#57597400 · 5 Mar 2021, 05:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა მირჩიეს არტეზიული ჭების საბურღი აპარატურის ყიდვა რომელიც ზილებზეა დამონტაჟებული მაგალითად 150 მეტრზე ან უფრო ღრმად ბურღავენ, 90 მმ სისქის დიამეტრზე და ზევით. მგონი სწორად ვწერ. ვინც მირჩიეს არიან ნაცნობები რომლებმაც იციან ეს საქმე, წლებია მუშაობენ უკვე სხვასთან თუმცა ყავთ ძველი მანქანა და დატანჯულები არიან. იდეაში შესაძლებელია უყიდო ეს მანქანა ამათ და დავაყენო ამ საქმეზე და იმუშაონ, მე თვითონ არ ვიცი ეს საქმე და არც მაინტერესებს ანუ როგორც ბიზნესი ისე განვიხილავ რომელშიც ღირს ფულის ჩადება. ვიცი რო მეტრის გაბურღვა 150 ლარიდან იწყება, მაგრამ მაინტერესებს რეკლამა როგორ კეთდება, აბურღინებს თუ არა ამ ჭებს ვინმე, რამდენად პოპულარულია ეს ბიზნესი საქართველოში და რამდენად ბევრი ადამიანია უკვე ამით დაკავებული, რო ვიყიდო ყველაფერი რამდენად არის იმის ალბათობა რომ სამუშაოები ვერ ნახონ, რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი და რამდენად შესაძლებელია ან რამდენ ხანშია შესაძლებელი ამ ჩადებული ფულის უკან ამოღება, დაახლოვებით რა ჯდება ამ ყველაფრის თავის ყველანაირი ატრიბუტიკით ყიდვა, რამდენად სარისკოა ამ ყველაფერში ფულის ჩადება სად შეიძლება ყველაზე კარგ ფასად ამ ყველაფრის შეძენა(როგორც მე მითხრეს უკეთესია ყველაფრის ბელარუსიიდან ჩამოყვან-ჩამოტანა) და ა.შ. ბიუჯეტი დაახლოვებით 45 000 დოლარი. თუ ხართ ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანები, დაწერეთ თქვენი რჩევები და აზრები, მადლობა წინასწარ
|