forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (4) 1 2 [3] 4   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ﴾﴾﴾ აფიშა ﴿﴿﴿, სემინარი, კონფერენცია, პრეზენტაცია... ღონისძიებები
juansher
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 177
წევრი No.: 23822
რეგისტრ.: 29-September 06

გამოგზავნილია: 14 Oct 2010, 20:48  #22042282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
2010 წლის 15-17 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის

ერთობლივი საუბილეო-სამეცნიერო ღონისძიება, მიძღვნილი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოს-არქეოლოგის,

აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი.

იხილეთ პროგრამა:

user posted image
juansher
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 177
წევრი No.: 23822
რეგისტრ.: 29-September 06

გამოგზავნილია: 3 Nov 2010, 17:55  #22344193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გსურთ ცნობილი დმანისელი გოგონას სახელის შერჩევაში მონაწილეობა?

ალბათ გსმენიათ პირველი ევროპელი გოგონას შესახებ!
გსურთ ცნობილი დმანისელი გოგონას სახელის შერჩევაში მონაწილეობა?

დღეიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი ატარებს კონკურსს პირველი ევროპელების ზეზვასა და მზიას ქალიშვილისათვის საუკეთესო ქართული სახელის შესარჩევად.

დმანისელი ოჯახი ე.ი ჰომოგეორგეკუსის ოჯახი
პირველი ჰომინიდების ჯგუფია, რომელიც
1.8 მილიონი წლის წინ დასახლდა ევროპაში.

ზეზვასა და მზიას შვილის რეკონქტრუირებული ფიგურა მსოფლიოში განთქმულმა ფრანგმა მოქანდაკემ ელიზაბეტ დეინისმა შექმნა.

მიიღეთ მონაწილეობა საუკეთესო ქართული სახელის შესარჩევად და გაგვიზიარეთ თქვენი იდეები ჩვენს facebook-ის გვერდზე: Georgian National Museum ან მოგვწერეთ მისამართზე: info@museum.ge

გაუზიარეთ ჩვენი გვერდი თქვენს მეგობრებს, კოლეგებს და ოჯახის წევრებს.

საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

http://www.daynes.com/en/home.php\

http://blogs.ngm.com/blog_central/2007/09/...tructed.html#tp

www.dmanisi.ge

http://ngm.nationalgeographic.com/ngm/0208/feature1/

http://www.talkorigins.org/faqs/homs/d2700.html[B][/B][B][SIZE=7]

This post has been edited by juansher on 3 Nov 2010, 17:58

მიმაგრებული სურათი
6a00e009822691883301127964ab4128a4.jpg
LUKA-BRAZI
E=mc²


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3862
წევრი No.: 66894
რეგისტრ.: 8-July 08

გამოგზავნილია: 17 Nov 2010, 16:05  #22554969      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
რიჩარდ სტოლმანი თბილისში - http://www.facebook.com/event.php?eid=162004147170733 !!!

This post has been edited by LUKA-BRAZI on 17 Nov 2010, 16:06


--------------------
דברים טובים מגיעים למי לחכות
_
Every action has its feedback.
_
http://samecniero.net - Irakli-ისა და LUKA-BRAZI-ის სამეცნიერო ბლოგი =)
juansher
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 177
წევრი No.: 23822
რეგისტრ.: 29-September 06

გამოგზავნილია: 17 Nov 2010, 20:41  #22557757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
“კულტურულ მემკვიდრეობაზე - ზრუნვა, კვლევა და წარდგენა” მ სოფლიოს წამყვანი მუზეუმების ექსპერტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

16-19 ნოემბერი, 2010



მიმაგრებული სურათი
kvireuli_geo.jpg
Misha_2007
Super Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1540
წევრი No.: 27639
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 8 Dec 2010, 23:32  #22880344      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
10 დეკემბერს 17:00 საათზე წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი მართავს საჯარო ლექციას თემაზე "წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მოღვაწეობის ისტორიიდან". ლექციას წაიკითხავს ისტორიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა საითიძე. მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, V კორპუსი, 204–ე აუდიტორია, დასწრება თავისუფალია
gogia4
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5429
წევრი No.: 122648
რეგისტრ.: 18-October 10

გამოგზავნილია: 1 Jan 2011, 19:55  #23242707      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))


--------------------
სომეხი ვარ, ტანტრე მქვია,
დავკარგე და ვეძებ ბურზოს.


გზაზე მოდის სამი დევი,
უნდა მოატყუონ ჯიმი ლევი.
l5mari
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 63
წევრი No.: 21035
რეგისტრ.: 22-June 06

გამოგზავნილია: 21 Feb 2011, 14:21  #24113214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
www.intelc.ge გთავაზობთ კომპიუტერული ლოჯისტიკის კურსებს
juansher
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 177
წევრი No.: 23822
რეგისტრ.: 29-September 06

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 20:24  #24136641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საჯარო ლექციაზე “უახლესი არქეოლოგიური კვლევები ციმბირის სტეპებში - არჟაანის სამეფო სამარხები”



24 თებერვალი 17.00 საათი


საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტის პროფესორ ჰერმან პარცინგერის საჯარო ლექციაზე “უახლესი არქეოლოგიური კვლევები ციმბირის სტეპებში- არჟაანის სამეფო სამარხები”.

პროფესორ ჰერმან პარცინგერის Hხელმძღვანელობით სამხრეთ ციმბირში, ტუვას რესპუბლიკაში არჟაანთან ახლოს ”მეფეების ხეობაში”, არქეოლოგიური გათხრებისას სკვითების უმდიდრესი ყორღანები აღმოაჩინეს. ამ სამარხებში, რომლებიც მმართველი კლასის წარმომადგენლებს ეკუთვნით, ძვ.წ. VII-VI საუკუნის ათასობით ოქრომჭედლობის შედევრია ნაპოვნი. ინტერდისციპლინარული კვლევის უახლესი შედეგები პირველად იქნება წარდგენილი ქართული საზოგადოების წინაშე.


პროფესორი ჰერმან პარცინგერი, 2008 წლის მარტიდან ევროპის უდიდესი სამუზეუმო გაერთიანების - პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტია, რომლის შემადგენლობაშია ბერლინის ეროვნული მუზეუმები, სახელმწიფო ბიბლიოთეკა, სახელმწიფო არქივი, იბერო-ამერიკული ინსტიტუტი და მუსიკალური კვლევითი ინსტიტუტი.


1995 წელს ჰერმან პარცინგერმა გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილება დააფუძნა. 2003–2008 წწ. იგი გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტს ედგა სათავეში, მისი ხელმძღვანელობით არქეოლოგიის ინსტიტუტმა მნიშვნელოვნად გააფართოვა კვლევების არეალი. პროფესორი პარცინგერი 1995 წლიდან პირადად ხელმძღვანელობს არქეოლოგიურ პროექტებს სხვადასხვა ქვეყნებში. იგი საყოველთაოდ აღიარებული მკვლევარია, მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.


1998 წელს მას გერმანული მეცნიერების უმაღლესი ჯილდო გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის პრემია მიენიჭა. 1996 წლიდან იგი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია.


ღონისძიება ტარდება `საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის” ტვინინგის პროექტის ფარგლებში.


ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანით.


დასწრება თავისუფალია.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის #1.

ლექციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ წინასწარ შემდეგ მისამართზე; ntalakvadze@museum.ge

user posted image
juansher
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 177
წევრი No.: 23822
რეგისტრ.: 29-September 06

გამოგზავნილია: 5 Mar 2011, 00:18  #24304757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ''ისტორიანის'' პრეზენტაცია

შაბათს, 5 მარტს, 13:00 სთ.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი დარბაზი
გუდიაშვილის ქ. 7
თბილისი
juansher
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 177
წევრი No.: 23822
რეგისტრ.: 29-September 06

გამოგზავნილია: 8 Mar 2011, 20:49  #24362670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ საჯარო ლექციებზე:

9 მარტი, 16:00 საათი - ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების სამუზეუმო კვლევის ინსტიტუტის დირექტორის
პროფესორი ბერნჰარდ გრაფის მოხსენება თემაზე: “სცენოგრაფია და ინსცენირება მუზეუმებისა და გამოფენებისთვის”.

11 მარტი, 16:00 საათი - ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების სამუზეუმო კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის
პროფესორ მონიკა ჰაგედორნ-ზაუპეს მოხსენება თემაზე: “ქსელური მუზეუმები - ინტერნეტის შესაძლებლობები და სირთულეები’’.


მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის #1.

user posted image
zilga
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 139822
რეგისტრ.: 2-December 11

გამოგზავნილია: 2 Dec 2011, 15:36  #28577578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ საჯარო ლექციებზე:

9 მარტი, 16:00 საათი - ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების სამუზეუმო კვლევის ინსტიტუტის დირექტორის
პროფესორი ბერნჰარდ გრაფის მოხსენება თემაზე: “სცენოგრაფია და ინსცენირება მუზეუმებისა და გამოფენებისთვის”.

11 მარტი, 16:00 საათი - ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების სამუზეუმო კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის
პროფესორ მონიკა ჰაგედორნ-ზაუპეს მოხსენება თემაზე: “ქსელური მუზეუმები - ინტერნეტის შესაძლებლობები და სირთულეები’’.


მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის #1.


--------------------
[I]Patriotism is the last refuge of a scoundrel[/I] - Samuel Johnson
hellz
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 358
წევრი No.: 130677
რეგისტრ.: 28-April 11

გამოგზავნილია: 28 Jan 2012, 22:15  #29430671      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა თვქენთვის ატარებს ღია სემიანრებს. სემინარების მიზანია, უკეთესად გაიცნოთ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და მთლიანად კავკასიის უნივერსიტეტი, რაც თქვენი მომავლისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

ღია სემინარებზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია, ამისათვის უნდა გაიროთ რეგისტრაცია და აირჩიოთ თქვენთვის მისაღები თარიღი.
Click here

გისურვებთ წარმატებას.!

user posted image
MaiaBibiluridze
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 51
წევრი No.: 142559
რეგისტრ.: 2-February 12

გამოგზავნილია: 4 Feb 2012, 09:15  #29541434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კინოებზე არ გაქვთ აქ რამე ?????????????????????????????????????????????????????
NPLG
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 155633
რეგისტრ.: 31-October 12

გამოგზავნილია: 2 Nov 2012, 10:51  #33730468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი სალექციო კურსი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ეროვნული ბიბლიოთეკის,
ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოსა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდ თავისუფლებისათვის
ორგანიზებით საჯარო ლექციების კურსი გაიმართება.



ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

სალექციო ციკლის განრიგი:

31 ოქტომბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: ზაზა შათირიშვილი
მოხსენების თემა: „თავისუფლების გაგების სამი კონცეპტი“

7 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: ავიგდორ ჟარდენი
მოხსენების თემა: „ეკონომიკა და ძველი აღთქმა“.

14 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: ბექა მინდიაშვილი
მოხსენების თემა: „ თავისუფლება და რელიგია“

21 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: პაატა შეშელაძე
მოხსენების თემა: „ეკონომიკა და ახალი აღთქმა“

28 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: მამა გაბრიელე ბრაგანტინი
მოხსენების თემა: „თავისუფლება, რელიგია და სოციალური პასუხისმგებლობა“

5 დეკემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: გიორგი ჩხიკვაძე
მოხსენების თემა: „რელიგია და თანამედროვე დემოკრატია“

12 დეკემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: გიორგი ჩიქოვანი
მოხსენების თემა: „რელიგია და არჩევანის თავისუფლება კლასიკურ ლიბერალიზმში“

19 დეკემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: გია ჯანდიერი
მოხსენების თემა: ”საკუთრება, ვაჭრობა და ბაზარი სხვადასხვა რელიგიურ ხედვებში“


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ნინო ლომაურიძე
598 68611; 2933975;

office@nesgeorgia.org;

This post has been edited by NPLG on 2 Nov 2012, 10:53


--------------------
http://www.nplg.gov.ge/

http://www.facebook.com/?ref=tn_tnmn#!/NATIONALPARLIAMENTARYLIBRARYOFGEORGIA?fref=ts
Cogneuge
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 172180
რეგისტრ.: 22-August 13

გამოგზავნილია: 22 Aug 2013, 17:14  #37710275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით და გიწვევთ თბილისის 2013 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ტვინის ნორმალურ და პათოლოგიურ ფუნციებს ნეირომეცნიერებისა და მედიცინას თვალთახედვით წარმოგვიდგენს.

თბილისის 2013 წლის I საერთაშორისო კონფერენცია
„ტვინის დაავადებები: ნეირომეცნიერებისა და მედიცინის გზაშესაყარზე“

2013 წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პატრონაჟით და კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის თაოსნობით თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართება ნეირომეცნიერთა და მედიკოსთა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია - „ტვინის დაავადებები: ნეირომეცნიერებისა და მედიცინის გზაშესაყარზე“.
კონფერენციის მიზანია წაახალისოს დიალოგი კლინიკური მედიცინისა და ნეირომეცნიერების წარმომადგენელებს შორის. ქართველ ნეიროფიზიოლოგებთან, ნევროლოგებთან, ფსიქიატრებთან და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ფუნდამენტური მეცნიერების, ასევე კლინიკური მედიცინის დარგის წარმომადგენლები ევროპისა და აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტებიდან და საუნივერსიტეტო კლინიკებიდან.

სალექციო სესიების გარდა დამატებით გაიმართება
3 ოქტომბერს - სამეცნიერო პრაქტიკული ვორქშოფი ნეირომეცნიერული კვლევის თანამედროვე მიღწევებისა და მეთოდების შესახებ. ვორქშოფების მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
4 ოქტომბერს - საინფორმაციო სემინარი სამეცნიერო პროექტებისათვის დაფინანსების მოპოვების სტრატეგიისა და გრანტების მენეჯმენტის შესახებ.
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.

კონფერენციის მიზნები:
1. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის დაფუძნებას, ინსტიტუტისა, რომელიც კოგნიტიური ნეირომეცნიერების მიმართულებით ერთადერთია საქართველოში.
2. ახლად დაარსებული ინსტიტუტის ერთერთ პრიორიტეტs წარმოადგენს კვლევის ნეიროსამედიცინო მიმართულების განვითარება, რაც ჯანდაცვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ერთობლივ მუშაობას წაახალისebს ამ ორი სფეროს - მედიცინისა და ნეირომეცნიერების შერწყმის რთულ გზაზე. ერთობლივი კონფერენციის ჩატარება პოზიციების დაახლოების ოპტიმალური ხერხია.
3. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგადად, სახელმწიფოების მხრიდან მეცნიერება შეზღუდულად ფინანსდება და ამიტომ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმართვა მხოლოდ საერთაშორისო პროექტების ფარგლებში დამატებითი დაფინანსებითაა შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით, კონფერენციის ორგანიზების ერთერთი მიზანი უცხოელ და ადგილობრივ მეცნიერთა კოოპერაციის ხელშეწყობა გახდა.
4. პოსტ-საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეცნიერთა სხვადასხვა თაობას შორის შესამჩნევი ნაპრალის არსებობა მრავალჯერ აღინიშნა. ამ ფაქტის გამო სპეციალური ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა თაობაში მეცნიერების პოპულარიზაციის საკითხს. ამ მიზნით, კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სპეციალური ვორქშოფი სტუდენტებისათვის ნეირომეცნიერების ახალი მეთოდებისა და მიმდინარეობების გასაცნობად.

ძირითადი თემები:
კონფერენციის ძირითადი თემები არ შემოიფარგლება მხოლოდ ნეიროდეგენერაციული და მენტალური დავადებებით. დაინტერესებულმა სპეციალისტებმა შეიძლება წარმოადგინონ თემები ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ და პათოლოგიურ ფუნქციონირებაზე, კერძოდ: კოგნიტიურ ფუნქციებზე, ასაკობრივ ცვლილებებზე განვითარების დარღვევებზე, სენსორულ და მოტორულ ფუნქციებზე, ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ დაავადებებზე. მისასალმებელი იქნება ტრანსლაციური კვლევების (ადამიანის დაავადებების და ნორმალური ფუნქიების შესატყვისი ცხოველური მოდელების და ექსპერიმენტული კვლევის მასალების) წარმოდგენა.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნე”-ს (ბიომედიცინის სერია) სპეციალურ დამატებით ნომერში.

კონფერენციის მოკლე მონახაზი
1. მოწვეული ლექტორების მოხსენებები (25 წუთიანი მოხსენება + 5 წუთი შეკითხვები)
2. მონაწილეთა მოხსენებები (15 წუთი მოხსენება + 5 წუთი შეკითხვები)
3. პოსტერების სესია
4. პრაქტიკული ვორქშოფები

მნიშვნელოვანი თარიღები:
10 სექტემბერი, 2013 - თეზისების წარდგენის ბოლო ვადა
10 სექტემბერი, 2013 - ადრეული რეგისტრაციის ბოლო დღე
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში დაუკავშირდით კონფერენციის სამდივნოს cogneuge@yahoo.com

სპონსორები:
მთავარი სპონსორი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
თანასპონსორი: რეგენსბურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ნახეთ ინტერნეტში შემდეგ მისამართზე:
http://www.lipidomicnet.org/index.php/TIC_...Conference_2013

საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
დიღმის საუნივერსიტეტი კამპუსი,
კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტი, ოთახი #205ა
დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ, თბილისი, 0159, საქართველო
ტელეფონი: 5 57 789934
ელ-ფოსტა: cogneuge@yahoo.com
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) 1 2 [3] 4  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.8988 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]