Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ამომრჩეველთა სიები


Posted by: djindjidrinji 7 Oct 2003, 03:24
მოკლედ ეგეთი ამბებია,
ვნახე რა სიები, აღმოჩნდა რომ არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი, არც მე, არც უმრავლესობა მეგობრების და ნაცნობების არ ვართ სიებში.
სიებში ჩამატება ხდება 18 თუ 19 ოქტომბრამდე, მერე არც არავის არ ჩაამატებენ (ოფიციალური ინფორმაციით), ანუ, თუ მიხვედი საარჩევნო უბანში და სიებში არ ხარ, შეგიძლია მიტრიალდე და სახლში წახვიდე.
რისი თქმა მინდა: თუ აპრირებთ არჩევნებზე მისვლას, წინასწარ (ანუ 18 თუ 19მდე) შეამოწმეთ ხართ თუ არა სიაში, მერე გვიანი იქნება.
გმადლობთ ყურადღებისთვის smile.gif

Posted by: Sharky 7 Oct 2003, 09:46
djindjidrinji
ხომ არ იცი, რომ ამბობდნენ, ამომრჩეველთა სრული სიები ინტერნეტითაც მისაწვდომი იქნებაო (ცეესკოს უნდა გაეკეთებინა ვითომ საიტი), ეს შესაძლებელა თუ არა? და სიები სად ნახე?

Posted by: GT 7 Oct 2003, 09:48
Sharky
საიტი არის მარა მისამართი არ ვიცი.

Posted by: Sharky 7 Oct 2003, 09:52
GT
QUOTE
საიტი არის მარა მისამართი არ ვიცი

ეგრე თეორიულად რომ საიტი არსებობს, მეც ხომ ვიცი, შე კაცო biggrin.gif

Posted by: GT 7 Oct 2003, 09:54
Sharky
ანახეს რუსთავი 2-ის კორესპონდენტმა თავის თავი რომ ვერ მონახა სიაში. URL მიანც ეთქვათ.

Posted by: Sharky 7 Oct 2003, 09:56
GT
ისე, ამ არჩევნებზე არ ვიცი, მაგრამ წინა საპარლამენტო არჩევნებზე სიებში არ ვიყავი და დამატებითი სიით მომიწია ხმის მიცემა, ერთი საათი მაყურყუტეს საარჩევნო უბანში

Posted by: N.G. 7 Oct 2003, 09:57
QUOTE
და სიები სად ნახე?

?

Posted by: Kreator 7 Oct 2003, 10:08
ისე ჩემს მეგობარს საარჩევნო "პოვესტკები" მოუტენეს გარდაცვლილი ბებია-ბაბუასთვის.

Posted by: GT 7 Oct 2003, 10:11
Kreator
უყვარდათ ცხონებულებს და მიუვათო? wink.gif

Posted by: Zyklon 7 Oct 2003, 10:50
სად შეიძლება სიების ნახვა?
საარჩევნო უბანი ჩვენთან ჯერ არ გაუხსნიათ ჯერ

Posted by: kardu 7 Oct 2003, 11:10
ამ არ ჩევნებზე დამატებითი სიები არ იქნება ასე რომ მაგის იმედზე ნუ იქნებით:)

Posted by: nanita 7 Oct 2003, 11:27
kardu

იცი რა მითხარი: მე ვარ ჩაწერილი მთაწმინდაზე ,(ბოლო ორი წელია გადამწერეს) ხოლო ვაკეში ვცხოვრობ , როგორ ვქნა სად მივიდე ???


Posted by: shoshia 7 Oct 2003, 11:36
http://www.cec.gov.ge

Posted by: kardu 7 Oct 2003, 11:38
nanita
მთაწმინდაზე მიდი ,მე პირიქთ ვარ მთაწმინდაზე ვცხოვრობ და ვაკეში ვარ ჩაწერილი ხმას სულ ვაკეში ვაძლევ ხოლმე:)

Posted by: Sharky 7 Oct 2003, 11:38
kardu
QUOTE
ამ არ ჩევნებზე დამატებითი სიები არ იქნება ასე რომ მაგის იმედზე ნუ იქნებით:)

შენ თუ ამას მე მეუბნები, აი ამ ფრაზის პასუხად
QUOTE
ისე, ამ არჩევნებზე არ ვიცი, მაგრამ წინა საპარლამენტო არჩევნებზე სიებში არ ვიყავი და დამატებითი სიით მომიწია ხმის მიცემა

შენი ღიმილი სრულებით უადგილოა
shoshia
გაიხარე, ვნახავ აუცილებლად

Posted by: kardu 7 Oct 2003, 11:41
Sharky
არა ამას ყველას ვეუბნები უბრალოდ შენმა გზავნილმა გამახსენა და ხალხი გავაფრთხილე,რას მემართლები???smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Sharky 7 Oct 2003, 11:45
kardu
QUOTE
არა ამას ყველას ვეუბნები უბრალოდ შენმა გზავნილმა გამახსენა და ხალხი გავაფრთხილე,რას მემართლები???

არაფერს, რას უნდა გემართლებოდე, ჩემი მისამართით მეგონა ნათქვამი და ავღშფოთდი biggrin.gif
* * *
shoshia
არ ხსნის ამ საიტს ჩემთან

Posted by: kardu 7 Oct 2003, 11:50
არც ჩემთან არ ხსნის უფრო სწორად სატზე შევდივარ და ენტერის დაწერის შემდეგ აღარ შედის

Posted by: Sharky 7 Oct 2003, 11:51
kardu
QUOTE
სატზე შევდივარ და ენტერის დაწერის შემდეგ აღარ შედის

ჰო, ჩემთანაც იგივე პონტია, ეტყობა რაღაც უჭირთ და ვერ ამუშავებენ.

Posted by: kardu 7 Oct 2003, 11:52
Sharky
ან არ ამუშავებენ:)smile.gif

Posted by: Sharky 7 Oct 2003, 11:53
kardu
QUOTE
ან არ ამუშავებენ

არ არის გამორიცხული.
აბა სად უნდა ვნახო სიაში ვარ თუ არა???

Posted by: kardu 7 Oct 2003, 11:55
Sharky
იმ უბანზე სადაც ხმა უნდა მისცე როგორც მივხვდი ან ოლქში

Posted by: Sharky 7 Oct 2003, 11:56
kardu
QUOTE
იმ უბანზე სადაც ხმა უნდა მისცე როგორც მივხვდი ან ოლქში

no.gif საარჩევნო უბნები ჯერ არ არის ღია და 17-18-მდე თუ არ დაფიქსირდით სიებში, ვერ მისცემთ ხმასო, ასე იყო ნათქვამი

Posted by: zaraza 7 Oct 2003, 12:01
საიტს არ ჩითავს no.gif , რატომ???

Posted by: kardu 7 Oct 2003, 12:04
Sharky
ოლქები ჰო არი უკვე????მემგონი იქ უნდა ნახო????

Posted by: shoshia 7 Oct 2003, 13:16
ღამის კურიერშიც თქვეს რომ ძალიან ცუდად მუშაობს მაგათი სერვერი.
ეს კიდევ 1 მაგალითია რა იდიოტებიც არიან. ამდენ მილიონებს ხარჯავენ არჩევნებზე + გრანტიკები და 3 კვირით რომ ნორმალური ხაზი აიღონ ეგ არ შეუძლიათ?
თავის გასამართლებლად უნდათ ეგ სერვერიც. აი, ხომ ხედავთ გავაკეთეთ სიები და სახალხოდ დავდეთ რა დეოკრატები ვართო..საინტერესოა შალიკაანთ მახოს თუ ანახეს ეს ახალი ტექნოლოგიის "მიღწევა".

სიებში არიან ბევრი მკვდარი სულები, ნაწილი ადამიანებისა რამდენჯერმეა და ნაწილიც საეღთოდ არაა

Posted by: anamch 7 Oct 2003, 13:25
სიების სიდი ვერსია უკვე გამზადებული დევს და მეც ვაპირებ www.georgia-gateway.org-ზე დავდო ტუ მოცეს რასაკვირველია ისე სიები გააკეტა არასმატავრობო ორგანიზაციამ და გადასცა ცესკოს

Posted by: upfir 7 Oct 2003, 14:23
shoshia
იდიოტები არ არიან!!!!!!!
ნაძირალები არიან.... ჩვენ კი იდიოტები ვგონივართ.

Posted by: shoshia 7 Oct 2003, 15:08
anamch
სახელწიფო აღწერა ხომ ჩატარდა. ის სიები ვინმემ ნახა საერთოდ?

* * *
ოლქების მისამართებიც არ გახსნა და სრული სიებიც. ძებნაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
პ.ს.
დემოკრატია=თავისუფლებას+მთელი ქვეყნის კომპიუტერიზაცია (ჰაი ტეჩ) wink.gif

Posted by: gogukela 7 Oct 2003, 16:23
ცსკ_ს საიტის მისამართია www.cec.gov.ge მაგრამ არა მგონია ვინმემ ნახოს თავისთავი?
* * *
რა მაინტერესებს იცით ის ვინც საქტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში ხდება 18 წლის იქნება თუ არა სიაში?

Posted by: shoshia 7 Oct 2003, 18:50
ვბერ დებუ უკვე და მე არ ვარ და.. wink.gif

Posted by: shoshia 13 Oct 2003, 18:38
ნდააა, აბდუშაჰილისგან განსხვავებით კარგად მახსოვს მეც საქართველოში დავბადებულვარ smile.gif...
მაგრამ რომელ წელს? საარჩევნო სიების მიხედვით თურმე მე და ცემი ვაკელი მოგვარეები დავბადებულვართ
1800 წლის პირველ იანვარს smile.gif..
მოკლედ სიებში თუ გინდათ თავი ნახოთ და თქვენი წლოვანები დაადგინოთ დაბადების წელი არ შეიყვანოთ.
ან პროგრამისტის ბაგია ან ნთავრობის wink.gif
* * *
მხოლოდ გვარი შეიყვანეთ და ოლქი

Posted by: djindjidrinji 13 Oct 2003, 20:35
shoshia

ხო, მეც ვნახე, თურმე ჩემი დაქალი და მაგის დაც 1800 წელს ყოფილან დაბადებულები, ეგეც ვაკის ოლქია...
ჰეჰე, მე სადაც ვარ ჩაწერილი, იმ ქუჩიდან 3 კორპუსია ამოღებული სიებიდან საერთოდ!!

Posted by: kardu 13 Oct 2003, 20:39
მე არტს დაბადების ტსლიტ ვარ არტს მის გარესჰე:(sad.gifsad.gif

Posted by: shoshia 13 Oct 2003, 20:48
kardu ალბათ ვირტუალურ "კარდუბალად" გთვლიან smile.gif

Posted by: kardu 13 Oct 2003, 20:49
shoshia
არ ვიცი რად მთვლიან მაგრამ დროზე უნდა გამოვასწორო ეს სიტუაცია თორემ კიდევ გააგრძელებენ ჩათვლას:)smile.gifsmile.gif

Posted by: djindjidrinji 13 Oct 2003, 21:18
kardu

ცხრამეტამდე უნდა ქნა მაი საქმე

Posted by: kardu 13 Oct 2003, 21:20
djindjidrinji
ჰო ეგეც ვიცი და თან დროც ძალიან ცოტა მაქვს და მოკლედ არ ვიცი რა ვქნა:)smile.gif

Posted by: djindjidrinji 13 Oct 2003, 21:24
kardu

2 საათი გამოძენბე მაგ საქმისთვის, აქ ყველა კარგად აგინებს ამ მთავრობას და საქმე საქმეზე რომ მიდგება, კაციშვილი არ წავა არჩევნებზე...

Posted by: kardu 13 Oct 2003, 21:25
djindjidrinji
აბა აბა ეგეთები არ იყოს აუცილებლად წავალ ეგრე არ არის:)smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: upfir 13 Oct 2003, 23:42
ისე, 09-ზე თუ დარეკავთ, გეტყვიან, ხართ თუ არა სიაში.

Posted by: vaska 14 Oct 2003, 05:14
ერთი მაინტერესებს. ვინც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ისინიც უნდა იყვნენ საარჩევნო სიებში??? და კიდევ, საარჩევნო უბანი N-0 --არსებობს??? თუ არა და მოგცემთ მისამართს და დააფიქსირეთ...მომეცით ლეიბორისტების მაილის მისამართი და გადავცემ ამ დარღვევებს!!! (კარდუს საყურადღებოდ) smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: kardu 14 Oct 2003, 11:17
vaska
არ მინდა ლეიბორისტები დემოკრატებმა დიდი ხნის წინ განაცხადეს ჩვენ დაგეხმარებით ხმის უფლების აღდგენაშიო:)smile.gif

Posted by: pareto 14 Oct 2003, 18:27
აი ეს არის საიტი: www.voters.cec.gov.ge

შესწორებების შეტანის ვადა 22 ოქტომბრამდე გადაწიეს და გაითვალისწინეთ

Posted by: vaska 14 Oct 2003, 21:27
kardu ხმის აღდგენა კი არა დაფიქსირებულია: უბანი ნომერი ნოლი.... არსებობს უბანი ნომერი ნოლი??? ან ვინც საზღვარგარეთ იმყოფება რატო უნდა იყვნენ საარჩევნო სიებში? ეს ვერ გავიგე. რა ხმის უფლების აღდგენა კარდუშ, ეზედმეტებაათ!!!
smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: kardu 14 Oct 2003, 22:08
vaska
მე რომ არ ვარ სიაში ის ხმის უფლების აღდგენა:)smile.gif

Posted by: vaska 15 Oct 2003, 00:08
kardu ეგ ვიცი გენაცვალე! მე გეუბნები საარჩევნო უბანი ნომერი ნულ-ზე! არსებობს ეგეთი უბანი? მეორე, კაცი საზღვარგარეთ არის და შეტანილია საარჩევნო სიაში. ეს დარღვევაა, თუ არა? ეხლა მაინც თუ მიხვდი რა მაინტერესებს?
smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: kardu 15 Oct 2003, 11:01
vaska
რა უნდა ისწავლო იცი მეტყველების კულტურა ანუ როცა ერტ საკითხზე არ დაგვიმთავრებია საუბარი მეორე არ უნდა შემოტენო ხოლმე და ყველა გაიგებს რა გინდა

Posted by: nanita 15 Oct 2003, 15:11

სიებში ასეთი "შეცდომები რომ დაუშვეს" . რეკლამასავით გამოუვიდათ. ახლა ისინიც კი, ვინც არ აპირებდა არჩევნებზე წასვლას, მიდიან , სიებს ამოწმებენ და რა თქმა უნდა ხმასაც მისცემენ.

Posted by: vaska 15 Oct 2003, 18:21
kardu ეე, შენ ხო არავინ შეგაშინა კარდუშ? შეხედე ზევით ერთი და იგივეს გეკითხები , შენ კი "გადასცემ და გადმოსცემ"!!
smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Kakha 15 Oct 2003, 19:35
საინტერესოა რა ნაწილია ამოღებული და რამდენია ტყუილი დამატებული. მე ჩემ ნათესაობაში და ახლობლებში აღმოვაჩინე რომ 25 დან 3 მხოლოდ სიაში და აქედან 2 ძალით შეიყვანეს მოქკავშირში (სამსახურიდან გაგდებით დაემუქრენ).
ასე რომ უბრალოდ 500 ათასი კი არაა დამატებული , ალბათ 1.5 მილიონია ტყუილი ანკეტა.

Posted by: kardu 15 Oct 2003, 19:35
ცოტა უფრო ზემოთ წაიკითხე თუ არ გაგიჭირდება ერტბაშად ამდენი კითხვა:)smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Raulito 15 Oct 2003, 19:39
www.voters.cec.gov.ge

Posted by: tikusha 15 Oct 2003, 22:05
აუ მე სიაში არა ვააააააააარ

Posted by: vaska 15 Oct 2003, 22:45
kardu ეხლა შენ თუ რაჭველურად გვიან გახსენდება..... არა ეგ ჩემი ბრალი!!!
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: kardu 16 Oct 2003, 10:15
vaska
გვიან შეიძლება მახსენდება მაგრამ შენსავით არასოდეს მახსენდებოდეს ეგრე არ ვარ:)smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Nika_Chaos 16 Oct 2003, 10:51
მე კიდე ორჯერ ვარ სიაში. მარკირება რომ არ იყოს ორჯერ მივცემდი ხმას. და საერთოდ ნახეთ სიები უბნების მიხედვით. მაგალითად ჩემი მეზობლებიდან 46 კაცში 5 ორ-ორჯერ არის. და ალბათ ასეა ბევრგან.
* * *
ახლა გადავამოწმე და მამაჩემი სულ რომ არ იყო სიაში ისიც ორჯერ ჩაუმატებიათ. ასე რომ მკვდარ სულებს კიდე ორეულებს უმატებენ.

Posted by: tikusha 16 Oct 2003, 16:18
ჯერ სულ არ ვიყავი, ახლა კი ორჯერ ვარ biggrin.gif

Posted by: Zyklon 16 Oct 2003, 16:37
მოიცათ ხალხო სად შეიძლება ვნახო ვარ თუ არა სიაში, ჩემს უბანში საარცევნო უბანი არ გახსნილა ჯერე

Posted by: Dave 16 Oct 2003, 16:52
საოლქო კომისიაში. შენი ოლქის კომისიის მისამართი შეიძლება ნახო ისევ და ისევ აქ: www.voters.cec.gov.ge

Posted by: upfir 16 Oct 2003, 21:40
ხომ გითხარით 09-ზე დარეკეთ და გეტყვიან! ბოლო ბოლო 02-ზე

Posted by: Trulala 16 Oct 2003, 23:28
მე ვნახე ჩემი თავი, მართალია 1800 წელს ავღმოვჩდი დაბადებული smile.gif

Posted by: N.G. 17 Oct 2003, 10:39
დაბადების წელი რომ უნდა მივუთითო იმ გრაფაში 2 ციფრის მეტს არ მაკრეფინებს და შესაბამისად მიწერს რომ არაფერია მოძებნილი, როგორ მოვიქცე?

Posted by: kardu 17 Oct 2003, 11:00
N.G.
ნუ მიუთითებ დაბადების წელს:)smile.gif

Posted by: N.G. 17 Oct 2003, 11:02
kardu
მოკლედ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჩემი დაა ამ სიებში, მამაჩემი დედაჩემი და მე არ ვართ smile.gif
აბა ახლა მითხარით როგორ მოვიქცე.
არასოდეს ვყოფილვარ არჩევნებზე, იმედია ახლა მაინც წავალ smile.gif

Posted by: kardu 17 Oct 2003, 11:09
N.G.
მიდი შენს ოლქში და უტხარი რომ არ ხარ სიაში და შეასწორებენ,ან რომელიმე პარტიას დაუკავშირდი მაგალითად დემოკრატები ამბობდნენ დაგეხმარებით ხმის უფლების აღდგენაშიო,მემარჯვენეებიც ჩალიჩობენ მგონი ნაციონალებიც:)smile.gif

Posted by: N.G. 17 Oct 2003, 11:09
kardu
ერთ-ორ ლეიბორისტს ვიცნობ, იმათ რომ შევჩივლო? smile.gif

Posted by: kardu 17 Oct 2003, 11:14
N.G.
დედა დედა დედა ლეიბორისტები არ გამაგონო:)smile.gifsmile.gifმარა თუ დაგეხმარებიან კარგი ჯანდაბას:)smile.gifsmile.gif

Posted by: N.G. 17 Oct 2003, 11:15
kardu
QUOTE
დედა დედა დედა ლეიბორისტები არ გამაგონო

lol.giflol.giflol.gif

Posted by: vaska 18 Oct 2003, 01:40
kardu ეეე, კარდუშ, შენი საშველი არ ჩანს!
smile.gif

Posted by: kardu 18 Oct 2003, 15:16
vaska
როგორ არ ჩანს ჩემ,ი საშველია ამ არჩევნებზე ჭკვიანი და პატიოსანი ხალხი რომ გაიმარჯვებს და ლეიბორისტების ხელში არ ჩავვარდებით:)smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Kakha 18 Oct 2003, 18:02
QUOTE
მიდი შენს ოლქში და უტხარი რომ არ ხარ სიაში და შეასწორებენ
, საინტერესოა smile.gif , დიდუბის რაიონში განაცხადეს რომ არაა საჭირო სიაში დამატება და მალე თვითონ მოიტანენ ახალ სიებს და დაიბარეს ორშაბათს (როცა უკვე აზრი აღარ ექნება), აი ასე გამოაბუნძულეს უკან ჩემი ახლობელი.

Posted by: Dave 18 Oct 2003, 23:13
ორშაბათს თუ არა ვცდები აზრი ექნება, რადგანაც deadline გადაიტანეს 19-დან 22-მდე

Posted by: kardu 19 Oct 2003, 10:11
Dave
კი მართალი ხარ

Posted by: vaska 19 Oct 2003, 21:24
kardu შენ მაინც სომეხი სააკ-ჯვანიას ბანდა გგონია " ჭკვიანი და პატიოსანი" ხალხი? არვიცი რა ხდება შენს თავს, ალბათ "სომხური ჯადო " გაქვს გაკეთებული!!!
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Trulala 19 Oct 2003, 21:42
N.G.
არც მე ვიყავი, დედაჩემი მივიდა ოლქში ჩემი პირადობით და ჩააწერინა

Posted by: kardu 20 Oct 2003, 10:26
vaska
კიდე მე მაქვს ჯადო??????სულ სომეხ სომეხს გაიძახი???smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Miss 20 Oct 2003, 10:48
მე ვარ სიაში მაგრამ გვარს ერთი ზედმეტი ასო აქვს დამატებული ბოლოში "ა" და გამამეგრელეს. არ ვიცი ამაზეც პრობლემა იქნება თუ არა smile.gif

Posted by: kardu 20 Oct 2003, 10:53
Miss
მისიად წერიხარ:)smile.gifsmile.gifsmile.gifმაინც მიდი და გაარკვიე:)smile.gif

Posted by: vaska 21 Oct 2003, 06:12
kardu nნუ არ ვიცი , შეიძლება შენ თვითონ ჯადო ხარ! lol.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: GT.ge 21 Oct 2003, 10:04
რამოდენიმე დღეა დაიწყეს თბილისის მოსახლეობის ახალი სიების შეყვანა კომპში...
მუშაობა მიმდინარეობს 24 საათიანი გრაფიკით ორ ცვლაში, 9.00-23.30 და 23.30-9.00;
მაინტერესებს, რა გარანტია იქნება რომ, არ იქნება უფრო მეტი უზუსტობები და კიდევ ერთი, ამ დატვირთვით მუშაობისას ვის მოეთხოვება შეცდომებზე პასუხი?!
არჩევნების გადატანა გამორიცხულია. როდის უნდა მოასწროს ამომრჩეველმა თავის თავის ნახვა სიაში?!
ხომ შეიძლებოდა, სიების შედგენა-შეყვანა დაწყებულიყო გაზაფხულზე?!!!

პ.ს. მარკირება არა ისა კიდე...

Posted by: kardu 21 Oct 2003, 10:47
vaska
ნუ საზღვარი არ აქვს ამ კაცის იუმორს,პირდაპირ არ ვიცი რა ვქნა ვკვდები სიცილილით,ჰა ჰა ჰა

Posted by: nanita 21 Oct 2003, 16:58
kardu

რა ხდება , "შავი მაგიაც" ჩაერთო უკვე კამათში?

war.gif war.gif

Posted by: tikusha 21 Oct 2003, 20:17
N.G.
QUOTE
დაბადების წელი რომ უნდა მივუთითო იმ გრაფაში 2 ციფრის მეტს არ მაკრეფინებს და შესაბამისად მიწერს რომ არაფერია მოძებნილი, როგორ მოვიქცე?

ბოლო ორი ციფრი უნდა აკრიფო, მაგალითად თუ ხარ დაბადებული 1980 წელს აკრიფავ მხოლოდ 80-ს smile.gif

vaska
დედას ვფიცავარ შენ და მამაჩემი ერთმანეთს უნდა ჩაგახუტოთ, ლეიბორისტების ფანია, ცოცხალი თავით არ უნდა სხვა პარტიების სახელის გაგონებაც კი biggrin.gif

Posted by: vaska 21 Oct 2003, 20:32
tikusha ჭკვიანი მამა გყოლია თიკუშ! ალბათ შენც მამას გავხარ ხო?
biggrin.gif smile.gif
kardu არა შენ ცოცხალი გვჭირდები!!!
smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: kardu 22 Oct 2003, 10:43
vaska
ჰა ჰა ჰა მაშინებ თუ რა არის ეს??????smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Guesti 22 Oct 2003, 13:49
ეხლა ვნახე ნეტში სიები და არა ვარ.
ვსიოო, აგარც ვიოცნებო არჩევნებში მონაწილეობაზე?
(სადღაც წავიკითხე 19-მდე შეილება სიაში ჩამატებაო)
* * *
და სიაში რომ ჩამამატონ აუცილებლად საარჩევნო ოლქში უნდა მივიდე?
ნეტიდან არ გამოვა?

და კიდე..
თუ ვინმე იცნობთ საარჩევნო სიების საიტის ადმინს უთხარით ბაზა (სია) რომ გამოაქვს სორტირება გაუკეთოს გვარის მიხედვით!!

Posted by: mamikos gogo 22 Oct 2003, 13:52
Guesti
ნეტის სიებში არც მე არ ვარ, მაგრამ საარჩევნო კომისიაში გამოკრულ სიებში ნამდვილად ვარ

Posted by: tikusha 22 Oct 2003, 16:53
vaska
QUOTE
ალბათ შენც მამას გავხარ ხო?

yes.gif biggrin.gif

Posted by: kardu 22 Oct 2003, 18:55
tikusha
მოიცა შენც ლეიბორისტებს აძლევ ხმას??????smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: vaska 22 Oct 2003, 21:01
kardu"მოიცა შენც ლეიბორისტებს აძლევ ხმას??????"---აბა სომეხ სააკ-ჯვანიას ბანდას ხო არ მისცემს ხმას? გაანებე თავი ანტი - ქართულ პროპაგანდას!!!
smile.gif smile.gif smile.gif
* * *
კარდუშ როგორ გეკადრება რა შეშინება , რის შაშინება არა გრცხვენია!!!
tikusha არ მოუსმინო ნაც-სომეხ აგიტატორებს!!!
lol.gif smile.gif

Posted by: kardu 23 Oct 2003, 10:47
vaska
სომეხს არა:)smile.gifსიცოცხლეში არაფერი ანტიქართული არ გამიკეთებია შალვასგან განსხვავებით:)smile.gif
მართალია თიკუშ არ მოუსმინო:)smile.gif

Posted by: vaska 23 Oct 2003, 22:45
kardu აპა რას შვრები? ზემოთ დააფიქსირე უკვე ანტი-ქართული "განცხადება" სომეხი ნაც-პატრიოტების სასარგებლოდ!!!
smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: tikusha 24 Oct 2003, 12:58
kardu
QUOTE
მოიცა შენც ლეიბორისტებს აძლევ ხმას??????

მე არა tongue.gif
* * *
vaska
QUOTE
არ მოუსმინო ნაც-სომეხ აგიტატორებს!!!

kardu
QUOTE
მართალია თიკუშ არ მოუსმინო:)

არცერთს არ გისმენთ და პახოდუ არც ერთს არ გირჩევთ lol.gif

Posted by: kardu 24 Oct 2003, 14:34
vaska
ერAთ მაგალითს მაინც თუ მოიტან საერტოდ აღარ შემოვალ ფორუმზე:)smile.gifsmile.gif
tikusha
შენ ვიცი აღორძინება მოგწონს ფარულად:)smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: vaska 25 Oct 2003, 04:15
kardu რომელი მაგალითი გაინტერესებს მეგობარო?
smile.gif smile.gif smile.gif
tikusha როგორ კაცო, აკი მითხარი მამიკოს ვგავარო?
lol.gif smile.gif

Posted by: Raulito 25 Oct 2003, 18:57
მახსოვს, ერთხელ "დიდმა" პოლიტიკოსმა შარაძემ (ადამიანი გვარს ასე ამართლებდეს, ძვირი სანახავია smile.gif , ჩემს ერთ ნაცნობს უთხრა ეთერში: "ძაღლი რო ძაღლია, იმასაც კი უწერენ პასპორტში ჯიშს და გენეალოგიასო". პასუხი ასეთი იყო "ძაღლი რომაა და თვითონ რომ ვერ გეტყვის რა ჯიშისაა, იმიტომ უწერენ, გურამო".

ეს იმიტომ გამახსენდა, რომ მსგავსი პარალელები კეთდება აქ სომხობაზე და რამე. ერთი, რომ რაღაც არა მგონია "ფრანგობაზე", "ესპანელობაზე" ან "ჰოლანდიელობაზე" მსგავსი გართულება ჰქონდეთ (რატომ? თუ ლოგიკაა, იგივე დამოკიდებულება უნდა იყოს) იგივე ადამიანებს, ვინც "სომხობის" თემას წევს, მეორე კიდევ, რომელი ჩვენთაგანი დადებს თავს რომელ საუკუნეში რა სისხლია შერეული გენეალოგიაში? მესამე კიდევ, და ამაზე აღარ დაობენ გათვითცნობიერებული წრეები (მეცნიერები, მედიკები, ისტორიკოსები, ფსიქოლოგები) - პოლიტიკანების გარდა - რომ ეროვნულობას, ეთნიკურობას სისხლი და პასპორტში გვარი არანაირად არ განსაზღვრავს. მაგალითისთვის: ალბათ ყველას გაგიგიათ გვარები და მოგისმენიათ ამ ადამიანებისთვის: კოლია დერიუგინი, ლერი ხაბელოვი, გოჩა ძასოხოვი (ჭიდაობის ფედერაცია), ალიკა სააკოვი (ფოტოგრაფი, მთელი თბილისი რომ აღმერთებს), ვოვა გუცაევი, აგერ ახლა რაგბის ნაკრებშია ნიკოლაენკო (მოხევეა ტიპი) და რამდენი კიდევ. ამათ რომ უთხრა საქართველოს არ გიყვართ თქვე რუსებო, სომხებო, ოსებო და რუსებოო, ხო შეგჭამეს ცოცხლად და მართალი არ იქნებიან???? მამალაძეს, მეზვრიშვილს, ალავიძეს და ნახიშტარ ჯორბენაძეს უყვართ საქართველო და ამათ არა???
ისე, ვასკა, კარგად რომ გამოჩხრიკო და გიორგი სააკაძეც სააკოვ-სააკაძეების ამბავში აღმოჩნდეს, აზრს შეიცვლი ალბათ მის ქართველობაზე და სამშობლოს სიყვარულზე??? სადამდე მივდივართ ესე, ატყობ?

Posted by: vaska 26 Oct 2003, 06:36
Raulito მე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიეორებ, რომ სომეხ ერს მე არ ვეხები. მე ვაღიარებ იმ მასკიან პოლიტიკანებს. ამავე დროს ვამბობ რომ რატო მალავენ საკუთარ წარმომავლობას??? როცა ეს სომეხია, მეორე ებრაელი მესამე სხვა და ასე შემდეგ.მე არ ვამბობ რატოა სააკაშვილი სომეხი, ან შევარდნაძე გურული, ეგ ხალხი მოსაცილებელია ქართულ პოლიტიკას, უკვე ვნახეთ მათი "შემომქმედი" საქმიანობა საქართველოს და მისი მოსახლეობისთვის. ამიტომ ყველა ეგ ბოზ-ბანდის ყოფილი თუ ახლანდელი წევრები დასაჭერები და გასანადგურებლები არიან. ამაში ალბათ დამეთანხმები.
რაც შეეხება სომხობის ხსენებას ეს არის უბრალოდ ზომიერი იუმორი და მეტი არაფერი. არსად არ მალავენ საკუთარ ჩამომავლობას, საქართველოში მალავენ, რატომ??? ეხლა არ თქვათ ქართველები ავიწროებენ და მაგიტომო. მალავენ იმიტომ რომ ჩაფიქრებული აქვთ ავი ზრახვა საქართველოს წინააღმდეგ, ეს გასაგებია. პარლამენტარ მამედოვს არ შეუცვლია გვარი მამედაშვილად არც ახლა და არც საუკუნის წინ!!! ისე რომ სომეხი და სხვა საქართველოში მაცხოვრებელი ერი არაფერ შუაშია. შუაშია კარგად შენიღბული სხვადასხვა სამსახურების აგენტურა, ეს იქნება სომეხი , ქართველი, რუსი თუ სხვა!!!

Posted by: kardu 26 Oct 2003, 11:31
vaska
მაგალითი სადაც მე ანტიქართული მოწოდება მქონდა:)smile.gifნუ დაგეზარება გადაჩხრიკე ერთი ფორუმი იქნებ წააწყდე რამეს და თავიდან მომიცილო:)smile.gifsmile.gifsmile.gifსაქმეც ის არის ვასკავ ჩემო რომ არავინ მალავს თავის წარმომავლობას იძახის ის კაცი ქართველი ვარო რა ქნას მეტი???ვასკას თუ ვერ დაუმტკიცებს თავის ქარტველობას ეგ კიდევ ბევრს არ ნიშნავს მთავარია საქართველოს დაუმტკიცოს:)

Posted by: vaska 27 Oct 2003, 00:31
kardu სააკ-ჯვანიას "დაცვა" , უკვე ანტი-ქართულ-სახელმწიფოებრივი მოწოდებაა!!! საქმეც მაგაშია რომ არ არის ქართველი და მალავს. რატო მალავს??? ამაშია საქმე ჩემო კარდუშ!!!
smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: no_one 27 Oct 2003, 00:39
ვინ იცით ცეესკოს საიტის მისამართი???

Posted by: kardu 27 Oct 2003, 11:54
vaska
არამგონია რომ მართალი იყო,უფრო სწორად დარწმუნებული ვარ რომ ცდები:)ქართველია არადა და შესაბამისად არც მალავს წარმომავლობას:)smile.gif

Posted by: Raulito 27 Oct 2003, 22:42
no_one - სიები აქაა: www.voters.cec.gov.ge


vaska - ერთი თუ ძმა ხარ, მითხარი შენი განმარტება: ვინ არის ქართველი და შენთვის პირადად რას ნიშნავს იყო ქართველი? სააკაშვილმა თუ ჟვანიამ თვითონ გადაიკეთეს გვარები თუ იმითა სწუნობ, რომ გადაკეთებული თუ დახვდათ მამა-პაპისგან, უკან - სომხურზე არ გადაიკეთეს? ჩემს პოსტს თუ გადაიკითხავ კიდევ ერთხელ, ნახავ, რომ დღეს მსოფლიოში არსებობს ერთადერთი განსაზღვრება ამისა: ადამიანი თავისი შეგნებით რომელ ეთნოსს მიაკუთვნებს თავს და არა ის რა უწერია პასპორტში. შენ რომ დაბადებულიყავი და გაზრდილიყავი საფრანგეთში, ფრანგულ ოჯახში, ფრანგულს სკოლაში, უბანში და საერთოდ, აბსოლუტურად ფრანგულ გარემოში და აღმოგეჩინა ზრდასრულ ასაკში, რომ ორიოდ თვისა საქართველოდან წაუყვანიხართ - არ მითხრა, რომ ქართველად იგრძნობ თავს და ჩოხელად ან გიორგაძედ გადაიკეთებდი გვარს. შენ ფრანგი იქნები, სრულფასოვანი ფრანგი, ვასკა და არ უნდა ამას "აჩკები" და ფილოსოფია. კიდევ გახსენებ, უთხარი ერთი აბა იმ რაგბისტ ნიკოლაენკოს ვინა ხართ-თქო, რას გეტყვის? იცი როგორი ჯილა მოხევეა ტიპი...

Posted by: WolfRider 30 Oct 2003, 09:50
იცით რას ვფიქრობ? მამა ბასილი და მისთანები: ჩაგონებული აზრების ადამიანები ჩვენივე შექმნილნი არიან. ზედმეტი ყურადღება, ბევრი პრესა, სკანდალი, ხშირი გამოხმაურებები მათ მოსაზრებებზე და ასე შემდეგ უფრო ზიანის მომტანია ვიდრე სარგებელის. აბა ყოფილიყვნენ ისე და ელაპარაკათ თავის პატარა წრეში ამდენ ზიანს ხომ ვერ მოიტანდნენ? მასმედია და ზედმეტი ყურადღება კი მათ აუდიტორიას აფართოებს, მათაც მეტი კი არაფერი უნდათ...

მოკლედ როგორც ერთი ქართული ფილმი ამბობს: "ილაპარაკოს რა ნისკარტი გაუცვდება?"

Posted by: Sharky 30 Oct 2003, 11:01
კომპიუტერულ სიაში ვიყავი, ხოლო საარჩევნო უბანში გამოკრულ სიაში - არა. გუშინ მივედი და აღვიდგინე თავი, ასე რომ გადაამოწმეთ, თორემ შეიძლება საიტზე იყოთ სიაში მაგრამ ხმა მაინც ვერ მისცეთ

Posted by: WolfRider 30 Oct 2003, 11:02
ეგ რა არის. მე სამი დღეა დავდივარ და კიდევ არ ჩამსვეს. არადა ყველა საბუთი მიტანილი მაქვს! მე მაგათი!

Posted by: Sharky 30 Oct 2003, 11:06
WolfRider
QUOTE
მე სამი დღეა დავდივარ და კიდევ არ ჩამსვეს. არადა ყველა საბუთი მიტანილი მაქვს! მე მაგათი!

მე კიდევ პირადობის მოწმობის გარეშე ჩამსვეს, ცოტა გავახურე იქ და ეგრევე რაზეა საუბარიო biggrin.gif

Posted by: WolfRider 30 Oct 2003, 12:45
მეც ეგრე მითხრეს. დღეს მითხრეს ჩვენ კი გსვამთ, მაგრამ საოლქო არა გსვამსო. ასეთი რამეებია. მოკლედ ბალაგანია მაგარი!

Posted by: 098 8 Apr 2008, 20:41
QUOTE (Sharky @ 30 Oct 2003, 11:06 )
WolfRider
QUOTE
მე სამი დღეა დავდივარ და კიდევ არ ჩამსვეს. არადა ყველა საბუთი მიტანილი მაქვს! მე მაგათი!

მე კიდევ პირადობის მოწმობის გარეშე ჩამსვეს, ცოტა გავახურე იქ და ეგრევე რაზეა საუბარიო biggrin.gif

შენ ძმაო შენიღბული მიშმაკი ხარ...
ბლატები გაქ მთავრობაში...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)