ახალი კორონავირუსული ინფექცია — Covid-19, რომელიც უკვე გლობალურ პანდემიად გამოცხადდა, სიცოცხლისუნარიანი და გადამდებია ჰაერში (აეროზოლის ფორმაში) საათობით, ზედაპირებზე კი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება. ეს არის სამეცნიერო კვლევის შედეგი, რომლის მიზანიცაა, ადამიანებს დაეხმაროს, დაავადებისგან თავი დაიცვან. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.
პლასტმასის და უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე ვირუსის აქტიური ნაწილაკები სამი დღის შემდეგაც აღმოჩნდა.
მუყაოს ზედაპირზე ვირუსი 24 საათის შემდეგ აღარ იყო, ხოლო სპილენძზე მის გაქრობას 4 საათი დასჭირდა.
როგორც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, ვირუსს ჰაერში აეროზოლის ფორმაში აქტიურად დარჩენა მინიმუმ სამი საათის განმავლობაში, შეუძლია, სანამ მიწაზე დაეცემა.
თუმცა სხვა, კერძოდ ჰარვარდის სამედიცინო სკოლა განმარტავს, რომ ვირუსი მიწაზე უფრო ადრე დაეცემა, როგორც წესი. როგორც ცნობილია, WHO ჯანდაცვის ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებენ, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი არ არის და მისი გადადება ხდება 1 მეტრის რადიუსში მყოფი ადამიანიდან ადამიანზე წვეთებით, დახველების ან დაცემინების გზით.
საქართველოში კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ათი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4055, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები ნახევარ მილიონს მიუახლოვდა.
კორონავირუსმა გავრცელება დაიწყო ინდოეთშიც.
პასუხები კორონავირუსის შესახებ კითხვებზე:
რა არ გვითხრა ჩინეთმა კორონავირუსის შესახებ:
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 15 05
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001
საქართველოში გავრცელების სტატისტიკა:
https://stopcov.geმსოფლიოში გავრცელების სტატისტიკა:
https://www.worldometers.info/coronavirus/წინა თემის ლინკი:
CoViD-19 (post #56043357)#დარჩისახლში
This post has been edited by LenaFlower on 25 Mar 2020, 22:18