Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > სასტუმროების ვაკანსიები დუბაიში და მის გარშემო


Posted by: Miria 9 Nov 2018, 01:35
გაგიზიარებთ გამოცდილებას და ინფორმაციას ემირატებში(არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში/დუბაიში და მის მეზობელ ქვეყნებში) სასტუმროს სამუშაოებთან დაკავშირებით.

მე შემიძლია მოგცეთ მხოლოდ ინფორმაცია (უფასოდ) თუ სად და როგორ იპოვოთ სამუშაო, იქაური ცხოვრების სტილზე, ხელფასებზე და ა.შ.
ყველაფერი არის უფასო.
გჭირდებათ მხოლოდ კომპიუტერი, ინტერნეტი და ინგლისური ენის საშუალოდ ცოდნა.

გაითვალისწინეთ:
ემირატებში ან ყატარში სამუშაოდ რომ მოხვდეთ - არ უნდა გჭირდეთ:
1. არც ერთი ჰეპატიტი(A, B, C).
2. შიდსი.
3. არ უნდა გქონდეთ გადატანილი ტუბერკულოზი.
რომ ჩახვალთ წაგიყვანენ ლაბორატორიაში, ამ ყველაფერზე შეგამოწმებენ.
თუ რომელიმე მათგანი აღმოგაჩნდებათ - უახლოესი რეისით გამოგამგზავრებენ უკან .
smile.gif

პირველ რიგში, ვეძებთ სასურველ სამუშაოს ბრენდ სასტუმროების ვებ-საიტებზე კარიერის განყოფილებაში.
ვგუგლავთ მარიოტის, ჰაიატის, ჰოლიდეი ინის, შერატონის, როტანას, კემპინსკის და ა.შ. სასტუმროების ოფიციალურ ვებ-საიტებს.
ჩამოვსქროლავთ(თითქმის ყველა მათგანს კარიერის ლინკი უდევ გვერდის სულ ბოლოში, დაბლა).
შევდივართ კარიერის განყოფილებაში.
ვრეგისტრირდებით.
უნდა გვქნდეს გამზადებული სურათი 3x4-ზე და მთლიანი ტანის სურათი ანუ full body picture (ჩაცმული, რა თქმა უნდა yes.gif ).
ზოგიერთი სასტუმრო ითხოვს ასეთ სურათს smile.gif
უნდა გვქონდეს გამზადებული. დასკანირებული სკოლის ატესტატი+თარგმანი ინგლისურად ან უნივერსიტეტის დიპლომი+თარგმანი ინგლისურად... სერთიფიკატები+თარგმანი ინგლ.(თუ გვაქვს)... სარეკომენდაციო წერილები+თარგმანი ინგლ. (თუ გვაქვს).

მარიოტს აქვს ძალიან ტვინის მბურღავი ანკეტა smile.gif
შესავსებად გეძლევათ 72 საათი.
შეგიძლიათ შეწყვიტოთ და რამოდენიმე საათის შემდეგ გააგრძელოთ.
ისეთი კითხვებია (თავისი 4 სავარაუდო პასუხით), რომ კარგ, ხარისხიან სასტუმროში თუ არ გიმუშავია სადაც კარგად გატრენინგებდნენ შიდა განაწესებზე - სწორ პასუხს ძნელად თუ ამოირჩევთ smile.gif
მაგრამ, სხვა გზა არ გაქვთ, უნდა გახვიდეთ ბოლოში, რომ თქვენი ანკეტა დაჯდეს მარიოტის კარიერის განყოფილებაში და შეძლოთ მარიოტის სამუშაოებზე სივების გაგზავნა.

მოკლედ, ავირჩევთ ვაკანსიების ან ქვეყნების მიხედვით ვაკანსიას.
და გავაგზავნით სივის.
უფრო ხშირად კითხარებია შესავსები, ვიდრე უბრალოდ სივის ატვირთვა.

მაგრამ თქვენ მაინც უნდა გქონდეთ გამზადებული თქვენი სივი ინგლისურ ენაზე, რომ ვაკანსიის კითხვარის ბოლოში თუ მოგთხოვათ სივის ატვირთვა - ატვირთოთ.


* * *
შემდეგი ეტაპი:

თუ მოეწონათ თქვენი სივი, გიკავშირდებიან მითითებულ იმეილზე ან მითითებულ ტელეფონზე (არ გაგიკვირდეთ თუ დაგირეკეს თქვენ ქართულ ნომერზე).
smile.gif
ძირითადად პირველი გასაუბრება არის ხოლმე განყოფილების მენეჯერთან და შემდეგ კადრების განყოფილებასთან (Human Resources ანუ HR ანუ ეიჩარი smile.gif ).
გასაუბრება გექნებათ სკაიპით, ასე, რომ თუ არ გაქვთ სკაიპი - ეცადეთ დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერზე ან ტელეფონზე და შექმნათ საკაიპ ექაუნთი.

გასაუბრებისას გეტყვიან თუ რას ითხოვენ თქვენგან, შეკითხვებით შეგამოწმებენ აზრზე ხარ თუ არა იმ სამუშაოზე - რა სამუშაოზეც ცდილობ წასვლას მათთან.
გეტყვიან რამდენი გექნება ხელფასი.
თუ განყოფილების უფროსთან შეთანხმდით, მოეწონეთ, ის გადააგზავნის თქვენ სივის და შთაბეჭდილებებს ეიჩარში.
შემდეგ ეიჩარი დაგიკავშირდებათ.
გექნებათ ინტერვიუ.
ეიჩარი უფრო დაწვრილებით გეტყვის ხელფასზე, საცხოვრებელ პირობებზე და ა.შ.
თუ ეიჩარსაც მოეწონეთ და შეთანხმდით ყველაფერზე - შემდეგ გაგრძელდება თქვენი კონტაქტი იმეილებით.

პირველ იმეილში მოგწერენ, რომ გაუგზავნოთ თქვენი დიპლომი/სერთიფიკატი/ატესტატი და გთხოვენ რომ გაიკეთოთ სისხლის გამოკვლევები ესა და ეს(რაც ზევით დავწერე) და გადაიღოთ ფილტვების რენდგენი და დასკვნები/შედეგები გაუგზავნოთ მათ ორიგინალი+თარგმანი ინგლისურად.
თუ სადმე შეძლებთ ნახოთ ლაბორატორია რომელიც ინგლისურად მოგცემთ დასკვნას და რენდგენის შედეგსაც თუ ვინმე დაგიწერთ ინგლისურად - მთლად უკეთესი.
მე პავლოვზე/ყაზბეგის გამზირზე, შიდსის ცენტრში ვაკეთებინებდი სისხლის ანალიზებს ჰეპატიტებზე და შიდსზე და ვთხოვდი ინგლისურად დაეწერათ შედეგები.
არასოდეს არ იყო პრობლემა.
ვიხდიდი სადღაც 70+ ლარს.
მხოლოდ ფილტვების რენდგენის ინგლისურად დამწერი ვერ ვიპოვე თბილისში smile.gif
ამიტომ მიწევდა-ხოლმე რენდგენის დასკვნის ნოტარიუსთან თარგმნა.
smile.gif

ამ მოთხოვნილი დოკუმენტების გადაგზავნის შემდეგ დაიწყებენ თქვენი ვიზის გაკეთებას.
ვიზას სჭირდება 20-30 დღე.
გამოგიგზავნიან ვიზას იმეილზე.
უნდა ამობეჭდოთ და თან იქონიოთ ჩასვლისას.
ასევე გამოგიგზავნიან გასამგზავრებელ ბილეთს.

წახვალთ ჩვეულებრივ.
აეროპორტში დაგხვდებათ სასტუმროს წარმომადგენელი(იმ სასტუმროს წარმომადგენელი - რომელშიც იწყებთ მუშაობას) მარშუტკით ან პატარა ავტობუსით.
დიდი სასტუმროები ისე აკეთებენ, რომ რამოდენიმე ახალი თანამშრომელი ერთ თარიღში ჩაიყვანონ, ასე, რომ შეიძლება ავტობუსში თქვენს გარდა კიდევ იყვნენ სხვები, და თქვენი ჩასვლის შემდეგ კიდევ მოგიწიოთ ნახევარი საათი ან 1 საათი სხვა თანამშრომლების ლოდინი smile.gif
წაგიყვანენ სასტუმროს საერთო საცხვრებელში.
განგათავსებენ.
ბიჭები ცხოვრობენ ცალკე ბინებში, გოგონები - ცალკე ბინებში.
ოთახში იქნებით 2 ბიჭი ან 2 გოგო.
იშვიათია იყოთ 3(ამბობენ ადგილობრივი შრომითი კოდექსის თანახმად სასტუმროს/დამსაქმებელს უფლება არ აქვს ოთახში 2 ადამიანზე მეტი აცხოვროს - რაც არ უნდა დიდი ოთახი იყოს).
ბინაში შეიძლება იყოს 1, 2 ან 3 საძინებელი.
ბინაში არის ელექტრო ქურა, სარეცხის მანქანა, ჭურჭელი.
რომ ჩახვალთ დაგახვედრებენ გამზადებულ საწოლს ახალი (უხმარი) ზეწრებით და უხმარი საბნით + პირსახოცი.
ზოგიერთი სასტუმრო პირველადი მოხმარების ნივთებსაც გახვედრებს საწოლზე:
1 ტუალეტის ქაღალდი, ჩაის 1 ყუთი, ცოტა შაქარი, 1 ყუთი რძე, პატარა წვენი, ქრაერები და ა.შ.

მეორე დღეს დაგასვენებენ და შეგატყობინებენ როდის მიხვიდე სასტუმროში.
(საცხოვრებლის მენეჯერი შეგატყობინებს).

საცხოვრებელსა და სასტუმროს შორის, ყოველ 1 საათში ან ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოძრაობს მარშუტკა ან პატარა ავტობუსი(უფასოა).
იკითხავთ (ეიჩაერთან გასაუბრებისასვე შეგიძლიათ იკითხოთ ან როცა დაგაბინავებენ საცხოვრებელში - ვინც მიგყვებათ - მას ჰკითხოთ) თუ რა დრო სჭირდება ტრანსპორტს საცხოვრებლიდან სასტუმრომდე და შესაბამისად გათვლით დროს - თუ რომელ საათიან ავტობუსს გაყვეთ.
(ავტობუსების განრიგს საცხოვრებელში დაბინავებისასვე მოგცემენ ხელში, ასევე სასტუმროში არსებული თანამშრომლების კაფეტერიის მუშაობის საათებს).

* * *
ხელფასები:

დაგიწერთ საშუალო, სავარაუდო, დაახლოვებით ხელფასებს სასტუმროს სამუშაოებზე:

1. ოთახების დალაგება (Housekeeping): 300$ + tips.

2. მიმტანი (waiter/waitress): 410$+tips(თუ სასტუმროს რესტორანი/ღამის კლუბი/კაფე კარგად მუშაობს, ბევრი კლიენტი ყავს - tips-ი ზოგჯერ ხელფასისხელაა, ანუ tips აიღებთ 400$-500$. tips გროვდება და თვის ბოლოს იყოფა ყველა მიმტანზე და ბარმენზე. tips-ის მოპარვის შემჩნევისთანავე განთაისუფლებენ სამუშაოდან, გიუქმებენ ვიზას და გაგზავნიან უკან უახლოესი რეისით(ბილეთს ისინი ყიდულობენ).

3. ბარმენი: 410$-450$+tips. (tip-ზე იგივე - რაც მიმტანის თიფზე დავწერე).

4. მიმღები(receptionist): 550$-820$(გააჩნია სასტუმროს, ზოგი იმდენს იხდის, ზოგიც - ამდენს). + tips + ზოგიერთი სასტუმრო აძლევს walk in სტუმრიდან შემოსული თანხის %-ს.

5. მასაჟისტი (massage therapist): 550$-820$(გააჩნია სასტუმროს) + tips(შენი tip შენია) + % ყოველი გაკეთებული მასაჟიდან. (თვეში ჯამში გამოდის 1200$-1500$ თუ კარგი მუშაობაა და მაღალი %-ია). % მერყეობს 3%-დან 10%-მდე. სხვადასხვა სასტუმროს - სხვადასხვა % აქვს.

* * *
თუ რამე კითხვები გაგიჩნდათ - დაწერეთ პოსტში და ვეცდები გიპასუხოთ.

პ.ს. არის ერთი ვებ-საიტი სადაც ყველა 4* და 5*-იანი სასტუმრო დებს თავის ვაკანსიას, მაგრამ არ ვიცი აქ ვებ-საიტის დადება შეიძლება თუ არა.
ამიტომ არ ვდებ.
თუ გადაინტერესებთ - პმ-ში მომწერეთ და გამოგიგზავნით.
იმ საიტზეც ჩვეულებრივ უნდა დარეგისტრირდეთ, ატვირთოთ სივი და სასურველ ვაკანსიას რომ იპოვით და დააწკაპუნებთ - ლინკი გადაგიყვანთ იმ სასტუმროს ოფიციალურ ვებ-საიტზე და იქ გააგრძელებთ ანკეტის შევსებას და სივის ატვირთვას.

ანუ, ის ვებ-საიტი იმით არის კარგი, რომ ყველა სასტუმროს ვაკანსია და ფაქტიურად ვებ საიტი - ერთად არის თავმოყრილი.

Posted by: ramona 9 Nov 2018, 09:15
Wasuli mand bevri minaxavs, chamosuli ki aravin. Tu aris aseti vinme daweros aba ra xdeba mand

Posted by: poker 9 Nov 2018, 12:34
ჩემი მეგობარი წავიდა და ძალიან კმაყოფილია. მეორე წელია უკვე იქ არის და დაჟე დააწინაურეს და მოკლედ ჭკუაზე არაა ისე მოწონს.
მე ბარმენის ვაკანსიაზე ვნახე თუმცა ხელფასები ძალიან დაბალია და აგარ წავედი თუმცა ამბობენ ადგილზე ყვე;აფერი სხვანაირად არის და გყოფნისო და რავიცი

Posted by: ladusha2 9 Nov 2018, 12:38
Miria

დიდი არაფერი ხელფასები არა, და საპახაო მააგარი იქნება, ალნათ ზოგს აწყობს რომ ბინდა და კვება ექნება უფასო , მაგრამ დავიჯერო 30 დღე სახლში ხომ არიქნები ადამიანი ხარ მოგინდება გასვლა , გასეირნება რაღაცის ჭამა, სმა, გართობა , არვიცი რამე ხობი, ზობივით ხო არიქნებიsad.gif და რას გეყოფა 500 დოლარი დუბაიში და კატარში. ვერ ვხვდები!!?
* * *
poker

ხოდა როგორ დაწერონ მერე, რაღაც არარეალური მგონია.ანუ ალბათ რამოდენიმე ქართველი რომ შეიკრათ და გაიტანოთ თავი და მარტო არიყო რა კუკუსავით , მაგას ვგულისხმობ!

Posted by: Miria 9 Nov 2018, 16:05
ramona
3-ჯერ წავედი და სამჯერ ჩამოვედი
biggrin.gif
და რა არის და როგორც არის - ზევით დავწერე.
თუ რამე კიდევ გაინტერესებს - შეგიძლია მკითხო, არ არის პრობლემა.

poker
კი, დაწინაურებებიც არის.
ჩასვლიდან 6 თვის შემდეგ შეგიძლია განაცხადი შეიტანი დაწიანურებაში ამა თუ იმ პოზიციაზე შენივე განყოფილებაში/დეპარტამენტში(ასე ეძახიან იქ). გაივლი ტრენინგებს 6 თვის განმავლობაში და თუ 6 თვის შემდეგ ვაკანსია ექნებათ იმ პოზიციაზე ღია და შენც გნახეს, რომ ასრულებ შენთვის დაკისრებულ მოვალეობებს - გადაგიყვანენ.
თუ სხვა დეპარტამენტში გინდა გადასვლა(მაგალითად მუშაობ რესტორანში ბარმენად და გინდა იმავე სასტუმროს ღამის კლუბში გადასვლა - მაშინ 1 წელი უნდა იმუშაო იმ სამუშაოზე - რაზეც ჩახვედი და 1 წლის შემდეგღა გაქვს უფელბა, რომ გადასვლაზე შეიტანო განაცხადი.
ეს ყველაფერი ოფიციალურად, მაგრამ თუ ჩაუმეგობრდი მენეჯმეტს - წესების გარეშეც გადაგიყვანენ/დაგაწინაურებენ დროზე ადრე smile.gif
ჩვენთან ბიჭი მუშაობდა რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად. წელიწადნახევრის შემდეგ შეიტანა განაცხადი ჩვენი სასტუმროს ერთ-ერთი ლაუნჯ-ბარის ბარმენის თანამდებობაზე...
გაიარა ტრენინგები, თავის სამუშაოს რომ დაამთავრებდა-ხოლმე - გამოიცვლიდა და ლაუნჯში ადიოდა, 2 სათი მუშაობდა/პრაქტიკას გადიოდა.
და 2 წელი ჭურჭლის რეცხვის შემდეგ - ბარმენად დაიწყო მუშაობა.
ახლა 5 იმდენი შემოსავალი აქვს რასაც ჭურჭლის რეცხვაში აძლევდნენ.

* * *
ladusha2
მიმტანად ვმუშაობდი და ჩემი პროფესიითაც(მასაჟისტად).
მიმტანად რომ ვმუშაობდი - 930$-950$-ს ვაკეთებდი თვეში.
მყოფნიდა და ვაგროვებდი კიდევაც.
ღამის კლუბებშიც დავდიოდი და ზღვაზე საცურაოდაც(ტაქსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველგან არ დადის).

და მასაჟისტად მუშაობისას, რა თქმა უნდა უფრო მეტს გამოვიმუშავებდი(ზევით დავწერე დეტლები, პოსტში).
წელიწადი და 5 თვეში 10 000$ შევაგროვე ისე, რომ ხიზილალას ვყიდულობდი - როცა მომინდებოდა.
მოკლედ არაფერს არ ვიკლებდი რაც მიყვარდა: მოგზაურობა, სპა/მასაჟი, ცურვა, ღამის კლუბები, კარგი კვება(რა გინდა სულო და გულო), ჩაცმა.

ადამიანმა უნდა იცოდე შენი შემოსავლების და ხარჯების ანგარიში ნორმალურად და ყოველთვის მოახერხებ თანხის გადანაწილებას ყველფერზე.
პ.ს. დამლაგებლებს დიდი tip-ები არ ჰქონდათ, ამიტომ ვერ დადიოდნენ ღამის კლუბებში და გასართობად. მაგრამ, შენ წარმოიდგინე, ზოგი იმასაც ახერხებდა, რომ სახლში ფული გაეგზავნა თავისი ოჯახის წევრებისთვის.
ალბათ ''ანაკომი''-ს სუპები უნდა ჭამო რომ ეს მოახერხო.
არ ვიცი.
* * *
ladusha2
QUOTE
რამოდენიმე ქართველი რომ შეიკრათ და გაიტანოთ თავი

თავის გასატანად სხვა რატომ გჭირდება?
საზიაროდ თუ იყიდით საჭმელს და საყოფაცხოვრებო ნივთებს - ამას გულისხმობ?
ასეთ შემთხვევაში მაინც იგივე იხარჯება და რა აზრი აქვს?
ერთადერთი ის შეგიძლია გააკეთო, რომ სადმე რომ მიდიხარ ტაქსით - სხვასთან ერთად წახვიდე, რომ ტაქსის თანხა გაინაწილოთ.

Posted by: poker 9 Nov 2018, 19:10
Miria
კი არის ეგრეც. კიდევ იმას დავამატებდი შენს ნაწერს რომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას აქცევენ ვიზუალურ მხარეს. იმპოზანტურებს უფრო ადვილად შეუძლიათ კარიერული წინსვლა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ასეა.
მე პირადად წელსაც მინდა მივიდე და კიდევ ერთხელ ვცადო. ჩემი მეგობარი მწერს რომ ის 600$ რაც ხელფასია ბარმენზე კიდევ + ტიპსები და ნორმალური ხელფასი გამოდისო. ასე რომ ვფირობ ერთი წლით მაინც მოვხიო
ladusha2
ვერ მივხვდი რას გულისხმობდი მაგრამ თუ იმას რომ მარტო იქ ვერ გაქაჩავ ან რამე მაგდაგვარი...
ეგ ინდივიდუალურია,

Posted by: Miria 9 Nov 2018, 21:57
poker
ის ჭურჭლიმრეცხავი დიდი არაფერი შეხედულების იყო.
პირიქით.
smile.gif
რა ვცი.

ბარმენები ღამის კლუბებში სასმელებზეც ჩალიჩობენ(სადაც ბევრი კლიენტი ყავთ).
ნახევრად სიბნელე ხომ არის კლუბში, ასევე ბართანაც და ბართან მდგომი კლიენტი რომ იყიდის სასმელს ჭიქით და ნაღდზე იხდის - სალაროში არ ატარებენ(თუ კლიენტმა არ მოსთხოვა ჩეკი) და ჯიბეში იდებენ ფულს.

რა თქმა უნდა, როცა ამ ფაქტის შესახებ მენეჯერი გაიგებს - მაშინვე მოხსნიან სამუშაოდან და გაუშვებენ თავის ქვეყანაში ისევე როგორც გაუშვეს ჩემი თანამშრომელი, ინდონეზიელი გოგო თიფსის მოტეხვის გამო.
მენეჯერი მივიდა მასთან დარბაზში, უთხრა: წადი ეხლა სახლში, დღეს დაისვენე. ხვალ დაგირეკავ.
მეორე დღეს დაურეკა ეიჩარმა, მოდიო.
მივიდა. მოაწერინეს ხელი სამუშაოდან განთავისუფლებაზე და უყიდეს ბილეთი.
მე4ე დღეს გაფრინდა.

Posted by: FDA 10 Nov 2018, 13:48
QUOTE
და რას გეყოფა 500 დოლარი დუბაიში და კატარშ

როგორც ვიცი მანდ მაღალი ხელფასებია, ნუ ნორმლაური ქვეყნიდან ჩასულებზე, ერთ ინგლისელს ვიცნობ 5 ატასი დოლარი მაქვსო ხელფასი, და სეზონებზე ფული რომ შემომელევა მანდ მივდივარო ფულის გასაკეთებლად რამდენიმე თვეო, ნუ, ის ინგლისურს ასწავლის გასაგებია ასეთებს დიდი ხეელფასევი აქვთ და ეს ხომ მდიდარი ქვეყნებია მასე დაბალი ხელფასები ალბაღ გაჭირვებული ქვეყნის ხახლს აქვთ, იციან ვის რამდენი გადაუხადონ, ღორები

Miria
ჩემი მეზობელი 65 წლ კაცია, ძალიან უნდა აქედან გასვლა, ინგლისური იცის კარგად და რუსულიც, არ მიიღებენ, ნეტავ ? ჯანზე გამოიყურება, დაც ყავს მგონი 58წლ, ერთად არ მიიღებენ? ხომ არ იცი ასეთებს თუ აქვთ შანსი იქ, თუ კი მაშინ მივწერ სემოვიდეს და ნახოს ინფორმაცია
* * *
Miria
QUOTE
ხიზილალას ვყიდულობდი - როცა მომინდებოდა

ალბათ იაფია? რა ღირს, რუსულია თუ ირანული?
* * *
Miria
QUOTE
არ ვიცი აქ ვებ-საიტის დადება შეიძლება თუ არა.
ამიტომ არ ვდებ.

როგორ თუ არ შეიძლება 2007 წლ ხარ დარეგისტრირებული და არ იცი რომ შეიძლება?! რამე საიდუმლოა თუ რეკლამას უწევ და არიქა დაგვორნიან
ამდენი ინფორმაცია დაუდე ხალხს და ბარემ ეგაც დადე, თავად რომ ძებნა შეეძლოთ ხომ აქამდე მოზებნიდნენ
* * *
მათ ენას თუ ფლობ სამსახურს შემოგთავაზებთ სახლიდან გაუსვლელად მაღალი ანაზღაურებით smile.gif

Posted by: Miria 10 Nov 2018, 15:20
FDA
შესაძლოა ჩემს მიერ დადებული ვებსაიტის ლინკი აღქმულ იქნას როგორც ვებ-საიტის რეკლამა, ამიტომ თავს ვიკავებ დადებისგან.
დაველოდები მოდერს, რას იტყვის, თქვენის ნებართვისთ smile.gif
ვისაც აინტერესებს - მწერენ პმ-ში და ვაწვდი.
smile.gif

მე არაბული ენა არ ვიცი.

ამერიკულ ხიზილალას ვყიდულობდი(ალიასკის ორაგულის).
100გრ ღირდა 17,5$.
იაფია?
მე არ ვიცი ხიზილალის ფასები ზოგადად, არასოდეს მიყვარდა.
იქ დავიწყე ჭამა და შემიყვარდა smile.gif
მერე საქართველოში ვიყიდე 2-ჯერ სხვადასხვა ფირმის, რუსულები და ორივეჯერ, გასინჯვის შემდეგ, ნაგავში ჩავაგდე.
საზიზღარი გემო ჰქონდა.
smile.gif

QUOTE
ჩემი მეზობელი 65 წლ კაცია, ძალიან უნდა აქედან გასვლა, ინგლისური იცის კარგად და რუსულიც, არ მიიღებენ, ნეტავ ?

გააჩნია რ სპეციალობა აქვს.
ინგლისური თუ იცი და რამე სპეციალობა გაქვს+შესაბამისი სამუშაო გამოცდილება - შეგიძლია იპოვო სამუშაო.
მე დავწერე სასტუმროების სამუშაოების შესახებ, რადგან ამის შესახებ მაქვს დეტალური ინფომაცია(რადგან მე თვითონ გავიარე ეს გზა 3-ჯერ).
სხვა სამუშაოების მოძებნაც შეიძლება გუგლით ალაბთ.
კონკრეტული ვებ საიტები არ ვიცი.
QUOTE
როგორც ვიცი მანდ მაღალი ხელფასებია, ნუ ნორმლაური ქვეყნიდან ჩასულებზე, ერთ ინგლისელს ვიცნობ 5 ატასი დოლარი მაქვსო ხელფასი

მაგ ''ნორმალური ქვეყნიდან'' რომ ჩავიდეს ვინმე დუბაიში სასტუმროს ოთახის დამლაგებლად, დამიჯერე, მასაც იგივეს გადაუხდიან - რასაც ნეპალელ ან ფილიპინელ დამლაგებლებს უხდიან (300$-ს) smile.gif

კერძო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს, რამდენდაც ვიცი, 4 100$ აქვთ ხელფასი.
და სახლს თვითონ ქირაობენ, მასწავლებლები თავისი ხარჯებით რაც საკმაოდ ძვირია დუბაიში.
ან უნდა იქირაო 1 ოთახი რამოდენიმეოთახიან ბინაში, გქონდეს საზიარო აბაზანა და სამზარეულო.
შეიძლება ვიღაცას გაუმართლოს და უფასო საცხოვრებელი შესთავაზონ. არ ვიცი.

შენ სამუშაო გამცდილება და პროფესია თქვი(+ინგლისურის კარგად ცოდნა) და სამუშაოს ყოველთვის იშოვი ინგლისელი ხარ თუ მაროკოელი.
smile.gif
+არაბულსი ცოდნა, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობაა.


Posted by: FDA 10 Nov 2018, 16:51
Miria

არ არის მასე, რეკლამა სხვა რამეა. მე თავად დეიდა გუგლი ვარ , ანუ, ძებნები საუკეტესოდ მეხერხება, მაგრამ უამრავს აქ არა, თან ინგლ არ იციან უმეტესად და როგოტ მოძებნიან რომ დაგედო ეგებ რამე კი ენახათ, გუგლის თარგმნით რავი

დას. ევროპიდან ვინ წავა იქ დამლაგებლად? smile.gif იქ მუშას ხომ 2 000 ევრო აქვს. მანდ სპეციალისტები მიდიან მაღალი ანაზღურებით

ანუ, ასაკზე არ არის შეზღუდვა ? ჩემი მეზობელი ადრე როგორც ვიცი თანამდებობაზეც მუშაობდა მარა ახლა ამ ასაკში აქ ამას კი არა ახალგაზრდას არ იღებენ, და სხვათა შორის არც ევროპაში. ძალიან უნდა აქედან გასვლა ჭკუაზე არ არის, ნებისმიერ რამეზე ვგონებ წავიდეს.

მანდ ინგლისური როგორ იციან?
საკვები გამოდის ძვირი ყოფილა მანდ, იკრა რუსული დას ევროპაში 140გრ რომაა 15 ევროზე მეტი არ ღირს , უფროც ნაკლები, მე 400გრ 20 ევროდაც მიყიდია, გერმანული ფირმა რომ არის სახელი არ მახსოვს მშვენიერი იკრაა რა ვი მე მომწონს, ასევე რუსული მაღაზიები რომაა ევროპაში კარგი იკრაა. წითელზე ვამბობ

როგორც მივხვდი შენ ხელოვნური გიჭამია თორემ რუსული იკრა ძალიანაც კარგია, ამერიკულს აღარ სჯობს? მგატ რა იციან იკრის გაკეტება. რუსული მეთოდით აკეტებენ ტუ რუსები არიან
ირანული არ გამისინჯავს, ამბობენ ყველაზე კარგია.


Posted by: Miria 10 Nov 2018, 22:13
FDA
ვინც ინგლისური არ იცის იმდენი, რომ ინგლისურ ვებ საიტს გაუგოს რა წერია და როგორ ან რა და სერვის- მათთვის არ არის ეს სამუშაოები რაც დავწერე (და ზოგადად სამუშაოები middle east-ში. ყველგან აუცილებელია ინგლისურის ცოდნა). გასაუბრება ინგლისურ ენაზე ექნებათ.
თუ ვერ გაესაუბრნენ ინგლისურად - არც არავინ აიყვანს სამუშაოზე.

ევროპიდან იქ დამლაგებლად ვინმე წავა ან მიდის მეთქი არ მითქვამს.
შენ თქვი რომ ინგლისელებს და მსგავსი ქვეყნების წარმომადგენლებს მეტს უხდიან ვიდრე.... ბლა ბლა ბლა...
ახლიდან ნუ მაკოპირებინებ, გეხვეწები, ჩემს ნათქვამს და შენს ნათქვამს.
ჯერ ერთს ამბობ.
მერე მეორეს.
smile.gif

ინგლისური აბსოლუტურად ყველამ იცის იქ: ადგილობრივებმაც და სამუშაოდ ჩასულებმაც.
ასე, რომ ინგლისური ენის ცოდნა პირველი მოთხოვნაა სამუშაოებზე.

"ხელოვნურ ხიზილალაზე" და "რუსული ხიზილალა ყველაზე მაგარია"-ზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
კი გამეცინა ისე smile.gif

Posted by: ჩხრამბურთლაძე 13 Nov 2018, 01:41
QUOTE (Miria @ 10 Nov 2018, 14:20 )


ამერიკულ ხიზილალას ვყიდულობდი(ალიასკის ორაგულის).
100გრ ღირდა 17,5$.
იაფია?
მე არ ვიცი ხიზილალის ფასები ზოგადად, არასოდეს მიყვარდა.
იქ დავიწყე ჭამა და შემიყვარდა smile.gif
მერე საქართველოში ვიყიდე 2-ჯერ სხვადასხვა ფირმის, რუსულები და ორივეჯერ, გასინჯვის შემდეგ, ნაგავში ჩავაგდე.
საზიზღარი გემო ჰქონდა.
smile.gif

ადამიანს როდესაც ბავშვურათ ჯერავს თავისი სიმართლე ) ასეტრინის იკრა რათ ვარგო კაცო.


პ.ს ამ თემასთან დაკავშირებით რისი დამატება მინდა, მიყავთ 19-27 წლამდე გოგოები დუბაიში, თავიდან ამუშავებენ და თან საყვარლებათ იყენებენ ეს მენეჯერები ამ უტვინო გოგოებს

Posted by: Miria 13 Nov 2018, 01:52
ჩხრამბურთლაძე
მძაღე გემოს ხიზილალა არ მომწონს, გინდა ასატრინის იყოს და გინდა მაჩვის
smile.gif
რუსული ხიზილალა გამისინჯავს ორაგულის,
მძაღეა.
ვისაც მოგწონთ ეგ სიმძაღეები - მიირთვით.
არავინ გიშლით.
მე შევჭამ იმას - რაც მომწონს.

პ.ს. საქართველოში ნახე შენ თურქებისგან დაფეხმძიმებული უტვინო ქართველი გოგოები და უმამოდ დაბადებულ-გაზრდილი ბავშვები.
რაღა დუბაიში მიდიხარ და ფილიპინელ გოგოებზე ჭორაობ?
smile.gif

პ.პ.ს. ქართველი და მენეჯერის 'საყვარელი' მე ჯერ არავინ მინახავს middle east-ში და შენ სად ნახე?
რომელ ქვეყანაში და სასტუმროში?
smile.gif

Posted by: senpai 13 Nov 2018, 10:29
Miria
საინტერესო ინფოები დაწერე, დამოკიდებულება როგორია ხოლმე ზემდგომების მხრიდან მომუშავეებისადმი ? ქართულ რეალობას ხო არ იმეორებენ მანდაც ?

Posted by: Miria 13 Nov 2018, 12:45
senpai
კონტრაქტში წერია, რომ 9 საათი უნდა იყო სამუშაოზე.
ამ 9 საათიდან 8 საათი უნდა იმუშაო და 1 საათი დაისვენო.
ეს 1 საათი შეიძლება იქნას გაყოფილი 30-30 წუთებად ან 15 წუთებად შენსა და მენეჯერს შორის მოლაპარაკების საფუძველზე.
ჩემს ერთ სასტუმროში(მე სადაც ვმუშაობდი), სხვა განყოფილების მენეჯერი, მაგალითად, სტაფს ამუშავებდა ყოველ დღე 12 საათი.
ამუშავებდა მათ ვისთანაც "გასდიოდა".
ყავდა თანამშრომლები, რომლებსაც რომ ეტყოდა "დღეს 1 საათი კიდევ უნდა იმუშაო(ანუ 9+1სთ) - ეუბნებოდა "არა, ვერ დავრჩები, მეჩქარება". და მიდიოდა.
და სხვა რომ ეტყოდა ამავე მენეჯერს "9 საათი გავიდა და სახლში არ გავუშვებ?"
არას პასუხობდა და "1 საათი კიდევ"-ებით 12 საათი ამუშავებდა.
იმავე სასტუმროში ჩემს განყოფილებაში მსგავსი რამ არ ხდებოდა.
პირიქით, რადგან %-იც გვქონდა - შეგვეძლო დავრჩენილიყავით ზედმეტი საათი და გამოგვემუშავებინა მეტი(ჩვენი საკუთარი სურვილით).
მე პირადად ზედმეტი საათების თავი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ იყვნენ გოგოები - რჩებოდნენ-ხოლმე და მუშაობდნენ.

თუ ზემოთ აღწერილი სიტუაცია მოხდა - შეგიძლია ეიჩარში მიხვიდე და დაელაპარაკო და უთხრა, რომ არ გაქვს სურვილი მოხალისედ იმუშაო ზედმეტი საათები უფასოდ ან არც მადიანად არ გინდა 9 საათზე მეტი იმუშაო smile.gif
და ისინი მოაგვარებენ.
თუ ეიჩარიც განაგლდა და "აბა, რაა, უნდა იმუშაო"-ს გეტყვის პასუხად - ქა უკვე უნდა ახსენო უმაღლესი ინსტანციები.
დუბაიში სასამართლო საკმაოდ კარგად მუშაობს, ყველა დიდ სასტუმროს აქვს punch in, punch out, ანუ სამუშაოზე შესვლისას და გამოსვლისას ან თითების ანაბეჭდით ადასტურებ სამუშაოზე მისვლას ან კარტა გაქვს შენი და იმას გაატარებ, და ამით ფიქსირდება შენი სამუშაო მოსწრება და ამის მიხედვით გერიცხება ხელფასი.
სასამართლოს შეუძლია ამოიღოს ეს ჩანაწერები და გამოიყენოს კომპანიის წინააღმდეგ შენს სასარგებლოდ.
კომპანია დაჯარიმდება შენს სასასრგებლოდ და გადაგიხდიან მორალური ზარალის და ნამუშევარი ზედმეტი საათების კომპენსაციას.

ასე, რომ ჭრის სასამართლოთი "დაშინება".
უბრალოდ რომ ახსენო smile.gif

კიდევ 1 რამ არის:
იქიდან გამომდინარე, რომ შენზე ამდენი თანხა დახარჯა კომპანიამ(გიყიდა ჩასასვლელი ბილეთი, გაგიკეთა ვიზა, ანალიზებზე და ანაბეჭდებზე წაგიყვანა) - ეშინიათ, რომ მათთან თუ არ მოგრწონა - სახლში დაბრუნებას გადაწყვეტ ან სხვა უკეთეს სამუშაოს იპოვი და გადახვალ და მათ ეს დახარჯული ფული წყალში ჩაეყრებათ(შენს ადგილზე ხომ სხვა უნდა ჩამოიყვანონ სამუშაოდ - შენ თუ წახვალ, ანუ ხელახალი ხარჯი ექნებათ), ამის "პრევენციისთვის" იტოვებენ შენს პასპორტს და გაძლევენ მხოლოდ ადგილობრივ ბინადრობის მოწმობას smile.gif
ესეც არ არის პრობლემა - აქვს ახსენებ მაღალ ინსტანციებს, კენძოდ "labor office"-ს და სასწრაფოდ გამოგიტანენ პასპორტს smile.gif
რადგან პიროვნების პასპორტის დამალვა და არ დაბრუნება კანონსაწინააღმდეგოა და იქ კიდევ კანონის დარღვევაში მხილება არავის აწყობს(კომპანიებს ვგულისხმობ).
ჩემი თანამშრომლები შვებულებაში რომ მიდიოდნენ (ვაი თუ არ ჩამოვიდესო) ხელწერილის აწერინებდნენ(რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არალეგალურად ხდებოდა) , რომ მე თუ არ ჩამოვედი - ჩემს ჯარიმას გადაიხდის ესა და ეს(და ხელს აწერინებდნენ 2 თანამშრომელს).
smile.gif
ანუ პიროვნება თუ არ დაბრუნდა შვებულებიდან კონტრაქტის დამთავრებამდე(ყველა კონტრაქტი 2 წლიანია) - მაშინ "ჯარიმას" გამოუქვითავდნენ იმ 2 თანამშრომელს.
ჯარიმაში ანგარიშობდნენ შენზე დახარჯულ თანხას.
მე ჩემი პასპორტი ყოველთვის თან მქონდა.
მომიწია ლეიბორ ოფისის ხსენება რომ არ მაძლევდა ვისაც ჰქონდა ყველას პასპორტები შენახული smile.gif

მეტი სხვა არაფერი ისეთი არ ხდება.
კანონი ყველას ერთნაირად იცავს და ყველას ერთნაირად "ეშინია" კანონების(ადგილობრივებსაც და ჩამოსულებსაც).
ქალი 100%-ით დაცულია ყველანირი მამრისგან.
იკანალზეც რომ გიჩქმიტოს ვინმემ შენი სურვილის საწინააღმდეგოდ - შეგიძლია უჩივლო და მიაბრძანებენ სადაც საჭიოა და გაადეპორტებენ.
ახლა თუ იტყვი იმას - ადგილობრივეს ხომ ვერ გაადეპორტებენ, რა სასჯელიაო მათთვის - ადგილობრივები მსგავს ***ბებს არ აკეთებენ.
ძალიან დარბაისელი ხალხია. ზრდილი + კანონს და ადათ-წესებს ყველა პატივს სცემს.

Posted by: senpai 13 Nov 2018, 14:58
Miria
საინტერესო და სასარგებლო ინფოებს წერ, მადლობა.

კიდევ ერთი საკითხი თუ შეიძლება რომ დაწერო. კონკრეტულად იქ ცხოვრების დონე და ხალხი(იქაური მაცხოვრებლები) როგორია.

Posted by: Miria 14 Nov 2018, 01:47
senpai
არაფერს
smile.gif

ყველანაირი დონეა იქ: ბინძურ ბარაკებსაც ნახავ პაკისტანებით/ავღანელებით/ბანგლადეშელებით დასახლებულს და მდიდრების ვილებსაც და ცათამბჯენებსაც.
smile.gif

ადგილობრივები - ძალიან წესიერი ხალხია, დარბაისელი, როგორც აღვნიშნე.
ზედმეტს არც შენ გაკადერებენ და არც თვითონ იკადრებენ.

ახალგაზრდების უმრავლესობა განათლებულია.
ბევრ მათგანს საზღვარგარეთ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული.(სახელმწიფო აფინანსებს მათ სწავლას).

ერთი ქუჩაა, სადაც საღამოობით (ხუთშაბათს და პარასკევს) თავისი ძალიან ძვირი მანქანებით დასეირნობენ ადგილებრივი გოგო-ბიჭები და შეგიძლია გახვიდე და მანქანები დაათვალიერო
wink.gif

მთვრალ ხალხს ვერ ნახავ ვერსად გარდა ღამის კლუბებისა.

თუ რამე ''გამომრჩა'' - მკითხე და ვეცდები გიპასუხო
smile.gif

Posted by: LUXURY PLAN 14 Nov 2018, 03:34
-----------------------------------------------------------------------------------

Posted by: simohaya 15 Nov 2018, 02:26
ასაკს მნიშვნელობა აქვს...

33 ის ვარ

მასაჟის კურსები რომ გავიარო აქ და წავიდე დუბაიში გამოვა რამე...

ერთი ორი წელი დავრჩებოდი

Posted by: Miria 15 Nov 2018, 02:36
simohaya
მასაჟისტები, თანამშრომლები მაქსიმუმი 40-43 წლისები მყავდა.
არ არის პრობლემა 33 წელი.
smile.gif

გაიარეთ მასაჟის კურსები.
აიღეთ სერთიფიკატი.
პრაქტიკა გაიარეთ ახლობლებზე, მეგობრებზე.(მასაჟის კურსების დროსაც არის პრაქტიკა).

შემდეგ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და გეტყვით რა და როგორ უპასუხოთ სპას მენეჯერის შეკითხვებს ინტერვიუზე.
smile.gif

აგიხსნით ყველაფერს რაც საჭიროა.

პ.ს. სივიში ცოტა ტყუილის ჩაწერა მოგიწევთ, რომ ვითომ ნამუშევარი ხართ უკვე სპაში მასაჟისტად.
ამასაც მოვიფიქრებთ რამეს - როგორ დავწეროთ.
smile.gif


Posted by: simohaya 15 Nov 2018, 02:39
Miria
ძალიან კარგი...გავივილი მასაჟის კურსებს და დაგიკავშირდები...

თუ ფულის შეგროვებას შევძლებ...კი გავჩერდები 22 წელი biggrin.gif

Posted by: Miria 15 Nov 2018, 04:31
simohaya
QUOTE
თუ ფულის შეგროვებას შევძლებ...კი გავჩერდები 22 წელი biggrin.gif

გააჩნია რამდენის შეგროვება გინდა smile.gif
მე წელიწადნახევარში 9 000$+ შევაგროვე ისე რომ არაფერი მოვაკელი ჩემს თავს.
რომ მოიკლო - უფრო მეტს შეაგროვებ smile.gif

Posted by: tornik321 26 Nov 2018, 08:11
Miria
სასტუმროში ყველაზე მნიშვნელოვანი პირების ხელფასი არ გითქვამს :დ მზარეულს რამდენი აქვს ხელფასიი ისე მაგ ქვეყნისთვისს ძაან დაბალი ხელფასებიაა ისრაელში რამე ფაბრიკაში რომ იმუშაო ან საწყობში 3000 ევროს იხდიან როგორც გავიგე დამლაგებელს აქვს მარტო დღეში 50 დოლარი

Posted by: Miria 26 Nov 2018, 10:22
tornik321
ვისი ხელფასებიც ვიცი - დავწერე smile.gif
ცივ სალათებზე მომუშავე დამწყების ხელფასი მგონი 550$-680$-ია.
მერი არ ვიცი.
მზარეულების რამოდენიმე კატეგორიაა (შეფი, ქომის 1, ქომის 2, ქომის 3, სოუს შეფი, ქეთერიგნის შეფი) და ალბათ სხვადასხვა ხელფასები აქვთ რომელიც მე არ ვიცი.
smile.gif

ისრაელში რა ხდება - წარმოდგენა არ მაქვს ხელფასებთან დაკავშირებით.
ის ვიცი, რომ ისრაელი სავსეა არალეგალებით და დუბაიში კი - სამუშაო კონტრაქტით და სამუშაო ვიზით, ლეგალურად მუშაობ და არალეგალები თითქმის არ ჰყავთ ვიღაც მაწანწალა, რამოდენიმე ბანგლადეშელის გარდა.

პ.ს. მე პირადად არალეგალურად არსად არ ჩავსულვარ(არც ერთ ქვეყანაში), არც არალეგალურად დავრჩენილვარ და არც არალეგალურად მიმუშავია.
ჩემი სტილი არ არის ასეთი ცხოვრება.
რა თქმა უნდა დიდი არჩევანია სამყაროში - სად წავალთ და რას გავაკეთებთ.

Posted by: tornik321 26 Nov 2018, 16:01
Miria
კი არალეგალურად არიან ვისგანაც გავიგე საწყობში ვართო და 3000 გვააქვს ხელფასიო ერთმა სადარბაზოს ვალაგებო და 100 დოლარს მიხდიანო biggrin.gif

და რაც შეეხება ემირატებიი ისეთი ქვეყანაა ჩემი აზრით სამარცხვინო ხელფასებია 1000 ლარს აქაც იხდიან მზარეულზე და რა აზრიაქვს წასვლას ამ პოზიციაზე ნუ არცერთგან არის მეტი გარდა იმისა მასაჟისა როგორც აღნიშნეე როგორც თქვი შენ მე მასაჟისტად ვიყავიო მე ამ ბოლოდროსს მიზიდავსს სხეულის ბალანსი რაღაც საოცრად მინდა შევისწავლო სადმე მაგრამ მეეჭვება საქართველოში იყოს მსგავსი რამ ერთი ვიცი საქართველოში მასაჟუს მხრივ არის ბანალოგიური ყველაზე კარგი ორთაჭალაში ლია და ნიკოლოზი ამათი არის თუ არ ვცდები

Posted by: neo> 26 Nov 2018, 23:21

Miria
მადლობა ინფოსთვის
ისე, ზოგი ვაკანსიისთვის მგონი არ ღირს წასვლა, რასაც აქ იხდიან,, ბევრი საინტერესოა

იცი რა მაინტერესებს, იქ დარჩენა ან საცხოვრებელი ვიზის აღება შეიძლება? ან რა პიორბებია, ამისთვის საჭირო

Posted by: Miria 29 Nov 2018, 01:19
tornik321
თბილისში მხოლოდ 2 ბრენდ-სპა არის, რამდენადაც მე ვიცი.
ერთი არის საზურაო აუზზე, ''კლუბი 71''...
ელემისის ბრენდის სპა არის (სამწუხაროდ ჯაკუზი, საუნა, ორთქლის ოთახი არ აქვთ სპაში. მხოლოდ ერთი, ცივი მოსასვენებელი ოთახი აქვთ. და რამოდენიმე მასაჟის ოთახი თავისი საშხაპეებით. რაღაც კონკრეტული თანხა უნდა დაამატო მასაჟის თანხას ან მასაჟის ფასმა უნდა მიაღწიოს რაღაც კონკრეტულ თანხას, რომ უფლება დაგრთონ აუზში იცურაო ან აუზთან მდებარე საუნებით ისარგებლო. კარგი საუნა აქვთ).

მეორე სპა არის რადისონში, ანა სიმონეს ბრენდის.
დიდი არაფერი, მე თუ მკითხავ.
ერთხელ ვიყავი და მასაჟისტკა მეკაჩავა, რასაც ჰქვია
rolleyes.gif
(ქართულ სერვისში ხომ მოსული პონტია კლიენტს ეკაჩავო და ეძველბიჭო.. თან ქალი მასაჟისტი იყო).
smile.gif

პ.ს. ავალიანებთან ნასწავლი მასაჟის გადასწავლა მოგიწევს იქ რომ ჩახვალ.
სპა-მასაჟს ცოტა სხვა ილეთები აქვს.
მაგრამ მათი სერთიპიკატით ჩვეულებრივ მიგიღებენ დუბაიში.
იქ არ უყურებენ სად აიღე სერთიფიკატი, არ ამოწმებენ.


* * *
neo>
ნეო, მე სასტუმროს ვაკანსიები დავწერე, რადგან შიგნიდან ვიცი რა ხდება და როგორ და ა.შ.

არის, რა თქმა უნდა, სხვა ვაკანსიებიც.
ძალიან ბევრი კენძო სკოლა და ბაღია.
შეგიძლია პედაგოგად წახვიდე (თუ შესაბამისი განათლება გაქვს) და გქონდეს მაღალი ხელფასი.

ერთ ეგვიპტელს, რომელსაც მოგვიანებით ჰქონდა ბრიტანეთის მოქალაქეობა და 8 წელი ცხოვრობდა ბრიტანეთში - ასწავლიდა ინგლისურ ენას კერძო სკოლაში.
ხელფასი ჰქონდა 1 900$ თვეში.
550$-ად შეგიძლია სტუდიო ბინა იშობო ქირით სადაც გადასახადები და ინტერნეტიც შედის და დანარჩენი გადაანაწილო ყოველდღიურ ხარჯებზე და + გვერდითაც გადადო.

მეგობარი მყავს ყატარში, რომელიღაც ფირმის მთავარი ბუღალტერია (არაბული და ინგლისური იცის) - 5 480$ აქვს ხელფასი თვეში.

შენც შეგიძლია წახვიდე ბუღალტრად - თუ იცი ბუღალტერია და შესაბამისი დიპლომი/სერთიფიკატები გაქვს.
ბანკში შეგიძლია იმუშაო - თუ შესაბამისი განათლება გაქვს.

ავიახაზებში შეგიძლია იმუშაო სხვადასხვა პოზიციებზე(სტუარდესა, აეროპორტის ოპერატორი და ა.შ.).

QUOTE
იქ დარჩენა ან საცხოვრებელი ვიზის აღება შეიძლება?

იქ შეგიძლია დარჩე - თუ ცხოვრების უფლება გაქვს.
ცხოვრების უფლება შეგიძლია მოიპოვო სამუშაოდ თუ ჩახვალ ამ შემთხვევაში (როგორც კი შეგიწყვეტენ კნტრაქტს - მაშინვე გაგიუქმებენ ვიზას და ვიზის გაუქმებიდან 28 დღის განმავლობაში ან ახალი სამუშაო უნდა იშოვო და შენმა ახლამა კომპანიამ შეიტანოს განაცხადი შენს სამუშაო ვიზაზე - ან უნდა დატოვო ქვეყანა).
ან შენი მეუღლე თუ მუშაობს ემირატებში და შესაბამისი შემოსავალი და საცხოვრებელი აქვს - შეუძლია გაგიკეთოს ''მეუღლის ვიზა''.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არ არის შენც გქონდეს სამუშო.
მაგრამ დიდი პრივილეგია გექნება სამუშაოს შოვნისთვის - თუ შენი მეუღლის ვიზით იქნები ქვეყანაში.

თუ გადააცილე დროს და უვიზოდ დარჩი, არალეგალურად - როცა გიპოვიან. აღმოგაჩენენ - მაშინვე სადეპორტოში გაგიშვებენ და გამოგაგზავნიან შენს ქვეყანაში.

პ.ს. უვიზოდ სამუშაოს ფაქტიურად ვერ იშოვი.

Posted by: სანდო 29 Nov 2018, 22:23
Miria

ყოჩაღ რა დეტალური ინფოა. იშვიათია ადამიანი ვინც დროს დახარჯავს მსგავსი დაწვრილებითი ინფორმაციის გავრცელებაში. Good job! smile.gif


Posted by: neo> 30 Nov 2018, 16:12
Miria
ვახ შენ გაიხარე
ასეთი დეტალური პასუხი პირველად წავიკითხე biggrin.gif 2kiss.gif
უღრმესი მადლობა

Posted by: Miria 8 Dec 2018, 00:13
neo>
სანდო
არაფერს.
My pleasure.

bis.gif

Posted by: neo> 17 Dec 2018, 12:37
Miria
ესე იგი, სამუშაო ვიზის გარეშე ვერ დარჩები ვერანაირად,
შეწტვეტენ სამუშაო ვიზაას, ცხოვრების უფლებას გიუქმდება, ეს ცუდია ძაან biggrin.gif
აი ენგლანდში ან ჯერმანში რა ქაია, ერთი 7-10 წელი რომ იმუშაო, მერე შეგილია მიიღო საცხვრებელი ვიზა

პირადში მერე რომ შეგაწუხო, იმედია არ გამიბრაზდები, ლინკებზე და რაღაც დეტალებზე 2kiss.gif

Posted by: Miria 17 Dec 2018, 21:31
neo>
QUOTE
პირადში მერე რომ შეგაწუხო, იმედია არ გამიბრაზდები, ლინკებზე და რაღაც დეტალებზე

არ არის პრობლემა.
რა გაბრაზება

smile.gif

Posted by: <casablanca> 18 Dec 2018, 17:53
neo>
QUOTE
აი ენგლანდში ან ჯერმანში რა ქაია, ერთი 7-10 წელი რომ იმუშაო, მერე შეგილია მიიღო საცხვრებელი ვიზა

ანუ 7-10 წელი არალეგალად იმუშავებ თუ რას გულისხმობ ? და მერე ჩაგახუტებენ ლეგალურ საბუთს ? rolleyes.gif

Posted by: Miria 18 Dec 2018, 18:01
<casablanca>
ლეგალურად ცხოვრება-მუშაობაზე საუბრობს

Posted by: guroguroguroguro 18 Dec 2018, 18:25
ვიცი არაბული,ინგლისური,რუსული,ესპანური,გერმანული,იტალიური და თურქული ენები ქართულივით.მაქვს შანსი დასაქმების?

Posted by: Miria 18 Dec 2018, 18:27
guroguroguroguro
შენ აქაც ტროლაობ?
biggrin.gif

Posted by: Heart_of_Darkness 19 Dec 2018, 00:19
რამდენიმე თვით მომიწია დუბაელ არაბებთან მუშაობა, იმდენად ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვეს,
არც განვიხილავ როდისმე არაბულ ქვეყნებში სამუშაოდ წასვლას.
რახანც მათთან მუშაობ ისე გიყურებენ თითქოს მათი საკუთრება ხარ,
განსაკუთრებულად ქალებს.
პირველმა, სამსახურეობრივ საქმეებზე რომ გელაპარაკო, სოც. ქსელებში დამიმატეო, არადა, ჩემი პირადი სივრცეა, არცერთი სამსახურის ხალხს არ ვიმატებ.
მეორე დუბაიში მეპატიჟებოდა სამუშაოდ,უკეთესი ხელფასები გვაქვს შენნაირი კადრებისთვისო,
თან თუ რამეა დიდი სახლი მაქვს და ჩემთან იცხოვრეო facepalm.gif ცოლიც გვერდზე ეჯდა.
თავიდან მეცინებოდა, კულტურული განსხვავებით ვხსნიდი,
ბოლოს, მესამემ დოლარების შეკვრა დამიდო მაგიდაზე და როგორც ოჯახი ისე უნდა ვიყოთო ერთმანეთთანო. mad.gif ცოტა გამიშინაურდიო facepalm.gif
იმავე დღესვე წამოვედი.

Posted by: Miria 19 Dec 2018, 00:55
Heart_of_Darkness
QUOTE
მესამემ დოლარების შეკვრა დამიდო მაგიდაზე და როგორც ოჯახი ისე უნდა ვიყოთო ერთმანეთთანო

lol.gif lol.gif lol.gif
სად იყავი ასეთში?


ცოლი თუ გვერდით ეჯდა და გეპატიჟებოდა მათთან სახლში გეცხოვრა - ე.ი. არაფერი პრობლემა არ შეგექმნებოდა მისი/მათი მხრიდან.
მათთან ცოლებს მიყავთ პარადი სახლში.
ცოლის ნებართვის გარეშე თაგვი ვერ გაირბენს სახლში
tongue.gif


პ.ს. სასტუმროს თანამშრომლები ადგილობრივ არაბებს ხედავენ მხოლოდ როგორც კლიენტებს.
სასტუმროში არც ერთი ადგილობრივი არაბი არ მუშაობს - არც ქალი და არც კაცი.
ისინი მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში და ბანკებში მუშაობენ (ან აქვთ თავისი ბიზნესი).

Posted by: Heart_of_Darkness 19 Dec 2018, 01:27
Miria
ტურისტულში ვმუშაობდი და ბოსის ახალ პარტნიორები გახდნენ.
მშვენიერი პაკისტანელი უფროსი მყავდა მანამდე.
ამ დუბაელებმა კი აგვირიეს სიტუაცია.

ზოგადად უცხოელებთან ურთიერთობა მსიამოვნებს ხოლმე, ბევრს ვიღიმი და უფრო თბილი ვარ. მათი კულტურისთვის ზედმეტად თბილად მიმიჩნიეს ალბათ smile.gif

ცოლი თბილისში რჩებოდა. აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ბავშვებიანად, ქმარი კი ორ ქვეყანაზე გეგმავდა ყოფნას და თამამად მეპატიჟებოდა biggrin.gif

კარგი და ცუდი ყველგან არის, მაგრამ დამოკიდებულება აზიურ.ქვყნებში როგორიც არის, რავი, არაა საჩემო. რახანც მათთან მუშაობ ე.ი. მათ ეკუთვნი sad.gif

Posted by: Miria 19 Dec 2018, 01:35
Heart_of_Darkness
ცოლი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლადო?
eek.gif
მგონი მოგატყუეს, არ იქნებოდნენ ემირატების მოქალაქეები.
შეიძლება უბრალოდ იქაური რეზიდენთ ფერმითი აქვთ.
+ თუ ქალი საქართველოში რჩება და კაცი დუბაი-თბილისი-დუბაის ''გზაზე'' უნდა გაეგოს ხიდად და ზემოთხსენებული შემოგთავაზა ამ ტიპმა იმ ქალის თანდასწრებით.....
მდააა...
მგონი არ იყვნენ საერთოდ ცოლ-ქმარი.

საკმაოდ კარგად ვიცნობ ემირატელი არაბების ყოფა-ცხოვრებას.
მანდ რაღაც ისე ვერ არის.
რაღაცას იტყუებიან.
sa.gif

Posted by: Heart_of_Darkness 19 Dec 2018, 12:36
Miria
არა, ნამდვილად დუბაელები იყვნენ და ნამდვილად ცოლ-ქმარი, მათი პასპორტების შესწავლის საშუალება მქონდა.

ზოგადად აქ ჩამოსულ არაბებში შემინიშნავს დამოკიდებულება, ისე გიყურებენ თითქოს ნებისმიერი ადამიანის ყიდვა შეიძლება mad.gif
ემირატებში როგორები არიან, ნამდვილად, არ ვიცი. მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, განსხვავებული მოლოდინი არ მაქვს sad.gif

Posted by: <casablanca> 19 Dec 2018, 16:00
Miria
QUOTE
ლეგალურად ცხოვრება-მუშაობაზე საუბრობს

ის წინა 7-10 წელიც თუ ლეგალურად მუშაობდა , ესეიგი მაშინც ჰქონდა ხომ ცხოვრების + მუშაობის ვიზა.
ეს იუზერი წერს - მერე შეიძლება მიიღო საცხოვრებელი ვიზაო. გაუგებარია ცოტა . შეიძლება მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს ?

Posted by: Miria 22 Dec 2018, 22:43
Heart_of_Darkness
ქორწინების მოწმობაც ნახე?
spy.gif

<casablanca>
გერმანიაში, მაგალითად, რომ იმუშაო 3-5 წლი გადაბმით, ამის შემდეგ შეგიძლია შეიტანო განაცხადი მუდმივ ბინადრობის მოწმობაზე ან მოქალაქეობაზე(ამისათვის უნდა ჩააბარო რაღაც გამოცდა , მგონი გერმანიის კნსტიტუცია თუ რაღაც და გასაუბრებისას უნდა დარწმუნდნენ რომ გერმანული ენა კარგად იცი).
შემდეგ რამოდენიმე თვე უნდა ელოდო პასუხს.
მანამდე, ანუ ის 3-5 წელი ხარ სამუშაო ვიზით , გაქვს ბინადრობის მოწმობა.
სამუშაოდან რომ გაგანთავისუფლებენ, თუ ვერ იპოვე სვა სამსახური - რაღაც პერიოდის შემდეგ გიუქმდება (რამდენადაც ვიცი) ბინადრობის მოწმობა და უნდა დატოვო ქვეყანა.

ემირატებში აე არ ხდება.
ემირატებში რომ მუშაობ, გაქვს სამუშაო ვიზა პასპორტში და ბინადრობის მოწმობა.
სამუშაოდან როგორც კი გაგანთავისუფლებენ/წამოხვალ - გიუქმდება ვიზაც და ბინადრობის მოწმობაც,
გეძლევა 28 დღე იმისათვის რომ ან ახალი სამსახური იპოვო და მათ გაგიკეთონ ახალი ვიზა და ბინადრობის მოწმობა,
ან დატოვო ქვეყანა.
10 წელი რომ იმუშაო ემირატებში, ან 20 წელი - ერთი და იგივე წესია.
შეიძლება 20 წელი სტაჟიანს 28 დღეზე მეტი მოგცენ , მაგრამ ვიზას არ გაგიგრძელებენ, არც ბინადრობის მოწმობას.
გარკვეული პერიოდის შემდეგ(თუ სახვა სამუშაოს ვერ იპოვი) - უნდა დატოვო ქვეყანა.
არ არის მათთან მუდმივი ბინადრობის მოწმობის აღების საშუალება ან მოქალაქეობის.


პ.ს. იმედია გავეცი შენს კითხვას პასუხი.
smile.gif

Posted by: Miria 24 Jan 2019, 19:44
ხომ არ იცნობთ ვინმეს ახლა ვინც მუშაობს დუბაიში სასტუმროში?
2019 წლიდან ხელფასებმა მოიმატაო, ყური მოვკარი.
მე მხოლოდ მასაჟისტებს ვიცნობ და არ მოგვემატაო, რა ვიცი
rolleyes.gif

Posted by: WestGoth17 27 Jan 2019, 00:24
ნეტა ყველა ესე სრულყოფილ თემებს ხსნიდეს და ყურმოკრულ ამბებს არ გვვიზიარებდეს, დოჰაში სამუშაოზე იცით რამე? იქნებ ეგეც დაწეროთ

Posted by: Miria 27 Jan 2019, 00:57
WestGoth17
დოჰაზეც იგივე პირობებია სასტუმროებზე.

Posted by: DORO 27 Jan 2019, 10:22
QUOTE (<casablanca> @ 19 Dec 2018, 16:00 )
Miria
QUOTE
ლეგალურად ცხოვრება-მუშაობაზე საუბრობს

ის წინა 7-10 წელიც თუ ლეგალურად მუშაობდა , ესეიგი მაშინც ჰქონდა ხომ ცხოვრების + მუშაობის ვიზა.
ეს იუზერი წერს - მერე შეიძლება მიიღო საცხოვრებელი ვიზაო. გაუგებარია ცოტა . შეიძლება მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს ?

პერიოდულად არალეგალების ამნისტიები ცხადდება
ვინც ქვეყანაში წლების განმავლობაში ყოფნას დოკუმენტურად ადასტურებს -ეძლევათ მცირეხნიანი ბინადრობა .
მერე ხდება მისი გაგრძელება და ა.შ .

Posted by: Miria 2 Feb 2019, 16:08
DORO
ყატარში და ემირატებში?

Posted by: Miria 19 Feb 2019, 00:39
ძალიან ჩაიკარგდა ეს თემა და ძლივს ვპოულობ-ხოლმე - ლინკი რომ მჭირდება.
ამოვწევ.
ნოუ ოფენს, რაა
rolleyes.gif

Posted by: Miria 10 Apr 2019, 01:52
...................................................................................

Posted by: lelaluka08 3 Jul 2019, 11:38
QUOTE (Miria @ 9 Nov 2018, 01:35 )
გაგიზიარებთ გამოცდილებას და ინფორმაციას ემირატებში(არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში/დუბაიში და მის მეზობელ ქვეყნებში) სასტუმროს სამუშაოებთან დაკავშირებით.

მე შემიძლია მოგცეთ მხოლოდ ინფორმაცია (უფასოდ) თუ სად და როგორ იპოვოთ სამუშაო, იქაური ცხოვრების სტილზე, ხელფასებზე და ა.შ.
ყველაფერი არის უფასო.
გჭირდებათ მხოლოდ კომპიუტერი, ინტერნეტი და ინგლისური ენის საშუალოდ ცოდნა.

გაითვალისწინეთ:
ემირატებში ან ყატარში სამუშაოდ რომ მოხვდეთ - არ უნდა გჭირდეთ:
1. არც ერთი ჰეპატიტი(A, B, C).
2. შიდსი.
3. არ უნდა გქონდეთ გადატანილი ტუბერკულოზი.
რომ ჩახვალთ წაგიყვანენ ლაბორატორიაში, ამ ყველაფერზე შეგამოწმებენ.
თუ რომელიმე მათგანი აღმოგაჩნდებათ - უახლოესი რეისით გამოგამგზავრებენ უკან .
smile.gif

პირველ რიგში, ვეძებთ სასურველ სამუშაოს ბრენდ სასტუმროების ვებ-საიტებზე კარიერის განყოფილებაში.
ვგუგლავთ მარიოტის, ჰაიატის, ჰოლიდეი ინის, შერატონის, როტანას, კემპინსკის და ა.შ. სასტუმროების ოფიციალურ ვებ-საიტებს.
ჩამოვსქროლავთ(თითქმის ყველა მათგანს კარიერის ლინკი უდევ გვერდის სულ ბოლოში, დაბლა).
შევდივართ კარიერის განყოფილებაში.
ვრეგისტრირდებით.
უნდა გვქნდეს გამზადებული სურათი 3x4-ზე და მთლიანი ტანის სურათი ანუ full body picture (ჩაცმული, რა თქმა უნდა yes.gif ).
ზოგიერთი სასტუმრო ითხოვს ასეთ სურათს smile.gif
უნდა გვქონდეს გამზადებული. დასკანირებული სკოლის ატესტატი+თარგმანი ინგლისურად ან უნივერსიტეტის დიპლომი+თარგმანი ინგლისურად... სერთიფიკატები+თარგმანი ინგლ.(თუ გვაქვს)... სარეკომენდაციო წერილები+თარგმანი ინგლ. (თუ გვაქვს).

მარიოტს აქვს ძალიან ტვინის მბურღავი ანკეტა smile.gif
შესავსებად გეძლევათ 72 საათი.
შეგიძლიათ შეწყვიტოთ და რამოდენიმე საათის შემდეგ გააგრძელოთ.
ისეთი კითხვებია (თავისი 4 სავარაუდო პასუხით), რომ კარგ, ხარისხიან სასტუმროში თუ არ გიმუშავია სადაც კარგად გატრენინგებდნენ შიდა განაწესებზე - სწორ პასუხს ძნელად თუ ამოირჩევთ smile.gif
მაგრამ, სხვა გზა არ გაქვთ, უნდა გახვიდეთ ბოლოში, რომ თქვენი ანკეტა დაჯდეს მარიოტის კარიერის განყოფილებაში და შეძლოთ მარიოტის სამუშაოებზე სივების გაგზავნა.

მოკლედ, ავირჩევთ ვაკანსიების ან ქვეყნების მიხედვით ვაკანსიას.
და გავაგზავნით სივის.
უფრო ხშირად კითხარებია შესავსები, ვიდრე უბრალოდ სივის ატვირთვა.

მაგრამ თქვენ მაინც უნდა გქონდეთ გამზადებული თქვენი სივი ინგლისურ ენაზე, რომ ვაკანსიის კითხვარის ბოლოში თუ მოგთხოვათ სივის ატვირთვა - ატვირთოთ.


* * *
შემდეგი ეტაპი:

თუ მოეწონათ თქვენი სივი, გიკავშირდებიან მითითებულ იმეილზე ან მითითებულ ტელეფონზე (არ გაგიკვირდეთ თუ დაგირეკეს თქვენ ქართულ ნომერზე).
smile.gif
ძირითადად პირველი გასაუბრება არის ხოლმე განყოფილების მენეჯერთან და შემდეგ კადრების განყოფილებასთან (Human Resources ანუ HR ანუ ეიჩარი smile.gif ).
გასაუბრება გექნებათ სკაიპით, ასე, რომ თუ არ გაქვთ სკაიპი - ეცადეთ დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერზე ან ტელეფონზე და შექმნათ საკაიპ ექაუნთი.

გასაუბრებისას გეტყვიან თუ რას ითხოვენ თქვენგან, შეკითხვებით შეგამოწმებენ აზრზე ხარ თუ არა იმ სამუშაოზე - რა სამუშაოზეც ცდილობ წასვლას მათთან.
გეტყვიან რამდენი გექნება ხელფასი.
თუ განყოფილების უფროსთან შეთანხმდით, მოეწონეთ, ის გადააგზავნის თქვენ სივის და შთაბეჭდილებებს ეიჩარში.
შემდეგ ეიჩარი დაგიკავშირდებათ.
გექნებათ ინტერვიუ.
ეიჩარი უფრო დაწვრილებით გეტყვის ხელფასზე, საცხოვრებელ პირობებზე და ა.შ.
თუ ეიჩარსაც მოეწონეთ და შეთანხმდით ყველაფერზე - შემდეგ გაგრძელდება თქვენი კონტაქტი იმეილებით.

პირველ იმეილში მოგწერენ, რომ გაუგზავნოთ თქვენი დიპლომი/სერთიფიკატი/ატესტატი და გთხოვენ რომ გაიკეთოთ სისხლის გამოკვლევები ესა და ეს(რაც ზევით დავწერე) და გადაიღოთ ფილტვების რენდგენი და დასკვნები/შედეგები გაუგზავნოთ მათ ორიგინალი+თარგმანი ინგლისურად.
თუ სადმე შეძლებთ ნახოთ ლაბორატორია რომელიც ინგლისურად მოგცემთ დასკვნას და რენდგენის შედეგსაც თუ ვინმე დაგიწერთ ინგლისურად - მთლად უკეთესი.
მე პავლოვზე/ყაზბეგის გამზირზე, შიდსის ცენტრში ვაკეთებინებდი სისხლის ანალიზებს ჰეპატიტებზე და შიდსზე და ვთხოვდი ინგლისურად დაეწერათ შედეგები.
არასოდეს არ იყო პრობლემა.
ვიხდიდი სადღაც 70+ ლარს.
მხოლოდ ფილტვების რენდგენის ინგლისურად დამწერი ვერ ვიპოვე თბილისში smile.gif
ამიტომ მიწევდა-ხოლმე რენდგენის დასკვნის ნოტარიუსთან თარგმნა.
smile.gif

ამ მოთხოვნილი დოკუმენტების გადაგზავნის შემდეგ დაიწყებენ თქვენი ვიზის გაკეთებას.
ვიზას სჭირდება 20-30 დღე.
გამოგიგზავნიან ვიზას იმეილზე.
უნდა ამობეჭდოთ და თან იქონიოთ ჩასვლისას.
ასევე გამოგიგზავნიან გასამგზავრებელ ბილეთს.

წახვალთ ჩვეულებრივ.
აეროპორტში დაგხვდებათ სასტუმროს წარმომადგენელი(იმ სასტუმროს წარმომადგენელი - რომელშიც იწყებთ მუშაობას) მარშუტკით ან პატარა ავტობუსით.
დიდი სასტუმროები ისე აკეთებენ, რომ რამოდენიმე ახალი თანამშრომელი ერთ თარიღში ჩაიყვანონ, ასე, რომ შეიძლება ავტობუსში თქვენს გარდა კიდევ იყვნენ სხვები, და თქვენი ჩასვლის შემდეგ კიდევ მოგიწიოთ ნახევარი საათი ან 1 საათი სხვა თანამშრომლების ლოდინი smile.gif
წაგიყვანენ სასტუმროს საერთო საცხვრებელში.
განგათავსებენ.
ბიჭები ცხოვრობენ ცალკე ბინებში, გოგონები - ცალკე ბინებში.
ოთახში იქნებით 2 ბიჭი ან 2 გოგო.
იშვიათია იყოთ 3(ამბობენ ადგილობრივი შრომითი კოდექსის თანახმად სასტუმროს/დამსაქმებელს უფლება არ აქვს ოთახში 2 ადამიანზე მეტი აცხოვროს - რაც არ უნდა დიდი ოთახი იყოს).
ბინაში შეიძლება იყოს 1, 2 ან 3 საძინებელი.
ბინაში არის ელექტრო ქურა, სარეცხის მანქანა, ჭურჭელი.
რომ ჩახვალთ დაგახვედრებენ გამზადებულ საწოლს ახალი (უხმარი) ზეწრებით და უხმარი საბნით + პირსახოცი.
ზოგიერთი სასტუმრო პირველადი მოხმარების ნივთებსაც გახვედრებს საწოლზე:
1 ტუალეტის ქაღალდი, ჩაის 1 ყუთი, ცოტა შაქარი, 1 ყუთი რძე, პატარა წვენი, ქრაერები და ა.შ.

მეორე დღეს დაგასვენებენ და შეგატყობინებენ როდის მიხვიდე სასტუმროში.
(საცხოვრებლის მენეჯერი შეგატყობინებს).

საცხოვრებელსა და სასტუმროს შორის, ყოველ 1 საათში ან ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოძრაობს მარშუტკა ან პატარა ავტობუსი(უფასოა).
იკითხავთ (ეიჩაერთან გასაუბრებისასვე შეგიძლიათ იკითხოთ ან როცა დაგაბინავებენ საცხოვრებელში - ვინც მიგყვებათ - მას ჰკითხოთ) თუ რა დრო სჭირდება ტრანსპორტს საცხოვრებლიდან სასტუმრომდე და შესაბამისად გათვლით დროს - თუ რომელ საათიან ავტობუსს გაყვეთ.
(ავტობუსების განრიგს საცხოვრებელში დაბინავებისასვე მოგცემენ ხელში, ასევე სასტუმროში არსებული თანამშრომლების კაფეტერიის მუშაობის საათებს).

* * *
ხელფასები:

დაგიწერთ საშუალო, სავარაუდო, დაახლოვებით ხელფასებს სასტუმროს სამუშაოებზე:

1. ოთახების დალაგება (Housekeeping): 300$ + tips.

2. მიმტანი (waiter/waitress): 410$+tips(თუ სასტუმროს რესტორანი/ღამის კლუბი/კაფე კარგად მუშაობს, ბევრი კლიენტი ყავს - tips-ი ზოგჯერ ხელფასისხელაა, ანუ tips აიღებთ 400$-500$. tips გროვდება და თვის ბოლოს იყოფა ყველა მიმტანზე და ბარმენზე. tips-ის მოპარვის შემჩნევისთანავე განთაისუფლებენ სამუშაოდან, გიუქმებენ ვიზას და გაგზავნიან უკან უახლოესი რეისით(ბილეთს ისინი ყიდულობენ).

3. ბარმენი: 410$-450$+tips. (tip-ზე იგივე - რაც მიმტანის თიფზე დავწერე).

4. მიმღები(receptionist): 550$-820$(გააჩნია სასტუმროს, ზოგი იმდენს იხდის, ზოგიც - ამდენს). + tips + ზოგიერთი სასტუმრო აძლევს walk in სტუმრიდან შემოსული თანხის %-ს.

5. მასაჟისტი (massage therapist): 550$-820$(გააჩნია სასტუმროს) + tips(შენი tip შენია) + % ყოველი გაკეთებული მასაჟიდან. (თვეში ჯამში გამოდის 1200$-1500$ თუ კარგი მუშაობაა და მაღალი %-ია). % მერყეობს 3%-დან 10%-მდე. სხვადასხვა სასტუმროს - სხვადასხვა % აქვს.

* * *
თუ რამე კითხვები გაგიჩნდათ - დაწერეთ პოსტში და ვეცდები გიპასუხოთ.

პ.ს. არის ერთი ვებ-საიტი სადაც ყველა 4* და 5*-იანი სასტუმრო დებს თავის ვაკანსიას, მაგრამ არ ვიცი აქ ვებ-საიტის დადება შეიძლება თუ არა.
ამიტომ არ ვდებ.
თუ გადაინტერესებთ - პმ-ში მომწერეთ და გამოგიგზავნით.
იმ საიტზეც ჩვეულებრივ უნდა დარეგისტრირდეთ, ატვირთოთ სივი და სასურველ ვაკანსიას რომ იპოვით და დააწკაპუნებთ - ლინკი გადაგიყვანთ იმ სასტუმროს ოფიციალურ ვებ-საიტზე და იქ გააგრძელებთ ანკეტის შევსებას და სივის ატვირთვას.

ანუ, ის ვებ-საიტი იმით არის კარგი, რომ ყველა სასტუმროს ვაკანსია და ფაქტიურად ვებ საიტი - ერთად არის თავმოყრილი.

გამარჯობა უღმესი მადლობა რომ შენს გამოცდილებას ვიზიარებ. როგორ დაგეკონტაქტო იქნებ მითხრა. პირადში მოგწერე და არ გვინახავს. სულ რამოდენიმე კითხვას დაგისვამ

Posted by: Miria 3 Jul 2019, 13:51
lelaluka08
QUOTE
გამარჯობა უღმესი მადლობა რომ შენს გამოცდილებას ვიზიარებ. როგორ დაგეკონტაქტო იქნებ მითხრა. პირადში მოგწერე და არ გვინახავს. სულ რამოდენიმე კითხვას დაგისვამ

მოგწერე პმ.

Posted by: ქართლოსი 5 Jul 2019, 11:56
Miria


ეგ ხელფასები რაც ჩამოწერილია თვეში გამოდის მაგდენი?

Posted by: Miria 5 Jul 2019, 15:04
ქართლოსი
კი, თვიური ხელფასები დავწერე.


Posted by: ქართლოსი 6 Jul 2019, 01:03
Miria


ინგლისურის გარეშე არაფერი გამოვა?

Posted by: Miria 15 Jul 2019, 03:25
ქართლოსი
სამწუხაროდ - არაფერი ნორმალური.
მხოლოდ მშენებლობებზე ვიცი, რომ ინდური კომპანია თუ აშენებს რამე შენობას - თავისი მოქალაქეები (ანუ ინდოელები) ჩაყავთ მშენებლობაზე სამუშაოდ +44 გრადუსზე სმუშაოდ.
მშენებლობაზე ერთმანეთს თავის ენაზე ეკონტატებიან.
მეტი არავისთან უწევთ კონტაქტი და ამიტომ არ სჭირდებათ სხვა ენის ცოდნა.
ასევეა თურქულ სამშენებლო კომპანიებზეც - თურქები ჩაყავთ სამუშაოდ და ყელა ერთმანეთს თურქულად ეკონტაქტება, მითითებებს თურქი ინჟინერი იძლევა და ასე.
(ქართველები იყვნენ ჩასულები ერთხელ დოჰაში, ყატარში თურქებთან სამუშაოდ, მშენებლობაზე, და ხელფასი არ გადაუხადა თურქმა უფროსმა. სადაც გინდათ იქ მიჩვლეთო.
ხო და ამათაც უჩივლეს, სასამართლოები გაიმართა და ბოლოს არ ვიცი როგორ დამთავრა ის ამბავი. გადაუხადეს თუ არა რაც ეკუთვნოდათ ხელფასი).

დანარჩენი, ისეთი სამუშაო სადაც გაქვს, რომ ან ადგილობრივებს უნდა ეკონტაქტო ან სხვა ქვეყნის/ერების წარმომადგენლებს - აუცილებლად უნდა იცოდე ინგლისური.
დაჟე, მხოლოდ არაბული და ქართული რომ იცოდე - ნორმალურ სამუშაოს ვერ იშოვი.

Posted by: Andy Warhol 15 Jul 2019, 19:58
ვისაც უნდა რავი ! დოჰაში https://www.marriott.com/hotels/travel/dohxr-the-st-regis-doha/ სჭირდება ჩემს მეგობარ ქართველ მენეჯერს რესტორანში ქართველი მიმტანები 3000 რეალიანი ხელფასებით ( 2,343 ლარი ) ინგლისური ენა და ამავე სფეროში გამოცდილება საჭიროა. პირობები საცხოვრებელი, ჭამა, ტრანსპორტი კომპანიის მიერ. დეტალებისთვის დაგაკავშირებთ თავად ამ ბიჭს.

user posted image

Posted by: Miria 16 Jul 2019, 00:45
Andy Warhol
ხო, ხელფასები გაზრდილა კვების სფეროში.
ველპარაკე ჩემს რამოდენიმე ყოფილ თანამშრომელს.
რომ შეიძლებოდეს ჩასწორება - ჩავასწორებდი პირველ პოსტებს.
+ ცხოვრებაც გაძვირდაო ძალიან (დოჰაში კონკრეტულად).
ალბათ მეზობელი ქვეყნების საზღვრების ბლოკადის გამო.
არა და ემირი ''იმუქრებოდა'' - არაფერი გააძვიროთო და ხალხს პირდებოდა:
თქვენ არ ინერვიულოთ - ყველაფერი გვექნება და ფასებსაც არ ავწევთო.
და კი აწიეს.
rolleyes.gif

Posted by: Tiperson 16 Jul 2019, 01:48
Miria

Exla Ras saqmianob tu saidumlo araa ? Rato aGar .idixar ?

Posted by: Miria 16 Jul 2019, 01:53
Tiperson
2 წელია ოჯახი შევქმენი და ჩემი ქმარი არ მომყვება.
არ უნდა არაბებთან მუშაობა.
rolleyes.gif

Posted by: Andy Warhol 17 Jul 2019, 11:18
Miria
კი გაძირდა პროდუქტები. ადრე რომ 150 რეალი გყოფნიდა ახლა ჰოპ ჰოპ და 350 ამდე ადის.
ჩასაცმელი და შოპინგი ისევ ისეა არ გაძვირებულა.
ჰა არავის უნდა სენთ რეჯისში? აქეთ ვეხვეწები ხალხს სამსახურს უცხოეთში ესეთი არაფერი გამიგია..თან ვაბშე არაფერს არ ვთხოვ კაპიკსს biggrin.gif . რო კითხო ყველას გაქცევა უნდა მანდედან და აუ მეშინია ტრეფიკინგიშ მშხვერპლი არ გავხდე. 2300 ლარს ელოდეთ მიმტანობაში მანდ.


Posted by: Miria 18 Jul 2019, 00:49
Andy Warhol
მეც რამდენს ვუთხარი, მაგრამ არაააა...
პოლონეთები და ევროპები უნდათ, არალეგალურად, 1 ოთახში 12 კაცი რომ ცხოვრობს, ქირას იხდიან, დღეში 12 საათი რომ მუშაობენ შეუსვენებლად 800-900 ევროზე და იმის ნახევარი ქირაში და კვებაში რომ ეხარეჯებათ.

დღეში 9 საათი მუშაობა და უფასო საცხოვრებელი, უფასო კვება სამუშაოზე, ოთახში მხოლოდ 2-3 ადამიანი - არ უნდათ.
ხალხს პრობლემები უყვარს, როგორც ჩანს.

არის კიდევ მეორე კატეგორია:
არაფერი რომ არ იცის და რომ უნდა კარგი სამუშაო (ცოტა რომ იმუშაოს, იმდენი იმუშაოს, რომ არ დაიღალოს მუშაობით, ხელი არ გაესვაროს) და მაღალი ანზაურება ჰქონდეს.

ეეეჰჰჰ.
რა ვიცი..

პ.ს. რამოდენიმეჯერ მკითხეს: ''აუ, არ გეშინოდა?''
მეთქი - რისი მეშინოდა?
აი, არაბების, რა ვიცი.
მეთქი, არაბები საშიშები რით არიან?
რა ვიცი, მე მეშინია - იყო პასუხი...

მეთქი - ერიჰააა...
მგონი ზოგს არაბო-ფობია ჭირს.
biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 20 Jul 2019, 09:46
Miria


თურქეთში ცუდათ ექცევიან, მანდ როგორ არი?

Posted by: Miria 20 Jul 2019, 18:44
ქართლოსი
ყველგან არის თითო გიჟი
smile.gif
ლეგალურად როცა მუშაობ, კონტრაქტით - ხმასაც ადვილად ამოიღებ და დაიცავ შენს უფლებებს.
თურქეთში ალბათ უფრო არალეგალურად მომუშავეებს აქვთ პრობლემები.

ჩემს სასტუმროში ერთ-ერთი კაფეში ერთი თანამშრომელი მიდიოდა სამუშაოდან 9 საათის გასვლის შემდეგ (როგორც კონტრაქტში ეწერა) - მენეჯერი რაც არ უნდა ამხატარიყო-დამხტარიყო - გინდა თუ არა მეტი საათები უნდა დარჩეო, და მეორე თანამშრომელს რომ ეტყოდა - 2 საათი კიდევ უნდა დარჩე და იმუშაოვო - ის რჩებოდა და მუშაობდა დამატებით კიდევ 2 საათი (რა თქმა უნდა დამატებითი ანაზღაურების გარეშე).
მოკლედ, თუ თავი დაუხარე - თავზე დაგაჯდებიან დუბაიშიც, თბილისშიც და სტამბულშიც.

Posted by: Kakha.G 21 Jul 2019, 00:22
კარგი საინდუსო ვაკანსიებია
..............................
..

Posted by: Miria 22 Jul 2019, 03:40
Kakha.G
ქართველებიც ვმუშაობდით და კიდევ მუშაობენ ამ ხელფასებზე (გაიზარდა ხელფასები).
საქართველოში 250 ლარ ხელფასზე მუშაობას და აქედან 300 ლარს ქირაში ხარჯვას ჯობია ბევრად იქ უფასოდ ცხვრება და 800$-900$-ზე (ან 1500$-ზე) მუშაობა.
1500$-იანი ხელფასები ვისაც გაქვთ საქართველოში და ვაკეში საკუთარ ვილაში ცხოვრობთ - თქვენთვის არ არის ეს სამუშაოები და არც ეს თემა გახსნილა თქვენთვის.
wink.gif

Posted by: siml11 23 Jul 2019, 06:00
Miria
Miria
QUOTE
გაითვალისწინეთ:
ემირატებში ან ყატარში სამუშაოდ რომ მოხვდეთ - არ უნდა გჭირდეთ:
1. არც ერთი ჰეპატიტი(A, B, C).
2. შიდსი.
3. არ უნდა გქონდეთ გადატანილი ტუბერკულოზი.
რომ ჩახვალთ წაგიყვანენ ლაბორატორიაში, ამ ყველაფერზე შეგამოწმებენ.
თუ რომელიმე მათგანი აღმოგაჩნდებათ - უახლოესი რეისით გამოგამგზავრებენ უკან .


კოჭებში ჭ-ე ვიტამინის დაგროვება მაქვს და საზღვარზე შემიშვებენ?

Posted by: blue_velvet 27 Jul 2019, 10:16
Miria
თქვენ ახლა სად მუშაობთ?
მე ინგლისური და რუსული ვიცი.
სასტუმრო ინდუსტრიაში არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ახლა მეხუთე სამსახურში ვმუშაობ, ბევრ სფეროში მიმუშავია.
ახლა თბილისში ვმუშაობ, მაგრამ თუნდაც 1000$იან ხელფასზე წავიდოდი აქედან.
ხარჯებზე(საკვები,საცხოვრებელი,გართობა) რამდენი მიგდის?

Posted by: Miria 27 Jul 2019, 11:41

blue_velvet
სასტუმროში თუ იმუშავებთ - საცხოვრებელი უფასო გექნებათ და სამსახურში, დღეში ერთხელ ან ორჯერ, კვება გექნებათ უფასო.

ყოველდღიური ხარჯები + გართობაში მე პირადად 3000 დირჰამამდე ვხარჯავდი (820$).

სტუდიო, ანუ ერთ ოთახიანი ბინა სამზარეულო+აბაზანა+ტუალეტი (ქირით) გასულ წელს 2 000 დირჰამი (548$) ღირდა.

პმ-ში მოგწერთ.

Posted by: mr_pikopa 27 Jul 2019, 20:11
კარგი თემაა. დიდი ინტერესით გადავიკითხე. უბრალოდ მსგავს სფეროშიუ მუშაობის გამოცდილება ნოლი. რუსული როგორც ვიცი ისე ინგლისური რომ ვიცოდი ერთი წამით არ დავფიქრდებოდი. ისე სხვა რაიმე სამსახურები არაა რომ გააღწიო კაცმა აქედან. იქნებ რამე იცით ან თუნდაც საიტი სადაც შეილება მოიძიო სამსახური. ჩემი პროფესიით გასაგებია სამსახურის პოვნა რთული იქნება მაგრამ თუ რამე საიტს მეტყვით რომ დავსერცო ხოლმე მადლობელი დაგრჩებით

Posted by: BUTUSA 24 Aug 2019, 13:23
https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=230485

გამარჯობა! რამე ინფორმაციას ხომ არ ფლობთ ამათზე? ვინმე ხომ არ არის უკვე წასული ან ხომ არ მიდის?
ინგლისურ ენაზე თავისუფლად ვსაუბრობ, მაგრამ სასტუმრო სფეროში გამოცდილება მაქვს 0.

---------------------
კომპანია "Key Management Solutions|KMS Georgia" აცხადებს ვაკანსიებს დუბაიში, ორწლიანი კონტრაქტით, საერთაშორისო უმაღლესი დონის ცნობილ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, რომელიც მოიცავს 30-მდე კვების ობიექტს.

მიმწვევი მხარე უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, ცხოვრებას სასტუმროს მიერ გამოყოფილ კოტეჯებში, დაზღვევას და კვებას.

აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. 1 წლის შემდეგ შესაძლებელია ანაზღაურებადი შვებულების აღება.

ვაკანსიები ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:

1. მიმტანი
2. მასპინძელი "ჰოსტესი"
3. სტუმრებთან ურთიერთობის აგენტი
4. გაყიდვების აგენტი
5. გიდი

Posted by: Miria 24 Aug 2019, 13:31
BUTUSA
ესენი, რამდენადაც ვიცი, 600$-ს იღებენ იმისათვის, რომ სამუშაო იპოვონ შენთვის.
მსგავსი სამუშაოები უფასოდ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენ თვითონ, ამას ვამბობ რამდენი ხანია.
მაგრამ გვიყვარს ქართველებს დაჯდომა და მზა მომსახურების მიღება თანხის სანაცვლოდ
smile.gif
მოკლედ, თუ გაქვთ გადასაყრელი 600$-ები - შეგიძლიათ მიმართოთ
smile.gif
მე გასწავლით უფასო ხერხებს თუ როგორ იპოვოთ თქვენით იგივე სამუშაოები.

Posted by: BUTUSA 24 Aug 2019, 13:49
Miria

მადლობა გამოხმაურებისთვის yes.gif
მე უბრალოდ ფრთხილი ვარ ძალიან, დიდხანს ვფიქრობ და ვგეგმავ და ამიტომ არ ვბედავ დამოუკიდებლად (თან გამოცდილებაც რომ არ მაქვს, ასე პირდაპირ ხომ ვერ მივადგები სასტუმროს).
ყველა გზა მინდა ვნახო და რომელიც უმჯობესი იქნება, იმ საშუალებით წავალ.
რა თქმა უნდა, დიდი მადლიერი ვიქნები თუ მასწავლი უფასო ხერხს smile.gif

ამ საიტს ხომ არ გულისხმობდი პირველ გვერდზე? https://www.catererglobal.com/

Posted by: Jonathangoodlock 24 Aug 2019, 13:50
QUOTE (Miria @ 24 Aug 2019, 13:31 )
BUTUSA
ესენი, რამდენადაც ვიცი, 600$-ს იღებენ იმისათვის, რომ სამუშაო იპოვონ შენთვის.
მსგავსი სამუშაოები უფასოდ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენ თვითონ, ამას ვამბობ რამდენი ხანია.
მაგრამ გვიყვარს ქართველებს დაჯდომა და მზა მომსახურების მიღება თანხის სანაცვლოდ
smile.gif
მოკლედ, თუ გაქვთ გადასაყრელი 600$-ები - შეგიძლიათ მიმართოთ
smile.gif
მე გასწავლით უფასო ხერხებს თუ როგორ იპოვოთ თქვენით იგივე სამუშაოები.

უფასოდ რომ შეგვეძლოს სამუშაო ვიპოვოთ, მემგონი საზღვარგარეთ არ გავიქცეოდით რავიცი რავიცი wink.gif smile.gif

Posted by: Miria 24 Aug 2019, 13:54
Jonathangoodlock
ვერ გავიგე ერთი მეორესთან რა შუაშია, მაგრამ არაუშავს
smile.gif

მე ვიპოვე და კიდევ ბევრმა უფასოდ სამუშაო საზღვარგარეთ (ანუ სამუშაოს პოვნაში არავისთვის გადაგვიხდია ფული) ხო და ჩვენც თქვენსავით უბრალო მოკვდავნი ვართ, მთვარიდან ჩამოსულები არ ვართ
smile.gif
ასე, რომ ყველას შეუძლია იპოვოს ეს სამუშაოები ინტერნეტით, მთავარია ინგლისურის და ელემენტარული კომპიუტერის და ინტერნეტის ცოდნა.

წარმატებები ყველა მშრომელს.

Posted by: Jonathangoodlock 24 Aug 2019, 13:57
QUOTE (Miria @ 24 Aug 2019, 13:54 )
Jonathangoodlock
ვერ გავიგე ერთი მეორესთან რა შუაშია, მაგრამ არაუშავს
smile.gif

მე ვიპოვე და კიდევ ბევრმა უფასოდ სამუშაო საზღვარგარეთ (ანუ სამუშაოს პოვნაში არავისთვის გადაგვიხდია ფული) ხო და ჩვენც თქვენსავით უბრალო მოკვდავნი ვართ, მთვარიდან ჩამოსულები არ ვართ
smile.gif
ასე, რომ ყველას შეუძლია იპოვოს ეს სამუშაოები ინტერნეტით, მთავარია ინგლისურის და ელემენტარული კომპიუტერის და ინტერნეტის ცოდნა.

წარმატებები ყველა მშრომელს.

ხო რავი კომპიუტერიც ვიცი
ინგლისური რუსული და თურქულიც smile.gif
მაგრამ ვერ მიშოვია აქამდე.

იქნებ მოგვცე რამდენიმე ლინკი ინგლისური ენის ცოდნით რომ შევძლოთ რამე.


ძაან ნერვებმოშლილი ვარ და იქნებ გაჩერდე რა
შეაფასე რა სიტუაცია სწორად რა იქნება
დამსაქმებლებს არ იცნობ ისე ლაპარაკობ.
ინგლისური იცი მერე გეკითხებიან ინგლისში ხომ არ ცხოვრობდი
პლიუსი იქნებაო და შარზე არიან რა smile.gif

Posted by: Miria 24 Aug 2019, 14:08
BUTUSA
კი, ეგ ვებ-საიტია (catererglobal.com) სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ბრენდ სასტუმროების ვაკანსიები.

ასევე, შეგიძლიათ დასერჩოთ პირდაპირ ბრენდ სასტუმროების ვებ-საიტები, დარეგისტრირდეთ და დაიწყოთ სივების გაგზავნა თქვენთვის სასურველ ვაკანსიებზე.
მაგ კატერერგლობალიდან საბოლოოდ მაინც ბრენდ-სასტუმროს ვებ-საიტზე გადაყავხარ ლინკს და იქ გაგზავნინებს სივის.

დასერჩეთ, მაგალითად მარიოტი.
მარიოტის ბრენდში გაერთიანებულია ბრენდები:
Marriot
JW Marriot.
The Ritz Carlton.
St Regis
Bulgari hotels
The Luxuty collection
W Hotel
Delta hotel
Sheraton
Le Meridien
Renaissance hotel
Westin
Countryard by Marriot
Fairfield Inn by Marriot
Four seasons by Marriot
SpringHill suites by Marriot
Aloft
AC hotels.
Residence inn
Element by Westin
Autograph collection
Design hotel

დასერჩეთ IHG.
ინტერკონტინენტალის ჯგუფის სასტუმროები.
გაერთიანებულია ბრენდები:
Intercontinental
Kimpton
Regent
Six senses
Crown plaza
Even hotels
Hotel Indigo
Hualux
Avid
Candle wood
Holiday inn

Posted by: BUTUSA 24 Aug 2019, 14:09
QUOTE
Miria

მადლობა გამოხმაურებისთვის  
მე უბრალოდ ფრთხილი ვარ ძალიან, დიდხანს ვფიქრობ და ვგეგმავ და ამიტომ არ ვბედავ დამოუკიდებლად (თან გამოცდილებაც რომ არ მაქვს, ასე პირდაპირ ხომ ვერ მივადგები სასტუმროს).
ყველა გზა მინდა ვნახო და რომელიც უმჯობესი იქნება, იმ საშუალებით წავალ.
რა თქმა უნდა, დიდი მადლიერი ვიქნები თუ მასწავლი უფასო ხერხს

ამ საიტს ხომ არ გულისხმობდი პირველ გვერდზე? https://www.catererglobal.com/
~


Miria წინა გვერდზე მოგწერეთ და რომ არ დაიკარგოს, აქაც დავდებ
biggrin.gif

უი გიპასუხიათ, ძალიან დიდი მადლობა!

Posted by: Miria 24 Aug 2019, 14:12
Jonathangoodlock
ჯონიკო, ვის უბრაზდები - ვერ გავიგე
smile.gif
აი, წაიკითზე ჩემი ზედა კომენტარი.
ყველა ეს თავმოყრილია კატერერგლობალზე
(catererglobal.com).
გადახედე.
თუ რამე ვერ გაიგე - მომწერე.
სივისაც შემიძლია გადავხედო, თუ გინდა.
ამოიღე შენი პირადი ინფო და ისე გამომიგზავნე.

Posted by: BUTUSA 24 Aug 2019, 14:13
Miria

ქალაქს მივაქციო ყურადღება ვაკანსიის არჩევისას?

და ასევე, ხომ არ ჯობია რომ აქ რამე კურსები გავიარო სასტუმრო საქმეში და მერე გავაგზავნო განაცხადი?

Posted by: Miria 24 Aug 2019, 14:18
BUTUSA
ქვეყანა მონიშნე რომელიც გინდა.
მე გირჩევ მონიშნო UAE (United arab emirates).
მაგრამ თუ გინდა შეგიძლია დასერჩო სხვა ქვეყნებიც: ყატარი, ბაჰრეინი, ომანი, ქუვეითი.
თუ გინდა - საუდის არაბეთიც smile.gif
მაგრამ ყველაზე მეტი ტურისტი მაინც დუბაის ყავს და დუბაი ჯობია ამ მხრივ, რადგან რაც უფრო მეტი კლიენტია - tip-იც მეტია და მოგეხსენებათ ჩვენს სფეროში მომუშავეებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია tip-ი.
smile.gif
* * *
BUTUSA
რა სამუშაო გამოცდილება გაქვს?

Posted by: BUTUSA 24 Aug 2019, 14:25
Miria

გადაწყდა - დუბაი მინდა smile.gif) ამ ეტაპზე, თანხის დაგროვებაა პრიორიტეტი.
გამოცდილება: ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, დოკუმენტური ფილმების გადაღება/მონტაჟი, ახლა კი გაყიდვებში ვარ biggrin.gif

Posted by: Miria 24 Aug 2019, 14:25
mr_pikopa
მხოლოდ რუსულის ცოდნით არ წაგიყვანენ.
კერძოდ დუბაიში, სასტუმროებში, დიდი პრიორიტეტია თუ რუსულიც იცი, მაგრამ ძირითადი საკომუნიკაციო ენა მენეჯერებთან, თანამშრომლებთან და კლიენტებთან (+საბუთების გაფორმება) არის ინგლისური ენა.

* * *
BUTUSA
ამ გამოცდილებიანი სივით რომელ განყოფილებაში უნდა გააგზავნო - არ ვიცი.
შენ სად ფიქრობ?
შენ სად ხედავ შენს თავს?

Posted by: BUTUSA 24 Aug 2019, 14:39
Miria

მაგიტომ არის უფრო რთული ჩემთვის იმიტომ, რომ სივი საერთოდ არ შეესაბამება სასტუმრო საქმესsmile.gif) 0-იდან უნდა დავიწყო. არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა: ოფიციანტი, რეცეფციონისტი.. ჰაუზქიფინგი არ მინდა იმიტომ, რომ ყველაზე დაბალია მანდ ხელფასი, მგონი. Butler-ს ვერ გავრისკავ ახლა, თუმცა, საინტერესოა ჩემთვის და მგონი, კარგად მოვირგებsmile.gif
არ მინდა მხოლოდ იმ განყოფილებაში, რომელიც მუდმივ ღამისთევას მოითხოვს (თუ არის, ასეთი, რა თქმა უნდა).

Posted by: Miria 24 Aug 2019, 14:54
BUTUSA
მიმღებში, ანუ რესეფშენში რაღაც პროგრამა უნდა იცოდე, რომ იმუშაო.
ოპერას ეძახიან.
(ინტერნეტ ბრაუზერი ოპერა - არა. სხვა ოპერაა smile.gif ).

ასისტენტ მიმტანად შეგიძლია იმუშაო, მაგრამ პატარა გამოცდილებას მანდაც ითხოვენ, ასე, რომ მოგიწევს ტყუილის დაწერა სივიში.
rolleyes.gif

მანამდე იმუშავე რომელიმე კაფეში აქ, საქართველოში, 1 თვე მაინც, რომ შეეჩვიო თეფშების და ჭიქების ხელში ჭერას, პოდნოსით სიარულს (ბალანსს უდა შეაჩვიო ხელი, რომ შემდეგ თავზე არ გადაასხა წვენი რომელიმე სტუმარს.
ან უარესი - ცხელი ყავა smile.gif
თუ ესპრესოს "მანქანასთან" მუშაობასაც ისწავლი - მთლად უკეთესი.
ხშირად მიმტანის გასაკეთებელია ყავა მაშინ, როცა ბარმენს აუარება საქმე აქვს.
smile.gif

* * *
პ.ს. ბათლერის პოზიცია w hotel-შიც აქვთ "whatever, whenever" პოზიციის სახელით.
მაგრამ სემნები არ ვიცი- ღამე უწევთ თუ არა მუშაობა.

Posted by: BUTUSA 24 Aug 2019, 15:07
Miria

ტყუილის დაწერა არ მინდა, რა აზრი აქვს.. გამოცდილებას მივიღებ აქ და მერე წავალ, მასე ვგეგმავ.
ჰმმმ თეფშების და ჭიქების ჭერა ჩემი ძლიერი მხარე არაა:// კეტებით კიდევ გავრისკავდი, მაგრამ როგორც ვიცი, ქუსლიანი ფეხსაცმლით უნდა ვიყო. მგონი, რესეფშენზე გავაკეთებ აქცენტს და კოლეჯში გავივლი კურსს..

Posted by: Miria 24 Aug 2019, 15:43
BUTUSA
არა.
ქუსლიანი ფეხსაცმლით მიმტანი არ მინახავს.
მოხერხებული ფეხსაცმელები აცვიათ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)