Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > დღიური


Posted by: Jules Winnfield 13 May 2020, 10:28
სხვადასხვა სტატიიდან თუ საჯარო ლექციიდან გამიგია, რომ დღიურის წარმოება ხელს უწყობს ადამიანს გარკვეული პრობლემების დაძლევაში.

რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? გქონიათ თუ არა დღიური? თუ კი, ჰქონია თუ არა რაიმე გავლენა თქვენს მოქმედებებზე?

ვცადე დღიურის წარმოება. მინდოდა სამოტივაციო აზრები ჩამეწერა, გეგმები დაემესახა და ზოგადად "ჩემ თავთან მესაუბრა", მაგრამ სულ 2 გვერდი დავწერე მგონი და დევს თავისთვის

Posted by: ღამის_რაფსოდია 13 May 2020, 11:47
მეც მაინტერესებს ეს თემა.

რამდენჯერმე მქონდა მცდელობა მეწარმოვებინა დღიური.

Posted by: cosmia 13 May 2020, 11:49
Jules Winnfield
მე კვების დღიურს ვაწარმოებ და ამაზე მოსაწყენი არაფერია სამყაროში.

ამ კარანტინში აღმოვაჩინე ჩემი 12-13 წლის ასაკში მრგლოვანით ნაწერი დღიური სადაც ჩემი ძმის ლანძღვის და გინების მეტს არაფერს არ ვაკეთებ, კარნეგის ვკითხულობდი მაშინ და ვტესტავდი პრიომებს და რაღაცები როგორც ჩანს გამომდიოდა მაგრამ უფრო არა ვიდრე კი lol.gif აი გუშინ საღამოსაც ისე ვიჩხუბეთ ტელეფონი გამითიშა, არის პრობლემები რომლებიც ვერ გვარდება ვერასდროს, მაგალითად ჩვენნაირი ცოფიანი და-ძმის სპეციფიური კომუნიკაცია რომელიც მსხვრევა მტვრევაში გადადის რეალში და ტელეფონზე საუბრისას დასწრებაზეა წითელ ღილაკზე თითის დაჭერა lol.gif

მე არ ვგიჟდები წერაზე. ვისაც უყვარს შეიძლება ეს იყოს რელაქსი შვების მომტანი და სასარგებლო.

Posted by: Jules Winnfield 13 May 2020, 12:00
cosmia
უნივერსალური წამალი არ იქნება რა თქმა უნდა. უბრალოდ მგონია, რომ მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობ, როცა ვნახავ დღიურში რო რაღაც დავგეგმე. user.gif

კვების დღიურს რა პონტში? თვლი რამდენი კალორია მიიღე და რამდენი უნდა მიგეღო და ა.შ.?

ღამის_რაფსოდია
რატო გადაწყვიტე? რაღაც არ მოგწონდა ხო სავარაუდოდ? შეგიძლია ტქვა რა?

მე უმოქმედობა მაღიზიანებს და ის რომ ძალას ვერ ვპოულობ საკუტარი ტავის გასავიტარებლად. წლის დასაწყისში დავგეგმე რო ვისწავლიდი ერთ რაღაცას და ჩემი ფეხები, ვაგდივარ ვთამაშობ drug.gif

Posted by: cosmia 13 May 2020, 12:07
Jules Winnfield
QUOTE
უნივერსალური წამალი არ იქნება რა თქმა უნდა. უბრალოდ მგონია, რომ მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობ, როცა ვნახავ დღიურში რო რაღაც დავგეგმე.

მაგისთვის მაგიდის მოლბერტი მაქვს, პაწუკა რომელზეც მიჭიკარტებული მაქვს მთავარი ეტაპობრივი მიზნები. biggrin.gif

ხო კვების დღიურში ვთვლი და ვაანალიზებ. ბუღალტერია მაქვს ფაქტობრივად biggrin.gif facepalm.gif

Posted by: Jules Winnfield 13 May 2020, 12:09
cosmia
QUOTE
მაგისთვის მაგიდის მოლბერტი მაქვს, პაწუკა რომელზეც მიჭიკარტებული მაქვს მთავარი ეტაპობრივი მიზნები.

სულ ასე აკეთებდი ხოლმე თუ რაღაც მომენტში გადაწყვიტე რო ჯობია მიზნები ცალკე ჩამოწერო ხოლმე? გეხმარება?

Posted by: fork 13 May 2020, 12:13
ვწერდი ადრე.
მერე გავფშიკე ფეხები.
შარშან მთელი წლის ყოველდღიური მქონდა,დაგეგმვებით(ძირითადად ვგეგმავდი როგორ დამეძინა).
ახლა ისევ ფეხებგაფშეკილის პოზიციაზე ვარ.

Posted by: cosmia 13 May 2020, 12:17
Jules Winnfield
QUOTE
სულ ასე აკეთებდი ხოლმე თუ რაღაც მომენტში გადაწყვიტე რო ჯობია მიზნები ცალკე ჩამოწერო ხოლმე? გეხმარება?

ჩემმი მიზანია sugar free ცხოვრებით ვიცხოვრო, იქედან გამომდიარე რომ ტკბილი ძალიან მიყვარს არაა მარტივი პროცესი გადაჩვევის და ახალი ჩვევების გაყოველდღურების, ამიტომ გავარუტინე დღეების თვლა და კვების რაციონის კალოგიებად ანგარიშიც. აი ნაყინი ისე მენატრება გიჟს ვგავარ, მადოს ნაყინი, მადოს შოკოლადის ნაყინი ღმეერთეეებოო weep.gif facepalm.gif მოკლედ აღებულ კურსს ვინარჩუნებ არა დღიურის გამო არამედ იმიტომ რომ ასე მინდა. უბრალოდ ღიური დამატებითი საშუალებააა წიპა საკუთარ თავს ვუპრავებ რომ ასე სერიოზულად ვეკიდები საქმეს givi.gif

Posted by: Jules Winnfield 13 May 2020, 12:37
fork
რამეთი დაგეხმარა?

cosmia
აი ეგ პირველი რა,მდენიმე დაბრკოლება მაქვს გადასალახი რო ისევ ავამოქმედო გონება და დავიწყო სწავლა თორე მომეკიდა ობი. მოტივაციის პრობლემა მაქვს, კომფორტის ზონას ვერ ვთმობ და ვნახოთ თუ მიშველის დღიური ამაში. user.gif
შენ რა გაქვს მოტივაციის პრობლემა, ან თუ გაქვს იმაზე ნაკლები ვიდრე მე. მეტი შანსი გაქვს წარმატების yes.gif

Posted by: vinchenz@ 13 May 2020, 12:42
ბავშვობის მერე არ მქონია, დავწვი smile.gif)))) ამონარიდები კი ,ვისაც ვაქებდი და ვადიდებდი , იმას ვაჩუქე გრძელი მოგზაურობისთვის.

ერთი ფაილი მაქვს კომპში და როცა მილიარდი აზრი მიტრიალებს თავში იქ ვბეჭდავ, აბდაუბდას, უსისტემოდ, ოღონდ აი როცა მომინდება წერა ეგრევე უნდა დავწერო და არა როცა მოვიცლი.

რაც შეეხება მოტივაციისთვის დღიურის გამოყენება, ეგ არ გამიკეთებია, მხოლოდ ბევრი საქმის აღსანიშნად, რომ არ დამავიწყდეს რომელიმეს გაკეთება.მიზნები თავში მხოლოდ, რადგან გამოთქმულ დაწერილი მასეთად დარჩენილა , ანუ არ დამხმარებია ეგ მეთოდი მოტივაციისთვის.

ანუ ვგულისხმობ რომ
მიზნის ე.წ. გამატერიალურება დღიურის ან სტიკერის სახით კი შეიძლება დაეხმაროს ადამიანს რაღაც ეტაპზე, მაგრამ შენს გონებაში უნდა გადაწყვიტო რა გინდა და თუ გაქვს მაგის გაკეთების თავი.

Posted by: cosmia 13 May 2020, 12:51
Jules Winnfield
QUOTE
აი ეგ პირველი რა,მდენიმე დაბრკოლება მაქვს გადასალახი რო ისევ ავამოქმედო გონება და დავიწყო სწავლა თორე მომეკიდა ობი. მოტივაციის პრობლემა მაქვს, კომფორტის ზონას ვერ ვთმობ და ვნახოთ თუ მიშველის დღიური ამაში.
შენ რა გაქვს მოტივაციის პრობლემა, ან თუ გაქვს იმაზე ნაკლები ვიდრე მე. მეტი შანსი გაქვს წარმატების


ეგეთ დროს ყველა ჩასაჭიდს უნდა ჩაეჭიდო რომ როგორ ამოძვრე ამიტომ მემსის შენი და აბა შენ იცი, წარმატებები! love.gif

vinchenz@
QUOTE
ერთი ფაილი მაქვს კომპში და როცა მილიარდი აზრი მიტრიალებს თავში იქ ვბეჭდავ, აბდაუბდას, უსისტემოდ, ოღონდ აი როცა მომინდება წერა ეგრევე უნდა დავწერო და არა როცა მოვიცლი.


ჩემი დღიურივით ფორუმია. აქ რასაც ვწერ ამაზე მეტის დაწერას არ ვთვლი საჭიროდ, რასაც აქ ვწერ ვიცი და მზად ვარ ნებისმიერი იმპროვიზაციული ღლეობისთვის ნებისმიერის მხრიდან, ანუ საფრთხის მასშტაბებს ვხვდები და ვიაზრებ, მზად ვარ კიდეც მამენტ, აი კომპში მერე უნდა დავადო პაროლები გადავმალო, მიუხედავდ იმისა რომ მაინც ყევლაფერზე პაროლები მიდევს დაცულად თავს ვერ ვიგრძნობ ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანებს ვიტოვებ ჩემთვის, ბჟუტურისთვის აქაურობაც გამოდგება პირადად ჩემთვის givi.gif

Posted by: vinchenz@ 13 May 2020, 13:12
cosmia
ჰოო შენ თამამი ტიპი ხარ. მე ჩემი ნაფიქრალის გაზიარება ასე იოლად არ შემიძლია. ბევრი რაღაც ჩემია და
მორჩა , ჩემი გამოწვევაა და სხვისი არავისი და ბევრისთვის გაზიარების საჭიროებასაც ვერ ვხედავ.

ერთი დებილური მოტივატორი მაქვს საშოპინგოთsmile.gif))) მაქვს უამრავი მოდის ჟურნალი და რაც მომწონს იმ ფურცელს ამოვხევ და ვინახავ( პაპკა მაქვს, რომელიც შიგადაშიგ ცარიელდება). და როდესაც რაღაცის ყიდვა მინდა, გადავათვალიერებ ჩემ საქაღალდეს და დედას უხნავ მაღაზიას, არავითარი ეჭვი და ყოყმანი.

არ ვიცი ეს რამდენადაა თემასთან კავშირშიsmile.gif)))ნუ დავაკავშირებ: მატერიალურად რაღაცის დაგეგმვა ძალიან ეხმარება ადამიანს, მაგრამ მოტივატორად მაინც უფრო შენ თავზე "გამარჯვების" პერსპექტივა მგონია, ფიქრი რომ შეგიძლია და მაგისკენ სწრაფი, ნელი თუ საშუალო ნაბიჯებით სვლა. უბრალოდ ეს რაღაც გეგმები რეალურად უნდა გჭირდებოდეს და არ იყოს ვაიმე უსაქმოდ ვარ და რამე ვქნა-ქმედება.

პ.ს. ტკბილი მეც მიყვარს user.gif

Posted by: Jules Winnfield 13 May 2020, 13:20
cosmia
მადლობა, წარმატებები შენც უშაქრობაში love.gif

vinchenz@
მართალი ხარ მაგაში. რა თქმა უნდა პირველ რიგში გონებაში უნდა მქონდეს სურვილი. დღიური დამხმარე საშუალება შეიძლება გახდეს


QUOTE
არ ვიცი ეს რამდენადაა თემასთან კავშირში

თემას არც ისე, მაგრამ ცემ პრობლემას კი ეხება biggrin.gif

QUOTE
უბრალოდ ეს რაღაც გეგმები რეალურად უნდა გჭირდებოდეს და არ იყოს ვაიმე უსაქმოდ ვარ და რამე ვქნა-ქმედება.

სამსახურში დაწინაურების, შესაბამისად ხელფასის ზრდის და მომავალი ცხოვრების უკეთ მოწყობის პერსპექტივა user.gif

Posted by: cosmia 13 May 2020, 13:42
vinchenz@
QUOTE
ჰოო შენ თამამი ტიპი ხარ. მე ჩემი ნაფიქრალის გაზიარება ასე იოლად არ შემიძლია. ბევრი რაღაც ჩემია და
მორჩა , ჩემი გამოწვევაა და სხვისი არავისი და ბევრისთვის გაზიარების საჭიროებასაც ვერ ვხედავ.

ამის გარეშე ადამიანები ჩემთვის მოსაწყენები არიან, იმდენად მუდოები არიან ცოტა თუ არ შეუჩიჩხინე ბლეაჰ
ბევრ რამეს მხოლოდ იმიტომაც ვწერ ხოლმე რომ უბრალოდ გავერთო...


QUOTE
ერთი დებილური მოტივატორი მაქვს საშოპინგოთ))) მაქვს უამრავი მოდის ჟურნალი და რაც მომწონს იმ ფურცელს ამოვხევ და ვინახავ( პაპკა მაქვს, რომელიც შიგადაშიგ ცარიელდება). და როდესაც რაღაცის ყიდვა მინდა, გადავათვალიერებ ჩემ საქაღალდეს და დედას უხნავ მაღაზიას, არავითარი ეჭვი და ყოყმანი.

რა გინდა ჭკვიანურიააა givi.gif

ბოლო თვეებია კიდევ დავიწყე ჩამოწერა როცა მარკეტში მივდივარ რ ამინდა და მჭირდება რომ ვიყიდო. როცა ზედმეტი არაფერი გამომაქვს თავს ვიქებ, კააარგი გოგო ეგეთი, თუ მაინც შევცდი ხასიათი მიფუჭდება. ასე უფრო დაცული ვარ ზედმეტი ხარჯებისგან მაგრამ, ონლაინ შოპინგი ჩემი სუსტი წერტილიცაა. პრაიმი გავაუქმე მარა მერე რაა? ფრი შიფინგებს 25 $ ის ზემოთ რა დალევს lol.gif აი ეგეც კონტროლზე ავიყვანე და ვცდილობ მეასე ფეხსაცმელი და ჩანთა არ ვიყიდო, მიდევს ისედაც ჩაუცმელი ბლიად facepalm.gif

Jules Winnfield
QUOTE
მადლობა, წარმატებები შენც უშაქრობაში

წაახალისე ხოლმე შენი თავი რაღაც-რუღაცებით, პატარა მიღწევებიც აღნიშნე რომ კაარგი ბიჭი ხარ. აბაზანაში სარკის თავზე წავაწერე რომ თვითქების ადგილია. მეგობრებიც რომ მოდიან იციან რომ სავალდებუია ყოველ შესვლაზე და ხელების დაბანისას თავი უნდა იქონ ის რამდენიმე წუთი lol.gif სხვათა შორის ამდაგვარი სისულელეები განწყობაზე მოქმედებს smile.gif

Posted by: fork 13 May 2020, 13:54
Jules Winnfield
ახლა მეხმარება,სიმართლე ითქვას.
ხასიათს ვიკეთებ ხოლმე ბწკარებით.
ჩემს სტილში მაქვს დაწერილი,ირონიული ტონით.
საკუთარ პიროვნებას ვუდღნავ კეთილებს.
ვუნმე უცხომ რომ წაიკითხოს(ვინც არ მიცნობს),ეგრევე ასათიანს დამიჯავშნავს! biggrin.gif

Posted by: ბრაზილია 13 May 2020, 15:00
რაც კარანტინი დაიწყო ვიდოე დღიურის წარმოება დავიწყე და თავიდან აღმოვაჩინე ჩემი თავი და მთლიანად გარემო

Posted by: Jules Winnfield 13 May 2020, 16:56

cosmia
აუ თეორილუად კი ვიცი რო მოქმედებს, მარა პრაქტიკაშ ამ ყველაფრის დანრგვა და შეჩვევა mad.gif ეგაა რაშიც მჭედავს საკუთარი თავი mo.gif ხანდახან მართლა მავიწყდება ხოლმე. ლექციათა კურსს ვუყურებ ხოლმე დიდი ამბოით ადამიანის ბიოლოგიაზე ან ფსიქოლოგიაზე, აღმოვაჩენ საინტერესო მეთოდებს და მერე მავიწყდება ცხოვრებაში დავნერგო drug.gif

ხმამაღლა აქებ ხოლმე თავს თუ გულში უძრახი? jump.gif

fork
დაწერილი თვითირონია არ მიცდია. მეგობრებში კი ვაბულინგებ ხოლმე საკუთარ ტავს ხუმრობებით givi.gif

ხოდა მიზეზი რა იყო ისე? რატო დაიწყე წერა? თვითშეფასება, მოტივაცია თუ რა პრობლემა გქონდა? თუ არც გქონია საკუთარ თავთან რამე პრეტენზია, უბრალოდ ცადე და ნახე რო რაღაცაში წაგეხმარა?

Posted by: PANTALONE 13 May 2020, 17:03
ორშაბათი : მოწყენილობა /

Posted by: cosmia 13 May 2020, 17:18
Jules Winnfield
QUOTE
აუ თეორილუად კი ვიცი რო მოქმედებს, მარა პრაქტიკაშ ამ ყველაფრის დანრგვა და შეჩვევა  ეგაა რაშიც მჭედავს საკუთარი თავი  ხანდახან მართლა მავიწყდება ხოლმე. ლექციათა კურსს ვუყურებ ხოლმე დიდი ამბოით ადამიანის ბიოლოგიაზე ან ფსიქოლოგიაზე, აღმოვაჩენ საინტერესო მეთოდებს და მერე მავიწყდება ცხოვრებაში დავნერგო

შენთვის გასაგებად სქემატურად ჩამოწერე და ისეთ ადგილას დაიდე რომ უყურო ხოლმე. ან ბლოკნოტში ჩაწერე რომელიც ახლოს გაქვს სულ.

გულში ჩუმადაც შეიძლება, უყურებ საკუთარ თავს და აქებ lol.gif ან ხმამაღლა, ოღონდ კისკისებით, ნუ მე არ მაწყენს თვითშეფასების ამაღლება ცოტა და ამ თემაზე ვმუშაობ რა lol.gif facepalm.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 13 May 2020, 17:39
Jules Winnfield
QUOTE
რატო გადაწყვიტე? რაღაც არ მოგწონდა ხო სავარაუდოდ?

მართალი ხარ, ძირითადად საკუთარი თავის დახვეწის სურვილი მამოძრავებდა. ასევე მსურდა მეტად დამეფასებინა მოვლენები და უკეთ გამეცნობიერებინა ჩემს ირგვლივ მიმდინარე პროცესები.

ახლა ხალისით ვიხსენებ ჩანაწერებს.

მოკლედ, კარგია დღიურის წარმოება yes.gif


ჰო დღიური რუტინაშიც გეხმარება old.gif ფიზიკურ ვარჯიშში მისწრებაა

Posted by: kriketi-1985 14 May 2020, 23:58
მთელმა ოჯახმა წაიკითხა ჩემი დღიური და საქმეები გამირჩიეს და იმის მერე სურვილი აღარ მქონია :დ sad.gif

Posted by: Sie`Hermine 15 May 2020, 23:39
ვისთვის როგორ, მე ორგანიზებულობაში მეხმარება ჩანაწერები, ყველა სახის...
ანალიზისთვისაც კარგია ფურცელთან საუბარი.

Posted by: Jules Winnfield 26 May 2020, 22:07
1 სიტყვაც არ დამიწერია დღიურში bis.gif

გადასარევია პირდაპირ bis.gif

Posted by: ვინსენტი 26 May 2020, 22:14
დღიურს ჯობია უბრალოდ აზრები ჩამოვწეროთ ხოლმე სხვადასხვა საკითხებზე ))

და დროთა განმავლობაში შეიძლება უეცრად წიგნებიც შემოგვეწეროს ))

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)