forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (4) 1 [2] 3 4   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ﴾﴾﴾ აფიშა ﴿﴿﴿, სემინარი, კონფერენცია, პრეზენტაცია... ღონისძიებები
Tuzbibir
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 101807
რეგისტრ.: 7-October 09

  გამოგზავნილია: 7 Oct 2009, 20:51  #15875210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინფორმაცია მათთვის ვისაც სურს აშშ-ში სწავლის გაგრძელება!

სკოლის მოსწავლეებო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებო, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებო!

9 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საინფორმაციო საგანმანათლებლო ცენტრ "კვალთან" და საერთაშორისო განათლების ცენტრთან ერთად აწყობს მეშვიდე ყოველწლიურ აშშ-ს საგანმანათლებლო გამოფენას. გამოფენა გაიმართება "ექსპო ჯორჯიაში", #11 პავილიონში, (წერეთლის გამზირი 118), 10:00დან 18:00 სათამდე.

წარმოდგენილი იქნება ამერიკული უნივერსიტეტები, გაიმართება სემინარები აშშ-ს უნივერსიტეტებში ინდივიდუალურად სწავლის გაგრძელების შესაძლებობის, სასტიპენდიო პროგრამების და აშშ მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ.

გამოფენის მსვლელობისას მოხდება აშშ-ს სტანდარტულ ტესტებში (iBT TOEFL, SAT, GRE, GMAT) მოსამზადებელი 20 სახელმძღვანელოს გათამაშება.

გამოფენა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის, გთხოვთ მობრძანდეთ!
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 8 Nov 2009, 19:03  #16369056      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ bis.gif

სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის პირველი სამეცნიერო კონფერენცია - კვირეული

თარიღი: 24-25-26-27 ნოემბერი, 2009 წ.

კულტურის საერთაშორისო ცენტრი "მუზა", თბილისი.



პირველი დღე – „რეაბილიტაცია ჯანდაცვაში“

ბლოკი I

თსსუ-ის სრული პროფესორი ნიკოლოზ სააკაშვილი - „საქართველოში კურორტოლოგიის და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები“
პროფესორი ირინე ზარნაძე - „რეაბილიტაცია მედიცინაში“

პროფესორი რუსუდან ქარსელაძე - „ადრეული ინტერვენცია, უნარშეზღუდულობის პრევენცია“
ბლოკი II

„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ PR მენეჯერი რატი იონათანიშვილი და PR ოფიცერი ნიკოლოზ დოინჯაშვილი - „ინვალიდობის თანამედროვე და ტრადიციული მიდგომები“, ლექცია, დებატები.

„როგორ ინგრევა კედელი“ - ფილმის ჩვენება.

მეორე დღე – „ღეროვანი უჯრედები - მომავლის მედიცინა

წარმოდგენნილი იქნება ქართულ-გერმანული სპეციალიზირებული ონკოლოგიური კლინიკის, ჭიპლარის სისხლის ბანკ „ჯეოქორდი“-ს ხელმძღვანელის, გიორგი ლოლაძის და მისი მეცნიერთა გუნდის ლექცია-სემინარებით. გამიზნული - მომავალი მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან, ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის და პრესისთვის.

გიორგი ლოლაძე - „ღეროვანი უჯრედების ბიოლოგია, დამუშავების და შესწავლის ზოგადი პრინციპები“

გოჩა შათირიშვილი - „ღეროვანი უჯრედები და მათი გამოყენების პერსპექტივები“

ხათუნა დუნდუა - „ღეროვანი უჯრედების გამოყენების რამდენიმე კლინიკური შემთხვევა“

მესამე დღე – სიმპოზიუმი „სიახლეები და აქტუალური საკითხები მედიცინაში“

პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი - „ახალი მიკროჰიბრიდული კომპოზიტი კბილთა რესტავრაციაში“

პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი - „ყბა-სახის სიმსივნეების მკურნალობა, მოლოდინი და შედეგები“

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ივა კუზანოვი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე კუზანოვი - „თანამედროვე მეთოდები რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში“

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კახაბერ მაზმიშვილი - „უახლესი მიღწევები კბილის იმპლანტაციის სფეროში“

მეოთხე (დასკვნითი) დღე – მრავალპროფილიანი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.

წარდგენილი იქნება კვლევითი და რეფერატურული ნაშრომები საქართველოს ყველა კუთხიდან. იქნება ჟიური, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, კონფერენციის ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.


--------------------


აღასპერი - ჩემი ოჯახის მოდერატორი © Fall_For_You
>
-
www.zur.ge
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 18 Nov 2009, 02:06  #16512540      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
განახლდა yes.gif


24 ნოემბერი
რეაბილიტაციის თანამედროვე ასპექტები ჯანდაცვაში
I ბლოკი
12:00 - 13:00 რეგისტრაცია
13:00 -13:35 პროფ. ნიკოლოზ სააკაშვილი - „საქართველოში კურორტოლოგიის და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები“
13:35-14:15 პროფ. ირინე ზარნაძე - „რეაბილიტაცია მედიცინაში“
14:15-14:30 ჩოფფეე Bრეაკ
14:30-15:00 პროფ. რუსუდან ქარსელაძე - „ადრეული ინტერვენცია, უნარშეზღუდულობის პრევენცია“
15:00-15:10 coffee break
II ბლოკი
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“:
15:10-15:40 რატი იონათამიშვილი და ნიკოლოზ დოინჯაშვილი - „ინვალიდობის თანამედროვე და ტრადიციული მიდგომები“, ლექცია, დებატები.
15:40 – 16:10 „როგორ ინგრევა კედელი“ - ფილმის ჩვენება.
16:10 - ლანჩი


25 ნოემბერი
ღეროვანი უჯრედები - მომავლის მედიცინა

12:00 – 13:00 რეგისტრაცია
თსსუ-ის ღეროვანი უჯრედების და ქსოვილოვანი ინჟინერიის ქართულ-ამერიკული ლაბორატორია:
13:00 – 13:45 პროფ. ზურაბ კაკაბაძე - „უჯრედული თერაპია და ქსოვილოვანი ინჟინერია"
ქართულ-გერმანული სპეციალიზირებული ონკოლოგიური კლინიკა, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი „ჯეოქორდი” გიორგი ლოლაძის ხელმძღვანელობით:
13:50 – 14:35 გოჩა შათირიშვილი - „ღეროვანი უჯრედები და მათი გამოყენების პერსპექტივები“
14:35 – 14:50 coffee break
14:50-15:45 ხათუნა დუნდუა - „ღეროვანი უჯრედების გამოყენების რამდენიმე კლინიკური შემთხვევა“
15:45–16:00 კითხვა-პასუხი
16:00 ლანჩი


26 ნოემბერი -სიმპოზიუმი
სიახლეები და აქტუალური საკითხები მედიცინაში
12:00–13:00 რეგისტრაცია
13:00–13:45 პროფ. გია გვარამია – “ახალი ტექნოლოგიები ესთეტიკურ მედიცინაში”
13:45-14:30 – პროფ. ქეთევან გოგილაშვილი – “ კბილთა რესტავრაციის თანამედროვე ასპექტები”
14:30-14:45 coffee break
14:45-15:30 დეა ყოლბაია – “ვარსკვლავური მტვრიდან სულის ანატომიამდე”
15:30-16:00 პროფ. კონსტანტინე მარდალეიშვილი – “ყბა-სახის ავთვისებიანი სიმსივნეები”
16:00-16:10 coffee break
16:10 – 16:40 მ.მ.დ. კახაბერ მაზმიშვილი – “უახლესი მიღწევები კბილის იმპლანტოლოგიაში”
16:40-17:25 პროფ. ივა კუზანოვი და მ.მ.დ. ალექსანდრე კუზანოვი – “თანამედროვე მეთოდები რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში”
17:25 ლანჩი

27 ნოემბერი
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
მნიშვნელოვანი ასპექტები სტომატოლოგიაში

12:00-13:00 რეგისტრაცია

13:00-13:10 გვანცა ტაბაღუა (თსუ, Vკ) - “კარიესული ღრუების თანამედროვე კლასიფიკაცია FDI-ს სტანდარტებით”
თემის ხელმძღვანელი : პროფ. მამუკა მარგველაშვილი

13:10-13:20 მარიამ სიჭინავა (თსსუ Vკ.) - “იატროგენია სტომატოლოგიაში”
თემის ხელმძღვანელი: მ.მ.დ. სოფო სამხარაძე

13:20-13:30 თამარ ღანიშაშვილი და ეკა მაჭავარიანი (ალმა მატერი, IVკ) –“ სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ღეროვანი უჯრედების გამოყენება”
თემის ხელმძრვანელი: მ.მ.დ. ნინო თხილავა და მ.მ.დ ეკა ჩხარტიშვილი

13:30-13:40 ნინო ცინცაძე (თსუ,Vკ) – კბილების ტრავმული დაზიანებები ბავშვთა ასაკში, კურნალობის მნიშვნელობა, პრინციპები და მეთოდები”
თემის ხელმძღვანელი: პროფ. მანანა კალანდაძე

13:40-13:55 coffee break

13:55-14:05 მარი ჩიხრაძე და მარინე ქირიკაშვილი (ალმა მატერი, IVკ) - “ყბა-სახის ქირურგიაში იმპლანტაციის თანამედროვე მეთოდები’”
თემის ხელმძღვანელი: პროფ. დინარა კასრაძე და მ.მ.დ. ნინო თხილავა

14:05-15:15 მარიამ ლომაია (მ.მ.ს.ი IIIკ) – “ღეროვანი უჯრედები”
თემის ხელმძღვანელი: პროფ. ხათუნა ტვილდიანი

15:15-15:25 ნათია ანესაშვილი და ილონა ბიტაროვა (ალმა მატერი, IVკ) - “იმუნოდეფიციტის დროს ღეროვანი უჯრედების გამოყენება სტომატოლოგიაში”
თემის ხელმძრვანელი: მ.მ.დ. თამთა გიორგაძე და მ.მ.დ. ნინო თხილავა

15:25-15:35 ანა ბოკუჩავა (ალმა მატერი, IIIკ) – “ენის სიმსივნეები”
თემის ხელმძღვანელი: პროფ. დინარა კასრაძე

15:35-15:45 ლია გასანოვა (ალმა მატერი, IIIკ) “ყბა-სახის ავთვისებიანი სიმსივნეები”
თემის ხელმძღვანელი: პროფ. დინარა კასრაძე

16:00 დახურვის ცერემონიალი


This post has been edited by აღასპერი on 20 Nov 2009, 01:12
geovip
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 147
წევრი No.: 95208
რეგისტრ.: 6-July 09

გამოგზავნილია: 26 Nov 2009, 11:15  #16647072      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აღასპერი
ძალიან საინტერესო კონფერენციაა. რაც მთავარია განიხილება ყველაზე თანამედროვე და საჭირბოროტო საკითხები სამედიცინო სფეროში.
ყველას, ვინც მუშაობს ან სწავლობს ამ მიმართულებით ვურჩევ დაესწროს და გაეცნოს ამ მნიშვნელოვან საკითხებს.

This post has been edited by geovip on 26 Nov 2009, 11:17


--------------------
If You Never Try, You'll Never Know...

ამ ცხოვრებას ვერ ვუგებ... პრინციპში ვერც ეს ცხოვრება მიგებს...
chanichano
თათქარიძე-მიუნხაუზერი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2957
წევრი No.: 29025
რეგისტრ.: 27-January 07

გამოგზავნილია: 11 Dec 2009, 04:53  #16888802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq


--------------------
არაფერი თქვა მასტურბაციის საწინააღმდეგოდ, ბოლოს და ბოლოს, ეს არის სექსი ადამიანთან, რომელის ყველაზე მეტად გიყვარს!!!
--
საქართველოში უმუშევრობის პრობლემა კი არა, უსაქმურობის პრობლემა დგას დღის წესრიგში!!!
dima1991
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 75388
რეგისტრ.: 20-November 08

  გამოგზავნილია: 22 Feb 2010, 19:27  #18122894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლა ( ფაკულტეტი)

მოსწავლეთა I რესპუბლიკური ოლიმპიადა

თბილისი, 1 მარტი 2010 წ.

პირველად განათლების ისტორიაში “საქართველოს უნივერსიტეტის” ატარებს მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადას

ოლიმპიადის მიზანია ერთის მხრივ, აბიტურიენტს მიეცეს საშუალება გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და მოიპოვოს საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება; მეორეს მხრივ, გააღრმავოს განათლების სისტემის რეფორმით გათვალისწინებული ახალი ურთიერთობები სკოლასა და უნივერსიტეტს შორის, გაზარდოს მოზარდის ჩართულობა საკუთარი მომავლი განათლების დაგეგმაში და სწორი არჩევანის გაკეთებაში.
ოლიმპიადამ უნდა წარმოაჩინოს მოზარდთა ნაწილი, რომელიც გამოირჩევა ნოვატორული იდეებით, , ახლებური ხედვით და გახდება საქართველოს უნივერსიტეტის ღირსეული სტუდენტი.

ოლიმპიადის გამარჯვებულებს გადაეცემათ:


I ადგილი
უფასოდ სწავლის საშუალება საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლის ნებისმიერ სპეციალობაზე,
უსასყიდლოდ ოთხი წლის განმავლობაში სასწავლო სახელმძღვანელოები

II ადგილი
ნახევარ ფასად სწავლის საშუალება საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლის ნებისმიერ სპეციალობაზე,
ნახევარ ფასად ოთხი წლის განმავლობაში სასწავლო სახელმძღვანელოები

III ადგილი
სწავლის საფასურის 10%-იანი ფასდაკლება საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლის ნებისმიერ სპეციალობაზე
ნახევარ ფასად ოთხი წლის განმავლობაში სასწავლო სახელმძღვანელოები

ოლიმპიადაში გამორჩეული მონაწილე აბიტურიენტები დაჯილდოვდებიან საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლის ნებისმიერ სპეციალობაზე სწავლის საფასურის 5%-იანი ფასდაკლებით

ოლიმპიადაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია: მე – 12 კლასის მოსწავლეებს.

ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ წინასწარი განაცხადის ფორმა. გამოაგზავნონ ქვემოდ მოცემულ ელ. ფოსტაზე ან მოიტანონ ჩვენთან უნივერსიტეტში.

განრიგი:
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 28 თებერვალი
ოლიმპიადა - 1 მარტი 11 სთ.
გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება 7 მარტი 13 : 00 სთ




საკონტაქტო პირი: ნათია ღლონტი
მისამართი: თბილისი, კოსტავას 77ა,
ტელ: 24 11 44
მობ: 877 44 77 81
ელ.ფოსტა: n.glonti@ug.edu.ge[B][/B]

This post has been edited by dima1991 on 22 Feb 2010, 19:29
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 8 Apr 2010, 23:14  #18935679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
2010 წლის 10 აპრილს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ დეა ყოლბაიას პროექტს "სქესის ევოლუცია - ბიომოლეკულური და ფსიქოსოციალური ასპექტები"

პროგრამა:
13:30 - 14:00 რეგისტრაცია
14:00 - 15:00 სუნთქვიდან სქესამდე
15:00 - 15:15 შესვენება
15:15 - 16:15 ფსიქეა და ამური, ანუ სულიერება და სექსუალურობა
ბიოქიმია და ფსიქოანალიზი
16:15 - 16:30 შესვენება
16:30 - 17:30 რწმენის ბიოლოგია: სულის სამი "ტაძარი"
რელიგიური ცნობიერება: კულტი და კულტურა
სამოთხის და ჯოჯოხეთის მიღმა...

განსახილველი საკითხები:

● სქესის შუალედური ფორმები - ციკლურობა და პოლარობა
● Y ქრომოსომა ქრება? როგორ გაჩნდა Y ქრომოსომა და რას უქადის სქესის ევოლუცია
● ადამის პირველი ცოლი - მატრიარქატი და ქალთა ემანსიპაცია
● როცა სქესი არ იყო...
● სქესთა მიმოცვლა, ანუ სქესის ქრომოსომული ინვერსია
● ფსიქეა, ამური, სული და სულიერება
● ღმერთი, რომელმაც შექმნა ადამიანი და ადამიანი, რომელმაც შექმნა ღმერთი
● კულტი, კულტურა და ეროვნების არარსებული გენები

მომხსენებელი: ექიმი დეა ყოლბაია

გაიცემა სერტიფიკატი
დასწრება თავისუფალია

http://www.radix.ge/
ERIADOR
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 90
წევრი No.: 77979
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 14 Apr 2010, 12:56  #19037325      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი 2010 წლის 7 მაისს ატარებს მესამე სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: ”აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები”.

სათაური:”აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები”.
ორგანიზატორი: ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თარიღი: 2010 წლის 7 მაისი
ჩატარების ადგილი: ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 505
ჩატარების დრო: 10:00 - 14:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

გთხოვთ, კონფერენციისათვის წარმოდგენილ მასალაში მიუთითოთ:

• მომხსენებლის სახელი, გვარი
• უმაღლესი სასწავლებელი, ფაკულტეტი, კურსი
• დეკანის/ლექტორის რეკომენდაცია
• ტელეფონის ნომერი
• ელ-ფოსტა
• მოხსენების სათაური
• რეზიუმე (მაქსიმუმ 500 სიტყვა, ქართულად ან ინგლისურად),
მოხსენების სრული ტექსტი (6-8 გვედი, A4, ცადNუსხ 12, სტრიქონებს
შორის მანძილი – 1.0)
• მოხსენების ხანგრძლივობა (20-30 წუთი)
• მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა.

გთხოვთ, მოხსენება, წარმოდგენილი ქართულად ან ინგლისურად, გაგზავნოთ როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი) შემდეგ მისამართზე: დირეცტორ.ცეს@ტსუ.გე არაუგვიანეს 2010 წლის 20 აპრილისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი. პირველი სამი საუკეთესო ნაშრომი დაჯილდოვდება ევროპული კვლევების ინსტიტუტის საგანგებო დიპლომებით.

ავტორებს შედეგების შესახებ ეცნობებათ არა უგვიანეს 2010 წლის 30 აპრილისა.
სურვილისამებრ, მოხსენებისათვის საჭირო მასალა (სლაიდები, აუდიტორიისათვის დასარიგებელი მასალა და ა.შ.) შეგიძლიათ წარმოადგინოთ ქართულად ან ინგლისურად.
პრეამბულა
საქართველოს საზოგადოება სრულად იზიარებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ მიზანს _ საქართველოს ინტეგრაციას ევროპასთან. ერთის მხრივ, საქარ¬თვე¬ლოს ისტორიული სწრაფვა ევროპისკენ და მეორეს მხრივ, ინტენსიური თანამშრომლობის პოლიტი¬კა, რომელიც ევროკავ¬შირმა საქართველოს შესთავაზა და რომელმაც ასახვა ჰპოვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმაში და ამჟამად უკვე აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივაში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ნათელი გამოხატულებაა.
ევროპული კვლევების ინსტიტუტი ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლის 9 ივლისს ევროკომისიის პროექტის ფარგლებში. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საქართველოს საზოგადოებაში ევროპის შესახებ ცოდნის გავრცელება; ასევე, ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის ყველა იმ პირობის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერებას და ევროპელ კოლეგებთან ერთად განხორციელებულ კვლევებსა და პროექტებში მის ინტეგრირებას.
კონფერენციის მიზანი
საქართველოს საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების, ნორმების, სახელმწიფო და საჯარო მართვის პრინციპების დამკვიდრება; ევროპის ისტორიის, ინსტიტუტების, ეკონომიკის, პოლიტიკის, სოციალური დაცულობის ქსელის და ა.შ. შესახებ ცოდნის გავრცელება.

კონფერენცია ეძღვნება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივას, რომლის კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა დამტკიცდეს 2009 წლის აპრილში. სახელდობრ, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, შემოქმედებითად გაანალიზონ საქართველოსთვის შექმნილი პერსპექტივები ხელმისაწვდომ მასალაზე დაყრდნობით. წარმოდგენილ მოხსენებებში ასახული უნდა იყოს აღმოსავლეთის პარტნიორობის შემდეგი საკითხები:
• აღმოსავლეთის პარტნიორობით გათვალისწინებული ასოცირებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს პარტნიორ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის “ღრმა და ყოვლისმომცველი” შეთანხმების დადებას, იმდენად, რამდენადაც ეს ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (ჭთO) წევრია;
• აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი პარტნიორი ქვეყნების სტიმულირება, რათა ერთმანეთს შორის შექმნან თავისუფალი ვაჭრობის ქსელები, რომლებსაც ევროკავშირის ვარაუდით, შორეულ პერსპექტივაში, შეიძლება მოჰყვეს პარტნიიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამეგობრობის დაფუძნება;
• ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობა (Eუროპეან Eნერგყ ჩომმუნიტყ): საქართველოსთვის შესაძლო პერსპექტივა, რომ დამკვირვებლის მიმდინარე სტატუსიდან გადავიდეს სრულ წევრობამდე; ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის როლი ევროკავშირის ენერგიით მომარაგების გზების დივერსიფიკაციაში და ორმხრივ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში;
• აღმოსავლეთის პარტნიორობის ორმხრივი ინიციატივები: სავიზო გადასახადების გაუქმება, სავიზო მოთხოვნების გაუქმება, ყოვლისმომცველი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამის მხარდაჭერა, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
• აღმოსავლეთის პარტნიორობის მრავალმხრივი ინიციატივები: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობა, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის სამომავლო გეგმების შემუშავება, ელექტროენერგიის რეგიონალური ბაზრების სრულყოფა, ადამიანის ქმედებით გამოწვეული კატაკლიზმების პრევენცია და სტიქიური უბედურებებისა და ადამიანის ქმედებით გამოწვეული კატაკლიზმებისადმი მომზადება.

აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებთან ერთად მონაწილეებს, ასევე, შეუძლიათ, გაითვალისწინონ ევროკავშირის განვითარების თანამედროვე პერსპექტივები: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მნიშვნელობა საქართველოსთვის, ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირის კონსტიტუცია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

კონფერენციაზე იქნება დისკუსია საქართველო-ევროპის/ევროკავშირის ურთიერთობის პერსპექტივებზე.

ევროპული კვლევების ინსტიტუტი


On May 9, 2010 the Institute for European Studies at Ivane Javakhishvili Tbilisi State University organizes the Third Student Conference on the topic “Social and Economic Aspects of Eastern Partnership”.

Institute for European Studies
A project implemented by UPMF Consortium


Call for papers
Title: “Social and Economic Aspects of Eastern Partnership”
Organizer: Institute for European Studies (IES) at Ivane Javakhishvili Tbilisi State University
Date: May 7, 2010
Venue: Institute for European Studies (IES) at Ivane Javakhishvili Tbilisi State University, II Building Block, 5th Floor, room 505
Time: 10:00 am to 14:00 pm
Language: Georgian and/or English

To submit a paper, please provide:
• First and last name
• Higher Education Institution, faculty, year
• Dean/Lecturer recommendation letter
• Phone number
• Email address
• Title of the paper
• Abstract (max. 500 words, in English or Georgian), and complete paper (6-8 pages, A4, Times New Roman 12, line spacing single
• Length of presentation (from 20 minutes to 30 minutes)
• Technical equipment required for the presentation.
Papers to be presented at conference should be written in Georgian or English and submitted as email attachment addressed to director.ces@tsu.ge no later than April 20, 2010
Papers will be refereed by the local organizing committee.
The best three papers will be awarded special IES Diplomas.
Authors will be informed about the outcomes of selection process by April 30, 2010.
Official Conference languages are English and Georgian. All participants are encouraged to bring information materials (handouts, overheads) in English and/or Georgian.

Preamble

Historically Georgia was strongly linked with Europe, except at some periods, where international political factors limited such links. Strengthening and developing those links are critical to implement the strategic goal of the Georgian government - Georgia’s European integration, wholly shared by Georgian Society.

The Institute for European Studies has been created at Tbilisi State University as EU project. One of its objectives is to promote knowledge on European issues in Georgian society. Another is to help Academics to create good conditions for collective research on EU issues (networking with EU Universities and scholars, better research facilities within a well-equipped Learning Resource Center).

Goal of the Conference

The goals of the Conference are: establishing European values, norms, principles of governance within Georgian society; spreading information and knowledge about European history, institutions, economy, politics, social safety net, etc.

The Conference is dedicated to the EU Eastern Partnership initiative the concrete action plan of which has to be endorsed in April, 2009. So the participants are given opportunity to creatively brainstorm opening up prospects for Georgia based on available materials. The following issues of EU Eastern Partnership should be reflected in the papers submitted:

• The importance of association agreement envisaged within the Eastern Partnership that would include the establishment of a “deep and comprehensive” free-trade agreement with a partner country, once it has joined the World Trade Organization (WTO).
• The issue of encouraging the Eastern Partnership partner countries to establish a free-trade network among themselves, which – as EU hopes - might in the long term lead them to create an economic community.
• European Energy Community: prospects of Georgia to move from current observer status to full membership; the role of European Energy Community in diversification of EU energy supply routes and mutual energy security.
• Eastern Partnership bilateral initiatives: waiving visa fees, ending visa requirements, supporting a comprehensive institution-building program, and assisting with economic and social development.
• Eastern Partnership five multilateral initiatives: integrated border management, technical and financial assistance for small and medium-sized enterprises, developing plans for a future southern energy corridor, improvements to regional electricity markets, and preventing man-made disasters and preparing for natural disasters and man-made disasters.

Along with the Eastern Partnership the participants are also encouraged to cover the modern issues of EU development: ENP Action Plan implications for Georgia, EU expansion, EU Constitution, EU foreign and security policies, harmonizing the EU legislation.

Participants will discuss the perspectives for improvement of Georgia-Europe/EU relations.

This post has been edited by ERIADOR on 14 Apr 2010, 12:58


--------------------
The world is changed
I feel it in the WATER
I feel it in the EARTH
I smell it in the AIR
Misha_2007
Super Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1540
წევრი No.: 27639
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 22 Apr 2010, 21:49  #19192481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი მიმდინარე წლის 10-11 ივნისს ატარებს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობლივ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას, თემაზე:
„საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და გარე სამყარო“
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 25 მაისის ჩათვლით, ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე, უნდა გადმოგზავნონ საკუთარი მონაცემები (სახელი, გვარი, სტატუსი, სასწავლებელი ან დაწესებულება, ელ-ფოსტა, ტელეფონი) და მოხსენება, სტუდენტთა ნაშრომებს თან უნდა ახლდეს მეცნიერ-ხელმძღვანელის დასკვნა-რეკომენდაცია.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება წმ. გრიგოლ ფერაძის სახ. ქრისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში “ქრისტიანობის კვლევები”.
დაინტერესებულმა პირებმა დამიკავშირდით ან აქ ან PM-ში smile.gif
CSG
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 21
წევრი No.: 114335
რეგისტრ.: 21-April 10

გამოგზავნილია: 23 Apr 2010, 15:34  #19204005      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სამაგისტრო პროგრამები კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში

ეს შენი წარმატებისთვისაა!


გსურთ მონაწილეობის მიღება ქვეყნის მართვასა და საქართველოს გარე სამყაროსთან წარმატებულ ინტეგრირებაში?

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამებში სწავლა საუკეთესო არჩევანია საჭირო ცოდნისა და კვალიფიკაციის მისაღებად.

როგორია სამაგისტრო პროგრამების შინაარსი?
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამებში სწავლა მიმდინარეობს ორი სპეციალობით:

1. საერთაშორისო ურთიერთობები
2. სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა.

რატომ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა?
სკოლა სამაგისტრო სტუდენტებს სთავაზობს:

• ინგლისურენოვან სწავლებას
• თანამედროვე სასწავლო პროგრამებს, რომლებიც თავსებადია დასავლეთის
უნივერსიტეტების პროგრამებთან
• უახლესი თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების
გამომუშავებაზე ორიენტირებულ სწავლების დაბალანსებულ მიდგომებს
• საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობებს
• სწავლების მოქნილ გრაფიკს. სემესტრის განმავლობაში თითოეულმა სტუდენტმა
საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება აირჩიოს 2-4 საგნის გავლა
• გადახდის მოქნილ სისტემას. სტუდენტის მიერ გადასახდელ სწავლის საფასურს
განსაზღვრავს მის მიერ აღებული საგნების რაოდენობა
• სტუდენტთა მონაცემებისა და ინტერესების გათვალისწინებით მათ მზადებას
წარმატებული პრაქტიკული კარიერისათვის, აკადემიური მოღვაწეობისათვის ან
სადოქტორო პროგრამებში სწავლის გასაგრძელებლად.


როგორია მოთხოვნები აკადემიური ხარისხის მისაღებად?
სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სტუდენტები იღებენ აუცილებელი და არჩევითი საგნების გავლისა და სამაგისტრო ნაშრომის წარმატებით დაცვის შემთხვევაში, რაც მთლიანობაში 120 კრედიტს შეადგენს. 1 კრედიტის ღირებულება 80 ლარია. სწავლის ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 5 წლამდე.

როგორია პროგრამაში მიღების წესები?

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამებში მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში ჩატარებული ინტერვიუს საფუძველზე. აბიტურიენტების რეგისტრაცია იწარმოებს ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში 8 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.csg.edu.geან დაუკავშირდით შემდეგ საკონტაქტო პირებს:


მარინა მიქელაძე
ტელ: 899 45 25 54
ელ-ფოსტა: mmikeladze@cu.edu.ge


თინათინ როდონაია
ტელ: 899 33 81 80
ელ-ფოსტა: trodonaia@cu.edu.ge
Risorgimento
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 110
წევრი No.: 37561
რეგისტრ.: 2-July 07

გამოგზავნილია: 23 Apr 2010, 22:57  #19213210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქ. თბილისის მერია და საქართველოს ეკონომისტთა ფორუმი

წარმოგიდგენთ პროქტს

თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010


ოლიმპიადა ჩატარდება სამ ეტაპად

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სოლიდური პრიზებით:

პირველი ადგილი – 2000 ლარი
მეორე ადგილი – 1200 ლარი
მესამე ადგილი – 800 ლარი

საუკეთესო სტუდენტები აგრეთვე გაივლიან სტაჟირებას ეკონომიკური პროფილის სამინისტროებსა და უწყებებში.

ოლიმპიადა ჩატარდება 1-15 მაისი
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

პარტნიორები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ბანკი

თი-ბი-სი ბანკი
მსურველება 27 აპრილამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე info@geforum.ge და ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 8 97 77 66 31, 8 99 53 63 11

ან იხილეთ ვებგვერდი www.geforum.ge
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 22 Jun 2010, 15:52  #20295562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
ზაფხულის სემინარი ჩაქვში

3-4 ივლისს ჩატარდება RADIX-ის ზაფხულის სემინარი ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში"

პროგრამა
3 ივლისი:

13:00-14:00 - 15:00-16:00 პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი - "ღეროვანი უჯრედების ბიოლოგია და მათი გამოყენების პერსპექტივები სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ"
20:00 - 23:00 - დეა ყოლბაია - "ვერცხლის ფანჯარა"
4 ივლისი:

13:00-14:00 - 15:00-16:00 პროფესორი ზურაბ კაკაბაძე - "ტრანსლაციური მედიცინა - ნოვაცია მედიცინაში"
20:00 - 23:00 - კინომცოდნე გოგი გვახარია. ფილმის ჩევნება და დისკუსიები


გასართობი პროგრამა
ანიმაცია

3 ივლისი:
"შავი ზღვის მეკობრეები"

4 ივლისი:
"Science Rules"

- ინტელექტუალური თამაში "რა?როგორ?რატომ?"
-Medical Party
-“ბინტიკი“
-„დათვალიერება“
-„რეცეპტები“
-„წყლის პროცედურები“

24:00 - Open Air Party/Pool Party


რეგისტრაცია გრძელდება 25 ივნისამდე.
855940983
Info@radix.ge
დამატებითი სერვისების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სასტუმრო ოაზისის ოფიციალური ვებგვერდი: http://hoteloasis.ge/ge/index.php
gio_gio234
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 660
წევრი No.: 58570
რეგისტრ.: 16-April 08

გამოგზავნილია: 26 Jul 2010, 10:10  #20836567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით, იქნებ ერთ სისტემაში გავაერთინოდ ვინ რა საძიებო სისტემა ვიცით, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მოკლევადიანი კონფერენციების თუ სემინარების მოსაძებნად, მე ერთ-ერთს მივუთითებ. www.eastchance.com, სხვებმაც თუ იცით რამე დაპოსტეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს.
Misha_2007
Super Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1540
წევრი No.: 27639
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 27 Jul 2010, 00:29  #20847651      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gio_gio234
up.gif ძალიან კაი საიტი დადე, საინტერესო ინფორმაციები ვნახე, ღმერთმა გაგახაროს, ვუერთდები შენს ინიციატივას და ვდებ 2 საკმაოდ კარგ საიტს http://www.konferencii.ru/ და http://www.webofconferences.org/
n1n@
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 219
წევრი No.: 21321
რეგისტრ.: 3-July 06

გამოგზავნილია: 2 Oct 2010, 22:09  #21865578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.conferencealerts.com/econ.htm

ეკონომისტები შეიძლება დაინტერესდეთ.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) 1 [2] 3 4  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0600 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]