში თუ ყავთ ტყუპები შეიძლება ორი გადაიტანეს და ისინი დაიყვნენ მარა იშვიათი შემთხვევაა რომ ორივე დაიყოს. აგერ ერთ ტყუპს ველოდები და მგონია ჩემ თავს არ ხდება და ეგ რა დღეში იქნება წარმომიდგენია biggrin.gif მშვიდობით მიიყვანოს ბოლომდე. კაი რთული სამართავა მრავალნაყოფიანი ორსულობა.

Posted by: Anaani1234 12 Jun 2021, 21:46
mashusha
4 ემბრიონია გადატანა არ გამიგია ისე რაამბავია biggrin.gif 3 კი გადააქვთ ხოლმე, იქნებ 3 გადაიტანეს და ერთი კიდე დაიყო biggrin.gif მოკლედ ყოჩაღ რა, ღმერთმა მიიყვანოს ბოლომდე მშვიდობიანად ❤

Posted by: maiko2610 13 Jun 2021, 08:43
QUOTE (tatamais209 @ 11 Jun 2021, 15:01 )
გოგონებო გამარჯობათ ♥️♥️ დავიწყე ქეთისთან ინვიტროზე მზადება გუშინწინ დამაწყებინა ნემსები გაკეთება გონალ F200 იანი და მენოპური 3 ამპულა ერთად.იმედია ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება.ეს სამი დღის ნემსი კლინიკაში ამაღებინეს და ხომ არ იცით გარეთ სად ვიყიდი ამ ნემსებს?

კლინიკა ინოვადან რომ გამოხვალ ქვემოთ მანქანების სამრეცხაოა და იმის უკან არის აფთიაქი, ინ ვიტროს რაც ჭირდება ყველანაირი წამალი აქვთ

Posted by: mashusha 13 Jun 2021, 17:09
takotatuli1989


გილოცავ! რა სასიხარულო ამბავია <3
სიმრტლე გითხრა ზუსტად არ ვარ დარწმუნებული რომ ინ ვიტრო გაკეთა. მკურნალობდა რამდენიმე წელი, ახლა ორსულობის ამბავი მახარა დედამისმა და ვეღარ ვკითხე. თვითონაც თან უზომოდ ბედნიერი და თან ნერვიულობს. მეც ისე გავნერვიულდი... რა ვიცი 4 ტყუპი გადაჰყავთ? მე ვიცოდი რომ მაქსიმუმ 2 ნაყოფი გადაყავთ...
აფრიკელმა ქალმა 10 გააჩინა და მაქვს იმედი რო მეტვალყურეობით მივალთ მიზნამდ... მაინც ვნერვიულობ...
* * *
Anaani1234


მადლობა! ძალიან საპასუხიმგებლოა! რატომ გარისკეს ვერ ვხდები..

Posted by: kato17 13 Jun 2021, 17:30
user posted imageuser posted image
* * *
რაიმე განსხვავება თუ არის ამ ორ ფრაქსიპარინს შორის
* * *
რაიმე განსხვავება თუ არის ამ ორ ფრაქსიპარინს შორისბ
* * *
ინტრალიპიდი ვისაც გადაგისხიათ რამდენი ხანი გადაისხით ორსულობის შემთხვევაში მე სულ 4 მქონდა ნაყიდი , 1 გადატანის წინ რამდენიმე დღით ადრე გადავისხი და 10 ,12 დღიანი იტერვალით უნდა გადავისხა , ანუ ეხლა სამი მაქვს დარჩენილი და თუ დადებითი იყო პასუხი რამდენი დამჭირდება კიდე . უნდა გამოვიწერო და არ მინდა ზედმეტი შევუკვეთო.ანუ რომელ თვემდე იკეთებენ გადასმას

Posted by: me1985 13 Jun 2021, 21:24

გოგოებო ვის როგორი გამოცდილება გაქვთ, იმ თვეშივე ჯობია ემბრიონის გადატანა თუ გავყინო და მეორე თვეში? ბევრი ფოლეკულაა წამოსული და ექიმმა მითხრა დავასვენოთო, თუმცა ყველაფერი ნორმაშია . ცოტა მეშინია გამოლღობას რომ ვერ გაუძლოს,. ჯერ არამომიღია ხვალ მაქვს , იმედია ხარისხიანები იქნება

Posted by: Liza12 13 Jun 2021, 21:59
me1985
ჰიპერის რისკი თუარ იქნება გადაიტანე ფრეშად . გამოლღვობას თუ ვერ გაუძლებს მასეთი ხარისხის ემბრიონი არც ფრეშად გამოვა. პირველი ცდა არის ? სად იკეთებ?

Posted by: me1985 13 Jun 2021, 22:39
QUOTE (Liza12 @ 13 Jun 2021, 21:59 )
me1985
ჰიპერის რისკი თუარ იქნება გადაიტანე ფრეშად . გამოლღვობას თუ ვერ გაუძლებს მასეთი ხარისხის ემბრიონი არც ფრეშად გამოვა. პირველი ცდა არის ? სად იკეთებ?

ორი მაქვს გაკეთებული ინვიტროში უშედეგოდ, მაგრამ ეხლა როგორც მივყევით მე და ჩემი ექიმი, ვხვდები რომ ინვიტროში არ მომაქცია სათანადო ყურადღება და ძალიან ბევრი რამე გამორჩა,
ხვალ ვიღებ ფოლიკებს და იმედია ხარისხიანები ამოვა, მარჯვენაში მაქვს 22 მარცხენაში 14.

Posted by: Liza12 13 Jun 2021, 23:35
me1985
პოლიკისტოზი გაქვს ? საკმაოდ ბევრია მარა გადატანამდე შეხედავთ როგორ იქნება საკვერცხეები თუ არაფერი ნიშანი არიყო ჰიპერის გადაიტან . ინვიტრიში ვინ იყო ექიმი ახლა ვისთან ხარ ? წარმატებები მთელი გულით გისურვებ ბევრ და ძლიერ ემბრიონებს.

Posted by: compte.paris75 13 Jun 2021, 23:52
QUOTE (me1985 @ 13 Jun 2021, 22:39 )
...მარჯვენაში მაქვს 22 მარცხენაში 14...

აშკარად ჰიპერსიმულაციის ეშინია შენს ექიმს. თუ არ გექნება ჰიპერსიმულაცია და კარგად აიტანს შენი საკვერცხეები, შენივე ექიმი შემოგთავაზებს ფრეშად გადატანას.

Posted by: uqimerioni 14 Jun 2021, 00:55
გამარჯობა. ასეთი რაღაც მაინტერესებს, შესაძლებელია სპერმატოზოიდის გაყინვა და შენახვა? რომ მომავალში რო რამე იყოს, იმის საშუალებით მოხდეს ჩასახვა.

აი პროცედურა როგორ ხდება მაგის? რას ვაკეთებ სად მივდივარ სიტყვაზე ან გადასახადი რა არის? დეტალები რომ დამიწეროთ.

Posted by: compte.paris75 14 Jun 2021, 09:09
QUOTE (uqimerioni @ 14 Jun 2021, 00:55 )
გამარჯობა. ასეთი რაღაც მაინტერესებს, შესაძლებელია სპერმატოზოიდის გაყინვა და შენახვა? რომ მომავალში რო რამე იყოს, იმის საშუალებით მოხდეს ჩასახვა.

აი პროცედურა როგორ ხდება მაგის? რას ვაკეთებ სად მივდივარ სიტყვაზე ან გადასახადი რა არის? დეტალები რომ დამიწეროთ.

კი შეიძლება. ხშირად მოგვიწია აქ გოგოებს. ქმარი ზოგი საზღვარგარეთაა ცოლი აქეთ და.... ის კი არა, სპერმის გარდა ემბრიონებსაც ყინავენ.
რამოდენიმე ცენტრია თბილისში. მე რომელ ცენტრშიც ვიყავი 30ლ ღირდა თვეში გადასახადი. ყველა ცენტრს თავისი ფასი აქვს. მიხვალთ, ექთანი აგიხსნით ყველაფერს. გაყინავენ რამოდენიმე ტუბიკში ცალცალკე რომ რამდენჯერმე გამოყენება შესძლონ. ხარისხი არ იკარგება.

Posted by: Liza12 14 Jun 2021, 10:45
nefertiti987
როგორხარ ? როდის მიდიხარ ეხოზე?

Posted by: nefertiti987 14 Jun 2021, 11:13
Liza12
მადლობა,ლიზა <3 ოთხშაბათს და ვკვდები შიშით. ხან მაქვს ტკივილი ხან საერთოდ გამიქრება, მკერდის თავები მტკიოდა წინა კვირებში და ახლა რომ გამიქრა მეშინია, თუმცა ორი დღეა ღებინების შეგრძნება დამეწყო. ძალიან დიდი იმედით ვარ რომ გამოჩნდება ჩემი პატარა

Posted by: Liza12 14 Jun 2021, 11:49
nefertiti987
მკერდს არ მიაქციო ყურადღება მეც დასაწყისში მტკიოდა და ხეგეს გაკეთებამდე სულ გამიარა. კარგია ტოქსიკოზიც კარგის ნიშანია. ტკივილი უმნიშვნელო ბუნებრივია მარა მაინც თუ შემაწუხებელია უთხარი ექიმს დავს მაგნე ბ და რამეს დაგინიშნავს .ტონუსია ალბათ .

Posted by: nefertiti987 14 Jun 2021, 11:57
Liza12
კი მცირე ტონუსი მითხრა,ფეხით რომ დავდივარ პრობლემა ხო არაა ნეტა?

Posted by: Liza12 14 Jun 2021, 12:48
nefertiti987
ანუ თუ შემაწუხებელიაა ტკივილი და ტონუსი მკვეთრია მაგ დროს სჯობია უფრო მოსვენებით ყოფნა.მაგრამ თუ უმნიშვნელოა გამონადენიც არ არის სიარული დაღლის გარეშე პირიქით კარგიც არის.

Posted by: nefertiti987 14 Jun 2021, 13:02
Liza12
მკვეთრი არა, ციკლის დროს გამაყუჩებელი მჭირდებოდა სულ და ეს ეგეთი მტკივნეული არ არის,უბრალოდ მაშინებს.დღის განმავლობაში საერთოდ არ მაწუხებს,სამსახურში ტვინიც რომ დაკავებული მაქვს ეტყობა მაგიტო.არც არანაირი გამონადენი

Posted by: Liza12 14 Jun 2021, 13:14
nefertiti987
არდაიღალო მთავარია მარა ეგ ტკივილიც არდატოვო უყურადღებოდ. დავი ან მაგნე ბ იქნებ წაგადგეს და მოგიხსნას ეგ დისკომფორტი

Posted by: nefertiti987 14 Jun 2021, 14:48
Liza12
ჩემით ხომ ვერ დავლევ და ეხოზე რომ მივალ ვკითხავ დავზე <3

Posted by: me1985 14 Jun 2021, 17:29
რას მეტყვით გოგოებო, 20 ფოლიკიდა 14 იყო მწიფე

Posted by: Anaani1234 14 Jun 2021, 17:32
me1985
ძაან კარგი შედეგია, გილოცავ მაგრამ ეხოზე მეტი ჩანდა? წინაზე რო დაწერე ერთში 22 ჩანს მეორეში 14იო. მაგრამ ძალიან კარგი შედეგია, ჩემთან 10 იყო მწიფე და კარგი (რამდენიდან არ ვიცი) და 6 ბლასტო მივიღეთ მაღალი ხარისხის. ასე რომ მგონია ბევრი ემბრიონები გეყოლება ❤ ექიმი ვინაა?

Posted by: Liza12 14 Jun 2021, 17:54
nefertiti987
არაფერს დააშავებ ვიტამინია მაგნიუმი რომელიც მთელი ორსულობა საჭიროა . დავი ერთერთი საუკეთესოა .სანაყოფე გარსისთვის და ნაყოფის განვითარებისთვისაც. მაგნეე ბ უფრო სუსტია დღეში 3-6 აბი ინიშნება .დავი 1-2 აბი მაქსიმუმ.
* * *
სხვათაშორის ორივე ორსულობაზე გადატანის დღიდან ვსამდი პირველად გრავიდას მაგნეზიას მეორედ მაგნე ბ6.

Posted by: kato17 14 Jun 2021, 18:28
user posted imageგოგოებო ინტრალიპიდი ვისაც გადაგისხიათ ეს ზეთი ზავდება თუ სუფთა სახით ვისხავთ ამ თეთრ სითხეს

Posted by: me1985 14 Jun 2021, 19:26
QUOTE (Anaani1234 @ 14 Jun 2021, 17:32 )
me1985
ძაან კარგი შედეგია, გილოცავ მაგრამ ეხოზე მეტი ჩანდა? წინაზე რო დაწერე ერთში 22 ჩანს მეორეში 14იო. მაგრამ ძალიან კარგი შედეგია, ჩემთან 10 იყო მწიფე და კარგი (რამდენიდან არ ვიცი) და 6 ბლასტო მივიღეთ მაღალი ხარისხის. ასე რომ მგონია ბევრი ემბრიონები გეყოლება ❤ ექიმი ვინაა?

ხო ეხოზე მეტს ითვლიდნენ უფრო მეც გამიკვირდა,
საბახტარაშვილში დიანა ჭანუყვაძე.
ამ თვეში არ გადაგვაქვს ჯობია დავისვენოთ და მეორე ციკლში გადავიტანოთო

Posted by: Anaani1234 14 Jun 2021, 20:34
me1985
მეც არ გადამიტანია ფრეშად, რამდენი განაყოფიერდა როდის გეტყვიან?

Posted by: me1985 14 Jun 2021, 23:16
QUOTE (Anaani1234 @ 14 Jun 2021, 20:34 )
me1985
მეც არ გადამიტანია ფრეშად, რამდენი განაყოფიერდა როდის გეტყვიან?

ფუნქციდან 2 საათში მითხრეს 14 იყო მომწიფებულიო, და შაბათს ვნახოთ რამდენი ემბრიონი გვეყოლებაო,
ისე კლინიკაში რომ დავრეკო არ მეტყვიან ნეტა?
* * *
Anaani1234
შენ სად დადიხარ და რამდენი გყავს გაყინული?

Posted by: Anaani1234 14 Jun 2021, 23:21
me1985
მე მეორე დღეს მითხრეს რამდენი იყო განაყოფიერებული მერე მესამე დღეს შეხედეს კიდე და ბოლოს მე5 დღეს მითხრეს რამდენიც გაყინეს. 6 მქონდა სულ პირველ ჯერზე ერთი გადავიტანე და არ გამოვიდა, ეხლა 2 ცალი და 3 კიდე მყავს გაყინული, ინოვაში ვარ ოსიძესთან

Posted by: me1985 14 Jun 2021, 23:39
QUOTE (Anaani1234 @ 14 Jun 2021, 23:21 )
me1985
მე მეორე დღეს მითხრეს რამდენი იყო განაყოფიერებული მერე მესამე დღეს შეხედეს კიდე და ბოლოს მე5 დღეს მითხრეს რამდენიც გაყინეს. 6 მქონდა სულ პირველ ჯერზე ერთი გადავიტანე და არ გამოვიდა, ეხლა 2 ცალი და 3 კიდე მყავს გაყინული, ინოვაში ვარ ოსიძესთან

იმავე ციკლში გადაიტანე ის ერთი?

Posted by: Liza12 14 Jun 2021, 23:44
me1985
მშვენიერი შედეგია. ხვალ შეგიძლია დარეკო და გაიგო რამდენმა დაიწყო განაყოფიერება . დაახლოებით გეცოდინება რამდენი გეყოლება

Posted by: Anaani1234 14 Jun 2021, 23:47
me1985
არა 1 ციკლის შემდეგ

Posted by: me1985 14 Jun 2021, 23:58
QUOTE (Liza12 @ 14 Jun 2021, 23:44 )
me1985
მშვენიერი შედეგია. ხვალ შეგიძლია დარეკო და გაიგო რამდენმა დაიწყო განაყოფიერება . დაახლოებით გეცოდინება რამდენი გეყოლება

ესეიგი ტელეფონზე რომ დავრეკო მეტყვიან

Posted by: Liza12 15 Jun 2021, 00:13
me1985
კი როგორ არა მე ყოველდღე ვწერდი ჩემს ექიმს ვურეკავდი ან მირეკავდა .ხუთშაბათს უკვე 3 დღიანები იქნებიან და თუ ბევრი იყო ალბათ აცდიან ბლასტომდე და შაბათს საბოლოო პასუხი გეცოდინება.

Posted by: uqimerioni 15 Jun 2021, 00:33
compte.paris75
QUOTE
კი შეიძლება. ხშირად მოგვიწია აქ გოგოებს. ქმარი ზოგი საზღვარგარეთაა ცოლი აქეთ და.... ის კი არა, სპერმის გარდა ემბრიონებსაც ყინავენ.
რამოდენიმე ცენტრია თბილისში. მე რომელ ცენტრშიც ვიყავი 30ლ ღირდა თვეში გადასახადი. ყველა ცენტრს თავისი ფასი აქვს. მიხვალთ, ექთანი აგიხსნით ყველაფერს. გაყინავენ რამოდენიმე ტუბიკში ცალცალკე რომ რამდენჯერმე გამოყენება შესძლონ. ხარისხი არ იკარგება.

წელიწადში 360 ლარი გამოდის. რავი ამ ბოლო დროს დავფიქრდი, ცხოვრებაში რა აღარ ხდება, ტრავმები, აფეთქება, ავარია, დაინვალიდება. მერე წლების შემდეგ რამე შეცდომის პონტი არაა? რომ აერიოთ სპერმები ან რამე biggrin.gif ვინ აგებს მაგაზე პასუხს? ან რანაირად უნდა შეამოწმო ეგ, ნაღდად შენია ის თუ არა.

Posted by: compte.paris75 15 Jun 2021, 09:33
QUOTE (uqimerioni @ 15 Jun 2021, 00:33 )
... მერე წლების შემდეგ რამე შეცდომის პონტი არაა? რომ აერიოთ სპერმები ან რამე biggrin.gif ვინ აგებს მაგაზე პასუხს? ან რანაირად უნდა შეამოწმო ეგ, ნაღდად შენია ის თუ არა.

კი კი, ზოგი სიმსივნის ოპერაციის წინ ინახავს, ქიმიოები აფუჭებს სპერმას.

რაც შეეხება არევას - ეგ ძალიან პრობლემატური საკითხია. ჭორების დონეზე რას აღარ ლაპარაკობს ხალხი. არევით არ აერევათ, ზედ აწერია სახელი და გვარი.
იყო ძალიან ადრე რაღაც ისე ლაპარაკობდნენ რომ რომელიღაც ცენტრი დაკეტილა და არ მიაქციესო ყურადღება და გაუფუჭდათ მასალები. ან ვითომ ზოგი აბრალებს რომ შეგნებულად იპარავენ და იყენებენ სადონორედ (დონორები ფულს აკეთებენ მაგით). მაგრამ ჩვენ ვინ ჩაგვახედებს ლაბორატორიაში რა ხდება? ყველაფერი ჭორების დონეზეა.

Posted by: WendyD 15 Jun 2021, 11:18
გადატანისას პროგესტერონის ნემსი მერამდენე დღეს დაიწყეთ?
ძალიან იცის გამაგრება და ტკივილი? user.gif

Posted by: takotatuli1989 15 Jun 2021, 11:22
WendyD
ცელოფანს წაუსვით ბამბით სპირდი და დაიდეთ ნანემსარზე, ან იოდის კლეტკები გაიკეთეთ. შეღავათს მოგცემთ.

Posted by: uqimerioni 15 Jun 2021, 12:01
compte.paris75
ეგ არის ცუდი რომ ზუსტად ვის ხელშია და რა ხდება, გარანტიები არაფრის არაა ეგ ისეთი საქმეა. თუ რამე იაღლიში მოუვიდათ, მერე საერთოდ რამეს რაღა აზრი ექნება პასუხების მოთხოვნას. არადა კარგი საშუალებაა.

Posted by: WendyD 15 Jun 2021, 12:06
takotatuli1989
მადლობა. ჯერ არ დამიწყია.
ანუ ყველას უმაგრდება და ტკივა sad.gif
-----




მაქვს ლონდონიდან ჩამოტანილი Pregnacare max ვიტამინები. რომელშიც არის ვიტამინების კომპ;ექსი და ცალკე ომეგა.
ვადა ჰქონდა მარტის ბოლომდე და გამომეპარა.
მე ვერ ვიყენებ, იოდი არ შეიძლება ჩემთვის. თუ ვინმეს უნდა, შემიძლია მივცე. ვიტამინებზე როგორც ვიცი, პრობლემა არ არის 6 თვიანი ვადის გადაცილება. არც მეტი გადაცილება არ არის პრობლემა, გუგლს თუ დავუჯერებთ smile.gif

Posted by: me1985 15 Jun 2021, 16:34
გადატანამდე რომელი ანალიზებია გადასამოწმებელი?

Posted by: compte.paris75 15 Jun 2021, 22:29
გოგოებო, ახლობელი დადის რეპროარტში თამუნა ბარბაქაძესთან და ვინმე ხართ მისი პაციენტი? რას ფიქრობთ როგორია?

Posted by: Taia12 16 Jun 2021, 01:05
QUOTE (WendyD @ 15 Jun 2021, 11:18 )
გადატანისას პროგესტერონის ნემსი მერამდენე დღეს დაიწყეთ?
ძალიან იცის გამაგრება და ტკივილი? user.gif

პროგესტერონმა იცის ტკივილები, მითუმეტეს როცა პირველად იწყებთ. რამდენიმე გადატანის მერე ისე მივეჩვიე რომ აღარ მტკიოდა, მაგრამ თავიდან გამამწარა.
სანამ გაიკეთებთ თბილ წყალში ამპულა შეათბეთ. გაკეთებისას ნელ-ნელა გაუშვით წამალი. როცა გაიკეთებთ მეოთხედ ნაწილში, კარგად დაიზილეთ, სანამდეც გაძლებთ იქამდე დაიზილეთ ხოლმე. მე ყველაზე კარგა ეგ მშველოდა ხოლმე,წამალი რომ კარგად გაიშალოს.
კომბოსტოს ფოთოლსაც ვიდებდი ხოლმე და მიყუჩებდა ცოტა ხნით.

გამძლეობას გისურვებ facepalm.gif

Posted by: nefertiti987 16 Jun 2021, 15:16
ახალი სანერვიულოთი მოვედი, დღეს ემბრიონიც გამოჩნდა ეხოზე და გულისცემა 114 <3 თუმცა ყვითრის პარკი ზედა ზღვარზეაო 6მმ-ია და ვერ დავმშვიდდი. იქნებ გსმენიათ მსგავსი შემთხვევები კარგი ფინალით?

Posted by: Liza12 16 Jun 2021, 15:24
nefertiti987
რამაგარია გილოცაავ. ექიმმა რაგითხრა ყვითრის პარკზე ?
* * *
ერთს ეწერა 7.5 კვირაზე 5.6 მქონდა ყვითრიო . რა პრობლემაა უნდა იყოს? ნელანელა წავა კლებაში 11-12 კვირაზე ყვითრი საერთოდ აღარ იქნება

Posted by: nefertiti987 16 Jun 2021, 15:31
Liza12
6-ზე მეტი თუ გაიზარდა უკვე არაკეთილსაიმედოაო,ათ დღეში დამიბარა ისევ, რა გავაკეთო

Posted by: Liza12 16 Jun 2021, 15:32
nefertiti987
იქნებ და არიზრდებაა დამშვიდდი ახლა მოკლედ რა სანერვიულო არილევა.12 კვირამდე მიხვიდე და დამშვიდდები შედარებით

Posted by: nefertiti987 16 Jun 2021, 15:42
Liza12
დიდი მადლობა,ლიზა >3

Posted by: me1985 17 Jun 2021, 16:27
გოგოებო დამამშვიდეთ
14მწიფე ფოლეკულიდა 3 დღეს 7 მივიდა, ექიმმა მითხრა ვნახოთ შაბათამდე რამდენი მივაო,.
სამი დღის კვალობაზე კარგიაო რა ვიცი რაა

Posted by: Anaani1234 17 Jun 2021, 18:56
me1985
მშვენიერი შედეგია, ნუ ნერვიულობ. მაქედან შეილება ყველა მივიდეს 5 დღემდე უმეტესობა მაინც მივა ❤ ჩემი თავიდან 9 განაყოფიერდა მაგრამ 2 სუსტი იყო და 7 მივიდა სამ დღემდე, 6 მივიდა ხუთ დღემდე.

Posted by: Liza12 17 Jun 2021, 20:13
nefertiti987
დამავიწყდა კითხვა ენდომეტრიუმზე რომ დარდობდი ამ მისვლაზე კიდევ გაზომა?

Posted by: me1985 17 Jun 2021, 20:36
QUOTE (Anaani1234 @ 17 Jun 2021, 18:56 )
me1985
მშვენიერი შედეგია, ნუ ნერვიულობ. მაქედან შეილება ყველა მივიდეს 5 დღემდე უმეტესობა მაინც მივა ❤ ჩემი თავიდან 9 განაყოფიერდა მაგრამ 2 სუსტი იყო და 7 მივიდა სამ დღემდე, 6 მივიდა ხუთ დღემდე.

შენ გაიხარე, ცოტა მომეშვა
გადაიტანე უკვე?

Posted by: Anaani1234 17 Jun 2021, 20:45
me1985
კი მარა პირველ ჯერზე არ გამოვიდა სამწუხაროდ მაგრად არაუშავს შემდეგი გამოვა ❤ იმედიანად იყავი ❤

Posted by: me1985 17 Jun 2021, 23:39
QUOTE (Anaani1234 @ 17 Jun 2021, 20:45 )
me1985
კი მარა პირველ ჯერზე არ გამოვიდა სამწუხაროდ მაგრად არაუშავს შემდეგი გამოვა ❤ იმედიანად იყავი ❤

წარმატებები♥️
რა კარგია რომ შემართებით ხარ,მე თავს ძალას ვატან მაგრამ არ გამომდის მაინც

Posted by: Anna-Mari 18 Jun 2021, 14:32
Anaani1234
გადაიტანე ამ თვეში? ემზადებოდი როგორც მახსოვს ამ თვეში გადასატანად?
მე ცოტა ხანს პაუზა ავიღე და სექტემბრიდან ვფიოქრბ დაწყებას. ეხლა ყველაფერს ვარკვევ და ვკითხულობ ამ ტემასტან დაკავშირებით მინდა ვიცოდე სანამ დავიწყებ რა და როგორ. გოგოებო იცით რა მაიტნერსებს ამოღებიდან იმ თვეშივე გადატანა სჯობია თუ გაყინულის და გაყინული რომ გამოალღობენ ხომ არ ფუჭდება? და მანდ როგორც გამიგია სანამ გადაიტანენ უჯრედებსაც აქვს მნიშვნელობაო და რამდენიანი უნდა იყოს რომ კარგი იყოს და უფრო მაღალი შანსი ქონდეს?

Posted by: tako_93 18 Jun 2021, 16:19
გამარჯობა გოგოებო, თუ გქონიათ გამოცდილება სტიმულაციისას 24 მმ ფოლიკული ძალიან დიდია უკვე ოვიტრელის გასაკეთებლად?

Posted by: compte.paris75 18 Jun 2021, 17:58
tako_93
კი, ძალიან დიდია, ეგ ან პუნქციამდე გასკდება და წავა, ან ცისტად გადაიქცევა.
* * *
Anna-Mari
ფრეში ჯობია. თუ სუსტი ემბრიონია შეიძლება ვერ გაუძლოს გალღობას
იმიტომ იძახიან რომ გაყინული ძლიერია - რომ თუ უჯრების დანაკარგის გარეშე გამოლხვა ესეიგი ძლიერი ემბრიონია.
სამდღიანს ანიჭებს უმრავლესობა უპირატესობას. 3 დღიანი 8 უჯრიანია. რომ გამოლხვება ეგრევე უნდა გააგრძელოს კიდევ დაყოფა.

Posted by: საბისაბი85 19 Jun 2021, 11:02
როგორ ხართ გოგოებო. ვემზადები ინ ვიტროსთვის და დამინიშნეს 21 დღე რიგევიდონი ვასრულებ 5 დღეში და ციკლი ხომ არ იცით როდის დამეწყება?

Posted by: Liza12 19 Jun 2021, 13:06
საბისაბი85
3-7 დღეში დაიწყება ციკლი.

Posted by: me1985 19 Jun 2021, 15:28
ესეიგი გოგოებო 2 მივიდა პლასტომდე კარგი ხარისხის,
დღეს ძალიან ვინერვიულე, მეცოტავა ძალიან , იმედია ღმერთის ნებით ყველაფერი კარგად დასრულდება.

Posted by: kato17 19 Jun 2021, 15:44
კლინიკა ბეტაპლიუსის თამთა ცაავას შესახაბ რა გსმენიათ როგორი ექიმია ან ფასები რგორია . მოკლედ კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტები თუ ხართ და ამ კლინიკის დამიწერეთ რა თქვენი გამოცდილებები . ოსიძედან გადასვლა თუ ღირს მანდ

Posted by: საბისაბი85 19 Jun 2021, 16:23
Liza12
მადლობა ლიზ ❤
ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ

Posted by: Liza12 19 Jun 2021, 17:22
me1985
14 და 2 ცალი მართლა ძალიან ცოტაა მარა მთავარია ეგ ორი იყოს ხარისხიანი და გაგიმართლოს ორივე ბაიამ .არინერვიულო .შემართებით და იმედიანად იყავი
საბისაბი85
წარმატებები

Posted by: me1985 19 Jun 2021, 20:20
QUOTE (Liza12 @ 19 Jun 2021, 17:22 )
me1985
14 და 2 ცალი მართლა ძალიან ცოტაა მარა მთავარია ეგ ორი იყოს ხარისხიანი და გაგიმართლოს ორივე ბაიამ .არინერვიულო .შემართებით და იმედიანად იყავი
საბისაბი85
წარმატებები

7 მივიდა სამ დღემდე და დღეს მეხუთე დღეს 2
მადლობა, ვცდილობ არ ვინერვიულო მაგრამ არ გამომდის ჯერ

Posted by: madomoda 19 Jun 2021, 20:48
გამარჯობათ ბათუმში ინ ვიტროს კლილიკაძე თურქი ექიმის დოღან ბეი ბირ ბენი შესახებ ვინმეს გსმენიათ.

Posted by: საბისაბი85 19 Jun 2021, 22:04
madomoda
კი მსმენია და აქებენ ძალიან. მანდ ვაპირებდი უბრალოდ ბიუჯეტში ვერ ჩავეტიე და გონიოში დავიწყე იქ მინაწილებენ თანხას და იმათაც ძალიან ბევრი შედეგი აქვთ.

Liza12
მადლობა ჩემო კარგო, მეც ყველას წარმატებებს გისურვებთ

Posted by: Anna-Mari 20 Jun 2021, 14:38
საბისაბი85
დაიწყე მზადება, მეც სექტემბრიდან გადავწყვიტე, მანამდე ფინანსებს დავალაგებ და სამსახურშიც ეხლა ისე ვარ ვერ მოვახერხებ მიდი-მოდის და სექტწმბრიდან დავგეგმე, მანამდე ვარკვევ და ვიგრბ ყვრლაფერს.
* * *
compte.paris75
მადლობა ჩემო კარგო ❤
გოგოებო იცით კიდევ რა მაინტერესებ, ჩემი ახლობელი იკეთებს ეხლა, 6 ფოლიკი ქონდა, 6-დანვე ამოვიდა კვერცხუჯრედი და 3 დღემდე 4 ემბრიონი მივოდა 2 ცალი 8 უჯრედიანი და 2 ცალი 7 უჯრედიანი, ორად შეინახეს 87 და 87 ასე და ექიმმა ძალიან კარგი შედეგიაო ასე უთხრა, 6დან ორი მაღალი ხარისხის ემბრიონია და 7ებიც არაა ცუდიო, ამ ციკლში გააყინინა, ანალიზები არ მოეწონა და შემდეგი ციკლიდან მოგამზადებო, 2 ცალის გადატანას უპორებს, ძალიან ნერვიულობს ეს, იმედია რომ გამოლღვება მშვიდობა იქნებაონდა, კი ამშვიდებს ექიმი კარგი ხარისხის ემბრიონებიანდა არაფერი მოუვაო მარა მაინც ისე განიცდის არვიცი, კარგი ხარისხისებია და შანსიც კარგიაო, წესით უნდა გამკვიდესო. თქვენ რას იტყვით ამ მდგომარეობაზე? მეც მკითხა და ვერაფერს ვურჩევ ჯერ არ მაქვს გამოცდილება სათანადო. მე მგონია კარგია ხომ ეს შედეგი?

Posted by: საბისაბი85 20 Jun 2021, 19:31
Anna-Mari
კი დავიწყე ციკლი როგორც კი დამეწყება მეორე დღიდან ვიწყებთ სტიმულაციას.
მალე მოვა სექტემბერიც მაგრამ მანამდე იქნებ უფლისწყალობით ბუნებრივად დადგეს ორსულობა ❤

Posted by: Anna-Mari 21 Jun 2021, 10:37
საბისაბი85
წარმატებები ჩემო კარგო აბა შენც ❤ სად იკეთებ ვისთან?

Posted by: ნინო333 21 Jun 2021, 12:25
გამარჯობა გოგოებო, იქნებ ვინმემ ამიხსნათ და თან დამამშვიდოთ,ინტერნეტში მოვიძიე და უფრო ცუდად გავხდი, მოკლედ ენდომეტრიუმის უბანზე მაქვს ჰიპერპლაზია, დამინიშნა რაღაც წამალი, მაგრამ არც ზომა მიკითხავს და არ ვიცი საერთოდ რას ნიშნავს ეს ჰიპერპლაზია,პატარა არისო ასე მითხრა,სერიოზული არაფერიაო,მაგრამ მაინც ვნერვიულობ. 3 თვეც არაა გასული რაც გამოტუმბვა გამიკეთეს და მას მერე ამერია ყველაფერი,ჯერ საშვილოსნოს ყელი დამეწია,მერე ციკლი არ მომდიოდა, ახლა ეს გამომიხტა. იქნებ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და თუ გამოსწორებულა წამლებით?
* * *
მსგავსი რამ აქამდე არ მქონია, ძალიან ვნერვიულობ

Posted by: Alissa 21 Jun 2021, 13:04
QUOTE (ნინო333 @ 21 Jun 2021, 12:25 )
გამარჯობა გოგოებო, იქნებ ვინმემ ამიხსნათ და თან დამამშვიდოთ,ინტერნეტში მოვიძიე და უფრო ცუდად გავხდი, მოკლედ ენდომეტრიუმის უბანზე მაქვს ჰიპერპლაზია, დამინიშნა რაღაც წამალი, მაგრამ არც ზომა მიკითხავს და არ ვიცი საერთოდ რას ნიშნავს ეს ჰიპერპლაზია,პატარა არისო ასე მითხრა,სერიოზული არაფერიაო,მაგრამ მაინც ვნერვიულობ. 3 თვეც არაა გასული რაც გამოტუმბვა გამიკეთეს და მას მერე ამერია ყველაფერი,ჯერ საშვილოსნოს ყელი დამეწია,მერე ციკლი არ მომდიოდა, ახლა ეს გამომიხტა. იქნებ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და თუ გამოსწორებულა წამლებით?
* * *
მსგავსი რამ აქამდე არ მქონია, ძალიან ვნერვიულობ

აბორტის მერე ყველას სხვადასხვა გამოცდილება გვაქვს. ზოგი ჩვეულებრივად იტანს, ზოგს მსუბუქად უტოვებს რაღაცას. ჩემს შემთხვევაში გაკეთებული აბორტის შემდეგ ციკლი საკმაო ხანი არ აღმიდგა, ჰიპერპლაზია კი არა ენდომეტრიუმი ძაფივით იყო, მერე წამლებით გასქელდა, მაგრამ ორსულობა არ დგებოდა და გავიკეთე ჰისტეროსკოპია რამდენიმე დღეა. აღმოჩნდა, რომ ღრუ მქონია დავიწროებული, პლიუს მცირე შეხორცებები. ჰიპერპლაზიას მედიკამენტებით არეგულირებენ, ან თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ არ მოწესრიგდა ალბათ ჰისტეროს გირჩევენ. ძAლიან ცოტა ხნიანი პროცედურაა დაიძინებ გაიღვიძებ და მზადაა. არ შეგეშინდეს დღეს ისეთი დროა ჰიპერპლაზია რა მოსატანია <3

Posted by: madomoda 21 Jun 2021, 16:15
[b]საბისაბი85 rada me vikavi mand konsultaciaze da mec miqes dzalian ogond ver mivuswari turqs magram mis warmomadgenels gavesaubret.imedia kvelaferi gamova mand.

Posted by: KH01 21 Jun 2021, 17:25
QUOTE (kato17 @ 19 Jun 2021, 15:44 )
კლინიკა ბეტაპლიუსის  თამთა ცაავას შესახაბ რა გსმენიათ როგორი ექიმია ან ფასები რგორია    . მოკლედ კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტები თუ ხართ და ამ კლინიკის დამიწერეთ რა თქვენი გამოცდილებები . ოსიძედან გადასვლა თუ ღირს მანდ

მე ვიყავი მისული კონსულტაციაზე. ძალიან მომეწონა თამთა, ასისტენტებიც ძალიან კარგები ჰყავს. მშვიდი გარემოა, კონსულტაციაზეც მიუხედავად იმისა რომ ბევრი პაციენტი ჰყავს არ ჩქარობს, ბოლომდე გისმენს და გასაგებად გიხსნის. კონსულტაცია 75 ლარი ღირს, სრული ექოსკოპია გავიკეთე ჯერ მხოლოდ და ეგ 55 ლარი ღირდა. ინვიტროზე განსხვავებული ფასებია, ითვალისწინებენ კვერცხუჯრედების რაოდენობას, საშუალოდ სტიმულაციის წამლების გარეშე სადღაც 6000 ლარამდე ჯდება (გაყინვა და გამოლღობის ფასებიც გათვალისწინებულია აქ). მოკლედ შენს მდგომარეობას აუხსნი და იმის მიხედვით გეტყვის რა და როგორ დაგჭირდება

Posted by: ნინო333 21 Jun 2021, 17:53
Alissa ოპერაციის არ მეშინია,უბრალოდ ანტიმიულერი მაქვს დაბალი, თან ერთი წლის წინ გავიკეთე და მაშინ მქონდა 1.0 იმის მერე ერთი სტიმულაციაც გავიკეთე და ახლა არ არის რეკომენდირებული ქირურგიული ჩარევა,უფრო იკლებს ოპერაციების დროს. მეც საკმაოდ ცუდად გადავიტანე აბორტი,ციკლიც ახლახანს დამეწყო, არ მომდიოდა თავიდან და იმედია მოგვარდება ეს პრობლემაც, უბრალოდ არ ვიცი რა შეიძლება ამან გამოიწვიოს და რამდენად საშიშია რაც მაქვს sad.gif

* * *
Alissa
მადლობა,იმედია მედიკამენტები მიშველის ❤

Posted by: Liza12 21 Jun 2021, 18:37
nefertiti987
როგორხარ ? ხომ არ გადაგიმოწმებია სხვასთან?

Posted by: საბისაბი85 21 Jun 2021, 21:38
Anna-Mari
ბათუმში თურქების კლინიკაა გონიოში და იქ.
შენ ვისთან გადაწყვიტე?

madomoda
დოღანს ყავს ასისტენტი ლენა და შეეცადე ლენას დროს მიხვიდე. მე რო ვიყავი ელა იყო მაშინ თებერვალში და ვეხვეწებოდი ინ ვიტრო დავიწყოთ თქო და არაო თან არ მომეწონა ელას მიდგომა ძაან უყურადღებოდ ვიგრძენი თავი და ამასობაში ფულიც დამეხარჯა. მაგრამ ახლა სადაც ვარ ესენიც კარგები არიან და ვნახოთ რა.

Posted by: Anna-Mari 22 Jun 2021, 00:45

საბისაბი85
ია ხიზანიშვილთან ვაპირებ მე, ბეტა პერტილიტიშია.

გოგოებო დაახლოებით რა ჯდება ბიუჯეტის დასაგეგმად მინდა, თავის წამლებიან, ამოღებიან-გადატსნიანად?

Posted by: me1985 22 Jun 2021, 15:32
QUOTE (Anna-Mari @ 22 Jun 2021, 00:45 )
საბისაბი85
ია ხიზანიშვილთან ვაპირებ მე, ბეტა პერტილიტიშია.

გოგოებო დაახლოებით რა ჯდება ბიუჯეტის დასაგეგმად მინდა, თავის წამლებიან, ამოღებიან-გადატსნიანად?

მე დავდივარ საბახტარაშვილში
პირველადი გამოკვლევები და წამლები რომ დავითვალე 3000 დამიჯდა,
შემდეგ, სტიმულაცია ასპირაცია 6650 +990 გაყინვა. ამ თვეშივე ვერ გადავიტანეთ და ეხლა გადაგვავს 1800 გამოლღობა გადატანა.
ჯერ არ დამიწყია მომზადება გადატანისთვის, ალბათ ეხოს ფული წამლები დამჭირდება და 1000 ლარიც აქ უნდა გავთვალო და კი ავედი 14 მდე, და არ მაქვს რთული მდგომარეობა როგორც ექიმი მეუბნება, პპერაციები არაფერი დამჭირვებია.
გრუბად გიწერენ.
ინვიტრო 6990
გაყინვა 990
შემდგომი ცდა 1800
და გგოჯია ამით მორჩი მაგრამ რომ იწყებ უკვე ბევრზე ავდივართ

Posted by: Anna-Mari 22 Jun 2021, 16:07
me1985
მადლობა ჩემო კარგო, უფფ კაი დიდი ბიუჯეტია, მარა სხვა რა გზაა, სექტწმბრამდე ჩსმოვყალიბდები მეც ამ თანხის მხროვაც.
რამდენი გყავს და რამდენ დღიანები გადაგაქვს, უჯრედულ დონეზე რამდენიაო რა თქვა ექიმმა? წარმატებები ❤ პირველად იკეთებ?

Posted by: nefertiti987 22 Jun 2021, 17:44
Liza12
არა,ბარემ ვარჩიე დაველოდო ის ათი დღე და იქნებ ბევრი რამ შეიცვალოს.აღარც ვგუგლავ,ყველგან სხვადასხვა ზომები წერია ნორმა და უფრო ვიბნევი. ყველაფერი აუცილებლად კარგად უნდა დამხვდეს

Posted by: Liza12 22 Jun 2021, 18:18
nefertiti987
კარგია თუმშვიდად ხარ რათქმაუნდა მოცდა სჯობია . არქანია საკმაოდ კარგი სპეციალისტია და არღირს სირბილი სხვადასხვა რადიოლოგებთან. აუცილებლად კარგად უნდა დაგხვდეს .

Posted by: NankA2203 22 Jun 2021, 18:19
გოგოებო გამარჯობა. დივიგელი მინდა 20 პაკეტი, ვერსად ვშოულობ.ხომ არ გაქბთ გასაყიდი?

Posted by: me1985 22 Jun 2021, 18:55
QUOTE (Anna-Mari @ 22 Jun 2021, 16:07 )
me1985
მადლობა ჩემო კარგო, უფფ კაი დიდი ბიუჯეტია, მარა სხვა რა გზაა, სექტწმბრამდე ჩსმოვყალიბდები მეც ამ თანხის მხროვაც.
რამდენი გყავს და რამდენ დღიანები გადაგაქვს, უჯრედულ დონეზე რამდენიაო რა თქვა ექიმმა? წარმატებები ❤ პირველად იკეთებ?

ესეიგი 20 ფოლეკულა ამომიღეს, 14 იყო მწიფე აქედან 7 განაყოფიერდა და 3 დღემდე მივიდა, 5 დღემდე მივიდა 3 კარგი ხარისხიაო ექიმმა,
ივლისში გადავიტანთ ოღონდ არ ვიცი ორს თუ ერთს

Posted by: Anna-Mari 22 Jun 2021, 19:45
me1985
წარმატებები, ყველაფერი კარგად იქნება smile.gif
ისე როგორ გეუბნრბა ექიმი 3 დღიანების გადატანა სჯობია თუ 5?

Posted by: me1985 22 Jun 2021, 21:23
QUOTE (Anna-Mari @ 22 Jun 2021, 19:45 )
me1985
წარმატებები, ყველაფერი კარგად იქნება smile.gif
ისე როგორ გეუბნრბა ექიმი 3 დღიანების გადატანა სჯობია თუ 5?

აუცილებლაად 5 დღიანებიო თავიდანვე მითხრა

Posted by: compte.paris75 23 Jun 2021, 09:32
QUOTE (NankA2203 @ 22 Jun 2021, 18:19 )
გოგოებო გამარჯობა. დივიგელი მინდა 20 პაკეტი, ვერსად ვშოულობ.ხომ არ გაქბთ გასაყიდი?

ბაზრობაზე რომ არიან ლაურა და ლამარა, იქ დარეკე უკვე?

Posted by: WendyD 23 Jun 2021, 11:07
NankA2203
Mis.geზე აჩვენებს, რომ ვაკეში არის მე9სთან აფთიაქში და დარეკეთ.

Posted by: NankA2203 23 Jun 2021, 22:53
compte.paris75
მადლობა გამიხმაურებისთვის , ვიშოვე უკვე. ❤❤

Posted by: ნინო333 24 Jun 2021, 11:46
გოგოებო გამარჯობა, ემბრიონის ხარისხი 4BB და 3BB როგორი ხარისხია და რამდენად არის ბოლომდე მიყვანის შანსი? 5 დღიანი ემბრიონებია,ექიმმა მითხრა ძალიან კარგი ხარისხიაო და თუ ერკვევით ხარისხებში იქნებ მიპასუხოთ.

Posted by: compte.paris75 24 Jun 2021, 21:45
ნინო333
ეგ სისტემა არ მეცნობა.
ინოვაში წერდნენ უჯრების რაოდენობას (ციფრით) და ხარისხს (A, B, C...) მაგალითად სამდღიანი საუკეთესო ხარისხის არის 8A.

Posted by: ნინო333 24 Jun 2021, 23:18
compte.paris75
თუ სამდღიანი საუკეთესო არის 8A მაშინ ეს საკმაოდ დაბალი ხარისხია,ინოვაში მაქვს გაკეთებული და ინოვას რეპორტია ეს, ქეთიმ კარგი ხარისხიაო და ფაქტია ეს ხარისხი 9 კვირაზე შეწყდა უკვე.

Posted by: compte.paris75 25 Jun 2021, 10:00
QUOTE (ნინო333 @ 24 Jun 2021, 11:46 )
გოგოებო გამარჯობა, ემბრიონის ხარისხი 4BB და 3BB როგორი ხარისხია და რამდენად არის ბოლომდე მიყვანის შანსი? 5 დღიანი ემბრიონებია,ექიმმა მითხრა ძალიან კარგი ხარისხიაო და თუ ერკვევით ხარისხებში იქნებ მიპასუხოთ.

და ციფრის მერე ორი ასო რატომ წერია? რამე შეცვალეს იქნება კოდირებაში? შეგიძლია კითხო რას ნიშნავს ეს ციფრი 4 ???

Posted by: ნინო333 25 Jun 2021, 10:34
compte.paris75
სავარაუდოდ ახალია რაღაც, აღარ ფასდება ძველებურადო,მე საერთოდაც G1 და G2 შეფასება ვიცოდი და როცა ჩაევეძიე მითხრა ეს ხარისხი დაახლოებით ძველი G1-იაო. უბრალოდ აქ მინდოდა ვინმესგან გამეგო,თვითონ ექიმი მეუბნება კარგიაო და რაღატო წყდება თუ კარგია?...
* * *
ინტერნეტში მოვიძიე და ვერაფერი ვნახე საინტერესო,რაც მოვიძიე იქიდან დაახლოებით მივხვდი, რომ საშუალო ხარისხი გამოდის 3BB და საშუალოზე ოდნავ უკეთესი 4BB თუმცა საუკეთესო არაა მაინც

Posted by: emiblack 25 Jun 2021, 11:06
ნინო333
ახლობელს დავეხმარე გაშიფვრაში და რასაც მივაგენი თქვენც გაჩვენებთ .
ექიმთან დააზუსტეთ
user posted image
user posted image

Posted by: compte.paris75 25 Jun 2021, 11:11
emiblack
ეს რა კარგი რაღაც გიპოვია. ესეიგი ამ სისტემაზე გადავიდნენ. ამ სისტემის მიხედვით კარგსა და საუკეთესოს შორის დგას ნინო333-ს ემბრიონები.

Posted by: emiblack 25 Jun 2021, 11:25
compte.paris75
ხო აი მე ვისთვისაც ვიპოვე 3 AB აქვს და საუკეთესო უთხრეს . მეც მამდ მგონია 3 BB .
სხვათაშორის კიდე ეწერა რომ ამ ციფრების გარდა ემბრიოლოგი თვითონ ამ დღეების მანძილზე როცა აკვირდება ემბრიონის გაყოფის სიჩქარეს, მოქმედებას წვეტს რომელი უფრო გაამართლებსო, მაგალითად შეიძლება 3BB გადაწყვიტოს 3AB ის ნაცვლად როცა ეს ბოლო ცოტათი კობს მაგრამ ბბ უფრო სწრაფად დაიყოო. ნუ არ მაქვს საუბარი დიდ სხვაობებზე , ასე ერთი კომპონენტით სადაცაა სხვაობა

Posted by: tatamais209 25 Jun 2021, 13:06
გამარჯობა გოგოებო როგორ ხართ? სამშაბათს გავიკეთე ფუნქცია ქეთისთან და ამომიღეს 6 კვერცხუჯრედი.ოთხშაბათს რომ დავრეკე მითხრეს რომ 5 განაყოფიერდა და დღეს დავრეკე და მითხრეს რომ 3 ცალი არის 8 უჯრედიანი კარგიაო,1 ცალი 7 უჯრედიანი და 1 კიდევ 6 უჯრედიანიო საკმაოდ კარგიაო და ზეგამდე კიდე ვაგრძელებთ დაკვირვებასო.იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს ეს 8 უჯრედიანი? ისე ვნერვიულობ ამ თვეში უარი მითხრეს გადატანაზე და ეხლა რომ მომივა ციკლი მერე გადამიტანს ალბათ ქეთი

Posted by: ბაკო 25 Jun 2021, 13:31
ტრანსფერიდან მერამდენე დღეს გიჩვენათ ტესტმა 2 ხაზი?

Posted by: ნინო333 25 Jun 2021, 14:04
emiblack
ეს ვნახე მეც,ოღონდ ქართულად. ბეტაპლიუსს ედო ფეისბუქზე,მაგრამ რატომღაც ამ მონაცემებით საშუალო ხარისხი ჩავთვალე. ანუ შანსები არის...მადლობა
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2955725581160193&id=1786354771430619
აქ უდევთ ეგ ქართულად
* * *
emiblack
BB-ს მაინც AB ან AA ჯობია აქედან როგორც ჩანს და ის 4 კარგია თუ ცუდი ეგ მაქვს ახლა გასარკვევი.
* * *
compte.paris75
თუ კარგსა და საუკეთესოს შორისაა მაშინ შანსები მაქვს, კიდევ დავაზუსტენებინებ ექიმს როცა მივალ.
* * *
ბაკო
5 დღიანები გადავიტანე და მე-10 დღეს მიჩვენა მკრთალად, მანამდე არ გამიკეთებია ტესტი. ზოგი მე-8 და მე-9 დღესაც ამბობს მიჩვენაო,მაგრამ მე არ მიცდია მე-10 დღემდე.

Posted by: Taliko90 25 Jun 2021, 17:34
გამარჯობა გოგოებო ვინც ოსიძის პაციენტები ხართ თუ გაგიკეთებიათ გადატანამდე ემბრიონის ლაზერული ჰეჩინგი?
სხვა ექიმებთან ვინც ხართ ყველას აზრი მაინტერესებს მადლობელი დაგრჩებით

Posted by: ნინო333 25 Jun 2021, 18:35
Taliko90
გამარჯობა,მეც ქეთის პაციენტი ვარ და ეგ ლაზერული ჰეჩინგი პირველად გავიგე,შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს და რა პროცედურაა? ენდომეტრიუმის დასერვა გამიკეთეს გადატანამდე და ეგ ემბრიონის ლაზერული ჰეჩინგი პირველად გავიგე

Posted by: Taliko90 25 Jun 2021, 18:44
ნინო333
გამარჯობა . მოკლედ როგორც ვიცი ემბრიონის გარსის მსუბუქი დასერვაა, რომ იქიდან ადვილად შეძლოს გამოღწევა ემბრიონმა და შესაბამისად მიმაგრება . შეიძლება ზუსტად ვერ ვხსნი და იქნებ გოგოებმა გაგვიზიარონ გამოცდილება. თუ აიოლებს მიმაგრების პროცესს, ნეტა რატო არ იყენებენ ამ მეთოდს სხვა კლინიკები

Posted by: klubnika 25 Jun 2021, 19:12
გოგოებო ოვიტრელი
შენახვის წესის დაცვით, ვადიანი
50 ლარად ვინმეს თუ გინდათ პმ

Posted by: ნინო333 25 Jun 2021, 20:01
Taliko90
გასაგებია, რა ვიცი ჩემთან ქეთის ეგ არ უხსენებია, ენდომეტრიუმის დასერვა კი, ინტრალიპიდიც,მაგრამ ეგ არ უთქვამს და ნეტა რატო. ვკითხავ როცა მომიწევს მისვლა. დიდი მადლობა <3

Posted by: compte.paris75 26 Jun 2021, 07:35
QUOTE (Taliko90 @ 25 Jun 2021, 18:44 )
ნინო333
გამარჯობა . მოკლედ როგორც ვიცი ემბრიონის გარსის მსუბუქი დასერვაა, რომ იქიდან ადვილად შეძლოს გამოღწევა ემბრიონმა და შესაბამისად მიმაგრება . შეიძლება ზუსტად ვერ ვხსნი და იქნებ გოგოებმა გაგვიზიარონ გამოცდილება. თუ აიოლებს მიმაგრების პროცესს, ნეტა რატო არ იყენებენ ამ მეთოდს სხვა კლინიკები

კი ეგაა. ადრე არ აკეთებდნენ. ეხლა შემოიტანეს ეტყობა. ვითომ უფრო რომ გაუადვილდეს იმპლანტაცია მაგრამ მე არ გავაკეთებინებდი. კი იძახიან არ ზიანდება მარტო გარსი იჭრებაო მაგრამ მე რავიცი რა ხდება მაგ დროს... მაგას მირჩევნია ემბრიოგლუ შემოიტანონ - წებოს ვარიანტი.

Posted by: ბაკო 26 Jun 2021, 08:02
compte.paris75
ფოტოებსაც გაჩვენებენ, რომ მხოლოდ გარსია ოდნავ გაჩხვლეტილი. ცილოვან გარსს (რომელიც საკმაოდ არის დაშორებული უჯრედებისგან) სულ ოდნავ სერავენ. ემბრიონის დაზიანების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. Youtubeზე ბევრი ვიდეოა, როგორ კეთდება.
ემბრიოგლუ არის ზოგ კლინიკაში წინასწარი შეკვეთით. ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ, მაგრამ ვიცი რომ აქვთ.

Posted by: ნინო333 26 Jun 2021, 08:04
compte.paris75
ეს იმ პაციენტებში ხდება მიმაგრების პრობლემა ვისაც აქვს? თუ უპრობლემოდ ემაგრება ემბრიონი, ესენი მაინც არის საჭირო? განვითარების კუთხით თუ უწყობს ხელს? თუ მხოლოდ მიმაგრებაში ეხმარება?

Posted by: Taliko90 26 Jun 2021, 10:31
compte.paris75
ინოვაში კეთდება ხომ არ იცით? ემბრიოგლუ პირველად გავიგე რამე გელია?

ნინო333
პირადი შეტყობინება გამოგიგზავნეთ

ბაკო
საქართველოში არის ემბრიოგლუ?

Posted by: ნინო333 26 Jun 2021, 11:22
Taliko90
მოგწერეთ პასუხი, პირად მიმოწერებში ვერ გავერკვიე აქ,გაგზავნილს ვერ ვნახულობ ხოლმე და თუ არ მოსულა ხელახლა მოგწერთ.

Posted by: Taliko90 26 Jun 2021, 12:51
ნინო333
მოვიდა და მეც მოგწერეთ <3

Posted by: compte.paris75 26 Jun 2021, 14:43
კი გელია. არ ვიცი საქართველოში თუ შემოიტანეს ემბრიოგლუ. არც ჰეჩინგი იყო ადრე მაგრამ აი ადამიანმა თქვა შემომთავაზესო და ესეიგი შემოაქვთ ნელნელა და არ გამიკვირდება რომ იყოს ემბრიოგლუც.

ნინო333
იმპლანტაციის პრობლემა ორი რამის გამო შეიძლება იყოს - ან საშვილოსნოს გამო ან თვითონ ემბრიონის გამო. ჰეტჩინგს აკეთებენ ამ მეორე (ემბრიონის) გამო. თუ ემბრიონის გარსი უფრო სქელია, ამბობენ რომ უჭირს თვითონ გაჭრა და საშვილოსნოში ჩაზრდა. და ჰეტჩინგით ეხმარებიან ვითომ

Posted by: ნინო333 26 Jun 2021, 14:53
compte.paris75
რადგან ცხრა კვირაზე ავდივარ სავარაუდოდ ახერხებს ემბრიონი იმ გარსის გარღვევას,მაგრამ რატო ვეღარ ვითარდება აი ეგაა საქმე,მგონი ქოჩიაშვილი მართალია,ემბრიონს აქვს სავარაუდოდ რაღაც დარღვევა,ან ჩემ პლაცენტაში ვერ ხდება სისხლის მიმოქცევა სათანადოდ და ჩემს ორგანიზმშია პრობლემა. ნეტა მქონდეს საშუალება სუროგატის მოსინჯვის.
დიდი მადლობა,ყოველთვის ამომწურავ პასუხებს მცემ ❤

Posted by: compte.paris75 26 Jun 2021, 18:14
ნინო333
კი, მასე ამბობენ რომ როცა უჭირს ემბრიონს და წვალობს (ვერ მისდევს ვადებს ზომებში და ნორმებს ჩამორჩება) ესეიგი ემბრიონს აქვს რაღაც ქრომოსომული დარღვევა და ის როდესღაც შეწყდება.

Posted by: ნინო333 26 Jun 2021, 18:39
compte.paris75
საქმეც ეგ არის რომ არც ჩამორჩენა,არც ზრდის პრობლემა,რომელ ვადაზე როგორც უნდა იყოს ისეა ხოლმე,გულის ცემაც ზუსტად ჯდება ვადებში, ემბრიონის ზომები,ყვითრის პარკი,სანაყოფე პარკი,აი არანაირი ეჭვი არ იყო შეწყვეტაზე, ბოლოს 2 დღით ჩამორჩებოდა მარტო, ოღონდ ეს თავიდანვე გამოჩნდა და მერე გააგრძელა ვადებში ზრდა ჩვეულებრივ, ექიმებმაც და ეხოსკოპიაზეც მითხრეს ორი და ერთი დღე არაფერიაო...წინასწარ ვარაუდადაც რომ იყოს ხო,მაგრამ აი იმდენად კარგადაა თვითონვე უკვირთ ექიმებს sad.gif

Posted by: Natruliiiii 26 Jun 2021, 19:46
გოგოებო, თქვენი დახმარება მჭირდება, მოგიყვებით ეხლა ჩემს ამბავს და რას მეტყვით, პირველად გავიკეთე ფუნქცია, 5 ფოლიკი ამოვიდა, 5-ვეში აღმოჩნდა კვერცხუჯრედი, აქედან 4 განაყოფიერდა და 3 დღიანები გავყინეთ 2 ცალი 8 უჯრედიანია და 2 ცალი 7-იანი. ერთი თვის მერე გადავიტანე, მე-5 დღეა გადატანიდან 1 ცალი 8იანი და 1 ცალი 7იანი, 3 დღე ძირითადად ვიწექი, მაგრამ მაინც გავივლიდი ვიცი რომ სულ წოლა არ შეიძლება, მერე გავედი სამსახურში და ეს ორი დღეა შევამჩნიე მტკივა წელი, როგოტც კი ცოტა მეტს ვივლი მტკივდება და მეძაბება, ამასთან, ზოგჯერ უმნიშვნელოდ სიმაგრესავით მაქვს მარცხენა მხარეს ხოლმე, ეს წელი ზოგადად ციკლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე მტკივდება და ეხლა მაგიტომ შევშინდი, სხვა არაფერს ვგრძნობ მეტს და ამ დროისთვის უნდა მქონდეს რამე სიმპტომები? 3 დღიანები გადავიტანე. ისე ფუნქციის თვეში წელი საერთოდ არ მტკიებია ციკლი ისე დამეწყო ვერ მივხვდი წინა პერიოდს.

Posted by: ბაკო 26 Jun 2021, 20:41
ნინო333
PGS არ შემოგთავაზეს?
ნაყოფის გენეტიკური ტესტირება
* * *
Natruliiiii
მეც ეხლა გადავიტანე და ანალოგიურად. მხოლოდ ერთ მხარეს დაჭიმულობა. სხვა არაფერს ვგრძნობ.
სიმპტომებისთვის ძალიან ადრეა. მაგის დროც მოვაო smile.gif))

Posted by: ნინო333 26 Jun 2021, 21:35
ბაკო
კი,შემომთავაზეს, უბრალოდ საკმაოდ ძვირი ჯდება და ვერ შევძელი

Posted by: Natruliiiii 26 Jun 2021, 21:36
ბაკო
ხოო მეც ასე მგონია smile.gif უბრალოდ ეს წელი ასე მალე რატომ მეღლება არვიცი, ცოტა ვიარე დღეს და სახლში რომ მოვედი ერთი სული მქონდა დავწოლილიყავი და ეს რამე უფრო ფსიქოლოგიურია ნეტა smile.gif))
* * *
გამოცდილო გოგოებო, წელის ტკივილი ახასიათებს? და როდიდან დაგეწყოთ თუ გახსოვთ? ან როდის გადაგიარათ?

Posted by: ნინო333 26 Jun 2021, 22:35
Natruliiiii
გამარჯობა,პირველ რიგში გილოცავ და წარმატებები, რაც შეეხება წელის ტკივილს მე მქონდა ციკლმა რომ იცის მსგავსი ტკივილები, ამ დროს ორსულობა იყო დამდგარი,დაჭიმულობაც და შებერილობაც მქონდა, მეორე ინ ვიტროზე ისე მტკიოდა მუცელი გამიკვირდა რომ დადგა ორსულობა,სადღაც გადატანიდან 10-12 დღე მქონდა ხოლმე დისკომფორტი,მერე რჩებოდა მარტო წელის ტკივილი,მაშინ ექიმმა მითხრა იცის მასეო. ბოლო ინ ვიტროზე მაგნეფარ ბ6 დამინიშნეს და მაგან მომიხსნა წელის ტკივილები.

Posted by: Natruliiiii 26 Jun 2021, 23:26
ნინო333
მადლობა, შენაც ასევე ჩემო კარგო <3 მე უფრო მალევე დამეწყო წელის ტკივილი უფრო ტკივილი არაა, რომ ვივლი ცოტას მალე მეღლება და სულ მინდა დავჯდე. შებერილობასავით და დაჭიმულობა მეც მაქვს მარცხენა მხარეს მხოლოდ. სხვა მეტი არაფერი, მარა ჯერ ადრეა მე-5 დღეა და არც ველოდები რაიმე სიმპტომს ჯერ.

Posted by: ბაკო 27 Jun 2021, 01:19
ნინო333
კო, საკმაოდ ძვირია, მაგრამ წარმატების მეტი შანსი აქვს. 3 გადატანის თანხაა დაახლოებით. არა?

Posted by: ნინო333 27 Jun 2021, 09:06
ბაკო
ერთი ემბრიონი 500 დოლარი ღირს,თან არ გაძლევენ გარანტიას რომ არ დაზიანდება, შეიძლება დაზიანდეს და მერე ის ემბრიონი ვარგისი აღარაა,როცა ისედაც ცოტა ემბრიონებს იღებ, კიდე ამას ვერ გარისკავ sad.gif

Posted by: compte.paris75 27 Jun 2021, 15:18
QUOTE (ნინო333 @ 26 Jun 2021, 18:39 )
compte.paris75
საქმეც ეგ არის რომ არც ჩამორჩენა,არც ზრდის პრობლემა,რომელ ვადაზე როგორც უნდა იყოს ისეა ხოლმე,გულის ცემაც ზუსტად ჯდება ვადებში, ემბრიონის ზომები,ყვითრის პარკი,სანაყოფე პარკი,აი არანაირი ეჭვი არ იყო შეწყვეტაზე, ბოლოს 2 დღით ჩამორჩებოდა მარტო, ოღონდ ეს თავიდანვე გამოჩნდა და მერე გააგრძელა ვადებში ზრდა ჩვეულებრივ, ექიმებმაც და ეხოსკოპიაზეც მითხრეს ორი და ერთი დღე არაფერიაო...წინასწარ ვარაუდადაც რომ იყოს ხო,მაგრამ აი იმდენად კარგადაა თვითონვე უკვირთ ექიმებს sad.gif
ექიმები თვითონ გეუბნებოდნენ რომ ნორმებს მისდევდა? თუ შენც ამოწმებდი?

Posted by: ნინო333 27 Jun 2021, 17:39
Natruliiiii
მეც ადრე დამეწყო,გადატანის დღიდან, უბრალოდ 10-12 დღე გაგრძელდა ეგ უსიამოვნო სიმპტომები, შემდეგ მარტო წელი დარჩა და ციკლური ტკივილები.
* * *
compte.paris75
მეუბნეოდნენ და მეც ვამოწმებდი ინტერნეტში,ზომებს ხო წერდნენ,კვირაში ერთხელ კეთდებოდა ეხო და რა ვადებიც მეწერა სხვაგანაც ვეძებდი ნორმებს, ნაყოფის ზომა,რომელ ვადებზე დაახლოებით როგორ უნდა ყოფილიყო,გულის ცემა რა ვადებზე რა სიხშირე უნდა ყოფილიყო და ა.შ. ისედაც მეუბნეოდნენ რომ ყველაფერი კარგად მქონდა,ერთადერთი რაც იყო ეხოზე რომ დამიბარეს ხეცურიანმა მკითხა სამ დღიანი ხო არ გადაიტანეო, ორი დღით იყო ჩამორჩენა,მაგრამ მერე გააგრძელა ზრდა, ის ორი დღე ქონდა და ეს არაფერიაო მითხრეს, ჩემ ნათესავს ლამის ორი კვირა ქონდა და გააჩინა მშვენივრად.რომ არ გაეგრძელებინა ზრდა და შემდეგ მისვლაზე უფრო მეტით ყოფილიყო ჩამორჩენა, ეგ იქნებოდა პრობლემაო,ეგ კი არადა ბოლო ეხოზე 1 დღე ეწერა ცდომილება sad.gif
* * *
compte.paris75
ქეთიმ ბოლოს მითხრა სავარაუდოდ შენ საშვილოსნოს აქვს სისხლის მიმოქცევის პრობლემაო, ემბრიონი რადგან 9 კვირაზე ავიდა გამოვრიცხავ ემბრიონის დარღვევასო, ზოგიერთ ქალებში სტატისტიკურად 5-6 შეწყვეტილის მერე ჩნდება ბავშვიო,უნდა ცადო ბევრჯერ და გაგიმართლებსო sad.gif

Posted by: compte.paris75 27 Jun 2021, 21:43
ნინო333
სასწაული რაააააა sad.gif
ფრაქსიპარინს იკეთებდი სავარაუდოდ. ჟანგბადი სისხლით მიეწოდება. ყველა საჭირო ვიტამინს იღებდი და რატომ დაირღვა სისხლის მიმოქცევა ასე უცბად რაღაც ვადაზე?
ახალ გადატანაზე რამეს შეცვლის დანიშნულებაში?
* * *
ღმერთმა გამძლეობა მოგცეს. და წარმატებები აბა

Posted by: ნინო333 27 Jun 2021, 23:31
compte.paris75
მადლობა, შენც წარმატებები. ახალ გადატანას ჯერ არ ვგეგმავ, ამ ეტაპზე აღარ მაქვს არც ძალა და არც ფინანსები. პლაზმაფერეზს ვცდი სავარაუდოდ როცა დავგეგმავ, სხვა არაფერი, ყველაფერს ვიღებდი საპროფილაქტიკოდ რაც შეიძლება რომ მიმეღო,მაგრამ...

Posted by: Natruliiiii 28 Jun 2021, 10:23
გოგოებო, იცი რა კითხვა მქონდა გადატანამდე 4 დღით ადრე გავიკეთე მედიკამენტოზური სკეჩინგი, და მეორე დღიდან დამწყო ქავილი და წვა საშინელი, სოკოზე და ვირუსებზე მანამდე გამოკვლეული ვარ და ყბელაფერი წესრიგშია, ექიმმა ალერგია მოგცა და იცისო, გადატანის მერე 2-3 დღე თითქოს გამიარა, მაგრამ ეხლა დროდსდრო მაინც მაქვს ქავილის და წვის შეგრძნება, მგავსი რამ თუ ვინმეს გქონიათ და რით უშველეთ?
კიდევ დღეს 7 დღეა ხა სიმპტომები არაფერი, მკერდიც კი არ მტკივა, მხოლოდ დროდადრო შებერილობის შეგრძნება და ეს წელი ცოტა მეტს რომ ვივლი მეღლება, რით შეგიძლიათ გამამხნევოთ? smile.gif

Posted by: marimmariami 28 Jun 2021, 10:31
ნინო333
ჰისტეროსკოპია გაკეთებული გაქვთ? ჩემი პირველი გადატანა უშედეგო იყო და გავიკეთე დიაგნოსტიკური ჰისტერო, აღმომაჩნდა პატარა საშვილოსნოს ღრუ , რაც სავარაუდოდ იყო მიზეზი უშედეგო გადატანის. ან ემბრიონის პრობლემაა ან საშვილოსნოსი, ჰისტეროთი საშვილოსნოს გამორიცხვა უფრო მარტივია.

Posted by: ბაკო 28 Jun 2021, 14:27
Natruliiiii
მე სქრეჩინგის გარეშე მქონდა ეგ შეგრძნებები, განსაკუთრებით გამიმწვავდა გადატანის შემდეგ. ლუთეინა მამწარებდა საერთოდ. მე9 დღე მაქვს ახლა და თითქმის გამიარა.

Posted by: compte.paris75 28 Jun 2021, 15:12
Natruliiiii
პროგზე და ლუთეინაზე აქვთ ალერგია მასე გოგოებს და ექიმს კრაინონზე გადაყავთ. ყველაზე ანტიალერგიული ეგ არის
* * *
ნინო333
კიდევ ერთს შეგეკითხები რაა. ფოლატს სვამ თუ ფოლიუმის მჟავას?

Posted by: IrKu 28 Jun 2021, 15:17
გამარჯობა გოგოებო.
პირველად ვწერ საერთოდ ფორუმზე, მაგრამ ვკითხულობდი თქვენს ნაწერებს და მინდა ყველას წარმატება გისურვოთ. ☺️
ჩემი ისტორია ასეთია. 7 წელია დაოჯახებული ვარ და არც ერთი ორსულობა. ორი უშედეგო ინსემინაცია. ამ თვეში გავიკეთე ასპირაცია და 10 კვერცხუჯრედიდან 7 განაყოფიერდა და 2 სამ დღიანი გადამიტანეს. დღეს მეოთხე დღეა გადატანიდან და რამეს უნდა ვგრძნობდე? თუ ჯერ ადრეა?

Posted by: Natruliiiii 28 Jun 2021, 15:19
ბაკო
compte.paris75
ხოო შეიძლება პროგის ბრალია, მე რეაფემა ვიღებ დღეში სამჯერ 300 მლგ. ვაგინალურად.
ბაკო
შენც ეხლა გადაიტანე ხო? მე მე-7 დღე მაქვს და არც სიმპტომები არაფერი და ვცფილობ არ ვიფიქრო smile.gif ხეგეს როდის იკეთებ? პირველი გადატანაა შენიც?
* * *
compte.paris75
თქვენი გამოცდილებით იქნებ მითხრათ რამდენად საიმედო მდგომარეობა მაქვს? 3 დღიანები (წინა თვეში ამოვიღე და გავყინე და ამ თვეში გადავიტანე) გადავიტანე 8 და 7 უჯრედიანები. ენდომეტრიუმი 8,5 მქონდა ციმლის 19-ე დღეს მოუწია გადატანა. ეხლა ფწმოსტონს ვსვამ, დ
ფოლიუმს, დ ვიტამინს, პროგს როგორც ვაგინალურად ისე ნემსიც, კარდიომაგნილს და მეთიპრედს. პლიუს ფრაქსიპარინი.

Posted by: ბაკო 28 Jun 2021, 15:29
Natruliiiii
კი პირველი გადატანაა. ხგ ხვალ smile.gif
სიმპტომები არც მე მქონია არანაირი და მეშინოდა უსმპტომობის. ბოლო 2 დღეა დამეწყო, ზუსტად ისეთი ციკლის დროს რომ იცის, ოღონდ გამაყუჩებელს ვერ ვსვამ და ვარ ასე :/ და ახლა აღარ მომწონს სიმპტომები smile.gif

Posted by: Natruliiiii 28 Jun 2021, 15:54
ბაკო
წაემატებები, მოიწერე რა გთხოვ პასუხი,დადებით შედეგს ველოდები და ძალიან მინდა რომ გაგვახარო <3 ვისთან დადიხარ შენ? 3 დღიანები გადაისვი მოკლედ რომ მითხრა შენზე.

Posted by: Anabeli111 28 Jun 2021, 16:27
გამარჯობა გამოცდილო გოგოებო.
ამ თვეში გავიკეთე სტიმულაცია (ინ ვიტროსი არა). 8 ივნისს ვნახე მარჯვნივ 1 ფოლიკი 20იანი, მარცხნივ 14იანი. ენდომეტრიუმი 7.8. გავიკეთე ოვიტრელი. 1 კვირაში (15 ივნისს) ორივე საკვერცხეში იყო ყვითელი სხეული -14-15მმიანები. ენდომეტრიუმი 9მმ.. დავიწყე ლუთეინა 200იანი 2ჯერ დღეში, ციკლის დასრულებიდან ვსვამდი კარდიომაგნილს 75იანს. თვეებია ვსვამ დე ვიტამინს, ფოლიუმს. 24 ივნისს ტესტი იყო დადებითი, 24-ი ხეგე -115.45, 26ში - 196.9, დღეს, 28-ში -210.6 .. 24დან ვიღებ ფრაქსიპარინს და მეთიპრედს. კოაგულოგრამა, პროგი, დე დიმერი, ტსჰ იდეალური...
სასწაულები ხდება? ვინმეს მსგავსი რამ გსმენიათ და ყველაფერი რიგზე ყოფილა? თუ ან უნდა დასრულდეს ორსულობა და ან გარე მქონდეს მაინცდამაინც...

ყველაფერი ვიცი ხეგე როდის და როგორ უნდა ორმაგდებოდეს მაგრამ ხავსს ვეჭიდები. იქნებ რამე ისტორია გსმენიათ sad.gif

Posted by: marimmariami 28 Jun 2021, 17:23
Anabeli111
იგივე ლაბორატორიაში იკეთებ სულ ხეგეს ?

Posted by: Anabeli111 28 Jun 2021, 17:28
marimmariami
კი.. გადაამოწმა ექიმმაც და არაა შეცდომაო.

Posted by: compte.paris75 28 Jun 2021, 19:46
Natruliiiii
საკმაოდ კარგი შანსებია. ჩემი საყვარელი სამდღიანებია. ზუსტად გადაუტანიათ კარგ დროს. ერთი 8 უჯრიანი საუკეთესო ხარისხის და ერთიც 7 უჯრიანი კარგია. ასე რომ იმედიანად იყავი. რამდენი წლის ხარ?

Posted by: ნინო333 28 Jun 2021, 21:32
marimmariami
ლაპარო მაქვს გაკეთებული,მილები მაქვს ამოღებული და რამე თუ იყო პრობლემა ადგილზე მომიგვარეს,შეხორცებები და ა.შ არანაირი პრობლემა აღარ მაქვს ამ ეტაპზე
* * *
compte.paris75
თრომბოფილიების გამო იზიფოლი დამინიშნა ქეთიმ,ფოლატია ეს როგორც ვიცი,ანოტაციაში მასე უწერია და ცალკე კიდე ინოფოლიკის საშეტს ვსვამდი,ანუ ორივეს ვიღებდი და ფრაქსიპარინს 0.6 იანს ვიკეთებდი ეგეც თრომბოფილიების გამო და 10 დღეში ერთხელ დ დიმერს და კოაგილოგრამას მიკეთებდა და ნორმაში მქონდა ხოლმე.
* * *
compte.paris75
ერთი კი არა, რამდენიც გინდა მკითხე ❤

Posted by: Liza12 29 Jun 2021, 11:03
nefertiti987
როგორ ხაარ ? ხომ არ ყოფილხარ?

Posted by: compte.paris75 29 Jun 2021, 22:35
ნინო333
ყველა კვლევა რომ ამოვწურე ბოლოს ეს კვლევა გავიკეთე საფრანგეთში. საშვილოსნოს იმუნიტეტის ნკ უჯრედების. იმპლანტაციის პრობლემები ვისაც აქვს და ბევრი ნაადრევი უმიზეზო მოშლები. წაკითხული გაქვს ამაზე? 490€ გადავიხადე ადგილზე. რავიცი იქნებ გამოგადგეს რამეში
https://matricelabinnove.com/

Posted by: ნინო333 30 Jun 2021, 01:46
compte.paris75
როგორც ვიცი ზუსტად ამის გამო კეთდება ინტრალიპით და ეგეც ვცადე, ეგ კვლევა მგონი საქართველოში არ არის, მსმენია, მაგრამ დეტალურად არ ვიცი. გავეცნობი აბა,იქნებ მაგის ბრალიც არის. მადლობა ❤

Posted by: compte.paris75 30 Jun 2021, 10:01
ნინო333
კი, ინტრალიპიდს ხმარობენ როცა მაღალი იმუნიტეტი აქვთ იმუნიტეტის დასათრგუნად მაგრამ მარტო ეგ საკმარისი არ არის. მე კი დაბალი ამომივიდა მაგრამ ვიცი იქაურ ფორუმზე მაღალი ვისაც ამოუვიდა მაგათი პროტოკოლით ანტიბიოტიკებს სვამენ კიდევ დასათრგუნად.
* * *
მაგრამ არ მესმის ხოლმე ინტრალიპიდს ყველას რომ უსხამენ. იქნება დაბალი იმუნიტეტი აქვს და კიდევ დათრგუნვა რად უნდა?

Posted by: ნინო333 30 Jun 2021, 11:53
compte.paris75
ეგ ვკითხე მეც და არაფერს დაგიშავებს ეს ინტრალიპიდი თუ არ გასარგებლა პირიქითო,საკვები დანამატიაო, არ ვიცი,ზუსტად მგონი არც იციან რასთან აქვთ საქმე და არც ყოფილა მგონი უკუჩვენების შემთხვევები, ფაქტია მომიხდა მე, 9 კვირამდე ავედი,მანამდე 7 მაქსიმუმი იყო.არადა იმდენი რამე უწერია უკუჩვენებაში,მაინც მგონია მაღალი იმუნიტეტია პრობლემა,თორემ დაბალი რას დაუშავებს,ეს ხომ იმ უჯრედებზეა საუბარი რომელიც ებრძვიან ნაყოფს და დაბლის ან სულ დათრგუნვის შემთხვევაში რა ხელს შეგვიშლის,პირიქით კარგიც უნდა იყოს. აქაც უნდა გავიკითხო ეგ კვლევა სადმე,მაგრამ არამგონია საქართველოში რომც გქონდეს ეგ რამე განსაკუთრებული პროტოკოლით გაგვიკეთონ,არაა დანერგილი ეგ ჩვენთან.
* * *
მაინც ემბრიონის ხარისხზე მივდივარ ბოლოს რა,ეტყობა ბოთე ემბრიონები მყავს sad.gif ან მართლა ჩემ ორგანიზმში ვერ ხერხდება ჩამოყალიბება ნორმალურად,მე კუჭ ნაწლავის პრობლემებიც მაქვს და იქნებ ეგეც უშლის.რა ვიცი რა, დავიღალე ერთი ეგ ვიცი sad.gif

Posted by: საბისაბი85 30 Jun 2021, 17:58
გოგოებო დავიწყე სტიმულაცია მენოპური და გონალ ფ ს ვიკეთებ 200 გრამს ზეგ ვარ კიდევ დაბარებული და დამიმატებს წამლებს თქვენ რითი დაიწყეთ სტიმულაცია?

Posted by: Natruliiiii 30 Jun 2021, 20:49
საბისაბი85
გონალით და მენოპურით, 2 ამპულა მენოპური და 150 გონალი, მერე მომიმატა მენოპირი 3 და გონალი 100. ბოლო დღეებში ცეტროტაიდი დამიმატა კიდევ. რამდენი ფოლიკი გაქვს? უნდა გამოჩენილიყო თავიდანვე. აბა შენ იცი წარმატებები smile.gif
აუ გოგოებო მე გადატანის დღე ითვლება? და ხეგე როდიდან აჩვენებს ხოლმე.
* * *
საბისაბი85
წამლები სად იყიდე?

Posted by: საბისაბი85 30 Jun 2021, 21:37
Natruliiiii
ვაიმე ეგ არ ვიცი რამდენი ჩანდა ისეთი აჟიტირებული ვიყავი რომ მივედი მაგ დღემდე არც მიკითხავს. ციკლის 3 დღეს მოეწონა მდგომარეობა და დავიწყოთო ეგ სიტყვა რო გავიგე ვსიო აღარაფერი არ მახსოვდა :-)
1 მენოპური დღეში და 200 გრ გონალს ვიკეთებ ზეგ ვარ დაბარებული და ვნახოთ რას მეტყვის.
წამლები სადაც ვიკეთებ იქ ვიყიდე ჯერ 5 მენოპურში და 2 გონალში 900 გადამახდევინეს.

Posted by: Natruliiiii 30 Jun 2021, 21:42
საბისაბი85
კი მესმის შენი smile.gif გონალი მე 900იანი ვიყიდე და მეყო ბოლომდე მენოპურებს ვიმატებდი ხოლმე მერე. მთავარია წამოვიდნენ ეხლა კარგად პაწაწები smile.gif

* * *
აუ რა მაინტერესებს ხანდახან მაქვს გულისრევის შეგრძნებასავით, მე-9 დღეა და ვიცი სიმპტომებისთვის ძალიან ადრეა, და პროგს ვიღებ და მაგას ახასიათებს ეგ, ის ვიცი რომ წვა და ქავილი აქვს ეგეც მქონდა ეხლა გადამიარა მაგრამ აი ეს დროდრო მაქვს ეგ შეგრძნება ძალიან არა მარა მაინც დისკომფორტია.

Posted by: საბისაბი85 30 Jun 2021, 21:44
Natruliiiii
გონალი 75 იანია 2 ცალი და მეყოფა მგონი ხო?

Posted by: Natruliiiii 30 Jun 2021, 21:53
საბისაბი85
არვიცი საბი, ექიმი გეტყვის ალბათ, როგორ წავა ზრდა იმის მიხედვით გაგიზრდის დოზებს.
მე უკვე ნერვკულობა დამეწყო, აქამდე მშვიდად ციყავი, დრო რომ ახლოვდება უფრო შიში მიბყრობს sad.gif

Posted by: საბისაბი85 30 Jun 2021, 21:56
Natruliiiii
ვაიმეე როგორ მესმის შენი ორშაბათს დავიწყე და უკვე მეშინია ყველაფრის და უფრო მანერვიულებს ყველაფერი დაჟე ისეთი სიხარულით სავსე და ბედნიერი მივედი და შიშმა და ნერვიულობამ გადაფარა ყველაფერი.
მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად გვექნებაა ❤

Posted by: Natruliiiii 30 Jun 2021, 22:22
საბისაბი85
ხოო გავუძლებ იმედია, ტესტის გაკეთება არ მინდა და ისევ პირდაპირ ხეგეს გავიკეთებ smile.gif რაც იქნება იყოს, იმედია ნერვებს მოვერევი smile.gif))

Posted by: akuna1984 1 Jul 2021, 01:54
გამარჯობათ, გოგონებო მაქვს შეღავათიან ფასად:
1)კლექსანი 04იანი 10ცალი-100ლ;
2) რეაფემი 200მგ-იანი 1კოლოფი - 30ლ
3) ეპიგენი სპრეი - 30ლ
4) ჰიალოგინი კრემი - 25ლ

Posted by: საბისაბი85 1 Jul 2021, 16:57
Natruliiiii
ყველაფერი კარგად იქნება ❤
* * *
გოგოებო ციკლი მაქვს 5 დღიანი ვიკეთებ მენოპურს და გონალს და დღეს 6 დღეა და არც აპირებს ციკლი წაბრძანებას ვინმეს გქონდათ ესე?

Posted by: Taliko90 1 Jul 2021, 19:37
გოგოებო 4Bc 6 დღიანი და 5AA 5 დღიანი ბლასტო როგორი ხარისხია ვინც ზუსტად ერკვევით ? ?

Posted by: Taliko90 2 Jul 2021, 12:04
ნინო333
პირადში ვერ გიგზავნი შეტყობინებაა რატომღაც

Posted by: compte.paris75 2 Jul 2021, 22:48
QUOTE (Taliko90 @ 1 Jul 2021, 19:37 )
გოგოებო 4Bc 6 დღიანი და 5AA 5 დღიანი ბლასტო როგორი ხარისხია ვინც ზუსტად ერკვევით ? ?

რაღაც ახალი შეფასების სისტემაა. წინა პოსტებში დადო გაშიფვრა ერთმა იუზერმა და იქნებ იპოვო. ექიმები რას გეუბნებიან?

Posted by: klubnika 3 Jul 2021, 11:20
A.L.I.E.N

რომ გაგინებ შენ მერე დააყენებ ალბათ ხო ?
ნაბიჭვარო შენ
მეტი საღადაო და საღლიცინო ვერაფერი იპოვე ?

Posted by: xalati 3 Jul 2021, 12:30
გამარჯობათ, თქვენი აზრი მაინტერესებს : პურეგონი ვს მენოპური.
რომელზე გქონიათ უკეთესი შედეგი?
თქვენს დიაგნოზსაც თუ მიაწერთ, მთლად უკეთესი smile.gif

მე პირველი ინ ვიტრო პურეგონით გავიკეთე და 10 ფოლიკულში მხოლოდ 5 იყო მწიფე (ტრანსფერი უშედეგოდ დასრულდა და 0 გაყინული ემბრიონი).
ეხლა მაქვს მეორე სტიმულაცია ისევ პურეგონით. მე-6-ე დღეს 3 ფოლიკული + 10მმ და რამდენიმე პატარა + რამდენიმე კიდევ უფრო პატარა (ესე მითხრა ექიმმა). სამ დღეში ისევ მაქვს მონიტორინგი და ვნახოთ.
ვფიქრობ, თუ ეს ინ ვიტროც კრახით დამთავრდა, შემდეგ სტიმულაციაზე მენოპურზე ვკითხო და მაინტერესებს სხვების გამოცდილებაც...
დიაგნოზს რაც შეეხება, მე ყველაფერი რიგზე მაქვს (ჩემს პარტნიორს აქვს ოატს), ამიტომ ველოდები უკეთეს შედეგს, ვიდრე 5 მწიფე ფოლიკულს )

წინასწარ დიდი მადლობა !

Posted by: compte.paris75 4 Jul 2021, 11:38
xalati
მარტო მენოპურით იშვიათია. უფრო აკეთებენ მენოპურს+გონალი.

პურეგონით გაკეთებული მაქვს პირველი ინვიტრო და ყველა ემბრიონი გაფუჭდა და ტრანსფერი ჩაიშალა. მაშინ ვიყავი 35 წლის, დიაგნოზი იყო ჩემი - არარეგულარული ოვულაცია და ქმრის-ტერატოსპერმია.

Posted by: xalati 4 Jul 2021, 12:44
compte.paris75
ვაა... ანუ შენი გამოცდილებით მენოპური + გონალი უკეთესია?
ნეტა რა პრინციპით არჩევენ მოლეკულას ექიმები?

Posted by: compte.paris75 4 Jul 2021, 18:57
xalati
ჯერ, ყველა ცენტრს თავის პროტოკოლი აქვს. ქეთიმ "მე პურეგონზე საერთოდ არ ვმუშაობო" გამომიცხადა.....
და მერე ასაკის და ანამნეზის მიხედვით.
* * *
QUOTE (xalati @ 4 Jul 2021, 12:44 )
compte.paris75
ვაა... ანუ შენი გამოცდილებით მენოპური + გონალი უკეთესია?...

საცდელი ბაჭიებივით რაა.. ჯერ ერთ მოლეკულას ცდიან, დააკვირდებიან მონიტორინგის დროს ხომ კარგად ემორჩილებიან ჰორმონები (Lh, oestradiol, progestérone) თუ გაამართლა ხომ კარგი, თუ არა მერე სხვა მოლეკულას ცდიან.

Posted by: xalati 5 Jul 2021, 10:45
QUOTE (compte.paris75 @ 4 Jul 2021, 18:57 )

საცდელი ბაჭიებივით რაა.. ჯერ ერთ მოლეკულას ცდიან, დააკვირდებიან მონიტორინგის დროს ხომ კარგად ემორჩილებიან ჰორმონები (Lh, oestradiol, progestérone) თუ გაამართლა ხომ კარგი, თუ არა მერე სხვა მოლეკულას ცდიან.

მართლა ეგრე ვგრძნობ თავს, საცდელი ბაჭიასავით smile.gif))

ეხლა მივდივარ მეორე კონტროლზე და ვნახოთ რა ქნა პურეგონმა.

Posted by: საბისაბი85 5 Jul 2021, 16:32
გოგოებო 8-ში მაქ ასპირაცია, ექიმმა ფრეში გადავიტანოთო და რას მირჩევთ ფრეში ჯობია თუ შემდეგ ციკლში?

Posted by: me1985 5 Jul 2021, 16:36
QUOTE (საბისაბი85 @ 5 Jul 2021, 16:32 )
გოგოებო 8-ში მაქ ასპირაცია, ექიმმა ფრეში გადავიტანოთო და რას მირჩევთ ფრეში ჯობია თუ შემდეგ ციკლში?

მე მეორე ციკლში მირჩია ექიმმა, ჯობია დავასვენოთ და ახლა ვემზადები გადასატანად

Posted by: საბისაბი85 5 Jul 2021, 18:01
me1985
წეღან ვესაუბრე ექიმს და ასპირაცის მერე გადავწყვეტო და მგონი კი არადა მეც მირჩევნია ამ თვეში დავისვენო.ვისთან იკეთებ?

Posted by: tako_93 5 Jul 2021, 18:17
გოგოებო გამარჯობა, მსგავსი გამოცდილება თუ გქონიათ? გავიკეთე სტიმულაცია, მე-14 დღეს ფოლიკული იყო 25 მმ, სავარაუდოდ არ გასკდება თავისითო, ამის შემდეგ დავლიე 10 დღე დუფასტონი. ყოველთვის 4 დღეში მომდიოდა ხოლმე დუფასტონის დამთვარებიდან ციკლი მაგრამ ეხლა არ მომდის 6 დღე გავიდა უკვე და შეიძლება ფოლიკულურ ცისტად რომ გადაიზარდა ეს დიდი ფოლიკული იმიტომ აგვიანებს ციკლი? თუ გქონიათ მაგავსი შემთვევა?

Posted by: compte.paris75 5 Jul 2021, 18:31
tako_93
ტესტი გაიკეთე? იქნება გასკდა?

Posted by: xalati 5 Jul 2021, 19:21
11 დიდი ფოლიკული დათვალეს დღეს (სტიმულაციის მე-9-ე დღეა).
ხუთშაბათს მაქვს წესით პუნქცია.
ხვალ ისევ სისხლის ანალიზი, რომ ზუსტად ვნახოთ.

ტრანსფერი წესით შაბათს (ორდღიანები გადააქვთ ჩემს ცენტრში და დანარჩენს მეხუთე დღემდე უშვებენ; თუ მივიდნენ)...

რაღაც უცნაურად მშვიდად ვარ და ალბათ ესე ჯობია smile.gif))

ერთი კითხვა მაქვს თქვენთან : მანქანით დიდ ხანი სიარული ნამდვილად ცუდია ტრანსფერის მერე?
7 საათიან გზაზეა ლაპარაკი (წინ და უკან 5 დღის ინტერვალში).
მადლობა !

Posted by: tako_93 5 Jul 2021, 21:02
compte.paris75
ეხლა ვნახე და დადებითიაა, არადა არც მეგონა დუფასტონს რომ ვწყვეტდი ვნახე და უარყოდითი იყოოო. ეხლა ამაზე ავნერვიულდიყ რომ შევწყვიტე რამეს ხომ არ ავნებდაა??

Posted by: compte.paris75 5 Jul 2021, 22:02
tako_93
გილოცავ ჩემო კარგო smile.gif
პროგესტერონი აუცილებელია, გააფრთხილე სასწრაფოდ ექიმი. შეგიძლია მიწერო? ხვალ დილით იქნება ჩააბარო პროგი და ბარემ ეტყვი ექიმს.
* * *
xalati
გისურვებ წარმატებებს.
5 დღეზე გადანაწილებული 7 საათი ხო? არ გამოდის ბევრი

Posted by: tako_93 5 Jul 2021, 22:25
compte.paris75
კი კო აუცილებლად, თან დუფასტონიც რომ შევწყვიტე, ხვალ მივალ დილითვე და ავღებ ანალოზებს
* * *
compte.paris75
ძალიან დიდი მადლობა, ძალიან უეცარი სიურპრიზი კი გამომივიდაპ

Posted by: Taliko90 5 Jul 2021, 23:19
tako_93
გილოცავთ რა კარგი სურპრიზია მოგვიყევით თქვენი ამბავი

Posted by: tako_93 5 Jul 2021, 23:37
Taliko90
დიდი მადლობა, საკვერცხის პოლიკისტოზი მაქვს, პრაქტიკულად ციკლიარ მაქვს საერთოდ, წლის განმავლობაში 1-2 ჯერ თუ მომივა მხოლოდ. ადრეც ვპოსტავდი აქ, პირველ შვილზე დაახლოებით 1 წელი ვიკეთებდი სტიმულაციას და ინ-ვიტროსაც ვფიქრობდი. ზოგადად სტიმულაციას ვიკეთებ ორსულობის მისაღებად ხოლმე, ეხლა ვაპირებდი მეორეს დაგეგმვას ექიმთან ერთად, ერთი თვე ლეტროზოლი დავლიე მხოლოდ, მხოლოდ ამ წამლის ფონზე რა მოხდებოდა ჩემით მინდოდა მენახა, 14 დღეს 25 მმ ფოლიკი იყო და მონიტორინგზე მითხრეს, რომ ძაან გადაზრდილია უკვეო და სავარაუდოდ ცისტაში გადავა და ციკლთან ერთად გაიწოვებაო, დავლიე ამის მერე 10 დღე დუფასტონი რომ ციკლი მომსვლოდა და ამ ლოდინში გამომივიდა ძალიან მაგარი სიურპრიზი. ყველას გისურვებთ ნატვრის ასრულებას და სასიამოვნო სიურპრიზებს ❤️

Posted by: mshvilosani 6 Jul 2021, 00:14
გოგოებო მოგესალმებით,
კოვიდის ვაქცინა ინვიტრომდე თუ გაქვთ გაკეთებული ან რას მირჩევთ ამასთან დაკავშირებით?

Posted by: ნინო333 6 Jul 2021, 01:10
საბისაბი85
თუ ასპირაციის მერე ნორმალური მდგომარეობა გექნება რატომაც არა ფრეში? პირადად მე მგონია ფრეში ჯობია, მთავარია ორგანიზზმა შეგიწყოს ხელი.

Posted by: საბისაბი85 6 Jul 2021, 13:45
ნინო333
მადლობა ნინ პასუხისთვის, მივენდობი ჯერ უფალს და მერე ექიმს და იმედი მაქვს გაამართლებს.

Posted by: madomoda 6 Jul 2021, 20:11
Gamarjobat zeg mivdivar eqimtan unda davowko mzadeba da da wamlebi damwirdrba ragaceebi zustad ar vici ras daminishnavs da estrofemeo vinmes xom ar geqnebat shegavatian fashi shevidzen.sxva danarchens ras daminishnavs davwer da iqneb vinmes gqondet.

Posted by: nefertiti987 6 Jul 2021, 22:00
ამქვეყნიური ჯოჯოხეთი უკვე ნანახი მაქვს მგონია, 7,5 კვირაზე შეუწყდა ჩემს პატარას გულისცემა,დღეს მედიკამენტოზური აბორტი მქონდა sad.gif მითხარით რამე

Posted by: ნინო333 6 Jul 2021, 22:04
საბისაბი85
ყველაფერი კარგად იქნება ❤
* * *
nefertiti987
აუუ, ამ შეწყვეტილ ორსულობებზე მეც მიჩერდება გული მგონია,ისე მტკივა ხოლმე რომ გავიგებ, თითქოს თავიდან მესმის ექიმის სიტყვები ყურში sad.gif არ ვიცი რა გითხრა,ღმერთმა გამძლეობა მოგცეს,ვიცი ძნელია,საშინელებაა,მაგრამ უნდა გაუძლო და ბრძოლა განაგრძო. უბრალოდ ირწმუნე რომ ყველაფერი კარგად იქნება sad.gif
* * *
მიზეზი რამე ხომ არ იყო კონკრეტული?

Posted by: საბისაბი85 6 Jul 2021, 22:13
nefertiti987
საშინელებაა როცა ცდილობ გახვიდე ნათელ მხარეს და უცბად თითქოს მართლაც ბნელ ჯოჯოხეთში ხარ, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლეა და ჩვენც დაგვიდგება ეს ნათელი მზიანი ბედნიერი დღე. გაუძელი ისევ შენი მომავალი ბაიასთვის.აუცილებლად მიაღწევ და შეიგრძნობ ბედნიერ დედობას.გაუძელი გთხოვ ❤
არ დანებდე !❤
* * *
ნინო333
უფლის წყალობით ყველას ყველაფერი კარგად გვექნება.

Posted by: nefertiti987 6 Jul 2021, 22:18
ნინო333
ზუსტი მიზეზი არა რა თქმა უნდა,მაგრამ სერგომაც და ჩემმა ექიმმაც მითხრეს ქრომოსომული პათოლოგია ვარაუდად, იყო ჰემატომაც და არ ვიცი რაღა გამოვიკვლიო. 23 წლის ასაკიდან ვითომ უხარისხო კვერცხუჯრედები მაქვს? არადა 7 ბლასტო მივიღე.
პროფერტილი დაგვინიშნა და ფოლის მჟავა უწერია შემადგენლობაში, ფერტილითი ხო არ ჯობია ან სად ყიდულობთ შეღავათიან ფასში?

Posted by: საბისაბი85 6 Jul 2021, 22:19
madomoda
მე დამინიშნეს ციკლი 5 დღიდან რიგევიდონი 21 დღე ამის შემდეგ ციკლი რომ დამეწყო მესამე დღეს დამინიშნეს 5 დღე მენოპური და 6 დღე გონალი 200 გრ დღეში, რომ გადავამოწმეთ ექოზე დამიმატეს 3 მენოპური და 1 გონალი ანუ 600 გრამი და ვიკეთებდი სამი დღე და კიდევ 4 ცეტეოტაიდი დამჭირდა და ახლა ველოდები ექიმის ზარს უნდა მითხრას ოვიტრელი რომელ საათზე გავიკეთო და ზეგ მაქვს ასპირაცია

Posted by: nefertiti987 6 Jul 2021, 22:20
საბისაბი85
ნინო333
დიდი მადლობა გოგოებო

Posted by: საბისაბი85 6 Jul 2021, 22:23
nefertiti987
რთულია მაგრამ უფრო კარგი შემართებით იყავი, ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, ვბრძოლობთ ცხოვრებისთვის და არ უნდა დავნებდეთ რომ მერე მართლაც ვიცხოვროთ ბედნიერად.

Posted by: takotatuli1989 6 Jul 2021, 23:34
nefertiti987
ეხლა შენი გამხნევება არ ვიცი მარტო შენ მეუღლეს შეუძლია ალბათ. დაუდექით ერთმანეთს გვერდით უფრო ძლიერები და უფრო მიზანდასახულები. საშინელებაა ნამდვილად. წინა კვირას თვალებში ჩავხედე მაგ ამბავს და ზუსტად ვიცოდი რომ ჯოჯოხეთი ეგ იყო. პირველად ვიფიქრე სიკვდილზე მარა მაგის უფლებაც არ მქონდა. მოკლედ რა გითხრა არ ვიცი. მიხარია რომ გყავას ბლასტოები და შემდეგ ბრძოლას აუცილებლად მოიგებ <3

Posted by: nefertiti987 6 Jul 2021, 23:40
takotatuli1989
მადლობა,მართლაც რომ არა ჩემი ქმრის მხარდაჭერა,არ ვიცი რა გული გაუძლებდა ნერვიულობის ამ კვირებს და დღევანდელ დღეს. მხნეობას გისურვებ!

Posted by: Liza12 7 Jul 2021, 10:24
nefertiti987
გამძლეობა მოგცეს ღმერთმა. ამასაც გადაიტან და ბოლო იქნება მალე აუცილებლად გაიხარებ. ახალი შემართება და იმედები დაგიბრუნდება . უარესებიც ხდება ამაზე იფიქრე რას ვიზამთ ასეთია ეს ცხოვრება.

Posted by: nefertiti987 7 Jul 2021, 10:37
Liza12
ახლა ძალიან შეშინებული,გულგატეხილი ვარ და იმედია,მალე დამიბრუნდება ბრძოლის უნარი. მადლობა გამხნევებისთვის

Posted by: ნინო333 7 Jul 2021, 13:50
nefertiti987
მე ინოფოლიკს და იზიფოლს ვსვამდი. ჩემზეც ქრომოსომულ დარღვევაზეა ვარაუდი. არ ვიცი რა,კოენზიმს ქ10-ს ვსვამდი,დ ვიტამინს და ბ12 ვიტამინს კიდე,მაგრამ მაინც ვერა sad.gif

Posted by: nefertiti987 7 Jul 2021, 13:55
ნინო333
სპერმის დნმ ფრაგმენტაცია და თრომბოფილიის ანალიზი გაკეთებული გაქვთ? კლექსანს ვიცი რომ თავიდანვე იკეთებდი. ფარისებრის პრობლემა,ენდომეტრიოზი ან ინფექციაც გამორიცხეთ ხო?

Posted by: xalati 7 Jul 2021, 14:22
nefertiti987
გულით გითანაგრძნობ!
აუცილებლად გეყოლება შვილი. საშინლად რთული გზაა და უსამართლობის განცდა გაქვს, მაგრამ შეგიძლია, იამაყო შენი ძალით.

Posted by: nefertiti987 7 Jul 2021, 14:32
xalati
ორი ინ ვიტროს შემდეგ ეს ბუნებრივი ორსულობა იყო.არ ვიცი სად მოხდა შეცდომა ან მე რა დავაკელი ან სად ვეძებო მიზეზი და გამოსავალი sad.gif
მადლობა,ჩემო კარგო

Posted by: xalati 7 Jul 2021, 15:31
nefertiti987
შენ არაფერი არ დაგიკლია, შენი ბრალი არაფერი არ არის ! აუცილებლად ჩაიბეჭდე ეს თავში. არცერთი წამით არ იფიქრო, რომ რამე არასწორად გააკეთე.

ჩემი ემბრიოლოგი სულ მიმეორებს, რომ ადამიანის ემბრიონი ერთ-ერთი ყველაზე სუსტია დედამიწაზე. სხვა ცხოველებს უფრო ძლიერი ემბრიონები ჰყავთ და უფრო ადვილად მრავლდებიან. ადამიანის ემბრიონების უმრავლესობა (ზოგი ფიქრობს დაახლოებით 60 პროცენტი), არ არის სანდო და ვერ გაიზრდება.
სამწუხაროდ, ესაა რეალობა. ჩვენთვის, პოტენციური მშობლებისთვის საშინელი ტანჯვაა ნაყოფის დაკარგვა, მაგრამ თუ ემბრიონი ვერ არის ქრომოსომულად გამართული ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ. ვერც ჩვენ, ვერც მედიცინა ამ ეტაპზე.

მაგრამ, აუცილებლად გამოგივა ! თუ ექიმების დასკვნით არაფერი არ გჭირს (თრომბოფილია და ა.შ.), რაც კონკრეტულად ახსნის მოშლას, მაშინ მართლაც ჯანმრთელი ემბრიონი აუცილებლად გახდება შენი შვილი smile.gif
მესმის, რომ ამ ეტაპზე ძაა რთულია, მაგრამ ესეც გაივლის.

Posted by: nefertiti987 7 Jul 2021, 15:50
xalati
თრომბოფილია ზრდაში ჩამორჩენას და გულისცემის გაჩერებას არ გამოიწვევდაო ჩემმა ექიმმა, მე მაინც უნდა გავიკეთო ეგ ანალიზი. კარიოტიპირებას მირჩევთ? სად კეთდება ან თუ არის ინფორმატიული?

Posted by: xalati 7 Jul 2021, 16:11
nefertiti987
მართალია შენი ექიმი. კარიოტიპი ალბათ უფრო საინტერესოა შენს შემთხვევაში, მაგრამ მე საქართველოში არ ვცხოვრობ და არ ვიცი, სად კეთდება. გამოცდილები დაპოსტავენ და დაგაკვალიანებენ smile.gif

Posted by: compte.paris75 7 Jul 2021, 16:40
nefertiti987
ძალიან შევწუხდი. ჩემი ერთადერთი ფეხმძიმობა და ერთადერთი სიხარული ამ 10 წლის წვალების მერე, 7 კვირაზე შეწყდა და კარგად მესმის შენი ტკივილი. არავის ვუსურვებ, თუმცა ჩემზე უარეს სიტუაციაშიც არიან ან გოგოები. რამდენი წელია ამ ფორუმზე ვარ და ისეთი საშინელებები აქვთ ახალგაზრდა გოგოებს დაწერილი რომ არ ვიცი როგორ შეიძლება ეს აიტანოს ადამიანმა. ღმერთმა ყველას მოგცეთ გამძლეობა და მოსიყვარულე ქმარი. ხან ერთი გამხნევებს მეორეს, ხან - მეორე.

ვიტამინები კარგია ზოგადად მაგრამ ქრომოსომულ დარღვევას ვერაფერი გამოასწორებს. 10 ემბრიონიდან შეიძლება ერთი იყოს გამართული. იმიტომ უნდათ ბევრი ემბრიონის მიღება ხოლმე, რომ შანსი უფრო მეტია.

Posted by: nefertiti987 7 Jul 2021, 16:49
compte.paris75
ველოდი შენს პასუხს.
ვიცი,უბრალოდ ეგ ხო ვარაუდია მხოლოდ და ვიტამინებს მაინც დავიწყებთ. ოთხი მყავს გაყინული და ისევ ბუნებრივად ვცადო ჯერ? რას მირჩევდი? ტკივილისგან ვიკლაკნები და უკვე შემდეგ ორსულობაზე ვფიქრობ

Posted by: compte.paris75 7 Jul 2021, 17:02
nefertiti987
მე რომ ვყოფილიყავი, რაც დარჩენილი მექნებოდა გაყინული იმას გადავიტანდი ჯერ დასვენებულ ორგანიზმზე

Posted by: nefertiti987 7 Jul 2021, 19:07
გოგოებო,გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაზე რა გსმენიათ? პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ ტესტირებას ატარებენ თურმე და რამდენად სანდოა? ემბრიონის დაზიანების რისკი რომ არის ვიცი და მაგას გადატანამდე ხო მეტყვიან?
* * *
ასევე,თრომბოფილია ვისაც გაქვთ,თუ იყო ემბრიონის ზრდაში ჩამორჩენა თქვენთანაც,იქნებ დაწეროთ და კვალს დავადგებოდი. შეძენილის და გენეტიკურის ანალიზი ჯამში 800 ლარამდე ჯდებაო და ძირითადი ანალიზების გაკეთება იქნებ მოვახერხო

Posted by: me1985 7 Jul 2021, 23:05
QUOTE (საბისაბი85 @ 5 Jul 2021, 16:32 )
გოგოებო 8-ში მაქ ასპირაცია, ექიმმა ფრეში გადავიტანოთო და რას მირჩევთ ფრეში ჯობია თუ შემდეგ ციკლში?

მე მეორე ციკლში მირჩია ექიმმა, ჯობია დავასვენოთ და ახლა ვემზადები გადასატანად

Posted by: Anabeli111 7 Jul 2021, 23:46
nefertiti987
მე მაქვა გენეტიკური თრომბოფილია პაი1 (4g5g), 2 წლის წინ არ ვიცოდი, ორსულობა შემიწყდა, ნაყოფი ჩამორჩებოდა განვითარებაში გესტაციურ ვადას და 8.4 კვირაზე, ციკლით 11.3კვირაზე შეაჩერა გულისცემა.

თუკი სისხლი კარგად არ მიეწოდება ნაყოფს, მაშინ სრულიად შესაძლებელია, რომ ვერ განვითარდეს და ზრდაში ჰქონდეს ჩამორჩენა.

ახლა მეექვსე კვირაში ვარ (ბუნებრივი ორსულობა) დაგეგმვის დღიდან ვსვამ კარდიომაგნილს და დადებითი ტესტიდან ვიკეთებ გამათხლებელს. უფლის ნებით, იმედია მივიყვან ამ ორსულობას ბოლომდე ♡
კარგია თუ გაიკეთებთ ანალიზს. ბევრად შემზადებული შეხვდებით მომავალ ორსულობას და ყველაფერი კარგად იქნება ♡ უფალი თქვენკენ ♡

Posted by: ნინო333 7 Jul 2021, 23:51
nefertiti987
ინფექცია გამორიცხულია,ფრაგმენტაცია არ გვაქვს გაკეთებული,ფარისებრის პრობლემა მაქვს,მაგრამ მედიკამენტებს ვიღებდი და ვაკონტროლებდი,თრომბოფილიებიც გაკეთებული მაქვს,მაქვს რაღაც მუტაცია,მაგრამ არა ისეთი რომ მოშლა გამოიწვიოს,თუმცა პრევენციისთვის მაგისთვისაც ვიღებდი მედიკამენტებს. ენდომეტრიოზზე ეჭვი არ გაჩენიათ ჯერ ექიმებს,ლაპარასკოპიაც მაქვს გაკეთებული და მგონი ენდომეტრიოზი არ მაქვს.
* * *
nefertiti987
ბოლოს მე პლაცენტაზე მითხრეს,არ მიეწოდება სისხლი სავარაუდოდ კარგადო, ანუ პლაცენტა არ მარაგდება სისხლით ნორმალურადო. თრომბოფილიები იწვევს შეწყვეტასაც და ჩამორჩენასაც,ამ დროს ჟანგბადი არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება ნაყოფს და სულ პატარა თრომბის კოლტმაც შეიძლება შეუწყვიტოს ჟანგბადის მიწოდება, იმდენად მოლეკულურ დონეზე ხდება მაგ დროს და იმდენად პატარაა ემბრიონი, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ამიტომ თრომბოფილიები გაიკეთე აუცილებლად,შეძენილიც და გენეტიკურიც, 800 ლარამდე დამიჯდა მეც,მაგ დროს ფოლიუმიც ფოლატის სახით უნდა მიიღო და კლექსანის დიდი დოზებია საჭირო როგორც ვიცი.ასევე ინტრალიპიდის გადასხმაზეც გაარკვიე,იმუნური სისტემის დასათრგუნად ხდება ეგ.
* * *
nefertiti987
ბოლოს ჩემზე იმდენად მაქსიმალურად დაიხარჯა ჩემი ექიმი და იმდენად მაქსიმუმი გააკეთა,აღარ ვიცი რას დავაბრალო,კვირაში ერთხელ ანალიზებს მიკეთებდა და მართლა ინდივიდუალურად მომარგო პროტოკოლი. ერთადერთი რაც მაფიქრებს,წავიქეცი მაგ დროს, სანამ შეწყვეტას გავიგებდი ქუჩაში წავიქეცი და მაგას ვებღაუჯები,ეგება მაგის ბრალია მოშლა და იმ გაყინულებმა შემდეგში გაამართლოს მეთქი. რა ვიცი რა, ძალიან ძნელია ასე შეწყვეტები რომ გვაქვს sad.gif

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 00:09
ნინო333
ქეთის პაციენტი ხარ ხო? კარიოტიპირება არ შემოუთავაზებია? Anabeli111
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის, ექიმს არ უთქვამს,მაგრამ რატომღაც მგონია,რომ უნდა გამოვიკვლიო,მით უმეტეს ჰემატომაც მქონდა.ბევრი მყავს თრომბოფილიანი ნაცნობი კლექსანით რომ მიუყვანიათ ორსულობა ბოლომდე და შენც კარგად იქნები,დარწმუნებული ვარ,მიზეზი რომ იცი უკვე კარგია

Posted by: ნინო333 8 Jul 2021, 00:11
nefertiti987
კი ქეთის პაციენტი ვარ,ეგ არ ვიცი რა არის,არ შემოუთავაზებია,იქნებ ამიხსნა რა არის ეგ?

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 00:13
ნინო333
პლაცენტას რომ კარგად არ მიეწოდებოდა სისხლი როგორ მიხვდნენ? გუშინ რაც გამოძევდა სანაყოფე პარკი სავარაუდოდ,აშკარად ჰქონდა სისხლის კოლტები ((
* * *
ნინო333
სისხლის ანალიზია,ორივე პარტნიორს იკვლევენ ქრომოსომულ პათოლოგიებზე,თუ სწორად ვამბობ. გენეტიკური პრობლემა რომ გამოირიცხოს,დაგუგლე და ბევრი ინგორმაციაა, საქართველოშიც კეთდება

Posted by: ნინო333 8 Jul 2021, 00:19
nefertiti987
არა,მაგ კოლტებზე არ ვამბობ, სისხლის კოლტები მაგას თავისთავად ექნებოდა,ეგ ნორმალურია,მე ვგულისხმობ თვითონ სისხლძარღვებში როცა არ ხდება სისხლის მიწოდება სათანადოდ. ჩემ ახლობელს მეცხრე თვეში,საკეისროს წინა დღეს დაეღუპა ბავშვი მუცელში,ექსპერტიზამ აჩვენა ჭიპლარში თრომბის არსებობა, როცა თვითონ სისხლძარღვები ითრომბება,მერე არ მარაგდება ჟანგბადით ნაყოფი და ვისაც თრომბოფილიები გვაქვს მაგის მაღალი რისკია. რაც შეეხება პლაცენტას,ეს ვარაუდია ექიმის უბრალოდ.

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 00:24
ნინო333
ოხ რა,გაჩენამდე ვერ უნდა ვიყოთ მშვიდად ესეიგი,რა რთულია

Posted by: ნინო333 8 Jul 2021, 00:27
nefertiti987
მოვიძიებ აუცილებლად მაგასაც გუგლში და ვკითხავ ქეთის მერე მაგ ანალიზზე. კი ძალიან რთულია,რა გზასაც აქ გოგოები გავდივართ არ ვიცი, ალბათ სამოთხეში მოვხვდებით ბოლოს.

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 00:30
nefertiti987

ესეთ დროს სულ გვგონია რამე არასწორად გავაკეთეთ, მეც მიზეზებს ვეძებდი, წინა ღამეს გვიან დავიძინე ძალიან და გადავიღალე, ან ველოსიპედით ვიარე და არ უნდა მევლო, ათასი აზრი მომდიოდა, მაგრამ პასუხი არ არის, ესეთ რამეებზე კონტროლი სამწუხაროდ, არ გვაქვს.

ნუ გეშინია, აუცილებლად იქნები ორსულად ძალიან მალე, და გააჩენ პატარას და იქნები ბედნიერი დედა, მოეფერე შენ ქმარს და დაამშვიდეთ ერთმანეთი smile.gif

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 00:33
ნინო333
დაწერე მერე რას გეტყვის ქეთი. ჩემთვისაც ექიმს არ უთქვამს,სადღაც წავიკითხე და ამეკვიატა
* * *
margarita7
მაგაში თავის დარწმუნება შევძელი,რომ ჩემი ბრალი არ არის,თუმცა მეშინია ისეთი დიაგნოზების,რისი მოგვარებაც არ შეიძლება.
ლოდინის მეტი გზა არ დამრჩენია,ძალიან დიდი მადლობა კარგი სურვილებისთვის

Posted by: ნინო333 8 Jul 2021, 13:23
nefertiti987
ჯერ არ მიწევს მისვლა ქეთისთან,როცა მივალ და ვკითხავ დავწერ აუცილებლად.

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 14:22
გოგოებო, სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ანალიზი დიდი ხნის თავშეკავების შემდეგ შეიძლება? რამე მომზადება ხო არ ჭირდება?
* * *
და სად ჯობია გაკეთება? ყველგან სხვადასხვა ფასი აქვს

Posted by: xalati 8 Jul 2021, 15:38
დღეს დილას მქონდა პუნქცია.
9 კვერცხუჯრედი, დღეს საღამოს მეცოდინება რამდენია გამოყენებადი,

ცუდი ამბავი ისაა, რო სპერმა ძაან ცუდი ხარისხის იყო sad.gif ძალიან ცოტა სპერმატოზოიდი და თითქმის უმოძრაო. ფიქრობენ, გაყინული გამოიყენონ (იმედია, კარგად გალღვება და ძაან არ გაბანძდება)...

გქონიათ ესეტი ცუდი სპერმით კარგი შედეგი?
დიდი მადლობა!!!

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 15:47
xalati
არ ინერვიულო, ინტრაციტოპლაზმურ მეთოდს არ გამოიყენებენ? მაშინ რამდენიმე ცოცხალიც საკმარისი იქნება,9 კვერცხუჯრედიც არ არის ცუდი შედეგი. აბა შენ იცი!

Posted by: xalati 8 Jul 2021, 15:52
nefertiti987
დიდი მადლობა !!!
კი კი, იქსი იქნება, მაგრამ მაინც ვღელავ, ესეთი უმოძრაო უბედური სპერმატოზოიდები რანაირ ემბრიონებს შექმნიან არ ვიცი :დ

ვნახოთ, თუ კიდე არ გამოვიდა ამ ცდაზე, მესამე ინ ვიტროზე იქნებ შემიცვალონ მოლეკულა და მენოპური და გონალი ვცადოთ.

შენც ყველაფერს კარგს გისურვებ, ყველაფერი იქნება ძაან კარგად <3

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 16:03
xalati
ისეთ გადასარევ ემბრიონებს შექმნიან,გაგიკვირდება smile.gif ვისი პაციენტი ხარ? და ამჯერად რითი გაგიკეთეს სტიმულაცია?

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 16:29
nefertiti987

მე ვკითხე ერთხელ რეპროდუქტოლოგს, როგორი სპერმაა იდეალური (ასე ვთქვათ biggrin.gif ), მითხრა, რომ არ უნდა იყოს არც ძაან ახალი და არც ძაან ძველი. ანუ არც დღეში 3 ჯერ წამოსული და არც კვირაში 1-ხელ, საუკეთესოაო ყოველ მეორე დღეს.
არ ვიცი შენ კითხვას თუ ვუპასუხე მარა ისე იცოდე ინფოსთვის, ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია იყო. ადრე მეგონა სპერმა უნდა დაეგროვებინა ჩემ ქმარს და მერე ბევრი წამოვიდოდა და კარგ შედეგს მომცემდა biggrin.gif მარა არა, როგორც უკვე ვთქვი, არც ძაან ძველი, არც ძალიან ახალი.

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 16:32
margarita7
კი,გასაგებია აბსოლუტურად. 290 ლარზე ნაკლები არსად ღირს ფრაგმენტაციის ანალიზი სამწუხაროდ

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 16:33
კი ძაან ძვირი ღირს ეგ ანალიზები, სამწუხაროდ. იქნებ დაზღვევამ ნაწილი აგინაზღაუროს?

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 16:40
margarita7
ეგეც ხო რეპროდუქტოლოგიაში შედის და არ აფინანსებს სამწუხაროდ

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 16:43
ანუ რაც რეპროდუქტოლოგიაში შედის არ ფინანსდება? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა არადა, იმის მაგივრად ხალხს ასეთ საქმეში დაეხმარონ და მოტივაცია აუმაღლონ, არ ვიცი რა...

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 16:47
margarita7
მედიკამენტოზურ აბორტსაც არ ვიცი თუ მიფინანსებენ,ველოდები პასუხს. სასწრაფო-გადაუდებელ პროცედურაში არ შედისო გამაგიჟეს იმ დღეს

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 16:55
ესეიგი მაინცდამაინც სული უნდა გძვრებოდეს რომ გადაუდებელში შედიოდეს. არა ეხლა დავფიქრდი და ეგ ყველგან ეგრეა, აბორტი ფინანსდება ნაწილობრივ, ნაწილს მაინც დაგიფინანსებენ

Posted by: xalati 8 Jul 2021, 17:31
nefertiti987
იმედია! შაბათს მექნება ტრანსფერი თუ გამოვიდა ემბრიონები.
მე საქართველოში არ ვარ, საფრანგეთში ვარ. პურეგონით გავიკეთე ორი სტიმულაცია, წინა ცდაზე 10 კვერცხუჯრედიდან 5 მწიფე იყო; 2 ცალი 2დღიანი გადამიტანეს, და მესამემ ვერ გაქაჩა მეხუთე დღემდე.


Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 17:39
xalati
გასაგებია,მე მხოლოდ მენოპურით გამიკეთა სტიმულაცია ,7 ბლასტო მივიღეთ და მაინც კვერცხუჯრედების ხარისხს აბრალებს ჩემი ექიმი ყველაფერს. ასაკი 29

Posted by: xalati 8 Jul 2021, 17:46
nefertiti987
რამდენი კვერცხუჯრედი იყო პუნქციაზე? შენ არაფერი არ გჭირს ხო?
7 ბლასტო ძაან კაია, აუცილებლად იქნება ერთი ხარისხიანი მაინც, შანსი არ არის რომ არ გამოვიდეს!

მე 35-ის გავხდები დეკემბერში მაგრამ თავი ისევ 27-ის მგონია და ცოტა დაბნეული ვარ, გულში ახალგაზრდა და ვერ ვხვდები, რატომ არ მაქვს მეტი კვერცხუჯრედი smile.gif)))

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 17:50
xalati
ახალგაზრდა ხარ ახალგაზრდა ))
18 კვერცხუჯრედი იყო და 10 განაყოფიერდა.
მე მაქვს პრობლემები კი,ჩემს ქმარს არაფერი

Posted by: xalati 8 Jul 2021, 17:52
nefertiti987
უი, ბოდიში არ მახსოვდა...
ძაან კაია 18-დან 10, ძაან!

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 17:59
xalati

35 ასევე ძაან ახალგაზრდაა, მითუმეტეს საფრანგეთში თუ ხარ- ევროპაში მაგ ასაკს კიდე უფრო პატარად აღიქვამენ ვიდრე საქართველოში. 38-40 მდე ევროპაში ძალიან აქტიურ ასაკად ითვლება, ამიტომ არ შეგეშინდეს!

Posted by: საბისაბი85 8 Jul 2021, 18:03
გოგოებო დღეს ასპირაცია მქონდა 8 ამოუღეს 2 არ ვარგაო 6 დამრჩა და ახლა უნდა დაველოდო ხო როგორ განაყოფიერდებიან? და 6 ცოტაა მგონი :-(((((

Posted by: compte.paris75 8 Jul 2021, 18:15
xalati
როდის გაგაგებინებენ სპერმა თუ კარგად გამოლღვა? წესით სპერმატოზოიდებს არ აქვთ ხოლმე პრობლემა, კვერცხუჯრედი უფრო ფაქიზია ვიდრე სპერმატოზოიდი... იმედია ყველაფერი კარგად იქნება
* * *
საბისაბი85
8-დან 6 ძალიან კარგია. ხვალ გახსნიან კონტენერებს და გაიგებ რამდენი ემბრიონი გყავს. თუ 6 ემბრიონი მიიღე სავარაუდოდ 2 ს გადაიტან და დანარჩენს გაყინავენ. წარმატებები

Posted by: საბისაბი85 8 Jul 2021, 18:21
compte.paris75
მადლობა ჩემო კარგო, დავმშვიდდი ახლა
ზეგ ვარ დაბარებული და ვერ ვითმენ უკვე.
ყველას წარმატებები გოგოებო

Posted by: compte.paris75 8 Jul 2021, 18:24
nefertiti987
სპერმატოზოიდი ცოცხლობს 3 დღე, ამიტომ არ ვარგა ძალიან ბევრი დღეების და კვირების, რომ ბევრი მკვდარი იქნება.
ახალი სპერმატოზოიდის შექმნას სჭირდება ერთი დღე.
ანალიზისთვის იდეალურია 3 დღიანი შეკავება.
* * *
საბისაბი85
მთავარია ყველა განაყოფიერდეს და კარგი ხარისხების იყოს.

Posted by: საბისაბი85 8 Jul 2021, 20:00
compte.paris75
კი მთავარი ეგა და უფლის წყალობით იყოჩაღებენ

Posted by: xalati 8 Jul 2021, 21:22
ეხლა დამირეკეს, 9 კვერცხუჯრედიდან 5 მწიფეა (კმაყოფილი ვარ, არ არის ცუდი შედეგი).
სპერმა კარგად გალღვა, მშვენიერი სპერმატოზოიდები ვიპოვეთო, მოძრავი და მორფოლოგიურად გამართული და ლამაზიო და 5-ვე გაანაყოფიერეს, ვნახოთ, როგორ განვითარდებიან, მაგრამ შაბათს უკვე ვიცით, რომ ტრანსფერი იქნება და ვნახოთ თუ გვეყოლება ბლასტოები!

მოკლედ, დავმშვიდდი, ძაან გამეხარდა ამ სპერმატოზოიდების ამბავი, წინა ინ ვიტროზე არ იყვნენ კარგები და ეხლა მეტი იმედი მაქვს smile.gif

საბისაბი85
8დან 6 ძაან კარგია!!!
აბა შენ იცი smile.gif


margarita7
compte.paris75
დიდი მადლობა გოგოებო <3
ასაკი საბოლოოდ ყველგან ასაკია... 37-დან გეუბნებიან, რომ ხარისხი იკლებს, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია მაინც.


Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 21:29
xalati
მშვენიერი,ასეც ველოდი. ლამაზი სპერმატოზოიდი იყო შენს პოსტში ძაან საყვარლობა,ახლა თუ რამე გამაღიმებდა არ მეგონა :დ
საბისაბი85
აბა თქვენ იცით!

Posted by: xalati 8 Jul 2021, 22:12
nefertiti987
აჰაჰა ხო ესე ამბობენ სულ, ლამაზი, მშვენიერი, ლამაზი საშვილოსნო, ლამაზი სპერმატოზოიდი, მაღალი, მხარბეჭიანი )))))
აბა შენ იცი, რაც მთავარია კიდევ ამდენი ლამაზი ემბრიონი გყავს და ნელ-ნელა გადაიტან და აუცილებლად გაიზრდება ერთი, ორი ან მეტი !

Posted by: საბისაბი85 8 Jul 2021, 23:53
xalati
წარმატებები და გაგვახარე ❤

nefertiti987
❤❤❤

Posted by: IrKu 9 Jul 2021, 11:49
გამარჯობა გოგოებო,
თქვენი რჩევა მჭირდება. წინა თვეში გადამიტანეს ფეეშად 3 დღიანები და სამწუხაროდ არ გამოვიდა. ამ თვეში გადავიტანო თუ დასვენება ჯობია? იქნებ მირჩიოთ რა ვქნა

Posted by: xalati 9 Jul 2021, 11:52
IrKu
გამარჯობა, ექიმი რას გეუბნება?
ალბათ, გააჩნია, როგორ მდგომარეობაშია ორგანიზმი...

Posted by: IrKu 9 Jul 2021, 11:54
QUOTE (xalati @ 9 Jul 2021, 11:52 )
IrKu
გამარჯობა, რა რჩევა გჭირდება?

გამარჯობა, ამთვეში გადავიტანო თუ შევისვენო?
* * *
QUOTE (xalati @ 9 Jul 2021, 11:52 )
IrKu
გამარჯობა, ექიმი რას გეუბნება?
ალბათ, გააჩნია, როგორ მდგომარეობაშია ორგანიზმი...

ორშაბათს მივდივარ ექიმთან და სავარაუდოთ მეტყვის გადავიტანოთო და მე არ ვიცი როგორ მოვიქცე

Posted by: xalati 9 Jul 2021, 12:05
IrKu
მე არასდროს არ გადამიტანია გაყინული, ამიტომ ვერ გეტყვი, მაგრამ ვიცი, რომ ხშირია ყოველ თვეში გადატანა, როცა ყველაფერი რიგზეა.
რატომ ორჭოფობ შენ? რამე ცუდი გამოცდილება გაქვს თუ?

Posted by: IrKu 9 Jul 2021, 12:10
QUOTE (xalati @ 9 Jul 2021, 12:05 )
IrKu
მე არასდროს არ გადამიტანია გაყინული, ამიტომ ვერ გეტყვი, მაგრამ ვიცი, რომ ხშირია ყოველ თვეში გადატანა, როცა ყველაფერი რიგზეა.
რატომ ორჭოფობ შენ? რამე ცუდი გამოცდილება გაქვს თუ?

აღარ მინდა უარყოფითი პასუხი… ვიცი შეიძლება არც მეორეზე გამოვიდეს და ასე მალე კიდე უარყოფითი პასუხი რომ გავიგო გავგიჯდები ალბათ. თან იმედიც მაქ და არ ვიცი..
ვიცი აქ ზოგ გოგოებს ბევრჯერ აქვთ გაკეთებული და მაგათთან ჩემი ამბავი არაფერია.

Posted by: nefertiti987 9 Jul 2021, 12:15
IrKu
ინდივიდუალურია და თავად უნდა გადაწყვიტო,მაგრამ მე პირადად წარუმატებელი ფრეშის შემდეგ ციკლშივე გადავიტანე და მართალია ბიოქიმიური იყო,მაგრამ ორსულობა დადგა და ორგანიზმის ბრალი არ მგონია ყოფილიყო

Posted by: xalati 9 Jul 2021, 12:16
IrKu
ეგ შენზეა დამოკიდებული, მე მაგალითად, მირჩევნია მივაყარო ყველაფერი და თუ არ გამოვიდა, თავიდან დავიწყო, მაგრამ ინდივიდუალურია და შენ თითონ უნდა გადაწყვიტო.

რა პრობლემა გაქვთ? როგორ ჩაიარა პირველმა ინ ვიტრომ? რამდენი ემბრიონი დაგრჩათ?

Posted by: IrKu 9 Jul 2021, 12:26
QUOTE (xalati @ 9 Jul 2021, 12:16 )
IrKu
ეგ შენზეა დამოკიდებული, მე მაგალითად, მირჩევნია მივაყარო ყველაფერი და თუ არ გამოვიდა, თავიდან დავიწყო, მაგრამ ინდივიდუალურია და შენ თითონ უნდა გადაწყვიტო.

რა პრობლემა გაქვთ? როგორ ჩაიარა პირველმა ინ ვიტრომ? რამდენი ემბრიონი დაგრჩათ?

4 ემბრიონი დამრჩა, პრობლემა თითქოს არაფერი არ გვაქ. ყველაფერი წესრიგში გვაქ მეც და მეუღლესაც. 7 წელია ვცდილობთ ჩარევების გარეშე დაორსულებას და არ გამოდიოდა. 10 კვერცხუჯრედიდან 7 განაყოფიერდა და 2 სამ დღიანი გადავიტანეთ. 5 დღემდე 4 მივიდა და გავყინეთ. სავარაუდოთ გადავიტან ამ თვეში იქნებ გამოვიდეს.
წარმატებას გისურვებ ჩემო კარგო, შაბათს გაქვს ხო გადატანა?

Posted by: xalati 9 Jul 2021, 12:30
IrKu
ვაა, ძაან კაია, აუცილებლად გამოგივათ ამ 4-დან ერთერთი.
შენს ადგილას გადავიტანდი დალოდების გარეშე )

მე კი, შაბათს მაქვს ერთი ან ორი ორდღიანის გადატანა smile.gif ვნახოთ, იმედია გამოვა, დიდი მადლობა wink.gif წარმატებები შენც !

Posted by: IrKu 9 Jul 2021, 12:47
QUOTE (xalati @ 9 Jul 2021, 12:30 )
IrKu
ვაა, ძაან კაია, აუცილებლად გამოგივათ ამ 4-დან ერთერთი.
შენს ადგილას გადავიტანდი დალოდების გარეშე )

მე კი, შაბათს მაქვს ერთი ან ორი ორდღიანის გადატანა smile.gif ვნახოთ, იმედია გამოვა, დიდი მადლობა wink.gif წარმატებები შენც !

გამოვა მჯერა. ვისაც ძალიან უნდა ყველა გახდება უმშვენიერესი ბავშვების დედა ☺️ მადლობა

Posted by: ნინო333 9 Jul 2021, 23:37
IrKu
ეს ექიმები ისე გეუბნებიან გადავიტანოთ მეორე თვეშივეო,როცა წინა წარუმატებელი ცდა იყო,თითქოს რობოტები ვიყოთ.ან ორგანიზმს არ უნდა დასვენება? ან ემოციური მდგომარეობა როგორია ადამიანის? გავგიჟდე ლამისაა,ისეთი არეულ დარეულობა მაქვს ორგანიზმში და გადავიტანოთო მეც მეუბნება ექიმი,არადა დასვენება მინდა ფსიქოლოგიურად,ემოციურად,ფიზიკურად,ყველანაირად,წამლებისგან და აი ყველაფრისგან.ვბრაზდები ექიმებზე რა,ხან მგონია ფული უნდათ მარტო. მე ერთი თვე მაინც დავასვენებდი ორგანიზმს და თქვენი გადასაწყვეტია,თუ ძალიან კარგად გაქვთ ყველაფერი გადაიტანეთ. წარმატებები ❤

Posted by: IrKu 10 Jul 2021, 09:58
QUOTE (ნინო333 @ 9 Jul 2021, 23:37 )
IrKu
ეს ექიმები ისე გეუბნებიან გადავიტანოთ მეორე თვეშივეო,როცა წინა წარუმატებელი ცდა იყო,თითქოს რობოტები ვიყოთ.ან ორგანიზმს არ უნდა დასვენება? ან ემოციური მდგომარეობა როგორია ადამიანის? გავგიჟდე ლამისაა,ისეთი არეულ დარეულობა მაქვს ორგანიზმში და გადავიტანოთო მეც მეუბნება ექიმი,არადა დასვენება მინდა ფსიქოლოგიურად,ემოციურად,ფიზიკურად,ყველანაირად,წამლებისგან და აი ყველაფრისგან.ვბრაზდები ექიმებზე რა,ხან მგონია ფული უნდათ მარტო. მე ერთი თვე მაინც დავასვენებდი ორგანიზმს და თქვენი გადასაწყვეტია,თუ ძალიან კარგად გაქვთ ყველაფერი გადაიტანეთ. წარმატებები ❤

მართლა რობოდები ვგონივართ, მეც ეგრე ვფიქრობ რომ ფულის გამო აკეთებენ და თან უნდათ შედეგი მალო დადონ “სახელისთვის”.
ჩვენ თავზე თუ არ ვიფიქრეთ სხვას არ აინტერესებს.
თქვენ რა პრობლემა გაქვთ?

Posted by: საბისაბი85 10 Jul 2021, 11:35
გოგოებო ასპირაციიდან მესამე დღეა მუცლის არეში ტკივილები მაქ თითქოს კუჭიც მტკივა და ეს ნორმალურია??

Posted by: xalati 10 Jul 2021, 11:36
გამარჯობათ, ძაან ცუდი ამბებია ჩვენთან... დაგვირეკეს დღეს დილას, ტრანსფერი უნდა მქონოდა... 0 ემბრიონი 5 კვერცხუჯრედზე. არაფერი არ გვაქვს.
არ ვიცი, რა ვქნა...

Posted by: საბისაბი85 10 Jul 2021, 11:42
xalati
5 დან არცერთი? ცუდი ამბავია კი და წარმომიდგენია როგორ ხარ, არ ვიცი რით განუგეშო მაგრამ ასეთი ბრძოლა შეგხვდა ჩვენ და ბოლოს უნდა გავიმარჯვოთ. არ დანებდე და ძალები მოიკრიბე და იბრძოლე

Posted by: xalati 10 Jul 2021, 11:48
საბისაბი85
არცერთი..

აგონისტური პროტოკოლი ვცადოთო ბიოლოგმა, ოქტომბრამდე უნდა დავიცადო ყველა ვარიანტში... ძააან მეშინია რომ იგივე შედეგით დასრულდეს. ეს რა ჯანდაბაა, რა დავაშავეთ რო ესე ვიტანჯებით ნეტა sad.gif(((

Posted by: საბისაბი85 10 Jul 2021, 11:56
xalati
აუუ არა მასე ნუფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება უფალი ასე გაგვწირავს. კარგზე იფიქრეე და ყველაფერი გამოვა. აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს და ბედნიერი დედებიც ვიქნებით. კარგი შემართებით დაიწყე გთხოვ და არასოდეს დანებდდეე

Posted by: xalati 10 Jul 2021, 12:09
საბისაბი85
ყველაფერს ვიზამ, რაც შემიძლია.

Posted by: საბისაბი85 10 Jul 2021, 12:26
xalati
ყველაფერს შეძლებ და გამოვა კიდეც ♡♡♡

Posted by: Liza12 10 Jul 2021, 12:31
xalati
საფრანგეთში იკეთებ ხომ? რაღაც მგონია საფრანგეთს საქართველო სჯობს ინვიტროს კუთხით . განა რა ცუდი ხარისხი უნდა იყოს 5 დან ერთიც რომ ვერ მივიდეს 2-3 დღემდე?
* * *
ოქტომბრამდე ვიტამინები დაიწყეთ ორივემ . შეცვალე მენოპურ გონალით წამლები იქნებ უკეთესად იმოქმედოს

Posted by: xalati 10 Jul 2021, 12:41
საბისაბი85
<3


Liza12
კი, საფრანგეთში.
არ ვიცი რა ჯანდაბაა, არ მოხდა განაყოფიერება საერთოდ, მართლა ვერ ვხვდები ეგეთი რა ხარისხი იყო. ორი თურმე გაფუჭდა ჩხვლეტის დროს, ბიოლოგის თქმით, რაღაც ვერ იყვნენ (ამიხსნა, მაგრამ ძაან მეცნიერული ამბავია, გარსის ამბებია და არ ვიცი ამდენი ბიოლოგია)... დანარჩენი 3 დარჩა ესე ჯორივით გაუნაყოფიერებლად.

ჩემი შეყვარებული სვამდა კონცეპციოს, მაგრამ 0 შედეგი, პირიქით.
რამე სხვას დავლევთ ეხლა ორივე.
ბიოლოგმა, აგონისტური პროტოკოლი ვცადოთო (დეკაპეპტილი ან სინარელი თუ არ ვცდები) და სტიმულაციისთვის გავატრაკებ, რო მენოპურ გონალი მინდა და არა პურეგონი.

გაგიგიათ ესეთი შემთხვევა, რომ 0 განაყოფიერება მომხდარა და კარგად დამთAვრებულა საბოლოოდ?
ან თუ იცით, არსებობს თუ არა ანალიზები, რომ გავიგოთ ჩემი კვერცხუჯრედები რა მდგომარეობაშია? აქამდე არავის არ შეჰქონდა ეჭვი ხარისხში, მარტო სპერმას აბრალებდნენ და ესე ხელის ცეცებით დავიღალეთ sad.gif

უდიდესი მადლობა გოგოებო, კიდევ კარგი არსებობთ <3

Posted by: Liza12 10 Jul 2021, 13:08
xalati
რათქმაუნდა ყოფილა შემთხვევა ყველა ციკლში სხვადასხვა ხარისხის მოდის.. ვერ გაიგებ ერთ გოგოს 10 ემბრიონიდან არცერთმა არგაუმართლა 2 წელში ხელახლა სცადა და პირველივე ჯერზე ორსულობა მიიღო. ასე რომ არ შეგეშინდეს. უკეთესი ვიტამინები სვით ორივემ ალკოჰოლი ნიკოტინი ამოიღეთ ხმარებიდან ჯანსაღად იკვებეთ და ოქტომბრიდან დაიწყე .ყველაფერი კარგად იქნება .

Posted by: xalati 10 Jul 2021, 13:34
Liza12
ძაან ძნელია...
მოვალ ცოტა აზრზე და ალბათ ისევ დამიბრუნდება იმედი, ძაან დამერხა ((

Posted by: neniko 10 Jul 2021, 14:43
გამარჯობათ, 45 წლის ვარ და ბუნებრივად მოდის და იზრდება წამლების დაუხმარებლად ერთი ფოლიკული, როცა ამოიღეს კარგი ხარისხის ემბრიონი მიიღეს და მე 3 დღეს გადამიტანეს , მაგრამ ბიო ქიმიური ორსულობააო ... აქვს აზრი ნეტავი ასე თითო თითოდ შეგროვებას ?

* * *
და კიდე მაქვს ერთი ცალი გაყინული ემრიონი და ჩემი ექიმი მეუბნება ფრეშ ემბრიონთან ერთად უნდა გადავიტანოო, რატო ნეტავი ... ეჭვში ვარ იქნებ ვერ შეინახეს გაყინული ემბრიონი და ეს ახალი მაგიტო უნდათ ვერ მეუბნებიან .... ავიჭერი მგონი 5 წელიწადია უკვე

Posted by: ნინო333 10 Jul 2021, 14:53
IrKu
მე მილები არ მაქვს და უკვე 3-ჯერ შემიწყდა ინ ვიტრო ორსულობა, 7-9 კვირის ვადებზე(მიზეზი უცნობია,გამოკვლეული მაქვს ყველაფერი). ამ ეტაპზე ვისვენებ, არ მაქვს მწყობრში ყველაფერი რომ კიდე მივაყოლო გადატანა და იგივე იმედგაცრუებას ვერ გადავიტან მგონია sad.gif შედეგის დადებას რაც შეეხება,ეგენი უცნაურად თვლიან შედეგს, ჩემზეც დადგა ორსულობაო ამბობენ, მაგათთვის მაღალი ხეგეს პასუხია შედეგი და მე ვთვლი გაჩენილი ბავშვებით უნდა თვლიდნენ სტატისტიკას,შუა გზაზე რომ წყდება ორსულობა ეგ არ არის დადებითი შედეგი.
* * *
xalati
აუ რა ცუდია, გული დამწყდა....მაგრამ არ უნდა დანებდე,აუცილებლად გამოვა,ვიტამინები და სწორი კვება ორივემ. კვერცხუჯრედებს რაც შეეხება ანტიმიულერი, fsh და dhea-s ეს ანალიზები კეთდება როგორც ვიცი სავარაუდო ხარისხს რომ მიხვდნენ. ზოგადად დე ვიტამინიც მოქმედებს კვერცხუჯრედის ხარისხზე,მაგრამ გაკეთებული უნდა გქონდეთ წესით ეგენი და რავიცი...გამძლეობა მოგცეს ღმერთმა და წარმატებები.

Posted by: IrKu 10 Jul 2021, 16:04
QUOTE (საბისაბი85 @ 10 Jul 2021, 11:35 )
გოგოებო ასპირაციიდან მესამე დღეა მუცლის არეში ტკივილები მაქ თითქოს კუჭიც მტკივა და ეს ნორმალურია??

ასპირაციის შემდეგ მეც მტკიოდა მუცელი რამდენიმე დღე. ექიმმა მითხრა იცის ტკივილი და მალე გაგივლისო
* * *
QUOTE (xalati @ 10 Jul 2021, 11:36 )
გამარჯობათ, ძაან ცუდი ამბებია ჩვენთან... დაგვირეკეს დღეს დილას, ტრანსფერი უნდა მქონოდა... 0 ემბრიონი 5 კვერცხუჯრედზე. არაფერი არ გვაქვს.
არ ვიცი, რა ვქნა...

არ დანებდე, ყველაფერი კარგად იქნება. ძალები უნდა მოიკრიბო და თავს გაუფრთხილდე
* * *
QUOTE (ნინო333 @ 10 Jul 2021, 14:53 )
IrKu
მე მილები არ მაქვს და უკვე 3-ჯერ შემიწყდა ინ ვიტრო ორსულობა, 7-9 კვირის ვადებზე(მიზეზი უცნობია,გამოკვლეული მაქვს ყველაფერი). ამ ეტაპზე ვისვენებ, არ მაქვს მწყობრში ყველაფერი რომ კიდე მივაყოლო გადატანა და იგივე იმედგაცრუებას ვერ გადავიტან მგონია sad.gif შედეგის დადებას რაც შეეხება,ეგენი უცნაურად თვლიან შედეგს, ჩემზეც დადგა ორსულობაო ამბობენ, მაგათთვის მაღალი ხეგეს პასუხია შედეგი და მე ვთვლი გაჩენილი ბავშვებით უნდა თვლიდნენ სტატისტიკას,შუა გზაზე რომ წყდება ორსულობა ეგ არ არის დადებითი შედეგი.
* * *
xalati
აუ რა ცუდია, გული დამწყდა....მაგრამ არ უნდა დანებდე,აუცილებლად გამოვა,ვიტამინები და სწორი კვება ორივემ. კვერცხუჯრედებს რაც შეეხება ანტიმიულერი, fsh და dhea-s ეს ანალიზები კეთდება როგორც ვიცი სავარაუდო ხარისხს რომ მიხვდნენ. ზოგადად დე ვიტამინიც მოქმედებს კვერცხუჯრედის ხარისხზე,მაგრამ გაკეთებული უნდა გქონდეთ წესით ეგენი და რავიცი...გამძლეობა მოგცეს ღმერთმა და წარმატებები.

ჩემთან ორსულობა არც დამდგარა და ისე განვიცადე იარყოფითი პასუხი რომ რავიცი, წარმომიდგენია შენ როგორ იქნები. აუცილებლად კარგად დამთავრდება ყველაფერი. შენც წარმატებები ❤️

Posted by: ნინო333 10 Jul 2021, 18:31
IrKu
კი,გაცილებით რთულია როცა უკვე დამდგარი ორაულობა წყდება. მადლობა, შენც წარმატებები ❤

Posted by: nefertiti987 10 Jul 2021, 19:12
xalati
ასეთ შედეგს არ ველოდი,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ სულ ასე იქნება, უამრავი მსგავსი შემთხვევაა,პროტოკოლის სწორად მორგება ძალიან მნიშვნელოვანია და შენს კვერცხუჯრედებს ნუ დააბრალებ, შემდეგში აუცილებლად მიიღებ ემბრიონებს,შენს გვერდით ვართ

Posted by: xalati 10 Jul 2021, 19:27
nefertiti987
დიდი მადლობა!!!

გაგიგიათ მართლა ესეთი შემთხვევები? უცბად მართლა მგონია რო საცოდავი კვერცხუჯრედები მაქვს და ვერასდროს ემბრიონს ვერ შევქმნი.

არ ვიცი, იქნებ ვაქცინას რამე როლი ქონდეს ამ საშინელ შედეგში? ორივე ავიცერით და ყველა კვლევა კი ადასტურებს რომ პრობლემა არ არის, მაგრამ მაინც ეჭვი მაქვს...
ეს ბოლო თვეები თან ძაან დასტრესილი ვიყავი სამსახურში...

მოკლედ იქნებ კვერცხუჯრედები ამ ყველაფერმა მოთენთა და შემდეგ მცდელობაზე უფრო ხოდზე იყვნენ? ))))

Posted by: nefertiti987 10 Jul 2021, 19:56
xalati
კი,ინგლისური თუ იცი,სოციალურ ქსელში არის უცხოური დახურული ჯგუფები,50 000 ინ ვიტროს პაციენტია იქ და იმდენნაირი ისტორია წერია,მათ შორის პირველი წარუმატებელი სტიმულაციის შემდეგ,მეორეზე რომ მიუღიათ ემბრიონები,დასამშვიდებლად კი არ გეუბნები <3
მეც ხავსს ვეჭიდები,იქნებ კოვიდიც მონაწილეობდა ჩემს წარუმატებლობაშითქო,როდესაც კვერცხუჯრედი უნდა მომწიფებულიყო,39 მქონდა ტემპერატურა და კიდე სხვა სიმპტომებიც,ვინ იცის აბა…

Posted by: compte.paris75 11 Jul 2021, 16:59
xalati
ძალიან სამწუხაროა, ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შედეგს. ზიგოტები მაინც როგორ ვერ გამოვიდა?! ეგეთი არაფერი გამიგია sad.gif((
ნუ ეს ცდა არ ჩაითვლება. კიდევ რამდენი მცდელობა დაგრჩა?

Posted by: xalati 11 Jul 2021, 17:46
compte.paris75
ხო, მართლა საოცრებაა... არაფერი არ გამოვიდა, 0. განაყოფიერების ვითომ მცდელობასავით ქონდა ერთ კვერცხუჯრედს და არაფერი არ გამოვიდა.

მოკლედ, დიდი ეჭვები მაქვს ამ ჩემს ცენტრზე და გადავწყვიტე, სხვა ექიმების და ცენტრების აზრებიც მოვისმინო. პარალელურად ვეძებე ათასი რამე (სხვა ტექნიკები, ვიტამინები, დანამატები...). სხვა გზას ვერ ვხედავ.

დონაციაზე გველაპარაკა ბიოლოგი და ძაან ნაადრევი მგონია ორი სტიმულაციის მერე დონაცია. თან მარტო პურეგონით, 2 კინკილა ანალიზით. არც ვიცი, რამე თუ მჭირს. რო გეკითხა, არაფერი არ მჭირდა საერთოდ. ყველაფერი უნაკლოდ მქონდა. 34 წლის ასაკში თუ არაფერი არ მჭირს, რატო ეტირათ დედა ამ ჩემს კვერტცხუჯრედებს (თუ მართლა ამის ბრალია)?
მოკლედ, ძაან გავგიჟდი ეს ორი დღე და გავაგზავნე მონპელიეს ერთ კარგ ცენტრში შეხვედრის თხოვნა და საქართველოშიც დავუკავშირდი ერთ ნაცნობს, რომელიც ექიმია ინ ვიტროში და ისიც დამაკვალიანებს როცა ჩამოვალ არდადეგებზე.

კიდევ 3 მცდელობა მაქვს საფრანგეთში და მზად ვართ ესპანეთშიც წავიდეთ და გადავიხადოთ, რაც ღირს. ძაან წინ წასულია ესპანეთი საფრანგეთთან შედარებით და იმედი მაქვს გამოვა.
თუ არადა, უკიდურეს შემთხვევაში ან სპერმის ან კვერცხუჯრედის დონაცია ან ორმაგი. ყველაფერს ვიზამთ, რომ ბავშვი გვეყოლოს, მართლა ყველაფერს.

მოკლედ, ძაან ცივი წყალი კი გადაგვესხა, მაგრამ არ დავყრით ფარ-ხმალს.

უდიდესი მადლობა თქვენ, რომ გვერდში მიდგეხართ <3

Posted by: nefertiti987 11 Jul 2021, 18:38
xalati
ასეთი შემართებით რომ ხარ,როგორ შეიძლება გამოსავალი ვერ იპოვო!
ანტიმიულერი რამდენი გაქვს? პოლიკისტოზზე ხო არ აქვთ ეჭვი ან ენდომეტრიოზი თუ გამოირიცხა? ეგენიც მოქმედებს ხარისხზე,როგორც ექიმები ამბობენ. სპერმის დნმ ფრაგმენტაცია გაკეთებული გაქვთ?

Posted by: compte.paris75 11 Jul 2021, 21:03
xalati
მე კაცის პრობლემაზე იმსის ძალიან მჯერა რაა. ჩემი ექიმი Diaconesses თან იყო შეკრული და იქ ვიკეთებდი, თუმცა მითხრა რომ clinique La Muette ჯობდა. მივედი, კიდეც მაგ La Muette-ში, დაველაპარაკე, მინდოდა ერთი ცდა იქ გამეკეთებინა. ემბრიოსკოპიც აქვთ და იმსისაც აკეთებენ საუკეთესოდ. მართალია უფრო ძვირი მიჯდებოდა მაგრამ მაინც მინდოდა საუკეთესო პირობებით გამეკეთებინა. მაგრამ ვერ მივიღე ფოლიკულები და ჩამეშალა. ძალიან ვნანობ რომ არ გამომივიდა მაგ კლინიკაში. ესპანეთში სანამ წახვალ იქნება პარიზში გეცადა, გადახედე აბა შეფასებებს, იქნება მოგეწონოს?. კარგია რომ კიდევ 3 ცდა გაქვს წინ. იმედიანად იყავი.

Posted by: nefertiti987 11 Jul 2021, 21:28
გოგოებო,პსპ-ს ჰქონია ახლა 1+1 აქცია ფერტილითზე, ჩვენ პროფერტილი დაგვინიშნა,მაგრამ ექიმის გარეშე შემიძლია ჩავანაცვლო?

Posted by: xalati 12 Jul 2021, 11:17
nefertiti987
compte.paris75
დიდი მადლობა ორივეს!

მონპელიეში იმსი აქვთ და ბევრი კარგი ტექნიკა მგონი. ჯერ აქ ვნახავ რას მეტყვიან და თუ არადა პარიზში წავალ.

ათასი რამე მოვძებნე, არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ჩვენს პრობლემებს, მაგრამ ველოდები პასუხები; გავაგზავნე მეილები...

გაგიგიათ პრპ? https://www.fertilitycrete.gr/fertility-treatments/enriched-prp/
ამათ მივწერე და ვნახოთ.

თუ რამე საინტერესოს გავიგებ, გეტყვით აუცილებლად )

Posted by: compte.paris75 12 Jul 2021, 11:37
QUOTE (xalati @ 12 Jul 2021, 11:17 )
...
გაგიგიათ პრპ? https://www.fertilitycrete.gr/fertility-treatments/enriched-prp/
ამათ მივწერე და ვნახოთ.

თუ რამე საინტერესოს გავიგებ, გეტყვით აუცილებლად )

კი კი, წინა პოსტებშიც ითქვა გაკვრით. რამოდენიმე გოგო წავიდა საქართველოდან თურქეთში გაიკეთეს. საფრანგეთიდან - საბერძნეთში და ესპანეთში. მე ვერ დავრწმუნდი მაგის ეფექტურობაში. რომ გამოვკითხე დეტალურად, სასწაულები არ მოუხდენია.
* * *
თურქეთში პლაზმა შეყავთ საკვერცხეებში. საბერძნეთში თვითონ ფოლიკულებში შეყავთო ასე ყვებიან...

Posted by: xalati 12 Jul 2021, 12:52

compte.paris75
რა ვიცი, კვლევებით არ არის ცუდი შედეგები მგონი, ვნახოთ, ჯერ მანდ არ ვარ ))) მომწერენ კლინიკიდან პასუხს და ექიმებსაც ვკითხავ აზრს.

კიდევ ვნახე ეს : https://fertilitypedia.org/edu/therapies/assisted-oocyte-activation

იცი რამე? ჩემს ბიოლოგს ვუთხარი, და საინტერესოა და იქნებ ვცადოთო. ოღონდ საფრანგეთში რა თქმა უნდა არ არის, და უნდა ვიშოვოთ ეს ნივთიერება სადმე სხვაგან.
ხო არ იცით, თბილისში აკეთებენ ამას?


Posted by: Anna-Mari 12 Jul 2021, 15:05
გოგოებო ჩემი ბიძაშვილი იკეთებს ინვიტროს, პირველი უშედეგო იყო, უნდა რომ მიაყოლოს შემდეგ თვეშივე და ექიმმა უთხრა, რომ ნატურალურ ციკლში გადავიტანო, გავზრდი ჩვეულერბივ ფოლიკს და ისეო. ძალიან ნერვიულობდა და ვერ გაიგო კარგად ეს რას ნშნავს. ხომ ვერ დამეხმარებით რა და როგორ ხდება, ცოტა რომ დამშვიდდეს? ანუ ბუნებრივ ციკლში რას ნიშნავს ზრდიან ბუნებრივად ფოლიკს ხეთქავენ და გადააქვთ ემბრიონები? მაგრამ ის გახეთქილი ფოლიკი იმას რა მოსდის, ან რომელ დღეს უნდა გადაიტანონ?> გტხოვთ არ დამზარდეთ და მიტხარით ვისაც მსგავსი გამოცდილება გაქვთ რაა, ძალიან ნერვიულობს და აქ არ არის თვითონ და მტხოვა მეკითხა თქვენთვის.

Posted by: compte.paris75 12 Jul 2021, 17:13
xalati
არა, ეგ არავისზე გამიგია პრაქტიკაში.

Posted by: საბისაბი85 12 Jul 2021, 18:59
გოგოებო 8 ფოლიკი ამომიღეს 6 დარჩა აქედან და 3 განაყოფიერდა მაგრამ კარგი ხარისხებია და ძალიან ცუდი შედეგია ხო?

Posted by: nefertiti987 12 Jul 2021, 19:12
საბისაბი85
როგორც წესი,ყველა ეტაპზე ნახევრდება ხოლმე და ამიტო,ძალიან ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. თან თუ კარგი ხარისხია,სამივე თუ არა,ორი ხომ აუცილებლად მივა ბლასტომდე

Posted by: საბისაბი85 12 Jul 2021, 19:17
nefertiti987
მადლობა პასუხისთვის ♡ იმედია რომ მივლენ, ერთი მაინც ხო გაამართლებს ♡♡♡
აღარ დავეძებ ისევ ფინანსებს და სხვა ყველაფერს მოვაგროვებ ფინანსებს და ისევ გავიკეთებ.

Posted by: nefertiti987 12 Jul 2021, 19:32
Anna-Mari
მე მქონდა ნატურალურ ციკლში გადატანა,ანუ ნაკლები ჰორმონით,ესტროგენის პრეპარატები არ მიმიღია არაფერი,სარწმუნო ოვულაციისთვის ოვიტრელი გამაკეთებინა და მერე პროგესტერონი მივაშველეთ.მე-16 დღეს მქონდა ტრანსფერი. მართალია შეწყდა,მაგრამ ორსულობა დადგა.წარმატებები თქვენს ბიძაშვილს

Posted by: makaaaa12 13 Jul 2021, 11:09
გამარჯობა.
რა ზრის ხართ აცრაზე? ხელ უშლის? რას გეუბნებიან გინეკოლოგები?
მე უბრალოდ ეხლა ფულის შეგროვების სტადიაში ვარ და ჩემ ექიმს ვერ შევეკითხები.
ასევე უცხოეთში ვინც ხართ იმათი აზრიც მაინტერესებს

Posted by: margarita7 13 Jul 2021, 11:14
შვეიცარიაში გეუბნებიან პირველ ტრიმესტრში არ შეიძლებაო, მეორეში კიო. ისე ინფოსთვის


ჩავასწორებ პოსტს, კითხვა იყო დაორსულებამდე რას გეუბნებიანო , მე კი ორსულებზე გაგეცი პასუხი. დაორსულებამდე არ ვიცი ნამდვილად

Posted by: Anna-Mari 13 Jul 2021, 13:01
nefertiti987
მადლობა ჩემო კარგო <3 რა პრეპარატებს იღებდი ტრანსფერამდე და შემდეგ და რა რაოდენობით? ამას გადატანამდე დაუნიშნა, პოლიზიტოლი , დ ვიტამინი და მულტიფოლიკო, ეუთიროქსს ისედაც იღებს წლებია. მერე რას ეტყვის ჯერ არ იცის და აინტერესებს. გადატანის მერე რამდენი ხანი იწექი? რამდენ დღიანები გადაიტანე, ამას პირველზე 3 დღიანები გადაუტანეს და არ გამოვიდა, 2 ცალი კიდევ აქვს და ეხლა ექიმმა გავზრდი ბლასტომდე და მერე ისე გადავიტანო. ისე ეშინია, შეილძება ვერც გაიზარდონ 5 დღემდე, მაგრამ ორივე 8-იანებიაო და ამშვიდებს ექიმი აქვს შანსიო. მისი კითხვებია და მოგაყარე მეც <3 მე არ მაქვს ამ ტემში გამოცდილება და ვერაფერს ვპასუხობ smile.gif
* * *
მე ვკითხე ექიმს აცრაზე, სექტემბრიდან ვაპირებ ინვიტროსთვის მზადებას და უარი მიტხრა ჯერ თავი შეიკავეო.

Posted by: xalati 13 Jul 2021, 14:04
საბისაბი85
ძაანაც მშვენიერი შედეგია! გამოვა ყველაფერი <3

Anna-Mari
ინ ვიტრო ბუნებრივ ციკლში ნიშნავს, რომ არ ექნება კლასიკური სტიმულაცია ჰორმონებით, მარტო ოვულაციის დამბლოკავს გაიკეთებს რამდენიმე დღის განმავლობაში. ერთი დომინანტი ფოლიკული, ბუნებრივი, გაიზრდება თავისით და მაგას ამოუღებენ ოვიტრელის მერე. ამ ტიპის პუნქცია კეთდება მაშინ, როცა ცოტა ფოლიკულია დარჩენილი და ხარისხიც ვერაა. უფრო დიდი შანსია, რომ ბუნებრივად უკეთესი ხარისხის იყოს ის ერთი; ვიდრე ბევრი წამოვიდეს და ხარისხი ცუდად გადანაწილდეს. სკანდინავიაში ხშირად აკეთებენ თურმე ამ ტიპის ინ ვიტროს.
ექიმი თუ მაგას სთავაზობს, მგონი კაია.

makaaaa12
ათასჯერ შეიცვალა ევროპაში პროტოკოლი ვაქცინაზე, თავიდან 3 თვე უნდა დალოდებოდი, მერე 10 დღე, ეხლა 4 დღე... მოკლედ, მეც და ჩემი ქმარიც ავიცერით ფაიზერით.
მე ძაან მჯერა აცრის და არ მიფიქრია რამე ნეგატიური; თან კორონას ყველა პონტში აცრა ჯობია, მაგრამ ისეთი კატასტროფული შედეგი გვქონდა აცრის შემდეგ 3 კვირის შემდეგ დაწყებულ ინ ვიტროზე, რომ ეჭვები გამიჩნდა... არ ვნანობ აცრას, მაგრამ ალბათ 3 თვე დალოდება ჯობია, ვიდრე ჩემნაირ დღეში ყოფნა ამ კოშმარი, 0 განაყოფიერებიანი ინ ვიტროს მერე.



* * *
Anna-Mari
ვაი, ბოდიში, ნატურალურ ციკლში გადატანაზე კი არა ინ ვიტროზე მოგწერე, ცუდად წავიკითხე )))

Posted by: makaaaa12 13 Jul 2021, 14:15
xalati
ძალიან ვწუხვარ ცუდათ რომ დამთავრდა. დაელოდეთ დრო გავიდეს და კიდევ გაიმეორეთ.
მე რატომღაც არ ვარ კარგად განწყობილი. მე მგონია რომ აცრის შემდეგ დიდი ხანი დასჭირდება ორგანიზმს აღდგენისთვის. ეს დრო კიდევ არც მაქვს.
კორონას შემდეგ კი გავიდა ჩემთან 8 თვე. ჯერ შევიკავებ თავს აცრისგან.
თვენ მე-3 ხართ ვისაც აცრის შემდეგ ცუდი შედეგი ქონდა.

Posted by: Anna-Mari 13 Jul 2021, 15:30
xalati
მადლობა ჩემო კარგო <3 ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული ვარ, მთავარია არ დანებდე და არ მოეშვა.


Posted by: Natruliiiii 13 Jul 2021, 18:08
გოგოებო, ენდოკრინოლოგს ვის მირჩევდით? ვისთან მივიდე კონსულტაციაზე.
* * *
1.3 როფორი შედეგია ტსჩ-ზე? მე ცოტა მედაბლება და იმედია არ იქნება ასე.

Posted by: nefertiti987 13 Jul 2021, 19:26
Anna-Mari
შემეშალა,ტრანსფერი პირველ ფრეშზე მქონდა მე-16 დღეს, შემდეგ ნატურალურ ციკლში რომ გავიკეთე მე-20 დღეს.ფოლატი,დ ვიტამინი,ე ვიტამინი,პროგესტერონი,დექსამეტაზონი. არ ვწოლილვარ,თავს არ ვიტვირთავდი უბრალოდ.ბლასტოები გადამიტანეს

Posted by: Liza12 13 Jul 2021, 19:30
Natruliiiii
იდეალური მაჩვენებელია .

Posted by: xalati 13 Jul 2021, 20:21
makaaaa12
ძალიან მაინტერესებს სხვების გამოცდილება აცრის მერე ინ ვიტროზე. რა ტიპის ცუდი შედეგები ქონდათ თქვენს ნაცნობებს?


Posted by: nefertiti987 13 Jul 2021, 20:31
საინტერესო შეკითხვაა, ხვალ არის დარეგისტრირებული ჩემი ქმარი ვაქცინაზე და ცოტა შევშინდი,რამდენ ხანში შეიძლება მერე ბუნებრივი ორსულობა ან სპერმაზე ხო არ იმოქმედებს?
დღეს დაკასთან ვიყავი,ჯერ ანტიფოსფოლიპიდურების ანალიზი დამინიშნა,იქვეც კეთდება თურმე

Posted by: xalati 13 Jul 2021, 21:08
nefertiti987
ჩემი ქმრის მაგალითზე დაყრდნობა არ ღირს; აცრითაც და უაცროდაც კატასტროფაა biggrin.gif

არ ვიცი დანამდვილებით, მაგრამ იქნებ 3 თვე ღირდეს მოცდა? მაგრამ აცრა ჯობია კოვიდს; მითუმეტეს დელტას. ეგ ორსულობაში რომ შეგვეყაროს, მართლა ძააან ცუდი რამე შეიძლება მოხდეს. ავიცრათ და დავიცადოთ, მე ვიტყოდი smile.gif

Posted by: nefertiti987 13 Jul 2021, 21:10
xalati
2-3 თვე ისედაც არ შეიძლება ორსულობა მედიკამენტოზური აბორტის შემდეგ,მაგრამ ზოგადად ხო არ იმოქმედებს სპერმაზე ან 6 თვემდე არ გამიზარდონ მოცდის ვადა მეშინია smile.gif

* * *
შეძენილი თრომბოფილიების ანალიზს დაზღვევა აფინანსებს? ფორმა 100 ან ექიმის მიმართვა ხო არ ჭირდება?

Posted by: Anna-Mari 14 Jul 2021, 12:04
nefertiti987
გასაგებია, გადავცემ მადლობა <3 ისე ტრანსპერის დრო როგორ განისაზღვრება, ენდომეტრიუმის მდოგომარეობით ნეტა?

Posted by: ninucanodo 14 Jul 2021, 12:13
QUOTE (nefertiti987 @ 13 Jul 2021, 21:10 )
xalati
2-3 თვე ისედაც არ შეიძლება ორსულობა მედიკამენტოზური აბორტის შემდეგ,მაგრამ ზოგადად ხო არ იმოქმედებს სპერმაზე ან 6 თვემდე არ გამიზარდონ მოცდის ვადა მეშინია smile.gif

* * *
შეძენილი თრომბოფილიების ანალიზს დაზღვევა აფინანსებს? ფორმა 100 ან ექიმის მიმართვა ხო არ ჭირდება?

მე დამიფინანსა იმედი ლ მა მხოლოდ შეძენილი ფორმა 100 საფუძველზე

Posted by: nefertiti987 14 Jul 2021, 12:39
ninucanodo
მადლობა
Anna-Mari
კი,ენდომეტრიუმს აკვირდება და ექიმი წყვეტს

Posted by: eleneeeee 14 Jul 2021, 13:25
გოგოებო გამარჯობა
გასაყიდად მაქვს ოვიტრელის ერთი მზა შპრიცი (შენახვის წესი დაცულია)
50 ლარი

Posted by: nefertiti987 15 Jul 2021, 12:38
გოგოებო,შეშინებული ვარ და მითხარით სპერმის დნმ ფრაგმენტაციაზე რა გამოცდილება გაქვთ? 22% მოუვიდა ჩემს ქმარს პასუხი,მაშინ როცა სპერმოგრამა ნორმაში იყო ხოლმე. პროფერტილის ნაცვლად,ფერტილითი ვიყიდე და იმედია,წაგვეშველება ეგეც

Posted by: me1985 15 Jul 2021, 21:37
5 დღიანი ემბრიონი მერამდწნე დღეს იწყებს მიმაგრებას?

Posted by: Taia12 16 Jul 2021, 15:29
QUOTE (me1985 @ 15 Jul 2021, 21:37 )
5 დღიანი ემბრიონი მერამდწნე დღეს იწყებს მიმაგრებას?

დაახლოებით მესამე დღეს 2kiss.gif წარმატებებს გისურვებ და დადებით პასუხს!

Posted by: me1985 16 Jul 2021, 18:04
QUOTE (Taia12 @ 16 Jul 2021, 15:29 )
QUOTE (me1985 @ 15 Jul 2021, 21:37 )
5 დღიანი ემბრიონი მერამდწნე დღეს იწყებს მიმაგრებას?

დაახლოებით მესამე დღეს 2kiss.gif წარმატებებს გისურვებ და დადებით პასუხს!

მადლობაა,
სიმპტომები არაფერი მაქვს ჯერ ალბათ ნორმაა

Posted by: Taia12 16 Jul 2021, 23:52
QUOTE (me1985 @ 16 Jul 2021, 18:04 )
QUOTE (Taia12 @ 16 Jul 2021, 15:29 )
QUOTE (me1985 @ 15 Jul 2021, 21:37 )
5 დღიანი ემბრიონი მერამდწნე დღეს იწყებს მიმაგრებას?

დაახლოებით მესამე დღეს 2kiss.gif წარმატებებს გისურვებ და დადებით პასუხს!

მადლობაა,
სიმპტომები არაფერი მაქვს ჯერ ალბათ ნორმაა

სიმპტომები ძალიან ინდივიდუალურია. ჩემთან ორჯერ მოხდა მიმაგრება და ორივეჯერ რადიკალურად განსხვავებული შეგრძნებები მქონდა, ერთხელ სიმპტომებით და მეორეჯერ საერთოდ არანაირი არაფერი )) ასე რომ მაგას არ მიაქციო ყურადღება 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: me1985 17 Jul 2021, 11:12
QUOTE (Taia12 @ 16 Jul 2021, 23:52 )
QUOTE (me1985 @ 16 Jul 2021, 18:04 )
QUOTE (Taia12 @ 16 Jul 2021, 15:29 )
QUOTE (me1985 @ 15 Jul 2021, 21:37 )
5 დღიანი ემბრიონი მერამდწნე დღეს იწყებს მიმაგრებას?

დაახლოებით მესამე დღეს 2kiss.gif წარმატებებს გისურვებ და დადებით პასუხს!

მადლობაა,
სიმპტომები არაფერი მაქვს ჯერ ალბათ ნორმაა

სიმპტომები ძალიან ინდივიდუალურია. ჩემთან ორჯერ მოხდა მიმაგრება და ორივეჯერ რადიკალურად განსხვავებული შეგრძნებები მქონდა, ერთხელ სიმპტომებით და მეორეჯერ საერთოდ არანაირი არაფერი )) ასე რომ მაგას არ მიაქციო ყურადღება 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

ტემპერატურა თუ გქონდათ, გუშინ საღამოს 37 მქონდა ,

Posted by: Liza12 17 Jul 2021, 11:41
me1985
პროგრესტერონი იწვევს ტემპერატურას

Posted by: Taia12 17 Jul 2021, 14:06
QUOTE (me1985 @ 17 Jul 2021, 11:12 )
QUOTE (Taia12 @ 16 Jul 2021, 23:52 )
QUOTE (me1985 @ 16 Jul 2021, 18:04 )
QUOTE (Taia12 @ 16 Jul 2021, 15:29 )
QUOTE (me1985 @ 15 Jul 2021, 21:37 )
5 დღიანი ემბრიონი მერამდწნე დღეს იწყებს მიმაგრებას?

დაახლოებით მესამე დღეს 2kiss.gif წარმატებებს გისურვებ და დადებით პასუხს!

მადლობაა,
სიმპტომები არაფერი მაქვს ჯერ ალბათ ნორმაა

სიმპტომები ძალიან ინდივიდუალურია. ჩემთან ორჯერ მოხდა მიმაგრება და ორივეჯერ რადიკალურად განსხვავებული შეგრძნებები მქონდა, ერთხელ სიმპტომებით და მეორეჯერ საერთოდ არანაირი არაფერი )) ასე რომ მაგას არ მიაქციო ყურადღება 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

ტემპერატურა თუ გქონდათ, გუშინ საღამოს 37 მქონდა ,

კი, დაბალი სიცხეები მქონდა, მაგრამ მაგას უფრო წამლებს ვაბრალებდი.

Posted by: საბისაბი85 18 Jul 2021, 23:28
გოგოებო როცა გადასატანად ვემზადებით ციკლის დაწყების დღიდან ენდომეტრიუმის კონტროლი როგორ ხდება? ციკლის რომელ დღეებში გვიბარებენ ექოზე?

Posted by: compte.paris75 19 Jul 2021, 11:36
QUOTE (nefertiti987 @ 15 Jul 2021, 12:38 )
გოგოებო,შეშინებული ვარ და მითხარით სპერმის დნმ ფრაგმენტაციაზე რა გამოცდილება გაქვთ? 22% მოუვიდა ჩემს ქმარს პასუხი,მაშინ როცა სპერმოგრამა ნორმაში იყო ხოლმე. პროფერტილის ნაცვლად,ფერტილითი ვიყიდე და იმედია,წაგვეშველება ეგეც

ჩემს 15% ამოუვიდა და ანდროლოგმა მითხრა არაუშავსო და რავიცი აბა...

Posted by: nefertiti987 19 Jul 2021, 11:58
compte.paris75
მადლობა <3 15-მდე კი წერია ნორმა და 22 უკვე ცოტა მაღალია მგონი

Posted by: compte.paris75 19 Jul 2021, 12:41
QUOTE (nefertiti987 @ 19 Jul 2021, 11:58 )
compte.paris75
მადლობა <3 15-მდე კი წერია ნორმა და 22 უკვე ცოტა მაღალია მგონი

სულ ოდნავ. დიდი განსხვავება არ არის. შენით გააკეთებინე თუ ანდროლოგმა გამოგიწერა? რა თქვა პასუხზე?

Posted by: nefertiti987 19 Jul 2021, 12:48
compte.paris75
ჩემმა რეპროდუქტოლოგმა დაგვინიშნა და ჯერ არ მიჩვენებია. ჩემით ანტიფოსფოლიპიდურის ანალიზები გავიკეთე და ანექსინ V არის სულ ოდნავ მომატებული გ ფორმა,კარგად ვერც გავშიფრე, ხვალ მივდივარ დაკასთან
* * *
ახლა ეხოზე მითხრეს,რომ მედიკამენტოზურის შემდეგ 4მმ ქსოვილი მაინც დარჩენილია ღრუში და ექიმმა იმედია შემდეგ ციკლზე ჩამოვაო, რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე? sad.gif ინფექციის რისკი ხომ არ არის? ან გამოფხეკა რომ დამჭირდეს რამდენად სასურველია?

Posted by: Taia12 19 Jul 2021, 19:09
ანანასთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ რამე გამოცდილება? სადღაც წავიკითხე რომ ინ ვიტროს დროს კარგია.
როგორ უნდა მიიღო,რა დოზით და ა.შ. თუ იცით სიამოვნებით წავიკითხავ

Posted by: Natruliiiii 19 Jul 2021, 20:13
გოგოებო, მოკლედ პირველი გადატანა არ გამოვიდა, დავიწყე მეორესთვის მზადება და პროგის ანალიზი გამაკეთებინა და 1.8 მაქვს მე12 დღისთვის და ამ თვეში გადატანაზე უარი მითხრეს, არადა თითქოს ლაბორატორიის მიხედვით ნორმებია, ფოლიკულური ფაზა- 0.05-0.8 და ოვულაციის ფაზა- 0.1-12 და რეალურად ოვულაციის ფაზაში გამოვდივარ ხო? ან რატომ თქვა მაღალი პროგის გამო უარი? ვერ ავახსნევინე კარგად, დრო არ იყო ამდენი. იქნ3ბ ამიხსნათ რა გთხოვთ. წინა თევს გადატანამდე 0.8 მქონდა მახსოვს კაეგად და კარგიაო.

Posted by: me1985 19 Jul 2021, 21:29
გოგოებო პროგესტერონის ნანემსრებს რით შველით , ისე მტკივა გული მიმდის და კიდე მაქვს გასაკეთებელი

Posted by: Natruliiiii 19 Jul 2021, 21:43
me1985
სპირტიანი საფენები სცადე აბა, მეც მასე ვიყავი და ცოტა მიშველა მაგან. კომბოსტოს ფურცლის დადებასაც ამბობენ გოგოები კარგიაო, ეგ არ მიცდია მე. როგორ მიდის შენი ამბები?

Posted by: me1985 19 Jul 2021, 23:29
QUOTE (Natruliiiii @ 19 Jul 2021, 21:43 )
me1985
სპირტიანი საფენები სცადე აბა, მეც მასე ვიყავი და ცოტა მიშველა მაგან. კომბოსტოს ფურცლის დადებასაც ამბობენ გოგოები კარგიაო, ეგ არ მიცდია მე. როგორ მიდის შენი ამბები?

დიდი მადლობა გავიკეთებ ხვალ აუცილებლად♥️
ხეგეს ველოდები. მეხუთე დღე მაქვს გადატანიდან

Posted by: kato17 20 Jul 2021, 01:59
ninucanodo
ფორმა 100 რა ჩაგიწერეს რის საფუძველზე იკეთებდით თრომბოფილიის კვლევას

Posted by: nefertiti987 20 Jul 2021, 07:01
kato17
ორი შეწყვეტილი ორსულობა მაგრამ არ ვიცი თუ დამიფინანსებს იმედი ლ

Posted by: ninucanodo 20 Jul 2021, 08:36
QUOTE (kato17 @ 20 Jul 2021, 01:59 )
ninucanodo
ფორმა 100 რა ჩაგიწერეს რის საფუძველზე იკეთებდით თრომბოფილიის კვლევას

ორსულობა და და სისხლოს შედედების დარღვევები

Posted by: compte.paris75 20 Jul 2021, 10:23
QUOTE (me1985 @ 19 Jul 2021, 21:29 )
გოგოებო პროგესტერონის ნანემსრებს რით შველით , ისე მტკივა გული მიმდის და კიდე მაქვს გასაკეთებელი

ადრე მასწავლა ვიღაცამ და დავიმახსოვრე

user posted image


* * *
Natruliiiii
გადატანის დღე ბუნებრივ ციკლში ითვლება ოვულაციის დღიდან. თუ 28 დღიანი ციკლი გაქვს ოვულაცია უნდა მოხდეს 14 დღეს. შენი ოვულაცია კი 12ე დღეს უკვე მომხდარი იყო (პროგი ოვულაციამდე 1 ს არ სცდება და როგორც კი ოვულაცია მოხდება 1- ზე მეტია და უფრო და უფრო იმატებს)

Posted by: neniko 21 Jul 2021, 14:23
გამარჯობათ გოგონებო , ჩემი სიტუაცია ასეთია 45 წლის ვარ და მაქვს 3 კარგი ხარისხის ემბრიონი .... და ერთ ერთი კლინიკიდან რომელიც ქართველებს არ ეკუთვნით ( დამცირებულად ვიგრძენი თავი ) მინდა წამოვიღო ემბრიონები და სად მირჩევთ მივიდე გადასატანად , წლებია ვერ გადამქონდა ოჯახური პირობების გამო ... ავადმყოფი მყავდა მოსავლელი

მირჩიეთ რამე რომ არ მოვედო უაზროდ
* * *
აგონიაში ვარ და რას ვაკეთებ არ ვიცი, მომბეზრდა უკვე ..... ისედაც ყველა მიძახის ბებერი ხარო

Posted by: საბისაბი85 22 Jul 2021, 11:46
neniko
პირველ რიგში არ ხარ ბებერი კიდევ ცხოვრება გაქვს წინ და ბედნიერიც იქნები გჯეროდეს <3 მეორე ვინც მაგას გეუბნება ალბათ იმ მიზეზით რომ გული გატკინოს ამიტომ მასეთ ადამიანებს ნუ მიაქცევ ყურადღებას არ ღირს მაგათ გამო წამის დაკარგვაც, მესმის რომ ძალიან რთულია ასე ცხოვრება მაგრამ რისთვისაც ვბრძოლობთ აი ამის გამო ღირს არ დანებება და სემდეგ დედობით ტკბობა.
კლინიკაზე ვერაფერს გირჩევ გოგოები უფრო დაგაკვალიანებს.
თუ შეგიძლია პირადი ნახე <3
* * *
Natruliiiii
პირადი ნახე <3

Posted by: eleneeeee 22 Jul 2021, 13:56
გოგოებო გასაყიდად მაქვს კლოსტილბეგიტი 10 ტაბლეტი მაგნეფარ ბ6 და ოვიტრელის მზა შპრიცი

Posted by: GeoK 23 Jul 2021, 14:44
გამარჯობათ გოგოებო, ახალი ვარ ფორუმზე თქვენს ჯგუფში. ყველას წინასწარ გისურვებთ წარმატებას .

მე ორჯერ მქონდა უკვე გადატანა. ჩემს მეუღლის სპერმის მორფოლოგია არ აქვს კარგი. მიუხედავად ამისა ორივეჯერ გამოგვივიდა კარგი ხარისხის ემბრიონი მაგრამ გამოგვივიდა მხოლოდ ერთი ემბრიონი. პირველ ცდაზე გადამიტანეს გაყინული მაგრამ ორსულობა არ დადგა. შემდეგ ერთი თვე დავისვენე , თავიდან მოხდა სტიმულაცია კვერცუჯრედების გამოტანა , ისევ გამოგვივიდა ერთი ემბრიონი კარგი ხარისხის ამჯერად გადავიტანეთ ფრეში მაგრამ
ისევ ისე არ დადგა ორსულობა საერთოდ, ხეგე ორივეჯერ 0 იყო.
ექიმმა საბოლოოდ მაინც სპერმის მორფოლოგიას დააბრალა და მირჩია იმსი მეთოდი, მაგრამ ეს მათ კლინიკაში არ აქვთ. მირჩია უკრაინა, მაგრამ მე ვნახე რომ ჟვანიას კლინიკაში აქვთ იმსი მეთოდი , და მაინტერესებს ვინმეს ხომ არ გაგიკეთებიათ ჟვანიას კლინიკაში? რომელ ექიმს მირჩევდით?

ყველას დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: nefertiti987 23 Jul 2021, 16:16
ninucanodo
რომელი სადაზღვევო გაქვთ? მე დამძიმებული სამეანო ანამნეზი ჩამიწერა დაკამ შეძენილ თრომბოფილიაზე და იმედი ლ-მა არ ამინაზღაურა,რეპროდუქტოლოგიაში შედისო

Posted by: Anabeli111 23 Jul 2021, 16:18
GeoK
რამდენი აქვს მორფოლოგია?

Posted by: GeoK 23 Jul 2021, 18:37
Anabeli111
ნოლო ჰქონდა ბოლოს

Posted by: compte.paris75 23 Jul 2021, 18:42
GeoK
რანაირი მორფოლოგია? შეგიძლია დადო ანალიზის პასუხები?

Posted by: ninucanodo 23 Jul 2021, 20:29
QUOTE (nefertiti987 @ 23 Jul 2021, 16:16 )
ninucanodo
რომელი სადაზღვევო გაქვთ? მე დამძიმებული სამეანო ანამნეზი ჩამიწერა დაკამ შეძენილ თრომბოფილიაზე და იმედი ლ-მა არ ამინაზღაურა,რეპროდუქტოლოგიაში შედისო

იმედი ლ მა და მაგასთან ერთად კლექსანასაც მიფინანსებდა მაგის გამო

Posted by: GeoK 24 Jul 2021, 00:45
compte.paris75
სპერმის კონცენტრაცია 2.6
მოძრავი (PR + NP) 32 %
წინსვლითი (PR ) 1 %
რხევითი Mobility (NP) 31%

უძრავი ( IM) 66%
მორფოლოგია <1 %
მ.ს.კ. 0.8 M/ml
სიჩქარე <5
სპერმატოზოიდი # 14.8 M
მოძრავი სპერმატოზოიდი 4.7 M
წინსვ. მოძრავ. სპერმატ. 0.1 M

Posted by: nefertiti987 24 Jul 2021, 12:51
ninucanodo
დაზღვევის რომელი პაკეტი გაქვთ შეგიძლიათ მითხრათ? მეც იმედი ლ მაქვს,L2 პაკეტი და არ დამიფინანსეს ანტიფოსფოლიპიდურები

Posted by: compte.paris75 24 Jul 2021, 18:32
GeoK
უი, არ უწერია 0%. ესეიგი რაღაც მაინც არის ნორმალური მორფოლოგიის.
იმსით საქართველოში ამ ფორუმზე არავის არ გაუკეთებია. როგორც ვიცი არ აკეთებენ. კარგად გაარკვიე. არ გატარონ და ბოლოს იქსი არ შემოგთავაზონ. დიდი სხვაობაა ფასებში? რა ფასები გითხრეს იქსიზე და იმსიზე?
თორემ ისე კარგი იქნებოდა. მე საფრანგეთში მაქვს გაკეთებული.

Posted by: neniko 24 Jul 2021, 23:01
გოგონებო ერთი წარუმატებელი ინვიტრო მაქვს განაკეთები ... შეგნებულად არ ვამბობ სად... ძალიან ცნობილ კლინიკაში .. როდესაც ვიკეთებდი არაფერი უკითხავთ , რა მქონდა დარღვევა .. არც რაღაც თრომბები ვითარდება საშვილოსნოს კედელზეო აქ წერენ ( ჟანგბადს კეტავს ნაყოფისთვისო) , არც გლუკოზა ( თვითონ აღმოვაჩინე მაღალი მქონია ) , არც ჩიყვზე არაფერი საერთოდ , არც ანტისხეულები. ფოლიკულები მქონდა ცოტა და ასაკიანი ხარო და ეგ იყო დაიდეს მიზეზი.
იქნებ და მკურნალობის შედეგად წამოსულიყო ეს ფოლიკულები . ტირილით და ნერვების გლეჯვით მე თვითონ რუსულ ფორუმებზე კითხვით შევისწავლე საკითხი და მივედი ენდოკრინოლოგთან და წამოვიყვანე ფოლიკები . აქ კლინიკაში კიდე დონორი და დონორი აკერიათ პირზე... მოვაგროვე 4 ემბრიონი კარგი ხარისხის და მივიდა საქმე გადატანამდე და კიდე დონორიო დაიძახეხ როგორც კი დამინახეს ... იქნებ გამოვიდეს და გამომართლოს , იმედის ნაპერწკალსაც მიქრობენ ... ან რად ამომიღეს , თან ხომ მიიღეს კარგი ემბრიონები .. ვერ ვგებულობ

Posted by: Anabeli111 24 Jul 2021, 23:08
neniko
მოკიდეთ თქვენს ემბრიონებს ხელი და გადაიტანეთ სხვა კლინიკაში, თუ ნდობა არ გაქვთ კლინიკის და ექიმის ♡ წარმატებას გისურვებთ ♡
* * *
მოკლედ, გოგოებო, ასეთი მდგომარეობაა.
მაქვს 4 შეწყვეტილი ორსულობა (2 ღრუში დადასტურებული: ერთი - 8.4 კვირაზე შეწყვეტილი, მეორე -6.5-ზე - ყვითრი გაიზარდა არანორმალურად (9მმ იყო დღეს). ანალიზები ყველაფერი მქონდა ნორმა, გარდა ტსჰ-სა, რომელიც ჯერ 2.01 მოვიდა, 2 კგირაში 6.8, მეორე დღეს 1.8 და 6 დღეში 4.10 .. მაქვს თრომბოფილია, პაი1 4გ5გ, ვიღებდი ფრაქსის და კოაგულოგრამა და დე დიმერი იყო ძალიან კარგი.
მეუღლის სპერმა, ექიმის თქმით, არის ნორმალური. პასუხში ეწერა ნორმალური მორფოლოგია 4%.

ახლა ვაპირებთ შოთასთან გადაკონტროლებას. ექიმმა შემოგვთავაზა გენეტიკოსის ჩართულობა. ვისაც გენეტიკოსთან კონსულტაცია გაგივლიათ, რა გზებს მთავაზობს? მეშინია არ მითხრას, ერთად სულ არ გეყოლებათ შვილებიო..

ინ ვიტროსაც განვიხილავ. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია შანსი, რომ ინ ვიტროს დროს კარგი ხარისხის ემბრიონები მივიღოთ? თუნდაც ამ მორფოლოგიით. ან სანამ არ შეიძლება დაორსულება, რითი შემიძლია დავეხმაროთ ორგანიზმს..

ბოლოს ემბრიონის ხარისხს დაბრალდა, რადგან ანალიზებში არაფერი დარღვევა არ ჩანდა.

დანიშნულება: 1.ლუთეინა 200მგ-ანი 2ჯერ დღეში ოვულაციიდან. დავამატე მერე 2 დუფა.
2. კარდიომაგნილი 75-იანი ციკლის დასრულებიდან.
3. დე ვიტამინი
4. ფოლატი
5. დადებითი ხეგედან ფრაქსიპარინი 0.4იანი
6. მეთიპრედი 1 ცალი.

Posted by: neniko 24 Jul 2021, 23:32
ჩემი 4 წლიანი გამოცდილებით მინდა გითხრათ რომ თქვენი ემბრიონები არის ის როგორც იკვებებით . კვება !!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ეს არის მთავარი , თან ორ კვირიანი კი არა საერთოდ წესი უნდა იყოს ... ბუნებასთან ახლოს მდგომი პროდუქტი , რასაც გვაძლევს ბუნება ამას პლიუს ბევრი წყალი და ვიტამინები , მიკრონ 5 , ქოენზიმ Q10 , დ, ფოლიუმი . ასევე ციკლის დღეების დარეგულირება -გასწორება - ჰორმონით , და ვარჯიში . პური არა ან ცოტა. რეგულირება ჰომა ინდექსის და ინსულინის ეს არის მთავარი . ნახეთ თუ არ გამოსწორდება 2-3 თვეში თქვენი ემბრიონის ხარისხი ( თუ მამაკაცი წესრიგშია ) და კიდე არანაირი მაღაზიის ტკბილეული და კონსერვატი . პირადი გამოცდილებით ... თავიდან ჭირს ამის დაცვა მაგრამ შემდეგ მოგეწონებათ

Posted by: GeoK 24 Jul 2021, 23:44
compte.paris75


კიი მართალი ხართ, რატომღაც ამერია მორფოლოგია , კი მითხრეს რომ ამ
პროცენტიტაც გამოვაო, მაგრამ მხოლოდ იმსი მეთოდითო. კი გადავამოწმე და გავარკვიე , საქართველოში არ არის ეს აპარატი. მე უკრაინაში მითხრეს.
ამ ორი წარუმატებელი ინვიტროს მერე კიდევ მაინც მივედით ანდროლოგთან, შოთა ნიშნიანიძესთან, ანალიზები აუღო სისხლის რაც საჭირო იყო ვირუსებზე და ყველაფერზე , წესრიგში ჰქონდა. ეხოც გადაუღო და ეხოზე ცვლილებები ჰქონდა, და ასე უთხრა ერთი თვე უნდა იმკურნალო მაინცო , და დაუნიშნა რაღაც ანტიბიოტიკები და კიდევ სხვა წამლები. და ამ მკურნალობის შემდეგ შეიძლება მივცეთ მასტიმულირებელი დანამატები და ვიტამინებიო , 3 თვე მაინც უნდა დალიოსო რომ რაღაც ცვლილება მისცესო.
თქვენ საფრანგეთში რომელ
კლინიკაში გაიკეთეთ შეგიძლიათ მითხრათ ? და იმსი მეთოდით გამოგივიდათ? დიდი მადლობა წინასწარ გამოხმაურებისთვის.

Posted by: Anabeli111 24 Jul 2021, 23:48
GeoK
რა დაუჯდა მეუღლეს ეგ ყველა ანალიზი შოთასთან?

neniko
ჰომა და ციკლიც წესრიგშია. კატასტროფულად ცუდად არ ვიკვებებოდით და ახლა უფრო მეტად მივაქცევთ ყურადღებას ორივე ♡

Posted by: GeoK 24 Jul 2021, 23:52
neniko

აუცილებლად უნდა გადაემოწმათ ენდროკრინოლოგიური პრობლემები, მე ენდროკრინოლოგთან გადამამისამართეს თავის დროზე , ანტისხეულები მქონდა მაღალი და ვიმკურნალე
მაგაზეც , და ასევე გლუკოზა და ინსულინი, ჰისტეროსკოპიაც გავიკეთე წინასწარ პოლიპები მქონდა მცირე , მას შემდეგ რაც მკურნალობა ჩავიტარე და დარეგულირდა, მხოლოდამის შემდეგ მოხდა ემბრიონის გადატანა.

სჯობს თქვენი ემბრიონებით ნორმალურ კლინიკაში გადახვიდეთ , თუ გაქვთ კარგი ემბრიონები რატომ გელაპარაკებიან ისევ დონორზე .
ასაკი რა შუაშია, იმდენი გამიგია რომ ასაკიანებიც ჩვეულებრივად ორსულდებიან ინვიტროს საშუალებით.
იმედი არ დაკარგოთ, ყველაფერი გამოგივათ ღვთის წყალობით.
* * *
Anabeli111

დაახლოებით 700- 800 ლარამდე.

Posted by: ninucanodo 25 Jul 2021, 00:17
QUOTE (nefertiti987 @ 24 Jul 2021, 12:51 )
ninucanodo
დაზღვევის რომელი პაკეტი გაქვთ შეგიძლიათ მითხრათ? მეც იმედი ლ მაქვს,L2 პაკეტი და არ დამიფინანსეს ანტიფოსფოლიპიდურები

თავდაცვის საბაზისო 2 წლის უკან

Posted by: compte.paris75 25 Jul 2021, 08:40
GeoK
კი კი მასეა. სამი თვეა საჭირო სპერმის განახლებისთვის.

იმსი მეთოდით კი გამომივიდა მაგრამ მომეშალა. მაინც არ იყო ემბრიონი თავის სიმაღლეზე. მე გავიკეთე დიაკონესში.

user posted image

Posted by: neniko 25 Jul 2021, 20:54
ძალიან ბევრის დაწერა მომივიდა ამ საკითხზე და ბოდიში რა .... მაგრამ თუ ვინმემ იცით როგორ ხდება ემბრიონების გადატანა ერთი ქალაქიდან მეორეში ( საქართველოში ) მითხარით რა , თუ არის სპეც სატრანსპორტო საშუალება , ხარისხზე ხომ არ იმოქმედებს .. რომ მითხრან შენ წამოიღეო როგორი გასარისკია , თუ გსმენიათ რამე

Posted by: compte.paris75 25 Jul 2021, 22:45
neniko
იმ კლინიკაში სადაც გინდა გადატანა მიხვალ ლაბორატორიაში და სთხოვ აზოტით სავსე თერმოსს. გეტყვიან რამდენი საათისთვის სამყოფი აზოტი დასჭირდება. მიიტან ამას ძველ კლინიკაში (განცხადებას დაგაწერინებენ მასალის გატანაზე) და ჩაგიდებენ თერმოსში. წინასწარ გააფრთხილე მაინც ძველი ლაბორატორია.

Posted by: neniko 26 Jul 2021, 11:29
compte.paris75
პროცედურა გასაგებია , მე მეშინია რომ 5 საათიანმა მგზავრობამ მასალა არ დააზიანოს , ყველგან გზებს აკეთებენ ......

Posted by: tatamais209 29 Jul 2021, 08:13
გოგოებო გამარჯობა როგორ ხართ? მე გავიკეთე ქეთისან ინვიტრო ეხლა ველოდები მომავალ კვირას რომ ხეგეს ანალიზი ჩავაბარო.გადატანის მე-5 დღეს მქონდა ვარდისფერი გამონადენი ორი დღის განმავლობაში.ექიმს რომ დავურეკე მითხრა კარგის ნიშანიაო ცოტა დავწყნარდი,მაგრამ რამდენიმე დღეა გასული მას შემდეგ და წუხელ ვაგინალურ აბს რომ ვიკეთებდი სპეციალური რაღაც რომ მოყვება ჯოხივით იმით ბოლოში მუქი ვარდისფრად თუ ოდნავ მოყავისფროდ რაღაც გამოყვა ამ ჯოხს.ახლა რომ ავდექი ცოტა მუქი ვარდისფერი გამონადენი ჩამომივიდა.ლუთეინას ვაგინალურ აბებს ვიკეთებ და მაგ სანთელა ხომ არ შეუძლია რომ გამოიწვიოს მსგავსი რამ? ძალიან მეშინია ჩემთვის ეს უკვე მესამე ინვიტროს მცდელობაა და ისე ვნერვიულობ წინა ორი მიემაგრა მაგრამ მერე შეწყდა.რამე მითხარით რაა ან დამარიგეთ.გუშინ საკვერცხეების ტკივილი დამეწყო ციკლის მოსვლისას რომ იცის ხოლმე ზუსტად ისე და ეხლაც მტკივა.სხვა დანარჩენი არაფერი შეგრძნებები არ მაქვს.წინებზე მკერდი მტკიოდა ხოლმე ეხლა ეგეც არ მტკივა.არც კი ვიცი რა ვიფიქრო

Posted by: GeoK 29 Jul 2021, 12:49
compte.paris75

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: kapela_nino 29 Jul 2021, 21:48
tatamais209
კარგის ნიშანია, თუ ბევრი წამოგივა ყავისფერი გამონადენი დაურეკე ექიმს და ისე როცა ემაგრება მაგ დროს იცის საკვერცხეების ტკივილი და ვარდისფერი ან ყავისფერი გამონადენი,მთავარია მუცელი არ გტკიოდეს , მე მქონდა ესეთი შეგრძნებები და კიდეც გავაჩინე

Posted by: tatamais209 29 Jul 2021, 22:32
kapela_nino
არა მუცელი არ მტკივა მარტო საკვერცხეები.დილის შემდეგ აღარც გამონადენი არ მაქვს.ისე მეშინია ისეთ განცდებში ვარ. თითქოს აქამდე ისე მოვედი რომ არ ვფიქრობდი და ეხლა რაც ცოტა რჩება უკვე ძაან ავნერვიულდი. ხო კიდე წელიც მტკივა და ესეც იცის ალბათ ხომ? მადლობა გამხნევებისათვის ❤️❤️

Posted by: Taia12 30 Jul 2021, 13:24
წარმატებებსა და დადებით პასუხს გისურვებ 2kiss.gif

Posted by: maiko2610 30 Jul 2021, 20:20
გამარჯობათ გოგოებო.. კოვიდ აცრასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ.. აცრის მერე 1 თვე არ შეიძლებაო მე ასე მითხრეს.

Posted by: compte.paris75 31 Jul 2021, 15:26
maiko2610
მე ერთი კვირა ვიცი სხვა პაციენტის გადმოცემით.
* * *
თავისმა ექიმმა უთხრა. ძალიან ცნობილი ექიმია.

Posted by: ninunin 31 Jul 2021, 16:31
tatamais209
როდესაც ორსულობის ალბათობაა, ლუთეინას აპლიკატორის(ჯოხის)ხმარება არ შეიძლება, თითით უნდა ქნათ
,წარმატებები

Posted by: tatamais209 31 Jul 2021, 17:41
ninunin
ვაიმე მადლობა რჩევისთვის არადა ექიმს რომ ვკითხე მაგ ჯოხზე პრობლემა არააო.აუ ეხლა მაგაზე დამეწყება შიშები.ორშაბათს ვარ დაბარებული ხეგეზე ისე მეშინია უკვე ვეღარ ვიძინებ

Posted by: ninunin 31 Jul 2021, 22:22
tatamais209
რა ვიცი ,სპეც აფრთხილებენ ხოლმე ყიდვისას, თუ ორსულად ხართ აპლიკატორის ხმარებას მოერიდეთო
შეიძლება არცარაფერი იყოს საშიში, უბრალოდ იცოდე სხვა დროს

Posted by: kapela_nino 1 Aug 2021, 12:52
tatamais209
რამდენ დღიანი გადაიტანე და მერამდენე დღეა. ბლასტის შემთხვევაში მე8 დღეს შეიძლებ აჩვენოს ტესტმა

Posted by: takotatuli1989 1 Aug 2021, 13:08
maiko2610
რევაზ ბოჭორიშვილმაც 1 კვირა თქვა

Posted by: GeoK 2 Aug 2021, 00:16
გამარჯობათ ყველას , maiko2610
ეს საკითხი მეც მაინტერესებს, თქვენ გაიკეთეთ აცრა უკვე თუ აპირებთ? თითქოს ამბობენ აცრის მერე ინვიტროსთვის შეიძლება მაჩვენებლები არ იყოს კარგიო და 6 თვემდე უნდა დაიცადოთო. მე ვფიქრობ აცრის გაკეთებას და შემდეგ ისევ დაგეგმვას ინვიტროს.

Posted by: tatamais209 2 Aug 2021, 00:45
kapela_nino
5 დღიანი გადამიტანეს დილაზე მივდივარ ხეგეზე.საერთოდ არ მიძინია უკვე 2 ღამეა. ხვალინდელი დღის მეშინია. საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ იმედია ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: maiko2610 2 Aug 2021, 01:01
QUOTE (GeoK @ 2 Aug 2021, 00:16 )
გამარჯობათ ყველას , maiko2610
ეს საკითხი მეც მაინტერესებს, თქვენ გაიკეთეთ აცრა უკვე თუ აპირებთ? თითქოს ამბობენ აცრის მერე ინვიტროსთვის შეიძლება მაჩვენებლები არ იყოს კარგიო და 6 თვემდე უნდა დაიცადოთო. მე ვფიქრობ აცრის გაკეთებას და შემდეგ ისევ დაგეგმვას ინვიტროს.

მე თავს ვიკავებ, იმიტომ რომ კვლევები არ დევს ზოგადად რა გავლენას ახდენს ფერტილობაზე, მაგრამ ამას რატომღაც აიგნორებენ.. ექიმი ამაზე არაფერს ამბობს. არ დევს ანუ არვიცით რა პრობლემები შეიძლება იყოს აცრის მერე, ისედაც პრობლემები გვაქვს მითუმეტეს შვილოსნობასთან

Posted by: ninucanodo 2 Aug 2021, 10:38
QUOTE (tatamais209 @ 2 Aug 2021, 00:45 )
kapela_nino
5 დღიანი გადამიტანეს დილაზე მივდივარ ხეგეზე.საერთოდ არ მიძინია უკვე 2 ღამეა. ხვალინდელი დღის მეშინია. საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ იმედია ყველაფერი კარგად იქნება

წარმატებები უფლის ნებით ყველაფერი გამოგივა

Posted by: Tsitsi.la 2 Aug 2021, 23:12
გოგოებო ყველას მოგესალმებით და ყველას გისურვებთ მალე აიხდინოთ თქვენი ნატვრა და აუცილებლად ყველა გახდებით დედები.

ახალ კითხვა მქვს ვინც ერკვევით კარგად ამ საკითხში, როდესაც ინვიტროთი ხდება კვერცხუჯრედების გამაყოფიერება, რამდენად არის შესაძლებელი რომ
ყველა ერთი სქესი იყოს? იქსების და იგრეკების თეორია მეც ვიცი, უბრალოდ ხელოვნურის დროს როგორ არის ეგ მაინტერესებს smile.gif

Posted by: kapela_nino 2 Aug 2021, 23:32
tatamais209
Ra qeni chaabre xege? Pasuxi ggvagebine ra

Posted by: civilistka 3 Aug 2021, 19:03
გოგოებო, გამარჯობა. ვინმე ხომ არ ყიდით კლექსანის მულტიდოზას, ან ხომ არ იცით, სადმე შეიძლება ყიდვა? ასევე, ვინმეს ხომ არ შეუძლია თურქეთიდან ჩამოტანა? მადლობა.

Posted by: Liliko1 4 Aug 2021, 00:46
გამარჯობა ყველას,,მე ძველი წევრი ვარ , თავი შემოვყავი 2 წუთით. ყველას წარმატებას და სიხარულს გისურვებთ❤️

Posted by: kapela_nino 4 Aug 2021, 01:41
გოგოებო თურქეთის აფთიაქის რეკვიზიტები თუ იცით მითხარით , რამდენი დღით ადრე უნდა დავუკავშირდე და სხვა რა არის საჭირო

Posted by: kiskisa555 4 Aug 2021, 11:06
გამარჯობათ გოგოებო ყველას აგიხდინოთ თქვენი სურვილები მაინტერესებს ბათუმში დოღან ბეისთან ვინმეს გაგიჯეთებიათ ინ ვიტრო და იმ კლინიკაში თუ განიხილავენ დონორებს

Posted by: ტასუნა 4 Aug 2021, 15:47
ყველას მოგესალმებით და წარმატებებს გისურვებთ smile.gif სტიმულაციიდან შემომრჩა მენოპური 600 ორი ცალი, ფასი-150 ლარი (ერთი ცალი) თუ ვინმეს გჭირდებათ ახლო მომავალში შემეხმიანეთ.ვადა-09. 2021

Posted by: compte.paris75 4 Aug 2021, 21:36
QUOTE (kapela_nino @ 4 Aug 2021, 01:41 )
გოგოებო თურქეთის აფთიაქის რეკვიზიტები თუ იცით მითხარით , რამდენი დღით ადრე უნდა დავუკავშირდე და სხვა რა არის საჭირო

იქნება გამოგადგეს რომელიმე. აქ დადეს ადრე გოგოებმა. მე პირადად არცერთი არ მიცდია.

როგორც მივხვდი ყველაზე ახლოს პირველია, სარფთან

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: kiskisa555 4 Aug 2021, 22:03
გამარჯობათ გოგოებო ყველას აგიხდინოთ თქვენი სურვილები მაინტერესებს ბათუმში დოღან ბეისთან ვინმეს გაგიჯეთებიათ ინ ვიტრო და იმ კლინიკაში თუ განიხილავენ დონორებს

Posted by: neniko 5 Aug 2021, 16:56
მეც მაინტერესებს ბათუმში ..... ისრაელის ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრი BIRTH-ი ბათუმში
ეს კლინიკა თუ იცით და რამდენად კარგია ? ექიმები ისრაელიდან არიან აქ ვითომ ?

Posted by: compte.paris75 5 Aug 2021, 20:32
QUOTE (Liliko1 @ 4 Aug 2021, 00:46 )
გამარჯობა ყველას,,მე ძველი წევრი ვარ , თავი შემოვყავი 2 წუთით. ყველას წარმატებას და სიხარულს გისურვებთ❤️

როგორ ხარ? მეორეს რომ არ აპირებ?

Posted by: madomoda 5 Aug 2021, 22:15
გამარჯობათ თუ ვინმეს აქვს კლექსანი ან ფრაქსიპარინი 0.4. კრინონ ჟელე 8 % ან ვასკლორი.შევიძენ შეღავათიან ფასში.

Posted by: neniko 6 Aug 2021, 12:31
კიდევ ერთხელ გამარჯობათ ...... ვერ გადავწყვიტე და ცუდად ვარ მართლა ძალიან ვწვალობ ..... საბოლოოდ ვერ გავიგე სად სჯობს ინვიტროს გაკეთება ქ.თბილისში რა თქმა უნდა, არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა ჩამოყალიბება . რომელ ექიმს მირჩევთ ? ტანჯვაა ის ეხლა რაც ჩემს თავს ხდება

Posted by: compte.paris75 6 Aug 2021, 23:12
neniko
მე როცა ვეძებდი ანის და ქეთის შორის ქეთი ვარჩიე. ყველას თავისი ექიმი მოსწონს. სხვებიც გამოჩნდებიან და დაწერენ

Posted by: compte.paris75 11 Aug 2021, 16:29
წამლები გადავახარისხე და ვიპოვე ვადაგადაცილებული წამლები.
ჩუქდება სასწრაფოდ:
- მენოტროფინი - იგივე მენოპური (ვადა გაუვიდა ივნისში),
- დეკაპეპტილი (ვადა გაუვიდა აპრილში),
- კრაინონი (ვადა გაუვიდა იანვარში),
- გონალ ფ
როგორც ვიცი რამოდენიმე თვე გადაცილება არაფერია. თუ დაგაინტერესებთ ტერიტორიულად ვარ ვაჟაზე.

user posted image

user posted image
* * *
Pergoveris

user posted image

Posted by: KH01 16 Aug 2021, 09:11
გამარჯობა გოგოებო
ისე ვარ, ძლივს მოვედი აზრზე. ვემზადებოდი ინვიტროსთვის, სტიმულაციას დაემორჩილა 2 ფოლეკული, ორივეში აღმოჩნდა კვერცხუჯრედი, მაგრამ განაყოფიერდა 1, ეს 1 უნდა მისულიყო 5 დღემდე და შემდეგ გაგვეყინა. 5 დღემდე კი მივიდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ იყო განვითარება 5 დღის შესაბამისი, არ დაიყო. ექიმმა აზრი არ აქვს არც გაყინვას და არც გადატანასო, შანსი ფაქტობრივად არ არსებობსო.
გაყინვას იმიტომ ვგეგმავდი, რომ ლაპაროსკოპია გამეკეთებინა. მაქვს დაბალი ანტიმიულერი, ასაკი 28.
აი უკვე აღარ ვიცი რა უნდა ვქნა და როგორ. ექიმმა სხვა პროტოკოლით ვცადოთო sad.gif ძალას ძლივს ვიკრებ. 1 ფოლეკულა ისედაც მოდის და სკდება ყოველთვე, ამხელა სტიმულაციას რა აზრი ჰქონდა.
თქვენი გამოცდილებით რა სჯობს? რა შეიძლება გავაკეთო

Posted by: compte.paris75 16 Aug 2021, 10:48
KH01
ლაპარასკოპია რატომ გჭირდება?
რამდენი გაქვს ანტიმიულერი?

ერთი ის არ მომეწონა რომ 5 დღემდე მიიყვანეს ერთადერთი ემბრიონი. უნდა 2 ან 3 დღიანი გაეყინათ ან 2-3 დღიანი გადაეტანათ მიუხედავად საშვილოსნოს მდგომარეობისა (თუ რამე ძალიან სერიოზული პრობლემა არ გვაქვს)

Posted by: KH01 16 Aug 2021, 11:24
QUOTE (compte.paris75 @ 16 Aug 2021, 10:48 )
KH01
ლაპარასკოპია რატომ გჭირდება?
რამდენი გაქვს ანტიმიულერი?

ერთი ის არ მომეწონა რომ 5 დღემდე მიიყვანეს ერთადერთი ემბრიონი. უნდა 2 ან 3 დღიანი გაეყინათ ან 2-3 დღიანი გადაეტანათ მიუხედავად საშვილოსნოს მდგომარეობისა (თუ რამე ძალიან სერიოზული პრობლემა არ გვაქვს)

0.33 მაქვს ანტიმიულერი, მილების გამოკვლევაში მარჯვენა მხარეს ჰიდროსაპლინქსი ფიქსირდება და ამიტომ დიაგნოსტიკური მირჩიეს, სერიოზული არაფერი უნდა იყოსო, ვადიმმა შესაძლოა კედელია თხელიო, სპაზმს იწვევს და მიმაგრებაში ხელს უშლისო. მარცხენა კარგად გამტარი მილია, მარჯვენა სუსტად, უშუალოდ საშვილოსნოს რამე პრობლემა სხვა მხრივ არ აქვს.
რატომ გადაწყვიტა 5 დღიანის გაყინვა არ ვიცი :/ ჩავთვალე რომ ეგრე ხდება ზოგადად. ანუ შესაძლოა 3 დღიანის შემთხვევაში გაემართლებინა ამ ემბრიონს?

Posted by: compte.paris75 16 Aug 2021, 16:31
0.33 ზე კი მასე წამოვა, ერთი ან ორი ცალი. სტიმულაცია აუცილებლად გინდა რომ ის ერთი მაინც აუცილებლად იყოს ზრდასრული (მწიფე). იმიტომ რომ დომინანტი კი გაქვს ბუნებრივად მაგრამ როგორი დომინანტი? თუ შენი დომინანტი ბუნებრივად 14 მმ-ზზე მეტი არ იზრდება, გინდ ყოფილა გინდ არა რა აზრი აქვს ეგეთ ყოფნას. არაფერი გამოვა თუ კაი მწიფე არ არის და ვერც გასკდება ნორმალურად.
მეც ცოტა მომდიოდა ყოველთვის - სამი ან ოთხი. საფრანგეთში ვიკეთებდი. იქ სამდღიანებს მიყინავდნენ. როცა ცოტაა, დიდხანს არ აჩერებენ. როცა 15 და 20 ცალია მაშინ კი მიყავთ 5 დღემდე.
მე ყოველთვის გადამქონდა 2 ან სამდღიანი. მეუბნებოდნენ ასე უფრო აქვს შანსიო, თორემ თუ 5 დღეს დაველოდეთ შეიძლება გადასატანი აღარაფერი დარჩესო. ესეიგი შანსი მაინც ქონდათ.
* * *
ჩემი აზრით მოიწესრიგე რაც საჭიროა მალე და ფრეში სამდღიანები გადაიტანე. იქნება შემდეგ ცდაზე ორი ერთად მიიღო. სხვადასხვა თვეში სხვადასხვა შედეგებია, ყოველთვის ერთნაირად არ მოდის ფოლიკები.

Posted by: KH01 16 Aug 2021, 16:52
QUOTE (compte.paris75 @ 16 Aug 2021, 16:31 )
0.33 ზე კი მასე წამოვა, ერთი ან ორი ცალი. სტიმულაცია აუცილებლად გინდა რომ ის ერთი მაინც აუცილებლად იყოს ზრდასრული (მწიფე). იმიტომ რომ დომინანტი კი გაქვს ბუნებრივად მაგრამ როგორი დომინანტი? თუ შენი დომინანტი ბუნებრივად 14 მმ-ზზე მეტი არ იზრდება, გინდ ყოფილა გინდ არა რა აზრი აქვს ეგეთ ყოფნას. არაფერი გამოვა თუ კაი მწიფე არ არის და ვერც გასკდება ნორმალურად.
მეც ცოტა მომდიოდა ყოველთვის - სამი ან ოთხი. საფრანგეთში ვიკეთებდი. იქ სამდღიანებს მიყინავდნენ. როცა ცოტაა, დიდხანს არ აჩერებენ. როცა 15 და 20 ცალია მაშინ კი მიყავთ 5 დღემდე.
მე ყოველთვის გადამქონდა 2 ან სამდღიანი. მეუბნებოდნენ ასე უფრო აქვს შანსიო, თორემ თუ 5 დღეს დაველოდეთ შეიძლება გადასატანი აღარაფერი დარჩესო. ესეიგი შანსი მაინც ქონდათ.
* * *
ჩემი აზრით მოიწესრიგე რაც საჭიროა მალე და ფრეში სამდღიანები გადაიტანე. იქნება შემდეგ ცდაზე ორი ერთად მიიღო. სხვადასხვა თვეში სხვადასხვა შედეგებია, ყოველთვის ერთნაირად არ მოდის ფოლიკები.

მადლობა, გავითვალისწინებ. აქამდე დაკვირვებებით ოვულაცია სულ მქონდა, ანუ ის 1 იზრდება და სკდება თავისით, მაგიტომ ვერ მივხვდი ძლიერი სტიმულაციის აზრს . ფრეშად გადატანას რაც შეეხება გინეკოლოგი მეუბნება, რომ ლაპაროსკოპია რეზერვს ამცირებს. ფრეშად თუ გინდა გადავიტანოთო, მაგრამ არის შანსი არ გამოვიდეს ჰიდროსაპლინქსის გამოო. ვადიმი კიდევ ამბობს, რომ რეზერვი არ მცირდება, მე საკვერცხეს არ ვეხებიო, ჰო და დავიბენი ცოტა.
მეშინია ამ ლაპაროსკოპიამ კიდევ არ შეამციროს რეზერვი და მერე საერთოდ არ წამოვიდეს ფოლეკულები sad.gif

Posted by: compte.paris75 16 Aug 2021, 17:18
ვაძიმი კარგი სპეციალისტია. შენს ადგილზე ბოჭორიშვილთანაც გადავამოწმებდი. ძალიან ბევრ კარგს ამბობენ, თუ მისწერ გიპასუხებს. საფრანგეთშია მაგრამ არ დაიზარებს პასუხს, ყველას ეხმარება. კიდევ ერთი აზრიც მოისმინე. რეზერვის ამბავი მნიშვნელოვანია. მე არასოდეს მიმიწერია მაგრამ გოგოები ამბობდნენ ძალიან გულისხმიერიაო.
Dhea ს თუ სვამ? ვიტამინებზე აღარ გეკითხები ალბათ სვამ უკვე.

Posted by: KH01 16 Aug 2021, 18:38
QUOTE (compte.paris75 @ 16 Aug 2021, 17:18 )
ვაძიმი კარგი სპეციალისტია. შენს ადგილზე ბოჭორიშვილთანაც გადავამოწმებდი. ძალიან ბევრ კარგს ამბობენ, თუ მისწერ გიპასუხებს. საფრანგეთშია მაგრამ არ დაიზარებს პასუხს, ყველას ეხმარება. კიდევ ერთი აზრიც მოისმინე. რეზერვის ამბავი მნიშვნელოვანია. მე არასოდეს მიმიწერია მაგრამ გოგოები ამბობდნენ ძალიან გულისხმიერიაო.
Dhea ს თუ სვამ? ვიტამინებზე აღარ გეკითხები ალბათ სვამ უკვე.

დიდი მადლობა, კი ვფიქრობდი სხვასთან კონსულტაციასაც. უშუალოდ მაგას არ ვსვამ. პროფერტილს ვსვამდი, ახლა გრავიდა დე 3 და ფოლიუმი მაქვს დანიშნული

Posted by: compte.paris75 16 Aug 2021, 19:35
ახალგაზრდები ვისაც დაბალი რეზერვი აქვს dhea უხდებათ

Posted by: KH01 16 Aug 2021, 20:35
QUOTE (compte.paris75 @ 16 Aug 2021, 19:35 )
ახალგაზრდები ვისაც დაბალი რეზერვი აქვს dhea უხდებათ

შევახსენებ ექიმს მაგასაც, რას მეტყვის

Posted by: Tea22 16 Aug 2021, 21:18
@KH01 ბიოსტერონი რომ გეცადათ? მე ძალიან კარგი შედეგი მომცა

Posted by: KH01 16 Aug 2021, 21:44
QUOTE (Tea22 @ 16 Aug 2021, 21:18 )
@KH01 ბიოსტერონი რომ გეცადათ? მე ძალიან კარგი შედეგი მომცა

შედეგი რა მხრივ გამოიხატა? არ ვიცი ბიოსტერონი, არვ ერთ გინეკოლოგს უთქვამს :/ ვნახავ აუცილებლად

Posted by: Tea22 16 Aug 2021, 22:08
სტიმულაციას სანამ დავიწყებდი მხოლოდ სამი ფოლეკულა ჩანდა, მითხრეს რომ ეს წამალი რეზერვში არსებულ ფოლეკულებს მაქსიმალურად წამოიღებდა. ერთი თვე დავლიე და მერე დავიწყეთ სტიმულაცია. ზეგ მაქვს პუნქცია, მაგრამ ექოსკოპიაზე 15 ფოლეკულას ითვლიან. ანტიმიულერი 1.53 მაქვს. კისტაზე ვარ ნაოპერაციევი და ცალი საკვერცხე ზარმაცობს ამ მხრივ .

Posted by: KH01 16 Aug 2021, 22:29
QUOTE (Tea22 @ 16 Aug 2021, 22:08 )
სტიმულაციას სანამ დავიწყებდი მხოლოდ სამი ფოლეკულა ჩანდა, მითხრეს რომ ეს წამალი რეზერვში არსებულ ფოლეკულებს მაქსიმალურად წამოიღებდა. ერთი თვე დავლიე და მერე დავიწყეთ სტიმულაცია. ზეგ მაქვს პუნქცია, მაგრამ ექოსკოპიაზე 15 ფოლეკულას ითვლიან. ანტიმიულერი 1.53 მაქვს. კისტაზე ვარ ნაოპერაციევი და ცალი საკვერცხე ზარმაცობს ამ მხრივ .

ვცდი აუცილებლად, მეც სტიმულაცია რომ დავიწყე მაშინ იყო ყველაზე ცოტა ფოლეკულა, რაც კი მქონია მგონი :/ მაგრამ FSH იყო კარგი და მაგიტომ დავიწყეთ. ჩემი მარჯვენა საკვერცხეც ზარმაცია, არც კია მხედველობაში მისაღები.
თქვენ ანტიმიულერი მშვენიერი გაქვთ, რატომ გადაწვიტეთ ინვიტრო?

Posted by: compte.paris75 16 Aug 2021, 22:55
KH01

ეგ არის dhea. ოღონდ ჩვენ პირდაპირ დჰეას ვყიდულობდით. ბიოსტერონის დასახელებით თუ იყო რამე არ ვიცოდი.

user posted image

Posted by: KH01 16 Aug 2021, 23:13
QUOTE (compte.paris75 @ 16 Aug 2021, 22:55 )
KH01

ეგ არის dhea. ოღონდ ჩვენ პირდაპირ დჰეას ვყიდულობდით. ბიოსტერონის დასახელებით თუ იყო რამე არ ვიცოდი.

user posted image

მადლობა <3 ვსერჩავ და გავერკვევი, მილიონს ვიხდიდი პროფერტილში და ეს არ უხსენებია არც ერთ ექიმს sad.gif

Posted by: MagdaLena1 17 Aug 2021, 10:14
გოგონებო, გამარჯობა. მსგავსი პრობლემა თუ გქონიათ? 5 არსებული ფოლეკულიდან სტიმულაციაზე მხოლოდ 1 მოდის, დაბარჩენები პატარები რჩები. დავიტანჯე უკვე 5ჯერ მქონდა ამოღება და სამ ემბრიოზე მეტი არ მაქვს

Posted by: KH01 17 Aug 2021, 10:54
QUOTE (MagdaLena1 @ 17 Aug 2021, 10:14 )
გოგონებო, გამარჯობა. მსგავსი პრობლემა თუ გქონიათ? 5 არსებული ფოლეკულიდან სტიმულაციაზე მხოლოდ 1 მოდის, დაბარჩენები პატარები რჩები. დავიტანჯე უკვე 5ჯერ მქონდა ამოღება და სამ ემბრიოზე მეტი არ მაქვს

9 ფოლეკულიდან ჯამში მხოლოდ 2 წამოვიდა სტიმულაციაზე, აქედან 1 განაყოფიერდა, მაგრამ 5 დღემდე ვერ მიაღწია sad.gif გოგოებმა აქ ბიოსტერონი მირჩიეს

Posted by: compte.paris75 17 Aug 2021, 13:23
MagdaLena1
ერთი და იგივე წამლებით იკეთებთ? იქნება სხვა წამალი უკეთ მოგიხდეთ?
5 კი ცოტაა ისედაც, 2 მწიფე ფოლიკულს თუ მიიღებთ 5 დან, კარგი იქნება.

Posted by: MagdaLena1 17 Aug 2021, 20:45
QUOTE (compte.paris75 @ 17 Aug 2021, 13:23 )
MagdaLena1
ერთი და იგივე წამლებით იკეთებთ? იქნება სხვა წამალი უკეთ მოგიხდეთ?
5 კი ცოტაა ისედაც, 2 მწიფე ფოლიკულს თუ მიიღებთ 5 დან, კარგი იქნება.

ძირითადად კი მენოპური გონალით. ბოლო სტიმულაციაზე შევცვალეთ ლაიფსელით და ფოსტიპურით, თუმცა იგივე შედეგი მოგვცა. რაღა გავაკეთო არ ვიცი. არადა ამხელა თანხა და სტიმულაცია ერთი პოლეკულისთვის რთულია. კარგად კი მომწოფდება ხოლმე მაგრამ ორჯერ არც იყო შიგნით კვერცხუჯრედი
* * *
თურქეთზე რას მირჩევთ რომელ კლინიკას? ფასები მაინტერესებს და მიდგომები როგორი აქვთ.ან კი აქვს აზრი წასვლას? ანტიმიულერი 0.61 ენდომეტრიოიდულ კისტაზე ნაოპერაციები ვარ და უკვე 33 წლის. ბიოსტერონი არ ვიცი, პროფერტილს ვსვამ და გავიყიდე უკვე

Posted by: Tea22 18 Aug 2021, 06:48
QUOTE (KH01 @ 16 Aug 2021, 22:29 )
QUOTE (Tea22 @ 16 Aug 2021, 22:08 )
სტიმულაციას სანამ დავიწყებდი მხოლოდ სამი ფოლეკულა ჩანდა, მითხრეს რომ ეს წამალი რეზერვში არსებულ ფოლეკულებს მაქსიმალურად წამოიღებდა. ერთი თვე დავლიე და მერე დავიწყეთ სტიმულაცია. ზეგ მაქვს პუნქცია, მაგრამ ექოსკოპიაზე 15 ფოლეკულას ითვლიან. ანტიმიულერი 1.53 მაქვს. კისტაზე ვარ ნაოპერაციევი და ცალი საკვერცხე ზარმაცობს ამ მხრივ .

ვცდი აუცილებლად, მეც სტიმულაცია რომ დავიწყე მაშინ იყო ყველაზე ცოტა ფოლეკულა, რაც კი მქონია მგონი :/ მაგრამ FSH იყო კარგი და მაგიტომ დავიწყეთ. ჩემი მარჯვენა საკვერცხეც ზარმაცია, არც კია მხედველობაში მისაღები.
თქვენ ანტიმიულერი მშვენიერი გაქვთ, რატომ გადაწვიტეთ ინვიტრო?

მეუღლის პრობლემაა, მეც მილების პრობლემა მაქვს. 10 წელია ქორწინებაში ვარ და ფეხმძიმობა არცერთხელ არ დამდგარა. 2017 წელს ვცადეთ პირველად ინ ვიტრო, მაგრამ წარუმატებელი იყო. მერე ხელი ჩავიქნიეთ, მაგრამ ახლა ისევ დავიწყეთ. დღეს მაქვს პუნქცია smile.gif ასაკი 37.

Posted by: compte.paris75 18 Aug 2021, 08:22
MagdaLena1
პროფელტილიც და ნებისმიერი სხვა პოლივიტამინიც ძალიან ძვირი ღირს, კომერციული მიზნისთვისაა შექმნილი და უნამუსო ფასს ადებენ. შემადგენლობაში სულ 5 ან 6 ელემენტია და ცალცალკე რომ იყიდო ზოგადად უფრო იაფი ჯდება.
დჰეა საკვები დანამატია და პლიუს მაგას ამატებენ. უნდა იყოს აუცილებლად ულტრამიკრონიზირებული. სხვანაირად შეითვისებს ორგანიზმიო ადრე ქეთის აქვს ნათქვამი.
user posted image
* * *
MagdaLena1
რაც შეეხება სტიმულაციის წამლებს, ყველგან ერთია. სამწუხაროდ არავინ იცის რომელი წამალი უკეთ იმოქმედებს. საცდელი ბაჭიებივით ვართ. მე გაკეთებული მაქვს რაც კი რამე არსებობს ყველაფერი. ლაიფსელი და ფოსტიპური ეტყობა ახალი დასახელებით არის რამე თორემ შემადგენლობა ერთია - fsh, lh ის სხვადასხვა ვარიანტებია ყველა. ზოგი სინთეზურია, ზოგიც უფრო სუფთა. უნდა მოისინჯოს რომელი უფრო მოსწონს შენს ორგანიზმს. ყველაზე ცუდი ამ ცდებში ის არის რომ ასტრონომიული თანხები ჯდება თორემ ჰაა, 10 წელია ამას ვიკეთებ სულ 14 ინვიტრო მაქვს გაკეთებული და ინსემინაციებს კიდევ აღარ ჩამოვთვლი. ყველაფერი გამოცადეს ჩემზე და ხმა არ ამომიღია ისე ვირჭე ყველა ჰორმონი. კიდევ კარგი საფრანგეთში დაზღვევამ მიშველა თორემ ამდენს ვერ შევძლებდი ნამდვილად.

Posted by: MagdaLena1 18 Aug 2021, 18:36
ღმერთო გვიშველე ყველას. ამ კოლოსალურ თანხასთან ერთად ეს სტრესი და იმედგაცრუება. მიკრონ 5 -ის დალევამდე LH და FსH ხომ არ უნდა გავაკონტროლოთ ჯერ?

Posted by: compte.paris75 18 Aug 2021, 20:22
QUOTE (MagdaLena1 @ 18 Aug 2021, 18:36 )
...მიკრონ 5 -ის დალევამდე LH და FსH ხომ არ უნდა გავაკონტროლოთ ჯერ?

ეს ჰორმონები ცვალებადია, ყველა თვეში იცვლება და არ ვიცი რამდენად ინფორმატიულია ერთხელ გაკეთებული. ერთი ის ვიცი რომ თუ ფსჰ 15-ზე მაღალია, იმ ციკლს ტოვებენ, არ აკეთებენ იმ თვეში სტიმულაციას.

Posted by: MagdaLena1 18 Aug 2021, 22:05
ციკლის მეორე დღეს იკეთებთ ხო მაგ ანალიზს? ძალიან ვბრაზდები ეხლა რაა, ბოლო სამი სტიმულაცია ისე გავაკეთეთ, რომ არც კი მოუთხოვია ექიმს ეგ ანალიზი და შესაბამისად სამი სტიმულაციიდან მხოლოდ ერთი ებრიონი მყავს.

Posted by: compte.paris75 18 Aug 2021, 22:48
MagdaLena1
კი, თუ სწორად მახსოვს მეორე დღეს... იქნება ყოველთვის დაბალი გქონდა ხოლმე და აღარ ჩათვალა საჭიროდ? ... ისე თუ ეჭვი გეპარება შენით რომ ჩააბარო მომავალ სტიმულაციაზე? ხო კიდევ გაიკეთებ?
ბოლოს პერგოვერისი აიჩემა ჩემმა ექიმმა, ბევრი არა მაგრამ კარგი ხარისხის ფოლიკები მოყავსო.

Posted by: MagdaLena1 19 Aug 2021, 11:00
5 ინვიტრო მაქვს გაკეთებული და მხოლოდ პირველ სტიმულაციაზე გამაკეთებინა ეს ანალიზი 9 მქონდა FსH. კი ვაპირებ სექტემბერსში სტიმულაციის დაწყებას და რა მივაშველო არ ვიცი, ეს პტოფერტილი აღარ მინდა.
ჩემი პრობლემებია: დაბალი ანტიმიულერი 0.61, მაღალი ანტი ტპო (1300 ), ცოტა დაბალი D ვიტამინი (39 ). ამ ყველაფრის ფონზე ყოველ ციკლში მოდის 5 ფოლეკული და ექიმი დონორს მთავაზობს.

Posted by: KH01 19 Aug 2021, 13:53
QUOTE (MagdaLena1 @ 19 Aug 2021, 11:00 )
5 ინვიტრო მაქვს გაკეთებული და მხოლოდ პირველ სტიმულაციაზე გამაკეთებინა ეს ანალიზი 9 მქონდა FსH. კი ვაპირებ სექტემბერსში სტიმულაციის დაწყებას და რა მივაშველო არ ვიცი, ეს პტოფერტილი აღარ მინდა.
ჩემი პრობლემებია: დაბალი ანტიმიულერი 0.61, მაღალი ანტი ტპო (1300 ), ცოტა დაბალი D ვიტამინი (39 ). ამ ყველაფრის ფონზე ყოველ ციკლში მოდის 5 ფოლეკული და ექიმი დონორს მთავაზობს.

FSH ყველა ციკლში სხვადასხვაა, ჩემი ექიმი თვლის რომ სტიმულაციის დაწყებამდე, ციკლის მე-2, მე-3 დღეს უნდა გაკეთდეს ანალიზი, თან მითხრა რომ მხოლოდ ნორმაში ყოფნა არაა საკმარისი, ანუ თუ ზედა ზღვარია 12 და პასუხი 10-11ია მაინც არ დავიწყებ სტიმულიაციასო, განსაკუთრებით დაბალი ანტიმიულერის დროს არის შესამოწმებელი ეგ ჰორმონიო.

Posted by: MagdaLena1 19 Aug 2021, 16:11
ღმერთო მიშველე, უკვე დავიბენი რაღა გავაკეთო ვისღა ვენდო.

Posted by: KH01 19 Aug 2021, 17:33
QUOTE (MagdaLena1 @ 19 Aug 2021, 16:11 )
ღმერთო მიშველე, უკვე დავიბენი რაღა გავაკეთო ვისღა ვენდო.

მეც ეგრე ვარ, ლამის მედიცინის სწავლა დავიწყო

Posted by: ninunin 19 Aug 2021, 17:50
compte.paris75
QUOTE
MagdaLena1
პროფელტილიც და ნებისმიერი სხვა პოლივიტამინიც ძალიან ძვირი ღირს, კომერციული მიზნისთვისაა შექმნილი და უნამუსო ფასს ადებენ. შემადგენლობაში სულ 5 ან 6 ელემენტია და ცალცალკე რომ იყიდო ზოგადად უფრო იაფი ჯდება.
დჰეა საკვები დანამატია და პლიუს მაგას ამატებენ. უნდა იყოს აუცილებლად ულტრამიკრონიზირებული. სხვანაირად შეითვისებს ორგანიზმიო ადრე ქეთის აქვს ნათქვამი.

პროფერტილი არ ვიცი როგორ მოქმედებს მაგრამ მსგავსი დანამტები არც მარტო მარკეტინგის ამბავია, იმაში გეთანხები რომ როდესაც წყვილი პრობლემურია და მსგავსი ვიტამინების გარდა მილიონი რამე სჭიედება ფინანსურად რთულია მაგხელა ფასები გადაიხადიო, მაგრამ პირადი გამოცდილებით ვიტყვი რომ სპონტანტანურ ორსულობას და საკვერცხე სპერმის ხარისხის გამუჯობესებას ნამდვილად უწყობს ხელს,ოღონდ როცა სერიოზულო პრობლემები არ აქვს წყვილს

Posted by: compte.paris75 19 Aug 2021, 21:57
ninunin
კომერციულს რომ ვამბობ იმას ვგულისხმობ რომ ეს კომბინაცია შექნილია უფრო იმ მომხმარებლისთვის ვისაც დაორსულების პრობლემა აქვს და იციან რომ მაინც გაეყიდებათ ამ ფასად ამ კატეგორია ხალხში. თვითღირებულებიდან ძალიან შორს არის. არც დაზღვევა ანაზღაურებს. თთორემ უპრობლემო ორსულებს ფოლიუმის მჟავას უნიშნავენ მარტო, რეცეპტით ნაზღაურდება და კაპიკები ღირს ისედაც.
სამედიცინო თვალსაზრისით რომ შეექმნათ მაშინ დაზღვევაც შეეხებოდა. არ ვიცი რამდენად სწორად გადმოვეცი ჩემი აზრი.
* * *
მე Impryl-ს ვყიდულობ, მეთილირებულ ბ ვიტამინებს შეიცავს და 30 ტაბლეტში ვიხდი 35€ და როცა წლებია სვავ (ნუ შესვენებებით) და ჩემნაირი რამდენი ყიდულობს მასე, რა ბიზნესი კეთდება წარმომიდგენია ჩვენზე.
ადრე ერთმა გოგომ ამ ფორუმზე სულ ცალ-ცალკე იყიდა ეს შემადგენელი ვიტინები და კაი იაფი გამოუვიდა. რამდენჯერ ვიფიქრე მეც ჩავუჯდე მეთქი მაგრამ უკვე აღარ მინდა აღარც ვიტამინები და აღარც არაფერი

Posted by: MagdaLena1 19 Aug 2021, 23:12
რეპროდუქტოლოგია ჩვეულებრივი მაFიაა, სხვა არაფერი, არავინ შემხვედრია ჯერ შედეგზე ორიენტირებული, ყველა ფულის კეთებაზეა გადართული.
დონორზეც კი მიფიქრია, მაგრამ საშინელებაა როცა არ იცი რამდენის დონორი იქნება კიდე.

Posted by: ninunin 19 Aug 2021, 23:21
compte.paris75
ხო აი არ ვიცი, თავს ვერ დავდებ რატომღაც მგონია რომ მოქმედებს კარგად და იქნებ ვცდები რა ვიცი biggrin.gif ხო თვითღირებულებასთან ძალიან შორს დგას არსებული ფასი, საერთოდ კატასტროფაა მაგ მხრივ და დაზღვევაც იმიტომ არ ანაზღაურებს უკონტროლოა მაფათი ფასები, ისე დჰაც ძაან ძვირია და ცალცალკე რო იყიდა იმოქმედა ?
* * *
compte.paris75
მესმის კი, მუდმივად რაღაც სვა , მერე იკეთო კიდევ მილიონი რამე სა შედეგი 0, გამძლეობას გისურვებთ და თქვენი სანუკვარი სურვილის ახდენა, მე მჭირს ხოლმე ეგრე ძნ ძვირი როცაღირს რაღაც ვფიქრობ რო უნდა გაჭრას მაგან მარა ხო როცა პროვლემაა რთულია იმის თქმა როდის რა გაჭრის, წარმატებები მოკლედ
* * *
კაი ეგ ბიოდანამატები არ ნაზღაურდება მარა უცნაური ისაა რო დაზღვევით რეპროდუქტოლოგია საერთოდ არ ნაზღაურდება ყველა სადაზღვეოს კიდია, გამრავლებაც და მასთან მდგომი თემებიც ლიმიტები ყველაზე მეტად სადაზღეო პაკეტებში ორსულობა მშობიარობაზეა მოჟმოტილი, და ყველაფერი ფინანსურად მან იჟმოტება არადა პირიქით უნდა იყოს

Posted by: adeline 20 Aug 2021, 01:00
ბიოსტერონს ჯობს მიკრონ 5 დჰეა ან ფერტინატალი. მიკრონიზებული არაა ბიოსტერონი.
ასევე საუკეთესო შედეგს იძლევა ქოენზიმ ქ 10; 25 წლის ზემოთ ჯობს მისი სუფთა და ადვილად ათვისებადი ფორმა - უბიქინოლი. ქოენზიმი უბიქინონია, რომელიც მერე ორგანიზმში უნდა გარდაიქმნას უბიქინოლად; 25 წლის ზემოთ ორგანიზმს უჭირს უბიქინონის უბიქინოლად გარდაქმნა; ამიტომ ჯობს, პირდაპირ უბიქინოლი ვიყიდოთ. საქართველოში უბიქინოლი არ იყიდება; უნდა გამოწეროთ.
პროფერტილი კარგია, თუმცა არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს მტჰფრ გენის მუტაცია, რადგან შეიცავს სინთეზურ ფოლიუმს. ვისაც მტჰფრ მუტაცია აქვს, უნდა მიიღოს ფოლატი და არა ფოლიუმის მჟავა. ამ დროს უმჯობესია კომბინაციაში მეთილირებული ბ12-ის, იგივე მეთილკობალამინის მიღება. თბილისში დეფიციტშია უკვე მეთილკობალამინი.
კვერცხუჯრედის ხარისხისთვის ნორმაში უნდა იყოს დე ვიტამინი. მიმაგრებაზე პასუხისმგებელია ბ12 და ვინც გეგმავთ, გირჩევთ ყველამ გადაამოწმოთ, თუ ექიმმა არ გითხრათ.

Posted by: compte.paris75 20 Aug 2021, 09:06
ninunin
საფრანგეთში ვიკეთებ მე და აქ 100% ით ნაზღაურდება ინვიტრო...
კი, რავი რატომ არ უნდა იმოქმედოს ცალცალკე? ... პოლივიტამინების საკვები დანამატები სტრუქტურას არ ცვლის, ანტიოქსიდანტებია და ოქსიდაციური სტრესისგან ათავისუფლებს (მე ასე გავიგე). ძალიან მნიშვნელოვანია. მასეთივე დანიშნულებისაა ფუტკრის ჟელეც. ერთი პერიოდი მაგასაც ვსვავდი. ჩემ შემთხვევაში დიდი ეფექტურობა ვერ დავინახე. მაგათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფოლიუმი. ეგ აწესრიგებს ამინირებული მჟავის გამოყოფას რაც მნიშვნელოვანია ემბრიონის უჯრედების განვითარებისთვის.

Posted by: Tea22 20 Aug 2021, 09:46
მე ვსვამდი ბიოსტერონს 1 თვე. 9 კვერცხუჯრედი მივიღეთ, აქედან 7 პირველი ხარისხის. ალბათ ყველაფერი ინდივიდუალურია, არ ვიცი.

Posted by: ninunin 20 Aug 2021, 14:31
QUOTE (compte.paris75 @ 20 Aug 2021, 09:06 )
ninunin
საფრანგეთში ვიკეთებ მე და აქ 100% ით ნაზღაურდება ინვიტრო...
კი, რავი რატომ არ უნდა იმოქმედოს ცალცალკე? ... პოლივიტამინების საკვები დანამატები სტრუქტურას არ ცვლის, ანტიოქსიდანტებია და ოქსიდაციური სტრესისგან ათავისუფლებს (მე ასე გავიგე). ძალიან მნიშვნელოვანია. მასეთივე დანიშნულებისაა ფუტკრის ჟელეც. ერთი პერიოდი მაგასაც ვსვავდი. ჩემ შემთხვევაში დიდი ეფექტურობა ვერ დავინახე. მაგათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფოლიუმი. ეგ აწესრიგებს ამინირებული მჟავის გამოყოფას რაც მნიშვნელოვანია ემბრიონის უჯრედების განვითარებისთვის.

მე ორსულობავრო დავგეგმე ყოველიშემთზვევისთვის დამინიშნა პოლოზიტოლი 3 თვე უნდა მესვა, ხოდა რო დავიწყე ბოლომდე ვერცდავლიე კურსი თვე ნახევარში დავფეხმძიმდი.მცდელობიდან, თან სპონტანურად, ჰოდა არ ვიციმაფან იმოქმედა სისწრაფით თუ ჩვენ ვიყოჩაღეთ ვერ გეტყვი...
* * *
ხოდა მაგის მერე სულ მაინტერესებს ეგ დანამატები მოქმდებს მართლა თუ მარკეტინგია, ნუ ფაქტია პრობლემური არ ვიყავი ასაკით 35 გადაცილებული მხოლოდ და ვითომმ მაგიტომ დამინიშნა ხარისხი რო კარგი ყოფილიყო საკვერცხის,არა როგორც ვხვდები ისედაც ადვილად დადგებოდა ორსულობა ჩემ შემთხვევაში

Posted by: compte.paris75 20 Aug 2021, 15:02
ninunin
თქვენ იყოჩაღეთ აბა რააა smile.gif))))))))

Posted by: ტრანსსექსუალკა 21 Aug 2021, 11:10
ხომ ვერ მეტყვით თბილისში კარიოტიპის ანალიზი სად კეთდება?

Posted by: ინდიგო6 22 Aug 2021, 20:19
გამარჯობათ, გოგონებო, მაქვს მორჩენილი ვყიდი იაფად,
ესტროფემი 2 მგ 28 აბი ვადა 2022 წლის ივლისამდე - 1 ცალი= 25 ლარი , ( სულ 3 კოლოფი) ( ნაყიდი მაქვს თურქეთში)
საჭიროების შემთხვევაში მოვაყოლებ საჩუქრდ დივიგელს 1 მგ 11 ცალი ვადა 08/2021

მსურველებმა მომწერეთ პირადში, კომენტარებს ვერ ვადევნებ თვალს

Posted by: საბისაბი85 24 Aug 2021, 16:44
გოგოებო ვემზადები ტრანსფერისთვის და გადავაკონტროლე ანალიზები, გადახედეთ გთხოვთ, დ მაქვს დაბალი და დავიწყე ისევ user posted image

Posted by: neniko 24 Aug 2021, 18:16
გოგონებო მილების გამტარიანობას კარგად სად ამოწმებენ რომ მირჩიოთ ? ინოვაში მინდოდა მაგრამ შვებულებაში არიან და თვის დაკარგვა არ მინდა

help.gif

Posted by: MagdaLena1 25 Aug 2021, 00:16
გოგონენო, სტიმულაციის დაწყებამდე ან გადატანის წინა თვეში ნორკოლუტი დაგილევიათ ვინმეს?

Posted by: compte.paris75 26 Aug 2021, 10:35
MagdaLena1
წინა ციკლში ერთხელ დამალევინა ანიმ. საშვილოსნოს ჩამოსაფრცქვნელად. ეხოზე არ მოეწონა და მაგიტომ, აღარ მახსოვს ზუსტად რა დაწერა დასკვნამ.

Posted by: madomoda 27 Aug 2021, 12:15
გამარჯობათ გოგოებო.გადატანიდან მე 9 დღეა და თითქმის არანაირი შეგრძნება არ მაქვს უბრალოდ მოთენთილი ვარ და ენერგია არ მაქვს და ნორმალურია ეს ყველაფერი?თავიდან სულ მეძინებოდა.ცოტა მესტურაციის ტკივილებივით მწიწკნიდასავით. და არ მინდა ისევ გამიცრუვდეს იმედები.

Posted by: pandakuna2021 27 Aug 2021, 13:23
გამარჯობათ გოგოებო, კვირას სად შეიძლება თბილისში ხეგეს ჩაბარება? და რა ღირს ფასები?

Posted by: neniko 27 Aug 2021, 22:28
გამარჯობათ , გადატანამდე აცრაზე რა აზრის ხართ ? შესაძლებელია ნეტავი ? იმუნიტეტზე როგორ იმოქმედებს .. ან მიმაგრებას ხომ არ შეუშლის ხელს?

Posted by: Liza12 28 Aug 2021, 09:42
neniko
დღეს ისეთი სიტუაციაა მგონი ის უფრო დიდი რისკია რომ არაიცრა. კვლევები ადასტურებს რომ ფაიზერი არუქმნის პრობლემას დაორსულებას . ყველა ურჩევს გადატანამდე დასრულდეს ორივე დოზა და ისე დაიგეგმოს გადატანა .თუმცა ორსულებიც იცრებიან და არიან მშვენივრად მაგრამ როცა გეგმავ ალბათ მანამდრ სჯობია.

Posted by: pandakuna2021 28 Aug 2021, 10:48
QUOTE (pandakuna2021 @ 27 Aug 2021, 13:23 )
გამარჯობათ გოგოებო, კვირას სად შეიძლება თბილისში ხეგეს ჩაბარება? და რა ღირს ფასები?

ხალხო დამეხმარეთ რაააა. ახლოვდება კვირა დღე

Posted by: emiblack 28 Aug 2021, 11:28
pandakuna2021
ავერსი, მრჩეველი აქ ჩამიბარებია . 40 ლარამდე

Posted by: pandakuna2021 28 Aug 2021, 15:42
emiblack
მადლობა დიდი გაიხარეთ

Posted by: kato17 28 Aug 2021, 23:13
გამარჯობათ გოგოებო . კარგი ძლიერი გინეკოლოგს ვის მირჩევთ .16 წლის გოგონასთვის , ორი თვის უკან გაუსკდა კისტა გაკეთდა სასწრაფო ოპერაცია და ეხლა მეორე საკვერცხეზე ისევ აქვს ორი საკმაოდ დიდი ზომის ცისტა საკვერცხეც ძალიან გადიდებულია. ვის გაქვთ გამოცდილება ასეთი სიტუაციის და ვინ შეძლებს ამ ყველაფრის მართვას .ოპერაცია ვინც გაუკეთა გამოუწერა მხოლოდ რიბატრანი ორი კვირა რამდენად ეფექტური იქნება მარტო ეს წამალი არ ვიცი ამიტომ გვინდა ექიმის შეცვლა .გავითვალიაწინებ თქვენს რჩევებს
* * *
ესც ეხოსკოპიის სურათი . ძალიან ვღელავთ იქნებ ვინმეს გქონდათ მსგავსი პრობლემა ამ ფორუმიდან user posted image

Posted by: compte.paris75 29 Aug 2021, 08:25
გოგოებო,
ვყიდი ფრანგული გამოშვების Gonal F 900 UI. ჩვენი ფორუმელებისთვის შეღავათიან ფასში.
- ვადები 02/2022
- ფასი 200ლ
- ტერიტორიულად ვაჟა-ფშაველაზე
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველას!

PS. გთხოვთ გადამყიდველები ნუ შემეხმიანებით. მინდა იმან გამოიყენოს ვინც გაჭირვებით იკეთებს ინვიტროს.

user posted image

Posted by: საბისაბი85 29 Aug 2021, 12:22
გოგოებო პროგესტერონის ნემსი ექიმმა თუ შეგიცვალათ აბებით და თუ იყო ეფექტური?

Posted by: Baia4 29 Aug 2021, 14:14
საბისაბი85
ცვლიან აბებით მხოლოდ მაშინ, თუ რაიმე ალერგუყლი რეაქცია მოგცათ. ასე იყო ჩვენს შემთხვევაში და წარმატებული გამოვიდაsmile.gif წარმატებებს გისურვებთ

Posted by: საბისაბი85 29 Aug 2021, 15:44
Baia4
ნემსის გამკეთებელი არ მყავს და მაგიტო მინდა აბებით შეცვლა

Posted by: Baia4 29 Aug 2021, 17:19
საბისაბი85
ზეთოვანი პროგეტერონის შეწოვა უფრო კარგად ხდება და თუ უკუჩვენება არ გექნებათ - ჯობია მაინც ექიმს დაუჯეროთ. ჩჩემი რჩევა უბრალოდ

Posted by: საბისაბი85 29 Aug 2021, 17:34
Baia4
ვუჯერებ და არ მაქ პრობლემა ნემსზე თუნდაც 9 თვე დამჭირდეს არ მყავს არავინ ვინც ნემს გამიკეთებს და ჩემით 2 დღეა ვწამობ და მაგიტო აბი მირჩევნია.

Posted by: Baia4 29 Aug 2021, 18:11
საბისაბი85
დაელაპარაკე ექიმს, კუნთში კეთდება და ჰკითხე, იქნებ ბარძაყის კუნთში გაიკეთოთ.
თან თანხობრივადაც ძალიან დიდი სხვაობაა

Posted by: საბისაბი85 29 Aug 2021, 18:43
Baia4
ბარძაყზე თუ შეიძლება ეგ არ ვიცოდი, ვკითხავ აბა 1-ში მაქ გადატანა და თან ვკითხავ.მადლობა ❤

Posted by: მზე 29 Aug 2021, 21:24
საბისაბი85
აუ რა მაგარია. აბა წარმატებები <3

Posted by: Tea22 29 Aug 2021, 21:47
გადატანის დღის ჩათვლით მერვე დღეს ტესტი მაჩვენებს სწორად? ბლასტო გადავიტანეთ.

Posted by: საბისაბი85 29 Aug 2021, 22:04
მზე
როგორ ხარ ჩემო კარგო??? როგორ გაქვს თრომბოციტები?
ჩემდა გასაოცრად 178 მაქ

Posted by: მზე 29 Aug 2021, 22:19
საბისაბი85
კარგად. აუ მეც150 მქონდა აგვისტოს დასაწყისში, ძალიან გამიკვირდა. კოვიდი მქონდა და მაგის მერე გავიზომე.
ეხლა ვნახავ კიდე სექტემბრის დასაწყისში.

აუ 178 რა მაგარია!! გილოცავ <3 მემგონი ყველაფერი იდეალურად მიდის <3 დარწმუნებული ვარ მალე გაგვახარებ^_^

მეც ვცდილობ ამ თვეში და ვნახოთ აბა ^__^

Posted by: compte.paris75 29 Aug 2021, 22:40
QUOTE (Tea22 @ 29 Aug 2021, 21:47 )
გადატანის დღის ჩათვლით მერვე დღეს ტესტი მაჩვენებს სწორად? ბლასტო გადავიტანეთ.

თუ ფრეშია გადატანის დღე არ ითვლება და თუ გაყინულია შეიძლება აჩვენოს. მეცხრე დღეს კი ნაღდად უნდა აჩვენოს.

Posted by: Tea22 29 Aug 2021, 23:12
compte.paris75
ფრეშია და ანუ წინასწარ გულს არ გავიხეთქავ.

Posted by: compte.paris75 30 Aug 2021, 07:34
Tea22
არა, ორ დღეში გაიკეთე
* * *
გოგოებო, ძალიან კარგი რამე მასწავლეს და თქვენც უნდა გაგიზიაროთ.
არის აპლიკაცია EKIMO. შეიძლება ლაბორატორია გამოიძახო სახლში. საინტერესო ის არის რომ აპლიკაციით გამოძახებული უფრო იაფი ჯდება ვიდრე ადგილზე მისვლით. დედიმერის ანალიზზე გამოვიძახე, მოვიდნენ დროულად. ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა.
რამოდენიმე ლაბორიაა და უნდა აარჩიოთ უფასო გამოძახება ვისაც აქვს ის

user posted image

მე მეგალაბი და ევექსი მაქვს ნაცადი
user posted image


ხეგე ღირს 30 ლარი!!!!!

user posted image

Posted by: საბისაბი85 30 Aug 2021, 09:08
მზე
კარგად გაქვს შენც თრომბოციტები ურაა ❤
აუუ ღმერთით შენგანაც უძალიანმაგრეს ამბებს გავიგებთ ❤❤❤ წარმატებები აბა ❤
* * *
compte.paris75
ეგ მეც გადმოვწერე წამლების ფასებს მანდ ვნახულობ და კარგი აპლიკაცია

Posted by: Tea22 30 Aug 2021, 12:20
madomoda რა ხდება თქვენკენ? ჩააბარეთ ხეგე?

Posted by: NankA2203 30 Aug 2021, 17:41
გოგოებო მოგესალმებით. მაქვს 4 წლიანი ლოდინი შვილის ყოლისა. ედნომეტრიოზი 4 ხარისხი. 2ჯერ გადატანილი ლაპარო ჰისტერო . ინვიტროს თემას შორიდან ვუტრიალებდი ფინანსური პრობლემებია გამო,მაგრამ გამოჩნდა გზა რომ შეიზლება შევეჭიდო. მივიღებ რჩევებს კლინიკასთან დაკავშირებიტ. საერთოდ ვერ ვერკვევი და დიიდი იმედი მაქვს თქვენი დახმარების

Posted by: Tea22 30 Aug 2021, 20:27
მე მეორედ გავდივარ ამ პროცესს და ჯერ ვერაფერს გირჩევთ. დადებითი პასუხი რომ მქონდეს, აუცილებლად გირჩევდით. არის ბევრი კარგი რეპროდუქტოლოგი, მაგრამ ყველას ვერ ახარებენ, ასე რომ ინდივიდუალურია.

Posted by: Liza12 30 Aug 2021, 22:01
NankA2203
მე პირადად ყოფილი ინვიტროს პაციენტი ვარ ახლა ლიდერმედი ჰქვია. ინვიტროს დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ემბრიოლოგს ემბრიოლოგი ჰყავთ ქოიავა პირველი ემბრიოლოგია საქართველოში უმაგრესია და უსაყვარლესი ქალია .მეორე ჰყავთ ახალგაზრდა გოგო იმასაც აქებენ მარა შეგიძლია მოითხოვო რომ ქოიავა იყოს შენი ემბრიოლოგი. ფინანსური კუთხით ახლა არვიცი რახდება მგონი ცოტა მოუმატეს ფასები თუმცა ყველაზე იაფი მანდ იყო მე როცა გავიკეთე. ექიმებს რაც შეეხება უკარგესია ქეთი ქანთარია ასევე ნინო სამსეიშვილი მომწონს ძალიან.შეგილია ფბით ნახო ექიმებზე მაგათ გვერდზე ინფო. ასევე აქებენ ქეთი ოსიძეს ინოვაში ემბრიოლოგიც ძლიერი ჰყავთ . მე რაც შემილია გირჩიო ისაა რომ სანამ გადაწყვეტ მისვლას დაიწყოვიტამინები და სწორად იკვებო. ენდომეტრიოზის დროს კვერცხუჯრედის ხარისხი დაქვეითებულია და ქოენზიმი ნოზიფოლ დ და ბევრი ვიტამინია რაც ძალიან კარგად მოქმედებს ხარისხზე. დ ვიტამინიც მნიშვნელოვანია ხარისხზე . 3 თვე მაინც აუცილებლად მიიღე ვიტამინები და ისე დაგეგმე. ერთი ენდომეტრიოზით იყო გოგო პირველ ცდაზე არცერთმა არგაუმართლა მერე სვა ვიტამინები და მიიღო შედეგი. ზოგი არაღიარებს ვიტამინებს მარა პირადად მე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია მოსამზადებელ პერიოდში რომ მიიღოს ქალმა მაინც თუ კაცს აქვს სპერმის პრობლემა ხომ ყველავარიანტში კაცმაც უნდა მიიღოს. მოკლედ თურაიმე კითხვა გექნება შეგიძლია პირადში მომწერო ნომერს გეტყვი და გაგიზიარებ თუკი რაიმე დაგაინტერესებს

Posted by: NankA2203 30 Aug 2021, 22:15
QUOTE (Liza12 @ 30 Aug 2021, 22:01 )
NankA2203
მე პირადად ყოფილი ინვიტროს პაციენტი ვარ ახლა ლიდერმედი ჰქვია. ინვიტროს დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ემბრიოლოგს ემბრიოლოგი ჰყავთ ქოიავა პირველი ემბრიოლოგია საქართველოში უმაგრესია და უსაყვარლესი ქალია .მეორე ჰყავთ ახალგაზრდა გოგო იმასაც აქებენ მარა შეგიძლია მოითხოვო რომ ქოიავა იყოს შენი ემბრიოლოგი. ფინანსური კუთხით ახლა არვიცი რახდება მგონი ცოტა მოუმატეს ფასები თუმცა ყველაზე იაფი მანდ იყო მე როცა გავიკეთე. ექიმებს რაც შეეხება უკარგესია ქეთი ქანთარია ასევე ნინო სამსეიშვილი მომწონს ძალიან.შეგილია ფბით ნახო ექიმებზე მაგათ გვერდზე ინფო. ასევე აქებენ ქეთი ოსიძეს ინოვაში ემბრიოლოგიც ძლიერი ჰყავთ . მე რაც შემილია გირჩიო ისაა რომ სანამ გადაწყვეტ მისვლას დაიწყოვიტამინები და სწორად იკვებო. ენდომეტრიოზის დროს კვერცხუჯრედის ხარისხი დაქვეითებულია და ქოენზიმი ნოზიფოლ დ და ბევრი ვიტამინია რაც ძალიან კარგად მოქმედებს ხარისხზე. დ ვიტამინიც მნიშვნელოვანია ხარისხზე . 3 თვე მაინც აუცილებლად მიიღე ვიტამინები და ისე დაგეგმე. ერთი ენდომეტრიოზით იყო გოგო პირველ ცდაზე არცერთმა არგაუმართლა მერე სვა ვიტამინები და მიიღო შედეგი. ზოგი არაღიარებს ვიტამინებს მარა პირადად მე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია მოსამზადებელ პერიოდში რომ მიიღოს ქალმა მაინც თუ კაცს აქვს სპერმის პრობლემა ხომ ყველავარიანტში კაცმაც უნდა მიიღოს. მოკლედ თურაიმე კითხვა გექნება შეგიძლია პირადში მომწერო ნომერს გეტყვი და გაგიზიარებ თუკი რაიმე დაგაინტერესებს

უღრმესი მადლიბა, მოგწერთ პირადში 2kiss.gif

Posted by: adeline 31 Aug 2021, 20:49
compte.paris75
მრჩეველს ვიძახებ სულ. ვრეკავ მათთან და ისე. უფასოა გამოძახება.
მრჩეველი არც ქონიათ ექიმოს სიაში, ახლა ვნახე…

Posted by: საბისაბი85 1 Sep 2021, 15:52
გოგოებო გადატანის შემდეგ რა რაოდენობის პროგესტერონს იღებდით და რომელი პროგი გქონდათ დანიშნული?

Posted by: Tea22 1 Sep 2021, 16:30
ორ ამპულას ვიკეთებ და ვაგინალურიც მაქვს დანიშნული. მე ვიყენებ ქართული წარმოებისას. ნუ იმუშავა, როგორც ჩანს. ძლივს მკრთალი ხაზი დავინახე დღეს.

Posted by: საბისაბი85 1 Sep 2021, 17:14
Tea22
გილოცავთ❤❤❤ ბედნიერი დედა გამყოფოს უფალმა.
მე ალერგია მომცა ქართულმა დამინიშნეს თურქული და ვერსად ვერ ვნახე ამიტო აბებით შევაცვლევინო უნდა და მაინტერესებს ვის რა დოზით უნიშნავენ

Posted by: Tea22 1 Sep 2021, 18:02
საბისაბი85
დიდი მადლობა. ❤️❤️❤️ თქვენც ძალიან მალე დაგენახოთ სანატრელი 2 ხაზი.
* * *
გადატანის დღეს თურქული გამიკეთეს და საკმაოდ მწარე იყო, აქაურს რომ ვიკეთებ საერთოდ ვერ ვგრძნობ.

Posted by: საბისაბი85 1 Sep 2021, 18:05
Tea22
მადლობა ჩემო კარგო ❤❤❤
აქაური მეც არ მტკივა, ჩემით ვიკეთებ თან.

Posted by: Anabeli111 1 Sep 2021, 20:48
საბისაბი85
რა მაგარია ♡♡♡ მალე გაგვახარე 2 ხაზით ♡♡

Posted by: საბისაბი85 2 Sep 2021, 09:16
Anabeli111
გაიხარე ანაბელ ❤❤❤ შენგანაც გაგვეგოს სასიხარულო ამბები❤

Posted by: kiskisa555 4 Sep 2021, 11:16
გამარჯობათ დოღან ბეიზე რა შეგიძლიათ მითხრათ

Posted by: საბისაბი85 4 Sep 2021, 11:48
kiskisa555
გამარჯობა.
აქებენ ძალიან ყავს ბევრი კმაყოფილი პაციენტი. მე ვიყავი თებერვალში მოეწონა ყველაფერი ანალიზებიც კარგი გაქვსო და მილებზე გამიშვა თუ კარგიაო ჯერ ბუნებრივად ვცადოთო. მილებმა მიმტყუნა და პლიუს ეროზია და ტრიქომონაც აღმომაჩნდა ამაზე მკურნალობა საკმაო ძვირი დამიჯდა 2000 ლარი პლიუს სხვა ჯანმრთელობის პრობლემაც შემექმნა და ინ ვიტროს თანხის ნაწილი დამეხარჯა ამიტო ვერ მივედი დოღანთან ფულის გამო და მივედი გონიოში იქ გადამინაწილეს თანხა და
* * *
kiskisa555
თორე მეც დოღანთან ვაპირებდი და ბევრი ვიცი ვინც კმაყოფილია

Posted by: Tea22 4 Sep 2021, 16:33
მე ვარ დოღანის პაციენტი. პირველივე წარმატებული მცდელობა გვაქვს. ❤️ იმედია, ღვთისწყალობით ბოლომდე მშვიდად მივალთ. პირველი ინვიტრო 2017 გავიკეთე ჟორდანიას კლინიკაში და მერე ხელი მქონდა ჩაქნეული.

Posted by: საბისაბი85 4 Sep 2021, 17:45
Tea22
გილოცავ ❤❤❤ ბედნიერი დედა გამყოფოს უფალმა.
შეგიძლია მოგვიყვე რამდენი წერტილი გადაიტანე და რამდენდღიანი? და რა სიპტომები გქონდა ხეგეს ანალიზამდე?

Posted by: Tea22 4 Sep 2021, 18:46
დიდი მადლობა ❤️❤️❤️ ორი ბლასტო გადავიტანეთ. საუკეთესო ხარისხის, მეტი არ მყავს და გულისფანცქალით ველოდი დღეების გასვლას. გადატანამდე მკერდი მტკიოდა, ნუ წამლების ფონზე, მაგრამ გადატანიდან რამდენიმე დღეში გამიარა. მქონდა წელის ტკივილები და საკვერცხეებზე მწიწკნიდა. მეტი სხვა არაფერი. მეშვიდე დღიდან დავიწყე ტესტების გაკეთება და მეშვიდე და მერვე დღეს უარყოფითი რომ მიჩვენა გული კინაღამ გამიჩერდა. მაგრამ მეცხრე დღეს ძლიიივს დავლანდე მეორე ხაზი, ისე რომ მეც არ მჯეროდა მართლა ჩანდა თუ მეჩვენებოდა. საბედნიეროდ შემდეგ დღეებში უფრო გამუქდა. გისურვებთ სანატრელი ოცნების ახდენას. ❤️
* * *
ჰო, კიდევ, გულის ფრიალი მქონდა მეოთხე, მეხუთე დღიდან. თეთრი რძისფერი გამონადენი. ეს ყველაფერი შეიძლება ფეხმძიმობის სიმპტომებად ჩაითვალოს, თუმცა შეიძლება წამლები იწვევდეს, რასაც ჩვენ ვღებულობთ. ასე რომ ინდივიდუალურია.

Posted by: kiskisa555 4 Sep 2021, 21:48
QUOTE (Tea22 @ 4 Sep 2021, 16:33 )
მე ვარ დოღანის პაციენტი. პირველივე წარმატებული მცდელობა გვაქვს. ❤️ იმედია, ღვთისწყალობით ბოლომდე მშვიდად მივალთ. პირველი ინვიტრო 2017 გავიკეთე ჟორდანიას კლინიკაში და მერე ხელი მქონდა ჩაქნეული.

pasebi rogor aris tbilisis klinikebtan shedarebit

Posted by: საბისაბი85 4 Sep 2021, 22:47
Tea22
გაიხარე საყვარელო ❤❤❤ ბედნიერი დედა გამყოფოს უფალმა

Posted by: Tea22 4 Sep 2021, 23:00
საბისაბი85
დიდი მადლობა. ❤️❤️ თქვენც აუცილებლად გამოცდით ამ სიხარულს.

kiskisa555
6300 ჯდება უშუალოდ ინვიტრო. ამას ემატება ანალიზები, წამლები. გააჩნია ვის როგორ დაჭირდება. წამლები ძვირი ჯდება სამწუხაროდ.

Posted by: maiko2610 6 Sep 2021, 14:06
ვფიქსირდები დღეს... 1 ცალი დამრჩა

Posted by: საბისაბი85 11 Sep 2021, 14:07
გოგოებო პირველში მქონდა გადატანა დღეს უარყოფითია ტესტი, მქონდეს იმედი??
პ.ს 3 დღიანი 3 ემბრიონი გადამიტანეს

Posted by: Tea22 11 Sep 2021, 17:57
საბისაბი85
ზოგჯერ ტესტი უარყოფითს აჩვენებს, მაგრამ ხეგე დადებითია. როდის გიწევთ ხეგეს ჩაბარება?

Posted by: საბისაბი85 11 Sep 2021, 18:04
Tea22
ორშაბათს მიწევს ხეგე ჩემო კარგო.

Posted by: Tea22 11 Sep 2021, 19:48
საბისაბი85
ჯერ ადრეა, აუცილებლად გაიხარებთ. ❤️

Posted by: საბისაბი85 11 Sep 2021, 21:14
Tea22
მადლობა საყვარელო ❤❤❤❤❤

Posted by: MagdaLena1 12 Sep 2021, 02:12
გოგონებო, ამ ანალიზებით თურქეთში წასვლა ღირს? ანტიმიულერი 0,68. D ვიტამინი- 39, LH-7,75, FśH- 18,65, ესტრადიოლი-10,49. შეგახსენებთ, რომ 4 უშედეგო ინვიტრო მაქვს, ფოლეკულები არ მოდის სტიმულაციაზე.
თურქეთის კლინიკაზეც ველი თქვენგან რეკომენდაციებს

Posted by: Liza12 12 Sep 2021, 11:46
MagdaLena1
Fsh ია მაღალი ჯერ უნდა დარეგულირდეს და შემდეგ დაიგეგმოს ინვიტრო

Posted by: compte.paris75 12 Sep 2021, 16:17
MagdaLena1
ამჰ 0,68 ზე წამოვა 3 - 4 ფოლიკი. მაგრამ სტიმულაციას ვერ გაყვება ფსჰ 18 ზე. არ ვიცი რით შეიძლება მაგის დაწევა. სულ ასე მაღალი გაქვს ხოლმე?

Posted by: MagdaLena1 12 Sep 2021, 23:57
სულ ორჯერ გადავიმოწმე, ჯერ 15 მქონდა მერე სადღაც სამ თვეში, პირველი ინვოტროს წინ 9 წარმოიდგინეთ და მას მერე 4 ინვიტრო მქონდა და არცერთხელ არ მოუთხოვია ექიმს FśH. არა და საგონებელში იყო ჩავარდნილი ექიმი რატო არ მოდის სტიმულაციაზე ფოლეკულებიო. რა მეშველება?

Posted by: adeline 13 Sep 2021, 02:10
MagdaLena1
ციკლის მე-2 დღეს აიღე ფსჰ. ყველა ინვიტროს ციკლში ჯერ ეგ ანალიზი უნდა შემოწმდეს პროლაქტინთან, ტსჰ-სთან, დე ვიტამინთან ერთად და მერე უნდა დაიწყოს სტიმულაცია. ასევე მნიშვნელოვანია დჰეა სულფატზე ანალიზი. მიკრონ 5 დჰეა და ფემოსტონი იძლევა კარგ შედეგს ფსჰ-ს დასაწევად. ვინ არის თქვენი ექიმი?

Posted by: MagdaLena1 13 Sep 2021, 11:13
არ ვიცი რა, რაღა ვიფიქრო. ნანა კვერნაძე ჩემი ექიმი, ძალიან ყურადღებიანი კია და რავცი რა დაერმართა

Posted by: compte.paris75 13 Sep 2021, 16:10
MagdaLena1
კი ამბობენ ადამიანურად ყურადღებიანიაო.
თურქეთის კლინიკა არჩეული გაქვს უკვე? ანალიზები თუ გადაუგზავნე უკვე? რას გეუბნებიან? რა პროტოკოლს გთავაზობენ?

Posted by: მზე 13 Sep 2021, 17:20
საბისაბი85
როგორ ხარ ჩემო კარგო? ჩააბარე დღეს ანალიზი?
ველი შენს კარგ შედეგს <3

Posted by: MagdaLena1 14 Sep 2021, 14:03
QUOTE (compte.paris75 @ 13 Sep 2021, 16:10 )
MagdaLena1
კი ამბობენ ადამიანურად ყურადღებიანიაო.
თურქეთის კლინიკა არჩეული გაქვს უკვე? ანალიზები თუ გადაუგზავნე უკვე? რას გეუბნებიან? რა პროტოკოლს გთავაზობენ?

არჩევის პტოცესში ვარ ჯერ კიდევ, ორ კლინიკაში კი გავაგზავნე ანალიზები, მაგრამ რეკომენდაცია ისეთი არაფერი მეუბნებიან რომ უნდა ჩავიდე და აგამოკვლევები იქ გაკეთდეს. დაახლოებით 5000$ მითხრეს კვლევები და ინვიტრო თავისი წამლებით.

Posted by: Neli143 15 Sep 2021, 21:44
გოგოებო გამარჯობა. ახალი ვარ ამ ჯგუფში. პირველ რიგში ყველას ბედნიერი დედობა მინდა გისურვოთ! ყველას მთელი გულით გისურვებთ ოჯახებში პატარებს!


ისე განვიცდი ამ თემას ახლობლებიდან ვეღარავის ველაპარაკები ამ თემაზე. ნელ ნელა ინ ვიტროზე ვფიქრობ და მაინტერესებს კლინიკა "ინ ვიტროს" რამდენათ მირჩევდით?დაახლოებით რა ჯდება ხომ არ იცით?

Posted by: Liza12 16 Sep 2021, 17:27
Neli143
ახლანდელ ლიდერმედს გულისხმობთ ალბათ ხომ ? შეიცვალა ფასები 1 აპრილიდან და მისწერეთ ფბზე და მოგწერენ დეტალურად

Posted by: maiko2610 17 Sep 2021, 17:49
პრიგესტერონისგან სიმაგრეებს და ტკივილებს რა ეშველება ხომ ვერ მირჩევთ

Posted by: kiskisa555 17 Sep 2021, 19:40
მოგესალმებით გოგოებო ძალიან ცუდ განწყობაზე ვარ ამდენი იმედგაცრუების შემდეგ არ ვიცი რა გავაკეთო რა მიგიღიათ კვერცხუჯრედის ხარისხის გასაუმჯობესებლად და როცა მცირე ფოლიკულები გაქვს ამ შემთხვევისთვის ვარ 43 წლის
* * *
ბიოსტერონს რომელ აფთიაქში ყუდულობთ

Posted by: Liza12 17 Sep 2021, 20:17
maiko2610
არაყი შეათბე ცელოფანი დაააველე და დაიდე მუდმივად გედოს და კარგ შედეგს მიიღებ..

Posted by: adeline 17 Sep 2021, 20:25
kiskisa555
ბიოსტერონს ჯობს მიკრონ 5 დჰეა. ასევე კარგია კოენზიმი 600 მგ დღეში და ფოლატი. დე ვიტამინი და ბ12 უნდა იყოს ნორმაში აუცილებლად. თუ არ გაქვთ მტჰფრ გენის მუტაცია, კარგია პროფერტილი ან ინოფოლიკი (ოღონდ ამ შემთხვევაში ცალკე ფოლატი არ მიიღება).

Posted by: საბისაბი85 18 Sep 2021, 12:17
adeline
როგორ ხარ ჩემო კარგო, სიახლე არი რამე? სულ გბალეშიკობ ❤

Posted by: maiko2610 18 Sep 2021, 14:06
QUOTE (Liza12 @ 17 Sep 2021, 20:17 )
maiko2610
არაყი შეათბე ცელოფანი დაააველე და დაიდე მუდმივად გედოს და კარგ შედეგს მიიღებ..

მადლობა დიდი .. ძალიან შევწუხდი ტკივილებისგან

Posted by: Anabeli111 18 Sep 2021, 15:17
საბისაბი85
შენთააან? ♡♡ გელით

Posted by: საბისაბი85 18 Sep 2021, 15:52
Anabeli111
არ დადგა ან ორსულობა, ხეგე უარყოფითი მოვიდა

Posted by: Anabeli111 18 Sep 2021, 17:32
საბისაბი85
შემდეგი ცდა გამოვა <3 რამდენი ფიფქი დაგრჩა? <3

Posted by: საბისაბი85 18 Sep 2021, 18:14
Anabeli111
აღარ მყავს ანნ ისევ თავიდან უნდა დავიწყო. მაგრამ არ ვნებდები არანაირად
შენ როგორ ხარ? ❤❤❤

Posted by: Anabeli111 18 Sep 2021, 18:46
საბისაბი85
ყოჩაღი გოგო ხარ! <3 მე ავიცერი 4-ში მეორე დოზით, ახლა მეუღლე დადის შოთასთან. თვის ბოლოდან ვიტამინებს დავიწყებ მეც და მერე დავგეგმავ <3 ექსპერიმენტები აღარ მინდა... კიდევ მოშლას ვეღარ გავუძლებ sad.gif

Posted by: საბისაბი85 18 Sep 2021, 19:04
Anabeli111
ყველაცერი კარგად იქნება ანნ, კარგზე იფიქრე და კარგი შემართებით შეუდექი.
სტიმულაცის დროს ძაან დიდი ნერვიულიბა გადავიტანე პლიუს ცუდად ვიკვებებოდი, წყალს ვერ ვსვანდი მოკლედ ძან იმოქმედა როგორც ჩანს ამ ყველაცერმა ხარისხზე, მფელი სტიმულაცის თვე ნერვიულიბაში და ცუდ კვებაში გავატარე, თავს მიხედე და რასაც ექიმი გეტყვის დაუჯერე ამ მხრივ და კარგად იკვებე, წყალიც წონის მიხედვით მიიღე კარგია საკვერცხებისთვის და უწარმატებულესი იყავი სუუულ

Posted by: nino13.31 20 Sep 2021, 14:46
მოგესალმებით დედებო და მომავალო დედებო, მე ახალი ვარ, სულ შემოვდივარ აქ და ვკითხულობ თქვენს ამბებს, შორიდან გგულშემატკივრობთ ყველას.
გავბედავ და ჩემს ამბავსაც გეტყვით, პირველივე მცდელობის შემდეგ, გვქონდა ორი ხაზის ხილვის ბედნიერება, გადატანილი ორივე ემბრიონი მიემაგრა, სამწუხაროდ, გულის ცემამდე ვერ მივედით. sad.gif ახლა ახლიდან ვაპირებთ ყველაფრის დაწყებას. აქ წერდნენ მედიკამენტების გამოწერაზე, მაინტერესებს, რამდენად რეალურია თურქეთიდან მენოპურის და ციტროტაიდის გამოწერა, ან საზღვარზე თუ არის შესაძლებელი გადმოტანა. იქნებ ვინმეს გქონდეთ გამოცდილება?

წარმატებები ყველას smile.gif

Posted by: lovely777 20 Sep 2021, 20:37
გამარჯობა გოგოებო,ვისაც ბლასტო გადაგიტანიათ,მერამდენე დღეს გადაგიტანეს? მე მე -19 დღეს მიწევს ეხლა გადატანა, ადრე ხომ არ არის? 20-21 წავიკითხე და,ექიმმა მითხრა ეგ ენდომეტრიუმის მიხედვითააო... ძანლაინ ვნერვიულობ. და მეორე კითხვა რაც მაქვს: დავუშვათ 19 დღეს გადამიტანეს, იმოლანტაციის ფანჯარა თუ მაქვს 20-24 დღეს, იმდღესვე მაინც ხომ არ ემაჰრება ბლასტო და მგონი მეორე დღემდე გახლებს ხო?

Posted by: compte.paris75 20 Sep 2021, 22:25
nino13.31
რა ძალიან სამწუხაროა. მიზეზი რა გითხრეს?
ადრე გადმოქონდათ სარფიდან. ცნობილი აფთიაქარი იყო ბიჭი მეპატრონე ალიჯანი და რომ გაძვირდა იმის მერე აღარავის დაუწერია თურქეთში წავედიო. ყინულებში უფუდავდა ლამაზად. კმაყოფილი იყვნენ გოგოები. მისწერე და კითხე მაინც ფასები. კომპიუტერში ვნახავ შენახული მაქვს და მოგწერ.
user posted image
* * *
lovely777
ჯობს ცოტა ადრე ვიდრე გვიან. განვითარებას განაგრძობს ნუ გეშინია.

Posted by: lovely777 21 Sep 2021, 09:37
ანუ ადრე გამოდის? მე-19 დღე 5 დღიანი ბლასტოსთვის?

Posted by: საბისაბი85 21 Sep 2021, 10:19
გოგოებო ვისაც უშედეგო ინ ვიტრო გქონდათ ციკლი ჩვეულებრივ დაგეწყოთ? დავიცალე სისხლისგან რასაც ქვია + წნევა დაბალი იცის ასე თუ ვინერვიულო?

Posted by: nino13.31 21 Sep 2021, 10:37
QUOTE
რა ძალიან სამწუხაროა. მიზეზი რა გითხრეს?

მიზეზი ისაა, რომ ემბრიონი გენეტიკურად არ იყო ძლიერი და ვერ განვითარდა, რაღაც ვერ გვაქვს ხარისხიანი. არადა მეც ვიღებდი ვიტამინებს, პროფერტილს, კოენზიმ 10-ს და მეუღლეც.
დიდი მადლობა საკონტაქტოსთვის, აუცილებლად შევეხმიანები

Posted by: compte.paris75 21 Sep 2021, 10:52
QUOTE (lovely777 @ 21 Sep 2021, 09:37 )
ანუ ადრე გამოდის? მე-19 დღე 5 დღიანი ბლასტოსთვის?

არა არა. 19-დან შეიძლება უკვე. ზოგადად ვთქვი ადრე და გვიან. მთავარია იმპლანტაციის ფანჯარა არ იყოს უკვე დახურული და დაგვიანებული.
* * *
საბისაბი85
თუ ორ საათში ერთხელ ივსება პაკეტი მაგ დროს უნდა მიმართო სასწრაფოს. რომ მომეშალა მაგ დროს გამაფრთხილა ექიმმა, ესეიგი რაღაც არის ჩარჩენილი და საშვილოსნო ცდილობს ჩამორეცხოსო. ბევრი მომდიოდა მაგრამ მასე არ დავრბოდი ორ საათში ერთხელ. ნორმალურად ჩაიარა.
* * *
წნევა კი მე ისედაც დაბალი მაქვს ხოლმე ჩვეულებრივი ციკლის დროს

Posted by: Anabeli111 21 Sep 2021, 13:51
საბისაბი85
ახლა როგორ ხარ?

Posted by: საბისაბი85 21 Sep 2021, 14:21
compte.paris75
დავაკვირდები დღეს და თუ რამე ხვალ წავალ ექიმთან, თრომბოციტოპენია მაქვს და შეიძლება დაეცა თრომბოციტიც :-(
უბრალოდ ვერ ვუკავშირებ ამ ყველაფერს თრომბოციტოპენიას
* * *
Anabeli111
ახლა უკეთ ვარ ან. შაკიკიც დამეწყო და წამალმა მიმთიშა და უკეთ ვარ, წნევაც დარეგულირდა.
შენ როგორ ხარ? ❤

Posted by: Anabeli111 21 Sep 2021, 14:27
საბისაბი85
ახლა ვიტამინები გააგრძელე და მოხვალ ჯანზე <3 მე დღეს ვიყავი ექიმთან, ცოტა ყელი გაქვსო შესიებულიო, ჯირკვლებიც ოდნავაა გადიდებულიო. სისხლის საერთო გავიკეთე და ვნახოთ ხვალ რა პასუხი მექნება <3

Posted by: compte.paris75 21 Sep 2021, 16:39
QUOTE (compte.paris75 @ 29 Aug 2021, 08:25 )
გოგოებო,
ვყიდი ფრანგული გამოშვების Gonal F 900 UI. ჩვენი ფორუმელებისთვის შეღავათიან ფასში.
- ვადები 02/2022
- ფასი 200ლ
- ტერიტორიულად ვაჟა-ფშაველაზე
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველას!

PS. გთხოვთ გადამყიდველები ნუ შემეხმიანებით. მინდა იმან გამოიყენოს ვინც გაჭირვებით იკეთებს ინვიტროს.

user posted image

ისევ მაქვს. თუ ვინმეს გჭირდებათ არ მოგერიდოთ.

Posted by: საბისაბი85 21 Sep 2021, 17:29
Anabeli111
ყველაფერი კარგად იქნება ანნ არ მოიწყინო, წინ კარგი შემართებით ❤❤❤ ამჯერად გამოგვივა ❤

Posted by: lovely777 21 Sep 2021, 20:33
QUOTE (საბისაბი85 @ 21 Sep 2021, 14:21 )
compte.paris75
დავაკვირდები დღეს და თუ რამე ხვალ წავალ ექიმთან, თრომბოციტოპენია მაქვს და შეიძლება დაეცა თრომბოციტიც :-(
უბრალოდ ვერ ვუკავშირებ ამ ყველაფერს თრომბოციტოპენიას
* * *
Anabeli111
ახლა უკეთ ვარ ან. შაკიკიც დამეწყო და წამალმა მიმთიშა და უკეთ ვარ, წნევაც დარეგულირდა.
შენ როგორ ხარ? ❤

ხოო არვიცი რატომ მაგრამ წინაზე მე -17 დღეს გადამიტანა და არ გამოვიდა. სხვა მიზეზი არ მაქვს,სავარაუდოდ იმოლანტაციის ფამჯარას ვერ მოარტყა.ეხლა შევცვლი პროტოკოლოსო,სიმართლე გითზრე ვერ მივხვდო რა შეცვალა... მაგრამ ნუ ძალიან ვენდობი

Posted by: საბისაბი85 21 Sep 2021, 20:50
lovely777
ვისთან გაიკეთეთ?
მეც 17 დღეს გადამიტანეს 3 დღიანი

Posted by: lovely777 21 Sep 2021, 23:02
სამდღიანი არა,ბლასტო... ქეთი ოსიძესთან

Posted by: nefertiti987 24 Sep 2021, 20:03
მოგესალმებით,გოგოებო.
ფსჰ ციკლის მე-3 დღეს 9,8 მაღალი მაჩვენებელია 29 წლის ასაკისთვის? ნორმა 10,2-მდე კი უწერიათ,მაგრამ ინტერნეტში სხვადასხვა აზრებს ვკითხულობ და ცოტა ავნერვიულდი

Posted by: Gretag 25 Sep 2021, 00:15
გამარჯობა გოგონებო, გთხოვთ ვინმემ გამიზიარეთ ინვიტროს ეტაპებზე ინფორმაცია. დანიშნული მაქვს გონალ ფ 75 -2 და მენოპური. ანუ სამი ჩხვლეტა მომიწევს? უკურეაქცია ვინმეს გქონიათ? სამსახურში შვებულება ხომ არ დავწერო? ცოტა სტრესული სამსახური მაქვს, სანერვიულოებიც დამემატა და არ მინდა რამე გავაფუჭო მაგის გამო

Posted by: nino13.31 25 Sep 2021, 09:13
QUOTE
გამარჯობა გოგონებო, გთხოვთ ვინმემ გამიზიარეთ ინვიტროს ეტაპებზე ინფორმაცია. დანიშნული მაქვს გონალ ფ 75 -2 და მენოპური. ანუ სამი ჩხვლეტა მომიწევს? უკურეაქცია ვინმეს გქონიათ? სამსახურში შვებულება ხომ არ დავწერო? ცოტა სტრესული სამსახური მაქვს, სანერვიულოებიც დამემატა და არ მინდა რამე გავაფუჭო მაგის გამო

მე ვიკეთებდი მენოპურს, პირველი 3 დღე 6 ამპულას ორ შეშვებაზე, მერე 4 ამპულას ისიც ორ შეშვებაზე. უკურეაქცია არ მქონია არანაირი, ოდნავ ვგრძნობდი მუცლის შებერილობას, ისიც უმნიშვნელოდ. მერე დამიმატა ციტროტაიდი, რომელზეც მქონდა ალერგიული რეაქცია - ინექციის ადგილას შემიშუპდა და მქონდა ქავილი, მაგრამ ანოტაციაშიც უწერია, რომ აქვს ცრუ-ალერგიული რეაქცია.
ნერვებს რაც შეეხება, ეს ჩვენი პირველი მტერია, მაგრამ დღემდე ვერ მოვერიე სტრესს

Posted by: Gretag 25 Sep 2021, 14:08
nino13.31

მადლობა პასუხისთვის, მენოპური მე მემწარა ძალიან თუ მწარეა ზოგადად? ბ12-იც კი ბევრად ნაკლებად მტკივნეულია ვიდრე ეს.

Posted by: compte.paris75 25 Sep 2021, 20:20
Gretag
მენოპური არ იყო მწარე ჩემთვის. თუ ნემსი კაპილარში მომიხვდებოდა მაშინ მამწარებდა. თბილისში ნაყიდი მენოპური ხომ ამპულებშია, ერთ ნემსში თუ გადაიტანთ ერთი ჩხვლეტა მოგიწევთ.
* * *
nefertiti987
არ არის ძალიან მაღალი. როგორც მახსოვს 14 , 15 ია მაღალი.

Posted by: nefertiti987 25 Sep 2021, 21:33
compte.paris75
მადლობა პასუხისთვის. ნორმაში კი ჯდება,თუმცა ჩემს ასაკში უფრო დაბალი ფსჰ აჯობებდა,იმედია გამომივა

Posted by: compte.paris75 28 Sep 2021, 14:54
გოგოებო, ვინც ქეთისთან ხართ, რა ღირს გაყინული ემბრიონების შენახვა? 6 თვე უფასოა თავიდან თუ როგორ არის ეხლა?

Posted by: nefertiti987 28 Sep 2021, 20:01
მოვედი ჩემი პრობლემებით smile.gif სანამ ექიმთან მივალ,იქნებ დაახლოებით მითხრათ რასთან მაქვს საქმე. ნუ ანტი ტპო რომ 1300 მაქვს ეგ მეტნაკლებად გასაგებია, თუმცა ჩემი ინიციატივით ჩავაბარე ჰომა ინდექსის ანალიზიც,ბეტა უჯრედული ფუნქცია და ინსულინრეზისტენტობის ინდექსი მცირედ დაქვეითებულია, ხოლო მგრძნობელობა ინსულინის მიმართ მომატებული. ვის გაქვთ მსგავსი მდგომარეობა და დამატებით თუ დაგინიშნეს რამე მედიკამენტი? ვიღებ მხოლოდ ეუთიროქსს და ფოლატს

Posted by: xalati 30 Sep 2021, 13:05
გამარჯობათ, როგორ გიკითხოთ?
მე დიდი პაუზის მერე ცოტა ისევ ჩავერთე ინ ვიტრო ამბებში.
ახალ ცენტრში გადავდივართ სხვა ქალაქში და მოკლედ, პოზიტიურად ყველაფერი, ჯერჯერობით biggrin.gif

პატარა კითხვა მაქვს: შარშან, ზუსტად 11 თვის წინ ანტიმიულერი მქონდა 2,8. ეხლა ისევ გამიკეთეს ანალიზი და მაქვს 3,8.
ამხელა სხვაობა მარტო ლაბორატორიის შეცვლის გამო გქონიათ?
ცოტა დავიბენი და სანამ ექიმის ინტერპრეტაციას მოვისმენ, თქვენი გამოცდილებაც მაინტერესებს smile.gif

დიდი მადლობა !

Posted by: compte.paris75 30 Sep 2021, 19:43
xalati
ლაბორატორიასაც აქვს თავის ცდომილება და ისიც არის რომ ეს ანალიზი არ არის ზუსტი და ერთი თვის მერე რომ გაიკეთოთ კიდევ სხვა ციფრი იქნება

Posted by: xalati 30 Sep 2021, 21:22
compte.paris75
გასაგებია, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: kato17 2 Oct 2021, 22:40
compte.paris75
compte.paris75
კი 6 თვე უფასოა მერე 30 ლარი თვეში

Posted by: *Artless* 2 Oct 2021, 23:54
გავაჩუქებ 3 ცალ ასეთ ტესტერს.
შეცდომით მომიტანეს და ტყუილად დება ან გადაგდება მენანება.
ვინმე თუ მოისურვებთ, შემეხმიანეთ.

user posted image

Posted by: compte.paris75 3 Oct 2021, 22:11
kato17
მადლობა.
ერთი ემბრიონი ალბათ ხო? თუ სამი ემბრიონი ცალცალკეა გაყინული ალბათ 90 ლარი?

Posted by: kato17 6 Oct 2021, 07:51
compte.paris75
მაგდენი არ ვიცი მე ერთი მქონდა გაყინული და 6 თვეს ერთი თვით გადაცდა და 30 ლარი გადამახდევინეს გადატანის დროს

Posted by: lovely777 9 Oct 2021, 21:46
გოგოებო, ხგ-ს ანალიზის გამეორება რა შმეთხვებაშია საჭირო? ანუ ერთხელ აღება საკმარისი არ არის? მაჩვენებელზეა ალბათ დამოკიდებული ხო?

Posted by: nino13.31 9 Oct 2021, 23:57
lovely777

განმეორებით იმიტომ აკეთებენ, რომ თუ ყველაფერი კარგად მიდი, პირველადი მონაცემი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. ჩემს შემთხვევაში გასამმაგდა.

Posted by: lovely777 10 Oct 2021, 09:26
მე პირდაპირ ეხოზე დამიბარა ქეთიმ,ხეგედან მერვე დღეს.გადატანიდან 13 დღეს მქონდა ხეგე 817.70 და ალბათ მაღალი რომ არის მაჩვენებელი ჰადამოწმება აღარ ჩათვალათქო საჭიროდ... 48 საათში ალბათ იმათ ამეორებინებს ვისაც უფრო დაბალკ აქვთ თავიდანთქო

Posted by: adeline 11 Oct 2021, 08:49
lovely777
კი, ეგრეა. თავიდანვე თუ მაღალია, გადაკონტროლება აღარ არის საჭირო. ქეთის არ უყვარს ზედმეტი ანალიზები და კვლევები.

Posted by: nefertiti987 11 Oct 2021, 16:48
გამარჯობა,გოგოებო. ძალიან დავიბენი პაი-1 თან დაკავშირებით,მხოლოდ მაგაზე მაქვს პლიუსი შეძენილ და გენეტიკურ თრომბოფილიებში. ვკითხულობ,რომ იწვევს შეწყვეტას და ბევრი იკეთებთ სისხლის გამათხელებელს. მე დაკასთან დავდივარ და ცოტა ორაზროვანი პასუხი აქვს ამაზე,თქვენთან როგორ მართავს დაკა ან სხვა ჰემატოლოგი პაი-1 ს?
* * *
ვინც გაიკეთეთ ანალიზი, ვინმეს არ აღმოგაჩნდათ კონკრეტულად პაი-1?

Posted by: Gretag 11 Oct 2021, 17:02
გოგოებო გამარჯობა, ბლასტო მივიღე 4AA ხარისხის. ვნახე ხარისხები და კარგში ითვლება თუ საშუალოში ბოლომდე ვერ გავარკვიე

Posted by: ninucanodo 11 Oct 2021, 18:01
QUOTE (nefertiti987 @ 11 Oct 2021, 16:48 )
გამარჯობა,გოგოებო. ძალიან დავიბენი პაი-1 თან დაკავშირებით,მხოლოდ მაგაზე მაქვს პლიუსი შეძენილ და გენეტიკურ თრომბოფილიებში. ვკითხულობ,რომ იწვევს შეწყვეტას და ბევრი იკეთებთ სისხლის გამათხელებელს. მე დაკასთან დავდივარ და ცოტა ორაზროვანი პასუხი აქვს ამაზე,თქვენთან როგორ მართავს დაკა ან სხვა ჰემატოლოგი პაი-1 ს?
* * *
ვინც გაიკეთეთ ანალიზი, ვინმეს არ აღმოგაჩნდათ კონკრეტულად პაი-1?

მე მაქვს პაი 1 და დაკა კლექსანს მაკეთებინებდა მთელი ორსულობა და საკეისროს მერე 2 თვე გააჩნოა სხვა ანალიზებს იმის მიხედვით ნიშნავდა

Posted by: nefertiti987 11 Oct 2021, 18:05
ninucanodo
დაორსულებამდე დაგინიშნათ თუ ორსულობის გაგებიდან? სხვა ანალიზებში რას გულისხმობთ,ანტიფოსფოლიპიდურის ყველა ფორმა ნორმაში მაქვს,კოაგულოგრამაც

Posted by: lovely777 11 Oct 2021, 19:46
ანუ 817.70 გადატანიდან 13 დღეს მაღალია ხოო? ნატაც მითხრა მერე ძალიან კარგი ხეგეაო

Posted by: kiskisa555 12 Oct 2021, 20:09
გამარჯობათ გოგოებო კვერცხუჯრედის დონორის ღირებულება რამდენია ხომ არ იცით
* * *
და მაინტერესებს მამაკაცის დონორიც რა ღირს

Posted by: nefertiti987 12 Oct 2021, 21:54
ninucanodo
შეგიძლიათ დამიზუსტოთ პაი-1 როგორ გიწერიათ,5G/4G +/- ?

Posted by: ninucanodo 13 Oct 2021, 10:22
QUOTE (nefertiti987 @ 12 Oct 2021, 21:54 )
ninucanodo
შეგიძლიათ დამიზუსტოთ პაი-1 როგორ გიწერიათ,5G/4G +/- ?

მე მეგონა მოგწერეთ ვინაიდან მე ორსულ9ბაში აღმოვაჩინე თრომბოფილია მომიწია კლექსანი ერთი წელი რაღაცა პერუოდი კურანტილის დამატებაც კი მოკლედ კი მიმიყვანა 40 კვირის დასაწყისამდე უსაფღთხოდ ენდე დაკას დიდი გამოცდილება აქვს

Posted by: nefertiti987 13 Oct 2021, 15:06
ninucanodo
დიდი მადლობა. ზუსტად მაგამ დამაეჭვა,რომ მხოლოდ პაი-1 მაქვს და არ გჭირდება არანაირი გამათხელებელიო დაკამ, აქ კი ვკითხულობ,რომ სხვებს უნიშნავს კლექსანს

Posted by: kato17 13 Oct 2021, 23:15
გოგოებო პროთრომბინის გენის მუტაციის ფასები მაინტერესებს რომ მომწეროთ .PAI, MRHFR- 2ვე გენზე .FV -ლეიდენის ფაქტორი. რომელი ლაბორატორია უფრო სანდო და შედარებით უფრო ნაკლები ფასები .ამას დაზღვევა არ გვინაზღაურებს ხო?
* * *
4AA კარგია ჩემთანან მასეთი ბლასტოთი დადგა ორსულობა . წარმატებას გისურვებ
* * *
Gretag
4AA კარგია ჩემთან მასეთი ბლასტოთი დადგა ორსულობა. წარმატებას გისურვებ

Posted by: nefertiti987 14 Oct 2021, 10:15
Gretag
kato17
ამ გრეიდებს ინოვაში გეუბნებიან? თუ კვლევას უტარებთ ემბრიონს?

Posted by: kato17 14 Oct 2021, 11:30
nefertiti987
მე ემბრიონების რეპორტი ვითხოვე და მეილზე გადმომიგზავნა ინოვამ . დეტალურად წერია ფუნქციის დროს რამდები პროცენტი იყო სპერმა რამდენი ფოლიკულა და რამდინი კვერცხუჯრედი ამოიღეს რამდენი იყო ზიგოტა , რამდენი უჯრედიანები ემბრიონი და რა ხარისხების, რამდენი მივიდა ბლასტომდე და როგორი ხარისხის ბლასტო. 4 AA კარგ ხარისხად ითვლება . bb საშვალოდ CC საშვალოზე ქვემოთ და ასე შემდეგ . ეს არის ემბრიოლოგის შეფასებით ვფიქრობ ყველას უნდე ეგზავნებოდეს რომ იცოდე დეტალურად როგორი ემბრიონი გადაგვაქვს და რის მოლოდინი უნდა გქვონდეს .მაგრამ მოითხოვეთ და აუცილებლად მოგცემემენ

Posted by: nefertiti987 14 Oct 2021, 12:02
kato17
მადლობა. მე ინოვაში არ გამიკეთებია ფუნქცია და მართლაც,გვაქვს უფლება მსგავსი ინფორმაცია მოგვაწოდონ. მხოლოდ “საუკეთესო” და “საშუალო” ძალიან ზოგადი პასუხია

Posted by: nefertiti987 17 Oct 2021, 18:37
რამდენ იმედგაცრუებას ვუძლებთ,თუმცა ეს რა გაძლებაა,მთელი დღე ჩამშხამდა და მინიმუმ ერთი თვე გამყვება ეს ემოცია. ამ თვეში ოვიტრელი მქონდა გაკეთებული და ვიცოდი ტესტის ცრუ დადებითობის შესახებ,თუმცა მე-6 დღიდან დავიწყე ტესტების კეთება, მეორე ხაზი თანდათან ღიავდებოდა. მე-9 დღეს თითქმის აღარ ჩანდა. მე-11 დღეს უკვე ტესტ კასეტაზე ვნახე და აშკარად იმაზე შესამჩნევი იყო,ვიდრე მე-9 დღეს ვარდიან ტესტზე,გაჩნდა იმედი. დღეს მე-13 დღეა და ისევ ვარდიანი ტესტი ვიყიდე შუადღეს, უმოწყალოდ უარყოფითია. ამ ტესტ-კასეტას ნდობა შეიძლება საერთოდ? თუ ყოველთვის აჩვენებს ძალიან ძალიან ღია მეორე ხაზს?
* * *
კიდევ ერთი შეკითხვა, მედიკამენტოზური აბორტის შემდეგ ჰიპერპლაზია გაგჩენიათ ვინმეს? ივლისში გავიკეთე და მის მერე ჩანს ეხოზე,თუმცა თანდათან პატარავდება,4მმ დან 2მმ-ზეა ჩამოსული, ზუსტად ვერც ხვდებიან რა არის((

Posted by: ninucanodo 17 Oct 2021, 19:54
QUOTE (nefertiti987 @ 17 Oct 2021, 18:37 )
რამდენ იმედგაცრუებას ვუძლებთ,თუმცა ეს რა გაძლებაა,მთელი დღე ჩამშხამდა და მინიმუმ ერთი თვე გამყვება ეს ემოცია. ამ თვეში ოვიტრელი მქონდა გაკეთებული და ვიცოდი ტესტის ცრუ დადებითობის შესახებ,თუმცა მე-6 დღიდან დავიწყე ტესტების კეთება, მეორე ხაზი თანდათან ღიავდებოდა. მე-9 დღეს თითქმის აღარ ჩანდა. მე-11 დღეს უკვე ტესტ კასეტაზე ვნახე და აშკარად იმაზე შესამჩნევი იყო,ვიდრე მე-9 დღეს ვარდიან ტესტზე,გაჩნდა იმედი. დღეს მე-13 დღეა და ისევ ვარდიანი ტესტი ვიყიდე შუადღეს, უმოწყალოდ უარყოფითია. ამ ტესტ-კასეტას ნდობა შეიძლება საერთოდ? თუ ყოველთვის აჩვენებს ძალიან ძალიან ღია მეორე ხაზს?
* * *
კიდევ ერთი შეკითხვა, მედიკამენტოზური აბორტის შემდეგ ჰიპერპლაზია გაგჩენიათ ვინმეს? ივლისში გავიკეთე და მის მერე ჩანს ეხოზე,თუმცა თანდათან პატარავდება,4მმ დან 2მმ-ზეა ჩამოსული, ზუსტად ვერც ხვდებიან რა არის((

მამა ჩეკი სცადე ამ ეტაპზე ყველაზე პატარა ვადასაც აჩვენებს ფოტო რომ ატვირთო შეძლებ

Posted by: nefertiti987 17 Oct 2021, 20:35
ninucanodo
არც ჩანს ფოტოში და ვარდიან ტესტზეც აშკარად უარყოფითია. მადლობა,შეგევუე უკვე და მომავალი ციკლის დაგეგმვაზე დავიწყე ფიქრი,წლის განმავლობაში ოვიტრელი რამდეჯერ შეიძლება,თუ არაა შეზღუდვა?
* * *
user posted image
არ ვიცი დაინახავთ თუ არა,მაგრამ ეს არის ამ დილის ტესტ კასეტა და შუადღეს უკვე ვარდიანზე აღარაფერი იყო

Posted by: kiskisa555 17 Oct 2021, 22:35
ეკოტროფილით თუ გაგიკეთებიათ სტიმულაცია და სად ყიდულობდით ამ წამალს

Posted by: takotatuli1989 18 Oct 2021, 01:00
nefertiti987
დილას ცადე კიდევ მამა ჩეკი, არ მინდა ტყუილად ჩაგისახო იმედები მარა საკმაოდ მკვეთრია ჩემი აზრით.

Posted by: ninucanodo 18 Oct 2021, 01:37
QUOTE (nefertiti987 @ 17 Oct 2021, 20:35 )
ninucanodo
არც ჩანს ფოტოში და ვარდიან ტესტზეც აშკარად უარყოფითია. მადლობა,შეგევუე უკვე და მომავალი ციკლის დაგეგმვაზე დავიწყე ფიქრი,წლის განმავლობაში ოვიტრელი რამდეჯერ შეიძლება,თუ არაა შეზღუდვა?
* * *
user posted image
არ ვიცი დაინახავთ თუ არა,მაგრამ ეს არის ამ დილის ტესტ კასეტა და შუადღეს უკვე ვარდიანზე აღარაფერი იყო

ნამდვილად ჩანს დილით კიდევ სცადე რა წარმატებები .

Posted by: nefertiti987 18 Oct 2021, 09:45
დამანევროზა ამ კასეტამ. დღეს ოვიტრელიდან მე-14 დღეა და ისევ ისე აჩვენებს, ვარდიანზე არაფერია.ორსულობა ვერ იქნება,არც მუქდება,მადლობა გულშემატკივრობისთვის გოგოებო

Posted by: kato17 19 Oct 2021, 18:22
user posted image აბა როგორი პასუხია ინვიტროსთვის გოგოებო სშჭირდება რამით მიხმარება ?

Posted by: საბისაბი85 20 Oct 2021, 11:06
nefertiti987
ვერ ვიტან მაგ ტესტს 2 ჯერ მომატყულა, ინ ვიტროს დროს მკრთალი ხაზი ჩანდა ხეგე უარყოფითი იყო, ეხლა რაღაც იმედი ჩამესახა ისევ ღია ვარდისფერი ხაზი იყო და ციკლი დამეწყო. ბევრს ასეთ ხაზზე დაუდასტურდა ორსულობა და მე კი მომატყულა მაგრად.

Posted by: nefertiti987 20 Oct 2021, 11:35
საბისაბი85
მეც მოტყუებული დავრჩი,მე-14 დღესაც მიჩვენებდა ტესტ კასეტა ,როცა ვარდიანზე მე-9 დღეს გაქრა ოვიტრელის კვალი. ციკლიც დამეწყო sad.gif ძალიან ძნელია იმედგაცრუება.

Posted by: საბისაბი85 20 Oct 2021, 11:41
nefertiti987
აუუ ძაან ძნელია როცა ებღაუჭები იმედს და ისიც ქრება.მამა ჩეკი სჯობს ყველა ტესტს რა.ეს ბოლო იმედგაცრუება ყოფილიყოს და ამის შემდეგ სულ კარგი ამბები გაგვეგოს ❤

Posted by: nefertiti987 20 Oct 2021, 12:33
საბისაბი85
ნამდვილად,გისურვებ მალე დადებით შედეგს <3

Posted by: compte.paris75 20 Oct 2021, 12:49
kato17
ნორმალური ჩანს რავიცი. ანტიოქსიდანტებს ალბათ ისედაც სვავს ხო?

Posted by: საბისაბი85 20 Oct 2021, 13:23
nefertiti987
მადლობა ჩემო კარგო, მეც ყველას დადებით შედეგს ვუსურვებ ❤

Posted by: kato17 22 Oct 2021, 19:51
compte.paris75
კი სვავდა ხოლმე სულ პერიოდულად მაგრამ ამ ეტაპზე არაფრს არ იღებს ჩემმა რეპროდუქტოლოგმაც არაფერი დაუნიშნა . ჩემით ვფიქრობ თუთია და დ ვიტამინი ხო არ მივცე . პროფერტილი და ქოებზიმმა გაგვყიდა ორივე ვიღებდით ხოლმე რამე ბიუჯეტური მინდა

Posted by: ქეთო0104 23 Oct 2021, 14:32
QUOTE (kato17 @ 13 Oct 2021, 23:15 )
გოგოებო პროთრომბინის გენის მუტაციის ფასები მაინტერესებს რომ მომწეროთ .PAI, MRHFR-  2ვე გენზე .FV -ლეიდენის  ფაქტორი.  რომელი ლაბორატორია უფრო სანდო და  შედარებით  უფრო ნაკლები ფასები .ამას დაზღვევა არ გვინაზღაურებს ხო?

მე გავიკეთე ეგ ანალიზები ჯანმრთელობის სახლში ზუსტი თანხა არ მახსოვს სადღაც 500 ლარამდე დამიჯდა ყველა თანდაყოლილი რაც არის.
მე პსპ დაზღვევა მაქვს და არ ამინაზღაურდა როგორც ვიცი სხვებიც არ ანაზღაურებენ მაინც დააზისტე შენს სადაზღვეოსთან

Posted by: nefertiti987 23 Oct 2021, 15:16
გამარჯობა,გოგოებო. რა ინფორმაცია გაქვთ 4აა ხარისხის ემბრიონებზე? ორივე გადატანაზე ეს ხარისხი მითხრეს,თუმცა ფაქტია ფრეში არ მიემაგრა და შემდეგ ფეტზე ორი ემბრიონიდან ბიოქიმიური ორსულობა იყო

Posted by: Taia12 23 Oct 2021, 22:42
https://www.facebook.com/groups/249292916267208
გოგოებო შემოგვიერთდით.

Posted by: a-liza 29 Oct 2021, 23:48
გამარჯობა, გოგოებო. აქ უფრო გექნებათ გამოცდილება და იქნებ გამიზიაროთ, ანტიმიულერი სად გაგიკეთებიათ, სადაა ზუსტი პასუხები, და ფასებიც როგორი აქვთ ლაბორატორიებს,რომელსაც რეკომენდაციას გაუწევდით?

Posted by: Natruliiiii 30 Oct 2021, 17:03
გოგოებო როგორ ხართ, დიდი ხანია აღარ მომიწერია, მარა დღეს ისეთი ცუდად ვარ, თქვენს გარდა ვერავისთან ვილაპარაკებ. მეორე უშედეგო მცდელობა მქონდა და დღეს უარყოფითი პასუხი მომივიდა. არადა 2 ცალი ფრეში 5 დღიანი საუკეთესო ხარისხის გადავიტანე. რა გავაკეთო უკვე აღარ ვიცი, წინაზე გაყინული 3 დღიანები და ისიც არ გამოვიდა. რა ვქნა უკვე ისეთი ცუდად ვარ ისეთი, მკვდარივით. ფოლიკები მოდის, ბევრი არა მარა ეხლაც ბუნებრივ ციკლში 3 ცალი ამოვიდა და იქიდან 2მა მიაღწია 5 დღემდე და თან საუკეთესოები იყო. მიმაგრება არ ხდება ფაქტია. ასაკზე მაწვება ექიმი 39 ვარ, მარა არც ისეთი ასაკი მაქვს ასე ცუდი მდგომარეობა მქონდეს. ეხლა უკვე ვფიქრობ ჰისტერო გავიკეთო, ადრე პოლიპის გამო სერგომ კი მირჩია მარა მერე აღარ გამოჩნდა და ეხლა ექიმიც მეუბნება არ გჭირდებაო, მარა რაღაცნაირად უკვე მაგაზე დავიწყე ფიქრი. ვინმეს გქონიათ ჩემნაირი მდგომარეობა? არადა შარშან მაისში არანაირი ჩარევით ბუნებრივი ორსულობა მქონდა მარა მალევე შეწყდა. ძალიან არეული ვარ, გთხოვთ მირჩიეთ რამე, რამე მითხარით, არვიცი რა ვქნა უკვე.
* * *
კიდევ რა მაინტერესებს, ოქტომბერში მქონდა ბუნებრივი ციკლით (მსუბუქი სტიმულაცია) ამოღება-გადატანა. რამდენად რეკომენდირებულია ნოემბერში კიდევ მიყოლება? დასვენება ხომ არ სჯობია რამოდენიმე თვე?

Posted by: compte.paris75 30 Oct 2021, 19:43
Natruliiiii
ძალიან ცუდი რომ არ გამოვიდა. ცოტა დაისვენე გონს მოდი და გააგრძელე აუცილებლად.
ჩემი გამოცდილებით, ემბრიონის ხარიხსია გადამწყვეტი. ხალხი იმხელა ენდომეტრიოზათი ფეხმძიმდება და აჩენს რომ რავიცი. რაც მეტი ემბრიონი გეყოლება მით მეტია შანსი იქნებ ერთი მაინც კარგი ხარისხის აღმოჩნდეს. ეს "კიდევ სცადე"-ს პრინციპი კიდევ ჩვენთვის ისეთი დამთრგუნველია, ყველა ცდაზე თითო სიცოცხლე გაკლდება. სამწუხაროდ ასეთია ჩვენი ბედი. დიდი წვალების ფასად ზოგს გამოსდის ზოგს არა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ ბოლომდე.
* * *
QUOTE (Natruliiiii @ 30 Oct 2021, 17:03 )
* * *
კიდევ რა მაინტერესებს, ოქტომბერში მქონდა ბუნებრივი ციკლით (მსუბუქი სტიმულაცია) ამოღება-გადატანა. რამდენად რეკომენდირებულია ნოემბერში კიდევ მიყოლება? დასვენება ხომ არ სჯობია რამოდენიმე თვე?

თუ კარგი ექიმი გყავს და 100% შენსკენ არის, გნახავს ეხოზე ციკლის მეორე დღეს. კვერცხუჯრედების რაოდენობის მიხედვით და ფსჰ - ის მიხედვით გეტყვის. თუ კარგად არის წამოსული იწყებთ სტიმულაციას. თუ ცოტაა მაშინ დაასვენებ შემდეგ ციკლამდე

Posted by: Natruliiiii 30 Oct 2021, 19:56
compte.paris75
მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. ძალიან მიჭირს ეხლა, საშინლად ვარ. მაგრამ ერთი ვიცი არ მოვეშვები, სანამ ვხედავ რომ მოდის ფოლიკები და თან 3 ფოლიკიდან 2 საუკეთესო ბლასტოს რომ ვიღებ ეს უკვე კარგი უნდა იყოს. უბრალოდ ფსიქოლოგიურად მიჭირს და უკვე მგონია აღარ გამოვათქო, ეს მთრგუნავს, თან ემოციური ვარ ძალიან და ვერ ვატარებ, ყვრლაფერზე მეფიქრება, ყველაფერზე მედარდება. კი ციკლის მოსვლის მერე მივალ და დაველაპარაკები ექიმს, ექიმი მომწონს, მასთან არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ ჩემს აზრებზე ვშინდები. პირველად ივნისში გავიკეთე და მეორეზე უკვე პროტოკოლი შეცვალა, ეხლა აღარ ვიცი რა შეიძლება ქნას, კიდევ შეცვლის თუ არა უკვე არვიცი, თან თავიდან მიწევს დაწყება აღარც მაქვს დარჩენილი არაფერი. ღმერთო გაძლეობა და ენერგია მოგვეცი

Posted by: Mia20 1 Nov 2021, 16:12
გოგოებო გამარჯობა, როცა ორსულობა არ პროგრესირებს ხოლმე რას გეუბნებიან?

მე ვორსულდები მაგრამ არ მიდის კარგად.. გულის ცემა სუსტი აქვს და მერე სულ უჩერდება ნაყოფს. ეს თავიდანვე განაყოფიერებაში დარღვევის ბრალი იქნება?

ხარისხისთვის ვთქვათ რა შეიძლება მოვაშველოო

Posted by: Anna-Mari 1 Nov 2021, 16:38
გოგოებო მოგესალმებით, როგორ ხართ? თქვრნი რჩევა მჭირდება, ბევრ ექიმზე უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ და ძალიან მეხმარებით, მოკლედ ასეთი სიტუაცია მაქვს, მიყოლებით გავიკეთე ორი ინვიტრო და ორივე უარყოფითი მქონდა, თან მეორე ინვიტროს დროს ავიცერი და აცრილზე გამიკეთა ეს რამდენად რეკომენდირებულია ხომ არ იცით? ეხლა მესამეზე მეშინია ძალიან, პირველ ჯერზე 3 დღიანი გადამისვეს 19 დღეს და მეორე ჯერზე 5 დღიანი მე-17 დღეს. არაფერი ყოფილა არც კი მიემაგრა. შარშან მქონდა ბუნებრივი ორსულობა და სახლში ჩემთვის ტესტებით ვაკონტროლებდი, 12 დღეს მქონდა ოვულაცია (ტესტმაც მაჩვრნა და ვიგრძენი კიდეც) და ოვულაციიდან 10 დღეში უკვე კარგად მიჩვენა ტესტმაც და ხეგემაც, სამწუხაროდ კარგად ვერ დასრულდა. ეხლა ვფიქრობ შეიძლება იმპლანტაციის ფანჯარა უფრო ადრეა ვიდრე მე-17 და მე-19 დღეებია? ისე ვნერვიულობ რა ვიფიქრო აღარ ვიცი. საუკეთესო ხარისხისები იყო როგორც ექიმმა მითხრა ყველა ჯერზე გადატანისას.

Posted by: a-liza 1 Nov 2021, 18:53
Anna-Mari
როგორ ხარ? <3 წეროებში ვერ მოგკარი თვალი, არადა შენი ამბები მაინტერესებს. შემოდგომიდან გეგმავდი მახსოვს და უკვე
გადატანები გქონია. გამოვა აუცილებლად <3 ერა ტესტზე მაქვს გაგებული,გადატანის ზუსტ დროს რომ საზღვრავს. ინფორმაცია გექნება შენც მაგ ტესტზე. 1050 ევროა მგონი, საზღვარგარეთ გზავნიან, ეგ რომ სცადო შემდეგ გადატანამდე?

Posted by: Anna-Mari 1 Nov 2021, 21:13
analiza
ცოტა დათრგუნული, ისე ნორმალურად, კი აგვისტოში მივედი და სექტემბერში ამოვიღე და მიყოლებით გადავიტანე და არ გამოვიდა. კი ვიცი ეგ კვლევა, უბრალოდ რგრც აქ არ კეთდება და იფინაანსურადაც საკმაოდ ძვირი გამოდის ერთი ინვიტროს ფასი ლამის.
* * *
ვინმეს გქონიათ რამოდენიმეჯერ არ გამოსულა და მერე გამოგოვიდათ? მე ის მაშინებს არცერთხლ რომ არ მიმავრა და მაგიტომ გეკითხებით

Posted by: adeline 1 Nov 2021, 23:46
Anna-Mari
ვისთან გაიკეთე ინვიტრო?

Posted by: Anna-Mari 2 Nov 2021, 11:53
adeline
ინვიტროში, თეონა ანთიასთან.

Posted by: xalati 3 Nov 2021, 19:22
Anna-Mari
გამარჯობა,
მესმის, ძალიან რთულია, როცა არ გამოდის, მითუმეტეს კარგი ხარისხის ემბრიონებით....

რატომ იკეთებთ ინ ვიტროს? რა პრობლება გაქვთ?

საერთოდ, რაც უფრო მეტს გადაიტან, მით უფრო დიდი შანსია, გამოვიდეს. ემბრიონის ხარისხსს ესე ვიზუალურად ვერცერთი ექიმი ვერ ადგენს, ამიტომ რეალურად დიდად არაფერს არ ნიშნავს ეს გრადაციები, სამწუხაროდ. ერთადერთი შანსია გენეტიკური კვლევა. როგორც ვიცი საქართველოში არ კეთდება და უცხოეთში ძვირი ღირს.

თუ ადვილად გამოგდის კარგი ემბრიონები, ეცადე, მოთმინებით შეუდგე გადატანას. გამოვა ერთ მშვენიერ დღესაც. ოღონდ მართლა ლატარიაა.
თუ არადა, ერა ტესტი + გენეტიკური კვლევა და ბევრად მეტი შანსი გექნება გენეტიკურად უპრობლემო ემბრიონი ზუსტ დროს გადაიტანო.

როცა ამბობ ორი ინ ვიტროს გავიკეთეო - ერთი პუნქცია + ორი გადატანა თუ ორი პუნქცია?
აცრა მეც გავიკეთე მეორე პუნქციამდე და საერთოდ განაყოფიერებაც კი არ მოხდა 5 კვერცხუჯრედზე, მაგრამ ვერცერთი ექიმი ვერ იტყვის დანამდვილებით აცრის ბრალია თუ სხვა რამის. მე უფრო სხვა რამის მგონია. ყველა კვლევა აჩვენებს; რომ აცრას არ აქვს გავლენას ინ ვიტროს შედეგზე.

მოკლედ, აბა შენ იცი, მაგრად იყავი და ეცადე სხვა რამეებზეც იფიქრო.
გამოგივა ერთ დღესაც აუცილებლად smile.gif
ერთი გოგო მყავს ინსტაგრამზე (საფრანგეთში) : 4 ინ ვიტრო, 17 ემბრიონი, 0 ორსულობა და მე-17-ე მიემაგრა და ორსულადაა smile.gif ასე რომ, არ ჩამოყარო ყურები !

Posted by: nefertiti987 3 Nov 2021, 21:16
როგორ ხართ,გოგოებო? უცნაური კითხვით ვარ მოსული,ხომ არ იცით სამკაულებზე გრავირებას სად აკეთებენ ან სადმე ხომ არ შეგხვედრიათ ყელსაბამი ორსულობის დანაკარგების თემატიკაზე რომ იყოს? ძალიან მინდა,სიმშვიდეს მომგვრის თუ ვატარებ,ასე მგონია

Posted by: Anna-Mari 4 Nov 2021, 13:04
xalati
ცალცალკე ფუნქციებით, ორი გადატანა.
პირადი ნახე smile.gif

Posted by: kiskisa555 4 Nov 2021, 20:11
გამარჯობათ გოგოებო გადატანის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე

Posted by: xalati 4 Nov 2021, 20:48
Anna-Mari
გიპასუხე, მაგრამ არ ვიცი, მოგივიდა თუ არა. გაგზავნილებში არ მაჩვენებს sad.gif((

kiskisa555
ჩვეულებრივად, როგორც აქამდე.
არა სიგარეტი, არა ალკოჰოლი, თითქოს ორსულად ხარ. იცხოვრე აქტიურად, ისეირნე, რაც გინდა ის ქენი. არ იწვე, უარესია.
გუდ ლაქ !

Posted by: Anna-Mari 4 Nov 2021, 23:30
xalati
კი მივიღე და მოგწერე პასუხი smile.gif
kiskisa555
მე 3-4 დღე ვიწექი თითქმის სულ და ვფიქრობ ეგეც ცუდი იყო რომ არ გამოვიდა, შემდეგში ვფიქორბ მეორე დღიდანვე ჩვეულებრივ რჟიმს დავუბრუნდე, სამსახური, სეირნობა და ა.შ. უბრალოდ თუ დაღლას ვიგრძობ დავისვენებ ხოლმე. მგონი მასე სჯობს ვიდრე უმოძრაობა smile.gif წარმატებები

Posted by: nefertiti987 5 Nov 2021, 11:30
kiskisa555
დადებით შედეგს გისურვებ ❤️

Posted by: kiskisa555 7 Nov 2021, 12:06
გამარჯობათ გოგოებო გადატანიდან მეხუთე დღე მაქვს წელის ტკივილი და საკვერცხეებზე ყრუ ტკივილი მაქვს ჰქონიათ ასეთი შემთხვევა ცუდის ნიშანია თუ კარგის

Posted by: Anna-Mari 7 Nov 2021, 14:21
kiskisa555
უმოძრაობამ და ბევრმა წოლამაც იცის წელის ტკივილი, მაგრამ ისე გამიგია არაა ცუდი ეგ სიმპრომებიო, გოგოებიც იტყვიან, მაინც ეცადე არ მიაქციო სიმპტომებს ყურადღება, მაგით ითრგუნები და იყო ისე როგორც ყოველთვის სხვა რამეზე გადაერთე და სხვა რამეზე იფიქრე smile.gif

Posted by: Хельга 8 Nov 2021, 17:50
QUOTE (Natruliiiii @ 30 Oct 2021, 19:56 )
საშინლად ვარ




არის რამე სიახლე? cry.gif 2kiss.gif

არ ინერვიულო, სხვა გზებიც ხომ

არსებობს...


Posted by: Natruliiiii 8 Nov 2021, 23:23
ჰელგა
არაფერი, ჯერჯერობით შესვენება მაწვს, ცოტა აზრზე მინდა მოსვლა და მერე ვნახოთ. ძალიან გამიჭირდა და ვცდილობ აღარ ვიფიქრო ცუდზე. ვნახოთ როგორ შევძლებ.

Posted by: LIKA12345678 10 Nov 2021, 13:26
გოგოებო მილების შემოწმება ნინო დათოშვილთან ვისაც გაგიკეთებიათ მტკივნეულია?)))

Posted by: kiskisa555 10 Nov 2021, 19:46
mogesalnebit chemo kargebo 12 micevs xege dges meate dge maqvs gavikete testi uarkopitia shesajlebelia testma ar achvenos da xege dadebiri ikos

Posted by: compte.paris75 11 Nov 2021, 15:23
kiskisa555
თუ ბრაკია ტესტი კი შეიძლება შეცდეს და საკმაოდ ხშირად ამოდის ხოლმე ეგეთი

Posted by: kato17 12 Nov 2021, 12:18
გოგოებო სანამ ექიმს ვანახებ აბა რაა მეტყვით ამ მუტაციებია არაფერი არ ვიცი გენეტიკუტლრი ჩავაბარე .რამდენად რთულად მაქვს საქმე 8 კვირაზე (ინვიტროთი) ორსულობის შეწყვეტა შეიძლება ამას გამოეწვია ? ან რამდენად მართვადია
* * *
user posted imageგოგოებო სანამ ექიმს ვანახებ აბა რაა მეტყვით ამ მუტაციებია არაფერი არ ვიცი გენეტიკუტლრი ჩავაბარე .რამდენად რთულად მაქვს საქმე 8 კვირაზე (ინვიტროთი) ორსულობის შეწყვეტა შეიძლება ამას გამოეწვია ? ან რამდენად მართვადია

Posted by: Natruliiiii 13 Nov 2021, 17:14
გოგოებო ვთხოვთ რომ მითხრათ გონაპეპტილი მუცელში კეთდება ხო? დამავიწყდა მეკითხა ექიმისთვის და ეხლა მიტყდება დარეკვა.

Posted by: compte.paris75 13 Nov 2021, 23:38
QUOTE (Natruliiiii @ 13 Nov 2021, 17:14 )
გოგოებო ვთხოვთ რომ მითხრათ გონაპეპტილი მუცელში კეთდება ხო? დამავიწყდა მეკითხა ექიმისთვის და ეხლა მიტყდება დარეკვა.

თუ სწორად მახსოვს დოზას გააჩნია:
თუ 0,1 იანია - მუცელზე და თუ 3,75 იანია მაშინ კუნთში.
თავს ვერ დავდებ დიდი ხნის წინ გავიკეთე. აუცილებლად კითხე ექიმს.
* * *
kato17
Pai გაქვს და mthfr 1298 ჰომოზიგოტური.
მე პაი არ ვიცი და mthfr ზე თუ ფოლატს სვამდი და პრაქსიპარინს იკეთებდი არ იქნებოდა მოშლის მიზეზი. პაის არ ვიცნობ.
ჰომოცისტეინის ანალიზი დამინიშნა ექიმმა როცა მტჰფრ ამომივიდა. მაგით ადგენენ ფოლატის დოზას

Posted by: kato17 14 Nov 2021, 11:15
compte.paris75
კი ვიკეთებდი ფრაქსიპარინს და ფოლატს 800 ანს ვიღებდი . ჰემატოლოგის ვის მირჩევთ დაკა კაპანაძეს თუ მაგდა ბეთანელს ჯერ ჩემი რეპროდუქტოლოგისთვისაც არ მიახებია ანალიზი მარა ჰემატოლოგის აზრი უფრო მაინტერესებს

Posted by: compte.paris75 14 Nov 2021, 16:47
kato17
მარტო ფორუმიდან ვიცი ვინც დადის სულ დაკა კაპანაძესთან დადიან. არც ვიცი რამდენად მოსწონთ. სხვა არც არავინაა მგონი რომ შეადაროს კაცმა.

Posted by: ninucanodo 14 Nov 2021, 19:48
kato17მე მა მაქვს პაი 1 და მე 12 ფაქტორი დაკა მართავდა ორსულობის 5 კვირიდან და 39 კვირას ჩემი ნებით გავიკეთე საკეისრო კარგად მართა ყურადღრბიანიც იყო არც უაზრო წამლრბს ნოენავს და არც ანალიზებს,თუმცა დაკა ჰემატოლოგი არ არის გინეკოლოგია

Posted by: kato17 15 Nov 2021, 21:02
გმადლობთ ალბათ დაკასთან მივალ მეც ♥️
* * *
ერთი კითხვაც მაქვს სპერმატოზოიდის დნმ ფრაგმანტაცია ინვიტროს დროსაც კეთდება? ჩეემა ექიმმა არ გინდაო მაინც ინვიტოს იკეთებთო არადა სამი სტიმულაციიდან თითო ბლასტოს ვიღებთ ერთხელ იყო ისიც კარგი ხარისხის და ისიც შეწყდა 70 პროცენტი კვერვხუჯრედის ბრალია ხოლმეო არადა სტიმულაციაზე 16.11 კვერცუჯრედი ამოაქვთ . მაგრამ მაინც კვერცუჯრედს ბრალდება

Posted by: compte.paris75 16 Nov 2021, 21:02
kato17
ჩვენ ზუსტად ინვიტროს კონტექსტში გავიკეთეთ დნმ ფრაგმანტაცია
* * *
რაც დრო გადის მით მეტად ვრწმუნდები რომ მართლა კვერცხუჯრედის ხარისხია გადამწყვეტი

Posted by: kiskisa555 17 Nov 2021, 20:12
მოგესალმებით ჩემო კარგებო საიდან დავიწყო არც ვიცი მეუღლეს აზოოსპერმია 2015 წლიდან სამჯერ მაქ გაკეთებული ინ ვიტრო ტესათი მიღებული სპერმატოზოიდებით ვღებულობდით ემბრიონებს მაგრამ არ დადგა ორსულობა ეხლა გავიკეთე ჩემი კვერცხუჯრედით და დონორი მამაკაცით მივიღე ერთი ემბრიონი ვერ მივიდა ბლასტომდე ვერ გადავიტანეთ მერე მითხრეს კლინიკას აქვს უკვე მიღებული ემბრიონი დონორებით კარგი ხარისხის ბლასტო რადგან სხვა საშველი უკვე არ მქონდა თვალი დავხუჭე და დავთანმხდი ექიმის შეფასებით იდეალური საშვილოსნოს ღრუ და კარგი ანალიზებით მითხრა დადგება ორსულობაო დამიდასტურდა ხეგე 46 ორსულობა მაგრამ მეორე დგეს მომივიდა ციკლი და შეწყდა ჩემი სიხარულიც ვარ 43 წლის ვინმეს ხომ არ გქონია ჩემნაირი სიტუაცია და რას მირჩევთ რა გავაკეთო
* * *
უკვე არ ვიცი რომელ ექიმთან მივიდე თამთა ცაავა ქეთი ოსიძე ბოლოს მანანა ქოჩიაშვილი ესენი იყვნენ ჩემი ექიმები

Posted by: compte.paris75 18 Nov 2021, 15:43
kiskisa555
ძალიან სამწუხაროა რომ ამდენს წვალობთ.
ერთი ემბრიონი ძალიან ცოტაა. ჩემი რჩევით კვერცხუჯრედის დონორით შეიძლება ცადოთ ოღონდ დონორი უნდა იყოს 20 წლის და კარგი შედეგებით წარსულში (დაახლოებით 15 კვერცხუჯრედის იმედი რომ იყოს). იქიდან 5 კარგი ემბრიონიც რომ მიიღოთ ქმრის სპერმით უკვე იმედიანად იქნები. სთხოვეთ ნათიას და რუსოს (ინოვაში ვინც სუროგატებს და დონორებს ხელმძღვანელობს) იციან იმათ რომელ დონორებს ქონდათ კარგი შედეგი.

Posted by: compte.paris75 20 Nov 2021, 14:22
ისევ მაქვს გონალ ფ 900 გასაყიდი. თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ.

Posted by: საბისაბი85 23 Nov 2021, 16:46
გოგოებო როგორ ხართ? მოკლედ ახალი პრობლემა დამატყდა თავს, მარჯვენა მკერდში დვრილის მიდამოში შევნიშნე კვანძი თუ რაღაც სიმაგრე სანამ მივალ ექიმთან ვინმეს გაქვთ გამოცდილება ? სექტემბერში მქონდა გადატანა და შეიძლება რო ინ ვიტროს წამლებს გამოეწვია ეს?

Posted by: Natruliiiii 24 Nov 2021, 16:01
გოგოებო როგორ ხართ? მოკლედ მესამე წრეზე წავედი მაინც, არ მინდოდა გაჩერება, თან ერთი ინვიტროს ფულიც მქონდა რაც არის არისთქო, დავიწყე თავიდან ყველაფერი, 5 ფოლიკიდან 4 კვერცხუჯრედი და 2 ბლასტო მივიღე, საუკეთესო და საშუალო ხარისხის. 19ში გადავიტანე ფრეშად ორივე, ეხლა მე-5 დღე გამომდის და საერთოდ არანაირი სიმპტომი sad.gif ეგაა წინებისგან განსხვავებით, როცა მთელი დღეები ფაქტიურად სულ ვიწექი მესამე დღიდან აქტიურად გავედი სამსახურშიც და 1 საათი დღეში ფეხითაც დავდივარ. ერთადერთი რაც არვიცი სიმპტომი არის თუ პროგის ამბავი, უკაცრავად მარა გაზები მაწუხებს საშინლად, შემობერილი არ ვარ ოღონდ თან ამ დროს ისეთს არაფერს ვჭამ. არვიცი ველოდები რა იქნება, ვნახოთ, ისე ტესტი როდის მიჩვენებს? 29 ვარ ხეგეზე დაბარებული. ყოფილა ვინმე ვისაც საერთოდ არანაირი სიმპტომი არ გქონიათ და დადებითი შედეგი გამოსულა?
* * *
საბისაბი85
სტიმულაციის დაწყებამმდე ექიმმა მამოლოგთან არ გაგიშვა? მე გადამამოწმებინა ჯერ და მადლობა უფალს არაფერი იყო, მაგრამ მამოლოგმა 1 წელში ერთხელ მაინც აკონტროლეო. არ შეშინდე, თუ ამ დრომდე არ გაწწუხებდა ალბათ არაფერი სერიოზული არ იქნება <3

Posted by: საბისაბი85 24 Nov 2021, 17:14
Natruliiiii
პირველ რიგში წარმატებებს და უფლის მფარველობას გისურვებ ❤
არ უთქვამს ექიმს და მეც ამომივარდა თავიდან რომ მივსულიყავი მამოლოგთან, დღეს ვიყავი ექო გადავიღე და მრავლობითი კისტები მაქვს, 3 კისტის ამოტუმბვა გახდა აუცილებელი და 1 სიმაგრეზე ექიმს ეჭვი აქვს ფიბროადენომაზე და ანალიზი გავაგზავნეთ და ვნახოთ რა პასუხს მივიღებ.

Posted by: Natruliiiii 24 Nov 2021, 17:34
საბისაბი85
მადლობა, ასევე წარმატებები♡ არ ინერვიულო მთავარია რომ აღმოაჩინე და დროულად მიხედავ.

Posted by: kato17 25 Nov 2021, 00:29
გოგოებო გენეტიკყლური ტრომბოფილია ვისაც გაქვთ და კოვიდო გადაიტანეთ სახლში მიმდინარეობდა მკურნალობა თუ სავადყიფოში გადახვედი პირადი ექიმი არაფერს მინიშნავს რადგან სავადმყოფოში უნდა გადახვიდეო არადა ჯერ ანალიზოს პასუხებიცცარ მომსვლია და ამ ტრომბიფილას ჩაებღაუჭა

Posted by: Natruliiiii 25 Nov 2021, 13:30
kato17
მართლა არვიცი რა გიპასუხოთ არაკომპეტენტური ვარ, იმედია ვინც იცის იტყვიან. თრომბოფილია გამოკვლეული არ მაქვს და ხან ვფიქრობ ორი უშედეგო ინვიტრო მაგის ბრალი ხომ არაათქო, მიმაგრება არც დაწყებულა ჩრმთან და ამ მესამეზეც ძაან უიმედოდ ვარ. ფრაქსიპარინს 0.3 მი ვიღებ გადატანიდან მარა ეგ რამდენად შველის არვიცი
* * *
ძაან ვნერვიულობ ეხლაც არანაირი სიმპტომი რომ არ მაწვს, წინაზეც ასე იყო sad.gif
* * *
ძალიან პასიური გახდა ეს თემა გამოცოცხლება სჭირდება აშკარად, ადრე უფრო აქიურობა იყო smile.gif

Posted by: compte.paris75 27 Nov 2021, 23:00
QUOTE (Natruliiiii @ 25 Nov 2021, 13:30 )
...
ძალიან პასიური გახდა ეს თემა გამოცოცხლება სჭირდება აშკარად, ადრე უფრო აქიურობა იყო smile.gif

ნეტა მართლა არავინ იყოს ამ თემის დამჭირვებელი. ღმერთმა სულ ადვილად გააჩენინოს ყველას შვილები ისე რომ არ მისულიყვნენ ინვიტრომდე.

წარმატებას გისურვებ. სიმპტომები ხომ იცი არაფერია. და რომც იყოს არ იცი საიდან მოდის - წამლებისგან თუ სხვა რამისგან.

Posted by: harsh1 28 Nov 2021, 01:21
მოგესალმებით. ექიმ თეა ჩარკვიანთან თუ გქონიათ ვინმეს შეხება? ლამის მომკლა, ძლივს გადავრჩი.

Posted by: Wisper11 28 Nov 2021, 02:05
თეა ჩარკვიანი რეპროარტიდან, ხომ? როგორ ვწუხვარ, რომ მასთან მოგიწიათ საქმის ქონა. მე პირადად ისეთი უკმაყოფილო ვარ. ჯერ საოცრად უყურადღებოა, თანაგრძნობის უნარი ნოლი. ნუ მაგასაც აიტანს ადამიანი, მაგრამ როცა დისტანციურად დანიშნულ მკურნალობას იწყებ და წამლის დოზირების თაობაზე ეკითხები და ის იქიდან გპასუხობს, რომ ახლა სტუმრადაა და ვერ გიპასუხებს, შენ კი ეხვეწები დოზირება გითხრას მხოლოდ და ის გითიშავს და არც მესიჯზე გპასუხობს, რაღა უნდა ელაპარაკო მასეთს. შენ კიდევ როცა არ იცი რა დოზა გაიკეთო და ყველაფერი წყალში გეყრება, დახარჯული ფული, დრო, ნერვები, მკურნალობა. ექიმი მასეთი არ უნდა იყოს. ჯერ მთელი დღე უნდა ელოდო ,სანამ შეხვალ მაგასთან, ჩაწერილიც რომ იყო. თითქოს ხალხს სამსახური არა აქვს და უსაქმურები არიან. თანაც მაგასთან მკურნალობის დროს ჯანმრთელობის დიდი პრობლემა შემექმნა, წლები დამჭირდა განსაკურნებლად სრულიად ჯანმრთელ ადამიანს.

Posted by: harsh1 28 Nov 2021, 02:40
QUOTE (Wisper11 @ 28 Nov 2021, 02:05 )
თეა ჩარკვიანი რეპროარტიდან, ხომ? როგორ ვწუხვარ, რომ მასთან მოგიწიათ საქმის ქონა. მე პირადად ისეთი უკმაყოფილო ვარ. ჯერ საოცრად უყურადღებოა, თანაგრძნობის უნარი ნოლი. ნუ მაგასაც აიტანს ადამიანი, მაგრამ როცა დისტანციურად დანიშნულ მკურნალობას იწყებ და წამლის დოზირების თაობაზე ეკითხები და ის იქიდან გპასუხობს, რომ ახლა სტუმრადაა და ვერ გიპასუხებს, შენ კი ეხვეწები დოზირება გითხრას მხოლოდ და ის გითიშავს და არც მესიჯზე გპასუხობს, რაღა უნდა ელაპარაკო მასეთს. შენ კიდევ როცა არ იცი რა დოზა გაიკეთო და ყველაფერი წყალში გეყრება, დახარჯული ფული, დრო, ნერვები, მკურნალობა. ექიმი მასეთი არ უნდა იყოს. ჯერ მთელი დღე უნდა ელოდო ,სანამ შეხვალ მაგასთან, ჩაწერილიც რომ იყო. თითქოს ხალხს სამსახური არა აქვს და უსაქმურები არიან. თანაც მაგასთან მკურნალობის დროს ჯანმრთელობის დიდი პრობლემა შემექმნა, წლები დამჭირდა განსაკურნებლად სრულიად ჯანმრთელ ადამიანს.

კი, რეპროარტშია თეა ჩარკვიანი. მენოპურის კატასტროფულად მაღალი დოზები დამინიშნა. თან არც მითხრა როდის და როგორ გამეკეთებინა, თავად შევახსენე. ისეთი სისხლდენა დამეწყო, რომ გონება დავკარგე. თურმე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ასეთი დოზების გამოწერა. შევატყობინე და ვითომც არაფერიო. დამაიგნორა, ვითომ არც ვარსებობ.მარტო 2500 ლარის მენოპური გამაკეთებინა სამ დღეში, სხვა წამლები რომ აღარ ჩავთვალოთ.
* * *
ისე ვნანობ თეა ჩარკვიანთან რომ მივედი. თან ხომ იცით როგორი სტრესულია ინვინტრო.და ამას დმატებული ექიმი რომ საშინელ დღეში ჩაგაგდებს... არ ვიცი, რატომ მომექცა ასე. ახალბედა არაა. ნეტა სხვებსაც ასე დაუდევრად მკურნალობს? მგონი ჩემზე ცდები ატარაsad.gif
თან რამხელა ფული დამახარჯვინა, და რისთვის, ფოლიკულების სტიმულაციის დასაწყისშივე საშინელი სისხლდენა დაიწყო. ჰემოგლობინი ისეთი დაბალი მაქვს ახლა, რომ სყლ თავი მტკივა. ნეტა მენოპურის მაღალ დოზებსაც შეეძლოთ დაეტოვებინათ თავის ტკივილი?

Posted by: Natruliiiii 28 Nov 2021, 10:55
გოგოებო ისე ცუდად ვარ ალბათ არვიცი რა იქნება, დღეს მე-8 გადატანიდან და ტესტი უარყოფითია, ბლასტო გადავიტანე. უბრალო ტესტი მქონდა და იმით ვცადე და არაფერი, ლამის მოვკდე ისე ვარ მესამე მცდელობა იყო ეს და კიდევ არაფერი

Posted by: compte.paris75 28 Nov 2021, 17:16
harsh1
უიმე დედა, რა იყო... რა დოზა დაგინიშნა?
* * *
Natruliiiii
8 დღეს ძალიან მკრთალი უნდა იყოს. ხვალაც ნახე აბა მამაჩეკით

Posted by: Natruliiiii 28 Nov 2021, 17:34
compte.paris75
მამაჩეკი ვერ ვიშოვე დეფიციტიაო, რამოდენიმე აფთიაქში და ჭავლური რომაა კასეტასავით ეგ ვიყიდე და ჩვეულებრივი ჩხირით ვცადე და არცერთმა არ ამინთო. ბბ ვითომ აჩვენებს?

Posted by: compte.paris75 28 Nov 2021, 22:17
ბბ ცრუ დადებითს აჩვენებს ხშირადო. ასე წერდნენ და აღარ ვუწევ ხოლმე რეკომენდაციას

Posted by: Natruliiiii 29 Nov 2021, 16:20
უარყოფითი მოვიდა ჩემი ხეგე, ვსიო ესეც უშედეგოდ. უკვე ძალიან დავიღალე მორჩი, ცოტა ხანს მაინც მოვრჩი, ფსიქოლოგიურად ისე ვარ, არც ენერგია მაქვს და არც ძალა რომ რამე გავაკეთო. მოვეშვი ძალიან

Posted by: MaR1_ShaGraTh 29 Nov 2021, 22:03
harsh1
QUOTE
მარტო 2500 ლარის მენოპური გამაკეთებინა სამ დღეში, სხვა წამლები რომ აღარ ჩავთვალოთ.

რა დოზას იკეთებდით დღეში? ერთი ნოლი ზედმეტი ხომ არ არის?
მენოპურის 1 ფლაკონი ღირს დაახლოებით 30-40 ლარი, გააჩნია სად იყიდი, 2500 ლარის მენოპური 3 დღეში გამოდის დაახლოებით 20 ფლაკონი დღეში...

Natruliiiii
sad.gif
გამაგრდი 2kiss.gif

Posted by: compte.paris75 30 Nov 2021, 14:53
Natruliiiii
ყველაზე ცუდი დღე - უარყოფითი ხეგე sad.gif(((
დრო მიეცი შენ თავს და შენ ვერც წარმოიდგენ როგორი ძალით და იმედით გამონახავ გზას გასაგრძელებლად

Posted by: maiko2610 4 Dec 2021, 21:24
გამარჯობა გოგოებო. ამდენი წვალების მერე გამოვიდა. მეოთხე გადატანაზე..ერა ტესტის მიხედვით.

Posted by: adeline 5 Dec 2021, 01:42
maiko2610
გილოცავთ! მშვიდობიან ორსულობას და ბედნიერ დედობას გისურვებთ!
ერა ტესტი ვისთან გაიკეთეთ? იყო აცდენა ერას პასუხის მიხედვით იმპლანტაციის ფანჯარასა და მანამდე გაკეთებულ გადატანის დღეებს შორის?

Posted by: maiko2610 5 Dec 2021, 10:23
QUOTE (adeline @ 5 Dec 2021, 01:42 )
maiko2610
გილოცავთ! მშვიდობიან ორსულობას და ბედნიერ დედობას გისურვებთ!
ერა ტესტი ვისთან გაიკეთეთ? იყო აცდენა ერას პასუხის მიხედვით იმპლანტაციის ფანჯარასა და მანამდე გაკეთებულ გადატანის დღეებს შორის?

მადლობა გაიხარეთ...ქეთისთან გავიკეთე ესპანეთში გააგზავნა..კი იყო ცვლილება, გადატანის ფანჯარა იყო განსხვავებული და კიდევ შიდა ბაქტერიული ფლორა იყო მოაწესრიგებელი. ერა ტესტის მერე 4 თვეში მოვახერხე ბოლო ბლასტოს გადატანა..როგორც ჩანს გაამართლა ემ ტესტმა

Posted by: adeline 5 Dec 2021, 13:25
maiko2610
ყოჩაღ ქეთის. ტყუილად არავის არაფერს ურჩევს. კარგია, რომ დაუჯერეთ თქვენც. ერა მართლა მნიშვნელოვანია, როცა უშედეგო მცდელობაა ან ნაადრევი შეწყვეტა.

Posted by: IrKu 7 Dec 2021, 18:58
QUOTE (maiko2610 @ 4 Dec 2021, 21:24 )
გამარჯობა გოგოებო. ამდენი წვალების მერე გამოვიდა. მეოთხე გადატანაზე..ერა ტესტის მიხედვით.

გილოცავთ და მშვიდობიან ორსულობას გისურვებთ

Posted by: Gretag 10 Dec 2021, 00:17
გოგონებო გამარჯობა, ორშაბათს გადავიტანე 5 დღიანია და საერთოდ არანაირი სიმპტომები არ მაქვს sad.gif უკვე დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოვიდა sad.gif

Posted by: kombosto76 10 Dec 2021, 14:35
ქეთის მივწერე ფესბუქის მესინჯერში და არ პასუხობს. სადმე ხომ არ არის წასული? ვინმეს გიპასუხათ მესინჯერში ამ ბოლო დღეებში?

Posted by: compte.paris75 13 Dec 2021, 14:41
Gretag
ჩააბარე ხეგე? როგორ არის აბა საქმე?

Posted by: Gretag 14 Dec 2021, 11:32
compte.paris75

პარასკევს მიწევს ხეგე, მაგრამ დღევანდელი ტესტი უარყოფითია sad.gif
* * *
უიმედოდ ვარ, სამწუხაროდ არ გამოვიდა

Posted by: compte.paris75 15 Dec 2021, 00:01
დღევანდელიც უარყოფითია? sad.gif(((
გყავს კიდევ ემბრიონები?

Posted by: niniko111 15 Dec 2021, 11:14
გოგოებო გამარჯობათ , ისეატი ამბით ვარ , 2
წლის წინ გავიკეთე ინვიტრო , უკცე 1 წლის პატარა მყავს . ცალი მილი მაქვს ამოჭრილი ასევე საკვერცხეც ძალიან პატარაა ერთ მხარეს, ენდომეტრიოზია , 2 უდიდესი კისტით და მოკლედ ძლივს ამოვიღეთ 3 კვერცხუჯრედი და სამივე განაყოფიერდა და პირველიე ცდაზე მივიღეთ შედეგი. მაგრამ ეხლა მთელი 1 წელი რო ძუძუზე მყავდა ბავშვი და ასეთი მდგომარება და არც მიფიქრია არაფერზე გავიგე ორსულად ვარ smile.gif)) ესე საოცრად , სასწაულად. ექიმიც შოკშია )))) ამიტო საოცრებების დაიჯერეთ აუცილებლად ❤️❤️

ახლა რა მაინტერესებს 1 წლის წინ ეოცა ვიკეთებდი კლექსანს თეომბოფილიიის გამო 50 ლარს ვაძლევდი მულტიდოზაში და კლექსანში 35 . დღეს დავრეკე აფთიაქში ვაგზალზე და 150 ლარიო

Posted by: Gretag 15 Dec 2021, 13:11
compte.paris75

1 ემბრიონი დამრჩა და არ ვიცი ახლა მზად ვარ თუ არა რომ მივაყოლო. ვფიქრობ გაზაფხულამდე გავჩერდე. ისედაც 12 კვერცხუჯრედიდან 2 ემბრიონი ძლივს მივიღეთ. არც ვიცი ხელახლა რომ დავიწყო რა იქნება.
* * *
დღევანდელი ტესტიც უარყოფითია. არანაირი იმედი აღარ დარჩა. ხეგე მაინც ჩავაბარე რომ თამამად შევწყვიტო ეს ნემსები და წამლები
* * *
niniko111

გილოცავთ, ღმერთმა სულ ბედნიერი და გახარებული გამყოფოთ

Posted by: Nino19 15 Dec 2021, 15:35
ყველას წარმატებები ❤️ ყველას გისურვებთ ოცნების ახდენას
* * *
მაქვს მეორე გადატანა პირველი, პირველივეზე დადგა და გვყავს კაცუნა❤️ ეხლა მაქვს 3 დღიანები გაყინული და ექიმმა შემომთავაზა რომ გამოვალთოთ და 5 დღემდე გავზარდოთო შანსი უფრო დიდია კარგია არჩევისო. ასე არ გვიქნია წინაზე და არ ვიცი რა და როგორ. ვინმეს ხომ არ გქონიათ მზგავსი შემთხვევა ემბრიონებთან დაკავშირებით?

Posted by: compte.paris75 15 Dec 2021, 18:34
Gretag
დაიცადე ჯერ ხეგემდე, რა იცი რა ხდება. იმას როცა გინდა გადაიტან.

Nino19
რამდენი ცალია?. მაგას აკეთებენ როცა ბევრია და არ უნდათ მაგდენი ემბრიონი. ვითომ ტყუილად გადატანას ამჯობინებენ რომ რომელიც გაუძლებს გამოლღობას და გააგრძელებს ხარისხიანად დაყოფას, მარტო იმას დაგიტოვებენ

Posted by: Gretag 15 Dec 2021, 18:44
compte.paris75
არ გამოვიდა, უარყოფითია sad.gif

user posted image

რაც მე ღმერთს ვემუდარე შობისთვის სასწაული მოევლინა, სულ ტყუილლად

Posted by: Nino19 15 Dec 2021, 21:36
QUOTE (compte.paris75 @ 15 Dec 2021, 18:34 )
Gretag
დაიცადე ჯერ ხეგემდე, რა იცი რა ხდება. იმას როცა გინდა გადაიტან.

Nino19
რამდენი ცალია?. მაგას აკეთებენ როცა ბევრია და არ უნდათ მაგდენი ემბრიონი. ვითომ ტყუილად გადატანას ამჯობინებენ რომ რომელიც გაუძლებს გამოლღობას და გააგრძელებს ხარისხიანად დაყოფას, მარტო იმას დაგიტოვებენ

სულ 6 ცალი ორ ორად გაყინული. და ეხლა ესე შემომთავაზა 4 გავალღოთ და ორი დღე ვაცადოთ რომელი მივა 5 დღემდე და რომელიც კარგი ხარისხის იქნება იმას გადავიტანო.

Posted by: compte.paris75 15 Dec 2021, 23:44
Gretag
უჰ, იმდენი დაბადების დღე და ახალი წელი მაქვს ჩამწარებილი აი ეგრე...
სად აღარ მილოცია, იერუსალიმშიც ვარ ნამყოფი ქრისტეს საფლავთან. ამ დროს ხალხი რომ მთავაზობს ჯვრის ასასვლელში რაღაც ქვა ყოფილა და იქ უნდა დაჯდეო... უკვე ვღიზიანდები ... იმ ქვას რომ შემოვაჯდები მერე მომისმენს ღმერთი???!!!!


* * *
Nino19
გააჩნია რამდენი ბავშვის ყოლა გინდა. თუ მხოლოდ ეგ მეორეღა გინდა და მერე უნდა გაჩერდე, მაშინ შეიძლება გარისკვა და როგორც ექიმი გეუბნება კარგია. თუ კიდევ აპირებ მესამეს, მე გირჩევდი გადაიტანო ორ-ორად. 6 ბევრი არ არის.

Posted by: morenheit_ 16 Dec 2021, 00:03
გამარჯობა smile.gif ბოლო პერიოდში ხშირად შემოვდივარ აქ და ვკითხულობ თქვენს პოსტებს, ძალიან მეხმარება და მაიმედებს, ხანაც პირიქით უიმედობა მიპყრობს. პირველი უშედეგო მცდელობა მქონდა, ჩემი ასაკის და მონაცემების გათვალისწინებით ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მაინც ძალიან რთულია, აქ რომ ვკითხულობ ზოგი რამდენჯერ აკეთებს ამას, მართლა გაოცებული და შოკირებული ვარ, ფინანსებს რომ თავი გავანებოთ, როგორ უძლებთ თუნდაც სტილულაციის წამლებს, მე საშინელ დეპრესიაში მაგდებდა, სულ ვტიროდი, თან ამას რთული ფონიც დაერთო პირად ცხოვრებაში. მოკლედ, მართლა გმირობაა ეს ჩემს თვალში და ყველას წარმატებას გისურბევთ. ასე ალბათ არავინ იმსახურებს დედობას, როგორც თქვენ smile.gif ჩემ ამბავს რაც შეეხება, როგორც კი ხეგეს პასუხი ვნახე მივხვდი, რომ აუცილებლად ვცდი კიდევ, იმის მიუხედევად, რომ შანსი მინიმალური მაქვს. ექიმიც სულ ამას მიმეორებდა და სრულიად უიმედოდ იყო, ყველა ეტაპზე უკვირდა, რომ საერთოდ რამე გამოვიდა და თუნდაც კვერცხუჯრედის განაყოფიერებამდე მივიდა საქმე. 4 ფოლეკული გამოიტანეს ასპირაციისას და 2 კვერცხუჯრედი აღმოჩნდა, ორივე განაყოფიერდა, მესამე დღეს გადამიტანეს, მაგრამ არ დადგა ორსულობა სამწუხაროდ. მეხუთე დღეს მქონდა ტკივილები ძლიერი და მგონია რომ ამ დღეს მოხდა რაღაც. არც ისე კარგად ვერკვევი ამ პროცესებში, თითქოს ღმერთს ვიყავი მინდობილი და უბრალოდ ექიმის მითითითებებს ვასრულებდი, მაგრამ მინდა ეხლა მაინც გავერკვე კარგად და გავიგო, თუ მაქვს მცირე შანსი მაინც. ეხლა ის მაფიქრებს, რომ პარასკევის მერე წამლები არ დამილევია და ციკლი არ მომდის, არადა წესით 11-ში უნდა მომსვლოდა, შეიძლება საშვილოსნოს გარე ორსულობა იყოს? ესეც მაშინებს. ცოტა არეულად კი დავწერე ყველაფერი, მაგრამ იმედია მთავარი სათქმელი მოვიტანე თქვენამდე smile.gif წარმატებები ყველას < 3

Posted by: matuti 16 Dec 2021, 00:14
morenheit_
საშვილოსნოს გარე ორსულობა ვერანაირად ვერ გექნებათ, რადგან განაყოფიერებული კვერცხუჯრედი პირდაპირ საშვილოსნოში შეიყვანეს, გარე ორსულობა კი საკვერცხეში მიმდინარეობს ანუ საშვილოსნოში არ გადადის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, რომელიც საშვილოსნოდან საკვერცხეში უკან არასდროს არ ბრუნდება.
წარმატებებს გისირვებთ

Posted by: morenheit_ 16 Dec 2021, 00:19
QUOTE (matuti @ 16 Dec 2021, 00:14 )
morenheit_
საშვილოსნოს გარე ორსულობა ვერანაირად ვერ გექნებათ, რადგან განაყოფიერებული კვერცხუჯრედი პირდაპირ საშვილოსნოში შეიყვანეს, გარე ორსულობა კი საკვერცხეში მიმდინარეობს ანუ საშვილოსნოში არ გადადის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, რომელიც საშვილოსნოდან საკვერცხეში უკან არასდროს არ ბრუნდება.
წარმატებებს გისირვებთ

მადლობა smile.gif სადღაც წავიკითხე, რომ საშვილოსნოს მილების კარგი გამტარიანობის დროს შესაძლებელია ემბრიონმა საშვილოსნოდან გადაინაცვლოს მილში და იქ მიემაგროსო, მესმის რომ იშვიათია მსგავსი რამე, მაგრამ რაკი დამიგვინდა ციკლი ამიტომ ამეკვიატა ეს აზრი

Posted by: matuti 16 Dec 2021, 00:22
morenheit_
QUOTE
მადლობა  სადღაც წავიკითხე, რომ საშვილოსნოს მილების კარგი გამტარიანობის დროს შესაძლებელია ემბრიონმა საშვილოსნოდან გადაინაცვლოს მილში და იქ მიემაგროსო, მესმის რომ იშვიათია მსგავსი რამე, მაგრამ რაკი დამიგვინდა ციკლი ამიტომ ამეკვიატა ეს აზრი

ცუდზე რატომ ფიქრობ, მითუმეტეს უიშვიათესია ეგეთი შემთხვევა, მე არც გამიგია. იქნებ ორსულობაა ჩვეულებრივად. ტესტი სცადეთ?

Posted by: morenheit_ 16 Dec 2021, 00:24
matuti კი ვცადე, უარყოფითია, ხეგე 0.1 იყო, ასე რომ გამორიცხულია ორსულობა სამწუხაროდ sad.gif

Posted by: matuti 16 Dec 2021, 00:28
სამწუხაროა. თუმცა ხეგეს პასუხის მიხედვით გარე ორსულობაც გამორიცხულია, რადგან მაგ დროს ხეგე, მართალია ნელა, მაგრამ მაინც იმატებს და ტესტებიც აჩვენებს მეორე ხაზს.

Posted by: compte.paris75 16 Dec 2021, 00:51
matuti
კი, ემბრიონი სულ მოძრაობაშია სანამ მიემაგრება. არც მე მეგონა მაგრამ შეიძლება გამოძვრეს და მილში ავიდეს...
მაგრამ morenheit_, შენ არ გაქვს გარე ორსულობა თუ ხეგე 0,1 ია. ხეგე უნდა დადებითი იყოს და მატულობდეს ნელა

Posted by: niniko111 16 Dec 2021, 01:06
გოგოებო კლექსანზე არაფერი იცით ?

Posted by: compte.paris75 16 Dec 2021, 02:17
niniko111
რა ამბავია 150 ლარი? ისე პსპ და სხვა აფთიაქებში რა ღირს? ვაგზალზე მარტო ერთი კონტაქტი გაქვთ?

Posted by: Nino19 16 Dec 2021, 02:20
QUOTE (compte.paris75 @ 15 Dec 2021, 23:44 )
Gretag
უჰ, იმდენი დაბადების დღე და ახალი წელი მაქვს ჩამწარებილი აი ეგრე...
სად აღარ მილოცია, იერუსალიმშიც ვარ ნამყოფი ქრისტეს საფლავთან. ამ დროს ხალხი რომ მთავაზობს ჯვრის ასასვლელში რაღაც ქვა ყოფილა და იქ უნდა დაჯდეო... უკვე ვღიზიანდები ... იმ ქვას რომ შემოვაჯდები მერე მომისმენს ღმერთი???!!!!


* * *
Nino19
გააჩნია რამდენი ბავშვის ყოლა გინდა. თუ მხოლოდ ეგ მეორეღა გინდა და მერე უნდა გაჩერდე, მაშინ შეიძლება გარისკვა და როგორც ექიმი გეუბნება კარგია. თუ კიდევ აპირებ მესამეს, მე გირჩევდი გადაიტანო ორ-ორად. 6 ბევრი არ არის.

აი ამ ოთხის გამოლღობით გამოჩნდება, როგორ
ები იქნებიან

Posted by: niniko111 16 Dec 2021, 11:34
compte.paris75
ხო ამ ერთთან ვყიდულობდი ხოლმე ადრეც 35-50 ლარებში , რა სიგიჟეა , ვინც ყოველდღე იკეთებს მთელი 9 თვე როგორ გინდა გაწვდე ამდენ რაღაცას რა sad.gif თქვენ ხოარ გაქვთ ვინმეს კონტაქტი? პსპ ში 180 ღირს

Posted by: Gretag 16 Dec 2021, 13:13
QUOTE (compte.paris75 @ 15 Dec 2021, 23:44 )
Gretag
უჰ, იმდენი დაბადების დღე და ახალი წელი მაქვს ჩამწარებილი აი ეგრე...
სად აღარ მილოცია, იერუსალიმშიც ვარ ნამყოფი ქრისტეს საფლავთან. ამ დროს ხალხი რომ მთავაზობს ჯვრის ასასვლელში რაღაც ქვა ყოფილა და იქ უნდა დაჯდეო... უკვე ვღიზიანდები ... იმ ქვას რომ შემოვაჯდები მერე მომისმენს ღმერთი???!!!!



აღარც მე არ მჯერა ღმერთის. ვისაც ცხოვრებაში ყველაფერი გამოსდის და კარგადაა მისთვის მარტივია ღმერთის, სამართლიანობის და სამყაროს კანონზომიერების რწმენა. მე კი უბრალოდ მგონია რომ მარტოები ვართ, ზოგი ბედნიერი, ზოგი უბედური

Posted by: compte.paris75 16 Dec 2021, 15:41
გოგოებო, მოდი თავი მოვუყაროთ ერთად ვისაც რა გვაქვს ტელეფონის ნომრები ვაგზლის აფთიაქების და პირველივე გვერძე გამოვაქვეყნოთ ხოლმე როგორც "მომავალი მშობლების" თემაშია. კარგად აქვთ გაკეთებული.
ყველას გვჭირდება ეს წამლები და ყველას გამოადგება. ზოგი ტელეფონის ნომერი აღარ აქვთ, გამოცვალეს და თან განვაახლოთ ხოლმე. ესენია რაც მე მაქვს და თქვენც დაუმატეთ რაც გაქვთ:
1. 599-94 52 05 - იმედიფარმა'' აფთიაქი. ლაურა ჭანტურია
2. 599-914-232 - ლარისა
3. 599-190-942 - ნათელა პასაჟი

Posted by: saddasai 16 Dec 2021, 23:15
ინ ვიტროდან 7 კვირაზე გულისცემა აქვს 88 და ვინმეს გქონიათ ესე? 2 დღის წინ 113 მქონდა და ორ დღეში უფრო დაიკლო. მაქვს შანსი რომ არ შეწყდეს ორსულობა?

Posted by: Gretag 17 Dec 2021, 00:10
saddasai

კი კი გაქვს, გთხოვ მხნედ იყავი. სანამ გულისცემა არის ყოველთვისაა შანსი. ჩემთანაც იყო ცოტა დაბალი და მოიმატა. როდის უნდა გადაამოწმო კიდევ?

Posted by: Nino19 17 Dec 2021, 01:47
QUOTE (compte.paris75 @ 16 Dec 2021, 15:41 )
გოგოებო, მოდი თავი მოვუყაროთ ერთად ვისაც რა გვაქვს ტელეფონის ნომრები ვაგზლის აფთიაქების და პირველივე გვერძე გამოვაქვეყნოთ ხოლმე როგორც "მომავალი მშობლების" თემაშია. კარგად აქვთ გაკეთებული.
ყველას გვჭირდება ეს წამლები და ყველას გამოადგება. ზოგი ტელეფონის ნომერი აღარ აქვთ, გამოცვალეს და თან განვაახლოთ ხოლმე. ესენია რაც მე მაქვს და თქვენც დაუმატეთ რაც გაქვთ:
1. 599-94 52 05 - იმედიფარმა'' აფთიაქი. ლაურა ჭანტურია
2. 599-914-232 - ლარისა
3. 599-190-942 - ნათელა პასაჟი

ვაგზლის აფთიაქი. 593 574 900 თია ქვია და მე ამასთან ვყიდულობდი მთელი ცხრა თვე კლექსანს და ეხლაც ამ გადატანაზე რა წამლებიც დამინიშნა ექიმმა თითქმის ქონდა ყველა

Posted by: Gretag 17 Dec 2021, 16:31
გოგოებო, თქვენი დახმარება მჭირდება და გთხოვთ ძალიან გამომეხმაურეთ ვისაც ერა ტესტი გაქვთ გაკეთებული. პირველი წარუმატებელი ტრანსფერის მერე გადავწყვიტეთ ერა ტესტის გაკეთება, თუმცა ბევრინსტატია წავიკითხე და 2021 წლის კვლევრბით აზრი არ აქვსო. გთხოვთ მომწეროთ თუ ვინმეს გაგიკეთებიათ და შედეგი თუ გქონიათ

Posted by: compte.paris75 17 Dec 2021, 21:52
Nino19
ჩავინიშნე მადლობა. ერთად მოვაგროვებ.

Posted by: nino84 19 Dec 2021, 22:05
Gretag
პირველი წარუმატებელის მერე ერა ვინ გირჩიათ? მე 6 ცდის მერე გავიკეთე ინოვაში, და მომდევნო ცდაზე ორსულობა დადგა, მაგრამ ერა აქ არაფერ შუაში იყო, ერამ არაფერი მოგვცა აჩვენა, რომ სწორე დროს გადაგვქონდა ემბრიონები . ძვირია, 850 ევრომდე გადავიხადე და ჩემი აზრით პირველივე წარუმატებელი ცდის მერე ნამდვილად არ ღირს ეგრევე ერას გაკეთება. რამდენი ემბრიონი გქონდათ გადატანილი? ვისი პაციენტი ხართ?

Posted by: Gretag 20 Dec 2021, 18:47
2 ემბრიონი მყავდა სულ და 1 გადავიტანეთ. ჩემით მოვიძიე ინფორმაციები და რადგან 1 ემბრიონი დაგვრჩა ვიფიქრეთ მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთო. რეზერვის პრობლემა არ მაქვს როგორც მითხრეს ხარისხის პრობლემაა რადგან 12 კვერცხუჯრედიდან 2 ემბრიონი გამოვიდა. ირემააძიე პაციენტი ვარ და თავად შევთავაზე არ უყვარს პაციენტების გაწეწვა
* * *
აუ გთხოვთ მითხარით მტკივნეული პროცედურაა?

Posted by: Moreira 21 Dec 2021, 19:26
გამარჯობა smile.gif იმდენი ხანია ფორუმზე არ დამიპოსტავს, ვერ ჩამოვყალიბდი სად მეკითხა : ))

ანტი მიულერის ანალიზი სად სჯობს რომ გაკეთდეს თქვენი გამოცდილებით?

Posted by: Nino19 22 Dec 2021, 18:29
* * *
გამარჯობათ გოგოებოო ყველას გისურვებთ ბედნიერ შობა ახალ წელს. დღეს მქონდა გადატანა ორი გადავიტანეთ. 5 მაქვს ხეგე love.gif ოთხი გამოალღვეს სამ დღიანები და მხოლოდ ორი მივიდა ბლასტომდე

Posted by: nino84 22 Dec 2021, 19:53
Gretag
არა, საერთოდ არ იყო მტკივნეული, სქრეჩინგი თუ გაგიკეთებიათ ბევრად მტკივნეულია

Posted by: compte.paris75 23 Dec 2021, 02:16
Nino19
ორი კარგია. წარმატებები. ოღონდ ვერ გავიგე ხეგე რატომ გაიკეთე გადატანის დღეს?

Posted by: ბაკო 23 Dec 2021, 15:33
QUOTE
ვერ გავიგე ხეგე რატომ გაიკეთე გადატანის დღეს?

თუ ტრიგერია გაკეთებული (ოვიტრელი) ამიტომ აკეთებენ, რომ გადაამოწმონ დონე, მერე ტესტებზე ან შემდეგ ხგ-ზე ცრუ დადებითი რომ არ მიიღონ
გადატანის დღეს მხოლოდ ამ მიზნით კეთდება

Posted by: compte.paris75 23 Dec 2021, 16:01
ბაკო
რა აზრი აქვს? ხეგე 12 დღეში უნდა გაკეთდეს და სადღაა მაგდენი ოვიტრელი დარჩენილი ორგანიზმში რომ ცრუ დადებითში აგერიოს?
* * *
თან გაყინული გადაიტანა ამ გოგომ და თუ პრობლემური ოვულაცია არ აქვს, ოვიტრელს არ გაუკეთებდნენ სავარაუდოდ.
* * *
ტესტებზე კიდევ დონეს ვერ შეადარებ. ისედაც ვიცით რომ 8-10 დღემდე (გააჩნია ადამიანის მეტაბოლიზმს) ცრუ დადებითი შეიძლება აჩვენოს ოვიტრელის მერე.

Posted by: tekwawa 27 Dec 2021, 12:18
მოგესალმებით
რჩევა მჭირდება
თეა ჩარკვიანს მირჩევთ თუ ქეთი ოსიძეს ?

Posted by: emiblack 27 Dec 2021, 15:35
გამარჯობა , გოგოებო . ბედნიერ დამდეგს გისურვებთ , ორსულობის და დედობის წელი გქონოდეთ ყველას <3
ჩემს უცხოელ მეგობარს აინტერესებს ინ ვიტროს გაკეთებას თუ შეძლებს საქართველოში დონორი სპერმატოზოიდით? ანუ რაიმე შეზღუდვები ხომ არ არის ან ასაკობრივი ან აუცილებლად დაოჯახებული ხომ არ უნდა იყოს ? და ნებისმიერ ცენტრს შეუძლია მიმართოს თუ კონკრეტულად რომელიმე მუშაობს უცხოელებთან? ან რაიმე სამსახური ხომ არ არის სადაც შეძლებს დარეკვას და ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მიღებას?
პ.ს ზემოთ გოგონას 5 რიცხვში აქვს ხგ ,მგონი ამას გულიხმობდა . წარმატებები და დადებითი შედეგი <3

Posted by: Tam0 27 Dec 2021, 17:56
გამარჯობა გოგოებო,
პირველ რიგში ყველას გისურვებთ ოცნების ახდენას!!!
2022 მოეტანოს ის ბედნიერება რასაც ყველანი ასე გულით და სულით ველოდებით!!!
ერთი წელია ვცდილობ დავფეხმძიმდე, მეტ ნაკლებათ თითქმის ყველა ციკლი პროდუქტიულათ გამოვიყენეთ, მაგრამ აქამდე არაფერი... ანალიზები კარგი მაქვს, ჩემ ქმარს პირველი სპერმიოგრამა ცუდი ქონდა მეორე კარგი. ვარ 30 წლის, ამ ბოლო დროს ცოტა არ იყოს პანიკამ მომიცვა და სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, იცით თქვენც ალბათ ეს ციებ ცხელება. ამ ციკლში დავიწყე ტემპერატურის გაზომვა, ვიღებ ვიტამინებს და ამ ციკლიდან დავიწყე ასპირინ კარდიოს მიღება. ერთმა ექიმმა მირჩია- ასპირინი ხელს უწყობს საშვილოსნოსთვის სისხლის უკეთ მიწოდებასო. ვნახოთ რა იქნება... ეს თემა ისე მაფორიაქებს გადავწყვიტე კიდე ორი ციკლი ბუნებრივათ მოვსინჯო და მერე ინ ვიტროზე მუშაობას შევუდგე.
თქვენ რომელ კლინიკას მირჩევთ ?
და გაქვთ თუ არა გამოვდილება ასპირინთან დაკავშირებით?
მადლობა წინასწარ

Posted by: compte.paris75 27 Dec 2021, 19:04
emiblack
მგონი ყველაზე უკეთ შენ გაიგე. ალბათ ეგ უნდოდა ეთქვა 5 რიცხვშიო.

QUOTE
...ჩემს უცხოელ მეგობარს აინტერესებს ინ ვიტროს გაკეთებას თუ შეძლებს საქართველოში დონორი სპერმატოზოიდით? ანუ რაიმე შეზღუდვები ხომ არ არის...

ქეთი ოსიძესთან არის დონორების განყოფილება. მისწეროს მეილი და გაარკვიოს რა კითხვებიც აქვს. ელენე იყო ადრე მაგის კურატორი:
khubulurielene@gmail.com
უნდა მისწეროს gmail ანგარიშიდან, თორემ ძალიან გაწვალდება ისე. ჩემი მეგობარი იაჰუდან სწერდა და არ მისდიოდა მეილები.

შეუძლია პირდაპირ ქეთისაც მისწეროს, ინგლისურად.

Posted by: IrKu 28 Dec 2021, 11:51
გამარჯობა გოგოებო,
25 ნოემბერს გადავიტანეთ ემბრიონი (მეორე ცდა) და გუშინ მოვისმინე გულისცემა smile.gif მინდა ყველა ისეთი ბედნიერი იყოთ როგორიც მე ახლა ვარ და მალე აგისრულდეთ თქვენი სურვილები smile.gif
* * *
user posted image
ამ წამლებს ვყიდი თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ.
გონალ F300-2ც
მენოპური-2ც
ცეტროტ(ა)იდი-1ც

Posted by: emiblack 29 Dec 2021, 06:11
compte.paris75
უდიდესი მადლობა <3 და ბედნიერი წელი
IrKu
გილოცავთ, მშვიდი ორსულობა და ბედნიერი დედობა <3

Posted by: IrKu 29 Dec 2021, 11:16
QUOTE (emiblack @ 29 Dec 2021, 06:11 )

IrKu
გილოცავთ, მშვიდი ორსულობა და ბედნიერი დედობა <3

დიდი მადლობა smile.gif
წარმატებულ წელს გისურვებთ smile.gif

Posted by: shoshia8 31 Dec 2021, 19:42
ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ,გოგოებო,სიხარულისა და სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს...

Posted by: Nino19 2 Jan 2022, 10:24
QUOTE (compte.paris75 @ 23 Dec 2021, 02:16 )
Nino19
ორი კარგია. წარმატებები. ოღონდ ვერ გავიგე ხეგე რატომ გაიკეთე გადატანის დღეს?

გამარჯობათ. გილოცავთ ახალ წელს სიხარულის და სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს love.gif არა ხეგე 5 მიწევს თქო.
* * *
QUOTE (IrKu @ 28 Dec 2021, 11:51 )
გამარჯობა გოგოებო,
25 ნოემბერს გადავიტანეთ ემბრიონი (მეორე ცდა) და გუშინ მოვისმინე გულისცემა smile.gif მინდა ყველა ისეთი ბედნიერი იყოთ როგორიც მე ახლა ვარ და მალე აგისრულდეთ თქვენი სურვილები smile.gif
* * *
user posted image
ამ წამლებს ვყიდი თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ.
გონალ F300-2ც
მენოპური-2ც
ცეტროტ(ა)იდი-1ც

გილოცავთ რა მაგარია:-) მშვიდობიანი ორსულობა ბედნიერი დედობა 3>

Posted by: kiskisa555 2 Jan 2022, 12:46
გილოცავთ ყველას 2022 წელს ამ წელს ყველას აგვსრულებოდეთ რასაც ყველაზე მეტად ნატრობთ და რისთვისაც ვწვალობთ უკვე წლებია
* * *
რა გაგიკეთებიათ კვერცხუჯრედის სიმცირის დროს და ხარისხის გასაუმჯობესებლად

Posted by: ninucela84 4 Jan 2022, 10:23
გამარჯობა, გილოცავთ ახალ წელს. მაქვს 5 ცალი კრაინონის გელი (8% იანი პროგესტერონი). ვადა აქვს იანვრის ბოლომდე, ანუ 1 თვე, თუ ვინმეს ჭირდება პირადში მომწერეთ, გავაჩუქებ.

Posted by: Nino19 4 Jan 2022, 18:12
QUOTE (ninucela84 @ 4 Jan 2022, 10:23 )
გამარჯობა, გილოცავთ ახალ წელს. მაქვს 5 ცალი კრაინონის გელი (8% იანი პროგესტერონი). ვადა აქვს იანვრის ბოლომდე, ანუ 1 თვე, თუ ვინმეს ჭირდება პირადში მომწერეთ, გავაჩუქებ.

გამარჯობათ. გილოცავთ ახალ წელს love.gif კიდევ გაქვთ კრაინონი გასაჩუქებელი?

Posted by: ninucela84 4 Jan 2022, 22:25
დიახ მაქვს. პირადში მოგწერეთ და ნახეთ

Posted by: IrKu 5 Jan 2022, 08:57
QUOTE (Nino19 @ 2 Jan 2022, 10:24 )

[QUOTE=IrKu,28 Dec 2021, 11:51 ] გამარჯობა გოგოებო,
25 ნოემბერს გადავიტანეთ ემბრიონი (მეორე ცდა) და გუშინ მოვისმინე გულისცემა smile.gif მინდა ყველა ისეთი ბედნიერი იყოთ როგორიც მე ახლა ვარ და მალე აგისრულდეთ თქვენი სურვილები smile.gif
* * *
გილოცავთ რა მაგარია:-) მშვიდობიანი ორსულობა ბედნიერი დედობა 3>

დიდი მადლობა smile.gif
წარმატებას გისურვებთ თქვენც smile.gif

Posted by: ninucanodo 5 Jan 2022, 17:31
Nino19
თქვენთან რა ხდება ხეგეზე

Posted by: Nino19 5 Jan 2022, 18:11
გამარჯობა გოგოებო ყველას გისურვებთ ოცნების ახდენას ჯამრთელობას. მე ძალინ ცუდ სიტვაციაში აღმოვჩნდი. ჩემს ბიჭს კოვიდი დაუდასტურდა და კოვიდ კლინიკაში ვართ. აქედან გამომდინარე ვერც ტესტზე წავედი და ვერც ხეგეზე. ტესტი აქ გავიკეთე უარყოფითია :-(. ერთადერთი ხეგეს იმედი მაქვს იქნებ იყოს ორსულობა და ტესტი ცდება
* * *
ხეგეზე აქ კლინიკაში გამოვიძახე სინეოს ლაბორატორია რომ ამიღონ მე ვერ გავდივარ. გქონიათ ასეთი შემთხვევა ტესტმა არ აჩვენოს და იყოს ამ ვადაზე? 22 ში მქონდა გადატანა

Posted by: Nino19 6 Jan 2022, 19:09
ხეგეს პასუხი 0,1 ანუ არ დადგა ორსულობა

Posted by: compte.paris75 6 Jan 2022, 23:48
Nino19
ეეჰ. რატო რატოოო??? sad.gif((
აღარ დასრულდა ეს იმედგაცრუებები რაა. ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ და იმედი ნუ მოგიშალოთ.

Posted by: Nino19 8 Jan 2022, 18:19
QUOTE (compte.paris75 @ 6 Jan 2022, 23:48 )
Nino19
ეეჰ. რატო რატოოო??? sad.gif((
აღარ დასრულდა ეს იმედგაცრუებები რაა. ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ და იმედი ნუ მოგიშალოთ.

ეჰ რავი რა :-( გაიხარეთ

Posted by: taknatuna 13 Jan 2022, 20:10
გამარჯობა მეგობრებო
ჩემს მეგობარს დარჩა 26 ცალი მზა ფრაქსიპარინის 0.3 მგ დოზა.
ყიდის თითოს 12 ლარად

Posted by: morenheit_ 14 Jan 2022, 22:53
გამარჯობა
* * *
გამარჯობა, ბედნიერ წელს გისურვებთ! ნოემბერში წარუმატებელი ცდის შემდეგ მინდა ისევ ვცადო. ნინო მუსერიძის კლინიკაში ხომ არ გქონიათ მცდელობა და რა გამოცდილება გაქვთ? იქნებ გამიზიროთ. მადლობა წინასწარ

Posted by: likadano 21 Jan 2022, 09:46
[QUOTE=IrKu,5 Jan 2022, 08:57 ] [QUOTE=Nino19,2 Jan 2022, 10:24 ]
[QUOTE=IrKu,28 Dec 2021, 11:51 ] გამარჯობა გოგოებო,
25 ნოემბერს გადავიტანეთ ემბრიონი (მეორე ცდა) და გუშინ მოვისმინე გულისცემა smile.gif მინდა ყველა ისეთი ბედნიერი იყოთ როგორიც მე ახლა ვარ და მალე აგისრულდეთ თქვენი სურვილები smile.gif
* * *
გილოცავთ რა მაგარია:-) მშვიდობიანი ორსულობა ბედნიერი დედობა 3> [/QUOTE]
დიდი მადლობა smile.gif
წარმატებას გისურვებთ თქვენც smile.gif [/QUOTE]





გამარჯობა. გილოცავთ. ვისთან გაიკეთეთ, რომელ კლინიკაში? მეც მინდა გაკეთება, თუმცა მითხრეს, რომ კვანძები მაქვს და საოპერაციოა,რათა ნაყოფს განვითარებაში არ შეუშალოს ხელი. იქნებ ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა და საერთოდ, ვის მირჩევთ, ვისთან მივიდე? თეა ჩარკვიანზე რას იტყვით? მადლობაა

Posted by: IrKu 22 Jan 2022, 13:14
QUOTE (likadano @ 21 Jan 2022, 09:46 )
[QUOTE=IrKu,5 Jan 2022, 08:57 ] [QUOTE=Nino19,2 Jan 2022, 10:24 ]
[QUOTE=IrKu,28 Dec 2021, 11:51 ] გამარჯობა გოგოებო,
25 ნოემბერს გადავიტანეთ ემბრიონი (მეორე ცდა) და გუშინ მოვისმინე გულისცემა smile.gif მინდა ყველა ისეთი ბედნიერი იყოთ როგორიც მე ახლა ვარ და მალე აგისრულდეთ თქვენი სურვილები smile.gif
* * *
გილოცავთ რა მაგარია:-) მშვიდობიანი ორსულობა ბედნიერი დედობა 3> [/QUOTE]
დიდი მადლობა smile.gif
წარმატებას გისურვებთ თქვენც smile.gif [/QUOTE]





გამარჯობა. გილოცავთ. ვისთან გაიკეთეთ, რომელ კლინიკაში? მეც მინდა გაკეთება, თუმცა მითხრეს, რომ კვანძები მაქვს და საოპერაციოა,რათა ნაყოფს განვითარებაში არ შეუშალოს ხელი. იქნებ ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა და საერთოდ, ვის მირჩევთ, ვისთან მივიდე? თეა ჩარკვიანზე რას იტყვით? მადლობაა

მადლობა. მე ჟორდანიაში გავიკეთე და კმაყოფილი ვარ.
ალბათ ექიმი რასაც გირჩევთ ისე უნდა მოიქცეთ.
მე ეგეთი პრობლემა არ მქონია

Posted by: compte.paris75 25 Jan 2022, 12:20
იყიდება ფრანგული გამოშვების გონალი და ოვიტრელი. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირადში.

Posted by: tatamais209 27 Jan 2022, 18:52
გამარჯობა გოგოებო დიდი ხანია არ შემოვსულვარ ყველას მინდა წარმატებული წელი გქონდეთ და ამ წელს მაინც მივაღწიოთ ჩვენს საოცნებო მიზანს.მოკლედ მე 4 ინვიტრო მაქვს გაკეთებული აქედან ორჯერ მიემაგრა მაგრამ შემდეგ შეწყდა ორსულობა.პირველი და ბოლო ინვიტრო საერთოდ არ მიემაგრა.ბოლო ინვიტროს დროს ისე განვიცადე არაფრის სურვილი აღარ მქონია მინდოდა დამესვენა,მერე კოვიდი შემხვდა და ამასობაში გავიდა 5 თვე თითქმის და ახლა კიდევ ვცადე დარჩენილი 2 ბლასტო მქონდა გაყინული და ისინი გადამიტანეს 24 იანვარს.მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი მეხუთე ცდა გამოდის მაინც ისე ვარ თითქოს არაფერი არ ვიცი იმიტომ,რომ ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად ვიყავი თან ჩემი ემოციურობიდან გამომდინარე სრულ შოკში ვარ ხოლმე ამ დროს და არც ვიცი რას ვაკეთებ ან როგორ smile.gif)) თქვენი გამხნევება მჭირდება ძალიან,უბრალოდ თქვენნაირად ვერ გამიგებს ვერავინ ახლა როგორ ვარ.არც წუწუნის თავი არ მაქვს რომ სახლში ყველას ამ თემაზე ვესაუბრო თან ჩემს გარშემო ამის გამოცდილება არვის აქვს რომ ვკითხო რაიმე.ხან ვფიქრობ რომ რაღაცეები მეჩვენება მეთქი smile.gif) მოკლედ გადატანის მეორე დღიდან შეგრძნებები მაქვს რომ საკვერცხეები თითქოს მიელავდა,გუშინდელი დღიდან დამეწყო მკერდის ტკივილი,წელის ტკივილი ორი დღეა უფრო მეძინება ვიდრე სხვა დღეებში ვარ ხოლმე.არ მინდა რომ ტყუილი იმედები მივცე ჩემს თავს რომ მერე არ გავნადგურდე ძალიან.თქვენი გამოცდილებიდან ხომ არ იცით ბლასტო გადატანის პირველ ორ დღეს ემაგრება თუ მითია ეგ და არავინ არ იცის პრველ ორ დღეს ემაგრემა თუ მეხუთე ან სხვა დღეს?გთხოვთ არ დაგეზაროთ ჩემთვის პასუხის გაცემა <3 <3

Posted by: compte.paris75 28 Jan 2022, 18:38
tatamais209
5 დღიანი ბლასტოს მიმაგრება ხდება 3 დღის განმავლობაში. მესამე დღეს უკვე დასრულებულია მიმაგრება და მეოთხე დღეს შეიძლება ტესტმა აჩვენოს.
მკერდის ტკივილი, საკვერცხეების ტკივილი, მადის ცვლილება... იცის პროგესტერონმა.
სამაგიეროდ საშვილოსნოს მიწიწკვნა (როგორც სქრეჩინგის დროს) და წელის ტკივილი კარგი ნიშანია.
ნეტა გამოგივიდეს, ამ წელს პირველი მერცხალი იქნები. გისურვებ წარმატებებს.

Posted by: tatamais209 28 Jan 2022, 23:32
compte.paris75
მადლობა იმედია გამომივა წინა გადატანაზე საერთოდ არაფრის შეგრძნება არ მქონია,ეხლა აშკარად მაქვს მკერდის ტკივილი საკვერცხეების ტკივილი და წელისაც,ზუსტად ვერ ვარჩევ საშვილოსნოს ტკივილია თუ საკვერცხეების მაგრამ აშკარად ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მუცელში რაღაც ფეთქავს.ხშირი შარდვაც მაქვს და მუცლის შებერილობა.დღეს 5 დღეა გადატანიდან და მადაც ისეთი მაქვს რომ დღეს სულ მშია მთელი დღე.არ ვიცი შეიძლება ვაზვიადებ კიდეც მაგრამ ეს გადატანა ისეთი ემოციურია ჩემწთვის რომ ყველაფერზე ვამახვილებ ყურადღებას.ხვალიდან დავიწყო ტესტის გაკეთება?თან მეშინია რომ არ გამოჩნდეს უფრო არ ვინერვიულო

Posted by: compte.paris75 29 Jan 2022, 10:40
tatamais209
smile.gif როგორც შენ შეგიძლია ისე გააკეთე. მე დილა საღამოს ვიკეთებდი ხოლმე ტესტებს.
5 დღეა თუა გასული კი უნდა აჩვენოს.
და ხეგე როდის გითხრეს?

Posted by: tatamais209 29 Jan 2022, 10:53
compte.paris75
ხეგე 5 თებერვალს მითხრეს,მაგრამ მაქამდე რა მომათმენინებს ვფიქრობ რომ ორშაბათს გავიკეთო ხეგეს ანალიზი

Posted by: compte.paris75 29 Jan 2022, 18:37
tatamais209
რა ამბავია 5 თებერვალი... კი, ბლასტოზე ნამდვილად გამოჩნდება. ოვიტრელი ხომ არ გაქვს გაკეთებული?

Posted by: tatamais209 30 Jan 2022, 21:19
გოგოებო 24 იანვარს გადავიტანე ორი ბლასტო დღეს არის 30,ანუ გადატანის დღეს თუ ჩავთვლით არის 7 დღე.დღეს გავიკეთე დილიასაც და ახლაც ტესტი და ერტი ხაზია მარტო წითელი და თქვენი გამოცდილებიდან მითხარით რაა რამე შეიძლება გავგიჟდე უკვე.თქვენ როდის იკეთებთით ტესტს და როდის ჩანდა ხოლმე? არადა მკერდი ისევ ძალიან მტივა და საკვერცხეებიც მტკივა ვეღარ გამიგია ვერაფერი sad.gif((

Posted by: Gretag 1 Feb 2022, 11:55
tatamais209

აუ ხომ არის შემთხვევები ტესტი რომ არ აჩვენებს და ხეგე დადებითია. იქნებ შენი შემთხვევაც ეგეთია, გთხოვ ნუ მოიკლავ თავს ნერვიულობით როგორი შედეგიც არ უნდა იყოს. ისე ვინერვიულე დავინგრიე ორგანიზმი და ყველაფერი სამკურნალო გამიხდა. ყველაფერს ეშველება დამიჯერე აგერ გოგონებს 6-7-ე მცდელობაზე უმართლებთ. კარგი იქნება პირველივეზე გამოგვივიდესზ მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ეგრე არ ხდება

Posted by: tatamais209 1 Feb 2022, 19:37
გავიკეთე დღეს ხეგეს ანალიზი გულმა ვეღარ მომითმინა.დილას ტესტი რომ გავიკეთე და ისევ არაფერი არ ჩანდა ვიფიქრე წავალ ხეგეს გავიკეთებ მეთქი და ამ წამს მომივიდა პასუხი,ცოტაც და გავგიჟდები ალბათ პასუხია 123,7.ესიგი ეს ისააა რასაც მე ვფიქრომ ხომ?? მითხარით ეხლა როგორ მოვიქცე? დავწვე საერთოდ და სანამ მესამე დღეს კიდე არ გავიკეთებ ხეგეს ვიწვე? ვეღარ ვიგებ ვერაფერს იქნება დამარიგოთ გამოცდილებმა <3 <3 <3

* * *
Gretag
მადლობა ჩემო საყვარელო დილას შენი პოსტი რომ დამხვდა გული იმედით ამევსო და გამიმართლა კიდეც,გისურვებ რომ შენც სულ ყველაფერში გაგიმართლოს რასაც მოინდომებ <3 ეს იმხელა რაღაცააა აქ ვინც ვართ ყველას გამოცდილი გვაქვს ეს ჯოჯოხეთური გზა მიზნის მიღწევამდე და გულით ვთხოვ ღმერთს რომ თითოეულ ჩვენთაგანს გაუმრთლდეს და დედობის ბედნიერება გვერგუნოს მალე <3

Posted by: Gretag 1 Feb 2022, 20:12
tatamais209

აუ როგორ გამახარე :* <3 ცოტა ნეგატიურად ვიყავი მეც და მთელი დღე ვამოწმებდი. ეგ არის ნამდვილად და ბუნებრივად გააგრძელო გირჩევ, ძაან ჩაციკლული ვიყავი მეც პირველზე და მეორეზე აღარ ვაპირებ ეგრე ვივლი კიდეც და სახლსაც დავალაგებ მსუბუქად

უჰ როგორ მიყვარს ასეთი ამბები, იმედით და სიხარულით მავსებს <3

Posted by: tatamais209 1 Feb 2022, 20:45
Gretag
ეხლა მგონია რომ დღეს რამე ხომ არ დამიშავდებოდა მეთქი.ფიზიკურად არ ვიტვირთავ თავს,მაგრამ მაინც მეშინია ძალიან რა უნდა გავაკეთო ნეტა რომ ეს ხეგე გაორმაგდეს ნეტა რამე არსებობდეს.ეხლა მეორე ხეგემდე ვაპირებ რომ ძირითადად ვიწვე იქნება ეს უკეთესი იყოს მიმაგრებისათვის

Posted by: ninucanodo 1 Feb 2022, 22:24
tatamais209
ურა რა მაგარია გილოცავ არ უნდა წოლა უბრალოდ არ გადაიღალო მშვიდად იყავი და ექიმს დაუკავშირდი

Posted by: compte.paris75 2 Feb 2022, 11:25
tatamais209
გილოცავ. 48 საათში უნდა გამეორდეს ხეგე და გაორმაგებული უნდა იყოს. წოლა არ უნდა, სისხლმა უნდა იმოძრაოს რომ ჟანგბადი კარგად მიეწოდოს. მაგრამ არ დაიტვირთო.

Posted by: shoshia8 2 Feb 2022, 13:36
tatamais209
გილოცავთ,რა კარგი ამბავია❤
ვიკითხავ ისევ,პუნქციის შემდეგ ვინმეს თუ დაგმართნიათ ჭინჭრის ციება,უკვე მეოთხედ
დამემართა პუნქციის შემდეგ.ვიცი რომ პროგესტერონი იწვევს ალერგიას,მაგრამ გადატანის მერე არა,მხოლოდ პუნქცია მაინტერესებს,რით უშველეთ თავს?

Posted by: xalati 2 Feb 2022, 18:43
tatamais209 მთელი გულით გილოცავ! იმედია, ორმაგდება!


დიდი ხანია არ ვყოფილვარ აქ smile.gif ივლისის კოშმარი მცდელობის მერე ახალ კლინიკაში გადავედით, დავისვენეთ და გავიკეთე მესამე ინვიტრო იანვარში.
გრძელი პროტოკოლი (თავიდან დეკაპეპტილი და მერე სტიმულაცია).
უკეთესი შედეგი მქონდა ვიდრე წინაზე : 7 კარგი ხარისხის კვერცხუჯრედი.
სამწუხაროდ, ჩემი შეყვარებულის ანალიზი კიდევ უფრო ცუდია, ვიდრე წინა მცდელობებზე, ფაქტიურად უმოძრაო სპერმატოზოიდები; ძალიან ცოტა. მოკლედ საშინელება.
მაგრამ ამ 7-დან ერთი ცალი განაყოფიერდა მაინც და სამდღიანი ემბრიონი გადავიტანე 29-ში.

დიდად არ მაქვს იმედი, არ ვაქცევ სინდრომებს ყურადღებას, მაინც ყველაფერი პროგესტერონის ბრალია. ეს სამდღიანი კი იყო ლამაზი (ფოტო მაქვს), მაგრამ რატომღაც მგონია რომ ვეღარ განვითარდა და ტყუილად ველოდები.
მოკლედ ვნახოთ smile.gif


Posted by: compte.paris75 2 Feb 2022, 20:08
xalati
გელოდები გულით სულით

Posted by: xalati 2 Feb 2022, 20:35
compte.paris75

2kiss.gif
როგორ ხარ? smile.gif

Posted by: compte.paris75 2 Feb 2022, 21:08
xalati
წინა წელი ძალიან ცუდი მქონდა. ეხლა უკეთ ვარ. იმედია კარგად იქნება ყველაფერი.

Posted by: xalati 2 Feb 2022, 21:09
compte.paris75
წინა წელი არ თქვა smile.gif)) უკეთ იქნება ყველაფერი, დარწმუნებული ვარ smile.gif

Posted by: Gretag 3 Feb 2022, 12:19
ამ წელა ყველაფერი გამოგვივა გოგოებო, მჯერა <3 ვიბრძოლებთ და გამოვა.

xalati
მეც შენსავით ვარ, გუშინ გადავიტანე და ნაკლები შანსია პოლიპი მაქვს და პირველიც არ გამოვიდა. ვცდილობ ჩვეულებრივად ვიყო ვითომ არაფერი მომხდარა, მიანც ვერაფერა შევცვლით და რა აზრი აქვს. სიმპტომებიც არანაირი ნამდვილად ჩვეულებრივად ვარ biggrin.gif

Posted by: ბაკო 3 Feb 2022, 16:57
გოგოებო, კლექსანს/კლექსიპარინს მულტი დოზას სად ყიდულობთ?
და რომელ დროს იკეთებთ? დილას თუ საღამოს? smile.gif როგორ ჯობია

Posted by: Gretag 3 Feb 2022, 17:07
ბაკო

მულტი დოზა რომ ვიკითხე აფთიაქში დამცინეს, სადაა მულტი დოზა და კარგი ცხოვრებაო. დიდი ხანია დეფიციტშიაო. ჰემოქსიპარი ვიყიდე მე გაგუას აფთიაქში. წინაზე საღამოს 9-ზე ვიკეთებდი, ახლა 6-ზე

Posted by: ბაკო 3 Feb 2022, 17:16
Gretag
და რა ღირს მანდ ჰემოქსიპარინი?
თავისი ნემსი მაგასაც საშინელი აქვს? ფრაქსის ვიკეთებდი წინაზე და ჟანგიანი ლურსმანივით იყო biggrin.gif

Posted by: Gretag 3 Feb 2022, 17:31
ბაკო

კიიი ესეც ეგეთია biggrin.gif მეორე მცდელობაზე ძლივს ჩადის ხოლმე biggrin.gif 8 ცალში გადავიხადე 216 და მერე ვნახე პსპ-ს ჰქონდა 10 ცალი 200 ლარად და დღეს უკვე აღარ აქვს ეგ ფასდაკლება sad.gif https://psp.ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98/%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98/%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98-0-4%E1%83%9B%E1%83%9A-10-%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98-48971.html

ძაან ძვირია რა. იმედია ორსულობისას სადაზღვევო ანაზღაურებს

Posted by: WendyD 3 Feb 2022, 17:51
...... ჩასწორებულია....
......

Posted by: ბაკო 3 Feb 2022, 18:08
Gretag

ეხლა ვაგზალზე დავრეკე ლუიზასთან, კლექსიპარინი 13 ლარიო და ჰემოქსიპარინი 11 ლარი მითხრა მგონი. წესიერად ვერ გავიგე. 0.4იანი

ორსულობისას აანაზღაურებს, პოლისს გააჩნია, მაგრამ ძირითადად ანაზღაურებენ

Posted by: Gretag 3 Feb 2022, 18:16
ბაკო

აუ რას ამბობ, რამხელა სხვაობაა..მეც მანდ ვიყიდი მაშინ, გამყიდეს ცალკე ვიტამინებში ცალკე წამლებში. 0.4-იანს ვიკეთებ მეც

Posted by: ბაკო 3 Feb 2022, 18:18
Gretag
აუ ხო. სანამ ჩეკები არ გვჭირდება სადაზღვევოსთვის, შეიძლება მანდ ყიდვა. თუმცა მერეც ალბათ. ორსულობის ლიმიტს უპრობლემოდ ამოვწურავ კლექსანის გარეშეც

Posted by: Anabeli111 3 Feb 2022, 18:27
ბაკო
0.4 კლექსანი 18ად ვიყიდე ლუიზასთან და 0.6-იანი ჰემოქსიპარინი 23-ად.. მზა შპრიცები.. 13 ლარი ჰემოქსიპარინი ღირს 0.4-იანი?

აი, გვატყავებენ, რა.. sad.gif

Posted by: ბაკო 3 Feb 2022, 18:30
Anabeli111
კლექსიპარინიო ეხლა მითხრა 13 ლარადო.
ტყუილად მივალ?
ჰემოქსიპარინზე ვერ გავიგე ან 14 მითხრა ან 11

Posted by: Anabeli111 3 Feb 2022, 19:53
ბაკო
უი, შემეშალა... ბოდიში.. 18ად ვიყიდე 0.6-იანი ჰემოქსიპარინი და კლექსანი 0.4-იანი 15 ლარი ♡ ამერია..

Posted by: ბაკო 3 Feb 2022, 20:14
Anabeli111
ნეტა თურქეთში რა ღირს
ვინმეს ხომ არ მოუკითხავს?

Posted by: Anabeli111 4 Feb 2022, 14:55
ბაკო
როგორც ვიცი, უფრო იაფია.. ჯერ მარტო ლუიზასთან რომ თითქმის 10 ლარით ნაკლებია და ეგ ქალიც მოგებაშია, თურქეთში უფრო იაფი იქნება, ალბათ 10 ლარამდე..

Posted by: xalati 9 Feb 2022, 19:02
როგორც ჩანს, საოცრებები ხდება.
დღეს დილას გავიკეთე ანალიზი და დადებითია, 218.

შოკში ვარ, მაგრამ ვიცი, მთავარი ისაა, თუ როგორ იმატებს; ამიტომ ჯერჯერობით ფრთხილად ვარ. პარასკევს მაქვს შემდეგი ანალიზი და მერე იქით კვირაში.
ყოველ შემთხვევაში, ეს უკვე უამრავს ნიშნავს, პირველად ვარ ცოტათი მაინც ორსულად და ნამდვილად არ იყო დიდი შანსი.

ყველას გისურვებთ ++++ და საუკეთესო ბაიებს smile.gif

Posted by: ბაკო 9 Feb 2022, 19:05
xalati
რა მაგარი ამბავია ❤️ გილოცავ! ცოტათი კი არა, მშვენიერი შედეგია.

მერამდენე დღეა გადატანიდან?

Posted by: xalati 9 Feb 2022, 19:21
ბაკო
დიდი მადლობა!!!

29-ში გადავიტანე სამდღიანი. ვნახოთ, პარასკევს რა იქნება smile.gif

Posted by: ბაკო 9 Feb 2022, 19:36
xalati
ამ ვადისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია, პარასკევს გაორმაგებული ან გასამმაგებული იქნება.

პირდაპირ ხგ-მდე მოითმინე თუ ტესტებზეც გამოჩნდა? smile.gif


აქვე კითხვა, რომელ ტესტებს გაუწევთ რეკომენდაციას?
მამაჩეკი აღარაა პსპ-ში. ავერსში ვიყიდე ტესტ კასეტები, მაგრამ ცოტა სხვანაირია ვიდრე ვარდიანი კასეტები. არც მგრძნობელობა აწერია, არაფერი.

Posted by: xalati 9 Feb 2022, 19:52
ბაკო
არა, არ გამიკეთებია ტესტი, ძაან მეშინოდა.
ბოლო სამი დღე იყო ლოდინი ძაან რთული, შაბათ კვირას დაემთხვა, სახლში ვიჯექი და ტვინს ვიჭყლეტდი.
საბოლოოდ მალე გავიდა დრო, ძაან დაკავებული ვიყავი პირველი კვირა.

მე არ ვცხოვრობ საქართველოში, ამიტომ ვერ გეტყვი ტესტებზე ვერაფერს.... ისედაც ცხოვრებაში 2 ტესტი მაქვს გაკეთებული ))))

Posted by: compte.paris75 10 Feb 2022, 14:11
xalati
გილოცავ, ისეთი კარგი შედეგია პარასკევსაც კარგი იქნება.

Posted by: xalati 10 Feb 2022, 14:47
compte.paris75
დიდი მადლობა!
იმედია, მაგრამ ამდენი ინ ვიტროს და უემბრიონობის მერე წარმოდგენაც კი მიჭირს smile.gif

Posted by: ssoo123 10 Feb 2022, 15:02
გამარჯობა გოგოებო,
გთხოვთ საკუთარი გამოცდილებით მირჩიოთ კვერცხურედის ხარისხის ასამაღლებლად რა შეიძლება გავაკეთო? მედიკამენტი ან რამე აპრობირებული ხალხური მეთოდიsmile.gifჰიპერსტიმულაციის შემთხვევაშიც კი თითო ფუნქციიდან 4-5 ფოლეკულას და აქედან 1-2 კვერცხუჯრედს ვიღებ. საბოლოოდ კი 1 ნაყოფიერდება.მე-3 ფუნქციის შემდეგ 1 განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მქონდა, მაგრამ ამჯერად ვერ მივიდა ბლასტომდე. უკუპროცესები დაიწყო, ანუ ეს დაყოფილი უჯრედები ერთმანეთს შეერწყა და გაფუჭდა. შესაბამისად გადატანაც არ მქონია. იქნებ თქვენ გქონდათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა...

Posted by: compte.paris75 10 Feb 2022, 22:24
ssoo123
Dვიტამინი აუცილებელია და კომბინირებული ვიტამინები (პროფერტილი ან პრენატალი ან რამე სხვა დასახელებით, უამრავია..)
დიდ სასწაულებს ვერ ახდენენ მაგრამ მეტი არაფერი არსებობს სამწუხაროდ.

Posted by: ssoo123 11 Feb 2022, 10:48
compte.paris75 მადლობა, პროფერტილს და D ვიტამინს ვიღებდი, მაგრამ უშედეგოდsad.gif

Posted by: signup1 12 Feb 2022, 12:53
სალამი გოგოებო. 28 ში მქონდა გადატანა სამ დღიანის, ტესტმა ორი ხაზი მიჩვენა და ხეგემ 11 თებერვალს 224.99. (ხვალ კიდევ უნდა გადავამოწმო ხეგე) როგორც მე ვიცი 2 კვირის გამოვდივარ თუ ათვლა 28 იანვრიდან გამოდის? თუ ბოლო ციკლიდან იწყება ათვლა რომელიც 11 იანვარს მქონდა, აი ამაში ავირიე ცოტა. ასევე მაინტერესებს როდის ღირს ეხოზე მისვლა და ჩვეულებრივ გინეკოლოგთან მისვლა? ჩემმა ექიმმა მითხრა რომ ჯერ ისევ უნდა გავაგრძელო პროგესტერონიც და ის მედიკამენტებიც რასაც ვიღებდი გადატანამდეც და გადატანის შემდეგაც. გთხოვთ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გამარკვიეთ რა, მადლობა წინასწარ.

Posted by: xalati 12 Feb 2022, 14:54
signup1
გილოცავ!!!
დაახლოებით ერთნაირი ამბავი გვაქვს მე და შენ smile.gif
29-ში გადამიტანეს 3 დღიანი, 9 თებერვალს ხეგე 218 და 11 თებერვალს 656. კიდევ უნდა გავიკეთო ერთი ხეგე იქით ოთხშაბათს, ანუ პირველიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე და პირველი ექო 5 მარტს.

მეც პროგესტერონი და ლოვენოქსი მაქვს ექომდე მაინც.

პირველ ექოზე უკვე შეგიძლია შვეულებრივ გინეკოლოგთან. ოღონდ მგონი ძაან ადრე გაკეთება არ ღირს.

ათვლა ორსულობის არის ორნაირი : ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან (ორსულობა გრძელდება 41 კვირა) და თითონ ემბრიონის ასაკის მიხედვით (ორსულობა გრძელდება 39 კვირა),
უფრო ითვლება ციკლის მიხედვით, ანუ დაახლოებით ერთი თვის ორსული ხარ, მალე 5 კვირის.

აბა წარმატებები ხვალინდელი ხეგესთვის !

Posted by: signup1 12 Feb 2022, 15:09
QUOTE (xalati @ 12 Feb 2022, 14:54 )
signup1
გილოცავ!!!
დაახლოებით ერთნაირი ამბავი გვაქვს მე და შენ smile.gif
29-ში გადამიტანეს 3 დღიანი, 9 თებერვალს ხეგე 218 და 11 თებერვალს 656. კიდევ უნდა გავიკეთო ერთი ხეგე იქით ოთხშაბათს, ანუ პირველიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე და პირველი ექო 5 მარტს.

მეც პროგესტერონი და ლოვენოქსი მაქვს ექომდე მაინც.

პირველ ექოზე უკვე შეგიძლია შვეულებრივ გინეკოლოგთან. ოღონდ მგონი ძაან ადრე გაკეთება არ ღირს.

ათვლა ორსულობის არის ორნაირი : ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან (ორსულობა გრძელდება 41 კვირა) და თითონ ემბრიონის ასაკის მიხედვით (ორსულობა გრძელდება 39 კვირა),
უფრო ითვლება ციკლის მიხედვით, ანუ დაახლოებით ერთი თვის ორსული ხარ, მალე 5 კვირის.

აბა წარმატებები ხვალინდელი ხეგესთვის !

ძალიან დიდი მადლობა და თქვენც წარმატებას გისურვებთ

Posted by: adeline 12 Feb 2022, 18:19
xalati
ლოვენოქსს სად ყიდულობთ?

Posted by: compte.paris75 12 Feb 2022, 19:28
xalati
კიდევ გილოცავ. რა კარგად აუკრეფია სიჩქარე. ყოჩაღია შენი წერტილი.
საქართველოში მარტო semaines d'aménorrhées- თი ითვლიან.

signup1
გილოცავ.
როცა ემბრიონის შექმნის დღე ვიცით ზუსტად შეგვიძლია ვადის გამოთვლა. ემბრიონის დღეებს ამატებენ:
- წინ 14 დღეს
- და შემდეგ რამდენი დღეც არის გასული გადატანიდან. ანუ დღეს ზუსტად 4 კვირის და 4 დღის ხარ. სამშაბათს გახდები 5 კვირის

წარმატებები გოგოებო!

Posted by: signup1 12 Feb 2022, 20:45
QUOTE (compte.paris75 @ 12 Feb 2022, 19:28 )
xalati
კიდევ გილოცავ. რა კარგად აუკრეფია სიჩქარე. ყოჩაღია შენი წერტილი.
საქართველოში მარტო semaines d'aménorrhées- თი ითვლიან.

signup1
გილოცავ.
როცა ემბრიონის შექმნის დღე ვიცით ზუსტად შეგვიძლია ვადის გამოთვლა. ემბრიონის დღეებს ამატებენ:
- წინ 14 დღეს
- და შემდეგ რამდენი დღეც არის გასული გადატანიდან. ანუ დღეს ზუსტად 4 კვირის და 4 დღის ხარ. სამშაბათს გახდები 5 კვირის

წარმატებები გოგოებო!

დიდი მადლობა! ექოსკოპიაზე მისვლა 6 კვირის რომ გავხდები მერე ჯობია ალბათ?

Posted by: compte.paris75 12 Feb 2022, 22:03
signup1
მე 6 მითხრეს, მაგრამ აქ ფორუმზე წერდნენ ხოლმე გოგოები, ზოგს ეშინია გარე ორსულობის და 5 კვირაზე ესინჯებიან რომ უბრალოდ ლოკაცია დააფიქსირონ. ემბრიონი ჯერ არ ჩანს მაგრამ პლაცენტა კი ჩანს მაგ ვადაზე.

Posted by: signup1 13 Feb 2022, 13:57
გამარჯობა ყველას. ჩემი დრევანდელი განმეორებითი ხეგეს პასუხი 472.27 (გუშინწინდელი 224.99) რას ფიქრობთ თქვენი გამოცდილებით ნორმალური ზრდაა?

Posted by: compte.paris75 13 Feb 2022, 16:52
signup1
ერთი და იგივე საათებში ჩააბარე სისხლი?
გაორმაგებულია, ნორმაა.

Posted by: signup1 13 Feb 2022, 18:22
QUOTE (compte.paris75 @ 13 Feb 2022, 16:52 )
signup1
ერთი და იგივე საათებში ჩააბარე სისხლი?
გაორმაგებულია, ნორმაა.

დღევანდელი უფრო ადრე ჩავაბარე, არ ვიცოდი ამას რამე მნიშვნელობა თუ ქონდა. ალბათ კიდევ გავიკეთებ ხუთშაბათს

Posted by: compte.paris75 13 Feb 2022, 18:50
QUOTE (signup1 @ 13 Feb 2022, 18:22 )
QUOTE (compte.paris75 @ 13 Feb 2022, 16:52 )
signup1
ერთი და იგივე საათებში ჩააბარე სისხლი?
გაორმაგებულია, ნორმაა.

დღევანდელი უფრო ადრე ჩავაბარე, არ ვიცოდი ამას რამე მნიშვნელობა თუ ქონდა. ალბათ კიდევ გავიკეთებ ხუთშაბათს

ხო, ეტყობოდა... წესით ორმაგზე ცოტა მეტი არის ხოლმე. ერთი და იგივე დროს უნდა ჩაბარება.

Posted by: xalati 14 Feb 2022, 15:16
adeline
არ ვცხოვრობ საქართველოში და ლოვენოქსი აფთიაქში იყიდება აქ ჩვეულებრივად. არ არის მანდ? sad.gif

compte.paris75
დიდი მადლობა <3 ხო, არ ველოდები მეორე ხეგე ესეთი მომატებული თუ იქნებოდა, მაგრად ვიტირე ))) ოთხშაბათს დამრჩა მესამე და ვნახოთ, იმედია, კარგად მოიმატებს. ექიმმა 2000 დან 4000 მდე უნდა იყოსო. ცოტა გული კი მისკდება.

signup1
დიდი მადლობა ! აბა როგორ ხარ?
მშვენივრად მოიმატა შენმა ხეგემ, მაგრამ როგორც compte.paris75 გეუბნება, ეცადე ზუსტად იმავე დროს გაიკეთო რაც წინა, თორე რთული გასაგებია. აქ არის ერთი საიტი სადაც ვანგარიშობ ევოლუციას, მაგრამ ფრანგულადაა, არ ვიცი თუ დაგაინტერესებს. თუ გინდა მომეცი შენი მონაცემები ზუსტი და გამოგითვლი. ორივე ხეგე + ზუსტად რამდენი საათი იყო გასული ორ ანალიზს შორის.

ექოს რაც შეეხება, ჩემმა ექიმმა დამინიშნა 5 მარტისთვის დაახლოებით. ანუ 7 კვირა + 3 დღე. ეს ჯობია, ბარემ დაინახავ და წესით გულისცემაც უნდა იყოს.

Posted by: signup1 14 Feb 2022, 19:49
QUOTE
signup1
დიდი მადლობა ! აბა როგორ ხარ?
მშვენივრად მოიმატა შენმა ხეგემ, მაგრამ როგორც compte.paris75 გეუბნება, ეცადე ზუსტად იმავე დროს გაიკეთო რაც წინა, თორე რთული გასაგებია. აქ არის ერთი საიტი სადაც ვანგარიშობ ევოლუციას, მაგრამ ფრანგულადაა, არ ვიცი თუ დაგაინტერესებს. თუ გინდა მომეცი შენი მონაცემები ზუსტი და გამოგითვლი. ორივე ხეგე + ზუსტად რამდენი საათი იყო გასული ორ ანალიზს შორის.

ექოს რაც შეეხება, ჩემმა ექიმმა დამინიშნა 5 მარტისთვის დაახლოებით. ანუ 7 კვირა + 3 დღე. ეს ჯობია, ბარემ დაინახავ და წესით გულისცემაც უნდა იყოს.


ექოზე 25 ში ჩავეწერე,6 კვირა და 4 დღე იქნება, ექიმმა კი მითხრა მანამდე არაფერი გინდაო მაგრამ ალბათ ხეგეს ანალიზს კიდევ გავიკეთებ მანამდე, ტესტებიც ბევრი მაქვს ნაყიდი და ვამოწმებ ხოლმე, მგონი ზედმეტი მომდის უკვე smile.gif)) და ერთი კითხვა მაქვს რა, ანუ შენ პირველი ხეგეს პასუხის შემდეგ, ერთი კვირის თავზე იკეთებ გამეორებას და მინიმუმ 2000 უნდა იყოსო?

Posted by: xalati 14 Feb 2022, 21:32
signup1
კი, მაგრამ ეგ 2000 ითვალისწინებს ჩემს პირველ ხეგეს, რომელიც ემბრიონის შექმნიდან 14 დღის თავზე მქონდა. უფრო დაბალი რომ მქონოდა, 2000 არ იქნებოდა მინიმუმი, იქნებოდა ოდნავ უფრო დაბალი.

ნორმაში ხარ მშვენივრად, აი უცბად რაც გამოთვალა ამ საიტმა, ნახე.
სტაფილოსფერი = მინიმუმი
წითელი = საშუალო
ლურჯი = მაქსიმუმი
მწვანე = შენ smile.gif

ქვევით დღეებია, მარცხნივ ხეგე.

user posted image

Posted by: signup1 14 Feb 2022, 22:27
xalati
უდიდესი მადლობა <3

Posted by: xalati 15 Feb 2022, 12:46
signup1
არაფრის smile.gif
როდის იკეთებ ისევ ანალიზს?

Posted by: signup1 15 Feb 2022, 13:55
xalati
პარასკევს გავიკეთებ, ექოსკოპიაზე 23 ში დამიბარა. 6 კვირის და 1 დღის ვიქნები მაგ დროს.

Posted by: xalati 15 Feb 2022, 14:50
მე 8 მარტს მაქვს საბოლოოდ ექო. მანამდე შეიძლება გულისცემა ვერ გავიგოთ და ყველაფერი კარგად არ ჩანდესო და ბარემ ორჯერ რომ არ მოგიწიოს, 8 ში ჯობიაო.
7 კვირის და 6 დღის ვიქნები.

Posted by: compte.paris75 15 Feb 2022, 23:27
signup1
xalati
გოგოებო, 6 კვირაზე უნდა ისმოდეს უკვე გულისცემა.
საფრანგეთში ვერ მოსთხოვ ეხო ეხლა მინდა და გამიკეთეო, სამწუხაროდ რასაც გეტყვიან იძულებული ხარ მიყვე. მოცდა საშინელებაა მაგრამ რას იზამ...

Posted by: xalati 16 Feb 2022, 12:40
compte.paris75
6 სა თუ სგ?
ყველამ მითხრა მარტის დასაწყისამდე ადრე იქნებაო...
რაც არ უნდა უცნაური იყოს, სადაც ბოლო ინ ვიტრო გავიკეთე, ჩემი გინეკოლოგი ქართველია. ძაან დიდი ხანია აქაა მაგრამ მაინც smile.gif მაგანაც იგივე მითხრა.
კია გრძელი დრო, მაგრამ მირჩევნია ისეთ დროს მივიდე, როცა მართლა დანამდვილებით იტყვიან ყველაფერი რიგზეა თუ არა. რო მივიდე ადრე და გულისცემა ვერ გაიგონ, მაგრად უნდა ვინერვიულო მერე 1 კვირა და ბარემ დავიცდი.

სისხლის ანალიზების კეთებას კვირაში ერთხელ აზრი არა აქვს ხო?

ეხლა გავიკეთე მესამე ანალიზი და წესით მეტი აღარ მაქვს.

Posted by: compte.paris75 16 Feb 2022, 17:58
xalati
6 SA - ეძახიან (échographie de localisation) რომ გარე გამოირიცხოს. მე მასე გამიკეთეს რამოდენიმე წლის წინ Diaconess ში (პუნქცია 25 იანვარს და პირველი ეხო 22 თებერვალს) და რომ არ იყო გულისცემა, დამამშვიდა ექიმმა რომ ყვითრი და ემბრიონი არისო და 8 კვირამდე მოიცადეო და ტყუილი იმედი მომცა. 2 კვირა ტყუილად დამაცდევინა. ამ დროს აქ ამ ფორუმზე გოგოები ცდილობდნენ მივეხვედრებინე რომ არ იყო კარგი ამბავი... თან ჩემთან ხეგე ძალიან წვალობდა, არ ორმაგდებოდა. მოკლედ 8 კვირაზე მიმიყვანა ეხოზე და არ იყო გულისცემა.

შენი ხეგე ძალიან კარგია. სამჯერ საკმარისია, ანუ პლაცენტა კარგად იზრდება, ეხლა მთავარია ეხოზე შიგნით ყვითრი და ემბრიონი გამოჩნდეს კარგი გულისცემით.

Posted by: xalati 16 Feb 2022, 18:19
compte.paris75
გასაგებია, დიდი მადლობა ახსნისთვის.

მოვიდა მესამეს პასუხი : 5848.

მგონი უნდა დავანებო ფორუმების კითხვას თAვი, ფრანგულ ფორუმზე წავიკითხე ამ წამს, რომ ერთი გოგო 3 თვეს ექოზე მივიდა (მანამდე 2 ექო ქონდა, გულისცემით და დაახლოებით ჩემნაირი ხეგეები, ცოტა უფრო დაბალი მაგრამ ნორმალურად ვითAრდებოდა), და აღარ იყო გულისცემა. შეწყვიტა განვითAრება. ანუ ესე გვიანობამდე პანიკაში უნდა ვიყო.


Posted by: nefertiti987 16 Feb 2022, 19:17
გილოცავ,პანიკა არა და შფოთვა კი არ ქრება მშობიარობამდე ჩვენნაირი ისტორიების მქონე პაციენტებისთვის. ალბათ ზოგს ვახსოვარ, დღეს უკვე 15 კვირის ორსული ვარ,ყველაფერი კარგად მიდის თუმცა ეხოდან ეხომდე ერთი-ორი დღე ვარ მხოლოდ მშვიდად.შენ იმედია ჩემზე მეტად აიყვან თავს ხელში,მშვენიერი ხეგე გაქვს

Posted by: xalati 16 Feb 2022, 20:26
nefertiti987
დიდი მადლობა smile.gif
კი, მე ძაან კარგად მახსოვხარ. რა კაია რომ ყველაფერი კარგად მიდის !
ხშირად იკეთებ ექოებს?

მე მგონი, უბრალოდ არ უნდა წავიკითხო ცუდი ამბები, სხვების მუცლის მოშლების ისტორიები, თორე ისე საკმაოდ მშვიდად ვარ.

ჩემმა ფსიქოლოგმა ამიხსნა და ძაან მართალია : შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ შენ ის უნდა გამშვიდებდეს, რომ იცი, საკმარისად ძლიერი ხარ ყველა ცუდ ამბავს სათანადოდ დახვდე და გააგრძელო ცხოვრება. ვცდილობ უფრო ესე ვუყურო და არა "ყველაფერი კარგად იქნება, მჯერა". საკმაოდ კარგი მეთოდია.

Posted by: nefertiti987 16 Feb 2022, 20:41
xalati
დიდი მადლობა,ყოველ კვირაში ვიკეთებდი ეხოს აქამდე მართლა, ახლა კოვიდიც რომ დავამარცხეთ,ჩემმა ექიმმა მითხრა ერთი თვე აღარ დაგინახოო

Posted by: Liza12 16 Feb 2022, 22:30
nefertiti987
მახსოვხაარ და გილოცააავ ბუნებრივად დარჩი ხოომ ინვიტროს მერე? ბოდიში ზუსტად ვეღარ ვიხსენებ ან არდაგიპოსტავს

Posted by: nefertiti987 16 Feb 2022, 22:34
Liza12
მადლობა,ლიზა.არ დამიპოსტავს,ამჯერად ბუნებრივად კი ამდენი წვალების მერე. ივლისში გავიკეთე მედიკამენტოზური და მის მერე აღარ შემოვსულვარ აქ

Posted by: Liza12 16 Feb 2022, 22:51
nefertiti987
უზომოდ მიხარია ჩემო კარგო .ძალიან მაგარია მშვიდობიანი ორსულობა გქონოდეს და ყველაფერი ისე ყოფილიყოს როგორც ისურვებ.

Posted by: nefertiti987 16 Feb 2022, 22:59
Liza12
გაიხარე, იმავეს გისურვებ შენც და ყველას ამ ფორუმზე

Posted by: MagdaLena1 18 Feb 2022, 19:42
გოგონებო, გამარჯობა დიდი ხანია არ დამიპოსტავს. ეხლა უცბათ გადავიკითხე ჩატი და ძალიან კარგი ამბები გაქვთ, გილოცავთ . მოკლეთ ჩემ მეგობარს აქვს დარჩენილი გონალი. 900 -იანი კალმის ორი დოზა გაიკეთა 150, ანუ 650 არის დარჩენილი, გუშინ მორჩა სტიმულაციას და ვინმეს ხომ არ გინდათ, თვითონ ჩამოიტანა თურქეთიდან, 250 ლარად ყიდის.

Posted by: MagdaLena1 21 Feb 2022, 18:09
კლექსანიც აქვს გოგოებო 0,4 იანი 10 მზა შპრიცი და 15ლარად ყიდის, შესაძლოა 13 ლარადაც მოგცეთ. თუ ვინმეს გინდათ ნომერი დამიტოვეთ და გადავცემ
* * *
თქვენი რჩევა მჭირდება რა დამატებითი კვლევა შეიძლება გაკეთდეს. სამი გადატანა მქონდა ორ-ორი კარგი ხარისხის 3 დღიანი ემბრიონები გადავიტანე. წესით ყველაფერი იდეალირად იყო, მაგრამ დადებით ტესტს ვერ ვეღირსე. რა შეიძლება ხდებოდეს? როგორ ფიქრობთ?

Posted by: Liza12 22 Feb 2022, 01:03
MagdaLena1
თუ ორსულობა არასდროს ყოფილა ალბათ ერა ტესტი სჯობია გაკეთდეს. იქნებ არასწორ დროს ხდება გადატანა.

Posted by: ეკოეკო 22 Feb 2022, 15:51
გამარჯობა გოგოებო,მინდა ყველას ბედნიერი დედობა გისურვოთ.
ჩემი ისტორია ასეთია, 17 წლის წინ შევქმენი ოჯახი.ეს წლები გავატარე მუდმივ მკურნალობაში,2 ინსემინაცია ,ლაპარასკოპია დიაგნოსტიკური ,სტიმულაციები პერიოდულად.დიაგნოზი დაუდგენელი სახის უშვილობა.2 წლის წინ გადავწყვიტე ინ ვიტრო,6 კვერცხუჯრედიდან არ განაყოფიერდა არცერთი,დაიწყეს დაყოფა და შეაჩერეს.ანუ გადატანა არ მქონია. ანტ.მიულერი 0,53. რამოდენიმე თვის წინ შევამჩნიე მკერდზე სიმაგრე. დამიდგინდა კარცინომა მე 3 სტადია.ამ ეტაპზე გავდივარ ქიმიოთერაპიის კურსს.ჩემი ორსულობა 5 წელი არ შეიძლება. ასაკი 40 წელი.
ამიტომ გადავწყვიტე ვისარგებლო სუროგაცია დონაციით. ჯერ ინფორმაციის მოპოვების პროცეში ვარ ,რა როგორ ხდება. კლინიკის სუროგატი ღირს 15 000 დოლარი+ განაყოფიერება და ათასი ხარჯი.მირჩიეს კლინიკის გარეთ მოვიძიო სუროგატი დედა უფრო იაფად.
მივიღებ თქვენგან რჩევებს ,თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება, ან იცნობთ სუროგატ დედას,რომელსაც კიდევ ექნება სურვილი. გთხოვთ შემეხმიანეთ.

Posted by: MagdaLena1 22 Feb 2022, 19:13
QUOTE (Liza12 @ 22 Feb 2022, 01:03 )
MagdaLena1
თუ ორსულობა არასდროს ყოფილა ალბათ ერა ტესტი სჯობია გაკეთდეს. იქნებ არასწორ დროს ხდება გადატანა.

დიდი მადლობა.
სხვა რა შეიძლება იყოს? ერთიღა დამრჩა და გადატანამდე ყველაფერი მინდა გამოვრიცხო.

Posted by: Liza12 22 Feb 2022, 21:24
MagdaLena1
თრომბოფილია გამოკვლეული გაქვთ ? გამათხიერებლებს თუ იკეთებთ ალბათ წესით ეგ არუნდა იყოს ხელისშემშლელი. ენდომეტრიუმის პრობლემა თუ გამოირიცხა მაშინ ემბრიონის ქრომოსომული პათოლოგიაა გამოსარიცხი. გენეტიკური კვლევა კეთდება თუმცა 1 ემბრიონზე რამდენად გიღირთ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ .იმხელა ფასი აქვს ისევ გადატანა სჯობია თან ზიანდება

Posted by: ივლისი 22 Feb 2022, 21:54
საღამო მშვიდობისა გოგოებო , ერთი კითხვა მაქვს. ქეთი ოსიძის პაციენტი ვარ. გადატანის დღიდან როგორც ყველას გამათხელებელი მაქვს დანიშნული. თავიდან 0.4 იანი. მერე ერთი პერიოდი 0.6 მითხრა ( სანაყოფე პარკი იყო ცოტა პატარა ). ახლა მე-13 კვირაში ვარ. ყველაფერი კარგადაა ეხოზე. თრომბოფილიებზე ანალიზი გაკეთებული არასდროს არ მაქვს. გავაგრძელო ეს კლექსანი კიდევ მთელი ორსულობა პერიოდულად თუ რას მირჩევთ ? ვატყობ კარგად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე.

Posted by: MagdaLena1 23 Feb 2022, 12:59
QUOTE (Liza12 @ 22 Feb 2022, 21:24 )
MagdaLena1
თრომბოფილია გამოკვლეული გაქვთ ? გამათხიერებლებს თუ იკეთებთ ალბათ წესით ეგ არუნდა იყოს ხელისშემშლელი. ენდომეტრიუმის პრობლემა თუ გამოირიცხა მაშინ ემბრიონის ქრომოსომული პათოლოგიაა გამოსარიცხი. გენეტიკური კვლევა კეთდება თუმცა 1 ემბრიონზე რამდენად გიღირთ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ .იმხელა ფასი აქვს ისევ გადატანა სჯობია თან ზიანდება

თრომბოფილიაზე ეჭვი არც არასოდეს ჰქონია ექიმს დედიმერი ყოველთვის ქვედა ზღავრზე მაქვს ხოლმე, ანუ სისხლი საკმაოდ გათხელებული მაქვს ისედაც გამათხელებლებს არ ვიკეთებ და არც გადატანის მერე არ დაუნიშნავს.

მე უფრო კვერცხუჯრედის ხარისხი მგონია პრობლემა. კი მეუბნება იდეალური ემბრიონებიაო მაგრამ სამი დღის მერე რას შვრება კაცმა არ იცის. შესაძლოა აჩერებს განვითარებას.

Posted by: compte.paris75 23 Feb 2022, 13:14
ეკოეკო
ღმერთმა მოგცეთ გამძლეობა.
მე მაქვს სუროგაციით გაკეთებული. 15000 დოლარი იყო სააგენტოშიც. მაგრამ ეს არის მარტო სუროგატის თანხა. მე მარტო სუროგატი მჭირდებოდა და გამაფრთხილეს 30000 დოლარი დამეხარჯებოდა მთლიანად სუროგატის არჩევიდან - ბავშვის ხელში დაჭერამდე. (გადატანა, ორსულის ანალიზები, სამმაგი ტესტი, ტესტი ტრიზომიაზე ... მშობიარობის ხარჯები).
თუ დონორიც გჭირდებათ, მაგის თანხაც იქნება დასამატებელი. 1500 დოლარი დონორს და 1000 სააგენტოს. პლიუს წამლები და პუნქცია (ინოვაში მგონი პაკეტი ღირდა 4500 ლარი).
მოკლედ ყველაფერი კეთდება მთავარია ფული.
ჩემი გამოცდილებიდან, ჯობს კლინიკის სუროგატები და დონორები გაიკითხოთ, იმიტომ რომ კლინიკაში იციან უკვე ვის რა შედეგი ქონდა და მაღალი შანსები ვისაც აქვს იმათ შეარჩევთ.

Posted by: ეკოეკო 23 Feb 2022, 16:15
compte.paris75
მადლობა გამოხმაურებისთვის,,,ღმერთო რა ფასებია ,სად მაქვს 30 000 ??
რას ნიშნავს სამმაგი ტესტი,ტესტი ტრიზომიაზე? აუცილებელია ამის გაკეთება? დონორიც მჭირდება კი

* * *
compte.paris75
თქვენს შემთხვევაში როგორ დამთავრდა სუროგაციით მცდელობა?

Posted by: compte.paris75 23 Feb 2022, 22:40
QUOTE (ეკოეკო @ 23 Feb 2022, 16:15 )
compte.paris75
თქვენს  შემთხვევაში   როგორ   დამთავრდა სუროგაციით   მცდელობა?

არ გამოვიდა არც სუროგატთან. 3 გადატანა მეკუთვნოდა კონტრაქტით და არც ერთხელ არ მიემაგრა. ეს მცდელობა დამიჯდა:
- 2000 დოლარი (სააგენტოს მომსახურების)
- 200+200+200 დოლარი (სუროგატს გადატანებისთვის).
- 200 ლარი ნოტარიუსს (ხელშეკრულების გაფორმების)

ფეხმძიმობის ხარჯები, გინეკოლოგის კონსულტაციები, წამლები, ანალიზები დაუნის სინდრომზე და სხვა რაც საჭიროა ზუსტად არ ვიცი არ მივსულვარ მანდამდე, შენ რომ ყოფილიყავი ფეხმძიმედ შენ ხომ მაინც დაგჭირდებოდა, ასევე მშობიარობის ხარჯები კლინიკაში. უნდა ჩათვალო რომ იგივე ხარჯებია რაც ნებისმიერ ფეხმძიმე ქალის.

Posted by: kiskisa555 24 Feb 2022, 07:34
მოგესალმებით გოგოებო დოღან ბეიზე რა შეგიძლიათ მითხრათ უკვე მეოთხე ინვიტროს ვიწყებ თბილისის კლინიკები მოვლილი მაქვს

Posted by: ეკოეკო 25 Feb 2022, 20:52
compte.paris75 მადლობა პასუხისთვის

Posted by: morenheit_ 5 Mar 2022, 15:58
გამარჯობა გოგოებო, იქნებ მითხრათ ამ ჯგუფში თუ არის ერთი ადამიანი მაინც ვინც 44 წლის ასაკში ინ ვიტროთი დაორსულდა? უკვე იმედი სრულად დავკარგე, დღეს მეორე გადატნიდან ჰეგეს პასუხი ისევ უარყოფითი მომივიდა, არადა 5 დღის ემბრიონი იყო და ძალიან კარგი ხარისხის sad.gif წინაზე 3 დღიანი გადამიტანეს 2 ცალი, ეხლა 5 დღიანი 1 ცალი. აღარ ვიცი, რაიმე აზრი თუ აქვს კიდევ ცდას, აღარც ფინანსები მაქვს, მაგრამ არ ვიცი რის იმედად, მაგრამ ისევ ვფიქრობ ვცადო და სულ მცირე იმედი მჭირდება, რომ არსებიბს ამის პრეცენდენტი

Posted by: ეკოეკო 5 Mar 2022, 16:03
morenheit_ გამარჯობა,38 წლის ასაკში 0,53 ანტიმიულრით ვერცერთი კვერცხუჯრედი ვერ განვითარდა,მჭირდება დონორი. თქვენ თუ კარგ ემბრიონებს იღებთ ,რათქმაუნდა უნდა სცადოთ.პრეცენდენტი ბევრი გამიგია მაგ ასაკში. წარმატებები...
მჭირდება სუროგატი დედაა.... იქნებ იცნობთ ვინმე მსურველს....

Posted by: morenheit_ 5 Mar 2022, 16:12
ეკოეკო, მადლობა დიდი მოტივაციისთვის smile.gif სუროგატი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თუ ვინმეზე გავიგე აუცილებლად გაგაგებინებთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ♥️

Posted by: compte.paris75 5 Mar 2022, 17:49
გოგოებო, ჩემს მეგობარს სჭირდება ყვითელი ფემოსტონი და ხომ არავის გაქვთ დაგროვილი რომ არ გჭირდებედეთ?
და თუ შეგიძლიათ რომ მაგისი ინსტრუქცია (ფოტო გადაუღოთ) და გამომიგზავნოთ?
პროპორციები მაინტერესებს მოლეკულების (ესტრადიოლი და დიდროგესტერონი)

Posted by: კატო888 8 Mar 2022, 21:26
მოგესალმებით . 8 მარტს გილოცავთ. 2 ში მქონდა გადატანა და ვიკეთებ პროგესტეეონის ნემსს,ნანემსარი მოწოთლდება, მიმაგრდება და მეფხანება ,გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ტესტი დღეს რომ გავიკეთო მანახებს რამეს? ნეშინია ცუდი პასუხის

Posted by: mashusha 9 Mar 2022, 11:26
morenheit_

გამარჯობა გოგობო, რამდენი წელია აქ არ შემომიხედია...
ჩემმა ორმა მეგობარმა გააჩინა 49 წლის ასაკში შვილი. ორივემ ხელოვნურით. ორივე მანამდე თითქმის 10 წელი მკუნალობდა. ერთი 40 წლის ხებოდა როცა გატხოვდა. ფეხმძიმდებოდა უპრობლემოდ, მაგრამ, ნაყოფი რატომრაც არ ვიტარდებოდა. აბორტს უკეთებდნენ დაახლოებით 12 კვრის ვადაზე. ნაყოფი ცოცხალი იყო ხოლმე (ნუ, ერთხელ ამიც მახსოვს რომ ცოცხალი იყო), მაგრამ, არ ვიტარდებოდა. მეორს უთხრეს ისეთი დაავადება გაქვს, 20 წლის ასაკშიც ეს პრობლემა გექნებოა, ასაკის ბრალი არააო. მე როგორც ვიცი, კვერცხუჯრედებიც არ უმუშავდებოდა,მენსტრუაცია ჰქონდა ცვეულებრივ. უხრეს შანსი არ გაქვსო. ამ დაგნოზიდან 7-8 წლიწადში გააჩინა ხელოვნურით. არ ვიცი კვერცხუჯრედი იყიდა თუ არა, ამას ვერ ვკიტხავ, მისი სქმეა. ისე ბავშვი ძალიან ჰგავს... რაც არის დედაა
წარმატებები!

პ.ს. მე 43 წლის ასაკშ ვიყავ ფეხმძიმედ . მესამე ფეხმძმობა იყო. არ ვიცი რა დიაგნოზი გაქვს ექიმებისგან, სხვა მხრივ, 44 წლის ასაკში აჩენენ დღეს ბავშვებს.

Posted by: ივლისი 9 Mar 2022, 12:16
კატო888
QUOTE
მოგესალმებით . 8 მარტს გილოცავთ. 2 ში მქონდა გადატანა და ვიკეთებ პროგესტეეონის ნემსს,ნანემსარი მოწოთლდება, მიმაგრდება და მეფხანება ,გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ტესტი დღეს რომ გავიკეთო მანახებს რამეს? ნეშინია ცუდი პასუხის

გამარჯობა, პროგესტერონზე ალერგიაა ეს და ხშირად ვითარდება. არაფერია საშიში . კარგად დაიზილე ნანემსარი . თუ მოგემატა ზოგადად ალერგია , ანუ მთელ ტანზე ქავილი დაგეწყო , გააგებინე ექიმს. ტესტის ჯერ ძალიან ადრეა. 2 -ში თU გადაიტანე , სადღაც 14 მარტისთვის გიწევს ხეგე. ტყუილად ნერვების შლაა ძალიან ადრე გაკეთება . წარმატებები აბა. ვისი პაციენტი ხარ ?

Posted by: კატო888 9 Mar 2022, 12:47
ივლისი
მადლობა გამხნევებისთვის, ქეთი ოსიძის პაციენტი ვარ. შეგრძნება დღემდე მოსვლის ნაირი მქონდა, ახლა ეგ შეგრძნებაც აღარ მაქვს. ერთი საკვერცხე მტკივა და თითქოს უნდა მომძვრესო ეგეთი შეგრძნევა მაქვსsmile.gif

Posted by: ივლისი 9 Mar 2022, 13:02
კატო888
მეც ქეთის პაციენტი ვარ . შეგრძნებებს ნუ მიაქცევ ყურადღებას , ინდივიდუალურია. იფიქრე დადებითზე. ქეთი ძლიერი ექიმია და ესპანელი ემბრიოლოგიც მაგარი ჰყავთ.
ეხოებზე თამარ ხეცურიანთან დავდივარ. კარგი აპარატი აქვს , თვითონც კარგი სპეციალისტია როგორც ვატყობ.

Posted by: emiblack 9 Mar 2022, 14:49
QUOTE (morenheit_ @ 5 Mar 2022, 15:58 )
გამარჯობა გოგოებო, იქნებ მითხრათ ამ ჯგუფში თუ არის ერთი ადამიანი მაინც ვინც 44 წლის ასაკში ინ ვიტროთი დაორსულდა? უკვე იმედი სრულად დავკარგე, დღეს მეორე გადატნიდან ჰეგეს პასუხი ისევ უარყოფითი მომივიდა, არადა 5 დღის ემბრიონი იყო და ძალიან კარგი ხარისხის sad.gif წინაზე 3 დღიანი გადამიტანეს 2 ცალი, ეხლა 5 დღიანი 1 ცალი. აღარ ვიცი, რაიმე აზრი თუ აქვს კიდევ ცდას, აღარც ფინანსები მაქვს, მაგრამ არ ვიცი რის იმედად, მაგრამ ისევ ვფიქრობ ვცადო და სულ მცირე იმედი მჭირდება, რომ არსებიბს ამის პრეცენდენტი

დედაჩემის კლასელს 5-6 წლიანი უშვილობის შემდეგ შეეძინა ბავშვი ( ბუნებრივი ორსულობა, მაგრამ დიდ ხნიანი მკურნალობის შემდეგ ), სამწუხაროდ თინეიჯერობის ასაკში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა . რამოდენიმე წელიწადში 51 წლის ასაკში ინ ვიტროთი გააჩინა სრულიად ჯანმრთელი შვილი.
ჩემს მეზობელს ასევე 7-8 წლიანი უშვილობის და 3 უშედეგო ინვიტროს შემდეგ შეეძინა ბუნებრივი ორსულობით ბავშვი, ძალიან უნდოდათ მეორე და დარჩენილი ემბრიონებით ისევ სცადეს ინვიტრო ( თუ არ ვცდები 2 გადატანა), არაფერი გამოვიდა . 10 წლის შენდეგ ისევ ბუნებრივი ორსულობით ტყიპები გააჩინა 48 წლის იყო მაშინ დედა .
იმედიანად იყავით <3

Posted by: morenheit_ 10 Mar 2022, 02:18
mashusha
emiblack
დიდი მადლობა გოგოებო ♥️ ძალიან გამახარეთ! ასაკის გარდა ანტიმიულერიც ძალიან დაბალი მაქვს და ფოლეკულების მარაგიც მწირი, მაგრამ ორივე ცდაზე კვერცხიჯრედი განაყოფიერდა და ამის იმედი მაქვს. მეორე ჯერზე ციკლიდან მე -13 დღეს გადამიტანეს და ადრე ხო არ იყო ძალიანთქო, ეს აზრი არ მქსვენებს ეხლა. დაველაპარაკები ექიმს და იქნებ ვცადო კიდევ

Posted by: კატო888 10 Mar 2022, 13:10
დღეს სიცხე მაქვს 37.5,ტესტი დილით უარყოფითი იყოsad.gif მე8 დღეა დღეს

Posted by: Liza12 10 Mar 2022, 14:09
კატო888
რამდენდღიანი გადაიტანეთ?

Posted by: კატო888 10 Mar 2022, 14:46
Liza12 5 დღიანი ბლასტო. საღამოს ვცდი კიდე თუ არადა ალბათ უკვე უნდა შევეგუო უარყოფით შედეგს

Posted by: Liza12 10 Mar 2022, 15:09
კატო888
ბლასტოზე კი უნდა ეჩვენებინა ჩვეულებრივ ჩხირს. კასეტა უფრო დიდ ხეგეზე აჩვენებს ვიდრე ჩხირი.დილით სცადეთ და თუარაფერი ხეგეც აიღეთ.

Posted by: კატო888 11 Mar 2022, 16:19
Liza12
ხეგეზე 14-ში ვარ დაბარებული. ხეგე ადრე გაგიკეთებიათ?

Posted by: Liza12 11 Mar 2022, 20:20
კატო888
კი მარა ბლასტოზე ტესტი 8-9 დღეს როცა არაჩვენებს აზრი არაქვს მაგდენხანს ლოდინს 10 დღეზე იბაარებენ ხეგეზე ბლასტოს დროს. 3 დღიანზე 12 დღეზე. 2 თუ გადაიტანეთ ხეგე დღეს აჩენებდა

Posted by: კატო888 11 Mar 2022, 22:34
Liza12
ერთი კარგი ხარისხის ბლასტო გადავიტანე. ხვალაც გავიკეთებ ტესტს და გავაგებინებ ექიმს. არადა ოდნავ, ზუსტად ერთი წვეთი შევამჩნიე ვარდისფერი გამონადენი სადღაც მე5 დღეს თუ სწორად მახსოვს.მაგრამ ტესტი უარყოფითია დღეს საღამოზეც.

Posted by: Liza12 11 Mar 2022, 23:12
კატო888
ოდნავი ლანდიც არარის კარგად დააკვირდით ტესტს.

Posted by: marieta_mariami 12 Mar 2022, 00:37
გამარჯობა გოგოებო❤️უცებ ძალიან მომენატრა აქაურობა და მომინდა დაწერა.არ ვიცი გახსოვართ თუ არა მეც ინვიტრო ვარ.რამდენიმე სახელი მეცნო,რომელიც რამდენიმე წლის წინაც ამ ჯგუფში იყო ჩემსავით და დღეს დადებითი შედეგი გაქვთ❤️ძალიან მიხარია თითოეული ასეთი ამბავი.ვინც ჯერ ისევ მოლოდინში ხართ არ დანებდეთ!

Posted by: MagdaLena1 12 Mar 2022, 14:13
user posted image

მოკლეთ ჩემ მეგობარს აქვს დარჩენილი გონალი. 900 -იანი კალმის 150 გაიკეთა, ანუ 650 არის დარჩენილი. ვინმეს ხომ არ გინდათ, თვითონ ჩამოიტანა თურქეთიდან, 250 ლარად ყიდის.

Posted by: კატო888 12 Mar 2022, 16:23
Liza12
საერთოდ არაფერიაsad.gif ექიმმა ჯერ ადრეაო
* * *
ვინმეს გქონიათ უარყოფითი ტესტის მეტე დადევუთუ ხეგე? მადლობა პასუხისთვის

Posted by: AniM123 15 Mar 2022, 20:49

გამარჯობა გოგოებო, ახალი ვარ აქ თუმცა არა მოლოდინში )) ძალიან დიდი ხანია ამ ფორუმს თვალს ვადევნებ და აი როგორც იქნა გადავწყვიტე წევრი გავხდე.. 10 წელია გათხოვილი ვარ და არც ერთი ორსულობა არ ყოფილა, ერთხელაც არ დამიცავს თავი არადა. ანი მორჩილაძის პაციენტი ვარ, ბეეევრი რამე გამოვიარე სანამ ანისთან აღმოვჩნდებოდი 2019 წელს და იყო პირველი წარუმატებელი ინ ვიტრო. ეხლა გავიკეთე 9 მარტს მეორედ, გადავიტანეთ 2 8 უჯრედიანი პაწაწუნები და ვზივარ სახლში, ვერც ვმუშაობ, ვერაფერზე ვერ ვკონცენტრირდები. გუშინ დამეწყო მუცლის მოვლითი ტკივილები, შებერილი ვარ საშინლად გადატანის პირველი დღიდად.. არ ვიცი, ცოტა უიმედობაში ვარ. ტესტის გაკეთება მინდა, თან მეშინია და ვფიქრობ 18 ში დამიბარა და ბარემ მივიდე იქამდეთქო. ხო რაც მთავარია, მაქვს ენდომეტრიუმი და ამის გამო ოპერაცია დამჭირდა პირველ ინ ვიტრომდე, 1 საკვერცხით და დაგრეხილი მილებით ვარ))) არ ვიცი იქნებ ვინმეს ქონია მსგავსი და დარჩენილა, რა იმედით ვწერ აქ არ ვიცი..

Posted by: compte.paris75 16 Mar 2022, 00:23
AniM123
ყველაზე მთავარია შენი წლოვანება.

ახალგაზრდა ქალი=->კარგი ხარისხის კვერცხუჯრედები=->ფეხმძიმობის მაღალი ალბათობა

ენდომეტრიოზითაც ფეხმძიმდებიან და აჩენენ.

რამდენი წლის ხარ?

Posted by: marieta_mariami 16 Mar 2022, 16:45
AniM123
გამარჯობა.წარმატებებს გისურვებ.მეც ანის პაციენტი ვიყავი ინვიტროში
* * *
AniM123
დავწერე და სრულად არ გამოიგზავნა.მე 6წლიანი უნაყოფობა მქონდა,მიზეზი დაუდგენელი.ჩემთან პირველივე ცდაზე დადგა ორსულობა,ახლა 2წლის შვილი მყავს.ანის პროფესიონალიზმის იმედი ყოველთვის მქონდა.ყველაფერი კარგად იქნება!

Posted by: AniM123 16 Mar 2022, 19:09
მე 31 წლის ვარ და ჩემი მეუღლე 34.. ცოტა ის მაშინებს ამდენი წელი რო არასოდეს დამდგარა ორსულობა. მოშლაც კი არ ყოფილა. 2 წითელი ხაზი ჩემი ოცნებაა ))


მარიეტა, მადლობა ძალიან დიდი. მეც ანის იმედზე ვარ.. ცოტა მაიმედებს თქვენნაირი მაგალითები. ზეგ უნდა ჩავაბარო ხეგე. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ გარდა იმისა რო მესამე დღეა მუცელი მივლის როგორც მოსვლისას. ვიცი რო ასაკი არ მაქვს დიდი მაგრამ როცა არასოდეს ყოფილა ორსულობა მაშინებს ძალიან ეგ..

Posted by: marieta_mariami 16 Mar 2022, 19:33
AniM123
მესმის თქვენი,მე 6წლის განმავლობაში არც ერთი ორსულობა მქონია,ციკლიც კი არ გადამცდენია.არც მჯეროდა რომ პირველივე ცდაზე გამოვიდოდა,მაგრამ კი მოხდა სასწაული.სხვათაშორის მოსვლის წინა ყველა სიმპტომი მქონდა,მთელი 12კვირის განმავლობაში.მაგრამ მადლიბა ღმერთს მშვიდობით მივედი ბოლომდე.
* * *
AniM123
ძალაინ ვგულშემატკივრობ ყველას ვინც ამ გზას გადის.მოუთნენლად ველი მაღალ ხეგეს
* * *
AniM123
პირველი ინ ვიტროს მცდელობაც ანისთან გქონდათ?

Posted by: ანუჩელა1 18 Mar 2022, 16:22
გამარჯობა. თქვენი რჩევა მჭირდება. 9 წლიანი უშვილობისა და უშედეგო მკურნალობის შემდეგ, გადავწყვიტე ინვიტროს გაკეთება საზაფხულოდ. თეა ჩარკვიანს, თამთა ცაავასა და ანი მორჩილაძეს შორის რომელს მირჩევდით? ვიცი, რომ ქეთი ოსიძე ძალიან ჭკვიანია და პროფესიონალი, მაგრამ გული არ მიმიწევს რაღაცნაირად მასთან.

Posted by: marieta_mariami 18 Mar 2022, 18:12
ანუჩელა1
გამარჯობა.მე ვიყავი თეას პაციენტი,მაგრამ ინ ვიტრო როდესაც შემომთავაზა ბევრი ფიქრის და გაკითხვა-გამოკითხვის შემდეგ მაინც ქეთი ან ანი მირჩიეს.ქეთი მინდოდა გულით,მაგრამ როგორც ამბობდნენ ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავდა და ამიტომ ანისთან მივედი.ვცადეთ 2ჯერ სტიმულაცია,1ხელ ინსემინაცია და შდეგ 1ხელ ინვიტრო,პირველივე ცდაზე დადგა შედეგი,ახლა 2წლის შვილი მყავს.
* * *
AniM123
აბააა რა ქენი??ველით შენს პასუხს

Posted by: ანუჩელა1 18 Mar 2022, 23:30
marieta_mariami
ხო, ძალიან ბევრი პაციენტი ყავს და თან ცოტა უხეშის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემთვის. თამთა მინდა მე გულით. მისი პაციენტი ვიყავი, როცა ინოვაში მუშაობდა, თუმცა არ ვიცი ინვიტროს გაკეთება ღირს თუ არა მასთან.


Posted by: marieta_mariami 19 Mar 2022, 00:14
ანუჩელა1
თამთასაც აქებენ ძალიან.თუმცა ინვიტროში არ ვიცი.აი ანიზე ჩემს შემდეგ კიდევ ბევრი გავიგე,რომ მასთან გაიკეთა და გაამართლა.

Posted by: morenheit_ 19 Mar 2022, 12:51
გამარჯობა მეგობრებო, ჩემი მესამე ცდაც უშედეგო იყო, გუშინ მქონდა ამოღება, 1 კვერცხუჯრედი მივიღე და არ განაყოფიერდა. ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოვწურე, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებით თუ ხდება ნაწილობრივ მაინც დაფინანსება, ან რაიმე ფონდები ხომ არ გეგულებათ, ვინც ნაწილობრივ მაინც აფინანსებს? . პირველი ცდა ნოემბერში მქონდა და 2 სამდღიანი გადამიტანეს, მეორე წინა თვეში და 5 დღიანი ბლასტო გადამიტანეს, არც ერთხელ არ დადგა ორსულობა. ამ ციკლში ბევრად ნაკლები წამლები მივიღე. სულ 3 დღე ვიკეთებდი მენოპურს და ციტროტაოდს, მანამდე ლეტრეზოლს ვსვამდი. აღარ ვიცი საერთოდ ვიფიქრო თუ არა კიდე, ძალიან მძიმეა ფსიქოლოგიურად, მაგრამ ალბათ 1-2 თვის მერე ვცდიდი კიდევ რომ მქონდეს რაიმე ფინანსური მხარდაჭერა. ამ სტიმულაციებს შორის ალბათ დასვენებაც საჭიროა, ამდენი ჰორმონი ერთად არა მგონია არაფერს ვნებდეს

Posted by: compte.paris75 20 Mar 2022, 00:38
morenheit_
რატომ მოდის ასე ცოტა ფოლიკი? რამდენი წლის ხარ?
* * *
ანუჩელა1
მე ვარ ძალიან რთული პაციენტი. ანისთან ვიყავი წლების წინ და ვერ გაამართლა. არ მომეწონა რაღაც რაღაცეები. მერე გადავედი ქეთისთან. ვერც შევადარებ ისეთი პროფესიონალიზმით მართა ჩემი სტიმულაციები. ჩემს დას რომ სჭირდებოდეს ქეთისთან გავუშვებდი, მაგრამ თუ გული არ მიგიწევს ექიმის ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს და შენ თუ რთული პაციენტი არ ხარ, სხვასთან მიდი. მანანა ქოჩიაშვილს აქებდნენ აქ გოგოები. ძალიან ყურადღებიანიაო. მე კი არ ვიცნობ პირადად მაგრამ ბევრი კარგი გამიგია მის ადამიანურობაზე. არ ვიცი რომელ კლინიკაშია. იქნება შეგეხმიანონ ვინც მისი პაციენტია. თამთასაც აქებდნენ გოგოები...

Posted by: morenheit_ 20 Mar 2022, 11:02
compte.paris75 ასაკი მაქვს, 44 წლის ვარ, 3-4 ფოლეკულა იზრდება ხოლმე

Posted by: compte.paris75 20 Mar 2022, 13:09
morenheit_
ამ ასაკზე 3-4 ფოლიკული ნორმალურია. ასე უნდა იყოს - შეესაბამება ასაკს. თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი. მთავარია ხარისხი და სამწუხაროდ ამ ასაკში 90% უხარისხო კვერცხუჯრედები გვაქვს. როგორც ჩემს ახლობელს ისე მოგიწოდებ სიფრთხილისკენ (ვიცი ძნელი მოსასმენია) რომც დაფეხმძიმდეთ თქვენი კვერცხუჯრედით, 70% ქრომოსომული დარღვევით შეიძლება დაიბადოს ბავშვი. რისკია და თქვენი გადასაწყვეტია. რაზე ხართ წამსვლელი? რისი ატანა შეგიძლიათ? ფსიქოლოგიურად როგორ ხართ მზად?....
თუ ჯანმრთელი ბავშვი გინდათ, ექიმები კვერცხუჯრედის დონორს თავაზობენ. ახალგაზრდა, 22 წლის გოგოს დონაციით მეტი შანსია ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს. თუმცა 100% გარანტია არც მანდ არის ხომ ხვდებით?

Posted by: kiskisa555 20 Mar 2022, 13:31
gogoebo blastos gadatanidan meramdene dges agintot tedtma da romelia kvelaze mgrjobiare testii

Posted by: Liza12 20 Mar 2022, 14:48
kiskisa555
7 დღეზე უნდა აჩვენოს ბლასტოზე. მამაჩეკია ყველაზე მგრძნობიარე .ვარდიანიც კარგია ჩვეულებრივი იაფიანი ჩხირი

Posted by: morenheit_ 20 Mar 2022, 20:09
compte.paris75 უხარისხო კვერცხუჯრედით რამდენად არის შესაძლებელი ბლასტოს მიღება? ან თუ ქრომოსომული დარღვევა დაფიქსირდება ამას ხომ საწყის ეტაპზევე ავლენს გამოკვლევები? შესაძლებელია ორსულობის გვიან სტადიაზე გამოვლინდეს?

Posted by: compte.paris75 20 Mar 2022, 22:11
morenheit_
კი, შესაძლებელია უხარისხო კვერცხუჯრედებიდან ბლასტოს მიღება. მაგის მეტი რა მქონდა, 14 ემბრიონი მაქვს გადატანილი. სამწუხაროდ არ არსებობს გამოკვლევები რიმელიც ემბრიონს იკვლევს ქრომოსომულ დონეზე.
ფეხმძიმობის პერიოდში არის გასაკეთებელი ტესტები და სისხლის ანალიზიდან ჩანს რომელიღაც ტიპის ანომალიები, მაგრამ იმდენნაირი ანომალია არსებობს რომ ყველას მაინც ვერ გებულობენ სანამ ბავშვი არ დაიბადება.

Posted by: ანუჩელა1 21 Mar 2022, 20:50
compte.paris75
მანანა ქოჩიაშვილიც კარგია, მაგრამ როგორც ვიცი შედარებით ძვირია მაგასთან ყველა პროცედურა.


Posted by: morenheit_ 21 Mar 2022, 23:02
compte.paris75 მადლობა ინფორმაციისთვის, არ არის მარტივი არჩევანი ნამდვილად და მზად უნდა იყო ყველანაირი შედეგისთვის, ამას ალბათ ქვეცნობიერად ყველა ვუშვებთ, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ბოლომდე მაინც ვერ ვიაზრებთ

Posted by: ანუჩელა1 22 Mar 2022, 15:27
compte.paris75
თუმცა არ ვიცი, იქნებ მე ვცდები. გოგოებო, თუ იცით ვინმემ დაწერეთ რაა მანანა ქოჩიაშვილთან რა ჯდება ინვიტრო. მე დიაგნოსტიკური ლაპარასკოპიის გაკეთება მინდოდა და ორმაგი ფასი დამიფასა, ამიტომ ვფიქრობ, ესეც ძვირი იქნება.

Posted by: signup1 23 Mar 2022, 15:10
გოგოებო გამარჯობა ყველას, კითხვა მაქვს
ჩემი ორსულობა დამთავრდა გარე ორსულობით,მილიც ვერ შემინარჩუნდა თავისთავად, ხვალ ერთი თვე გადის ზუსტად ოპერაციიდან და ხომ არ იცით დაახლობით მაინც ციკლი როდის შეიძლება დამეწყოს? ბოლო ციკლი 11 იანვარს მქონდა, შემდეგ ორსულობა დამიდასტურდა და ეხლა ვეღარ ვხვდები როდის ველოდო.

Posted by: kiskisa555 23 Mar 2022, 20:55
გქონიათ გოგოებო ისეთი შემთხვევა ტესტი უარყოფითი იყოს და ხეგე დადებითი

Posted by: fermina 23 Mar 2022, 21:19
ანუჩელა1
QUOTE
marieta_mariami
ხო, ძალიან ბევრი პაციენტი ყავს და თან ცოტა უხეშის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემთვის.


ქეთის ერთადერთი "მინუსი" შეიძლება იყოს მისი მოუცლელობა, პირიქით ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანია - როგორც ადამიანი და როგორც ექიმი. პროფესიონალიზმზე თავს დავდებ, რომ საქართველოში საუკეთესოა. უბრალოდ მართლა ქაოტური მდგომარეობა არის ხოლმე მასთან პაციენტების სიმრავლის გამო.

Posted by: ანუჩელა1 24 Mar 2022, 14:21
fermina
აი მოუცლელობაც ძალიან გასათვალისწინებელია, როცა ამხელა რაღაცის დაგეგმვას იწყებ. მე ადრე თამთასთან დავდიოდი, როცა ინოვაში მუშაობდა და ერთხელ ქეთიმ ჩემი თანდასწრებით საკმაოდ უხეშად უთხრა რაღაც. ამიტომ დამრჩა ეგეთი შთაბეჭდილება. მოკლედ, აღარ ვიცი რა გავაკეთო. ერთი მხრივ ვიცი, რომ ძლიერი სპეციალისტია, მეორე მხრივ, ეს უსაშველო რიგები და მოუცლელობა მაბრკოლებს. თან იმას ვფიქრობ, იქნებ სხვა ექიმმა ვერ იმოქმედოს შესაბამისად და შედეგი ვერ მივიღო და მაინც ქეთისთან მისვლა და ცოტა გაწვალება სჯობდეს. არ ვიცი მოკლედ.

* * *
kiskisa555
ხეგეს პასუხი უფრო სარწმუნოა, ვიდრე ტესტი. მით უფრო, თუ შესაბამისად იზრდება.

Posted by: fermina 24 Mar 2022, 14:34
ანუჩელა1
QUOTE
fermina
აი მოუცლელობაც ძალიან გასათვალისწინებელია, როცა ამხელა რაღაცის დაგეგმვას იწყებ. მე ადრე თამთასთან დავდიოდი, როცა ინოვაში მუშაობდა და ერთხელ ქეთიმ ჩემი თანდასწრებით საკმაოდ უხეშად უთხრა რაღაც. ამიტომ დამრჩა ეგეთი შთაბეჭდილება. მოკლედ, აღარ ვიცი რა გავაკეთო. ერთი მხრივ ვიცი, რომ ძლიერი სპეციალისტია, მეორე მხრივ, ეს უსაშველო რიგები და მოუცლელობა მაბრკოლებს. თან იმას ვფიქრობ, იქნებ სხვა ექიმმა ვერ იმოქმედოს შესაბამისად და შედეგი ვერ მივიღო და მაინც ქეთისთან მისვლა და ცოტა გაწვალება სჯობდეს. არ ვიცი მოკლედ.


ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მოუცლელობა და ძალიან გამაღიზიანებელი ისედაც დასტრესილი პაციენტებისთვის. მე ვფიქრობ, რომ თანამშრომელს შეიძლება რაღაც უთხრა უხეშად, იმიტომ რომ რამე არ მოეწონა, მაგრამ პაციენტების მიმართ მართლა არ მგონია უხეში და უყურადღებო იყოს, სრულიად პირიქით.

Posted by: kiskisa555 24 Mar 2022, 17:48
ბევრჯერ დამიპოსტავს გოგოებო 2015 წლიდან ვწვალობ 4 ინ ვიტრო მაქვს გაკეთებული თავიდან ტესათი მიღებული სპერმათი 4 გადატანით არ დადგა ორსულობა მიუხედავად ყველაფრისა ვღებულობ ემბრუონებს მერე უკვე გადავედი დონორ მამაკაცზე მივიღე საუკეთესო ბლასტო 2 ცალი ისიც არ მიემაგრა როცა ექიმის შეფასებით ანალიზები და ენდომეტრიუმი იდეალური იყო მერე გადავირანე დონორი უკვე შექმნილი ემბრიონი ის მიემაგრა მაგრამ არ განვითარდა ვინმეს გქონიათ ჩემნაირი შემთხვევა უკვე 43 წლის ვარ ცხოვრება არ მინდა ისე ვარ ნერვები აღარ მყოფნის
* * *
ამ შემთხვევაში მჭირდება ძალიან ძლიერი რეპროდუქტოლოგი რომელიც დამაყენებს სწორ გზაზე

Posted by: xalati 24 Mar 2022, 21:23
kiskisa555
გამარჯობა, მესმის, რამდენი იმედგაცრუება გამოიარე sad.gif

კვერცხუჯრედების ხარისხი საყურადღებოა ემბრიონის ხარისხისთვის. შეიძლება ვიზუალურად კარგი ემბრიონი ჩანდეს, მაგრამ გენეტიკურად არ იყოს. იქნებ გეცადა გენეტიკური კვლევა ემბრიონებზე გადატანამდე? საქართველოში მგონი არ კეთდება, მაგრამ როგორც ვიცი, აგზავნიან და პასუხი მოგდის ალბათ ერთ თვეში. მგონი ცოტა ძვირია, მაგრამ მართლა ღირს. ტყუილა გადატანას, არ მიმაგრებას, არ მიმაგრებას და მოშლას, ალბათ ჯობია, იცოდე, კარგია თუ არა ემბრიონი.

ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, თუ დონორზე არ გაქვთ პრობლემა, ზოგ ქვეყანაში ორმაგი დორონებიც არსებობენ, ან ემბრიონის დონაცია. საქართველოში ნამდვილად არ ვიცი როგორაა ეგ ამბები.


Posted by: ზაზუ2008 25 Mar 2022, 12:55
გამარჯობა გოგონებო. მე ახალი ვარ ჯგუფში. 4 წელია მეც ვიბრძვი. 3 ინვიტრო გავიკეთე. ერთხელ დადგა ორსულობა და 8-9 კვირაზე შეწყვიტა გულისცემა.
ვინმეს თუ გაგიკეთებიათ მოდიფიცირებულ ანუ ნატურალურ ციკლში? ნაკლები წამლებით.

Posted by: teonala 25 Mar 2022, 19:50
QUOTE (kiskisa555 @ 24 Mar 2022, 17:48 )
ბევრჯერ  დამიპოსტავს  გოგოებო  2015  წლიდან  ვწვალობ    4 ინ  ვიტრო  მაქვს  გაკეთებული  თავიდან  ტესათი  მიღებული  სპერმათი  4  გადატანით  არ  დადგა  ორსულობა  მიუხედავად  ყველაფრისა  ვღებულობ  ემბრუონებს  მერე  უკვე  გადავედი  დონორ  მამაკაცზე  მივიღე საუკეთესო  ბლასტო  2  ცალი  ისიც  არ  მიემაგრა  როცა  ექიმის  შეფასებით  ანალიზები  და  ენდომეტრიუმი  იდეალური  იყო  მერე  გადავირანე  დონორი  უკვე  შექმნილი  ემბრიონი  ის  მიემაგრა  მაგრამ  არ  განვითარდა  ვინმეს  გქონიათ  ჩემნაირი  შემთხვევა  უკვე  43  წლის  ვარ  ცხოვრება  არ  მინდა ისე  ვარ  ნერვები  აღარ  მყოფნის 
* * *
ამ  შემთხვევაში  მჭირდება  ძალიან  ძლიერი  რეპროდუქტოლოგი  რომელიც  დამაყენებს  სწორ  გზაზე

გენეტიკური ანალიზი გაიკეთე, 1000 ლარის ფარგლებში ჯდება ლიდრმედში.

ძლიერი ექიმის ცნება, ცოტა სუბიექტურია და ვინც არ უნდა დავწეროთ, ყველას გამოუჩნდება მომხრე და მოწინააღმდეგე.
ამიტომ ექიმი თქვენით უნდა აარჩიოთ. ლიდერმედში კარგები ყავთ.
* * *
QUOTE (ეკოეკო @ 23 Feb 2022, 16:15 )
compte.paris75
  მადლობა  გამოხმაურებისთვის,,,ღმერთო    რა ფასებია  ,სად მაქვს  30 000 ?? 
რას ნიშნავს  სამმაგი ტესტი,ტესტი ტრიზომიაზე?  აუცილებელია ამის გაკეთება?  დონორიც  მჭირდება  კი

* * *
compte.paris75
თქვენს  შემთხვევაში  როგორ  დამთავრდა სუროგაციით  მცდელობა?

უცხოელი დონორები კომპანია "ლინორში" 1700 ლარი ღირს და სულ 2000 ლარამდე დაჯდება, დეტალური პროფილებით.
ძირითადად დანიელი მამაკაცი დონორების მასალაა.

რაც შეეხება სუროგატს, სამწუხაროდ არაფერი ვიცი ამის შესახებ. მხოლოდ მოსმენილი ამბები.
იქნებ ცადოთ გენეტიკური კვლევა და თქვენითაც მოახერხოთ?

Posted by: Nino19 26 Mar 2022, 01:11
QUOTE (morenheit_ @ 19 Mar 2022, 12:51 )
გამარჯობა მეგობრებო, ჩემი მესამე ცდაც უშედეგო იყო, გუშინ მქონდა ამოღება, 1 კვერცხუჯრედი მივიღე და არ განაყოფიერდა. ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოვწურე, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებით თუ ხდება ნაწილობრივ მაინც დაფინანსება, ან რაიმე ფონდები ხომ არ გეგულებათ, ვინც ნაწილობრივ მაინც აფინანსებს? . პირველი ცდა ნოემბერში მქონდა და 2 სამდღიანი გადამიტანეს, მეორე წინა თვეში და 5 დღიანი ბლასტო გადამიტანეს, არც ერთხელ არ დადგა ორსულობა. ამ ციკლში ბევრად ნაკლები წამლები მივიღე. სულ 3 დღე ვიკეთებდი მენოპურს და ციტროტაოდს, მანამდე ლეტრეზოლს ვსვამდი. აღარ ვიცი საერთოდ ვიფიქრო თუ არა კიდე, ძალიან მძიმეა ფსიქოლოგიურად, მაგრამ ალბათ 1-2 თვის მერე ვცდიდი კიდევ რომ მქონდეს რაიმე ფინანსური მხარდაჭერა. ამ სტიმულაციებს შორის ალბათ დასვენებაც საჭიროა, ამდენი ჰორმონი ერთად არა მგონია არაფერს ვნებდეს

გამარჯობათ. ამ ფონდს რომ მიმართოთ. ყველას გისურვებთ ოცნების ახდენას. http://shentvis.org.ge/ ფონდი შენთვის

Posted by: morenheit_ 26 Mar 2022, 01:50
Nino19 მადლობა, ვიყავი აქ და ნახევარის დაფინანსება შემომთავაზეს, მაგრამ თითქმის იგივე ჯდება ის ნახევარი, რაც სრული კურსი სხვაგან.

Posted by: zikata7 28 Mar 2022, 15:15
ანუჩელა1
მე გავიკეთე მანანა ქოჩიაშვილთან 14 წლის შემდეგ გავხდი დედა.. ბოლომდე მივყევი ბევრი ვიწვალეთ.
compte.paris75
როგორ ხარ? შემოვიხედე ამდენი ხნის მერე... კიდე ხომ არ გიცდია კარგი ამბები მითხარი♥️

გახსოვს შენი ნაჩუქარი წამლებით შევძელი ბოლო ცდაა მერვე ინვიტრო იყო და გამიმართლააა♥️♥️♥️♥️♥️

Posted by: ანუჩელა1 28 Mar 2022, 18:12
zikata7
რა დაგიჯდა ეგ ამბავი? ძვირია მართლა სხვა კლინიკებთან შედარებით?

Posted by: kiskisa555 29 Mar 2022, 10:18
gogoebi mirchiet 43 clis asakshi vgebulob embrionebs magram ganvitareba ar xdeba mirchiet kvercxujredis xarisxis gadaumjobeswblad ra migigiat da romelma mogcat kvelaze kargi shedegi prp terapiac xom ar gagiketebiat da rogori kmakopili xart

Posted by: ეკოეკო 29 Mar 2022, 21:24
teonala გამარჯობა, მე მჭირდება კვერცხუჯრედის დონორი,თორემ მეუღლის მასალა იდეალურია. ჩემსას იმიტომ ვერ ვიყენებ და მჭირდება სუროგატი დედა ,რომ პირველი ინ ვიტრო მცდელობის შემდეგ მკერდის ავთვისებიანი კიბო აღმომაჩნდა მე 3 სტადია და ჩემი ორსულობა 5 წელი არ შეიძლება.ქიმიოთერაპიას გავდივარ.,ახლა 40 წ ვარ.

* * *
თუ მიიღებთ ჩემს რჩევას ჯანმრთელობას გაუფრთხილდით,17 წელია ვკურნალობ და აი რა დავიმართე.

წარმატებები ყველას და ბედნიერი დედობა/

Posted by: Anabeli111 29 Mar 2022, 22:44
ეკოეკო
ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და ლამაზი და ტკბილი ბაია ♡♡

Posted by: Nino19 30 Mar 2022, 01:20
QUOTE (morenheit_ @ 26 Mar 2022, 01:50 )
Nino19 მადლობა, ვიყავი აქ და ნახევარის დაფინანსება შემომთავაზეს, მაგრამ თითქმის იგივე ჯდება ის ნახევარი, რაც სრული კურსი სხვაგან.

უი მართლა არ ვიცოდი მე მეგონა მთლიანად აფინანსებდენ:-/

Posted by: ninucanodo 30 Mar 2022, 10:13
QUOTE (ანუჩელა1 @ 28 Mar 2022, 18:12 )
zikata7
რა დაგიჯდა ეგ ამბავი? ძვირია მართლა სხვა კლინიკებთან შედარებით?

მერწმუნე ბევრ კლინიკაზე იაფია და თვითონ ექიმიც ბევრ შეღავათს აკეთებს, რაღაცნაირი ტიპია თბილი და იმედით გამოდიხარ თურქი ემბრიოლოგი ყავთ და გამოცდილი გუნდია ბევრი კაი შედეგით ❤️❤️❤️❤️

Posted by: Teona133 30 Mar 2022, 11:47
ეკოეკო
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მაგრამ ვერ გავიგე მკურნალობის გამო დაგემართათ ეს დაავადება? გამოჯანმრთელებას გისურვებ

Posted by: morenheit_ 1 Apr 2022, 23:32
Teona133სავარაუდოდ იყო რაღაც კერა და სტიმულაციის წამლებმა დააჩქარა პროცესი sad.gif ამიტომაც ითხოვენ ამდენ გამოვკლევას წინასწარ, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ გამორიცხავ sad.gif

Posted by: compte.paris75 4 Apr 2022, 17:34
ჩუქდება სასწრაფოდ!!!

ახალი გაუხსნელი სტიმულაციის წამლები. ფრანგული გამოშვება.

პერგოვერისები Pergoveris 900 UI ვადა 08/2022 წ.
ოვიტრელი Ovitrelle 250 - ვადა 2023 წ.

ტერიტორიულად ვარ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-4-ე კვარტალში. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირადში.

user posted image

Posted by: a-liza 4 Apr 2022, 17:49
compte.paris75
გამარჯობა. პირველი არ ვიცი და ოვიტრელი დამჭირდება, ამ ციკლის შემდეგ ვიწყებ სტიმულაციას, ბუნებრივად ვცდილობ ჯერ <3

Posted by: compte.paris75 4 Apr 2022, 17:58
analiza
მოგწერეთ პირადში
* * *
QUOTE (zikata7 @ 28 Mar 2022, 15:15 )
.....
compte.paris75
როგორ ხარ? შემოვიხედე ამდენი ხნის მერე... კიდე ხომ არ გიცდია კარგი ამბები მითხარი♥️

გახსოვს შენი ნაჩუქარი წამლებით შევძელი ბოლო ცდაა მერვე ინვიტრო იყო და გამიმართლააა♥️♥️♥️♥️♥️

არა. ძველებურად ჩემთან ყველაფერი.
მიხარია რომ კარგად ხარ, ვნახე შენი ბუთქუჩუნა ბიჭის სურათი ფბ ზე. ძალიან საყვარელი და სერიოზულია smile.gif)) ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოთ

Posted by: Marinne 6 Apr 2022, 12:47
გამარჯობა.

იქნებ ვინმეს გქონიათ მსგავსი გამოცდილება.

3 ინ ვიტრო პროტოკოლი მქონდა. 1-ლი ფაქტიურად უშედეგო, რაოდენობა იყო 9, მაგრამ ძალიან დაბალი ხარისხის, მივაყოლეთ მეორე, აქედან 2 ძალიან კარგი იყო, დანარჩენი წინა პროტოკოლივით დაბალი ხარისხის. ეს ორი გადავიტანეთ ორივე მიემაგრა, წავიდა ზრდაში, საბოლოოდ გაიზარდა ყველაფერი ემბრიონების გარდა. რაღაც ეტაპზე შეწყვიტეს ზრდა ემბრიონებმა, სანაყოფე და ყვითრის პარკი კი აგრძელებდა ზრდას. საბოლოოდ მედიკამენტოზური დამჭირდა.

მესამე პროტოკოლი დონორი კაცის სპერმით - საერთოდ არ შედგა, 9დან 1იც არ განაყოფიერდა. დონორი ვითომ მეუღლის ცუდი სპერმოგრამის გამო ავიყვანეთ. დონორით ინსემინაციაზე უარის მიზეზი იყო მილები - ერთი გაუმტარი, მეორე ცუდად გამტარი... ამ ყველაფერში უკვე ეჭვი შემაქვს...

გავიდა გარკვეული დრო. წინა შემთხვევების გამო სრულად განადგურებულები ვიყავით და შევწყვიტეთ ფიქრიც კი ამ თემაზე იმის გამო, რომ ორივეს შფოთვითი აშლილობა + დეპრესია გვაქვს ამდენი ცუდისგან.

ორი კვირის წინ აღმოვაჩინე რომ ბუნებრივად დადგა ორსულობა. (ბოლო მენზი 16 თებერვალს მქონდა, 30 დღიანი ციკლი მაქვს).

მივედი გინეკოლოგთან 28-ში, ვადის სიმცირის გამო ემბრიონი ვერ დავინახეთ, თუმცა დანარჩენი მოეწონა.

გუშინ მივედი გულისცემის მოსასმენად და დამხვდა ასეთი სურათი - ყვითრის პარკი ბევრად აღემატება ემბრიონს, გულისცემაზე საუბარიც არაა. ემბრიონი ფაქტიურად არც ჩანს. ისევ იგივეა - ანუ სანაყოფე და ყვითრი გაიზარდა.

გადავწყვიტეთ ორსულობის პროგრესირების დასადგენად გაგვეკონტროლებინა ხეგე. გუშინდელი 16565 იყო. ხვალ კიდევ გავამეორებ, თუმცა იმედის ნატამალი არ გამაჩნია საერთოდ.

ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რომ ყვითრი ყოფილიყო დიდი და ემბრიონი პატარა, თუ განვითარებულა შემდგომში.

ან თუ არ განვითარდა რისი ბრალი იყო... ფაქტიურად პირველად არ მაქვს იგივე და პასუხს ვერ მცემს ექიმი - რატომ ხდება ასე....

Posted by: compte.paris75 6 Apr 2022, 13:21
Marinne
ჩემი დასკვნა - კვერცხუჯრედის ხარისხის პრობლემაა.
ძალიან ძნელი გადასატანია ეს ყველაფერი. მე თვითონ დეპრესიაზე ვმკურნალობ...
28 მარტს ვაგინალურად გაგიკეთეს ეხო? ზემოდან თუ გააკეთეს ამ ვადაზე არ ჩანს. ვაგინალურად უნდა გაეკეთებინათ, ვაგინალურად 5,4 კვირიდან ჩანს კიდევაც და ისმის გულისცემაც.
როგორც ჩანს გენეტიკურად არ არის გამართული ემბრიონები.
ხეგეს ჩაბარებას ამ ვადაზე და ამ სურათით არანაირი აზრი არ ქონდა. ხეგეს მხოლოდ და მხოლოდ პლაცენტა გამოყოფს და მაშინაც კი იზრდება როცა ემბრიონი სულ არ არის შიგნით (ხან ცარიელია ხოლმე სულ საერთოდ). ანემბრიონია ქვია.

Posted by: Marinne 6 Apr 2022, 13:51
QUOTE (compte.paris75 @ 6 Apr 2022, 13:21 )
Marinne
ჩემი დასკვნა - კვერცხუჯრედის ხარისხის პრობლემაა.
ძალიან ძნელი გადასატანია ეს ყველაფერი. მე თვითონ დეპრესიაზე ვმკურნალობ...
28 მარტს ვაგინალურად გაგიკეთეს ეხო? ზემოდან ამ ვადაზე არ ჩანს. ვაგინალურად კი უკვე უნდა გამოჩენილიყო და გულისცემაც მოგესმინა. 5,4 კვირიდან ისმის გულისცემა.
როგორც ჩანს გენეტიკურად არ არის გამართული ემბრიონები.
ხეგეს ჩაბარებას ამ ვადაზე და ამ სურათით არანაირი აზრი არ ქონდა. ხეგეს მხოლოდ და მხოლოდ პლაცენტა გამოყოფს და მაშინაც კი იზრდება როცა ემბრიონი სულ არ არის შიგნით (ხან ცარიელია ხოლმე სულ საერთოდ). ანემბრიონია ქვია.

გუშინ გავიკეთე ვაგინალური. მანდ ჩანდა დიდი ყვითრი და მოცუცქნული ემბრიონი...

მეც ვიცი რომ არ ჰქონდა აზრი ხეგეს, მაგრამ გაიკეთეო და ჯანდაბას.

წინაზეც მასე იყო ტყუპებზე. ხეგე გასამმაგდა კი არა, მეტიც იყო ბევრად, მაგის გამო გავიჭყიპე წამლებით და სულ ტყუილად, ანემბრიონია იყო.

ვხვდები რომ რაღაც ქრომოსომული დარღვევაა, მაგრამ გზა-კვალი ვერ მომცეს. ფაქტიურად 4 (6) კვირამდე მივდივარ და მერე ვსო.

თან ეს ორი შემთხვევა არაა მხოლოდ, ადრეც ყოფილა მსგავსი - დადებითი ტესტი და ექიმთან მისვლამდე ჩამოშლა რამოდენიმეჯერ.


შემდეგ ინ ვიტროს სრულად დონორებით ვაპირებთ, ახლა სულ არ ვგეგმავდით, ასე თავისით მოხდა და ეს უარესი სტრესი გამოდგა.
არადა ძლივს ამოვძვერი ჭაობიდან, სულ გამითეთრდა თმები და ნაოჭები ხომ ცალკე - 5 წლით მეტს მომცემ უკვე ისე ვარ.

Posted by: compte.paris75 6 Apr 2022, 13:57
თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, იქნება ჯერ მარტო კვერცხუჯრედის დონორით გეცადათ? თქვენი ანამნეზი კი ექიმმა უკეთ იცის. რაც რეალურია ის უნდა გაკეთდეს.
ეს პერგოვერისი არ გამოგადგებათ? გასაჩუქებელი მაქვს.

Posted by: Marinne 6 Apr 2022, 14:15
QUOTE (compte.paris75 @ 6 Apr 2022, 13:57 )
თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, იქნება ჯერ მარტო კვერცხუჯრედის დონორით გეცადათ? თქვენი ანამნეზი კი ექიმმა უკეთ იცის. რაც რეალურია ის უნდა გაკეთდეს.
ეს პერგოვერისი არ გამოგადგებათ? გასაჩუქებელი მაქვს.

ყველა ვარიანტში კვერცხუჯრედის დონორს ავიყვანთ, გამორიცხულია ჩემით რაიმე გავაკეთო. ავთვისებიანი სიმსივნის გამო ბევრი პროცედურა გავიარე და თავიდანვე მაგ აზრზე ვიყავი, თუმცა ექიმმა მეუღლისას "დააბრალა" და საბოლოოდ დონორი სპერმითაც კარგად გამოჩნდა რისი ბრალია. არადა თავიდანვე მაგ აზრზე ვიყავი.

შემოთავაზებისთვის მადლობა, მაგრამ უახლოესი ერთი წელი ფიზიკურად ვერ შევძლებთ პროტოკოლს და მგონი სხვას უფრო გამოადგება ეგ წამლები...

Posted by: compte.paris75 6 Apr 2022, 15:14
Marinne
წარმატებებს გისურვებ. შემეხმიანე როცა დააპირებ. მე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოვდივარ საქართველოში და თუ რამე წამლები მაქვს ჩამომაქვს საფრანგეთიდან. მოკლე ვადიანებს ვჩუქნი ხოლმე, გრძელ ვადიანებს ვყიდი ხოლმე ძალიან შეღავათიან ფასში. როგორც საშუალება იქნება დაგეხმარები. უბრალოდ თავი შემახსენე. ამ ბოლო დროს მეხსიერებაში ცოტა მიჭირს smile.gif დილით რომ რაღაცას მაბარებენ საღამოს აღარ მახსოვს ხოლმე და ერთი წლის მერე რა იქნება მით უმეტეს smile.gif
აბა წარმატებები და მხნედ იყავი. თორემ ჯანმრთელობას გაიგუჭებ დარდით. მე ვითომ არ ვნერვიულობდი მაგრამ ჰაა, ფაქტია 10 წელი ინვიტროების კეთებამ მომშალა ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც.

Posted by: xalati 6 Apr 2022, 19:10
Marinne
გულით თანაგიგრძნობ, ძალიან ძნელია ამდენი ცუდი ამბის გადახარშვა...

ვუერთდები compte.paris75ის აზრს კვერცხუჯრედის ხარისხზე.
ყველაზე ნათელი მტკიცებულებაა კვერცხუჯრედის ხარისხისთვის ორი ინ ინვიტრო სხვადასხვა სპერმით. თუ დონორის სპერმითაც ვერ განაყოფიერდა, ლოგიკურია, რომ კვერცხუჯრედის ხარისხს დააბრალო.
რამდენი წლის ხარ?

შემდეგ ინ ვიტროს მეც მხოლოდ კვერცუჯრედის დონორით და შენი პარტნიორის სპერმით გირჩევდი (თუ, რა თქმა უნდა, გინდათ ერთ-ერთის გენეტიკური მემკვიდრეობა).



Posted by: Marinne 7 Apr 2022, 12:06
QUOTE (xalati @ 6 Apr 2022, 19:10 )
Marinne
გულით თანაგიგრძნობ, ძალიან ძნელია ამდენი ცუდი ამბის გადახარშვა...

ვუერთდები compte.paris75ის აზრს კვერცხუჯრედის ხარისხზე.
ყველაზე ნათელი მტკიცებულებაა კვერცხუჯრედის ხარისხისთვის ორი ინ ინვიტრო სხვადასხვა სპერმით. თუ დონორის სპერმითაც ვერ განაყოფიერდა, ლოგიკურია, რომ კვერცხუჯრედის ხარისხს დააბრალო.
რამდენი წლის ხარ?

შემდეგ ინ ვიტროს მეც მხოლოდ კვერცუჯრედის დონორით და შენი პარტნიორის სპერმით გირჩევდი (თუ, რა თქმა უნდა, გინდათ ერთ-ერთის გენეტიკური მემკვიდრეობა).

33 წლის ვარ.

გენეტიკურ მემკვიდრეობაზე ნაკლებად ვფიქრობთ ალალად, უბრალოდ გვინდა შვილი გვყავდეს.

შვილად აყვანა რომ ასეთი რთული არ იყოს, უკვე რამოდენიმეს ავიყვანდით ალბათ.

მე ისიც მეფიქრება, რაიმე ისეთი მუტაცია ან დარღვევა არ იყოს ორგანიზმში, რომ იგივე დაემართოს დონორებით მიღებულ ემბრიონს.

მუტაციების მხრივ არანაირი გამოკვლევა არ მაქვს განაკეთები და სულ მღრღნის ეგ ფაქტი.

Posted by: compte.paris75 7 Apr 2022, 12:39

*****
ოვიტრელი გაჩუქდა უკვე. დამრჩა პერგოვერისი


user posted image

Posted by: xalati 10 Apr 2022, 18:09
Marinne
Ახალგაზრდა ხარ, ხარისხი ასაკის გამო არ იქნება ცუდი ამიტომ. Ყველა ანალიზი რიგზე გაქვს?
Თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მაგრამ მე დავლიე ბევრი ვიტამინი მესამე ინ ვიტრომდე (ძლივს 1 ემბრიონი რომელზეც გამოვიდა და დავორსულდი). Მართლა უამრავი ფული დაგვიჯდა ორივეს ვიტამინები. Შეიძლება, ქონდათ ცოტა ეფექტი, შეიძლება არა, მაგრამ ისე ვიყავით, ყველაფერი უნდა გვეცადა.
Მე წესით არ მქონდა დიდად ხარისხის პრობლემა, Სპერმა იყო კატასტროფული მაგრამ ზოგმა ექიმმა მაინც გამაფრთხილა, რომ შეიძლება კვერცხუჯრედებიც ცუდი იყო. Მოკლედ, თუ გაქვს ფინანსური საშუალება, სცადე ვიტამინები. Მე მივყევი ზედმიწევნით it starts with the egg რეკომენდაციებს. Წიგნია.

Მუტაციები აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ორივემ.

Მწიფე კვერცხუჯრედები გაქვს ინ ვიტრო ებზე? Რა პროპორციით? Და რა პროტოკოლით?

Posted by: Marinne 11 Apr 2022, 01:23
მივედი სხვა ექიმთანაც რჩევაზე.

მოკლედ, 1.1 მმ-ზე შეუწყვეტავს ზრდა ემბრიონს.
ჯამში მესამე შეწყვეტილია, 2 ბუნებრივი, 1 ინ ვიტრო. სამივე მაგ ვადაზე, სამივე ზუსტად ერთნაირად.

რამოდენიმე კვლევა ჩავინიშნეთ სამომავლოდ.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, გენიტალური ტუბერკულოზიც, რადგან ბოლო დროს სიცხე, ოფლიანობა და ცისტიტი დამჩემდა.

ნელ-ნელა ფინანსების მიხედვით მივყვები და მიზეზიც გამოჩნდება.

აბორტუსის კვლევა კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ფინანსები ვეღარ გვიწყობს ხელს.


მადლობა კარგი სიტყვებისთვის და გამხნევებისთვის
* * *
QUOTE (xalati @ 10 Apr 2022, 18:09 )
Მწიფე კვერცხუჯრედები გაქვს ინ ვიტრო ებზე? Რა პროპორციით? Და რა პროტოკოლით?

მინიმუმ 9 იყო ყოველ ჯერზე. პირველად ბევრი იყო, მაგრამ მხოლოდ 3 შედგა საბოლოოდ ემბრიონად, თუმცა არ იყო კარგი ხარისხის არცერთი.

გონალი, მენოპური, ცეტროტიდი და ოვიტრელი - პირველ ორ პროტოკოლზე. საკმაოდ გვიან მივხვდი რომ მენოპურზე მსუბუქი ალერგიული რეაქცია მქონდა.

ზუსტი რაოდენობები ნამდვილად არ მახსოვს, ყოველ ჯერზე სხვადასხვა იყო.

მესამე პროტოკოლი იყო კოშმარი. მენოპურის შემცვლელი დამინიშნეს და მწვავე ალერგია მომცა. პირველ ჯერზე მარტომ გავიკეთე და ვიფიქრე ცუდად გავიკეთე-მეთქი, მეორე ჯერზე გონება დავკარგე. გაგრძელდა გონალით ბოლომდე. აქაც 9 ამოვიდა თუმცა ეგრევე თქვეს რომ არ იყო კარგი კვერცხუჯრედები. ზოგადად ბოლო პროტოკოლი მეტად უცნაური იყო, მაგრამ ჯანდაბას, აღარც მინდა მაგის გახსენება.

Posted by: Liza12 12 Apr 2022, 16:27
xalati
შენ ხომ არიიცი თათამაისას ამბები ? კაი ხანია აღარ ჩანს

Posted by: kiskisa555 12 Apr 2022, 20:32
გამომეხმაურეთ გოგოები ვინც გაიკეთეთ ორპ თერაპია თუ გქონდათ შედეგი და სად გაიკეთეთ

Posted by: xalati 13 Apr 2022, 21:53
Marinne
კაია ეს კვლევები !

9 მწიფე იყო თუ 9 ფოლიკული?
მეც მეორე ინ ვიტრო კოშმარი მქონდა და მესამე კი იცი როგორიც.
ვიტამინებმა შეიძლება ცოტა თავისი ქნეს, 4 თვე გავიჭყიპე.



Liza12
არა sad.gif იმედია, კარგადაა.


Posted by: ეკოეკო 15 Apr 2022, 15:47
Marinne
გამარჯობა, იცით რა მაინტერესებს , ამ ეტაპზე გავდივარ ქიმიოთერაპიის კურსს ,როგორც მივხვდი თქვენც იგივე გადაიტანეთ,,, ჩემი ექიმი მეუბნება ,რომ მომდევნო 5 წელი ჩემი ორსულობა არ შეიძლება და რათქმაუნდა დამჭირდება კვერცხუჯრედის დონორი. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო? გისურვებთ წარმატებებს მომავალში!

Posted by: ირმა25 22 Apr 2022, 18:01
გამარჯობათ, მე ახალი ვარ აქ smile.gif ყველას წარმატებებს გისურვებთ.
ვარ მეექვსე კვირის ორსული, კონსულტაციაზე მისვლისას გინეკოლოგმა მითხრა, რომ სანაყოფე პარკის ზომები ნორმალურია, მაგრამ ნაყოფი არ ჩანს შიგნით, გავიკეთე ხეგეს ანალიზი და პასუხი იყო 12090, ხოლო მეორე დღეს 13500. გინეკოლოგმა ორსულობა შეწყვეტილია და აბორტის გასაკეთებელია. როგორ მოვიქცე არ ვიცი, რას მირჩევთ? მადლობა წინასწარ.

Posted by: matuti 22 Apr 2022, 19:20
ირმა25
QUOTE
გამარჯობათ, მე ახალი ვარ აქ  ყველას წარმატებებს გისურვებთ.
ვარ მეექვსე კვირის ორსული, კონსულტაციაზე მისვლისას გინეკოლოგმა მითხრა, რომ სანაყოფე პარკის ზომები ნორმალურია, მაგრამ ნაყოფი არ ჩანს შიგნით, გავიკეთე ხეგეს ანალიზი და პასუხი იყო 12090, ხოლო მეორე დღეს 13500. გინეკოლოგმა ორსულობა შეწყვეტილია და აბორტის გასაკეთებელია. როგორ მოვიქცე არ ვიცი, რას მირჩევთ? მადლობა წინასწარ.

დაელოდეთ 1-2 კვირა კიდევ, ნუ იჩქარებთ.

Posted by: Liza12 22 Apr 2022, 20:54
ირმა25
სანაყოფე რა ზომაა? ყვითრის პარკიც არჩანს?

Posted by: compte.paris75 24 Apr 2022, 23:09
QUOTE (matuti @ 22 Apr 2022, 19:20 )
დაელოდეთ 1-2 კვირა კიდევ, ნუ იჩქარებთ.

აი რატომ ეუბნებით ასეთ რაღაცას? რას უნდა დაელოდოს?

ექიმი ეუბნება იმის მიხედვით რასაც ხედავს და თქვენ რის საფუძველზე ეუბნებით დალოდებას? ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე არ ფიქრობთ?
* * *
ირმა25
5,4 კვირაზე უკვე გულისცემა უნდა ისმოდეს. თან ხეგეც აღარ მისდევს... 6 კვირის ვიყავი მეც და იყო ყვითრიც და ემბრიონიც მაგრამ არ იყო გულისცემა. ექიმმა მითხრა თვითონ ჩამოიშლებაო რადგანაც იყო პატარა ზომის. წამლები შევწყვიტე და ცოტა კი გაიწელა მაგრამ თავისით ჩამოვიდა ციკლივით.
ექიმი რასაც გირჩევთ ისე გააკეთეთ.

Posted by: kekuna 24 Apr 2022, 23:28
გოგოებო აქაც ვიკითხავ. ბუშტნამქერას მკურნალობაზე რა შეგიძლიათ მითხრათ რამდენად შედეგიანია?

Posted by: matuti 25 Apr 2022, 00:01
compte.paris75
QUOTE
აი რატომ ეუბნებით ასეთ რაღაცას? რას უნდა დაელოდოს?

ექიმი ეუბნება იმის მიხედვით რასაც ხედავს და თქვენ რის საფუძველზე ეუბნებით დალოდებას? ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე არ ფიქრობთ?

ყოფილა შემთხვევები და არცთუ ისე იშვიათად, რომ არასწორად შეუფასებია რადიოლოგს და ექიმს მდგომარეობა და ცოტა ხნის შემდეგ გამოჩენილა ცოცხალი ემბრიონი. ამიტომ ვუთხარი
და 1 კვირა რომ მოიცადოს რა ზიანი მიადგება ამით მის ჯანმრთელობას? ზოგჯერ რამდენიმე კვირის მერე გებულობენ რომ ორსულობა შეწყდა და ამით არაფერი დაშავებიათ.

Posted by: compte.paris75 25 Apr 2022, 11:47
matuti
ვაგინალურად ჩანს, და თუ არ ჩანს გულისცემა მაინც ხო ისმის? თან იძახის რომ ხეგე არ ორმაგდება...
ერთი კვირა კი არა ერთი დღე რომ ვიცადო მე იმედით და ნერვიულობით ესეც უკვე დიდი ფსიქოლოგიური ტრამვაა. ერთი ორი კვირა რას ამბობ!!!
და მეორეც რაც უფრო გაიზრდება პლაცენტა მერე მართლა აბორტი დასჭირდება ან მედიკამენტოზური, როცა პატარა ვადაზე თავისითაც ჩამოვა.

Posted by: compte.paris75 28 Apr 2022, 20:23
ჩუქდება პურეგონის კალამი. მხოლოდ კალამი და არა ამპულები.
ტერიტორიულად თბილისში, ვაჟას ბოლოში

user posted image

Posted by: magdalea 30 Apr 2022, 20:21
წარმატებები და ბედნიერება ყველას!

გოგოებო თუ შეგიძლიათ მითხრათ,
გადატანა მქონდა 18 რიცხვში.
28-ში ხგ იყო 87
30-ში ანუ დღეს იყო 173. რამდენად საიმედო ციფრებია?
ამ პერიოდისთვის დაბალი ხომ არაა?

Posted by: a-liza 30 Apr 2022, 20:35
magdalea
გილოცავთ <3 გაორმაგებულია ფაქტობრივად, ბევრი წყალი მიიღეთ, სიმშვიდე და ექიმის დანიშნულებას მიჰყევით

Posted by: magdalea 30 Apr 2022, 20:39
analiza


მადლობა :-) ამ პერიოდისთვის დაბალი ხომ არაა?
გაორმაგებული კიი, მეც გამიხარდა :დ

Posted by: compte.paris75 4 May 2022, 01:30
QUOTE (magdalea @ 30 Apr 2022, 20:39 )
analiza


მადლობა :-) ამ პერიოდისთვის დაბალი ხომ არაა?
გაორმაგებული კიი, მეც გამიხარდა :დ

ერთი და იგივე საათზე ჩააბარე? იმის მერე კიდევ ხომ არ გაგიკეთებია?

Posted by: magdalea 4 May 2022, 17:15
compte.paris75

28.04, 14.30 საათზე ჩაბარებული 87 იყო
30.04. 10.30 ჩაბარებული 174
03.05. 10.00 ჩაბარებული 667

ციფრებზე ვეძებდი ინფოს დაბალი რომაა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვსო, მთავარია ზღვრულ ნორმებში ჯდებოდეს და გაორმაგების დინამიკა კარგი იყოსო.

06.05 ვარ დაბარებული ეხოზე ორსულობის დასადგენად.

Posted by: compte.paris75 6 May 2022, 01:15
magdalea
ზუსტად იმ საათზე კეთდება ხოლმე ორ დღეში ერთხელ. ცოტა არეულად კი გაგიკეთებია ხეგეები smile.gif მაგრამ დაახლოებით რომ გამოვთვალოთ ჯდება, ანუ ორმაგდება რაც მთავარია. წარმატებები

Posted by: magdalea 6 May 2022, 09:00
compte.paris75

მადლობა love.gif

თქვენც წარმატებები და ასევე ყველას ვინ მოლოდინშია!

პირველი ხეგე უგეგმო იყო. 29-ში უნდა გამეკეთებინა და ტესტმა ოდნავ გამოაჩინა ხაზი და ექიმმა გავაკეთოთ ხეგეო და სანამ გავედი კლინიკაში კი შეგვიანდა gigi.gif

Posted by: Marinne 6 May 2022, 15:10
გამარჯობა გოგოებო...

ოვიტრელის ფასი რა არის ახლა?

ორი ცალი მაქვს და ვერ გამოვიყენებ კარგა ხანი. მედიკამენტოზურის მერე სრულად არ ჩამოიშალა და ჰისტერო მჭირდება... სანამ მე დამჭირდება, გაუვა ვადა წამალს

Posted by: magdalea 6 May 2022, 16:46
Marinne

50-60 ლარი ღირს შავ ბაზარზე. რამდენად ჩაიბარებენ არვიცი.
აფთიაქების ფასი რათქმაუნდა ძალიან ძვირია.
ფბზე არის ჯგუფები სადაც იყიდება მედიკამენტები და იქაც შეგიძლიათ დადოთ.

Posted by: Marinne 6 May 2022, 18:21
მადლობა დიდი

ცეტროტიდის ფასიც ხომ არ იცით?

Posted by: compte.paris75 6 May 2022, 23:21
Marinne
ცეტროტიდი ადრე 60 ლარი მითხრეს პასაჟში... აქ იქნებ უნდოდეთ გოგოებს, აქ დადე ჯერ; ცოდოა ჩაბარება

Posted by: magdalea 6 May 2022, 23:39
პირადში ჩაგიგდეთ ვისაც სჭირდება. ფბ ჯგუფში იკითხეს.



.................

Posted by: ინდიგო6 7 May 2022, 08:08
გამარჯობათ, გოგონებო, მაქვს მორჩენილი ვყიდი იაფად,
ესტროფემი 2 მგ 28 აბი ვადა 2022 წლის ივლისამდე - 1 ცალი= 25 ლარი , ( სულ 3 კოლოფი) ( ნაყიდი მაქვს თურქეთში)

მსურველებმა მომწერეთ პირადში, კომენტარებს ვერ ვადევნებ თვალს

Posted by: tatashka555 9 May 2022, 21:59
გოგოებო, გამარჯობა. წარმატებებს გისურვებთ ყველას.
ახლა ვარ ლაქტაციაზე, 8 თვის მყავს პატარა. ციკლი არ მომსვლია ჯერ კიდევ და თუ იცით, ოვულაცია ამ დროს ხდება? ვიცი რომ დაორულებულა ხალხი ასეთ დროს.
პირველი ბავშვი ინვიტრო მყავს და მეორეზე მეფიქრება უკვე. გაყინული მყავს ემბიონები და რამდენი ხანი შემიძლია შევინახო, რომ ხარისხი არ დაკარგო? თუ ახლიდან ჯობია დაწყება?

* * *
ასევე, იმ შემთხვევაში თუ ჩემი ემბრიონები აღარ დამჭირდება ასეთ დროს რა ხდება? ანადგურებს კლინიკა? საიდან უნდა მივხვდე, რომ ჩემი ემბრიონები განადგურდა? იმის საშიშროება არის რომ ეს ემბრიონები სხვამ გამოუყენოს? ანუ, რომ გაყიდოს კლინიკამ? აქამდე ამაზე არ მიფიქრია და ცოტა შევშინდი((

Posted by: haushinka 10 May 2022, 15:45
სალამი,

თუ ვინმეს გაქვთ ინ ვიტროს ფასების ჩამონათვალი (პროცედურები რაში რამდენია საჭირო, წამლების გარეშე) თუ შეგიძლიათ გამიზიაროთ.

იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ცხოვრება ყველა ანალიზი, ეხოსკოპია, მილები და ა.შ. მეც და ჩემ მეუღლესაც იდეალურად გვაქვს ქეთიმაც და ბოლოს ეხლა თამთასთან მივედი შემოგვთავაზა ინ ვიტრო მოდიფიცირებული. თამთა ახლახანს ვცადე, ქეთისთან უბრალოდ ბოლოს თითქმის ვერ ვნახულობდი და შეტოვებული ვიყავი თანაშემწეებზე, ფაქტობრივად ისინი წყვეტდნენ რა მიმეღო რა გამეკეთებინა და ა.შ.

თქვენ რა გამოცდილება გაქვთ, მსგავსი ქეისი თუ გქონიათ? ყველაზე დიდი პრობლემა პრობლების არ ქონაა სამწუხაროდ ჩემთვის. თამთას გეგმა ასეთია: მონიტორინგით უბრალოდ შევხედავ როგორ მუშაობს შენი ორგანიზმიო, მსუბუქი სტიმულაცია ვცადოთ და თუ მივიღეთ ნორმალური რაოდეონობა გავყინოთო.

Posted by: compte.paris75 13 May 2022, 22:33
haushinka
ეს ძველი ფასებია მაგრამ რაღაც წარმოდგენა შეგექმნება. უთუოდ მომატებული იქნება წელს. jpg უკეთესი ხარისხის ვერ ავტვირთე; მეილს თუ მომწერ პირადში პდფ-ს გამოგიგზავნი:

user posted image

Posted by: Meilisi 16 May 2022, 00:47
მოგესალმებით გოგოებო.ყველას გისურვებთ ოცნების ასრულებას! რას ფიქრობთ თურქეთის კლინიკებზე. თუ გაქვთ გამოცდილება , გამიზიარეთ . რა განსხვავებაა აქ და იქ გაკეთებულ ინ ვიტროში. ფასები დიდად განსხვავდება?

Posted by: haushinka 16 May 2022, 10:54
compte.paris75
მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: MagdaLena1 16 May 2022, 17:53
გოგოებო , მაქვს გონალ F 650 დოზა 200 ლარად მოგცემთ ვისაც სჭირდება
* * *
გოგოებო , მაქვს გონალ F 650 დოზა 200 ლარად მოგცემთ ვისაც სჭირდება

Posted by: fertina 23 May 2022, 20:26
მოგესალმებით ყველას. იქნებ დამაკვალიანოთ და ამ კუთხით მირჩიოთ გამოცდილი ექიმი, სტიმულაცია საჭიროა ბუნებრივ ციკლში. ძირითადად იყენებენ ე. წ. "ხანდაზმული" ქალებისათვის ან შემცირებული ოვარიალური რეზერვის დროს. დიდი მადლობა წინასწარ და წარმატებები თითოეულ თქვენგანს.

Posted by: kiskisa555 26 May 2022, 12:40
გამარჯობათ გოგოებო გუშინ ვიყავი მედიკალ პარკში ტრაპიზონში პრპ გადაკეთებლად ვისაც ფაინტერესებთ მინდა გითხრათ პრპ ფასი სრის 7000 ლირა ჩვენი თანხით 1400 ლარი 150 ლირა მივეცი სისხლის ანალიზს და კონსულტა ია ექიმის 1000 ლირა ფასები არის ჩვეულებრივი ხელოვნური წამლების გარეშე ჯდება 20000 ლირა წამლების გარეშე გამიკვირდა ფასები ძალუან ბევრი ქართველები ვნახე სასტუმროს ფასიც ვიკითხე ჩვენი თანხით 50 ლარში არის

Posted by: Natruliiiii 27 May 2022, 10:37
გოგოებო გამარჯობა, როგორ ხართ აბა? მე დავიწყე ისევ თავიდან და 23ში გადავისვი ორი 5 დღიანი ბლასო ძალიან კარგი ხარისხისო ასე თქვა ექიმმა. ეხლა ველოდები და გული მიმდის ისე ძნელია ეს მოლოდინი, დიდად არც სიმპტომებია რამე და ეგეც არ მომწონს, წინა გადატანებზეც არ მქონია სიმპტომები და ეხლა მხოლოდ მუცელში თითქოს გრიგალიაო როცა ვწევარ მაშინ განსაკუთრებით, მაგრამ სულ არა და დღის მეორე ნახევარში მაქვს მხოლოდ სიცხე 37.3მდე ადის და ზოგჯერ ძუძუსთავები მაქვს მომეტებულად მგრძნობიარე, მაგრამ სულ არა, ხანდახან, დავაბრალო ეს ყველაფერი პროგს ხო? ისე გუშინ და დღეს ბაზალურიც ვნახე და გუშინ 37.4 მქონდა დღეს 37.3, ამასაც პროგს ვაბრალებ. სხვა არაფერი მაქვს, გადატანიდან პირველი სამი დღე საკვერცხეებიც მწიწკნია ხოლმე გუშინს მერე ეგეც აღარ და რავიცი რა ვიფიქრო უკვე არვიცი, რით დამამშვიდებთ, ვიცი რომ არ უნდა ვიფიქრო უარყოფითად მაგრამ მაინც ძნელია ცოტა.

Posted by: Moreira 31 May 2022, 09:17
MagdaLena1
პმ ნახეთ

....

Posted by: sky9876 31 May 2022, 18:03
გამარჯობა !
რა მაინტერესებს, სპერმოგრამის პასუხი ასე აუ ხსნელად რატომ მოდის მხოლოდ დასკვნა და არანაირი ახსნა
ვინმე დამეხმარება ვინც იცის ამიხსნას რა შედეგია.

Posted by: Liza12 31 May 2022, 22:55
sky9876
დადეთ პასუხი და როგორც შემეძლება დაგეხმარებით

Posted by: sky9876 31 May 2022, 22:58
მხოლოდ ეს მაქვს მეტი არაფერი მოუწერიათ

Posted by: a-liza 31 May 2022, 23:26
sky9876
გამარჯობა, თუკი, და ალბათ ასეცაა, შედეგებში % იგულისხმება, კარგი პასუხია. ცოტა მორფოლოგიასსაც თუ გამოასწორებთ მკურნალობით, იდეალური იქნება,თუმცა ნორმებში ჯდება 4-იც

Posted by: Liza12 1 Jun 2022, 06:00
sky9876
ნორმალური პასუხია აბსოლიტურად.მორფოლოგია ქვედა ზღვარზე თუმცა სხვაგან რომ ნახოთ შეიძლება უკეთესი შედეგიც გქონდეთ

Posted by: MagdaLena1 1 Jun 2022, 15:28
გოგონებო ესტროფემი ხომ არ გაქვთ ვინმე მორჩენილი, დედიციტშია და ვერ ვნახე ვერსად.

Posted by: magdalea 2 Jun 2022, 13:43
MagdaLena1

ნახალოვკაშია ერთ აფთიაქში ოღონ 44 ლარი ღირს ეხლა დავრეკე user posted image

Posted by: ინდიგო6 2 Jun 2022, 22:54
MagdaLena1
MagdaLena1
მაქვს თურქეთში ნაყიდი, ივლისამდე აქვს ვადა, გაჩუქებ. ექიმს დაეკითხე, ექიმისგან ვიცი პირადად რომ 6 თვე კიდევ ვარგისია . პირადში მომწერე დაინტწრესების შემთხვევაში

Posted by: MagdaLena1 3 Jun 2022, 12:18
მადლობა ლუიზას ჰქონდა ვაგზალზე და ვიყიდე. დეფიციტშია და ვინმეს აუცილებლად დასჭირდება

Posted by: kato17 4 Jun 2022, 20:24
გამარჯობათ გოგოებო ბეტა პლიუსზე და თამთა ცაავასთან ვის რა გამოცდილება გაქვთ . მე4 ინვიტროს ვგეგმავ და აღარ მინდა არასწორ კლინიკაში მოვხვდე

Posted by: magdalea 4 Jun 2022, 20:55
kato17

მე დავდივარ თამთასთან. კარგი გუნდია ნამდვილად და შედეგებიც კარგი აქვთ. მე მეორე ცდაზე დავრჩი ორსულად. არის ხალხი პირველივეზე და არის მეორე და მესამე ცდაზე იღებენ შედეგს. ეს ყველგან ალბათ მასეა.
მაგრამ ჩემის აზრით ( და არამხოლოდ ჩემი ) ყველაფერი მხოლოდ ტექნიკური და სამედიცინო მხარე არაა, ფსიქოლოგიური მზაობა ძალიან ბევრს ნიშნავს ამ დროს.

Posted by: kato17 4 Jun 2022, 21:09
magdalea
დონორზე ორიენტირებულები ხომ არ არიან სადღაც წავიკითზე წერდნენ შედეგები ძირითადად დონორების ხარჯზე აქვთო

Posted by: magdalea 4 Jun 2022, 21:19
kato17

უი არ ვიცი, ერთი ისაა რომ თამთამ არიცის ფუჭი იმედების მიცემა და ერთ გოგოს ადრე მაგაზე ქონდა პრეტენზია დონორი შემომთავაზაო, არადა თავის პრობლემა რომ აღწერა აშკარა იყო მისი დროის და ფინანსების დაზოგვა იყო თამთას მხრიდან დონორის შეთავაზება.

კონსულტაციის გავლა შეგიძლია და მერე უფრო ადვილად გადაწყვეტ გაგიწევს თუარა გული და სიტუაციასაც შეხედავ.

Posted by: OliverMess 5 Jun 2022, 01:22
MagdaLena1
QUOTE
მივედით მერე მე და ჩემი მეუღლე და ეგრევე დონორი შემომთავაზა კინაღამ ინსულტი მომივიდა.
მე ძალიან გაბრაზებული ვარ, ძალიან ძალიან.

უჩათლახესები არიან საქართველოში და მთელი ეგ სისტემა უდამპლესია, მაპაიეთ გოგოებო ახლობლის პრობლემის გამო შემოვედი და იმათაც ეგრევე დონორზე დაუწყეს ლაპარაკი ისეთი კაი ჩინელი გოგოები გვაყვსო დონორებიო რატო არ გინდათო.პოლიტიკაა ეგა თუ რა არი> ფულის მოსაჭრელი ცეხია და ფეხებზე კიდიათ ადამოანები მაგარი არაპროფესიონალები არიან პახოდუ. სტამბოლში წასვლას გირჩევთ თურქეთში სხვაგან არ ღირს, მხოლოდ სტამბოლში. აქ დროის ხარჯვა და ფულის ყრა გამოდის ტყუილუბრალოდ,
ერთი შეკიტხვის გამო შემოვედი და იქნებ იცოდეთ, ცოტა ჩაინიკურად გამომდის ვიცი მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ ქალის პრობლემა უფრო რთული მოსაგვარებელია თუ მამაკაცის> თუ იცით რამე ამის შესახებ ?
ხეირიანი შედეგები მიიღეთ საქართველოში?
* * *
me1985
QUOTE
ანი მორჩილაზე მეუბნება დონორის გარეშე არაფერი გამოვაო
მაგის დედაც! ეგ ყველას ეგრე ეუბნება და უეჭველი იტყუება რო უხარისხო ემბრიონებია. ყველას მაგას ეუბნება უხარისხო ემბრიონები გაქვთო და ჩინელ გოგოებს ატენის. ეგ არი ფინანსური მაქინაციების მაფიის ბუდე. მარა რა გინდა რო ქნა. აქ არ ნდა გაეკარო არავის რა. ალალ ბედზე ხარ მინდობილი.

Posted by: ივლისი 5 Jun 2022, 10:53
OliverMess
ცოტა დაუჯერებლად მეჩვენება ქართველ წყვილს რომელიმე ექიმი ჩინელ დონორს სთავაზობდეს. ზოგადად რომ ადვილად უყურებენ ამ თემას ვიცი , მაგრამ ჩინელი პირველად გავიგე. არალოგიკურიც არის .
რაც შეეხება პრობლემას გააჩნია , მამაკაცის პრობლემა ადვილად წყდება ინ ვიტროთი . მკურნალობას უფრო ძნელად ექვემდებარება .
ქალთან უფრო რთულადაა საქმე რადგან ბევრი ფაქტორია ერთად.

Posted by: kato17 5 Jun 2022, 22:24
გამარჯობათ გოგოებო რამინდა გკითხოთ

Posted by: Anabeli111 5 Jun 2022, 22:46
ანი მორჩილაძეზე ბევრი უარყოფითი იწერება ჯგუფში, მაგრამ ჩემს ახლობელს 12 წლიანი უშვილობის მერე პირველივე ჯერზე გაუმართლა, ახლა უკვე დიდი ბიჭი ჰყავს. ოღონს მასთან მხოლოდ ქმრის პრობლემა იყო.

Posted by: magdalea 5 Jun 2022, 23:09
Anabeli111

ჩემს მეგობარს და მის ქმარს არანაირი პრობლემა არ ქონდათ, ყველაფერზე შემოწმებულები , მაგრამ 9 წელი ორსულობა არ დამდგარა, ანი მორჩილაძესთან პირველივე ჯერზე ( ნუ მე ასე ვიცი მისგან ) ტყუპი გოგონა და ბიჭი ყავთ, წელს 8 წლისები ხდებიან უკვე. ძალიან უყვარს ანი, მაგრამ მას მერე ბევრი წელი გავიდა და მეც ძალიან ბევრი უარყოფითი მსმენია მასზე ( უხეშიაო ). თუმცა მე არ ვცნობ და არვიცი სინამდვილეში როგორია.

Posted by: Iceicebaby 5 Jun 2022, 23:22
სალამი smile.gif

ყველასთვის წარმატებული იყოს ჩემი ფეხი!

მაინტერესებს, ესტრადიოლის ანალიზი პუნქციამდე რამდენად ინფორმატიულია კვერცხუჯრედის არსებობასთან/ხარისხთან მიმართებაში? თუ მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, რომ დინიმიკაში დააკვირდნენ მატებას და მაგის მიხედვით უბრალოდ სიმწიფეს ადგენენ ფოლიკულის?

მთელი მორალი იმაშია კითხვის, მსუყე ესტრადიოლი თუ გულისხმობს იმას რომ რაოდენებაშიც საკმარისი ამოვა და ხარისხიც მეტნაკლებად?!

Posted by: OliverMess 6 Jun 2022, 02:57
ივლისი
პირადად ვიცი ეგ ფაქტები და ეხლა თუ არ გინდა არ დაიჯერებ.
Anabeli111
magdalea
10 და 12 წის წინ მეც კაი ჯეელი ბიჭი ვიყავი. ეგ მორჩილაძეც ალბათ ახალი იყო, ჯერ შეუსვლელი მაფიაში. ეხლა ეგრეა როგორც გეუბნებით. იმათაც გაუმართლათ. გამართლებაა ყველაფერი რა. ეგრე არ არის?
* * *
ივლისი
QUOTE
მამაკაცის პრობლემა ადვილად წყდება ინ ვიტროთი . მკურნალობას უფრო ძნელად ექვემდებარება .

მოიცადა, ეგ როგორ? თუ ადვილად წყდება მკურნალობას ძნელად როგორ ექვემდებარება ?


Posted by: Anabeli111 6 Jun 2022, 06:17
OliverMess
ბუნებრივად ან გაგიმართლებს, რომ ის კარგი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს და ან -არა. ინ ვიტროს დროს აკვირდებიან ძალიან ბევრს და ცდილობენ კარგი სპერმატოზოიდი შეარჩიონ გასანაყოფიერებლად. შესაბამისად შანსები იზრდება.

და ზოგადად, ეგრე ყველაფერი გამართლებაა smile.gif ბუნებრივი ორსულობაც მათ შორის.

Posted by: Freni_99 6 Jun 2022, 12:01
Iceicebaby
თუ არ ვცდები (ჯერ მაგ ეტაპამდე არ მივსულვარ), ესტრადიოლი, მაგ შემთხვევაში აჩვენებს, რამდენადაა ფოლეკული მომწიფებული და მზადაა თუ არა ორგანიზმი გადატანისთვის, ენდომეტრიუმს ასქელებს და ყვითელ სხეულზეცაა პასუხისმგებელი.
იმავე ციკლში აპირებ გადატანას?

Posted by: Iceicebaby 6 Jun 2022, 12:57
Freni_99
ანუ კვერცხუჯრედის არსებობაზე არაა პასუხიმსგებელი sad.gif

რავიცი აბა, პროგი მაქვს 1 და გადამიტანენ?
ესეც მინდოდა მეკითხა და გამოცდილებები მომესმინა

Posted by: Freni_99 6 Jun 2022, 13:13
Iceicebaby
პროგი გადატანის წინ დაბალი უნდა იყოს აუცილებლად, ნორმები როგორაა, დაბალია ხო 1 ?
პუნქცია როდის გიწევს ?

Posted by: Iceicebaby 6 Jun 2022, 14:18
Freni_99
1-ზე მეტი არ უნდა იყოსო, ასე ვიცი მე sad.gif

და ზედ ზღვარზეა გამოკვეხილი.

ხვალ smile.gif

Posted by: magdalea 6 Jun 2022, 14:26
Iceicebaby

ვეძებდი და ვერ ვიპოვე მე რამდენი მქონდა რომ გადამიტანეს, და გადატანის მეორე დღეს ნორმაზე ორჯერ მეტი მქონდა ( ეს პასუხები მაქვს) და არ მგონია ერთ დღეში ასე აწეულიყო, სავარაუდოდ ზედა ზღვარზე მქონდა ან იმაზე მეტიც გადატანისას.

Posted by: Iceicebaby 6 Jun 2022, 15:01
magdalea
პუნქციამდე 2 დღით ადრე მაქვს ასე, გადატანის მეორე დღეს კი, უკვე მომატებული უნდა იყოს კარგად, მადლობა, რომ ეძებდი < 3

Posted by: magdalea 6 Jun 2022, 15:13
Iceicebaby


ააა გასაგებია. მე გაყინულები გადავიტანე და სხვადასხვაგვარი მაჩვენებლები ე.ი. ჩვენი.

Posted by: Freni_99 6 Jun 2022, 15:17
Iceicebaby
პუნქციის შემდეგ არ დაიკლებს ნეტა ?
შენ ვისთან იკეთებ?
ხვალ უდიდესი წარმატებები ^^ ყველა დეტალი გვამცნე რა

Posted by: Iceicebaby 6 Jun 2022, 15:20
Freni_99
მერე უკვე უნდა მოიმატოს პირიქით, მდე პერიოდშია კარგი, რომ 1-ზე ნაკლები იყოს, 0.9/8 კაი იქნებოდა (

ქეთი ოსიძე.

მადლობა დიდი!


Posted by: Freni_99 6 Jun 2022, 15:46
Iceicebaby
გასაგებია, შეიძლება დაიკლო კიდეც უკვე, ორი დღით ადრე თუა გაკეთებული.
ყველა ვარიანტში, კარგი ამბები გექნება !

Posted by: Natruliiiii 6 Jun 2022, 16:38
Iceicebaby
1-ზე ნაკლები უნდა იყოს, მსუბუქი სტიმულაცია თუ გაიკეთე და ისე გაქვს ფუნქცია, მაშინ მაგ დროს პროგი არ იმატებს და იმავე თვეში გადაავთ ხოლმე, გადატანამდე ალბათ გადაგიკონტროლბეს პროგს ქეთი. აბა წარმატბები და კარგი და ბევრი ფოლიკები smile.gif

Posted by: Iceicebaby 6 Jun 2022, 16:48
Natruliiiii
მსუბუქს ვერ ვიტყოდი, ისეთი დოზები მქონდა დანიშნული, არ მაქვს ბევრი ფოლიკული.

გადამეორება აღარ უთქვამს, ვნახოთ აბა ხვალ როგორ ხასიათზე ვიქნებით ორივე : ))

ესტრადიოლი კი მაქვს 3 დღით ადრე 1400, მისი თქმით ავა ხვალამდე 2200 მდე მაინც მინიმუმ
* * *
Freni_99
Natruliiiii
მადლობები გამხნევებისთვის, ნერვიულობის რესურსიც ამოვწურე :დ

Posted by: Natruliiiii 6 Jun 2022, 17:03
Iceicebaby
რით გაგკეთა სტიმულაცია? ესნტრადიოლი იყოს მაღალი კარგია smile.gif

Posted by: magdalea 6 Jun 2022, 17:43
Iceicebaby

წარმატებები love.gif
ნერვიულობით არაფერს უშველიდი ამიტომ კარგია რომ aმოწურე gigi.gif

Posted by: Iceicebaby 6 Jun 2022, 18:10
Natruliiiii
გონალი, მენოპური და რამდენიმე დღის მერე დაემატა ცეტრო, ოღონდ საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიღები პირველ ორს. ბოლოში შემიმცირა ცოტა.

magdalea

მადლობა! ^_^

Posted by: Natruliiiii 6 Jun 2022, 18:18
Iceicebaby
საკმაოდ დაუტვირთიხარ, რამდენ ფოლიკი გაქვს? პირველია ეს? არ შეშინდე ყველაფერი კარგად იქნება smile.gif წარმატებები და მოიწერე <3

Posted by: Iceicebaby 6 Jun 2022, 20:09
Natruliiiii
6 ცალია შესაბამისი ზომის და კიდე რამდენიმე პატარა წამოიღო, უბრალოდ ვერ დაეწივნენ ესენი smile.gif))

უჰ, ოღონდ 3 მაინც ვიღო კარგი შედეგით ბოლომდე და არ ვჩივი sad.gif

Posted by: NSH300 6 Jun 2022, 23:53
მოგესალმებით ყველას,
ახალი ვარ, ინვიტრო დავიწყე, მცირე სტიმულაციით მივიღეთ 2 კარგი კვერცხუჯრედი მესამე დღეს მითხრეს ერთმა შეწყვიტა განვითარებაო, მეორეს ბედი ჯერაც არ ვიცი, მეხუთე დღეა და არ დამირეკეს კლინიკიდან, მეც ვერ ვრეკავ ცუდი ამბის მეშინია.

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 00:02
NSH300
გამარჯობა, მალე კარგი ამბით დაგეტოვებინოს ეს თემა ^^
მეორესაც რომ შეეწყვიტა, ხომ უკვე გაგაგებინებდნენ. ვფიქრობ, კარგი ამბავი იქნება.
მოგვიყევი შენზე, მეც ახალი ვარ და ახლა ვადგავარ ამ გზას.

Posted by: NSH300 7 Jun 2022, 00:06
Freni_99
მადლობა ყურადღებისთვის,ხვალ დავრეკავ და გავიგებ რა ბედი ეწია ჩემს ერთადერთ 5 უჯრედიანს. იმედი მაქვს კარგ ამბავს მეტყვიან.

Posted by: kato17 7 Jun 2022, 08:37
გოგოება ექიმა გამომიწერა ესტროლი და სახლში მქონია მორჩენილი ესტროფემი რო აღარ ვიყიდო და ესტროფემი მივიღო ეს ორი წამალი ხომ ერთიდა იგივეა ? ექიმი როდის მიპასუხებს ამიტომ ისევ თქვენთან ვარჩიე

Posted by: magdalea 7 Jun 2022, 09:35
kato17


პირველ რიგში წარმატებები love.gif

კი მაგრამ მაინც ჯობია ექიმს დაელოდოთ. ესტროფემი და ფემოსტონიც ერთიდაიგივეა და თამთა ან ერთს ან მეორეს მინიშნავდახოლმე, ხშირად ესტროფემს ვსვამდი ბიუჯეტური რომ იყო იმიტომ, მაგრამ ბოლოს მზადება რომ დავიწყე, ესტროფემი უარყო, ფემოსტონი სვიო, რადგან უკეთეს შედეგს ამ ბოლო დროს ფემოსტონი მაძლევსო თითქმის ყველასთანო. ძალიან ძვირი კი ჯდებოდა მაგრამ ფემოსტონით მივყევი მეც.
ამდენი რატო ვწერე, ეგებ შენი წამალიც მასე გამოცდილი აქვს ექიმს?
* * *
NSH300

წარმატებებს გისურვებ და კარგი ამბებით გაგვახარე! love.gif

Posted by: ივლისი 7 Jun 2022, 13:50
NSH300
აბა კარგი ამბები . თუ ამ თვეში აპირებთ წესით დღეს უნდა გადაგიტანონ ხო ?

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 13:53
NSH300
გვამცნე კარგი ამბავი )

* * *
Iceicebaby
დღეს გქონდა ხო გადატანა ?

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 13:58
Freni_99
მადლობა მოკითხვისთვის, არა პუქნცია უნდა მქონოდა დღეს, გადამედო ხვალ დილას, ჩემი უთავობის გამო smile.gif ნემსის გაკეთების დრო ამერია, ისეთი დაშტერებული ვარ.

ჯერ ისე რა შედეგს ველოდი და ერთი დღის გადაცდენით რას მივიღებ, ვნახოთ : ))))


Posted by: Natruliiiii 7 Jun 2022, 14:43
NSH300
წარმატებები, გაგვაგებინე რა შენი ამბავი.

Iceicebaby
მთავარია რომ ყველა ფოლიკი ადგილზეა და ალბათ შეიძლებოდა 1 დღის გადადება ისე ხომ არ გადადებადა ექიმი. ვინაა შენიეიმი გამახსენე რა?

Posted by: NSH300 7 Jun 2022, 15:07
გოგოებო გამარჯობათ,
მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, ექიმს მივწერე და პასუხს ჯერ-ჯერობით არ მწერს, დარეკვით არ ვრეკავ თუ ვერ ვრეკავ ვერ გეტყვით, პუნქციიდან მეორე დღეს მითხრეს 3 იდან 2 კარგი ემბრიონი გაქვსო, მცირე სტიმულაციით მეტს არც ველოდი, ვიცოდი რომ მესამე პატარა იყო. პუნქციიდან მესამე დღეს პირდაპირ ემბრიოლოგს დავურეკე და არა მკურნალ ექიმს, ემბრიოლოგსაც ვიცნობდი, მითხრა სამწუხაროდ ორიდან ერთმა შეაჩერა განვითარებაო ძალიან დავითრგუნე, ყველაფრის იმედი დავკარგე, რადგან მეუბნეოდნენ საუკეთესოები არიანო ორივეზე, თან დააყოლა არაუშავს სამაგიერიდ მეორე ძალიან კარგია მეორე დღეს 5 უჯრედიანიაო, მე და ჩემს ექიმს ერთის მეტი სტიმულაცია არ გვინდოდა, კვირას და ორშაბათს აღარ დავრეკე, მითხრეს თვითონ დაგირეკავთ გასაყინი რომ იქნებაო, აი უკვე მე-5 დღეა, არ მირეკავენ. ძალიან ვნერვიულობ.
* * *
QUOTE (ივლისი @ 7 Jun 2022, 13:50 )
NSH300
აბა კარგი ამბები .  თუ ამ თვეში აპირებთ წესით დღეს უნდა გადაგიტანონ ხო ?

არა ამ ციკლში არ მაქვს გადატანა. მომდევნო ციკლში დავგეგმეთ.
* * *
გოგოები კარგი ამბავი მაქვს smile.gif, ერთი რომელიც მყავდა ბლასტომდე მივიდა და გავყინეთო. ძალიან გამახარა ჩემმა ექიმმა.ორი რომ მყავდა სულ ვფიქრობდი რა გამეკეთებია, ორივეს ერთად გადატანა არ მინდოდა, მაინც სათითაოდ ვაპირებდი გადატანას, ეხლა როცა ერთი მყავს მომდევნო ციკლში ვაპირებ გადატანას და მინდა, ძალიან გულით მინდა რომ გამომივიდეს. ცნობისთვის გეტყვით რომ ჩემს გარშემო არავინ იცის ოჯახის წევრმა, მარტომ მოვიფიქრე, მარტო მივედი ექიმთან და აქამდე სულ მარტო ვარ.

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 16:00
Iceicebaby
პუნქცია, ჰო. აუ, ეგეთების მეც მეშინია, დრო რომ ამერიოს ან რამე არასწორად გავაკეთო. მარა ერთი დღე არაფერს იზამს, მაგაზე არ იდარდო.
სტიმულაციის პერიოდი რთული იყო შეგრძნებების მხრივ?


NSH300
რა მაგარია, გამოგივა აუცილებლად <3

Posted by: NSH300 7 Jun 2022, 16:17

Freni_99
მადლობა, ყველას ბედნიერ დღეებს გისურვებთ, პირველ რიგში დედად ყოფნის ბედნიერებას smile.gif

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 17:00
Natruliiiii
დღეს მივხვდი თურმე რა ცუდად ვყოფილვარ ფსიქოლოგიურად, ჩემზე მოწესრიგებული სამედიცინო თემებში ირგვლივ არავინ მახსენდება, როგორ მაქვს ტვინი არეული რომ ამხელა რაღაც სწორად ვერ დავიმახსოვრე, ელემენტარული იყო smile.gif ძალიან ვარ გაბრაზებული ჩემ თავზე, ასისტენტებმა დამამშვიდეს მაქსიმალურად, დაფაზე გამომაკარით თქო - ვინ გვარცხვენს )) ჰო, ადგილზე იყვნენ, მაგრამ არ გადამწიფდნენ sad.gif

ქეთი ოსიძეა ჩემი ექიმი



NSH300

აუ, გილოცავთ! ერთი და იდეალური გამოგივიდათ smile.gif


Freni_99

ნუ გეშინია, ჩემსავით იდიოტი არავინ აღმოჩნდება ))) ყველაფერს დეტალურად გიწერენ, რიმეინდერსაც დაიყენებ თუ რამე, ნეტა ეგ გამეკეთებინა.

არა, არ ყოფილა, მკერდი მტკიოდა მარტო მუცელზე წოლის დროს, მილიონი ესტროგენის ფონზე )) ნემსებს იქაურ ექთანს ვაკეთებინებდი, ასე მერჩივნა და კარგიც ვქენი. ერთხელ ჩემით ვცადე და ვიღაც სხვას ვაცდევინე, მთელი მუცელი გადამილურჯდა, ის ისე კარგად მიკეთებდა. თან უსაყვარლესი ქალია smile.gif



Posted by: NSH300 7 Jun 2022, 17:24
Iceicebaby
მადლობა ჩემო კარგო, ამ დროს ყველაზე მთავარი ყოფილა ფსიქოლოგიური სიძლიერე და რწმენა რომ ყველაფერი გამოგივა. შენი ლამაზი ფოლიკულები ჯერ არ გამოუყვანიათ? გონაპეპტილის გაკეთება დაგავიწყდა?
* * *
compte.paris75
მადლობა მინდა მოგიხადოთ, რასაც თქვენ აკეთებთ აქ გოგოებისთვის, თითქმის ყველა პოსტი გადავიკითხე, ბევრ რამეში თქვენი წყალობით გავერკვიე, წარმეტებები მინდა გისურვოთ, ყველას ვგულშემატკივრობ, მაგრამ განსაკუთრებით თქვენ. აუცილებლად გამოგივათ ერთ მშვენიერ დღეს დედა გახდებით smile.gif

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 17:50
Iceicebaby
აი, მართლა რა დღეში ვართ :დ მეც არაფერს გამოვრიცხავ :დ

მთავარია, არაფერი დაშავდა. გაგვაგებინე ეგრევე ხვალინდელი ამბები, ზუსტად ვიცი, კარგად ჩაივლის ^^

Posted by: magdalea 7 Jun 2022, 18:06
NSH300

აქ რომ ხარ უკვე მარტო არ ხარ love.gif

გარშემო კი რაც ნაკლებს ეცოდინება დეტალები მით უკეთესია ჩემის აზრით, არა იმიტომ ვინმეს "ცუდი თვალი აქვს" და ა.შ. უბრალოდ შენი ენერგეტიკა ირღვევა ინფორმაციის გაცემით რომლის დეტალებიც სინამდვილეში არავისთვისაა საჭირო.

აუცილებლად გამოგივა და გახდები დედა ისე როგორც ყველა ქალი ვისაც სურს დედობა love.gif

Freni_99
Iceicebaby


რიმაინდერი რომ არ არსებობდეს არვიციბრა მეშველებოდა, დღეში 20 აბამდე ვსვამდი+ რამდენჯერმე დივიგელი+რამდენჯერმწ ლითეინა და ავიწეოდი ჭკუიდან. ეგ კიარა ყველა წამალზე ხმოვანი ჩავწერე წამლოს სახელი და ზარად ის დავუყენე თორემ უბრალოდ შეხსენებაზე შეიძლებიდა გამომრჩენოდა.

აისბეიბი biggrin.gif თავს ტყუილად იდანაშაულებ მერწმუნე. აბა დაბფიქრდეთ რამხელა სტრესში ვართ ქალები, კიდევ კარგად გვახსოვს რაც გვახსოვს. მთავარია რომ არაფერი გაფუჭდა. რომც გაფუჭებულიყო არც მაგაზე უნდა დაგედანაშაულებინა თავი. ადამიანი ხარ და არა რობოტი რომელშიც ჩაწერილია პროგრამა. ველოდებით კარგ ამბებს აბა love.gif

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 18:09
NSH300
დღე ამერია ოვიტრელის და დეკას sad.gif მადლობა გამხნევებისთვის! ველოდებით ფუმფულა ხეგეს, როცა გადაიტან smile.gif

Freni_99
აი თუ დაშავდა მაგას ვნახავ ხვალ sad.gif მეგონა თავი ხელში მეჭირა და მაინც გამოვიჩინე სისუსტე. ხვალ ოღონდაც 3 ცალი მაინც მივიღო კარგი ხარისხის, ძირითადად მაგაზე ვლოცულობ :დ
* * *
magdalea
მადლობა sad.gif სირცხვილით ექიმსაც ვერ დაველოდე, ისე იდიოტად ვგრძნობდი თავს, ასისტენტები მამშვიდებნენ : )) წამლებზე მეც ეგრე ვარ სულ, ამ ნემსებზე სულ რომ დავდიოდი კლინიკაში, აღარ ჩამიწერია. ერთი მევალებოდა მარტო და ისიც არასწორად ვქენი, ტოპ იდიოტი ვარ:დ

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 18:30
Iceicebaby
მორჩი ეხლა თვითგვემას, ჩემს თვალში ყველანი გმირები ხართ, ასე რომ ხვალ 5 ცალ გაზიზინებულს მიიღებ სულ მცირე ^^
magdalea
ხმოვანის იდეა მომეწონა ) აისბეიბთან მიმართებაში ყოველ სიტყვაზე თავს გიქნევ ))

Posted by: magdalea 7 Jun 2022, 18:30
QUOTE (NSH300 @ 7 Jun 2022, 17:24 )

compte.paris75
მადლობა მინდა მოგიხადოთ, რასაც თქვენ აკეთებთ აქ გოგოებისთვის, თითქმის ყველა პოსტი გადავიკითხე, ბევრ რამეში თქვენი წყალობით გავერკვიე, წარმეტებები მინდა გისურვოთ, ყველას ვგულშემატკივრობ, მაგრამ განსაკუთრებით თქვენ. აუცილებლად გამოგივათ ერთ მშვენიერ დღეს დედა გახდებით smile.gif

აუ მეც გეთანხმები, ამდენი წლებია მეც ვკითხულობ და საოცარი სიძლიერის გოგოა love.gif
თითქოს მისია აქვს ასეთი რომ აქ მყოფ გოგოებს ძალიან ბევრ რამეში ეხმარება ( მიუხედავად იმისა ეს თემა ზოგადად ასეთია და ყველა ერთმანეთს ამხნევებს და ეხმარება ვისაც რითი შეუძლია )

Posted by: magdalea 7 Jun 2022, 18:34
Freni_99

ჩემი ოჯახის წევრებიც კი გაფაციცებული იყვნენ უკვე რომ დამირეკავდა ტელე დღეში ზუსტად 17-ჯერ არიქა დივიგელი არიქა პროგესტერონი და ა.შ. biggrin.gif

მერე წამლების გამანაწილებელში ვიდებდი აბებს რომელი როდის დამელია და ჩემი დედამთილი რომ უყურებდა ღონდებოდა რა კუჭმა უნდა გაუძლოსო biggrin.gif თან მამხნევებდა დაგიფასდესო და შედეგი მიგეღოსო.

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 19:03
Freni_99
არ დაიტვირთოო და მთელი საღამოა ვწევარ, ხვალ მშვიდობით მივიდე, რომ თქვენც კარგი ამბები გახაროთ smile.gif სხვები რომ წერენ წარმატებულ ამბებს, ისე ვიღებ თითქოს ჩემია და განწყობა გადმოდის დადებითი, მეც მინდა ეგეთი მაგალითები მქონდეს : ))))

პ.ს. ჩემთან მარტო ჩემი ქმარია საქმის კურსში ამ ამბებში, ასე გადავწყვიტე თავიდანვე. და ახლა უკვე თქვენც smile.gif

Posted by: NSH300 7 Jun 2022, 19:09
magdalea
მადლობა, ნამდვილად დიდი ძალაა როცა გარშემო ამდენი კეთილ განწყობილი ადამიანია.
Iceicebaby
არ ინერვიულო ეგ ნემსები ხომ საბოლოოდ ფოლიკულის იმ დონეზე მოსამწიფებელია რომ სინჯარაში გასკდეს ფოლიკული და კვერცხუჯრედი მიიღონ,პლუს ამას ცეტროტიდი ხომ გაქვს გაკეთებული, რომელლიც ნაადრევ ოვულაციას აფერხებს, რამდენ დღიანი ციკლი გაქვს და ეხლა მერამდენე დღეა? ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 19:22
NSH300
ცეტრო შევწყვიტე კვირას.

ციკლი მაქვს 27 დღიანი, დღეს მე-13 დღეა, ხვალ 14 შესაბამისად. ბუნებრივად მე-12/13 დღეს მაქვს ოვულაცია.

არ გადამწიფდნენ თქო, მაგას ვნერვიულობ sad.gif

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 19:36
Iceicebaby
აუ, ჰო, მეც ეგრე ვარ..ძაან დადებითად მოქმედებს.
წყალს სვამდი ბევრს ? თუ ჩემი მოგონილია ეს საკითხი? ))

თავიდან მეც ეგრე მქონდა გადაწყვეტილი, მერე რამოდენიმე მეგობარზე მეთქმევინა..მაგრამ რომ დავიწყებ, გავიყურსები ))

Posted by: Moreira 7 Jun 2022, 19:42
.,......................


,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 19:45
Freni_99
QUOTE
წყალს სვამდი ბევრს ? თუ ჩემი მოგონილია ეს საკითხი? ))

არაა მოგონილი, მე საერთოდ ვერ ვსვამ წყალს, არ მინდება და 1 კვირა ვსვამდი 1.5 ლიტრს, ხილს ვჭამდი ბევრს და ცომი/ტკბილი არა.

მიკრონ დეას ვსვამდი (ვსვამ) კიდევ

QUOTE
თავიდან მეც ეგრე მქონდა გადაწყვეტილი, მერე რამოდენიმე მეგობარზე მეთქმევინა..მაგრამ რომ დავიწყებ, გავიყურსები ))


ან აკვიატებაა, ან მგონია, რომ მართლა ასე სჯობს. როდის იწყებ შენ და ვისთან?

Posted by: NSH300 7 Jun 2022, 19:52
QUOTE (Iceicebaby @ 7 Jun 2022, 19:22 )
NSH300
ცეტრო შევწყვიტე კვირას.

ციკლი მაქვს 27 დღიანი, დღეს მე-13 დღეა, ხვალ 14 შესაბამისად. ბუნებრივად მე-12/13 დღეს მაქვს ოვულაცია.

არ გადამწიფდნენ თქო, მაგას ვნერვიულობ sad.gif

არა არ ინერვიულო, ცეტრო თავისას კააკეთებს, და ოვულაციაც 27 დღიანი ციკლის დროს უფრო მე-14 დღესაა ვიდრე მე-13 დღეს, ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 20:18
Iceicebaby
მე წესით უნდა დამეწყო უკვე, მარა წინა ფოლიკი იყო გადმოყოლილი და კონტრაცეპტივს ვაგრძელებ. უბრალოდ, თუ იცით, ორ დღეში კონტროლი მიწევს, მე-13 დღე იქნება და მგონი, თუ აღარაფერი იყო, მომიყვანს ციკლს. და ასე ხელოვნურად მოყვანილი, ხარისხზე ან რამეზე ხომ არ იმოქმედებს?
თამთასთან ვარ ბეტაში

თქმაზე ეგრე სჯობს კი, ჩემი აზრითაც.

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 20:31
NSH300
იმედია, მადლობა! კარგად იმოქმედა შენმა ყოჩაღმა ამბავმა smile.gif

Freni_99
ყველაფერს ხელოვნურად ვაკეთებთ, ისეთ ამბავში ვართ კონკრეტულად ჩვენ : ))) ამიტომ მაგაზე არ იდარდო არანაირად, ყველაფერს ზედმიწევნით რო ვეძიები ხოლმე, ვცდილობ ეგ ჩვევა მოვიშორო, ექიმების პირადი ინტერესიც არის ჩვენი ამბავი კარგად გამოვიდეს, პირველივე ჯერზე თან, ამიტომ მგონია რომ მაქსიმუმს ცდილობენ. (არაკეთილსინდისიერ, ბოროტ მედიცინის ხალხს არ ვგულისხმობ)

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 20:38
Iceicebaby
ამ ჩაძიებებით მეც ძაან შევწუხდი, მარა ვერ მოვიშორე ჯერ. რაღაცეების დაიგნორება ვისწავლე, ვნახოთ, რა გამოვა.
სულ არ ვგეგმავდი ჯერ ბავშვის ამბავს, ინვიტროს შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცოდი :დ
იცოდე, მაგალითად ამოგიჩემე და თვალ-ყურს გადევნებ, ყველა ვარიანტში უნდა გამოგივიდეს, სხვა გზა არ გაქვს :დ

* * *
NSH300
მომდევნო ციკლში რომ აპირებ გადატანას, მანამდე გიწევს კიდე რამის დალევა ? შენი ექიმი ვინ არის ?

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 20:43
Freni_99
მე ისეთი ინტუიცია მაქვს, ცალკე მაგას ვაგინებ :დ ვიცოდი, რომ აქ მოვიდოდი, ვგრძნობდი და მეც ყველაფერი შევისწავლე.

ქეთისთან მშვიდად ვარ რაღაცნაირად, თითქოს გადავეჩვიე ყველაფერზე ჩაძიებას, გადატანა უნდა ამ თვესვე, ისეა მოწადინებული. მე საერთოდ არ ვფიქრობდი და გადმომდო ეგ შემართებაც. კარგი, როგორც ჩათვლით საჭიროდ-თქო

ბავშვები ვამეგობროთ, თუ მაგალითმა გაგიმართლა :დ

Posted by: kato17 7 Jun 2022, 20:47
აუ გოგოებო ძაან ცუდად ვარ სიმშვიდე მაქვ დაკარგული არ ვიცი როგორ მოვიქცე გადავიღალე 16 წელია ვიბრძვი სამი ინვიტრო მაქვს გაკრთებული ერთხელ .მოხდა ორსულობა ისიც შეწყდა არარ ვიცი ვისთან მივიდე აღარ მინდა არაფერი არდა ამ უშვილობასაც ვერ ვეგუები რავქნა აღარ ვიცი . 40 წლის ვარ კვერცხუჯრედები მაქვს ერთხელ 12 მწიფე კვეცხუჯრედი ამომივდა 8 განაყოვიტდა ბლასტო ერთი მხოლოდ ამაზე მოხდა ორსულობა ისიც შეწყდა მერედ 12 ფოლიკულიდან 6 იყო მწიფე და სამი განაყოფიერდა ერთი არც ისე კარგი ხარისხის ემბრიონი არ დადგა ორსულობა. მეუღლეს ინვიტროსთვის ნორმალუი მდგომარეობა აქვსო . ანისთან ვაარ ინვიტროზე .ქეთისთან მეორე და მესამე.ეხლა თამთასატნ მივედი და და გარტყმაზე უნდა იყოთო რომელიმე ინვიტროზე გაარტყავთო გეგონება ასეთი მარტივი იყოს ან ფინასები ან მორალურად . ვიღასთან მივიდე ისე ვარ აღარც მინდა არაფერი ერთი წელი გაჩერებულები ვიყავოთ და ისე მშვიდად ვიყავი ეხლა სესხი ავიღეთ და აღარ მაქვს ძალა ბრძოლის.

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 21:14
Iceicebaby
რა კაია ექიმისგან ეგეთი შემართება, მართლა გადამდებია.
მე თავიდანვე გამაფრთხილა, იმავე თვეს არ გადავიტანთ და ერთზე მეტს არ გადავიტანთო. ყველაფერი მაწყობდა და დავეთანხმე :დ პროსტა მე ერთი საკვერცხის იმედად უნდა ვიყო და ეგ მაშინებს ცოტა, მეორეზე კისტა მაქვს და იქ ვერ შევა ამოსაღებად, ისეთ ადგილასაა (


kato17
კატო, მიზეზი რა არის, ინვიტროს რატომაც მიმართეთ? ან ესენი რომ არ გამოვიდა, ხელჩასაჭიდი არის რამე ?

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 21:33
Freni_99
მეც საერთოდ არ ველოდი ამ თვეშივე, ეტყობა ენდომეტრიუმი და საერთო ფონი მოსწონს, მაქებს სულ : )) ხვდება როგორი დასტრესილი ვარ. ამდენს რო ვტლიკინებთ, მივიღოთ გადასატანი ერთი მაინც და როცა უნდა, ვიზამ :დ

შენ ერთ საკვერცხეში ორჯერ მეტი გექნება, ვიდრე მე ორში მაქვს, არ იდარდო :დ მთავარია ხარისხი და მისი ჯანი smile.gif

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 21:39
Iceicebaby
ეტყობა კი არა, მოსწონს აშკარად, არ იციან მაგათმა დასამშვიდებლად ქება :დ

ჰო, ასე მგონია, რომ გავყინავ ერთს მაინც, ნახევარ გზას გავივლითო. მარა მე უფრო ალბათ მიმაგრების პრობლემა მექნება.

რამდენი წლის ხარ შენ?

Posted by: kato17 7 Jun 2022, 22:09
Freni_99
მიზეზიბ16 წლიანი უშვილობა სულ მქონდა ისეთი მდგომარეობა რო ბუნევრივად დადგებოდა მეუღლეს ქონდა დაბალი პროცენტობა მარა არც ისე საგანგაშო ინვიტროსთვის ნორმალურიაო მკურნალობიასაც არ უნიშნავდნენ ინვიტროს წინ . 35 წლიდან დავიწყე ინვიტრო 5 წელში 3 გავიკეთე . ეხლა უკვე მე ვფიქრობ ხარისხის პრობლემა ხომ არ არის კვერცხუჯრედის აღარ ვიცი რა ვიფიქრო ვერცერთი ექიმი ვერ მეუბნევა გადაჭრით მიზეზს ვიღასთან მივიდე უკვე მართლა აღარ ვიცი

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 22:16
Freni_99
30, შენ?

....

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 22:20
kato17
აბა ამ ჯერზე რაიმე ხარისხის გასაუმჯობესებლებიც რომ მიიღოთ ორივემ ? არ გინიშნავთ ექიმი? რაღაც აშკარად შესაცვლელია. ღრუში ხომ არაა პრობლემა? არის შემთხვევები, როცა ეხოზე არ ჩანს პატარა პოლიპები

* * *
Iceicebaby
32 )
შენს შემთხვევაში რაიმე ჩარევა მოხდა თუ თავისით შემოგეცალნენ ფოლიკები ? ეგ არის მიზეზი, რის გამოც იკეთებ ?
მე სამი ჰისტერო და ერთი ლაპარო მაქვს მგონი სრულიად გაუცნობიერებლად გაკეთებული, კიდე კარგად ვარ :დ

Posted by: kato17 7 Jun 2022, 22:23
Freni_99
კი ვსვავდით ხოლმე . კვანძი მქონდა საშვილოსნოში და ჰისტეროთი ამომიღეს სხვა არაფერი ენდომერიუმიც კარგი მაქვს

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 22:30
kato17
დ ვიტამინი, მიკრონი და ქოენზიმი გჭირდებათ ცოტა გრძელვადიანად, ალბათ უშუალოდ რომელი და რა დოზით, ექიმი გეტყვით. თუ თანხას მოუყარეთ თავი კიდევ, იქნებ თურქეთი გეცადათ?

Freni_99
კაცმა არ იცის, მე არანაირი ოპერაცია არ მაქვს ჩატარებული ანტიმიულერის გაგებამდე smile.gif მერეც მხოლოდ ჰისტერო გავიკეთე.

კი, დროს ვიგებ როგორც შემიძლია (

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 22:33
kato17
კარგად მესმის შენი, ძაან ძნელია, მიზეზიც რომ არ იცი. ინტრალიპიდის გადასხმას რომ უკეთებენ ხოლმე, ხომ არ გიცდია გადატანის წინ?
რაღაც მხრივ, ინვიტრო მართლა ლატარიაა, დღეს თუ არა ხვალ გაგიმართლებს, ჩვენ არ გვინდა და გვაწყობს ეგ "ხვალ" თორემ.
არ ვიცი, რა გირჩიო.. ალბათ ისევ ცდა, აქაური ბევრი ვიცი, მე-4-5 ცდაზე რომ დამდგარა შედეგი. ოღონდ, პირველ რიგში, განწყობა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა გაიჯანსაღე. მართლა ძალიან მოქმედებს, ყველაფერი გამოვა <3

* * *
Iceicebaby
მეც, ჩემი ჭკუით, დროს ვიგებ, სანამ ისევ პოლიპი ან მეორე კისტა მომვლენია თავს :დ
ანტიმიულერს რაც შეეხება, გეცოდინება, რომ დიდად ეგ ციფრები არაფერს ნიშნავს, თან როცა ასაკიც ხელს გიწყობს. ფაქტიც სახეზეა, მშვენიერი ფოლეკულები წამოჩიტე

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 22:43
Freni_99
სადმე გადავხტები, ხარისხიანი რომ არ იყოს :დ

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 22:53
Iceicebaby
თავი მომაჭერი :დ
დილას ადრე მიდიხარ?

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 23:10
Freni_99
10-ზე უნდა მივიდე, იქ მესამეზე მიწევს პროცედურა და გადახტომა არ მაწყობს, შეიძლება გადავრჩე

Posted by: Freni_99 7 Jun 2022, 23:20
Iceicebaby
მოიწერე ეგრევე. არც მე არაფერში მაწყობს ჩემი მაგალითის ხტუნაობები :დ
აბა შენ იცი, ყოჩაღად !

Posted by: Iceicebaby 7 Jun 2022, 23:28
Freni_99
მადლობა love.gif

Posted by: OliverMess 8 Jun 2022, 00:25
Anabeli111
QUOTE
ბუნებრივად ან გაგიმართლებს, რომ ის კარგი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს და ან -არა.

ბუნებრივად კარგი სპერმატოზოიდია და რარო ვერ უნდა გაანაყოფიეროს ბუნებრივად, ე.ი. ქალის პრობლემაა?
სხვა კითხვა დავსვი, რო მამაკაცის პრობლემა უფრო შველადია თუ ქალის მეთქი. გინდ ბუნებრივად გინდ ინ ვიტროს როცა მიმართავენ.

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 09:39
OliverMess
ეგრე მარტივად არ არის, შეიძლება არავის პრობლემა არ იყოს და მაინც არ დადგეს ორსულობა რამოდენიმე ხანს, შეიძლება მილიონი სპერმატ-დან ცუდმა აჯობოს კარგს და ვერ შედგეს ორსულობა ან ცუდად დასრულდეს.
როგორც ასეთი, ინ ვიტრო პროცედურა სტატისტიკურად უფრო ამართლებს იმ შემთხვევაში, როცა მამაკაცის პრობლემაა, ნელა მოძრაობს, რაოდენობა მცირეა ან მსგავსი. რადგან საშუალებას იძლევა, უამრავი რაოდენობიდან შედარებით საუკეთესო შეირჩეს.
შველადი რომელი უფროა, ეგ ცოტა ისეთი კითხვაა, პრობლემას გააჩნია

Posted by: NSH300 8 Jun 2022, 09:39
QUOTE (Freni_99 @ 7 Jun 2022, 20:38 )

მომდევნო ციკლში რომ აპირებ გადატანას, მანამდე გიწევს კიდე რამის დალევა ? შენი ექიმი ვინ არის ?


გამარჯობა,
არაფერს არ ვსვამ, მხოლოდ ინოფოლუკს, ეს ფოლოუმის მჟავის კარგი ვარიანტია. ჩვენ მაინც თავიდანვე ვცდილობდით ბუნებრივ ციკლთან მიახლოებული ყოფილიყო ჩემი ინვიტრო.
* * *
kato17
პირველ რიგში მინდა გითხრა რომ 40 წელი არააფერი არაა, ახალი გაიდლაინებით 49 წლამდე გადაიწია, მართალია შანსები მცირდება, მაგრამ მედიცინა წინ მიიწევს, კიდევ ბევრ რამეს მოიფიქრებენ, მეორე და მთავარი კი დამშვიდებაა და ცოტა დინებას მიყოლაც არაა ცუდი, სულ ბრძოლა ძალიან ძაბავს, შეხედე კიდევ რამდენი დრო გაქვს. მესამე და ასევე მნიშვნელოვანი უნდა მონახო ექიმი ვისაც ძალიან ენდობი და პატივს სცემ. ეხლა კარგად დაისვენე, ღრმად ჩაისუნთქე, სიკეთეები აკეთე და ცოტა მოეშვი.
პ.ს. ეს სტიმულაციები მგონი ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს, ამიტომ ხომ არ ჯობია, მცირე სტიმულაციით სცადო ერთხელ?
* * *
Iceicebaby
ველოდები კარგ ამბებსsmile.gif

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 10:50
NSH300
ყველაფერი გამოვა ^^

kato17
ეგ ასაკი მართლა არაფერია დღევანდელ სამყაროში, არაფერზე ინერვიულო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც გინდა. გაგვიზიარე ხოლმე ემოციებიც და რეკომენდაციებიც <3

Iceicebaby გელით სულმოუთქმელად



Posted by: Iceicebaby 8 Jun 2022, 11:51
NSH300
Freni_99
გოგონებო 2kiss.gif გაბრუებული ვარ ჯერ კიდე ანესთეზიისგან.

40 წუთის წინ მქონდა პროცედურა. 6-დან 6 აიღეს, თუმცა ხარისხობრივად როგორი, ეგ ცალკე ამბავია ცხადია, თუმცა პირველ ეტაპზე ეს ინფოც კარგი მოსასმენი იყო.

გადატანა ამ თვეში გამემაზა, რადგან პუნქცია დავაგვიანე და შესაბამისად ყველაფერი გადამეწია. ის 1 ნიშნულიანი პროგესტერონი ისედაც გულში ხინჯად მქონდა, მინდოდა დაბალი მქონდა მეტად, ამიტომ არც ამ ფაქტით ვარ ცუდად.

მადლობა გულშემატკივრობისთვის, ჯერ მთავარი ამბები წინაა smile.gif ღმერთს ვთხოვ, 3 ბლასტო მაინც გამომივიდეს.

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 11:57
Iceicebaby
აუუ ^^ ჩემი სუბიექტური აზრითაც, შემდეგ თვეში ჯობია, ორგანიზმიც დასვენებულია, ნერვებიც, უფრო კარგად შეემზადები. დანარჩენი ამბებიც დღესვე იქნება, ხო?

Posted by: Iceicebaby 8 Jun 2022, 12:04
Freni_99
მგონი ტვინმა სპეციალურად აურია და ეგრე სჯობს : )))))

კვერცხუჯრედებზე ინფო წესით კი, დღესვე იქნება და განაყოფიერებას ალბათ 2-3 დღე უნდა, როგორც ვატყობ, ჰო მოიხსენიებენ ხოლმე 3-5 დღიან ბლასტოდ.

უსიმპატიურესი ესპანელი ემბრიოლოგი მუშაობს ჩემს ამბებზე, "ფორტიჩკიდან" ვხედავდი, სანამ დავიწყებდი პროცედურას )))))) გათიშვამდე ყველას ბოდიში მოვუხადე, რომ იდიოტი აღმოვჩნდი :დ

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 12:10
Iceicebaby
აჰაჰა :დ უსიმპატიურესად გამოგიჩეკავს ემბრიონჩიკებს ^^
ჰო, რაც უფრო მეტს გაქაჩავს, უფრო კაია, მგონი.


Posted by: Iceicebaby 8 Jun 2022, 12:23
Freni_99
ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი რომ ემბიონისთვის ცხოვრებაში 2 კაცი დამჭირდებოდა :დდდდ მარა ახლა ამ კაცზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არავინაა

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 12:23
NSH300
აუ, ინოფოლიკის 9 საშეტი მაქვს, ოქტომბრამდე აქვს ვადა, ხომ არ გინდა?

* * *
Iceicebaby
:დ:დ:დ აჰაჰა
ჩემი ემბრიოლოგიც სიმპათიური (ასე თუ ისე) უკრაინელი ბიჭუნაა. ესპანელები და უკრაინელები, როგორც ვიცი, მხეცები არიან ემბრიონების ჩეკვაში :დ

Posted by: Iceicebaby 8 Jun 2022, 12:31
Freni_99
ყოჩაღები bis.gif

ყვავილების გარდა არაფერი მომდის თავში, რომ ვაჩუქო, თუ გამომიჩეკავს კარგებს ))))))

ეგაა კაცობის მინუსი :დ

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 12:46
Iceicebaby
მოდი, "თუ" ამოვიღოთ ხმარებიდან ))
ქოთნის ყვავილი :დ

Posted by: NSH300 8 Jun 2022, 12:48

Iceicebaby
გილოცავ,
აი ასეა, ძალიან მაგარია რომ ყველა ამოიღეს, ეხლა ველოდებით კვერცხუჯრედებს 6-დან 6 გვინდა yes.gif
* * *
Freni_99
მადლობა ინოფოლუკისთვის, მაქვს საკმარისად.
ესპანელი ემბრიოლოგი ვიცი რომ ინოვაში ყავთ, უკრაინელი არ ვიცოდი, სად ყავთ?

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 13:11
NSH300
უკრაინელი ბეტაში
შენ სად დადიხარ?

* * *
NSH300
Iceicebaby
თქვენ ერთ პერიოდში მოგიწევთ გადატან-კარგი ამბების გაგება ^^

Posted by: NSH300 8 Jun 2022, 14:09
Freni_99
მე ლიდერმედში ვარ smile.gif
შენ?

Iceicebaby
როგორაა აბა? კვერცხუჯრედების ამბავი გვითხარიsmile.gif

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 14:38
NSH300
ლიდერმედში ფოფხაძესთან? მე თამთა ცაავასთან.

Posted by: NSH300 8 Jun 2022, 15:22
Freni_99
ექიმს ჯერ არ დავასახელებ, ექიმებზე იმდენი ცუდიც და კარგიც მსმენია არ მინდა აქ გოგოებს გავუცრუვო იმედები, მინდა ჩემი საიდუმლოდ შევინახო და წარმატების შემთხვევაში დავწერო ყველაფერი.
და კიდევ ერთი კითხვა: ფოფხაძე საუკეთესოა ლიდერმედში?
ცაავაც ლიდერმედშია?

Posted by: Iceicebaby 8 Jun 2022, 16:16
Freni_99
NSH300
4 მეგობრებო!

ის ორი ამათზე პატარა იყო და მაინც მქონდა ეჭვი, რომ ვერ დაეწეოდა ხარისხში და ასეც მოხდა.

ახლა ვითვლი ხვალიდან 5 დღეს, ღმერთის წყალობით, 2 ან 3 გამოვიდეს love.gif

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 16:28
Iceicebaby
აუ, რა მაგარია ! აუცილებლად გამოვა, აი ნახავ <3

NSH300
არ ვიცი, მე ვიყავი ერთხელ კონსულტაციაზე და იმიტომ გკითხე. თამთა ბეტაპლიუსშია

Posted by: magdalea 8 Jun 2022, 16:48
Iceicebaby

ნუ აკლებ რაა გთხოვ, ყველა გამოვიდეს love.gif
მაქსიმუმი მოითხოვეთ სამყაროსგან როცა თხოულობთ tan.gif

აუცილებლად გაგახარებენ შენი ემბრიონები და ჩვენც გაგვახარებ 2kiss.gif

Posted by: Iceicebaby 8 Jun 2022, 16:59
Freni_99
magdalea
მადლობა, გოგონებო :love:

კი ბატონო, 4/4 ჯანმრთელი ემბრიონჩიკი მეყოლება, ასე ვკონცენტრირდები : ))) ჩემი ქმარიც მაგას მეუბნება, ოთხივეს ჰო გადაისვამო 2 თუ გააჩენ მაინცო? ღრმად სწმას რომ ოთხივე წარმატებული იქნება :დდ

Posted by: ივლისი 8 Jun 2022, 17:07
Iceicebaby
ძალიან კარგი ასაკი გაქვს და ნამდვილად ოთხივემ უნდა გაამართლოს ბოლომდე. ორ-ორად გაყინავენ თუ ყველას ცალ-ცალკე ამას შენ წყვეტ თუ როგორაა ?
სადღაც მოვისმინე , გაყინულის გადატანის დროს 5-10 პროცენტით იზრდება წარმატების შანსი. ამხელა სტიმულაციის გამო საშვილოსნო ცოტა "გაუგებრობაშია " , ჩვეულებრივ ციკლში უფრო აქვს მიმღებლობაო

Posted by: NSH300 8 Jun 2022, 17:11
Iceicebaby
გილოცავ, ეს პირველი ეტაპი წარმატებით გაიარე.
ყველაფერი ძალიან კარგად იქნება smile.gif
yes.gif

Posted by: magdalea 8 Jun 2022, 17:13
NSH300

ყოველ ჯერზე რომ არ იწვალო იმ ნიკის აკრეფვა ვისაც სწერ უბრალოდ იმ ადამიანის პოსტის გასწვრივ მის სახელს დააჭირე და ავტომატურად ჩაჯდება 2kiss.gif

Posted by: NSH300 8 Jun 2022, 17:19
Freni_99
შენი ამბავი როგორაა? ეხლა რა ეტაპზე ხარ?

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 17:22
NSH300
მე ჯერ არ დამიწყია არაფერი, ხვალ უნდა მივიდე და ვნახო, რა მდგომარეობა დამხვდება. ცისტა იყო გადმოყოლილი წინაზე რომ ვიყავი. უკვე ძაან ბევრჯერ გადამედო და ცოტა დავიღალე ამ ლოდინით

Posted by: NSH300 8 Jun 2022, 17:23

magdalea
მადლობა smile.gif თუ რამდენიმეს ვწერ მაშინ?

Posted by: magdalea 8 Jun 2022, 17:25
NSH300

მაშინაც იგივეა. მონიშნავ ვისაც სწერ. დაუწერ ტექსტს.

მერე ენთერით ხომ გადახვალ ახალ ხაზზე დააჭერ ახალ იუზერს, ვისაც სწერ და ა.შ. იგივენაირად ყველაზე.

Posted by: NSH300 8 Jun 2022, 17:28
QUOTE (Freni_99 @ 8 Jun 2022, 17:22 )
NSH300
მე ჯერ არ დამიწყია არაფერი, ხვალ უნდა მივიდე და ვნახო, რა მდგომარეობა დამხვდება. ცისტა იყო გადმოყოლილი წინაზე რომ ვიყავი. უკვე ძაან ბევრჯერ გადამედო და ცოტა დავიღალე ამ ლოდინით

თუ არასდროს გიცდია რატომ ნერვიულობ? ძალიან ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.


Posted by: magdalea 8 Jun 2022, 17:59
NSH300

თავიდან თითქმის ყველასთვის უცხოახოლმე ფორუმის გამოყენების წესები. მეც მასე ვიყავი თავიდან სანამ გავერკვეოდი smile.gif

Posted by: Iceicebaby 8 Jun 2022, 21:01
ივლისი
მადლობა დიდი, უი ეგ არც ვიცოდი ორ-ორად თუ იყენებოდა საერთოდ. ვიკითხავ აუცილებლად. რაღაც კარგად იმოქმედა, ეგ ფაქტი რომ მოიშველიე, მეგონა ფრეშად სჯობდა smile.gif


Posted by: NSH300 8 Jun 2022, 22:12
გოგოებო ლიდერმედში ვინმეს გაგიკეთებიათ ინვიტრო? თუ კი გთხოვთ შემეხმიანეთ, შეკითხვები მაქვს რაც კლინიკაში ვერ გავარკვიე.

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 22:44
NSH300
იმაზე ვნერვიულობ, რომ ამასობაში კიდევ რამე არ გამიჩნდეს ) 3 ჰისტერო და 1 ლაპარო მაქვს გაკეთებული და ეს ჩემი ახლადწამოჩიტული კისტაც არ გამოიყურება მთლად სასიკეთოდ, მაგის გამო ცალ საკვერცხეს ვერ გამოვიყენებ


Posted by: NSH300 8 Jun 2022, 22:51
Freni_99
არ გაგიჩნდება, ჩემი რჩევაა დაუჯერე თამთას, ჭკვიანი ექიმი ჩანს, ეს კისტები და პოლიპები ჩნდება ზედმეტი ჰორმონებით, თან მგომია რომ ხარისხია და არა რაოდენობა. ყველაფერი კარგად იქნება მე მჯერა ამის და მინდა შენც გჯეროდეს, მაპატიე ასე დარწმუნებით რომ გეუბნები, მაგრამ მჯერა და რა ვქნა.

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 23:03
NSH300
პოლიპი რომ გამიჩნდა პირველად, არანაირ არაფერს არ ვსვამდი ( მერე ყველა მეუბნებოდა, მიდრეკილება გაქვს ალბათო. სულ მაგის გამოჩენის შიშში ვარ :დ
მადლობა გამხნევებისთვის..ვნახოთ, რა გამოვა, მეც იმედიანად ვარ <3

Posted by: Iceicebaby 8 Jun 2022, 23:15
Freni_99
4 მიხარია ჰო ხედავ, 4 კი არა 3ჯერ 4-საც მიიღებ და შენ იმაზე იფიქრე, მაგდენს რას უზამ :დდ

Posted by: Freni_99 8 Jun 2022, 23:46
Iceicebaby
უიმე, მაგდენი სად მაქვს :დ 7 მაქვს ხოლმე ძირითადად იმ ერთში. მარა მართლა არ ვდარდობ ეხლა მაგაზე, ის ჩემი კისტა იყოს უძრავად და კარგად :დ ამ კისტაზე იმიტომ ჩავიციკლე, რომ ლაპაროს მერე რომ დათესეს, ენდომეტრიული არ გამოდგა, იყო შანსი ავთვისებიანი ყოფილიყო. ჰოდა, რადგან რეციდივი მოხდა ნახევარ წელში, თითქოს ეხლა უფრო მეტი შანსიაო, მარა რას გავიგებ.
აუ, რას გეუბნება შენი ექიმი, ორს გადაგისვამს? გინდა ტყუპები? ))

Posted by: OliverMess 9 Jun 2022, 07:09
Freni_99
გაიხარე, მადლობა. ე.ი. როგორც გავიგე კაცის პრობლემაასე თუ ისე მოგვარდება მაგ ინვტროთი. განაყოფიერება დადგება მაგრამ რამდენად შენარჩუნებადია ეგაა საქმე.

QUOTE
ესპანელები და უკრაინელები, როგორც ვიცი, მხეცები არიან ემბრიონების ჩეკვაში :დ

ჩეკვით სხვა კაცი ჩეკავს ტო? ეგ რანაირად?
QUOTE
3-5 დღიან ბლასტოდ.
ბლასტო რა არი? ბოდიში რა მაგარი ჩაინიკი ვარ )) არადა მაინტერესებს

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 09:27
OliverMess
დამშვიდდით, სხვა კაცი არ ჩეკავს ))) "ჩეკავს"=ქმნის ))
რა პრობლემა გაქვთ, მოგვიყევით და უკეთე დაგაკვალიანებთ

Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 10:00
Freni_99
ჰო იცი, ეგ ცვალებადია, შეიძლება 7 გაქვს ზოგადად, მაგრამ სტიმულაციით დიდი შანსია 12 წამოვიდეს

OliverMess
თქვენ მამაკაცი ხართ თავად? : )))

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 10:33
Iceicebaby
უი, მართლა? მეგონა, არსებულებს ზრდიდა მხოლოდ ერთ ზომაზე. რა კაი რამე მითხარი ^^

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 10:52
Freni_99
ზოგიერთი პრეპარატი მხოლოდ ეხმარება გაზრდაში, ზოგიერთს მარაგიდან მოაქვს, მაგრამ მეორე ვარიანტი ყოველთვის არ შეიძლება, რადგან აგრესიულ ფორმად ითვლება და მეტი უკუჩვენებები აქვს. ყველა ვარიანტში ექიმი წყვეტს რა თქმა უნდა პაციენტის ინფორმირებულობის შემდეგ.

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 11:01
NSH300
ვაი, ბედნიერი დედობა <3
ნეტა ეგ მეორე ვარიანტი რა წამლებით მიიღება? არ მომწონს ეგ, უკუჩვენებების მეშინია ))

მინდა, გაცნობოთ, რომ ჩემმა საღმა საკვერცხემ თავი გაიგიჟა და 12 ფოლეკული დამხვდა. ცოტა გაოცებული ვარ, სულ 7-8 ცალი იყო ხოლმე. ცისტა ისევ არის, მარა საგრძნობლად დაპატარავებული და ალბათ შემდეგი ციკლიდან დავიწყებ უკვე


Posted by: NSH300 9 Jun 2022, 11:09
Freni_99
12 ფოლეკული, აი რას გეუბნეოდიsmile.gif
12 და ხარისხიანი, აი ესაა მთავარი, აგრესიული პროტოკოლი არ ვიცი მაგრამ , ეხლა რითიც დარჩა ორსულად ის ვიცი, მენოპური გასაზრდელად, ცეტროტაიდი ნაადრევად რომ არ გასკდეს რათა დაეწიოს სხვებიც ზრდაში და ბოლოს გონაპეპტილი საბოლოო მომწიფებისთვის რომ გასკდეს სინჯარაში, რაოდენობას ექიმი წყვეტს ემბრიონების შესაბამისად.

Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 11:11
Freni_99
გულმა მიგრძნო, ხედავ შენ? ეს 12 აბა საიდან მოვიტანე? ვანგა ვარ :დ

NSH300

მე მქონდა აშკარად ეგეთი პროტოკოლი, სხვებიც "გამიღვიძა" ისინი არ გაიზარდნენ ყველა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბუნებრივად წამოვლენ/გაიზრდებიან შემდეგ თვეშიცო.



Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 11:15
Iceicebaby
აჰაჰა, ვაიმე, მართლა 12 გიწერია :დ მოგმართავ ხოლმე საპროგნოზოდ :დ

NSH300
მე მგონი გონალით უნდა დავიწყო, ნაყიდი მაქვს უკვე 3 თვის წინ :დ იმედია, შემდეგ თვეშიც გამახარებენ. ვნახოთ, რას მეტყვის ეხლა ექიმი

მადლობა, გოგოებო <3

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 11:17
magdalea
გამარჯობა, პირადი მიმოწერაც იქნებ მასწავლო, ვწერ და არ იგზავნება პირადში. smile.gif

Posted by: magdalea 9 Jun 2022, 11:22
გოგოებო როგორც მახსოვს იყო ეგეთი ექიმი რეპროდუქტოლოგი ავთო ჩხეიძე(ან ჩხაიძე, არ მახსოვს) ის აკეთებდა მსგავს რაღაცას, სისხლს იღებდა, მერე რაღაცაში ათავსებდა ( ფილტრავდა?) და მერე ისე უსხამდა ისევ. ეს იყო ალბათ 2007-2008 წლებში. ცოცხალია თუარა ეგ ექიმი არც ვიცი და დავიჯერო არავინ დატოვა ვისაც ასწავლიდა?

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 11:23
Freni_99
წარმატებები, აუცილებლად გამოვა ისე როგორც შენ გინდა.
yes.gif

Posted by: magdalea 9 Jun 2022, 11:25
NSH300

ნიკის ქვეშ ხომ არის "პირადი მიმოწერა" ვისაც გინდა რომ მისწერო დააჭერ ოღონდ რომ გახსნის სათაური უნდა ჩაუწერო აუცილებლად სადაც message title წერია იმ გრაფაში. თორემ არ გაგზავნის.

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 11:27
magdalea
ეგ კი, ეხლაც აკეთებენ პლაზმოს გადასხმას. აქ საუბარი იყო საკვერცხეების სტიმულირებაზე ამ პლაზმოთი, როგორც გავიგე

Posted by: magdalea 9 Jun 2022, 11:33
Freni_99


უიი მე ეგ მეგონა gigi.gif


Posted by: Gretag 9 Jun 2022, 11:47
magdalea

ცოცხალია და გონებაც ისევ უჭრის biggrin.gif ეგ გაგზავნის კონკრეტულ ტიპთან, რომელიც აი პირველად რომ შემოიტანა ავთომ ეგ პროცედურა იქიდან მოყოლებული აკეთებს. თუ დაგჭირდებათ ნომერს მოგცემთ. მე გავიკეთე გადატანამდე 4 პლაზმაფერეზი, მათ შორია ერთი გადატანის წინა დღეს, მაგრამ არც არაფერი გამოვიდა. თუმცა ბევრი აქებს მაგ პროცედურას და ჩემს გარშემო არის ორი გოგო, რომლებიც თრომბოფილიით მხოლოდ მაგ პროცედურით მივიდნენ ბოლომდე გამათხელებლის გარეშე. მე არ ვიცი რამდენად გავრისკავდი, მაგრამ ფაქტია მუშაობს

* * *
ქეთი და რამოდენიმე რეპროდუქტოლოგიც უკვე უშვებენ გადატანის წინ მაგ პროცედურაზე გოგოებს

Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 12:25
პრპ-ზე რომ ვსაუბრობ, იგივე რამეა ეგ?

Posted by: Gretag 9 Jun 2022, 13:20
Iceicebaby

არა არა ეს სხვა რამეა. გიღებენ სისხლს და რაღაც აპარატში ათავსებენ. გაფილტვრის შემდეგ სისხლი რჩება დაბლა და მაღლა ამოდის პლაზმა თავისი ვირუსებით და ხიხია რაღაცეებით (მაპატიეთ პროფესიონალურ დონეზე ვერ ვხსნი). გადაღვრიან ამ პლაზმას, დაამატებენ ფიზიოლოგიურს და დაგიბრუნებენ სისხლს. ვისაც მაღალი ბაქტერიული ფონი აქვს, ვირუსი ჰერპესი ან მსგავსი, სისხლის მიმოქცევის შეფერხება მათთვის გადასარევია. ზოგიერთი ამბობს სახე მეწმინდებაო და მაგისთვისაც იკეთებენ. ჩემს შემთხვევაში ენდომეტრიუმის სისხლით მომარაგება რომ გაგვეუმჯობესებინა მაგიტომ გაკეთდა

Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 14:06
Gretag

ააა გასაგებია sad.gif მე ძაან მინდა ეს პრპ, მარა საქართველოში ვერ მივაკვლიე, სად (

Posted by: Gretag 9 Jun 2022, 14:30
Iceicebaby

როგორც ვიცი ოსიძე აკეთებს და ბათუმშია კიდევ რაღაც თურქული კლინიკა და შესაძლოა ეგენიც აკეთებდნენ. მოიცა მოვქექავ ნომერს.

Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 14:32
Gretag
უი რა კაია, ქეთის პაციენტი ვარ, ვკითხავ მაშინ და ბათუმსაც თუ მომაწვდი, დამავალებ

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 15:02
მოკლედ, ორი დღეც დავლევ კონტრას და შემდეგ კვირას მიწევს მისვლა. იმედია, ის პატარა ცისტუნაც აღარ იქნება და დავიწყებთ.
კი ვიძახდი, მალე მალლეთქო, მარა ეხლა ცოტა დავიძაბე თითქოს :დ
Iceicebaby
გუშინდელი დღე იმ ხუთ დღეში ითვლება?
შენს ამჰ-ს რაც შეეხება, ჩემი აზრითა და ცოდნით, საერთოდ არაფერში გიშლის ხელს, მთავარი მართლა ხარისხია, ასაკიც მშვენიერი გაქვს. უბრალოდ, კარგია დროულად რომ გაიგე დროის ამბავში.

Posted by: Gretag 9 Jun 2022, 15:46
Iceicebaby

აუ წამიშლია sad.gif ისე გუგლში ვნახავ რამეს. მეც ვეთანხმები გოგოებს ასაკზე და amh-ზე. 3.86 მაქვს და 4 კვერცხუჯრედი ამომიღეს მსუბუქ სტიმულაციაზე, ჯამში 1 ემბრიონი მივიღე. ასე რომ ციფრები აღარაფერს ნიშნავს მგონი

Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 16:26
Freni_99
შვება ვიგრძენი მე, ჩემიც ძალიან უცებ გადაწყდა, ფაქტობრივად 2 დღეში, ისეთ დროს მივედი კონსულტაციაზე, როცა დღეზე დღეზე ველოდებოდი, ჩემი მხრიდან კი ვახსენე მზაობა, მაგრამ იმდენად მალე დამიყენა თვითონაც საკითხი, გნახავ ციკლის მეორე დღეს და უფრო ზუსტად გეტყვიო, მახსოვს რო გამოვედი ნემსებგაკეთებული, ჩემ ქმარს დავურეკე, მგონი ინვიტრო დავიწყე თქო ;დ ცოტა შოკში რომ ხარ, მარა გულში რომ მოგეშვა. მგონი რაც უფრო გეგმავ, ემზადები, ეგ ცალკე გსტრესავს.. ამიტომ, ძალიან კარგი ^_^ შენი მდგომარეობა გულით სანატრელი მაქვს, სიმშვიდის მხრივ ვამბობ, თორე უმადური არ ვარ : ))

5 დღეს ვერ მივხვდი, რა მკითხე ^^

Gretag
არაუშავს, დავგუგლავ, მგონი ერთი კლინიკაა თურქების პონტში ჰო? და იქ დავრეკავ. ქეთისაც ვკითხავ, თან გული მიმიწევს მაინც თურქეთზე, კარგად უნდა გავარკვიო ეგ საკითხი.
აუ რა იდეალური მაჩვენებელი გაქვს, მსუბუქიდან მგონი არცაა გასაკვირი ეგ შედეგი.

აბა მე ცოტა ცხენის დოზები ვიკეთე :დდ არაუშავს, ამქვეყნად ყველაფერს ავიტან, ოღონდ შედეგი კარგად დავდო. ამას ამბობს ადამიანი, ვინც ნემსის დანახვაზე ცუდად ხდება და კი ხვდები რაც გამოვიარე მარტო მაგ კონტექსტში biggrin.gif

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 16:54
Gretag
გაგვიზიარე შენი ინვიტროს ისტორია smile.gif, პირველი ინვირტოა?

Posted by: Gretag 9 Jun 2022, 17:05
Iceicebaby

მეც შენს დღეში ვიყავი და ბოლოს ჩემით ვიკეთებდი მუცელში ნემსებს. თავიდან მეშინოდა, თვალებს ვხუჭავდი და ერთხელ თითში ჩავირჭე biggrin.gif აი ნახავ შენი ამბები რა იდეალურად გამოვა. მხოლოდ ერთი კარგი ემბრიონივ საკმარისია და რაზე დარდობ ოთხია :* კი ეგ ერთია ბათუმში როგორც ვიცი
* * *
NSH300

ეჰ მრავლობითშია უკვე. ოქტომბერში მქონდა პირველი ასპირაცია. 12 ფოლიკიდა 9 ამოიღეს, 7 იყო კარგი, 5 განაყოფიერდა და საბოლოოდ 2 5 დღიანი ბლასტო მივიღეთ. გადავიტანეთ სათითადო დეკემბერში და თებერვალში და მიმაგრების მცდელობაც არ ყოფილა არცერთზე. ერთი ეგაა პირველი ტრანსფერი 16-ე დღეს მქონდა და მეორე 18-ე დღეს და როგორც მერე სხვებმა მითხრეს 5 დღიანისთვის 16 და 18 ცოტაა. 19-22-ე დღეებია რეკომენდირებული. მარტში დავიწყე მეორე მხოლოდ ლეტროზოლით. 6 ფოლიკი წამოვიდა, მენოპურო და ცეტრო მივაშველეთ. 1 ფოლიკი ძაან დიდი იყო და გასკდა შუა გზაში. 4 ამოიღეს და 1 ბლასტო მივიღეთ. გავაკეთეთ გენეტიკური ტესტი, გავიკეთე ჰისტერო პოლიპექტომიით და გადავიტანეთ 21-ე ან 19-ე დღეს (ვერ ჩამოვყალიბდით ციკლის დაწყების დღეზე). ამჯერადაც არანაირი არაფერი, 0.600 ხეგე

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 17:20
Iceicebaby
უცებ-უცებ გადაწყდა ჩემი მეუღლის საზღვარგარეთ წასვლა, უცებ-უცებ ჩავაბარებინე სპერმა ( ეხლა ცოტა მაგაზეც ვნერვიულობ, ორი დღე იყო მხოლოდ თავშეკავება) და გავყინე :დ იმედია, მეყოფა :დ

რა და.. შენს ემბრიონჩიკებს ხომ ველოდებით ხუთი დღე?


Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 17:40
Gretag
ჯერ არ ვიცი თუ გაემბრიონდება ოთხივე, ღმერთმა ქნას!

Freni_99
მგონი არ ითვლება, ის დღე ფაქტობრივად კვერცხუჯრედის "დამუშავებაში" წავიდა, რაღაც ტერმინი მითხრეს, ტვინმა დასქიფა ეგრევე მარტო შედეგის გაგება რო გინდა :დ

მგონი 2 ჯობია 4-ს ჩემი წყალობით მაგდენი ხანი ვაცდევინე :დდ ეგ დაიკიდე, მაინც სათავისოდ და საკმარისს გამოხშირავენ გადასარევად )))))

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 17:52
Gretag
არ ინერვიულო, გაირკვევა რატომ არ ხდება მიმაგრება. ექიმი უნდა ერკვეოდეს ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს მიზეზი.
კლინიკა და ექიმი ვინ არის?

* * *
Iceicebaby
ხვალ გეცოდინება დღის მეორე ნახევარშიsmile.gif აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება
yes.gif

Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 18:13
NSH300
მე რომ მითხრეს 5 დღეში დაგვირეკეო? უფრო ადრეც შემიძლია გავიგო რამე ინფო?

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 18:23
Iceicebaby
პიველივე დღეს მითხრეს რამდენი კვერცხუჯრედი და როგორი ხარისხის ამოიღეს, მეორე დღეს დავრეკე და მითხრეს რამდენი განაყოფიერდა, მესამე დღეს დავრეკე რომ გამეგო როგორ იყვნენ ჩემი ემბრიონები და როგორი ხარისხისები იყვნენ_ მითხრეს ერთმა შეწყვიტა განვითარებაო, მერე მეექვსე დღეს დავრეკე და მითხრეს 1 ბლასტო გავყინეთო საკმაოდ კარგი ხარისხისო.
თუ გინდა დაელოდე, თუ მოითმენ, თუ არა და გაქვს უფლება დაურეკო პირად ექინს ან ემბრიოლოგს.
მე ემბრიოლოგთან აღარ დავრეკავ, ექიმი უფრო კარგ ამბებს მეუბნება smile.gif))
თუ ამ ციკლში აპირებთ გადატანას წესით მე-3 დღეს უნდა იცოდე და მე-4 დღეს გადაგიტანონ.
ექიმი რას გეუბნება ამ ციკლშივე გადავიტანოთო? თუ არ გადაგაქვთ მაშინ ბლატოებამდე მიიყვანენ რამოდენიმეს და ისე გაყინავენ.

Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 18:27
NSH300
უჰ, ავნერვიულდი...


არა, ამ ციკლში დავაგვიანე და არ გამოვა, ამიტომ იქით თვიდან დავაკვირდებით თუ წამომყვება ჩემი უძვირფასესი ორგანიზმი :დ

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 18:34
Iceicebaby
თუ მომდევნო ციკლში არ აპირებ სტიმულაციას და პუნქციას, ჯობია დასვენებული ორგანიზმი და დამშვიდებული ჰორმონები და ემბრიონების ბლასტომდე მიყვანის შანსებიც იზრდება ასე.
მე ექიმმა მითხრა ეს ყველაფერი თანხებს ზრდის (ანუ გაყინვა -გალღობის თანხები იგულისხმა) მომდევნო ციკლი ჯობია თუ თანხის პრობლემა არ გაქვსო.

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 18:48
მეც დასვენებული ორგანიზმის მომხრე ვარ, ფიზიკურითაც და ფსიქიკური გაგებით ))

რადგან ეგრეა, ნეტა ხვალ რომ მოიკითხო, არ შეიძლება? Iceicebaby
ფორიაქობ თუ როგორ ხარ? რამე დაგინიშნეს თუ აღარაფერს სვამ?

Posted by: Gretag 9 Jun 2022, 18:50
NSH300

საბახტარაშვილში ლელა და ბეტაში თამთა. ორივე უფრო კვერცხუჯრედის ხარისხს ამბობს და არ ვიცი უკვე რა sad.gif გინდ გქონია ამხელა ანტიმიულერი და გინდ არა ეგრე გამოდის.

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 18:55
Freni_99
კი ეგრეა, ორგანიზმისთვის აშკად, მაგრამ რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამაში დარწმუნებული არ ვარ, ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი თუ ასე გავზარმაცდებოდი, ვერ ვმუშაობ სულ ამ თემაზე მეფიქრება

Iceicebaby
გაურკვევლობა ძალიან ბევრ ცუდ აზრებს ბადებს, ამიტომ დარეკე, გინდ ხვალ გინდ დღეს.


Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 18:59
Gretag
შენც რომ იფიქრო პლაზმოზე? ისეთ კაი რამეებს წერდნენ, დონორს რომ სთავაზობდნენ ისეთი ისტორიებით.

NSH300
არა, არ ვაპირებ იმედი მაქვს ხელიც შემეწყობა ემბრიონებით, ყველა შემთხვევაში უნდა დავისვენო, ფსიქოლოგიურად მირჩევნია გადატანზე ვკოცენტრირდე. ჰო, ახლა რომ ვუფიქრდები ეგრე სჯობს კი, თანხებზე აღარც ვფიქრობ, ოღონდაც ოთხივეს გაყინვა მომიხდეს და რას არ ვიზამ :დ

Freni_99

რასაც ვსვამდი უნდა გავაგრძელო - დ ვიტამინი, ეუთიროქსი, დოსტინექსი. დამიმატა მარტო ფოლატი, მიკრონი რაც დამაწყებინა ამ ციკლში, ეგ ბოლომდე დაასრულეო.

შინაგანად ლაბორატორიაში ვარ, დღეს სამსახურში მკითხეს, სად დადიხარ ფიქრებითო ))) მაგის პასუხი მინდოდა :დ



Posted by: NSH300 9 Jun 2022, 19:00
Gretag
მეც ეგრე ვფიქრობდი, ანტიმიულერი რაოდენობას უფრო ნიშნავს ვიდრე ხარისხს, ამიტომ კარგი ვიტამინები, ნაკლები სტიმულაციით ხარისხიანი ბლასტოები და ყველაფერი კარგად იქნება.
ექიმები საქართველოში რომ იძახიან ინდივიდუალური პროტოკოლით ვუდგებით ყველა პაციენტსო, ეხლა გაანძრიონ ლამაზი თავები და გირჩიონ საუკეთესო რა არის შენთვის.
* * *
QUOTE (Iceicebaby @ 9 Jun 2022, 18:59 )
[b]Gretag[

შინაგანად ლაბორატორიაში ვარ, დღეს სამსახურში მკითხეს, სად დადიხარ ფიქრებითო ))) მაგის პასუხი მინდოდა :დ

რა საყვარელი ხარsmile.gif)) შენს ბავშვებთან ხარ ხოო smile.gif))

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 19:04
Gretag
აუ, შენი ასაკი შემახსენე რა.
და კაი, ხარისხზე ფიქრობენ, გასაგებია და გამოსასწორებლად რომ ვერაფერს გთავაზობენ, ეგ რა წესია.
აირჩიე ახალი ექიმი? როდის რას იწყებ?

* * *
Iceicebaby
:დ:დ დიდი ხანი არ მოგიწევს მაგ ლაბორატორიაში ყოფნა, ცოტაც გაუძელი )))
NSH300
ჰო, როგორ გინდა არ იფიქრო. მერე ნახე შენ, რომ გადაიტან, მერე ხეგეს გაიკეთებ, მერე ჯერ ღრუში რომ დააფიქსირებ, მერე გულისცემას გაიგებ, მერე რომ გააჩენ და ა.შ ))) დატკბი ამჟამინდელი სიზარმაცით :დ

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 19:16
QUOTE (Freni_99 @ 9 Jun 2022, 19:04 )

NSH300
ჰო, როგორ გინდა არ იფიქრო. მერე ნახე შენ, რომ გადაიტან, მერე ხეგეს გაიკეთებ, მერე ჯერ ღრუში რომ დააფიქსირებ, მერე გულისცემას გაიგებ, მერე რომ გააჩენ და ა.შ ))) დატკბი ამჟამინდელი სიზარმაცით :დ

რა კარგია რომ არსებობ lol.gif yes.gif 2kiss.gif იმდენი ვიცინე ჩავიფსი yes.gif
* * *
Gretag
Freni_99
Iceicebaby
გინდათ ერთი მაგარი ამბავი მოგიყვეთ? smile.gif))

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 19:24
NSH300
<3 <3
გამოუშვი, მაგარი ამბები გვინდა თუ გვინდა

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 19:26
მოკლედ, ჩემი ახლობელი 2-3 წელია ამ ამბებშია, ბოლოს გამომიცხადა ძალიან დავიღალე, ეს ბოლო ემბრიონი რომ არ მყავდეს შევეშვებოდი ახლავეო, ხოდა წავიდა ბოლო ცდაზე და რომ ეგონა 1 ემბრიონი ყავდა აღმოჩნდა რომ 2 ემბრიონი ყავდაsmile.gif, ექიმმა უთხრა ერთს გადაგიტან მეორე ძალიან სუსტიაო, ამან არაო ორივე გადამიტანე აქ ვერ დავტოვებ მეორესო და ორივე გადაუტანეს. აღმოჩნდა რომ მე-2-ც ძალიან ყოჩარი ყოფილა, ეხლა ტყუპებს ელოდება მე-4 თვეშია smile.gif yes.gif

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 19:32
NSH300
რა მაგარია^^ მე რასაც ვუყურებ, ეგ სუსტები ყოველთვის ამართლებენ, რა მაფიაა, ვერ გამიგია :დ

Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 19:43
NSH300
დღეს გვიანია უკვე და ხვალ დავრეკავ, შორიდან არამარტო ლაბორატორიაში დავძრწი, არამედ ემბრიოლოგ ჰექტორსაც ვეფერები და ვამხნევებ, რომ მეყოჩაღოს, მე და ჩემს შთამომავლობას :დდ

აუ, ჩემი ოცნებაა, რამე ეგეთი მაზალო ისტორია გამეძროს, წარმატებული ოღონდ და მერე არ დავიღალო და ყველა გოგოს მოვუყვე, ვინც ამ გზაზეა, გამხნევებისთვის :დ

Freni_99

1.5 წლის მერე პირველად ამოვისუნთქებ, მშვიდობას რომ გავიგებ sad.gif

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 19:50
QUOTE (Iceicebaby @ 9 Jun 2022, 19:43 )
NSH300
დღეს გვიანია უკვე და ხვალ დავრეკავ, შორიდან არამარტო ლაბორატორიაში დავძრწი, არამედ ემბრიოლოგ ჰექტორსაც ვეფერები და ვამხნევებ, რომ მეყოჩაღოს, მე და ჩემს შთამომავლობას :დდ

აუ, ჩემი ოცნებაა, რამე ეგეთი მაზალო ისტორია გამეძროს, წარმატებული ოღონდ და მერე არ დავიღალო და ყველა გოგოს მოვუყვე, ვინც ამ გზაზეა, გამხნევებისთვის :დ


ვაიმე რამდენი ვიცინე, კიდევ კარგი მარტო ვარ და არავინ მეკითხება ხომ არ გაგიჟდი რა ისტერიკულად იცინიო, შენ ისეთი ტიპი ხარ აუცილებლად რაღაც სასწაულ ისტორიას გააძრობ smile.gif))

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 19:51
Iceicebaby
;დ შენ ამ ჰექტორს რაღაც ცუდად ახსენებ :დ

მოდით, გოგოებო, ნელ-ნელა მივყვეთ და პატარ-პატარა წარმატებებით გავიხაროთ გზადაგზა. ერთიანად დიდი რომ არ დაგვეჯახოს :დ




Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 19:59
NSH300
იუმორი მომეძალება ხოლმე, როცა ვნერვუულობ :დდ მიხარია, თუ გაგამხიარულე

Freni_99
ნარკოზიდან როგორც კი გამოვედი წავალ თქო, ავიტეხე, ძლივს დამაოკეს და მერე ამ ექთანს ჰექტორზე ვეჭორავებოდი - ბარსელონადან ყოფილა, სინგლ... : ))))))

Posted by: Gretag 9 Jun 2022, 20:13
Freni_99
36-ის გავხდები სექტემბერში და ცალკე მაგაზე მიხეთქავემ გულს. ადამიანს რომ შენი გაგჭირვებია და აქეთ გულს გიხეთქავენ ჩქარა თორემ დაგერხაო. კი ვიფიქრებ მეტო გზა თუ არ დამრჩენია. აი კიდეც ვფიქრობდი არ ვსვამ, არ ვეწევი, კარგად მძინავს, წყალს კარგად ვსვავ, ტკბილი საერთოდ ამოვაგდე, ხილს და თხილეულს ვჭამ და მეტი რაღა გავაკეთო არ ვიცი. რა ჯანდაბა აფუჭებს ამ ხარიახს ან ბუნებრივი როგორ დადგა ამის ფონზე. აი თურქეთი თუ გადავწყვიტეთ პრპ-საც გავარკვევ, იქნებ მეშველოს რამე. უბრალოდ რა მაეჭვებს იცით, ქეთიმაც მითხრა ხარისხი არ მგონიაო. 5 დღემდე თუ მიდის და გენეტიკური ტესტი კარგია ეგ ხარისხს გამორიცხავსო

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 20:16
Iceicebaby
აჰაჰა :დ მარტოხელა ჰექტორა <3

ეხლა რა კითხვა მაქვს.. კვებას თუ აქცევთ ყურადღებას ?

Posted by: Gretag 9 Jun 2022, 20:19
NSH300

აუ რა სასწაული ისტორიაა, მეც მინდა ეგეთი მაგრამ არალი biggrin.gif ჩემთან ჯერ ვერ ჩამეიტანეს biggrin.gif

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 20:20
Gretag
ვაიმე, ეხლა ვიკითხე კვებაზე ზუსტად ))
ასაკზე მართლა არ ინერვიულო რა და ეგრე ვინც გეუბნება, არ ალაპარაკო საერთოდ მაგ თემაზე, არაფერში გჭირდება უარყოფითი ემოციები.
ხარისხი მართლაც სათუოა, აი რა ვქნა, ასე მგონია, უბრალოდ ერთი ცდა კიდევ გინდა ვინმე გულისხმიერ ექიმთან


Posted by: Gretag 9 Jun 2022, 20:20
Iceicebaby

იმდენი ილაპარაკე ჰექტორზე მეც ჩავეწერე ქეთისთან biggrin.gif ხუმრობა იქით იყოს და ქეთის ანალიზი არ მაქვს ექოს ელოდებოდა და თან მეუღლესაც აინტერესებს ძაან კირკიტაა biggrin.gif
* * *
Freni_99

ის ერთიც რომ არ გამოვიდე მართლა არ ვიცი როგორ გავუძლებ ფსიქოლოგიურად ან ჩემს ორგანიზმს რას დავუმატებ. ისედაც დახუნძლული ანამნეზი მაქვს

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 20:29
Gretag
იქნება აუცილებლად, ყველას გვეყოლებათ ბაიები, ოღონდ მართლა smile.gif

ამ ისტორიის გაგრძელებასაც მოგიყვბით: ეს ახლობელი მხოლოდ მე მიყვებოდა თავის ამბებს, ერთ ცნობისმოყვარე ახლობელს არ უყვებოდა და მერე იცი რა მოხდა smile.gif)) ამ ცნობისმოყვარე ახლობელმა სიზმარი ნახა და იქიდან გაიგო რომ ტყუპები ეყოლებოდა, მერე ეს სიზმარი მე მომიყვა, გადავირიე ზოგს როგორი რეალური სიზმრები აქვს, ეხლა მე ველოდები ჩემზეც ნახოს სიზმარი smile.gif))

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 20:31
Gretag
მგონი ქეთი უნდა სცადო, მართლა ძალიან ძლიერია. ერთი, რასაც უწუნებენ, ძალიან ბევრი ხალხია. მარა მე რასაც ვუყირებ, ყველგან ეგრეა.
თან, ყველას კი არ ჰყავს სიმპათიური ჰექტორა :დ როგორც ემბრიოლოგს, მაგასაც ძალიან ძალიან აქებენ და ემბრიოლოგი ჩვენს საქმეში მგონი ყველაზე დიდ როლს ასრულებს

* * *
NSH300
აუუ :დ ჩვენზეც ანახინე რა :დ

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 20:41
Freni_99
რიგში ჩადექი, ჩემზე ნახოს ჯერ smile.gif))
* * *
მართლა თუ ჩემზეც ნახა, ალბათ მეორე ახლობელს მოუყვებაsmile.gif
და თუ მართლა ასე მოხდა მერე სპეციალობა უნდა შეიცვალოს, ექიმია და ნათელმხილველი უნდა გახდეს, ხოლო მერე ნახე შენ სიზმრები შეკვეთით smile.gif

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 20:49
NSH300
კიკი, ისედაც შენს მერე მიწევს :დ

ეხლა სერიოზული კითხვები: შენიც პირველი მცდელობაა? რამდენი წლის ხარ ? რა მიზეზმა მიგიყვანა აქამდე და რამდენი ხანია, რაც ცდილობ ?
რომელიც არ მოგეწონება, გამოტოვე :დ

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 21:14
Freni_99
ასაკი საკმაოდ კრიტიკული მაქვს, კიდევ კარგი გაიდლაინები შეიცვალა და ინვიტროს ჩემი ასაკიც ჩაემატა, თუმცა ამაში გამიმართლა. კიდევ გეტყვით რომ ბავშვები ისე მიყვარს არ მეგონა თუ ასე გვიან დავფიქრდებოდი ამაზე. (ანუ საკუთარ შვილზე) რაიმე სერიოზული ანამნეზი არ მაქვს, ისე სერიოზულად მოვიფიქრე 2019 წელს, რაღაც ანალიზები ჩავიტარე და კორონამაც მომისწრო, მთელი 2 წელი დამაკარგინა კორონამ, მერე ინსიმინაცია მინდოდა ინვიტროში რომ მივედი, მაგრამ ინსიმინაცია გადავიფიქრე და პირდაპირ ინვიტრო დავიწყე, როგორც კი კორონა დავამთავრე მომდევნო თვეშივე, ამ ციკლში რომ არ გადავიტანე ერთ-ერთი მიზეზი როეს მომატება იყო, რომელიც კორონას დავაბრალეთ, თუმცა ექიმიც მირჩევდა დაწყნარებული ჰორმონები ჯობია როე რომც არ გავითვალისწინოთო.
დანარჩენს მერე დავწერ დრო და დრო smile.gif

Posted by: Iceicebaby 9 Jun 2022, 21:14
Gretag
ასეთი მარაგის და ფაქტია რომ კარგი ხარისხის კვერცხუჯრედების პატრონს, მაგას რა ნამუსით გეუბნებიან? იმის მაგივრად, რომ დეტალურად მიაგნონ ერთ პაწია მიზეზს, რაც გიშლის ხელს. ერა ტესტზე რას იტყვი?

NSH300
სხვებზე მეც ვნახულობ ხოლმე სიზმრებს და ჩემზე რა გითხრა, ისე ვარ მოცული სულ საფიქრალით, კაი არაფერი მესიზმრება (



Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 21:33
NSH300
მესმის, მესმის )
არც მე მინდა იდენტიფიცირება, მაგრამ ხანდახან "მეყრანტალება" რაღაცეები :დ ვითომ შესაძლებელია ამოცნობა? ))
იდეაში, საწყის ეტაპზე არ მინდა , თორემ ინვიტრო რომ იქნება, მაგის დამალვას არ ვაპირებ.
"კრიტიკულმა ასაკმა" დამაინტერესა ))ძალიან კარგ ენერგეტიკას კი გამოსცემ, რაც მართალია, მართალია და მიხარია, თითქმის თქვენთან ერთად რომ მიწევს ამ ეტაპის გავლა.

წეღან ვფიქრობდი, რაც დავრეგისტრირდი, ხელი არ გამიჩერებია, სულ ჩემი პოსტებია და მგონი, თავი მოვაბეზრე ამ ხალხსთქო :დ ასეთი ყოფილა უსაქმურობა :დ

Posted by: Gretag 9 Jun 2022, 22:18
აუ გოგოებო სად იყავით აქამდე <3 აახმიანეთ და გააფერადეთ აქაურობა. ყველას გამოგივათ აი ნახავთ. აქ ვიქნები და ხო გეუბნებოდის დაგიწერთ სათითაოდ ყველას biggrin.gif ისეთი პოზიტიური და მაგარი გოგოები ხართ სხვანაირად არც იქნება. ქეთის ვნახავთ აუცილებლად და მეუღლეც მაინტერესებს რას იტყვის. ბევრს შვეხვდით და ყველასგან რაღაცას ამოვკრებთ. ერაზე ზოგი ამბობს იაზრო ხარჯიაო და ზოგი აუცილებელიაო. ერთმა ისიც მითხრა 3 გადატანა იყო და როგორ ვერ გავარტყავდითო. მეორე აღშფოთდა რა სისულელეაო. 19-22 დღეა 5 დღიანი ბლასტოსთვის, 6 საათიანი რეინჯებიაო და საათებიც კი წყვეტსო. თან ამდენი ჰისტეროების მერე თავს დავდებ ეგ ფანჯარა გადანაცვლებული იქნებაო. აი ქეთისაც ვკითხავ და მერე გადავწყვეტთ.
* * *
NSH300

ბევრჯერ ვთქვი და გავმეორდები, მგონი ასაკი აღარ წყვეტს არაფერს. რიგში ჩემს გვერდით 47-49 წლოს გოგოები ისხდნენ გაბერილები, პირველივე ინვიტროზე დამდგარი შედეგით და მე მერამდენეღაცა პოლიპის სანახავად ვიყავი biggrin.gif ასე რომ ყველაფერი გამოგივა :*
* * *
მგონია მეც შემოგიერთდებით მომდევნო ციკლიდან, რადგან ჩემი ანამნეზიდან და მეუღლის სპერმოგრამიდან გამომდინარე მაინც ინვიტროს პაციენტები ვართ

Posted by: Freni_99 9 Jun 2022, 22:28
Gretag
<3 ყველას ერთად გამოგვივა აუცილებლად !

აუ, მოდი, მე და შენ პოლიპი აღარ ვახსენოთ აღარასოდეს :დ

ასაკი მართლა მხოლოდ ციფრებია, რომ არ მეშინოდეს, კიდევ რამე არ გამიჩნდესთქო, ჯერ შეიძლება არც მეფიქრა ( ცუდად არ გამიგონ ზევით :დ). უბრალოდ მეტ ოპერაციას ფსიქოლოგიურად ვეღარ გადავიტან (ფუფუფუ, ხეზე კაკუნი)

* * *
Gretag
კიკი, უნდა შემოგვიერთდე <3
თამაშობანა "ინვიტროობანა" ოთხს უკეთესად გამოგვივა :დ

Posted by: NSH300 9 Jun 2022, 22:33
Gretag
შემოგვიერთდი და გაგვახარე smile.gif

Posted by: Gretag 9 Jun 2022, 23:04
Freni_99

ამ ერთხელ და აღარ ვახსენებ biggrin.gif მეუღლე მეღადავება რა გინდა სამაგიეროდ ჩვენ პოპლიპუპებს ვჩეკავთო (მოფერებით ეძახის, უკვე მოფერებით სახელებს ვარქმევთ ისე გავუშინაურდით biggrin.gif ) ჰოდა ძალიან დიდი იმედი მაქვს აღარასოდეს მომიწევს ხსენება, მაგრამ ყოველ ციკლში მაინც ისტერიულად გავრბივარ მეცხრე დღეს ექოზე. ვსო აქ მეტი აღარ ვახსენოთ biggrin.gif
* * *
არ მოგიწევს მეტი ნუ ღელავ :* შენ ხომ უკვე აქტიურ პროცესში ხარ და პოლიპის დრო და ადგილი აღარაა. წავიდეს, ტყეში ამოვიდეს biggrin.gif

Posted by: adeline 10 Jun 2022, 00:27
ჰექტორს ჰყავს გერლფრენდი; ასე რომ მთლად სინგლ არ არის biggrin.gif

Posted by: OliverMess 10 Jun 2022, 00:33
Iceicebaby
გახლავართ.
Freni_99
არანაირი პრობლემა უბრალოდ დავინტერესდი.

Posted by: Iceicebaby 10 Jun 2022, 09:06
adeline
ჰო, ნუ დიდი შანსი იყო, ექთანს არ სცოდნოდა დარწმუნებით ))

Gretag
Freni_99
user posted image


user posted image

Posted by: narkozeli 10 Jun 2022, 09:21
adeline

როგორ მაკლდი, როგორ ხარ? რას შვები?


Iceicebaby

როდის გვეცოდინება შენი ფიფქების ამბები? love.gif

Posted by: NSH300 10 Jun 2022, 09:47
OliverMess
კარგია მამაკაცებიც რომ ინტერესდებით ასეთი ამბებით, გათვითცნობიერება ცუდი არაა.
თუმცა მეტი გულახდილობა არ გაწყენდა, არ გაძალებ, უბრალოდ ასე უფრო საინტერესოა.
Iceicebaby
ჩემო კარგო ეს პროცედურა ცუდი ვერაფრით ვერ იქნება, შინაარსიდან გამომდინარე:
როგორ მუშაობს პლაზმოთერაპია იგივე დანიშნულება ექნება საკვერცხეებისთვისაც.
"ამ პროცედურას საფუძვლად უდევს პაციენტის სისხლის აღების და დამუშავების სპეციალური მეთოდი.
პროცედურის დროს სისხლიდან გამოიყოფა თრომბოციტებით მდიდარი აუტოპლაზმის ინექციური ფორმა, რომელიც შეგვყავს პრობლემურ ნაწილში.
ტრომბოციტული აუტოპლაზმა შეიცავს ზრდის ფაქტორებს მაღალი კონცენტრაციით,ასევე ჰორმონებს, ცილებს, ვიტამინებს ბუნებრივ კომბინაციაში.
ამ კოქტეილის შეყვანა ადგილობრივად იწვევს ფოლიკულების გადართვას „შემცირების“ ფაზიდან „ზრდის“ ფაზაში.
პლაზმის ურთიერთმოქმედებით უმჯობესდება მიკროცირკულაცია და უჯრედოვანი მეტაბოლიზმი. იზრდება ადგილობრივი იმუნიტეტი, ითრგუნება პათოგენური ფლორა, აქტიურდება ფოლიკულების კვება."
ხოლო რაც შეეხება ანტიმიულერს, ეგ ცოტა გაზვიადებული მგონია ვინც დაწერა, რადგან ქალი იბადება ფოლიკულების გარკვეული მარაგით და მერე აღარაფერს არ იძენს , მხოლოდ ხარჯავს.
Freni_99
პ.მ ნახე.

Posted by: Iceicebaby 10 Jun 2022, 09:51
narkozeli
გვანცა 2kiss.gif როგორ მიხარია, რომ შედარებით ნაკლებად სტრესტულად გამოიარე შენი ამბები, ფიზიკურმა ტკივილმა რომ არ დაგამძიმა.

არ ვიცი, თუ გული არ გამისკდა, დღეს მოვიკითხავ

NSH300
კი, პრინციპი მეც მარწმუნებს, რომ შედეგიანი უნდა იყოს და ამდენი ვიტამინის სმას, ნონ სტოპ რომ ვსვამ თან, ძალიან მინდა ეს ვცადო.


Posted by: narkozeli 10 Jun 2022, 09:55
NSH300
QUOTE
რაც შეეხება ანტიმიულერს, ეგ ცოტა გაზვიადებული მგონია ვინც დაწერა


მე მყავს 0.9 ანტიმიულერით ბავშვიკი love.gif მაშინაც მითხრეს რომ კიდევ მინიმუმ 4-5 წელი მექნებოდა რესურსი, რადგან თითო ციკლზე 2-3 ფოლიკულზე მეტი არ მაქვს

Iceicebaby

ახლა მივდივარ ეხოზე და ვნახოთ რა დამხვდება 2kiss.gif

წარმატებები შენ love.gif კარგ ამბებს ველი ^_^

Posted by: NSH300 10 Jun 2022, 10:11
narkozeli
მოუთმენლად ველი შენს ეხოს, წარმატებები love.gif

Posted by: narkozeli 10 Jun 2022, 10:12
NSH300

მადლობა ♡ დავწერ აუცილებლად

Posted by: Freni_99 10 Jun 2022, 10:35
NSH300
პასუხი დაგიბრუნე , მაგრამ მგონი ვერ დაგიბრუნე )) ნახე აბა


Gretag
ეგრე კარგად რომ ვექცეოდით და ვეფერებოდით, მგონი იმიტომაც გვიბრუნდებოდნენ :დ



narkozeli
ამტიმიულერზე შენი ამბავი მახსოვდა და მაგალითად მინდოდა მომეყვანა. ველით კარგ ეხოს ^^

* * *
Iceicebaby
ჰო რა, მოიკითხე დღეს. რადგან თვითონ ჯერ არ დაგირეკეს, ე.ი კარგად ვითარდებიან.


Posted by: Iceicebaby 10 Jun 2022, 10:39
Freni_99
თვითონ დაგვირეკეო 5 დღეშიო sad.gif ასე მითხრა ასისტენტმა, მაგიტომ არ მიფიქრია უფრო ადრე დარეკვა.

აი ისე მეშინია, არ ვარ კარგად :დ

Posted by: Freni_99 10 Jun 2022, 10:44
Iceicebaby
აუ ჰო, რანაირი მომენტია.
მიდი, მიდი, სძლიე თავს და დაანებე თავი იმ პლაზმოების ძებნას, გეგმა ბ არ გჭირდება.

Posted by: TUNA-TATUNA 10 Jun 2022, 11:02
Freni_99
კი დამიბრუნე, და მეც დაგიბრუნე, მაგრამ როგორაა ეს? ჩემს გამოგზავნილებს არ ინახავს, და მგონია არ იგზავნება.
პ.მ. ნახე smile.gif

Posted by: Freni_99 10 Jun 2022, 11:26
TUNA-TATUNA
ჰო, მეც მაგიტომ მეგონა, რომ არ გამოიგზავნა ))

Posted by: magdalea 10 Jun 2022, 11:43
Freni_99
TUNA-TATUNA

ვიდრე გააგზავნით "მოპწიჩკეთ" გაგზავნის სიახლოვესაა გრაფა რომ შეინახოს თქვენი გაგზავნილებიც.

Posted by: TUNA-TATUNA 10 Jun 2022, 11:50
magdalea
მადლობა კიდევ და კიდევsmile.gif
ეხლა ესეც გვითხარი ნიკის შეცვლა სესაძლებელია? smile.gif

Posted by: Freni_99 10 Jun 2022, 11:51
magdalea

დიდი ხლაფორთა რამეა )) მადლობა <3

Posted by: magdalea 10 Jun 2022, 12:17
TUNA-TATUNA

ეგ უკვე მაღალ ეშელონებში წყდება biggrin.gif

Tim- ს უნდა მისწეროთ, მთავარს. ოღონდ სრულიად არ შეცვლის. იგივე ქართულად შეიძლება ან მსგავსი უნდა იყო როგორც მე ვიცი.

უფრო სწორად ეს ყველაფერი რამოდენიმე წლის წინ იყო ასე და ეხლა აღარ ვიცი givi.gif

Posted by: NSH300 10 Jun 2022, 12:51
magdalea
ხოდა მეც რომ მივხდი რო ძაან ხლაფორთის ამბავია კი ვარ ეხლა ტ-ტsmile.gif))

Posted by: MagdaLena1 10 Jun 2022, 13:44
გოგონებო, სამდღიანი ემბრიონის გადატანის შემთხვევაში მეათე სღეს ტესტი უარყოფითია და როგორ ფიქრობთ მქონდეს იმედი?

Posted by: Freni_99 10 Jun 2022, 13:48
MagdaLena1
ხეგე როდის გიწევს ?

Posted by: magdalea 10 Jun 2022, 13:48
NSH300

გიცანი რათქმაუნდა, უბრალოდ არ დავწერე biggrin.gif
* * *
MagdaLena1

მგონი ჯერ ადრე იქნება ტესტზე რამის გამოჩენა. ხეგეს არ აბარებ?

Posted by: MagdaLena1 10 Jun 2022, 14:30
13-ში, ხეგემდე ტესტს გამიკეთებს ალბათ ისევ.

Posted by: Freni_99 10 Jun 2022, 14:43
MagdaLena1
ვფიქრობ, ჯერ ადრეა ტესტისთვის. მე-8-10 დღეს ბლასტოები აჩვენებს ხოლმე.
მსუქანა ხეგე ორშაბათს, გაგვაგებინე ეგრევე <3


* * *
magdalea
NSH300
თქვენ ორნი რეებს მაქინაციობთ? მე რატომ ვერ ვიცანი? :დ

Posted by: Iceicebaby 10 Jun 2022, 15:01
ოთხივე გაზიგოტდა user.gif

ჯერ არ გამიშვია ფეირვერკი, ორშაბათს გავშლი სუფრას

Posted by: Freni_99 10 Jun 2022, 15:05
Iceicebaby
ვაიმეეეეეე
რა მაგარია <3 უჰ, რას ამოისუნთქებდი

ანუ, ორშაბათს უნდა გახდნენ ხუთდღიანი ბლასტოები? თუ ბლასტო კიდე სხვაა?

Posted by: MagdaLena1 10 Jun 2022, 15:06
Freni_99

მადლობა . ძალიან ვნერვიულობ დღეს უკვე ხელი ჩავიქნიე

Posted by: Iceicebaby 10 Jun 2022, 15:06
Freni_99
გავძეგლდი, სანამ გავიგე biggrin.gif კუნთები მტკივა

კი, მაგ დროს მეცოდინება 5 დღიანი ბლასტოს შედეგები, სამშაბათი დილა მითხრა, მაგრამ მე ორშაბათ საღამოს დავრეკავ :დ


Posted by: Freni_99 10 Jun 2022, 15:10
MagdaLena1
არ ინერვიულო რა და მითუმეტეს, ხელი არ ჩაიქნიო. რომ რამე, მგონი ხვალაც რომ ჩააბარო ხეგე , არაფერი დაშავდება. შენი სიმშვიდისთვის


Iceicebaby
აუუ, ნეტა მაგ რაღაცეებისთვის ვინმეს დაქირავება შეიძლებოდეს :დ

Posted by: magdalea 10 Jun 2022, 15:49
Iceicebaby


tan.gif


.......................

Posted by: TUNA-TATUNA 10 Jun 2022, 18:41
QUOTE (Iceicebaby @ 10 Jun 2022, 15:01 )
ოთხივე გაზიგოტდა user.gif

ჯერ არ გამიშვია ფეირვერკი, ორშაბათს გავშლი სუფრას

გადასარევი შედეგია 2kiss.gif
არ აწყენინო ზიგოტუნებს, ნუ ეძებ გეგმა ბ-ს

Posted by: Iceicebaby 10 Jun 2022, 18:46
magdalea
TUNA-TATUNA
Freni_99
მადლობა, რომ მამხნევებთ, ძალიან ბევრს ნიშნავს!

ოღონდაც სულ კარგი ამბები გვქონდეს გასაზიარებელი და მაგის მეტს არაფერს ვიზამ )))))

Posted by: magdalea 10 Jun 2022, 19:52
Freni_99

კაი ეხლა რანაირად ვერ მიხვდი? tongue.gif
* * *
Iceicebaby

მართალი გითხრა TATUNA-მ, ნუ გარბიხრ წინ. იყავი აქ და ახლა მომენტში, გაცნობიერებული love.gif

ყველაფერი კარგად იქნება. თუ დაგჭირდა მერე იფიქრე მერე საფიქრალზე. 2kiss.gif

Posted by: Gretag 10 Jun 2022, 20:11
Iceicebaby

აუ რა კარგია <3 გილოცავ :* ველოდებით 4 5 დღიან წერტილს

Posted by: Iceicebaby 10 Jun 2022, 20:29
ამ პლაზმოს უფრო ნაადრევი მენოპაუზის საშიშროებაში ვფიქრობ :დ 35 წლიდან არ ამცდება კაი ვარიანტში (

Gretag
მადლობა, იმედი მაქვს, გაგახარებთ ^_^

Posted by: adeline 10 Jun 2022, 21:46
narkozeli
არა მიშავს, ზავოდ კრავოტ. რამდენი ვწერე და არ დაიპოსტა რატომღაც.
არ შემოვსულვარ აქ დიდი ხანია. ახლა გადავხედე წინა პოსტებს და რა მოხდა? ორსულობა შეგიწყდა? sad.gif

Posted by: magdalea 10 Jun 2022, 21:57
adeline

მე დამემართა მასე რამდენჯერმე და მიზეზი იყო მობილურის სმაილი დავსვი და იმ სმაილამდე რაც იყო მხოლოდ ის დაიპოსტა და დანარჩენი არც გამოჩნდა. იმის მერე აქ პოსტვისას აღარ ვიყენებ მობილურის სმაილებს.

Posted by: adeline 11 Jun 2022, 00:32
magdalea
უი, მეც მობილურიდან ვწერდი და მეც დავსვი სმაილები. ეგ არ ვიცოდი ნამდვილად. ომდენი ვწერე არადა.)) მადლობა რომ მოთხარი:*

Posted by: Freni_99 11 Jun 2022, 10:12
MagdaLena1
როგორ ხარ? ტესტი ხომ არ გიცდია კიდე?

Posted by: TUNA-TATUNA 11 Jun 2022, 12:05
რაღაც ძალიან ჩუმად ვართ, ხომ კარგად ხართ?
მე ცოტა ვერ ვარ, აქამდე გადაწყვეტილი მქონდა და ეხლაც აქეთკენ ვიხდები რომ ის ბლასტო ბაია უნდა გადავისკუპო და გეგმა ბ -ს უნდა შევეშვა, მეორე წუთში ვფიქრობ იქნებ კიდევ ერთხელ მეცადა სტიმულაცია, ძალიან ცუდია როცა აზრები მეყოფა და ვერ ვყალიბდები, თვენ რას მირჩევთ გამოცდილებო?
* * *
როცა ვნერვიულობ სულ რაღაცის გაკეთებას ვცდილობ, მაგალითად გუშინ წავედი და ბოტოქსი გავიკეთე(ექიმს ვკითხე და მითხრა შეგიძლია ციკლის დაწყებამდეო, ასევე მითხრა ეპილაციაზე), თვენ რა აზრის ხართ ინვიტროს დროს ამ პროცედურებზე?

Posted by: Freni_99 11 Jun 2022, 12:37
TUNA-TATUNA
მეც ათას ფაცი-ფუცში გავეხვევი ხოლმე, მერე ვფიქრობ, რა ძალა მადგათქო :დ
რავი, რა პრობლემა უნდა იყოს, გალამაზებული დახვტები ბლასტიკოს ^^
გეგმა ბ-ს ამბავი მესმის, ჩემს თავზე რომ წარმოვიდგენ, უფრო მშვიდად ვარ ხოლმე, როცა კიდევ რაღაც გეგმა არსებობს. ექიმი რას გეუბნება? მგონი არ არის ცუდი აზრი კიდევ ერთი სტიმულაციის მიყოლება
ოღონდ, მეორე სტემულაცია- მეორე ბავშვიკისთვის :დ

Posted by: TUNA-TATUNA 11 Jun 2022, 12:50
Freni_99
რამდენიც არ უნდა ვგეგმოთ და რამდენიც უნდა ვიფირქოთ ყველაფერს მაინც სამყარო წყვეტს, ამიტომაც ხდება ამდენი სასწაულები, მე ორი რომ მყავდა, სანამ მეორე მიმატოვებდა სულ ვფიქრობდი რას ვიზამდი ამ შემთხვევაში, მეორესაც არ ვიცი როდისღა გადავისკუპებდი და ამ ფიქრში ვიყავი და მიმატოვა ჩემმა მეორემ. ეხლა ვფიქრობ რაც მაქვს იმას უნდა გავუფრთხილდე და მაქსიმალურად დადებითი განწყობით შევხვდე ჩემს ბლასტუნას. ამას ვფიქრობ, რამდენად გამომივა აი ესაა საქმე. smile.gif

Posted by: Freni_99 11 Jun 2022, 13:03
TUNA-TATUNA
ჩემსაში ისე არ ვარ დარწმუნებული, როგორც შენსაში. რომ გამოვა, ჩემი სახელი დაარქვი თუ გინდა :დ:დ

Posted by: magdalea 11 Jun 2022, 13:04
TUNA-TATUNA


რა გითხრა აბა ინვიტროს გარეშეც წინააღმდეგი ვარ მსგავსი პროცედურების biggrin.gif მაგრამ შენთვის თუ მნიშვნელოვანია რატომაც არაა.

ისე მე ექიმის გარეშე მაინც არ მიყვარს არაფრის გაკეთება როცა მზადების პროცესში ვარ.

Posted by: TUNA-TATUNA 11 Jun 2022, 13:11
QUOTE (Freni_99 @ 11 Jun 2022, 13:03 )
TUNA-TATUNA
ჩემსაში ისე არ ვარ დარწმუნებული, როგორც შენსაში. რომ გამოვა, ჩემი სახელი დაარქვი თუ გინდა :დ:დ

lol.gif lol.gif lol.gif კარგი იყო, ოღონდაც იყოს და თანახმა ვარ smile.gif ეხლა მითხარი ფრენის გულისხმობ თუ შენს ნამდვილ სახხელს smile.gif
ნამდვილი თუ გინდა პ.მ. მომწერე smile.gif
* * *
QUOTE (magdalea @ 11 Jun 2022, 13:04 )
TUNA-TATUNA


რა გითხრა აბა ინვიტროს გარეშეც წინააღმდეგი ვარ მსგავსი პროცედურების biggrin.gif მაგრამ შენთვის თუ მნიშვნელოვანია რატომაც არაა.

ისე მე ექიმის გარეშე მაინც არ მიყვარს არაფრის გაკეთება როცა მზადების პროცესში ვარ.

მე მომწონს ზომიერების ფარგლებში , რათქმაუნდა ექიმის თანხმობით გავიკეთე (გუშინ მივწერე და შეგიძლია ციკლის დაწყებამდეო, მერე უკვე აღარო)

Posted by: Iceicebaby 11 Jun 2022, 14:05
წუხელ დამესიზმრა, პარკინგის ადგილს ვეძებდი (ჩემი ტკივილი) სახლის ირგვლივ და ვერ მივაგენი, სხვა სახლისკენ წავედი და მანქანიდან ბავშვის ეტლი გადმოვიტანე ))))


Posted by: TUNA-TATUNA 11 Jun 2022, 14:06
Freni_99
როგორ მიყვარს ზოგჯერ ბედს მინდობა.
სულ ვფიქრობდი ენდოკრინოლოგთან როდის მივიდე , როდის ჯობია და ეხლა დამირეკეს, თურმე 2 თვის წინ ჩავუწერივარ ორშაბათს უნდა მივიდე, არ მახსოვდა, კოვიდი მქონდა აპრილის ბოლოს და ისედაც მინდოდა ანალიზების გადაკონტროლება, ვიზიტზე 3-4 კვირით ადრეა ადგილები დაკავებულია, გამიხარდა ლოდინი რომ არ მომიწევს. ასე თავისით რომ ხდება ზოგჯერ კარგი ამბები, მიხარია smile.gif

* * *
Iceicebaby
ვოვ smile.gif რა მაგარი სიზმარია smile.gif)) ასეც იქნება smile.gif
2kiss.gif
* * *
მეც სულ საპარგინგე ადგილის ძიებაში ვარ smile.gif ჩვენ შეიძლება მეზობლები აღმოვჩნდეთ smile.gif))

Posted by: Meilisi 11 Jun 2022, 14:14
მოგესალმებით გოგიებო მიმიღებთ? ვის რა შეგრძნება გაქვთ ან გქონდათ მეხუთე კვირის ბოლოს? ტოქსიკოს ველოდებოდი და არ ჩანს ჯერ .არა და პირველი რომ მახსოვს მგონი ჩასახვიდან არ გამჩერებია ბლოკშიც რომ შემიყვანეს იქაც გული მერეოდა

Posted by: magdalea 11 Jun 2022, 14:32
Iceicebaby

მე კიდევ ტყუპები გავაჩინე გულზეც დავიწვინე ორივე და ბოლოს მეზობლის აღმოჩნდა ის ბავშვები facepalm.gif lol.gif

Posted by: Natruliiiii 11 Jun 2022, 15:09
გოგოებო როგორ ხართ აბა, სამსახურში ძაან გადარბენები მქონდა და ვეღარ შემოგეხმიანეთ, ვნახე დღეს ეხოზე ჩემი ერთი ცალი smile.gif კარგი მდგომარეობააო და 2 კვირაში კიდევ უნდა მივიდე.
იცი რა მაინტერესებს გამიტყდა ექიმისთვის მეკითხა, თან ისეთი ემოციუირო იყო ამ წერტილის დანახვა, ვეღარაფერს ვფიქრობდი smile.gif ორი რომ ოყო გადასკუპებული და ეხლა ერთია ის მეორე რომ ვერ განვითარდა სად წავიდოდა, გამონადენიც არაფერი მქონია საერთოდ. შეიძლება სასაცილო კითხვას ვსვა მაგრამ დამაინტერესა smile.gif)))

Posted by: TUNA-TATUNA 11 Jun 2022, 15:21
Natruliiiii
გილოცავ, ბედნიერი ორსულობა და მერე დედობა smile.gif
ალბათ უმაგრესი გრძნობააsmile.gif
რამდენ დღიანი გადაისკუპე? და ფრეში თუ კრიო?

Posted by: Natruliiiii 11 Jun 2022, 15:27
TUNA-TATUNA
მადლობა გაიხარე smile.gif ორი ცალი ბლასტო ფრეში.
მალე ყველას გისურვებთ იგივე გრძნობის გამოცდას, სასწაული შეგრძნებაა.
Meilisi
როგორ ხარ შენ? მეც არ მაქვს ტოქსიკური არაფერი, ზოგჯერ მაქვს შეგრძნებები გულის რევის მაგრამ მხოლოდ შეგრძნების დონეზე. და მეძინება სულ smile.gif

Posted by: Meilisi 11 Jun 2022, 15:48
Natruliiiii
კარგად ვარ არაფერი შეგრძნება არ მაქვს .მიხარია შენი კარგად ყოფნა მაგრამ თემა შემშლია მომავლებში უნდა დამეპოსტა

Posted by: MagdaLena1 11 Jun 2022, 17:58
QUOTE (Freni_99 @ 11 Jun 2022, 10:12 )
MagdaLena1
როგორ ხარ? ტესტი ხომ არ გიცდია კიდე?


არა დღეა არ გავიკეთე შეგნებულად, გუშინ მთელი დღე მაგაზე ვფიქრობდი. ხვალ დილას გავიკეთებ. წესით ორშაბათს უკვე ხეგე მიწევს.

Posted by: Freni_99 11 Jun 2022, 20:32
TUNA-TATUNA
ნამდვილი ვიგულისხმე, მარა არც ფრენიზე ვიქნები წინააღმდეგი :დ
აუუ, რომ გადავწყვიტეთ, რომ გოგოა :დდ


Iceicebaby
ეგეთი პატარ-პატარა ნიშნები მიყვარს ძაან :დ



Posted by: Iceicebaby 11 Jun 2022, 20:38
Freni_99
აი რაღაც ასეთი სიზმარი არასდროს მქონია, მშობიარობა და ეგეთები წლების წინ დამსიზმრებია, მაგრამ რაღაც ამდაგვარი არა

ეტლი იყო მუქი ყავისფერი, ზუსტად ვიცი მთელი ცხოვრებაა, რომ პირველი შვილი ბიჭი მეყოლება და ეგრე თუ ამიხდა მალე, ვიყიდი ეგეთ ეტლს )))))

Posted by: Freni_99 11 Jun 2022, 21:31
MagdaLena1
ძველი თემებიც გადავიკითხე და ძალიან ხშირად ცდება ტესტი ხეგემდე, თუ გაქვს მოთმინება, ორშაბათამდე მშვიდად დაელოდე <3

* * *
Iceicebaby
აი, უშუალოდ ბავშვი და მშობიარობა ბანძი სიზმარია, ეგეთი მინიშნებები სხვა თემაა :დ
მგონი ორი ეგეთის ყიდვა მოგიწევს :დ

Posted by: Iceicebaby 11 Jun 2022, 21:57
Freni_99
ჰო, აი რაღაც კარგად მენიშნა < 3


ხალხნო, პუნქცია ვინც გაიკეთეთ, ჰელფ რა

4 დღე გავიდა და ახლა მქონდა ცოტა ყავისფერი რომ დაკრავს ისეთი გამონადენი, საიდან მოვიდა )) ციკლს ველოდები 8-9 დღეში.

თან აი მუცელი მქაჩავს, შაბათ-კვირას ა რმინდა შეწუხება რომ ვკითხო

Posted by: TUNA-TATUNA 11 Jun 2022, 23:23
QUOTE (Freni_99 @ 11 Jun 2022, 20:32 )
TUNA-TATUNA
ნამდვილი ვიგულისხმე, მარა არც ფრენიზე ვიქნები წინააღმდეგი :დ
აუუ, რომ გადავწყვიტეთ, რომ გოგოა :დდ

ნამდვილი მომწერე და ავირჩევ smile.gif
იცი რა ადრე სულ მეგონა რომ ბიჭები მეყოლებოდა, ეხლა სულ გოგო მგონია.
* * *
[b]Iceicebaby[/b
ხო რაღაც მინიშნება სიხმარია smile.gif
გამონადენი პირველ დღესაც არ მქონდა, მეგონა აუცილაბლად უნდა მქონოდა და ექიმს ვკითხე რატომ არ მაქვსთქო, მითხრა კარგია თუ არ გაქვსო, შენ ამოღების დროსაც არ გქონდაო.
მე ყველა ფოლიკულა მარცხენადან ამომიღეს, მარჯვენაშის იყო მაგრამ არ ამოიღეს პატარები იყო და არ ღირდაო, მერე მარჯვენა საკვერცხე ისე მწიწკნიდა აშკარად პუნქციიდან მე 3 დღეს გაიზარდა და სავარაუდოდ ოვულაციაც მქონდა.

Posted by: Freni_99 12 Jun 2022, 10:53
Iceicebaby
ხომ არ დაგირეკავს ექიმთან? ვფიქრობ, ნორმ უნდა იყოს. უშუალოდ პუნქციის დღეს ბევრი აღნიშნავს გამონადენს

Posted by: Iceicebaby 12 Jun 2022, 14:40
TUNA-TATUNA
პირველ დღეს მეც არაფერი მქონია ( შემეშინდა გუშინ, მაგრამ აი 3 წვეთი იყო და ვსო, დღეს და გუშინ მერეც არაფერი.

არის მაგაში ლოგიკა, მეც მქონდა პატარა ფოლიკულები


Freni_99

ვიფიქრე თუ გამიგრძელდება დღეს მივწერ თქო და მშვიდობაა მგონი

Posted by: narkozeli 12 Jun 2022, 14:48
Iceicebaby

აუ მიყვარს შენი ზიგოტები უკვეე❤️❤️❤️❤️

adeline

კი, 1 წლის მერე ძლივს დამდგარი, ნალოლიავები და თანგადაყოლილი ორსულობა შემიწყდა 8 კვირაზე. ასე მგონია სიზმარი იყო. ცუდი სიზმარი
მედიკამენტოზური მომიწია გოგი ცერცვაძესთან და კარგად ჩაიარა. გუშინ ვიყავი ეხოზე და ღრუ თავისუფალია, ორსულობის კვალიც კი არ ჩანსო.
სტრესი იმხელა მივიღე რომ ფსიქოლოგთან დამჭირდა ერთი სეანსი და მეორე მიწევს 23-ში.

Posted by: kato17 12 Jun 2022, 17:38
narkozeli
narkozeli
როგორ მესმის შენი მეც ეგ გზა გამოვიარე 13 წლიანი ლოდინოს შემდეგ ძლივ დამდგარი ორაულობა რო შეწყდა . 2 წელი გავიდა და დღესაც ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ . რა გითხრეს რის მიზეზი შეილება ყოფილოყო შეწყვეტა

Posted by: Freni_99 12 Jun 2022, 17:57
მგონი ახალი თემის გახსნის დროა ^^
და მგონი TUNA-TATUNA - მ უნდა გაგვიხსნას, თუ რამე სხვა წესები არ მოქმედებს აქ :დ

Posted by: Iceicebaby 12 Jun 2022, 18:18
narkozeli
გვანცა ♡

ვლოცულობ ხვალ ან ზეგ კარგ ამბებზე

Posted by: Freni_99 12 Jun 2022, 18:42
Iceicebaby
გავაძლიერებთ ჩვენც ^^

იცი, რა მითხარი, ხუთდღიანი უკვე საუკეთესოდ ითვლება, ხო? და აი, ვთქვათ სამდღიანი დარჩეს, ეგეც ხო შეიძლება ? თუ როგორაა ეგენი? ამ ნაწილში ძაან გაურკვევლად ვარ :დ

Posted by: Iceicebaby 12 Jun 2022, 18:54
Freni_99
აუ არ მიკითხავს ეგ დეტალები, მაგრამ ფაქტია რო 5-ზე ნაკლები ოფშენადაც არ შემოუთავაზებიათ. 5-ზე არი ხარისხები: საშუალო და კარგი, უჯრედების რაოდენობის მიხედვით, საშუალოს წარმატებულობაც ბევრზე გამიგია ჯგუფებიდან (საქართველოში)

Posted by: TUNA-TATUNA 12 Jun 2022, 20:22
QUOTE (Freni_99 @ 12 Jun 2022, 18:42 )

იცი, რა მითხარი, ხუთდღიანი უკვე საუკეთესოდ ითვლება, ხო? და აი, ვთქვათ სამდღიანი დარჩეს, ეგეც ხო შეიძლება ? თუ როგორაა ეგენი? ამ ნაწილში ძაან გაურკვევლად ვარ :დ

ეგ ამბები მე ვიცი კარგად, აი როგორ არის: ძირითადად ფრეში გადააქვთ ზიგოტები (2-3 დღიანი), ხოლო რაც დარჩება 5 დღემდე მიყავთ რომელსაც ბლასტოციდები ეწოდებათ და ისე ყინავენ. ევროპაში სკანდინავიის ქვეყნებში თითქმის აღარ გადააქვთ 5 დღიანზე ნაკლები, და არც ორი ბლასტო არ გადააქვთ ერთად (რადგან ტყუპების დიდი ალბათობაა) გადატანა კი დამოკიდებულია ქალის ორგანიმზე, თუ ორგანიზმი ვერ მისდევს კვერცხუჯრედის განვითარებას, რომელიც ზოგჯერ ენდომეტრიუმის მზაობაზეა დამოკიდებული და ასევე სტიმულაციები იწვევს ჰორმონების ცოტა არევას, ამიტომ ხშირად გაყინვას და ბლასტოს გადატანას უფრო კარგი შედეგები აქვს ვიდრე ფრეშს, თუმცა ფრეშიც ხშირად ამართლებს. მაინც ორგანიზმზეა დამოკიდებული და ასევე გასათვალისწინებელია ემბრიოლოგის ძალიან დიდი როლი. ყველას ვერ მიყავს ბლასტომდე. რაც შეეხება ბლასტოებს, აქაც ხარისხებს აქვს მნიშვნელობა, AA, AB და BB აქედან AA საუკეთესოა. უჯრედებზეც არის დამოკიდებული და არ უნგა ქონდეს ბევრი ბზარები თუ რაღაც მაგისმაგვარი.
* * *
Iceicebaby
ასპირაციის დღე არ ითვლება, მომდევნო დღიდან ითვლიან, მაგრამ ხვალ მაინც ეცოდინებათ შენი ზიგოტუნები რამდენ უჯრედიანები იქნებიან.
და ნუ ნერვიულობ ძალიან კარგი შედეგი გაქვს და ასეც გაგრძელდება smile.gif

Posted by: Freni_99 12 Jun 2022, 20:56
TUNA-TATUNA
დიდად მადლობელი ამოდენა ინფოსთვის <3 პმ ნახე

ანუ, ველოდებით ხვალისთვის Iceicebaby -ის AA -ს ^^

შენი გადატანა უკვე ამთვისთვის იგეგმება, ხომ?

Posted by: Iceicebaby 12 Jun 2022, 21:28
TUNA-TATUNA
მადლობა ძალიან დიდი!

ისე ვარ შეშინებული, კითხვებსაც ვერ ვსვამ )))) შევატყვე, რომ არც ვსერჩავ, რამე დებილობას არ გადავწყდე თქო

მაშინ მოდი სამშაბათამდე დავიცდი რა, მიკვირდა რატომ მითხრეს და ასპირაციოს დღე თუ არ ითვლება, სამშაბათს დანამდვილებით ეცოდინებათ.

Freni_99
მაშინ ზეგამდე დამელოდეთ რა :დ



Posted by: Freni_99 12 Jun 2022, 21:41
Iceicebaby
ჰაჰა, კაი ჰოო, ზეგ იყოს :დ
მე რამოდენიმეჯერ ვცადე, ძველ თემებს გადავათვალიერებთქო, მარა გამოვდივარ უკან, მეც არ მაქვს დიდად ქექვის ნერვები. სამაგიეროდ, თქვენი კარგი მაგალითები მექნება წინ <3

Posted by: TUNA-TATUNA 12 Jun 2022, 22:47
Freni_99
ჩემი ამ თვეში არაფრით არ იქნება, ალბათ Iceicebaby-საც მომდევნო თვეში გადავა.

* * *
Iceicebaby
მესმის შენი, თავიდან საერთოდ არ ვნერვიულობდი, მერე ისე ავნერვიულდი დარეკვის მეშინოდა, მაგრამ შენ არ უნდა გეშინოდეს, შენ რომ მოეშვა უფრო ყველაფერი კარგად იქნება. yes.gif smile.gif

Posted by: adeline 13 Jun 2022, 00:12
narkozeli
ვაჰ… როგორ მესმის შენი sad.gif მეც ხომ 2 შეწყვეტილი მაქვს. პირველზე გამოტუმბვა დამჭირდა ჰემატომის გამო რომ შემიწყდა და მეორეზე მეც მედიკამენტოზურზე გამიშვა ქეთიმ. უპრობლემოდ გასუფთავდა ჩემთანაც მედიკამენტოზურით. ძალიან, ძალიან რთულია…
თრომბოფილიის გამოკვლევას გირჩევ აუცილებლად. ჯანმრთელობის სახლში ძალიან კარგად აკეთებენ. გამოიკვლიე ეგ და მერე დაგეგმავ კარგად. ყველაფერი კარგად იქნება; შეეცადე როგორმე გადაერთო სხვა რამეზე. ვიცი, რომ ურთულესია, მაგრამ სხვა გზა არაა.
ფსიქოლოგთან ვისთან იყავი? კმაყოფილი ხარ?

Posted by: narkozeli 13 Jun 2022, 09:38
adeline

პირველად პერიქეას ფსიქოლოგთან ვიყავი და დიდად არ მომეწონა, მერე სოფო ტაბაღუასთან ჩავეწერე, ცოტა რთულია ჩაწერა, მაგრამ ღირს.

Posted by: adeline 13 Jun 2022, 10:17
narkozeli
სოფო ძალიან ძლიერია ნამდვილად. თანამედროვე მიდგომებს იზიარებს და ძალიან ჭკვიანია. კარგია, მასთან რომ მოხვდი. ყველაფერს დაგილაგებს და მშვიდად დაგეგმავ მერე.

Posted by: narkozeli 13 Jun 2022, 10:41
adeline

კი ნამდვილად, თან ჩემს თავზეც ვმუშაობ ნელნელა და ეგეც მშველის.
ეხლა თვის ბოლოს თრომბოფილიაზე ანალიზებს რომ ჩავაბარებ ერთი სული მაქვს პასუხი გავიგო მაქვს თუ არა

Posted by: Freni_99 13 Jun 2022, 10:50
adeline
მახსოვს შენი პოსტები წინა თემებში. თუ სურვილი გექნება და მტკივნეული არ იქნება, გაგვიზიარე შენი გამოცდილება. პირველ ჯერზე, მახსოვს, არ იცოდი თრომბოფილიის შესახებ, მეორეს მიზეზი იცი?

* * *
Iceicebaby
დღევანდელი დღე მალე გავა, ლა ლა ლა ^^

Posted by: Gretag 13 Jun 2022, 11:42
Iceicebaby

დღეს ველოდებით შენს ბაიებს <3

Posted by: Iceicebaby 13 Jun 2022, 14:23
Gretag

ხვალ დილას გავიგებ <3

Freni_99

2kiss.gif ვცდილობ, ვფიქრობ საღამოს რა გავაკეთო სამსახურის მერე, დრო რო მალე გავიდეს

Posted by: Freni_99 13 Jun 2022, 15:31
Iceicebaby
ვფიქრობ, მე რას გავაკეთებდი )) სადმე ლამაზ ადგილას ძალიან გემრიელი რამის საჭმელად შეგიძლია წახვიდე, 1-2 ჭიქა წითელი ღვინო და კარგად დაგეძინება ^^


* * *
MagdaLena1
იყავი ხეგეზე ?

Posted by: TUNA-TATUNA 13 Jun 2022, 15:43

Iceicebaby
მე ვფიქრობ დღეს საღამოს უნდა დარეკო 6 საათზე, დღეს ყველაფერი ეცოდინებათ დღეს რაც იქნება ხვალაც ის იქნება, რატომ უნდა იტანჯო მოლოდინის გამო, დარეკე smile.gif

Posted by: Iceicebaby 13 Jun 2022, 16:45
TUNA-TATUNA
Freni_99
2 გაყინაო და დარჩენილ 2-ს ხვალამდე აკვირდებაო user.gif

დეტალები არ ვიცი ძაან შევარდნით ვიკითხეო, ასისტენტმა (ხარისხზე რო ჩავეძიე) მაგრამ რახან გაყინა, ე.ი. კარგებიაო, შეიძლება დამამშვიდა ))

Posted by: Freni_99 13 Jun 2022, 16:51
Iceicebaby
აუუ <3 ბევრ კოცნებს ვუგზავნით <3

ანუ, ეგ გაყინულები ხომ კარგებია და ის დანარჩენი ორი უფრო ძლიერია, როგორც ჩანს, რომლებსაც კიდევ ელოდება.

ამოისუნთქე ეხლა, არაფერი გჭირს დასამშვიდებელი ^^

Posted by: Iceicebaby 13 Jun 2022, 16:57
Freni_99
QUOTE
ნუ, ეგ გაყინულები ხომ კარგებია და ის დანარჩენი ორი უფრო ძლიერია, როგორც ჩანს, რომლებსაც კიდევ ელოდება.

მეც გამკრა მაგ აზრმა და ანუ ლოგიკაში ჯდება ჰო?

გავაფრენ :დ <3

იქნებ ჩვენზე მცოდნეებმა დაგვაკვლიანონ ))) მე კიდე არ ვსერჩავ შიშით არაფერს, თქვენი მოწოდებული ინფო მირჩევნია

Posted by: Freni_99 13 Jun 2022, 17:03
Iceicebaby
კიკი, ეგრე იქნება ნამდვილად, ლოგიკურადაც და ისედაც ))

მარა, მცოდნეები მოვიხმოთ მაინც :დ

Posted by: narkozeli 13 Jun 2022, 17:09
Iceicebaby
QUOTE
ეგ გაყინულები ხომ კარგებია და ის დანარჩენი ორი უფრო ძლიერია, როგორც ჩანს, რომლებსაც კიდევ ელოდება.


ეს ამბავი მგონია მეც yes.gif

Posted by: TUNA-TATUNA 13 Jun 2022, 18:17
Iceicebaby
გილოცავ, ძალიან სასიხარულო ამბავი გვამცნე, კარგია რომ ხვალამდე არ მოიცადე.
ზუსტად ეგრეა, მაშინ ყინავენ როცა მოსწონთ. იმ ორს აქვს პოტენციალი რომ ბლასტოები გახდნენ და იმიტომ არ გაყინეს ყველა ერთად, ისედაც როცა 4 ია ემბრიონი, მინიმუმ 2-ს ცდილობენ რომ ბლასტომდე მიიყვანონ,.
აღარ გამაგონო ნერვიულობა, ეს საუკეთესოა რაც შეიძლებოდა. smile.gif)

Posted by: Iceicebaby 13 Jun 2022, 18:24
narkozeli
Freni_99

♡ თქვენს გარდა გულშემატკივარი არავინ მყავს, რადგან არავინ იცის. დიდი მადლობა ამისთვის!


TUNA-TATUNA
გელოდებოდი იმედით <3 ანუ უბრალოდ პოტენციალი აქვთ ჰო? ხვალ ხარისხებზეც კარგად გამოვკითხავ.

Posted by: Gretag 13 Jun 2022, 19:37
Iceicebaby

მოიცა 5 დღეა უკვე ხო?
* * *
გეტყვი ჩემს შემთხვევაში როგორ იყო. 2 მივიდა ბლასტომდე, მაგრამ 1 არ მოსწონდათ. მეხუთე დღეს გაყინეს ის კარგი და ამ ერთს კიდევ დააკვირდნენ 1 დღე და მითხრეს არ გამოვიდა, არ ვარგოდაო. შენები იყოჩაღებენ აი ნახავ. ის ორი რაც გაყინეს ნამდვილად კარგი და მუსკულიანი ბლასტოებია და ეგეც უკვე უმაგრესი შედეგია. დამიჯერე მე ერთს ვნატრულობდი და ორზე მეტი არ მიმიღია არცერთხელ. ჰოდა შენ უკვე ორი კარგი გყავს და შეიძლება ოთხიც smile.gif

Posted by: TUNA-TATUNA 13 Jun 2022, 19:47
QUOTE (Iceicebaby @ 13 Jun 2022, 18:24 )



TUNA-TATUNA
გელოდებოდი იმედით <3 ანუ უბრალოდ პოტენციალი აქვთ ჰო? ხვალ ხარისხებზეც კარგად გამოვკითხავ.

პოტენციალი ნიშნავს ჩემთვის უმაღლეს შანს, და ამიტომ "უბრალო" აქ არ იყო საჭირი smile.gif))

როგორ არ იცის?smile.gif ჯერ არ ეუბნევი რომ რეკავ და ამბებს გებულობ, თუ საერთოდ არ იციან?
ჩემს შემთხვევაში ბავშვის გაჩენას რომ ვაპირებ ესეც არ იციან? smile.gif))

* * *
Freni_99
მოუთმენლად ველი შენს ამბებს, როდის იწყებ?

Posted by: Iceicebaby 13 Jun 2022, 20:05
Gretag
კი, მეხუთეა დღეს, მარა თავიდანვე სამშაბათ დღეს მეუბნებოდნენ რატომღაც

ანუ რომ გაყინა დღეს ის ორი, კარგი ამბავია და ხარისხზე არ მოვკვდე ნერვიულობით? ნეტა ორის გადატანაზე რას მეტყვიან

TUNA-TATUNA
მადლიერი ვარ ამ ორის ძალიან, მაგრამ თუ ეს შედეგი დავდე მხოლოდ, მომიწევს კიდევ ერთ წრეზე წასვლა შენახვის თვალსაზრისით.

არავინ იცის ჰო ჩემი ქმრის გარდა, ისიც მიწევს, გასაგები მიზეზების გამო :დდ მისი მასალა ჰო მინდა :დდდ



Posted by: Gretag 13 Jun 2022, 21:31
Iceicebaby

არაფერი სანერვიულო არ გაქვს შენ :* ორი უკარგესი გყავს დარწმუნებული ვარ, ისე არც გაყინავდნენ. იმ ორზეც გული მიგრძნობს კარგი ამბები იქნება. ხვალ მე მიწევს ქეთისთან ვიზიტი

Posted by: Freni_99 13 Jun 2022, 21:40
Iceicebaby
ორის გადატანაზე მგონი წონას, სიმაღლეს, ანამნეზს ითვალისწინებენ. მე, არც მიკითხავს, თვითონვე ეგრევე უარი მითხრა.
ხვალინდელი დილა კარგი ამბებით დაიწყება <3


Gretag
ძაან მაინტერესებს რა გეგმას შემოგთავაზებს, გელით კარგი ამბებით <3

Posted by: Gretag 13 Jun 2022, 22:00
Freni_99

აუ მადლობა დიდი :* ვნახოთ, იმედიანას ვარ მეც. ისე მე ვნანობ პირველზე ორივე ერთად რომ არ გადავიტანე. ამდენი ტრანსფერები და ენდომეტრიუმის სტიმულაცია მაინც აღარ მომიწევდა. დამიჯერებთ რომ სულ თავი მტკივა? ყოველი ტრანსფერის მომდევნო თვე ასეა. კვირაში ორი-სამი დღე თავი მტკივა და ისე რომ გამაყუჩებელის გარეშე ვერ გაძლებ

Posted by: Iceicebaby 13 Jun 2022, 22:29
Gretag
ხვალ რომ მიხვალ, მომიკითხე ჩემები )))
აბა წარმატებული ფეხით მისულიყავი ხვალ <3


Freni_99
მადლობა, მერე მართლა ეჭვგარეშე უნდა გადმოგილოცო საქსესები ♡

Posted by: Freni_99 13 Jun 2022, 22:55
Gretag
ხვალ Iceicebaby - ის ბარტყები რომ დაგხვდებიან , უფრო იმედიანად იქნები და წარმატებას მოგიტანენ <3

აბა, იქნებ გახსნათ რომელიმემ ახალი თემა ? კარგი ამბებით დაწყებული ახალი თემა სულ კარგი ამბებით გაგრძელდება

Posted by: Gretag 13 Jun 2022, 23:03
მოვიკითხავ აუცილებლად და იმედიანად ვიქნები ჩვენი გოგოს ბარტყები რომ იქნებია იქვე ყურისძირში <3 ვინ იცის ჩემი ბარტყებიც გაიცნონ biggrin.gif ერთზე მეტი თუ არ გადაასკუპეს დედასთან უეჭველად გაიცნობენ დანარჩენები biggrin.gif მოვიდე მანდამდე და რაღა მომკლავს biggrin.gif
* * *
Freni_99

მართლა რას შვები შენ? :*

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 10:07
Gretag
მე დღეს მომივიდა და ხვალიდან დავიწყებთ, ალბათ. მგონი გავცივდი და ვნერვიულობ ეხლა მაგაზე

Posted by: Iceicebaby 14 Jun 2022, 10:10
Gretag
აბა შენ იცი <3

მხოლოდ კარგი ამბები!

Freni_99
ჩემი ქმარი გაცივდა მაგ პერიოდში მაინც და მაინც, დამიჯერე ეგ ბევრად უფრო ცუდია, მერჩივნა მე ვყოფილიყავი :დ დალევ ბევრ სითხეს და მოიხოდები 2-3 დღეში. არაფერში გიშლის ეგ ^^
ხვალ ექოზე გნახავენ და დაიწყებთ? იცი უკვე პროტოკოლი?

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 10:30
Iceicebaby
არაფერი ვიცი (
თან მაინცდამაინც ხვალიდან რაღაც კურსები მეწყება და ძაან დრამებში ვარ :დ

თქვენი კარგი ამბების იმედად ვარ, რომ გუნება-განწყობა გამოვიკეთო, ჰოდა გამოუშვით ))

Gretag

Posted by: Iceicebaby 14 Jun 2022, 11:53
Freni_99
მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდი სულ, რა მოვიგონო, რა ვაკეთო რო მეტად დავიტვირთო და გული გადავაყოლო-თქო, ფსიქოლოგიურად მაგაზე კარგს ვერაფერს იზამ.

ყურადღება უნდა გადაიტანო და ამ პროცესით არ იყო მხოლოდ მოცული.

ხვალ გეცოდინება უკვე ყველაფერი ^_^


ორი "ბაია" მყავს მოკლედ, მადლიერი ვარ და აღარ ვილაპარაკებ რა იქნებოდა უფრო კარგი ვარიანტი აქედან.

რომელიღაცამ მითხარით ამ ჯგუფიდან ყოველთვის როცა ნატრულობ, სრულფასოვნად და ბოლომდე ინატრეო, მაგ რჩევას გავითვალისწინებ აწი ცხოვრებაში : ))))

ჩაციკლულად 2 მაინც გამოვიდეს მქონდა სულ! :დ

და რაც მისმინეს, ის გამოვიდა <3

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 12:11
Iceicebaby
ძაანაც კარგი შედეგია 2 ცალი ბარტყიკი <3 ე.ი რაც გაყინეს გუშინ, ეგენია ხო? ლოგიკამ გვიმტყუნა? :დ

ნატვრაზეც ძაან კაი რჩევაა, მეც გავითვალისწინებ.

მე ვფიქრობ, ძაანაც კარგად მივიწევთ წინ (ჩემზე უფრო ზუსტად ხვალ მოგახსენებთ, წინ მივიწევ თუ უკან :დ )

Posted by: Iceicebaby 14 Jun 2022, 12:18
Freni_99
4/2 კი ნამდვილად არაა ურიგო, უბრალოდ ერთი წრე კიდე დასაგეგმი მექნება, ეს გარდაუვალია რომ არ ვქნა. მობილიზებას გავუკეთებ თანხებს და გადავწყვეტ, როდის და როგორ.

QUOTE
ნატვრაზეც ძაან კაი რჩევაა, მეც გავითვალისწინებ.

აუცილებლად! აჩემებული მქონდა დაწყებამდეც რომ ნეტა ორი გამომივიდეს-თქო, თქვი შე კაი ადამიანო 4, ფული გეჭრება ნატვრაში? :დ


QUOTE
რაც გაყინეს გუშინ, ეგენია ხო? ლოგიკამ გვიმტყუნა? :დ

კი, გრეტას გამოცდილება ყოფილა სწორი, ეტყობა დიდად არ იყო იმ ორით მოხიბლული და შანსი მისცა ბოლომდე მაინც.


QUOTE
მე ვფიქრობ, ძაანაც კარგად მივიწევთ წინ (ჩემზე უფრო ზუსტად ხვალ მოგახსენებთ, წინ მივიწევ თუ უკან :დ )

"თუების" გარეშე, აი ნახავ ჩემზე სამჯერ უკეთესი შედეგი თუ არ დადო, უბრალოდ, უაზრობებზე არ ჩაიციკლო და ნერვები არ მოიშალო, "დალაპარაკებასავით" არ გამოგივიდეს ამ ჯადოსნურ ამბავში.

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 12:22
Iceicebaby
კარგად აგვიხსენი, დარეკე დღეს?

მე მეგალითად რასაც ზომიერად ვნატრობ, მხოლოდ ის მისრულდება. ჩემს შემთხვევას გეტყვი, მე ხომ ორი კარგი ემბრიონი მყავდა(ასე მითხრეს და მეც ასე მჯეროდა), ხოდა დარწმუნებული ვიყავი რომ ორივე ბოლომდე კარგად იქნებოდა და რომ დავრეკე ემბრიოლოგთან და მითხრა ერთმა შეწყვიტა განვითარებაო არ მჯეროდა იმდენად ვიყავი დარწმუნებული. ისე ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია.

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 12:24
Iceicebaby
კიდევ გაიკეთებ ეხლა სტიმულაციას და მერე გადაიტან?
ნეტა ამოდენას რა უნდა უყო :დ ეს ორი ერთად თუ გადაგიტანეს, ტყუპები გარანტირებულია. მზად ხარ? ))

ყველაფერს გავითვალისწინებ, ყველაფერი გამოვა ! <3

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 12:27
Iceicebaby მე მოგილოცავ და გეტყვი 2 ძალიან კარგი შედეგია (4 საუკეთესო იქნებოდა) და მაინც არ მესმის 2-ს რომ აკვირდებოდნენ და არ გაყინეს იმ 2-თან ერთად რა იყო ამის მიზეზე? sad.gif
ამის შესახებ აუცილებლად კითხე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალი გამოცდილებისთვის, თუ კიდევ აპირებ შემდეგ წრეზე იგივეს.
* * *
Freni_99
ფრენი მეც მაგ აზრზე ვარ, Iceicebaby ტყუპები უნდა და ყავს, მე კი ერთი მინდა და მყავს smile.gif))

Posted by: Iceicebaby 14 Jun 2022, 12:33
TUNA-TATUNA
QUOTE
კარგად აგვიხსენი, დარეკე დღეს?

არ ამიხსნეს კარგად არც მე sad.gif 2 გყავს მოკლედო, კარგი რომ არ იყოს არ გავყინავდითო, დანარჩენ დეტალებზე მერე ვისაუბროთ, როცა მოხვალო.

QUOTE
მე მოგილოცავ და გეტყვი 2 ძალიან კარგი შედეგია (4 საუკეთესო იქნებოდა) და მაინც არ მესმის 2-ს რომ აკვირდებოდნენ და არ გაყინეს იმ 2-თან ერთად რა იყო ამის მიზეზე?

მადლობა <3 მე ვფიქრობ, მთლად ძლიერად არ გამოიყურებოდნენ და მისცა შანსი 1 ღამე ალბათ უჯრედულად როგორ განვითარდებოდნენ? ჰუ ნოუზ. რომ მივალ მაგ დეტალებს კარგად გამოვკითხავ, რომ გაგიზიაროთ.




QUOTE
ჩემს შემთხვევას გეტყვი, მე ხომ ორი კარგი ემბრიონი მყავდა(ასე მითხრეს და მეც ასე მჯეროდა), ხოდა დარწმუნებული ვიყავი რომ ორივე ბოლომდე კარგად იქნებოდა და რომ დავრეკე ემბრიოლოგთან და მითხრა ერთმა შეწყვიტა განვითარებაო არ მჯეროდა იმდენად ვიყავი დარწმუნებული. ისე ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია.


ამას გაყინვამდე გეუბნებოდნენ? რამდენ დღიანზე? განვითარება გაყინვამდე შეწყვიტა? ალბათ ჩემთანაც ეგ იყო იმ 2-ზე


Freni_99

ვნახავ ახლა ციკლის მეორე დღეს როგორ შემაფასებენ, თუ ქეთი მომნუსხავს კაი გოგო ხარო, მას მოვუსმენ მოკლედ შემდეგ ეტაპებზე როგორ დავიგეგმო )))

მეფიქრება რომ საერთოდ დავისვენო ეს ზაფხული გადატანის პონტშიც და სტიმულაციაზეც. ორგანიზმაც დაისვენოს შესაბამისად, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ დამჯერი პაციენტი ვიქნები, რასაც მეტყვიან, ვიზამ )))

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 12:46
QUOTE (Iceicebaby @ 14 Jun 2022, 12:33 )

ამას გაყინვამდე გეუბნებოდნენ? რამდენ დღიანზე? განვითარება გაყინვამდე შეწყვიტა? ალბათ ჩემთანაც ეგ იყო იმ 2-ზე


კი გაყინვამდე, სამ დღიანზე.
სულ კარგს მეუბნეოდნენ და მერე უცებ „შეწყვიტა“ ამ სიტყვამ დამშოკა, თუმცა აწი მეცოდინება რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და რა იქნება ბოლოს ეს არავინ იცის წინასწარ.

Posted by: Iceicebaby 14 Jun 2022, 12:49
TUNA-TATUNA
იღბალია დიდწილად ამ ამბავში, სულ მახსენდება ნათლიაჩემის მოყოლილი ისტორიები წლების წინ.

თვითონ 5 ინვიტრო აქვს გაკეთებული, უშედეგო სამწუხაროდ, ასაკმა "უმტყუნა" ბოლოს ძალიან.

და ჩემმა მეზობელმა 1 კვეცხუჯრედი მიიღო ძლივსო, ის ერთი განაყოფიერდაო, ბლასტო გახდა და ორსულობაც მიიღო, ჯანმრთელი ბავშვით.

რაც არ უნდა ვიმსჯელოთ ლოგიკურად ყველაფერზე, საბოლოოდ ასეა ეს ))


Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 12:52
TUNA-TATUNA
რას ამოვიჩემე ეს ახალი თემა, მარა გაგვიხსენი რა :დ


Iceicebaby
ჰო, მოდი პროფესორობებსაც შევეშვათ და ექიმებს დავუჯეროთ :დ მეც ჩემს თავში ვგეგმავ უკვე რაღაცეებს. სექტემბერი გადასატანად ძაან კაი პერიოდი მგონია. მარა ზაფხულში ბავშვის გაჩენა არ ვიცი რამდენად კაი პერიოდია :დ

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 13:02
Freni_99
არ ვიცი რა ახალ თემას ელოდები ჩემგან, მაგრამ რომ შემოვედი თავიდან არაფერი წავიკითხე და წერა დავიწყე, იმდენი ვწერე ჩემდა უნებურად(მართლა ახალი თემა იყო) და მერე წავშალე, ალბათ იმიტომ რომ მომეჩვენა რომ ყველას არ მოეწონებოდა, ვინმესთვის ტრამვული იქნებოდა, ვიღაცისთვის ძალიან ღრმა, შეიძლებოდა არ მოსწონებოდათ და წავშალე, მერე მივყევი და ყველა პოსტი წავიკითხე, მერე დინებას მივყევი და ის ვპოსტე რაც წავიკითხე.

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 13:08
TUNA-TATUNA
გოგონი, თემის ახალ გვერდს ვგულისხმობ, რადგან 122-ე გვერდზე ვართ უკვე და წინა თემებიდან ვიცი, რომ 100-ის მერე ხსნიან ხოლმე ახალს.
თან ისეთი ხსნის ხოლმე, ვისაც კარგი ხელ-ფეხი აქვს, ჰოდა, მგონია, რომ შენ ხარ ეგეთი და გახსენი :დ

ის დაწერილ-წაშლილი კიდე აუცილებლად გაგვიზიარე <3

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 13:32
QUOTE (TUNA-TATUNA @ 14 Jun 2022, 13:02 )
Freni_99
არ ვიცი რა ახალ თემას ელოდები ჩემგან, მაგრამ რომ შემოვედი თავიდან არაფერი წავიკითხე და წერა დავიწყე, იმდენი ვწერე ჩემდა უნებურად(მართლა ახალი თემა იყო) და მერე წავშალე, ალბათ იმიტომ რომ მომეჩვენა რომ ყველას არ მოეწონებოდა, ვინმესთვის ტრამვული იქნებოდა, ვიღაცისთვის ძალიან ღრმა, შეიძლებოდა არ მოსწონებოდათ და წავშალე, მერე მივყევი და ყველა პოსტი წავიკითხე, მერე დინებას მივყევი და ის ვპოსტე რაც წავიკითხე.

ჩემო საყვარელო ფრენიკო, ძალიან ჭკვიანო და დადებითი ენერგეტიკის გოგონა, გეთანხმები რომ მართლაც კარგი ფეხი მაქვს, ახლობლები ასე ამბობენ და მეც ვუჯერებsmile.gif)), მაგრამ ახალი თემა რომ გახსნა ამისთვის აუცილებელია რაღაც ერთი კარგი განსაკუთრებული ამბავი, მე კი ამას ველოდები თქვენგან, ეს მეც მაღელვებს რომ უკვე 124-ს მივადექით, მაგრამ ეს მიუთითებს ამ თემის აქტუალურობას, ვნახოთ დაველოდოთ კარგ ამბებს. smile.gif

Posted by: Iceicebaby 14 Jun 2022, 13:33
TUNA-TATUNA
ყველაფერს აქვს თავისი Ups and Downs, ეგეთებზე ნუ ფიქრობ.
ყველაფერი გამოცდილებაა საბოლოოდ, რომელსაც შედეგამდე მივყავართ ^^

Freni_99
იყო კაი დრო და პერიოდი, სერიოზულად რომ ვფიქრობდი ბავშვის ჰოროსკოპზე და პერიოდზე, ახლა ოღონდაც იყოს მშვიდობიანად და ამქვეყნად არაფერს დავეძებ :დდ

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 13:42
Freni_99
რაც შეეხება პოსტს რომელიც ვწერე და წავშლე შეეხებოდა დედობის ასეთ გამძაფრებულ სურვილს, მაინტერესებდა ვისთვის რატომ იყო ეს სურვილი ასე მნიშვნელოვანი. აქ ბევრი ირიბი მინიშნება მოვისმინე, მაგრამ მთავარი მაინვ ვფიქრომ სხვა რამეშია, თუმცა ესეც ინდივიდუალურია.

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 13:44
TUNA-TATUNA
ძაანაც კარგი ამბებია ამ ეტაპზე, ეხლა gretag -იც მოგვახსენებს თავის სამოქმედო გეგმას და შევუდგებით მხნედ და ხალისით განხორციელებებს.


Iceicebaby
აჰაჰა, ჰოროსკოპზე არ მიფიქრია ისე :დ
კაი დრო და პერიოდები ახლა იწყება ^^


* * *
TUNA-TATUNA
საინტერესო თემაა, ნამდვილად. ინდივიდუალურია თავისთავად, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ეგოისტი არსებაა რომაა ადამიანი, მაგას უკავშირდება :დ

Posted by: Tea22 14 Jun 2022, 13:50
გამარჯობა, გოგოებო. ყველას ნატვრის ახდენას გისურვებთ. წლებია ამ ფორუმს ვკითხულობ. თავიდან ბოლომდე გადაქექილი მაქვს. იმედის მარცვალი რომ გაგიღვივოთ მეც მოგიყვებით ჩემს ამბავს. მეც ინვიტრო პაციენტი ვიყავი. პირველი ინვიტრო 2018 წელს გავიკეთე და წარუმატებელი იყო. შარშან ისევ ვცადეთ და ბიოქიმიური ფეხმძიმობა იყო. დაბალი იყო ხეგე 32 და არ მოიმატა. ახლა ივლისის თვეში ვგეგმავდით ისევ, რადგან მეუღლეს დაუნიშნეს სამთვიანი მკურნალობა. ერთი თვის დაწყებული ჰქონდა მკურნალობა, რომ ციკლი გადამიცდა. რამდენიმე დღე ფეხს ვითრევდი ტესტის გაკეთებისგან, რადგან უამრავჯერ მაქვს გამოცდილი იმედგაცრუება ამ 10 წლის მანძილზე, მაგრამ დადებითი იყო, დადებითიიიიი. იმედი მაქვს ღვთისწყალობით ბოლომდე ნორმალურად მივალთ. smile.gif)) ასაკი 38 წელი. სხვებისგან მსმენია მსგავსი ისტორიები, მაგრამ ვერასდროს წარმომედგინა თუ ეს სასწაული მეც გადამხდებოდა თავს.
იწამეთ და სასწაულები მართლა ხდება. ❤️

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 13:54
Tea22
გილოცავ, ძალიან მაგარი ამბავია <3

ინვიტროს პაციენტი რატომ იყავი, მიზეზი რა იყო? და რატომ არ გამოვიდა, ჰქონდათ პასუხი? თუ არ დაგეზარება, ეგენიც მოგვიყევი ^^

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 13:58
QUOTE (Freni_99 @ 14 Jun 2022, 13:44 )

TUNA-TATUNA
საინტერესო თემაა, ნამდვილად. ინდივიდუალურია თავისთავად, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ეგოისტი არსებაა რომაა ადამიანი, მაგას უკავშირდება :დ

არ გავავრცოთ ეს თემა სჯობს, იმიტომ აქ მაინც ერთი მთავარი თემაა, გავუზიაროთ ჩვენი შედეგები და მიღწევები ინ ვიტროსთან დაკავშირებით. ეგ თემა მერე იყოს. smile.gif 2kiss.gif

Posted by: Tea22 14 Jun 2022, 13:59
წლების წინ მითხრეს რომ კისტა იყო ხელის შემშლელი ფაქტორი და გავიკეთე ოპერაცია. ნუ, მერეც არ დგებოდა ფეხმძიმობა. მეუღლეც გაესინჯა შოთა ნიშნიანიძესთან და უთხრა მკურნალობა გესაჭიროებაო. მერე თითქოს ნორმალურად იყო ყველაფერი, მაგრამ უშედეგოდ ... შედეგი რომ არ დგებოდა სპერმას აბრალებდნენ. ბოლოს ხელაიასთან მივედით, რომ ჯერ გვემკურნალა და თავიდან გვეცადა ინვიტრო. გაბრაზდა, გვეჩხუბა

Posted by: narkozeli 14 Jun 2022, 13:59
TUNA-TATUNA

მე მაინტერესებს და დაწერე რა love.gif

ძალიან ხშირად ვფიქრობ, ნეტა რატომ მაქვს დედობის ასეთი დაუოკებელი სურვილი. თუმცა დედა რაც გავხდი იმის მერე კიდევ და კიდევ გამიმძაფრდა ეს სურვილი რომ კიდევ ვიყო დედა და მყავდეს ბევრი შვილები.

პირველ ორსულობამდე არ ვიცი რა იყო მიზეზი, ძალიან მრავალფეროვანი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება მქონდა 28 წლამდე და დედობაზე დიდად არც მიფიქრია, თუმცა გულის სიღრმეში შვილი ასე ზოგადად მინდოდა კი.
საინტერესო თემაა ძალიან

Posted by: Iceicebaby 14 Jun 2022, 14:00
Tea22
რა საოცარი ამბავია და რა ბედნიერებაა!
მშვიდობიანი ორსულობა და მშობიარობა <3

Posted by: Tea22 14 Jun 2022, 14:00
ნორმალური სპერმაა და ეს ვინ გითხრათო. დაუნიშნა მკურნალობა და აჰა.. ნამდვილი სასწაულია...

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 14:01
Tea22
გილოცავ ჩემო კარგო მთელი გულით love.gif ყველაზე დიდი სიხარულია რო არ ელი და მაშინ მოდის smile.gif ბედნიერი ორსულობა და დედობა smile.gif

Posted by: magdalea 14 Jun 2022, 14:03
QUOTE (Freni_99 @ 14 Jun 2022, 10:07 )
Gretag
მე დღეს მომივიდა და ხვალიდან დავიწყებთ, ალბათ. მგონი გავცივდი და ვნერვიულობ ეხლა მაგაზე

ოო დიდი და სასწაული კარგი ამბები გველის წინ chups.gif

წარმატებები აბა და სიხარულში და დადებით ემოციებში ყოფნას გისურვებ შენი შედეგებით! love.gif


* * *
Tea22

აუცილებლად კარგად წარიმართება ყველაფერი! გილოცავთ! love.gif
* * *
Iceicebaby


QUOTE (Iceicebaby @ 14 Jun 2022, 11:53 )
Freni_99
მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდი სულ, რა მოვიგონო, რა ვაკეთო რო მეტად დავიტვირთო და გული გადავაყოლო-თქო, ფსიქოლოგიურად მაგაზე კარგს ვერაფერს იზამ.

ყურადღება უნდა გადაიტანო და ამ პროცესით არ იყო მხოლოდ მოცული.

ხვალ გეცოდინება უკვე ყველაფერი ^_^


ორი "ბაია" მყავს მოკლედ, მადლიერი ვარ და აღარ ვილაპარაკებ რა იქნებოდა უფრო კარგი ვარიანტი აქედან.

რომელიღაცამ მითხარით ამ ჯგუფიდან ყოველთვის როცა ნატრულობ, სრულფასოვნად და ბოლომდე ინატრეო, მაგ რჩევას გავითვალისწინებ აწი ცხოვრებაში : ))))

ჩაციკლულად 2 მაინც გამოვიდეს მქონდა სულ! :დ

და რაც მისმინეს, ის გამოვიდა <3

მე დაგიწერე და აუცილებლად მასეა! როგორც და რამდენადაც ითხოვ ისე მოგეცემაო, ამიტომ მაქსიმალურად და პოზიტიურად უნდა ვითხოვოთ, სურვილები ჩამოვაყალიბოთ დადებით კონტექსტში და არ გამოვიყენოთ უარყოფითი ნაწილაკები yes.gif

მაგ.: "ნეტა ყველაფერი კარგად იყოს" და არა "ნეტა ცუდი არაფერი იყოს"

და უამრავი მსგავსი მაგალითია.

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 14:08
magdalea
აუ, დიდი მადლობა <3

Posted by: Iceicebaby 14 Jun 2022, 14:13
magdalea
მაგდა, მადლობა, ყოველთვის ვეცდები ეგ შეგონება გავიხსენო ))) <3
narkozeli

ძალიან პატარა რომ ვიყავი და თოჯინებით ვთამაშობდი, ჯერ გაუცნობიერებლად და მერე ჰო საერთოდ, ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო.

და პატარა შიშები სულ დამყვებოდა ამის გამო, ასე ძალიან რომ მინდოდა, რამემ არ შემიშალოს ხელი-თქო.

ჰოდა, ალბათ ამ ფიქრებმაც თავისი გააკეთა : ))

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 14:25
Tea22
საყვარელო წარმომიდგენია რა ბედნიერი ხარ და ჩვენც გადმოგვდე ეგ ბედნიერება, ეხლა გვითხარი ტესტი როდის გაიკეთე, რამდენი დღე გადაგიცდა, ხეგეს როდის იკეთებ?


Posted by: Tea22 14 Jun 2022, 15:58
დიდი მადლობა, გოგოებო. თქვენც გისურვებთ ასეთ მოულოდნელ სიხარულს.❤️

TUNA-TATUNA
ბუნებრივი ფეხმძიმობაა. 5 დღის გადაცდენის მერე გავიკეთე ტესტი და უცებ აბრდღვიალდა ორი ხაზი

Posted by: Gretag 14 Jun 2022, 16:34
Tea22

სასწაული ისტორიაა <3 ბედნიერ ორსულობას და დედობას გისურვებთ :*

Posted by: Iceicebaby 14 Jun 2022, 16:38
Gretag
იყავი ქეთისთან, რაო?

Posted by: Gretag 14 Jun 2022, 16:51
Iceicebaby

ვემზადებოდი დასაწერად biggrin.gif ვიყავით და ისე იმედიანად და შემართებით წამოვედით ვერ აგიღწერთ. მეუღლის შეფასებით ედვანსდ ტიპია, ცივსისხლიანი რაც ამ საქმეში ძალიან კარგია biggrin.gif აგვიხსნა საერთოდ ყველაფერი დეტალებში. ანტინიულერის გადამოწმება გვთზოვა, რადგან ეხოზეც არაა იმდენი ფოლიკი რომ 3.86 იყოსო. თუმცა კარგი რაოდენობაა და სწორი დაგეგმვით ყველაფერი გამოვაო. რეალურად 1-2-ზე თუ პოლიპი იყო არც ჩავთვლიო. ჩემთვის ეს ბოლო გადატანა ითვლება და ეგეც თუ არ გამოვიდა არაფერი არააო. არაფერი არ გჭირს რთული და მოუგვარებელიო. მომდევნო თვიდან დავიწყოთ გონალებით და თუ ისევ 1 მივიღე ან ვერცერთი მაშინ მეხ გეტყვი რომ ხარისხის თემააო. თუმცა ამ სურათიდან რაც ახლა გაქვს უნდა მივიღოთ და თან 1 და 2 არაო. რადგან იღებდი თუნდაც ერთ ემბრიონს ხარისხიანს ეგ უკვე დიდი ამბავიაო და იმედიანად ვიყოთო. ემბრიოლოგზე და ინკუბატორებზეც გვითხრა დიდი მნიშვნელობა აქვსო.

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 17:03
Gretag
ეგრეც ვიცოდი ყველაფერი ^^
აბა, როდიდან გვიერთდები?

* * *
Gretag
გონალით დაწყება კაია ანუ? მეც მაგით ვიწყებ მგონი, რამოდენიმე თვეა მაცივარში ვინახავ :დ

Posted by: Gretag 14 Jun 2022, 17:07
Freni_99

მადლობა დიდი :*

კი გონალი უფრო ძლიერია, მეტი ფოლეკულა წამოვა და პლიუს ყველაზე მიახლოებულია ბუნებრივ ჰორმონთან. ქეთიმაც გვირჩია ცოტა ძლიერი სტიმულაცია რომ მეტი კვერცხუჯრედი მივიღოთ. სპერმოგრამის და ჩემი ასაკის გამო ყველა ვარიანტში ინვიტრო პაციენტი გამოვდივარ

Posted by: magdalea 14 Jun 2022, 17:13
Gretag

კარგია შემართებით დაწყება და იმედიანად ყოფნა და თან უშუალოდ ქეთის პატრონაჟის ქვეშ რომ ხარ. წარმატებები აბა love.gif

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 17:20
Gretag
წარმატებები, ქეთი ოსიძეს გულისხმობ ალბათ, რამდენი წლის ხარ თუ უხერხულ კითხვა არ არის? შეიძლება ადრე დაწერე მაგრამ აღარ მახსოვს.

Posted by: Iceicebaby 14 Jun 2022, 17:23
Gretag
ქეთიში ეგ მომწონს ყველაზე მეტად, რამაც დამტოვა მასთან. თან ადამიანურია, თან მტკიცე და პირდაპირი. ტყუილად არც დაგამშვიდებს და არც დაგაპანიკებს.

გონალი + მენოპური + ცეტრო იყო ჩემი, ამ პროტოკოლით ნახავ რამდენს და რა კარქებს დააგროვებ ^^


Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 17:24
გოგოებო ახალ თემას გავხსნით, როგორც კი ამის მიზეზი გვექნება, magdalea ვთხოვთ და დაგვეხმარება, მეც ცოტა გავერკვიე და ისეთი ჩაინიკი აღარ ვარsmile.gif)) დღეს არავინ გაბედოთ არანაირი ახალი თემა, დღეს სავსემთვარეობაა და არაფრით არ შეიძლება. 2 დღეც მოითმინეთ და ახალი კარგი ამბავიც წამოგვეწევა.


Posted by: narkozeli 14 Jun 2022, 17:30
Iceicebaby
QUOTE
ძალიან პატარა რომ ვიყავი და თოჯინებით ვთამაშობდი, ჯერ გაუცნობიერებლად და მერე ჰო საერთოდ, ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო.

და პატარა შიშები სულ დამყვებოდა ამის გამო, ასე ძალიან რომ მინდოდა, რამემ არ შემიშალოს ხელი-თქო.

ჰოდა, ალბათ ამ ფიქრებმაც თავისი გააკეთა : ))


მეც დამყვებოდა ეგ შიშები და მეც ქვეცნობიერში მაინც სულ ვფიქრობდი დედობაზე. ძაან საინტერესოა რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, ვინც საერთოდ არ ოცნებობს დედობაზე)))

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 17:44
TUNA-TATUNA
ვაიმე, რა საყვარელი ხარ :დ <3 გიჯერებთ!
რას გვიმზადებ ორ დღეში? ))


narkozeli
რაღაცნაირად კარგად მესმის მაგათიც, ჩემი შეგრძნებებით, ძალიან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და სულ იმას ვფიქრობ, ვაარ კი ნეტა მზად ამ პასუხისმგებლობისთვის ?
ბავშვობიდან დედობაზე რომ ვფიქრობდით, ეგ უფრო საზოგადოების მხრიდან თავსმოხვეული მგონია, ცნობიერად თუ არაცნობიერად. თამაშებიც ისეთი გვქონდა გოგოებს, დედა-შვილობანა და ეგეთები )) ეხლანდელი ბავშვები აღარ არიან ერე მგონი. არ ვიცი, შეიძლება ვცდები

Posted by: Gretag 14 Jun 2022, 17:48
magdalea
კი ბოლო-ბოლო ამხელა გამოცდილება აქვს და ჩემზე ასჯერ რთული პაციენტებიც ყოლია ხო?

Iceicebaby
ჩვენც ამ თვისებებმა მოგვხიბლა ყველაზე მეტად. შენი ჭირიმე და უწუ-პუწუ აღარ მინდა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ჯობია შედეგი დადოს და სულ ნუ გამიღიმებს თუ უნდა.

TUNA-TATUNA
36-ის ვხდები შემოდგომაზე და სახეს იხოკავს ყველა ექიმი ჩემი ასაკის გაგებისას. კი ქეთი ოსიძე

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 17:52
Gretag
აი პირველი ორი პოლიპზე რომ გადაგიტანეს, ძაან გასაბრაზებელია.
ნორმალური ექიმი არცერთი დაიხოკავს სახეს, 40 წლის მერე იწყებს ხალხი ფიქრს საზღვარგარეთ. მშვენიერჯ ასაკი გაქვს

Posted by: Gretag 14 Jun 2022, 18:03
Freni_99

მართლა გასაბრაზებელია და ისე ვბრაზობ. რატომ გადაგვაყრევინეს ამდენი ფული, ნერვები და დრო. რა ძნელია რომ თავიდანვე კარგ ექიმთან მოხვდე

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 20:10
QUOTE (Freni_99 @ 14 Jun 2022, 17:44 )
TUNA-TATUNA
ვაიმე, რა საყვარელი ხარ :დ <3 გიჯერებთ!
რას გვიმზადებ ორ დღეში? ))

მე არაფერს, სად შემიძლია თორემ კი ბატონო, კაი ამბების ზღვას დავაყენებდი, უბრალოდ დღეს არა, მაგრამ იმედი მაქვს კარგ ამბებს შევიტყობთ 2 დღეში.
* * *
QUOTE (Gretag @ 14 Jun 2022, 17:48 )

TUNA-TATUNA
36-ის ვხდები შემოდგომაზე და სახეს იხოკავს ყველა ექიმი ჩემი ასაკის გაგებისას. კი ქეთი ოსიძე

რა ასაკი 36 -ია, ნეტავ მე ვიყო 36 -ის და 3 ბავშვს გავაჩენდი smile.gif))

* * *

Freni_99
ჩემო ყველაზე მზრუნველო და კეთილო, ოღონდ მქონდეს კარგი ამბავი და შენ ყველაზე პირველი გაიგებ, ამას გპირდები. ეხლა მე მჭირდება შენგან ყველაზე კარგი ამბები, დაიწყე და გამახარე. smile.gif


Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 20:46
TUNA-TATUNA
რა კარგი სიტყვებით მანებივრებ, რა არის ეს <3

თქვენთვის წერილია პირად შეტყობინებაში ^^

Posted by: ივლისი 14 Jun 2022, 21:21
Gretag
გილოცავ დადებით ვიზიტს ახალ ექიმთან . განწყობა ძალიან მნიშნელოვანია.
რას ვერ ვიგებ იცი, ეს პოლიპი ხომ ერთ კონკრეტულ ადგილზე არის და ემბრიონი სადმე სხვაგან რომ მიემაგროს ენდომეტრიუმს ხომ შეიძლება. მაინცდამაინც პოლიპი სადაცაა იქ უნდა ? biggrin.gif ექიმები როგორ ხსნიან ამას

Posted by: Freni_99 14 Jun 2022, 21:27
ივლისი
ამ შემთხვევაში გააჩნია ზომას და ადგილმდებარეობას. შეიძლება შესასვლელში იყოს და ასეთ დროს, გინდ სპირალი გქონია, გინდ ეგ. დიდი ვერაგი რამეა, მოკლედ :დ

* * *
Gretag
როდის ველით შენს მენსტრუს?

Posted by: TUNA-TATUNA 14 Jun 2022, 23:43
Freni_99
განებივრებ და იმსახურებ კიდეც smile.gif
პირადი ნახე.

Posted by: Gretag 15 Jun 2022, 11:07
ივლისი

დიდი მადლობა :* იმედია ეს ბოლოა. როგორც თოდუამ ამიხსნა პოლიპი ხომ უცხო სხეულია და ორგანიზმი ებრძვის, ანტისხეულებიც მომატებულია.ბემბრიონიც ხომ უცხო სხრულია ორგანიზმისთვის და ანტისხეულებოს გამო ძალიან ცოტა შანსია მიმაგრების. მეც მაგ პრინციპით გადამიტანეს პირველი ორი, რაღა მანდ მიემაგრებაო, კუთხეშიაო
* * *
Freni_99

უჰ ჯერ 17 დღე დარჩა, დავიწყე უკვე დღეების ათვლა biggrin.gif გაგანია ოვულაცია მაქვს biggrin.gif შენ იყავი?
* * *
Iceicebaby

.აბა რას შვებიან შენი წერტილები?

Posted by: Freni_99 15 Jun 2022, 11:14
Gretag
ეხოზე ვიყავი, ექიმს ველოდები ეხლა. 13 ფოლეკულჩიკია საღ საკვერცხეში, ცისტაც არ გამოჩნდა, მგონი მეშველა და დავიწყებთ.

გუშინ მთელი ღამე არ მეძინა (ჩემს შემთხვევაში უძილობა ფრიად უჩვეულო რამეა), ნერვიულობით ნამდვილად არ ვნერვიულობ, მარა ეტყობა ვშფოთავ მაინც.

შენ ხომ შეგიძლია ბუნებრივად სცადო ამ თვეში?

Posted by: Gretag 15 Jun 2022, 11:21
Freni_99

აუ რა მაგარი შედეგია ერთი საკვერცხისთვის. ბლომად ემნრიონჩიკებს მიიღებ გული მიგრძნობს. მეორეში რა ხდება? ეგ შფოთვა სრულიად ბუნებრივია, მეც ეგრე ვიყავი სტიმულაციის დღეებში, ასპირაციის წინა ღამეს და იმ მტანჯველი 5 დღის დროს biggrin.gif

კიი ვცდილობთ და თავს ვიმშვიდებთ თუ არ გამოვა გულაობა მაინც ხომ შეგვრჩებაო biggrin.gif მეუღლის სპერმოგრამის გამო ყველა გვეუბნევა ინვიტროს კანდიდატები ხართ, ბუნებრივად ცოტა შანსებიაო

Posted by: Freni_99 15 Jun 2022, 11:27
Gretag
მეორეში დიდი კისტაა გამეფებული, ლაპაროს მერე ექვს თვეშივე. კეთილთვისებიანი იყოს და არ გაიზარდოს და იყოს, არაფერს ვერჩი )) იმედია, სტიმულაციებით რამეს არ დავუშავებ, ერთი მაგაზე ვნერვიულობ.

ჰოდა, ადექი და მთლიანად დაიკიდე ეს თვე, მთლიანად გულაობას მიუძღვენი ^^ და რა იცი, რა ხდება ))

Posted by: Iceicebaby 15 Jun 2022, 11:30
Freni_99
რა მაგარი შედეგია ღმერთო, ჯამში არ მქონია არასდროს მაგდენი :დდ

ველოდებით მოკლედ უმაღლეს შედეგს, შენ მართლა სად წაიღებ ამდენს ოღონდ არ ვიცი :დ <3

13 ჩემი საყვარელი რიცხვია, იღბლიანიც ^^

Gretag

არიან გაყინულები უჩემოდ sad.gif

1 კვირაში ველოდები ციკლს და მივალ ქეთისთან, განვიხილავთ რას ვშვრებით. მე ჩემს ფიქრებში ვარ და საბოლოოდ მაინც ქეთი რასაც მეტყვის, იმას ვიზამ ))



Posted by: Freni_99 15 Jun 2022, 11:38
Iceicebaby
მთავარია, ფუყეები არ გამოდგნენ :დ მთლად ამდენს არც მე ველოდი, ეტყობა მეორე საკვერცხის საქმეც თავის თავზე აიღო ))

მეც გადავწყვიტე, რომ 13 ჩემი საყვარელი რიცხვი იყოს <3

მე მგონია, დაგიგეგმავს უკვე ამ თვეშივე გადატანას ^^

Posted by: TUNA-TATUNA 15 Jun 2022, 11:49
Freni_99
მშვენიერია 13 ფოლიკული, რაც არ უნდა ვეცადო 13 ყველგან მხვდებაsmile.gif ეტყობა ჩემთვისაც იღბლიანია.

ციკლის მეორე დღე გაქვს ხომ?
ისე მეც მარცხენა საკვერცხე აღმომაჩნდა უფრო ყოჩაღი, არა და ექიმიც არ ელოდა, იმიტომ რომ მარცხენა ფეხზე 6 თვის წინ ლაზერული აბლაცია ჩავიტარე და ვიცოდი რომ დასხივება ფოლიკულის სტიმულაციაზე იმოქმედებდა, წავიკითხე სადღაც ლიტერატურაში რომ ეს ეხივი FSH-ს აფუჭებს, მაგრამ როგორც ხედავ მაინც მარცხენამ იყოჩაღა.
ყველაფერი მოგვიყევი ექიმი რას გეტყვის და რას დაგეგმავთ. smile.gif

Posted by: Iceicebaby 15 Jun 2022, 11:51
Freni_99
ანტიმიულერის და ხარისხის თემა კავშირშია და შენ მე გენახე როგორ ვნერვიულობდი ცარიელები არ იყვნენ ეს საწყალი 5-6 ცალი თქო. და კი ნახე, ყველაში იყო, უბრალოდ იმ ორმა გაზრდა ვერ მოასწრო ფიზიკურად.
შენთან საერთოდ არც განიხილება ეგ თემა ლოგიკურადაც ))


* * *
ა ჰო, დამავიწყდა, ფსჰ სულ 5ის ფარგლებში მქონდა და მაინც და მაინც ინვიტროს თვეში მომივიდა 9 პასუხი, კინაღამ წნევამ დამარტყა.

Posted by: TUNA-TATUNA 15 Jun 2022, 11:54
Iceicebaby
მე მომივიდა დღეს ციკლი, ხვალ ან ზეგ მივალ ექიმთან, ვნახოთ რას შემომთავაზებს, ისე ათასი ფიქრი მიტრიალებს, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი რა მინდა, დღეს ასე მგონია სწორი ხვალ ისეsmile.gifმაინც ექიმს მოვუსმენ და ისე მივიღებ გადაწყვეტილებას, ისე მეც ვფიქრობდი სექტემბერში გადატანაზე, მაგრამ დროს ვკარგავ, დრო კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ მომენტში. smile.gif

Posted by: Iceicebaby 15 Jun 2022, 11:58
TUNA-TATUNA
გადატანაზე როცაა საუბარი, დროზე ნუ იქნები ასე ცუდად კონცეტრირებული. ექიმს მოუსმინე აუცილებლად, მარა შინაგან ხმასაც ამავდროულად. არ მატყუებს არასდროს მე პირადად, თუ შევატყვე ციკლის მერეც ეს განწყობა რო მერე მირჩევნია, ამ განწყობას ქეთისაც გავუზიარებ და ვნახოთ აბა ერთად რას მოვიფირებთ.

ახლა მადლობელი ვარ მისი, როცა წინა თვეს დამაწყებინა ყველაფერი, ვეუბნებოდი 1 სტიმულაციაც ჰო არ ვცადო და მერე დავიწყოთ ინვიტრო-თქო და არანაირი პრობლემა არაა არც მაგაში, უბრალოდ მგონია რომ კარგად მიგდის ახლა ყველაფერი და გამოვიყენოთ ეს მდგომარეობაო.

Posted by: Freni_99 15 Jun 2022, 12:03
TUNA-TATUNA
Iceicebaby
გოგოებო <3 ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი მხარდაჭერა და გამხნევება <3

მეც მგონია, რომ ექიმს უნდა მივყვეთ ამ შემთხვევაში. ჩემს მაგალითზე, ხან რა გამომიხტა ხან რა და როგორც კი კარგი მდგომარეობა იქნება, აღარ უნდა გადავდოთ.

TUNA-TATUNA
ხვალვე მიდი რა, ნუღა აჯანჯლებ, ყველაფერი ძაან კარგად იქნება !


Iceicebaby
შენც ხო ამ დღეებში ელოდები?

Posted by: TUNA-TATUNA 15 Jun 2022, 12:15
QUOTE (Iceicebaby @ 15 Jun 2022, 11:51 )
Freni_99
ანტიმიულერის და ხარისხის თემა კავშირშია და შენ მე გენახე როგორ ვნერვიულობდი ცარიელები არ იყვნენ ეს საწყალი 5-6 ცალი თქო. და კი ნახე, ყველაში იყო, უბრალოდ იმ ორმა გაზრდა ვერ მოასწრო ფიზიკურად.
შენთან საერთოდ არც განიხილება ეგ თემა ლოგიკურადაც ))


* * *
ა ჰო, დამავიწყდა, ფსჰ სულ 5ის ფარგლებში მქონდა და მაინც და მაინც ინვიტროს თვეში მომივიდა 9 პასუხი, კინაღამ წნევამ დამარტყა.

საერთოდ ანტიმიულერს როცა იკეთებ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, წინა ღამით კარგად გამოძინებას, უზმო რომ უნდა იყო და მშვიდად და არ უნდა გაგანერვიულოს რამემ დილით ესეც და კიდევ კბილებიც არ უნდა გამოიხეხო ისე უნდა წახვიდე ანალიზზე.
ჩემს ჩემთხვევაში რა მოხდა? მთელი ღამე ვერ დავიძინე, გავიღვიძე გაღიზიანებული და მივედი მრჩეველში და იქაც ისე მანერვიულეს, ან როგორ მქონდა კიდევ ამდენი 0.52 smile.gif)) და ეს 2020 ში გავიკეთე მაშინ დავიწყე ფიქრი შვილის გაჩენაზე სერიოზულად, ნორმა წერია 0.01-2.71, ანუ სანამ ამ ფარგლებში ვარ შანსები არის, ისე ფოლიკულების ნაკლებობას არასდროს ვუჩივოდი, ეხოზე კონტროლის მიზნით სულ დავდიოდი 6 თვეში ერთხელ.
* * *
Freni_99
მე ჯერ არ ველოდი 1 დღით ადრე მომივიდა sad.gif ეტყობა სტიმულაცია და წამლები თავისას შვება.
შევეცდები ხვალ წავიდე smile.gif
ისე შენი სმიზი ჯადოსნურია smile.gif 3 დღეა ვაკეთებ მცირე ცვლილებით:
ნუშის რზე, ხილი (მარწყვი ალუბალი), ჩია, და სელის მაგივრად ამარატი (სელი მბერავს და ამარატით ჩავანაცვლე)
ვატყობ რომ მსუბუქად ვარ 3 დღეში ორი კილო smile.gif))

Posted by: Iceicebaby 15 Jun 2022, 12:22
Freni_99
კი 6 დღეს მიწერს აპლიკაცია, მარა ალბათ მოვა 5-ში

TUNA-TATUNA
მეც მაგდენი მომივიდა, მგონი პროლაქტინში გერევა, არანაირი მნიშვნელობა აქვს დღეს, უზმოს და არაფერს, ნეტა ქონოდა sad.gif

აი ეგ პასუხი როგორ გადავიტანე დღემდე არ ვიცი, 29 წლის ასაკში თან.

QUOTE
ისე ფოლიკულების ნაკლებობას არასდროს ვუჩივოდი, ეხოზე კონტროლის მიზნით სულ დავდიოდი 6 თვეში ერთხელ.


მე აბსოლუტურად შესაბამისი მაქვს რაოდენობა ანტიმიულერის, ესეც სამწუხაროდ )) ამიტომ გადამოწმებაზე არც მიფიქრია.

ეჭვი მაქვს, ეს რესურსი 2 წელში აღარც მექნება.

ამიტომ ვფიქრობ "დაგროვებაზე" უფრო აქტიურად.

Posted by: TUNA-TATUNA 15 Jun 2022, 12:38
Freni_99
რა ქენი? პროტოკოლი გაიარეთ ერთად?
ისე მე წინასწარ არაფერი არ მითხრა, გზა და გზა მაწევდა რა მეყიდა და გამეკეთებია smile.gif))
ძალიან ისე ვიყავი, არაფერზე არ ვნერვიულობდი ასპირაციამდე, ერდადერთხელ ვინერვიულე, ცეტრო მითხრა 13.00 საათზე უნდა გაიკეთოო და ეგონა კლინიკას ქონდა, აღმოჩნდა რომ არ ქონდა, არა და 13.00 საათი უკვე ხდებოდა, როგორ გამოვვარდი იქიდან და პავლოვზე რამდენ ხანში აღმოვჩნდი, იქვე დამიკეთეს აფთიაქში არ მახსოვს smile.gif

Posted by: Freni_99 15 Jun 2022, 12:40
TUNA-TATUNA
Iceicebaby

Fsh - ი უნდა ჩავაბარო, თუ კარგი იქნება, ხვალიდან დავიწყებთ.

TUNA-TATUNA
ჰო, მგონი ანტიმიულერი პროლაქტინში გეშლება, არაფერი მოქმედებს მაგაზე.
მიხარია, სმუზი რომ მოგეწონა ^^ ჩია წონის კლებისთბისაც ძაან კაია ნამდვილად. ამარანტის შესახებ მგონია ჩემს მეტნა არავინ იცის )) იმდღედ სუპში გამოვიყენე და ძაან კაი გამოვიდა


Iceicebaby
ეგრე არ არის, შენ ცოტა ფოლეკული რომ მოგდის, მარაგიც უფრო ნელა იხარჯება. თუ არ ვცდები. ამიტომ, ნუ ფიქრობ ეგეთებზე, თან, ზუსტად ვიცი, აღარაფერში დაგჭირდება. მაინცდამაინც 3 შვილი გინდა? :დ

Posted by: TUNA-TATUNA 15 Jun 2022, 12:43
Iceicebaby
რატომ ფიქრობდი ცარიელებზე.
ეტყობა მე ბევრ რამეში რომ არ ვერკვეოდი, ბევრს ამიტომ არ ვნერვიულობდი 2 ცალი რომ იყო ვფიქრობდი რომ გადასარევია, მეტი რად მინდა თქო smile.gif
ერთ ცუდ რამეს ვიტყვი: იმდენად არ მინდოდა მეორეს დატოვება კლინიკაში სულ მეფიქრებოდა ამაზე, ასე მგომია მეორემ იმიტომ დამტოვა sad.gif
აი ასე ხდება როცა ცუდზე ვფიქრობ sad.gif
აქ ასპირაციიდან მე-3- თუ მეოთხე დღეს შემოვედი და გავიგე რომ თურმე 13-9-7-5 ბლასტოები ყავთ და კიდევ უკმაყოფილოები არიან smile.gif

Posted by: Iceicebaby 15 Jun 2022, 12:47
TUNA-TATUNA
იმიტომ რომ ანტიმიულერი და ფსჰ მქონდა ასაკთან შესაბამისობაში ერთი მაღალი და მეორე დაბალი. ხარისხის მაჩვენებელია ორივე მეტნაკლებად.

ნუ ფიქრობ ეგრე რა, ცხოვრებაში ეგეთი რაღაცები დიდწილად იღბლის ამბავია, ყველაფერს თავისი სწორი დრო აქვს, ამით ვიმშვიდებ ხოლმე თავს.

Freni_99

33 წლის ასაკში არ მინდა მენოპაუზა უფრო :დდდ

Posted by: Freni_99 15 Jun 2022, 14:35
Iceicebaby
Fsh-ი მაღალი რომ მოგივიდა, მაინც დაიწყე იმ თვეში სტიმულაცია?
მენოპაუზა არა ის !


TUNA-TATUNA
არანაირი პროტოკოლი, ერთი ის ვიცი, რომ გონალით ვიწყებ და მიდევს მაცივრის თაროზე უკვე რა ხანია :დ ეჭვი მაქვს, მეც ეგრე მომიწევს სირბილები

Posted by: Iceicebaby 15 Jun 2022, 14:47
Freni_99
ნორმაში ვჯდებოდი იდეაში, 12-ია მაღალი ზღვარი და 9 მქონდა, ქეთიმ ჩემთვის მთავარია, რომ ნორმაა და 15-ზე მაღალი არააო.

QUOTE
მენოპაუზა არა ის !

ბავშვები ჰო ვიყოლიე 2 და ახლა მენოპაუზაზე ვდარდობ :დდ

Posted by: Gretag 15 Jun 2022, 15:23
Freni_99

ფუყეები არ იქნება, აგერ ნახავ :* მაქსიმუმი უნდა გამოვწუროთ, ყველაზე ცოტა 9 ბაია უნდა ჩააკარტოჩკოს ვალერამ.

Iceicebaby
მომდევნო ციკლში ფიქრობ გადატანას? ძაან მაინტერესებს რომელ პროტოკოლს შემოგთავაზებს ენდომეტრიუმის სტიმულაციისთვის, ჩანაცვლებით თერაპიას თუ ნატურალურს

Posted by: Iceicebaby 15 Jun 2022, 15:26
Gretag
ჩემი ენდომეტრიუმი არაა მთლად მოწოდების სიმაღლეზე, 7-მდე ადის ხოლმე ოვულაციამდე. მომიწევს მაგ ეტაპზეც გაჭყეპვა )))

მაინტერესებს პროგესტერონი კუნთში რომ არ ვიკეთო, მუცელში გასაკეთებელი არ არსებობს?

არ ვიცი, შეიძლება ამ ციკლშიც გავაკეთოთ, ვნახოთ ქეთი როგორც მეტყვის

Posted by: Gretag 15 Jun 2022, 15:27
TUNA-TATUNA
აბა გგულშემატკივრობთ და შენ იცი :* გაგვახარე კარგი ამბებით

გოგოებო მე ქეთიმ გადამამოწმებინა აჯტომიულერი რადგან რა ციფრებიც წერია მაგის შესაბამის ფოლიკების რაოდენობას ვერ ვხედავო. ჰოდა იგივე მოვიდა თითქმის (სხვა მეთოდით აქვთ დათლილი, მაგრამ წინაზეც დამაკმაყოფილებელში ვჯდებოდი). ჰოდა რა ჯანდაბაა ჩემს თავს ვერ ვხვდები - კარგი ანტიმიულერი და ფოლიკების შეუსაბამო რაოდენობა. ავტვირთავ შედეგსაც და ჩახედეთ თქვენი ლამაზი თვალებით

user posted image

Posted by: Iceicebaby 15 Jun 2022, 15:33
Gretag
რა სრულიად გადასარევი ანალიზები გაქვს!

გაქვს ექოსკოპია რომელიმე ბოლო? რომ ატვირთო? მე დავხელოვნდი სერიოზულად ამასობაში :დ

ამ მონაცემებით წესით 20-მდე ფოლიკული მინიმუმ უნდა გქონდეს, რამდენს გეუბნებიან?

Posted by: Gretag 15 Jun 2022, 16:17
Iceicebaby

აუ რა კარგი გოგო ხარ :* ახლავე მოგაყრი biggrin.gif

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
ეს ბოლოა ამ ციკლის, მაგრამ აი როცა სტიმულაციებს ვიწყებდი არასდროს იყო მგონი ამდენი. ყველა ციკლზე სხვადასხვა რაოდენობაა

Posted by: Iceicebaby 15 Jun 2022, 16:39
Gretag
ჰო რა, როგორც ვივარაუდე ოცამდეც გაქვს და ზოგჯერ მეტიც, საშუალოდ აბსოლუტურად შესაბამისია.

ქეთის ალბათ კიდე მეტი უნდოდა, მარა კიდე მეტი ცოტა პოლიკისტოზი გამოგივიდოდა და რა ჯანდაბად გინდა :დ

გადასარევი რაოდენობაა ფოლიკულებიც და ანტიმიულერიც, რეზერვი გექნება კიდე მილიონი წელი :დ

Posted by: Gretag 15 Jun 2022, 17:12
Iceicebaby

რა თავში ვიხლი 20 ფოლეკულს თუ არცერთი არ ვარგა biggrin.gif აი ვიცი რომ ხდება ასეთებიც, მაგრამ ვერ მეჯერება, რომ ამდენიდან ერთიც არ ვარგა

Posted by: Meilisi 15 Jun 2022, 19:10
Gretag
ვაიმეე ყველგან შენ როგორ ნერვიულობ gigi.gif მშვიდად სხვასაც დაუტოვე შესაშფოთებელი. მილიონუდან შენ ის ერთი გჭირდება და გამოჩნდება

Posted by: Gretag 15 Jun 2022, 19:17
Meilisi

ნეტავ არცერთი არაფერზე არ ვნერვიულობდეთ biggrin.gif აჟიტირებული ვარ და დეპრესიაში რომ არჩავარდე გამოსავალსვეძებ ხოლმე, დავრბივარ ექიმებში და ვერ ვწყვეტ როგორ მოვიქცე biggrin.gif

Posted by: TUNA-TATUNA 15 Jun 2022, 21:09
Gretag
მესმის შენი, ძნელია როცა რაღაც გინდა გულით და არ მოდის, მაგრამ აუცილებლად მოვა.
სწორ დროს კარგ ექიმთან უნდა მოხვდე, მე არ ვიცი რომელ ექიმთან დადიხარ, მაგრამ ერთი ექიმის იმედი მაქვს რომ მაგ პრობლემას მოაგვარებს, ქეთი ქამთარიასთან იყავი?
როგორც ვიცი რთულ პაციენტებთან ძლიან კარგად მუშაობსsmile.gif
ჩემს ნათესავს, საკმაოდ რთულ პაციენს მშვენიერი გოგონა აჩუქა 44 წლის ასაკში. smile.gif

Posted by: Iceicebaby 15 Jun 2022, 21:18
Gretag
გამორიცხულია ხარისხის პრობლემაც გქონდეს, დამპატიჟე ძეობაზე იცოდე მალე )))) (გოგოზე როგორ ამბობენ არ ვიცი :დ)

Posted by: Freni_99 15 Jun 2022, 21:58
აუ, არ მაგუგლინოთ რა, fsh -ი 6 ნორმალურია?
* * *
Gretag

ღმერთო, მართლა რამდენი ფოლეკულია )) ხარისხიანები.ლც იქნება, ნუ დარდობ. როგორც ჩანს, მართლა სპერმის პრობლემაა, რასაც ინვიტრო მარტივად აგვარებს

Posted by: Iceicebaby 15 Jun 2022, 22:07
Freni_99
გადასარევი

smile.gif

Posted by: TUNA-TATUNA 15 Jun 2022, 22:50
Freni_99
კი საუკეთესოა smile.gif
კარგად დაიწყე და ასე გააგრძელეsmile.gif

Posted by: Freni_99 15 Jun 2022, 23:19
Iceicebaby
TUNA-TATUNA
თავად გადასარევებო <3


Posted by: TakTC 16 Jun 2022, 10:29
გამარჯობა გოგოებო.
დიდი ხანია თვალს გადევნებ და დადგა ის მომენტი როცა მეც მომიწია აქ დაწერა.
გადავწყვიტე ინ-ვიტრო გავიკეთო ლიდერმერდში, თუ გაგიკეთებიათ ვინმეს და რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას ამ კლინიკას და ექიმებს?

Posted by: Liza12 16 Jun 2022, 11:32
TakTC
ძალიან კარგია ლიდერმედი ექიმებით და ემბრიოლოგით

Posted by: TakTC 16 Jun 2022, 12:00
ამ თვიდან გადავწყვიტე დამეწყო უკვე ინ-ვიტროზე ფიქრი, და ეხოზე რომ მივედი პოლიპი დამხვდა sleep.gif ; ნორკოლუტი დამინიშნა მაგრამ არ მგონია გაიწოვოს, სავარაუდოდ ჯერ ჰისტეროს გაკეთება მომიწევს და პარალელურად ფიქრობ ჩემი ექიმი რომ დამაძინებს ბარემ კვერცხუჯრედებიც ამოიღოს. უკვე მეორე ჰისტეროს გაკეთება მიწევს, პირველზე საშვილოსნოს ტიხარი მოვიშორე. თუ გქონიათ ვინმეს პოლიპის რეციდივის პრობლემა? მეშინია ისევ არ გაჩნდეს sad.gif

Posted by: TUNA-TATUNA 16 Jun 2022, 12:13
TakTC
გამარჯობა, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთან smile.gif
აბა რა გითხრათ, კარგებად და საუკეთესოებად რომ მიმაჩნია საქართველოში მაგიტომ მივედი ლიდერმედში, იმედია ჩემს ნდობას გაამართლებს ეს კლინიკა, მე მარტივი პაციენტი არ ვარ, თუ ჩემთან გამოვა მაშინ ყველაფერს დავწერ დეტალურად, რა მომეწონა, რა დასახვეწი აქვთ. ყველას ყავს მაქებარი და მომჩივანი. მაგალითად ერთ ჩემს ნაცნობს აქ რომ გამალებით აქებენ იმ ექიმმა 5 ემბრიონი ერთად გადაუტანა, რა თქმაუნდა არ დადგა ორსულობა, არა და გოგოს ბოლო შანსი ქონდა, ყველა ფინანსი ამოწურა. .მე მაგალითად ვერ ვიტან ფულზე გადარეულ ექიმებს, შანსი არ არის ასეთ ადამიანთან რამე გამომივიდეს, იმიტომ რომ მათი უარყოფითი აურა ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ჩემი ექიმი ერთი ჩვეულებრივი გულისხმიერი გოგოა, რომ მივდივარ ყველა ვიზიტზე ვცდილობ გადავიხადო, მაგრამ სულ მეუბნება წინაზე ხომ გადაიხადე ეხლა რად გინდაო (არა და მე პრობლემა არ მაქვს, ისეთი დაზღვევა მასქვს 90%-ს მინაზღაურებს) სულ ცდილობს მეც მომისმინოს და გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ. ვნახოთ რა გამოგვივა. მერე დავწერ ექიმის სახელს და გვარს. ხო მართლა ერთი მინუსი აქვს, ძალიან ბევრი პაციენტი ყავს smile.gif

Posted by: magdalea 16 Jun 2022, 12:18
TUNA-TATUNA

შოკში ჩავვარდი 5 ერთად რანაირად გადაუტანა? wow.gif


TakTC

წარმატებებს გისურვებთ! თუ აირჩიეთ ექიმი და მიხვედით აუცილებლად ნდობით განეწყვეთ ძალიან მნიშვნელოვანია ეს love.gif

Posted by: TakTC 16 Jun 2022, 12:23
მადლობა გულისხმიერი მიღებისთვის <3
ჩემი ექიმიც ერთი ჩვეულებრივი გოგოა, და ანალოგიურად მეც ვიზიტებზე ეგრე მომდის, შეიძლება ერთი და იგივე ექიმის პაციენტი ვართ smile.gif სიმართლე გითხრა დიდი იმედებს ვამყარებ, მაგრამ არც მინდა ძაან თავდაჯერებული ვიყო, რომ მზად ვიყო იმედგაცრუებისთვისაც. პოლიპის მოცილებიდან ნეტავ დრო რამდენი დაჭირდება, არ მინდა ძაან გამეწელოს ინ-ვიტროს პროცესის დაწყება, 34 წლის ვარ და უკვე ნელნელა შემომეპარა ცუდ რაღაცეებზე ფიქრო და მინდა ბოლო მოვუღო ამ ნეგატიურ ფიქრებს, იმედია ყველაფერი გამოგვივა გოგოებო, ყველას გისურვებთ ჩვენი ოცნებები რეალობად იქცეს რაც შეიძლება მალე <3

Posted by: TUNA-TATUNA 16 Jun 2022, 12:25
magdalea
არ ვიცი, მეც გადავირიე რომ მომიყვა, მაშინ გაგებაში არ ვიყავი ინვიტროსი, მაგრამ მაინც მივხვდი რომ რაღაც სიგიჟესთან მქონდა საქმე, რატომ მომატყუებდა ეს გოგო, ისეთი გამწარებული იყო, ისე ეს გოგო 10 წლის წინ იკეთებდა ინვიტროს, მაშინ ასე დახვეწილები არ იყვნენ და ამდენი კარგი ექიმიც არ იყო, ის ითვლებოდა ამ საქმეში დედოფლად, თუმცა ეხლაც ბევრი ასე თვლის smile.gif. ეხლა ერთზე მეტი ბლასტოს გადატანაც არ ხდება, ძალიან იშვიათ შემთხვევაში გამიგია.

Posted by: TakTC 16 Jun 2022, 12:26
QUOTE (TUNA-TATUNA @ 16 Jun 2022, 12:13 )
TakTC
გამარჯობა, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთან smile.gif
აბა რა გითხრათ, კარგებად და საუკეთესოებად რომ მიმაჩნია საქართველოში მაგიტომ მივედი ლიდერმედში, იმედია ჩემს ნდობას გაამართლებს ეს კლინიკა, მე მარტივი პაციენტი არ ვარ, თუ ჩემთან გამოვა მაშინ ყველაფერს დავწერ დეტალურად, რა მომეწონა, რა დასახვეწი აქვთ. ყველას ყავს მაქებარი და მომჩივანი. მაგალითად ერთ ჩემს ნაცნობს აქ რომ გამალებით აქებენ იმ ექიმმა 5 ემბრიონი ერთად გადაუტანა, რა თქმაუნდა არ დადგა ორსულობა, არა და გოგოს ბოლო შანსი ქონდა, ყველა ფინანსი ამოწურა. .მე მაგალითად ვერ ვიტან ფულზე გადარეულ ექიმებს, შანსი არ არის ასეთ ადამიანთან რამე გამომივიდეს, იმიტომ რომ მათი უარყოფითი აურა ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ჩემი ექიმი ერთი ჩვეულებრივი გულისხმიერი გოგოა, რომ მივდივარ ყველა ვიზიტზე ვცდილობ გადავიხადო, მაგრამ სულ მეუბნება წინაზე ხომ გადაიხადე ეხლა რად გინდაო (არა და მე პრობლემა არ მაქვს, ისეთი დაზღვევა მასქვს 90%-ს მინაზღაურებს) სულ ცდილობს მეც მომისმინოს და გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ. ვნახოთ რა გამოგვივა. მერე დავწერ ექიმის სახელს და გვარს. ხო მართლა ერთი მინუსი აქვს, ძალიან ბევრი პაციენტი ყავს smile.gif

ვფიქრობ ასეთი ექიმები უნდა გავახმაუროთ, არც ანტირეკლამა იქნება და არაფერი, უბრალოდ ჩემი აზრით პაციენტებმა ვინც გეგმავენ, უნდა იცოდნენ რომ აირიდონ თავიდან ასეთი ცუდი შემთხვევები

Posted by: TUNA-TATUNA 16 Jun 2022, 12:31
TakTC
ისე თავის რწმენა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდან მე საკმაოდ კარგი მქონდა, ეხლა უფრო ნაკლებად მჯერა, მინდა სანამ კიდევ დამრჩა ჩემი თავის რწმენა, მოვასწრო თორემ ამაზე ცუდი არაფერია, როცა საკუთარი თავის არ გჯერა (ამას საკუთარ თავზე ვწერ, მონოლოგის რეჟიმში გადავედი smile.gif)))

Posted by: TakTC 16 Jun 2022, 12:42
კი გეთანხმები ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან ბევრი მუშაობა გვიწევს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ყოველთვის შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყო, სანამ ორგანიზმი და ფინანსები ამის საშუალებას გაძლევს. ფინანსები ცოტა მტკივნეული თემაა, მაგრამ მზად ვარ იმ ნერვების საფასური გადავიხადო რაც უკვე 3 წლის განმავლობაში დავკარგე. აუცილებლად გამოვა!! და ეს სიხარული მერე ყველაფერს დაგვავიწყებს.

Posted by: magdalea 16 Jun 2022, 13:04
TakTC
TUNA-TATUNA

რაც შეეხება ფინანსებს, წლების წინ ვერც ვიოცნებებდი ინ ვიტროზე. ვერანაირად. სესხითაც ვერა. არ ვართ იმ შემოსავლის ოჯახი რომ ამხელა თანხებზე გავსულიყავით.
უბრალოდ ერთ მშვენიერ პერიოდში გადაწყდა, რომ კარგი იქნებოდა გვეცადა და ის მიზერული თანხა რაც გვქონდა დაგვეწყო იქედან მოგროვება, არ დაიჯერებთ გოგოებო, ამ დაგეგმვის, მიზნის დასახვის მერე
მოულოდნელად ჩემს ქმარს შესთავაზეს ისეთი სამსახური სადაც სამჯერ მეტ ხელფასს იღებდა და ყველა ოჯახური და ცხოვრების ხარჯების გათვალისწინებით ზუსტად ერთ წელიწადში + ინვიტროს თანხაც ედო ანგარიშზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მიზნის დასახვა. რეალურად ვიზუალიზაცია და კონკრეტიკა. რაც გვინდა ყველაფერი მოგვივა ცხოვრებაში.

რწმენას რაც შეეხება მაგაზე მუშაობა შეგიძლიათ საკუთარ თავზე და არ დაყაროთ ფარხმალი. მე ჯერ არმინახავს ჩემს გარშემო ადამიანი ვინც იბრძოდა, სურდა, ცდილობდა და არ გამოუვიდა. ყველა დედაა ვინც ეცადა. სამწუხაროდ ისეთებიც მყავს ვინც დანებდა. ( მიზეზი უთვალავი შეიძლება იყოს და ძირითადად ფსიქოლოგიიდან მომდინარე ). მაგრამ გეუბნებით ჯერ არ მინახავას არავინ ვისაც სურდა და არ გამხდარიყოდ დედა! არადა უთვალავი მაგალითია გარშემო "უშვილო" წყვილების. რომლებიც დღეს ბედნიერი მშობლები არიან.

ასე რომ ყველაფერი თქვენს ხელშია და აუცილებლად გახდებით დედები!

Posted by: TakTC 16 Jun 2022, 13:59
კი გეთანხმებით!! ჩემმა დაქალმა გაიკეთა ინ-ვიტრო და პირველივეზე გამოვიდა, მითუმეტეს მის ქმარს აზოოსპერმია ჰქონდა და 1% უთხრეს განაყოფიერება, მაგრამ მკურნალობით აწიეს 10 % მდე და ინ-ვიტროც გამოვიდა. მეორეზე აღარც ფიქრობდა რომ აანალიზებდა უკვე ფინანსურ ხარჯს, და შესაბამისად თავსაც აღარ იცავდა და წელიწადნახევრის შემდეგ, ბუნებრივად დარჩა ორსულად და ახლა მეორეს ელოდება, ყველანი შოკში ვიყავით <3 ამის მერე უფრო მომეცა იმედი რომ ყველაფერი გამოვა :*

Posted by: Iceicebaby 16 Jun 2022, 16:53
Freni_99
შეუდექი საქმეს? smile.gif


Posted by: TakTC 16 Jun 2022, 17:03
ჯერ პირველი ამოცანა პოლიპის მოშორებაა sleep.gif ჰისტეროს დროს ამომიღებენ მეც და ვნახოთ მერე, არ ვიცი მოსაცდელი პერიოდი როგორ იქნება ჰისტეროს მერე sad.gif

Posted by: TUNA-TATUNA 16 Jun 2022, 17:18
TakTC
სწორი გადაწყვეტილებაა, მოსაშორებელი უნდა მოიშორო, თან ჰისტეროც როგორც ამბობენ ეხმარება მიმაგრებას, ასე რომ წარმატებები smile.gif

Posted by: Iceicebaby 16 Jun 2022, 17:24
magdalea
მოკლედ, რა ყველამხრივ მაგარი გოგო ხარ ))) შენთან ვივლით თერაპიაზე :დ
* * *
TakTC
2 თვე ალბათ საკმარისი იქნება, მე პოლიპი არ ამომიღია, მაგრამ ეგრე ვქენით, ფემოსტონს ვსვამდი ორი თვე და მერე ეგრევე დავიწყე ინვიტროსთვის მზადება. ზუსტად ზაფხული გიწევს და დაისვენებ თან smile.gif

Posted by: TakTC 16 Jun 2022, 17:36
კი აუცილებლად გავიკეთებ მეორე ჰისტეროს, თუ არ გაიწოვა ნორკოლუტმა მაგრამ უფრო არ მაქვს იმედი, ციკლის მოსვლას ველოდები რომ შევხედოთ გამოყვება თუ არა ციკლს თუ არა მერე ჰისტეროს გადავწყვიტავ, და შეძლებისდაგვარად მალევე ინ-ვიტროს, იმედი მაქვს ამ წელში მოესწრება და არ გამიპრობლემდება. ყოველ მისვლაზე მგონია რომ ყველაფერი ახლა კარგად იქნებათქო მაგრამ მაინც გამოხტება რაღაც sleep.gif

Posted by: Freni_99 16 Jun 2022, 19:09
Iceicebaby
ვერა და მოწყენილი ვარ sad.gif
რაღაც არ მომწონსო, ვერ გეუბნები რა, მაგრამ ინტუიტიურად არ მომწონსო. ბევრი ვიფიქრეო და მგონი ჯობია ცოტა გადავდოთო, ერთი კვირით ესტროგენი დამინიშნა და გული მისკდება, კიდე პოლიპი არ გამიჩნდეს.
მარა ნუ ვენდობი და მივყვები, რაც იქნება იქნება.
უბრალოდ, ვერა და ვერ რომ ვერ დავიწყე, ნერვები მეშლება, ათასი რაღაც მაქვს დასაგეგმი და ველოდები ამას.

* * *
TakTC
კეთილი იყოს შენი შემოერთება, მალე კარგი შედეგებით გაგეხარებინეთ ^^


magdalea
Iceicebaby
აუ, მეც მაგას ვფიქრობ, პირდაპირ მაგდალეასთან უნდა ვიაროთ სეანსებზე :დ

Posted by: Iceicebaby 16 Jun 2022, 19:14
Freni_99
ჰმ... რა არ მოსწონს? ესტრადიოლის ანალიზი ახლა ამ ფაზაში არც არის ინფორმატიული, საინტერესოა რატო დანიშნა. რომელი პრეპარატი?
ფსჰ კაი იყო ძაან, ფოლიკულებიც კარგი. კისტა იდეაში რაში გიშლით ხელს? ვინაა შენი ექიმი? მოგაყარე კითხვები განერვიულებულს. მომწერე პირადში თუ გინდა, როცა მოახერხებ

Posted by: Freni_99 16 Jun 2022, 19:29
Iceicebaby
არა, ანალიზი არ დაუნიშნავს.
მოგწერე

Posted by: TUNA-TATUNA 16 Jun 2022, 20:03
Freni_99

მე რაღაც არ ველოდი ეგეთ პასუხს sad.gif რა ხდება? ლიდერმედიდან მგონი არ უნდა წასულიყავი.

ხვალ მე მივდივარ და ვაბარებ ანალიზებს. ანალიზების პასუხის მიხედვით გადავწყვეტ რა გავაკეთო.

Posted by: Freni_99 16 Jun 2022, 20:08
TUNA-TATUNA
არაუშავს, ასე სჯობდა ალბათ. ისე მელაპარაკა, შევატყვე, ბევრი იფიქრა, სანამ მეტყოდა და მომეწონა. ცოტა ხნით მოვიწყინე, გადამიარა უკვე ))

ხვალ რის ანალიზს აბარებ? ხვალვე იქნება ხომ კარგი პასუხი?

Posted by: Iceicebaby 16 Jun 2022, 20:50
TUNA-TATUNA
რა ანალიზები უნდა ჩააბარო?

Posted by: kato17 16 Jun 2022, 21:05
გოგოებო მირჩიეეთ კვერცხუჯრედის ხარისხითვის ვიტამინები, დანამატები, ხალხულური მეთოდი ყველაფერი მინდა რო გამოვიყენო სექტემბრისთვი მაქსიმალურად მზად რო ვიყო კოენზიმს და ბიოსტერონს ვიღებ კიდე მინდა მივამატო ვისაც რაზე გქონიათ კარგი შედეგი მომწერეთ გთხოვთ ასაკი 40 წელი .მიკრონი ჯობია თუ ბიოსტერონი მოკლედ თქვენი გამოცდილება გამიზიარეთ კვერცხუჯრედის ხარიახთან დაკავაირებით

Posted by: magdalea 16 Jun 2022, 22:46
kato17


თუ ფიზიკურად შეგიძლიათ და ფობია არ გაქვთ ჰირუდოთერაპიას გირჩევთ. შეუცვლელია. თან თერაპიიდან 2-3 თვეში იწყებახოლმე შედეგების გამოვლენა.
* * *
Freni_99

თამთა ტყუილად არ დაგამუხრუჭებდა. პირიქით. სამყაროში კიდევ შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩვენ რაცუნდა გვეჩქარებოდეს wink.gif
* * *
Iceicebaby
Freni_99


აუუ ნეტა ვიყო კომპეტენტური და მესმოდეს საგანი მაგ დონეზე, სულ უფასოდ დაგაშალაშინებდით biggrin.gif ეხლა უბრალოდ ჩემს გამოცდილებებს გიზიარებთხოლმე.

Posted by: Freni_99 16 Jun 2022, 22:54
magdalea
ჰირუდოთერაპია რა არის?

ჰო, რაში აწყობს. კი ძალიან მეწყინა, მაგრამ მგონი დღეს ჩემი ნდობა განამტკიცა. აი, ხომ არაფერი ისეთი, მაგრამ რაღაცნაირად სხვა მხრივაც რომ მიუდგა და გაწერილ პროტოკოლს არ მიჰყვა, რომლის მიხედვითაც თავისუფლად შეეძლო დაეწყო.. მიხვდებით რასაც ვგულისხმობ )))

Posted by: magdalea 16 Jun 2022, 23:16
Freni_99

წურბელებით მკურნალობაა.

აი თამთაზე რასაც ვერასოდეს იტყვის ვინმე ( და იმედია ბოლომდე ასეთად დარჩება ) ფულზე ორიენტირებული არაა, მხოლოდ შედეგზე, რასაც მე წლებია ვუყურებ.

აუ ბოლოს რომ ვიყავი მთელი ბეტა ორსულებით იყო სავსე biggrin.gif სასიამოვნო დასანახი იყო love.gif

Posted by: Iceicebaby 16 Jun 2022, 23:20
magdalea
ჩემი ახლობელი აკეთებს და დავფიქრდი ამას წინათ sad.gif ფობია არ მაქვს, მარა თან აი ცუდად ვხდები მაინც :დ შეგიძლია მომიყვე მეტი? გსმენია კარგი შედეგები?

Posted by: Freni_99 16 Jun 2022, 23:26
magdalea
მოგვიყევი აბა წურბელიკოებზე. მერე რომ იბერებიან და კვდებიან, ეგ არ მომწონს

Posted by: magdalea 16 Jun 2022, 23:40
Freni_99

ჯერ ერთი არ კვდებიან biggrin.gif მეორეც მაგათი ამ ქვეყნიური დანიშნულება ძალიან დიდია ადამიანების წინაშე და გმირულად დაღუპვა ცუდი არაა biggrin.gif ეს ხუმრობით. ისე შენ შეგიძლია წამოიყვანო შენი წურბელები და გაუშვა სადმე მდინარეში.


Posted by: Iceicebaby 16 Jun 2022, 23:48
magdalea
მორ დითეილს ფლიზ :დ

Posted by: OliverMess 17 Jun 2022, 06:38
NSH300
QUOTE
კარგია მამაკაცებიც რომ ინტერესდებით ასეთი ამბებით, გათვითცნობიერება ცუდი არაა.
თუმცა მეტი გულახდილობა არ გაწყენდა, არ გაძალებ, უბრალოდ ასე უფრო საინტერესოა.

მამაკაცების ისტორიებს ნაკლებად ყვებიან აქ და პრინციპში. უფრო მაგ ინტერესით შემოვედი. პია]რადად არანაირი პრობლემა არ მაქვს. აბა რა გაინტერესებს ჩემზე მითხარი და გეტყვი ამ თემის კონტექსტშიsmile.gif) მართლია ეგოისტური ინტერესით შემოვედი მაგრამ რო ვნახე გოგოები რა თავგანწირვით იბრძვით ჯერ არ მყოფი შვილისათვის და რეები გადაგაქვთ აი მართლა გიჩოქებთ რა. გეთაყვანებით ისე როგორც მორწმუნე ხატებს. ეხლა კიდე სხვანაირად დავინახე რა არის დედა. მადლობა გოგოებო ძაან მაგრებო, და რავი,ყველა თქვენგანის ნატვრა და ოცნება ახდება, თქვენი თავდადების წარმატებული შედეგი დადგება უეჭველად რა love.gif

Posted by: TUNA-TATUNA 17 Jun 2022, 07:53
Freni_99
Iceicebaby
FSH, E2, PROG და ექოსკოპია და კონსულტაცია, დასაწყისში ესაა, მერე ალბათ კიდევ იქნება.
* * *
OliverMess
მადლობა კეთილი სურვილებისთვის.

Posted by: Iceicebaby 17 Jun 2022, 09:10
TUNA-TATUNA
QUOTE
FSH, E2, PROG და ექოსკოპია

ესენი მომიწევს მეც ამ დღეებში ანუ ^^

აბა შენ იცი, სუპერ ანალიზები <3

Posted by: Freni_99 17 Jun 2022, 10:54
TUNA-TATUNA
ჩააბარე? დღესვე იქნება ხო პასუხი?

magdalea
მართლა? ის გატიკნულები? ))

Posted by: Gretag 17 Jun 2022, 11:19
აბა როგორ ხართ ლამაზებო? როგორია შემართება?

Freni_99
თამთა ძალიან ფრთხილი და დაკვირვებულია. ნამდვილად სწორად მოიქეცი რომ ენდე. მე გულში ხინჯად ჩამრჩა ბოლო გადატანაზე რომ მთხოვა გადავდოთ მომდევნო თვეშიო. ნეტავ დამეჯერებინა იქნებ რამე გამოსულიყო

Posted by: magdalea 17 Jun 2022, 11:21
QUOTE (Iceicebaby @ 16 Jun 2022, 23:48 )
magdalea
მორ დითეილს ფლიზ :დ



ჰოო უოთ ებაუთ მორ დითეილს რავიცი აბა, წურბელიკოები ისე როგორც ფუტკარიკოები ბუნებაში შეუცვლელი სიკეთეების მომტანები არიან. ძალიან აუმჯობესებენ ორგანიზმის მდგომარეობას. არეფრეშებენ. ჰორმონებსაც კი ალაგებენო. რეპროდუქციულ სისტემასაც და ყველაფერს ანუ შესაბამის წერტილებზე დასმით.
რუსეთში ძალიან წარმატებით გამოიყენება რეპროდუქტოლოგიაში. აუმჯობესებს საკვერცხეების ფუნქციასაც.

მიეიმებისთვის ძველმოდური გადმონაშთია თუმცა საუკუნეების წინ რა შედეგებსაც დებდა( როცა მედიკამენტები არ იყო ასე ფართოდ ) იგივეს დებს ეხლაც წურბელა. მე ზოგადად ძალიან მივესალმები ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობას.

უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში უამრავი ინფო დევს. მე ისე ვერ ავხსნი და გადმოვცემ როგორც იქ ნახავთ biggrin.gif
* * *
Freni_99

კიი მე როცა გავიგე წამოვიყვანე და მდინარეში გავუშვი. მანამდე კლინიკაში ვტოვდი. არამხოლოდ ფიზიკურ დონეზე არამედ ენერგეტიკულ დონეზეც მუშობენ იცი. სასწაული არსებები არიან.

Posted by: Iceicebaby 17 Jun 2022, 11:26
magdalea
შენზეც ჰქონდა კარგი შედეგი? უფრო რეალურად შედეგებს ვეძიები, საახლობლოში, ჩვენი მიმართულებით ;დ

მინდა რომ მოტივაცია მქონდეს და დავძლიო :დ ნეტა რამდენი სეანსი დამჭირდება?

Posted by: TUNA-TATUNA 17 Jun 2022, 11:31
Iceicebaby
გადატანას თუ დაგეგმავ ამ ციკლში კი'
ექო არ გამაკეთებინა ექოსკოპისტთან, მე ვუთხარი ექოც გადავიხადე და გავიკეთებო, მითხრა არ გინდა, მე გაგიკეთებ ექოს რაც გვჭირდება და გვაინტერესებს მე ვნახავ ექოზეო, დიდი ექო მერე გაიკეთეო. ანალიზები ჩავაბარე პასუხები 4 სთ-ის მერე იქნება, დამინიშნა დუფასტონის ვარდისფერი აბები, ენდოკრინოლოგის დანიშნულება უწყვეტად და ინოფოლიკი უნდა გავაგრძელო.
აი ესაა სულ ამ დროისთვის smile.gif

Posted by: Iceicebaby 17 Jun 2022, 11:40
TUNA-TATUNA
მეორე დღეს ვყავარ დაბარებული და რავიცი, არაფერი ვიცი მართლა ცხოვრებაში ამ წუთას :დ

ნეტა ქეთი დამიდასტურდებს იმ ორი ემბრიონის კარგ ხარისხს და მეტი არაფერი მინდა, არ მეჩქარება გადატანაც, იქნებ დასვენებამ აგვისტოში უკეთ იმოქმედოს ჩემზე და მერე გავაკეთო


QUOTE
პასუხები 4 სთ-ის მერე იქნება


გაგვაგებინე ^_^ შემოგყურებთ ყველა

Posted by: magdalea 17 Jun 2022, 11:41
Iceicebaby

მედიდი ხანია გაყინული მყავს ემბრიონები და დეფიციტი მქონდა უკვე კვერცხუჯრედის, ფაქტიურად რამდენიმე წელია გადატანისთვის ვემზადები და ენდომეტრიუმი არ მისქელდებოდა გადატვირთული წამლების ფონზეც. მერე გადავწყვიტ ესეც მეცადა. ვიცოდი რომ ენდომეტრიუმისთვის შედეგიანად იყენებდნენ, რუსულ ფორუმებზე რასაც ვკითხულობდი. სეანსები 10-12-14 მაქსიმუმ მეტი არ შეიძლება ერთ ჯერზე. ნოემბრის ბოლო დეკემბრის დასაწყისო დავისვი. მიუხედავად იმისა არაფერში მჭირდებოდა თებერვლის ბოლოს ეხოზე ჯერ მარჯვენაში დამხვდა ცისტა ( ანუ წინა ციკლიდან წამოყოლებული ფოლიკული ) და მეორე ციკლზე მარცხენაში დამხვდა ფოლიკული სადაც წლებია არაფერი ჩანს. შოკში ვიყავი. ენდომეტრიუმიც კარგად წამოყვა დიდად არ გასქელდა მაგრამ სტრუქტურა ქონდა კარგი. ბოლო ეხოზე 7მმ იყო და სამ შრიანი მეთქი უარს მეტყვის თამთა, თხელია. ვიჯექი გულგახეთქილი და რომ მითხრა გადავიტანოთო მომწონსო გადავირიე სიხარულით.

პ.ს. საშვილოსნოს ყელზეც დავისვი. 3-ჯერ.

* * *
TUNA-TATUNA

აუ რა კარგი გოგო ხარ რომ მიხვედიიიი jump.gif

love.gif

Posted by: Freni_99 17 Jun 2022, 12:11
Gretag
აი, ეგ ხინჯი არ მინდოდა ზუსტად დამეტოვებინა. მადლობა <3


TUNA-TATUNA
ეგ ინოფოლიკი ძირითადად ხო საკვერცხეებზე მოქმედებს და ეხლა რაღატომ გაგრძელებინებს ნეტა ?


magdalea
ვაა, რა საინტერესოა. საშვილოსნოს ყელზე როგორ, შიგნიდან? აქ მინდა მეტი დეტალი, თუ შეიძლება :დ


Iceicebaby
ხომ ხედავ, ჩვენი ვითომ დაგეგმილი არ გამოდის, გავხდეთ ექიმების დამჯერები და დაე, იმათმა დაგვიგეგმონ :დ ნეტა რა ტვინებს ვიჭყლიტავთ. უფრო ჩემზე მაქვს საუბარი :დ

Posted by: magdalea 17 Jun 2022, 12:15
Freni_99

ხო სარკეს გიდგამენ ჩვეულებრივ და გასვამენ 3-4 ცალს ყელზე

Posted by: Iceicebaby 17 Jun 2022, 12:30
magdalea
გამორიცხე :დდდ მე მეგონა ზემოდან, მუცელზე დამასვამდნენ ((

Freni_99
QUOTE
ნეტა რა ტვინებს ვიჭყლიტავთ. უფრო ჩემზე მაქვს საუბარი :დ

ხუთოსანი ბავშვები :დ

Posted by: Freni_99 17 Jun 2022, 12:43
Iceicebaby
უეჭველი შენც ხუთოსანი იქნებოდი სკოლაში, იქიდან მოგვყვება, ალბათ :დ

Posted by: Iceicebaby 17 Jun 2022, 13:08
Freni_99
ბავშვობაში რებელა ვიყავი, რაც მინდოდა იმას ვსწავლობდი ძაან კარგად, ზედმეტადაც :დ და ვინც/რაც არ მომწონდა, იმათ ჩემზე შეყვარებული მასწები მინეიტრალებდნენ.

ასაკმა და გარემოებებმა დამაჩმორა, ძაან დამჯერი პაციენტი ვარ : > აქამდე ექიმებსაც ვეჯიკავებოდი, მართლა კარგად ვერკვევი სამედიცინო სფეროში :დ

Posted by: Freni_99 17 Jun 2022, 13:09
მე გადავწყვიტე, ჩემს ემბრიონებს (როცა იქნებიან) ჭიამაიები დავარქვა ^^ )))

magdalea
TUNA-TATUNA
გვაღირსებთ ახალ თემას? :დ

* * *
Iceicebaby
გოგო, ასაკს ეგრე უდიერად ნუ მოიხსენიებ :დ ჩვენში ყველაზე პატარა ხარ და არ "შეგარჩენთ" მაგ ლაპარაკს :დდ
მიყვარს მედიცინაში გარკვეული ხალხი, თან გვჭირდება აქ ჩვენ )))

Posted by: magdalea 17 Jun 2022, 13:30
Iceicebaby
საერთოდ ზემოდან ასვამენ. მე ჩემი სურვილით დავისვი ყელზე ( ვიცოდი რომ შესაძლებელი იყო. )

თავშიც დამასვეს ყველაზე უსიამოვნო ეგ იყო, სისხლი რომ გდის და გახმება ზედ. კი მედო ბამბები მაგრამ მაინც უსიამოვნო იყო. დანარჩენი ასატანია.

Posted by: Iceicebaby 17 Jun 2022, 13:38
Freni_99
QUOTE
ჭიამაიები დავარქვა

რა საყვარლობაა <3 ზის იზ აზში რო ეძახდა მენდი მური მის გოგოს, იქიდან მიყვარს

QUOTE
გოგო, ასაკს ეგრე უდიერად ნუ მოიხსენიებ :დ ჩვენში ყველაზე პატარა ხარ და არ "შეგარჩენთ" მაგ ლაპარაკს :დდ


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

magdalea
შენ გახსენი ეს თემაც, როგორც ჩვენმა უფასო თერაპევტმა :დ

Posted by: TUNA-TATUNA 17 Jun 2022, 13:48
გოგოებო, მე ხშირად ჩართულს ვტოვებ ლეპტობს და გავდივარ, ამიტომ შეიძლება აქ ვჩანდე რომ ფორუმზე ვარ, მაგრამ რეალურად გასული ვარ. ასე რომ ბოდიშს გიხდით თუ არ მოგწერეთ დროულად smile.gif ეხლა დავბრუნდი და ...... smile.gif

Posted by: Freni_99 17 Jun 2022, 13:49
Iceicebaby
აუ ჰოო, მიყვარს ეგ სერიალი <3


magdalea
ჩემი სურვილითი, ხალხნო ))) ყოჩაღ შენ, გაგვიხსენი ეხლა სასწრაფოდ ახალი წურბელა თემა :დ
ისე, რომ გაიცნობ, დაელაპარაკები და მოეფერები, მერე ალბათ აღარ შეგეზიზღება. რომ გავიგე, არ კვდებიან, სხვა თვალით შევხედე მაგ პროცესს ))

Posted by: magdalea 17 Jun 2022, 13:52
Freni_99

რას ამბობ სულ მადლობებს ვუხდიდი. არადა საშინელი ფობია მაქვს, მცოცავი, მღოღავი, მსგავსი არსებების მიმართ.



Posted by: TUNA-TATUNA 17 Jun 2022, 13:55
Freni_99
Iceicebaby
magdalea
Gretag
ჩვენ შემოვრჩით და ამიტომ ყველას გწერთsmile.gif
ექიმთან ვიყავით და მოვილაპარაკეთ, რომ თუ ანალიზები დამაკმაყოფილებელი იქნება ამ ციკლში გადავიტანთ.
ანალიზები ვადაზე ადრე მოვიდა, როგორც მივხვდი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ დაველოდოთ ექიმის შეფასებასაც. smile.gif

Posted by: Freni_99 17 Jun 2022, 14:03
TUNA-TATUNA
აუუუუ ! ეგრეც ვიცოდი ! <3
ჩემი სმუზიკის გავლენა იქნებოდა :დ
ველით ანუ ეხლა ექიმის საბოლოო ვერდიქტს )) და როდის იქნება ეგ, არის კონტაქტზე?

Posted by: TUNA-TATUNA 17 Jun 2022, 14:06
QUOTE (Freni_99 @ 17 Jun 2022, 12:11 )

TUNA-TATUNA
ეგ ინოფოლიკი ძირითადად ხო საკვერცხეებზე მოქმედებს და ეხლა რაღატომ გაგრძელებინებს ნეტა ?



სიხარულო ინოფოლიკი საკვერცხის არაა, ეს კარგი ფოლიუმის მაჟავაა და კიდევ სხვა საინტერესო ნივთიერებებსაც შეიცავს, ფოლიუმი ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ბაიას განვითარებისთვის და დედისთვისაც, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ნივთიერებაა, რომ ამარიკაში ზოგიერთ შტაატში პურს დაამატეს. მე ეს ერთადერთი წამალი მომწონს რასაც ექიმი მინიშნავს. smile.gif))
* * *
Freni_99
შენი ზმუზი ძალიან მაგარია, წონა დავიკელი 3 დღეში 3 კგ smile.gif))

Posted by: Freni_99 17 Jun 2022, 14:10
TUNA-TATUNA
ჰო, ვიცი.. მე ცალკე ვსვამ, ფოლატს ოღონდ, ფოლიუმი ჩემი მუტაციისთვის არ შეიძლება.
მაშინ რომ გატენიდი ჩემს ინოფოლიკებს, წეღან მივწერე თამთას, ეს ერთი კვირა რომ დავლიო ბარემთქო და კიო, დალიეო. ჰოდა, მოვყლურწე უკვე ერთი ))) 200მგ ფოლიუმი შედის და იმედია, არ დამაქცევს :დ

Posted by: TUNA-TATUNA 17 Jun 2022, 14:10
Freni_99

fb-ზე მივწერე, იმედია მომწერს პასუხს დროულად.
მინდა ავტვირთო ანალიზის პასუხი, მაგრამ არ ვიცი როგორ ჩამოვჭრა ზედმეტები.

Posted by: Freni_99 17 Jun 2022, 14:12
TUNA-TATUNA
კომპიდან თუ შვები, ფეინთით ჩამოაჭერი ზედმეტები ან ფერები გადაუსვი. ან ყველა მონაცემი ხელით დაგვიწერე )))

Posted by: Iceicebaby 17 Jun 2022, 14:12
Freni_99
სმუზი სტუდიაში, 3 კგ მაქვს მომატებული და იქნებ განვაგდო :დ

TUNA-TATUNA

დასქრინშოტე და თვითონ ტელეფონს აქვს ფუნქცია მოჭრის, აიფონი თუ გაქვს განახებ როგორ

Posted by: Freni_99 17 Jun 2022, 14:17
Iceicebaby
ე.ი )))) ჩია, დაფქული სელი, მცენარეული რძე (ნუში, შვრია..), ხილი ნებისმიერი ( კენკრა, მარწყვი, ალუბალი.. მოცვს ველოდები, ძაან კაია მაგით), კიდე ქოქოსის ფანტელები მაქვს და იმას ვუმატებ ხოლმე. თუ ტკბილი გინდა, ფინიკი შეგიძლია დაუმატო.

Posted by: TUNA-TATUNA 17 Jun 2022, 14:20
QUOTE (Iceicebaby @ 17 Jun 2022, 14:12 )
Freni_99
სმუზი სტუდიაში, 3 კგ მაქვს მომატებული და იქნებ განვაგდო :დ

TUNA-TATUNA

დასქრინშოტე და თვითონ ტელეფონს აქვს ფუნქცია მოჭრის, აიფონი თუ გაქვს განახებ როგორ

სმუზი ძალიან მიგდებს მადას, პლუს ისეთი გოგოს შემოთავაზებულია დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებ და თან, მიყვარს ჩია და ამარატი, ხილი ხომ საერთოდ მიყვარს smile.gif))
ტელეფონით არ შემოვდივარ, მაგრამ მაინც შევეცდები smile.gif

Posted by: Gretag 17 Jun 2022, 14:28
TUNA-TATUNA

აუუ რა მაგარი ამვავია <3 დავიწყეთ დღეების ათვლა <3 ანალიზებდ ველით, მართლა ხელით დაგვიწერე აბა

Posted by: Iceicebaby 17 Jun 2022, 14:31
TUNA-TATUNA
კომპიუტერში მოძებნე სერჩში Snipping Tool და აბა მაგით მოჭერი რაც გინდა

თუ გეზარება, მოიწერე შედეგები პირდაპირ

Freni_99
სელის მარცვლები მაქვს სახლში, ენდომეტრიუმისთვის კაიო ამბობდნენ და ეს მარცვლები რო ჩავაგდო პირდაპირ ბლენდერში?

მოცვი და ჟოლო იქნება ტოპ, ჟოლო ჩემი სიყვარულია

Posted by: magdalea 17 Jun 2022, 14:35
აბა აიკარით გუდა-ნაბადები და გადმობარგდით ახალ თემაში

https://forum.ge/?f=97&showtopic=35239754

ყველაფერს უარყოფითს ვტოვებთ ძველ თემაში!!

Posted by: Freni_99 17 Jun 2022, 14:36
Iceicebaby
კიკი, ეგ ორი ერთად ძაან კაია.
ბლენდერში მაგეებთან ერთად, შეიძლება არ დაფქვას. მაგ ბლენდერს პატარა ჩოფერი არ მოყვება? მაგაში ვფქვავ ხოლმე მე.

Posted by: Gretag 17 Jun 2022, 14:40
magdalea

აუ დამბურძგლა. შენ ყოფილხარ პიროვნება <3

Posted by: OliverMess 17 Jun 2022, 19:35
TUNA-TATUNA
You're welcome love.gif

Posted by: bypass1 19 Jun 2022, 20:15
Გამარჯობა ყველას!

ჩვენ ვართ შვეიცარიელი წყვილი, არ ვლაპარაკობთ ქართულად (აქ ვიყენებთ Google Translate-ს tongue.gif), არამედ ინგლისურად და გერმანულად. ვეძებთ სუროგატ დედას. ვინმეს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს აგენტებს, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება, ან ვებსაიტებზე, სადაც სუროგატი დედების პოვნა შეიძლება? ჩვენ ვცადეთ რამდენიმე დიდი სააგენტო, მაგრამ არ გვქონდა კარგი გამოცდილება. ნებისმიერი დახმარება მისასალმებელი იქნება. jump.gif

Გმადლობთ
spool0@protonmail.com

Posted by: Barty 23 Jun 2022, 18:00
გამარჯობა გოგოებო,
ჯგუფში ახალი ვარ.
მოკლედ, მეორედ ვცადე ინვიტრო და ისევ უარყოფითია. თუმცა დამრჩა ორი ემბრიონი და ახლა მხოლოდ ამ ორის იმედი მაქვს.დამიწერეთ რა , როგორ იქცევით ხოლმე გადატანის შემდეგ .
ან ვის რომელ ცდაზე გაგიმართლათ.

Posted by: magdalea 23 Jun 2022, 18:06
Barty
კეთილი იყოს შენი მობრძანება love.gif და ამ თემაში მოდი

https://forum.ge/?f=97&showtopic=35239754

Posted by: MagdaLena1 5 Jul 2022, 11:38
გოგონებო კლექსანია 04 -იანი დოზა, 10 მზა შპრიცი გასაყიდი 14 ლარად. ხომ არ უნდა ვინმეს?

Posted by: Freni_99 6 Jul 2022, 18:12
MagdaLena1
ეს ძველი თემაა, აქ მოდი https://forum.ge/?f=97&showtopic=35239754

Posted by: kiskisa555 6 Aug 2022, 22:34
გამარჯობათ გოგოებო 2 თვის წინ გავიკეთე პრპ მანამდე მქონდა 3 ფოლიკული მივიღე ბლადტოც მაგრამ არ მოხდა მიმაგრება ვფიქრობდი პრპ მერე უფრო გამიუმჯობესდებოდა ფოლიკულები მაგრამ იმია მერე 2 თვეა ეხლა მაქვს 1 ფოლიკული ძალიან ვნერვიულობ ასაკი 44 წლის ანტიმიულე4უ 0.59 ვის ჰქონიათ ჩემნაირი შემთხვევა რა გავაკეთო არ ვიცი მეუღლესაც ახოოსპერმია აქვს ორივე დონორს ვერ ვეგუები ძალიან დათრგუნული ვარ ნანამდე 4 ინვიტრო მაქვს გაკეთებული
* * *
პრპ გაედა არსებობს კიდევ რამე ისეთი რაც ცოტას მაინც წამოიყვანს ჩემს ფოლიკულებს
* * *
ვსვავ ჰასანის მიერ გამოწერილ წამლებს

Posted by: adeline 7 Aug 2022, 16:41
kiskisa555
ინოვაში მიდით და ქეთი ოსიძეს გაესაუბრეთ, სანამ გავა შვებულებაში.

Posted by: Etrange 26 Aug 2022, 16:40
გოგონებო, შეგიძლიათ აღწეროთ ინ-ვიტროს ეტაპები გამოუცდელისთვის?
თავიდან ბოლომდე, როგორ ხდება სპეციალისტთან კონსულტაციამდე

Posted by: Iceicebaby 26 Aug 2022, 16:59
kiskisa555
0.59 ანტიმიულერი მაგ ასაკში სრულებით არაა ცუდი, მაგდენი მაქვს 29/30 წლის ასაკში smile.gif ჩემი პირადი გამოცდილება თუ გაინტერესებთ რეპროდუქტოლოგთან მიმართებაში ქეთი ოსიძეს გირჩევთ ინოვაში, სწორად შერჩეული ვიტამინებით ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს და კარგად დაიგეგმოს მაგის მიხედვით დაგროვება.

ქეთი ახლა შვებულებაშია, სექტებრის დასაწყისში დაბრუნდება.

Etrange
მიდიხარ კონსულტაციაზე, უყვები დეტალურად შენს ისტორიას, თან გაქვს უახლოეს პერიოდში ჩატარებული კვლევები, ან რავიცი ზოგადად კვლევები. სასურველია მიხვიდე ციკლის მეორე დღეს, ექოზე რომ გნახოს, ექოზე შეაფასებს ფოლიკულებს, საკვერცხეებს, ენდომეტრიუმს, თუ ინვიტრო გადაწყვეტილი გაქვთ, მდგომარეობის მიხედვით დაგინიშნავთ შესაბამის ვიტამინებს რომ უკეთესი ხარისხი მიიღოთ პუნქციისთვი (კვერცხუჯრედების ამოღება) თუ მდგომარეობა იმ მომენტშიც მისაღები იქნა, შეიძლება იმ თვესაც დაიწყოთ პროცედურები, მე მაგალითად იმ ვიზიტიდანვე დავიწყე.

შემდეგ დადიხართ ყოველ მეორე დღეს თითქმის ექოზე, დანიშნული გაქვთ ნემსები, რომელსაც ყოველ დღე იკეთებთ, რაც ეხმარება ფოლიკულებს გაზრდაში, ნემსების დოზები ცვალებადია იმის მიხედვით რა მდგომარეობაა ექოზე, ოვულაციის შესაბამის დღეს ხდება კვერცხურჯერედების ამოღება (ანესთეზიური პროცედურაა, ზოგი ისეც იღებს) გრძელდება 10-15 წუთი ალბათ, არ ყოვნდებით ადგილზე, შემდეგ ემბრიოლოგი ამუშავებს კვერცხუჯრედს, იმდღესვე იგებთ რამდენი კვეცხუჯრედი ამოგიღეს და როგორი სიმწიფის, შემდეგ მე-3/5/6 დღეს იგებთ რამდენი ბლასტო გყავთ, ანუ რამდენი ემბრიონი, რომელსაც გაყინავენ და შეინახევენ, თუ ექიმი და თქვენ გადაწყვეტთ შეიძლება იმ ციკლშივე, ანუ ე.წ. ფრეშად გადაიტანოთ, ან შეინახოთ და შემდეგ დაგეგმოთ გადატანის პრცედურა. გადატანა ხდება ემბრიონოლოგის და ექიმის მეთვალყურებოთ, სპეციალური კათეტერით. გადატანის შემდეგ და მდე იღებთ პრეპარატებს, ნემსებს, გადატანიდან 10-12 დღეში იკეთებთ ხეგეს და ადასტურებთ ორსულობას smile.gif

Posted by: Lelakolela 4 Sep 2022, 16:16
მოგესალმებით გოგოებო ,ახალი წევრი ვარ , ,45 წლის ასაკში მინდა ინვიტროს გაკეთება ,მინდა ჩამოვყალიბდე საბოლოოდ ვისთან და სად გავიკეთო ,მე მაინტერესებს ვის როგორი გამოცდილება გაქვთ,ჩაჩავაში ვიყავი კონსულტაციაზე და პირდაპირ კვერცხუჯრედის დონაცია მითხრეს აზრი არ აქვსო არც შეუმოწმებივარ,აღარ მივალ მეორედ გადავწყვიტე ,გამიზიარეთ თქვენც სად დადიხართ ვისთან ,მადლობა წინასწარ

Posted by: a-liza 4 Sep 2022, 16:24
Lelakolela
https://forum.ge/?f=97&showtopic=35243098&st=750 ახალი თემის ლინკი ესაა, იქ დაპოსტეთ :*

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)