Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ონლაინ შოფინგი > მაღაზიების სია, საიდანაც ყველაზე ხშირად ვიწერთ


Posted by: LOTUSi 30 Jul 2013, 14:05
უამრავი მაღაზიის ლინკის მოძიება შეიძლება გადამზიდებთან, მაგრამ ათეულობით მაღაზიის საფუძვლიანი შესწავლა დიდ დროს მოითხოვს.

ამ თემაში დავდოთ იმ მაღაზიების ლინკები, რომლებიც სანდო და ყველაზე მისაღებია ჩვენთვის ფასით, ხარისხით და მომსახურებით. მივუთითოთ რა სახის ნივთებისთვის გვადგება ყველაზე მეტად.

გავიიოლებთ საქმეს და სასურველ მაღაზიას უფრო ადვილად ვიპოვით.

მოკლედ გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება smile.gif


* * *
user posted image http://www.amazon.com/

ყველასათვის საყვარელი ამაზონი. ყველა წვრილმანს თუ არაწვრილმანს უცებ იპოვი.




user posted image http://www.zappos.com/

ფეხსაცმელების საყიდლად up.gif ბავშვებისთვისაც კარგი არჩევანია.




user posted image http://www.childrensplace.com

ბავშვებისთვის ხარისხიანი და ლამაზი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი. ხშირად აქვთ უფასო შიპინგი და ფასდაკლებებიც.


user posted image http://www.carters.com/

ორი მაღაზია ერთ საიტზე, საერთო კალათით. oshkosh და carters. კაგი არჩევანია საბავშვო ნივთებისთვის და ტანსაცმელ/ფეხსაცმლისთვის. 6$ შიპინგი თითქმის ყოველთვის.

Posted by: Robin Hood 30 Jul 2013, 23:25
ამაზონს ვერ ვიტან რატომღაც ვერ მომხიბლა...
იბეი მაგარია... საიტია ძაან მაგრად ორგანიზებლი...
და ხო არ გინდა რამე წარმოიდგინო...და ვერ იპოვო იქ....
მაგარია რა..

Posted by: PING 31 Jul 2013, 14:47
მოკლედ ჩემს ფავორიტებს და იმ მაღაზიებს ჩამოვწერ რომლებიდანაც ხშირად ვიწერ, დარეგისტრირებული ვარ, ვენდობი და კარგი საპორტი აქვს.

1: Amazon.com ამაზე დავვაჟკაცდი ონლაინ შოფინგში პირველ ნაბიჯებს რომ ვდგავდი biggrin.gif
http://pix.ge/
2: 6PM.com, ძალიან მომწონს და უკვე დაახლოებით 50 წყვილი ფეხსაცმელი მაინც მექნება მაქედან წამოღებული, აქვთ ძალიან კარგი საპორტი, 10% ფასდაკლებებს მჩუქნიან ხოლმე , მალე იშიპება და მალე მიდის გადამზიდის ოფისამდე, დღესასწაულებზე აქვთ ძალიან დიდი ფასდაკლებები, მაგალითად ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს 17 $ ად ვიყიდე ნიუბალანსები ამაზონზე 60 რომ ღირს. მოკლედ კაი მაღაზიაა.
http://pix.ge/

3: 10dollarmall.com ძალიან კარგი მაღაზია ხარისხიანი საქონელით, მართალია საკმაოდ შორსაა ჩემი გადამზიდის ამერიკულ ოფისამდე მაგრამ მაინც მალე მიდის ხოლმე, კარგი საპორტი ყავთ და ინტერფეისიც საკმაოდ
მოსახერხებელია. აქვთ ბონუსების სისტემა მაგრამ იმდენად იაფია რომ მკიდია ბონუსები biggrin.gif
http://pix.ge/

4: forever21.com ლეგენდარული საიტი თინეიჯერებისათვის, დიდი არაფერი მაღაზია, არის რა biggrin.gif
http://pix.ge/

5: რაღათქმაუნდა ონლაინი შოფინგის ატამანი E_Bay.com. რაც გინდა, სადაც გინდა, როცა გინდა biggrin.gif მიყიდია ჩინეთში, სინგაპურში, ისრაელში, ესტონეთში და ასე შემდეგ. ცუდი ის აქვს რომ ხანდახან სელერი არ ეთანხმება ჩემს ქართულ ფეიფალს და ვერ ვყიდულობ ხოლმე ამერიკელი სელერისგან.
http://pix.ge/


6: DSW.com ძალიან ხარისხიანი ფეხსაცმელების მაღაზია, კმაყოფილი დარჩებით, მართალია ცოტა ძვირი ღირს მაგრამ ძალიან ხარისხიანებია
http://pix.ge/

7: Joesnewbalanceoutlet.com ნიუბალანსის ოფიციალური მაღაზია, ხშირად აქვთ ფასდაკლებები, მოსახერხებელი ინტერფეისი და ძალიან მაგარი ხარისხი, ორი დღეა რაც ჩამომივიდა უკვე მანდ ნაყიდი up.gif
http://pix.ge/

8: jcpenny.com ცუდი მაღაზიაა, არ გირჩევთ, დაბალი ხარისხის ჩამომივიდა+საპორტი მკვდარი ყავთ და ინტერფეისი აქვთ საშინელება down1.gif
http://pix.ge/
9: oldnavy.com ესეც საკმაოდ კარგი მაღაზია კარგი ფასებით და ხარისხით
http://pix.ge/

10: Getheavenly.com ყველაფერი 15 დოლარად, ძალიან კარგი მაღაზიაა.
http://pix.ge/

Posted by: narcoTOURIST 31 Jul 2013, 15:31
მეც მხოლოდ ჩემს ფავორიტებს დავწერ

Amazon.com | .co.uk | .de
Gap.com
6pm.com
Aliexpress.com
Ebay.com | .co.uk

Posted by: ტაბუ 31 Jul 2013, 18:10
შერეული მარკეტები:
1. amazon.com – ყველაფერი ანი–დან ჰოე–მდე. ხშირად ვყიდულობ საოჯახო ნივთებს, ბავშვის სათამაშოებს, სხვადასხვა აქსესუარებს... არ ვყიდულობ ტანსაცმელს. აქვს ძალიან მარტივი სერჩინგი, ხშირად კარგი ფასებიც და ექაუნთის მართვის მოსახერხებელი სისტემა.
user posted image
1-a. amazon.co.uk – amazon.com–ის ბრიტანული განყოფილება. აქ ღირს ბრიტენული ბრენდების (მაგ. clarks-ის ფეხსაცმელების) ნაწარმის შეძენა. ასევე სხვადასხვა ნივთების კონკრეტულ მოდელებისა (საფულე, კედლის სტიკერები), რომლებიც ამერიკულ ამაზონზე არ შემხვედრია. სერჩინგი და ექაუნთის მართვა - ანალოგიურად.
user posted image
2. jcp.com - ამაზონზე პატარა, მაგრამ საკმაოდ გემოვნებიანი მარკეტი. ხშირად უგემოვნო ტანსაცმელში გემოვნებიანსაც (და არცთუ ცუდი ხარისხისას) გამოურევენ-ხოლმე. იყიდება საოჯახო ნივთები, ტექნიკა, ლოგინის თეთრეული, დეკორის ნივთები, ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები. საფორთი არ უვარგათ და შიფინგსაც დიდ დროს ანდომებენ. თუმცა საიტი აქვთ მოსახერხებელი
user posted image
3. walmart.com - იაფი მარკეტი, თუმცა ხშირად ხარისხზეც აისახება. კარგი ტარიფები აქვთ შიდა შიფინგზეც.
user posted image
4. target.com - ანგარიშის მართვის ცოტა მოუქნელი სისტემა. ხშირად აქვთ კარგი ხარისხის ფეხსაცმელი იაფად (არა ბრენდული).
user posted image


საბავშვო ტანსაცმელი (და არა მხოლოდ):
5. carters.com - შესანიშნავი ხარისხი შესანიშნავ ფასად ახალშობილიდან 6 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის. ფრიად სიმპატიური არჩევანი. შიდა შიფინგი 7$-ად (ძალიან იშვიათად აქვთ უფასო შიფინგის აქცია). ექაუნთის მოსახერხებელი მართვა. ორი მაღაზია ერთი ბრენდის ქვეშ.
user posted image
5-a. carters.com/oshkosh - ოშ-კოში კარტერსის ბრენდია 12 წლამდე ბავშვებისათვის. აქვთ ძალიან ხარისხიანი კომბინეზონები. შიპინგის ტარიფი საერთოა ორივე ბრენდის ტანსაცმლის შეკვეთაზე.
user posted image
6. childrensplace.com - 14 წლამდე გოგო-ბიჭებისათვის. კარგი არჩევანი, ხშირად აქვთ უფასო შიპინგები. ოდნავ ძვირია ხოლმე, ვიდრე კარტერსი.
user posted image
7. pumpkinpatchusa.com - მაღალი ხარისხის, შედარებით ძვირადღირებლი მაღაზია 12 წლამდე გოგოებისა და 14 წლამდე ბიჭებისათვის. სეილებზე ღირს ყიდვა.
user posted image

გაგრძელება იქნება...

Posted by: PING 31 Jul 2013, 18:35
1: yoox.com . ძალიან კარგი მაღაზია, პირადად მე მართალია მხოლოდ ერთხელ გამომიწერია , ძალიან კმაყოფილი დავრჩი, კაცის და ქალის ფეხსაცმელები და ტანსაცმელი, აქსესუარები
http://pix.ge/

2: Urbanog.com მოდური მაღაზია, კაცის და ქალის ფეხსაცმელები, ტანსაცმელი და აქსესუარები საკმაოდ დაბალ ფასებში, კარგი საპორტით და მოხერხებული ინტერფეისით, იღებს ქართულ ბარათებს
http://pix.ge/

3: eddiebauer.com გასაპრანჭი მოდური მაღაზია კაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის
http://pix.ge/

4: shoemetro.com ერთადერთხელ გამოვიწერე და ძალიან კარგი ხარისხის ჩამოვიდა, კმაყოფილი დავრჩI, ცოტა დააგვიანეს მაგრამ რომ მივწერე ეგრევე მიპასუხეს up.gif
http://pix.ge/


5: makemechic.com აქედანაც გამომიწერია და ძალიან კმაყოფილი დავრჩი , აქვთ მაგარი აქციები როცა ერთს ყიდულობ და მეორეს გჩუქნიან.
http://pix.ge/

Posted by: ტაბუ 31 Jul 2013, 18:51
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები:
8. asos.com - მოდური და ხარისხიანი ტანსაცმელი ბრიტნული ონლაინ მაღაზიისგან. არის როგორც უშუალოდ asos-ის, ასევე სხვა ცნობილი ბრიტანული ბრენდების ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანი. იღებს ქართულ ბარათებს. აქვს ამერიკული ვებ-მაღაზიაც:us.asos.com.
user posted image
9. forever21.com - დაბალფასიანი ამერიკული ონალინ მაღაზია. ტანსაცმელი არცთუ ურიგო ხარისხისაა (ფეხსაცმელზე რა მოგახსენოთ), არჩევანიც - მრავალფეროვანი. ასევე გვთავაზობს ბიჟუტერიისა და აქსესუარების დიდ არჩევანს.
user posted image
10. mango.com - ცნობილი ბრენდის ამერიკული ონლაინ მაღაზია. ზომები ევროპულად პატარებია smile.gif სეილზე კარგ ფასად შეიძლება ნივთების შეძენა.
user posted image
11. gap.com - კარგი ხარისხი. ხშირად კარგი ფასდაკლებებით. ფასები საშუალოზე მაღალი, მაგრამ ფასდაკლებებზე ღირს. 50$-ს ზემოთ შეკვეთებზე - უფასო შიფინგი. ამ სივრცეში 5 მაღაზიაა გაერთიანებული: gap, oldnavy, bananarepublic (თითქმის luxury), piperlime (იყიდება სხვა ბრენდები) და athleta (სპორტული ხაზი).
user posted image
11-a. oldnavy.gap.com - gap-ის დაბალფასიანი ქვე-ბრენდი. ქალის ტანსაცმელი, როგორც წესი, უხარისხოა (იშვიათი გამონაკლისების გარდა). ბავშვის ტანსაცმელს ხარისხი არ დაეწუნება. იყიდება gap-ის სხვა ბრენდებთან ერთად ერთ კალათში (ანუ ჯამური შეკვეთა თუ აჭარბებს 50$-ს, უფასო შიდა შიფინგით სარგებლობთ)
user posted image
12. victoriassecret.com - თეთრეულისთვის შექმნილმა ბრენდმა ტანსაცმლის ბაზარზეც ღირსეული ადგილი დაიკავა. ვიქტორიას მაისურები წლების განმავლობაში ინარჩუნებენ ფერს და ფორმას. აქვთ შესანიშნავი ქასთომერ სერვისი და სწრაფი შიფინგი. აქვთ საერთაშორისო შიფინგიც.
user posted image

ფეხსაცმელი:
13. 6pm.com - ძალიან დიდი არჩევანი, შესანიშნავი სერჩინგი, უფასო (თანაც საკმაოდ სწრაფი) შიფინგი ნებისმიერი თანხის შეკვეთაზე, ხშირად ძალიან კარგ ფასად შეიძლება ნივთის შეძენა. იყიდება ტანსაცმელიც და აქსესუარებიც, თუმცა არცთუ კარგი არჩევანია ამ კუთხით.
user posted image

სამკაულები (ბიჟუტერია):
14. cerijewelry.com - საბითუმო მაღაზია. მინიმუმ 100$-ის შეკვეთას ღებულობს. ძალიან კარგი ხარისხი სხვა მაღაზიებთან შედარებით ბევრად უკეთეს ფასებში.
user posted image

კოსმეტიკა:
15. yvesrocherusa.com - ფრანგული მცირებიუჯეტიანი, მარამ ნორმალური ხარისხის კოსმეტიკა. შეკვეთებს მოჰყვება ძალიან კარგი საჩუქრები, მაგრამ აქვთ ექაუნთის მართვის უსაშინლესი სისტემა.
user posted image

Posted by: Kate789 31 Jul 2013, 19:03
1) http://www.amazon.com/ ჩემი სიყვარული love.gif აქ ნაყიდი მაქვს ჩემი ლეპტოპი, ფოტოაპარატები, ბავშვის ტანსაცმელ-ფეხსაცმელი. ჩემთვის ტანსაცმელი მხოლოდ სპორტული შორტი და მაისური ვიყიდე.
user posted image

2) http://www.dsw.com/ ვგიჟდები ამ საიტზე. უმაგრესი ფეხსაცმელები, ჩექმები შემიძენია. სულ ბონუს ქულები მერიცხება და სასწაული ფასდაკლებები გამომდის.
user posted image

3) http://www.6pm.com/ კარგი ფეხსაცმელების საიტი. თუმცა მე როდესაც ძალიან კარგი ფეხსაცმელი მინდა, dsw-ს უფრო ვსტუმრობ.
user posted image

4) http://www.karmaloop.com/ ყველაზე კარგი სპორტული მაღაზია. ძალიან ბევრი რამე მიყიდია აქედან და დირექტორსაც კი ვიცნობ პირადად. ხშირად არის ხოლმე ფასდაკლებები. თუ ვინმეს დაგჭირდათ, დამატებითი ფასდაკლების კოდიც მაქვს მე.
user posted image

ახლა უცებ ესენი გამახსენდა.

Posted by: onlyfighter 1 Aug 2013, 08:56
user posted image

ჩემი ტანსაცმელ-ფეხსაცმელ-კურტკების მაღაზია givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: tintoreto 8 Aug 2013, 18:19
Robin Hood
QUOTE
ამაზონს ვერ ვიტან რატომღაც ვერ მომხიბლა...
იბეი მაგარია... საიტია ძაან მაგრად ორგანიზებლი...

ამაზონი ხშირად გადამყიდველის როლშია,ტექნიკა,აპარატურა ალიექსპრესიდან ამაზონზე ხვდება გაზრდილ ფასებში.

Posted by: MakoLolita 27 Sep 2013, 13:18
user posted image
http://ge.strawberrynet.com/main.aspx - ორიგინალი ბრენდის პროდუქცია: კოსმეტიკა, პარფიუმერია და ეგეთები.

love.gif

Posted by: Alameda 27 Sep 2013, 13:39
ახალს არაფერს ვამბობ biggrin.gif მაგრამ მაინც
amazon.com - amazon.co.uk
ebay.com - ebay.co.uk

Posted by: KOMBAT 30 Sep 2013, 19:39
Amazon.com
და
forever21.com
დან ყველაზე ხშირად


Posted by: nina1992 7 Oct 2013, 13:40
ფორევერ21 და 6PM

ისიც მხოლოდ ფეხსაცმელები და თუ კარგი ფასდაკლებით ვნახე რამე
თორე დიდად არ მხიბლავს ონლაინ შოპინგი.

Posted by: zazamos 10 Oct 2013, 09:52
ზოგიერთ შედარებით უცნობ მაღაზიას დავამატებ:

http://www.sportsdirect.com/
სპორტული (და არა მარტო) საქონლის ინგლისური მაღაზია, ძალიან დაბალი ფასები, ნორმალური ხარისხი, ბრენდები, გაუთავებელი სეილები. საზღვარგარეთ შიპინგი ძვირი აქვთ. მე ვიწერ ინგლისში, გეთითის მისამართზე. ასევე შეიძლება ჩექაუთი ამაზონის ანგარიშით, და იგივე პროდუქციას ყიდიან ინგლისურ ამაზონზე და ებაიზე.
http://www.sierratradingpost.com/
კარგი პროდუქცია, შედარებით ძვირი, ბრენდები, უამრავი კუპონი და ფასდაკლება.
http://www.cabelas.com/
კარგი ხარისხი, შედარებით ძვირი, საკუთარი ბრენდი. აგზავნის საქართველოში.
http://www.eastbay.com/
უამრავი სპორტული საქონელი კარგ ფასში.
http://www.bhphotovideo.com/
ფოტო-ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის მარაზია კარგი ფასებით. პირველი შეძენისას სავარაუდოდ მოგთხოვთ პასპორტის ასლის ატვირთვას საიტზე.

Posted by: zazamos 11 Oct 2013, 19:25
www.sportsdirect.com
შიპინგში და ბილინგში ვუთითებთ გეთით.გე-ს ან ფოსტაგე.გე-ს ინგლისის მისამართს. აშშ-ში არ გააგზავნოთ. ანგარიშსწორება - ბარათებით ან ამაზონის ჩეკაუტით. ქართულ მისამართიანი პეიპალი ვცადე და არ მიიღო. ფასები შეიძლება ნახოთ და გადაიხადოთ როგორც დოლარში, ისე ფუნტებში. 75 ფუნტის ზემოთ - ფრი შიპინგი. ასევე შეიძლება შევიძინოთ ამაზონ.კო.უკ და ებაი.კო.უკ-ზე. ყიდვისას შეიძლება კალათში თავისით დაუმატონ ჭიქა ან ჟურნალი. ანგარიშსწორებისას უკან წავშლით smile.gif.

Posted by: tintoreto 11 Oct 2013, 21:06
იბეი ყველას ჯობია. არჩევანი დიდია,
შეიძლება შენთვის სასურველი ნივთი ძალიან იაფად აუქციონზე იყიდო,რასაც სხვა საიტებზე ვერ იზამ

Posted by: fаshist 15 Oct 2013, 21:26
ebay.com

დანარჩენიდან არც გამომიწერია არასდროს biggrin.gif ალბათ იმიტომ რომ სულ ისეთ ნივთებს ვყიდულობ რისთვისაც იბეი იდეალური მაღაზიაა

Posted by: kosheen 16 Oct 2013, 15:13
urbanoutfitters.com - შეყვერაბული ვარ ამ საიტზე და არ ვეშვები, საშუალო ფასები, კარგი ხარისხი, მოკლედ, ძალიან მაგარი მაღაზიაა smile.gif)

asos.com - ბოლო დროს ფეხსაცმელებს სულ ამ საიტიდან ვიწერ, ტანსაცმელს უფრო იშვიათად, ხარისხი კარგია.

amazon.com - აქ არის ყველაფერი და ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი smile.gif)

boohoo.com - ტანსაცმელს ხშირად ვიწერ აქედან, კარგი ხარისხის იყო რაც ჩამოვიდა.

forever21.com - აქ უფრო აქსესუარებს ვიწერ, ხშირად ტანსაცნმელსაც, ხარისხი ჩამოდის ფასის პროპორციულად და სამართლიანი მაღაზიაა smile.gif)

ბრენდ მაღაზიებს არ ჩამოვთვლი smile.gif))

Posted by: MegaBit 16 Oct 2013, 19:23

shop.ccs.com-შედარებით უცხო საიტია.ძაან მაგარი ფასებით. გირჩევთ ყველას.
sportsdirect.com-აქაც მაგარი ფასებია და ხარისხიც. ინგლისური მაღაციაა.

Posted by: Alameda 20 Oct 2013, 00:28
http://www.sportsdirect.com/ დიდი ალბათობით დაემატება ჩემს არც თუ ისე დიდ სიას smile.gif

Posted by: LUCKY7 20 Oct 2013, 16:30
6pm.com
aliexpress.com


..........................

Posted by: TAM~UNA 30 Oct 2013, 23:43
ჩამოთვლილებს დავამატებდი:

http://www.ideeli.com/events/latest

user posted image

http://www.myhabit.com/

user posted image

love.gif

Posted by: GunsN 31 Oct 2013, 18:01
ყველაზე ხშირად ebay დან ვიწერ ნივთებს, რაც გინდა ყველაფერია, მაგრამ არის ხანდახან რო ამაზონზე უფრო იაფია ესა თუ ის პროდუქცია, მაგრამ მე მაინც იბეის ვანიჭებ უპირატებსობას, აუქციონია და ბევრად იაფად შეიძლება ნივთის მოგება.

Posted by: caucasica 8 Dec 2013, 19:51
ვისაც "აუტდორ" აქტივობები უყვარს

http://www.rei.com/

კაბელასსაც ააქვს დიდი არცევანი და საკმაოდ კარგი ფასდაკლებები
http://www.cabelas.com/

Posted by: kotelnikovi 11 Dec 2013, 19:37
იბეი 4ევერsmile.gif) 6პმ იც მააგარია ნორმალური ხარისხებია.

Posted by: ილონენ 22 Dec 2013, 14:47
hm.com ჩემი საყვარელი მაღაზია, ხარისხი ყოველთვის ძალიან მაგარია და ფასი ძალიან დაბალი

amazon.com ყველა წვრილმანი biggrin.gif

6pm.com ფეხსაცმელებისთვის


Posted by: sallli1 9 Jan 2014, 21:55
forever 21.com
asos.com
amazon.com
6pm.com

Posted by: Kate789 22 Feb 2014, 02:54
მოკლედ!
3 გვერდი ოფტოპიკი წავშალე. თან სათითაოდ. ეს გამოდის დაახლოებით 45 პოსტი.
და არცერთი ვორნი არ გამიცია.
აი ეს იქნება უკანასკნელი სიტყვიერი გაფრთხილება.
როგორც კი ვინმე დატოვებს არათემატურ პოსტს, ულაპარაკოდ მიიღებს ვორნს.
პრეტენზიები და გოდება არ დავინახო შემდგომ.
ან თუ ძალიან გინდათ გოდება, მიბრძანდით პირად თემებში, ფორუმის შესახებ-ში.

არსებობს აქ http://forum.ge/?showtopic=34309772&view=findpost&p=37489711 და ყველა შეკითხვას აქვს თავისი ადგილი.
აბა თქვენ იცით.

Posted by: Rain Cloud 17 Mar 2014, 11:21
QUOTE
1-a. amazon.co.uk – amazon.com–ის ბრიტანული განყოფილება. აქ ღირს ბრიტენული ბრენდების (მაგ. clarks-ის ფეხსაცმელების) ნაწარმის შეძენა. ასევე სხვადასხვა ნივთების კონკრეტულ მოდელებისა (საფულე, კედლის სტიკერები), რომლებიც ამერიკულ ამაზონზე არ შემხვედრია. სერჩინგი და ექაუნთის მართვა - ანალოგიურად.


მე რამდენადაც ვიცი, აქედან საქართველოში არ მოდის ნივთები, თუ ვცდები? მინიატურული ვისკის ბოთლების გამოწერა მინდოდა და მხოლოდ დიდ ბრიტანეთში იყო შესაძლებელი(ან ეს რადგან ალკოჰოლი იყო, ამაზე გავრცელდა შეზღუდვა)

Posted by: tintoreto 17 Mar 2014, 12:23
GunsN
QUOTE
ყველაზე ხშირად ebay დან ვიწერ ნივთებს, რაც გინდა ყველაფერია, მაგრამ არის ხანდახან რო ამაზონზე უფრო იაფია ესა თუ ის პროდუქცია, მაგრამ მე მაინც იბეის ვანიჭებ უპირატებსობას, აუქციონია და ბევრად იაფად შეიძლება ნივთის მოგება.

up.gif up.gif up.gif
იბეიმ ყველა სხვა საიტი დამავიწყა.
იბეი ყველა სხვა საიტს სჯობია

Posted by: GunsN 17 Mar 2014, 14:50
tintoreto
yes.gif გეთანხმები

Posted by: Perseus12 19 Apr 2014, 17:20
შესაბამისი თემა ვერ ვნახე, ამიტომ აქ ვწერ. ვოლმარტი არ იღებს არც ლიბერთის არც ტიბისის კლასიკს, რა წყალში გადავარდე? გამოცდილება გამიზიარეთ თუ შეიძლება

Posted by: ROBERY 20 Apr 2014, 10:43
Perseus12
QUOTE
ვოლმარტი არ იღებს არც ლიბერთის არც ტიბისის კლასიკს, რა წყალში გადავარდე? გამოცდილება გამიზიარეთ თუ შეიძლება

საქ.ბანკის ბარათით ვიწერ უპრობლემოდ.

Posted by: Chloe 5 Jun 2014, 21:45
calvin klein-ის ონლაინ მაღაზიიდან ვინმეს გამოგიწერიათ? საიტზე რომ შევდივარ კატეგორიებში უკვე ვეღარ გადავდივარ. მხოლოდ საწყის გვერდზე შევყავარ aba.gif

Posted by: amenhotep 8 Nov 2016, 23:07


DSW.com - მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი
Nordstrom.com - მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი & ტანსაცმელი
Asos.com - ფეხსაცმელი & ტანსაცმელი
6pm.com - ფეხსაცმელი & ტანსაცმელი
Zappos.com - ფეხსაცმელი
Tedbaker.com- ბრენდის საიტი
Kennethcole.com - ბრენდის საიტი
Otto.De - გერმანული მაღაზია
Adlermode.com - გერმანული მაღაზია
Soliver.De - გერმანული მაღაზია
Zara.com - ბრენდის საიტი
Massimodutti.com - ბრენდის საიტი

Posted by: Lamorac 19 Nov 2016, 18:31
etsy.com
ესენი პირდაპირ აგზავნიან?

Posted by: marimari33 7 Jan 2017, 14:03
http://www.hm.com/entrance.ahtml?orguri=%2F
იაFი და ხარისხიანი:*:*

Posted by: asita 14 Feb 2017, 09:51
გამარჯობათ aliexpress.com იდან მინდა გამოწერა და როგორ ხდება ფოსტით ჩამოდის? თუ ვინმეს გამოგიწერუათ მითხარით რა როგორ ხდება : ) მადლობა

Posted by: oldgio 14 Feb 2017, 10:21
QUOTE (asita @ 14 Feb 2017, 09:51 )
გამარჯობათ aliexpress.com იდან მინდა გამოწერა და როგორ ხდება ფოსტით ჩამოდის? თუ ვინმეს გამოგიწერუათ მითხარით რა როგორ ხდება : ) მადლობა

არაფერი განსაკუთრებული. არის იქ ქვეყნების ჩამონათვალი ყოველი კონკრეტული საქონლის შემთხვევაში, სად იგზავნება და სად არა. ტარიფებიც წერია. მე, პირადად, საქართველოს ფოსტის უცნაურობების თავიდან ასაცილებლად usa2georgia -ს საფოსტო სერვისს ვიყენებ (შესაბამისად, საქონელი მიმდის დელავერის ოფისში, შემდეგ კი ერთ კვირაში ჩემთანაა). შემიძლია გითხრა, რომ aliexpress-ს საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს დაცული გადახდისა და მიწოდების ოპერაციის უსაფრთხოება.

Posted by: MmSs 18 Mar 2017, 20:21
oldgio
მოგწონთ მერე მაქედან გამოწერილი პროდუქცია?
ერთხელ გამოვიწერე (ძაან ბევრი რაღაცეები) და ორი დღე ვანიავებდი სახლს ისეთი სპეციპიკური სუნი ქონდაsmile.gif

Posted by: kristi16 28 Mar 2017, 15:37
გამარჯობათ. carters-ზე ვინ რა იცით მომწერეთ რა, რამდენ ხანში ჩამოდის, რომელი ბარათით ჯობია გადახდა, ფოსტით ჩამოდის თუ usa2georgia, თუ ?? მოკლედ რაც იცით მომწერეთ



Posted by: Pac. 2 Apr 2017, 23:17
makamariami33
QUOTE
http://www.hm.com/entrance.ahtml?orguri=%2F
იაFი და ხარისხიანი:*:*


როგორ იწერ ამერიკულ HM-დან შეგიძლია მასწავლო ... ?

Posted by: makrine77 6 Apr 2017, 22:25
Pac.
მე გერმანიიდან ვიწერ ხოლმე A-manati. com ით
ამერიკიდსნ Usa2georgias, გირჩევ,მე ემონეის ვირტუალური კარტა მაქვსს და იმით...
მომწერე პმ
დაგეხმარები...

Posted by: mirakl 25 Apr 2017, 12:53
makrine77
" ემონეის ვირტუალური კარტა" - ეს რა ბარათია?
* * *
asita
მე ყოველთვის პირდაპირ ვიწერ საქართველოს ფოსტით, თუ არ გეჩქარება და დაახლოებით 1 თვე მოიცდი, ჩამოდის უპრობლემოდ!

Posted by: ლიმაზარი 26 Apr 2017, 23:04
mirakl
emoney თუ გაქვს ვერიფიცირებული,გასწავლი,როგორც უნდა შექმნა..smile.gif

Posted by: ლიმაზარი 27 Apr 2017, 23:10
Perseus12
walmart იდან ვიწერდი emoney ის ვირტუალური კარტით,ეგეც ხომ ლიბერთისია,როდიდან არ იღებს ნეტა?
დიდი არაფერი არაა ისე ვოლმარტი H&M ჯობია ყველას,ნუ მე საიდანაც გამომიწერია იმათ ყოველშემთხვევაში...

Posted by: what 3 May 2017, 13:02
http://www.adidas.com/us/gazelle-shoes/BB5174.html?forceSelSize=BB5174_570

აქედან მინდა გამოწერა და ერთხელ გამოვიწერე და ახლა ვეღარ ვიწერ ;( დამეხმარეთ

Posted by: Mama_Basili 11 May 2017, 09:57
6pm.com -იდან იწერება ამანათები თუ აღარ ღებულობენ ჩვენს ბარათებს?! ადრე მახსოვს თითქოს აღარ ჭრიდა ჩვენი ბარათები და ახლა რა სიტუაციაა მაინტერესებს.

Posted by: narcoTOURIST 11 May 2017, 10:12
Mama_Basili
6pm-იდან 2008 წლიდან უპრობლემოდ ვიწერ.
ადრე საიტზე ეწერა როგორ უნდა შეგევსო ინტერნეშენალ ბილინგ ადრესი - https://secure-www.6pm.com/popovers/internationalPayment.zml
მერე საქართველო ჩაამატეს ბილინგ სიაში.
ეხლა საერთოდ ამაზონ ჩექაუტი დაამატეს, შეგიძლია ამაზონის აქაუნტით იყიდო.


Posted by: Mama_Basili 11 May 2017, 10:31
narcoTOURIST
მადლობა

Posted by: gugamaxara 11 May 2017, 18:44
გამარჯობათ
აქედან ვინმეს გამოგიწერიათ http://www.image-business.co.uk/?

Posted by: gucci07 23 May 2017, 15:17
..........................................................................................................................................................................
* * *
newbalance.com- დან გამოწერა მინდა ბოტასის,უწერიათ რომ ვიზითაც შეიძლება გადახდა,ყველაფერს სწორეთ ვუთითებ მაგრამ არ შვრება და თუ იცით ვინმემ როგორ უნდა მასწავლეთ რა ფლიზ
* * *
QUOTE (gucci07 @ 23 May 2017, 15:17 )
..........................................................................................................................................................................
* * *
....................................................................................

,................................................................................................................

Posted by: gioo1331 25 May 2017, 12:05
ვისაც გინდათ გამოწერა ისეთი ცნობილი საიტებიდან, როგორიცაა adidas, walmart, chanel, gucci და ა.შ. ნებისმიერი საიტიდან, რომელსაც ამერიკული ფეიპალი სჭირდება, შემიძლია დაგეხმაროთ.

Posted by: taamo 25 May 2017, 20:52
makrine77
QUOTE
ამერიკიდსნ Usa2georgias, გირჩევ,მე ემონეის ვირტუალური კარტა მაქვსს და იმით...


მეც დამეხმარეთ თუ შეიძლება, როგორ გავაკეთო და გამოვიყენო ეგ ვირტუალური ბარათი H&M-ზე?

Posted by: Rin 11 Jun 2017, 22:51
deichmann.de - ფეხსაცმელი და ჩანთები.

7-8 წყვილი ფეხსაცმელი მაქვს გამოწერილი + 1 ჩანთა.
ხარისხი და ფასები მისაღებია.
ადრე იღებდა ქართულ ბარათს, ბოლოს რატომღაც არ მიიღო და amanati.com ს გამოვაწერინე.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: makrine77 21 Jul 2017, 07:31
gioo1331
walmart ს არ ჭირდებოდა ფეიფალი ,ადრე ვიწერდი ხოლმე მაქედან.
ეხლა ჭირდება?sad.gif

Posted by: sally99 25 Jul 2017, 14:30
გამარჯობა, მჭირდება თქვენი დახმარება primark.com დან თუ იწერთ ვინმე, თუ გისარგებლიათ, ან გადამზიდი კომპანია რომელსაც შეუძლია, მირჩიეთ ყველაფერი, ან ამ საიტის მსგავსი მითხრათ იქნებ, ფასებს ვგულისხმობ. მადლობელი დაგრჩებით
* * *
HM.com დან როგორ იწერთ, მაგაზეც დამაკვალიანეთ ძალიან გთხოვთ

Posted by: Maomia 25 Aug 2017, 14:57
Wish.com aqedan gamogiweriat vinmea?

Posted by: John Jolie 30 Aug 2017, 20:32
swarovski.com დან საქართველოში შესაძლებელია გამოწერა?

Posted by: lale_12 29 Sep 2017, 13:32
გამარჯობათ,

ამ საიტიდან ვინმეს გამოგიწერიათ
https://www.mangooutlet.com/it/donna

Posted by: ditrixa 22 Feb 2019, 16:09
მეგობრებო, nike.com-დან გამოწერის გამოცდილება ხომ არ გაქვთ ვინმეს?
ბარათს არ იღებს და შესაბამისად არც პეიპალს..
მაგის გამოსწორება ალბათ american express ბარათით შეიძლება.

თუმცა კიდევ ერთი საკითხია.. საიტზე უწერიათ რომ po box-ზე არც ვრცდელდება შიპინგი.

ვინმემ ხომ არ იცით რამე გზა გამოწერის რომ ჩამოვიდეს საქართველოში ამანათი?
მადლობა



Posted by: Belen 23 Feb 2019, 23:40
ჩავასწორე..
..................................

Posted by: pandapandapanda 3 Mar 2019, 20:08
ტაობაოდან არავინ იწერთ? მაინტერესებს როგორი ხარისი ჩამოდის და რომელი გადამზიდი ჯობს. მიპასხუთ რაა sad.gif sad.gif

Posted by: gega1984 24 Mar 2019, 10:44
levi.com-დან გამოვიწერე ჯინსი და დამიქენსელეს. ინექსის მისამართი მქონდა მითითებული. სელერმა მითხრა რომ US ფოსტა არ გაქვსო მითითებული. ფეიფალით გადავრიცხე თანხა. ხომ არ იცით როგორ გამოვიწერო ისე რომ არ დამიქენსელონ?

Posted by: sevastopol 25 Mar 2019, 01:09
ditrixa
სამწუხაროდ არც ამექსი არ გიშველის.

უბრალოდ ბლოკავს თანხას და უკან აბრუნებს. ამერიკული ფეიფალიც ვცადეთ ამასწინათ და ვერა. IP-ით ხვდება რომ ამერიკიდან არ ყიდულობ.

PO box კიდე ჩვენი არაა, freight forwarder ქვია ჩვენს გადამზიდავ კომპანიებს.

Posted by: anuuuki 28 Mar 2019, 07:35
QUOTE (pandapandapanda @ 3 Mar 2019, 20:08 )
ტაობაოდან არავინ იწერთ? მაინტერესებს როგორი ხარისი ჩამოდის და რომელი გადამზიდი ჯობს. მიპასხუთ რაა sad.gif sad.gif

მე ვიწერ სულ მანდედან, არჩევა უნდა სელერს და პროდუქციას, კარგები ჩამოდის ძალიან თუ ისწავლი რა გამოწერო smile.gif

Posted by: USER001 30 Mar 2019, 00:42
ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი/აქსესუარები რომელ საიტზე შეიძლება შევძინო შეღავათიან ფასებში?(თუნდაც ასლები) armani exchange/gucci და ასე შემდეგ.

Posted by: ditrixa 5 Apr 2019, 14:57
sevastopol
აჰაა, გასაგებია.. დიდი მადლობა პასუხისთვის

გამოდის რომ გამოსავალი მარტო ახლობელი ქართველია ამერიკაში ))

Posted by: ilia132 5 Apr 2019, 18:34
მეგობრებო თუ ვინმემ იცით ისეთი საიტი, სადაც სხვადასხვა მცენარის და ბოსტნეულის თესლების გამოწერა იქნება შესაძლებელი, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში?

Posted by: გაგუშა 22 Apr 2019, 15:28
QUOTE (PING)
6PM.com


აქედან გამოსაწერ პროდუქციას რომელი გადამზდის მისამართი მივუთითო
რას მირჩევდით?
* * *
QUOTE (გაგუშა)
6PM.com


ვეღარ გავიგე ეს საიტი პირდაპირ აგზავნის საქართველოში?
თუ რამე გადამზიდის მისამართი უნდა?

იქნებ დამეხმაროთ


Posted by: maxra 2 May 2019, 06:55
gega1984
Levi.com ze very gamoikeneb kartul PayPal's. Magram BoG baratit arasdros problema ar mkonia.bolos 1 kviris tsin chamovitane inexit.

Posted by: გაგუშა 20 May 2019, 13:12
ბევრი ქუდები რო იყიდებოდეს ეგეთი საიტები არ იცით?

მაგალითად
კენგოლი
კეპები
ცილინდრები და ა.შ.


Posted by: Trump 20 May 2019, 15:22
ditrixa

მხოლოდ ამერიკულ ბარათს ღებულობს.
ამერიკული ბარათით მაქვს გამოწერილი და Usa2georgia ში მიიტანეს.

Posted by: ilia132 25 May 2019, 21:51
მეგობრებო, 6pm.com-იდან ვინც იწერთ მაინტერესებს ფეხსაცმლის ზომებში ცდომილებები არის ხოლმე და რამდენად ხშირად?

Posted by: Rin 26 May 2019, 07:48
ilia132

ორჯერ გამოვიწერე, ცდომილება არ ყოფილა, ზუსტად ის ზომა ჩამოვიდა რომელსაც ვატარებ.
მე მითხრეს, რომ ეგ კონკრეტულ ბრენდზეა დამოკიდებული, სტანდარტული ზომის გარდა თვითონ მწარმოებლის ზომებიც უნდა გადაამოწმო.

Posted by: ilia132 26 May 2019, 14:17
Rin
QUOTE
სტანდარტული ზომის გარდა თვითონ მწარმოებლის ზომებიც უნდა გადაამოწმო.

და ეგ როგორ უნდა ვქნა, წერია მაგ საიტზევე თუ მწარმოებლის საიტზე უნდა მოვიძიო?

Posted by: Rin 27 May 2019, 12:02
ilia132

იქვე წერია წესით პროდუქტის აღწერილობაში.
შეგიძლია გუგლშიც მოიძო დამატებით გამოხმაურებები ესა თუ ის ბრენდი რამდენად ზუსტად მიდის.

Posted by: natia_natia9 2 Jun 2019, 01:04
ვინმემ ხომ არ იცის, ტერანოვას ოფიციალური საიტიდან რომ გამოვწერო ტანსაცმელი, გადამზიდის მისამართზე მიიტანენ? ადრე ადიდასის საიტიდან გამოვწერე ფეხსაცმელი და გამიუქმეს შეკვეთა, მისამართის გამო.

Posted by: ilia132 3 Aug 2019, 12:02
best buy როგორი საიტია, ღირს ყიდვა და ხარისხიანი პროდუქცია აქვთ? ძაან პოპულარული გახდა ამ ბოლო დროს და მაინტერესებს რა კომპანიაა და რამდენად სანდო. ვინც იცით ეგებ გამარკვიოთ

Posted by: 123omari123 4 Aug 2019, 18:15
გამარჯობა,
wish.com სანდო საიტია თუ გამოგიწერიათ ვინმეს აქდიან?

Posted by: GunsN 18 Aug 2019, 08:06
გამარჯობა, მოკლედ http://www.buypropeciablog.co.uk/ ამ საიტიდან გამოვიწერე ფეხსაცმელი 1 თვის წინ DHL ით და დღესაც არ ჩამოსულა, ხოდა არ ენდოთ რა, ამის თქმა მინდოდა biggrin.gif
არსებობს რამე ბერკეტი უკან რო დავიბრუნო თანხა?
ფეიფალი არ აქვთ

Posted by: mdoctor 30 Aug 2019, 19:36
GunsN
www.scamadviser.com ამ საიტზე უნდა ჩაწეროთ იმ საიტის სახელი, საიდანაც აპირებთ ნივთის გამოწერას და გამოჩნდება რამდენად სანდოა საიტი. თქვენი დაწერილი საიტი მაღალი რისკის მქონედ დაფიქსირდა.
თანხის დაბრუნებაზე ბანკს უნდა მიმართოთ თუ სრული 1 თვე არაა გასული.

Posted by: GunsN 31 Aug 2019, 09:58
mdoctor
ვიცი კი, მეგობარს გამოუწერე, ვუთხარი კიდეც სარისკოათქო და ვცადოთო და კი დავრჩით ისე

Posted by: irakliusi 5 Oct 2019, 00:31
QUOTE
Nordstrom.com - მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი & ტანსაცმელი

ეს საიტი ამერიკულ ბარათს რომ ითხოვს მაგას როგორ უვლით გვერდს?sad.gifsad.gifsad.gif

Posted by: merciamercia 5 Oct 2019, 21:37
https://www.boohoo.com/
აქედა რამე გამოგიწერიათ? როგორი ხარისხი ჩამოდის?
user.gif

Posted by: soffka-86 17 Oct 2019, 17:46
ბავშვისთვის (3-4წელი) ხარისხიანი ფეხსაცმელის გამოწერას რომელი საიტიდან მირჩევდით?

Posted by: neo> 17 Oct 2019, 20:57
QUOTE (123omari123 @ 4 Aug 2019, 18:15 )
გამარჯობა,
wish.com სანდო საიტია თუ გამოგიწერიათ ვინმეს აქდიან?

სკამიაო დაწერეს
არ გარისკო


ყველაზე ცუდ შემთხვევაში თუ მაინც გარისკვა გადაწყვიტეთ, PayPal -ის გარეშე არ გადაიხადოთ. ბანკი არის შანსი რომ ვერ გიშველით,დაბრუნებაზე, რადგან ეგენი მოთხოვნას აგზავნიან ვიზა/მასტერ ქარდთან ტრანზაქციის გაუქმებაზე და დრო უნდა.

Posted by: Ar-Pharazôn 27 Oct 2019, 15:47
გადამზიდების თემაშიც დავწერე და აქ უფრო თემატურად შესაფერისია მგონი: gap-ში რაღაცის ყიდვა მინდოდა, ფული ჩამომაჭრა და მეორე დღეს მწერს რომ გიუქმებთ შეკვეთას, რადგან კარტის ვერიფიკაცია ვერ მოხერხდაო. ანუ ქართული კარტები დაბლოკეს გეპ-ბანანარეპაბლიკ-ოლდნევიმ? უფრო სწორედ, ბილინგის მისამართს ამოწმებენ ვერიფიკაციის დროს, როგორც ჩანს და დამთხვევა რომ არ არის, აუქმებენ sad.gif(( თუ ჩემს კარტას დაემართა რამე?

Posted by: aleqsandre777 28 Oct 2019, 12:44
გამარჯობათ ვინც იცით რომ დამეხმაროთ. Walmart.com გამოვიწერე ნივთი შიფინგი 7 დოლარი ჯდებოდა გვერდით ეწერა pick up და შევიძინე შიფინგის გარეშე ანუ ტრანსპორტირების საფასური არ გამომართვა და მიიტანეს კამექსის ოფისში....?ნივთი რამოდენიმე დღეა არდგილზეა და მწერ რომ რაღაც საათზე ჩართე pick up ფუნქცია და ნავიგაცია მსგავსად რაღაც ამოდის ნუ ავირიე მაგრად

Posted by: sevastopol 28 Oct 2019, 17:44
aleqsandre777
Pick up იმას ნიშნავს რომ ამერიკაში ვოლმარტის მაგ ფილიალს შენ მიაკითხავ და ნივთს წამოიღებ... აგერია რაღაც ძმაო...

Posted by: Ar-Pharazôn 30 Oct 2019, 07:06
ვინმეს არ გიცდიათ ამ ბოლო დროს Gap, Old Navy, BR-დან გამოწერა? მიიღო ჩემი ბარათი და მერე გამიუქმა შეკვეთა (თანხა დაბლოკილია ისევ) და მაინტერესებს ქართული ბარათის ბრალია (აქამდე არ მქონია ეგ პრობლემა) თუ იმათ მოუვიდათ შეცდომა?

Posted by: aleqsandre777 30 Oct 2019, 22:43
sevastopol
ხო მერე მივხვდი რომ ეგრეა?როგორ შეიძლება დამატებითი საფასურით მიიტანონ კამექსის ოფისში?ვალმარტის საფორთს მივწერო თუ სელერს ვისგანაც ვიყიდე?

Posted by: sevastopol 31 Oct 2019, 13:10
aleqsandre777
ორდერი უნდა გაგიუქმონ და შემდეგ თანხა რომ დაგიბრუნდება ანგარიშზე თავიდან იყიდო და მიტანის სერვისით ისარგებლო, ან ვოლმარტის საფორთს მიწერე რომ შეცდომი აირჩიე პიკაპი და მიტანა გინდა.

Posted by: depresiaaaaa 28 Nov 2019, 20:11
მე ისეთი საიტი მინდა,2 კვირაში რო ჩამოდიოდეს პროდუქცია ან მაქსიმუმ 3 კვირაში აი რო ვუკვეთავ და უეჭველი რომ ვიცი როდის ჩამოვა მაგაზე მაქვს გართულდება რო წერია ერთი კვირიდან 1 თვეში ჩამოვაო ო გიწერს და მერე 2 თვეში რო ჩამოდის ძლივს. ტანსაცმლისთვის მინდა

Posted by: catwoman 28 Nov 2019, 21:53
coachoutlet.com-იდან ვინმეს რამე გამოგიწერიათ ბოლო დროს?

Posted by: valter 28 Nov 2019, 22:42
გამარჯობა, დღეს რომელი საიტია ყველაზე კარგი ტანსაცმლის გამოსაწერად?


შიპინგი ყველაზე იაფი, ფასებიც ძაან გაწელილი როარიყოს რა

Posted by: sevastopol 28 Nov 2019, 22:53
valter
ასოსი, ზარა, gap, old navy.

უფასო შიფინგი ძირთადად $50-დან იწყება.

Posted by: ilia132 30 Nov 2019, 13:59
wish.com როგორი საიტია? ღირს აქედან გამოწერა?

Posted by: valter 30 Nov 2019, 15:08
sevastopol
მადლობელი .

Posted by: Ar-Pharazôn 30 Nov 2019, 15:14
sevastopol
QUOTE
ასოსი, ზარა, gap, old navy.


კარგია, სანამ გაგფაქტავენ რომ ბილინგ ადრესი არ არის ამერიკული.

ასოსი არ შვება მაგას და ზარადან არ გამომიწერია, მაგრამ გაპ-ოლდ ნევის წლები ვიყენებდი და ბოლო დროს კარტის ვერიფიკაცია განაახლეს და ამოწმებს ბილინგ ადრესს, ხოლო მაგათი საიტი არაამერიკულ ბილინგს, ან პეიპალს არ იღებს

Posted by: catwoman 3 Dec 2019, 02:05
Ar-Pharazôn
გეპიდან ჯერჯერობით ვიწერ და მიგზავნიან. coachoutlet-მა გაჭედა, აღარ აგზავნიან usa2georgia-ს მისამართზე, მართლა ამერიკული ბარათითაც ვცადე და არაო :|
|

Posted by: sevastopol 15 Dec 2019, 14:41
mdma69s
ანუ პროსტა აღიარეთ რომ ტაობაოდან $1-იან საფულეებს 50 ლარად ყიდით, მეტი არაფერი...

Posted by: alesandra 19 Dec 2019, 12:48
ხომ არ იცით ისეთი ონლაინ მაღაზია, სადაც ყიდვა შესაძლებელია საბანკო გადარიცხვითაც (და არა მხოლოდ ბარათით)?
კონკრეტულად წიგნების შეძენა მსურს.
* * *
ან ხომ არ იცით თუ არის შესაძლებელი ამაზონიდან საბანკო გადარიცხვით შეძენა?

Posted by: Heart_of_Darkness 28 Dec 2019, 22:07
ამერიკული ბარათის ონლაინ აღება რამენაირად შესაძლებელი ხომ არ არის?
ან როგორ შევიძინო იმ საიტიდან, რომელიც ამერიკულ ბარათს მთხოვს? ქართული ბარათიდან ორდერს მიქენსელებს.

Posted by: Adventurer 28 Dec 2019, 23:23
Heart_of_Darkness
თუ არ ვცდები კამექსს და ბარამს აქვთ ამერიკული ბარათით ყიდვის სერვისი, 5% -ის ფარგლებში იყო დანამატი

Posted by: Heart_of_Darkness 30 Dec 2019, 01:00
Adventurer
მადლობა. კი, ეგ ვიცი. მაგრამ ამერიკული ბარათი ან ამსთან გათანაბრებული რამე რომ მქონდეს მირჩევნია.

Posted by: USER001 30 Dec 2019, 19:52
https://www.guess.eu -დან ვინმეს გამოგიწერიათ?

Posted by: TALQUTAI 13 Jan 2020, 14:10
გამარჯობათ მეგობრებო

რამე თუ გსმენიათ venionline.com ამ საიტის შესახებ, რამე თუ გამოგიწერიათ ვინმეს თქვენ ან თქვენს ახლობელს,
თუ რამე გამოცდილება გაქვთ გთხოვთ გაგვიზიაროთ, ძალიან დაგვეხმარებით.

დიდი მადლობა

Posted by: Kate789 14 Jan 2020, 03:45
არის აპინული თემა "მირჩიეთ" და იქ იკითხეთ. ეს თემა იხურება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)