გაგიზიარებთ გამოცდილებას და ინფორმაციას ემირატებში(არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში/დუბაიში და მის მეზობელ ქვეყნებში) სასტუმროს სამუშაოებთან დაკავშირებით.
მე შემიძლია მოგცეთ მხოლოდ ინფორმაცია (უფასოდ) თუ სად და როგორ იპოვოთ სამუშაო, იქაური ცხოვრების სტილზე, ხელფასებზე და ა.შ.
ყველაფერი არის უფასო.
გჭირდებათ მხოლოდ კომპიუტერი, ინტერნეტი და ინგლისური ენის საშუალოდ ცოდნა.
გაითვალისწინეთ:
ემირატებში ან ყატარში სამუშაოდ რომ მოხვდეთ - არ უნდა გჭირდეთ:
1. არც ერთი ჰეპატიტი(A, B, C).
2. შიდსი.
3. არ უნდა გქონდეთ გადატანილი ტუბერკულოზი.
რომ ჩახვალთ წაგიყვანენ ლაბორატორიაში, ამ ყველაფერზე შეგამოწმებენ.
თუ რომელიმე მათგანი აღმოგაჩნდებათ - უახლოესი რეისით გამოგამგზავრებენ უკან .
პირველ რიგში, ვეძებთ სასურველ სამუშაოს ბრენდ სასტუმროების ვებ-საიტებზე კარიერის განყოფილებაში.
ვგუგლავთ მარიოტის, ჰაიატის, ჰოლიდეი ინის, შერატონის, როტანას, კემპინსკის და ა.შ. სასტუმროების ოფიციალურ ვებ-საიტებს.
ჩამოვსქროლავთ(თითქმის ყველა მათგანს კარიერის ლინკი უდევ გვერდის სულ ბოლოში, დაბლა).
შევდივართ კარიერის განყოფილებაში.
ვრეგისტრირდებით.
უნდა გვქნდეს გამზადებული სურათი 3x4-ზე და მთლიანი ტანის სურათი ანუ full body picture (ჩაცმული, რა თქმა უნდა
).
ზოგიერთი სასტუმრო ითხოვს ასეთ სურათს
უნდა გვქონდეს გამზადებული. დასკანირებული სკოლის ატესტატი+თარგმანი ინგლისურად ან უნივერსიტეტის დიპლომი+თარგმანი ინგლისურად... სერთიფიკატები+თარგმანი ინგლ.(თუ გვაქვს)... სარეკომენდაციო წერილები+თარგმანი ინგლ. (თუ გვაქვს).
მარიოტს აქვს ძალიან ტვინის მბურღავი ანკეტა
შესავსებად გეძლევათ 72 საათი.
შეგიძლიათ შეწყვიტოთ და რამოდენიმე საათის შემდეგ გააგრძელოთ.
ისეთი კითხვებია (თავისი 4 სავარაუდო პასუხით), რომ კარგ, ხარისხიან სასტუმროში თუ არ გიმუშავია სადაც კარგად გატრენინგებდნენ შიდა განაწესებზე - სწორ პასუხს ძნელად თუ ამოირჩევთ
მაგრამ, სხვა გზა არ გაქვთ, უნდა გახვიდეთ ბოლოში, რომ თქვენი ანკეტა დაჯდეს მარიოტის კარიერის განყოფილებაში და შეძლოთ მარიოტის სამუშაოებზე სივების გაგზავნა.
მოკლედ, ავირჩევთ ვაკანსიების ან ქვეყნების მიხედვით ვაკანსიას.
და გავაგზავნით სივის.
უფრო ხშირად კითხარებია შესავსები, ვიდრე უბრალოდ სივის ატვირთვა.
მაგრამ თქვენ მაინც უნდა გქონდეთ გამზადებული თქვენი სივი ინგლისურ ენაზე, რომ ვაკანსიის კითხვარის ბოლოში თუ მოგთხოვათ სივის ატვირთვა - ატვირთოთ.
* * *
შემდეგი ეტაპი:
თუ მოეწონათ თქვენი სივი, გიკავშირდებიან მითითებულ იმეილზე ან მითითებულ ტელეფონზე (არ გაგიკვირდეთ თუ დაგირეკეს თქვენ ქართულ ნომერზე).
ძირითადად პირველი გასაუბრება არის ხოლმე განყოფილების მენეჯერთან და შემდეგ კადრების განყოფილებასთან (Human Resources ანუ HR ანუ ეიჩარი
).
გასაუბრება გექნებათ სკაიპით, ასე, რომ თუ არ გაქვთ სკაიპი - ეცადეთ დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერზე ან ტელეფონზე და შექმნათ საკაიპ ექაუნთი.
გასაუბრებისას გეტყვიან თუ რას ითხოვენ თქვენგან, შეკითხვებით შეგამოწმებენ აზრზე ხარ თუ არა იმ სამუშაოზე - რა სამუშაოზეც ცდილობ წასვლას მათთან.
გეტყვიან რამდენი გექნება ხელფასი.
თუ განყოფილების უფროსთან შეთანხმდით, მოეწონეთ, ის გადააგზავნის თქვენ სივის და შთაბეჭდილებებს ეიჩარში.
შემდეგ ეიჩარი დაგიკავშირდებათ.
გექნებათ ინტერვიუ.
ეიჩარი უფრო დაწვრილებით გეტყვის ხელფასზე, საცხოვრებელ პირობებზე და ა.შ.
თუ ეიჩარსაც მოეწონეთ და შეთანხმდით ყველაფერზე - შემდეგ გაგრძელდება თქვენი კონტაქტი იმეილებით.
პირველ იმეილში მოგწერენ, რომ გაუგზავნოთ თქვენი დიპლომი/სერთიფიკატი/ატესტატი და გთხოვენ რომ გაიკეთოთ სისხლის გამოკვლევები ესა და ეს(რაც ზევით დავწერე) და გადაიღოთ ფილტვების რენდგენი და დასკვნები/შედეგები გაუგზავნოთ მათ ორიგინალი+თარგმანი ინგლისურად.
თუ სადმე შეძლებთ ნახოთ ლაბორატორია რომელიც ინგლისურად მოგცემთ დასკვნას და რენდგენის შედეგსაც თუ ვინმე დაგიწერთ ინგლისურად - მთლად უკეთესი.
მე პავლოვზე/ყაზბეგის გამზირზე, შიდსის ცენტრში ვაკეთებინებდი სისხლის ანალიზებს ჰეპატიტებზე და შიდსზე და ვთხოვდი ინგლისურად დაეწერათ შედეგები.
არასოდეს არ იყო პრობლემა.
ვიხდიდი სადღაც 70+ ლარს.
მხოლოდ ფილტვების რენდგენის ინგლისურად დამწერი ვერ ვიპოვე თბილისში
ამიტომ მიწევდა-ხოლმე რენდგენის დასკვნის ნოტარიუსთან თარგმნა.
ამ მოთხოვნილი დოკუმენტების გადაგზავნის შემდეგ დაიწყებენ თქვენი ვიზის გაკეთებას.
ვიზას სჭირდება 20-30 დღე.
გამოგიგზავნიან ვიზას იმეილზე.
უნდა ამობეჭდოთ და თან იქონიოთ ჩასვლისას.
ასევე გამოგიგზავნიან გასამგზავრებელ ბილეთს.
წახვალთ ჩვეულებრივ.
აეროპორტში დაგხვდებათ სასტუმროს წარმომადგენელი(იმ სასტუმროს წარმომადგენელი - რომელშიც იწყებთ მუშაობას) მარშუტკით ან პატარა ავტობუსით.
დიდი სასტუმროები ისე აკეთებენ, რომ რამოდენიმე ახალი თანამშრომელი ერთ თარიღში ჩაიყვანონ, ასე, რომ შეიძლება ავტობუსში თქვენს გარდა კიდევ იყვნენ სხვები, და თქვენი ჩასვლის შემდეგ კიდევ მოგიწიოთ ნახევარი საათი ან 1 საათი სხვა თანამშრომლების ლოდინი
წაგიყვანენ სასტუმროს საერთო საცხვრებელში.
განგათავსებენ.
ბიჭები ცხოვრობენ ცალკე ბინებში, გოგონები - ცალკე ბინებში.
ოთახში იქნებით 2 ბიჭი ან 2 გოგო.
იშვიათია იყოთ 3(ამბობენ ადგილობრივი შრომითი კოდექსის თანახმად სასტუმროს/დამსაქმებელს უფლება არ აქვს ოთახში 2 ადამიანზე მეტი აცხოვროს - რაც არ უნდა დიდი ოთახი იყოს).
ბინაში შეიძლება იყოს 1, 2 ან 3 საძინებელი.
ბინაში არის ელექტრო ქურა, სარეცხის მანქანა, ჭურჭელი.
რომ ჩახვალთ დაგახვედრებენ გამზადებულ საწოლს ახალი (უხმარი) ზეწრებით და უხმარი საბნით + პირსახოცი.
ზოგიერთი სასტუმრო პირველადი მოხმარების ნივთებსაც გახვედრებს საწოლზე:
1 ტუალეტის ქაღალდი, ჩაის 1 ყუთი, ცოტა შაქარი, 1 ყუთი რძე, პატარა წვენი, ქრაერები და ა.შ.
მეორე დღეს დაგასვენებენ და შეგატყობინებენ როდის მიხვიდე სასტუმროში.
(საცხოვრებლის მენეჯერი შეგატყობინებს).
საცხოვრებელსა და სასტუმროს შორის, ყოველ 1 საათში ან ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოძრაობს მარშუტკა ან პატარა ავტობუსი(უფასოა).
იკითხავთ (ეიჩაერთან გასაუბრებისასვე შეგიძლიათ იკითხოთ ან როცა დაგაბინავებენ საცხოვრებელში - ვინც მიგყვებათ - მას ჰკითხოთ) თუ რა დრო სჭირდება ტრანსპორტს საცხოვრებლიდან სასტუმრომდე და შესაბამისად გათვლით დროს - თუ რომელ საათიან ავტობუსს გაყვეთ.
(ავტობუსების განრიგს საცხოვრებელში დაბინავებისასვე მოგცემენ ხელში, ასევე სასტუმროში არსებული თანამშრომლების კაფეტერიის მუშაობის საათებს).
* * *
ხელფასები:
დაგიწერთ საშუალო, სავარაუდო, დაახლოვებით ხელფასებს სასტუმროს სამუშაოებზე:
1. ოთახების დალაგება (Housekeeping): 300$ + tips.
2. მიმტანი (waiter/waitress): 410$+tips(თუ სასტუმროს რესტორანი/ღამის კლუბი/კაფე კარგად მუშაობს, ბევრი კლიენტი ყავს - tips-ი ზოგჯერ ხელფასისხელაა, ანუ tips აიღებთ 400$-500$. tips გროვდება და თვის ბოლოს იყოფა ყველა მიმტანზე და ბარმენზე. tips-ის მოპარვის შემჩნევისთანავე განთაისუფლებენ სამუშაოდან, გიუქმებენ ვიზას და გაგზავნიან უკან უახლოესი რეისით(ბილეთს ისინი ყიდულობენ).
3. ბარმენი: 410$-450$+tips. (tip-ზე იგივე - რაც მიმტანის თიფზე დავწერე).
4. მიმღები(receptionist): 550$-820$(გააჩნია სასტუმროს, ზოგი იმდენს იხდის, ზოგიც - ამდენს). + tips + ზოგიერთი სასტუმრო აძლევს walk in სტუმრიდან შემოსული თანხის %-ს.
5. მასაჟისტი (massage therapist): 550$-820$(გააჩნია სასტუმროს) + tips(შენი tip შენია) + % ყოველი გაკეთებული მასაჟიდან. (თვეში ჯამში გამოდის 1200$-1500$ თუ კარგი მუშაობაა და მაღალი %-ია). % მერყეობს 3%-დან 10%-მდე. სხვადასხვა სასტუმროს - სხვადასხვა % აქვს.
* * *
თუ რამე კითხვები გაგიჩნდათ - დაწერეთ პოსტში და ვეცდები გიპასუხოთ.
პ.ს. არის ერთი ვებ-საიტი სადაც ყველა 4* და 5*-იანი სასტუმრო დებს თავის ვაკანსიას, მაგრამ არ ვიცი აქ ვებ-საიტის დადება შეიძლება თუ არა.
ამიტომ არ ვდებ.
თუ გადაინტერესებთ - პმ-ში მომწერეთ და გამოგიგზავნით.
იმ საიტზეც ჩვეულებრივ უნდა დარეგისტრირდეთ, ატვირთოთ სივი და სასურველ ვაკანსიას რომ იპოვით და დააწკაპუნებთ - ლინკი გადაგიყვანთ იმ სასტუმროს ოფიციალურ ვებ-საიტზე და იქ გააგრძელებთ ანკეტის შევსებას და სივის ატვირთვას.
ანუ, ის ვებ-საიტი იმით არის კარგი, რომ ყველა სასტუმროს ვაკანსია და ფაქტიურად ვებ საიტი - ერთად არის თავმოყრილი.