#55079313 · 7 Aug 2019, 13:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Davion მადლობა. კარგი ინფოები დადე. მაწონს კი მივეძალები მაგრამ, ყველის დამზადებიდან შრატი მაინც მექნება. დავუშვათ წყალი გამოვაცალე მაგრამ, ლაქტოზის გამოცლა იოლი არ იქნება. შრატს საქონლის საკვებადაც იყენებენო, ალბათ ლაქტოზას იტანს საქონელი. ამას უნდა შევეშვა ამ ეტაპზე, მაწონი უნდა გავარკვიო უკეთ.
QUOTE | მაწონში ლაქტოზა (რძის შაქარი) აღარ არის, შედედების დროს რძის მჟავად და ნაწილობრივ სპირტად გარდაიქმნება, ასე რომ მარლაში თუ მოათავსებ მაწონს და გაწურავ დაგრჩება ცალკე ულაქტოზო შრატი და ცალკე ხაჭოს მაგვარი გაწურული მაწონი |
ალბათ ეს მჟავა და სპირტიც არაა კარგი ჯანმრთელობისთვის. ამათი გამოცლაც ალბათ პრობლემაა. ისე, მაწონს რაღაღატომ უნდა ვაცალო შრატი? ისედაც კარგი საჭმელია. რამე დიდხანს შესანახი საკვების დამზადება თუ შეიძლება მაწვნისგან, მერე შეიძლება ჩალიჩი. ყველაზე კარგს მაწონზე წერენ ნეტში. მარამ ზუსტი ინფო ვერ ვნახე, თუ რას შეიცავს 100 გრ მაწონი. სავარაუდოდ ქარხნის მაწონზე ამოვიკითხავ ძირითად შემცველობას და იქიდან გამოვთვლი, რამდენის მიღება შეიძლება დღის განმავლობაში. ერთგან ისიც წავიკითხე 1:1 გაზავებული წყალში, უკეთესიაო. მაწონში თუ ლაქტოზა არ იყო არ ვიცოდი. თუმცა ისე ვატყობდი, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია.
|