hi2u
შენი პოსტი წავიკითხე და ასე მეგონა რომ მე დავწერე.
მეც ვიფიქრე და მგონი ამ კრიზისს სქესი და ლოკაცია არ ააქვს. უბრალოდ თაობაა ჩვენი ეგეთი - გარდამავალი. ბევრი რამ ვნახეთ და გამოვცადეთ: სანთლის შუქზე წიგნის კითხვით დავიწყეთ და აგერ შენ უკვე გოგოშკებს აბამ მობილურით... დიდი ნახტომია კონსუმერულ ტექნოლოგიებში და ცხოვრების კონტრასტული სტილი გამოგიცდია რამაც დაგაფიქრა ამ ცხოვრების ამაოებაზე. შენ ის თაობა ხარ ვინც იცის რა არის რეალური და მნიშვნელოვანო ცხოვრებაში იმიტომ რომ უკიდურესობები ნახე / გაიგე. გახსოვს ხალხი თავს რომ იფეთქებდა პურის რიგში? ახლა გაიხსენე ისიც რომ სან ფრანცისკოში ლობსტერის სენდვიჩები გაქვს ნაჭამი... ჰოდა როცა ვიღაც ახლა ბაითს ამარიაჟებს ინსტაგრამზე შენ ხელოვნურად გეჩვენება. ეგ ხელოვნური კი არ არის უბრალოდ შენი პიროვნება უკვე სხვა ლეველზეა და ის ვინც მაგას აკეთებს ვერც იცნობიერებს შენს რეალობას.
ერთადერთი რითაც შეგიძლია ოდნავ თავი დაიმშვიდო არის ის რომ შენ შენი ევოლუციური როლი ნაწილობრივ შეასრულე შვილის ყოლით. ნაწილობრივ იმიტომ რომ 2.1 შვილი უნდა ყავდეს საშუალოდ ადამიანს რომ გამრავლდეს. თუმცა შენ მგონი 1 გყავს. არ ვიცი. შემდეგი ეტაპი ისაა რომ შენს შვილის "გაამარჯვებინო" და საუკეთესო სტარტი მისცე. დანარჩენი რაც დღესდღეობით ხდება მართლა უაზრობაა ყველაფერი.
სამწუხაროდ არ მგონია ეს გრძნობა გადაგვივიდეს. ჩვენი უმეტესობა უბრალოდ რაღაც ეტაპზე შევეგუებით და შევეცდებით დარჩენილი წლები შევირგოთ იმ ხალხის გარშემო ვინც არიან ახლომახლო. ჩემი კატეგორია ვერ შეეგუება რომც მინდოდეს. სამწუხაროდ ვიცნობიერებ რაცაა წინ უკვე მაგრამ ქართველობა არ მაძლევს უფლებას დავნებდე ცხოვრებას. ვიცი სავარაუდოდ ვერ მოვახერხებ და ვერ შევცვლი იმ პუნქტებს რაც შენ დაწერე თუნდაც შენს პოსტში მაგრამ შინაგანი ენერგიის ჩახშობა შეუძლებელია ჩემთვის. პრაგმატულადაც ვიცი რომ უაზრო ტრაგიკულობაა ეს - ქართული DNA-თ გამოწვეული რეფლექსი. მაგრამ მერე ემოციურად ვფირობ და ხალხი რეებს აღწევდა რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ და მე ვიღაც ინსტაგრამ სასტავს უნდა შევუერთდე და უნიტაზიდან სთორი დავდო? Nope. მაგას ბრძოლაში სიკვდილი მირჩევნია. თუნდაც წავაგო.
ჩემი რჩევა შენს პოსტზე არის ის რომ ფარ-ხმალი არასოდეს დაყარო. იომე, იბრძოლე იმისთვის რაც გინდა. მეც მიხარია სიცოცხლე და მეც მყავს გარშემო ხალხი ვინც ვერ ამყვა ამ სიყვარულში მაგრამ არ ვეპუები. გავიაზრე რომ ჩემშია დაუშრეტელი ცეცხლი და მე მივათრევ ამ სასტავს სინათლისკენ. იმედი ბოლოს კვდება და სავარაუდოდ ცნობიერების ბოლო წამამდე ვიომებ რომ არ ის სამყარო შევქმნა რაც მე მინდა. ჩვენ ქართველები ვართ და გადმოგვეცა ის შინაგანი ძალა რაც გვეხმარება იმაში რომ ვერავინ ვერასოდეს დაგვაჩოქოს. ვერანაირი დაბრკოლება და კრიზისი ვერ გამტეხს. ვერც მე და ვერც შენ იმიტომ რომ შენც ქართველი ხარ, ასე რომ იპოვე შენში ძალა რომ არასოდეს დანებდე და იყო შენი გარემოცვის ლიდერი.
შეიძლება ძალიან კლიშეა შენთვის ეს ყველაფერი და ბანალურად გეჩვენება. მეც დავუშვი ეგ მოსაზრება მაგრამ ბოლო ორი წელია თითქმის რაღაცეებზე ვფიქრობ და ისევ დავუბრუნდი საწყისს მოსაზრებას. ბევრი დრო რომ იყოს აგიხსნიდი კიდევ.
ფრენკ, დანებება უბრალოდ უაზრობაცაა ასე რომ ბრძოლა ყველა ვარიანტში უფრო საინტერესოა მთლად სახეც რომ აგახიოს ცხოვრებამ.