Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > წამლები და ორსულობა


Posted by: sofioh 17 Jan 2012, 20:05
არ ვიცი რამდენად გაწუხებთ ეს პრობლემა მაგრამ პირადად მე დღეში 9.5 ტაბლეტ წამალს ვსვამ, ძალიან მაინტერესებს სხვა ორსულები რა წამლებს სვამენ, რატომ და რამდენი ხანია. იმედია დაგაინტერესებთ. user.gif
* * *
აი იმ წამლების ჩამონათვალი რომელსაც ვსვამ. MBE, უტროჟესტანი, იოდბალანსი, პრენატალის ფორმულა, ეუთიროქსი. ფინოფტინი, გინიპრალი, ასევე დამჭირდა მაგნეზიის გაკეთება ოთხჯერ. ვინმეს დაგილევიათ ეს წამლები და რა ხანგრძლივობით?



Posted by: tatuuu 17 Jan 2012, 20:51
sofioh
უტროჟესტანს ეხლაც სვამ თუ პირველ თვეებში?

Posted by: sofioh 17 Jan 2012, 20:55
tatuuu
ახლაც ვსვამ, ძილის წინ ორასიანს. ინსტრუქციაში წერია რომ მესამე ტრიმესტრში სიფრთხილით ხდება გამოყენებაო და მერე მაინც მომიხსნის იმედია..

ახლა ვკითხულობდი ფინოპტინზე ”ორსულობისა და მშობიარობის დროს შესაძლებელია პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.”

არადა გულის აჩქარების მოსახსნელად ნიშნავენ მაგას დავიჯერო ნაკლებად რისკიანი არაფერია?

Posted by: tatuuu 17 Jan 2012, 20:58
sofioh
რატომ სვავ ისე? 23 კვირაში ხარ ხომ შენ? მაგას ნიშნავენ ყვითელი სხეულის ნაკლებობის დროს, როცა ნაყოფის მიმაგრება სუსტია.. მე მქონდა ცოტა გამონადენი დ ყვითელი სხეულის ნაკლებობა მქონდა, ვერ ემაგრებოდა და მაგიტომ დამინიშნა, მაგრამ უკვე მომიხსნა...

Posted by: sofioh 17 Jan 2012, 21:01
tatuuu

ხო უკვე 24 კვირის ვარ, გამონადენი არ მქონია, მაგრამ დაბალი მიმაგრება მეც მითხრეს მე-7 კვირიდან სულ ვსვამ. რით ვერ მიმაგრდა არ ვიცი biggrin.gif

საერთოდ უტროჟესტანს ბევრი სვამს რამდენადაც ვიცი..

პრენატალის ფორმულა გაგიგიათ?

Posted by: tatuuu 17 Jan 2012, 21:03
sofioh
biggrin.gif კი ნამდვილად ბევრი სვავს მაგ წამალს

პრენატალის ფორმულა წამიკითხავს მარტო ამერიკულ ფორუმზე, ოღონდ არ ვიცი რისთვის იღებენ smile.gif უბრალოდ თვალი მომიკრავს მე smile.gif

Posted by: sofioh 17 Jan 2012, 21:10
QUOTE
პრენატალის ფორმულა წამიკითხავს მარტო ამერიკულ ფორუმზე, ოღონდ არ ვიცი რისთვის იღებენ smile.gif უბრალოდ თვალი მომიკრავს მე smile.gif


მე დამინიშნა ექიმმა. ვიტამინების ნაკრებია. 30მდე ვიტამინს შეიცავს. პეკინზეა მარტო ერთ ადგილას 70 ლარი ღირს 120 ტაბლეტი, ამერიკიდანაა ჩამოტანილი ესეც. მაინტერესებდა რა განსხვავებაა მეგავიტი პრენატალსა და პრენატალის ფორმულას შორის. ერთი ის ვიცი რომ პირველი აფთიაქებშიც იყიდება
* * *
მომიხსნა ექიმმა გინიპრალი გულის აჩქარების გამო. ეუთიროქსის ნორმაც შემიმცირა. ეუთიროქსს ვინმე სვამთ? და თქვენს გულზეც თუ მოქმედებს?

Posted by: sofioh 19 Jan 2012, 23:58
L0TUS

ფოლიუმის მჟავას,
რელანტანის,
ფეროვიტს და
ვიტამინ ე-ს ვსვამდი სუულ პირველ კვირებში, მერე ექიმი შევიცვალე.

ჩემი აზრით ძალიან ბევრი წამლის დალევა მიწევს, არადა ტონუსი ყველას აქვს თითქმის.და ასე გამუდმებით სვამთ თქვენც წამლებს? მე რაც გავიგე რომ ორსულად ვარ მას შემდეგ სულ ვსვამ sad.gif დავიღალე....


Posted by: tako44 20 Jan 2012, 01:23
sofioh
ესლა მოემზადე წასაკითხად, მთელი ლისტი გამოვა ჩემს მიერ დალეული წამლებისsmile.gif
I ტრიმესტრი:
დიუფასტონი
მაგნე B6
ასკორუტინი
კარდიომაგნილი
იოდბალანსი''
ფოლიუმის მჟავა

II ტრიმესტრი:
16 კვირიდან
ფინოფტინი
გინეპრალი
ჟანგბადი
აქტოვეგინის ნემსები 10 ინექცია
კოკარნიტის ნემსები 10 ინექცია
ფერუმ ლეკი (ამან დიდად ვერ მიშველა ჰემოგლობინზე)
სორბიფერ დურულესი (ჰემოგლობინისთვის, დიდად ვერც ამან მიშველა)
კურანტილი

III ტრიმესტრი:
ფინოფტინი
გინეპრალი
ჟანგბადი
აქტოვეგინის მენსები 10 ინექცია
ფეროვენის გადასხმა 5 ცალი, ჰემოგლობინისთვის, რომელმაც საოცრად ამიწია ჰემოგლობინი და ყველას ვურჩევ smile.gif
კურანტილი
ვიტამინი ც
ფოლიუმის მჟავა
ჰემოგლობინის შენარჩუნებისთვის სორბიფერი ისევ
ვიტამინების კოკტეილის გადასხმა ვენაში 10 ცალი: ც ვიტამინი+ კოკარბოქსილაზა+ გლუკოზა+ვიტამინი B6.


არ მეგონა თუ ცოცხალი გადავრჩებოდი ამდენი წამლების მერე biggrin.gif
მარა ჩემი კესარია მიწევს აგერ გვერდით ეხლა smile.gif
ყველა ბედნიერი დედაგვამყოფოს უფალმა. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, ანოტაცია ბევრ მედიკამენტს უწერია უკუჩვენებაში ორსულობა, მაგრამ მაინც ნიშნავენ ექიმები. მე სულ ვეჭვობდი და ჩEმი გინეკოლოგი სულ მეუბნებოდა, ჩემს კომპეტენციებში ნუ იჭრებიო smile.gif





Posted by: sofioh 20 Jan 2012, 11:54
tako44


ვაიმეეე, მაგ რაოდენობის წამლების წონა სულ არ ვიქნები მე biggrin.gif
ყველა წერთ, რომ პირველ, მეორე და მესამე ტრიმესტრში სხვადასხვა წამლებს სვამდით, მე კიდევ მე-7 კვირიდან ვსვამ ამ დანიშნულებას და არაფერი შეუცვილა ექიმს. 24 კვირის ვარ უკვე. რომელიმე ხართ ჩემ დღეში?

Posted by: taktakuna 20 Jan 2012, 13:06
sofioh
უროჟესტანს ვიკეთებდი და არ ვსვავდი, იმიტომ რომ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, გულის რევას და ჯობია გაიკეთოვო ექიმმა, პირველ ტრიმესტრში ისიც და მერე მომიხსნა, ახლა უკვე აღარ აქვს აზრიო, სხვადასხვა დროს ვსვავდი ელევიტ პრონატალს, ვიტამინებია და კარგია, ასევე მაგნე ბ6, ციტა ხანი მაგიტრონს, იოდომარინს პირველი სამი თვე, ვიკეთებდი კოკარნიტს, გულის გამო, კარდიომაგნილს, ფინოპტინს და გინეპრალს, ამათ მხოლოდ 10 დღე, ისიც ნახევარ აბს. მერე რაც ფილტვების ანთება და მაიმუნობები დამემართა ვსვავდი აუგმენტინს და კიდევ რკინის წამლებს, ფეროფოლგამას, ფეროვიტ ფორტეს და ბოლო თვეა სორბიფერ დურულეს, ამათგან მე ყველაზე მეტად ამ ბოლომ მიშველა.
sofioh
ცოტა უცნაურია ამდენი კვირა ერთი და იგივე წამლების დალევა, ელევიტი მარტო ერთი თვე ვსვი, გინეპრალი და ფინოპტინი ამდენი ხანი არ შეიძლება მგონი. აი გულის აჩქარებას კი ორსულობაში არაფერი შველის, საკუთარი გამოცდილებით გეუბნები, ვალერიანის ტაბლეტები სვი ყვითელი დღეში სამჯერ და არ შეიმჩნიო რომ გიფრიალებს გული. მე ძLიერი არითმია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია მაქვს და არაფერი დაუნიშნიათ, რადგან გულის ექომ არაფერი პათოლოგია არ აჩვენა და აზრი არ აქვს ვერაფერს დაგინიშნავთო.

Posted by: taktakuna 20 Jan 2012, 13:22
L0TUS
კი, ანემიამაც იცის გულის აჩქარება, მაგრამ მე ეტყობა ბავშვი მაწვება, რამდენჯერაც ცუდად გავხდები, ვიძახებ სასწრაფოს, ისინი მიღებენ კარდიოგრამას და რომ ხედავენ ყოველ მესამე ამოვარდნას, მიმაქანებენ ხან სად ხან სად, ბოლოს ჯო-ენის კლინიკაში ამოვყავი თავი, არადა მეუბნები არ მჭირს არაფერი გულზე ტქო და ორსული რომ ვარ არ მტოვებენ მაინც სახლში.
რას გაიგებ ექიმებისას, ზოგი რას აბობს ზოგი რას, მე და ჩემს ახლობელს ერთნაირი მდგომარეობა გვქონდა თითქმის და მე ქვეყნის ვიტამინებს ვსვავდი და იმას საერთოდ არაფერი დაუნიშნეს.

Posted by: sofioh 20 Jan 2012, 13:34
QUOTE
რა გაწუხებს?
დაბალი მიმაგრება ანუ პლაცენტა რომ დაბლაა ხო? ეგ მეც მქონდა და არაფერი დამილევია მაგის, თავისით აიწია


ხო ტონუსი და დაბალი მიმაგრება. რა ვიცი რაც გავიგე რომ ორსულად ვარ იმის შემდეგ ვიჭყიპები წამლებით, არადა ერთისთვის რომ სასარგებლოა ათას რამეს აზიანებს, ან იმ ერთისთვის მაინც იყოს შედეგიანი....

QUOTE
თუ იმას შედეგი არ აქვს უნდა შეგიცვალოს წესით. მარა ტონუსის გამო ამდენი წამლები ამხელა ვადაზე უაზრობაა მგონი.


ხო, მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ რა ვქნა? ერთხელ უკვე შევიცვალე ექიმი და მეორედ აღარ მინდა...
არადა უტროჟესტანს ბევრი სვამს და აქებენ მე არ დამაყენა საშველი ფული ფულად მიმდის ნერვი ნერვად

გულიც მაგრად მიჩქარდებოდა გამოვიკვლიე და ყველაფერი წესრიგში მაქვს გინიპრალი მომიხსნა საერთოდ და აღარ შევუწუხებივარ მას შემდეგ.

Posted by: იასამანი 20 Jan 2012, 13:35
I ტრიმესტრში
ელევიტ-პრონატალი-5-12 კვირის ჩათვლით
II ტრისემეტრში
კოკარნიტის 6 ნემსი-წელის ტკივილის გამო
ელ-თიროქსინი
ფერუმ-ლეკი
მულლტიტაბს-პერინატალი-1 თვე მე-18 კვირიდან
III ტრისემესტრი
ჯერ-ჯერობით ფერუმ-ლეკი და ელ-თიროქსინი
ხანდახან ჩემი სურვილით ვამელანს ვსვამ.

მაგნე B6 სვამს თითქმის ყველა და ჩემი სურვილთ მინდა დავლიო ორშაბათიდან.

Posted by: tatuuu 20 Jan 2012, 14:19
sofioh
უტროჟესტანი მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება ნაყოფის მიმაგრებას და შენაჩუნებას. ეგ წამალი პლაცენტის დაბალ მიმაგრებას უბრალოდ ვერ უშველის.ნიშნავენ I ტრიმესტრში, ყვითელი სხეულის ნაკლებობის დროს.

კი ნამდმვილად ბევრი სვავს და მართლა ეფექტურია ოღონდ I ტრიმესტრში როცა ნაყოფს უჭირს მიმაგრება და არა პლაცენტას.

Posted by: sofioh 20 Jan 2012, 14:24
tatuuu

რისთვის რა მაქვს დანიშნული არც ვიცი. სულ დავიბენი ეხლა, ანუ უაზროთ ვიჭყიპები ხო? არადა აქებენ ჩემ ექიმს იმდენი ხალხი ყავს სულ. აღარ ვიცი რა...

Posted by: anuka2009 20 Jan 2012, 14:27
sofioh
QUOTE
ტონუსი ყველას აქვს თითქმის

ტონუსს როგორც დიაგნოზს დიდი ხანია აღარ ცნობენ, ვისთან დადიხარ?

საზიანო მაგ წამლებოდან არცერთი არაა, თუ რეალური მიზეზია

Posted by: Princess 20 Jan 2012, 14:30
ჯერ ჯერობით ბევრი წამალი არ დამილევია

1ტრიმესტრში -3 თვემდე ფოლიუმის მჟავა (დაორსულებამდეც ვსვამდი)
ბენევრონი (ბ ჯგუფის ვიტამინები)
რეიტოილი

2 ტრიმესტრი
ისევ ბენევრონი, რეიტოილი,
ტონუსი მქონდა, წელი მტკიოდა ძალიან და დამინიშნა მაგიტრონი(შუშხუნა) და ბეტრიმინის ნემსები, 10 ცალი მერე კიდევ + 5
კარდიომაგნილი - 2 კვირა ვსვამდი
კუჭი მაწუხებს და თერაპევტმა დამინIშნა პეპსანი რ, ეხლაც ვსვამ

3 ტრიმესტრი 31 კვირის ვარ
პეპსანი რ
რეიტოილი

პაპავერინი დამავიწყდა, ზოგჯერ ვიკეთებ ხოლმე
და გლიცერინის სანთლები, ესეც ზოგჯერ


Posted by: ათულია 20 Jan 2012, 14:32
Princess
QUOTE
ჯერ ჯერობით ბევრი წამალი არ დამილევია

+1
ჩემი წამალი იყო
ფოლიბერი 12 კვირამდე
პაპავერინის სანთლები+ნოშპა (ფინოპტინი გინიპრალი) დანიშნულებისამებრ სხვა და სხვა თვეებში
და ბოლოს მაღალი პროთრომბისნის გამო 20 ნემსი ფრაქსიპარინი

Posted by: sofioh 20 Jan 2012, 14:35
anuka2009

მეოთხეში დავდივარ, არჯევანიშვილთან. შეიძლება ტყუილად ვნერვიულობ და ალბათ ექიმა უფრო იცის რა მჭირდება, მაგრამ სხვები რომ არ სვამთ ამდენს და თან ამ ხანგძლივობით ეგ მაფიქრიანებს...

Posted by: ათულია 20 Jan 2012, 14:40
sofioh
QUOTE
მაგრამ სხვები რომ არ სვამთ ამდენს და თან ამ ხანგძლივობით ეგ მაფიქრიანებს...

ყველას სხვადასხვანაირი ორსულობა აქვს
და სულაც არ ნიშნავს რომ საფიქრალად გაქვს საქმე რადგან ამდენი მედიკამენტის მიღება გიწევს

QUOTE
ალბათ ექიმა უფრო იცის რა მჭირდება

yes.gif

Posted by: anuka2009 20 Jan 2012, 14:42
sofioh
მართლა დასაფიქრებელია. არის გარკვეული პრეპარატები რომლის მიღება ხანგრძლივად ორსულობის დროს არაა რეკომენდირებული. მე მაგალითად მთელი 9 თვე მუცელში ვიკეთებდი კლექსანს, აუცილებელი იყო ჩემთვის (თრომბის საფრთხე მქონდა). გასარკვევია რამდენად აუცილებელია ყველა ამ პრეპარატის პარალელურად მიღება. მე პირადად სხვა ექიმთან გადავამოწმებდი, მაგრამ ხელახლა გაგაკეთებინებენ ანალიზებს და სერიოზულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული sad.gif

Posted by: sofioh 20 Jan 2012, 14:45
ათულია


2kiss.gif 2kiss.gif აქამდე დავუჯერე და ბარემ მივალ ბოლომდე smile.gif

Posted by: teoni 20 Jan 2012, 19:30
ვიღებ მარტო ფოლიუმს და გემოგლობის ასაწევს,ჰემატომაც მქონდა და არაფერი არ დაუნიშნავს.ქართველი ექიმების არ მომწონს ის,რომ არის თუ არა საჭირო ზოგიერთი იმდენ წამალს უნიშნავს თვლა აერევა ადამიანს.

Posted by: anuka2009 20 Jan 2012, 19:40
teoni
QUOTE
ქართველი ექიმების

ყველა ექიმის გაერთიანება არ შეიძლება, "პრადვინუტი" ექიმები არ ნიშნავენ ბევრ წამლებს, აღარაა ეგ ტენდენცია. სამწუხაროა, რომ ასეთი ექიმები ძალიან ცოტა გვყავს smile.gif

Posted by: angelgirl 20 Jan 2012, 19:49
teoni
კიდევკარგი შენ მაინც ეგ გიწერია თორე დეპრესია დამეწყებოდა biggrin.gif

1 ტრიმესტრი

ფოლიუმის მჟავა

2 ტრიმესტრი

მაგნე ბ6- +ტერჟინანის სანთელი
და ეხლა დავამატეთ ფერო ფოლგამა-ჰემოგლობინისათვის..

სულ ეს არის

Posted by: teoni 20 Jan 2012, 19:59
anuka2009
ხო მართალი ხარ,კიდევ კარგი ყველა ასეთი არაა...

angelgirl
დამშვიდდი biggrin.gif

Posted by: sofioh 20 Jan 2012, 20:16
angelgirl
teoni

ბედნიერი ხალხი smile.gif
ფოლიუმის მჯავას ორი კვირა ვსვამდი მარტო 5დან-7მდე.

Posted by: angelgirl 20 Jan 2012, 20:35
teoni

ვცდილობ როგორც შემიძლია biggrin.gif

sofioh
მე ისე უაზროდ ვსვი ფოლის მჟავა .. მთელი სამი თვე რომ არ ვიცი რაა.. ცუდი გოგო ვარ..ხან მავიწყდებოდა ხან რა ხან რა..

Posted by: teoni 20 Jan 2012, 20:42
sofioh
რატო 2 კვირა?კიდევ კარგი მეტი არაფერი მაქვს დანიშნული,ძლივს ვსვავ ,გულს მირევს sad.gif

Posted by: sofioh 21 Jan 2012, 00:00
teoni

თავიდან სხვა ექიმთან დავდიოდი და იმან დამინიშნა, მერე ახლანდელმა ექიმმმა მომიხსნა. გულის რევა არ მქონია კიდე კარგი საერთოდ. ისე გუშინ ერთმა მითხრა ვისაც ტონუსი აქვს იმათ არ აქვთ ტოკსიკოზიო და დავიჯერო კავშირშია?

Posted by: sofioh 17 Apr 2012, 16:50
გოგოებო ვინმეს თუ დაგჭირვებიათ
კურანტალი
თირკმლის ჩაი
კოკარნიტი?

ამ უკანასკნელის სიმწარის სესახებ გამიგია თითქოს და სწორედ მახსოვს? 6 ნემდი დამინიშნა.

პ.ს და გასახსნელია თუ პირდაპირ მზაა ამპულაში?

Posted by: guria:) 18 Apr 2012, 11:28
მე ექიმმა ეგრევე, ყოველგვარი ეხოების და გასინჯვების გარეშე დამინიშნა ყველაფერი ჭამის შემდეგ:

I ტრიმესტრი:

ფოლიუმის მჟავა (ორჯერ, დილა-საღამოს)
მაგნე ბ6 (200-იანი, ორჯერ, დილა-საღამოს, ეს იყო 20 დღე, მერე თითო-თითოო 5 დღე და ამ წუთას აღარ ვსვამ)
იოდომარინი (ორჯერ, დილა-საღამოს)
ვიტამინი ე (ესეც ორჯერ, ეს სულ 5 დღე ვსვი)
პაპავერინის სანთელი (ნოშპის გარეშე (დაავიწყდა ან სეგნებულად გამომიტოვა), როცა დაჭიმულობა გექნებაო)

ჯერ-ჯერობით სულ ესაა

Posted by: niniko_022 18 Apr 2012, 14:17
კოკარნიტი?

ამ უკანასკნელის სიმწარის სესახებ გამიგია თითქოს და სწორედ მახსოვს? 6 ნემდი დამინიშნა.

პ.ს და გასახსნელია თუ პირდაპირ მზაა ამპულაში? [/quote]
sofioh
მე მაქვს ბედნიერება მაგ ნევსს ვიკეთებ დღე-გამოშვებით ცოტა არ იყოს მწარეა ორი ამპულაა ერთში სითხეა ერთში ფხვნილი უნდა გახსანა და გაიკეთო ნანემსარი რომ არ
დაგიჩირქდეს მე ერთჯერად პარკს ვიფენ ხოლმე და არც დამლურჯებია,.

Posted by: Barklai 18 Apr 2012, 14:17
მე კარტანი დამინიშნა და ასკორუტინი კაპილარებისთვის.

კარტანის ანოტაცია მომეწონა და დავიწყე სმა.
აი, ასკორუტინი რაღაც მეზედმეტება და რა რა ვქნა? sad.gif

sofioh
QUOTE
კოკარნიტი?

ამ უკანასკნელის სიმწარის სესახებ გამიგია თითქოს და სწორედ მახსოვს? 6 ნემდი დამინიშნა.

პ.ს და გასახსნელია თუ პირდაპირ მზაა ამპულაში?


B ჯგუფის ვიტამინებია. ნაყოფმა რომ უკეტესად ისუნთქოს, იმიტომ ნიშნავენ.

გასახსნელია. მოჰყვება თავისი გამხსნელი. მუქი წითელი ფერი უნდა იყოს გაკეტების წინ.

Posted by: niniko_022 18 Apr 2012, 14:24
1 ტრიმესტრში დამინიშნა-უტროჟესტანი,ფოლიუმის მჟავა, პრეგნაქეა და დოპროკინი
2 ტრიმესტრში-ელევიტ პრონატალი და კოკარნიტი.ჩემით ვიყენებ საჭიროების შემთხვევაში პაპავერინს
აი ეს არის ჩემი წამლების სია ჯერჯერობით smile.gif

Posted by: ვასასი 18 Apr 2012, 14:30
ეხლა ვსვავ (26 კვირა)
1.ფოლიოდს (ისევ)
2.როიალ ჯელი(ვიტამინები-ფუტკრის ნობათი)
3,ფარკოვიტ B12 (რაღაცა რკინა და მისი შეთვისებაო)
4.ჰემოფერექსი (გემოგლობინისთვის)
5.კალცინარია (კალცი,სიმფიზიტის პროფილაკტიკისთვისაც)
6.ოქსიგენ იბერიკა (ჟანგბადის წვეთები)

Posted by: angelgirl 18 Apr 2012, 14:58
||| ტრიმესტრი
სორბიფერ დურულესი
კაოკარნიტი
იოდოპოლი პროფილაკტიკისთვისო მარა არ მმიღია
აუგმენტინი_ანტიბიოტიკი-ბაქტერიესბისაგან და ანთებისაგან გასაწმენდი
კანეპრონ ნ-თირკმელებიდან და ორგანიზმიდან საერთოდ გაქმოქვს ცუდი ნივთიერებები..

Posted by: Pop-corn 18 Apr 2012, 16:16
ვაიმე შემეშიდა! eek.gif რამხელა სიებია!

მარა თქვენზე უნდა მეშინოდეს თუ ჩემი თავის გამო არ ვიცი sad.gif
მარტო ფოლიუმი დავლიე I ტრიმესტრი და იოდი, ამას ვსვავ ეხლა (უფრო სწორედ უნდა ვსვავდე და ეგეც მავიწყდება)

Posted by: B M W lover lady 18 Apr 2012, 18:12
Pop-corn
მეც I ტრიმესტრი მხოლოდ ფოლიუმი და იოდი ვსვი. 1-2თვე.. და 10პაპავერინის სანთელი.ეს იყო და ეს.მე5 თვეში გადავედით და არაფერი დამილევია მეტი..
ხო,ვიტამინს ვსვამდი მარტო პრეგნავიტს კიდევ,1თვე, ეხლახანს დავამთავრე.
შენი არიყოს მეც არვიცი კარგია თუ ცუდი ეს ყველაფერი : )

Posted by: teoni 18 Apr 2012, 18:40
მეც მარტო ფოლიუმს ვიტამინების კომპლექსითურთ და გემოგლობინის ასაწევ წამალს ვსვავ.სხვა ჯერჯერობით არაფერი

Posted by: BAXY 18 Apr 2012, 19:42
მე კიდე 18 კვირის ვარ და 2 კვირაა ფოლიუმიც შემიწყვიტა ექიმმა და არაფერს არ ვსვავ საერთოდ.. და რავიცი ჩემი ჯგუფელიც ჩემხელა ორსულია და ის რაღაც 3 ვიტამინს სვავს, .. ტან გამიგია რომ ეს ფოლიუმი მთელი ორსულობაო, თან tsh-ი ნორმის ზღვარზე მაქვს.. რავიცი რაა sad.gif(( სხვა ექიმტან ხომ არ წავიდე ვფიქრობ მაგრამ ჯერ კიდე ტავს ვიკავებ..

Posted by: an apple 18 Apr 2012, 21:24
ახლავე ჩამოვწერ ნუსხას biggrin.gif
ეუთიროქსი
იოდომარინი
უტროჯესტანი
გესტალი
თრომბო აცეცე
ეჰ რაღაცეები მავიწყდება sad.gif

Posted by: sunny night 18 Apr 2012, 23:44
an apple
ეუთიროქსს და იოდომარინს ერთად სვამ?
ეუთიროქსო თვითონ არ შეიცავს იოდს?
თუ ვინმემ იცით დაწერეთ რა, ეუთიროქსი დღიურ იოდის ნორმასარ შეიცავს?

Posted by: guria:) 19 Apr 2012, 00:00
sunny night

http://www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=12811

აბა ამას გადახედე

Posted by: tako44 19 Apr 2012, 00:11
sofioh
კურანტილი არის სისხლის გამათხელებელი, მთელი ორსულობა ვსვამდი. პროთრომბინი ნორმაში გაქვს? მე ნორმაში მქონდა , მაგრამ თავს იზღვევდა გინეკოლოგი, მიდრეკილება მაქვს ზოგადად
კოკარნიტი მთელი ორსულობის მანძილზე 18 ცალი დავირჭე sad.gif მწარეა, მაგრამ ატანადია.

Posted by: angelgirl 19 Apr 2012, 09:13
BAXY

12 კვირის მერე ფოლის მიღებას აარ აქვს დიდი მნიშვნელობა ასე რომ დამშვიდდი.. smile.gif

Posted by: an apple 19 Apr 2012, 13:06
sunny night
არ ვიცი, მე კი მაქვს დანიშნული და ვიტამინებს ვიღებ და იქაც შედის იოდი.

Posted by: B M W lover lady 19 Apr 2012, 13:39
tako44
და კოკარნიტი რატომ დაგჭირდა? მე ზაფხულში ვიკეთებდი,მარა სერიოზული ანთებები მქონდა შარდსასქესო ორგანოების..ორსულობაზე რადროს ნიშნავენ?გამიკვირდა

BAXY
18კვირის ვარ მეც და აღარაფერს ვსვამ, როცა ნორმალური მდგომარეობა გაქვს რა საჭიროა ბევრი ვიტამინები და ა.შ,პირიქით რაც ნაკლებ წამლებს მიიღებ შენთვისაც უკეთესია და ნაყოფისთვისაც.
მე დაჟე ექიმმა თვენახევარი აღარ მოხვიდეო biggrin.gif რაც ცოტა არიყოს მანერვიულებს .. იქნებ რახდება თვენახევარში..რავიცი რავიცი

Posted by: sofioh 19 Apr 2012, 17:04
niniko_022
QUOTE
მე მაქვს ბედნიერება მაგ ნევსს ვიკეთებ დღე-გამოშვებით ცოტა არ იყოს მწარეა ორი ამპულაა ერთში სითხეა ერთში ფხვნილი უნდა გახსანა და გაიკეთო ნანემსარი რომ არ
დაგიჩირქდეს მე ერთჯერად პარკს ვიფენ ხოლმე და არც დამლურჯებია,.

Barklai
QUOTE
B ჯგუფის ვიტამინებია. ნაყოფმა რომ უკეტესად ისუნთქოს, იმიტომ ნიშნავენ.

გასახსნელია. მოჰყვება თავისი გამხსნელი. მუქი წითელი ფერი უნდა იყოს გაკეტების წინ.


გუშინ გავიკეთე პირველი, ნუ მწარე იყო მაგრამ მაგნეზიის სემდეგ ბევრი არაფერი, თან ეს ცოტაა, მაგნეზია 5 მილიგრამი იყო და ძალიან მწარე.

tako44
QUOTE
კურანტილი არის სისხლის გამათხელებელი, მთელი ორსულობა ვსვამდი. პროთრომბინი ნორმაში გაქვს? მე ნორმაში მქონდა , მაგრამ თავს იზღვევდა გინეკოლოგი, მიდრეკილება მაქვს ზოგადად
კოკარნიტი მთელი ორსულობის მანძილზე 18 ცალი დავირჭე sad.gif მწარეა, მაგრამ ატანადია.



რავი ანალიზი რომ გავიკეთე ნორმაში მქონდა. მაგრამ ბავშვი უფრო გაძლიერდებაო ასე მითხრა და ვსვამ... Barklai




Posted by: tako44 19 Apr 2012, 19:10
B M W lover lady
ჟანგბადის მიწოდებას უწყობეს ხელსო, ასე ამიხსნეს. თან მე ტონუსი მქონდა მთელი ორსულობა და მივეხმაროთო ნაყოფსო

Posted by: BAXY 19 Apr 2012, 20:18
B M W lover lady
აუ დავწყნარდი ცოტა smile.gif რომ ესე არის ვინმე რომ არ სვავთ არაფერს.. ხო ანალიზები ამიღო , ეხო და ყველაფერი კარგად რომ იყო ალბათ მაგიტომ არ დამინიშნა არაფერი

Posted by: ich-liebe-ihn 20 Apr 2012, 01:50
teoni

თითქოს შენს ნაკვალევს დავეძებდე, რა ყველგან შენ გხედავ biggrin.gif

QUOTE
კიდევ კარგი მეტი არაფერი მაქვს დანიშნული,ძლივს ვსვავ ,გულს მირევს
რა გირევს გულს? ერთი ბეწო ტაბლეტია. smile.gif
რა ხართ ეს ორსულები რააა biggrin.gif facepalm.gif
მე ფოლიოს დალევა ბავშვის ჩასახვამდე დავიწყე, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც მე და ჩემმა honeyმ ამ საკითხზე "მუშაობა" დავიწყეთ. smile.gif ეხლა დროებით რკინას ვიღებ და გაჩენის მერე ისევ ფოლიოზე გადავდივარ.
ისე საქართველო კოშმარია რაც წამლებს ორსულობაში ეხება. კატასტროფა!!! აქ თუ სიცხე 39 არ ასცდა, არც ექიმი და არც აფთიაქარი არანაირ წამალს არ გირჩევს, და საერთოდ: ნებისმიერი წამალი თითქმის ტაბუა. თუ ცოტა სერიოზულობაში არაა გადასული საქმე. საქართელოში, ბოდიშით და ყველა ბოყინზეც კი წამლებს ნიშნავენ ექიმები. sa.gif

Posted by: Solveig 20 Apr 2012, 01:53
sunny night
QUOTE
ეუთიროქსო თვითონ არ შეიცავს იოდს?
თუ ვინმემ იცით დაწერეთ რა, ეუთიროქსი დღიურ იოდის ნორმასარ შეიცავს?

არა.
ეუთიროქსი ჰორმონია.

Posted by: B M W lover lady 20 Apr 2012, 12:16
tako44
მდაა არვიცოდი კოკარნიტს თუ ასეთი მრავალმხრივი გამოყენება ქონდაsmile.gif გასაგებია

BAXY
ალბათ ყველაფერი კარგად გაქვს თორემ დაგინიშნავდა რამეს: ) ორსულობა ავადმყოფობა ხომ არარის რომ აუცილებლად 9თვე წამლებზე იჯდეს ქალი : ) ჩემმა მეგობარმა იმდენი წამალი სვა ორსულობაზე ,ცალკე ხარჯი იყო კოლოსალური და რაც მთავარია მდგომარეობა ქონდა გადასარევი,სრულებით არ ჭირდებოდა იმდენი ქიმიის მიღება.

Posted by: sunny night 21 Apr 2012, 17:26
Solveig
QUOTE
არა.
ეუთიროქსი ჰორმონია.

ვაიმე ახლა დავიბენი mo.gif
მაღალი TSH-ის გამო დამინიშნა ენდოკრინოლოგმა ეუთიროქსი და რატომღაც მეგონა რომ ეს იოდის ნაკლებობა იყო.
რა მაინტერესებს, პერიოდულად პულსს ვითვლი და ვურეკავ და ვეუბნები რამდენი მაქვს და რა საჭიროა პულსის კონტროლი?
საერთოდ რისთვის სვამენ ორსულები ეუთუროქსს?

Posted by: ვასასი 21 Apr 2012, 20:35
QUOTE (BAXY @ 19 Apr 2012, 20:18 )
B M W lover lady
აუ დავწყნარდი ცოტა smile.gif რომ ესე არის ვინმე რომ არ სვავთ არაფერს.. ხო ანალიზები ამიღო , ეხო და ყველაფერი კარგად რომ იყო ალბათ მაგიტომ არ დამინიშნა არაფერი

პირველ ბავშვზე აბსოლუტურად არაფერი დამილევია-უჯანმრთელესია

Posted by: NAD 21 Apr 2012, 20:41
DHA

ასეთ წამალს სვავთ ვინმე?



ძლივს ვიშოვე ერთდაერთ აფთიაქში ჰქონდათ თბილისში

Posted by: sun_waiting 21 Apr 2012, 20:42
QUOTE (deida_vasasi @ 21 Apr 2012, 20:35 )
QUOTE (BAXY @ 19 Apr 2012, 20:18 )
B M W lover lady
აუ დავწყნარდი ცოტა smile.gif რომ ესე არის ვინმე რომ არ სვავთ არაფერს.. ხო ანალიზები  ამიღო , ეხო და ყველაფერი კარგად რომ იყო ალბათ მაგიტომ არ დამინიშნა არაფერი

პირველ ბავშვზე აბსოლუტურად არაფერი დამილევია-უჯანმრთელესია

არც მე არაფერი დამილევია და ვნერვიულობ რამე ხო არ დამაკლოთქო ექიმმა. ვინც გაიგო ყველამ შეიცხადა იოდბალანსსაც არ სვავო, ფოლიუმსაცო, კალცსაცო? გადამრიეს facepalm.gif

Posted by: ვასასი 21 Apr 2012, 20:44
sun_waiting
ეტყობა გადასარევი ანალიზები გაქვს და კარგად იკვებები-რა საჭიროა პრეპარატები?

Posted by: sun_waiting 21 Apr 2012, 20:50
QUOTE (deida_vasasi @ 21 Apr 2012, 20:44 )
sun_waiting
ეტყობა გადასარევი ანალიზები გაქვს და კარგად იკვებები-რა საჭიროა პრეპარატები?

ანალიზები მართლა ყველაფერი წესრიგში მაქვს, მაგრამ კარგად კვების რა მოგახსენო help.gif


Posted by: guria:) 21 Apr 2012, 21:10
ხალხნო, ჰემატომაზე რა იცით და რა წამლები ინიშნება? sad.gif(

Posted by: sunny night 22 Apr 2012, 10:52
NAD
ეგ ძალიან კარგი ვიტამინია რომ მიიღო ორსულობის მესამე ტრიმესტრში. თევზის ქონია, ომეგა 3 ქვია.
საკმაოდ ძვირი ღირს, 70 ლარი ღირს მგონი 60 აბი ხო?
ჩემი და სვამდა მაგას, ბავშვის გონებრივად განვითარებას უწყობს ხელს.

Posted by: NAD 22 Apr 2012, 13:45
sunny night


QUOTE
ეგ ძალიან კარგი ვიტამინია რომ მიიღო ორსულობის მესამე ტრიმესტრში. თევზის ქონია, ომეგა 3 ქვია.
საკმაოდ ძვირი ღირს, 70 ლარი ღირს მგონი 60 აბი ხო?
ჩემი და სვამდა მაგას, ბავშვის გონებრივად განვითარებას უწყობს ხელს.


კი, ეგ არის, თუმცა მეორე ტრიმესტრიდან დამინიშნა მე ჯანელიძემ.

შენი და ვისთან დადიოდა? მაინტერესებს, იმიტომ რომ არა თუ ექიმებმა, აფთიაქებშიც არაფერი იცოდნენ ამ წამალზე, ძლივს მივაგენი.

Posted by: sunny night 22 Apr 2012, 13:56
NAD
ჩემი და არ ცხოვრობს საქართველოში, გერმანიაშია, სხვათაშორის გუშინ ეყოლა პატარა დანიელი love.gif
ხოდა პირველად მაგისგან გავიგე რომ ასეთი წამალი არსებობს თურმე.
მერე აქ მოვიკითხე და ისეთი ფასი ჰქონდა შემეშინდა biggrin.gif
ცოტა იაფიანი ვარიანტიც არის ავერსში, იგივე თევზის ქონია მარა სხვა სახელი ჰქვია.
http://www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=14471
60 კაფსულა 16 ლარი ღირს.

Posted by: NAD 22 Apr 2012, 13:59
sunny night

QUOTE
ჩემი და არ ცხოვრობს საქართველოში, გერმანიაშია, სხვათაშორის გუშინ ეყოლა პატარა დანიელი 
ხოდა პირველად მაგისგან გავიგე რომ ასეთი წამალი არსებობს თურმე.
მერე აქ მოვიკითხე და ისეთი ფასი ჰქონდა შემეშინდა
ცოტა იაფიანი ვარიანტიც არის ავერსში, იგივე თევზის ქონია მარა სხვა სახელი ჰქვია.
http://www.aversi.ge/annotations.php?id=73...o&drug_id=14471
60 კაფსულა 16 ლარი ღირს.



გილოცავთ, ღმერთმა გაგიზარდოთ.


კი ფასი ძვირია, 30 აბი მივიღე უკვე , ალბათ კიდევ გამიგრძელებს. ანოტაციაშიც უწერია რომ მაგარი რაღაცაა, ალბათ ფასიდან გამომდინარე არ არის აქტუალური

Posted by: tlikina 22 Apr 2012, 14:36
QUOTE (NAD @ 21 Apr 2012, 20:41 )
DHA

ასეთ წამალს სვავთ ვინმე?



ძლივს ვიშოვე ერთდაერთ აფთიაქში ჰქონდათ თბილისში

მაგას ჩემ შვილს ვასმევ 9 თვისაა :0 ზალიან მაგარიაა

Posted by: ketketket 23 Apr 2012, 21:24
უტროჯესტინის ვაგინალური სანთლები დამინიშნა 4 ცალი თუ 5 გავიკეთე და ვსვავ მხოლოდ იოდოფოლს დღეში ერთხელ. მეტს არაფერსwink.gif 12 კვირის ვარ, წინა ორსულობაშიც ეგრე ვიყავი, ვერ ვიტან ბევრ წამლებსsad.gif

Posted by: tako44 23 Apr 2012, 21:29
QUOTE (B M W lover lady @ 20 Apr 2012, 12:16 )
tako44
მდაა არვიცოდი კოკარნიტს თუ ასეთი მრავალმხრივი გამოყენება ქონდაsmile.gif გასაგებია

BAXY
ალბათ ყველაფერი კარგად გაქვს თორემ დაგინიშნავდა რამეს: ) ორსულობა ავადმყოფობა ხომ არარის რომ აუცილებლად 9თვე წამლებზე იჯდეს ქალი : ) ჩემმა მეგობარმა იმდენი წამალი სვა ორსულობაზე ,ცალკე ხარჯი იყო კოლოსალური და რაც მთავარია მდგომარეობა ქონდა გადასარევი,სრულებით არ ჭირდებოდა იმდენი ქიმიის მიღება.


ჩემი ორსულობა იყო ეგეთი ძვირფასი და რასკოშნი. თავიდან ხარჯებს ვითვლიდი, მერე შევეშვი biggrin.gif biggrin.gif ჰემოგლობინის გადასხმებში რომ გადავიხადე 300 ლარი ერთ ჯერზე, მას მერე გავჩერდი biggrin.gif

Posted by: teoni 23 Apr 2012, 21:48
ich-liebe-ihn
ორსულობამდე იმდენი წამალი მაქვს მიღებული რომ შემზიზღდა ყველაფერი.
მოიცა ეხლა ფოლიოს კი არადა ფემიბიონს არ სვამ?მე მაგას და რკინას ვიღებ.ფოლიოს მიღება კი წლების წინ დავიწყე

Posted by: sunny night 23 Apr 2012, 21:52
tako44
QUOTE
ჰემოგლობინის გადასხმებში რომ გადავიხადე 300 ლარი ერთ ჯერზე, მას მერე გავჩერდი biggrin.gif

ეს გადასხმები ასეთი ძვირი ღირს? eek.gif
ერთი გადასხმა გეკმარა ბოლოს? biggrin.gif
ჩემი ერთი ნაცნობი იკეთებს ამ გადასხმებს ახლა, რა კატასტროფული ფასი ღირებულა. facepalm.gif
მე ორსულობა აქამდე თვეში 100 ლარი მიჯდებოდა biggrin.gif ექო + გინეკოლოგის კონსულტაციის + სისხლი და შარდი + თუ რამე წამალი დამინიშნა და კიდევ რაიმე სხვა ანალიზი თუ დამიმატა.
და ახლა რაც ენდოკრინოლოგი დავუმატე ამ ყველაფერს, ხარჯებიც შესაბამისად მომემატა - ჰორმონების კონტროლი 50 ლარი და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია 20 ლარი.
მოკლედ სანამ დაორსულებას გადაწყვეტთ, კარგი იქნება თუ ფულს მოიმარაგებთ biggrin.gif

Posted by: tako44 23 Apr 2012, 21:59
sunny night
საშინლად ანემიური ვარ და ვერ მშველოდა ერთი გადასხმა biggrin.gif ძვირფას პრეპარატს ვისხამდი საკმაოდ. თორემ ხალხი მასე ფერუმ ლეკით იწევს ჰემოგლობინს მაღლა. მე არანაირმა ორალურმა წამალმა არ მიშველა.
უფ, ექო(45)+ გინეკოლოგი(30)+სისხლი და შარდი(30)+უამრავი წამალი(100 ლარი მინიმუმ) biggrin.gif

Posted by: algulga 24 Apr 2012, 12:24
sunny night
QUOTE
60 კაფსულა 16 ლარი ღირს.



ვაა ძალიან მაგარი ფასია.

მე ვიღებ ისეთ ვიტამინს რომელიც შეიცავს ომეგა 3 , მაგრამ ბავშვზე დამჭირდა ადრე და არანორმალური ფასი იყო
90 ლარამდე გადავიხადე მახსოვს

Posted by: B M W lover lady 24 Apr 2012, 12:54
QUOTE (tako44 @ 23 Apr 2012, 21:29 )
QUOTE (B M W lover lady @ 20 Apr 2012, 12:16 )
tako44
მდაა არვიცოდი კოკარნიტს თუ ასეთი მრავალმხრივი გამოყენება ქონდაsmile.gif გასაგებია

BAXY
ალბათ ყველაფერი კარგად გაქვს თორემ დაგინიშნავდა რამეს: )  ორსულობა ავადმყოფობა ხომ არარის რომ აუცილებლად 9თვე წამლებზე იჯდეს ქალი : ) ჩემმა მეგობარმა იმდენი წამალი სვა ორსულობაზე ,ცალკე ხარჯი იყო კოლოსალური და რაც მთავარია მდგომარეობა ქონდა გადასარევი,სრულებით არ ჭირდებოდა იმდენი ქიმიის მიღება.


ჩემი ორსულობა იყო ეგეთი ძვირფასი და რასკოშნი. თავიდან ხარჯებს ვითვლიდი, მერე შევეშვი biggrin.gif biggrin.gif ჰემოგლობინის გადასხმებში რომ გადავიხადე 300 ლარი ერთ ჯერზე, მას მერე გავჩერდი biggrin.gif

ვაიმე biggrin.gif ე.ი მე ძაან "ეკონომიური" ორსულობა მაქვს biggrin.gif მადლობა ღმერთს smile.gif იმედია ჰემოგლობინის გადასხმა(ები) არ დამჭირდება: ))))

Posted by: guria:) 24 Apr 2012, 23:10
ჩემს წამლებზე უკვე დავწერე:

ფოლიუმი
მაგნე ბ6
იოდომარინი
ვიტამინი ე
პაპავერინი (დაჭიმულობისას)

მერე დამიმატა:
ასკორუტინი
ვამელანი (ვალერიანზე ძლიერი დამამშვიდებელი)


ექიმი გამოვიცვალე, ყველაფერი შემიწყვიტა და დამინიშნა:
იოდოფოლი (ფოლიუმი და იოდი ერთად)
დიუფასტონი (გამონადენის გამო)

შემიძლია გავაჩუქო იოდომარინი, ასკორუტინი და ვამელანი. კაი ბევრი მაქვს....

Posted by: angelgirl 25 Apr 2012, 10:57
sun_waiting

არც მე დამილევია რამე განსაკუთრებული.. და მაგ იოდზე ჩემზეც ეგე'ტი ემოციები აქვს ყველას smile.gif

Posted by: _lale_ 25 Apr 2012, 11:20
მე ვსვავ:
იოდომარინ-200-ს
ფოლისმჟავას (ექიმმა მითხრა ორსულობის ბოლმდე დალიეო)
პრეგნაქეა - სამსახურში წესივრად ვერ ვიკვებები ხოლმე...
+ ეხლა უნდა ვიყიდო ოსტეოქეა - ხაჭოს ატანა აღარ მაქვს biggrin.gif

Posted by: angelgirl 25 Apr 2012, 11:27
_lale_
ფოლიუმის მჟავას? მთელი 9 თე უნდა სავა? მმ...
რამდენ მილიგრამიანს სვამ?

Posted by: buskunia 25 Apr 2012, 11:34
აქაც დავსვამ კითხვას


ნოვარესტზე რამე ინფორმაცია გაქვთ,როგორც ტონუსის მოსასხნელ წამალზე? ან როგორც წამალზე უბრალოდ biggrin.gif

იქნებ დროულად მიპასუხოთ

Posted by: _lale_ 25 Apr 2012, 11:47
angelgirl

5 მილიგრამიანია, დალიეო ასე მითხრა ბავშვს ამით არაფერს დაუშავებო, პირიქით კაგი იქნებაოოოო და რავი... ყველა ამბობს 3 თვემდეო.... tongue.gif

Posted by: sun_waiting 25 Apr 2012, 11:50
tako44
QUOTE
ჰემოგლობინის გადასხმებში რომ გადავიხადე 300 ლარი ერთ ჯერზე, მას მერე გავჩერდი

რა გადასხმები იყო ეგეთი? მე დამჭირდება მემგონიი sleep.gif რამდენი გქონდა როცა დანიშნა გადაწყვიტეს?

დღეს გავიკეთე 63 მქონდა facepalm.gif

Posted by: angelgirl 25 Apr 2012, 11:52
buskunia
დამამშვიდებელია ეგ მგონი ხო?
ვერ გავიგე ვერც მე მაგნიუმის ნაკლებობაზე და ბ6ზე ინისნებაო..
მოკლედ არც ვიცი სულ ეს არის ..უფრო არასანდო პასუხია biggrin.gif
* * *
_lale_
დაშავებით რა დაუშავდება რავიცი.. მაგრამ 14 კვირის ემრე აზრი არ აქვს smile.gif

Posted by: buskunia 25 Apr 2012, 12:29
angelgirl

უფ რავიცი,ვერ გადავწყვიტე დავლიო თუ არა sad.gif

არადა რა ძვირი გადავიხადე


კარგი,მადლობა გენაცვალე 2kiss.gif

Posted by: angelgirl 25 Apr 2012, 12:45
buskunia

ექიმა თუ დაგინიშნა უნდა დალიო smile.gif
ცუდს არაფერს დაგინიშნავდა smile.gif

Posted by: KaTeRiN 25 Apr 2012, 12:50
NAD
QUOTE
DHA
DHA-MED ჩემს შვილს გამოუწერა ექიმმა, ძლივს ვიშოვე, წერეთელზე რაღაც აფთიაქში, ისეთი ძვირი გადავიხადე დღემდე მახსოვს ეს ფაქტი biggrin.gif

* * *
sunny night
QUOTE
ცოტა იაფიანი ვარიანტიც არის ავერსში, იგივე თევზის ქონია მარა სხვა სახელი ჰქვია.
http://www.aversi.ge/annotations.php?id=73...o&drug_id=14471
60 კაფსულა 16 ლარი ღირს.


მეც რომ ვეძებდი მთავაზობდნენ მსგავს პრეპარატებს, რეიტოილი , ომეგა3 და კიდევ ერთია სახელი არ მახსოვს, მაგრამ ერთიდაიგივე ნამდვილად არაა

Posted by: buskunia 25 Apr 2012, 13:49
angelgirl

ჰო,ალბათ მართალი ხარ smile.gif ვენდობი ჩემს ექიმს,მაგრამ აფთიაქშიც ძნელად ვიშოვნე და თან ინფორმაციაც რომ ვერ ვნახე ვიფიქრე რამე ისეთი არ იყოს ბავშვს არ ავნოსთქო..რავიცი ათასგვარი ფიქრები მაწუხებს ამ ორსულობაში,ყველაფერს ვაკონტროლებ და ყველაფრის მეშინია smile.gif

Posted by: angelgirl 25 Apr 2012, 15:17
buskunia
ხოო ყველა მაგ დღეში ავრთ..მეც ანტიბიოტიკი დამინიშნა და სანამ დავამთავრე მიღება ჩემი დამემართა smile.gif

Posted by: ninuwki 25 Apr 2012, 16:01
buskunia
ჩემნაირი ხარ შენც იმდენ რამეს ვქექავ და ვინტერესდები.. სულ მეშინია რამე არ გამომეპაროს... მეც ამ ცუდ ფიქრებს ვერ მოვეშვიი რა..

Posted by: mariamiani 25 Apr 2012, 21:19
ყველას ჯვარი გწერიათ მე 3-4 თვე ვიწექი და ნუ ყოველ 2 კვირაში ყავისფერი გამონადენები მაინც მქონდა, წამლები არ მახსოვს,მაგრამ ვსვამდი საკმაოდ....ჰემოგლობინის წამლებმა დამტანჯეს,,,ნემსიც გავიკიეთე ვსვამდი,ეს აგდასხმები არავის უთქვია,თორე გა იკეთებდი თუ ამიწევდა... 60 მქონდა სულ...ბოლოს 66-ამდე ძლივს ავქაჩეთ.... ხო და 5 თვეში 1000ლ დავხარჯე,ექიმებით ეხოსკოპიებით და წამლებით(კიდე კაი დაზღვევამ ანაზღაურა ყველაფერი...სამაგიეროთ 6 თვის მერე არაფერი დამჭირვებია,,,, ჰმოგლობინის წამალს არ ვგულისხმობ)

Posted by: guria:) 25 Apr 2012, 22:48
ეუთიროქსინი დამინიშნა 50 მგ.-იანი 25 მგ. დღეში, უზმოზე, ჭამამდე ნახ. საათით ადრე.... ჩიყვის ამბავში smile.gif

Posted by: sunny night 25 Apr 2012, 22:50
guria:)
TSH გქონდა მაღალი? თუ რატო დაგინიშნა?
ჰორმონებზე ჩააბარე ანალიზი?
მეც ვირებ მაგ ეუთიროქსს, დიდი წესების დაცვა უნდა მაგას.

Posted by: guria:) 26 Apr 2012, 00:55
sunny night

თუ კი რამე შეიძლება ეხებოდეს ჩიყვს ყველაფრის ანალიზი გავიკეთე! თსჩ ნორმაშია, ფუნქციაც ნორმაშია, მაგრამ ანტისცეულები მქონდა გაზრდილი რამაც შეიძლება ფუნქცია შეურყიოსო და ამიტომ დამინიშნა. 6-7 კვირაზე გადავამოწმებთ.

რა წესების დაცვა? ნახევარი ტაბლეტი უნდა უზმოზე, ჭამამდე ნახ. საათით ადრე

Posted by: sunny night 26 Apr 2012, 08:51
guria:)
ანუ ეგ ხო ჰორმონია და ორგანიზმს უნდა დააკვირდე როგორც მიიღებს,
ჯერ 3 დღე მეოთხედ აბს ვსვამდი, მერე 3 დღე ნახევრას, მერე სამი დღე 3/4-ს და მერეღა გადავედი მთლიან 50 მგ-ზე.
თან სულ პულსს ვაკონტროლებდი და ექიმს ვურეკავდი და ვაწერინებდი.
ხოდა ასეთი წესების დაცვა რომ სჭირდება, თავიდანვე შემზიზღდა ეგ წამალი biggrin.gif

Posted by: guria:) 26 Apr 2012, 10:39
sunny night

ვაიმე! ჩემთვის მსგავსი არაფერი უთქვამთ! sad.gif( ვინერვიულო?? აუ, ეს ბავშვი ჯანმრთელი თუ დაიბადა კარგია, რაც მე ამ ექიმებმა მანერვიულეს.....

Posted by: ketketket 26 Apr 2012, 15:56
guria:) გირჩევ ეგ წამალი არ დალიო თუ გამოუვალი მდგომარეობა არაა და ანლიზები არ აჩვენებს, ეგ არის ჰორმონი და ესე ადვილად არ წყდება მაგის დალევა არ დალევა მე რო დამინიშნონ ეგ წამალი მაინც არ დავლევ, მეც დამინიშნეს ჩიყვზე რაღაცეები და არაფერი დამილევია გავაჩინე და ეგრევე ყველაფერი მწყობრში ჩადგაsmile.gif)) დედაჩემი ექიმია და მაგან მირჩია არ დალიოოsmile.gif))) ვიტამინებს ვსვდი სითხის სახით მარტო

Posted by: B M W lover lady 26 Apr 2012, 15:57
ვაიმე გოგოებო იმდენი ვიძახე გემოგლობინის გადახსმები იმედია არ დამჭირდება მეთქი რომ მგონი მჭირდება..უეჭველი დაბალი მაქ გემოგლობინი,ექიმმა რომ ამიღო სისხლი ისეთი ღია ფერის იყო, იმედია მშვიდობა მაქვს,ამ დღეებში გავიგებ ზუსტად

Posted by: sunny night 26 Apr 2012, 18:42
guria:)
მთავარია რომ ექიმმა დაგინიშნა და თუ დაგინიშნა ალბათ საჭირო იყო, ყველაფერზე არ ინერვიულო თორემ მასე რა გაიყვანს 9 თვეს smile.gif 2kiss.gif
ketketket
რომ არ დალიე შენ, არ გეშინოდა რომ ბავშვი ფარისებრის უკმარისობით არ დაბადებულიყო?
ბოლოსდაბოლოოს კრეტინიზმს იწვევს ეგ და რა ოგორ გარისკე?

მეც დიდად არ მომწონს რომ რაღაც ჰორმონი უნდა ვსვა ახლა ორსულობის ბოლომდე მაგრამ ისეთი შეშინებული ვიყავი სანამ ენდოკრინოლოგს არ დაველაპარაკე, რომ ჰორმონს კი არა რას არ დავლევდი, რომ აღარ მენერვიულა ამ ფარისებრის გამო.
B M W lover lady
ჰემოგლობინი სისხლის ფერთან რამე კავშირშია? eek.gif
ჯერ დაელოდე პასუხებს და თუ რამეა, ნერვიულობას რა უნდა, ყოველთვის მოასწრებ biggrin.gif
იმედია კარგად გექნება ყველაფერი smile.gif

Posted by: ketketket 26 Apr 2012, 18:46
sunny night არ მეშინოდა ვიტამინებს ვსვავდი ძალიან მაგარს, მთლიანად მივენდე დედაჩემს და ბავშვიც ისე გაჩნდა რომ არაფერი ჭირდა საერთოდ, ექიმებს უყვართ გაზვიადება, იმდენი წამალი დამინისნა მათ შორის ეგეც მაგრამ არაფერი დავლიე და მეც და ბავშვიც მშვენივრად ვართ, ერთადერთი იოდს და ფოლიუმს ვსვდი ფოლიუმს 3 თვემდე და იოდს როცა მახსენდებოდა მაშინsmile.gif)))) მარტო ამ ვიტამინების დალევას არ ვაგდებდიsmile.gif)

Posted by: sunny night 26 Apr 2012, 18:49
ketketket
ფოლიუმი მეც 3 თვე ვსვი მარტო, უფრო სწორად 16 კვირამდე.
და იოდი არ დაუნიშნავს, ერთხელ მე თვითონ ვკითხე იოდი ხო არ დავლიო თქო, ხოდა არ გინდაო, თუ ანალიზებში არ ამოვა ისე არ გინდაო.
მე კიდე ექიმს ვარ მინდობილი ბოლომდე და იმედია კარგად მივიყვან ბოლომდე ყველაფერს. mo.gif
ძაან მშიშარა ვარ ჯანმრთელობის საკითხებს რაც ეხება ყველაფერში facepalm.gif

Posted by: glamo 26 Apr 2012, 21:24
გადავიკითხე თემა და გავოცდი,არსად არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამის მეათედს არ დანიშნავს ექიმი რასაც საქართველოში ორსულებს ასმევენ..არის თუ არა საჭირო ყველას წამლებს ასმევენ sad.gif ახლა რომ მახსენდება მეც რამდენ პრეპარატს ვიღებდი და უკვე საზღვარგარეთ რომ მომიწია ექიმთან მისვლა და ანამნეზის დროს ტონუსი ვახსენე გაუფართოვდათ თვალები,ეგ ჩვეულებრივი საშვილოსნოს შეკუმშვააო და ნორმალურიაო,ვარჯიშია მთელი ორსულობის მანძილზეო,რომ ჩამოვუთვალე მედიკამენტები ამ ტონუსის მოსახსნელი სანთლები და აბები მთლად შოკშI ჩამივარდნენ biggrin.gif ამიტომაც აღარ გამიგრძელებია სია.. როგორ შეიძლება 90% ორსულების იღებდეს ეუთიროქსს და იოდს,ამ პრეპარატების ასე სტანდარტულად დანიშვნა არის დაუშვებელი!

Posted by: gvants 26 Apr 2012, 21:41
guria:)
ექიმს დაუჯერე, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰორმონის მიღებას და აქაური რჩევებს არ მიაქციო ყურადღება. რადგან დაგინიშნა, ე.ი. საჭიროა.უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიიღო, როგორც გეწერა.

მთელი ორსულობა ვსვამდი ამას , მანამდეცვიღებდი და ახლაც ვიღებ.
ექიმი გაგიკონტროლებს ნორმას.
არანაირი პულსი არ გამიზომავს.

Posted by: guria:) 26 Apr 2012, 23:28
sunny night
gvants
ketketket

აბსოლუტურად ყველა ანალიზი ჩავიტარე რაც კი შეიძლება ჩიყვს ეხებოდეს. წინა ფეხმძიმობაზე TSH რომ 3-ის (ზედა ზღვარის) ნაცვლად 7,9 იყო ამის გამო ამ ექიმმა საჭიროდ ჩათვალა სრულფასოვანი გამოკვლევა. ხოდა ანალიზების შედეგად ფარისებრის ფუნქცია არაა დაქვეითებულიო, მაგრამ პირველი რაც ეწერა, მგონი ანტისხეულები იყო 34-ის ნაცვლად მქონდა 250-ზე მეტი.

ენდოკრინოლოგმაც გამსინჯდა და ეს დამინიშნა 25 მგ. ყოველ დღე. 6-7 კვირა მიიღე და მერე გადავამოწმოთო.

პირადმა ექიმმა მითხრა, რომ ჩიყვის პრობლემა თუ დასაწყისში გაჩნდა ბოლოში არ ქრებაო, მთელი ორსულობა უნდა მიიღოო. მომიყვა მაგალითები ვინ არ მიიღო და რა დაემართა.

ketketket
მადლობა ღმერთს, რომ არაფერი დაგშავებიათ, მაგრამ მე პირადად მაგრად მეშინია ჩიყვის...

რაც შეეხება ჰორმონს, სიტყვა ჰორმონი რომ ახსენა ცუდად გავხდი, მაგრამ მერე მითხრეს რომ ეს უშუალოდ ჩიყვის არეზე მოქმედებს და არაფერი აქვს საერთო მაგალითად პრედნიზოლონის უკუთვისებებთან.

ეს ყველაფერი დღეს მითხრა ექიმმა. და პულსზე არაფერი უთქვამს და მეც დამავიწყდა რომ მეკითხა...

Posted by: B M W lover lady 27 Apr 2012, 17:48
QUOTE (sunny night @ 26 Apr 2012, 18:42 )
B M W lover lady
ჰემოგლობინი სისხლის ფერთან რამე კავშირშია? eek.gif
ჯერ დაელოდე პასუხებს და თუ რამეა, ნერვიულობას რა უნდა, ყოველთვის მოასწრებ biggrin.gif
იმედია კარგად გექნება ყველაფერი smile.gif

კი,თურმე არის ფერთან კავშირში.მუქი წითელი უნდა იყოს თუ ნორმაზეა..
ნერვიულობით ისედაც არაფერი შეიცვლება. იმედია კარგად იქნება ყველაფერი,ეს შაბათ კვირაც ეხლა დაემთხვა რა biggrin.gif

Posted by: agr_bak 9 Jun 2012, 21:39
აფ-----------------------------------------

Posted by: CHISARA 9 Jul 2012, 13:40
აუუუ ძალიან მაწუხებს ეს თემაა , ვხვამ ტიროქსინს ( TSH მაქვს მაღალი, 3.97, 4 მაქსიმუმია, დამინიშნა ენდოკრინოლოგმა), ვსვამ ვალტრექსს 10 დღე უნდა მივიღო, ციტომეგალოვირუსი მაქვს მომატებული, M ნეგატიური, G +2,5, ავიდობა 54%, ანუ ეჭვი აქვს ექიმს ახალი ხომ არ არისო, ამიტომ დამინიშნა ანტივირუსული, არადა უწერია ანოტაციაში არ შეიძლება ორსულობისასოო..., ვსვამ რკინის პრეპარატს, დაბალი გემოგლობინი მაქვს, ვსვამ ანტისტენოკარდინს სისხლის შესათხელებლად, D-დიმერი მაქვს მომატებული.... აი ასე, და არ ვიცი, კიდევ 38 სიცხე მქონდა ანგინა გადავიტანე, აუგმენტინი დავლიეე 5 დღე, და კიდევ ნერვის ანთება მქონდა და ინდომეტაზინის სანთლები გავიკეთე 3 დღე (ეგეც თითქოს არ შეიძლება ორულობისას). 17 კვირის ვარ ეხლა და ძალიან ვნერვიულობ... პირველზე არც ეს ანალიზები არ გამიკეთებია ( სახელმწიფო ექიმთან ვიყავი აღეიცხვაზე - შარდ და სისხლს ვაბარებდი მარტო, ბავშვი ჯანმრთელია, მე ცოტა პრობლემები შემექმნა მშობიარობისას, მეორეზე გადავწყვიტე კერძო ექიმი ( ძალიან აქეებდნენ ამას ჩემი ახლობელბი), ესეიგი რაც მე ანალიზები მაქვს ჩაბარებული, ხელები სინიაკებში მაქვს, ფული ხომ რამდენი დავხარჯე წამლებში და ექიმთან ვიზიტებში ვერ ავღწერ.... 2 კვირაში 1 ხელ დავდივარ რახან პრობლემური ვარ - არ ვიცი რააააააა....

Posted by: Karuseli 8 Nov 2012, 15:42
გამარჯობა, მაინტერესებს ფოლიუმის მჯავას რა დოზით სვამთ? მე დამინიშნა ექიმმა 2-კერ დღეში 5 მგ-იანი ე.ინდღეღამეში 10 მგ-ის მიღება მომიწევს, არადა გაიდლაინში წერია მისი დოზები და ორსულებზე 4 მგ უწერია. ცოტა ვშიშობ რატომ დამინიშნა ასე და მაინტერესებს ვინმეს თუ აქვს მსგავსი დანიშნულება?

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Pumpula 8 Nov 2012, 16:01
Karuseli
me rac gamigia kvelas dgeshi ertxel unishnaven 5mg-ians

Posted by: SPC 30 Nov 2012, 19:53
იოდომარინს რა დოზით სვამდით? იოდომარინი 200 დღეში 1 აბი საკმარისია?

Posted by: Pumpula 30 Nov 2012, 20:05
SPC
profilaktis miznit vsvi ianvari-martis tveebi zustad egre shen rogorc dacere

Posted by: FoXy 30 Nov 2012, 20:23
SPC

მეც 200-იანს ვსვამ დრეში 1.

Posted by: SPC 30 Nov 2012, 20:34
Pumpula
FoXy
მადლობა, მეც ეგრე დავლევ მაშინ. ექიმს დაავიწყდა ეთქვა დოზა და ამიტომ ვიკითხე

Posted by: FoXy 9 Dec 2012, 18:45
ვინმეს მეტაკარტინი (ნემსი) თუ გქონიათ დანიშნული და რა დოზით?

Posted by: Pisushka22 9 Mar 2013, 19:36
გამარჯობათ,
ვინმეს თუ გქონიათ ტრისემესტრში ხშირი გულის აჩქარება მითხარით რა?????? მაინტერესებს ეს რამდენად ხშირად ხდება თუ მე მჭირს რამე. გამოვიკვლიე გული ყველანაირად და გულიდან არ მოდისო და ვეღარ გავიგე რა ჯანდაბაა

Posted by: bebeko12 23 Jun 2013, 18:59
მე მაქვს ძალიან აჩქარებული გული თითქმის ყოველდღე და ჰაერიც არ მყოფნის, პლიუს ამას ვიკეთებ ფრაქსიპარინს, ვსვამ აქტოვეგინს, ოსტეოქეას (მაგრამ კალცის დეფიციტი მაქვს მაინც სულ დ ვიტამინის უქონლობის გამო) და კიდე კურანტილს ვსვამ, 33 კვირის ვადაზე პლაცენტის მე2 ხარისხში მომწიფების გამო მარა ისე ვნერვიულობ მგონი ვერ გადავრჩები. რაც შეეხება გულის აჩქარებას მგონი ბევრს აწუხებს.არ იდარდო

Posted by: makavel1 23 Jun 2013, 21:10
1 ორსულობაზე
1 ტრიმესტრში
ც ვიტამინი
ფოლის მჟავა
იოდბალანსი
2ტრიმესტრი
10 ნემსი აქტოვეგინი
10ნემსი ფერუმ ლეკი
გესტალი
3ტრიმესტრი
გესტალი.

2 ორსულობა
1ტრიმესტრი
ფოლის მჟავა
იოდბალანსი
2,3 ტრიმესტრი/
არაფერი biggrin.gif

Posted by: nanuka15n 23 Jun 2013, 22:07
Karuseli
ფოლიუმის მჟავას მეც მარტო 1 აბს ვსვამ დღეში smile.gif

Posted by: keeee 19 Dec 2013, 17:21
Karuseli
მე დღეში 3ჯერ ვსვავ ანუ 15 გამომდის smile.gif
* * *
bebeko12
ფრაქსიპარინს იკეთებ? გინეკოლოგმა დაგინიშნა თუ ჰემატოლოგმა?

Posted by: ashley_tko 22 Dec 2013, 18:10
დაახლოებით 8 კვირის ორსული ვიყავი, დავლიე ორი აბი რაუნატინი. წნევამ ამიწია და ისე ცუდად ვიყავი ვერც მოვიფიქრე რომ ჯერ ინსტრუქცია წამეკითხა. მეორე დღეს წავიკითხე და თურმე არ შეიძლება რადგან პლაცენტურ ბარიერს აღწევსო, არადა როგორც მე ვიცი მცენარეულია. ნეტა რამეს ავნებდა ბავშვს? ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა წნევის წამალზე?

Posted by: keeee 22 Dec 2013, 18:22
ექიმს არ დაურეკე?? კითხე აუცილებლად

Posted by: ashley_tko 22 Dec 2013, 18:45
არა ორშაბათს ავიყვან ექიმს. არც ის ვიცი აქვს თუ არა კითხვას აზრი, უკვე ვერაფერს შევცვლი. იმის მერე 5 კვირა გავიდა, ეხოზე ყველაფერი რიგზეა.ხომ არ იცით თუ შეიძლება ისეთი რამე გამოიწვიოს რაც ეხოზე არ ჩანს?

Posted by: ashley_tko 24 Dec 2013, 21:40
ვიყავი ექიმთან და არაფერს ავნებდა ბავშვსო biggrin.gif სხვა წამალი დამინიშნა წნევაზე

Posted by: keeee 24 Dec 2013, 21:57
ashley_teo
ტყუილად ნერვიულობდი

Posted by: ashley_tko 14 Feb 2014, 23:04
Vinmes tu gsmeniat mega b 500 an tu dagileviat? Ragac bandzi instruqcia aqvs,ver gavige ratom daminishnes da ar minda daleva. Ise kai upragonod nishnavs chemi ginekologi am wamlebs

Posted by: FoXy 14 Feb 2014, 23:18
ashley_teo
QUOTE
Vinmes tu gsmeniat mega b 500 an tu dagileviat? Ragac bandzi instruqcia aqvs,ver gavige ratom daminishnes da ar minda daleva. Ise kai upragonod nishnavs chemi ginekologi am wamlebs

არ დამილევია, ისე წამლების დანიშვნაზე გირჩევ ნორმალურ ექიმს მიმართოsmile.gif ერთი ტონა წამლები მქონდა დანიშნული, თუმცა ექიმი გამოვცვალე და ბოლო ორი თვე 1 აბიც არ დამილევია.

Posted by: ashley_tko 15 Feb 2014, 00:42
FoXy
Ui mezareba eqimis gamocvla biggrin.gif tu rame seriozuli chareva damchirda mere gamovcvli smile.gif

Posted by: kiskisa123 2 Feb 2015, 19:19
გამარჯობათ ვარ 5 თვის ორსული დამინიშნეს გინიპრალი თუ ვინმე სვამდა და აგარ სჭირდება დამიკავშირდით მე შევიძენ მას თქვენგან, აფთიაქში ვერ ვყიდულობ დეფიციტია, არადა ძალიან მჭირდება ლოკალური ჰიპერ ტონუსი მაქვს. 551 53 17 20 ეს ჩემი ნომერია ან მომწერეთ როგორ დაგიკავშირდეთ და დაგიკავშირდებვით მადლობა ყველას წინასწარ.

Posted by: თაკო-კორო 20 Nov 2016, 19:47
მოგესალმებით.

იქნებ მითხრათ ჰემატომაზე რა წამლებს სვამდით? 12 კვირის ვარ და 9კვირიდან ვწევარ ჰემატომის გამო, არც პატარავდება და არც გამოდის. უტროჯესტანი და დექსამეტაზონი კი მას არ შველის, სხვა რამეს ექიმი არ მინიშნავს.

ასევე ტონუსის მოსახსნელად მაგნე ბ6ის გარდა რას იღებდით? ძალიან მაწუხებს უკვე ორივე sad.gif
მადლობა წინასწარ

Posted by: beqno 22 Aug 2017, 21:58
ალბეზი 200 ამ წამალს უკუჩვენებაში უწერია ორსულობა და რას ნიშნავს? smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)