forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ★ წ ე ს ე ბ ი ★
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 12 Jul 2007, 03:54  #6118221      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
1. აკძალვები და შეზღუდვები

იკრძალება:

1.1. უცენზურო სიტყვები, სიმბოლოებით თუ მათ გარეშე (ასევე. მათი დაციტირება)

1.2.უხამსი, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან სიტყვის გადაკვრები ნებისმიერი(მათ შორის შენიღბული) ფორმით, ნებისმიერ უცხოურ ენაზე, მნიშვნელობა არა აქვს ვისკენ არის მიმართული ან რისთვისაც არ უნდა იყოს(ანუ როგორც საქონლის, კომპანიების მიმართებით, ასევე ფორუმის წარმომადგენლების მიმართებითაც).

1.3. როგორც ერთმანეთის, ასევე მესამე პირის შეურაცხყოფა, დამცირება. თავხედური გამოხტომები ე.წ. "ნაეზდები", მათ შორის ე.წ. "ინტელექტუალური თავხედობა", როდესაც თანამოსაუბრე დამცინავი თავაზიანობის ტონით იტყობინება ოპონენტების ინტელექტის დეფიციტის შესახებ.

1.4. ეროტიკული, პორნოგრაფიული, შეურაცხმყოფელი ან შოკისმომგვრელი ხასიათს პოსტინგები.

1.5. ფოტო დადება, თუ ის ზედმეტად პატარაა, ანუ მისი ზომა 150 x 150 პიქსელზე ნაკლებია, ან - ზედმეტად დიდია. იკრძალება ერთ შეტყობინებაში 720 x 576-ზე მეტი პიქსელიანის და ზომით 100 კბ-ზე მეტის მქონე სურათის ჩასმა. ასეთი სურათების(რომლებიც პარამეტრებში ვერ ჯდება) ჩვენება შესაძლებელია ბმულის მითითებით.

1.6. ეროვნული, რასობრივი ანაც რელიგიური შუღლის გაღვივება, ანუ მცდელობები კონფლიქტის შექმნისა სხვადასხვა ნაციონალობის, რასის ან რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეებს შორის.

1.7. კონკრეტული ნაციისადმი დისკრიმინაციული ხასიათის გამოვლინება.

1.8. მოქალაქეების რელიგიაზე, ეროვნულობაზე ანაც რასობრივი დამოკიდებულების მიხედვით მათი გამოკვეთილობის, უპირატესობის ანაც არასრულფასოვნების პროპაგანდა.

1.9. საკუთარი გზავნილების ჩასწორება/ წაშლა მას შემდეგ, რაც თემაში მათ გამოხმაურება მოჰყვება.

1.10. იკრძალება რეკლამის შემცველი თემები და პოსტინგები (რეკლამად არ ითვლება ოფიციალური საიტის პირდაპირი ბმული, სადაც აღწერა ხდება ამა თუ იმ საქონლის და შესაბამისი საკითხის განხილვისას დამატებითი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს. არაოფიციალური საიტების ბმულები(განსაკუთრებით ჟურნალების და კატალოგების) წინადადებით, რომ "იქ მოძებნონ", განხილული იქნება როგორც რეკლამა.)

1.11. ფლუდი.უაზრო შეტყობინებების ნაკადი.

1.12. პირადული მიწერ-მოწერა.

1.13. მისალმებები თითოეული შეტყობინების თავში ანაც ხელმოწერები ბოლოში.გთხოვთ არ აურიოთ ფორუმზე პოსტინგი ელექტრონულ წერილთან, აქ ამგვარად ურთიერთობა არაა მიღებული.

1.14. ტრანსლიტი, ანუ იკრძალება ამ ტიპის შეტყობინებების გაგზავნა: gamarjoba, me var kartveli da mashasadame afrikeli.

1.15. ფორუმზე ურთიერთობის ოფიციალური ენა-ეს არის ქართული.იკრძალება სხვა ენების ხმარება, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა უცხოურ ენაზე დაწერილი ამა თუ იმ დოკუმენტების ან მაგალითების ციტირება ხდება.ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ციტატების გადაყვანა ქართულ ენაზე ან თუნდაც მათი მოკლე მოყოლა, გადმოცემა მაინც.

1.16.. იკრძალება კროსს-პოსტინგი, ანუ იდენტური გზავნილების გაკეთება ერთდროულად რამდენიმე თემაში.თუ თქვენ ვერ შეძელით პასუხის მიღება ერთ თემაში, მაშინ შეგიძლიათ გაიმეოროთ თქვენი შეტყობინება თემატურად შესაბამის სხვა თემაში 18 საათის შემდეგ.

This post has been edited by აღასპერი on 14 Apr 2008, 13:34


--------------------


აღასპერი - ჩემი ოჯახის მოდერატორი © Fall_For_You
>
-
www.zur.ge
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 12 Jul 2007, 04:09  #6118256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
2. თემები


თემის გახსნა აკრძალულია:

2.1. იმ საკითხზე, რომელიც ფორუმზე უკვე განხილულია. გთხოვთ ყოველთვის გამოიყენეთ 'ძებნა'('search') . * (გამოყენების წესები ქვემოთ იხილეთ)

2.2. კითხვებით, რომლებზეც პასუხები არის ფორუმის FAQ-ში ან ფორუმის ანონსებში.

2.3. კითხვებით, რომლებზეც პასუხების მიღება შესაძლებელია პირდაპირ საძიებო ველის გამოყენებით პოპულარულ საინფორმაციო პორტალებზე.

2.4. ნაკლებად ინფორმაციული ან ზოგადი სახელწოდებით.

2.5. "მიშველეთ", "დამეხმარეთ", "შემოდით, თორემ ვიკივლებ!", "ვეძებ" და ა.შ. სახელწოდებით. ასეთი თემები დაიხურება, ავტორი კი გაფრთხილებას მიიღებს. ამ ყველაფრისთვის აი, ეს თემა არსებობს: მიშველეთ! დამეხმარეთ! ვეძებ! მირჩიეთ! სად ვნახო?!


ასევე იკრძალება:

2.6. ე.წ. vs ტიპის თემების გახსნა.

2.7. "შევისწავლი - შევასწავლი" ტიპის თემები. ასეთი განცხადებებისთვის ეს თემა არსებობს: შევისწავლი - შევასწავლი

იხილეთ კატალოგები!

"განათლებაში": განყოფილების თემების კატალოგი
"ისტორიაში": ისტორიის განყოფილების თემების კატალოგი

This post has been edited by აღასპერი on 14 Apr 2008, 13:24
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 12 Jul 2007, 04:10  #6118262      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
3 . 1. თუ თქვენ ან ვინმე სხვას საჯაროდ მოგმართეს უტაქტოდ, არაკორექტულად, შეურაცხყოფა მოგაყენეს, მაშინ გთხოვთ მოითმინოთ(გაჩუმდეთ) და დაელოდოთ, როცა მოდერატორი გაწმენდს თემას. თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესის დაჩქარება, თუ შეატყობინებთ მოდერატორს დარღვევის თაობაზე, რისთვისაც არსებობს სერვისი "შეატყობინე მოდერატორს". თუ თქვენ ყველას თანდასწრებით უპასუხებთ თავხედ იუზერს მისივე იარაღით და მის დონეზე დაეშვებით, მაშინ თქვენდამი მოდერატორი იგივე ზომებს მიიღებს, რასაც სკანდალის მთავარ გამომწვევთან და არ გაითვალისწინებს თქვენს არგუმენტს "მან პირველი დაიწყო". თუ თქვენ მას კიდევ უფრო უტაქტოდ უპასუხეთ, მაგალითად, თუ დაეშვით უცენზურო ლექსიკის დონემდე, მაშინ თქვენდამი გატარდება კიდევ უფრო მეტად მკაცრი ზომები. ის თავხედი იუზერი შეიძლება მარტო ვორნით გადარჩეს, თქვენ კი მიიღებთ ბანს და posting disable-ს შესაბამისად. ამიტომ გთხოვთ, იყავით თავშეკავებული.


3. 2 . თვითნებური მოდერირება. მონაწილეებზე საჯარო შენიშვნების მიცემა-ეს მხოლოდ ადმინისტრაციის და თემათა კურატორების პრეროგატივაა. თუმცა, თუ თქვენ თვლით, რომ რომელიმე მონაწილე თავისი თემით ან გზავნილით არღვევს წესებს, მაშინ შეგიძლიათ ერთჯერადად აუწყოთ მას თავაზიანდ ამის თაობაზე.ამასთანავე ერთად არ უნდა დაგავიწყდეთ იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ თქვენი პირადი აზრია. მაგალითად, თუ მონაწილემ შექმნა თემა კითხვით, რომელიც ადრე იყო განხილული, მაშინ შეგიძლიათ წინა განხილვის თემის ლინკი(ბმული) დაუდოთ და მიუთითოთ, რომ ასეთი თემა უკვე არსებობს.თუმცა მოკლე შენიშვნები ამგვარი ტიპის- "ამხანაგს-გაფრთხილება! ძებნა!" ფრიად არ არის რეკომენდებული.ამის გამო მოდერატორისაგან გაფრთხილება შეიძლება უკვე თქვენ მიიღოთ.თუ იცით, რომ თემა უკვე არსებობს და საკითხი განხილული იყო - დადეთ მისი ბმული. ანაც პასუხის გაცემისგან საერთოდ თავი შეიკავეთ, თუ არ გსურთ მოძებნა.მხოლოდ ადმინისტრაციის გადასაწყვეტია ადგილი ჰქონდა თუ არა სინამდვილეში წესების დარღვევას, ამიტომ ყველაზე სასურველია გამოიყენოთ სერვისი "შეატყობინე მოდერატორს".

!
"შეატყობინე მოდერატორს"
მაშინ, როცა თქვენ ამა თუ იმ შეტყობინებას მოდერატორს ხსენებული სერვისის საშუალებვით ატყობინებთ, თქვენი მესიჯი მოდერატორის ელექტრონულ ფოსტაზე მიდის. უმჯობესია, გამოიყენოთ ’პირადი შეტყობინება’. მოდერატორი თქვენს მიმართვას უფრო მალე ნახავს და რეაგირებაც არ დააყოვნებს.

This post has been edited by აღასპერი on 14 Apr 2008, 13:23
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 12 Jul 2007, 04:11  #6118266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
! თუ თქვენ დაარღვევთ ფორუმის ან/და განყოფილების რომელიმე წესს, მოდერატორებს შეუძლიათ გამოიჩინონ კეთილი ნება და მოგცეთ მხოლოდ პირობითი, სიტყვიერი გაფრთხილება (თუმცა ეს აუცილებელი ვალდებულება არ გახლავთ, შეიძლება პირდაპირ ვორნი მიიღოთ, როგორც ეს ყველა განყოფილებაშია), მეორე დარღვევის შემთხვევაში ვორნი გარანტირებულია.
გაითვალისწინეთ, ვორნების და ბანების გაცემა არც გვეხალისება და არც გვსიამოვნებს.


This post has been edited by აღასპერი on 14 Apr 2008, 13:27
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 12 Jul 2007, 04:12  #6118267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
4.


4. 1. იკრძალება დიდი რაოდენობით გრაფიკული სმაილაკების გამოყენება შეტყობინებებში(მიყოლებით სამზე მეტის)

4. 2. იკრძალება სპეციალური ტეგების [h] (სათაური), [color] (ფერი), [hr] (ხაზი) და ა.შ. ბოროტად გამოყენება.გამოიყენეთ ისინი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.ასე მაგალითად, მონაწილეებს რეკომენდაცია ეძლევათ , რომ თავიანთი ყველა გზავნილი გააკეთონ შავი ფერით.ფერის გამოყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სიტუაციებშია საჭირო, როდესაც თქვენს შეტყობინებაზე ყურადღების მიქცევაა საჭირო თემის მონაწილეების მხრიდან .თუ გსურთ უბრალოდ ხაზი გაუსვათ ამა თუ იმ აზრს თქვენს პოსტინგში, მაშინ გამოიყენეთ ტეგი ანაც [u].

4. 3. იკრძალება ოვერქვოთინგი, ანუ ჭარბი ციტირება(განსაკუთღებით ტეგში [q]).ციტირებისას დატოვეთ მხოლოდ ის, რაც საკმარისია თქვენს მიერ პასუხის დაწერისთვის .დანარჩენი ზედმეტი წაშალეთ.ჩაშენებული ციტირება(ანუ დაციტირებულის გადაციტირება) სავსებით არ არის მისასალმებელი.

4. 4. ფორუმზე მიღებულია შეტყობინებათა გაფორმების შემდეგი სტილები:

ნიკნეიმ1

აბზაცი ციტირებადი ტექსტით

თქვენი პასუხი.

ნიკნეიმ2

თქვენი პასუხი.

ნიკნეიმ3, თქვენი პასუხი.

ანაც

ნიკნეიმ1

[q]აბზაცი ციტირებადი ტექსტით[/q]

თქვენი პასუხი.

ნიკნეიმ2

[q]აბზაცი ციტირებადი ტექსტით[/q]

თქვენი პასუხი.

ანუ:
იმ მონაწილის ნიკნეიმის გაფორმება, რომელსაც პასუხობთ, ხდება მუქი შრიფტით(ბოლდი) (ტეგი [b]).გარდა ამისა, მონაწილე მიიღებს შეტყობინებას იმეილზე იმის შესახებ, რომ თქვენ მისი ნიკნეიმი მოიხსენიეთ თქვენს პოსტინგში(თუ ასეთი სერვისი მას ჩართული აქვს თავის პირად მაკონტროლირებელ პანელში).შეტყობინება არ გაიგზავნება, თუ მონაწილის ნიკნეიმი სხვაგვარად იქნება გაფორმებული, არ იქნება გამოყენებული ტეგი [b].
ციტატა, რომელსაც პასუხობთ, გაფორმდება ტეგით [i] ანაც [q].ტეგის არჩევა თქვენი ხედვით მოხდება.როგორც წესი, [i] იკავებს ნაკლებ ადგილს, ამიტომაც უპირატესობა მას ენიჭება მონაწილეთა პასუხების ციტირების დროს, ხოლო ტეგი [q] შეიძლება გამოყენებული იქნას დოკუმენტების ციტირებისას, რომლებიც მდებარეობენ ფორუმის ვებ-საიტის მიღმა.
თქვენი პასუხის გაფორმება ხდება ჩვეულებრივი შრიფტით(სპეციალური ტეგის გამოყენების გარეშე)
ორი მონაწილის პასუხებს შორის უპრიანია თუნდაც ერთი ცარიელი ხაზის დატოვება მაინც.

This post has been edited by აღასპერი on 14 Apr 2008, 13:39
ეგრი
bizwebmaster


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27950
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06

გამოგზავნილია: 4 Nov 2009, 22:28  #16310622      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
განყოფილებაში გახსნილი თემები, რომლებიც შეესაბამება რომელიმე ქვეგანყოფილებას
გადატანილ იქნება შესაბამის ქვეგანყოფილებაში ისე, რომ განყოფილებაში მათი კვალი არ დარჩება.

თუკი განყოფილებაში თემა არ დაგხვდათ, ეს არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად წაშლილია.
ეძებეთ შესაბამის ქვეგანყოფილებაში.


--------------------
www.bizwebmaster.com - საიტების დამზადება
==========================================
საუკეთესო ხარისხი, ფასები, დამზადების ვადა.
უფასო დომენი.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0609 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]