androba
შევეცდები ჩამოვაყალიბო რამოდენიმე პუნქტად ჩემი შეკითხვები:
1. მე გავაკეთე რეკლამა პროდუქტზე სადაც არის მითითებული impressions. ბიუჯეტი ავიღე დღიური 10 $. შედეგი რაც მაქვს დღევანდელი არის 198 Impressions და 21 Clicks და დახარჯულია 10$ დან 9.36$. ეს მემგონი არ არის სწორი ხო გაცილებით მეტი ჩვენება უნდა ჰქონოდა 10 $ ად ვიდრე 198 ჩვენება და აქედან 21 კლიკი.
2. Keyword განყოფილებაში მე დავამატე სიტყვები რომლებიც ასოცირდება საძიებო ამ პროდუქტის შესაფერის სიტყვებთან და ასევე თვითონაც პროგრამულად ამომიგდო ბევრი დამატებითი სიტყვები. მე როგორც ვხვდები ეს ფილტრაციას უკეთებს და მხოლოდ მაგ სეგმენტს აჩვენებს რომლებიც იქნებიან Keyword-ში დამატებული. მე თ მასაზე მინდა რეკლამა გავუშვა მაშინ შეიძლება რომ არაფერი არ ჩავწერო და ცარიელი იყოს Keyword განყოფილება? იმ შემთხვევაში თუ შეიძლება როგორ?
3. ჩემი მესამე შეკითხვა არის რა ანუ რეკლამა რომ გავაკეთე იგივე მენეჯმენტშიც ჩანს კლიკები და ჩვენებები ანუ Clicks და Impressions. საქმე ის არის რომ რეკლამის არჩევაში არის მხოლოდ ექვსი პუნქტი სადაც Impressions მონიშვნა არ არის ანუ თუ Impressions მაჩვენებს ესეიგი უნდა იყოს რომ მხოლოდ ჩვენება მოხდეს და არა კლიკი? ვერსად ვერ ვნახე აი ეს ექვსი ჩამონათვალი: 1)Target search page location, 2) Target CPA, 3) Target ROAS, 4) Target outranking share, 5) Maximise clicks, 6) Enchanced CPC.
4. რეკლამის კამპანიის ტიპები კი მხოლოდ სამაირია: 1)Search Network with display select (Best opportunity to each customer), 2) Search Network only (Google partners) and video ad. ბუნებრივია მე პირველი მაქვს არჩეული და ალბათ სწორადაც.
5. Google analytics მაქვს დაყენებული და თვალს ვადევნებ დეტალებს. Call action როგორ უნდა გავაკეთო ანუ გავაკეთე მაგრამ ცალკე კამპანია კი არ გაჩნდა იქ ჩასვა სადაც იყო რეკლამა.
6. ასევე Removed campaign მაქვს რომელსაც ვერც მოდიფიკაციას ვუკეთებ და ვერც ვშლი. რეალურად შეიძლება წაშლა ამის? ანუ ეს ადრინდელი შექმნილი მაქვს.
7. ბოლო შეკითხვა: ანუ რეკლამა ბევრჯერ ნანახი მაქვს Youtube ზე ოღონდ ვიდეო რეკლამას არ ვგულისხმობ. ეს საერთოდ სხვა რამ არის თუ ავტომატურად საზღვრავს? მე საქართველოს სეგმენტი მაქვს მითითებული.
8. Google adsense რომ დავამატო ინგლისურ ენაზე უნდა იყოს ჰო საიტი? ეხლა რექუესთი გავაგზავნე და ერთ კვირაში იქნებაო პასუხიო მაგრამ აბათ უარს მივიღებ იმიტომ რომ ქართული საიტია? გამოსავალი არის რამე?
ბევრს ვკითხე მაგრამ ვერავინ გამცა პასუხები იუნიქარდის, Vivus.ge, სამსუნგის და ეგეთი კომპანიის IT Marketing ვერავინ ვნახე. მაგათ აქვთ მსგავსი რეკლამები.
ასევე ფეისბუქზეც მაქვს ბევრი შეკითხვა რადგან დამიბლოკეს უკვე ბევრი ექაუნთ და რეალურად ვერავინ ვერ შექმნა ისეთი ექაუნთ რო არ დაებლოკათ და 100 % ზე ყოფილიყო. თუ ფეისბუქ ედ მენეჯერში მაგრად ერკვევით ჩემს კითხვებს მაგაზეც დავწერ
დიდი მადლობა წინასწარ