ფილმში ძალიან კარგად არის ახსნილი ALD. მოდი უფრო მარტივად აგიხსნი. ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც მოიცავს თავის და ზურგის ტვინს შედგება უჯრედებისგან, ანუ ნეირონებისგან. ნეირონებს აქვთ გრძელი წანაზარდები, რომელთაც ქვიათ აქსონები. ამ აქსონების (და ნეირონის სხვა ნაწილების) საშუალებით ხდება ნერვული იმპულსების გადაცემა ერთი უჯრედიდან მეორეზე და ა.შ. რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ნებითი კოორდინირებული მოძრაობის შესასრულებლად, როგორიცაა ყლაპვა, სიარული, ცხვირში თითის შეყოფა და ა.შ. და არა მარტო მაგისთვის, არამედ საერთოდ ნერვული სისტემის მოქმედებისათვის.. იმისათვის რომ აქსონმა გაატაროს ნერვული იმპულსი, საჭიროა რომ ის იყოს იზოლირებული იმ გაგებით რომ წარმოიდგინე მავთული რომლითაც რთავ შუქს, ხომ აქვს რეზინის გარეკანი (ფიზიკაში იმედია მყარად დგახარ), იზოლირებისათვის.. ზუსტად ეგრეა აქსონიც, მას აქვს მიელინის გარსი რომელიც მისი იზოლატორია. წარმოიდგინე ერთმანეთზე გადაბმული ძეხვი, ზუსტად ისეა აქსონიც. მიელინი ელექტრო გაუმტარია, ამიტომ ნერვული იმპულსი ხტება მიელინის ერთი ბოლოდან მეორეზე და უფრო სწრაფად და მოწესრიგებულად ვრცელდება, აი იმ ადგილებში სადაც ერთი ძეხვი მეორესთანაა გადაბმული.. ლეიკოდისტროფია კი არის გენეტიკური დაავადება, რომელიც დედისგან მხოლოდ ვაჟებს გადაეცემა, რომლის შედეგადაც ზოგიერთი ცხიმოვანი (მჟავების) დაშლა არ ხდება ორგანიზმში ამ პროცესზე პასუხისმგებელი ნივთიერების თანდაყოლილი დეფექტის გამო. საჭმლით მიღებული ცხიმები ამი შედეგად "არ გადამუშავდება სწორად" და გროვდება ორგანიზმში, რომელიც თავის მხრივ იწვევს აქსონების მიელინის გარსების დესტაბილიზაციას და საბოლოოდ მის დაშლას (ანუ დემიელინიზაციას). ამი შედეგად აქსონი კარგავს გამტარუნარიანობას რომელიც დაავადების სიმპტომების მიზეზია. ანუ თანდათანობით იკარგება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები. ALD ერთერთი ფორმაა დემიელინიზაციური დაავადებების, რომელთა ჯგუფში შედის მაგალითად გაფანტული სკლეროზი, რომლის დროსაც მიელინის "დაშლის" მიზეზი სხვაა, მაგრამ დაავადების მექანიზმი მსგავსია..
P.S. ლორენცოს ზეთი ნამდვილად გამოიყენება ALD ავადმყოფებში, თუმცა ეხლა რომ ვნახულობ მისი კლინიკური ეფექტურობა ნაკლებად სავარაუდოა. უფრო ალბათ დაავადების პროგრესირებას შეაჩერებს თუ რამე ეფექტი აქვს, და არა ავადმყოფს იმ პირობებში როგორც ფილმშია.. ნამდვილად კარგი ფილმია..
* * *
P.S. ლორენცო 30 წლის ასაკში გარდაიცვალა 2008 წელს და მკურნალობამ მართლა გაუხანგრძლივა სიცოცხლე, თუმცა რათქმაუნდა მთელი ცხოვრება პარალიზებული იყო და მხოლოდ რამდენიმე ნებითი მოძრაობის კეთება შეეძლო..http://en.wikipedia.org/wiki/Lorenzo_Odone
Be yourself, everyone else is taken..
Who let the dogs out???