#54051721 · 11 Jan 2019, 11:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
guro07
QUOTE | როცა მოვიდა პასუხი არ დავკვირვებივარ |
პასუხი კი არა, ჯერ რას მოაწერე ხელი და რა გააფორმე, იმას არ დაკვირვებიხარ. სასაცილოა თუ სატირალი, არ ვიცი. 29 წელია, დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა არ დაკვირვებია... QUOTE | წინარე ხელშეკრულება გექნება გაფორმებული, რომლითაც გამყიდველი იღებს ვალდებულებას რომ სამომავლოდ მოგცემს ბინას. სანამ ძირითად ნასყიდობის ხელშეკრულებას არ დაარეგისტრირებ ეგრე იქნება. რისკი ის არის, რომ გამყიდველს რამე პრობლემები რომ ქონდეს მაგ ქონებას დაედება ყადაღა და სანამ გამოძიება/სასამართლო არ დასრულდება მანამდე ვერ დაირეგისტრირებ. |
სწორი პასუხია.
ეს რას ნიშნავს?
QUOTE | ხელშეკრულება მაქვს რომ ვადებში უნდა დაემთავრებინა და ვადასაც გადააცილა ეხლა მეუბნება უნდა დავამთავრო ზაფხულშიო რისიც არ მჯერა აჭიანურებს ძალიან. თუ შეგიძლიათ მითხრათ ეხლა მე რა შემიძლია გავაკეთო სანამ ყადაღა არ დაედო ან რამე პრობლემები არ შეექმნა? |
მაგ ხელშეკრულებაში პირობები არ წერია? ვადაგადაცილების შემთხვევაში რა ხდება, არ გიწერიათ? პირგასამტეხლო, ჯარიმა, დედის ალერსი...
QUOTE | განშლა თუ არის გაკეთებული, მესაკუთრედ შეიძლება დარეგისტრირდე, ოღონდ მშენებარე სტატუსით. თუ არღვევს ხელშეკრულების პირობებს შეგიძლია მიმართო სასამართლოს. |
+1
verdi
QUOTE | შეგიძლია ამიხსნა განშლა რას გულისხმობს? რამხრივ აქვს მტკიცებითი ძალა |
სასამართლოს თუ მიმართა, მტკიცებულებათა ერთობლიობა ხო არსებობს, არა? ჰაერზე ხო არ გააფორმებდა წინარე ნასყიდობას. თუ სადმე მითითებულია, რომელი კონკრეტული ბინა უნდა იყოს მისი, მერე სასამართლოზეა დამოკიდებული, საქმის შინაარსიდან და მტკიდებულებათა ერთობლიობიდან გამომდინარე.
This post has been edited by JSB14BSJ on 11 Jan 2019, 11:05
--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული -- ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
|