ქეთი ჩხაიძემ 33 წლის ქმარი მოკლა და გვამი გადამალა.
გადავედით უკვე მგონი ახალ ლვლზე და ქალებმაც დაიწყეს. ისე კაცი ბაია არ გვყავს? ჩვენი უფლებები რომ დაიცვას
კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლი დააკავეს. ტვ პირველის ინფორმაციით, ქეთი ჩხაიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
მოკლულის დედა, ხათუნა რაზმაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისი რძალი მკვლელობის უშუალო მონაწილეა.
ოჯახი დაკავებულის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს. ღუნაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ქეთი ჩხაიძემ 33 წლის ქმარი მოკლა და გვამი გადამალა.
ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 14 მარტს იპოვა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ფაქტზე ღუნაშვილის მეგობარი დააკავეს. რამდენიმე კვირის წინ ტვ პირველის შაბათის ეთერში, მოკლულის ოჯახი საუბრობდა, რომ მკვლელობაში მონაწილე პირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მფარველობენ. ოჯახი ამ ხნის მანძილზე რძლის დაკავებას მოითხოვდა.
3 დღის წინ ღუნაშვილის მეუღლის სახლთან მამაკაცის ოჯახის წევრები მივიდნენ და საცხოვრებელს ქვები დაუშინეს.
"ტვ პირველმა" გაარკვია, რომ აქციის გამო, დედამთილს რძალმა პოლიციაშიც კი უივლა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქეთი ჩხაიძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება